You are on page 1of 566

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
თავი 1

ვკრთები. ჩვარი, რომელსაც მიწვდის, სუფთაა, მაგრამ მა-


ინც სისხლის სუნი ასდის. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა
არა აქვს, მთელი ტანსაცმელი სისხლით მაქვს მოთხვრილი.
რა თქმა უნდა, წითელი მე მეკუთვნის, ვერცხლისფერი კი –
სხვებს: ევანგელინს, პტოლემუსს, დიდგვაროვან ნიმფას, ყვე-
ლა მათ, ვინც არენაზე ჩემს მოკვლას ცდილობდა. ალბათ,
მათ შორის კალის სისხლიცაა. ოთხი ჯალათისგან დასერილ-
დალურჯებულმა ქვიშაზე ბევრი სისხლი დაღვარა. ახლა ჩემ
წინ ზის და თავის ფეხებს დასჩერებია, აცდის, რომ მისმა ჭრი-
ლობებმა ბუნებრივად შეხორცება დაიწყოს. ჩემს მკლავებზე
უამრავ ჭრილობას შორის ერთ-ერთს შევავლე თვალი, რომე-
ლიც, ალბათ, ევანგელინმა მომაყენა. ახალი ჭრილობაა, მე-
ტისმეტად ღრმა საიმისოდ, რომ ნაიარევი დამიტოვოს, რაც
გულის სიღრმეში მახარებს კიდეც. ამ დაკლაკნილ იარას ჯა-
დოსნურად ვეღარ განკურნავს მკურნალის ცივი ხელები. მე
და კალი ვერცხლისფერების სამყაროში აღარ ვართ, რომ
ვინმემ დამსახურებულად მიღებული ჭრილობები გაგვიქროს.
ჩვენ იქაურობას თავი დავაღწიეთ. ყოველ შემთხვევაში, მე
მაინც. კალის ხელბორკილი ცხადყოფს, რომ ტყვეა.
ფარლი ხელზე საოცრად ნაზად მეხება.
– სახე დამალე, ელვა-გოგონა. ისინი სწორედ მას ეძებენ.
ამჯერად მის ნათქვამს ვემორჩილები. სხვებიც მბაძავენ
და ცხვირ-პირზე წითელ ქსოვილს იფარებენ. მხოლოდ კალს
მოუჩანს სახე, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ის ფარ-

3 მკითხველთა ლიგა
ლის არ ეწინააღმდეგება, როდესაც ეს უკანასკნელი ნიღაბს
უკეთებს და კალიც ჩვენისთანა ხდება.
ნეტავ მართლა ჩვენისთანა იყოს.
ელექტრონის ზუზუნი სისხლს მიჩქროლებს და ღრჭიალა
მიწისქვეშა მატარებლის პულსაციას ვგრძნობ. მიდის, მივყა-
ვართ ქალაქისკენ, რომელიც ერთ დროს თავშესაფარი იყო.
მატარებელი გაჰკივის, უძველეს ლიანდაგებზე მიქრის, რო-
გორც ვერცხლისფერი ფეხმარდი რაში ტრიალ მინდორზე.
ფოლადის ჭრიალს ვუსმენ, ძვლებში ატანს, სადაც გამყინავი
ტკივილი ჩამსახლებია. ის სიშმაგე და ძალა, რომელიც არე-
ნაზე ვიგრძენი, შორეულ მოგონებად მეჩვენება, მან მხოლოდ
ტკივილი და შიში დამიტოვა. ძნელი წარმოსადგენია, კალი
რას ფიქრობს. მან ყველაფერი დაკარგა, ყველაფერი, რაც
მისთვის ოდესმე ძვირფასი იყო: მამა, ძმა, სამეფო... არ ვიცი,
როგორ ახერხებს თავის შეკავებას, მხოლოდ მატარებლის
რყევისას ირხევა.
არავინ მეუბნება, რატომ ვჩქარობთ. ფარლი და მისი მცვე-
ლები, ზამბარებივით რომ დაჭიმულან, ამის ასახსნელად სავ-
სებით საკმარისია. ჩვენ ისევ გავრბივართ.
მეივენი ადრე ამ გზით მოვიდა და კიდევ მოვა, ამჯერად მი-
სი ჯარისკაცების, დედამისის, მისი ახალი სამეფოს მთელი
მძვინვარებით. გუშინ ის პრინცი იყო, დღეს კი მეფეა. მეგონა,
ჩემი მეგობარი იყო, ჩემი საქმრო, მაგრამ ახლა დაუძინებე-
ლი მტერია.
ერთხელ უკვე ვენდე, ახლა ვიცი, რომ უნდა მძულდეს და
მისი მეშინოდეს. ტახტის გამო მამამისის მკვლელობას შეუწ-
ყო ხელი და დანაშაული ძმას გადააბრალა. იცის, რომ რა-
დიაცია, დანგრეულ ქალაქს რომ ერტყმის გარს, სიცრუეა,
ხრიკი, და ისიც იცის, ჩვენს მატარებელს საით გაუწევია. ფარ-
4 მკითხველთა ლიგა
ლის აშენებული თავშესაფარი უსაფრთხო აღარ არის ჩვენ-
თვის.
შენთვის.
შეიძლება ახლა ხაფანგისკენ მივიწევთ მთელი სისწრა-
ფით.
ვიღაცის ხელი მეხვევა, გრძნობს, რომ ვღელავ. შეიდი.
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ძმა აქ არის, ცოცხალია, და
რაც ყველაზე უცნაურია, ჩემნაირია. წითელიც და ვერცხლის-
ფერიც – და ორივე მათგანზე უფრო ძლიერი.
– შენი წაყვანის უფლებას აღარავის მივცემ, – ბუტბუტებს
ისე ხმადაბლა, რომ ძლივს მესმის. როგორც ვხვდები, აქ დაშ-
ვებული არ არის ვინმეს ერთგულება, გარდა „ალისფერი
მცველისა“, თუნდაც ეს ვინმე ოჯახის წევრი იყოს, – გპირდე-
ბი.
მისი აქ ყოფნა მამშვიდებს, წარსულში მაბრუნებს, ჯარში
მის გაწვევამდე, წვიმიან გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ
შეგვეძლო თავის მოკატუნება, რომ ბავშვები ვიყავით. არაფე-
რი არსებობდა, გარდა ტალახისა, სოფლისა და მომავლის
უარყოფის ჩვენი სულელური ჩვევისა. ახლა კი მხოლოდ მო-
მავალზე შემიძლია ფიქრი. ნეტავ წყვდიადით მოცულ რა გზას
დავადექით ჩემ გამო?
– ახლა რა უნდა ვქნათ? – ვეკითხები ფარლის, მაგრამ კი-
ლორნს ვუყურებ. ის ფარლის გვერდით უდგას, როგორც ერ-
თგული მცველი, კრიჭაშეკრული და სისხლიანი სახვევებით.
ვინ იფიქრებს, რომ ცოტა ხნის წინ მეთევზის შეგირდი იყო.
შეიდივით თითქოს ისიც არ ეკუთვნის აქაურობას, ძველი
დროიდან გადმოსული აჩრდილია.
– გასაქცევი ყოველთვის არსებობს, – მპასუხობს ფარლი,
თან კალს თვალს არ აცილებს.
5 მკითხველთა ლიგა
ელის, რომ გაიბრძოლებს, წინააღმდეგობას გაგვიწევს,
მაგრამ ის უძრავად ზის.
– ხელი არ მოაცილო, – ეუბნება ფარლი შეიდს და ხან-
გრძლივი დუმილის შემდეგ მისკენ ბრუნდება. ჩემი ძმა თავს
უქნევს და მისი ხელის მტევანი ჩემს მხარზე მძიმდება, – მისი
დაკარგვა დაუშვებელია.
არც გენერალი ვარ და არც ტაქტიკოსი, მაგრამ მისი მსჯე-
ლობა ჩემთვის სრულიად გასაგებია. მე პატარა ელვა-
გოგონა ვარ, ცოცხალი ელექტრობა, ადამიანის ფორმის ელ-
ვა. ხალხმა იცის ჩემი სახელი, იცნობს ჩემს სახეს და რა შე-
მიძლია. ფასეული ვარ, ძლიერი, და მეივენი ყველაფერს
გააკეთებს ჩემს შესაჩერებლად. არ ვიცი, როგორ დამიცავს
ჩემი ძმა ამ საძაგელი ახალი მეფისგან, მიუხედავად იმისა,
რომ ჩემნაირია, თანაც მასავით სწრაფი არავინ მინახავს,
მაგრამ უნდა მჯეროდეს, თუნდაც ეს სასწაულის ტოლფასი
იყოს. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამდენი დაუჯერებელი რამ
ვიხილე. მათთან შედარებით რა დიდი ამბავი იქნება, თუ კი-
დევ ერთხელ მოვახერხებთ თავის დაღწევას.
მცველები ემზადებიან და მატარებელში იარაღის ჩხაკუნი
გაისმის. კილორნი ადგილს იცვლის და თავზე მადგება, ოდ-
ნავ ირხევა, მკერდზე ჩამოკიდებულ შაშხანას მაგრად უჭერს
ხელს. თავს ხრის და ნაზად მიყურებს, ცდილობს გაიკრიჭოს
და გამაცინოს, მაგრამ მის ნათელ, მწვანე თვალებს სე-
რიოზული, შიშნარევი გამომეტყველება აქვს.
მისგან განსხვავებით, კალი წყნარად ზის, თითქმის უდარ-
დელად. არადა, ყველაზე მეტად მას უნდა ეშინოდეს – და-
ბორკილია, მტრებით გარშემორტყმული, მასზე ღვიძლი ძმა
ნადირობს – და მაინც უშფოთველია. არც მიკვირს. დაბადე-

6 მკითხველთა ლიგა
ბიდან ჯარისკაცია, მეომრად აღზრდილი. ომს კარგად იცნობს
და ახლაც ხომ ომში ვართ.
– იმედია, ბრძოლას არ გეგმავთ, – ამბობს ის, პირველად
იღებს ხმას დიდი ხნის განმავლობაში. მე მიყურებს, მაგრამ
ფარლის მიუგდებს, – იმედია, გაქცევას აპირებთ.
– მაგაზე ნუ იდარდებ, ვერცხლისფერო, – ფარლი მხრებ-
ში იმართება, – ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ.
თავს ვერ ვიკავებ და ვამბობ:
– მანაც იცის, – ფარლი მწველ მზერას მტყორცნის, მაგ-
რამ უარესისთვის გამიძლია და წარბსაც არ ვიხრი, – კალმა
იცის, როგორ იბრძვიან ისინი, იცის, რასაც იზამენ ჩვენს შესა-
ჩერებლად. გამოიყენე ის.
როგორი გრძნობაა, როცა გიყენებენ? მან ეს სიტყვები დი-
ლეგში მომახალა, ძვლების არენის ქვეშ, რამაც სიკვდილი
მომანდომა. ახლა იმავე სიტყვების გაგონებაზე დიდს ვერა-
ფერს ვგრძნობ.
ფარლი არაფერს ამბობს და კალისთვის ეს საკმარისია.
– მათ „სნეპდრეგონები“ ეყოლებათ, – პირქუშად ამბობს
ის.
კილორნი ხარხარებს.
– ყვავილები1?
– რეაქტიული თვითმფრინავები, – ამბობს კალი, ზიზღით
თვალები უელავს, – ნარინჯისფერი ფრთებით, ვერცხლისფე-
რი კორპუსით, ერთი პილოტი მართავს, ადვილად მანევრი-
რებს, ქალაქზე თავდასხმისთვის ზედგამოჭრილია. თი-

1Snapdragon (ინგლ.) – ქართულად დევისპირას, დეკორატიულ მცენა-


რეს ნიშნავს.

7 მკითხველთა ლიგა
თოეულს ოთხი რაკეტა აქვს. ერთ ესკადრილიაში ორმოც-
დარვა რაკეტაა... ზედაც მსუბუქი შეიარაღება დაუმატეთ. სწო-
რედ მათთან გამკლავება მოგიწევთ, შეძლებთ?
პასუხს არავინ სცემს. არა, ვერ შევძლებთ.
– „სნეპდრეგონების“ ყველაზე ნაკლებად უნდა გვეშინო-
დეს. ისინი მხოლოდ ალყას შემოგვარტყამენ, პერიმეტრს
დაიცავენ, ადგილიდან დაძვრის უფლებას არ მოგვცემენ, სა-
ნამ სახმელეთო ძალები არ მოვლენ.
კალი თვალებს ხრის, სწრაფად იაზრებს მდგომარეობას.
აინტერესებს, რას იზამდა, მეორე მხარეს რომ იყოს, მეივენის
ნაცვლად თავად რომ მეფობდეს.
– ალყაში მოგვაქცევენ და პირობებს წამოგვიყენებენ... მე
და მერი თქვენი თავისუფლების სანაცვლოდ.
მორიგი მსხვერპლად გაღება. ნელა ვისუნთქავ ჰაერს. ამ
დილით ან გუშინ, სანამ მთელი ეს სიგიჟე დაიწყებოდა, სიხა-
რულით ჩავბარდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ კილორნი და
ჩემი ძმა გადამერჩინა, მაგრამ ახლა... ახლა ვიცი, რომ გან-
საკუთრებული ვარ. ახლა სხვები უნდა დავიცვა. ჩემი დაკარ-
გვა დაუშვებელია.
– მაგ პირობას ვერ დავთანხმდებით, – ვამბობ მე. მწარე
სიმართლეა. კილორნი იღუშება, მაგრამ ზემოთ არ ვიყურები.
ვერ ავიტან, რომ განმსაჯოს.
კალი ასეთი მკაცრი არ არის. ის თანხმობის ნიშნად თავს
მიქნევს:
– მეფე არც ელოდება, რომ ჩავბარდებით, – ამბობს ის, –
თვითმფრინავები ყველაფერს თავზე დაგვანგრევენ, მერე კი
გადარჩენილებს მოუღებენ ბოლოს. ჩვეულებრივი სასაკლაო
იქნება.

8 მკითხველთა ლიგა
ფარლი, ახლაც კი, როცა საგონებელშია ჩავარდნილი,
ხორცშესხმული სიამაყეა.
– რას გვთავაზობ? – კითხულობს და მისკენ იხრება. მის
ხმაში ზიზღი ისმის, – სრულ კაპიტულაციას?
კალსაც სახეზე ზიზღის მსგავსი გრძნობა ესახება.
– მეივენი მაინც დაგხოცავთ. სულერთია, საკანში თუ
ბრძოლის ველზე, ცოცხალს არავის დაგვტოვებს.
– მაშინ აჯობებს ბრძოლაში დავიხოცოთ, – კილორნს
ჩვეულებრივზე ძლიერი ხმა აქვს, მაგრამ თითები უკანკა-
ლებს. სხვა აჯანყებულებს ჰგავს, მიზნის მისაღწევად ყველაფ-
რისთვის მზად რომ არიან, მაგრამ ჩემს მეგობარს მაინც ეში-
ნია. ჯერ ისევ ბიჭია, 18 წელზე მეტის არ არის, ამქვეყნად იმ-
დენი რამეა, რისთვისაც სიცოცხლე უღირს და რა ცოტა მიზე-
ზი აქვს სასიკვდილოდ...
კილორნის ნაძალადევ, მაგრამ თამამ განცხადებაზე კალი
დამცინავად იღიმის, მაგრამ ხმას არ იღებს. იცის, ჩვენი მოახ-
ლოებული სიკვდილის უფრო ხატოვანი აღწერა ვერაფრით
დაგვეხმარება.
ფარლი არ ეთანხმება, მათ აზრს ხელის აქნევით მაშინვე
უარყოფს. ჩემ უკან მყოფი შეიდიც მასავით შეუპოვარი ჩანს.
მათ რაღაც იციან, რაც ჩვენ არ ვიცით, რასაც ჯერ არ გვე-
უბნებიან. მეივენმა ყველას გვასწავლა, რა ფასი აქვს დაუფიქ-
რებელ ნდობას.
– ჩვენ არა ვართ ისინი, ვისაც დღეს მოუწევს სიკვდილი, –
მხოლოდ ამას ამბობს ფარლი, სანამ მატარებლის ცხვირის-
კენ წავიდოდეს. მის ჩექმებს ფოლადზე ჩაქუჩის დაცემის ხმა
აქვს, ყოველ დარტყმაში მტკიცე განზრახვა ისმის.
ვხვდები, რომ მატარებლის სვლა შენელდება, სანამ ამას
სინამდვილეში ვიგრძნობ. ელექტრობა იკლებს, სუსტდება,
9 მკითხველთა ლიგა
სანამ მიწისქვეშა სადგურში შევდივართ. არ ვიცი, რა დაგ-
ვხვდება ცაში, თეთრი ნისლი თუ რეაქტიული თვითმფრინავე-
ბი ნარინჯისფერი ფრთებით. როგორც ჩანს, სხვები ამაზე არ
წუხან და მატარებლიდან მიზანდასახული ნაბიჯებით გამოდი-
ან. იარაღასხმული, მდუმარე, ნიღბიანი მცველები ნამდვილ
ჯარისკაცებს ჰგვანან, მაგრამ კარგად ვიცი, წინ ვერ აღუდგე-
ბიან იმას, რაც გველის.
– მოემზადე, – ყურში ჩამსისინებს კალი და მაჟრჟოლებს.
წარსული დღეები მახსენდება, როცა მთვარის შუქზე ვცეკვავ-
დით, – გახსოვდეს, როგორი ძლიერი ხარ.
კილორნი გვერდით ამომიდგება და ერთმანეთს გვაშო-
რებს, სანამ კალისთვის იმის თქმას მოვასწრებდე, რომ ჩემი
ძალა და უნარი ახლა ერთადერთია, რაშიც ეჭვი არ მეპარება.
ელექტრობა ჩემს სისხლძარღვებში შესაძლოა ერთადერთი
რამ არის, რასაც ამ სამყაროში ვენდობი.
ძალიან მინდა „ალისფერი მცველისა“ მწამდეს, ასევე კი-
ლორნისა და შეიდისა, მაგრამ თავს ამის ნებას არ ვაძლევ
მას შემდეგ, რაც შარში გაგვხვია მეივენზე ჩემმა ბრმად მინ-
დობამ. კალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იგი ტყვეა, ვერ-
ცხლისფერი, მტერი, რომელიც მაშინვე გაგვყიდის, რომ შე-
ეძლოს, სადმე გასაქცევი რომ ჰქონდეს.
მაგრამ კალი მაინც რაღაცნაირად მიზიდავს. მახსენდება
ის მოწყენილი ბიჭი, რომელმაც ვერცხლის მონეტა მომცა მა-
შინ, როცა არავინ ვიყავი. ამ ერთი საქციელით მან ჩემი მომა-
ვალი შეცვალა და თავისი გაანადგურა.
ჩვენ შორის კავშირი არსებობს, სისხლითა და ღალატით
შეკრული. ჩვენ დაკავშირებული ვართ, გაერთიანებული
ვართ მეივენის წინააღმდეგ, ყველა სხვის წინააღმდეგ, რომ-

10 მკითხველთა ლიგა
ლებმაც მოგვატყუეს, სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც სადა-
ცაა საკუთარ თავს ნაკუწებად დაგლეჯს.
წინ მდუმარება გველის. ნაოხარის, ფერფლის ქალაქის,
ნანგრევების თავზე ნაცრისფერი, ნესტიანი ნისლი ჩამოწო-
ლილა, რის გამოც ცა ისე ახლოა, ლამის ხელით შევეხო. სი-
ცივეა, შემოდგომის სუსხი, წელიწადის იმ დროის, რომელსაც
ცვლილება და სიკვდილი მოაქვს. ცაში ჯერჯერობით არაფე-
რი ჩანს, არავითარი თვითმფრინავები, რათა ისედაც დაქცე-
ულ ქალაქს კიდევ მეტი ნგრევა მოუტანონ. ფარლი სწრაფად
მიდის წინ და ბილიკიდან ფართო, უკაცრიელ პროსპექტზე
გავყავართ. ნანგრევებს კანიონივით დაუღია პირი, აქაურობა
კიდევ უფრო ნაცრისფერი და გაპარტახებულია, ვიდრე მახ-
სოვდა.
ქუჩაში, აღმოსავლეთისკენ მივდივართ, ნისლით შებურუ-
ლი სანაპიროსკენ. ზემოდან მაღალი, ნახევრად დანგრეული
შენობები დაგვყურებენ, ჩამტვრეული ფანჯრები ამოღამებულ
თვალებს მიუგავთ, მიმავლებს გვაკვირდებიან. ვინ იცის, იქ-
ნებ ვერცხლისფერები გზისპირა თხრილებში ან ჩაბნელებუ-
ლი თაღების ქვეშ გველიან და „ალისფერი მცველის“ მებ-
რძოლების ამოსახოცად მზად არიან. შეიძლება მეივენმა
მაიძულოს ვუყურო, როგორ იღუპებიან აჯანყებულები ერთი-
მეორის მიყოლებით. სწრაფი, რიგიანი სიკვდილის ფუფუნე-
ბას არ მომცემს. უფრო უარესიც, საერთოდ არ მომცემს სიკ-
ვდილის ნებას.
ეს ფიქრი სისხლს ისე მიცივებს, როგორც ვერცხლისფერი
მყინავის შეხება. როგორც უნდა გავეცურებინე მეივენს, მისი
სულის ერთ პატარა ნაწილს მაინც ვიცნობ. მახსოვს, როგორ
ჩამავლო ხელი გისოსებს მიღმა, აცახცახებული თითებით მე-
პოტინებოდა. მახსოვს სახელიც, რომელსაც თან დაატარებს,
11 მკითხველთა ლიგა
სახელი, რომელიც მახსენებს, რომ მას ჯერ კიდევ უცემს
მკერდში გული. მას თომასი ერქვა და ნახა, როგორ მოკვდა.
იმ ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლო, მაგრამ შეიძლება მე მიხ-
სნას, მხოლოდ თავისებური გადაგვარებული მეთოდით.
არა. ასეთ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ. ამას სიკვდილი
მირჩევნია.
თუმცა, როგორც უნდა ვეცადო, მაინც ვერ ვივიწყებ იმ მი-
ტოვებულ, მივიწყებულ პრინცს, კალის ჩრდილს. ნეტავ ეს
ადამიანი ნამდვილი ყოფილიყო, სადმე ეარსება, ჩემი მოგო-
ნებების გარდა.
ნაოხარის ნანგრევებს უცნაური ექო აქვს, უფრო ჩუმი,
ვიდრე უნდა იყოს. ვკრთები, როცა ამის მიზეზს ვხვდები.
ლტოლვილები წასულან. ქალი, ფერფლის გროვებს რომ
ხვეტდა, თხრილებში ჩამალული ბავშვები, ჩემი წითელი დე-
ბისა და ძმების ჩრდილები – ყველანი გაქცეულან. აქ ჩვენ
გარდა აღარავინაა.
– რაც გინდა, ის იფიქრე ფარლიზე, მაგრამ სულელი ნამ-
დვილად არ არის, – მეუბნება შეიდი, რითაც იმ შეკითხვაზე
მპასუხობს, რომლის დასმასაც ვერ ვასწრებ, – წუხელ, არ-
ქეონიდან გამოქცევის შემდეგ, ევაკუაციის ბრძანება გასცა.
იფიქრა, რომ შენ ან მეივენს წამების დროს რამე წამოგცდე-
ბოდათ.
ის შეცდა. მეივენის წამება საჭირო არ იქნებოდა. მან შეგ-
ნებულად დათმო მთელი ინფორმაცია და საკუთარი აზროვ-
ნებაც. გონების კარი გაუღო დედამისს და ხელების ფათურის
ნება მისცა ყველაფერში, რაც იმ ქალმა იქ დაინახა: მიწისქვე-
შა მატარებელი, საიდუმლო ქალაქი, სია. ახლა ყველაფერი
მას ეკუთვნის, ისევე, როგორც მეივენი ეკუთვნოდა ყოველ-
თვის.
12 მკითხველთა ლიგა
„ალისფერი მცველის“ მებრძოლთა მწკრივი ჩვენ უკან
გაიწელა, შეიარაღებული მამაკაცებისა და ქალების არეულ-
დარეულ ბრბოდ იქცა. კილორნი ზუსტად ჩემ უკან მოაბიჯებს,
თვალებს აცეცებს, ფარლი კი წინ მიგვიძღვის. ორ ზორბა ჯა-
რისკაცს კალი მის ფეხდაფეხ მიჰყავთ, ხელები მაგრად ჩაუვ-
ლიათ. თავიანთი წითელი შარფებით ღამეულ კოშმარებს
ჰგვანან, მაგრამ უკვე ძალიან ცოტანი ვართ, ალბათ, ოც-
დაათი კაცი, ყველა დაჭრილია. ცოტანი თუ დავრჩით ცოცხა-
ლი.
– აჯანყების გასაგრძელებლად ძალიან ცოტანი ვართ,
თუნდაც ამჯერადაც გადავრჩეთ, – ვეჩურჩულები ჩემს ძმას.
ჩამოწოლილი ნისლი ჩემს ხმას ახშობს, მაგრამ შეიდს მაინც
ესმის.
პირის კუთხე ეღრიცება, გაცინება უნდა.
– ეგ შენი საქმე არ არის.
სანამ შევეკამათები, ჩვენ წინ მიმავალი ჯარისკაცი ჩერდე-
ბა. მას სხვებიც ჰბაძავენ. მწკრივის თავში ჩამდგარი ფარლი
ხელებს მუშტად კრავს და მუქ ნაცრისფერ ცას აჰყურებს.
სხვებიც მას ჰბაძავენ და რაღაცას აკვირდებიან, რასაც ჯერ
ვერ ვხედავთ. მხოლოდ კალი დასცქერის მიწას, უკვე იცის,
როგორი იქნება ჩვენი აღსასრული.
ნისლიდან შორეული, არაადამიანური კივილი გაისმის. ეს
მექანიკური, უწყვეტი ხმა თავს დაგვტრიალებს. მასთან ერ-
თად ცაში ისრისებური თორმეტი ჩრდილი დაქრის, მათი ნა-
რინჯისფერი ფრთები ღრუბლებიდან ჩნდება და ისევ იმალე-
ბა. რეაქტიული თვითმფრინავი ხეირიანად არასოდეს დამით-
ვალიერებია ასე ახლოდან და დღის სინათლეზე. ამიტომ
თავს ვერ ვიკავებ და პირს ვაღებ, როცა უფრო კარგად გამოჩ-
ნდებიან. ფარლი ყვირილით გადასცემს ბრძანებებს აჯანყე-
13 მკითხველთა ლიგა
ბულებს, მაგრამ არაფერი მესმის. ცას მივშტერებივარ, ვუყუ-
რებ, როგორ კრავს კამარას ფრთიანი სიკვდილი. მფრინავი
მანქანები კალის მოტოციკლივით ლამაზები არიან, დაუჯე-
რებლად მომრგვალებული ფოლადისა და შუშისგან შექ-
მნილნი. ალბათ, მათ აგებაში მაგნეტრონის ხელი ურევია –
სხვაგვარად ფოლადი როგორ იფრენდა? ფრთებს ქვემოთ
მოლურჯო ძრავები უბრწყინავთ, რაც ელექტრობის მაჩვენე-
ბელია. სულ ოდნავ ვგრძნობ მათ ჩქმეტას, როგორც კანზე
ჰაერის დაბერვას, მაგრამ ძალიან შორს არიან და მათზე გავ-
ლენას ვერ მოვახდენ. მხოლოდ ის შემიძლია თავზარდაცე-
მულმა ვუყურო.
ისინი ზუზუნით უვლიან გარს კუნძულ ნაოხარს, წრეს ერ-
თხელაც არ არღვევენ. ლამის თავი დავაჯერო, რომ არაფერს
გვავნებენ, მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარე ჩიტები
არიან, აჯანყების საცოდავი ნარჩენების სანახავად მოფრენი-
ლი.
უცებ ნაცრისფერი ფოლადი ისარივით მიქრის თავზემოთ
და კვამლის კვალს ტოვებს. მეტისმეტად სწრაფია საიმისოდ,
რომ კარგად დავინახო. ქუჩის ბოლოში შენობას ეჯახება, გა-
ტეხილ ფანჯარაში ქრება, წამის შემდეგ მოწითალო-
ნარინჯისფრად იფეთქებს და ისედაც დაფხავებული შენობის
მთელი სართული საცაა ჩამოშვავდება. შენობა ირყევა, ინ-
გრევა და ათასწლოვანი საბჯენები კბილის საჩიჩქნი ჩხირები-
ვით ტკაცუნით ტყდება. მთელი ნაგებობა იხრება და ისე ნელა
ეცემა, რომ მთელი ეს სანახაობა რეალობას არც ჰგავს. როცა
ქუჩას ენარცხება და გზას გვიკეტავს, გრგვინვა მკერდში მირ-
ტყამს. თავზე კვამლისა და მტვრის ღრუბელი გვატყდება, მაგ-
რამ სახეს არ ვიფარავ. ჩემს შესაშინებლად ამაზე მეტია საჭი-
რო.
14 მკითხველთა ლიგა
მონაცრისფრო-ყავისფერ ჯანღში გვერდით კალი მიდგას,
მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტყვევებლები მიწას არიან
გართხმული. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება,
მხრებჩამოყრილია. ეს დამარცხების ერთადერთი მანიშნებე-
ლია, რომელსაც იგი ჩემ წინაშე გამოხატავს.
ფარლი ერთ-ერთ თანამებრძოლს ჩაავლებს ხელს და წა-
მოაყენებს:
– გაიფანტეთ! – ყვირის და ორივე მხარეს გამავალ ქუჩებ-
ზე მიანიშნებს, – ჩრდილოეთით, გვირაბებისკენ! – თანაშემ-
წეებს მიუთითებს, საით უნდა წავიდნენ, – შეიდ, პარკის მხა-
რეს! – ჩემი ძმა თავს უქნევს, იცის, რასაც გულისხმობს ფარ-
ლი. მახლობელ შენობას შემდეგი რაკეტა ასკდება და ფარ-
ლის ხმას ახშობს. მაგრამ ადვილი მისახვედრია, რას ყვირის.
გაიქეცით!
ჩემს ერთ ნაწილს უკან დახევა არ უნდა, მინდა დავრჩე და
ვიბრძოლო. ჩემი იისფერ-თეთრი ელვა აუცილებლად სამიზ-
ნედ მაქცევს და თვითმფრინავებს გაქცეული აჯანყებულების-
გან ყურადღებას ჩემზე გადმოატანინებს. შეიძლება თითო-
ოროლა თან გავიყოლო კიდეც, მაგრამ ეს შეუძლებელია.
სხვებზე მნიშვნელოვანი ვარ, წითელ ნიღბებსა და სახვევებზე
მეტი ფასი მაქვს. მე და შეიდი უნდა გადავრჩეთ – თუ საერთო
მიზნისთვის არა, სხვების გულისთვის მაინც. სიაში არსებული
ასობით ჩვენნაირისთვის – ისინი ჰიბრიდები არიან, ანომა-
ლიები, გამონაკლისები, წითელ-ვერცხლისფერებისთვის,
რომელთა არსებობა თითქოს შეუძლებელია – რომლებიც
აუცილებლად დაიღუპებიან, თუ ხელი მოგვეცარება.
ეს შეიდმაც კარგად იცის. ხელს გამომდებს და ისე მაგრად
მიჭერს, შეიძლება დამილურჯოს. მეადვილება ფეხდაფეხ მი-
ყოლა, ფართო პროსპექტიდან გავყავარ და ერთმანეთში გა-
15 მკითხველთა ლიგა
დახლართული, ნაცრისფერ-მწვანე გაბარდული ხეებით მო-
ფენილ ქუჩაზე აღმოვჩნდებით. რაც წინ მივდივართ, მით უფ-
რო სქელდება ხეების ტევრი, მახინჯი თითებივით ჩაწნულან
ერთმანეთში. ათასი წლის განმავლობაში მოუვლელობამ ეს
პატარა ფართობი უსიცოცხლო ჯუნგლებად აქცია. იგი ცისგან
გვიფარავს, სანამ თვითმფრინავების ხმა სულ უფრო ახლოს
არ გვესმის. კილორნი დიდი მანძილით არ ჩამოგვრჩენია. წა-
მით წარმოვიდგენ, თითქოს ჩვენს სოფელში ვართ, ოჩოფე-
ხეთში დავეხეტებით, გასართობსა და ხიფათს ვეძებთ... და
მხოლოდ ხიფათს გადავეყარეთ.
როცა შეიდი, ბოლოს და ბოლოს, ჩერდება, მისი ქუსლები
ღრმა ნაკვალევს ტოვებს ჩვენს ფეხქვეშ, ტალახში, მე კი
აქეთ-იქით ვიხედები. კილორნი ჩვენ გვერდით დგება, უაზ-
როდ უშვერს შაშხანას ცას, მაგრამ იქ ჯერ არავინ ჩანს. ქუჩა-
საც ვეღარ ვხედავ, ან ნანგრევებისკენ გავარდნილ წითელ-
სახვევიან აჯანყებულებს.
ჩემი ძმა ხეების რტოებს შორის იჭყიტება, ელოდება, რო-
დის გამოჩნდებიან შორს მოგუგუნე თვითმფრინავები.
– სად მივდივართ? – ვეკითხები სუნთქვაშეკრული.
მის ნაცვლად კილორნი მპასუხობს:
– მდინარეზე, – ამბობს ის, – და მერე ოკეანეში. შეგიძლია
წაგვიყვანო? – კილორნი შეიდის ხელებს დაჰყურებს, თით-
ქოს მის სასწაულ უნარს თვით მის სხეულში ხედავს, მაგრამ
შეიდის ძალა ისევე ჩამკვდარია, როგორც ჩემი, უხილავია,
სანამ თავად არ ისურვებს მის გამჟღავნებას.
ჩემი ძმა თავს აქნევს.
– ერთი ნახტომით არ გამოვა, ძალიან შორსაა, თანაც
მირჩევნია გავიქცე და ძალა დავზოგო, – მას მზერა უმკაც-
რდება, – სანამ ნამდვილად არ დაგვჭირდება.
16 მკითხველთა ლიგა
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. საკუთარი გამოცდილები-
დან ვიცი, რას ნიშნავს, როცა ძალაგამოცლილი ხარ, დაღ-
ლილობისგან ძვლები გტეხს და მოძრაობა გიჭირს, ბრძოლას
რომ თავი დავანებოთ.
– კალი სად მიჰყავთ?
ჩემს კითხვაზე კილორნი შუბლს იკრავს.
– ჯანდაბა, რაში მენაღვლება.
– უნდა გენაღვლებოდეს, – ვახლი მე, მიუხედავად იმისა,
რომ ხმა მღელვარებისგან მიცახცახებს. არა, არ უნდა ენაღ-
ვლებოდეს. ამაზე არც ერთი ჩვენგანი არ უნდა ფიქრობდეს.
თუ პრინცი მიდის, უნდა გაუშვა, – შეუძლია აქედან თავის
დაღწევაში დაგვეხმაროს. შეუძლია ჩვენთან ერთად იბრძო-
ლოს.
– როგორც კი შანსს მივცემთ, მაშინვე გაიქცევა ან ყველას
დაგვხოცავს, – მიღრენს იგი, შარფს სწევს და ბრაზიან, მოღუ-
შულ სახეს მანახვებს.
გონებაში კალის ცეცხლს ვხედავ – გზად ყველაფერს რომ
წვავს, ფოლადს თუ ხორცს.
– შეეძლო გუშინვე მოეკალი, – ვამბობ მე. არ ვაჭარბებ და
კილორნმა ეს იცის.
– რატომღაც მეგონა, კინკლაობას გადაეჩვეოდით, – ამ-
ბობს შეიდი და შუაში გვიდგება, – რა სულელი ვიყავი.
კილორნი თავს ძალას ატანს და შეკრული კრიჭიდან ბო-
დიშს ცრის, მაგრამ მე კრინტს არ ვძრავ. თვითმფრინავების-
კენ მაქვს ყური, მათი ელექტრონული გულები ჩემს გულთან
ერთად ფეთქავენ. მათი გულისცემა ყოველ წამს სუსტდება და
სულ უფრო შორს მიდის.
– ისინი მიფრინავენ. თუ წასვლას ვაპირებთ, გზას ახლავე
უნდა გავუდგეთ.
17 მკითხველთა ლიგა
ჩემი ძმა და კილორნი უცნაურად მიყურებენ, მაგრამ არც
ერთი არ მეწინააღმდეგება.
– აქეთ, – ამბობს შეიდი და ხეებს მიღმა მითითებს. მათ
შორის პატარა, ლამის უხილავი ბილიკი მიიკლაკნება, ზედ
ლაფი გამხმარა და მის ქვეშ, აქა-იქ, ქვა და ასფალტი მოჩანს.
შეიდი ისევ ხელს მკიდებს, კილორნი კი წინ სწრაფად მირბის
და ჩვენც მივყვებით.
ვიწრო ბილიკზე გადმოხრილი ხეების ტოტები გვკაწრავენ
და მალე გვერდიგვერდ სირბილი შეუძლებელი ხდება. შეიდი
ხელს მაინც არ მიშვებს, პირიქით, უფრო მაგრად მბღუჯავს.
მერე ვხვდები, ის სულაც არ მიჭერს ხელს. ეს ჰაერის ბრალი-
ა... და სამყაროსი. ყველა და ყველაფერი იძაბება ამ
წყვდიადით მოცულ წამებში. შემდეგ თვალის დახამხამებაში
ხეების ტევრის მეორე მხარეს გავდივართ, უკან ვიყურებით
და კილორნს ვხედავთ, რომელიც ნაცრისფერი კორომიდან
გამოდის.
– კი მაგრამ, ის ხომ ჩვენ წინ გარბოდა? – ვლუღლუღებ
გაოგნებული და შეიდსა და ბილიკზე ვაცეცებ თვალებს. ქუჩის
შუაგულს ვკვეთთ, ზემოთ კვამლი და ცა ლივლივებს, – შენ...
შეიდი ფართოდ იღიმება, რაც თვითმფრინავების შორეულ
გუგუნში უადგილოდ ჩანს.
– ვთქვათ, მე... ვისკუპე... სანამ ხელიხელჩაკიდებული
ვართ, შენც შეგიძლია გამოყოლა, – მიხსნის ის, სანამ მომ-
დევნო ხეივანში შევცვივდებით.
გული მიჩქარდება იმის გაგებაზე, რომ ეს ტელეპორტირე-
ბა იყო, თანაც იმ ადგილას, სადაც თითქმის შესაძლებელია
დავიწყება, თუ რა ხათაბალაში ვართ გაბმული.
ამას თვითმფრინავებიც მალევე მახსენებენ. ჩრდი-
ლოეთით მორიგი რაკეტა ფეთქდება და შენობა მიწისძვრის-
18 მკითხველთა ლიგა
თვის დამახასიათებელი გუგუნით ენარცხება მიწას. მტვერი
ტალღებად მოღელავს ხეივანში და კვლავ ნაცრისფრად
გვღებავს. ცეცხლი და კვამლი ჩემთვის უკვე იმდენად ნაცნო-
ბია, რომ სუნს ძლივსღა ვგრძნობ, მაშინაც კი, როცა ფერფლი
თოვლივით ცვივა. ზედ ნაფეხურებს ვტოვებთ. ალბათ, ეს ჩვე-
ნი უკანასკნელი ნაკვალევი იქნება.
შეიდმა იცის, სად წავიდეს და როგორ გაიქცეს. კილორნი
თავისი მძიმე შაშხანითაც ადვილად გვიწყობს ფეხს. ისევ
ხეივანში ვბრუნდებით. აღმოსავლეთით ჭუჭყსა და მტვერში
დღის შუქი კიაფობს და ჰაერს ზღვის მარილიანი სუნთქვა მო-
აქვს. დასავლეთით პირველად ჩამონგრეული შენობა დაცე-
მული გოლიათივით წევს და მატარებლამდე მისასვლელ
გზას გვიღობავს. ჩვენ გარშემო ჩატეხილი შუშა, შენობების
რკინის ჩონჩხები და უცნაური, გამოხუნებული თეთრი ეკრა-
ნები აღმართულა. ეს ნანგრევების სასახლეა.
რა არის ეს? ვფიქრობ წამით. ჯულიანს ეცოდინებოდა. ამ
სახელის გახსენებაც კი მტკივნეულია და ამ გრძნობას სწრა-
ფად უკუვაგდებ.
მტვრის ბუქიდან რამდენიმე წითელყელსახვევიანი მორ-
ბის და მათში ნაცნობ სილუეტს ვეძებ. კალი არსად ჩანს და
ძალიან მეშინია.
– უიმისოდ არ წამოვალ.
შეიდი არც მეკითხება, ვის ვგულისხმობ, ისედაც იცის.
– პრინცი ჩვენთან ერთად წამოვა, სიტყვას გაძლევ.
ჩემი პასუხი გულ-მუცელს მიმღვრევს:
– არ ვენდობი შენს სიტყვას.
შეიდი ჯარისკაცია. ადვილი ცხოვრება ნამდვილად არ
ჰქონია და ტკივილი მისთვის უცხო არ არის და მაინც, ჩემი
სიტყვები გულში სწვდება. ამას მის სახეზე ვხედავ.
19 მკითხველთა ლიგა
მოგვიანებით მოვუბოდიშებ, ვეუბნები ჩემს თავს.
თუ ოდესმე დადგება „მოგვიანებით“.
ჩვენს თავზე კიდევ ერთი რაკეტა გადაიქროლებს და რამ-
დენიმე ქუჩის იქით ვარდება. აფეთქების შორეული გრგვინვა
ვერ ახშობს უფრო უხეშ და თავზარდამცემ ხმას, რომელიც
ყველგან გაისმის.
ათასობით ფეხი მწყობრად მოაბიჯებს.

20 მკითხველთა ლიგა
თავი 2

ჰაერი მტვრის ნაკადით სქელდება და რამდენიმე წამს


გვჩუქნის, რათა ჩვენკენ მომავალ სიკვდილს დავაკვირდეთ.
ჩრდილოეთიდან, ქუჩებში, ჯარისკაცები მოაბიჯებენ. ჯერ მათ
შაშხანებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვერცხლისფერთა არმიას მო-
საკლავად იარაღი არ სჭირდება.
აჯანყებულები გარბიან, თავქუდმოგლეჯით მიქრიან დაღ-
მართში. ამ წუთისთვის ისე ჩანს, თითქოს გაქცევას შეძლე-
ბენ, მაგრამ სად? წინ მხოლოდ მდინარე და ზღვაა. წასასვლე-
ლი და დასამალი არსად არის. მეფის არმია ნელა მოიწევს
წინ, უცნაური, ფრატუნა ნაბიჯებით. თვალებს ვჭუტავ და
მტვერში ვიხედები, მზერის დაძაბვით ვცდილობ მათ დანახ-
ვას და ვხვდები, რაც ხდება, რაც გააკეთა მეივენმა. ელდა
მთელ ტანში ნაპერწკლებად მივლის და შეიდი და კილორნი
უკან ხტებიან.
– მერ! – ყვირის შეიდი, ნახევრად გაკვირვებითა და ნახევ-
რად ბრაზით. კილორნი არაფერს ამბობს, მიყურებს, როგორ
ვცახცახებ ერთ ადგილზე.
ხელს მკლავზე ვავლებ და ის არ კრთება. ნაპერწკლები
უკვე გაქრა – მან იცის, რომ არაფერს ვავნებ.
– შეხედე, – ვამბობ და ხელს ვიშვერ.
ვიცოდით, რომ ჯარისკაცები მოვიდოდნენ. კალმა გვით-
ხრა, გაგვაფრთხილა, რომ მეივენი თვითმფრინავების კვალ-
დაკვალ ლეგიონს გამოგზავნიდა, მაგრამ ამას კალიც ვერ
გათვლიდა. მხოლოდ მეივენის ბნელ გულს შეეძლო ამ კოშ-
მარის მოფიქრება.

21 მკითხველთა ლიგა
პირველ მწკრივში მომავლებს კალის საგულდაგულოდ
ნაწრთობი ვერცხლისფერი ჯარისკაცების მქრქალი ნაცრის-
ფერი ფორმა არ აცვიათ. ისინი ჯარისკაცებიც არ არიან. მსა-
ხურები არიან წითელი ქურთუკებით, წითელი თავსაფრებით,
წითელი ჟაკეტებით, წითელი შარვლებით, წითელი ფეხსაცმე-
ლებით. იმდენი წითელია, თითქოს სისხლი ღვარად დასდით.
მათ ფეხებზე შებმული რკინის ჯაჭვები მიწაზე ჩხარუნობს. ეს
მკაწრავი ხმა თვითმფრინავებს, რაკეტებსა და წითელი კედ-
ლის უკან მიმალული ვერცხლისფერი ოფიცრის უხეში, მყე-
ფარა ხმით გაცემულ ბრძანებებსაც კი ახშობს. მხოლოდ ჯაჭ-
ვების ხმაური მესმის.
კილორნი ცოფდება, ბრდღვინავს. წინ დგამს ნაბიჯს, სას-
როლად შაშხანას სწევს, მაგრამ იარაღს ხელში ვერ იმაგ-
რებს. არმია ჯერ ისევ ხეივანს მიღმაა, მეტისმეტად შორს შე-
დეგიანი გასროლისთვის, თუნდაც ადამიანებისგან შემდგარი
ფარის გარეშე. ახლა ეს შეუძლებელზე მეტია.
– არ უნდა გავჩერდეთ, – ბუტბუტებს შეიდი. თვალებში
რისხვა უელავს, მაგრამ იცის, რაც უნდა გაკეთდეს და რას არ
უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისათვის, რომ გადავრჩეთ, –
კილორნ, ახლავე წამოგვყევი, თორემ დაგტოვებთ.
გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ, მაგრამ ჩემი ძმის
სიტყვები გულს მტკენს და გონს მოვდივარ. რაკი კილორნი
არ იძვრის, ხელს ვკიდებ და ყურში ჩავჩურჩულებ იმ იმედით,
რომ ჯაჭვების ჩხრიალს ჩავახშობ:
– კილორნ, – ასეთი ხმით ველაპარაკებოდი დედას, როცა
ჩემი ძმები ომში წაიყვანეს, როცა მამას სული ეხუთებოდა,
როცა საქმე ცუდად იყო, – კილორნ, მათ ვერაფრით დავეხმა-
რებით.

22 მკითხველთა ლიგა
– ტყუილია, – ცრის კბილებიდან და მზერა ჩემზე გადმო-
აქვს, – რამე უნდა გააკეთო. შეგიძლია უშველო...
ჩემდა სამარცხვინოდ თავს ვაქნევ.
– არა, არ შემიძლია.
ისევ გავრბივართ და კილორნიც მოგვყვება.
რაკეტები კვლავ ფეთქდება, თან ყოველ წამს სულ უფრო
ახლოს და სწრაფად. ყურები მიგუგუნებს და ხმა ძლივსღა
მესმის. შუშა თუ რკინა ქარში რხეული ლერწმებივით იღუნე-
ბა, იჭმუჭნება, ტყდება და თავს მჩხვლეტავ ვერცხლისფერ
წვიმად გვატყდება. მალე სირბილი სახიფათო ხდება და
შეიდი ხელს უფრო მაგრად მიჭერს. კილორნსაც ეჭიდება და
სამივენი ვხტებით, სანამ ჩვენ გარშემო სამყარო ინგრევა.
სიბნელის მოახლოებისას ყოველ ჯერზე გულ-მუცელი მიწ-
რიალებს და ყოველ ჯერზე გაპარტახებული ქალაქი სულ უფ-
რო ახლოსაა. მიწისა და ბეტონის მტვრისგან თვალთ გვიბ-
ნელდება და სუნთქვა გვიჭირს. შუშა ფერად წვიმად გვეყრე-
ბა, ხელებს მიკაწრავს და ტანსაცმელს მიხევს. კილორნი ჩემ-
ზე უარეს დღეშია, სახვევები სისხლით ეღებება, მაგრამ არ
ჩერდება, ფრთხილობს, ცდილობს არ გაგვისწროს. ჩემი ძმა
ისევ მაგრად მიჭერს ხელს, მაგრამ უკვე იღლება, ყოველ ნახ-
ტომზე სულ უფრო ფითრდება. არც მე ვარ უსაქმოდ, ჩემს ნა-
პერწკლებს ვიყენებ ფოლადის წვეტიანი ნამსხვრევების თა-
ვიდან ასაცილებლად. მათგან შეიდის ნახტომიც ვერ გვიცავს.
თუმცა ეს ყველაფერი ჩვენივე თავის საშველადაც არ კმარა.
– კიდევ შორს არის? – გამაყრუებელი აფეთქებების გამო
ჩემი ხმა ძლივსღა ისმის. ამ ბუღში რამდენიმე ფუტის იქით ვე-
რაფერს ვხედავ, მაგრამ მაინც ვგრძნობ. ვგრძნობ ზემოთ
მოტრიალე თვითმფრინავებს, მათ ფრთებს, ძრავებს, ელექ-
ტრობას, რომელიც უფრო და უფრო ახლოვდება. ალბათ,
23 მკითხველთა ლიგა
თაგვებს ვგავართ, რომლებიც ელოდებიან, როდის აიტაცებს
ქორი მიწიდან.
შეიდი მოწყვეტით გვაჩერებს, თაფლისფერ თვალებს
აქეთ-იქით აცეცებს. ერთი საზარელი წამის განმავლობაში
მგონია, რომ გზა აებნა.
– მოიცადეთ, – ამბობს ის, რაღაც ისეთი იცის, რაზეც მე და
კილორნს წარმოდგენა არა გვაქვს.
მაღლა აიხედავს და ოდესღაც დიდებული შენობის ჩონჩხს
უყურებს. ვეებერთელაა, მზის ციხე-დარბაზის ნებისმიერ
შპილზე მაღალი, არქეონში მდებარე კეისრის მოედანზე ფარ-
თო. როცა ვხვდები, რომ მოძრაობს, ტანში ჟრუანტელი მივ-
ლის. წინ და უკან, აქეთ-იქით, საუკუნეების განმავლობაში
მოუვლელობისგან ისედაც მორყეულ სვეტებზე ირხევა. სანამ
მივშტერებივართ, ყანყალებს, ჯერ ნელა წინ მოდის, თითქოს
მოხუცი კაცი ჯდება სკამზე, მერე უფრო აჩქარდება და ჩვენს
თავზე თუ ჩვენ გარშემო ჩამოშლას იწყებს.
– ხელი ჩამჭიდეთ! – გაჰყვირის შეიდი ამ გრუხუნში და უფ-
რო მაგრად გვეჭიდება. მხრებზე ხელებს მხვევს და ტანზე სა-
შინელი ძალით მიკრავს. ნახტომისთვის დამახასიათებელ
უსიამოვნო შეგრძნებას ველი, მაგრამ არაფერი ხდება. ამის
ნაცვლად კარგად ნაცნობი ხმა მესმის.
სროლის ხმა.
ახლა შეიდის უნარი კი არ მიფარავს, არამედ მისი ტანი.
ჩემთვის განკუთვნილი ტყვია მკლავში ხვდება, მეორე კი ფეხ-
ში. ტკივილისგან ღრიალებს, დახეთქილ მიწაზე ეცემა. ტყვი-
ის უკუცემას მისი სხეულისგან ვგრძნობ, მაგრამ ტკივილის
დრო არა მაქვს. ჰაერში სხვა ტყვიებიც წივის, ძალიან სწრაფი
და ბევრი საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გავუწიო. ჩამოქ-
ცეული შენობისა და შეტევაზე გადმოსული არმიისგან მხო-
24 მკითხველთა ლიგა
ლოდ გაქცევა შეგვიძლია. ერთმა მეორეს უნდა შეუშალოს
ხელი, რადგან ზემოდან ფოლადის მასა უნდა ჩამოიქცეს და
ჩვენსა და ლეგიონს შორის დაეხეთქოს. ყოველ შემთხვევაში,
წესით, ასე უნდა მოხდეს. გრავიტაციისა და ცეცხლის გამო
შენობა ეცემა, მაგრამ ვეღარ გვფარავს, მაგნეტრონების ძა-
ლა აკავებს. უკან რომ ვიხედები, მათ ვხედავ, ვერცხლისფერი
თმითა და შავი საჭურვლით, დუჟინი მაინც იქნებიან და ზემო-
დან ჩამოვარდნილ ნებისმიერ ძელსა თუ ფოლადს აქეთ-იქით
ფანტავენ. ისე ახლოს არა ვარ, მათი სახეები გავარჩიო, მაგ-
რამ სამოსების საგვარეულოს კარგად ვიცნობ. ევანგელინი
და პტოლემუსი თავიანთი ოჯახის წევრებს მეთაურობენ, ქუ-
ჩებს წმენდენ, რათა ლეგიონს გავლა გაუიოლდეს, დაწყებუ-
ლი საქმე დაასრულონ და დაგვხოცონ.
ნეტავ არენაზე კალს პტოლემუსი მოეკლა, ნეტავ ევანგე-
ლინს მეც ისევე „კეთილად“ მოვქცეოდი, როგორც თავად
მექცეოდა. მაშინ იქნებ შანსიც გვქონოდა, მაგრამ ჩვენს
გულმოწყალებას თავისი ფასი აქვს და ეს შეიძლება ჩვენი სი-
ცოცხლე აღმოჩნდეს.
შეიდს ვეკვრი, რაც შემიძლია მხარში ვუდგავარ. თითქმის
მთელ სიმძიმეს კილორნი ზიდავს, მის წონას თავის თავზე
იღებს და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ჯერ კიდევ მბო-
ლავი კრატერისკენ მიათრევს. სიხარულით ჩავიმალებით
შიგ, ტყვიების წვიმისგან ოდნავ მაინც დაგვიცავს, თუმცა დი-
დად ვერა. დიდხანს ვერა.
კილორნი ქოშინებს, წარბებზე ოფლის წვეთები უბრწყი-
ნავს. სახელოს იხევს და შეიდს ფეხს უხვევს. სახვევი მაშინვე
წითლად იღებება.
– შეგიძლია გადახტომა?

25 მკითხველთა ლიგა
ჩემი ძმა წარბს იკრავს, ტკივილის გამო კი არა, არამედ
თავის ძალას ამოწმებს. მისი კარგად მესმის. თავს ნელა აქ-
ნევს და მზერა უმკაცრდება.
– ჯერ არა.
კილორნი ბრაზით ცრის:
– აბა, რა ვქნათ?
ცოტაოდენი დრო მჭირდება იმის მისახვედრად, რომ მე
მეკითხება და არა ჩემს უფროს ძმას. არა იმ ჯარისკაცს, რო-
მელიც ომს ორივე ჩვენგანზე უკეთ იცნობს. თუმცა არა, სი-
ნამდვილეში მეც არ მეკითხება. ამ კითხვას ოჩოფეხეთის
მკვიდრ მერ ბაროუს არ უსვამს, ქურდბაცაცას, თავის მეგო-
ბარს. არა, ახლა კილორნის წინაშე სხვა ადამიანია, ის, რომ-
ლადაც ვიქეცი სასახლის დარბაზებსა და არენის ქვიშაზე.
ის ელვა-გოგონას ეკითხება.
– მერ, რა ვქნათ?
– უნდა დამტოვოთ, აი, რას იზამთ! – შეიდი პასუხის გაცე-
მას მასწრებს და კრიჭაშეკრული გვიღრენს, – მდინარისკენ
გაიქცევით, ფარლის იპოვით. მეც გადმოვხტები, როგორც კი
შევძლებ.
– მატყუარას მოტყუებას ნუ ეცდები, – ვეუბნები მე და მთე-
ლი ძალით ვცდილობ კანკალის შეკავებას. ეს-ესაა ძმა და-
მიბრუნდა, მკვდრეთით აღდგა და ისევ ვეღარ დავკარგავ.
არაფრის გულისათვის!
– აქედან ერთად წავალთ. სამივე.
ლეგიონის ნაბიჯები მიწას არყევს. კრატერს მიღმა ერთი
მიხედვით ვხვდები, რომ ჩვენამდე ასი იარდიც აღარ დარჩათ
და სწრაფად გვიახლოვდებიან. წითლების რიგს მიღმა ვერ-
ცხლისფერებს ვხედავ. ქვეითებს ღია ნაცრისფერი ფორმები
აცვიათ, მაგრამ ზოგი შეჭურვილიცაა, ჯავშანი ნაცნობ ფერებ-
26 მკითხველთა ლიგა
შია შეღებილი. ეს მეომრები დიდი საგვარეულოების წარმო-
მადგენლები ბრძანდებიან. ვხედავ ლურჯ, ყვითელ, შავ, ყა-
ვისფერ და სხვა ფერებს. ნიმფები, ტელეკინები, მეაბრეშუ-
მეები, მძლავრხელიანები, საუკეთესო მებრძოლები, ვინც კი
შეიძლება ვერცხლისფერებმა მოგვისიონ. ჰგონიათ, კალი
მეფის მკვლელია, მე – ტერორისტი და ჩვენს გასანადგურებ-
ლად მთელ ქალაქს დაანგრევენ.
კალი.
მხოლოდ ჩემი ძმის სისხლი და კილორნის გახშირებული
სუნთქვა მაკავებს, რომ კრატერიდან არ ამოვხტე. უნდა ვიპო-
ვო, აუცილებლად. თუ ჩემთვის არა, საერთო მიზნის გამო მა-
ინც, აქაურობის დასაცავად. იგი ას კარგ მებრძოლს უდრის.
ოქროს ფარია... მაგრამ, ალბათ, წავიდა, გაიქცა, ბორკილები
გაადნო და მოკურცხლა, როცა ქალაქმა ნგრევა დაიწყო.
არა, არ გაიქცეოდა. არასოდეს გაიქცეოდა თავისი არმი-
ისგან, მეივენისგან... ან ჩემგან.
იმედია, არ ვცდები.
იმედია, უკვე მკვდარი არ არის.
– წამოაყენე, კილორნ, – მზის ციხე-დარბაზში აწ გარდაც-
ვლილმა ქალბატონმა ბლონოსმა პრინცესასავით ლაპარაკი
მასწავლა. ცივი ხმაა საჭირო, შეუპოვარი, რომელიც შეკამა-
თებას არ დაუშვებს.
კილორნი მემორჩილება, მაგრამ შეიდი მაინც აპროტეს-
ტებს:
– მე მხოლოდ შეგანელებთ.
– მაგისთვის მოგვიანებით მოგვიბოდიშებ, – ვპასუხობ მე
და წამოდგომაში ვეხმარები, მაგრამ მათ ყურადღებას თით-
ქმის არ ვაქცევ, გონებით სხვაგან ვარ, – გაინძერით.
– მერ, თუ გგონია, რომ დაგტოვებთ...
27 მკითხველთა ლიგა
როცა კილორნისკენ ვტრიალდები, ხელებზე ნაპერწკლები
მაქვს, ხოლო გულში – მტკიცე გადაწყვეტილება. სიტყვა პირ-
ზე აშრება. ჩემს მიღმა იხედება, ჯარს გაჰყურებს, რომელიც
ყოველ წამს გვიახლოვდება. ტელეკინები და მაგნეტრონები
ნანგრევებისგან ისევ წმენდენ ქუჩას, გამაყრუებელი
ღრჭიალით ათავისუფლებენ გზას ზედ დახვავებული რკინისა
და ქვისგან.
– გაიქეცით!
კილორნი მემორჩილება და შეიდსაც ისღა დარჩენია, კოჭ-
ლობით მიჰყვეს და უკან მომიტოვოს. კრატერიდან ამოსულე-
ბი დასავლეთისკენ გარბიან, მე კი აღმოსავლეთისკენ ვდგამ
მოზომილ ნაბიჯებს. ჩემი გულისთვის მეივენის არმია შეჩერ-
დება. აუცილებლად უნდა შეჩერდეს.
ერთი საზარელი წუთის შემდეგ წითლები ნაბიჯს ანელე-
ბენ, როცა ჩერდებიან, ბორკილები ჩხარუნობენ. მათ უკან
ვერცხლისფერები მხრებზე შაშხანებს იწყობენ, თითქოს წინ
არავინ ედგეთ. საბრძოლო ტრანსპორტი, დაკბილულბორ-
ბლებიანი დიდი მანქანები, ჭრიალით ჩერდებიან სადღაც, ჯა-
რისკაცების უკან. მათ ელექტრობას ვენებში ვგრძნობ.
მეივენის არმია იმდენად ახლოსაა, რომ მესმის, როგორ
გასცემენ მეთაურები მყეფარე ხმით ბრძანებებს: „ელვა-
გოგონა!“ „მწკრივში იდექით, არ გაინძრეთ!“ „დაუმიზნეთ!“
„არ ისროლოთ!“
ყველაზე უარესი ბოლოს ხდება. უეცრად ქუჩაზე სიჩუმე ჩა-
მოწვება და მერე პტოლემუსის ნაცნობი, ზიზღითა და ბრაზით
სავსე ხმა დასჭექს:
– გზა დაუთმეთ მეფეს! – ღრიალებს ის.
ბარბაცით ვიხევ უკან. მეივენის არმიას ველოდი და არა
თავად მეივენს. იგი ძმასავით ჯარისკაცი არ არის და არმიის
28 მკითხველთა ლიგა
გაძღოლა არ ევალება. მაგრამ აი, ისიც, მებრძოლებს შორის
მოაბიჯებს, მას გზას უთმობენ, უკან პტოლემუსი და ევანგე-
ლინი მოსდევენ ფეხდაფეხ. როცა წითლების რიგიდან გამო-
დის, ლამის მუხლები მომეკვეთოს. აბჯარი შავად უბზინავს,
მეწამული მოსასხამი მოუსხამს. თითქოს უფრო მაღალია,
ვიდრე ამ დილით იყო. ისევ მამამისის ცეცხლოვანი გვირგვი-
ნი ადგას თავზე, თუმცა ბრძოლის ველზე ასე არ უნდა იყოს.
ალბათ, მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რა მოიპოვა თავისი
ტყუილებით, რა დიდი ჯილდო მიითვისა. ასე შორიდანაც კი
ვგრძნობ მის მწველ მზერას, მძვინვარებას და ეს თითქოს ში-
განს მითუთქავს.
თავზე მხოლოდ რეაქტიული თვითმფრინავები დაგ-
ვტრიალებენ სტვენით. ეს სამყაროში ერთადერთი ხმაა.
– ვხედავ, ძველებურად მამაცი და ისევ ისეთი სულელი
ხარ, – გაისმის ქუჩაში მეივენის ხმა.
ნანგრევები დამცინავ ექოს გამოსცემენ.
როგორც არენაზე, ახლაც არ მივცემ ჩემი შიშისა და ბრა-
ზის დანახვის ფუფუნებას.
– სახელად პატარა, ჩუმი გოგონა უფრო შეგეფერება, –
იცინის ცივად და არმიაც ბანს აძლევს. წითლები უტყვად დგა-
ნან და მიწას ჩასჩერებიან. არ უნდათ ნახონ, რაც მოხდება, –
მაშ, კარგი, ჩუმო გოგონავ, უთხარი შენს ვირთხა მეგობრებს,
რომ ყველაფერი დამთავრდა. ალყაში არიან. გამოიყვანე
საფრიდან და მათთვის ღირსეულ სიკვდილს გავიმეტებ.
ასეთი ბრძანების გაცემა რომც შემეძლოს, ამას არას-
დროს ვიზამდი.
– ისინი უკვე წავიდნენ.
ნუ ეტყვი ტყუილს მატყუარას, მეივენი კი ყველაზე დიდი
მატყუარაა.
29 მკითხველთა ლიგა
და მაინც, დაეჭვებული ჩანს. „ალისფერი მცველი“ უკვე იმ-
დენჯერ დაუსხლტა ხელიდან, კეისრის მოედანზე, არქეონში.
შეიძლება ახლაც დაუძვრეს. რა სირცხვილი იქნებოდა, მისი
მეფობის საშინელი დასაწყისი.
– ის მოღალატე სად არის? – ხმა უმკაცრდება და ევანგე-
ლინი უახლოვდება. ვერცხლისფერი თმა სამართებლის ბას-
რი პირივით უბრწყინავს, თავის მოოქრულ საჭურველზე უფ-
რო მეტადაც კი. მაგრამ მეივენი მას შორდება, გვერდზე ისე
გასწევს, როგორც კატა სათამაშოს, – ჩემი უბადრუკი ძმა
სადღაა, დაცემული პრინცი?
ჩემგან პასუხს ვერ იღებს, რადგან სათქმელი არაფერი
მაქვს.
მეივენი კვლავ იცინის და ეს ხმა პირდაპირ გულს მისე-
რავს.
– შენც მიგატოვა? გაიქცა? მაგ ლაჩარმა მამაჩვენი მოკ-
ლა, ტახტის მიტაცება სცადა და მხოლოდ იმიტომ, რომ გაპა-
რულიყო და დამალულიყო?! – თავისი დიდებულებისა და ჯა-
რისკაცების დასანახავად ვითომ ბრაზდება. მათთვის მეივენი,
ალბათ, ისევ ტრაგიკული პრინცია, მეფე, რომელსაც მართა-
ლია, ტახტი არ ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ სამართლიანო-
ბის აღდგენა უნდა მკვდარი მამის გამო.
თავს გამომწვევად ვწევ მაღლა:
– გგონია, კალი ამას მართლა იზამდა?
მეივენი სულელი ნამდვილად არ არის. კი, ბოროტია, მაგ-
რამ არა ჩერჩეტი და საკუთარ ძმას სხვებზე უკეთ იცნობს. კა-
ლი ლაჩარი არ არის და არც არასდროს იქნება. თავის ქვე-
შევრდომებს მეივენი ვერ გააბრიყვებს. მისი თვალები მის
ფიქრებს ამხელენ და გვერდზე იხედება, ომისგან დან-
გრეული მოედნისგან გამავალ ხეივნებსა და ქუჩებს გაჰყუ-
30 მკითხველთა ლიგა
რებს. კალი შეიძლება ნებისმიერ ადგილას იმალებოდეს და
თავდასხმისთვის შესაფერ დროს ელოდეს. შეიძლება მეც ხა-
ფანგი ვიყო, სატყუარა იმ სინდიოფალას მოსაზიდად, რო-
მელსაც ოდესღაც ჩემს დანიშნულსა და მეგობარს ვუწოდებ-
დი. როცა თავს მიაბრუნებს, გვირგვინი ლამის თვალებზე
უცურდება, მისი თავისთვის მეტისმეტად დიდია. ფოლადმაც
კი იცის, რომ ის მეივენს არ ეკუთვნის.
– მგონი, მარტო დარჩი, მერ, – ამბობს რბილად. მიუხედა-
ვად ყველაფრისა, რაც გამიკეთა, მისი პირიდან ჩემი სახელის
გაგონებაზე მაკანკალებს, განვლილი დღეები მახსენდება.
ოდესღაც ჩემს სახელს ნაზად, სიყვარულით ამბობდა, ახლა
კი ლანძღვასავით გაისმის, – შენი მეგობრები წავიდნენ. და-
მარცხდი. საძაგლობა ხარ, საძაგელი მოდგმის ერთადერთი
წარმომადგენელი. ამ სამყაროდან შენი გაქრობა ნამდვილი
წყალობა იქნება.
ისევ ცრუობს და ეს ორივემ ვიცით. მასავით ცივად ვიცინი.
წამით კვლავ მეგობრებს ვემსგავსებით, რაც სიმართლისგან
ძალიან შორს დგას.
თავზე თვითმფრინავი გადაგვიქროლებს, ფრთებით ლა-
მის მახლობელი ნანგრევის წვერს ეხება. ძალიან დაბლაა,
მეტისმეტად დაბლა. ვგრძნობ ელექტრობას მის გულში, მო-
გუგუნე ძრავებში, როგორღაც ჰაერში რომ აჩერებენ, და
ვცდილობ, მთელი ძალით ვცდილობ ამ ელექტრონს მივწვდე,
რაც აქამდეც ბევრჯერ მიქნია. როგორც ნათურებს, კამერებს,
სადენებსა თუ წრედებს, რომლებსაც ადვილად ვიმორჩილებ
მას შემდეგ, რაც ელვა-გოგონად ვიქეცი, ძრავასაც ვწვდები
და ვთიშავ.
თვითმფრინავი ცხვირით ქვემოთ ეშვება, ცოტა ხანს მძიმე
ფრთებით ჰაერში პლანირებს. თავდაპირველი ტრაექტორიის
31 მკითხველთა ლიგა
მიხედვით ქუჩის თავზე უნდა გადაეფრინა, ლეგიონის თავზე,
რათა მეფე დაეცვა. ახლა პირდაპირ მათ ეჯახება, წითლების
მწკრივს გადაუფრენს და ასობით ვერცხლისფერში ვარდება.
სამოსების საგვარეულოს მაგნეტრონები და პროვოსების ტე-
ლეკინები ისეთი სწრაფებიც არ არიან, რომ თვითმფრინავი
შეაჩერონ, რომელიც ქუჩაზე მისრიალებს და თან ასფალტსა
და ადამიანებს აქეთ-იქით ისვრის. იგი ფეთქდება, გრიალი
გაისმის და ლამის წამაქციოს, ტალღა უკან მაგდებს. აფეთქე-
ბა გამაყრუებელია, მტკივნეული, თავბრუდამხვევი. ტკივი-
ლის დრო არ არის, ვიმეორებ გონებაში. მეივენის არეულ-
დარეული არმიის დასანახავად თავს არ ვიწუხებ, გავრბივარ
და ჩემი ელვაც ჩემთან არის.
ზურგს იისფერ-თეთრი ნაპერწკლები მიფარავს და მიცავს
ფეხმარდებისგან, რომლებიც ჩემს შეჩერებას ცდილობენ.
ზოგიერთი ჩემს ელვას ეჯახება და მასში გაღწევას ცდილობს,
მაგრამ მათგან დამწვარი ხორცისა და ძვლების გროვა რჩე-
ბა. კიდევ კარგი, მათ სახეებს ვერ ვხედავ, თორემ მოგვიანე-
ბით შეიძლება სიზმარში მენახა. მერე ტყვიებს მაწევენ, მაგ-
რამ ზიგზაგისებურად მივრბივარ, რაც რთულ სამიზნედ მაქ-
ცევს. რამდენიმე ტყვია ჩემს ელექტრულ ფარზე სკდება წივი-
ლით, როგორც ჩემს სხეულს უნდა მოსვლოდა, როცა სადე-
დოფლოების გამოცდის დღეს ელექტრულ ფარზე დავეცი. ეს
ახლა შორეულ მოგონებად მეჩვენება. ზემოთ ისევ თვით-
მფრინავები დაქრიან, ამჯერად ფრთხილობენ და დისტანციას
ინარჩუნებენ, აი, მათი რაკეტები კი ნაკლებად თავაზიანები
არიან.
ნაოხარის ნანგრევები ათასწლეულების განმავლობაში
იდგა, მაგრამ ქალაქი ამ დღეს ვერ გადაურჩება. შენობები და
ქუჩები ნადგურდება, ვერცხლისფერთა ძალასა და რაკეტებს
32 მკითხველთა ლიგა
ვეღარაფერი უძლებს. აქაურობას ყველა და ყველაფერი
მიუსიეს. მაგნეტრონები ფოლადის საყრდენ სვეტებს გრეხენ
და ამსხვრევენ, ტელეკინები და მძლავრხელიანები ფერ-
ფლის ქალაქში ნანგრევებს აქეთ-იქით ისვრიან. საკანალიზა-
ციო მილებიდან წყალი ასხამს, ნიმფები ქალაქის დატბორვას
ცდილობენ და გვირაბებში ჩამალულ „ალისფერი მცველის“
უკანასკნელ წევრებს სამალავებიდან ყრიან. ქარი გრიგალი-
ვით ღმუის, რასაც მეივენის არმიაში მყოფ ქარის მბრძანებ-
ლებს უნდა ვუმადლოდე. ნამსხვრევები და წყლის შხეფები
ცხვირ-პირში მცემს, ისეთი ბასრია, ლამის დავბრმავდე. გამა-
ნადგურებლებით გამოწვეული აფეთქებები მიწას არყევს და
თავგზააბნეული ვბარბაცებ. დაცემას ჩვეული არა ვარ, მაგ-
რამ ახლა სახით ასფალტზე მივხოხავ და სისხლიან კვალს
ვტოვებ. როცა ისევ ფეხზე ვდგები, ისევ სადღაც რაღაც ფეთ-
ქდება და ბანშის2 კივილივით გამკივანი მინის სკდომა-
ლაწალუწი ისევ ძირს მაგდებს და ყურებზე ხელებს ვიფარებ.
სისხლი თითებს შორის ნაკადულად მოჟონავს. სხვათა შო-
რის, მინის სკდომის ტალღამ, რომელმაც წამაქცია, მისდა
უნებურად გადამარჩინა. როგორც კი მიწას ვენარცხები, კი-
დევ რამდენიმე რაკეტა სკდება ჩემს თავთან ისე ახლოს, რომ
ვგრძნობ, როგორ ირხევა ჰაერი.
რაკეტები ძალიან ახლოს ფეთქდება და ამისგან მომავა-
ლი მხურვალება ჩემს ელექტრულ ფარში ატანს. თავში გამი-
ელვებს, ნეტავ უწარბო დავიღუპები? მაგრამ იმის მაგივრად,

2ბანში – ირლანდიური ფოლკლორის პერსონაჟი ქალი, რომელიც, გად-


მოცემით, სასიკვდილოდ განწირული ადამიანის სახლთან ჩნდება და
კვნესა-გმინვითა და კივილით ამცნობს აღსასრულის მოახლოებას.

33 მკითხველთა ლიგა
რომ დამწვას, მხურვალება უცვლელი რჩება, უსიამოვნოა,
მაგრამ არა აუტანელი. მძლავრი ხელები მარწუხებივით მი-
ჭერენ და ფეხზე მაყენებენ, ცეცხლის შუქზე ქერა თმა ელავს.
მსუსხავ გრიგალში მის სახეს მაინც ვარჩევ. ფარლი. უიარა-
ღოდაა, ტანსაცმელშემოხეული, ცახცახებს, მაგრამ ხელს არ
მიშვებს.
მის უკან მაღალი, ნაცნობი ფიგურა ცეცხლის ფონზე შავად
მოჩანს. აფეთქებისგან თავს ცალი გაშვერილი ხელით იფა-
რავს. ბორკილები აღარ აქვს, გაადნო ან გადაყარა. როცა
მოტრიალდება, ალი უფრო გიზგიზებს, ცასა და დანახშირე-
ბულ ქუჩას ლოკავს, მაგრამ ჩვენ არ გვეკარება. კალმა კარ-
გად იცის, რასაც აკეთებს, ცეცხლი ისე გვეხვევა გარშემო,
როგორც წყალი ქვას. როგორც არენაზე, იგი ცეცხლოვან კე-
დელს ქმნის და მეივენისა თუ მისი ლეგიონისგან გვიცავს. ახ-
ლა მისი ალი მძლავრია, ჟანგბადითა და ბრაზით ნაკვები.
ცეცხლის ენები მაღლა მიიწევს, ჯოჯოხეთურად ცხელა და
ალი მქრქალ ცისფრად იწვის.
ისევ ცვივა რაკეტები, მაგრამ კალი მათ ძალას ისევ აკა-
ვებს და თავის სასარგებლოდ იყენებს. ლამაზი სანახავია,
როგორ შლის გრძელ ხელებს კამარასავით, როგორ ატ-
რიალებს მათ და გამანადგურებელ ძალას უცვლელი რიტმით
აქცევს ჩვენს ფარად.
ფარლი ცდილობს გვერდზე გამწიოს, იგი ჩემზე ძლიერია.
ცეცხლოვანი ფარის ქვეშ ვტრიალდები და ასიოდე იარდის
მოშორებით მდინარეს ვხედავ. ჩემი ძმისა და კილორნის
ვეებერთელა ჩრდილებსაც ვამჩნევ, სავარაუდო უსაფრთხო
ადგილისკენ რომ მიემართებიან.
– წამოდი, მერ, – მიღრენს ფარლი და თითქმის მიათრევს
ჩემს დალურჯებულ, მისუსტებულ სხეულს.
34 მკითხველთა ლიგა
წამით ვდუნდები და უფლებას ვაძლევ, წამათრიოს. ყვე-
ლაფერი მტკივა და ამ ორომტრიალში ლოგიკურ აზროვნებას
ვერავინ მომთხოვს, მაგრამ უკან ერთხელ გახედვაც კმარა,
რომ მივხვდე, რასაც აკეთებს, რის გაკეთებას მაიძულებს.
– უმისოდ არ წამოვალ! – ამას დღეს უკვე მეორედ ვყვირი.
– მგონი, თვითონაც კარგად უმკლავდება, – ამბობს ფარ-
ლი, მისი ლურჯი თვალები ცეცხლს ირეკლავს.
ერთ დროს მეც მასავით ვფიქრობდი. მეგონა, ვერცხლის-
ფერები უძლეველნი იყვნენ, დედამიწაზე ჩამოსული ღმერთე-
ბი, მეტისმეტად ძლიერები საიმისოდ, რომ მათი განადგურე-
ბა შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ ამ დილას სამი მათგანი
მოვკალი: არვენი, მძლავრხელიანი რემბოსების საგვა-
რეულოდან, და ნიმფების ბატონი ოსანოსი. შეიძლება ელვით
მეტსაც მოვუღე ბოლო. ლამის მე და კალიც დაგვხოცეს. არე-
ნაზე ერთმანეთს ვეშველებოდით და ახლაც იგივე უნდა გავა-
კეთოთ.
ფარლი ტანით ჩემზე დიდია, უფრო მაღალი და ძლიერი,
მაგრამ მე უფრო მოქნილი ვარ, თუნდაც დაჟეჟილი და ნახევ-
რად დაყრუებული ვიყო. ფეხის ერთი მირტყმა, ერთი
დროული ბიძგი და, ფარლიც უკან წაბარბაცდება და ხელს
მიშვებს. იმავე პოზას ვინარჩუნებ, მაჯები გამოშვერილი
მაქვს, ვიცი, რაც მჭირდება. ნაოხარში არქეონსა და თუნდაც
ოჩოფეხეთზე ბევრად ნაკლები ელექტრობაა, მაგრამ უკვე
აღარ მჭირდება მისი ყველაფრისგან გამოწოვა. მე საკუთარს
ვქმნი.
ნიმფის გამოტყორცნილი წყლის პირველი ჭავლი ცეც-
ხლის ალს ცუნამის ძალით ეჯახება. უმეტესობა შიშინით ორ-
თქლდება, მაგრამ დანარჩენი კედელს ესხმება და ცეცხლის
ვეება ენებს აქრობს. წყალს ჩემი ელექტრობით ვპასუხობ, ჰა-
35 მკითხველთა ლიგა
ერში მოტრიალე ტალღებს ვუმიზნებ. ტალღის უკან ვერ-
ცხლისფერთა ლეგიონი მოაბიჯებს, გეზი ჩვენკენ უჭირავთ.
კიდევ კარგი, ბორკილებიანი წითლები მაინც მოაშორეს
აქაურობას და ისევ მწკრივის ბოლოში გადაიყვანეს. მეივენის
ნახელავია. წითლებს უფლებას არ მისცემს, შეაფერხონ.
ჩემი ელვა მის ჯარისკაცებს ხვდება, მერე კი კალის ცეც-
ხლიც ამოხეთქს.
– ნელა დაიხიე უკან, – მეუბნება კალი და თავისუფალი ხე-
ლით მანიშნებს. მის მოზომილ ნაბიჯებს ვბაძავ, ვფრთხილობ
და მოახლოებულ მტერს თვალს არ ვაცილებ. ერთმანეთს ვე-
ნაცვლებით, წინ და უკან, უკან დახევისას თავს ვიცავთ. როცა
კალის ცეცხლი იკლებს, ჩემი ელექტრობა იმატებს და ასე
შემდეგ. ერთად გადარჩენის შანსი გვაქვს.
დაბალი ხმით გასცემს მოკლე ბრძანებებს: როდის გავ-
ჩერდეთ, როდის აღვმართოთ ფარი, როდის ჩამოვწიოთ. ასე-
თი დაქანცული არასოდეს მინახავს, გათეთრებულ კანზე ვე-
ნები შავ-ლურჯად მოუჩანს, თვალების გარშემო ნაცრისფერი
წრეები გასჩენია. ვიცი, რომ მე უარესად გამოვიყურები, მაგ-
რამ მისი ბრძანებები სრული გამოფიტვისგან გვიცავს და სა-
შუალებას იძლევა ჩვენი უნარი ისევ და ისევ დაბრუნდეს, რო-
ცა საჭირო ხდება.
– ცოტა კიდევ დარჩა, – გვეძახის ფარლი, მისი ხმა უკნი-
დან მოისმის. არ გარბის, ჩვენთან რჩება, მიუხედავად იმისა,
რომ მხოლოდ ადამიანია. უფრო მამაცია, ვიდრე მეგონა.
– სადამდე დარჩა ცოტა? – ვუღრენ კრიჭაშეკრული, თან
მომდევნო ელექტრულ ბადეს ვაბამ. კალის ბრძანებების
მიუხედავად, სულ უფრო ვნელდები და ჩვენკენ გამოსროლი-
ლი ნამსხვრევები ბადეში აღწევს, ჩვენ ახლოს ტყდება და
მტვრად იქცევა. ბევრი დრო აღარ გვრჩება.
36 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მეივენიც შავ დღეშია.
მდინარისა და მის მიღმა მდებარე ოკეანის სუნი მცემს.
ძლიერი, მარილიანი სურნელი თავისკენ გვიხმობს, მაგრამ
წარმოდგენა არა მაქვს, ეს ყველაფერი რით დასრულდება.
მხოლოდ ის ვიცი, რომ ფარლისა და შეიდს სჯერათ, ოკეანე
მეივენის ბრჭყალებისგან გვიხსნის. როცა უკან ვიყურები,
მხოლოდ ქუჩას ვხედავ, რომელიც ზედ მდინარის ნაპირთან
მთავრდება. ფარლი დგას და გველოდება, ცხელი ქარი მოკ-
ლე თმას უწეწავს. გადახტით, ტუჩებით მანიშნებს იგი, სანამ
გაპარტახებული ქუჩის კიდიდან თავადაც გადაეშვება.
რა უნდა? იმ უფსკრულში უნდა გადავეშვათ?
– უნდა, რომ გადავხტეთ, – ვეუბნები კალს და სწორედ
დროულად ვტრიალდები საიმისოდ, რომ მისი ცეცხლის ფარი
ჩემი ელექტრულით ჩავანაცვლო. სალაპარაკოდ არ სცალია
და თანხმობის ნიშნად ბურდღუნებს. მისი ცეცხლი ჩემს ელვა-
სავით დასუსტდა და მიინავლა. ახლა ლამის ფარის მიღმა
ვხედავთ, რომ მეორე მხარეს ჯარისკაცები დგანან. ალის ციმ-
ციმი მათ ნაკვთებს ამახინჯებს, თვალებს აბრიალებულ ნაკ-
ვერცხლებად უქცევს, პირში თითქოს ეშვები მოუჩანთ, დემო-
ნებს ჰგვანან.
ერთ-ერთი ცეცხლის კედელს იმდენად უახლოვდება, რომ
შეიძლება დაიწვას, მაგრამ არ იწვება. ამის ნაცვლად ალს
ფარდასავით ყოფს შუაზე.
ეს მხოლოდ ერთ ვინმეს ძალუძს.
მეივენი თავისი სულელური მოსასხამიდან ნაკვერცხლებს
იბერტყავს, აბრეშუმი იწვება, აბჯარი კი უვნებელი რჩება.
თავხედობა ჰყოფნის და იღიმება.
ამ დროს როგორღაც კალს იმის ძალა ჰყოფნის, რომ მის-
გან პირი იბრუნოს. იმის ნაცვლად, რომ მეივენი შიშველი ხე-
37 მკითხველთა ლიგა
ლებით გაგლიჯოს შუაზე, გავარვარებულ ხელს მაჯაზე მკი-
დებს. ერთად გავრბივართ, ზურგი დაუცველი გვრჩება. მეივე-
ნი ჩვენ ვერ შეგვებრძოლება და ეს თვითონაც იცის. ამიტო-
მაც ღრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ გვირგვინოსანია და
ხელებიც სისხლში აქვს გასვრილი, მაინც ძალიან ახალგაზ-
რდაა.
– გაიქეცი, მკვლელო! გაიქეცი, ელვა-გოგონავ! სწრაფად
და შორს გაიქეცით! – მისი სიცილი ნანგრევებში ექოდ გაის-
მის და გულს მიხეთქავს, – ვერსად დამემალებით!
ბუნდოვნად ვგრძნობ, რომ სადაცაა ჩემი ელვა მიმტყუ-
ნებს, რაც უფრო შორს მივრბივართ, მით უფრო სუსტდება. კა-
ლის ცეცხლიც შესუსტდა და ლეგიონის წინაშე დაუცველი
ვიქნებით... მაგრამ უკვე გადავხტით და ჰაერში ვართ, რამდე-
ნიმე ფუტის ქვემოთ, მდინარისკენ მივექანებით.
ვეცემით, ოღონდ წყლის დგაფუნის ნაცვლად ფოლადის
წკრიალი ისმის. მივგორავ, რათა მუხლები არ დამემტვრეს,
მაგრამ ძვლებში მწველ ტკივილს მაინც ვგრძნობ. ეს რაღაა?
აქ ფარლი გვიცდის, მუხლებამდე წყალში დგას, ცივ მდინარე-
ში, ფოლადის ცილინდრული მილის გვერდით, რომელსაც
თავი ახდილი აქვს. უსიტყვოდ მიძვრება შიგნით და იმ რაღა-
ცაში ქრება, რაც ჩვენს ფეხქვემოთ არის. კამათის და შეკით-
ხვების დასმის დრო არა გვაქვს და უსიტყვოდ მივყვებით.
კალს გონიერება ჰყოფნის და თავსახურს ხურავს. ახლა
აღარც მდინარე მოჩანს ზემოთ და აღარც ომი. იგი შიშინით
იხურება პნევმატურად, ეს ჰაერგაუმტარი ლიუკია, მაგრამ
ლეგიონისგან დიდხანს ვერ დაგვიცავს.
– ისევ გვირაბები? – სუნთქვაშეკრული ვეკითხები ფარ-
ლის. უეცარი ბიძგისგან მზერა მებინდება, მუხლები მიკანკა-
ლებს და კედელს ვეყრდნობი.
38 მკითხველთა ლიგა
როგორც ქუჩაში, ფარლი ახლაც მხარზე ხელს მადებს და
მაგრად მიჭერს.
– არა, ეს გვირაბი არ არის, – ამბობს იდუმალი ღიმილით.
ახლა მეც ვხვდები ამას. თითქოს სადღაც აკუმულატორი
ზუზუნებს, მაგრამ ეს რაღაც უფრო დიდი და ძლიერია. ყველ-
გან მისი პულსაცია იგრძნობა, მათ შორის ყვითელი, მქრქა-
ლი სინათლით განათებულ, ციმციმა ღილაკებით სავსე უცნა-
ურ დერეფანში. წითელ შარფებსაც მოვკარი თვალი, აჯანყე-
ბულებს სახეებს რომ უფარავს. ბუნდოვნად ჩანან, როგორც
ალისფერი აჩრდილები. ჭრიალი გაისმის, დერეფანი ირხევა,
იხრება და ქვევით მიდის, წყლის სიღრმეში.
– ნავია, წყალქვეშა ნავი, – ამბობს კალი. სუსტი, ათრთო-
ლებული, ძლივს გასაგონი ხმა აქვს. არც მე ვარ უკეთეს დღე-
ში.
დიდხანს ვეღარ ვძლებთ, ცოტაც და, დაქანებულ კედლებ-
ზე ვესვენებით.

39 მკითხველთა ლიგა
თავი 3

ბოლო რამდენიმე დღეა ჯერ ციხის საკანში ვიღვიძებ, მერე


მატარებელში. ამჯერად წყალქვეშა ნავში ვარ. ხვალ სადღა
გავახელ თვალს?
მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ან ჰალუცინა-
ცია, ან კიდევ უარესი. მაგრამ სიზმარში დაღლილობას თუ
ვგრძნობ? ვგრძნობ, იმიტომ, რომ საშინლად გადაღლილი
ვარ. თითოეული ძვალი, კუნთი და ნერვი დაქანცულია. გულ-
შიც ჭრილობა მაქვს, მას ჯერ კიდევ სისხლი სდის ღალატისა
და მარცხის გამო. როცა თვალს ვახელ და დაბალ, ნაცრის-
ფერ კედლებს ვხედავ, ყველაფერი, რისი დავიწყებაც მინდა,
ისევ მატყდება თავს. თითქოს გონებაში ისევ დედოფალი
ელარა შემომიძვრა და ჩემი ყველაზე უარესი მოგონებების
გახსენება მაიძულა. როგორც უნდა ვეცადო, თავს ვერაფერს
ვუხერხებ.
ჩემი მდუმარე მოახლეები სიკვდილით დასაჯეს, არადა,
ბრალი არაფერში მიუძღოდათ, გარდა იმისა, რომ მაკიაჟს
მიკეთებდნენ. ტრისტანი ღორივით გამოშიგნეს. უოლშსაც,
ჩემი ძმის თანატოლს, სოფლელ მოახლეს, ჩემს მეგობარს,
ერთ-ერთ ჩვენგანს, საშინელი სიკვდილი ხვდა წილად, თავი-
სივე ხელით, „ალისფერი მცველის“, ჩვენი საერთო მიზნისა
და ჩემს დასაცავად. კიდევ უფრო ბევრი დაიღუპა კეისრის მო-
ედნის გვირაბებში, ისინი კალის ჯარისკაცებმა დახოცეს,
ჩვენს სულელურ გეგმას შეეწირნენ. მოგონება წითელი სის-
ხლის შესახებ მეტად მწველია, მაგრამ დაღუპული ვერ-
ცხლისფერის გახსენებაც ასეთივე მტკივნეულია. ლუკასი, ჩე-

40 მკითხველთა ლიგა
მი მეგობარი, მცველი, კეთილი ვერცხლისფერი, იმის გამო
დასაჯეს სიკვდილით, რისი გაკეთებაც მე და ჯულიანმა ვაიძუ-
ლეთ. ქალბატონ ბლონოსს იმისთვის მოჰკვეთეს თავი, რომ
წესიერად ჯდომას მასწავლიდა. პოლკოვნიკი მაკანტოსი,
რეინალდ ირალი, ბელიკოს ლეროლანი... ისინიც ჩვენს მი-
ზანს შეეწირნენ. ლამის გული ამერიოს, როცა ლეროლანის
ტყუპი ბიჭი მახსენდება, ოთხი წლისანი, რომლებიც სროლის
შემდეგ მომხდარ აფეთქებაში დაიღუპნენ. მეივენმა მითხრა,
რომ ეს უბედური შემთხვევა იყო – გახვრეტილი გაზის მილი,
მაგრამ ახლა ყველაფერი გასაგებია. ის მეტისმეტად ბორო-
ტია საიმისოდ, რომ მომხდარი უბრალოდ შემთხვევითობა
ყოფილიყო. ალბათ, უყოყმანოდ გაწირავდა ცეცხლში დასა-
ღუპავად კიდევ რამდენიმე ადამიანს მხოლოდ იმისთვის,
რომ ყველა დაერწმუნებინა, „ალისფერი მცველის“ წევრები
ნამდვილი მხეცები არიანო. ის ჯულიანსა და სარასაც დახო-
ცავს. ალბათ, ცოცხლები აღარც არიან. მათზე ფიქრი დიდ
ტკივილს მაყენებს. ჩემი ფიქრები ისევ მეივენს უბრუნდება,
მის ცივ, ლურჯ თვალებსა და წამს, როცა მივხვდი, რომ მისი
მომხიბლავი ღიმილის უკან ურჩხული იმალებოდა.
უხეშ საწოლზე ვწევარ, საბანი ძალიან თხელია, ბალიში
არსად ჩანს, მაგრამ მაინც წოლა მინდა. თავის ტკივილი მიბ-
რუნდება, ამ საოცარი წყალქვეშა ნავის ელექტრონულ პულ-
საციასთან ერთად. ეს ყველაფერი მახსენებს, რომ აქ სიმშვი-
დეს ვერ ვეღირსები. ჯერ ვერა, როცა ამდენი რამ არის გასა-
კეთებელი. სია. სახელები. ისინი უნდა ვიპოვო და მეივენისა
და დედამისისგან დავიცვა. სახეზე ალმური მედება, მელეწე-
ბა, როცა ჯულიანის პატარა წიგნი მახსენდება, სიმწრით მო-
პოვებული საიდუმლოებებით რომ იყო სავსე. ჩანაწერები ჩე-
მისთანების შესახებ, ვისაც უცნაური მუტაცია წითელი სის-
41 მკითხველთა ლიგა
ხლითა და ვერცხლისფერთა შესაძლებლობებით ასაჩუქ-
რებს. ეს სია ჯულიანის მემკვიდრეობაა... და ჩემიც.
საწოლიდან ფეხებს გადმოვყოფ, ლამის ზედა საწოლს
ავარტყა თავი, და იატაკზე ფაქიზად დაკეცილ ტანსაცმელს
ვხედავ: მეტისმეტად გრძელ შავ შარვალს, მუქ წითელ
მაისურს, გაცვეთილი სახელოებით, და უთასმებო ყელიან
ფეხსაცმელებს. იმ მშვენიერი ტანსაცმლისა არაფერი სცხია,
ვერცხლისფერებმა ციხეში რომ ჩამაცვეს, მაგრამ სწორედ
რომ საჩემო სამოსია.
მაისურის თავზე ჩამოცმას ძლივს ვასწრებ, როცა რკინის
ვეება ანჯამებზე დაკიდებული კარი მოწყვეტით იღება. კარს
მიღმა კილორნი დგას მომლოდინე სახით, თან ნაძალადევად
იღიმის. უამრავი ზაფხულის განმავლობაში გახდილი იმდენ-
ჯერ ვუნახავვარ, წესით, არ უნდა წითლდებოდეს, მაგრამ
ლოყები მაინც უვარდისფრდება.
– დიდხანს ძილი არ გჩვევია, – ამბობს და მის ხმაში წუხი-
ლი ისმის.
ამას ყურადღებას არ ვაქცევ და დასუსტებული ფეხებით
ვდგები.
– ალბათ, დასვენება მჭირდებოდა.
ყურში უცნაური რეკვა ჩამესმის, მტკივნეული არ არის,
მაგრამ მჭახეა. თავს ვაქნევ, ამ ხმის ჩახშობას ვცდილობ და,
ალბათ, ამ დროს გაწუწულ ძაღლს ვგავარ.
– ალბათ, ბანშის კივილის ბრალია, – ის ჩემთან მოდის და
ნაზად იქცევს ჩემს თავს დაკოჟრებულ ხელებში. ნებას ვაძ-
ლევ გამსინჯოს და გაბეზრებული ვოხრავ. მატრიალებს, ყუ-
რებზე მაკვირდება, საიდანაც ამას წინათ სისხლი მდიოდა, –
იღბლიანი ხარ, რომ პირისპირ არ შეეფეთე.
– ბევრი რამე შეგიძლია მიწოდო, მაგრამ არა იღბლიანი.
42 მკითხველთა ლიგა
– ცოცხალი ხარ, მერ, – ამბობს მკაცრად და უკან იწევს, –
სხვები იმავეთი ვერ დაიკვეხნიან.
მისი მზერა ნაოხარს მახსენებს, როცა ჩემს ძმას ვუთხარი,
შენს სიტყვას არ ვენდობი-მეთქი. გულის სიღრმეში ვიცი, ახ-
ლაც ასეა.
– ბოდიშს გიხდი, – ვბუტბუტებ მაშინვე. რა თქმა უნდა, ვი-
ცი, ხალხი დაგვეღუპა, როგორც საერთო მიზნის, ისე ჩემ გა-
მო, მაგრამ მეც მოვკვდი. ოჩოფეხელი მერი მაშინ დაიღუპა,
არენაზე მანათობელ ფარს რომ დაეცა. მარინა, დაკარგული
ვერცხლისფერი პრინცესა, ძვლების არენას ვერ გადაურჩა.
არც ის ვიცი, ვინ გაახილა ახლახან თვალი წყალქვეშა ნავში.
მხოლოდ ის ვიცი, ვინ ვიყავი წარსულში და რა დავკარგე, და
ეს ძალიან მძიმე ასატანია.
– მეტყვი, სად მივდივართ, თუ ეგეც საიდუმლოა? – ვცდი-
ლობ ხმაში გულისწყრომა არ შემეპაროს, მაგრამ არაფერი
გამომდის.
კილორნი თავაზიანად იქცევა, არაფერს იმჩნევს და ისევ
კარს ეყრდნობა.
– ნაოხარიდან ხუთი საათის წინ გამოვედით და ჩრდილო-
აღმოსავლეთით მივდივართ. მეტი მართლა არაფერი ვიცი...
– ...და ეს სულ არ გაწუხებს?
ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს.
– რატომ გგონია, რომ ზემდგომები გვენდობიან მე ან თუნ-
დაც შენ? კარგად იცი, რა სისულელეც ჩავიდინეთ და რად
დაგვიჯდა ეს შეცდომა, – ისევ მოგონებები მეძალება, – თა-
ვად თქვი, რომ შეიდსაც კი არ ენდობი. ეჭვი მაქვს, საკუთარ
საიდუმლოს უკვე ყველა თავისთვის შეინახავს.
მისი სიტყვები ჩემთვის არც ისეთი მტკივნეულია, როგორც
ველოდი.
43 მკითხველთა ლიგა
– როგორ არის?
კილორნი თავით მანიშნებს დერეფანზე.
– ფარლიმ დაჭრილებისთვის პატარა სამედიცინო პუნქტი
მოაწყო. სხვებზე უკეთაა. ბევრს ილანძღება, მაგრამ ნამდვი-
ლად უკეთ არის, – კილორნს მწვანე თვალები ოდნავ უმუქ-
დება და მზერას მარიდებს, – მისი ფეხი...
გულგახეთქილი ვეკითხები:
– ინფექცია შეეჭრა?
ჩვენს სოფელში ინფექცია ისეთივე საშინელება იყო, რო-
გორიც მოჭრილი მკლავი. მედიცინის მხრივ საქმე ცუდად
გვქონდა და როდესაც ვინმეს სისხლი ეწამლებოდა, ისღა
დაგრჩენოდა, დაზიანებული კიდური მოგეჭრა და იმედი გქო-
ნოდა, რომ მაღალ სიცხესა და გაშავებულ ვენებს რამე-
ნაირად აჯობებდი.
ჩემდა სასიხარულოდ კილორნი თავს აქნევს:
– არა, ფარლიმ წამლები მისცა და თანაც ვერცხლისფერე-
ბი სუფთა ტყვიებს იყენებენ. ამ მხრივ მათ ვერ ვუსაყვედუ-
რებთ, – იგი პირქუშად იცინის, ელის, რომ მეც ავყვები, მაგ-
რამ მაჟრჟოლებს. აქ ძალიან ცივა, – მაგრამ ცოტა ხნით ნამ-
დვილად იკოჭლებს.
– წამიყვან მასთან თუ გზა თავად უნდა ვიპოვო?
კიდევ ერთი პირქუში ჩაცინებაც და, ხელს მიწვდის. ჩემდა
გასაკვირად აღმოვაჩენ, რომ სიარულში დახმარება მჭირდე-
ბა. ნაოხარმა და ძვლების არენამ მართლაც დატოვა კვალი.
მერსივი – აი, ასე უწოდებს კილორნი ამ უცნაურ წყალქვე-
შა ნავს. ვერც ერთი ვერ ვხვდებით, როგორ ახერხებს იგი
წყლის ქვეშ ცურვას, თუმცა დარწმუნებული ვარ, კალი ამას
გაარკვევს. ჩემს სიაში ის მომდევნოა. მასთან მას მერე მი-
ვალ, რაც გავარკვევ, რომ ჩემს ძმას ჯერ კიდევ სული უდგას.
44 მკითხველთა ლიგა
მახსოვს, გაქცევისას კალი ლამის გონწასული იყო, ისევე,
როგორც მე. მაგრამ არა მგონია, ფარლის ისიც სამედიცინო
პუნქტში მოეთავსებინა, სადაც მის გარშემო მხოლოდ დაჭრი-
ლი აჯანყებულები იქნებოდნენ. ვითარება ისედაც ძალიან და-
ძაბულია და ფოლადის მილში გამოკეტილებს აგიზგიზებული
ცეცხლის ნახვა ნამდვილად არ სურთ.
თავში ისევ რეკავს ბანშის კივილი, გაბმული წივილი, მაგ-
რამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ყოველი ნაბიჯის გა-
დადგმისას საკუთარ თავს ახალ-ახალ სისხლჩაქცევებსა თუ
სატკივარს ვამჩნევ. კილორნი ხედავს, რომ შეუძლოდ ვარ და
ნაბიჯს ანელებს, მეც მის მკლავს ვეყრდნობი. იგი არაფრად
აგდებს ახალი სახვევების ქვეშ დამალულ თავის ღრმა ჭრი-
ლობებს. ხელები ყოველთვის დაზიანებული ჰქონდა, სათევ-
ზაო კაუჭებისა და თოკისგან დასერილ-დალურჯებული, მაგ-
რამ ეს ნაცნობი იარები იყო. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ
კილორნს სამუშაო ჰქონდა და ჯარში გაწვევა არ ემუქრებო-
და. მისი ბატონი რომ არ მომკვდარიყო, პატარა იარები კი-
ლორნის ერთადერთი სადარდებელი იქნებოდა.
წინათ ამის გაფიქრებაზე დავნაღვლიანდებოდი, მაგრამ
ახლა მხოლოდ სიშმაგეს ვგრძნობ.
მერსივის მთავარი დერეფანი გრძელია, მაგრამ ვიწრო.
მასში რამდენიმე სქელანჯამებიანი რკინის კარია ჰერმეტუ-
ლი ლიუკებით. თუ საჭირო გახდება, ნავის რომელიმე მონაკ-
ვეთი ჩაიკეტება, რათა მთლიანად წყლით არ გაივსოს და არ
ჩაიძიროს, მაგრამ კარების დანახვა ვერ მამშვიდებს. მუდმი-
ვად ოკეანის ფსკერზე წყლით სავსე კუბოში ჩახრჩობაზე
ვფიქრობ. კილორნიც კი, წყალზე გაზრდილი ბიჭი, დამ-
ფრთხალი ჩანს. ბუნდოვნად მანათობელი ნათურები, რომ-
ლებიც ჭერზე უცნაურ ფილტრებში არიან ჩატანებული, გარ-
45 მკითხველთა ლიგა
შემო ჩრდილს ჰფენს და კილორნის სახე უფრო ასაკოვანი და
დაგრძელებული მეჩვენება.
სხვა აჯანყებულები ჩვენსავით არ ღელავენ და საქმიანად
მიდი-მოდიან. წითელი შარფები და შალები აღარ ფარავთ და
პირქუში, მტკიცე გამომეტყველება აქვთ. თან დააქვთ საზ-
ღვაო რუკები, წამლებიანი ლანგრები, სახვევები, საჭმელი,
ზოგჯერ შაშხანებიც კი, მუდმივად ჩქარობენ და ერთმანეთს
ესაუბრებიან. ჩემს დანახვაზე შეშდებიან, კედლებს ეკვრიან
და ცდილობენ ვიწრო დერეფანში რაც შეიძლება დიდი ადგი-
ლი დამითმონ. როცა გვერდით კოჭლობით ჩავუვლი, უფრო
გამბედავები თვალებში მიყურებენ, თუმცა უმეტესობა საკუ-
თარ ფეხებს დასცქერის.
ზოგიერთი შეშინებულიც კი მეჩვენება.
ჩემი ეშინიათ.
მინდა მადლობა გადავუხადო მათ, როგორღაც გამოვხა-
ტო, თუ როგორი დავალებული ვარ ამ უცნაურ ნავზე მყოფი
თითოეული ქალისა თუ კაცისგან. გმადლობთ გაწეული სამ-
სახურისთვის, პირზე სულ ეს მადგას, მაგრამ კრიჭას ვკრავ
და ხმას არ ვიღებ. გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის.
სწორედ ამას ბეჭდავენ უწყებებში, წერილებში, რომლებშიც
იტყობინებიან, რომ თქვენი შვილები უსარგებლო ომში
დაიღუპნენ. რამდენჯერ მინახავს ამ სიტყვების წაკითხვისას
აქვითინებული მშობელი? კიდევ რამდენი მიიღებს ასეთ ბა-
რათს, მით უმეტეს, როცა ფრონტზე სულ უფრო და უფრო
ახალგაზრდებს გზავნიან?
არც ერთი, ვეუბნები ჩემს თავს. ფარლის გეგმა უთუოდ ექ-
ნება, ჩემნაირების საპოვნელ გზასაც გამოვნახავთ. რამეს ვი-
ზამთ. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რამე.

46 მკითხველთა ლიგა
მივაბიჯებ და კედლებზე აყუდებული აჯანყებულები ერთმა-
ნეთს ეჩურჩულებიან. ისინიც კი, ვინც თვალს ვერ მისწორებს,
ერთმანეთში ბუტბუტებენ და სიტყვების რჩევას არ იწყებენ.
ალბათ, ჰგონიათ, კომპლიმენტით მაჯილდოებენ.
„ელვა-გოგონა!“ – ექოდ გაისმის ფოლადის კედლებში. ეს
ხმა ელარას საძაგელი ჩურჩულივით მერტყმის გარს და ტვინ-
ში მიძვრება. პატარა ელვა-გოგონა. ასე მეძახდა დედოფალი,
ასე მეძახდნენ ისინი.
არა, მთლად ასეც არ არის.
ტკივილის მიუხედავად, წელში ვიმართები, რომ რაც შეიძ-
ლება მაღალი გამოვჩნდე.
უკვე აღარ ვარ პატარა.
ჩურჩული თვით სამედიცინო პუნქტამდე მოგვყვება, სადაც
ორი გუშაგი დაკეტილ კარს დარაჯობს. ზემოთ ამავალ მძიმე
რკინის კიბეზეც უჭირავთ თვალი. ერთადერთი გასასვლელ-
შემოსასვლელია ამ ნავში, მოყვანილობით ტყვიას რომ
წააგავს, ოღონდ უფრო ნელია. ერთ-ერთ გუშაგს ტრისტანი-
ვით მუქი წითელი თმა აქვს, თუმცა მასავით მაღალი არ არის.
მეორე ლოდივითაა, მოყავისფრო კანით, ოდნავ ელამი თვა-
ლებით, ფართო მკერდითა და ვეება ხელებით, რომლებიც
მძლავრხელიანზეა ზედგამოჭრილი.
ისინი ჩემს დანახვაზე თავებს ხრიან და ჩემდა გასახარად
მხოლოდ თვალის შევლებით კმაყოფილდებიან. მერე კი-
ლორნს გადახედავენ და სკოლის მეგობრებივით უცინიან.
– ასე მალე დაბრუნდი, უორენ? – ხითხითებს წითელთავა
და წარბებს ათამაშებს, – ლენას მორიგეობა დამთავრდა.
ლენა? ვგრძნობ, კილორნი იძაბება, მაგრამ არაფერს ამ-
ბობს ისეთს, რაც გაამხელდა, რომ უხერხულ მდგომარეობა-
შია. ისიც იკრიჭება და გუშაგებს სიცილში უბამს მხარს, მაგ-
47 მკითხველთა ლიგა
რამ მას ძალიან კარგად ვიცნობ და ვხვდები, ამას ნაძალადე-
ვად აკეთებს. წარმოგიდგენიათ, სანამ უგონოდ ვიყავი, შეიდი
კი იწვა და სისხლისგან იცლებოდა, კილორნი ვიღაცას ეარ-
შიყებოდა.
– ბიჭს ისედაც უამრავი საქმე აქვს, რომ კოხტა მედდებს
არ სდიოს, – ამბობს ლოდი. მისი ბოხი ხმა დერეფანში ექოდ
გაისმის, ალბათ, ლენას ოთახამდეც მივა, – ფარლი ისევ ჩა-
მოვლაზეა, თუ მის სანახავად მოხვედი, – ამატებს იგი და
კარზე ცერა თითს ურტყამს.
– ჩემი ძმა? – ვეკითხები მე და კილორნს ხელს ვუშვებ.
ლამის მუხლები მომეკვეთოს, მაგრამ თავს ვიკავებ, – შეიდ
ბაროუ?
გუშაგებს სახეზე ღიმილი უქრებათ და რაღაცნაირ ოფი-
ციალურ გამომეტყველებას იღებენ. თითქოს ისევ ვერცხლის-
ფერების სამეფო კარზე აღმოვჩნდი. ლოდი კარს ჰკიდებს
ხელს და დიდ ლიუკს ატრიალებს, რათა მე არ მიყუროს.
– გამოჯანმრთელების გზას ადგას, მის... მმმ... ქალბატო-
ნო.
ამის გაგონებაზე მუცელი მიწრიალებს. მეგონა, ასეთი რა-
ღაცები წარსულში დავტოვე.
– გთხოვთ, მერი დამიძახეთ.
– რა თქმა უნდა, – მპასუხობს არცთუ თავდაჯერებით.
მართალია, ორივენი „ალისფერი მცველის“ წევრები
ვართ, ერთი მიზნისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, მაგრამ ერ-
თნაირები არა ვართ. ეს კაცი და ბევრი სხვა არასოდეს მომ-
მართავს სახელით, როგორც უნდა მინდოდეს ეს.
ის ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს და კარს აღებს. ფარ-
თო, მაგრამ დაბალჭერიანი ოთახი კედელზე მიმაგრებული
საწოლებითაა სავსე. წესით, საძინებელია, მაგრამ ახლა ლო-
48 მკითხველთა ლიგა
გინებში პაციენტები წვანან, რომელთა შორის თეთრხალა-
თიანი მამაკაცები და ქალები დადიან. ბევრი მათგანის ტან-
საცმელი ალისფერი სისხლით მოსვრილა, ძალიან დაკავებუ-
ლი არიან, ერთმანეთს გვერდს უვლიან და წამლებს ანაწი-
ლებენ, ამიტომ ვერ ამჩნევენ, როგორ მივიკვლევ გზას კოჭ-
ლობით მათ შორის.
კილორნს ხელი ჩემს წელთან აქვს მოტანილი, მზადაა და-
მიჭიროს, თუ ისევ დამჭირდა მისი დახმარება, მაგრამ მე სა-
წოლებისკენ ვიხრები. თუ მაინც ყველა მე უნდა მომაშტერ-
დეს, მირჩევნია ჩემით ვიარო.
შეიდი ერთადერთ თხელ ბალიშზე მიწოლილა, რომელიც
რკინის დამრეც კედელზეა მიდებული. შეუძლებელია თავს
მყუდროდ გრძნობდეს, მაგრამ თვალები დახუჭული აქვს, ჩა-
ძინებულს მკერდი რიტმულად, მშვიდად აუდ-ჩაუდის. თუ მისი
შეხვეული მხრითა და ფეხით ვიმსჯელებთ, რომელიც სახელ-
დახელოდ ჩამოკიდებულ ღვედზე უდევს, ცხადი ხდება, რომ
წამლების დახმარებით რამდენჯერმე მაინც მიაძინეს. ძალიან
მიმძიმს მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა, მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ კიდევ გუშინ მკვდარი მეგონა.
– ძილი უნდა ვაცალოთ, – ვჩურჩულებ ჩემთვის, პასუხს
არ ველი.
– დიახ, თუ შეიძლება, – თვალგაუხელლად ამბობს შეიდი.
ტუჩებზე ნაცნობი ეშმაკური ღიმილი ესახება. ასეთი დაშავე-
ბული საცოდავი სანახავია, მაგრამ მაინც მეცინება.
ძველი ხრიკი გამოიყენა. იმავეს აკეთებდა, როცა სკოლის
გაცდენა უნდოდა, ან ყურს უგდებდა, როგორ საუბრობდნენ
ჩურჩულით ჩვენი მშობლები. ამის გახსენებაზე მეცინება, მა-
გონდება, რამდენი პატარა საიდუმლო მოუპოვებია ამ გზით
ჩემს ძმას. შეიძლება მე ქურდად დავიბადე, აი, შეიდი კი დაბა-
49 მკითხველთა ლიგა
დებით ჯაშუშია. რა გასაკვირია, რომ „ალისფერ მცველში“
ამოყო თავი.
– მედდების ჭორაობას აყურადებ? – მუხლი მიტკაცუნებს,
როცა მისი საწოლის კიდეზე ვჯდები და ვცდილობ არაფერი
ვატკინო, – შეიტყვე, რამდენი სახვევი აქვთ ავადმყოფების-
თვის გადანახული?
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაიცინოს, შეიდი თვალებს
ახელს და კილორნსა და მე ხელით თავისკენ გვიხმობს.
– მედდებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე თქვენ გგონიათ, –
ამბობს ის და ოთახის შორეული კუთხისკენ იყურება.
თავს ვაბრუნებ და ვხედავ ფარლის, რომელიც ვიღაცის სა-
წოლთან საქმიანობს. ზედ მწოლიარე ქალი გათიშულია, ალ-
ბათ, წამლებით. ფარლი დაკვირვებით უმოწმებს გულისცე-
მას. ასეთ განათებაში მისი ნაიარევი მკაფიოდ ჩანს, მისი სა-
ხის ერთ ნაწილს მრისხანე გამომეტყველებას აძლევს, მერე
კისრისკენ ჩადის და ყელთან უჩინარდება. ნაწილობრივ გა-
ეხსნა კიდეც და საჩქაროდ გაუკერეს. ახლა წითელი ფერი
მხოლოდ მის თეთრ ხალათზეა, იდაყვებამდე ღია ფერის ლა-
ქებიც ეტყობა. გვერდით მედდა უდგას, მისი ხალათი სუფთაა.
ფარლის სხაპასხუპით ეუბნება რაღაცას და ისიც დროგამოშ-
ვებით თავს უქნევს, თუმცა სახეზე ბრაზი ეხატება.
– რა გაიგონე? – კითხულობს კილორნი და ისე დგება,
რომ სხეულით მთლიანად ფარავს შეიდს. სხვების თვალში
ისე ჩანს, თითქოს სახვევებს ვუსწორებთ.
– სხვა ბაზაში მივდივართ, ამჯერად სანაპიროზე. ნორტას
ტერიტორიის გარეთ.
გონებას ვძაბავ და ჯულიანის ძველი რუკის გახსენებას
ვცდილობ, მაგრამ მხოლოდ სანაპირო ხაზი მახსენდება.
– კუნძულზე ამბობ?
50 მკითხველთა ლიგა
შეიდი თავს მიქნევს.
– ტუკი ჰქვია. დიდი არ უნდა იყოს, რადგან ვერცხლისფე-
რებს იქ საგუშაგოც არა აქვთ. იქაურობა მიივიწყეს.
ძრწოლა მიპყრობს. კუნძულზე აღმოჩენის პერსპექტივა,
საიდანაც თავის დაღწევის გზა არ იქნება, „მერსივზე“ მეტად
მაშინებს:
– მაგრამ ხომ იციან, რომ არსებობს. ეგეც საკმარისია.
– ფარლი იქაურ ბაზას საიმედოდ თვლის.
კილორნი ხარხარებს.
– მახსოვს, მაგას ნაოხარიც უსაფრთხო ეგონა.
– მისი ბრალი არ არის, რომ ნაოხარი დავკარგეთ, – ვამ-
ბობ მე.
ჩემი ბრალია.
– მეივენმა ყველა გაგვაცურა, მერ, – მპასუხობს კილორნი
და მხარზე ხელს მითათუნებს, – მეც მაჯობა, შენც და ფარლი-
საც. ყველამ დავუჯერეთ. მას მასწავლებლად დედამისი ჰყავ-
და, რომელმაც ჩვენი აზრებისა და იმედის წაკითხვა ასწავლა.
რა გასაკვირია, რომ ყველანი მოვტყუვდით. ახლა ის მეფეა,
მთელ მსოფლიოს გაასულელებს და გააკონტროლებს. რო-
გორი სამყარო იქნება ეს, რომელსაც მეფედ ურჩხული ეყო-
ლება, რომლის უკანაც დედამისი დგას?
ამ ფიქრს უკუვაგდებ, ჯერ მოიცდის.
– ფარლიმ სხვა რამეც ხომ არ თქვა? სია ხომ არ ახსენა?
ისევ აქვს, არა?
შეიდი ფარლის ჩემს მხარს მიღმა გახედავს, ფრთხილობს
და ხმადაბლა მპასუხობს:
– კი, აქვს, მაგრამ სხვები უფრო აღელვებს, ისინი, ვისაც
ტუკზე შევხვდებით, მათ შორის დედა და მამა, – სხეულში
სითბო მეღვრება, ბედნიერების მაცოცხლებელი გრძნობა მე-
51 მკითხველთა ლიგა
უფლება. შეიდი იბადრება ჩემი პატარა, მაგრამ გულიანი ღი-
მილის დანახვაზე და ჩემს ხელს იღებს, – გიზაც და ის შტერე-
ბიც, ძმებს რომ ვუწოდებთ.
გულიდან სიმძიმე მეხსნება, მაგრამ მალე ისევ ავნერვი-
ულდი. მაგრად ვუჭერ ხელს და გამომცდელად ვეკითხები:
– სხვები? ვინ სხვები? ეგ როგორ? – კეისრის მოედანზე გა-
მართული სასაკლაოსა და ნაოხრიდან გაქცევის შემდგომ
აღარ მეგონა, თუ ვინმე კიდევ არსებობდა.
მაგრამ კილორნი და შეიდი ჩემსავით დაბნეული არ ჩანან
და ერთმანეთს ფარულ მზერას უცვლიან. ისევ არაფერი მეს-
მის და ეს არ მომწონს, თუმცა ამჯერად ჩემი ძმა და საუკეთე-
სო მეგობარი მიმალავენ რაღაცას და არა ბოროტი დედოფა-
ლი და მუხანათი პრინცი.
რატომღაც ეს უფრო მტკენს გულს. მოღუშული ვუყურებ
მათ, სანამ არ მიხვდებიან, რომ პასუხს ველი.
კილორნი კბილებს აღრჭიალებს და დამნაშავის გამომეტ-
ყველებას იღებს. იგი შეიდზე მანიშნებს. მას გადააბრალა.
– შენ ჩემზე მეტი იცი.
– „ალისფერი მცველი“ ფრთხილობს და ვერც გავამტყუ-
ნებთ, – შეიდი გაჭირვებით წამოჯდა, უფრო მოხერხებულად
ეწყობა. მოძრაობაზე კვნესის და დაშავებულ მხარზე იდებს
ხელს, მაგრამ მიცილებს, სანამ მივეშველები, – გვინდა მცი-
რერიცხოვანი, დამარცხებული და არეულ-დარეული ვეგო-
ნოთ.
ვფრუტუნებ და მის სახვევებს ვუყურებ.
– ეგ შესანიშნავად გამოგდის.
– ნუ ხარ ბოროტი, მერ, – მეპასუხება შეიდი ზუსტად დე-
დაჩვენივით, – იმის თქმა მინდა, რომ საქმე არც ისე ცუდა-
დაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნაოხარი, ფერფლის ქა-
52 მკითხველთა ლიგა
ლაქი, ჩვენი ერთადერთი დასაყრდენი არ იყო და არც ფარ-
ლია ერთადერთი წინამძღოლი. სინამდვილეში სარდლობაში
არც შედის. ის უბრალოდ კაპიტანია. მისნაირები სხვებიც
არიან და მასზე მაღლაც ბევრი დგას.
იმის მიხედვით, თუ როგორ გასცემს ბრძანებებს თავის ჯა-
რისკაცებთან, შეიძლება ფარლი იმპერატორიც მგონებოდა.
როცა კიდევ ერთხელ გავხედავ, ის თავიდან აკეთებს გადახ-
ვევას და თან მედდას ტუქსავს, რომელმაც თავდაპირველად
გადაახვია სახვევები.
ჩემი ძმის ნათქვამის უგულებელყოფა არ შეიძლება, მან
ჩემზე ბევრად მეტი იცის „ალისფერი მცველის“ შესახებ და
უთუოდ სიმართლეს უნდა ამბობდეს. ამ დაჯგუფებაში ბევრი
რამ არის ისეთი, რასაც აქ ვერ ვამჩნევ. ეს ერთდროულად
იმედისმომცემიცაა და თავზარდამცემიც.
– ვერცხლისფერებს ჰგონიათ, ორი ნაბიჯით გვისწრებენ,
მაგრამ ისიც არ იციან, სად გვაქვს ბაზა, – გზნებით აგრძე-
ლებს შეიდი, – სუსტები ვჩანვართ, იმიტომ, რომ ასე გვინდა.
სწრაფად ვტრიალდები მისკენ.
– სუსტები იმიტომ ჩანხართ, რომ ხართ კიდეც, რადგან
მეივენმა მოგატყუათ, ხაფანგში გაგაბათ, ამოგჟლიტათ და
საკუთარი სახლებიდან გაიქეცით. თუ იმასაც მეტყვი, რომ
ესეც გეგმის ნაწილი იყო?
– მერ, – ბურტყუნებს კილორნი და დასამშვიდებლად
მხარზე ხელს მადებს, მაგრამ თავიდან ვიშორებ. მანაც უნდა
მომისმინოს.
– არ მაინტერესებს, რამდენი საიდუმლო გვირაბი, ნავი და
ბაზა გაქვთ. მას ასე ვერ დაამარცხებთ, – თვალებში ჩემთვის
კარგა ხნის უცხო ცრემლი მიდგება, როცა მეივენი მახსენდე-
ბა. ძნელია დაივიწყო, თუ როგორი იყო. უფრო სწორად, თუ
53 მკითხველთა ლიგა
როგორად გვაჩვენებდა თავს: კეთილი, ყველასგან მივიწყე-
ბული ბიჭი. სხვისი ცეცხლის ჩრდილი.
– აბა, რას გვთავაზობ, ელვა-გოგონავ?
ფარლის ხმა ტანში საკუთარი ნაპერწკლებივით დამივლის
და თითოეულ ნერვს მიძაბავს. წამით შეიდის ზეწრებში ჩამა-
ლულ ჩემს ხელებს დავხედავ. იქნებ წავიდეს, თუ მისკენ არ
მივბრუნდები. იქნებ თავი დამანებოს.
ნუ იქნები სულელი, მერ ბაროუ.
– ცეცხლს ცეცხლით უნდა ვებრძოლოთ, – ვპასუხობ მას
და ფეხზე ვდგები. მისი სიმაღლე ყოველთვის მაცბუნებდა, ახ-
ლა კი მისთვის ქვემოდან დაჟინებით ყურება ბუნებრივ და
ჩვეულ რამედ მეჩვენება.
– ეს ვერცხლისფერებისთვის ჩვეული ხუმრობაა? – დამცი-
ნავად იღიმება და გულხელს იკრეფს.
– რაზე მეტყობა, რომ ვხუმრობ?
ფარლი არ მპასუხობს და ესეც კმარა. არაფერს ამბობს და
მასთან ერთად ოთახში ყველა დადუმდა. დაჭრილებმაც ჩაიხ-
შვეს ტკივილი, რათა უყურონ, როგორ იწვევს ელვა-გოგონა
მათ კაპიტანს.
– გინდათ სუსტები ჩანდეთ და მძიმე დარტყმა მიაყენოთ,
არა? აი, ისინი კი ყველაფერს აკეთებენ, რათა ძლიერები და
დაუმარცხებლები გვეჩვენონ, მაგრამ მე არენაზე დავამტკი-
ცე, რომ ეს სიცრუეა, – მიდი, მერ, კიდევ უფრო ძლიერად,
რომ ყველამ გაიგონოს შენი ხმა. მართლაც იმ მტკიცე ხმით
ვაგრძელებ, რომელიც ჩემში ქალბატონმა ბლონოსმა აღ-
მოაჩინა, – ისინი სულაც არ არიან დაუმარცხებლები.
ფარლი სულელი არ არის და ადვილად ხვდება ჩემს ფიქ-
რებს.

54 მკითხველთა ლიგა
– შენ მათზე ძლიერი ხარ, – დაასკვნის ცივად. მერე შეიდს
უყურებს, რომელიც დაძაბული გაჭიმულა საწოლზე, – და შენ
ერთადერთი არა ხარ ასეთი.
სწრაფად ვუქნევ თავს იმით კმაყოფილი, რომ უკვე ხვდე-
ბა, რაც მინდა.
– ასობით სახელი, ასობით წითელი ვერცხლისფერთა უნა-
რებით. უფრო ძლიერი, სწრაფი, მათზე უკეთესი, განთიადი-
ვით წითელი სისხლით, – სუნთქვა მეკვრის, თითქოს ვიცი,
რომ მომავლის ზღვართან ვდგავარ, – მეივენი მათ დახოცვას
აპირებს, მაგრამ თუ დავასწრებთ, მაშინ იქნებ...
– საუკეთესო ჯარი, რომელსაც სამყაროში ოდესმე უარსე-
ბია, – ფარლის ამის გაფიქრებაზე თვალები შუშებივით უხდე-
ბა, – ჰიბრიდების ჯარი.
როცა იღიმება, მისი გაკერილი ნაიარევი იჭიმება. ვაითუ
ისევ გაიხსნას. ფარლი კიდევ უფრო ფართოდ იღიმება და
ტკივილს არაფრად აგდებს.
მაგრამ მე ტკივილს ყურადღებას ვაქცევ და, ალბათ, ყო-
ველთვის მივაქცევ.

55 მკითხველთა ლიგა
თავი 4

ფარლი სიმაღლით კილორნს ვერ შეედრება, მაგრამ უფ-


რო სწრაფი, მიზანდასახული ნაბიჯებით დადის და მისი დაწე-
ვა მიძნელდება. რაც შემიძლია ვცდილობ, ლამის გავრბივარ,
რათა „მერსივის“ დერეფანში უკან არ ჩამოვრჩე. „ალისფერი
მცველის“ რაზმელები წეღანდელივით სწრაფად მითმობენ
გზას და თან ფარლის სალამს აძლევენ – მკერდზე იდებენ
ხელს ან თითები წარბებთან მიაქვთ. უნდა ვთქვა, რომ ფარ-
ლის შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, თავის ნაიარევებს და
ჭრილობებს სამკაულებივით იხდენს. ხალათზე მიცხებულ
სისხლს ყურადღებას არ აქცევს, სიარულისას დაუდევრად ის-
ვამს ზედ ხელებს. აქ ნაწილობრივ შეიდის სისხლიცაა. ფარ-
ლიმ წარბშეუხრელად ამოაძრო ტყვია მხრიდან.
– საკანში არ გამოგვიკეტავს, თუ ამაზე ღელავ, – ამბობს
იგი მშვიდად, თითქოს კალის დატუსაღებაზე საუბარი
ჩვეულებრივი ჭორაობაა.
იმდენად სულელი არა ვარ, რომ ამ სატყუარას წამოვეგო.
იგი მიწვევს, ჩემს რეაქციას ამოწმებს, ჩემს ერთგულებას.
მაგრამ ის გოგო აღარ ვარ, ვინც მას დახმარებას ევედრებო-
და. უკვე ადვილად ვეღარ გამშიფრავენ. ბეწვზე ვეკიდე, ერ-
თიმეორის მიყოლებით ვფქვავდი ტყუილებს და ჩემს ვი-
ნაობას ვნიღბავდი. ახლა აღარ მიჭირს იმავეს გაკეთება და
გულისნადების საიდუმლოდ შენახვა.
ამიტომ ისეთი ღიმილით ვიღიმი, რომელიც სამეფო კარზე
ყოფნისას დავხვეწე.

56 მკითხველთა ლიგა
– მივხვდი, რადგან ცეცხლით გამდნარს ვერაფერს ვამ-
ჩნევ, – ვპასუხობ ფარლის და ფოლადის კედლებზე ვანიშნებ.
ერთმანეთს ვაკვირდებით. ის თავის ემოციებს კარგად მა-
ლავს, მაგრამ თვალებში მაინც გაოცება გაუელვებს. გაოცება
და ცნობისმოყვარეობა.
არ დამვიწყებია, როგორც მოექცა კალს მატარებელში –
ხუნდები დაადო, თავზე შეიარაღებული გუშაგები დააყენა და
ქედმაღლურად ელაპარაკებოდა. კალი მის სისასტიკეს ნაცე-
მი ძაღლივით იტანდა. ძმის ღალატისა და მამის სიკვდილის
შემდეგ გაბრძოლების თავი აღარ ჰქონდა. მას ვერ დავადანა-
შაულებ, მაგრამ ფარლიმ ჩემსავით არ იცის, როგორი გული
აქვს კალს ან რა ძლიერია. წარმოდგენა არა აქვს, სინამდვი-
ლეში რა სახიფათოა უფლისწული... ან რა სახიფათო ვარ მე.
ახლაც კი, ამდენი ჭრილობის მიუხედავად, სხეულში ძალას
ვგრძნობ, რომელიც „მერსივში“ პულსირებად ელექტრობას
ეხმიანება. თუ მოვინდომებ, მისი დამორჩილებაც შემიძლია.
მთელი ნავის გათიშვა შემიძლია. შემიძლია ჩავძირო. ამ მო-
მაკვდინებელი ფიქრის მრცხვენია და ვწითლდები, მაგრამ,
იმავდროულად, ეს აზრი მამშვიდებს კიდეც. მეომრებით სავ-
სე ნავზე საუკეთესო იარაღი მე ვარ და ისინი ამას ვერც ხვდე-
ბიან.
სუსტები ვჩანვართ, იმიტომ, რომ ასე გვინდა. ეს შეიდმა
თქვა, როცა „ალისფერ მცველზე“ ლაპარაკობდა და მათ მო-
ტივებს მიხსნიდა. ახლა ვფიქრობ, ნეტავ რამე შეტყობინების
გადმოცემა ხომ არ უნდოდა, დიდი ხნის წინ წერილში დამა-
ლული სიტყვებივით.
კალის ოთახი „მერსივის“ ბოლოშია, ეკიპაჟის ფუსფუსის-
გან მოშორებით. მისი კარი ძლივს ჩანს დაკლაკნილი მილე-
ბისა და ცარიელი ყუთების უკან, რომლებსაც ზედ სხვადასხვა
57 მკითხველთა ლიგა
დამღა ადევთ: არქეონი, ჰეივენი, კორვიუმი, ჰარბორ-ბეი,
დელფი, ბელეუმიც კი, სამხრეთში მდებარე პიდმონტიდან. არ
ვიცი, ადრე რა ინახებოდა ამ ყუთებში, მაგრამ ვერცხლის-
ფერთა ქალაქების სახელები უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.
ეს ყველაფერი მოპარულია. ფარლი ამჩნევს, რომ ყუთებს
მივშტერებივარ, მაგრამ განმარტებებით თავს არ იწუხებს.
მიუხედავად ჩვენი არცთუ მყარი შეთანხმებისა იმათ შესახებ,
ვისაც იგი „ჰიბრიდებს“ უწოდებს, ჯერ მაინც არ ვეკუთვნი იმ
შინაურთა წრეს, რომლებსაც საიდუმლოებებს უმხელენ. ალ-
ბათ, ეს კალს უკავშირდება.
ის, რაც ნავს ამოძრავებს, ჩემს ფეხქვეშ გუგუნებს და
ძვლებში ვიბრირებს. დიდი გენერატორი უნდა იყოს. უკმაყო-
ფილოდ ვჭმუხნი ცხვირს. შეიძლება ფარლის კალი საკანში
არ ჩაუსვამს, მაგრამ დიდი თავაზიანობაც არ გამოუჩენია. სა-
ინტერესოა, ამ ხმაურსა და გამუდმებულ მოძრაობაში კალმა
თუ მოახერხა დაძინება.
– სხვა ადგილი ვერ გამონახე მისთვის? – ვეკითხები ფარ-
ლის და იქაურობას გულმოსული ვათვალიერებ.
ის მხრებს იჩეჩს, კალის კარზე ხელს ურტყამს და ამბობს:
– პრინცს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს.
დიდხანს ლოდინი არ გვიწევს, თუმცა თავის შესაკავებ-
ლად მეტი დრო არ მაწყენდა. ლიუკი რამდენიმე წამში დატ-
რიალდება, ჟღარუნით ბრუნავს დიდი სისწრაფით. რკინის ან-
ჯამები ჭრიალებს, ხმაურობს და კალი კარს აღებს.
არ მიკვირს, როცა წელში გამართულს ვხედავ, მიუხედა-
ვად ჭრილობებისა. მთელი ცხოვრება მეომრად ამზადებდნენ,
დაჟეჟილობასა და ჭრილობებს მიჩვეულია. სამაგიეროდ, სუ-
ლიერი ტკივილის დამალვა არ ეხერხება. თვალს მარიდებს
და ფარლის უყურებს, რომელიც ვერ ამჩნევს ან ფეხებზე ჰკი-
58 მკითხველთა ლიგა
დია, რომ პრინცი საშინლად გულნატკენია. უცებ ჩემი ჭრი-
ლობები ადვილად ასატანად მეჩვენება.
– კაპიტანო ფარლი, – ამბობს ის, თითქოს ფარლიმ ვახშა-
მი შეაწყვეტინა. საკუთარ ტკივილს გაღიზიანებით ნიღბავს.
ფარლი ამას ვერ აიტანს, სრუტუნით ისწორებს მოკლე
თმას და კარის დასაკეტად იშვერს ხელს.
– ო, სტუმრის მიღება არ გსურდათ? რა უხეშად გამომივი-
და.
გულის სიღრმეში მიხარია, რომ კილორნი თან არ წამო-
ვიყვანე. ის კალს ფარლიზე უარესად მოექცეოდა, იმ დღიდან
სძულს, რაც ოჩოფეხეთში პირველად შეხვდა.
– ფარლი, – ვეუბნები კრიჭაშეკრული. ხელით კარს ვაჩე-
რებ. ის მაშინვე უკან იხევს, რომ არ შემეხოს, და ეს ჩემში ერ-
თდროულად იწვევს კმაყოფილებასა და ანტიპათიას. ჭარხა-
ლივით წითლდება, რცხვენია საკუთარი შიშის. მისი მამაცუ-
რი გარეგნობის მიუხედავად, ისიც თავისი ჯარისკაცებივითაა.
„ელვა-გოგონასი ეშინია, – ვფიქრობ, – დანარჩენს ჩვენ თვი-
თონ გავარკვევთ“.
რაღაც იცვლება მის სახეზე, ეტყობა, ჩემზეც ბრაზობს და
თავის თავზეც, მაგრამ თავს მიქნევს იმით კმაყოფილი, რომ
ჩემთან ახლოს ყოფნა აღარ მოუწევს. კალს კიდევ ერთხელ
ესვრის გამგმირავ მზერას, მერე პირს იბრუნებს და დერეფან-
ში გადის. ისმის, როგორ გასცემს ბრძანებებს მკვეთრი ხმით,
თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევ.
მე და კალი ჯერ ფარლის ვუყურებთ, მერე კედლებს, მერე
იატაკს, მერე საკუთარ ფეხებს და ბოლოს ერთმანეთსაც. ბო-
ლო რამდენიმე დღის გახსენების გვეშინია. როცა ბოლოს ერ-
თმანეთს კარის ზღურბლზე ვუყურებდით, ამას ცეკვის გაკვე-
თილი და ნამალავი კოცნა მოჰყვა. იქნებ ეს სხვა ცხოვრებაში
59 მკითხველთა ლიგა
მოხდა? დიახ, ასეც იყო. იგი მარინასთან ცეკვავდა, დაკარ-
გულ პრინცესასთან, მარინა კი უკვე მკვდარია.
მაგრამ მოგონება მაინც ცოცხლობს. როცა ჩავუვლი და
ცალ მხარს დაკუნთულ მკლავზე გავუხახუნებ, მახსენდება,
როგორი იყო მისი შეხება, სუნი და გემო. მახსენდება სიცხე,
დამწვარი ხის სუნი და მზის ამოსვლა, მაგრამ ახლა ყველაფე-
რი სხვანაირადაა. კალს სისხლის სუნი ასდის, კანი ყინული-
ვით ცივი აქვს და ჩემს თავს ვეუბნები, რომ აღარ მინდა,
ოდესმე მისი ტუჩების გემო ვიგრძნო.
– კარგად გექცეოდნენ? – პირველი მე ვარღვევ სიჩუმეს
და საუბარს მარტივ თემაზე დასმული კითხვით ვიწყებ. პასუ-
ხად მის პატარა, სუფთა კაიუტაზე თვალის შევლებაც საკმა-
რისია, მაგრამ ენაჩავარდნილი მაინც არ ვიდგები.
– კი, – მეუბნება იგი და ჯერ ისევ ღია კართან ყოყმანობს.
ვერ გადაუწყვეტია, მიხუროს თუ არა.
კედელს გავხედავ, სადაც ერთმანეთზე გადახლართული
სადენები და მათ ქვემოთ კი ამომრთველები მოჩანს. თავს
ვერ ვიკავებ და ნაზად ვიღიმი. კალი აშკარად რაღაცას ჩხირ-
კედელაობდა.
– შენი თავი ჭკუის კოლოფი გგონია? ერთი არასწორი სა-
დენი და...
ამ სიტყვებზე ოდნავ, მაგრამ დაყვავებით მიღიმის.
– ელექტრონულ სქემებზე მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ.
დარდი ნუ გაქვს, ვიცი, რასაც ვაკეთებ.
მისი ნათქვამის ორმაგ მნიშვნელობას ყურადღებას არც
ერთი არ ვაქცევთ, ვითომ არაფერი.
ბოლოს და ბოლოს, კარის დახურვას გადაწყვეტს, მაგრამ
საკეტით მაინც არ კეტავს. ცალ ხელს რკინის კედელს ადებს,
თითებს შლის, რომ რამეს მოეჭიდოს. ცეცხლის გამჩენი სამა-
60 მკითხველთა ლიგა
ჯური ისევ ციმციმებს მის მაჯაზე, მუქ რუხ ფონზე ღია ვერ-
ცხლისფრად ლაპლაპებს. იგი ჩემს მზერას შენიშნავს და ცალ
დალაქავებულ სახელოს ისწორებს. ალბათ, მისთვის ტანსაც-
მლის გამოცვლა თავში არავის მოუვიდა.
– სანამ თვალში არ შევეჩხირები, ეტყობა, ჩემთვის თავს
არავინ შეიწუხებს, – ამბობს და ისევ სადენებთან მიდის, –
მგონი, კარგიცაა, – მაგრამ უღიმღამო ხუმრობა გამოსდის.
– მე ვიზრუნებ, რომ ყველაფერი ასე დარჩეს, თუ შენ გინ-
და, – ვამატებ სწრაფად. სინამდვილეში წარმოდგენა არა
მაქვს, ახლა რა უნდა კალს. შურისძიების გარდა. იმ ერთი რა-
მის, რაც ჯერ ისევ საერთო გვაქვს.
იგი წარბებს სწევს, თითქმის გამხიარულებული.
– ოჰო, ახლა ელვა-გოგონაა აქ უფროსი? – ის შეპასუხე-
ბას არ მაცდის და ერთი დიდი ნაბიჯით პირისპირ მიდგება, –
რატომღაც მგონია, რომ შენც ჩემსავით ტყვე ხარ, – მას თვა-
ლები უვიწროვდება, – ოღონდ, როგორც ჩანს, ეს ჯერ არ იცი.
სახე მენთება, ბრაზსა და სირცხვილს ვგრძნობ.
– ტყვე? მე კი არ ვიმალები კაიუტაში.
– არა, მეტისმეტად დაკავებული ხარ იმით, რომ სანა-
ხაობად გაქციეს, – იგი წინ იხრება და სიცხის ნაცნობი
გრძნობაც ბრუნდება.
ისევ.
გულის სიღრმეში მინდა გავარტყა.
– ჩემი ძმა არასოდეს...
– მეგონა, ჩემი ძმაც არასოდეს მოიქცეოდა ასე და ნახე,
ამას რა მოჰყვა! – გრგვინავს იგი და ხელებს შლის. თითის
წვერებით კედლებს ეხება, იმ ციხის კედლებს, რომელშიც გა-
მოკეტილია. ამ ციხეში ჩემ გამო მოხვდა... და მან თავისთან
ერთად დამატუსაღა, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა ამას.
61 მკითხველთა ლიგა
მისი სხეულისგან მხურვალე სიცხე მოდის და იძულებული
ვხდები ოდნავ უკან დავიხიო. ჩემი მოძრაობა შეუმჩნეველი
არ რჩება და მშვიდდება, თვალებს და ხელებს ერ-
თდროულად ხრის.
– მაპატიე, – ამბობს და შუბლიდან შავი თმის კულულს
იშორებს.
– არასოდეს მომიბოდიშო, არ ვიმსახურებ.
კალი ალმაცერად მიყურებს შავი, ფართო თვალებით,
მაგრამ არ მეკამათება.
ვოხრავ და მოპირდაპირე კედელს ვეყრდნობი. ჩვენ შო-
რის არსებული სივრცე ყბებივით აფჩენს პირს.
– რა იცი ტუკის შესახებ? – ვეკითხები მე.
კმაყოფილი, რომ საუბრის თემა შევცვალე, საკუთარ თავ-
ზე სრულ კონტროლს იბრუნებს და ისევ პრინცად იქცევა. უგ-
ვირგვინოდაც მეფური შესახედაობა აქვს, მხრებში გამართუ-
ლი დგას და ხელები ზურგს უკან დაუწყვია.
– ტუკი? – იმეორებს და ჩაფიქრდება. შუბლს იკრავს და
შავ, სქელ წარბებს შორის ნაოჭი უჩნდება. რაც უფრო დიდ-
ხანს არის ჩუმად, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. თუ მან
არაფერი იცის იმ კუნძულის შესახებ, სხვას ცოტას თუ ეცოდი-
ნება, – ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ მივდივართ?
– კი, – უსიამოვნო ფიქრი მერევა, მახსენდება ჯულიანის
გაკვეთილი, რომლის ჭეშმარიტება მწარედ გამოვცადე სამე-
ფო კარსა და არენაზე. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღა-
ლატი, – თუ შეიდს დავუჯერებთ.
კალი თავაზიანობას იჩენს და ჩემს ორჭოფობაზე ყურად-
ღებას არ ამახვილებს.
– მგონი, ეგ კუნძულია, – ამბობს ბოლოს, – ერთ-ერთი
რამდენიმე სხვა კუნძულიდან. ტერიტორიულად ნორტას არ
62 მკითხველთა ლიგა
ეკუთვნის. არც საცხოვრებლად ვარგა და არც ბაზის მოსაწ-
ყობად, თავის დასაცავადაც კი. იქ მხოლოდ გაშლილი
ოკეანეა.
ცოტა გულზე მეშვება. კარგია, ჯერჯერობით უსაფრთხოდ
ვიქნებით.
– კარგი, კარგი.
– შენი ძმა შენ გგავს, – ეს შეკითხვა არ არის, – სხვა-
ნაირია.
– მართალია, – სხვა რა უნდა ვუპასუხო?
– კარგად არის? მახსოვს, დაჭრილი იყო.
უარმიოდაც კი კალი მეთაურია, რომელიც ჯარისკაცებსა
და დაჭრილებზე ზრუნავს.
– გმადლობ, კარგად არის. ჩემ გამო რამდენიმე ტყვია
მოხვდა, მაგრამ გამოკეთების გზას ადგას.
ტყვიების ხსენებაზე კალი მიყურებს და, როგორც იქნა, აძ-
ლევს თავს უფლებას კარგად შემათვალიეროს. დაკაწრულ
სახესა და ყურების გარშემო შემხმარ სისხლზე მიყურებს.
– შენ თვითონ როგორ ხარ?
– უარესადაც ვყოფილვარ.
– ეგრეა.
ვჩუმდებით, ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავთ, მაგრამ ისევ
ერთმანეთზე ვართ მიჩერებული. უცებ მისი ასე ახლოს ყოფნა
ჩემთვის ძნელი ასატანი ხდება, თუმცა წასვლა მაინც არ მინ-
და.
„მერსივს“ სხვა აზრი აქვს.
უცებ ჩემს ფეხქვეშ გენერატორი ზანზარებს, მისი მონოტო-
ნური პულსი რიტმს იცვლის.
– თითქმის მივედით, – ვბუტბუტებ მე და ვგრძნობ, როგორ
მიიწევს ელექტრობა ნავის სხვადასხვა ნაწილისკენ.
63 მკითხველთა ლიგა
კალი იმავეს ვერ იგრძნობს, მაგრამ ჩემს ინსტინქტს ენ-
დობა. თავისი თვალით აქვს ნანახი, რა შემიძლია, ეს ამ გემ-
ზე მყოფთაგან ყველაზე უკეთ იცის. ჩემივე ოჯახის წევრებზე
უკეთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. დედა, მამა, გიზა და
ბიჭები კუნძულზე მელიან. მათ მალე შევხვდები. აქ არიან,
უსაფრთხოდ.
მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები მათთან. თუ ჰიბ-
რიდებისთვის რაიმეს გაკეთება მინდა, კუნძულზე ვერ დავ-
რჩები. ისევ ნორტაში დაბრუნება მომიწევს, ყველა და ყველა-
ფერი უნდა გამოვიყენო, რასაც ფარლი ჩემთვის გაიმეტებს,
და მათი მოძებნა უნდა ვცადო, თუმცა ეს უკვე თითქმის შეუძ-
ლებელია და ამაზე ფიქრიც არ მინდა. გონება მიბზუის და
გეგმის შედგენას ცდილობს.
კალის კარს ზემოთ ყვითელი შუქი ციმციმებს და განგაშის
ხმა გაისმის.
– საოცარია, – ბუტბუტებს კალი, ამ ვეებერთელა მოწყო-
ბილობით გაოგნებული. ეჭვი არ არის, აქაურობის გამოკ-
ვლევა უნდოდა, მაგრამ ცნობისმოყვარე პრინცს აქ არაფერი
ესაქმება. ამ სამყაროში არ არის იმ ბიჭის ადგილი, რომელიც
სახელმძღვანელოებში იყო ჩაფლული და არაფრისგან მო-
ტოციკლებს აწყობდა. მე ის მოვკალი, ისევე როგორც მარი-
ნა.
კალის ტექნოლოგიისკენ მიდრეკილი აზროვნებისა და
ელექტრობის ჩემეული შეგრძნების მიუხედავად, წარმოდგე-
ნა არა გვაქვს, ახლა რა უნდა მოხდეს. როცა „მერსივი“ იხრე-
ბა და ოკეანის სიღრმეებიდან ცხვირს ამოყოფს, მთელი ოთა-
ხი იგვერდება. კედლებსა და ერთმანეთს ვეჯახებით. ჭრილო-
ბები გვტკივა და სიმწრით ვკვნესით. კალთან შეხება ჩემთვის

64 მკითხველთა ლიგა
ყველაზე მტკივნეულია, მოგონება სამართებელივით მსერავს
და სწრაფად ვიხევ უკან.
დაღრეჯილი ვისრეს დალურჯებულ ადგილებს.
– სად არის სარა სკონოსი, როცა გვჭირდება? – ვბუზღუ-
ნებ და ვნატრობ, ნეტავ მკურნალი აქ იყოს, რომ ორივე მოგ-
ვარჩინოს. ერთი შეხებით გაგვიყუჩებდა ტკივილს და კვლავ
საბრძოლო ფორმაში ვიქნებოდით.
კალს სახეს ისევ ტკივილი უმანჭავს, მაგრამ ეს ჭრილობე-
ბის გამო არ ხდება. ყოჩაღ, მერ. კარგი აზრი იყო იმ ქალის
სახელის ხსენება, რომელმაც იცოდა, რომ კალის დედა ელა-
რამ მოკლა. სარასი არავის სჯეროდა.
– ბოდიში, არ მინდოდა...
იგი ხელს ამიქნევს და ფეხებს დასცქერის. ცალ ხელს წო-
ნასწორობის დასაცავად კედელზე აყრდნობს.
– არა უშავს... სარა... – მისი სიტყვები ნაძალადევად გაის-
მის, – არ ვუსმენდი... არც მინდოდა მოსმენა... თურმე რა მწა-
რედ ვცდებოდი.
სარა სკონოსი მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა ევანგე-
ლინმა ჩემი ტყუილი ვარჯიშისას ლამის მთელი ჯგუფის წინა-
შე გამოააშკარავა. სარა ჯულიანმა მოიყვანა, ჯულიანმა, რო-
მელსაც ის უყვარდა, და უყურებდა, როგორ გამიმრთელა სა-
რამ სისხლიანი სახე და დალურჯებული ზურგი. სევდიანი
თვალები ჰქონდა, ჩავარდნილი ლოყები და უენო პირი. დე-
დოფლის დასაღუპი სიტყვების გამო ამოგლიჯეს, სიმართლის
გამო, რომლისაც არავის სჯეროდა. ელარამ კალის დედა
მოკლა, კორიანი, მომღერალი დედოფალი, ჯულიანის ღვიძ-
ლი და, სარას საუკეთესო მეგობარი... და ხელი არავინ გაან-
ძრია. წაყრუება ბევრად ადვილი იყო.

65 მკითხველთა ლიგა
მეივენიც იქ იყო და სარა მთელი გულით სძულდა. ახლა
ვიცი, მისი ვითომ სათნოების უკან რა იმალებოდა, ვინ იდგა
სინამდვილეში პრინცის დაზეპირებული სიტყვებისა და ნაზი
ღიმილის უკან. კალის მსგავსად ვერც მე ვხედავდი იმას, რაც
ცხვირწინ მქონდა.
უკვე, ალბათ, სარაც მკვდარია, ისევე, როგორც ჯულიანი.
უცებ ეს რკინის კედლები და გამაყრუებელი ხმაური აუტა-
ნელი მეჩვენება.
– ნავიდან უნდა გავიდე.
უცნაურად გადახრილი ოთახისა და მუდმივი ხმაურის
მიუხედავად, ჩემმა ფეხებმა იციან, რაც უნდა გააკეთონ. არ
დავიწყებიათ ოჩოფეხეთის ლაფი, ქუჩაში გატარებული ღა-
მეები ან დაბრკოლებების გადალახვის კურსები. ლიუკს ვაბ-
რუნებ და პირით ჰაერს დასახრჩობად განწირულივით ვყლა-
პავ, მაგრამ „მერსივის“ უძრავი, დახუთული ჰაერი ვერაფერი
შვებაა. ხეების, წყლის, გაზაფხულის წვიმის სუნი მჭირდება,
ან ზაფხულის სიცხე თუ ზამთრის თოვლი. რამე, რაც ამ საძა-
გელი ნავის მიღმა მდებარე სამყაროს გამახსენებს.
კალი უკან მომყვება, მძიმე ნაბიჯებით მოდის ჩემ უკან, და-
წევას არც ცდილობს, სივრცეს არ მიზღუდავს. ნეტავ კილორ-
ნიც ასეთი იყოს.
აგერ, დერეფნის მეორე ბოლოდან ისიც გვიახლოვდება,
თან დაგვერდებულ ნავში თავის შესაკავებლად სახელურებსა
და ლიუკებს ებღაუჭება. კალის დანახვაზე ღიმილი უქრება და
სახეზე ბრაზი კი არა, გულგრილობა ესახება. ალბათ, ფიქ-
რობს, რომ პრინცს არად ჩაგდება უფრო გააბრაზებს, ვიდრე
აშკარად გამოხატული მტრული დამოკიდებულება. ან იქნებ
არ უნდა ამ სივიწროვეში გამოცადოს ცეცხლისმფრქვეველი
ადამიანის მოთმინება.
66 მკითხველთა ლიგა
– ზედაპირზე ავდივართ, – ამბობს ის, როცა ჩემთან მო-
დის.
თავის შესაკავებლად რომელიღაც გისოსს ვეჭიდები.
– კარგი ერთი, მართლა?
კილორნი ფართოდ იღიმის და ჩემ წინ კედელს ეყრდნობა.
ფეხებს ჩემი ფეხების პირისპირ დგამს, ეს გამოწვევასავითაა.
ჩემ უკან კალის მხურვალებას ვგრძნობ, მაგრამ, როგორც
ჩანს, პრინციც გულგრილობის ნიღბის აფარებას ამჯობინებს
და არაფერს ამბობს.
მათ თამაშში მე არ ჩავერევი, საკმარისია, აღარ მინდა.
– ის როგორ არის, რა ჰქვია? ლენა.
ამ სახელის გაგონებაზე კილორნს თითქოს სილა გააწნეს.
ისე გულღიად აღარ იღიმება, პირის ცალი კუთხე ეღრიცება.
– მგონი, მშვენივრად.
– ძალიან კარგი, კილორნ, – მხარზე მეგობრულად, თით-
ქმის შემწყნარებლურად ვუთათუნებ ხელს. გემის დახრილო-
ბაც ხელს მიწყობს, – აუცილებლად უნდა დავუმეგობრდე.
„მერსივი“ სწორდება, მაგრამ არც ერთი არ ვეცემით. კა-
ლიც კი, რომელიც თავის შესაკავებლად ჩემსავით არაფერს
ჰკიდებს ხელს, თუმცა კილორნივით – ეს მან მეთევზის ნავზე
მძიმე შრომაში გამოიმუშავა – მყარად ვერ დგას ფეხზე. მა-
ინც მავთულივით გაჭიმულია და მე მელოდება. ის, რომ
პრინცი ჩემს იმედზეა, უნდა მაცინებდეს, მაგრამ უხალისოდ
ვარ, თანაც საშინლად გადაღლილი და ამიტომ მხოლოდ
იმის თავიღა მაქვს, რომ გზა გავაგრძელო.
ასეც ვიქცევი. დერეფანს მივყვები, კალი და კილორნი
კუდში მომდევენ. მივდივართ აჯანყებულების ჯგუფისკენ, რო-
მელიც იმ კიბესთან დგას, რომლითაც ნავში ჩამოვედით. ჯერ
დაჭრილები აჰყავთ, სახელდახელო საკაცეზე მწოლიარენი
67 მკითხველთა ლიგა
სწრაფად უჩინარდებიან ზემოთ, სიბნელეში. ფარლი თვალ-
ყურს ადევნებს ამ ყველაფერს, ხალათი კიდევ უფრო დას-
ვრია სისხლით. პირქუში სანახაობაა, სახვევებს ამაგრებს და
კბილებში შპრიცი აქვს გარჭობილი. ყველაზე მძიმედ დაჭრი-
ლებს ინექცია უკეთდებათ, რათა ვიწრო მილიდან ზემოთ ას-
ვლით გამოწვეული ტკივილი შეუმსუბუქდეთ. ბოლოს შეიდი
მოდის, იმ ორ გუშაგს ეყრდნობა, რომლებიც კილორნს მედ-
დის შესახებ ეხუმრებოდნენ. მივიდოდი მასთან, მაგრამ გარ-
შემო ბევრი ხალხია და დღეს მეტი ყურადღების მიქცევა აღარ
მსურს. ტელეპორტაციისთვის ჯერ კიდევ სუსტადაა და ცალი
ფეხით მოკოჭლაობს. ჭარხალივით წითლდება, როცა ფარლი
საკაცეზე აწვენს. არ მესმის, რას ეუბნება ჩემს ძმას, მაგრამ
შეიდი ცოტათი მშვიდდება. შპრიცზე ხელის აქნევით ამბობს
უარს და კიბეზე აყვანისას მტანჯველი ტკივილის ასატანად
კბილს კბილზე აჭერს. როცა შეიდს მშვიდობით აიყვანენ,
პროცესი ბევრად სწრაფად მიდის. აჯანყებულები ერთი-
მეორის მიყოლებით ადიან კიბეზე და დერეფანი ნელ-ნელა
იცლება. ბევრი მათგანი ექიმია, ყველას სისხლიანი ხალათე-
ბი აცვია.
დროს არ ვხარჯავ იმაში, რომ სხვები წინ გავუშვა ყალბი
თავაზიანობის გამო, როგორც ქალბატონს ეკადრება. ყველა-
ნი ერთ ადგილას მივდივართ, ამიტომ, როცა ბრბო ცოტა
თხელდება და კიბე ჩემ წინ აღმოჩნდება, სწრაფად მივდივარ
მისკენ. კალი მომყვება და ჩვენს დანახვაზე აჯანყებულები
ორად იყოფიან. სწრაფად იწევენ კედლისკენ, რათა გასავლე-
ლი ადგილი მოგვცენ, ზოგი ბორძიკობს კიდეც. მხოლოდ
ფარლი დგას უძრავად, ცალი ხელი კიბეზე უდევს და ჩემდა
გასაკვირად, ორივეს ოდნავ გვიკრავს თავს. ორივე ჩვენგანს.
ეს ჩემთვის პირველი გაფრთხილება უნდა იყოს.
68 მკითხველთა ლიგა
კიბეებზე ასვლა კუნთებს მტკენს. ეს იმის შედეგია, რაც
ნაოხარის, არენისა და ჩემი დაჭერის შემდეგ გამოვიარე. ზე-
მოდან უცნაური ღმუილი მესმის, მაგრამ ოდნავადაც არ
ვფრთხები. „მერსივიდან“ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავი-
დე.
წყალქვეშა ნავისთვის უკანასკნელად თვალის შევლება,
ცოტა არ იყოს, უჩვეულოა. ფარლისა და ლაზარეთს დავყუ-
რებ ზემოდან, სადაც დაჭრილები ისევ გაუნძრევლად წვანან
საკაცეებზე. ასვლისას ვხვდები, დაჭრილები კი არა, მკვდრე-
ბი არიან.
კიბის თავში ქარის ღმუილი მესმის და ქვემოთ ცოტაოდე-
ნი წყალი იღვრება. მგონია, სანერვიულო არაფერია, სანამ
უკვე ბოლომდე ასული შავად პირდაფჩენილ წრეს არ მივაღ-
წევ. ისეთი მძლავრი ქარიშხალია, რომ წვიმას ფანტავს, წყა-
ლი კიბეს დიდად ვერ ასველებს და ვერც შიგნით ჩამოდის.
დაკაწრულ სახეზე ნემსებივით მირტყამს და მთლად ვილუმ-
პები. შემოდგომის ქარიშხალია, თუმცა ასეთი ძლიერი არა-
სოდეს მინახავს. ქარი დაქრის და პირს წვიმითა და ჩქმეტია
მარილიანი შხეფებით მივსებს. საბედნიეროდ, „მერსივს“ მყა-
რად აქვს ჩაშვებული ღუზა ნავსადგურში, რომელსაც კარგად
ვერც ვარჩევ, და მღვრიე რუხ ტალღებს ადვილად უმკლავდე-
ბა.
– აქეთ! – ჩამძახის ყურში ნაცნობი ხმა, ნავიდან ამოვყა-
ვარ და „მერსივის“ წვიმითა და ოკეანის წყლით მოლიპულ
კორპუსზე წინ მიმიძღოდა. უკუნ სიბნელეში ძლივს ვხედავ
წინ მიმავალ მებრძოლს, მაგრამ მისი ზორბა ტანი და ხმა ად-
ვილად ვიცანი.
– ბრი! – ხელი ჩავჭიდე და ჩემი უფროსი ძმის ხელის მტე-
ვანზე კოჟრებს ვგრძნობ. ნელა და მძიმედ მიდის და „მერსი-
69 მკითხველთა ლიგა
ვიდან“ ნავსადგურში ჩასვლაში მეხმარება. აქაურობა ნავზე
უკეთესი არ ჩანს, გარშემო ჟანგით შეჭმული რკინაა, მაგრამ
მას მიწისკენ მივყავართ და მეც მხოლოდ ეს მინდა. ხმელეთი
და სითბო, ნანატრი შესვენება ოკეანის ცივი უფსკრულებისა
და ჩემი მოგონებების შემდეგ.
კალს „მერსივიდან“ ჩამოსვლაში არავინ ეხმარება, მაგ-
რამ ამას თავადაც მშვენივრად ახერხებს. მაინც წინდახედუ-
ლობას იჩენს, ჩემგან დისტანციას ინარჩუნებს და ოდნავ მო-
შორებით უკან მოგვყვება. დარწმუნებული ვარ, სოფელში
ბრისთან პირველი შეხვედრა არ დავიწყებია, როცა ჩემი ძმა
არცთუ თავაზიანად მოექცა. სიმართლე რომ ვთქვა, დედაჩე-
მისა და კიდევ იქნებ გიზას გარდა, კალი ყველას ფეხებზე ეკი-
და. მაშინ არ იცოდნენ მისი ვინაობა, ახლა კი მათი შეხვედრა
საინტერესო იქნება.
ქარიშხლის გამო კუნძული კარგად არ ჩანს, მაგრამ
ვხვდები, რომ პატარაა და დიუნებითა თუ ოკეანის ტალღები-
ვით ყალყზე შემდგარი მაღალი ბალახითაა დაფარული. წყა-
ლი ელვის შუქს ირეკლავს, წამით ღამის წყვდიადი იფანტება
და ჩვენ წინ ბილიკს ანათებს. ამ გაშლილ სივრცეში, სადაც
„მერსივის“ ან მიწისქვეშა მატარებლის კედლები არ მარტყია
გარს, ვხედავ, რომ ოცდაათზე ნაკლები ვართ, დაჭრილების
ჩათვლით. ორი მაღალი ბეტონის შენობისკენ მივიწევთ, იქ,
სადაც ნავსადგური მთავრდება და ხმელეთი იწყება. ჩვენ წინ,
დამრეც ბორცვზე, რამდენიმე ნაგებობა ჩანს, ბუნკერებს თუ
ყაზარმებს ჰგვანან. მათ უკან რაღაა, არ ვიცი. ამჯერად უფრო
ახლოს გაიელვა და კუნთებში სასიამოვნო თრთოლას
ვგრძნობ. ბრის ჰგონია, მამცივნებს და თავისკენ მიზიდავს,
მხრებზე მძიმე ხელს მხვევს, რის გამოც სიარული მიძნელდე-
ბა, მაგრამ ვუძლებ.
70 მკითხველთა ლიგა
ვერა და ვერ გავედით ნავსადგურის ბოლოში. მალე
მშრალ, მყარ ხმელეთს დავადგამ ფეხს და ამდენი ხნის შემ-
დეგ ისევ ბაროუების ოჯახს შევხვდები. ასეთი პერსპექტივა
საკმარისია საიმისოდ, რომ გაწუწულმა უფრო სწრაფად
ვიარო. მედდები დაშავებულებს ძველ მანქანაში აწვენენ, სა-
წოლებს წვიმაგაუმტარი ბრეზენტი აქვს გადაკრული. ნამდვი-
ლად ესეც მოპარულია, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი.
ორი შენობა ანგარი აღმოჩნდა, მათი კარები ღიაა და შიგ-
ნით კიდევ მეტი მანქანა მოჩანს. ნავსადგურში რამდენიმე
გემსაც ვხედავ, რომლებიც ქარიშხლიანი ოკეანის ნაცრის-
ფერ ტალღებზე ირწევიან. გარშემო არეულობაა – სხვადას-
ხვა ზომის ძველებური სატრანსპორტო საშუალებები, ახალ-
თახალი გემები, ზოგი ვერცხლისფრადაა შეღებილი, ზოგიც
შავად, ერთიც მწვანედ. ყველაფერი მოპარული ან გატაცებუ-
ლია, ან ორივე ერთად. ერთ გემზე მუქ ნაცრისფერ და ცის-
ფერ ფერებსაც კი ვცნობ, ეს ნორტას ფლოტის ფერებია. ტუკი
თითქოს უილ უისტლის ძველი ფურგონის უფრო დიდი ვერ-
სიაა, რომელიც ნაქურდლითაა სავსე.
სამედიცინო ტრანსპორტი მანამ დაიძვრება გუგუნით, სა-
ნამ მასთან მივიდოდეთ, წვიმაში მიიკვლევს გზას ქვიშიან ქუ-
ჩაზე. მხოლოდ ბრის უდარდელობის გამო ვერ ვუჩქარებ ნა-
ბიჯს. მას არც შეიდი ანაღვლებს და არც ის, თუ რა არის ბორ-
ცვის თავზე, და მეც ვცდილობ მას მივბაძო.
კალი ჩემს თვალსაზრისს არ იზიარებს და ფეხს უჩქარებს,
რათა ჩემ გვერდით იაროს. შეიძლება ქარიშხლის, სიბნელის
ან მისი ვერცხლისფერი სისხლის გამო ჩანს ასე ფერმიხდილი
და დამფრთხალი.
– ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, – ბუტბუტებს ისე ხმა-
დაბლა, რომ მხოლოდ მე გავიგონო.
71 მკითხველთა ლიგა
– რა თქვი, პრინცო? – ეკითხება ბრი ყრუ ხმით. ნეკნებში
მუჯლუგუნი ვუთავაზე, მაგრამ ამით მხოლოდ იმას ვაღწევ,
რომ ხელი მილურჯდება, – თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მა-
ინც მალე გავიგებთ.
მისი კილო მის სიტყვებზე უფრო ავის მომასწავებელია.
ცივი, სასტიკი ხმა აქვს, სულ არ ჰგავს იმ მხიარულ ძამიკოს,
ადრე რომ ვიცნობდი. „ალისფერი მცველის“ წევრობამ ისიც
შეცვალა.
– რას გულისხმობ, ბრი?
კალმა უკვე იცის, ჩერდება და მიყურებს. ქარი თმას უჩეჩს
და შუბლზე უყრის. ბრინჯაოსფერ თვალებში შიში უდგება და
ამის დანახვაზე მუცლის გვრემა მეწყება. არა, ვფიქრობ ჩემ-
თვის, ნუთუ მეტყვი, ამჯერადაც ხაფანგში აღმოვჩნდითო?
მის უკან ბუნდოვნად მოჩანს ერთ-ერთი ანგარი, რომლის
კარი უჩვეულოდ ჩუმად იღება. ერთდროულად უამრავი მებ-
რძოლი გამოდის, რაოდენობით ლეგიონს არ ჩამოუვარდები-
ან, შაშხანები შემართული აქვთ და წვიმაში თვალები
უელავთ. მათი მეთაური მყინავს ჰგავს ღია ქერა თმითა და
გულგრილი გამომეტყველებით, მაგრამ იგი ჩემსავით წი-
თელსისხლიანია – ერთ-ერთი თვალი ჩაწითლებული აქვს,
სისხლი მოსდის.
– რა ხდება, ბრი?! – ვყვირი მე და გამწარებული ვუბრუნ-
დები ჩემს ძმას, იგი კი ჩემს ხელებს თავისაში აქცევს და ამას
არც ისე ნაზად აკეთებს. მაგრად მიჭერს და თავის ძალას იყე-
ნებს, რომ ხელიდან არ დავუსხლტე. მის ადგილას სხვა რომ
იყოს, ჩემს ელექტროშოკს გამოცდიდა, მაგრამ ეს ჩემი ძმაა
და ამას ვერ გავაკეთებ. არ გავაკეთებ.
– გამიშვი, ბრი!

