You are on page 1of 68

ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა

თავი 1

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ჩვეულებრივ გამოვედი სახლიდან სამსახურში


წასასვლელად, ჩემები სახლში არ იყვნენ და შემეძლო ჩემი ძმის მანქანით
მესარგებლა. ჩვენ საკუთარი სახლი გვაქვს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა ჩემს ოჯახს
აქვს სახლი თბილისის ერთ-ერთ უბანში. მანქანა ქუჩაში იყო გაჩერებული. მზიანი,
ნათელი დღე იყო, მიხაროდა სამსახურში წასვლა. სტუდენტობისას სულ იმ
პერიოდზე ვოცნებობდი, როდესაც საკუთარი თავის უზრუნველყოფა შემეძლებოდა.
უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი და თან ერთ-ერთ ორგანიზაციაში
ვმუშაობდი. სანამ მანქანამდე მივედი, შევამჩნიე რომ უკან ვიღაც მომყვებოდა,
გამიკვირდა, რადგან ჩემთან არავინ იყო და არც სახლიდან გამოსვლისას შემიმჩნევია
ვინმე ქუჩაში. მხოლოდ ამის გაფიქრება მოვასწარი, მერე არაფერი მახსოვს..
გონს რომ მოვედი, გარემო საერთოდ არ მეცნო. საშუალო ზომის, გემოვნებით
მოწყობილ ოთახში გამეღვიძა. უკვე შებინდებული იყო. ვერაფერს მივხვდი. თავი
საშინლად მტკიოდა, გამახსენდა როგორ გამოვედი სახლიდან, როგორ გავიგონე
ვირაცის ნაბიჯების ხმა, როგორ ამაფარა ხელი პირზე..ალბათ რაღაცით გონება
დავკარგე, მაგრამ სად ვიყავი, რა ხდებოდა ვერაფერს ვხვდებოდი.. კარი ჩაკეტილი
იყო.. უკვე ისტერიკა მეწყებოდა.. ფიქრიც არ მინდოდა იმაზე თუ რა ხდებოდა..
მომიტაცეს, მაგრამ ვინ, რატომ.. მამა ბიზნესმენი იყო, მაგრამ არამგონია მისი
საქმიანობის ბრალი ყოფილიყო ეს ყველაფერი.. მისი შემოსავალი საკმაოდ
სოლიდური იყო, მაგრამ მილიონრები არ ვიყავით, თან მამა არასდროს იკადრებდა
რაიმე ცუდს, რაც შეიძლება ამ ფასად დაჯდომოდა.. სხვა აზრი თავში არ მომდიოდა,
მაშინვე გამოვრიცხე რომ ეს შეიძლებოდა ვინმე თაყვანისმცემელის გაკეთებული
ყოფილიყო.. „ასეთი რაღაცები ჩვენს საუკუნეში აღარ ხდება“ გავიფიქრე. ჭკუიდან
გადავყავდი გაურკვევლობას და ირგვლივ ჩამოწოლილ სიმშვიდეს. კარზე რტყმისგან
უკვე ხელები მტკიოდა, არც ჩემს ყვირილს ეხმაურებოდა ვინმე. გაბრაზება და
ცრემლები მახრჩობდა. ამ ყველაფრით ძალიან დაღლილი, კართან იატაკე ჩამოვჯექი
და კედელს მივეყრდენი. რამდენიმე წუთში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, შემდეგ
დაახლოებით ორი წუთი მოითმინა და კარი გააღო.
-კარი ნუ ჩამოიღე, თავი ამტკივდა. - მითხრა ძალიან მშვიდად, საშინლად
გაბრაზებული სახით.
-უკაცრავად ვინ ხართ? აქ რა მინდა? რას ნიშნავს კარი რატომ ჩამოვიღე? აქ რატომ
ვარ ჩაკეტილი? რატომ მომიტაცეთ?
-ახლა უფრო ამტკივდა თავი და არ გირჩევ უარესად გამაბრაზო.
-ნორმალური ხარ? ახლავე მიპასუხე რაც გკითხე. მე იურისტი ვარ, აუცილებლად
გიჩივლებ და ინანებ იმას, რასაც ახლა აკეთებ.
-ვიცი ვინც ხარ, მაგრამ მაგას ვერ გააკეთებ. არამგონია ჩემი საქციელი ოდესმე ვინანო.
გირჩევნია ცრემლები შეიმშრალო და აღარ გაბედო დამემუქრო.
-ვინ ხარ? ასე რატომ მელაპარაკები? რამე დაგიშავე? -ტირილი ლაპარაკში ხელს
მიშლიდა.
-თუ კიდევ იტირებ გავალ და იქამდე იქნები ჩაკეტილი, სანამ არ დავრწმუნდები რომ
შენი ასაკის გოგოს შესაფერისად, მშვიდად შეგეძლება დამელაპარაკო.
-შენი არ მეშინია, ახლავე ამიხსენი აქ რა მინდა, ვინ ხარ. მამაჩემთან დალაპარაკება
მინდა.
-მე კახა ცინცაძე ვარ. მამაშენს უკვე ველაპარაკე, ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვიდა
ვიდრე ვფიქრობდი. 
-მამაჩემს საიდან იცნობ, რა გამოვიდა უკეთ?
-დღეიდან შენ ამ სახლის დიასახლისი ხარ. ჯერ-ჯერობით შენი სამყოფელი ამ ერთი
ოთახით შემოიფარგლება, შენზეა დამოკიდებული. რაც უფრო მალე დაწყნარდები,
მით უფრო მალე ისარგებლებ იმ პრივილეგიებით რასაც ჩემი ცოლობა გპირდება.
-რა? მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, მამა და დათა აუცილებლად მიპოვნიან. იცოდე
ყველაფერს გავაკეთებ, რომ განსასჯელის სკამზე გნახო.
-ძალიან სასაცილოა. სამწუხაროა, მაგრამ შენები არც კი მოგძებნიან. მამაშენი ერთი
კვირის წინ ვნახე, სიმართლე გითხრა ძალიან მოვეწონე. ვუთხარი რომ უკვე
წელიწადზე მეტია თქვენი ქალიშვილი მიყვარს, ერთად ძალიან ბედნიერები
ვიქნებით და იმედი მაქვს ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იქნებით-მეთქი.
ვთხოვე არაფერი ეთქვა შენთვის, ვიცოდი მამა როგორ გიყვარს და ისიც, თუ როგორ
გერიდება ხოლმე მისი. ვთხოვე სანამ თვითონ არ გეტყვით არაფერი აგრძნობინოთ,
თორემ ძალიან ეწყინება-მეთქი. ერთი სიტყვა არ მითქვამს ტყუილი. ბევრი
ვისაუბრეთ ჩემს ოჯახზე, საქმიანობაზე, განათლებაზე, ინეტერესებზე. ღირსეული
მამა გყავს, ვაღიარებ. მასაც მოვეწონე და დამპირდა რომ არაფერს გეტყოდა.
სიმართლე გითხრა წარმატებებიც კი გვისურვა. ახლა რომ დავურეკე და ვუთხარი
თურქეთში გავიპარეთ თქო. ძალიან გაეხარდა. შენზე კი გაბრაზდა არაფერი რომ არ
თქვი, მაგრამ ჩემი ხათრით გაპატიებს. ვუთხარი მაქსიმუმ ერთ თვეში
დავბრუნდებით და ქორწილზე დავილაპარაკოთო. ასე რომ ამ ერთი თვის
განმავლობაში იმედიც კი არ გქონდეს რომ ვინმე მოძებნის, ჩვენ წყნეთში ვართ, მას კი
თურქეთში ვგონივართ. დათა ესპანეთშია როგორც იცი, მამაშენმაც მივლინებით ზეგ
მივფრინავ და თქვენს დაბრუნებამდე მეც დავბრუნდებიო. ამაზე უკეთესად არ
შეიძლება გამოსულიყო.
-ავადმყოფი ხარ. ეს ყველაფერი მოიგონე, ამას არ გააკეთებდი, მამაც რამეს მეტყოდა.
აუცილებლად მოგთხოვ ამ სისულელისთვის პასუხს, ახლა კი სასწრაფოდ სახლში
წამიყვანე. 
ამაზე მეტად იმ მომენტში არ მეგონა თუ გაბრაზება შემეძლო. ჩემს წინ იდგა
უტიფარი, თავის თავში საოცრად დარწმუნებული, ცინიკოსი ადამიანი. რომელიც
ცდილობდა ჩემთვის ცხოვრება დაენგრია და ამას ოდნავაც კი არ განიცდიდა.
საერთოდ არ ჩანდა ოდნავი თანაგრძნობაც კი მის თვალებში. ცინიკური ღიმილი
რომელიც სახეზე დასთამაშებდა, თითქოს მის თვალებში არსებულ სევდას და
გაბრაზებას მალავდა.
-მართლა არ მინდა გავბრაზდე, ჭკვიანი გოგო ხარ და იმედი მაქვს ხვდები, რომ არც
სახუმაროდ და არც სისულელეებისთვის არ მცალია. შენ დღეიდან ჩემი ცოლი ხარ,
ჯვარს ამ დღეებში დავიწერთ. შენებს რომ ვნახავთ, იმის მერე ქორწილიც გვექნება.
ყველაფერი იმაზე ლამაზი იქნება ვიდრე ოდესმე გიოცნებია. ბედნიერი იქნები.
-არ მაინტერესებს გაბრაზდები თუ არა, შენ არავინ ხარ ჩემთვის. შენს გვერდით
ბედნიერი ვერ ვიქნები, როცა ვნახავ ჩემებს მაშინვე ვთხოვ სახლში წამიყვანონ.
თუნდაც ერთი წელი გავიდეს. არ გეგონოს მამამ უარი მითხრას. ამიტომ გირჩევნია
ახლავე შენი ნებით გააკეთო ეს, თორემ გეფიცები ძალიან ძვირად დაგიჯდება.
-მე უკვე გაგაფრთხილე. ნუ მემუქრები. შენს მდგომარეობას გაუფრთხილდი და
დაუკვირდი, შენი საქციელით არ დაამძიმო. არ გირჩევ მდგომარეობიდან
გამომიყვანო. რაც შეეხება შენს სახლში დაბრუნებას, შენების ნახვამდე ჯვარი
გვექნება დაწერილი...
-არასოდეს! 
-ვნახავთ. და თუ მაინც ამის მერე გაბედავ და სიტყვას დაძრავ შენებთან, სახლში
დაბრუნებაზე, იცოდე რომ ეს მარტო შენ კი არა შენს ოჯახსაც ძალიან ძვირად
დაუჯდება. ჯერ არამგონია მამაშენმა შენს ჭირვეულობას დაუჯეროს და ჩემგან
წასვლაში დაგეხმაროს. მაგრამ სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი, რომ ამით მარტო შენს
კი არა შენი ოჯახის კეთილდღეობასაც საფრთხის ქვეშ დააყენებ.
-შენი არ მეშინია, ნუ მემუქრები.
-შესაშინებლად არ გეუბნები, მინდა მიხვდე საქმე ვისთან გაქვს. მე შენ მიყვარხარ,
ჩემს ცოლად აგირჩიე და ნამდვილად არ ვაპირებ დაგკარგო, ან სადმე გაგიშვა.
შენნაირ ცოლზე ყოველთვის ვოცნებობდი, ლამაზი ხარ, ჭკვიანი, განათლებული,
გამორჩეული, შენზე ძალიან ბევრი რამ ვიცი, ვიცი როგორი შეხედულებები გაქვს,
ისიც ვიცი რომ ზოგადად ასე არ ლაპარაკობ, ვიცი რომ გამოუსწორებელი
რომანტიკოსი ხარ და დღემდე პრინცზე ოცნებობდი. ისიც ვიცი რომ არც არავინ
გყვარებია და არც გიყვარს, ამან საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა. 
-ნორმალური არ ხარ. შენ მე კი არა შენი თავიც არ გიყვარს. ვერ ხვდები რომ
უბედური იქნები იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც არც კი მოსწონხარ.
შევეცადე, ტონი შემეცვალა. ვიფიქრე ასე იქნებ მომეხერხებინა რამე.
-შენ მე არ მიცნობ და იმიტომ არ მოგწონვარ. ახლა გაბრაზებული ხარ და ვერც იმას
ამჩნევ როგორ გამოვიყურები. საერთოდაც არ ვთვლი რომ შენი დასაწუნი რამე
მჭირს. თუ არ მოგეწონები და შეგიყვარდები, ამასაც არაუშავს, შენ იქნები ჩემი ცოლი.
ვერასდროს შევეგუებოდი, რომ ოდესმე ვინმეს გვერდით დამენახე. შენ ჩვენს
შვილებს გაზრდი და თუ მოინდომებ ბედნიერი იყო, იქნები. ჩემი სიყვარული
ორივეს გვეყოფა.
-ვერ ვიტან საკუთარ თავში შენნაირად დარწმუნებულ ადამიანებს. ამაზრზენი ხარ.
როგორ წარმოგიდგენია რომ სიყვარულის გარეშე შენგან შვილს გავაჩენ.
-ჩვეულებრივად.
-იცოდე რომ ჩემი ყველაზე დიდი უბედურების მიზეზი ხარ. როგორ დავიჯერო, რომ
გიყვარვად, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ შენი მიზეზით და უბრალო
თანაგრძნობაც კი არ არის შენს თვალებში.
-მე ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა და ამისთვის მზად ვარ. თუ ეს არის შენი ჩემს
გვერდით ყოფნის საფასური, იფიქრე რომ შენი უბედურების მიზეზი ვარ. არ
მაინტერესებს.
-იცოდე რომ ნაადრევად ზეიმობ გამარჯვებას, ამას არ შეგარჩენ. ჩემს ცხოვრებას არ
დაგანგრევინებ. 
-არ ვაპირებ შენი ცხოვრების დანგრევას. მაგრამ არც იმას ვაპირებ ფეხქვეშ გაგეგო,
შენი სიყვარულის მოსაპოვებლად. იმედი მაქვს ისეთი შეგიყვარდები, როგორიც ვარ.
ჩემი საქმიდან გამომდინარე, არ შემეძლო შენთვის ისეთი შეყვარებული
ვყოფილიყავი, როგორზეც ოცნებობდი. პატარა ბიჭივით ყველგან უკან
გამოგყოლოდი, ლექსებით, თაიგულებით, წერილებით. ამაში ცუდი არაფერია,
მაგრამ მე უკვე 30-ის ვარ. ჩემი სამსახური ჩემს ყოველდღიურ ჩართულობას ითხოვს
დილიდან საღამომდე. არ შემეძლო. მაგრამ შემიძლია იმაზე უკეთესი ქმარი ვიყო
ვიდრე ოცნება შეგიძლია, ისეთი როგორსაც იმსახურებ. არ ვაპირებ გეთვალთმაქცო,
ან ლამაზი ფრაზები მოვიგონო შენს „შესაბმელად“. ეს არ მჭირდება, მინდა
შეგიყვარდე ისეთი როგორიც ვარ. ყველაფერი რასაც გეტყვი და გავაკეთებ გულიდან
იყოს. თუ ამას დამიფასებ, ამით უბედნიერესი ვიქნები. თუ არადა ბედნიერებისთვის
შენი გვერდში ყოფნაც მეყოფა, თუნდაც უსიყვარულოდ, იძულებით. მე არ მაქვს არც
დასაკარგი დრო და არც გმირობას ვაპირებდი ოდესმე. განზე ვმდგარიყავი და
მეყურებინა, როდის აღმოჩნდებოდი ვიღაცის გვერდით. არც ასეთი კეთილი ვარ.
ახლა ერთი თვე შვებულება მაქვს, ეს ერთი თვე შენთან ურთიერთობის დაწყებისა და
მოგვარებისთვის, შენი ამბავი რომ ვიცი არ მეყოფოდა. ახლა კი, ჩემი თამაშის
წესებით, ჩემს სახლში ზედმეტი დროც კია იმისთვის რომ ერთმანეთი გავიცნოთ.
-აღარ მინდა შენი მოსმენა. არაფერი არ მინდა. გევედრები სახლში წამიყვანე,
გემუდარები. დავინიშნოთ. არ ვიცი, რამე მოიფიქრე. ოღონდ ცოლობა არა, არ მინდა
აქ შენთან ერთად ცხოვრება. მე არ მიყვარხარ. არც შენი გრძნობების მჯერა.
-საკმარისია დღეისთვის. არ მაინტერესებს რას ფიქრობ. ხვალისთვის
გაითვალისწინე, რომ შენი ცრემლები ნერვებს მიშლის. არ გაბედო ტირილი.
კარადაში და აბაზანაში ყველა ნივთია რაც შეიძლება დაგჭირდეს. შენი ჭკუის იმედი
მაქვს. ხვალამდე.
-ჩემებთან დარეკვა მინდა.
-დღეს არა, შენ შენთვის საყვარელ ქმართან ერთად ხარ თურქეთში და არამგონია შენს
ზარს ელოდონ. 
-არ ჩამკეტო, გთხოვ.
-ან ჩემს გვერდით უნდა დაიძინო, ან უნდა ჩაგკეტო. პირველის მომხრე ჯერ არც მე
ვარ და არც შენ, ასე ვფიქრობ. ამიტომ შეეგუე.
-ჯანდაბა.
 

თავი 2

ფიქრის უნარი დავკარგე. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მე ერთი


ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. 22 წლის, იურისტი. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი,
მქონდა ჩემი საქმე და ნორმალური შემოსავალი. მოსიყვარულე ოჯახი, ყველაფერი
რაც შეიძლება ბედნიერებისთვის გჭირდებოდეს. მართლაც გამოუსწოერებელი
რომანტიკოსი ვიყავი, სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ვიღაც მთელი
გულით, სულით, გონებით შემიყვარდებოდა, ასეთი კი არავინ ჩანდა, უბრალო,
მარტივი ურთიერთობებისგან კი ყოველთვის თავს ვიკავებდი. ვერ ვხვდებოდი, რა
იყო მათში კარგი. ერთგულებით ველოდი იმ ადამიანს ვინც ნამდვილად
შემიყვარდებოდა. ამ დღეს კი ვიფიქრე რომ ყველაფერი დამენგრა. მივხვდი რომ
კახა არ ხუმრობდა. ეტყობოდა რომ ყოველთვის აკეთებდა იმას რასაც ამბობდა.
მართალია მას ვუთხარი რომ არ მეშინოდა, სინამდვილეში კი გული მისკდებოდა,
ნუთუ მართლა შეეძლო რამე დაეშავებინა ჩემებისთვის. ალბათ კი. ტირილის
თავიც არ მქონდა და ვერც იმაზე ვფიქრობდი რას მომიტანდა შემდეგი დღე.
დილით ადრე კარზე კაკუნმა გამაღვიძა. წინა დღის მსგავსად, რამდენიმე წუთში
კარი გაიღო და კახა შემოვიდა. მივხვდი, რომ ეს მის შეგნებულობაზე
მეტყველებდა, მიუხედავაად იმისა რომ მე კარს ვერ გავაღებდი,
გაუფრთხილებლად არ შემოდიოდა. 
-დილა მშვიდობისა. დამშვიდდი?
-არ მინდა შენთან ლაპარაკი. შეგიძლია გახვიდე.
-ეს ჩემი სახლია და მეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის.
-არ მაინტერესებს რა გეჩვენება, არ მსიამოვნებს რომ გიყურებ. 
იგი უხმოდ მოვიდა, ხელი მომკიდა მკლავში და ძალით წამომაყენა საწოლიდან.
-უნდა ვისაუზმოთ და გთხოვ დილიდანვე ნუ მომიშლი ნერვებს.
-არ მშია, ახლავე ხელი გამიშვი.
-არაფერი მიკითხავს.
-ხელი გამიშვი, მტკივა.
-აბა, შენისით წადი.
ხელი გამიშვა და მეც მორჩილად ჩავედი კიბეებზე. ძალიან დიდი სახლი იყო.
ძალიან ლამაზი და გემოვნებიანი.
-პირდაპირაა სამზარეულო. 
მეც შევედი და კართან გავჩერდი.
-დაჯექი, ყველა კარი ჩაკეტილია, კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება
გათიშულია მთელს სახლში, ჩემი ოთხის გარდა, იქ კი ჯერ-ჯერობით ვერ შეხვალ.
ასე რომ ამ სახის სისულელეებზე ნუ იფიქრებ, ტყუილად დაიღლები.
-არ მშია. 
-დაჯექი. -დაიყვირა მან, თითქოს არ გაუგონია.
მეც მორჩილად დავჯექი. ბრაზი მახრჩობდა, მაგრამ მისი ყვირილის მეშინოდა.
ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. არადა მართლა არ შემეძლო ჭამა.
-მზარეული დავითხოვე, რომ ხელი არ შეეშალა ჩვენთვის. ასე რომ იმის ჭამა
მოგიწევს, რისი გაკეთებაც მოვახერხე. ამის შემდეგ კი შენც შეგიძლია გააკეთო
ხოლმე, რაც გენდომება.
-არ ვაპირებ შენს კვებაზე ვიზრუნო, სანამ აქედან წავალ იქმდე გავძლებ მშიერი,
ანდაც მირჩევნია მშიერი მოვკვდე.
-ძალით რომ მომიწიოს, ყოველდღე ძალით გაჭმევ. 
-უკვე 30 წლის ყოფილხარ და ვერ მიხვდი აქამდე, რომ ძალით არაფერი
გამოდის?!
-ძალის გამოყენება თავდაპირველად მისაღებია ჩემთვის, მაგრამ ვფიქრობ
ხანგრძლივად არ დამჭირდება. (გაიცინა).
თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ყველაფერი არ დამელეწა. საოცარია, მაგრამ ამ
მომენტში ნათლად ვერ ვაბამდი მოვლენებს ერთმანეთს. ალბათ ყველაფერი რომ
გამეაზრებინა მაშინვე გავგიჟდებოდი. ჩემი ცხოვრება, თავისუფლება, სიამაყე,
მომავალი, ახლა ვიღაცის ხელში იყო. ყველაფერი თავზე დამენგრა, აღარ
არსებობდა არანაირი სამომავლო გეგმა. 
-სასაცილოდ არც შენ და არც მე საქმე ნამდვილად არ გვაქვს.
-ხომ გითხარი აღარ იტირო მეთქი, ხედავ რომ ვცდილობ ნორმალურად მოვიქცე,
არამგონია რამე ზედმეტი გამეკეთებინოს. ყავას გაგიკეთებ, ვიცი რომ გიყვარს.
-არც მე მსიამოვნებს, ვინმეს დასანახად ტირილი, მაგრამ არ შემიძლია. ავალ
მაღლა.
-არსად არ ახვალ, ერთად ვსაუზმობთ. შენ ყავას დალევ და ამ კრუასანსაც
მიირთმევ.
-არ მინდა.
-არ მაინტერესებს, არ მეზარება ძალით გაჭამო, მაგრამ გირჩევ შენით. უნდა
ხვდებოდე რომ მშიერი ვერ იქნები, რაც აქ მოგიყვანე არაფერი გიჭამია, უკვე
მეორე დღეა.
ყავა და კრუასანი წინ დამიდო. გელოდებიო მითხრა და თვითონ შეუდგა თავისი
ფინჯანი ყავის სმას. ძლივს ვჭამდი, ვხვდებოდი რომ მართლა მაჭმევდა ძალით და
ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. ყავა მართლა ძალიან მიყვარს და მასზე უარი
ვერ ვთქვი, კრუასანი კი ბოლომდე ვერ შევჭამე.
-ძალიან გთხოვ, მეტი არ შემიძლია.
-გაგონება არ მინდა, მშიერი არ იქნები და მაგას თუ არ შეჭამ, სხვა რამეს აიღებ
აუცილებლად.
-რა ბავშვობაა, თუ არ მინდა, ესეიგი არ მინდა.
-შენ არც აქ ყოფნა გინდა, მაგრამ არავინ არაფერს გეკითხება.
-უხეში ხარ. ალბათ არც არავინ გყვარებია არასდროს და არც არავინ გყავს ისეთი
ვისთანაც თბილი დამოკიდებულება გაქვს.
-ძალიან ზედმეტი მოგდის, შენ არაფერი იცი არც ჩემზე და არც ჩემს ცხოვრებაზე.
-რასაც ვხედავ ის ვთქვი.
-შენ ახლა გაბრაზებული ხარ და მოვლენებს ობიექტურად ვერ აფასებ. მალე მორჩი
და ადი შენს ოთახში.
სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზდა, მივხვდი რომ მართლა ზედმეტი
მომივიდა, მაგრამ უნდა მიხვდეს რომ ჩემი მდგომარეობისთვის, ეს კიდევ ცოტაა.
ვიმართლებდი ფიქრებში თავს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკუთარ თავთან და
უფალთან ყოველთვის მართალი უნდა ვყოფილიყავი, თუ მინდოდა მშვიდად
ცხოვრება. გამონაკლისი არც ეს მდგომარეობა იყო. გადავწყვიტე ღირსეულად
შევხვედროდი ყველაფერს, თუნდაც მისი საქციელი, არ მაძლევდა უფლებას,
უაზრო, თავქარიანი გოგოსავით უზრდელი და შეუგნებელი ვყოფილიყავი.
თვითონ როგორც უნდა ისე მოიქცეს, მე ისევ მე ვიქნები და იმედია მიხვდება, რომ
არც ისე ცუდი ადამიანი ვარ, ასე რომ მომექცეს, ვფიქრობდი ჩემთვის.
ორი საათი იყო დაახლოებით გასული, კახამ რომ კარზე დააკაკუნა. 
-შემოდი.
-გარეთ გავდივარ, ვფიქრობ ყველა საჭირო ნივთი მოგიმზადე, მაგრამ თუ რამე
გაკლია მითხარი და წამოგიღებ, ან ზოგადად რაიმე თუ გინდა.
-არაფერი, გმადლობ. ბოდიში წერანდელი სიტყვებისთვის. ოღონდ არ იფიქრო ეს
ბოდიში, ჩემს და შენს შორის რამეს ცვლიდეს, უბრალოდ მე ასე არ ვლაპარაკობ და
არც ის მომწონს ჩემს გამო ვინმეს გული რომ ტკივა. არ უნდა მეთქვა. მაგრამ რასაც
შენ აკეთებ, არც იმას უნდა აკეთებდე.
-თუ ბოდიში იმიტომ მომიხადე, რომ მეც მოგიბოდიშო ჩემი საქციელის გამო,
მაშინ არ ვღებულობ. ვფიქრობ ორივესთვის კარგს ვაკეთებ, ამას მიხვდები შენც და
ახლა ისევ ყველაფრის თავიდან დასაწყებად არ მცალია. წავედი.
როგორი ამპარტავანია, თან საშიში. ნეტა გულით თუ ოდესმე იცინის, ან
მეგობრები თუ ჰყავს. ან საერთოდ სად მუშაობს, საიდან გაიგო ჩემს შესახებ.
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა. კარი ჩაკეტილი არ დატოვა, ანუ
შემეძლო სახლი დამეთვალიერებინა. ოთახიდან გამოვედი. მთელს სახლში
მხოლოდ ერთი ოთახი იყო ჩაკეტილი, ჩემი ოთახის გვერდით. ალბათ მისი
ოთახია, დილით რომ ახსენა. სხვა ოთახები ჩვეულებრივად იყო მოწყობილი,
კომფორტულად და გემოვნებით. არ იყო განსაკუთრებული ფუფუნება, მაგრამ
იმდენად მოსახერხებელი და მყუდრო იყო, ძალიან მოგეწონებოდათ. ქვემოთ
მისაღებში ბუხარი ენთო, მარტის მოღრუბლული შუადღე იყო. მდივანზე
ჩამოვჯექი და ვცდილობდი მეფიქრა. მამამ თუ მართლა მას დაუჯერა, როგორ
გადავარწმუნო, როგორ ვუთხრა ერთი თვის შემდეგ, რომ ტყული იყო ყველაფერი,
რომ ეს “სერიოზული კაცი”, მას ატუებდა, რომ არ მიყვარდა და იძულებით
ვიცხოვრე მასთან. ნეტა თუ მართლა შეუძლია რაიმე ავნოს ჩემს ოჯახს. ალბათ კი,
სულაც არ ეტყობა რომ ხუმრობა უყვარს. გული შიშით ამევსო, როგორი
აუტანელია ეს ყველაფერი. იქნებ მატყუებს და უბრალოდ მაშინებს, მაგრამ ვაითუ
მართალს ამბობს. ამ ფიქრებში ვიყავი, ბუხრის სიმშვიდემ თითქოს დაძაბულობა
ცოტათი მომიხსნა, მგონი ისიც კი დამავიწდა სად ვიყავი. მალევე ავბრუნდი
„ჩემს“ ოთახში, არ მინდოდა კახას ბუხართან დავხვედროდი. ნეტა
უნივერსიტეტში რა მეშველება. ეს რამდენიმე დღე დასვენებაა, მაგრამ შემდეგ.. ან
ჩმი სამსახური, რა კარგ დოს გამახსენდა.. რას იფიქრებდნენ, გაუფრთხილებლად
რომ ვაცდენდი.. ამ ფიქრებში ჩამძინებია. ისევ კაკუნმა გამაღვიძა. სანამ
გამოვფხიზლდი, კახა უკვე ოტახში იყო. 
-წამოდი.
-მირჩევნია აქ ვიყო.
-გელოდები, ახლავე ადექი.
-არაფერი მინდა, გთხოვ დავრჩები.
-დავიღალე, ახლავე ადექი.
მორჩილად მივყევი უკან. ასე არასდროს არავინ დამლაპარაკებია, არავისი
შემშინებია. ახლა კი პატარა ბავშვივით გული მიკანკალებდა ხმას რომ უწევდა,
მზაფრავდა მისი გაბრაზებული სახე.
-ვივახშმებთ. თეფშები აიღე და მაგიდა გააწყვე.
არ შევწინააღმდეგებივარ, მივხვდი აზრი არ ქონდა, თან ორი თეფშის დადება
არაფერს მიზამდა.
-გმადლობ. ვფიქრობ გემრიელია, იმედია მოგეწონება, აუცილებლად შეჭამ.
-არ მშია.
-არ დაიწყო ახლა, როგორც დილით. დაღლილი ვარ. ახლახანს მოვიტანე და ცუდი
არაა.
თეფშზე შემწვარი ქათამი და ბრინჯის სალათი დამიდო.
მართლაც არ იყო უგემური, მაგრამ ძლივს ვახერხებდი ჭამას. არ მინდოდა მასთან
ერთად მეჭამა. ის თითქოს ყურადღებას არ მაქცევდა. ჭამას მოვჩი. მანაც
დაამთავრა და მითხრა ჯერ არ ავსულიყავი მაღლა.
-თეფშები გარეცხე.
მისი ბრძანებლური ტონი არ მომწონდა, მაგრამ არც თეფშების გარეცხვა ვაქციე
ტრაგედიად. სულაც არ მომწონდა, კაცი რომ ჭურჭელს რეცხავდა, თან ჩემს მიერ
გასვრილ თეფშა. მალევე გავრეცხე.
-მდივანზე ჩამოჯექი, უნდა ვილაპარაკოთ.
-მიხარია ისტერიკას რომ მორჩი. 
-მივხვდი რომ შენზე არ მოქმედებს.
-ვიცოდი რომ ჭკვიანი იყავი.
-არა, უბრალოდ შენ ხარ შორს ადამიანური გრძნობებისგან.
-ამ საკითხზე უკვე გაგაფრთხილე. ახლა კიდევ რამეს იტყვი და მერე ისევ უაზრო
ბოდიშს მოიხდი ცრემლიანი თვალებით.
-მაშინაც არ უნდა მომეხადა, შენ არც სინანულის დანახვა შეგიძლია.
-ნუ ცდილობ მდგომარეობიდან გამომიყვანო. სამსახურზე და სწავლაზე უნდა
ვილაპარაკოთ.
-ეგ მეც მაინტერესებს, რას მიპირებ.
-სამსახურში დავრეკე და პრობლემა არ გექნება, შვებულება მოგცეს, ან თუ
გამოგიშვებენ არც ეგაა პრობლემა.
-რას ნიშნავს არც ეგაა პრობლემა?! ეგ სამსახური ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
არ მინდა მისი დაკარგვა.
-შენზეა დამოკიდებული დაკარგავ თუ არა. თუ შვებულების პერიოდში მოახერხებ
ადეკვატურად აღიქვა ის რომ ჩემი ცოლი ხარ და ოჯახი გვაქვს, სამსახურში
უპრობლემოდ დაბრუნდები.
-რაც ჩვენ გვექნება, იმას ოჯახი არ ქვია. 
-რაც შეეხება სწავლას, აქაც იგივეს თქმა შემიძლია, აუცილებლად უნდა ისწავლო.
არ მინდა გაუნათლებელი ცოლი. რაც უფრო მალე შეეგუები ჩემს ცოლობას და
მექნება შენი იმედი, მით მალე დაუბრუნდები უნივერსიტეტს. მანამდე მე
მოგეხმარები, ყველა იმ საგანს გადავხედავთ რასაც გადიხარ. 
-არამგონია საავტორო სამართალი გესმოდეს, თანაც ისე რომ მისი ახსნა შეძლო
ინგლისურად ან შედარებითი საკორპორაციო სამართალი, თუნდაც ქართულად.
-ძალიან სასაცილოა.
-რა არის სასაცილო?
-მეც იურისტი ვარ, მეც ვსწავლობდი თსუ-ში, მეც დავამთავრე მაგისტრატურა.
მერე გერმანიაში და ავსტრიაში ვსწავლობდი, დოქტორანტურაც დავამთავრე,
არამგონია ისე აგიხსნა, როგორც Fabbio ან ბურდული ხსნიან, მაგრამ მე
შევეცდები.
-საიდან იცი მათ შესახებ?
-უნივერსიტეტთან შეხება მაქვს და იქიდან.
-სად მუშაობ?
-იურისტი ვარ, ერთ-ერთ ფირმაში.
-ჩემებთან დარეკვა მინდა.
-მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ.
-მე არ ვარ თანახმა, მირჩევნია მოვკვდე.
-ჯვარს ზეგ დავიწერთ, გთხოვ ნორმალურად მოიქეცი და შენი თავის გარდა შენს
ოჯახზეც იფიქრე. რა შეიძლება მოუტანოს მათ შენმა გაჯიუტებამ.
-მემუქრები, მაგრამ არაფერს გააკეთებ, ხომ ასე?
კახამ გულიანად გაიცინა.
-სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, თუ არ გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები, ნახავ
რისი გაკეთება შემიძლია, როცა თავს უფლებას ვაძლევ, შეგნებული, ცივილური
ადამიანივით არ ვიქცეოდე.
-არ მეშინია.
-არც უნდა გეშინოდეს, რადგან შენ ისე მოიქცევი როგორც გგონია. ჩემტან
ხუმრობს არ გირჩევ.
-ნუ მემუქრები.
-მე გაგაფრთხილე. ახლა კი შენს ოთახში ადი.
ტირილით ავირბინე კიბეები, უგულო. ალბათ მისი მორიგი ახირება ვარ, ალბათ
მიცვეულია ყოველთვის, ისე იყოს ყველაფერი როგორც უნდა, რა ვქნა?! აბაზანაში
ყოფნისას სულ ამაზე ვფიქრობდი, რა უნდა მექნა ზეგ.
დილით კახას კაკუნმა გამაღვიძა.
 

