You are on page 1of 151

1

ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების


იაპონური საიდუმლო

მთარგმნელი
ანა ალბუთაშვილი

2
მთარგმნელის წინასიტყვაობა

იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების ია-


პონური საიდუმლო

ყველას სურს ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება,


მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა? ამ კითხვაზე პასუ-
ხის მოძებნაში ეს წიგნი დაგეხმარებათ. იკიგაის აღმოჩენამ
ცხოვრებას აზრი შესძინა და ახლა ჩემი ყოველი დღე ნამდვი-
ლი დღესასწაულია.
ჩვენი მიზნები მნიშვნელოვანია და ამდენად, გულმოდგი-
ნედ მივისწრაფვით მათკენ. დიდი ძალისხმევის შედეგად ვაღ-
წევთ სასურველ შედეგს, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის
შემდეგ მაინც სიცარიელეს ვგრძნობთ. ალბათ იკითხავთ, შე-
საძლებელია ვიყო მუდამ მოტივირებული და ეს მოტივაცია
რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევით არ იყოს განპირობებუ-
ლი? დიახ, შესაძლებელია და ამისთვის მხოლოდ თქვენი იკი-
გაის აღმოჩენაა საჭირო. ის თქვენშია და გელოდებათ, როდის
გაუღებთ კარს. იკიგაი თქვენი დღეგრძელობის გასაღებია - ის
იმ უზარმაზარი ენერგიის სანაცვლოდ, რომელსაც მიზნის მი-
საღწევად დახარჯავთ, სიცოცხლის აზრსა და ცხოვრების ხა-
ლისს მოგანიჭებთ, ამგვარად შეძლებთ ჰარმონიაში იყოთ
როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან. ასე თქვენ
ნამდვილად იზეიმებთ 100 წლის იუბილეს.
იკიგაი მსოფლიო ბესტსელერია და როგორც კი გავიგე მის
შესახებ, მომინდა ყველასთვის გამეზიარებინა, რადგან იკიგა-
ის ტრანსფორმაციული ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე. ეს
წიგნი უდიდესი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვთარგმნე და
მჯერა, რომ მისი გაცნობით თქვენი ცხოვრებაც უკეთესობის-

3
კენ შეიცვლება და ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბედნიერი ადამიანი
იცხოვრებს.
იკიგაის აღმოჩენა თქვენს გამბედაობას მოითხოვს, მის ძი-
ებაში კი ეს წიგნი დაგეხმარებათ. გაეცნობით მრავალ საინტე-
რესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად და-
განახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გასწავლით სტრე-
სის მართვის სტრატეგიებს; ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმ-
ლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ; გაი-
გებთ, როგორ შეგვიძლია მარცხით გაძლიერება და ცხოვრე-
ბისეული სირთულეების შესაძლებლობებად გადაქცევა; ახ-
ლოს გაიცნობთ იაპონურ კულტურასა და ოკინავას მკვიდრთა
ბედნიერების საიდუმლოებებს.
ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს რო-
გორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სავარჯიშოებს და ჯანსაღი კვე-
ბის წესებს. თავად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის მისაღები და
სასურველი ვარჯიში - იქნება ეს იაპონური რადიო ტაისო, აღ-
მოსავლური საბრძოლო ხელოვნება თუ იოგა. ყოველივე კი
დაგეხმარებათ თქვენი იკიგაის აღმოჩენაში, რომელიც მდგო-
მარეობაა აქ და ახლა, ჰარმონიაა საკუთარ თავსა და გარე
სამყაროსთან.
რა არის ის, რაც გიყვართ, რაც კარგად გამოგდით, რაც
სამყაროს სჭირდება თქვენგან და რაშიც გადაგიხდიან? ამ
კითხვებზე პასუხი არის თქვენი მოწოდება, პროფესია, გატაცე-
ბა და მისია, ეს ყველაფერი ერთად კი თქვენი იკიგაია - არსე-
ბობის აზრი, რისი აღმოჩენაც მოგანიჭებთ ბედნიერების, კმა-
ყოფილებისა და მთლიანობის განცდას, რაც თქვენი ხან-
გრძლივი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების საწინდა-
რია.
მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

გისურვებთ, გეპოვოთ თქვენი იკიგაი


სიყვარულით, ანა ალბუთაშვილი

4
***

ჩემს ძმას - აიტორს, რომელიც ყველაზე ხშირად მეუბნებო-


და:
“არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებას”.
- ჰექტორ გარსია

ყველა ჩემს ძველ, ახლანდელ და მომავალ მეგობარს:


თქვენ ხართ ჩემი სახლი და დასაყრდენი სიცოცხლის გზა-
ზე.
- ფრანსესკ მირალესი

5
***
მხოლოდ აქტიური ცხოვრება შეგვაძლებინებს 100 წლამ-
დე სიცოცხლეს.
– იაპონური ანდაზა

6
პროლოგი

იკიგაი: იდუმალი სიტყვა

ამ წიგნის დაბადების ამბავი ერთ წვიმიან ღამეს დაიწყო


ტოკიოში, როდესაც მისი ავტორები ქალაქის ერთ პატარა
ბარში შევიკრიბეთ. მართალია, ერთმანეთის ნაშრომებს ად-
რეც ვკითხულობდით, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდით იმ ათი
ათასი კილომეტრის გამო, ბარსელონასა და იაპონიის დედა-
ქალაქს რომ აშორებს. განსაზღვრული დროის შემდეგ ერთმა
მიზანმა გაგვაერთიანა, საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მრავალ-
წლიან მეგობრობას და ერთობლივ საქმეს, რაც, როგორც
ჩანს, მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
ერთი წლის შემდეგ ისევ შევხვდით ტოკიოში. მივუყვებო-
დით ქალაქის ქუჩებს და განვიხილავდით დასავლური ფსიქო-
ლოგიის ახალ მიმდინარეობებს, განსაკუთრებით, ფსიქოთე-
რაპიის ახალ მიმართულებას - ლოგოთერაპიას, რომელიც
ცხოვრების აზრის განსაზღვრაში გვეხმარება. მართალია, ავ-
სტრიელი ფსიქოლოგის, ვიქტორ ფრანკლის, თერაპიის ეს მე-
თოდი თითქოს მოდიდან გადავიდა და ზოგიერთმა თერაპევ-
ტმა მას სხვა ფსიქოლოგიური სკოლები ამჯობინა, მაგრამ ბევ-
რი ჯერ კიდევ ეძებს ცხოვრების აზრს. ხშირად ვეკითხებით სა-
კუთარ თავს: რას ემსახურება ჩემი სიცოცხლე? რისთვის მოვე-
დი ამქვეყნად? რა არის ჩემი მისია? უბრალოდ, რაც შეიძლება
დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ, თუ ჯობს რაიმე უფრო სიღრმისე-
ულ და გააზრებულ ღირებულებებზე ვიფიქროთ?!
როგორ ხდება, რომ ზოგიერთი მარტივად პოულობს სი-
ცოცხლის აზრს და აკეთებს იმას, რაც უყვარს და სიამოვნებს
მაშინ, როცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უშედეგოდ ეძე-
ბენ იმავეს და არ იციან, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვ-
რება, რომ იყვნენ ბედნიერები და წარმატებულები.
ამ საუბრისას ერთი იდუმალი სიტყვა ამოგვიტივტივდა -
იკიგაი.

7
ეს იაპონური კონცეფციაა, რომელიც ითარგმნება რო-
გორც “საკუთარი დანიშნულების შეგრძნება”, რაღაცით ლო-
გოთერაპიას ჰგავს, მაგრამ ბევრად აღემატება მას. ის, ერთი
მხრივ, ფარდას ხდის იაპონელთა დღეგრძელობის საიდუმ-
ლოს, განსაკუთრებით, ოკინავას კუნძულზე, სადაც ყოველ
100000 ადგილობრივ მცხოვრებზე 24,55 ას წელს გადაცილე-
ბული მოდის, რაც ბევრად აღემატება სიცოცხლის ხანგრძლი-
ვობის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.
ისინი, ვინც შეისწავლა და გამოიკვლია კუნძულ ოკინავას
მცხოვრებთა დღეგრძელობის საიდუმლო, ამბობენ, რომ გა-
საღები ჯანსაღი კვების რაციონისა და აქტიური ცხოვრების წე-
სის გარდა არის იკიგაი, რაც მთლიანად განსაზღვრავს მათ
ცხოვრებას.
ამ კონცეფციის კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქოლო-
გიისა თუ პიროვნული განვითარების არცერთი სახელმძღვა-
ნელო არ ცდილობს მის დანერგვას დასავლეთში.
და მაინც: შესაძლოა, რომ იკიგაი ოკინავაზე მცხოვრებთა
დღეგრძელობის მიზეზი იყოს? როგორ შთააგონებს იგი ადა-
მიანებს, იყვნენ მუდამ აქტიურნი სიცოცხლის ბოლომდე? რა
არის ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო?
როდესაც უფრო ღრმად შევისწავლეთ ეს საკითხი, აღმო-
ვაჩინეთ, რომ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სო-
ფელში, რომელსაც ოგიმი ჰქვია და რომელშიც დაახლოებით
3000 ადამიანი ცხოვრობს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლი-
ვობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში. სწორედ ამიტომ შეარ-
ქვეს მას მეტსახელად დღეგრძელთა სოფელი.
კუნძული ოკინავა შიკუვასას სამშობლოა - ლიმონის
მსგავსი ციტრუსის, რომელიც ანტიოქსიდანტების საბადოა.
იქნებ ეს არის ოგიმის მცხოვრებთა ხანგრძლივი ცხოვრების
საიდუმლო? ან იქნებ მინერალებით მდიდარი წყლის დამსახუ-
რებაა, რომლითაც ადგილობრივები მორინგას ფოთლებით
სამკურნალო ჩაის აყენებენ.
გადავწყვიტეთ თავად მოგვენახულებინა და უშუალოდ
გავსაუბრებოდით იაპონელ სუპერხანდაზმულებს. ერთწლია-
ნი წინასწარი კვლევების შემდეგ ვეწვიეთ სოფელს, რომლის

8
მკვიდრნიც ადგილობრივ დიალექტზე საუბრობენ და მისდე-
ვენ ძველ ანიმისტურ რელიგიას. სწამთ და ეთაყვანებიან ტყის
სულებს - ბუნაგაიებს. როგორც კი აყვავებული გორაკებით
დაფარულ კუნძულზე აღმოვჩნდით, მაშინვე ვიგრძენით გა-
საოცარი კეთილგანწყობა და მეგობრული გარემო - ჩვენი მას-
პინძლები განუწყვეტლივ ხუმრობდნენ და გვიღიმოდნენ.
სოფლის ყველაზე ხანდაზმულ მცხოვრებლებთან ინტერ-
ვიუების ჩაწერისას გავაცნობიერეთ, რომ ბუნებრივი რესურ-
სების გარდა აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანთან გვქონდა საქ-
მე: ეს ის უჩვეულო სიხარული გახლდათ, რომელსაც აფრქვევ-
და სოფლის თითოეული მკვიდრი, რომელიც სწორედ ამ სიხა-
რულის განცდით ცხოვრობს ხანგრძლივად და ბედნიერად.
და ისევ იდუმალი იკიგაი.
მაგრამ, რა არის ის? როგორ უნდა ვიპოვოთ?
სამოთხის კუნძული ოკინავა მართლაც გამორჩეულია. მი-
უხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს აქ 200
000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, აქაურები კუნ-
ძულის სტუმართ მაინც გულღიად ხვდებიან. ოკინაველები
იჩარიბა ჩოდეს პრინციპით ცხოვრობენ. ეს ადგილობრივი გა-
მოთქმაა, რომელიც გვეუბნება: “მოექეცი ყველას ისე, რო-
გორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, მაშინაც კი, თუ მათ პირ-
ველად ხედავ”.
აღმოჩნდა, რომ ოგიმის მკვიდრთა ხანგრძლივი და ბედ-
ნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლო საზოგადოების, რო-
გორც ერთი მთლიანობის განცდაა. ადრეული ასაკიდან ისინი
ვარჯიშობენ იუიმაარუში, ანუ გუნდურ საქმიანობაში და ერ-
თმანეთის დახმარებაც ჩვევაში აქვთ.
მეგობრული განწყობა, მსუბუქი კვება, სრულფასოვანი
დასვენება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში - ყოველივე
ეს ჯანმრთელობის საწინდარია. მაგრამ სიცოცხლის ხალისის
მთავარი წყარო, რაც აქაურ ხანდაზმულებს აახალგაზრდა-
ვებს და ისინიც სიხარულით დღესასწაულობენ დაბადების
დღეებს ერთიმეორის მიყოლებით, არის იკიგაი.
ამ წიგნის მიზანია, გაგანდოთ იაპონელ სუპერხანდაზმულ-
თა სიცოცხლის საიდუმლოებანი, გაპოვნინოთ და გაჩვენოთ

9
თქვენს იკიგაიმდე მისასვლელი გზა. მას კი, ვინც იკიგაის პოუ-
ლობს, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლოს
ბედნიერი, წარმატებული და სიხარულით სავსე ცხოვრებით.
ბედნიერი მგზავრობა!
ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი

10
I - იკიგაის ფილოსოფია - მუდმივი
ახალგაზრდობის ხელოვნება

რა არის თქვენი არსებობის აზრი?