72 მკითხველთა ლიგა
– მას არაფერს დავუშავებთ, – იმეორებს იგი ერთსა და
იმავეს, – არაფერს დავუშავებთ, გპირდები.
ესე იგი ეს ხაფანგი ჩემთვის არ არის განკუთვნილი. თუმცა
ეს სულაც არ მამშვიდებს. მეტიც, ბრაზი და სასოწარკვეთა
უფრო მეტად მეძალება.
როცა უკან მივიხედავ, კალის მუშტები აალებულია, მკლა-
ვები ფართოდ გაუშლია და თვალჩასისხლიანებულ კაცს უყუ-
რებს.
– აბა, რაღას ელოდებით? – უღრენს მას გამომწვევად,
ადამიანზე მეტად ცხოველის ხმა უფრო აქვს. მახეში გაბმული
ცხოველის.
ძალიან ბევრი შაშხანაა, კალისთვისაც კი. თუ აუცილებე-
ლი იქნება, ესვრიან. შეიძლება სწორედ ეს უნდათ. დევნილი
პრინცის მოსაკლავი მიზეზი. გულის სიღრმეში ვიცი, რომ მა-
თი ქმედება გამართლებული იქნება. კალი „ალისფერ
მცველზე“ ნადირობდა, წვლილი შეიტანა ტრისტანის სიკ-
ვდილში, უოლშის თვითმკვლელობასა და ფარლის წამებაში.
მისი ბრძანებით ჯარისკაცებმა ფარლის მებრძოლების უმეტე-
სობა ამოჟლიტეს... და ვინ იცის, რამდენი წითელი ჯარისკაცი
გაუგზავნია ფრონტზე დასაღუპავად, იმის გამო, რომ ტბების
ქვეყნის ტერიტორიის ერთი უბადრუკი ნაგლეჯი მიეღო. კალი
საშიშია „ალისფერი მცველისთვის“.
მაგრამ ის იარაღია, ისევე, როგორც მე. მისი გამოყენება
მომავალში შეგვიძლია. ჰიბრიდებს დაიცავს მეივენისგან, ჩი-
რაღდანი იქნება, რომელიც წყვდიადს გაფანტავს.
– აქ ვეღარაფერს გააწყობს, მერ, – ეს კილორნია, ყველა-
ზე უარესი მომენტი აარჩია, დგას და ყურში ჩამჩურჩულებს,
თითქოს მის სიახლოვეს ჩემზე გავლენის მოხდენა შეეძლოს,
– თუ მაინც ეცდება, დაიღუპება.
73 მკითხველთა ლიგა
ძნელია მისი სიტყვების უარყოფა.
– დაიჩოქე, ტიბერიას, – ამბობს თვალჩასისხლიანებული
კაცი და აალებული პრინცისკენ მიდის. კალის ცეცხლს ორ-
თქლი ასდის, თითქოს ქარიშხალი მის ჩაქრობას ცდილობს,
– ხელები თავზე დაიწყვე.
კალი ამას არ აკეთებს და მხოლოდ საკუთარი სახელის
გაგონებაზე ირხევა. მტკიცედ დგას, ძლიერი და ამაყი, თუმცა-
ღა იცის, ეს ბრძოლა წაგებულია. შეიძლება თავისი ტყავის
გადასარჩენად ოდესმე დანებებოდა, მაგრამ ახლა სჯერა,
რომ უსარგებლოა. მგონი, სხვაგვარად მხოლოდ მე ვფიქ-
რობ.
– კალ, გააკეთე, რასაც გეუბნება.
ქარს ჩემი ხმა მიაქვს და ყველას ესმის ჩემი სიტყვები. მე-
შინია, რომ გაიგონებენ ჩემს გულისცემასაც, რომელიც მკერ-
დში დოლივით მიცემს.
– კალ!
კალი ნელა, უხალისოდ ეშვება მუხლებზე, თითქოს ქანდა-
კება მტვრად იქცაო, და მისი ცეცხლიც ქრება. გუშინაც იგივე
გააკეთა, როცა მამამისის თავმოკვეთილ გვამთან ჩაიმუხლა.
თვალჩასისხლიანებული კაცი ფართოდ იღიმება და კბი-
ლები უელავს. კალს თავზე ადგას, მის ფერხთით გართხმული
პრინცის ყურებით ტკბება. ტკბება იმ ძალაუფლებით, რასაც
ეს წამი ანიჭებს.
მაგრამ მე ელვა-გოგონა ვარ და მას წარმოდგენაც არა
აქვს, რა არის ნამდვილი ძალა.

74 მკითხველთა ლიგა
თავი 5

ცდილობენ დამარწმუნონ, რომ ასე აჯობებს, მაგრამ მათ


სულელურ გასამართლებელ მიზეზებს ყურს არ ვუგდებ. კი-
ლორნი და ბრი სწრაფად იმეორებენ თითოეულ არგუმენტს,
რომელთა თქმაც დაავალეს.
ის სახიფათოა, შენთვისაც კი, მაგრამ მე ყველაზე უკეთ ვი-
ცი, რომ კალი არასოდეს არაფერს მავნებს. მაშინაც კი, როცა
საამისო მიზეზი ჰქონდა, მისი არ მეშინოდა.
იგი ერთ-ერთი მათგანია და ვერ ვენდობით. მას შემდეგ,
რაც მეივენმა მისი რეპუტაცია და სახელი ლაფში ამოსვარა,
კალს ჩვენ გარდა არავინ და არაფერი გააჩნია, იმ შემთხვევა-
შიც კი, თუ ამის დაჯერება არ უნდა.
იგი ჩვენთვის ფასდაუდებელი მონაპოვარია. გენერალი,
ნორტას პრინცი და სამეფოში ყველაზე სასურველი ძებნილი.
ამის გაგონება მაყოვნებს და სხეულში შიში მივლის. თუ
თვალჩასისხლიანებული კაცი გადაწყვეტს კალი მეივენზე ზე-
მოქმედების საშუალებად გამოიყენოს, გაცვალოს ან სასიკ-
ვდილოდ გაწიროს, მაშინ ყველანაირად ვეცდები მის შეჩერე-
ბას. მთელ ჩემს გავლენასა და ძალას გამოვიყენებ, მაგრამ
არ ვიცი, ეს საკმარისი იქნება თუ არა.
ამიტომ არაფერს ვაკეთებ და მათ თავს ვუქნევ, თავიდან
ნელა, ვითომ ვეთანხმები, ვითომ მათ კონტროლს ვემორჩი-
ლები, ვითომ სუსტი ვარ. მართალი ვიყავი. ადრე შეიდმაც გა-
მაფრთხილა. იგი კვლავ ნაადრევად მიხვდა, რაც მოხდებო-
და. კალი ძალაა, განსხეულებული ცეცხლი, რომლისაც უნდა

75 მკითხველთა ლიგა
გეშინოდეს და დაამარცხო. მე კი ელვა ვარ. რას მიზამენ, თუ
მათი წესებით არ ვითამაშებ?
ჯერ კიდევ არა ვარ ციხეში, მაგრამ ვგრძნობ, გასაღები
კლიტეშია და შეიძლება კიდეც გადატრიალდეს. საბედ-
ნიეროდ, ამის გამოცდილება უკვე მაქვს.
თვალჩასისხლიანებულსა და მის ჯარისკაცებს კალი ან-
გარში შეჰყავთ. იმდენად სულელებიც არ არიან, რომ მის-
თვის ხელების შეკვრა სცადონ, მაგრამ შაშხანები კვლავ შე-
მართული აქვთ და ყურადღებას არ ადუნებენ, ფრთხილობენ,
დისტანციას ინარჩუნებენ, ვაითუ მათგან ყველაზე გამბედავი
ალმა შეხრუკოს. მხოლოდ ისღა შემიძლია, თვალებგაფარ-
თოებულმა და პირმოკუმულმა ვუყურო, როცა ანგარის კარი
იხურება და ჩვენ ორს ერთმანეთს გვაცილებს. მას არ მოკლა-
ვენ, თუ მიზეზს არ მისცემს. იმედია, კალი ჭკუით იქნება.
– ცუდად ნუ მოექცევით, – ვჩურჩულებ მე და ბრისკენ ვიხ-
რები. შემოდგომის ცივ წვიმაშიც კი ღუმელივით ხურს. ჩრდი-
ლოეთის ფრონტზე გატარებულმა წლებმა სიცივისა და წვიმის
მიმართ ამტანი გახადა. მამაჩემის ძველი გამონათქვამი მახ-
სენდება: ომი მუდამ თან გახლავს. ეს საკუთარ თავზეც მაქვს
ნაწვნევი, თუმცა ჩემი ბრძოლა მამაჩემის ომისგან ბევრად
განსხვავებულია.
ბრი თავს იკატუნებს, ვითომ ჩემი ნათქვამი არ გაუგონია
და სწრაფად მაცილებს ნავსადგურს. კილორნი უკან მოგვყვე-
ბა, ახლოს მოაბიჯებს და ერთი-ორჯერ ქუსლებზეც მაბიჯებს.
თავს ვიკავებ, რომ არ შემოვარტყა, და ყურადღება ბორცვზე
მდებარე ყაზარმებისკენ მიმავალი ხის კიბის საფეხურებზე გა-
დამაქვს. ძველი საფეხურებია, უამრავი ფეხით გათელილი.
რამდენი მოვიდა ამ გზით, რამდენი კაცია აქ ამჟამად?

76 მკითხველთა ლიგა
ბორცვზე ავდივართ და ჩვენ თვალწინ კუნძულის ხედი იშ-
ლება. სამხედრო ბაზა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველო-
დი. ყაზარმები, რომლებსაც ბორცვის თხემზე ვხედავდი, მხო-
ლოდ მცირე ნაწილია იმ უამრავისა, რომლებსაც ახლა ვხე-
დავ. ორ თანაბარ რიგად ჩარიგებულებს გრძელი, მოასფალ-
ტებული ეზო ყოფთ. ნავსადგურის ან ხის კიბისგან განსხვავე-
ბით მოსწორებული, კარგად მოვლილი ადგილია. შუა ეზოში
სწორი თეთრი ხაზია დახატული, რომლის ბოლოც ქარიშ-
ხლიან ღამეში იკარგება. წარმოდგენა არა მაქვს, სადამდე
მიდის.
მთელ კუნძულზე სიწყნარეა, თითქოს აქაურობა ქარიშ-
ხალმა გააშეშა. როცა გათენდება, წვიმა გადაიღებს და ინა-
თებს, ალბათ, ბაზას მთელი თავისი დიდებულებით დავინახავ
და, ბოლოს და ბოლოს, მივხვდები, ვისთან მაქვს საქმე. ცუდი
ჩვევა დამჩემდა – სათანადოდ ვერ ვაფასებ ადამიანებს, გან-
საკუთრებით მაშინ, როცა საქმე „ალისფერ მცველს“ ეხება.
და როგორც ნაოხარში, ტუკშიც ბევრი რამ არის ისეთი,
რაც ერთი შეხედვით არ ჩანს.
სიცივე, რომელსაც „მერსივზე“ და თვით წვიმის წვეთებშიც
კი ვგრძნობდი, ახლაც მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ შევ-
დივართ ყაზარმის კარში, რომელსაც გარედან შავად აქვს მი-
ხატული „3“. სიცივე ძვლებსა და გულში მატანს, მაგრამ ჩემს
მშობლებს ამას ვერ დავანახვებ, მათთვის ასე აჯობებს. მათ-
თვის ამდენი მაინც უნდა გავაკეთო. უნდა ეგონოთ, რომ უვნე-
ბელი ვარ, უტეხი და კალის დაპატიმრებასა თუ არენასა და
სასახლეში განცდილს ჩემზე გავლენა არ მოუხდენია. „ალის-
ფერი მცველის“ წევრებსაც უნდა ეგონოთ, რომ მათ მხარეზე
ვარ და კმაყოფილიც უსაფრთხოდ ყოფნით.

77 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მართლა ასე არ არის? ფიცი არ დავდე ფარლისა
და „ალისფერი მცველის“ წინაშე?
მათ ჩემსავით სჯერათ ვერცხლისფერთა მეუფებისა და
წითლების მონობის დასასრულისა. მათ ჩემ გამო მებრძოლე-
ბი გაწირეს. ისინი ჩემი მოკავშირეები არიან, ჩემი თანამოძ-
მეები და თანამებრძოლები, მაგრამ თვალჩასისხლიანებული
კაცი მაფიქრებს. ის ფარლი არ არის, რომელიც შეიძლება
უხეში და ერთ კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულია, მაგ-
რამ მან იცის, რაც გადავიტანე. მასთან ლაპარაკი ნამდვი-
ლად შეიძლება, აი, თვალჩასისხლიანებულ კაცში კი ეჭვი მე-
პარება.
კილორნი უცნაურად ჩუმია. ასეთი სიჩუმე ჩვენ არ შეგვე-
ფერება, მიჩვეული ვართ ერთმანეთის თათხვას, გამოჯავრე-
ბას ან კილორნის სისულელეების ჩმახვას. ერთმანეთთან ჩუ-
მად ყოფნა არ გვჩვევია, მაგრამ ამჯერად სათქმელი აღარა-
ფერი გვაქვს. მან იცოდა, რასაც უპირებდნენ კალს და ამას
ეთანხმებოდა. მეტიც, მეც კი არაფერი მითხრა. გაბრაზებული
უნდა ვიყო, მაგრამ სიცივე განცდებს მიხშობს და ჩემთვის
ყველაფერი ისეთივე უფერულია, როგორიც ელექტრობის ზუ-
ზუნი ჰაერში.
ბრი ვერ ამჩნევს ჩემსა და კილორნს შორის ჩამოვარ-
დნილ უხერხულ სიჩუმეს. ვერც უნდა ამჩნევდეს. გარდა იმი-
სა, რომ დაუკვირვებელია, ჩემი უფროსი ძმა ომში მაშინ წავი-
და, როცა ცამეტი წლის აწოწილი გოგო ვიყავი, რომელიც გა-
სართობად ქურდობდა და არა აუცილებლობის გამო, თან
არც ასეთი გაბოროტებული ვიყავი. ბრი არ მიცნობს ისეთს,
როგორიც ახლა ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების თითქმის ხუთი
წელი გამოტოვა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება ბო-
ლო ორი თვის განმავლობაში ძირფესვიანად შეიცვალა და ამ
78 მკითხველთა ლიგა
დროს გვერდში მედგა მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა-
გან ერთი დაპატიმრებულია, ხოლო მეორეს თავზე სის-
ხლიანი გვირგვინი ადგას.
ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი მათ ჩემს მტრებს უწო-
დებდა. უცნაურია, ჩემი მტრები ყველაზე უკეთ მიცნობენ, ჩემი
ოჯახი კი სულ არ მიცნობს.
ყაზარმაში სასიამოვნო სიმშრალეა, აქაურობა გაბ-
დღვრიალებულია, ჭერში ერთმანეთში გადახლართული სა-
დენები მოჩანს. ბეტონის სქელი კედლები დერეფანს ლაბი-
რინთად აქცევს, სადაც გზის გასაკვლევად არავითარი ორი-
ენტირი არ არის. ყოველი რუხი, არაფრით გამორჩეული კარი
დაკეტილია, თუმცა ზოგი მათგანის მიღმა სიცოცხლის ნიშან-
წყალი იგრძნობა. ზოგი კარის სახელურზე ბალახის ნარჩენე-
ბია, ერთგან კარის ზღურბლზე გატეხილი ყელსაბამი აგდია.
აქ მხოლოდ შიშის მომგვრელი მებრძოლები კი არა, ლტოლ-
ვილებიც არიან, ნაოხარიდან და კიდევ ვინ იცის, საიდან. სა-
განგებო ზომების ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც თავად
მე წავიკითხე ხმამაღლა, ბევრი აჯანყებული თუ რიგითი წი-
თელი გაიქცა კონტინენტიდან. ჯარში გაწვევისა თუ სიკვდი-
ლით დასჯის შიშით დარჩენა აღარ შეეძლოთ. მაგრამ როგორ
მოახერხეს თავის დაღწევა და აქამდე მოსვლა?
შეკითხვების მუდმივად მზარდ ჩემს სიას კიდევ ერთი ემა-
ტება.
მიუხედავად იმისა, რომ გონებით სხვაგან ვარ, გაფაციცე-
ბით ვაკვირდები, საით უხვევს და სად შედის ჩემი ძმა. ერთი,
ორი, სამი კუთხე, კარი, რომელსაც „პრერია“ აწერია. საინტე-
რესოა, საგანგებოდ ხომ არ დადის მიხვეულ-მოხვეული გზე-
ბით, მაგრამ ბრი ასეთი ჭკვიანი არ არის. ალბათ, ამისთვის
მადლობელი უნდა ვიყო. შეიდი ადვილად გამაცურებდა, მაგ-
79 მკითხველთა ლიგა
რამ არა ბრი. იგი უხეში ძალაა, დაგორებული ლოდი, რო-
მელსაც ადვილად აიცილებ. ისიც „ალისფერი მცველის“ წევ-
რია, ერთი არმიისგან რომ გათავისუფლდა და მეორეს
შეუერთდა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიჭერდა
ნავსადგურზე, ის მხოლოდ და მხოლოდ „ალისფერი მცვე-
ლის“ ერთგულია. ტრემიც, ალბათ, ასეთივე იქნება, ყოველ-
თვის მზადმყოფი იმისათვის, რომ უფროს ძმას გაჰყვეს ან
ხანდახან თავად გაუძღვეს. მხოლოდ შეიდს ჰყოფნის საიმისო
გონება, რომ თვალები გახელილი ჰქონდეს, მოიცადოს და
ნახოს, თუ რა ბედი გველის ჰიბრიდებს.
ჩვენ წინ მდებარე კარი შეღებულია, თითქოს შიგნით ვიღა-
ცას ელიან. ბრის თქმა არ მჭირდება იმის მისახვედრად, რომ
ეს ჩვენი ოჯახის ოთახია, რადგან კარის სახელურზე იისფერი
ქსოვილის ნაგლეჯია შებმული. კუთხეებში გაცვეთილია და
ზედ ძაფით უგერგილოდაა ამოქარგული დაკლაკნილი ელვა,
სიმბოლო, რომელიც არც ვერცხლისფერებს ეკუთვნით და
არც წითლებს, ეს ჩემი ნიშანია. ესაა ერთდროულად ტიტანო-
სების საგვარეულოს ფერების კომბინაცია და ელვა, რომე-
ლიც ჩემში ბობოქრობს.
სანამ კარს ვუახლოვდებით, მის მიღმა რაღაც ტრიალდება
და სულში სითბო მეღვრება. მამაჩემის ინვალიდის სავარ-
ძლის ხმას ყოველთვის გამოვიცნობ.
ბრი არ აკაკუნებს. იცის, რომ ყველას ღვიძავს და მე მელი-
ან.
აქ მეტი ადგილია, ვიდრე „მერსივში“, თუმცა ოთახი მაინც
პატარა და ვიწროა. სამოძრაო სივრცე მაინც არის და უამრა-
ვი საწოლი, კარის წინ კი პატარა თავისუფალი ადგილიცაა.
შორეულ კედელზე, მაღლა, ერთადერთი ფანჯარა წვიმის გა-

80 მკითხველთა ლიგა
მო დაკეტილია და ცა ცოტა უფრო ნათელი ჩანს. განთიადი
ახლოსაა.
დიახ, ასეა, ვფიქრობ მე და წითელ ფერს ვუყურებ, რომე-
ლიც ყველგანაა. შარფები, ნაჭრები, ქსოვილის ნაგლეჯები,
დროშები, ბანერები – ყველაფრის ზედაპირზე წითელი ფე-
რია, ყველა კედელზე წითელი ფერი მოჩანს. უნდა მცოდნო-
და, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. გიზა ოდესღაც ვერცხლის-
ფერებს კაბებს უკერავდა, ახლა გულმოდგინედ უკერავს
დროშებს „ალისფერ მცველს“ და თითქმის ყველაფერს წინა-
აღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოთი – შუაზე გახლეჩილი
წითელი მზით ამკობს. არცთუ ლამაზი დროშებია, უსწორმას-
წორო ნაკერები და მარტივი ორნამენტები აქვთ. ადრე
შეუდარებლად უკეთ გამოსდიოდა. ეს ჩემი ბრალიცაა.
გიზა პატარა რკინის მაგიდას უზის, გაშეშებულს დასახიჩ-
რებულ ხელში ნემსი უჭირავს. ცოტა ხანს ყველანი გაუნძრევ-
ლად მიყურებენ. დედა, მამა, ტრემი, ყველანი მიშტერებიან
გოგოს, რომელსაც ვეღარ ცნობენ. როცა ბოლოს მნახეს, სა-
კუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. კუთხეში მიმწყვდეული,
სუსტი და დაბნეული ვიყავი. ახლაც შავ დღეში ვარ, ჭრილო-
ბებისა და ღალატისგან მოყენებულ ტკივილს ვიშუშებ, მაგ-
რამ ვიცი, ვინ ვარ და რა უნდა გავაკეთო.
უფრო მეტი გავხდი, მეტი, ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდით,
და ეს მაშინებს.
– მერ, – ძლივს მესმის დედაჩემის ხმა. ჩემს სახელს აკან-
კალებული ტუჩებით წარმოთქვამს.
როგორც სოფელში, როცა ჩემი ნაპერწკლებით ლამის
სახლი გადავწვი, დედა ახლაც პირველი მეხუტება. არცთუ
ხანგრძლივი ალერსის შემდეგ ცარიელი სკამისკენ მივყავარ.

81 მკითხველთა ლიგა
– დაჯექი, პატარა, დაჯექი, – ამბობს და ხელები უკანკა-
ლებს. პატარა. წლებია ჩემთვის ასე აღარ მოუმართავთ. უც-
ნაურია, რომ ახლა მიწოდეს პატარა, როცა უკვე, ბავშვის
გარდა, ყველაფერი ვარ.
ახალ ტანსაცმელზე მისვამს ხელს და დალილავებულ ად-
გილებს ისე გრძნობს, თითქოს ქსოვილს მიღმა ხედავდეს.
– დაშავებული ხარ, – ბუტბუტებს და თავს აქნევს, – ვერ
ვიჯერებ, რომ სიარულის ნებას გრთავენ, მას შემდეგ, რაც ამ-
დენი გადაიტანე.
გულში მიხარია, რომ არ ახსენებს ნაოხარს, ფერფლის ქა-
ლაქს, არენას ან უფრო ადრინდელ ამბებს. ამ ყველაფრის გა-
სახსენებლად ძალა არ მეყოფა, თავიდან ვერ გავიხსენებ,
როცა ჯერ ასე ცოტა დროა გასული.
მამა პირქუშად იცინის.
– ისე მოიქცევა, როგორც თავად უნდა. ნებართვას სხვის-
გან არ აიღებს, – იგი ადგილს იცვლის და მის თმაში ადრინ-
დელზე ბევრად მეტ ჭაღარას ვამჩნევ. უფრო გამხდარა, თავის
ძველ სკამზე უფრო პატარა ჩანს, – ისევე, როგორც შეიდს.
შეიდის ამბავი ყველასათვის საინტერესოა და მასზე საუბა-
რი უფრო მიადვილდება:
– ნახეთ ის? – ვკითხულობ მე და ცივ რკინის სკამზე მჯდა-
რი თავს მოდუნების უფლებას ვაძლევ. მსიამოვნებს ჯდომა.
ტრემი საწოლიდან დგება და ლამის თავი ჭერს აარტყას.
– ჰოსპიტალში მივდივარ. მინდოდა დავრწმუნებულიყავი,
რომ...
სიტყვა „კარგად ხარ“ ჩემს ლექსიკონში აღარ შედის.
– რომ ისევ ფეხზე ხარ.
უხმოდ ვუქნევ თავს. პირს თუ დავაღებ, შეიძლება ყველა-
ფერი დავფქვა: გავიხსენო ტკივილი, სიცივე, პრინცი, რო-
82 მკითხველთა ლიგა
მელმაც მიღალატა, პრინცი, რომელმაც გადამარჩინა, ხალ-
ხი, რომელიც დავხოცე. შეიძლება ეს ყველაფერი ისედაც
იციან, მე მაინც ვერ შევეგუები იმას, რაც ჩავიდინე. არ მინდა
დავინახო, როგორი იმედგაცრუებული არიან, როგორ ვეზიზ-
ღები და ეშინიათ ჩემი. ამაღამ ეს ჩემთვის მეტისმეტი იქნება.
ბრი ტრემის მიჰყვება და გარეთ გასვლამდე ზურგზე უხე-
შად მითათუნებს ხელს. კილორნი ოთახში რჩება, ისევ ჩუმა-
დაა, კედელს ისე ეყრდნობა, თითქოს მასში დანთქმა და
გაუჩინარება უნდა.
– გშია? – მეკითხება დედა და პაწაწინა კარადაში იქექება,
– ვახშმიდან ცოტაოდენი გადავინახეთ.
არც მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამე, მაგრამ უარის ნიშნად
თავს ვაქნევ. ისეთი დაღლილი ვარ, მხოლოდ ძილზე ფიქრი
შემიძლია.
გიზა ამას მატყობს, ფართო თვალები დავიწროებია და
მაკვირდება. იგი სქელ, სისხლისფერ თმას ისწორებს.
– უნდა გამოიძინო, – ამბობს ისე დარწმუნებით, რომ უკვე
აღარ ვიცი, რომელია ჩვენში უფროსი და, – დააძინეთ.
– აბა, რა, მართალი ხარ, – დედა ხელს მაშველებს და სა-
წოლისკენ მივყავარ, რომელზეც სხვებზე მეტი ბალიშია. თავს
დამტრიალებს, წინ მიბიძგებს. ისღა დამრჩენია, მის ნებას
დავყვე. საბანს გულმოდგინედ მიკეცავს. აღარც მახსოვს, ბო-
ლოს როდის გააკეთა ეს, – აი, ასე, დაიძინე, პატარავ.
პატარა.
რამდენი ხანია ასე უსაფრთხოდ არ ვყოფილვარ, გარს ის
ხალხი მახვევია, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და მაინც, ამა-
ზე მეტად არასდროს მნდომებია ტირილი. ისევ მათ გამო ვი-
კავებ თავს. ყველაფერს გულში ვიხვევ და ჩუმად ვიცლები

83 მკითხველთა ლიგა
სისხლისგან, სადღაც შიგნით, რომ ვერავინ ვერაფერი შეამ-
ჩნიოს.
ცოტა ხანში თვლემა მერევა, მიუხედავად გაჩახჩახებული
ოთახისა და ხმადაბალი ჩურჩულისა. სანამ ვთვლემ, კილორ-
ნის ბოხი ხმა გუგუნებს:
– თვალყური ადევნეთ, – ეს სიტყვები ბოლოა, რაც მესმის,
სანამ წყვდიადში ჩავიძირები.
ღამის რომელიღაც მონაკვეთში, ძილ-ღვიძილში, მამა
ჩემს ხელს იღებს. არა ჩემს გასაღვიძებლად, არამედ ისე, უბ-
რალოდ. წამით მგონია, რომ ის მესიზმრება და ისევ ძვლების
არენის ქვეშ ვარ, საკანში, რომ გაქცევა, არენა და ჩვენი მე-
გობრების სიკვდილით დასჯა მხოლოდ ღამეული კოშმარი
იყო, რომელიც მალე ისევ თავიდან უნდა გადავიტანო. მაგ-
რამ მამაჩემის ხელი თბილია, დაკოჟრებული, კარგად ნაცნო-
ბი და ზედ თითებს ვუჭერ. ის ნამდვილია.
– ვიცი, როგორია ადამიანის მოკვლა, – ჩურჩულებს ის,
დაბნეული მზერა აქვს, მისი თვალები სიბნელეში ორი პატა-
რა ნათელი წერტილია. სხვანაირი ხმა აქვს, ისევე, როგორც
თავად არის ამწამს სხვანაირი. ჯარისკაცია, რომელიც ომის
ქარცეცხლში დიდხანს რჩებოდა ცოცხალი, – ვიცი, როგორ
მოქმედებს ეს ადამიანზე.
ვცდილობ რამე ვთქვა, თან მთელი ძალით.
თუმცა ხელს ვუშვებ და ძილი მართმევს თავს.
დილით მარილიანი ჰაერის სურნელი მაღვიძებს. ვიღაცამ
ფანჯარა გამოაღო და ოთახში შემოდგომის ცივი ნიავი და
მზის კაშკაშა შუქი შემოუშვა. ქარიშხალი ჩამდგარა. სანამ
თვალებს გავახელ, ასეთ სურათს წარმოვიდგენ: ვითომ სო-
ფელში, ჩემს ლოგინში ვწევარ, მდინარიდან ნიავი უბერავს
და ერთადერთი საფიქრალი ის მაქვს, წავიდე თუ არა სკოლა-
84 მკითხველთა ლიგა
ში, მაგრამ ვერ ვმშვიდდები. მართალია, ის ცხოვრება უფრო
ადვილი იყო, არჩევანი რომ მქონდეს, მას მაინც არ დავუბ-
რუნდებოდი.
საქმეები მაქვს. ჯულიანის სია უნდა ვნახო და ამ დიდი წა-
მოწყებისთვის უნდა მოვემზადო... და თუ ამ საქმისთვის კა-
ლის დახმარებას მოვითხოვ, ვინ არიან ისინი, რომ უარი მით-
ხრან? ვინ უნდა თქვას უარი, როცა შემიძლია ამდენი ჩემ-
ნაირი ვიხსნა მეივენის კლანჭებისგან?
გული მეუბნება, რომ ასეთი შეიძლება თვალჩასისხლიანე-
ბული კაცი იყოს, მაგრამ ამ ფიქრს უკუვაგდებ.
გიზა ჩემს მოპირდაპირე საწოლზე გაშხლართულა და ჯან-
საღი ხელით შავი ქსოვილისგან გამოშვერილ ძაფს იღებს.
ზედაც არ მიყურებს, როცა ვიზმორები და მოძრაობაზე ძვლე-
ბი მიტკაცუნებს.
– დილა მშვიდობისა, პატარა, – ამბობს ის და დამცინავ
ღიმილს ძლივს მალავს.
ამის გამო სახეში ბალიში ხვდება.
– ახლა ნუ დაიწყებ, – ვუღრენ მას, გულში კი მიხარია,
რომ გამომაჯავრა. ნეტავ კილორნიც იმავეს აკეთებდეს და
ცოტათი მაინც ჰგავდეს იმ მეთევზეს, ოდესღაც რომ ვიცნობ-
დი.
– ყველანი სასადილო ოთახში არიან და საუზმობენ.
– ჰოსპიტალი სად არის? – ვეკითხები მე და ფარლი და
შეიდი მახსენდება, რომელიც ამწუთს ჩემი ერთ-ერთი საუკე-
თესო მოკავშირეა.
– უნდა ჭამო, მერ, – მოკლედ მიპასუხა გიზამ და, როგორც
იქნა, წამოჯდა, – მართლა გეუბნები.

85 მკითხველთა ლიგა
მისი შეფიქრიანებული მზერის დანახვაზე ვჩერდები. ალ-
ბათ, იმაზე უარესად გამოვიყურები, ვიდრე მეგონა, რაკი გიზა
ასე ზრუნავს ჩემზე.
– კარგი, სად არის სასადილო ოთახი?
ჩემი დაიკო ფეხზე დგება, ქსოვილს საწოლზე აგდებს და
იღუშება.
– ვიცოდი, რომ ძიძობა მომიწევდა, – ბურტყუნებს და
მთლად გაბრაზებულ დედაჩემს ემსგავსება.
ამჯერად ახერხებს და ბალიშს იცილებს.
ყაზარმების ლაბირინთს ამჯერად უფრო მალე გავდივარ.
გზაც მახსოვს და ჩავლისას კარებსაც ვიმახსოვრებ. ზოგი
ღიაა და შიგნით ცარიელი საწოლები ან რამდენიმე უსაქმო
წითელი მოჩანს. როგორც ჩანს, ეს ყაზარმა 3-ია, აქაურობა
ოჯახებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. აქაურები „ალისფე-
რი მცველის“ მებრძოლებს არ ჰგვანან და ეჭვი მაქვს, მათ უმ-
რავლესობას არც არასდროს უბრძოლია. ბავშვებსაც ვხედავ,
მათ შორის სულ ჩვილებს, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან
ერთად გამოიქცნენ ან კუნძულზე წამოიყვანეს. ერთი ოთახი
მთლად სავსეა ძველი და დამტვრეული სათამაშოებით,
აქაურობა ნაჩქარევად გადაუღებავთ ღია ყვითლად, რათა ბე-
ტონისთვის უფრო ნათელი ელფერი მიეცათ. კარს წარწერა
არა აქვს, მაგრამ ვხვდები, ვისთვისაა ეს ოთახი. ობლების-
თვის. სწრაფად ვარიდებ თვალს და სხვაგან ვიყურები, რათა
ცოცხალი აჩრდილებისთვის განკუთვნილ გალიას არ შევხე-
დო.
სადენების სისტემა ჭერს მთელ სიგრძეზე მიჰყვება და
მათში ელექტრობის ნელი, მაგრამ უწყვეტი პულსაცია იგ-
რძნობა. არ ვიცი, საიდან მიეწოდება კუნძულს ელექ-
ტროენერგია, მაგრამ ხმადაბალი ზუზუნი იმედს მაძლევს და
86 მკითხველთა ლიგა
ჩემს ძალას მახსენებს. ამას მაინც ვერავინ წამართმევს, გან-
საკუთრებით აქ, უკვე მკვდარი ვერცხლისფერის, არვენის
ჩამხშობი უნარისგან შორს. გუშინ ლამის მომკლა, ჩემი უნა-
რი თავისი შესაძლებლობებით გააუვნებლა და ისევ წითელ
გოგოდ მაქცია, რომელსაც ფრჩხილებქვეშ ჭუჭყის მეტი არა-
ფერი აქვს. არენაზე საიმისო დრო არ მქონდა, რომ შემშინე-
ბოდა, მაგრამ ახლა კი გული მისკდება. ჩემი უნარი ჩემი ყვე-
ლაზე ძვირფასი ქონებაა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან
განმასხვავებს, მაგრამ ეს ის ფასია, რომლის გადასახდელად
ჩემი უნარის გამო მზად ვარ.
– როგორი გრძნობაა ელექტრობა? – მეკითხება გიზა და
ჩემს მზერას ჭერამდე აყოლებს თვალს. სადენებს უყურებს,
ცდილობს იგივე იგრძნოს, რაც მე, მაგრამ არაფერი გამოს-
დის.
არ ვიცი, რა ვუპასუხო. ჯულიანი ადვილად აუხსნიდა, ალ-
ბათ, ამ დროს საკუთარ თავსაც პოლემიკას გაუმართავდა,
თან ვერცხლისფერების უნარების ისტორიას მოჰყვებოდა
დაწვრილებით, იმას, თუ როგორ გაჩნდნენ ისინი. მაგრამ
მეივენმა გუშინ მითხრა, რომ ჩემმა ყოფილმა მასწავლებელ-
მა გაქცევა ვერ მოახერხა. ის დაიჭირეს. ელარაზე რომ აღა-
რაფერი ვთქვათ, მეივენსაც ხომ კარგად ვიცნობ და მაშასა-
დამე, ჯულიანი, დიდი ალბათობით, მკვდარია, სიკვდილით
დასაჯეს იმისთვის, რაც მე გადმომცა და კიდევ დიდი ხნის წინ
ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის. იმის გამო, რომ მეფის
საყვარელი ქალის ძმა იყო.
– ძლიერებას ვგრძნობ, – ვამბობ ბოლოს და გარეთ გამა-
ვალ კარს ვაღებ. ოკეანის ჰაერი მხვდება და აბურდულ თმაზე
მელამუნება, – ძალას.

87 მკითხველთა ლიგა
ვერცხლისფერთა სიტყვებია, მაგრამ, იმავდროულად, სი-
მართლეც.
გიზა ის ადამიანი არ არის, ადვილად დამანებოს თავი,
მაგრამ მაინც ჩუმდება, ხვდება, რომ მის კითხვებზე პასუხის
გაცემა არ მეხალისება.
დღის შუქზე ტუკი ერთდროულად უწყინარიც მეჩვენება და
ავის მომასწავებელიც. მზე კაშკაშებს და შემოდგომის ჰაერს
ათბობს, ხოლო ყაზარმების იქით ბალახი მეჩხერი ხეებით იც-
ვლება. ჩემი სოფლისგან განსხვავებით, აქ მუხებსა და ფიჭ-
ვებს ვერ შეხვდებით, მაგრამ არც ეს არის ურიგო.
გიზას მოასფალტებულ ეზოში მივყავარ და საქმიანად მო-
სიარულე ხალხში გზას მიიკვლევს. წითელსარტყელებიანი
მებრძოლები სატვირთო მანქანებს ცლიან და ერთმანეთზე
სწორედ ისეთ ყუთებს აწყობენ, როგორიც „მერსივზე“ ვნახე.
ნაბიჯს ოდნავ ვანელებ იმ იმედით, რომ თვალს მოვკრავ, რა
აწყვია მათში, მაგრამ ახალ ფორმებში გამოწყობილი უც-
ნაური ჯარისკაცების დანახვაზე ვყოყმანობ. ლურჯ ფერში
არიან გამოწყობილი, მაგრამ ოსანოსების საგვარეულოს ნა-
თელი ლურჯი ფერი კი არ აცვიათ, მათი უნიფორმა უფრო მუ-
ქი და ცივი შეფერილობისაა. ნაცნობი უნიფორმებია, მაგრამ
ზუსტად ვერ ვიხსენებ, სად მინახავს. ისინი ფარლის ჰგვანან,
მაღლები და ფერმკრთალები, ხასხასა ქერა თმა მოკლედ შე-
უჭრიათ. ვხვდები, უცხოელები არიან. ტვირთთან დგანან,
ხელში შაშხანებით, და ყუთებს დარაჯობენ.
მაგრამ ვისგან იცავენ?
– ნუ უყურებ მათ, – ბუტბუტებს გიზა, სახელოში მაფრინ-
დება და მიმათრევს, ერთი სული აქვს, როდის მოვშორდებით
ლურჯფორმიან ჯარისკაცებს. ერთი მათგანი დაკვირვებით
გვიყურებს თვალებმოწკურული.
88 მკითხველთა ლიგა
– რატომ? ვინ არიან?
ის თავს აქნევს და ისევ მექაჩება.
– აქ მაგისი ადგილი არ არის.
ცხადია, მინდა გავჩერდე და ჯარისკაცს მანამ ვუყურო, სა-
ნამ არ მიხვდება, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგრამ ეს
სულელური, ბავშვური სურვილია. სამყაროსგან დაჩაგრული
საწყალი გოგონას ნიღაბი არ უნდა ჩამომცილდეს. გიზას მივ-
ყვები და მივდივარ.
– პოლკოვნიკის ხალხია, – ჩურჩულებს გიზა, როგორც კი
ისეთ მანძილზე ვშორდებით იქაურობას, რომ ვეღარავინ
გაიგებს ჩვენს საუბარს, – მასთან ერთად ჩამოვიდნენ ჩრდი-
ლოეთიდან.
ჩრდილოეთი.
– ტბებისქვეყნელები არიან? – ვეკითხები მე და გაოცების-
გან სუნთქვა მეკვრის. გიზა თვალის დაუხამხამებლად მიქ-
ნევს თავს.
ფორმების ფერი, ცივი ტბის ფერს რომ წააგავს, ახლა გა-
საგები ხდება. სხვა არმიის, სხვა მეფის ჯარისკაცები არიან,
მაგრამ აქ არიან, ჩვენთან. ნორტა ტბების ქვეყანას საუკუნეა
ებრძვის მიწის, საჭმლისა და დიდების გამო. ცეცხლის მეუფე-
ნი ზამთრის მბრძანებელთა წინააღმდეგ, ვერცხლისფერთა
და წითელთა სისხლი ორივე მხარეს იღვრება, მაგრამ გან-
თიადი, როგორც ჩანს, ყველასთვის დგება.
– პოლკოვნიკი ტბებისქვეყნელია. მას შემდეგ, რაც არქე-
ონში მოხდა, – გიზას სახეზე ტკივილი ეხატება, თუმცა იმის
ნახევარიც არ იცის, რაც იქ გადავიტანე, – როგორც ტრემიმ
თქვა, აქ „საქმეების მოსაგვარებლად“ ჩამოსულა.
არა, რაღაც რიგზე ვერ არის. ტვინს ისე ვძაბავ, როგორც
ჩემი და ექაჩება ჩემს სახელოს.
89 მკითხველთა ლიგა
– ვინ არის ეგ პოლკოვნიკი, გიზა?
ოდნავი დაგვიანებით ვხვდები, რომ სასადილო ოთახს მი-
ვადექით, რომლის შენობაც ყაზარმას ჰგავს. კარს იქით
ხმაური ისმის, მაგრამ არ შევდივართ. მართალია, საჭმლის
სუნზე მუცელი მიწრიალებს, მაინც გიზას პასუხს ველი.
– თვალჩასისხლიანებული კაცი, – ამბობს ბოლოს და თა-
ვის თვალზე მითითებს, – აქ ის არის უფროსი.
უფროსობა. შეიდმა „მერსივზე“ ეს სიტყვა ახსენა ჩურჩუ-
ლით, მაგრამ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.
ნუთუ ამას გულისხმობდა? ნუთუ პოლკოვნიკის შესახებ ცდი-
ლობდა ჩემს გაფრთხილებას? მას შემდეგ, რაც კალს წუხელ
ცუდად მოექცა, იძულებული ვარ ასე ვიფიქრო... და იმის
ცოდნა, რომ ასეთი ადამიანია ამ კუნძულისა და ყველა აქ
მყოფის უფროსი, დიდად სასიამოვნო არ არის.
– ესე იგი ფარლი საქმეებს ჩამოაცილეს.
გიზა მხრებს იჩეჩს.
– კაპიტან ფარლის ხელი მოეცარა და პოლკოვნიკს ეს არ
მოეწონა.
მაშინ მე მით უმეტეს არ მოვეწონები.
გიზა ხელს იშვერს და კარის სახელურს ეტანება. მეორე
ხელი იმაზე უკეთესად აქვს, ვიდრე მეგონა, მხოლოდ მეოთხე
და მეხუთე თითები მოღრეცია უცნაურად, თითქოს შიგნით
შესწევია. აჰა, ძვლები არასწორად შეხორცებია – ეს სასჯე-
ლია იმის საპასუხოდ, რომ დიდი ხნის წინ თავის დას ენდო.
– გიზა, კალი სადღა წაიყვანეს? – ვეკითხები ისე ხმადაბ-
ლა, რომ მგონია, ვერც გაიგონებს, მაგრამ ხელი უშეშდება.
– წუხელ, როცა დაგეძინა, მის შესახებ ლაპარაკობდნენ.
კილორნმა არაფერი იცოდა, მაგრამ ტრემი მის სანახავად წა-

90 მკითხველთა ლიგა
ვიდა. საყურებლად. თქვა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ შე-
კითხვებს დაუსვამენ. მტკივნეული არაფერი.
გულში მრისხანება მეპარება. უამრავი კითხვა ვიცი, რაც
კალს ნებისმიერ ჭრილობაზე მეტ ტკივილს მიაყენებს.
– სად არის? – ვეკითხები ისევ, ხმაში ცოტაოდენ ფოლადს
ვურევ და ვერცხლისფერ პრინცესასავით ვლაპარაკობ.
– ყაზარმა N 1, – ჩურჩულებს ის, – ყური მოვკარი, ყაზარ-
მა N 1 ახსენეს.
როცა სასადილო ოთახის კარს აღებს, მის მიღმა ვიყურები
და ხეებისკენ ჩაყოლებული ყაზარმების რიგს ვაკვირდები.
მათი ნუმერაცია ადვილი დასანახავია, შავადაა მიხატული
მზისგან გახუნებულ ბეტონზე: 2, 3, 4...
ზურგზე უმალ ეკლები ამასხამს.
ყაზარმა N1 არსად ჩანს.

91 მკითხველთა ლიგა
თავი 6

საჭმელი მეტწილად ნაცრისფერი ფაფისა და ნელთბილი


წყლისგან შედგება. მხოლოდ თევზია გემრიელი – პირდაპირ
ოკეანიდან ამოყვანილი ვირთევზა. მარილისა და ოკეანის
წყლის არომატიც დაჰკრავს, ისევე, როგორც ჰაერს. კილორ-
ნი აღფრთოვანებით უყურებს თევზს, ამაოდ ცდილობს გამო-
იცნოს, როგორ ბადეებს იყენებენ აჯანყებულები. მინდა ვუყ-
ვირო, შე იდიოტო, ჩვენ თვითონ ვართ ბადეში გაბმული-
მეთქი, მაგრამ სასადილო ოთახში ამის ადგილი არ არის. აქ
ტბებისქვეყნელებიც არიან, მუქ ლურჯ ფერებში გამოწყობი-
ლები გაუნძრევლად დგანან. წითელფორმიანი აჯანყებულები
საჭმელს ლტოლვილებთან ერთად მიირთმევენ, ტბებისქვეყ-
ნელები კი არ სხდებიან და მუდამ წინ და უკან მიდი-მოდიან.
ისინი ვერცხლისფერ გუშაგებს მაგონებენ და ტანში ძველებუ-
რად ჟრუანტელი მივლის. ტუკი არქეონისგან დიდად არ გან-
სხვავდება. სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს ძალაუფლე-
ბისთვის ექიშპება, მე კი შუაში ვიჭყლიტები და კილორნს,
ჩემს ძველ მეგობარს, შეიძლება არც სჯერა, რომ სახიფათო
მდგომარეობაა. ან კიდევ უარესი – შეიძლება თავადაც ხვდე-
ბა ყველაფერს, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია.
ხმას არ ვიღებ და სიჩუმეს მხოლოდ თევზის მოკბეჩისას
ვარღვევ. ისინი დავალებისამებრ ყურადღებით მადევნებენ
თვალს. დედა, მამა, კილორნი, გიზა, ყველანი თავს იკატუნე-
ბენ, ვითომ არ მიყურებენ, მაგრამ ეს არცთუ კარგად გამოს-
დით. ბიჭები აქ არ არიან, ისევ შეიდს უსხედან საწოლთან,

92 მკითხველთა ლიგა
რომელიც მათაც ჩემსავით მკვდარი ეგონათ და ახლა დაკარ-
გულ დროს ინაზღაურებენ.
– აქ როგორ აღმოჩნდით? – ეს სიტყვები ყელში მეჩხირე-
ბა, მაგრამ თავს ძალას ვატან და ამოვთქვამ. ჯობს მე ვიკით-
ხო რამე, სანამ ისინი დამაყრიან კითხვებს.
– გემით ჩამოვედით, – ხრინწიანი ხმით ამბობს მამაჩემი
და ფაფას ჭამს. თავისივე ხუმრობაზე ეცინება, საკუთარი თა-
ვით კმაყოფილი ჩანს და მეც მის დასანახავად ოდნავ ვიღიმე-
ბი.
დედა იდაყვს გაჰკრავს და გაღიზიანებული უტევს:
– კარგად იცი, რასაც გულისხმობს, დენიელ!
– ჰო, სულელი არა ვარ, – ბურტყუნებს მამა და კიდევ ერთ
კოვზ ფაფას ჭამს, – ორი დღის წინ, შუაღამე იქნებოდა, კარზე
შეიდი რომ მოგვადგა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელო-
ბით, არსაიდან გაჩნდა ჩვენს კართან, – ის ხელს იქნევს და
თითებს ატკაცუნებს, – უკვე იცი, რასაც ვგულისხმობ ხომ?
– კი.
– კინაღამ გულები დაგვიხეთქა ასე უცებ გამოჩენით და
იმით, რომ... ცოცხალი ყოფილა.
– წარმომიდგენია, – ვბუტბუტებ მე და შეიდის დანახვაზე
ჩემი რეაქცია მახსენდება. მეგონა, ორივენი მკვდრები ვიყა-
ვით, ამ სიგიჟისგან სადღაც შორს. მაგრამ საკუთარი თავის
გადასარჩენად შეიდიც ჩემსავით სხვა ვინმედ თუ რამედ იქცა.
მამა ვეღარ ჩერდება, მისი სკამი წინ და უკან მოძრაობს
წრიპინა ბორბლებზე, რადგან ენერგიული ჟესტებით განაგ-
რძობს მოყოლას:
– მას შემდეგ, რაც დედაშენმა, როგორც იქნა, ტირილი
შეწყვიტა, შეიდი საქმეს შეუდგა. ჩანთაში ყოველგვარ ხარა-
ხურას ყრიდა: პარმაღზე დაკიდებულ დროშას, სურათებს,
93 მკითხველთა ლიგა
შენს საფოსტო ყუთს... ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ მკვდრე-
თით აღმდგარი შვილისთვის შეკითხვების დასმა ადვილი არ
არის. როცა თქვა, ახლავე უნდა წავიდეთ, დაუყოვნებლივო,
მივხვდი, არ ხუმრობდა. ასეც მოვიქეცით.
– მერედა, კომენდანტის საათი? – საგანგებო ზომების გახ-
სენება ახლაც ცუდად მხდის. როგორ უნდა დავივიწყო, როცა
მე თვითონ გამომაცხადებინეს? – შეიძლებოდა დაეხოცეთ!
– შეიდი გვყავდა და მისი... მისი... – მამა საჭირო სიტყვას
ეძებს, ისევ ხელს იქნევს.
მამაჩემის ბლუყუნით გაბეზრებული გიზა თვალებს აბ-
რიალებს.
– ამას გადახტომას ეძახის, დაგავიწყდა?
– ჰო, ეგრეა, – მამა თავს უქნევს, – შეიდმა პატრულისგან
მოშორებით ტყეში გადაგვახტუნა. იქიდან მდინარეზე წავე-
დით და გემზე აღმოვჩნდით. სატვირთო გემებს ჯერ ისევ შეუძ-
ლიათ ღამით მგზავრობა და ღმერთმა იცის, რამდენ ხანს ვის-
ხედით ვაშლის ყუთში.
ამის გახსენებაზე დედა იბუზება.
– ვაშლი დამპალი იყო, – ამატებს ის. გიზა ოდნავ იცინის,
მამასაც ლამის გაეღიმოს. წამით მეჩვენება, რომ ნაცრისფე-
რი ფაფა დედაჩემის ნახელავი საძაგელი საჭმელია, ბეტონის
კედლები უხეშად ნაჩორკნ ხედ იქცევა, ბაროუს ოჯახი ვახ-
შმად ზის და მე ისევ ძველებური მერი ვარ.
წამები მიედინება, ჩუმად ვარ და ვიღიმები. დედა რაღაც
სისულელეზე ლაქლაქებს, ამიტომ ხმას არ ვიღებ და უსიტ-
ყვოდ ვჭამ. ის სასადილო ოთახში ჩემზე მოშტერებულ ცნო-
ბისმოყვარეებსაც საკადრის პასუხს სცემს იმით, რომ თი-
თოეულ მზერას ჩემთვის კარგად ნაცნობ გამგმირავ გამო-
ხედვას უპირისპირებს. გიზაც თავისას აკეთებს, სოფლის ამ-
94 მკითხველთა ლიგა
ბებით იქცევს კილორნს, რომელიც მას გაფაციცებით უსმენს
და მისი ყურადღებით ნასიამოვნები ჩემი და ტუჩს იკვნეტს.
მგონი, კილორნი ისევ მოსწონს. რაც შეეხება მამას, ის მეორე
თეფშ უგემურ ფაფას მიირთმევს, თან თავისი თასის ზემოდან
შემომცქერის და წამით ისეთად ვხედავ, როგორიც ადრე იყო:
მაღალი, ძლიერი, ამაყი ჯარისკაცი, ადამიანი, რომელიც
თითქმის აღარ მახსოვს, ისე ძალიან განსხვავდებოდა იმის-
გან, ვინც ახლა არის. მაგრამ როგორც მე, შეიდი ან „ალისფე-
რი მცველის“ სხვა წევრები, მამაჩემი სულაც არ არის განად-
გურებული, საცოდავი ადამიანი, როგორადაც ახლა შეიძლე-
ბა მოგეჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდის სკამზე
ზის, ცალი ფეხი არა აქვს და მკერდში ჩხაკუნა მოწყობილობა
უდგას, სხვებთან შედარებით უამრავი ბრძოლა გადაუტანია
და ცოცხალი დარჩენილა. ჯარიდან გათავისუფლებამდე ცო-
ტა ხნით ადრე ცალი ფეხი და ფილტვი დაკარგა, გაწვევიდან
თითქმის მეოცე წლისთავზე. რამდენმა გაძლო ამდენ ხანს?
სუსტები ვჩანვართ, იმიტომ, რომ ასე გვინდა. შეიძლება ეს
შეიდის კი არა, მამაჩემის სიტყვებია. მე ეს-ეს არის გავაცნო-
ბიერე ჩემი ძალა, ის კი თავის შინაგან სიძლიერეს მას შემ-
დეგ მალავს, რაც ომიდან დაბრუნდა. ვიცი, როგორია ადა-
მიანის მოკვლა. ამაში ეჭვიც არ მეპარება.
უცნაურია, მაგრამ საჭმელმა მეივენი გამახსენა. არა გე-
მომ, არამედ თავად ჭამის პროცესმა. ბოლოს, როცა მაგი-
დასთან ვიჯექი და ვჭამდი, მის გვერდით ვიყავი მამამისის სა-
სახლეში. ბროლის ჭიქებიდან ვსვამდით და ჩემს ჩანგალს
მარგალიტის ტარი ჰქონდა. გარს მსახურები გვეხვივნენ, მაგ-
რამ მაინც მარტო ვიყავით. მომავალი ღამის შესახებ ერთმა-
ნეთს ვერ ვესაუბრებოდით, მაგრამ ჩუმ-ჩუმად თვალს მისკენ

95 მკითხველთა ლიგა
ვაპარებდი და ვიმედოვნებდი, რომ ნერვები არ მიმტყუნებდა.
იმ წუთებში ის დიდ ძალას მაძლევდა.
მჯეროდა, რომ მე ამომირჩია, და ჩემი რევოლუცია. მჯე-
როდა, რომ მეივენი ჩემი მხსნელი იყო, ნამდვილი ღვთის
წყალობა. მჯეროდა იმის, რაში დახმარებაც შეეძლო.
ისეთი ლურჯი თვალები ჰქონდა, მათში სხვანაირი ცეცხლი
ედგა: შთანმთქმელი ალი, მწველი და ამასთან, უჩვეულოდ
ცივი, შიშით დაღდასმული. მეგონა, ორივე ერთნაირად ვღე-
ლავდით ჩვენს საერთო მიზანსა და ერთმანეთზე. რა მწარედ
ვცდებოდი...
თევზიან თეფშს ნელა ვწევ გვერდზე და მაგიდას ვჩხაპნი.
კმარა.
ამ ხმაზე კილორნი ყურს ცქვეტს და ჩემკენ ტრიალდება.
– მორჩი ჭამას? – მეკითხება და ჩემს ნახევრად შეჭმულ
კერძს უყურებს.
პასუხად ფეხზე ვდგები და ისიც ჩემთან ერთად წამოიმარ-
თება, როგორც ძაღლი, რომელიც ბრძანებას დაემორჩილა.
მაგრამ არა ჩემს ბრძანებას.
– შეიძლება ჰოსპიტალში წავიდეთ?
შეიძლება. სიტყვებს სიფრთხილით ვარჩევ, თავს ვიკატუ-
ნებ, მინდა ყურადღება მოადუნოს და დაივიწყოს, ვინ ვარ სი-
ნამდვილეში.
ის თავს მიქნევს და მიღიმის.
– შეიდის მდგომარეობა ყოველ წამს უმჯობესდება. აბა,
მზად არის ბაროუს ოჯახი გასეირნებისთვის? – ამატებს ის და
მათ უყურებს, ვინც მისთვის მეორე ოჯახია.
თვალები მიფართოვდება. შეიდს უნდა დაველაპარაკო,
გავარკვიო, სად არის კალი და რას უპირებს პოლკოვნიკი.
ჩემი ოჯახი ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ახლა ის მხოლოდ
96 მკითხველთა ლიგა
ხელს შემიშლის. საბედნიეროდ, მამა ყველაფერს ხვდება. ხე-
ლი მყისვე მაგიდის ქვეშ მიაქვს და დედას მანამ აჩერებს, სა-
ნამ ის ხმის ამოღებას მოასწრებს. ამ უსიტყვო კავშირის შემ-
დეგ დედა იშმუშნება და შემრიგებლურად იღიმება ისეთი ღი-
მილით, რომელიც მის თვალებს ვერ აღწევს.
– ჩვენ მოგვიანებით წამოვალთ, – ამბობს და ამ სიტყვებ-
ში უფრო დიდი შინაარსი იკითხება, – მგონი, აკუმულატორის
შეცვლის დროა, არა?
– ჯანდაბა! – ხმამაღლა ბურტყუნებს მამა და კოვზს საძა-
გელ ფაფიან ჯამში აგდებს.
გიზა თვალებში მიყურებს და ჩემს მზერაში კითხულობს,
რაც მჭირდება. დრო, მოქმედების თავისუფლება, რათა ამ ქა-
ოსში გავერკვე.
– მეც დროშები მაქვს შესაკერი, – ოხრავს ჩემი დაიკო, –
რაღაც მეცოტავება.
კილორნი მათ ყურს აღარ უგდებს და თავისებურად იკრი-
ჭება, როგორც ათასჯერ უქნია:
– როგორც გინდათ. აქეთ, მერ.
ის წინ მიმიძღვის და მეც რაც შეიძლება მორჩილად მივ-
ყვები. ვცდილობ ჩემი თავმდაბლობა მანაც შეამჩნიოს და
თვალებდახრილი კოჭლობით მივდევ. იმის სურვილსაც ვიხ-
შობ, რომ აჯანყებულების, ტბებისქვეყნელებისა და ლტოლ-
ვილების მზერას პირისპირ შევხვდე და თვალი არ ავარიდო.
სამეფო კარზე გატარებული დრო ყაზარმაშიც გამომადგა,
აქაც იძულებული ვარ ჩემი ვინაობა დავმალო. ადრე თამამი,
უშიშარი ვერცხლისფერის როლს ვთამაშობდი, ძლიერებისა
და ძალაუფლების ნამდვილი განსახიერება ვიყავი, სახელად
მარინა, მაგრამ ის გოგო ახლა კალის გვერდით იქნებოდა გა-
მომწყვდეული იდუმალებით მოცულ ყაზარმაში N 1. ამიტომ
97 მკითხველთა ლიგა
ისევ წითლად უნდა ვიქცე, გოგონად, სახელად მერ ბაროუ,
გოგო, რომლისაც არავის შეეშინდება და მასზე ეჭვს არავინ
აიღებს, გოგოდ, რომელიც წითელ ბიჭზეა დამოკიდებული და
არა საკუთარ თავზე. მამაჩემისა და შეიდის გაფრთხილება
სრულიად ნათელია ჩემთვის.
– ფეხი ისევ გაწუხებს?
კოჭლის როლს ისე გულმოდგინედ ვთამაშობ, რომ კი-
ლორნის სიტყვები ძლივს მესმის.
– არაფერია, – ვპასუხობ მე და ტუჩებს ვითომ ტკივილის-
გან ვკუმავ, – უფრო ცუდადაც ვყოფილვარ.
– ერნი უიკის ვერანდიდან გადმოხტომა მახსენდება, –
ამის მოგონებაზე კილორნს თვალები უბრწყინდება. მაშინ
ფეხი მოვიტეხე და რამდენიმე თვე თაბაშირში მქონდა, რაც
ორივეს გადანახული ფულის ნახევარი დაგვიჯდა.
– ჩემი ბრალი არ ყოფილა.
– არადა, მგონი, სწორედ შენ მოინდომე ეგ.
– იმიტომ, რომ შემაგულიანეს.
– ნეტავ ვინ გაბედა? – იცინის კილორნი და ორმაგ კარში
შევყავარ.
დერეფანი აშკარად ახალი გაყვანილია. საღებავი ალაგ-
ალაგ ისევ სველია. ზემოთ ნათურები ციმციმებენ. მაშინვე
ვხვდები, სადენების პრობლემაა, ვგრძნობ დაზიანებულ ად-
გილებს, სადაც ელექტრობა სუსტდება და იფანტება, მაგრამ
ერთი ადგილი მუხტს ინარჩუნებს და ელექტრონს ჩვენგან
მარცხნივ გზავნის. ჩემდა სამწუხაროდ, კილორნი მარჯვნივ
უხვევს.
– იქით რა არის? – ვუთითებ მას მოპირდაპირე მხარეს.
ის არ ცრუობს:
– წარმოდგენა არა მაქვს.
98 მკითხველთა ლიგა
ტუკის ჰოსპიტალი ისეთი პირქუში არ არის, როგორიც
„მერსივის“ სამედიცინო პუნქტი. მაღალი, ვიწრო ფანჯრები
დაუღიათ და აქაურობას სუფთა ჰაერითა თუ მზის შუქით ავ-
სებს. პაციენტებს შორის თეთრხალათიანები დადიან. სახვე-
ვებზე არსად ჩანს წითელი სისხლი. ოთახში ხმადაბალი
საუბარი, ვიღაცის მშრალი ხველა და დაცემინება ისმის. არ
ისმის არც ტკივილისგან გამოწვეული ყვირილი და არც
ძვლის გადატეხის ხმა. აქ მომაკვდავები არ არიან. ან უკვე
დაიხოცნენ.
შეიდის პოვნა ძნელი არ არის და ამჯერად თავს არ იმძინა-
რებს. ფეხი ისევ აწეული აქვს, ნამდვილ საექიმო ღვედზე ჩა-
მოკიდებული, მხარი კი სუფთა სახვევებით გადაუხვევიათ.
მარჯვნივაა გადახრილი და მეზობელ საწოლს უტეხი სახით
უყურებს. არ ვიცი, ვის ელაპარაკება. საწოლს ორი მხრიდან
ფარდა ფარავს და მწოლიარე აღარ ჩანს. როცა ვუახლოვდე-
ბით, შეიდის ტუჩები უფრო სწრაფად მოძრაობს და იმ სიტ-
ყვებს ჩურჩულებს, რომელთაც ვერ ვშიფრავ.
ჩემს დანახვაზე მაშინვე ჩუმდება და ისეთი გრძნობა მეუფ-
ლება, თითქოს მიღალატა.
– შტერებმა წამით გაგასწრეს, – მეძახის ის და საწოლზე
ისე იკალათებს, რომ ჩამოჯდომა შევძლო. მედდა დასახმა-
რებლად მოდის, მაგრამ შეიდი დალურჯებული ხელით იშო-
რებს.
შტერები, ჩვენი ძმებისთვის შერქმეული ძველი მეტსახე-
ლი. შეიდი ტანდაბალი იყო და ხშირად ხვდებოდა ბრისგან.
ტრემი უფრო კეთილად ექცეოდა, მაგრამ სულ ბრის დასდევ-
და კუდში. ბოლოს და ბოლოს, შეიდმა ჭკუა ისწავლა, უფრო
სწრაფიც გახდა და მათგან დასხლტომა ისწავლა, რაც მეც შე-
მასწავლა. ეჭვი არ არის, ისინი მან მოიშორა წეღან თავიდან,
99 მკითხველთა ლიგა
რათა თავისუფლად შესძლებოდა ჩემთან გასაუბრება, და
იმასთანაც, ვინც ფარდის მიღმაა.
– კარგია, უკვე ნერვებს მიშლიან, – ვპასუხობ მხიარული
ღიმილით.
სხვების თვალში მხოლოდ მოლაქლაქე და-ძმა ვართ, მაგ-
რამ შეიდს ჭკუა არ აკლია და როცა მისი საწოლის ფეხთან
მივდივარ, დაკვირვებით მიმზერს. ამჩნევს, ძალით რომ
ვკოჭლობ და შეუმჩნევლად მიქნევს თავს. მეც ასე ვიქცევი.
შეტყობინება მიღებულია, შეიდ, ყველაფერი გასაგებია.
მაგრამ, სანამ კალის შესახებ რაიმეს კითხვას მოვასწრებ,
ვიღაცის ხმა გვერთვება, რომლის გაგონებაზეც კბილს კბილ-
ზე ვაჭერ და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ.
– როგორ მოგწონს ტუკი, ელვა-გოგონა? – მეკითხება
ფარლი შეიდის მეზობელი საწოლიდან. იგი ფეხებს გადმო-
ყოფს და ჩემ პირისპირ დგება, თან ორივე ხელით ზეწარი ჩა-
უბღუჯავს. ნაიარევით დამახინჯებულ კოხტა სახეზე ტკივილი
ეხატება.
ადვილი კითხვაა.
– ჯერ არ ვიცი.
– პოლკოვნიკზე რას იტყვი? – განაგრძობს იგი და ხმას
უდაბლებს. იდუმალი, ფრთხილი მზერა აქვს. კაცმა არ იცის,
რისი მოსმენა უნდა. მხრებს ვიჩეჩ და პასუხის ნაცვლად შე-
იდს საბანს ვუსწორებ.
ფარლის ტუჩებს რაღაც ღიმილის მსგავსი უგრეხს.
– პირველ ნახვაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სურს
დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, განსაკუთრე-
ბით ისეთებს, როგორიც თქვენ ორნი ხართ.

100 მკითხველთა ლიგა


შეიდის საწოლს ელვისებური სისწრაფით ვაქცევ ზურგს და
ფარლისა და შეიდს შორის ვდგავარ. მე უგუნურს ისიც მავიწ-
ყდება, რომ უნდა ვკოჭლობდე.
– ამიტომ წაიყვანეს კალი? – სწრაფად ვეკითხები ფარ-
ლის, – პოლკოვნიკი ვერ დაუშვებდა, ასეთ დახელოვნებულ
მებრძოლს თავისუფლად ევლო, მის ფონზე ხომ უფერულად
გამოჩნდებოდა.
ფარლი დარცხვენით ხრის თვალებს.
– არა, – ბუტბუტებს ის. თითქოს ბოდიშს მიხდის, მაგრამ
რისთვის, ჯერ არ ვიცი, – პრინცი ამის გამო არ წაუყვანიათ.
გულში შიში მეპარება.
– აბა, რისთვის დასჭირდათ? რა დააშავა?
ფარლი პასუხის გაცემას ვერ ასწრებს.
ჰოსპიტალში უჩვეულო სიჩუმე ისადგურებს, მედდები ჩერ-
დებიან, ჩემი გულისცემა ნელდება და ფარლის ენა უვარდება.
მისი ფარდები ჩვენგან ოთახს მალავს, მაგრამ მესმის, სწრა-
ფი ნაბიჯით რომ გვიახლოვდებიან. ხმას არავინ იღებს, მაგ-
რამ როცა ფეხის ხმა ახლოვდება, რამდენიმე აჯანყებული
ავადმყოფი ვიღაცას სამხედრო სალამს აძლევს. საწოლსა და
ფარდას შორის ჩექმებს ვხედავ. შავი ტყავია, სველ ქვიშაში
ამოსვრილი, და ყოველ წამს სულ უფრო ახლოს მოდის. ამის
შემხედვარე ფარლისაც აჟრჟოლებს და ფრჩხილებს საწოლს
ასობს. კილორნი მე მეკვრის და ტანით ნახევრად მფარავს,
შეიდი კი მთელი ძალით ცდილობს წამოჯდომას.
მართალია, დაჭრილი წითლებითა და ჩემი ეგრეთ წოდე-
ბული მოკავშირეებით სავსე პალატაში ვარ, შინაგანად ჩემს
ელვას ვუხმობ. სისხლში ელექტრონი იმატებს, იმ შემთხვე-
ვისთვის, თუ დამჭირდება.

101 მკითხველთა ლიგა


პოლკოვნიკმა ფარდას შემოუარა, წითელი თვალით მრის-
ხანედ მიყურებს. ჩემდა გასაკვირად, მზერას ფარლის მიაპ-
ყრობს და წამით თვალს მაცილებს. მისი მცველები, რომლე-
ბიც ფორმების მიხედვით ტბებისქვეყნელები უნდა იყვნენ, ჩე-
მი ძმის, ბრის უფრო ფერმკრთალ და მოღუშულ ორეულებს
ჰგვანან. დაკუნთულები არიან, ხეებივით აშოლტილები და
უფროსის მორჩილნი. დამუშავებული მოძრაობით ამოუდგე-
ბიან გვერდში პოლკოვნიკს და შეიდისა და ფარლის საწო-
ლებთან შეშდებიან. თავად პოლკოვნიკი მათ შორის დგას და
მე და კილორნი მოგვამწყვდია. ამტკიცებს, რომ ყველაფერს
აკონტროლებს.
– იმალებით, კაპიტანო? – ამბობს ის და ფარდას თითს
აყოლებს. ასეთი დამცინავი კილოს გაგონებაზე ფარლი ღი-
ზიანდება, მაგრამ როცა პოლკოვნიკი უკმაყოფილოდ აიმრი-
ზა, ის შესამჩნევად იკუნტება, – საკმაოდ ჭკვიანი ხართ და
ხვდებით, დამსწრე საზოგადოება ვერ დაგიცავთ.
– ყველაფრის გაკეთება ვცადე, რაც დამავალეთ, თუნდაც
ეს ძალიან ძნელი ან საერთოდ შეუძლებელი ყოფილიყო, –
პასუხობს ფარლი. ზეწარზე დაწყობილი ხელები უთრთის,
მაგრამ არა შიშით, არამედ ბრაზით, – ამხელა ქვეყნის, ნორ-
ტას დასამარცხებლად ასიოდე ჯარისკაცი მომეცით. სხვას
რას ელოდით, პოლკოვნიკო?
– ველოდი, რომ ოცდაექვსზე მეტ მათიანს მოიყვანდით, –
ისმის მკვახე პასუხი, – ველოდი, რომ ჩვიდმეტი წლის პრინ-
ცუკაზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდით. ველოდი, რომ თქვენს ჯა-
რისკაცებს დაიცავდით და მათ ვერცხლისფერი მგლის ბუნაგს
არ მიაყრიდით. მეტს ველოდი თქვენგან, დიანა, ბევრად
მეტს, ვიდრე შეძელით.

102 მკითხველთა ლიგა


დიანა. ამ სახელის წარმოთქმა გამანადგურებელი დარ-
ტყმაა. ეს ფარლის ნამდვილი სახელია.
ფარლის გააფთრება სირცხვილით იცვლება და საცოდა-
ვად იბუზება. თავს ხრის და იატაკს თვალს აღარ აშორებს.
კარგად ვიცნობ ამ პოზას, ის განადგურებულ ადამიანს ეკუთ-
ვნის. თუ ხმას ამოიღებ ან გაინძრევი, მუხლი მოგეკვეთება.
მას უკვე ფეხები უკანკალებს პოლკოვნიკის, მისი სიტყვებისა
და თავისი სახელის ხმამაღლა გამოცხადების გამო.
– ის მე გადავარწმუნე, პოლკოვნიკო.
ისე, ვნატრობ, ხმა მიკანკალებდეს, რათა ამ კაცს ეგონოს,
რომ მისი მეშინია, მაგრამ უფრო უარესსაც შევჯახებივარ,
ვიდრე ეს თვალჩასისხლიანებული, ურჯუკი ჯარისკაცია. ბევ-
რად უარესს.
კილორნს ნელა ვაჩოჩებ გვერდზე და ნაბიჯს ვდგამ წინ.
– მე დავუდექი თავდებად მეივენსა და მის გეგმას. მე რომ
არა, თქვენი ჯარისკაცები ცოცხლები იქნებოდნენ. მათი სის-
ხლი ჩემს კისერზეა და არა მისი.
ჩემდა გასაკვირად, პოლკოვნიკი ამ სიტყვებზე მხოლოდ
იცინის.
– სამყარო თქვენ გარშემო არ ტრიალებს, მის ბაროუ. მზე
თქვენი ბრძანებით არ ამოდის და ჩადის.
ეს სულაც არ მიგულისხმია. ჩემს გონებაშიც კი სრულ სი-
სულელედ ჟღერს.
– მისი შეცდომები მისი შეცდომებია, – განაგრძობს ის და
ისევ ფარლის უბრუნდება, – მეთაურობა ჩამოგართვით,
დიანა. საწინააღმდეგო აზრი ხომ არა გაქვთ?
წამით ფარლი თითქოს შეპასუხებას აპირებს, მაგრამ უკან
იხევს და თავს ხრის.
– არა, სერ.
103 მკითხველთა ლიგა
– ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი
საუკეთესო გადაწყვეტილებაა, – მიუგდებს პოლკოვნიკი და
წასასვლელად ტრიალდება.
მაგრამ ფარლის არ დაუმთავრებია. ამჯერად თავს მაღლა
სწევს და ეკითხება:
– ჩემი მისია?
– მისია? რომელი მისია? – პოლკოვნიკი დაინტერესებუ-
ლი უფრო ჩანს, ვიდრე გაბრაზებული, ცალი საღი თვალი და-
უხტის, – არავითარი ახალი ბრძანების შესახებ არა მაქვს ინ-
ფორმაცია.
ფარლის მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს და მასთან უცნაურ
სიახლოვეს ვგრძნობ. დამარცხებულიც კი იბრძვის.
– მის ბაროუს საინტერესო წინადადება ჰქონდა და მის მი-
ხედვით მოქმედებას ვაპირებ, – ამბობს ის, – მჯერა, სარ-
დლობაც თანახმა იქნება.
როცა ვხედავ, რა გაბედულად ეუბნება ამ სიტყვებს ასეთ
სახიფათო მოწინააღმდეგეს, ფარლის ლამის გულიანად გა-
ვუღიმო.
– ასეთი რა წინადადებაა? – კითხულობს პოლკოვნიკი და
მე მიბრუნდება. ამ მანძილიდან მის თვალში ნათლად ვხედავ
სისხლიან წერტილებს, რომლებიც ნელა მოძრაობენ, რო-
გორც ღრუბლები ქარში.
– სახელების სია გადმომცეს, იმ წითლების ჩამონათვალი,
რომლებიც ჩემსა და ჩემს ძმასავით იმ მუტაციით დაიბადნენ,
რომლებიც ჩვენს... უნარებს გვანიჭებს, – აუცილებლად უნდა
დავარწმუნო. აუცილებლად, – შეგვიძლია ისინი მოვძებნოთ,
დავიცვათ, გავწვრთნათ. ჩვენსავით წითლები არიან, მაგრამ
ვერცხლისფერთა ძალა აქვთ და მათთან თანასწორად შებ-
რძოლება შეუძლიათ. იქნებ მათმა ძლიერებამ ომიც მოგვა-
104 მკითხველთა ლიგა
გებინოს, – კანკალით ამოვისუნთქავ, მეივენი მაგონდება, –
მეფემ იცის, რომ სია არსებობს და ყველას დახოცავს, თუ მათ
პოვნას ჩვენ არ დავასწრებთ. ასეთი ძლიერი იარაღის არსე-
ბობას არ დაუშვებს.
პოლკოვნიკი ცოტა ხანს ჩუმადაა და ჩაფიქრებული ენერ-
გიულად ამუშავებს ყბას, თან თითით საყელოში ჩამალულ
ჯაჭვის ლამაზ ყელსაბამს ათამაშებს. მის თითებს შორის ოქ-
რო ბრწყინავს. ასეთი ძვირფასი ყელსაბამი, წესით, არც ერთ
ჯარისკაცს არ უნდა ჰქონდეს. საინტერესოა, ვის აწაპნა.
– სია ვინ გადმოგცათ? – მეკითხება ცივად, ძნელად გასა-
შიფრავი ხმით. მისნაირი შტერის კვალობაზე გულისნადებს
კარგად ფარავს.
– ჯულიან ჯეიკოსმა, – ამ სახელის ხსენებაზე თვალები მე-
ნამება, მაგრამ ცრემლს ვიკავებ.
– ვერცხლისფერმა, – დამცინავად ამბობს პოლკოვნიკი.
– ის ჩვენ თანაგვიგრძნობდა, – ვახლი მისი კილოთი გაბ-
რაზებული, – კაპიტან ფარლის, კილორნ უორენისა და ენ
უოლშის დახმარებისთვის დაიჭირეს. „ალისფერ მცველსაც“
ეხმარებოდა და მხარს გვიჭერდა. ამის გამო, ალბათ, უკვე
სიკვდილით დასაჯეს.
პოლკოვნიკი თავს უკან სწევს, თან ისევ დამცინავად მიყუ-
რებს.
– ო, თქვენი ჯულიანი ცოცხალია.
– ცოცხალია? – ვეკითხები გაოგნებული, – მაგრამ მეივე-
ნი ამბობდა, მოვკლავო...
– უცნაურია, არა? როგორ მოხდა, რომ მეფე მეივენმა ეს
მოღალატე ცოცხალი დატოვა? – ჩემი გაოცებით დიდად ნა-
სიამოვნები ჩანს, – ჩემი აზრით, ჯულიანი არც არასდროს ყო-
ფილა თქვენს მხარეზე. სია ჩვენთვის გადმოსაცემად მოგცათ,
105 მკითხველთა ლიგა
რათა „ალისფერი მცველის“ მებრძოლები მათ მოსაძებნად
გაგვეგზავნა და კიდევ ერთ ხაფანგში ამოგვეყო თავი.
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი. მაგრამ ჯული-
ანზე ამას ვერ ვიფიქრებ. მისი იმდენად კარგად კი მესმის,
რომ მივხვდე, ვისი ერთგულია იგი სინამდვილეში – ჩემი, სა-
რასი და სხვა ნებისმიერის, რომელიც მისი დის მკვლელ დე-
დოფალს აღუდგება წინ.
– იმ შემთხვევაშიც კი, თუ სია ნამდვილია და მას სხვა... –
იგი შესაფერის სიტყვას ეძებს და თავაზიანობით თავს არ იწუ-
ხებს, – თქვენნაირ წარმონაქმნებთან მივყავართ, მერედა
ამით რა? ნორტას სამეფოს ყველაზე საშიშ ჯაშუშებს, ადამი-
ანზე მონადირეებს გავაცურებთ და მათ მოძებნას დავას-
წრებთ? ვის გადარჩენასაც შევძლებთ, ყველანი ლტოლვილე-
ბად ვაქციოთ? მერ ბაროუს სახელობის ჰიბრიდების სკოლა
დავაარსოთ და მათ საბრძოლველად მომზადებაზე წლები
დავხარჯოთ? სხვა ყველაფერი დავივიწყოთ, ამდენი ტანჯვა-
წამება, ბავშვები ფრონტზე, მასობრივი სიკვდილით დასჯა...
ეს ყველაფერი მათ გამო? – იგი თავს აქნევს და დაკუნთული
კისერი ებერება, – სანამ თქვენი წინადადება სულ მცირე შე-
დეგს მაინც მოიტანს, მანამდე ომიც დამთავრდება და ჩვენ
შორის ცოცხალიც აღარავინ დარჩება, – იგი გაალმასებული
უყურებს ფარლის, – სარდლობის სხვა წევრებიც იმავეს იტ-
ყვიან, დიანა, ამიტომ თუ ისევ სისულელის ჩადენა არ გადა-
გიწყვეტიათ, გირჩევთ, ენას კბილი დააჭიროთ.
მისი თითოეული არგუმენტი ჩაქუჩის დარტყმას ჰგავს და
მანადგურებს. ზოგ რამეში მართალია. მეივენი ჰიბრიდების
მოსაძებნად და დასახოცად საუკეთესო ჯარისკაცებს გაგზავ-
ნის. ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავს, რაც დროს დააკარ-
გვინებს, მაგრამ არც იმდენს. ნამდვილად დაგვასწრებენ,
106 მკითხველთა ლიგა
მაგრამ თუ ჩემი და შეიდის მსგავსი თუნდაც ერთი წითლის
პოვნა შეიძლება, ნუთუ ცდად არ ღირს?
მისთვის სწორედ ამის სათქმელად ვაღებ პირს, მაგრამ ის
ხელს სწევს:
– მის ბაროუ, ამ საკითხზე აღარაფრის გაგონება არ
მსურს... და სანამ ღვარძლიან კომენტარს გააკეთებდეთ
იმასთან დაკავშირებით, რომ მე თითქოს თქვენს შეჩერებას
ვცდილობ, ფიცი გაიხსენეთ. ერთგულება „ალისფერ მცველს“
შეჰფიცეთ და არა თქვენს ეგოისტურ მოსაზრებებს, – ის დაჭ-
რილი ჯარისკაცებით სავსე ოთახზე მანიშნებს, რომლებიც ჩე-
მი გულისთვის აღმოჩნდნენ ჰოსპიტალში, – თუ ეს ადამიანე-
ბიც არ კმარა თქვენს შესაჩერებლად, მაშინ გაიხსენეთ თქვე-
ნი მეგობარი და ის, თუ რა მდგომარეობაშია აქ.
კალი.
– მისთვის ვნების მიყენებას ვერ გაბედავთ.
პოლკოვნიკის სისხლიანი თვალი მრისხანებისგან მუქ მე-
წამულ ფერს იღებს.
– აუცილებლად გავბედავ, თუ ეს ჩემიანების დასაცავად
საჭირო გახდება, – თვალების კუთხეები ეპრიხება და დამცი-
ნავი სახე ეცვლება, – სწორედ ისე, როგორც თქვენ გააკე-
თეთ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, მის ბაროუ, საკუთარი მიზნის
მისაღწევად სხვებს ნუ დააზიანებთ, განსაკუთრებით კი
პრინცს.
წამით მეჩვენება, რომ სისხლი მე გადამეკრა თვალებზე.
მხოლოდ სისხლისფერ, მხეცურ სიშმაგეს ვხედავ. თითის წვე-
რებზე ნაპერწკლები დამირბის, ჩემს კანქვეშ ცეკვავენ, მაგ-
რამ ხელებს ვმუშტავ და ვაჩერებ. როდესაც მზერა მეწმინდე-
ბა, ჩვენს თავს ზემოთ ნათურები ბჟუტავს და მხოლოდ ეს ამ-

107 მკითხველთა ლიგა


ხელს ჩემს გააფთრებას, პოლკოვნიკი კი წასულა და ბრაზის
დასაცხრობად მარტო დავუტოვებივართ.
– მშვიდად, ელვა-გოგონა, – ბუტბუტებს ფარლი ისეთი ნა-
ზი ხმით, როგორიც მისგან არასდროს მსმენია, – საქმე არც
ისე ცუდადაა.
– მართლა? – ვცრი კბილებიდან. როგორ მინდა, ავფეთ-
ქდე, ჩემს ძალას გასაქანი მივცე და ამ საცოდავებს ვუჩვენო,
რასთან აქვთ საქმე, მაგრამ ამის გამო საუკეთესო შემთხვევა-
ში საკანში აღმოვჩნდები, უარეს შემთხვევაში კი ტყვიას მივი-
ღებ, თანაც იმ აზრით მომიწევდა სიკვდილი, პოლკოვნიკი
მართალი იყო-მეთქი. უკვე იმდენი უბედურება დავატეხე
ხალხს თავს, თან მათ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. იმის გა-
მო, რომ მეგონა, სწორად ვიქცეოდი, რომ ასე ჯობდა.
იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა გამოხატოს, ფარლი
წელში იმართება, ჯდება და მიყურებს, როგორ ვსკდები გულ-
ზე. წეღანდელი დარცხვენილი ბავშვი სადღაც ქრება და ის
სხვა ნიღაბს ირგებს. ხელი ყელთან მიაქვს და ოქროს ისეთი-
ვე ჯაჭვს ვხედავ, როგორიც პოლკოვნიკს ეკიდა. იმის დრო
არა მაქვს, ამ დამთხვევაზე ვიფიქრო, რადგან ყელსაბამზე
რაღაც ქანაობს. წაწვეტებული რკინის გასაღები. ვხვდები, რა-
საც აღებს.
N 1 ყაზარმას.
ის ნელა იღიმება და უდარდელად მიგდებს მას.
– მალე აღმოაჩენ, რომ ბრძანებების გაცემა შესანიშნავად
გამომდის, მათი შესრულება კი საშინლად.

108 მკითხველთა ლიგა


თავი 7

კილორნი ბუზღუნით გადის ჰოსპიტლიდან და მოასფალ-


ტებულ ეზოში მიაბიჯებს. ნელა მიდის და მეც იძულებული ვარ
ნაბიჯს მოვუკლო. კალისა და ჩვენი საერთო მიზნის გამო
ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ როცა მისგან უკ-
ვე მესამედ მესმის სიტყვა „სულელური“, მოწყვეტით ვჩერდე-
ბი.
ის უკნიდან მეჯახება.
– ბოდიში, – ამბობს, თუმცა ხმაზე დიდი წუხილი არ ეტყო-
ბა.
– მეც ვწუხვარ, – ვახლი მას, ვტრიალდები და მის პირის-
პირ ვდგები. იმ ბრაზის ნაწილი, პოლკოვნიკის გამო რომ შე-
მომენთო, ახლა მაწვება და ლოყებზე ალმური ამდის, – სამ-
წუხაროა, რომ ორი წუთითაც არ შეგიძლია იდიოტი არ იყო,
რათა დაინახო, სინამდვილეში რა ხდება აქ.
ველი, რომ ენას შემომიბრუნებს, თვითონაც დამიყვირებს
და ჩვეულებისამებრ ერთმანეთს დავცხებთ, მაგრამ ღრმად
სუნთქავს, ერთი ნაბიჯით უკან იხევს და მთელი ძალით ცდი-
ლობს დამშვიდებას.
– გგონია, სულელი ვარ? – ამბობს ის, – გთხოვ, მერ, ერ-
თი გამანათლე, ჭეშმარიტება დამანახვე. ისეთი რა იცი, რაც
მე არ ვიცი?
მინდა სიმართლე მივახალო, მაგრამ ეზო მეტისმეტად
ფართო და სავსეა პოლკოვნიკის ჯარისკაცებით, აჯანყებულე-
ბითა და ლტოლვილებით. მართალია, აქ ვერცხლისფერი მო-
ჩურჩულეები არ არიან, რომ ჩემი აზრები წაიკითხონ, და არც

109 მკითხველთა ლიგა


კამერებია თითოეულ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, ახლა
ვერ მოვდუნდები. კილორნი თვალს აყოლებს ჩემს მზერას და
აჯანყებულების რაზმს უყურებს, რომლებიც ჩვენგან რამდე-
ნიმე იარდის მოშორებით დარბიან.
– გგონია, შენ გითვალთვალებენ? – დამცინავად მეკითხე-
ბა და თან ხმას იდაბლებს, – კარგი ერთი, მერ, აქ ჩვენიანებ-
ში ვართ.
– მართლა? – ვეკითხები მე, სიტყვებს მკაფიოდ გამოვ-
თქვამ, იქნებ რამე შევაგნებინო, – ხომ გაიგონე, რა მიწოდა
პოლკოვნიკმა. წარმონაქმნი და ჰიბრიდი.
კილორნი წითლდება.
– შენი შეურაცხყოფა არ უნდოდა.
– ასე ახლოს იცნობ მაგ კაცს?
საბედნიეროდ, ამ კითხვაზე ვეღარ მეპასუხება.
– ისე მიყურებს, თითქოს მტერი ვიყო, ან ბომბი, რომელიც
სადაცაა აფეთქდება.
– ის... – კილორნს ენა ებმის, იმაშიც არ არის დარწმუნე-
ბული, რასაც ამბობს, – ძალიანაც არ ცდება, ასე არ არის?
ისეთი სისწრაფით ვაქცევ ზურგს, რომ ჩემი ჩექმის ქუსლი
ასფალტზე შავ კვალს ტოვებს. სიამოვნებით დავტოვებდი
ასეთივე ანაბეჭდს კილორნის ყეყეჩ, დორბლიან ცხვირ-
პირზე.
– ეი, მოიცადე, – მეძახის და ჩვენ შორის მანძილს რამდე-
ნიმე სწრაფი ნაბიჯით ფარავს, მაგრამ მე არ ვჩერდები და
ისიც უკან მომყვება, – მერ, გაჩერდი. ცუდად გამომივიდა...
– სულელი ხარ, კილორნ უორენ, – ვეუბნები მიუბრუნებ-
ლად. მესამე ყაზარმის უსაფრთხო გარემო ჩემთვის სატ-
ყუარასავითაა და მეც მისკენ მივდივარ, – სულელი, ბრმა და
უგულო.
110 მკითხველთა ლიგა
– არც შენ ხარ ბედის საჩუქარი, – მიყვირის ის და, ბოლოს
და ბოლოს, ისეთი მაჩხუბარა კრეტინი ხდება, როგორიც ყო-
ველთვის იყო. რაკი არ ვპასუხობ და თან ლამის სირბილით
მივდივარ ყაზარმისკენ, მკლავზე მეპოტინება და მოწყვეტით
მაჩერებს.
მისი ხელიდან დასხლტომას ვცდილობ, მაგრამ კილორ-
ნმა ჩემი ყველა ხრიკი იცის. ის კარიდან მოშორებით მიმათ-
რევს და მე-3 და მე-4 ყაზარმებს შორის დაჩრდილულ ხეივან-
ში შევყავარ.
– გამიშვი! – ვუბრძანებ შეშფოთებული. ჩემი ხმის ცივ, მე-
ფურ კილოში მარინა ცოცხლდება.
– აი, ისიც, – მიღრენს კილორნი და სახეში თითს მიშვერს,
– ეგ... ის გოგო.
ძლიერად ვკრავ ხელს და თავიდან ვიშორებ.
ის წყრომით ოხრავს და აჩეჩილ ქერა თმაზე ხელს ისვამს.
– ვიცი, რომ ბევრი რამ გადაიტანე. ეს ყველამ ვიცით. ალ-
ბათ, რისი გაკეთება არ გიწევდა, რომ გადარჩენილიყავი,
თან ჩვენ გვეხმარებოდი და იმის გაგებასაც ცდილობდი, ვინ
ხარ. არ ვიცი, როგორ გადარჩი, მაგრამ ამ ყველაფერმა შეგ-
ცვალა.
რა გამჭრიახი ხარ, კილორნ.
– ის, რომ მეივენმა გიღალატა, არ ნიშნავს, რომ აღარავის
უნდა ენდო, – ის თვალებს ხრის, ხელებს ნერვიულად ათამა-
შებს, – განსაკუთრებით მე. შენთვის ის ადამიანი არა ვარ,
ვის ზურგს უკანაც დაიმალები. არა, მე შენი მეგობარი ვარ და
რაც უნდა დაგჭირდეს, როგორც შემეძლება, ყველაფერში
დაგეხმარები. გთხოვ მენდე.
ნეტავ შემეძლოს.

111 მკითხველთა ლიგა


– კილორნ, თვალი გაახილე, – ვეუბნები ისე მკაცრად,
რომ კრთება, – უნდა გეთქვა, რასაც გეგმავდნენ. ამის ნაც-
ვლად ამ საქმეში თანამონაწილედ მაქციე, მაყურებინე, რო-
გორ მიჰყავდათ შაშხანებმიშვერილი და ახლა მთხოვ, მენ-
დეო? როცა ასე ახლოს ხარ იმ ხალხთან, ვინც შესაფერის მო-
მენტს ელოდება, რომ ციხეში გამომკეტოს? ასეთი სულელი
გგონივარ?
მის თვალებში რაღაცამ იელვა, ის დაუცველობა, რომლის
დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს უდარდელი ადა-
მიანის ნიღბის მორგებით. ეს ის ბიჭია, რომელიც ჩემი სახ-
ლის ქვემოთ ტიროდა, ბიჭი, რომელსაც ჯარში წასვლა და
სიკვდილი არ სურდა. მეც მისი გადარჩენა ვცადე და ამით
არანაკლებ დიდ საფრთხეს – „ალისფერ მცველსა“ და მათ
რიგებში დაღუპვას მივუახლოვე.
– ყველაფერი გასაგებია, – ამბობს ის. რამდენიმე ნაბიჯით
უკან იხევს და ჩვენ შორის მანძილი იზრდება, – მივხვდი, –
ამატებს და მხრებს იჩეჩს, – რატომ უნდა მენდო? მე ერთი
ტლუ მეთევზე ვარ, შენ რას შეგედრები, ვერც შეიდს... და
იმას...
– კილორნ უორენ, – ვტუქსავ მას სწორედ ისე, როგორც
ბავშვობაში, როგორც დედამისი ტუქსავდა, სანამ მიატოვებ-
და. დედა უყვიროდა, როცა კილორნი მუხლებს იტყავებდა, ან
როცა სისულელეს წამოროშავდა. ამ ქალისგან სხვა ბევრი
არაფერი მახსოვს, მაგრამ მახსენდება მისი ხმა და ზიზღიანი,
იმედგაცრუებული მზერა, რომლითაც თავის ერთადერთ
შვილს უყურებდა, – კარგად იცი, რომ ასე არ არის.
ამ სიტყვებს დაბალი, ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები. ის დო-
ინჯს შემოიყრის, ხელებს მუშტავს.
– დაამტკიცე.
112 მკითხველთა ლიგა
ამაზე პასუხი აღარ მაქვს. არ ვიცი, რას ითხოვს ჩემგან.
– ბოდიშს გიხდი, – ამოვთქვამ ძლივძლივობით და ამჯე-
რად გულწრფელი ვარ, – ბოდიში, რომ...
ვბორძიკობ და თბილი ხელი მამაგრებს. კილორნი თავზე
მადგას, იმდენად ახლოა, რომ მისი სუნი მცემს. კიდევ კარგი,
სისხლის სუნი აღარ აქვს, ამჯერად მარილის სურნელი ასდის.
ოკეანეში უცურავია.
– იმის გამო ნუ იხდი ბოდიშს, რაც მათ დაგმართეს, – ჩურ-
ჩულებს ის, – საჭირო არ არის.
– მე... მე სულაც არ მგონიხარ სულელი.
– მგონი, ეგ ყველაზე სასიამოვნოა, რაც კი ოდესმე ჩემ-
თვის გითქვამს, – ხითხითებს ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
ფართოდ იღიმება და საუბარს ასე ამთავრებს, – როგორც
ვხვდები, გეგმა გაქვს.
– მართალი ხარ. დამეხმარები?
კილორნი მხრებს იჩეჩს, მერე ხელებს შლის და ყაზარმაზე
მითითებს:
– მეთევზეს ბევრი არაფერი შეუძლია.
ისევ ხელს ვკრავ და ის გულწრფელ ღიმილს მაგებებს,
მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება.
ფარლიმ გასაღებიც მომცა და N 1 ყაზარმასთან მისასვლე-
ლი გზაც მასწავლა. როგორც კონტინენტზე, „ალისფერი
მცველი“ აქაც გვირაბებს ამჯობინებს და, რა თქმა უნდა, კა-
ლის საკანიც მიწის ქვეშაა.
ტექნიკურად წყალქვეშ არის. ზედგამოჭრილი ციხეა ისეთი
ცეცხლოვანი პატიმრისთვის, როგორიც კალია. ნავსადგურის
ქვემოთ არის, უცხო თვალისგან ოკეანე მალავს და მისი
ლურჯი ტალღები და პოლკოვნიკის ლურჯფორმიანები დარა-
ჯობენ. ეს არა მარტო კუნძულის ციხეა, არამედ იარაღის საწ-
113 მკითხველთა ლიგა
ყობიც, ტბებისქვეყნელების დასაძინებელი ადგილიც და თა-
ვად პოლკოვნიკის შტაბიც. მთავარი შესასვლელი ის გვირა-
ბია, რომელიც პლაჟის ანგარიდან იწყება, მაგრამ ფარლი
მარწმუნებდა, სხვა გზაც არსებობსო. შეიძლება დასველდე, –
გამაფრთხილა მან ეშმაკური ღიმილით. ოკეანეში ჩაყვინ-
თვის პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს, თუნდაც ნაპირთან
ასე ახლოს, მაგრამ კილორნი გამაღიზიანებლად მშვიდადაა.
უფრო სწორად, ალბათ, უხარია კიდეც, რომ მდინარეზე გატა-
რებულ წლებს ამგვარად გამოიყენებს.
ოკეანის მხრიდან დაცულობის შეგრძნება ჩვეულებრივ
ფრთხილ აჯანყებულებს ამშვიდებს და დღის ბოლოს თვით
ტბებისქვეყნელებიც თავს მოდუნების უფლებას აძლევენ. ჯა-
რისკაცები გადმოტვირთვასა და საწყობებს უფრო მეტ დროს
უთმობენ, ვიდრე პატრულირებას. ის მცირერიცხოვანი კონ-
ტინგენტი, ვინც პოსტზე რჩება, მოასფალტებულ ეზოში ნელ-
ნელა, უზრუნველად დააბიჯებს მხარზე შაშხანამოგდებული
და თანამებრძოლთან სასაუბროდ ხშირად ჩერდება.
დიდხანს ვუთვალთვალებ მათ, თან თავს ვიკატუნებ, ვი-
თომ გიზასა და დედაჩემს ვუსმენ, რომლებიც თავიანთ სამუ-
შაოს განიხილავენ. ისინი რამდენიმე სხვა ლტოლვილთან
ერთად საბნებსა და ტანსაცმელს ცალ-ცალკე აწყობენ. წე-
სით, უნდა ვეხმარებოდე, მაგრამ გონებით აშკარად სხვაგან
ვარ. ბრი და ტრემი ისევ შეიდთან არიან ჰოსპიტალში, მამა
აქვე ზის. გადმოტვირთვა არ შეუძლია, მაგრამ ბურტყუნით
გასცემს ბრძანებებს. ტანსაცმელი ცხოვრებაში არ დაუკე-
ცავს.
ის რამდენჯერმე გამომხედავს და ამჩნევს, როგორ ნერ-
ვიულად მიცმუკავს ხელები. მე თვალს მალიმალ ვაპარებ
განზე. მგონი, ყოველთვის წინასწარ იცის, რასაც ვაპირებ, და
114 მკითხველთა ლიგა
ახლაც ასეა. ინვალიდის სკამსაც უკან აგორებს, რათა ეზოს
კარგად ვხედავდე. მადლიერი უსიტყვოდ ვუქნევ თავს.
გუშაგები ვერცხლისფერებს მახსენებენ, ჩვენს სოფელში
რომ პატრულირებდნენ საგანგებო ზომების გამოცემამდე და
სადედოფლოების გამოცდის დღემდე. ზარმაცობდნენ, უყუ-
რადღებოდ იყვნენ ჩვენს მშვიდ სოფელში, სადაც არეულობა
მეტად იშვიათად ხდებოდა. რა მწარედ ცდებოდნენ. ისინი
ვერ ამჩნევდნენ ჩემს ქურდობას, შავ ბაზარს, უილ უისტლს და
„ალისფერი მცველის“ გავლენის თანდათანობით გაძლიერე-
ბას.
აქაური გუშაგებიც ბრმები არიან, რაც ამჯერად მე მაძ-
ლევს ხელს.
ვერ ამჩნევენ, როგორ ვუთვალთვალებ მათ, არც კი-
ლორნს აქცევენ ყურადღებას, როცა მას ახალი თევზის შეჭა-
მანდი მოაქვს ლანგრით. ჩემი ოჯახის წევრები მადიანად ჭა-
მენ, განსაკუთრებით კი გიზა. როცა კილორნი არ უყურებს,
თმას ისე იწევს, რომ ცალ მხართან ჩამოეღვაროს ლალის-
ფრად.
– ახალი დაჭერილია? – კითხულობს ის და შეჭამანდიან
ჯამზე ანიშნებს.
კილორნი ცხვირს იჭმუხნის და თევზის ნაცრისფერი ხორ-
ცის შემხედვარე იჭყანება:
– ჩემი არა, გი, ბებერი კული ამას არავითარ შემთხვევაში
არ გამოიტანდა გასაყიდად. დიდი-დიდი, ვირთხებისთვის
მიეყარა.
ყველანი იცინიან და ძველი ჩვევის გამო წამის შემდეგ მეც
ვიღიმი ცალყბად. გიზა ამ ერთხელ ჩემზე ნაკლებად თავშეკა-
ვებულია და თავისუფლად, მხიარულად იცინის. მისი დახვე-
წილი მანერებისა ადრე მშურდა. ახლა ვნატრობ, ნეტავ ასეთი
115 მკითხველთა ლიგა
გამოწვრთნილი არ ვიყო და ნაძალადევი ზრდილობიანობის
მასავით ადვილად უკუგდება შემეძლოს.
სანამ ჭამას დავასრულებთ, მამა მალულად ღვრის კერძს
თავისი თეფშიდან, როცა ჰგონია, რომ არ ვუყურებ. გასაკვი-
რი არ არის. სანამ მის დატუქსვას მოვასწრებთ მე ან რაც უფ-
რო უარესია, დედაჩემი, იგი საბანს უსვამს ხელს და ქსოვილს
სინჯავს:
– პიდმონტური ბამბის საბნებია... ძვირი სიამოვნებაა... –
ბურტყუნებს ის, როცა ხვდება, რომ გვერდით ვუდგავარ. ვერ-
ცხლისფერთა სამეფო კარზეც კი პიდმონტური ბამბა უძვირ-
ფასესად ითვლებოდა და აბრეშუმის საუკეთესო ალტერნატი-
ვად მიაჩნდათ მაღალი რანგის გუშაგების, მეფის მცველებისა
და ჯარისკაცების ფორმებისთვის. მახსოვს, ლუკასს ეცვა ბამ-
ბის ტანსაცმელი, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ. ახლაღა
ვაანალიზებ, რომ უფორმოდ ის არასოდეს მინახავს და ვერც
წარმომიდგენია. მისი სახე უკვე მავიწყდება. მხოლოდ რამ-
დენიმე დღე გავიდა და მე უკვე ვივიწყებ ადამიანს, რომელიც
სასიკვდილოდ გავიმეტე.
– მოპარულია? – ხმამაღლა ვინტერესდები მე და საბანს
ხელს ვუსვამ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.
მამა კვლევას განაგრძობს და ყუთს გვერდზე უფათურებს
ხელს. ხის მაგარი, ფართო ფიცრებითაა შეკრული, ახალი შე-
ღებილია თეთრად. მათი ერთადერთი განმასხვავებელი ნი-
შანი პატარა მუქი მწვანე სამკუთხედია, რომელიც კუთხეში
მიუხატავთ. არ ვიცი, რისი აღმნიშვნელია.
– ან ნაჩუქარი, – ამბობს მამა.
მისი თქმა არ მჭირდება, რომ მივხვდე, ერთსა და იმავეზე
ვფიქრობთ. თუ ამ კუნძულზე ჩვენთან ერთად ტბებისქვეყნე-
ლებიც არიან, მაშინ ადვილი შესაძლებელია, „ალისფერ
116 მკითხველთა ლიგა
მცველს“ მეგობრები სხვაგანაც ჰყავდეს, სხვა ერებსა და სა-
მეფოებში. სუსტები ვჩანვართ, იმიტომ, რომ ასე გვინდა.
მამა სხვების შეუმჩნევლად ისე მარჯვედ და სწრაფად მკი-
დებს ხელს, რომ მიკვირს.
– ფრთხილად იყავი, ჩემო გოგონა.
ის შეშინებულია, მე კი იმედიანად ვარ. „ალისფერ
მცველს“ იმაზე ღრმად გაუდგამს ფესვები, ვიდრე მე ან ნების-
მიერ ვერცხლისფერს წარმოგვედგინა. პოლკოვნიკი მხო-
ლოდ ერთ-ერთია ასობით სხვა მეთაურისგან, ისევე, რო-
გორც ფარლი. ცხადია, ჩემთვის ის მოწინააღმდეგეა, მაგრამ
ისეთი, ვისი ჯობნაც შემიძლია. ბოლოს და ბოლოს, მეფე ხომ
არ არის. მეფეებისგან უკვე ისედაც საკმარისად მომხვდა.
მამაჩემს ვბაძავ და დარჩენილ კერძს ბეტონში გაჩენილ
ნაპრალში ვასხამ.
– მოვრჩი, – ვამბობ მე და კილორნი დგება. იცის, რაც უნ-
და გააკეთოს.
შეიდის სანახავად მივდივართ, ყოველ შემთხვევაში,
სხვებს ასე ვეუბნებით, ოღონდ ისევ მათდა სასიკეთოდ. ჩემი
ოჯახის წევრებს ეს კარგად ესმით, დედაჩემსაც. ის მკოცნის
და მივდივარ, მის კოცნას კი გულში ვინახავ.
როცა საყელოს მაღლა ვიწევ, ჩვეულებრივ ლტოლვილს
ვემსგავსები. კილორნიც ჩვეულებრივი არარაობაა. ჯარისკა-
ცები ზედაც არ გვიყურებენ. ადვილად გავდივართ მოასფალ-
ტებულ ეზოს, ნავსადგურსა და სანაპიროსაც უკან მოვიტო-
ვებთ და სქელ, თეთრ ხაზს მივყვებით.
შუადღის შუქზე ვხედავ, ასფალტი დამრეც ბორცვებამდე
მიდის – ეს არის ფართო გზა არსაით. თეთრი ხაზი გრძელდე-
ბა, მაგრამ უფრო ვიწრო და გაცვეთილი ხაზი მარჯვნივ უხ-
ვევს. ის აკავშირებს ცენტრალურ ხაზს სხვა შენობასთან, რო-
117 მკითხველთა ლიგა
მელიც ყაზარმების ბოლოს დგას და მთელ კუნძულს ზემოდან
გადმოჰყურებს. სანაპიროზე მდებარე ანგარის უფრო დიდ
ასლს ჰგავს, იმდენად მაღალი და ფართოა, რომ მასში ერ-
თმანეთზე დაწყობილი ექვსი სატრანსპორტო საშუალება
ჩაეტევა. საინტერესოა, რა არის ამ შენობაში, უკვე ვიცი, რომ
„ალისფერი მცველის“ მებრძოლები მოპარვაზე უკან არ იხე-
ვენ. კარი ჩაკეტილია და ჩრდილში რამდენიმე ტბებისქვეყნე-
ლი დააბიჯებს. ერთმანეთს ესაუბრებიან, შაშხანები მაგრად
ჩაუბღუჯავთ. ამიტომ ჩემი ცნობისმოყვარეობა მოიცდის...
თუმცა იქნებ ვერც ვერასოდეს დავიკმაყოფილო.
მე და კილორნი მარჯვნივ ვუხვევთ, მე-8 და მე-9 ყაზარ-
მებს შორის. მაღალი ფანჯრები ორივეში ჩაბნელებული და
მოუვლელია – ყაზარმებში არავინაა. აქ მეტ ჯარისკაცს ელი-
ან, მეტ ლტოლვილს, ან კიდევ უარესს, მეტ ობოლს. მაკანკა-
ლებს, როცა მათ ჩრდილქვეშ მივაბიჯებ.
სანაპიროსთან მისვლა ძნელი არ არის, ბოლოს და ბო-
ლოს, ეს ხომ კუნძულია. მთავარი ბაზა კარგად არის მოწყო-
ბილი, დანარჩენი ტუკი კი ცარიელია, დიუნებით დაფარული,
მუხლებამდე ბალახით მოფენილი ბორცვებით და ალაგ-
ალაგ ძველი ხეებითაც. ბალახში არავითარი ნაკვალევი არ
ჩანს, რადგან აქ არ ბინადრობენ დიდი ცხოველები.
თვალს ვეფარებით, მცენარეებში ვუჩინარდებით, სანამ
სანაპიროს არ მივაღწევთ. ნავსადგური რამდენიმე ასეული
იარდის მოშორებით მოჩანს, ოკეანეში ყასბის დიდ დანასა-
ვით შეჭრილა. ამ სიშორიდან ტბებისქვეყნელი გუშაგები მუქ
ლურჯ წერტილებად ჩანან, ბოლთას სცემენ, უმეტესობა კი
ნავსადგურის შორეული კუთხისკენ მომავალ სატვირთო გემს
გაჰყურებს. პირს ვაღებ, როცა ამხელა გემს ვხედავ, რომელ-
საც წითლები მართავენ. კილორნი უფრო ყურადღებითაა.
118 მკითხველთა ლიგა
– დიდებული საფარია, – ამბობს ის და ფეხსაცმლის გახ-
დას იწყებს. მეც მას ვბაძავ და ჩექმებსა და ძველ წინდებს ვიხ-
დი. მაგრამ, როცა კილორნი მაისურს იხდის და ჩემთვის კარ-
გად ნაცნობ დაკუნთულ მკერდს იშიშვლებს, რომელსაც ბა-
დეების ქაჩვას უნდა უმადლოდეს, მისთვის მიბაძვა აღარ მე-
ხალისება. სულაც არ მინდა საიდუმლო ბუნკერში წელზემოთ
შიშველი ხეტიალი.
ის მაისურს ფეხსაცმელს აფარებს.
– როგორც ვხვდები, მის გამოპარებას არ ვაპირებთ.
ეს შეუძლებელია, აქ ვერსად დაიმალები.
– მხოლოდ მისი ნახვა მინდა. ჯულიანის შესახებ უნდა მო-
ვუყვე. უნდა გავაგებინო, რა ხდება აქ.
კილორნი კრთება, მაგრამ თავს მაინც მიქნევს.
– შესვლა-გამოსვლა ძალიან არ უნდა გაგვიძნელდეს, მით
უმეტეს, ოკეანის მხრიდან საფრთხეს არ ელიან.
ის სხეულს ჭიმავს, ფეხებსა და თითებს ამოძრავებს და
ცურვისთვის ამზადებს, თან ფარლის ჩურჩულით ნათქვამ მი-
თითებებს იმეორებს. ბუნკერის უკან შახტია, რომელიც სა-
მეცნიერო ლაბორატორიაში გადის. იქაურობას ოდესღაც
წყალქვეშა ფაუნის შესასწავლად იყენებდნენ, ახლა კი იქ
პოლკოვნიკის შტაბია, თუმცა დღისით იქ არასდროს შედის.
შიგნიდან იქნება ჩაკეტილი, მაგრამ ადვილად გაიღება, დე-
რეფნებშიც მარტივად გავიკვლევთ გზას. დღის ამ დროს ოთა-
ხები ცარიელი იქნება, ნავსადგურის მხრიდან შემოსასვლე-
ლი დალუქულია და გუშაგებიც ძალიან ცოტანი არიან. კი-
ლორნსა და მე ბავშვობაში უარესებიც გადაგვიტანია, როცა
სოფლის საგუშაგოდან მამაჩემისთვის ელემენტებით სავსე
ყუთი მოვიპარეთ.

119 მკითხველთა ლიგა


– ეცადე, წყალი არ აადგაფუნო, – ამატებს კილორნი, სა-
ნამ ტალღებში შევა. მისი სხეული შემოდგომის ცივ წყალზე
რეაგირებს და კანი ებურძგლება, მაგრამ ყურადღებას არ აქ-
ცევს. აი, მე ეს ძალიან მაწუხებს და როცა წყალი წელამდე
მწვდება, უკვე კბილს კბილზე ვაცემინებ. უკანასკნელად გავ-
ხედავ ნავსადგურს და წყალში ვყვინთავ, თუნდაც სიცივემ
ძვლებამდე გაატანოს.
კილორნი ადვილად მიაპობს ტალღებს, ბაყაყივით მიცუ-
რავს და თან თითქმის უხმაუროდ. ვცდილობ მის მოძრაობებს
მივბაძო და ახლოს მივყვები. რატომღაც წყალი სხეულში
ელექტრობის შეგრძნებას მიმძაფრებს და სანაპიროდან მო-
მავალ სადენებს უფრო ადვილად შევიგრძნობ. რომ მინდო-
დეს, ხელსაც კი გავაყოლებდი, ელექტრონი ნავსადგურიდან
მოდის, წყალქვეშ გაივლის და N 1 ყაზარმაში შედის. კილორ-
ნი გეზს იცვლის და ჯერ სანაპიროს დიაგონალურად მიცუ-
რავს, მერე კი პარალელურად. ოსტატურად მიიწევს წინ, წით-
ლების მიერ გატაცებულ გემებს ეფარება, რომლებსაც ღუზა
აქვთ ჩაშვებული. ერთი-ორჯერ წყალქვეშ მკლავზე მეხება და
ოდნავი დაწოლით მეუბნება სათქმელს. შეჩერდი, მიდი, ნე-
ლა, სწრაფად, თვითონ კი ჩვენ წინ მდებარე ნავსადგურს
თვალს არ აშორებს. საბედნიეროდ, გემიდან ტვირთს ეზიდე-
ბიან, რაც გუშაგების არასასურველ ყურადღებას გვარიდებს.
ხომ შეიძლება წყლიდან ამოყოფილი ჩვენი თავები დაინა-
ხონ?! კვლავ ყუთები გადმოაქვთ, ამჯერად თეთრი, ზედ მწვა-
ნე სამკუთხედის დამღით. ნუთუ ესეც ტანსაცმელია?
როცა ერთი ყუთი წაიქცევა და იხსნება, ვხვდები, რომ შევ-
ცდი. ასფალტზე ტანსაცმელი კი არა, იარაღი იყრება: შაშხა-
ნები, პისტოლეტები, სამხედრო აღჭურვილობა... მარტო ამ
ერთ ყუთში მთელი დუჟინი მაინც იქნება. სულ ახალია, მზის
120 მკითხველთა ლიგა
შუქზე ლაპლაპებს. კიდევ ერთი საჩუქარი „ალისფერი მცვე-
ლისთვის“, ღრმად გადგმული ფესვების კიდევ ერთი დასტუ-
რი, რომლის არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა.
ამის დანახვაზე სისწრაფეს ვუმატებ და კილორნს ვუსწრებ,
თუმცა კუნთები მტკივა. ნავსადგურის ქვემოთ შევცურე, რო-
გორც იქნა, უცხო თვალისგან დაცული ვარ, კილორნიც ზუს-
ტად ჩემ უკანაა.
– ზუსტად ჩვენ ქვემოთაა, – ჩურჩულებს ის და ნავსადგუ-
რის მეტალის ჭერი მის ხმას ექოდ აბრუნებს, – ფეხის თითე-
ბით ვგრძნობ.
ლამის გამეცინოს, როცა ვხედავ, როგორ იძაბება კილორ-
ნი, მეტისმეტი გულმოდგინებისგან წარბებს მაღლა სწევს და
წყალში ჩამალული ბუნკერის ფეხით მოსინჯვას ცდილობს.
– რამე სასაცილოს ხედავ? – მიღრენს ის.
– ძალიან სასარგებლო ხარ, – ვპასუხობ ეშმაკური ღიმი-
ლით. მომწონს, ამ საქმეში მასთან ერთად რომ ვარ ჩართუ-
ლი, და ისევ საერთო და თანაც საიდუმლო მიზანი გვაქვს.
თუმცა ამჯერად სამხედრო ყაზარმაში უნდა შევიპაროთ და
არა ვიღაცის ფარღალალა სახლში.
– აქ არის, – ამბობს ბოლოს და მისი თავი წყალქვეშ უჩი-
ნარდება. მერე ისევ ამოყვინთავს და ხელებს შლის, რომ ზე-
დაპირზე იტივტივოს, – კიდეს მივაგენით.
ყველაზე დიდი სირთულე ახლა გველის. სულშემხუთავ,
მახრჩობელა წყვდიადში უნდა ჩავეშვათ.
კილორნი ადვილად კითხულობს შიშს ჩემს სახეზე.
– ხელით ფეხზე ჩამეჭიდე, მხოლოდ ეს გევალება.
ძლივს ვუქნევ თავს.
– გასაგებია.

121 მკითხველთა ლიგა


შახტი ბუნკერის ფსკერზეა, მხოლოდ 25 ფუტის სიღრმეზე.
დიდი არაფერიაო, თქვა ფარლიმ. ნამდვილად ვერ დავეთან-
ხმები, ვფიქრობ მე, როცა ფეხქვეშ ამღვრეულ წყალს დავყუ-
რებ.
– კილორნ, მეივენი ძალიან გაწბილდება, თუ ოკეანე და-
ასწრებს ჩემს მოკვლას.
სხვებს ეს ხუმრობა მეტად უკბილო მოეჩვენებოდათ, მაგ-
რამ კილორნი ხმადაბლა ხითხითებს და მისი სახე ამ სიპირ-
ქუშეში ძალიან მხიარული მეჩვენება.
– ძალიანაც გამიხარდება, თუ მეფეს გულზე გავხეთქავთ,
– ოხრავს იგი, – მაგრამ, მოდი, ვეცადოთ, რომ არ დავიხ-
რჩოთ.
თვალს მიკრავს, ყვინთავს და მეც მის ფეხს ვეჭიდები.
მარილიანი წყალი თვალებს მწვავს, მაგრამ არც ისეთი
სიბნელეა, მე რომ ველოდი. დოკის ჩრდილს მზის შუქი ეცემა
და წყალში აღწევს. კილორნი სწრაფად მიცურავს და ყაზარ-
მას ვუახლოვდებით. წყალში არეკლილი მზის შუქი მის შიშ-
ველ ზურგზე ლიცლიცებს და ხალებიან ზღვის ცხოველს ამ-
სგავსებს. ერთიანად ფეხების მოსმას ჩაგულისყურებია და
მეც ვცდილობ არაფერს წამოვედო. ეს არის ოცდახუთი ფუტი?
ვღრიალებ გონებაში, როდესაც ჟანგბადის ნაკლებობა მახსე-
ნებს თავს.
ნელა ვსუნთქავ, ჩემს სახესთან წყლის ბუშტები ბუყბუყებს
და მაღლა მიიწევს. კილორნის ამონასუნთქსაც ვხედავ და
ამით ვხვდები, რომ მასაც ძალიან უჭირს. როცა დანიშნულე-
ბის ადგილს ვაღწევთ, კუნთები ეძაბება, ფეხებს ღონივრად
იქნევს და საიდუმლო ბუნკერში შევდივართ. თავში გამიელ-
ვებს, ნეტავ შახტს კარი თუ აქვს და დაკეტილი ხომ არ
დაგვხვდება-მეთქი. სეირი თუ გინდა, ეს იქნება.
122 მკითხველთა ლიგა
სანამ მივხვდები, რა ხდება, კილორნი მაღლა იწევა, რაღა-
ცაში მიძვრება და მეც თან მივყვები. დახუთული, მაგრამ მა-
ინც მაცოცხლებელი ჰაერი მხვდება სახეში და ხარბად ვყლა-
პავ.
კილორნი შახტის კიდეზე ზის, ფეხებს წყალში ატყაპუნებს
და იკრიჭება.
– ბადეების გამოხსნას ერთ დილასაც ვერ გაუძლებდი, –
ამბობს თავის ქნევით, – ეს უბრალო ჭყუმპალაობა იყო იმას-
თან შედარებით, რასაც მოხუცი კული მაკეთებინებდა.
– პირდაპირ ბადალი არა გყავს ტრაბახში, – ვპასუხობ
მკვახედ, წყლიდან ვიწევი და პოლკოვნიკის შტაბში ავდივარ.
გვარიანად ცივა, აქაურობა მქრქალი შუქით არის განათე-
ბული და ზედმიწევნით მოწესრიგებულია. მოძველებული და-
ნადგარები კოხტად მიუწყვიათ მარჯვენა კედელთან და ზედ
მტვერი ადევს, საწერი მაგიდა მარცხნივ დგას. გროვებად
შეკრული დოკუმენტები რიგებად აწყვია და თითქმის მთელ
ოთახს იკავებს. თავიდან საწოლს ვერც ვამჩნევ, მაგრამ აი,
ისიც, ვიწროა და მაგიდის ქვემოდან გამოდის. ცხადია, პოლ-
კოვნიკს ძილისთვის ხშირად არ სცალია.
კილორნი ყოველთვის საკუთარი ცნობისმოყვარეობის
მონა გახლდათ და არც ახლა შეცვლილა. ის მაგიდასთან მი-
დის, ერთი სული აქვს, იქაურობა კარგად შეათვალიეროს.
– ხელს ნურაფერს ახლებ, – ვსისინებ მე, თან სახელოებს
ვიწურავ და ფეხებს ვიფერთხავ, – მაგ ქაღალდებს ერთი წვე-
თი მაინც თუ დაეცემა, მიხვდება, რომ აქ ვიღაც იყო.
ის თავს მიქნევს, ხელს სწრაფად უკან სწევს და კედლებს
ათვალიერებს.
– ერთი ამას შეხედე, – ცრის უცებ კბილებიდან.
გულგახეთქილი მაშინვე მისკენ მივაბიჯებ.
123 მკითხველთა ლიგა
– რა არის?
ის ნელა იშვერს თითს იმ ერთადერთი ნივთისკენ, რომე-
ლიც კედელზე კიდია – წლებითა და ნესტით შელანძღული
ფოტო, მაგრამ სახეები ისევ გაირჩევა: ოთხნი არიან, ქერები,
მკაცრი, მაგრამ სანდომიანი სახეები აქვთ. პოლკოვნიკიც აქ
არის, ძნელი საცნობია ჩასისხლიანებული თვალის გარეშე,
ცალი ხელი მაღალი, ტანკენარი ქალისთვის გადაუხვევია,
მეორე ხელი ვიღაც გოგონას მხარზე უდევს. ქალსა და გოგო-
ნას დალაქავებული ტანსაცმელი აცვიათ, შესახედავად ფერ-
მერებს ჰგვანან, მაგრამ მათი ოქროს ყელსაბამები სხვა რა-
მეზე მეტყველებს. უსიტყვოდ ვიღებ ჯიბიდან ოქროს ჯაჭვს,
ძვირფას ყელსაბამს, და სურათზე ნანახს ვადარებ. ზედ ჩამო-
კიდებული გასაღების გარდა, სრულიად ერთნაირია. კილორ-
ნი ფრთხილად მართმევს ხელიდან გასაღებს, შეფიქრიანებუ-
ლი დაჰყურებს და იმაზე იტეხს თავს, რას უნდა ნიშნავდეს ეს
ყველაფერი.
ფოტოს მესამე წევრის შეხედვაზე ყველაფერს ვხვდები –
თინეიჯერია გრძელი, ოქროსფერი ნაწნავით, პოლკოვნიკს
უდგას გვერდზე და კმაყოფილი იღიმება. სულ ნორჩია, სულ
სხვანაირია მოკლე თმისა და იარების გარეშე. ეს ფარლია.
– მისი ქალიშვილია, – აღმოხდა კილორნს, გაოგნებულს
სხვა არაფრის თავი აღარ აქვს.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ ფოტოს ხელით არ შევეხო, რა-
თა დავრწმუნდე, რომ ნამდვილია. მახსენდება, როგორ უკმე-
ხად ელაპარაკებოდა პოლკოვნიკი ფარლის ჰოსპიტალში...
არა, შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს. მაგრამ... მან ფარ-
ლის დიანა უწოდა, ესე იგი მისი ნამდვილი სახელი იცოდა. და
კიდევ, მათ ყელსაბამები აქვთ: ერთს დისგან, მეორეს კი ცო-
ლისგან.
124 მკითხველთა ლიგა
– წამოდი, – ვჩურჩულებ მე და კილორნს ფოტოს ვაშო-
რებ, – სანახავი მანდ აღარაფერია.
– რატომ არ გვითხრა? – მის ხმაში ღალატის ის განცდა
მესმის, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ვგრძნობ.
– არ ვიცი.
ხელს არ ვუშვებ და კარისკენ მიმყავს. მარცხნივ მდებარე
კიბეზე უნდა ჩავიდეთ, მერე მარჯვნივ და ისევ მარცხნივ.
დაზეთილ ანჯამებზე ჩამოკიდებული კარი უხმოდ იღება და
უკაცრიელ დერეფანს ვხედავთ, ისეთივეს, როგორიც „მერ-
სივზე“ იყო: გრძელი და სუფთა, ფოლადის კედლებით, ჩვენ
ზემოთ გამავალი სადენებით. ელექტრობაც აქვეა, ამ სადენე-
ბის ქსელში მოძრაობს, სანაპიროდან მოდის და ნათურებსა
და სხვა აპარატურას კვებავს.
როგორც ფარლიმ თქვა, აქ არავინ არის. ხელს არავინ
შეგვიშლის. ალბათ, ეს პირადი გამოცდილებით იცის, რო-
გორც პოლკოვნიკის ქალიშვილმა. კატებივით უხმოდ მივდი-
ვართ, ზუსტად მივყვებით მის მითითებებს და თითოეულ ნა-
ბიჯს ვაკონტროლებთ. მზის ციხე-დარბაზის ქვემოთ მდებარე
საკნები მახსენდება, სადაც მე და ჯულიანმა შავნიღბიანი გუ-
შაგების ჯგუფი გავაუვნებლეთ კილორნის, ფარლისა და საწ-
ყალი უოლშის გასათავისუფლებლად. ახლა ეს შორეულ მო-
გონებად მეჩვენება, არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ერთი კვირის, სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
მაკანკალებს იმაზე ფიქრისას, თუ სად შეიძლება ვიყო კი-
დევ შვიდი დღის შემდეგ.
როგორც იქნა, უფრო მოკლე დერეფანში გავდივართ. ეს
ჩიხია, მარცხნივ და მარჯვნივ სამ-სამი კარია, მათ შორის კი
ამდენივე სათვალთვალო ფანჯარა. თითოეულის შუშა მუქი
ფერისაა, გარდა ბოლო ფანჯრისა. იგი ოდნავ ციმციმებს, შიგ-
125 მკითხველთა ლიგა
ნიდან თეთრი შუქი გამოდის. უცებ შუშას მუშტი ხვდება და
ვკრთები, ველი, რომ კალის მუშტი დაამსხვრევს, მაგრამ
ფანჯარა არ ტყდება და თითოეულ დარტყმაზე მხოლოდ ექოს
გამოსცემს: ბრახ, ბრახ. ზედ მხოლოდ ვერცხლისფერი სის-
ხლის ლაქები რჩება.
ეჭვი არ არის, ჩემი ფეხის ხმა მოესმა და ერთ-ერთი მათგა-
ნი ვგონივარ.
როცა ფანჯარასთან მივდივარ, იგი შეშდება, მოღერებული
სისხლიანი მუშტი დასარტყმელად აქვს შემართული. ცეც-
ხლის გამჩენი სამაჯური სქელ მაჯაზე ჩამოსცურებია და ბიძ-
გისგან ჯერ კიდევ მოძრაობს. კარგია, რომ ვერ მიხვდნენ,
მისთვის ყველაზე დიდი იარაღი წაერთმიათ. მაგრამ, აბა,
ისევ ციხეში რატომ არის? ფანჯარა ვერ გაადნო და ვერ გამო-
იქცა?
წამით ჩვენი თვალები ფანჯარაში ერთმანეთს ხვდება და
მგონია, რომ ჩვენი მზერა შუშას ჩაამსხვრევს. ხელიდან სქე-
ლი ვერცხლისფერი სისხლი წვეთავს და უკვე შემშრალ ლა-
ქებს თავიდან ასველებს. ალბათ, კარგა ხანია შუშას ურტყამს
და ხელებს ისისხლიანებს, აქედან გაღწევა ან ამ გზით მრის-
ხანების ოდნავ მაინც დაცხრობა სურს.
– ჩაკეტილია, – ამბობს ის, მისი ხმა შუშის მიღმიდან ყრუდ
გაისმის.
– ასე ვერ ვიტყოდი, – ვპასუხობ ღიმილით.
ჩემ გვერდით მდგარი კილორნი გასაღებს აღმართავს.
კალი ისე უყურებს, თითქოს ახლაღა შენიშნა ის. მად-
ლიერი იღიმება, მაგრამ კილორნი იმავეთი არ პასუხობს.
თვალებშიც არ უყურებს.

126 მკითხველთა ლიგა


სადღაც შორს, დერეფნიდან, ყვირილი და ნაბიჯების ხმა
ისმის. უცნაური ექო აქვს და ყოველ წამს გვიახლოვდება.
ჩვენკენ მოდიან.
– იციან, აქ რომ ვართ, – ჩურჩულებს კილორნი და უკან
იხედება. მერე სწრაფად მოარგებს გასაღებს საკლიტურს და
ატრიალებს, მაგრამ ამაოდ, გასაღები არ იძვრის. მხრით ვაწ-
ვები კარს და ცივ, მაგარ რკინას ვეჯახები.
კილორნი ისევ გასაღებს ეჯაჯგურება, გადატრიალებას
ცდილობს. ამჯერად ჩხაკუნი მესმის, კარი შიგნით იღება და
პირველი ჯარისკაციც გამოჩნდა, მაგრამ ამწამს მხოლოდ
კალზე ვფიქრობ.
როგორც ჩანს, პრინცები მაბრმავებენ.
უჩინარი ფარდა მაშინ ეცემა, როცა კილორნი საკანში მაგ-
დებს. ნაცნობი გრძნობაა, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ. ნამ-
დვილად ვიცი, ასეთი რამე ადრეც მიგრძნია, მაგრამ როდის?
ამაზე ფიქრის დრო არა მაქვს. კალი გვერდით ჩამიქროლებს,
პირიდან მოგუდული ღრიალი ამოსკდება, გრძელი მკლავები
გაუშლია. ჩემკენ ან ფანჯრისკენ კი არა, კარისკენ გარბის,
მაგრამ ის უკვე იკეტება.
საკეტის ჩხაკუნის ხმა უწყვეტად ჩამესმის გონებაში, ისევ
და ისევ.
– რას შვრები? – ვსვამ კითხვას მძიმე, უძრავ ჰაერში. ერ-
თადერთი პასუხი, რასაც ვიღებ, კილორნის სახეა, რომელიც
ფანჯრის მეორე მხრიდან მიყურებს. გასაღები მომუშტულ
ხელში უჭირავს, სახეზე კი უცნაური გამომეტყველება აქვს,
გაუგებარია, ბრაზობს თუ ეტირება.
მაპატიე, მანიშნებს ტუჩებით და ფანჯარაში პირველი ტბე-
ბისქვეყნელი ჯარისკაცი ჩნდება. მას სხვებიც მოჰყვებიან,
პოლკოვნიკს ამოსდგომიან გვერდში. ისეთივე თვითკმაყო-
127 მკითხველთა ლიგა
ფილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე, როგორიც იმ ფოტოში
მის ქალიშვილს, და ნელ-ნელა ვხვდები, რაც მოხდა. პოლ-
კოვნიკს თავხედობა ჰყოფნის და იცინის კიდეც.
კალი ამაოდ ეხეთქება კარს და მხარს მაგარ რკინას ახ-
ლის. ტკივილით გამწარებული იგინება და წყევლის კი-
ლორნს, მე, აქაურობას, საკუთარ თავს. მისი ხმა ძლივს ფა-
რავს ჯულიანის ხმას, გონებაში რომ ჩამესმის:
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
დაუფიქრებლად მოვიხმობ ჩემს ელვას. მისი ნაპერწკლე-
ბი გამათავისუფლებენ და პოლკოვნიკი სიცილის მაგივრად
იყვირებს.
მაგრამ არაფერი გამომდის. საერთოდ არაფერი. სრული-
ად უძლური ვარ.
როგორც საკანში და არენაზე.
– ჩუმი ქვა, – ამბობს კალი და მძიმედ ეყრდნობა კარს. იგი
სისხლიანი ხელით იატაკსა და ჭერზე მითითებს, – მათ ჩუმი
ქვა აქვთ.
რათა ძალა გამოგაცალონ და მათნაირი გაგხადონ.
ახლა ჩემი ჯერია, ფანჯარას ხელები უნდა დავუშინო. კი-
ლორნის თავს ვუმიზნებ, მაგრამ ჩემი მუშტები შუშას ხვდება
და არა მის სახეს, მისი თავის ქალის მტვრევის ნაცვლად ჩემი
თითების მსხვრევის ხმა მესმის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ
შორის კედელია, ის კრთება.
თვალს ძლივს მისწორებს. კანკალებს, როცა პოლკოვნიკი
მხარზე ხელს ადებს და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. კი-
ლორნს ისღა დარჩენია, უყუროს, როგორ ვღრიალებ სასო-
წარკვეთილი და შუშაზე ჩემი სისხლი კალისას ერწყმის.
წითელი ვერცხლისფერს უერთდება და უფრო მუქდება.

128 მკითხველთა ლიგა


თავი 8

რკინის სკამის ფეხები იატაკს კაწრავს. ეს ერთადერთი


ხმაა ამ კვადრატულ საკანში. მეორე სკამი ამობრუნებული
აგდია, კედელს შევახეთქე და გატყდა. ჩემს მოსვლამდე არც
კალმა დააკლო ხელი აქაურობას – კედლებს ურტყა ორივე
სკამი და მაგიდა, რომელიც ახლა ჩაჭყლეტილი დევს. ზუსტად
ფანჯრის ქვემოთ, კედელში. ერთადერთი ბზარია, იქ, სადაც
მაგიდის კიდე მოხვდა. მაგრამ ავეჯის აქეთ-იქით სროლით
არაფერი გამოვა. ამაზე ენერგიის დახარჯვის ნაცვლად ძა-
ლას ვინახავ და ოთახის შუაგულში მდგარ სკამზე ვჯდები. კა-
ლი ფანჯრის წინ სცემს ბოლთას, ადამიანზე უფრო გამომ-
წყვდეულ ცხოველს ჰგავს. მთელი სულითა და გულით სწყუ-
რია ცეცხლის ალში გახვევა.
კილორნი კარგა ხანია წავიდა თავის ახალ მეგობარ პოლ-
კოვნიკთან ერთად.
ცხადად გამოჩნდა, რაც ვარ სინამდვილეში – უტვინო თევ-
ზი, რომელიც სატყუარიდან სატყუარაზე გადადის და ჭკუას
ვერაფრით სწავლობს. მაგრამ მზის ციხე-დარბაზის, არ-
ქეონისა და ძვლების არენის შემდეგ შემიძლია ჩავთვალო,
რომ აქ არდადეგებზე ვარ, პოლკოვნიკი კი საერთოდ რა მო-
სატანია დედოფალსა თუ სხვა ჯალათებთან.
– აჯობებს, დაჯდე, – ვეუბნები კალს, როცა მისი შურისმა-
ძიებლური შემართებით ვიღლები, – თუ იატაკში გასასვლე-
ლის გათხრას აპირებ?

129 მკითხველთა ლიგა


გაღიზიანებული ბრაზით მიყურებს, მაგრამ მაშინვე ჩერ-
დება. იმის ნაცვლად, რომ სკამზე დაჯდეს, ჭირვეული ბავშვი-
ვით ეყუდება კედელს.
– ლამის ვიფიქრო, რომ პატიმრობა მოგწონს, – ამბობს
და მონოტონურად უკაკუნებს თითის სახსრებს კედელზე, –
და კიდევ, კაცების ამორჩევაში ყველაზე უარესი გემოვნება
გაქვს.
ეს სიტყვები მოსალოდნელზე უფრო მტკენს გულს. დიახ,
მეივენი ჩემთვის სულერთი არ ყოფილა, იმაზე მეტს ნიშნავ-
და, ვიდრე თავად ვაღიარებდი, კილორნიც ჩემი საუკეთესო
მეგობარი იყო და... ორივე მოღალატე აღმოჩნდა.
– დიდად არც შენ გეხერხება მეგობრების არჩევა, – ვეპა-
სუხები მას, მაგრამ ჩემს ნათქვამს დიდ ყურადღებას არ აქ-
ცევს, – და მე... – ენა მებმის და უაზროდ, არაბუნებრივად გა-
მომდის, – მართლაც არ მეხერხება კაცების ამორჩევა... და
ეგ საერთოდ არაფერ შუაშია.
– არაფერ შუაშია? – თითქმის მხიარულად იცინის ის, –
ვინ იყო ბოლო ორი ადამიანი, რომლებმაც ციხეში გამოგვკე-
ტეს? – და რაკი დარცხვენილი არ ვეპასუხები, განაგრძობს, –
აღიარე, გულისა და გონების განცალკევება გიჭირს.
ისე სწრაფად ვდგები, სკამი უკან ვარდება და იატაკს ენარ-
ცხება.
– თავს ნუ იკატუნებ, თითქოს მეივენი არ გიყვარდა. გეგო-
ნება, შენ არ უჯერებდი საკუთარ გულისთქმას, როდესაც საქ-
მე მას ეხებოდა!
– ის ჩემი ძმაა! რა თქმა უნდა, ბრმად ვენდობოდი! რას ვი-
ფიქრებდი, თუ მამაჩვენს მოკლავდა, – ამის თქმაზე ხმა ებზა-
რება და მეომრის ნიღბის უკან დატანჯულ, სულიერად დაცე-
მულ ბავშვს ვხედავ, – მის გამო ბევრი შეცდომა დავუშვი, –
130 მკითხველთა ლიგა
და მერე ხმადაბლა ამატებს, – შენ გამოც დავუშვი შეცდომე-
ბი.
მეც იგივე ბრალი მიმიძღვის. ყველაზე უარესი ის იყო, რო-
ცა მას ხელი ჩავკიდე, საძინებლიდან გარეთ გავყევი, ვიცეკ-
ვეთ და მერე ყველაფერი უკან-უკან წავიდა. კალის გამო „ა-
ლისფერ მცველს“ უდანაშაულო ადამიანების დახოცვის უფ-
ლება მივეცი, რათა იგი ომში არ ჩართულიყო და ჩემთან ახ-
ლოს მყოლოდა.
ჩემმა ეგოიზმმა საშინელი ნაყოფი გამოიღო.
– ასე ვეღარ გავაგრძელებთ. ერთმანეთის გამო შეცდომე-
ბი აღარ უნდა დავუშვათ, – ვჩურჩულებ მე და მაინც არ ვამ-
ბობ იმას, რასაც ვგულისხმობ სინამდვილეში. მერამდენე
დღეა საკუთარი თავისთვის ამის ჩაგონებას ვცდილობ. კალი
არ არის ის გზა, რომელიც მე უნდა ავირჩიო ან რომლის გავ-
ლაც უნდა მინდოდეს. ის მხოლოდ იარაღია, რომელიც გამო-
მადგება – ან სხვებს გამოადგებათ ჩემს წინააღმდეგ. ორივე
შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყო.
ის კარგა ხნის შემდეგ მიქნევს თავს. გული მიგრძნობს, ჩემ
შესახებ მასაც ასეთივე აზრი აქვს.
ოთახში სინესტე იმატებს და სიცივესთან ერთად სხეულში
მიჯდება. წესით, უნდა მაკანკალებდეს, მაგრამ ამ გრძნობას
უკვე შევეჩვიე. ალბათ, მარტო ყოფნასაც უნდა შევეჩვიო.
მაგრამ არა ამ სამყაროში ან ამ ოთახში. ჩემს გულში.
ერთი მხრივ, ჩვენი მძიმე მდგომარეობა სასაცილოც არის.
ისევ კალთან ერთად ვარ გამოკეტილი საკანში და ველოდე-
ბი, რას მოგვართმევს ბედისწერა. მაგრამ ამჯერად ჩემს შიშს
ბრაზი ანელებს. მეივენი კი არ დატკბება ჩვენი უბედურებით,
არამედ პოლკოვნიკი, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ.

131 მკითხველთა ლიგა


მეივენის დამცინავ დამოკიდებულებას ვეღარ ავიტან. მასზე
ფიქრიც კი ტკივილს მაყენებს.
ძვლების არენა ბნელი იყო, ცარიელი, აქაურობაზე ბევ-
რად უარესი. მეივენი გამორჩეულად ფერმკრთალი იყო, თვა-
ლები უელავდა, ხელებს ჩემკენ იწვდიდა. ჩემს შხამიან მოგო-
ნებებში მისი შეხება ხან ნაზი თითებია, ხან წვეტიანი ბრჭყა-
ლები. ორივეს უნდა სისხლი მადინოს.
ერთხელ გითხარი, გული არავის გადაუხსნა-მეთქი. ჯობ-
და, ჩემთვის დაგეჯერებინა.
სანამ სიკვდილს მოგვისჯიდა, ზუსტად ეს სიტყვები მით-
ხრა. ნეტავ შემცდარიყო.
ნელა ვოხრავ იმ იმედით, რომ მოგონებები ამოსუნთქვას-
თან ერთად გაქრება, მაგრამ ამაოდ.
– ახლა რაღა ვქნათ, გენერალო კალორე? – ვეკითხები
კალს და იმ ოთხ კედელზე ვანიშნებ, რომლებშიც გამომ-
წყვდეული ვართ. კუთხეებში რაღაცის კონტურებს ვხედავ, ეს
კვადრატული ქვებია, სხვებზე უფრო მუქი ფერის, და კედლებ-
შია ჩატანებული.
კალი დიდი ხნის მერე გამოერკვა ისეთივე მტკივნეული
ფიქრებისგან, როგორშიც მე ვიყავი ჩაფლული. იმით მად-
ლიერი, რომ გამოვაფხიზლე, სწრაფად აყენებს წაქცეულ
სკამს და კუთხეში დგამს. ზედ ადის, თავით ლამის ჭერს
სწვდება და ჩუმ ქვაზე აფათურებს ხელს. ის ამ კუნძულზე ყვე-
ლაფერზე საშიშია ჩვენთვის, ნებისმიერ იარაღზე მეტად სახი-
ფათო.
– ჯანდაბა, ეს სადღა იშოვეს? – ბუტბუტებს და თითებით
ქვის კიდის პოვნას ცდილობს, მაგრამ ის სრულიად მოსწორე-
ბულია, იდეალურად ჩაუსვამთ კედელში. კალი ოხვრით ხტე-
ბა სკამიდან და ფანჯარას უყურებს.
132 მკითხველთა ლიგა
– ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი ფანჯრის გამტვრევაა.
აქ სხვას ვერაფერს გავაწყობთ.
– თუმცა შედარებით სუსტია, – ვამბობ მე და ჩუმ ქვას ვუ-
ყურებ. ისიც არ მაცილებს თვალს, – ძვლების არენაზე მეგო-
ნა, დამახრჩობდა, ეს მასთან ახლოსაც ვერ მივა.
კალი მხრებს იჩეჩს.
– არც ისე ბევრი ქვაა, მაგრამ ესეც საკმარისია.
– მოპარულია?
– ალბათ. ჩუმი ქვა ძალიან ცოტაა და მიზეზთა გამო მათი
გამოყენების უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს.
– ეგრეა... მხოლოდ ნორტაში.
ის საგონებელში ჩავარდნილი ხრის თავს.
– გგონია, სხვა ადგილიდან მოიპარეს?
– მოპარული ტვირთი ქვეყნიერების ყველა კუთხიდან მო-
დის: პიდმონტიდან, ტბების ქვეყნიდან, სხვა ადგილებიდანაც.
არ გინახავს აქაური ჯარისკაცების ფორმები?
ის თავს აქნევს.
– არავინ მინახავს მას შემდეგ, რაც იმ წითელთვალიანმა
ნაძირალამ გუშინ აქ ჩამომიყვანა.
– პოლკოვნიკს ეძახიან, ფარლის მამაა.
– შემეცოდებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახის საქმე ბევრად ცუ-
დად არის.
დამცინავად მეღიმება.
– ისინი ტბებისქვეყნელები არიან, კალ: ფარლიც, მამამი-
სიც და მათი ჯარისკაცებიც. ესე იგი იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ,
კიდევ დიდი მარაგია.
კალი დაბნეული ჩანს.
– ეს... შეუძლებელია. ფრონტი ჩემი თვალით მინახავს.
იქიდან რამის გადმოტანა შეუძლებელია, – ის ხელებს დაჰყუ-
133 მკითხველთა ლიგა
რებს და ჰაერში რუკას ხაზავს. მე ვერაფერს ვხვდები, მაგრამ
მისთვის ადვილი საქმეა, – ტბები ორივე მხრიდან ბლოკირე-
ბულია. ნაოხარზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ტვირთი-
სა და მარაგის გადმოტანა ერთია, მაგრამ ამ რაოდენობით
ხალხის გადმოყვანა შეუძლებელია, თუ ფრთებს არ გამოის-
ხამენ.
ყველაფერს ვხვდები და გული მიჩქარდება. მოასფალტე-
ბული ეზო, უზარმაზარი ანგარი ბაზის ბოლოში, არსაით მიმა-
ვალი ფართო გზა...
გზა კი არა, ასაფრენ-დასაჯდომი ზოლია.
– მგონი, გამოისხეს კიდეც.
ჩემდა გასაკვირად, კალი გულითადად მიღიმის, ფანჯრის-
კენ ტრიალდება და უკაცრიელ დერეფანს გაჰყურებს.
– კარგი იქნებოდა, უკეთესი მანერები ჰქონოდათ, მაგრამ
„ალისფერი მცველი“ ჩემს ძმას ბევრ პრობლემას შეუქმნის.
მეც მეღიმება. თუ პოლკოვნიკი თავის ეგრეთ წოდებულ
მოკავშირეებს ასე ექცევა, მაშინ სიამოვნებით ვნახავდი, რო-
გორ მოეპყრობა მტრებს.
ვახშმის დრო მოდის და გადის, რა დროსაც აღსანიშნავი
მხოლოდ ის ხდება, რომ ხანში შესულ ჭაღარა ტბებისქვეყ-
ნელს ჩვენთვის ლანგრით საჭმელი მოაქვს. გვანიშნებს, უკან
მივდგეთ და შორეულ კედელს ვუყუროთ, რათა კარის ღრი-
ჭოდან ლანგარი შემოაცუროს. არც ერთი არ ვემორჩილებით
და ფანჯრისგან ჯიუტად არ ვიცვლით ფეხს. იგი დიდხანს
დგას, მერე კი მიდის და ღიმილით შეექცევა ჩვენს ვახშამს. ეს
სულ არ მაწუხებს. შიმშილში გავიზარდე, რამდენიმე საათის
უჭმელობას ადვილად ავიტან, კალი კი ფითრდება, როცა
ლანგარი მიაქვთ, თეფშზე დადებულ ნაცრისფერ თევზს
თვალს აყოლებს.
134 მკითხველთა ლიგა
– გეთქვა, თუ გშიოდა, – ვბურტყუნებ მე და ისევ ვჯდები, –
დამშეული ვერაფერს გვარგებ.
– მათ ასე უნდა ეგონოთ, – მპასუხობს ის და თვალები ოდ-
ნავ უელავს, – ხვალ ნასაუზმევს გული წამივა და ვნახოთ,
როგორ გაუმკლავდებიან ჩემს დარტყმებს მათი ექიმები.
უბადრუკი გეგმაა და უკმაყოფილოდ ვჭმუხნი ცხვირს.
– უკეთესი აზრი გაქვს?
– არა, – ვპასუხობ უგუნებოდ.
– ასეც ვიცოდი.
– ჰმ...
ჩუმი ქვა ორივე ჩვენგანზე უცნაურ გავლენას ახდენს,
გვართმევს იმას, რისი იმედიც ყველაზე მეტად გვაქვს – ჩვენს
უნარებს, ამასთანავე, სხვა ადამიანებადაც გვაქცევს. მაგა-
ლითად, კალი უფრო ჭკვიანი და დაკვირვებული ხდება. ის
ცეცხლს ვერ გამოიყენებს, ამიტომ დახმარებისთვის გონებას
მიმართავს. თუმცა, თუ მისი სულელური იდეის მიხედვით ვიმ-
სჯელებთ, ჭკუა მისი საუკეთესო იარაღი ნამდვილად არ უნდა
იყოს.
ჩემი ცვლილება არც ისე თვალში საცემია. ბოლოს და ბო-
ლოს, ჩვიდმეტი წელი ისე ვიცხოვრე, წარმოდგენა არ მქონ-
და, რა ძალა იმალებოდა ჩემში. ახლა ისევ მახსენდება ის გო-
გონა, უგულო, ეგოისტი, რომელიც საკუთარი ტყავის გადა-
სარჩენად უკან არაფერზე დაიხევდა. თუ ტბებისქვეყნელი
ლანგრით ხელში ისევ დაბრუნდება, აჯობებს მზად იყოს იმის-
თვის, რომ ყელში ვწვდები და თუ ამ საკნიდან გავაღწიეთ,
მისთვის არც ელვას დავინანებ.
– ჯულიანი ცოცხალია, – არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს სიტ-
ყვები, მაგრამ ჩემი ნათქვამი უცებ ჰაერში ისე დაეკიდა, რო-
გორც უსუსური თოვლის ფიფქები.
135 მკითხველთა ლიგა
ვხედავ, კალმა თავი წამოსწია და თვალები გაუნათდა. აზ-
რი, რომ ბიძამისი შეიძლება ისევ ცოცხალია, ისევე ამხნე-
ვებს, როგორც თავისუფლების მოპოვების პერსპექტივა.
– ვინ გითხრა?
– პოლკოვნიკმა.
ახლა უკვე კალი იცინის ირონიულად.
– მგონი, მართალს ამბობს, – ის უნდობლად მიყურებს,
მაგრამ მაინც ვაგრძელებ, – პოლკოვნიკი ფიქრობს, რომ ჯუ-
ლიანი მეივენის გეგმის ნაწილი იყო, კიდევ ერთი მოღალატე
ვერცხლისფერი. ამიტომ არ დაიჯერა სიის არსებობა.
კალი თავს მიქნევს და სადღაც სივრცეში იყურება.
– შენისთანების სიის.
– ფარლი მათ ჰიბრიდებს უწოდებს.
კალი ოხრავს.
– ისინი მალე დაიხოცებიან, თუ აქედან დროულად არ გახ-
ვალ. მეივენი ყველას მიაგნებს.
მწარეა, მაგრამ სიმართლეა.
– იმისათვის, რომ შური იძიოს?
ჩემდა გასაკვირად, თავი გადააქნია.
– მეივენი ახალი მეფეა, მოკლული მამის გზის გამგრძე-
ლებელი. ეს ახალი მეფისთვის არცთუ სასურველი გარე-
მოებაა. დიდი საგვარეულოები, განსაკუთრებით ირალები და
სამოსები, მის დასასუსტებლად თითოეულ შანსს გამოიყენე-
ბენ. ჰიბრიდების აღმოჩენა, მას შემდეგ, რაც მეივენმა შენის-
თანების არსებობა უარყო, მათთვის ზუსტად ასეთი შანსია.
მართალია, კალი ჯარისკაცად აღიზარდა და ომის დროს
ყაზარმებში წვრთნიდნენ, იგი მომავალი მეფეც იყო. შეიძლე-
ბა მეივენივით ვერაგი არ არის, მაგრამ პოლიტიკური ალღო
სხვებზე არანაკლები აქვს.
136 მკითხველთა ლიგა
– გამოდის, ჩვენი გადარჩენილი ნებისმიერი ადამიანი
არა მარტო ბრძოლის ველზე იქნება მისთვის საფრთხე, არა-
მედ მის ტახტსაც დაემუქრება.
ის ეშმაკურად იღიმება და თავს ისევ კედელს აყრდნობს.
– რაღაც ხშირად ამბობ სიტყვას „ჩვენ“.
– ეგ ასე გაწუხებს? – ვეკითხები მე. ნიადაგს ვსინჯავ – თუ
კალს ჰიბრიდების მოძებნაზე დავიყოლიებ, შეიძლება მეივე-
ნისთვის დასწრების შანსი გაგვიჩნდეს.
მას ლოყაზე კუნთი უთრთის, რაც ერთადერთი მაჩვენებე-
ლია მისი მერყეობისა. პასუხის გაცემას ვერ ასწრებს, რადგან
ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფეხის ხმა ისმის. მისი დაბრუნებით
გაღიზიანებული კალი ოხრავს. როცა წამოდგომას დააპი-
რებს, ხელს ვიწვდი და ისევ სკამზე ვაბრუნებ.
– ნუ წამოუდგები, – ვჩურჩულებ მე და ისევ ვჯდები.
კალი მიჯერებს და სკამზე მოხერხებულად ჯდება, ხელებს
ფართო მკერდზე იწყობს. იმის ნაცვლად, რომ ფანჯარას ეცეს
ან კედელს მაგიდა შეალეწოს, მშვიდი და უშფოთველია, რო-
გორც ხორცშესხმული ლოდი, რომელიც მზად არის ნების-
მიერის გასაჭყლეტად, ვინც მიუახლოვდება. ნეტავ მართლა
შეეძლოს! ჩუმი ქვა რომ არა, აქ აალებულ ჯოჯოხეთს დაატ-
რიალებდა, მზეზე მეტად გაცხელდებოდა და იკაშკაშებდა.
მეც ნამდვილი ქარიშხალი ვიქნებოდი, მაგრამ ახლა მხო-
ლოდ გალიაში გამოკეტილი ორი თინეიჯერი ვართ.
მთელი ძალით ვცდილობ სიმშვიდის შენარჩუნებას, როცა
ფანჯარაში პოლკოვნიკს ვხედავ. ჩემი ბრაზის ნახვის სიამოვ-
ნებას არ მივანიჭებ, მაგრამ როცა მის გვერდით კილორნს
ვხედავ გულცივი და მკაცრი სახით, თითქოს ტანში რაღაც
მირტყამს. ამჯერად კალს უწევს ჩემი შეკავება, მუხლზე მა-
ჭერს ხელს და ადგომის საშუალებას არ მაძლევს.
137 მკითხველთა ლიგა
პოლკოვნიკი ცოტა ხანს გვიყურებს, თითქოს ამ სანა-
ხაობის დამახსოვრება უნდა – დაპატიმრებული პრინცისა და
ელვა-გოგონასი. ძალიან მინდა სისხლით დასვრილ შუშას
შევაფურთხო, მაგრამ თავს ვიკავებ. პოლკოვნიკი ზურგს
გვაქცევს და გრძელი, მოღუნული თითებით ნიშანს აძლევს.
ერთხელ, ორჯერ, ვიღაცას უხმობს. ან ანიშნებს, რომ მასთან
მიათრიონ.
ის ლომივით იბრძვის და პოლკოვნიკის მცველებს აიძუ-
ლებს მიწიდან მაღლა ასწიონ. ფარლის მუშტი ერთ-ერთს ყბა-
ში ხვდება, მაშინვე ძირს გაშხლართავს და ტყვეს ხელს უშ-
ვებს. მეორეს დერეფნის კედელზე ახეთქებს და იდაყვით კი-
სერს უმტვრევს. მომაკვდინებელი დარტყმები აქვს, იმაზე გა-
მიზნული, რომ მოწინააღმდეგე რაც შეიძლება მეტად
დააზიანოს. ვხედავ მის დალილავებულ დამატყვევებლებს,
მაგრამ მცველები ყველანაირად ცდილობენ არაფერი ავნონ
და მხოლოდ გააკავონ.
ალბათ, პოლკოვნიკის ბრძანებაა. ის თავის ქალიშვილს
ციხეში ჩასვამს, მაგრამ ხელით შეხების უფლებას არავის მის-
ცემს.
ჩემდა გულის გასახეთქად, უქმად კილორნიც არ დგას.
როცა მცველები ფარლის კედელზე აკრავენ და თითოეული
მათგანი თითო კიდურს ჩაჰფრენია, პოლკოვნიკი მეთევზე
ბიჭს ნიშანს აძლევს. ისიც აკანკალებული ხელებით აღმარ-
თავს ნაცრისფერ ყუთს. შიგნით შპრიცები მოჩანს.
შუშის მიღმა ფარლის ხმა არ მესმის, მაგრამ ტუჩებზე ად-
ვილად ვატყობ, რასაც ამბობს:
არა, არ გინდათ!

138 მკითხველთა ლიგა


– კილორნ, შეჩერდი! – ფანჯარა ჩემს ხელს ქვემოთ ცივი
და გლუვია. ზედ ვურტყამ და მისი ყურადღების მიქცევას
ვცდილობ, – კილორნ!
ის ყურსაც არ იბერტყავს, მხრებში იმართება, ზურგს მაქ-
ცევს და მის სახეს ვეღარ ვხედავ. პოლკოვნიკი საპირისპი-
როს აკეთებს, მე მიყურებს და არა შპრიცს, რომელიც მისი
ქალიშვილის კისერში ერჭობა. მის საღ თვალში რაღაც
ელავს – იქნებ სინანული? არა, მერყეობა არ სჩვევია. იმას
გააკეთებს, რაც საჭიროა.
როცა საქმეს რჩება, კილორნი უკან იხევს, ხელში ცა-
რიელი შპრიცი უჭირავს. იცდის, უყურებს, როგორ უძალიან-
დება ფარლი მცველებს, მაგრამ მოძრაობები უნელდება და
თვალები ეხუჭება, რადგან წამალი უკვე მოქმედებს. ბოლოს
მცველების ხელებში უგრძნობლად ჩაესვენება და ისინიც
ჩვენ პირდაპირ მდებარე საკნისკენ მიათრევენ. სანამ კარს
ჩაკეტავენ, იატაკზე აწვენენ და ჩემსა და კალივით გამომ-
წყვდეულს ტოვებენ.
მისი საკნის კარი რომ იკეტება, ჩვენი კარის საკეტი იხსნე-
ბა ჩხაკუნით.
– რემონტი გაქვთ? – ამბობს პოლკოვნიკი დამცინავი
ფრუტუნით და ჩაჭყლეტილ მაგიდას უყურებს. მას კილორნი
მოჰყვება და ჩვენს დასანახავად შპრიცებიან ყუთს ქურთუკში
მალავს. გვაფრთხილებს: თქვენც გერგებათ, თუ ზედმეტი მო-
გივათო. ის თვალს მარიდებს და ყუთს ჩაჰკირკიტებს. კარი
იკეტება და დერეფანში სადარაჯოდ ორი მცველი რჩება.
კალი სკამზე ზის და ავის მომასწავებლად იცქირება. ეჭვი
არ არის, იმაზე ფიქრობს, როგორ მოკლავდა პოლკოვნიკს
და მკვლელობის რომელი ხერხით მიაყენებდა უფრო მეტ
ტკივილს. ეს პოლკოვნიკმაც იცის და ქამარზე ჩამოკიდებული
139 მკითხველთა ლიგა
ბუდიდან მოკლე, მაგრამ მომაკვდინებელ პისტოლეტს იღებს,
რომელიც მის ხელში შეტევისათვის მომზადებულ დაგორ-
გლილ გველს ჰგავს.
– დაბრძანდით, მის ბაროუ, გთხოვთ, – ამბობს და პისტო-
ლეტიანი ხელით სკამზე მანიშნებს.
მის ბრძანებაზე დამორჩილება დანებებას ჰგავს, მაგრამ
არჩევანი არა მაქვს. ვჯდები, პოლკოვნიკი და კილორნი კი
თავზე გვადგებიან. პისტოლეტი და დერეფანში მომლოდინე
მცველები რომ არა, ყურადღებით რომ გვაკვირდებიან, შეიძ-
ლება შანსი გვქონოდა კიდეც. პოლკოვნიკი მაღალია, მაგ-
რამ ასაკოვანი, კალის ხელი მის ყელს ზუსტად მოერგებოდა.
კილორნს მე მოვუვლიდი, მის მოუშუშებელ ჭრილობებს სა-
ჩემოდ გამოვიყენებდი და მოღალატეს ძირს დავცემდი, მაგ-
რამ მას შემდეგ, რაც მათ მოვუვლიდით, კარი მაინც დაკეტი-
ლი იქნებოდა და მცველებიც იქვე იქნებოდნენ. ამ გაბრძო-
ლებით ვერაფერს მივაღწევდით.
პოლკოვნიკი დამცინავად იღიმება, თითქოს ჩემს ფიქრებს
კითხულობს:
– აჯობებს, სკამზე დარჩეთ.
– ბავშვების შესაკავებლად პისტოლეტი გჭირდებათ? – ვუ-
ტევ მას და მის იარაღს ვუსწორებ თვალს. სამყაროში ვერა-
ვინ გაბედავს, კალს ბავშვი უწოდოს, თუნდაც მისი უნარების
გარეშე. მარტო მისი სამხედრო წვრთნის გამოც კი სასიკვდი-
ლო საფრთხეა და ეს პოლკოვნიკმაც კარგად იცის. ის ჩემს
სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და წინ მიდგება, თან ჩასის-
ხლიანებულ თვალს თვალში მიყრის.
– იცით, რა, გაგიმართლათ, რომ ჰუმანური ადამიანი ვარ.
ჩემს ადგილას მას ბევრი არც აცოცხლებდა, – ის კალისკენ

140 მკითხველთა ლიგა


იქნევს თავს და ისევ მე მიყურებს, – ზოგიერთი კი თქვენც მას
მიგაყოლებდათ.
თვალს ვაპარებ კილორნისკენ იმ იმედით, რომ მიხვდება,
ვის მხარეს იჭერს. ის პატარა ბიჭივით წრიალებს. ისევ ბავ-
შვები რომ ვიყოთ, შიგ მუცელში ჩავაზელდი წიხლს.
– აქ იმიტომ კი არ გყავართ, რომ ჩემთან ყოფნა გსიამოვ-
ნებთ, – ამბობს კალი და პოლკოვნიკს თეატრალურ გამოს-
ვლას აწყვეტინებს, – მითხარით, რაში მიპირებთ გაცვლას?
პოლკოვნიკის რეაქცია ჩემთვის სრულიად საკმარისია.
კრიჭა ეკვრება, გაბრაზებული კბილს კბილზე აჭერს. თავად
უნდოდა ამ ყველაფრის თქმა, კალმა კი არ აცალა.
– გაცვლა, – ვბუტბუტებ მე, თუმცა უფრო სისინი გამომ-
დის, – ერთ-ერთ საუკეთესო იარაღს დაკარგავთ, რაც ხელთ
გაქვთ? ასეთი სულელი ხართ?
– არა იმდენად, რომ ვიფიქრო, ჩვენს მხარეზე
იბრძოლებს-მეთქი, – მპასუხობს პოლკოვნიკი, – არა, ეგ
უაზრო იმედი შენთვის შეინახე, ელვა-გოგონავ.
ნუ წამოეგები სატყუარას. მას სწორედ ეს უნდა. და მაინც,
მთელი ძალის დაძაბვა მჭირდება, რომ მხოლოდ მას ვუყუ-
რებდე და კალს არ შევხედო. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი,
სინამდვილეში ვის მხარეზეა ის, ან ვისთვის იბრძოლებს.
მხოლოდ ის ვიცი, ვის წინააღმდეგაა – მეივენის. ზოგი იფიქ-
რებს, რომ ეს თანამებრძოლებად გვაქცევს, მაგრამ კარგად
ვიცი, რომ ცხოვრება და ომი ასეთი მარტივი არ არის.
– ძალიან კარგი, პოლკოვნიკო ფარლი.
ის კრთება, როცა მის გვარს ვახსენებ. პირს ოდნავ იქით
აბრუნებს, თან ცდილობს საკანში მწოლიარე თავისი ქალიშ-
ვილისკენ არ გაიხედოს. ვამჩნევ, ეს ტკივილს აყენებს, რასაც
მომავალში გამოვიყენებ.
141 მკითხველთა ლიგა
მაგრამ პოლკოვნიკი დარტყმაზე დარტყმით მპასუხობს:
– მეფემ გარიგება შემოგვთავაზა, – ამბობს და მისი სიტ-
ყვები გულში დანასავით მესობა, – გაქცეული პრინცის სანაც-
ვლოდ მეფე მეივენი თანახმაა ჯარში გაწვევის ტრადიციული
ასაკი აღადგინოს. გაწვევა ისევ თვრამეტი წლიდან იქნება,
თხუთმეტის ნაცვლად, – ის თვალებს ხრის და ხმას იდაბ-
ლებს. წამით მეჩვენება, რომ მისი სასტიკი გამომეტყველების
მიღმა მამას ვხედავ. ის სასიკვდილოდ გაგზავნილ ბავშვებზე
ფიქრობს, – ეს სასარგებლო შეთანხმებაა.
– ძალიან სასარგებლო, – ვეთანხმები მაშინვე, თან მკაც-
რი კილოთი შიშის დაფარვას ვცდილობ, – მეივენი არასოდეს
დათანხმდება ასეთ გარიგებას, არასოდეს.
ჩემს მარცხნივ მჯდარი კალი ნელა ოხრავს. ის ხელებს ერ-
თად აწყობს და ამ დღეებში დაშავებულ თითებს შლის. მათ
ერთიმეორის მიყოლებით ათამაშებს, ყურადღების გადატა-
ნას ცდილობს იმისგან, რაზეც ფიქრი არ უნდა.
– მაგრამ თქვენ არჩევანი არა გაქვთ, – ამბობს კალი და,
როგორც იქნა, თითებს აჩერებს, – თუ გარიგებაზე უარს იტ-
ყვით, მათ დასაღუპავად გაწირავთ.
პოლკოვნიკი თავს უქნევს.
– გეთანხმებით. დარდი ნუ გაქვთ, ტიბერიას, თქვენი სიკ-
ვდილი ათასობით უდანაშაულო ბავშვს გადაარჩენს. მხო-
ლოდ მათ გამო ხართ ცოცხალი.
ათასობით. რა თქმა უნდა, კალის სიკვდილი ამად ღირს,
მაგრამ ჩემი გულის ყველაზე ბნელ, ცივ უფსკრულში ვიცი,
რომ ამას ვერ დავეთანხმები. კალი მეომარია, წინამძღოლი,
მკვლელი, მონადირე... და შენ ის გჭირდება.
არა მარტო ამის გამო.