თავი 3

-შემოდი.
-დილა მშვიდობისა. იმედი მაქვს დღეს უფრო საღად აზროვნებ და მიხვდი ხვალ
როგორც უნდა მოიქცე. მე მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს, დაბლა ყველაფერი
გამზადებულია, ისაუზმე. 
-როდის დაბრუნდები? უნდა ვილაპარაკოთ.
ვითომ არც გაუგონია ჩემი კითხვა, არაფერი მითხრა. თავხედი, ეგოისტი ვფიქრობდი
გულში. მთელი დღე ოტახიდან არ გამოვსულვარ, არაფერი მიჭამია. საღამოს ცხრა
საათი იყო კახა რომ მოვიდა. ოთახში გაბრაზებული შემოვარდა, ისე რომ კაკუნის
შემდეგ პასუხსაც არ დალოდებია.
-რატომ არაფერი ჭამე?
-არ მინდოდა.
-დღეს გაპატიებ, ამბობენ პატარძლები განსაკუთრებით ღელავენო. ალბათ ამის
ბრალია შენი უჭმელობაც, ცხოვრებაში ერთხელ იწერ ჯვარს შენი ცხოვრების
მამაკაცზე.
-სასაცილოა, ასე თუ შენს თავს იხსენიებ.
-მე არ მეცინება, სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპირებ სადმე გაგიშვა. ასე რომ
დროეულად შეეგუე. უნდა ხვდებოდე, რომ რასაც არ ეშველება, იმაზე ნერვიულობა
არ ღირს. შენ ჩემი ცოლი ხარ. ეს კაბა და ფეხსაცმელია, რომელსაც ხვალ ჩაიცვამ.
ჩანტა და სამკაულებიც აქ დევს. მინდა ხვალ ბედნიერი იყო, იცოდე მხოლოდ
„თანახმა ვარ“ ამის თქმას არ გთხოვ, ხვალ ვერავინ უნდა შეგატყოს რომ ეს შენი
ნებით არ ხდება, თორემ ეს მაშინვე აისახება შენი ოჯახის წვრებზე. გასაგებია?
-კი.
-თუ რაიმეში დაგეხმარება, შეგიძლია გჯეროდეს რომ ძალიან მიყვარხარ და
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. (ნეტა იცოდე როგორი ბედნიერი ვიქნები, ახლა
სიხარულით რომ მირჩევდე ხვალინდელ სამოსს, შენი სურვილით ხდებოდე ჩემი
ცოლი);
მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და ტკივილთან. რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე,
მაგრამ ასეთად არასოდეს. რა უნდა ვქნა.
„იმედია ჩემი სიტყვები დაიჯერა და ხვალ სისულელეს არ გააკეთებს. მართლა არ
ვიცი რას ვიზამ, ხვალ რომ უარი თქვას. მართლა ვერ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს და
მისთვის სჯობს, არ გაბედოს ჩემტან თამაში. ის ისეთი გულუბრყვილო და კეთილია,
არამგონია პრობლემა შემიქმნას, თან მე ხომ ვიცი როგორ უყვარს თავისი ოჯახი.
იმედი მაქვს უფალი შემეწევა.“-თავისებურად ნერვიულობდა კახაც.
-გაიღვიძე?
-კი.
-ნახევარ საათში მზად იყავი.
ნახევარ საათში გავემზადე. ძალიან ლამაზი კაბა იყო, მოკრძალებული, ნაზი თეთრი
გრძელი კაბა. კახას შავი ჩოხა ეცვა. ერთადერთი ეს იყო ისე, როგორც ვოცნებობდი.
ჩვენი ტრადიციული სამოსი.
-წავედით.-თქვა კახამ.
ტყეში ჩაფლულ პატარა ტაძარში მივედით, როგორც ჩანდა კახას ყველა იცნობდა.
მანქანაში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, სისულელის გაკეთება არ გამებედა. მეც
ზუსტად ვიცოდი რომ დავთანხმდებოდი, რადგან მისი მუქარა ადვილად
შეიძლებოდა ასრულებულიყო, მე კი ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. აღმოჩნდა რომ
კახას ორი მეგობარი ამ პერიოდში, ამ მონასტერში იყვნენ. კახამ ისინი გამაცნო და
მითხრა რომ ჩვენი მეჯვარეები იქნებოდნენ. ჯვრისწერამ მშვიდად ჩაიარა. ძლივს
ვთქვი „თანახმა ვარ“, ჩემი თავი მეზიზღებოდა ამ ტყუილისა და შიშის გამო,
რომელსაც კახას დაძაბული მზერა იწვევდა ჩემში. ბოლოს თითქოს ამოიუნთქა,
თვალები უბრწყინავდა, მე კი უფრო და უფრო უარესად ვხდებოდი, აღარ მქონდა
მსახიობობის თავი.
-წავიდეთ, გთხოვ.- ვუთახრი ტაძრიდან გამოსვლისთანავე.
-კიდევ რამდენიმე სამახსოვრო ფოტო და წავიდეთ.
-არ გვინდა.
-მე მინდა.
რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, დიდი კამათის შემდეგ ძლივს წამოვედით პირდაპირ
სახლში, რესტორნისა და ზედმეტობების გარეშე. ვხვდებოდი რომ მალე ცრემლებს
ვერ შევიკავებდი. სახლში მისულმა მაშინვე ავირბინე კიბეები და ტირილი დავიწყე.
ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა არ მქონდა. მე მისი ცოლი ვიყავი. გული
მისკდებოდა ოთახში არ შემოსულიყო.
-მარი. -კაებთან იდგა კახა.
-მარტო მინდა ყოფნა.
ის მაინც შემოვიდა, შეშინებულმა უკან დავიხიე.
-არ გაბედო მოკარება.
-ნუ გეშინია, ჯვრისწერა არაფერს ცვლის, ჯერ ჩვენს შორის არაფერი მოხდება. გთხოვ
დამშვიდდი. 
კახა გავიდა, მთელი ღამე ტირილში გავათენე, მეორე დღეს არ შევუწუხებივარ.
მხოლოდ სამჯერ მოვიდა საჭმლით ხელში. არაფერი უკითხავს. ასე გავიდა სამი დღე.
უკვე ოტახში გაჩერება აღარ შემეძლო. ბედს უნდა შეეგუო, ვუთხარი ჩემს თავს და
ოთახიდან გამოვედი. როგორც ჩანდა კახა სახლში არ იყო. მაცივართან მივედი, ყავა
გავიკეთე და თან სალათის კეთებას შევუდექი, უსაქმურობისგან აღარ შემეძლო.
სახლში დამლაგებელიც არ მოდიოდა, ეტყობოდა კახა ცდილობდა ყველაფერი
მოესწრო, მაგრამ რაღაცები მაინც იყო არეული. შევეცადე სახლი მიმელაგებინა.
ჭურჭელი დავრეცხე. სალათი მაცივარში შევდე და ოთახში ავბრუნდი. ათი საათ იყო
კარზე რომ დააკაკუნა. 
-შეიძლება?
-შემოდი.
-დღეს კარგად მოქცეულხარ, ასე სჯობს. შენ ამ სახლის დიასახლისი ხარ. გმადლობ.
-არაფრის.
-ხვალ ერთ ადგილას წავალთ, აუცილებლად უნდა მივიდე, ღამე მარტო ვერ
დაგტოვებ, ამიტომ შენც მოგიწევს წამოსვლა.
-სად?
-სამტრედიაში.
-მირჩევნია დავრჩე.
-ჯერ-ჯერობით ისევ არ წყდება საკითხი ჩვენთან ისე, როგორც შენ გირჩევნია. ხვალ
ათ საათზე წავალთ, მზად იყავი.
რა გვინდა სამტრედიაში. ვინ უნდა ვნახოთ, როგორ მოვახერხებ ბედნიერი ცოლის
თამაშს, იქნებ ვინმე ნათეასვთან მივდივართ, რა უბედურებაა.
ათისთვის მზად ვიყავი, სულ მიკვირდა, როგორი სიზუსტით იყო შერჩეული ყველა
სამოსი. გემოვნებით, მართლაც ყველა საჭირო ნივთს ვპოულობდი. საოცარი იყო,
როგორ მოახერხა კაცმა ამდენი.
-მარი, გამოდი.
-მოვდივარ.
-ყავა დავლიოთ და წავიდეთ.
-რატომ მივდივართ?
-საქმე მაქვს.
-მეც უნდა ვნახო ვინმე?
-კი.
-ვინ?
-მოითმინე სამტრედიამდე.
-მითხარი გთხოვ.
-დღეს თუ ისე მოიქცევი, როგორც უნდა მოიქცე, საღამოს შენებს დავურეკავთ.
-მართლა?
-კი, ოღონდ სამაგალითო ცოლი უნდა იყო.
გზა დამღლელი იყო, რადგან არც ერთი ხმას არ ვიღებდით. კახას შავი PORSCHE
CAYENNE S ჰყავდა, საკმაოდ ლამაზი და კომფორტული მანქანა, თითქოს მის
ხასიათში ჯდებოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ. მანქანა სახლთან გააჩერა. მაშინვე
გამოგვეგება მასპინძელი. სჩანდა კახას ძალიან დიდ პატივს სცემდა და უყვარდა,
მაგრამ ეს არ იყო ნათესავების დამოკიდებულება. ქალმა როგორც კი გაიგო, რომ კახას
ცოლი ვიყავი, მაშინვე გადამეხვია. „შვილო, ალბათ შენც ძალიან კარგი ხარ, ასეთ
ანგელოზსს რომ მოუყვანიხარ ცოლად. ძალიან გამიხარდა მარტო რომ აღარაა,
უფალი გფარავდეთ. უნდა იამაყო მისით, ის იმდენ სიკეთეს გვიკეთებს.“-ცრემლიანი
თვალებით მეუბნებოდა ქალი.
-ნათელა დეიდა საკმარისია. ხომ იცით არ მიყვარს. მარიმ ყველაფერი იცის.-თქვა
კახამ და სახლში შეგვიძღვა.
სახლი ძალიან უბრალოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ყველენაირი პირობა იყო
ნორმალურად საცხოვრებლად. ოთახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ბაბუა
დაგვხვდა. მოხუცმა მთელი გულით დაგვლოცა. 
-მე ოც წუთში დავბრუნდები, ბავშვებს წავიყვან. გთხოვ, შეეცადე არ შეწუხდეს
ნათელა დეიდა და თუ მაინც არ დაიშალა, მიეხმარე.
-კარგი.
ერთი სული მქონდა გამეგო ვისთან ვიყავით, ან რა სიკეთეზე მელაპარაკებოდა
ნათელა დეიდა. ან რა გვინდოდა სამტრედიაში. მან მართლა არ დაიშალა,
სამზარეულოში გავიდა და ხაჭაპურის ცომის ამოხელვა დაიწყო. მეც ვთხოვე
წინსაფარი და შევუდექი ცომში ყველის ჩადებას, როგორც ბებომ მასწავლა. თან
შესაფერის მომენტს ვეძებდი, როგორმე გამეგო, რას გულისხმობდა წეღან.
-შვილო, დიდიხანია რაც დაქორწინდით?
-არა, ერთი კვირაა.
-შენი ქმარი ყველაზე კეთილი ადამიანია, შვილო, მისი წყალობითაა შვილიშვილები
ჩემთან რომ იზრდებიან.-ეს თქვა და ცრემლები ჩამოუგორდა.
-ნუ ტირით, ნათელა დეიდა. 
-სულ მეტირება, მის ამდენ სიკეთეს რომ ვიხსენებ და ჩვენ ვერაფერს ვუკეთებთ. მისი
წყალობით მოვიგეთ საქმე და მეურვეობა ჩვენ მოგვცეს ბავშვებზე. მისი წყალობითვე
გვაქვს ეს პირობები, ყოველთვიური სარჩო რომ ბავშვების რჩენა შევძლოთ. ჩვენ უკვე
მოვხუცდით და ვერ ვმუშაობთ. ბავშვები ობლები არიან. მაშინ სახლიც კი აღარ
გვქონდა. კახამ სახლი გვიყიდა, ყოველთვიური დახმარება დაგვინიშნა, პირუტყვი
შეგვიძინა, რომ ბავშვები ბავშვთა თავშესაფარში არ გაეგზავნათ. ადვოკატიც თვითონ
იყო. მას შემდეგ სულ გვეხმარება, საერთოდ ყველაფრით. შარშან ბავშვები ზღვაზეც
კი ჰყავდა.
არ ვიცოდი რა მეთქვა. გავოგნდი, ნუთუ ამხელა სიკეთეს აკეთებს ის ადამიანი, ვინც
მე ამპარტავანი, უხეში და უგულო მგონია.
-წარმომიდგენია როგორ ამაყობ მისით, -აგრძელებდა ნათელა დეიდა. მართლაც
არაჩვეულებრივი ადამიანია და ღირსეულად უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში.
-დიახ.-ძლივს მოვახერხე ამ ერთი სიტყვის თქმა.
მალე კახაც მოვიდა, მე ფქვილიანი დავხვდი. ნათელა დეიდამ მიახარა ხელმარჯვე
გოგო მოგიყვანიაო და ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური გაუჭრა.
-აიღე, შენ რომ გიყვარს ისეთი ცხელია, თან სულ შენმა ცოლმა გააკეთა, მე მხოლოდ
ცომი ამოვუხელე.
-მართლა?
-კი, -ვუთხარი მე და თავი დავხარე.
-მოწესრიგდი, სადღაც უნდა გავიდეთ.
-წადით, შვილო, მე მანამდე სუფრას გავშლი.
-ხომ იცით, როგორ მწყინს რომ წუხდებით. -უთხრა კახამ. 
აღარ გამიგონია რა უპასუხა ნათელა დეიდამ, იმ ოთახში შევედი სადაც ბარგი
შეიტანეს. მოვწესრიგდი და მალევე გამოვბრუნდი. სკოლაში მივედით. ძალიან ბევრი
ხალხი იყო, ეს იყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის აშენებული კერძო
სკოლა, ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო. სკოლა კახას საადვოკატო ბიუროს და
კიდევ ერთი ორგანიზაციის მიერ იყო აშენებული. კახას თითქმის ყველა ცნობდა,
უამრავი ადამიანი გვილოცავდა. როგორი ლაღი იყო კახა აქ, სადაც ნამდვილად არ
უწევდა თამაში, ისე როგორც სახლში, სადაც ცდილობდა ყველა მისი სიტყვა მკაცრი
ყოფილიყო, ყველა ჩემი უკმეხი შენიშვნა კი პასუხგაცემული. ის აქაც სერიოზული
იყო, მაგრამ სახე განათებოდა. ბედნიერებას ასხივებდა, ღიმილით მიყურებდა და
მათვალიერებინებდა ყველაფერს, მაგრამ მისი თავლები ისევ მალავდა სევდას.
სახლში დაბრუნებისას უკვე ბინდდებოდა, ფეხით მოვდიოდით.
-არ მნდოდა ეს ყველაფერი გენახა, მაგრამ მართლა ვერ დაგტოვებდი თბილისში
მარტო.
-რატომ არ გინდოდა?
-არ მინდა ამის გამოშეგეცვალოს აზრი ჩემს მიმართ. ან ამან გაგიჩინოს სიმპათიები.
ყველა ადამიანი, ვისაც ნორმალური შემოსავალი აქვს, ასე იქცევა, ამაში
განსაკუთრებული არაფერია.
 

თავი 4

ყველა არ იქცევა ასე. ნათელა დეიდამ ყველაფერი მიამბო.


-მეგონა გასაგებად ვუთხარი.
-კახა, მე ეს უნდა მცოდნოდა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ შენ აქ ხარ ნამდვილი კახა და არა სახლში.
-შენ რა იცი, იქნებ ის კახაა ნამდვილი.
-ვიცი. მართლა საოცარი ადამიანი ხარ.
-შენ მე არ მიცნობ.
უკვე ოთახში შევედით. ნათელა დეიდას, სუფრა უკვე გაეშალა. გემრიელად
მივირთვით, კახამ სასტიკი უარი თქვა სასმელზე, მალევე დავემშვიდობეთ მათ და
ოთახში გავედით.
-ბოდიში, რომ ერთ ოთახში გვიწევს დაძინება. ჩემი ბრალია. მაგრამ უხერხულია
მათთან.
-არაუშავს.
ოთახში, ორი ერთმანეთზე მიტყუპებული საწოლი იდგა.
-ახლავე დავაშორებ ერთმანეთს.-თქვა კახამ.
-არ არის საჭირო, მე შენ გენდობი.
დასაძინებლად დავწექით. ერთმანეთისგან ზურგით ვიწექით. ვერაფრით
დავიძინე. შუაღამისას გადავბრუნდი, რომ მისთვის შემეხედა, მას მშვიდად ეძინა.
„ალბათ დაირალა“ გავიფიქრე მე.
კახა საკმაოდ მაღალია. ძალიან ლამაზი თავის ფორმით, ონავ ჭაღარაშერეული
მუქი თმით, თაფლისფერი თვალებით, ლამაზი ფორმის ცხვირით, ულამაზესი
ტუჩებითა და სპორტული აღნაგობისაა. ერთიანობაში ძალიან სიმპათიური კაცია.
პირველად იმ ღამით დავფიქრდი მის გარეგნობაზე, თითქოს არც კი დამენახოს
მანამდე. იმ ღამით კი პირველად ვუყურებდი მას, ისე რომ სიბრაზე არ
მახრჩობდა. დილით მან ჩემზე ადრე გაიღვიძა, ნაზად მომკიდა მხარზე ხელი და
მთხოვა ავმდგარიყავი.
-როგორ გეძინა?
-კარგად, გმადლობ.
-მე ცოტახნით ისევ უნდა გავიდე, რაღაცას მოვაგვარებ, დავბრუნდები და მალევე
წავალ. ახლა კი სასაუზმოდ გავიდეთ, ნათელა დეიდამ უკვე დაგვიძახა.
რა სირცხვილია ამდენხანს ძილი, გავიფიქრე ჩემთვის. კახამ მაშინვე დამტოვა. მეც
გავემზადე და მათთან გავედი. საოცრად მხიარულობდნენ. კახა იატაკზე იწვა,
ბავშვები თითქმის თავზე ასხდნენ. ერთმანეთს კბენდნენ, უღატუნებდნენ,
ლაპარაკში აბრაზებდნენ.. საოცარი სანახავი იყო, ასეთი კახა. ჩემი გაოცებული
სახე რომ დაინახა, ბავშვებს უთხრა გვეყოს, ვისაუზმოთო და ბავშვებიც
დაემორჩილნენ. არადა ძალიან მსიამოვნებდა მათი ყურება. საუზმის მერე კახა
წავიდა. ბავშვები უამრავ სასაცილო ამბავს მიყვებოდნენ. ნათელა დეიდა თავს
იგიჟებდა, რაღაცები უნდა გაგატანოთო, თან იმაზე სწუხდა სიმინდი რომ
დაუფშვნელი ჰქონდა. ძალიან მსიამოვნებდა ამ ქალის ასეთი გულწრფელი
ზრუნვა, მაგრამ თან მეცინებოდა ასეთ შეწუხებულს რომ ვხედავდი დაუფშვნელი
სიმინდის გამო. ბევრი ვეხვეწე არაფერი გვინდა, ტყუილად არ მოიკლოთ-მეთქი,
მაგრამ არაფერი გამომივიდა. კახა რომ მოვიდა, მე ნათელა დეიდასთან ერთად
მთელი მონდომებით ვფშვნიდი სიმინდს.
-ვაიმე კახა, შვილო. არაფერი გამიგონა, ვუთხარი ხელებს გაიფუჭებ-მეთქი, მაგრამ
მაინც აკეთებს. 
-არაუშავს ნათელა დეიდა,-თქვა და გამომხედა, სახეზე გაოცება და კმაყოფილი
ღიმილი ეხატა.
მალევე წამოვედით უკან. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თითქოს ჩვენს შორის
ურთიერთობა შედარებით დათბა.
-წარმომიდგენია როგორი მონდომება დაგჭირდა, მაგრამ გამოგივიდა.
-რა?
-ორი დღე თავდაუზოგავად ცდილობდი, სანიმუშო ცოლის როლში ყოფნას და
გამოგივიდა-მეთქი. დაიმსახურე შენებთან დარეკვა.
-მე არაფერს ვცდილობდი, ვაკეთებდი იმას რისი გაკეთებაც მინდოდა. (არ
მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ეს ზარი არც კი გამხსენებია;)
-სასაცილოა. აიღე ტელეფონი და დარეკე, შრომას გიფასებ.
-აღარ მინდა დარეკვა.
-ეს რაღაც ახალია?!- გაიცინა კახამ.
-არა, უბრალოდ აღარ მინდა დარეკვა. თუ შენ ყველაფერს იმ თვალით უნდა
უყურო რომ რასაც ვაკეთებ, მხოლოდ გამორჩენის მიზნითაა.
-ახლა მე მინდა რომ დარეკო. რამდენიმე დღე გავიდა და სულაც არ მინდა
იფიქრონ, რომ უყურადღებო სიძე ჰყავთ.
-არ მინდა.
-წესიერად დაელაპარაკე, მსახიობობა გეხერხება და იყავი კიდევ ათი წუთით
ბედნიერი ცოლი.
მამას მართლაც დაველაპარაკე. გავოგნდი. ის მართლა გახარებული იყო, აღმოჩნდა
კახასი ბოლომდე სჯეროდა, თან მითხრა გავიკითხე და ყველამ ძალიან აქოო.
მიხარია ასე რომ გიყვართ ერთმანეთიო. დედა ცოტას ბრაზობდ, არაფერი რომ არ
ვუთხარი. მითხრა შენი მეგობრები გადარეულები არიან, ალბათ მართლა ძალიან
გიყვარს, ასე რომ უფრთხილდებოდი თქვენს ურთიერთობასო. დაგვლოცეს და
დამემშვიდობნენ. ნუთუ საშველი არ არის, რა უნდა ვქნა. სულ ტყუილად მეგონა,
რომ რაღაც შეიცვალა და შემეძლო თავისუფლებაზე ფიქრი. არაფერიც არ
შეცვლილა, ის ისევ ისეთი ცივია, დღეიდან ალბათ უფრო გართულდება ჩემი
ცხოვრება. ამ ფიქრებში ვიყავი გართული მთელი გზა. კახას არაფერი უკითხავს,
რადგან მთელი საუბარი მოისმინა მანაც. ალბათ როგორი კმაყოფილია,
ვფიქრობდი ჩემთვის. 
-იმედია ეს რამდენიმე დღე საკმარისი იყო შენს თავში დაგელაგებინა მოვლენები,
მიმხვდარიყავი რა იქნება მომავალში და იმედი მაქვს იმასაც მიხვდები თუ როგორ
მოქცევა სჯობს. მშვიდი ძილი.- მითხრა სახლში შესვლისთანავე.
პასუხი არ გავეცი, თითქოს ამ დღეს უფრო მტკივნეული იყო მისი ასეთი
დამოკიდებულება. ჩემებთან ლაპარაკის შემდეგ, მართლა ყველანაირი იმედი
დავკარგე, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მექცეოდა ასე?! ის ხომ ხვდება, რომ
ჯვრისწერისას თანხმობა, ნიშნავდა ჩემს დამარცხებას, რომელიც ამ სიტყვებითვე
ვაღიარე. იმისმა დანახვამ, თუ როგორი იყო ის მისთვის ძვირფას ადამიანებთან და
როგორი ჩემთან ძალიან მატკინა გული. მერე რა რომ მე არ მიყვარს, მას ხომ
შეუძლია დამანახოს რომ ოდნავ მაინც მაფასებს, მაგრამ არა.. ყველა თბილი
გამოხედვა იქვე დარჩა, სხვებთან, რადგან ისინი მხოლოდ გარშემომყოფთათვის
იყო განკუთვნილი და არა ჩემთვის. მთელი ღამე ტირილში გავატარე. დღეები
ჩვეულებრივად გადიოდა, თავი მეზიზღებოდა ამდენს რომ ვტიროდი. კახა ისევ
ისეთი ცივი და უხეში იყო, ხშირად მიდიოდა სახლიდან და საღამოს
ბრუნდებოდა. არც არანაირ სითბოს და ყურადღებას იჩენდა. ხშირად პოულობდა
მიზეზს რომ ეყვირა. ეს ხან ვახშმის გარეშე დაძინება იყო, ხან მის უკმეხ საუბარზე
დამსახურებული პასუხი, ხან ნამტირალევი თვალები.. მიზეზები არ ილეოდა.. ასე
გავიდა თითქმის ერთი კვირა.. არც მოთმინება მქონდა და აღარც ნერვები,
ვხვდებოდი ყველაფერი ასე თუ გაგრძელდებოდა ნამდვილად მოვკვდებოდი..
არასოდეს შემძულებია ვინმე, არც კომფლიქტური ვიყავი.. ეს სიტუაცია
მანადგურებდა.. არც კახა მძულდა.. არ ვიცი ეს იმედი იყო, თუ რეალობა, მაგრამ
ვფიქრობდი რომ ის რეალურად არ იყო ასეთი და ერთ დღეს ყველაფერი
შეიცვლებოდა.. 
დილით კახას დაძახებამდე ავდექი. სახლი მივალაგე და საუზმის გამზადებას
შევუდექი, ის რომ ადგა ყველაფერი მზად მქონდა.
-ასე სჯობს.
მე არც მისალმების თავი მქონდა და არც სურვილი. ხმა არ გამიცია. მან ყავა
ორივესთვის ჩამოასხა და გამომიწოდა.
-დღეს ვიმეცადინებთ.
-დღეს არ შემიძლია.
-რატომ? გადაღლილი ხარ?-დამცინავად მკითხა მან.
-არა, უბრალოდ არ შემიძლია.
-სამ კაზუსს მოგცემ, როცა შეძლებ მაშინ ამოხსენი, მაგრამ ეს ჩემს დაბრუნებამდე
უნდა მოხდეს.
-როდის დაბრუნდები?
-საღამოს.
კახა მალევე წავიდა და მართლაც დამიტოვა სამი კაზუსი, ყველა კოდექსთან
ერთად. არ მინდოდა კიდევ მიმეცა ყვირილის მიზეზი, ამიტომ კაზუსების ამოხსნა
დავიწყე, ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა მისთვის, რომ მეც შემეძლო რაღაც.
საღამომდე ვახშმის მომზადებაც მოვასწარი. კახა რვა საათისთვის დაბრუნდა.
-ივახშმებ?
-წყალს გადავივლებ და ჩამოვალ.
მალევე ჩამოვიდა, სუფრა უკვე გაშლილი მქონდა. საუბრის გარეშე ვივახშმეთ.
მაგიდის ალაგებაში მომეხმარა და შემომთავაზა ჭურჭელი რიგ-რიგობით გვერეცხა
ხოლმე, რაზეც გამეცინა.
-არ არის საჭირო, თან უსაქმურობა მართლა აღარ შემიძლია.
-კარგი, რომ მორჩები კაზუსები გავარჩიოთ.
ჭურჭელი მალევე დავრეცხე და კაზუსების გარჩევას შევუდექით, კახა მთელი
გულისყურით კითხულობდა. 
-ძალიან ლამაზი ხელი გაქვს.
-დიდი მადლობა.
-ყველაფერი სწორადაა, მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა მაქვს, მაგრამ არაფერი
მნიშვნელოვანი. ყოჩაღ.
სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, უფალი მოწყალეა ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
ძალიან მინდოდა ენახა რომ სულ ცოტა რაღაც მაინც შემიძლია. შენიშვნები მალევე
მითხრა და მეც წასასვლელად გავემზადე.
-გაჩერდი ცოტახანს, ჯერ ადრეა.
არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ დავჯექი, იქნებ რამე გავიგო მის შესახებ.
-ახლა რაზე ფიქრობ?
-არაფერზე.
-როგორ არაფერზე, სახე ძალიან დაძაბული გაქვს. მითხარი.
-ვფიქრობ როდის დამთავრდება შენი ამ საღამოს გამოჩენილი სიმშვიდე და ისევ
როდის დავინახავ შენს ცინიკურ ღიმილს.
-შენზეა დამოკიდებული.
-რა არის ჩემზე დამოკიდებული? რამე გავაკეთე შენთან არასწორად? რა გინდა
მეტი? თუ გინდოდა ჯვრისწერის შემდეგ, პირდაპირ მეთქვა, თურმე მყვარებიხარ
მეთქი და ბედნიერი ჩაგწოლოდი ლოგინში.
-მე ეგ არ მინდა.
-აბა რა გინდა, როგორ მოვიქცე, რომ ადამიანურად დამელაპარაკო? დღეს
სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, კაზუსებზე რომ არ დამცინე. ეს
ნორმალურია? ნორმალურია შენი ყვირილის რომ მეშინია. ასე რატომ მექცევი?
-შენ არ გესმის. შენი კარგი მეგობარი ვერ ვიქნები, რომელსაც ხანდახან გაუღიმებ
და ყავასთან წაეჭორავები. მირჩვნია ასე ვიყოთ. ან ყველაფერი, ან არაფერი. ან
შემიყვარებ და ბედნიერი ოჯახი გვექნება, ან ასე ვიცხოვრებთ, როგორც ახლა..
იქამდე სანამ მოთმინება მეყოფა, მერე შეიძლება რამე შეიცვალოს.. 
-არ გიყვარვარ.
-თავიდან ვიწყებთ, რომ მიყვარხარ იმიტომ ვართ ასე. მაგრამ შენ ვერ გებულობ.
სჯობდა გგონებოდა, რომ ნამდვილი ანგელოზი ვარ, ერთი ორი თაიგული
მეჩუქებინა. თან გადაგყოლოდი. თვალებში მეყურებინა ეს ორი კვირა. რამდენიმე
ლექსიც წამეკითხა, მეჩვენებინა, რომ ვიოლინოზე ვუკრავ. ვიცი რომ აფრენ
ვიოლინოზე. გენახა რომ პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ ჩოგბურთს და
კალათბურთს, ესეც შენი საყვარელი სპორტის სახეობები. შეგვეძლო,
სასამართლოშიც დასწრებოდი ჩემს ერთ-ერთ საქმეს, რამდენიმე ძვირფასი
საჩუქარიც და პირობას გაძლევ დიდიხნის წინ იქნებოდი ჩემს ოთახში
გადმოსული. 
ვეღარ მოვითმინე და ძალიან მწარედ გავარტყი სახეში. სახე არც კი შეცვლია.
 

თავი 5

-რა არის სიმართლეს არ ვამბობ? არ შეგიყვარდებოდი?


ცრემლები მახრჩობდა, მე ის უკვე მიყვარდა. მიყვარდა ასეთი უხეში, საერთოდ
ყველაფრის გარეშე. არაფერი მინდოდა მისგან. უბრალოდ ყოფილიყო
გულწრფელი. მისმა სიტყვებმა გამანადგურა. 
-არა! იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი გულწრფელობაა, შენ კი მაგ ყველაფერს
გულით ვერ გააკეთებდი. საერთოდ არ გაქვს გული. შენთან დაწოლას არასდროს
დავთანხმდები, სანამ შენს თვალებში არ დავინახავ რომ მართლა გიყვარვარ. სანამ
არ დავინახავ რომ ჩემთან გულწრფელი ხარ. თუნდაც იმაზე მეტად შემიყვარდე,
ვიდრე შემიძლია.
-ზედმეტი მომივიდა. 
-მეზიზღები. ნეტა მოვკვდე.
-მიყვარხარ.
-დავინახე როგორც გიყვარვარ. თუ ასეთი გგონივარ და გიყვარვარ, გამოდის რომ
ისეთი ადამიანი არ ხარ, როგორიც მეგონე.
-როგორი?
-პრინციპული, ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული.. ასეთ ქალს კი შეუძლია,
ნებისმიერ მამაკაცში გაგცვალოს, დაუფიქრებლად, ვინც უფრო მეტად გადაყვება
თან, ვიდრე შენ..
-მე ვიცი როგორიც ხარ, ვიცი რომ ნებისმიერი მამაკაცი ძლიერი იქნება შენს
გვედით ვისაც შეიყვარებ, მაგრამ მინდა ეს მე ვიყო.
-არადა ყველაფერს აკეთებ, რომ არ იყო.
ეს გაიგო თუ არა, მაშინვე მომიახლოვდა, ძალიან მაგრად მომიჭირა ხელი და
მაკოცა. ჩემი პირველი კოცნა. არ ვიცი რა ვიგრძენი, მაგრამ სანამ ამაზე
დაფიქრებას მოვასწრებდი, მან მეორე სილაც მიიღო. კიბეები ტირილით ავირბინე
და საწოლზე წამოვწექი. რას ნიშნავდა ეს? ამ კითხვას პასუხი ვერ მოვუძებნე.
მეორე დილით ჩვეულებრივ ავდექი. ვცდილობდი მის თვალებს არ შევხვედროდი.
ყავა დალია. მივდივარო მომაძახა და საღამომდე არ დაბრუნებულა. საღამოს
ნასვამი იყო. მე ბუხართან ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. როგორც კი შემოვიდა
შემომხედა, არაფერი უთქვამს ისე ავიდა მაღლა. სამი დღე ერთმანეთისთვის ხმა
არ გაგვიცია. ის გვიან ბრუნდებოდა ნასვამი და დილით ადრე გადიოდა. ამ დღეს
კი შუადღისას დაბრუნდა.
-შეგიძლია პერანგი გამიუთოვო?
-კი.
-ბოდიში, თავად არ შემიძლია, მინდა კარგად იყოს გაუთოვებული.
გული კინაღამ გამისკდა, ყველაფერი მეხერხებოდა რაც სახლს ეხებოდა,
ერთადერთი იყო უთო, რომელსაც ვერ გავუგე. არასდროს გამომდიოდა კარგად და
ვერ ვიტანდი.
-როგორც შევძლებ გავაუთოვებ. (ნეტა ასე განსაკუთრებულად რატომ უნდა
კარგად გაუთოვებული პერანგი, სამსახურში შვებულება აქვს, ვფიქრობდი ჩემთვის
და მზად ვიყავი საკუთარი თავი მომეკლა, რომელიც ასე გამალებით ეჭვიანობდა
კახაზე. ვერ ვხვდებოდი რატომ? როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, მე ის
მიყვარდა.)
-წამომყევი.
ჩვენ მის ოთახში შევედით, პირველად. ოთახი საოცარი გემოვნებით იყო
მოწყობილი. სადა ავეჯით, აივნით. ოთახში უზარმაზარი საწოლი იდგა. იქვე იყო
სამუშაო მაგიდა უამრავი ბლოკნოტით. ერთ-ერთი გადაშლილი იყო. ნუთუ წერს,
გავიფიქრე ჩემთვის. 
-შენი აზრით ესენი ერთმანეთს უხდება?-მკითხა მან.
ცისფერი პერანგი, მუქი ლურჯი ჯინსი და კედები, მართლაც უხდებოდა
ერთმანეთს.
-როდის აქეთ გაინეტერესებს მე რას ვფიქრობ?
-დღეს მინდა განსაკუთრებულად კარგად გამოვიყურებოდე.
-რატომ? სად მიდიხარ? (ენაზე ვიკბინე, სჯობდა ჩუმად ვყოფილიყავი და არ
მეჩვენებინა, რომ ინტერესი მკლავდა და ეჭვიანობაც);
-მეგობართან, წვეულებაზე.
-გასაგებია. ესენი ერთმანეთს უხდება, მაგრამ შენ რამდენად მოგიხდება არ ვიცი.-
ეს ვუთხარი და გაბრაზებულმა დავავლე პერანგს ხელი.
-ესეც ასე.-გავიგონე კახას ხმა, მისი სიცილი კარგა ხანს მესმოდა.
დიდი სიამოვნებით მოვკლავდი იმ მომენტში. მაგრამ მასთან რა მინდოდა მე
ვიყავი დებილი. ენა ვერ მოვიმოკლე. ძლივს გავაუთოვე მისი პერანგი, გადავყევი,
რომ საყვედურის სათქმელად საბაბი არ მიმეცა.
-შენც მოდიხარ.-ოთახში თავი შემოყო კახამ. -ორივენი დაპატიჟებულები ვართ,
ჩვენთვის მართავენ ამ წვეულებას. უბრალოდ გაგაბრაზე წეღან და გამიხარდა
ეჭვიანობას რომ ვერ მალავ. სიცილისგან იგუდებოდა.
-იოცნებე.
-რა, არ ეჭვიანობ? ძალიან შესამჩნევია, იმისთვის რომ უარყოფა შეძლო.
სიბრაზე მახრჩობდა. ღმერთო რა თვითკმაყოფილი იდიოტია.
-არსადაც არ მოდივარ და რაც გინდა ის ჩაიცვი.-ეს ვთქვი და საგულდაგულოდ
დავკუჭე ძლივს გაუთოვებული პერანგი. 
ახლა უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი.
-ესე იგი ცოტათი დაგვაგვიანდება. -თქვა მშვიდად.
ორ წუთში ახალი პერანგი მოიტანა. 
-ახლა ეს გააუთოვე. თუ არ გინდა რომ ბევრი უხერხული ისტორია მოვყვე შენზე
დღევანდელ წვეულებაზე. შენი ამბავი რომ ვიცი, წარმომიდგენია როგორ
გაბრაზდები, მე კი ვიხალისებ ჩემივე მოგონილი ამბებით. ახლავე.
-მეზიზღები.
-თუ მაგას ზიზღი ქვია მაშინ მეც, თან უფრო ძალიან.
პერანგი ისევ წვალებით გავაუთოვე. მოგატყუებთ რომ გითხრათ მასთან ერთად
წასვლა არ მინდოდა-მეთქი. მინდოდა, ვფიქრობდი ბევრ რამეს გავიგებდი მის
შესახებ, მაინტერესებდა როგორ მოიქცეოდა, მაგრამ თან ძალიან მეშინოდა.
-კახა, სად ხარ? მზად არის პერანგი.
-შენს ოთახში, ამოდი.
აი თავხედი, გავიფიქრე ჩემთვის. კარადა გადმოტრიალებული დამხვდა. 
-ეს ზედა, ეს შარვალი და ესეც კედები. ამათ ჩაიცვამ.
საწოლზე მისი პერანგის ფერი პერანგი, მისი ჯინსის მსგავსი ჯინსი და მისი
კედების იდენტური კედები იდო.
-ერთნაირად უნდა გვეცვას?
-თითქმის. არ მოგწონს, თუ გინდა რაც შენ გინდა ის ჩაიცვი. უბრალოდ მე ძალიან
მომწონს.
-მეც მომწონს.
კახა გავიდა, მალევე გავემზადე და წავედით.
-შენ რა ნერვიულობ?
-კი.
-ნუ ხარ სულელი, ნახავ ყველა ძალიან მოგეწონება. თუ არ გენდომება იქ ყოფნა,
მითხარი. ეს წვეულება ჩვენთვისაა, ბევრი ხალხიც არ იქნება.
-კარგი.
-გთხოვ გაიღიმე და დამშვიდდი.
მალევე მივედით. ეზოში, აუზთან შეკრებილიყვნენ. იქვე იყო გაშლილი სუფრა.
კახამ მასპინძლები თამო და ლევანი გამაცნო. ძალიან თბილად გადამკოცნეს და
მომილოცეს. მე ცოცხალი თავით არ ვუშვებდი კახას ხელს. ბევრი ადამიანი
გავიცანი. მათ შორის იყო ქეთუსიც, (როგორც თვითონ გამეცნო) ამ ქალბატონმა
ამრეზით ამათვალიერა, ცინიკურ ღიმილით მომილოცა და როცა კახას ჯერი
დადგა, კინაღამ ტუჩებში აკოცა გადაკოცნისას. ამ დროს ხელზე ხელი ისე
მომოიჭირა კახამ კინაღამ მომტეხა. ქალბატონი გაგვეცალა, კახას ხმა არ გაუცია.. 
-მარი..
რაღაცის თქმას აპირებდა კახა, როცა თამომ ზალით წამიყვანა სუფრისკენ.
-კახა, დღეს შენი ცოლი თვრება.-უთხრა სიცილით.
მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი რომ აქ ოჯახური
გარჩევებისთვის არც დრო იყო და არც ადგილი. თან ვფიქრობდი, მქონდა კი
უფლება პრეტენზიები წამეყენებინა. ალბათ კი.. თამო ძალიან თბილი და კეთილი
იყო, ისე არ მინდოდა მისი წყენინება მაშინვე შევეცადე გამეღიმა. კახა ბიჭებთან
იჯდა და თვალს არ მაცილებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა უსიტყვოდ.
ყველა კონიაკს სვამდა. ყველა სასმელს მაძალებდა, ვერ ვხვდებოდი რა მექნა,
უნებურად, თითქოს ნებართვას ვითხოვდი კახას შევხედე, ის იღიმოდა და თავი
ოდნავ დამიკრა. მეც როგორც იქნა დავნებდი. სამი ჭიქა დავლიე და ვხვდებოდი
ზომაზე მეტი იყო. ცოტახნით აუზთან ვიდექი, როდესაც ქეთუსი მომიახლოვდა.
-ძალიან მაინტერესებდა კახას ახალი სათამაშო.
-უკაცრავად?!
-ხო, რა იყო?! თავი მართლა მისი ცოლი ხომ არ გგონია?! სამი კვირა, ალბათ
კიდევ ამდენი და მიხვდები რასაც ვგულისხმობ.
-ალბათ ჯვარი რომ დაგეწერა მასზე, შენც გეგონებოდა თავი მისი ცოლი.
-რა? თქვენ ჯვარი დაიწერეთ.
-კი.
ქეთუსი გაშრა. ხმა აღარ ამოუღია ისე გამეცალა. ალბათ მას და კახას რაღაც
აკავშირებდათ. გული შემეკუმშა. მაგრამ შენც რა სულელი ხარ, ნუთუ გეგონა 30
წლის კაცს შენამდე არავინ ეყოლებოდა, თან ისეთს როგორიც კახაა, ვეჩხუბებოდი
ჩემს თავს. მაგრამ მაინც მტკივნეული იყო მისი სხვასთან წარმოდგენა. ამ
ფიქრებში ვიყავი კახა რომ მომიახლოვდა.
-რა გითხრა?
-რა უნდა ეთქვა?
-მარი, დაახლოებით ორი წლის წინ მასთან მსუბუქი რომანი მქონდა. რომელიც ორ
თვეში დასრულდა, ყოველგვარი ცრემლების, ემოციების და გრძნობების გარეშე.
ვიცი არც ისე სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ასეთი
რაღაცები ყველა მამაკაცის ცხოვრებაშია.
-მესმის.
-მართლა? რამე ხომ არ გაწყენინა?
-არა.
-თუ არა და ეს ყველაფერი გესმის რატომ ტირი.
-სასმელის ბრალია.
-მარი.
-გთხოვ თავი დამანებე. არ მინდა არაფრის თქმა.
-რამე მოხდა?
-ძალიან მეტკინა, როცა მის გვერდით წარმოგიდგინე. ვიცი ბავშვურად ვიქცევი და
ამაზე აქამდეც უნდა მეფიქრა, მაგრამ მეტკინა.
-ჩემი პატარა, გთხოვ არ იტირო. მთავარია რა იქნება მომავალში, ხომ ასეა?
-კი ასეა.
-მაშინ გაიღიმე, უხერხულია ამათთან. მოიქეცი ისე როგორც გინდა, ოღონდა არ
მითხრა აქედან გაქცევა მინდაო.
-არა, არ მინდა. ძალიან მომეწონა თამო.
მან შუბლზე მაკოცა და სუფრას დავუბრუნდით. ბედნიერი ვიყავი, სულ ყველაზე
ბედნიერი. კიდევ ორი ჭიქა კონიაკი დავლიე და მე უკვე მთვრალი ვიყავი.
სიცილისთვის მიზეზი არ მჭირდებოდა, ჩემნაირ დღეში იყვნენ გოგოებიც. მალე
დაშლა დავიწყეთ, მე და კახაც წამოვედი.
-შენ არ დალიე?-ვკითხე გაოცებულმა კახას.
-არა.
-რატომ?
-დღეს არ მინდოდა.
-როგორ მრცხვენია, ძალიან დიდი ბოდიში.
-მიხარია რომ გაერთე. ზოგჯერ შეიძლება. ძალიან სასაცილო იყავი თვალებში რომ
მიყურებდი, იმის გადასაწყვეტად დაგელია, თუ არა. მინდა რომ ასე ვუყურებდეთ
ერთმანეთს და უსიტყვოდ გვესმოდეს.
-მართლა არ ბრაზდები.
-არა, პატარა.
-ახლა დავბრუნდებით ჩვენს ჯადოსნურ სახლში, ვთქვი და ღიმილი გამიქრა
სახიდან.
-ჯადოსნური რატომაა?
-ის გვცვლის და იმიტომ.
-შენ თუ გენდომება ის ამას ვერ მოახერხებს. გინდა?
-მე მინდა რომ არ ვითამაშოთ.
-დაიფიცებ, რომ ყოველთვის გულწრფელი იქნები ჩემთან?
-შენ?
-მე კი.
-მაშინ მეც, მაგრამ იცოდე როდესაც შეატყობ რომ რაღაცის თქმა არ მინდა, ძალით
ნუ მათქმევინებ.
-გპირდები.
ასე მივედით სახლამდე. მე ვატყობდი რომ დავფრინავდი. იმ ღამეს ისე ტკბილად
მეძინა, დილითაც ძალიან კარგ ხასიათზე გამეღვიძა.
-მამაშენი ჩამოსულა.
-რა, საიდან გაიგე?
-ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, ახლა ვფიქრობ ჩვენი დაბრუნების დროც ხომ არაა
თურქეთიდან.
-მერე რა მოიფიქრე.
-მგონი კი.
-გენდობი და არ მეშინია შენებთან შენი შეხვედრის.
-მაშინ დავბრუნდეთ.
 