როგორც იაპონელები ამბობენ, ყველა ადამიანს აქვს სა-


კუთარი იკიგაი, რასაც ფრანგი ფილოსოფოსები Raison d’ ê
tre-ის უწოდებენ და რაც არსებობის აზრს ნიშნავს. ზოგიერთმა
უკვე აღმოაჩინა თავისი იკიგაი, სხვები ჯერაც ძიების პროცეს-
ში არიან და ეს მაშინ, როდესაც იკიგაი თავად მათშია. ჩვენი
იკიგაი ჩვენშია, თუმცა მის აღმოჩენას დიდი მოთმინება და
მუდმივი ძიება სჭირდება. კუნძულ ოკინავაზე, სადაც ყველაზე
დღეგრძელი ხალხი ცხოვრობს, ამბობენ, რომ იკიგაი არის:
ის, რისთვისაც ყოველ დილით იღვიძებ; ის, რაც გიყვარს; ის,
რაც კარგად გამოგდის; ის, რაც სამყაროს სჭირდება შენგან
და ის, რაშიც გიხდიან.

რაც გიყვარს

რაც
რაც
სამყაროს
კარგად
იკიგაი შენგან
გამოგდის
სჭირდება

რაშიც გიხდიან

დაფუძნებულია მარკ ვინის დიაგრამაზე

11
და რასაც უნდა აკეთებდე, პენსიაზე

არ გახვიდე!

მკაფიოდ განსაზღვრულ იკიგაის მოაქვს ბედნიერება, კმა-


ყოფილება და აზრს სძენს სიცოცხლეს. ამ წიგნის დანიშნულე-
ბაა, გაპოვნინოთ თქვენი იკიგაი და გაგიზიაროთ იაპონური
ფილოსოფიური შეხედულებები ფიზიკურ, გონებრივ და სული-
ერ ჯანმრთელობაზე.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იაპონელებს სხვა-
თაგან გამოარჩევს, ისაა, რომ ისინი პენსიაზე გასვლის შემდე-
გაც აქტიურად ცხოვრობენ, არასოდეს ჩერდებიან და, შეიძ-
ლება ითქვას, სულაც არ გადიან პენსიაზე, ამ სიტყვის პირდა-
პირი მნიშვნელობით. აგრძელებენ საყვარელი საქმის კეთე-
ბას მანამ, სანამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას აძლევთ.
მათთვის სიტყვათწყობა პენსიაზე გასვლა სულაც არ გულის-
ხმობს სამსახურისა და საყვარელი საქმის დატოვებას, რო-
გორც ეს, მაგალითად, ინგლისურ ენაშია.
დენ ბიუტნერი - National Geographic-ის რეპორტიორი,
რომელიც კარგად იცნობს ამ ქვეყანას, წერს, რომ იაპონურ
კულტურაში იმდენად მნიშვნელოვანია იკიგაი, - საკუთარი
ცხოვრების აზრის პოვნა, - რომ მათთვის პენსიაზე გასვლა, უბ-
რალოდ, არ არსებობს!

მუდმივი ახალგაზრდობის კუნძული

იმ გამოკვლევებში, რომლებიც იაპონელ დღეგრძელთ ეძ-


ღვნება, აღნიშნულია, რომ ამ დღეგრძელობას განაპირობებს
ერთიანობისა და მთლიანობის განცდა, რომ ცხოვრობ არა
მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საზოგადოების საკეთილ-
დღეოდ და რომ ამაში გეხმარება იკიგაი, რომელიც ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორიც ჯანსაღი კვება, შეიძლება უფრო
მეტადაც კი. ოკინავასა და ეგრეთ წოდებულ ლურჯ ზონებში
(გეოგრაფიული ზონები, სადაც 100 წელს გადაცილებული

12
ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) მცხოვრებ ხანდაზმულებ-
ზე ჩატარებული უახლესი სამედიცინო კვლევები საინტერესო
ფაქტებს გვაწვდის ამ გასაოცარ ადამიანთა შესახებ:
• ისინი არამარტო დღეგრძელობით გამოირჩევიან, არა-
მედ იშვიათად ემართებათ სიმსივნე, გულსისხლძარღვთა და
სხვადასხვა სახის ანთებითი დაავადებები.
• თითოეული მათგანი მსოფლიოს დანარჩენ მოსახლეო-
ბასთან შედარებით გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარია-
ნობით.
• შესაბამისი ანალიზებით დადასტურდა, რომ მათი სის-
ხლის სტრუქტურა უმცირესი რაოდენობით შეიცავს თავისუ-
ფალ რადიკალებს (რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების და-
ბერებას). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი დაბერების პროცესი
საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის,
მწვანე ჩაისა და მცირე ულუფებით კვების შედეგია (ისინი ხომ
მხოლოდ 80%-ით ივსებენ კუჭს).
• ქალები ნაკლებად უჩივიან მენოპაუზით გამოწვეულ
უსიამოვნო სიმპტომებს. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებ-
შიც ხანგრძლივად ნარჩუნდება სქესობრივი ჰორმონები. დე-
მენციის შემთხვევათა რაოდენობაც მცირეა, ამ დაავადების
მსოფლიოში გავრცელების საშუალო მაჩვენებელთან შედა-
რებით.
ოკინავას მცხოვრებნი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ
იკიგაის - ცხოვრების აზრის პოვნას, რაც მათი ხანგრძლივი,
ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოა.

13
ამ წიგნში თითოეულ მათგანს განვიხილავთ, მაგრამ უმ-
თავრესი, რასაც კვლევა ცხადყოფს, არის ის, რომ ოკინაველ-
თა კონცენტრირება იკიგაიზე აზრს სძენს მათ სიცოცხლეს, თი-
თოეულ დღეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათსავე
ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაში.

5 ლურჯი ზონა

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 გეოგრაფიულ რეგიონს, სა-


დაც ყველაზე ჯანმრთელი და ხანდაზმული ადამიანები ცხოვ-
რობენ. ამ რეგიონების მკვიდრთა ცხოვრება გამოიკვლია და
გააანალიზა დენ ბიუტნერმა თავის ცნობილ წიგნში “ლურჯი
ზონები”.

1. ოკინავა, იაპონია. კუნძულ ოკინავას პირველი ადგილი


უჭირავს მსოფლიოს ლურჯ ზონებში. განსაკუთრებით გამო-
ირჩევა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც ყველაზე ასა-
კოვანი ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებით ქალები. ადგი-
ლობრივთა კვების რაციონი მდიდარია ბოსტნეულითა და ტო-
ფუთი, რომელსაც მიირთმევენ მცირე ულუფებად. მათთვის
ასევე განუყოფელია იკიგაი - არსებობის აზრი, რომელსაც ერ-
თვის მოაი, რაც ნიშნავს ახლო მეგობართა წრეს, ერთობას. ეს
ყოველივე უდიდეს როლს ასრულებს მათ დღეგრძელობაში.
2. სარდინია, იტალია. განსაკუთრებით ნუოროსა და ოლი-
ასტრის პროვინციები. აქ მცხოვრებთა კვების რაციონიც მდი-
დარია ბოსტნეულით. ასევე ყოველდღე მიირთმევენ 2 ჭიქა
ღვინოს. როგორც კუნძულ ოკინავაზე, აქაც ერთიანობის გან-
ცდა ასრულებს დიდ როლს მათ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვ-
რებაში.
3. ლომა-ლინდა, კალიფორნია, აშშ. ამ ზონაში ცხოვრობს
ყველაზე ხანდაზმული ხალხი ამერიკის შეერთებულ შტატებ-
ში. ისინი პროტესტანტი ქრისტიანები არიან - მეშვიდე დღის
ადვენტისტები (გულისხმობს შაბათის მეშვიდე დღედ აღიარე-
ბას).

14
4. ნიკოიას ნახევარკუნძული, კოსტა-რიკა. აქაური მოსახ-
ლეობა 90 წლის შემდეგაც კი განსაკუთრებით აქტიურია. მათი
უმრავლესობისთვის უთენია, 5:30 საათზე ადგომა ჩევულებ-
რივი ამბავია. ალიონზე დგებიან და მიდიან მინდვრებში სამუ-
შაოდ.
5. იკარია, საბერძნეთი. თურქეთის სანაპიროსთან მდება-
რე ზონის ყოველი მესამე მკვიდრი 90 წელს გადაცილებულია
(ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლე-
ბია). ამიტომაც აქაურობას მეტსახელად “უბერებელი კუნძუ-
ლი” შეარქვეს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო
და ცხოვრების სტილი, როგორც ჩანს, უძველესია, რადგან ამ
კუნძულის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის 500 წლიდან იწ-
ყება.
მომდევნო თავებში განვიხილავთ სხვადასხვა ფაქტორს,
რომლებიც, როგორც ჩანს, ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღე-
ბია და აღმოჩენილია ე.წ. ლურჯ ზონებში, განსაკუთრებით კი
ოკინავაზე - მუდმივი ახალგაზრდობის კუნძულზე.

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ ამ 5 ზონიდან 3


კუნძულია, სადაც ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსების
სიმცირეა, ამიტომ აქაურები ერთმანეთს ეხმარებიან. ბევრის-
თვის იკიგაი სწორედ სხვების დახმარებაა, რაც მათი ხან-
გრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლოა. მეცნიერებმა,
რომლებიც ამ 5 გეოგრაფიულ ზონას იკვლევდნენ, დღეგრძე-
ლი ცხოვრების საიდუმლოს რამდენიმე გასაღებს მიაგნეს:
• ჯანსაღი კვების რაციონი
• ფიზიკური აქტივობა
• ცხოვრების აზრის პოვნა - იკიგაი
• მყარი სოციალური კავშირების შექმნა, რაც გულისხმობს
მეგობართა ფართო წრეს და კარგ ოჯახურ ურთიერთობებს
ამ რეგიონებში მცხოვრებნი გამოირჩევიან დროის სწორი
განაწილებით, რათა ამით თავიდან აირიდონ დროის სიმცი-
რით გამოწვეული სტრესი. თითქმის არ ჭამენ ხორცს, მეორად
პროდუქტებს და მცირე დოზით იღებენ ალკოჰოლს. იმის მი-
უხედავად, რომ არ ასრულებენ ძალისმიერ სავარჯიშოებს, ყო-

15
ველდღე დიდ მანძილს გადიან ფეხით. ლურჯ ზონებში მცხოვ-
რებნი მანქანით გადაადგილებას ფეხით სიარულს ამჯობინე-
ბენ. მუშაობენ ბაღ-ბოსტანში, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოს-
ტნეული, რაც ბუნებრივია, ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს.
სწორედ ფიზიკური ვარჯიშია ის, რაც ყველა აქ მცხოვრებ სუ-
პერხანდაზმულს აერთიანებს.

80%-ის საიდუმლო

იაპონიაში არსებობს ასეთი გამონათქვამი: “ჰარა ჰაჩი ბუ”,


რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: “აივსე კუჭი მხოლოდ
80%-ით”. უძველესი სიბრძნე გვასწავლის, გავჩერდეთ მანამ,
სანამ ბოლომდე დავნაყრდებით. ეს თავისთავად ტოვებს შიმ-
შილის ერთგვარ სასიამოვნო განცდას. ყველა ოკინაველი ით-
ვალისწინებს ამ წესს და არასოდეს ნაყრდება ბოლომდე. ამით
ისინი თავიდან ირიდებენ საჭმლის მონელების პრობლემას,
რაც დიდ ენერგიას ართმევს ორგანიზმს და აჩქარებს უჯრედე-
ბის ჟანგვას. მართალია, ასე ობიექტურად განსაზღვრა იმისა,
თუ როდისაა კუჭი 80%-ით სავსე, რთულია, მაგრამ მარტივია
შევწყვიტოთ ჭამა მაშინ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ცოტათი
ჯერ კიდევ გვშია.
გარნირის დამატება, წახემსება, რომელიც გულის სიღრმე-
ში ვიცით, რომ არ გვჭირდება, ვაშლის ღვეზელი ლანჩის შემ-
დეგ - ყველაფერი ეს წუთიერ სიამოვნებას კი მოგვგვრის, მაგ-
რამ მათზე უარის თქმა ხანგრძლივი ბედნიერების საწინდა-
რია. ასევე მნიშვნელოვანია საკვების სერვირება. იაპონელე-
ბი კერძებს ანაწილებენ პატარა თეფშებზე, შედეგად, შედარე-
ბით ცოტას ჭამენ. ერთი ჩვეულებრივი სადილის სერვირება
იაპონურ რესტორანში - ერთ ლანგარზე 5 პატარა თეფშით
ხდება. 4 სხვადასხვა კერძის მომცრო ულუფა და ერთი შედა-
რებით დიდი - მთავარი კერძი. როდესაც ჩვენ წინ ვხედავთ 5
თეფშს, გვეჩვენება, რომ ძალიან ბევრია და ბევრსაც შევჭამთ,
მაგრამ უმეტესად ისე ხდება, რომ ჭამის შემდეგ მაინც შიმში-
ლის სასიამოვნო განცდა გვრჩება. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმი-

16
სა, რომ იაპონიაში ჩასული დასავლელები წონაში იკლებენ
და ინარჩუნებენ კარგ ფიზიკურ ფორმას. როგორც ნუტრიციო-
ლოგების უახლესი კვლევები ცხადყოფს, ოკინავაზე მცხოვ-
რებთა დღიური კვების რაციონის ენერგეტიკული ღირებულე-
ბა არ აღემატება 1800-1900 კალორიას. ამერიკაში ეს მაჩვე-
ნებელი 2200-3200 კალორიამდე მერყეობს. სხეულის მასის
ინდექსი 18-22%-ია, ამერიკისგან განსხვავებით, სადაც ეს
ნიშნული 27%-ს აღწევს.
ოკინავაზე კვების რაციონი მდიდარია ტოფუთი, ტკბილი
კარტოფილით, თევზით, რომელსაც კვირაში 3-ჯერ მიირთმე-
ვენ, და ბოსტნეულით - ყოველდღე მინიმუმ 300 გრამი. ერთ-
ერთ თავში, სადაც დაწვრილებით განვიხილავთ ჯანსაღ კვე-
ბას, ვნახავთ, კონკრეტულად რომელი ანტიოქსიდანტებით
მდიდარი ბოსტნეული შედის ამ ჩამონათვალში.