142 მკითხველთა ლიგა


კალის მზერაში რაღაც კრთის. ჩუმი ქვა რომ არა, ვიცი, ხე-
ლებზე ალი აენთებოდა. ოდნავ იხრება წინ, თეთრ კბილებს
კრეჭს და ისე აგრესიულად, მხეცურად გამოიყურება, რომ
მგონია, სადაცაა ეშვებს დავინახავ.
– მე შენი კანონიერი მეფე ვარ, დაბადებით ვერცხლისფე-
რი, – ამბობს ბრაზით, – მხოლოდ იმის გამო ხარ ცოცხალი,
რომ ამ ოთახში ჟანგბადის აალება არ შემიძლია.
კალისგან ასეთი მუქარა არასოდეს მსმენია და გულ--
მუცელი მეწვის. ამას მუდამ მშვიდი და აუღელვებელი პოლ-
კოვნიკიც გრძნობს. ის სწრაფად იხევს უკან და ლამის კი-
ლორნს ეჯახება. ფარლის მსგავსად მასაც რცხვენია თავისი
შიშის და წამით მისი სხეული ამ სისხლიანი თვალის შესაფე-
რისი მეჩვენება – უცებ ხელფეხიან პამიდორს ვამსგავსებ.
მაგრამ პოლკოვნიკი ასე ადვილად გასატეხი კაცი არ არის და
შიშს მაშინვე იმორჩილებს. ის მოთეთრო-ქერა თმას ისწო-
რებს, მაგრად იტკეპნის და ოხვრით იდებს ბუდეში პისტო-
ლეტს.
– თქვენი გემი ამაღამ გადის, თქვენო უდიდებულესობავ,
– ამბობს და თავის ტრიალით კისრის მალებს ატკაცუნებს, –
გირჩევთ, მის ბაროუს გამოემშვიდობოთ. ეჭვი მაქვს, რომ ვე-
ღარასოდეს ნახავთ.
ხელს ვაჭდობ სკამს და ცივ, უხეშ რკინას ვუჭერ. ნეტავ
ევანგელინ სამოსი ვიყო, ამ სკამს პოლკოვნიკს კისერზე ისე
შემოვახვევდი, რომ რკინის გემოს იგრძნობდა და ორივე
თვალი სისხლით აევსებოდა.
– მერს რას უპირებთ?
ახლაც კი, როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია, იმდენად
სულელია, რომ ჩემზე ღელავს?!

143 მკითხველთა ლიგა


– თვალს არ მოვაცილებთ, – ეჩრება ჩვენს ლაპარაკში კი-
ლორნი, საკანში შემოსვლიდან პირველად იღებს ხმას. ხმა
უკანკალებს. ასეც უნდა იყოს. ამ ლაჩარს ყველაფრის უნდა
ეშინოდეს, ჩემი ჩათვლით, – გუშაგებს მივუჩენთ, მაგრამ
არაფერს ვავნებთ.
ვხედავ, პოლკოვნიკი უკმაყოფილოა, იღუშება. ალბათ, ჩე-
მი მოკვლაც უნდა. საინტერესოა, ვინ არის ის, ვისაც უფრო
დიდი გავლენა აქვს და ჩემი სიკვდილი არ დაანება? ალბათ,
ფარლის ნახსენებ სარდლობაშია ვინმე.
– ასე მოექცევით ჩემისთანებს? – ვუღრენ პოლკოვნიკს და
სკამიდან ვდგები, – ჰიბრიდებს? შეიდსაც გამოკეტავთ ცხოვე-
ლივით აქ გალიაში, სანამ მორჩილებას არ ვისწავლით?
– ეგ მასზეა დამოკიდებული, – მშვიდად მპასუხობს პოლ-
კოვნიკი. მისი თითოეული სიტყვა დანასავით მსერავს, –
აქამდე ის კარგი ჯარისკაცი იყო. როგორც შენი მეგობარი, –
ის ცალ ხელს კილორნს ადებს მხარზე. სახეზე მამობრივი
სიამაყე ეხატება, ის, რაც კილორნს არასოდეს ჰქონია. ამდენ-
ხნიანი ობლობის შემდეგ ისეთი საშინელი მამის ყოლაც კი,
როგორიც პოლკოვნიკია, ალბათ, კარგი გრძნობა არ უნდა
იყოს, – უმისოდ თქვენი აქ გამომწყვდევის არც საბაბი მექნე-
ბოდა და არც შესაძლებლობა.
მხოლოდ ის შემიძლია, რომ კილორნს ვუყურო და იმედი
მქონდეს, რომ ეს მზერა მისთვის ისეთივე მტკივნეულია, რო-
გორი ტკივილიც მე მომაყენა.
– ალბათ, ძალიან ამაყობ.
– ჯერ არა, – მპასუხობს მეთევზე ბიჭი.
ვერასოდეს შევამჩნევდი ამას, რომ არა სოფელში ერთად
გატარებული წლები, როცა ვქურდობდით და ვირთხებივით
საათობით მალულად დავსუნსულებდით. კილორნის მოძ-
144 მკითხველთა ლიგა
რაობები ადვილი წასაკითხია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
როცა წელში იხრება და მხრებს იჩეჩს, ეს თითქოს ბუნებრივი
მოძრაობებია, მაგრამ ბუნებრივი არაფერია იმაში, რის გაკე-
თებასაც ახლა ცდილობს – მისი ქურთუკის ქვედა ნაწილი იზ-
ნიქება და შპრიცებიანი ყუთის ოთხკუთხედი ფორმა იკვეთე-
ბა. ის სულ უფრო ქვემოთ ჩამოდის, ქსოვილზე მოსრიალებს.
– ვაი, – ყვირის ის, როცა ყუთი ხელიდან უვარდება და
პოლკოვნიკის ხელს იშორებს. ყუთი ჰაერში იხსნება და შპრი-
ცები იატაკზე იფანტება, ტყდება და ჩვენს ფერხთით წამალი
იღვრება. სხვა იფიქრებდა, ყველა დაიმსხვრაო, მაგრამ ჩემი
გაწვრთნილი თვალი მაშინვე ამჩნევს ერთ მთელ შპრიცს,
რომელსაც ნახევრად ფარავს კილორნის შეკრული მუშტი.
– ჯანდაბა, ბიჭო, – ამბობს პოლკოვნიკი და მაშინვე დაბ-
ლა იხრება. ყუთისკენ იწვდის ხელს, რაღაცის ამოღება უნდა,
მაგრამ მისდა საუბედუროდ კისერში შპრიცს იღებს.
ის გაოგნებულია და ეს წამს აძლევს კილორნს, რომელიც
მაშინვე უშვებს წამალს პოლკოვნიკის ვენაში. ფარლის
მსგავსად ისიც გაბრძოლებას ცდილობს და კილორნს სახეში
ურტყამს. ის უკან ვარდება და შორეულ კედელს ეხეთქება.
სანამ პოლკოვნიკი ხელს კიდევ გაიქნევს, სკამიდან წა-
მოფრენილი კალი მას ფანჯარაზე აჭყლეტს. ტბებისქვეყნელი
ჯარისკაცები უმწეოდ გვიყურებენ ფანჯრის მეორე მხრიდან
და შაშხანები ამაოდ მოუმარჯვებიათ, კარს ხომ ვერ გააღებენ
და ორი ურჩხულის გალიიდან გამოსვლას ხომ ვერ გარისკა-
ვენ.
წამლისა და კალის წონის წყალობით პოლკოვნიკი მაშინ-
ვე ითიშება. ფანჯრიდან ჩამოცურდება, მუხლები ეკეცება და
იატაკს ასკდება. თვალდახუჭული არც ისეთი საშიში ჩანს. შე-
იძლება ითქვას, ნორმალურადაც კი გამოიყურება.
145 მკითხველთა ლიგა
– ვაი, – გაისმის იმ მხრიდან, სადაც კილორნი დგას და
ლოყას იზელს. თუნდაც წამლით გაბრუებული იყოს, პოლ-
კოვნიკს ძლიერი დარტყმა აქვს. კილორნს უკვე სახე ულურ-
ჯდება. დაუფიქრებლად, სწრაფად მივდივარ მისკენ.
– არაფერია, მერ, არაფერი მიჭირს...
მაგრამ დასამშვიდებლად კი არ მივდივარ მისკენ, მეორე
ლოყაში ვურტყამ მუშტს და თითის სახსრები ძვლებს ხვდება.
ის ღმუის და ჩემი დარტყმის ძალისგან უკან იხევს, ლამის
დაეცეს.
ხელის ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ და ტაშს ვუკრავ.
– ახლა სახის ორივე მხარე ერთნაირი გაქვს.
მერე ვეხვევი, ხელებს სალტესავით ვუჭერ. ის კრთება,
ისევ ტკივილს ელის, მაგრამ მალე დუნდება.
– აქ მაინც დაგიჭერდნენ. ვიფიქრე, უფრო გამოვადგები,
თუ მასთან ერთად არ ვიქნები გამოკეტილი-მეთქი, – ოხრავს
ის, – ხომ გითხარი, მენდე-მეთქი, რატომ არ დამიჯერე?
ამაზე პასუხი არა მაქვს.
ფანჯარასთან მდგარი კალი ხმამაღლა ოხრავს და ამით
ცდილობს გაგვახსენოს, რომ წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება
გველის.
– შენს სიმამაცეს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ შენი გეგმა
ამ ნაგვის ტომრის მიძინებაზე შორს თუ მიდის? – ის პოლკოვ-
ნიკს წაჰკრავს ფეხს და თან თითით ფანჯრისკენ გვანიშნებს,
საიდანაც ისევ გვიყურებენ მცველები.
– თუ კითხვა არ ვიცი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სუ-
ლელი ვარ, – ამბობს კილორნი მისთვის ოდნავ უჩვეულო
ხმით, – ფანჯარას უყურეთ. ეს შეიძლება ნებისმიერ წამს მოხ-
დეს.

146 მკითხველთა ლიგა


ზუსტად ათი წამი. სწორედ ამდენ ხანს ვუყურებთ ფანჯა-
რას, როცა ნაცნობ სახეს ვხედავთ. შეიდია, ბევრად მომჯობი-
ნებული ჩანს, ვიდრე ჰოსპიტალში ამ დილას. ორ ფეხზე დგას,
დაშავებულ ფეხზე არტაშანი ადევს, მხარზე კი სახვევები
მოუჩანს. ის ყავარჯენს კეტივით იქნევს და ორივე გუშაგს ისე
სწრაფად ურტყამს, ისინი იმასაც ვერ იგებენ, რა მოხდა.
იატაკზე მძიმედ ეცემიან, სახეზე სულელური გამომეტყველე-
ბა შეჰყინვიათ.
საკნის კლიტე გაღებისას სასიამოვნო ხმას გამოსცემს, კა-
ლი მაშინვე კარისკენ გარბის და ფართოდ აღებს. ის დერე-
ფანში გადის და ჰაერს ხარბად ყლაპავს. ნელი ნაბიჯით მივ-
ყვები და შვებით ამოვისუნთქავ, როდესაც ჩუმი ქვის ზეწოლა
ქრება. ღიმილით მოვიხმობ ნაპერწკლებს თითებზე და ვუყუ-
რებ, როგორ ტკაცუნობენ და დაქრიან ჩემს კანზე.
– მომენატრეთ, – ვეუბნები ჩემს უძვირფასეს მეგობრებს.
– უცნაური ვინმე ხარ, ელვა-გოგონავ.
ჩემდა გასაკვირად თავისი საკნის გაღებულ კარს ფარლი
მიჰყრდნობია, შესახედავად ნამდვილი სიმშვიდის განსა-
ხიერებაა. მის სახეზე წამლის კვალი სულ არ ჩანს, რასაკვირ-
ველია, თუკი იმოქმედა.
– მედდებთან მეგობრობა საჭიროა, – ამბობს კილორნი
და მხარზე მიბიძგებს, – ლენას ყურადღების მოსადუნებლად
მომხიბლავმა ღიმილმაც იკმარა და ყუთში სრულიად უვნებე-
ლი წამალი შევაპარე.
– გული დასწყდება, როცა შენი წასვლის ამბავს შეიტყობს,
– პასუხობს ფარლი და ტუჩებს ბუსხავს, – საბრალო გოგო.
კილორნი დამცინავად იღიმება, თან მე მიყურებს.
– ჩემი დარდიც ეგ იყოს.

147 მკითხველთა ლიგა


– ახლა რაღას ვაპირებთ? – გვეკითხება კალი, მასში ისევ
ჯარისკაცი იღვიძებს. გაცვეთილ ტანსაცმელში გამოწყობილი
დაძაბული დგას, თავს აქეთ-იქით ატრიალებს და დერეფნის
ყოველ კუთხეს ზვერავს.
პასუხად შეიდი უწვდის ხელს, მტევნით დაბლა.
– ახლა გადავხტებით, – ამბობს ის.
პირველი მე ვკიდებ ხელს მკლავზე და მაგრად ვუჭერ. შე-
იძლება კილორნს, კალს ან სხვებს არ ვენდობოდე, მაგრამ
ჩვენს საოცარ უნარებს ვენდობი. და კიდევ, ძალას... და ძა-
ლაუფლებას. კალის ცეცხლით, ჩემი ელვითა და შეიდის სის-
წრაფით აღჭურვილებს წინ ვერავინ დაგვიდგება.
სანამ ერთად ვართ, ციხეში ვეღარავინ გამომკეტავს.

148 მკითხველთა ლიგა


თავი 9

ბუნკერი ჩვენ თვალწინ შუქისა და ფერების ნარევად მიქ-


რის. ამას მხოლოდ წამით ვხედავ, როცა შეიდი ისკუპებს და
შენობიდან ვხტებით. მისი მკლავები თითქოს ყველგანაა და
ყველას შეგვიძლია ჩაჭიდება. ძალიან ძლიერია საიმისოდ,
რომ ყველა ერთად აგვიტაცოს და ამიტომ უკან არავინ
გვრჩება.
ვხედავ კარს, კედელს, იატაკს, თითქოს ჩემკენ მოდის. გუ-
შაგები ყოველ მოსახვევში მოგვდევენ, ყვირიან, გვესვრიან,
მაგრამ ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდებით. აგერ ხალხით
სავსე ოთახშიც დავეშვით, სადაც ელექტრობა უხვად არის.
ყველგან ეკრანები და რადიოაპარატურა დგას. ერთ კუთხეში
დახვავებულ კამერებსაც მოვკარი თვალი. სანამ ოთახში
მყოფები შეგვამჩნევენ, ვხტებით.
მერე მზით გაჩახჩახებულ ნავსადგურში ვართ და შუქი
თვალს მჭრის. ამჯერად ტბებისქვეყნელები იმდენად ახლოს
მოდიან, რომ ამ ნათელ საღამოს მათ ფერმკრთალ სახეებს
ვხედავ. შემდეგ ფეხქვეშ ქვიშას ვგრძნობ. კიდევ ერთი ნახ-
ტომი და, უკვე ასფალტზე ვართ. კიდევ ერთხელ ვისკუპებთ
და აეროდრომის ერთი ბოლოდან პირდაპირ ანგარში გადავ-
დივართ. შეიდი დაძაბულობისგან კრთება, კუნთები ეჭიმება,
კისერზე ვენები ებერება. კიდევ ერთი ნახტომიც და, ანგარში
ვართ. აქ გრილა და შედარებით სიჩუმეა. როცა, ბოლოს და
ბოლოს, სამყარო ტრიალს წყვეტს, ლამის წავიქცე. გული მე-
რევა, მაგრამ კილორნი ხელს მაშველებს და ფეხზე დგომაში

149 მკითხველთა ლიგა


მეხმარება, რათა ჩემი თვალით ვნახო, რისთვის მოვედით ამ
სიშორეზე.
ანგარში ორი რეაქტიული თვითმფრინავი დგას, მუქი
ფრთები ფართოდ გაუშლიათ. ერთი უფრო პატარაა, ერთკა-
ციანი, ვერცხლისფერი კორპუსი აქვს და ფრთები ნარინჯის-
ფერი დაბოლოებით. ვფიქრობ ნაოხარზე, ფერფლის ქალაქ-
ზე, და სწრაფ, მომაკვდინებელ თვითმფრინავებზე, ზემოდან
რომ ცეცხლი გვაწვიმეს და მისი სახელწოდება მახსენდება –
სნეპდრეგონი. მეორე, უფრო დიდი თვითმფრინავი, სულ შა-
ვია და ავის მომასწავებელი ჩანს. გრძელი კორპუსი აქვს.
მსგავსი არაფერი მინახავს და მაინტერესებს, კალს მაინც თუ
უნახავს ასეთი თვითმფრინავი. სწორედ მას მოუწევს მისი
მართვა, თუ ფარლის კიდევ ერთი სიურპრიზი არა აქვს შემო-
ნახული, მაგრამ ის ისე თვალებგაფართოებული უყურებს
თვითმფრინავს, ეს ძალიან მეეჭვება.
– აქ რას აკეთებთ? – ხმა ანგარის კედლებზე აირეკლება
და უცნაურ ექოდ გაისმის. კაცი, რომელიც „სნეპდრეგონის“
ფრთის ქვემოდან გამოდის, ჯარისკაცს არ ჰგავს. ტბებისქვეყ-
ნელების ლურჯი უნიფორმა კი არა, ნაცრისფერი სამუშაო
კომბინეზონი აცვია. ზეთიანი ხელები გაშავებია, რაც იმის ნი-
შანია, რომ ჩვენ წინაშე მექანიკოსია. ის გვათვალიერებს, კი-
ლორნის დალურჯებულ ლოყებსა და შეიდის ყავარჯენს
გაოცებული უყურებს, – მე... მე ზემდგომებს უნდა შევატყობი-
ნო.
– შეატყობინე რა, – უღრენს ფარლი კაპიტნის შესაფერისი
მბრძანებლური კილოთი. მისი ნაიარევისა და სახის გამო-
მეტყველების შემხედვარეს მიკვირს, როგორ არ მისდის გუ-
ლი მექანიკოსს, – პოლკოვნიკისგან მკაცრი მითითებები

150 მკითხველთა ლიგა


გვაქვს, – ის ხელს იქნევს და კალს შავ თვითმფრინავზე ანიშ-
ნებს, – ახლა კი ანგარის კარი გააღე!
მექანიკოსი ისევ რაღაცას ბლუკუნებს, კალს კი თვით-
მფრინავის კუდისკენ მივყავართ. როცა ფრთის ქვეშ გავდი-
ვართ, ის ხელს ცივ ფოლადს უსვამს.
– „ბლექრანი“, – ამბობს ხმადაბლა, – დიდი და სწრაფი...
– ...და მოპარული, – ვამატებ მე.
ის მშვიდად მიქნევს თავს, რადგან იმავე დასკვნამდე მი-
დის.
– დელფის აეროდრომიდან.
ეს ვარჯიში იყოო, თქვა დედოფალმა ელარამ დიდი ხნის
წინ, სადილზე. მან სალათის ჩანგლის აქნევით უარყო ჭორი
მოპარული თვითმფრინავების შესახებ და აწ გარდაცვლილი
პოლკოვნიკი მაკანტოსი ქალბატონების წინაშე დაამცირა.
მაშინ მეგონა, ცრუობდა და „ალისფერი მცველის“ საშიშ-
როების მიჩქმალვა სურდა, ახლა მეც ეს ამბავი, ცოტა არ
იყოს, დაუჯერებლად მეჩვენება – ვინ მოიპარავდა თვით-
მფრინავს, თან ერთს კი არა, ორს? როგორც ჩანს, „ალისფერ
მცველს“ შეეძლო და ასეც მოიქცნენ.
„ბლექრანის“ უკანა მხარე, კუდის ქვეშ, პირივითაა დაფჩე-
ნილი და ტვირთის ჩასატვირთ-გადმოსატვირთ პანდუსს
ქმნის. ეს ტვირთი ჩვენ ვართ. პირველი შეიდი შედის, თან ყა-
ვარჯენს ეყრდნობა, ძალის მეტისმეტი დაძაბვის გამო ოფ-
ლიანი, ფერმკრთალი სახე აქვს. ამდენმა გადახტომამ ქანცი
გააცალა. მას კილორნი მიჰყვება და მეც მიმათრევს, უკან კა-
ლი მოგვყვება. შიგნით შესულს ისევ მესმის ფარლის ხმა,
რომელიც თითქმის თვალშეუდგამ სიბნელეში ფუსფუსებს.
ორივე მხარეს სკამებია ჩარიგებული, თითოეულ მათგან-
ზე ზეგამძლე ღვედებია. აქ, სულ ცოტა, ორი დუჟინი ადამიანი
151 მკითხველთა ლიგა
მაინც დაეტევა. საინტერესოა, ბოლოს სად იყო ეს თვით-
მფრინავი და ვინ მიჰყავდა? დაიღუპნენ თუ გადარჩნენ? მათ
ბედს ჩვენც ხომ არ გავიზიარებთ?
– მერ, ზემოთ მჭირდები, – ამბობს კალი და თვითმფრინა-
ვის ცხვირისკენ მიდის. მძიმედ ეხეთქება პილოტის სკამზე და
ჩემთვის სრულიად უცნობი ღილაკების, ბერკეტებისა და სხვა
მოწყობილობების პანელს უყურებს. ყველა სკალასა და ინ-
დიკატორზე 0-ია გამოსახული, თვითმფრინავში კი სიჩუმეს
მხოლოდ ჩვენი გულისცემა არღვევს. მისი სქელი შუშის მიღ-
მა ანგარის კარს ვხედავ, რომელიც ისევ დაკეტილია, და
ფარლის, ისევ მექანიკოსს რომ ეკამათება.
ოხვრით ვჯდები კალის გვერდზე და ღვედებს ვიკრავ.
– აბა, რა უნდა გავაკეთო?
თითოეულ ბალთას ტკაცუნით ვიკრავ. თუ ავფრინდებით,
სულაც არ მინდა აქეთ-იქით მიხეთქება.
– თვითმფრინავს ბატარეები აქვს, მაგრამ ხელის წაკვრა
სჭირდება და არა მგონია, ის მექანიკოსი დაგვეხმაროს, – ამ-
ბობს თვალანთებული, – გააკეთე, რაც ყველაზე კარგად გა-
მოგდის.
– ახლავე, – ვეუბნები მტკიცედ.
ჩემი სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორიც ჩემი ნაპერ-
წკლები. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს იგივეა, რაც ნათუ-
რის ან კამერის ჩართვა. ოღონდ თვითმფრინავი ცოტა უფრო
დიდი და რთული მექანიზმია, და ბევრად მნიშვნელოვანიც.
საინტერესოა, შევძლებ თუ არა „ბლექრანის“ ამოქმედებას.
მახსენდება ელვა, მოთეთრო-იისფერი და მძლავრი, რომე-
ლიც ძვლების არენაზე ზეციდან ჩამოიჭრა და ვხვდები, რომ
შევძლებ. თუ ქარიშხლის გამოწვევა შემიძლია, თვითმფრი-
ნავის დაქოქვაც გამომივა.
152 მკითხველთა ლიგა
გაშლილ ხელებს პანელზე ვაწყობ. არ ვიცი, რა უნდა ვიგ-
რძნო, ჯერჯერობით ვერაფერი. თითებს ფოლადზე ვათამა-
შებ, ვეძებ რამეს, რასთანაც კავშირს დავამყარებ, ნებისმიერ
ნივთს, რაც გამომადგება. კანზე ნაპერწკლები მიელავს, უკვე
მზად არიან.
– კალ, – ვბუტბუტებ მე, არ მინდა წამოკივლება გამომივი-
დეს.
ის მიგებს და სწრაფად მუშაობს, პანელის ქვემოთ რაღა-
ცას ჰკიდებს ხელს და კიდეებზე შემომდნარი ფოლადის ყუთი
ჭრიალით იხსნება. კალი დაკვირვებით უყურებს პანელის ბუ-
დეს. ერთმანეთში ჩახლართულ სადენებს ვხედავ და ჩემი ვე-
ნები მახსენდება. მხოლოდ მათი ჩართვაა საჭირო. უყოყმა-
ნოდ ვადებ ხელს სადენებს და მათკენ ნაპერწკლებს ვუშვებ.
ისინი თვითონ ეძებენ დანიშნულების ადგილს. როცა თითე-
ბით ერთ სქელ სადენს მოვსინჯავ, მრგვალ, გლუვ ზონარს,
რომელიც ზუსტად ჯდება ჩემს ხელში, თავს ვერ ვიკავებ და
მეღიმება. თვალებს ვხუჭავ ყურადღების კონცენტრირების-
თვის. ვიძაბები და ჩემს ძალას სადენისკენ წარვმართავ. ის
მთელ თვითმფრინავს დაივლის, იტოტება და სხვადასხვა მი-
მართულებით მიდის, მაგრამ ნაპერწკლების ნაკადს არ
ვწყვეტ. როცა ისინი ძრავასა და ვეება ბატარეებში აღწევენ,
სადენს ხელს უფრო ვუჭერ და ფრჩხილები კანში მესობა. მი-
დი! ვგრძნობ, როგორ იღვრება ჩემი ენერგია ბატარეებში,
როგორ მუხტავს მათ, სანამ მათში ჩამალულ მუხტსაც არ მივ-
წვდები. თავს ვხრი, პანელისკენ ვიხრები, ცივი ფოლადი
აწითლებულ კანს მიმშვიდებს. ძალის ბოლო დაძაბვაც და,
თვითმფრინავი ცოცხლდება, კედლებიდან და სადენებიდან
ენერგია გადმოსკდა. ამას ჩემი თვალით ვერ ვხედავ, მაგრამ
ვგრძნობ.
153 მკითხველთა ლიგა
– ყოჩაღ, – ამბობს კალი და წამით მხარზე ხელს მიჭერს.
მისი შეხება დიდხანს არ გრძელდება, ჩვენ ხომ შევთან-
ხმდით. ახლა სხვა რამეზე ფიქრის დრო არ არის. თვალებს
ვახელ და ვხედავ, როგორ დაატარებს ხელს პანელის ბერკე-
ტებზე, თითქოს ალალბედზე აჭერს თითს ჩამრთველებს და
სახელურებს ასწორებს.
უკან ვიხევ და მხარზე ისევ ვიღაც მადებს ხელს. კილორ-
ნია, მაგრამ მისი შეხება უცნაურად ნაზია. ის მე კი არა, თვით-
მფრინავს ათვალიერებს და სახეზე შიში და აღტაცება ეხატე-
ბა. პირდაღებული და თვალებგაფართოებული, ბავშვს ჰგავს.
„ბლექრანში“ თავს მეც პატარად ვგრძნობ, სადაც არის იმას
გავაკეთებთ, რაზეც არც გვიოცნებია. მეთევზე ბიჭი და ელვა-
გოგონა მალე აფრინდებიან.
– ხომ არ ჰგონია, რომ კედელში გავივლით? – ბუტბუტებს
კალი და აღარ იღიმება. უკან იხედება და თვალით ვიღაცას
ეძებს – მე კი არა, ჩემს ძმას, – შეიდ!
ჩემს ძმას ისეთი სახე აქვს, თითქოს სადაცაა გული წაუვა
და უხალისოდ უქნევს თავს.
– ამხელა და ასეთ რთულ მექანიზმს ვერ გადავახტუნებ,
თუნდაც საუკეთესო ფორმაში ვიყო, – ამის თქმა მისთვის
მტკივნეულია, თუმცა სასირცხვილო არაფერი აქვს. მაგრამ
შეიდი გვარად ბაროუა და ჩვენ საკუთარი სისუსტის აღიარება
არ გვიყვარს, – მაგრამ შემიძლია ფარლი მოგიყვანოთ, – ამ-
ბობს და ხელებს ღვედის ბალთებზე უსვამს.
კილორნი ჩემს ძმას ჩემსავით კარგად იცნობს და ისევ
სკამზე სვამს.
– მკვდარი არაფერში გამოგვადგები, ბაროუ, – ამბობს და
ნაძალადევად იკრიჭება, – მე გავაღებ იმ კარს.

154 მკითხველთა ლიგა


– თავს ნუ შეიწუხებ, – ვეუბნები მე და გარეთ ვიყურები.
ჩემს ენერგიას გარეთ მივმართავ და ანგარის კარი გრუხუნით
იღება. მიწიდან ნელა, თანაბრად იწევა. მექანიკოსი თვალებს
აჭყეტს, უყურებს, როგორ მოძრაობს კარის ამძრავი მექანიზ-
მი, ფარლი კი ადგილიდან წყდება და კართან მირბის. უკან
გრძელი ჩრდილებით დაზოლილი მზის შუქი მიჰყვება. გარეთ
ორი დუჟინი ჯარისკაცი დგას და გასასვლელს კეტავს. არა
მარტო ტბებისქვეყნელები, არამედ ფარლის ხელქვეითი წი-
თელი აჯანყებულებიც არიან, წითელი ლენტებითა და შარფე-
ბით. „ბლექრანისკენ“ აქვთ შაშხანები მოშვერილი, მაგრამ
ყოყმანობენ, სროლა არ უნდათ. გულზე მეშვება, როცა მათ
შორის ბრისა და ტრემის ვერ ვხედავ.
ერთ-ერთი ტბებისქვეყნელი წინ გამოდის, თუ მის მუნდირ-
ზე არსებული თეთრი ზოლებით ვიმსჯელებთ, კაპიტანი ან
ლეიტენანტი უნდა იყოს. ცალხელგაშვერილი რაღაცას გაჰ-
ყვირის, მის ტუჩებზე სიტყვა „შეჩერდით“ იკითხება, მაგრამ
ძრავის ღმუილის გამო მისი ხმა არ გვესმის.
– მიდით! – ყვირის ფარლი და უცებ თვითმფრინავის კუდ-
თან მორბის, თვითმფრინავში შემოდის, უახლოეს სკამზე
ჯდება და აკანკალებული ხელებით იკრავს ღვედს.
კალს გამეორება არ სჭირდება. ხელებს გაორმაგებული
ენერგიით ამუშავებს, ატრიალებს და ღილაკებზე აჭერს, თით-
ქოს ეს მისთვის ჩვეული ამბავი იყოს. მაგრამ მესმის, როგორ
ბუტბუტებს რაღაცას, ჩუმად უმეორებს საკუთარ თავს, რა უნ-
და გააკეთოს. „ბლექრანი“ წინ გაიჭრა, ბორბლები
ტრიალებს, უკანა პანდუსი ზემოთ იწევს და სისინით იხურება
პნევმატურად. უკან დასახევი გზა აღარ გვრჩება.

155 მკითხველთა ლიგა


– კარგი, აბა, ავაფრინოთ ეს მანქანა, – ამბობს კალი და
აღელვებული უბრუნდება პილოტის სავარძელს. ბერკეტს გა-
დასწევს და თვითმფრინავიც ემორჩილება.
იგი პირდაპირ ჯარისკაცებისკენ მიქრის. შემზარავი სანა-
ხაობის მოლოდინში კბილს კბილზე ვაჭერ, მაგრამ ისინი უკ-
ვე გაურბიან „ბლექრანსა“ და მის შურისმაძიებელ პილოტს.
ანგარიდან მივქრით, ყოველ წამს ვუმატებთ სიჩქარეს და
ორომტრიალში ასაფრენ ზოლს ვეძებთ. ყაზარმების გას-
წვრივ მანქანები მოგრიალებენ, ჩვენკენ უჭირავთ გეზი, ჯა-
რისკაცების რაზმი დაუნდობლად გვაყრის ტყვიებს ანგარის
სახურავიდან. ისინი ფოლადის კორპუსს ხვდება, მაგრამ
ვერც კი კაწრავს. „ბლექრანი“ გამძლე მასალისგანაა აწყობი-
ლი და სვლას არ ანელებს, მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და სა-
ვარძლებში გვარწევს.
მთავარ დარტყმას კილორნი იღებს, რადგან უსაფ-
რთხოების ღვედი კარგად არ დაუმაგრებია. თავს კედელს
ახეთქებს და იგინება, თან დალურჯებულ სახეს ხელებით
იცავს.
– ამ წყეული მანქანის მართვა მართლა შეგიძლია? –
ღრიალებს და მთელ ბრაზს კალზე ანთხევს.
კალი დამცინავი ღიმილით განაგრძობს საქმეს და თვით-
მფრინავს მაქსიმალურ სიჩქარეს აკრეფინებს. ილუმინატო-
რიდან ვხედავ, რომ მანქანები ვეღარ გვეწევიან და ჩერდები-
ან. ასაფრენი ზოლი, ღია ნაცრისფერი გზა, უკვე მთავრდება.
მწვანე ბორცვებსა და ხეებს ასეთი ავის მომასწავებელი შესა-
ხედაობა არასდროს ჰქონია.
– კალ, – ვღმუი იმ იმედით, რომ ძრავის გუგუნში ჩემს ხმას
გაიგონებს, – კალ!

156 მკითხველთა ლიგა


ჩემ უკან კილორნი ღვედის ბალთას აწვალებს, მაგრამ თი-
თები ისე უკანკალებს, რომ ვერაფერს ხდება.
– ბაროუ, ერთხელ გადახტომა მაინც თუ შეგიძლია? – ყვი-
რის ის და ჩემს ძმას გაჰყურებს.
როგორც ჩანს, შეიდს არაფერი ესმის. წინ იყურება, სახე
შიშისგან გასთეთრებია. ბორცვებს ვუახლოვდებით, სულ
რამდენიმე წამის სავალზე ვართ. გონებაში ვხედავ, როგორ
ეჯახება მათ თვითმფრინავი, წამით ჩერდება, მერე ცხვირით
წინ იხრება და ფეთქდება. ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი
კალს მაინც ვერაფერს დააკლებს.
მაგრამ ის სიკვდილის უფლებას არ მოგვცემს, დღეს არა.
სწრაფად ამოძრავებს მომდევნო ბერკეტს, ხელზე ვენები ებე-
რება და უცებ ბორცვებს ისე ვშორდებით, თითქოს მაგიდას
სუფრა ააცალესო. უკვე კუნძულს კი არა, შემოდგომის ლურჯ
ცას ვხედავ. მიწის გაქრობასთან ერთად სუნთქვა მეკვრის,
რადგან უკვე ცაში ვართ. წნევა სავარძელს მაკრავს და ყურე-
ბი მტკივნეულად მიგუბდება. ჩემ უკან კილორნი ყვირილს
იკავებს, შეიდი ჩუმად იგინება. მხოლოდ ფარლი დუმს და გა-
ოგნებულს თვალები დაუჭყეტია.
ბოლო რამდენიმე თვეა ბევრი უცნაურობა ვნახე, მაგრამ
ფრენას ვერაფერი შეედრება. რა მკვეთრი კონტრასტია, რო-
დესაც აფრენილი თვითმფრინავის წინსვლას გრძნობ, ძრა-
ვას ყოველ წამს სულ უფრო მაღლა აჰყავხარ ცაში და ამ
დროს ჩემი სხეული ისეთი უძლური და პასიურია, ისეთი და-
მოკიდებულია ამ თვითმფრინავზე. კალის ზესწრაფ მოტოციკ-
ლზე უარესია, მაგრამ ამასთანავე სჯობს კიდეც. ტუჩს ვკბენ
და ვცდილობ თვალები არ დავხუჭო.
ავდივართ და ავდივართ, ზემოთ და ზემოთ, მხოლოდ ძრა-
ვების გრუხუნი და საკუთარი გულისცემა გვესმის. ილუმინა-
157 მკითხველთა ლიგა
ტორში თეთრი ფარდების მსგავსი ღრუბლები მიქრიან. თავს
ვერ ვიკავებ, წინ ვიხრები და შუშას ლამის ცხვირს ვაჭყლეტ,
რათა კარგად დავინახო, რა ხდება გარეთ. ქვემოთ, ლურჯ
ზღვაში, კუნძული ღია მწვანედ მოჩანს და ყოველ წამს სულ
უფრო პატარავდება, სანამ ყაზარმებისა და ასაფრენი ზოლის
ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი არ ხდება.
როცა თვითმფრინავი კალის მიერ განსაზღვრულ სიმაღ-
ლეზე ადის და სწორდება, ის პილოტის სავარძელში უკან
ტრიალდება. ისეთი თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს,
მეივენსაც შეშურდებოდა.
– აბა, – ამბობს და კილორნს უყურებს, – რას იტყვი, შე-
მიძლია ამ მანქანის მართვა?
პასუხად მხოლოდ ბურტყუნით ნათქვამ დასტურს იღებს,
მაგრამ მისთვის ესეც საკმარისია. ისევ პანელს უბრუნდება
და ხელებს U-ს ფორმის ხელსაწყოზე აწყობს. როცა მას აბრუ-
ნებს, „ბლექრანი“ ოდნავ, ნაზად ეშვება დაბლა. შემდეგ კალი
კიდევ რამდენიმე ღილაკს აჭერს თითს და სავარძლის საზურ-
გეს მშვიდად ეყრდნობა. როგორც ჩანს, თვითმფრინავი ახლა
თავისით მიფრინავს. ის ღვედის ბალთებსაც იხსნის, რათა
უფრო მოხერხებულად მოეწყოს.
– საით მივდივართ? – ეკითხება სიჩუმეს, – თუ იმპროვი-
ზაციას უნდა მივმართოთ?
ამ სიტყვებზე ვკრთები.
კილორნი მუხლზე ქაღალდების შეკვრას ირტყამს და კაბი-
ნაში მისი ექო გაისმის. რუკები.
– პოლკოვნიკისაა, – განმარტავს და მე მიყურებს, ახსნას
ცდილობს, – ჰარბორ-ბეის მახლობლად დასაჯდომი ზოლია.
მაგრამ კალი სულელი მოსწავლისგან გაბეზრებული მას-
წავლებელივით აქნევს თავს.
158 მკითხველთა ლიგა
– ფორტ-პეტრიოტს გულისხმობ? – ამბობს დამცინავად, –
ნორტელების საჰაერო ბაზაზე გინდა დავეშვა?
პირველად ფარლი ხტება სავარძლიდან, ლამის უსაფ-
რთხოების ღვედი გაგლიჯოს. ის რუკებს სწრაფად ათვა-
ლიერებს:
– დიახ, ჩვენ სრულიად უგუნური ვართ, თქვენო უდიდებუ-
ლესობავ, – ამბობს ცივად, რუკას შლის და კალს ცხვირში აჩ-
რის, – ეს ფორტი არ არის, ეს „არე ხუთი-ცხრაა“.
ფარლის მკვახე პასუხზე კალი ტუჩებს კუმავს, ფრთხილად
ართმევს რუკას და ოთხკუთხედ ქაღალდზე გამოსახულ ხა-
ზებსა და ფერებს აკვირდება. წუთის შემდეგ ხარხარებს.
– რა არის? – ვეკითხები მე და რუკას ხელიდან ვართმევ.
ჯულიანის ოთახში ნანახი უცნობი სიმბოლოებით მოხატუ-
ლი უძველესი გიგანტური რუკისგან განსხვავებით ამ რუკაზე
ნაცნობ სახელებსა და ადგილებს ვხედავ: სამხრეთით
ჰარბორ-ბეია, რომელიც ოკეანეს ესაზღვრება, ხოლო ფორტ-
პეტრიოტი წყალში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა განლაგებუ-
ლი. ქალაქის გარშემო არსებული სქელი ყავისფერი ხაზი მე-
ტისმეტად სწორხაზოვანია, რომ ბუნებრივი იყოს. ალბათ,
ისინიც ბარიერების ფუნქციას ასრულებენ. ისევე, როგორც
არქეონში, მწვანე მეთვალყურეების შექმნილი ეს უცნაური
ტყე ჰარბორ-ბეის დაბინძურებისგან იცავს. ამ შემთხვევაში
რადიაცია, ალბათ, ნიუ-თაუნიდან მოდის, ხეებს გარს სარ-
ტყელივით ერტყმის და ჰარბორ-ბეის გარეუბნების გარშემო
კედელს აღმართავს.
ვხვდები, რომ ესეც ისეთივე ჯურღმულია, როგორიც ნაც-
რისფერი ქალაქი იყო, სადაც წითლები კვამლით დაფარული
ცის ქვეშ ცხოვრობენ და იხოცებიან. მათ მანქანების, ნათურე-
ბის, თვითმფრინავებისა და სხვა ყველაფრის წარმოებას
159 მკითხველთა ლიგა
აიძულებენ, რასაც ვერცხლისფერები თავად ვერ ახერხებენ.
ტექნებს თავიანთი ქალაქების დატოვების უფლება არა აქვთ,
თუნდაც არმიაში ჩაწერის მიზნით. მეტისმეტად საჭირო საქ-
მეს აკეთებენ და ომში დაღუპვის ან თავისუფალი ცხოვრების
ნებას არავინ მისცემთ. ნაცრისფერი ქალაქის გახსენებაზე
გული მეწურება, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია იმის
ცოდნა, რომ ეს საძაგლობა ერთადერთი მსგავსი წარმონაქ-
მნი არ არის. რამდენი წითელი ცხოვრობს ამ ჯურღმულებში?
რამდენი ჩემისთანაა მათ შორის?
პირში ნაღვლის მწარე გემოს ვგრძნობ, მაგრამ ნერწყვს
ვყლაპავ, თავს ძალას ვატან და ნიუ-თაუნს თვალს ვარიდებ.
მის გარშემო მდებარე მიწებს ვათვალიერებ, მეტწილად დი-
დი ქარხნების ირგვლივ გაშენებული ქალაქებია. რამდენიმე
პატარა ქალაქიც არის, იქვეა ხშირი ტყე, რომელშიც ალაგ-
ალაგ ნანგრევებს შეხვდებით. მაგრამ „არე ცხრა-ხუთი“ ამ
რუკაზე არსად ჩანს. ალბათ, ესეც საიდუმლოა, ისევე რო-
გორც სხვა ყველაფერი, რაც „ალისფერ მცველს“ უკავშირდე-
ბა.
კალი ამჩნევს ჩემს დაბნეულობას და კიდევ ერთხელ იცი-
ნის.
– შენს მეგობარს უნდა, რომ „ბლექრანი“ წყეულ ნანგრე-
ვებში დავსვა, – ამბობს ბოლოს და რუკას მსუბუქად ურტყამს
ხელს.
თითით მაჩვენებს ტეხილ ხაზს, რომელიც ერთ-ერთი უძვე-
ლესი და უდიდესი გზის აღმნიშვნელია. ერთი ასეთი გზა მეც
ნანახი მაქვს, როცა მე და შეიდი სოფლის ახლოს ტყეში დავი-
კარგეთ. ეს გზა ათასობით ზამთრის განმავლობაში ყინვისგან
დასკდა და მზისგან გამოიფიტა. იქაურობა კლდის ნატეხების
გროვას უფრო ჰგავდა, ვიდრე ძველ მაგისტრალს. რამდენიმე
160 მკითხველთა ლიგა
ხეს ასფალტი ამოეხეთქა და ზედ შუა გზაზე ამოსულიყო. ასეთ
ადგილას თვითმფრინავის დასმა მეც სიგიჟედ მეჩვენება.
– ეს შეუძლებელია, – ვამბობ ენის ბორძიკით, თან წარმო-
ვიდგენ, როგორ ჩამოვცვივდებით და დავიხოცებით, თუ ძველ
გზაზე დავეშვებით.
კალი თანხმობით მიქნევს თავს და რუკას მაშინვე ხელი-
დან მართმევს. ფართოდ შლის და თითებს ქალაქებსა თუ
მდინარეებს შორის დაატარებს.
– რაკი მერიც თან გვახლავს, აქ დაჯდომა სულაც არ
გვჭირდება. შეგვიძლია არ ვიჩქაროთ, ბატარეები მაშინ დავ-
ტენოთ, როცა მოგვინდება და იმდენ ხანს ვიფრინოთ, რამდენ
ხანსაც დაგვჭირდება, – მერე კი მხრებს იჩეჩს და ამატებს, –
ან სანამ ბატარეები ვეღარ შეძლებენ მუხტის მიღებას.
ისევ პანიკა მიტევს.
– მერედა რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს?
კალი ეშმაკურად იღიმება.
– „ბლექრანები“ ხმარებაში ორი წლის წინ შემოიღეს. ამ
გოგონას, სულ ცოტა, ორი წლის მარაგი კიდევ დარჩა.
– ნუ მაშინებ, – ვბურტყუნებ მე.
ორი წელი. შეგვიძლია ამ დროის განმავლობაში მთელ
მსოფლიოს შემოვუფრინოთ. ვნახოთ პრერია, ტირაქსისი,
მონტფორტი, საირონი, ჯერჯერობით ეს ჩვენთვის მხოლოდ
სახელებია რუკაზე. ყველა მათგანის დათვალიერება შეგვიძ-
ლია.
მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. მე ჩემი მისია მაქვს, ჰიბრი-
დები უნდა დავიცვა და მეფეს ანგარიში გავუსწორო.
– საიდან დავიწყოთ? – კითხულობს ფარლი.
– სიის მიხედვით გადავწყვიტოთ. ხომ თან გაქვს? – მთე-
ლი ძალით ვცდილობ ხმაზე შიში არ დამეტყოს. თუ ჯულიანის
161 მკითხველთა ლიგა
სია ტუკზე დაგვრჩა, მაშინ ჩვენი პატარა გასეირნება ისე დამ-
თავრდება, რომ წესიერად დაწყებულიც არ იქნება. სიის გა-
რეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ.
ფარლის ნაცვლად კილორნი მპასუხობს: ნაცნობ რვეულს
იღებს, ჩემკენ აგდებს და მეც მარჯვედ ვიჭერ. თბილია, ჯერ
კიდევ შემორჩენია მისი სხეულის სითბო.
– პოლკოვნიკს ავაცალე, – ამბობს და ცდილობს ხმა არ
შეეცვალოს, მაგრამ მის სიტყვებში ოდნავი სიამაყე მაინც გა-
მოსჭვივის.
– მისი შტაბიდან? – მაინტერესებს მე და ოკეანის ფსკერზე
მდებარე პირქუში ბუნკერი მახსენდება.
მაგრამ კილორნი უარის ნიშნად თავს აქნევს.
– დიდი მამაძაღლი ვინმეა, იარაღის საწყობში მალავდა
და გასაღები ყელსაბამზე ჰქონდა ჩამოკიდებული.
– და შენ...
კილორნი კმაყოფილი ღიმილით იხსნის საყელოს და კი-
სერზე ჩამოკიდებულ ოქროს ჯაჭვს აჩენს.
– შეიძლება ჯიბეების დაცარიელება მთლად შენსავით არ
მეხერხება, მაგრამ...
ფარლი თავს უქნევს.
– მის მოპარვას ისედაც ვგეგმავდით, მაგრამ როდესაც
დაგატუსაღეს, იმპროვიზება მოგვიხდა, თანაც სწრაფად.
– გასაგებია, – აი, როგორი ჯილდო მერგო საკანში რამ-
დენიმესაათიანი ჯდომის სანაცვლოდ. შეგიძლია მენდოო,
მითხრა კილორნმა, სანამ საკანში შემიტყუებდა. ახლა ვხვდე-
ბი, მან ეს სიის, ჰიბრიდებისა და ჩემ გამო გააკეთა, – ყოჩაღ,
– ვჩურჩულებ მე.

162 მკითხველთა ლიგა


კილორნი ვითომ ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს,
მაგრამ მისი ფართო ღიმილი ამხელს, რა კმაყოფილია სინამ-
დვილეში.
– ახლა კი გამოგართმევ მაგას, თუ წინააღმდეგი არა ხარ,
– ეუბნება ფარლი ისეთი ნაზი ხმით, როგორიც მისგან არასო-
დეს მსმენია. კილორნის პასუხს არ ელოდება, სწრაფი მოძ-
რაობით მიიწევს წინ, რათა ჯაჭვი გამოართვას. ოქრო მის
ხელში ბრწყინავს, მაგრამ მალევე ქრება მის ჯიბეში. პირი
ოდნავ ეღრიცება, რაც ერთადერთი მაჩვენებელია იმისა, თუ
როგორ იმოქმედა მასზე მამის ნაქონმა ყელსაბამმა. არა, სი-
ნამდვილეში, ყელსაბამი პოლკოვნიკს ხომ არც ეკუთვნის.
შტაბში ნანახი ფოტო ამის დამადასტურებელია. ეს ჯაჭვი ფარ-
ლის დედას ან დას ეკიდა და რაღაც მიზეზის გამო ასე აღარ
არის.
როცა ფარლი ხელს ჯიბიდან იღებს, სახე დამშვიდებული
აქვს და ჩვეულებრივი სიმკაცრე უბრუნდება.
– აბა, ელვა-გოგონავ, ვინ არის ყველაზე ახლოს „არეს-
თან ხუთი-ცხრა“? – მეკითხება და რვეულზე მანიშნებს.
– მანდ არ დავეშვებით, – ამბობს კალი მტკიცედ, მბრძა-
ნებლურად, და ნამდვილად ვეთანხმები.
სავარძელში აქამდე უსიტყვოდ მჯდარი შეიდი ოხრავს.
ფერმკრთალი აღარ არის, მაგრამ ოდნავი სიმწვანე დაჰ-
კრავს. სასაცილოა – ტელეპორტაციას შესანიშნავად იტანს,
ფრენა კი ცუდად ხდის.
– „ცხრა-ხუთი“ დანგრეული არ არის, – ამბობს და ცდი-
ლობს გული არ აერიოს, – უკვე დაგავიწყდათ ნაოხარი?
კალი ნიკაპს ისრესს. უკვე წვერი ამოსდის, ნიკაპსა და
ლოყებზე მუქი ჩრდილი მოუჩანს.
– გზა თავიდან დააგეთ?
163 მკითხველთა ლიგა
ფარლი ნელა უქნევს თავს და უღიმის.
– აქამდე ვერ გვითხარი? – ვუტევ მას და ყეყეჩი ღიმილი
მაშინვე სახიდან ეშლება, – დიანა, კარგად იცი, რომ ზედმეტი
დრამატიზმი არ გვარგებს. ნებისმიერ წამს, რომელსაც თვით-
კმაყოფილებაზე დახარჯავ, შეიძლება თითო ჰიბრიდი იღუპე-
ბოდეს.
– შენ კი ნებისმიერ წამს, რომელსაც იმაზე ხარჯავ, რომ
მე, კილორნსა და შეიდს ყველაფერი ძირისძირობამდე გა-
მოგვკითხო, შეიძლება იგივე ხდებოდეს, ელვა-გოგონავ, –
მპასუხობს და მიახლოვდება. წინ მესვეტება, მაგრამ თავს
მასთან შედარებით პატარად არ ვგრძნობ. ქალბატონი ბლო-
ნოსისა და სამეფო კარის წყალობით გამოწრთობილი ცივი
თავდაჯერებულობით ვუსწორებ თვალს და წარბსაც არ ვიხ-
რი.
– მიზეზი მომეცი, რომ გენდო და ასეც ვიზამ.
ვცრუობ.
წუთის შემდეგ ფარლი თავს აქნევს, უკან იხევს და ცხვირ-
წინ აღარ მიდგას.
– „არე ცხრა-ხუთი“ განადგურებული იყო, – მიხსნის ის, –
და თუ ვინმე ცნობისმოყვარე იქ მისვლას გადაწყვეტს, მარ-
თლაც მიგდებულ გზას ნახავს. ერთ მილზე გადაჭიმული ას-
ფალტია, რომელიც ჯერ კიდევ არ აყრილა.
ის რუკაზე სხვა, მიტოვებულ გზებს მაჩვენებს.
– „არე ცხრა-ხუთი“ ერთადერთი არ არის.
რუკა დაქსელილია გზებით, რომლებიც ყოველთვის უძვე-
ლეს ნანგრევებშია ჩაკარგული, მაგრამ პატარა ქალაქებსა
და სოფლებთან ყოველთვის ახლოს არის. ფარლის რომ
ჰკითხო, იმიტომ, რომ გზები არავინ აღმოაჩინოს. ამ ადგი-
ლებში ძალიან ცოტა გუშაგია, სოფლელი წითლები კი მიგდე-
164 მკითხველთა ლიგა
ბულ გზებს არ ეკარებიან. შეიძლება საგანგებო ზომების გამო
ახლა სხვა ვითარებაა, მაგრამ სანამ მეფე კიდევ მეტი წითე-
ლი ბავშვის ჯარში გაწვევას გადაწყვეტდა, მანამდე გზები და-
ცული იყო.
– „ბლექრანი“ და „სნეპდრეგონი“ პირველი თვითმფრინა-
ვებია, რომლებიც გავიტაცეთ, მაგრამ არა უკანასკნელი, –
ამაყად ამატებს ის.
– მაგაში დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, – პასუხობს კა-
ლი. მისი პასუხი მტრული კი არა, პრაგმატულია, – მას შემ-
დეგ, რაც ისინი დელფიდან მოიპარეს, ბაზაში შეპარვა უფრო
გაძნელდება, თავად თვითმფრინავში შეღწევაზე რომ აღარა-
ფერი ვთქვათ.
ფარლი ისევ იღიმება, სრულიად დარწმუნებულია სიმ-
წრით მოპოვებული საიდუმლოებების ჭეშმარიტებაში.
– ნორტაში ასეც არის, მაგრამ პიდმონტის აეროდრომები
სრულიად დაუცველია.
– პიდმონტის? – ერთად წარმოვთქვამთ მე და კალი
გაოცებით.
სამხრეთით მდებარე მოკავშირე სახელმწიფო შორს არის,
უფრო შორს, ვიდრე ტბების ქვეყანა. „ალისფერი მცველის-
თვის“ სრულიად მიუწვდომელი უნდა იყოს. ამ რეგიონიდან
კონტრაბანდის გადმოტანა სრულიად რეალურია, ყუთები ჩე-
მი თვალით ვნახე, მაგრამ მათ საზღვარზე შეპარვა? ეს შეუძ-
ლებლად მეჩვენება.
როგორც ჩანს, ფარლი სულაც არ ფიქრობს ასე.
– პიდმონტელი პრინცები დარწმუნებული არიან, რომ „ა-
ლისფერი მცველი“ ნორტას პრობლემაა. ჩვენდა საბედ-
ნიეროდ, ისინი ცდებიან. გველეშაპს ბევრი თავი აქვს.

165 მკითხველთა ლიგა


ტუჩს ვკბენ, რომ გაოგნება არ შემეტყოს, და სიმშვიდის ნი-
ღაბს ვიფარებ. ტბების ქვეყანა, ნორტა, ახლა უკვე პიდმონ-
ტიც? ერთდროულად მაკვირვებს და მაშინებს დაჯგუფება,
რომელიც იმდენად მრავალრიცხოვანი და გაწაფულია, რომ
ერთში კი არა, იმ სამ დამოუკიდებელ ქვეყანაში მოქმედებს,
რომლებსაც ვერცხლისფერი მეფეები და პრინცები მართა-
ვენ.
ფანატიკოსების უბრალო ჯგუფი კი არ არის, როგორც მე
წარმომედგინა.
ეს არის მექანიზმი, დიდი და კარგად ორგანიზებული, რო-
მელიც იმაზე დიდი ხანია მოქმედებს, ვიდრე ვინმე იფიქრებ-
და.
რაში გავყავი თავი?
ასეთი ფიქრები სახეზე რომ არ დამეტყოს, სიას ჩავყურებ.
ჯულიანის ნაშრომი, სადაც შესწავლილია ფაქტები და აღნიშ-
ნულია ნორტაში მცხოვრები თითოეული ჰიბრიდის სახელი
და მისამართი, რატომღაც მამშვიდებს. თუ მათ ჩვენს რიგებ-
ში ჩაყენებას შევძლებ, გავწვრთნი და პოლკოვნიკს დავუმ-
ტკიცებ, რომ ვერცხლისფერები არა ვართ და ჩვენი არ უნდა
ეშინოდეს, მაშინ შეიძლება სამყაროს შეცვლის შანსიც
გვქონდეს.
მერე მეივენი ჩემ გამო ვეღარავის მოკლავს. საფლავის
ქვებით სინდისი აღარ დამიმძიმდება.
კალი ჩემ გვერდით იხრება, მაგრამ ფურცლებს კი არა,
ჩემს ხელებს, ჩემს თითებს დაჰყურებს, რომლებიც სახელებს
შორის მოძრაობენ. ფეხზე მუხლით მეხება, რომლის სითბო
მისი გაცვეთილი შარვლის მიღმაც იგრძნობა. მართალია,
არაფერს ამბობს, მაგრამ გულისნადებს ვუხვდები. მანაც ჩემ-

166 მკითხველთა ლიგა


სავით იცის, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც გარე თვა-
ლისთვის შეუმჩნეველია და რის აღქმასაც ვერ ვახერხებთ.
ფრთხილად იყავი, – ამბობს მისი შეხება.
ვიცი, – ვპასუხობ მე.
– კორაუნტი, – ვამბობ ხმამაღლა და თითი მიშეშდება, –
რამდენად ახლოა კორაუნტი „ცხრა-ხუთის“ დასაფრენ ზოლ-
თან?
ფარლი რუკაზე გაბნეული სოფლების შეხედვით თავს არ
იწუხებს. არც სჭირდება.
– საკმაოდ ახლოს.
– რა არის იქ, მერ? – მეკითხება კილორნი და გვერდით
მიდგება. იგი კალთან დისტანციას ინარჩუნებს და მათ შორის
კედელივით მაყენებს.
ძლივს წარმოვთქვამ სიტყვებს. შეიძლება ჩემმა ქმედებამ
ეს კაცი გაათავისუფლოს ან დაღუპოს.
– მას ნიქს მარსტენი ჰქვია.

167 მკითხველთა ლიგა


თავი 10

„ბლექრანი“ პოლკოვნიკის პირადი თვითმფრინავია, ნორ-


ტასა და ტბების ქვეყნებს შორის სწრაფად გადაფრენისთვის
იყენებდა. ჩვენთვის კი ის ტრანსპორტზე მეტია, ნამდვილი
განძი, ჯერ ისევ დატვირთულია იარაღით, მედიკამენტებით,
ბოლო გადაფრენიდან საჭმელიც კი დარჩენილა. ფარლი და
კილორნი მარაგს ახარისხებენ, შაშხანებსა და სახვევებს
ცალ-ცალკე აწყობენ, შეიდი მხარზე სახვევებს იცვლის. ფეხი
წინ გამოუშვერია, არტაშანის გადამკიდე ვერ ღუნავს, მაგრამ
ტკივილი არ უნდა აწუხებდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბა-
ლია, ოჯახში ყოველთვის ყველაზე შეუპოვარი იყო და მხო-
ლოდ მამაჩვენს ჩამორჩებოდა, რომელიც წარბშეუხრელად
უძლებდა მუდმივ ტანჯვას.
უცებ ცუდად ვხდები, არათანაბრად ვსუნთქავ, ჰაერი ყელ-
სა და ფილტვებს მტკენს. მამა, დედა, ბიჭები. გაქცევის ქაოს-
ში ისინი სულ გადამავიწყდნენ. სწორედ ისე, როგორც მაშინ,
როცა მარინად ვიქეცი, როცა მეფე ტიბერიასმა და დედო-
ფალმა ელარამ ძონძების ნაცვლად აბრეშუმი ჩამაცვეს. რამ-
დენიმე საათის განმავლობაში არ გამხსენებია ჩემი მშობლე-
ბი, თავიანთ ქალიშვილს რომ ელოდნენ, რომელსაც დაბრუ-
ნება არ ეწერა. შეიძლება ჩემ გამო ახლა საფრთხეში არიან
და თავს პოლკოვნიკის რისხვა დაატყდეთ. გაბრაზებული
ვრგავ თავს ხელებში. როგორ დამავიწყდა, როცა ეს-ეს არის
დამიბრუნდნენ? ასე როგორ მივატოვე?

168 მკითხველთა ლიგა


– მერ, – ჩურჩულებს კალი, ცდილობს სხვების ყურადღება
ჩემზე არ გადმოიტანოს. საჭირო არ არის, სხვებმა ასეთი შეძ-
რწუნებული დამინახონ, როცა საკუთარ თავს განვსჯი.
ეგოისტი ხარ, მერ ბაროუ. ეგოისტი, სულელი პატარა გო-
გო.
ძრავების მშვიდი გუგუნი, რომელიც ადრე მამშვიდებდა,
ახლა ძნელად ასატანი ხდება. ეს ხმა ისე მირტყამს, როგორც
ტალღები ტუკის სანაპიროზე. არ ჩერდება, თან მითრევს და
მახრჩობს. წამით მინდება, რომ მთლიანად შთანმთქას. მაშინ
ელვის მეტს ვეღარაფერს ვიგრძნობ. არავითარი ტკივილი ან
მოგონებები, მხოლოდ ძალა.
კეფაზე ვგრძნობ ხელს, რომელიც ცივ კანზე სითბოს მიგ-
ზავნის. ცერს ნელა მადებს და წრიულად ამოძრავებს, ისეთ
მგრძნობიარე წერტილს პოულობს, რომლის არსებობა არც
ვიცოდი, და ოდნავ მშველის.
– უნდა დამშვიდდე, – მეუბნება კალი, ამჯერად მისი ხმა
უფრო ახლოს მესმის. თვალის კუთხით ვხედავ, ჩემ გვერდით
დახრილა და ტუჩებით ლამის ყურზე მეხება, – თვითმფრინა-
ვები ელვის მიმართ მგრძნობიარენი არიან.
– გასაგებია, – ძლივს ვპასუხობ მე, – კარგი.
ხელს მაინც არ მაცილებს.
– ცხვირით ჩაისუნთქე და პირით ამოისუნთქე, – მასწავ-
ლის დაბალი, სასიამოვნო ხმით, თითქოს დამფრთხალ ცხო-
ველს ამშვიდებდეს. ალბათ, დიდი განსხვავება არც არის.
თავი ბავშვი მგონია, მაგრამ მაინც ვუჯერებ. თითოეულ
ამოსუნთქვას თითო ფიქრს ვატან, ყოველი მათგანი მომდევ-
ნოზე საშინელია: შენ ისინი დაგავიწყდა. ჩასუნთქვა. შენ ხალ-
ხი დახოცე. ამოსუნთქვა. შენ სხვებს სიკვდილის უფლება
მიეცი. ჩასუნთქვა. სულ მარტო ხარ. ამოსუნთქვა.
169 მკითხველთა ლიგა
ბოლო აზრი სიმართლე არ არის. ამის დასტურია კალი,
ასევე კილორნი, შეიდი და ფარლი, მაგრამ ვერ ვიშორებ
გრძნობას, რომ მართალია, ისინი აქ არიან, მაგრამ ჩემ
გვერდით არ არიან. თუნდაც ზურგს უკან მთელი არმია მედ-
გას, მაინც მარტო ვარ.
შეიძლება ჰიბრიდებთან შეხვედრის მერე ესეც შეიცვა-
ლოს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო.
ნელა ვიმართები წელში და კალიც ხელს არ იღებს. კარგა
ხნის შემდეგ იხევს უკან, როცა დარწმუნდება, რომ მისი დახ-
მარება აღარ მჭირდება. მისი სითბოს გარეშე კისერზე სიცი-
ვეს ვგრძნობ, მაგრამ მეტისმეტად ამაყი ვარ საიმისოდ, რომ
ეს ვუთხრა. ამიტომ გარეთ ვიხედები და ვუყურებ ღრუბლებს,
ჩამავალ მზესა და ჩვენ ქვემოთ გადაშლილ ოკეანეს. თეთ-
რქოჩორა ტალღები კუნძულების გრძელ ჯაჭვს ეხეთქებიან,
თითოეული მათგანი ერთმანეთს ქვიშის გრძელი ზოლით,
ჭაობებით ან დანჯღრეული ხიდებით უკავშირდება. ნახევარ-
კუნძულზე მეთევზეების რამდენიმე სოფელი და შუქურა მო-
ჩანს, იქ, ალბათ, არავინაა, მაგრამ მათ დანახვაზე ხელებს
ვმუშტავ. შეიძლება მეთვალყურეები ჰყავთ და უკვე შეგვამ-
ჩნიეს.
ყველაზე დიდ კუნძულზე გემებით სავსე ნავსადგურს ვხე-
დავ. თუ მათი ზომითა და ვერცხლისფერ-მოლურჯო ზოლე-
ბით შემკული კორპუსებით ვიმსჯელებთ, სამხედრო ფლოტი
უნდა იყოს.
– იმედია, იცი, რასაც აკეთებ, – ვეუბნები კალს კუნძულე-
ბისგან თვალმოუშორებლად. ვინ იცის, რამდენი ვერცხლის-
ფერია იქ, რომლებიც ჩვენ გვეძებენ? გემებით სავსე ნავსად-
გურში შეიძლება ბევრი რამ იმალებოდეს. ან ვინმე. მაგალი-
თად, მეივენი.
170 მკითხველთა ლიგა
მაგრამ კალი დიდად შეფიქრიანებული არ ჩანს, სახეზე
ამოწვერილ ღინღლს იქექავს და თითებს უხეშ კანზე ისვამს.
– ეს ბარნის კუნძულებია, სანერვიულო არაფერია. აი,
ფორტ-პეტრიოტი კი... – ამბობს და ჩრდილო-
დასავლეთისკენ მანიშნებს. ოქროსფერ შუქში ბუნდოვნად
ვარჩევ ხმელეთს, – მათი დეტექტორებისგან რაც შეიძლება
დიდხანს დავიჭერ თავს შორს.
– როცა ამას ვეღარ შეძლებ? – უცებ თავზე კილორნი წა-
მოგვადგება და ჩემი სკამის საზურგესთან იხრება. თვალებს
აცეცებს, ხან კალს უყურებს, ხან კუნძულებს, – გგონია, მათ
თვითმფრინავებს გავასწრებთ?
კალი მშვიდ, თავდაჯერებულ გამომეტყველებას ინარჩუ-
ნებს:
– ვიცი, რომ შევძლებ.
პირზე ხელს ვიფარებ და ისე ვიღიმები, რადგან ვიცი, შეიძ-
ლება კილორნი ამან გააღიზიანოს. მართალია, დღევან-
დლამდე კალთან ერთად არასოდეს მიფრენია, მაგრამ მო-
ტოციკლზე მჯდარი ხომ მინახავს და თუ თვითმფრინავს იმის
ნახევარი მოხერხებით მაინც ატარებს, როგორც ორბორბლი-
ან სიკვდილის მანქანას უმკლავდებოდა, ესე იგი ძალიან
საიმედო ხელში ვართ.
– მაგრამ არც მომიწევს, – განაგრძობს კილორნის სიჩუ-
მით კმაყოფილი კალი, – თითოეულ თვითმფრინავს საკუთა-
რი რადიოსიგნალი აქვს, რათა თითოეულმა სამხედრო პუნ-
ქტმა იცოდეს, რომელი თვითმფრინავი საით მიფრინავს. რო-
დესაც მივუახლოვდებით, ძველ სიგნალს გავგზავნი და თუ
გაგვიმართლებს, მონაცემების ხელმეორედ გადამოწმებას
არავინ დაიწყებს.

171 მკითხველთა ლიგა


– ეგ ავანტიურა უფროა, – იღრინება კილორნი. მეთევზე
ბიჭი კალის გეგმაში სუსტი წერტილის პოვნას ცდილობს, მაგ-
რამ ამის სანაცვლოდ აღმოაჩენს, რომ სავალალო დამარ-
ცხება განიცადა.
– ეგ გეგმა ამართლებს, – თავი წამოყო ფარლიმ, – პოლ-
კოვნიკი სწორედ ეგრე დაფრინავს, როცა დეტექტორების-
თვის გვერდის ავლას ვერ ახერხებს.
– ალბათ, ისიც ეხმარება, რომ არავის ჰგონია, თუ აჯანყე-
ბულებს თვითმფრინავის მართვა შეუძლიათ, – ვამატებ მე,
ვცდილობ კილორნს დამარცხება შევუმსუბუქო, – მოპარულ
თვითმფრინავებს ჰაერში არ ეძებენ.
ჩემდა გასაკვირად, კალი იძაბება. სწრაფად დგება ფეხზე
და სავარძელი მისი ადგომის შემდეგ ისევ ტრიალებს.
– ხელსაწყოები რეაქციას აგვიანებენ, – გვიხსნის ნაჩქა-
რევად. უნიჭოდ შეთხზული ტყუილია, თუ მისი მოღუშული სა-
ხით ვიმსჯელებთ.
– კალ! – გავძახი მე, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, ზე-
დაც არ მიყურებს და კაბინის ბოლოსკენ მიდის. სხვები ეჭვით
უყურებენ, ჯერ კიდევ უფრთხიან მას.
შემკრთალი გავყურებ. ახლა რაღა მოხდა?
თავის ფიქრებთან მარტო ვტოვებ და მივდივარ შეიდისკენ,
რომელიც ისევ იატაკზეა გაშხლართული. ფეხი უფრო უკეთ
აქვს, ვიდრე ველოდი. არტაშანი მოტეხილობას კარგად აფიქ-
სირებს, მაგრამ რკინის მოღუნული ყავარჯენი მაინც გვერ-
დით უდევს. ბოლოს და ბოლოს, ნაოხარში ორი ტყვია მოარ-
ტყეს და ჩვენ ვერცხლისფერი მკურნალები არა გვყავს, რომ
ერთი შეხებით მოარჩინონ.
– რამე ხომ არ გჭირდება? – ვეკითხები მას.

172 მკითხველთა ლიგა


– ორიოდ ყლუპ წყალზე უარს არ ვიტყვი, – ამბობს უხალი-
სოდ, – და ვახშამზე.
იმით გახარებული, რომ მისთვის რაღაცის გაკეთება მაინც
შემიძლია, ფარლის მარაგიდან წყლის მათარას და ორ და-
ლუქულ შეკვრას ვიღებ. ველი, რომ საჭმლის განაწილებაზე
აბუზღუნდება, მაგრამ წესიერად არც შემოუხედავს. ჩემს სა-
ვარძელზე ზის და დაბლა მდებარე სამყაროთი აღფრთოვანე-
ბული ილუმინატორში იყურება. კილორნი იქვე წრიალებს,
მაგრამ კალის ცარიელ სავარძელს არ ეკარება. არ უნდა
პრინცისგან საყვედურის მიღება და ხელსაწყოების პანელის-
განაც შორს იჭერს თავს. ბავშვს მაგონებს, რომლის გარშემო
დამსხვრეული შუშა ყრია, უნდა, რომ ხელით შეეხოს, მაგრამ
იცის, აკრძალულია.
ლამის მესამე შეკვრა საჭმელიც ავიღო, რადგან მას შემ-
დეგ, რაც პოლკოვნიკმა დააპატიმრა, კალს პირში არაფერი
ჩასვლია, მაგრამ კაბინის ბოლოსკენ ერთი გახედვაც კმარა
იმისთვის, რომ ხელი გამიშეშდეს. კალი მარტო დგას და გახ-
სნილ პანელთან ფუსფუსებს, ვითომ რაღაცას აკეთებს, რაც
სინამდვილეში გაფუჭებული არც არის. კაბინაში გადანახული
რამდენიმე უნიფორმიდან ერთ-ერთი ჩაუცვამს: პილოტის
მოშავო-ვერცხლისფერი სპეცტანსაცმელი. არენაზე ნაცვამი
გაცვეთილი სამოსი ფეხებთან უყრია. უკვე საკუთარ თავს
ჰგავს, მეომრად დაბადებულ ცეცხლოვან პრინცს. „ბლექრა-
ნის“ ფოლადის კედლები რომ არა, მეგონებოდა, ისევ სასახ-
ლეში ვართ, ფარვანებივით ვტრიალებთ სანთლის შუქზე და
ვცეკვავთ-მეთქი. უნიფორმაზე სამკერდე ნიშანი უკეთია: შავ-
წითელი ემბლემა გვერდებზე ვერცხლისფერი ფრთებით. შო-
რიდანვე ვცნობ ცეცხლის ალს მიმსგავსებულ ამ სიმბოლოს:
ცეცხლოვანი გვირგვინი. ის მის მამასა და ბაბუას ეკუთვნოდა
173 მკითხველთა ლიგა
და დაბადებიდან მასაც ეკუთვნის. თუმცა მას წაართვეს და
ამის საფასური მამის სისხლითა და მისი ძმის სულით გა-
დაიხადა. რამდენადაც უნდა მძულდეს მეფე, მისი ტახტი და
ყველაფერი, რასაც ის წარმოადგენდა, თავს ვერ ვერევი და
კალი მაინც მეცოდება. მან ყველაფერი დაკარგა, მთელი
ცხოვრება დაენგრა, თუნდაც აქამდე არასწორად ეცხოვრა.
კალი ჩემს მზერას გრძნობს და წამით ამომხედავს. მერე
ხელით მოსინჯავს სამკერდე ნიშანს, თითს აყოლებს დაკარ-
გული გვირგვინის კიდეს. ერთი სწრაფი მოძრაობით, რომ-
ლის დანახვაზე ვკრთები კიდეც, სამკერდე ნიშანს ფორმიდან
იგლეჯს და შორს ისვრის. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდი-
სა, თვალებში ბრაზი უელავს. მიუხედავად იმისა, რომ ამის
დამალვას ცდილობს, კარგად მორგებული ნიღბიდან სიშმაგე
მაინც ჟონავს. აღარ ვაწუხებ და მარტო ვტოვებ, ვიცი, რომ
თვითმფრინავის მექანიზმთან ჩხირკედელაობა ჩემს ნებისმი-
ერ სიტყვაზე მეტად დაამშვიდებს.
შეიდი თავის გვერდით ადგილს მითავისუფლებს, მეც
უსიტყვოდ ვჯდები. თავზე სიჩუმის შავი ღრუბელი დაგ-
ვტრიალებს, მათარას მონაცვლეობით ვიყუდებთ და ორჯერ
მოპარული „ბლექრანის“ კაბინაში უცნაური ოჯახური ვახშამი
გვაქვს გამართული.
– სწორად მოვიქეცით, არა? – ვჩურჩულებ იმ იმედით,
რომ ჩემი საქციელისთვის რამე გამართლებას მაინც შემომ-
თავაზებს. მართალია, ჩემზე მხოლოდ ერთი წლით არის უფ-
როსი, მაგრამ მის რჩევას ყოველთვის ვენდობოდი.
გულზე მეშვება, როცა თავს მიქნევს.
– ჩემი თქვენს საკანში შემოგდება მხოლოდ დროის სა-
კითხი იყო. პოლკოვნიკმა არ იცის, როგორ მოექცეს ჩვენის-
თანებს. ჩვენი ეშინია.
174 მკითხველთა ლიგა
– მხოლოდ მას არა, – ვპასუხობ მოღუშული და მახსენდე-
ბა, როგორ მარიდებდა თვალს და ერთმანეთს ეჩურჩულებო-
და ყველა, ვინც აქამდე შემხვდა. მზის ციხე-დარბაზშიც კი, სა-
დაც გარშემო ყველას ზღაპრული შესაძლებლობები ჰქონდა,
განსხვავებული ვიყავი. ტუკზე ელვა-გოგონას მეძახდნენ.
მცნობდნენ, პატივს მცემდნენ და ჩემი ეშინოდათ, – კიდევ
კარგი, სხვები ნორმალურები არიან.
– დედა და მამა?
მათ ხსენებაზე ვკრთები და თავს ვუქნევ.
– გიზა და ბიჭებიც. ისინი ნამდვილი წითლები არიან, ამი-
ტომ პოლკოვნიკი არ... არაფერს დაუშავებს... ალბათ... – ჩე-
მი ნათქვამი შეკითხვასავით გაისმის.
ჩაფიქრებული შეიდი თავის წილ საჭმელს კბეჩს, შვრიის
მტვრევად, მშრალ ბრიკეტს. ტანსაცმელზე ნამცეცები ეყრება.
– რამეში რომ დაგვხმარებოდნენ, უკვე სხვა ამბავი იქნე-
ბოდა, მაგრამ ჩვენი გაქცევის შესახებ არაფერი იცოდნენ,
ამიტომ შენს ადგილას არ ვინერვიულებდი, ასე რომ წამოვე-
დით... – ჩვენ ერთდროულად გვეკვრის სუნთქვა, – მათთვის
ასე ჯობდა. სხვანაირად მამაც და დედაც ჩვენს დახმარებას
მოინდომებდნენ. ბრი და ტრემი იმდენად ერთგულად ემსახუ-
რებიან საერთო მიზანს, რომ მათზე ეჭვს არავინ მიიტანს.
იმის ხსენებაც არ ღირს, რომ ასეთი რამის მოსაწყობად ტვინი
არ ეყოფოდათ, – შეიდი რაღაცაზე ფიქრობს და წამით ხმას
არ იღებს, – არა მგონია, ტბებისქვეყნელებმა საკანში სიხა-
რულით შეყარონ მოხუცი ქალი, ინვალიდი და პატარა გიზა.
– კარგია, – ვპასუხობ მე და ცოტა გულზე მეშვება. თავს
უკეთ ვგრძნობ და შვრიის ნამცეცებს ტანსაცმლიდან ვუფერ-
თხავ.

175 მკითხველთა ლიგა


– არ მომწონს, როცა მათ ნორმალურებს უწოდებ, – ამა-
ტებს შეიდი და მაჯაში მავლებს ხელს. უცებ ხმას იდაბლებს, –
ჩვენ ცუდი არაფერი გვჭირს. დიახ, განსხვავებული ვართ,
მაგრამ არავისზე უარესი და მით უმეტეს, არც უკეთესი არა
ვართ.
მინდა ვუთხრა, ნორმალურის გარდა, ყველაფერი ვართ-
მეთქი, მაგრამ შეიდის მკაცრი კილო ამის ხალისს მისპობს.
– მართალი ხარ, შეიდ, – ვეუბნები თავის დაკვრით და
იმის იმედით, რომ ამ უწყინარ ტყუილში არ გამომიჭერს, –
შენ ყოველთვის მართალს ამბობ.
ის იცინის და ვახშამს ბოლო მადიანი ჩაკბეჩით ათავებს.
– შეგიძლია ეგ დამიწერო და ისე მომცე? – ხითხითებს და
ხელს მიშვებს. ისეთი ნაცნობი ღიმილი აქვს, რომ ცუდად
ვხდები. მეც ნაძალადევად ვუღიმი, მაგრამ კალის მძიმე ნაბი-
ჯების ხმის გაგონებაზე ეს ღიმილიც მიქრება.
სწრაფი ნაბიჯით მოაბიჯებს, შეიდის გაშვერილ ფეხს გა-
დაალაჯებს, თან პილოტის კაბინისკენ იყურება.
– მალე საკმარისად ახლოს ვიქნებით, – ამბობს ისე, რომ
კონკრეტულად არავის მიმართავს, მაგრამ ყველანი ავმოძ-
რავდებით.
კილორნი ისე გამოდის პილოტის კაბინიდან, როგორც პა-
ტარა ბიჭი, რომელიც კინწისკვრით გამოაგდეს. კალი მას სა-
ერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მხოლოდ თვითმფრინავზე
ფიქრობს და სხვა არაფერზე. მოსალოდნელი სირთულეების
გამო მათი დაპირისპირება ცოტა ხნით მაინც გადაიდო.
– კარგი იქნება, თუ ღვედებს შევიკრავ, – ამბობს კალი და
სანამ დაჯდება, მე თვალებით მბურღავს, თან უცდომელი სი-
ზუსტით იკრავს ღვედებს, თითოეულ ბალთას ერთი სწრაფი,
ძლიერი ბიძგით ამაგრებს. დროებით ჩემს სავარძელზე მის
176 მკითხველთა ლიგა
გვერდით მჯდარი ფარლიც იმავეს აკეთებს. იჯდეს, არა უშავს.
თვითმფრინავის აფრენამ ხომ თავზარი დამცა და წარმომიდ-
გენია, დაჯდომა როგორი იქნება.
შეიდი ამაყია, მაგრამ არა სულელი, და ნებას მაძლევს წა-
მოდგომაში დავეხმარო. კილორნი მეორე მხარში ამოუდგება
და ერთად სწრაფად ვაყენებთ ფეხზე. წამომდგარი უკვე ადვი-
ლად მოძრაობს, სავარძელზე ჯდება, ღვედებს იკრავს და
ხელს ქვემოთ ყავარჯენს იდებს. გვერდით ვუჯდები, კილორნი
ჩემს მეორე მხარეზეა. ჩემი მეგობარი ამჯერად მტკიცედ იკ-
რავს ღვედებს და ავი წინათგრძნობით შეპყრობილი ხელს
მაგრად უჭერს.
უცნაური სიმშვიდე მეუფლება, როცა ღვედებს ვიკრავ. ეს-
ეს არის ფოლადის ნაჭერზე მიიბი თავი. ეს სიმართლეა, მაგ-
რამ, სულ ცოტა, შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში
ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ პილოტის ხელშია.
მე მხოლოდ გასეირნებით უნდა დავტკბე.
პილოტის კაბინაში კალი რამდენიმე ჩამრთველსა და ბერ-
კეტს დასტრიალებს და თვითმფრინავს მოსალოდნელი საფ-
რთხისთვის ამზადებს. თვალებს ჭუტავს, მზის ჩასვლასა და
შუქის ციმციმს არიდებს მზერას. ეს შუქი მის სილუეტს ცეც-
ხლში ხვევს და წითელ-ნარინჯისფერი სხივებით ანათებს,
რაც თავისუფლად შეიძლებოდა მისი ალიც ყოფილიყო. მახ-
სენდება ნაოხარი, ძვლების არენა, ჩვენი საწვრთნელი შეჯიბ-
რებები, სადაც კალი პრინცი აღარ იყო და აგიზგიზებულ ხან-
ძრად გადაიქცეოდა ხოლმე. მაშინ ეს თავზარს მცემდა, მისი
მომაკვდინებელი ბუნების ნებისმიერი გამოვლინება მაოცებ-
და, მაგრამ ასე უკვე აღარ ხდება. არასოდეს მავიწყდება მის
სხეულში არსებული ცეცხლი და ის მძვინვარება, რომელიც
ძალას აძლევს. ვიცი, რამდენად ძლიერია ორივე.
177 მკითხველთა ლიგა
ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი და არც კალია
გამონაკლისი.
ყურზე ვიღაც მეხება და ღვედებით შებორკილი გულგა-
ხეთქილი ვკრთები. თავს ვაბრუნებ და ჰაერში დაკიდებულ
კილორნის ხელს ვხედავ, თან მხიარულად იღიმება.
– ისევ გაქვს ისინი, – ამბობს და თავზე მანიშნებს.
მინდა ვუყვირო, ჰო, კილორნ, ყურები ისევ მაქვს-მეთქი,
მაგრამ მერე ვხვდები, რასაც გულისხმობს. ოთხი ქვა – ვარ-
დისფერი, წითელი, მუქი იისფერი და მწვანე – ჩემი საყუ-
რეები. პირველი სამი ძმებმა მაჩუქეს და გიზასაც შეახვედ-
რეს. ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარია, რომლებიც მაშინ
მივიღეთ, როცა ისინი ჯარში გაიწვიეს და ოჯახის დატოვება
მოუხდათ, შეიძლებოდა სამუდამოდაც. მეოთხე დაღუპვის პი-
რას მყოფმა კილორნმა მაჩუქა, სანამ „ალისფერი მცველი“
არქეონს თავს დაესხმებოდა, სანამ იმ ღალატს გადავიტანდი,
რომელიც დღესაც მაწამებს. ეს საყურეები ყოველთვის თან
მქონდა, ბრის გაწვევის დღიდან და მეივენის ღალატის დღე-
საც. თითოეული ქვა მოგონებებს ინახავს.
კილორნი მწვანე საყურეს უყურებს, იმას, რომელიც მისი
თვალების ფერია. მათ დანახვაზე მზერა ურბილდება და ის
პირქუში გამომეტყველება უქრება, რომელიც ბოლო რამდე-
ნიმე თვეში შეიძინა.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მას, – სამარის კარამდე თან
მექნება.
– მოდი, სამარეზე ნუ ვილაპარაკებთ, განსაკუთრებით ახ-
ლა, – ბუტბუტებს და ისევ თავის ღვედებზე იყურება.
ჩემი სავარძლიდან მისი დალურჯებული სახე უფრო კარ-
გად ჩანს. ცალი ჩაშავებული თვალი პოლკოვნიკის საჩუქა-
რია, მეორე ჩალურჯებული ლოყა კი ჩემგან ერგო.
178 მკითხველთა ლიგა
– მაგისთვის ბოდიშს გიხდი, – ვეუბნები მე და ჩემს სიტ-
ყვებსაც ვგულისხმობ და ჩალურჯებულ ლოყასაც.
– შენგან უარესადაც მომხვედრია, – იცინის კილორნი და
არც ტყუის.
ჩვენს სიმშვიდეს რადიოს ხმამაღალი შიშინი არღვევს.
მივტრიალდები და ვხედავ, კალი წინ იხრება, ცალი ხელი სა-
ჭეზე უდევს, მეორით კი რადიოს მიკროფონი ჩაუბღუჯავს.
– ფორტ-პეტრიოტის სადისპეტჩერო ცენტრი. ლაპარა-
კობს „ბლექრანი“, ერთი რვა ტირე შვიდი ორი. გამოფრენის
ადგილი დელფი, დანიშნულების ადგილი ფორტ-ლენკასერი.
მისი მშვიდი, უემოციო ხმა მთელ თვითმფრინავში გაის-
მის. მის კილოში არაფერია საეჭვო ან ოდნავ მაინც საინტე-
რესო. იმედია, ფორტ-პეტრიოტიდან თანხმობას მივიღებთ.
სიგნალს ორჯერ იმეორებს და როცა დაასრულებს, მობეზრე-
ბულ სახესაც კი იღებს. სამაგიეროდ, მთელი სხეული დაჭიმუ-
ლი აქვს, ტუჩს ნერვიულად იკვნეტს და პასუხს ელოდება.
წამები საათებივით იწელება, მეორე მხრიდან მხოლოდ
შიშინი გვესმის. ჩემ გვერდით კილორნი უსაფრთხოების ღვე-
დებს ამოწმებს და უარესისთვის ემზადება. მეც უსიტყვოდ ვბა-
ძავ.
როცა რადიო ტკაცუნობს, რაც იმის მაუწყებელია, რომ მა-
ლე პასუხს მივიღებთ, ხელებით სავარძელს ვაფრინდები.
მართალია, კალის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება,
მაგრამ სულაც არ მინდა იმის ნახვა, როგორ გამოცდის
თვითმფრინავის მართვის უნარს მდევრისგან გაქცევისას.
– მიღებულია, „ბლექრან“ ერთი რვა ტირე შვიდი ორი, –
როგორც იქნა, გვეპასუხება მკაცრი, მბრძანებლური ხმა, –
შემდეგ შემომავალ ზარს კანკორდის სადისპეტჩეროდან
მიიღებთ. გასაგებია?
179 მკითხველთა ლიგა
კალი შეკავებულ სუნთქვას ათავისუფლებს, თავს ვეღარ
იკავებს და ფართოდ იღიმება:
– გასაგებია, ცენტრო.
მაგრამ, სანამ დამშვიდებას მოვასწრებ, რადიო შიშინს გა-
ნაგრძობს და კალი კბილს კბილზე აჭერს. ხელს შტურვალზე
დააცურებს და მის თითოეულ გამოზნექილ ადგილს თითებს
აჭერს. ამის შეხედვაზე ყველანი ვფრთხებით, თვით ფარლიც
კი. კალის გვერდით ზის და თვალებგაფართოებული იყურე-
ბა, თითქოს მომავალი პასუხის გემოს გაგება უნდა. შეიდიც
იმავეს აკეთებს, რადიოს მისჩერებია და ყავარჯენს თავისკენ
აჩოჩებს.
– ლენკასერის თავზე შტორმია, ფრთხილად იყავით, – ამ-
ბობს ხმა ერთი გრძელი, გულის გამაწვრილებელი წუთის
შემდეგ. მოწყენილი, პროფესიონალური და ჩვენით სრული-
ად დაუინტერესებელი ხმაა, – გასაგებია?
ამჯერად კალი თავს ჩაჰკიდებს და შვებით ნახევრად ხუ-
ჭავს თვალებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ იგივე არ გავაკეთო.
– გასაგებია, – ეუბნება რადიოს. შიშინი სასიამოვნო ჩხა-
კუნით წყდება, რაც კავშირის დასრულების მანიშნებელია.
როგორც იქნა... ჩვენზე ეჭვს აღარ მიიტანენ.
ხმას არავინ იღებს, სანამ გაღიმებული კალი არ ამბობს:
– ოფლიც არ გამოგვსვლია, – ამბობს და დაცვარულ
შუბლს იწმენდს.
ამის შემხედვარე თავს ვერ ვიკავებ და ვიცინი – ცეცხლო-
ვან პრინცს ოფლი სდის. კალი ყურადღებას არ მაქცევს, უფ-
რო ფართოდ იღიმება და ისევ პანელს უბრუნდება. ფარლიც
აძლევს თავს ოდნავ გაღიმების უფლებას, კილორნი თავს გა-
დააქნევს და თავის ხელს ჩემგან ითავისუფლებს

180 მკითხველთა ლიგა


– კარგი ნამუშევარია, თქვენო უდიდებულესობავ, – ამ-
ბობს შეიდი. კილორნი ამ სიტყვებს ლანძღვასავით წარმოთ-
ქვამს ხოლმე, მაგრამ ჩემი ძმისგან გულწრფელად გაისმის.
პრინციც, ალბათ, ამის გამო იღიმება და თავს უქნევს:
– მე კალი მქვია, ესაა და ეს.
კილორნი ისე ხმადაბლა ხითხითებს, რომ მხოლოდ მე
მესმის და ნეკნებში მუჯლუგუნს ვთავაზობ.
– მოკვდები, ცოტა უფრო თავაზიანად რომ მოექცე?
ის უკან იხევს, რათა კიდევ ერთი ჩალურჯებისგან დაიცვას
თავი.
– ეგრე ნამდვილად ვერ გავრისკავ, – ჩურჩულებს ღვარ-
ძლიანად და მერე ხმამაღლა ეუბნება კალს, – თქვენო უდი-
დებულესობავ, როგორც ვხვდები, კანკორდასთან დაკავში-
რება აღარ მოგვიწევს, ხომ ასეა?
ამჯერად ქუსლს ვაჭერ ფეხზე და კმაყოფილი ვრჩები, რო-
ცა ყვირის.
ოცი წუთის შემდეგ მზე ჩადის, ჰარბორ-ბეი და ნიუ-თაუნის
ჯურღმულები უკან რჩება და ახლა შედარებით დაბალ სიმაღ-
ლეზე მივფრინავთ. ფარლი სავარძელში ვერ ისვენებს, კისე-
რი მოუღრეცია და რაც შეიძლება მეტის დანახვას ცდილობს.
ახლა ქვემოთ მხოლოდ ხეები ჩანს. ეს ხშირი ტყეა, რომელიც
ნორტას უმეტეს ნაწილს ფარავს. თითქოს სახლში აღმოვ-
ჩნდით, თითქოს შემდეგი ბორცვის ძირში ჩვენი სოფელი გვე-
ლოდება, მაგრამ ჩემი სახლი დასავლეთშია, აქედან თითქმის
ასი მილის მოშორებით. აქ უცნობი მდინარეებია, უცნაური
გზები და მდინარის ნაპირებზე შეფენილი არც ერთი სოფლის
სახელი არ ვიცი. ერთ-ერთ მათგანში ჰიბრიდი ნიქს მარსტენი
ცხოვრობს და წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის სინამდვილე-

181 მკითხველთა ლიგა


ში ან რამხელა საფრთხე ემუქრება. რა თქმა უნდა, თუ ჯერ კი-
დევ ცოცხალია.
საინტერესოა, მახეში ხომ არ გავყავით თავი, მაგრამ ახ-
ლა ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ ჰიბრიდების პოვნის სურვი-
ლი მამოძრავებს. ისინი არა მხოლოდ საერთო მიზნის, არა-
მედ საკუთარი თავის გამოც უნდა მოვძებნო, რათა დავამტკი-
ცო, რომ მუტაცია მარტო მე არ შემხებია და მე და ჩემი ძმა გა-
მონაკლისი არა ვართ.
ჰო, მეივენს სულელურად მივენდე, მაგრამ ჯულიან
ჯეიკოსზე იმავეს ვერ ვიტყვი. მე და კალი მას ბევრზე უკეთ
ვიცნობთ. კალმა ისიც იცის, რომ სია ნამდვილია და თუ სხვე-
ბი ამ აზრს არ იზიარებენ, ყოველ შემთხვევაში, ამას არ ამ-
ჟღავნებენ. ჩემი აზრით, იმიტომ, რომ უნდათ თავადაც სჯე-
როდეთ. სია მათ იმედს აძლევს, რომ არსებობს ახალი იარა-
ღი, ომის გაგრძელების ახალი შესაძლებლობა. სია ჩვენთვის
ის დასაყრდენია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ.
როცა თვითმფრინავი ტყისკენ ეშვება, ყურადღების სხვა
რამეზე გადასატანად რუკას ჩავკირკიტებ, მაგრამ მუცელი მა-
ინც მგვრემს.
– ჯანდაბა, – ბუტბუტებს კალი და ილუმინატორიდან იმას
უყურებს, რაც, ჩემი ვარაუდით, დასაფრენ ზოლად გადაკეთე-
ბული ნანგრევებია. კიდევ ერთი ჩამრთველის გადაწევა და,
ფეხქვეშ ვიბრაციას ვგრძნობ. თვითმფრინავში ხმადაბალი
ზუზუნიც გაისმის.
– მოემზადეთ დაჯდომისთვის!
– ეგ რაღას ნიშნავს? – ვიღრინები მე, თავს ილუმინატო-
რისკენ ვაბრუნებ და ცას კი არა, ხეების კენწეროებს ვხედავ.
სანამ კალი პასუხს გამცემს, თვითმფრინავი ირყევა და რა-
ღაც მაგარს ეჯახება. სავარძლებში ვხტივართ, თითებს ღვე-
182 მკითხველთა ლიგა
დებს ვაჭდობთ, „ბლექრანი“ გვარყევს, შეიდს ყავარჯენი
უვარდება ხელიდან და ფარლის სავარძლის საზურგეს ხვდე-
ბა. ის ამას ვერც ამჩნევს, სავარძელს ისეა ჩაფრენილი, ხე-
ლები მთლად გასთეთრებია. დაჭყეტილი თვალები გადმოც-
ვენაზე აქვს და ერთხელაც არ ახამხამებს.
– უკვე დავჯექით, – ოხრავს და ძრავის გამაყრუებელ გრუ-
ხუნში მისი ხმა თითქმის არ ისმის.
გაყინულ ნანგრევებზე მშვიდად ეშვება ღამე. სადღაც
შორს ჩიტი გალობს, თვითმფრინავი კი ხმადაბლა ზუზუნებს.
მისი ძრავა სულ უფრო და უფრო ნელდება და ჩვენი მოგ-
ზაურობის შემდეგ გასათიშად ემზადება. თითოეული ფრთის
ქვეშ ლურჯი ელექტრობა ქრება და შუქს მხოლოდ კაბინა და
ვარსკვლავები ასხივებს.
უხმოდ ვსხედვართ და იმ იმედით ვიცდით, რომ შეუმჩნევ-
ლად დავეშვებით.
ჰაერში შემოდგომის სურნელი ტრიალებს, აქაურობა გაჟ-
ღენთილია მომაკვდავი ფოთლების სუნითა და შორეული წვი-
მიანი ქარიშხლებით გამოწვეული სინესტით. პანდუსთან ვზი-
ვარ და ხარბად ვისრუტავ ჰაერს. სიჩუმეს კილორნის სრუტუ-
ნი არღვევს, რომელმაც დრო იხელთა და დაიძინა. ეს ძალიან
სჭირდებოდა. ფარლი პისტოლეტით ხელში წავიდა ასაფრენი
ზოლის დასაზვერად, თან ყოველი შემთხვევისთვის შეიდიც
გაიყოლა. ბოლო რამდენიმე კვირის, უფრო სწორად, თვის
განმავლობაში პირველად ხდება, რომ არც არავინ მდარა-
ჯობს და არც არავინ მითვალთვალებს. აქ ისევ ჩემს თავს ვე-
კუთვნი.
ცხადია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
კალი პანდუსზე სწრაფი ნაბიჯით ჩადის, მხარზე შაშხანა
მოუგდია, თეძოზე პისტოლეტი მოუჩანს, ხელში კი ჩანთა უჭი-
183 მკითხველთა ლიგა
რავს. შავი თმისა და ასეთივე კომბინეზონის გადამკიდე შეიძ-
ლება აჩრდილიც გეგონოს. დარწმუნებული ვარ, ამის სათა-
ვისოდ გამოყენებას აპირებს.
– მაინც რას აკეთებ? – ვეკითხები მე და მკლავზე ვეტანე-
ბი. შეუძლია წამში დაიხსნას ჩემგან თავი, მაგრამ ამას არ
აკეთებს.
– ნუ ღელავ, ბევრი არაფერი ამიღია, – ამბობს და ჩანთაზე
მითითებს, – რაც მჭირდება, იმის მოპარვას მაინც შევძლებ.
– შენ? მოპარვას? – მეცინება, როცა წარმოვიდგენ, რომ
კეთილშობილმა პრინცმა შეიძლება ასეთი რამ ჩაიდინოს, –
საუკეთესო შემთხვევაში თითებს დაკარგავ, უარეს შემთხვე-
ვაში კი თავს.
ის მხრებს იჩეჩს, ვითომც არაფერი.
– ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
– ძალიანაც აქვს, – ვეუბნები ხმადაბლა, თან ვცდილობ
ხმაზე წყენა არ დამეტყოს, – თავადაც იცი, რომ გვჭირდები.
ტუჩის კუთხე ეპრიხება, მაგრამ არ იცინის.
– მერედა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს მაგას?
მინდა ერთი კარგად მოვცხო, იქნებ რამე შევაგნებინო,
მაგრამ კალი კილორნი არ არის. ჩემს დარტყმას ღიმილით
შეხვდება და გზას განაგრძობს. პრინცი არგუმენტებით უნდა
გადავარწმუნო. მისით მანიპულირება უნდა შევძლო.
– შენი პირით თქვი, რომ თითოეული ჰიბრიდის გადარჩე-
ნა მეივენისთვის დარტყმის მიყენებას ნიშნავს, ხომ მართა-
ლია?
ის თავს არ მიქნევს, მაგრამ არც მეკამათება. ისიც კარგია,
რომ მისმენს.
– კარგად იცი, რა შეგვიძლია მე და შეიდს. შეიძლება ნიქ-
სი ჩვენზე ძლიერი, ჩვენზე უკეთესი იყოს, ხომ ასეა?
184 მკითხველთა ლიგა
ისევ არაფერს ამბობს.
– ვიცი, რომ მისი სიკვდილი გინდა.
სიბნელის მიუხედავად, თვალებში მაინც უცნაური შუქი
უელავს.
– მეც მინდა მისი სიკვდილი, – არ ვეშვები მე, – მინდა ხე-
ლები ყელში წავუჭირო, მინდა ვნახო, როგორ იცლება სის-
ხლისგან იმის გამო, რაც ჩაიდინა, იმ ადამიანების გამო,
რომლებიც დახოცა, – სასიამოვნოა ამ სიტყვების ხმამაღლა
თქმა, იმის აღიარება, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, თან იმ
ერთადერთი ადამიანის წინაშე, ვისაც შეუძლია გამიგოს. მინ-
და ყველაზე ძლიერი ტკივილი მივაყენო. მინდა ძვლებში ელ-
ვა გავუტარო მანამდე, სანამ ყვირილის თავიც კი არ ექნება.
იმ ურჩხულის განადგურება მინდა, რომლადაც ახლა მეივენი
იქცა.
მაგრამ, როდესაც მის მოკვლაზე ვფიქრობ, მაინც მახსენ-
დება ბიჭი, ისეთი, როგორიც მე მეგონა, რომ იყო. საკუთარ
თავს ვუმეორებ, რომ ის მარჯვედ მსახიობობდა. მეივენი, რო-
მელსაც ვიცნობდი და რომელიც მომწონდა, მხოლოდ საგან-
გებოდ ჩემთვის შექმნილი ფანტაზია იყო. ელარამ თავისი ვა-
ჟი იმ ადამიანს დაამსგავსა, რომელსაც შევიყვარებდი, და ეს
კარგადაც გამოუვიდა. რატომღაც არარსებული ადამიანის
გახსენება უფრო მტკივნეულია ჩემთვის, ვიდრე ნამდვილი
მოგონებები.
– ჯერჯერობით ვერაფერს დავაკლებთ, – ვამბობ მე კალი-
სა და საკუთარი თავის დასამშვიდებლად, – ახლა რომ და-
ვიწყოთ მასზე ნადირობა, ვერც ერთი ვერ გადავურჩებით და
ეს შენც იცი.
როგორც ყოფილი გენერალი და ახლაც დახელოვნებული
მებრძოლი, კალი კარგად იცნობს ომს. მიუხედავად იმისა,
185 მკითხველთა ლიგა
რომ გააფთრებულია და მისი ყოველი უჯრედი შურისძიებას
ითხოვს, მან იცის, რომ ჯერჯერობით ამ ბრძოლას ვერ
მოიგებს.
– მე თქვენს რევოლუციაში არ ვმონაწილეობ, – ჩურჩუ-
ლებს იგი, ღამის წყვდიადში მისი ხმა ძლივს მესმის, – „ალის-
ფერი მცველის“ წევრი არა ვარ. ამ საქმეში არ გავერევი.
ასე მგონია, გაცეცხლებული სადაცაა ფეხებს დამიბაკუ-
ნებს.
– აბა, რას აპირებ, კალ?
ის პასუხის გასაცემად პირს აღებს, მაგრამ ვერაფერს ამ-
ბობს.
კარგად ვხვდები, რომ დაბნეულია, მაგრამ ეს არ მომწონს.
კალი ბავშვობიდანვე იმ ყველაფრის განსახიერებაა, რასაც
ვებრძვი. არ იცის, როგორ იცხოვროს სხვანაირად, თუნდაც
ახლა, წითლების გვერდით, როცა თავისიანები დევნიან და
მისივე სისხლი და ხორცი ღალატობს.
ერთი საშინელი წუთის განმავლობაში დუმს, მერე ზურგს
მაქცევს და თვითმფრინავისკენ მიდის. გადაწყვეტილება შე-
იცვალა და ჩანთა და იარაღი ძირს დაყარა. ამის შემხედვარე
შვებას ვგრძნობ. ის დარჩება.
მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხნით.

186 მკითხველთა ლიგა


თავი 11

რუკის თანახმად, კორაუნტი ჩრდილო-აღმოსავლეთით 4


მილზეა, მდინარე რეგენტს-რივერისა და კარგა მოზრდილი
პორტ-როუდის გადაკვეთაზე. ვაჭრების ჩვეულებრივი დასახ-
ლება უნდა იყოს. ერთ-ერთი ბოლო სოფელია, სანამ პორტ--
როუდის გავლით ქვეყნის სიღრმეში შევალთ, სადაც ჩრდი-
ლოეთის საზღვრისკენ მიმავალი გარს უვლის დატბორილ,
გაუვალ ჭაობიან მიწებს. ნორტას საზღვართან მდებარე ოთხი
დიდი გზიდან პორტ-როუდის გზა ყველაზე დატვირთულია და
ერთმანეთთან აკავშირებს დელფის, არქეონსა და ჰარბორ-
ბეის. ამის გამოა სწორედ სახიფათო, თუნდაც შორეულ
ჩრდილოეთში მდებარეობდეს. შეიძლება გზაზე მიმავალ
ვერცხლისფერებს გადავაწყდეთ, სამხედროებს ან სულაც სა-
მოქალაქო პირებს, და ჩვენზე სანადიროდ რომც არ იყვნენ
გამოგზავნილი, ქვეყანაში არ მოიძებნება ისეთი ვერცხლის-
ფერი, რომელიც კალს არ იცნობს. ზოგი მის დაკავებას შეეც-
დება, ზოგი კი მოკვლასაც.
შეუძლიათ კიდეც, – ვეუბნები ჩემს თავს. ეს უნდა მაშინებ-
დეს, მაგრამ რატომღაც სიმხნევე უფრო მემატება. მეივენს,
ელარას, ევანგელინსა თუ პტოლემუს სამოსს – მათი შესაძ-
ლებლობების მიუხედავად, ყველას ჰქონდა სუსტი ადგილი.
მათი დამარცხება სრულიად შესაძლებელია, ამისათვის მხო-
ლოდ სათანადო იარაღი გვჭირდება.
ამის გაფიქრებაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში
გადატანილი ტკივილი მავიწყდება. მხარი ისე ძალიან აღარ
მტკივა და ტყის სიწყნარეში იმასაც ვხვდები, რომ თავში ბან-

187 მკითხველთა ლიგა


შის კივილი უკვე იშვიათად ჩამესმის. კიდევ რამდენიმე დღეც
და, სულ დამავიწყდება. ის მუშტიც აღარ მაწუხებს, რომელიც
კილორნისთვის ყბაში მოდებისას დავიზიანე.
შეიდი ხეებს შორის დახტის, მისი სილუეტი ხან აქ გაკრთე-
ბა, ხან იქ, როგორც ღრუბლებში ვარსკვლავის შუქი. შორს
არ მიდის, მუდამ მხედველობის არეშია და ტელეპორტაციას
ყურადღებით აკონტროლებს. ერთი-ორჯერ ჩურჩულით გვი-
თითებს ირმის მიხვეულ-მოხვეულ ნაკვალევზე ან ფოთლე-
ბით დაფარულ ნაპრალებზე. ამას მეტწილად კალის გამო
აკეთებს. მე, კილორნი და შეიდი ტყეში გავიზარდეთ, ის კი –
სასახლესა და ყაზარმებში. ღამღამობით ტყეში ხეტიალს
ჩვეული არ არის, რასაც მისი ბორძიკი და ტკაცუნა ტოტებზე
დაბიჯებაც მოწმობს. კალი გზას ყოველთვის ცეცხლის მეშ-
ვეობით იკვლევდა და ყოველგვარ წინააღმდეგობას მხო-
ლოდ ძალის გამოყენებით ანადგურებდა.
კილორნი პრინცის ყოველ წაბორძიკებაზე გესლიანად
იღიმება.
– ეი, ფრთხილად, – ამბობს და კალს განზე სწევს, რათა
სიბნელეში დაგდებულ დიდ ქვას არ წამოედოს. კალი მეთევ-
ზის ხელისგან თავს ადვილად ითავისუფლებს. საბედნიეროდ,
სხვას არაფერს აკეთებს, ოღონდ მანამდე, სანამ პატარა ღე-
ლეს არ მივადგებით.
მდინარის ორივე მხარეს ხეებს ტოტები დაუშვიათ და მათი
ფოთლები ერთმანეთს ელამუნება. მათ შორის ვარსკვლავე-
ბის შუქი აღწევს და ანათებს ღელეს, რომელიც ტყის გავლით
რეგენტისკენ მიედინება. ვიწრო ღელეა, მაგრამ არ ვიცით,
რამდენად ღრმა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, ნელა
კი მიჩუხჩუხებს.

188 მკითხველთა ლიგა


კილორნი წყალში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ხმელეთზე,
ამიტომ მაშინვე თავთხელში შედის და შუა ღელეში კენჭს ის-
ვრის, თან ხმას აყურადებს.
– ექვსი ფუტია, შეიძლება შვიდიც, – ამბობს წამის შემდეგ.
მე ნამდვილად დამფარავს.
– შენთვის ტივი ხომ არ შევკრათ? – იკრიჭება ის.
თოთხმეტი წლისამ პირველად ვიცურავე კეპიტალში, ნამ-
დვილ მდინარეში, რომელიც ამ ღელეზე სამჯერ ღრმა და ათ-
ჯერ ფართოა. ამიტომ უყოყმანოდ ვხტები თავით მუქ, ცივ
წყალში. ოკეანესთან სიახლოვის გამო მას მარილის გემო
დაჰკრავს.
კილორნი მაშინვე მომყვება, ის გამოცდილი მოცურავეა
და რამდენიმე წამში მეორე ნაპირზე გადის. მიკვირს, თავისი
სიმარჯვე უფრო მეტად რატომ არ გამოამჟღავნა, სალტო რა-
ტომ არ გააკეთა ან სუნთქვა რამდენიმე წუთით არ შეიკავა.
როცა ნაპირს ვაღწევ, ყველაფერს ვხვდები.
ფარლი და შეიდი მეორე ნაპირზე დგანან და თავთხელ
წყალში შესულ პრინცს დამცინავად უყურებენ. კალს წყლის
ნაკადი კოჭებზე ურტყამს, ნაზად, დედის შეხებასავით, მაგრამ
მთვარის შუქზე ვხედავ, რომ მთლად გაფითრებულია. ხე-
ლებს ერთმანეთს აჭდობს, მათი ცახცახის დამალვას ცდი-
ლობს.
– რა მოხდა, კალ? – ვეკითხები მე, ვცდილობ ძალიან ხმა-
მაღლა არ გამომივიდეს.
კილორნი უკვე ხეზეა მიყრდნობილი და სიბნელეში სრუ-
ტუნებს. წყლით გაჟღენთილ ქურთუკს იხდის და სწრაფი მოძ-
რაობით წურავს.
– მიდი, კალორე, თვითმფრინავის მართვა იცი და ცურვა
არა? – ამბობს ის.
189 მკითხველთა ლიგა
– ვიცი ცურვა, – გაცხარებით პასუხობს კალი. ერთ ნაბიჯს
კიდევ დგამს და მუხლებამდე შედის წყალში, – უბრალოდ,
მისი დიდი მოყვარული არა ვარ.
რა თქმა უნდა, წყალი არ ეყვარება. კალი მწველია, ცეც-
ხლის მბრძანებელი, და არაფერი ასუსტებს ისე, როგორც
წყალი. ის სრულიად უმწეოს ხდის, ძალას ართმევს, ამიტო-
მაც ეშინია მისი, სძულს და ებრძვის. მახსოვს, არენაზე კინა-
ღამ დაიღუპა. ბატონმა ოსანოსმა კუთხეში მიიმწყვდია და ზედ
წყლის იმხელა ნაკადი მიუშვა, რომ კალმაც კი ვერაფერი
მოუხერხა. ალბათ, იმ წუთებში თავი წყლით სავსე სამარეში
ეგონა.
იქნებ ახლა მასაც იგივე ახსენდება და ამ მოგონების გამო
პატარა ღელე აზვირთებულ, უკიდეგანო ოკეანედ ეჩვენება?
უკან მიბრუნებას ვაპირებ, რათა გადმოცურვაში დავეხმა-
რო, მაგრამ ამის დანახვაზე კილორნი ისე ახარხარდება, კა-
ლი ვეღარ მოუთმენს, შუა ტყეში კი აყალმაყალი არაფერში
გვჭირდება.
– ცხვირით ჩაისუნთქე, კალ.
როცა ის თავს სწევს და გაღმა ნაპირიდან თვალებში შე-
მომხედავს, გასამხნევებლად ოდნავ ვუქნევ თავს. პირით
ამოისუნთქე. მისივე რჩევა დავუბრუნე უკან, მაგრამ ეს მაინც
ამშვიდებს.
რამდენიმე ნაბიჯს დგამს წინ, მკერდი ყოველ ჩასუნთქვაზე
ებერება, მერე კი ვეებერთელა ძაღლივით ფეხების ტყაპუნით
მოცურავს. კილორნს პირზე ცალი ხელი აქვს აფარებული და
ჩუმად იცინის. მისკენ რამდენიმე ქვას ვაგდებ და ისიც მოკე-
ტავს. კალი ნაპირს უახლოვდება და სწრაფად ამოდის წყლი-
დან. კანზე ორთქლი ასდის, რადგან სირცხვილისგან შეახუ-
რა.
190 მკითხველთა ლიგა
– როგორ ცივა, – ბურტყუნებს ის, თავს აქნევს და თვალს
გვარიდებს. მისი შავი თმის ღერები ერთმანეთს მისწებებია
და ვერცხლისფრად ალეწილი სახის ცალ მხარეს ჩამოშლია.
დაუფიქრებლად ვუსწორებ და თმა ისევ ძველებურად აქვს.
შეფიქრიანებული მიყურებს და სასიამოვნოდ გაოცებული
ჩანს.
ამჯერად მე ვწითლდები. ჩვენ ხომ მხოლოდ საერთო მი-
ზანზე უნდა ვიფიქროთ.
– არ მითხრა, რომ შენც გეშინია წყლის, – ხმამაღლა, უხე-
შად გასძახის კილორნი მეორე ნაპირს. ფარლი პასუხად იცი-
ნის და ჩემს ძმას მაჯაზე ჰკიდებს ხელს. წამის შემდეგ ჩვენ წინ
დგანან, გაღიმებულები და სრულიად მშრალები.
გადმოხტნენ. რა თქმა უნდა.
შეიდი იღუშება და სველ თმას მიწურავს.
– იდიოტებო, – ამბობს გულთბილად.
ყავარჯენი რომ არა, პირდაპირ ღელეში ვუკრავდი თავს.
იმ დროისთვის, როცა კორაუნტთან აღმართულ გორაკთან
მივდივართ, თმა თითქმის მშრალი მაქვს. მთვარესა და ვარ-
სკვლავებს ღრუბლები გადაეფარა, მაგრამ სოფლიდან მომა-
ვალი სინათლეც საკმარისია. აქედან კორაუნტი ჩემს სო-
ფელს, ოჩოფეხეთს ჰგავს, რეგენტს-რივერის პირას არის გა-
შენებული, მის ცენტრში გზაჯვარედინი მოჩანს. ერთი ლამა-
ზად მოკირწყლული და ჭაობის დონიდან ოდნავ მაღლა დაგე-
ბული აშკარად პორტ-როუდია. მეორე გზა აღმოსავლეთიდან
დასავლეთისკენ მიდის და სოფლის გარეთ უკვე გრუნტია და
არა ასფალტი. მდინარის ნაპირზე ცად ატყორცნილი სათ-
ვალთვალო კოშკურა დგას, მისი წვერი აქეთ-იქით მოტ-
რიალე სასიგნალო შუქით არის განათებული. ვკრთები, რო-
ცა მისი სხივი თავზე გადაგვივლის.
191 მკითხველთა ლიგა
– გგონია, აქ არის? – მძიმედ სუნთქავს კილორნი. ნიქსს
გულისხმობს, თან სათვალთვალო კოშკურის ჩრდილში მოქ-
ცეულ დაბალ სახლებს უყურებს.
– ნიქს მარსტენი. ცოცხალია. მამაკაცი. დაბადებული
12/20/271 წელს კორაუნტში, მარშ-ქოუსთი, რეგენტის შტატი,
ნორტა. ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: იგივე. აი,
მხოლოდ ეს წერია, – ვამბობ ზეპირად, ამ სიტყვებს გონებაში
ვხედავ. ბოლო ნაწილს ვტოვებ, რადგან მისი გახსენება ანთე-
ბული მუგუზალივით მშანთავს. სისხლის ჯგუფი: უცნობია. გე-
ნური მუტაცია, შტამი უცნობია. სიაში ყოველ სახელს ასეთი
აღწერა მოსდევს, მათ შორის ჩემსასაც. ჯულიანმა თქვა, რომ
ეს ადამიანები სისხლის ბაზაში ასეთივე მუტაციის მიხედვით
მოძებნა და ჩემი სისხლი მათსას შეადარა. ახლა ეს ინფორმა-
ცია მე უნდა გამოვიყენო და იმედია, არ დამიგვიანია.
თვალებს ვჭუტავ და სიბნელეს ვაკვირდები. საბედ-
ნიეროდ, რეგენტი მშვიდი, ჩაბნელებული მდინარეა, გზებზეც
არავინაა. ოკეანეც შუშასავით უძრავია. კომენდანტის საათი
ისევ ძალაშია და საგანგებო ზომებიც არსად გამქრალა.
– სამხედრო ფლოტის გემებს ვერსად ვხედავ. პორტ-
როუდიც ცარიელია.
კალი თანხმობის ნიშნად მიქნევს თავს და უცებ გულში ში-
ში მეპარება: მეივენის ხალხი ჯარისკაცების რაზმის გარეშე
ნამდვილად არ ივლიდა და ამიტომ ადვილად შესამჩნევიც იქ-
ნებოდა. ესე იგი ორი ვარიანტია: ისინი ნიქსთან ჯერ არ მოსუ-
ლან, ან კარგა ხანია წასულან.
– კომენდანტის საათის მიუხედავად, მისი მოძებნა არ უნ-
და გაგვიჭირდეს, – ფარლი სოფელს გადაავლებს თვალს,
ყოველ სახურავსა და ქუჩის კუთხეს აკვირდება. მეჩვენება,
რომ ეს ადრეც გაუკეთებია.
192 მკითხველთა ლიგა
– მშვიდი ქალაქია, ზარმაცი გუშაგებით. 10 ტეტრარქს ჩა-
მოვდივარ, რომ სოფლის ოფიციალური დოკუმენტაციის დაც-
ვითაც არ იწუხებენ თავს.
– ნაძლევი მიღებულია, – პასუხობს შეიდი და მხარზე
იდაყვს გაჰკრავს.
– იქ შეგხვდებით, – ამბობს კალი და ნახევარი მილის მო-
შორებით ხეების კორომზე მიუთითებს. სიბნელეში მისი გარ-
ჩევა ძნელია, ჭაობითა და წელამდე ბალახით არის გარშე-
მორტყმული, კარგად დაგვფარავს, მაგრამ უარის ნიშნად
თავს ვაქნევ.
– არ უნდა დავიყოთ.
– ესე იგი ჩემი და შენი წინამძღოლობით ყველანი ერთად
უნდა წავლასლასდეთ? მოდი, ბარემ კოშკურას ავაფეთქებ,
შენ კი შენკენ წამოსულ ყველა გუშაგს შებრაწავ, – მპასუხობს
კალი. სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ურჩი მოს-
წავლისგან გაბეზრებული მასწავლებელივით მელაპარაკება.
ბიძამისივით... ჯულიანივით.
– რა თქმა უნდა, არა...
– იმ სოფელში არც ერთმა ჩვენგანმა ფეხი არ უნდა შედ-
გას, მერ, თუ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი იმ ადამიანის მოკ-
ვლას არ აპირებ, ვინც დაგვინახავს. თითოეული მათგანის.
თვალს თვალში მიყრის, უნდა, რომ ჩემთვის ყველაფერი
გასაგები იყოს. ნებისმიერი ადამიანი. არა მხოლოდ გუშაგე-
ბი, ჯარისკაცები ან ვერცხლისფერი სამოქალაქო პირები.
ყველა. ჩვენ შესახებ ერთი გადაკრული სიტყვა, ერთი ჭორი
და, მეივენი თვალის დახამხამებაში აქ გაჩნდება. თან მოჰ-
ყვება პირადი დაცვა, ჯარისკაცები, ლეგიონები, ყველა და
ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდება. თავდაცვის ერთადერ-
თი საშუალება ჩვენთვის ის არის, რომ თვალში არავის შევეჩ-
193 მკითხველთა ლიგა
ხიროთ და ყოველთვის მეფეზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ.
ამას ვერ შევძლებთ, თუ კვალს დავტოვებთ.
– კარგი, – ვამბობ ხმადაბლა, – მაგრამ კილორნი ჩვენ-
თან დარჩება.
კილორნს თვალები ენთება და ხან მე მიყურებს, ხან კალს.
– ყველაფერს უფრო სწრაფად გავაკეთებთ, თუ ჩემს ძიძო-
ბას თავს დაანებებ, მერ.
ძიძობა. ალბათ, ვარ კიდეც მისი ძიძა, ახლაც კი, როცა თა-
ვად შეუძლია ფიქრი, ბრძოლა და თავისი თავის მოვლა. ნე-
ტავ ასეთი სულელი არ იყოს, ნეტავ ასე მონდომებით არ უარ-
ყოფდეს ჩემს მზრუნველობას.
– მეივენმა შენი სახელიც იცის, – ვეუბნები მას, – ეჭვი არ
შეგეპაროს, შენი ფოტო უკვე ქვეყნის ყველა საგუშაგოს ექნე-
ბა.
ის იღუშება.
– ფარლი?
– მე ტბებისქვეყნელი ვარ, ბიჭო, – ჩემ მაგივრად პასუ-
ხობს ფარლი. როგორც იქნა, ჩემს მხარეზეა.
– ბიჭიო? – ამბობს წარბშეკრული კილორნი, – ჩემზე დი-
დად უფროსი კი არა ხარ.
– ოთხი წლით უფროსია, თუ დავაზუსტებთ, – მშვიდად ამ-
ბობს შეიდი.
ფარლი თვალებს ატრიალებს.
– თქვენს მეფეს ჩემ შესახებ არავითარი დოკუმენტაცია არ
გააჩნია და არც ჩემი ნამდვილი სახელი იცის.
– მე მხოლოდ იმიტომ მოგყვებით, რომ ყველას მკვდარი
ვგონივარ, – ერთვება ყავარჯენზე დაყრდნობილი შეიდი და
კილორნს მხარზე ხელს დასამშვიდებლად ადებს, მაგრამ ის
თავიდან იშორებს.
194 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი, – ბრაზით ამბობს კილორნი. ის უკან-
მოუხედავად მიდის კორომისკენ, ისე უხმაუროდ, როგორც
მინდვრის თაგვი.
კალი მას გაჰყურებს და ტუჩის კუთხე უკმაყოფილოდ ეღ-
რიცება.
– რამე შანსი თუ გვაქვს, რომ ეს ბიჭი სადმე დავკარგოთ?
– ნუ იქნები ასეთი ბოროტი, კალ, – მკვახედ ვეპასუხები მე
და კილორნისკენ მივდივარ. საგანგებოდ ისე მივაბიჯებ, რომ
პრინცს მხარი მაგრად გავკრა. არა ტკივილის მიყენების,
არამედ კომუნიკაციის მიზნით. თავი დაანებე.
კალი უკან მომყვება, თბილ თითებს მკლავზე მიჭერს და
ჩემს დამშვიდებას ცდილობს.
– უბრალოდ, ვიხუმრე.
მაგრამ ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. სულაც არა... და
რაც უფრო უარესია, იმაზეც ვფიქრობ, იქნებ კალი მართა-
ლია. კილორნი არც ჯარისკაცია, არც მეცნიერი, საერთოდ,
ჭკუა დიდად არ უჭრის. ბადეს ძალიან სწრაფად ქსოვს, მაგ-
რამ ეს რაში გვჭირდება, როცა ჩვენი მიზანი ადამიანია და
არა თევზი? არ ვიცი, როგორი წვრთნა გაიარა „ალისფერ
მცველში“, დიდი-დიდი, ერთთვიანი. მზის ციხე-დარბაზში მე
გადავარჩინე, კეისრის მოედანზე გამართულ ხოცვა-ჟლეტაში
გადარჩენას კი იღბალს უნდა უმადლოდეს. ჩემსავით განსა-
კუთრებული უნარი არ გააჩნია, არც გაწვრთნილია და არც
გონიერებით გამოირჩევა. დიდად ვერაფრით დაგვეხმარება,
თუ საერთოდ არ შეგვანელებს კიდეც.
ჯარში გაწვევა ავარიდე, მაგრამ არა იმისთვის, რომ სხვა
ომში ჩაბმულიყო. ნეტავ შემეძლოს მისი გაგზავნა სახლში,
სოფელში, ჩვენს მდინარესთან, იმ ცხოვრებაში, რომელსაც
კარგად ვიცნობთ. სიღარიბეში იცხოვრებდა, მუშაობით ტყავს
195 მკითხველთა ლიგა
გააძრობდნენ, მასზე დარდით თავს არავინ შეიწუხებდა, სამა-
გიეროდ, ცოცხალი დარჩებოდა. ტყესა და მდინარეს შორის
გამოკეტილი ცხოვრება ჩემთვის უკვე შეუძლებელია, მაგრამ
მას შეეძლო სწორედ ასე ეცხოვრა. მინდა ასე მოხდეს.
სიგიჟე არ არის, ჩვენთან დარჩენის უფლებას რომ ვაძ-
ლევ?
მაგრამ როგორ გავუშვა?
ამ კითხვებზე პასუხები არა მაქვს და კილორნის შესახებ
ფიქრებს თავიდან ვიშორებ. მოიცდიან. როცა შეიდსა და
ფარლისთან გამოსამშვიდობებლად უკან მივიხედავ, ვხედავ,
უკვე წასულან. წარმოვიდგენ, როგორ გვისაფრდებიან კორა-
უნტში და ზურგზე შიშისგან ეკლები მასხამს. გონებაში სრო-
ლის ხმა ჩამესმის, ეს ხმა ხომ დღემდე კარგად მახსოვს. არა.
შეიდის უნარისა და ფარლის გამოცდილების წყალობით მათ
ამაღამ ვერაფერი შეაჩერებს. მე თან არ ვახლავარ, ჩემზე
ზრუნვა აღარ მოუწევთ. დღეს არავის მოუწევს სიკვდილი.
კილორნი მაღალ ბალახში აჩრდილივით უხმოდ მიდის და
მაღალ ღეროებს ძლიერი ხელებით აქეთ-იქით სწევს. კვალს
თითქმის არ ტოვებს, მაგრამ ამით რა ხეირი, ჩემ უკან ხომ კა-
ლი მოაბოტებს და აყლაყუდა ტანით გზად ყველაფერს თე-
ლავს, ამიტომ შეუძლებელია, ჩვენი გადაადგილება შეუმჩნე-
ველი დარჩეს. იმედია. გათენებამდე დიდი ხნით ადრე წა-
ვალთ და ნიქსიც ჩვენთან ერთად იქნება. თუ გაგვიმარ-
თლებს, წითლის დაკარგვას ვერავინ შეამჩნევს, რაც იმის
დროს მოგვცემს, რომ მეივენს დავასწროთ, სანამ მიხვდება,
რასაც ვაკეთებთ.
ჰოდა, მაინც რას ვაკეთებთ? ჩამესმის თავში უცნაური ხმა,
ჯულიანის, კილორნის, კალისა და გიზას ხმების ნაზავი. უხერ-
ხული კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემა მაშინებს. სია მხო-
196 მკითხველთა ლიგა
ლოდ პირველი ნაბიჯია. ვთქვათ, ჰიბრიდები მოვძებნეთ, მე-
რე რაღას ვიზამთ? რა უნდა ვქნა?
სასოწარკვეთილება მაიძულებს უფრო სწრაფად სიარულს
და მალე კილორნს ვუსწრებ. ძლივს ვამჩნევ, როცა ნაბიჯს
ანელებს და წინ მატარებს, რადგან იცის, რომ მარტო სიარუ-
ლი მინდა. სიბნელეში გახვეულ კორომს სულ უფრო ვუახ-
ლოვდებით და ვნატრობ, ნეტავ მარტო ვიყო. მას შემდეგ არ
მღირსებია მოსვენება, რაც „მერსივზე“ გამოვიძინე. ესეც ცო-
ტა ხანს გაგრძელდა, კილორნმა დამირღვია სიმშვიდე. მაშინ
მისი ნახვა გამიხარდა, მაგრამ ახლა ვნატრობ, ნეტავ მარტო
დარჩენა შემეძლოს. მარტო დავრჩებოდი ჩემს ფიქრებთან,
გეგმებთან, დარდთან. გავაანალიზებდი იმას, რადაც ჩემი
ცხოვრება იქცა.
– მას არჩევანს მივცემთ, – ვამბობ ხმამაღლა, რადგან ვი-
ცი, კილორნი და კალი ისე არ ჩამომრჩებოდნენ, რომ ჩემი
ხმა ვერ გაიგონონ, – წამოგვყვება ან აქ დარჩება.
კალი ხეს ეყრდნობა, სხეულს ადუნებს, მაგრამ ისევ წინ
იყურება. მის მზერას ვერაფერი ეპარება.
– ვეტყვით თუ არა, რა მოჰყვება მის არჩევანს?
– თუ მისი მოკვლა გინდა, ამას არ დავუშვებ, – ვპასუხობ
მე, – არ მოგაკვლევინებ ჰიბრიდს მხოლოდ იმის გამო, რომ
ჩვენთან წამოსვლა იუარა, თანაც, თუ გუშაგს ეტყვის, რომ აქ
ვიყავი, იმის ახსნაც მოუწევს, რატომ მოვედი და მისტერ მარ-
სტენისთვის ეს სასიკვდილო განაჩენი იქნება.
პრინცს ტუჩი ეგრიხება, თავის შეკავებას ცდილობს, შეკა-
მათება არ უნდა. ახლა ჩემთან კამათით ვერაფერს გახდება.
ნათელია, რომ სხვისგან ბრძანებების მიღებას მიჩვეული არ
არის.

197 მკითხველთა ლიგა


– მეივენის შესახებ თუ ვეტყვით? ვეტყვით, რომ მოკლა-
ვენ, თუ აქ დარჩება? რომ სხვები დაიხოცებიან, თუ მეფე მიაგ-
ნებს?
თავს ვუქნევ.
– ყველაფერს ვეტყვით, რაც ვიცით, და დაე, თავად გადაწ-
ყვიტოს. რაც შეეხება მეივენს... – შესაფერის სიტყვებს ვეღარ
ვპოულობ, ეს ყოველ წამს სულ უფრო მიჭირს, – მასზე ერთი
ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ალბათ, მხოლოდ ეს შეგვიძლია.
– რატომ? – გვერთვება კილორნი, – რატომ უნდა მივცეთ
არჩევანი? თვითონვე თქვი, რომ ყველა გვჭირდება, ვის მო-
ძებნასაც შევძლებთ. თუ ეს ნიქსი შენი ნახევარი მაინც არის,
მისი დატოვება დაუშვებელია.
პასუხი უმარტივესია და ძალიან მტკივნეული:
– იმიტომ, რომ ასეთი არჩევანი ჩემთვის არავის მოუცია.
საკუთარ თავს ვეუბნები: მოსალოდნელი შედეგი რომ
მცოდნოდა, მაინც ამ გზას ავირჩევდი – კილორნს გაწვევას
გადავარჩენდი, ჩემს უნარს აღმოვაჩენდი, „ალისფერი მცვე-
ლის“ წევრი გავხდებოდი, ადამიანების ცხოვრებას დავან-
გრევდი, ვიბრძოლებდი, მოვკლავდი, ელვა-გოგონა გავხდე-
ბოდი... მაგრამ არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა. მართლა არ
ვიცი.
დამთრგუნველ სიჩუმეში დაახლოებით ერთი საათი გა-
დის. კმაყოფილი ვარ, რადგან ფიქრის დრო მაქვს, ამასობაში
კალი ისვენებს და სიჩუმით ტკბება. ამ დღეებში ისიც ჩემსა-
ვით გადაიღალა. კილორნიც აღარ მასხარაობს. ხის დაკოჟ-
რილ დიდ ფესვზე ზის და მაღალი ბალახისგან მყიფე, უსარ-
გებლო ბადეს წნავს, თან იღიმება და მისთვის კარგად ნაცნო-
ბი კვანძების გამოსკვნით ტკბება.

198 მკითხველთა ლიგა


ნიქსზე ვფიქრობ. ალბათ, ლოგინიდან წამოვაგდებთ, შე-
იძლება პირში ჩვარიც ჩავჩაროთ, ჩემს დაგებულ ხაფანგში
გავაბამთ. ფარლი მისი ცოლ-შვილისთვის ზიანის მიყენებით
ხომ არ დაემუქრება, რათა ჩვენთან ერთად წამოსვლა აიძუ-
ლოს? თუ შეიდი ჩაავლებს ხელს მაჯაში, გადახტება და ამ სა-
ძაგელ ტელეპორტაციაში ჩაითრევს, სანამ კორომში არ და-
ეშვებიან? დაბადებულია 12/20/271 წელს. ნიქსი ორმოცდაც-
ხრა წლისაა, ლამის მამაჩემის ხნის. ნუთუ მასავით დაძაბუნე-
ბული და დაუძლურებული იქნება? თუ ჯანმრთელია, სანამ
ჩვენ არ დავადგებით თავზე?
სანამ შავბნელი, მტანჯველი შეკითხვების ქსელში გავეხ-
ვეოდე, მაღალი ბალახი ირხევა. ვიღაც მოდის.
კალში თითქოს ჩამრთველი გადაატრიალეს. ფეხზე სწრა-
ფად დგება, მთელი სხეული ეჭიმება და სრულ მზადყოფნაშია
იმისთვის, რაც ბალახიდან უნდა გამოვიდეს. ველი, რომ მის
თითებზე ცეცხლს დავინახავ, მაგრამ მრავალწლიანი საბ-
რძოლო მომზადების შემდეგ კალმა ჩემზე უკეთ იცის, როგორ
მოიქცეს. სიბნელეში მისი ცეცხლი შუქურასავით აბრიალდე-
ბა და ჩვენს აქ ყოფნას ყველა გუშაგი შეიტყობს. ჩემდა გასაკ-
ვირად, კილორნიც პრინცივით იძაბება, ბალახის ბადეს მიწა-
ზე აგდებს, ფეხით თელავს და ჩექმაში ჩამალულ პატარა და-
ნას იშიშვლებს, ბასრსა და პირფართოს, რომლითაც ადრე
თევზს შიგნავდა. მისი დანახვა ძალიან მაბრაზებს. არ ვიცი,
როდის გახდა ეს დანა მისთვის იარაღი, ან რამდენი ხანია,
ფეხსაცმლით დაატარებს. ალბათ, მას შემდეგ, რაც სროლა
დაუწყეს.
არც მე ვარ უიარაღოდ. ჩუმი ზუზუნი ჩემს სისხლში – მხო-
ლოდ ეს მჭირდება, ყველა დანაზე ბასრია და ნებისმიერ
ტყვიაზე მომაკვდინებელი. კანქვეშ ნაპერწკლები დამირბის,
199 მკითხველთა ლიგა
რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოვიყენო. ჩემს
უნარს ის უპირატესობა აქვს, რომელიც კალის ცეცხლს არ
ახასიათებს.
ღამის სიჩუმეს ბუს კივილი არღვევს. კილორნიც ეპასუხება
და დაბალი ხმით უსტვენს. იმ შაშვების სტვენას ჰგავს, რომ-
ლებიც ჩვენი სოფლის სახლებში იბუდებდნენ.
– ფარლია, – ბუტბუტებს და ბალახზე გვანიშნებს.
ფარლი ბალახიდან პირველი გამოდის, უკან ორნი მოჰ-
ყვებიან: ერთი მათგანი ჩემი ძმაა ყავარჯნით, მეორე კი ჩას-
კვნილი კაცი, დაკუნთული ხელ-ფეხითა და მრგვალი მუც-
ლით, რომელიც მამაკაცებს ასაკში უჩნდებათ. ნიქსი.
კალი მკლავში მაფრინდება და ხელს ოდნავ მიჭერს. ნელა
მეწევა უკან და დაჩრდილული კორომისკენ მახევინებს. არ
ვეწინააღმდეგები, რადგან ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკი-
ვა. კარგი იქნებოდა, წითელი ნაჭერი მქონოდა, სახეზე ავიფა-
რებდი, როგორც ნერსიში.
– რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ? – კითხულობს კი-
ლორნი და შეიდსა და ფარლის უახლოვდება. როგორღაც
უფრო ზრდასრული ადამიანის ხმა აქვს, უფრო მბრძანებლუ-
რი, ვიდრე ჩვეული ვარ. ნიქსს თვალს არ აცილებს და ჩამ-
რგვალებული, ტანდაბალი ჰიბრიდის თითების ყოველ მოძ-
რაობას აკვირდება.
ფარლი უდარდელად პასუხობს:
– მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძლივს დაკოჭ-
ლაობდა, – ის შეიდს ცერა თითს უბიძგებს და მერე ნიქსს უბ-
რუნდება, – მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სიბნელის მიუხედავად, ვამჩნევ, როგორ ელეწება ნიქსს
სახე წითლად.

200 მკითხველთა ლიგა


– სულელი ხომ არა ვარ? – პირდაპირ გვეკითხება ხრინ-
წიანი ხმით. ამ კაცს საიდუმლოებები არ უყვარს. თუმცა მისი
სისხლი ყველაზე დიდ საიდუმლოს შეიცავს, – თქვენ „ალის-
ფერი მცველის“ წევრები ხართ. ჩემს სახლში რომ ენახეთ, გუ-
შაგები თოკზე ჩამომკიდებდნენ. თუნდაც დაუპატიჟებელი
სტუმრები ყოფილიყავით.
– კარგია, რომ გვითხარით, – ამბობს შეიდი. ნათელი თვა-
ლები მოუწკურავს და მრავალმნიშვნელოვნად მიყურებს, –
ახლა კი, მისტერ მარსტენ...
– ნიქსი, – ბურტყუნებს ჩვენი ახალი ნაცნობი. შეიდის მზე-
რას აყოლებს თვალს და სიბნელეში მდგარს მამჩნევს, თვა-
ლებს ჭუტავს და სახეზე მაკვირდება, – მაგრამ, მგონი, ეგ ისე-
დაც იცით.
კილორნი ნელა დგამს ნაბიჯს და ჩემსა და ნიქსს შორის
დგება. თითქოს უწყინარი მოძრაობაა, მაგრამ ნიქსი მის და-
ფარულ მნიშვნელობას ხვდება და იღრუბლება. გაცეცხლე-
ბულ კილორნს უდგება პირისპირ, ბიჭი ზემოდან დაჰყურებს,
მაგრამ ნიქსს შიშის ნატამალი არ ემჩნევა. ღაჟღაჟა თითს
სწევს და კილორნის მკერდისკენ იშვერს.
– კომენდანტის საათის შემდეგ აქ თქვენ გამომათრიეთ.
ამისათვის სასჯელი ჩამოხრჩობაა, ახლა კი ამიხსენით, რა
გინდათ ჩემგან, თორემ სახლში წავალ და თან ვეცდები, ცოც-
ხალმა მივაღწიო.
– შენ განსხვავებული ხარ, ნიქს, – წვრილი, ბავშვური ხმა
მაქვს. როგორ ავუხსნა? როგორ ავუხსნა ის, რისი ახსნაც თა-
ვად მე მჭირდება და რაც ჩემთვისაც გაუგებარია? – არის შენ-
ში რაღაც ისეთი, რასაც ვერ ახსნი და შეიძლება იფიქრო,
რომ რაღაც გჭირს.

201 მკითხველთა ლიგა


ეს ბოლო სიტყვები მიზანში ხვდება. უჟმური დაბალი კაცი
მათ გაგონებაზე კრთება. ბრაზი ოდნავ უნელდება. ზუსტად
იცის, რასაც ვგულისხმობ.
– მართალია, – ამბობს ის.
კორომის სიღრმიდან ფეხს არ ვიცვლი და კილორნს განზე
გადგომას ვანიშნებ. ასეც იქცევა და ნიქსს ატარებს. როცა მი-
ახლოვდება და სიბნელეში ჩემ წინ დგება, გული მიჩქარდება.
გულისცემა ყურებში მირტყამს, ნერვიულად გუგუნებს. ეს კა-
ცი ჰიბრიდია, როგორც მე და შეიდი. მას ესმის ჩვენი.
ნიქს მარსტენი მამაჩემს სულ არ ჰგავს, მაგრამ მისნაირი
თვალები აქვს. ფერიც სხვაა და თვალის ფორმაც, მაგრამ მა-
ინც იგივეა. ერთნაირად არაფრისმთქმელი მზერა აქვთ, რო-
მელიც სიცარიელეზე მეტყველებს, იმ დანაკარგზე, რომელ-
საც დრო ვერ აანაზღაურებს. საშინელებაა, მაგრამ ნიქსის
ტკივილი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მამაჩემისა, ადამიანისა,
რომელსაც სიარული კი არა, წესიერად სუნთქვაც არ შეუძ-
ლია. ამას ნიქსის ჩამოყრილ მხრებში, აწეწილ ნაცრისფერ
თმასა და მის ტანსაცმელში ვხედავ. ისევ საძაგელი ქურდი
რომ ვიყო, ამ კაცს არ გავეკარებოდი. მას გასაცემი აღარაფე-
რი დარჩა.
ისიც თვალს მისწორებს და თავიდან ფეხებამდე მათვა-
ლიერებს. თვალები უფართოვდება, როდესაც ხვდება, ვინ
ვარ.
– ელვა-გოგონა!
მაგრამ როდესაც ჩემ გვერდით მდგარ კალს ცნობს, გაოგ-
ნება მძვინვარებით ეცვლება.
ორმოცდაათ წელს მიღწეული კაცის კვალობაზე ნიქსი გა-
საკვირად სწრაფია. სიბნელეში ძლივს ვარჩევ, როგორ იხრე-
ბა, ისკუპებს და კალს დაეძგერება. სიმაღლით პრინცის ნახე-
202 მკითხველთა ლიგა
ვარი ძლივს იქნება, მაგრამ ხარივით ეტაკება და მაგარ ხეს
ახეთქებს. ხე დარტყმისგან ტკაცუნობს და ფესვიან-
ტოტებიანად ირყევა. წამის შემდეგ ვხვდები, რომ ჯობს ჩავე-
რიო. კალი კალია, მაგრამ წარმოდგენა არა გვაქვს, ვინ არის
ნიქსი და რა შეუძლია.
ნიქსი მუშტს მაგრად იქნევს და კალს ყბაში ისე ძლიერად
ურტყამს, რომ ვშიშობ, გატეხილი ექნება, მერე კი უკნიდან
კისერში ვაფრინდები.
– ნუ მაიძულებ, ნიქს, – ჩავჩურჩულებ ყურში, – ნუ მაიძუ-
ლებ.
– რაც გინდა, ის ქენი, – მომიგდებს ნიქსი და იდაყვით
ჩემს მოშორებას ცდილობს. სხეული ქვასავით მაგარი აქვს.
მაშ, კარგი.
იმდენ ელექტრონს გამოვყოფ, რომ ნიქსი ადგილზევე
გააშეშოს. ამ დარტყმით თმა ყალყზე უნდა დაუდგეს. იისფერი
ნაპერწკლები მის კანზე გადადიან და ველოდები, რომ მიწაზე
დავარდება, ცოტა ხანს იკანკალებს და ისევ გრძნობაზე მოვა,
მაგრამ იგი თითქოს ჩემს ელვას ვერც გრძნობს. ის მხოლოდ
აბრაზებს, ისე, როგორც ბუზი ცხენს. ისევ ვურტყამ, ამჯერად
უფრო ძლიერად, ისევ ამაოდ. ჩემდა გასაკვირად. გვერდზეც
მომისვრის და ზურგით ხეს ვეხეთქები.
კალი უფრო მარჯვეა, მის დარტყმებს იცილებს ან საერ-
თოდ უბლოკავს, მაგრამ ტკივილით სახე ემანჭება, თუნდაც
იმ დარტყმებისგან, ასხლეტილი რომ ხვდება მკლავზე. ბო-
ლოს მის მაჯაზე შებმული ცეცხლის გამჩენი სამაჯური
ბრიალებს და კალის ხელში ჩნდება ცეცხლის ბურთი, რომე-
ლიც ისე სკდება ნიქსის მხარზე, როგორც წყალი ქვასთან შე-
ჯახებისას. ტანსაცმელი იწვება, მაგრამ კანი უვნებელი რჩება.

203 მკითხველთა ლიგა


ქვისტყავა, მიელავს გონებაში, მაგრამ ეს კაცი სულ სხვა-
ნაირია. ვარდისფერი, გლუვი კანი აქვს, არც ნაცრისფერია
და არც ქვასავით უხეში. მისი გახვრეტა შეუძლებელია.
– შეწყვიტეთ! – ვბურტყუნებ მე, ხმადაბლა ლაპარაკს
ვცდილობ, მაგრამ ძიძგილაობა, უფრო სწორად, წეწვა--
გლეჯა, გრძელდება. კალის პირიდან ვერცხლისფერი სისხლი
მოწანწკარებს და ნიქსს მუშტს ულაქავებს.
კილორნი და ფარლი ფეხების ტყაპუნით მორბიან. არ ვი-
ცი, რას გააწყობენ ამ ადამიანი-ტარანის წინააღმდეგ და მათ
შესაჩერებლად ხელს ვწევ, მაგრამ შეიდი უფრო ადრე გაჩ-
ნდება ნიქსთან, ისკუპებს და პირდაპირ მის უკან ეშვება.
ნიქსს ჩემსავით კისერში აფრინდება და ორივე ქრება. წამის
შემდეგ ათიოდე ფუტის მოშორებით ჩნდებიან, ნიქსი მიწაზე
ეცემა, სახეზე სიმწვანე დაჰკრავს. ადგომას ცდილობს, მაგ-
რამ შეიდი ყავარჯენს ადებს კისერზე და მიწას ალურსმავს.
– გაინძრევი და იმავეს ვიზამ, – ეუბნება, თან თვალები მუ-
ქარით უელავს.
დანებების ნიშნად ნიქსი ცალ ვერცხლისფრად დასვრილ
ხელს სწევს, მეორეს მუცელზე ისვამს, ჯერ ისევ ვერ მოსულა
გონს, გაოგნებულია, როგორ გააქრეს ჰაერში. ეს გრძნობა
ჩემთვისაც ნაცნობია.
– საკმარისია, – ქოშინებს ის. შუბლი ოფლით ეცვარება,
რაც იმის მაჩვენებელია, რომ ძალა სრულიად გამოეცალა.
შეიძლება მის კანს ვერაფერი დავაკლოთ, მაგრამ შეუჩერე-
ბელი ნამდვილად არ არის.
კილორნი ხის ფესვზე ჯდება და ბადის ნარჩენებს კრეფს.
ნაცემი, სისხლიანი კალის დანახვაზე ცალყბად იღიმება,
თითქმის იცინის.
– მომწონს ეს კაცი, – ამბობს ის, – ძალიან მომწონს!
204 მკითხველთა ლიგა
გაჭირვებით ვდგები ფეხზე და ყურადღებას არ ვაქცევ ტკი-
ვილს, რომელიც ისევ მახსენებს თავს და ძვლებში მიჯდება.
– პრინცი ჩვენ გვახლავს, ნიქს. ის აქ ჩვენს დასახმარებ-
ლადაა, ისევე, როგორც მე.
ეს ნიქსს ვერ ამშვიდებს, გაჭირვებით წამომჯდარი ყვი-
თელ კბილებს კრეჭს. მძიმედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს.
– დასახმარებლად? – დამცინავად მეკითხება ის, – ამ
ვერცხლისფერი ნაძირალას გამო ჩემი გოგონები ნაადრევად
ჩავიდნენ საფლავში.
კალი მთელი ძალით ცდილობს თავაზიანად მოიქცეს,
მიუხედავად იმისა, რომ ნიკაპიდან სისხლი წვეთავს.
– სერ...
– დარა მარსტენი... ჯენი მარსტენი, – სისინებს პასუხად
ნიქსი. სიბნელეში მისი მზერა ჩემში დანასავით ატანს, – ჩა-
ქუჩის ლეგიონი. ბრძოლა ჩანჩქერებთან. ისინი ცხრამეტი
წლისანი იყვნენ.
ომში დაიღუპნენ. ტრაგედიაა, თუ დანაშაული არა, მაგრამ
კალი რა შუაშია?!
მისი დარცხვენილი სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კა-
ლი ნიქსს უნდა ეთანხმებოდეს. როცა დაილაპარაკებს,
აღელვებული, ხრინწიანი ხმა აქვს:
– ჩვენ გავიმარჯვეთ, – ბუტბუტებს ის და ნიქსს თვალს ვერ
უსწორებს, – ჩვენ გავიმარჯვეთ.
ნიქსი მუშტს კრავს, მაგრამ თავს იკავებს.
– თქვენ გაიმარჯვეთ. ისინი მდინარეში დაიხრჩვნენ... მა-
თი ცხედრები მეიდენ-ფოლსმა წაიღო. მესაფლავეებმა ფეხ-
საცმელებსაც კი ვერ მიაგნეს... მერედა, რა ეწერა იმ წერილ-
ში? – განაგრძობს ის ღვარძლიანად და კალი კრთება, – ჰო,
ის, რომ ჩემი გოგონები გამარჯვებისთვის დაიღუპნენ... სამე-
205 მკითხველთა ლიგა
ფოს დასაცავად... ბოლოში კი ლამაზად გამოყვანილი ხელ-
მოწერები იყო. გარდაცვლილი მეფისგან, ჩაქუჩის ლეგიონის
მეთაურისა და ტაქტიკის იმ გენიოსისგან, რომელმაც გადაწ-
ყვიტა, რომ ლეგიონს მდინარე უნდა გადაელახა.
ყველა კალს უყურებს და ჩვენი მზერისგან სახე ელეწება.
ვერცხლისფერი სისხლის მოწოლისა და სირცხვილისგან
მთლად თეთრდება. მახსენდება მისი ოთახი მზის ციხე-
დარბაზში, შენიშვნებითა და ტაქტიკური სქემებით სავსე წიგ-
ნები და ცნობარები. მაშინ მათ დანახვაზე კალიც შემძულდა,
საკუთარი თავიც და ახლაც იმავეს ვგრძნობ. იმიტომ, რომ
დამავიწყდა, ვინ არის სინამდვილეში. უბრალო პრინცი ან ჯა-
რისკაცი კი არა, არამედ მკვლელი. შეიძლებოდა მეც წავეყ-
ვანე სასიკვდილოდ, ან ჩემი ძმები, ან კილორნი.
– ძალიან ვწუხვარ, – ოხრავს კალი. თავს ძალას ატანს,
თვალებს ზევით სწევს და მგლოვიარე მამის ბრაზიან მზერას
აწყდება. ალბათ, თავის დროზე ამაშიც გაწვრთნეს, – ვიცი,
რომ ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს. თქვენი ქალიშვილები
და საერთოდ ყველა ჯარისკაცი სიცოცხლეს იმსახურებდნენ.
თქვენც იმსახურებთ, სერ.
წამოდგომისას ნიქსს მუხლები უტკაცუნებს, მაგრამ ამას
ვერ ამჩნევს.
– მემუქრები, ბიჭო?
– გაფრთხილებთ, – თავის ქნევით ეუბნება კალი, – თქვენ
ისეთივე ხართ, როგორიც მერი და შეიდი, – ის ნიქსს ჩვენზე
სათითაოდ უთითებს, – განსხვავებული, რასაც ჩვენ ჰიბრიდს
ვუწოდებთ. წითელი და ვერცხლისფერი.
– ვერცხლისფერი არასოდეს დამიძახო, – ცრის ნიქსი კბი-
ლებიდან.
კალი მაინც განაგრძობს და ფეხზე დგება:
206 მკითხველთა ლიგა
– ჩემი ძმა თქვენისთანებზე ნადირობას გამოაცხადებს.
ყველა თქვენგანის დახოცვას აპირებს და თავს ისე დაიჭერს,
ვითომ საერთოდ არ არსებობდით. ისტორიიდან ამოშლას
გიპირებთ.
ნიქსს ყელში რაღაც ეჩხირება, დაბნეული მიყურებს და
შველას ჩემგან ელის.
– სხვებიც არიან?
– დიახ, თანაც ბევრი, – ამჯერად, როცა კანზე ვეხები, მის-
თვის ელვის დარტყმას აღარ ვგეგმავ, – ბიჭები, გოგონები,
ხანდაზმულები და ახალგაზრდები... მთელ ქვეყანაში არიან
და ყველა უნდა ვიპოვოთ.
– რომ იპოვით, მერე რაღას აპირებთ?
პასუხის გასაცემად პირს ვაღებ, მაგრამ სიტყვები არ ამომ-
დის. ამაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ.
ახლა ფარლი გამოდის წინ და ხელს მისკენ იწვდის. წითე-
ლი შარფი უჭირავს, გაცვეთილი, მაგრამ სუფთა.
– „ალისფერი მცველი“ დაიცავს მათ და გადამალავს... თუ
მოინდომებენ, გაწვრთნის კიდეც.
პოლკოვნიკი მახსენდება და ფარლის სიტყვას კინაღამ
ვაწყვეტინებ. ჰიბრიდები გულზე სულაც არ ეხატება, მაგრამ
ახლა ისე დამაჯერებლად ლაპარაკობს, დარწმუნებული ვარ,
როგორც ყოველთვის, მას ახლაც აქვს რაიმე გეგმა და შე-
კითხვები არ უნდა დავუსვა. ჯერჯერობით.
ნიქსი ნელა ართმევს შარფს და დალაქავებულ ხელში ატ-
რიალებს.
– თუ უარს გეტყვით? – კითხულობს მშვიდად, მაგრამ მისი
ხმის მიღმა ფოლადის ჟღერადობა მესმის.
– მაშინ შეიდი ისევ ლოგინში დაგაწვენს და ვეღარასოდეს
გვნახავ, – ვეუბნები მას, – მაგრამ მეივენი აუცილებლად მო-
207 მკითხველთა ლიგა
ვა. თუ ჩვენთან წამოსვლა არ გინდა, აჯობებს ტყეში გაიხიზ-
ნო.
ის მაგრად უჭერს ხელს შარფს.
– არცთუ სახარბიელო არჩევანია.
– მაგრამ მაინც არჩევანია, – იმედია, ხვდება, რასაც ვგუ-
ლისხმობ. ამის იმედი ჩემივე თავის, ჩემი სულის გამო მაქვს,
– შეგიძლია დარჩე ან წამოგვყვე. შენ ყველაზე უკეთ იცი, რა
დავკარგეთ, შეგიძლია ახალი მონაპოვრისთვის ბრძოლაში
დაგვეხმარო.
ნიქსი კარგა ხანს არ იღებს ხმას. ხელში შარფით ბოლთას
სცემს და დროდადრო ტოტებს მიღმა სათვალთვალო კოშკის
ნათებას გაჰყურებს. შუქი სამ წრეს ურტყამს, სანამ ისევ ალა-
პარაკდება:
– ჩემი გოგონები დაიხოცნენ, ჩემი ცოლიც მკვდარია და
მე კი ჭაობის სიმყრალე ჭირივით მძულს, – ამბობს და ჩემ პი-
რისპირ ჩერდება, – თქვენთან ვარ, – მერე ჩემს მხარს მიღმა
იყურება და მიუბრუნებლადაც ვხვდები, რომ კალს უყურებს,
– ოღონდ მაგან ჩემგან თავი შორს დაიჭიროს.