თავი 6

კახამ მაშინვე დარეკა მამასთან, უთხრა ჩვენ ორ დღეში ხვალ დავბრუნდებითო და


ჩვენტან დაპატიჟა. დედას მეც ველაპარაკე, მითხრა მხოლოდ მე, მამა და დათა
მოვალთო. მე სახლის ლაგებას შევუდექი. დავგეგმეთ რა როგორ უნდა
გაგვეკეთებინა. ჩემებს ლამაზი პატარა სუფრა დავახედრე, ვხვდებოდი მათთან არ
ვთამაშობდი, მე მართლა ბედნიერი ვიყავი. წასვლისას გვითხრეს, რომ რაიონში,
სადაც ბავშვობა გავატარეთ იქ გველოდებოდნენ. მე და კახა სიხარულით
დავთანხმდით. სახლი ერთად მივალაგეთ. კახა ძალიან ბედნიერი იყო.
-ხომ არ ნანობ?
-რას?
-რომ არაფერი უთხარი.
-არა. -დასაძინებლად ავალ, გთხოვ.
-როგორც გინდა.
ფიქრი მჭირდებოდა. ჩემების ნახვამ სახლი გამახსენა, უფრო მომენატრა ჩემები, ჩემი
მეგობრები.. ნეტა რომელიმე მყავდეს აქ, როგორ დამეხმარებოდნენ. მეორე მხრივ კი
კახა.. მიყვარს, თუ უბრალოდ მივეჩვიე. ნეტა გავძლებ მის გარეშე. ამ ფიქრებში
ჩამეძინა. აპრილის მზიანი დღე იყო.
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა.
-საუზმე გვაქვს?
-კი, კახა, ბლინები გამოვაცხვე, იმედია ძალიან ცუდი არ არის.
-შენ რასაც აკეთებ ყველაფერი გემრიელია.
-გეშინია სულ ისე არ დარჩე ხომ, სიმართლე რომ თქვა?!
-რა სულელი ხარ. მარი, დღეს სამსახურში უნდა გავიდე, ძალიან მნიშვნელოვანია და
ვერ დავუცდი შვებულების გასვლას. საღამოს დავბრუნდები.
-გინდა ტანსაცმელი გაგიმზადო?
-არა, დღეისთვის მაქვს.-თვალები გაუბრწყინდა კახას.
გაემზადა და მალევე ჩამოვია, შავი პერანგი და შავი შარვალ-კოსტუმი. საოცრად
სიმპათიური და გემოვნებიანი, როგორც ყოველთვის.
-შეიძლება გაკოცო.
-კი.-გავუღიმე მე. 
მან ლოყაზე ნაზად მაკოცა, წარმატებები ვუსურვე და კარებამდე მივაცილე. მანქანაში
ჩაჯდომამდე თვალი ჩამიკრა და წავიდა. პირველად არ ჩაკეტა კარები. „მე ის
მენდობა“. სახლი საგულდაგულოდ მივალაგე და ნამცხვრის გამოცხობა დავიწყე, არ
ვიცი რა მომელანდა, მაგრამ მინდოდა კახა გამეხარებინა. მას ტკბილეული უყვარდა.
საღამოს ყვავილების თაიგულით ხელში დაბრუნდა. რომ დავინახე გული
შემიწუხდა.
-ყვავილები არ გიყვარს? ახლავე გადავყრი.
-მიყვარს, უბრალოდ ჩვენს იმ დღევანდელ ლაპარაკს მახსენებს და ცუდად მხდის.
-მეგონა დაგავიწყდა. ახლავე გადავყრი.
-არა, ძალიან ლამაზია.-ვუთხარი და გამოვართვი, არ მინდოდა მისთვის ხასიათის
გაფუჭება და ბედნიერმა მივახარე, -იცი, ნამცხვარი გამოგიცხვე.
-წყალს გადავივლებ და ახლავე ჩამოვალ.
ჯერ ვივახშმეთ, შემდეგ კი მოკრძალებით წარვუდგინე ჩემი ნახელავი.
-უგემრიელესი, გეფიცები.
-ძალიან დიდი მადლობა.
-ხშირად გამოაცხობ ხოლმე?
-პატარა ბავშვი ხარ. თუ დაიმსახურებ, კი.
-ვინ არის პატარა, შე მართლა პატარავ.-იცინოდა კახა.
ადგა და დემონსტრაციულად ამომიდგა გვერდით, ნათლად რომ გამოჩენილიყო
მასთან შედარებით რამდენად პატარა ვიყავი. ის 195 სანტიმეტრია, მე 170. მისი
ნავარჯიშევი სხეული და ჩემი პატარა ტანი, საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა. 
-მართლა პატარა ხარ. ჩემი პატარა.-თქვა ჩუმად.
მე გავწითლდი.
-იცი მინდა, სულ შენს გვერდით ვიყო. ყველა ტკივილისთვის გთხოვო პატიება და
საერთოდ ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცვა. მინდა თამამად გეძახდე ჩემო
პატარას. მინდა შენიანი გავხდე, მინდა ისევე გავხდე შენი სულის ბინადარი, როგორც
შენ. აღარ შემიძლია შენთან ცივი ადამიანის თამაში, ყველასთან, მაგრამ შენთან არა.
იმედი მაქვს მაპატიებ ოდესმე და დაინახავ რომ არ ვარ ძალიან ცუდი. ორივე ხელი
ჩემს მკლავებზე ჰქონდა მოკიდებული, სევდიანი თვალებით დამცქეროდა და
ვხვდებოდი რომ ჩემს წინ, ამ წუთში ყველაზე გულწრფელი ადამიანი იდგა. უამარავი
ტკივილი ჩანდა მის ხმაშიც და მის თვალებშიც.
-მე ყველაფერი უკვე გაპატიე და ისიც ვიცი რომ ცუდი არ ხარ.
-მაგრამ მაინც არ გიყვარვარ, ხომ?!
მე გავჩუმდი, არ მინდოდა მისთვის რაიმე მომეტყუებინა. მე ჯერ არ ვიყავი ჩემს
თავში დარწმუნებული, რომ მისთვის იმედი მიმეცა.
-არ მინდა ოდნავ მაინც მოგატყუო, მე მინდა ჩემი მიყვარხარ, ნიშნავდეს იმას რაზეც
ვოცნებობ. ანუ სამუდამო, წრფელ, ნამდვილ სიყვარულს. არ გეგონოს, ან სამაგიეროს
გიხდი, ან გაწვალებ, მე დრო მჭირდება.
-მესმის. მე ავალ, ძალიან მეძინება.
მე ყველაფერი გავაფუჭე. ალბათ როგორ ვატკინე გული, მაგრამ სხვანაირად არ
შემიძლო. მე უნდა გავერკვე ჩემს გრძნობებში. მაგრამ იმ წუთში, მინდოდა გონება
საერთოდ დამევიწყებინა, შევსულიყავი მასთან, ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი და
გვესაუბრა ყველაფერზე, რაც მის თვალებში ჩანდა და არ ვიცოდი. 
მეორე დღეს დილით სამსახურში თითქმის დაულაპარაკებლად წავიდა. ისევ დაიძაბა
ჩვენი ურთიერთობა. საღამოს არ ივახშმა, მე ოთახში ავედი. წიგნს ვკითხულობდი,
როდესაც საშინელი ყვირილის ხმა გავიგე. კახა ვიღაცას ეჩხუბებოდა. მერე მსხვრევის
ხმა. კანკალი დავიწყე შიშისგან, ნეტა რა ხდება. ვერ მივხვდი ჩასვლა სჯობდა თუ
ოთახში დარჩენა, მაგრამ გულმა არ მომითმინა იქნებ რა უჭირს.
-ოთახში შებრუნდი.-დაიყვირა, როგორც კი კიბეზე დამინახა.
-კახა, გთხოვ.
-აბრუნდი დროზე.
-ხელი გაქვს გაჭრილი, გთხოვ.
-არაუშავს, არ მინდა ჯავრი შენზე ვიყარო და გირჩევ აბრუნდე.
-რაც გინდა ის ქენი, ხელი უნდა შეგიხვიო.
ხმა აღარ გაუცია, არ ვიცი როგორ გავბედე, ასე გაბრაზებული კახასთვის ენის
შებრუნება, მაგრამ ხელი ძალიან ჰქონდა გაჭრილი. ვიცოდი ბამბა და სპირტი სადაც
იყო, სასწრაფოდ მოვიტანე, ხელი გავუწმინდე. ხმა არ ამოუღია, არადა ძალიან
აეწვებოდა, გადავუხვიე. მერე ნამსხვრევებისგან მოვასუფთავე იატაკი და კახას წინ
დავდექი.
-რა გინდა?
-მე, მე.. მინდა ჩაგეხუტო და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარო.
-რატომ? გეცოდები?
-არა. ჩემთვის ოჯახი, მეგობრობასაც ნიშნავს, ერთმანეთის გვერდში დგომას. მინდა
ამას მაინც ვაკეთებდე.
-ოჯახი.-სარკაზმით თქვა და გაიცინა.
-მე მართლა მინდოდა..-ცრემლებმა ხელი შემიშალეს. ვერ დავამთავრე რისი თქმაც
მინდოდა, ისე წავედი კიბეებისკენ.
-ჩვენზე არ მითქვამს, მარი, ჩვენი ოჯახი არ მიგულისხმია.-დამეწია, ძალიან თბილად
ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
-ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ასეთს რომ გხედავ, ძალიან მეშინია, მინდა
ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია.
-ჩემი მამაცი პატარა.-თქვა თავისთვის და მანიშნა დავმჯდარიყავი.
-რამდეჯერმე მკითხე ოჯახზე და მეც უაზრო პასუხებით მოგიშორე თავიდან. მე ძმა
მყავს. შენზე ხუთი წლით პატარაა, ჩემზე 13-ით, ალბათ წარმოიდგენ რას ნიშნავს
ჩემთვის. მას დემეტრე ჰქვია. ჩვენი მშობლები სამი წლის ვიყავი ამერიკაში რომ
წავიდნენ. ვერ გეტყვი გაჭირვებამ წაიყვანათ-მეთქი, უბრალოდ იფიქრეს რომ იქ
უფრო დიდი ასპარეზი ჰქონდათ წარმატებისთვის. მაშინ ბებია და ბაბუა ცოცხლები
იყვნენ და მათთან დამტოვეს, ჯერ იქ ბავშვისთვის არ გვეცლებაო. არც აქ უჭირდათ,
მაგრამ იქ უფრო ბევრი ფული იშოვეს. ბებო ძალიან მოხუცი იყო, თხოვდა წავეყვანე
მათთან, ბავშვი მშობლების გარეშე ცოდოაო ამბობდა, თან მეც რომ რამე დამემართოს
აქ მარტო არ დამიტოვოთო. ჩემები სულ იმას ამბობდნენ, რაც მთავარია არაფერი
აკლია, ჯერ მისთვის აქ არ გვცალიაო. ბებო 7-ის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მას
შემდეგ ძიძა დაიქირავეს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. მე და ბაბუას გვივლიდა.
ახლა უკვე ბაბუა თხოვდა მათ ან აქ დაბრუნებულიყვნენ, ან მეც წავეყვანე იქ.
მიუხედავად იმისა რომ მართლა ყველაფერი მქონდა, საშინლად განვიცდიდი
მსობლების გარეშე ცხოვრებას. მრცხვენია, მაგრამ ხშირად ვტიროდი ამის გამო.
ძალიან მენატრებოდნენ, ბებოს გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაუსაძლისი
გახდა, მაშინ 12-ის ვიყავი. ჩვენთან ისევ ძიძა, ნაია დეიდა მუშაობდა, მივლიდა,
არაფერს მაკლებდა. უკვე მე დავიწყე თხოვნა, ერთად გვეცხოვრა. არც კი ვიცი რატომ
არ ჩამოდიოდნენ, სულ უდროობას იმიზეზებდნენ. ყოველთვის მქონდა ყველაფერი
ყველაზე უკეთესი, მაგრამ არა ოჯახი. ძიძასთან ერთად 16 წლამდე ვიცხოვრე. მერე
ბაბუის მემკვიდრეობა მივიღე, ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე პატარა
საწარმოს ფლობდა. იქაა დამზადებული ერთნაირი ბლოკნოტები, რომლებსაც
სახლში შეამჩნევდი. ეს საწარმოები საკანცელარიო ნივთებს აწარმოებდა, ერთიც
ავეჯს. ბაბუს წყალობით ბევრი რამ ვიცოდი, მისი ერთგული თანამშრომლების
წყალობით, საკუთარი თავის რჩენა შემეძლო. იმ დღიდან შევწყვიტე მშობლების
დახმარების მიღება. თავიდან ყველაფერი საუკეთესო არ მქონდა, მაგრამ აღარ ვიყავი
დამოკიდებული ადამიანებზე, რომლებიც ფულს ყველაზე დიდ სიკეთედ
მიიჩნევდნენ. მშობლები სასტიკად გაბრაზდნენ, ეს ნიშნავდა, რომ მე მათ არასდროს
აღარ დავემორჩილებოდი. იქიდან რომ ვერაფერი გააწყვეს, ჩამოვიდნენ. პირველად
შევხვდით 13 წლის შემდეგ და მივხვდი, რომ ჩემს წინ ორი უცხო ადამიანი იდგა,
ჩემგან განსხვავებულად მოაზროვნე ორი პიროვნება. ადამიანები რომლებსაც
მხოლოდ იმიტომ ვცემდი პატივს, რომ გენეტიკურად მშობლები იყვნენ. როდესაც
ვერაფერს გახდნენ, ვერც მემკვიდრეობა ჩამომართვეს, ჭკვიანი ბაბუის წყალობით,
ვერც დაპირებებითა და ვერც მუქარით დამიყოლიეს, მაშინ სამუდამოდ მითხრეს
დახმარებაზე უარი და გაბრაზებულები უკან დაბრუნდნენ. დემეტრე უკვე სამი წლის
იყო. მას შემდეგ, მათი სახლიც მივატოვე, ბაბუის სახლში გადავედი. მათთან
მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობა მაქვს, ვიცი და იციან რომ კარგად ვართ,
ყველანაირი წვრილმანებისა და ზედმეტი განცდების გარეშე. ვერ ვაპატიე,
სიყვარულის გარეშე გაზრდა, ვერ ვაპატიე, რომ ვერ მიხვდნენ რა უფრო მთავარია
ბავშვისთვის, ფული, თუ მშობლები. არც ამ ყველაფრის მერე უცდიათ რაიმეს
გამოსწორება, უბრალოდ ბრაზობდნენ, ჩემი დაუმორჩილებლობის გამო. მე
უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი პროფესიისთვის რაც იყო საჭირო ვეცადე ყველაფერი
გამეკეთებინა. მერე ჩემი საადვოკატო ბიურო გავხსენი, ახლა იქ ასამდე ადვოკატი
მუშაობს. ბაბუის ქონებასაც ვცდილობდი გავფრთხილებოდი, ახლა ის უფრო
წარმატებული ბიზნესია, სწორედ ის იყო მეორე დამფინანსებელი სამტრედიის
სკოლისთვის. ამ ყველაფერთან ერთად იზრდებოდა დემეტრე. ერთადერთი
ადამიანი, რომელიც მთელი არსებით მიყვარდა, ბებოს და ბაბუის გარდაცვალების
შემდეგ. დედა და მამა ხშირად მოგზაურობდნენ თავიანთი საქმიანობის გამო, ბავშვი
ხშირად იყო მარტო. მე რამდენჯერმე ჩავედი დემეტრეს სანახავად და უფრო და
უფრო ვეჯაჭვებოდი მას, ის მიუხედავად იმისა რომ მათთან იზრდებოდა,
ფორმალურად, ვხვდებოდი რომ ჩემნაირად იტანჯებოდა. როცა ავსტრიაში სწავლა
დავამთავრე, მაშინ ჩემებს შევთავაზე დემეტრე ჩემთან გამოეშვათ. ახლაც არ ვიცი
მაშინ როგორ დამთანხმდნენ, შენზე ერთი წლით უფროსი ვიყავი, დემეტრე 10-ის
ხდებოდა. სიხარულით წამოვიდა. მინდოდა ის ყველაზე კეთილი და მშვიდი
ყოფილიყო, არა ჩემსავით საშინელი ხასიათით. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მერე
დემე წაიყვანეს. მე ვერ გავუწიე წინააღმდეგობა, ისიც ვიფიქრე იქნებ შეცდომის
გამოსწორება უნდათ მეთქი. მაგრამ დემე იქ ძალიან ცუდადაა, ვერ პატიობენ
ვერაფერს რაც ისე არ არის როგორც უნდათ. სულ ჩხუბობენ. დემეტრე მართლა
საოცრად კეთილია და არც ის შეუძლია დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს მათ.
ახლა როცა პროფესია უნდა აირჩიოს, არ აძლევენ საშუალებას სამხატვრო აკადემიაში
ჩააბაროს, მათ ჩემი უირისტობაც ვერ გადაიტანეს და ახლა უმცროსი ვაჟი მაინც
უნდათ ეკონომისტი გახადონ. დემეტრეს ჩემი დახმარება სჭირდება. ამიტომ
ვყვიროდი წეღან. მე კიდევ არ შემიძლია მასთან ჩასვლა, აქედან კი ვერაფერი
გავაგებინე ჩემს მშობლებს.
დაასრულა და თითქოს გული ამოაყოლა ნაამბობს. მე ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,
ჩემი კახა.
-ახლა მესმის რა ტკივილს მალავს შენი თვალები. მაგრამ რატომ არ შეგიძლია მასთან
წასვლა? ჩემს გამო?
-შენ აქ მარტო ვერ დაგტოვებ.
-რატომ?
-არ მინდა.
-არ გინდა, თუ არ მენდობი?
-არ მინდა, ვერ დაგტოვებ აქ მინიმუმ ერთი კვირით მარტოს. შენს საბუთებსაც დიდი
დრო დასჭირდება.
-კახა მე მინდა რომ წახვიდე, შეგიძლია კარი გარედან ჩაკეტო, საერთოდ არ
გავიხედავ გარეთ ერთი კვირა. ოღონდ შენ ასე არ იყო.
-მართლა ფიქრობ, რომ შემიძლია წავიდე?
-კი, გევედრები, მე ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც დამიბარებ. 
-ძალიან დიდი მადლობა, ხვალ გავიგებ როდისაა ფრენა და წავალ.
-დიდი მადლობა, რომ ყველაფერი მომიყევი, მე მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე,
შენც გქონდეს ჩემი იმედი ისე, როგორც მე შენი.
-შენ ჩემი იმედი გაქვს?
-ყველაფერში, ყოველთვის. შენ ყველაზე კარგი, სანდო, ძლიერი და კეთილი
ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ. ადამიანი რომელთან მეგობრობაზეც კი ვერ
ვიოცნებებდი.
-მეგობრობაზე.
-დღეს არ გვინდა გთხოვ. არაფერზე ინერვიულო, გთხოვ, თავს გაუფრთხილდი.-ეს
ვუთხარი ნაზად ჩავეხუტე და კიბეზე ავედი.
 

თავი 7

მე ის მიყვარს. მასზე ფიქრში ჩამეძინა. დილით კახას პროცესი ჰქონდა, საღამოს კი


ბებოსთან, გორში უნდა წავსულიყავით. კახამ შუადღისას შემოირბინა, მე უკვე
მზად ვიყავი. 
-წავედით.
-ახლავე.
მანქანაში ჩავსხედით. 
-დღეს ვერ დავრჩები შენებთან.
-რატომ?-მოვიღუშე მე.
-საღამოს შეხვედრაა, დილით ისევ პროცესი. დღევანდელის გაგრძელება დანიშნა
მოსამართლემ.
-თუ გინდა დავურეკავ და საერთოდ არ წავიდეთ. გაიგებენ ჩემები.
-არა, უხერხულია, გველოდებიან.
კახამ მიმიყვანა სახლში, უამრავი სტუმარი იყო, მხოლო ერთი საათით გაჩერდა.
ყველას გაცნობა ძლივს მოახერხა, უკვე უნდა წასულიყო.
-მარი, გამაცილებ?-შემომძახა სამზარეულოში, სადაც დედას ვეხმარებოდი.
-რა თქმა უნდა.-მაშინვე გამოვყევი უკან.
-ძალიან არ მინდა აქ მარტო რომ გტოვებ, უფრო სწორად მე არ მინდა მარტო
დაბრუნება, მაგრამ ვიცი ახლა რომ წაგიყვანო შენებს ძალიან ეწყინებათ.
-გეფიცები, ისე მოვიქცევი, რომ შენ არაფერი გეწყინოს.
-სულელო, -მითხრა და ცხვირზე ამკრა ნაზად ხელი.
-წავედი. ხო, მართლა ტელეფონი, (მობილური გამომიწოდა), გთხოვ არ
მანერვიულო და მიპასუხე ხოლმე.
-ფრთხილად იარე.
კახა ძალიან თბილად ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. სუფრაზე ზოგი
უკმაყოფილო იყო მისი უეცარი წასვლით, მეც ყველას ვუხსნიდი, რომ
აუცილებლობის გამო წავიდა. დედა და მამა ბედნიერები იყვნენ, ბებოსაც ძალიან
მოეწონა კახა.
ძლივს მივხვდი ჩემი ტელეფონის ხმა რომ იყო, კახა რეკავდა. 
-მარი, დაიღალე?
-არა, კახა, შენ? ჩახვედი უკვე? შეხვედრამდე დასვენებას მოასწრებ?
-ჩემზე ნუ ნერვიულობ, შენები მოისიყვარულე. მიყვარხარ.-მითხრა და გამითიშა.
სტუმრები 11-თვის წავიდნენ, მანამდე ორჯერ დამირეკა კახამ, ყველაფერი
აინტერესებდა. ახლა ალბათ შეხვედრაც დაუმთავრდება და წავა სახლში,
ვფიქრობდი ჩემთვის. როგორი წარმუდგენელიც არ უნდა იყოს, სახლის, ჩვენი
სახლის გახსენებაზე გული შემეკუმშა. თითქოს ეს სახლი, ჩემები, ჩემთვის
გაუცხოვებული იყო. მე მათთვისაც გათხოვილი შვილი ვიყავი, მათი
დამოკიდებულებაც კი შეცვლილი მეჩვენა. ადგილს ვერ ვპოულობდი. მივხვდი
რომ კახას გვერდით იყო ჩემთვის სახლიც, სიმშვიდეც და ბედნიერებაც. ძლივს
გამოვუტყდი საკუთარ გონებას. გავიგიჟე თავი ჭურჭელს დავრეცხავ-მეთქი,
მინდოდა მშვიდად მეფიქრა კახაზე. ნეტა თუ დაიძინა უკვე? ვერ ვბედავდი
დამერეკა ან მიმეწერა. პირველის ნახევარი იყო, როდესაც წერილი მოვიდა.
-პატარა, გღვიძავს?
-კი.-მივწერე მე.
-მაშინ კარი გამიღე?
-რა?
-შენს სახლთან ვარ, გთხოვ მანქანაში ნუ დამაძინებ.
მაშინვე მივირბინე ეზოს კართად. 
-ვერ მოვითმინე, სახლში მივდიოდი და რომ წარმოვიდგინე იქ უშენოდ, ძალიან
მომენატრე და წამოვედი. 
-მოგენატრე, თუ შეგეშინდა არაფერი მეთქვა?
-მე შენი მჯერა, შეიძლება გულის სიღრმეში მეშინია, მაგრამ გენდობი.
-შემოდი, სამზარეულოში ვარ, ცოტაღა დამრჩა და ავიდეთ დაღლილი იქნები.
არაფერი გინდა? ახლავე გაგიშლი სუფრას.
-არა, არაფერი მინდა.
-არც დედას გამომცხვარი მალინის ტორტი?
-მარი, როგორ არ მინდა, მაგრამ გვიანია უკვე, დილით გავსინჯავ. ეს სულ შენ
დარეცხე?
-კი. ძალიან ვთხოვე ჩემებს, მარტო მინდოდა დარჩენა და არც მეძინებოდა.
-რატომ, რამე მოხდა?
-არა, არაფერი. მოვრჩი ავიდეთ. მაგრამ არ ვიცი რა გვეშველება.-სიცილს ვეღარ
ვიკავებდი.
-რატომ?
-დათამ, რადგან არ დარჩი, ოთახი აღარ დამითმო. ჩემს ოთახში კი ერთი, ერთ
ადგილიანი საწოლია.
ამასობაში ოთახამდეც მივედი.
-ეს ჩემნაირი მომთმენი ადამიანისთვისაც კი მეტისმეტია. მე იატაკზე დავწვები.
-არც სხვა ლეიბია, არც საბანი და არც არაფერი აქ. ისე ვერ დაწვები.-ნერვიულ
სიცილს ვერ ვიშორებდი.
იმ ღამეს ერთად მოგვიწია დაწოლა, ერთადგილიან საწოლზე, რადგან ოთახში
სავარძელიც კი არ იდგა, იქ მაინც რომ დაეძინა კახას. ვერ გეტყვით არ მეშინოდა-
მეთქი. 
-მარი, მე არ მინდა ოდესმე რამე ისეთი გავაკეთო რაც შენ არ გინდა, მაგრამ ახლა
ჩემი საყვარელი ქალი, ისე ახლოს წევს ჩემთან, რომ ძალიან მიჭირს თავი
შევიკავო. ამიტომ გთხოვ ახლავე დავიძინოთ, არ დამელაპარაკო და არ
გადმობრუნდე ჩემკენ.
ამ ყველაფერს კახა ისეთი ხმით ამბობდა, სიცილი ვერაფრით შევიკავე. პატარა
გაბუტული ბავშვივით. ჩემმა სიცილმა თავიდან გააბრაზა, მერე კი იმ მეთოდს
მიმართა, რაც ყველაზე აუტანელი იყო. მიღატუნებდა და არაფრით მეშვებოდა.
სიცილისგან უკვე ცუდად ვიყავი, ძლივს დამანება თავი.
-ახლა აღარ გავიგო შენი ხმა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, პატარა ბავშვო.
მე მართლა აღარ გამიღია ხმა, ვხვდებოდი რომ ნამდვილად არ იყო კახა
სახარბიელო მდგომარეობაში და არც მე ვიყავი მზად ჯერ. უსაზღვრო პატივს
ვცემდი მას ამისთვის. სულ უფრო და უფრო მიყვარდა.
დილით კახა ისე იყო ჩახუტებული ძლივს გავინძერი. ძალით გავაღვიძე. მინდოდა
გამებრაზებინა.
-მართლა პატარა ბავშვი ხარ, ცელქი ბავშვი.
კახა პროცესზე აღარ მიდიოდა და იმ დღესაც შეგვეძლო დავრჩენილიყავით.
-შენზე მეცინება.
-მე კიდევ შენზე, ბედის ირონიაა, თითქმის მთელი თვეა ჩემს სახლში ხარ, მარტო
და ერთ ოთახშიც კი არ გვძინებია. შენს სახლში კი, ერთ პატარა საწოლში გვეძინა
პირველივე ღამეს.
-მართლა სასაცილოა. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი რომ ხარ.
-მიყვარხარ.
-დღეს ჩემები მთაში, ჩვენს სოფელში აპირებენ მონასტერში წასვლას, შესაწირს
აიტანე
ნ და თან ბაბუას საფლავზეც მივლენ. შენ თუ გენდომება ჩვენც წავიდეთ.
-თუ შენები მიდიან ჩვენც წავიდეთ. მანქანით ავალთ?
-კი.
უცებ ვისაუზმეთ. დედა გაგიჟებული დამხვდა, კახას მანქანა რომ დაუნახავს,
იმაზე ნერვიულობდა როგორ გეძინათ, რა სირცხვილიაო. მე ვაკოცე და
დავამშვიდე. კახას ძალიან მოეწონა შეპირებული ტორტი. კახამ ჩემს მშობლებს,
დათას და ბებოს საჩუქრები მისცა. გაოცებული და ამაყი ვუყურებდი. სახლიდან
მალევე გავედით. მხოლოდ მე და კახა ვიჯექით ჩვენს მანქანაში, ახლა Range
Rover Sport-ს მართავდა კახა, ჩემს საოცნებო მანქანას. დათას ზუსტად
იგივენაირი ჰყავდა მაგრამ მისი ვერცხლისფერი იყო. მამას მერსედესის ჯიპი
ჰყავდა. არც ერთ მანქანას გასჭირვებია მთაში ასვლა. კახამ გზაში მონასტრისთვის
ერთი ტომრით ფქვილი, შაქარი და სხვა სურსათი იყიდა. მამამ უთხრა ყველაფერი
მზად გავაქვსო, მაგრამ დაიჟინა ამას ჩვენი პატარა ოჯახის სახელით შევწირავო.
ჩვენთან ერთად ჩვენი ორი ბიძაშვილიც იყო, გადავწყვიტეთ კახასთვის ტბა
გვეჩვენებინა. ტბა მართლა ძალიან ლამაზი იყო. დათამ მე და კახა წყალს
მოვიტანთო და წავიდნენ. ძალიან მყავდა მონატრებული ნათია და ლუკა,
მხიარულად ვსაუბრობდით, ძალიან მოსწონდათ კახა. რამდენიმე წუთში დათამ
მოირბინა შეშინებული სახით.
-კახას ფეხი დაუცდა და მოიტეხაო.
-დათა, სად არის? რატომ დატოვე. წამიყვანე ახლავე.
სამტავრებული არ მქონდა წინადადება დათა, სიცილით იგუდებოდა. ძალიან
გავბრაზდი და დათას დავუწყე ჩხუბი. ამასობაში კახაც გამოჩნდა.
-რა ხდება? რა სახე გაქვს?
-შენს სულელ ცოლს მოვატყუე, ვითომ ფეხი მოიტეხე და ვერ ხედავ როგორი
გაფითრებულია, უკვე მორბოდა, რომ გამეცინა, ახლა კი ჩემზე ბრაზდება.
კახას გაეღიმა, მოვიდა და ჩამეხუტა. ეს ჩემთვის იყო გასაკვირი, თორემ გარშემო
მყოფთათვის, ჩვენ მოსიყვარულე, ახალდაქორწინებული წყვილი ვიყავით და
არაფერი გაკვირვებიათ.
-შეგეშინდა?-მკითხა ჩურჩულით.
-კი. მე შენ მიყვარხარ და ვერ ვიცოცხლებ რამე რომ დაგემართოს.
ჩვენს შორის სიმაღლეში სხვაობის გამო, ჩახუტებულს მის გულზე მედო თავი,
გავიგონე როგორ აუჩქარდა გულის ცემა, კინაღამ გამგუდა ისე მაგრად ჩამიკრა
გულში.
-გეყოთ გვრიტებო, მივდივართ.- დაგვცინოდა დათა.
უხმოდ ჩავსხედით მანქანაში, იქიდან ნათია ჩვენს მანქანაში ჩაჯდა და ვერაფერი
მითხრა კახამ. ნახევარ საათში სახლში ვიყავით.
-მარი, გამოიცვალე, ხუთზე რესტორანში მივდივართ.
-რატომ?
-სიურპრიზია, შენი კაბა მანქანაში დევს, სახლიდან წამოგიღე, იმედია
ფეხსაცმელიც სწორად ავურჩიე, თუ არადა გავირბინოთ და ვიყიდოთ.
 