მოაი - ერთობა ხანგრძლივი სიცოცხლისთვის

ოკინავაზე კულტურის ნაწილად მიიჩნევა კუნძულის


მკვიდრთა ახლო სოციალური კავშირები. მოაი ადგილობრი-
ვი მცხოვრებლებისგან შემდგარი საერთო ინტერესების მქო-
ნე არაფორმალური ჯგუფია, რომლის წევრებიც ერთმანეთზე
ზრუნავენ. ბევრი მათგანისთვის ამ ჯგუფში ერთმანეთზე ზრუნ-
ვა მათივე იკიგაის განუყოფელი ნაწილი ხდება. მოაის ისტო-
რია იწყება ჯერ კიდევ ძველი დროიდან, როდესაც ფერმერები
ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, რათა ერ-
თად გამკლავებოდნენ მიწის დამუშავებისას წარმოქმნილ თუ
მცირემოსავლიანობის სირთულეებს.
მოაის ჯგუფის წევრებს ყოველთვიურად შეაქვთ თანხა თა-
ვიანთ ფონდში, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთობლივად
მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიება - შეკრებები, თავშესაქცევი
თამაშები, როგორებიცაა გო და შოგი (იაპონური ჭადრაკი) ან
გაერთონ ნებისმიერი საერთო ჰობით, რაც კიდევ უფრო
ზრდის მათი დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განცდას.

17
ფონდის ფინანსები ხმარდება ამ ღონისძიებებს, მაგრამ,
თუ თანხა დარჩებათ, მაშინ კენჭისყრით აირჩევენ ჯგუფის
ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ამ თანხას გადასცემენ. ამგვა-
რად, მოაის წევრობა ეხმარება მათ შეინარჩუნონ ემოციური
და ფინანსური სტაბილურობა. ესეც ერთგვარი თანადგომაა
ერთმანეთისადმი. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის რომელიმე
წევრს ფინანსური სირთულე შეექმნება, მას შეუძლია წინას-
წარ მიიღოს განსაზღვრული თანხა საერთო დანაზოგიდან.
ჯგუფის ფინანსური წესები და რეგლამენტი დროდადრო იც-
ვლება ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა გარე-
მოებათა გათვალისწინებით, მაგრამ მთავარია მიკუთვნებუ-
ლობის განცდა და ერთმანეთზე ზრუნვა, რაც ამ ჯგუფის ყოველ
წევრს ანიჭებს უსაფრთხოების შეგრძნებას და უხანგრძლი-
ვებს სიცოცხლეს.
შესავალში მოკლედ წარმოდგენილ თემებთან ერთად ამ
წიგნში ასევე განვიხილავთ ადრეული დაბერების მიზეზებს თა-
ნამედროვე საზოგადოებაში, შემდგომ კი იკიგაისთან დაკავ-
შირებულ სხვადასხვა ფაქტორს.

18
II - დაბერების შეჩერების
საიდუმლოებანი - პატარა ნაბიჯები,
რომელთაც მივყავართ ხანგრძლივ და
ბედნიერ ცხოვრებასთან

სიბერისგან გაქცევის სიჩქარე

და კურდღელი

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც შევძელით ყოველწლიურად სი-


ცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 0,3 წლით გაზრდა. მაგ-
რამ, რა მოხდებოდა, ისეთი მექანიზმი თუ გვექნებოდა, რომ-
ლითაც შევძლებდით ყოველწლიურად სიცოცხლე კიდევ ერ-
თი წლით გაგვეხანგრძლივებინა? თეორიულად შეგვეძლებო-
და მიგვეღწია ბიოლოგიური უკვდავებისთვის და განვავითა-
რებდით “სიბერისგან გაქცევის სიჩქარეს”.
წარმოიდგინეთ ნიშნული შორეულ მომავალში გზის ბო-
ლოს, სადაც წერია თქვენი გარდაცვალების თარიღი. ჩვენი
ცხოვრების თითოეული წელიწადი გვაახლოებს ამ თარიღთან
- ანუ მივალთ ნიშნულთან და ჩვენი სიცოცხლეც დასრულდე-
ბა. ახლა წარმოიდგინეთ კურდღელი, რომელიც ამ ნიშნულით
მირბის მომავლისკენ. ჩვენი სიცოცხლის ყოველი წელი არის
ამ კურდღელსა და ჩვენ შორის არსებული ნახევარწლიანი
დისტანცია. გარკვეული დროის შემდეგ მივუახლოვდებით ამ
კურდღელს და ჩვენი სიცოცხლეც შეიძლება დასრულდეს. მაგ-
რამ რა მოხდება, თუ კურდღელსა და ჩვენ შორის დისტანცია
ერთ წელს მიაღწევს? მაშინ ვერასოდეს დავეწევით კურ-
დღელს და შევძლებთ კიდევ უფრო დიდხანს ცხოვრებას. კურ-
დღლის სიჩქარე, რომლითაც იგი მოძრაობს მომავლისკენ,
ჩვენი ტექნოლოგიაა. რაც მეტად განვავითარებთ ტექნოლო-
გიასა და ცოდნას ადამიანის სხეულის შესახებ, რაზეც დამოკი-
დებულია ჩვენი ჯანმრთელობა, მით უფრო სწრაფად გაიქცევა
ეს კურდღელი. აი, ეს გახლავთ “სიბერისგან თავის დაღწევის

19
სიჩქარე”. როდესაც კურდღელსა და ჩვენ შორის არის მუდამ
ერთწლიანი შუალედი - ასე, უსასრულოდ ვიცოცხლებთ.
მეცნიერები რეი კურზვეილი და ობრი დე გრეი ამტკიცებენ,
რომ რამდენიმე ათწლეულში ეს უკვე შესაძლებელი გახდება.
სხვები ნაკლებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქ-
რობენ, რომ არსებობს განსაზღვრული ლიმიტი. როცა ადამია-
ნი ამ ლიმიტს მიაღწევს, როგორი განვითარებულიც უნდა
იყოს ტექნოლოგია, ვეღარ შევძლებთ სიცოცხლის გახან-
გრძლივებას. როგორც ზოგიერთი ბიოლოგი ირწმუნება, ადა-
მიანის უჯრედები წყვეტს რეგენერაციას 120 წლის ასაკში. თუ
არ მოხდა უჯრედების განახლება, ისინი იწყებენ კვდომას და
შესაბამისად, ორგანიზმიც შეწყვეტს ფუნქციონირებას.

აქტიური გონება, ახალგაზრდა სხეული

Mens sana in corpore sano (ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სუ-


ლია) - ამ ძველ ლათინურ ფრთიან ფრაზაში დიდი სიბრძნეა. A
sound mind in a sound body - ჯანსაღი გონება ჯანსაღ სხეულში
- ეს გამოთქმა შეგვახსენებს ფაქტს, რომ გონებაც და სხეულიც
ორივე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრებისთვის და რომ ერ-
თის სიჯანსაღე პირდაპირ კავშირშია მეორესთან. მრავალი
კვლევით დასტურდება, რომ გონებრივი ვარჯიში ერთ-ერთი
მთავარი გასაღებია მუდმივი ახალგაზრდობისა.
აქტიური, საღი გონება გვიბიძგებს ჯანსაღი ცხოვრების წე-
სისკენ, რაც თავისთავად შეანელებს დაბერების პროცესს.
როგორც არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივო-
ბის ნაკლებობა ვნებს სხეულს და ნეგატიურად აისახება ჩვენს
გუნება-განწყობილებაზე. ასევეა გონებაც. თუ აქტიურად არ
ვამუშავებთ გონებას, ეს იწვევს ნეირონებისა და ნეირონთა
შორის კავშირის შესუსტებას, შედეგად კი ვიღებთ რეაქციის
შეყოვნებას ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, ანუ ტვინი
კარგავს სიფხიზლეს.
ამიტომ უმნიშვნელოვანესია გონებრივი მუშაობა და ტვი-
ნის აქტიური ვარჯიში.

20
ამ იდეის აქტიური დამცველი გახლავთ ებრაელი ნეირო-
მეცნიერი შლომო ბრეზნიტსი, რომელიც ამბობს, რომ ტვინს
სჭირდება მუდმივი სტიმულაცია, რათა შეინარჩუნოს სიფხიზ-
ლე. მან ედუარდ პუნსეტისთვის ესპანურ სატელევიზიო გადა-
ცემა “რედესში” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

“არსებობს დაძაბულობა ორ სტიმულს შორის - რაც გვინ-


და, რომ გავაკეთოთ და რაც სასარგებლოა ჩვენთვის. ადამია-
ნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, ყველაფერს აკეთე-
ბენ ისე, როგორც მიეჩვივნენ. ეს კი განაპირობებს ტვინის გა-
ზარმაცებას, ანუ ტვინს დამახსოვრებული აქვს ის ნაცნობი
გზები, რითაც ხდება რაიმე მოქმედებისა თუ პრობლემის გა-
დაჭრა და ამგვარად, აღარ საჭიროებს ფიქრს ახალი გადაწ-
ყვეტილების მისაღებად და ახალი სიგნალების გასაშვებად.
შესაბამისად, აღარც ახალი ნეირონული კავშირები წარმოიქ-
მნება და ტვინი გადადის ავტოპილოტის რეჟიმში. ეს თავისთა-
ვად დაბერების წინაპირობაა. ამასთან შებრძოლების ერთა-
დერთი ხერხი კი ტვინისთვის ახალი გამოწვევების შექმნაა
მისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებით”.

ასე ჩვენს ტვინს ვაიძულებთ წარმოქმნას ახალი ნეირონუ-


ლი კავშირები და ხდება მათი განახლება. სწორედ ამიტომაა
უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და მათი მიღება, როგორც
ჩვენი განვითარების საწინდრისა, თუნდაც შეჩვეული კომ-
ფორტის ზონის დატოვება ჩვენში შფოთვის განცდას იწვევდეს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გონებრივ ვარჯიშს
ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ჩვენს ორგანიზმზე. კოლინს ჰე-
მინგუეი და შლომო ბრეზნიტსი წიგნში “ტვინის მაქსიმალური
ძალა: გონებრივი გამოწვევები ჯანმრთელობისა და სიბ-
რძნისთვის” მიუთითებენ, რომ გონებრივი ვარჯიში მრავალ-
მხრივ სასარგებლოა ჩვენთვის. “ჩვენი ტვინი განსაკუთრებუ-
ლად მუშაობს და აქტივირდება მაშინ, როცა პირველად ვაკე-
თებთ რაღაცას, - წერენ ავტორები და დასძენენ: - თავიდან ეს
ძალიან რთულად გვეჩვენება, მაგრამ დასწავლის შემდეგ უკვე
მეორედ იგივე პროცედურა უფრო მარტივია და ადვილად გა-

21
მოგვდის, ეს კი დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობი-
ლებაზე. ეს პროცესი დადებითია არა მარტო იმიტომ, რომ
კონკრეტულად ამ ახალი წამოწყებით ვაღწევთ შედეგს, რო-
გორც მიღებულ პროდუქტს, არამედ ამ პროცესში იბადება
განცდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ინდივიდის თვითშე-
ფასებასა და მიღწევით გამოწვეულ კმაყოფილებასთან, რაც
თავდაჯერებულობის მთავარი გასაღებია. შეგრძნება იმისა,
რომ მე ეს შევძელი, იწვევს კმაყოფილებას და განამტკიცებს
საკუთარ თავში რწმენას”.
შეიძლება ეს გონებრივი სავარჯიშოები ზედმეტად ფორმა-
ლურად ჟღერს, მაგრამ უბრალო ადამიანური ურთიერთობე-
ბიც წარმოშობს ახალ სტიმულს და გვეხმარება მარტოობის
განცდის დაძლევაში. ჩვენს ტვინში არსებული ნეირონები და-
ბერების პროცესს უკვე 20 წლის ასაკიდან იწყებს. ამ პროცე-
სის შენელება კი შესაძლებელია ინტელექტუალური აქტივო-
ბებით, ცნობისმოყვარეობითა და სწავლის წყურვილით. ახალ
ცხოვრებისეულ სიტუაციებთან გამკლავება, ყოველდღე რა-
ღაც ახლის სწავლა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არის
დაბერების პროცესის შეჩერების მთავარი სტრატეგიები.

სტრესი, როგორც დღეგრძელობის მტერი

ბევრი ადამიანი გამოიყურება ბევრად უფრო ასაკოვნად,


ვიდრე სინამდვილეშია. რა იწვევს ამას? კვლევებმა ადრეული
დაბერების პროცესის შესახებ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი
მთავარი კატალიზატორი, რაც დაბერების პროცესს აჩქარებს,
სტრესია. სტრესის დროს სწორედ მისგან გამოწვეულ კრიზი-
სულ პერიოდებში სხეული ადვილად ცვდება და კარგავს სი-
ცოცხლისუნარიანობას.
ამერიკის შეერთებული შტატების სტრესის ინსტიტუტმა გა-
მოიკვლია უჯრედთა დეგენერაციის პროცესი და დაასკვნა,
რომ უმრავლეს შემთხვევებში ჯანმრთელობის პრობლემები
გამოწვეულია სტრესით. ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო სა-
ავადმყოფოს მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: გასაუბ-

22
რებაზე მისულ ახალგაზრდა ექიმს სამუშაო გასაუბრების
სტრესზე დაუმატეს საკმაოდ რთული კომპლექსური მათემა-
ტიკური ამოცანები, რომლებიც 30 წუთში უნდა ამოეხსნა. გა-
საუბრების შემდეგ აიღეს მისი სისხლის ნიმუში და აღმოჩნდა,
რომ ანტისხეულებმა ისეთივე რეაქცია აჩვენა სტრესზე, რო-
გორსაც პათოგენური უჯრედებისადმი ავლენს ორგანიზმი და
აქტიურდებიან ის ცილოვანი უჯრედები, რომლებიც სიგნალს
აძლევენ იმუნურ სისტემას. პრობლემა ისაა, რომ ეს პროცესი
არამარტო ებრძვის და ანეიტრალებს მავნე რადიკალებს,
არამედ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებსაც, რაც იწვევს ადრე-
ულ დაბერებას.
კალიფორნიის უნივერსიტეტმაც ჩაატარა მსგავსი კვლევა.
ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა კატეგორიის ქალთა მონა-
ცემები: ქალების, რომლებიც განიცდიდნენ მწვავე სტრესს
შვილის ავადმყოფობის გამო, და იმათი, რომელთაც ჯანმრთე-
ლი შვილები ჰყავდათ და, შესაბამისად, ნაკლებ სტრესს გა-
ნიცდიდნენ. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სტრესი იწვევს
უჯრედების დაბერებას უჯრედული სტრუქტურის ტელომერე-
ბის შესუსტების ხარჯზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედე-
ბის აღდგენის პროცესში და პირდაპირ კავშირში არიან დაბე-
რების პროცესთან. როგორც კვლევის შედეგებით დადგინდა,
რაც უფრო დიდია სტრესი, მით სწრაფად მიმდინარეობს დაბე-
რების პროცესიც.