208 მკითხველთა ლიგა


თავი 12

უვნებლები მივლასლასებთ ტყეში და უკანაც არავინ მოგ-


ვდევს, გარდა ზღვის ნიავისა და ღრუბლებისა, მაგრამ საფ-
რთხის მოლოდინი მაინც არ მტოვებს.
მართალია, ნიქსმა კალს კინაღამ თავის ქალა გაუპო, წა-
მოსვლაზე მაინც ადვილად დავიყოლიეთ. მეტისმეტად ადვი-
ლად... და თუ რამე მისწავლია განვლილი ჩვიდმეტი წლის, ან
გასული თვის განმავლობაში, ის არის, რომ ადვილად არაფე-
რი ხდება. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. თუ ნიქსი ჩვენთვის
დაგებული ხაფანგი არ არის, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში
საფრთხეა. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ღალატი.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს მახსენებს, გაჭა-
ღარავებულია და დარდისგან შეჭმული, თანაც მე მგავს, კო-
რაუნტელ კაცს მაინც ვერ ვენდობი. მეივენისგან გადავარჩი-
ნე, ავუხსენი, ვინ არის სინამდვილეში და არჩევნის საშუალე-
ბაც მივეცი. ახლა ასე უნდა გავაგრძელო და სხვებისთვისაც
იგივე გავაკეთო. მნიშვნელობა მხოლოდ სიაში არსებულ შემ-
დეგ სახელს აქვს.
ვარსკვლავების შუქი ტყეს ოდნავ მაინც ანათებს და ჯუ-
ლიანის სიის ნაცნობ ფურცლებს ვათვალიერებ. ამ მიდამოებ-
ში რამდენიმე მათგანი ცხოვრობს, ჰარბორ-ბეის გარშემო
არიან თავმოყრილი. ორი საკუთრივ ქალაქში ცხოვრობს,
ერთიც ნიუ-თაუნის ჯურღმულში. წარმოდგენა არა მაქვს, რო-
გორ მივალთ მათ სახლებამდე. როგორც სამერტონი და არ-
ქეონი, ეს ქალაქიც აუცილებლად იქნება გარშემორტყმული
გალავნით, ჯურღმულებში კი საგანგებო ზომებზე ბევრად

209 მკითხველთა ლიგა


უარესი შეზღუდვები აქვთ. მერე მახსენდება, რომ გალავანი
და შეზღუდვები შეიდს ხელს ვერ შეუშლის. საბედნიეროდ,
სულ უფრო უკეთ დადის და რამდენიმე დღეში ყავარჯენი
აღარ დასჭირდება. მაშინ შეუჩერებელი იქნება. შეიძლება გა-
მარჯვება ჩვენ დაგვრჩეს.
ეს ფიქრი ერთდროულად მაღელვებს და მაბნევს კიდეც –
როგორი იქნება ის სამყარო? მხოლოდ იმის წარმოდგენა შე-
მიძლია, მე სად ვიქნები. ალბათ, სახლში, ჩემს ოჯახთან ერ-
თად, სადმე ტყეში, სადაც მდინარის ხმაურს დავუგდებ ყურს.
რა თქმა უნდა, კილორნიც სადმე იქვე იქნება. მაგრამ კალი?
არ ვიცი, ბოლოს ვის მხარეს დადგება.
ღამის წყვდიადში ადვილია ფიქრებს გზა მისცე. ტყეებში
ხეტიალს მიჩვეული ვარ და ფესვებსა და ფოთლებზე წაბორ-
ძიკების არ მეშინია. ამიტომ მივდივარ და თან მომავალზე
ვოცნებობ, თუ როგორი იქნება ის. ჰიბრიდების არმია. ფარ-
ლი „ალისფერ მცველს“ წაუძღვება. ნაოხარის სანგრებიდან
გრეი-თაუნის ხეივნებამდე ყველა წითელი აჯანყდება. კალი
მუდამ ამბობდა, რომ ტოტალური ომი იმად არ ღირს, რა და-
ნაკარგსაც ის გამოიწვევს, რომ აურაცხელი წითელი და ვერ-
ცხლისფერი დაიღუპება. იმედია, მართლაც ასეა. იმედია,
მეივენი საკუთარი თვალით ნახავს, ვინ ვართ, რა შეგვიძლია
და მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. სულელი ნამდვილად არ
არის და მიხვდება, რომ მარცხდება. ყოველ შემთხვევაში,
იმედია, მიხვდება, რადგან, როგორც ვიცი, მეივენი ჯერ არა-
სოდეს დამარცხებულა. ნამდვილი მარცხის გემო არ იცის.
კალმა მამისა და ჯარისკაცების გული მოიგო, ტახტი კი
მეივენს დარჩა. ყველა ბრძოლა მოიგო, რომელიც ნამდვი-
ლად მნიშვნელოვანი იყო...
...და დრო რომ ჰქონოდა... ჩემს გულსაც მოიგებდა.
210 მკითხველთა ლიგა
მე მას ყოველი ხის ჩრდილში ვხედავ, აჩრდილს, რომე-
ლიც ძვლების არენაზე კოკისპირულ წვიმაში ამაყად დგას.
რკინის გვირგვინზე წყალი ჩამოსდის და თვალებში, პირში,
საყელოში, გამოცარიელებული გულის ყინულოვან უფ-
სკრულში ჩასდის. წყალი წითლდება და ჩემს სისხლად იქცე-
ვა. გემოს გასასინჯად პირს აღებს და ბასრი, თეთრად მოელ-
ვარე კბილები მოუჩანს.
მოღალატე პრინცის შესახებ ამ ჩვენებას თავიდან ვიშო-
რებ.
ფარლი სიბნელეში ბუტბუტებს, „ალისფერი მცველის“ ნამ-
დვილ მიზანს დაწვრილებით ხსნის. ნიქსი ჭკვიანი კაცია, მაგ-
რამ როგორც ცეცხლოვანი გვირგვინის ძალაუფლებას და-
მორჩილებული ნებისმიერი ადამიანი, ისიც ტყუილებითაა
გაბრუებული. ტერორიზმი, ანარქია, სისხლის წყურვილი –
წამდაუწუმ გაისმის გადაცემებში, როდესაც „ალისფერ
მცველზე“ ლაპარაკობენ. აჩვენებენ მზის ციხე-დარბაზზე თავ-
დასხმისას დაღუპულ ბავშვებს, არქეონის ხიდის წყლით და-
ფარულ ნარჩენებს, ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსახ-
ლეობა ჩვენს ავისმოსურნეობაში დაარწმუნონ. ამასობაში მა-
თი ნამდვილი მტერი ტახტზე ზის და იღიმება.
– მასზე რას იტყვი? – ჩურჩულებს ნიქსი და ჩემკენ ეჭვით
იყურება, – მართალია, რომ მან დაარწმუნა პრინცი, მამაშენი
მოკალიო?
ნიქსის შეკითხვა სამართებელივით მსერავს, თითქოს
გულში დანა გამიტარეს, მაგრამ ჩემი ტკივილი არაფერია,
რადგან ჩემ წინ კალი შეშდება, ფართო მხრები უკანკალებს
და ვხვდები, რომ ღრმად, ნერვიულად სუნთქავს.
მკლავზე ვადებ ხელს იმ იმედით, რომ ისევე შევძლებ მის
დამშვიდებას, როგორც მე მამშვიდებს ხოლმე. თითების ქვეშ
211 მკითხველთა ლიგა
მისი კანის მხურვალებას ვგრძნობ, იმდენად ცხელია, ლამის
ხელი დამწვას.
– არა, ეგ ტყუილია, – ვეუბნები ნიქსს რაც შეიძლება რკი-
ნისებური ხმით, – ეგრე არ ყოფილა.
– აბა, მეფეს თავისით მოსძვრა თავი? – ხითხითებს ის და
ელის, რომ სიცილში აჰყვებიან, მაგრამ კილორნსაც კი ჰყოფ-
ნის ჭკუა და ხმას არ იღებს. არც იღიმება. იცის, რა მტკივ-
ნეულია მამის გარდაცვალება.
– მეფე მეივენმა მოკლა, – ამბობს კილორნი, რითაც ყვე-
ლას გვაოცებს. თვალებში ალი უელავს, – მეივენმა და დედა-
მისმა, დედოფალმა ელარამ. იმ ქალს გონების გაკონტრო-
ლება შეუძლია და... – ხმა უწყდება, გაგრძელება არ უნდა.
მიუხედავად იმისა, რომ გვძულდა, მეფეს მაინც საშინელი
სიკვდილი ხვდა წილად.
– მერე? – გესლიანად კითხულობს ნიქსი და კალისკენ
რამდენიმე ნაბიჯს დგამს. მომაკვდინებელი მზერით ვუყურებ
და საბედნიეროდ, რამდენიმე ფუტის მოშორებით ჩერდება.
სახე მაინც დამცინავად ემანჭება, ერთი სული აქვს, პრინცის
ტანჯვა დაინახოს. ვიცი, რომ საამისო მიზეზი აქვს, მაგრამ ეს
არ ნიშნავს, რომ ამის უფლებას მივცემ.
– გზა განაგრძეთ, – ვბუტბუტებ ისე ხმადაბლა, რომ მხო-
ლოდ კალი იგებს.
მაგრამ ის ტრიალდება, ხელით ვგრძნობ, კუნთები მთლად
დაჭიმული აქვს. თითქოს დამშვიდებულ ზღვაზე უცებ მდუღა-
რე ტალღები დატრიალდა.
– ამის გაკეთება ელარამ მაიძულა, მარსტენ, – თან ბრინ-
ჯაოსფერი თვალებით ნიქსს გამომწვევად უყურებს, – თავში
შემომიძვრა, ჩემს სხეულს აკონტროლებდა, მაგრამ გონებას
არ შეხებია. მაყურებინა, საკუთარი ხელებით როგორ ავიღე
212 მკითხველთა ლიგა
ხმალი და მამას თავი წავაცალე. მერე ყველას უთხრა, რომ ეს
ჩემი სურვილით მოხდა, – მერე უფრო მშვიდად განაგრძობს,
თითქოს თავის თავს ახსენებს წარსულს, – მან მამაჩემი მო-
მაკვლევინა.
ნიქსის მტრული დამოკიდებულება ნაწილობრივ ქრება და
მის ნამდვილ სახეს ვხედავთ.
– ფოტოები ვნახე, – თითქოს მობოდიშებით ბურტყუნებს
ის, – ყველგან იყო, ქალაქის ყველა ეკრანზე. მეგონა... ისე
ჩანდა...
კალმა ხეებს ახედა, მაგრამ ფოთლებს კი არ უყურებს,
წარსულს იხსენებს, რაღაც უფრო მტკივნეულ მოგონებას:
– მან დედაჩემიც მოკლა... ჩვენც დაგვხოცავს, თუ სა-
შუალებას მივცემთ.
– თუ მე არ დავასწრებ და არ მოვკლავ, – უხეში, მკვახე
ნათქვამი გამომდის, თითქოს ხორცი დანამ დამისერა, მაგ-
რამ ამ სიტყვების წარმოთქმა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, კალი ძალადო-
ბის მოყვარული არ არის. ათასნაირი სხვადასხვა გზით შეუძ-
ლია ადამიანის მოკვლა, შეუძლია არმიას გაუძღვეს და სოფე-
ლი გადაწვას, მაგრამ ეს არ სიამოვნებს. ამიტომ მისი პასუხი
მაოცებს:
– როცა დრო მოვა, – ამბობს და მე მიყურებს, – მონეტას
ავაგდებთ და მაგას ასე გადავწყვეტთ.
ცხადია, მისი ალი უფრო გამუქდა.
ტყიდან გავდივართ და უეცრად შიშის ჟრუანტელი მივლის.
ვაითუ „ბლექრანი“ აღარ დაგვხვდეს? ვაითუ ჩვენს კვალს მო-
აგნეს? ვაითუ, ვაითუ, ვაითუ... მაგრამ თვითმფრინავი იქვეა,
სადაც დავტოვეთ. რუხ-მოშავო ასაფრენ ზოლზე, სიბნელეში,
თითქმის არ ჩანს. მინდა სწრაფად შევაფარო თავი, მაგრამ
213 მკითხველთა ლიგა
თავს ვიკავებ და კალის გვერდით მივაბიჯებ. თუმცა არა ზედ-
მეტად ახლოს. ზედმეტი არაფერი არ უნდა მომივიდეს.
– ყურადღებით იყავით, – ბუტბუტებს კალი „ბლექრანთან“
მიახლოებისას. ლაკონიური, მაგრამ საგულისხმო გაფრთხი-
ლებაა. თვითმფრინავს თვალს არ აცილებს და გულდასმით
აკვირდება, ხაფანგში ხომ არ შევდივართ.
მეც ვბაძავ და სიბნელეში ასაფრენი ზოლისკენ ჩამოშვე-
ბულ ღია პანდუსს ვუყურებ. მგონი, საშიში არაფერია, მაგრამ
„ბლექრანში“ სრული წყვდიადია და აქედან რამის გარჩევა
შეუძლებელია.
თვითმფრინავის დაქოქვა დიდ ენერგიასა და ძალისხმევას
მოითხოვს, მაგრამ მის შიგნით ნათურის ნათება სხვა საქმეა.
ათი იარდიდანაც ადვილად შემიძლია სადენებს მივწვდე, სუ-
ლი შთავბერო და „ბლექრანი“ გავაჩახჩახო. კაბინაში არავინ
არის, მაგრამ შუქის მოულოდნელი ანთება სხვებს აფ-
რთხობთ. ფარლი თეძოზე ჩამოკიდებული ბუდიდან პისტო-
ლეტსაც კი იძრობს.
– მე ვიყავი, – ვეუბნები ხელის აქნევით, – თვითმფრინავი
ცარიელია.
ფეხს ვუჩქარებ, ერთი სული მაქვს, როდის ავალ „ბლექ-
რანზე“, ელექტრობა ყოველ ნაბიჯთან ერთად ძლიერდება.
როცა პანდუსზე ფეხს ავდგამ და თვითმფრინავში შევდივარ,
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცამ თბილი მკლავები შე-
მომხვია. კედელს ვადებ ხელს და ჩავლისას რკინის პანელს
თითებს ვაყოლებ. ჩემგან სულ მეტი და მეტი ენერგია იღვრე-
ბა და ჩვენს ფეხქვეშ და ორივე ფრთის ქვემოთ დამონტაჟე-
ბულ ბატარეებში მიედინება. ისინი ხმაშეწყობილად ზუზუნე-
ბენ, საკუთარ ენერგიას გამოყოფენ და იტენებიან. „ბლექრა-
ნი“ ცოცხლდება.
214 მკითხველთა ლიგა
რკინის უზარმაზარი თვითმფრინავის დანახვაზე ჩემ უკან
მომავალი ნიქსი აღფრთოვანებით ოხრავს. ალბათ, ასე ახ-
ლოს არასოდეს უნახავს და, რა თქმა უნდა, შიგნით ნამყოფიც
არ იქნება. მისკენ ვბრუნდები და ველი, რომ სავარძლებზე ან
პილოტის კაბინაზე მიშტერებულს დავინახავ, მაგრამ მხო-
ლოდ მე მიყურებს. უცებ წითლდება და ისე იხრება, თითქოს
აცახცახებული თავის დაკვრას აპირებს. სანამ ვეტყოდე, რო-
გორ მაღიზიანებს მისი ქცევა, სავარძელთან მიფრატუნებს და
უსაფრთხოების ღვედებს დაჰყურებს.
– ჩაფხუტს ხომ მომცემთ? – გაისმის სიჩუმეში მისი კით-
ხვა, – თუ ჰაერში უნდა ავფრინდეთ, ჩაფხუტი მინდა.
კილორნი სიცილით ჯდება ნიქსის გვერდით და თითების
სწრაფი მოძრაობით ორივესთვის კრავს ღვედებს.
– ნიქს, მგონი, აქ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩაფხუტი არ
სჭირდება.
ისინი ერთად იცინიან. მე და „ალისფერი მცველი“ რომ
არა, კილორნი, ალბათ, ნიქსის ზუსტი ასლი იქნებოდა. და-
ფეხვილი მოხუცი, რომლის ერთადერთი ქონება მისივე
ძვლებია. იმედია, სიბერეს მოესწრება, სახსრებიც დაუწყებს
ტეხას და წვერიც გაუჭაღარავდება. ნეტავ მაძლევდეს მისი
დაცვის უფლებას, ნეტავ მისკენ გამოფრენილ ყოველ ტყვიას
წინ არ უხვდებოდეს.
– ესე იგი ეს მართლა ელვა-გოგონაა, ეს კი... – ის თვით-
მფრინავის მეორე ბოლოში მდგარი შეიდისკენ იშვერს თითს
და მისი უნარის აღსაწერად საჭირო სიტყვას ეძებს.
– მხტომელი, – თავაზიანად ეუბნება შეიდი. რაც შეიძლება
მაგრად იჭერს ღვედებს, მომავალი ფრენის წინ უკვე გაფით-
რებულია. ფარლი ასეთი შეშინებული არ ჩანს და სავარძელ-
ში მჯდარი მშვიდად გაჰყურებს „ბლექრანის“ ფრთებს.
215 მკითხველთა ლიგა
– მხტომელი... გასაგებია. შენ, ბიჭო? – ის კილორნს
იდაყვს გაჰკრავს და ვერ ამჩნევს, როგორ ეშლება ამ უკანას-
კნელს სახიდან ღიმილი, – შენ რაღა შეგიძლია?
კილორნის სახეზე ტკივილის დანახვა არ მინდა და სავარ-
ძელში ვჯდები, მაგრამ თვალის არიდებას მაინც ვერ ვასწრებ.
ვამჩნევ მის დარცხვენილ, აწითლებულ სახეს, დაძაბულ
მხრებს, დაწვრილებულ თვალებსა და გამჭოლ, გაავებულ გა-
მოხედვას. მიზეზი სრულიად ნათელია – ეჭვიანობა მთელ
სხეულში გასჯდომია და მასში ვირუსივით ვრცელდება. ასეთი
მძაფრი რეაქცია მიკვირს. არასდროს მნდომებია, კილორნი
ჩემისთანა ყოფილიყო და ვერცხლისფერს დამსგავსებოდა.
ის თავისი სისხლით ამაყობს და ყოველთვის ამაყობდა. ჩემ-
ზეც კი გაბრაზდა, როცა პირველად ნახა, თუ რად ვიქეცი.
„ერთ-ერთი მათგანი ხარ?“ – შემიღრინა მაშინ ჩემთვის უც-
ნობი, უხეში ხმით. პირდაპირ გაცეცხლებული იყო. აბა, ახლა
რაღამ გააბრაზა?
– მე მეთევზე ვარ, – ამბობს უღიმღამო ღიმილით. მის ხმა-
ში მწარე ნაღველი ისმის, რასაც დანარჩენების სიჩუმე უფრო
ამძაფრებს.
პირველი ნიქსი დაილაპარაკებს და კილორნს მხარზე
ხელს დაჰკრავს.
– კიბორჩხალები, – ამბობს და თითებს ათამაშებს, – მთე-
ლი ცხოვრებაა ვიჭერ.
კილორნი ოდნავ მშვიდდება და უხერხულად იღიმება.
თავს აბრუნებს და უყურებს, როგორ საქმიანობს კალი პა-
ნელთან და „ბლექრანს“ მორიგი ფრენისთვის ამზადებს.
ვგრძნობ, რომ თვითმფრინავი მის ქმედებებს ეპასუხება და
მისი ენერგია ფრთებზე დამაგრებული ძრავებისკენ მიედინე-
ბა. ისინი ზუზუნებენ და ნელ-ნელა ძალას იკრებენ.
216 მკითხველთა ლიგა
– მშვენიერია, – ამბობს კალი და, როგორც იქნა, უხერ-
ხულ სიჩუმეს არღვევს, – ახლა საით?
წამი მჭირდება იმის მისახვედრად, რომ მე მეკითხება.
– ააა... – ენა მებმის მე, – უახლოესი ჰარბორ-ბეია. ორი
ჰიბრიდი ქალაქში ცხოვრობს, ერთი – ჯურღმულებში.
ველი, რომ ვერცხლისფერების გალავნიანი ქალაქის თავ-
ზე გადაფრენის პერსპექტივა კალს ააფორიაქებს, მაგრამ ის
მხოლოდ თავს მიქნევს.
– ეგ ადვილი არ იქნება, – მაფრთხილებს და პანელის ნა-
თურების ციმციმი ბრინჯაოსფერ თვალებში ერეკლება.
– ძალიან მიხარია, რომ აქა ხარ და იმას გვეუბნები, რაც
უშენოდაც ვიცით, – ვპასუხობ ცივად, – ფარლი, როგორ ფიქ-
რობ, შევძლებთ?
ის თავს მიქნევს, მაგრამ მისი მუდმივად მტკიცე გამომეტ-
ყველება იბზარება და მღელვარება ეტყობა. აშკარად აგზნე-
ბულია. თითებს ბარძაყებზე ათამაშებს. საძაგელი გრძნობა
მეუფლება იმის გამო, რომ მას ეს ყველაფერი ნაწილობრივ
თამაში ჰგონია.
– ბეიში ბევრი მეგობარი მყავს, – ამბობს ის, – გალავანი
წინ ვერ დაგვიდგება.
– მაშინ ბეიში მივფრინავთ, – ამბობს კალი. მისი პირქუში
ხმა არცთუ სანუგეშოდ გაისმის.
არც გულის მუცელში ჩავარდნის შეგრძნებაა სასიამოვნო,
როცა „ბლექრანი“ დაიძრა და უჩინარ ასაფრენ ზოლზე გაქან-
და. ამჯერად, როცა თვითმფრინავი ცხვირს ცისკენ სწევს,
თვალებს მაგრად ვხუჭავ. ძრავების ზუზუნი ახლა მამშვიდებს,
ვიცი, რომ საჭირო აღარ ვარ და საოცრად ადვილად ვიძინებ.
ძილში ვწრიალებ და რამდენჯერმე მეღვიძება. ვერა და
ვერ ვიძირები ღრმა ძილის ბნელ მდუმარებაში, რაც ჩემს გო-
217 მკითხველთა ლიგა
ნებას ასე სჭირდება. რაღაც მაბრკოლებს, თვალებს არ ვა-
ხელ, მაგრამ ტვინი არ მეთიშება. შეიდივით ვარ, ვითომ მძი-
ნავს და ჩურჩულით ნათქვამ საიდუმლოებებს ვაყურადებ,
მაგრამ ყველა დუმს და თუ ნიქსის სველი სრუტუნით ვიმსჯე-
ლებთ, ჩაფერფლილი სანთლებივით მინავლულან. მხოლოდ
ფარლი ფხიზლობს. მესმის, როგორ იხსნის ღვედებს და ძრა-
ვების გუგუნში ძლივს გასაგონი ნაბიჯებით კალისკენ მიდის.
მერე ვიძინებ და რამდენიმე უბადრუკი წუთით დასვენების
შემდეგ ფარლის დაბალი ხმა ისევ მაღვიძებს.
– ოკეანის თავზე ვართ, – ბუტბუტებს ის. დაბნეული ჩანს.
თავის მოტრიალებისას კალს კისრის ძვლები უტკაცუნებს.
მთელი ყურადღება პანელზე ჰქონდა გადატანილი და ფარ-
ლის მიახლოება არ გაუგია.
– რა მიხვედრილი ხარ, – ამბობს გამოფხიზლებული.
– რას ვაკეთებთ ოკეანის თავზე? ბეი სამხრეთშია და არა
აღმოსავლეთში...
– საკმარისზე მეტი საწვავი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიფრი-
ნოთ, მათ ძილი სჭირდებათ, – მის ხმაში რაღაც შიშისმაგვა-
რი ისმის. კალს სძულს წყალი. მისთვის სასიკვდილოა.
ფარლი ყელიდან დამცინავ ხმას გამოსცემს:
– იქ დაიძინებენ, სადაც დავეშვებით. შემდეგი დასაფრენი
ზოლიც წინასავით დამალულია.
– მერს არ დაეძინება, როცა ახლოს ჰიბრიდები ეგულება.
მანამდე ივლის, სანამ არ დაეცემა და ამას ვერ დავუშვებთ.
ხანგრძლივი დუმილი. ალბათ, ფარლის თვალს არ აშო-
რებს და ასე უხმოდ ცდილობს მის დარწმუნებას. კარგად ვი-
ცი, როგორი დამაჯერებელი მზერა აქვს.
– შენ როდისღა დაიძინებ, კალ?

218 მკითხველთა ლიგა


ხმადაბლა პასუხობს, მაგრამ ხმა კი არა, განწყობა უფრო
შეეცვალა.
– არ მინდა... აღარ მეძინება.
თვალების გახელა მინდა, მინდა ვუთხრა, რომ „ბლექრა-
ნი“ მოაბრუნოს და ბეისკენ რაც შეიძლება სწრაფად წაგვიყვა-
ნოს. ოკეანის თავზე დროს ვკარგავთ, იმ ძვირფას წამებს,
რომლებმაც შესაძლოა ნორტელი ჰიბრიდების სიკვდილ-
სიცოცხლის საკითხი გადაწყვიტოს, მაგრამ ბრაზს დაღლი-
ლობა მიმსუბუქებს... და სიცივე. კალის, მოსიარულე ხანძრის
გვერდითაც კი სხეულში ნაცნობი სუსხი მეპარება. არ ვიცი,
საიდან მოდის სიცივე, მას მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა
ჩუმად ვარ, მშვიდად, ფიქრებში ჩაძირული... როცა მახსენდე-
ბა ყველაფერი, რა ვქენი და რაც მე მიქნეს. ყინული იქ გროვ-
დება, სადაც ჩემი გულია და სხეულიდან ამოგლეჯით მემუქ-
რება. ტკივილის შესაჩერებლად ხელებს მკერდზე ვიდებ, რაც
ოდნავ მშველის და ისევ ვთბები, მაგრამ ყინული დნება და
მხოლოდ სიცარიელე რჩება... უფსკრული... და არ ვიცი, რი-
თი შევავსო იგი.
მაგრამ გამოვკეთდები. სხვა გზა არა მაქვს.
– მაპატიე, – ძლივს გასაგონად ლუღლუღებს კალი, მაგ-
რამ ესეც კმარა, რომ არ ჩამეძინოს. თუმცა მას ჩემთვის არ
მოუმართავს.
მკლავზე შეხებას ვგრძნობ. ფარლია, კალის მოსასმენად
უფრო ახლოს მიდის.
– მაპატიე, რაც გაგიკეთე, იქ, მზის ციხე-დარბაზში, –
პრინცს ლამის ხმა ჩაუწყდეს. კალიც თავის წილ ყინულს ატა-
რებს გულით – მოგონებას გაყინული სისხლის, სასახლის
დილეგში ფარლის წამების შესახებ. მან თავისიანები არ გას-

219 მკითხველთა ლიგა


ცა და კალმა ამის გამო ტკივილი მიაყენა, – არ ველი, რომ
ჩემს ბოდიშს მიიღებ, ვალდებულიც არა ხარ...
– ბოდიში მიღებულია, – მოკლედ, მაგრამ გულწრფელად
პასუხობს ფარლი, – იმ ღამით მეც დავუშვი შეცდომები... ყვე-
ლამ დავუშვით.
მართალია, თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ ვიცი, ფარ-
ლი მე მიყურებს. ვგრძნობ მის მზერას, რომელიც სინანული-
თა და სიმტკიცითაა სავსე.
ბორბლების ასფალტზე შეხება მაღვიძებს და სავარძელში
ვხტები. თვალებს ვახელ, ილუმინატორიდან შემოსული კაშ-
კაშა სხივი მაჭყიტებს და ისევ ვხუჭავ. სხვებსაც ღვიძავთ, ხმა-
დაბლა საუბრობენ და მათ დასანახად უკან ვაბრუნებ თავს.
დასაფრენ ზოლზე მივქრივართ, ნელ-ნელა სიჩქარეს ვუკ-
ლებთ, მაგრამ თვითმფრინავი ჯერ არ გაჩერებულა, კილორ-
ნი კი ჩემკენ მოდის. როგორც ვხვდები, მეზღვაურის ფეხები
კარგ სამსახურს უწევს, რადგან „ბლექრანის“ მოძრაობა მას-
ზე არც კი მოქმედებს.
– მერ ბაროუ, ერთხელ კიდევ რომ გნახო ჩაძინებული, სა-
გუშაგოზე დაგასმენ, – იგი ჩვენი სოფლის მასწავლებელს
ჰბაძავს, რომელიც ორივეს გვასწავლიდა, სანამ ის შვიდი
წლის არ გახდა და მეთევზეს შეგირდად არ დაუდგა.
ამ მოგონებაზე მეღიმება.
– მაშინ ხუნდებდადებული დავიძინებ, მის ვანდარკ, – ვპა-
სუხობ მე და ისიც ხითხითებს.
კარგად გამოფხიზლებული ვხედავ, რომ რაღაც მახურავს.
რბილი, გაცვეთილი მუქი ქსოვილია. კილორნის ქურთუკი.
სანამ პირს გავაღებ, მანამდე ამაცლის და სითბოს გარეშე
მტოვებს.
– გმადლობ, – ვბუტბუტებ მე და ვუყურებ, როგორ იცვამს.
220 მკითხველთა ლიგა
ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს. – გაკანკალებდა.
– ბეიში შევდივართ, – კალის ხმა ძრავების გუგუნს ფა-
რავს, რომლებიც ფრენის შემდეგ ტრიალს თანდათან ანელე-
ბენ. ის დასაფრენ ზოლს თვალს არ აშორებს და თვითმფრი-
ნავს საბოლოოდ აჩერებს. როგორც „არე ცხრა-ხუთი“, ეს ეგ-
რეთ წოდებული ნანგრევიც ტყით გარშემორტყმული და ყვე-
ლასგან მიტოვებულია, – ტყეში ათ მილს ვივლით და გა-
რეუბანს მივადგებით, – ამატებს ის და თავს ფარლისკენ
ხრის, – რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმებიც არა გაქვს.
ფარლის ეღიმება და ღვედებს იხსნის.
– ნელ-ნელა სწავლობ ხომ? – ის მუხლებზე იდებს პოლ-
კოვნიკის რუკას, – შეგვიძლია ეგ მანძილი 6 მილამდე შევა-
მოკლოთ, თუ ძველ გვირაბებს გამოვიყენებთ, გარეუბანში კი
საერთოდ არ შევალთ.
– ისევ მიწისქვეშა მატარებელი? – ეს აზრი იმედითა და ში-
შით მავსებს, – უსაფრთხოა?
– ეგ რა არის? – ნიქსი დაბნეული ჩანს. ნერსიში დარჩენი-
ლი გრუხუნა რკინის მილის რაობის განმარტებაში დროს ვერ
დავკარგავ.
მას არც ფარლი აქცევს ყურადღებას.
– ბეიში ჯერჯერობით არც ერთი არ გვყავს, მაგრამ თვი-
თონ გვირაბი ზუსტად პორტ-როუდის ქვეშ გადის, ოღონდ თუ
უკვე არ ამოქოლეს.
ფარლი კალს კითხვის თვალით უყურებს, მაგრამ ის უარის
ნიშნად თავს აქნევს.
– დრო არ ეყოფოდათ. ოთხი დღის წინ გვირაბები გავერა-
ნებული და მიტოვებული გვეგონა. მის დაქვემდებარებაში
მყოფი ყველა მძლავრხელიანის დახმარებითაც კი მეივენი ამ
221 მკითხველთა ლიგა
დროისთვის ყველას დანგრევას ვერ მოასწრებდა, – მისი ხმა
წყდება და ღრმა ფიქრში იძირება. ვიცი, რაც ახსენდება.
ეს მხოლოდ ოთხი დღის წინ მოხდა. მხოლოდ ოთხი დღე
გავიდა მას შემდეგ, რაც კალმა და პტოლემუსმა არქეონის
ქვემოთ მდებარე გვირაბში უოლში იპოვეს. ოთხი დღის წინ
ვუყურებდით, როგორ მოიკლა მან თავი „ალისფერი მცვე-
ლის“ საიდუმლოებების დასაცავად.
მკვდარი უოლშის შუშის თვალების დასავიწყებლად სა-
ვარძლიდან ვდგები, ვიხრები და კუნთებს ვჭიმავ.
– წავედით, – ვამბობ მე და უფრო მეტად გამომდის ბრძა-
ნებასავით, ვიდრე მინდოდა.
რამდენიმე სახელი დავიმახსოვრე: ადა უოლესი, დაბადე-
ბული 6/1/290 წელს ჰარბორ-ბეიში, ბიკონი, რეგენტის შტატი,
ნორტა. ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: იგივე.
მეორეც ჰარბორ-ბეიდან არის – ვულივერ გალტი: დაბადებუ-
ლი 1/20/302 წელს. ის და კილორნი ერთ დღესა და ერთ
წელს არიან დაბადებული, მაგრამ ის კილორნს არ ჰგავს,
ჰიბრიდია, წითელ-ვერცხლისფერი მუტაციის კიდევ ერთი შე-
დეგი, რომლისაც კილორნს შეშურდება.
უცნაურია, ნიქსი თვალში მოუვიდა. მეტიც, ჩვეულებრივზე
მეგობრულად ექცევა, ამ ასაკოვან კაცს ფინიასავით მიეკედ-
ლა. ხმადაბლა ლაპარაკობენ. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო:
წითლები არიან, სიღარიბესა და უიმედობაში გაიზარდნენ.
როდესაც ნიქსი ბადეებსა და კვანძებს ახსენებს, იმ უინტერე-
სო თემას, რომელსაც კილორნი აღმერთებს, ყურადღება
სხვა რამეზე გადამაქვს. არადა, გულის სიღრმეში მირჩევნია,
მათთან ერთად ვიჯდე და კარგი ორთავა მარყუჟის ღირსე-
ბებს განვიხილავდე, ვიდრე ქალაქში შეჭრის სტრატეგიაზე
ვიტეხდე თავს. თავს ისევ ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძნობ-
222 მკითხველთა ლიგა
დი, რადგან რაც უნდა თქვას შეიდმა, მე და მას ნორმალურო-
ბისა არაფერი გვცხია.
ფარლი უკვე საქმეს შეუდგა და მუქ ყავისფერ ქურთუკს
მხრებზე ისხამს. ჯიბეში წითელ შარფს იჭმუჭნის, მის ფერს მა-
ლავს და საწყობიდან საჭმელს იღებს. ჯერჯერობით საკმარი-
სად გვაქვს, მაგრამ გონებაში ვინიშნავ, რომ თუ მგზავრობი-
სას შანსი მომეცემა, რამე ავწაპნო. სხვა საქმეა იარაღი –
სულ ექვსი ცალი გვაქვს და მეტის მოპარვა ადვილი არ იქნე-
ბა: სამი შაშხანა, სამი პისტოლეტი. ფარლის ორივე აქვს,
მხარზე გრძელლულიანი შაშხანა ჰკიდია, თეძოზე კი პისტო-
ლეტი. მათთან ერთად ეძინა, თითქოს მისივე სხეულს შეზ-
რდიან. ამიტომ მიკვირს, როდესაც ორივეს იხსნის და კედელ-
ზე ჩამოკიდებულ კარადაში აბრუნებს.
– უიარაღოდ მოდიხარ? – ჩერდება კალი, რომელსაც
ხელში შაშხანა უჭირავს.
პასუხად ფარლი შარვლის ტოტს სწევს და ჩექმაში ჩადე-
ბულ გრძელ დანას აჩენს.
– ბეი დიდი ქალაქია. ჰიბრიდების მოსაძებნად მთელი
დღე დაგვჭირდება და გამოყვანას კი შეიძლება მთელი ღამეც
მოვანდომოთ. არარეგისტრირებული იარაღის წამოღებას
ვერ გავრისკავ. გუშაგები იქვე დამხვრეტენ. სოფლებში, სა-
დაც ნაკლები ზეწოლაა, პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ
ბეი სულ სხვაა, – ამატებს და დანას ისევ მალავს, – მიკვირს,
თქვენივე კანონები რომ არ იცი, კალ.
სირცხვილისგან კალს სახეზე ვერცხლისფერი ედება და
ყურის წვერები მთლად უთეთრდება. რამდენიც უნდა ეცადა,
კანონები და პოლიტიკა მისი საქმე არ იყო. ეს მეივენის სფე-
რო იყო, მხოლოდ მისი.

223 მკითხველთა ლიგა


– ისედაც, – განაგრძობს ფარლი და ორივეს გვიყურებს, –
მე თუ მკითხავთ, შენ და ელვა-გოგონა შაშხანებზე ბევრად
უკეთესი იარაღი ხართ.
გაბრაზებული, იმედგაცრუებული კალი კბილს კბილზე ისე
აჭერს, ლამის მათი ხმა მესმის.
– ხომ გითხარი, ჩვენ არ... – იწყებს ის და მისი მოსმენა არ
მჭირდება, ისედაც ვიცი, რასაც იტყვის. ჩვენ მთელ სამეფოში
ყველაზე ცნობილი ძებნილები ვართ, ყველასთვის სახიფათო,
ყველას საფრთხეს ვუქმნით. გული მკარნახობს, რომ მოვუს-
მინო, მაგრამ საღი აზრი იმისკენ მიბიძგებს, რომ გულს არ
ვენდო. იმიტომ, რომ მიპარვა ჩემი სპეციალობაა და არა მი-
სი. სანამ ფარლის ეკამათება, გვირაბებისა და ჰარბორ-
ბეისთვის ვემზადები. იქაურობა ჯულიანის წიგნებიდან მახ-
სოვს და ფარლის რუკას ხელიდან ვართმევ. ის ჩემს სწრაფ
მოძრაობას ვერც ამჩნევს, ისევ კალთან კამათით არის გარ-
თული. შეიდიც ერთვება და ფარლის მხარს იჭერს. ისინი კინ-
კლაობენ, მე ჩუმად ვზივარ და გეგმას ვაწყობ.
პოლკოვნიკის რუკა იმაზე ახალია, რომელიც ჯულიანმა
მაჩვენა, და უფრო დეტალურიც. როგორც არქეონი იყო გაშე-
ნებული „ალისფერი მცველის“ მიერ განადგურებული დიდი
ხიდის გარშემო, ჰარბორ-ბეიც თავისი ცნობილი თასის ფორ-
მის ნავსადგურის ირგვლივაა განლაგებული. აქ მეტწილად
ყველაფერი ხელოვნურია და უბის თითქმის იდეალურ მრუდს
ქმნის. ქალაქისა და პორტის მშენებლობაში ნიმფები და მწვა-
ნე მეთვალყურეები მონაწილეობდნენ. ერთ დროს იქ მდგარი
შენობების ნანგრევები დამარხეს ან დატბორეს. ოკეანის რკა-
ლი გაყოფილია და მასში სწორი გზაა შეჭრილი, რომელიც
სავსეა ალაყაფებით, პატრულებითა და გამშვები პუნქტებით.
ეს გზა ერთმანეთისგან ყოფს სამოქალაქო პირებისთვის გან-
224 მკითხველთა ლიგა
კუთვნილ მერწყულის პორტსა და სამხედრო პორტს, რომელ-
საც ზუსტად ეს სახელი ჰქვია. შემდეგ გზა ფორტ-
პეტრიოტისკენ მიდის, ქალაქის შუაგულში, გალავნიან ვაკე
ადგილზე. ეს ფორტი ნორტაში ყველაზე მნიშვნელოვნად ით-
ვლება, ერთადერთი ბაზაა, რომელიც ჯარის სამივე ნაირსა-
ხეობას ემსახურება, პეტრიოტში არიან განთავსებული ბიკო-
ნის ლეგიონის ჯარისკაცები, საჰაერო ძალების ესკადრი-
ლიებიც. სამხედრო პორტში წყალი ისეთი ღრმაა, ყველაზე
დიდი გემებიც კი ეტევიან, ის ნორტას ფლოტის მთავარი ად-
გილსამყოფელია. რუკაზეც კი ფორტი შემაცბუნებლად ჩანს.
იმედია, ადა და ვულივერი გალავნის გარეთ იქნებიან.
თავად ქალაქი ნავსადგურს ერტყმის გარს და დოკებს შო-
რის არის ჩაჭედილი. ჰარბორ-ბეი არქეონზე ძველია, იმ ქა-
ლაქის ნანგრევების ჩათვლით, რომელიც აქ ადრე იყო. გზები
დაკლაკნილი და შუაზე გაყოფილია. დედაქალაქის აკურატუ-
ლი დაგეგმარების ფონზე აქაურობა ერთმანეთში აბურდული
სადენების გროვას მოგაგონებთ და ჩვენისთანა არამზადებზე
ზედგამოჭრილია. ზოგი ქუჩა მიწის ქვეშაც კი გადის და იმ
გვირაბების ქსელს უერთდება, ფარლი რომ კარგად იცნობს.
ჰარბორ-ბეიდან ორი ჰიბრიდის გაყვანა ძნელი იქნება, მაგ-
რამ არა შეუძლებელი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ
საჭირო დროს ქალაქში შუქიც გამოირთვება.
– შეგიძლია აქ დარჩე, კალ, – ვამბობ მე და რუკიდან თავს
ვწევ, – მაგრამ მე ამას ვერ გამოვტოვებ.
ის სიტყვას წყვეტს და მე მიბრუნდება. წამით თავი ნაფოტე-
ბის გროვა მგონია, რომელსაც მალე ცეცხლი ააბრიალებს.
– მაშინ იმედია, მზად ხარ იმისთვის, რისი გაკეთებაც მო-
გიწევს.

225 მკითხველთა ლიგა


მზად ვარ მოვკლა ყველა, ვინც ამომიცნობს. ნებისმიერი
ადამიანი.
– მზად ვარ.
ტყუილის თქმა დიდებულად მეხერხება.

226 მკითხველთა ლიგა


თავი 13

ნიქსს ადვილად ვარწმუნებთ, რომ არ წამოგვყვეს. მიუხე-


დავად მისი მოუწყვლადობისა, ის მაინც სოფლელი კიბორ-
ჩხალებზე მონადირეა, რომელიც სოფლის ჭაობებს არასო-
დეს გასცდენია. გალავნიანი ქალაქიდან ჰიბრიდების გამოყ-
ვანა მისი საქმე არ არის და ამას თვითონაც ხვდება. აი, კი-
ლორნს კი ასე ადვილად ვერ დაიყოლიებ. თვითმფრინავზე
დარჩენაზე მხოლოდ მას შემდეგ მთანხმდება, რაც შევახსე-
ნებ, რომ ნიქსს ვინმემ თვალყური უნდა ადევნოს.
გამოსამშვიდობებლად მაგრად მიკრავს გულში და ველი,
რომ ჩურჩულით მეტყვის, ფრთხილად იყავიო, ან რაიმეს
მირჩევს. ამის ნაცვლად მამხნევებს და ამით უფრო მამშვი-
დებს.
– შენ მათ აუცილებლად გადაარჩენ, – ჩამჩურჩულებს ის,
– ვიცი, რომ ასე იქნება.
გადავარჩენ. ეს სიტყვები გონებაში მრჩება და ჩემს თავში
მაშინაც ხმიანობს, როდესაც „ბლექრანიდან“ ჩამოსული
მზით განათებულ ტყეში შევდივარ. აუცილებლად გადავარ-
ჩენ, ვეუბნები ჩემს თავს და მანამდე ვიმეორებ, სანამ ისევე
არ ვირწმუნებ საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც ამის კი-
ლორნს სჯერა. აუცილებლად გადავარჩენ, აუცილებლად,
აუცილებლად, აუცილებლად. აქაური ტყე უფრო მეჩხერია და
იძულებული ვართ მუდმივად ყურადღებით ვიყოთ. სანამ
დღეა, კალს შეუძლია თავისი ცეცხლის დარდი არ ჰქონდეს,
ამიტომ მზადყოფნაშია და თითის წვერები სანთლებივით აქვს
აალებული. შეიდი მიწაზე არ დადის, ხიდან ხეზე დახტის. ტყეს

227 მკითხველთა ლიგა


ჯარისკაცური პედანტურობით ათვალიერებს, ქორისებური
მზერით ზვერავს ყოველ კუთხეს, სანამ გულს არ იჯერებს.
ელექტრობაზე გამახვილებული ჩემი ალღოც დაძაბული
მაქვს და ელექტრონის ყოველ გაელვებას ვაკვირდები, რაც
შეიძლება მანქანის ან დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვით-
მფრინავის გამოჩენას მოასწავებდეს. სამხრეთ-
აღმოსავლეთით, ჰარბორ-ბეის მხარეს, ყრუ ზუზუნი ისმის,
მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, ისევე, როგორც გაცხოველე-
ბული მოძრაობა პორტ-როუდზე. დანიშნულების ადგილიდან
საკმაოდ შორს ვართ, მაგრამ ჩემი შინაგანი კომპასი მეუბნე-
ბა, რომ მიზნამდე სულ უფრო ცოტა რჩება.
მათ მანამდე ვგრძნობ, ვიდრე დავინახავ. გონებაზე სულ
მცირედი დაწოლა იმის მანიშნებელია, რომ მომცრო ბატარეა
ელექტრობას გამოსცემს. ალბათ, საათს ან რადიოს კვებავს.
– აღმოსავლეთიდან მოდის, – ვბუტბუტებ მე და თითს მო-
ახლოებული ენერგიის წყაროსკენ ვიშვერ.
ფარლი სწრაფად მიდის ნაჩვენები მიმართულებით, მოხ-
რით თავს არ იწუხებს, მაგრამ მე ფოთლებში ვიმუხლებ. შე-
მოდგომის ხასხასა ფერები მუქი წითელი მაისურისა და ყა-
ვისფერი თმის შესანიღბად მისწრებაა. კალი ზუსტად ჩემ
გვერდითაა, თავის ცეცხლს აკონტროლებს, რომ ტყეს არ
წაეკიდოს. თანაბრად, მშვიდად სუნთქავს და ბრინჯაოსფერი
თვალებით ხეებს ათვალიერებს.
თითს ვიშვერ და ბატარეაზე ვანიშნებ. ხელიდან ეული ნა-
პერწკალი გამომდის და ქრება, ახლომდებარე ელექტრობაზე
რეაგირებს.
– დაწექი, ფარლი, – ბურტყუნებს კალი, ფოთლების შრი-
ალში მისი ხმა თითქმის არ ისმის.

228 მკითხველთა ლიგა


დაწოლის ნაცვლად, ფარლი ხეს ზურგით ეკვრის და მის
ჩრდილში იმალება. ფოთლებიდან გამომავალი მზის სხივები
კანს უზოლავს. უმოძრაოდაა და ამ ტყის ნაწილი გეგონებათ,
მაგრამ ჩუმად არ არის. ტუჩები ეპობა და ბუჩქებს შორის ჩი-
ტის ხმა გაისმის. ისეთივე, კორაუნტში რომ გამოიყენა კი-
ლორნთან დასაკავშირებლად. სიგნალია.
„ალისფერი მცველი“.
– ფარლი! – ვსისინებ შეკრული კრიჭით, – რა ხდება?
მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს და ხეებს მისჩერებია.
ელოდება, უსმენს. წუთის შემდეგ ჟრუანტელის მომგვრელი
ხმა გაისმის და ვიღაც ეპასუხება, ოღონდ სხვანაირად. როდე-
საც ამ უცნაურ სიმფონიას ხეზე მჯდარი შეიდიც უერთდება,
ცოტა გულზე მეშვება. შეიძლება ფარლის ხაფანგში შევყა-
ვართ, მაგრამ შეიდი ამას არ იზამს. იმედია.
– კაპიტანო, მეგონა, იმ წყეულ კუნძულზე ჩარჩი, – გაის-
მის უხეში ხმა თელების კორომიდან. საგულისხმო აქცენტია
– გამოკვეთილი ხმოვნები და რბილი ასო „რ“. ეს ჰარბორ-
ბეის აქცენტია.
ამ ხმის გაგონებაზე ფარლი იღიმება და ხის ჩრდილიდან
გამოდის.
– კრენს, – ამბობს და ხელით იხმობს სილუეტს, რომელიც
ჯაგნარიდან გამოდის, – მელოდი სად არის? მას უნდა შევ-
ხვედროდი. როდის მერე ხარ ეგანის ხელის ბიჭი?
როცა მისი თანამოსაუბრე ფოთლებიდან გარეთ გამოდის,
ყურადღებით ვათვალიერებ და ვაკვირდები პატარა დეტა-
ლებს, რომელთა შემჩნევაც კარგა ხნის წინ ვისწავლე. ის იხ-
რება, ქვემოთ რაღაც მძიმე დევს, ალბათ, შაშხანა ან ხელკე-
ტი. ხელის ბიჭიო. დოკების მუშის ან ჩვეულებრივი ხულიგნის
გარეგნობა უფრო აქვს, ვეებერთელა ხელები, ფართო მკერ-
229 მკითხველთა ლიგა
დი, რომელსაც ბამბის გაცვეთილი პერანგი და დალიანდაგე-
ბული ჟილეტი უფარავს. ჟილეტი მთლად დაბებკილია და
სხვადასხვაფრად აჭრელებული, მეტწილად, წითლად. უც-
ნაურია, რომ ასეთი გაქექილი ჟილეტის პატრონს პრიალა
ახალი ტყავის ჩექმა აცვია. ალბათ, მოიპარა. საჩემო კაცი
ჩანს.
კრენსი მხრებს იჩეჩს და შავგვრემან სახეს მანჭავს.
– დოკებში საქმე ჰქონდა... და თუ წინააღმდეგი არა ხარ,
მირჩევნია, ეგანის მარჯვენა ხელი დამიძახო, – ის იღიმება და
თეატრალური მოძრაობით უკრავს თავს, – რა თქმა უნდა,
ეგანი მოგესალმება, კაპიტანო.
– კაპიტანი აღარ ვარ, – ბუტბუტებს ფარლი, შუბლს იკ-
რავს და კრენსს მკლავში ჩაავლებს. უცნაური ხელის ჩამორ-
თმევაა, – დარწმუნებული ვარ, უკვე გაიგებდით.
კრენსი მხოლოდ თავს აქნევს.
– აქ ბევრს ვერ იპოვი ისეთს, ვინც მაგ გადაწყვეტილებას
ეთანხმება. მეზღვაურები ბოსი ეგანის წინაშე არიან პასუხის-
მგებლები და არა პოლკოვნიკის.
მეზღვაურები? ალბათ, „ალისფერი მცველის“ კიდევ ერთი
დანაყოფია.
– შენი მეგობრები ბუჩქებიდან გამოსვლას აღარ აპირე-
ბენ? – ამატებს კრენსი და მე გადმომხედავს. ცოცხალი, ლურ-
ჯი თვალები აქვს, რომლებიც მისი მუქი კანის ფონზე უფრო
მკვეთრად იკვეთება, მაგრამ ეს მზერა უფრო მნიშვნელოვან
საკითხს ვერ დამავიწყებს – ისევ ვგრძნობ პულსირებად ბა-
ტარეას, კრენსს კი საათი არ უკეთია.
– შენს მეგობრებზე რაღას იტყვი? – ვეკითხები და ფეხზე
ვდგები.

230 მკითხველთა ლიგა


კალი ჩემთან ერთად მოდის და ვხვდები, რომ კრენსს ყუ-
რადღებით აკვირდება. კრენსიც იმავეს აკეთებს, ერთი ჯარის-
კაცი მეორეს ათვალიერებს. მერე კრენსი იღიმება და კბილე-
ბი უელავს.
– აი, თურმე რისთვის ატეხა პოლკოვნიკმა ასეთი აურ-
ზაური, – ხითხითებს ის და წინ გაბედულად დგამს ნაბიჯს.
მიუხედავად იმისა, რომ გვარიანად ზორბაა, მე და კალი
არ ვკრთებით. ჩვენ მასზე სახიფათონი ვართ.
ის ხმადაბლა უსტვენს და თან მე მიყურებს.
– დევნილი პრინცი და ელვა-გოგონა. „ბოცვერი“ სადღაა?
აშკარად მისი ხმა მომესმა.
„ბოცვერი“? მის უკან შეიდი ჩნდება, ცალ ხელში ყავარჯენი
უჭირავს, მეორეს კი კრენსს ხვევს კისერზე, მაგრამ თან
მხიარულად იცინის.
– ხომ გითხარი, ეგრე აღარ დამიძახო-მეთქი, – ტუქსავს
მას და ანჯღრევს.
– არადა, ზედგამოჭრილია შენზე, – პასუხობს კრენსი და
შეიდს ხელიდან უსხლტება. ხელით ხტუნვის აღმნიშვნელ
მოძრაობას აკეთებს და იცინის, მაგრამ სახვევებისა და ყა-
ვარჯნის დანახვაზე მისი ღიმილი უფერულდება.
– კიბეზე დაგორდი ან რაღაც ეგეთი? – ეკითხება მზრუნვე-
ლად, მაგრამ ნათელ თვალებში ეჭვი უდგება.
შეიდი უდარდელად იქნევს ხელს და მერე ფართო მხარში
აფრინდება:
– მიხარია შენი ნახვა, კრენს... ალბათ, დროა, ჩემი და გა-
გაცნო...
– გაცნობა საჭირო არ არის, – პასუხობს კრენსი და ხელს
მიწვდის. ხალისით ვართმევ და ჩემი ხელი მის ორჯერ დიდ
მტევანში იმალება, – სასიამოვნოა შენი გაცნობა, მერ ბა-
231 მკითხველთა ლიგა
როუ, მაგრამ, სიმართლე გითხრა, სანამ იმ პლაკატზე, „იძებ-
ნება“ რომ აწერია, თუ შეგხვდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი.
სხვებს სახე ეცვლებათ, ჩემსავით შეშინებულები ჩანან
იმით, რომ ჩემი სურათი ყოველ კარსა თუ ფანჯარაზეა გაკრუ-
ლი. ეს მოსალოდნელი იყო.
– ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუე, – ამის თქმას ვახერხებ.
დაღლილობამ და ნერვიულობამ დამრია ხელი. ვგრძნობ,
რომ სახე ჭუჭყიანი მაქვს, აბურდულ თმაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ. სარკეში ჩასახედად სად მეცალა.
კრენსი ჩემს ნათქვამს არად აგდებს და უფრო გულიანად
იღიმება.
– მართლა გაქვს ნაპერწკლები, – ბუტბუტებს ის და ვამ-
ჩნევ, როგორ მიყურებს თითებზე. ძალიან მინდა ვაჩვენო,
ზუსტად როგორი ნაპერწკლები მაქვს, მაგრამ თავს ვიკავებ
და ფრჩხილებს ხორცში ვისობ.
ბატარეის ელექტრონს მაინც მუდმივად ვგრძნობ.
– თავს იკატუნებ, ვითომ ალყაში არ გყავართ მოქცეული?
– ვეუბნები კრენსს და ჩვენ გარშემო შემოჯარულ ხეებზე ვა-
ნიშნებ, – თუ პრობლემა გვაქვს?
– არავითარი პრობლემა, – ამბობს ის და დანებების ნიშ-
ნად ხელებს მაღლა სწევს. მერე ისევ უსტვენს, ამჯერად ხმა-
მაღლა და ძლიერად, როგორც შევარდენი ნადირობისას.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით ცდილობს გაიღიმოს
და სიმშვიდე შეინარჩუნოს, მის თვალებში ეჭვის გაელვებას
მაინც ვამჩნევ. ველი, რომ კალს უფრო მიაქცევს ყურადღე-
ბას, მაგრამ ის მე არ მენდობა... ან არ ესმის ჩემი.
ფოთლების შრიალზე კრენსის მეგობრებიც გამოჩნდები-
ან, მათაც ძველმანებისა და მოპარული ხარისხიანი ტანსაც-
მლის ნაზავი აცვიათ. თავისებური უნიფორმაა, ისეთი არაერ-
232 მკითხველთა ლიგა
თგვაროვანი, რომ ერთმანეთს ჰგვანან. ორი ქალია და ერთი
კაცი, რომელსაც ძველი, მაგრამ მოწიკწიკე საათი უკეთია.
ერთი შეხედვით შეუიარაღებელი არიან. ისინი ფარლის სა-
ლამს აძლევენ, შეიდს უღიმიან, მე და კალს კი თვალს ვერ
გვისწორებენ. მგონი, უკეთესია, აღარ მინდა კიდევ დამეღუ-
პონ მეგობრები.
– აბა, „ბოცვერო“, ვნახოთ, ფეხს თუ ამიწყობ, – დამცინა-
ვად ამბობს კრენსი და თავისიანებთან ერთად წინ მიდის.
პასუხად შეიდი ახლოს მდგარ ხეზე ხტება და იღიმება, მისი
დაშავებული ფეხი ჰაერში კიდია, მაგრამ როცა მისი მზერა
ჩემსას შეხვდება, რაღაც იცვლება. უცებ თვალის დახამხამე-
ბაში ჩემ უკან ჩნდება, ისე სწრაფად, რომ მისი მოძრაობის
დანახვასაც ვერ ვასწრებ.
მესმის, რასაც ჩურჩულებს:
არავის ენდო.
გვირაბები ნესტიანია, მომრგვალებულ კედლებზე ხავსი
და ხის ფესვები მოსდებია, მაგრამ იატაკი სუფთაა ქვისა და
ნაგვისგან. ალბათ, მიწისქვეშა მატარებლებისთვის წმენდენ,
იმ შემთხვევისთვის, თუ ჰარბორ-ბეიში შეპარვა გახდება სა-
ჭირო. მაგრამ არც რკინის ჭრიალი ისმის და არც ჩვენკენ მო-
მავალი მატარებლის ძრავის გუგუნი. აქ ელექტრობის რამდე-
ნიმე წყაროა: კრენსის ფარანი, მისი მეგობრის საათი და ჩვენ
ზემოთ, ოცდაათი ფუტით მაღლა, პორტ-როუდზე უწყვეტად
მოძრავი ტრანსპორტი. დიდი მანქანები ჩემზე ცუდად მოქმე-
დებენ, მათი სადენებისა და ძრავების ღმუილმა ლამის თავის
ქალა ამხადოს. თითოეული მათგანის გავლაზე ვიკუნტები,
არადა, ნერსისკენ იმდენი მიდის, რომ მალე სათვალავი ამე-
რევა. ერთ ზოლად რომ წასულიყვნენ, ვიფიქრებდი, ეს კო-
ლონა თავად მეფე მეივენს მიაბრძანებს-მეთქი, მაგრამ მან-
233 მკითხველთა ლიგა
ქანები უწესრიგოდ მიდი-მოდიან. თავს ვარწმუნებ, რომ ამა-
ში უჩვეულო არაფერია, ნერვებს ვთოკავ, რომ ფარანი არ გა-
დავწვა და სიბნელეში არ დავრჩეთ.
კრენსის თანამებრძოლები ჩვენს ჯგუფს უკან მოჰყვებიან
და, ალბათ, ამის გამო მოუსვენრად უნდა ვიყო, მაგრამ არ
ვნერვიულობ. თუ ვინიცობაა ვინმე გულში ავს ჩაიდებს, ჩემი
ნაპერწკლები ხომ აქვეა და კალიც გვერდით მიდგას. ის ჩემზე
შეცბუნებული ჩანს, ცალი ხელი წითელ, მობრიალე ცეცხლში
აქვს გახვეული. მისი ალი კედლებზე მოციმციმე ჩრდილებს
ჰფენს, ისინი ფორმას იცვლიან და გვირაბის კედლებს შავ-
წითლად აციმციმებენ. ეს ერთ დროს კალის ფერები იყო, მაგ-
რამ ახლა ისინიც დაკარგა, ისე, როგორც ყველაფერი სხვა.
ყველაფერი, ჩემ გარდა.
აქ ჩურჩულს აზრი არა აქვს, თითოეული ბგერა ექოს გა-
მოსცემს და ამიტომ კალი ხმას არ იღებს, თუმცა სახეზე მაინც
ყველაფერს ვატყობ. შეწუხებულია, რადგან ჯარისკაცის,
პრინცისა და ვერცხლისფერისთვის დამახასიათებელი ყველა
ინსტინქტის წინააღმდეგ უწევს მოქმედება. მიწის ქვეშაა და
თავის მტრებს უცნობი მიმართულებით მიჰყვება – თან რის-
თვის? ჩემს დასახმარებლად? მეივენისთვის ზიანის მისაყე-
ნებლად? რა მიზეზიც უნდა იყოს, დადგება დრო, როცა ეს საკ-
მარისი არ იქნება ამ ყველაფრის გასაგრძელებლად. ერთ
დღესაც აღარ გამომყვება და ამისთვის მზად უნდა ვიყო. უნდა
გადავწყვიტო, რის უფლებას მომცემს საკუთარი გული და
მარტოობის ატანა შემიძლია თუ არა... მაგრამ ჯერ ამის დრო
არ არის. მისი მხურვალება ჯერ კიდევ ჩემ გვერდითაა და
თავს ვერ ვიკავებ, რომ მასთან ახლოს არ ვიყო.
არც ჩვენს რუკაზე და არც სხვებზე ეს გვირაბები დატანი-
ლი არ არის, სამაგიეროდ, პორტ-როუდი ყველგან აღუნიშ-
234 მკითხველთა ლიგა
ნავთ და ვვარაუდობ, რომ ახლა ზუსტად მის ქვემოთ ვართ.
მას პაიკ-გეითის გავლით პირდაპირ ჰარბორ-ბეის ცენტრში
მივყავართ. ნავსადგურთან გზა უხვევს და ჩრდილოეთით,
ჭაობების, კორაუნტისა და შორეული, გაყინული სასაზღვრო
რაიონებისკენ მივყავართ. პორტ-როუდზე მნიშვნელოვანია
უშიშროების ცენტრი, რომელიც მთელი ქალაქის ადმინის-
ტრაციული ცენტრიც არის. სწორედ აქ ინახება დოკუმენტები
და რაც ყველაზე მთავარია, ადასა და ვულივერის მისამართე-
ბი. შეიძლება მესამეც აქ იყოს, ნიუ-თაუნის ჯურღმულელი გო-
გონა.
მისი სახელიც მახსენდება, კამერონ კოული, თუმცა ამწუ-
თას მის შესახებ სხვა არაფერი მახსოვს. გადასამოწმებლად
ჯულიანის რვეულის ამოღებას ვერ ვბედავ, რადგან გარშემო
ბევრი უცნობია. რაც უფრო ცოტამ იცის ჰიბრიდების შესახებ,
მით უკეთესი. მათი სახელი მათივე სასიკვდილო განაჩენია
და შეიდის გაფრთხილებაც არ დამვიწყებია.
თუ გაგვიმართლებს, შეღამებისას ყველაფერი გვექნება,
რაც საჭიროა, და სანამ საუზმის დრო მოვიდოდეს, „ბლექრა-
ნამდეც“ მივაღწევთ, თან სამი ჰიბრიდი გვეყოლება. ჩვენი
ხანგრძლივი არყოფნით გაბრაზებული კილორნი აბუზღუნდე-
ბა, მაგრამ ეს დიდად არ მადარდებს. მეტიც, ძალიან მინდა
მისი აწითლებული სახის ნახვა და ჭირვეული წუწუნის მოსმე-
ნა. მართალია, „ალისფერი მცველის“ წევრია და მისთვის უც-
ხო გააფთრებაც დასჩემდა, მაგრამ მასში ისევ მოჩანს ჩემთან
თანშეზრდილი ბიჭი და მასთან ყოფნა ისევე მამშვიდებს, რო-
გორც კალის ცეცხლი ან ჩემი ძმის ჩახუტება.
სიჩუმეს შეიდი არღვევს, კრენსსა და მის მეგობრებს ელაზ-
ღანდარავება.

235 მკითხველთა ლიგა


– ნაოხარს ცოცხალი ამ კაცის წყალობით გადავურჩი, –
გვიხსნის და ყავარჯნით კრენსზე გვანიშნებს, – ჯალათებმა
ვერ დამიჭირეს, მაგრამ შიმშილმა ლამის ბოლო მომიღო.
– ერთი თავი კომბოსტო მოიპარე, მე კი უბრალოდ ჭამა
გაცალე, – თავის ქნევით პასუხობს კრენსი, მაგრამ აწითლე-
ბული სახე ამხელს, რომ ამით ამაყობს.
შეიდი ასე ადვილად არ მოეშვება. მისმა ღიმილმა ლამის
გვირაბი გაანათოს, მაგრამ თვალები ჩამქრალი აქვს.
– ოქროსგულიანი კონტრაბანდისტი ხარ.
მათ საუბარს ეჭვნარევი მზერითა და დაცქვეტილი ყურე-
ბით ვაკვირდები, თითქოს საინტერესო მატჩს ვუყურებ. ერთი
მეორეს აქებს, თან იხსენებს, როგორ გამოაღწიეს ნაოხარი-
დან და როგორ დაუძვრნენ გუშაგებსა და ლეგიონერებს. შე-
იძლება იმ დღეებში დამეგობრდნენ კიდეც, მაგრამ ახლა ეს
მეგობრობა გამქრალია. ისინი უბრალოდ კაცები არიან,
რომლებიც ერთმანეთს მოგონებებს უზიარებენ და ნაძალა-
დევად უღიმიან, თითოეული მათგანი იმის გამოცნობას ცდი-
ლობს, თუ რა უნდა მეორეს. მეც იმავეს ვაკეთებ და ჩემეულ
დასკვნამდე მივდივარ.
კრენსი საყოველთაოდ ცნობილი ქურდბაცაცაა. ამ ხელო-
ბას კარგად ვიცნობ. ქურდი ყველაფერს იკადრებს, ყველა-
ფერზე წამსვლელია. ადგილები რომ გაგვეცვალა, მე რომ
ძველი მერი ვიყო, რომელსაც ძებნილი სოფელში მიჰყავს,
გავცემდი თუ არა მას რამდენიმე ტეტრარქის სანაცვლოდ? ან
რამდენიმე კვირის სამყოფი ელექტროდენისა და საჭმლის
გამო? კარგად მახსოვს მკაცრი ზამთრები, შიმშილსა და სიცი-
ვეში გატარებული დღეები, რომელთაც დასასრული არ უჩან-
და. ადვილად განკურნებადი დაავადებებით ტანჯვა, რადგან
წამლის ფული არ გვქონდა. ელემენტარულ მოთხოვნილე-
236 მკითხველთა ლიგა
ბებსაც ვერ ვიკმაყოფილებდით. ასეთ წუთებში საშინელებები
ჩამიდენია, ჩვენისთანა ღატაკები გამიქურდავს. მხოლოდ
იმიტომ, რომ თავი გადამერჩინა. საკუთარ საქციელს ასე ვა-
მართლებდი, როცა ისეთ ადამიანებს ვპარავდი ფულს, სახ-
ლში რომ დამშეული ბავშვები ელოდნენ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ შეეძლოს, კრენსი ჩემს თავს ბოს
ეგანს გადასცემდა, იმიტომ, რომ მეც ასე მოვიქცეოდი. ან
მეივენს დიდ ფასად მიმყიდდა. საბედნიეროდ, კრენსი ჩვენ-
თან სრულიად უძლურია და ეს თავადაც იცის, ამიტომ ღიმი-
ლიღა დარჩენია. ჯერჯერობით.
გვირაბი ქვემოთ მიდის და ლიანდაგი მოულოდნელად
მთავრდება იქ, სადაც მეტისმეტი სივიწროვეა და მატარებე-
ლი ვერ გაივლის. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, სიცივე სულ
უფრო გვსუსხავს და ჰაერი მძიმდება. ვცდილობ არ ვიფიქრო
მიწის წონაზე, ზემოდან ჭერად რომ დაგვყურებს. კედლები
ალაგ-ალაგ დაბზარულა და, ალბათ, კიდეც ჩამოიქცეოდა,
რომ არა ახალშედგმული საბჯენები. გათლილი ხის ძელები
სიბნელეში აღმართულან, ჭერს იჭერენ და ცოცხლად დამარ-
ხვისგან გვიცავენ.
– სად ამოდის ეს გვირაბი? – ხმამაღლა ამბობს კალი. ნე-
ბისმიერს მიმართავს, ვისაც პასუხის გაცემა შეუძლია. თი-
თოეულ სიტყვაში ზიზღი გაისმის. ღრმა გვირაბები მასაც ჩემ-
სავით სძულს.
– ოუშენ-ჰილის დასავლეთით, – პასუხობს ფარლი,
ჰარბორ-ბეის ამ ნაწილში მეფის რეზიდენციაა.
კრენსი თავს აქნევს და სიტყვას აწყვეტინებს:
– გვირაბი დაკეტილია, – ამბობს ის, – მეფის ბრძანებით
სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. სამი დღეა, რაც მეფეა
და უკვე თავსატეხად იქცა.
237 მკითხველთა ლიგა
კალთან ახლოს ვდგავარ და მესმის, როგორ აჭერს კბილს
კბილზე. ბრაზი აწვება, მის ცეცხლს ბრწყინვალება ემატება
და გვირაბში სიცხე ძლიერდება. სხვები ცდილობენ არაფერი
შეიმჩნიონ. მეფის ბრძანებით. მაშინაც კი, როცა ამას საგან-
გებოდ არ აკეთებს, მეივენი ხელს გვიშლის.
კალი მშვიდად დაჰყურებს თავის ფეხებს.
– მეივენს ყოველთვის სძულდა ჰილი, – მის სიტყვებს კედ-
ლები ეხმიანება და თითქოს კალის მოგონებებში ვეხვევით, –
მისთვის მეტისმეტად პატარა და ძველი იყო.
კედლებზე ჩრდილები დახტიან და ჩვენს გამოსახულებას
ამახინჯებენ. ყოველ ბნელ ლაქასა თუ დაგრეხილ სილუეტში
მეივენს ვხედავ. ერთხელ მითხრა, მე კალის ჩრდილი ვარ,
მისი ცეცხლის ჩრდილიო. ახლა მეშინია, რომ ეს ჩრდილი
ჩემს გონებაში ჩაიბუდებს, ჩვენზე დაგეშილ მონადირეებსა
და ნებისმიერ აჩრდილზე უფრო საზარელი. კიდევ კარგი, ამა-
ში მაინც არა ვარ მარტო და მისი აჩრდილი კალსაც თან დაჰ-
ყვება.
– მაშინ თევზის ბაზარი იყოს, – ფარლის უხეში ხმა ისევ
რეალობაში მაბრუნებს, – დაბრუნება მოგვიწევს. უნდა მოვა-
ხერხოთ და უშიშროების ცენტრთან გუშაგებს როგორმე ყუ-
რადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ, თუ შესაძლებელი იქ-
ნება.
ისევ რუკას დავყურებ, ტვინი მიბზუის. როგორც ვხედავ,
უშიშროების ცენტრი პირდაპირ უკავშირდება მეფის რეზი-
დენციას, ან უკიდურეს შემთხვევაში, საერთო ტერიტორიის
ნაწილია. თევზის ბაზარი აქედან შორს უნდა იყოს. საჭირო
ადგილას მისასვლელად წვალება მოგვიწევს, შიგნით შეღწე-
ვა კიდევ სხვა ამბავია. მოღუშულ კალსაც სახეზე დიდი ენთუ-
ზიაზმი არ ეტყობა.
238 მკითხველთა ლიგა
– ამაში ეგანი დაგვეხმარება, – ამბობს კრენსი და ფარ-
ლის თხოვნაზე თავს უქნევს, – რაც შეუძლია, ყველაფერს ეც-
დება, მაგრამ ბევრი არაფერი დაგჭირდება, რადგან „ბოცვე-
რიც“ თან გახლავს.
ამ მეტსახელით გაღიზიანებული შეიდი მაინც კეთილად
იღიმება.
– რამდენად კარგად იცნობ ბეიში მცხოვრებ წითლებს?
რამდენიმე სახელს გეტყვი და იქნებ გეცნოს.
ტუჩს ვკბენ, რომ ჩემს ძმას არაფერი ვუთხრა და არ გავა-
ჩუმო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კრენსისთვის
იმის გამხელა, თუ ვის ვეძებთ, იმიტომ, რომ აუცილებლად
მოინდომებს ამის მიზეზის გაგებას, მაგრამ შეიდი წარბებაწ-
კეპილი მიყურებს და მანიშნებს, სახელები ხმამაღლა ჩამოთ-
ვალეო. მის გვერდით მდგარი კრენსი მთელი ძალით ცდი-
ლობს აუღელვებელი გამომეტყველების შენარჩუნებას, მაგ-
რამ თვალები უელავს. ძალიან უნდა იმის გაგება, რაც უნდა
ვთქვა.
– ადა უოლესი, – ჩურჩულით ნათქვამი გამომდის, თით-
ქოს მეშინია, გვირაბის კედლებმა საიდუმლო არ მომპარონ,
– ვულივერ გალტი.
გალტი. კრენსს სახე ეცვლება, ეს გვარი აშკარად ეცნობა,
ამიტომ არჩევანი აღარ რჩება და თავს მიქნევს.
– ვიცნობ გალტებს, ცნობილი ოჯახია, ჩარსაიდ-როუდზე
ცხოვრობენ. ლუდის მხარშველები არიან, – ის თვალებს ჭუ-
ტავს, მეტის გახსენებას ცდილობს, – მთელ ბეიში საუკეთესო
ელი აქვთ. ჩემი კარგი მეგობრები არიან.
ნუთუ ასე გაგვიმართლებს? გახარებულს გული მიჩქარდე-
ბა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ უკვე კრენსმა და იდუმალმა
ეგანმაც იციან, ვის ვეძებთ.
239 მკითხველთა ლიგა
– უოლესს, მგონი, არავის ვიცნობ, – განაგრძობს ის, –
გავრცელებული გვარია, მაგრამ ამწუთას არავინ მახსენდება.
ჩემდა სავალალოდ, ვერ ვხვდები, გვატყუებს თუ არა. ამი-
ტომ არ უნდა მოვეშვა, უნდა ვალაპარაკო. იქნებ რამე წამოს-
ცდეს, ან დავარწმუნო, რომ მეტი გვითხრას.
– საკუთარ თავს მეზღვაურები უწოდეთ, არა? – ვეკითხები
მე, თან ისე ლაპარაკს ვცდილობ, ვითომ არაფერია მნიშვნე-
ლოვანი.
ის ფართოდ იღიმება, სახელოს იწევს და მკლავზე ამოტ-
ვიფრულ ტატუს მანახვებს. შავ-ლურჯი ღუზაა, ზედ წითელი
თოკი აქვს შემოხვეული.
– ბიკონის საუკეთესო კონტრაბანდისტები, – ამბობს ამა-
ყად, – თუ რამე გინდათ, მოგიტანთ კიდეც.
– „ალისფერ მცველს“ ემსახურებით?
ამ შეკითხვაზე სახიდან ღიმილი ეშლება და სახელოს ისევ
დაბლა იწევს. ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს, მაგრამ მეტს
არაფერს ამბობს.
– როგორც ვხვდები, ეგანიც კაპიტანია, – ნაბიჯს ვუჩქარებ
და კრენსს ლამის ფეხზე დავაბიჯო. ჩემს მიახლოებაზე მხრე-
ბი ეძაბება და არც ის მეპარება, როგორ უდგება კისერზე თმა
ყალყზე, – შენ ვინღა ხარ? მისი თანაშემწე?
– წოდებებით თავს არ ვიწუხებთ, – მპასუხობს და ჩემს
სარკაზმს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მე უკვე ავიწყვიტე.
სხვებს ჩემი ქცევა აბნევთ და გაოცებული მიყურებენ. კი-
ლორნი მიხვდებოდა. მეტიც, ისიც ამყვებოდა.
– მაპატიე, კრენს, – მეტისმეტად დათაფლული ნათქვამია.
სამეფო კარის ქალბატონივით ვლაპარაკობ და არა უბადრუკ
ქურდბაცაცასავით, და ეს აღიზიანებს, – უბრალოდ, ბეიში

240 მკითხველთა ლიგა


მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დების აზრი მაინტერესებს. მით-
ხარი, რატომ გახდი „ალისფერი მცველის“ წევრი?
სრული სიჩუმე. როცა უკან ვიხედები, კრენსის მეგობრე-
ბიც ენაჩავარდნილი მოაბიჯებენ, გვირაბის ბინდბუნდში თვა-
ლები თითქმის არ მოუჩანთ.
– ფარლიმ აგიყვანა? – არ ვეშვები მე და იმის მაუწყებელ
ნიშანს ველი, რომ მალე გატყდება, მაგრამ ისევ არ მპასუ-
ხობს. ტანში შიშის ჟრუანტელი მივლის. ნეტავ რას გვიმა-
ლავს? – თუ თავად მიხვედი მათთან, როგორც მე? რა თქმა
უნდა, მე საამისო მიზეზი მქონდა. შეიდი მკვდარი მეგონა და
შურისძიება მსურდა. „ალისფერ მცველთან“ იმიტომ მივედი,
რომ ჩემი ძმის მკვლელების დახოცვა მინდოდა.
პასუხი ისევ არ ისმის, მაგრამ კრენსი ფეხს უჩქარებს. მგო-
ნი, რაღაცას მივაგენი.
– რა წაგართვეს ვერცხლისფერებმა?
ველი, რომ ამდენი კითხვის გამო შეიდი მისაყვედურებს,
მაგრამ ის დუმს. კრენსს სახეზე აკვირდება და ცდილობს გა-
მოიცნოს, რას გვიმალავს კონტრაბანდისტი. ცხადია, რაღა-
ცას არ გვეუბნება და ამას უკვე ყველა ვხვდებით. ფარლიც
იძაბება, არადა, რამდენიმე წუთის წინ კრენსს მეგობრულად
ესაუბრებოდა. რაღაცა იგრძნო, რაღაც ისეთს მიხვდა, რასაც
ადრე ვერ ამჩნევდა. ხელს ქურთუკში იცურებს და რაღაცას
ბღუჯავს. ეს მხოლოდ კიდევ ერთი დანა თუ იქნება. კალი ისე-
დაც ყურადღებით იყო. ხელზე ცეცხლი უბრიალებს და
წყვდიადის გაფანტვით იმუქრება. ისევ გვირაბზე ვფიქრობ და
აქაურობას უკვე სამარეს ვამსგავსებ.
– მელოდი სადღაა? – ბუტბუტებს ფარლი და კრენსს შესა-
ჩერებლად მხარზე ნაზად ადებს ხელს. ჩვენც ვჩერდებით და
მეჩვენება, რომ გვირაბის კედლებს შორის ჩვენივე გულისცე-
241 მკითხველთა ლიგა
მა მესმის, – ეგანი მარტო არავითარ შემთხვევაში არ გამოგ-
გზავნიდა.
ნელა ვტრიალდები და კედლისკენ ზურგით ვდგები, ისე,
რომ კრენსსა და მის თანმხლებებს ვხედავდე. კალიც მე მბა-
ძავს და ზუსტად იმავეს იმეორებს. ხელზე ცეცხლი უთამაშებს
და ყველაფრისთვის მზად არის. მე კანზე პაწაწინა იისფერ-
თეთრი ნაპერწკლები დამირბიან. სასიამოვნოა, როცა შენი
სხეული ასეთი ძალის მატარებელია. ჩვენ ზემოთ ტრანსპორ-
ტის მოძრაობამ იმატა, ალბათ, ქალაქის კარიბჭეს ვუახლოვ-
დებით, ან სულაც მის ქვემოთ ვართ. ბრძოლის გასამართად
მაინცდამაინც კარგი ადგილი ვერ არის.
როგორც ჩანს, საქმე სწორედ აქამდე მივა.
– სად არის მელოდი? – იმეორებს ფარლი და ჰაერს მისი
დანა აპობს. ის კალის ცეცხლს ირეკლავს, მომაკვდინებლად
ლაპლაპებს და კრენსს თვალებში ანათებს, – კრენს?
მას თვალები უფართოვდება და მათში გულწრფელ სინა-
ნულს ვხედავ, რაც შიშის ზარს მცემს.
– კარგად იცი, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ეგანი. ჩვენ ბო-
როტმოქმედები ვართ, ფარლი. ჩვენ გვწამს ფული...
...და თვითგადარჩენა. ცხოვრებას კარგად ვიცნობ, მაგრამ
მას ზურგი ვაქციე. ვირთხა აღარ ვარ. მე ელვა-გოგონა ვარ
და ჩემი იდეალები მაქვს: თავისუფლება, შურისძიება, ჩვენი
უფლებები, ის ყველაფერი, რაც ჩემს ნაპერწკლებს აღვივებს,
და მიზანი, რომლის მისაღწევადაც ვიბრძვი.
კრენსის მეგობრები ჩემსავით ნელა მოძრაობენ და უბეებ-
ში ჩამალული ბუდეებიდან პისტოლეტებს იძრობენ. სამი პის-
ტოლეტი სამ გამოცდილ სასროლად მომართულ ხელში. ალ-
ბათ, იარაღი კრენსსაც ექნება, მაგრამ ჯერ არ ამოუღია, და-
ბეჯითებით ცდილობს აგვიხსნას, გაგვაგებინოს, რა მოხდება
242 მკითხველთა ლიგა
ახლა. და მე ვხვდები. ღალატი ჩემთვის უცხო არ არის, მაგ-
რამ მაინც მუცელი მგვრემს და შიშისგან მთელი სხეული მე-
ყინება. ამ შეგრძნების უკუგდებას და ყურადღების დაძაბვას
მთელი ძალით ვცდილობ.
– მელოდი წაიყვანეს, – ბუტბუტებს კრენსი, – ეგანს ამ დი-
ლით მისი საჩვენებელი თითი გამოუგზავნეს. მთელ ბეიში
იგივე ხდება, თითოეულმა დაჯგუფებამ დაკარგა მათთვის
ძვირფასი რამე ან ვინმე. მეზღვაურებმა, „ზღვის თავის ქა-
ლებმა“, რიკეტის პატარა ბიჭიც კი წაიყვანეს, არადა, რამდე-
ნი წელია ამ საქმიდან გასული იყო. გამოსასყიდი კი, – ის
ჩუმდება და დაღვრემილი უსტვენს, – სახუმარო თანხა სულაც
არ არის.
– ამას რატომ აკეთებენ? – ღრმად ვსუნთქავ და ჩემთან ახ-
ლომდგომ მეზღვაურს თვალს არ ვაცილებ. ისიც მბაძავს.
კრენსს ხრინწიანი, ნაღვლიანი ხმა აქვს:
– შენ გამო, ელვა-გოგონა. მარტო გუშაგები და ლეგიონე-
რები კი არ გეძებენ. ჩვენც გეძებთ, თითოეული კონტრაბან-
დისტული დაჯგუფება თუ ქურდების ბანდა, აქედან დელფიმ-
დე. ყველგან შენზე ნადირობენ, მის ბაროუ, როგორც ვერ-
ცხლისფერები, ისე წითლები. ვწუხვარ, მაგრამ ასეა.
მისი მობოდიშება მე კი არ მეკუთვნის, არამედ ფარლისა
და ჩემს ძმასაც. მის მეგობრებს, რომლებსაც ამწუთას უღა-
ლატა. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ჩემ გამო საშინელი საფ-
რთხე ემუქრება.
– რა მახე დაგვიგე აქ? – უღრენს შეიდი, რომელიც თავისი
ყავარჯნის მიუხედავად, მრისხანე გამომეტყველების მიღებას
ცდილობს, – ახლა რა მოხდება?
– ისეთი არაფერი, რაც შენ მოგეწონება, „ბოცვერო“.

243 მკითხველთა ლიგა


კალის ცეცხლის, ჩემი ნაპერწკლებისა და კრენსის ფარა-
ნის გამო მისი თვალების გაელვება ლამის გამომრჩეს. ის
მარცხნივ აპარებს თვალს და ჩემ გვერდით აღმართულ საბ-
ჯენს უყურებს. მის ზემოთ ჭერი დაბზარული და გახლეჩილია,
საიდანაც მტვერი და ბეტონის ნამტვრევები ცვივა.
– შე ნაბიჭვარო, – ზედმეტად ხმამაღლა ყვირის შეიდი და
ყასიდად იჭიმება, თითქოს სადაცაა მუშტს მოიქნევს – უკვე
ყველას ყურადღება მიიქცია. იწყება.
სამი მეზღვაური პისტოლეტებს ჩემს ძმას უმიზნებს, ამ-
ქვეყნად ყველაზე სწრაფ ქმნილებას. როცა ის დასარტყმე-
ლად ხელს სწევს, ისინი სასხლეტს თითს გამოჰკრავენ და მა-
თი ტყვიები მხოლოდ ცარიელ ჰაერს კვეთს. ახლო მანძილი-
დან გასროლით დაყრუებული ვიხრები, მაგრამ საბჯენ ძელს
თვალს არ ვაცილებ. ელვის დარტყმა ხეზე აფეთქებასავით
მოქმედებს და პირდაპირ მასში ატანს. ძელი იმტვრევა და
ეცემა, მეორე დარტყმას კი გაბზარული ჭერისკენ მივმართავ.
კალი გვერდით გახტა, კრენსისა და ფარლისკენ, თან ჩამოც-
ვენილ ბეტონის ნამტვრევებს იცილებს. დრო რომ მქონდეს,
შემეშინდებოდა, მეზღვაურებთან ერთად აქ არ ჩავიმარხო-
მეთქი, მაგრამ მაჯაზე შეიდის ხელი მეხვევა. თვალებს ვხუჭავ,
სივიწროვის შეგრძნება მახრჩობს, მერე კი რამდენიმე იარ-
დის მოშორებით ძირს ვეცემი. კრენსისა და ფარლის წინ ვარ,
რომელიც დაცემულ კალს ადგომაში შველის. მეორე მხარეს
გვირაბი ჩამონგრეულია, იქაურობა მტვრითა და ბეტონის
ნამტვრევებითა სავსე, შიგ სამი სხეულია მოყოლილი.
კრენსი უკანასკნელად უყურებს დაღუპულ მეზღვაურებს
და პისტოლეტს იძრობს. წამით მგონია, რომ ტყვიას დამახ-
ლის, მაგრამ ამის ნაცვლად გვირაბის მეორე ბოლოს უყუ-

244 მკითხველთა ლიგა


რებს, რომელიც ნელ-ნელა ინგრევა. ტუჩები ერხევა და ერ-
თადერთ სიტყვას ვარჩევ:
„გაიქეცით“.

245 მკითხველთა ლიგა


თავი 14

მარცხნივ, მარჯვნივ, ისევ მარცხნივ, აძვერით.


კრენსი მყეფარი ხმით მოგვძახის ბრძანებებს, სანამ გვი-
რაბში მივრბივართ. დროდადრო ჩვენამდე ჭერის ჩამოქცე-
ვის ექო მოდის და მთელი ძალით მივქრით წინ – ჩვენ ჯაჭვუ-
რი რეაქცია გამოვიწვიეთ, გვირაბი თანდათანობით ინგრევა.
ერთი-ორჯერ ჭერი ისე ახლოს ჩამოინგრა, რომ გადატეხილი
საბჯენი ძელების ტკაცუნიც კი გავიგონე. სიბნელიდან ვირ-
თხები გამოცვივდნენ და ჩვენთან ერთად მორბიან. მაჟრჟო-
ლებს, როცა რომელიმე ფეხებზე გადამირბენს, კუდები პატა-
რა თოკებივით დასთრევთ. სოფელში ბევრი ვირთხა არ იყო
– მდინარის ადიდებისას წყალი ახრჩობდათ. ამიტომ მათი
გაქონილი შავი ბეწვის დანახვაზე თმა ყალყზე მიდგება. მთე-
ლი ძალით ვცდილობ ზიზღის დაძლევას. არც კალს ეხატება
ისინი გულზე და როდესაც მღრღნელები ძალიან ახლოს მო-
დიან, მიწას ცალ აალებულ ხელს ურტყამს და უკან ახევინებს.
ქუსლებზე ბუღი აგვდის და სულს გვიხუთავს. ამ უკუნეთში
კრენსის ფარანი ძალიან გვეხმარება, სხვები კი ხელის ცეცე-
ბით გამორბიან, გვირაბის კედლებს ხელით სინჯავენ, მაგრამ
მე ყურადღებას ჩვენ ზემოთ მდებარე სამყაროზე მივმართავ,
კერძოდ, სადენებისა და მანქანების ქსელისკენ. მათი დახმა-
რებით გონებაში რუკას ვხაზავ, იმისგან განსხვავებულს, რო-
მელიც დამახსოვრებული მქონდა. ამ ახალი რუკის წყალო-
ბით გარემოს სხვანაირად შევიგრძნობ. თავბრუ მესხმის, მაგ-
რამ თავს ძალას ვატან და რაც შესაძლებელია, ყველაფერს
ვიმახსოვრებ. ზემოთ მანქანები ღმუიან, დამუხრუჭებას ცდი-

246 მკითხველთა ლიგა


ლობენ, მაგრამ მაინც ახალგაჩენილი ნაპრალისკენ მიექანე-
ბიან. ზოგიერთი ხეივნებისკენ უხვევს, ალბათ, ჩავარდნილ
გზასა და ბეტონის ნამტვრევებს არიდებენ თავს. ალბათ, ყუ-
რადღების სხვა რამეზე გადატანაში კრენსმა ეს იგულისხმა.
ძალიან კარგი.
გვირაბები ფარლისა და კრენსის სამფლობელოა, ეს
მტვრის სამეფოა, მაგრამ ამ წყვდიადიდან ჩვენი გაყვანა
კალს მოუწევს. რა ცინიზმია! როცა ჩიხში შევდივართ და ჩაკე-
ტილი კარის პირისპირ ვდგებით, კალმა იცის, რა უნდა გააკე-
თოს. ის წინ დგამს ნაბიჯს, ხელებს შლის, მისი სამაჯური
ელავს, თეთრი ალი ცოცხლდება და მისი ხელის მტევნებზე
ცეკვავს. კალი ანჯამებს ჩაავლებს ხელს და მანამდე აცხე-
ლებს მათ, სანამ არ დნება და რკინის წითელ ბურთულებად
არ იქცევა. შემდეგ დაბრკოლებას – ჟანგით შეჭმულ რკინის
გისოსებს – უფრო ადვილად ერევა და წამში სანთლებივით
გრეხს.
გვირაბის ჩამოქცევა გრძელდება და ისევ გრიალი გვეს-
მის, ოღონდ ამჯერად შორიდან. ვირთხები უფრო მშვიდდები-
ან და ისევ სიბნელეს აფარებენ თავს. მათი პატარა, საძაგელი
ჩრდილების დანახვა რატომღაც მამშვიდებს. ჩვენ ერთად გა-
მოვასწარით სიკვდილს.
კრენსი გვანიშნებს, რომ გატეხილ გისოსებში უნდა გავ-
ძვრეთ. კალი ყოყმანობს, ცალი გავარვარებული ხელი ისევ
რკინაზე უდევს. როცა ხელს აიღებს, ფოლადი გაწითლებუ-
ლია და ზედ მისი ანაბეჭდი ეტყობა.
– პალტრი? – კითხულობს ის და გვირაბის ბოლოსკენ იყუ-
რება. კალი ჰარბორ-ბეის ჩემზე ბევრად კარგად იცნობს. აქ
ადრეც უცხოვრია, როცა სამეფო ოჯახი ოუშენ-ჰილის რეზი-
დენციაში ჩამოდიოდა. ეჭვი არ არის, აქაურ დოკებსა და ხე-
247 მკითხველთა ლიგა
ივნებშიც ბევრი უხეტიალია. პირველად რომ შემხვდა, მაში-
ნაც ხომ იმავეს აკეთებდა.
– კი, ეგ არის, – უქნევს თავს კრენსი, – ცენტრთან ამაზე
ახლოს ვერ მიგიყვანდით. ეგანმა თქვენი წაყვანა თევზის ბაზ-
რის გავლით მიბრძანა, სადაც თქვენს დასაჭერად მეზ-
ღვაურები არიან ჩასაფრებული, გუშაგების რაზმზე რომ აღა-
რაფერი ვთქვათ. ის არ ელოდება, რომ პალტრის გავლით
წახვალთ და იქ მეთვალყურეები არ ეყოლება.
ამას ისე ამბობს, რომ ისევ ეჭვი მიპყრობს.
– რატომ?
– პალტრი „ზღვის თავის ქალების“ ტერიტორიაა.
„ზღვის თავის ქალები“. კიდევ ერთი ბანდა, მათ, ალბათ,
კრენსის ღუზაზე უფრო ავის მომასწავებელი ტატუები ექნე-
ბათ. მეივენის ინტრიგები რომ არა, იქნებ თავიანთ წითელ
დას დახმარებოდნენ კიდეც, მაგრამ ჩემს მტრებად იქცნენ,
რომლებიც ვერცხლისფერ ჯარისკაცებზე ნაკლებად სახიფა-
თონი არაფრით არ არიან.
– ეგ არ მიგულისხმია, – ვამბობ მარინას ხმით, რათა შიში
დავფარო, – რატომ გვეხმარები?
რამდენიმე თვის წინ ნანგრევებში მოყოლილი სამი გვამის
წარმოდგენა თავზარს დამცემდა. ახლა უკვე ბევრად უარესიც
მინახავს და კრენსის მეგობრები და მათი დალეწილი ძვლები
აღარც მახსოვს. აი, თავად კრენსი კი, მიუხედავად მისი დანა-
შაულებრივი ბუნებისა, ასეთი უდარდელი სულაც არ ჩანს.
უკან, სიბნელეში იყურება, იმ მეზღვაურებისკენ, რომელთა
დახოცვაშიც დაგვეხმარა. ალბათ, მისი მეგობრები იყვნენ.
მაგრამ არსებობენ ისეთი მეგობრები, რომლებსაც საკუ-
თარი მიზნებისთვის გავიმეტებდი და მათ სიცოცხლეს გავწი-
რავდი. ეს ადრეც მიქნია. ძნელი არ არის ადამიანები სიკ-
248 მკითხველთა ლიგა
ვდილს შეატოვო, თუ მათი დაღუპვა რაღაც ახალს შთაბერავს
სიცოცხლეს.
– მე ის ადამიანი არა ვარ, ფიცის დადებამ, წითელმა გან-
თიადმა და სხვა ეგეთმა სისულელეებმა გამაბრიყვოს, – ბურ-
ტყუნებს ის და ცალ ხელს სწრაფად მუშტავს და ხსნის, – სიტ-
ყვები მე ფეხებზე მკიდია, მაგრამ თქვენ ლაპარაკზე ბევრად
მეტს აკეთებთ. მე ამ საკითხს ასე ვუყურებ – ან ჩემს ბოსს ვუ-
ღალატებ, ან ჩემს სისხლს.
სისხლს. ესე იგი, მე.
კრენსი სიბნელეში კბილებს აელვებს და გესლიანად ამ-
ბობს:
– ვირთხებსაც კი უნდათ სიბინძურიდან თავის დაღწევა,
მის ბაროუ.
მერე გატეხილ გისოსებში გადის, მიწის ზედაპირისკენ, სა-
დაც ყველას სასიკვდილო საფრთხე გველის.
მეც მივყვები.
მხრებში ვიმართები, გვირაბი აღარ გვიცავს და გარედან
შემოსული ხმაურისკენ მივდივარ. ჰარბორ-ბეიში ადრე არას-
დროს ვყოფილვარ, მაგრამ რუკა და ჩემი ელექტრონული
მგრძნობელობაც საკმარისია. ისინი მაძლევენ სადენებისა
და ქუჩების სურათს. ფორტისკენ მიმავალ ტრანსპორტსა და
პალტრის ნათურებს ვგრძნობ, ქალაქის მაჯისცემას ყურს ვუგ-
დებ. ხალხმრავალი ადგილები, ხეივნები და ყოველდღიური
ცხოვრების ორომტრიალი ჩემთვის ერთგვარი შენიღბვაა.
პალტრიც ბაზრობაა, ისეთივე ხმაურიანი, როგორიც დიდი
ბაღი სამერტონში ან ჩვენი სოფლის მოედანი. მაგრამ
აქაურობა უფრო ჭუჭყიანია, აქ უფრო გაცხოველებული მოძ-
რაობაა, ჩვენი ვერცხლისფერი მბრძანებლები არსად ჩანან,
ბაზარი წითლებით არის სავსე და ყველგან მათი ყაყანი ის-
249 მკითხველთა ლიგა
მის. დასამალავად შესანიშნავი ადგილია. ყველაზე ქვედა
დონეზე ავდივართ, მიწისქვეშეთში, რომელიც მოფენილია
აქა-იქ უწესრიგოდ ჩადგმული გაქონილი ჩარდახებით გადა-
ფარული დახლებით. მაგრამ აქ არც კვამლია და არც სიმყრა-
ლე – შეიძლება წითლები ღარიბები ვართ, მაგრამ არა სულე-
ლები. ჭერში დატანებული ფართო, გისოსებიანი ღრმულის-
კენ ერთი ახედვით ვხვდები, რომ ზედა განყოფილებებში აქო-
თებულ თევზსა და შებოლილ ხორცს ყიდიან, მათი სუნი ჰაერ-
ში ტრიალებს. აქ კი გარს გვახვევია მეწვრილმანეები და ფე-
იქრები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი საქონელი შეატყუ-
ონ კლიენტს, რომელსაც ორი ტეტრარქიც არ მოეპოვება. ფუ-
ლის გამო ყველას თავი ავიწყდება. ვაჭრებს მისი შოვნა უნ-
დათ, მყიდველებს კი დახარჯვა ენანებათ და გარშემო მეტს
ვეღარაფერს ამჩნევენ. ამიტომ ყურადღებას არავინ აქცევს,
როცა რომელიღაც მიგდებული კედლის ხვრელიდან ოთხი
გაიძვერა ამოდის. ვიცი, რომ უნდა მეშინოდეს, მაგრამ ჩემ-
ნაირებში ყოფნა უცნაურ სიმშვიდეს მგვრის.
კრენსი წინ მიგვიძღვის, დაკუნთული ადამიანის თავდაჯე-
რებული სიარულის მანერა კოჭლობით ეცვლება და შეიდს
ემსგავსება. თავზე კაპიუშონს იფარებს და სახეს მის ჩრდილ-
ში მალავს. უცხო თვალისთვის ის მოხრილი, ასაკოვანი კა-
ცია. შეიდსაც კი ეხმარება, ცალ ხელს ხვევს, ვითომ სიარულ-
ში შველის. შეიდს სახის დამალვა არ სჭირდება და ძირს იყუ-
რება, რათა ოღროჩოღრო მიწაზე ფეხი არ დაუცდეს. ბოლოში
ფარლი მოდის და ვმხნევდები, რაკი ვიცი, რომ ჩემ უკან არის.
მიუხედავად მისი საიდუმლოებებისა, მას ვენდობი. შეიძლება
მახე ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მისგან დაძრომას აუცილებლად
მოახერხებს. ღალატით სავსე ამ სამყაროში მხოლოდ ამის
იმედი თუ მექნება.
250 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე თვეა, არაფერი მომიპარავს. ამიტომ, როცა
დახლიდან წყვილ მოშავო-მონაცრისფრო შალს ავაცოცებ,
ჩემი მოძრაობა სწრაფი და უნაკლოა, მაგრამ ჩემთვის უცნობ
სინანულს ვგრძნობ. ისინი ვიღაცამ მოქსოვა, ვიღაცამ მატ-
ყლი დაართო და ეს უხეში ქსოვილი მოქსოვა. ვიღაცას ისინი
სჭირდება... მაგრამ მეც მჭირდება. ერთი ჩემთვის, ერთიც –
კალისთვის. ის მაშინვე მართმევს გაქუცულ შალს და თავსა
და მხრებზე იხვევს, რათა ადვილად გამოსაცნობი ნაკვთები
დაფაროს. მეც მას ვბაძავ და ეს სწორედ დროულია.
ხალხმრავალ, სუსტად განათებულ ბაზარში გადადგმულ
პირველ ნაბიჯებს პირდაპირ დაფასთან მივყავართ. როგორც
წესი, ის სავსეა ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებებით, ახა-
ლი ამბების მაუწყებელი ფურცლებით, პეტიციებით, მაგრამ
ახლა ნაბეჭდი ქაღალდის ზოლებითაა დაფარული. დაფასთან
ბავშვები ირევიან და რიგრიგობით ახევენ ქაღალდებს, მერე
ნაკუწებს თოვლის გუნდებივით ესვრიან ერთმანეთს. მხო-
ლოდ ერთი მათგანი, პატარა გოგონა, აწეწილი შავი თმითა
და შიშველი, ყავისფერი ფეხებით, აკვირდება დაფას. ის ორ
ნაცნობ სახეს უყურებს, რომლებიც ზედ გაკრული დიდი პლა-
კატებიდან გადმოსცქერიან. პირქუში, მოღუშული სახეების
ზემოთ დიდი, შავი ასოებით წერია: იძებნება სამეფო ხელი-
სუფლების მიერ ტერორიზმის, ღალატისა და მკვლელობის-
თვის. არა მგონია, აქ მყოფთა უმეტესობამ კითხვა იცოდეს,
მაგრამ წარწერა ყველაფერს გასაგებად ამბობს.
კალის სურათი მისი სამეფო პორტრეტიდან არ არის, სა-
დაც ის ძლიერი, მეფური და მამაცი ჩანდა. არა, ციფრული
ფოტოა, მაგრამ მისი სახე კარგად ჩანს. ერთ-ერთი კამერის
მიერ ძვლების არენაზეა გადაღებული, როდესაც ჩვენი სიკ-
ვდილით დასჯა ჩაიშალა. დაქანცული სახე აქვს, მამის დაკარ-
251 მკითხველთა ლიგა
გვითა და ძმის ღალატით ნატანჯი, თვალები კი მძვინვარედ
უელავს. კისერზე გამობერილი კუნთები მოუჩანს. ის კი, მგო-
ნი, საყელოზე მიმხმარი სისხლია. ძალიან ჰგავს იმ
მკვლელს, რომლადაც მას მეივენი აცხადებს. მისი ქვედა ფო-
ტოები ახეულია ან ოკრობოკრო, ხელით ამოკაწრული წარწე-
რებითაა დაფარული: მეფის მკვლელი, დევნილი. ქაღალდი
ისეა დასერილი, თითქოს ამ წარწერებს შეუძლიათ ფოტოს
სისხლი ადინონ. მათ შუა სხვა რამეც წერია: იპოვეთ, იპოვეთ,
იპოვეთ.
ჩემი სურათიც ძვლების არენაზეა გადაღებული. ზუსტად
ვიცი, რომელი მომენტია დაჭერილი. ის წუთებია, სანამ არე-
ნის ალაყაფს გავივლიდი, ვიდექი და ვუსმენდი, როგორ გაას-
ხმევინეს ტვინი ლუკასს. იმწამს ვიცოდი, რომ სიკვდილი მე-
ლოდა, მაგრამ რაც უფრო უარესია, ვიცოდი, რომ ვერაფერს
გავაწყობდი. აწ გარდაცვლილი არვენიც იქვე იდგა, ჩემს
უნარს ახშობდა და არარაობად მაქცევდა. გაფართოებული,
შიშჩამდგარი თვალები მაქვს და ტანადაც პატარა ვჩანვარ. ამ
ფოტოზე ელვა-გოგონა კი არა, ჩვეულებრივი დამფრთხალი
თინეიჯერი ვარ. ადამიანი, რომელსაც გვერდში არავინ ამო-
უდგება და არავინ დაიცავს. ეჭვიც არ მეპარება, ფოტო თავად
მეივენის ამორჩეულია, რადგან ზუსტად იცოდა, რა შესახედა-
ვიც ვიქნებოდი. მაგრამ ყველა ვერ გააცურეს. ზოგმა დაინახა
ჩემი ძალა, ჩემი ელვა, სანამ პირდაპირი რეპორტაჟის გათიშ-
ვას მოასწრებდნენ. ზოგმა იცის, ვინც ვარ და ეს პლაკატზე
ყველას დასანახავად დაუწერიათ:
„წითელი დედოფალი. ელვა-გოგონა. ის ცოცხალია. აღ-
სდექ განთიადივით ალისფერი. აღსდექ, აღსდექ, აღსდექ“.
თითოეული სიტყვა გახურებული შანთივით მწარედ მდა-
ღავს, მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. კალს
252 მკითხველთა ლიგა
იდაყვს ვკრავ და საზარელ სანახაობას ვარიდებ. ის მორჩი-
ლად მიდის წინ და კრენსსა და შეიდს აზუზუნებულ ბრბოში
მიჰყვება. თავს ვიკავებ, რომ არ შევაჩერო და მისი გამხნევე-
ბა არ ვცადო. ძალიან მინდა, მაგრამ არ შეიძლება. წინ უნდა
ვიყურებოდე, დაცემული პრინცის ალმა არ უნდა მაცდუნოს.
გული გაყინული უნდა მქონდეს იმ ადამიანის მიმართ, ვინც
მის ცეცხლით აბრიალებას ცდილობს.
პალტრის გავლა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგო-
ნა. წითლების ბაზარს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება და ამი-
ტომ ქვედა დონეებზე კამერები და გუშაგები თითქმის არ არი-
ან. მაინც ფხიზლად ვარ, ვგრძნობ რამდენიმე ელექტროგა-
დამცემ ხაზს, რომლებიც სახელდახელოდ დადგმულ დახ-
ლებსა და ვიტრინებს შორის გადის. ნეტავ მათი გამორთვა
შემეძლოს, ნაცვლად იმისა, რომ უხერხულად ვუქცევდე
მხარს, მაგრამ აქ ესეც ძალიან სახიფათოა. ელექტრობის
მოულოდნელი გათიშვა აუცილებლად ყურადღებას მიიქცევს.
მაშინებენ გუშაგებიც, რომლებიც შავი უნიფორმებით ყვე-
ლასგან გამოირჩევიან. რაც უფრო მაღლა ავდივართ და ზედა
დონეს ვუახლოვდებით, მათი რიცხვი სულ უფრო იმატებს.
უმეტესობა წითლების ფუსფუსით გადაღლილი ჩანს, მაგრამ
ზოგიერთი სიფხიზლეს ინარჩუნებს. ხალხზე თვალებს აცეცე-
ბენ, ეძებენ.
– წელში მოიხარე, – ვჩურჩულებ მე და კალს მაჯაზე მაგ-
რად ვუჭერ ხელს. ამის გამო მთელ ხელში ჟრუანტელი მივ-
ლის და მაშინვე ვუშვებ.
ის მიჯერებს და თავისი სიმაღლის დასამალავად იხრება.
შეიძლება ამანაც არ იკმაროს, შეიძლება ყველაფერმა ფუჭად
ჩაგვიაროს.

253 მკითხველთა ლიგა


– მას ადევნე თვალყური. თუ გაქცევას დააპირებს, მზად
უნდა ვიყოთ, – ბუტბუტებს კალი და ტუჩები ისე ახლოს მო-
აქვს, ყურზე მეხება. ის შალის ნაკეცებიდან ცალ თითს სწევს
და კრენსზე მანიშნებს, მაგრამ ჩემს ძმას მეზღვაური მაგრად
ჰყავს ჩაჭერილი, ხელით მაისურზე ჩაჰფრენია. ჩვენსავით არ
ენდობა ამ კონტრაბანდისტს.
– შეიდს უჭირავს. ყურადღებით იყავი, თავი დახრილი
გქონდეს.
კალი შეკრული კრიჭიდან წყრომით ოხრავს.
– თვალი არ მოაშორო. თუ გაქცევა უნდა, ეს უახლოეს ოც-
დაათ წამში უნდა გააკეთოს.
აღარ ვეკითხები, საიდან იცის ეს. ხალხის ნაკადის მოძ-
რაობით თუ ვიმსჯელებთ, დახვეულ, მონჯღრეულ კიბემდე მი-
სასვლელად დაახლოებით ოცდაათი წამი უნდა დაგვჭირდეს,
რის შემდეგაც პალტრის მთავარ სართულზე ავალთ. ზუსტად
ჩვენ ზემოთ შუადღის შუქით განათებულ ბაზრის ცენტრალურ
ნაწილს ვხედავ და მიწის ქვეშ გატარებული ამდენი ხნის შემ-
დეგ ლამის დამაბრმაოს. აქ დახლებიც უფრო გამძლე, კარ-
გად შეკრული ჩანს, ვაჭრობაც უფრო გაცხოველებულია. ღია
სამზარეულოდან მოხარშული ხორცის სურნელება იფრქვევა.
შვრიის ბრიკეტებისა და მარილიანი თევზის შემდეგ ამ სუნზე
პირწყალი მადგება. ჩარდახის ძველი სახურავი ხის გაქექილ
თაღებს ეყრდნობა. წლების განმავლობაში თოვლისა და წვი-
მის ზემოქმედების გამო ზოგი დაბრეცილა.
– არ გაიქცევა, – ჩურჩულებს ფარლი და შუაში გვიდგება,
– ყოველ შემთხვევაში, ეგანთან არა. მეზღვაურების ღალა-
ტის გამო თავს წააცლიან. მხოლოდ ქალაქგარეთ თუ შეაფა-
რებს თავს.

254 მკითხველთა ლიგა


– მაშინ გაქცევა ვაცალოთ, – ვჩურჩულებ მე. კიდევ ერთ
წითელზე ზრუნვა არაფერში გვჭირდება, – მეტით ვეღარაფ-
რით დაგვეხმარება, ხომ ასეა?
– თუ გაქცევისას დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს და დაჰკითხეს,
მაშინ? – კალი მშვიდად ლაპარაკობს, მაგრამ მის ხმაში მუ-
ქარა ისმის. ულმობელი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ უნდა
მოვიქცეთ საკუთარი თავის გადასარჩენად.
– ჩემს დასაცავად სამი თავისიანის სიკვდილი დაუშვა, –
მათი სახეები აღარც მახსოვს. ვერ დავუშვებ, რომ მახსოვ-
დეს, – არა მგონია, წამების შეეშინდეს.
– ელარა მერანდუსს ნებისმიერი გონების დამორჩილება
შეუძლია, – ამბობს კალი, – მე და შენ ეს ყველაზე კარგად ვი-
ცით. თუ მას ხელში ჩაიგდებს, ყველას დაგვიჭერენ... და ბეის
ჰიბრიდებსაც მიაგნებენ.
თუ.
კალს ადამიანის მოკვლა ამ საშინელ სიტყვაზე დაყრდნო-
ბით სურს. ჩემს დუმილს თანხმობად იღებს და ჩემდა სამარ-
ცხვინოდ მთლად არ ცდება. კიდევ კარგი, ამის გაკეთებას მე
მაინც არ მაიძულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ელვას
ისევე სწრაფად შეუძლია ამის გაკეთება, როგორც მის
ცეცხლს. მაგრამ ხელები ისევ შალში აქვს და ვიცი, გადამა-
ლული დანა უჭირავს. ხელები მიკანკალებს და ვლოცულობ,
კრენსმა სიარული განაგრძოს და არ წაიბორძიკოს. მაშინ ჩე-
მი დახმარებისთვის ზურგში დანას არ ჩასცემენ.
პალტრის ზედა სართული ბევრად ხმაურიანია. აქ ყაყანიც
მეტია და სანახაობაც. ელექტრობის შეგრძნების ოდნავ მო-
თოკვას ვცდილობ, რათა ყურადღება არ გამეფანტოს. ზემოთ
ნათურები ზუზუნებენ და ენერგიის არათანაბარი მიწოდების
გამო პულსირებენ. ამაში დამნაშავე მათი დაზიანებული სა-
255 მკითხველთა ლიგა
დენებია, რომლებიც ალაგ-ალაგ ციმციმებენ. ამის გამო ცა-
ლი თვალი მითამაშებს. კამერაც უფრო ბევრია, ბაზრის
შუაგულში მდებარე საგუშაგო პოსტისკენ არიან მიმართული.
პოსტი სავაჭრო ფარდულისგან დიდად არ განსხვავდება, ექ-
ვსკუთხაა, ხუთი ფანჯრით, კარითა და ფილებით მოპირკეთე-
ბული სახურავით. განსხვავება ის არის, რომ იქაურობა გუშა-
გებით არის სავსე და არა უწესრიგოდ დაწყობილი საქონ-
ლით. მეტისმეტად ბევრნი არიან და სულ უფრო მეტად მეში-
ნია.
– სწრაფად, – ვჩურჩულებ მე, – უფრო სწრაფად უნდა
ვიაროთ.
ფეხს ვუჩქარებ, კალსა და ფარლის ვუსწრებ და კრენსს
ვუდგები კვალში. შეიდი წარბშეკრული იხედება უკან, მაგრამ
არც ერთ ჩვენგანს არ უყურებს, ბრბოში აკვირდება რაღაცას.
უფრო სწორად, ვიღაცას.
– მოგვყვებიან, – ბუტბუტებს ის და კრენსს მკლავზე უფრო
მაგრად უჭერს ხელს, – „ზღვის თავის ქალები“.
ჯანდაბას ინსტინქტები, კაპიუშონს ვიხდი, რათა მეც დავი-
ნახო ისინი. მათი შემჩნევა ძნელი არ არის. გადაპარსულ თა-
ვებზე თეთრი საღებავით წვეტიანი ძვლები აქვთ ამოსვირინ-
გებული. ხალხში არანაკლებ ოთხი „ზღვის თავის ქალა“ მო-
იკვლევს გზას და ისე მოგვყვებიან, როგორც ვირთხა თაგვს.
ორი მარცხნიდან მოდის, ორიც – მარჯვნიდან. ასეთ სახიფა-
თო ვითარებაში რომ არ ვიყოთ, მათ ერთნაირ ტატუებზე გა-
მეცინებოდა. აქაურები მათ მაშინვე ცნობენ და ჩვენზე სანა-
დიროდ გზას უთმობენ.
ნათელია, წითლებს ეშინიათ ამ ბოროტმოქმედების, მაგ-
რამ არა მე. რამდენიმე ბანდიტი არაფერია იმ გუშაგების ძა-
ლასთან შედარებით, საგუშაგო პოსტზე რომ მოუყრიათ თავი.
256 მკითხველთა ლიგა
მათ შორის შეიძლება ფეხმარდებიც იყვნენ, მძლავრხე-
ლიანებიც, გამანადგურებლებიც – ვერცხლისფერები, რომ-
ლებმაც შესაძლოა აქ მოსვლა ძვირად დაგვისვან. ყოველ
შემთხვევაში, ის მაინც ვიცი, რომ ისინი ისეთი მომაკვდინებ-
ლები არ არიან, როგორიც სამეფო კარზე მყოფი მათი თანა-
მოძმეები – მოჩურჩულეები, მეაბრეშუმეები და ჩამხშობები.
ისეთი ძლიერი მოჩურჩულეები, როგორიც დედოფალი ელა-
რაა, მოკრძალებულ შავ უნიფორმას არ ატარებენ. ისინი არ-
მიებსა და სამეფოებს აკონტროლებენ და არა ბაზრებს. ისინი
აქედან შორს არიან. ჯერჯერობით.
ჩვენდა გასაკვირად, პირველ დარტყმას უკნიდან კი არა,
წინიდან გვაყენებენ. წელში მოხრილი მოხუცი ქალი სინამ-
დვილეში ის არ არის, რადაც თავს ასაღებს. თავის დაკოჟრე-
ბულ ხელჯოხს კრენსს კისერზე კაუჭივით ხვევს, მიწაზე აგ-
დებს, ერთი მოძრაობით იხდის კაპიუშონს და გადაპარსულ
თავს აჩენს, რომელზეც თავის ქალის ტატუ აქვს.
– თევზის ბაზარი არ გყოფნის, მეზღვაურო? – იღრინება
ის, როცა კრენსი მიწას ზურგით ენარცხება. შეიდი კრენსის
ხელ-ფეხსა და თავის ყავარჯენში იხლართება და მასთან ერ-
თად ეცემა.
მისაშველებლად წინ მივქრი, მაგრამ მაჯაზე ხელს მჭიდე-
ბენ და ისევ ბრბოში მიმათრევენ. სხვები წაქცეულებს უყურე-
ბენ, ცოტა გართობა არ აწყენთ. ვერავინ გვამჩნევს, როგორ
შევერიეთ სახეების ზღვას, ვერც ის ოთხი ბანდიტი, უკან რომ
მოგვყვებოდა. ჯერჯერობით მათი სამიზნე ჩვენ არა ვართ.
– არ შეჩერდე, – ბუტბუტებს კალი ჩემს ყურში.
მაგრამ ადგილიდან ფეხს არ ვიცვლი. აქედან ვერავინ
დამძრავს, კალიც კი.
– შეიდის გარეშე არ წამოვალ.
257 მკითხველთა ლიგა
როცა კრენსი წამოდგომას აპირებს, ქალი ურტყამს და მი-
სი ხელჯოხი ძვალზე მოხვედრისას ტკაცუნობს. ის სწრაფად
მიმართავს თავის იარაღს შეიდისკენ, რომელსაც ჭკუა ჰყოფ-
ნის და ვითომც დანებების ნიშნად მიწაზე რჩება. შეუძლია
წამში გაქრეს, უსაფრთხო ადგილზე გადახტეს, მაგრამ იცის,
რომ ეს დაუშვებელია, როცა ამდენი თვალი უყურებს და სა-
გუშაგო პოსტიც აქვეა.
– სულელები და ქურდები, ორივე ძალიან ბევრია, – ბურ-
ტყუნებს ჩემთან ახლოს ვიღაც ქალი. მგონი, ის ერთადერ-
თია, ვინც ამ სცენით უკმაყოფილოა. ვაჭრები, კლიენტები და
ქუჩის მაწანწალები მათ წინ გამართულ სანახაობას ხალისით
შესცქერიან, გუშაგები კი უმოქმედოდ დგანან და ამ ყველა-
ფერს შეფარული ინტერესით აკვირდებიან. თვალი მოვკარი,
რამდენიმე მათგანმა მონეტებიც ამოიღო, ჩხუბის წინ ნაძ-
ლევს დებენ.
მომდევნო დარტყმა შეიდის დაშავებულ მხარზე ეშვება. ის
კბილს კბილზე აჭერს, რომ ტკივილისგან გამოწვეული
ღრიალი შეიკავოს, მაგრამ ეს ხმა მაინც მთელ პალტრიში გა-
ისმის. მის ტკივილს ლამის მეც ვგრძნობ და ვკრთები, როცა
ის იკუნტება.
– ვერ გცნობ, მეზღვაურო, – ჩხავის „ზღვის თავის ქალა“
და ჯოხს ძლიერად ურტყამს, – მაგრამ ეგანი ხომ ნამდვილად
გიცნობს. შენში დიდ თანხას გადაიხდის, თუნდაც დალურჯე-
ბული დაუბრუნდე.
მუშტს ვკრავ, ელვას ვუხმობ, მაგრამ მის ნაცვლად
ცეცხლს ვგრძნობ. ვიღაცის ცხელი კანი მეხება და მაგრად მი-
ჭერს ხელს. კალი. ნაპერწკლებს ისე ვერ ავანთებ, მას რომ
არაფერი ვავნო. გულის სიღრმეში მინდა ხელი ვკრა და ჩემი

258 მკითხველთა ლიგა


ძმა ერთი სწრაფი მოძრაობით ვიხსნა, მაგრამ ამით ვერა-
ფერს მივაღწევთ.
მწარედ ვოხრავ და უცებ ვხვდები, რომ გუშაგების ყურად-
ღების გადასატანად და აქედან გასაპარად უკეთეს შემთხვე-
ვას ვერ ვინატრებთ. საამისოდ შეიდს ნუ გამოიყენებო, ჩამძა-
ხის ხმა გონებაში. ტუჩს ისე მაგრად ვიკვნეტ, რომ ლამის სის-
ხლი გამომდინდეს. მას ვერ მივატოვებ, არ შემიძლია... მაგ-
რამ აქ დარჩენაც არ შეიძლება. საშიშროება დიდია და სას-
წორზე ძალიან ბევრი რამ ძევს.
– უშიშროების ცენტრი, – ვჩურჩულებ მე და ვცდილობ ხმა
არ ამიკანკალდეს, – ადა უოლესი უნდა ვიპოვოთ და ამის ერ-
თადერთი საშუალება ცენტრია, – შემდეგ სიტყვებს სისხლის
გემო აქვს, – უნდა წავიდეთ.
შეიდი შემდეგ დარტყმაზე გვერდით გადაგორდა, ისე, რომ
არემარეს კარგად ხედავს. მისი მზერა ჩემსას ხვდება. იმედია,
ესმის ჩემი. უხმოდ ვამოძრავებ ტუჩებს. უშიშროების ცენტრი,
ვანიშნებ მას, აი, სად უნდა შეგვხვდეს, როცა გაქცევას
მოახერხებს. აუცილებლად გაიქცევა. ისიც ჩემსავით ჰიბრი-
დია, ეს ხალხი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
ეს ფიქრი თითქმის სარწმუნოდ მეჩვენება.
ხვდება, რომ მის დახმარებას არ ვაპირებ და სახე ეცვლე-
ბა, მაგრამ თან თავს მიქნევს, მერე კი გარშემო შემოჯარული
ბრბო ფარავს და ვეღარ ვხედავ. ზურგს ვაქცევ, სანამ ქალი
ისევ დაარტყამს, მაგრამ მაინც მესმის ჯოხის ძვალზე მოხვედ-
რის შემზარავი ხმა და ისევ ვკრთები, ლოყებზე ცრემლები ჩა-
მომდის. უკან მიხედვა მინდა, მაგრამ ვიცი, აქაურობას უნდა
გავეცალო, გასაკეთებელი გავაკეთო და დასავიწყებელი და-
ვივიწყო.

259 მკითხველთა ლიგა


ხალხი ჟრიამულობს და უკეთ დასანახავად წინ იწევს, რი-
თაც ჩვენც საქმე გვიადვილდება, ქუჩაში გავდივართ და
ჰარბორ-ბეის ცენტრისკენ მივიწევთ.
პალტრის გარშემო ქუჩებიც ბაზარივითაა – აქაც ხმაურია,
თევზის სუნი და ყველა ცუდ გუნებაზეა. ქალაქის იმ ნაწილის-
გან, სადაც წითლები სახლობენ, მეტს არც ველოდი.
დაფხავებულ-დაფერდებული სახლები ქუჩების თავზე გად-
მოხრილა ნაგვითა და მათხოვრებით სავსე დაჩრდილულ თა-
ღებად. აქ გუშაგებს ვერ ვხედავ, ისინი ან ბაზარში გამარ-
თულმა ჩხუბმა მიიზიდა, ან გვირაბების ჩამონგრევამ. ახლა
წინ კალი მიდის, გეზი სამხრეთით უჭირავს, წითლების უბნის-
გან შორს.
– ნაცნობი ადგილია? – ეკითხება ფარლი და ეჭვით უყუ-
რებს კალს, როცა მას კიდევ ერთ დაკლაკნილ ქუჩაზე შევყა-
ვართ, – თუ ჩემსავით თავგზა გაქვს აბნეული?
კალი პასუხის გაცემით თავს არ იწუხებს და მხოლოდ
ხელს აუქნევს. ტავერნას ჩავუვლით, მის ფანჯრებში ლოთები
ირევიან. კალი კარს უყურებს, რომელიც ხასხასა წითლად
შეუღებავთ. ალბათ, ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი
იყო, როდესაც ოუშენ-ჰილიდან გამოიპარებოდა, რათა თავი-
სი სამეფო ვერცხლისფერთა მაღალი საზოგადოების ბრწყინ-
ვალების მიღმაც ენახა. ერთხელ თქვა, კარგი მეფე ასე უნდა
იქცეოდესო, მაგრამ როგორც აღმოვაჩინე, კარგი მეფობა
სულ სხვანაირად ესმოდა. წლების განმავლობაში მის მიერ
ნანახი მათხოვრები და ქურდბაცაცები აზრის შესაცვლელად
საკმარისი არ აღმოჩნდა. ხედავდა შიმშილსა და უსამარ-
თლობას, მაგრამ ამან ცვლილებების აუცილებლობა ვერ აგ-
რძნობინა. ეს ყველაფერი მისი ყურადღების ღირსად არ ჩათ-
ვალა, მანამდე, სანამ ამ სამყარომ თავად კალი არ დაღეჭა
260 მკითხველთა ლიგა
და არ გადმოაფურთხა – დააობლა, დევნილად და მოღალა-
ტედ აქცია.
მას იმიტომ მივყვებით, რომ სხვა გზა არა გვაქვს. იმიტომ,
რომ ჯარისკაცი და პილოტი გვჭირდება, იარაღი, რომლის
დახმარებითაც მიზანს მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, სწო-
რედ ამას ვეუბნები საკუთარ თავს, როცა მას კუდში მივდევ.
კალი კეთილშობილი მიზნების გამო მჭირდება. ადამიანების
გადასარჩენად და გამარჯვების მისაღწევად.
მაგრამ როგორც ჩემს ძმას, მეც მაქვს ჩემი დასაყრდენი
ყავარჯენი, მაგრამ ის რკინის კი არა, ხორცის, ცეცხლისა და
ბრინჯაოსფერი თვალებისგან შედგება. ნეტავ მათი გონები-
დან მოშორება შემეძლოს. ნეტავ იმდენი ძალა მქონდეს, რომ
შურისმაძიებელი პრინცი თავის ნებაზე მივუშვა, რათა ისე
იცოცხლოს და მოკვდეს, როგორც თავად უნდა. მაგრამ ის
მჭირდება და მის გასაშვებად ძალას ვერ ვპოულობ.
თევზის ბაზრისგან შორს ვართ, მაგრამ ქუჩაში მაინც საში-
ნელი სუნი დგას. შალს ცხვირზე ვიფარებ, რომ ეს საძაგელი
სურნელი ვეღარ ვიგრძნო. ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ ეს
თევზის სუნი არ არის, და ამას სხვებიც ხვდებიან.
– აქეთ არ უნდა წავიდეთ, – ამბობს კალი და ჩემს შესაჩე-
რებლად ხელს იწვდის, მაგრამ ვიცილებ და წინ მივდივარ,
ფარლიც მომყვება.
ქუჩიდან იქ გავდივართ, რაც ადრე ერთი უბადრუკი სკვერი
იყო. ახლა აქ სამარისებური სიჩუმეა. სახლების ფანჯრები და
მაღაზიები დახურულია. ყვავილები დამწვარა და მიწა ფერ-
ფლად ქცეულა. შიშველ ხეებზე უამრავი ცხედარი ქანაობს,
გალურჯებული, გასივებული სახეები აქვთ, ყელზე ყულფები
აქვთ შებმული. ყველა შიშველია და ერთნაირი წითელი მე-
დალიონები ჰკიდიათ, უხეშ ზონრებზე ჩამოკიდებული ხის
261 მკითხველთა ლიგა
კვადრატები. ასეთი ყელსაბამები არასოდეს მინახავს და ახ-
ლა ყურადღებით ვათვალიერებ, რათა ამდენ მკვდარ სახეს
თვალი ავარიდო.
თუ სუნითა და ბუზების გუნდებით ვიმსჯელებთ, კარგა ხა-
ნია, რაც აქ არიან.
სიკვდილი ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ამ გვამებზე
უარესი არაფერია.
– საგანგებო ზომების შედეგია? – ვკითხულობ ხმამაღლა.
იქნებ კომენდანტის საათი დაარღვიეს? იქნებ უბრალოდ
რამე ზედმეტი წამოსცდათ? ნუთუ ჩემი ბრძანებების გამო და-
ხოცეს? ინსტინქტურად ვეუბნები ჩემს თავს, რომ ის ბრძანე-
ბები მხოლოდ წამაკითხეს, მაგრამ ამით დანაშაულის გრძნო-
ბა არ მინელდება. ვერც ვერაფრით განელდება.
ფარლი თავს აქნევს.
– ისინი წითელი მეთვალყურეები იყვნენ, – ბუტბუტებს ის,
წინ ნაბიჯის გადმოდგმას აპირებს, მაგრამ გადაიფიქრებს, –
დიდ ქალაქებში, სადაც ბევრი წითელი ცხოვრობს, თავიანთი
გუშაგები ჰყავთ, რათა მშვიდობა და კანონიერება დაიცვან.
ხელისუფლება ამით თავს არ იწუხებს.
გასაკვირი აღარ არის, „ზღვის თავის ქალები“ ასე აშკარად
რომ დაესხნენ დღეს თავს კრენსსა და შეიდს. იცოდნენ, რომ
წითელი მეთვალყურეები ცოცხლები აღარ იყვნენ.
– უნდა ჩამოვხსნათ, – ვამბობ მე, თუმცა ვიცი, რომ ეს შე-
უძლებელია. მათი დასამარხი დრო არა გვაქვს და არც პრობ-
ლემები გვჭირდება.
თავს ვაიძულებ და პირს ვიბრუნებ. საშინელი სანახაობაა,
რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ აქვითინებას არ
ვაპირებ. კალი აქვეა, საპატიო მანძილზე, მოშორებით დგას
და იცდის, თითქოს მოედანზე შემოსვლის უფლება არა აქვს.
262 მკითხველთა ლიგა
გულის სიღრმეში ვეთანხმები კიდეც, რადგან ეს მისიანებმა
ჩაიდინეს. მისიანებმა.
ფარლი ჩემსავით თავშეკავებული არ არის. თვალს მომ-
დგარი ცრემლის დამალვას ცდილობს და მეც თავს ვიკატუ-
ნებ, ვითომ ვერაფერს ვამჩნევ.
– ამისთვის შურს ვიძიებთ... ისინი პასუხს აგებენ, – სისი-
ნებს ის და მისი სიტყვები ნებისმიერ ყულფზე მომაკვდინებე-
ლია.
რაც უფრო ვშორდებით პალტრის, ქალაქი სულ უფრო მო-
წესრიგებული ხდება. ქუჩები მკვეთრი შესახვევებით კი არ
მთავრდება, არამედ ნელ-ნელა, თანდათან იცვლის მიმართუ-
ლებას. აქაური შენობები ქვის ან მსუბუქი ბეტონისგან არის
ნაგები და არ იფიქრებ, ქარის დაბერვაზე წამოიქცევიანო.
რამდენიმე კარგად მოვლილი, მაგრამ პატარა სახლი, ალ-
ბათ, შეძლებული წითლების არის, თუ მათი წითელი კარები-
თა და დარაბებით ვიმსჯელებთ. ისინი ჩვენი ფერით არიან
აღნიშნული, რათა ყველამ იცოდეს, ვინ ცხოვრობს მათში. ქუ-
ჩაში მოსიარულე წითლებსაც სუფთად აცვიათ. ესენი მეტწი-
ლად მსახურები არიან, რომლებსაც ზოლიანი წითელი სამა-
ჯურები უკეთიათ. ზოგიერთს ტანსაცმელზე ფერადი სამკერდე
ნიშანი აქვს. ზედ იმ საგვარეულოების ფერებია გამოსახული,
რომლებსაც ისინი ემსახურებიან.
ჩვენგან ყველაზე ახლოს მდგომს ყავისფერ-წითელი სამ-
კერდე ნიშანი უკეთია – ეს რამბოსების საგვარეულოს ფერე-
ბია.
ლედი ბლონოსის გაკვეთილები მახსენდება, ერთმანეთში
არეული, ნახევრად დამახსოვრებული ფაქტების კრებული:
რამბოსი ერთ-ერთი დიდებული საგვარეულოა. ბიკონის
ოლქს მართავს. მძლავრხელიანები არიან. სადედოფლოების
263 მკითხველთა ლიგა
გამოცდაზე ერთი გალეული გოგონა მოიყვანეს, სახელად
რორი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია შუაზე გამგლიჯოს.
მეორე რამბოსს ძვლების არენაზე შევხვდი. ჩემი ერთ-ერთი
ჯალათი უნდა ყოფილიყო და მოვკალი. იმდენი ელექტრონი
შევუშვი სხეულში, რომ მისი ძვლების ჭრიალი და ბღავილი
ახლაც ყურში მიდგას. მოედანზე ნანახის შემდეგ ამ ფიქრზე
კინაღამ მეღიმება.
რამბოსების მსახური დასავლეთისკენ უხვევს და იმ ბორ-
ცვზე ადის, ნავსადგურს რომ გადმოჰყურებს. ეჭვი არ არის,
თავისი ბატონების მამულისკენ მიდის. ის ერთ-ერთია ბორ-
ცვზე შეფენილი უამრავი საუცხოო სახლისგან, რომელთაგან
თითოეულს ქათქათა თეთრი კედლები, ცისფერი სახურავი
და მაღალი ვერცხლისფერი შპილი აქვს, რომელზეც წვერებ-
წამახული ვარსკვლავი დგას. მსახურს მივყვებით, ზემოთ ავ-
დივართ და ყველაზე დიდ შენობას ვუახლოვდებით. ის უამრა-
ვი ვარსკვლავითაა შემკული და სუფთა, მოელვარე გალავანი
არტყია გარს – ეს ალმას-შუშაა.
– ოუშენ-ჰილი, – ამბობს კალი, როცა ჩემს მზერას თვალს
აყოლებს.
რეზიდენცია ბორცვის თავზე დგას. გამჭვირვალე კედლე-
ბის მიღმა ფუმფულა კატა წევს. როგორც თეთრი ალის სასახ-
ლეში, სახურავის კიდეები აქაც რკინისგან ჩამოსხმულ ცეც-
ხლის ენებს მოგაგონებთ. ისეთი ფაქიზი ნამუშევარია, თით-
ქოს მზის შუქზე ბრიალებენ და ცეკვავენ. ფანჯრები ძვირფასი
თვლებივით ციმციმებს, თითოეული მათგანი სისუფთავისგან
კრიალებს, რაც ვინ იცის, რამდენი წითელი მსახურის მძიმე
შრომის დამსახურებაა. სასახლიდან მშენებლობისთვის და-
მახასიათებელი გრიალი და გუგუნი გამოდის. აქ რა ხდება,
ალბათ, მხოლოდ მეივენმა იცის. მინდა, რომ ჩემი თვალით
264 მკითხველთა ლიგა
ვნახო, მაგრამ ამ სულელურ ფიქრზე თავადაც მეცინება. თუ
ოდესმე სასახლეში კიდევ აღმოვჩნდები, მხოლოდ ჯაჭვით შე-
ბორკილი.
კალი ჰილს დიდხანს ვერ უყურებს. ახლა ის მისთვის შო-
რეული მოგონებაა, ადგილი, სადაც ვეღარ მივა, სახლი, სა-
დაც ვეღარ დაბრუნდება.
მგონი, მე და მას ეს საერთო გვაქვს.

265 მკითხველთა ლიგა


თავი 15

სახლების თავზე წამომართულ ვარსკვლავებზე თოლიები


ჩამომსხდარან და დაგვყურებენ, როგორ მივაბიჯებთ ზემოთ
შუადღის გრილ ჩრდილში. მათი მზერა რატომღაც დაუცვე-
ლობის გრძნობას მიძლიერებს, იმ თევზივით, რომლითაც მა-
ლე ისადილებენ. კალი სწრაფად მიდის და ვიცი, საფრთხეს
ისიც გრძნობს. სახლების უკანა ქუჩებშიც კი, რომლებსაც
მხოლოდ მსახურების შესასვლელი კარები და მათი ოთახები
გადმოჰყურებენ, ჩვენი კაპიუშონებითა და გაქუცული ტანსაც-
მლით აქაურობისთვის მეტისმეტად შეუფერებლად გამოვიყუ-
რებით. ქალაქის ეს ნაწილი მშვიდობიანი, წყნარი, სუფთა
და... სახიფათოა. რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო ვიძა-
ბები. ელექტრონის ხმადაბალი პულსაციაც თანდათან ძლი-
ერდება და ყოველი სახლის წინ გაბმულად ზუზუნებს. ზემო-
თაც ელექტრონია, რომელიც ხვიარა ვაზსა და ლურჯად და-
ზოლილ ტენტებს მიღმა შემალულ სადენებში გადის. მაგრამ
აქ კამერებს ვერ ვგრძნობ, ტრანსპორტი კი მთავარ ქუჩაზე
მოძრაობს. აქამდე შეუმჩნევლად მოვაღწიეთ, რადგან ორმა
სისხლიანმა შემთხვევამ გუშაგების ყურადღება თავიდან აგ-
ვაცილა.
კალს სწრაფად მივყავართ იმ ადგილიდან, რომელსაც
ვარსკვლავებიან სექტორს უწოდებს. სწორედ რომ შესაფერი-
სი სახელია, რადგან ასობით გუმბათოვანი სახურავი ათასო-
ბით ვარსკვლავითაა მორთული. გარს ვუვლით ხეივნებს და
ოუშენ-ჰილთან ახლოს მისვლას ვარიდებთ თავს, სანამ მან-
ქანებით გადავსებულ მთავარ ქუჩაზე არ გავდივართ. თუ რუ-
კა კარგად მახსოვს, ეს გზა პორტ-როუდის განშტოება უნდა

266 მკითხველთა ლიგა


იყოს, რომელიც ოუშენ-ჰილსა და მის ნაგებობებს ხალხმრა-
ვალ ნავსადგურსა და ფორტ-პეტრიოტთან აკავშირებს. ამ
წერტილიდან ჩვენ გარშემო მთელი ქალაქი იტოტება და გა-
რემოს ლურჯ-თეთრი შეფერილობა დაჰკრავს.
ტროტუარებზე მოსიარულე წითლებში ვითქვიფებით.
თეთრ ფილაქანზე უამრავი სამხედრო ტრანსპორტი მიდი-
მოდის. სხვადასხვა ზომის მანქანებია, როგორც ორკაციანი
ავტომობილები, ისე ბორბლებზე შემდგარი შეჯავშნული ყუ-
თები. მათ უმეტესობაზე გამოსახულია არმიის სიმბოლო –
ხმალი. კალს კაპიუშონის ქვემოთ თვალები უელავს და თი-
თოეულ მანქანას აკვირდება. მე სამოქალაქო ტრანსპორტი
უფრო მაინტერესებს. ის შედარებით ცოტაა, მაგრამ მზეზე
ელვარებს და სწრაფად დადის. მათ შორის გამორჩეულებზე
ფერადი დროშები ფრიალებენ, რომლებზეც მათი მეპატრო-
ნის ან მათივე მგზავრის საგვარეულო ფერებია გამოსახული.
კიდევ კარგი, მეივენის საგვარეულოს, კალორეს შავ--
წითელი, ან ელარას საგვარეულოს, მერანდუსის თეთრი და
მუქი ლურჯი ფერები, არსად ჩანან. ისიც კარგია, რომ დღეს
უფრო დიდი უბედურების არ უნდა მეშინოდეს.
ხალხის ნაკადი გვაიძულებს, რომ ერთმანეთზე მიკრუ-
ლებმა ვიაროთ. კალი მარჯვნივ მიდგას, ფარლი – მარცხნივ.
– კიდევ შორსაა? – ვჩურჩულებ მე და სახეს ისევ შალში
ვმალავ. ძალიან ვეცადე, კარგად დამემახსოვრებინა, მაგრამ
რუკა თავში მაინც ამერ-დამერია. აქ ჩემთვისაც კი მეტისმე-
ტად ბევრი შესახვევია.
პასუხად კალი თავს აქნევს და ჩვენ პირდაპირ მოფუსფუსე
ბრბოსა და მანქანებზე მანიშნებს. ნერწყვს ვყლაპავ იმის და-
ნახვაზე, რაც დანამდვილებით ჰარბორ-ბეის მფეთქავი გული
უნდა იყოს – ქალაქის ბორცვის მშვენება, გარშემორტყმული
267 მკითხველთა ლიგა
თეთრი ქვისა და ალმას-შუშის კედლებით. მის მიღმა სასახ-
ლის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს, ხასხასა ლურჯია და ვერ-
ცხლისფრადაა მოპირკეთებული. რამდენიმე ვარსკვლავები-
ან კოშკსაც ვხედავ. ულამაზესი ადგილია, მაგრამ ცივი, ავის
მომასწავებელი, ბოროტებით სავსე და ალესილი დანის პი-
რივით მოელვარე... და სახიფათო.
რუკაზე აქაურობა ოუშენ-ჰილის ალაყაფის წინ მდებარე
მოედანს ჰგავდა, რომელიც ნავსადგურსა და ფორტ-
პეტრიოტს დამრეცი ფერდობით უკავშირდებოდა. რეალობა
ბევრად ჩახლართულია.
აქ თითქოს ამ სამეფოს ორი სამყარო ერწყმის ერთმანეთს
და წითლები და ვერცხლისფერები წამით თანასწორი გვეჩვე-
ნება. დოკერები, ჯარისკაცები, მსახურები და დიდებული
ლორდები დააბიჯებენ ბროლის გუმბათქვეშ, რომელიც უზარ-
მაზარ ეზოს გადაჰყურებს. ცენტრში შადრევანი ცეკვავს. ის
გარშემორტყმულია თეთრი და ლურჯი ყვავილებით, რომ-
ლებსაც ჯერ შემოდგომა არ შეხებია. გუმბათში მზის სხივი
ატანს და ჭრელ ქაოსს ზემოდან დაჰნათის. ბროლის გუმბა-
თისგან არეკლილი შუქით დაზოლილი ფორტის კარიბჭე ქუ-
ჩის მეორე ბოლოშია. როგორც სასახლის ალაყაფი, ეს კა-
რიბჭეც ძალიან ლამაზია. სიმაღლეში ორმოცი ფუტია, მბზი-
ნავი ბრინჯაოსა და ვერცხლისგან ჩამოსხმული, და გიგანტუ-
რი თევზის ფორმა აქვს. ამდენი ჯარისკაცი რომ არ ტრიალებ-
დეს და ასეთი გულგახეთქილი არ ვიყო, ჭიშკარი ჯადოსნურ
ნაგებობად მომეჩვენებოდა. მათ მიღმა ხიდია, უფრო შორს
კი, ზღვაში, ფორტ-პეტრიოტი. ამ აურზაურს მანქანების სიგნა-
ლის ხმა, ყვირილი და სიცილი ემატება. თავს ვხრი და ჩემს
ჩექმებს დავყურებ, რათა ცოტა სული მოვითქვა. ერთი მხრივ,
ასეთი არეულობა მახარებს, რადგან ამ ვითარებაში რაიმეს
268 მკითხველთა ლიგა
მოპარვა უფრო ადვილია, მაგრამ ამასთანავე, დაძაბული და
შეშინებული ვარ, თან ჩემი ნაპერწკლების დამალვას ვცდი-
ლობ.
– გაგიმართლა, რომ „ეული ვარსკვლავის ღამე“ არ არის,
– ბუტბუტებს კალი, მეოცნებე მზერა აქვს, – ფესტივალს მთე-
ლი ქალაქი დიდი ამბით ზეიმობს.
მისთვის პასუხის გაცემის არც თავი მაქვს და არც სურვი-
ლი. „ეული ვარსკვლავის ღამე“ ვერცხლისფერების დღესას-
წაულია, რომელიც დიდი ხნის წინ გამართული საზღვაო
ბრძოლის მოსაგონებლად იმართება. ჩემთვის ის არაფერს
ნიშნავს, მაგრამ კალისა და მისი ფიქრებში წასული თვალე-
ბის დანახვაზე ვხვდები, რომ სხვა აზრისაა. მას ფესტივალი ამ
ქალაქში საკუთარი თვალით უნახავს და სასიამოვნოდ ახსენ-
დება. მუსიკა, სიცილი და აბრეშუმი. შეიძლება ზღვის თავზე
ფეიერვერკიც ააბრიალეს, წვეულების დასასრულს კი მეფემ
ნადიმი გამართა. კმაყოფილი მამამისი იღიმებოდა, მეივენს
ეხუმრებოდა. მან ეს ყველაფერი დაკარგა.
ახლა უკვე ჩემი ჯერია, მას თვალი ავარიდო. ეგ ცხოვრება
გაქრა, კალ. მისი გახსენება ბედნიერებას აღარ უნდა განი-
ჭებდეს.
– ნუ ღელავ, – ამატებს ის, როდესაც სახე უმშვიდდება.
თავს აქნევს და სევდიანი ღიმილის დამალვას ცდილობს, –
მოვედით. იქ უშიშროების ცენტრია.
შენობა, რომელსაც მაჩვენებს, ხალხმრავალი მოედნის
ბოლოში დგას. ქაოსური მოძრაობის ფონზე მისი თეთრი კედ-
ლები უფრო მკვეთრად ჩანს. ულამაზეს ციხესიმაგრეს ჰგავს,
სქელი ფანჯრებითა და კიბით, რომელსაც ტერასაზე ავყა-
ვართ. ტერასის გარშემო თევზის ქერცლიანი კუდის ფორმის
უზარმაზარი სვეტებია აღმართული. დერეფნებში გუშაგები
269 მკითხველთა ლიგა
დააბიჯებენ. ტერასის ქვის ბილიკები ზემოდან გადაჰყურებს
ოუშენ-ჰილის ალმას-შუშის გალავანს, რის გამოც შეიძლება
ეს შენობაც სამეფო რეზიდენციის ნაწილად ჩავთვალოთ. სა-
ხურავი ლურჯია და ვარსკვლავებით კი არა, წვეტიანი შვერი-
ლებითაა დამშვენებული, ექვსი ფუტის სიმაღლის მაგარი,
ბასრი რკინის ქაცვებით. ალბათ, მაგნეტრონებისთვისაა, რა-
თა თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენონ. კიდევ ბევრ ისეთ
რამეს ვამჩნევ, რაც ვერცხლისფერებს იარაღად გამოადგე-
ბათ. სვეტებზე შემოხვეული ვაზის ღერები და ეკლიანი მცენა-
რეები მწვანე მეთვალყურეებისთვისაა, აუზებში ჩასხმული
მუქი წყალი კი ნიმფებისთვის. რა თქმა უნდა, ყოველ კართან
შეიარაღებული გუშაგები დგანან, ხელში გრძელი შაშხანე-
ბით.
გუშაგებზე უარესია ის დროშები, ზღვის ნიავის დაბერვისას
კედლებიდან, კოშკებიდან თუ სვეტებიდან რომ ფრიალებენ.
მათზე არა ხმალი, არამედ ცეცხლოვანი გვირგვინია გამოსა-
ხული. შავ, თეთრ და წითელ ფერებშია და მისი ქაცვები დაგ-
რეხილ ალის ენებს წააგავს. ეს ნორტას სამეფოსა და მეივე-
ნის სიმბოლოა. იმ ყველაფრის, რის განადგურებასაც ვცდი-
ლობთ. აქვეა ოქროსფერი დროშები, რომლებზეც თავად
მეივენის სურათი მოჩანს. წინ იყურება, თავზე მამამისის
გვირგვინი ადგას, თვალები დედამისივით უბრწყინავს. ახალ-
გაზრდა, მაგრამ ძლიერი ბიჭის გამოსახულებაა, ტახტზე ასუ-
ლი პრინცის. „გაუმარჯოს მეფეს“, – სწორედ ეს აწერია
მკაცრ, ფერმკრთალ სახეზე.
ძლიერი დაცვისა და მეივენის შემზარავი მზერის მიუხედა-
ვად, თავს ვერ ვიკავებ და ვიღიმები. ცენტრი ჩემივე იარაღით
– ელექტრობით პულსირებს. ის ნებისმიერ მაგნეტრონზე,
მწვანე მეთვალყურესა და გუშაგების შაშხანებზე ძლიერია. ის
270 მკითხველთა ლიგა
ყველგანაა... და მე მეკუთვნის. ნეტავ მისი გამოყენება შემეძ-
ლოს და იძულებული არ ვიყოთ, ვიმალებოდეთ.
ნეტავ. მძულს ეს სულელური სიტყვა.
მაგრამ ეს სიტყვა ამწამს იმდენად რეალურია, რომ შემიძ-
ლია ხელითაც შევეხო. ნეტავ რა მოხდება, თუ შიგნით ვერ შე-
ვაღწევთ? ნეტავ ადასა და ვულივერს თუ ვიპოვით? ნეტავ
შეიდი თუ დაბრუნდება? ეს ბოლო კითხვა სხვებზე მეტ ტკი-
ვილს მაყენებს. მართალია, მახვილი მზერა მაქვს და ხალ-
ხმრავალ ქუჩებზე დაკვირვებას მიჩვეული ვარ, ჩემს ძმას მა-
ინც ვერსად ვხედავ. ადვილი შესამჩნევი უნდა იყოს, რადგან
კოჭლობს და ყავარჯნით დადის, მაგრამ მაინც არსად ჩანს.
პანიკა ბრჭყალებს მასობს და, ცოტა არ იყოს, თვითკონ-
ტროლს ვკარგავ, რომლის მისაღწევად ამდენი ვიწვალე.
ტუჩს ვკბენ, რომ ხმამაღლა არ ამოვიკვნესო. სად არის ჩემი
ძმა?
– ესე იგი ვიცდით? – ამბობს ფარლი და მასაც ნერვიულო-
ბისგან ხმა უკანკალებს. თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და
ხალხში შეიდს ეძებს, – არა მგონია, შეიდის დაუხმარებლად
შენ და კალმა ცენტრში შეპარვა შეძლოთ.
კალი დამცინავ სახეს იღებს, ცენტრს აკვირდება და ფარ-
ლის ზედაც არ უყურებს.
– მშვენივრად შევალთ. ამისათვის შესაძლოა შენობის გა-
დაწვა დაგვჭირდეს. რბილი მეთოდით მოქმედება შეიძლება
არ გამოგვივიდეს.
– არა, ეს აუცილებელი არ არის, – ვბუტბუტებ მე, რათა
ცოტა დავწყნარდე, მაგრამ რა ძლიერადაც უნდა ვეცადო ჩემს
ფეხებზე ან კალის ძლიერ ხელებზე კონცენტრირებას, შეიდს
მაინც ვერაფრით ვივიწყებ. ამ წუთამდე ეჭვი არ მეპარებოდა,
რომ აქ დაგვხვდებოდა. მას ტელეპორტაციის უნარი აქვს,
271 მკითხველთა ლიგა
ყველაზე სწრაფი ადამიანია და დოკის რამდენიმე ავაზაკი მას
ვერაფერს დააკლებს. სწორედ ამას ვუმტკიცებდი საკუთარ
თავს, როდესაც პალტრიდან წამოვედით და ჩემი ძმა იქ დავ-
ტოვეთ. როცა მე მივატოვე. რამდენიმე დღის წინ ჩემ გამო
ფეხში დაჭრეს, მე კი ისე მივუგდე „ზღვის თავის ქალებს“, რო-
გორც ბატკანი მგლებს.
ნერსიში შეიდს ვუთხარი, შენს სიტყვას არ ვენდობი-
მეთქი. ალბათ, ისიც არ ენდობა ჩემსას.
თითებს კაპიუშონში ვიცურებ და მტკივან კისერს ვიზელ,
მაგრამ შვებას ვერ ვგრძნობ, იმიტომ, რომ ჯალათების
თვალწინ უაზროდ ვწრიალებთ, ისე, როგორც ქათმები მისჩე-
რებიან ალესილ დანას. მართალია, შეიდზე ვდარდობ, მაგ-
რამ საკუთარი ბედიც მაღელვებს. არ უნდა დამიჭირონ. ამას
არ დავუშვებ.
– უკანა შესასვლელი, – ვამბობ მე. ეს შეკითხვა არ არის.
ყველა სახლს აქვს კარი, მაგრამ არსებობს ფანჯრები, ხვრე-
ლი ჭერში ან გატეხილი საკეტი. შიგნით შესასვლელი გზა ყო-
ველთვის მოიძებნება.
კალი წარბს კრავს. ჯარისკაცს ქურდის საქმე არ უნდა
დაავალონ.
– ჯობს, შეიდს დაველოდოთ, – მეპასუხება ის, – ისე შევა,
ვერავინ გაიგებს. კიდევ რამდენიმე წუთი...
– ყოველი ზედმეტად დახარჯული წამით ჰიბრიდებს სულ
უფრო დიდი რისკის წინაშე ვაყენებთ, თანაც შეიდი მერეც ად-
ვილად გვიპოვის, – პორტ-როუდისკენ მივდივარ და მეზო-
ბელ ქუჩაზე ვუხვევ. კალი უკმაყოფილოდ ფრუტუნებს, მაგ-
რამ მაინც მომყვება, – მხოლოდ კვამლს უნდა გამოჰყვეს.
– კვამლს? – მეკითხება გაკვირვებული და შემკრთალი.

272 მკითხველთა ლიგა


– ხანძარს გავაჩენთ, – ვაგრძელებ მე და გონებაში გეგმა
ისე სწრაფად მიმწიფდება, რომ სიტყვებით გადმოცემას
ძლივს ვასწრებ, – ისეთს, რომელიც მათ შეაკავებს, სანამ სა-
ჭირო დოკუმენტებს ვიპოვით. რამდენიმე ნიმფა შენთვის
პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, – ხელს
ვხრი და მტევანზე პატარა ნაპერწკალი მენთება, – მეც ხომ
აქა ვარ. ფარლი, იმედია, მონაცემთა მართვის სისტემას იც-
ნობ.
ის თავს მიქნევს და სახეზე უცნაური სიამაყე აქვს აღბეჭდი-
ლი.
– როგორც იქნა, – ბუტბუტებს ის, – რა აზრი აქვს თქვენს
აქ ყოფნას, თუ ვერაფერში გამოგიყენებთ.
კალი იღუშება და ისე მრისხანედ იყურება, გარდაცვლილ
მამამისს მახსენებს.
– ალბათ, იცი, ამას რაც მოჰყვება, – ისე მაფრთხილებს,
თითქოს ბავშვი ვიყო, – მეივენი გაიგებს, ვისი ნახელავია.
მიხვდება, სადაც ვართ და რას ვაკეთებთ.
მისკენ ვტრიალდები, იმით გაბრაზებული, რომ მისთვის
ყველაფრის ახსნა მიწევს და გადაწყვეტილების მიღებას მე
არ მანდობს.
– თორმეტ საათზე მეტი გავიდა, რაც ნიქსი წამოვიყვანეთ.
მის არყოფნას ვინმე აუცილებლად შეამჩნევს, თუ უკვე არ შე-
ამჩნიეს. ამ ამბავს გუშაგებსაც შეატყობინებენ. გგონია,
მეივენი სიაში ჩამოთვლილ ყველა ჰიბრიდს არ უთვალთვა-
ლებს? – თავს ვაქნევ იმით გაკვირვებული, რომ ამაზე აქამდე
მეც არ მიფიქრია, – როგორც კი ნიქსის გაუჩინარებას შეიტ-
ყობს, მაშინვე მიხვდება, რასაც ვაკეთებთ. მნიშვნელობა არა
აქვს, აქ რას ვიზამთ. დღეის შემდეგ ჩვენზე ნადირობა გამოც-
ხადდება. მთელ ქალაქს გადააქოთებენ და ბრძანებას გასცე-
273 მკითხველთა ლიგა
მენ, რომ როგორც კი გვიპოვიან, იქვე დაგვხოცონ. არ ჯობია,
ახლავე დავიწყოთ მოქმედება?
ის არ მეკამათება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეთანხმება
და ეს არც მაინტერესებს. კალი ცხოვრების ამ მხარეს არ იც-
ნობს, ბინძურ ფსკერს, რომელშიც უნდა ჩავიძიროთ, მე კი
კარგად ვიცნობ.
– დრო აღარ გვაქვს, კალ, – ერევა ფარლი.
კალი ჩუმდება. დადარდიანებული ჩანს, თითქოს ზიზღნა-
რევი გამომეტყველებაც კი აქვს.
– ეს ჩემი ხალხია, მერ, – ჩურჩულებს ის ბოლოს. მის ად-
გილას სხვა მიყვირებდა, მაგრამ კალი სხვანაირია. ამჯერად
მისი გადაწყვეტილება მტკიცეა, – მათზე ხელს არ აღვმარ-
თავ.
– ვერცხლისფერებზე, – ვუსწორებ მე, – ვერცხლისფერებ-
ზე არ აღმართავ ხელს.
ის ნელა მიქნევს თავს.
– ჰო, არ შემიძლია.
– არადა, ცოტა ხნის წინ მზად იყავი, კრენსი მოგეკლა, –
ვუტევ მე, – ისიც შენიანია, ან იქნებოდა, შენ რომ მეფე ყოფი-
ლიყავი, მაგრამ, ალბათ, მისი სისხლი სხვა ფერისაა, არა?
– ეს... – ბუტბუტებს ის, – ეს სხვა შემთხვევაა. რომ გაქ-
ცეულიყო და დაეჭირათ, დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდე-
ბოდით...
სიტყვები ყელში ეჩხირება და ხმა უწყდება, რადგან სათ-
ქმელი აღარაფერი აქვს. ჩვეულებრივი ფარისეველია, მიუხე-
დავად იმისა, რამდენად ღირსეულადაც უნდა გვაჩვენებდეს
თავს. მისი გულიცა და სისხლიც ვერცხლისფერია... და თავი-
სიანებზე წინ სხვას არასდროს დააყენებს.