თავი 8

-ვიცი, რომ მომეწონება, მარტო მე და შენ მივდივართ?


-არა დათა, ლუკა და ნათიაც იქნებიან.
ხუთი საათისთვის მზად ვიყავი. კახას წითელი გრძელი კაბა ჰქონდა წამოღებული და
შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ძალიან მომწონდა ეს კაბა, შავი სამკაულებიც
ძალიან მოუხდა. თმები და მაკიაჟი ძალიან სადად მქონდა. კახას შავი კლასიკური
შარვალი და შავი პერანგი ეცვა. ძალიან სიმპათიური იყო, მე კი ყველაზე ბედნიერი
მის გვერდით.
-ულამაზესი ხარ, პატარა.
-შენ უფრო სიმპათიური ხარ.
-ტყუილი არ გეხერხება.
-კარგი იყოს ეგრე, ძალიან მაინტერესებს სიურპრიზი.
-სულ ცოტაც მოითმინე.
15 წუთში რესტორანთან ვიყავით, კახამ მანქანის კარი გამიღო და რესტორანში
ხელჩაკიდებულნი შევედით. უკან მოგვყვნენ დათა, ნათია და ლუკა. არ ვიცი როგორ
ვთქვა როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წუთში. რესტორნის დარბაზში, ჩემი თითქმის
ყველა მეგობარი იყო. ყველა ბავშვობის მეგობარი, რომლებთან ერთადაც გავიზარდე
გორში, რამდენი ხანია ისინი არ მინახავს. იქ იყვნენ ჩემი საუკეთესო მეგობრები ნანა
და ნაია. ჩემი ბიძაშვილი ხატია, რომელიც ამავდროულად ჩემი საუკეთესო
მეგობარიცაა. ჩემი საყვარელი კურსელებიც კი, მარიამი, გვანცა, ნატალია და საბა.
საბა და ნატალია მეუღლეები იყვნენ, ორი უნიჭიერესი იურისტი, ძალიან ლამაზი
ოჯახი. როგორ მჭირდებოდნენ ისინი. ყველაზე მადლიერი ვიყავი ახლა, მე
საუკეთესო ქმარი მყავს. საერთოდ არ მაინტერესებდა ვის მოეწონებოდა და ვის არა.
მე ვიცოდი რომ ის ყველას სჯობდა. ძლივს დავშორდით ერთმანეთს და მივუსხედით
სუფრას. ვერ ვუხსნიდი მათ, რატომ არაფერი ვუთხარი მათ, რატომ არ ვჩანდი
ამდენხანს, თუნდაც ინეტრნეტში, ან რატომ მქონდა გამორთული ტელეფონი.
-თქვენთვის არ გვეცალა.-ეხუმრებოდა მათ კახა, -მალე ყველაფერს გამოვასწორებთ.
კახა მალევე წამოდგა და ცოტახნით ყურადღება ითხოვა.
-მე კახა ცინცაძე ვარ, მარის მეუღლე. მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ, რომ
ასე უტაქტოდ მოვიქეცი, ამდენიხნის განმავლობაში ვერ მოვახერხე თქვენი გაცნობა,
ბოდიში იმისთვისაც რომ თქვენი მეგობარი მთლიანად მივისაკუთრე. აუცილებლად
გამოვასწორებთ ყველაფერს. ყველაზე დიდი ბოდიში კი ჩემს მეუღლეს, რადგან მას
თქვენთან ყოფნის ბედნიერება წავართვი, ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი
სტუმრობა. იმედია ჩვენც ვიმეგობრებთ. თქვა მან და ჭიქა ასწია.
მას რიგ-რიგობით ცვლიდნენ ჩემი მეგობრები, გვლოცავდნენ, ყველა კეთილი
სურვილით. მალე ნანუკას ჯერიც დადგა.
-კახა მინდა გითხრა, რომ შენ ზუსტად იმ პრინცს გავხარ რომელსაც მარი ელოდა.
ზუსტად ისეთი ხარ, გეტყობა რომ ერთმანეთი იპოვეთ. მარი, ვცდებოდი რომ
გეუბნებოდი გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ და სისულელეზე ოცნებობ მეთქი,
თურმე ის ნამდვილად არსებულა.
-ზუსტად, მაგრამ ერთადერთი რაც არ ემთხვევა, პოეტი არაა. -ეს ზურა იყო, ნანას
ქმარი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც საოცარი იუმორით გამოირჩეოდა და
სულ დამცინოდა შენი ქმარი ბერეტით და შარფით წარმომიდგენიაო, ჩემი პოეზიის
განსაკუთრებული სიყვარულის გამო. მზად ვიყავი ორივე ცოლ-ქმარი მომეკლა, კახას
ისედაც არ აკლდა თავის თავში დარწმუნებულობა. გამიკეთეს საქმე, ვფიქრობდი
ჩემთვის, თან მეცინებოდა.
-პოეტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ მეც ვწერ.
გაოცებისაგან პირი დავაღე. ზურა კი სიცილისგან იგუდებოდა.
-ძმაო, შენ მართლა მარის პრინცი ყოფილხარ, მართლა არ მეგონა თუ არსებობდი.
ზურას იმასაც რომ ვეტყვი ვიოლინოზე რომ უკრავს, კალათბურთს და ჩოგბურთს
თამაშობს, სულ გადაირევა.-გავიფიქრე ჩემთვის. ამასობაში კახაც დაჯდა და
მოუთმენლად ვკითხე, შენ მართლა წერ?
-ვწერ, ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. ხანდახან პატარ-პატარა რაღაცები გამოდის.
-და მე ახლა უნდა ვგებულობდე?! ძალიან მაინტერესებს. 
ამ დროს დათამ მთხოვა მეცეკვეო, მეც ავდექი და უკან დაბრუნებულს, სალფეთქზე
ლექსი დამხვდა. ეს ერთ-ერთი პირველი რაც დაგიწერე.
მარის..
„მონოტონურად მეორდება ფიქრად თემები,
შენ.. შენ.. ისევ შენ და მერე თავიდან..
შენ ნამდვილი ხარ, შენი თმები.. შენი თითები..
ბედნიერებად მეფიქრები ასე ძალიან..
ყველა ნიუანსს ვუკვირდები, თითქოს გხატავდე,
თითქოს ცხოვრებაც დღეს დაიწყო, შენით.. თავიდან.
ყველა ცოდვისგან შორს წავედი, გავიმზიანე..
ახლა კი ვდგავარ ჩვენს ეზოში გფიქრობ ძალიან..
ასე ვარ ახლა, ოცნებებში.. მიწიდან მაღლა..
რეალობაში აღარ მინდა! გნატრობ მარიამ..“

-კახა არ ვიცი რა ვთქვა, ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვარ. არ ვიმსახურებ ამხელა


ბედნიერებას, შენ არ გიმსახურებ.
-სისულელეს ნუ ამბობ, შენ ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ, ყველაზე
კეთილი არსება, შენს გვერდით ვგრძნობ, რომ ჩემს არსებობასაც აქვს მიზეზი და
მიზანი. თუნდაც იმიტომ, რომ სულ ყველასა და ყველაფერი ცუდისაგან დაგიცვა.
მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-მეცეკვები?
-რა თქმა უნდა.
ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ცეკვა, ისე ვყავდი ჩახუტებული, თითქოს სადმე
ვაპირებდი გაქცევას. მუსიკის დამთავრების შემდეგ, ისევ რამდენიმე სადღეგრძელო,
რამდენიმე ცეკვა, სასაცილო ამბები და უკვე ძალიან გვიანი იყო. სტუმრებმა წასვლა
დაიწყეს. მე და კახა კართან ვიდექით და ვემშვიდობებოდით.
-კახა მე ყველაზე ბედნიერი ვარ, სულ ყველაზე და ძალიან მიყვარხარ.
-შენ დღეს ერთი ჭიქაც არ დაგილევია, ხომ?!-გამეხუმრა კახა.
-არა, არც ერთი.
-ანუ სასმელი არ გალაპარაკებს, პატარა?
-ნუ დამცინი.
-უბედნიერესი ვარ, პატარა ბავშვივით. ძალიან მიხარია, ასეთს რომ გხედავ. 
ამ ლაპარაკში სახლთანაც მივედი, კახას რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და
მეხვეწებოდა, დათას ვთხოვოთ დღესაც არ დაგვითმოს ოთახიო. ჩემებს ძალიან
გაუხარდათ ყველანი ასე მხიარულები რომ დავბრუნდით სახლში. დათა, რა თქმა
უნდა ჩემს ოთახში გაამწესე, ჩვენც უკვე ორ ადგილიანი საწოლი გვქონდა. კახამ
ხმისგაუცემლობის შეთანხმება დღესაც მოქმედებსო მითხრა და დასაძინებლად
დავწექით. 
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე შენით ვამაყობ.-ვუთხარი, ჩავეხუტე და
ვაკოცე. მერე კი მართლა მშვიდად დამეძინა.
დილით ადრე წამოვედით თბილისში, კახას საქმეები ჰქონდა და თან ღამით უკვე
ამერიკაში მიფრინავდა.
-მაპატიე, აქ რომ არ გტოვებ, მაგრამ მირჩევნია ჩვენს სახლში იყო, სანამ ჩამოვალ.
-არაუშავს, თუ შენ ასე უფრო მშვიდად იქნები, მეც მირჩევნია. კახა იმ დღეს რომ
მეგონა რომ მარტო უნდა დავრჩენილიყავი, მივხვდი, რომ მშვიდად მარტო შენს
გვერდით ვარ, მივხვდი რომ შენი სახლი, ჩვენს სახლად იქცა, მე ჩემებთან ვეღარ
ვგრძნობ თავს ისე, როგორც ადრე. არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდე, თუ არა.. არ ვიცი
ეს რამდენად ნორმალურია, მაგრამ..
-მარი, შენ ვერც კი ხვდები რას ნიშნავს ეგ სიტყვები ჩემთვის. რატომ მივფრინავ
მაინცდამაინც დღეს?!
-შენ იქ უფრო საჭირო ხარ და იმიტომ, მე კი დაგელოდები და ძალიან მომენატრები.
-ჩემი ჭკვიანი და კეთილი ცოლი.
სახლში დამტოვა და თვითონ მალევე გაბრუნდა. დამაგვიანდება, ძალიან ბევრი საქმე
მაქვს, საყვარელო. მართლაც ათისთვის დაბრუნდა. ფრენა პირველ საათზე იყო.
ბარგის ჩალაგებაში მივეხმარე. 
-მარი, ახლა მამუკას გაგაცნობ, ის და მისი მეუღლე ჩემს აქ არ ყოფნასი სახლს და
ეზოს უვლიან ხოლმე, ახლა ის ყოველდღიურად დაეხმარება ყველაფერში, მოგიტანს
ყველაფერს რაც საჭირო იქნება და დაგჭირდება. შენ უბრალოდ უთხარი.
ოთახში დაახლოებით 50 წლის მამაკაცი შემოვიდა, ძალიან კეთილი სახე ჰქონდა. 
-გამარჯობა, შვილო, გილოცავთ. უფალმა ბედნიერად შეგაბეროთ ერთმანეთს.
-დიდი მადლობა, ბატონო მამუკა.
-ბატონო მამუკაო. შვილო, რა საბატონო მე ვარ, ან უბრალოდ მამუკა დამიძახე, ან თუ
გინდა მამუკა ბიძია.
-კარგით, მამუკა ბიძია.
-შვილო, რაც გენდომება მითხარი და მაშინვე მოგიტან. კახა ჩემს ნომერს მოგცემს,
აქვე მეზობლად ვცხოვრობ და იცოდე არაფრის მოგერიდოს, ეს ჩემი მოვალეობა.
-მამუკა, იცოდე შენ და ნატოს გაბარებთ, მარის, ძალიან მეშინია მარტოს რომ ვტოვებ.
-შენ არაფერზე ინერვიულო, შვილო.
მამუკა დაგვტოვა.
-ნახევარი საათი გვაქვს, აეროპორტში მამუკა წამიყვანს.
-შეიძლება გამოგყვეთ?
-გვიან მოგიწევს დაძინება, ამიტომ დარჩი.
-გთხოვ.
-მაშინ კარგი. მოდი, გტხოვ გვერდით მომიჯექი.
მდივანზე ვიჯექით ჩახუტებულები, ვამაყობდი ასე რომ უყვარდა თავისი ძმა, ასე
რომ ზრუნავდა მასზე, მაგრამ ძალიან არ მინდოდა რომ მიდიოდა.
-მარტო დარჩენის თუ ოდნავ მაინც გეშინია, ვეტყვი მამუკას და შენებთან გაგიყვანს.
ან თუ გინდა ნანას, ან ხატიას დაურეკე და დარჩნენ აქ.
-არა, არ მეშინია, მირჩევნია აქ ვიყო და ვიფიქრო. მაგრამ, გთხოვ დამპირდი რომ
ხშირად დამირეკავ. გემუდარები.
-მაგას თხოვნა არ სჭირდება, სულელო, მე ვერ გავძლებ ყოველ წუთში რომ არ
ვიცოდე როგორ ხარ. შენ ისე ბევრი საქმე გექნება, ორ კვირაში ქორწილი გვაქვს, ერთ
ადამიანს ველაპარაკე, რომელიც ქორწილების ორგანიზებითაა დაკავებული. ხვალ
მოვა, ოთხი საათისთვის და მინდა ყველაფერი ისე იყოს, როგორც ოცნებობ. 
-ორ კვირაში, უკვე, მოვასწრებთ?
-მინდა რაც შეიძლება მალე იყოს ეს დღე, მინდა ბოლომდე ჩემი გახდე, მე კი შენი.
-შენები ქორწილში არ ჩამოვლენ?
-არა, მათ როგორც ხედავ არც მოულოციათ.
-რატომ, კახა? ასე ძალიან არ მოვეწონე მათ?
-ეგ არ გაიმეორო.-ეტყობოდა რომ მათ გახსენებაზე ძალიან ბრაზდებოდა. -მათ
არაფერი მოსწონთ, რაც ისე არაა, როგორც უნდათ.. ერთი გოგოა, ნინო, დედას
დაქალის შვილი, რომელზეც უკვე სამი წელია მელაპარაკებიან.. რადგან მე ის არ
მოვიყვანე ცოლად, დაქორწინებას არ მომილოცავენ, თუნდაც ისეთ საოცარ
ადამიანთან როგორიც შენ ხარ. მაგრამ შენ არც კი იფიქრო ამაზე, მათთან სიახლოვეს
პრობლემების გარდა არფერი მოაქვს, არ გვჭირდება მათ მოლოცვა.
-ის ლამაზია?
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი და არც ის შენ ამაზე ფიქრობდე. 
-ამერიკაშია?
-კი, მაგრამ შენ სანერვიულო არაფერი გაქვს.
-ესეიგი შეიძლება ნახო.
-არ მინდა მოგატყუო, ალბათ მომიწევს შეხვედრა, ის ხშირად არის სტუმრად ჩემს
მშობლებთან.
ცრემლები ვერ შევიკავე.
 

თავი 9

-მარი გავგიჟდები, რა სისულელეზე ნერვიულობ, ეს ნიშნავს რომ საერთოდ არ


მენდობი, ძალიან მეშლება ნერვები, ნუთუ ვერ ხვდები, რომ მდომებოდა ადვილად
დაგიმალავდი ამ ამბავს, უბრალოდ მინდა არაფერს გატყუებდე.-უკვე ყვიროდა კახა.
-კახა, მე..
-უკვე მაგვიანდება, ბარგს ჩამოვიტან.
სიტყვა არ დამასრულებინა, უხმოდ ვტიროდი. მალევე ჩამოვიდა. ცელში ორი
MacBook-ი ეჭირა.
-ეს ერთი შენ, ინტერნეტი ჩართულია სახლში, სკაიპით ვილაპარაკოთ ხოლმე, შენც
შეგიძლია შენები მოიკითხო. მოკლედ შენგან განსხვავებით გენდობი და როგორც
გინდა ისე გამოიყენე. ახლა კი, დარჩი და დაიძინე, არ არის საჭირო აეროპორტში
გამოყოლა.
-გთხოვ.
-მირჩევნია დარჩე.-ეს მითხრა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. 
-უფალი გფარავდეს, რომ ჩახვალ გთხოვ დამირეკე.
-კარგი.
მამუკა ბიძია უკვე გარეთ ელოდებოდა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მე ძალიან
ცუდ ხასიათზე ვიყავი, არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი. თა კახას საქციელიც
ძალიან მეწყინა, თუნდაც დამემსახურებინა. არ მეძინებოდა, ამიტომ კომპიუტერი
ჩავრთე და მონატრებული Facebook-ი გავხსენი. იყო უამრავი მოლოცვა, უამრავი
ლანძღვა, არაფერი რომ არ ვუთხარი ჩემს დაქალებს, მაგრამ სანამ მათ პასუხს
გავცემდი, პირველ რიგში კახა მოვძებნე. როგორც ველოდი, მისი ხასიათიდან
გამომდინარე, მას არც ერთი სურათი და არც ერთი პოსტი არ ჰქონდა, საერთოდ
არაფერი. შემდეგ დემეტრე ვნახე მის მეგობრებში, ძალიან საყვარელი ბიჭი ჩანდა,
საოცრად კეთილი ცისფერი თვალებით. მალე მათ მეგობრებში, მათი დედაც
აღმოვაჩინე. სურათებზე საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, გამომეტყველებით, რომელიც
გეუბნებოდათ, რომ ცხოვრებაში მიღწეულით ამაყობდა. იყო მის მზერაში, რაღაც, რაც
თითქოს შიშს მგვრიდა. მასვე ედო, მეუღლესთან გადაღებული რამდენიმე ფოტო და
კიდევ ერთი სურათი, რომელზეც კახა და ვიღაც ძალიან ლამაზი, მოდელის
აღნაგობის მქონე ქერა გოგონა იყო აღბეჭდილი სათაურით „ჩემი შვილები“.. კახას
მასზე ხელი ჰქონდა შემოხვეული, სურათზე, ვინმე ნინო ლაცაბიძე იყო მონიშნული..
ნამდვილად ისაა. გავიფიქრე მე. გული ძალიან მეტკინა, მინდოდა კომპიუტერი
დამემტვრია. კიდევ უფრო გავბრაზდი კახას საქციელზე. სახლიდან გაქცევა
მომინდა.. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა, ცუდზე არ მეფიქრა და
დავლოდებოდი კახასთან ლაპარაკს, ეს არც ისე კარგად გამომდიოდა, ვერ ვანებებდი
თავს ამაზე ფიქრს. ნორმალურად არც კი დამემშვიდობა, მხოლოდ იმიტომ რომ
მასზე ვიეჭვიანე, ვითომ საბაბი არ მქონოდა, ან რა საჭირო იყო ასეთი სიცივე..
ცრემლები და სიბრაზე მახრჩობდა. იქვე მდივანზე დავიძინე, დილით წერილი
დამხვდა. 
„უკვე თურქეთში ვარ, მენატრები და ძალიან მინდა შენთან ლაპარაკი. ვიფიქრე
გეძინებოდა და დარეკვას მოწერა ვამჯობინე. მაპატიე ჩემი საქციელი, მაგრამ
უნდობლობას ვერ ავიტან. გთხოვ დაფიქრდი და მიხვდები, რომ საეჭვიანო არაფერი
გაქვს. ძალიან მიყვარხარ.“-მწერდა კახა.
-დავფიქრდი და მივხვდი, რომ საეჭვიანო იმაზე მეტი მაქვს ვიდრე ვფიქრობდი.-
ჩავიბურტყუნე ჩემთვის, პასუხის მიწერას აზრი არ ჰქონდა, ნომერი უკვე
გამორთული იქნებოდა. მთელი დილა ორივე პოზიციას განვიხილავდი. იქნებ
ზედმეტი მოგდის, ვეჩხუბებოდი ჩემს თავს. მაგრამ ვერც იმას უარვყოფდი, რომ
ძალიან ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო ამერიკაში, ის ხომ ულამაზესია, ალბაც არც
ცუდი ადამიანია, როგორ შეიძლება დედას ცუდი უნდოდეს შვილისთვის. რომ
წარმოვიდგენდი რომ შეიძლება კახას თუნდაც ეკოცნა მისთვის, ან ბოლოსდაბოლოს
დედამისს მოეხერხებინა მისი დათანხმება, გული მტკიოდა. გაუსაძლისი იყო ეს
შეგრძნება, მე არ შემეძლო კახას გარეშე ცხოვრება, მის გარეშე არ არსებობდა არაფერი.
მიყვარდა, მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.. მისი გაცნობის შემდეგ
თითქოს ყველაფერი გაუფასურდა, მახსოვდა მხოლოდ ის.. მისი ცხოვრებით
მინდოდა მეცხოვრა, მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა მისი ბედნიერებისთვის.. მე
მისი მჯეროდა და იმის დაშვებაც არ მინდოდა, რომ მისი რომელიმე სიტყვა
შეიძლებოდა ტყული ყოფილიყო.. უკვე მენატრებოდა, მაგრამ ვერც მის ასე ცივად
წასვლას ვივიწყებდი.. შუადღისას მამუკა ბიძიაც მოვიდა, მკითხა რაიმე ხომ არ
მჭირდებოდა, მე მადლობა გადავუხადე და ვუთხარი რომ ჯერ არაფერი მინდოდა და
აუცილებლად ვეტყოდი, თუ რაიმე დამჭირდებოდა. 
-კარგი, შვილო.-მითხრა და პატარა ყუთი გამომიწოდა, ფურცელთან ერთად. -მთხოვა
შენთვის მომეცა.
-დიდი მადლობა.
მამუკა ბიძია წავიდა. ყუთში ბეჭედი იდო „კალიცო“ რომლის შიგნითა მხარეს კახა
ეწერა, პატარა ლამაზი ასოებით.
„მარი, რამდენიმე დღის წინ გამზადდა ეს ბეჭდები, ვაპირებდი ჩამოსვლის შემდეგ
მომეცა, მაგრამ ვფიქრობ უკვე დროა. ზუსტად მასეთივეს, შენი სახელით მე უკვე
ვატარებ და გეფიცები, რომ ვატარებ მანამ, სანამ შენ ჩემი ცოლობის სურვილი
გექნება. გთხოვ გჯეროდეს ჩემი. ძალიან მიყვარხარ.“ -ეწერა ფურცელზე.
ბეჭედი მაშინვე გავიკეთე ხელზე და მივხვდი რომ ის მართლა იმსახურებდა ნდობას,
მაგრამ მე ვერ ვენდობოდი ვერც დედამისს და ვერც ნინოს, როდესაც ქორწილამდე
რამდენიმე დღე რჩებოდა, ისინი ყველა ღონეს იხმარდნენ.
ოთხი საათისთვის მართლა მოვიდა ქალბატონი ნანა, (როგორც შემდეგ გამეცნო) ორ
დამხმარესთან ერთად. ისინი ქორწილების ორგანიზებით იყვნენ დაკავებული და
ახლა დეტალების გასარკვევად იყვნენ მოსულნი. ყავა გავუკეთე მათ და საუბარი
დავიწყეთ.
-ქალბატონო, მარი ჩვენთან თქვენი მეუღლე ბრძანდებოდა. გვთხოვა მოვსულიყავით
და დეტალები თქვენთან შეგვეთანხმებინა. გასარკვევია ადგილი, თქვენმა მეუღლემ
ორი ადგილი აირჩია, მას შემდეგ რაც გვკითხა რას ვურჩევდით. Bagrationi Hall და
თბილისის ზღვის კლუბი. გვითხრა რომ ყველაფერი როგორც თქვენ გენდომებათ ისე
გავაკეთოთ, არც ბიუჯეტი განუსაზღვრავს. სურათებს გაჩვენებთ და აირჩიეთ,
რომელი გირჩევნიათ. 
-კახას რომელი ერჩივნა არ უთქვამს?
-თქვა რომ ორივე ძალიან მოსწონს.
-მაშინ Bagrationi Hall-ს ავირჩევ.
-კარგით. თქვენმა მეუღლემ თქვა რომ ავტომანქანებზე, ვიოდეო და ფოტო
გადაღებაზე თავად იზრუნებს. დარბაზის დიზაინი, საქორწინო ტორტი და
ყვავილები გვაქვს ასარჩევი. რამდენიმე კატალოგს დაგიტოვებთ და ხვალ ისევ
მოვალთ, მოსაწვევი ბარათების რამდენიმე ნიმუშსაც მოგიტანთ.
ცოტახანი მსგავს საკითხებზე ვისაუბრეთ, შემდეგ მართლაც დამიტოვეს რამდენიმე
კატალოგი და წავიდნენ. ყველაფერი ისე იყო, როგორც ვოცნებობდი, მაგრამ მაინც
ვერ ვიშორებდი თავიდან იმაზე ფიქრს რა მოხდებოდა ამერიკაში. საოცნებო
ქორწილზე ზრუნვის ხალისიც კი არ მქონდა, მაგრამ თან ვხვდებოდი რომ კახა
იმსახურებდა ნდობას და დაფასებას იმისა რასაც აკეთებდა. მთელი დღე კატალოგებს
ვათვალიერებდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. უკვე თორმეტი იყო
დაწყებული ტელეფონმა რომ დარეკა.
-მარი, როგორ ხარ? 
-კახა, შენ როგორ ხარ? როგორ იმგზავრე?
-მაპატიე, ზედმეტი მომივიდა.
-მეწყინა, მაგრამ გაპატიე. 
-შევეცდები ასე აღარ მოვიქცე, საერთოდაც მინდა სულ ერთად ვიყოთ, არ მინდა შენს
გარეშე საერთოდ არაფერი. ძალიან მენატრები, გთხოვ სკაიპი ჩართე, ძალიან მინდა
დაგინახო.
მონაცემები გავცვალეთ და მალე შევძელი მისი დანახვა.
-საყვარელო, ჩანთაში ხატი ვნახე. ძალიან დიდი მადლობა.
-არაფრის. კახა, რაღაც მინდა გითხრა.
-რა არის? კიდევ იმაზე ფიქრობ?-ეტობოდა რომ ძალიან დაიძაბა.
-კახა გუშინ Facebook-ი გავხსენი, იქ შენი, დემეტრეს და დედაშენის პროფილები ვნახე
და მას ერთი სურათი ედო.
-რა სურათი?
-შენი და ნინოსი, შენ მის წელზე ხელი გაქვს შემოხვეული.
-მარი, ხომ გითხარი დედას დაქალის შვილია-მეთქი, ნინოს ძალიან დიდიხანია
ვიცნობ, ნუთი არც ერთ დედაშენის მეგობრის შვილთან ფოტო არ გადაგიღია?!
გთხოვ ნუ გამაგიჟებ..
-ალბათ გადამიღია, მაგრამ შენ რომ გენახა მსგავსი ფოტო, რომელზეც დედაჩემი
წააწერდა „ჩემი შვილები“-ო და თან გცოდნოდა, რომ რამდენიმე წელი ცდილობდნენ
ერთმანეთზე დავექორწინებინეთ, შენ რას იფიქრებდი..
-ასე უწერია?
-კი, ასე უწერია. მითხარი რას იზამდი?
-ძალიან გავბრაზდებოდი, მაგრამ შენზე არა, რადგან შენი მჯერა. ნუთუ ვერ ხვდები,
რომ არაფერს გეტყოდი, თუ რაიმე დასამალი მქონდა. ასე რთულია ამის გაგება?!
-არ არის და არც ის მინდა რომ გაბრაზდე, უბრალოდ ვერ ვუყურებ ამ ყველაფერს
ისე, თითქოს არაფერი. მანდ ხომ შეიძლება უამრავი რამ მოხდეს? შენ თქვი რომ
ხშირად გსტუმრობთ ხოლმე, თან ის მართლა საოცრად ლამაზია.
-მარი, სასტუმროში ვარ, საერთოდ არ ვაპირებ იმ სახლში მისვლას, მინდა მშვიდად
იყო მანდ და არ იფიქრო რომ აქ დედას რაიმეს მოწყობა შეუძლია. დემეტრე აქ მოვა
და მათ რომელიმე რესტორანში ვნახავ. ყველაფერს ვაკეთებ რომ არ ინერვიულო,
გჯეროდეს ჩემი და გთხოვ ნუ მაწყენინებ. რაც შეეხება მის სილამაზეს, მე არ მომწონს
მისნაირი ქალები და საერთოდ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. შევთანხმდით?
-კი.
-შენ უამრავი საფიქრალი გაქვს ჩვენს ქორწილზე. გადაწყვიტე სად გადავიხდით
ქორწილს?
-მე Bagrationi Hall მირჩევნია, მაგრამ თუ შენ სხვა უფრო მოგწონს, მე წინააღმდეგი არ
ვარ.
-მეც ეგ მერჩივნა, ხვალ „სამოსელი პირველში“ წაგიყვანს მამუკა, თორმეტისთვის
გელოდებიან, ვიცი რომ მანდ გინდოდა საქორწინო კაბის არჩევა. ხვალ აარჩიე, თუ არ
მოგეწონება შევაკერინოთ, მოკლედ ხვალ კაბის ამბავი გავარკვიოთ. მე ჩოხას
ჩავიცვამ, უკვე შევარჩიე, ჭავჭავაძის ფილიალში თხოვე და განახებენ იმის მსგავსს,
როგორიც ჩემი იქნება.
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფერზე რომ ზრუნავ, მაგრამ ძალიან მრცხვენია ასე
რომ წუხდები. სადმე ვიქირავოთ კაბა და შეგვიძლია ქორწილიც უფრო
მოკრძალებულ ადგილას გადავიხადოთ.
-მარი, ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველა შენი ოცნება ახდეს, მითუმეტეს დღეს მე
ამის საშუალება მაქვს, თორემ ისიც მახსოვს ჯვრისწერისას რომ დაიფიცე, ჭირშიც
მის გვერდით ვიქნებიო. მიყვარხარ.
-მიყვარხარ, კახა.
-ერთ წუთს, ალბათ დემეტრე მოვიდა.
ოთახში მართლაც დემეტრე შემოვიდა, კახამ ჩემზე ანიშნა, მანაც ძალიან თბილად
მომილოცა და ბოდიში მომიხადა, კახას იქ ყოფნის გამო, ჩემი ბრალიო. მე მალევე
დავემშვიდობე კახას, რომ თავისუფლად ესაუბრათ. 
-მშვიდად დაიძინე, იცოდე რომ თითოეული შენი ეჭვი გულს მტკენს, რადგან მე ამის
საბაბი არ მომიცია და არც მოგცემ. ჩემი ცხოვრება ხარ, პატარა. მიყვარხარ და
უსაზღვროდ მენატრები, თავს გაუფრთხილდი.
-მჯერა კახა შენი, ძალიან მიყვარხარ, უფალი გფარავდეს და შენც გაუფრთხილდი
თავს გთხოვ.
-მიყვარხარ. -მითხრა და ის და დემეტრე დამემშვიდობნენ.
უბედნიერესი ვიყავი,რომ წარმოვიდგენდი ჩემი სიმშვიდის გამო სასტუმროში
ცხოვრობდა, გული სითბოთი მევსებოდა. ვხვდებოდი, მართლა რამდენად ძვირფასი
ვიყავი მისთვის და იმასაც რომ უნდა გავფრთხილებოდი მას. მომავალმა სამმა დღემ
მშვიდად ჩაიარა, კახა სახლში მათთან არ მისულა, მართლაც რესტორანში შეხვდა
თავის მშობლებს. მათთან იყო ტელეფონით რომ დამირეკა და მისი მშობლებისგან
რამდენიმე სიტყვიანი, არაფრით გამორჩეული მილოცვა მივიღე. დემეტრე თითქმის
მთელი დღე მასთან იყო, ისიც მესაუბრებოდა ხოლმე და ეტყობოდა რომ ძმა მისთვის
ყველაზე დიდი იმედი, დასაყრდენი და საოცრად ძვირფასი ადამიანი იყო. 
-მარი, დემეტრე უნდა წამოვიყვანო, რაღაც პერიოდი ჩვენთან იცხოვრებს, ამათგანაც
დაისვენებს და თან ძალიან მინდა ქორწილში ჩვენს გვერდით იყოს. ხომ არაფერი
პრობლემა გაქვს?
-პირიქით კახა, ძალიან გამიხარდა. იმედია მასაც მოვეწონები და არ გაუჭირდება
ჩემთან ერთად ცხოვრება. ძალიან დიდ, მალინის ტორტს დაგახვედრებთ.
-ძალიან მიყვარხარ, სულ მაოცებ, ჩემო ულამაზესო.
ორ დღეში კახა და დემეტრე უკვე სახლში იყვნენ, ღამდებოდა და დემეტრეს ძალიან
ეძინებოდა. ტორტი ძალიან მოეწონათ, მხიარულად ვისაუბრეთ, მაგრამ
დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და მალევე წავიდა დასაძინებლად. კახა მთელი
საღამო თავლებში მიყურებდა, ვხვდებოდი ისიც ძლივს იკავდებდა თავს ჩახუტებისა
და კოცნისგან.
-მარი, ჩემს, ჩვენს ოტახში უნდა გადმოხვიდე, დემეტრეს ვერ ავუხსნი რატომ
გვძინავს სხვადასხვა ოთახებში.. მაგრამ შენ თუ მზად არ ხარ, მე თითს არ დაგაკარებ..
ამას მეუბნებოდა და ვხვდებოდი, როგორ სწრაფად უცემდა გული, მისი
გამომეტყველება გულს მიკლავდა.. შიშს არაფერი მწყენოდა და დაუძლეველ
სურვილს.. იმ წუთში მზად ვიყავი დამეძლია ყველანაირი შიში, რომელიც ამ
მომენტზე ფიქრისას მიპყრობდა.. ყველანაირი მორცხვვობა.. ვხვდებოდი, მისი
მოთმინებით ბოროტად ვსარგებლობდი.. ჩვენ უფლის წინაშე კანონიერი ცოლ-ქმარი
ვიყავით.. მე მინდოდა გავმხდარიყავი მისი და ეს ხმამაღლა ვუთხარი მას..
-კახა, მე მზად ვარ..
 