როგორია სტრესის მექანიზმი?

თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ მუდმივი სტრესის


პირობებში, არანორმალური რიტმითა და თითქმის უწყვეტ
კონკურენციაში. ასეთ ციებ-ცხელებაში სტრესი ბუნებრივი რე-
აქციაა სხეულის მიერ გარემოდან მიღებულ ინფორმაციაზე,
რომელიც პრობლემურია ან პოტენციურ საფრთხეს წარმოად-
გენს.
თეორიულად ეს ხელსაყრელია, რადგან გვეხმარება გა-
დავრჩეთ მტრულად განწყობილ გარემოში და ერთგვარი თავ-

23
დაცვითი რეაქციაა. ევოლუციური განვითარების განმავლო-
ბაში ადამიანს ეს რეაქცია ეხმარებოდა რთულ სიტუაციებთან
გამკლავებაში, მტაცებლებისგან თავის დაღწევაში და სხვა.
გამაფრთხილებელი სიგნალი ტვინში გადასცემს განგაშის
ზარს, ააქტიურებს ჰიპოფიზს, რომელიც გამოყოფს კორტი-
კოტროფინს, ცირკულირებს მთელ ორგანიზმში სიმპათიკური
ნერვული სისტემის მეშვეობით, შედეგად, აქტიურდება ჯირ-
კვალი, რომელიც გამოყოფს ადრენალინსა და კორტიზოლს.
დიდი რაოდენობით ადრენალინი სისხლში ახშირებს სუნ-
თქვას, აჩქარებს გულისცემას და ამზადებს კუნთოვან სისტე-
მას საპასუხო რეაქციისთვის, რათა გაუმკლავდეს გარემო
საფრთხეს. ამ დროს კორტიზოლის ჰორმონი, რომელიც
სტრესის შედეგად გამოიყოფა სისხლში, ზრდის დოპამინისა
და გლუკოზის დონეს, რაც გვაძლევს მოზღვავებულ ენერგიას,
ანუ გვმუხტავს ენერგიით, რათა შევძლოთ წარმოქმნილ
პრობლემასთან გამკლავება.

გამოქვაბულის თანამედროვე ადამიანები


ადამიანები
ძირითადად მოდუნებულ თითქმის სულ მუშაობის
მდგომარეობაში იყვნენ პროცესში არიან და
ფრთხილობენ მცირე საფრთხის
მოახლოებისასაც კი
განიცდიდნენ არიან ონლაინრეჟიმში ან
სტრესს მხოლოდ ელოდებიან შეტყობინებებს 24
განსაკუთრებულ სიტუაციაში საათის განმავლობაში

საფრთხე იყო ნამდვილი: ტელეფონის ზარი ან მეილის


ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მოსვლის ხმა მათი ტვინის მიერ
მტაცებლის მსხვერპლნი აღიქმება, როგორც
გამხდარიყვნენ მოსალოდნელი საფრთხე
დიდი რაოდენობით კორტიზოლი კორტიზოლის მცირე რაოდენობა
და ადრენალინი რეალური სისხლში ზრდის ჯანმრთელობის
საფრთხისას უზრუნველყოფდა რისკებს, მათ შორის,
მათ ჯანმრთელობას თირკმელსზედა ჯირკვლის
ფუნქციონირების შესუსტების
საფრთხეს, რაც იწვევს მუდმივი
დაღლილობის სინდრომს

24
ეს პროცესი ზომიერების საზღვრებში სასარგებლოა ჩვენ-
თვის და გვეხმარება ყოველდღიურ გამოწვევებთან გასამკლა-
ვებლად. მაგრამ ის სტრესი, რასაც თანამედროვე ადამიანი
განიცდის ყოველდღიურად, მეტწილად საზიანოა მისი ჯან-
მრთელობისთვის.
ხანგრძლივ სტრესს აქვს დეგენერაციის ეფექტი. ხან-
გრძლივი დროის განმავლობაში მუდმივი საფრთხის განცდა
მოქმედებს ნეირონებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია
ჩვენს მეხსიერებასთან და ასევე აფერხებს გარკვეული ჰორ-
მონების გამოყოფას, რომელთა ნაკლებობასაც შეუძლია დეპ-
რესიის გამოწვევა. გვერდითი ეფექტებია ასევე - უძილობა,
შფოთვა, მუდმივი გაღიზიანება და მაღალი წნევა.
რადგან ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევები
კარგია გონების სავარჯიშოდ, უნდა შევძლოთ დავაბალანსოთ
ცხოვრების მაღალსტრესული სტილი, რათა თავიდან ავიცი-
ლოთ ადრეული სიბერე.

სიფრთხილით მოეკიდეთ სტრესის

შემცირებას

იმის მიუხედავად, საფრთხე, რომელსაც აღვიქვამთ, ნამ-


დვილია თუ არა, სტრესი ადვილად ამოსაცნობი მდგომარე-
ობაა. ის არა მხოლოდ შფოთვას იწვევს, არამედ დიდწილად
ფსიქოსომატური ხასიათისაა და მოქმედებს - საჭმლის მომნე-
ლებელი სისტემიდან დაწყებული, კანზე გამონაყარის არსე-
ბობა-არარსებობით დამთავრებული - მთელ ჩვენს ორგანიზ-
მზე.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სტრესის პრევენცია,
რათა თავიდან ავიცილოთ ეს გართულებები. ბევრი ექსპერტი
გვირჩევს, ვივარჯიშოთ გონების სიფხიზლეში (mindfulness).
სტრესის შემცირების სტრატეგია უშუალოდ უკავშირდება
თვითობაზე, ანუ სელფ-ზე კონცენტრაციას, რათა შევამჩნიოთ
საკუთარი რეაქციები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი განპირო-

25
ბებულია უბრალო ჩვევით. ჩვენი რეაქციების ბოლომდე გაც-
ნობიერებით შევძლებთ ვიყოთ აქ და ახლა, და სწორედ ასე შე-
ვამცირებთ იმ ფიქრთა დინებას, რომელთაც წყობიდან გამოვ-
ყავართ.
უნდა ვისწავლოთ ავტოპილოტის გამორთვა, რომელსაც
ჩიხში შევყავართ.
“ყველანი ვიცნობთ ისეთ ადამიანს, ტელევიზორის ყურე-
ბისას რომ მიირთმევს, ტელეფონზე ლაპარაკობს და თან კით-
ხულობს ან წერს. და როცა ეკითხები, ომლეტი, რომელიც ახ-
ლა მიირთვეს, ხახვით იყო მომზადებული თუ უხახვოდ, ამაზე
პასუხი არა აქვს”, - ამბობს რობერტო ალსიბარი, რომელმაც
მიატოვა არანორმალური ცხოვრების რიტმი და მუდმივი
სტრესის რეჟიმში ყოფნა, რათა გამხდარიყო გონების სიფხიზ-
ლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი მას შემდეგ, რაც და-
ავადებამ მწვავე სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდო.
გონებრივი სიფხიზლის მიღწევის ერთ-ერთი მეთოდია მე-
დიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას გავფილტროთ ის ინ-
ფორმაცია, რომელიც ჩვენთან შემოდის გარემოდან. ამ მდგო-
მარეობის მიღწევა ასევე შესაძლებელია სუნთქვითი სავარჯი-
შოებით, იოგითა და სხეულის სკანირებით.
გონების სიფხიზლე - მდგომარეობა აქ და ახლა - ეტაპობ-
რივად მიიღწევა. ყოველდღიური ვარჯიშით ჩვენ შეგვიძლია
მივაღწიოთ აბსოლუტურ კონცენტრაციას აწმყოზე, რაც ამცი-
რებს სტრესს და გვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

მცირე სტრესი სასარგებლოა

მუდმივი და ინტენსიური სტრესისგან განსხვავებით, რომე-


ლიც დღეგრძელობის პირველი მტერია, მცირე სტრესი სასარ-
გებლოა ჩვენთვის. ექიმმა ჰოვარდ ფრიდმანმა, კალიფორნი-
ის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, რომელიც
20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ადამიანთა
განსაზღვრულ ჯგუფს, აღმოაჩინა, რომ ისინი, ვისაც აქვთ მცი-
რე სტრესი, უმკლავდებიან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გა-

26
მოწვევებს, მთელ თავიანთ სულსა და გულს დებენ საყვარელ
საქმეში, რათა მიაღწიონ წარმატებას, ბევრად ხანგრძლივად
ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც ირჩევენ შედარებით ინერ-
ტულ, მდორე ცხოვრების წესს და შედარებით ადრე გადიან
პენსიაზე. ექიმმა ფრიდმენმა დაასკვნა, რომ ოპტიმალური
სტრესი ძალიან სასარგებლოა, რადგან ისინი, ვინც ყოველ-
დღიურად განიცდიან მცირე სტრესს, რაც დაკავშირებულია
საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას-
თან, უფრო ხშირად გამოიმუშავებენ ჯანსაღ ჩვევებს - არ მო-
იხმარენ თამბაქოსა და ალკოჰოლს და აქტიურად ვარჯიშო-
ბენ.
გასაკვირი არ არის, რომ 110 და მეტი წლის სუპერხანდაზ-
მულთა უმრავლესობა, ვისაც ამ წიგნში შევხვდებით, გვიამ-
ბობს აქტიური ცხოვრების სტილზე ხანდაზმულ ასაკში. ისინი
არასოდეს გადიან პენსიაზე.

დიდხანს ჯდომა დაგაბერებთ

დადასტურებულია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი მრა-


ვალ დაავადებას იწვევს. ამ დაავადებათა შორის არის ჰიპერ-
ტენზია და ჭარბწონიანობა, რაც, თავის მხრივ, ნაადრევი და-
ბერების წინაპირობაა. სახლსა თუ ოფისში ეკრანის წინ დიდ-
ხანს ჯდომა არა მარტო აუარესებს თქვენს ფიზიკურ მდგომა-
რეობას, არამედ ზრდის მადას და გიქრობთ სურვილს, მონა-
წილეობა მიიღოთ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში. მჯდომა-
რე ცხოვრების წესს მივყავართ ჰიპერტენზიამდე, იწვევს სხვა-
დასხვა კარდიოვასკულარულ დაავადებას და ზოგჯერ კიბო-
საც კი. უახლესმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი ფიზიკური
აქტივობის სიმცირესა და იმუნურ სისტემაში ტელომერების
პროგრესირებად დამახინჯებასთან, რაც აბერებს უჯრედებს
და მთლიანად ორგანიზმს.
აქ ჩამოთვლილი ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ
არა მარტო ზრდასრულებს, არამედ ბავშვებსაც. ასეთი ცხოვ-
რების წესი ბავშვებში იწვევს არაჯანსაღ სიმსუქნეს და მასთან

27
დაკავშირებულ გართულებებსა და ჯანმრთელობის რისკებს.
ეს გვაჩვენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ბავშვობიდანვე
უნდა მივეჩვიოთ. არ არის მარტივი მჯდომარე ცხოვრების წე-
სის შეცვლა, მაგრამ ყოველდღიურად პატარა ნაბიჯებით შეგ-
ვიძლია შევცვალოთ ჩვენი დღის რუტინა და ბევრად ჯანსაღი
ცხოვრების წესით დავიწყოთ ცხოვრება. შეგვიძლია ყოველ-
დღიურობაში დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომე-
ლიც გვაგრძნობინებს თავს ბევრად უკეთ როგორც ფიზიკუ-
რად, ისე მენტალურ დონეზე, ამისთვის კი ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებას უნდა დავუმატოთ ჯანსაღი ჩვევები:
• უბრალოდ, მიდით სამსახურამდე ფეხით. დღეში 20 წუთს
მაინც ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
• ლიფტისა და ესკალატორის ნაცვლად ისარგებლეთ კი-
ბით. ეს გააჯანსაღებს თქვენს სხეულს, კარგია სასუნთქი გზე-
ბის გასაწმენდად, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთე-
ლობაზე.
• მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა სოციალურ აქტივობა-
ში. ასე თავს აარიდებთ ეკრანთან დიდი დროის გატარებას.
• შეეცადეთ მავნე საკვები ჩაანაცვლოთ ხილითა და ბოს-
ტნეულით, ასე ნაკლებად მოგინდებათ უკონტროლოდ ჭამა და
მეტად გაამდიდრებთ ორგანიზმს საჭირო მინერალებით.
• გამოიძინეთ! ძილის ნაკლებობა უარყოფითად აისახება
ჩვენს ჯანმრთელობაზე და ხშირად ხდება სტრესის მიზეზი.
დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი ოპტიმალურია ორგანიზმის კარ-
გი დასვენებისთვის, ხოლო ამაზე მეტი იწვევს ინერტულობას
(ლეთარგიულობას) და ჩვენც ნაკლებ შრომისუნარიანები
ვხდებით.
• ითამაშეთ ბავშვებთან ან შინაურ ცხოველებთან, გაწევ-
რდით სპორტულ ჯგუფებში. ეს არა მარტო კარგია სხეულის-
თვის, არამედ ასტიმულირებს ტვინს და აისახება ჩვენს თვით-
შეფასებაზე.
• შეეცადეთ დააკვირდეთ და გააცნობიეროთ თქვენი ყო-
ველდღიური რუტინა, აღმოაჩინოთ თქვენთვის საზიანო ჩვევა
და ჩაანაცვლოთ უფრო ჯანსაღი და პოზიტიური ჩვევებით.