274 მკითხველთა ლიგა


მინდა ვუთხრა, აქედან მოშორდი-მეთქი, მაგრამ ამ საში-
ნელი სიტყვების წარმოთქმას ვერ ვახერხებ. მისი მიკერ-
ძოებულობა და ვერცხლისფერების ერთგულება საშინლად
მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ იმის გაკეთებას,
რაც აუცილებელია. მისი გაშვება არ შემიძლია. ძალიან
არასწორად იქცევა, მაგრამ მაინც ვერ გავუშვებ.
– მაშინ ნუ მოკლავ, – ვსისინებ მე, – მაგრამ გახსოვდეს,
მეივენს ამაზე უკან არ დაუხევია. არც ჩემიანები დაინდო და
არც შენიანები. ახლა ისინი მას ემორჩილებიან და თავიანთი
ახალი მეფის გამო უყოყმანოდ დაგვხოცავენ.
დალურჯებულ თითს ქუჩისკენ ვიშვერ: დროშებისკენ,
რომლებზეც მეივენის სახეა გამოსახული; მეივენის, რომელ-
მაც ვერცხლისფერები გაწირა და „ალისფერ მცველს“
დაახოცვინა, რათა აჯანყებულები ტერორისტებად მოენათლა
და თავისი მტრები ერთი დარტყმით გაენადგურებინა; მეივე-
ნის, რომელმაც სამეფო კარზე ყველა დახოცა, ვინც კარგად
მიცნობდა: ლუკასი, ქალბატონი ბლონოსი და ჩემი მოახ-
ლეები იმიტომ დაიხოცნენ, რომ მე სხვებისგან განსხვავებუ-
ლი ვიყავი; მეივენის, რომელმაც მამამისის მკვლელობას შე-
უწყო ხელი და თავისი ძმის სიკვდილით დასჯაც უნდოდა;
მეივენის, რომელიც უნდა განადგურდეს.
გულის სიღრმეში მეშინია, რომ კალი წავა. შეუძლია ქა-
ლაქში დაიმალოს და მშვიდად იყოს, თუკი კიდევ შერჩა ამის
უნარი... მაგრამ ამას არ იზამს. მისი ბრაზი, რომელიც მასში
ღრმად არის ჩამარხული, მისივე გონებაზე ძლიერია. ის შურს
იძიებს, ისევე, როგორც მე, თუნდაც ამის გამო ყველაფერი
დავკარგოთ, რაც ჩვენთვის ძვირფასია.
– აქეთ, – გაისმის მისი ხმა.
ჩურჩულის დრო აღარ გვაქვს.
275 მკითხველთა ლიგა
უშიშროების ცენტრის უკან გავდივართ, ჩემი ელექტრონუ-
ლი შეგრძნება იღვიძებს და კედლებიდან მაცქერალ კამერებ-
ზე კონცენტრირებს. ღიმილით ვიმორჩილებ მათში გამავალ
ელექტროენერგიას, მოკლე ჩართვა ხდება და ყველა ერთი-
მეორის მიყოლებით ითიშება.
უკანა კარი წინასავით მძიმეა, მაგრამ შედარებით პატარა.
ერთი დიდი, პარმაღის მსგავსი საფეხური აქვს, ზედ ნაღუნი
ფოლადის გისოსებია და ოთხად ოთხი შეიარაღებული მცვე-
ლი დგას. პრიალა, მძიმე შაშხანები უჭირავთ. ახალი აყვანი-
ლი არიან სამსახურში. მკლავზე შებმულ ფერად ლენტებზე
ვაკვირდები, რათა გამოვიცნო, რომელ საგვარეულოს ეკუთ-
ვნიან და რა შეუძლიათ. ერთს მკლავზე ლენტი არ უჩანს –
ესე იგი დაბალი რანგის ვერცხლისფერია, დიდი საგვა-
რეულოს წევრი არ არის და სხვებთან შედარებით ბევრი არა-
ფერი შეუძლია. მეორე გუშაგი ბანშია, მარინოსების საგვა-
რეულოდან, მესამე მყინავი გლიაკონი, ხოლო მეოთხე
მძლავრხელიანია, გვარად გრეკო. კმაყოფილი ვარ, რადგან
მათ შორის ეგრის საგვარეულოს შავ-თეთრ ფერებს ვერ ვხე-
დავ. ვერავინ დაინახავს უახლოეს მომავალს და ვერ გაიგე-
ბენ, რას ვაპირებთ.
ისინი გვხედავენ, რომ ვუახლოვდებით და სმენაზე დადგო-
მით თავს არ იწუხებენ. ვერცხლისფერი გუშაგებისთვის წით-
ლები საშიში არ არიან, მაგრამ ამჯერად მწარედ ცდებიან.
როდესაც უკანა კართან ვჩერდებით, ყურადღებას მხო-
ლოდ მაშინ გვაქცევენ. ბანში, ახალგაზრდა წვრილი თვალე-
ბითა და მაღალი ყვრიმალებით, ჩვენს ფეხებთან აფურთხებს.
– გაიარეთ, წითელო ვირთხებო, – მას სარკაზმით სავსე
ხმა აქვს.
რა თქმა უნდა, ყურსაც არ ვათხოვებთ.
276 მკითხველთა ლიგა
– საჩივრის შემოტანა მინდა, – ვამბობ მაღალი, მშვიდი
ხმით, თუმცა მიწას დავყურებ. ჩემ გვერდით ჰაერი ცხელდება
და თვალის კუთხით ვხედავ, როგორ მუშტავს კალი ხელს.
გუშაგები გულიანად იცინიან და იმანჭებიან. ბანში რამდე-
ნიმე ნაბიჯით ჩემ წინ დგება.
– გუშაგები შენნაირებს არ მოუსმენენ. წითელ მეთვალყუ-
რეებთან წაიღე, – მათ ისევ სიცილი უტყდებათ, ბანშის ხარხა-
რი კი ჯერ კიდევ მგრძნობიარე ყურებს მტკენს, – სტარკის
ბაღში არიან.
ფარლი ხელს ქურთუკში იცურებს და დანას სინჯავს. ვუყუ-
რებ და იმედი მაქვს, რომ დროზე ადრე არავის გაუყრის.
რკინის კარი იღება და წინკარში გუშაგი გამოდის. მეორე
გუშაგს რაღაცას ეუბნება და ორიოდე სიტყვას მოვკრავ ყურს:
გატეხილი და კამერა, მაგრამ გუშაგი მხოლოდ მხრებს იჩეჩს
და სხვა კამერებს არც უყურებს. მათ საეჭვოს ვერაფერს ამ-
ჩნევს, თუმცა, სიმართლე ითქვას, ეს არც შეუძლია.
– აქედან დაიკარგეთ, – გვიღრენს ბანში და ხელს ისე აგ-
ვიქნევს, თითქოს ძაღლები ვიყოთ. როცა ადგილიდან ფეხს
არ ვიცვლით, თვალებს ისე ჭუტავს, მათ ადგილზე ორი ვიწ-
რო, შავი ჭრილი რჩება, – თუ სხვის საკუთრებაში შემოჭრის-
თვის დაგაპატიმროთ?
ელის, რომ კუდამოძუებული მოვცოცხავთ. დაპატიმრება
დღეს სიკვდილით დასჯას უტოლდება, მაგრამ არ ვინძრევით.
ბანში ასეთი ბოროტი სულელი რომ არ იყოს, შემეცოდებო-
და.
– აბა, სცადე, – ვეუბნები მე და კაპიუშონს ვიხდი.
შალი მხრებზე მიცურდება და ნაცრისფერი ფრთებივით
იშლება, მერე კი ჩემს ფეხებთან ეცემა. მსიამოვნებს თავის

277 მკითხველთა ლიგა


მაღლა აწევა და იმის დანახვა, თუ როგორ ეცვლება ბანშის
შიშით სახე ჩემს ცნობაზე.
არცთუ კარგად გამოვიყურები: ყავისფერი თმა, ყავისფერი
თვალები, ყავისფერი კანი. დალილავებული ვარ, დაქანცუ-
ლი, წელში მოხრილი და მშიერი. წითელი სისხლითა და უჟ-
მური ხასიათით. ვერავის შევაშინებ, მაგრამ ბანშის ნამდვი-
ლად თავზარი ეცემა. იცის, რა ძალა იმალება ჩემი სისხლჩაქ-
ცევების ქვემოთ. კარგად იცნობს ელვა-გოგონას.
ის ბორძიკობს, ცალი ფეხით პარმაღის კიდეს ედება, უკან
იხევს, პირს აღებს და ხურავს, დაყვირებისთვის ძალას იკ-
რებს.
– ის... ის არის, – ენა ებმის მის უკან მდგარ მყინავს და
აკანკალებულ თითს ჩემკენ იშვერს, რომელიც მაშინვე ყინუ-
ლად იქცევა. თავს ვერ ვიკავებ, დამცინავად მეღიმება და
ხელზე ნაპერწკლები მენთება. მათი თავზარდაცემა უდიდეს
ნეტარებას მანიჭებს.
საქმეში კალიც ერევა, შალს ერთი სწრაფი მოძრაობით
იგლეჯს და სახეს აჩენს, იმ პრინცის სახეს, რომლის მორჩი-
ლება და რიდიც გუშაგებს ბავშვობიდან ასწავლეს. მისი სამა-
ჯური ჩხაკუნებს, შალზე ცეცხლი ეკიდება და ის აბრიალებულ
დროშად იქცევა.
– პრინცი! – გაჭირვებით ხავის მძლავრხელიანი. თვალე-
ბი უბრწყინავს და ყოყმანი ეტყობა. რამდენიმე დღის წინ მათ-
თვის კალი ლეგენდა იყო და არა ურჩხული.
პირველად გონს ბანში მოდის და შაშხანას ხელის კანკა-
ლით უღერებს.
– დააპატიმრეთ! დააპატიმრეთ! – ღრიალებს და ჩვენ ერ-
თდროულად ვიხრებით, რათა მისი ბგერითი დარტყმა ავიცი-
ლოთ. ჩვენ უკან ფანჯრები იმსხვრევა.
278 მკითხველთა ლიგა
გაოგნება ოფიცრებს აშტერებს და რეაქცია უნელდებათ.
მძლავრხელიანი ახლოს მოსვლას ვერ ბედავს, ადრენალი-
ნის მოწოლას ებრძვის და მოუქნელად ცდილობს ბუდიდან
პისტოლეტის ამოღებას. ერთ-ერთ მათგანს, ღია კარში
მდგარ გუშაგს, იმის ჭკუა ჰყოფნის, რომ თავს უშველოს და
ცენტრისკენ გაიქცეს. დანარჩენ ოთხს ადვილად ვუმკლავდე-
ბით. ბანში მეორედ დაყვირებას ვეღარ ასწრებს, რადგან
ელექტრონული მუხტი ხვდება. ნაპერწკლები კისერსა და
მკერდში შედიან, მერე კი ტვინს აღწევენ. წამით მის ვენებსა
და ნერვებს ვგრძნობ, რომლებიც მის სხეულში ყველა მიმარ-
თულებით იტოტება. სადაც იდგა, იქვე ეცემა და ღრმა ძილში
იძირება.
გამყინავ სიცივეს ვგრძნობ, მოვტრიალდები და მყინავის-
გან ჩემკენ გამოსროლილ ყინულის ნატეხებს ვხედავ, მაგრამ
მანამდე დნებიან, სანამ ჩემამდე მოაღწევენ. მათ კალის ცეც-
ხლი ანადგურებს. შემდეგ ალი მყინავსა და მძლავრხელიანს
ერტყმის გარს და ხაფანგში იმწყვდევს, რაც დაწყებული საქ-
მის დამთავრებას მიადვილებს. მათ ორი მუხტით ვთიშავ და
ძირს ეცემიან. ბოლო, უცნობი გუშაგი, გაქცევას ცდილობს და
ჯერ კიდევ ღია კარს ეცემა. ფარლი კისერში სწვდება, მაგრამ
გუშაგი იშორებს და ფარლი უკან ვარდება. ეს გუშაგი ტელე-
კინია, მაგრამ სუსტია და ადვილად ვერევი. სხვების გვერდით
ვარდება, ელექტრონული დარტყმისგან კუნთები ეკრუნჩხება.
ღვარძლიან ბანშის ერთ მუხტსაც ვუმატებ და მისი სხეული კი-
ლორნის ბადეში გაბმული თევზივით ფართხალებს.
ამ ყველაფერს მხოლოდ წუთი სჭირდება. კარი ისევ ღიაა
და დიდ ანჯამებზე ჩამოკიდებული ნელა ქანაობს. მანამდე
ვასწრებ ხელით დაჭერას, სანამ მიიხურება. ხელზე უშიშ-
როების ცენტრის გრილი ჰაერი მხვდება. აქ ყველგან ელექ-
279 მკითხველთა ლიგა
ტრობაა: ნათურებში, კამერებში, ჩემივე თითის წვერებში...
ერთი ამოსუნთქვით ვთიშავ ამ ყველაფერს და ოთახი წყვდი-
ადში ეფლობა.
კალმა ფრთხილად გადააბიჯა მიწაზე უგრძნობლად გარ-
თხმულ გუშაგებს, ფარლი კი განგებ არტყამს ფეხს ნეკნებში.
– ეს მეთვალყურეებისთვის, – სისინებს და ბანშის ცხვირს
უტეხს. კალი მანამდე აჩერებს, სანამ ის უარესის გაკეთება
მოასწრებდეს, მხარზე ხელს ხვევს, კიბეზე აჰყავს და ღია უკა-
ნა კარში შედის. ერთხელაც ავხედავ ცას, ცენტრში შევდივარ
და რკინის კარს მჭიდროდ ვხურავ.
ჩაბნელებული დერეფნები და გამორთული კამერები მახ-
სენებენ, როგორ შევიპარე მზის ციხე-დარბაზის დილეგში
ფარლისა და კილორნის უეჭველი სიკვდილისგან გადასარჩე-
ნად, მაგრამ მაშინ თითქმის პრინცესა ვიყავი. აბრეშუმის ტან-
საცმელი მეცვა და ზურგს ჯულიანი მიმაგრებდა, რომელიც
გუშაგებს სიმღერით უბნელებდა გონებას და ჩვენს ნებას
უმორჩილებდა. სუფთად ვიმუშავეთ და თუ ვინმეს სისხლი და-
იღვარა, ისევ და ისევ ჩემი.
უშიშროების ცენტრი სულ სხვაა. გულს მხოლოდ იმით ვი-
მაგრებ, ნაკლები მსხვერპლი იქნება.
კალმა იცის, საით უნდა წავიდეს და წინ მიგვიძღვის, მაგ-
რამ ჩვენს შესაჩერებლად წამოსულ გუშაგებს თავს არიდებს,
მათი ზორბა აგებულების კვალობაზე ადვილად იცილებს
მძლავრხელიანებისა და ფეხმარდების დარტყმებს. მათ არა-
ნაირ ვნებას არ აყენებს და ამ საქმეს მე მანდობს. ელვა ცეც-
ხლივით იოლად ერევა გუშაგებს და უკან დაცემულ სხეულებს
ვტოვებთ. ჩემს თავს ვეუბნები, რომ ისინი უბრალოდ უგ-
რძნობლად არიან, მაგრამ გაცხარებული ბრძოლის დროს
ამაში დარწმუნებული ვერ იქნები. ნაპერწკლებს იოლად წარ-
280 მკითხველთა ლიგა
მოვქმნი, მაგრამ მათი ძალის გაკონტროლება ასევე ადვილი
როდია. ალბათ, ერთი-ორი გუშაგი მოვკალი კიდეც. ეს არც
მე მადარდებს და არც ფარლის, რომელიც თავის გრძელ და-
ნას იქნევს. როცა ჩვენი დანიშნულების ადგილს – არაფრით
გამორჩეულ კარს მივაღწევთ, მის დანას ვერცხლისფერი სის-
ხლი წვეთავს.
მაგრამ ამ კარს მიღმა რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ.
ეს უშველებელი მექანიზმია, რომელშიც ელექტრობა პულსი-
რებს.
– ეს მონაცემების ოთახია, – ამბობს კალი და კარს თვალს
არ აცილებს, ჩვენგან დატრიალებული სასაკლაოსკენ გახედ-
ვა არ უნდა. მერე ჩვენი გეგმისამებრ დერეფანს ალში ხვევს.
ისეთ ცეცხლის კედელს აღმართავს, რომელიც გუშაგებს
შეაკავებს და მუშაობისას მათი თავდასხმისგან დაგვიცავს.
კარს ვაწვებით და ოთახში შევდივართ. ველი, რომ ქა-
ღალდის მთებს დავინახავ, ისეთივე ნაბეჭდ ფურცლებს, ჯუ-
ლიანმა რომ მომცა, მაგრამ ამის ნაცვლად კედელს ვხედავთ,
ზედ მოციმციმე შუქებით, ეკრანებითა და პანელებით. ია
პულსირებს, მაგრამ ჩემი მოწყობილი მოკლე ჩართვის გამო
ოდნავ შენელებულია. ხელს მაშინვე ცივ მეტალს ვადებ, რა-
თა ცოტა სული მოვითქვა და აჩქარებული გულისცემა დავიმ-
შვიდო. მონაცემების დამამუშავებელი მანქანა ჩემს შეხებაზე
რეაგირებს და ხმამაღლა ზუზუნებს. ერთ-ერთი ეკრანი ირ-
თვება და ზედ ბუნდოვანი შავ-თეთრი ფონი ჩნდება. მერე ზედ
ტექსტს ვხედავთ და მე და ფარლის გაოცებისგან ოხვრა აღ-
მოგვხდება. ასეთი რამ არც არასდროს გვინახავს და არც
წარმოგვიდგენია.
– საოცარია! – ამბობს ფარლი და გაუბედავად იშვერს
ხელს წინ. ეკრანზე ასახულ ტექსტს თითებს აყოლებს და ნე-
281 მკითხველთა ლიგა
ლა კითხულობს. აღწერა და მონაცემები – ეს სიტყვები დიდი
ასოებით წერია, ხოლო მათ ქვემოთ პატარა ასოებით წარწე-
რაა: ბიკონის ოლქი, რეგენტის შტატი, ნორტა.
– ეს კორაუნტშიც ხომ არ ჰქონდათ? – ვკითხულობ მე, მა-
ინტერესებს, როგორ მიაგნო ფარლიმ სოფელში ნიქსის
სახლს.
უარის ნიშნად ნელა აქნევს თავს.
– კორაუნტში ასეთი რამ კი არა, მხოლოდ ერთი გასაცო-
დავებული ფოსტა აქვთ, – ის ღიმილით აჭერს ხელს ანთებუ-
ლი ეკრანის ქვემოთ უამრავი ღილაკიდან ერთ-ერთს. მერე
მეორეს, მესამეს. ეკრანი ყოველ ხელის დაჭერაზე ანათებს
და მასზე სხვადასხვა შეკითხვა ჩნდება. ფარლი ბავშვივით
ხითხითებს და ისევ თავისას განაგრძობს.
შესაჩერებლად ხელს ხელზე ვადებ.
– ფარლი...
– ბოდიში, – მპასუხობს ის, – იქნებ დაგვეხმაროთ, თქვე-
ნო უდიდებულესობავ?
კალი ისევ კართან დგას და გუშაგების მოლოდინში აქეთ-
იქით იყურება.
– ლურჯი ღილაკი. ზედ ძებნა აწერია.
ფარლის ვასწრებ და თითს ღილაკს ვაჭერ. წამით ეკრანი
შავდება, მერე ლურჯად ნათდება. მოციმციმე თეთრ ოთხკუთ-
ხედში სამი ვარიანტი ჩნდება: სახელით ძებნა, ადგილმდება-
რეობით ძებნა, სისხლის ჯგუფით ძებნა. მაშინვე ვაჭერ ღი-
ლაკს, რომელსაც არჩევა აწერია და პირველ ვარიანტს ვირ-
ჩევ.
– ჩაწერე სასურველი სახელი და გაგრძელებას დააჭირე.
როცა ინფორმაციას იპოვი, ამობეჭდვას დააჭირე და ასლს
ამოგიბეჭდავს, – მარიგებს კალი, მაგრამ მის ყურადღებას
282 მკითხველთა ლიგა
ყვირილი და ლანძღვა-გინება იქცევს, რომელიც გარედან
მოისმის. ეს გუშაგი შეეჯახა მის ცეცხლოვან ბარიკადს. გას-
როლის ხმა ისმის და მეცოდება ის საწყალი გუშაგი, ვინც
ცეცხლს ტყვიებით ებრძვის, – იჩქარე, მერ!
თითები ღილაკების ზემოთ მიშეშდება და თითოეულ ასოს
დაკვირვებით ვუყურებ, მერე კი ძალიან ნელა ვწერ: ადა
უოლესი. მანქანა ისევ ბზუის, ეკრანი სამჯერ ნათდება და ტექ-
სტიც ჩნდება. აქ ადას ის ფოტოც მოჩანს, რომელიც მის პას-
პორტშია ჩაკრული. ჰიბრიდის სურათს ვაკვირდები და ადას
მუქ ოქროსფერ კანსა და ნაზ თვალებს ვუყურებ. ამ პაწაწინა
ფოტოზეც სევდიანი ჩანს.
კიდევ ერთი გასროლა გაისმის და ვკრთები. ყურადღება
ტექსტზე გადამაქვს და სწრაფად ვავლებ თვალს ადას პერსო-
ნალურ მონაცემებს. მისი დაბადების თარიღი და ადგილი უკ-
ვე ვიცი, ისიც, რომ სისხლის ისეთი მუტაცია აქვს, როგორიც
ჩვენისთანა ჰიბრიდებს ახასიათებს. ფარლიც კითხულობს და
სიტყვებს დაკვირვებით უყურებს.
– აი, – ვამბობ მე და საჭირო ინფორმაციას თითით ვაჩვე-
ნებ. დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია.
პროფესია: მოახლე, დასაქმებულია გუბერნატორ რემ
რამბოსის სახლში. მისამართი: ბეიუოთერის მოედანი, არხის
სექტორი, ჰარბორ-ბეი.
– ვიცი, სადაც არის, – ამბობს ფარლი და ამობეჭდვას
აჭერს ხელს. მანქანიდან ფურცელი გამოდის, სადაც ადას მო-
ნაცემებია ჩამოწერილი.
შემდეგ სახელს ზუზუნა მანქანა უფრო სწრაფად
პოულობს. ვულივერ გალტი. პროფესია: ვაჭარი, დასაქმებუ-
ლია გალტების ლუდსახარშში. მისამართი: ბეთლ-გარდენი
და ჩერსაიდ-როუდი, ტრისტოუნის სექტორი, ჰარბორ-ბეი. მა-
283 მკითხველთა ლიგა
შასადამე, კრენსი არ ცრუობდა. თუ ოდესმე კიდევ შევხვდები,
ხელს ჩამოვართმევ.
– მორჩით? – გამოგვძახის კართან მდგარი კალი. მის ხმა-
ში დაძაბულობა იგრძნობა. დროის საკითხია, როდის მოირ-
ბენენ ნიმფები და ცეცხლოვან კედელს ჩააქრობენ.
– თითქმის, – ვბუტბუტებ მე და ისევ ღილაკს ვაჭერ, – ეს
მანქანა მხოლოდ ჰარბორ-ბეიზე არ არის გათვლილი, ხომ
ასეა? – კალი არ მპასუხობს, ცეცხლოვანი ფარის შენარჩუნე-
ბაზე ზრუნავს, მაგრამ ისედაც ვიცი, რომ არ ვცდები. ღიმი-
ლით ვიღებ ჯიბიდან სიას და პირველ გვერდზე ვფურცლავ, –
ფარლი, მეორე ეკრანთან მიდი.
ის სწრაფად მემორჩილება და აღტაცებით აჭერს თითს
ჩამრთველს და მეორე ეკრანიც ინთება. სიას ერთმანეთს ვაწ-
ვდით, სახელს სახელზე ვბეჭდავთ და ერთიმეორის მიყოლე-
ბით ვაგროვებთ ნაბეჭდ ასლებს. უკვე ბიკონის ოლქის ათივე
ჰიბრიდის მონაცემები გვაქვს. გოგონა ნიუ-თაუნის ჯურღმუ-
ლიდან, სამოცდაათი წლის ბებია კანკორდიდან, ტყუპი ბიჭი
ბარნის კუნძულებზე და ასე შემდეგ... იატაკზე ქაღალდებია
დახვავებული და თითოეული მათგანი ბევრად მეტ ინფორმა-
ციას გვაწვდის, ვიდრე ჯულიანის ჩანაწერები. ასეთი წარმატე-
ბის გამო გახარებული და აღგზნებული უნდა ვიყო, მაგრამ
ჩემს ბედნიერებას რაღაც აუფერულებს. რამდენი სახელია.
რამდენია გადასარჩენი. ჩვენ კი ნელა ვმოქმედებთ. გამო-
რიცხულია, ამ ტემპით ყველას დროულად მივაგნოთ. თუნდაც
თვითმფრინავის, პერსონალური მონაცემებისა და მიწისქვე-
შა გვირაბების გამოყენებით. ზოგიერთს დავკარგავთ, ეს
გარდაუვალია.
ეს ფიქრი ისევე ქრება, როგორც ჩემ უკან მდებარე კედე-
ლი. იგი ფეთქდება, გარშემო მტვრის ბუღი დგება და მასში
284 მკითხველთა ლიგა
ვიღაც კაცის სილუეტი მოჩანს. მას ნაცრისფერი, ხეშეში, ქვა-
სავით მაგარი კანი აქვს. ქვისტყავა – მხოლოდ ამის გაფიქ-
რებას ვასწრებ, სანამ ჩვენკენ გამოქანდება და ფარლის წელ-
ზე შემოხვევს ხელს. მას ხელი ჯერ კიდევ ქაღალდებზე აქვს
და მათ მანქანიდან გამოგლეჯს. თეთრი ფურცლები მის უკან
დანებების მანიშნებელი დროშებივით იყრება.
– დაპატიმრებული ხარ! – ღრიალებს ქვისტყავა და ფარ-
ლის შორეულ ფანჯარასთან აჭყლეტს. ის თავს შუშას არ-
ტყამს, ამსხვრევს და თვალებს უცნაურად ატრიალებს.
უცებ ცეცხლის კედელი ჩვენ გვერდით ინთება, კალი გაგი-
ჟებული ხარივით შემოვარდა. ფარლის ხელიდან ქაღალდებს
ვგლეჯ და სიასთან ერთად ჯიბეში ვიტენი, რომ არ დაიწვას.
კალი სწრაფად მოქმედებს, ვერცხლისფერების ხელშეუხებ-
ლობის შესახებ თავის ნათქვამს ივიწყებს, ქვისტყავას ფარ-
ლის აშორებს და ცეცხლის ალით კედელში გაჩენილი ხვრე-
ლისკენ დაახევინებს. ცეცხლი კიდევ უფრო იმატებს და ჯერ-
ჯერობით ქვისტყავა შემობრუნებას ვერ ახერხებს.
– ახლა მაინც თუ მორჩით? – გვიღრენს კალი, თვალები
ნაკვერჩხლებივით უელავს.
თავს ვუქნევ და ისევ მონაცემთა დამამუშავებელ მანქანას
გავხედავ. იგი სევდიანად ზუზუნებს, თითქოს იცის, რის გაკე-
თებას ვაპირებ. მუშტს ვკრავ, მის წრედში ელექტრობის დიდ
დოზას ვუშვებ და მანქანა ელექტროენერგიის გამანადგურე-
ბელი რაოდენობით იტვირთება. თითოეული ეკრანი და მო-
ციმციმე ხაზი ნაპერკლებს ისვრის და სკდება, რითაც ის ინ-
ფორმაცია იშლება, რისთვისაც აქ მოვედით.
– აი, ახლა ნამდვილად მოვრჩით.
ფარლი ბარბაცით შორდება ფანჯარას, ცალი ხელი თავზე
უდევს, ტუჩიდან სისხლი სდის, მაგრამ წარბს მაინც არ იხრის.
285 მკითხველთა ლიგა
– მგონი, გაქცევის დროა.
ბუნებრივია, მაშინვე ფანჯრიდან ვიყურები, მაგრამ ერთი
გადახედვითაც ვხვდები, რომ ძალიან მაღლა ვართ და ვერ
გადავხტებით. დერეფნიდან კი უკვე ყვირილი და ფეხების
ბრახუნი ისმის.
– საით გავიქცეთ?
კალი სახეს მანჭავს და ხელს პრიალა იატაკისკენ იშვერს.
– ქვემოთ.
ჩვენს ფეხებთან ცეცხლის ბურთი სკდება. იგი ხის იატაკს
თხრის და ორნამენტებიან პარკეტსა და მის ქვემოთ ბეტონის
მაგარ საფანელს ისე ამსხვრევს, თითქოს ძაღლი ხორცს ღე-
ჭავსო. იატაკი იბზარება, ინგრევა და ქვედა ოთახში ვხტებით,
იქიდან კი კიდევ ერთი ოთახით დაბლა ამოვყოფთ თავს. მუხ-
ლები მიკანკალებს, მაგრამ კალი დაცემას არ მაცლის და ცა-
ლი ხელით საყელოში მაფრინდება. მაგრად მქაჩავს და ფან-
ჯარასთან მივყავარ.
უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ცეცხლი და ელვა სქელ შუშას ნამსხვრევებად აქცევს და
ჩვენც ცარიელ ჩარჩოში მივძვრებით, მაგრად ვებერტყებით
ძირს და ქვის ხიდზე მივგორავთ. ფარლიც მოგვყვება და პირ-
დაპირ გულგახეთქილ გუშაგს ეჩეხება. სანამ ის რეაგირებას
მოასწრებს, ფარლი თავით ქვემოთ გადაუძახებს. მისი ზღარ-
თანით ვხვდებით, რომ დაცემა სასიამოვნო ნამდვილად არ
იქნებოდა.
– გავიქცეთ! – ყვირის კალი და სწრაფად დგება.
ფეხების ტყაპუნით მივრბივართ ხიდზე, უშიშროების ცენ-
ტრიდან ოუშენ-ჰილის სამეფო რეზიდენციისკენ. თეთრი
ალის სასახლეზე უფრო პატარაა, მაგრამ მასავით შიშის მომ-
გვრელი... და კალისთვის კარგად ნაცნობიც.
286 მკითხველთა ლიგა
ხიდის ბოლოს კარი იღება და გუშაგების ყვირილი ისმის.
მსროლელთა რაზმია, მაგრამ ნაცვლად იმისა, მათ შეებრძო-
ლოს, კალი კარს აჯახუნებს და მის ჩარჩოსვე ცეცხლმოდებუ-
ლი ხელებით ადუღებს.
ფარლი ყოყმანობს, ჩაკეტილ კარსა და ხიდს უყურებს.
მგონი, ხაფანგში გავებით.
– კალ... – იწყებს ის, მაგრამ კალი ყურადღებას არ აქცევს
და ხელს მიწვდის. ასეთი თვალები არასოდეს ჰქონია. წმინდა
ალია, აგიზგიზებული ხანძარი.
– უნდა გადაგაგდო, – ამბობს ის და სიტყვის შერბილებით
თავს არ იწუხებს. მის უკან კარს რაღაც ხვდება.
შეკამათებისა და კითხვების დასმის დრო არ არის. შიშის-
გან თავგზა მაქვს აბნეული, მაგრამ მაჯაში მაინც ხელს ვკი-
დებ და ისიც ხელს მიჭერს.
– როცა ზედ მიენარცხები, ელვა გაუშვი, – კალი დარწმუ-
ნებულია, რომ ვხვდები, რა იგულისხმა.
ის მაღლა მწევს, წინ მისვრის და ჰაერში ვარ, ფანჯრისკენ
მივფრინავ, რომელიც ბრწყინავს და იმედი მაქვს, რომ
ალმას-შუშისაა. სანამ ამას გავიგებ, ნაპერწკლებს ვუხმობ.
ისინი შუშას ციმციმა ნამსხვრევებად აქცევენ და შიგნით შე-
ვარდნილი პლუშის ოქროსფერ ხალიჩაზე ვეცემი. წიგნების
გროვები, ძველი ტყავისა და ფურცლების ნაცნობი სუნი – ეს
სასახლის ბიბლიოთეკა უნდა იყოს. შემდეგი ფანჯრის ჩარჩო-
ში ფარლი შემოვარდება. კალს კარგი მიზანი აქვს და ის ზუს-
ტად ზემოდან მეცემა.
– ადექი, მერ! – მეძახის ის და ასაყენებლად ხელზე ისე მე-
ქაჩება, ლამის სახსრიდან ამომიგდოს. მისი ტვინი ჩემსაზე
უკეთ მუშაობს, ის ხელებს შლის და ფანჯარასთან მირბის.
გაბრუებული მეც მას ვბაძავ.
287 მკითხველთა ლიგა
ჩვენ ზემოთ, ხიდზე, გუშაგები ორივე მხრიდან გამორბიან.
ცენტრში ხანძარი გიზგიზებს. წამით სიჩუმე ჩამოვარდება, მე-
რე კი ვხვდები, რომ ცეცხლი ჩვენკენ მოიწევს.
კალი მანამდე აქრობს ცეცხლს, სანამ ის კედელს მოაღ-
წევს, თავად კი მიზანი უმტყუნებს და ფანჯრის ჩარჩოს ასცდე-
ბა.
– კალ! – ვყვირი მე და ლამის თავად გადავხტე ფანჯრი-
დან.
უცებ მისი ხელი ჩემსას ეხება. ერთი საშინელი წამის გან-
მავლობაში მგონია, რომ მისი ჩავარდნისა და სიკვდილის ყუ-
რება მომიწევს, მაგრამ ის ჰაერში ასავსავებს ფეხებს და
მეორე ხელს ფარლი უჭერს, რომელიც ყვირის და კუნთები
დახეთქაზე აქვს. როგორღაც ახერხებს და ორასგირვანქიანი
პრინცი მაჯით უჭირავს.
– ხელი ჩასჭიდე! – ღრიალებს ის. ხელი მთლად უთეთ-
რდება.
ამის ნაცვლად ზემოთ, ხიდისკენ, ელექტრონულ მუხტს
ვისვრი. გუშაგებს ვუმიზნებ, რომლებსაც ადვილი სამიზნის-
კენ აქვთ შაშხანები მოშვერილი. ისინი იხრებიან და ქვის ხი-
დი იბზარება. ერთი გასროლაც და, ჩამოინგრევა.
მინდა, რომ ჩამოინგრეს.
– მერ! – გაჰკივის ფარლი.
კალს ხელი უნდა ჩავავლო და მოვქაჩო. ჩემთვის ხელის
ჩაჭიდებას ახერხებს და ლამის მაჯა მომტეხოს. რაც შეგვიძ-
ლია სწრაფად ამოგვყავს, ჩარჩოზე გადმოდის და ძირს ვეცე-
მით, წიგნებით სავსე მდუმარე ოთახში.
კალი ჯერ კიდევ გაოგნებულია. ცოტა ხანს წევს და თვა-
ლებგაფართოებული სწრაფად სუნთქავს.
– გმადლობთ, – ამოთქვამს ბოლოს.
288 მკითხველთა ლიგა
– მადლობა მერე! – უღრენს ფარლი და ფეხზე აყენებს, –
აქედან გაგვიყვანე.
– ახლავე.
იმის მაგივრად, რომ ბიბლიოთეკის კარისკენ გავარდეს,
კალი ოთახს კვეთს და წიგნების თაროსთან მირბის. წამით
მიმოიხედავს და თვალით რაღაცას ეძებს, რაღაცას იხსენებს.
მერე თაროების სექციას აწვება, სანამ ის გვერდზე არ გასრი-
ალდება და ვიწრო, დაქანებული დერეფანი არ გამოჩნდება.
– აქეთ! – ყვირის ის და ხელის კვრით მაგდებს შიგნით.
ვერცხლისფერთა ფეხებით ასობით წლის განმავლობაში
გათელილ კიბეზე ჩავრბივართ. დამრეც, მტვრიან სპირალს
მკრთალი შუქი ანათებს. აქ სქელი, ძველი ქვის კედლებია და
თუ უკან ვინმე მოგვყვება, მათი ხმა არ გვესმის. ვცდილობ
დავადგინო, სად ვართ, მაგრამ ჩემი შინაგანი კომპასი
არეულია. ამ ადგილს არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საით მივდი-
ვართ, ამიტომ ბრმად მივყვები კალს.
დერეფანი თითქოს ქვის კედლით მთავრდება და სანამ
ელვით გავანგრევ, კალი მაჩერებს.
– მოიცადე, – ამბობს და სხვებთან შედარებით მოცვეთილ
ქვას ადებს ხელს. მერე ნელა მიაქვს ყური კედელთან და რა-
ღაცას აყურადებს.
ჩვენი ჩქარი სუნთქვისა და ყურებში მოწოლილი სისხლის
ხმაურის გარდა სხვა არაფერი მესმის. კალს ჩემზე მეტი ეს-
მის, უფრო სწორად, ნაკლები. სახე ეცვლება და პირქუშ გამო-
მეტყველებას იღებს, რის მიზეზსაც ვერ ვხვდები. შიში არ ეტ-
ყობა, არადა, ამ ვითარებაში გასაკვირი არ იქნება. უცნაურად
მშვიდია, თვალებს ახამხამებს, სმენას ძაბავს და ცდილობს
გაიგონოს, რა ხდება კედლის მეორე მხარეს. საინტერესოა,

289 მკითხველთა ლიგა


რამდენჯერ გაუკეთებია იგივე, როცა ამ სასახლიდან გარეთ
მიიპარებოდა ხოლმე.
მაშინ გუშაგები აქ მის დასაცავად იყვნენ, მას ემსახურე-
ბოდნენ, ახლა კი მოსაკლავად მოსდევენ.
– არ ჩამომრჩეთ, – ჩურჩულებს ბოლოს კალი, – ორჯერ
შევუხვევთ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ და ეზოში გასულები
კარისკენ წავალთ.
– ეზოში უნდა გავიდეთ? – ბრაზდება ფარლი, – მათ საქმე
უნდა გაუადვილო?
– გარეთ მხოლოდ ეზოს გავლით თუ გავაღწევთ, – პასუ-
ხობს კალი, – ოუშენ-ჰილის გვირაბები ჩაკეტილია.
ფარლი იღუშება და ხელს მუშტავს. ხელცარიელია, დანა
კარგა ხანია დაკარგა.
– იქნებ გზად სადმე იარაღის საწყობი შეგვხვდეს.
– იმედია, – ამბობს კალი. მერე ჩემს ხელებს უყურებს, –
მგონი, მათ ჩვენც ვეყოფით.
უხმოდ ვუქნევ თავს. უარესიც გვინახავს.
– მზად ხარ? – ჩურჩულებს ის.
– მზად ვარ, – ვპასუხობ დაძაბული.
კედელი ცენტრალური ღერძის გარშემო რბილად
ტრიალებს. ერთად ვაწვებით და ვცდილობთ ჩვენი ფეხის ხმა
დერეფანში არავინ გაიგონოს. როგორც ბიბლიოთეკა,
აქაურობაც ცარიელი, მაგრამ ავეჯით გაწყობილია და მდიდ-
რული, მოყვითალო ორნამენტებითაა მორთული. როგორც
ჩანს, ამ ოთახში კარგა ხანია, არავინ ყოფილა. ოქროსფერი
გობელენიც კი გაცვეთილია. კალი სიყვარულით ათვა-
ლიერებს კედლებს, მაგრამ მერე ისევ წინ გვიბიძგებს.
ორი შესახვევი მარჯვნივ. კიდევ ერთი დერეფნისა და უც-
ნაური, ორკარიანი საკუჭნაოს გავლით. კალისგან სითბო ას-
290 მკითხველთა ლიგა
ხივებს, ხანძრის ასაგიზგიზებლად ემზადება. მეც მზად ვარ და
ელექტრობისგან ხელებზე თმა ყალყზე მიდგება. ელექტრონი
ჰაერში ტკაცუნებს.
ჩვენ წინ მდებარე კარს მიღმა ხმები ისმის, ყვირილი და
ფეხის ხმა.
– მარცხნივ გაუხვიეთ, სწრაფად, – ბუტბუტებს კალი. ხელს
ჩემკენ იწვდის, მაგრამ გადაიფიქრებს. ახლა, როდესაც ჩვენი
შეხება სასიკვდილოა, არ უნდა გავრისკოთ, – გაიქეცით!
კალი პირველი მირბის. მისი ცეცხლის მხურვალებისგან
გარშემო სამყარო პულსირებს. ცეცხლი დიდ დერეფანში
ვრცელდება, მარმარილოს იატაკსა და მდიდრულ ხალიჩას
გადაუვლის და მოოქრულ კედლებსაც მისწვდება. ცეცხლის
ენები სურათსაც ლოკავენ, რომელიც დერეფანს ზემოდან
გადმოჰყურებს. ახალთახალი, უზარმაზარი პორტრეტია. ზედ
ახალი მეფე, მეივენია გამოსახული. გორგულიასავით იკრი-
ჭება, სანამ ტილოს ცეცხლი არ ედება. მისი გულმოდგინედ
დახატული ტუჩები მხურვალებისგან იბერება და დამცინავ
ღიმილად იქცევა, რომელიც მის შავბნელ სულს ზუსტად
შეეფერება. ცეცხლი მხოლოდ საპირისპირო კედელზე ჩამო-
კიდებულ ორ ოქროსფერ აბრეშუმის დროშას ვერ სწვდება.
ვის ეკუთვნის ისინი, არ ვიცი.
გუშაგები თავქუდმოგლეჯილი გარბიან, ტანსაცმელზე ბო-
ლი ასდით. აქ ცოცხლად გამოწვა არ უნდათ. კალი ცეცხლის
ალს კვეთს და ჩვენც უკან მივყვებით. ფარლი ჩვენ შორისაა
ჩაჭეჭყილი და პირზე ხელს იფარებს, რათა კვამლი არ
შეისუნთქოს.
დანარჩენ გუშაგებს, ნიმფებსა და ქვისტყავებს ცეცხლი არ
აშინებთ, მაგრამ ჩემი ელვის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნი-
ათ. ჩემს ელექტრონულ მუხტს კაშკაშა ქსელის ფორმა აქვს.
291 მკითხველთა ლიგა
ისეთ მიმართულებას ვაძლევ, რომ კალსა და ფარლის არა-
ფერი დაუშავდეთ, აი, სხვებს კი ასე არ გაუმართლათ.
სირბილი არასდროს მიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე სუნთქვა
ფილტვებს მტკენს. ყოველი მომდევნო ჩასუნთქვა სულ უფრო
მტკივნეულია. ალბათ, კვამლის ბრალია, მაგრამ როდესაც
ოუშენ-ჰილის ვეებერთელა დერეფნიდან გარეთ გავრბივარ,
ტკივილი არ ქრება, ის უბრალოდ იცვლება.
ალყაში ვართ.
ეზო სავსეა შავფორმიანი გუშაგებითა და ნაცრისფერფორ-
მიანი ჯარისკაცებით. ყველა შეიარაღებულია და ჩვენ გვიც-
დიან.
– დაპატიმრებული ხარ, მერ ბაროუ! – ყვირის ერთ-ერთი
გუშაგი. ცალ ხელზე აყვავებული ვაზის ღერო აქვს შემოხ-
ვეული, მეორეში კი პისტოლეტი უჭირავს, – დაპატიმრებული
ხარ, ტიბერიას კალორე! – კალის სახელის წარმოთქმისას
ენა ებმის, ჯერ ისევ უჭირს პრინცისთვის ასე არაოფიციალუ-
რად მიმართვა. სხვა ვითარებაში გამეცინებოდა კიდეც.
ჩვენ შორის მდგარი ფარლი წელში იმართება. არც იარა-
ღი აქვს, თავს ვერაფრით დაიცავს, მაგრამ ქედს მაინც არ იხ-
რის. მისი ძლიერება გასაოცარია.
– ახლა რაღა ვქნათ? – ვჩურჩულებ მე, თუმცა ვიცი, პასუხი
არ არსებობს.
კალი თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და არარსებულ გამო-
სავალს ეძებს. ბოლოს მე შემომხედავს. მის თვალებში მხო-
ლოდ სიცარიელესა და მარტოობას ვხედავ...
...და მერე მაჯაზე ნაზად მკიდებენ ხელს.
სამყარო შავდება, მე მასში მივქრივარ, სულშეხუთული და
სრულიად უმწეო.
შეიდი.
292 მკითხველთა ლიგა
მეზიზღება გადახტომა, მაგრამ ამწამს ის უდიდეს სიამოვ-
ნებას მანიჭებს. შეიდი კარგადაა და ჩვენც ცოცხლები ვართ.
უცებ რომელიღაც ნესტიან ქუჩაზე აღმოვჩნდები, დაჩოქილი
რიყის ქვებს დავყურებ. უშიშროების ცენტრისა და ოუშენ-
ჰილისგან შორს ვართ და გუშაგები აქ ვერ მოგვწვდებიან.
ვიღაცას გული აერია. ეს ფარლი უნდა იყოს. ალბათ, ტე-
ლეპორტაცია და ფანჯარაზე თავის მირტყმა ცუდი კომბინა-
ციაა.
– კალი? – ვეკითხები სიცარიელეს. ნაშუადღევია და შედა-
რებით აცივებულა. შიშის ჟრუანტელი მივლის და მამცივნებს,
მაგრამ იგი რამდენიმე ფუტის მანძილიდან მეპასუხება:
– აქა ვარ, – ამბობს და ხელს ჩემი მხრისკენ იშვერს.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მისკენ მივიწიო და ნება მივცე
მის ხელს, რომ გამათბოს, უკან ვიხევ და კვნესით ვდგები
ფეხზე. ჩემ წინ შეიდი დგას, მოღუშულია, გაბრაზებული და
დამსახურებული საყვედურის მისაღებად ვემზადები. არ უნდა
დამეტოვებინა, ცუდად მოვიქეცი.
– მე... – ბოდიშის მოხდას ვიწყებ, მაგრამ ვერ ვამთავრებ.
ის მეხუტება და მხრებზე ხელებს მხვევს. მას მეც მაგრად ვეკ-
ვრი. ოდნავ თრთის, ჯერ ისევ ღელავს თავის უმცროს დაზე.
– არაფერი მიჭირს, – ვეუბნები ისე ხმადაბლა, რომ ეს
ტყუილი მხოლოდ მას ესმის.
– მაგის დრო არ არის, – გვიტევს ფარლი და გაჭირვებით
დგება ფეხზე. ჯერ კიდევ გაბრუებულია და აქეთ-იქით დაბ-
ნეული იყურება, მაგრამ ხვდება, სადაც ვართ.
– ბეთლ-გარდენი აქეთაა, აღმოსავლეთისკენ, რამდენიმე
ქუჩის იქით.
ვულივერი.

293 მკითხველთა ლიგა


– წავედით, – ვუქნევ თავს, მერე ხელს მისკენ ვიშვერ,
რომ თავის შემაგრებაში დავეხმარო. ჩვენს მიზანს ვერ დავი-
ვიწყებთ, თუნდაც გადატანილი მძიმე განსაცდელის შემდეგ.
მაინც შეიდს ვუყურებ და იმედია, ხვდება, რა ტრიალებს
ჩემს გულში. ის თავს მიქნევს, ჩემი ბოდიში არაფერში სჭირ-
დება. არა იმიტომ, რომ არ მიიღებს, არა, ძალიან კეთილია
იმისათვის, რომ ჩემგან მობოდიშებას ელოდეს.
– წინ გაგვიძეხი, – ეუბნება ფარლის და ოდნავ მზერა ურ-
ბილდება, როცა ხედავს, რომ ჭრილობებისა და გულისრევის
შეგრძნების მიუხედავად, მზადაა გზის გასაგრძელებლად.
ტელეპორტაციას მიუჩვეველი კალიც ნელა დგება. მალევე
მოდის გონს და ტრისტოუნის სახელით ცნობილი სექტორის
ქუჩებში უკან მოგვყვება. კვამლის სუნი ასდის და გამძვინვა-
რებული ჩანს. უშიშროების ცენტრში ვერცხლისფერები
დაიღუპნენ, ქალები და მამაკაცები, რომლებიც უბრალოდ
ბრძანებას ასრულებდნენ. წინათ კალის ბრძანებებსაც უსიტ-
ყვოდ ემორჩილებოდნენ. ამასთან შეგუება ადვილი არ არის,
მაგრამ თუ ჩვენთან დარჩენა უნდა, სხვა გზა არა აქვს. ან ჩემ-
თან დარჩენა. უნდა აირჩიოს, ვის მხარეზეა.
იმედია, ჩვენს მხარეს დაიჭერს. იმედია, მის თვალებში სი-
ცარიელეს აღარასოდეს დავინახავ.
ეს წითლების სექტორია, ჯერჯერობით შედარებით უსაფ-
რთხო, მაგრამ ფარლი მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით გვატა-
რებს. რამდენჯერმე ცარიელ მაღაზიასაც ვაფარებთ თავს, რა-
თა გუშაგებმა არ შეგვამჩნიონ. ისინი ყვირიან და დიდ ქუჩებ-
ზე ერთმანეთში ირევიან, გადაჯგუფებას ახდენენ და ცდილო-
ბენ გაარკვიონ, რა მოხდა უშიშროების ცენტრში. ქალაქის ამ
ნაწილში ჯერ არ გვეძებენ. არ იციან, ვინ არის შეიდი და რამ-

294 მკითხველთა ლიგა


დენად სწრაფად თუ რამდენად შორს შეუძლია ჩვენი გადაყვა-
ნა.
კედელს ვეკვრით და ველით, როდის ჩაივლის გუშაგი.
ისიც სხვებივით დაბნეულია და ფარლი განძრევის ნებასაც
არ გვაძლევს.
– მაპატიე, – ვუჩურჩულებ შეიდს, ვიცი, რომ ეს სიტყვები
აუცილებლად უნდა ვუთხრა.
ის ისევ თავს აქნევს და თავის ყავარჯენს ოდნავ გამკრავს.
– გეყოფა. ისე მოიქეცი, როგორც საჭირო იყო. ხომ ხედავ,
კარგად ვარ. არაფერი დამშავებია.
არაფერი დაშავებია. მისი სხეული უვნებელია, მაგრამ გო-
ნება და გული? მე ვუღალატე მას, ჩემს ძმას. ერთი ჩემი ძვე-
ლი ნაცნობივით. ლამის ბრაზით გადავაფურთხო იმის გაფიქ-
რებაზე, რომ მეივენთან შეიძლება რამე საერთო მქონდეს.
– კრენსი სადღაა? – ვეკითხები შეიდს, რათა ყურადღება
სხვა რამეზე გადავიტანო.
– „ზღვის თავის ქალებს“ მისი თავი ხელიდან გამოვტაცე
და მერე თავისი გზით წავიდა. ისე მოკურცხლა, თითქოს ცეც-
ხლი ეკიდა, – შეიდს თვალები უვიწროვდება, რაღაც ახსენდე-
ბა, – გვირაბებში სამი მეზღვაურის გვამი დატოვა. აქ მისი ად-
გილი აღარ არის.
მეც ვიცნობ მაგ გრძნობას.
– თავად როგორ ხარ იმ ამბების მერე? – მეკითხება და
თავით ოუშენ-ჰილისკენ მანიშნებს.
ესე იგი მას მერე, რაც კიდევ ერთხელ გადავურჩი სიკ-
ვდილს.
– ხომ გითხარი, კარგად ვარ-მეთქი.
შეიდი ეჭვით მიყურებს.
– კი, როგორ არა.
295 მკითხველთა ლიგა
ვჩუმდებით და ველით, როდის გაინძრევა ფარლი. ის კე-
დელთან ჩამუხლულა, მაგრამ როცა სკოლის მოსწავლეების
ხმაურიანი კოლონა ჩაგვივლის, ისევ იმართება. ბავშვებს
უკან მივყვებით და მათზე ამოფარებულები ფართო გზას
ვკვეთთ, სანამ ისევ მიყრუებულ ქუჩებზე გადავინაცვლებთ.
დაბალი თაღის ქვეშ გავდივართ და ჩემ გარდა, ყველას
თავის დახრა უწევს. მეორე მხარეს თითქმის გასული ვარ,
როცა შეიდი მოწყვეტით ჩერდება და თავისუფალი ხელით
მეც მაჩერებს, რათა წინ აღარ წავიდე.
– ძალიან ვწუხვარ, მერ, – ამბობს და ამის გაგონებაზე
ლამის მუხლი მომეკვეთოს.
– წუხხარ? – ვეკითხები მე და სიტუაციის აბსურდულობაზე
კინაღამ მეცინება, – რატომ?
დარცხვენილი შეიდი ხმას არ იღებს. ტანში ჟრუანტელი
მივლის, მაგრამ არა სიცივის გამო. ის უკან იხევს და თაღის
მიღმა სივრცე თვალწინ მეშლება.
წინ აშკარად წითლებისთვის განკუთვნილი სკვერი მო-
ჩანს. ბეთლ-გარდენი. უბრალო, მაგრამ კარგად მოვლილი
ბაღია, ყველგან ხასხასა მწვანე მცენარეულობა და მეომრე-
ბის ნაცრისფერი ქანდაკებები მოჩანს. ყველაზე დიდი ძეგლი
ცენტრში დგას, ზურგზე შაშხანით, ცალი ხელი კი ჰაერში აქვს
გაშვერილი.
ხელი აღმოსავლეთისკენ მიუთითებს.
ხელზე თოკი კიდია.
თოკზე კი სხეული.
გვამი შიშველი არ არის და არც წითელი მეთვალყურის
მედალიონი მოჩანს სადმე. ახალგაზრდაა, ტანდაბალი, კანის
ფერი ჯერ კიდევ არ შესცვლია. დიდი ხნის წინ არ ჩამოუხ-
რჩვიათ, ალბათ, ერთი საათი იქნება გასული, მაგრამ მგლო-
296 მკითხველთა ლიგა
ვიარე ახლობლები ან გუშაგები არსად ჩანან. არავინ უყუ-
რებს, როგორ ირწევა თოკზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვიშისფერი თმა თვალებზე აქვს
ჩამოყრილი და ნახევარ სახეს უფარავს, მაშინვე ვხვდები, ვინ
არის ეს ბიჭი. მონაცემებში მისი სურათი ვნახე, პასპორტიდან
მიცინოდა. ახლა უკვე ვეღარასოდეს გაიღიმებს. ვიცოდი,
რომ ეს მოხდებოდა. ვიცოდი, მაგრამ ეს ტკივილისა და მარ-
ცხის სიმწარეს ვერ დამიამებს.
ეს ვულივერ გალტია, ჰიბრიდი, რომელიც ახლა უსიცოც-
ხლო გვამად ქცეულა.
ცრემლებს ვერ ვიკავებ იმ ბიჭის გამო, რომელსაც არ ვიც-
ნობდი და რომლის გადარჩენაც ვერ მოვასწარი.

297 მკითხველთა ლიგა


თავი 16

ვცდილობ გარდაცვლილთა სახეები არ დავიმახსოვრო.


საკუთარი თავის გადარჩენისათვის მუდმივი ბრძოლა ამაში
მეხმარება, მაგრამ სიკვდილის მუდმივი შიშიც კი გონებიდან
ყველაფერს ვერ შლის. ზოგიერთი დანაკარგის დავიწყება შე-
უძლებელია. უოლში, ტრისტანი და ახლა უკვე ვულივერი ჩე-
მი ტვინის ბნელ კუნჭულებში იმალებიან და მოგონებების მუქ
ქსელში ვიხლართები. ჩემმა არსებობამ მათ სასიკვდილო გა-
ნაჩენი გამოუტანა.
რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, ვინც ჩემივე სურვი-
ლით, საკუთარი ორი ხელით მოვკალი, მაგრამ მათ არ
ვგლოვობ. ამ წუთებში იმაზე ფიქრი არ შემიძლია, თუ რა ჩა-
ვიდინე წარსულში. ჩვენ ხომ ისევ უდიდესი საფრთხის წინაშე
ვდგავართ.
კალი პირველი აქცევს ზურგს ვულივერის თოკზე მოქანავე
სხეულს. მას გარდაცვლილების საკუთარი კოლექცია აქვს და
მათთვის კიდევ ერთი აჩრდილის შემატება არ უნდა.
– გზა უნდა გავაგრძელოთ, – ამბობს ის.
– არა, – ფარლი კედელს ეყრდნობა. ზიზღმორეული პირ-
ზე ხელს იფარებს და გულისრევის შეკავებას ცდილობს.
– მშვიდად, – ეუბნება შეიდი და მხარზე ხელს ადებს. ფარ-
ლის უნდა მოიშოროს, მაგრამ ჩემი ძმა ადგილიდან არ იძ-
ვრის და უყურებს, როგორ აფურთხებს ფარლი ბაღში ამო-
სულ ყვავილებზე.

298 მკითხველთა ლიგა


– ეს უნდა გენახათ, – ამატებს ის და მე და კალს ანთებუ-
ლი თვალებით გვიყურებს, – აი, რა მოსდევს შედეგად ჩვენს
შეცდომას.
მისი ბრაზი გამართლებულია. ბოლოს და ბოლოს,
ჰარბორ-ბეის ცენტრში შეტაკება ჩვენი ინიცირებული იყო და
ვულივერის ცხოვრების უკანასკნელი საათი გუშაგებთან
ბრძოლას შევალიეთ, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და მის
დატუქსვას ვერ მოვისმენ.
– გაკვეთილების დრო არ არის, – ვპასუხობ მას. ადა-
მიანია გარდაცვლილი და აქ საუბარიც კი მეუხერხულება, –
უნდა ჩამოვხსნათ.
სანამ ვულივერის ცხედრისკენ ნაბიჯს გადავდგამ, კალი
ხელკავს გამომდებს და საპირისპირო მიმართულებით მი-
მათრევს.
– ცხედარს არავინ შეეხოს, – გვიღრენს ის. ამ დროს საოც-
რად ჰგავს მამამისს.
– მაგ ცხედარს სახელი აქვს, – ვეუბნები გესლიანად, რო-
ცა ცოტა ვმშვიდდები, – ასე ჩამოკიდებულს ვერ დავტოვებთ,
მხოლოდ იმიტომ, რომ შენგან განსხვავებით მისი სისხლი
სხვა ფერისაა!
– მე ჩამოვხსნი, – ბურტყუნებს ფარლი და ფეხზე დგება.
შეიდი მასთან მიდის.
– მეც დაგეხმარები.
– შეჩერდით! ვულივერ გალტს ოჯახი ჰყავს, ხომ ასეა? –
თავისას არ იშლის კალი, – სად არიან ისინი? – ის თავისუ-
ფალ ხელს ბაღისკენ იშვერს და გაძარცულ ხეებსა და ჩამ-
ტვრეულ ფანჯრებს გვაჩვენებს, ზემოდან რომ დაგვყურებს.
მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ქალაქის ხმაური მოდის და
თანდათან ბინდდება, ბაღში სრული სიჩუმეა, – დედამისი ასე
299 მკითხველთა ლიგა
ხომ არ დატოვებდა? მას არავინ გლოვობს? არც გუშაგები ჩა-
ნან სადმე, გვამს ყვავიც კი არ აჯდება. რატომ?
ვიცი ამის პასუხი.
ეს მახეა.
კალს მაგრად ვუჭერ ხელს, სანამ ფრჩხილებს არ ჩავასობ
ცხელ ხორცში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს ცეც-
ხლით აბრიალდეს. ჩემსავით შეცბუნებული სახით მოავლებს
თვალს დაჩრდილულ ბაღს. თვალის კუთხით ცეცხლოვან
გვირგვინს ვხედავ, რომელსაც ეს სულელი ბიჭი ყველგან თან
დაატარებს.
მერე ჩხაკუნი გაისმის, თითქოს ფოლადის ხოჭომ მარწუ-
ხები გაატკაცუნა და გემრიელი ნადავლით პირის ჩატკბარუ-
ნებისთვის მოემზადა.
– შეიდ, – ვჩურჩულებ მე და ცალ ხელს ჩემი ძმისკენ ვიშ-
ვერ. მას ხომ ტელეპორტაციის ნიჭი აქვს, ყველას გადაგვარ-
ჩენს და აქედან გაგვიყვანს.
ის არ ყოყმანობს და ადგილიდან წყდება, მაგრამ ჩემამდე
ვეღარ მოდის.
თავზარდაცემული ვუყურებ, როგორ ეცემა მას ორი ფეხ-
მარდი, მკლავებში ხელს ამოსდებენ და მიწას ალურსმავენ.
თავს ქვაზე არტყამს და თვალებს ამოაბრუნებს. ყრუდ გაის-
მის ფარლის კივილი, როდესაც ფეხმარდები მასაც წაათრე-
ვენ. სისწრაფის გამო მათი სხეულები ბუნდოვნად მოჩანს. თა-
ღოვან გასასვლელთან არიან მისული, როცა მათკენ ელექ-
ტრონულ მუხტს ვისვრი და იძულებულს ვხდი, უკან მობრუნ-
დნენ. ხელში ტკივილს ვგრძნობ, სიცხე მწარედ იჩხვლიტება,
მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ნაპერწკლებია, ჩემივე ძალა. წე-
სით, ტკივილს არ უნდა ვგრძნობდე.

300 მკითხველთა ლიგა


ჩხაკუნი გრძელდება და ეს ხმა ყოველ წამს სულ უფრო
იმატებს. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ვიბრძოლო,
მაგრამ თვალთ მიბნელდება, თვალწინ წერტილები მიჩნდება
და ნელ-ნელა ვბრმავდები. ეს რა ხმაა? რაც უნდა იყოს, ბო-
ლოს მიღებს.
ბუნდოვნად ვხედავ, როგორ იფეთქა ჩემ ახლოს ორმა
ცეცხლოვანმა ბურთმა. ერთი მათგანი კაშკაშა ალშია გახ-
ვეული, მეორე კი მუქია და ცეცხლისა და კვამლისგან შემ-
დგარ გველს წააგავს. სადღაც ტკივილისგან გამწარებული
კალი ღრიალებს. მგონი, ყვირის, გაიქეცითო. ამას მეც ვცდი-
ლობ.
ბოლოს რიყის ქვებზე ვეცემი, მივბობღავ და ჩემ წინ რამ-
დენიმე ინჩის იქით ვეღარაფერს ვხედავ. საქმე ცუდადაა. რა
არის ეს, რა ხდება, რა მემართება?
ვიღაც მკლავში წამავლებს ხელს. მისი შეხება უსიამოვ-
ნოა. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მაინც გავიბრძოლებ, ხელს
იქით ვიწვდი, სადაც მისი კისერი უნდა იყოს, და თითებით
ქერცლოვან, ორნამენტებიან აბჯარს ვეხები.
– დავიჭირე, – ამბობს ნაცნობი ხმა. ეს პტოლემუს სამო-
სია. ძლივს ვარჩევ მის სახეს. შავი თვალები, ვერცხლისფერი
თმა და მთვარესავით თეთრი სახე აქვს.
ვღრიალებ, უკანასკნელ ძალას ვიკრებ და მას ელვას ვურ-
ტყამ. მასავით ხმამაღლა ვყვირი, ის ხელზე მებღაუჭება და
სხეულში მხურვალებას ვგრძნობ. არა, ეს ცეცხლი არ არის.
ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა იწვები. ეს რაღაც სხვაა.
მუცელში მირტყამენ, უკან ვვარდები და ტალახიან ბაღში
პირქვე ვეცემი, დაკაწრული სახიდან სისხლი მომდის. ცივი
მიწის შეხება მაფხიზლებს და მზერა მეწმინდება. მაგრამ რო-
დესაც თვალს ვახელ, დაბრმავება მინდება.
301 მკითხველთა ლიგა
ჩემ წინ მეივენი ჩამუხლულა, თავი ერთ მხარეს აქვს გადა-
წეული და ისე მიყურებს, როგორც ცნობისმოყვარე ლეკვი
მის წინ დაგდებულ სათამაშოს. მის უკან ბრძოლაა, მეტისმე-
ტად არათანაბარი. შეიდი გაკავებული ჰყავთ, მე ტალახში
ვაგდივარ, მხოლოდ კალი და ფარლი დარჩნენ. ფარლის ახ-
ლა პისტოლეტიც აქვს, მაგრამ დიდად არ ადგება, რადგან
პტოლემუსი მის ტყვიებს ადვილად უცვლის მიმართულებას.
კალი ყველაფერს წვავს, რაც მისკენ მიფრინავს: მაგნეტრო-
ნების დანებსა და მწვანე მეთვალყურეების ხვიარებს. თუმცა
ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ისინი მომწყვდეულები არი-
ან.
ყვირილი მინდა. ერთ მახეს დავუძვერით და მეორეში გა-
ვებით.
– თუ შეიძლება შემომხედე.
მეივენი ადგილს იცვლის და ბრძოლის ველს ეფარება,
მაგრამ ასეთ სიამოვნებას არ მივანიჭებ, ზედაც არ შევხედავ.
ამის ნაცვლად ჩხაკუნის ხმას ვაყურადებ, რომელიც, მგონი,
ჩემ გარდა, არავის ესმის. მის ყოველ გაჩხაკუნებაზე ტკივილს
ვგრძნობ.
მეივენი ხელს ყბაში მკიდებს და თავისკენ მატრიალებს.
– რა ჯიუტი ხარ, – უკმაყოფილოდ ამბობს ის, – ეს შენი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისებაა, ამასთან ერთად,
– ამატებს და ლოყაზე ჩამოდენილ წითელ სისხლს თითს უს-
ვამს.
ჩხაკ.
ის ხელს უფრო მაგრად მიჭერს და ყბაში ტკივილი დამივ-
ლის. ჩხაკუნი ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნებას უფრო ამ-
ძაფრებს. უხალისოდ ავხედავ ნაცნობ ლურჯ თვალებსა და
წაწვეტებულ, ფერმკრთალ სახეს. თავზარი მეცემა, რადგან ის
302 მკითხველთა ლიგა
ზუსტად ისეთია, როგორიც მე მახსოვდა: მშვიდი, თავმდაბა-
ლი, ნაღვლიანი ბიჭი. ეს არ არის ჩემს საშინელ მოგონებებში
არსებული მეივენი, სისხლიანი, შავბნელი აჩრდილი. დღეს
ის ისევ რეალურია. კარგად ვიცნობ ამ შეუპოვარ გამოხედ-
ვას. მე ის მამამისის გემზე დავინახე, როდესაც არქეონისკენ
მივცურავდით. მან მაკოცა და დამპირდა, რომ ვერავინ ვერა-
ფერს მავნებდა.
– ხომ გითხარი, გიპოვი-მეთქი...
ჩხაკ.
ხელი ყბიდან ყელზე ჩამოაქვს და მიჭერს. ეს საკმარისია
იმისათვის, რომ ხმა ვეღარ ამოვიღო, მაგრამ ჩემს დასახ-
რჩობად არ კმარა. მისი შეხება მწვავს. იმდენ ჰაერს ვერ ჩავი-
სუნთქავ, რომ ყვირილი შევძლო და ამიტომ ვხრიალებ.
მეივენ, მტკივა. კმარა, მეივენ.
ის დედამისი არ არის და ჩემს ფიქრებს ვერ წაიკითხავს.
ისევ თვალებში მიბნელდება. თვალწინ შავი წერტილები და-
ცურავენ და ყოველი დაჩხაკუნებისას სულ უფრო მრავლდე-
ბიან.
– ...და გითხარი, რომ გადაგარჩენდი.
ველი, რომ ხელს უფრო მომიჭერს, მაგრამ არა. თავისუ-
ფალ ხელს ჩემი ლავიწისკენ იწვდის და კანზე მისი ცხელი მა-
ჯა მედება. ის მწვავს, მშანთავს. ისევ დაყვირებას ვცდილობ,
მაგრამ პირიდან მხოლოდ საცოდავი წკმუტუნი ამომდის.
– მე სიტყვის კაცი ვარ, – ის ისევ გადახრის თავს, – მაშინ,
როცა მინდა.
ჩხაკ. ჩხაკ. ჩხაკ.
ჩემი გული ცდილობს ამ რიტმს აჰყვეს და ისე გამალებით
მიცემს, რომ საცაა გამისკდება.

303 მკითხველთა ლიგა


– გაჩერდი... – ამოვთქვამ გაჭირვებით, ცალ ხელს ჰაერში
ვიშვერ, ჩემი ძმის დანახვა მინდა, მაგრამ მეივენი ჩემს ხელს
თავისაში იქცევს და მასაც წვავს. მთელი ჩემი სხეული იწვის.
– საკმარისია, – ამბობს ის, მაგრამ მე კი არა, სხვას მი-
მართავს, – გითხარი, საკმარისია-მეთქი!
მგონი, თვალებიდან სისხლი სდის. ახლა ეს ერთადერთი
ფერადი წერტილია ჩემს ჩაბნელებულ სამყაროში. მხოლოდ
მის ლურჯ, ყინულივით ცივ და ბასრ თვალებს ვხედავ. ისინი
გარს მერტყმიან და მატყვევებენ, თან მხოლოდ წვას
ვგრძნობ.
ეს ბოლოა, რაც მახსოვს, სანამ ყველაფერი თეთრად გა-
ნათდება. მერე ხმამ ლამის ტვინი ამხადოს და ჩემთვის მთელ
სამყაროში მარტო ტკივილი არსებობს.
უცნაური შეგრძნებაა – ერთდროულად ყველაფერია და
არაფერი. არც ტყვიები, არც დანები, არც მუშტები ან მახრჩო-
ბელა მწვანე ხვიარები. ასეთი იარაღის პირისპირ ადრე არა-
სოდეს ვმდგარვარ, იმიტომ, რომ ის მე მეკუთვნის. ელვა,
ელექტრობა და ნაპერწკლები ჩემთვისაც კი მეტისმეტად ბევ-
რია. ერთხელ ძვლების არენაზე ქარიშხალი გამოვიწვიე და
ამან საშინლად დამღალა. მაგრამ ეს, რაც მეივენმა გააკეთა,
ბოლოს მომიღებს. ნელ-ნელა დამშლის, ყველა ნერვს, ძვალ-
სა და კუნთს გამინადგურებს. ჩემივე კანში ჩავკვდები.
უცებ ერთი აზრი მომდის: ნუთუ ისინიც ამას გრძნობდნენ,
ვინც მე დავხოცე? ასეთია ელვით სიკვდილი?
გააკონტროლე! – მუდამ ამას ჩამჩიჩინებდა ჯულიანი.
გააკონტროლე, მაგრამ ეს მეტისმეტია. კაშხალი ვარ, რომე-
ლიც მთელი ოკეანის შეჩერებას ცდილობს. ეს რომც შევ-
ძლო, მტანჯველ ტკივილს ვერაფერს ვუხერხებ. ხმას ვერ ვი-
ღებ, ვერ ვინძრევი. ჩემივე სხეულში ვარ გამოკეტილი და უხ-
304 მკითხველთა ლიგა
მოდ გავყვირი. მალე მოვკვდები და ყველაფერი დასრულდე-
ბა. მაგრამ არ ვკვდები. ტკივილი ყოველ უჯრედში მიჯდება. ის
პულსირებს, მაგრამ არ იკლებს, იცვლება, მაგრამ არ ჩერდე-
ბა. თვალწინ მზეზე კაშკაშა თეთრი წერტილები დაცურავენ,
სანამ ყველაფერი წითლად არ განათდება და ისინიც ქრები-
ან. ვცდილობ ამ ხილვის მოშორებას, მინდა რამე მაინც გავა-
კონტროლო, მაგრამ ამაოდ.
ალბათ, ელექტრობისგან კანი უკვე მთლად დანახშირებუ-
ლი მაქვს. შეიძლება პატივი დამდონ და სისხლისგან დაც-
ლით მომკლან. ამ თეთრ უფსკრულს მაინც აჯობებს.
მომკალით, ვიმეორებ მე. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,
მხოლოდ ეს მინდა. სრულიად გამქრალია ფიქრები ჰიბრი-
დებზე, მეივენზე, ჩემს ძმაზე, კალსა და კილორნზე. მკვდრე-
ბის სახეებიც გაქრნენ, რომლებიც მუდამ თან მდევენ და მაწ-
ვალებენ. სასაცილოა, ახლა, როცა ვკვდები, აჩრდილებმა
წასვლა გადაწყვიტეს.
ნეტავ დაბრუნდნენ.
ნეტავ მარტო სიკვდილი არ მიწევდეს.

305 მკითხველთა ლიგა


თავი 17

მომკალით.
პირში ისევ ეს სიტყვა მიტრიალებს და ყვირილისგან ჩამ-
წვარი ყელიდან გაჭირვებით ამოვთქვამ. ველი, რომ სისხლის
გემოს ვიგრძნობ, მაგრამ არა, სინამდვილეში მხოლოდ იმას
ველი, რომ მკვდარი ვიქნები.
მაგრამ, როცა გრძნობაზე მოვდივარ, ვხვდები, რომ ხორ-
ცი და ძვლები ისევ მაქვს. სისხლი არ მომდის, დაჭრილი არა
ვარ, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს ვგრძნობ. ძალის დაძაბ-
ვით ვახელ თვალებს, მაგრამ მეივენისა და მისი ჯალათების
ნაცვლად ნაცნობ მწვანე თვალებს ვხედავ.
– მერ...
კილორნი ამოსუნთქვას არ მაცლის, ხელებს მხვევს და
გულში მიკრავს. მის შეხებაზე ინსტინქტურად ვკრთები, რად-
გან სხეულში ელექტრობისა და ცეცხლის შეგრძნება მახსენ-
დება.
– ნუ გეშინია, – ბუტბუტებს ის. მისი ლაპარაკი რაღაც-
ნაირად მამშვიდებს. დაბალი, მთრთოლარე ხმა აქვს. ხელს
მაშინაც არ მიშვებს, როცა უნებლიეთ უკან ვიხევ. იცის, რა
სურს ჩემს გულს, მიუხედავად იმისა, რომ აწეწილი ნერვები
ამის საშუალებას არ მაძლევს, – ყველაფერი დამთავრდა,
კარგად ხარ. შენ დაბრუნდი.
წუთის განმავლობაში არ ვინძრევი და თითებს მისი ძველი
მაისურის ნაკეცებში ვყოფ. ყურადღება მასზე გადამაქვს, რა-
თა არ ვიგრძნო, როგორ ვკანკალებ.
– დავბრუნდი? – ვჩურჩულებ მე, – სად დავბრუნდი?

306 მკითხველთა ლიგა


– კილორნ, აცალე, სული მოითქვას.
კიდევ ერთი ხელი მეხება, ისეთი თბილი, რომ მხოლოდ
კალს შეიძლება ეკუთვნოდეს. ის ფრთხილად, მოზომილად
მიჭერს ხელს. მისი შეხება მეხმარება, რომ კოშმარების სამ-
ყაროდან გამოვიდე და მთლიანად დავუბრუნდე რეალობას.
კილორნს ვშორდები და ნელა ვიხევ უკან, რათა დავინახო,
მაინც სად ვარ.
თუ ნესტიანი მიწის სურნელით ვიმსჯელებთ, მიწის ქვეშ
უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს კიდევ ერთი გვირაბი არ არის. თუ
ჩემს ელექტრონულ გრძნობას დავუჯერებ, ჰარბორ-ბეიდან
შორს ვართ. ერთ პულსაციასაც ვერ ვგრძნობ, რაც იმაზე
მიუთითებს, რომ ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით ვიმყოფე-
ბით. ეს მიწის ქვეშ გათხრილი თავშესაფარია, რომელიც ტყი-
თა და თავისივე ჭკვიანური განლაგებითაა შენიღბული. ეჭვი
არაა, წითლების ნახელავია, ალბათ, „ალისფერი მცველი“
იყენებს. ყველაფერს ვარდისფერი დაჰკრავს. კედლები და
იატაკი ჭუჭყიანია, დამრეცი მიწური ჭერი კი რკინის დაჟანგე-
ბული ძელებითაა გამაგრებული. ოთახი მოპირკეთებული არ
არის და საერთოდ, აქ ბევრი არც არაფერია. რამდენიმე საძი-
ლე ტომარა, ჩემის ჩათვლით, მშრალი საკვების რამდენიმე
შეკვრა, გამორთული ფარანი და „ბლექრანიდან“ წამოღებუ-
ლი რამდენიმე ყუთი – აი, სულ ეს არის. აქაურობასთან შედა-
რებით, ჩემი სოფლური სახლი სასახლეა, მაგრამ საწუწუნო
არაფერი მაქვს. შვებით ვსუნთქავ, მიხარია, რომ საფრთხესა
და ჯოჯოხეთურ ტკივილს თავი დავაღწიე.
კილორნი და კალი ხმას არ იღებენ, მაცლიან, რომ ოთახს
თვალი მოვავლო. ნერვიულობით ჩამომხმარან, თითქოს ამ
რამდენიმე საათის განმავლობაში დაბერდნენ. თვალს ვერ
ვაშორებ მათ ჩაშავებულ თვალებს, მოღუშულ სახეებს და
307 მკითხველთა ლიგა
ვფიქრობ, რას უნდა ემოქმედა ასე მათზე. მერე კი მახსენდე-
ბა. ვიწრო ფანჯრებიდან შემომავალი შუქი ნარინჯისფერ-
მოწითალო შეფერილობას იღებს და ჰაერიც ცივდება. ღამე
გვიახლოვდება. დღე მიილია და ჩვენ დავმარცხდით. ჰიბრი-
დი ვულივერ გალტი მეივენმა მოკლა. როგორც ვხვდები,
ადაც. ორივე დავაღალატე.
– სად არის თვითმფრინავი? – ვკითხულობ მე და წამოდ-
გომას ვცდილობ, მაგრამ ორივენი ჩემს შესაჩერებლად იწე-
ვენ და საძილე ტომრიდან ადგომას არ მანებებენ. ძალიან ნა-
ზად მექცევიან, თითქოს ერთ შეხებას ჩემი ნაწილებად დაშლა
შეეძლოს.
კილორნი კარგად მიცნობს და პირველი მამჩნევს გაღი-
ზიანებას. უკან იხევს და სივრცეს მაძლევს. მერე კალს გახე-
დავს, უხალისოდ უქნევს თავს და ნებას აძლევს, ვითარება
ამიხსნას.
– ისეთ მდგომარეობაში იყავი, დიდხანს ვერ ვიფრენდით,
– ამბობს კალი და ჩემს სახეს თვალს არიდებს, – რამდენიმე
ათეული მილი გავიარეთ, სანამ „ბლექრანის“ ძრავა ნათურა-
სავით არ ჩააქრე და თვითმფრინავს კინაღამ ცეცხლი მოეკი-
და. ფრენის გადადებამ და ტყეში დამალვამ მოგვიწია, სანამ
არ გამოკეთდები.
– ბოდიშს გიხდით, – მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
– შენ თვალი გაახილე, მერ, და ჩემთვის მნიშვნელოვანი
მხოლოდ ეს არის, – მეუბნება კალი.
დაქანცულობას ვგრძნობ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვუ-
ძალიანდები. კალის ხელი ჩემი მკლავიდან კისერზე ადის. მი-
სი შეხება მაკრთობს, მისკენ ვტრიალდები და გაფართოებუ-
ლი, შეკითხვის გამომხატველი თვალებით ვუყურებ. მაგრამ
ის ჩემს კანზე რაღაცას აკვირდება და ზედ თითს უცნაური მი-
308 მკითხველთა ლიგა
მართულებით, უსწორმასწოროდ და ზიგზაგისებურად დაატა-
რებს. კისრიდან ხერხემლამდე რომ მიდის, კილორნიც ამ-
ჩნევს რაღაცას.
– ეგ რა არის? – კითხულობს მკაცრად. მისი თვალების გა-
მომეტყველებით დედოფალი ელარაც იამაყებდა.
კალთან ერთად მეც ვისინჯავ კისერს. არათანაბარი ხაზე-
ბია, შედარებით დიდები კისრის უკანა მხარესაა.
– არ ვიცი, – პასუხობს კილორნს, – ისინი... – კალი ყოყ-
მანობს და თითს განსაკუთრებით დიდ ხაზს აყოლებს. ამ მოძ-
რაობაზე ტანში მცრის, – იარები, მერ, ელვისგან დარჩენილი
იარები.
რაც შეიძლება სწრაფად ვიშორებ მის ხელს და ფეხზე
ვდგები. ჩემდა გასაკვირად, ფეხები ისეთი დასუსტებული
მაქვს, ლამის წავიქცე და კილორნი ხელს მაშველებს.
– ფრთხილად, – ამბობს და მაჯაზე ხელს არ მიშვებს.
– რა მოხდა ჰარბორ-ბეიში? რა გამიკეთა მეივენმა? ეს ხომ
მეივენი იყო? – მისი ცეცხლოვანი გვირგვინის მოგონება შან-
თივით მწვავს, თითქოს ტვინი დამიდაღეს. ჩემი ახალი იარე-
ბიც დაღებია. მისი დატოვებული ნიშანი ჩემს სხეულზე, – მან
ვულივერი მოკლა და მახე დაგვიგო. მაგრამ ასეთი ვარდის-
ფერები რატომ ხართ?
როგორც ყოველთვის, კილორნს ახლაც ეცინება, გაბრა-
ზებულს რომ მხედავს, მაგრამ უგულოდ, ნაძალადევად იცი-
ნის, ჩემს გასაგონად.
– თვალში, – ამბობს ს, – კაპილარი გაგისკდა. ჯერ ერთ
თვალს ვხუჭავ, მერე მეორეს და ვხვდები, რომ კილორნი
მართალია. მარცხენა თვალით დანახული სამყარო სულ
სხვანაირია, წითელ-ვარდისფერი, მოძრავი ღრუბლებითაა

309 მკითხველთა ლიგა


დაფარული. ეს მხოლოდ სისხლი შეიძლება იყოს. ესეც წამე-
ბისგან გამოწვეული ტკივილის შედეგია.
კალი არ დგება და ისევ ზის. ალბათ, იცის, რომ მუხლები
მიკანკალებს და მალე მაინც დაჯდომა მომიწევს. მისი ასეთი
მიხვედრილობა ხანდახან ძალიან მაბრაზებს.
– ჰო, მეივენი ჰარბორ-ბეიში მალულად ჩამოვიდა, – ამ-
ბობს საქმიანად, – ზედმეტი ცერემონიები არ გაუმართავს და
ამიტომ მის ჩამოსვლას ვერც გავიგებდით... და ყველაზე ახ-
ლოს ვინც იყო, იმ ჰიბრიდის მოსაკლავად წავიდა.
მახსენდება, რომ ვულივერი მხოლოდ თვრამეტი წლის
იყო და მისი ერთადერთი დანაშაული ის გახლდათ, რომ ჰიბ-
რიდად დაიბადა. ის ჩემისთანა იყო.
ნეტავ ვინ იყო ? რა ძალას ფლობდა? ასეთი ფიქრები მიტ-
რიალებს თავში, როცა დაღუპულზე ვფიქრობ.
– მეივენს მხოლოდ მოცდა სჭირდებოდა, – განაგრძობს
კალი და სახეზე კუნთები ეჭიმება, – ყველას დაგვიჭერდნენ,
რომ არა შეიდი. მან გამოგვიყვანა, მაგრამ კონტუზია მიიღო.
რამდენჯერმე გადახტა, ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც
გამოვაღწიეთ.
შვებით ვსუნთქავ.
– ფარლიც ხომ კარგადაა? – კალი თავს მიქნევს, – და მეც
ცოცხალი ვარ.
კილორნი უფრო მაგრად მიჭერს ხელს.
– ჰო, ოღონდ ვერ ვხვდები, როგორ გადარჩი.
ხელი ლავიწთან მიმაქვს და უცებ საშინელ ტკივილს
ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის საშინელება, რაც
ჩემს სხეულს დაემართა, გამქრალია, მეივენის დაღი მაინც
ჩემთანაა და სრულიად რეალურია.

310 მკითხველთა ლიგა


– მტკივნეული იყო? – მეკითხება კალი და კილორნი დამ-
ცინავ სახეს იღებს.
– თუ გახსოვს, ოთხი დღის შემდეგ მისი პირველი სიტყვე-
ბი იყო „მომკალით“, – უღრენს ის კალს, მაგრამ ეს უკანას-
კნელი არ კრთება, – რა თქმა უნდა, რაც იმ მოწყობილობამ
გააკეთა, მტკივნეული იყო.
ჩხაკუნის ხმა.
– მოწყობილობამ? – ვეკითხები მათ გაფითრებული, –
მოიცადეთ, ოთხი დღე? ამდენი ხანი ვიყავი უგრძნობლად?
ოთხდღიანი ძილი. ოთხდღიანი სიცარიელე. გადატანილი
ტკივილის შესახებ ფიქრებს პანიკა ცვლის და მთელ ტანში ყი-
ნულივით მეღვრება. რამდენი ადამიანი დაიღუპა, სანამ საკუ-
თარ გონებაში ვიყავი გამოკეტილი? რამდენი კიდია ახლა
ქანდაკებებსა და ხეებზე?
– მითხარით, რომ მთელი ეს დრო მე არ დამტრიალებდით
თავს. მითხარით, რომ რამე მაინც გააკეთეთ.
კილორნი იცინის.
– შენი გადარჩენა ძალიან დიდი რამე მგონია.
– იმას ვგულისხმობ...
– ვიცი, რასაც გულისხმობ, – მკვახედ მომიგდებს და, რო-
გორც იქნა, ცოტა უკან იწევს.
ისევ საძილე ტომარაზე ვჯდები და თავის შეკავებას ვცდი-
ლობ, არც შეკამათებას ვაპირებ.
– არა, მერ, უსაქმურად არ ვმსხდარვართ, – კილორნი
კედლისკენ ტრიალდება და იხრება, რათა ფანჯრიდან გახედ-
ვა შეძლოს, – ბევრი რამე გავაკეთეთ.
– ვერცხლისფერები ისევ გვეძებენ, – ეს შეკითხვა არ
არის, მაგრამ კილორნი მაინც თავს მიქნევს, – ნიქსი სადღაა?

311 მკითხველთა ლიგა


– პატარა ხარი ძალიან გამოგვადგა, – ამბობს კალი და
დაშავებულ ყბაზე იდებს ხელს. ნიქსის ძალა საკუთარ თავზე
აქვს გამოცდილი, – სხვისი დარწმუნება კარგად გამოსდის.
ადაც ჩვენთანაა.
– ადა? – ვამბობ მე, საკვირველია, მეგონა, ცოცხლებში
აღარ ეწერა, – ადა უოლესი?
კალი თავს მიქნევს.
– „ზღვის თავის ქალებს“ ხელიდან რომ დაუძვრა, კრენსმა
ჰარბორ-ბეიდან ადაც წამოიყვანა, პირდაპირ გუბერნატორის
სახლიდან, სანამ იქ მეივენის ხალხი მივარდებოდა. როცა
„ბლექრანთან“ მივედით, ორივე იქ გველოდებოდა.
ძალიან მიხარია, რომ ადა გადარჩა, მაგრამ ვბრაზდები
კიდეც.
– ჩვენ გამო ადა დიდ საფრთხეში აღმოჩნდა. ისიც და ნიქ-
სიც, – ჩემს თბილ საძილე ტომარას ვჭმუჭნი ხელით და ოდ-
ნავ დამშვიდებას ვცდილობ, – ნიქსი მეთევზეა, ადა – მოახ-
ლე. ასე როგორ გარისკეთ?
დარცხვენილი კალი თავს ხრის, მაგრამ ფანჯარასთან მიმ-
დგარი კილორნი ხითხითებს და ჩამავალი მზის სუსტ შუქს უშ-
ვერს სახეს. ის მის სახეს წითლად ღებავს, თითქოს სისხლში
ამოავლესო. ეს ჩემი დაზიანებული თვალის ხრიკებია, მაგ-
რამ მაინც ჟრუანტელი მივლის. ყველაზე მეტად ის მაშინებს,
როგორც წესი, კილორნს ჩემი შიში სასაცილოდ არ ჰყოფნის
ხოლმე.
მეთევზე ბიჭი ახლაც სერიოზულად არაფერს აღიქვამს.
მგონი, სამარეშიც სიცილით ჩავა.
– რამე სასაცილოს ხედავ?
– გახსოვს, გიზამ სახლში იხვის ჭუკი რომ მოიყვანა? –
მპასუხობს და მე და კალი სახტად ვრჩებით, – მაშინ ცხრა
312 მკითხველთა ლიგა
წლისა იქნებოდა, ის ჭუკი დედა იხვს ააცალა. გახსოვს, რო-
გორ ცდილობდა, წვნიანი ეჭმია, – კილორნი ჩუმდება და თან
სიცილს იკავებს, – ხომ გახსოვს, მერ? – მიუხედავად იმისა,
რომ იღიმება, მკაცრი თვალები აქვს, ცდილობს რაღაცას მი-
მახვედროს.
– კილორნ, – ვოხრავ მე, – მაგის დრო არა გვაქვს.
მაგრამ წარბს არ იხრის, ბოლთას სცემს და თავისას ერე-
კება:
– ცოტა ხანში დედა იხვიც მოვიდა, ალბათ, რამდენიმე
საათი იქნებოდა გასული. სახლის უკან დადიოდა, უკან სხვა
ჭუკები დაჰყვებოდნენ ტუსტუსით. ერთ ამბავში იყვნენ, ვახვა-
ხებდნენ და ვახვახებდნენ. ბრიმ და ტრემიმ გაყრა დაუპირეს,
ხომ ასეა? – ეს ამბავი მეც კარგად მახსოვს. პარმაღზე ვიდექი
და ვუყურებდი, როგორ ესროდნენ ჩემი ძმები ქვებს დედა
იხვს, ის კი მაინც არ მიდიოდა, დაკარგულ ჭუკს ეძახდა. ისიც
გიზას მკლავებიდან პასუხობდა, – ბოლოს გიზას ჭუკის უკან
დაბრუნება აიძულე. შენ უთხარი: „შენ იხვი არა ხარ, გიზა, და
თქვენ ორნი ერთად არ უნდა იყოთ“. მერე ჭუკი დედას დაუბ-
რუნე და უყურებდი, როგორ წატუსტუსდნენ ერთად. ერთმანე-
თის მიყოლებით დაეწყვნენ და ისევ მდინარისკენ გაემარ-
თნენ.
– ველოდები, როდის ამიხსნი, რასთან დაკავშირებით
მოჰყევი მაგ ამბავს.
– არის კავშირი, – დაბალი, მკერდიდან ამოსული ხმით
ამბობს კალი. თითქოს გაკვირვებულიც ჩანს.
კილორნი მას თვალებს მიანათებს და მადლობის ნიშნად
ოდნავ შესამჩნევად უკრავს თავს.
– ნიქსი და ადა იხვის ჭუკები არ არიან და არც შენ ხარ მა-
თი დედა. თავიანთ თავს თვითონ მიხედავენ, – მერე ეშმაკუ-
313 მკითხველთა ლიგა
რად იღიმება, თავისას არ იშლის და მაინც ხუმრობს, – აი,
შენზე კი იმავეს ვერ ვიტყვი.
– ვიცი, – მისი ხათრით გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ სა-
ხის კანი მეჭიმება, რაც, თავის მხრივ, კისერზეც მოქმედებს
და ახალგაჩენილ იარებს მტკენს. ისინი ლაპარაკის დროსაც
მტკივა, ცოტა ზედმეტი დაძაბვისას კი ტკივილი მთლად აუტა-
ნელი ხდება. მეივენმა ღიმილიც წამართვა. ალბათ, რა ბედ-
ნიერებას მიანიჭებს იმის ცოდნა, რომ მწველი ტკივილის გა-
რეშე ვეღარ ვიღიმები, – ფარლი და შეიდიც მათთან არიან?
ბიჭები ერთდროულად მიქნევენ თავს და ამის დანახვაზე
კინაღამ სიცილი მიტყდება. საერთოდ ისინი ერთმანეთისგან
განსხვავებულები არიან: კილორნი გამხდარია, კალი კი ტა-
ნადი და ზორბა; კილორნს ოქროსფერი თმა და მწვანე თვა-
ლები აქვს, კალი კი შავგვრემანია, ცეცხლოვანი მზერით.
მაგრამ აქ სუსტი განათებისა და ჩემს თვალზე გადაკრული
სისხლიანი ღრუბლის გამო ერთმანეთს ემსგავსებიან.
– კრენსიც ჩვენთანაა, – ამატებს კალი.
– კრენსიც აქ არის? – ვბუტბუტებ შეცბუნებული, – ჩვენ-
თან?
– სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა, – ამბობს კალი.
– მერედა, ენდობით?
კილორნი კედელს ეყრდნობა და ხელებს ჯიბეეში იწყობს.
– მან ადა გადაარჩინა და ამ რამდენიმე დღის განმავლო-
ბაში სხვებსაც დაეხმარა. რატომ არ უნდა ვენდოთ? მხოლოდ
იმიტომ, რომ ქურდია?
როგორც მე ვიყავი ადრე.
– გასაგებია, – ვერ ვივიწყებ, რა მოსდევს უღირსი ადა-
მიანის ნდობას, – მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, ხომ
ასეა?
314 მკითხველთა ლიგა
– შენ არავისში არა ხარ დარწმუნებული, – ოხრავს გაღი-
ზიანებული კილორნი. ფეხს ტალახიან იატაკს უსვამს, მეტის
თქმა უნდა, მაგრამ იცის, რომ არ შეიძლება.
– ახლა ფარლისთან ერთადაა წასული. ურიგო მზვერავი
არ არის, – ამატებს კალი კილორნის მხარდასაჭერად.
გაოგნებული ვარ.
– თქვენ ორნი რაღაცაში ერთმანეთს ეთანხმებით? ეს რა-
ნაირ სამყაროში გამომეღვიძა?
სახეზე ორივეს გულწრფელი ღიმილი ეფინება.
– ის არც ისე ცუდია, როგორც შენ გამოგყავს, – ამბობს კი-
ლორნი და თავით კალზე მანიშნებს.
კალი იცინის, მაგრამ ხმადაბლა, იმიტომ, რომ ბევრი რამ
გადავიტანეთ.
– შენზე მეც იმავეს თქმა შემიძლია, კილორნ.
კალს თითს ვადებ, რათა დავრწმუნდე, რომ ნამდვილია.
– როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ მესიზმრება.
– კიდევ კარგი, რომ არა, – ბუტბუტებს კალი და ღიმილი
უქრება. ხელს ყბაზე ისვამს და ახალამოსულ წვერს იქექავს.
არქეონის შემდეგ პირი არ გაუპარსავს, იმ ღამის შემდეგ, რაც
მამამისის სიკვდილს უყურა, – თუ დაიჯერებ, ადა კონტრაბან-
დისტებზე უფრო გამოსადეგია.
– მჯერა, – გონებაში ჰიბრიდის უამრავ ერთიმეორეზე უკე-
თეს უნარს წარმოვიდგენ, – რა შეუძლია?
– ის, რაც არასოდეს მინახავს, – აღიარებს კალი. მისი სა-
მაჯური ტკაცუნებს და ნაპერწკლებს ისვრის, რომლებიც მო-
ციმციმე ცეცხლოვან ბურთად იქცევა. ცოტა ხანს ხელისგულ-
ზე უნთია, ისე, რომ სახელოს არ უწვავს, მერე კი ზანტად ის-
ვრის იატაკის ცენტრში ამოთხრილ პატარა ორმოში. ცეცხლი
სითბოსა და შუქს ასხივებს და ჩამავალი მზის ადგილს იკა-
315 მკითხველთა ლიგა
ვებს, – საოცრად ჭკვიანია. გუბერნატორის ბიბლიოთეკაში
არსებული თითოეული წიგნის ყოველი სიტყვა ახსოვს.
ჩემი წარმოდგენილი კიდევ ერთი ჰიბრიდი მეომრის სურა-
თი მაშინვე იფერფლება.
– ეს ძალიან დაგვეხმარება, – ვამბობ ირონიულად, –
მოგვიანებით აუცილებლად ვთხოვ რამე ისტორია გვიამბოს.
– გითხარი, ვერ გაგვიგებს-მეთქი, – ამბობს კილორნი.
მაგრამ კალი მაინც განაგრძობს:
– შესანიშნავი მახსოვრობა აქვს, ბრწყინვალე გონება. ახ-
სოვს ყველა დღის ყოველი წუთი, ყველა ადამიანი, ვინც კი
ოდესმე უნახავს, ყოველი სიტყვა, რაც კი გაუგონია. მისთვის
ადვილი გასაგებია ნებისმიერი სამედიცინო ჟურნალი, ისტო-
რიის წიგნი თუ რუკა. პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზეც იგივე შეიძ-
ლება ითქვას.
მართალია, ამ ყველაფერს მრისხანე მეომარი მირჩევნია,
მაგრამ ასეთი ადამიანის ფასი კარგად ვიცი. ნეტავ ჯულიანიც
აქ იყოს. მთელ დროს ადას შესწავლას მიუძღვნიდა, გამოიკ-
ვლევდა, საიდან მოდის მისი ეს უცნაური უნარი.
– პრაქტიკული უნარ-ჩვევები? წვრთნას გულისხმობ?
კალს სახეზე სიამაყის მსგავსი რამ ეხატება.
– მე ინსტრუქტორი არა ვარ, მაგრამ რაც ვიცი, იმას ვას-
წავლი. უკვე ისედაც ბევრი იცის. ამ დილით „ბლექრანის“
მართვა ისწავლა.
გაოცებული ვარ.
– თვითმფრინავის მართვა იცის?
კალი მხრებს იჩეჩს და დამცინავად იღიმება.
– რამდენიმე კაცი კანკორდაში გადააფრინა და მალე დაბ-
რუნდება. მანამდე უნდა დაისვენო.

316 მკითხველთა ლიგა


– ოთხი დღე ვისვენებდი, ასე რომ, დასვენება თქვენთვის
დამითმია, – ვახლი მას და მხარზე ხელს ვკრავ. ჩემს სუსტ ხე-
ლის კვრაზე არც ინძრევა, – ორივენი მოსიარულე მკვდრებს
ჰგავხართ.
– ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო შენთან, რათა დარწმუნებუ-
ლიყო, რომ ისევ სუნთქავ, – უდარდელად მეუბნება კილორ-
ნი. სხვას შეიძლება ეგონოს, რომ ხუმრობს, მაგრამ ვიცი, ასე
არ არის, – რაც მეივენმა გაგიკეთა, აღარასოდეს უნდა განმე-
ორდეს.
საშინელი ტკივილის შეგრძნება ისევ კარგად მახსოვს.
თავს ვერ ვიკავებ და ვკრთები იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძ-
ლება ისევ განმეორდეს.
– მართალი ხარ.
იმაზე ფიქრი, თუ რა ახალი იარაღი აქვს მეივენს, ყველას
საგონებელში გვაგდებს. მუდამ მოუსვენარი კილორნიც წყნა-
რადაა. ფანჯრიდან ღამის დადგომას ადევნებს თვალს.
– კალ, როგორ მოვიქცეთ, თუ მერს ისევ იმ მოწყობილო-
ბასთან მოუწევს საქმის დაჭერა?
– თუ ლექციას უნდა მოვუსმინო, მაშინ ჭიქა წყალზე უარს
არ ვიტყვი, – ვამბობ მე და უცებ ვგრძნობ, რომ ყელი გამშრა-
ლი მაქვს. კილორნი მუდამ მზადაა დასახმარებლად და მა-
შინვე ოთახიდან გადის, მარტო მტოვებს კალსა და მის მხურ-
ვალებასთან.
– მგონი, სპეციალური ხმოვანი მოწყობილობა იყო. რა
თქმა უნდა, მოდიფიცირებული, – ამბობს კალი. თვალები ჩე-
მი იარებისკენ გაურბის, კისრიდან ზურგისკენ რომ ეშვება.
მოურიდებლად მისვამს მათზე ხელს, თითქოს ყველა მათგა-
ნი საიდუმლოს გასაღებს შეიცავს. ჩემი არსების ლოგიკურად
მოაზროვნე ნაწილს მისი ხელის მოშორება უნდა, ცეცხლოვა-
317 მკითხველთა ლიგა
ნი პრინცი ჩემს დაღებს არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ დაქანცუ-
ლობა და ფარული სურვილი ყველა ფიქრს მიხშობს. მისი შე-
ხება ფიზიკურად და სულიერად მამშვიდებს. ეს იმის მტკიცე-
ბულებაა, რომ ჩემ გვერდით ვიღაც არის და ამ უფსკრულში
მარტო აღარ ვარ.
– ხმოვანი მოწყობილობები რამდენიმე წლის წინ ტბებთან
გამოვიყენეთ. ისინი რადიოტალღებს გამოყოფდნენ და ტბე-
ბისქვეყნელების გემებზე ქაოსს თესავდნენ. გემებს შორის
კავშირი წყდებოდა, მაგრამ ჩვენს გემებსაც იგივე ემართებო-
და. ორივე მხარეს ბრმად უწევდა ცურვა, – მისი თითები უფ-
რო ქვემოთ ჩადიან, ბეჭზე დამჩნეულ უხეშ იარაზე სრიალე-
ბენ, – როგორც ჩანს, ეს ახალი მოწყობილობა დიდი სიმ-
ძლავრის ელექტრონულ ან სტატიკურ ტალღებს გამოყოფს,
რაც საკმარისია შენს მწყობრიდან გამოსაყვანად და დასაბ-
რმავებლად. შენი ელვა შენივე წინააღმდეგ იწყებს მოქმედე-
ბას.
– ძალიან მალე აუწყვიათ ეგ მოწყობილობა, ძვლების
არენის შემდეგ ხომ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, –
ვბუტბუტებ მე. ნებისმიერმა ჩურჩულზე ხმამაღალმა ბგერამ
შეიძლება ეს მყიფე სიმშვიდე დაგვირღვიოს.
კალს ხელი უშეშდება, მტევანი ჩემს შიშველ კანზე უდევს.
– მეივენი ძვლების არენამდე დიდი ხნით ადრე გახდა შენი
მტერი.
ეს ახლა მეც ვიცი. გამოცდილმა ტკივილმა და სისხლმა მი-
მახვედრა. ჩემში რაღაც ტყდება, წელში ვიხრები და სახეს ხე-
ლებში ვრგავ. კედელი, რომელიც მოგონებების წინ აღვმარ-
თე, მტვრით იფარება, მაგრამ ვერ დავუშვებ, ამ მტვერმა მეც
დამმარხოს. ჩემმა შეცდომებმა არ უნდა შემიწირონ. როდე-
საც კალი მხრებზე თბილ ხელებს მხვევს და თავს კისერზე მა-
318 მკითხველთა ლიგა
დებს, მეც ვნებდები. ნებას ვრთავ დამიცვას, თუმცა ტუკის სა-
კანში პირობა დავდეთ, რომ ერთმანეთის გამო შეცდომებს
აღარ დავუშვებდით. ეს ორივესთვის მომაკვდინებელია. მაგ-
რამ მის ხელს ჩემსაში ვიქცევ, თითები ერთმანეთში იხლარ-
თებიან და თითქოს ჩვენი ძვლები შეეწებნენ. ცეცხლი ნელდე-
ბა, აგიზგიზებული ალისგან ნაკვერცხლები რჩება, მაგრამ კა-
ლი ისევ ჩემთანაა. ის არასდროს მიმატოვებს.
– რა გითხრა მეივენმა? – ჩურჩულებს ის.
ოდნავ უკან ვიხევ, რათა მხედავდეს. თავს ვუქნევ, მაისუ-
რის საყელოს ვიწევ და მეივენის ნახელავს ვაჩვენებ. დაღის
დანახვაზე თვალები უფართოვდება. კანზე დაღრეცილი ასო მ
არის ამომწვარი. დიდხანს მიყურებს და მეშინია, მისმა ბრაზ-
მა ისევ ცეცხლი არ წამიკიდოს.
– მითხრა, რომ სიტყვის კაცია, – ვეუბნები მას. ეს სიტყვე-
ბი კმარა, რომ ჩემს დაღს თვალი აარიდოს, – რომ ყოველ-
თვის მიპოვის და გადამარჩენს, – უხალისოდ ვიცინი. ერთა-
დერთი ადამიანი, რომლისგანაც მან უნდა გადამარჩინოს,
თავად მეივენია.
კალი ნაზად მისწორებს მაისურს და მისი ძმის დადებულ
ნიშანს ფარავს.
– ეგ ისედაც ვიცოდით. ახლა ნამდვილი მიზეზი მაინც გა-
ვიგეთ.
– მაინც რა მიზეზი?
– მეივენისთვის ტყუილის თქმა ჰაერის ჩასუნთქვასავით
ადვილია და დედამისი მის ქმედებებს აკონტროლებს, მაგრამ
არა მის გულს, – კალი თვალებით მევედრება, რომ მისი ნათ-
ქვამი კარგად გავიაზრო, – ჰიბრიდებზე თავისი ტახტის დასა-
ცავად კი არა, შენ გამო ნადირობს, რათა გიპოვოს და მასთან

319 მკითხველთა ლიგა


დაბრუნება გაიძულოს, – ის ხელს მუშტავს, – მეივენს ამ ქვე-
ყანაზე ყველაზე მეტად შენ უნდიხარ.
ეგ მეივენი ახლა აქ რომ მომცა, იმ საზიზღარ თავზარდამ-
ცემ თვალებს ამოვთხრიდი.
– მე ვერ დამიბრუნებს, – და ორივემ კარგად ვიცით, ამას
რა მოჰყვება.
– ვერც იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობებზე ხელს აიღებს?
ჰიბრიდების გამოც არ დაუბრუნდები?
თვალზე ცრემლი მადგება.
– უკან არავის გამო არ დავბრუნდები.
ველი, რომ გამკიცხავს, მაგრამ იღიმება და თავს ხრის. მას
თავისი რეაქციის რცხვენია, მე კი ჩემი.
– მეგონა, დაგკარგეთ, – ეს ფრთხილად შერჩეული, გულ-
წრფელი სიტყვებია. ამიტომ წინ ვიხრები და ხელს შეკრულ
მუშტზე ვადებ. საუბრის გასაგრძელებლად მხოლოდ ეს სჭირ-
დება, – ბევრჯერ მეგონა, რომ დაგკარგავდი.
– მაგრამ მე ისევ აქ ვარ, – ვეუბნები მას.
ისე მხვევს ხელებს, თითქოს ჩემი არ სჯერა. მეივენის შეხე-
ბა მაგონდება, მაგრამ თავს ვიკავებ და არ ვკრთები. არ მინ-
და კალმა უკან დაიხიოს.
იმდენ ხანს გავრბოდი. მანამდეც, სანამ ეს ყველაფერი და-
იწყებოდა, ჩემს სოფელშიც კი. გავურბოდი ჩემს ოჯახს, ჩემს
ბედისწერას, ყველაფერს, რაც არ მინდოდა მეგრძნო. ახლაც
თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ. იმათგან, ვისაც ჩემი მოკ-
ვლა უნდა, და იმათგანაც, ვისაც ვუყვარვარ.
ძალიან მინდა გაჩერება, ოღონდ ისე, რომ ამან ჩემი ან
სხვისი სიკვდილი არ გამოიწვიოს, მაგრამ ეს შეუძლებელია.
გზა უნდა გავაგრძელო, საკუთარი თავის გადასარჩენად ჩემს
თავს ტკივილი უნდა მივაყენო, სხვების გადასარჩენად მათვე
320 მკითხველთა ლიგა
უნდა ვატკინო გული. გული უნდა ვატკინო კალს, კილორნს,
შეიდს, ფარლის, ნიქსს და სხვა ყველას, ვინც იმდენად სულე-
ლია, რომ მე გამომყვეს. მე მათაც მორბენლებად ვაქცევ.
– ჩვენ მას შევებრძოლებით, – კალს ტუჩები ახლოს მო-
აქვს, მისი სუნთქვა ყოველ სიტყვასთან ერთად სულ უფრო
ცხელდება. ხელსაც უფრო მიჭერს, თითქოს ნებისმიერ წამს
შეიძლება ვინმე შემოვიდეს და ჩემი თავი წაართვას, – ამის
გაკეთებას ვაპირებდით და გავაკეთებთ კიდეც. არმიას შევ-
ქმნით და მას მოვკლავთ. დედამისსაც ზედ მივაყოლებთ.
მეფის მოკვლა არაფერს შეცვლის. მის ადგილს სხვა
დაიკავებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ მეივენს სის-
წრაფეში ვერ ვაჯობებთ, საბოლოოდ უნდა შევაჩეროთ. ჰიბ-
რიდების, კალისა და ჩემ გამო.
მე ხორცშესხმული იარაღი ვარ, ცოცხალი ხმალი. მე ამ
ქვეყანას მეფის მოსაკლავად მოვევლინე, რათა მანამდე და-
ვასრულო ტერორის ზეობა, სანამ მთელი ძალით არ ამოქმე-
დებულა. მეივენი ცეცხლმა და ელვამ აღზარდა და ბოლოსაც
ისინი მოუღებენ.
– შენთვის ტკივილის მოყენების უფლებას აღარ მივცემ.
მის სუნთქვაზე ჟრუანტელი მივლის. რა უცნაურია, მე ხომ
მისი მხურვალებით ვარ გარშემორტყმული.
– მჯერა შენი, – ვეუბნები მას, მაგრამ ვცრუობ.
სუსტი ვარ და ამიტომ მის მკლავებს ვნებდები, ტუჩებს მის
ტუჩებთან ვაწებებ, ვეძებ რაღაცას, რაც დამეხმარება, რომ
აღარ გავიქცე, რომ დავივიწყო. ალბათ, ორივენი სუსტები
ვართ.
მისი ხელები ჩემს კანზე დასრიალებენ და სხვანაირ ტკი-
ვილს ვგრძნობ. უფრო საშინელს, ვიდრე მეივენმა მომაყენა.
ის სადღაც სიღრმიდან მოდის. ეს სიცარიელით გამოწვეული
321 მკითხველთა ლიგა
ტკივილია. მე ხმალი ვარ, რომელიც ელვამ, ცეცხლმა და
მეივენის ღალატმა შექმნა. მან მიღალატა, კალმა კი შეიძლე-
ბა ნებისმიერ წამს მიმატოვოს. მაგრამ გატეხილი გული ვერ
შემაშინებს. ტკივილის არ მეშინია.
ვებღაუჭები კალს, კილორნს, შეიდს, ყველა ჰიბრიდის გა-
დარჩენა მინდა, რადგან მეშინია, რომ სრულ სიცარიელეში
აღმოვჩნდები, იქ, სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები აღარ არი-
ან და მე მხოლოდ ის ელვა ვიქნები, შავ ღრუბლებში მობო-
ბოქრე ეულ ქარიშხალს რომ ანათებს.
თუ მართლა ხმალი ვარ, შუშისგან ვარ შექმნილი და
ვგრძნობ, რომ ბზარი მეპარება.

322 მკითხველთა ლიგა


თავი 18

სიცხეს ერთი ასეთი თვისება აქვს: როგორც უნდა გციოდეს


და სითბო გჭირდებოდეს, ბოლოს მაინც დაგცხება. ზამთრო-
ბით ხშირად ვაღებდით ხოლმე ფანჯარას და ოთახში სუსხიან
სიცივეს ვუშვებდით, რათა აგიზგიზებული ცეცხლით გახურე-
ბული ოთახი გაგვეგრილებინა. ცივი ჰაერი დაძინებაში მეხ-
მარებოდა. ახლა შემოდგომის სუსხიც ასევე მამშვიდებს და
კალის დავიწყებაში მეხმარება. ეს არ უნდა გაგვეკეთებინა,
ვფიქრობ მე და დასიცხულ კანზე ვიდებ ხელს. კალი არა მარ-
ტო ჩემი შეცდომაა, არამედ მომავალში გატეხილი გულის მი-
ზეზიც. შეიძლება ითქვას, მას ჩვენთან არაფერი აკავებს. ერთ
დღესაც წავა ან დაიღუპება, ან სხვებივით მიღალატებს. ერთ
დღეს ტკივილს მომაყენებს.
მზე ჩავიდა და ცა წითელ-ნარინჯისფერ ზოლებად ააჭრე-
ლა. შეიძლება თვალი მატყუებს და სხვა ფერებია. ვერც საკუ-
თარ თვალებს და ვერც ბევრ სხვა რამეს ვეღარ ვენდობი.
თავშესაფარი ბორცვის წვერზეა, მიწაში ჩაშენებული. ეს
ბორცვი დიდი ველის შუაგულშია აღმართული და გარშემო
ტყე აკრავს. ფანჯრიდან ხეებით, ტბებითა და მუდმივი ნის-
ლით დაფარული დაკლაკნილი ხეობა მოჩანს. ტყეში ვარ გაზ-
რდილი, მაგრამ აქაურობა ჩემთვის ისევე უცხოა, როგორც
არქეონი ან მზის ციხე-დარბაზი. როგორც ჩანს, ამ ადგილს
ადამიანის ხელი არ შეხებია, არც სოფლის ხმაური ისმის სად-
მე და არც ფერმერთა დასახლების. შეიძლება სადმე
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იყოს დამალული, რაკი თვით-
მფრინავის გამოყენება ისევ შეგვიძლია. ალბათ, სადმე მიყ-

323 მკითხველთა ლიგა


რუებულ ადგილას ვართ, ქვეყნის ჩრდილოეთში, ჰარბორ-
ბეისა და ოკეანისგან შორს. რეგენტის შტატს კარგად არ ვიც-
ნობ, მაგრამ იგი გრეითვუდსის ოლქს ჰგავს, რომელიც უდა-
ბური ადგილებითა და ამწვანებული ტყეებითაა დაფარული,
ტბების ქვეყანას კი თოვლიანი ტუნდრით ესაზღვრება. ეს
რაიონი მეჩხრადაა დასახლებული და მას გლიაკონის საგვა-
რეულოს მყინავები მართავენ. დასამალად შესანიშნავი ად-
გილია.
– დაამთავრე იმასთან?
კილორნი აჩრდილივით შემოპარულა და გაშლილტოტე-
ბიან მუხის ხეს მიჰყრდნობია. ფეხთან წყლიანი დოქი უდევს.
მისი სახის დანახვის გარეშეც ვხვდები, რომ გაბრაზებულია.
ეს მის ხმაში კარგად ისმის.
– ნუ ხარ ბოროტი, – მის გაკიცხვას მიჩვეული ვარ, მაგრამ
ამჯერად თხოვნასავით გამომივიდა. როგორც ველოდი, ყუ-
რადღებას არ მაქცევს და თავისას განაგრძობს:
– როგორც ჩანს, ჭორებს საფუძველიც აქვს. იმათაც კი,
არამზადა მეივენი რომ ავრცელებს. „მერ ბაროუმ პრინცი შე-
აცდინა და მამამისი მოაკვლევინა“. აღმაშფოთებელია იმის
გაგება, რომ ეს სანახევროდ მართალია, – ის უხმოდ დგამს
ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯს და ძალიან მახსენებს ირალების
საგვარეულოს მეაბრეშუმეს, მსხვერპლს რომ საბოლოო
დარტყმის მისაყენებლად ეპარება, – რადგან პრინცი ნამდვი-
ლად მოჯადოებულია.
– თუ ბევრს ილაპარაკებ, ბატარეად გაქცევ.
– სხვანაირი მუქარა უნდა ისწავლო, – ამბობს ცივი ღიმი-
ლით. ჩემს დამუქრებას კარგა ხანია, შეეჩვია და, ალბათ, ვე-
ღარაფრით შევაშინებ, ჩემი ელვითაც კი, – ის ძლიერი კაცია,

324 მკითხველთა ლიგა


ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ცუდად არ გამიგო, მიხა-
რია, რომ მუჭში გყავს.
თავს ვერ ვიკავებ და დამცინავად ვახლი:
– გიხარია? ეჭვიანობ, ესაა და ეს. სხვისთვის გაზიარებას
მიჩვეული არა ხარ და არ მოგწონს, როცა გამოუსადეგარი
ხდები.
გამოუსადეგარი. ეს სიტყვა მისთვის ნესტარივითაა. ვხე-
დავ, როგორ იძაბება, მაგრამ არ ჩერდება, თავზე მადგება და
ვარსკვლავებს ფარავს, რომლებიც ნელ-ნელა უკვე ინთება
ცაზე.
– საკითხავი ისაა, შენც მოჯადოებული ხომ არა ხარ? ისიც
ისევე ხომ არ გიყენებს, როგორც შენ მას?
– არავისაც არ ვიყენებ, – ტყუილია და ეს ორივემ ვიცით,
– და წარმოდგენა არა გაქვს, რაზე ლაპარაკობ.
– მართალი ხარ, – ამბობს ხმადაბლა.
გაოცებისგან ლამის მუხლი მომეკვეთოს. ათ წელზე მეტია,
მეგობრები ვართ და კილორნ უორენისგან ეს სიტყვები არა-
სოდეს მსმენია. ვირივით ჯიუტია, მეტისმეტად თავდაჯერებუ-
ლი, აბეზარი, მაგრამ ახლა, ბორცვის თავზე მდგარი, სულ
სხვანაირია, ჩემი წარსულის მკრთალი, სუსტი გაელვება, რო-
მელიც გაქრობის პირას არის. თავს ვიკავებ, რომ ხელი არ
გავიწვდინო და არ შევეხო, იმის შესამოწმებლად, რომ კი-
ლორნი ისევ არსებობს.
– არ ვიცი, რა დაგემართა, როცა მარინა გახდი. იქ არ ვი-
ყავი, რომ დაგხმარებოდი. არ ვიტყვი, რომ შენი მესმის ან
შენზე ვწუხვარ. ახლა ეს არ გჭირდება.
მაგრამ მე მინდა, რომ სწორედ ეს მითხრას, რათა მასზე
გაბრაზება შევძლო და არ მოვუსმინო, რასაც ახლა მეტყვის,
მაგრამ, სამწუხაროდ, კილორნი ძალიან კარგად მიცნობს.
325 მკითხველთა ლიგა
– საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, ის არის, რომ
სიმართლე გითხრა. ან, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მე მგო-
ნია სიმართლე, – მშვიდი ხმა აქვს, მაგრამ ღრმად სუნთქავს
და მხრები უცახცახებს. შეშინებულია, – შენი საქმეა, დამიჯე-
რებ თუ არა.
ტუჩები მეგრიხება და მწარედ ვიღიმები. ჩემთვის უცხო
არაა, რომ ჩემი ახლობლები ჩემი ფიქრებისა და ქმედებების
მართვას ცდილობენ. ეს კილორნსაც გაუკეთებია, მაგრამ ახ-
ლა იმ თავისუფლებას მთავაზობს, რომელიც ამდენი ხანი
მწყუროდა. არჩევანს, მწირს, მაგრამ მაინც. მას სწამს, რომ
შემიძლია ამ არჩევნის გაკეთება, მაგრამ ცდება.
– გისმენ.
ის რაღაცას ამბობს, მაგრამ ჩერდება. სიტყვა ყელში ეჩხი-
რება და ვერაფერს ამბობს. წამით მისი მწვანე თვალები უც-
ნაურად სველი ჩანს.
– რა, კილორნ? – ვოხრავ მე.
– რა... – იმეორებს ის და თავს აქნევს. ცოტა ხანში მასში
რაღაც იცვლება, – ვიცი, რომ იმავეს არ გრძნობ, რასაც მე.
ჩვენს ურთიერთობას ვგულისხმობ.
მინდა ქვაზე თავი მივახალო. ჩვენი ურთიერთობა. ამაზე
ფიქრიც სისულელედ მეჩვენება, დროისა და ენერგიის ფუჭ
ხარჯვად. მეტიც, სირცხვილსა და უხერხულობას ვგრძნობ.
ლოყები მიწითლდება. არასდროს ვისურვებდი მასთან ამ სა-
უბრის გამართვას.
– შენი კარგად მესმის, – განაგრძობს ის, სანამ შევაჩერებ,
– შენ არასდროს მიყურებდი ისე, როგორც მე შენ, თუნდაც
სოფელში, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. ვფიქრობდი, იქ-
ნებ ერთ დღესაც ეს შეიცვალოს-მეთქი, მაგრამ... – ის მხრებს
იჩეჩს, – შენ არა ხარ ის ადამიანი, მე რომ შემიყვარებს.
326 მკითხველთა ლიგა
როცა ოჩოფეხელი მერ ბაროუ ვიყავი, მეც ასე ვფიქრობ-
დი. მაინტერესებდა, რა მოხდებოდა მომავალში, თუ ჯარში
გაწვევას გადავურჩებოდი. მეგობრული ქორწინება მწვანეთ-
ვალება მეთევზესთან, ბავშვები, რომლებიც ძალიან გვეყვა-
რებოდა და ღარიბული ქოხი. მაშინ ეს მიუღწევლად მეჩვენე-
ბოდა, შორეულ ზმანებად... და ახლაც ასეა. ყოველთვის ასე
იქნება. კილორნი არ მიყვარს ისე, როგორც თვითონ უნდა,
რომ მიყვარდეს. არც არასდროს მეყვარება.
– კილორნ, – ვბუტბუტებ მე და მისკენ ნაბიჯს ვდგამ, მაგ-
რამ ის ორი ნაბიჯით იხევს უკან, – კილორნ, შენ ჩემი საუკე-
თესო მეგობარი ხარ, ჩემი ოჯახის წევრი...
ძალიან სევდიანად იღიმება.
– ...და სიკვდილამდე ასე იქნება.
მე არ გიმსახურებ შენ, კილორნ უორენ.
– მაპატიე, – ამოვთქვამ გაჭირვებით, არ ვიცი, მეტი რა
ვუთხრა. არც ის ვიცი, რისთვის ვუბოდიშებ.
– გულს ვერ უბრძანებ, მერ, – ისევ შორიდან მპასუხობს, –
ჩვენ ვერ ვირჩევთ, ვინ გვიყვარდეს. არადა, ნეტავ შეგვეძ-
ლოს.
თითქოს შიგნიდან გადამხსნეს. რამდენიმე წუთის წინ კა-
ლი მეხვეოდა და მისი შეხებისგან კანი ისევ ცხელი მაქვს,
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გულის სიღრმეში მაინც ყი-
ნულივით ცივ თვალებზე, შეუსრულებელ დაპირებასა და გემ-
ბანზე მის კოცნაზე ვფიქრობ.
– შეგიძლია გიყვარდეს, ხელს არ შეგიშლი, მაგრამ ჩემი,
შენი მშობლების და ყველა ჩვენგანის სასიკეთოდ გთხოვ, ნუ
მისცემ იმის უფლებას, რომ გმართოს.
ისევ მეივენი მახსენდება, მაგრამ ის შორეული აჩრდილია.
შეიძლება ჩემს მოკვლას ცდილობს, მაგრამ ვეღარასოდეს
327 მკითხველთა ლიგა
მმართავს. კილორნი მას კი არა, მის ძმას, კალორეების საგ-
ვარეულოს დევნილ პრინცს გულისხმობს. კალს. იარებისა და
კოშმარების წინააღმდეგ ჩემს ფარს. თუმცა ის მეომარია და
არა პოლიტიკოსი ან ბოროტმოქმედი. არავის მართვა არ შე-
უძლია, მით უმეტეს, ჩემი. ეს ბუნებაში არ უზის.
– ის ვერცხლისფერია, მერ. შენ არ იცი, რა შეუძლია, ან რა
უნდა სინამდვილეში.
მგონი, ეს თვითონ კალმაც არ იცის. დევნილი პრინცი უბ-
რალოდ დინებას მიჰყვება, არავის ემსახურება და ერთი ფიც-
ხი ელვა-გოგონას გარდა, არც მოკავშირე ჰყავს ვინმე.
– კალი ის არ არის, შენ ვინც გგონია, – ვამბობ მე, – მნიშ-
ვნელობა არა აქვს, რა ფერის სისხლი აქვს.
ირონიულ, დამცინავ გამომეტყველებას იღებს.
– მაგის ხომ თავადაც არ გჯერა.
– ჰო, არ მჯერა, – ვამბობ სევდიანად, – და ეს ყველაფერს
ართულებს.
ერთ დროს მეგონა, რომ სისხლი ყველაფერი იყო, ნათლი-
სა და ბნელის განმასხვავებელი, გადაულახავი, დაუძლეველი
გამყოფი. ის ვერცხლისფერებს ძლიერებას, გულქვაობასა და
სისასტიკეს ანიჭებდა, ჩემს წითელ თანამოძმეებთან შედარე-
ბით ღმერთებად აქცევდა. ჩვენ არაფრით გვგავდნენ, მათ-
თვის უცნობი იყო ტკივილი, სინანული ან სიკეთე, მაგრამ
კალმა, ჯულიანმა და თუნდაც ლუკასმა დამანახვეს, რომ მწა-
რედ ვცდებოდი. ისინიც ადამიანები არიან, გულები მათაც ში-
შითა და იმედით აქვთ სავსე. ჩვენც და მათაც საკუთარი ცოდ-
ვები გვაქვს. მათ შორის, მეც.
ნეტავ მართლა ისეთი ურჩხულები იყვნენ, კილორნს რომ
ჰგონია. ნეტავ ყველაფერი ასეთი მარტივი იყოს. გულის სიღ-
რმეში მშურს კიდეც კილორნის ბრმა სიბრაზისა. ნეტავ მასა-
328 მკითხველთა ლიგა
ვით უმეცარი ვიყო, მაგრამ უკვე მეტისმეტად ბევრი ვნახე და
ბევრი ვიტანჯე.
– მეივენისა და დედამისის დახოცვას ვაპირებთ, – ვამატებ
გულცივი თავდაჯერებით. აჩრდილსა და ლანდს გავანადგუ-
რებთ, – მათი სიკვდილი ჰიბრიდებს გადაარჩენს.
– მერე კალს ტახტის დაბრუნებაში ხელს ვეღარავინ შეუშ-
ლის. ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე.
– ეგ არ მოხდება. ტახტზე მის დაბრუნებას არც წითლები
დაუშვებენ და არც ვერცხლისფერები... და როგორც ვხვდები,
მეფობა არც უნდა.
– მართლა? – კილორნის დამცინავად აპრეხილი ტუჩები
და გამომეტყველება საშინლად მაღიზიანებს, – მეივენის
მოკვლა ვისი იდეაა? – როცა არ ვპასუხობ, კიდევ უფრო დამ-
ცინავად მიყურებს, – ასეც ვიცოდი.
– გმადლობ პირდაპირობისთვის, კილორნ.
ჩემი მადლიერება მისთვის მოულოდნელია და ისევე
აოცებს, როგორც მან გამაოცა. გასულ თვეებში ორივე შევიც-
ვალეთ. აღარ ვართ სოფლელი გოგო და ბიჭი, რომლებიც ნე-
ბისმიერი საბაბით საკინკლაოდ მზად არიან. ისინი ბავშვები
იყვნენ და უკვე აღარ არსებობენ.
– რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ, რაც მითხარი, – ლე-
დი ბლონოსის გაკვეთილები ძალიან გამომადგება. ვიცი, რო-
გორ უნდა დავითხოვო კილორნი ისე, რომ გული არ ვატკი-
ნო. ისე, როგორც პრინცესა დაითხოვდა მსახურს.
მაგრამ მისი თავიდან მოშორება ასე ადვილი არ არის.
თვალებს ჭუტავს და ყველაფერს ხედავს ჩემი თავაზიანობის
ნიღბის მიღმა. ისეთი ზიზღით მიყურებს, რომ მგონია, შემა-
ფურთხებს.

329 მკითხველთა ლიგა


– ერთ დღესაც გზა დაგებნევა, – ამბობს ის, – და მე შენ-
თან არ ვიქნები, რომ ხელი ჩაგჭიდო.
ჩემს ძველ მეგობარს ზურგს ვაქცევ. მისი სიტყვები გულს
მტკენს და მოსმენა აღარ მინდა, სულერთია, რამდენად
ჭკვიანურადაც უნდა ლაპარაკობდეს. ის მიდის და მისი ჩექმე-
ბის ქვეშ გაქვავებული მიწა ხრაშუნობს. ვდგავარ და ტყეს
გავყურებ. შორიდან თვითმფრინავის ზუზუნი ისმის, უკან
ბრუნდება.
ყველაზე მეტად მარტოობა მაშინებს. აბა, ამას რატომ ვა-
კეთებ? რატომ ვკრავ ხელს ჩემს საყვარელ ადამიანებს? რა
ხდება ჩემს თავს?
არ ვიცი.
არ ვიცი, როგორ შევაჩერო ეს.
არმიის შეგროვება შედარებით ადვილია. ჰარბორ-ბეიდან
წამოღებულ მონაცემებში მთელ ბიკონის რეგიონში მცხოვ-
რები ყველა ჰიბრიდის მისამართია, კანკორდიდან ტაურუსამ-
დე და ბარნის კუნძულების ნახევრად დატბორილ ნავსადგუ-
რებამდე. ჯულიანის სია ჰიბრიდების რიცხვს კიდევ უფრო
ზრდის და მთელი ნორტა ჩვენს განკარგულებაშია. სამეფოს
უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე დელფიც კი თვით-
მფრინავით რამდენიმე საათის სავალზეა.
ყველა დასახლებულ პუნქტში, რაც უნდა პატარა იყოს,
ვერცხლისფერთა ახალი გარნიზონები ჩააყენეს, რომლებსაც
ჩვენი დაჭერა და მეფისთვის გადაცემა ევალებათ, მაგრამ
ყველა სამიზნეს ერთდროულად ვერ დაიცავენ და მეივენი
ჯერ იმდენად არ მოძლიერებულა, რომ ერთ ღამეში ასობით
ჰიბრიდი მოიტაცოს. უსისტემოდ, ალალბედზე ვაყენებთ დარ-
ტყმას და, როგორც წესი, მოულოდნელად ვადგებით თავზე.
ზოგჯერ გვიმართლებს და ჩვენს იქ ყოფნას ვერ იგებენ.
330 მკითხველთა ლიგა
შეიდი, ადა და ნიქსი დიდ დახმარებას გვიწევენ. ადა ქალაქის
გალავანს მიღმა გზის გაკვლევაში გვეხმარება, ნიქსს კი პირ-
დაპირ გალავნის გავლით შევყავართ ქალაქში.
მაგრამ ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩემზეა. თითოეულ ჰიბ-
რიდს პირისპირ ვხვდები, ვუხსნი, ვინ არიან და მეფისგან რა
საფრთხე ემუქრებათ. მერე არჩევანს ვთავაზობ და ისინი ყო-
ველთვის სიცოცხლეს ირჩევენ. ყოველთვის გვიჯერებენ. მა-
თი ოჯახები უსაფრთხო ადგილებზე გადაგვყავს: „ალისფერი
მცველის“ განკარგულებაში არსებულ სხვადასხვა თავშესა-
ფარში ან სამხედრო ბაზაში. სარდლობის კუთვნილ ბაზებში,
როგორც ფარლი ამბობს. ეს სიტყვა სულ უფრო უცნაურად
მეჩვენება. ზოგის ოჯახს ტუკზე ვგზავნით, პოლკოვნიკთან. შე-
იძლება ჰიბრიდები სძულს კიდეც, მაგრამ ფარლი მარწმუ-
ნებს, რომ ნამდვილ წითლებს ზურგს არ შეაქცევს.
ჩვენი ნაპოვნი ჰიბრიდები შეშინებული არიან, ზოგი გაბ-
რაზებულია, ზოგიც გაოცებული, მეტწილად ბავშვები. რო-
გორც წესი, თავიანთი შესაძლებლობების შესახებ არაფერი
იციან ხოლმე, მაგრამ ზოგი ხვდება და ჩვენი სისხლის მუტა-
ციით შეშფოთებული არიან.
ქალაქ ჰეივენის გარეუბანში ლუთერ კარვერს ვხვდებით,
დურგლის შვილს. თავისი ასაკისთვის შეუფერებლად დაბა-
ლი რვა წლის ბიჭია, თხელი შავი თმით. მამამისის სახელოს-
ნოში ზის, ხელობის შესასწავლად სკოლიდან დაეთხოვა. მის-
ტერ კარვერი მალევე გვიღებს კარს, მაგრამ კალსა და ნიქ-
სსაც კი ეჭვით უყურებს. ბიჭი თვალს ვერ მისწორებს, პატარა
თითები ნერვიულობისგან უთრთის. როცა ველაპარაკები,
ცახცახებს და მხოლოდ ასე მომმართავს: „ელვა-გოგონა“.

331 მკითხველთა ლიგა


– შენი სახელი სიაში იმის გამოა, რომ განსაკუთრებული
ხარ, სხვებისგან განსხვავებული, – ვეუბნები მას, – ხვდები,
რას ვგულისხმობ?
უარყოფის ნიშნად ბიჭი თავს აქნევს, გრძელი თმა აქეთ-
იქით ეყრება. მამა უკან პირადი მცველივით უდგას. ის სე-
რიოზული სახით, უხმოდ გვიქნევს თავს.
– არა უშავს, ლუთერ, ამაში არაფერია სამარცხვინო, –
ვიწვდი ხელს მაგიდის მეორე მხარეს მჯდარი ბიჭისკენ. მაგი-
დის ზედაპირზე ჩახლართული ორნამენტები მოჩანს, აშკა-
რად ლუთერის ნახელავია, მაგრამ ლუთერი ხელს უკან სწევს
და კალთაში მალავს.
– არ გეგონოთ ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ არ მოსწონ-
ხართ, – ამბობს კარვერი და დასამშვიდებლად შვილს მხარ-
ზე ხელს ადებს, – უბრალოდ, ლუთერს არ უნდა, რომ რამე
გავნოთ. ხანდახან ასე ემართება და მერე გაუვლის ხოლმე,
მაგრამ ბოლო დროს მდგომარეობა გაუუარესდა. თქვენ და-
ეხმარებით, ხომ ასეა? – საბრალო კაცი დანაღვლიანებული
ჩანს, ხმა ებზარება. ძალიან მეცოდება. საინტერესოა, რას
იზამდა მის ადგილზე მამაჩემი იმ ადამიანების პირისპირ,
ვინც მის შვილს გაუგებდა და დაეხმარებოდა, მაგრამ ამის-
თვის ბავშვის წაყვანა იქნებოდა საჭირო, – იცით, რატომ
არის ასეთი?
ეს კითხვა სხვებისთვის მეც ბევრჯერ დამისვამს, ჰიბრი-
დებსაც ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის იგივე, მაგრამ პასუხი
არა მაქვს.
– სამწუხაროდ, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენი
შესაძლებლობები მუტაციის შედეგია. სისხლში გვაქვს ისეთი
რაღაც, რისი ახსნაც შეუძლებელია.

332 მკითხველთა ლიგა


ჯულიანი და მისი კვლევა მახსენდება. მან ვერ მოასწრო,
ჩემთვის მოეყოლა, როდის მოხდა გაყოფა, როდიდან აქვთ
ვერცხლისფერებსა და წითლებს სხვადასხვა ფერის სისხლი.
მხოლოდ ის მითხრა, რომ ეს ოდესღაც მოხდა და ამას შედე-
გად ჩვენი დღევანდელი სამყაროს წარმოშობა მოჰყვა. ვფიქ-
რობ, ახალი დაყოფა დაიწყო ისეთების სისხლში, როგორიც
მე ვარ. ჯულიანი მეც მიკვლევდა და ამ კითხვაზე პასუხის პოვ-
ნას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
კალი ჩემკენ მოდის და როცა მაგიდას შემოუვლის, ველი,
რომ მკაცრ სახეს მიიღებს, როგორც იცის ხოლმე. ამის ნაც-
ვლად, თბილად, გულღიად იღიმება. მერე იხრება, ჩაიმუხ-
ლებს და ლუთერს თვალებში ჩახედავს. პრინცის პირისპირ
ჯდომით და მისი ასეთი ყურადღებით ბიჭი შეცბუნებული და
აღელვებულია.
– თქვენო უდიდებულესობავ, – წრიპინებს ის და სალამ-
საც კი აძლევს. მის უკან მდგარი მამამისი ასეთი თავაზიანი
არ არის და შუბლს იკრავს. ვერცხლისფერი პრინცები მისი
სასურველი სტუმრები არ არიან.
კალი კიდევ უფრო ფართოდ იღიმება და ბიჭს თვალს არ
აშორებს.
– გთხოვ, კალი დამიძახე, – ამბობს და ხელს უწვდის. ლუ-
თერი კვლავ უკან იწევს, მაგრამ კალი არაფერს იმჩნევს. მე-
ტიც, ნაძლევს ვდებ, სწორედ ამას ელოდა.
ლუთერი წითლდება, მისი ლოყები საყვარელ მუქ წითელ
შეფერილობას იღებს.
– უკაცრავად.
– არაფერია, – პასუხობს კალი, – მართალი გითხრა, ბავ-
შვობაში მეც იმავეს ვაკეთებდი. შენზე ცოტათი პატარა ვიყა-
ვი, მაგრამ ძალიან ბევრი მასწავლებელი მყავდა. ისინი მეც
333 მკითხველთა ლიგა
მჭირდებოდა, – ამატებს იგი და ბიჭს თვალს უკრავს. მიუხე-
დავად იმისა, რომ ლუთერი შეშინებულია, ოდნავ მაინც ეღი-
მება, – მაგრამ შენ მხოლოდ მამაშენი გყავს, ხომ ასეა?
ბიჭი ნერწყვს ყლაპავს, პატარა ხორხი უთამაშებს, მერე
თავს უქნევს.
– ვცდილობ... – ამბობს კარვერი და ბავშვს მხარზე ისევ
ხელს უთათუნებს.
– გვესმის თქვენი, – ვეუბნები მას, – კარგად გვესმის.
ლუთერს ცნობისმოყვარეობა სძლევს და კალს ფეხსაც-
მლის წვერით ოდნავ ეხება.
– რისი გეშინოდა?
ჩვენ თვალწინ კალის გამოწვდილ ხელის მტევანზე ცეც-
ხლი ინთება. წითელ-ყვითელი, ზანტად მობრიალე დაბალი
ალი ძალიან ლამაზი სანახავია. სიცხეს რომ არ გამოსცემ-
დეს, ხელოვნების ნიმუში უფრო ეთქმის, ვიდრე მომაკვდინე-
ბელი იარაღი.
– არ ვიცოდი, როგორ გამეკონტროლებინა, – ამბობს კა-
ლი. ცეცხლი მის თითებზე გადადის, – მეშინოდა, არავინ და-
მეწვა: მამაჩემი, ჩემი მეგობრები, ჩემი... – ლამის ხმა უწყდე-
ბა, – პატარა ძმა. მერე ვისწავლე, როგორ მემართა სურვი-
ლისამებრ, რათა სხვებისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. ეს
შენც შეგიძლია, ლუთერ.
ბიჭი გაოგნებული უყურებს, მამას კი ეჭვი ეტყობა, მაგრამ
ის პირველი მშობელი არ არის, ვისაც ვესტუმრეთ და ამიტომ
მის მომდევნო შეკითხვას მომზადებული ვხვდები:
– ვის უწოდებთ ჰიბრიდებს? საკუთარი შესაძლებლობების
გაკონტროლება თუ შეუძლიათ?
ჩემი ხელები ნაპერწკლებშია გახვეული, თითოეული მათ-
განი ვარდისფრად ციმციმებს.
334 მკითხველთა ლიგა
– დიახ, შეგვიძლია, მისტერ კარვერ.
კარვერი საკვირველი სისწრაფით იღებს თაროდან ქო-
თანს და ვაჟს წინ უდებს. მიწიდან მცენარე ამოჩრილა. მის
ადგილას სხვა დაიბნეოდა, მაგრამ ლუთერმა იცის, რა უნდა
მამამისს.
– მიდი, ბიჭო, – ნაზი ხმით აგულიანებს კარვერი, – აჩვენე
მათ, რას სჭირდება გამოსწორება.
სანამ ხმის ამოღებას მოვასწრებ, ლუთერი აკანკალებულ
ხელს გამოსწევს და ფოთოლს თითით ფრთხილად ეხება.
არაფერი ხდება.
– არა უშავს, ლუთერ, – ამბობს მისტერ კარვერი, – აჩვენე
მათ.
ბიჭი ისევ ცდის, თან ფოთოლს წარბშეკრული დაკვირვე-
ბით უყურებს. ამჯერად მცენარის ღეროს იქცევს პატარა მუჭ-
ში და ის მის შეხებაზე ნელა ჭკნება, შავდება და კვდება. სანამ
პირდაღებული მივჩერებივართ, მისტერ კარვერი თაროდან
ისევ რაღაცას იღებს და ბიჭს კალთაში უდებს. ეს ტყავის ხელ-
თათმანებია.
– კარგად მოუარეთ, – ამბობ ის. კბილს კბილზე აჭერს, ნა-
თელია, გულში რა ვარამიც უტრიალებს, – უნდა დამპირდეთ.
როგორც ყველა ნამდვილი მამაკაცი, არც ის კრთება, რო-
ცა ხელს ვართმევ.
– სიტყვას გაძლევთ, მისტერ კარვერ.
მხოლოდ მაშინ ვაძლევ საკუთარ თავს მარტო დარჩენის
უფლებას, როდესაც თავშესაფარში ვბრუნდებით. სხვათა შო-
რის, მას ახლა „ორმოს“ ვუწოდებთ. საკუთარ თავს ვარწმუ-
ნებ, რომ დამაჯერებელი ტყუილი ვთქვი. გარანტიას ვერავის
მივცემ, რომ ეს ბიჭი ან სხვა მისნაირები აუცილებლად გადა-

335 მკითხველთა ლიგა


ურჩებიან იმას, რაც მომავალში უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა,
ამის დიდი იმედი მაქვს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის საოცარი შესაძლებლობა
თავად სიკვდილია.
ჰიბრიდების ოჯახების გარდა, სხვებიც გარბიან. საგანგე-
ბო ზომების გამო ცხოვრება უფრო გაძნელდა და ბევრმა წი-
თელმა თავი ტყეებსა და სასაზღვრო რაიონებს შეაფარა.
ისეთ ადგილებს ეძებენ, სადაც მუშაობით სიკვდილის პირას
არ მიიყვანენ ან მცირე გადაცდომისთვის არ ჩამოახრჩობენ.
ხანდახან ჩვენი ბანაკიდან არცთუ შორს ჩაივლიან ხოლმე,
ჩრდილოეთით მიდიან, საზღვრისკენ, რომელიც უკვე გვიანი
შემოდგომის თოვლით დაიფარა. კილორნსა და ფარლის უნ-
დათ ლტოლვილებს დაეხმარონ, საჭმელი და მედიკამენტები
დაურიგონ, მაგრამ მე და კალი მათ ვედრებას ყურს არ ვათ-
ხოვებთ. ჩვენ შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს, მათ შორის,
ლტოლვილმა წითლებმაც, მიუხედავად იმისა, თუ რა ბედი
ელით. ისინი მანამდე ივლიან ჩრდილოეთისკენ, სანამ ტბე-
ბის ქვეყნების საზღვართან არ მივლენ. ზოგიერთი იქ დაბანა-
კებულ ლეგიონებს წააწყდება, ზოგს შეიძლება გაუმართლოს
და მათ ხელიდან დაუსხლტეს, მაგრამ ტყვიის მაგივრად ტუნ-
დრის სიცივე და შიმშილი შეიწირავს.
ჩემი დღეები ერთმანეთს ემსგავსება. მოხალისეების ძებ-
ნა, წვრთნა, მერე ყველაფერი თავიდან იწყება. ზამთარი გვი-
ახლოვდება და ერთადერთი, რაც იცვლება, ამინდია. როცა
გათენებამდე კარგა ხნით ადრე მეღვიძება, მიწა მთლად მო-
ყინულია. კალს თავად უწევს „ბლექრანის“ გათბობა და ყინუ-
ლით დაფარულ ბორბლებსა და ძრავებს ადნობს. მეტწილად
ჩვენთან ერთად დადის, თვითმფრინავით მივყავართ ჩვენ მი-
ერ ამორჩეულ ჰიბრიდთან. ზოგჯერ ფრენას მასწავლებლო-
336 მკითხველთა ლიგა
ბას ამჯობინებს და თავშესაფარში რჩება. ასეთ დროს პილო-
ტი ადაა და ამ საქმეში კალს ნამდვილად არ ჩამორჩება.
თვითმფრინავის მართვა ელვისებური სისწრაფით აითვისა.
საოცარია, მაგრამ ნორტას შესახებ ყველაფერი იცის, სადრე-
ნაჟო სისტემებით დაწყებული და მომარაგების მარშრუტებით
დამთავრებული. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ იტევს მისი
ტვინი ამხელა მოცულობის ინფორმაციას და თან ბევრი სხვა
რამისთვისაც რჩება ადგილი. ის ჩემთვის გამოცანაა, რო-
გორც ნებისმიერი ჰიბრიდი.
თითქმის ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებუ-
ლია. მათ ბევრად მეტი შეუძლიათ, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობ
ნებისმიერ ვერცხლისფერს. მათი უნარები ჩემს ფანტაზიასაც
აჭარბებს. ლუთერი ისევ სიფრთხილეს იჩენს და თავისი ნიჭის
გაკონტროლებას სწავლობს. ყვავილებისა და ნორჩი ხეების
ჩათვლით ყველაფერს ახმობს. კალი ფიქრობს, რომ მას თა-
ვისი უნარის გამოყენებით მკურნალობაც შეუძლია, მაგრამ
ჯერჯერობით ეს მხოლოდ თეორიაა. კიდევ ერთ ჰიბრიდს, მო-
ხუც ქალს, რომელსაც ყველა ნენის ეძახის, საკუთარი გარეგ-
ნობის შეცვლა შეუძლია. ერთხელ ყველას გული გაგვიხეთქა,
როცა ბანაკში დედოფალ ელარას მიმსგავსებულმა გაისეირ-
ნა. მისი ასაკის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ მალე მოხა-
ლისეების ასაყვანად გამოვიყენებთ. კალის ჩატარებულ
წვრთნებზე ერთ-ერთი საუკეთესოა და იარაღისა და დანის
ხმარებას სხვებთან ერთად სწავლობს. რა თქმა უნდა, ამ ყვე-
ლაფრის გამო ჩვენი ბანაკი ხმაურიანია და გარეშე თვალის
ყურადღებასაც მიიქცევდა, თუნდაც გრეითვუდსის სიღრმეში,
რომ არა ქალი, სახელად ფარა, ადასა და ნიქსის შემდეგ პირ-
ველი მოხალისე, რომელიც ჩვენს რიგებს შემოუერთდა. ის

337 მკითხველთა ლიგა


ტყვიების გამაყრუებელ ხმას შთანთქავს და ნებისმიერ გას-
როლას ახშობს, ამიტომ ველზე ჩამიჩუმი არ ისმის.
ჰიბრიდები თავიანთ შესაძლებლობებს და მათ მართვას
სწავლობენ, როგორც ერთ დროს მეც ვისწავლე და ნელ-
ნელა იმედი მეძლევა. კალს მასწავლებლობა კარგად გამოს-
დის, განსაკუთრებით ბავშვებთან. მათ არა აქვთ ის ცრურწმე-
ნები, რაც უფროს მოხალისეებს, ამიტომ საწვრთნელი გაკვე-
თილების დასრულების შემდეგაც კალს კუდში დასდევენ.
ამის შემხედვარე უფროსი ჰიბრიდებიც დევნილი პრინცის მი-
მართ უფრო კეთილგანწყობილი ხდებიან. ძნელია, გძულდეს
კალი მაშინ, როდესაც ბავშვები ებღაუჭებიან და კიდევ ერთი
გაკვეთილის ჩატარებას ეხვეწებიან. ნიქსიც აღარ ხვრეტს
თვალებით, მაგრამ წესიერად მაინც არ ელაპარაკება და სულ
უღრენს ხოლმე.
მე კალივით ნიჭიერი არა ვარ და დილისა და გვიანი ნაშუ-
ადღევის წვრთნები მაშინებს. ჩემს უხერხულობას იმას ვაბრა-
ლებ, რომ გადაღლილი ვარ, მოხალისეების ძებნას, სიაში
შემდეგი ჰიბრიდის საცხოვრებელ ადგილას წასვლას, მაგრამ
ნამდვილი მიზეზი გადაღლილობა კი არა, ის არის, რომ ცუდი
მასწავლებელი ვარ.
ყველაზე ინტენსიურად კეტასთან ვმუშაობ, ვისაც გარე
სამყაროზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ამით მი-
სი უნარი ჩემსას ჰგავს. არა, ის არც ელექტრობას გამოყოფს
და არც ბუნების სხვა ძალას აკონტროლებს. პირიქით, კი არ
ქმნის, ანადგურებს. როგორც ვერცხლისფერ გამანადგურებ-
ლებს, მასაც ნებისმიერი საგნის აფეთქება და კვამლისა და
ცეცხლის ღრუბლად ქცევა შეუძლია. მაგრამ ჩვეულებრივ გა-
მანადგურებლებს მხოლოდ იმ ნივთებზე შეუძლიათ ზემოქმე-

338 მკითხველთა ლიგა


დება, რომლებსაც ხელით შეეხებიან, აი, კეტას კი ასეთი შეზ-
ღუდვა არა აქვს.
ის მოთმინებით იცდის და უყურებს ქვას, რომელიც ხელში
მიჭირავს. ვცდილობ მისი დამანგრეველი მზერის წინაშე არ
მოვიკუნტო, რადგან ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია – მოს-
ვლიდან ერთ კვირაში ქაღალდების, ფოთლებისა და ტოტე-
ბის განადგურებიდან ქვებზე გადავიდა. როგორც ყველა სხვა
ჰიბრიდს, მასაც შანსი სჭირდებოდა, რომ საკუთარი შესაძ-
ლებლობები გამოევლინა, და როგორც კი ეძლევა, ჰიბრიდში
დამალული ძალა გალიიდან გამოშვებულ მხეცს ემსგავსება.
სხვები მის წვრთნაზე დასწრებას თავს არიდებენ და „ორ-
მოსთან“ მდებარე ველის მეორე ბოლოში მარტო გვტოვებენ.
მე კი კეტასთან უნდა ვიყო.
– კონტროლი, – ვეუბნები მას და ისიც თავს მიქნევს.
ნეტავ მეტის სწავლება შემეძლოს, მაგრამ, სამწუხაროდ,
ძალიან ცუდი მწვრთნელი ვარ. მე თვითონაც მხოლოდ ერ-
თთვიანი წვრთნა მაქვს გავლილი, ისიც ჯულიანის ხელმძღვა-
ნელობით, რომელიც პროფესიონალი მწვრთნელი არ ყოფი-
ლა. მეტიც, ჯულიანთან გავლილი წვრთნა ჩემთვის მეტად პი-
რადული რამაა და ამის ახსნა კეტასთვის ნამდვილად გამი-
ჭირდება.
– კონტროლი, – იმეორებს ის.
თვალებს ჭუტავს და ყურადღებას იკრებს. უცნაურია, მაგ-
რამ არაფრით გამორჩეული მუქი ყავისფერი თვალები აქვს,
არადა, მათში უდიდესი ძალა იმალება. კეტა ჩემსავით მდინა-
რისპირა სოფლიდანაა და შეიძლება ჩემს ბევრად უფროს
დად ან დეიდად ჩაითვალოს. მისი გარუჯული კანი და თმის
ნაცრისფერი წვერები ჩვენს მდაბიო წარმომავლობაზე

339 მკითხველთა ლიგა


მიუთითებს. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ის სკოლის მასწავ-
ლებელი ყოფილა.
როცა ქვას მთელი ძალით ვისვრი ჰაერში, მწვრთნელი
არვენი და მისი ვარჯიშები მახსენდება. ჩვენი უნარების გამო-
ყენებით სამიზნეებს ვესროდით, რითაც მიზანში სროლასა და
ყურადღების კონცენტრირებას გვაჩვევდა, ძვლების არენაზე
კი თავად გავხდი მისი სამიზნე. კინაღამ მომკლა, მაგრამ აი,
აქ ვარ და კეტას მისი მეთოდებით ვავარჯიშებ. ცუდი საქ-
ციელია, მაგრამ კარგი ეფექტი აქვს.
ქვა მტვრად იქცევა, თითქოს მის შიგნით პაწაწინა ბომბი
აფეთქდა. კეტა ტაშს უკრავს და მეც ვბაძავ. საინტერესოა,
იმავეს თუ გააკეთებს, როცა მისი შესაძლებლობის გამოცდის
დრო დადგება და ქვის მაგივრად ადამიანის აფეთქება
მოუწევს. ალბათ, აჯობებს კილორნს „ბოცვერი“ დავაჭერინო
და ეს საკითხი გავარკვიოთ.
მაგრამ კილორნს სულ უფრო იშვიათად ვხედავ. ბანაკის
ბინადართა დაპურება იკისრა და დროის უმეტეს ნაწილს ნა-
დირობასა და თევზაობაში ატარებს. მოხალისეების ძებნითა
და მათი წვრთნით დაკავებული რომ არ ვიყო, მოვთაფლავდი
და ისევ ბანაკში დავაბრუნებდი, მაგრამ ეგ კი არა, ძილის
დროც თითქმის არ მრჩება.
პირველი თოვლიც მოვიდა და ბანაკში უკვე ოცი ჰიბრიდი
ცხოვრობს. მათ შორის ხნიერი მოახლეებიც არიან და მოუს-
ვენარი ყმაწვილებიც. საბედნიეროდ, თავშესაფარი იმაზე დი-
დია, ვიდრე თავიდან მეგონა. ის ბორცვის სიღრმეში შედის,
სადაც გვირაბები და ოთახებია ჩარიგებული. ზოგიერთს პა-
ტარა ფანჯრები აქვს, მაგრამ დანარჩენები მთლად ჩაბნელე-
ბულია და როცა ჰიბრიდების წამოსაყვანად სადმე მივდი-
ვართ, იძულებული ვართ, უკანა გზაზე ხელს ფარნებიც გამო-
340 მკითხველთა ლიგა
ვაყოლოთ. თოვლმა რომ არემარე გადაათეთრა, იმ დროის-
თვის უკვე კარგად ვართ მოწყობილი და ადგილი სხვების-
თვისაც გვრჩება. კილორნისა და ფარას წყალობით, რომე-
ლიც დახელოვნებულ მონადირედ იქცევა ხოლმე, საჭმელი
თავზე საყრელად გვაქვს. მოხალისეების ყოველ ახალ ტალ-
ღას მარაგიც მოჰყვება, მათ შორის ზამთრის ტანსაცმელი,
ასანთი და ცოტაოდენი მარილიც. კრენსი და ფარლი დამნა-
შავეებთან თავიანთ კავშირებს იყენებენ იმის საშოვნელად,
რაც გვჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ისევ ქურდობა გვიწევს. ერ-
თი თვის განმავლობაში კარგად დამალულ და ეფექტიანად
მომუშავე კოლექტივად ვიქეცით.
მეივენმა ჯერჯერობით ვერ მოგვაგნო და ჩვენც მის მოქმე-
დებებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ამას აბრები და
გაზეთები გვიადვილებენ: მეფე დელფის ესტუმრა; მეფე
მეივენმა და ქალბატონმა ევანგელინმა ფორტ-ლანკასერის
გარნიზონი დაათვალიერეს; მეფედ კურთხევის შემდგომი
მოგზაურობა კინგის შტატში გრძელდება. სათაურები მის ად-
გილმდებარეობას გვატყობინებენ და ვიცით, რისი მაუწყებე-
ლია თითოეული მათგანი. ეს ნიშნავს დახოცილ ჰიბრიდებს
დელფიში, ლანკასერში და ყველგან, სადაც ის სტუმრობს. მი-
სი ეგრეთ წოდებული მეფედ კურთხევის შემდგომი მოგ-
ზაურობა მხოლოდ საფარველია გარეშე თვალისთვის, რომ-
ლის უკან უამრავი ადამიანის სიკვდილით დასჯა იმალება.
მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობებისა, ყველას გადარჩე-
ნას ვერ ვასწრებთ. თითოეულ ახალ ჰიბრიდზე, რომლებიც
თავშესაფარში მოგვყავს, ორი ჩამომხრჩვალი, „უგზო-
უკვლოდ დაკარგული“ თუ გზისპირა თხრილებში უსულოდ
ჩაყრილი ჰიბრიდი მოდის. ზოგ გვამს აშკარად ეტყობა, რომ
მაგნეტრონის მოკლულია, რკინის წვრილი ღეროებით არიან
341 მკითხველთა ლიგა
განგმირული ან მომხრჩვალი. ეჭვი არაა, ამას პტოლემუსი
აკეთებს, თუმცა შეიძლება ევანგელინიც იქვე იყოს, რომე-
ლიც ახალ მეფეს უმშვენებს გვერდს. მალე დედოფალი გახ-
დება და ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ მეივენი ახლოს
ჰყავდეს. ადრე მასზე საშინლად ვბრაზობდი, ახლა კი ეს მაგ-
ნეტრონი გოგონა მებრალება. მეივენი კალი არ არის და თუ
დასჭირდება, ევანგელინს მოკლავს კიდეც. როგორც დახო-
ცილი ჰიბრიდები, ისიც იმას შეეწირება, რომ მეივენის
ტყუილებმა იცოცხლონ და კვლავ დევნილებად დავრჩეთ.
იმის გამო მოკვდება, რომ მეივენი გამოთვლებში ცდება და
ჰგონია, გვამების სიმრავლე მასთან დამაბრუნებს.
მაგრამ მწარედ ცდება.

342 მკითხველთა ლიგა


თავი 19

სამი დღეა მხოლოდ მკვდარ ჰიბრიდებს ვპოულობთ. ამ


სამი საშინელი დღის შემდეგ ტემპლინში მივემგზავრებით.
მშვიდი ქალაქია, რომელიც დელფისკენ მიმავალ გზაზე მდე-
ბარეობს. აქ მეტწილად ვერცხლისფერთა ვეებერთელა მამუ-
ლებსა და მდინარის პირას აშენებულ წითლების უბადრუკ
სახლებს შეხვდებით. ბატონები და მსახურები. ტემპლინი
ჩვენთვის სახიფათოა – აქ არ არის დიდი ტყეები, გვირაბები
ან ხალხმრავალი ქუჩები, სადაც მიმალვას შევძლებთ.
ჩვეულებრივ, ქალაქში შესაპარავად შეიდს ვიყენებთ ხოლმე,
მაგრამ ის დღეს თან არ გვახლავს. გუშინ ფეხი გადაუბრუნდა
და ჯერ კიდევ მოუშუშებელი კუნთი გაუღიზიანდა, ამიტომ
თავშესაფარში დავტოვე. კალმაც მასწავლებლობა არჩია და
„ბლექრანის“ მართვა ადას გადაულოცა. ის ახლაც პილოტის
სავარძელში ზის და როგორც ყოველთვის, წიგნს კითხუ-
ლობს. ვცდილობ ფრთხილად ვიყო და ის გავაკეთო, რასაც
კალი იზამდა, მაგრამ უიმისოდ და შეიდის გარეშე თავს რო-
გორღაც უმწეოდ ვგრძნობ. ჰიბრიდის წამოსაყვანად მათ გა-
რეშე არასდროს წავსულვარ, ერთი მაინც ყოველთვის თან
მახლდა, ამიტომ ეს ჩემთვის გამოცდასავითაა. ყველას უნდა
დავანახვო, რომ მე მხოლოდ ბრძოლაში გამოსაყენებელი
იარაღი კი არა ვარ, არამედ ის, ვინც მათ გვერდით დადგება
და იბრძოლებს, როგორც ერთი რიგითი წითელი.
საბედნიეროდ, ამჯერად ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს
– ჰიბრიდი, სახელად ჰარიკი, რომელიც ორიენპრატისის კა-
რიერებიდან ორი კვირის წინ წამოვიყვანეთ. ეს მისი პირვე-

343 მკითხველთა ლიგა


ლი მისიაა და იმედია, პრობლემები არ შეგვექმნება. თაგვი-
ვით მოუსვენარია და სულ წრიალებს, ქვისმთლელის რკინის
კუნთები აქვს. მე და ფარლის შუაში გვიზის და ჩუმად ვადევ-
ნებთ თვალყურს, ვინ იცის, იქნებ გაქცევა მოინდომოს. ნიქსი
ჩემ წინ ზის, კრენსს ორთვალა მიჰყავს და ორივე გზას გაჰყუ-
რებს.
ჩვენი ორთვალა სხვებს მიჰყვება უკან. ვაჭრები და მუშები
სამუშაოდ ქალაქის ცენტრში მიდიან. კრენსი მაგრად უჭერს
ხელს მოპარული ცხენის სადავეებს. ესაა მოხუცი, ხალებიანი
ჯაგლაგი, რომელიც ცალი თვალით ბრმაა და ფლოქვიც და-
შავებული აქვს. მაგრამ მაინც წინ მიიწევს, ჩვენს ორთვალას
ეზიდება და ცდილობს სხვებს არ ჩამორჩეს. უკვე ქალაქიც გა-
მოჩნდა, მისი ღია კარიბჭის ორივე მხარეს ქვის ნატიფი სვე-
ტებია აღმართული. მათ შორის ჩემთვის კარგად ნაცნობი
საგვარეულოს ასევე კარგად ნაცნობი დროშა კიდია. წითელი
და ნარინჯისფერი ხაზები დილის მზის შუქზე ერთმანეთს ერ-
წყმის. ლეროლანების საგვარეულოს დროშაა, დელფის ოლ-
ქის მმართველი გამანადგურებლების. მახსენდება სამი გამა-
ნადგურებელი, ლეროლანები, რომლებიც მზის ციხე-
დარბაზზე თავდასხმისას დახოცეს. ბავშვების მამა, ბელიკო-
სი, ფარლისა და სხვა აჯანყებულების ტყვიებმა შეიწირა, მისი
ტყუპი ვაჟი კი, ჯერ ისევ ბავშვები, შემდეგ მომხდარი აფეთქე-
ბისას დაიღუპნენ. მათი უსიცოცხლო სახეების ფოტოებს
მთელ ნორტაში აკრავდნენ და ყველა გადაცემაში აჩვენებ-
დნენ, ვერცხლისფერთა პროპაგანდის იარაღად აქციეს: „ა-
ლისფერი მცველი“ ბავშვებსაც არ ინდობს! „ალისფერი მცვე-
ლი“ უნდა განადგურდეს!
ფარლის ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტავ თუ იცის, რას ნიშ-
ნავს ეს დროშა, მაგრამ ის გუშაგებს მისჩერებია. მათ ჰარი-
344 მკითხველთა ლიგა
კიც დაძაბული უყურებს და მთრთოლარე ხელებს მუშტავს.
გასამხნევებლად მკლავზე ვეხები.
– შენ შეძლებ ამას, – ვბუტბუტებ მე.
ოდნავ მიღიმის და მეც წელში ვსწორდები. მჯერა მისი შე-
საძლებლობების – სულ ვარჯიშობდა – მაგრამ მან საკუთარი
თავისა უნდა ირწმუნოს.
ნიქსი იძაბება და მაისურის ქვეშ კუნთები ებერება. ფარ-
ლის ნერვიულობა დიდად არ ეტყობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩექ-
მაში ჩამალული დანის ამოსაღებად ხელები ექავება, მე კი ჰა-
რიკის გამო შიშს არ ვიმჩნევ.
კარიბჭესთან მდგარი გუშაგები ყველა ქალაქში მიმავალს
ყურადღებით ათვალიერებენ. ბარგს ჩხრეკენ და სახეზე აკ-
ვირდებიან, პასპორტში ჩახედვით თავს არ იწუხებენ. ვერ-
ცხლისფერებს არ აინტერესებთ, რა წერია ქაღალდზე – მათ
ჩემი და ჩემიანების დაჭერა აქვთ დავალებული და არა შო-
რეული სოფლებიდან ჩამოსული გლეხების. მალე ჩვენი ორ-
თვალას ჯერიც მოდის და მხოლოდ ჰარიკის ზედა ტუჩზე გა-
მოჟონილი ოფლი ამხელს, რომ თავისი უნარის გამოყენებას
აპირებს.
კრენსი სადავეებს მოსწევს და გუშაგის ბრძანებისამებრ
ორთვალას აჩერებს, თან მის შემოხედვაზე პატივისცემის
ნიშნად თვალებს ხრის. როგორც მოსალოდნელი იყო, არ ღე-
ლავს. კრენსი არც ჰიბრიდია და არც ის იცის ვინმემ, რომ ჩვე-
ნი თანამებრძოლია. მეივენი მასზე არ ნადირობს. გუშაგი
ზურგს აქცევს, შეტრიალდება, ორთვალას შემოუვლის და
შიგნით იხედება. განძრევას კი არა, სუნთქვასაც ვერ ვბე-
დავთ. ჰარიკი ისეთი დახელოვნებული არ არის, რომ ხმა და-
ფაროს, მას მხოლოდ გამოსახულების გაქრობა შეუძლია. წა-
მით გუშაგი თვალებში შემომხედავს და მგონია, რომ ჰარიკმა
345 მკითხველთა ლიგა
გვიმტყუნა, მაგრამ ერთი საშინელი წამის შემდეგ იგი ზურგს
გვაქცევს და მიდის. ვერ დაგვინახა.
ჰარიკი სხვებისგან სრულიად გამორჩეული ჰიბრიდია. მას
ოპტიკური ილუზიებისა და მირაჟების შექმნა შეუძლია, რა
დროსაც ადამიანები იმას ხედავენ, რაც სინამდვილეში იქ არ
არის. მან გუშაგს მოაჩვენა, რომ ორთვალა ცარიელი იყო და
ამით უხილავად გვაქცია.
– ჰაერი გადაგაქვს, წითელო? – ზიზღით იღიმება გუშაგი.
– შიდა დელფისთვის ტვირთი უნდა წამოვიღოთ, – ადას
დარიგებისამებრ პასუხობს კრენსი. წუხელ სავაჭრო გზები
შეისწავლა, ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა და
ნორტას იმპორტ-ექსპორტის ექსპერტად იქცა, – დართული
მატყლი, სერ.
მაგრამ გუშაგი ზურგს გვაქცევს და მიდის, აღარაფერში ვა-
ინტერესებთ.
– გაიარეთ, – ამბობს და ხელთათმნიან ხელს იქნევს.
ორთვალა წრიალით მიდის და ჰარიკი ხელს მაგრად მი-
ჭერს. მეც ვუჭერ, ვანიშნებ, რომ არ უნდა მოდუნდეს და ილუ-
ზია მანამდე შეინარჩუნოს, სანამ კარიბჭეს არ გავივლით და
ქალაქში არ შევალთ.
– კიდევ ერთი წუთი, – ვჩურჩულებ მე, – ცოტაც გაუძელი.
ბაზარში შესვლამდე მთავარი ქუჩიდან გადავუხვევთ და
ნახევრად ცარიელი, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით მივდი-
ვართ, სადაც წითლების ღარიბული სახლები და მაღაზიებია
ჩარიგებული. სხვებმა იციან, რასაც ვეძებთ და აქეთ-იქით
აცეცებენ თვალებს, მე კი ჰარიკზე ვარ გადართული.
– თითქმის მივედით, – ვეუბნები მას, თან ვიმედოვნებ,
რომ მართლა ასეა. ერთ-ორ წუთში ძალა გამოელევა, ილუ-
ზია გაქრება და მთელი ქუჩა დაგვინახავს. აქ წითლები ცხოვ-
346 მკითხველთა ლიგა
რობენ, მაგრამ აუცილებლად შეატყობინებენ გუშაგებს ქვეყ-
ნის ყველაზე საშიში ძებნილებით სავსე ორთვალას შესახებ.
– მარცხნივ, – კუშტად ამბობს ნიქსი, კრენსიც ემორჩილე-
ბა და ორთვალა წითელფარდებიანი, ყავრიანი სახლისკენ
მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მზე ანათებს, ფანჯარაში ან-
თებული სანთელი მოჩანს. განთიადივით წითელი.
სახლის გვერდზე ხეივანია, რომელიც ორ მიტოვებულ
სახლს ესაზღვრება. არ ვიცი, სად არიან მისი ბინადრები, მაგ-
რამ, ალბათ, საგანგებო ზომებს გაექცნენ, ან გაქცევის მცდე-
ლობისთვის დასაჯეს სიკვდილით. დასამალავად ჩვენთვის ეს
სახლებიც საკმარისია.
– ჰარიკ, – ვეუბნები ჰიბრიდს და ჩვენი დამცავი ილუზია
ქრება, – ყოჩაღ, კარგად იმუშავე.
სწრაფად გადმოვდივართ ორთვალადან და წითელფარ-
დიანი სახლისკენ მივდივართ, თან სახურავის გადმონაშვერს
ვეფარებით. წინ ფარლი მიგვიძღვის და კარზე სამჯერ აკაკუ-
ნებს. კარი სწრაფად იღება. შიგნით მხოლოდ სიბნელე მო-
ჩანს. ფარლი უყოყმანოდ შედის და ჩვენც მივყვებით.
თვალები სწრაფად ეჩვევა სიბნელეს და მაშინვე ვამჩნევ,
როგორ ჰგავს აქაურობა ჩემს სოფლის სახლს. უბრალო,
არეულ-დარეული სახლია, ორი ოთახით, კოჟრებიანი ფიც-
რის იატაკითა და ჭუჭყიანი ფანჯრებით. ნათურები არ ანთია,
გატეხილია, ან გაყიდეს და იმ ფულით საჭმელი იყიდეს.
– კაპიტანო, – ამბობს ხმა. ხნიერი, ნაცრისფერთმიანი ქა-
ლი ფანჯარასთან მიდის და მბჟუტავ სანთელს აქრობს. მისი
სახე წლებს დაუღარავს, ხელები კი ნაიარევებს. მაჯის გარშე-
მო ნაცნობ ტატუს ვამჩნევ. ისეთივე წითელი ლენტია, როგო-
რიც მოხუც უილ უისტლს ეხატა.

347 მკითხველთა ლიგა


როგორც ჰარბორ-ბეიში, ფარლი ახლაც შუბლს იკრავს და
ქალს ხელს ართმევს.
– მე აღარ ვარ...
მაგრამ ქალი ხელს აუქნევს.
– პოლკოვნიკის და არა სარდლობის ბრძანების თანახ-
მად, შენ შესახებ მათ სხვა აზრი აქვთ.
სარდლობა. ის ინტერესს მამჩნევს და მოსალმების ნიშნად
თავს მიკრავს.
– მის ბაროუ, მე ელი უისტლი ვარ.
ცალ წარბს ვწევ.
– უისტლი? რამე კავშირი გაქვთ...
ელი დამთავრებას არ მაცდის და მაწყვეტინებს:
– დიდი ალბათობით, არა. უისტლი უმეტეს შემთხვევაში
მეტსახელია. ნიშნავს, რომ კონტრაბანდისტი ხარ. ნებისმიერ
შემთხვევაში, ჩვენისთანები ბევრს მაინც ვერაფერს ვცვლით.
მართალია. უილ უისტლის ძველი ფურგონი ყოველთვის
სავსე იყო მოპარული ნივთებით, ბევრი ჩემი მიტანილიც იყო.
– მეც „ალისფერი მცველის“ წევრი ვარ, – ამატებს ქალი.
ეს ისედაც ვიცოდი. უკვე ორი კვირაა, ფარლის მის ხალ-
ხთან კავშირი აქვს. ისინი პოლკოვნიკს არ ემორჩილებიან და
დაგვეხმარებიან, რომ ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს.
– ძალიან კარგი, – ვეუბნები მას, – აქ მარჩერების ოჯახის
გამო ვართ, ზუსტად რომ ვთქვა, მათი ოჯახის ორი წევრის გა-
მო. თუ მათი დაბადების დღეებით ვიმსჯელებთ, ტყუპია. თუ
შესაძლებელი იქნება, ერთი საათის განმავლობაში ქალაქი-
დან უნდა გავიყვანოთ.
ელი ყურადღებით, საქმიანად მისმენს. ის ოდნავ უკან
იხევს და თეძოსთან ჩამოკიდებულ პისტოლეტს ვკიდებ

348 მკითხველთა ლიგა


თვალს. ელი ფარლის გახედავს და როცა ის თავს დაუქნევს,
ისიც იმავეთი პასუხობს.
– შემიძლია თქვენი დახმარება.
– საჭმელსაც წავიღებთ, თუ გაქვთ, – ერთვება ფარლი, –
მაგრამ ზამთრის ტანსაცმელი ყველაფერს აჯობებს.
ელი კვლავ თავს უქნევს.
– ყველანაირად ვეცდებით, – ამბობს ის, – რაც შეგვიძ-
ლია, ყველაფერს უმოკლეს დროში შეგიგროვებთ. თუმცა შე-
იძლება თქვენი დახმარებაც გახდეს საჭირო.
– მე დაგეხმარებით, – სთავაზობს კრენსი. მისი ძალა ნამ-
დვილად გამოადგებათ.
ელის თავგამოდება მე და ფარლის საეჭვოდ გვეჩვენება.
როცა ქალი ზურგს გვაქცევს, ერთმანეთს მრავალმნიშვნე-
ლოვნად გადავხედავთ. ელი საქმეს შეუდგება და მთელ სახ-
ლში არსებულ საიდუმლო სამალავებს ერთიმეორის მიყო-
ლებით აღებს.
– გმადლობ დახმარებისთვის, – ეუბნება დაეჭვებული
ფარლი. მეც ყურადღებით ვაკვირდები ელის თითოეულ მოძ-
რაობას. მოხუცია, მაგრამ მეტისმეტად მოძრავი. საინტერე-
სოა, ამ სახლში, ჩვენ გარდა, სხვაც ხომ არ არის?!
– როგორც გითხარით, ბრძანებებს სარდლობისგან ვი-
ღებ. მათი მითითების თანახმად, რადაც უნდა დაგვიჯდეს,
ელვა-გოგონასა და კაპიტან ფარლის ყველანაირად უნდა და-
ვეხმაროთ, – ამბობს ისე, რომ ზედაც არ გვიყურებს.
სასიამოვნოდ გაკვირვებული წარბებს ვწევ.
– ამის შესახებ უნდა დავილაპარაკოთ, – გადავუჩურჩუ-
ლებ ფარლის. ისევ მაოცებს, როგორი ორგანიზებული და
ღრმად ფესვგადგმულია „ალისფერი მცველი“ .

349 მკითხველთა ლიგა


– მოგვიანებით, – მპასუხობს ის, – მარჩერების ოჯახზე
რაღას იტყვი? – ეკითხება მოხუცს.
სანამ ელი მისამართს უხსნის, ჰარიკსა და ნიქსთან მივდი-
ვარ. მართალია, ჰიბრიდების წამოსაყვანად ჰარიკი პირვე-
ლად გვახლავს, მაგრამ ნიქსს საკმაოდ გამოცდილად მიაჩ-
ნია და არცთუ უსაფუძვლოდ. ჰარიკი ბევრჯერ გამყოლია
მტრულ ტერიტორიაზე და ამის გამო მისი მადლობელი ვარ.
– მზად ხართ, ბიჭებო? – ვეკითხები მათ და გაშეშებულ
თითებს ვღუნავ. ჩვენი მისიების ვეტერანი ნიქსი მთელი ძა-
ლით ცდილობს უკმეხი და ამასთანავე, უზრუნველი გამომეტ-
ყველება შეინარჩუნოს, მაგრამ ჰარიკს თვალებში შიში
უელავს.
– ეს ისეთი ძნელი არ იქნება, როგორიც აქ ჩამოსვლა იყო.
უფრო ნაკლები ხალხის დამალვა მოგიწევს და გუშაგები ყუ-
რადღებას არც მოგაქცევენ. ყველაფერი კარგად იქნება.
– გმადლობ, მერ, – ის წელში იმართება, იჯგიმება და ჩემს
დასანახავად იღიმება. მეც ვუღიმი, იმის მიუხედავად, რომ ჩე-
მი სახელის წარმოთქმისას ხმა უკანკალებს. უმეტესობას ვერ
გადაუწყვეტია, როგორ მომმართოს – მერი, მის ბაროუ თუ
ელვა-გოგონა. ზოგიერთი „ქალბატონს“ მიწოდებს და ეს კი-
დევ უფრო უსიამოვნოა, ვიდრე ჩემი მეტსახელი. რაც უნდა
გავაკეთო, რამდენსაც უნდა ვეცადო, რომ ერთ-ერთი მათგა-
ნი ვიყო, მათთვის მაინც განსხვავებული ვარ. ან ლიდერი, ან
კეთროვანი, მაგრამ ყოველთვის უცხო. ყოველთვის განცალ-
კევებული.
კრენსი გარეთ ოთხთვალას ტვირთავს და არც გვიყურებს,
როცა ჰარიკის შემწეობით შეუმჩნეველი ვხდებით. ვერ-
ცხლისფერი აჩრდილებისგან განსხვავებით, ჰარიკს არა მარ-
ტო შუქის დათრგუნვა და სიბნელის შექმნა შეუძლია, ნებისმი-
350 მკითხველთა ლიგა
ერ ილუზიას იწვევს: ხის, ცხენის, სხვა ადამიანის... ქუჩაში გა-
სულებს ჩვეულებრივ, რიგით წითლებად გვაქცევს, ჭუჭყიანი
სახეებითა და კაპიუშონებით. სხვებისგან და არც ერთმანე-
თისგან არაფრით გამოვირჩევით. ჰარიკი მეუბნება, რომ ეს
უფრო უადვილდება, ვიდრე ჩვენი გაქრობა, თანაც რაკი ხალ-
ხში უნდა ვიაროთ, ჩვენთვისვე ასე აჯობებს. არავინ გაოცდე-
ბა იმით, სიცარიელეს შევეჯახეო.
ელის მითითებული მიმართულებით მივდივართ, წინ ფარ-
ლი მიგვიძღვის. ბაზრის მოედანს გადავკვეთთ, სადაც უამრა-
ვი გუშაგია, მაგრამ არავინ გვაჩერებს. სუსტი ქარი მიბერავს
და თვალებზე მოთეთრო ქერა თმა მეყრება. ლამის გამეცი-
ნოს, მე და ქერა თმა?
მარჩერების სახლი პატარაა, ნაჩქარევად აშენებული ფარ-
ღალალა მეორე სართულით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ
წამს თავზე დაგვენგრეს. სამაგიეროდ, სახლის უკან ლამაზი
ბაღია, სადაც მრავლადაა ერთმანეთში ჩახვეული ვაზი და
ხეები. ზაფხულში აქაურობა ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ბაღ-
ში შევდივართ და ვცდილობთ გამხმარ ფოთლებს ფეხი არ
დავადგათ.
– ახლა უხილავები ვართ, – ბუტბუტებს ჰარიკი. როცა მის-
კენ გავიხედავ, ვხვდები, რომ აღარ ჩანს. მეღიმება, მაგრამ
ჩემს ღიმილს ვერავინ ხედავს.
ვიღაც ჩემზე ადრე მიდის უკანა კართან და აკაკუნებს. პა-
სუხი არ არის, შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმის. შეიძლება სამუ-
შაოდ არიან წასული. ფარლი გაღიზიანებული იღრინება:
– დაველოდოთ?
მას ვერ ვხედავ, მაგრამ სუნთქვისას ჰაერის ქროლას ვამ-
ჩნევ, იქ, სადაც მისი სახე უნდა იყოს.

351 მკითხველთა ლიგა


– ჰარიკი მანქანა არ არის, – ვამბობ მის მაგივრად, – შიგ-
ნით დაველოდებით.
კარისკენ მივდივარ, ფარლის მხარს გავკრავ და საკეტის
წინ ვიმუხლებ. მარტივი საქმეა. ძილშიც კი გავაღებდი, დროს
არ წაგვართმევს. რამდენიმე წამში ნაცნობი, სასიამოვნო ჩხა-
კუნი მესმის.
ჭრიალა ანჯამებზე დაკიდებული კარი იღება და ვშეშდები
იმის მოლოდინში, თუ რა შეიძლება დაგვხვდეს შიგნით. რო-
გორც ელის სახლი, აქაურობაც ბნელი და ერთი შეხედვით
უკაცრიელია. ადგილიდან მაინც არ ვიძვრი და ვაყურადებ.
არავინ მოძრაობს და ვერც ელექტრობას ვგრძნობ. მარჩე-
რებს ან ელექტროქაღალდები გაუთავდათ, ან ელექტროდენი
საერთოდ არ არის შემოყვანილი. კმაყოფილი ვიყურები უკან
და ჩემიანებს თავით მოვიხმობ, მაგრამ ამაოდ. ისინი ვერ
გხედავენ, იდიოტო.
– შევედით, – ვჩურჩულებ მე და ფარლი უკან მომყვება.
როცა კარი იკეტება, ისევ ხილვადი ვხდებით. მისი შესაძ-
ლებლობებითა და ძალით კმაყოფილი ისევ ჰარიკს ვუღიმი,
მაგრამ სუნი მაშინვე მაშეშებს. დამდგარ ჰაერს ოდნავ მომჟა-
ვო სუნი დაჰკრავს. ხელის სწრაფი მოძრაობით სამზა-
რეულოს მაგიდიდან ნახევარი ინჩის სისქის მტვერს ვწმენდ.
– იქნებ გაიქცნენ. უკვე ბევრი გაიქცა, – სწრაფად გვთავა-
ზობს ნიქსი პასუხს.
ჩემს ყურადღებას რაღაც იქცევს, ძლივს შესამჩნევი ჩურ-
ჩული. ხმა კი არა, ბგერის უეცარი გაელვება იყო, ისეთი ჩუმი,
რომ ლამის გამომეპარა. ბუხართან დაგდებული კალათის
მხრიდან მომესმა, რომელსაც ზედ წითელი ჩვარი აფარია და
მეც მისკენ მივდივარ.

352 მკითხველთა ლიგა


– არ მომწონს ეს ამბავი. ელისთან უნდა გადავჯგუფდეთ.
ჰარიკ, მომდევნო ილუზიისთვის მოემზადე, – სწრაფად ამ-
ბობს ფარლი.
კალათთან ვიმუხლებ და შემთხვევით ბუხარს ვეხახუნები.
სუნი აშკარად კალათიდან მოდის, რადგან აქ უფრო
ძლიერად იგრძნობა... და ჩემი წინათგრძნობაც ძლიერდება.
ვიცი, ეს არ უნდა გავაკეთო. ვიცი, რასაც ვნახავ, არ მომეწო-
ნება. კარგად ვიცი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და კალათას
ჩვარს ვაცლი. წებოვან ქსოვილს ვქაჩავ და შიგნით ვიყურები.
წამის შემდეგ ვხვდები, რასაც ვუყურებ.
ბორძიკით ვიხევ უკან, სუნთქვა მეკვრის, ლამის ავყვირდე.
სახეს მაშინვე ცრემლები მისველებს. ფარლი პირველი გაჩ-
ნდება ჩემთან, ხელებს მხვევს, რათა არ წავიქცე.
– რა ხდება, მერ? რა...
უცებ სიტყვა უწყდება და ჩუმდება. იმას უყურებს, რასაც მე.
სხვებიც მას უყურებენ. ნიქსს ლამის გული აერიოს და მიკ-
ვირს, ჰარიკი გულწასული რომ არ ეცემა.
კალათში ბავშვი წევს, სულ რამდენიმე დღის იქნება.
მკვდარია. არა მშობლების დაუდევრობის, ან იმის გამო, რომ
მიატოვეს. ჩვარი მისი სისხლითაა შეღებილი. შეტყობინება
გულისამრევად ცხადია: მარჩერები ცოცხლები აღარ არიან.
სიკვდილისგან გაქვავებულ პაწაწინა ხელში ბავშვს პატა-
რა მოწყობილობა ჩაუბღუჯავს. სიგნალიზაცია.
– ჰარიკ, – ვბუტბუტებ ცრემლიანი, – დაგვმალე.
დაბნეული ჰარიკი პირს აღებს და სასოწარკვეთილი ფეხში
ჩავავლებ ხელს.
– დაგვმალე!
იხ ჩემ თვალწინ ქრება და სწორედ დროულად.