თავი 10
იმ წუთში კახას თვალებში უსაზღვრო ბედნიერება და გაოცება ჩანდა.. მან ხელში
ამიყვანა.. მისმა კოცნამ უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.. მე
მინდოდა ეს მომხდარიყო.. ბედნიერება აზროვნების უნარს მართმევდა.. ის
გაუჩერებლად მკოცნიდა, ვცდილობდი ავყოლოდი და ჩემი გამოუცდელობით
ყველაფერი არ გამეფუჭებინა.. კახამ ოთახში შემიყვანა და უცებ გაჩერდა..
-დარწმუნებული ხარ, არ მინდა ჩემი ბედნიერებისთვის თავს რაღაც დააძალო.
-მზად ვარ კახა და ეს მხოლოდ შენს ბედნიერებას არ ნიშნავს, ვუთხარი და ვაკოცე.
კახამ საწოლზე დამსვა და მე მისი პერანგის ღილების გახსნა დავიწყე. ნერვიულობის
გამო ეს არც ისე სახარბიელოდ გამომდიოდა.. ამაზე კახას გაეცინა.
-გთხოვ, შეეცადე არაფრის გეშინოდეს, მინდა მენდო.-მითხრა და პერანგი მაშინვე
გაიხადა.
ის იყო ყველზე ძლიერი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, მაგრამ ამავდროულად
ყველაზე ნაზი. ცდილობდა, არაფერი მტკენოდა.. მამშვიდებდა და თითოეულ
ცრემლს საოცარი აღელვებით ხვდებოდა. მე ყველაზე ბედნიერი ქალი გავხდი იმ
ღამეს. ყველაზე კეთილი და საოცარი ადამიანის ცოლი.. მივხვდი, რომ თუნდაც ამ
ღამისთვის ღირდა მთელი ცხოვრება, რომ კახას ასეთი თვალები მენახა..
ბედნიერებითა და მზრუნველობით სავსე.. მივხვდი რომ მზად ვიყავი ყველა
სირთულის გადასალახად, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში შეგვხვედროდა.. მე ის
მიყვარდა, სულით, გულით, გონებით..
-მარი, ხომ კარგად ხარ?-მკითხა შეშფოთებულმა გაღვიძებისთანავე.
-ყველაზე კარგად ვარ კახა, სულ ყველაზე ბედნიერი ვარ. მიყვარხარ.
-შენ ყველაზე ბედნიერი კაცის ცოლი ხარ, დღეიდან იცოდე სულ ოდნავაც ვეღარ
მომშორდები გვერდიდან. მე არ მინდა და არც შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება. ჩემი
ნაწილი ხარ, ჩემი ბედნიერება და სიკეთე. მადლობა იმისთვის, რომ შემაძლებინე
განმეცადა ასეთი ბედნიერება. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო შენი ქმარი,
ისეთი როგორიც უნდა ვიყო.. იცოდე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არასდროს ინანო
ეს..
-კახა, შენ უკვე ხარ იმაზე უკეთესი ვიდრე ვიმსახურებ.. არასოდეს ვინანებ ამას.. ჩემი
ბედნიერების მეშინია..
ქორწილამდე რამდენიმე დღე რჩებოდა და უამრავი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი.
კახას ჩოხა უკვე მზად იყო, ჩემი კაბაც რამდენიმე დღეში გამზადდებოდა. ორივე
თეთრ და ლურჯ ფერში იყო გადაწყვეტილი. კახას, როგორც ტრადიცია ითხოვდა,
კაბა ნანახი არ ჰქონდა, დემეტრე დამყვებოდა თითქმის ყოველდღე, საკუთარი
პატარა ძმასავით შემიყვარდა, უსაზღვრო სითბო და სიკეთე იგრძნობოდა მისგან,
მაგრამ თუნდაც ასეთი არ ყოფილიყო, ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ძმა
იყო და ეს უკვე ნიშნავდა ყველაფერს. ქორწილისთვის წითელი ვარდები და თეთრი
ორქიდეა შევარჩიეთ, ყველაფერი ამ ორი ყვავილით იქნებოდა მორთული. ტორტიც
თეთრი ფერის, რამდენიმე წითელი შტრიხით. მეჯვარეები ერთმანეთის მსგავსი
წითელი კაბებითა და შავი ჩოხებით. 4-4 მეჯვარე გვყავდა, ისინიც აქტიურად იყვნენ
ჩაბმული სამზადისში. დავიჟინე მოსაწვევები ხელნაწერი უნდა იყოს-მეთქი, კახამ
თავიდან იუარა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა, მოთმინებით ისხდნენ ის და დემეტრე
და მოსაწვევების შევსებაში მეხმარებოდნენ. ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ლექტორს თუ
დავუჯერებდით შვიდიანი შრიფტით ვბეჭდავდი, რაზეც სულ მეცინებოდა,
მთლიანობაში ცუდად არ გამოიყურებოდა ნაწერი, კახას და დემეტრეს ჩემზე კარგად
გამოდიოდათ. მიუხედავად წუწუნისა გვიან ღამით მოვრჩით, საოცრად
დაღლილები. ისე მსიამოვნებდა მზადების პროცესი, საერთოდ არ მღლიდა. კახა
ყველაფერზე ზრუნავდა, ყველა დეტალს მითანხმებდა.. მოუთმენლად ველოდით
ხოლმე მარტო დარჩენას და ჩვენს ოთახში განმარტოვების შანსს. უბედნიერესები
ვიყავით.. კახა ყურებამდე გაღიმებული დადიოდა, ვხვდებოდი რომ ორივენი უკვე
ერთმანეთის თვალებით ვხედავდით ყველა მოვლენას, ერთი გულით
განვიცდიდით.. სახლში მუდმივი აურზაური იყო, უამრავი ადამიანით.. ერთ დღეს
კახამ მტხოვა მეორე დღისთვის არაფერი დამეგეგმა, ყაზბეგში მივდივართო. მეორე
დილით მართლა ავედით ყაზბეგში, ვნახეთ დარიალის ახლადაშენებული
მონასტერიც. ეს ადგილი, მიუხედავად თერგის გაუჩერებელი „ღრიალისა“ საოცარ
სიმშვიდეს მგვრიდა.. თითქოს უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან.. კახამ ხატი შეწირა
ტაძარს, სწორედ ამიტომ ვიყავით ამ დღეს დემეტრესთან ერთად აქ.. სახლში გვიან
დავბრუნდით, კახამ კიდევ ერთი ძალიან ბედნიერი ღამე მაჩუქა.. ვხვდებოდი, თუ
როგორ ვეჟაჭვებოდი მას.. როგორ აღარ შემეძლო მისგან სულ ცოტათი მოშორებითაც
კი არსებობა..
ქორწილის წინა დღეს, საერთოდ ყველაფერი მოგვარებული იყო. ყველა სტუმარი
დაპატიჟებული. დედამ თავი გაიგიჟა, ამ ღამით ჩვენთან უნდა დარჩეო.. ბევრი
ვიბუზღუნეთ მე და კახამ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.. იძულებით დავშორდით
ერთმანეთს. ჩემებთანაც ერთი ამბავი იყო, დედა საოცრად ნერვიულობდა,
ღელავდნენ, სუფრაზე, ტორტზე, სტუმრებზე, საერთოდ ყველაფერზე, მე
ესუბრალოდ სიცილს მგვრიდა, მარტო იმაზე ვფიქრობდი რას აკეთებდა ახლა კახა.
ა,მ დროს დათა შემოვიდა ოთახში სიცილით.
-ხომ ვამბობდი სიყვარული ადამიანს რაღაცას უშვება-თქო. შენი ქმარი მგონი
გაგიჟდა, მხოლოდ ამის გამო იყო მოსული, გეგონება მეილზე ან მობილურზე ვერ
მოგწერდა, რომ გამეცინა, კახამ მარის ხელნაწერი წერილები უფრო მოსწონსო. ძმაო,
თქვენ მგონი ვერ ხართ.-მითხრა სიცილისგან გადაბჟირებულმა და პატარა ფურცელი
მომაწოდა.
-მესამყაროები. მინდა არაფერზე ნერვიულობდე. - მხოლოდ ეს ეწერა პატარა
ბარათზე.
მე დავდნი. დღემდე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და ვერ გეტყვით რას
ნიშნავდა ეს რამდენიმე სიტყვა ჩემთვის. მე ის ვიპოვე, მე ის ვიპოვე.. სხვებისთვის
გაუგებრად ვიმეორებდი ამ სიტყვებს ისე გავედი საძინებელში, ძალიან ბედნიერს
ჩამეძინა..
გათენდა.. ჩემი ქორწილის დღე. 20 აპრილი.. მზიანი, თბილი დღე.. სახლში უამრავი
ხალხი იყო, ნათესავები, დამხმარეები, მეჯვარეები, სტილისტი, ფოტოგრაფი, ერთი
სული მქონდა გავმზადებულიყავი და კახა მოსულიყო.. დედას ტყუილად არ
უნერვიულია, მართლაც ულამაზესი იყო სუფრა.. კახა ორ საათზე უნდა მოსულიყო,
მიუხედავადიმისა, რომ ჯვარი დაწერილი გვქონდა, ჩემგან სვეტიცხოველში უნდა
მივსულიყავით, შემდეგ კი Bagrationi Hall-ში, იქვე უნდა მოგვეწერა ხელი.. მალე
მოვიდა ორი საათი, ჩემი თვალი სარკეში შევათვალიერე, მომეწონა, ყველაფერი
სადად იყო, საოცრად მომწონდა „სამოსელი პირველი“-ს კაბა. კახა ზუსტად მოვიდა,
წითელი ვარდებით. ის ჩემი პრინცი იყო, უხდებოდა მის მოხდენილ აღნაგობას ჩოხა,
უსიმპათიურესი იყო თავისი ოდნავ ჭაღარაშერეული თმით და მზრუველი,
ბედნიერი თვალებით. მამამ ჩემი ხელი მის ხელში ჩადო და დაგვლოცა.
-ულამაზესი ხარ, პატარა. მე კი ყველაზე ბედნიერი.
-საოცრად სიმპათიური მყავხარ, როგორც ყოველთვის. 
დემეტრეც შავი ჩოხით იყო, რადგან ისიც კახას ერთ-ერთი მეჯვარე გახლდათ.
უხდებოდა ქართული ტრადიციული სამოსი მის ბავშვურ, ულამაზეს სახესა და
ცისფერ თვალებს. დედას და ბებოს ცრემლიანი თვალები, მეგობრების
გულმხურვალე დალოცვა, უამრავი ფოტო.. მალე უკვე მანქანებში ვისხედით და
სვეტიცხოვლისაკენ მივდიოდით. მამაომ დაგვლოცა და იქიდანაც მალე წამოვედით..
სტუმრები უკვე გველოდებოდნენ.. ხელი მოვაწერეთ, ახლაც ღიმილს მგვრის კახას
ბავშვური გაჯიუტება, ბეჭედი მოიხსენითო რომ თხოვეს.. უხსნიდნენ, რომ ეს
უბრალო წესი იყო, ხუთ წუთში დაუბრუნებდნენ, ის კი შეწუხებული სახით
მეუბნებოდა, მე ხომ დაგპირდი რომ არ მოვიხსნიდიო.. ქორწილმა, იმაზე უკეთ
ჩაიარა ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებებში შემეძლო წარმომედგინა.. ყველამ ძალიან
სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, გვიან ღამით დავიშალეთ.. მეორე დღეს მე და კახა
ესპანეთში მივფრინავდით, სამსახურის გამო თაფლობის თვე გადავდეთ, მაგრამ
მისმა ძმაკაცებმა ესპანეთის საგზური გვაჩუქეს, ფეხბურთის მატჩის ბილეთებთან
ერთად.. ბასელონა-რეალი, ეს ერთ-ერთი ოცნება იყო, უბედნიერესი ვიყავი.. იქ
მხოლოდ ერთი ღამით დავრჩებოდით.. გამთენიისას დავბრუნდით სახლში, ორ
საათში უკვე ფრენა იყო..
რთულია გადმოვცე ესპანეთის ემოციები.. საყვარელ ადამიანთან ერთად, შენი
ოცნების ასასრულებლად.. სპორტი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი
იყო, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი.. ამ ორი კლუბის მატჩს, კი მხოლოდ
ნადალი ფედერერის თამაშზე გავცვლიდი.. ბედნიერებისგან აზროვნება არ შემეძლო
თბილისში დაბრუნებისას.. კახა მუშაობდა, რაც ჩემთვის რთულად გადასატან 8
საათს ნიშნავდა ჩემთვის. ერთმანეთს ისე ვშორდებოდით და ვხვდებოდით თითქოს
ეს რვა საათი სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლაში იყო ჩაბმული.. რამდენიმე დღეში
დემეტრეც გავაცილეთ. ქორწინების შემდეგ, ქიაჩელზე, ჩვენს ახალ ბინაში
ვცხოვრობდით.. სიცოცხლე მიხაროდა, ყოველდღე დავდიოდი ლურჯ მონასტერში,
უფლისთვის მადლობის სათქმელად..ჩემს გარშემო ხდებოდა ის, რასაც
ზღაპრისთვისაც კი ზედმეტად ზღაპრული იყოო..
მაგრამ ერთმა საღამომ ყველაფერი შეცვალა, ქორწილიდან ზუსტად ერთი კვირის
თავზე..
იმ დღეს კახას პროცესი ჰქონდა, ქუთაისში. პროცესი გვაინობამდე გაგრძელდა.
დასრულების შემდეგ კახას, თავისი კლიენტის ოჯახში მოუწია მისვლა, საქმე ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, უამრავი პრობლემატური საკითხით. იმ დღეს იშვიათად
მოგვიწია საუბარი, ამ ყველაფრის გამო. საღამოს, უკვე თერთმეტი ხდებოდა კახამ
რომ დამირეკა. 
-მარი, მენატრები.
-მეც ძალიან მენატრები, ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები.
-უკვე გამოვდივარ.
-კახა, გვიანია და ხომ არ სჯობს დარჩე, დაღლილი ხარ და მეშინია.
-პატარა, წეღან მითხარი მენატრებიო და ახლა ეჭვი შემეპარება. არ მითხრა, რომ
გინდა უჩემოდ დაიძინო.
-რა თქმა უნდა არ მინდა. გთხოვ, ფრთხილად იარე.
-მიყვარხარ. იცოდე არ დაიძინო ჩემს მოსვლამდე.
-კარგი.
მას შემდეგ რამდენიმე წერილი მივიღე კახასგან. რატომღაც ძალიან ვნერვიულობდი,
მაგრამ არ მინდოდა მისთვისაც გადამედო ჩემი მღელვარება. ვცდილობდი
ფილმისთვის მეყურებინა და ამით გამეყვანა დრო. კახა უკვე იგვიანებდა. წერილებზე
არ მიპასუხა, ტელეფონი გამორთული იყო. ადგილს ვერ ვპოულობდი, სანთელი
დავანთე, ხატებთან ვიდექი და არ მინდოდა რამე ცუდზე მეფიქრა, მაგრამ ცრემლებს
ვერ ვიკავებდი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-თქვენ კახა ცინცაძის მეუღლე ბრძანდებით?
-დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით, კახა სადაა?
- ქალბატონო უნდა დამშვიდდეთ, (ფრაზა რომელიც საშინელებას მოასწავებდა)
თქვენი მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, ავტობანზე
უკნიდან სწრაფად მომავალი ავტომანქანა შეეჯახა, მანქანა ამოტრიალდა..
რესპუბლიკურშია გადმოყვანილი..
მაშინვე მანქანის გასაღები მოვძებნე, ვნანობდი როგორ არ დავაძალე დარჩენილიყო..
ის ხომ ჩემს გამო ჩქარობდა. ჩემი ბრალია. საოცარი სისწრაფით მივდიოდი,
ვხვდებოდი რომ მას ვჭირდებოდი.. უიმისოდ უბრალოდ ვერ ვიცოცხლებდი..
გზიდან მამას დავურეკე..
-მა, კახა რესპუბლიკურშია, გეხვეწები მარტო არ დამტოვოთ. გემუდარებით მამა.
-მარი, ახლავე გააჩერე მანქანა, მოგაკითხავთ და ერთად მივიდეთ, შვილო, ასეთ
დღეში შენც არაფერი მოიწიო. ყველაფერი კარგად იქნება, მამა დამშვიდდი.
-არა მამა, მე უნდა მივიდე, გთხოვთ მოდით..
-მარი ფრთხილად შვილო, ახლავე მანდ გავჩნდებით.
დამშვიდება არ შემეძლო, ხმით ვტიროდი, ვერ ვიკავებდი თავს.. გული ცუდს
მიგრძნობდა.. ძლივს მივაგენი მის პალატას..
-ქალბატონო, უნდა დამშვიდდეთ.. ასე შეიძლება რაიმე დაგემართოთ, მას კი ძლიერი
სჭირდებით..
-სად არის? უნდა ვნახო, გთხოვთ, როგორ არის?
-არ დაგიმალავთ და მისი მდგომარეობა მძიმეა, ხერხემალი და კიდურები
დაუზიანდა. ჯერ ოპერაციის დასრულებას უნდა დაველოდოთ, ჩვენ ყველაფერს
ვაკეთებთ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ვიდექი გაუნძრევლად, ერთ წერტილს მივშტერებოდი და ვტიროდი. ყველაფერი
ჩემი ბრალი იყო, მას ჩვენი სიყვარული მართმევდა. კახას ერთ-ერთი ლექსიდან
ფრაზა ამეკვიატა „თუნდაც სამყაროს გავუცვლიდი სულ ყველა ჩემს დღეს, ერთ
შენით გამთბარ, შენიან დღეში..“ ახლა მზად ვიყავი, ისე როგორც არასდროს..
სამყაროს ერთ დღესაც არ ვთხოვდი, ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ, მთავარია კახას
ეცოცხლა. მალე ჩემებიც მოვიდნენ, დათასაც კი, რომელიც ყოველთვის
არასერიოზული იყო, ცრემლებით ჰქონდა სავსე თავისი მწვანე თვალები. მამა და
დედა მამშვიდებდნენ, მაგრამ მამას და ექიმის საუბრის შემდეგ ეს არც ისე კარგად
გამოდიოდათ. თითქოს ყველაზე უარესისთვის მამზადებდნენ, მთხოვდნენ ძლიერი
ვყოფილიყავი.. ეს იყო ყველაზე მძიმე რამდენიმე საათი. მალე კახას ძმაკაცებით
გაივსო საავადმყოფო. ლევანი გიჟს ჰგავდა. მე უცებ დემეტრე გამახსენდა, ადამიანი,
რომელსაც მხოლოდ კახა ეიმედებოდა.. მას შეიძლება ეს ერთადერთი ადამიანი
დაეკარგა, მხოლოდ იმის გამო რომ მე ვერ მოვახერხე მისი დარწმუნება, იმ ღამით არ
წამოსულიყო.. თავის მოკვლა მინდოდა. გავიდა მტანჯველი ხუთი საათი. ექიმმა
გვითხრა რომ მდგომარეობა ისევ მძიმე იყო, მაგრამ სტაბილური. მისი ნახვის
უფლება მომცეს, ის ჯერ კიდევ ნარკოზის მოქმედების ქვეშ იყო..
პალატაში შევედი.. მას რამდენიმე ჭრილობა სახეზეც ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაზე
სიმპათიური იყო. ფრთხილად ავიღე მისი ხელი. ორი ხელითაც რომ ვერაფრით
ვფარავდი, პატარა ბავშვივით მქონდა ხოლმე ჩაკიდებული ყოველთვის ხელი მასზე,
თითქოს მეშინოდა არ დავკარგვოდი.. ეს დათასთვის და ჩემი მეგობრებისთვის,
ხშირად ხდებოდა დაცინვის საბაბი. ახლა კი მისი ხელი ძალიან ცივი იყო.
-კახა, შენ ჩემი ძლიერი ბიჭი ხარ, უნდა გაუძლო. მე მჯერა რომ გიყვარვარ და უნდა
იცოდე, რომ შენი წასვლა ჩემს სიკვდილს ნიშნავს. გევედრები, გემუდარები შეეცადე
იბრძოლო. შენ უნდა იცოცხლო, ჩვენ შვილები უნდა გვყავდეს.. მერე კი მოხუცებმა,
შვილიშვილები უნდა ვზარდოთ წყნეთში, ჩვენს ეზოში.. შენ ხომ არ დათმობ ამ
ყველაფერს, შენ ხომ არ დამთმობ.. გევედრები..ფრთხილად ვკოცნიდი მის შუბლს.
ცხვირს, ტუჩებს.. 
-ქალბატონო, უნდა გაბრძანდეთ.
 

თავი 11

კიდევ ერთხელ ვაკოცე კახას და პალატა დავტოვე. მეორე დღეს კიდევ ერთი
ოპერაცია გაუკეთეს. უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მხოლოდ
რამდენიმე წუთით მანახეს გონზე მყოფი, ლაპარაკი უჭირდა, მიყვარხარო მხოლოდ
ამის თქმა მოახერხა. უკვე ამ ჯოჯოხეთის მესამე დღე იწურებოდა.. საავადმყოფოდან
არ გავსულვარ, მიუხედავად ჩემების დაჟინებული თხოვნისა. მთელი დღეები კახას
პალატის წინ ვიდექი, არ მინდოდა მას ვეკითხე და იქ არ ვყოფილიყავი.. მხოლოდ
რამდენჯერმე ჩავედი ტაძარში, სანთლის ასანთებად.. უკვე მოსაღამოვებული იყო,
როდესაც ექიმი მისი პალატიდან გამოვიდა, ვთხოვე შესვლის ნება მოეცა..
-თქვენი ნახვა მინდოდა. რაღაც უნდა გითხრათ. წეღან აქ არ იყავით.
-დიახ, ეკლესიაში ჩავედი, რაიმე სიახლეა?
-თქვენს მეუღლეს გადაადგილება არ შეუძლია, წელს ქვემოთ მგრძნობელობა
დაკარგა.
სუნთქვა მიჭირდა, ძლივს მოვახერხე კითხვა, კახამ იცოდა თუ არა ამის შესახებ.
-ახლახანს ვუთხარი.
წარმომედგინა რას ნიშნავდა კახასთვის ეს. 
-გთხოვთ შემიშვით..
-ვწუხვარ, მაგრამ ვერა. პაციენტმა მთხოვა მასთან შესვლის უფლება არ მომეცა
თქვენთვის.
-მე მისი მეუღლე ვარ.
-ვიცი, მაგრამ მან ასე მთხოვა.
-არ მჯერა, წარმოუდგენელია, უნდა ვნახო.
-სჯობს მის არჩევანს პატივი სცეთ, ცოტახნით მაინც, ახლა მისი გაღიზიანება მის
მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს.-ეს მითხრა და დამტოვა.
ვერაფრით მოვითმინე, ვერ ვიჯერებდი, რომ კახა შეიძლება ჩემს ნახვას
გაეღიზიანებინა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, ექიმის
ნებართვის გარეშე შევსულიყავი მასთან. მაგრამ იმ რეაქციის აღწერა, რაც ჩემს
დანახვაზე კახას ჰქონდა, უბრალოდ შეუძლებელია. ის ღრიალებდა, რომ ოთახი
დამეტოვებინა, რომ უნდოდა არასოდეს ვენახე. მე ვერც კი გავბედე მივახლოვებოდი,
სასწრაფოდა გამოვედი პალატიდან. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ლევანი
მეუბნებოდა, რომ ეს შოკი იყო, რომელიც ამ საშინელმა სიახლემ გამოიწვია,
აუცილებლად დამშვიდდება, ხომ იცი როგორ უყვარხარო. მე იმ წუთას აღარაფერი
ვიცოდი. საავადმყოფოში ერთი კვირა დავრჩით, კახამ მხოლოდ ბოლო დღეს მომცა
შესვლის უფლება.
-მე შენთან ერთად ცხოვრება აღარ მინდა, მინდა შენს სახლში დაბრუნდე.
-კახა, ეს რას ნიშნავს? შენ უნდა იმკურნალო, აუცილებლად გაივლი ფეხზე და მე არ
მიგატოვებ.
-ეს ნიშნავს იმას რომ არ მიყვარხარ, არც მკურნალობას ვაპირებ, რადგან ვიცი
ვერასოდეს გავივლი. შენ არ ვიცი მიმატოვებ თუ არა, მაგრამ მე არ მინდა ჩემს
სახლში ცხოვრობდე. 
იმ წუთას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ჩემს გამო იგონებდა, უბრალოდ ვერ
მიმეტებდა იმ ადამიანის გვერდით ცხოვრებისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად
გადაადგილება არ შეეძლო. მინდოდა ჩავხუტებოდი და ახლა მე მეთქვა, როგორც
ერთხელ თვითონ მითხრა, „ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა“. მაგრამ ვერც
მიახლოება გავბედე და ვერც ამ სიტყვების თქმა, მაგრამ არც მის მიტოვებას
ვაპირებდი და მითუმეტეს არც იმას რომ მის გადაწყვეტილებას შევეგუებოდი,
მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ. მის ნათქვამს შევეცადე, არანაირი ასხვა არ
მოჰყოლოდა ჩემს სახეზე. მის ეტლს ხელი მოვკიდე და დერეფანში გავიყვანე. იქ
უამრავი ხალხი გველოდა და როგორც ვივარაუდე, კახამ არაფერი თქვა. სახლში
მალევე დაგვტოვეს მარტო. კახამ მაშინვე დამიძახა, ძალიან იყო გაბრაზებული.
-გოგო, რა ვერ გაიგე. არ მიყვარხარ და მინდა დაბრუნდე შენებთან, არის ამაში
გაუგებარი რამე?!
-არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიცი ამასაც ჩვენი სიყვარული გალაპარაკებს.
-რა სასაცილო ხარ, რომელი სიყვარული?! არ მინდოდა ყველაფრის თქმა, მაგრამ
რადგან მარტივად არ გესმის, მაშინ მომისმინე და მერე ცრემლები და ბავშვური
სენტიმენტალიზმი არ დამანახო..
-გისმენ..-საშინლად მტკენდა გულს, მისი ასეთი დამცინავი, აგრესიული
დამოკიდებულება, მაგრამ ყველაფერს მაინც მის მდგომარეობას ვაბრალებდი,
ვფიქრობდი მალე მიხვდებოდა, რომ ამ სიტყვებით კი არ მიფრთხილდებოდა,
არამედ მანადგურებდა. ჩემთვის ხომ მისი ინვალიდის ეტლში ჯდომა მხოლოდ
იმიტომ იყო მტკივნეული, რომ ვიცოდი რამდენად მძიმე იყო მისთვის. მე ის
მიყვარდა და მეყვარებოდა საერთოდ ყველანაირ მდგომარეობაში. გადავწყვიტე
გულთან არ მიმეტანა მისი სიტყვები და ყველაფერი გამეკეთებინა მისი
რეაბილიტაციისთვის. მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა..
-შენ იმაზე გულუბრყვილო აღმოჩნდი, ვიდრე წარმომედგინა.. ისე შეგიყვარდი,
მართლა არ დამჭირვებია დიდი ძალისხმევა.. თან შენი იდეალი გავხდი.. ახლაც
მეცინება, როგორ მიყურებ ხოლმე თვალებში, ოღონდ არაფერი მეწყინოს.. შენი
ძმისგან მაინც უნდა გცოდნოდა, როგორი კაიფია უკარება გოგოს, რომ
დაიმორჩილებ.. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე უზომოდ სასიამოვნოა.. თან როცა
უკარება გოგო შენსავით ლამაზია.. როგორც კი დაგინახე, მაშინვე მომინდა, ჩემი
გამხდარიყავი.. კი არ შემიყვარდი, უბრალოდ მივხვდი რა მაგარი იქნებოდა შენთან
საწოლში, თან შენი პირველი კაცი თუ ვიქნებოდი.. ვიცოდი რომ შენთან ადვილად
არაფერი გამომივიდოდა, მამაშენის წყალობით, ვერც მანქანით გაგაკვირვებდი, ვერც
ფულით და ვერც ჩემი განათლებით, უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ ჭკვიანი ხარ..
მაგრამ ჩემთან ეგ ჭკუა დაკარგე.. ვიცოდი მაგარი ტიპი რომ ვიყავი, მაგრამ მთლად
ასეთიც არ მეგონა ჩემი თავი.. ამიტომ გადავწყვიტე მომეტაცებინე.. არც ძალით
მინდოდა რამე მომხდარიყო, ეს კიდევ უფრო მაგარი კაიფია, როდესაც შენზე
ყურებამდე შეყვარებული გოგო, რომელიც შენამდე ახლოს არავის იკარებდა,
მორცხვად, თვითონ გთხოვს იყო მისი პირველი კაცი.. იმედია გახსოვს, შენი
მორცხვად ნათქვამი „მზადა ვარ“.. მოკლედ ჩემი შენდამი დამოკიდებულება, მიზანი,
თუ რაც გინდა ის დაარქვი საწოლით იწყებოდა და მთავრდებოდა.. ვერ გეტყვი
მოსაწყენი გახდი-მეთქი, ალბათ არც შენს წასვლას მოვინდომებდი, რომ არა ჩემი
დაინვალიდება.. სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ მომბეზრდებოდა, გამეყო შენთვის
ჩემი საწოლი.. შენ ისეთი ხარ, ჩემს თვალებს იქით ვერაფერს ხედავ, მეც შემეძლო
პარალელურ რეჟიმში უამრავი რომანი გამება, თუნდაც ქეთუსი.. ნინო.. რა მარტივად
იჯერებდი ყველაფერს ვოცდებოდი.. ესეც კიდევ ერთი დიდი სიამოვნება.. შენნაირ
ჭკვიან გოგოს, ყველაფერი სჯეროდა რასაც ვეუბნებოდი.. ამით უფრო და უფრო
ვრწმუნდებოდი, რომ მაგარი კაცი ვარ.. ხო კიდევ, ერთხელაც კი არ დაინტერესდი,
როგორ შეიძლება ვყოფილიყავი, ყველასთან მართალი მე.. ჩემი მშობლების
მონსტრობა ამშინვე დაიჯერე, რადგან მე გითხარი ასე.. ალბათ ახლა ხედავ როგორი
უტვინო ხარ ჩემთან.. მართლა მწყდება გული, შენნაირს ადვილად ვერ იპოვის კაცი,
მერე რა რომ მაგარი ფეხებზე გრძნობები.. მერე რა რომ არ მიყვარხარ.. მაგრამ ახლა,
როგორც ხედავ მე აღარ შემიძლია შენთან საწოლში გავერთო, ხოდა მაგრად
ვღიზიანდები რომ გხედავ.. მინდა ახლავე წაბრძანდე აქედან.. ყველა ღამისთვის
ძალიან დიდი მადლობა, მჯერა რომ არც მე ვიყავი ცუდი პარტნიორი და
მასწავლებელი.. აი, ბოდიშს კი ნამდვილად ვერ მოგიხდი, ისეთი რომ არ აღმოვჩნდი,
როგორიც გეგონე.. შენ კი მართლა პატარა გოგო ხარ, ახლაც პატარა ბავშვივით ტირი..
იმის მაგივრად რომ გაბრაზდე, იყვირო, შენი ღირსება დაიცვა.. რაც მალე წახვალ მით
უკეთესი, თან მგონია უკვე შენც მოგინდა აქედან წასვლა..
-არსად არ წავალ, სანამ პირველ ნაბიჯს არ გადადგამ.. მერე კი, როცა ფეხზე ამდგარს
გნახავ, აუცილებლად წავალ სამუდამოდ.. ყველას მოგვეკითხება ჩვენ-ჩვენი
ცოდვების გამო.. მე შენ მებრალები..- ეს ვთქვი თუ არა მაშინვე ჩემს ოთახში ავედი..
განადგურებული ვიყავი.. მივხვდი არ ხუმრობდა.. ვუსმენდი და ვეძებდი დამეჭირა
რაიმე, რაც მაფიქრებინებდა რომ კახა ტყუილს ამბობდა.. მეგრძნო, სულ პატარა
დეტალით მაინც, რომ მე მას ვუყვარდი.. მაგრამ ვერფაერი ვიპოვე.. მივხვდი როგორ
დამიცარიელდა სული.. ყველაფერზე ახლა ვფიქრობდი, მივხვდი რომ მართლა ერთი
უტვინო ქალი ვიყავი.. გაქრა სიამაყე, ღირსება.. ყველაფერი მტკიოდა. მაგრამ ამ
მომენტშიც კი მხოლოდ მის სურნელზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმაზე თუ როგორ
აწუხებდა ნაოპერაციევი.. მიუხედავად იმისა, რომ მის ლაპარაკში ყველაფერი
ლოგიკურად ებმებოდა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ მე მჯეროდა ამ
ყველაფრის.. მე ის მიყვარდა.. მიყვარდა, ალბათ უფრო ძლიერადაც, რადგან მივხვდი
რომ დავკარგე.. თავი მძულდა, ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლება მყვარებოდა, ის
ცინიკური არსება, რომელიც ღიმილიანი სახით, სულ რამდენიმე წუთის წინ
მიყვებოდა, თუ როგორი სიამოვნებით გათელა ყველაფერი ფასეული ჩემთვის..
მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე ყველაფერი მეღონა მის ფეხზე დასაყენებლად..
დღესაც არ ვიცი ეს მისი სიყვარულის გამო გავაკეთე, თუ მართლა მხოლოდ იმიტომ,
უფალთან მართალი რომ ვყოფილიყავი..
მეორე დღიდან ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.. მე და კახას, გვქონდა
ჩვეულებრივი დამხმარისა და უფროსის, ან თუნდაც პაციენტისა და ექთნის
დამოკიდებულება.. ყველანაირი გრძნობისა და ემოციის გარეშე.. ვკითხულობდი
უამრავ ლიტერატურას, ვითვალისწინებდი ექიმის რჩევებს.. ყველაფერი ჩემს თავზე
ავიღე, ვუტარებდი ყველა საჭირო პროცედურას, დავყვებოდი სარეაბილიტაციო
კლინიკაში.. ვუძლებდი მის აგრესიულ დაცინვას, უკმეხობას, დაუნახავობას.. ჩემი
მშობლები აღარც კი გვსტუმრობდნენ, მოითხოვდნენ მიმეტოვებინა, რადგან ის
ნამდვილად ვერფერს ხედავდა.. ამის გამო დათასთან და მშობლებთან ხშირად
ვჩხუბობდი, ბოლოს კი საერთოდ უარი თქვეს ჩვენთან სტუმრობაზე.. ძალიან
იშვიათად ვხვდებოდი მათ, რადგან არაფრის დრო მრჩებოდა.. ერთადერთი დემეტრე
და კახას რამდენიმე ძმაკაცი მიდგნენ გვერდით.. დემეტრე ვერ ჩამოდიოდა სწავლის
გამო, მაგრამ სულ მპირდებოდა დაველაპარაკები და ნახავ, მეტყვის რომ ყველაფერი
იმისთვის მოიგონა ხეიბართან არ გეცხოვრაო.. დრო გადიოდა, ვერც დემეტრემ და
ვერც ლევანმა ვერაფერი გაარკვიეს.. მათ ხმაში მხოლოდ თანაგრძნობა, სიბრალული
და მადლიერება იგრძნობოდა.. კახას მშობლებს არც კი დაურეკავთ.. მამუკა ბიძია და
მისი მეუღლე მეხმარებოდნენ გავმკლავებოდი სახლის საქმეებს.. უკვე მეორე თვე
იწურებოდა, კახას მდგომარეობა უმჯობესდებოდა, აქამდე თუ ექიმი, მხოლოდ ხუთ
პროცენტიან შესაძლებლობაზე საუბრობდა, ახლა ხუთი ორმოცდაათად იქცა.. მაგრამ
უფროდაუფრო მძიმე ხდებოდა კახას საქციელის, ლაპარაკის ატანა.. ვხედავდი რომ
ტანდათან უფრო არიზიანებდა ჩემი დანახვა.. ვძულდი.. უამრავჯერ მითხრა რომ
ჩემი ბრალი იყო მისი ეს მდგომარეობა.. მაშინაც შენთან გართობა მეჩქარებოდაო..
მიუხედავად იმისა, რომ მეც ვადანაშაულებდი თავს, რომ არ დავაძალე ქუთაისში
დარჩენა.. მისგან ამის მოსმენა, თან ასე წარმოუდგენელ ტკივილს მაყენებდა.. ერთი
სული მქონდა, მას ფეხზე გაევლო და მე ეს სახლი დამეტოვებინა.. არსებობდა კიდევ
ერთი მიზეზი, იმისთვის რომ სახლის შეძლებისდაგვარად მალე დატოვების დიდი
სურვილი მქონოდა..
დრო თითქოს ძალიან ნელა გადიოდა.. არსებული მდგომარეობა მანადგურებდა.. იმ
პერიოდის გახსენება, როდესაც მეგონა, რომ ჩემი სულის ნაწილი ვიპოვე, საკუთარი
თავის ზიზღს და უსაზღვრო, აუტანელ ტკივილს მგვრიდა.. ვერ ვხვდებოდი, რატომ
გამიმეტა ასე.. ჩემთვის დაუჯერებელი იყო, როგორ შეიძლება ადამიანს ისე
ეაზროვნა, როგორც კახას.. ვცდილობდი მისი აგრესიული საუბარი, დაცინვა,
დაუნახაობა, შეძლებისდაგვარად არ შემემჩნია.. ვხვდებოდი, რომ მიყვარდა,
მიყვარდა მთელი გულით.. უამრავჯერ დამიჭერია ჩემი თავი, მისი ჩახუტების
დაუძლეველ სურვილში.. მზად ვიყავი ყველაფერი დამევიწყებინა, უბრალო
სინანული მაინც რომ დამენახა მის თვალებში.. უკვე მესამე თვე გადიოდა, მინდოდა
უკანმოუხედავად გავქცეული ამ სახლიდან და ჩემს მეხსიერებაში, მხოლოდ ჩემს
კახას ეცოცხლა.. ისეთ კახას, როგორიც ავარიამდე მეგონა.. ივლისი იწურებოდა
როდესაც კახამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.. 27-ში ექიმმა უკვე გვითხრა,
რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა, ორ კვირაში ავარიამდელ მდგომარეობას
დაუბრუნდებოდა.. კახამ მოისურვა, საადვოკატო ბიუროში გაევლო.. მე მამუკას
ბიძიას ვთხოვე სახლში მივეყვანე.. ვაპირებდი ჩემებთან, კახას დაბრუნებამდე
წავსულიყავი.. არ მინდოდა მისი უაზრო ცინიზმის კიდევ ერთხელ ატანა.. ამ ბოლოს
ეს განსაკუთრებით მძიმე იყო.. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავალაგე.. გული
კინაღამ გამისკდა, „კალიცო“ რომ მოვიხსენი.. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა..
პატარა ფურცელზე დავწერე, მხოლოდ ორი სიტყვა.. “როგორც დაგპირდი“ და
მაშინვე გამოვედი სახლიდან.. ყველაზე ძალიან ახლა ის არ მინდოდა, კახას მასზე
მომტირალი ვენახე.. ტაქსი უკვე მოსული იყო..
შეძლებისდაგვარად მოვახერხე დამშვიდება სახლამდე..
-შვილო, რა გჭირს? რა დღეში ხარ, დედა აღარსად გაგიშვებ, რატომ უნდა შეეწირო იმ
არაკაცს?!..
-გთხოვ, დედა..- ამასობაში ტაქსიდან ჩანთა გადმოვიღე, მის დანახვაზე თვალები
გაუბრწყინდა დედას.
-მოიფიქრე ხომ როგორც იქნა?!.. შვილო ნახავ, რა მალე იქნები ისევ ბედნიერი.. სულ
მალე დაგავიწყდება ეგ უმადური..
-დედა, გთხოვ.. არ მინდა მასზე ლაპარაკი..
-ხო, შენ ისიც არ მოგეწონოს არაკაცი და უმადური ვუწოდო, ვერ ხედავ რას
დაგამგვანა, ავადმყოფს გავხარ, ან საერთოდ აწონილხარ, შვილო..-დედა უკვე
ტიროდა.
-დედა, გემუდარები, საერთოდ ნუ ახსენებ.. არ შემიძლია ამის მოსმენა.. რაც არ უნდა
მომხდარიყო, მე ის მიყვარდა.. 
-შვილო, რა უტვინო მყავხარ.. ამ ყველაფრის მერეც გიყვარდა?!..
-დედა! ახლა ხომ აქ ვარ, მორჩი გთხოვ..-უკვე ვტიროდი.
 