28
მნიშვნელოვანია გაცნობიერებულად და პროდუქტიულად
გავატაროთ ყოველი დღე, ამისთვის კი აუცილებელია მათი
დაგეგმვა. სწორედ დაგეგმვით შევძლებთ მარტივად ამოვიც-
ნოთ მავნე ჩვევები, რაც ხელს გვიშლის დასახული მიზნის მიღ-
წევასა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ჩავანაც-
ვლოთ ისინი უფრო პოზიტიური და სასარგებლო ჩვევებით. ამ
ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ჩვენი სხეულისა
და ტვინის ყოველდღიურად განახლება, რაც გაგვიხანგრძლი-
ვებს სიცოცხლეს.

მოდელების საიდუმლო

იმის მიუხედავად, რომ ვბერდებით როგორც ფიზიოლოგი-


ურად, ისე სულიერად, ეს პროცესი ყველაზე ნათლად გამოი-
ხატება ჩვენი კანის მდგომარეობით. ის იცვლის სტრუქტურასა
და ფერს იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ორ-
განიზმი. სუპერმოდელებს მნიშვნელოვანი ფეშენშოუს წინ 9-
10 საათს სძინავთ. ეს უზრუნველყოფს მათი სახის კანის იდეა-
ლურ მდგომარეობას, სძენს მას ჯანსაღ ბზინვარებას.
მეცნიერულად დადგენილია, რომ ძილი მუდმივი ახალ-
გაზრდობის გასაღებია. სწორედ ძილის დროს გამომუშავდება
ჰორმონი მელატონინი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ანტიოქ-
სიდანტია. ის გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს, გამოირჩევა
მრავალი დადებითი და სასარგებლო თვისებით, რომლებიც
აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს:
• აძლიერებს იმუნურ სისტემას
• ორგანიზმს ისეთი ნივთიერების გამომუშავებაში უწყობს
ხელს, რომელიც ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას
და ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს
• ასტიმულირებს ინსულინის ბუნებრივ გამომუშავებას
• ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების რისკს
• გვიცავს ოსტეოპოროზისგან, ებრძვის გულ-სისხლძარ-
ღვთა დაავადებებს

29
ყველა ჩამოთვლილი თვისების გათვალისწინებით, მელა-
ტონინი მიიჩნევა მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირად.
აღსანიშნავია, რომ მელატონინის გამომუშავება ჩვენს
ორგანიზმში მცირდება 30 წლის ასაკიდან. ჩვენ შეგვიძლია
აღნიშნულის კომპენსირება:
• ჯანსაღი კვებითა და მეტი კალციუმის მიღებით
• მცირე დოზით ყოველდღიური მზის აბაზანებით
• საკმარისი ძილით
• სტრესისგან თავის დაცვით, ნაკლები ალკოჰოლური სას-
მლის, კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებით. იმ ყველაფრის-
გან თავის შეკავებით, რაც კარგად დასვენებაში გვიშლის
ხელს - გამოვიძინოთ და გამოვიმუშაოთ მეტი მელატონინი,
რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
ექსპერტები იკვლევენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ხე-
ლოვნური სტიმულაცია მეტი მელატონინის გამოსამუშავებ-
ლად, რამაც შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, ამით
კი დადასტურდეს თეორია, რომ დღეგრძელობის საიდუმლო
თითოეულ ჩვენგანშია.

დაბერების შემაჩერებელი ატიტუდები


(დამოკიდებულებები)

გონებას აქვს უდიდესი ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი


სხეულის მართვა. შესაბამისად, ის განსაზღვრავს დაბერების
პროცესს. ბევრი ექიმი თანხმდება, რომ სხეულის ახალგაზ-
რდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ვამუ-
შავებთ გონებას, რაც იკიგაის საიდუმლოს ერთ-ერთი მთავა-
რი გასაღებია - არასოდეს დაიხიო უკან ცხოვრებისეული დაბ-
რკოლებების დროს, არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა!
იეშივას უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთ-ერთი გამოკვლე-
ვის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ყველაზე დიდხანს
ცოცხლობენ, ორი თვისებით გამოირჩევიან - პოზიტიური გან-
წყობითა და მაღალი ემოციური ინტელექტით. სხვაგვარად
რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ყველა ცხოვრებისეულ

30
გამოწვევას პოზიტიურად უყურებენ და შეუძლიათ მართონ სა-
კუთარი ემოციები, დღეგრძელობის გზას ადგანან.
სტოიციზმის შეხედულებაც, რომელიც გულისხმობს სიმ-
შვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებას რთულ სიტუაციებ-
ში, ამცირებს შფოთვის დონეს, სტრესს, ასტაბილურებს ქცე-
ვებს და ამგვარად ანელებს დაბერების პროცესს. ამის მაგა-
ლითები ბევრია ისეთ კულტურებში, სადაც ხანდაზმულები
ცხოვრობენ აუჩქარებელი, გააზრებული ცხოვრების წესით.
ბევრ ხანდაზმულ და სუპერხანდაზმულ ადამიანს აქვს სა-
ერთო მიდგომა: აქტიური ცხოვრების წესი. მათ სიცოცხლის
გზაზე მრავალი დაბრკოლება შეხვდათ, რომელთან გამკლა-
ვების იარაღად სწორედ პოზიტიური დამოკიდებულება და
პრობლემების ფასდაუდებელი გამოცდილება აირჩიეს -
პრობლემა საკუთარ წარმატებად გადააქციეს.
ალექსანდერ იმიხი 2014 წელს გახდა მსოფლიოში ყველა-
ზე ხანდაზმული ადამიანი - მას 111 წელი შეუსრულდა. რო-
გორც თავადვე განაცხადა, იცოდა, რომ ეს გარკვეულწილად
მისი გენეტიკის დამსახურება იყო, თუმცა სხვა ბევრმა ფაქ-
ტორმაც შეუწყო ხელი. ერთ-ერთ ინტერვიუში “როიტერის” სა-
ინფორმაციო სააგენტოსთან, აღნიშნავდა: “ჯანსაღი ცხოვრე-
ბის წესი დიდწილად განაპირობებს ჩვენი სიცოცხლის ხან-
გრძლივობას”. ალექსანდერ იმიხი შესულია გინესის რეკორ-
დების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული
ადამიანი 2014 წელს.

ოდა დღეგრძელობას

ჩვენი ოგიმში ყოფნის დროს, სადაც ყველაზე ბევრი ხან-


დაზმული ცხოვრობს, ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც მალე
შეუსრულდებოდა 100 წელი, ადგილობრივ დიალექტზე იაპო-
ნურად გვიმღერა:
“იმისთვის, რომ იცხოვროთ ჯანსაღად და იცოცხლოთ
დიდხანს, მიირთვით ცოტ-ცოტა ყველაფერი. დაიძინეთ ადრე,
გაიღვიძეთ ადრე და შემდეგ წადით სასეირნოდ. ჩვენ ყოველ-

31
დღე მშვიდად ვცხოვრობთ და მადლიერებით ვატარებთ ყო-
ველ წუთს. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და დიდხანს
ვიცოცხლოთ, გვყავს ბევრი მეგობარი, ვისთანაც გვაქვს თბი-
ლი ურთიერთობა. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთა-
რი - გვიყვარს წელიწადის ყველა დრო… საიდუმლო ისაა, რომ
არ იფიქროთ, რამდენი წლისაა თქვენი თითები. მთავარია, ეს
თითები არ გაჩერდნენ! ამიტომ გამუდმებით ამოძრავეთ ისი-
ნი. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და თითებსაც არ გა-
აჩერებთ, აუცილებლად იზეიმებთ 100 წლის იუბილეს!”

32
III - ლოგოთერაპიიდან იკიგაიმდე - რო-
გორ ვიცხოვროთ გააზრებულად დიდ-
ხანს და ბედნიერად

რა არის ლოგოთერაპია?

ამ კითხვაზე, რომელიც ფსიქოლოგ ვიქტორ ფრანკლს და-


უსვა თავისმა კოლეგამ და სთხოვა საკუთარი ლოგოთერაპიის
სკოლა ერთი წინადადებით აღეწერა, მან უპასუხა: - ლოგოთე-
რაპიის სეანსის დროს პაციენტები უნდა ისხდნენ მშვიდად და
გაუნძრევლად და უსმინონ იმას, რისი გაგონებაც ხშირად არც
ისე სასიამოვნოა მათთვის. შემდეგ კი მისმა კოლეგამ ფსიქოა-
ნალიზი აღწერა შემდეგნაირად: - პაციენტები უნდა მოდუნ-
დნენ, წამოწვნენ დივანზე და თავად ისაუბრონ იმაზე, რისი
თქმაც ძალიან რთულია მათთვის.
ფრანკლმა კოლეგას უთხრა, რომ პაციენტებს, რომლებიც
მასთან მოდიან, პირველ რიგში ეკითხება, - რატომ არ მოიკ-
ლეს თავი? ხშირად ისინი პოულობდნენ ბევრ მიზეზს, რის გა-
მოც ღირდა ცხოვრება და ამიტომაც გადაწყვიტეს სიცოცხლის
გაგრძელება. მაშ, რა არის ლოგოთერაპია? პასუხი აქ ძალიან
ნათელია: - ლოგოთერაპია გვეხმარება ვიპოვოთ ის, რისთვი-
საც ღირს ცხოვრება.
ლოგოთერაპია ეხმარება ადამიანებს, აღმოაჩინონ და თა-
ვად გააცნობიერონ ცხოვრების აზრი, ამით კი გაუმკლავდნენ
ნევროზს, რომელიც გამოწვეულია შინაგანი კონფლიქტებითა
და გაურკვევლობით. გვეხმარება მაშინ, როდესაც არ ვიცით,
რისთვის ვიცხოვროთ, რა არის ჩვენი მისია. ცხოვრების აზრის
გაცნობიერება და მისი რეალიზების სურვილი ადამიანს აძ-
ლევს უდიდეს მოტივაციას, რომ იაროს მუდამ წინ, გადალა-
ხოს წარსული გამოცდილების მავთულხლართები და დაძლი-
ოს ყველა სირთულე, რაც ცხოვრების გზაზე შეხვდება.

33
ის, რისთვისაც ნამდვილად ღირს ცხოვრება

ფრანკლის მიერ ვენის კლინიკაში ჩატარებულმა გამოკით-


ხვამ აჩვენა, რომ პაციენტების 80 პროცენტი და ასევე მომუშა-
ვე პერსონალიც ფიქრობდა, რომ ყველას სჭირდება მიზეზი,
რისთვისაც ღირს ცხოვრება. 60%-მა კი თქვა, რომ მათ ცხოვ-
რებაში იყო ისეთი რამ ან ვინმე, რისთვის და ვისთვისაც ისინი
დაუფიქრებლად გასწირავდნენ სიცოცხლეს.

ცხოვრების აზრის ძიებაში

ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებაში საკუთარი მისიის ძიება


გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც მას დაეხმარა მიზ-
ნების განხორციელებაში.
ლოგოთერაპიის პროცესი შეიძლება დაიყოს 5 საფეხუ-
რად:
1. ინდივიდი განიცდის სიცარიელეს, გაწბილებასა და
შფოთვას.
2. თერაპევტი ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ის, რა-
საც ახლა განიცდის, სინამდვილეში სურვილია იმისა, რომ
მისმა სიცოცხლემ აზრი შეიძინოს.
3. პაციენტი აღმოაჩენს და აცნობიერებს საკუთარი ცხოვ-
რების აზრს, რისთვისაც ნამდვილად ღირს სიცოცხლე.
4. საკუთარი სურვილითა და არჩევანით პაციენტი ან იღე-
ბს, ან უარყოფს ამ აღმოჩენას.
5. ახალაღმოჩენილი გატაცება და სიცოცხლის წყურვილი
ეხმარება მას გაუმკლავდეს ცხოვრებაში წარმოქმნილ სირთუ-
ლეებსა და მწუხარებას.

ფრანკლი, როგორც თავად ამბობს, იცოცხლებდა და მოკ-


ვდებოდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპებისთვის.
აუსტრიხტის ციხეში, ტყვეობაში გატარებულმა დრომ დაანახ-
ვა მთავარი: "კაცს შეიძლება წაართვა ყველაფერი, თავისუფა-
ლი ნების გარდა". ყოველი ადამიანი თავად ირჩევს საკუთარ

34
დამოკიდებულებას ამა თუ იმ სიტუაციისადმი. ჩვენ ვირჩევთ
ჩვენივე ინდივიდუალურ, უნიკალურ გზას. ეს იყო ის, რასთან
შეჭიდებაც ფრანკლს მარტოს მოუხდა, ყოველგვარი დახმარე-
ბის გარეშე და სიცოცხლის ბოლომდე მისი შთაგონების წყა-
როდ იქცა.