353 მკითხველთა ლიგა


ფანჯრებში გუშაგები ჩანან, ყველა კარიდან შემოცვივდნენ
და შაშხანამომარჯვებულები გაჰყვირიან:
– ალყაში ხართ! დაგვნებდით!
სულ ერთსა და იმავეს ღრიალებენ, თითქოს ამ სიტყვების
გამეორებით რამე შეიცვლება.
უხმოდ ვძვრები სამზარეულოს მაგიდის ქვეშ. იმედია,
სხვებს ჭკუა ეყოფათ და მომბაძავენ.
სახლში, სულ ცოტა, თორმეტი გუშაგია და აქეთ-იქით
დააბიჯებენ. ოთხი ზემოთ ადის, ერთი კი კალათთან ჩერდება.
თავისუფალი ხელი უტოკავს და ვხვდები, რომ ბავშვის გვამს
დაჰყურებს. ცოტა ხანში ბუხარში არწყევს.
– მშვიდად, მაიროს, – ეუბნება მეორე გუშაგი და გვერდზე
გაჰყავს, – საწყალი, – ამბობს ის, როცა ბავშვის ცხედარს ჩა-
უვლის, – ზემოთ ნახეთ რამე?
– ვერაფერი! – პასუხობს ის, ვინც ზემოდან ჩამოდის, –
ალბათ, სიგნალიზაციამ აურია.
– დარწმუნებული ხარ? რამე რომ შეგვეშალოს, გუბერნა-
ტორი ტყავს გაგვაძრობს.
– აქ ვინმეს ხედავთ, სერ?
ლამის გული გამისკდეს, როცა გუშაგი ზუსტად ჩემ წინ
ჩაიმუხლებს. მაგიდის ქვეშ მზერას მოატარებს. ფეხზე მცირე
შეხებას ვგრძნობ – ეს კიდევ სხვა გუშაგია. ვშეშდები და სუნ-
თქვას ვიკავებ.
– ვერა, აქ არავინაა, – ამბობს ბოლოს გუშაგი და ფეხზე
დგება, – ცრუსიგნალი იყო. პოსტებს დაუბრუნდით.
ისინი ისევე სწრაფად მიდიან, როგორც სახლში შემოცვივ-
დნენ, მაგრამ ამოსუნთქვას მაშინაც ვერ ვბედავ, როცა მათი
ფეხის ხმა კარგა ხნის მიმწყდარია. მერე ვოხრავ, მთლად

354 მკითხველთა ლიგა


ვკანკალებ, ჰარიკი ილუზიას აქრობს და ისევ ვხედავთ ერ-
თმანეთს.
– კარგია, – ამბობს ფარლი და მხარზე ხელს უთათუნებს
ჰარიკს, რომელიც ჩემსავით დამუნჯებულია და ასადგომად
დახმარება სჭირდება.
– შევძლებდი მათთან გამკლავებას, – ბურტყუნებს ნიქსი
და კიბის უკნიდან გამოდის. მოკლე ნაბიჯებით კვეთს ოთახს
და ხელს კარის მრგვალ სახელურს ადებს, – მაგრამ თუ დაბ-
რუნდებიან, მაინც არ მინდა აქ დავხვდეთ.
– მერ, – ფარლი მისთვის უჩვეულოდ ნაზად მეხება მკლავ-
ზე.
ვფხიზლდები და ვხვდები, რომ ისევ კალათს ვადგავარ
თავზე და ბავშვს დავყურებ. ჯულიანის სიაში ჩვილები არ ყო-
ფილან, სამ წელზე ქვემოთ არავინ იყო. ეს ბავშვი ჰიბრიდი
არ ყოფილა, თუ ჩვენს სიებს დავუჯერებთ, ან იმას, რომელიც
მეივენს შეიძლება აქვს. ბავშვი მხოლოდ იმიტომ მოკლეს,
რომ აქ ცხოვრობდა. არაფრის გამო გაწირეს.
ქურთუკს ვიხდი, ამ ბავშვს ასე არავითარ შემთხვევაში არ
დავტოვებ, რომ ზემოდან თავისივე სისხლში ამოსვრილი ჩვა-
რი ეფაროს.
– მერ, არ გინდა, მიხვდებიან, რომ აქ ვიყავით...
– მიხვდნენ.
ცხედარს ქურთუკს ვაფარებ და მთელი ძალით ვებრძვი
სურვილს, რომ მის გვერდით დავწვე და აღარასოდეს აღარ
ავდგე. თითებს ვუსვამ მის პატარა, ცივ მუშტს. მის თითებს
შორის რაღაც არის. წერილი. უსიტყვოდ, სწრაფად ვიდებ მას
ჯიბეში, სანამ ვინმე შეამჩნევს.

355 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ მაშინ ვბედავ მის წაკითხვას, როცა, ბოლოს და
ბოლოს, ადასა და „ბლექრანთან“ ვბრუნდებით. გუშინდელი
თარიღითაა. გუშინდლით. რა ცოტა დაგვაკლდა.

22 ოქტომბერი
უხეშად გამომდის, ვიცი, მაგრამ ეს აუცილებელია. უნდა
იცოდე, რას აკეთებ, რის გაკეთებას მაიძულებ ამ ხალხის-
თვის. თითოეული გვამი შეტყობინებაა შენთვის და ჩემი ძმის-
თვის. ჩამბარდით და შევჩერდები. დამნებდით და ისინი
იცოცხლებენ. მე სიტყვის კაცი ვარ.
მომავალ შეხვედრამდე
მეივენი

თავშესაფარში შეღამებულზე ვბრუნდებით. არც ჭამა შე-


მიძლია, არც ლაპარაკი და არც ძილი. სხვები ტემპლინში
მომხდარს ერთმანეთში განიხილავენ, მაგრამ ჩემთან
საუბარს ვერავინ ბედავს. ჩემი ძმა გამოლაპარაკებას ცდი-
ლობს, მაგრამ ზურგს ვაქცევ და ბუნკერის სიღრმეში შევდი-
ვარ. ჩემს ვიწრო სოროში ვიყუჟები, რომელსაც საძინებლად
ვიყენებ და საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ ახლა მარტო ყოფ-
ნა მჭირდება. სხვა დროს ეს განმარტოებული ოთახი ჭირივით
მეზიზღება. ახლა უფრო მძულს, მაგრამ დანარჩენებთან გას-
ვლა არ მინდა. ველოდები, როდის დაიძინებს ყველა და სახე-
ტიალოდ გავდივარ, თან საბანი მიმაქვს, მაგრამ ის ვერც სი-
ცივეს ერევა და ვერც ჩემს გაყინულ სულს ათბობს.
ჩემს თავს ვეუბნები, რომ მის ოთახში შემოდგომის სუსხის
გამო შევდივარ, და არა იმ სიცარიელის, ახლა რომ ვგრძნობ.
არა იმ ყინულოვანი უფსკრულის გამო, რომელიც ყოველი

356 მკითხველთა ლიგა


მარცხის შემდეგ სულ უფრო იზრდება. არა იმ წერილის გამო,
ჯიბეს რომ მწვავს.
მიწაში ამოთხრილ პატარა ღრმულში ცეცხლი ცეკვავს,
გარშემო ქვები უწყვია. ის უცნაურ შუქს ჰფენს გარშემო და
ვხედავ, მას არ სძინავს. თვალებში ალი მოუჩანს, მაგრამ არც
გაბრაზებულია და არც თავგზააბნეული. ცალი ხელით საბანს
იხდის, გვერდზე იწევა და ადგილს მითავისუფლებს.
– აქ სიცივეა, – ვეუბნები მე.
მგონი, მიხვდა, რასაც ვგულისხმობ.
– ფარლიმ მიამბო, – ბუტბუტებს ის, როცა გვერდით ვუჯ-
დები. წელზე ნაზად მხვევს თბილ ხელს, მხოლოდ და მხო-
ლოდ დასამშვიდებლად. მეორეს ზურგზე მადებს, ხელისგუ-
ლით ჩემს იარებს ეხება. მე შენთან ვარ, მანიშნებს.
მეივენის შემოთავაზებაზე მინდა დაველაპარაკო. მაგრამ
ამით რას მივაღწევ? ჩემსავით უარს იტყვის და ამით ერთად
დავიტანჯებით. მეივენის ნამდვილი მიზნის გაცხადება მას
მხოლოდ გულს ატკენს და მეივენს ამ სიამოვნებას ვერ მივა-
ნიჭებ. მან უკვე დამამარცხა, მაგრამ კალს ვერ დაამარცხებს.
როგორღაც ვიძინებ და არაფერი მესიზმრება.

357 მკითხველთა ლიგა


თავი 20

ამიერიდან მისი ოთახი ჩემიც ხდება. ეს ჩვენ შორის დადე-


ბული უსიტყვო შეთანხმებაა, რომელიც რაღაც ხელჩასაჭიდს
მაინც გვაძლევს. დაქანცულებს, ძილის გარდა, არაფრის თა-
ვი არა გვაქვს, თუმცა ვეჭვობ, კილორნი სხვანაირად ფიქ-
რობს. მე აღარ მელაპარაკება, კალს კი ზედ აღარ უყურებს.
იმასაც ვფიქრობ, უფრო დიდ საძინებელში ხომ არ გადავბარ-
გდე, სადაც ღამით ბავშვები ერთმანეთს ეჩურჩულებიან და
ნენი ყველას აჩუმებს. ასე უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს,
მაგრამ მე მათ მხოლოდ დავაფრთხობ, ამიტომ ისევ კალთან
ვრჩები, ის ერთადერთია, რომელსაც ჩემი არ ეშინია.
მართალია, ამას განზრახ, ჩემს გასაღვიძებლად არ აკე-
თებს, მაგრამ ყოველღამ მესმის, როგორ წრიალებს. მისი
კოშმარები ჩემსაზე საშინელია. ზუსტად ვიცი, რაც ესიზმრება.
ის წუთი, როდესაც მამამისის თავი მის მხრებს მოშორდა.
თავს ვიკატუნებ, ვითომ მეც მძინავს, რადგან ვიცი, არ უნდა
ასეთ მდგომარეობაში დავინახო, მაგრამ მის ცრემლებს ლო-
ყაზე ვგრძნობ. ზოგჯერ მგონია, რომ ისინი დამწვავენ, მაგრამ
ახალი იარები არ მიჩნდება, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, აშ-
კარად რომ ჩანან.
მიუხედავად იმისა, რომ ღამეებს ერთად ვატარებთ, მე და
კალი ბევრს არ ვლაპარაკობთ. ჩვენ-ჩვენი საქმის გარდა,
სხვა სალაპარაკო ბევრი არაფერი გვაქვს. არც პირველ წე-
რილზე ვუყვები და არც შემდგომ წერილებზე. მართალია,
მეივენი შორს არის, მაგრამ მაინც ახერხებს ჩვენ შორის ყოფ-
ნას. მას კალის თვალებში ვხედავ, მახინჯ არსებას, რომელიც

358 მკითხველთა ლიგა


თავისი ძმის თავში ბუდობს და შიგნიდან წამლავს. მეც იმავეს
მიკეთებს როგორც წერილებით, ისე მოგონებებით. არ ვიცი,
რატომ, მაგრამ ვერც ამ წერილებსა და ვერც მოგონებებს თა-
ვიდან ვერ ვიშორებ და მათ არსებობას არც სხვას ვუმხელ.
წესით, ყველა უნდა დავწვა, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
კორვიუმში ჰიბრიდის წამოსაყვანად რომ ვიყავით, კიდევ
ერთი წერილი ვიპოვე. ვიცოდით, რომ მეივენი იქ იქნებოდა,
რადგან დაფერფლილ ნაოხარში წასვლამდე ბოლო დიდ ქა-
ლაქში უნდა ჩამოსულიყო. გვეგონა, ჩავუსწრებდით და ბო-
ლოს მოვუღებდით, თუმცა მეფე უკვე წასული დაგვხვდა.

31 ოქტომბერი
ჩემი მეფედ კურთხევის ცერემონიაზე გელოდი. ვფიქრობ-
დი, რომ „ალისფერ მცველს“ მისი ჩაშლა მოუნდებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოკრძალებული გამოვიდა.
ჯერ კიდევ მამაჩემს ვგლოვობთ და დიდი ზეიმი უპატივცემუ-
ლობის გამოხატვად ჩაგვეთვლებოდა, თან კალიც არ დაგვი-
ჭერია, ის ჯერ კიდევ შენთან და ვიღაც ნაძირლებთან ერთად
თავისუფლად დასეირნობს. დედაჩემს თუ დავუჯერებთ, ზოგი-
ერთი ჯერ კიდევ მისი ერთგულია, მაგრამ ნუ ღელავ, მაგათაც
მოვუვლი. ტახტისთვის ბრძოლა არ გაიმართება და კალის
თავს არ წაგართმევს. თუ შეძლებ, ჩემ მაგივრად დაბადების
დღე მიულოცე და დაარწმუნე, რომ მისთვის ბოლო იქნება.
მაგრამ შენი დაბადების დღეც მოდის, ხომ ასეა? დარწმუ-
ნებული ვარ, მას ერთად გავატარებთ.
მომავალ შეხვედრამდე
მეივენი

359 მკითხველთა ლიგა


ყოველ სიტყვაზე მისი ხმა ჩამესმის, ის მელანს ბასრ დანა-
სავით ხმარობს. მუცლის გვრემა მიტყდება და მგონია, რომ
მთელ ვახშამს იატაკზე ამოვანთხევ. გულისრევის შეგრძნება
დიდხანს მაწვალებს, ლოგინიდან ვდგები და კუთხეში დადე-
ბულ ყუთთან მივდივარ, სადაც პირადი ნივთები მიწყვია. რო-
გორც სოფელში, ჩემს სამახსოვრო სამკაულებს აქაც ვმალავ
და მეივენის კიდევ ორი წერილი მათ ქვემოთ მაქვს ამოდებუ-
ლი.
ორივე ერთნაირად მთავრდება: მენატრები. მომავალ შეხ-
ვედრამდე.
თითქოს ყელზე ვიღაცის ხელები მეხვევა და დახრჩობას
მიპირებს. ყოველ სიტყვაზე სულ უფრო მიჭერს, თითქოს მე-
ლანი მგუდავს. წამით მეშინია, რომ ვეღარ ამოვისუნთქავ.
არა იმიტომ, რომ მეივენი არ მეშვება და ისევ მაწამებს, არა,
მიზეზი ბევრად საშინელია.
მეც ვიღაც მენატრება. ის ბიჭი, რომლადაც მეივენი მიმაჩ-
ნდა.
მისი დადებული დაღი მისი გახსენებისას მეწვის. საინტე-
რესოა, თვითონაც თუ გრძნობს იმავეს.
კალი ჩემ უკან წრიალებს, არა იმიტომ, რომ კოშმარი
ესიზმრება. უბრალოდ, გაღვიძების დროა. სასწრაფოდ ვმა-
ლავ წერილებს და ოთახიდან მანამ გავდივარ, სანამ თვა-
ლებს გაახელს. არ მინდა მის თვალებში სიბრალულის და-
ნახვა. ამას ვერ ავიტან.
– დაბადების დღეს გილოცავ, კალ, – ვჩურჩულებ ცარიელ
დერეფანში.
ქურთუკის წამოღება დამავიწყდა და როცა თავშესაფრი-
დან გავდივარ, ნოემბრის სუსხი მწარედ იკბინება. სანამ ინა-
თებს, ველი სიბნელეშია ჩაფლული და ტყე ბუნდოვნად მო-
360 მკითხველთა ლიგა
ჩანს. ადა მინავლულ ნაკვერცხლებთან, ჯირკზე ზის, მატყლის
საბნები და შარფი შემოუხვევია და კანკალებს. ბოლო მორი-
გეობას ყოველთვის ის ირჩევს, რადგან ყველაზე ადრე იღვი-
ძებს. მისი გადაჭარბებული სიჩქარით მომუშავე ტვინი სა-
შუალებას აძლევს ჩემი მიტანილი წიგნები იკითხოს და თან
ტყეზე თვალიც ეჭიროს. ხშირად, დილაობით, აღმოვაჩენთ,
რომ სანამ გავიღვიძებდით, ადას ახალი რაღაც უსწავლია.
მაგალითად, გასულ კვირას ტირაქსისელთა ენა ისწავლა, უც-
ნაური ხალხისა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთში ცხოვ-
რობს, ამასთანავე, ქირურგიის საფუძვლებიც შეისწავლა,
მაგრამ დღეს არც მოპარული წიგნი უჭირავს და მარტოც არ
არის.
ცეცხლთან გულხელდაკრეფილი კეტა დგას. ტუჩებს სწრა-
ფად ამოძრავებს, მაგრამ არ მესმის, რას ამბობს. კილორნი
ადას უზის გვერდით და ფეხები ლამის ნაკვერცხლებში წაუყ-
ვია. უჩუმრად ვუახლოვდები მათ და ვხედავ, კილორნი კეტას
ყურადღებით, წარბშეკრული უსმენს, თან ხელში ჯოხი უჭი-
რავს და ტალახში რაღაცას ხაზავს. ასოებს. ოკრობოკროს,
ულამაზოს, მარტივი სიტყვები გამოჰყავს: სახლი, გემი, იარა-
ღი. არც ბოლო სიტყვაა რთული: კილორნი. ამის შემხედვარე
კინაღამ ტირილს ვიწყებ, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები
იქნებოდა, რაც ჩემთვის უცნობია. ჩემში არსებული სიცა-
რიელე ოდნავ პატარავდება.
– ადვილი არ არის, მაგრამ კარგად გამოგდის, – ეუბნება
კეტა და ცალყბად იღიმება. მართლაც მასწავლებელია.
სანამ ახლოს მივალ, კილორნი მამჩნევს და საწერ ჯოხს
ტკაცუნით ამტვრევს. თავსაც არ მიქნევს, ისე დგება ჯირკიდან
და სანადირო ჩანთას ზურგზე იგდებს. თეძოსთან დანა

361 მკითხველთა ლიგა


უელავს, ისეთივე ბასრი და ცივი, როგორიც ხის ტოტებზე ჩა-
მოკიდებული ყინულის ლოლუები.
– კილორნ, რა მოხდა? – ეკითხება კეტა, მერე მე მომ-
კრავს თვალს და ჩემი დანახვა მის კითხვასაც სცემს პასუხს, –
გასაგებია.
– მაინც ნადირობის დროა, – პასუხობს ადა და კილორ-
ნისკენ ხელს იშვერს. მიუხედავად იმისა, რომ კანი ვარდის-
ფერი აქვს, თითის წვერები სიცივისგან გალურჯებია. კილორ-
ნი მის ხელს ირიდებს და ადა მხოლოდ გაყინულ ჰაერს ეხება.
მის შესაჩერებლად არაფერს ვაკეთებ. ამის ნაცვლად ოდ-
ნავ უკან ვიხევ და სივრცეს ვუთავისუფლებ, რომელიც ასე ძა-
ლიან სჭირდება. თავისი ახალი ქურთუკის კაპიუშონს იხუ-
რავს თავზე, რომელიც სახეს უფარავს და ხეების რიგისკენ
მიდის. ყავისფერი ტყავის ქურთუკია შალის სარჩულით, რო-
მელიც ტყეში დამალავს და გაათბობს კიდეც. ერთი კვირის
წინ ჰეივენში მოვიპარე. არ მეგონა, თუ კილორნი ჩემგან
ასეთ საჩუქარს მიიღებდა, მაგრამ სითბოს ფასი მანაც კარ-
გად იცის.
ჩემი მოსვლა ამ დილით მარტო მას არ აწუხებს. კეტა რო-
გორღაც დარცხვენილი მიყურებს.
– მთხოვა, მასწავლეო, – ამბობს და მობოდიშებასავით
გამოსდის. მერე გვერდს ამივლის და შედარებით თბილი და
კომფორტული თავშესაფრისკენ მიიწევს.
ადა გაჰყურებს და თაფლისფერი თვალები სევდიანად უბ-
რწყინავს. ჯირკს ხელს ადებს და მანიშნებს, დაჯექიო. გვერ-
დით რომ ვუჯდები, ერთ საბანს კალთაზე მიდებს და მერე
გარშემო მახვევს.
– აი, ასე, მის, – ჰარბორ-ბეიში მოახლედ მუშაობდა და
მიუხედავად ცოტა ხნის წინ მოპოვებული თავისუფლებისა,
362 მკითხველთა ლიგა
ძველი ჩვევები არ დავიწყებია. ისევ „მისს“ მიწოდებს, თუმცა
არაერთხელ ვთხოვე, ასე არ მოემართა, – მათ ცოტა გულის
გადაყოლება სჭირდებათ.
– კარგი საქმე დაუწყიათ. კილორნს ვერც ერთმა მასწავ-
ლებელმა ვერ ასწავლა ამდენი. კეტას აუცილებლად გადა-
ვუხდი მადლობას, როცა ვნახავ, – თუ ისევ არ გამექცევა, –
გულის გადაყოლება ყველას გვჭირდება, ადა.
ის თანხმობის ნიშნად ოხრავს. მსხვილ, მუქ ტუჩებს მწარე
ღიმილი უპობს. ვამჩნევ, როგორ აპარებს თვალს თავშესაფ-
რისკენ, სადაც ჩემი გულის მეორე ნახევარს სძინავს, მერე კი
ტყეს გახედავს, საითაც მეორე ნახევარი წავიდა.
– კრენსი ახლავს, მოგვიანებით ფარაც შეუერთდებათ.
ტყეში დათვებიც არ არიან, – ამატებს და ბნელ ჰორიზონტს
გაჰყურებს. დღის სინათლეზე, თუ ნისლი ხელს არ შეგვიშ-
ლის, აქედან შორეული მთების დანახვაც შეიძლება, – წელი-
წადის ამ დროს მშვიდად არიან, ზამთრის ძილს ეძლევიან.
დათვები. სოფელში თითო-ოროლა ირემი თუ დარბოდა,
რომ აღარაფერი ვთქვათ დათვებზე, ტყის ამ დიდებულ ბინად-
რებზე. ხეტყის საწყობები, ტყისმჭრელები და მდინარეზე გაც-
ხოველებული მოძრაობა ენოტზე დიდ ცხოველებს აფრთხობ-
და, მაგრამგ გრეითვუდსის ოლქი სავსეა გარეული ცხოველე-
ბით. აქ ბუდობენ ხარირმები უშველებელი რქებით, ცნობის-
მოყვარე მელიები, ხანდახან კი მინდვრებსა და ბორცვებზე
მგლის ყმუილი გაისმის. დათვისთვის ჯერ თვალი არ მომიკ-
რავს, მაგრამ კილორნმა და სხვა მონადირეებმა ნახეს რამ-
დენიმე კვირის წინ. ისინი მის კლანჭებში ჩავარდნისგან მხო-
ლოდ ხმის ჩახშობის ფარასეულმა უნარმა და კილორნის მახ-
ვილმა თვალმა გადაარჩინა.

363 მკითხველთა ლიგა


– დათვებზე ამდენი საიდან იცი? – ვეკითხები ადას, რათა
ჩუმად არ ვისხდეთ. ამას თავადაც ხვდება და მპასუხობს:
– გუბერნატორ რამბოსს ნადირობა უყვარს, – მპასუხობს
მხრების აჩეჩით, – მამული ქალაქგარეთ ჰქონდა და მისმა
ვაჟებმა იქაურობა უცნაური ცხოველებით გაავსეს, რათა გუ-
ბერნატორს მათზე ენადირა. ბევრი დათვი ჰყავდათ. ძალიან
ლამაზები, შავი ბეწვითა და ჭკვიანური მზერით. არაფერს
გავნებდნენ, თუ არ შეაწუხებდი. მათზე ჩვენი მეტყევე ზრუნავ-
და. პატარა რორს, გუბერნატორის ქალიშვილს, თავისთვის
პატარა ბელი უნდოდა, მაგრამ დათვები მანამდე დახოცეს,
სანამ გამრავლებას მოასწრებდნენ.
მახსოვს რორი რამბოსი. მძლავრხელიანი, რომელიც
თაგვს ჰგავდა, მაგრამ ხელებით ქვის მტვრად ქცევა შეეძლო.
დიდი ხნის წინ სადედოფლოების გამოცდაში მონაწილეობდა,
როცა მეც ადასავით მოახლე ვიყავი.
– არა მგონია, ნადირობა ერქვას იმას, რასაც გუბერნატო-
რი აკეთებდა, – განაგრძობს ადა და ხმაში სევდა ეპარება, –
ხაროში ყრიდა, სადაც მათ ებრძოდა და კისრებს უგრეხდა.
მისი ვაჟებიც ასე ვარჯიშობდნენ.
დათვები მძვინვარე, საზარელი მხეცები უნდა იყვნენ, მაგ-
რამ ადას სიტყვები სხვა რამეზე მეტყველებს. მისი გაყინული
მზერით ვხვდები, რომ ის ხარო თავადაც უნახავს და კარგად
ახსოვს, რა ხდებოდა შიგ.
– რა საშინელებაა.
– იცი, თქვენ მისი ერთ-ერთი ვაჟი მოკალით. რაიკერი ერ-
ქვა. ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თქვენს სიკვდილით და-
სასჯელად აირჩიეს.
მისი სახელის გაგება არასოდეს მნდომებია. არავისთვის
არაფერი მიკითხავს მათ შესახებ, ვინც ძვლების არენაზე
364 მკითხველთა ლიგა
დავხოცე და არც არავის არაფერი უთქვამს. რაიკერ რამბო-
სი, არენის ქვიშაზე ელექტრობით დახრუკული, მისგან მხო-
ლოდ დანახშირებული ცხედარი დარჩა.
– მაპატიეთ, მის. არ მინდოდა თქვენი წყენინება, – ადა
ისევ მშვიდ გამომეტყველებასა და მოახლედ აღზრდილი ქა-
ლის უნაკლო მანერებს იბრუნებს. წარმომიდგენია, მისი შე-
საძლებლობების მქონე ადამიანისთვის რა ძნელი იქნებოდა
ეყურებინა, მაგრამ ხმა არაფერზე ამოეღო. ვერც საკუთარ
უნარს გამოავლენდა და ვერც ვერავის დაუმტკიცებდა, რაც
შეუძლია. უფრო უარესი ის არის, რომ ჩემგან განსხვავებით
არასრულყოფილი გონება ფარად ვერ გამოადგებოდა. მან
ყველაფერი იცის, ყველაფერი ახსოვს, ყველაფერს გრძნობს
და ამან შეიძლება გაანადგუროს. ისიც ჩემსავით იძულებუ-
ლია, გარბოდეს.
– მე მხოლოდ ის მწყინს, ასე რომ მომმართავ. „მისს“ ვგუ-
ლისხმობ.
– რა ვქნა, ძველი ჩვევაა, – ამბობს და საბანში ხელს
ყოფს. ქაღალდის შრიალი მესმის და ველი, რომ გაზეთს
ამოიღებს, სადაც ისევ მეივენის მთელ ქვეყანაში მოგზაურო-
ბაზე წერენ, მაგრამ ის, რასაც მაჩვენებს, ოფიციალურ დოკუ-
მენტს უფრო ჰგავს, თუმცა კიდეები ოდნავ შეტრუსული აქვს.
ზედ ნორტას არმიის წითელი ხმალია გამოსახული.
– ეს შეიდმა აართვა გუშაგს კორვიუმში.
– იმას, მე რომ შევბრაწე, – თითს ვაყოლებ უხეშ, დამწვარ
ქაღალდს, რომელიც სადაცაა დაიშლება. უცნაურია, მისი
პატრონისგან განსხვავებით დაწვას გადარჩენია.
– ლეგიონების ჩასანაცვლებლად ემზადებიან, – ვბუტბუ-
ტებ და ბრძანებას ვკითხულობ.
ადა თავს მიქნევს.
365 მკითხველთა ლიგა
– იმ ცხრა ლეგიონს, რომლებიც ნაოხარის სანგრებს იცა-
ვენ, სხვა ათით ჩაანაცვლებენ.
ქარიშხლის ლეგიონი, ჩაქუჩის ლეგიონი, ხმლის ლე-
გიონი, ფარის ლეგიონი – აქ მათი რიცხოვნობაცაა ჩამოთ-
ვლილი. თითოეულში ხუთ-ხუთი ათასი წითელი ჯარისკაცია
და ხუთასი ვერცხლისფერი ოფიცერი. ნაოხარში გამგზავრე-
ბამდე კორვიუმში მოიყრიან თავს. ხაზზე მყოფი ჯარისკაცები
უნდა შეცვალონ. საშინელებაა, მაგრამ ჩემთვის დიდად საინ-
ტერესო ამბავი არ არის.
– კარგია, რომ კორვიუმი უკვე გადავამოწმეთ, – თავში
მხოლოდ ეს სიტყვები მომდის, – კიდევ კარგი, ხუთას ვერ-
ცხლისფერ ოფიცერსაც ავცდით.
მაგრამ ადა ნაზად მადებს ხელს მკლავზე, მისი გრძელი
თითების სიცივე სახელოშიც კი ატანს.
– ცხრა ლეგიონს ცვლიან ათით. რატომ?
– იქნებ შეტევაზე გადასვლას აპირებენ? – მაინც ვერ
ვხვდები, რა შუაშია ეს ჩემთან, – შეიძლება მეივენს უნდა ყვე-
ლას აჩვენოს, როგორი მეომარია, იქნებ ხალხს კალი
დაავიწყოს...
– არა მგონია. მოწინააღმდეგის სანგრებზე შეტევისათვის,
სულ ცოტა, თხუთმეტი ლეგიონია საჭირო, ხუთი სანგრების
დასაცავად, ათი კი შეტევაზე გადასასვლელად, – ის თვალებს
აქეთ-იქით აცეცებს, თითქოს გონებაში ბრძოლის ველს ხე-
დავს. გაკვირვებით ვწევ წარბებს. როგორც ვიცი, ტაქტიკის
სახელმძღვანელო არა გვაქვს, – პრინცი სამხედრო საქმეში
კარგად ერკვევა, – მიხსნის ის, – და კარგი მასწავლებელი-
ცაა.
– კალს თუ აჩვენე ეს დოკუმენტი?
მისი ყოყმანი პასუხია ჩემს კითხვაზე:
366 მკითხველთა ლიგა
– ვფიქრობ, ეს ბრძანება სხვა რამეს გულისხმობს: ცხრა
ლეგიონი სხვებს შეცვლის, მეათე კი დაიღუპება, – ამბობს
ადა და თვალებს ხრის.
ეს მეივენისთვისაც კი სიგიჟეა.
– რაღაც უაზრობაა. ხუთი ათასი ჯარისკაცის სიკვდილი
ხელს ვის უნდა აძლევდეს?
– მათ ლეგიონს ოფიციალურად ხანჯლის ლეგიონი ჰქვია,
– ადა დოკუმენტზე მითითებს, – ისიც სხვებივით ხუთი ათასი
წითელი ჯარისკაცისგან შედგება და პირდაპირ სანგრებისკენ
მიდის, მაგრამ გუბერნატორმა რამბოსმა მათ სხვა სახელი
უწოდა: პატარა ლეგიონი.
– პატარა... – უცებ გონება მინათდება. ისევ ტუკი მახსენ-
დება, ჰოსპიტალი, სადაც თავზე პოლკოვნიკი მადგა. კალის
გაცვლას აპირებდა იმ ხუთი ათასი ბავშვის სიცოცხლეში,
რომლებსაც ნაადრევი სიკვდილი ელოდათ, – ახალწვეულე-
ბი. ბავშვები.
– მათი ასაკი თხუთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე მერყეობს.
ხანჯლის ლეგიონი პირველია ბავშვების იმ ლეგიონებს შო-
რის, რომელიც მეფემ „ბრძოლისათვის მზადმყოფად“ მონათ-
ლა, – ადა დამცინავ სახეს იღებს, – ორთვიანი მომზადებაც
არ გაუვლიათ.
მახსენდება, როგორი ვიყავი თხუთმეტი წლისა. მართა-
ლია, უკვე ვქურდობდი, მაგრამ როგორც უჭკუო ღლაპს, ჩემს
მომავალზე ფიქრს გიზას წვალება მერჩივნა. მეგონა, გაწვე-
ვას როგორღაც გადავურჩებოდი. შაშხანები და ფერფლით
სავსე სანგრები ჯერ კიდევ არ მესიზმრებოდა.
– ყველა დაიხოცება.
მოღუშული ადა ჯირკზე უფრო მყუდროდ მოკალათდა.
– ვგონებ, მათი მიზანიც ეგ არის.
367 მკითხველთა ლიგა
ვიცი, რაც უნდა მას. ის, რაც სხვებსაც მოუნდებოდათ, ბავ-
შვების არმიის შესახებ მეივენის ბრძანებას თუ გაეცნობოდ-
ნენ. ნაოხარში გასაგზავნი ბავშვები საგანგებო ზომების შე-
დეგია. ასე სჯიან წითლებს „ალისფერი მცველის“ გამო. ისე-
თი გრძნობა მაქვს, თითქოს მე მივუსაჯე მათ სიკვდილი და
ეჭვი მაქვს, ამაში ბევრი დამეთანხმება. მალე ჩემს სინდისზე
უამრავი სისხლი იქნება და ამას ვერაფრით შევაჩერებ. ეს
უდანაშაულოთა სისხლია, ისეთივე, როგორიც ტემპლინში
მოკლული ბავშვისა.
– მათთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, – თვალებს
ვხრი, ადას მზერაში იმედგაცრუების დანახვა არ მინდა, –
ლეგიონებს ვერ შევებრძოლებით.
– მერ...
– შენ თვითონ თუ იცი, როგორ უნდა დავეხმაროთ? – გაბ-
რაზებული მკვახედ ვაწყვეტინებ და ისიც მორჩილად ჩუმდე-
ბა, – აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე?
– რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მის.
ასეთი მომართვა გულს მტკენს და მასაც ეს უნდოდა.
– მორიგეობაში ხელს აღარ შეგიშლი, – ვბუტბუტებ მე და
ჯირკიდან ვდგები, ბრძანება ისევ ხელში მიჭირავს. ნელა ვკე-
ცავ და ღრმად ვიტენი ჯიბეში.
თითოეული გვამი შეტყობინებაა შენთვის.
ჩამბარდით და შევჩერდები.
– რამდენიმე საათში პიტარუსში მივფრინავთ, – ადამ უკვე
იცის ჩვენი დღევანდელი გეგმის შესახებ, მაგრამ მაინც ვეუბ-
ნები, რათა რამე სათქმელი მქონდეს, – პილოტი კალი იქნე-
ბა, ამიტომ შეიდს ყველაფერი მიეცი, რაც დაგვჭირდება.
– გახსოვდეთ, – მპასუხობს ის, – მეფე ისევ დელფიშია,
თვითმფრინავით სულ ერთი საათის სავალზე.
368 მკითხველთა ლიგა
ამის გაგონებაზე დაღი მჩხვლეტს. მხოლოდ ერთი საათი
მაშორებს მეივენის მიერ ჩემთვის გამზადებული სატანჯვე-
ლისგან. იმ საშინელი მოწყობილობისგან, რომელმაც ჩემი
ძალა ჩემს წინააღმდეგვე გამოიყენა.
– დელფიშია? ისევ? – თავშესაფრიდან კალი გამოდის და
ჩვენკენ მოდის, ნამძინარევს თმა ასჩეჩვია, მაგრამ მზერა
სრულიად ფხიზელი აქვს, – რატომ?
– კორვიუმში აბრაზე განცხადება ვნახე, სადაც ეწერა, რომ
გუბერნატორ ლეროლანს ესტუმრა, – ამბობს კალის
მოულოდნელი ყურადღებით დაბნეული ადა, – რათა პირა-
დად მიესამძიმრებინა.
– ბელიკოსისა და მისი შვილების გამო.
ბელიკოსი მხოლოდ ერთხელ ვნახე, მის სიკვდილამდე
რამდენიმე წუთით ადრე, მაგრამ ის კეთილი ადამიანი ჩანდა.
მას და მის შვილებს ასეთი სიკვდილი არ დაუმსახურებიათ.
ამაში მეც ხომ დავიდე წილი.
მაგრამ კალი ეჭვით გვიყურებს, თვალებზე ამომავალი
მზის შუქი ეცემა.
– მეივენი ამაზე დროს არ დახარჯავდა, თუნდაც სხვის და-
სანახავად. ლეროლანები მისთვის არავინ არიან, დელფის
ჰიბრიდებიც უკვე ამოხოცა. ქალაქში არ დაბრუნდებოდა,
საამისოდ სერიოზული მიზეზი რომ არ ჰქონოდა.
– მაინც რა მიზეზი? – ვეკითხები მე.
პირს აღებს, თითქოს ჰგონია, სწორი პასუხი თავისით გახ-
მიანდება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს თავს გადააქნევს.
– ზუსტად არ ვიცი.
ეს სამხედრო მანევრი არ არის. ეს რაღაც სხვაა, რაც კა-
ლისთვისაც გაუგებარია. მას ბრძოლის ნიჭი აქვს და არა ინ-
ტრიგებისა. ამაში მეივენი და დედამისი არიან დახელოვნებუ-
369 მკითხველთა ლიგა
ლი და მათ მოედანზე სრულიად უმწეონი ვართ. მხოლოდ ის
შეგვიძლია, ჩვენი პირობებით თამაში ვაიძულოთ. ჩვენი
პლუსი ძალაა და არა გონება. მაგრამ მეტი ძალა გვჭირდება,
თან რაც შეიძლება სწრაფად.
– პიტარუსი, – ხმამაღლა და მტკიცედ ვამბობ მე, – და ნე-
ნის უთხარით, რომ ისიც ჩვენთან ერთად მოდის.
მოხუცი ქალი მას შემდეგ გვთავაზობს დახმარებას, რაც აქ
მოვიდა. კალსაც ჰგონია, რომ ის ამისთვის მზადაა. აი, ჰარი-
კი კი ტემპლინის შემდეგ არც ერთ ჰიბრიდთან აღარ წამოგ-
ვყოლია. მას არც ვადანაშაულებ.
კალის მითითება არ მჭირდება, ისედაც ვიცი, საიდან იწყე-
ბა რიფტის ოლქი. როცა კინგის შტატიდან გავდივართ და
პრინცის შტატი იწყება, მათ გამყოფ ხაზს ნათლად ვხედავთ.
„ბლექრანი“ რიფტული ხეობების თავზე მიფრინავს, თი-
თოეულ მათგანს მთების გრძელი რიგი ესაზღვრება. დასერი-
ლი მიწა ადამიანის ნახელავი გეგონებათ, ფრჩხილებით გაფ-
ხაჭნილს ჰგავს. ძალიან დიდი ხეობებია, ვერცხლისფერების-
თვისაც კი. აქაურობა ათასობით წლის წინ რაღაც ბევრად
ძლიერი და მომაკვდინებელი ძალის მოქმედების ნაყოფია.
შემოდგომა მიწასა და ტყეს მეწამულ ფერებად ღებავს. სამ-
ხრეთში ღრმად შევდივართ და მწვერვალებზე ალაგ-ალაგ
თოვლს ვხედავ, რომლებიც ამომავალ მზეს ემალებიან. რო-
გორც გრეითვუდსი, რიფტიც მეჩხრად დასახლებული ტყიანი
ადგილია, მაგრამ ამ ოლქის სიმდიდრე ფოლადი და რკინაა
და არა ხეტყე. მისი დედაქალაქი, პიტარუსი, ოლქში ერთა-
დერთი ქალაქი და მისი ინდუსტრიული ცენტრია. მდინარის
ერთ-ერთი ტოტის პირასაა აშენებული და ერთმანეთთან
აკავშირებს ფოლადსასხმელ ქარხნებსა და ფრონტს, ასევე
სამხრეთით მდებარე ქვანახშირით მდიდარ ქალაქებსა და
370 მკითხველთა ლიგა
დანარჩენ სამეფოს. რიფტს ოფიციალურად ლარისის საგვა-
რეულოს ქარის მბრძანებლები მართავენ, მაგრამ სამოსების
საგვარეულო წარმოშობით სწორედ აქედანაა. ისინი რკინის
საბადოებსა და ფოლადსასხმელ ქარხნებს ფლობენ, ამიტომ
სინამდვილეში რიფტსა და პიტარუსს ისინი აკონტროლებენ.
თუ გაგვიმართლებს, შეიძლება ევანგელინი სადმე ახლოს
იყოს და ყველაფრისთვის სამაგიეროს გადავუხდი.
პიტარუსთან ყველაზე ახლოს მყოფი რიფტული ხეობა
თხუთმეტი მილის მოშორებით მდებარეობს და თვითმფრინა-
ვის დასასმელად მოხერხებული ადგილია. აქ ყველაზე უს-
წორმასწორო ასაფრენ-დასაფრენი ზოლია და, ცოტა არ
იყოს, შეფიქრიანებული ვარ, მაგრამ კალი თვითმფრინავს
მარჯვედ მართავს და ოდნავი რყევით მშვიდობიანად ვეშვე-
ბით.
ფრენით კმაყოფილი ნენი ტაშს უკრავს და დანაოჭებულ
სახეზე ფართო ღიმილი ეფინება.
– ეს ყოველთვის ასეთი სახალისოა? – გვეკითხება ის.
მის წინ მჯდარი შეიდი იჭყანება. ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია
ფრენას და მთელი ძალით ცდილობს კალთაში არ ჩაარწყი-
ოს.
– ოთხ ჰიბრიდს ვეძებთ, – გაისმის „ბლექრანში“ ჩემი ხმა
და ღვედების ჩხაკუნს ფარავს. შეიდი უკეთაა და ფარლის
გვერდით მჯდარი მომჩერებია. აქვე არიან ნენი და ჰიბრიდი
გარეტ ბაუმენტი. ოთხი დღის განმავლობაში ეს მისი მესამე
მისიაა, რადგან კალმა გადაწყვიტა, რომ ყოფილი ცხენების
მხედნელი ძალიან გამოგვადგება. ადრე თვით ქალბატონ
არა ირალთან მუშაობდა და მის მამულსა და ვეებერთელა სა-
ჯინიბოს უვლიდა. არა ირალს სამეფო კარზე ყველა ჯიქს
ეძახდა, მბზინავი შავი თმისა და კატისებური მოქნილობის გა-
371 მკითხველთა ლიგა
მო. თუმცა გარეტი მათ არ ეთანხმება და არას აბრეშუმის ძუკ-
ნად მოიხსენიებს. საბედნიეროდ, ირალებთან მუშაობა იმაში
მაინც გამოადგა, რომ მოქნილი და ნავარჯიშებია, მის უნარ-
საც ვერავინ დაიწუნებს. როდესაც პირველად ვკითხე, რამე
განსაკუთრებულის გაკეთება თუ შეეძლო, ჭერზე აკრული აღ-
მოვჩნდი. გარეტს გრავიტაციის მართვა შეუძლია. ღია ცის
ქვეშ რომ ვმდგარიყავით, ალბათ, ღრუბლებში ამაფრენდა.
გარდა ხალხის ცისკენ ატყორცნისა, თავისი უნარი ფრენის
საშუალებასაც აძლევს.
– გარეტი ნენის ქალაქში ჩამოსვამს და ის უშიშროების
ცენტრში ბატონ გენერალ ლარისად გარდასახული შევა, –
ნენისკენ ვიყურები და ვხედავ, რომ მისი ნაცნობი სახის მა-
გივრად მასზე ოდნავ უფროს კაცს ვუყურებ. ის თავს მიქნევს
და თითებს ისე შლის, თითქოს არასოდეს გამოუყენებია. კარ-
გად ვიცი, რომ სინამდვილეში ეს ნენია, რომელმაც საჰაერო
ძალების ვერცხლისფერი მეთაურის სახე მიიღო, – ნენი პიტა-
რუსელი ოთხი და რიფტის ოლქში მცხოვრები კიდევ სხვა ჰიბ-
რიდების ამობეჭდილ მონაცემებს გამოიტანს. ჩვენ ფეხით
ვივლით და უკან შეიდი დაგვაბრუნებს.
როგორც ყოველთვის, სავარძლიდან პირველი ფარლი
დგება.
– წარმატებას გისურვებ, ნენ, – ამბობს და თითს გარეტის-
კენ იშვერს, – თუ ფრენა მოგეწონა, კიდევ უფრო მოგეწონე-
ბა, რასაც ეს აკეთებს.
– ეგ ღიმილი არ მომწონს, პატარა მის, – ამბობს ნენი ლა-
რისის ხმით. მართალია, მისი გარდასახვა აქამდეც მინახავს,
მაგრამ ამ უცნაურ სანახაობას ჯერ მაინც ვერ შევეჩვიე.
ნენის გვერდით მჯდარი გარეტი იცინის და მას ადგომაში
ეხმარება.
372 მკითხველთა ლიგა
– ბოლოს ჩემთან ერთად ფარლიმ იფრინა და როცა და-
ვეშვით, ჩექმა მთლად გამიოხრა.
– მსგავსი არაფერი მიქნია, – პასუხობს ფარლი, მაგრამ
სწრაფი ნაბიჯით გაივლის კაბინას, ალბათ, აწითლებული სა-
ხის დასამალავად. შეიდიც უკან მიჰყვება და ხელით სიცილის
შეკავებას ცდილობს. ის, რომ ფარლიმ ეს ამბავი დაგვიმალა,
ყველას გვახალისებს.
თვითმფრინავს ბოლოს მე და კალი ვტოვებთ, თუმცა საჭი-
რო არც არის, რომ დაველოდო. ის ჩვეულ საქმეს აკეთებს,
სახელურებს ატრიალებს და აქეთ-იქით სწევს ჩამრთველებს,
რომლებიც „ბლექრანის“ სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთის
თანამიმდევრობით თიშავენ. ვგრძნობ, რომ მექანიზმებს
ელექტრონული სიკვდილი ეუფლება და ბოლოს მხოლოდ
ძრავების ხმადაბალი ზუზუნიღა ისმის. სიჩუმეში გული ძალი-
ან სწრაფად მიცემს და რატომღაც თვითმფრინავიდან
დროულად არ ჩავდივარ. კალთან მარტო დარჩენა მაშინებს,
ყოველ შემთხვევაში, დღის სინათლეზე, მაგრამ როცა ღამდე-
ბა, მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა.
– კილორნს უნდა დაელაპარაკო.
მისი ხმა პანდუსთან მისულს მაშეშებს.
– არ მინდა მასთან ლაპარაკი.
რაც უფრო მიახლოვდება, სიცხე სულ უფრო იმატებს.
– საინტერესოა. არადა, როგორც წესი, კარგად იტყუები.
ვტრიალდები და მის მკერდს ვეჩეხები, ახალთახალ პი-
ლოტის კომბინეზონს, რომელიც პირველად გასულ თვეს ჩა-
იცვა, და უკვე ეტყობა, რომ ნახმარია. მიუხედავად იმისა, რომ
კალი მთელი ძალით ცდილობს გუშაგებთან ჩვენს დაპირის-
პირებაში არ ჩაერიოს, ბრძოლის კვალი ტანსაცმელზე მაინც
დაეტყო.
373 მკითხველთა ლიგა
– კილორნს შენზე უკეთ ვიცნობ და რაც უნდა ვუთხრა,
უგუნებობას ვერაფრით გავუქარწყლებ.
– იცი, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლას მთხოვს? – მას
მზერა უმკაცრდება, – ყოველ საღამოს ამას მიმეორებს.
თავშესაფარში გატარებულმა დრომ მომადუნა და ჩემს სა-
ხეზე ემოციების წაკითხვა ძალიან ადვილია. დარწმუნებული
ვარ კალი ჩემს დაბნეულობასაც ხედავს და ეჭვიანობის მცირე
ნიშნებსაც.
– ის შენ გელაპარაკება? შენ გამო მე არ მცემს ხმას და რა-
ტომ...
უცებ თითებს ნიკაპქვეშ ამომდებს და თავს ისე მიწევს,
რომ თვალი ვეღარ ავარიდო.
– ის ჩემზე კი არ ბრაზობს... იმიტომ, რომ ჩვენ... – და მერე
სიტყვას ასხვაფერებს, – ის პატივს გცემს შენ და შენს გადაწ-
ყვეტილებასაც.
– ეგ მეც მითხრა.
– მაგრამ შენ მისი არ გჯერა, – ჩემი დუმილი მისთვის საკ-
მარისია, – ვიცი, რატომ გგონია, რომ არავის არ უნდა ენდო,
დამიჯერე, ძალიან კარგად ვიცი. ამ ყველაფერს მარტო ვერ
გაუმკლავდები... და არ მითხრა, რომ მე გყავარ, რადგან
ორივემ ვიცით, რომ არც ამისი გჯერა.
მის ხმაში ისეთი ტკივილი მესმის, რომ ენა მივარდება. თი-
თები ოდნავ შესამჩნევად უთრთის.
ნელა ვარიდებ სახეს მის ხელს.
– ამის თქმას არც ვაპირებდი, – ნახევრად ესეც ტყუილია.
კალი ჩემს საკუთრებად არ მიმაჩნია და თავს მისი ნდობის
უფლებას ვერ მივცემ, მაგრამ მისგან ვერც შორს დავიჭერ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ვცდილობ, საბოლოოდ ისევ
მასთან ვბრუნდები.
374 მკითხველთა ლიგა
– ის ბავშვი არ არის, მერ, მისი დაცვა საჭირო აღარ არის.
საინტერესოა, კილორნი მთელი ამ დროის განმავლობაში
იმაზე ბრაზობდა, რომ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას
ვცდილობ? ამის გაფიქრებაზე ლამის გამეცინოს. როგორ ვბე-
დავ ამას? რატომ მინდა, რომ უსაფრთხოდ იყოს?
– მაშინ შემდეგზე წამოიყვანე. დაე, სამარე გაითხაროს, –
ვიცი, ესმის, როგორ მიკანკალებს ხმა, მაგრამ თავაზიანობის
გამო არაფერს იმჩნევს, – ისე, შენ როდის აქეთ ზრუნავ მას-
ზე?
ზურგს ვაქცევ და მისი პასუხი ძლივს მესმის:
– ამას მის გამო არ ვაკეთებ.
სხვები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე გვიცდიან. ფარლი ნე-
ნის გარეტის მკერდზე ამაგრებს და ამისათვის „ბლექრანის“
სავარძლის ღვედებს იყენებს, შეიდი კი გარეტს ფეხებზე დაჰ-
ყურებს. ისეთი დაძაბული გამომეტყველება აქვს, როგორც
ჩანს, ჩვენი საუბარი მთლიანად მოისმინა. როცა გვერდით
ჩავუვლით, არაფერს ამბობს, მაგრამ ანთებულ თვალებს გვა-
ყოლებს. მოგვიანებით ისიც მისაყვედურებს, მაგრამ არა ახ-
ლა. ყველამ პიტარუსზე უნდა ვიფიქროთ, იქნებ ამ მისიამაც
გაამართლოს.
– ხელები მომხვიე და თავი დახარე, – არიგებს გარეტი ნე-
ნის, რომელიც ჩვენ თვალწინ ზორბა გენერლიდან საკუთარი
თავის უფრო პატარა, გამხდარ ვერსიად გადაიქცა. ღვედებ-
საც ახალი გარეგნობის მიხედვით იკრავს.
– ასე უფრო მსუბუქი ვიქნები, – გვიხსნის და ხმადაბლა
ხითხითებს. რამდენიმე დაძაბული დღისა და უძილო ღამის
შემდეგ ამ სანახაობაზე გულიანად მეცინება. თავს ვერ ვიკა-
ვებ და პირზე ხელს ვიფარებ.
გარეტი მორცხვად უთათუნებს ხელს თავზე.
375 მკითხველთა ლიგა
– ყოველ ჯერზე გვაოცებ, ნენ. თვალები დახუჭე.
ნენი უარზეა.
– მთელი ცხოვრება თვალების დახუჭვა მიწევდა, – ამბობს
ის, – მეყოფა.
პატარაობისას, როცა ჩიტივით ფრენაზე ვოცნებობდი,
ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. გარეტი არც ფეხებს ხრის
და არც კუნთებს ძაბავს. მიწიდან სწრაფად კი არ აიჭრება, ხე-
ლებს ასაფრენი ზოლის პარალელურად შლის და ნელ-ნელა
ზემოთ მიიწევს. ვხვდები, რომ მის გარშემო გრავიტაცია სუს-
ტდება. ნენისთან ერთად სულ უფრო ზემოთ ადის, სიჩქარეს
უმატებს, სანამ ცაში წერტილად არ იქცევიან, მერე კი ეს წერ-
ტილი უახლოესი მთის თხემის მიღმა ქრება. ქვემოდან საშიში
თითქოს არაფერია, მაგრამ არა მგონია, ოდესმე პირადად
გამოცდა მომინდეს. თვითმფრინავით ფრენაც მყოფნის.
ფარლი პირველი სწყვეტს თვალს ჰორიზონტს და ჩვენს
საქმეს უბრუნდება. ჩვენ წინ აღმართულ ბორცვზე გვანიშ-
ნებს, რომელზეც მოწითალო-ოქროსფრად შეფოთლილი
ხეები აღმართულან.
– წავედით?
პასუხად წინ მივიწევ და სწრაფად მივდივარ, რათა ბორ-
ცვზე დროულად გადავიდეთ. რუკების დიდი კოლექციის თა-
ნახმად, სოფელი როზენი, სადაც სამთო მრეწველობა ყვავის,
ბორცვის მეორე მხარეზეა, ან ყოველ შემთხვევაში, ის ადგი-
ლი, რასაც ადრე როზენი ერქვა. სოფელი რამდენიმე წლის
წინ ქვანახშირის აალების გამო გაჩენილმა ხანძარმა გაანად-
გურა და წითლები და ვერცხლისფერები იძულებულნი გახ-
დნენ, ეს მეტად მნიშვნელოვანი მაღაროები მიეტოვებინათ.
ადას წიგნებს თუ დავუჯერებთ, იქაურობა ერთ ღამეში დაიცა-
ლა და დიდი ალბათობით, უდიდესი ხელუხლებელი მარაგი
376 მკითხველთა ლიგა
დაგვხვდება. ჯერჯერობით მხოლოდ გზად გავივლით და ვნა-
ხავთ, უკან წამოსვლისას რისი წამოღება შეგვიძლია.
პირველად ცხვირში ფერფლის სუნი მცემს. ის ქანობის და-
სავლეთით იგრძნობა და რაც ქვემოთ ჩავდივართ, სულ უფ-
რო ძლიერდება. მე, ფარლი და შეიდი ცხვირ-პირზე სასწრა-
ფოდ შარფებს ვიფარებთ, მაგრამ კალს კვამლის მძაფრი სუ-
ნი არ აწუხებს. რა გასაკვირია. პირიქით, ყურადღებით ყნო-
სავს მას.
– სადღაც მიწის სიღრმეში ისევ იწვის, – ჩურჩულებს და
ხეებს უყურებს. ბორცვის მეორე მხარისგან განსხვავებით, აქ
მუხები და თელები გამხმარა. ფოთლები თითქმის აღარ შერ-
ჩენიათ, განაცრისფრებულან და მათ დაკოჟრებულ ფესვებზე
სარეველაც არ ხარობს.
კალი რომ არ გვახლდეს, ჩაუქრობლად მოგიზგიზე მიწის-
ქვეშა ცეცხლის შემეშინდებოდა, მაგრამ მისთვის მაღა-
როების წითლად მოღაღანე ალიც კი არავითარ საფრთხეს
არ წარმოადგენს. რომ უნდოდეს, ცეცხლის ჩაქრობაც შეუძ-
ლია, ამიტომ მომაკვდავ ტყეში უხმოდ მივაბიჯებთ.
ბორცვის ფერდობი შახტებითაა მოფენილი. ყოველი მათ-
განი ნაჩქარევად აუჭედავთ ფიცრებით. ერთი შახტი ბოლავს,
დაბინდული ცისკენ კვამლის ნაცრისფერი ქულები მიზოზინე-
ბენ. ფარლის ერთი სული აქვს, აქაურობა კარგად დაათვა-
ლიეროს, მაგრამ სწრაფად მიდის წინ, მიდამოს უხმოდ, დაკ-
ვირვებით ათვალიერებს და ყურადღებას არ ადუნებს.
შეიდისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით მიაბიჯებს, რომე-
ლიც თვალს არ აცილებს. ჯულიანი და სარა მახსენდება, მო-
ცეკვავე წყვილი, იმ მუსიკის ჰანგებზე რომ ცეკვავენ, რომე-
ლიც მათ გარდა არავის ესმის.

377 მკითხველთა ლიგა


როზენი ყველაზე ნაცრისფერი ადგილია, რაც კი ოდესმე
მინახავს. ფერფლი მთელ სოფელს თოვლივით ადევს, ჰაერ-
ში ფიფქებივით დაფარფატებს და შენობებს წელამდე სიმაღ-
ლის ნამქრით ფარავს. იგი მზესაც კი აბნელებს და სოფელს
მუდმივ ბინდბუნდში ხვევს. გრეითაუნის ტექნების ჯურღმული
მახსენდება, მაგრამ ის საძაგელი ადგილი მაინც ცოცხლობ-
და, შავი გულივით ზანტად ფეთქავდა. ეს სოფელი დიდი ხნის
მკვდარია. ის შემთხვევითობამ შეიწირა – მაღაროში აალე-
ბულმა ნაპერწკალმა. მხოლოდ მთავარი ქუჩა გადარჩენილა,
უბადრუკი შარაგზა, სადაც ისევ დგას აგურისფასადიანი რამ-
დენიმე მაღაზია და ფიცრული სახლი. სხვა ყველაფერი დან-
გრეული ან დამწვარია. საინტერესოა, ადამიანის ძვლების
ფერფლი თუ ურევია იმ ფერფლში, რომელსაც ახლა ვისუნ-
თქავთ?
– ელექტრობაც არ არის, – ვერაფერს ვგრძნობ, ერთ სა-
ცოდავ ნათურასაც კი. ცოტა არ იყოს, გულზე მეშვება. როზენი
დიდი ხნის მიტოვებულია და აქ საფრთხე არ გველის, – ფან-
ჯრები შეამოწმეთ.
ჩემს მაგალითს მიჰყვებიან და ფანჯრის შუშებს უკვე ისე-
დაც ჭუჭყიანი სახელოებით წმენდენ. თვალებმოწკურული
ვიჭყიტები ყველაზე პატარა სახლში, რომელიც ჩამონგრეულ
საგუშაგოსა და ნახევრად დანგრეულ სკოლის შენობას შო-
რის შეჭეჭყილა. საკუჭნაოსოდენა ძლივს იქნება. როდესაც
სიბნელეს თვალს ვაჩვევ, ვხვდები, რომ უამრავ წიგნს ვხე-
დავ. ისინი ან გროვებად აწყვია, ან უწესრიგოდ მიმოყრილა
თაროებსა და გაჭვარტლულ იატაკზე. შუშაზე ცხვირმიჭყლე-
ტილი ვიღიმები, იმაზე ვფიქრობ, რა განძის ჩატანა შემიძლია
ადასთვის.

378 მკითხველთა ლიგა


მტვრევის ხმა მაკრთობს, ვტრიალდები და ვხედავ, რომ
ფანჯარასთან მდგარ ფარლის ხელში ხის ნაფოტი უჭირავს და
ფეხებთან შუშის ნამსხვრევები უყრია.
– მომწყვდეულან, – მიხსნის და მაღაზიაზე მანიშნებს.
წამის შემდეგ ჩამტვრეული ფანჯრიდან ყორნების გუნდი
გამოფრინდა. ფერფლიან ცაში ქრებიან, მაგრამ მათი ჩხავი-
ლი კარგა ხანს ისმის. იმ ბავშვის ხმა აქვთ, რომელსაც რაღაც
სტკივა.
– ჯანდაბა, – იგინება კალი და თავს აქნევს.
ფარლი მხრებს იჩეჩს და დამცინავად უყურებს.
– შეგაშინეთ, თქვენო უდიდებულესობავ?
კალი პასუხის გასაცემად აღებს პირს, თან ეღიმება, მაგ-
რამ ვიღაც ერთვება და სიტყვის თქმას არ აცდის. ამ ხმას ვერ
ვცნობ, იმ ადამიანისგან მოდის, ვინც არასოდეს მინახავს.
– ჯერ არა, დიანა ფარლი, – კაცი თითქოს ფერფლიდან
ამოიზარდა. მისი კანი, თმა და ტანსაცმელი ისეთივე ნაცრის-
ფერია, როგორიც ეს მკვდარი სოფელი, მაგრამ თვალები სა-
შინელ სისხლისფრად უელავს, – თუმცა ეს აუცილებლად
მოხდება. ამას ყველა გამოცდით.
კალი თავის ცეცხლს იხმობს, მე – ელვას, ფარლი კი ნაც-
რისფერ კაცს პისტოლეტს უშვერს, მაგრამ ის არ კრთება. პი-
რიქით, ნაბიჯს წინ დგამს და მეწამულ თვალებს მე მაპყრობს.
– მერ ბაროუ, – ოხრავს ის, თითქოს ჩემი სახელი დიდ
ტკივილს აყენებს. თვალები უწყლიანდება, – მგონია, რომ უკ-
ვე გიცნობ.
მისი დანახვით გაოგნებული ვართ და ადგილიდან არ ვიძ-
ვრით. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს მისი თვალების ან
გრძელი ნაცრისფერი თმის ბრალია. უცნაური გარეგნობა
აქვს, მაგრამ ამის გამო არა ვარ მიყინული ერთ ადგილს. რა-
379 მკითხველთა ლიგა
ღაც მოქმედებს ჩემზე, რომელიღაც გაუგებარი ინსტინქტი.
მართალია, უცნობი საკმაოდ ხნიერი ჩანს, რომელიც კალთან
ბრძოლას კი არა, ხელის მოქნევასაც ვერ შეძლებს, მაგრამ
მაინც მაშინებს.
– ვინ ხარ? – გაისმის ჩემი აკანკალებული ხმა ცარიელ
სოფელში.
ნაცრისფერი კაცი თავს გვერდზე ხრის და ყველას სათითა-
ოდ გვაკვირდება. ყოველ წამს სახე უფრო ეღრუბლება და
მგონია, სადაცაა ტირილს ამოუშვებს.
– პიტარუსელი ჰიბრიდები მკვდრები არიან. მეფეც იქ გე-
ლოდებათ.
სანამ კალი პირს გააღებს და კითხვას დასვამს, ნაცრისფე-
რი კაცი ხელს სწევს:
– ვიცი, იმიტომ, რომ თავად ვნახე, ტიბერიას. ისევე, რო-
გორც შენ დაგინახე.
– რას ნიშნავს, დაინახე? – უღრენს ფარლი და მისკენ
სწრაფად მიდის. ისევ სასროლად მომზადებული პისტოლეტი
აქვს მომარჯვებული, – გვითხარი!
– რა ფიცხი ხარ, დიანა, – ტუქსავს კაცი და საკვირველად
სწრაფი ნაბიჯით არიდებს მას თავს. გაოცებული ფარლი თვა-
ლებს აფახულებს და მის დასაჭერად ხელს იწვდის, მაგრამ ის
კვლავ ადვილად უძვრება ხელიდან.
– გეყოფა, ფარლი! – ამ ბრძანებით საკუთარ თავსაც კი
ვაოცებ. ფარლი დამცინავად მიყურებს, მაგრამ მემორჩილე-
ბა და უცნაურ კაცს ზურგიდან უვლის, – თქვენი სახელი, სერ?
ისევე უსიცოცხლოდ იღიმება, როგორი ფერის თმაც აქვს.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი სახელი თქვენს სიაში
არ არის. უცხოელი ვარ.

380 მკითხველთა ლიგა


სანამ ვკითხავ, საიდან იცის ჯულიანის სიის არსებობა, მის
ზურგს უკან მდგარი ფარლი მთელი სისწრაფით გაექანა კა-
ცისკენ. მართალია, ხმას არ იღებს და კაციც ვერ ხედავს, ჩვე-
ნი უცნაური სტუმარი მაინც ადვილად უსხლტება. ფარლი
ფერფლში პირქვე ეცემა და იგინება, მაგრამ ფეხზე არ დგება
და მოწინააღმდეგეს პისტოლეტს პირდაპირ გულში უშვერს.
– ამასაც აიცილებ? – უღრენს და ჩხაკუნით ხსნის დამ-
ცველს.
– არც მომიწევს, – პასუხობს ის უხალისო ღიმილით, –
ხომ ასეა, მის ბაროუ?
რა თქმა უნდა.
– ფარლი, დაანებე თავი, ისიც ჰიბრიდია.
– შენ... შენ მხედვარი ხარ... – ამბობს კალი და ფერფლით
დაფარულ ქუჩაში ფეხების ფრატუნით დგამს რამდენიმე ნა-
ბიჯს, – მომავალს ხედავ.
კაცი დამცინავად აუქნევს ხელს.
– მხედვარები მხოლოდ იმას ხედავენ, რასაც ეძებენ. მათი
მხედველობის არე ძალიან შეზღუდულია, – ის ისევ თავისი
სევდიანი, მეწამული მზერით გვბურღავს, – მე ყველაფერს
ვხედავ.

381 მკითხველთა ლიგა


თავი 21

ნაცრისფერმა კაცმა მხოლოდ მაშინ დაილაპარაკა, როცა


გადამწვარ ტავერნაში შევედით. დანახშირებულ მაგიდას შე-
მოვუსხედით თუ არა, თავს გვაცნობს. გასაკვირად მარტივი
სახელი ჰქვია: ჯონი. მის სიახლოვეს ყოფნა ყველაზე შემაშ-
ფოთებელი გრძნობაა, რაც კი ოდესმე გამომიცდია. ყოველ-
თვის, როცა სისხლისფერი თვალებით მიყურებს, მგონია,
რომ მისი მზერა კანში მატანს და პირდაპირ ჩემს გულს ხე-
დავს, მაგრამ ჩემი ფიქრების შესახებ კრინტსაც არ ვძრავ,
ფარლი კი, პირიქით, ენერგიულად გამოთქვამს უკმაყოფი-
ლებას. მისი კილო ღრენასა და ყვირილს შორის მერყეობს,
ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ამ ფერფლიდან ამოზრდილი
უცნობი კაცის ნდობა. ერთი-ორჯერ შეიდს მისი დამშვიდება
უწევს, გასაჩუმებლად ხელს მხარზე ადებს. ჯონი ამ ყველა-
ფერს მშვიდი ღიმილით უყურებს და მხოლოდ მაშინ იღებს
ხმას, როცა ფარლი, ბოლოს და ბოლოს, ჩუმდება.
– ოთხივეს კარგად გიცნობთ, ამიტომ ზედმეტი ფორმალო-
ბა საჭირო არ არის, – ამბობს და ხელს შეიდისკენ იშვერს. ჩე-
მი ძმა მოგუდულ ბგერას გამოსცემს და ოდნავ უკან იხევს, –
იმიტომ მოგაგენით, რომ ვიცოდი, სად იქნებოდით. ჩემი მოგ-
ზაურობის თქვენს გრაფიკთან შეთანხმება ადვილი საქმე
იყო, – ამატებს ჯონი და კალს გახედავს, რომელსაც სახეზე
ვერცხლისფერი ედება. მერე მე მიყურებს და ცოტა უფრო ნა-
ზად მიღიმის. კარგი შევსება იქნება, თუმცა, ცოტა არ იყოს,
ძრწოლის მომგვრელიც, – მის ბაროუ, თავშესაფარში თქვენ-
თან ერთად წამოსვლას არ ვგეგმავ.

382 მკითხველთა ლიგა


ახლა უკვე მე მივარდება ენა. სანამ იმდენად გამოვერკვე-
ვი, რომ რაიმე ვკითხო, ისევ წინასწარ მპასუხობს და მუცელ-
ში ცივი ჟრუანტელი მივლის:
– არა, შენი ფიქრების წაკითხვა არ შემიძლია, მაგრამ წი-
ნასწარ ვხედავ, რასაც იტყვი. ვიფიქრე, ასე დრო უფრო
დაიზოგება-მეთქი.
– ვერაფერს იტყვი, მაგარია, – კბილებში ცრის ფარლი. ის
ჩვენ შორის ერთადერთია, ვისაც ეს კაცი არ აკრთობს, – ბა-
რემ გვითხარი, რისთვის ხარ აქ და დაამთავრე. კარგი იქნე-
ბა, თუ იმასაც გვეტყვი, წინ რა გველის.
– ინსტინქტები კარგ სამსახურს გიწევს, დიანა, – პასუხობს
ჯონი და ნაცრისფერ თავს ხრის, – შენი მეგობრები, მაქცია და
მფრინავი, მალე დაბრუნდებიან. პიტარუსის უშიშროების ცენ-
ტრში წინააღმდეგობას გადააწყდნენ და ექიმის დახმარება
დასჭირდათ. თუმცა ისეთი არაფერი, რასაც დიანა თქვენს
თვითმფრინავში ვერ შეძლებს.
შეიდი სკამიდან ასადგომად იწევს, მაგრამ ჯონი ისევ
სვამს.
– მშვიდად, ჯერ ცოტაოდენი დრო კიდევ გაქვთ. მეფე მათ
გამოდევნებას არ აპირებს.
– რატომ? – წარბს სწევს ფარლი.
ჯონი წითელ თვალებს მანათებს და პასუხს ჩემგან ელის.
– ვერცხლისფერებისგან განსხვავებით, გარეტს ფრენა შე-
უძლია. მეივენს არ უნდა, ეს ვინმემ დაინახოს, თუნდაც მისმა
უერთგულესმა ჯარისკაცმაც კი, – ჩემ გვერდით მჯდარი კალი
თავს მიქნევს, რადგან თავის ძმას ჩემსავით კარგად (ან ცუ-
დად) იცნობს, – ჰიბრიდების არსებობა საჯაროდ უარყო და
ახლაც იმავე აზრზეა.

383 მკითხველთა ლიგა


– ეს მისი უამრავი შეცდომიდან ერთ-ერთია, – მეოცნებე
ხმით ამბობს ჩაფიქრებული ჯონი. ალბათ, მომავალში იყურე-
ბა, რომელიც დანარჩენებისთვის მიუწვდომელია, – მაგრამ
ამას მალე თავადაც მიხვდებით.
ველი, რომ ფარლი იქნება პირველი, ვინც ჯონის გამოცა-
ნებს დამცინავი შენიშვნით შეხვდება, მაგრამ მას შეიდი ას-
წრებს, წინ იხრება და ხელებს ისე ეყრდნობა, რომ კაცს ზემო-
დან დაჰყურებს.
– აქ იმისთვის მოხვედი, რომ საკუთარი შესაძლებლობე-
ბით თავი მოიწონო? ტყუილუბრალოდ გვახარჯვინებ დროს?
რა დასამალია და, მეც იგივე მაინტერესებს.
ნაცრისფერი კაცი წარბსაც არ იხრის, მიუხედავად იმისა,
რომ გაღიზიანებული შეიდი თავს ძლივს იკავებს.
– მართალი ხარ, შეიდ. კიდევ რამდენიმე მილიც და,
მეივენის მხედვარებიც დაგინახავდნენ. თუ მის დაგებულ მა-
ხეში გაბმა გერჩივნათ? ვაღიარებ, მე მოქმედებას ვხედავ და
არა ფიქრს. იქნებ გინდოდათ, რომ დაეჭირეთ და სიკვდილით
დაესაჯეთ? – ის ჩვენზე მზერას ჩამოატარებს, უცნაური, ხალი-
სიანი კილო აქვს. ტუჩის ცალი მხარე ეპრიხება და ასე ცალ-
ყბად გვიღიმის, – პიტარუსში ჩასვლას თქვენი სიკვდილი
მოჰყვებოდა, ან კიდევ უარესი.
კიდევ უარესი. მაგიდის ქვეშ კალი ხელს ხელზე მადებს,
თითქოს იგრძნო, რომ შიშისგან მუცლის გვრემა ამიტყდა.
მეც მაშინვე ჩავჭიდებ ხელს და თითებს ერთმანეთში ვხლარ-
თავთ. კითხვაც არ მინდა, სიკვდილზე უარეს რა სატანჯველს
გვიმზადებდა მეივენი.
– გმადლობ, რომ გადაგვარჩინე, ჯონ, – ვეუბნები შიშის-
გან აკანკალებული ხმით.

384 მკითხველთა ლიგა


– არავინ გადაგირჩენია, – უცებ ამბობს კალი და ხელს
უფრო მაგრად მიჭერს, – ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას
შეეძლო იმ მომავლის შეცვლა, შენ რომ დაინახე... ტყეში გა-
დადგმულ ერთ არასწორ ნაბიჯს ან ჩიტის ფრთების ფრთხი-
ალს. ვიცი, როგორ ხედავენ თქვენისთანები და ისიც ვიცი, რა
მცდარი შეიძლება იყოს მათი წინასწარმეტყველებები.
ჯონი უფრო ფართოდ იღიმება. კალს ეს ძალიან აღი-
ზიანებს, იმაზე მეტადაც, ვიდრე თავისი ნათლობის სახელი.
– მე ნებისმიერ ვერცხლისფერ მხედვარზე უფრო შორს და
ნათლად ვხედავ. მომისმენ თუ არა, არჩევანი შენზეა. თუმცა
მაინც დამიჯერებ, – ამატებს ის, – დაახლოებით მაშინ, როცა
ციხეში ჩაგსვამენ. ჯულიან ჯეიკოსი ხომ თქვენი მეგობარია?
ახლა უკვე ორივეს გვიკანკალებს ხელები.
– კი, ასეა, – ვბუტბუტებ მე, თვალებგაფართოებული და
იმედმოცემული, – ცოცხალია, ხომ?
ჯონი თვალს მარიდებს, რაღაცას გაუგებრად ლუღლუღებს
და დროდადრო თავს იქნევს. მაგიდაზე დადებულ ხელს
კრუნჩხავს, თითებს ისე სწევს წინ და უკან, როგორც ფოცხს
უსვამენ დამუშავებულ მიწას. რაღაცას ხედავს, მაგრამ რას?
– დიახ, ცოცხალია, მაგრამ სიკვდილი აქვს მისჯილი, რო-
გორც... – ის ჩუმდება და ფიქრობს, – სარა სკონოსს.
შემდეგ უცნაური რამ ხდება: ჯონი ყველა შეკითხვას მანამ-
დე პასუხობს, სანამ მათ დასმას მოვასწრებთ:
– მეივენი მათი სიკვდილით დასჯის საჯაროდ გამოცხადე-
ბას გეგმავს და მერე მახეს დაგიგებთ. პატიმრები კოროსის
ციხეში ჰყავთ. იქაურობა არ მიუტოვებიათ, ტიბერიას, ვერ-
ცხლისფერების საპყრობილედ გადააკეთეს. კედლებში ჩუმი
ქვები ჩააყოლეს და ალმას-შუშითაც გაამაგრეს, გუშაგებად
სამხედროები დაუყენეს. არა, ეს ყველაფერი მარტო ჯუ-
385 მკითხველთა ლიგა
ლიანისა და სარას გამო არ გაუკეთებიათ. ციხეში სხვა დისი-
დენტებიც სხედან, რომლებიც ახალ მეფეს ეწინააღმდეგე-
ბოდნენ ან დედამისს დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებით
ირალები და ლეროლანები აქტიურობდნენ. ჰიბრიდი ტუსა-
ღებიც ვერცხლისფერებზე არანაკლებ პრობლემას ქმნიან.
– ჰიბრიდები? – აღმომხდება მე და ჯონს სიტყვას ვაწყვე-
ტინებ, მაგრამ იგი ისევ ლაპარაკობს:
– ისინი, ვისაც ვერ მიაგენით და მკვდრებად ჩათვალეთ.
გამოსაკვლევად, მათზე დასაკვირვებლად წაიყვანეს, მაგრამ
ბატონმა ჯეიკოსმა მათ შესწავლაზე უარი განაცხადა, მას შემ-
დეგაც კი, რაც მისი... გადარწმუნება სცადეს.
ისევ მუცელი მგვრემს. გადარწმუნებაში მხოლოდ და მხო-
ლოდ წამება უნდა იგულისხმებოდეს.
– ტკივილზე უარესი რამეც არსებობს, მის ბაროუ, – რბი-
ლად ამბობს ჯონი, – ახლა ჰიბრიდები დედოფალ ილარას
მოწყალების იმედად არიან. ის ყველა მათგანის გამოყენებას
გეგმავს, – ჯონი კალს უყურებს, რომელიც მისი სიტყვების სა-
შინელ მნიშვნელობას კარგად ხვდება, – თუ საკმარისი დრო
ექნებათ, მათ ელარა და მეივენი გააკონტროლებენ და მათი-
ვე თანამოძმეების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებენ. ეს
ბნელი, წყვდიადით მოცული გზაა და ასეთი რამ ყოვლად და-
უშვებელია, – დამტყდარ, ჭუჭყიან ფრჩხილებს მაგიდაში
ასობს და გაშავებულ ხეზე ღრმა კვალს ტოვებს, – ეს არავი-
თარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ.
– რა მოხდება, თუ ჯულიანსა და სხვებს გავათავისუფ-
ლებთ? – ვეკითხები მე და სკამიდან წინ ვიხრები, – ამის და-
ნახვა თუ შეგიძლია?
ვერ ვხვდები, მატყუებს თუ არა:

386 მკითხველთა ლიგა


– არა, არ შემიძლია. მხოლოდ ამწამს არსებულ გზას ვხე-
დავ და იმას, თუ სად მიგვიყვანს. მაგალითად, ახლა ვხედავ,
რომ პიტარუსში დაგებულ ხაფანგს გადაურჩები, მაგრამ ოთ-
ხი დღის შემდეგ დაიღუპები. კოროსზე თავდასხმას ძალიან
დააგვიანებთ. მოიცა... სანამ ამას გეუბნებოდით, რაღაც შეიც-
ვალა, – ისევ უცნაურად, სევდიანად იღიმება, – ჰმმმ...
– რა სისულელეა, – ამბობს კალი და ხელს მიშვებს. ფეხზე
ნელა დგება და საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავს, –
მსგავს პროგნოზებს ადამიანები ჭკუიდან გადაჰყავს, ბუნდო-
ვანი მომავლის განჭვრეტა მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
– შენი სიტყვებისა და ფოკუსების გარდა, არავითარი და-
მამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია, – ერთვება ფარლი. ამ
ერთხელ მაინც კალის მხარეზეა და ამით ორივე გაკვირვებუ-
ლი ჩანს. მერე სკამს ბრაზით ჰკრავს ფეხს.
ფოკუსები. იმის ცოდნას, თუ რას ვიტყვით, და ფარლის
თავდასხმების წინასწარ გაშიფვრას ფოკუსს ვერ დავარქმევ.
მაგრამ უფრო ადვილია იმის დაჯერება, რომ რასაც ჯონი აკე-
თებს, შეუძლებელია. ამიტომ სჯერა ყველას მეივენის
ტყუილების ჩემსა და სხვა ჰიბრიდების შესახებ. ჩემი ძალა
თავიანთი თვალით ნახეს, მაგრამ მაინც იმის დაჯერება არჩი-
ეს, რისი გაგებაც შეეძლოთ. ამ სისულელისთვის სამაგიეროს
გადავუხდი, მაგრამ მათ შეცდომას არ გავიმეორებ. არის ჯონ-
ში რაღაც შემაშფოთებელი, მაგრამ ინსტინქტი მეუბნება, რომ
მას კი არა, მის ხილვებს უნდა ვენდო. სიმართლეს ამბობს,
თუმცა მიზეზი, რის გამოც ამ ყველაფერს გვეუბნება, შეიძლე-
ბა მთლად უანგაროც არ არის.
გამაღიზიანებელი ღიმილი უქრება და გაბრაზებულ სახეს
იღებს, რაც მის სიფიცხეზე მეტყველებს.

387 მკითხველთა ლიგა


– სისხლიან გვირგვინს ვხედავ, ქარიშხალს ჭექა-ქუხილის
გარეშე... და სიბნელეს, რომელიც ცეცხლს ჯაბნის, – კალს
ხელი უთრთის, – ვხედავ, როგორ ტბორავენ ტბები ხმელეთს
და წყალი ადამიანებს ყლაპავს. კაცს ვხედავ ცალი წითელი
თვალითა და ლურჯი პალტოთი, მისი პისტოლეტი ბოლავს...
ფარლი მაგიდას მუშტს ურტყამს.
– საკმარისია!
– მე მჯერა მისი, – უცნაურია, მაგრამ ასეა.
ჩემს მეგობრებსაც ვერ ვენდობი და ამწამს ვიღაც წყეულ
უცნობს დავუჭირე მხარი. კალი ისე მიყურებს, თითქოს ტანზე
მეორე თავი ამომეზარდა, სახეზე ის კითხვა აწერია, რომლის
თქმასაც ვერ ბედავს. მხრებს ვიჩეჩ და ჯონის წითელ მზერას
თვალს ვარიდებ. თვალებს დააცოცებს ჩემზე, ელვა-გოგონას
ყურადღებით სწავლობს. პირველად ვნატრობ, აბჯარი მეც-
ვას, რათა მართლა იმ მეთაურს ვგავდე, რომლადაც სხვებს
თავს ვაჩვენებ, მაგრამ გაცვეთილ სვიტერში გამოწყობილი
ვკანკალებ და იარების დამალვას ვცდილობ. კიდევ კარგი,
ჩემს დაღს ვერ ხედავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მისი
არსებობა ისედაც იცის.
გამხნევდი, მერ ბაროუ. თავს ძალას ვატან, თავს მაღლა
ვწევ, სკამზე მჯდარი ვტრიალდები და სხვებს ზურგს ვაქცევ.
ჯონი იღიმება.
– სად არის კოროსის ციხე?
– მერ...
– შეგიძლიათ გზაში გადმომსვათ, – ვეუბნები ჯიქურ კალს
და სულაც არ მენაღვლება, თუ მკვახედ გამომდის, – არ და-
ვუშვებ, ელარამ თოჯინებივით მართოს, ჯულიანსა და სარას
მეორედ არ მივატოვებ.

388 მკითხველთა ლიგა


ჯონის ისედაც დაღარული სახე კიდევ უფრო უნაოჭდება.
როგორც ჩანს, ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი. იმაზე
ახალგაზრდაა, მე რომ მეგონა, ასაკს ნაოჭები და ნაცრისფე-
რი თმა უმატებს. რამდენი რამ უნდა გადაეტანა, რომ გარეგ-
ნობა ასე შესცვლოდა? ალბათ, ძალიან ბევრი რამ, კარგიც და
ცუდიც. სიკვდილი, სიცოცხლე და ყველაფერი, რაც მათ შო-
რის არსებობს.
– ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მეგონე, – ბუტბუტებს და
ხელზე ხელს მადებს. კანი დაქსელილი აქვს მოლურჯო-
იისფერი ვენებით, რომლებშიც წითელი სისხლი უჩქეფს. მა-
თი დანახვა მამშვიდებს, – მიხარია, რომ შეგხვდი.
თავაზიანად, ოდნავ ვუღიმი, სხვას ვერაფერს ვიზამ.
– სად არის ციხე?
– მარტო არ გაგიშვებენ, – ჯონი ჩემს მეგობრებს უყურებს,
– მაგრამ ეს ორივემ ისედაც ვიცით, ხომ ასეა?
ლოყები მიწითლდება და თავს ვუქნევ.
ჯონიც თავის დაქნევით მპასუხობს და მერე მაგიდას აჩერ-
დება. მეოცნებე მზერა უბრუნდება და ხელებს უკან სწევს. მე-
რე დგება, ფეხები უკანკალებს და რაღაც ჩვენთვის უხილავს
უყურებს. მერე ჰაერს ყნოსავს, საყელოს იწევს და გვანიშ-
ნებს, რომ ჩვენც მივბაძოთ.
– იწვიმებს, – გვაფრთხილებს და რამდენიმე წამში კოკის-
პირული წვიმა იწყება, – ცუდია, რომ ფეხით სიარული მოგვი-
წევს.
„ბლექრანთან“ მისულს თავი გაწუწული ვირთხა მგონია,
მთელი გზა ტალახსა და თავსხმა წვიმაში ვიარეთ. ჯონი თანა-
ბარი ნაბიჯებით მოაბიჯებს, ერთი-ორჯერ გაგვაჩერა კიდეც.
ყველაფერს თავისი დრო აქვსო, გვითხრა. როცა რამდენიმე
წუთში თვითმფრინავი გამოჩნდა, ვხვდები, რას გულისხმობ-
389 მკითხველთა ლიგა
და. ციდან გარეტი ეშვება, ნელი მეტეორიტი, ოღონდ დასის-
ხლიანებული და სველი ტანსაცმლით. ხელში რაღაც უჭი-
რავს, ერთი შეხედვით ბავშვი, რომელიც უცებ შეხტა და ჩვენ
თვალწინ ნენი გაჩნდა. მიწას ფეხებით მაგრად ასკდება, ბორ-
ძიკობს და ჩაიმუხლებს. შეიდი მაშინვე მასთან ჩნდება და ხე-
ლებს ხვევს, რათა ხნიერი ქალი არ წაიქცეს, ფარლი კი გა-
რეტს მხარში უდგება. ისიც ზედ ეყრდნობა, რადგან ცალი ფე-
ხიდან სისხლი სდის და დამოუკიდებლად სიარული არ შეუძ-
ლია.
– პიტარუსში ჩაგვისაფრდნენ, – ერთდროულად ბრაზითა
და ტკივილით სავსე ხმით ამბობს, – ნენი ხელიდან დაუს-
ხლტა, მე კი ალყაში მომაქციეს. მთელ კვარტალში დავრბო-
დი, ძლივს დავაღწიე თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონი გვარწმუნებდა, არავინ გა-
მოედევნებათო, ჩაბნელებულ ცას მაინც ავყურებ. თი-
თოეული ღრუბლის მოძრაობა თვითმფრინავი მგონია, მაგ-
რამ არაფერი ისმის და ვერც ელექტრობას ვგრძნობ, მხო-
ლოდ ქუხილი არღვევს სიჩუმეს.
– არავინ მოვა, მის ბაროუ, – წვიმის ხმაურში გაისმის ჯო-
ნის ხმა. გიჟური ღიმილი ისევ დაუბრუნდა.
გარეტი დაბნეული უყურებს, მაგრამ თავს უქნევს.
– მგონი, არავინ გამოგვყოლია, – ამბობს და ტკივილის-
გან კვნესის.
ფარლი კიდევ უფრო მაგრად ჰკიდებს ხელს, ლამის მის
მთელ წონას ზიდავს. თვითმფრინავისკენ მიჰყავს და თან
ჯონს უყურებს.
– ის მხეციც იქ იყო? – ეკითხება გარეტს.
ის თავს უქნევს.

390 მკითხველთა ლიგა


– მეფის მცველები იყვნენ და ესე იგი არც თვითონ მეფე
იქნებოდა შორს.
ფარლი იგინება და ვერ ვხვდები, ვისზე უფრო ბრაზობს:
მეივენზე, რომელმაც ჩვენს მეგობრებს მახე დაუგო, თუ ჯონ-
ზე, რომელიც მართალი აღმოჩნდა.
– ფეხი ცუდად გაქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია, – ამ-
ბობს ჯონი და თითს გარეტისკენ იშვერს, რომელსაც ფარლი
პანდუსზე ასვლაში ეხმარება. მერე ჯონი ნენისკენ იშვერს
თითს, რომელიც ისევ შეიდის წინ ჩაკუზულა, – ის კი ძალიან
დაღლილია და სცივა. საბანი კარგი იქნებოდა.
– ვიღაც ბებრუხანა კი არა ვარ, საბნებში გამახვიონ და
კუთხეში მიმაგდონ, – იღრინება ნენი. სწრაფად დგება ფეხზე
და ჯონს უყურებს, – მაცადე, შეიდ, თორემ ჯანდაბის იქით გა-
გისტუმრებ.
– როგორც იტყვი, ნენი, – ბურტყუნებს შეიდი და სიცილს
ძლივს იკავებს, როცა გაბღენძილი ნენი ჩაუვლის. წინ უშვებს,
მაგრამ გაშლილი მკლავის მანძილზე მიჰყვება უკან. ნენი
წელში გამართული და ამაყად თავაწეული ადის პანდუსზე.
– ეგ სპეციალურად გააკეთე, – ჩაილაპარაკებს კალი, რო-
ცა ჯონს ჩაუვლის. უკან არც იყურება, როდესაც ის ზურგში სი-
ცილს მიაყოლებს.
– და გამომივიდა კიდეც, – ამბობს ისე ხმადაბლა, რომ
მარტო მე მესმის.
ხილვას ენდე და არა მხედვარს. კარგი სიტყვებია.
– კალი ვერ იტანს, როცა ეთამაშებიან და თავგზას ურევენ,
– ვაფრთხილებ ჯონს და ცალ ხელს ვწევ. თითზე ნაპერწკალი
ჩამირბის. მუქარა აშკარაა, – მეც იგივე შემიძლია ვთქვა.
– მე არ ვთამაშობ, – მხრებს იჩეჩს ჯონი და თავზე თითებს
იკაკუნებს, – თამაშები ბავშვობაშიც არ მიყვარდა. ჩემი შე-
391 მკითხველთა ლიგა
საძლებლობის გამო კონკურენცია ჯანსაღი არ იყო, ხომ
ხვდები?
– ეგ არ...
– ვიცი, რასაც გულისხმობდი, მერ, – მისი ღიმილი ადრე
მაფორიაქებდა, ახლა უკვე ნერვებს მიშლის. ზურგს ვაქცევ
და „ბლექრანისკენ“ მივდივარ, მაგრამ რამდენიმე სწრაფი
ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვხვდები, რომ ჯონი არ მომყვება.
დგას და წვიმას უყურებს, მაგრამ თვალები გაფართოებუ-
ლი აქვს და წითლად უბრწყინავს. ხილვას კი არ ხედავს, უბ-
რალოდ მშვიდად დგას და სიამოვნებს, რომ ცივი, სუფთა წვი-
მის წყალი ფერფლს აშორებს.
– ახლა კი უნდა დაგტოვოთ.
თვითმფრინავი ცოცხლდება და მის ელექტრონულ პულსს
სხეულში ვგრძნობ, მაგრამ ახლა ამას ჩემთვის მნიშვნელობა
არა აქვს, რადგან ჯონს ვუყურებ. თავსხმა წვიმაში ბუნდოვ-
ნად ჩანს, თითქოს ნელ-ნელა ქრება. წვიმასა და ფერფლივით
ნაცრისფერი და წარმავალია.
– მეგონა, ციხეშიც დაგვეხმარებოდი, – სასოწარკვეთილი
ხმა მაქვს და ამას არც ვმალავ. ჯონი ამას ყურადღებას არ აქ-
ცევს და მეც ტაქტიკას ვცვლი, – მეივენი შენზეც ნადირობს.
ყველა ჰიბრიდის დახოცვას აპირებს და თუ შანსი მიეცა, ვერ
გადაურჩები.
ისე გულიანად იცინის, რომ ორად იკეცება.
– გგონია, არ ვიცი, როდის მოვკვდები? ძალიან კარგად
ვიცი, მის ბაროუ, და ეს მეფის ხელით არ მოხდება.
გაღიზიანებული ვაღრჭიალებ კბილებს. როგორ შეუძლია
მიგვატოვოს? ყველა სხვამ ბრძოლა აირჩია და ის რატომ ირ-
ჩევს გაქცევას?

392 მკითხველთა ლიგა


– ხომ იცი, შემიძლია ჩვენთან ერთად წამოსვლა გაიძუ-
ლო.
წვიმაში ჩემი ელვა ბევრად კაშკაშაა. იისფერ-თეთრი ნა-
პერწკლები შიშინებენ, ჩემს თითებზე ცეკვავენ და ტანში
სიამოვნების ჟრუანტელი მივლის.
ჯონი ისევ იღიმება.
– ვიცი, რომ შეგიძლია, თუმცა ამას არ იზამ. დარდი ნუ
გაქვს, ჩვენ ისევ შევხვდებით, – ის თავს გვერდზე ხრის და
ფიქრობს, – დიახ, დიახ, აუცილებლად შევხვდებით.
მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რისი პირობაც დავდე – მას არ-
ჩევნის საშუალებას ვაძლევ. და მაინც, მთელი ძალით ვიკა-
ვებ თავს, რომ თვითმფრინავისკენ არ წავათრიო.
– ძალიან გვჭირდები, ჯონ!
მაგრამ უკვე უკან იხევს. ყოველ ნაბიჯთან ერთად სულ უფ-
რო ბუნდოვნად ჩანს.
– დამიჯერე, არაფერში გჭირდებით. გირჩევთ, სირაკასის
გარეუბნებისკენ გაფრინდეთ, ლითლ-სვორდლეიქისკენ.
დაიცავით, რასაც იქ იპოვით, თორემ თქვენი პატიმარი მე-
გობრების საქმე წასულია.
სირაკასი, ლითლ-სვორდლეიქი. ამ სიტყვებს მანამდე ვი-
მეორებ, სანამ არ ვიმახსოვრებ.
– არც ხვალ, არც ამაღამ, არამედ ახლავე. დაუყოვნებლივ
უნდა გაფრინდეთ.
თვითმფრინავი უფრო ხმამაღლა ღრიალებს, სანამ დაძა-
ბულობისგან ჰაერიც კი პულსირებას არ იწყებს.
– იქ რა უნდა ვეძებოთ? – ვუყვირი ჯონს, რათა „ბლექრა-
ნის“ გრუხუნი დავფარო, თან წვიმისგან თავდასაცავად ცალ
ხელს სახეზე ვიფარებ. ზედ წვიმის წვეთები მჩხვლეტენ, მაგ-

393 მკითხველთა ლიგა


რამ თითებს შორის მაინც ვიჭყიტები, იქნებ ნაცრისფერი კა-
ცის სილუეტი უკანასკნელად დავინახო.
– მიხვდებით! – გაისმის ხმა, – და როცა დიანა ორჭოფო-
ბას დაიწყებს, უთხარი, რომ მის კითხვაზე პასუხი დადებითია.
– რომელ კითხვაზე?
ჯონი თითს მიქნევს, თითქოს მტუქსავს.
– საკუთარ ბედისწერაზე იფიქრე, მერ ბაროუ.
– რას გულისხმობ?
– აღმასვლას... თანაც მარტოდმარტო, – მისი ხმა მგლის
ყმუილივით გაისმის, – ვხედავ, რად შეგიძლია გადაქცევა.
ელვა კი არა, ქარიშხალი გახდები... ქარიშხალი, რომელიც
მთელ მსოფლიოს ჩაყლაპავს.
წამით მეჩვენება, რომ თვალები უნათებს. ნაცრისფერ
ფონზე ორი წითელი წერტილი მაშტერდება და მომავალში
იყურება. მერე ჯონი ისევ იღიმება, კბილებს აელვებს და ქრე-
ბა.
თვითმფრინავზე როცა ავდივარ, კალს იმდენი ჭკუა ჰყოფ-
ნის, რომ არ მომეკაროს და გაცეცხლებულს დამშვიდება მა-
ცალოს. მძვინვარებას სასოწარკვეთილება ცვლის. მარტო
აღმასვლა. მარტოდმარტო. ხელს ვმუშტავ და ფრჩხილები
ხორცში მესობა. იქნებ სევდა ტკივილმა დათრგუნოს. ბედის-
წერის შეცვლა შესაძლებელია.
ფარლი კალივით ტაქტიანი არ არის. ის გარეტს უხვევს
ფეხს და თითები სისხლით აქვს მოსვრილი. მიყურებს და
დამცინავად ამბობს:
– კარგია, ეგ შერეკილი ბებერი მაინც არაფერში გვჭირდე-
ბოდა.
– მაგ შერეკილ ბებერს შეეძლო ომის მოგებაში დაგვხმა-
რებოდა, – მხარზე უთათუნებს ხელს შეიდი, რითაც მის ბრა-
394 მკითხველთა ლიგა
ზიან გამოხედვას იმსახურებს, – დაფიქრდი, რამდენი რამის
გაკეთება შეუძლია თავისი უნარით.
პილოტის სავარძელში მჯდარი კალი გაავებულ მზერას
გვტყორცნის.
– უკვე საკმარისი გააკეთა, – ის მიყურებს, როგორ მივდი-
ვარ მასთან და გვერდით ვუჯდები, – მართლა აპირებ ჩვენის-
თანებისთვის აშენებულ გასაიდუმლოებულ ციხეზე თავდას-
ხმას?
– ამას გირჩევნია ჯულიანი სიკვდილით დასაჯონ, არა? –
პასუხს არ მცემს, მხოლოდ ჩუმად ფრუტუნებს, – ასეც ვიცო-
დი.
– მაშ, კარგი, – ოხრავს და თვითმფრინავს ძრავს. ოღრო-
ჩოღრო მიწაზე ბორბლები ჯაყჯაყებს, – გადაჯგუფება გვჭირ-
დება, გეგმა უნდა შევადგინოთ. ბავშვების გარდა, ყველას შე-
უძლია წამოსვლა.
– არავითარი ბავშვები, – ვეთანხმები მე. თავშესაფარში
მყოფი ლუთერი და მისი თანატოლები მახსენდება. ბრძოლა-
ში წასაყვანად ძალიან პატარები არიან, მაგრამ მეივენი მათ-
ზე მაინც ნადირობას გააჩაღებს. არ მოეწონებათ, თან რომ
არ მიგვყავს, მაგრამ ვიცი, როგორ ზრუნავს მათზე კალი. არ
დაუშვებს, ბავშვებს საფრთხე დაემუქროს.
– რაზეც უნდა ლაპარაკობდეთ, მეც გიერთდებით, – გარე-
ტი მე და კალს გვიყურებს და ტკივილისგან კბილს კბილზე
აჭერს, – თუმცა მირჩევნია ვიცოდე, სად მოვდივარ.
ნენი დამცინავად აქნევს გაძვალტყავებულ ხელს.
– ის, რომ ფეხში დაჭრილი ხარ, არ ნიშნავს, რომ უყურად-
ღებოდ უნდა იყო. ციხეს უნდა დავესხათ თავს.
– მართალი ხარ, ნენ, – ეთანხმება ფარლი, – მე თუ მკით-
ხავთ, ეს სრული სისულელეა. ვიღაც გიჟს უნდა დავუჯეროთ?
395 მკითხველთა ლიგა
ამაზე პასუხი ნენისაც არა აქვს. ისეთი მზერით მხვრეტს,
როგორიც მხოლოდ ბებიას შეუძლია.
– მერ, მართლა ასეა?
– „გიჟი“ მეტისმეტია, – ბუტბუტებს შეიდი, მაგრამ არც
უარყოფს იმას, რასაც სხვები ფიქრობენ. მხოლოდ მე მჯერა
ჯონის, ჩემი მეგობრები კი იმდენად მენდობიან, რომ მზად
არიან ჩემი რწმენის გამო გამომყვნენ, – პიტარუსზე მართა-
ლი გვითხრა, ციხის შესახებ რატომ მოგვატყუებდა?
მარტო აღმასვლა. მარტოდმარტო.
– მას არ მოვუტყუებივართ!
ჩემი ყვირილი ყველას აჩუმებს და მხოლოდ თვითმფრინა-
ვის ძრავების გუგუნი ისმის. მალე ეს ხმა ჩვენთვის უკვე კარ-
გად ნაცნობ მონოტონურ ზუზუნში გადაიზრდება, რამდენიმე
წუთში ასფალტსაც ავცდებით და ზემოთ ავდივართ. ილუმინა-
ტორებს წვიმა ურტყამს და გარეთ არაფერი ჩანს, მაგრამ კა-
ლი კარგი პილოტია და ჩამოვარდნა არ გვემუქრება. რამდე-
ნიმე წუთის შემდეგ მოწითალო-მორუხო ღრუბლებიდან გავ-
დივართ და შუადღის კაშკაშა მზეს ვხედავთ. თითქოს რკინის
ფარდა ჩამოხსნეს.
– ლითლ-სვორდლეიქისკენ წაგვიყვანე, – ვეუბნები კალს,
– ჯონმა თქვა, იქ ისეთ რაღაცას ნახავთ, რაც დაგეხმარება-
თო.
ველი, რომ ვინმე შემეკამათება, მაგრამ ხმის ამოღებას ვე-
რავინ ბედავს. არ ღირს ელვა-გოგონას გაბრაზება, როცა ფო-
ლადის მილში ზიხარ.
ჩვენ ქვემოთ, ღრუბლებში, გრგვინვა გაისმის, რაც იმის
მაუწყებელია, რომ კოკისპირული წვიმის გამო ჩაბნელებულ
გარემოს მალე ელვა გაანათებს. მართლაც, მალე რამდენ-
ჯერმე იელვებს და თითოეულ გაელვებას ისე ვგრძნობ, რო-
396 მკითხველთა ლიგა
გორც საკუთარი სხეულის ნაწილებს. ელვა სწრაფია, ბასრი
და მწველი. ლითლ-სვორდლეიქი ახლოსაა, ჩვენგან ჩრდი-
ლოეთით, და ირეკლავს ცას, რომელიც ნელ-ნელა ღრუბლე-
ბისგან იწმინდება. კალი წრეზე მიდის, სიმაღლეს ინარჩუნებს
და საფრად ღრუბლებს იყენებს, რათა ქვემოდან ვერავინ შეგ-
ვნიშნოს. ცოტა ხანში ტბის გარშემო შემოჯარულ ტყიან ბორ-
ცვებს შორის დამალულ დასაფრენ ზოლს ხედავს. ვეშვებით
და სავარძლიდან სწრაფად ვდგები, თუმცა წარმოდგენა არა
მაქვს, რას ვეძებ.
შეიდი ფეხდაფეხ მომყვება, მე კი პანდუსზე ჩავრბივარ,
ერთი სული მაქვს, ტბასთან მივიდე. თუ სწორად მახსოვს,
ჩრდილოეთისკენ ერთ მილზეა. ჩემს შინაგან კომპასს უნდა
მივენდო, მაგრამ ხეების პირველ წყებამდე მისულიც არა
ვარ, რომ ნაცნობი ხმა ადგილზე მაშეშებს.
პისტოლეტზე დამცველის ჩხაკუნი.

397 მკითხველთა ლიგა


თავი 22

პისტოლეტი არასწორად უჭირავს, ამას მეც კი ვხვდები. ის


მისთვის ძალიან დიდია, მბზინავი შავი მეტალისგანაა გაკე-
თებული და თითქმის მთელი ფუტის სიგრძის ლულა აქვს. ეს
იარაღი გაწვრთნილ ჯარისკაცს უფრო შეეფერება, ვიდრე
აცახცახებულ, გაჩხინკულ თინეიჯერ გოგონას. ცხადია, ვერ-
ცხლისფერი ჯარისკაცია. ისეთივე პისტოლეტი აქვს, რომლი-
თაც დიდი ხნის წინ მზის ციხე-დარბაზის დილეგში მეფის
მცველმა მესროლა. ტყვია უროსავით დამეძგერა და ზურგში
გამიარა. მოვკვდებოდი, რომ არა ჯულიანი და მას დამორჩი-
ლებული მკურნალი. ჩემი ელვის მიუხედავად, დანებების ნიშ-
ნად ხელებს მაღლა ვწევ. ელვა-გოგონა ვარ, ტყვიაგაუმტარი
კი არა. მაგრამ ის ჩემს ქმედებას მუქარად იღებს და მოდუნე-
ბის მაგივრად უფრო იძაბება. თითი სასხლეტთან ძალიან ახ-
ლოს მიაქვს.
– არ გაინძრე! – მიღრენს და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯის
გადმოდგმას ბედავს. მის კანს მუქი ხისფერი შეფერილობა
დაჰკრავს, რაც ტყეში მშვენიერი კამუფლაჟია. და მაინც, სა-
ხეზე სიწითლე ეპარება, ორივე თვალის გუგაზე კი პატარა წი-
თელი სისხლძარღვები მოუჩანს, რაც ნამდვილად მაკვირ-
ვებს. ის წითელია, – არ გაბედო!
– გასაგებია, – ვეუბნები და თავს გვერდზე ვხრი, – მაგრამ
აი, იმაზე კი თავს ვერ დავდებ.
დაბნეული წარბს იკრავს, მაგრამ იმის დრო აღარ რჩება,
რომ შეეშინდეს. მის უკან შეიდი ჩნდება და მაგრად ხვევს ხე-
ლებს. გოგონას პისტოლეტი უვარდება და ქვიან მიწაზე დაცე-

398 მკითხველთა ლიგა


მამდე ჰაერშივე ვიჭერ. გოგონა ფართხალებს, მაგრამ შეიდს
მაგრად ჰყავს გაკავებული და მუხლები ეკეცება. შეიდიც მას-
თან ერთად ჩაიმუხლებს, მოღუშული უყურებს და ხელს არ
უშვებს.
პისტოლეტის ხელში დაჭერა მეუცხოება. იარაღის ჩემი
საყვარელი სახეობა ნამდვილად არ არის – ერთხელაც არ
მისვრია. სასაცილოა, ამდენი რამ გამოვიარე და ერთი ტყვი-
აც არა მაქვს გასროლილი.
– მომაშორე შენი ვერცხლისფერი ხელები, – იღრინება ის
და შეიდს უძალიანდება. ძლიერი არ არის, მაგრამ მოძრავია,
მოქნილი, თხელი კუნთებით. მისი გაკავება იგივეა, ხელში
გველთევზა გეჭიროს, – უკან აღარ დავბრუნდები! ჩემი მოკ-
ვლა მოგიწევთ!
ცარიელ ხელზე ნაპერწკლები მენთება, მეორეში ისევ პის-
ტოლეტი მიჭირავს. ამის დანახვაზე მაშინვე ჩერდება, მხო-
ლოდ შიშით გაფართოებულ თვალებს აცეცებს, თან დამ-
სკდარ ტუჩებს ილოკავს.
– ასეც ვიცოდი, ნაცნობი სახე გქონდა.
კალისგან მომავალ მხურვალებას მანამდე ვგრძნობ, სა-
ნამ გვერდით ამომიდგება. თითები შიშისგან გალურჯებია,
მაგრამ გოგონას დანახვაზე მისი ალი მცირდება.
– შენთვის საჩუქარი მაქვს, – ვბუტბუტებ მე და პისტო-
ლეტს ვაწვდი. ის ზედ დაჰყურებს და იმავეს ფიქრობს, რასაც
მე.
– ეს საიდან იშოვე? – ეკითხება გოგონას, ჩაიმუხლებს და
თვალებში უყურებს. მისი ასეთი ქცევა იმ დროს მახსენებს,
როდესაც ვუყურებდი, როგორ ჰკითხავდა პატიმრებს. ფარ-
ლის კივილისა და გაყინული სისხლის გახსენებაზე ისევ მიწ-

399 მკითხველთა ლიგა


რიალებს მუცელი. გოგონა არ პასუხობს და კალს კუნთები
ზამბარასავით ეძაბება.
– საიდან გაქვს ეს პისტოლეტი?!
– საიდან მაქვს და მოვიპარე! – უტევს კალს და ჩემი ძმის
მკლავებში ისე იკლაკნება, რომ სახსრების ტკაცუნი ისმის.
მასთან ერთად მეც ვკრთები და შეიდს ვუყურებ.
– გაუშვი, მგონი, ჩვენც გავუმკლავდებით.
ის თავს მიქნევს, იმით კმაყოფილი, რომ ასხმარტალებუ-
ლი თინეიჯერის გაკავება აღარ მოუწევს და თავის ტყვეს
ხელს უშვებს. გოგო წინ ვარდება, მაგრამ სანამ პირქვე ტა-
ლახში დაეზღერთება, თავის შემაგრებას ასწრებს. როცა კა-
ლი დასახმარებლად ხელს უწვდის, ის უკან იხევს.
– არ მომეკარო, ლორდუკა.
– ლორდუკა? – ბუტბუტებს კალი, რომელიც ახლა თვითო-
ნაც ამ გოგოსავით დაბნეული ჩანს.
შეიდი ხვდება და თვალები უვიწროვდება.
– ლორდუკა... ვერცხლისფერები ხომ იგივე ბატონები
არიან, ლორდები. ჯურღმულის ჟარგონია, – გვიხსნის ჩვენ, –
რომელი ქალაქიდან ხარ? – ეკითხება გოგოს კალზე ბევრად
ალერსიანად. გოგონას ეს აკვირვებს და შიშჩამდგარ შავ
თვალებს მიანათებს, მაგრამ ჩემს თითებზე მოცეკვავე ნაპერ-
წკლებით შემკრთალი ხანდახან მეც გამომხედავს ხოლმე.
– ნიუ-თაუნიდან, – ამბობს ბოლოს, – მათ ნიუ-თაუნიდან
წამიყვანეს.
წინ ვიხრები და გოგოს თავიდან ფეხებამდე ყურადღებით
ვათვალიერებ. ჩემგან საპირისპირო გარეგნობა აქვს: ის მა-
ღალია, მე კი დაბალი. დაწნული, მბზინავი შავი თმა აქვს,
ჩემს ყავისფერ თმას კი ალაგ-ალაგ ნაცრისფერი დაჰკრავს.
ასაკით ჩემზე პატარაა, ამას სახეზე ვამჩნევ. თხუთმეტი ან
400 მკითხველთა ლიგა
თექვსმეტი წლის იქნება. მართალია, ნორჩია, მაგრამ თვა-
ლებზე ეტყობა, ბევრი რამ გადაუტანია. გრძელი, გამრუდებუ-
ლი თითები აქვს, ალბათ, სხვადასხვა მოწყობილობასთან მუ-
შაობისას ბევრჯერ ექნება მოტეხილი. თუ ნიუ-თაუნის ჯურ-
ღმულებიდანაა, ესე იგი ტექნია, რომელიც იძულებულია,
კვამლით გაბუღული ქალაქის ქარხნებში ან კონვეიერებთან
იმუშაოს. ყელზე ტატუ აქვს, მაგრამ გასართობად კი არა, რო-
გორც კრენსს. კანზე ნომერი აქვს ამოტვიფრული:NT-ARSM-
188907. დიდი ტატუა, ორი ინჩის სიმაღლის, ნახევარ ყელს
უფარავს.
– სასიამოვნო სანახავი არ არის ხომ, ელვა-გოგონავ? –
დამცინავად მეკითხება, როცა ამჩნევს, რომ ტატუს ვუყურებ.
მისი სიტყვები ისეა გაჟღენთილი ზიზღით, როგორც გველის
ხახა შხამით, – შენ კი სიმახინჯე არ გიყვარს.
მისი კილო მაღიზიანებს და ვორჭოფობ, მართლა ხომ არ
ვაჩვენო, როგორი მახინჯი შემიძლია ვიყო, მაგრამ ისევ სამე-
ფო კარზე მიღებულ გაკვეთილებს ვიხსენებ და იმას ვაკეთებ,
რაც თავის დროზე მეც ბევრმა გამიკეთა – დამცინავად ვუყუ-
რებ და ჩუმად ვიცინი. აქ მთავარი მე ვარ და ეს უნდა იცოდეს.
ჩემი რეაქციის დანახვაზე სახე ეღუშება.
– პისტოლეტი ვერცხლისფერს აართვი? – თავისას არ იშ-
ლის კალი და იარაღზე ანიშნებს. მის ხმაში ეჭვი ძალიან ცხა-
დად ისმის, – ვინ დაგეხმარა?
– არავინ. მაგას თავადაც უნდა ხვდებოდე, – მიუგებს გო-
გო, – მე თვითონ მომიწია ყველაფრის გაკეთებამ. გუშაგმა
ეგრიმ ჩემი მიახლოება ვერ იგრძნო.
– რაო? – მხოლოდ ქალბატონი ბლონოსისგან მიღებული
ცოდნა მშველის, რომ ყველას წინაშე პირი სულელივით არ
დავაღო. ჯარისკაცი ეგრის საგვარეულოდან. მხედვარების
401 მკითხველთა ლიგა
ოჯახი. ისინი უახლოეს მომავალს ხედავენ. შეიძლება ით-
ქვას, ჯონის ნაკლებად ძლიერი ვერსიები არიან. თითქმის შე-
უძლებელია, მათ თუნდაც ვერცხლისფერი ისე დაესხას თავს,
რომ წინასწარვე არ იგრძნონ ეს, წითელ გოგონაზე ხომ ლა-
პარაკიც ზედმეტია. შეუძლებელია!
გოგონა მხრებს იჩეჩს.
– მეგონა, ვერცხლისფერები ძალიან ძლიერები იყვნენ,
მაგრამ ის დიდი ვერაფერი შვილი აღმოჩნდა. საკანში ჯდომა-
სა და ლოდინს ისევ მასთან შებრძოლება სჯობდა. ვინ იცის,
რას მიპირებდნენ.
საკანი.
ვხვდები, რასაც გულისხმობს და წელში ვსწორდები.
– კოროსის ციხიდან გამოიქეცი?
ის ჩემკენ აბრუნებს თავს და ქვედა ტუჩი უთრთის. ეს ერ-
თადერთია, რაც მისი გაშმაგებული გამომეტყველების მიღმა
არსებულ შიშს ამხელს.
კალი იდაყვზე ხელს მკიდებს, რითაც მანიშნებს, არ შეაში-
ნო, მშვიდად ელაპარაკეო.
– რა გქვია? – ეკითხება უფრო წყნარად. ისე ექცევა, რო-
გორც დამფრთხალ ცხოველს, და გოგო საშინლად ბრაზდება.
სწრაფად დგება ფეხზე, მუშტებს კრავს და წლობით ქარხა-
ნაში მუშაობის გამო ნაიარევებით დაფარულ ხელებზე ვენები
ებერება. თვალებს ჭუტავს და წამით მგონია, რომ ჩვენკენ გა-
მოექანება. თუმცა მხოლოდ ამაყად იმართება წელში.
– მე კამერონ კოული მქვია და თუ წინააღმდეგი არავინ
იქნება, ჩემს გზაზე წავალ.
ის ჩემზე მაღალი და სამეფო კარის ქალბატონივით მოხ-
დენილი და ელეგანტურია. კარგად რომ გავიმართო, თავით

402 მკითხველთა ლიგა


ნიკაპამდე ძლივს მივწვდები, მაგრამ მასში შიში მაინც იგ-
რძნობა. კარგად იცის, ვინ ვარ და რა შემიძლია.
– კამერონ კოული, – ვიმეორებ მე. ჯულიანის სია მახსენ-
დება, სადაც მისი სახელიცაა და მის შესახებ სხვა ინფორმა-
ციაც, ჰარბორ-ბეის მონაცემებში კი ეს ინფორმაცია უფრო
დეტალურია. თავი ადა მგონია, როდესაც სხაპასხუპით, უშეც-
დომოდ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც კოულის შესახებ მახ-
სოვს:
– დაბადებული 305 წლის 3 იანვარს, ქალაქ ნიუ-თაუნში;
პროფესია: დამწყები მექანიკოსი; დამსაქმებელი: „მონტაჟი
და აწყობა, მცირე სამრეწველო სექტორი“; მისამართი: სექ-
ცია 48, კვარტალი 12, საცხოვრებელი სექტორი, ნიუ-თაუნი;
სისხლის ჯგუფი: უცნობია; გენური მუტაცია, შტამი უცნობია, –
გოგონა პირს აღებს და გაოგნებული ჩუმად ოხრავს, – სწო-
რია?
ის თანხმობის ნიშნად ოდნავ მიქნევს თავს და ძლივს გასა-
გონად ჩურჩულებს:
– დიახ.
შეიდი გაოცებული უსტვენს.
– ჯანდაბა, ჯონი, – ბუტბუტებს და თავს აქნევს. თანხმობის
ნიშნად მეც თავს ვუკრავ. წარმოდგენა არ გვქონდა, რის სა-
პოვნელად გვგზავნიდა და აი, ვის მივაგენით.
– შენ ჰიბრიდი ხარ, კამერონ, როგორც მე და შეიდი. წი-
თელი სისხლითა და ვერცხლისფერთა შესაძლებლობებით.
კოროსშიც ამიტომ გამოგკეტეს და გაქცევაც ამიტომ შეძელი.
შენმა უნარმა გაგათავისუფლა და ჩვენამდე მოგიყვანა, – წინ
მივდივარ, რომ ჩემს ჰიბრიდ დას ჩავეხუტო, მაგრამ უკან
იხევს.

403 მკითხველთა ლიგა


– თქვენს მოსაძებნად არ გამოვქცეულვარ, – მეუბნება უკ-
მეხად.
რაც შეიძლება გულითადად ვუღიმი, რათა ცოტა დავამშვი-
დო. ამდენ ჰიბრიდთან შეხვედრის შემდეგ ახლებთან ლაპა-
რაკი არ მიჭირს. ზუსტად ვიცი, რა უნდა ვთქვა და მისგან რა
პასუხს უნდა ველოდო. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება.
– რა თქმა უნდა, ვალდებული არა ხარ, ჩვენთან ერთად
წამოხვიდე, მაგრამ მარტო დაიღუპები. მეფე მეივენი აუცი-
ლებლად გიპოვის...
გაოცებული ვრჩები, როცა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს უკან,
დამცინავად იღიმება და თავს უარის ნიშნად აქნევს.
– მე მხოლოდ და მხოლოდ ნაოხარში წავალ და შენი ელ-
ვაც ვერ შემაჩერებს.
– ნაოხარში? – ვამბობ შემცბარი.
კალი მთელი ძალით ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას,
მაგრამ არცთუ კარგად გამოსდის.
– რა იდიოტობაა, – ცრის კბილებში, – ნაოხარში იმდენი
ვერცხლისფერია, ვერც წარმოიდგენ. თითოეულს შენი დაპა-
ტიმრება ან ადგილზევე ლიკვიდაცია ექნება ნაბრძანები. თუ
გაგიმართლებს, ისევ ციხეში დაგაბრუნებენ.
გოგოს ტუჩები უთრთის.
– ნაოხარში ჩემი ტყუპი ძმა და კიდევ ხუთი ათასი მის-
ნაირია, რომლებიც თავიანთი ფეხით მიაბიჯებენ სიკვდილის-
კენ. მეც იქ ვიქნებოდი, გაურკვეველი მიზეზის გამო რომ არ
დავეპატიმრებინე. შეიძლება შენიანების მიტოვება დიდ რა-
მედ არ მიგაჩნია, მაგრამ მე ასეთი არა ვარ.
მძიმედ სუნთქავს და თითქმის ვხედავ, როგორ მერყეობს
სასწორი მის გონებაში და უკვე არსებულ ვარიანტებს წონის.
მისი ფიქრები ადვილად ამოსაცნობია, რადგან ყველაფერი
404 მკითხველთა ლიგა
სახეზე აწერია. არ ვკრთები, როცა ადგილიდან მოწყდება და
ხეებში შევარდება. უკან არ მივდევთ და ვგრძნობ, როგორ მი-
ყურებენ კალი და შეიდი იმის მოლოდინში, თუ რა მითითებას
მივცემ ამჯერად.
საკუთარ თავს დავპირდი, რომ ყველას მივცემდი არჩევ-
ნის საშუალებას. ჯონი გვჭირდებოდა და მაინც გავუშვი. მაგ-
რამ გული მიგრძნობს, კამერონი უფრო მეტად დაგვჭირდება,
თუმცა ამ პატარა გოგონას ნდობა არ შეიძლება, მით უმეტეს,
ისეთ საქმეში, წინ რომ გველის. კამერონმა არც იცის, რო-
გორ გვჭირდება, მიუხედავად იმისა, თუ რა შესაძლებლობები
აქვს. როგორღაც მოახერხა და კოროსიდან გამოიქცა. უკა-
ნაც ის შეგვიყვანს.
– დაიჭირეთ, – ვჩურჩულებ მე.
რა ცუდი გრძნობაა.
დაღვრემილი შეიდი თავს მიქნევს და ქრება. ტყის სიღრმე-
ში კამერონი კივის.
ფარლის ადგილი გავუცვალე და ჩემს პილოტის სავარ-
ძელზე დავსვი, რათა კამერონის პირისპირ ვიჯდე და მასზე
თვალი მეჭიროს. ის უსაფრთხოების ღვედებით მაგრად არის
მიმაგრებული სკამზე, ხელებიც ღვედით აქვს შეკრული. ამან
და იმ ფაქტმა, რომ ჰაერში ვართ, უნდა იკმაროს იმისათვის,
რომ კვლავ გაქცევა არ სცადოს, მაგრამ ასე გარისკვას არ ვა-
პირებ. როგორც ვხვდები, შეუძლია გაფრინდეს ან თვით-
მფრინავიდან ვარდნას გადაურჩეს. სანამ თავშესაფარში დავ-
ბრუნდებით, სიამოვნებით დავიძინებდი, მაგრამ ყურადღებას
არ ვადუნებ და კამერონის ანთებულ თვალებს მეც გაალმასე-
ბულ მზერას ვაგებებ. მან არასწორი არჩევანი გააკეთა, – ვე-
უბნები საკუთარ თავს იმ წამებში, როდესაც დანაშაულის

405 მკითხველთა ლიგა


გრძნობა მიტევს, – ჩვენ ის გვჭირდება. ძალიან მნიშვნელო-
ვანია საიმისოდ, რომ მისი დაკარგვა დავუშვათ.
მის გვერდით მჯდარი ნენი ენას არ აჩერებს და ხან თავშე-
საფრის შესახებ უყვება, ხან თავისი ცხოვრების ამბებს. არ გა-
მიკვირდება, თავისი შვილიშვილების გაცვეთილი ფოტო რომ
ამოიღოს, როგორც ყოველთვის. თუმცა კამერონი ჩვენგან
განსხვავებით მის ლაქლაქს გმირულად უძლებს. დაბღვერი-
ლი გოგონა კეთილი მოხუცის გვერდითაც არ ხსნის შუბლს,
ჩუმადაა და თავის ფეხებს დაჰყურებს.
ბოლოს ნენის ყელში ამოსდის გოგოს უყურადღებობა და
თვითონაც ბრაზდება.
– მაინც რა განსაკუთრებული უნარი გაქვს, ძვირფასო?
ზეადამიანური უზრდელობა?
ამ სიტყვებს ის შედეგი მოსდევს, რომ კამერონი იატაკს
აცილებს თვალს და თავს მისკენ აბრუნებს. მკვახე პასუხის
გასაცემად პირს აღებს, მაგრამ იქ მოხუცი ქალის ნაცვლად
თავისივე სახეს ხედავს.
– ნუ ახურებ! – ჯურღმულის ჟარგონზე უტევს ნენის. თვა-
ლები უფართოვდება, შეკრულ ხელებს ამოძრავებს და თავის
გათავისუფლებას ცდილობს, – ამას სხვებიც ხედავთ?
პირქუშად ვიცინი და ამას გოგოც ხედავს. როგორც ჩანს,
მისი დაშინება და ალაპარაკება ნენის უნდა მივანდოთ.
– მას გარეგნობის შეცვლა შეუძლია, – ვუხსნი კამერონს,
– ხოლო გარეტი გრავიტაციას არ ემორჩილება, – სახელდა-
ხელო საკაცეზე მწოლიარე გარეტი ხელს გვიქნევს, – დანარ-
ჩენების შესახებ უკვე იცი.
– მე გამოუსადეგარი ვარ, – მხიარულად ამბობს ფარლი
და ხელში დანას ატრიალებს, რომელიც სწორედ იმის მაჩვე-
ნებელია, რა მწარედ ცდება.
406 მკითხველთა ლიგა
კამერონი სრუტუნებს და დანის მოელვარე პირს თვალს
აყოლებს.
– ჩემსავით, – ამას დანანებით კი არ ამბობს, არამედ რო-
გორც ფაქტს, ისე აღნიშნავს.
– ტყუილია, – ხელს ჯულიანის სიას ვუთათუნებ, – მხედ-
ვარს აჯობე, ხომ არ დაგავიწყდა?
– ჰო, აქამდე მეტი არაფერი გამიკეთებია და ვერც მომა-
ვალში გავაკეთებ, – მის მკლავებზე გადახვეული ღვედი ირ-
ხევა, მაგრამ ის მეტად მტკიცეა, – ჩემი სახით არარაობა ჩა-
გივარდა ხელში, ელვა-გოგონა. ჩემზე დროის დახარჯვას არ
გირჩევ.
სხვას რომ ეს ეთქვა, სევდიან აღიარებად მომეჩვენებოდა,
მაგრამ კამერონი საამისოდ ძალიან ჭკვიანია. ჰგონია, ვერ
ვხვდები, რასაც აკეთებს. რაც უნდა თქვას და რა უსარგებლო-
დაც უნდა მოგვაჩვენოს თავი, მაინც არ დავუჯერებ. მისი სახე-
ლი სიაშია, შეცდომა შეუძლებელია. შეიძლება თავისი უნა-
რის შესახებ ჯერ არც იცის და ჩვენ ამას აუცილებლად გავარ-
კვევთ. ბრმა ხომ არა ვარ. როცა მის გამომწვევ მზერას
ვხვდები და ჰგონია, რომ გამაცურა, მაშინაც კარგად ვიცი, სი-
ნამდვილეში რა თამაშსაც თამაშობს. ქარხანაში მუშაობით
გავარჯიშებულ თითებს ღვედების გასახსნელად ნელა, მაგ-
რამ მარჯვედ ამუშავებს. თუ თვალს მოვაცილებ, თავს მალე
გაითავისუფლებს.
– კოროსს ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთ იცნობ, – სანამ მე
ვლაპარაკობ, ნენი თავის გარეგნობას იბრუნებს, – ჩემთვის
ესეც საკმარისია.
– ისეთი ვინმე თუ გყავთ, ვინც აზრებს კითხულობს? თო-
რემ სხვანაირად სიტყვასაც ვერ დამაცდენინებთ, – ამას ისე
ამბობს, რომ მგონია, ფეხებთანაც დამიფურთხებს.
407 მკითხველთა ლიგა
ძალიან ვცდილობ თავის შეკავებას, მაგრამ თანდათან
მოთმინებას ვკარგავ.
– ან მართლა უსარგებლო იქნები, ან იბრძოლებ. ამოირ-
ჩიე, – ჩემი სიტყვებით გაკვირვებული კამერონი წარბს სწევს,
– თუ უნდა იცრუო, ეს ხარისხიანად მაინც გააკეთე.
ტუჩის კუთხე ეპრიხება და ირონიულად მიღიმის.
– დამავიწყდა, რომ მაგაში ბადალი არა გყავს.
მძულს ბავშვები.
– თავს ნუ მაჩვენებ, ვითომ დიდი ვინმე ხარ, – მიტევს და
სიტყვებს დანასავით ხმარობს. თვითმფრინავში სიჩუმეს, მი-
სი ხმის გარდა, მხოლოდ ძრავების გუგუნი არღვევს. ყველა
ყურადღებით გვისმენს, განსაკუთრებით კალი. ნებისმიერ
წამს ველი სალონში ტემპერატურის მატებას, – რამდენიც უნ-
და ეცადო სხვებზე იუფროსო, ლორდუკა ქალბატონი მაინც
აღარ ხარ. პრინცის შებმა ყველას დედოფლად არ გაქცევს.
მის თავზე ნაპერწკლები ინთება და ჩემს ბრაზს მხოლოდ
ეს ამხელს. თვალის კუთხით ვხედავ, როგორ უჭერს კალი
ხელს „ბლექრანის“ საჭეს. ჩემსავით მთელი ძალით ცდი-
ლობს სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ძუკნა ამას ძალი-
ან ართულებს. არ ჯობდა, ჯონს ჩვენთვის რუკა მოეცა?
– კამერონ, უნდა გვითხრა, როგორ გამოიქეცი ციხიდან, –
ჩემი თავდაჭერილობით ქალბატონი ბლონოსიც იამაყებდა,
– იქაურობა უნდა აღგვიწერო, გვითხრა, როგორ არის გან-
ლაგებული საკნები, სად დგანან გუშაგები, სად ჰყავთ ვერ-
ცხლისფერი პატიმრები, ჰიბრიდები და სხვა ყველაფერი, რაც
გახსოვს, უკანასკნელი წვრილმანის ჩათვლით. გასაგებია?
ის თავის გაქნევით ნაწნავს უკან იგდებს. ეს ერთადერთია,
რასაც ამდენი ღვედით შებორკილი თავისუფლად ამოძრა-
ვებს.
408 მკითხველთა ლიგა
– ამით რა სარგებელს მივიღებ?
– სუფთა სინდისს, – ამოვისუნთქავ მე, – აქ ენას არ აჩე-
რებ და იქ კი პატიმრებს ბედის ანაბარა ტოვებ, – გონებაში
ჯონის გაფრთხილება ექოდ ჩამესმის, – ისინი დაიხოცებიან,
ან უფრო უარესი. მინდა დაგეხმარო, რომ მერე დანაშაულის
გრძნობამ არ გაგაწამოს, – გრძნობამ, რომელიც მეც მაწა-
მებს.
მხარზე ნაზად მეხება ვიღაც – ეს შეიდია. იხრება და მაგ-
რძნობინებს, რომ ჩემ გვერდით არის. ჩემი ძმა და თანამებ-
რძოლი, ვინც გამარჯვებასა თუ დანაშაულის გრძნობას ჩემ-
თან ერთად გაიზიარებს.
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩემს ნებას დაჰყვეს, როგორც
ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი იზამდა, კამერონი კიდევ
უფრო ბრაზდება და სახე საავდრო ღრუბელს მიუგავს.
– დაუჯერებელია, მაგის სათქმელად სინდისი როგორ
გყოფნის? შენ, ვინც ამდენი ადამიანი გაწირე სანგრებში მო-
სახვედრად და მერე ყველა მიატოვე.
კალს მოთმინების ფიალა ევსება, სავარძლის სახელურს
ურტყამს ხელს და სალონში ექო ყრუდ გაისმის:
– ეგ მისი ბრძანება არ ყოფილა...
– მაგრამ თქვენი ბრალი იყო... თქვენი და თქვენი უბად-
რუკი წითელი ნაძირალების, – ის ფარლის გადახედავს, რა-
თა მისი წინააღმდეგობის ყოველგვარი მცდელობა ალაგმოს,
– სასწორზე შეაგდეთ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ოჯახები, თვი-
თონ კი გაიქეცით და ტყეში დაიმალეთ. ახლა გგონიათ, რომ
გმირები ხართ, დაფრინავთ და ყველას აგროვებთ, ვინც,
თქვენი აზრით, განსაკუთრებულია, ვინც ელვა-გოგონას
ძვირფასი დროის ღირსია. დარწმუნებული ვარ, ჯურღმულებ-
სა და ღარიბთა სოფლებს ისე გაივლით, ვერც კი შეამჩნევთ,
409 მკითხველთა ლიგა
რამხელა უბედურება დაგვატეხეთ თავს, – გოგონას გააფ-
თრებისგან სისხლი სახეზე აწვება და ლოყებს მუქ წითლად
უღებავს. მე ენაჩავარდნილი მივჩერებივარ, – ჰიბრიდები,
ვერცხლისფერები, წითლები... ამით არაფერი იცვლება. მათი
ერთი ნაწილი ძალიან ძლიერია, სხვები დანარჩენებზე უკე-
თესები არიან, ზოგი კი მთლად უმწეოა.
მუცლის გვრემა მეწყება და ძრწოლით ვეკითხები:
– რას გულისხმობ?
– დაყოფას... ადამიანების დახარისხებას. თქვენისთანებს
ეძებთ, რათა გაწვრთნათ, დაიცვათ, თქვენს მხარეზე ბრძოლა
აიძულოთ. არა იმიტომ, რომ ეს მათ უნდათ, არამედ იმიტომ,
რომ თქვენ გჭირდებათ ისინი. ბავშვ ჯარისკაცებზე რა აზრის
ხართ? ისინი საერთოდ ფეხებზე გკიდიათ. მათ დაუფიქრებ-
ლად გაცვლიდით კიდევ ერთ მოსიარულე ელექტრონის წყა-
როში.
ნაპერწკლები წეღანდელზე სწრაფად მენთება. თვითმფრი-
ნავის ძრავების თითოეულ დატრიალებას ვგრძნობ, მიუხედა-
ვად მათი თავბრუდამხვევი სიჩქარისა. ამას ჭკუიდან გადავ-
ყავარ.
– მე მათ მეივენისგან გადარჩენას ვცდილობ. ის ჰიბრიდე-
ბის იარაღად გამოყენებას აპირებს, რასაც მეტი სისხლის
ღვრა და უფრო მეტი ხალხის დაღუპვა მოჰყვება...
– თქვენც ზუსტად იმავეს აკეთებთ, რასაც ისინი, – ის ბრა-
ზით აცახცახებულ დამუშტულ ხელებს კალისკენ იშვერს.
კარგად ვიცნობ ამ გრძნობას, თვითონაც ვცდილობ მძვინ-
ვარების დამალვას.
– მერ, – კალი ამაოდ ცდილობს ჩემს გაფრთხილებას, მის
ხმას ჩემი მოგუგუნე პულსი ახშობს.
კამერონი შხამს ანთხევს და ამით ტკბება:
410 მკითხველთა ლიგა
– დიდი ხნის წინ, როდესაც ვერცხლისფერები ახალი გაჩე-
ნილები და მცირერიცხოვანნი იყვნენ, მათზე ის ხალხი ნადი-
რობდა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ისინი მათგან მეტისმე-
ტად განსხვავებულები იყვნენ.
ხელებით სავარძლის სახელურებს ვაფრინდები, მინდა
რამე მაგარს მოვეჭიდო. კონტროლი. ახლა თვითმფრინავი
პირდაპირ ყურში ჩამკივის და ეს ხმა ლამის ძვლებში მატანს.
ჰაერში შევხტებით, გარეტი ღრიალებს და ფეხში ხელს წა-
ივლებს.
– შეწყვიტე, კამერონ! – კივის ფარლი, ხელი ღვედებისკენ
მიაქვს და ჩამკეტებს ერთიმეორის მიყოლებით ხსნის, – თუ
თვითონ არ მოკეტავ, ამას მე გავაკეთებ!
მაგრამ კამერონს ჩემთვის მხოლოდ გაავებული მზერა და
ბრაზი ემეტება:
– ნახე, სად მიგვიყვანა მაგ გზამ, – მიღრენს ის და რამდე-
ნადაც ღვედები საშუალებას აძლევს, წინ იხრება.
უცებ ვდგები, თვითმფრინავი ირყევა და თავს ძლივს ვი-
მაგრებ. თავში ფოლადის ჭრიალი ჩამესმის და კამერონის
სიტყვებს ძლივს ვიგებ. ხელებს ითავისუფლებს და ელვისებუ-
რი სისწრაფით იხსნის ღვედებს. წამოხტება და სახეში მახ-
ლის:
– ასი წლის შემდეგ ჰიბრიდი მეფე დაჯდება იმ ტახტზე, რო-
მელიც შენ აუგე ბავშვების ძვლებისგან!
შიგნით რაღაც მეშლება, ზღვარი ადამიანსა და ცხოველს,
კეთილგონიერებასა და სიგიჟეს შორის. უცებ მავიწყდება
თვითმფრინავი, ისიც, თუ რა სიმაღლეზე მივფრინავთ და ყვე-
ლა, ვისაც ჩემი წკიპზე შემდგარი თვითკონტროლის იმედი
აქვს. მხოლოდ ამ ტუტუცისთვის ჭკუის სწავლებაზე ვფიქრობ,
მინდა ვაჩვენო, რის გადარჩენას ვცდილობთ. როდესაც
411 მკითხველთა ლიგა
მუშტს ყბაში ვატაკებ, ველი, რომ მის სახეზე ანთებულ ნაპერ-
წკლებს დავინახავ, რომლებიც ძირს დასცემენ, მაგრამ დარ-
ტყმას შედეგად მხოლოდ ჩემი ჩალურჯებული თითის სახსრე-
ბი მოსდევს.
კამერონიც ჩემსავით გაოცებული მომშტერებია. მანათო-
ბელი ნაპერწკლები ქრება და „ბლექრანი“ ისევ სწორდება.
ჭრიალი ჩემს თავში წყდება, თითქოს სიჩუმის ფარდა ჩა-
მოაფარეს. თითქოს მუცელში მუშტი ჩამაზილესო, ცალ მუხ-
ლზე ვიკეცები.
შეიდი მაშინვე ძმური მზრუნველობით მაშველებს ხელს.
– კარგად ხარ? რა მოხდა?
კალი ხან მე მიყურებს, ხან პანელს და თავს აქეთ-იქით ატ-
რიალებს.
– სტაბილიზებულია, – ბუტბუტებს ის, თუმცა ამას ჩემზე
ნამდვილად ვერ ვიტყვი, – მერ...
– მე არა... – შუბლზე ცივი ოფლი მასხამს და გულს მაზი-
დებს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსუნთქავ, თითქოს ფილტვებიდან ჰა-
ერს მაცლიან. რაღაც მახრჩობს, – ის...
კამერონი უკან იხევს, გაოგნებულს ტყუილის თქმის თავიც
აღარ აქვს. გულგახეთქილი პირს აღებს:
– მე არაფერი მიქნია, ვფიცავ, საერთოდ არაფერი.
– ძალით არ გაგიკეთებია, კამერონ, – ეს ძალიან აკვირ-
ვებს, – უბრალოდ, დაწყნარდი, უბრალოდ... უბრალოდ, შეწ-
ყვიტე... – ვერ ვსუნთქავ, მართლა ვიგუდები. შეიდს უფრო
მაგრად ვუჭერ ხელს და ფრჩხილებს ხორცში ვასობ. სხეულში
ელვა და პანიკა ერთდროულად მივლის.
შეიდი მცირე ტკივილს ყურადღებას არ აქცევს და მთელი
ჩემი წონა თავის დაშავებულ მხარზე გადააქვს. იმასაც ხვდე-
ბა, რის თქმას ვცდილობ:
412 მკითხველთა ლიგა
– შენ მას აჩუმებ, ესე იგი მის შესაძლებლობებს თიშავ,
თავად მას თიშავ, კამერონ.
– მე არ... როგორ? – შავ თვალებში შიში უდგება.
თვალთ მიბნელდება, მაგრამ ვხედავ, როგორ ჩამიარა
კალმა. კამერონი მისგან უკან იხევს, როგორც ნებისმიერი
ჭკუათამყოფელი იზამდა, მაგრამ კალმა იცის, რაც უნდა ქნას.
ის მე და ბავშვებს გვასწავლიდა, როგორ უნდა მოვიქცეთ გან-
საკუთრებული შესაძლებლობებით დატრიალებულ ქაოსში.
– გაუშვი, – ამბობს მტკიცედ და მშვიდად, არც მოფერებით
და არც ბრაზით, – ისუნთქე. ცხვირით ჩაისუნთქე, პირით
ამოისუნთქე. გაუშვი, რაც გიჭირავს.
გამიშვი, გთხოვ. გთხოვ, გამიშვი. წყვეტილად ვსუნთქავ
და სულ უფრო ცოტა ჰაერი ჩამდის.
– გაუშვი, კამერონ.
თითქოს მკერდზე ლოდი დამადო, რომელიც ზემოდან მაწ-
ვება და მალე სულსაც ამომართმევს.
– გაუშვი.
– ვცდილობ!
– მშვიდად.
– ვცდილობ, – ახლა უფრო მშვიდი ხმა აქვს, – ვცდილობ.
კალი ნაზად უქნევს თავს.
– ასე... ასე...
კიდევ ერთხელ ჩავისუნთქავ და ამჯერად ჰაერი ფილტვებ-
ში ჩამდის. ისევ ვსუნთქავ. გაბრუებული ვარ, მაგრამ ყოველ
წამს სულ უფრო ვფხიზლდები.
– კარგია, – ამბობს კალი და მე მიყურებს. მისი მზერა ჩემ-
სას პოულობს და ორივე ერთდროულად ვმშვიდდებით, –
კარგია.

413 მკითხველთა ლიგა


დიდხანს არ ვუყურებ. კამერონს უნდა შევხედო, მის შიშს.
თვალებს ხუჭავს, ყურადღებას იკრებს და წარბები ეჭმუხნება.
ლოყაზე ობოლი ცრემლი მოგორავს, ხელს კი ტატუზე ისვამს.
ამას არ იმსახურებს. საკუთარი თავის ასე არ უნდა ეშინოდეს.
– კარგად ვარ, – ვლუღლუღებ და ისიც თვალებს ახელს.
სანამ გულის კარს ისევ დაკეტავს, სახეზე ეტყობა, რომ
შვება იგრძნო, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება.
– ამით ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება, ბაროუ.
რომ შემეძლოს, ავდგებოდი, მაგრამ ისევ სუსტად ვარ და
კუნთები მითრთის.
– გინდა ეს სხვასაც გაუკეთო? მაგალითად, შენს ძმას, რო-
ცა იპოვი.
აი, ისიც. აი, რაზე უნდა ვივაჭროთ. ამას კამერონიც ხვდე-
ბა.
– კოროსში შეგვიყვან და ჩვენ გასწავლით, როგორ გა-
მოიყენო შენი უნარი. მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ
იარაღად გაქცევთ.
მგონი, ერთ დღეს ამ სიტყვებს აუცილებლად ვინანებ.

414 მკითხველთა ლიგა


თავი 23

თავშესაფრის ფართო დერეფანში ჩემი ხმა უცნაურ ექოს


გამოსცემს. რიფტის ოლქში დაწყებულმა ქარიშხალმა აქეთ
გადმოინაცვლა და ჭუჭყიანი კედლის მიღმა ყინულოვანი
თოვლჭყაპი მოდის. მას თან სიცივე მოჰყვება, მაგრამ კალი
მთელი ძალით ცდილობს მის განდევნას. „ორმოს“ ბინადრე-
ბი ერთად იყრიან თავს და ცეცხლთან თბებიან, რომელიც
კალმა იატაკზე დაანთო. ყოველი თვალი ალს ირეკლავს და
წითელ-ნარინჯისფრად ბზინავს. ყველა ანთებული თვალი მე
მიყურებს, სულ თხუთმეტი წყვილი. კამერონის, კალის, ფარ-
ლისა და შეიდის გარდა, ყველა ზრდასრული მოვიდა ჩემს მო-
სასმენად. ადას გვერდით კეტა, ჰარიკი და ნიქსი სხედან.
მკურნალი ფლეჩერი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს,
ფერმკრთალ ხელებს ცეცხლთან ძალიან ახლოს აჩერებს. გა-
რეტი მანამდე გამოსწევს, სანამ კანი დაეწვება. აქვეა დარ-
მიანი, რომელიც ნიქსივით მოუწყვლადია, და ლორი, კენ-
ტოსპორტის ქვიანი კუნძულებიდან. კილორნმაც კი დაგვდო
პატივი მობრძანებით და ნადირობაში თავის პარტნიორებს –
კრენსსა და ფარას შორის ზის.
კიდევ კარგი, ბავშვები არ გვესწრებიან. ამაში მონაწი-
ლეობას ვერ მიიღებენ და რამდენადაც მე შევძლებ, უსაფ-
რთხოდ იქნებიან, ნენის ისინი ოთახში ჰყავს და გარეგნობის
შეცვლით ართობს, სანამ თექვსმეტ წელზე უფროსები მისმე-
ნენ, როგორ ვუყვები ყველაფერს, რაც პიტარუსისკენ მიმავ-
ლებმა შევიტყვეთ. გატრუნულები სხედან და სახეზე გაოგნე-
ბა, შიში ან მტკიცე გადაწყვეტილება ესახებათ.

415 მკითხველთა ლიგა


– ჯონმა თქვა, ოთხი დღე ძალიან ბევრიაო. ამიტომ სამ
დღეში უნდა გავაკეთოთ.
სამი დღე გვაქვს გეგმის შესადგენად და ციხეზე თავდას-
ხმისთვის. ერთ თვეზე მეტხანს ვერცხლისფერები ინტენ-
სიურად მწვრთნიდნენ, მანამდე კი სოფლის ქუჩებში ათასი
რამ მაქვს გადატანილი. კალი დაბადებიდან ჯარისკაცია,
შეიდი წელიწადზე მეტხანს არმიაში იყო, ფარლი კაპიტანია,
თუმცა განსაკუთრებული შესაძლებლობის გარეშე. მაგრამ
სხვები? როცა გადავავლებ თვალს თავშესაფრის რეალურ ძა-
ლას, ჩემი მტკიცე რწმენა, ცოტა არ იყოს, ირყევა. ნეტავ მეტი
დრო გვქონდეს. ადა, გარეტი და ნიქსი აქ მყოფთაგან საუკე-
თესონი არიან. მათი შესაძლებლობები თავდასხმისთვის ძა-
ლიან გამოსადეგია, რომ აღარაფერი ვთქვათ „ორმოში“ მათ
მიერ გავლილ წვრთნებზე. სხვებიც ძლიერები არიან – კეტას
თვალის დახამხამებით შეუძლია ნივთის აფეთქება, მაგრამ
ძალიან გამოუცდელია. მისნაირები ჩვენთან სულ რამდენიმე
დღის ან, დიდი-დიდი, ერთი კვირის მოსულები არიან. გადა-
კარგული, უბადრუკი სოფლებიდან ჩამოვიდნენ, სადაც არა-
ვის და არაფერს წარმოადგენდნენ. მათი საბრძოლველად
გაგზავნა იგივე იქნება, ბავშვი რომ მანქანის საჭეს მიუსვა.
ყველასათვის საშიში იქნებიან, განსაკუთრებით საკუთარი
თავისთვის.
ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, სისულელე, მაგრამ
უარს არავინ ამბობს. კამერონიც ხვდება, რომ უნდა მოკე-
ტოს. თავს ჯიუტად არ სწევს ზემოთ და ცეცხლს ჩაშტერებია.
დიდხანს მისი ყურება არ შემიძლია, საშინლად ვბრაზდები და
სევდა მიპყრობს. ეს გოგონა იმის განსხეულებაა, რისთვისაც
თავის არიდებას ვცდილობდი.
პირველად ფარლი დაილაპარაკებს:
416 მკითხველთა ლიგა
– იმ ვიღაც ჯონს თავისი შესაძლებლობების შესახებ მარ-
თალიც რომ ეთქვა, ეს არ ამტკიცებს, რომ სხვა ყველაფერი
სიმართლე გვითხრა, – ის წინ იხრება და ცეცხლი მის მკვეთრ
ჩრდილს გარშემო ჰფენს, – შეიძლება მეივენის აგენტიც იყო.
თქვა, რომ ელარა ჰიბრიდების გამოყენებას აპირებს... იქნებ
ჯონსაც აკონტროლებს ჩვენს საცდუნებლად? თქვა, მეივენი
მახეს დაგიგებთო, იქნებ სწორედ ეს არის ის მახე?
სამწუხაროა, მაგრამ ვხედავ, რამდენიმე დამსწრე თავს
უქნევს. კრენსი, ფარა და ფლეჩერი. ველი, რომ კილორნი
თავის მონადირეთა გუნდს დაეთანხმება, მაგრამ დუმს. კამე-
რონივით ზედ არ მიყურებს.
ყველა მხრიდან სითბო მოდის. წინ ცეცხლია, უკან კი კალი
მიჰყრდნობია ჭუჭყიან კედელს. ღუმელივით ხურს, მაგრამ სა-
მარისებურ სიჩუმეს იცავს. ბევრი აქაური მის ჩვენთან ყოფნას
მხოლოდ ჩემ გამო იტანს, ან ბავშვების, ან ორივეს გამო. ამი-
ტომ მათ გადმობირებას კალს ვერ მივანდობ. ეს თავად უნდა
გავაკეთო.
– მე მჯერა მისი, – ეს სიტყვები სრულიად უცხოდ მეჩვენე-
ბა, მაგრამ თან სრული თავდაჯერებით ვამბობ. ამ ხალხს მე-
თაურად მივაჩნივარ და მეც შესაბამისად მოვიქცევი. დავარ-
წმუნებ, რომ გამომყვნენ, – მახეა თუ არა, კოროსში მაინც წა-
ვალ. იქ მყოფ ჰიბრიდებს ორი ვარიანტი აქვთ: სიკვდილით
დასჯა, ან მათ ის მეთოჯინე გამოიყენებს, რომელსაც ყველა
დედოფალს უწოდებს. ჩვენთვის ორივე მიუღებელია.
თანხმობის გამომხატველი ჩურჩული ჩაირბენს მათ შო-
რის, ვის გადმობირებასაც ვცდილობ. გარეტი პირველია და
ჩემი სიტყვების დასტურად თავს იქნევს. ჯონი თავისი თვა-
ლით ნახა და დიდი დარწმუნება არ სჭირდება.

417 მკითხველთა ლიგა


– წამოსვლას არავის დავაძალებ. როგორც ყოველთვის,
ახლაც არჩევანი გაქვთ, – კამერონი ოდნავ აქნევს თავს, მაგ-
რამ არაფერს ამბობს. შეიდი მუდმივად მასთან ახლოს დგას,
რომ თუ გოგონა რამე სისულელეს დააპირებს, ადვილად მის-
წვდეს, – ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
თუ ამას ხშირად გავიმეორებ, შეიძლება თავადაც დავიჯე-
რო.
– ეგ როგორ? – თავი წამოყო კრენსმა, – თუ სწორად გა-
ვიგე, ციხე შენისთანების გამოსაკეტად ააშენეს. იქ მარტო
საკნებსა და დაკეტილ კარებში შეღწევა კი არ მოგიწევთ. ყვე-
ლა კარიბჭესთან გუშაგები იქნებიან, ვერცხლისფერთა რაზ-
მები, ჯარისკაცები, ჩუმი ქვა და ეგეც მხოლოდ იმ შემთხვევა-
ში, თუ გაგიმართლებს, ელვა-გოგონავ.
მის გვერდით მჯდარი ფლეჩერი ნერწყვს ყლაპავს. შეიძ-
ლება ტკივილს ვერ გრძნობს, მაგრამ ამ ფერმკრთალი, ხორ-
ცსავსე კაცისთვის შიში ნამდვილად არ არის უცხო.
– თუ არ გაუმართლებს?
– მას ჰკითხეთ, – თავით ვანიშნებ კამერონზე, – ციხიდა-
ნაა გამოქცეული.
ყველას გაოცებული სახე აქვს. ახლა მარტო მე აღარ მიყუ-
რებენ. ცოტა გულზე მეშვება და ვმშვიდდები. კამერონი კი,
პირიქით, იძაბება, გრძელ კიდურებს წინ სწევს, თითქოს
სხვების მზერისგან დამალვას ცდილობს.
კილორნიც კი სწევს თავს, მაგრამ კამერონს არ უყურებს.
მზერას ჩამოატარებს და ბრბოში მე მპოულობს, როცა კე-
დელზე ვარ მიყრდნობილი... და ჩემი სიმშვიდე ქრება და
გაუგებარი, უცნაური გრძნობით იცვლება. ეს არც შიშია და
არც ბრაზი. არა, რაღაც სხვაა. ძლიერი სურვილი. ცეცხლის
მოციმციმე შუქში, როცა გარეთ ქარიშხალი ბობოქრობს, შე-
418 მკითხველთა ლიგა
მიძლია წარმოვიდგინო, რომ სოფლის სახლში მობუზული
გოგო და ბიჭი ვართ, რომლებიც შემოდგომის სიცივეს ემა-
ლებიან. ნეტავ ვინმე დროს დაატრიალებდეს და ისევ იმ დღე-
ებს დააბრუნებდეს. მათ სათანადოდ დავაფასებდი და სიცივე-
სა და შიმშილზე არ ვიწუწუნებდი. ახლაც ზუსტად ისევე მშია
და მცივა, მაგრამ ვერც ერთი საბანი ვერ გამათბობს და ვერა-
ვითარი საჭმელი ვერ დამანაყრებს. აღარაფერი იქნება ძვე-
ლებურად და ამაში დამნაშავე ისევ მე ვარ. ამ კოშმარში კი-
ლორნიც შემომყვა.
– ლაპარაკი თუ იცის? – დამცინავად კითხულობს კრენსი,
როცა იმის ლოდინით იღლება, თუ როდის გააღებს პირს კა-
მერონი.
ფარლი იცინის.
– მე თუ მკითხავ, ზედმეტადაც. მიდი, კოულ, მოგვიყევი
ყველაფერი, რაც გახსოვს.
ველი, რომ კამერონი ისევ აფეთქდება, შეიძლება ფარლის
ცხვირზე კბილებითაც ეცეს, მაგრამ ხალხის სიმრავლე სი-
ფიცხეს უნელებს. ხვდება ჩემს ხრიკს, მაგრამ ამით ეს ხრიკი
ეფექტურობას როდი კარგავს. იმდენი იმედით სავსე თვალი
უყურებს, იმდენია მზად, თავი საფრთხეში ჩაიგდოს. მათ უგუ-
ლებელყოფას ვეღარ შეძლებს.
– დელფის რომ გასცდებით, ციხეც იქაა, – ოხრავს ის.
თვალები მტკივნეული მოგონების გამო ენისლება, – სადღაც
ხრამთან. ისე ახლოსაა, რომ ლამის რადიაციის სუნი იგ-
რძნობა.
ხრამი ნორტას სამხრეთ საზღვარზეა, ბუნებრივი გამყოფია
ჩვენს ქვეყანასა და პიდმონტს შორის, სადაც ასევე ვერ-
ცხლისფერები ბატონობენ. როგორც ნერსი, ხრამიც ნანგრე-
ვებად არის ქცეული და ისეა გაპარტახებული, იქაურობის ათ-
419 მკითხველთა ლიგა
ვისებას ვერცხლისფერებიც არ ცდილობენ. ხრამში შესვლას
„ალისფერი მცველიც“ ვერ ბედავს, რადგან იქ რადიაციაა და
ყველაფერი ათასწლოვან კვამლშია გახვეული.
– იზოლირებული ვყავდით, – განაგრძობს კამერონი, –
თითო საკანში თითო პატიმარი იჯდა და ბევრი იმდენად ძა-
ლაგამოცლილი იყო, რომ წოლის გარდა, არაფრის თავი
აღარ ჰქონდა. იქაურობა მათზე ცუდად მოქმედებდა.
– ჩუმი ქვა, – ვპასუხობ ჯერ კიდევ დაუსმელ კითხვას,
რადგან იგივე გრძნობა მეც კარგად მახსოვს. ორჯერ ვიჯექი
ასეთ საკანში და ორჯერვე ძალ-ღონე გამომაცალა.
– არც საკმარისი განათება იყო და არც საჭმელი, – კამე-
რონი სკამზე წრიალებს და ცეცხლს თვალმოჭუტული უყუ-
რებს, – ბევრი ლაპარაკიც აკრძალული გვქონდა. გუშაგებს
არ მოსწონდათ, როცა ხმას ვიღებდით და მუდმივად მორიგე-
ობდნენ. ზოგჯერ მეფის მცველები მოდიოდნენ და ტუსაღები
მიჰყავდათ. ზოგს სიარულის თავი არ ჰქონდა და ხელით მი-
ათრევდნენ. არა მგონია, ციხე მთლიანად სავსე ყოფილიყო.
იქ ბევრი ცარიელი საკანი ვნახე, – მას სუნთქვა ეკვრის, –
დღითი დღე სულ უფრო ცარიელდებოდა.
– ციხის სტრუქტურა აღგვიწერე, – ეუბნება ფარლი. ის ჰა-
რიკს იდაყვს ურტყამს და ვხვდები, რასაც ფიქრობს.
– ბიკონის ოლქიდან აყვანილი ჰიბრიდები ციხის ცალკე
განყოფილებაში ვისხედით. დიდ დარბაზში საკნების ოთხი
რიგი იყო. სართულებს ერთმანეთში გადახლართული ვიწრო
ხიდები აკავშირებს და მაგნეტრონები მათაც ყოველ ღამით
უკან კეცავდნენ. საკნებსაც ისინი აღებდნენ. ყველგან მაგნეტ-
რონები იყვნენ, – ბრაზით ამბობს და ამის გამო ვერ დავძრა-
ხავ. კოროსში ლუკას სამოსის მსგავსი გულკეთილი მაგნეტ-
რონები არ იქნებოდნენ, იმის, ვინც ჩემ გამო არქეონში
420 მკითხველთა ლიგა
დაიღუპა, – არც ფანჯრები იყო, მაგრამ დღის შუქს საკანში მა-
ინც ვხედავდით. დიდი ხნით ვერა, მაგრამ რამდენიმე წუთით
მზე მაინც ანათებდა.
– ალბათ, დაახლოებით ასეთი იქნებოდა, – ამბობს ჰარი-
კი და ხელებს ერთმანეთს უსვამს. ჩვენ თვალწინ ცეცხლის
თავზე მისი წარმოქმნილი ჩვენება ჩნდება, გამოსახულება,
რომელიც ნელა ბრუნავს. ღია მწვანე ხაზებისგან შექმნილი
ყუთია. როცა ჩემი თვალები ამ ილუზიას ეჩვევა, ვხვდები,
რომ ეს ციხის სამგანზომილებიანი მოდელია.
კამერონი დაკვირვებით უყურებს.
– უფრო ფართო, – ბუტბუტებს ის. ჰარიკი თითებს ათამა-
შებს და ილუზიაც ამ მოძრაობაზე რეაგირებს, – კიდევ ორი
ხიდიც. ოთხი ჭიშკარი ზედა სართულზე, თითო კედელთან თი-
თო.
ჰარიკი ასეც იქცევა და მანამდე ცვლის გამოსახულებას,
სანამ კამერონი არ დაკმაყოფილდება. მისთვის ეს ისეთი ად-
ვილია, რომ იღიმება კიდეც. მარტივი გასართობია, როგორც
ხატვა. სახელდახელოდ შექმნილ მოდელს უხმოდ ვუყურებთ
და თითოეული ჩვენგანი ცდილობს შიგნით შესაღწევი გზა გა-
მოიცნოს.
– ნამდვილი ჯურღმულია, – ოხრავს ფარა და თავს ხელებ-
ში რგავს. მართლაც, ციხე ოთხკუთხედ, ღრმა ორმოს ჰგავს.
ადა ასეთი პესიმისტიც არ არის და გამოსახულების დეტა-
ლურ ანალიზზე უფრო მეტს ფიქრობს.
– ჭიშკრებს სად შევყავართ?
მხრებჩამოყრილი კამერონი ოხრავს.
– ციხის სხვა სექციებში. არ ვიცი, სულ რამდენია. სანამ გა-
რეთ გამოვაღწევდი, სამი სექცია გამოვიარე.

421 მკითხველთა ლიგა


ჩვენება იცვლება და სხვა სექციებიც ემატება. ეს ცვლილე-
ბა სახეში სილის გალაწუნებას უდრის. ძალიან ბევრი ჭიშკა-
რი და საკანია. ბევრგან შეიძლება გავიჭედოთ და საქმე ცუ-
დად წაგვივიდეს, მაგრამ კამერონი ხომ გამოიქცა და ის არც
გაწვრთნილია და ბოლომდე თავის უნარსაც კი არ იცნობს.
– შენ თქვი, რომ საკნებში ვერცხლისფერებიც იყვნენ, –
კალი შეკრების დაწყებიდან პირველად იღებს ხმას და კარგ
ხასიათზე ნამდვილად არ არის. ცეცხლის შუქზე არ გამოდის
და წამით იმ აჩრდილს ჰგავს, მეივენი რომ ახსენებდა, – მა-
ინც სად იყვნენ ისინი?
ნიქსი მჭახედ, ბრაზიანად იცინის, თითქოს რკინაზე ქვა
მოხვდაო.
– რაში გაინტერესებს? გალიებიდან მეგობრების გამოშვე-
ბა გინდა? გინდა ისევ თავიანთ მამულებში თუ წვეულებებზე
გაუშვა? არა, დაე, იქვე ჩალპნენ! – ის კალისკენ ვენებით და-
სერილ ხელს იქნევს და მისი ხმა შემოდგომის ქარიშხალი-
ვით სუსხიანია, – ეს არ უნდა წამოიყვანო, მერ. აჯობებს, აქე-
დანაც გაუშვა. თავისიანების დაცვის გარდა, აღარაფერი ახ-
სოვს.
ტვინს ენა უსწრებს წინ, ოღონდ ამჯერად ისინი ერთმანეთს
ეთანხმებიან:
– თითოეულმა თქვენგანმა იცით, რომ ეგ სიცრუეა. კალმა
ჩვენთვის სისხლი დაღვარა, გვიცავდა და ბევრ თქვენგანს
ავარჯიშებდა კიდეც. თუ კოროსში მყოფი ვერცხლისფერების
შესახებ სვამს კითხვას, ესე იგი საამისო მიზეზი აქვს და ეს მა-
თი გათავისუფლება არ არის.
– სინამდვილეში...
თვალებგაფართოებული ვბრუნდები მისკენ და გაოცებუ-
ლი ვეკითხები:
422 მკითხველთა ლიგა
– მართლა მათი გათავისუფლება ხომ არ გინდა?
– კარგად დაფიქრდი. ისინი იმიტომ დააპატიმრეს, რომ
მეივენს არ დაემორჩილნენ, ან ელარას, ან ორივეს ერთად.
ჩემი ძმა ტახტზე მეტად საეჭვო ვითარებაში ავიდა და ბევრი
არ დაიჯერებს იმ ტყუილებს, დედამისი რომ ავრცელებს.
ზოგს ჭკუა ჰყოფნის და ჩუმად არის, სამოქმედოდ შესაფერის
დროს უცდიან, მაგრამ არა ყველა. თუმცა მათი ინტრიგები
ციხეში ჩასმით დასრულდა. რა თქმა უნდა, პატიმრებს შორის
ისეთებიც არიან, როგორიცაა ბიძაჩემი ჯულიანი, რომელმაც
მერს თავისი ნამდვილი ვინაობა გააგებინა, „ალისფერ
მცველს“ ეხმარებოდა, კილორნი და ფარლი სიკვდილით
დასჯას გადაარჩინა, იგი წმინდა სისხლის ვერცხლისფერია.
ისიც იმ ციხეშია სხვებთან ერთად, ვისაც, სისხლის ფერის
მიუხედავად, ჩვენი თანასწორობისა სჯერა. ისინი ჩვენი მტრე-
ბი არ არიან, ყოველ შემთხვევაში, არა ამწუთას, – მპასუხობს
ის. ხელებს შლის და ენერგიულად იქნევს, ცდილობს გაგვა-
გებინოს მისი, როგორც ჯარისკაცის აზრი, – თუ მათ გავათა-
ვისუფლებთ, ციხეში ქაოსი დაიწყება. გუშაგებს შეუტევენ და
ჩვენს გარეთ გასაყვანად ყველაფერს გააკეთებენ. მცველების
ყურადღების გასაფანტავად უკეთეს ხერხს ვერც ვინატრებთ.
ასეთი დამაჯერებელი არგუმენტების წინაშე ნიქსიც კი
უკან იხევს. მართალია, კალი ეზიზღება და თავისი ქალიშვი-
ლების სიკვდილს აბრალებს, მაგრამ ისიც ვერ უარყოფს,
რომ ეს კარგი გეგმაა. ალბათ, საუკეთესო, რისი მოფიქრებაც
შეგვიძლია.
– გარდა ამისა, – ამატებს კალი და ისევ ჩრდილს უბრუნ-
დება, ამჯერად მისი სიტყვები მხოლოდ ჩემთვის არის გან-
კუთვნილი, – ჯულიანი და სარა ვერცხლისფერებთან იქნები-
ან და არა ჰიბრიდებთან.
423 მკითხველთა ლიგა
აჰა... ამ სიჩქარეში გადამავიწყდა, რომ მათი სისხლი სხვა
ფერია. ისინიც ვერცხლისფერები არიან.
კალი ისევ განაგრძობს:
– გაიხსენე, ვინ არიან ისინი და რა აზრი აქვთ. მათ გარდა,
სხვებიც ხედავენ, რა დღეშია სამყარო.
მათ გარდა, სხვებიც. ლოგიკა მკარნახობს, ასეც უნდა
იყოს. ვერცხლისფერებთან გატარებული მცირე დროის გან-
მავლობაში ოთხი მათგანი მაინც ვნახე ისეთი, ვინც უფრო
სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა: ჯულიანი, კალი, სა-
რა და ლუკასი. სხვებიც იქნებიან. ნორტელი ჰიბრიდების
მსგავსად, მეივენი მათზეც ნადირობს და დისიდენტებსა და
პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ციხეში ამწყვდევს, სადაც
ყველასგან დავიწყებული დაიღუპებიან.
აღელვებული კამერონი ტუჩს იკვნეტს და კბილები თეთ-
რად უელავს.
– ვერცხლისფერთა განყოფილებები ჩვენსას ჰგავს, რიგ-
რიგობითაა განაწილებული: ერთი ვერცხლისფერების, ერთი
ჰიბრიდების, ერთი ვერცხლისფერების, ერთიც ჰიბრიდების
და ასე შემდეგ.
– ჭადრაკული წყობით, – ბუტბუტებს კალი და თავს უქ-
ნევს, – რათა ერთმანეთისგან შორიშორს იყვნენ. ასე მათი
გაკონტროლებაც უფრო ადვილია და მათთან ბრძოლაც. შენ
როგორ გამოიქეცი?
– კვირაში ერთხელ სასეირნოდ გავყავდით, რათა არ დავ-
ხოცილიყავით. რომელიღაც გუშაგმა იხუმრა, რომ ცოტა ჰა-
ერზე თუ არ გაგვატარებდნენ, კედლები შეგვიწირავდა.
სხვებს ბრძოლის კი არა, სიარულის თავიც ძლივს ჰქონდათ,
მაგრამ არა მე. საკანი ჩემზე გავლენას ვერ ახდენდა.