თავი 12

დედამ არაფერი იცოდა, არც ჩვენს თავდაპირველ ურთიერთობაზე, არც კახას


საოცრად გულახდილ საუბარზე.. დედამ კი არა, საერთოდ არავინ იცოდა.. მხოლოდ
დემეტრემ და ლევანმა იცოდნენ ამ საუბრის რამდენიმე დეტალი.. 
-კარგი, შემოდი შვილო, ხვალვე წავიდეთ სადმე დასასვენებლად და ნახე მალე
როგორ გამოკეთდე..
-დედა, დათა და მამა სად არიან?
-სახლში შვილო.
მამა და დათა ტელევიზორთან ისხდნენ. ორივეს საოცრად გაუხარდა რომ დამინახეს,
მითუმეტეს ჩანთით.. დათამ უამრავჯერ მთხოვა, დაველაპარაკებიო.. მაგრამ
არასდროს მიმიცია მისთვის ამის საშუალება.. ვიცოდი, ის ვერ მოითმენდა და
ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკით არ დამთავრდებოდა, კახასთვის კი ერთი ხელის
შეხებაც კი შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო ამ მდგომარეობაში.. დათა ძალიან
ბრაზდებოდა ამის გამო, მე კი ვამშვიდებდი, რომ ჩემი ქმრის ცივი დამოკიდებულება,
მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული.. დათას რა თქმა
უნდა ამის არ სჯეროდა, ყოველთვის მახსენებდა რომ შემეძლო მისი იმედი მქონოდა
ყველანაირ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა რომ ის ასაკით ჩემზე უმცროსი იყო.
მამას და დათაც ჩავეხუტე და ვთხოვე სამივეს ჩემთვის მოესმინათ.
-მე სახლიდან წამოვედი, მეგონა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
ყველაფერს შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღარ შემიძლია იმ სახლში ცხოვრება და
გადავწყვიტე თქვენთან მოვსულიყავი.. მე გავიგებ, თუ არ გენდომებათ ჩემი აქ
ცხოვრება..
-შვილო, ხომ არ გაგიჟდი?!.. ჩვენთან კი არა, შენს სახლში მოხვედი.. რას ნიშნავს
გაიგებ, შენ აქედან არსად წახვალ, იმ არაკაცს ახლოსაც კი აღარ გაგაკარებთ..
-მამა, მე არ ვიმსახურებ თქვენგან ამას, ისე დამაბრმავა საკუთარმა ბედნიერებამ, რომ
თქვენთვის ყოველთვის ცოტა დრო მრჩებოდა..
-მარი, ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა, როდესაც თხოვდებიან.. 
-მამა, მე ფეხმძიმედ ვარ, არ მინდა ოდნავ მაინც დისკომფორტს გიქმნიდეთ ჩემი აქ
ყოფნა.. თუ თქვენ, ეს შეგაწუხებთ, მე შევძლებ მარტო გავიტანო თავი და გავზარდო
ჩემი შვილი..
ამ წინადადებას საოცარი ამბავი მოჰყვა, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, ვერ
ვხვდებოდი რას მეუბნებოდნენ.. დათამ ხელში ამიყვანა და მდივანზე დამსვა.. 
-მარი, არც კი იოცნებო სახლიდან გასვლაზე.. ეგ სისულელე აღარ თქვა, შენ ჩვენი
შვილი ხარ და ჩვენს პირველ შვილიშვილს ელოდები.. ვერც ხვდები, როგორ
გაგვაბედნიერე.. კახამ იცის?
-არა მამა, უფალს ვეხვეწებოდი მისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო ჩემი
მდგომარეობა.. არ ვიცი მას როგორი რეაქცია ექნებოდა, შეიძლება ბავშვის მოშორებაც
ეთხოვა.. ამ ბოლოს მისგან არაფერი მიკვირს, არც ბავშვის ხათრით შეკოწიწებული,
სიყვარულის გარეშე არსებული ოჯახი მინდოდა.. ამიტომ არაფერი ვუთხარი..
-ის შენ ვერაფერს დაგიშავებს, მალევე მოვაგვაროთ განქორწინების საქმე, შენს შვილს
არაფერი მოაკლდება და შენც ადამიანს დაემსგავსები.. როგორ შეიძლება ორსული
ქალი ასეთ ფორმაში იყოს..-მამა ძალიან იყო გაბრაზებული.
-შენი ქმარი ვერასდროს მიხვდება რა დაკარგა, მე ყველაზე სიმპათიური ბიძა ვიქნები,
ეგ კი ბიძას კაცი.. ვიცი რომ ბიჭი იქნება..
-გთხოვთ, არ მინდა კახაზე ვისაუბროთ ხოლმე.. მეც მინდა რომ ბიჭი იყოს, ჩემი
ოცნებაა.. 
დედა უკვე საჭმლის მოსატანად იყო გაქცეული, თან ტიროდა ბებია ვხდებიო.. 
-ძალიან დიდი მადლობა, ვიცი როგორი მძიმეა, განათხოვარი, ფეხმძიმე შვილის უკან
მიღება.. თქვენ ყველაზე კარგი მშობლები ხართ, ყოველთვის ვიცოდი რომ მთავარი
თქვენთვის ჩვენი ბედნიერება იყო და ყოველთვის გვერდში დაგვიდგებოდით მე და
დათას.. დათა, ძალიან მიყვარხარ. მართლა არ ვიმსახურებ ამას.
-მორჩი ახლა სისულელეებს და ჭამე. -სამივე თავზე მადგა და ლუკმებს
მითვლიდნენ, ვერაფრით ვუხსნიდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და არა სასიკვდილოდ
ავად.. მალევე ავედი ჩემს ოთახში, ის ისევ ზუსტად ისეთი იყო, როგორც რამდენიმე
თვის წინ, როდესაც არაფერი ვიცოდი კახას არსებობის შესახებაც კი.. ვიჯექი ამ
ოთახში, ვცდილობდი რეალურად აღმექვა მოვლენები.. ვცდილობდი დამევიწყებინა
კახა.. მაგრამ მე მაინც მის ზარს.. წერილს.. მოსვლას.. არ ვიცი, რაიმე ნიშანს ველოდი,
იმისა, რომ მან უბრალოდ შეამჩნია მაინც ჩემი სახლიდან წამოსვლა.. არაფერი ჩანდა..
ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გაეკეთებინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უარესი, ჩემი
სიძულვილი რომ დაემსახურებინა.. ან უბრალოდ აღარ მეფიქრა მასზე.. მე ერთი
უტვინო, მაინც ყურებამდე შეყვარებული გოგო ვიყავი.. თითქოს ბუნდოვნად
მახსოვდა ავარიის შემდეგი პერიოდი.. მე ის მიყვარდა..
დედამ მეორე დღესვე ექიმთან წამიყვანა. მხოლოდ ორჯერ ვიყავი ორსულობის
პერიოდში. ბოლო ვიზიტისას ექიმმა მთხოვა მდგომარეობას გავფრთხილებოდი.
ახლა კი აღმოჩნდა, რომ წოლითი რეჟიმი იყო საჭირო, თუ ბავშვის შენარჩუნება
მინდოდა.. მისაყვედურა, ალბათ მითითებეს არ ასრულებდიო.. გული საშინლად
მქონდა დამძიმებული.. მოსვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი და დავწექი.. 
თითქმის ორი კვირა გავიდა რაც სახლიდან წამოვედი. კახას კი არც კი გახსენებია
ჩემი არსებობა, რატომ მქონდა ამისი იმედი, ან რატომ ველოდი არ ვიცოდი, მაგრამ
გული ძალიან მტკიოდა.. ყოველ დღე ჩემს თავს პირობას ვართმევდი, რომ აღარ
ვიფიქრებდი მასზე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პატარა იყო.. მაგრამ ამას ვერ
ვახერხებდი.. ჩემები ყველანაირად მანებივრებდნენ, დათა თითქმის სულ თავთით
მეჯდა როცა სახლში იყო.. დედა საჭმელს სულ ძალით მაჭმევდა, მამა კი
სამსახურიდანაც კი მილიონჯერ მკითხულობდა. თიტქოს ბედნიერი ოჯახური
ცხოვრება აღვწერე, მე კი ყველაზე უბედური ვიყავი.. მისგან შორს ყოფნამ, ძალიან
ცუდად იმოქმედა ჩემზე.. მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, მე მაინც
უკეთესად ვიყავი მასთან ახლოს.. ბავშვიც კი ვერ მშველოდა, მის მომავალზე ფიქრი,
ჩვენს საერთო გეგმებს მახსენებდა.. როგორ ვოცნებობდით ხოლმე, ჩვენს მატათაზე..
(ბავშვობიდან ვოცნებობდი შვილისთვის მატათა დამერქმია. იგი ქრისტიანობის,
ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი იყო საქართველოში და გონიოშია დაკრძალული..
ერთხელ, როდესაც მე და კახა ჩვენს შვილებზე ვსაუბრობდით ვუთხარი ამ სახელის
შესახებ და ისიც დამთანხმდა, ჩვენი პირველი ვაჟკაცის სახელი მატათა ყოფილიყო..)
ახლა კი ეს ყველაფერი განუზომელ ტკივილს მგვრიდა.. მეორე დღეს ჩემი დაბადების
დღე იყო.. 13 აგვისტო.. ამ დღეს მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ
მაინტერესებდა კახას გაახსენდებოდა თუ არა.. სხვამხრივ არც აღნიშვნას ვაპირებდი
და არც ოთახიდან გამოსვლას.. ზედმიწევნით ვასრულებდი ჩემი ექიმის
დანიშნულებას, მხოლოდ ნერვიულობას ვერ ვუხერხებდი ვერაფერს.. 
როგორც იქნა გათენდა ჩემი დაბადების დღე.. უამრავმა ადამიანმა მომილოცა..
გოგოებმა გამაფრთხილეს რომ საღამოს მოვიდოდნენ.. შუადღისას დედა შემოვიდა..
ხელში ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული ეჭირა და პატარა კონვერტი.
-დე, ეს კურიერმა მოიტანა, თქვა ლევანმა გამოაგზავნაო..
ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა საჭირო იყო წითელი ვარდები.. დედას ვთხოვე
კონვერტი მოეცა და თაიგული წყალში ჩაედო.. სასწრაფოდ გავხსენი, შიგ პარიზის
ორი ბილეთი იდო და პატარა ბარათი, მხოლოდ ორი სიტყვით „როგორც
დაგპირდი“.. გული საშინლად ამიჩქარდა, ჰაერი არ მყოფნიდა, ვერ ვხვდებოდი რას
ნიშნავდა ეს.. მე და კახამ, როგორც უკვე გითხარით თაფლობის თვე მისი სამსახურის
გამო გადავდეთ, მაშინ შემპირდა რომ აუცილებლად წავიდოდით პარიზში ჩემს
დაბადების დღეზე.. ახლა ხელში ორი ბილეთი მეჭირა.. ვტიროდი და თან იმაზე
ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა გამეგო ეს.. ის ფაქტი კი, რომ მას ჩემი დაბადების დღე
ახსოვდა ქვეცნობიერად მაბედნიერებდა.. მაგრამ ხომ შეიძლება ეს ახალი თამაში
იყოს.. იქნებ უნდა უარესად მატკინოს გული.. მალე ოთახი სტუმრებით გაივსო და
მეც აღარ დამრჩა დრო ამაზე ფიქრისთვის.. ვცდილობდი აღელვება დამეფარა..
ათისთვის წავიდნენ ჩემი მეგობრები, მე ადგომის უფლება არ მომცეს, არც
შევწინააღმდეგებივარ ძალიან, რადგან ვხვდებოდი რომ კარგად არ ვიყავი.. გოგოების
წასვლის შემდეგ, უფრო საშინლად ამტკივდა მუცელი, ვეღარ მოვითმინე და დედას
დავუძახე.. ის ღამე საავადმყოფოში გავატარე, იქ მინიმუმ ერთი კვირა მომიწევდა
დარჩენა.. მეორე დილით ტელეფონზე კახას უამრავი ნარეკი დამხვდა და ორი
წერილი.. „მე უბრალოდ მინდოდა მომელოცა, მერე რა რომ ჩემს მოლოცვას ფასი არ
აქვს..“, „პასუხს?!.. არა პასუხს კი არა შენს ერთ წამსაც არ ვიმსახურებ.. მტკივა
უშენობა.. ვიცი რომ არაკაცი ვარ..“ ამ წერილებმა, ზარებმა, გული ამიფორიაქეს..
ვხვდებოდი, ეს საშინლად მოქმედებდა ჩემზე.. მერე რა რომ მიყვარს.. ის ალბათ ამ
ყველაფრით ერთობა და იმედი აქვს, მე ისევ დავბრუნდები მასთან.. არ მინდოდა ჩემს
თავს გამოვტყდომოდი, მაგრამ ალბათ ყველაფერს დავთმობდი ის რომ მენახა, მას
ვყვარებოდი.. ყველაფერს შვილის გარდა.. არ ვაპირებდი ჩემი შვილის სიცოცხლე
ამის გამო ჩამეგდო საფრთხეში.. ტელეფონიდან კარტა ამოვიღე და ჩემს პატარას
მივეცი პირობა, რომ მის დაბადებამდე მას არ გამოვიყენებდი..იმ დღიდან, მხოლოდ
ერთი მარი არსებობდა, მომავალი დედა.. თითქოს ბავშვის გადარჩენის ინსტიქტმა,
ყველაფერი გადაფარა.. ვარსებობდი, მხოლოდ პატარასთვის სიცოცხლის მისაცემად..
ვხვდებოდი, რომ ბავშვს, რომელიც უმამოდ უნდა გაზრდილიყო, ძალიან ძლიერი
დედა სჭირდებოდა.. მარტო რომ დავრჩებოდი, ხშირად ვუყვებოდი ჩემს პატარას
მამაზე, ისეთზე, როგორიც ავარიამდე იყოო.. მიუხედავად ყველაფრისა მინდოდა
მამა ყვარებოდა.. ყვარებოდა დემეტრე.. დემეტრეს ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე
სკაიპით, იმ პირობით რომ კახას არ ვახსენებდით.. არც მან იცოდა ჩემი ფეხმძიმობის
გარეშე.. დრო გადიოდა.. თითქოს ჩემი მდგომარეობა გამოსწორდა.. დათას უკვე
ეზოშიც ჩავყავდი ხოლმე სასეირნოდ, სუფთა ჰაერზე.. სექტემბრის შუა რიცხვები
იდგა.. მე უკვე მეხუთე თვეში ვიყავი.. იმის შემდეგ არაფერი გამეგო კახაზე.. სახლშიც
არავინ ახსენებდა მის სახელს, ვერც მე ვბედავდი, რომელიმე მათგანისთვის რაიმე
მეკითხა მის შესახებ.. ამ საღამოსაც მე და დათა გვიანობამდე დავრჩით ჩვენს ბაღში,
შემოდგომის თბილი საღამო იყო.. გვიან ავბრუნდი ჩემს ოთახში.. სანამ
ჩამეძინებოდა.. დათას და დედას ყვირილი გავიგონე.. ოთახიდან გასვლა ვერ
გავბედე, მხოლოდ ფანჯრიდან გავიხედე ეზოში.. იქ კახა იდგა.. საოცრად შეცვილი..
თუ ყოველთვის ყურადღებას აქცევდა თმას და წვერს, ახლა თმა შესაჭრელი ჰქონდა..
წვერი საშინლად გასაპარსი.. ასეთი არასდროს მენახა.. დათას რაღაცას
ელაპარაკებოდა, ვხედავდი როგორ იყვნენ დაძაბულები.. დათა ყვიროდა.. არც დედა
ჩუმდებოდა.. კახა კი მიუხედავად, საშინლად დაძაბული სახისა ეტყობოდა რომ
ხმადაბლა საუბრობდა.. ვერცერთი სიტყვა ვერ გავიგონე.. მერე ჩემები
შემობრუნდნენ.. კახა ცოტახანს მანქანასთან იდგა.. ფანჯრისკენ იყურებოდა.. მან
იცოდა ჩემი ოთახი რომ იყო.. მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ეზო იყო განათებული,
ჩემი ოთახის სიბნელეში კი მე არ გამოვჩნდებოდი.. და მაინც ვფიქრობდი რომ
თვალებში მიყურებდა.. ამ დროს პირველდ ვიგრძენი, რომ ჩემი პატარა გაინძრა..
თითქოს სემახსენა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო.. მეც მაშინვე
მოვშორდი ფანჯარას და საწოლში ჩავწექი.. გადავწყვიტე არაფერი მეკითხა, თუ
დედა და დათა არ მოისურვებდნენ თვითონ ეთქვათ რამე..
მეორე დღეს არცერთს არაფერი უხსენებიათ, როგორც ვივარაუდე.. კახა იმ საღამოსაც
მოვიდა, სახლში მხოლოდ დათა იყო.. როგორც კი კახა დაინახა, რაღაც უთხრა და
მაშინვე თავისი მანქანით გაჰყვა უკან.. დათა გვიან დაბრუნდა.. ნერვიულობისგან
აღარ ვიცოდი რა მექნა, სანამ დათას მანქანას დავინახავდი.. დათა ფანჯრიდან
სრულიად უვნებელი ჩანდა.. ვიფიქრე რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.. კახა
დათაზე ბევრად ძლიერი და დიდი იყო ფიზიკურად და რადგან ჩემი ძმა სრულიად
უვნებელი დაბრუნდა, ვივარაუდე რომ მათ მხოლოდ ისაუბრეს.. მეორე დღეს
სადილობისას დათას ხელი ჰქონდა შეხვეული, რომ ვკითხე, მითხრა რომ
ავტოფარეხის კარზე დაიზიანა.. მისი ავტომანქანა კი ბოლო პერიოდი სულ ეზოში
ეყენა ხოლმე.. აღარ ჩავძიებივარ.. ერთი სული მქონდა დაღამებულიყო და კახა
უვნებელი დამენახა, იმედი მქონდა რომ ისევ მოვიდოდა.. ის კი არ მოვიდა, არც იმ
დღეს, არც მეორე დღეს.. ერთ საღამოსაც კიბეებზე ჩამოვდიოდი, ძალიან მომინდა
ბანანის წვენი.. მისაღებში მამა და დათა საუბრობდნენ.. რადგან ახალი ასული ვიყავი
ზემოთ, იფიქრეს შეუძლებელი იყო რაიმე გამეგონა.. 
-მოუნდა იმ ნაგავს ბოდიშის მოხდა, როგორ იფიქრა რომ მარის ნახვის საშუალებას
მივცემდით. ალბათ ერთი ორი დღე კიდევ ვერ მოვა, ისე მოხვდა.. სასაცილო კი ისაა,
რომ ხელი არც კი შემომიბრუნა.. ვერ ვხვდები რა უნდა, დიდიხნის წინ უნდა
გეცემეო, მხოლოდ ამას იმეორებდა.. ისე გადამრია მისმა სიმშვიდემ, რომ ვერ
გავჩერდი, ალბათ სხვა შემთხვევაში არასოდეს ვცემდი კაცს, რომელიც საპასუხოდ
არც კი ინძრევა..-ამბობდა დათა.
სისხლი გამეყინა.. პირზე ხელი მქონდა აფარებული, ჩემებს ტირილის ხმა რომ არ
გაეგოთ.. სწრაფად ავრბოდი კიბეებზე, რომ მალე მივსულიყავი ოთახამდე.. არ ვიცი
რას ვიზამდი, რომ არა ჩემი პატარასთვის მიცემული პირობა.. ალბათ დავრეკავდი,
უბრალოდ გავიგონებდი ხმას და დავმშვიდდებოდი, რომ ის კარგად იყო.. თუნდაც
ჩემგან შორს, მაგრამ კარგად.. იმ ღამის გათევა ისევ საავადმყოფოში მომიწია..
ვხვდებოდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.. კაცს, ცხოვრება დავანგრევინე, ახლა
კი უფლებას ვაძლევდი ჩემი შვილის დაბადება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო..
ისევ მასზე ფიქრის გამო, ისევ იმის გამო რომ მიყვარდა.. სამ დღეში გამწერეს.
-თუ გინდა შენი შვილი ცოცხალი დაიბადოს, არაფერზე უნდა ინერვიულო, თავს
გაუფრთხილდე და მკაცრად დაიცვა წოლითი რეჟიმი. იცოდე ყველაფერი მხოლოდ
შენზეა დამოკიდებული, თუ ამას არ გააკეთებ, მე ვერაფერს შევძლებ..
ისევ გამოვიკეტე ჩემს ოთახსი, გულით ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა..
უფალს ვთხოვდი, არ გაემეტებინა ჩემი პატარა და მოეცა ძალა, კახაზე არ მეფიქრა..
ერთ დღეს ნანუკა მოვიდა ჩემთან, დიდხანს ვისაუბრეთ, როგორც ყოველთვის..
წასვლისას ჩანტიდან ბლოკნოტი ამოიღო.. მაშინვე ვიცანი.. ის კახასი იყო. მას ყველა
ბლოკნოტი ერთნაირი ჰქონდა.. 
-მარი, კახამ მთხოვა..
-მივხვდი, გთხოვ უკან წაიღე..
-მე დავტოვებ და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი, ნამდვილად ვიცი, შენც ასე
მოიქცეოდი, ეს ბლოკნოტი ზურას რომ გამოეტანებინა ჩემთან.- ეს თქვა, მაკოცა
დამაშინვე გავიდა.
დიდხანს ვერ მოვითმინე, ბლოკნტი ავიღე და გადავშალე.. 2011 წლის სექტემბერი.. ეს
ხომ ჩემს მოტაცებამდე, რამდენიმე თვით ადრეა, გავიფიქრე და კითხვა დავიწყე.. ეს
კახას დღიური იყო.. ვიცოდი, რომ ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს, მაგრამ არასდროს
მაძლევდა უფლებას წამეკითხა. მეც პატივს ვცემდი, მის უარს და არასდროს
გადამიშლია არც ერთი ბლოკნოტი. ამბობდა რომ წერას ბავშვობიდან მიეჩვია.
როდესაც სხვებთან ლაპარაკი არ უნდოდა, ან არ შეეძლო ვინმესთვის თავისი
განცდები გაენდო, მაშინ წერდა.. ეს უფრო ხშირად მისი ცხოვრების ემოციურად
დატვირთულ პერიოდებში ხდებოდა.. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს,
უბრალო ჩანაწერებს დღიურის სახით.. 
ბლოკნოტი სწრაფად გადავათვალიერე, სექტემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე
მონაკვეთში იყო გაკეთებული ჩანაწერები, რაღაც დღეების გამოტოვებით..ვერ
ვითმენდი ისე მინდოდა წაკითხვა.. პირველი ჩანაწერი 17 სექტემბერს იყო
გაკეთებული..
 
თავი 13

17 სექტემბერი;
„რამდენიხანია არაფერი დამიწერია, საერთოდ არაფერი.. ახლა კი იმდენი რამის
დაწერა მინდა, ვერ ვხვდები საიდან დავიწყო.. ის ისეთი სუფთაა, ისეთი ნაზი და
პატარა, თითქოს მეშინია მასზე ხმამაღლა რომ ვილაპარაკო რამე არ ვატკინო.. არ
გამიქრეს.. ლევანთანაც კი ვერ ვსაუბრობ მასზე.. ვერ ვხვდები რა ჯანდაბა მჭირს..
ორ კვირაში 30-ის ვხდები, პატარა ხომ აღარ ვარ, ცხოვრებაში არაფრის
შემშინებია. ახლა კი ეს, პატარა სიფრიფანა გოგო ისე მიჩქარებს გულს, მგონია
მოვკვდები.. მაგრად მეშლება ნერვები, თინეიჯერი ბიჭივით, ვწუწუნებ და ტიპს,
რომელსაც მეგონა ყველა სიტუაციიდან გამოსავალი შემეძლო მეპოვა, არაფრის
გაკეთება შემიძლია.. ხო, მეშინია არაფერი შემეშალოს და არაფერი ვაწყენინო..“

20 სექტემბერი;
„დღესაც დავინახე.. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მხიარული.. როგორც ყოველთვის
თავის სამ დაქალთან ერთად.. მანქანიდან ვუყურებდი, როგორ გამოვიდნენ
უნივერსიტეტიდან.. ახლაც არ მივედი.. ან მივსულიყავი და რა მეთქვა.. იქნებ
საერთოდ არ მოსწონს თავისზე უფროსი კაცები.. მერე რა რომ შეყვარებული არ
ჰყავს.. ისევ ნინიამ უნდა მიშველოს.. ყველაფერს ვკითხავ რაც მაინტერესებს..“
ნინია..-ვიმეორებდი ჩემთვის. რა თქმა უნდა, ამდენი რამ იცოდა ჩემს შესახებ და
ამას უბრალოდ შორიდან დანახვით რომ ვერ გაიგებდა უნდა მივმხვდარიყავი..
ნინია, ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, წლებია ამერიკაში ცხოვრობდა..
მიუხედავად ამისა, მაინც თბილი დამოკიდებულება გვქონდა.. მართლა
ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ.. ხშირად ვცვლიდით ჩვენ-ჩვენ ახალ ამბებს.. ესე
იგი ყველაფერი მან მოუყვა.. ისინი ერთმანეთს იცნობენ.. თავში ყველაფერი
ამერია, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.. ახლა ეს დღიური.. ნუთუ დღიურშიც
შეიძლება იტყუებოდეს ადამიანი.. იქნებ ახლა ამით ცდილობს გამამწაროს..ან ის
ბილეთები რას ნიშნავდა.. ტირილში ჩამეძინა.. დილით, ინტერესმა ადრე
გამაღვიძა. ერთი სული მქონდა ყველაფერი წამეკითხა.. საუზმემდე კიდევ
რამდენიმე გვერდი წავიკითხე, მერე კი საგულდაგულოდ დავმალე ბლოკნოტი.. იმ
დღეს ექიმთანაც უნდა წავსულიყავით და მხოლოდ გვიან მოვახერხე ოთახში
განმარტოება.. 
28 სექტემბერი;
„დღეს სიგარეტს დავანებე თავი.. სასაცილოა.. უკვე მეთხუთმეტე წელია რაც
განუწყვეტლივ ვეწეოდი.. ახლა კი რაღამც ნინიამ მითხრა არ მოსწონს და ალერგია
აქვსო.. მეც თავი დავანებე მოწევას.. რას გაიგებს, მაგრამ მე მაინც არ მოვწევ..
თითქოს მინდა უკეთესი გავხდე მისთვის.. სულ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს
გვერდით იყოს და იყოს ყველაზე ბედნიერი ქალი.. ლევანს, როგორც იქნა
დავანახე.. იმდენიხანია იძახის რაღაც გჭირსო, ვეღარ დავუმალე.. მოეწონა..
მაგრამ ძალიან პატარააო მითხრა.. მარი, 22-ისაა, მაგრამ მართლა უფრო პატარას
ჰგავს, მე კი უკვე ჭაღარა მაქვს შერეული.. ძმაკაცმა შემაგულიანა, თუ მართლა
გიყვარს, ძმაო უნდა იბრძოლოო.. ხოდა მართლა მომიწევს ბრძოლა.“
კახა მართლაც არასდროს მენახა სიგარეტით..
3 ოქტომბერი;
„სამსახურში მაინდამაინც ახლაა ყველაზე რთული პერიოდი.. საერთოდ
არაფრისთვის მცალია, არადა ახლა ყურადღების მოდუნება და ყველაფრის
დაკარგვა სისულელეა.. მარის გამოა სისულელე, ჩვენს ოჯახს ყველაფერი უნდა
ჰქონდეს.. ვერ ვახერხებ ყოველდღე ვნახო, ერთი ტიპი ავიყვანე, სულ უკან
დაყვება, საერთოდ ყველაფერს მიყვება და ვიცი, რომ ნებისმიერი საფრთხისგან
დაიცავს.. ნეტა მე შემეძლოს ამის კეთება, მაგრამ რომ შემამჩნიოს ყველაფერს
გავაფუჭებ.. დათასაც რომ გავიცნობ მადლობა უნდა ვუთხრა, ყველგან და
ყოველთვის აკითხავს. თავიდან რომ დავინახე დათასთან ჩახუტებული, ტვინში
კინაღამ სისხლი ჩამექცა.. ვიფიქრე რომ შანსი არ მქონდა, ეს ბიჭი ჩემზე
ახალგაზრდა იყო, სიმპათიური, მაგარი ტიპი, მწვანე თვალებით და Range Rover
Sport-ით, ზუსტად ისეთი დღევანდელ მისი ასაკის გოგოებს რომ ჭკუას
აკარგვინებთ, მაშინვე დავურეკე ნინიას და კინაღამ გაიგუდა, ეგ დათა იქნებაო..
მერე თავისი Facebook-ის პაროლიც მომცა და ჩემთვის დახურული პროფილი
ძლივს დავათვალიერე, ის მართლაც დათა აღმოჩნდა, მარის ძმა.. მაგარი ჯიგარია
ნინია, აუცილებლად გადავუხდი ამხელა ამაგს.. იმის შემდეგ ხშირად
ვათვალიერებ ხოლმე მის სურათებს, ჩანაწერებს.. ისეთი თბილია, ისეთი ლამაზი..
რამდენჯერმე გავბედე და მოვიკითხე, თითქოს ნინია ვიყავი, მაგრამ მალევე
ვანებედი თავს, რომ არ მიმხვდარიყო..“
20 ოქტომბერი;
„ახლა ამერიკაში ვარ.. დემეტრეს და ჩვენს მშობლებს ისევ პრობლემები აქვთ..
ნინოს დანახვაც, ახლა ყველაზე გაუსაძლისია, ასე მგონია, რომ მარი რომ
ხედავდეს როგორ ველაპარაკები, ესეც კი გულს ატკენდა.. არადა ახლა როგორ არ
აინეტერესებს მარის მე სად ვარ და რას ვაკეთებ, მგონი გავგიჟდი.. იქნებ საერთოდ
არც არასდროს დააინტერესოს.. ძლივს ვახერხებ აქედან საქმეების მოგვარებას..
ყველანაირ მიზეზს ვპოულობ სახლიდან გასასვლელად, ნინოსთან რომ
ურთიერთობა არ მომიწიოს.. აუტანელია დედას გაუთავებელი საუბარი მის
ღირსებებსა და ჩვენს გარდაუვალ ქორწილზე.. დემეტრეს ვუთხარი რომ
შეყვარებული ვარ, მისი სურათებიც ვაჩვენე.. მითხრა თუ დარწმუნებული არ ხარ,
გული არ ატკინო, მართლა ძალიან კარგი გოგო ჩანსო.. ნინიას როგორც იქნა
პირადადაც დაველაპარაკე მარიზე. ახლაც მემუქრებოდა, არ გაბედო და არ
იფიქრო, რომ როგორც დანარჩენებს, მასაც ისე მოექცევი, იცოდე განანებო..“
25 ოქტობერი;
„მე ისევ აქ ვარ.. უკვე რამდენიხანია არ დამინახავს.. მის ამბებს კი ვგებულობ,
მაგრამ ვხვდები აღარ შემიძლია მის უნახავად.. თუნდაც შორიდან, როგორც
აქამდე.. დღეს მის ნომერზე დავრეკე, ხმაც თავისნაირი ლამაზი აქვს.. ხმა რომ არ
გავეცი, ბოდიშიო და გამითიშა.. პატარა გულუბრყვილო ბავშვია.. ეს ორიოდე
სიტყვაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. ეს რა ჭირი მჭირს, ტო?!.. თექვსმეტი წლის რომ
ვიყავი მაშინ არ დამმართნია ასეთი რამ.. ახლა კი ერთი, უტვინო ტიპი ვარ..
რაღაც უეჭველი უნდა მოვიფიქრო.. ან მე გადამიყოლებს ეს ამბავი.. ან ვიღაც
შეაყვარებს თავს და მერე მე რა ვუთხრა, მე შენამდე მიყვარდა და ვერფარით
გაგატან-მეთქი..“
5 დეკემბერი;
„დღეს დავითს ველაპარაკე, იმდენი ვეჩალიჩე დამთანხმდა.. ის ჩემი კურსელია,
მაგარი ძმაა.. იურიდიული ფაკულტეტის დეკანია.. მე ჩემი ბიუროდან რამდენიმე
ადვოკატს გავუგზავნიდი, იმიტირებული პროცესების პრაქტიკული კურსისთვის,
აუცილებელი პირობა მარის მონაწილეობა იყო.. დავითმა ხათრი ვერ გამიტეხა,
სამსახურის შემდეგ, ყოველდღიურად შემეძლება მესმინა მარისთვის. კურსი
მაგისტრატურის 10 სტუდენტზეა გათვლილი.“
28 დეკემბერი;
„ხომ ხედავ რამდენიხანია არ გამხსენებიხარ, სამსახურის მერე სამი საათი კიდევ
სტუდენტების სმენა, ისეთი დამღლელია, წერის თავიც არ მქონდა.. ეს იყო ერთ-
ერთი ყველაზე ბედნიერი სამი კვირა.. მეორე ოთახიდან ვუსმენდი ჩემს უჭკვიანეს,
მომავალ ცოლს.. მისი პოზიცია მუდმივად არგუმენტირებული და მყარი იყო..
დავითი ნამდვილ სულელად მთვლიდა, ეს რამ მოგაფიქრაო, მაგრამ თან
მადლობას მიხდიდა, ძალიან გამოადგებათ პრაქტიკაშიო.. გუშინ სერტიფიკატებიც
გადაეცათ და ფულადი პრიზებიც.. ადვოკატებმა არაფერი იცოდნენ, ნამდვილი
მიზეზის შესახებ, მარიმ ამის გარეშე დაიკავა პირველი ადგილი.. ისეთი ამაყი
ვიყავი, უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, ხმა არ ამომეღო, ჩემს თანამშრომლებთან
ამ პროექტზე საუბრისას.“
1 იავარი;
„როგორც ყოველთვის, ვერც გუშინდელმა თაიგულმა შეაღწია ნაკაიძეების
სახლში.. კურიერი იგივე პასუხით გამოისტუმრეს, თუ არ ეცოდინებოდათ
გამომგზავნის ვინაობა და ეს პიროვნება ნაცნობი არ იქნებოდა, სახლში არაფერს
შეიტანდნენ.. ვიცოდი ასე რომ ხდებოდა, მაგრამ ახალი წლის იმედი მქონდა..
ვიფიქრე იქნებ გამონაკლისი დაუსვან მეთქი, მაგრამ არა.. ამას აუცილებლად
გავუხსენებ, ჩემს სასიდედროს და სასიმამროს..“
3 იანვარი;
„ გუშინ, დილიდან მარის სტატუსი ამეკვიატა „გაბედე და დამებედე“, ნინიას თუ
დავუჯერებდი, ამ ფრაზას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავდა.. ის მარის სულ
დასცინოდა, სიყვარულზეა შეყვარებულიო და ახლაც თავის წარმოსახვით პრინცს
მიმართავს ამ სტატუსითო, მითხრა.. ისევ ნინიას ვემუდარე, გაეგო მარი სადმე
ხომ არ მიდიოდა საღამოს..“ პეროვზე ერთ-ერთ ბარში, ექვს საათზე, თავის
რამდენიმე დაქალთან ერთად..“-მომწერა ნინიამ.. ექვსისთვის მეც იქ ვიყავი, იმ
კაცისგან, ვინც მარის დაყვებოდა, ვიცოდი რომ ორი მანქანით მოვიდოდნენ, სულ
8 გოგო.. მაგიდა მზად იყო, საერთოდ ყველაფრით რაც შეიძლება ენატრათ.. მეც
ლევანთან ერთად ვიჯექი, ერთ წყნარ კუთხეში და ვცდილობდი, ისე მეყურებინა
მისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია.. გოგოებმა ჯერ იუარეს გამზადებულ
სუფრასთან დაჯდომა, მარის საშინლად უკმაყოფილო სახე ჰქონდა, ყველაზე
ბოლოს დათანხმდა დამჯდარიყო.. ეტყობოდათ მხიარულობდნენ, მას კი
სერიოზული სახე ჰქონდა, ერთხელაც კი არ უცეკვია.. ხასიათი მეც გამიფუჭდა, მე
ხომ მინდოდა მას ბედნიერება დაბედებოდა, რომელშიც ცოტა წვლილი მეც
მექნებოდა და მგონი პირიქით გამოვიდა.. უკვე ზომაზე მეტი მქონდა დალეული,
არ ვიცი რა მინდოდა.. რომ ამდგარიყო და ვინმე ბიჭთან ეცეკვა, ალბათ ის ტიპი
ხელზე შემომაკვდებოდა.. ერთი ბიჭი უკვე მესამედ მივიდა, მარის სახე
აწითლებოდა და საოცრად დაძაბული იყო.. ლევანს ვთხოვე გარეთ გამოეყვანა ის
ბიჭი, რომ ვერაფერი გავაგებინე, კარგად მოხვდა, ბარში აღარც შებრუნებულა..
ვერ ვიტან, გოგოს რომ აწუხებენ, თუნდაც მარი არ ყოფილიყო.. ახლა კი, შემეძლო
მართლა მომეკლა. გოგოებმა მალე დაიწყეს წასასვლელად გამზადება.. მარის არც
კი გაუღიმია მთელი საღამო, ოფიციანტმა, დანახარჯის მაგივრად, რვა ულამაზესი
თაიგული მიუტანათ.. მარის თაიგული განსაკუთრებული იყო, მასვე მისცეს
პატარა ბარათი.. ბარათზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დავუწერე „მინდა
დაგბედებოდით, ბედნიერება და მე..“ გოგოები მიხვდნენ, რომ ყველაფერი მარის
გამო იყო.. სიცილი აუტყდათ, მარის აშაყირებდნენ.. მან კი თაიგული მაგიდასთან
დატოვა, მხოლოდ ბარათი წაიღო და მალევე გავიდა ბარიდან.. მივხვდი რომ
საშინლად ამაყია.. თან არც გუშინდელ საღამოს ერქვა მისთვის ბედნიერი.. არც
ჩემთვის, ლევანმა უგონოდ მთვრალი მომიყვანა სახლში.. უკვე სამი საათია და მე
კი ახლა გამეღვიძა.. ვხვდები რომ ასეთი უაზრო რომანტიკოსობით, თან იმ
დღეებში როცა მცალია, ვერაფერს მივაღწევ.. არც მას შეაყვარებს ჩემს თავს, უქმე
დღეებში მიღებული რამდენიმე სიტყვიანი ბარათი.. ჩემი უაზრობისთვის, მართლა
ღირსი ვარ, ვინმე ისეთი შეიყვაროს, ვისაც მუდმივად სცალია მისთვის.. ისევ
ნინიამ უნდა მიშველოს, ნეტა რამე თუ უთხრა გუშინდელზე..“
ნათლად გამახსენდა ის საღამო.. ყურადღება ყველას სიამოვნებს, რა თქმა უნდა
მეც მესიამოვნა გულის სიღრმეში.. ბარათი და თაიგული კი ჩემი წარმოსახვითი
პრინცისთვისაც მეტისმეტი იყო.. როგორ კარგად მიცნობდა ნინია.. უსაზღვროდ
მომინდა ახლა გვერდით მჯდომოდა და კახაზე გველაპარაკა.. იმ საღამოს სიამაყემ
არ მომცა საშუალება თაიგული სახლში წამეღო, მამას და დათასაც ვიცოდი არ
ესიამოვნებოდათ, თან ისიც ვიფიქრე, იქნებ სულაც ისეთი ადამიანი ყოფილიყო
რომელისგანაც თაიგულის მიღება საერთოდ არ მენდომებოდა.. ამ საღამოსთვის
საკმარისი იყო, მოგონებებმა, კახას იმ მხარის დანახვამ, რომელსაც არ ვიცნობდი
ამაფორიაქა.. მიყვარდა, მიყვარდა თავდავიწყებით.. ფიქრისაგან თავი მტკიოდა..
მეორე დილით თითქმის მთელი დღე ჩემების გარემოცვაში ვიყავი.. ვერცერთი
გვერდი ვერ წავიკითხე საღამომდე, იმის შიშით რომ არაფერი შეემჩნიათ.. დედა
ათისთვის დამემშვიდობა და გავიდა.. მაშინვე ბლოკნოტს დავუბრუნდი, სულ
რამდენიმე გვერდი მქონდა დარჩენილი..
7 იანვარი;
„დარიალის ახლადაშენებულ მონასტერში შევხვდი შობას.. მთა ყოველთვის
საოცრად მამშვიდეს.. თან ჩემი მამაოც ჩემთან იყო.. მან მარის შესახებ ყველაფერი
იცის.. გზაშიც უამრავი ვისაუბრეთ. წლებია მისი კურთხევა, ჩემთვის
კანონივითაა. თითქოს მამა შემიცვალა, რომელსაც არასოდეს გაუწევია ჩემთვის
მამობა.. ყველაზე მეტად მინდოდა მარიც გვერდით მყოლოდა. დღეს შევპირდი
ტაძარს, რომ თუ მე და მარი დავქორწინდებით, უფლის წყალობით, აუცილებლად
შევწირავ ამ მონასტერს ღვთისმშობლის მოოქროვილ ხატს..“