10 განსხვავება ფსიქოანალიზსა და ლოგოთერაპიას შორის

ფსიქოანალიზი ლოგოთერაპია
ადამიანი წევს დივანზე პაციენტი ზის თერაპევტის
როგორც პაციენტი პირისპირ, რომელიც მას
თვიტგამორკვევაში ეხმარება
გაკიცხვა-განსჯის გარეშე
არის რეტროსპექტიული: კონცენტრაცია მომავალზე
ყურადღებას ამახვილებს
წარსულ გამოცდილებაზე
არის ინტროსპექტიული: არ უღრმავდება ნევროზს
აანალიზებს ნევროზს
სწრაფვა სიამოვნებისკენ სწრაფვა ცხოვრების აზრისა
და მნიშვნელობისკენ
ფოკუსირდება მოიცავს სულიერ
ფსიქოლოგიაზე განზომილებას
მუშაობს ფსიქოგენურ მუშაობს როგორც
ნევროზზე ფსიქოგენურ, ისე
ეგზისტენციალურ ნევროზზე
აანალიზებს კონფლიქტების აანალიზებს კონფლიქტებს აქ
არაცნობიერ საწყისებს და ახლა (სულიერი
(ინსტინქტური განზომილება) განზომილება)
შემოიფარგლება პაციენტის სულიერი მდგომარეობის
ინსტიქტით გაცნობიერება
ფუნდამენტურად თავსებადია რწმენასთან
შეუთავსებელია რწმენასთან
აგვარებს კონფლიქტებს – ეხმარება პაციენტს, იპოვოს
იმპულსისა და ინსტინქტების ცხოვრების აზრი და
დაკმაყოფილებით დააკმაყოფილოს მისი
მორალური პრინციპები
(ღირებულებები)

35
იბრძოლე საკუთარი თავისთვის

ეგზისტენციალური კრიზისი ცხოვრებაში დგება მაშინ, რო-


დესაც სიცოცხლე აზრს კარგავს და ვერ ვხედავთ არსებობის
მიზეზს. ფრანკლის აზრით, ეს მდგომარეობა სრულებითაც არ
არის ანომალია ან ნევროზის სიმპტომი. პირიქით, გარკვეულ-
წილად პოზიტიურიცაა, რადგან სწორედ ეს მდგომარეობა
ხდება ჩვენი პიროვნული განვითარების კატალიზატორი.
სხვა თერაპიული მიდგომებისგან განსხვავებით, ლოგო-
თერაპია არ განიხილავს ფრუსტრაციას, როგორც ფსიქიკურ
აშლილობას, არამედ მოიაზრებს ამ სულიერ ტანჯვას ბუნებ-
რივ და სასარგებლო ფენომენად, რომელიც მათ, ვინც ამ
მდგომარეობაშია, უბიძგებს გამოსავლის ძიებისკენ და აყე-
ნებს განვითარების გზაზე. ამ გზაზე ისინი დამოუკიდებლად ან
სხვების დახმარებით პოულობენ უფრო დიდ ცხოვრებისეულ
კმაყოფილებას და მათი ცხოვრებაც ღირებულ აზრს იძენს. ეს
აძლევთ საშუალებას, თავად განკარგონ საკუთარი ბედი.
თუ ინდივიდს სჭირდება დახმარება ამ პროცესის გავლასა
და თვითგამორკვევაში, ლოგოთერაპია ერთვება მასში და ეხ-
მარება შინაგანი კონფლიქტების გადალახვასა და დასახული
მიზნის მიღწევაში. ნაშრომში “სიცოცხლის აზრის საძიებლად”
ვიქტორ ფრანკლი იშველიებს ფრიდრიხ ნიცშეს აფორიზმს,
რომელიც კარგად აღწერს ცხოვრებისეულ საზრისს: “ვისაც
აქვს პასუხი შეკითხვაზე “რატომ?”, იმისთვის ძნელი არ იქნება
პასუხის გაცემა შეკითხვაზე “როგორ?”
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფრანკლი მიიჩ-
ნევს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ბუნებრივ
დაძაბულობაზე, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, თუ რას
მივაღწიეთ დღემდე იმის გათვალისწინებით, რას გვინდა მი-
ვაღწიოთ მომავალში. მაშინ ის, რაც გვჭირდება, არის არა
მშვიდი ცხოვრება, არამედ გამოწვევა, რომლის დასაძლევა-
დაც გამოვიყენებთ ჩვენს ყველა ადამიანურ რესურსს და მი-
ვაღწევთ დასახულ მიზანს.
მეორე მხრივ, ეგზისტენციალური კრიზისი დამახასიათებე-
ლია დასავლური კულტურისთვის, სადაც ყველა აკეთებს იმას,

36
რაც დაავალეს ან რასაც სხვები აკეთებენ და არა იმას, რაც თა-
ვად მათ სურთ. ადამიანები ცდილობენ ამოავსონ სიცარიელე,
რომელიც ჩნდება ორ მოცემულობას შორის: რას მოელიან
მათგან სხვები და რაც მათ თავად სურთ, მხოლოდ საკუთარი
სიამოვნებისა და ეკონომიკურ საჭიროებათა გათვალისწინე-
ბით და არა საკუთარი შეგრძნებების დათრგუნვით, რაც ხში-
რად თვითმკვლელობის მიზეზიც კი ხდება.
მაგალითად, კვირა დღის ნევროზი, რაც ჩნდება მაშინ, რო-
ცა მთელი კვირის დამქანცველი სამუშაოს შემდეგ აღმოაჩე-
ნთ, რომ ყოველგვარი ვალდებულებებისა და შესასრულებე-
ლი სამუშაოს არარსებობის პირობებში ხართ სრულიად გამო-
ფიტული და გაქვთ გაუსაძლისი სიცარიელის განცდა. აქ უნდა
გაჩნდეს სურვილი იმისა, რომ იპოვოთ გამოსავალი, იპოვოთ
ცხოვრების აზრი, რომელიც ყოველ დილით გაძლევთ ძალას
და მოტივაციას, რომ გააღვიძოთ თქვენი იკიგაი.

“მე მაქვს სიცარიელის განცდა”


გამოკითხვაში, რომელიც ექიმმა-ფსიქოლოგმა ვიქტორ
ფრანკლმა ჩაატარა ვენის საავადმყოფოში, აღმოჩნდა, რომ
პაციენტების 55% გარკვეულწილად განიცდიდნენ ეგზისტენ-
ციალურ კრიზისს.
ლოგოთერაპიის მიხედვით, ცხოვრების აზრის პოვნა ეხმა-
რება ინდივიდს ეგზისტენციალური კრიზისით გამოწვეული სი-
ცარიელის ამოვსებაში. თავად ფრანკლმა, რომელმაც შეძლო
პრობლემებთან გამკლავება, იმავდროულად შეძლო საკუთა-
რი მიზნები ექცია მოქმედებებად, შედეგად კი მშვიდად შეეძ-
ლო გაეტარებინა სიბერე, არ შეშურებოდა მათი, ვინც ჯერ კი-
დევ ტკბებოდა ახალგაზრდობით, რადგან დააგროვა ფასდაუ-
დებელი გამოცდილება, დასტური იმისა, რომ მისმა ცხოვრე-
ბამ ნამდვილად შეიძინა აზრი.

37
ლოგოთერაპია - ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

• ჩვენ კი არ ვქმნით საკუთარი ცხოვრების აზრს, როგორც


ამას სარტრი ამბობდა, არამედ უნდა აღმოვაჩინოთ, რადგა-
ნაც იგი უკვე ჩვენშია.
• თითოეულს გვაქვს უნიკალური ინდივიდუალური ცხოვ-
რების აზრი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ან გარდაისა-
ხოს სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე.
• როგორც ზედმეტ ღელვას მოაქვს სწორედ ის, რისიც ყვე-
ლაზე მეტად გვეშინოდა, ასევე, რაიმეს გადაჭარბებული სურ-
ვილი ამ სურვილის ასრულებაში ხელს გვიშლის.
• იუმორი გვეხმარება ნეგატიური ჯაჭვის გაწყვეტასა და
შფოთვის შემცირებაში.
• თითოეულს გვაქვს უნარი, ვაკეთოთ როგორც დიდებუ-
ლი, ისე საშინელი საქმეები, ანუ შეგვიძლია ნგრევაც და შენე-
ბაც. ის, თუ რომელ მხარეს აღმოვჩნდებით ცხოვრებაში, და-
მოკიდებულია ჩვენს არჩევანსა და არა გარემოებებზე, რო-
მელშიც ვიმყოფებით, რადგან ყველაფრის საწყისი თავად
ჩვენ ვართ.
ახლა განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას ფრანკლის პი-
რადი პრაქტიკიდან, რათა უკეთესად გავაცნობიეროთ და და-
ვინახოთ, რას ნიშნავს იპოვო ცხოვრების აზრი და ის, თუ რამ-
დენად მნიშვნელოვანია ეს.

შემთხვევა I - ვიქტორ ფრანკლი

გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში, ისეთივეში, რო-


გორიც შემდგომ უკვე იაპონიასა და კორეაშიც აშენდა, ფსიქი-
ატრებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ იმ ტყვეებს, რომელთაც
ჰქონდათ მიზნები და გეგმები, რისი განხორციელებაც უნდო-
დათ გათავისუფლების შემდეგ, გადარჩენის ბევრად მეტი შან-
სი ჰქონდათ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეც მოხდა. ისინი
გადაარჩინა უდიდესმა სურვილმა, ეცოცხლათ. ასე იყო სწო-
რედ ფრანკლის შემთხვევაშიც, რომელმაც საკონცენტრაციო

38
ბანაკის დატოვების შემდეგ დააარსა ლოგოთერაპიის სკოლა,
რომლის პირველი პაციენტი თავადვე გახლდათ.
ვიქტორ ფრანკლს ჰქონდა მიზანი, რომელიც მისი ცხოვ-
რების აზრი გახდა. სწორედ ამან მისცა გამძლეობა, მოთმინე-
ბა და გადაარჩინა კიდეც. ის აღმოჩნდა აუსტრიხტის ციხეში. იქ
მოხვედრისას თან ჰქონდა ხელნაწერები, რომლებშიც თავ-
მოყრილი იყო გამოსაქვეყნებლად გამზადებული ყველა თე-
ორია, გამოკვლევა, რაც კი მთელი თავისი ცხოვრების განმავ-
ლობაში ჩაეტარებინა. მაშინ, როდესაც ეს ხელნაწერები ჩამო-
ართვეს, იძულებული გახდა, ყველაფერი თავიდან დაეწერა
და ამ საჭიროებამ და სურვილმა მისცა უდიდესი ძალა და აზრი
შესძინა მის ცხოვრებას, რამაც გააქარწყლა მუდმივი შიში და
გაურკვევლობა, რაც მძვინვარებდა საკონცენტრაციო ბანაკ-
ში. იმდენად გააძლიერა ცხოვრების აზრის პოვნამ, რომ რო-
დესაც ტიფი დაემართა, არანაირ შესაძლებლობას არ უშვებდა
ხელიდან და თუ რაიმე ქაღალდის ნაგლეჯს იპოვიდა, იმაზეც
კი წერდა საკუთარ თეორიებსა და მიგნებებს. ეს ყოველივე კი
დასტურია იმისა, რომ ყოველ ადამიანში ამოუწურავი შესაძ-
ლებლობებია, მთავარია სურვილი, მიზანი და მიზეზი, რატომ
ვაკეთებთ ამას. ეს კი ჩვენში უდიდეს მოტივაციას ბადებს და
ღირებულს ხდის ჩვენს ცხოვრებას.

შემთხვევა II - ამერიკელი დიპლომატი

ჩრდილოეთამერიკელი დიპლომატი ფრანკლთან მივიდა


თერაპიის იმ კურსის გასაგრძელებლად, რომელიც მან 5
წლის წინ დაიწყო. ფრანკლმა პაციენტს პირველად ეს ჰკითხა:
რატომ დაიწყო საერთოდ ეს თერაპიის კურსი. დიპლომატმა
უპასუხა, რომ ვერ იტანდა საკუთარ სამუშაოს, საკუთარი ქვეყ-
ნის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ იძულებული იყო, მაინც გა-
ეგრძელებინა მუშაობა, ძალდატანებით. ყოფილი ფსიქოანა-
ლიტიკოსი, რომელთანაც წლების განმავლობაში დადიოდა,
არწმუნებდა, რომ მამასთან ურთიერთობის მოგვარებით
მთავრობაც და სამსახურიც, როგორც მამის ფიგურის რეპრე-

39
ზენტაცია, ნაკლებად წინააღმდეგობრივი იქნებოდა მისთვის.
ფრანკლი კი სულ რამდენიმე სესიაში დაეხმარა იმის გაცნო-
ბიერებაში, რომ მას, უბრალოდ, კარიერის შეცვლა უნდოდა
და არ აკეთებდა იმ საქმეს, რომლის კეთებაც სინამდვილეში
სურდა. ამ აზრით დატოვა დიპლომატმა ფრანკლის კლინიკა.
5 წლის შემდეგ დიპლომატმა შეატყობინა ფრანკლს, რომ
იგი ამ წლების განმავლობაში სხვა პროფესიით მუშაობდა და
ახლა ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა თავს.
ფრანკლის აზრით, არა მარტო ფსიქოანალიზი იყო უშედე-
გო და უსარგებლო ამ კაცისთვის, არამედ საერთოდ არ სჭირ-
დებოდა არანაირი თერაპია. ის უბრალოდ იყო ადამიანი, ვინც
გამუდმებით ეძებდა საკუთარი ცხოვრების აზრს და ახლა ბედ-
ნიერია, რადგანაც იპოვა ის.