424 მკითხველთა ლიგა


– იმიტომ, რომ შენზე არ მოქმედებს, – ამბობს ადა მშვი-
დი, გაწონასწორებული ხმით. ვკრთები, ამით ისე ჰგავს ჯუ-
ლიანს. წამით ისევ წიგნებით სავსე საკლასო ოთახში ვარ,
თითქოს გამოცდას მიტარებენ, – შენი ჩამხშობი უნარი იმდე-
ნად ძლიერია, რომ ჩვეული საშუალებები არ მუშაობენ. ვფიქ-
რობ, მათ ანულირებას ახდენ. ჩახშობის ერთი საშუალება
მეორის წინააღმდეგ.
კამერონი უინტერესოდ იჩეჩს მხრებს.
– გასაგებია.
– ესე იგი სეირნობისას გამოიპარე, – ბუტბუტებს კალი,
უფრო თავისთვის, ვიდრე სხვების გასაგონად. ყველაფერს
აანალიზებს, თავის თავს კამერონის ადგილას აყენებს, წარ-
მოიდგენს, როგორ გამოიქცა და ციხეში შესაღწევად გზას
ეძებს, – მხედვარებმა ვერ დაინახეს, რის გაკეთებასაც აპი-
რებდი და ამიტომ ვერ შეგაჩერეს. ჭიშკრებს დარაჯობდნენ,
ხომ?
კამერონი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
– თითო განყოფილებას თითო მხედვარი ადევნებდა
თვალს. პისტოლეტი ავართვი, თავი დავღუნე და გამოვიქეცი.
მისი გამბედაობით განცვიფრებული კრენსი ხმადაბლა უს-
ტვენს, მაგრამ კალს ასე ადვილად ვერაფერს დააჯერებ და
დაკითხვას განაგრძობს:
– ჭიშკრები? მათი გაღება მხოლოდ მაგნეტრონებს შეუძ-
ლიათ.
ამაზე კამერონს გულგრილად ეღიმება.
– როგორც ჩანს, ვერცხლისფერები ისეთი სულელები
აღარ არიან, რომ თითოეული საკნისა თუ ჭიშკრის გაკონ-
ტროლება რამდენიმე რკინის მგრეხავს მიანდონ. ციხეში გა-
დამრთველიცააა, რომლის აქტივაციაც გასაღებით შეიძლება
425 მკითხველთა ლიგა
და მაშინ გამოიყენება, თუ მაგნეტრონები ახლომახლო არ
არიან. თუ ვინმე ზედმეტ პრობლემას შექმნის, კარისთვის
ქვის მოძრავი კედლის ჩამოფარებაც შეიძლება.
ვხვდები, რომ ეს ჩემ გამო გააკეთეს. მზის ციხე-დარბაზში
გისოსების გასახსნელად ლუკასი დავიხმარე. მეივენი ზომებს
იღებს, რათა იგივე აღარ განმეორდეს.
კალიც ზუსტად იმავეს ფიქრობს და მე მიყურებს.
– შენ გასაღები გაქვს?
კამერონი თავს აქნევს და თავის ყელზე გვანიშნებს. ზედ
შავი, თავის კანზე მუქი ტატუ მოუჩანს. ეს ტექნის ნიშანია,
კვამლისა და ქარხნების მონის.
– მე მექანიკოსი ვარ, – ის მოღუნულ თითებს ათამაშებს,
– ჭიშკარს ამძრავი მექანიზმიც აქვს და სადენებიც. გასაღები
მარტო სულელს თუ დასჭირდებოდა.
შეიძლება კამერონი აბეზარი გოგოა, მაგრამ ნამდვილად
გამოგვადგება. ამას მეც ვაღიარებ.
– ჯარში გამიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-თაუნში
სამუშაო მქონდა, – ამბობს უფრო უხალისოდ.
– ციხე, კამერონ, – ვახსენებ მე, – ციხეზე უნდა ვიფიქ-
როთ...
– იქ ყველა მუშაობს და არმიაში სურვილის შემთხვევაშიც
კი არავინ მიჰყავდათ, – ხმამაღლა ლაპარაკობს, მისი
ძლიერი ხმა ჩემსას ფარავს, რომ შევეჯიბრო, ყვირილის ჩემ-
პიონატი გამოგვივა, – საგანგებო ზომების მიღებამ ყველაფე-
რი შეცვალა. ლატარია გათამაშდა, თხუთმეტიდან ჩვიდმეტ
წლამდე მოზარდებში ყოველი მეოცე ამოირჩიეს და წილი მე
და ჩემს ძმას შეგვხვდა. არადა, ამის ძალიან მცირე ალბათო-
ბა იყო, არა?
– სამ პროცენტზე ნაკლები, – დუდუნებს ადა.
426 მკითხველთა ლიგა
– ერთმანეთს დაგვაცილეს, მე ფორტ-პეტრიოტიდან გამო-
სულ ბიკონის ლეგიონში გამგზავნეს, მორი კი ხანჯლის ლე-
გიონში. ამით ისინი დასაჯეს, ვინც პრობლემებს უქმნიდათ,
ისინიც კი, ვინც გუშაგს ცუდად შეხედა. ხანჯლის ლეგიონში
გამწესება სასიკვდილო განაჩენია. ხუთი ათასი ჯარისკაცი
ბავშვი სიცოცხლეს საერთო საფლავში დაასრულებს.
კბილს კბილზე ვაჭერ, მწარედ მახსოვს, სამხედრო დოკუ-
მენტში რა ბრძანებაზეც იყო საუბარი.
– კორვიუმიდან გასვლის შემდეგ პირდაპირ სასაკლაოს-
კენ წავლენ. სანგრებს გაივლიან და შუაგულ ნაოხარში მივ-
ლენ. მორი იქ იმიტომ გაგზავნეს, რომ დედაჩვენთან გამომ-
შვიდობება სცადა.
ჩემი მეთაურობა ისედაც მყიფეა და ახლა ვითარება უფრო
იძაბება. ამას ყველას სახეზე ვხედავ, როცა კამერონის სიტ-
ყვებს აანალიზებენ. ეს ადას უფრო ეტყობა, მომჩერებია და
ხმას არ იღებს. მკაცრად არა, მაგრამ სრულიად უემოციოდ,
ცარიელი მზერით მიყურებს. ცდილობს ფიქრები სახეზე არ
დაეტყოს, მაგრამ არ გამოსდის. იატაკზე ცეცხლი გიზგიზებს
და მის თვალებს მოწითალო-ოქროსფერ ელვარებას სძენს.
– კოროსში ჰიბრიდებიც არიან და ვერცხლისფერებიც, –
კამერონმა იცის, რომ ყველას ყურადღება მიიქცია და შეტევა-
ზე გადმოდის, – მაგრამ ხუთი ათას ბავშვს, ხუთი ათას წითელ
გოგონასა და ბიჭს დაღუპვა ელის. დაუშვებთ მათ სიკვდილს?
ამას და მის მოშინაურებულ პრინცს გაჰყვებით? – ის ჩემკენ
იქნევს თავს.
კალს თითები ჩემს ხელთან ზედმეტად ახლოს მოაქვს და
უკან ვიხევ. აქ არა. ყველამ იცის, რომ ერთ ოთახში გვძინავს
და გამორიცხული არ არის, რომ სხვა ეჭვიც აქვთ. კამერონს
მეტ სალაპარაკოს ვეღარ მივცემ.
427 მკითხველთა ლიგა
– ის ამბობს, რომ არჩევანი გაქვთ, მაგრამ ამ სიტყვის
მნიშვნელობა არ იცის. აქ ძალით მომიყვანეს, სწორედ ისე,
როგორც ლეგიონერებმა წამათრიეს ძალით, მერე მეფის
მცველებმა გააკეთეს იგივე რამდენიმე დღეში. ელვა-გოგონა
არჩევანს არავის უტოვებს.
ელის, რომ ბრალდებას შევეწინააღმდეგები, მაგრამ არა-
ფერს ვამბობ. თავს დამარცხებულად ვგრძნობ და ამას თავა-
დაც ხვდება. ვხედავ, რომ ძველებური გამოხედვა უბრუნდება.
ცოტა ხნის წინ კინაღამ მომკლა და შეუძლია იგივე
გაიმეოროს. მაგრამ აბა, რატომღა რჩება ჩვენთან? შეუძლია
ყველას უნარი ჩაახშოს და თავის გზაზე წავიდეს. აქ რა დარ-
ჩენია?
– მერი ადამიანების გადარჩენას ცდილობს.
კილორნს ასაკით უფროსი ადამიანის ხმა აქვს. წარსულში
დაბრუნების ძლიერი სურვილი ისევ თავს მახსენებს.
– მერმა თითოეული თქვენგანი ციხეში ჩასმას ან სიკ-
ვდილს გადაარჩინა. თქვენს საცხოვრებელ ადგილას ჩამოს-
ვლისას ყოველ ჯერზე რისკავდა. ის იდეალური არ არის, მაგ-
რამ არც ურჩხულია. დამიჯერეთ, – ამატებს და ისევ თვალს
მარიდებს, – ურჩხულები მინახავს და მათ თქვენც შეხვდე-
ბით, თუ ჰიბრიდებს დედოფლის მოწყალების იმედზე დავტო-
ვებთ. ელარა ერთმანეთის დახოცვას გაიძულებთ, სანამ
მთლიანად არ მოგსპობთ, და აღარავის ეცოდინება, ვინ იყა-
ვით სინამდვილეში.
ლამის სიმწრით გამეღიმოს. მოწყალება? ელარა ამ სიტ-
ყვას არ იცნობს.
არა მგონია, კილორნის სიტყვას მათთვის დიდი მნიშვნე-
ლობა ჰქონდეს, მაგრამ მწარედ ვცდები. მას ყველანი პატი-
ვისცემითა და ყურადღებით შესცქერიან. არა ისე, მე რო-
428 მკითხველთა ლიგა
გორც მიყურებდნენ. ამ დროს მათ თვალებში მუდამ შიშს ვხე-
დავ. მე მათთვის მეთაური ვარ, ლიდერი, მაგრამ კილორნი
მათი ძმაა. ისე უყვართ, როგორც კალსა და თუნდაც მე ვერა-
სოდეს შეგვიყვარებენ. ისინი უსმენენ...
...და კამერონს გამარჯვება ხელიდან მოულოდნელად უს-
ხლტება.
– მაგ ციხეს მიწასთან გავასწორებთ, – ბურტყუნებს ნიქსი
და კილორნს მხარზე ხელს ადებს. მაგრად უჭერს, მაგრამ კი-
ლორნი არ კრთება, – მე მოვდივარ.
– მეც.
– მეც.
– მეც წამოვალ.
ხმები ჩემს გონებაში ექოდ გაისმის. უფრო მეტნი მოდიან,
ვიდრე მე იმედი მქონდა. მათ შორის არიან გარეტი, ნიქსი,
ადა, ფეთქებადი კეტა, მოუწყვლადი დარმიანი, ლორი და, რა
თქმა უნდა, ნენი. კრენსი, ფარა, ფლეჩერი და ილუზიონისტი
ჰარიკი ჩუმად არიან და უხერხულად იშმუშნებიან.
– ძალიან კარგი, – ნაბიჯს წინ ვდგამ და მათ რაც შეიძლე-
ბა მტკიცე მზერით ვუყურებ, – დანარჩენები აქ დაგვჭირდე-
ბით, რათა ბავშვებმა ტყე არ გადაწვან. თუ რამე მოხდა, ისინი
უნდა დაიცვათ.
რამე. თუ თავშესაფარს თავს დაესხმებიან, აქ ნამდვილი
სასაკლაო იქნება მათთვის, ვის დაცვასაც მთელი ძალით
ვცდილობდი. თუმცა კოროსში წასვლა ბევრად საშიშია და
ამიტომ დანარჩენები შვებით ამოისუნთქავენ. კამერონი შუ-
რით უყურებს მათ დამშვიდებულ სახეებს. რომ შეეძლოს,
მათთან დარჩებოდა, მაგრამ მას ვინღა გაწვრთნის? ვინ ას-
წავლის საკუთარი შესაძლებლობების მართვასა და გამოყე-

429 მკითხველთა ლიგა


ნებას? არც კალი და არც მე. არ მოსწონს, რისი გაკეთებაც
მოუწევს, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვს.
მოხალისეებს რიგრიგობით ვათვალიერებ იმ იმედით,
რომ მათ სახეზე მიზანდასახულობას ან მზადყოფნას დავინა-
ხავ, მაგრამ მხოლოდ ეჭვს, შიშს და რაც ყველაზე უარესია,
სინანულს ვამჩნევ. ჯერ არ წავსულვართ და უკვე ნანობენ.
რას არ მივცემდი ახლა, ფარლის მეგობარი აჯანყებულები ან
თუნდაც პოლკოვნიკის ტბებისქვეყნელი ჯარისკაცები მყო-
ლოდა. თავიანთი მიზნისა მაინც სწამთ, თუ საკუთარი თავისა
არა. ყველას მაგივრად მე უნდა ვირწმუნო. ისევ იმ ელვა--
გოგონას ნიღაბი უნდა მოვირგო, რომელიც მათ ძალიან
სჭირდებათ. მერი მოიცდის.
საინტერესოა, ოდესმე კიდევ თუ მექნება შესაძლებლობა,
კვლავ მერი ვიყო.
– ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად უნდა ამიხსნათ,
– ამბობს კალი და კამერონს ციხის ილუზიაზე მიუთითებს, –
დანარჩენებმა კარგად ჭამეთ და რაც შეიძლება მეტი ივარჯი-
შეთ. როცა ქარიშხალი ჩადგება, ყველას ეზოში გელით.
ყველა მაშინვე მას უყურებს, შეკამათებას ვერავინ ბედავს.
მე პრინცესასავით ლაპარაკი ცოტა ხნის წინ ვისწავლე, კალ-
მა კი ყოველთვის იცოდა, მეთაურივით როგორ უნდა ელაპა-
რაკა. ის ბრძანებას გასცემს. ეს კარგად გამოსდის, თავიდან-
ვე ასე იყო განსაზღვრული. ახლა მას მოხალისეების აყვანისა
და თავშესაფარში დამალვის გარდა სხვა მიზანი აქვს, სხვა
მისია, და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. თუნდაც მე. გავ-
დივართ და მას თავის გეგმებთან ვტოვებთ. გაბრწყინებული
ბრინჯაოსფერი თვალებით ციხის გეგმას მოჯადოებულივით
მისჩერებია. ჰარიკიც მასთან რჩება და მორჩილად ინარჩუ-
ნებს ილუზიას.
430 მკითხველთა ლიგა
ჰიბრიდებს თავშესაფრის სიღრმეში არ მივყვები, გვირა-
ბებსა და თხრილებში, სადაც ისე შეუძლიათ ივარჯიშონ, რომ
ერთმანეთს ვნება არ მიაყენონ. გარეთ, ქარიშხალში გავდი-
ვარ, ცივი წვიმა პირდაპირ სახეში მირტყამს. კალის სითბო
იკლებს და მალე უკან რჩება.
მე ელვა-გოგონა ვარ.
საავდრო ღრუბლები თავსხმა წვიმისა და თოვლის გამო
ჩაშავებულა. ნიმფასთვის მათი მართვა ადვილი იქნებოდა,
ისევე, როგორც ვერცხლისფერი ქარიშხლისთვის. როცა მა-
რინა ვიყავი, ვიტყუებოდი, რომ დედაჩემი ქარიშხალი იყო
ნოლეს საგვარეულოდან. ვითომ ისევე მართავდა ამინდს,
როგორც მე ელექტრობას. ძვლების არენაზე მეხი გამოვიწვიე
და ჩემ ზემოთ აღმართული იისფერი ფარი ნამსხვრევებად
ვაქციე. კალსა და ჩემს თავს ვიცავდი მოახლოებული ჯარის-
კაცებისგან. ამან დამასუსტა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი
ვარ. უფრო ძლიერი უნდა ვიყო.
წვიმას თვალს ვუხუჭავ და სუსხიან წვეთებს ყურადღებას
არ ვაქცევ. სქელ ზამთრის ქურთუკს მისველებს და ხელ--
ფეხის თითებს მიყინავს, მაგრამ ისინი არ მიშეშდება.
ვგრძნობ ელექტრონულ ბადეს, რომელიც ჩემს კანქვეშ პულ-
სირებს. ღრუბლებში არსებულ მუხტსაც ვგრძნობ, გულივით
რომ სცემს. ამ გულიდან თითქოს სისხლი წვეთავს და პულსა-
ციაც უფრო ძლიერდება. ჩემთვის უხილავ ღრუბლების მო-
რევში ელვა თითებივით იტოტება და ჩამოწოლილ საავდრო
ღრუბლებში ძაფივით იბურდება. კიდევ ერთი ქარიშხალი იკ-
რებს ძალას და კისერზე ბუსუსები ყალყზე მიდგება. მალე
ჭექა-ქუხილი დაიწყება. მუჭს ვკრავ, მაგრად ვუჭერ ხელს
იმას, რაც ამწამს შევქმენი, იმ იმედით, რომ კიდევ დაიგრგვი-
ნებს.
431 მკითხველთა ლიგა
პირველი ქუხილი შედარებით სუსტია, რასაც ასევე სუსტი
მეხი მოჰყვება. მინდორში ეცემა, თოვლისა და წვიმის მუქი
ფარდის მიღმა ძლივს ჩანს. მომდევნო უფრო ძლიერია,
თეთრ-იისფერი ნათება ახლავს თან. მის დანახვაზე სიამაყესა
და დაქანცულობას ერთდროულად ვგრძნობ. მეხის თი-
თოეული გრიალი სხეულში სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენს,
მაგრამ ამასთანავე იმდენივე ძალას მართმევს, რამდენადაც
თავად არის ძლიერი.
– მიზანი არ გივარგა.
თავშესაფრის შესასვლელთან კედელს კილორნი მიჰ-
ყრდნობია და გადმოშვერილი სახურავის ქვეშ მდგარი ცდი-
ლობს, რაც შეიძლება ნაკლებად დასველდეს. კიდევ უფრო
გამხდარი და პირქუში ჩანს, თუმცა აქ ისევე კარგად იკვებება,
როგორც სოფელში. ხანგრძლივმა ნადირობებმა და მუდმივ-
მა ბრაზმა თავისი ქნა.
– მგონი, ეგ უკეთესიცაა, რაკი მაგაში ვარჯიში სახლიდან
ასე ახლოს გადაგიწყვეტია, – ამატებს და მინდორზე მითი-
თებს. შორს მაღალი თელა ბოლავს, – მაგრამ თუ მიზნის გას-
წორებას აპირებ, სიკეთე გვიქენი და ცოტა შორს გაისეირნე.
– ახლა ისევ მელაპარაკები? – დაბღვერით ვეუბნები და
ვცდილობ დავმალო, როგორი დაღლილი ვარ. თვალებს ვჭუ-
ტავ და კვამლადენილ ხეს ვაკვირდები. ასი იარდის მოშორე-
ბით მომცრო მეხი ვარდება, იქიდან ბევრად შორს, სადაც ვუ-
მიზნებდი.
ჯერ კიდევ შარშან კილორნი ჩემს წვალებას დასცინებდა
და მანამდე არ მომასვენებდა, სანამ მეც არ ავყვებოდი, მაგ-
რამ მისი გონება მისივე სხეულივით დაღვინდა. ბავშვური
ჩვევები გაქრა. ოდესღაც ისინი მძულდა, ახლა კი მათ ვგლო-
ვობ.
432 მკითხველთა ლიგა
თავზე კაპიუშონს იხურავს და ცუდად შეჭრილ თმას მა-
ლავს. ფარლიმ თავის სტილში, დაბალზე შეჭრა შესთავაზა,
მაგრამ კილორნმა უარი უთხრა, ამიტომ ნიქსმა სცადა ბედი
და შედეგად არათანაბრად აჩეხილი ქერა კულულები მიიღო.
– მაძლევ კოროსში წამოსვლის უფლებას? – მეკითხება
ის.
– წამოსვლა თავად მოინდომე.
ფართოდ იღიმება და თოვლივით თეთრ კბილებს აჩენს.
ნეტავ ასე ძალიან არ უნდოდეს წამოსვლა. ნეტავ დამიჯეროს
და დარჩეს, მაგრამ როგორც კალი ამბობს, პატივს მცემს მე
და ჩემს გადაწყვეტილებას. ამიტომ საკუთარი გადაწყვეტი-
ლების მიღების უფლება უნდა მივცე.
– გმადლობ, რომ იქ გამომექომაგე, – გულწრფელად ვე-
უბნები მე.
ის თავს გადახრის და თვალებიდან თმას იცილებს. მიწის
კედელს ეყრდნობა და გულგრილად იჩეჩს მხრებს.
– გგონია, ვერცხლისფერებთან მიღებული გაკვეთილების
შემდეგ ადამიანების დარწმუნება ისწავლე, მაგრამ სინამდვი-
ლეში ისევ ძველებურად შტერი ხარ.
სიცილი წაგვსკდება, ეს ნაცნობი ხმაა წარსულიდან. ამ-
წამს განსხვავებულები ვართ იმისგან, ვინც ახლა ვართ, მაგ-
რამ ზუსტად ისეთივენი ვართ, როგორებიც წარსულში ვიყა-
ვით.
რამდენიმე კვირაა არ გვისაუბრია და ვერც კი ვხვდებოდი,
როგორ მენატრებოდა კილორნი. წამით ვფიქრობ, ყველაფე-
რი ხომ არ ვუამბო-მეთქი, მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებ.
ძნელია, არ მოვუყვე მეივენის წერილების ან მიცვალებულთა
სახეების შესახებ, ყოველღამ რომ ვხედავ, ან როგორ ათევს
ღამეებს კალი თეთრად კოშმარული სიზმრების შემდეგ. ყვე-
433 მკითხველთა ლიგა
ლაფრის მოყოლა მინდა. ის მერს ყველაზე კარგად იცნობს,
ისევე, როგორც მე ვიცნობ მეთევზე კილორნს. მაგრამ ეს ორ-
ნი აღარ არსებობენ. ისინი უნდა გაქრნენ, რადგან ასეთ სამ-
ყაროში ვერ გადარჩებიან. სხვა ადამიანად უნდა ვიქცე, რო-
მელსაც მხოლოდ საკუთარი ძალის იმედი აქვს. კილორნის
სიახლოვეს ძალიან ადვილია, ვიყო ისევ მერი და არა ის ახა-
ლი პიროვნება, რომლადაც აუცილებლად უნდა ვიქცე.
ისეთივე მსუბუქი სიჩუმე ჩამოწვა, როგორიც სიცივეში სუნ-
თქვისას წარმოქმნილი ორთქლის ღრუბელი.
– თუ მოკვდები, მოგკლავ.
ის ნაღვლიანად იღიმება.
– მეც.

434 მკითხველთა ლიგა


თავი 24

უცნაურია, მაგრამ მომდევნო სამი დღე უფრო დიდხანს


მძინავს, ვიდრე გასულ რამდენიმე კვირას. ეზოში გამუდმებუ-
ლი ვარჯიში და თავდასხმის დაგეგმვის ხანგრძლივი პროცე-
სი ყველას სიქას გვაცლის. ჰიბრიდების მოსაძებნად აღარ
მივფრინავთ. ეს რეისები არც მენატრება. თითოეულ მგზავ-
რობას შვებით ამოსუნთქვა ან თავზარდამცემი სანახაობა
მოსდევდა და ორივე საშინლად მთრგუნავდა. უამრავი თო-
კებზე მოქანავე სხეული, უამრავი დედას მოწყვეტილი ბავშვი,
უამრავი ადამიანი, ვინც თავის წარსულ ცხოვრებას სამუდა-
მოდ ემშვიდობებოდა. ცუდი იყო თუ კარგი, ეს ყველაფერი ჩე-
მი ბრალი იყო, მაგრამ ახლა, როცა თვითმფრინავი უძრავად
დგას და დროს რუკების თვალიერებასა და სართულების და-
გეგმარების შესწავლაში ვატარებ, სხვანაირ სირცხვილს
ვგრძნობ. მე ის ჰიბრიდები მივატოვე, რომლებიც სადღაც
ისევ არიან. როგორც კამერონმა თქვა, პატარების ლეგიონის
ბავშვებიც მივატოვე. კიდევ რამდენი მცირეწლოვანი დაიღუ-
პება?
მაგრამ მე მხოლოდ ერთი პატარა გოგო ვარ, რომელიც
ვეღარ იღიმება. ამ გოგოს სხვებისგან ელვა-გოგონას ნიღბის
ქვეშ ვმალავ. თუმცა ის არსად ქრება. შიშისგან თვალებგა-
ფართოებულს გული გასკდომაზე აქვს. ყოველ წამს ვცდი-
ლობ მის უკუგდებას, მაგრამ მაინც არ მეშვება. არასდროს
მტოვებს.
ყველას გულიანად სძინავს, კალსაც კი, რომელიც ყველა-
ფერს აკეთებს საიმისოდ, რომ წვრთნების შემდეგ ყველამ

435 მკითხველთა ლიგა


კარგად დაისვენოს. კილორნი ისევ მელაპარაკება და კვლავ
ძველებური ურთიერთობა გვაქვს, კალი კი ყოველდღიურად
უფრო და უფრო მშორდება. თითქოს საუბრისთვის გონებაში
ადგილი აღარ რჩება. კოროსმა უკვე დაატყვევა. ჩემზე ადრე
იღვიძებს და ჩანაწერებს აკეთებს, თითოეულ ფურცელს ავ-
სებს, რასაც კი ვიშოვით. ადა მისი უძვირფასესი თანაშემწეა,
რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს, და რუკებს ისე დაკვირ-
ვებით სწავლობს, რომ მგონია, სადაცაა ქაღალდს თვალებით
ამოწვავს. კამერონიც იქვე ტრიალებს. მიუხედავად კალის
ბრძანებისა, ძალიან გადაღლილი ჩანს. თვალების გარშემო
შავი წრეები გასჩენია და სადაც შესაძლებელია, კედელს ეყ-
რდნობა დასასვენებლად ან იატაკზე ჯდება, მაგრამ არ წუწუ-
ნებს, ყოველ შემთხვევაში, სხვების დასანახავად.
დღეს გამგზავრების წინა დღეა და ძალიან ცუდ ხასიათზეა.
ბრაზს თავის წვრთნის ობიექტებზე ანთხევს, კერძოდ, ჩემსა
და ლორიზე.
– საკმარისია, – კბილებიდან ცრის ლორი. მუხლებზე ეცე-
მა და კამერონს ხელს აუქნევს. გოგონა ხელს მუშტავს, მაგ-
რამ ზეწოლას უკლებს, მისი უნარის ზემოქმედება მცირდება
და სულის შემხუთავი შეგრძნება ქრება.
– ჩემი უნარი უნდა გათიშო და არა მე თვითონ, – ამატებს
ლორი და ძლივძლივობით დგება ფეხზე. მიუხედავად იმისა,
რომ კენტოსპორტიდან არის, რომელიც ცივი, კლდიანი, ნა-
ხევრად მიტოვებული, თოვლითა და ქარიშხლებით დაღდას-
მული ნავსადგურია, ლორის მაინც სცივა და ქურთუკში იფუთ-
ნება. კამერონის ჩამხშობი უნარი მხოლოდ ჩვენს სისხლში
არსებულ იარაღს კი არ გვართმევს, არამედ მთლიანად
გვთიშავს. გულისცემა გვინელდება, თვალთ გვიბნელდება და
სხეულის ტემპერატურა ეცემა. სხეულში რაღაც ირევა.
436 მკითხველთა ლიგა
– ბოდიში, – კამერონი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები
ილაპარაკოს, რაც მისი ბობოქარი გამოსვლების შემდეგ სა-
სურველი ცვლილებაა, – კარგად არ გამომდის.
– კარგად უნდა გამოგივიდეს, თან რაც შეიძლება მალე, –
მიახლის ლორი, – ამაღამ გავდივართ, კოულ, და შენც მხო-
ლოდ გიდად კი არ მოგვყვები.
დაპირისპირების დასრულება ჩემი სტილი არ არის. მათი
წაქეზება, თვალის დევნება – დიდი სიამოვნებით, მაგრამ შე-
ჩერება? თუმცა კამათის დრო არა გვაქვს.
– გეყოფა, ლორი. კამერონ, კიდევ ერთხელ, – მარინას-
თვის ჩვეული მბრძანებლური კილო კარგ სამსახურს მიწევს
და ორივე ჩუმდება, – დაბლოკე მისი უნარი. ჩვეულებრივ
წითლად აქციე. მართე ის.
კამერონს ლოყაზე კუნთი უტოკავს, მაგრამ არ მეკამათე-
ბა. მიუხედავად მისი მუდმივი უკმაყოფილებისა, იცის, რომ
რაც ვუთხარი, აუცილებლად უნდა გააკეთოს. თუ ჩვენთვის
არა, საკუთარი თავისთვის მაინც. საკუთარი უნარის გაკონ-
ტროლება საუკეთესოა, რაც შეუძლია გააკეთოს. სწორედ
ასეთი შეთანხმება დავდეთ. მე ვწვრთნი, მას კი კოროსში მივ-
ყავართ.
ლორი ასეთი დამყოლი არ არის.
– შემდეგი შენ ხარ, ბაროუ, – მიღრენს გამოკვეთილი,
უხეში ჩრდილოური აქცენტით, რომელიც მის მშობლიურ მხა-
რესავით მკაცრია, – კოულ, თუ ისევ ცუდად გავხდები, ძილში
მოგეპარები და გამოგშიგნავ.
კამერონი ოდნავ იღიმება.
– სცადე, – პასუხობს ლორის და გრძელ, მოღუნულ თი-
თებს იშვერს წინ, – მითხარი, როცა ისევ იგრძნობ ამას.

437 მკითხველთა ლიგა


ვუყურებ და რამე ნიშანს ველი, მაგრამ კამერონის არ
იყოს, ლორის უნარიც რთული შესამჩნევია. მისი ეგრეთ წო-
დებული ზემგრძნობელობის უნარი ნიშნავს, რომ ყველა-
ნაირი შეგრძნება: სმენა, მხედველობა, შეხება, ყნოსვა თუ გე-
მოს შეგრძნება უკიდურესად გამახვილებული აქვს. შევარდე-
ნივით შორს ხედავს, ტოტის გატკაცუნება მთელი მილის იქით
ესმის, კვალს მეძებარი ძაღლივით მიჰყვება. ნეტავ ნადირობა
უყვარდეს, მაგრამ ლორის ბანაკის ყარაულობა უფრო მოს-
წონს, როცა ტყეს თავისი შესანიშნავი მხედველობისა და სმე-
ნის საშუალებით აკვირდება.
– მშვიდად, – ვარიგებ კამერონს. დაძაბულობისგან წარ-
ბები ეჭმუხნება და მე მესმის მისი. ერთია ყველაფრის ნებაზე
მიშვება, ჯებირების განგრევა, მაგრამ თვითკონტროლი და
თავის შეკავება უფრო ძნელია, – ეს შენი ძალაა, კამერონ,
შენ ფლობ მას. ის შენ წინაშეა პასუხისმგებელი.
თვალებში რაღაც უკრთის. არა მისთვის ჩვეული ბრაზი,
არამედ სიამაყე. ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენისთანა გოგო-
ნებისთვის, რომელთაც არაფერი ჰქონდათ და არაფერს
ელოდნენ, თავბრუდამხვევია გრძნობა, როდესაც რაღაც შენი
გაქვს, რასაც ვერავინ წაგართმევს.
ჩემს მარცხნივ ლორი თვალებს აფახულებს.
– იწყება, – ამბობს ის, – თითქმის აღარ მესმის, რა ხდება
ბანაკს მიღმა.
ეს მაინც დიდი მანძილია. მისი უნარი მაინც შენარჩუნებუ-
ლია.
– ცოტა კიდევ, კამერონ.
ასეც იქცევა და მეორე ხელსაც გამოსწევს. როგორც ჩანს,
თითების მოძრაობას თავის გულისცემას აყოლებს და თავის
უნარს საჭირო მიმართულებას აძლევს.
438 მკითხველთა ლიგა
– აბა? – კითხულობს კამერონი და ლორი თავს გვერდზე
ხრის.
– რა? – იძახის ის და ჩვენს დასანახავად თვალებს ჭუტავს.
სმენა და მხედველობა თითქმის დაკარგა.
– ეს ძალა მუდმივად შენთანაა, – დაუფიქრებლად ვადებ
ხელებს კამერონს მხრებზე, – აი, რა არის შენი მიზანი. მალე
ჩამრთველის გადატრიალებასავით ადვილი იქნება. ყველა-
ფერს წამიერად, მექანიკურად გააკეთებ, აღარასოდეს დაგა-
ვიწყდება.
– მალე? – ამბობს და თავს აბრუნებს, – ჩვენ ხომ ამაღამ
მივფრინავთ.
თითებს ნიკაპზე ვადებ და თავს ისევ ლორისკენ ვატ-
რიალებინებ.
– მაგაზე ნუ ფიქრობ. აბა, შეამოწმე, რამდენ ხანს შეგიძ-
ლია ლორის უნარის ისე ჩახშობა, რომ არაფერი ატკინო.
– მთლად დავბრმავდი! – გაჰყვირის ლორი. „და მთლად
დაყრუვდი“, – ვფიქრობ მე.
– რასაც უნდა აკეთებდე, კარგად გამოგდის, – ვეუბნები
კამერონს, – ჩემთვის ამის ახსნა საჭირო არ არის, უბრალოდ,
იცოდე, უკვე მიაგენი იმას, რაც ბიძგს მოგცემს, – რამდენიმე
თვის წინ ჯულიანიც იმავეს მიმეორებდა, რომ ბიძგი მეპოვა,
რომელმაც ხვეულ ბაღში ნაპერწკლების გამოშვების სა-
შუალება მომცა. ვიცი, მათი გაშვება ძალას მაძლევს და, ალ-
ბათ, კამერონმაც თავისი ძალის გასაღები იპოვა, – გახსოვ-
დეს, როგორი გრძნობაა ეს.
სიცივის მიუხედავად, კამერონს კისერზე ოფლი მოწვე-
თავს და საყელოში ჩასდის. კბილს კბილზე აჭერს, ყბა ეკრუნ-
ჩხება.

439 მკითხველთა ლიგა


– ნელ-ნელა უფრო გაგიადვილდება, – ვუხსნი და მხრებზე
ისევ ხელებს ვაწყობ. კუნთები სიმებივით აქვს დაჭიმული და
გამაგრებული. მის უნარს ლორის ორგანიზმის მთლიანად
მოშლა შეუძლია, მაგრამ თავად კამერონსაც ასუსტებს. ნეტავ
მეტი დრო გვქონდეს. კიდევ ერთი კვირა... ან თუნდაც ერთი
დღე.
კიდევ კარგი, კამერონს კოროსში მაინც არ მოუწევს თავის
შეკავება. ციხეში რომ შევალთ, მინდა, რაც შეიძლება მეტი
ტკივილი გამოიწვიოს. თავისი სიფიცხისა და საკანში გატარე-
ბული დროის გამო გუშაგების გაუვნებლება არ გაუჭირდება.
კედლებს შორის გზას მათ სისხლსა და ხორცში გავიკვლევთ.
მაგრამ რა მოხდება, თუ ვინმე სხვა შეგვეჩეხება? მაგალი-
თად, ჰიბრიდი, რომელსაც არ იცნობს? ხომ შეიძლება მისმა
ძალამ კალზე ან ჩემზე იმოქმედოს? მისი უნარი უძლიერესია,
რაც კი აქამდე მინახავს ან მიგრძნია და ნამდვილად აღარ
მინდა მისი მსხვერპლი კიდევ ერთხელ გავხდე. ამის გაფიქ-
რებაც მზარავს. შიშს ნაპერწკლები ეპასუხებიან და სხეულში
მენთებიან. მათ უკან ვაბრუნებ და ელვას ვახშობ. ის მემორ-
ჩილება და ისეთი ჩუმი ზუზუნით ქრება, რომელსაც ძლივსღა
ვამჩნევ, მაგრამ ნაპერწკლები ელექტრობითაა სავსე. მიუხე-
დავად იმისა, რომ მუდმივ სტრესში ვარ, ჩემი უნარი აშკარად
გაძლიერდა. წინანდელზე უფრო მძლავრია, სწრაფი და ცოც-
ხალი. „კიდევ კარგი, ჩემი ეს ნაწილი მაინც განიცდის პროგ-
რესს“, – ვფიქრობ მე, რადგან ელვის გარდა, სხვა რამეში
საქმე ცუდად მიმდის.
მუდმივად მცივა და ეს საშინლად მაბეზრებს თავს, თით-
ქოს შიგნიდან მჭამს. ვირუსივით ვრცელდება და მეშინია,
რომ ერთ დღესაც სრულიად გამომაცარიელებს და ჩემგან
ელვა-გოგონას, მერ ბაროუს ცოცხალი გვამი დარჩება.
440 მკითხველთა ლიგა
ლორი ბრმა თვალებს ატრიალებს და კამერონის მიერ ჩა-
მოფარული სიბნელის ფარდის მიღმა რაღაცას ეძებს.
– ისევ თავიდან იწყება, – ამბობს ხმამაღლა. მის ხმაში
ტკივილი იგრძნობა. მართალია, იმ მარილიანი ქვებივით
უტეხია, რომლებზეც ის გაიზარდა, კამერონის უნარს ვერც ის
უძლებს, – უფრო ცუდად ვხდები.
– გაუშვი, კამერონ.
ერთი გრძელი, არასასიამოვნო წუთის შემდეგ კამერონი
ხელებს დაუშვებს და სხეული უდუნდება, თითქოს დაპატა-
რავდა. ლორი ჩაიმუხლებს, საფეთქლებს იზელს, თვალებს
აცეცებს და თანდათან გონზე მოდის.
– ვაი, – ბუტბუტებს და კამერონს უღიმის.
მაგრამ ტექნი გოგონა ღიმილს არ უბრუნებს. სწრაფად აქ-
ცევს ზურგს, ნაწნავი უფრიალებს და პირისპირ მიდგება. უფ-
რო სწორად, ზემოდან მადგას. ვხედავ, რომ ბრაზობს. ნაცნო-
ბი სანახაობაა. ამაღამ ეს ბრაზი გამოადგება.
– რა მოხდა?
– დღეს საკმარისია, – მომახლის და კბილებს თეთრად
აელვებს.
გულხელს ვიკრეფ და რაც შემიძლია, გამართული ვდგები.
მის წინაშე მდგარს თავი ქალბატონი ბლონოსი მგონია.
– ორ საათში მორჩი, მაგრამ შენთვისვე აჯობებდა, მეტი
დრო გქონოდა. თითოეული წამი ძვირფასია...
– გითხარი, რომ დღეს მოვრჩი, – იმეორებს ის. თხუთმეტი
წლის გოგოსთვის მეტისმეტად მკაცრია. კისრის კუნთები ოფ-
ლით აქვს გაპოხილი და მძიმედ სუნთქავს. ცდილობს არ იქო-
შინოს და მტკიცედ დამიდგეს პირისპირ. ცდილობს ჩემი თა-
ნაბარი გამოჩნდეს, – დავიღალე, მომშივდა და სადაცაა კი-
დევ ერთხელ წამიყვანენ ისეთ ბრძოლაში, რომელშიც მონა-
441 მკითხველთა ლიგა
წილეობა არ მინდა. წყეულიმც ვიყო, თუ ცარიელი კუჭით
მოვკვდე.
მის უკან მდგარი ლორი თვალებგაფართოებული გვიყუ-
რებს. ვიცი, რას იზამდა კალი. ამას დაუმორჩილებლობას
უწოდებს და ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია. კამერონთან უფ-
რო მომთხოვნი უნდა ვიყო, ეზოს გარშემო წრეების დარტყმა
უნდა ვაიძულო, იმის შემოწმებაც შეიძლება, თავისი უნარის
გამოყენებით ჩიტის ჩამოგდებას თუ შეძლებს. ჩემს ადგილას
კალი კამერონს ნათლად აგრძნობინებდა, რომ აქ უფროსი ის
არ არის. ის ჯარისკაცებს კარგად იცნობს, მაგრამ ეს გოგო
ერთ-ერთი მათგანი არ არის. არც მე დამემორჩილება და არც
კალს. ისედაც დიდხანს ემორჩილებოდა ქარხანაში მომდევ-
ნო ცვლის მაუწყებელ სასტვენს, სამუშაო გრაფიკებს, რომ-
ლებიც დამონებულ მუშებს თაობიდან თაობაში გადაეცემო-
დათ. მან თავისუფლება იგემა და არც ერთ მისთვის არასა-
სურველ ბრძანებას აღარ დაემორჩილება... და მიუხედავად
იმისა, რომ მუდმივად აპროტესტებს, მაინც ჩვენთან რჩება.
ჩვენზე ნაკლებად ძლიერი როდია და მაინც რჩება.
ამისთვის მადლობას არ გადავუხდი, მაგრამ ჭამის ნებას
მივცემ.
– ნახევარ საათს დაისვენებ და დაბრუნდები, – ვეუბნები
და გზას ვუთმობ.
თვალები ბრაზით უელავს და ლამის გამეღიმოს. რა ვქნა,
მომწონს ეს გოგო. იქნებ ოდესმე დავმეგობრდეთ კიდეც.
ის არ მეთანხმება, მაგრამ არც მეკამათება და ეზოდან გა-
დის. სხვები თვალს აყოლებენ, ხედავენ, რომ მეურჩება, მაგ-
რამ სულ არ მაინტერესებს, რას იფიქრებენ. მე არც მათი წი-
ნამძღოლი ვარ და არც დედოფალი. არავისზე უკეთესი ან
უარესი არა ვარ და დროა, ისეთი მიმიღონ, როგორიც სინამ-
442 მკითხველთა ლიგა
დვილეში ვარ. კიდევ ერთი ჰიბრიდი, კიდევ ერთი მებრძოლი
და მეტი არაფერი.
– კილორნმა ბოცვერი მოკლა, – სიჩუმის დასარღვევად
ამბობს ლორი. ჰაერს ყნოსავს და ტუჩებს ისე ილოკავს, ქალ-
ბატონ ბლონოსს რომ დაენახა, კივილს მორთავდა, – ძალიან
გემრიელი იქნება.
– მაშინ წადი, – ვბუტბუტებ მე და ხელს ეზოს ბოლოში
დანთებული ცეცხლისკენ ვიქნევ. ლორისაც გამეორება არ
სჭირდება.
– სხვათა შორის, კალი ხასიათზე ვერაა, – ამბობს ის ჩავ-
ლისას, – ყოველ შემთხვევაში, იგინება და ნივთებს აქეთ-
იქით ყრის.
ეზოსთვის თვალის ერთი მოვლებით ვხვდები, რომ აქ არ
არის. თავიდან მიკვირს, მერე კი მახსენდება. თუ კონკრეტუ-
ლად ერთ ხმას არ უსმენს, ლორის ყველაფერი ესმის.
– წავალ, დავხედავ, – ვეუბნები და სწრაფი ნაბიჯით მივ-
დივარ. ის ცდილობს გამომყვეს, მაგრამ გადაიფიქრებს და
ჩამომრჩება. არ ვმალავ, რომ შეფიქრიანებული ვარ. კალი
ადვილად არ ბრაზდება, გეგმების დაწყობა კი ამშვიდებს, უფ-
რო სწორად, აბედნიერებს. ამიტომ რის გამოც უნდა ნერ-
ვიულობდეს, მეც ვღელავ, არადა, რა დროს ეს არის, გამგზავ-
რების დრო ახლოვდება.
თავშესაფარი თითქმის ცარიელია, ყველა გარეთაა და
ვარჯიშობს. ბავშვებიც მოსულან და უყურებენ, როგორ სწავ-
ლობენ უფროსები ხელჩართულ ჩხუბს, სროლასა და თავიან-
თი შესაძლებლობების მართვას. მიხარია, რომ ფეხებში არ
მედებიან, ხელებზე არ მებღაუჭებიან და თავიანთი გმირის,
დევნილი პრინცის შესახებ სულელური შეკითხვებით არ მა-

443 მკითხველთა ლიგა


ბეზრებენ თავს. კალისგან განსხვავებით მოთმინება არ
მყოფნის.
კუთხეში ვუხვევ და ლამის ჩემს ძმას ვეჯახები, რომელიც
თავშესაფრის იმ განყოფილებიდან მოდის, სადაც საძინებ-
ლებია. მას ფარლი მოჰყვება და თავისთვის იღიმება, მაგრამ
ჩემს დანახვაზე ღიმილი უქრება. ვაი.
– მერ, – ბუტბუტებს მოსალმების ნიშნად. არ ჩერდება და
გზას განაგრძობს.
შეიდიც იმავეს ცდილობს, მაგრამ ხელს ვიწვდი და ვაჩე-
რებ.
– რით დაგეხმარო? – მეკითხება ის. ტუჩები ეგრიხება და
ამაოდ ებრძვის ეშმაკურ ღიმილს.
ვცდილობ თავი მოვაჩვენო, რომ ცუდ ხასიათზე არც მე
ვარ.
– წესით, უნდა ვარჯიშობდე.
– ღელავ, რომ საკმარისად არ ვვარჯიშობ? გარწმუნებ, პი-
რიქითაა, – მეუბნება და თვალს მიკრავს.
გასაკვირი არაფერია. ფარლი და შეიდი დიდი ხანია გა-
ნუყრელი არიან, მაგრამ მაინც ვოხრავ და მკლავზე ხელს წა-
ვარტყამ.
– შეიდ ბაროუ!
– კარგი ერთი, ისედაც ყველამ იცის. ჩემი ბრალი არაა,
შენ თუ ვერ მიხვდი.
– შეგეძლო გეთქვა, – ვუტევ მე, ოღონდ კი მის დასატუქ-
სად რამე მიზეზი ვნახო.
ისევ იღიმება და მხრებს იჩეჩს.
– როგორც შენ მითხარი კალის შესახებ?

444 მკითხველთა ლიგა


– ეგ... – მინდა ვუთხრა, სხვა რამეა-მეთქი. დღისით-
მზისით ერთად არ ვიპარებით და არც ღამით ვაკეთებთ რამე
განსაკუთრებულს, მაგრამ შეიდი ხელს სწევს და მაჩუმებს.
– მართალი გითხრა, ნამდვილად არ მინდა რამე ვიცოდე,
– ამბობს ის, – ახლა კი მომიტევე, მაგრამ უნდა ვივარჯიშო,
როგორც თავად შემახსენე.
ის მიდის, ხელები აუწევია, თითქოს მნებდება. თავს ვანე-
ბებ და ხელს ავუქნევ, თან ღიმილს ვიკავებ. მცირე სიხარულს
ვგრძნობ, რაც ამდენდღიანი სასოწარკვეთილების შემდეგ
უცხოდ მეჩვენება. ამ გრძნობას ისე უნდა გავუფრთხილდე,
როგორც სანთლის შუქს, უნდა დავიცვა და მასზე ვიზრუნო,
მაგრამ როგორც კი კალს დავინახავ, ეს პატარა შუქიც ქრება.
ის ჩვენს ოთახში ამობრუნებულ ყუთზე ზის და მუხლებზე
ნაცნობი ფურცელი აქვს გაშლილი. პოლკოვნიკის ერთ-ერთი
რუკაა, უკანა მხრიდან მთლიანად ნახაზებით მოფენილი. კო-
როსის რუკაა, ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რაც კამე-
რონს ახსოვს. მგონია, ქაღალდს გვერდები მომწვარი ექნება,
მაგრამ კალი თავის ცეცხლს აკონტროლებს, ის მხოლოდ
იატაკზე ანთია, გაშავებულ ორმოში. გარშემო მოციმციმე წი-
თელ შუქს ჰფენს, რაც, წესით, კითხვას უნდა უძნელებდეს,
მაგრამ კალი თვალებმოჭუტული დაჰყურებს რუკას. ოთახის
კუთხეში ჩემი ნივთები ხელუხლებლად დევს. მათ შორის
მეივენის საზიზღარი წერილებია ჩამალული.
ნელა ვაბრუნებ მეორე ყუთს და კალს გვერდით ვუჯდები.
თითქოს ვერც მამჩნევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასე არ
არის. მის თვალს არაფერი გამოეპარება. როცა მხრით ვეხე-
ბი, რუკიდან თავს არ იღებს, მაგრამ ხელს ფეხზე მადებს და
მათბობს. ხელს აღარ მიშვებს და არ ვიშორებ. ეს ყოველთვის
მეძნელება.
445 მკითხველთა ლიგა
– ახლა რაღა მოხდა? – ვეკითხები და მხარზე თავს ვადებ.
საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ რუკა ასე უფრო კარგად ჩანს.
– მეივენისა და დედამისის, ამ ჯოჯოხეთური ციხის ნახაზი-
სა და ასევე იმ ფაქტის გარდა, რომ ბოცვერს ვერ ვიტან? სხვა
ისეთი არაფერი, გმადლობ, რომ მკითხე.
გაცინება მინდა, მაგრამ გაღიმებას ძლივს ვახერხებ. ასეთ
დროს ხუმრობა არ სჩვევია, მსგავსი ცუდი მანერები კილორ-
ნისთვის დამითმია.
– კამერონს უკეთ გამოსდის, თუ ეს გაგამხნევებს.
– მართლა? – ხმა მკერდიდან ამოსდის, – ამიტომ შეწყვი-
ტე მისი გაწვრთნა და აქ მოხვედი?
– უნდა ჭამოს, კალ, ჩუმი ქვის ნატეხი კი არ არის.
ის ოხრავს და ისევ კოროსის მონახაზს დაჰყურებს.
– მაგას ნუღარ მახსენებ.
– ჩუმი ქვა მხოლოდ საკნებშია და არა მთელ ციხეში, – ვე-
უბნები მე. იმედია, მომისმენს და ამ უცნაური განწყობიდან
მალე გამოფხიზლდება, – არაფერი გვიჭირს, თუ შიგნით არ
გამოგვკეტავენ.
– ეგ კილორნსაც უთხარი, – ჩემდა გასაკვირად სკოლის
ბიჭივით იცინის, იმ ჯარისკაცს არ ჰგავს, ჩვენ რომ გვჭირდე-
ბა. მეტიც, ხელს მუხლზე უფრო მაგრად მიჭერს. არ მტკივა,
მაგრამ ცხადია, რაღაც რიგზე ვერ აქვს.
– კალ, – მის ხელს ისე ვიშორებ, როგორც ობობას, – რა
გჭირს?
როგორც იქნა, თავს სწევს და მიყურებს. ისევ იღიმება,
მაგრამ არა თვალებით. მათში რაღაც შავბნელს ვხედავ, რო-
მელიც კალს ჩემთვის უცნობ ადამიანად აქცევს. ასეთი ძვლე-
ბის არენაზეც არ ყოფილა, სანამ ძმა სიკვდილს მიუსჯიდა. შე-
შინებული იყო, თავგზააბნეული, პრინცის ნაცვლად, ერთი
446 მკითხველთა ლიგა
საწყალი ბიჭი, მაგრამ მაინც კალი იყო. იმ თავზარდაცემული
ადამიანის ნდობა შემეძლო. მაგრამ ეს ვიღაა? ვინაა ეს მოღი-
მარი ბიჭი მოუსვენარი ხელებითა და უიმედო მზერით?
– ხომ არ ჩამოგითვალო? – მეკითხება და უფრო ფართოდ
იღიმება, მაშინ კი ჩემში რაღაც იცვლება. მხარში მაგრად
ვურტყამ მუშტს. ტანად ზორბაა, მაგრამ დარტყმას არ ელის
და ჩემდა გასაკვირად უკან გადაქანდება. მასთან ერთად ვე-
ცემი და იატაკს ვენარცხებით. თავს მიწას ურტყამს და ტკივი-
ლისგან კვნესის. როცა ადგომას ცდილობს, ხელით ვაწვები
და მაგრად მიჭირავს.
– არ ადგები, სანამ გონს არ მოხვალ.
საოცარია, მაგრამ მხოლოდ მხრებს იჩეჩს. თვალსაც კი
მიკრავს.
– ეგ დიდი სტიმული არ არის.
თავის დროზე ნორტელ დიდგვაროვან ქალბატონებს
პრინცი ტიბერიასის თვალის ჩაკვრაზე გული წაუვიდოდათ.
ჩემში კი ეს მხოლოდ მუცლის გვრემას იწვევს და ისევ ვურ-
ტყამ, ამჯერად მუცელში. კიდევ კარგი, აღარ მეპასუხება და
თვალები უბრწყინავს.
– მითხარი, რა გჭირს?
ღიმილი უქრება, იღუშება და თავს უკან სწევს. წარბები ეჭ-
მუხნება. ჭერს აშტერდება. სულელივით მაინც აღარ იქცევა.
– კალ, კოროსში ჩვენთან ერთად თერთმეტნი მოდიან.
თერთმეტნი.
კბილს კბილზე აჭერს. იცის, რასაც ვგულისხმობ. თერთმე-
ტი ადამიანი, ვინც დაიღუპება, თუ საქმე ცუდად წაგვივა, მაგ-
რამ კოროსში ბევრად მეტი დაიხოცება, თუ არ დავეხმარე-
ბით.

447 მკითხველთა ლიგა


– მეც მეშინია, – ხმა იმაზე მეტად მიკანკალებს, ვიდრე
მინდა, – არ მინდა მათ იმედი გავუცრუო, არც ის მინდა რამე
დაუშავდეთ.
ისევ ფეხზე მხვევს ხელს, მაგრამ კი არ მიჭერს, უბრალოდ,
მაგრძნობინებს, რომ ჩემ გვერდით არის.
– მაგრამ რაც მთავარია, – სანამ სიმართლეს ვაღიარებ,
სუნთქვა მეკვრის, – საკუთარი თავის გამო მეშინია. იმ ხმოვა-
ნი მოწყობილობის მეშინია, აღარ მინდა იმ შეგრძნების გა-
მოცდა. მეშინია იმის, რას იზამს ელარა, თუ ხელში ჩამიგ-
დებს. ვიცი, მისთვის სხვებზე მნიშვნელოვანი ვარ, იმის გამო,
რაც ჩავიდინე და რისი გაკეთებაც მომავალში შემიძლია.
ჩემს სახელსა და სახეს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ჩემივე
ელვას. ეს ყველაფერი მათთვის საოცნებო ნადავლად მაქ-
ცევს... „და ამასთანავე სრულიად მარტოსულ ადამიანად“, –
საშინელებაა, ამას რომ ვფიქრობ, მაგრამ სიმართლეა.
რა დღეშიც კალი იყო, ახლა უკვე მე ვგრძნობ იმავეს. ერთ
ბნელ ღამეს ზაფხულის ხვატისგან დასიცხულ გზაზე მას ჩემი
საიდუმლოებანი გავუმხილე. მაშინ ის გოგო ვიყავი, რომელ-
მაც მისი გაქურდვა სცადა. ახლა ზამთარი მოდის და ის გოგო
ვარ, რომელმაც მისი ცხოვრება მოიპარა.
ჩემი აღსარების ყველაზე საძაგელი ნაწილი აყოვნებს და
გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ფრთხიალებს, კბილებზე
მეჯახება და გათავისუფლებას მთხოვს.
– ის მენატრება, – ვჩურჩულებ მე და კალს თვალს ვარი-
დებ, – მენატრება ისეთი, როგორიც მეგონა, რომ იყო.
ჩემს ფეხზე დადებულ ხელს მუშტავს და მისგან სიცხე მო-
დის. ბრაზი. კალის ემოციების გამოცნობა ძნელი არ არის და
ორპირი მგლების ბუნაგში გატარებული დროის შემდეგ სა-
სიამოვნოა.
448 მკითხველთა ლიგა
– მეც მენატრება.
გაოცებული ისევ თვალებში ჩავხედავ.
– არ ვიცი, როგორ უფრო გამიადვილდება მისი დავიწყე-
ბა. უნდა ვიფიქრო, რომ ყოველთვის ასეთი არ ყოფილა და
დედამისმა მოწამლა... თუ თავიდანვე ურჩხულად დაიბადა.
– ურჩხულად არავინ დაბადებულა, – მაგრამ ნეტავ ზოგი
მაინც იბადებოდეს. ასე უფრო ადვილი იქნებოდა მათი შეძუ-
ლება, დახოცვა და მათი მკვდარი სახეების დავიწყება, –
მეივენიც კი.
დაუფიქრებლად ვეხუტები. ჩვენი გულები ერთდროულად
სცემენ, ორივეს გვახსენდება ენამოსწრებული ლურჯთვალა
ყმაწვილი. ჭკვიანი, ყველასგან დავიწყებული, გულკეთილი...
მას ვეღარასოდეს ვნახავთ.
– უნდა დავივიწყოთ, – ვჩურჩულებ კალის ყელთან, –
თუნდაც ამისათვის მისი მოკვლა დაგვჭირდეს.
– თუ კოროსშია...
– თუ შენ ვერ შეძლებ, ამას მე გავაკეთებ.
იმდენ ხანსაა ჩუმად, მგონია, მთელი მარადისობა გავიდა,
მაგრამ სინამდვილეში სიჩუმე მხოლოდ ერთ წუთს თუ
გრძელდება. მისი სითბო სასახლის ყველაზე ძვირფას ლო-
გინზე უფრო მაცდუნებელია.
– თუ კოროსშია, საკუთარ თავს ვეღარ გავაკონტროლებ,
– ამბობს ბოლოს, – მისი და ელარას წინააღმდეგ მთელ ჩემს
ძალას გამოვიყენებ, ელარა კი ჩემს ბრაზს გამოიყენებს და
შენკენ მომართავს. შენს მოკვლას მაიძულებს, როგორც
მაიძულა...
ჩემი თითები მის ტუჩებს პოულობენ და სიტყვას ვაწყვეტი-
ნებ. ლაპარაკი ტკივილს აყენებს. ასეთ წუთებში იმ ადამიანს
ვხედავ, რომელსაც მხოლოდ შურისძიება სწყურია, რომელ-
449 მკითხველთა ლიგა
საც ჩემგან გატეხილი გული აქვს. კიდევ ერთი ურჩხულია,
რომელიც ნელ-ნელა საბოლოო ფორმას იღებს.
– ამას არ დავუშვებ, – ვეუბნები მე, რათა ყველაზე ღრმად
ჩამარხული შიში უკუვაგდო.
არ მიჯერებს. ამას მის ჩამუქებულ თვალებში ვხედავ. სი-
ცარიელე, რომელიც ოუშენ-ჰილში დავინახე, მგონი, ისევ
ბრუნდება.
– ჩვენ არ მოვკვდებით, კალ, ამდენი ამისათვის კი არ
გვიწვალია.
უხალისოდ, სევდიანად იცინის. ჩემს ხელებს ნაზად იშო-
რებს, მაგრამ მაჯაზე მაინც არ მიშვებს.
– იცი, რამდენი ჩემთვის საყვარელი ადამიანია მკვდარი?
ვიცი, რომ ჩემი გულისცემის ხმა ესმის. ძალიან ახლოს
ვარ მასთან და ვერ დავმალავ იმ ტკივილს, რომელსაც მის
გამო ვგრძნობ. ჩემს სიბრალულზე ლამის დამცინავად გაიღი-
მოს.
– ყველა მკვდარია. მისი მოკლული, – დედოფალ ელარას
გულისხმობს, – ის მათ ხოცავს და მათ ხსოვნას სამუდამოდ
შლის.
სხვა იფიქრებდა, ამას მამამისზე ამბობსო, ან ისეთ მეივენ-
ზე, როგორიც ადრე იყო, მაგრამ მე ვხვდები, რისი თქმა უნდა.
– კორიანი, – ვბუტბუტებ მე. ეს დედამისის სახელია. ჯუ-
ლიანის დის. მომღერალი დედოფლის. კალს ის არ ახსოვს,
მაგრამ, რა თქმა უნდა, მასზე დარდობს.
– ამიტომ მიყვარდა ოუშენ-ჰილი... დედაჩემის საყვარელი
ადგილი იყო, მამაჩემმა აჩუქა.
ვცდილობ ჰარბორ-ბეის სასახლეში დატრიალებულ კოშ-
მარზე არ ვიფიქრო და მხოლოდ ის გავიხსენო, როგორი იყო
თავად სასახლე. თანდათან მახსენდება ფერები, გარშემო
450 მკითხველთა ლიგა
რომ გვეხვია: ოქროსფერი, ყვითელი. როგორც გაცრეცილი
ქაღალდები ან ჯულიანის მოსასხამები. ჯეიკოსების საგვა-
რეულოს ფერი.
ამიტომ იყო კალი ასეთი სევდიანი, ამიტომ არ დაწვა
დროშები. დედამისის დროშები.
არ ვიცი, როგორია ობლობა. დედ-მამა ყოველთვის მყავ-
და. ეს უდიდესი წყალობაა, რომლის ფასიც არასდროს ვიცო-
დი, სანამ არ წამართვეს. უხერხულია, მენატრებოდეს ისინი
ახლა, როცა უსაფრთხოდ არიან, კალს კი ორივე მშობელი
გარდაცვლილი ჰყავს. ამწამს კიდევ უფრო მძულს ჩემში არ-
სებული სიცივე და მარტო დარჩენის ეგოისტური შიში. კალი
ისეთი მარტოსულია, როგორიც მე ვერასდროს ვიქნები.
მაგრამ ჩვენს ფიქრებსა და მოგონებებში არ უნდა ჩავიძი-
როთ. ახლა ამის დრო არ არის.
– ციხის შესახებ მომიყევი, – ვეუბნები მე, რათა საუბარი
ახალ თემაზე გადავიტანო. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯ-
დეს, კალს ამ კაეშნისგან ვიხსნი.
ისე ღრმად ოხრავს, რომ მთელი სხეული ერხევა, მაგრამ
მადლიერია, რომ სხვა რამეზე ვლაპარაკობ.
– შეიძლება ითქვას, ნამდვილი ქვესკნელია. დიდებულად
დაცული სიმაგრე. კარიბჭე ზედა სართულზეა, მის უკან საკნე-
ბი და მაგნეტრონებისთვის განკუთვნილი ვიწრო ხიდებია. ხე-
ლის ერთ გაქნევაზე ორმოცი ფუტით ქვემოთ აღმოვჩნდებით
და ძალიან ცუდი დღე დაგვადგება. ჩვენც დაგვხოცავენ და
იმათაც, ვისაც საკნებიდან გამოვუშვებთ.
– ვერცხლისფერ პატიმრებზე რას იტყვი? გგონია, არ იბ-
რძოლებენ?

451 მკითხველთა ლიგა


– ჩამხშობ საკნებში გატარებული კვირების შემდეგ მაგის
თავი არ ექნებათ, დაბრკოლებას კი შეუქმნიან, მაგრამ ვერა-
ფერ ისეთს, თან სწრაფადაც ვერ გაიქცევიან.
– შენ... გაქცევის საშუალებას მისცემ?
მისი სიჩუმე თავისთავად მცემს პასუხს.
– შეიძლება ჩვენვე მოგვიბრუნდნენ, იქვე ან მოგვიანებით
დაგვესხან თავს.
– მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მგონია, რომ ციხიდან
პატიმრების გაქცევა ჩემს ძმას დიდ თავსატეხს გაუჩენს, მით
უმეტეს, თუ ისინი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არი-
ან.
უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს.
– გატყობ, უკმაყოფილო ხარ.
– მათ არ ვენდობი.
– ეს მათთვის მოულოდნელობა იქნება, – ამბობს კალი
ცივად. ცალ თითს კისერზე მაყოლებს, იარებზე, რომლებიც
მისი ძმის მოწყობილობამ დამიტოვა, – უხეში ძალა გამარ-
ჯვებას ვერ მოგვიტანს, მერ. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ
ჰიბრიდს შეკრებ. ვერცხლისფერები მაინც თქვენზე მეტნი
არიან და უპირატესობა აქვთ.
რა ირონიულია, ჯარისკაცი ბრძოლის განსხვავებულ მე-
თოდებს აქებს.
– იმედია იცი, რასაც აკეთებ.
მხრებს იჩეჩს.
– პოლიტიკური ინტრიგები არ მეხერხება, – ამბობს ის, –
მაგრამ მაინც ვეცდები.
– თუნდაც ამას სამოქალაქო ომი მოჰყვეს?
რამდენიმე თვის წინ კალმა მითხრა, როგორი იქნებოდა
აჯანყება. ორივე მხარე იბრძოლებდა, ორივე სისხლის ფერი.
452 მკითხველთა ლიგა
წითელი წითლის, ვერცხლისფერი ვერცხლისფერის წინააღ-
მდეგ. თქვა, რომ მამამისის დანატოვარ სამეფოს ასეთი ომის-
თვის ვერ გაწირავდა, თუნდაც სამართლიანი მიზნისთვის გა-
მართულიყო. ისევ სიჩუმე, კალი არ მპასუხობს. ალბათ,
აღარც იცის, ვის მხარეზეა: არც აჯანყებულია, არც პრინცი,
მხოლოდ თავის სხეულში არსებულ ცეცხლშია დარწმუნებუ-
ლი.
– შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ
ნაკლები შანსი გვაქვს, – ვამბობ მე. როდესაც გაიგო, ვინ ვი-
ყავი, ჯულიანმა მომწერა, რომ ორივეზე ძლიერი ვარ. საოცა-
რია, შეიძლება ისევ ვნახო, – ჰიბრიდებს ისეთი შესაძლებ-
ლობები აქვთ, ვერცხლისფერები ვერც იოცნებებენ, მათ შო-
რის, შენ.
– რისი თქმა გინდა?
– ისე ლაპარაკობ, როგორც ადამიანი, რომელიც თავის
ჯარისკაცებს მიუძღვება, რომლებთან ერთადაც უვარჯიშია,
და იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც იცნობს.
– მერე?
– მაინტერესებს, რა მოხდება, როდესაც გუშაგი ნიქსს ეს-
ვრის ან მაგნეტრონი გარეტის ძირს დაგდებას შეეცდება.
კალს დრო სჭირდება იმის მისახვედრად, თუ რას ვგულის-
ხმობ: ნიქსი მოუწყვლადია, ქვისტყავაზე ძლიერი კანი აქვს;
გარეტი, რომელიც გრავიტაციას მართავს, ძირს ვერ დაეცე-
მა; არმია არა, მაგრამ გვყავს ჯარისკაცები ისეთი შესაძლებ-
ლობებით, რომლებსაც ვერცხლისფერი გუშაგები არ იცნო-
ბენ და არ იციან, მათ როგორ ებრძოლონ. როცა კალი ამ ყვე-
ლაფერს ხვდება, ჩემს სახეს ხელებში იქცევს, თავს ზემოთ
ამაწევინებს და მაგრად, მხურვალედ მკოცნის, თუმცა მე თუ
მკითხავთ, უფრო ხანგრძლივი კოცნაც შეიძლებოდა.
453 მკითხველთა ლიგა
– გენიოსი ხარ, – ბუტბუტებს და ფეხზე დგება, – კამერონ-
თან დაბრუნდი და ყველა გაამზადე, – ცალ ხელში რუკას
ბღუჯავს, აღტყინებული სახე აქვს, ეშმაკური ღიმილი უბრუნ-
დება, თუმცა ამჯერად ეს არ მაღიზიანებს, – იქნებ მართლა
გამოგვივიდეს რამე.

454 მკითხველთა ლიგა


თავი 25

ჩემ უკან თავშესაფარი ძლივსღა მოჩანს და გულდაწყვეტი-


ლი ვუყურებ, როგორ იშლება ჰარიკის ხელის ერთი მოძ-
რაობით ის, რაც ჩემი სახლი იყო ბოლო რამდენიმე თვის გან-
მავლობაში. ბორცვიცა და ეზოც თავის ადგილზეა, მაგრამ
ჩვენი ბანაკის ყოველგვარი ნიშანწყალი ისე ქრება, როგორ
მტვერი სულის შებერვით. ბავშვების ხმაც აღარ გვესმის,
რომლებიც წუთის წინ აქვე იდგნენ და გამოსამშვიდობებლად
ხელს გვიქნევდნენ. ფარა მათ ხმებს ახშობს და ჰარიკთან ერ-
თად პატარა ჰიბრიდებს უცხო თვალისგან ფარავს. არასოდეს
დაგვმუქრებია იმის საფრთხე, რომ ვინმე აღმოგვაჩენდა, მაგ-
რამ დამატებითი თავდაცვის საშუალებები უფრო გვამშვი-
დებს. კმაყოფილი შეძახილები გაისმის, თითქოს თავშესაფ-
რის დაფარვა ზეიმის მიზეზად გამოდგება. ჩემდა სამწუხა-
როდ, საზეიმო ხმებს კილორნი ლიდერობს და მთელი ძალით
უსტვენს, მაგრამ არ ვეჩხუბები, რადგან, როგორც იქნა, ისევ
მელაპარაკება. ამის ნაცვლად ნაძალადევ ღიმილს ვაგებებ
და კბილს კბილზე მტკივნეულად ვაჭერ. ამით იმ სიტყვებს ვი-
კავებ, რომელთა თქმაც ძალიან მინდა: „ძალა დაზოგეთ!“
შეიდი ჩემსავით დუმს და გვერდით მომყვება. ცარიელ
ეზოს აღარ უყურებს, წინ იხედება, ბნელი, გაყინული ტყისკენ,
გონებაში მომავალი თავდასხმა უტრიალებს. თითქმის აღარ
კოჭლობს და სწრაფად მიაბიჯებს, მეც მონდომებით მივყვები.
სხვებიც უკან მოგვდევენ. თვითმფრინავამდე დიდი გზა არ
არის. ვცდილობ დარჩენილი დროის ყოველი წამის შეგრძნე-
ბას. შიშველ სახეზე ღამის ცივი ჰაერი მცემს, მაგრამ ცა სრუ-

455 მკითხველთა ლიგა


ლიად მოწმენდილია. არავითარი წვიმა ან ქარიშხალი – ჯერ-
ჯერობით. რადგან ქარიშხალი აუცილებლად ამოვარდება,
ჩემი ან სხვისი ხელით. წარმოდგენა არა მაქვს, დილამდე
ცოცხალი ვინ გაატანს.
შეიდი ჩემთვის გაუგებარ რაღაცას ბუტბუტებს და ცალ
ხელს მხარზე მადებს. ორი თითი მოღრეცილი აქვს, ჯერ კი-
დევ არ მორჩენია მას შემდეგ, რაც ნენი კანკორდიდან ჩამო-
ვიყვანეთ. შეიდს მძლავრხელიანი ჩაებღაუჭა და სანამ გადახ-
ტომას მოასწრებდა, მარცხენა ხელზე პირველი ორი თითი
მოსტეხა. რა თქმა უნდა, ფარლიმ უმკურნალა, მაგრამ თითე-
ბის შეხედვა მაინც მაკრთობს. გიზას მახსენებს, კიდევ ერთ
ბაროუს, რომელსაც ხელი ჩემ გამო მოსტეხეს.
– ეს ამად ღირს, – ამჯერად უფრო ხმამაღლა ამბობს
შეიდი, – სწორად ვიქცევით.
ეგ მეც ვიცი. ძალიან ვღელავ ჩემს თავსა და მეგობრებზე,
მაგრამ ვიცი, კოროსში მისვლა სწორი არჩევანია. არც ჯონის
დარწმუნება მჭირდებოდა, ისედაც მჯერა ჩვენი მიზნის. სხვა-
ნაირად როგორ შეიძლებოდა? ჰიბრიდებს მოჩურჩულე დე-
დოფლის ხელში ვერ დავტოვებთ. მათ დახოცავს ან თავის
ხელში ბრმა, უსულო იარაღად გადააქცევს, მის ბრძანებებს
უსიტყვოდ შეასრულებენ. ისინი უნდა დავიხსნათ, რათა იმაზე
საშინელ სამყაროში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა
ვცხოვრობთ.
და მაინც, შეიდის სიტყვები გულზე მალამოდ მედება.
– გმადლობ, – ვჩურჩულებ მე და მკლავზე ხელს ვუთათუ-
ნებ.
იღიმება და მისი კბილები მილეული მთვარის შუქს თეთ-
რად ირეკლავს. სიბნელეში ძალიან ჰგავს მამაჩვენს, უფრო
ახალგაზრდას, ინვალიდის ეტლისა და გადატანილი ცხოვრე-
456 მკითხველთა ლიგა
ბისეული სირთულეების გარეშე. ორივე ერთნაირად
ჭკვიანია, ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებენ და
სწორედ ამან გადაარჩინათ ბრძოლის ველზე, შეიდს კი იგივე
მიდგომა სულ სხვა ბრძოლაშიც შველის. ის ლოყაზე მეფერე-
ბა და თავი ბავშვი მგონია, მაგრამ არ ვბრაზდები. ეს მახსე-
ნებს, რომ ერთი სისხლი გვაქვს. არა მუტაციის გამო, არამედ
დაბადებიდან. ეს კავშირი უფრო ღრმა და ძლიერია, ვიდრე
ჩვენი უნარები.
ჩემს მარჯვნივ კალი მოაბიჯებს და თავს ისე ვიჭერ, ვითომ
მის მზერას ვერ ვგრძნობ. ვიცი, ისიც ფიქრობს თავის ძმასა
და მათ შორის სისხლისმიერ კავშირზე, რომელიც უკვე გაწ-
ყვეტილია. უკან კილორნი მოსდევს, ხელში შაშხანა ჩაუბღუ-
ჯავს და ტყეს დაკვირვებით ათვალიერებს. მიუხედავად უამ-
რავი განსხვავებისა, მათ შორის საოცარი მსგავსებაც არის:
ორივენი ობლები არიან, მიტოვებულები და ჩემ გარდა, არა-
ვინ ჰყავთ.
დრო სწრაფად გადის. თითქოს „ბლექრანთან“ მისასვლე-
ლად და ცაში ასაფრენად სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა.
ყოველი წამი წინაზე სწრაფად გადის და ჩვენ წინ მდებარე ჩა-
მუქებული ქარაფისკენ მივქრივართ. „ეს ამად ღირს“, – გა-
ნუწყვეტლივ ვუმეორებ საკუთარ თავს შეიდის სიტყვებს.
თვითმფრინავის უსაფრთხოების გამო სიმშვიდე უნდა შევი-
ნარჩუნო. სხვებმა შემკრთალი არ უნდა მნახონ, მაგრამ გუ-
ლი ძალუმად მიცემს, ისე ხმამაღლა, რომ მეშინია, სხვებიც
გაიგონებენ.
აჩქარებული გულისცემის ჩასახშობად კალთაში ჩადებულ
მფრინავის ჩაფხუტის გლუვ, ცივ ზედაპირს ვხვევ მაგრად ხე-
ლებს. პრიალა ფოლადზე ჩემს ანარეკლს დავყურებ. გოგო,
რომელსაც ზედ ვხედავ, ერთდროულად ნაცნობიც არის და
457 მკითხველთა ლიგა
უცნობიც. მერი, მარინა, ელვა-გოგონა, წითელი დედოფალი,
და ამასთანავე, სრულიად არავინ. ის შეშინებული არ ჩანს.
მკაცრი ნაკვთებით ქვაზე ამოკვეთილს ჰგავს. თმა დაწნული
აქვს და კისერზე იარები ეტყობა. ჩვიდმეტი წლის კი არა,
უასაკოა. ვერცხლისფერია და თან არც არის, წითელია და
არც არის, ადამიანია და არც არის. „ალისფერი მცველის“
ბაირაღი, პლაკატზე გამოსახული ძებნილი, პრინცის დაცემის
მიზეზი, ქურდი... მკვლელი... თოჯინა, რომელსაც ყველა-
ნაირი ფორმის მიღება შეუძლია, გარდა საკუთრისა.
თვითმფრინავის მარაგიდან ამოღებული შავ--
ვერცხლისფერი საფრენი კომბინეზონები შესანიღბადაც გა-
მოგვადგება. სხვები ზედ ხელს ისვამენ, ასწორებენ, კილორ-
ნი, როგორც ყოველთვის, საყელოს აწვალებს და ცდილობს
მყარი ქსოვილი ცოტათი გაწელოს. ნიქსს კომბინეზონი მუ-
ცელზე ძლივს ეკვრება და ლამის შემოასკდეს. მისგან გან-
სხვავებით ნენის ტომარასავით ჰკიდია კომბინეზონი, მაგრამ
მე არ მბაძავს და არც სახელოებს იწევს, არც ტოტებს. როცა
თვითმფრინავი დაჯდება, სხვა გარეგნობას მიიღებს, იმ გა-
რეგნობას, რომლის დანახვაზეც მუცელი მიწრიალებს და
მოზღვავებული ემოციებისგან გული მიჩქარდება.
საბედნიეროდ, „ბლექრანი“ გადაზიდვა-გადაყვანის მიზნი-
თაა აგებული და თერთმეტივეს გვიტევს, თან ადგილიც რჩე-
ბა. ველი, რომ ზედმეტი წონა შეგვანელებს, მაგრამ პანელის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვეული სისწრაფით მივფრინავთ.
შეიძლება ცოტა უფრო სწრაფადაც. კალი თვითმფრინავის სა-
მართავად თავის ცოდნას იყენებს, მთვარის შუქს გვარიდებს
და ნორტას სანაპიროს თავზე შეკრებილ შემოდგომის ღრუბ-
ლებს გვაფარებს.

458 მკითხველთა ლიგა


გარეთ იყურება, ხან ღრუბლებს უყურებს, ხან პანელს.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა კალს კაბინაში
გვერდით ვუზივარ, ჯერ კიდევ არ ვიცი, პანელზე რომელი ღი-
ლაკი რას აღნიშნავს. სოფელში ცუდი მოსწავლე ვიყავი და ეს
არც ახლა შეცვლილა. მე არა მაქვს ისეთი ჭკუა, როგორიც
კალს. მხოლოდ ქურდობა, ტყუილის თქმა, თაღლითობა მე-
ხერხება... და იმის დანახვა, რას მალავენ ადამიანები. ამწამს
კალი რაღაცას ნამდვილად მალავს. სხვა რომ იყოს, დავეჭ-
ვდებოდი, მაგრამ ვიცი, კალის გულისნადებში არაფერია ისე-
თი, რაც ზიანს მომიტანს. ის მხოლოდ საკუთარი სისუსტის,
შიშის დაფარვას ცდილობს. მისი იდეალები ბავშვობიდანვე
ძლიერება და ძალაუფლება იყო. გაუბედაობა საბედისწერო
შეცდომას უდრიდა. ცოტა ხნის წინ ვუთხარი, მეც მეშინია-
მეთქი, მაგრამ ჩურჩულით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა წლე-
ბის განმავლობაში მასში ჩანერგილ შეხედულებებს ვერ შეც-
ვლის. როგორც მე, კალიც ნიღაბს ატარებს და მის უკან მეც
არ ჩამახედებს.
ჩემი გონების პრაქტიკული ნაწილი მეუბნება, რომ ასე
ჯობს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც დევნილ პრინცზე
ბევრს დარდობს, საშინლადაა განერვიულებული. ძალიან სა-
ხიფათო მისიაზე მივდივართ, მაგრამ მის ემოციურ მხარეზე
აქამდე არ მიფიქრია. როგორ შეიცვლება კალი კოროსში?
იქიდან ისეთივე წამოვა, როგორიც მანამდე იყო? ან საერ-
თოდ წამოვა კი?
ფარლი იარაღის მარაგს მეთორმეტედ ამოწმებს. შეიდი
დახმარებას ცდილობს და ფარლი იშორებს, მაგრამ არა უხე-
შად. ერთხელ იმასაც ვხედავ, როგორ უღიმიან ერთმანეთს
და ბოლოს შეიდს იმ შეკვრიდან ამოღებული ტყვიების დათ-
ვლის უფლებას აძლევს, ზედ „კორვიუმი“ რომ აწერია. ესეც
459 მკითხველთა ლიგა
მოპარულია, ალბათ, კრენსის. ფარლის ნაცნობების დახმა-
რებით თოფები, შაშხანები და სხვა ისეთი იარაღი გვიშოვა,
მათ არსებობას რომ ვერც წარმოვიდგენდი. ყველანი შეიარა-
ღებული ვიქნებით ჩვენ-ჩვენი უნარებითა და ჩვენი არჩეული
იარაღით. მე ჩემი ელვის მეტი არაფერი მინდა, მაგრამ სხვები
მონდომებით არჩევენ პირბასრ ხანჯლებსა და პისტოლეტებს.
ნიქსი მომაკვდინებელ დასაკეც შუბს იღებს, რომელიც ბოლო
რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი რჩეული გახდა. ახ-
ლოს უდევს და ალესილ პირზე დაუდევრად უსვამს თითებს.
სხვას მის ადგილას კანი დაესერებოდა, მაგრამ ნიქსის კანი
რკინასავით მაგარია. კიდევ ერთი მოუწყვლადი ჰიბრიდი,
დარმიანი, მას ჰბაძავს და დაკოჟრებულ მუხლებზე იდებს ყას-
ბის დანის მსგავს დიდ ხმალს, რომლის პირიც ძვლის გაკვე-
თის მოლოდინში ლაპლაპებს.
ვუყურებ, როგორ იღებს კამერონი კანკალით პატარა და-
ნას, ოღონდ ქარქაშიდან არ აშიშვლებს. ბოლო სამი დღე თა-
ვისი უნარის დახვეწას მოანდომა და არა დანით ვარჯიშს. მას
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიყენებს და იმედია,
ეს არ მოუწევს. წამით ჩემს მზერას იჭერს, გაბრაზებული მი-
ყურებს და უცებ მგონია, რომ ისევ შემიღრენს, ან უფრო
უარესი, ჩემი ნიღბის მიღმა ჩაიხედავს. ამის ნაცვლად მოღუ-
შული მიქნევს თავს.
მეც თავს ვუქნევ და ამით მეგობრობის უხილავ ხელს ვუწ-
ვდი. სახე ექუფრება და სწრაფად მარიდებს თვალს. მისი ქმე-
დების მნიშვნელობა ნათელია: მოკავშირეები ვართ, მაგრამ
არა მეგობრები.
– ბევრი აღარ დარჩა, – მეუბნება კალი, იდაყვს გამკრავს
და მისკენ ვტრიალდები. გონებაში გავყვირი, რაღაც ძალიან

460 მკითხველთა ლიგა


მალე ჩამოვედით-მეთქი, მაგრამ ვიცი, ზუსტად დანიშნულ
დროს ვიქნებით ადგილზე.
– ყველაფერი გამოგვივა, – ხმა მიკანკალებს და კიდევ
კარგი, ეს მხოლოდ მას ესმის, მაგრამ ამ სისუსტეს ყურადღე-
ბას არ აქცევს, – ყველაფერი გამოგვივა, – ვიმეორებ კიდევ
უფრო ჩუმად.
– ვის აქვს უპირატესობა? – მეკითხება იგი.
მისი სიტყვები ერთდროულად მაოცებს, ტკივილს მაყენებს
და მამშვიდებს. მწვრთნელმა არვენმა ვარჯიშისას იგივე
იკითხა, როცა თავის მოსწავლეებს ერთმანეთთან აბრძო-
ლებდა სისხლისა და სიამაყის დასაცავად. ძვლების არენაზეც
იგივე იკითხა, სანამ მძლავრხელიანი რამბოსი მსუქანი ღო-
რივით ააცვამდა შამფურზე. ის მძულდა, მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ მისგან არაფერი მისწავლია.
მოულოდნელობის ეფექტი ჩვენს მხარეზეა: გვყავს კამე-
რონი, შეიდი, გარეტი, ნენი და ხუთი სხვა ჰიბრიდი, რომელ-
თა არსებობა არც ერთმა ვერცხლისფერმა არ იცის. კიდევ
გვყავს კალი, სამხედრო საქმის გენიოსი...
...და მიზანი გვაქვს – ზურგს გვიმაგრებს წითელი გან-
თიადი, რომელიც მალე უნდა დადგეს.
– უპირატესობა ჩვენ გვაქვს.
კალიც ჩემსავით ძალით იღიმება, მაგრამ ამის დანახვა მა-
ინც გულს მითბობს.
– ყოჩაღ, გოგონა.
მისი სიტყვები ჩემში ისევ ურთიერთსაპირისპირო გრძნო-
ბებს იწვევს.
რადიოს შიშინი კალის შესახებ ფიქრებს მიქრობს. ნენის
გავყურებ და ისიც პასუხად თავს მიქნევს. მისი სხეული ჩემ
თვალწინ იცვლება და მოხუცი ქალიდან ლურჯთვალება, შავ-
461 მკითხველთა ლიგა
თმიან და უსულგულო ბიჭად იქცევა. მეივენად. ტანსაცმელიც
გარეგნობასთან ერთად ეცვლება. ახლა საფრენი კომბინეზო-
ნის ნაცვლად ახალთახალი შავი უნიფორმა აცვია, ზედ მბზი-
ნავი მედლებითა და სისხლივით წითელი კაპიუშონით. შავ
კულულებზე გვირგვინი ადევს და თავს ძლივს ვიკავებ, რომ
არ მოვხადო და გარეთ არ მოვისროლო.
სხვები ცრუმეფის გამოჩენას თვალებგაფართოებული უყუ-
რებენ, მაგრამ მე მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ... და სულ მცირე
სინანულსაც. ნენის გულკეთილი ბუნება მაინც ვერ იმალება
და მეივენის ტუჩები იმ ნაზი ღიმილით იგრიხება, რომელსაც
კარგად ვიცნობ. ერთი მტკივნეული წამის განმავლობაში იმ
ბიჭს ვუყურებ, როგორიც მეივენი მეგონა, და არა იმ ურ-
ჩხულს, როგორიც სინამდვილეში აღმოჩნდა.
– კარგია, – ამოვთქვამ ყრუდ. მხოლოდ კილორნი მამ-
ჩნევს ხმაზე რაღაცას და ნენის თვალს აშორებს. ოდნავ ვუქ-
ნევ თავს და ვანიშნებ, რომ სანერვიულო არაფერია. წინ უფ-
რო მნიშვნელოვანი საქმე გველოდება.
– კოროსის საჰაერო სივრცე, ლაპარაკობს ფლიტ-პრაიმი,
– რადიოში ამბობს კალი. სხვა ფრენების დროს ცდილობდა
დუნე, სხვადასხვა ბაზაში სავალდებულო რეკვისგან თავმო-
ბეზრებული ხმა მიეღო, მაგრამ ახლა მეტად საქმიანი ხმა
აქვს. ბოლოს და ბოლოს, „ბლექრანს“ მეფის პირად თვით-
მფრინავად ვასაღებთ, რომელიც შემოწმებას არ ექვემდება-
რება. კალმა კარგად იცის, როგორი სახე უნდა ჰქონდეს ხმე-
ლეთთან მის კავშირს – მეფე გიახლოვდებათ!
არც რადიოსიგნალს გადასცემს და არც დაშვების ნებარ-
თვას ითხოვს. მხოლოდ პირქუში, მბრძანებლური კილო. მის-
თვის უარის თქმა ნებისმიერ ოპერატორს გაუჭირდება. რო-

462 მკითხველთა ლიგა


გორც მოსალოდნელი იყო, ხმას, რომელიც გვეპასუხება, ენა
ებმის:
– მიღ... მიღებულია, ფლიტ-პრაიმ, – ამბობს კაცი. მისი
ხორხისმიერი, ხრინწიანი ხმა შეშფოთებას ვერ მალავს, –
მომიტევეთ, მაგრამ მის უდიდებულესობას ხვალამდე არ ვე-
ლოდით.
ხვალ. ჯონმა თქვა, რომ ოთხი დღის მერე დავიღუპებით,
ხვალ მეოთხე დღეა, ის მართალი იყო. მეივენს ხვალ მთელი
არმია ჩამოჰყვება, მათ შორის, მეფის მცველები და ისეთი
სასტიკი მეომრები, როგორიც პტოლემუსი და ევანგელინი
არიან. მათ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ.
უკან ვიხედები, ხელს ვიქნევ და ნენი მაშინვე ჩემთან ჩნდე-
ბა. მისი სახით მეივენის სიახლოვის გამო კანზე ეკლები მას-
ხამს.
– მეფე მხოლოდ თავისი პირადი განრიგის მიხედვით მოქ-
მედებს, – ამბობს რადიოში, ლოყებზე ვერცხლისფერი ადევს.
მკაცრი კილო აქვს, მისი ხმა ვერავისში აგერევათ, – და ვი-
ღაც მეკარისთვის ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ.
მეორე მხრიდან მომავალი გრიალი მხოლოდ იმის მანიშ-
ნებელია, რომ ოპერატორი სკამიდან გადავარდა.
– დიახ... რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ!
ჩვენ უკან ვიღაც სახელოში ხითხითებს. კილორნი იქნება.
კალი ნენის თავს უქნევს და მიკროფონს ისევ ართმევს.
მის სახეზე ისევ ძველებურ ტკივილს ვხედავ.
– ათ წუთში დავეშვებით. მოამზადეთ კოროსი მეფის ჩა-
მობრძანებისთვის.
– ამაზე პირადად ვიზრუნებ...
მაგრამ კალი ოპერატორს სიტყვის დამთავრებას არ აც-
დის, რადიოს თიშავს და თავს შვებით გაღიმების უფლებას
463 მკითხველთა ლიგა
აძლევს. სხვები ტაშს უკრავენ და არარსებულ გამარჯვებას
ზეიმობენ. დიახ, დაბრკოლება გადალახულია, მაგრამ წინ კი-
დევ ბევრი სირთულე გველის. ყველა ეს სირთულე ჩვენ ქვე-
მოთაა, მონაცრისფრო-მომწვანო მინდვრებზე, ხრამის უდა-
ბურ მიწებს რომ ესაზღვრება და იმ ციხეს მალავენ, რომელიც
შეიძლება ჩვენს სასაფლაოდ იქცეს.
განთიადი ახლოვდება და აღმოსავლეთით ცა წითლად
იღებება, მაგრამ როცა „ბლექრანი“ კოროსის გლუვ დასაფ-
რენ ზოლზე ეშვება, ჩვენ ზემოთ ცა ჯერ კიდევ ჩამუქებულია.
ეს თვითმფრინავებითა და ანგარებით სავსე სამხედრო ბაზა
არ არის, მაგრამ მაინც ვერცხლისფერების ბუდეა და საფ-
რთხე ყველაფერში იგრძნობა. თავზე მფრინავის ჩაფხუტს ვი-
ხურავ და სახეს ვმალავ. კალი და სხვებიც მბაძავენ. ალბათ,
უცხო თვალისთვის თავზარდამცემი სანახავები ვართ.
მთლად შავებში გამოწყობილი და სახედაფარული ახალგაზ-
რდა ულმობელ მეფეს ციხისკენ მივაცილებთ. იმედია, გუშა-
გები ჩვენ არ დაგვაკვირდებიან და უფრო მეფეს მიაქცევენ
ყურადღებას, ვიდრე მის თანმხლებებს.
ჯდომა აღარ შემიძლია და სავარძლიდან სწრაფად ვდგე-
ბი. ჩემს არყოფნაში უსაფრთხოების ღვედი თავისუფლად ქა-
ნაობს. იმას ვაკეთებ, რაც აუცილებელია და რის გაკეთებასაც
არ ვისურვებდი, და ნენის ხელს ვკიდებ. მისი შეხებაც კი
მეივენის სხეულის შეხებას ჰგავს.
– გუშაგების მიღმა გაიხედე, – ვეუბნები მას, ჩაფხუტის გა-
მო ჩემი ხმა ყრუდ ისმის, – ცივად გაიღიმე. საუბარს ნურავის
გაუბამ. ისე მოიქეცი, თითქოს უამრავი საიდუმლო გაქვს და
მხოლოდ შენ ერთადერთი ხარ იმდენად მნიშვნელოვანი,
რომ ეს ყველაფერი იცი.

464 მკითხველთა ლიგა


ის მშვიდად მიქნევს თავს. მე და კალმა ადრეც დავარი-
გეთ, როგორ უნდა მიებაძა მეივენისთვის. ეს უბრალო შეხსე-
ნებაა, გამოცდაზე გასვლის წინ წიგნისთვის ბოლო თვალის
გადავლება.
– სულელი კი არა ვარ, – მპასუხობს ნენი ცივად და ლამის
ყბაში მოვდო. „ის მეივენი არ არის“, – ვარწმუნებ საკუთარ
თავს.
– მგონი, ყველაფერი კარგად გაიგე, – ამბობს კილორნი,
ფეხზე დგება, მკლავში ხელს მკიდებს და ოდნავ გვერდზე
მწევს, – ცოტაც და, მერს შემოაკვდებოდი.
– ყველანი მზად ხართ? – ყვირის ფარლი თვითმფრინავის
ბოლოდან. ხელი პანდუსის გამღებთან აქვს მიტანილი, ერთი
სული აქვს, როდის დააჭერს.
– დალაგდით! – ბრძანებს კალი სამხედრო ინსტრუქტო-
რის ხმით. ჩვენც სწორ ხაზზე ვეწყობით, როგორც მან გვას-
წავლა, თავში ნენი გვიდგას. კალი მას გვერდით უდგება და
მეფის ყველაზე მომაკვდინებელი მცველის როლს ითავსებს.
– მოდი, ცუდი გადაწყვეტილებები მივიღოთ, – ამბობს
ფარლი. გამღებს ხელს აჭერს და ვხვდები, რომ იღიმება.
გაისმის შიშინი, ამძრავი ტრიალებს, სადენები პულსირებს
და „ბლექრანის“ პანდუსი იმ დილის შესახვედრად იღება,
რომელიც ზოგიერთი ჩვენგანისთვის უკანასკნელი აღმოჩ-
ნდება.
მწყობრად დაწყობილი ჯარისკაცები თვითმფრინავიდან
გონივრულ მანძილზე გველოდებიან. მეფედ შენიღბული ჰიბ-
რიდის დანახვაზე მოწყვეტით, უნაკლოდ იძლევიან სალამს:
ცალ ხელს გულზე იდებენ და ცალ მუხლზე იჩოქებენ. ჩემი
ჩაფხუტის მიღმა სამყარო უფრო ბნელი ჩანს, მაგრამ ვერ ფა-
რავს ჯარისკაცების ნაცრისფერ სამხედრო ფორმებსა და მათ
465 მკითხველთა ლიგა
უკან მდებარე უღიმღამო, არაფრით გამორჩეულ პეიზაჟს. აქ
არც ბრინჯაოს ჭიშკრებია და არც ალმას-შუშის კედლები,
ფანჯრებიც არსად ჩანს. უდაბურ მიწაზე მხოლოდ ერთადერ-
თი ბრტყელი ბეტონის შენობა დგას. კოროსის ციხე. უკანას-
კნელად გავხედავ „ბლექრანსა“ და დასაფრენ ზოლს, რომ-
ლის კვალი შორეულ სივრცეში იკარგება. იქ მხოლოდ სიბნე-
ლე და რადიაციაა. ბინდბუნდში მხოლოდ რამდენიმე თვით-
მფრინავს ვხედავ დიდი, მრგვალი ფოლადის კორპუსებით.
ციხის თვითმფრინავებია, რომლებსაც ტუსაღების გადასაყვა-
ნად იყენებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მათ მა-
ლე მოუწევთ საქმეში ჩართვა.
კოროსს უხმოდ ვუახლოვდებით და ფეხშეწყობილად
სიარულს ვცდილობთ. კალი ნენის მიჰყვება გვერდით და ცა-
ლი ხელი მუდმივად მომუშტული აქვს, მეც უკან მივდევ, მარ-
ცხნივ კამერონი მიდგას, მარჯვნივ – შეიდი. შაშხანებჩაბღუ-
ჯული ფარლი და კილორნი შუაში მოაბიჯებენ. დაძაბულობა
და საფრთხე ჰაერშიც კი იგრძნობა.
სიკვდილის არ მეშინია, უკვე აღარ. მის წინაშე იმდენჯერ
ვმდგარვარ, რომ შეუძლებელია კიდევ შემეშინდეს, მაგრამ
თავად ციხე მაშინებს, იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება დამიჭი-
რონ, ბორკილი დამადონ და ელარას ხელში უტვინო თოჯი-
ნად მაქციონ. ამას ვერ ავიტან, მირჩევნია ასჯერ მოვკვდე. ნე-
ბისმიერი ჩვენგანი იმავეს ფიქრობს.
– თქვენო უდიდებულესობავ, – ამბობს ერთ-ერთი ჯარის-
კაცი, მერე ბედავს და უყურებს იმას, ვინც მეფე ჰგონია. სამ-
კერდზე ნიშანზე სამი გადაჯვარედინებული ხმალი აქვს გამო-
სახული, რაც მიანიშნებს, რომ კაპიტანია. ზოლები მხრებზე
მისი საგვარეულოს ნიშანია. ხასხასა წითელი და ლურჯი ირა-

466 მკითხველთა ლიგა


ლის საგვარეულოს ფერებია, – კეთილი იყოს თქვენი მობ-
რძანება კოროსში.
როგორც დავარიგე, ნენი მის მიღმა იყურება და ფერ-
მკრთალი ხელის აქნევით დაითხოვს. ეს ჟესტი საკმარისი უნ-
და იყოს დამხვდურების დასარწმუნებლად, რომ მათ წინაშე
თვით მეფე დგას, მაგრამ კაპიტანი თვალს მოგვავლებს და
ჩვენს უნიფორმებს ამჩნევს, თან მეფეს პირადი მცველები არ
ახლავს. კალის ჩაფხუტს დაჟინებით უყურებს, მაგრამ არა-
ფერს ამბობს. მისი ჯარისკაცები მწყობრად დგებიან ჩვენ უკან
და ჩვენთან ერთად ფეხშეწყობილი მოაბიჯებენ. ჰეივენი, ოსა-
ნოსი, პროვოსი, მაკანტოსი, ეგრი – რამდენიმე მუნდირზე
ნაცნობ ფერებს ვხედავ. ბოლო მათგანი, ეგრის საგვა-
რეულოს მხედვარი, ჩვენი უპირველესი სამიზნეა. კამერონს
სახელოზე ვქაჩავ და ვანიშნებ წვერიან ქერა მამაკაცზე, რო-
მელსაც თვალები აქეთ-იქით დაურბის და მხარზე შავ-თეთრი
ზოლები დაჰყვება.
კამერონი თავს ხრის, ყურადღებას იკრებს და ხელებს მუშ-
ტავს. თავდასხმა დაიწყო.
კაპიტანი ნენის გვერდზე უხმაუროდ, თითქმის შეუმჩნევ-
ლად მიაბიჯებს. მეაბრეშუმეა. გარუჯული კანი, მბზინავი შავი
თმა და უხეში ნაკვთები აქვს, როგორც სონია ირალსა და ბე-
ბიამისს, საშიშ ჯიქს. იმედია, კაპიტანი მასავით ეშმაკი არ
არის, ეს საქმეს ძალიან გაგვირთულებს.
– თქვენი მითითებები თითქმის მთლიანად შესრულებუ-
ლია, თქვენო უმაღლესობავ, – ამბობს ის. ამაში კარგი არა-
ფერი უნდა იგულისხმებოდეს, – როგორც გვიბრძანეთ, თი-
თოეული საკანი ინდივიდუალური ლუქით იკეტება, ჩუმი ქვის
შემდეგი პარტია ხვალ გუშაგების ახალ ქვედანაყოფთან ერ-
თად ჩამოვა.
467 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი, – უინტერესოდ პასუხობს ნენი. ფეხს ოდ-
ნავ უჩქარებს, კაპიტანიც ცდილობს არ ჩამორჩეს. კალიც იმა-
ვეს აკეთებს და ყველანი მივყვებით. თითქოს დაჭერობანას
ვთამაშობთ.
ჰარბორ-ბეის უშიშროების ცენტრის შენობა ძალიან ლამა-
ზი იყო, მოჩუქურთმებული ქვითა და მბრწყინავი შუშით ნაშე-
ნი, კოროსი კი ნაცრისფერია, პირქუში და გარშემო უდაბური
ადგილები ერტყმის. აქაურობის ერთფეროვნებას მხოლოდ
კედლის დონეზე დამონტაჟებული შავი რკინის კარი არღვევს.
მას არც ანჯამები აქვს, არც საკეტი და არც სახელური – შა-
ვად დაფჩენილ ხახას ჰგავს. მაგრამ ელექტრობას ვგრძნობ,
რომელიც კარის გვერდით მდგარი პატარა ოთხკუთხედი პა-
ნელისგან მოდის. კამერონი რომ ამბობდა, ის გადამრთვე-
ლია. გასაღები ირალის კისერზე ჩამოკიდებულ შავ ძეწკვზე
ირწევა, მაგრამ მას არ იხსნის.
აქ კამერებიცაა, რომელთა მრგვალი, მოელვარე თვალე-
ბი კარს უყურებენ. მათი დანახვა არ მაშფოთებს. მეაბრეშუმე
კაპიტანი და მისი ჯარისკაცები უფრო მაღელვებს, რომლებ-
მაც ალყაში მოგვიქციეს და წინ მივყავართ.
– მგონი, არ გიცნობთ, პილოტო, არც თქვენ და არც
თქვენს თანმხლებ პირებს, – ამბობს კაპიტანი და კალს გამ-
ჭოლი მზერით ათვალიერებს, – თქვენი სახელი?
ხელს ვმუშტავ, რათა არ ამიკანკალდეს. კალი ოდნავ აბ-
რუნებს თავს, კაპიტანს თითქმის არც უყურებს.
– მომართვა „პილოტო“ ჩემთვის საკმარისია, კაპიტანო
ირალ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ირალი იჯაგრება.
– კოროსს მე ვიცავ და ვაკონტროლებ, პილოტო. თუ გგო-
ნიათ, ისე შეგიშვებთ, რომ...
468 მკითხველთა ლიგა
– როგორ „ისე“? – ნენის თითოეული სიტყვა ტანში მატანს
და მსერავს. კაპიტანი მოწყვეტით ჩერდება და სახე ვერ-
ცხლისფრად ელეწება, უკვე ნანობს, რაც დაუფიქრებლად წა-
მოროშა, – რამდენადაც მახსოვს, კოროსი ნორტას ეკუთ-
ვნის... და ნორტა ვიღას ეკუთვნის?
– მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, თქვენო უმაღლესო-
ბავ, – ბუტბუტებს ირალი, მაგრამ ბრძოლა უკვე წაგებულია.
ის ხელს გულზე იდებს და მეფეს ისევ სალამს აძლევს, – დე-
დოფალმა ციხის დაცვა დამავალა და მე მხოლოდ მის ბრძა-
ნებას ვემორჩილები, ისევე, როგორც თქვენსას.
ნენი თავს უქნევს.
– მაშინ გიბრძანებთ, კარი გააღოთ.
კაპიტანი თავს უკრავს და განზე დგება. ერთ-ერთი ჯარის-
კაცი, ქალი ვერცხლისფერი მძიმე ნაწნავითა და კვადრატუ-
ლი ნიკაპით, წინ ნაბიჯს დგამს და ცალ ხელს რკინის კარს
ადებს. მისი ვერცხლისფერ-შავი ხაზების გარეშეც ვიცი, რომ
სამოსის საგვარეულოდანაა. მაგნეტრონის შეხებაზე რკინა
მოძრაობს და წვეტიან ნამსხვრევებად იქცევა, რომლებიც
სწრაფად იხევენ უკან. სახეში გვხვდება ცივი, ნესტიანი
ჰაერის ნაკადი, რომელსაც მომჟავო სუნი ასდის. ეს სისხლის
სუნია. მის მიღმა მდებარე დერეფანი სადა, ქათქათა თეთრი
ფილებითაა მოპირკეთებული, რომლებზეც ერთ ლაქასაც
ვერ შეამჩნევთ. ნენი პირველი შედის და ჩვენც მივყვებით.
ჩემ გვერდით კამერონი კანკალებს და ოდნავ იდაყვს გავ-
კრავ. რომ შემეძლოს, ხელსაც ჩავჭიდებდი. ალბათ, თავს სა-
შინლად გრძნობს – არქეონში დაბრუნებას მეც სიკვდილი
მირჩევნია. და მაინც, ის ამ ციხეში ჩემ გამო დაბრუნდა.
უცნაურია, მაგრამ დერეფანი ცარიელია. არც მეივენის სუ-
რათები ჩანს და არც დროშები. ეს ადგილი სხვაზე შთაბეჭდი-
469 მკითხველთა ლიგა
ლების მოსახდენად არ არის და მისი მორთვა არ სჭირდებათ.
მხოლოდ კამერების ზუზუნი ისმის. კაპიტან ირალის ჯარისკა-
ცები სწრაფად ბრუნდებიან პოსტებზე და ოთხივე კარის წინ
დგებიან. ჩვენ უკან კარი ყურისწამღები ჭრიალით იხურება.
მარცხნივ და მარჯვნივ ორივე კარი ვერცხლისფრადაა შეღე-
ბილი და ციხის ცივ შუქზე ბზინავს. წინა კარი, რომელშიც ახ-
ლა უნდა შევიდეთ, გულისამრევად სისხლისფერი წითელია.
მაგრამ ირალი ჩერდება და ერთ-ერთ ვერცხლისფერ კარ-
ზე მიუთითებს:
– ალბათ, მის უდიდებულესობა დედოფალთან შეხვედრაც
გნებავთ.
კიდევ კარგი, ჩაფხუტები გვახურავს, თორემ კაპიტანი თი-
თოეული ჩვენგანის თავზარდაცემულ სახეს დაინახავდა.
ელარა აქ არის. მასთან შეხვედრის პერსპექტივა გულისრე-
ვის შეგრძნებას მიჩენს და ლამის ჩაფხუტშივე ვარწყიო. ნე-
ნიც ფითრდება და ენა ყელში ეჩხირება, არადა, მთელი ძა-
ლით ცდილობს თავის შეკავებას. კილორნი უკან მიდგას, ჩუ-
მადაა, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მიმეორებს: გაიქეცი, გაიქე-
ცი, გაიქეცი, მაგრამ ვერსად ვეღარ გავიქცევი.
– მისი უმაღლესობა აქ არის? – კბილებში ცრის კალი. წა-
მით მგონია, რომ თვითკონტროლი დაკარგა, – ისევ? – ამა-
ტებს დაგვიანებით, მაგრამ კაპიტანს უკვე ეჭვი აღეძრა, ამას
მის თვალებში ვხედავ.
ნენი ხმამაღლა, ცივად იცინის.
– დედაჩემი ყოველთვის თავის ნებაზე დადის, ეს შენც
კარგად იცი, – ტუქსავს კალს, – მაგრამ აქ სხვა საქმის გამო
ვარ, კაპიტანო. მისი შეწუხება საჭირო არ არის.

470 მკითხველთა ლიგა


კაპიტანი თავაზიანად იღიმება. ღიმილი მის სახეს დამცი-
ნავ გამომეტყველებას აძლევს და ლამაზ ნაკვთებს უმახინ-
ჯებს.
– გასაგებია, სერ.
კილორნი მაშინვე ხელს მკრავს და მეც ვხედავ იმას, რაც
მან დაინახა. კაპიტანს ჩვენი აღარ სჯერა. მივბრუნდები, კამე-
რონს სიგნალს ვაძლევ და იდაყვზე ვუჭერ. ჩემს შეხებაზე იძა-
ბება. მთელი ძალით ცდილობს ეგრის უნარის ჩახშობას, რა-
თა მან არ დაინახოს, რა მოხდება. ეგრის დაბნეული სახე
აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით გვაკვირდება. ვერ ხვდება,
რა ემართება.
– მაინც რისთვის ხართ აქ? – არ ცხრება ირალი და ისევ
დემონურად იღიმება. ნელა დგამს ნაბიჯს ჩვენკენ. ეს მისი
ბოლო ნაბიჯი იქნება, – თუ შეიძლება ჩაფხუტები მოიხსენით.
– არა, – ვპასუხობ მას.
ერთს ამოვისუნთქავ და ჩვენკენ მოშვერილ კამერებს ვი-
მორჩილებ. როცა ირალი საყვირლად აღებს პირს, ისევ ამო-
ვისუნთქავ და კამერები შუშხუნებივით ყრიან ნაპერწკლებს
და სკდებიან. შემდეგ ნათურების ჯერი დგება, ქრებიან და ინ-
თებიან, ჯერ წყვდიადია და მერე კაშკაშა შუქი. ჯარისკაცების-
გან განსხვავებით ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
დერეფნის კედლებზე ალი ავარდება და გარშემო უცნაურ,
მოცეკვავე ჩრდილებს ჰფენს. თითოეულ კარს მოედება, ჭერ-
ზე ავარდება და ჯარისკაცებს ჩვენთან ერთად გამოკეტავს
სიბნელეში. ოსანოსის საგვარეულოს ნიმფა ჰაერში არსებუ-
ლი სინესტის გამოყენებას ცდილობს, მაგრამ კალის მოგიზ-
გიზე ცეცხლთან საბრძოლველად ეს არ კმარა. ქვისტყავა
ჩემკენ მორბის, მისი კანი ჩემ თვალწინ იქცევა ქვად, მაგრამ
კედელს, სახელად ნიქს მარსტენს ეჯახება. დარმიანიც ერ-
471 მკითხველთა ლიგა
თვება, რათა ორმა მოუწყვლადმა ჰიბრიდმა ჯარისკაცი ერ-
თობლივი ძალით გაგლიჯოს შუაზე. საქმეში სხვებიც ერევიან:
კეტა ტელეკინ პროვოსს კლავს, გულს უფეთქებს და ისიც შიგ-
ნიდან სკდება. ჰეივენი ყველაფერს აკეთებს ჩამოწოლილ
სიბნელესთან საბრძოლველად. თავისი უნარის დახმარებით
ერთად უყრის თავს იმ ჩრდილებს, რომლებსაც ცეცხლი
აფენს ირგვლივ და მათ შავი ნისლის სახეს აძლევს, რომე-
ლიც უცებ დამაბრმავებელი სიკაშკაშით იფეთქებს. თავზე ჩა-
მოფარებული ჩაფხუტიც ვერ მშველის და თვალებს ვხუჭავ.
როცა ისევ ვახელ, ჰეივენი მიწაზე აგდია და ყელში ღრმა ჭრი-
ლობა აქვს. ახველებს და ვერცხლისფერ სისხლს ანთხევს,
თავზე ჩემი ძმა ადგას ხელში დანით. მის უკან ეგრი მუხლებზე
ეცემა, თავში ხელები წაუვლია და ღრიალებს.
– ვერაფერს ვხედავ! – გაჰყვირის და ცრემლები მოსდის.
მის ცრემლებს სისხლიც ერთვის, – ვერაფერს ვხედავ, რა
ხდება?! რა ამბავია?! ვინ ხართ?!
კამერონი პირველი იხდის ჩაფხუტს. აქამდე არავინ მოუკ-
ლავს, ციხიდან გაქცევის დროსაც კი. ამას მის შეშინებულ სა-
ხეზე ვხედავ, მაგრამ ყურადღებას არ ადუნებს. არ ვიცი, სიმა-
მაცის თუ ზიზღის წყალობით, მანამდე ახშობს ეგრის უნარს,
სანამ მიწაზე დაცემული კაცი ყვირილს, სახის კაწვრასა და
სუნთქვას არ წყვეტს. თვალებგახელილი კვდება, სიცა-
რიელეს მიშტერებული, სიკვდილის წინ დაბრმავებული და
დაყრუებული. ალბათ, ეს ცოცხლად დამარხვასავითაა.
ყველაფერი დაახლოებით ერთ წუთში მთავრდება. იატაკ-
ზე თორმეტი ვერცხლისფერი ჯარისკაცი გდია: ზოგი ელექ-
ტრობამ შეიწირა, ზოგი ცეცხლმა დაწვა, ზოგს ტყვია მოხვდა,
ზოგს თავი გაუპეს. კეტა ყველაზე უსუფთაოდ კლავს. მთელი
კედელი მისი ნამოქმედარითაა მოთხვრილი, ის ხმამაღლა
472 მკითხველთა ლიგა
ქოშინებს და ცდილობს თავის ნახელავს არ შეხედოს. აფეთ-
ქების უნარი შემზარავი რამაა.
მხოლოდ ლორია დაჭრილი, რომელიც მაგნეტრონს გა-
რეტთან ერთად შეებრძოლა. მკლავში რკინის ნატეხი მოხ-
ვდა, მაგრამ სერიოზული არაფერია. ფარლი პირველი მიირ-
ბენს მასთან და ჭრილობიდან რკინას უღებს. ლორი ტკივი-
ლისგან კვნესის.
– სახვევები დაგვავიწყდა, – ბუტბუტებს ფარლი და სის-
ხლიან ჭრილობაზე ცალ ხელს აჭერს.
– შენ დაგავიწყდა სახვევები, – პასუხობს ადა, ქურთუკი-
დან თეთრი ნაჭრის ნაგლეჯს იღებს და ლორის მკლავს მარ-
ჯვედ უხვევს. ნაჭერი მაშინვე წითლად იღებება.
კილორნი ერთადერთია, ვისაც ასეთ წუთებში ამ ხუმრობა-
ზე ეცინება. ჩემს გასახარად არ დაშავებულა და შაშხანას ტე-
ნის. ლულა ბოლავს, მისი ტყვიებით დაცხრილული, სულ ცო-
ტა, ორი სხეული მაინც გდია. სხვას ეგონება, რომ კილორნი
ამას არაფრად აგდებს, მაგრამ კარგად ვიცი, მისთვის სა-
სიამოვნო არ არის.
არც კალია ნასიამოვნები. მოკლულ კაპიტანთან ჩამუხლუ-
ლა და ფრთხილად აცლის კისრიდან გასაღებს. ერთხელ მით-
ხრა, ჩემიანებზე ხელს არ აღვმართავო, სანამ ჰარბორ-ბეიში
უშიშროების ცენტრს დავესხმებოდით თავს. მან ეს პრინციპი
დაარღვია და ამან დიდი ტკივილი მიაყენა.
– ნენი, – ბუტბუტებს და ირალს თვალს ვერ აშორებს.
აკანკალებული ხელით სამუდამოდ უხუჭავს თვალებს კაპი-
ტანს. მის უკან მდგარი ნენი ირალს სახეზე აშტერდება. ცოტა
ხანში მას ემსგავსება და შვებით ამოვისუნთქავ. ამ ყალბი
მეივენის ატანაც კი მიმძიმს.

473 მკითხველთა ლიგა


ირალის ქამრიდან შიშინი მოისმის. ეს მისი რადიოა – სა-
მეთაურო ცენტრი მასთან დაკავშირებას ცდილობს:
– კაპიტანო ირალ! კაპიტანო, რა ხდება მანდ? გამოსახუ-
ლება დავკარგეთ.
– კამერებმა აურია, – პასუხობს ნენი ირალის ხმით, – შე-
იძლება საერთო ხარვეზია.
– გასაგებია, კაპიტანო.
კამერონი მკვდარ ეგრის თვალს არიდებს და წითელ კარს
ადებს ხელს.
– აქეთ, – ამბობს ის. სისხლი წვეთავს, მომაკვდავები
ხრიალებენ და მისი ხმა ძლივსღა ისმის.
ჩემთვის სამეთაურო ცენტრი ერთი დიდი ნერვია, რომე-
ლიც პულსირებს და ციხის ყველა კამერას აკონტროლებს. ეს
ნერვი მიზიდავს და ციხის მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებში
თან დამყვება. დერეფნები ისევე თეთრადაა მოპირკეთებუ-
ლი, როგორც შემოსასვლელი, მაგრამ ასეთი სუფთა არ არის.
თუ დააკვირდებით, კაფელებს შორის სისხლს შეამჩნევთ,
რომელსაც დროთა განმავლობაში ყავისფერი მიუღია. ვიღა-
ცამ მათი გადაწმენდა სცადა, მაგრამ ყურადღებით არ ხეხავ-
და. წითელი სისხლი ძნელი გასაწმენდია. კოროსის წიაღში
დატრიალებულ ყველა ამ კოშმარში დედოფლის ხელი ურე-
ვია.
ის სადღაც აქვეა და თავის საზარელ საქმიანობას განაგ-
რძობს. შეიძლება კამერების ხარვეზის შესახებ შეიტყო და უკ-
ვე ჩვენკენ მოდის. იმედია, ასეცაა. იმედია, ახლა ამ კუთხეში
შემოუხვევს, რომ მისი მოკვლა შევძლო.
მაგრამ დედოფლის ნაცვლად, კიდევ ერთ კარს წავაწ-
ყდით, რომელსაც საკეტი არა აქვს და ზედ დიდი ასო „D“-ა გა-
მოსახული. მას კამერონი მივარდა ხელში დანით და პანელზე
474 მკითხველთა ლიგა
რაღაცას ჩხირკედელაობს. რამდენიმე წამში ხსნის და თითე-
ბით სადენებს ეხება.
– სამეთაურო ცენტრში მისასვლელად აქ უნდა გავიაროთ,
– ამბობს და თავით კარზე გვანიშნებს, – შიგნით ორი მაგნეტ-
რონი დაგვხვდება. მზად იყავით.
კალი ჩუმად იწმენდს ყელს და მის წინ გასაღებს აქანავებს.
„ვაი“, – ამბობს კამერონი, წითლდება და გასაღებს ართმევს.
დაბღვერილი შეაცურებს მას საკლიტეში და ჩვენ გვიბრუნდე-
ბა:
– მითხარით, როდის გადავატრიალო.
– გარეტ, – იწყებს კალი, მაგრამ მან უკვე გადმოდგა ნაბი-
ჯი და რკინის კართან დადგა. კაპიტან ირალად სახეცვლილი
ნენი გვერდით უდგება. იციან, რაც უნდა გააკეთონ.
სხვები ასეთი თავდაჯერებულები ვერ არიან. კეტას ისეთი
სახე აქვს, თითქოს საცაა ატირდება. ხელებს ერთმანეთს უს-
ვამს, თითქოს რომელიმე კიდურის დაკარგვის ეშინია. ფარ-
ლი მისკენ ხელს იწვდის, მაგრამ კეტა იშორებს. გული მტკი-
ვა, როცა ვხვდები, რომ წარმოდგენა არა მაქვს, როგორ და-
ვამშვიდო. უნდა ჩავეხუტო თუ გავულაწუნო?
– ზურგიდან დაგვიცავი! – ვუღრენ მას იმ იმედით, რომ
საუკეთესო საშუალებას მივაგენი. ის კანკალებს და ანთებუ-
ლი თვალებით მიყურებს. ნაწნავი გახსნია და შავ კულულებს
ხელით იწევს. ნელა მიქნევს თავს და ჩვენ უკან ცარიელ დე-
რეფანს გაჰყურებს. მისი სრუტუნი ექოდ გაისმის.
– აღარ მინდა, – ბუტბუტებს, მაგრამ ადგილიდან ფეხს არ
იცვლის. დარმიანი და ნიქსი თანადგომის ნიშნად გვერდით
უდგებიან. ისინი კედლის როლს შეასრულებენ, როცა გუშაგე-
ბი გაიგებენ, რა მოხდა აქ. ეს კი მალე იქნება.
კალმაც კარგად იცის, რომ დრო ცოტა გვაქვს.
475 მკითხველთა ლიგა
– მიდი, – ეუბნება კამერონს და ჩვენთან ერთად კედელს
ეკვრის.
გასაღები ტრიალებს. ვგრძნობ, როგორ იმატებს ელექ-
ტრობა და კარში მიედინება. ის ჭრიალით იღება და საკნების
წყებას ვხედავთ. თეთრად მოპირკეთებული დერეფნისგან
განსხვავებით, საკნები ნაცრისფერი და ჭუჭყიანია. სადღაც
წყალი წვეთავს და ჰაერი გულისამრევად ნესტიანია. საკნები
ოთხ სართულადაა განლაგებული, რომლებსაც კიბეც არ
აკავშირებს. ჭერის ოთხივე კუთხეში დამონტაჟებული კამე-
რები აქაურობას აკონტროლებს. მათ ადვილად ვთიშავ.
მკრთალი, ყვითელი შუქი ბჟუტავს, თუმცა აქედან ცის მცირე
ნაწილი მოჩანს, რომელიც უკვე გალურჯებულა და მგონი,
მზეც ამოდის. მის ქვემოთ ერთადერთ მბზინავ ფოლადის
ხიდზე ნაცრისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ორი მაგნეტ-
რონი დგას. ჩვენს მიახლოებაზე ორივე ტრიალდება.
– ვინ ხართ? – ამბობს ერთი და წინ ნაბიჯს დგამს. უნი-
ფორმაზე სამოსების საგვარეულოს ფერები აქვს. გარეტის
გვერდით მდგარ ნენის დანახვაზე შეშდება, – კაპიტანო
ირალ, სერ.
მისი ხელის ერთი აქნევით იატაკიდან ჰაერში რკინის
ბრტყელი ფირფიტები იწევა, ჩვენ თვალწინ ახალი ხიდი იგე-
ბა და მათ ხიდს უკავშირდება, რათა გარეტმა და ნენიმ ზედ
ასვლა შეძლონ.
– ახალი სისხლია? – ხითხითებს გუშაგი და გარეტს
ცბიერი ღიმილით უკრავს თავს, – რომელი ლეგიონიდან
ხარ?
სანამ გარეტი პასუხის გაცემას მოასწრებს, საუბარში ნენი
ერთვება:
– საკნები გააღეთ, გასეირნების დროა.
476 მკითხველთა ლიგა
სამწუხაროდ, გუშაგები ერთმანეთს დაბნეულ მზერას უც-
ვლიან.
– გუშინ ვასეირნეთ, ჯერ არ...
– ბრძანება ბრძანებაა. მე ასე მიბრძანეს, – პასუხობს ნე-
ნი, გასაღებს სწევს და ხელში ატრიალებს, – გააღეთ საკნები.
– ესე იგი ეს სიმართლეა? მეფე ისევ გვეწვია? – ეკითხება
სამოსი და თავს გადააქნევს, – გასაკვირი არ არის, რომ სამე-
თაურო ცენტრში აურზაურია. ფხიზლად უნდა იყვნენ, განსა-
კუთრებით, როცა დედამისიც აქ დაძრწის.
– დედოფალი უცნაური ვინმეა, – ამბობს მეორე და ნიკაპს
იქექავს, – არ ვიცი, აქ რა დარჩენია და არც მინდა ვიცოდე.
– საკნები! – ხმას უწევს ნენი.
– კარგი, სერ, – პასუხობს მაგნეტრონი, მეორეს იდაყვს
ჰკრავს და საკნებისკენ მიტრიალდებიან. ბევრი ცარიელია,
მაგრამ ზოგიერთში ჩუმი ქვისგან დასუსტებული აჩრდილები
დალასლასებენ. ჰიბრიდები არიან, რომლებსაც მალე გავა-
თავისუფლებთ.
ახალი ხიდები ჩნდება, ისეთი გამაყრუებელი ხმა ისმის,
თითქოს ალუმინის კედელს გიგანტურ ჩაქუჩს ურტყამენ. ისი-
ნი საკნებთან ლაგდებიან და მთელ პერიმეტრზე ბილიკებს
ქმნიან. ფოლადის ფირფიტები კიბეებსაც ქმნიან, რათა სარ-
თულები ერთმანეთს დაუკავშირდეს. წამით ამ ყველაფერს
აღფრთოვანებით შევცქერი. მაგნეტრონები მხოლოდ ბრძო-
ლაში მინახავს, როდესაც თავიანთ უნარებს სხვების მოსაკ-
ლავად იყენებენ, მაგრამ შექმნის პროცესს პირველად ვეს-
წრები. უკვე ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ აწყობენ
ისინი რეაქტიულ თვითმფრინავებსა და მდიდრულ მანქანებს,
უსწორმასწორო რკინას კი ულამაზეს გლუვ რკალებს უკეთე-
ბენ. თუნდაც ის რკინის კაბები რად ღირს, ევანგელინს რომ
477 მკითხველთა ლიგა
უყვარს. ახლაც კი ვაღიარებ, დიდებული ნახელავი იყო,
მიუხედავად იმისა, რომ მათ ნამდვილი ურჩხული იცვამდა.
მაგრამ როცა საკნები იღება და პატიმრები აჩოჩქოლდებიან,
გაოცება და აღფრთოვანება მავიწყდება. მაგნეტრონები მეცი-
ხოვნეები არიან, მკვლელები, რომლებიც უდანაშაულო
ხალხს აწამებენ და გისოსებს მიღმა სულს ხდიან, რადგან
მეივენმა ასე ბრძანა. დიახ, ისინი ბრძანებებს ასრულებენ,
მაგრამ ეს მათი არჩევანიცაა.
– აბა, გარეთ გამოდით.
– ადექით, ძაღლების გასეირნების დროა.
მაგნეტრონი გუშაგები სწრაფად მოძრაობენ და საკნიდან
საკანში დადიან. ვინც სწრაფად ვერ დგება, ხელით მოათრე-
ვენ. პატარა გოგონა ისე ახლოს ეცემა ხიდის კიდესთან, რომ
ლამის გადავარდეს. ისე ჰგავს გიზას, რომ უკან ვიხევ და კი-
ლორნი უკნიდან ხელს მაშველებს.
– ჯერ არა, – ჩამჩურჩულებს ყურში.
ჯერ არა. ხელები მექავება, ერთი სული მაქვს, შავი დღე
ვაყარო ამ ორ გუშაგს, კარისკენ რომ მიდიან. ჩვენი სახეები
ჯერ არ დაუნახავთ, მაგრამ აუცილებლად ნახავენ.
პირველი კალი იხდის ჩაფხუტს. სამოსი ისე მოწყვეტით
ჩერდება, თითქოს ტყვია ესროლეს. თვალებს არ უჯერებს,
მაგრამ სანამ რამეს მოასწრებს, ჰაერში აღმოჩნდება და ჭერს
ეჯახება. მეორის ფეხქვეშაც ქრება გრავიტაცია და ისიც პირ-
ველს მიჰყვება. გარეტი მთელი ძალით ახეთქებს მათ ბეტო-
ნის ჭერს და ძვლების მსხვრევის გულისამრევი ხმა ისმის.
რაც შეიძლება სწრაფად ვმოძრაობთ, ისე, როგორც ერთი.
ჯერ დაცემულ გოგონას ვაყენებ. ის ქშინავს, პატარა სხეული
უთრთის, მაგრამ ჩუმი ქვის სიმძიმე აღარ აწევს და ფერ-
მკრთალ, ოფლიან ლოყებზე ფერი უბრუნდება.
478 მკითხველთა ლიგა
ჩაფხუტს ვიხდი.
– ელვა-გოგონა, – ბუტბუტებს და სახეზე მეხება. ეს გულს
მიკლავს.
მინდა ხელში ავიყვანო და ამ ყველაფრისგან შორს გავიქ-
ცე, მაგრამ ჩვენი მისია ჯერ არ დასრულებულა და ვერსად წა-
ვალ, თუნდაც პატარა გოგონას გამო. ამიტომ ნელა დავსვამ
და ხელს ნაზად გამოვართმევ.
– გამოგვყევით და როგორც შეძლებთ, ისე იბრძოლეთ! –
გავყვირი ციხეში. ხიდიდან ვიყურები და ისე ვყვირი ამას, რა-
თა ყველამ კარგად გამიგონოს და დამინახოს. ქვედა სარ-
თულზე მყოფი რამდენიმე ტუსაღი უკვე კიბეზე მობობღავს, –
ამ ციხიდან ახლავე მივდივართ, ერთად და უვნებლად!
ვიცი, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ ახლა
ბრძოლის გასაგრძელებლად სწორედ სიცრუე სჭირდებათ და
თუ ჩემი სიტყვები თუნდაც ერთი მათგანის გადარჩენაში და-
მეხმარება, მაშინ ამ ტყუილის თქმა ნამდვილად ღირს.

479 მკითხველთა ლიგა


თავი 26

გამორთული კამერები დიდხანს ვერ დაგვიცავენ და რო-


გორც ჩანს, ეს დროც ამოიწურა. დერეფნიდან აფეთქებების
ხმა ისმის. თითოეულ აფეთქებას კეტას ყვირილი მოჰყვება,
გული უსკდება იმით, რასაც ადამიანის ხორცსა და ძვლებს
უკეთებს. თითოეული დაყვირება ისედაც ნელ ჰიბრიდებს ად-
გილზე აშეშებს.
– იმოძრავეთ! – იღრინება ფარლი მბრძანებლურად, –
ადას მიჰყევით! ადას მიჰყევით! – ის მათ ცხვრებივით მიერე-
კება კიბეებზე. შეიდი უფრო სასარგებლო საქმეს აკეთებს,
მოხუცებსა და მეტისმეტად დასუსტებულებს ყველაზე ქვედა
სართულიდან ზემოთ ახტუნებს, მაგრამ ამით მათ კიდევ უფ-
რო ურევს თავგზას. კილორნი თავისი გრძელი ხელებით შვე-
ლის მათ, რომ თავდაყირა არ გადაეშვან ქვემოთ.
ადა ხელებს იქნევს და ტუსაღებს კარისკენ წარმართავს,
რომელზეც დიდი ასო C-ა გამოსახული.
– მომყევით! – ყვირის, თვალებს აცეცებს და პატიმრებს
ითვლის. რატომღაც ჰიბრიდები ჩემ გარშემო გროვდებიან და
მათ ხელით ვუბიძგებ ადასკენ. კიდევ კარგი, პატარა გოგო
მაინც მიჯერებს, ადას ფეხზე ეხვევა და აყალმაყალს ემალება.
ციხეში ყველა ხმას ძლიერი ექო აქვს, ბეტონის კედლები და
ფოლადის ფირფიტები ადამიანის ხმას ცხოველის ღმუილს
ამსგავსებს. სროლაც ისმის, რასაც ნიქსის ჩვეული ხარხარი
მოჰყვება, მაგრამ დიდხანს ვერ იმხიარულებს, თუ თავდასხმა
ძალიან გაჭიანურდება.

480 მკითხველთა ლიგა


ახლა ის უნდა გავაკეთოთ, რისიც ყველაზე მეტად მეშინო-
და და რასაც ყველაზე მეტად ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ
კალმა გასაგებად აგვიხსნა – აუცილებლად უნდა დავიყოთ.
მთელ ციხეს უნდა მოვედოთ, მეტი პატიმარი გავათავისუფ-
ლოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედან უვნებლად
გავიყვანოთ. ამიტომ ჰიბრიდების ნაკადს ვერევი და მათ შო-
რის მივიკვლევ გზას, კამერონიც მომყვება. გასაღებს კი-
ლორნს ესვრის და ისიც მარჯვედ იჭერს. თვალებგაფარ-
თოებული გვიყურებს, როგორ მივდივართ. შეიძლება უკანას-
კნელად მხედავს და ეს ორივემ ვიცით.
კალი კვალში მიდგას. მის სითბოს რამდენიმე იარდის მო-
შორებითაც ვგრძნობ. ჩვენ უკან ხიდს ცეცხლში ახვევს და ად-
ნობს. როდესაც კართან მივრბივართ, რომელსაც სამეთაურო
ცენტრი აწერია, კამერონი პანელთან მიდის. მე აქ უძლური
ვარ, ამიტომ კილორნსა და ჩემს ძმას შევყურებ და მათ სახე-
ებს ვიმახსოვრებ. კეტა, დარმიანი და ნიქსი შემორბიან,
მტრის შემოტევას ვეღარ უძლებენ. უკნიდან ტყვიებს მოაყო-
ლებენ, რომლებიც რკინასა და ნიქსის ზურგზე ისხლიტება.
სამყარო ისევ ნელდება და ვნატრობ, საერთოდ გაჩერდეს.
ნეტავ ჯონიც აქ იყოს, მეტყოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყა-
ვი, მეტყოდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მეტყოდა, ვინ
დაგვეღუპება.
ლოყაზე გავარვარებული ხელი მეხება და სახეს უკან მაბ-
რუნებინებს.
– ყურადღებით, – ამბობს კალი და თვალებით მხვრეტს, –
მერ, ყველაფერი უნდა დაივიწყო და გწამდეს იმის, რასაც ახ-
ლა აკეთებ.
თავს ძლივს ვუქნევ და ვლუღლუღებ:
– კარგი.
481 მკითხველთა ლიგა
ჩვენ უკან ციხის ეს განყოფილება იცლება. წინ ჩამრთველი
ნაპერწკლებს ყრის და კარი იღება.
კალი მაწვება და კაფელით მოპირკეთებულ იატაკზე
ხმაურით ვეცემი. ჩემი სხეული გონებაზე ადრე რეაგირებს და
ნაპერწკლები ცოცხლდება. კილორნი და შეიდი მაშინვე მა-
ვიწყდება და გონებაში მხოლოდ დერეფნის მიღმა მდებარე
სამეთაურო ცენტრი და ჩემი გასაკეთებელი საქმე მიტ-
რიალებს.
როგორც კამერონმა თქვა, ეს ზეგამძლე ალმას-შუშისგან
ნაგები სამკუთხედი ოთახია, რომელიც პანელებითა და ეკრა-
ნებითაა სავსე. შიგნით ექვსი ჯარისკაცი მოჩანს. თითო კე-
დელზე თითო ისეთივე კარია, როგორიც საკნებს ჰქონდა.
პირველი კარისკენ მივქრი, მგონია, რომ გაიღება და შიგნით
მყოფი ჯარისკაცები მომცვივდებიან. ჩემდა გასაკვირად, ად-
გილიდან არ იძვრიან და გაფართოებული, შიშჩამდგარი თვა-
ლებით მიყურებენ. კარზე ხელს მაგრად ვურტყამ და ტკივილი
მსიამოვნებს.
– გააღეთ! – ვუყვირი მათ, თითქოს ეს რამეს შველოდეს.
ყველაზე ახლოს მყოფი ჯარისკაცი კრთება და უკან ხტება.
ვხედავ, რომ ისიც კაპიტანია.
– არ გაუღოთ! – ბრძანებს და მეორე ჯარისკაცის შესაჩე-
რებლად ხელს იწვდის.
ზემოთ სირენა ირთვება.
– კარგი, თუ ასე უნდათ... – ბუტბუტებს კალი და მეორე
კართან მიდის.
ბრახუნის ხმა მაკრთობს, მივბრუნდები და ვხედავ, გრანი-
ტის დიდი ბლოკები იმ კარის ადგილს იკავებენ, რომლითაც
წეღან შემოვედით. კამერონი იღიმება და პანელს ხელსაც კი
უსვამს.
482 მკითხველთა ლიგა
– რამდენიმე წუთი მოვიგეთ, – ფეხზე დგება და მისი მუხ-
ლების ტკაცუნი მესმის. სამეთაურო ცენტრის დანახვაზე სახე
ეღრუბლება.
– ეს ოხერი იდიოტები შეშინებული არიან, – იღრინება და
ხელით ისეთ უხამს ჟესტს აკეთებს, რომელიც სოფლის შა-
რაგზას უფრო შეეფერება, – ალმას-შუშის იქით მათ ვერა-
ფერს დავუშავებთ, ხომ?
პასუხად ეკრანებს ვუყურებ. ისინი ერთმანეთის მიყოლე-
ბით სკდება და ჯარისკაცებს თავზე ნაპერწკლები და შუშის
ნამსხვრევები ეყრებათ. სირენა ხმადაბალ სლუკუნზე გადა-
დის და მერე საერთოდ ჩუმდება. სამეთაურო ცენტრში ფო-
ლადის თითოეული ნივთი ელექტრობით იმუხტება და ისე იხ-
რუკება, როგორც ერბოკვერცხი ტაფაზე. ჯარისკაცები ოთა-
ხის შუაში გროვდებიან. ერთი მათგანი თავზე ხელებწავლე-
ბული ეცემა და მაშინვე ყველაფერს ვხვდები. მისი სხეული
კამერონის ხელის მოძრაობაზე იკლაკნება და ჩამხშობ ტალ-
ღას ებრძვის. ყურებიდან, ცხვირიდან და პირიდან სისხლი
წვეთავს და მალევე იხრჩობა.
– კამერონ! – უღრენს კალი, მაგრამ მას ვითომ არ ესმის.
– ჯულიან ჯეიკოსი! – გავყვირი მე და ისევ ალმას-შუშაზე
ვაბრახუნებ, – სარა სკონოსი! სად არიან ისინი?
კიდევ ერთი ჯარისკაცი ღმუილით ენარცხება იატაკს.
– კამერონ!
ის გაჩერებას არ აპირებს. ან რა საჭიროა?! ამ ადამიანებმა
დააპატიმრეს, აწამეს, აშიმშილეს და მოკლავდნენ კიდეც,
გაქცევა რომ არ მოესწრო. შურისძიება მისი უფლებაა.
ჩემი ელვა უფრო ძლიერდება, შუშის შიგნით დახტის და
მისი იისფერ-მოთეთრო რისხვისგან დაფეთებული ჯარისკა-

483 მკითხველთა ლიგა


ცები შიშით იბუზებიან. თითოეული ნაპერწკალი შიშინებს და
მათ სხეულებთან სულ უფრო ახლოს სკდება.
– მერ, შეაჩერე! – ისევ ყვირის კალი, მაგრამ მისი ხმა
ძლივს მესმის.
– ჯულიან ჯეიკოსი! სარა სკო...
კაპიტანი ფორთხვით მოდის იმ კედელთან, სადაც მე
ვდგავარ.
– განყოფილება G! – ღრიალებს ის და ხელის მტევანს შუ-
შაზე ჩემს სახესთან ურტყამს, – იქ არიან! იმ კარს მიღმა!
– მორჩა, წავედით! – ყვირის კალი.
სამეთაურო პუნქტიდან კაპიტანი დევნილ პრინცს თვალე-
ბით ხვრეტს.
კამერონი ხარხარებს.
– ცოცხლები უნდა დატოვოთ? იცით, რა დღეში ვყავდით
ჩვენც და თქვენი ვერცხლისფერებიც?
– გთხოვთ, გთხოვთ, ჩვენ ბრძანებებს ვასრულებდით, მე-
ფის ბრძანებებს, – გვევედრება კაპიტანი და ელვის მორიგი
შემოტევის ასაცილებლად თავს ხრის. მის უკან კამერონის
მეორე მსხვერპლი სამუდამოდ ჩუმდება, წამწამები ცრემ-
ლიანი აქვს, – თქვენო უმაღლესობავ, შემიწყალეთ,
გთხოვთ...
პატარა ტუსაღი გოგონა მახსენდება: თვალები ჩასის-
ხლიანებული ჰქონდა და ტანსაცმელს მიღმა მის ნეკნებს
ვგრძნობდი. გიზა და მისი მოტეხილი ხელიც მახსენდება.
მკვდარი ბავშვი ტემპლინში. უმანკო ბავშვები. ყველაფერი
მახსენდება, რაც ამ საბედისწერო ზაფხულის შემდეგ გადამ-
ხდა თავს, როცა ყველაფერი ერთი მკვდარი მეთევზისგან და-
იწყო. არა, ეს მისი ბრალი არ ყოფილა. უმკაცრესი კანონები,
ჯარში გაწვევა და თითოეული წითლის სასიკვდილოდ გაწირ-
484 მკითხველთა ლიგა
ვა – ეს ყველაფერი მათი ნახელავია... და აღსასრულიც თავი-
ანთი ხელით დაიტეხეს თავს. ახლაც კი, როცა მათ მე და კამე-
რონი ვანადგურებთ, ისინი შეწყალებას კალს ევედრებიან.
ვერცხლისფერ მეფეს უხრიან თავს და წითელ დედოფლებს
არად აგდებენ.
შუშის მიღმა პრინცის სახეს ვხედავ. შუშა სახეს უმახინ-
ჯებს, ნაკვთებს უცვლის და მეივენს ამსგავსებს.
– მერ... – ჩურჩულებს კალი.
მაგრამ მისი ჩურჩული ვეღარ შემაჩერებს. სხეულში რა-
ღაც ახალს და ამასთანავე, უკვე ნაცნობს ვგრძნობ. ძალას,
რომელსაც სისხლი კი არა, არჩევანი მაძლევს. მე ასეთად ვი-
ქეცი, ასეთად არ დავბადებულვარ. კალის არეულ გამოსახუ-
ლებას ზურგს ვაქცევ. ვიცი, მისი მხრიდან ჩემი სახეც დამა-
ხინჯებულად ჩანს.
დამცინავად ვიღიმები.
– ელვამ მოწყალება არ იცის.
ერთხელ ვუყურე, როგორ დაწვეს ჩემმა ძმებმა გამადიდე-
ბელი შუშით ჭიანჭველები. ესეც იგივეა, ოღონდ უფრო უარე-
სი.
დალუქული ციხის განყოფილებები პატიმრების გაქცევას
აძნელებს და თითქმის შეუძლებელსაც ხდის, მაგრამ ერთმა-
ნეთთან კავშირს გუშაგებსაც უძნელებს. ქაოსი ისეთივე ნაყო-
ფიერი გამოდგა, როგორიც ცეცხლი და ელვა. გუშაგებს პოს-
ტების დატოვება არ სურთ, მით უმეტეს, სმენიათ, რომ მეფე
ჩამოვიდა. G-განყოფილებაში ოთხი მაგნეტრონი გვხვდება,
ერთმანეთში კამათობენ.
– ხომ გაიგონეთ სირენის ხმა, რაღაც ხდება...
– ალბათ, მეფისთვის საჩვენებელი ვარჯიში გამართეს.
– სამეთაურო ცენტრსაც ვერ ვუკავშირდები.
485 მკითხველთა ლიგა
– ხომ გაიგონე, რა თქვეს, კამერებს ხარვეზები აქვსო. ალ-
ბათ, რადიოკავშირიც აირია. შეიძლება ამაშიც დედოფლის
ხელი ურევია. წყეული ალქაჯი!
მათი ყურადღების მისაქცევად ერთს ტანში მუხტი გავუტა-
რე.
– სხვა ალქაჯი გეწვიათ!
სანამ რკინის ხიდი ფეხქვეშ ჩამეშლება, კარის მარცხნივ
მდებარე გისოსებს მაგრად ვეჭიდები, კალი მარჯვნივ ჩაავ-
ლებს ხელს და მისი ცეცხლოვანი შეხებისგან რკინა წითლდე-
ბა და დნობას იწყებს. კამერონი კარის ზღურბლზე დგას, შუბ-
ლი ოფლით ეცვარება, მაგრამ, როგორც ჩანს, შეჩერებას არ
აპირებს. ერთ-ერთი მაგნეტრონი, თავზე ხელწავლებული,
ძირს ეცემა, ხიდიდან ვარდება, სამი სართულის სიმაღლიდან
ბეტონის იატაკს ენარცხება და მაშინვე ითიშება. ორნი რჩები-
ან.
ჩემკენ წვეტიანი მეტალის სეტყვა მოექანება, თითოეული
მათგანი პატარა, მომაკვდინებელი ხანჯალია. სანამ ჩემამდე
მოაღწევენ, გისოსებს ხელს ვუშვებ, დაბლა ვხტები და პატარა
შვერილზე ვეშვები.
– კალ, დამეხმარე! – ვყვირი და კიდევ ერთ დარტყმას ვი-
ცილებ. მეც მუხტს ვისვრი, მაგრამ მაგნეტრონი იხრება და ჰა-
ერში აბიჯებს, მაგრამ რკინა მასთან ერთად მოძრაობს, რო-
გორც ჩანს, ადვილად გაიქცევა კიდეც.
სამწუხაროდ, კალი ყურადღებას არ მაქცევს და გამდნარ
გისოსებს კედლიდან აძრობს. ზურგზე ცეცხლი ეკიდება და
მაგნეტრონის ნასროლი ნებისმიერი იარაღისგან იცავს. აგიზ-
გიზებული ალის მიღმა ძლივს ვარჩევ, მაგრამ ვხედავ, რომ
გამძვინვარებულია და ეს გასაკვირი არ არის. იმ ვერცხლის-
ფერების დახოცვის გამო ვერ მიტანს, მე ხომ ის გავაკეთე,
486 მკითხველთა ლიგა
რაც მას არ შეუძლია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ კალი, ჯა-
რისკაცი და მეომარი, მოქმედებას ვერ გაბედავდა. ახლა
ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საკანი გააღოს, ჩემს ვედრე-
ბას ყურადღებას არ აქცევს და იძულებული ვარ მარტომ ვიბ-
რძოლო.
– კამერონ, გადააგდე! – ვყვირი მე და ჩემს არასაიმედო
მოკავშირეს გავყურებ.
– სიამოვნებით, – იღიმება და მაგნეტრონისკენ ხელს იშ-
ვერს. ის ბორძიკობს, მაგრამ არ ეცემა. კამერონს ძალა აკ-
ლდება.
ზემოთ მივცოცავ, თითები მიცურავს და სულ უფრო მეჭი-
მება. სირბილი უფრო მეხერხება, ვიდრე ცოცვა. ასე ბრძოლა
გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევძლო. ლოყას რომბისებური
რკინის ნაჭერი მისერავს და ჩემს სახეზე ჭრილობა აღებს
პირს. მეორე ნაჭერი ხელს მიჭრის. როცა ხელს გისოსს ჩავ-
ჭიდებ, ის ჩემივე სისხლზე მისრიალებს და თავს ვეღარ ვიმაგ-
რებ. ექვსი თუ შვიდი ფუტის სიმაღლიდან ვვარდები და ქვედა
სართულის იატაკზე მტკივნეულად ვენარცხები. წამით სუნ-
თქვა მეკვრის, თვალს ვახელ და ჩემი თავისკენ სტვენით წა-
მოსულ ვეება რკინის ეკალს ვხედავ. გვერდზე მივგორავ და
სასიკვდილო დარტყმას ვიცილებ. ზემოდან უფრო მეტი წვე-
ტიანი რკინა ცვივა და თავის გადასარჩენად იატაკზე გო-
რაობა მიწევს.
– კალ! – ისევ ვღრიალებ, უფრო ბრაზით, ვიდრე შიშით.
შემდეგი ეკალი მანამ დნება, სანამ ჩემამდე მოაღწევს,
მაგრამ გალმღვალი რკინის წვეთები უკნიდან მესხმება, ტან-
საცმელი მეწვება, კანზე იარები მიჩნდება და ტკივილისგან
ვღმუი. თითქმის ყველაზე საშინელი ტკივილია, რაც აქამდე
მიგრძნია. მხოლოდ ხმოვან მოწყობილობას და მის შემდგომ
487 მკითხველთა ლიგა
საშინელ კომას თუ ჩამორჩება. სიმწრით ფეხები მიკანკალებს
და იატაკს მუხლებით ვეხეთქები.
მგონი, ტკივილი ერთ-ერთი ისეთი რამ არის, რაც ბიძგს
მაძლევს.
ზემოთ შუშა იმსხვრევა და ჩემ გვერდით ელექტრონული
მუხტი ფეთქდება. წამით მგონია, ქვემოდან იისფერი ხე
ამოიზარდა, ციხის კედლებში ტანი აიყარა და ტოტები გაშა-
ლა. ერთ-ერთ მაგნეტრონს ეხება და ის დაყვირებასაც ვერ
ასწრებს, ბოლო გუშაგი კი კამერონის საშინელი ძალის გავ-
ლენით რკინის ფირფიტაზე საცოდავად მოკუნტულა.
– ჯულიან! – გავყვირი მე, როცა ჰაერი იწმინდება, – სარა!
ზემოდან კალი ხტება. არც მიყურებს, პირზე ხელებს
იდებს, საკნებს ათვალიერებს და თან ღრიალებს:
– ბიძია ჯულიან!
– მე აქ დაგელოდებით, – ამბობს კამერონი და ზედა სარ-
თულიდან დაგვყურებს. ფეხებს უდარდელად იქნევს და უს-
ტვენს კიდეც, თან მკვნესარ მაგნეტრონს გაჰყურებს.
G-განყოფილება ისევე ნესტიანია, როგორც ჰიბრიდების-
თვის C. ჩემი წყალობით ორივე ნახევრად დანგრეულია.
იატაკის შუაში მოზრდილი ელექტრონული მუხტისგან დატო-
ვებული ორმო ბოლავს. რამდენადაც აქედან ვხედავ, ოთახის
ბოლოში მდებარე საკნები თითქმის ჩაბნელებულია, მაგრამ
ყველა სავსეა. რამდენიმე ტუსაღი გისოსებთან მოლასლას-
და, რათა ნახონ, რა არეულობაა. ნეტავ რამდენ მათგანს ვიც-
ნობ? მაგრამ მეტისმეტად გასავათებული და დაძაბუნებული
არიან. შიმშილის, სიცივისა და შიშისგან კანი გალურჯებიათ.
ვეჭვობ, ამ საკნებში გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ
კალის ცნობაც გამიჭირდება. მეგონა, ვერცხლისფერები უკე-
თეს პირობებში ეყოლებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, პო-
488 მკითხველთა ლიგა
ლიტიკური პატიმრები მეფისთვის ისეთივე სახიფათო არიან,
როგორიც მუტანტი ჰიბრიდები.
– აქეთ, – ჩხავის ვიღაც.
წამოვხტი, ლამის მაგნეტრონის გვამს წავკრა ფეხი, გავ-
რბივარ და ზურგზე იარები ყოველ ნაბიჯზე მტკივა. კალი დგას
და მელოდება, ხელებზე ცეცხლი უნთია, მზად არის გისოსე-
ბის გასადნობად და ბიძამისის დასახსნელად, რათა თავისი
ბრალი ნაწილობრივ გამოისყიდოს.
საკანში ხნიერი, დასუსტებული კაცი დგას, ისეთივე მყიფე,
როგორიც მისი საყვარელი წიგნები. კანი გასთეთრებია,
დარჩენილი თმა შესთხელებია, სახეზე ღარები კი უფრო გამ-
რავლებია და გაღრმავებია. მგონი, რამდენიმე კბილიც აკ-
ლია, მაგრამ მისი ყავისფერი თვალები და სადღაც შიგნით
არსებული ინტელექტის ნაპერწკალი სხვაში არ აგერევა. ეს
ჯულიანია.
მასთან მისვლაში გისოსები მიშლის ხელს და სანამ კალი
ფოლადს ადნობს, მეც იქვე ვდგები. ჯულიანი. ჯულიანი. ჯუ-
ლიანი. ჩემი მასწავლებელი, ჩემი მეგობარი. პირველი გისო-
სი იღუნება, კალი მას ქაჩავს, აძრობს და იმხელა ადგილი თა-
ვისუფლდება, რომ გაძრომას ვახერხებ. ჩუმი ქვის სულის
შემხუთველ სიმძიმეს ყურადღებას არ ვაქცევ და ჯულიანს
ფეხზე ვაყენებ. ის ყანყალებს, მგონია, რომ ძვლები გადაუტ-
ყდება და წამით იმასაც ვფიქრობ, ნეტავ აქედან ცოცხალი თუ
გააღწევს-მეთქი. მერე ხელს უფრო მაგრად მიჭერს და შუბლს
იკრავს.
– გუშაგთან მიმიყვანეთ, – იღრინება და ძველი ჯულიანი
მახსენდება, – და სარა გაათავისუფლეთ!
– აუცილებლად, აქ მის გამოც ვართ, – მხარში ვუდგები და
სიარულში ვშველი. მართალია, ჩემზე ბევრად მაღალია, მაგ-
489 მკითხველთა ლიგა
რამ საოცრად მსუბუქი მეჩვენება, – აქ ყველა თქვენგანის გა-
მო მოვედით.
როდესაც საკნიდან გავდივართ, ჯულიანი ბორძიკობს,
მაგრამ არ ჩერდება.
– კალ, – ბუტბუტებს და ხელს თავისი დისშვილისკენ იშ-
ვერს. მის სახეს ხელებში იქცევს და დევნილ პრინცს ძველი
წიგნივით ათვალიერებს, – ბევრი რამ მოხდა, არა?
– კი, ძალიან, – პასუხობს კალი. ჩემკენ საერთოდ არ იყუ-
რება.
საკანმა ჯულიანის გარეგნობა შეცვალა და არა მისი პი-
როვნება. ის თანაგრძნობით უქნევს თავს და მეტად სერიოზუ-
ლი გამომეტყველება აქვს, რაც კალზე დამამშვიდებლად
მოქმედებს.
– ახლა მაგის დრო არ არის, მერე იყოს.
– მერე, – იმეორებს კალი. ბოლოს ანთებულ თვალებს მე
მომაპყრობს. მისი მზერა თითქოს კანს მწვავს, – მერე.
– მოდი, მერ, იმ ნაძირალამდე მიმიყვანე, – ჯულიანი
იატაკზე დაგდებულ მცველზე მანიშნებს, რომელიც ცოცხა-
ლია, მაგრამ უგრძნობლადაა, – ვნახოთ, სრულიად უსარგებ-
ლო ვარ თუ არა.
ასეც ვიქცევი, ჯულიანისთვის ყავარჯნის როლს ვასრულებ
და ისიც ძლივს მიფრატუნებს იატაკზე გართხმულ ჯარისკაც-
თან. კალი სარას გისოსების დამუშავებას იწყებს. მისი საკანი
ჯულიანის საკნის წინ არის. ისეთ მანძილზეა, პატიმრები ერ-
თმანეთის დანახვასა და დალაპარაკებას შეძლებდნენ, მაგ-
რამ არა შეხებას. ესეც ერთგვარი წამებაა, რისი გაძლებაც
უწევდათ.
ადრეც მინახავს, როგორ აკეთებს ამას ჯულიანი, მაგრამ
არა ძალის ასეთი დაძაბვითა და ტკივილით. თითების კანკა-
490 მკითხველთა ლიგა
ლით უხელს თვალებს ჯარისკაცს, ნერწყვს ყლაპავს, ცდი-
ლობს საჭირო ხმა გამოიხმოს. სიმღერა.
– არა უშავს, ჯულიან, შეგვიძლია სხვა რამე ვცადოთ...
– ეგ სხვა რამე შეგვიწირავს, მერ. ნუთუ შენთვის ამდენი
არ მისწავლებია?
ვითარების მიუხედავად, მეღიმება. თავს ვიკავებ, რომ
ძველ მეგობარს არ გადავეხვიო და ღიმილს ვმალავ.
ბოლოს ნახევრად თვალდახუჭული ჯულიანი ოხრავს. კი-
სერზე ვენები ებერება და თვალებს ფართოდ ახელს.
– გაიღვიძე, – ამბობს განთიადივით, მზის ჩასვლასავით
ულამაზესი ხმით. გუშაგი ემორჩილება, – ყველა საკანი
გააღე.
ხმამაღალი ჭრიალი გაისმის და თითოეული საკნის გისო-
სები ერთდროულად იხსნება.
– ხიდები და კიბეები ააგე. სართულები ერთმანეთთან
დააკავშირე, – ჩხაკ, ჩხაკ, ჩხაკ. ფოლადის თითოეული ნაჭე-
რი, ეკლები, დაელექტროებული ნამსხვრევები, გამდნარი
ფოლადიც კი სწორდება, გარდაიქმნება და ერთმანეთს ეწებე-
ბა, – ჩვენთან ერთად იარე, – ბოლო ბრძანებას ჯულიანი
მჩხავანა ხმით გასცემს, მაგრამ მაგნეტრონი ზანტად ემორჩი-
ლება.
– გაგიმართლა, რომ დღეს მოხვედი, მერ, – მეუბნება ჯუ-
ლიანი, როცა წამოდგომაში ვეხმარები, – გუშინ გვასეირნეს.
ისეთი დასუსტებული არა ვართ, როგორც ყოველთვის.
ვფიქრობ, ვუთხრა თუ არა ჯონის უნარისა და რჩევების შე-
სახებ. ჯულიანი დიდი ინტერესით მომისმენს. მერე, ვეუბნები
ჩემს თავს, მერე.
პირველად მეძლევა იმედი.
ეს მერე მაინც დადგება.
491 მკითხველთა ლიგა
კოროსში ქაოსი ისადგურებს. ყოველი კარის უკან, ყოველ
დერეფანში, სროლა ისმის. დაუძლურებული ვერცხლისფე-
რების გუნდი ნელ-ნელა დაგვყვება, მაგრამ დაჩივლების თა-
ვი თითქმის არავის აქვს. მათ არ ვენდობი და ყურადღებით
ვუთვალთვალებ. ბევრი გვერდზე უხვევს, კუთხეებში იმალე-
ბა, იმ იმედით, რომ აქაურობას თავს დააღწევს. სხვებს შუ-
რისძიების სურვილი ამოძრავებთ და ციხის სიღრმეში მოგ-
ვყვებიან. ზოგი ჩვენთან რჩება, თვალებდახრილი მოდიან,
დარცხვენილი იმით, რომ ელვა-გოგონას მიჰყვებიან, მაგრამ
მაინც ჩვენთან არიან და რაც შეუძლიათ, იბრძვიან. თითქოს
მშვიდ გუბურაში კენჭი ჩააგდეს: ჯერ პატარა წრეები ჩნდება,
შემდეგ იზრდება. ციხის ყოველ მომდევნო განყოფილებას წი-
ნაზე ადვილად ვიპყრობთ და მაგნეტრონები თავქუდმოგლე-
ჯილი გაგვირბიან. ვერცხლისფერები ბევრ მათგანს ხოცავენ,
მოღალატე თანამოძმეებს მშიერი მგლებივით ესხმიან თავს,
მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდესაც ლეროლა-
ნების საგვარეულოს გამანადგურებელი ქვის ზღუდეს ანად-
გურებს და J-განყოფილებას გვიღებს, ქვის ნამტვრევები ქვე-
მოთ კი არ ცვივა, ზემოთ მიდის. სანამ მივხვდები, რა ხდება,
კვამლის, ფოლადის ნამსხვრევებისა და არამიწიერი ჩურჩუ-
ლის მორევში ვიძირები.
კამერონი ხელს ჩამჭიდებს, მაგრამ უსრიალებს და იმაში
ქრება, რაც, წესით, ნისლი უნდა იყოს. ნიმფა. მხოლოდ აჩ-
რდილებსა და ბუნდოვან, მოყვითალო შუქს ვხედავ, თი-
თოეული შორეულ, ღრუბლებით დაჩრდილულ მზეს ჰგავს.
სანამ ქაოსი შემითრევს, ხელს ვიწვდი, იქნებ რამეს მოვეჭი-
დო. გაჭრილი ხელით ვიღაცის ცივ, რბილ ფეხს ვეხები და
გულგახეთქილი ვჩერდები.