15 იანვარი;
„დღეს ყველაფერი საბოლოოდ გადავწყვიტე.. მარტში შვებულებაში გავალ..
იქამდე, ვფიქრობ ყველაფრის მოგვარებას შევძლებ.. უბრალოდ აღარ შემიძლია მის
გარეშე.. არც ის მინდა ანონიმური უაზრობებით თავი მოვაბეზრო, არც იმის დრო
მაქვს ყველგან უკან დავყვებოდე.. ვიცი ყველაფერს გაიგებს..“
დღიური 15 იანვრის ჩანაწერით მთავრდებოდა.. რამდენიმე დღე გამუდმებით
ვკითხულობდი ამ დღიურს.. ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ვნერვიულობდი და
მაინც ვერაფერს ვხვდებოდი. ყველაფერი რომც დამეჯერებინა, თუნდაც ის რომ ამ
ჩანაწერების გაკეთებისას გულახდილი იყო, როგორ დამევიწყებინა ის სამი თვე..
ის საბედისწერო საუბარი.. უხეშობა, გულგრილობა.. ვერ ვხვდებოდი რა
დამეჯერებინა, ის რომ ადამიანი დღიურშიც კი იტყუებოდა, თუ ის რომ ეს სამი
თვე იყო ტყუილი.. ვერაფერი გადამეწყვიტა.. ეს ნერვიულობა კი ბავშვზე
საშინლად მოქმედებდა.. მუდმივად ცუდად ვიყავი.. ბავშვზე ნერვიულობა კიდევ
უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას.. ორსულობის პერიოდში უკვე მესამედ
დამაწვინეს საავადმყოფოსი. დედა და მამა ცოცხალ მკვდრებს ჰგავდნენ
ნერვიულობისგან. ვიცოდი რომ დამნაშავე ვიყავი, პირველ რიგში ჩემს შვილთან,
მას ვერ ვუფრთხილდებოდი, ისე როგორც უნდა გავფრთხილებოდი.. მერე კი
ჩემებსაც უმოწყალოდ ვექცეოდი.. ამას ვიაზრებდი, მაგრამ ვერც ნანუკას
მოტანილი მეორე ბლოკნოტი მივაგდე გულგრილად..
უკვე ექვსი თვის იყო ნაყოფი. ეს ერთი თვე შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო.
მთელი დღეები წოლა აღარ შემეძლო, მაგრამ ადგილიდან არ ვინძრეოდი.. უკვე
მიყვარდა პატარა, რომლის თითოეული განძრევა.. ფეხის მორტყმა გულს
მიჩქარებდა.. ეს იყო ბედნიერება, რომელიც მანამდე არ განმეცადა.. მე კი მაინც
კახაზე ვფიქრობდი, რას იტყოდა რომ სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ.. რას
ფიქრობდა ახლა, რას აკეთებდა.. ვერ ვხვდებოდი, როდის მექცა ცხოვრება
ბრაზილიურ სერიალად, შვილს საკუთარ მამას ვუმალავდი.. რა იქნებოდა,
მქონოდა ბედნიერი ოჯახი.. კახასაც ეგრძნო, თავისი შვილის მოძრაობა.. დათას
მაგივრად ის გამომყოლოდა სასეირნოდა, მას ვეტარებინე ექიმთან, მას არ მოეცა
ნერვიულობის საშუალება.. ერთად აგვერჩია პატარასთვის ტანსაცმელი.. მაგრამ
რეალობა ნაცრისფერი იყო. ნანუკას მოტანილი ბლოკნოტი გვერდით მედო.. ვერ
გადამეწყვიტა გადამეშალა თუ არა.. დიდხანს ვეღარ მოვითმინე.
4 მარტი;
„მარი ჩემს სახლშია.. მთელს სახლში ისმის მისი ყვირილი, კარებზე ბრახუნი..
ნეტა იცოდეს როგორ მტკივა, მაგრამ ალბათ ოდესმე გამიგებს..“
7 მარტი;
„ცოტათი დამშვიდდა.. თითქოს პატარა, თავისუფლების მოყვარულ შველს ჰგავს..
მე, მე ალბათ ბოროტ მონადირეს. რომელიც მისი წამებით ტკბება.. ნაღდად ასეთი
ვიქნები მის წარმოდგენაში.. არადა ნეტა იცოდეს, როგორ მინდა მივიდე და
ჩავეხუტო, თბილად ველაპარაკო.. მაგრამ ის ხომ ამის უფლებას არ მომცემს, ვერც
ჩემს სიყვარულს გაიგებს და ვერც იმას თუ რატომ უნდა დარჩეს ნებით ჩემს
სახლში.. რატომ უნდა გახდეს ჩემი ცოლი, ის ხომ არ მიცნობს.. მირჩევნია უხეში,
ბოროტი, საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ვეგონო.. ასე უფრო ძლიერი
ვარ, თორემ შეიძლება სითბო ვერ მოვზომო, ვერ გავჩერდე იქ სადაც უნდა
გავჩერდე.. მისი ახლოს ყოფნა თითქოს თავბრუს მახვევს, არადა არ მინდა რამე
დავაძალო.. თან თუ მას ასეთი შევუყვარდები, როგორიც ყველაზე უარეს
მდგომარეობაში ვიყო, რა თქმა უნდა ეყვარება მასზე ყურებამდე შეყვარებული
კახა, როგორადაც რეალურად მაქცია..“
15 მარტი;
„ჩვენ უკვე ჯვარი დავიწერეთ.. ნამდვილად არ იყო საოცნებო ჯვრისწერა..
საშინელებაა, როდესაც საყვარელი ქალის თვალებში სიყვარულს ვერ ხედავ.. იცი,
მუქარით გყავს მოყვანილი.. იაზრებ რა მდგომარეობასია ახლა, როგორ დაუნგრიე
ოცნებები და შენ მაინც ამაყად იღიმი.. საშინელებაა.. თან არც მამა გიორგი იყო
ჩვენს გვერდით, როგორც კი მოტაცება ვუხსენე, მითხრა თუ არ გადავიფიქრებდი
მასთან არ მივსულიყავი.. მისი კურთხევის გარეშე დავიწერე ჯვარი.. მარის სამი
დღეა შოკი აქვს, სიკვდილი მინდა. მინდა ყველაფერი დავლეწო მის ცრემლებს
რომ ვხედავ.. ვხვდები როგორი ეგოისტი ვარ, რას ვუკეთებ საყვარელ ქალს,
მაგრამ ვიცი ბედნიერი იქნება..“
20 მარტი; 
„ისევ ყველაფერი გავაფუჭე, ძლივს გაეღიმა, ძლივს დამშვიდდა. სამტრედიაში
ერთ ოთახსიც კი გვეძინა.. უბრალოდ ვერ ავხსნი, მისგან ზურგით წოლა რა ფასად
დამიჯდა და ამ უაზრო ზარით ისევ ყველაფერი გავაფუჭე. მან მგონი ყველაფერი
გულით გააკეთა, იქნებ მართლა უნდოდა ჩემთვის ესიამოვნებინა.. ჯანდაბა, მგონი
ისე მეშინია, ჩემგან არ წავიდეს, არ შემიძულოს, ვეღარ ვხედავ როგორი კეთილია,
რომ არც ტყუილი შეუძლია და არც ის ნაბიჯები, გამორჩენის მოლოდინში
გათვალოს, მაგრამ ვერც ბოდიშს მოვუხდი.. ვნახოთ რა იქნება..“
21 მარტი; 
„დღეს გულახდილი საუბრების საღამო გვქონდა.. მე რა თქმა უნდა ისევ ზედმეტი
მომივიდა.. ყველაფერ ნათელს ვანადგურებ თითქოს, მაგრამ დღეს ჩვენ
ერთმანეთს ვაკოცეთ.. ჩემი ინიციატივით, ძალით, მაგრამ მაინც.. როგორი
ბედნიერი ვიქნებოდი, ის მარის ცრემლებით კი არა ჩვენი პირველი ღამით
გაგრძელებულიყო..“
26 მარტი;
„მარიმ ქეთუსიზე იეჭვიანა, პირველად და უკანასკნელად ამ ქალის მადლიერი
ვარ.. ისეთი თბილი იყო ლევანთან.. თან ისეთი ამაყია.. ჩემი პატარა ანგელოზია..
გული მიგრძნობს, ყველაფერი მაგრად იქნება, თან ძალიან მალე.. თითქოს უხმოდ
გვესმის ერთმანეთის, ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც თვალებში მიყურებს იმის
გასაგებად, თუ რას ვფიქრობ..“
30 მარტი;
„ყველაზე მძიმე, მარის ოჯახთან შეხვედრა გადატანილია.. მე მას ვუყვარვარ, მე
თვითონ მიკვირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ.. უფალო, ის არ ნანობს,
რომ თავისებს არაფერი უთხრა, თან ეტყობა, შიში აღარაფერ შუაშია..“
ამ დროს მართლა უკვე სიგიჟემდე მიყვარდა კახა.. ცუდად ვიყავი ემოციებისგან..
ის ყველაზე კარგია, მაგრამ რა ჯანდაბაა ის სამი თვე, რა შეცვალა ავარიამ, როგორ
შეეძლო მოეტყუებინა, ყველაფერი რაც მაშინ მითხრა, ან იტყუებოდა კი.. მისი
ჩანაწერები, ყოველი სიტყვა მის უსაზღვრო სიყვარულს ადასტურებდა.. ნახსენები
ჰქონდა გორში ყოფნის პერიოდიც.. ჩვენი ერთადგილიანი საწოლი.. „უბრალოდ არ
მინდოდა ეს ყველაფერი მათთან სახლში მომხდარიყო, თორემ მართლაც ვერაფერი
იხსნიდა მარის ჩემი ალერსისგან.. თან მის თვალებშიც ჩანდა, რომ თითქოს
თანახმა იყო..“-წერდა კახა. აღწერილი იყო ამერიკაში ყოფნის დღეებიც.. როგორ
საოცრად ებუზღუნებოდა ფურცლებს, თითქოს თავის სიმართლეს უმტკიცებსო..
ბედნიერი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს ვენდე.. მას მართლაც არ ენახა ნინო, არც
წაკითხვამდე შემპარვია რატომღაც ეჭვი.
12 აპრილი;
„სულ ყველაზე ბედნიერი ვარ.. ის ყველაზე ძლიერია და ვიცი ვუყვარვარ, ვიცი
სიცოცხლის ბოლომდე მიერთგულებს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად
ჩემი სშინელი ხასიათისა.. ის იმდენად კარგია, სხვანაირად უბრალოდ ვერ
შეძლებს.. ვუყვარვარ, იმაზე მეტად ვიდრე გააზრება შემიძლია.. ყველაზე
მოულოდნელ დროს მითხრა რომ მზად იყო, არადა ხომ ეტყობოდა როგორ
ნერვიულობდა.. გული კინაღამ ამოუვარდა.. მან ხომ ეს ჩემი ბედნიერებისთვის
გააკეთა.. მეტს შენც კი არაფერს გეტყვი, ფიქრითაც კი არ მინდა ეს მომენტები
გავაუფასურო..“
 
თავი 14

დღიურს ორი კვირის განმავლობაში ვკითხულობდი, როცა ჩემი მდგომარეობა ამის


საშუალებას მაძლევდა, ის ნამდვილად არ იყო სახარბიელო.. საავადმყოფოში
გადაყვანამ შეუძლებელი გახადა ნანუკას მოტანილი მესამე ბლოკნოტის წაკითხვა,
რომელიც საგულდაგულოდ დავმალე.. იმედით, რომ საღამოს შევძლებდი
წაკითხვას.. მე კი მშობიარობამდე უარი მითხრეს სახლში გაწერაზე.. მესამე კვირა
იწყებოდა რაც საავადმყოფოში ვიწექი.. ვეხვეწებოდი სიმართლე არ დაემალათ.. ერთ
საღამოს მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.. აუცილებელი იყო ოპერაცია.. ახლა
უკვე ჩემის სიცოხლეც საფრთხის ქვეს იდგა.. ისტერიკა მქონდა, ვერ ვეგუებოდი
ჩემზე უფრო რომ ნერვიულობდნენ ჩემები, ვიდრე ბავშვზე.. ყველა იმას იძახდა,
ახალგაზრდაა და აუცილებლად ეყოლება კიდევ შვილები.. მთავარია თვითონ იყოს
კარგადო.. მე კი ჩემი პირველი შვილი მინდოდა, ჩემი და კახას შვილს უნდა
ეცოცხლა.. რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე მართლა არ ვიცოცხლებდი ამ ბავშვის გარეშე..
ოპერაციისთვის მზადება დაიწყეს, მაგრამ ექიმი კანონიერი წარმომადგენლის
ხელმოწერას ითხოვდა, რომელიც ხელმოწერით დაუდასტურებდათ ოპერაციაზე
თანხმობას.. რადგან ოპერაციის წარმატებით დამთავრების შანსი ნახევარზე ბევრად
ნაკლები იყო.. ჩემები გიჟებს გავდნენ, როცა მამამ გაიგო, რომ კახას ხელმოწერა იყო
აუცილებელი, ამან ჭკუიდა გადაიყვანა.. ვერც მუქარამ, ვერ ქრთამმა, შეცვალა
ვერაერი.. მე და კახა, ისევ ცოლ-ქმარი ვიყავით.. 
-ამ უაზრო პატივმოყვარეობას, მარი და ბავშვი შეიძლება შეეწირონ. მამა ხვდები
საერთოდ რას გეუბენბიან, ახლავე წავალ და მოვიყვან, როგორ ცუდადაც არ უნდა
მოქცეულიყო, საუბედუროდ ის მარის ქმარი და ბავშვის მამაა.. არაფერი გამაგონო.-
ღრიალებდა დათა. 
მამას ხმა აღარ ამოუღია, დათა მაიშინვე გაიქცა საავადმყოფოდან..
არ ვიცი ასე სწრაფად როგორ დაბრუნდნენ. კახას ფერი არ ჰქონდა. მამამ როგორც კი
დაინახა, მისკენ გაიწია.
-იცოდე, რომელიმეს რომ რამე დაემართოთ, არ გაცოცხლებ შე არაკაცო.-ღრიალებდა
მამა.
დათა ცდილობდა მამა დაეჭირა, კახა კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდა, თითქოს მას არ
ემუქრებოდნენ.. ის პალატაში შემოვიდა, ვერაფრით შეუშალა მამამ ხელი, ექიმმაც
რომ გაიგო ქმარი იყო, მაშინვე შემოუშვა და დანარჩენებს შეახსენა რომ
საავადმყოფოში იყვნენ. კახას ექიმი რაღაცას უხსნიდა ჩემი და ბავშვის
მდგომარეობაზე, ის კი თვალს არ მაცილებდა. მხოლოდ ის იკითხა, ხომ არ
შეიძლებოდა სადმე უკეთეს კლინიკაში, თუნდაც საზღვარგარეთ გადაყვანა, ან
რომელიმე ექიმის ჩამოყვანა. ექიმმა სასტიკი უარი განაცხადა, ოპერაცია
დაუყოვნებლივ უნდა გაკეთებულიყო. მაშინ კახამ ხელი მოაწერა საბუთებს. უკვე
ყველაფერი მზად იყო, მალე წამალი იმოქმედებდა და ჩამეძინებოდა.. ექიმი თხოვდა
კახას არჩევანი გაეკეთებინა, თუ მხოლოდ ერთი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა
შესაძლებელი.. ის ტიროდა, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაზე ძლიერი იყო, ახლა
ხმამაღლა ტიროდა.. ექიმი არაფრით ეშვებოდა, ამბობდა რომ ეს აუცილებელი იყო,
ასეთ სიტუაციაში.. 
-მე ერთხელ უკვე დავკარგე ისინი, გევედრებით, ყველაფერი გააკეთეთ რომ
გადამირჩინოთ, გემუდარებით..
-ჩვენ თქვენი თხოვნის გარეშეც ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, მაგრამ
უნდა გესმოდეთ სიტუაციის სირთულე..
-უკიდურეს შემთხვევაში, მარი უნდა გადაარჩინოთ.. ვიცი ამას არასდროს მაპატიებს,
მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია..
მინდოდა მეყვირა, მეტირა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ ვხვდებოდი რომ
არაფერი შემეძლო.. ძილი მერეოდა, მხოლოდ კახას ცრემლიან თვალებს ვხედავდი
და ვგრძნობდი მის გაყინულ ხელს, რომელსაც ჩემი ხელი ჩაებღუჯა..
ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. ჩემი პატარა ცოცხალი დაიბადა, მიუხედავად მძიმე
მდგომარეობისა ორივე გადავრჩით. ექიმები გაოცებულნი იყვნენ პატარას
სიძლიერით. ჩემს მდგომარეობაში კი მთავარი იყო ოპერაციის შემდგომ პერიოდს
კარგად ჩაევლო, არ დამჭირვებოდა მეორე ოპერაცია, რომელიც სამუდამოდ
წამართმევდა დედობის ბედნიერები კიდევ განცდის საშუალებას. ნარკოზიდან
გამოსვლისას პალატაში დედა დამხვდა. ის თმაზე მეფერებოდა, თითქოს
დაბერებული მეჩვენა ნერვიულობისგან. 
-შვილო, როგორ ხარ?-იყვირა როგორც კი თვალი გავახილე.
-კარგად დე, ბავშვი, ბავშვი როგორაა?
-კარგად არის შვილო, ინკუბატორშია. ექიმებს მისი სიძლიერე აკვირვებთ, მაგარი
ბიჭია.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სიტყვების მოსმენით, ის ცოცხალი იყო, მე დედა
ვიყავი, საოცნებო ბიჭის დედა, ჩემი მატათა.
-დანარჩენები სად არიან?
-დერეფანში, მხოლოდ ერთს მოგვცეს შენთან შემოსვლის უფლება, შენმა
უსირცხვილო ქმარმა, დამითმო და შემომიშვა.
-დედა, გთხოვ.
-რა დედა, თქვენ რომ რამე დაგმართნოდათ, ყველაფერი მისი ბრალი იქნებოდა.
შვილო, ცხოვრება გაგიმწარა, ახლა კი აქედან ფეხს არ ადგამს, მზრუნველი ქმარივით.
ისეთი უბედური სახე ჰქონდა ოპერაციის დროს, თითქოს თვითონ უარეს დღეში არ
გაგდებდა თავისი უმადურობით...-დედა არ ჩუმდებოდა.
-დე, მეძინება. 
მაკოცა და მაშინვე გავიდა. საშინლად არ მსიამოვნებდა კახას ლანძღვის მოსმენა. არ
ვიცი ოდესმე ვაპატიებდი თუ არა, მაგრამ მის სიყვარულში ნამდვილად არ
მეპარებოდა ეჭვი. საავადმყოფოში წოლისას უამრავი დრო მქონდა ყველაფერზე
მეფიქრა. თუ აქამდე თითქმის ყველაფრის მჯეროდა და ლოგიკურად მიმაჩნდა რაც
ავარიის შემდეგ მითხრა, ჩანაწერების წაკითხვისას ჩანდა რომ ყველაფერი ტყუილი
იყო. ის საოცარი ადამიანი იყო, კაცი რომელმაც ყველაფერი გააკეთა, თავისი
სიყვარულის დასაცავად. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ჩემს
დასაცავად მოიგონა, ვერ გამიმეტა მეყურებინა მისთვის ინვალიდის სავარძელში..
საშინლად მტკენდა გულს, ის რომ, სათანადოდ არ მიცნობდა. მან დაუშვა რომ მე
მისი მიტოვება შემეძლო, ეს კი ყველაზე დიდი უბედურება იყო ჩემთვის.. ესე იგი ვერ
ხვდებოდა თუ როგორ მიყვარდა.. ვერ ხვდებოდა რომ ის ჩემთვის ყველაფერი იყო,
საერთოდ ყველაფრის გარეშე.. რომ ახლა ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ ჩვენი
შვილი ზუსტად მისნაირი გაზრდილიყო.. ფეხზე ადგომა არ შემეძლო, ვერც ბავშვს
ვნახულობდი.. ერთი სული მქონდა ჩემი შვილი მენახა, დავრწმუნებულიყავი რომ
არაფერი უჭირდა. ხელში ამეყვანა, შევხებოდი.. არც კახა მინახავს.. უკვე მეოთხე დღე
გადიოდა ოპერაციიდან, უკვე გვიანი საღამო იყო კახა რომ შემოვიდა..
-როგორ ხარ?
-გმადლობ, კარგად.
-გთხოვ, ნუ მელაპარაკები ასე.
-რა არ მოგწონს?
-შენი დაძაბული, ანერვიულებული სახე როდესაც მხედავ.
-ბოდიში..
-როგორ შეგეძლო ეს არ გეთქვა?
-არ გაბედო მისაყვედურო ამის გამო..
-აბა, რა ვქნა? მადლობა გითხრა არაფერი რომ არ მითხარი, მადლობა გითხრა რომ
ასეთ მძიმე მდგომარეობაში მარტო იყავი..
-მარტო არ ვყოფილვარ, ჩემებს ერთი წუთით არ დავუტოვებივარ.
-ბავშვის მამა მე ვარ.
-გიყურებ და ვერ ვიჯერებ, როგორ ბედავ ასე მელაპარაკო. დაგავიწყდა ის სამი თვე,
დაგავიწყდა როგორ მექცეოდი.. დაგავიწყდა, თვითონ მითხარი რომ მე შენთვის
უბრალოდ პარტნიორი ვიყავი საწოლში?! ყველანაირი გრძნობების, ემოციების
გარეშე.. ვიფიქრე რომ ჩემი შვილიც არაფერს ნიშნავდა შენთვის..
-ჩვენი შვილი.. ვერ ხვდებოდი, რომ ამისი აღიარებით შეიძლება ყველაფერი
შეცვლილიყო?!
-კი, ვხვდებოდი.. ან ბავშვი არ დაიბადებოდა, ან უსიყვარულო ოჯახი შემრჩებოდა,
სადაც არასდროს გავზრდიდი შვილს..
-როგორ იფიქრე, რომ შეიძლება ჩემი შვილის დაბადება არ მდომებოდა?
-ბოლოს შენგან არაფერი გამიკვირდებოდა..
-აპირებდი ოდესმე რაიმე გეთქვა, თუ მუდმივად დარჩებოდი მამაშენის ციხე
სიმაგრეში?! ამას არასდროს გაპატიებ.
-არც ვაპირებ რაიმეს გამო პატიება გთხოვო. 
-იმაზე ერთი წუთით არ იფიქრე, რომ შეიძლება ბავშვის არსებობას ყველაფერი
სიკეთისკენ შეეცვალა, იქნებ მეც მომდომებოდა ბრძოლა მის გამო.. 
-კახა, ზედმეტად ამაყი ხარ.. შეიძლება რაღაც ჩემი ბრალია მართლა, მაგრამ შენს
დანაშაულსაც მე ნუ გადმომაბრალებ.. შენ რაზე ფიქრობდი, როდესაც გული
გადამიშალე?! არ მითხრა რომ ჩემზე.-ცრემლები მახრჩობდა.
-ნუ ტირი, ხომ იცი რომ შენს ცრემლებს ვერ ვიტან. გემუდარები.
-მე პირიქით მეგონა, სამი თვის განმავლობაში, ოდესმე გითქვამს თუნდაც ერთი
დამამშვიდებელი სიტყვა, თუ ნამტირალევ თვალებს ვერ ამჩნევდი?!.. 
-მე ასე შენს გამო ვიქცეოდი, რატომ ვერ ხვდები ამას..
-ყოველთვის მე ვერ ვგებულობ რაღაცას. არადა შენ ვერ გაიგე, როგორ მიყვარდი. ვერ
მიხვდი, რომ მე არაფერი მაიძულებდა მაშინ შენს მიტოვებას, რომ ვერაფრით
გაგიმეტებდი იმ მძიმე მდგომარეობაში ბედს შეგუებოდი.. შენ ვერ მიხვდი ვერაფერს.
-მე ვიფიქრე, რომ ასე სჯობდა.
-ხოდა არასწორად იფიქრე. გთხოვ, წადი აქედან და აღარ მოხვიდე, ჩემი
მდგომარეობის გამო განქორწინების პროცესი აქამდე ვერ დავიწყე, როგორც კი
აქედან გამოვალ აუცილებლად გავაკეთებ ამას. ბავშვს ხშირად ნახავ ხოლმე.
-არც იოცნებო. ვიცი რასაც ამბობ, ეგ არც შენ გინდა. ჩვენს შვილს კი ერთად
გავზრდით. შენმა სიამაყემ, შენებმა, შეიძლება ეს აზრი არ მოიწონონ, მაგრამ მე
გპირდები რომ ერთი ოჯახი ვიქნებით.
-კახა, მე იმ ადამიანთან რომელსაც არ ვენდობი, ვისი იმედიც არ მაქვს ვერ
ვიცხოვრებ. მჯერა, რომ შენ ისევე ადვილად მიმატოვებ რთულ სიტუაციაში, როგორც
გეგონა, რომ მე დაგტოვებდი.. ამას კი ოჯახი არ ჰქვია.
-ხომ იცი, რომ ასე არასოდეს მოვიქცევი. ხომ იცი რომ მიყვარხარ. ნუთუ ვერ გრძნობ?!
ის სიტყვები ჩემთვის არანაკლებ მძიმე იყო, მაგრამ ვიფიქრე, თუ შენს
თავმოყვარეობას და სიამაყეს შევეხებოდი, თუ დაგარწმუნებდი, რომ ჩვენი
სიყვარული, რომლისაც ყველაზე მეტად გჯეროდა ამ ქვეყნად სინამდვილეში არ
არსებობდა, ადვილად მიმატოვებდი. გაბრაზება კი ადვილად დაგავიწყებდა ჩემს
თავს.. მე არ მქონდა იმედი რომ გავივლიდი, არ მინდოდა ხეიბართან გეცხოვრა,
რომელიც თუნდაც ვერასოდეს გაჩუქებდა შვილს.. მე ხომ ვიცი, რას ნიშნავს შენთვის
დედობა..
-კახა, ყველაფერს მიხვდი, მაგრამ ვერ მიხვდი როგორ მიყვარდი. გამოდის რომ
საერთოდ არ მიცნობდი.. მე კი არ შემიძლია გაპატიო ეს..
-მართალი ხარ, შენ იმაზე მეტად გიყვარდი, ვიდრე ოცნება, ან წარმოდგენა შემეძლო..
მაგრამ ვიცი ახლაც ისევე გიყვარვარ, მაპატიე გთხოვ..
(უფრო მეტად, ბევრად მეტად)-მინდოდა ეს სიტყვები მეყვირა, მეთხოვა დახრილიყო
და გულში ჩავეკარი, ვერ ვუძლებდი მის ცრემლიან თვალებს, მაგრამ არ შემეძლო. მე
მართლა არ მქონდა ნაპატიები ის სიტყვები, მთელი დროის ნერვიულობა რასაც
კინაღამ ჩვენი შვილი შეეწირა. ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვპატიობდი, რომ მან
დაუშვა ის რომ მე მისი მიტოვება შემეძლო..
-მინდა წახვიდე, დავიღალე, აღარ შემიძლია შენთან ლაპარაკი.
მან ყელზე ჩამოკიდებული ჯაჭვს ჩემი „კალიცო“ მოხსნა, თავიდან ვერ მივხვდი რას
აკეთებდა, როდესაც პერანგის შიგნით რაღაცას ეძებდა.. ახლაღა შევამჩნიე, რომ მას
თავისი „კალიცო“ ხელზე ეკეთა.. გული ამიჩქარდა, ის ჩემს ბეჭედს თან ატარებდა..
ჰაერი არ მყოფნიდა, უფალს მადლობას ვწირავდი, ადგომა რომ არ შემეძლო, თორემ
ალბათ უკვე კახას კისერზე ვიქნებოდი ჩამოკიდებული.. ბეჭედი საწოლთან მდგარ
ტუმბოზე დადო.
-ეს ჩვენს სახლში დაგრჩა, პატარა.. ისევე, როგორც მე.-მითხრა და მაშინვე ტუჩებში
მაკოცა. 
გაბრაზებისგან, მონატრებისგან, სიამოვნებისგან, საერთოდ ყველანაირი ემოციისგან,
ხმა ვერ ამოვიღე, ისე უცებ გავიდა პალატიდან. გაშტერებული მივჩერებოდი
პალატის კარებს და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. გვიან დედა და მამა
მმოვიდნენ, ისევ კახაზე იყვნენ გაბრაზებულები, ბავშვთან ყოველთვის თვითონ
შედის, დღეს არც ერთს გვინახავსო. ერთის სული ჰქონდათ, როდის
განვქორწინდებოდით, მათი გეგმებით დათასთან ერთად ესპანეთში წავიდოდი და
ბავშვს იქ გავზრდიდი, ამ „არაკაცისგან“ შორს. მივხვდი, რომ ეს კიდევ ერთი დიდი
ბარიერი იყო კახასთან დასაბრუნებლად, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად. მეორე დღეს
კახა ისე მოვიდა თითქოს აქაც არაფერი, თბილად მაკოცა და სანამ ხმას ამოვიღებდი
ბავშვის დაბადების მოწმობის აღება მახარა.
-როგორ გაბედე ბავშვისთვის სახელის დარქმევა, არ გეჩვენება რომ ამის უფლება არ
გაქვს?
-მე ბავშვის მამა ვარ და ზუსტად იგივენაირი უფლებები მაქვს, როგორიც შენ.
-მინდა რომ წახვიდე, შენი აქ ყოფნა ცუდად მოქმედებს ჩემზე და კიდევ, ჩემებს
ბავშვის ნახვის საშუალება მიეცი.
-სულ მხოლოდ სამჯერ მაჩვენეს ბავშვი.
-ისინი მთელი ფეხმძიმოსბის დროს ზრუნავდნენ ჩვენზე, მათი შვილიშვილია, ნუთუ
არ გესმის..
-შენ არ მომეცი საშუალება თქვენზე მეზრუნა, ახლა კი მართლა გვერდიდან აღარ
მოგიშორებთ.
-არ მინდა მაგის გახსენება, გთხოვ გადი.
-„შეყვარებულები ვარსკვლავებს ჰგვანან,
ჩვენ მზე და მთვარე არა ვართ, 
ცალ-ცალკე ვიყოთ და გადავრჩეთ.“1-მითხრა ღიმილიანი სახით, დაბადების მოწმობა
საწოლზე დამიდო და გავიდა.
 