შემთხვევა III - თვითმკვლელი დედა

დედა, რომელმაც 11 წლის ვაჟი დაკარგა, ვიქტორ ფრან-


კლთან მოხვდა თერაპიის სეანსებზე და ეს მას შემდეგ, რაც მე-
ორე შვილის მოკვლა და თვითმკვლელობა სცადა. მისი მე-
ორე ვაჟი დაბადებიდან პარალიზებული იყო. სწორედ მან გა-
დაათქმევინა ქალს ამის ჩადენა, რადგან სჯეროდა, რომ დე-
დის სიცოცხლეს აზრი ჰქონდა და თუ იგი პარალიზებულ
შვილსაც მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა, მაშინ, რა თქმა
უნდა, ვერ განხორციელდებოდა მისი მიზნები.
ქალმა საკუთარი ამბავი ჯგუფის წევრებს გაუზიარა. მის
დასახმარებლად ფრანკლმა ჯგუფის წევრთაგან ერთ-ერთ
ქალს სთხოვა ჰიპოთეტურად წარმოედგინა თავი საკუთარ სა-
რეცელზე მომაკვდავი - მდიდარი, მოხუცი, მაგრამ შვილების
გარეშე.
- ამ შემთხვევაში ალბათ მივხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრე-
ბა ყოველგვარ აზრს მოკლებული ერთი დიდი შეცდომა იყო.
ახლა ფრანკლმა იმავე კითხვით თვითმკვლელ დედას მი-
მართა და სთხოვა წარმოედგინა საკუთარი თავი იმავე სიტუ-
აციაში - მომაკვდავი, მდიდარი მოხუცი, მაგრამ შვილების გა-

40
რეშე. მან შეხედა ფრანკლს და გააცნობიერა, რომ რეალურად
მის სიცოცხლეს ნამდვილად ჰქონდა აზრი. მან ხომ ბევრი გა-
აკეთა იმისთვის, რომ მის ორივე შვილს ყველაფერი ჰქონო-
და? დაბადებიდან პარალიზებულ შვილს ჩაუნერგა საკუთარი
თავის რწმენა და ის კეთილ და ბედნიერ პიროვნებად ჩამოყა-
ლიბდა. ატირებულმა ქალმა წამოიძახა: “ახლა ნამდვილად
შემიძლია მშვიდად გადავხედო ჩემს წარსულს და ვთქვა, რომ
ის ნამდვილად იყო ღირებული და მეც ნამდვილად ყველაფე-
რი გავაკეთე ჩემი შვილებისა და საკუთარი თავისთვის. ჩემი
ცხოვრება შეცდომა არ ყოფილა! მე შევძელი მეცხოვრა ღირ-
სეულად!”
ამ სავარჯიშოთი, რომელმაც თვითმკვლელ დედას საშუა-
ლება მისცა გვერდიდან შეეხედა საკუთარი განვლილი ცხოვ-
რებისთვის, თვალსაჩინო გახადა ის, რომ, მართალია, აქამდე
ვერ აცნობიერებდა, მაგრამ მის სიცოცხლეს ნამდვილად
ჰქონდა ღირებული აზრი.

შემთხვევა IV - მწუხარებით მოცული ექიმი

საშუალო ასაკის ექიმი, რომელიც ებრძოდა დეპრესიას,


რაც მას ორი წლის წინ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და-
ეწყო, ფრანკლთან მივიდა თერაპიის კურსზე, რადგან მარტო
ვერ ახერხებდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას.
იმის მაგივრად, რომ ფრანკლს რჩევა მიეცა ან გაეანალი-
ზებინა მისი მდგომარეობა, ასეთი შეკითხვა დაუსვა: - რა მოხ-
დებოდა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეზე ადრე თვითონ მოკ-
ვდებოდა? ექიმმა აღშფოთებულმა უპასუხა, რომ ეს ძალიან
რთული იქნებოდა მისი ცოლისთვის, და ის საშინლად დაიტან-
ჯებოდა. ამაზე ფრანკლმა უპასუხა: “ხომ ხედავთ, ექიმო! თქვენ
შეძელით თქვენი ცოლი დაგეცვათ ამ ტანჯვისგან, მაგრამ სა-
ფასური, რაც უნდა გადაიხადოთ, არის ის ტკივილი, რასაც ახ-
ლა განიცდით”.
ექიმს არაფერი უთქვამს. მან მშვიდად დატოვა ვიქტორ
ფრანკლის ოფისი მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგს ხელი ჩამო-

41
ართვა და ამით მადლობა გადაუხადა. მან შეძლო და მიიღო
ტკივილი საკუთარი ცოლის მაგივრად. ასეთმა დამოკიდებუ-
ლებამ და ამის გაცნობიერებამ მის ცხოვრებას კვლავ შესძინა
აზრი.

მორიტას თერაპია

იმავე ათწლეულში, როცა ლოგოთერაპია ჩამოყალიბდა,


როგორც თერაპიის ახალი მიმდინარეობა, რამდენიმე წლით
ადრე შომა მორიტამ იაპონიაში შექმნა საკუთარი, ცხოვრები-
სეული აზრის ძიების თერაპიის კურსი. დამტკიცებულია, რომ
მკურნალობის ეს მეთოდი დადებით შედეგებს იძლევა ნევრო-
ზის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობებისა და პოსტტრავ-
მული სტრესის დროს.
შომა მორიტა გარდა ფსიქოთერაპევტისა, ძენბუდისტიც
გახლდათ და მისმა შემუშავებულმა თერაპიამ დიდი კვალი
დატოვა იაპონიის ისტორიაში.
დასავლური თერაპია უმეტესწილად ფოკუსირდება პაცი-
ენტის მიერ ემოციათა კონტროლსა და შეცვლაზე. დასავლური
შეხედულების თანახმად, რასაც ვფიქრობთ და როგორც ვფიქ-
რობთ, განაპირობებს იმას, როგორ ვგრძნობთ თავს, რაც თა-
ვისთავად გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიქცევით და
ვმოქმედებთ საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესაბამი-
სად. მორიტას თერაპია ამ შეხედულებას თავდაყირა აყენებს
და ასწავლის პაციენტებს საკუთარი ფიქრებისა და ემოციების
მიღებას მათი გაკონტროლების გარეშე. გრძნობები კი თავის-
თავად შეიცვლება მათივე მოქმედებებიდან გამომდინარე.
იმის გარდა, რომ მორიტას თერაპია ფოკუსირდება პაცი-
ენტთა მიერ ემოციათა გაცნობიერებასა და მათ მიღებაზე, ასე-
ვე გვეხმარება, შევქმნათ ახალი ემოციები ჩვენი მოქმედებე-
ბიდან გამომდინარე. მორიტას სწავლების მიხედვით, ემოციე-
ბი შეიძლება შევისწავლოთ ისევე, როგორც ქცევა, რაც მო-
აქვს გამოცდილებასა და ამ გამოცდილების განმტკიცებას.
მორიტას თერაპიის თვითმიზანი არ არის სიმპტომების აღ-
მოფხვრა, არამედ გვასწავლის, როგორ გავაცნობიეროთ

42
შფოთვა, შიში, სურვილები, რაც აფერხებს ჩვენს განვითარე-
ბას, რათა შევძლოთ მათი აღიარება და შემდეგ გაშვება. მო-
რიტა საავტორო წიგნში “მორიტას თერაპია და შფოთვითი აშ-
ლილობების ნამდვილი ბუნება”, წერს: “მთავარია გრძნობათა
მრავალფეროვნება და სიუხვე”.
მორიტამ ნეგატიური გრძნობებისგან გათავისუფლება შემ-
დეგი იგავით განმარტა: “ვირი, რომელიც მიბმულია ხეზე თო-
კით, თუ ხის გარშემო ივლის, რომ რამენაირად გაითავისუფ-
ლოს თავი, ამით კიდევ უფრო მიეჯაჭვება ამ ხეს”. ასევე იქცე-
ვიან ისინი, ვისაც აკვიატებული ფიქრები აწუხებთ. კიდევ უფ-
რო მეტად იხლართებიან ამ ხაფანგში და იტანჯებიან, როდე-
საც ცდილობენ, რამენაირად თავი დააღწიონ საკუთარ შიშს
და ამ შიშით გამოწვეულ დისკომფორტს.

მორიტას თერაპიის მთავარი პრინციპები

1. მიიღეთ და გააცნობიერეთ საკუთარი გრძნობები. თუ


გვაწუხებს აკვიატებული ფიქრი, არ უნდა ვეცადოთ მისგან თა-
ვის დაღწევას ან გაქცევას. თუ ასე მოვიქცევით, ეს ფიქრი კი-
დევ უფრო ინტენსიური გახდება და მეტად შეგვაწუხებს. ადა-
მიანურ ემოციებთან დაკავშირებით ძენის ოსტატები ამბობენ:
"თუ ვცდილობთ ერთ ტალღას მეორით დავაღწიოთ თავი, ასე
უსასრულო ღელვაში აღმოვჩნდებით". ჩვენ არ ვქმნით საკუ-
თარ გრძნობებს, გრძნობები თვითონ მოდიან ჩვენთან და ჩვენ
უნდა მივიღოთ ისინი. სწორედ ამაშია მთავარი სირთულე -
მათ გაცნობიერებასა და მიღებაში.
მორიტა ადამიანურ გრძნობებს ადარებს ამინდს. ჩვენ არ
შეგვიძლია ამინდის წინასწარმეტყველება და კონტროლი,
მხოლოდ მასზე დაკვირვება შეგვიძლია. ამასთან დაკავშირე-
ბით მორიტას მოჰყავდა ვიეტნამელი ბუდისტი ბერის, თიკ ნათ
ჰანის სიტყვები: "გამარჯობა, მარტოობავ, როგორ ხარ? მოდი,
გვერდით მომიჯექი და მე შენზე ვიზრუნებ".
2. აკეთე ის, რასაც უნდა აკეთებდე. ჩვენ არ უნდა ვკონცენ-
ტრირდეთ სიმპტომების გაქრობაზე, რადგან მათგან თავისთა-

43
ვად გავთავისუფლდებით დროთა განმავლობაში. უნდა ვკონ-
ცენტრირდეთ აწმყოზე - აქ და ახლა და თუ ახლა ვიტანჯებით,
უნდა გავაცნობიეროთ და მივიღოთ ეს მდგომარეობა. ყველა-
ფერთან ერთად უნდა მოვერიდოთ ამ სიტუაციის ინტელექტუა-
ლიზაციას. თერაპევტის მისიაა, დაეხმაროს პაციენტს, გამოი-
მუშაოს სათანადო უნარ-ჩვევები ამ მდგომარეობის დასაძლე-
ვად. ამის გასაღები კი არის ჩვენი ქმედებები, რომლებსაც თა-
ვადვე ვირჩევთ. მორიტას თერაპიის კურსი პაციენტებს არ აძ-
ლევს ახსნა-განმარტებებს, არამედ სთავაზობს საშუალებას,
ისწავლონ საკუთარ ქმედებებზე დაკვირვებით. ის არც მედი-
ტაციას ასწავლის, და არც იმას, როგორ აწარმოონ საკუთარი
დღიური ისე, როგორც ამას დასავლური თერაპიის მიხედვით
აკეთებენ. ყველაფერი დამოკიდებულია თავად პაციენტსა და
გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე, რომელსაც ის თვითგან-
კურნებისთვის იყენებს.
3. აღმოაჩინე ცხოვრების აზრი. ჩვენ არ შეგვიძლია საკუ-
თარი ემოციების კონტროლი, მაგრამ შეგვიძლია პასუხის-
მგებლობა ავიღოთ ჩვენივე ყოველდღიურ ქმედებებზე. სწო-
რედ ამიტომაა ასე აუცილებელი ვიცოდეთ ცხოვრების აზრი,
მიზანი და ყოველთვის გვახსოვდეს მორიტას მანტრა: “რას უნ-
და ვაკეთებდე აქ და ახლა? რა გადაწყვეტილება უნდა მივი-
ღო?” ამ კითხვებზე პასუხებს კი იპოვით, თუ გეყოფათ გამბე-
დაობა, ჩაიხედოთ საკუთარ თავში და აღმოაჩინოთ თქვენი
იკიგაი.