492 მკითხველთა ლიგა


– კალ! – ვღრიალებ მე, მაგრამ ჩემს ხმას ღმუილი ფა-
რავს.
კვნესით ვდგები ფეხზე. ალბათ, მიცვალებულის ფეხს შევე-
ხე, რადგან არ განძრეულა. გამყინავი შიში ჩემს გონებაში
ცივ, ყინულოვან თითებს დააცოცებს. მინდა ფეხს ხელი გა-
ვუშვა, არ მინდა გვამის სახის ნახვა. შეიძლება ნებისმიერი
აღმოჩნდეს.
ცუდი საქციელია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მაინც გულზე
მეშვება. ვერ ვცნობ თავისი საკნის გისოსებში გაჩხერილ
კაცს, ცალი ფეხი გაჭედილი აქვს, მეორე ჰაერში უქანავებს.
ნამდვილად ტუსაღია, მაგრამ არ ვიცნობ და მასზე გლოვას
არ ვაპირებ. იარებისა და დამწვრობის გამო ზურგი ისე მტკი-
ვა, მგონია, მთლად გადახსნილი მაქვს. ცოტა ხნით გისოსებს
ვეყრდნობი. ამ განყოფილებაში გრავიტაცია შესუსტებულია,
ესე იგი გარეტიც აქაა და არც ფარლი, შეიდი და კილორნი იქ-
ნებიან შორს. წესით, აქედან შორს უნდა იყვნენ, ციხის სიღ-
რმეში საკნებს უნდა აღებდნენ, მაგრამ რაღაცამ მათ აქ შე-
მოსვლა აიძულა. შეიძლება მომწყვდეულიც არიან.
სანამ პირს მათ დასაძახებლად გავაღებ, განყოფილება
ტრიალებს და ისევ ვეცემი, მაგრამ საკნები კი არ მოძრაობს,
ეს გრავიტაციის ოინებია.
– გარეტ, გაჩერდი! – ვუყვირი სიცარიელეს. პასუხი არ
არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომლის მოსმენაც მსურს.
პატარა ელვა-გოგონავ.
მისმა ხმამ ლამის თავის ქალა ამხადოს.
დედოფალი ელარა.
ამჯერად ვნატრობ, ოღონდ ის არა და თუნდაც ხმოვანი
მოწყობილობა იყოს. ნეტავ რამემ მომკლას, უფრო უსაფ-
რთხოდ ვიქნები. ისევ ვეცემი. იქნებ მანამდე მოვკვდე, სანამ
493 მკითხველთა ლიგა
ტვინში შემიძვრება და ყველას წინააღმდეგ დამგეშავს, ვინც
კი ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ გონებაში უკვე ღიტინს
ვგრძნობ, ის ჩემს სხეულს იპყრობს. მისი ბრძანებით თითები
მეკრუნჩხება და ზედ ნაპერწკლები მენთება. არა, გთხოვ,
არა!
ისევ კედელს ვეჯახები, ისე ძლიერად, მგონი, მკლავი
მტყდება, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ. ის მიყუჩებს.
უკანასკნელად ამოვიხავლებ, ჩემი თავისუფალი ნების
უკანასკნელ ნარჩენებს ვიყენებ და გახსნილ გისოსებში
ვძვრები, ჩუმი ქვის საკანში. ის ჩემსა და მის უნარს თიშავს.
ნაპერწკლები ქრება, მისი კონტროლი ირღვევა და მარცხენა
ხელსა და მხარში საშინელი ტკივილი მივლის. ცრემლები
მომდის და თან ვიცინი. რა ირონიაა, ეს ციხე ჩემი და სხვა
ჰიბრიდების გასატანჯად ააგო და ახლა სწორედ ის უშლის
ხელს ამაში.
ახლა ციხე ჩემი თავშესაფარია.
საკნის სიღრმეში კედელს მიყრდნობილი – მგონი, კედე-
ლი კი არა, იატაკია – ვხედავ, როგორ იმღვრევა ნისლი.
სროლა იკლებს, შეიძლება ტყვიები თავდება, ან ასეთ ბურუს-
ში დამიზნება შეუძლებელია. დაკლაკნილი ალიც გამოჩნდა
და ველი, რომ მალე კალსაც დავინახავ, მაგრამ ამაოდ.
– კალ! – ვიძახი სუსტი ხმით. ჩემი გადამრჩენელი ქვა თა-
ვისას ითხოვს და კისერზე ლოდივით მაწვება.
ჩემს საპოვნელად დიდი დრო არ სჭირდება. საკნის ზღურ-
ბლზე მისი ჩექმა ჩანს და წამით მგონია, რომ მოჩვენებები
დამეწყო. ეს აღარ არის ის ბეწვგაბზინებული დიდებული დე-
დოფალი, რომელიც მე მახსოვს. აღარსადაა მდიდრული კაბა
და სამკაულები, ახლა ტანზე მომდგარი მუქი ლურჯი, თეთ-
რზოლებიანი უნიფორმა აცვია. მუდამ ლამაზად დახვეული და
494 მკითხველთა ლიგა
დაწნული თმაც დაუდევრად აქვს დახვეული კეფაზე. როცა სა-
ფეთქლებთან ნაცრისფერს ვხედავ, ისევ ვიცინი.
– პირველად რომ შევხვდით, მაშინაც ასეთივე საკანში
იყავი გამომწყვდეული, – მეუბნება შეფიქრიანებული და თვა-
ლებს წკურავს, რათა კარგად დამინახოს, – გისოსებმა მაშინ
ვერ შემაჩერა და ვერც ახლა შემაჩერებს.
– მაშინ შემოდი, – ვეუბნები მე და სისხლს ვაფურთხებ.
ნამდვილად კბილიც ჩამოვარდნილი მაქვს.
– იგივე ხარ, რაც იყავი. მეგონა, სამყარო შეგცვლიდა,
მაგრამ ამის ნაცვლად, – ის თავს გვერდზე ხრის და კატასა-
ვით კრუტუნებს გაღიმებული, – შენ თვითონ შეცვალე სამყა-
როს რაღაც ნაწილი. თუ ხელს გამომიწვდი, უფრო მეტის შეც-
ვლასაც შეძლებ.
ისე ვხარხარებ, ლამის სუნთქვა შემეკრას.
– ასე სულელი გგონივარ? – ლაპარაკში შეიყოლიე, ყუ-
რადღება გაუფანტე. მალე ვინმე აუცილებლად შეამჩნევს.
– როგორც გინდა, – ოხრავს და ვიღაც ჩემთვის უხილავს
ხელით მოუხმობს. „ალბათ, გუშაგები არიან“, – ვფიქრობ მე
და ბედს ვურიგდები. ხელში პისტოლეტი უჭირავს, თითი სას-
ხლეტზე უდევს, – მესიამოვნებოდა შენს გონებაში კიდევ ერ-
თხელ შემოძრომა. ისეთი საყვარელი ილუზიები გაქვს.
„ესეც გამარჯვებაა“, – ვფიქრობ და თვალებს ვხუჭავ. ის
ვერასოდეს ჩაგვიგდებს ხელში მე და ჩემს ელვას. ნამდვი-
ლად დიდი მიღწევაა.
ისევ ვეცემი.
ტყვიის ნაცვლად სახეში გისოსები მხვდება. თვალებს ვა-
ხელ და ვხედავ, ელარა მშორდება, პისტოლეტი ხელიდან
უვარდება, ლამაზ სახეს საშინელი ბრაზი უმახინჯებს. გუშაგე-

495 მკითხველთა ლიგა


ბიც იფანტებიან სივრცეში და მოყვითალო ღრუბლებში ქრე-
ბიან. ჯანსაღ მკლავში ვიღაც მეჭიდება და მიმათრევს.
– გაინძერი, მერ, ჩემით ვერ გამოგაძვრენ, – ამბობს
შეიდი და გისოსებში ჩემს გათრევას ცდილობს. სუნთქვაშეკ-
რული ვიხრები და მთელი ძალით ვცდილობ გაძრომას. რო-
გორც ჩანს, ჩემი ძალისხმევა საკმარისი აღმოჩნდა, რადგან
უცებ სამყარო იკუმშება, ბურუსი ქრება, თვალს ვახელ და და-
მაბრმავებლად ქათქათა თეთრ კაფელს ვხედავ.
სიხარულისგან ლამის მუხლი მომეკვეთოს. როცა ვხედავ,
როგორ მორბის ხელებგაშლილი სარა ჩემკენ და უკან კი-
ლორნი და ჯულიანი მოსდევენ. მართლა ვიკეცები. ვიღაცის
თბილი ხელი მიჭერს. ვკვნესი, რადგან მხარზე ოდნავ ზეწო-
ლას ვგრძნობ.
– ჯერ მკლავს მივხედოთ, მერე დამწვრობასა და ჭრილო-
ბებს, – საქმიანად ამბობს კალი. სარა მეხება და მკლავი სა-
სიამოვნოდ მიშეშდება. ზურგზე რაღაც ცივი მედება და არ-
ჩენს დამწვრობას, რომელშიც ინფექციაც აუცილებლად იქნე-
ბოდა შეჭრილი. მაგრამ სანამ ჩემს მახინჯ იარებზე გადავა,
ვიღაც ფეხზე მაყენებს და სარას მაშორებს.
დერეფნის ბოლოში კარი იმტვრევა. ხის დარტყმამ დაამ-
სხვრია, რომელიც ჩვენ თვალწინ სწრაფად იზრდება. ამას
ჩვენკენ დიდი სისწრაფით მომავალი ნისლი მოჰყვება. ბო-
ლოს აჩრდილები გამოჩნდნენ, ვიცი, ვისაც ეკუთვნიან.
ჩვენკენ გამოწვდილ ხის ტოტებს კალი ცეცხლს სტყორ-
ცნის და წვავს, მაგრამ დანახშირებული ნაკვერცხლები აჩ-
რდილებისა და ნისლის მოგუგუნე მორევს უერთდება.
– კამერონ! – ვყვირი მე, იმ ერთადერთ ადამიანს ვუხმობ,
ვისაც დედოფალ ელარას შეჩერება ძალუძს, მაგრამ ის არ-
სად ჩანს.
496 მკითხველთა ლიგა
– უკვე გარეთ გავიდა. გაინძერი! – მიყვირის კილორნი და
წინ მიბიძგებს.
ვიცი, ელარას ჩემი ხელში ჩაგდება უნდა. არა მარტო ჩემი
შესაძლებლობების, არამედ იმის გამოც, რომ მერ ბაროუ
ვარ, სახელგანთქმული ელვა-გოგონა. თუ დამიმორჩილებს,
ისევ მთელი ქვეყნის წინაშე ტყუილის თქმას მაიძულებს. ამი-
ტომ სხვებზე სწრაფად გავრბივარ. ყოველთვის სხარტი ვიყა-
ვი. როცა უკან ვიხედები, ჩვენიანებს რამდენიმე იარდით ვუს-
წრებ და რასაც ვხედავ, ჟრუანტელს მგვრის.
კალი ძალით ექაჩება ჯულიანს, იმიტომ კი არა, რომ ის და-
სუსტებულია, არა, მუდმივად გაჩერებას ცდილობს. უნდა
ელარას სახეში შეხედოს და მის ჩურჩულს თავისი ხმა დაუპი-
რისპიროს. გარდაცვლილი დის, წართმეული სიყვარულისა
და ფეხქვეშ გაქელილი ღირსების გამო შურისძიება სწყურია.
მაგრამ კალი თავისი ოჯახის უკანასკნელი წევრის დაღუპვას
არ დაუშვებს. მთელი ძალით აწვება ბიძამისს და წინ მიათ-
რევს. შიშისგან ენაჩავარდნილი სარა ჯულიანთან ხელჩაკი-
დებული მორბის.
კუთხეში ვუხვევ და რაღაცას ვეჯახები. უფრო სწორად, ვი-
ღაცას.
კიდევ ერთი ქალი, ვისთან შეხვედრას აღარასოდეს ვი-
სურვებდი.
ჯიქი არა, ირალების საგვარეულოს უხუცესი, ნახშირივით
შავი თვალებით შემომცქერის. ჩუმი ქვის ზეგავლენის გამო
თითები გალურჯებია, ტანზე სამოსი მთლად შემოფლეთილი
აქვს, მაგრამ ძალა უკვე უბრუნდება, რასაც მისი მტკიცე მზე-
რაც მოწმობს. სხვა გზა არ არის, უნდა შევება. ელვას მოვიხ-
მობ იმ ადამიანის მოსაკლავად, ვინც თავიდანვე იცოდა, ვინც
ვიყავი სინამდვილეში.
497 მკითხველთა ლიგა
ის მასწრებს და მხრებზე არაადამიანური სიმარდით მეჭი-
დება, მაგრამ იმის ნაცვლად, კისერი მომტეხოს ან ყელი გა-
მომჭრას, გვერდზე მისვრის და თმაზე რაღაც გამკრავს. მო-
ღუნული, ბასრი, დიდი დანა სახესთან ჩამიფრენს და ჩემს
ცხვირს რამდენიმე სანტიმეტრით სცდება. მიწას ვეხეთქები,
ტკივილისგან ვღმუი და იმ თავზე წავივლებ ხელებს, რომე-
ლიც ეს-ესაა კინაღამ დავკარგე. თავზე არა ირალი მადგას და
იშორებს ყველა რკინის ეკალს, რომლებიც ჰაერში ტრიალე-
ბენ. რკინის ეს ნამსხვრევები დერეფნის მეორე ბოლოდან
მოფრინავენ, იქ სხვა დგას, ნაცნობი ქერცლიანი ჯავშანი აც-
ვია და რკინის ფირფიტებისგან დანებს ქმნის.
– მამაშენს უფროსების პატივისცემა არ უსწავლებია? – უყ-
ვირის არა პტოლემუსს და მარჯვედ იცილებს კიდევ ერთ
ეკალს. შემდეგ ნასროლს ჰაერიდანვე ჩამოხსნის და ისევ
პტოლემუსს გაუქანებს. შთამბეჭდავი, მაგრამ უსარგებლო
ტრიუკია და არა დამცინავად იღიმება.
– აბა, წითელო, არაფრის გაკეთებას არ აპირებ? – მეკით-
ხება და წიხლს მირტყამს.
წამით გაოგნებული ვუყურებ, მერე ფეხზე ვდგები და გა-
ჭირვებით ვიმაგრებ თავს. ზაფრა ცოტა მინელდება.
– სიამოვნებით, ქალბატონო.
დერეფნის ბოლოში პტოლემუსი ფართოდ იღიმება.
– დროა დავასრულო ის, რაც ჩემმა დამ არენაზე დაიწყო,
– ბრდღვინავს იგი.
– ის, რასაც შენი და არენიდან გაექცა, – ვპასუხობ მე და
მისი თავისკენ ელექტრონულ მუხტს ვისვრი. განზე გამხტარი,
კედელს ასკდება და სანამ გამოფხიზლდება, არა მასთან
ჩნდება და პტოლემუსს იდაყვით უნგრევს ყბას.

498 მკითხველთა ლიგა


მეც მათკენ მივრბივარ და თუ ჩემს ზურგს უკან ფეხების
ბრახუნით ვიმსჯელებთ, სხვებიც მბაძავენ.
ცეცხლი და ელვა. ნისლი და ქარი. ფოლადის წვიმა, მბრუ-
ნავი წყვდიადი, აფეთქებები პატარა ვარსკვლავებივით აქა-იქ
ელავს. და ტყვიები, სულ ტყვიები, აქვე, ჩემ უკან. ბრძოლის
გრიგალში წინ მივიწევთ, ციხიდან გასასვლელ გზას ვეძებთ,
იმ რუკას მივყვებით, რომლის დამახსოვრებასაც ყველანი
მთელი ძალით ვცდილობდით. აქ უნდა იყოს, არა? აქ თუ აქ?
აჩრდილებსა და ნისლში გზა ადვილად გვებნევა. გარეტიც
მუდმივად ცვლის მიზიდულობის ძალას და ამას ზოგჯერ სარ-
გებელზე მეტად ზიანი მოაქვს. როცა, ბოლოს და ბოლოს, გა-
სასვლელთან მივრბივართ და ოთახში შევცვივდებით, სადაც
წითელი, ვერცხლისფერი და შავი კარებია, მთელ ტანზე ისევ
სისხლჩაქცევები მიჩნდება და ძალა სწრაფად მეცლება. წარ-
მოდგენაც არ მინდა, რა დღეში იქნებიან ჯულიანი და სარა,
რომლებიც ისედაც ძლივს დადიოდნენ. ღია ცის ქვეშ უნდა გა-
ვიდეთ, მხოლოდ ელვა გადაგვარჩენს.
გარეთ უკვე მზე ამოსულა. არა და პტოლემუსი მომაკვდი-
ნებელ ცეკვას აგრძელებენ, ხრამის მოხაზულობა ჰორიზონ-
ტზე ბუნდოვნად მოჩანს. თვალით „ბლექრანსა“ და ასაფრენ
ზოლზე მდგარ მეორე თვითმფრინავს ვეძებ. მათ სიახლოვეს
ჰიბრიდებისა და ვერცხლისფერების ბრბო ირევა, ზოგი მინ-
დვრებში გარბის იმ იმედით, იქნებ ფეხით გაასწროს.
– შეიდ, თვითმფრინავთან მიიყვანე! – ვყვირი და სირბი-
ლისას კალს საყელოში ვაფრინდები. სანამ რამეს მეტყვის,
შეიდი ჩემს მითითებას ასრულებს და მას ასიოდე იარდის მო-
შორებით გადასვამს. ყოველთვის შემიძლია იმედი მქონდეს,
რომ შეიდი სწორად გამიგებს. ჩვენ ორად ორი პილოტი
გვყავს და მათგან ერთი კალია. ახლა არ უნდა დაიღუპოს,
499 მკითხველთა ლიგა
როცა გაქცევასთან ასე ახლოს ვართ. „ბლექრანი“ უნდა მარ-
თოს, თანაც უშეცდომოდ. წამის შემდეგ შეიდი ბრუნდება და
ჯულიანსა და სარას ხვევს მკლავებს. ისინი ერთად ქრებიან
და მეც შვებით ამოვისუნთქავ.
ძალას ვიკრებ და მთელ ელექტრობას ვიხმობ, რაც კი სხე-
ულში დამრჩენია. ეს მანელებს, მასუსტებს, ძალას მართმევს
და მაგრამ ჩემს გასახარად ცა მუქდება.
კილორნი ჩემ გვერდზე ჩერდება, მხარზე შაშხანა გაუდვია.
ზუსტად ისვრის და ჩვენს მდევრებს ერთიმეორის მიყოლებით
ცელავს. თავიანთი ნებით თუ დედოფლის ზემოქმედებით,
ელარას წინ რამდენიმე ვერცხლისფერი უდგება და ტყვიების-
გან იცავენ. მალე ახლოს მოვა და ერთმანეთის უნარების
მოქმედების არეალში მოვხვდებით. მე მხოლოდ ერთი შანსი
მაქვს.
ყველაფერი ნელა ხდება. ვუყურებ, როგორ ებრძვის ერ-
თმანეთს ორი ვერცხლისფერი თვითმფრინავებსა და ჩემ შო-
რის. გიგანტური ნემსის მსგავსი გრძელი, თხელი რკინის ნა-
ჭერი ელარას ყელში ერჭობა და ვერცხლისფერი შადრევანი
ასხამს. პტოლემუსი იმავე ეკალს სწრაფად მომართავს ჩემ-
კენ, ვიხრები და ყველაზე უარესს ველი.
მაგრამ იმის წარმოდგენაც არ შემიძლია, რაც ახლა მოხ-
დება.
ეს ერთადერთ ადამიანს შეეძლო – ჯონს. ის ამ ყველა-
ფერს გაერიდა და ეს დაუშვა. ჩვენი გაფრთხილება არ უნდო-
და, სულ ფეხებზე ეკიდა.
ჩემ წინ შეიდი ჩნდება იმ განზრახვით, რომ აქაურობას გა-
მარიდოს, მაგრამ გულში ბასრი, მბზინავი ნემსი ხვდება.
ვერც ხვდება, რა ამბავია, ტკივილსაც ვერ გრძნობს და მანამ-
დე კვდება, სანამ დაეცემა.
500 მკითხველთა ლიგა
ჰაერში აფრენამდე სხვა არაფერი მახსოვს. სახეს ცრემ-
ლები მისველებს, მაგრამ არ ვიწმენდ. დავყურებ ჩემს ხე-
ლებს, რომლებიც ორივე ფერის სისხლითაა შეღებილი.

501 მკითხველთა ლიგა


თავი 27

ეს „ბლექრანი“ არ არის.
კალი უზარმაზარი სატვირთო თვითმფრინავის საჭესთან
ზის, რომელიც მძიმე მანქანებისა და მოწყობილობების გადა-
სატანად არის განკუთვნილი. ახლა აქ სამასამდე გამოქ-
ცეული პატიმარია, ბევრი დაჭრილია ან კონტუზია აქვს. უმე-
ტესობა ჰიბრიდია, მაგრამ მათ შორის ვერცხლისფერებიც
არიან, რომლებიც ჩუმად სხედან. ამ ერთხელ მაინც ყველანი
ერთნაირად გამოიყურებიან, ძონძებში გახვეულები, დაქან-
ცულები და მშივრები. მათთან ჩასვლა არ მინდა, ამიტომ
თვითმფრინავის ზედა ნაწილში ვრჩები. ამ სექციაში სიწყნა-
რე მაინცაა, ქვედა ნაწილისგან პატარა კიბითაა გამოყოფი-
ლი, პილოტის კაბინისგან კი – დახურული კარით. საკუთარ
თავს ჩემს ფეხებთან მწოლიარე ორ გვამთან გავლას ვერ
ვაიძულებ. ერთს თეთრი ზეწარი აფარია, რომელიც მისი გან-
გმირული გულის ზემოთ წითელი სისხლით მოსვრილა. გაოგ-
ნებული ფარლი მასთან ჩამუხლულა, ხელს ზეწრის ქვეშ
ყოფს და ჩემი ძმის ცივ თითებს ეფერება. მეორე ცხედარს
არაფერი ახურავს.
მკვდარი ელარა საზარელი სანახავია: ელვამ კუნთები და-
უკრუნჩხა და პირი ისეთი დამცინავი ღიმილით მოუღრიცა,
როგორსაც სიცოცხლეშიც ვერ მოახერხებდა. მისი უბრალო
უნიფორმა კანზე აქვს მიმწვარი, ქერა თმისგან კი თითქმის
აღარაფერი დარჩენილა. გადახრუკულ თავზე მხოლოდ ბუწუ-
წები მოჩანს. მისი მცველების გვამებიც ასე დამახინჯებული
იყვნენ. ასაფრენ ზოლზე დავტოვეთ დასალპობად. მაგრამ

502 მკითხველთა ლიგა


დედოფალი ცნობილი პიროვნებაა და მის გვამს ყველა ნა-
ხავს, ამაზე პირადად ვიზრუნებ.
– უნდა წამოწვე, – დედოფლის ცხედრის დანახვა კი-
ლორნს აშკარად ძრწოლას ჰგვრის. უცნაურია, წესით, მის
ძვლებზე სიხარულით უნდა დავხტოდეთ, – ნება მიეცი სარას,
შეგამოწმოს.
– კალს გადაეცი, კურსი შეცვალოს.
კილორნი შემკრთალი მიყურებს და თვალებს აფახულებს.
– კურსი შეცვალოს? რას გულისხმობ? ისევ შინ, თავშესა-
ფარში ვბრუნდებით...
შინ. ამ ბავშვური სიტყვის გაგონებაზე შუბლს ვიკრავ.
– ტუკზე ვბრუნდებით. გადაეცი, გთხოვ.
– მერ...
– გთხოვ.
ადგილიდან არ იძვრის.
– ხომ არ გაგიჟდი? არ გახსოვს, იქ რა მოხდა? რას გიზამს
პოლკოვნიკი, თუ დაბრუნდები?
გავგიჟდი? ნეტავ მართლა გავგიჟდე და ჩემი ტანჯული
ცხოვრებისგან შეშლილობამ მიხსნას. რა შვება იქნებოდა,
რომ ავდგე და გავაფრინო.
– შეუძლია სცადოს, მაგრამ ახლა ძალიან ბევრნი ვართ.
როცა ნახავს, რაც ჩავუტანე, მგონი, უარს აღარ მეტყვის.
– ცხედარს? – თრთოლით სუნთქავს ის. ვხვდები, რომ
ცხედრის კი არა, ჩემი ეშინია, – მის ცხედარს აჩვენებ?
– ყველაფერს ვაჩვენებ, – მერე უფრო მტკიცედ ვეუბნები,
– კალს უთხარი, კურსი შეცვალოს. ის მაინც მიმიხვდება.
ეს სიტყვები კილორნს გულს სტკენს, მაგრამ ამას ყურად-
ღებას არ ვაქცევ. წელში იმართება და ჩემი ბრძანების შესას-
რულებლად მიდის. კაბინის კარს მიიხურავს, მაგრამ მისკენ
503 მკითხველთა ლიგა
აღარ ვიყურები. უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრით ვარ
დაკავებული, ვიდრე ნათქვამის შელამაზებაა. ვინ არის ის,
რომ ჩემს ბრძანებებს წინ აღუდგეს? არც არავინ. ერთი მე-
თევზე ბიჭია, რომელსაც იღბალი და მისი დაცვის ჩემი სულე-
ლური სურვილი იფარავს. სულ სხვაა შეიდი, ტელეპორტაცი-
ის ოსტატი, ჰიბრიდი, დიდებული ადამიანი. როგორ შეიძლე-
ბოდა მომკვდარიყო? და ის ერთადერთი არ არის. არა, სხვე-
ბიც არიან, რომლებისთვისაც ციხე სასაფლაოდ იქცა. მათ ვი-
ნაობას მხოლოდ დაშვების შემდეგ გავიგებთ, როცა ვნახავთ,
„ბლექრანით“ ვინ გამოიქცა... და კუნძულზე ჩავალთ და არა
სადღაც გადაკარგულში ჩამალულ თავშესაფარში.
– შენმა წინასწარმეტყველმა თუ გითხრა ამის შესახებ?
ეს კოროსიდან წამოსვლის შემდეგ ფარლის პირველი
სიტყვებია. ჯერ არ უტირია, მაგრამ ხრინწიანი ხმა აქვს, თით-
ქოს ბოლო რამდენიმე დღე განუწყვეტლივ ყვიროდა. თვალე-
ბი საშინელ დღეში აქვს, ჩაწითლებულ-ჩალურჯებული.
– იმ სულელ ჯონს ვგულისხმობ, ვინც ამ ყველაფრისკენ
გვიბიძგა, – ამბობს და პირისპირ მიდგება, – გითხრა, რომ
შეიდი დაიღუპებოდა? გითხრა თუ არა? ალბათ, ეს ის საფასუ-
რია, რომლის გადახდა ელვა-გოგონას არ გაუჭირდებოდა,
რათა კიდევ რამდენიმე ჰიბრიდი გააკონტროლოს. მეტი ჯა-
რისკაცი გეყოლებოდა იმ ომისთვის, რომელშიც წარმოდგე-
ნაც არა გაქვს, როგორ იბრძოლო. ერთი საცოდავი ძამიკო
სხვა უამრავი მიმდევრის სანაცვლოდ, რომლებიც ფეხებს და-
გიკოცნიან. ცუდი გარიგება არ არის, ხომ ასეა? განსაკუთრე-
ბით მაშინ, თუ მასში დედოფალიც ჩართულია. ვის რაში ენაღ-
ვლება ყველასთვის უცნობი ბიჭის გვამი, როცა მკვდარი ელა-
რა გყავს?

504 მკითხველთა ლიგა


სახეში სილას ვულაწუნებ და ერთი ნაბიჯით უკან იხევს,
უფრო გაოცებისგან, ვიდრე ტკივილისგან. ამ დროს ფეხს ზე-
წარს წაჰკრავს, გადახდის და ჩემი ძმის გათეთრებულ სახეს
ვხედავ. კიდევ კარგი, თვალები დახუჭული აქვს, თითქოს სძი-
ნავს. ვუახლოვდები, რომ ისევ დავაფარო, დიდხანს მისი ყუ-
რება არ შემიძლია, მაგრამ ფარლი მხარს მკრავს და თავისი
სიმაღლის წყალობით კედელზე მასრესს.
პილოტის კაბინის კარი ბრახუნით იღება და ხმაურზე ორი
ბიჭი მორბის. კალი მაშინვე ფარლის მივარდება, მუხლს უკან
ფეხს აჭერს და მუხლებში კეცავს. კილორნი ნაკლებად თავა-
ზიანია, ორივე ხელს მხვევს და ჰაერში მწევს.
– ის ჩემი ძმა იყო! – ვუყვირი ფარლის.
– ის ბევრად მეტი იყო! – მიყვირის პასუხად.
მის სიტყვებზე რაღაც მახსენდება.
როცა დიანა ორჭოფობას დაიწყებს. ჯონმა მითხრა, როცა
ორჭოფობას დაიწყებს, რაღაც უთხარიო, და ახლა ფარლი
ნამდვილად ორჭოფობს.
– ჯონმა მართლაც მითხრა რაღაც, – ვამბობ მე და კი-
ლორნის მოშორებას ვცდილობ, – ის, რაც შენთვის უნდა
მეთქვა.
ის ჩემკენ იწევს, მაგრამ კალი ისევ აჩოქებს. ამისათვის სა-
ხეში იდაყვი ხვდება, მაგრამ მხრებზე ხელს მაინც არ უშვებს.
მაგრად ჰყავს გაკავებული, თუმცა ფარლი მაინც იკლაკნება.
ფარლი, არასოდეს იცოდი, როდის უნდა გაჩერებულიყავი.
ეს ადრე მომწონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მეცოდები.
– მან შენს შეკითხვაზე პასუხი მითხრა.
მაშინვე ჩერდება და დამფრთხალი ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნ-
თქავს. თვალებგაფართოებული მიყურებს და თითქოს მისი
გულისცემაც კი მესმის.
505 მკითხველთა ლიგა
– თქვა, რომ შენს კითხვაზე პასუხი დადებითია.
არ ვიცი, ამაში რა იგულისხმება, მაგრამ ის მშვიდდება.
იატაკზე თავით ემხობა და მოკლედ შეჭრილი ქერა თმა წინ
ეყრება. მის ცრემლებს მაინც ვხედავ. ჩემზე თავდასხმას აღარ
შეეცდება.
ამას კალიც ხვდება და ათრთოლებული ფარლისგან უკან
იხევს. ლამის ელარას დამახინჯებულ ხელს წამოედოს,
კრთება და გვერდზე იწევა.
– აცადე, დამშვიდდეს, – ბუტბუტებს და მკლავზე ხელს
მაგრად მიჭერს. ვეწინააღმდეგები, მაგრამ მაინც მიმათრევს.
არ მინდა მისი დატოვება. ფარლის კი არა, ელარასი. თა-
ვისი ჭრილობების, დამწვრობებისა და შუშის თვალების
მიუხედავად, მაინც ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მისი
სხეული მკვდარი დარჩება. სისულელეა, მაგრამ მაინც ასე
მგონია.
– ჯანდაბა, რა დაგემართა? – მიღრენს კალი, კაბინის კარს
აჯახუნებს და აცრემლებული ფარლი და მოღუშული კილორ-
ნი აღარ ჩანან, – კარგად იცი, რასაც ნიშნავდა მისთვის
შეიდი...
– შენც კარგად იცი, რას ნიშნავდა ის ჩემთვის, – ვპასუხობ
მე. თავშეკავება ჩემი საყვარელი თვისება არ არის, მაგრამ
მაინც ვეცდები, თუმცა ხმა მიკანკალებს. ჩემი უსაყვარლესი
ძმა. ადრე ერთხელ უკვე დავკარგე, ახლა კი ეს თავიდან ხდე-
ბა. ამჯერად აღარ დამიბრუნდება, ეს შეუძლებელია, – ხომ
იცი, მე არასოდეს არავის ვუყვირი.
– მართალი ხარ, შენ უბრალოდ კლავ მათ.
კბილს კბილზე ვაჭერ. ამისთვის შემომიყვანა აქ? ლამის
გამეცინოს.
– კიდევ კარგი, ერთი ჩვენგანი მაინც აკეთებს ამას.
506 მკითხველთა ლიგა
ველი, რომ ავყვირდებით, ვიჩხუბებთ, მაგრამ უარესი ხდე-
ბა. კალი უკან დგამს ნაბიჯს, პანელს ეჯახება და ცდილობს
ჩემგან რაც შეიძლება შორს დადგეს. როგორც წესი, ჩვენ შო-
რის პირველი მე ვიხევ ხოლმე უკან, მაგრამ ამჯერად სხვა-
ნაირად ხდება. თვალებში რაღაც გაუკრთა, რაც მისი აალებუ-
ლი სხეულის მიღმა მის სულიერ ტკივილს ააშკარავებს.
– რა დაგემართა, მერ? – ჩურჩულებს ის.
რა აღარ დამემართა! თუნდაც ერთი უზრუნველი დღე – აი,
ეს ნამდვილად არ დამმართვია. ყველაფერი აქეთკენ მი-
დიოდა, ჩემი სისხლის მუტაცია ბედისწერაა, ამას ის უამრავი
შეცდომაც დაემატა, მე რომ ჩავიდინე, კალის ჩათვლით.
– ეს-ესაა ძმა დამეღუპა, კალ.
მაგრამ ის თავს აქნევს, თვალს არ მაცილებს და მზერით
მწვავს.
– შენ და კამერონმა სამეთაურო ცენტრში ის ჯარისკაცები
დახოცეთ, რომლებიც შეწყალებას გევედრებოდნენ. მაშინ
შეიდი ცოცხალი იყო. ამას მას ნუ გადააბრალებ.
– ისინი ვერცხლისფერები იყვნენ...
– მეც ვერცხლისფერი ვარ.
– მე კი წითელი. თავს ნუ იკატუნებ, თითქოს ასობით ჩემ-
ნაირი არ გყავდეს მოკლული.
– ამას ჩემი თავისთვის არ ვაკეთებდი და არც შენსავით
ვკლავდი. მე ჯარისკაცი ვიყავი და ბრძანებებს ვასრულებდი,
ჩემს მეფეს ვემორჩილებოდი. შენი დახოცილი ვერცხლისფე-
რები ისეთივე უდანაშაულონი იყვნენ, როგორიც მე, როცა მა-
მაჩემი ცოცხალი იყო.
თვალებში ცრემლები მჩხვლეტენ. დახოცილი ჯარისკაცე-
ბი და გუშაგები მახსენდება, მათი რიცხვი ძალიან დიდია.

507 მკითხველთა ლიგა


– ამას რატომ მეუბნები? – ვჩურჩულებ მე, – მე იმას ვაკე-
თებდი, რაც უნდა გამეკეთებინა, რათა გადამერჩინა საკუთა-
რი თავი, სხვები და შენ, სულელო, პრინცი, რომელსაც არა-
ვინ და არაფერი აბადია. შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს,
რამხელა ტვირთს ვატარებ. როგორ ბედავ ჩემს იძულებას,
თავი იმაზე დამნაშავედ ვიგრძნო, ვიდრე სინამდვილეში
ვარ?!
– მას შენი ურჩხულად გადაქცევა უნდოდა, – თავით მა-
ნიშნებს კარსა და მის უკან მდებარე ცხედარზე, – მე ვცდი-
ლობ ეს არ დავუშვა.
– ელარა მკვდარია, – ეს სიტყვები ღვინოსავით მათრობე-
ლაა. მკვდარია, ვეღარაფერს დამიშავებს, – ვეღარავის
გააკონტროლებს.
– და მაინც, დახოცილების გამო სინანულს არ განიცდი.
მთელი ძალით ცდილობ მათ დავიწყებას. შენი ოჯახი ისე
მიატოვე, არაფერი გითქვამს. საკუთარ თავს ვერ აკონტრო-
ლებ. ზოგჯერ ლიდერობას გაურბიხარ, ზოგჯერ კი ისე იქცევი,
თითქოს ყველაზე მეტად შენ იტანჯები, თითქოს ხელშეუხებე-
ლი ხარ და ყველა შენ გადანაშაულებს. გგონია, ერთადერთი
ხარ, ვინც საბოლოო მიზნის ერთგულია. გარშემო მიმოიხე-
დე, მერ ბაროუ. კოროსში მარტო შეიდი არ დაღუპულა. ერ-
თადერთი არა ხარ, ვინც მსხვერპლი გაიღო. ფარლიმ მამა-
მისს უღალატა. კამერონს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ
ჩვენთან ერთად წამოსვლა აიძულე, ჯულიანის სიის გარდა,
არაფერს აქცევდი ყურადღებას და ახლა თავშესაფარში მყო-
ფი ბავშვების მიტოვებასაც აპირებ. რის გამო? პოლკოვნიკის
დასამცირებლად? ტახტის ხელში ჩასაგდებად? თუ ყველას
დასახოცად, ვინც თვალში არ მოგივა?

508 მკითხველთა ლიგა


თავს ბავშვივით ვგრძნობ, რომელსაც ტუქსავენ, ხმას ვერ
ვიღებ, ვერ ვეკამათები, ვერც ცრემლებს ვიკავებ. მთელი ძა-
ლით ვცდილობ ნაპერწკლების ჩამშვიდებას.
– ...და ისევ ფიქრობ ისეთ მეივენზე, რომელიც არ არსე-
ბობს.
ამას სჯობდა, ყელში ხელი წაევლო და მოეჭირა.
– ჩემს ნივთებში იქექებოდი?
– ბრმა არა ვარ, ვხედავდი, წერილებს იღებდი მკვდრების-
გან. მეგონა, დახევდი, მაგრამ როცა ეს არ გააკეთე, დავინტე-
რესდი, რას უპირებდი – დაწვავდი, გადაყრიდი თუ ვერ-
ცხლისფერ სისხლში დაალტობდი და მეფეს უკანვე გაუგზავ-
ნიდი, მაგრამ არა, ისინი შეინახე და როცა მეძინა, მაშინ კით-
ხულობდი.
– ხომ თქვი, მეც მენატრებაო. თვითონ მითხარი, – ვჩურ-
ჩულებ მე. თავს ვიკავებ, რომ ნაწყენი ბავშვივით ფეხები არ
დავუბაკუნო.
– ის ჩემი ძმაა და სულ სხვანაირად მენატრება.
მაჯას რაღაც ბასრი მისერავს და ვხვდები, მე თვითონ ვი-
კაწრავ მას, რათა სულიერი აგონია ფიზიკური ტკივილით შევ-
ნიღბო. კალი შემკრთალი მიყურებს.
– ყველაფერში, რასაც ვაკეთებდი, შენც მხარს მიჭერდი, –
ვეუბნები მას, – თუ ურჩხული ვხდები, შენზეც იმავეს თქმა შე-
იძლება.
ის თავს ხრის.
– სიყვარული აბრმავებს.
– თუ სიყვარული ასეთი წარმოგიდგენია...
– არც ვიცი, საერთოდ ვინმე თუ გიყვარს, – მახლის ის, –
ადამიანებში გამოსადეგი იარაღის გარდა, სხვა რამესაც თუ

509 მკითხველთა ლიგა


ხედავ, გგონია, რომ მათ მართავ და მერე მსხვერპლად
გაიღებ.
ასეთი ბრალდების წინაშე თავს ვერაფრით დავიცავ. რო-
გორ დავუმტკიცო, რომ ცდება? როგორ დავანახვო, რა გავა-
კეთე ან რის გაკეთებას ვცდილობ, რად ვიქეცი იმის გამო,
რომ ყველა უსაფრთხოდ იყოს! ან როგორ მომეცარა ამაში
ხელი, რა ცუდად ვარ, როგორ მტანჯავს ჭრილობები და მო-
გონებები; როგორ მატკინა გული თავისი სიტყვებით. ვერაფ-
რით დავუმტკიცებ, რომ ისიც მიყვარს, კილორნიც და ჩემი
ოჯახიც. ამ გრძნობებს სიტყვებით ვერ გამოვხატავ და ვალ-
დებულიც არა ვარ.
ამიტომ ამას არც შევეცდები.
– არქეონზე თავდასხმის შემდეგ ფარლიმ და „ალისფერმა
მცველმა“ ვერცხლისფერების საინფორმაციო გადაცემაში
აიღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა, – ნელა ვლაპარაკობ,
ყველაფერს წყნარად და თანამიმდევრულად ვუხსნი. საღ გო-
ნებას მხოლოდ ასე თუ შევინარჩუნებ, – ახლა მეც იმავეს ვა-
პირებ და ამაში დედოფლის ცხედარს გამოვიყენებ. ამ სამე-
ფოს თითოეულ მცხოვრებს ვაჩვენებ იმ ქალის ცხედარს, რო-
მელიც მე მოვკალი. იმ ადამიანებსაც ვაჩვენებ, რომლებიც
ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, ჰიბრიდებსაც და ვერცხლისფე-
რებსაც. მეივენს საშუალებას ვაძლევთ, მთელ ქვეყანაში
ტყუილები გაავრცელოს და ეს ყელში ამომივიდა. რაც აქამდე
გავაკეთეთ, მის დასამხობად არ იკმარებს. ეს მთელმა ქვეყა-
ნამ ერთად უნდა გააკეთოს.
კალი გაოცებისგან პირს აღებს.
– სამოქალაქო ომს გულისხმობ?
– საგვარეულო საგვარეულოს, ვერცხლისფერი ვერ-
ცხლისფერის წინააღმდეგ. მხოლოდ წითლები გაერთიანდე-
510 მკითხველთა ლიგა
ბიან და სწორედ ამის გამო გავიმარჯვებთ. ნორტა დაეცემა
და ჩვენ აღვდგებით, განთიადივით ალისფერები, – მარტივი,
მაგრამ მომაკვდინებელი გეგმაა, რომელიც ორივე მხარეს
ძვირად დაუჯდება, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.
ამის გაკეთება დიდი ხნის წინ გვაიძულეს. მე მხოლოდ იმას
ვაკეთებ, რაც აუცილებელია, – ტუკზე დაშვების შემდეგ შე-
გიძლია თავშესაფრიდან ბავშვების წამოყვანა, მაგრამ მე
პოლკოვნიკი და მის ხელთ არსებული საშუალებები მჭირდე-
ბა, რათა საქმე ადგილიდან დაიძრას. ხომ გესმის?
ძლივს შესამჩნევად მიქნევს თავს.
– მერე მე ჩრდილოეთში, ნაოხარისკენ წავალ, იმათთან,
ვინც მივატოვე. თქვენ კი, როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით,
თქვენო უმაღლესობავ.
– მერ, – მკლავზე მეხება და უკან ისე ვხტები, ლამის კე-
დელს შევეჯახო.
– აღარ შემეხო.
ჩემი სიტყვები კარის გაჯახუნებასავით გაისმის. იმედია,
ასეც არის.
ტუკი მშვიდი და გულისამრევად გაკაშკაშებულია. არც
ღრუბლები, არც ქარი, მხოლოდ შემოდგომის სიგრილე და
მზის შუქი. შეიდი ასეთ მშვენიერ დღეს არ უნდა მომკვდარი-
ყო, მაგრამ რას ვიზამთ. სხვაც ბევრი დაიღუპა.
სატვირთო თვითმფრინავიდან პირველი მე ჩამოვდივარ,
უკან ორი ზეწარგადახურული საკაცე მოაქვთ. ერთთან კი-
ლორნი და ფარლი დგანან და შეიდზე ორივეს ხელი უდევს.
მაგრამ ახლა მეორე საკაცე უფრო მაღელვებს. მამაკაცებს,
რომლებსაც ის უჭირავთ, ისევე აშინებთ მისი ცხედარი, რო-
გორც მე. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩუმად ვი-
ჯექი, ელარას გაცივებულ ცხედარს ვუყურებდი და ამან რა-
511 მკითხველთა ლიგა
ღაცნაირად დამამშვიდა. ის ვეღარ გაიღვიძებს. არც კალი და-
მელაპარაკება აღარასოდეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ერ-
თმანეთს ვუთხარით. არ ვიცი, სად არის ან ქვემოთ ჩამოს-
ვლას თუ აპირებს. საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ამაზე არ უნ-
და ვინერვიულო. მასზე ფიქრი დროის ფუჭი ხარჯვაა.
თვალებს ხელით ვიჩრდილავ და ვხედავ, ასაფრენი ზო-
ლის ბოლოდან უკვე გვიახლოვდებიან. პოლკოვნიკი სამედი-
ცინო ტრანსპორტის თავზე შემდგარა და გარშემო თეთრხა-
ლათიანი ექიმები და მედდები ეხვევიან. ალბათ, ადამ შეატ-
ყობინა რადიოთი, რომ მათი დახმარება გვჭირდება. „ბლექ-
რანი“ უკვე აქ არის, ერთადერთი შავი საგანი ამ მზით გაჩახ-
ჩახებულ დღეს. როცა ტუსაღების რიგი დასაფრენ ზოლზე ად-
გამს ფეხს, „ბლექრანიდან“ ნაცნობი შავი პანდუსი ეშვება.
შიგნიდან უფრო ცოტანი გადმოდიან, ვიდრე მე ველოდი, წინ
ადა მოუძღვებათ. პირდაპირ შეიარაღებული ტბებისქვეყნე-
ლების, გუშაგებისა და ცნობისმოყვარე მაყურებლებისკენ მი-
დის. ჩუმად ვწყევლი საკუთარ თავს, ჩემი ოჯახიც იქ არის და
შვილებს ელოდება, მაგრამ მხოლოდ ერთს ნახავენ.
შენი ოჯახი ფეხებზე გკიდია. შეიძლება კალი მართალია,
რადგან მათ იმაზე ხშირად ვივიწყებ, ვიდრე ამას ნორმალური
ადამიანი იზამდა.
– შეჩერდით, მის ბაროუ, – მიღრენს პოლკოვნიკი და
ხელს სწევს. მის ბრძანებას ვემორჩილები და ხუთი იარდის
მოშორებით ვჩერდები. აქედან კარგად ვხედავ ჩვენზე დამიზ-
ნებულ შაშხანებს, მაგრამ უფრო საყურადღებო მათ უკან
მდგარი ჯარისკაცები არიან. ისინი მზად არიან, მაგრამ დაძა-
ბულობა არ ეტყობათ. ჯერჯერობით ჩვენი დახოცვა არა აქვთ
ნაბრძანები, – მოპარულის დასაბრუნებლად დაბრუნდით?

512 მკითხველთა ლიგა


ნაძალადევად ვიღიმები, რათა ვითარება ოდნავ განვმუხ-
ტო.
– საჩუქარი მოგართვით, პოლკოვნიკო.
მას პირის კუთხე ეღრიცება.
– ასე უწოდებთ ამ... – ის ჩემ უკან მდგარი დაძონძილი
ბრბოს აღსაწერად შესაფერის სიტყვას ეძებს, – ხალხს?
– ამ დილამდე პატიმრები იყვნენ, საიდუმლო ციხეში, კო-
როსში ისხდნენ. ისინი მეფე მეივენის ბრძანებით დააპატიმ-
რეს, მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, აწამებდნენ და ხო-
ცავდნენ, – უკან ვიყურები, გასაცოდავებული სახეების დანახ-
ვას ველი, მაგრამ ამის ნაცვლად შეუპოვრობას ვხედავ. პატა-
რა გოგოს, რომელიც კინაღამ ხიდიდან გადავარდა, ისეთი
სახე აქვს, თითქოს საცაა ატირდება, მაგრამ პატარა ხელებს
მუშტავს და ცრემლებს იკავებს, – ისინი ჩემსავით ჰიბრიდები
არიან, – გოგონას უკან მცველივით უდგას მეტისმეტად ფერ-
მკრთალი ნარინჯისფერთმიანი ახალგაზრდა, – მათ შორის
ვერცხლისფერებიც არიან, პოლკოვნიკო.
ამაზე მას მოსალოდნელი რეაქცია აქვს:
– სულელო, ვერცხლისფერები მოიყვანე აქ? – ყვირის
გულგახეთქილი, – შაშხანები მოამზადეთ!
ტბებისქვეყნელები ორ რიგად დგანან, სიგანეზე ორი, სიგ-
რძეზე დაახლოებით ოცი კაცი. ისინი ბრძანებას ასრულებენ,
მათი შაშხანები ერთდროულად ჩხაკუნებენ და სასროლად
ემზადებიან. ჩემ უკან მდგარი ტუსაღები კრთებიან და უკან
იხევენ, მაგრამ შეწყალებას არავინ ითხოვს. ვედრება უკვე
ყელში აქვთ ამოსული.
– ტყუილად იმუქრებით, – ვცდილობ არ გამეღიმოს.
ხელი თეძოსთან ჩამოკიდებულ პისტოლეტთან მიაქვს.
– ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდით.
513 მკითხველთა ლიგა
– ვიცი, რა ბრძანებებიც გაქვთ მიღებული, პოლკოვნიკო,
და მათში ელვა-გოგონას მოკვლა არ შედის. სარდლობას
ცოცხალი ვჭირდები, ხომ ასეა? – ელი უისტლი მახსენდება,
ერთ-ერთი შეთქმული, რომელსაც ჩემთვის დახმარება ჰქონ-
და დავალებული. პოლკოვნიკამდე მას ბევრი აკლია, მაგრამ
ამ უკანასკნელსაც ბევრი აკლია სარდლობამდე.
პოლკოვნიკი ოდნავ მოლბა, მაგრამ უკან არ იხევს.
– გამოიტანეთ, – ვამბობ მე და საკაცეებს გავყურებ. ორი
კაცი ჩემს ბრძანებას სწრაფად ასრულებს და ელარას საკაცეს
წინ მიდებენ. ჯარისკაცები მათ ყოველ მთრთოლარე მოძ-
რაობას შაშხანებს აყოლებენ. მათი იარაღის სამიზნეებს
გულზე, ტვინსა და მთელ სხეულზე ვგრძნობ.
– ესეც თქვენი საჩუქარი, პოლკოვნიკო, – ფეხს ვკრავ სა-
კაცეს და ზეწარგადაფარებული ცხედარი ირხევა, – არ გინ-
დათ ნახვა?
ჯანსაღი თვალი უელავს, ისე სწრაფად, რომ ამ გაელვებას
ძლივს ვამჩნევ. ბრბოში ფარლის ხედავს და თითქოს ოდნავ
მშვიდდება. როცა ამის მიზეზს ვხვდები, ლამის გული ამერი-
ოს. ეგონა, ფარლი მოვკალი.
– ეს ვინ არის, ბაროუ? პრინცია? ის ერთადერთი უპირატე-
სობა გაანადგურე, რისი გამოყენებაც შეგეძლო?
– მთლად ეგრეც არ არის, – გაისმის ხმა ჩემ უკან.
კალი.
მისთვის შესახედად არ ვტრიალდები და ისევ პოლკოვ-
ნიკს ვუყურებ. ისიც არ კრთება და თამამად მისწორებს
თვალს. ცალ ხელს ვწევ და მეორით საკაცეს ზეწარს ვხდი,
რათა ზედ მწოლიარე ყველამ დაინახოს. ცხედარს მკლავები
გაშეშებია, თითები დაჰკრუნჩხვია და მარჯვენა ხელზე ოდნავ
ძვალიც მოუჩანს. თავიდან მხოლოდ ჯარისკაცები რეაგირე-
514 მკითხველთა ლიგა
ბენ და შაშხანებს ოდნავ დაბლა ხრიან. ერთი თუ ორი გაოგ-
ნებისგან კიდეც ოხრავს და ხმის ჩასახშობად პირზე ხელს
იფარებს. პოლკოვნიკი სრულიად მშვიდია და ცხედარს უხ-
მოდ დაჰყურებს. ცოტა ხნის შემდეგ თვალებს აფახულებს.
– ეს ის არის, ვინც მე მგონია? – ამბობს ჩახლეჩილი ხმით.
თავს ვუქნევ.
– ელარა მერანდუსი, ნორტას დედოფალი. მეფის დედა.
ჰიბრიდებმა და ვერცხლისფერებმა მოკლეს იმავე ციხეში,
რომელიც მან მათ დასამწყვდევად ააშენა, – ამ ახსნამ, წე-
სით, ოდნავ უნდა დააშოშმინოს.
მას წითელი თვალი უელავს.
– რის გაკეთებას აპირებ ამით?
– მეფე და ეს ქვეყანა იმსახურებენ იმას, რომ დედოფალ-
თან გამომშვიდობების შანსი მივცეთ, არ მეთანხმებით?
გაღიმებული პოლკოვნიკი ძალიან ჰგავს ფარლის.
– თავიდან! – იღრინება პოლკოვნიკი და თავის ადგილს
უბრუნდება.
– ჩემი სახელია მერ ბაროუ, – ვეუბნები კამერას და ვცდი-
ლობ სულელურად არ გამომივიდეს. ბოლო ათ წუთში მას სა-
კუთარი თავი უკვე ექვსჯერ წარვუდგინე, – დავიბადე ოჩოფე-
ხეთში, კეპიტალ-რივერველიში მდებარე სოფელში. წითელი
სისხლი მაქვს, მაგრამ ამის გამო... – ხელებს წინ ვიშვერ და
ზედ ორი ნაპერწკალი კიაფობს, – მეფე ტიბერიას მეექვსის
სამეფო კარზე წამიყვანეს, ახალი სახელი მომცეს და სიცრუ-
ით სავსე ცხოვრება დავიწყე. ისინი მარინა ტიტანოსს მეძახ-
დნენ, სხვებს კი ატყუებდნენ, რომ დაბადებიდანვე ვერცხლის-
ფერი ვიყავი. ეს სიცრუეა, – უკვე ისედაც დაჩეხილ მაჯაზე და-
ნას დავისვამ და ცარიელი ანგარის მკვეთრ შუქზე ჩემი სის-
ხლი ლალივით წითლად ელვარებს, – მეფე მეივენმა გით-
515 მკითხველთა ლიგა
ხრათ, რომ ეს უბრალო ფოკუსია, – ჭრილობაზე ნაპერწკლე-
ბი დამირბიან, – მაგრამ ასე არ არის. სხვა ჩემნაირებიც არ-
სებობენ, წითლები, რომლებსაც ვერცხლისფერების მსგავსი
უცნაური შესაძლებლობები აქვთ. მეფემ თქვენი არსებობა
კარგად იცის და თქვენზე ნადირობს. ახლა კი მოგიწოდებთ,
გაიქეცით და მე მომძებნეთ. „ალისფერი მცველი“ მოძებნეთ!
ჩემ გვერდით პოლკოვნიკი ამაყად იჭიმება. სახე წითელი
შარფით აუხვევია, თითქოს მისი ჩასისხლიანებული თვალი
არ კმარა, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს. თავის შეცდომას
მიხვდა და ჰიბრიდების მიღებაზე დამთანხმდა. ახლა კარგად
უწყის ჩემნაირების ფასი და ჩვენი ძალა. ვერ დაუშვებს, ჩვენი
მტერიც გახდეს.
– ვერცხლისფერი მეფეებისგან განსხვავებით, ჩვენ საკუ-
თარ თავს სხვა წითლებისგან განსხვავებულად არ მივიჩ-
ნევთ. ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლებთ, თავს გავწირავთ, თუ ეს
ახალ სამყაროს მოგვიტანს. გვერდზე გადადეთ ნაჯახი, ბარი,
ნემსი, ცოცხი და ხელში იარაღი აიღეთ. შემოგვიერთდით, იბ-
რძოლეთ, აღსდექით, განთიადივით ალისფერები.
მიმართვის შემდეგი ნაწილის წაკითხვისას მუცელი მიწ-
რიალებს და სხეულის მჟავით გახეხვა მინდება. როცა ცხე-
დარს დაფერფლილ თმაში ვუცურებ ხელს, თავს ვუწევ და
გაცვეთილ კამერას ვუჩვენებ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ის
მძულს, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ბევრად საზიზღარია. მგონია,
რომ ბუნებისა და საერთოდ ყოველივე დადებითის წინააღ-
მდეგ მივდივარ, რაც კი ჩემშია დარჩენილი. კალი უკვე დავ-
კარგე, ხელი ვკარი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ჩემს სულს
ვკარგავ. მაინც ვამბობ სავალდებულო სიტყვებს. მე მათი მჯე-
რა და ეს საქმეს ოდნავ მიადვილებს:

516 მკითხველთა ლიგა


– იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ. ეს ელარაა, ნორტას დედო-
ფალი, და ჩვენ ის მოვკალით. მათთან შებრძოლება შეუძლე-
ბელი არ არის და თქვენი დახმარებით ამ ომში აუცილებლად
გავიმარჯვებთ.
სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვცდილობ წარბიც არ შევიხა-
რო. თუ თვალს დავახამხამებ, ცრემლი წამომივა. ყველაფერ-
ზე ვფიქრობ, გარდა ცხედრისა, ხელში რომ მიჭირავს.
– ამ წუთებშიც კი „ალისფერი მცველის“ მებრძოლები თა-
ვიანთ სიმაგრეებს ტოვებენ და მათ შესახვედრად მიემართე-
ბიან, ვინც ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურება.
– შეიარაღდით, დებო და ძმებო, – ამატებს პოლკოვნიკი
და ნაბიჯს წინ დგამს, – თქვენ თქვენს ბატონებზე მეტნი ხართ
და მათ ეს კარგად იციან. მათ ეშინიათ თქვენი, ეშინიათ იმის,
რადაც შეიძლება მომავალში იქცეთ. ტყეებში უისტლები მო-
ძებნეთ. ისინი შინ წაგიყვანენ.
ექვსი ცდის შემდეგ, როგორც იქნა, ზუსტად ერ-
თდროულად ვამბობთ: „აღსდექით განთიადივით ალისფერე-
ბი“.
– რაც შეეხება ნორტელ ვერცხლისფერებს, – სწრაფად
ვლაპარაკობ და ელარას თავს ხელს უფრო ვუჭერ, – თქვენმა
მეფემ და დედოფალმა მოგატყუეს და გიღალატეს. დღეს დი-
ლას „ალისფერი მცველი“ ციხეს დაესხა თავს, სადაც წითელი
პატიმრებიც იყვნენ და ვერცხლისფერებიც: ირალების, ლე-
როლანების, ოსანოსების, სკონოსების, ჯეიკოსებისა და სხვა
საგვარეულოების წარმომადგენლები. ისინი უკანონოდ
დააპატიმრეს, მათ ჩუმი ქვით აწამებდნენ და არარსებული
დანაშაულების გამო სასიკვდილოდ წირავდნენ. ახლა ისინი
ჩვენთან არიან, ცოცხლები და უვნებლები. თქვენი ახლობ-
ლები ცოცხლები არიან. მათ დასახმარებლად აღსდექით,
517 მკითხველთა ლიგა
აჯანყდით და შური იძიეთ მათ გამო, ვინც ვერ გადავარჩინეთ.
შემოგვიერთდით, რადგან თქვენი მეფე ურჩხულია, – კამე-
რას გამგმირავი მზერით ვუყურებ, რადგან ვიცი, ამას ისიც ნა-
ხავს, – მეივენი ურჩხულია.
გაბრაზებული პოლკოვნიკი პირდაღებული მიყურებს, კა-
მერა ითიშება და შარფს სახიდან იგლეჯს.
– რას აკეთებ, ბაროუ?
მე უკან არ ვიხევ.
– საქმეს გიადვილებთ, პოლკოვნიკო. დაყავი და იბატონე,
– მერე კამერასთან მოფუსფუსე ხალხს მივმართავ, მათი სა-
ხელების დამახსოვრებით თავი არც შემიწუხებია, – იმ ყაზარ-
მაში წადით, სადაც ვერცხლისფერები არიან და მათაც გა-
დაუღეთ. გუშაგები არ გამოაჩინოთ. დაიმახსოვრეთ, ეს ქვე-
ყანაში დიდ არეულობას გამოიწვევს და მის ჩახშობას მეივე-
ნიც კი ვერ შეძლებს.
ისინი უსიტყვოდ მეთანხმებიან და მე პოლკოვნიკს ვეუბნე-
ბი:
– მე დავამთავრე.
უკან მომყვება და მაშინაც კვალში მიდგას, როცა ანგარი-
დან გამოვდივარ.
– ბაროუ, მე არ მითქვამს, საქმეს მოვრჩით-მეთქი, – მიღ-
რენს, მაგრამ როცა მოწყვეტით ვჩერდები, ისიც ჩერდება.
ადამიანების შესაშინებლად უკვე ელვაც აღარ მჭირდება.
– შემომაბრუნეთ თქვენკენ, პოლკოვნიკო, – ხელს ვუწვდი
მას. დაე, ბედი სცადოს, – გელოდებით.
ოდესღაც ამ კაცმა კალი საკანში ჩასვა. ვინ იცის, რამდენ
ჯარისკაცს მეთაურობს და რამდენი ადამიანი მოუკლავს. არ
ვიცი, რამდენჯერ ყოფილა ბრძოლაში, ან რამდენჯერ გაუცუ-
რებია სიკვდილი.
518 მკითხველთა ლიგა
წესით, ჩემნაირი გოგონასი არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ
ეშინია. ტუკზე დაბრუნებული უკვე მისი თანასწორი ვარ, იქ-
ნებ უფრო მეტიც, ეს თავადაც იცის.
ნელა ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ, რადგან ახლა
ასეა საჭირო.
– რამ შეგცვალათ, პოლკოვნიკო? ვიცი, ეს არც თქვენი
კარგი ალღოს და არც სარდლობის ბრძანებების გამო არ
მომხდარა.
იგი დიდხანს მიყურებს და მერე თავს მიქნევს.
– მომყევი. მათ შენთან შეხვედრა ითხოვეს.

519 მკითხველთა ლიგა


თავი 28

ტუკი იმაზე პატარაა, ვიდრე მე მახსოვდა. მთელ კუნძულზე


კოროსიდან ჩამოყვანილი სამასი პატიმარი და პოლკოვნიკის
დამატებითი ძალები ირევიან. ის წინ სწრაფი ნაბიჯით მიმიძ-
ღვის და მეც გაჭირვებით ვეწევი. ახალი ჯარისკაცების უმეტე-
სობა ტბებისქვეყნელია, შორეული ჩრდილოეთიდან ისევე
გადმოპარული, როგორც იარაღი და საჭმელი გადმოაქვთ. ეს
ყველაფერი ზღვით შემოდის, კონტრაბანდად. თუმცა აქ ნორ-
ტელებიც ბევრი არიან: გლეხები, მსახურები, დეზერტირები,
ყაზარმებს შორის ტატუიანი ტექნებიც კი ირევიან. ბევრი მათ-
განი ბოლო რამდენიმე თვეა ჩამოვიდა. ისინი საგანგებო ზო-
მებისგან გამოქცეულთა პირველი ნაკადის წევრები არიან და
მათ მალე სხვებიც მოჰყვებიან. ამის გაფიქრებაზე უნდა მეღი-
მებოდეს, მაგრამ ბოლო დროს გაღიმება ადვილად აღარ გა-
მომდის. ასაფრენ ზოლზე ნაცნობი თვითმფრინავი ღრიალებს
და „ბლექრანი“ ცაში იჭრება. ნაძლევს ვდებ, ჩრდილოეთის-
კენ მიდის, საჭეს კი კალი უზის. მით უკეთესი. სულაც არ მინ-
და აქ იხეტიალოს, მითვალთვალოს და ჩემი ყოველი ნაბიჯი
გააკრიტიკოს.
ყაზარმა N1. ბოლოს აქ ფარულად შევიპარე. ახლა
დღისით-მზისით შევდივარ და გვერდს პოლკოვნიკი მიმშვე-
ნებს. წყალქვეშა ბუნკერის ვიწრო დერეფნების გავლით მივ-
დივართ, ტბებისქვეყნელები ჩემს დანახვაზე უკან იხევენ და
გზას მითმობენ. აქაურობას ისედაც ვიცნობ – ერთ დროს ხომ
აქ ვიყავი გამომწყვდეული – მაგრამ ვეღარაფერი მაშინებს.
ჭერში გამავალ მილებს მივუყვებით, რომელთაც ყაზარმები-

520 მკითხველთა ლიგა


სა და მთელი კუნძულის მფეთქავი გულისკენ მივყავართ.
მართვის ოთახი პატარაა, მაგრამ სავსეა ეკრანებით, რა-
დიოაღჭურვილობით, ყველგან რუკებია მიმოყრილი. ველი,
რომ დავინახავ ფარლის, რომელიც ბრძანებებს გასცემს,
მაგრამ არსად არის, მხოლოდ ტბებისქვეყნელების და აჯან-
ყებულების ლურჯი და წითელი ფორმები ირევა ერთმანეთში.
ორ კაცს განსხვავებული, ღია მწვანე უნიფორმა აცვია, ზედ
შავი ზოლებით. წარმოდგენა არა მაქვს, რომელი ქვეყნიდან
არიან.
– ოთახი დაცალეთ! – ამბობს პოლკოვნიკი. ყვირილი სა-
ჭირო არ არის, სწრაფად ემორჩილებიან.
მაგრამ მწვანეში გამოწყობილი წყვილი ფეხსაც არ იც-
ვლის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სწორედ ამ წუთებს ელო-
დებოდნენ. უცნაური სანახავია, როგორ მოძრაობენ ერთ ტემ-
პში და ერთდროულად ტრიალდებიან ჩვენკენ. უნიფორმებზე
ორივეს სამკერდე ნიშანი უკეთია, თეთრი რგოლი შუაში
მწვანე სამკუთხედით. ასეთი სიმბოლო კონტრაბანდული სა-
ქონლის ყუთებზე მინახავს.
იდენტური ტყუპია, თუმცა, ამის გარდა, მათ შორის კიდევ
არის უცნაური მსგავსება. ორივეს ხვეული შავი თმა აქვს,
თავზე ქუდივით ადევთ, მუქი თვალები, ყავისფერი კანი და
უზადოდ გაკრეჭილი წვერი. მათ მხოლოდ ნაიარევი განას-
ხვავებთ – ერთს მარჯვენა ლოყაზე აქვს, მეორეს – მარჯვენა-
ზე. იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გაარჩიონ. მაჟრჟოლებს,
როცა ვხვდები, რომ თვალებსაც ერთდროულად ახამხამებენ.
– მის ბაროუ, როგორც იქნა, შევხვდით, – ხელს მიწვდის
ის, რომელსაც მარჯვენა ლოყაზე აქვს იარა. ვყოყმანობ, მაგ-
რამ არ სწყინს და ლაპარაკს განაგრძობს, – მე რაში მქვია, ეს
კი ჩემი ძმაა, სახელად...
521 მკითხველთა ლიგა
– ტაჰირი, თქვენს სამსახურში მიგულეთ, – ერთვება
მეორე. თავებს ერთდროულად, მოხდენილად მიკრავენ, –
თქვენი და თქვენიანების სანახავად დიდი გზა გამოვიარეთ
და დიდხანს...
– გიცდიდით, – ამთავრებს რაში ძმის წინადადებას. მერე
პოლკოვნიკს გახედავს და მის მზერაში ზიზღი ელავს, –
თქვენთვის შეტყობინება და შემოთავაზება გვაქვს.
– ვისგან? – სუნთქვა მიჭირს, თავბრუ მესხმის. ისინი ნამ-
დვილად ჰიბრიდები არიან – მათი მსგავსება არაბუნებრივია
და არც ტბებისქვეყნელები არიან, არც ნორტელები. დიდი
გზა გამოვიარეთო. მაინც საიდან ჩამოვიდნენ?
მელოდიური ხმით ერთდროულად ამბობენ:
– მონტფორტის თავისუფალი რესპუბლიკისგან.
უცებ ძალიან მინდება ჯულიანიც გვერდით მყავდეს, რათა
თავისი გაკვეთილებისა და რუკების გახსენებაში დამეხმა-
როს. მონტფორტი, მთიელების ქვეყანა, რომელიც ძალიან
შორსაა, სამყაროს მეორე ბოლოში. ჯულიანმა მითხრა, რომ
ის სამხრეთში მდებარე პიდმონტივითაა, იქაურობას ვერ-
ცხლისფერი პრინცები მართავენ.
– ვერაფერი გავიგე, – ვეუბნები მათ.
– ვერც პოლკოვნიკმა ფარლიმ გაიგო, – ამბობს ტაჰირი.
– რესპუბლიკა კარგადაა დაცული მთებით...
– თოვლით...
– გალავნით...
– ...და ადგილმდებარეობით.
რა მომაბეზრებელია.
– ბოდიშს გიხდით, – ამატებს რაში, როდესაც უხერხულო-
ბას მამჩნევს, – მუტაციის გამო ჩვენი ტვინები ერთმანეთს
უკავშირდება და შეიძლება ეს საკმაოდ...
522 მკითხველთა ლიგა
– შემაშფოთებლად მეჩვენოს, – ვამთავრებ მის მაგივრად
და ორივეს ეღიმება, მაგრამ პოლკოვნიკი შუბლშეკრული
დგას და წითელი თვალი უბრწყინავს,
– მაშ, თქვენც ჩემსავით ჰიბრიდები ხართ?
ერთდროულად მიქნევენ თავს.
– მონტფორტში მცხუნვარეებს გვიწოდებენ, მაგრამ სხვა-
დასხვა ეროვნებას სხვადასხვა სახელწოდება აქვს. ვერავინ
თანხმდება, რა საერთო სახელი უნდა ჰქონდეთ წითელ-
ვერცხლისფერებს, – ამბობს ტაჰირი, – მსოფლიოში ბევრი
ჩვენისთანაა. ზოგი თავისუფლად ცხოვრობს, როგორც მონ-
ტფორტში, ან დამალვა უწევთ, როგორც თქვენს ქვეყანაში, –
ის პოლკოვნიკს უყურებს და მის სიტყვებს ორმაგი მნიშვნე-
ლობის ელფერი დაჰკრავს, – ქვეყნებს შორის საზღვრები
ჩვენს კავშირს ხელს ვერ უშლის. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენისთა-
ნებზე, რადგან ამას სხვა არავინ გააკეთებს. მონტფორტი ოცი
წლის განმავლობაში არაფერში ერეოდა და რესპუბლიკას
სასტიკი რეჟიმის ნანგრევებზე აგებდა. ვფიქრობ, ეს კარგად
გესმით, – მართლაც მესმის, მეღიმება კიდეც იმ ტკივილის
მიუხედავად, რასაც განვიცდი, – მაგრამ ახლა ჩრდილში
ყოფნას აღარ ვაპირებთ. არმიაც გვყავს, ფლოტიც და უმოქმე-
დოდ დიდხანს აღარ იქნებიან. მით უმეტეს, როცა ისეთი ქვეყ-
ნები არსებობენ, როგორიცაა ნორტა, ტბების ქვეყანა და
სხვები. ადგილები, სადაც წითლები იხოცებიან, მცხუნვარე-
ებს კი კიდევ უფრო უარესი ხვედრი ელით.
გასაგებია. ესე იგი პოლკოვნიკმა ხელგაშლით აუცილებ-
ლობის ან სიკეთის გამო კი არ მიგვიღო, არამედ შიშის გავ-
ლენით. თამაშში სხვა მოთამაშე ჩაერთო, რომლისა მან არა-
ფერი იცის. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ცხადია, რომ მათ
საერთო მტერი ჰყავთ – ვერცხლისფერები. ისეთები, როგო-
523 მკითხველთა ლიგა
რიც მეივენია. ის ხომ ჩემი მტერიცაა. მაგრამ ტანში ჟრუანტე-
ლი მივლის და ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. კალი და
ჯულიანიც ვერცხლისფერები არიან. რა აზრის არიან ისინი
მათზე? პოლკოვნიკს უნდა მივბაძო, გავჩუმდე და ვნახო, რა
უნდათ სინამდვილეში.
– რესპუბლიკის მეთაურმა, პრემიერმა დევიდსონმა, ელ-
ჩებად გამოგვგზავნა, ის „ალისფერ მცველს“ მეგობრობის
ხელს უწვდის, – ამბობს რაში და თვითონაც ხელი უტოკავს, –
პოლკოვნიკი ფარლი ამ კავშირს ორიოდე კვირის წინ სიხა-
რულით დაეთანხმა, ისევე, როგორც მისი უფროსები, სარ-
დლობის წითელი გენერლები.
სარდლობა. ფარლის ეს იდუმალი სიტყვა ახლა გასაგები
ხდება. მას არასოდეს აუხსნია, რას გულისხმობდა, მაგრამ „ა-
ლისფერ მცველს“ ამ წუთებში უფრო ახლოს ვეცნობი. წითე-
ლი გენერლების შესახებ აქამდე არაფერი მსმენია, მაგრამ
არაფერს ვიმჩნევ. ამ ორმა არ იცის, რა ცოტა რამ ვიცი სინამ-
დვილეში. თუ ტყუპის ლაპარაკის მანერით ვიმსჯელებთ, მათ
მეც ერთ-ერთი მეთაური ვგონივარ, რომელსაც „ალისფერ
მცველზე“ გავლენა აქვს. არადა, საკუთარ თავზეც ძლივსღა
ვახდენ გავლენას.
– მსგავს ჯგუფებსა თუ პირებთან კავშირი მთელი კონტი-
ნენტის მასშტაბით დავამყარეთ და რთული ქსელი ჩამოვაყა-
ლიბეთ. ეს სქემა ბორბალს მოგაგონებთ, რომლის ცენტრშიც
რესპუბლიკა დგას, – რაში თვალს თვალში მიყრის, – აქაურ
მცხუნვარეებს ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდ გადასვლას ვთა-
ვაზობთ, სადაც მათ არა მარტო დაიცავენ, არამედ თავისუფ-
ლებასაც უბოძებენ. მათ ბრძოლა აღარ დასჭირდებათ, თავი-
ანთ ნებაზე იცხოვრებენ. აი, ჩვენი შემოთავაზება.

524 მკითხველთა ლიგა


გული სწრაფად მიცემს. თავიანთ ნებაზე იცხოვრებენ. რამ-
დენჯერ მინატრია ეს, ვინ მოთვლის. სოფელშიც კი, სადაც
თავი ნორმალური მეგონა და არაფერს წარმოვადგენდი. მე
მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რა
ძვირფასია ჩვეულებრივად ცხოვრება და რა ძნელი მისაღწე-
ვია. მაგრამ იქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილიც მი-
ვიღე: ყველაფერს თავისი ფასი აქვს.
– სანაცვლოდ რას ითხოვთ? – ვჩურჩულებ და პასუხის მე-
შინია.
რაში და ტაჰირი ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გა-
დახედავენ. ეჭვი არაა, ძმებს ერთმანეთთან უსიტყვოდ საუბა-
რიც შეუძლიათ, ჩურჩულით, როგორც ელარას.
– პრემიერი დევიდსონი მოითხოვს, რომ მათ თქვენ გაჰ-
ყვეთ, – ერთხმად ამბობენ ისინი.
მოითხოვს? ეს რას ნიშნავს?
– ენთუზიასტი ხართ, მომავალ ომში დიდ დახმარებას გაგ-
ვიწევთ, – მათ ბრძოლა აღარ დასჭირდებათ. უნდა მივმხვდა-
რიყავი, რომ ეს მე არ მეხება, – თქვენი რაზმი გეყოლებათ,
თქვენ მიერვე შერჩეული მცხუნვარეებისგან შემდგარი...
ჰიბრიდი მეფე იჯდება იმ ტახტზე, რომელიც შენ აუგე.
ეს კამერონმა მითხრა რამდენიმე დღის წინ, როცა ჩვენ-
თან ერთად წამოსვლა ვაიძულე. ახლა ზუსტად ვიცი, რასაც
გრძნობდა და რა საზარელი სიმართლე შეიძლება იმალებო-
დეს მის სიტყვებში.
– მხოლოდ მცხუნვარეები? – ვეკითხები მე, – მხოლოდ
ჰიბრიდები? მითხარით, სინამდვილეში როგორია თქვენი
რესპუბლიკა? ვერცხლისფერი მმართველები ახალ ბატონებ-
ში გაცვალეთ?
ძმები სხედან და მახვილი მზერით მიყურებენ.
525 მკითხველთა ლიგა
– არასწორად გაგვიგეთ, – ამბობს ტაჰირი. მარცხენა ლო-
ყაზე ნაიარევზე იდებს ხელს, – ჩვენ თქვენნაირები ვართ, მერ
ბაროუ. ამის გამო ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და გვინდა სხვა
მაინც აღარ დაიტანჯოს. ჩვენისთანებისთვის თავშესაფარს
გთავაზობთ, განსაკუთრებით პირადად თქვენ.
იტყუებიან. კიდევ ერთ სცენას მთავაზობენ, რომელზეც
ავალ და ჩემს როლს შევასრულებ.
– აქაც კარგად ვარ, – ვეუბნები და პოლკოვნიკს ჯანსაღ
თვალში ვუყურებ. აღარ იბღვირება, – გაქცევას არ ვაპირებ,
ყოველ შემთხვევაში, ახლა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
წითლებს უამრავი ისეთი პრობლემა აქვთ, რომლებზე ლაპა-
რაკითაც თავს არ შეგაწყენთ. შეგიძლიათ ნებისმიერი ჰიბრი-
დი წაიყვანოთ, ვინც წამოსვლას მოინდომებს, მაგრამ მე
სურვილი არა მაქვს. თუ ეცდებით რაიმე ძალით გამაკეთები-
ნოთ, ორივეს შეგხრაკავთ. არ მაინტერესებს, რა ფერია
თქვენი სისხლი ან რამდენად თავისუფალი ხართ. თქვენს მე-
თაურს გადაეცით, რომ დაპირებებით ვერ მომისყიდის.
– მაშინ მოქმედებაზე რას იტყვით? – მთავაზობს რაში და
ცალ წარბს სწევს, – ამ შემთხვევაში მაინც თუ გადმოხვალთ
ჩვენს მხარეზე?
ასეთი რამ ადრეც გამომიცდია. მქონია საქმე მეფეებთან,
სულერთია, რა ერქვა მათ, მაგრამ ტყუპთან კამათი კარგს
არაფერს მომიტანს, ამიტომ მხოლოდ მხრებს ვიჩეჩ.
– მაშინ იმოქმედეთ და მერე ვნახოთ, – მერე ღიმილით
მივბრუნდები წასასვლელად, – მომიტანეთ მეივენ კალორეს
თავი და მერე თუ უნდა, თქვენმა ლიდერმა მსახურად დამიყე-
ნოს.
ტაჰირის პასუხი ჟრუანტელს მგვრის:

526 მკითხველთა ლიგა


– თქვენ ძუ მგელი მოკალით. მისი ლეკვის მოკვლა აღარ
უნდა გაგიჭირდეთ.
ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ.
– უცნაურია, მის ბაროუ.
– რა არის უცნაური? – ვუღრენ პოლკოვნიკს. აქედან მშვი-
დად წასვლასაც არ მაცდის. მისი გულღია გამომეტყველება
მაოცებს, სახეზე გულისხმიერების მსგავს რაღაცას ვხედავ. ის
უკანასკნელია, ვისგანაც ამას ველი.
– უამრავი ადამიანი ჩამოგყვათ, მაგრამ ისინი დაკარგეთ,
ვისთან ერთადაც აქედან წახვედით, – წარბებს აწკეპს და დე-
რეფნის ცივ, ნესტიან კედელს ეყრდნობა, – სოფლელი ბიჭი,
ის თქვენი პრინცი და ჩემი ქალიშვილი – სამივენი თავს გა-
რიდებენ. რა თქმა უნდა, თქვენი ძმა, – მისკენ გადადგმული
ჩემი ნაბიჯი აშინებს და ჩუმდება, მერე ისევ განაგრძობს, –
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ოჯახის წევრის დაკარგვა ყო-
ველთვის მძიმეა.
მის შტაბში ნანახი ფოტო მახსენდება. მას ცოლი და კიდევ
ერთი ქალიშვილი ჰყავდა და ისინი მასთან აღარ არიან.
– ყველას დრო გვჭირდება, – ვეუბნები იმ იმედით, რომ ეს
იკმარებს.
– მეტისმეტად დიდხანს ნუ მოიცდით. არ ივარგებს, თუ
თქვენს ცოდვებზე ზედმეტად ბევრს იფიქრებთ.
შეკამათების თავი არა მაქვს, იმიტომ, რომ მართალია.
ჩემს უახლოეს ადამიანებს ვატკინე გული და ვაჩვენე, რა მხე-
ცი იმალებოდა ჩემში.
– წითლების რომელ პრობლემას გულისხმობდით? – მე-
კითხება ის, – რამე არ ვიცი, რაც უნდა ვიცოდე?
თვითმფრინავში კალს ვუთხარი, რომ ჩრდილოეთში წას-
ვლას ვაპირებ. ეს ნახევრად ბრაზმაც მათქმევინა, რათა მის-
527 მკითხველთა ლიგა
თვის რაღაც დამემტკიცებინა. მეორე მხრივ, ეს იმიტომ
ვთქვი, რომ სწორი საქციელი იქნებოდა. რაღაც-რაღაცებს
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვაქცევდი სათანადო
ყურადღებას.
– რამდენიმე დღის წინ ოფიციალური დოკუმენტი ჩაგვი-
ვარდა ხელში. ბავშვების პირველ ლეგიონებს ნაოხარისკენ
გზავნიან, – ადას სიტყვების გახსენებაზე სუნთქვა მეკვრის, –
ყველა დაიხოცება. სანგრებს გვერდს აუქცევენ და პირდაპირ
სასაკლაოზე შეყოფენ თავს. ხუთი ათასი ბავშვი ამოწყდება.
– ჰიბრიდები? – წამკბენს პოლკოვნიკი.
– როგორც ვიცი, არა, – უარის ნიშნად ვაქნევ თავს.
ის ხელს პისტოლეტზე იდებს, წელში იმართება და იატაკზე
აფურთხებს.
– სარდლობამ მართლაც მიბრძანა, დაგხმარებოდით.
მგონი, დროა, ერთად რამე სასარგებლო გავაკეთოთ.
ჰოსპიტალში სიმშვიდეა, კარგი ადგილია, თუკი ვინმეს
ელოდები. სარას ვერცხლისფერებისთვის განკუთვნილი ყა-
ზარმიდან გამოსვლის უფლება მისცეს და მანაც დაშავებუ-
ლებს ჩამოუარა. ახლა, ერთის გარდა, ყველა საწოლი ცა-
რიელია. წამოწოლილი ვარ და გრძელ ფანჯარას ვუყურებ.
მაცდუნებლად ლურჯ ცას ფოლადისფერ-ნაცრისფერი გადა-
ეკრა. შეიძლება ისევ ქარიშხალი ამოვარდეს, ან მე მიბნელ-
დება თვალებში. მზის შუქს ვეღარ ვხედავ. ზეწარი რბილი და
ბევრი რეცხვისგან გაცვეთილია. თავს ვებრძვი, რომ სახეზე
არ გადავიფარო. თითქოს ამას მოგონებების შეჩერება შეეძ-
ლოს. თითოეული მათგანი დიდ ტკივილს მაყენებს. მახსენ-
დება შეიდის ბოლო წუთები, გაფართოებული თვალები, ცალ
ხელს ჩემკენ იწვდის და მერე მისი მკერდიდან სისხლი გად-
მოსკდება. ჩემს გადასარჩენად დაბრუნდა და ამან დაღუპა.
528 მკითხველთა ლიგა
ისეთივე გრძნობა მაქვს, როგორიც მაშინ, როცა ტყეში ვიმა-
ლებოდი და გიზას დასახიჩრებული ხელისთვის შეხედვას ვერ
ვბედავდი. ახლა იმის წარმოდგენაც არ მინდა, როგორ უნდა
დავბრუნდე ჩემს ოჯახში და ის სიცარიელე ვნახო, რომელიც
შეიდის შემდეგ დარჩა. ალბათ, აინტერესებთ, სად არის გო-
გო, რომელმაც მათი ვაჟის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ვინც
ახლა მომაგნო, გვარად ბაროუ არ არის.
– მოგვიანებით დავბრუნდე თუ უკვე მორჩი საკუთარი თა-
ვის შეცოდებას?
მაშინვე წამოვიწევ და საწოლთან მდგარ ჯულიანს ვხედავ.
სახის ფერი და ჩამოცვენილი კბილები სარას დახმარებით
ისევ დაჰბრუნებია, მაგრამ ტუკის საწყობში ნაპოვნი ერთმა-
ნეთის შეუსაბამო ტანსაცმლის გამო ისევ ძველ ჯულიანს
ჰგავს. ღიმილს ველი, შეიძლება მადლობასაც, მაგრამ არა
საყვედურს. არა მისგან.
– შეიძლება ადამიანი ცოტა ხანს სიმშვიდეში იყოს? – ვამ-
ბობ გაღიზიანებული და ისევ თხელ ბალიშზე ვესვენები.
– ჩემი გამოთვლებით უკვე საათზე მეტია იმალები. მგონი,
ეს მეტია, ვიდრე „ცოტა ხანი“, – მოხუცი მასწავლებელი მთე-
ლი ძალით ცდილობს კეთილი იყოს, მაგრამ არ გამოსდის.
– თუ აუცილებლად გინდა გაიგო, პოლკოვნიკს ველოდე-
ბი. სამხედრო ოპერაცია უნდა დავგეგმოთ და ამწუთას მოხა-
ლისეებს უყრის თავს, – აი, ასე, მაგრამ ჯულიანს ასე ადვი-
ლად ვერ დააფრთხობ.
– და გადაწყვიტე, რომ უმჯობესია წათვლიმო, ვიდრე სხვა
ჰიბრიდებს დაელაპარაკო, ან აფორიაქებული ვერცხლისფე-
რები დააწყნარო, ან ექიმს ეჩვენო, ან შენს მგლოვიარე ოჯა-
ხის წევრებს დაელაპარაკო.
– სულაც არ მომნატრებია თქვენი გაკვეთილები, ჯულიან.
529 მკითხველთა ლიგა
– მოხერხებულად ცრუობ, მერ, – ამბობს ღიმილით.
სწრაფად მოდის ახლოს და გვერდით მიჯდება. შხაპიდან
ახალი გამოსულია და სისუფთავის სუნი ასდის. ვხედავ, რო-
გორი გამხდარია და ცარიელი მზერა აქვს. სარა სულს ვერ
უმრთელებს.
– გაკვეთილს მსმენელი სჭირდება, მაგრამ შენ უკვე აღარ
მისმენ, – ხმას უდაბლებს, სახეზე ზევით მაწევინებს და თვა-
ლებში მიყურებს. ძალიან დაღლილი ვარ და არ ვეწინააღ-
მდეგები, – არც სხვებს უსმენს, მაგალითად, კალს.
– თქვენც უნდა მიყვიროთ?
ჯულიანი სევდიანად იღიმება.
– ოდესმე მიყვირია?
– არა, – ვჩურჩულებ მე, – არა, არ გიყვირიათ.
– ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებ. მხოლოდ იმის სათქმე-
ლად მოვედი, რისი გაგონებაც შენთვის აუცილებელია. მოს-
მენას არ დაგაძალებ, არც მორჩილებას მოგთხოვ. არჩევანს
გაძლევ, როგორც წესი და რიგია.
– კარგი.
– ერთხელ გითხარი, რომ ნებისმიერს შეუძლია ნების-
მიერის ღალატი. ვიცი, რომ გახსოვს, – ო, ძალიან კარგად
მახსოვს, – და ახლაც იმავეს გეტყვი: ყველას და ყველაფერს
შეუძლია გიღალატოს, თუნდაც შენს გულს.
– ჯულიან...
– დაბადებიდანვე ბოროტი არავინაა, ისევე, როგორც
მარტოსული არავინ იბადება. ადამიანი ასეთი მოგვიანებით
ხდება, არჩევნისა და გარემოებების გამო. ამ უკანასკნელს
ვერ გააკონტროლებ, მაგრამ პირველს... მერ, შენზე ძალიან
ვღელავ. ბევრი ისეთი რამ გადაიტანე, რაც არავინ უნდა გა-
მოცადოს. შენი თვალით ნახე უამრავი საშინელება და თავა-
530 მკითხველთა ლიგა
დაც საშინელებას აკეთებდი. ეს ყველაფერი შეგცვლის. ძა-
ლიან მაშინებს ის, თუ რად შეიძლება გადაიქცე, როდესაც
შანსი მოგეცემა.
ეს მეც მაშინებს.
მის ხელს ჩემსაში ვიქცევ და ეს ოდნავ მამშვიდებს, მაგრამ
ჩვენ შორის სუსტი კავშირია და არ ვიცი, ეს როგორ გამოვას-
წორო.
– ვეცდები, ჯულიან, – ვბუტბუტებ მე, – ვეცდები.
საინტერესოა, მომავალში ჯულიანი ჩემ შესახებ სხვებს თუ
მოუყვება, როცა საკუთარ სახეს დავკარგავ, ელარას დავემ-
სგავსები და აღარავის ვეყვარები? ის გოგო ვიქნები, რომე-
ლიც თავისას ცდილობდა და არ გამოუვიდა. არა, ასე არ უნ-
და ვიფიქრო, არ შეიძლება. მე მერ ბაროუ ვარ და საკმარისი
ძალა მაქვს. ბევრი ცუდი რამ ჩამიდენია და პატიებას არ ვიმ-
სახურებ, მაგრამ ჯულიანის თვალებში ისეთ სითბოს ვხედავ,
რომ იმედით ვივსები. ურჩხულად არ გადავიქცევი, მიუხედა-
ვად იმისა, თუ რისი გაკეთება მომიწევს მომავალში. საკუთარ
თავს არ დავკარგავ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯ-
დეს.
– შენს ოჯახთან მიგაცილო თუ გზას თავად გააგნებ?
– გზაც იცით? – ვეკითხები სრუტუნით.
– დაუჯერე, რასაც უფროსი გეუბნება, ელვა-გოგონავ.
– ერთი მასწავლებელი მყავდა, რომელიც მეუბნებოდა,
ყველაფერში ეჭვი შეიტანეო.
მას თვალები უბრწყინავს და სუსტ მკერდს ამაყად ბერავს.
– შენი მასწავლებელი ჭკვიანი კაცი იყო.
ვატყობ, რომ მაშტერდება და თვალები უქრება. მოშიშ-
ვლებულ ლავიწს და ზედ აღბეჭდილ დაღს უყურებს. ვფიქ-

531 მკითხველთა ლიგა


რობ, ზედ რამე ხომ არ დავიფარო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
ჩემს სხეულზე ამომწვარ ასო მ-ს არ დავუმალავ.
– სარას შეუძლია დაგეხმაროს, – ლუღლუღებს ის, – მო-
ვიყვანო?
ფეხები მიკანკალებს, მაგრამ მაინც ვდგები. ბევრი იარა
მაქვს, რომელთა მორჩენას ვისურვებდი, მაგრამ ეს მათ რიც-
ხვში არ შედის.
– არ არის საჭირო, – ვეუბნები მას.
დაე, ეს დაღი ყველას კარგად ახსოვდეს.
ცარიელი ჰოსპიტლიდან ხელიხელჩაკიდებული გავდი-
ვართ. ჩვენივე ნაბიჯების ექო გვესმის და თეთრი ოთახი ნელ-
ნელა მუქდება და თვალს ეფარება. გარეთ სამყაროს ჩრდი-
ლი გადაეკრა, ზამთარი კარზე მოგვდგომია და მალე დააკა-
კუნებს. მომწონს ცივი ჰაერი. მაფხიზლებს.
ცენტრალურ ეზოს ვკვეთთ და N3 ყაზარმისკენ მივდი-
ვართ, თან ამასობაში აქაურობას ვათვალიერებ. ბრბოში
რამდენიმე ნაცნობი სახე მოჩანს, ზოგი ვარჯიშობს, სხვებს
ტვირთი გადააქვთ ან უსაქმოდ დაყიალებენ. ვხედავ, რომ
ადა გაფუჭებულ მანქანასთან ჩამუხლულა და ხელში ინ-
სტრუქცია უჭირავს. ლორიც მის გვერდითაა და ხელსაწყოებს
არჩევს. რამდენიმე იარდის მოშორებით დარმიანი „ალისფე-
რი მცველის“ წევრებს უერთდება და მათთან ერთად დაძუნ-
ძულებს. თავშესაფრიდან წამოყვანილებს შორის მხოლოდ
მათ ვხედავ და მუცლის გვრემა მეწყება. სად არიან კამერონი,
ნიქსი, ნენი, გარეტი და კეტა? გულისრევის შეგრძნება მაქვს,
მაგრამ თავს ვიკავებ. მხოლოდ იმის დატირება შემიძლია,
ვინც ნამდვილად მკვდარია.
ჯულიანს N3 ყაზარმაში შემოსვლის უფლება არა აქვს.
ამას მწარე ღიმილით მატყობინებს, მის სიტყვებში აღშფოთე-
532 მკითხველთა ლიგა
ბა გამოსჭვივის. ბრძანების შესრულებას მკაცრად არავინ
აკონტროლებს, მაგრამ მაინც ემორჩილება.
– ვცდილობ „კარგი“ ვერცხლისფერი ვიყო, – ამბობს ცი-
ვად, – პოლკოვნიკმა ისედაც მოწყალება მოიღო და ყაზარმე-
ბიდან გამოსვლის უფლება მოგვცა. მისი ნდობა ხომ უნდა გა-
ვამართლო.
– მოგვიანებით მოვალ თქვენს სანახავად, – მის მხარზე
მიდევს ხელი, – ალბათ, ვერცხლისფერების ყაზარმაში
არეულობაა.
ჯულიანი მხრებს იჩეჩს.
– მათ სარა მკურნალობს. ჩაკეტილ სივრცეში დამარცხე-
ბული, მშიერი და გაბრაზებული ბევრი ვერცხლისფერის ყოფ-
ნა სასურველი არ არის. მათ იციან, რაც გააკეთე მათი გუ-
ლისთვის. ჯერჯერობით აურზაურის მოსაწყობად მიზეზი არა
აქვთ.
ჯერჯერობით. პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გაფრთხი-
ლებაა. პოლკოვნიკმა არ იცის, რა უყოს ამდენ ვერცხლის-
ფერ ლტოლვილს და მალე აუცილებლად დაუშვებს შეცდო-
მას.
– რაც შემიძლია, გავაკეთებ, – ვოხრავ და აუცილებლად
გასაკეთებელი საქმეების ჩემეულ სიას მოსალოდნელი
არეულობის ჩამშვიდებაც ემატება. დედაშენის დასანახავად
არ იტირო, ფარლის ბოდიში მოუხადე, მოიფიქრე, როგორ
გადაარჩინო ხუთი ათასი ბავშვი, როგორ მიხედო უამრავ
ვერცხლისფერს. როგორ შეძლო შეუძლებელი. მოკლედ,
არაფერი განსაკუთრებული.
ყაზარმა ისეთივეა, როგორიც მახსოვს, ლაბირინთივით
მიხვეულ-მოხვეული. ერთი-ორჯერ გზაც მებნევა, მაგრამ მა-

533 მკითხველთა ლიგა


ინც ვაგნებ იმ კარის სახელურს, რომელზეც იისფერი ქსოვი-
ლის ნაგლეჯია შებმული. ჩაკეტილია და ზედ ვაბრახუნებ.
კარს ბრი აღებს. სახე ტირილისგან დასწითლებია და ლა-
მის მუხლი მომეკვეთოს.
– სად იყავი ამდენ ხანს? – ამბობს და უკან იხევს. მისი უხე-
ში კილო მაკრთობს, მაგრამ სამაგიეროს არ ვუხდი. პირიქით,
მკლავზე ხელს ვადებ. იძაბება, მაგრამ ხელს არ მართმევს.
– მაპატიე, – ვეუბნები, მერე კი უფრო ხმამაღლა მთელ
ოთახს მივმართავ, – ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ
მოვედი.
გიზა და ტრემი სხვადასხვანაირ სკამზე სხედან. დედა სა-
წოლზე მოკუნტულა, მამა კი ინვალიდის სავარძლით გვერ-
დზე უზის. დედაჩემი სახეს ბალიშში მალავს, მამა კი პირდა-
პირ თვალებში მიყურებს.
– ყველაფერი გასაგებია, საქმეები გქონდა, – როგორც
ყოველთვის, უხეშად ამბობს, მაგრამ ასეთი შეურაცხმყოფე-
ლი კილო მისგან არასდროს მსმენია.
ამას ვიმსახურებ.
– ადრე უნდა მოვსულიყავი, – მე ოთახის სიღრმეში შევ-
დივარ. ამ ერთი ბეწო სივრცეში გზააბნეულივით რატომ
ვგრძნობ თავს? – მისი ცხედარი ჩამოვასვენე.
– უკვე ვნახეთ, – მომიგდებს ბრი და დედას საწოლზე ჯდე-
ბა. საწოლი მისი წონისგან იღუნება, – რკინის ერთი დარტყმა
და, აღარ არის.
– ვიცი, – ვჩურჩულებ მე.
გიზას გამხდარი ფეხები ზემოთ აუტანია და სკამზე
წრიალებს. დაშავებულ ხელს ღუნავს, ცდილობს ყურადღება
ტკივილზე გადაიტანოს.
– იცი, ვინ მოკლა?
534 მკითხველთა ლიგა
– მაგნეტრონმა პტოლემუს სამოსმა, – არენაზე კალს ამ
მხეცის მოკვლა შეეძლო, მაგრამ შეიბრალა და მისმა სიბრა-
ლულმა ჩემი ძმა შეიწირა.
– გამიგია ეგ სახელი, – ამბობს ტრემი, რათა დაძაბული
სიჩუმე შეავსოს, – ერთ-ერთი იყო, რომელსაც შენი სიკვდი-
ლით დასჯა დაავალეს. შენ გადაურჩი, სამაგიეროდ, შეიდი
მოკლა, – ეს ბრალდებასავით გაისმის. თავს ვხრი და მისი
ტკივილით სავსე თვალების მაგივრად ჩემს ფეხსაცმელებს
დავყურებ.
– პასუხი მაინც თუ აგებინე? – ბრი ისევ ფეხზე დგება, ერთ
ადგილზე ვეღარ ჩერდება. ჩემ წინ აღიმართება, ცდილობს
შემაკრთოს, მაგრამ ავიწყდება, რომ უხეში ძალის აღარ მეში-
ნია.
– ბევრი ხალხი დავხოცე, – ხმა მიწყდება, მაგრამ მაინც
არ ვჩუმდები, – არ ვიცი, რამდენი, მაგრამ დედოფალი ერთ-
ერთი მათგანი იყო.
დედა გადაწყვეტს, რომ შემომხედოს და ბალიშიდან თავს
სწევს. თვალები ცრემლით აქვს სავსე.
– დედოფალი? – ჩურჩულებს სუნთქვაშეკრული.
– მისი ცხედარიც აქ არის, – მეტისმეტი კმაყოფილებით
ვამბობ მე. ელარას ცხედარზე ლაპარაკი უფრო ადვილია,
ვიდრე ჩემს ძმაზე გლოვა. ამიტომ მათ გადაცემისა და ჩვენი
გეგმების შესახებ ვუყვები.
ეს საშინელი ჩანაწერი ამაღამ უნდა გავიდეს ეთერში, სა-
ღამოს ახალი ამბების გადაცემის დროს. მათი მოსმენა უკვე
სავალდებულოა, ისევე, როგორც საგანგებო ზომები. სამე-
ფოში ყოველი ადამიანი ვალდებულია ვახშამს ტყუილები და
პროპაგანდა მიაყოლოს. ახალგაზრდა, ენერგიული მეფე, კი-
დევ ერთი გამარჯვება სანგრებში და სხვა ასეთი სისულე-
535 მკითხველთა ლიგა
ლეები. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. ნორტას თავი-
სი მკვდარი დედოფლის ნახვა მოუწევს და მსოფლიო ჩვენს
მოწოდებას გაიგონებს. ბრი ბოლთას სცემს და სამოქალაქო
ომის წარმოდგენაზე გიჟივით იღიმება, როგორც ყოველთვის,
ტრემიც უკან დასდევს. ერთმანეთს ელაყბებიან, უკვე ოცნე-
ბობენ, როგორ შევლენ ერთად მარშით არქეონში და ჩვენს
წითელ დროშას თეთრი ალის სასახლის ნანგრევებზე აღმარ-
თავენ. გიზა მათ ენთუზიაზმს არ იზიარებს.
– როგორც ვხედავ, აქ დიდხანს აღარ დარჩები, – ამბობს
სასოწარკვეთილი ხმით, – ისევ მოხალისეების შესაგროვებ-
ლად იქნები საჭირო.
– არა, მოხალისეებს ჯერჯერობით თავი უნდა დავანებოთ.
გულს მიკლავს ის იმედი, რომელსაც მათში ვხედავ, განსა-
კუთრებით დედაჩემში. როგორც წესი, მათ არასოდეს ვეუბნე-
ბი, სად მივდივარ, მაგრამ ბოლოს ისე უეცრად გავქრი. გულს
ასე აღარ ვატკენ.
– მალე ნაოხარში მივდივარ.
მამა ისე ღრიალებს, რომ მგონია, სკამიდან გადმოვარდე-
ბა:
– არავითარ შემთხვევაში! სანამ ცოცხალი ვარ, მანდ ვერ
წახვალ! – ხიხინებს და მიზეზსაც განმიმარტავს, – ჩემი არც
ერთი შვილი არ ნახავს მაგ ადგილს. არასოდეს. არ გაბედო
იმის თქმა, რომ ვერ შეგაჩერებ. ამის გაკეთება შემიძლია და
გავაკეთებ კიდეც.
მამამ ნაოხარში ფილტვი და ფეხი დაკარგა. იმ ადგილს
ბევრი რამ შესწირა. ახლა, ალბათ, ჰგონია, რომ ნაოხარი მეც
მომინელებს.
– დარწმუნებული ვარ შეძლებ, მამა, – ვცდილობ გავეხუმ-
რო. ეს ყოველთვის ამართლებს.
536 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ამჯერად ხელს ამიქნევს და ეტლს ჩემკენ ისე სწრა-
ფად მოაქროლებს, წვივზე მეტაკება. ანთებული თვალებით
მიყურებს და აცახცახებულ თითს სახეში მიშვერს:
– სიტყვა მომეცი, მერ ბაროუ.
– ხომ იცი, ამას ვერ ვიზამ, – და ვუხსნი, რატომ არ შემიძ-
ლია. ხუთი ათასი ბავშვი, ხუთი ათასი ბიჭი და გოგონა. კამე-
რონი მართალს ამბობდა, ადამიანებს სისხლის ფერის მიხედ-
ვით ყოფენ და ეს დიდხანს აღარ უნდა გაგრძელდეს.
– ვინმე სხვა წავიდეს, – ბურტყუნებს და მთელი ძალით
ცდილობს თავის შეკავებას. ატირებული მამაჩემის ნახვა არ
მინდოდა, ახლა კი ვნატრობ, ამ სანახაობის დავიწყება შემეძ-
ლოს, – პოლკოვნიკმა, პრინცმა, ვინმე სხვამ გააკეთოს, – ის
მკლავზე მეპოტინება.
– დენიელ, – დედას ნაზი, მშვიდი ხმა აქვს, როგორც მოწ-
მენდილ ცაზე ეული თეთრი ღრუბელი, – დაე, წავიდეს.
როცა ჩემს მაჯაზე დადებულ მამაჩემის ხელს დავხედავ,
ვხვდები, რომ მეც ვტირი.
– ჩვენც მასთან ერთად წავალთ.
ბრი მანამდე ამბობს ამ სიტყვებს, სანამ მის შეჩერებას
ვასწრებ. მამას სევდა ბრაზით ეცვლება და სახეზე წამოჭარ-
ხლდება.
– გინდათ გულის შეტევამ მომკლას? – იღრინება და ჩემს
უფროს ძმას უბრუნდება:
– ის არასდროს ყოფილა ნაოხარში და არ იცის, რა ხდება
იქ, – ერთვება ტრემი, – აი, ჩვენ კი ვიცით. სანგრებში დიდი
დრო გავატარეთ.
თავს ვაქნევ და ხელს ვიშვერ მის შესაჩერებლად, სანამ
მამა მართლა ჭკუიდან გადავა.

537 მკითხველთა ლიგა


– პოლკოვნიკიც მომყვება, ნაოხარში ისიც ნამყოფია და
საჭირო არ არის...
– შეიძლება ტბების ქვეყნიდან შევიდა, – ბრი უკვე თავის
ჩემოდანში იქექება, არჩევს, რა წამოიღოს, – მაგრამ ნორტას
სანგრებს განსხვავებული განლაგება აქვთ. პოლკოვნიკი მა-
შინვე უკან გამობრუნდება.
ალბათ, ამაზე ჭკვიანური ბრისგან არაფერი გამიგონია.
ჭკუა არ უჭრის, მაგრამ ფრონტზე თითქმის ხუთი წელი იყო და
გადარჩა. უმეტესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ეს მარტო იღ-
ბლის წყალობით ვერ მოხდებოდა. ვხვდები, რომ ეს მათი სი-
მამაცის დამსახურებაცაა. ერთ დროს იმაზე ვდარდობდი,
რამდენ ხანს ვერ მხედავდნენ ძმები, ახლა კი მეც იმავე დღე-
ში ვარ. ისინი ისეთები აღარ არიან, როგორიც მე მახსოვს.
ჩემსავით მეომრებად ჩამოყალიბდნენ.
ხედავენ, რომ ხმას არ ვიღებ და ბარგის ჩალაგებას იწყე-
ბენ. ნეტავ შემეძლოს მათი შეჩერება. გულით რომ მეთხოვა,
დამიჯერებდნენ. მაგრამ არ შემიძლია, ისინი ისევე მჭირდება,
როგორც შეიდი მჭირდებოდა.
მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ ძმას არ ჩავ-
დებ მიწაში.
ვხვდები, რომ ვკანკალებ. ამიტომ დედას გვერდით ვუწვე-
ბი და ისიც მეხუტება. ძალიან ვცდილობ არ ვიტირო, მაგრამ
სულ ტყუილად.

538 მკითხველთა ლიგა


თავი 29

სასადილო ოთახი ხალხითაა სავსე, მაგრამ აქ საჭმელად


არ მოსულან. პოლკოვნიკმა მხოლოდ ერთი საათის წინ გაავ-
რცელა ინფორმაცია „უაღრესად მნიშვნელოვანი ოპერაციის“
შესახებ და აქ მისი ამორჩეული მებრძოლები და სხვა მოხა-
ლისეები ირევიან. ტბებისქვეყნელები ჩუმები, კარგად გაწ-
ვრთნილი და მშვიდები არიან, „ალისფერი მცველის“ წევრე-
ბი კი – უხეშები და ხმაურიანები. თუმცა ფარლი, რომელსაც
კაპიტნის წოდება დაუბრუნეს, ჩუმად ზის და უხალისოდ ატ-
რიალებს ხელზე შემოხვეულ შარფს. როცა ოთახში ჩემს ძმებ-
თან ერთად შევდივარ, ხმაური წყდება და ყველა მე მაჩერდე-
ბა, გარდა ფარლისა, თავს არც სწევს. ლორი და დარმიანი
ჩემს დანახვაზე ტაშსაც კი უკრავენ და ვწითლდები. მათ ადაც
უერთდება, მერე კი ჩემს გასახარად ნენიც და კამერონიც
ფეხზე დგებიან. გადარჩენილან. გულზე მეშვება, მაგრამ ნიქ-
სი, კეტა და გარეტი არ ჩანან. შეიძლება წამოსვლას არც აპი-
რებენ, რადგან მუდმივად საფრთხის წინაშე ყოფნა ყელში
ამოუვიდათ. საკუთარ თავს ამაში ვარწმუნებ, როდესაც ფარ-
ლის გვერდით ვჯდები. ბრი და ტრემიც მომყვებიან და პირადი
მცველებივით ზუსტად ჩემ უკან სხდებიან.
ჩვენ შემდეგ ჰარიკიც შემოძვრა, რომელიც თავშესაფრი-
დან ახალი ჩამოსულია და მოკლე სალამს მაძლევს. გაღებუ-
ლი კარი უჭირავს და ოთახში კილორნი შემოდის. გული უფ-
რო მიჩქარდება, როცა კალიც მოჰყვება, რომელსაც უკან სა-
რა და ჯულიანი მოსდევენ. ჩემმა შემოსვლამ ხალხი გააჩუმა,
ახლა კი პირიქითაა. ვერცხლისფერების დანახვაზე ბევრი

539 მკითხველთა ლიგა


ფეხზე წამოხტა, მეტწილად ტბებისქვეყნელები. აურზაურში
მათი ხმების გარჩევა ძნელია, მაგრამ ნათელია, რასაც ყვი-
რიან. აქ თქვენი ადგილი არ არის.
აყალმაყალში ჩემი და კალის თვალები მხოლოდ წამით
ხვდება ერთმანეთს. ის ოთახის ბოლოში თავისუფალ ად-
გილს პოულობს. ჯულიანი და სარა გვერდიდან არ შორდები-
ან და დამცინავ შეძახილებს ყურადღებას არ აქცევენ. კი-
ლორნი გზას წინ მიიკვლევს, თან სკამი მოაქვს და ჩემ გვერ-
დით დგამს. ისე მიქნევს თავს, ვითომც არაფერიაო, თითქოს
სადილად ვისხდეთ.
– აბა, რა თავყრილობაა? – ხმამაღლა ამბობს ის, რომ
ოთახის ხმაური გადაფაროს.
შემკრთალი ვუყურებ ჩემს მეგობარს. ბოლოს როცა ვნახე,
ფარლის მაცილებდა და სახეზე ეწერა, რომ ჩემი დანახვა
აღარ სურდა. ახლა ჩვეულებრივად იღიმება, ქურთუკის ჯიბი-
დან ვაშლს იღებს და მე მთავაზობს. საჩუქარს ყოყმანით, მაგ-
რამ მაინც ვართმევ.
– შენს თავს არ ჰგავდი, – ჩამჩურჩულებს ყურში. ვაშლს
ისევ მართმევს და კბეჩს, – დაივიწყე... მაგრამ კიდევ ერ-
თხელ გადაირევი ეგრე და საქმის მოგვარება ოჩოფეხეთუ-
რად მოგვიწევს. გასაგებია?
ვიღიმები და იარები მეჭიმება.
– გასაგებია, – და უფრო ხმადაბლა ვაგრძელებ, რათა მის
გარდა არავინ გაიგონოს, – გმადლობ.
წამით ჩაფიქრდება და შეშდება, მერე ხელს აიქნევს და იკ-
რიჭება.
– მოიცა ერთი, მაგაზე უარეს დღეში მინახავხარ, – მანუ-
გეშებელი ტყუილია, მაგრამ არ ვეკამათები, – აქ რა ხდება,
ასეთი რა ოპერაციაა? შენი იდეაა თუ პოლკოვნიკის?
540 მკითხველთა ლიგა
ამ სიტყვებზე პოლკოვნიკი დაბარებულივით შემოდის
ოთახში, ხელებს შლის და სიჩუმეს ითხოვს.
– ჩემი იდეაა, – ვბუტბუტებ მე, როცა ხმაური წყდება.
– ჩუმად! – ყეფს პოლკოვნიკი ისეთი ხმით, თითქოს შოლ-
ტი გაატკაცუნეს. ტბებისქვეყნელები მაშინვე ემორჩილებიან
და სწრაფად იკავებენ თავიანთ ადგილებს. მისი მზერა საკმა-
რისია, რომ სხვა მოყაყანეებიც გაჩუმდნენ. ის ოთახის ბო-
ლოში მჯდარი კალის, ჯულიანისა და სარასკენ იშვერს ხელს:
– ეს სამნი ვერცხლისფერები არიან, დიახ, მაგრამ საერ-
თო მიზანს ერთგულად ემსახურებიან. აქ მოსვლის ნებართვა
ჩემგან აიღეს. მათ ისე მოექცევით, როგორც მოკავშირეს,
როგორც ჩვენს დებსა და ძმებს.
ჯერჯერობით ხმას არავინ იღებს.
– აქ იმიტომ ხართ, რომ იმ ოპერაციაში მოხალისედ ჩარ-
თვის სურვილი გამოთქვით, რომლის შინაარსი ჯერ არ იცით.
ეს ჭეშმარიტი სიმამაცეა და ამისათვის ქებათა ქება თქვენ, –
ამბობს ის, თვალსაჩინო ადგილზე დგება და მეჩვენება, რომ
ამას პირველად არ აკეთებს. ეს გარემო, მოკლედ გაკრეჭილი
თმა, წითელი თვალი და მბრძანებლური ხმა ავტორიტეტული
ადამიანის იერს აძლევს, – როგორც იცით, გაწვევის ასაკის
დაბლა დაწევის გამო ჯარში თხუთმეტი წლის ბავშვებიც მიჰ-
ყავთ. ამჟამად ერთი ასეთი ლეგიონი ფრონტისკენ მიემართე-
ბა. ხუთი ათასი ბავშვია, რომლებსაც მხოლოდ ორთვიანი
წვრთნა აქვთ გავლილი, – ბრბოს აღშფოთებული ხმები გა-
დაუვლის, – ამ ინფორმაციის მოწოდებას მის ბაროუსა და მის
გუნდს უნდა ვუმადლოდეთ.
თავს ვერ ვიკავებ და ვკრთები. ჩემი გუნდი. შეიძლება ეს
ფარლის გუნდია, ან კალის, მაგრამ არა ჩემი.

541 მკითხველთა ლიგა


– მის ბაროუმ პირველმა გამოთქვა მოხალისეობის სურ-
ვილი, რათა ტრაგედია თავიდან ავიცილოთ.
კილორნი თავს ისე სწრაფად ატრიალებს, კისრის მალები
უტკაცუნებს. მწვანე თვალები უფართოვდება და ვერ ვხვდები,
ბრაზობს თუ აღფრთოვანებულია. შეიძლება ორივე ერთად.
– მათ პატარა ლეგიონი უწოდეს, – ვამბობ მე და ფეხზე
ვდგები, რათა შეკრებილებს მივმართო. ისინი მოლოდინით
შემომცქერიან და თვალებით მხვრეტენ. ქალბატონი ბლონო-
სის გაკვეთილები ახლა ძალიან გამომადგება, – ჩვენს ხელთ
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს სანგრების გვერდის აქ-
ცევით პირდაპირ ნაოხარისკენ გაგზავნიან. მეფეს მათი სიკ-
ვდილი უნდა, რათა ჩვენი ხალხი შეაშინოს და გააჩუმოს. თუ
წინ არ აღვუდგებით, ასეც მოიქცევა. გთავაზობთ ორმაგ ოპე-
რაციას, რომელსაც სათავეში მე და პოლკოვნიკი ფარლი ჩა-
ვუდგებით. კორვიუმში მდგარ ლეგიონში უჩუმრად შევიპარე-
ბი ჩვენი ახალგაზრდა ჯარისკაცების დახმარებით. ისინი გა-
რეგნულად აუცილებლად თხუთმეტი წლისებს უნდა ჰგავ-
დნენ. ვერცხლისფერი ოფიცრების ვინაობა უნდა გავარკვი-
ოთ და წითელი ბავშვებისგან მათი განსხვავება შევძლოთ.
შემდეგ პირდაპირ ნაოხარისკენ გავემართებით, – მთელი ძა-
ლით ვცდილობ კედელს ვუყურო და არა კალს, მაგრამ არ გა-
მომდის და ბოლოს თვალს ვარიდებ.
– ეს თვითმკვლელობაა! – ყვირის ვიღაც.
პოლკოვნიკი თავს აქნევს და გვერდით მიდგება.
– ჩემი რაზმი ჩრდილოეთში მოიცდის, ტბებისქვეყნელე-
ბის სანგრების სიახლოვეს. მათ არმიაში ნაცნობები მყავს და
მის ბაროუს საკმარის დროს მისცემენ ფრონტის ხაზის გადა-
საკვეთად. როდესაც ჩვენამდე მოვა, ედრისის ტბამდე დავი-

542 მკითხველთა ლიგა


ხევთ. მას ორი სატვირთო გემით გადავცურავთ და იქიდან უკ-
ვე სადავო ტერიტორიებზე შევალთ.
– პირდაპირ სასაცილოა.
ვხვდები, რომ ამას კალი ამბობს. მისკენ ვიყურები და ვხე-
დავ ფეხზე წამომდგარა, სახეზე ვერცხლისფერი ადევს, მუშ-
ტებს კრავს, ეს სულელური გეგმა აცოფებს. ამის დანახვაზე
ლამის მეღიმება.
– ასი წლის განმავლობაში ნაოხარი ნორტელთა არც ერთ
არმიას არ გადაულახავს. არასოდეს. გგონიათ, ამას რამდე-
ნიმე ათასი ბავშვის დახმარებით მოახერხებთ? – ის მე მიბ-
რუნდება, მავედრებელი სახე აქვს, – აჯობებს ისევ კორ-
ვიუმისკენ მიბრუნდეთ და ტყეებს შეაფაროთ თავი, ვიდრე იმ
წყეული სასაკლაოს გადაკვეთა სცადოთ.
პოლკოვნიკი წარბსაც არ იხრის.
– ბოლოს როდის იყავით სანგრებში, თქვენო უმაღლესო-
ბავ?
კალი არ კრთება.
– ექვსი თვის წინ.
– ექვსი თვის წინ ტბებისქვეყნელებს ფრონტის ხაზზე ცხრა
ლეგიონი ჰყავდათ, იმდენივე, რამდენიც ნორტელებს. დღეს
მხოლოდ ორი ჰყავთ. ნაოხარი გახსნილია და თქვენი ძმა
ამას ვერც ხვდება.
– ან ხაფანგია, ან დივერსია, – ამბობს შეფიქრიანებული
კალი.
პოლკოვნიკი თავს უქნევს.
– სანამ თქვენი არმიები უდაბურ მიწებს იცავენ, რომლე-
ბიც არავის სჭირდება, ტბებისქვეყნელები ტარიონის ტბისკენ
გაჭრას გეგმავენ. მის ბაროუს შეუძლია თვალებახვეულმა
გაიაროს ნაოხარი ისე, რომ თითიც არ გაეკაწრება.
543 მკითხველთა ლიგა
– მეც ზუსტად მაგის გაკეთებას ვაპირებ, – მტკიცედ ვამ-
ბობ და გულს ვიმაგრებ. იმედია, მამაცური გამომეტყველება
მაქვს, რადგან იმავეს ნამდვილად არ ვგრძნობ, – ვინ მომ-
ყვება?
როგორც ველოდი, პირველი კილორნი სწევს ხელს. მას
ბევრი სხვაც მიჰყვება: კამერონი, ადა, ნენი, დარმიანი, ჰარი-
კიც კი. მაგრამ არა ფარლი. ის გაუნძრევლად ზის და მის მა-
გივრად მისი თანაშემწეები დგებიან ფეხზე. შარფი მაჯაზე ისე
მაგრად აქვს შემოხვეული, რომ ხელი ულურჯდება.
ვცდილობ კალს არ შევხედო. მართლა ვცდილობ.
ოთახის ბოლოში მჯდარი დევნილი პრინცი ფეხზე დგება.
ჩემს მზერას იჭერს, თითქოს მხოლოდ მის თვალებს შეუძლი-
ათ ჩემში ცეცხლის დანთება. არაფერი გამოუვა. ჩემში აღარა-
ფერი დარჩა, რასაც ცეცხლი მოეკიდება.
ტუკის სასაფლაოზე ახალი სამარეებია, მათ ზემოდან
ახალგადმობრუნებული მიწა და ზღვის მცენარეების ნაგლე-
ჯები აყრია. საფლავის ქვები დაღუპულების ახლობლების
დადგმულია, თითოეული მათგანი საგულდაგულოდაა დამუ-
შავებული. როდესაც შეიდის ფიცრულ კუბოს მიწაში ვუშვებთ,
ყველა ბაროუ ამოთხრილ მიწასთან ვდგავართ და ვხვდები,
როგორ გაგვიმართლა. ჩვენს ჩემი ძმის ცხედარი მაინც
გვაქვს, სხვებს კი საფლავიც არ ექნებათ. მაგალითად, ნიქსს,
კეტასა და გარეტს. ადას სიტყვით, ისინი არც „ბლექრანზე“
ასულან და არც სატვირთო თვითმფრინავზე, კოროსში
დაიღუპნენ ორმოცდაორ პატიმართან ერთად, თუ ადას შეუც-
დომელ გამოთვლებს ვენდობით. თუმცა სამასი ტუსაღი გადა-
ვარჩინეთ. სამასი ორმოცდახუთის წინააღმდეგ. ეს დიდი მიღ-
წევაა, – ვეუბნები საკუთარ თავს, – მოგებაში ვართ. გონება-
ში ნათქვამი ეს სიტყვები დიდ ტკივილს მაყენებს.
544 მკითხველთა ლიგა
ცივი ქარი ქრის და ფარლი იბუზება, მაგრამ ქურთუკს არ
იცვამს. პოლკოვნიკიც აქ არის და საპატიო მანძილზე მდგარი
გვიცდის. აქ შეიდის კი არა, თავისი მგლოვიარე ქალიშვილის
გამოა, თუმცა მის დასამშვიდებლად არაფერს აკეთებს. ჩემ-
და გასაკვირად, ფარლის გვერდში გიზა ამოუდგა და ცალ
ხელს წელზე ხვევს. ფარლი ამაზე არაფერს ამბობს და გაოგ-
ნებისგან ლამის მუხლი მომეკვეთოს. არ ვიცოდი, თუ ერთმა-
ნეთს იცნობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მეგობრული ურთი-
ერთობა აქვთ. როგორღაც ვახერხებ და მიუხედავად იმისა,
რომ ძმას ვგლოვობ, გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობ ეჭ-
ვიანობის ჩხვლეტას. ჩემი და კილორნის ნუგეშისცემას არა-
ვინ ცდილობს. შეიდის დაკრძალვა მისთვის მეტად მძიმე გა-
დასატანია, ამიტომ მოშორებით ზის, რათა არავინ დაინახოს,
როგორ ტირის. დროდადრო თავს ხრის, ვერ უყურებს, რო-
გორ ყრიან სამარეში მიწას ნიჩბებით ბრი და ტრემი.
ხმას ვერავინ იღებს. ყველანი ძალიან ცუდად ვართ. ქარი
სტვენით უბერავს და სითბოს ვნატრობ, სასიამოვნო მცხუნვა-
რებას, მაგრამ კალი აქ არ არის. ჩემი ძმა მკვდარია, კალი
თავის გულს ვერ გადაახტა და დაკრძალვაზე არ მოვიდა.
ბოლოს ცოტაოდენ მიწას დედა აყრის. არ ტირის, ცრემლი
მთლად გაუშრა. ამით მაინც ვგავართ ერთმანეთს.
შეიდ ბაროუ, წერია საფლავის ქვაზე. ასოები ამოკაწრული
გეგონებათ, თითქოს წარწერა ჩემმა მშობლებმა კი არ გააკე-
თეს, არამედ რომელიღაც გარეულმა ცხოველმა. აქ მისი და-
მარხვა არასწორი მგონია. ის სოფელში უნდა განისვენებდეს,
მდინარის სიახლოვეს, იმ ტყეში, რომელიც ძალიან უყვარდა,
და არა აქ, უდაბურ კუნძულზე, სადაც მხოლოდ ცა, ბეტონი და
დიუნებია. შეიდი ასეთ აღსასრულს არ იმსახურებდა. ჯონმა
იცოდა, რომ ასე მოხდებოდა და ეს დაუშვა. თავში უფრო სა-
545 მკითხველთა ლიგა
შინელი აზრიც მიელავს: იქნებ ესეც მიღწევაა, იქნებ მისთვის
საუკეთესო გამოსავალი სწორედ ეს იყო. ჩემი ყველაზე
ჭკვიანი და მზრუნველი ძმა, რომელიც ყოველთვის მზად იყო
ჩემს დასახმარებლად, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რა უნ-
და ეთქვა. ეს როგორ დაემართა? რა უსამართლობაა!
მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, რომ ამ სამყაროში სამარ-
თლიანობა არც არსებობს.
მზერა მებინდება. იმდენ ხანს ვუყურებ მიწის გროვას, სა-
ნამ საფლავთან მარტო მე და ფარლი არ ვრჩებით. თავს რომ
ვწევ, მე მიყურებს, მის სახეზე ერთმანეთში ირევა სევდა და
ბრაზი. ქარი თმას უწეწავს. ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან
ჩამოეზარდა. ჩამოყრილ თმას ისე უხეშად იშორებს, რომ მე-
შინია, სკალპი არ აიხადოს.
– შენთან ერთად არ მოვდივარ, – ცრის კბილებიდან.
მე მხოლოდ თავს ვუქნევ.
– ჩვენთვის საკმარისზე მეტი გააკეთე. მესმის შენი.
ამაზე იღუშება.
– არა, არ გესმის. საკუთარ თავზე საერთოდ არ ვნაღ-
ვლობ, განსაკუთრებით ახლა, – საფლავს დაჰყურებს, ლოყა-
ზე ცრემლი უცურდება, მაგრამ არ იმჩნევს, – პასუხი ჩემს შე-
კითხვაზე, – ბუტბუტებს ის, მე აღარც ვახსოვარ. მერე თავს
გადააქნევს და ახლოს მოდის, – ეს მთლად შეკითხვაც არ
იყო. გულის სიღრმეში ისედაც ვიცოდი. მგონი, შეიდმაც იცო-
და. შენგან განსხვავებით ძალიან გამჭრიახი იყო.
– ვწუხვარ მათ გამო, ვინც დაკარგე, – იმაზე მოურიდებ-
ლად გამომდის, ვიდრე მინდა, – ვწუხვარ...
ის ყურს არ მიგდებს. იმასაც არ მეკითხება, საიდან ვიცი.
– შეიდი, დედაჩემი, ჩემი და... მამაჩემი... ის შეიძლება
ცოცხალია, მაგრამ მე დავკარგე.
546 მკითხველთა ლიგა
მახსენდება პოლკოვნიკის აღელვებული სახე, როგორ
გაუელვა წამით სახეზე ეჭვმა, როცა ტუკზე დავბრუნდით. თა-
ვის ქალიშვილზე ღელავდა:
– შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. მამა,
რომელსაც თავისი შვილი უყვარს, მისთვის დაკარგული
არასდროსაა.
ქარი უბერავს, ფარლის სახეზე თმა ეყრება და გაოგნებულ
თვალებს თითქმის უფარავს. მათში გაოცება და იმედი მო-
ჩანს. ცალ ხელს ნაზად იდებს მუცელზე, მეორით მხარზე მი-
თათუნებს.
– იმედია, ცოცხალი დარჩები, ელვა-გოგონავ. არც ისეთი
ცუდი ხარ.
მგონი, ამაზე კარგი ჩემთვის არც არაფერი უთქვამს.
მერე ზურგს მაქცევს და ერთხელაც არ გამომხედავს. რო-
ცა რამდენიმე წუთის შემდეგ წასასვლელად ვიბრუნებ პირს,
არც მე ვიყურები უკან.
შეიდისა და სხვების გამოსაგლოვად საკმარისი დრო არ
არის. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში „ბლექრანზე“
უკვე მეორედ მომიწევს ასვლა, დარდის დავიწყება და საბ-
რძოლველად მომზადება. კალმა დაგვარწმუნა, რომ გამგზავ-
რება საღამოს ჯობს, როდესაც ეთერში ჩვენი ჩანაწერი გავა.
იმ დროისათვის, როცა მეივენი თავის ქოფაკებს ჩვენზე სანა-
დიროდ აუშვებს, უკვე ჰაერში ვიქნებით და კორვიუმთან ახ-
ლომდებარე ფარული დასაფრენი ზოლისკენ გავემართებით.
პოლკოვნიკი ჩრდილოეთისკენ გააგრძელებს გზას და ღამის
წყვდიადში ტბებისქვეყნელების სანგრებთან მივა. თუ ყველა-
ფერი გეგმის მიხედვით წავა, დილისათვის საზღვრის ორივე
მხარეს ორივეს ჩვენ-ჩვენი ლეგიონი გვეყოლება... და მერე
დავიძვრებით.
547 მკითხველთა ლიგა
ბოლოს მშობლები ისე მივატოვე, არც გამიფრთხილებია.
ეს უფრო ადვილი იყო, ვიდრე მათთან გამომშვიდობება. ისე
უჭირთ ჩვენთან განშორება, ლამის გავიქცე და „ბლექრანს“
შევაფარო თავი, მაგრამ თავს ვიკავებ და ორივეს გულში ვიკ-
რავ, იქნებ ოდნავ მაინც დავამშვიდო, თუნდაც ეს ბევრს არა-
ფერს ნიშნავდეს.
– მე მათ დავიცავ, – ვჩურჩულებ და დედაჩემს თავს მხარ-
ზე ვადებ. ის თითებს მიცურებს თმაში, რომელშიც ნაცრისფე-
რი მომემატა, და ლენტით მიკრავს.
– საკუთარ თავსაც გაუფრთხილდი, მერ, გთხოვ, – ჩურჩუ-
ლებს ის.
არ ვინძრევი და თავს ვუქნევ.
მამა ნაზად მქაჩავს მაჯაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიყვი-
რა, სწორედ ის მახსენებს, რომ წასვლის დროა. ის ჩემ უკან
მდგარ „ბლექრანს“ უყურებს. სხვები უკვე ავიდნენ ბორტზე
და ასაფრენ ზოლზე მხოლოდ ბაროუს ოჯახი დავრჩით. ალ-
ბათ, უნდათ ცოტა პირადი სივრცე მაინც დამიტოვონ, თუმცა
არაფერში მჭირდება. ბოლო რამდენიმე თვეა ჯურღმულში
ვცხოვრობდი, მანამდე კი კამერებითა და გუშაგებით სავსე
სასახლეში. მაყურებლები აღარ მაღელვებენ.
– ეს შენთვისაა, – ბურტყუნებს გიზა და ჯანსაღ ხელს მიწ-
ვდის. შავი აბრეშუმის ნაჭერს მაძლევს, ცივსა და ზეთივით
პრიალას, – დიდი ხანია, ვინახავ.
ნაჭერზე წითელი და ოქროსფერი ყვავილები ოსტატურად
ამოუქარგავს.
– მახსოვს, – ვბუტბუტებ მე და ულამაზეს ნაქარგს თითს
ვუსვამ. დიდი ხნის წინ ამოქარგა, მაგრამ დასრულება ვერ
მოასწრო, რადგან მეორე დღეს გუშაგმა ხელი მოსტეხა. შე-

548 მკითხველთა ლიგა


იდს უფრო უარესი ხვედრი ერგო... ნაჭერს ხელის კანკალით
ვიმაგრებ მაჯაზე.
– გმადლობ, გიზა.
მერე ჯიბეში ვიყოფ ხელს.
– მეც მაქვს შენთვის რაღაც, ჩემო გოგონა.
იაფფასიანი სამკაული. ერთადერთი საყურეა, ისეთივე ფე-
რის, როგორიც ოკეანეს დაჰკრავს ზამთარში.
მართმევს, სუნთქვა ეკვრის და ტირილს იწყებს. ამას ვე-
ღარ ვუძლებ, ზურგს ვაქცევ და თვითმფრინავში ავდივარ.
პანდუსი იხურება და როცა გულისცემა ცოტა მიწყნარდება,
უკვე ჰაერში ვართ და ოკეანის თავზე მივფრინავთ.
პოლკოვნიკს ტბების ქვეყანაში უამრავი ჯარისკაცი გაჰყვა,
ჩემი რაზმი კი შედარებით მცირერიცხოვანია. მე ხომ არჩევა-
ნი შეზღუდული მქონდა: მხოლოდ იმათი წაყვანა შემეძლო,
ვინც შესახედავად თხუთმეტი წლისას ჰგავს, რათა პატარა
ლეგიონის წევრების როლი შეასრულონ. თუ ჯარში ნამსახუ-
რებიც იქნებიან, მით უკეთესი. ეცოდინებათ, როგორ უნდა
მოიქცნენ, როგორც ნამდვილი ჯარისკაცები. ამ მოთხოვნებს
„ალისფერი მცველის“ თვრამეტი წევრი აკმაყოფილებდა და
ყველანი წამოგვყვნენ. კილორნი მათთან ერთად ზის და ცდი-
ლობს მათ ჩვენს პატარა გუნდთან შეგუება გაუადვილოს.
ადა, დარმიანი და ჰარიკი ჩვენთან არ არიან. თინეიჯერებად
თავს ნამდვილად ვერ გაასაღებდნენ, ამიტომ პოლკოვნიკს
გაჰყვნენ, რათა როგორც შეძლებენ, ისე დაგვეხმარონ. ნენის
ასეთი შეზღუდვა არა აქვს, მიუხედავად სოლიდური ასაკისა,
გარეგნობას საჭიროებისამებრ იცვლის, სხვადასხვა ახალ-
გაზრდის სახეს იღებს. რა თქმა უნდა, კამერონიც აქ არის –
თანაც თავისი სურვილით წამოვიდა და ადრენალინის მოწო-
ლისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. თავის ძმაზე ფიქრობს,
549 მკითხველთა ლიგა
რომელიც ლეგიონში წაიყვანეს. მშურს მისი, რადგან კიდევ
აქვს ძმის გადარჩენის შანსი.
კალისა და ჩემი ძმების შენიღბვა ყველაზე ძნელი იქნება.
ბრის ახალგაზრდული სახე აქვს, მაგრამ ნებისმიერ თხუთმე-
ტი წლის ბიჭზე ბევრად ზორბაა. ტრემი ძალიან მაღალია,
კალს კი სახეზე ყველა იცნობს. მაგრამ მათი ფასი მათი გა-
რეგნობით ან შესაძლებლობებით კი არ განისაზღვრება, არა-
მედ იმით, რამდენად კარგად იცნობენ ფრონტის ხაზს. მათ
გარეშე სანგრების ლაბირინთში გზას ვერ გავიკვლევთ და
ნაოხარის გაპარტახებულ, კოშმარულ მიწაზე ვერ შევაღწევთ.
იქაურობა მხოლოდ ფოტოებზე, გაზეთებსა და სიზმრებში მი-
ნახავს. მას შემდეგ, რაც ჩემი უნარი აღმოვაჩინე, მეგონა, იქ
წასვლა აღარასოდეს მომიწევდა და ამ საშინელებას გადა-
ვურჩი. თურმე როგორ ვცდებოდი.
– კორვიუმამდე სამი საათი დარჩა, – გამოგვძახის კალი
და პანელიდან თავს არ სწევს. სავარძელი მის გვერდით ცა-
რიელია, ის ჩემთვისაა განკუთვნილი, მაგრამ გვერდით არ
მივუჯდები, რადგან შეიდის დაკრძალვაზე არ მოვიდა და
მხარში არ დამიდგა.
– აღსდექ განთიადივით ალისფერი! – ერთდროულად
იმეორებენ აჯანყებულები და შაშხანების კონდახებს იატაკზე
აბრახუნებენ. მოულოდნელობისგან ყველანი ვკრთებით,
მაგრამ კალი ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. მაინც ვხედავ,
როგორ უკმაყოფილოდ ეპრიხება ტუჩის კუთხე. მე თქვენს
რევოლუციაში არ ვმონაწილეობ, – მითხრა ამას წინათ. არა-
და, საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს, თქვენო უმაღლესო-
ბავ.
– აღსდექ განთიადივით ალისფერი! – ვამბობ ხმადაბლა,
მაგრამ მტკიცედ.
550 მკითხველთა ლიგა
კალი ყველას დასანახავად იღუშება და ილუმინატორში
იყურება. ამ დროს მამამისს ჰგავს და ვფიქრობ, როგორი იქ-
ნებოდა მომავალში: გულისხმიერი პრინცი, მეომარი, შხამი-
ან ევანგელინზე დაქორწინებული. მეივენმა თქვა, მეფედ
კურთხევის ღამეს ვერ გადაურჩებაო, მაგრამ ამის არ მჯერა.
რკინა ცეცხლში იწრთობა და არა პირიქით. ის იცოცხლებდა
და იმეფებდა. თუმცა რას გააკეთებდა, ეს უკვე აღარ ვიცი.
ერთ დროს მეგონა, ვიცოდი, კალს გულში რა ედო, ახლა კი
ვხვდები, ამის ცოდნა შეუძლებელია. გულს ვერასოდეს ვერა-
ფერს გაუგებ, თუნდაც საკუთარს.
დრო მახრჩობელა სიჩუმეში გადის. თვითმფრინავში ჩუ-
მად ვართ, მაგრამ როცა დავეშვებით, ყველაფერი შეიცვლე-
ბა. ჩემს შეტყობინებას ხომ მთელი სამეფოს ეკრანებზე გა-
დასცემენ.
ნეტავ არქეონში ვიყო, სავაჭრო ცენტრში ვიდგე და ვუყუ-
რებდე, როგორ იცვლება გარშემო სამყარო. საინტერესოა,
ვერცხლისფერებს ისეთი რეაქცია თუ ექნებათ, როგორის
იმედიც მაქვს? მეივენის ღალატს თვალს გაუსწორებენ თუ წა-
უყრუებენ?
– კორვიუმში ცეცხლი მოჩანს.
კალი კაბინის ილუმინატორისკენ იხრება.
– ქალაქის ცენტრსა და რივერ-თაუნის ჯურღმულებში
არეულობაა, – ამბობს და შეფიქრიანებული ისვამს თმაზე
ხელს.
გული ჯერ ზემოთ მიხტის, მერე ფეხებში მეპარება. ომი და-
იწყო და წარმოდგენა არა გვაქვს, რად დაგვიჯდება ეს ყველა-
ფერი.
თვითმფრინავში ყიჟინა და ტაში გაისმის, ერთმანეთს კმა-
ყოფილებით ართმევენ ხელს. ამის ყურება ცუდად მხდის, სა-
551 მკითხველთა ლიგა
ვარძლიდან ვდგები, ფეხები ერთმანეთში მეხლართება, არა-
და, ადრე ეს არ მჩვეოდა. თვითმფრინავის მეორე ბოლოში
ძლივს ვაღწევ ისე, რომ იატაკზე არ დავეხეთქო. თავბრუ მეს-
ხმის, გული მერევა, სადაცაა მთელ ვახშამს კედელს მივან-
თხევ. ცალ ხელს რკინას ვადებ, რათა მისმა სიგრილემ და-
მამშვიდოს. ოდნავ მშველის, მაგრამ თავი მაინც მიბრუის.
შენ ეს გინდოდა, ამას ელოდი და მიაღწიე კიდეც.
ნელ-ნელა ვკარგავ თვითკონტროლს, რომლის მისაღწე-
ვადაც ამდენს ვწვალობდი. თვითმფრინავის თითოეულ რხე-
ვასა და ძრავის ყოველ დატრიალებას ვგრძნობ. ეს ყველაფე-
რი ტვინში მირტყამს და თეთრ-იისფერი რუკის მსგავსად იქ-
სელება, თან აუტანლად კაშკაშებს.
– რა გჭირს, მერ? – კილორნი სავარძლიდან დგება, ცალ
ხელს იშვერს და ჩემკენ მოდის. შეიდს ჰგავს თავისი სიცოც-
ხლის უკანასკნელ წამებში.
– არაფერი, – ვატყუებ მას.
თითქოს ზარმა დარეკაო, კალი სავარძელს აბრუნებს და
მზერით მე მპოულობს. მტკიცე, სწრაფი ნაბიჯით მოდის და
ფოლადის იატაკზე ჩექმებს მოაბრახუნებს. სხვები გზას უთ-
მობენ, ვერ ბედავენ ცეცხლოვანი პრინცის შეჩერებას. მე მისი
ასე არ მეშინია და ზურგს ვაქცევ. ის თავაზიანობაზე დროს არ
კარგავს და ძალით მაბრუნებს მისკენ.
– დაწყნარდი, – კბილებში ცრის ის. პანიკის შეტევების
დრო არა აქვს. ძალიან მინდა ხელი ვკრა, მაგრამ კარგად
მესმის, რასაც აკეთებს. თავს ვუქნევ, ვცდილობ მის ნებას
დავყვე, მაგრამ კალი ვერ მშვიდდება.
– დაწყნარდი, მერ, – ნაზად მიმეორებს. თვითმფრინავის
პულსაცია რომ არა, მეგონებოდა, რომ თავშესაფარში ვართ,
ჩვენს ოთახში, და სიზმრებს ვხედავთ, – მერ...
552 მკითხველთა ლიგა
განგაშის ზარი „ბლექრანის“ კუდის აფეთქებამდე რამდე-
ნიმე წამით ადრე გაისმის.
დარტყმის ძალა ზურგზე მაგდებს და ისეთი ძალით ვეცემი,
თვალწინ ვარსკვლავები მითამაშებენ. სისხლის გემოსა და
მცხუნვარე სიცხეს ვგრძნობ. კალი რომ არა, ცეცხლი შემხრა-
კავდა. ალის ენები მის მკლავებსა და ზურგს ლოკავენ, მაგ-
რამ ვნებას ვერ აყენებენ. კალის ზეგავლენით ცეცხლი ისევე
სწრაფად იხევს უკან, როგორც წეღან ავარდა, მაგრამ თვით-
მფრინავის უკანა ნაწილს ისიც ვერაფერს მოუხერხებს. ვერც
ციდან ჩვენს ვარდნას შეაჩერებს. ხმაურმა ლამის თავი გამი-
ხეთქოს, მატარებელივით გუგუნებს და ათასი ბანშის ხმით
გაჰკივის. ყველაფერს ვებღაუჭები, რასაც კი მივწვდები, რკი-
ნასა თუ ადამიანებს.
როცა მხედველობა მეწმინდება, მხოლოდ ჩაშავებულ ცასა
და ბრინჯაოსფერ თვალებს ვხედავ. ერთმანეთს ვეჭიდებით,
როგორც ჩამოვარდნილ ვარსკვლავში გამომწყვდეული ორი
ბავშვი. „ბლექრანი“ სისხლის გამყინავი ჭრიალით ნაწილ-
ნაწილ იშლება. თვითმფრინავს ყოველ წამს რაღაც სძვრება,
სანამ მხოლოდ ფოლადის თხელი ფირფიტები არ რჩება. სა-
შინლად ყინავს, სუნთქვა მიჭირს და სხეული გაშეშებული
მაქვს. ჩემ ქვემოთ ფოლადის ფირფიტას მთელი ძალით ვეკ-
ვრი. მოჭუტული თვალებიდან ვხედავ, რომ ჩამუქებული მიწა
ყოველ წამს სულ უფრო გვიახლოვდება. გვერდით ჩრდილი
მიფრინავს. მას ელექტრონული გული და მბზინავი ფრთები
აქვს. სნეპდრეგონი.
მუცელი მეკუმშება და ყვირილის თავიც აღარ მაქვს. სამა-
გიეროდ, სხვები ღრიალებენ. მესმის, როგორ გაჰყვირიან,
შველას ითხოვენ, რომ როგორმე თავი დაიხსნან მიზიდულო-
ბის ძალისგან, რომელიც მიწისკენ მიგვაქანებს. „ბლექრანი“
553 მკითხველთა ლიგა
ირყევა და ნაცნობი ჩხაკუნი მესმის. ფოლადის ხმაა, რომე-
ლიც ერთმანეთს ეწებება. გარდაიქმნება. თავზარდაცემული
ვხვდები, რაც გვემართება.
„ბლექრანი“ უკვე თვითმფრინავი კი არა, გალიაა, რკინის
ხაფანგი.
აკლდამა.
ლაპარაკი რომ შემეძლოს, კალს ვეტყოდი, რომ ძალიან
ვწუხვარ, რომ მიყვარს და მჭირდება, მაგრამ ქარი და ვარდნა
სუნთქვას მიკრავს. ნაცნობ შეხებას ვგრძნობ, ცალ ხელს კი-
სერზე მადებს და თავს მაღლა ვწევ. ვერც ის ლაპარაკობს,
მაგრამ ორივეს გვესმის ერთმანეთის უსიტყვო მობოდიშება.
ერთმანეთის მეტს ვერაფერს ვხედავთ. აღარაფერი ჩანს, არც
კორვიუმის შუქები ჰორიზონტზე, არც მოახლოებული მიწა,
არც ის ვიცით, რა ბედი გველის. მხოლოდ მისი თვალები მი-
ყურებენ და სიბნელეშიც კი ბრწყინავენ.
ქარი ისე ძლიერად უბერავს, ლამის თმა და კანი ამაგლი-
ჯოს. დედაჩემის დამაგრებული ლენტი იხსნება და მისი ეს
უკანასკნელი სახსოვარიც ქრება. საინტერესოა, ვინ შეატყო-
ბინებს ჩემს სიკვდილს, ან საერთოდ ვინმე თუ გაიგებს, რო-
გორ დავიღუპეთ. ჩვენს ასეთ სიკვდილზე მეივენს მხოლოდ
ოცნება თუ შეეძლო. ალბათ, ეს მისი იდეაა, ერთად დაგვხო-
ცოს და თან იმის გასაანალიზებლად დროც მოგვცეს, რომ მა-
ლე დავიღუპებით.
როცა გალია მოწყვეტით ჩერდება, ვკივი.
უღონოდ ჩამოკიდებული მკლავების ქვემოთ მაგარ ბა-
ლახს ვგრძნობ, რომელიც თითის წვერებზე მჩხვლეტს. რა
ხდება? ვდგები, მაგრამ თავის შეკავება მიჭირს და ისევ ვეცე-
მი. ჩემს დაცემაზე გალია ისე ირყევა, როგორც ხეზე ჩამოკი-
დებული საქანელა.
554 მკითხველთა ლიგა
– არ გაინძრე, – ამბობს კალი, ცალ ხელს კისერზე მა-
ჭერს, მეორეს კი რკინას ადებს და ისიც მის შეხებაზე წით-
ლდება.
მის მზერას ვაყოლებ თვალს. ტყეში, მოშიშვლებულ ვე-
ლობზე ვართ, გარშემო კი ხალხი დგას. მათი ვერცხლისფერი
თმა სხვაში არ აგერევათ. სამოსების საგვარეულოს მაგნეტ-
რონები. ერთდროულად იწვდიან ხელებს და გალია ნელ-
ნელა ქვემოთ ჩამოდის. ბოლოს მიწაზე ეცემა და ყველანი
გულგახეთქილები ვღრიალებთ.
– გაუშვით!
ეს ხმა მეხივით დამკრავს. კალს ხელიდან ვუსხლტები,
ფეხზე წამოვხტები და გალიის კედელთან მივრბივარ. სანამ
მხრით დავეტაკები, ფოლადის ფირფიტები თავისით ცვივა,
გაქანებული თავს ვეღარ ვიკავებ და წინ ვვარდები. ნახევრად
გაყინულ ბალახზე ვბორძიკობ და ვიჩოქებ. სახეში ვიღაც
მირტყამს და ტალახში ვიშხლართები. თავდამსხმელისკენ
ნაპერწკლებს ვისვრი, მაგრამ ის მეტისმეტად სწრაფია. ჩემი
ნასროლი ხეს ხვდება და ის ჭახანით იპობა.
ზურგზე მძლავრხელიანის მუხლი ისე ძლიერად მაწვება,
რომ ფილტვებიდან მთელ ჰაერს მაცლის. ყელზე რაღაცით
შეფუთული თითები მეხვევა, შეიძლება ხელთათმანი უკეთია.
მის ხელს ვეჭიდები და სხეულზე ნაპერწკლები მენთება, მაგ-
რამ ეს მასზე არ მოქმედებს. ძალიან ადვილად მწევს და რომ
არ დავიხრჩო, თითის წვერებზე ვდგები. დაყვირებას ვცდი-
ლობ, მაგრამ ხმა არ ამომდის. პანიკა კლანჭებში მიქცევს და
თვალებგაფართოებული დავეძებ გამოსავალს, მაგრამ მხო-
ლოდ ჩემს მეგობრებს ვხედავ, რომლებიც ისევ გალიაში არი-
ან გამოკეტილი და ფოლადის ფირფიტებს ამაოდ ექაჩებიან.

555 მკითხველთა ლიგა


რკინა ისევ ჭრიალებს, მოძრაობს და იჭმუჭნება. ცალი და-
სივებული თვალით ვხედავ, როგორ ერტყმიან გარს ფოლა-
დის ღეროები კალს, კილორნსა და სხვებს და მაჯებს, კოჭებსა
თუ კისრებს უბორკავენ. დაკლაკნილ რკინასთან დათვივით
ზორბა ბრიც კი უძლურია. კამერონი მთელი ძალით იბრძვის
და მაგნეტრონების უნარებს ერთიმეორის მიყოლებით ახ-
შობს, მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი არიან. როცა ერთი ეცემა,
მის ადგილს სხვა იკავებს. მათ კალიც გააფთრებით ეწინააღ-
მდეგება და მოახლოებულ რკინის ღეროებს წვავს, მაგრამ
ეს-ესაა ციდან ჩამოვარდა, დეზორიენტირებულია და თვალს
ქვემოთ სისხლიანი ჭრილობაც აქვს. ერთი ღერო კეფაში
ხვდება და მაშინვე თიშავს. ქუთუთოები უთრთის, იქნებ გა-
მოფხიზლდეს, მაგრამ ვერცხლისფერი რკინა მთელ ტანზე ეხ-
ვევა და სულ უფრო მაგრად უჭერს. ყველაზე უარესი ისაა,
ყელთან რომ შემოეხვია და ხორცში ისე ღრმად ერჭობა, სა-
დაცაა დაახრჩობს.
– გეყოფათ! – ვხრიალებ და იქითკენ ვტრიალდები,
საიდანაც წეღან ხმა გავიგონე. ახლა უკვე ძველებურად ვიბ-
რძვი და ჩემი გალეული კუნთების ძალით ვცდილობ მძლავ-
რხელიანისგან თავის გათავისუფლებას, მაგრამ სრულიად
უშედეგოდ, – შეწყვიტეთ!
– იმ მდგომარეობაში არა ხარ, რომ გვევაჭრო, მერ.
მეივენი მოკრძალებულია და სიბნელესა და თავის აჩრდი-
ლებს ამჯობინებს. ვხედავ, როგორ მიახლოვდება მისი სი-
ლუეტი, თავზე წვეტებიანი გვირგვინი დაუდგამს. როცა ვარ-
სკვლავების შუქზე გამოდის, მცირე კმაყოფილებას ვგრძნობ.
ძველებურად თავდაჯერებული, თვითკმაყოფილი სახე აღარ
აქვს. თვალებს ქვემოთ ლურჯი წრეები მოუჩანს, შუბლი ოფ-
ლით ეცვარება. ელარას სიკვდილმა დაღი დაასვა.
556 მკითხველთა ლიგა
ყელზე შემოხვეული თითები ოდნავ მეშვება და ლაპარა-
კის საშუალება მეძლევა, მაგრამ მძლავრხელიანს ისევ ზე-
მოთ ვყავარ აწეული და ფეხის თითებით მაღალ ბალახსა და
გაყინულ ტალახს ვთელავ.
არანაირ ვაჭრობასა და გარიგების დადებას არ ვაპირებ.
– ის შენი ძმაა, – დაუფიქრებლად ვეუბნები მას. მეივენს ეს
ფეხებზე ჰკიდია.
– მერე? – მეკითხება და ცალ შავ წარბს ათამაშებს.
შებორკილი კილორნი მიწაზე ცქმუტავს. პასუხად რკინის
ღეროები უფრო მაგრად უჭერს, მას სუნთქვა ეკვრის და ხიხი-
ნებს. მის გვერდით კალი თვალებს ახამხამებს, ნელ-ნელა
გონს მოდის და მაშინ მეივენი აუცილებლად მოკლავს. დრო
არა მაქვს. მათი სიცოცხლისთვის ყველაფერს გავიღებ, ყვე-
ლაფერს.
მძვინვარებით, შიშითა და სასოწარკვეთილებით ძალამო-
ცემული ბოლოჯერ გავიბრძოლებ. მე ელარა მერანდუსი მოვ-
კალი, მისი შვილისა და ჯარისკაცების დახოცვაც უნდა შევ-
ძლო, მაგრამ მძლავრხელიანი ამისათვის მზადაა და ხელს
მაგრად მიჭერს. ხელთათმანები კარგად ეხმარება – მის კანს
ჩემი ელვისგან იცავს. ვცდილობ ვიყვირო, ციდან მეხი მოვიხ-
მო, მაგრამ თვალთ მიბნელდება და ყურში ნელი პულსაცია
ჩამესმის. სანამ ღრუბლებს შევაგროვებ, კიდეც დამახრჩობს
და სხვებიც ჩემთან ერთად დაიღუპებიან.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ იცოცხლოს, ჩემთან იყოს და
მარტო არ დავრჩე.
ჩემი ელექტრობა ასეთი სუსტი და უბადრუკი არასოდეს
ყოფილა. ნაპერწკლები ნელ-ნელა მიქრება, როგორც მომაკ-
ვდავი ადამიანის გულისცემა.

557 მკითხველთა ლიგა


– შენთვის სარფიანი წინადადება მაქვს, – ხრინწიანად
ვჩურჩულებ მე.
– მართლა? – მეივენი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და მისი
სიახლოვე ჟრუანტელს მგვრის, – აბა, მითხარი.
ხელი ისევ მეშვება, მაგრამ გაფრთხილების ნიშნად
მძლავრხელიანი ყელზე ვენას ცერა თითს ადებს.
– ბოლომდე შეგებრძოლები, – ვამბობ მე, – ყველანი შე-
გებრძოლებით და ამისათვის თავსაც გავწირავთ. შეიძლება
საიქიოს გაგიყოლოთ, როგორც დედაშენი.
მეივენს თვალები უელავს და მის ტკივილს მხოლოდ ეს ამ-
ხელს.
– ამისათვის დაისჯები, კარგად დაიმახსოვრე.
მძლავრხელიანი ცერა თითს უფრო მაგრად მაჭერს, ალ-
ბათ, უზარმაზარ სისხლჩაქცევასაც მისახსოვრებს, მაგრამ
მეივენს დასჯაში ეს არ უგულისხმია, მას ჩვენთვის ბევრად
მძიმე ხვედრი აქვს გამზადებული.
კალის მაჯებზე შემოხვეული რკინა წითლდება და სიცხის-
გან ვარვარებს. სუნთქვაშეკრული მიყურებს და მის თვალებ-
ში ვარსკვლავების შუქი ირეკლება. ნეტავ შემეძლოს ვუთხრა,
რომ წყნარად იწვეს და მაცადოს იმის გაკეთება, რაც აუცილე-
ბელია. უნდა გადავარჩინო, როგორც მან არაერთხელ მიხ-
სნა.
მის გვერდით კილორნი გაყუჩებულია. ის ყველაზე კარგად
მიცნობს და ჩემი გამომეტყველებით ყველაფერს ხვდება.
კბილს კბილზე აჭერს და თავს ნელა მიქნევს.
– ნუ დახოცავ მათ, გაუშვი, – ვჩურჩულებ მე. მძლავრხე-
ლიანის ხელები მძიმე ჯაჭვებივითაა და წარმოვიდგენ, რო-
გორ დაცოცავენ ჩემს სხეულზე და გველებივით იკლაკნებიან.

558 მკითხველთა ლიგა


– მერ, მგონი, გამოთქმა „სარფიანი წინადადება“ სხვა რა-
ღაცას უნდა ნიშნავდეს, – დამცინავად იღიმება მეივენი, – რა-
მე უნდა შემომთავაზო.
უკან არავის გამო არ დავბრუნდები. ეს კალს მაშინ ვუთხა-
რი, როცა ხმოვან მოწყობილობას გადავურჩი და ისიც ყველა-
ფერს მიხვდა.
ჩამბარდი, ეწერა მეივენის წერილში. დაბრუნებას მევედ-
რებოდა.
– აღარ ვიბრძოლებთ. მე აღარ ვიბრძოლებ, – როცა
მძლავრხელიანი მიწაზე მაგდებს, საბოლოოდ ვნებდები.
თავს ვხრი და ზემოთ ახედვას ვეღარ ვბედავ. თითქოს მას მო-
ვუხარე თავი. აბა, ვივაჭროთ.
– სხვები გაუშვი და მე ვიქნები შენი ტყვე. ჩაგბარდები.
უკან დავბრუნდები.
ბალახზე ვზივარ და ჩემს ხელებს დავყურებ. სუსხიანი სი-
ცივე ჩემთვის კარგად ნაცნობია. ჩემს გულს და მასში არსე-
ბულ უფსკრულს ეხმიანება, რომელიც დღითი დღე იზრდება.
მეივენი ნიკაპზე გულისამრევად ცხელ ხელს მკიდებს. მისი
შეხება ცუდის ნიშანია. ესე იგი ელვა-გოგონასი არ ეშინია, ან
თავს გვაჩვენებს. თავს მაწევინებს და მაიძულებს თვალებში
შევხედო. აღარაფერი დარჩენილა იმ ბიჭისგან, რომელსაც
ოდესღაც ვიცნობდი. ახლა მასში მხოლოდ წყვდიადია.
– მერ, სისულელეს ნუ ჩაიდენ! – ძლივს მესმის კილორნის
მავედრებელი ხმა. თავში გამყინავი კივილი ჩამესმის. არა, ეს
ელექტრობის ზუზუნი არ არის. ჩემი სხეული გაჰყვირის პრო-
ტესტის ნიშნად, მაგრამ, იმავდროულად, შვებასაც ვგრძნობ
და ეს გულს მირევს. მე და ჩემმა მცდარმა არჩევანმა უამრავი
ადამიანის სიცოცხლე შევიწირეთ. სამართლიანი იქნება, თუ

559 მკითხველთა ლიგა


ამჯერად მეც დავმორჩილდები ბედისწერას და მის სასჯელს
მივიღებ.
მეივენი ჩემს ფიქრებს ადვილად კითხულობს და ჩემში იმ
ტყუილს ეძებს, რომელიც ამწამს არ არსებობს. მეც იმავეს ვა-
კეთებ, სახეზე ვაკვირდები. მიუხედავად იმისა, რომ თავს გუ-
ლად ბიჭად გვაჩვენებს, აშინებს ის, რაც გავაკეთე, ელვა-
გოგონას სიტყვების და სხვებზე ამ სიტყვების გავლენის ეში-
ნია. აქ ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მაგრამ უფრო დიდი ჯილ-
დო ხვდა წილად, რომელიც ჩემი სურვილით მივართვი.
მეივენი ბუნებით მოღალატეა, მაგრამ ამ შეთანხმების პირო-
ბებს სიამოვნებით დაიცავს. ამას მის თვალებში ვხედავ. მის
წერილებშიც იგივე ისმოდა. მას მე ვუნდივარ და ყველაფერს
გააკეთებს, რომ ისევ ხელში ჩამიგდოს.
კილორნი ამაოდ ცდილობს ბორკილებისგან თავის დახ-
სნას.
– კალ, გააკეთე რამე! – ყვირის და კალისკენ იწევს. დაჯა-
ხებისას რკინის ღეროები უსიამოვნო ხმას გამოსცემს, – ამის
უფლება არ მისცე!
მას თვალებში ვერ შევხედავ. მინდა სხვანაირი ვახსოვდე.
ამაყად ფეხზე მდგარი და არა ასეთი.
– შევთანხმდით? – მათხოვრად ვიქეცი, რომელიც მეივენს
ევედრება, ისევ მოოქრულ გალიაში ჩასვას, – ხომ ხარ სიტ-
ყვის კაცი?
როცა მის სიტყვებს ვიმეორებ, მეივენი იღიმება და კბილე-
ბი უელავს.
ახლა უკვე სხვებიც ყვირიან და გაბრძოლებას ცდილობენ.
მათი არც ერთი სიტყვა არ მესმის. ჩემი გონება მხოლოდ შე-
თანხმებაზეა მიჯაჭვული. ალბათ, ჯონმა ესეც დაინახა.

560 მკითხველთა ლიგა


მეივენის ხელი ჩემი ნიკაპიდან ყელზე გადადის და მძლავ-
რხელიანზე სუსტად, მაგრამ ბევრად მტკივნეულად მიჭერს.
– შევთანხმდით.

561 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

დღე დღეს მისდევს. ყოველ შემთხვევაში, მე დღეები მგო-


ნია. დროის უმეტეს ნაწილს ხმოვანი მოწყობილობის ზემოქ-
მედებით გათიშული ვატარებ. უკვე ისე ძალიან აღარ მტკივა.
ჩემმა შემპყრობებმა მისი გამოყენება დახვეწეს და ისეთი
დოზით იყენებენ, რომ მხოლოდ ვითიშები და საშინელი ტკი-
ვილი არ მაწუხებს. ყოველ ჯერზე, როცა ვფხიზლდები, ბუნ-
დოვნად ვხედავ თეთრხალათიან კაცებს, ისინი ციფერბლატს
ატრიალებენ და ყველაფერი თავიდან იწყება. ტვინში მწერი
ჩამისახლდა და განუწყვეტლივ ჩხაკუნებს. ზოგჯერ თითქოს
უკეთ ვარ, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვფხიზლდები. ხან-
დახან მეივენის ხმა მესმის. მაშინ თეთრი ციხე შავ-წითლად
იღებება და ამ ფერების ატანა შეუძლებელი ხდება.
ამჯერად გამოფხიზლებულს ჩხაკუნი აღარ მესმის. სამყა-
რო მეტისმეტად გაკაშკაშებული და ოდნავ ბუნდოვანია, მაგ-
რამ გათიშული აღარ ვეცემი, მართლა ვიღვიძებ.
გამჭვირვალე ბორკილი მიკეთია, ალბათ, პლასტმასის ან
ალმას-შუშის. ისინი მაჯებსა და კოჭებზე მადევს. ორივე ბორ-
კილი მეტისმეტად ვიწროა იმისათვის, რომ არ შემაწუხოს,
მაგრამ სისხლს მაინც აძლევენ მოძრაობის საშუალებას.
ხელბორკილი მაინც ყველაზე მეტად მაწუხებს. ძველი იარები
მიღიზიანდება და სისხლი მჟონავს. ღია ფერის კაბაზე სისხლი
მკვეთრად ეტყობა, მაგრამ მისი მოწმენდით თავს არავინ იწუ-
ხებს. ახლა, როდესაც მეივენი ჩემს ვინაობას ვეღარ მალავს,
გადაწყვეტილი აქვს ჩემი თავი ყველას აჩვენოს. არ ვიცი, რა
გეგმებს ხლართავს. ბორკილების ჩხარუნის ხმა მესმის და
ვხვდები, რომ შეჯავშნულ ტრანსპორტში ვარ. ალბათ, პატიმ-

562 მკითხველთა ლიგა


რების გადასაყვანია, რადგან ფანჯრები არა აქვს და კედლებ-
ზე რგოლები მოჩანს. ერთ-ერთში ჩემი ჯაჭვებია გაყრილი და
ოდნავ ირხევა.
ჩემ წინ თეთრებში გამოწყობილი ორი მელოტი კაცი ზის.
ძალიან ჰგვანან მწვრთნელ არვენს. ალბათ, მისი ძმები ან ბი-
ძაშვილები არიან. ამიტომაც მეხუთება სული და სუნთქვა მი-
ჭირს. ისინი ჩემს უნარს ახშობენ და ჩემივე სხეულში გამომ-
წყვდეულს მამყოფებენ. უცნაურია, რომ ჩემი შებორკვა მაინც
სჭირდებათ. ელვის გარეშე ჩვეულებრივი ჩვიდმეტი წლის
გოგო ვარ, მალე თვრამეტის გავხდები. თავს ვერ ვიკავებ და
მეღიმება. დაბადების დღეს ჩემივე ნებით ვხვდები ციხეში.
შარშან ამ დროს მეგონა, რომ ერთი წლის შემდეგ ფრონტზე
ვიქნებოდი. ახლა თავადაც არ ვიცი, სად მივდივარ, მგორავ
მანქანაში ვარ გამოკეტილი ორ კაცთან ერთად, რომლებიც
სიამოვნებით მომკლავდნენ. ეს ომში წასვლაზე დიდად უკე-
თესი არ არის.
მეივენი მართალი აღმოჩნდა. გამაფრთხილა, შენს მომ-
დევნო დაბადების დღეს ერთად შევხვდებითო. მართლაც
სიტყვის კაცი ყოფილა.
– დღეს რა დღეა? – ვეკითხები მელოტ კაცებს, მაგრამ პა-
სუხს არ მცემენ და თვალსაც არ ახამხამებენ. მათი კონცენ-
ტრაცია, რომლითაც ჩემს ელვას ახშობენ, უზადოა.
გარეთ სულ უფრო ძლიერდება უცნაური ყრუ გუგუნი. ვერ
ვხვდები, რა ხმაა და ამის გაგებაზე ძალის დახარჯვას არც ვა-
პირებ. მალე ისედაც გავიგებ.
არც ვცდები. რამდენიმე წუთის შემდეგ ტრანსპორტი ჩერ-
დება და უკანა კარი იღება. თურმე აღტყინებული ბრბოს
ღრიალი მესმოდა. გულგახეთქილს წამით მგონია, რომ ისევ
ძვლების არენაზე დამაბრუნეს, სადაც მეივენმა ადრეც სცადა
563 მკითხველთა ლიგა
ჩემი მოკვლა. ალბათ, საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა. ვიღაც
ჯაჭვებს მხსნის და წინ მიბიძგებს. ტრანსპორტიდან ლამის
თავდაყირა გადავეშვა, მაგრამ ერთ-ერთი არვენი ასწრებს და
ბოლო წამს მიჭერს. არა გულკეთილობის, არამედ აუცილებ-
ლობის გამო. ალბათ, საშიში შეხედულება მაქვს, როგორც
ძველად ელვა-გოგონას. სუსტი პატიმარი არავის აინტერე-
სებს. ასლუკუნებულ ლაჩარს ზედაც არ შეხედავენ. ძლევამო-
სილის დამდაბლება უნდათ, ცოცხალი ჯილდო. აქ სწორედ
ამისთვის მომიყვანეს.
ამ გალიაში ჩემი ნებით შევაბიჯე.
როგორც ყოველთვის.
კანკალი მიტყდება, როცა ვხვდები, სად ვარ.
არქეონის ხიდზე. ოდესღაც ვუყურებდი, როგორ იწვებოდა
და ინგრეოდა, მაგრამ ძლიერებისა და ძალაუფლების სიმბო-
ლო აღდგენილია და მასზე დასერილი შიშველი ფეხებით უნ-
და გავიარო, უკან ჩემი დამატყვევებლები წამომყვებიან ხელ-
ში ჯაჭვებით. თავის აწევას ვერ ვბედავ და მიწას დავყურებ. არ
მინდა ამდენი ხალხის სახეებისა და ჩემზე მოშვერილი კამე-
რების დანახვა. არ უნდა დაინახონ, რომ გავტყდი. მეივენსაც
ეს უნდა და ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ.
მეგონა, სახალხოდ ჩემი ჩვენება რთული არ იქნებოდა,
ბოლოს და ბოლოს, ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ ახლა საქმე
ბევრად ცუდადაა. ველზე შვებას ვგრძნობდი, ახლა კი მხო-
ლოდ შიშს ვყავარ ატანილი. ყველა მე მომშტერებია და ყვე-
ლასათვის ნაცნობ სახეზე ბზარს ეძებენ. პოულობენ კიდეც.
ვცდილობ მათ შეძახილებს არ მოვუსმინო და თავიდან ეს გა-
მომდის კიდეც. მერე ვხვდები, რასაც გაიძახის უმრავლესობა
და რასაც ზემოთ სწევენ, რომ კარგად დავინახო. სახელები.
ფოტოები. ყველა დაღუპული თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული
564 მკითხველთა ლიგა
ვერცხლისფერის. ყველა მათგანის სიკვდილში ჩემი ხელი
ურევია. მიყვირიან და მათი სიტყვები ყველაზე მტკივნეულია.
როცა ხიდის მეორე ბოლოში გავდივარ და ხალხით სავსე
კეისრის მოედანს ვუახლოვდები, ცრემლები მომდის და მათ
შეჩერებას ვეღარ ვასწრებ. ამას ყველა ხედავს. ყოველ ნაბიჯ-
ზე სულ უფრო ვიძაბები. ამაოდ ვუხმობ ელვას, მაგრამ ის ამ-
ჯერად ვეღარ მიხსნის. ძლივს ვსუნთქავ, თითქოს ყულფი უკ-
ვე ყელზე მომიჭირეს. ეს რა ჩავიდინე?
ჩემი მარცხის სანახავად თეთრი ალის სასახლის კიბეზეც
ბევრი ვერცხლისფერი შეკრებილა. დიდგვაროვნებსა და გე-
ნერლებს გლოვის ნიშნად შავები აცვიათ. ამჯერად დედო-
ფალს გლოვობენ. ევანგელინის კაბასაც ვამჩნევ, ზედ შავი
ბროლის ქაცვები აუსხამს, რომლებიც მოძრაობისას ბზინა-
ვენ.
მხოლოდ ერთ ადამიანს აცვია ნაცრისფერი, ერთადერთი
მისთვის შესაფერისი ფერი. ჯონს. სხვებთან ერთად დგას და
მიყურებს, როგორ ვუახლოვდები. მის სისხლივით წითელ
თვალებში ბოდიშს ვხედავ, რომელსაც მისგან არასდროს მი-
ვიღებ. არ უნდა გამეშვა. გონებაში საკუთარ თავს ვწყევლი.
მან მითხრა, რომ მარტო აღვდგებოდი. ახლა ვიცი, რომ
მატყუებდა. რადგან დავეცი.
მოედნის წინა ნაწილი ცარიელი და ცოტათი შემაღლებუ-
ლია. სიკვდილით დასჯისთვის შესაფერისი ადგილია, თუ
მეივენს ასე სურს. აქვე ზის და მელოდება იმ ტახტზე, რომელ-
საც ვერ ვცნობ.
მეფესთან მიახლოებას მაიძულებენ და ვფიქრობ, ნეტავ
ყველას თვალწინ თუ მომკლავს და თავისი სასახლის კიბეს
ჩემი სისხლით შეღებავს. როცა ფეხზე დგება, ვკრთები. ერ-
თმანეთის წინ დანიშნულებივით ვდგავართ, შეცბუნებული და
565 მკითხველთა ლიგა
დაძაბული, თან ამდენი ადამიანი შემოგვყურებს. მაგრამ ეს
ქორწილი არ არის. შეიძლება ჩემი დაკრძალვაა, აღსასრუ-
ლი.
მის ხელში რაღაც ელავს. მამამისის ხმალი? ჯალათის მახ-
ვილი? მაგრამ მაჟრჟოლებს, როცა კისერზე რაღაცას მახ-
ვევს. საყელურია. ძვირფასი ქვებით შემკული, მოოქრული,
ეკლიანი, ულამაზესი და საშინელი. თვალები ცრემლებით
მაქვს სავსე და მხოლოდ ჩემ წინ მდგარ შავსაჭურვლიან მე-
ფეს და ჩემს ლავიწზე ამომწვარ დაღს ვხედავ.
საყელურზე ჯაჭვია მიბმული. მე ჩვეულებრივი ძაღლი ვარ.
მეივენი მას მაგრად უჭერს ხელს და ველი, რომ ძირს ჩამათ-
რევს, მაგრამ ფეხს არ იცვლის. ჯაჭვს ძლიერად ქაჩავს, სი-
მაგრეს უმოწმებს და მის ფეხებთან ვბორძიკობ. საყელურის
ეკლები მერჭობა და ლამის ვიხრჩობი.
– შენ მისი ცხედარი ყველას დასანახავად გამოფინე, – მი-
სი ტუჩები ყურზე მეხება, როცა ამ სიტყვებს კბილებიდან
ცრის. მის ხმაში ტკივილი ისმის, – შენც იმავეს გაგიკეთებ.
არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვს, მაგრამ მისი
ჟესტი სავსებით გასაგებია. ცალი ხელით თავის ფეხებთან მი-
თითებს. თითები კიდევ უფრო ფერმკრთალი აქვს, ვიდრე მე
მახსოვდა.
მის ნებას ვემორჩილები...
და მეფის ფეხთით ვიჩოქებ.

566 მკითხველთა ლიგა

You might also like