თავი 15

ჩვენს შვილს მატათა ერქვა, მატათა დაარქვა, გამოდის სულ ტყუილად ვიჩხუბე,
მაგრამ ხომ შეეძლო ჩემთვის მანამდე ეთქვა, იქნებ გადავიფიქრე.. ვერ ხვდება
თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით სადამდე მივედით.. იმ ღამით
მაღალი სიცხე მქონდა, აღმოჩნდა რომ ნაოპერაციევთან დაკავშირებით რაღაც
პრობლემა შემექმნა. სამი დღე რეანიმაციაში მომიწია ყოფნა.. ნანუკას და ხატიას
დღემდე არასდროს ეზარებათ, იმ ამბების მოყოლა, რომელიც ჩემს თვალწინ არ
ხდებოდა. ისინი კახას ყველაზე დიდ გულშემატკივრებად იქცნენ, ლევანთან
ერთად.. პალატაში გადაყვანის მეორე დღეს ჩემთან შემოსვლის ნება დართეს
ჩემებს. ჩემდა გასაკვირად დედა შემოვიდა, საშინლად იყო გაბრაზებული.
-შენმა ქმარმა ბავშვი წაიყვანა, ვითომ არ ესმოდა ჩემი და მამაშენის. ნეტა დათა
ყოფილიყო აქ. (დათა აუცილებელი საქმის გამო ესპანეთში იყო); ბავშვი უკვე
კარგად იყო, ვიფიქრეთ სახლში წავიყვანთ, შენც ხომ იცი ყველაფერი მზადაა მის
ოთახში. იმ ვაჟბატონმა კი თითქოს ვერც შეგვამჩნია, ექიმებმაც, კანონით ბავშვის
წაყვანის უფლება მას აქვსო. თითქოს მოვლა შეეძლოს. თან ორი გორილა ახლდა,
ახლოსაც კი არ მიგვაკარეს. მამაშენი კინაღამ მოკვდა, გასვლისას მშვიდად
გვითხრა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოინახულოთ შვილიშვილი, შეგიძლიათ
დარჩეთ კიდეც, ოღონდ ჩვენს სახლშიო. სასწრაფოდ დაიწყეთ განქორწინების
პროცესი, არც კი მთხოვო გაჩუმდიო.-ყვიროდა დედა;
არაფრის მოსმენა არ შემეძლო, რაღა მაინცდამაინც ჩემი რეანიმაციაში ყოფნის
დროს მოხდა ყველაფერი. თითქოს არ ვარსებობდი, ისე იცვლებოდა მოვლენები
ჩემს გარშემო, შვილი არც კი მენახა. კახა, თავისი დესპოტური
გადაწყვეტილებებით, რომელსაც ეტყობოდა არაფრის დამთმობი იყო. დედა და
მამა საშინლად გაბრაზებულები, მათ უბრალოდ სძულდათ ჩემი ქმარი და ალბათ
არასდროს მაპატიებდნენ მე თუ მასთან დავბრუნდებოდი. დათა კი ძალიან შორს,
როგორ მჭირდებოდა ახლა. ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელიც ნებისმიერი
ქალის ცხოვრებაში განუზომელ სიხარულთან ასოცირდება, ერთ დიდ ჯოჯოხეთად
მექცა. ერთი სული მქონდა საწოლიდან წამოვმდგარიყავი და ყველაფერი როგორმე
მომეგვარებინა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ.. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მე
ხომ ვიცოდი, რომ ის მართლაც არაფრით მომშორდებოდა გვერდიდან, მე ხომ
ვიცნობ მას.. „მეც ხომ ეს მინდა, მაგრამ რა მექნა იმ ტკივილს, რომელიც მისი
დანახვისას მახსენდება, რა ვუყო შიშს, იმისა რომ მომავალში თუ კიდევ მსგავს
სიტუაციაში მოხვდება, ისევ მოიგონებს უამრავ სისულელეს რომ ტკივილისგან
დამიცვას.. რა ვუყო, იმ უუნარობის შეგრძნებას, რომელსაც ყველა იმ
გადაწყვეტილებით მიმძაფრებს, რომელსაც დამოუკიდებლად, ჩემგან მალულად
იღებს.. მას მართლა პატარა ბავშვი ვგონივარ და უფლება რომ მისცენ შუშის
კოშკში მაცხოვრებს“..-ვებუზღუნებოდი ჩემს თავს. აქედან ყველაზე რთული მაინც
ჩემი მშობლების დამოკიდებულების შცვლა იყო, დანარჩენს კი ერთი რაღაც
აგვარებდა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.. მე მართლა ვერ გავძლებდი მის გარეშე.
საღამოს, როგორც იქნა კახა მოვიდა. არ ვიცი ამდენი სითბო, სინაზე, სიყვარული
როგორ შეეძლო ამ ერთ ადამიანს, ძალიან დიდ, ზოგჯერ უხეშ, მკაცრ, ძლიერ კაცს
ჰქონოდა. პალატაში, ბეჭებში მოხრილი შემოვიდა, საოცარი სინაზით ეჭირა ჩვენი
შვილი ხელში.. სახეზე უსაზღვრო ბედნიერება და შიში ეხატა, შიში არაფერი
ეტკინა მისთვის. ყველა საყვედური თითქოს ერთიანად გამიქრა. არავინ აღარ
არსებობდა მათ გარდა. თითქოს მათი შემხედვარე ვგრძნობდი თავს სრულფასოვან
ადამიანად. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, გულით, სულით, გონებით ვგრძნობდი
უსაზღვრო სიხარულს. კახა ბავშვი ნაზად დამიწვინა მკლავზე.. ის ისეთი ციცქნა
იყო, ისეთი დაუცველი, ჩემი გულისცემა მესმოდა. თითქოს იმ წამმა ყველაფერი
შეცვალა, ვუყურებდი კახას და ვხვდებოდი, რომ ვერ გადავიტანდი თუ შვილი
მისგან შორს გაიზრდებოდა.. ვერ ავიტანდი, ხელახლა განეცადა კახას ის ტკივილი
რაც მთელი ბავშვობა ტანჯავდა. ვერც ჩემს შვილს გავიმეტებდი უმამობისთვის,
მინდოდა ყველაფერი მამისგან ესწავლა.. მას მგვანებოდა, მისნაირი
შეხედულებები ჰქონოდა, მისნაირად შეძლებოდა სიყვარული, მეგობრობა..
მისნაირი სიმპათიური და ძლიერი ყოფილიყო.. კახას გაბრაზებულმა ტონმა
გამომაფხიზლა..
-მამაშენის ადვოკატი იყო მოსული, თქვა რომ თანახმა ხარ განქორწინებაზე და
მთხოვა არც მე შემექმნა პრობლემები. ყველაფრის შემდეგ, ამაზე როგორ
დათანხმდი?!.. ნუთუ ვერ ხვდები, რომ უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ უშენოდ.
ჩვენი შვილის გარეშე.. ნუთუ ვერასდროს მაპატიებ იმ ერთ შეცდომას. ალბათ
ვერსდროს დაივიწყებ იმ სიტყვებს.. მაგრამ მე ხომ ვხედავ რომ გიყვარვარ. რატომ
აკეთებ ამას, გამაგებინე მარი. შენების შეგეშინდა?! ხომ იცოდი რომ ყველაფერში
შეგიძლია მენდო, ვერ ხვდები რომ შენთვის შეუძლებელიც შემიძლია.. ამ
თანხმობით იცოდე ყველაფერი გაანადგურე, როგორ თქვი ჩემს ცოლობაზე უარი
და ახლა ალბათ გგონია ბავშვს წამართმევ..
-კახა, კახა მე არ მინდოდა..
-რა არ გინდოდა?! იცოდე თუ ახლავე უარს არ იტყვი განქორწინებაზე,
სასამართლოში გიჩივლებ და ჩვენი შვილი ჩემთან გაიზრდება. არც კი იოცნებოს
მამაშენმა, რომ პროცესს მოიგებთ. შენ ხეიბარი ქმარი მიატოვე, რეაბილიტაციის
კურსის დამთავრებამდე, მას შვილის არსებობას უმალავდი.. იცოდე ყველაფერს
გავაკეთებ რომ პროცესი წააგოთ.. თუ ბოლოსდაბოლოს არ იტყვი რომ გიყვარვარ..
მე ხომ ვხედავ რომ ასეა, რა ჯანდაბაზე ფიქრობდი, მამაშენს ადვოკატის
გამოგზავნა რომ თხოვე? იცოდე რომ ჩემთვის ყველაფერი ხარ, სიკვდილი
მირჩევნია უშენობას, მაგრამ თუ დავინახავ, რომ უბრალოდ, უბრძოლველად
დამთმობ, ბავშვის წაყვანაზე ოცნებაც არ გაბედო.. ვერ დავიჯერებ რომ ასე
ადვილად მოექეცი მათი გავლენის ქვეშ, ჩემი ცოლი, რომელიც სამი თვის
განმავლობაში, ბრძოლობდა ფეხზე წამოვეყენებინე, ახლა მხოლოდ იმიტომ
მტოვებს, რომ დედამისს და მამამისს ასე უნდათ. ვერ ვიჯერებ..-ყვიროდა კახა.
-ამას როგორ ამბობ? განქორწინება სახლიდან რომ წამოვედი მაშინ არ მინდოდა და
ახლა რა გამაკეთებინებდა ამას. მაგრამ ახლა შენი სიტყვები აუტანელია. ისევ
მემუქრები, ისევ ყველაფერი ისე გადაწყვიტე როგორც შენ გინდა. არ შეგიძლია
მშვიდად დავილაპარაკოთ, ერთად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე. თუნდაც
ბავშვის აქედან წაყვანა. დავიღალე.. ჩვენმა სიყვარულმა უფრო მეტი ტკივილი
მოგვიტანა, ვიდრე სიხარული. შენ მაინც გეპარება ჩემში ეჭვი, ვერ ვიჯერებო
მეუბნები და მთელი საავადმყოფოს გასაგონად მიყვირიხარ.. მიყვარხარ. მაგრამ
ალბათ არ ვარ ისეთი, როგორიც გინდა რომ ვიყო, სხვანაირად ვერ ვხდები რატომ
ვართ ასე..
-მარი, მომისმინე გთხოვ, მისმინე და არ გამაწყვეტინო.. შენ ყველაზე საოცარი
ოცნება ხარ, რომელიც ამიხდა.. საერთოდ ყველაფერი ხარ ჩემთვის, ვიცი რომ შენი
ნაოჭებიც კი მეყვარება წლების მერე.. ერთ დღეს შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და
მაიძულე უკეთესი გავმხდარიყავი.. ყველა ბედნიერება, ყველა სიხარული,
სიყვარული, რომელიც ბავშვობაში მაკლდა ერთიანად მაჩუქე. გამაძლიერე, შენ
ერთმა პატარა გოგომ, უძლეველ ადამიანად მაქციე. რადგან ვიცი და ვიცოდი, რომ
რაც არ უნდა მოხდეს შენს თვალებში ყოველთვის ვიპოვი სიმშვიდეს. შენ მაპატიე
ის, რასაც ალბათ მე ვერავის ვაპატიებდი.. გიყურებ და ნაწყენიც კი არ ხარ ჩემზე..
შენმა სიკეთემ არ მოგცა ამის საშუალება, იცი რატომ?! იმიტომ რომ ჩემი ყველაზე
კარგად გესმის, იმიტომ რომ ჩემს ადგილზე შენც ასე მოიქცეოდი. ბოლო დღეებში
როდესაც, ყველაზე აუტანლად გექცეოდი, მაშინაც კი არ ამოგიღია ხმა. ალბათ არ
არსებობს შენს გარდა არავინ, ვინც ამას მოითმენდა. საშინლად მრცხვენია იმ
დღეების, ჩემი სიტყვების. ბოლოს უკვე ვხვდებოდი, რომ ვერ მოვახერხე შენი
დაფიქრებაც კი იმაზე, რომ დაგევიწყებინე.. ვხედავდი, იმაზე მეტად გიყვარდი,
ვიდრე სიყვარულია შესაძლებელი. ეს კი მაგიჟებდა, მდგომარეობიდან გამოვყავდი
ჩემს უსუსურობას. ახლოვდებოდა ის დღე როცა შენ წახვიდოდი, ხომ ვიცოდი რომ
აუცილებლად შეასრულებდი შენს სიტყვას და უფრო და უფრო ვბრაზდებოდი ჩემს
თავზე. არ მქონდა უფლება პატიება მეთხოვა, არ მქონდა უფლება მეთხოვა
დარჩენილიყავი.. არ გიმსახურებ, არც ახლა და არც მაშინ, არც არასდროს
გიმსახურებდი.. მე საშინელი ადამიანი ვარ, ახლაც ეგოიზმის არ მაძლევს
საშუალებას, უფლება მოგცე იცხოვრო ისე როგორც გინდა.. მეშინია ჩემს გარეშე არ
გადაწყვიტო, თუნდაც ერთი დღის გატარება, მეშინია ისევ იმ სამყაროში
დაბრუნების, რომელშიც შენი წასვლის შემდეგ ვცხოვრობდი. შენ ხარ ჩემი
მამოძრავებელი, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.. ჩემი გული და სული ხარ.
ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, თუნდაც მუქარით, რომ დაგიბრუნო, რომ
აღარასოდეს მომშორდე გვერდიდან. თითქოს მართლა შემეძლოს მატათასგან შორს
გამყოფო, ან თუნდაც არ ვიცოდე, რომ თავს მოიკლავ და ამას არ დაუშვებ. შენ
ხვალ გამოგწერენ, მომეცი საშუალება გაგიფრთხილდე, ვიზრუნო შენზე, გთხოვ
დაბრუნდი სახლში. გეფიცები, შენებს ყველაფრისთვის მოვუბოდიშებ, ყველაფერს
ავუხსნი. 
-მიყვარხარ. შენ ყველაზე უკეთესი ხარ. აღარასდროს გაიმეორო რომ არ
გიმსახურებ. მეც მინდა დაბრუნება, ეს რომც არ მეთქვა ვიცი რომ შუბლზე
მაწერია, ვიცი რომ ამას ჩემი დანახვისთანავე მიხვდი. მაგრამ ორი პირობა მაქვს,
პირველი ჯერ მე ავუხსნი ჩემებს ყველაფერს და მეორე, მე და შენ ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ შენებთან ურთიერთობა გამოვასწოროთ. ასე მგონია შენი
სრულფასოვანი ბედნიერებისთვის ეს აუცილებელი პირობაა, ჩვენ ვცადოთ.
სხვამხრივ კი ყველაფერს გავაკეთებ ყველაზე ბედნიერი კაცი იყო ამ ქვეყნად,
იმისთვის რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიმსახურებდე შენს სიყვარულს, იმისთვის
რომ მუდმივად ვპოულობდეთ სიმშვიდეს ერთმანეთის თვალებში..
კახა მაშინვე დაიხარა, ბავშვს შუბლზე ნაზად აკოცა, რომელიც თითქოს
გულისყურით უსმენდა ჩვენს საუბარს.. მერე კი მე, არ მინდოდა ეს
დასრულებულიყო, ტკივილამდე მენატრებოდა.
-ახლა მატათას წავიყვან, დღეს საღამოს დედაშენი მოდის ჩვენთან. გავაკეთოთ
ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ ხვალ აუცილებლად ჩვენს სახლში
უნდა ვიყოთ, ერთად.
ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, მთავარი იყო ჩემებთან ლაპარაკს ჩაევლო
მშვიდად. არ მინდოდა გული მეტკინა მათთვის, მაგრამ არც საკუთარი
ბედნიერების დატმობას ვაპირებდი. დედა და მამა ერთად შემოვიდნენ პალატაში,
ვთხოვე მოესმინათ.
-თქვენ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის ვცდილობდი არაფერი
გამეკეთებინა, რაც გულს გატკენდათ. დღეს მე ჩემი ცხოვრება მაქვს, უკვე პატარა
შვილიც მყავს. მე ვაპირებ კახასთან დავბრუნდე, მე ვიცი რომ მას ვუყვარვარ,
გთხოვთ, არ მინდა ეს თქვენი თანხმობის გარეშე გავაკეთო. არ მინდა გული
გატკინოთ. მაგრამ არც მის გარეშე ცხოვრება შემიძლია, მინდა ჩემს შვილს
ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს, მინდა მამამისი არ გძულდეთ. ის ძალიან კარგი
ადამიანია.
მამას და დედას ძალიან გაუჭირდათ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ
გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი. დამპირდნენ, რომ შეეცდებოდნენ კახასთან
ძველებურად, კარგი დამოკიდებულება ჰქონოდათ.
დილით კახამ საბუთები მოაგვარა, მატათა ისევ მოყვანილი ჰყავდა, ცოტახნით
ფეხზე ადგომის უფლება მქონდა. პირველად მეჭირა იმ დღეს ჩემი შვილი ხელში.
ჩემს მშობლებს კახამ ბოდიში მოუხადა ყველაფრისთვის. ურთიერთობა ჯერ არ
იყო სახარბიელო, მაგრამ მე იმედი მქონდა ყველაფერი ძალიან მალე
გამოსწორდებოდა. საავადმყოფოდან პირდაპირ სიონში წავედით, კახას უნდოდა
მისი მოძღვარი გამეცნო, ისიც პირველად ნახავდა მამა გიორგის ჩემი მოტაცების
შემდეგ. მამა გიორგი ტაძარში დაგვხვდა, დაგვლოცა. პატარას თავისი წმინდანის
ხატი აჩუქა და გვთხოვა მალევე მოგვენათლა. მატათა ჭირვეულობდა, ჩვენს
პატარას შიოდა. კახამ მიტხრა რომ საჭმელი მანქანაში იყო, მეც მანქანაში
დავბრუნდი, ის კი მამაოსთან დარჩა სასაუბროდ. პატარამ ჭამას მალევე მორჩა,მე
ისევ შევბრუნდი ტაძარში და უნებლიედ მოვისმინე კახას და მამაოს საუბარი.
-ვიცი რასაც მეუბნებოდი, ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი.. უამრავი ტკივილიც
ვნახეთ და ისიც ვიცი ჩემი თავნებობის ბრალია ყველაფერი. კურთხევის გარეშე
გადავდგი ეს ნაბიჯი, ვიცი არ არის სწორი, მაგრამ მაინც ვერ ვნანობ ვერაფერს.
მარის და მატათას გარეშე ვხვდები არარაობა ვარ, მანამდე მხოლოდ მაშინ
ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი, როდესაც დემეტრეს ვჭირდებოდი. მინდა
მაპატიო. მაპატიო აქამდე რომ არ მოვედი. სულ მალე მოვალ აღსარებაზე, მჯერა
უფალი შემაძლებინებს ტაძართან სიახლოვეს. თან ახლა ვაჟკაცი მყავს
გასაზრდელი და იცოდე გვერდით უნდა დამიდგე. შენ ჩემთვის მამაც იყავი, ძმაც
და ძმაკაციც, მინდა ჩემი შვილისთვისაც ასე იყოს. ნახავ, როგორი ბედნიერია მარი
ჩემთან, ნახავ რომ მართლა ყველაფერს გავაკეთებ მათთვის. უფალმა
შემაძლებინოს ყველა შენი კურთხევის შესრულება, ეს ურჩობა კი შეენდოს მისი
კეთილი ნაყოფის გამო.-ეუბნებოდა კახა მამა გიორგის.
-კახა, გიცნობ და ვიცი არც მაშინ გქონდა გულში ცუდი რამ. უბრალოდ სხვისი
ცხოვრების ძალით შეცვლა, არ არის მართებული, ეს არ შეიძლება. მე არ შემეძლო
შენი ამ გადაწყვეტილების მოწონება. ბედნიერი ვარ რომ დაბრუნდი, კიდევ უფრო
ბედნიერი იმის გამო რომ აქ შენს ოჯახთან ერთად ხარ. შენი მშვიდი სახე,
მზრუნველი, სიყვარულით სავსე გამოხედვა, ხმაც კი რომლითაც მათზე საუბრობ
სიამაყით მავსებს, როგორც შენს სულიერ მამას, როგორც შენს ძმაკაცს, ძმასა თუ
მეგობარს. უფალი გფარავდეთ.
-მამა გიორგი, მინდა მატათას ნათლია იყო..
ამასობაში, მეც დამინახეს. ბედნიერებისაგან ვტიროდი. მე ხომ ეს ყველაფერი
ვიცოდი, ხომ ვიცოდი რომ ის ყველაზე თბილი იყო, რომ ყველაზე მეტად
ვუყვარდი, მაგრამ მაინც ვერ შევძელი მისი სიტყვების ემოციის გარეშე მოსმენა.
-მარი, რატომ ტირი?
-ბედნიერებისგან, კახა. არ მინდოდა მეცრუა, კახასაც აღარაფერი უკითხავს.
მალევე მივუბრუნდი მამა გიორგის: ძალიან გაგვიხარდება, თუ მართლა
მოგვინათლავთ ჩვენს პატარას, მამაო.
მამა გიორგის ძალიან გაუხარდა და დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. რამდენიმე
დღეში მატათა მართლაც გავაქრისტიანეთ. მას მხოლოდ ერთი ნათლია ჰყავდა.
კახა, მეგობრებს ამშვიდებდა, კიდევ მრავალი შვილი გვეყოლება, ზოგიერთს ორის
მონათვლაც მოგიწევთ, ამაზე გული არ დაგწყდეთო.
ნელ-ნელა ვსწავლობდი ბავშვის მოვლას, კახა ყველაფერში მეხმარებოდა, სულ
ცდილობდა ღამე ბავშვის ტირილის დროს ადგომა დაესწრო. ის იყო (არის)
საუკეთესო მამა, საუკეთესო ქმარი, საუკეთესო მეგობარი..
მეორე კვირა გადიოდა, რაც მატათასთან ერთად ჩვენს სახლში ვცხოვრობდით.
ბავშვი ახალი დაძინებული გვყავდა და ვცდილობდით ფეხისწვერებზე გვევლო,
ზოგჯერ ძალიან ჭირვეულობდა და მთელი ღამის გათენება გვიწევდა. წინა ღამეც
ასეთი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ უბრალოდ დაგვესვენა, თითო ჭიქა წითელი
ღვინო დაგველია, ერთმანეთს ჩავხუტებოდით ბუხართან და გვესაუბრა. კახა
იატაკზე იჯდა ფეხმორთხმული, მე კალთაში ვეჯექი, პატარა ბავშვივით,
რომელსაც მართლაც ვგავდი მის სიახლოვეს.
 

დასასრული

ვგავდი მის სიახლოვეს.


-ძალიან ხარ დაღლილი?..-მკითხა მან, თან თმაზე ნაზად მკოცნიდა.
-ისე რა, შენ?
-მეც ეგრე. რაზე ფიქრობ ახლა?
-შენზე, ჩვენს მძინარე ანგელოზზე.
-ფიქრებშიც სძინავს ხომ?!-კახამ ხმამაღლა გაიცინა.
-საყვარელო, ბავშვი არ გააღვიძო.-ვუთხარი და ხელი პირზე ავაფარე.
-ჩემზე ამდენს რომ ფიქრობ, არ გბეზრდება ხოლმე?
-შენ გბეზრდება ხოლმე ჩემზე ფიქრი?-ვითომ გავბრაზდი და შუბლი შევჭმუხნე.
-კი, დიდიხნის წინ მომბეზრდა შენზე ფიქრი.
-როგორ, ვაჟბატონო?-ახლა მგონი მართლა გავბრაზდი.
-ხო, დიდიხნის წინ მომბეზრდა მხოლოდ მეფიქრა შენზე და მოგიტაცე. რა
სულელი მყავხარ. ხომ იცი რომ სულ გფიქრობთ, შენ და მატათას. სულ და
ზუსტად ვიცი, რომ არასდოდეს დავიღლები..
-არასოდეს?
-არასოდეს, მხოლოდ თქვენს შემთხვევაში არ მაშინებს ეს სიტყვა. მესამყაროებით.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
კახამ უკვე ჩემს ტუჩებს ეხებოდა, ვგრძნობდი როგორ აგვიჩქარდა ორივეს გული.
ოპერაციის შემდეგ, ჩემი მდგომარეობა არ მაძლევდა საშუალებას მისთვის
სრულფასოვანი ცოლი ვყოფილიყავი, როდესაც ამის შესახებ ექიმმა
გაგვაფრთხილა, კახას არაფერი უთქვამს. ვხვდებოდი როგორი ძალისხმევა
სჭირდებოდა მას თავის შესაკავებლად, როდესაც მე ძლივს ვახერხებდი ამას.
მაგრამ ის უბრალო უხერხულობასაც კი არ მიქმნიდა ამის გამო. ახლა კი
ვხვდებოდი რომ გაჩერება არც შემეძლო და არც მინდოდა, იმავეს ვგრძნობდი
მისგან. საშინლად მენატრებოდა მისი სხეული, ტკივილამდე. ხელში ვყავდი
აყვანილი და უკვე ჩვენს ოთახთან იდგა.
-მარი, შეიძლება? შენ მზად ხარ?
-კი, კახა. 
ერთმანეთს ისე ვკოცნიდით თითქოს ერთმანეთი უამრავი წელი არ გვენახა, ახლა
არცერთი ჩვენგანი არ ცდილობდა ზღვარი დაეცვა, არცერთს გვეშინოდა ჩვენი
სურვილების.. პერანგის პირველივე ღილის გახსნისას გაეღიმა, რადგან როგორც
ყოველთვის ახლაც ხელები მიკანკალებდა.. მაგრამ მაინც მომცა ნება მე გამეხადა
მისთვის პერანგი. მთელი სხეული მითრთოდა, შიში და სურვილი მახრჩობდა
ჩავძირულიყავი მის სხეულში, მის სურნელში.. სურვილი ყოფილიყო ბედნიერი
კაცი, ბედნიერი ქმარი.. მის მხურვალე სხეულს, ნაზ თითებს, ტუჩებს მთელ
სხეულზე ვგრძნობდი.. მე ყველაზე მეტად მისი თმების ფერება მიყვარდა, ახლაც
ხელს არ ვუშვებდი. ვცდილობდი არაფერი შემშლოდა, ჰარმონიულად ავყოლოდი
მის მოძრაობას.. ამ დროს მატათა ატირდა.. ორივეს სიცილი აგვიტყდა.. ალბათ
არაფერი გვაიძულებდა საწოლიდან ადგომას, გარდა ამისა.. ჩვენი პატარა
ანგელოზი ხმამაღლა ტიროდა და სულაც არ აპირებდა დამშვიდებას.
-მე გავალ.-მითხრა კახამ, ხალათი აიღო და ოთახიდან გავიდა.
მეც მაშინვე მივყევი უკან. ასე არასოდეს გაჭირვებია დაძინება, თითქოს ჩვენს
ჯიბრზე იქცეოდა ასე. სიცილისგან აღარ შემეძლო. თვალებით ვჭამდით
ერთმანეთს, კახას უკვე აღარც ეცინებოდა. თითქმის მთელი საათი მოვუნდით მის
დამშვიდებას. როგორც კი დავრწმუნდი, რომ მატათას ჩაეძინა, მაშინვე მოვკიდე
ხელი კახას და ოთახში გავედით. 
-ჩვენმა შვილმა მაგრად გაგვიჩალიჩა, იცინოდა კახა. მაგრამ არ გეგონოს
გადამირჩი.-მითხრა და მაშინვე საწოლზე დამაწვინა. ვცდილობდი, მისთვის
იმედი არ გამეცრუვებინა, მეც გამომეჩინა ინიციატივა და ჩემი მოუხერხებლობით
არაფერი გამეფუჭებინა. მსიამოვნებდა მისი სურნელი, მისი კოცნა, მისი სინაზე..
ზრუნვა არაფერი მტკენოდა და ვნება, რომელიც გონებას მირევდა.. ეს სხვანაირი
ბედნიერებაა, სულ სხვანაირი, სხვაფერი. ალბათ დაუსრულებლად შემეძლო
მეკოცნა მისი ტუჩები, თვალები, ცხვირი, თითები.. გაუთავებლად მეყურებინა
მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებისთვის. მესუნთქა მისი ჰაერით. ისე
ვყავდი ჩახუტებული, სუნთქვა მიჭირდა.
-სულ გახსოვდეს, რომ შენ და ჩვენი შვილი, ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება
ხართ. მადლობა ამ ღამისთვის, მადლობა ყველაფრისთვის. უბედნიერესი ვარ.
მიყვარხარ.
-მიყვარხარ კახა, მადლობა რომ ასეთი ნაზი და ასეთი ძლიერი ხარ ჩემთვის,
იცოდე რომ ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ მთელს სამყაროში.
გვიან ჩაგვეძინა. დილით გამიკვირდა ბავშვის ხმამ რომ არ გამაღვიძა. საათს რომ
შევხედე გული კინაღამ გამისკდა, 10 საათი იყო, ბავშვი კი 7-ზე იღვიძებდა. კახა
გვერდით არ იწვა. მაშინვე ყველაფერს მივხვდი. მის ბალიშზე პატარა ბარათი
იდო, პატარა გულით და ფრაზით:
„მინდა იცოდე, რომ უშენოდ ალბათ არც ღირდა..
ჩემი ცხოვრება, დღეებისთვის „ჩემი“-ს დარქმევა.“
მიყვარხარ.
კიბეებზე მეგონა ჩავფრინდი, უკნიდან მივეპარე კახას და ჩავეხუტე. მან მაშინვე
ხელში ამიყვანა და დიდხანს მაპროწიალებდა. ბავშვს თავის პატარა, მოწნულ
კალათაში ეძინა. ხანგრძლივი ტრიალისა და უამრავი კოცნის შემდეგ, კახამ
დამსვა, მე მატათასთან მივირბინე და ნაზად ვაკოცე რომ არ გამეღვიძებინა.
-ქალბატონო, ყავა და ყველაზე სიმპათიური ქმარი მსოფლიოში, ხომ?! როგორც
ყოველთვის..-ეშმაკურად მიღიმოდა კახა.
-ყველაზე სიმპათიურო ქმარო, ვფიქრობ ზედმეტად მანებივრებ..
-ვფიქრობ არც ისე, დღეს კვირაა, დანარჩენ დღეებში კი სულ შენი ჯერია.
-ყავა არ მინდა, ყველაზე სიმპათიური ქმარი მსოფლიოში, კი სასწრაფოდ..
მე და კახას დაქორწინებიდან თითქმის სამი წელი გავიდა. მატათა უკვე დიდი
ბიჭია ორი წლის და ხუთი თვის. უკვე პატარა სერაფიმე და მაკინეც გვყავს,
ტყუპები, ჯერ მხოლოდ ორი თვის. უბედნიერესი ვარ, ამ ფეხმძიმობის დროს კახა
გვერდიდან არ მომშორებია, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ის მსოფლიოში
საუკეთესო კაცია. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, არასოდეს ვჩხუბობთ, ვცდილობთ
ყველაფერში გავუგოთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ვიცი რომ ყველგან და
ყოველთვის ბედნიერი ვიქნები, სადაც ის და ჩვენი ჯერ-ჯერობით სამი შვილი
იქნება. ფორმალურად მის ბიუროში ვმუშაობ, მაგრამ „შემთხვევით“ ყოველთვის
ისეთი საქმეები მხვდება, ორ დღეში რომ გვარდება. კახაც, ყოველთვის
სერიოზული სახით მპირდება, რომ ბავშვების გაზრდის შემდეგ, პირადად
დაკავდება ჩემთვის სერიოზულ სამსახურზე ზრუნვით, მაგრამ იქვე მოაყოლებს
ხოლმე რომ კიდევ ბევრი შვილი უნდა.. მეც არაფერს ვამბობ, უდიდეს
ბედნიერებას ვპოულობ ჩემი შვილებისა და კახას მოვლაში. ჩემი მშობლები
ხშირად გვსტუმრობენ, მათ მალევე აღიარეს, რომ თურმე კახა ნამდვილად კარგი
ადამიანი ყოფილა, ჩვენც ხშირად ვართ მათთან. კახა, დემეტრე და დათა კი
ნამდვილ ძმობას უწევენ ერთმანეთს. დათამ რამდენიმე დღის წინ მონათლა,
დემეტრესა და ლიკას პატარა ანუკი. კახას მშობლებთან, ყველაფერი ისე არ
გამოვიდა, როგორც იმედი მქონდა. ისინი ჯერ მხოლოდ მატათას იცნობენ,
გვპირდებიან რომ ჩამოვლენ და მეც იმედი მაქვს, რომ ოდესმე მიხვდებიან
როგორი ღირსეული შვილი ჰყავთ. მიხვდებიან, რომ მათ კახამ დიდიხნის წინ
აპატია ყველაფერი. ხშირად გვსტუმრობენ მეგობრები, მათი დიდი ნაწილი უკვე
ნათლიათა რანგშიც. მამა გიორგი უკვე პატარა მატათასაც აზიარებს ხოლმე,
სიონში წირვა-ლოცვაზე სიარული შაბათ-კვირის ყველაზე დიდი აუცილებლობა,
რომელსაც ყოველთვის სიხარულით ვასრულებთ. ჩვენი ყოველდღიურობა
უსაზღვრო სითბოთია სავსე. როდესაც კახას ვეუბნები, რომ ჩვენი ბედნიერება
ზოგჯერ მაშინებს. ის მაშინვე მკოცნის და მეუბნება, რომ ჩვენ უკვე საკმარისი
გადავიტანეთ. ღმერთმა ქნას. 
****
-მაგ შარვალს, ის პერანგი უფრო მოუხდება, ცისფერი ზოლებით, ცოტახნის წინ
რომ ვიყიდეთ..
-ეს უფრო უხდება, ხომ უხდება?!
კახა მაშინვე ბრუნდება ჩვენს ოთახში და ორ წუთში ის ცისფერზოლიანი პერანგი
აცვია.
-ის კი უფრო უხდებოდა, მაგრამ შენ თუ ეს უფრო მოგწონს..
მაინც არ აღიარებს. მე კი უბედნიერესი ვარ და ყურებამდე გაღიმებული.
-„მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ“-მეუბნება, მკოცნის და სამსახურში მიდის. 
ასე ხშირად ხდება, ეს ღიმილი კი ყოველთვის მყოფნის სამსახურიდან მის
დაბრუნებამდე.
****
-„საყვარელო, ბავშვს ყურადღება მიაქციე გთხოვ, უცხო დეიდებს თვალი არ
გააყოლოს..“
ხუმრობა, რომელზეც კახა ყველაზე მეტად ბრაზდება. მე კი ვეხუმრები და
ვეხუმრები, ყოველთვის, როდესაც მატათა მარტო მიჰყავს სასეირნოდ..

*********
მსგავსს მრავლად მოისმენთ ჩვენს სახლში. კახა და მატათა ახლაც სასეირნოდ
არიან. კახას რომ ჰკითხოთ, რა ასწავლა ჩვენმა ურთიერთობამ, გეტყვით რომ
სიყვარული და ჩვენი გაფრთხილება. ალბათ მეც იმავეს გიპასუხებდით.
ურთიერთობაში მთავარი მართლაც ერთმანეთის გაფრთხილება, სიმართლე და
უსაზღვრო სიყვარულია. 
ამ ისტორიის წერა, რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაშინ ისევ კახას ჩანაწერებს
ვკითხულობდი. მივხვდი, როგორ მინდოდა, ოდესმე, ჩვენს ზრდასრულ შვილებს
ყველაფერი სცოდნოდათ ჩვენს სიყვარულზე. მე და კახას გარდა ხომ უამრავი რამ
ყველასთვის უცნობია. და კიდევ ჩემი მეგობრებისთვის, უბრალო ნაცნობებისთვის
და საერთოდ ყველასთვის ვისაც სიყვარულის არ სჯერათ, მინდოდა მენახებინა
რომ ის არსებობს.. რომ ოცნებები, ზოგჯერ იმაზე ზღაპრულადაც სრულდება,
ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია.

You might also like