მორიტას თერაპიის 4 ფაზა

მორიტას თერაპია, რომელიც 15-21 დღეს გრძელდება,


მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. განმარტოება და დასვენება (5-დან 7 დღემდე). თერაპი-


ის პირველი კვირის განმავლობაში პაციენტი ისვენებს მის-
თვის გამოყოფილ ოთახში ყოველგვარი გარეგანი სტიმულის
- ტელევიზორის, ტელეფონის, წიგნის, ოჯახის, მეგობრების გა-

44
რეშე. არანაირი საუბარი - სრული იზოლაცია! პაციენტი რჩება
მარტო საკუთარ ფიქრებთან. ის, ძირითადად, წევს საწოლზე
მთელი დღის განმავლობაში და მასთან რეგულარულად მი-
დის თერაპევტი, მაგრამ არ ეკონტაქტება. უბრალოდ, აკვირ-
დება, შემდეგ კი ურჩევს, რომ გააგრძელოს საკუთარი ემოციე-
ბის აღმასვლასა და დაღმასვლაზე დაკვირვება, გააცნობი-
ეროს, რასაც განიცდის. როდესაც პაციენტს ჰბეზრდება ეს
მდგომარეობა და უჩნდება სურვილი, ისევ დაიწყოს რაღაცის
კეთება, ის უკვე მზადაა თერაპიის შემდგომ ეტაპზე გადასას-
ვლელად.
2. თერაპია მსუბუქი აქტივობებით (5-7 დღე). ამ ეტაპზე პა-
ციენტი ასრულებს განმეორებითი ხასიათის დავალებებს სი-
ჩუმეში. ერთ-ერთი ასეთი სავარჯიშოა საკუთარი ფიქრებისა
და განცდების ჩაწერა. პაციენტს უკვე შეუძლია გარეთ გასვლა
მას შემდეგ, რაც ჩაკეტილი იჯდა ოთახში 7 დღის განმავლობა-
ში. სეირნობს ბუნებაში და ასრულებს სუნთქვით ვარჯიშებს,
ასევე შედარებით მსუბუქ ფიზიკურ აქტივობებს - ხატავს ფან-
ქრით ან ფერადი საღებავებით და მუშაობს ბაღში. თერაპიის
ამ ეტაპზე პაციენტს ჯერ კიდევ არა აქვს უფლება ესაუბროს
ვინმეს თერაპევტის გარდა.
3. აქტიური საქმიანობის ეტაპი (5-7 დღე). ამ ეტაპზე პაცი-
ენტი ასრულებს ისეთ დავალებებს, რომლებიც მოითხოვს სხე-
ულის მოძრაობას. მორიტას მიჰყავდა თავისი პაციენტები მა-
ღალ მთაში შეშის დასაჩეხად. ფიზიკურ დატვირთვასთან ერ-
თად პაციენტი ჩართულია ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა
წერა, ხატვა, თიხაზე მუშაობა. მას უკვე აქვს უფლება ესაუბ-
როს სხვებს, მაგრამ მხოლოდ მიმდინარე აქტივობასთან და-
კავშირებით.
4. ყოველდღიურობასა და “რეალურ” სამყაროში დაბრუ-
ნება (5-7 დღე). პაციენტი ტოვებს კლინიკას და განახლებული
ძალებით უბრუნდება სოციუმს, მაგრამ აგრძელებს მედიტაცი-
ას და ყველა იმ აქტივობას, რასაც თერაპიის განმავლობაში
აკეთებდა. ამ თერაპიის მთავარი აზრი ის გახლავთ, რომ და-
უბრუნდეს ჩვეულ ყოველდღიურობას უკვე გაცნობიერებული
ცხოვრების აზრით. ის არის ახალი ინდივიდი, რომელიც პასუ-

45
ხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. მას ვეღარ აკონტროლებს
საზოგადოება და ემოციები, მისი კონტროლი ახლა უკვე თა-
ვად მისსავე ხელშია.

ნაიკანის მედიტაცია

მორიტა თავად იყო ძენისა და ნაიკანის ინტროსპექტული


მედიტაციის ოსტატი. მისი თერაპია უმეტესწილად სწორედ ამ
ტექნიკაზეა აგებული, რომელიც კონცენტრირდება სამ შეკით-
ხვაზე, რომელთაც ადამიანი ყოველთვის უნდა ეკითხებოდეს
საკუთარ თავს:
რა მივიღე მე პერსონა X-ისგან?
რა მივეცი მე პერსონა X-ს?
რა დაბრკოლებები (პრობლემები) შევუქმენი პერსონა X-
ს?
ამ კითხვების დასმით ვუღრმავდებით საკუთარ თავს და
ყველა ჩვენი პრობლემის საწყისს საკუთარ თავში ვხედავთ და
არა გარემოში. ამით ვიღრმავებთ პასუხისმგებლობას საკუ-
თარ თავსა და ჩვენს ყველა ქმედებაზე. როგორც მორიტა ამ-
ბობს, “თუ გაბრაზებული ხარ და ჩხუბი გინდა, ერთი სამი დღე
მოიცადე, სანამ აფეთქდები. ამ სამი დღის შემდეგ ეს დაუოკე-
ბელი ჩხუბის წყურვილი თავისით გაივლის”.

ახლა კი - იკიგაი

ლოგოთერაპიაც და მორიტას თერაპიაც ეფუძნება ადამია-


ნის პირად უნიკალურ გამოცდილებას, რომლის წვდომაც შე-
საძლებელია თერაპევტისა და სულიერი კომპრომისის გარე-
შე. ეს არის მისია, თქვენი ეგზისტენციალური წყაროს - იკიგა-
ის პოვნისა. როცა მას აღმოაჩენთ, დაგჭირდებათ მხოლოდ
გამბედაობა და ძალისხმევა, რომ სწორი გზიდან არ გადაუხ-
ვიოთ.

46
შემდეგ თავებში გავეცნობით იმ სხვადასხვა ტექნიკას,
რომლებიც დაგეხმარებათ იაროთ ამ გზით. იპოვოთ წინსვლა
იმ საქმეში, რომელსაც ირჩევთ; იკვებოთ ჯანსაღად, მსუბუქად
ივარჯიშოთ და ისწავლოთ, რომ არასოდეს გაჩერდეთ და არ
დანებდეთ, როცა ამ გზაზე რთულ დაბრკოლებებს წააწყდე-
ბით. იმისთვის, რომ ეს შეძლოთ, უნდა აღიაროთ და მიიღოთ
პირობა: სამყარო, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, არ
არის იდეალური, მაგრამ ის სავსეა შესაძლებლობებით ჩვენი
ზრდისა და განვითარებისთვის!
აბა, მზად ხართ გადაეშვათ და მიჰყვეთ თქვენს გატაცებას
ისე, თითქოს ეს ყველაზე განსაკუთრებული და ამაღელვებე-
ლი რამ იყოს ამქვეყნად?

47
IV - იპოვე დინება ყველაფერში - როგორ
ვაქციოთ ჩვენი სამუშაო და
თავისუფალი დრო განვითარების
შესაძლებლობად
ჩვენ ვართ ის, რასაც გამუდმებით ვაკეთებთ.
გამოდის, სრულყოფილება ქმედება კი არა, ჩვევაა.
არისტოტელე

მიჰყევი დინებას

წარმოიდგინეთ, რომ თხილამურებით მისრიალებთ საყვა-


რელ თოვლიან ფერდობზე. თოვლი ორივე მხარეს თეთრ ქვი-
შასავით იფრქვევა. იდეალური გარემოა.
მთლიანად კონცენტრირებული ხართ სრიალზე. ზუსტად
იცით, რა მოძრაობა უნდა შეასრულოთ ამა თუ იმ მომენტში. აქ
არ არის არც წარსული, არც მომავალი. ეს არის მომენტი - აქ
და ახლა! გრძნობთ საკუთარ სხეულს, თხილამურებს, თოვლს
და თქვენი ცნობიერება გამთლიანებულია. მთლიანად ჩაფ-
ლული ხართ ამ გამოცდილებაში, არ ფიქრობთ და არაფერი
გიფანტავთ ყურადღებას. ეგო ქრება და ბოლომდე ხდებით ის,
რასაც აკეთებთ და განიცდით ამ კონკრეტულ მომენტში.
ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელზეც ბრუს ლი ამბობდა:
“იყავი ისე, როგორც წყალი, მეგობარო”.
ყველას გვიგრძნია, როგორ ვკარგავთ დროის შეგრძნე-
ბას, როცა ვაკეთებთ იმას, რაც გვსიამოვნებს. ვიწყებთ სასურ-
ველი კერძის მომზადებას და მხოლოდ მერე ვაცნობიერებთ,
რომ რამდენიმე საათი გასულა; შუადღისას ვიწყებთ წიგნის
კითხვას და გვავიწყდება, რა ხდება ირგვლივ. როცა აღმოვა-
ჩენთ, რომ უკვე გვიანია, მზეც ჩასულა ისე, რომ შიმშილის შეგ-
რძნებასაც კი არ შევუწუხებივართ. მივდივართ ტალღებზე სა-
ცურაოდ, სერფინგის დროს კი სულ გვავიწყდება, რამდენი სა-
ათი გავიდა მას შემდეგ, რაც წყალში ვართ, მხოლოდ მეორე

48
დღეს მოდის შეგრძნება წყალში გატარებული საათებისა, რო-
ცა დილით კუნთების ტკივილით ვიღვიძებთ.
ამის საწინააღმდეგოც შეიძლება მოხდეს, როცა ვაკეთებთ
იმას, რისი გაკეთებაც არ გვინდა. ყოველი წუთი უსასრულოდ
იწელება და ყოველი საათი საუკუნედ გვეჩვენება. წამდაუწუმ
საათს ვუყურებთ, რომ მალე დამთავრდეს ეს ტანჯვა. როგორც
აინშტაინი იტყოდა: “ერთი წამით მოჰკიდეთ ხელი გავარვარე-
ბულ ღუმელს და ეს დრო ერთ საათად გადაიქცევა. ახლა მი-
უჯექით ლამაზ გოგონას ერთი საათით - ეს ერთ წამად მოგეჩ-
ვენებათ. ეს არის ფარდობითობა”.
სასაცილოა, რომ ზოგჯერ ვიღაცას შეიძლება სიამოვნებ-
დეს იმავე საქმის კეთება, ჩვენ კი გვინდა, რაც შეიძლება სწრა-
ფად დავასრულოთ.
რა არის ის, რისი კეთებაც ისე გვსიამოვნებს, რომ ის
პრობლემები და საზრუნავებიც კი გვავიწყდება, რომლებიც ამ
საქმის კეთების დროს შეიძლება გაგვიჩნდეს? როდის ვართ
ყველაზე ბედნიერი? ეს კითხვები დაგვეხმარება, აღმოვაჩი-
ნოთ ჩვენი იკიგაი.

დინების ძალა

შეკითხვები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, არის მიჰაი


ჩიქსენთმიჰაის კვლევის საგანიც. გამოცდილება, როცა
მთლიანად გადავეშვებით ამ პროცესში და ვკარგავთ დროის
შეგრძნებას. ამას მიჰაიმ დინების ფსიქოლოგიური კონცეფცია
უწოდა, რომელიც მკვეთრად ორიენტირებული ფსიქიკური
მდგომარეობაა და ხელს უწყობს პროდუქტიულობას. აღწერა,
როგორც სიამოვნება, კრეატიულობა, აღფრთოვანება; პრო-
ცესი, რომლის დროსაც მთლიანად შევიგრძნობთ ცხოვრების
აზრს.
იკიგაის მიხედვით, ცხოვრებისეული ბედნიერების პოვნის
მაგიური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი მთა-
ვარი ინგრედიენტი, რომლითაც შეძლებთ და მიაღწევთ დინე-

49
ბის მდგომარეობას, რაც იქნება თქვენი საუკეთესო გამოცდი-
ლება.
იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას, უნდა გავ-
ზარდოთ იმ აქტივობათა რაოდენობა, რომელთაც გადავყა-
ვართ დინების მდგომარეობაში, იმის მაგივრად, რომ გამო-
ვიმწყვდიოთ თავი იმ საქმეებში, რომლებიც მხოლოდ წუთიერ
სიამოვნებას გვანიჭებს - საქმეებში, როგორებიცაა: ჭამა, ალ-
კოჰოლური სასმელები და ტელევიზორის ყურების დროს
ტკბილეულის მირთმევის სიამოვნება.
როგორც მიჰაი ჩიქსენთმიჰაი აღწერს თავის წიგნში “დინე-
ბა: ოპტიმალური გამოცდილების ფსიქოლოგია”, დინება არის
მდგომარეობა, როცა ადამიანები იმდენად არიან ჩართულები
და მოცულნი კონკრეტული აქტივობით, რომ სხვა ყველაფერი
უკვე მნიშვნელობას კარგავს. ეს გამოცდილება თავისთავად
სასიამოვნოა. ამას ნებისმიერ ფასად აკეთებენ, უბრალოდ
იმისთვის, რომ გააკეთონ ის, რაც ასეთ სიამოვნებას ანიჭებთ.
დინების მდგომარეობის მიღწევა შეუძლიათ არა მხოლოდ
შემოქმედებით მოღვაწეებსა და პროფესიონალებს, რომლე-
ბიც საჭიროებენ მაღალ კონცენტრაციას, არამედ ათლეტებ-
საც, მოჭადრაკეებსაც, ინჟინრებსაც, საათობით რომ აკეთებენ
იმას, რასაც ისინი დინების მდგომარეობამდე მიჰყავს.
მიჰაი ჩიქსენთმიჰაის კვლევის მიხედვით, მოჭადრაკე ისე-
თივე შეგრძნებებს განიცდის დინების მდგომარეობაში, რო-
გორსაც მათემატიკოსი, რომელიც ახალ ფორმულაზე მუშა-
ობს და ქირურგი, რომელიც ოპერაციას აკეთებს. ფსიქოლო-
გიის პროფესორმა ჩიქსენთმიჰაიმ გააანალიზა მონაცემები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აღმოაჩინა, რომ დინება
ერთი და იგივე მდგომარეობაა ყველა ინდივიდისთვის, გა-
ნურჩევლად ასაკისა და კულტურული კუთვნილებისა. ნიუ-
იორკსა და ოკინავაში ყველა ვაღწევთ დინების მდგომარეო-
ბას და განვიცდით ერთსა და იმავე შეგრძნებებს ამ პროცესში.
რა ემართება ჩვენს გონებას ამ მდგომარეობაში? როცა
დინების მდგომარეობაში ვართ, ვკონცენტრირდებით კონ-
კრეტულ დავალებაზე, ყურადღების გამფანტველი გამაღიზია-
ნებლების გარეშე. ჩვენი გონება “წესრიგშია”. ამის საწინააღ-

50
მდეგო ხდება, როცა ჩვენი ტვინი სულ სხვა რამითაა დაკავებუ-
ლი და ჩვენ ამ დროს რაღაცის გარკვევას ვცდილობთ.
თუ ხშირად კარგავთ კონცენტრაციას, რაც ხელს გიშლით
მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში, არსებობს რამდენიმე სტრა-
ტეგია, რაც კონცენტრაციაში დაგეხმარებათ და შეძლებთ უფ-
რო მარტივად აღმოჩნდეთ დინების მდგომარეობაში.

7 წინაპირობა დინების მდგომარეობის მისაღწევად

დინების მიღწევის 7 პირობა (დეპოლის უნივერსიტეტის


(ჩიკაგო) მკვლევრის ოუენ შაფერის მიხედვით)

1. იცოდეთ ზუსტად, რას აკეთებთ.


2. იცოდეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
3. იცოდეთ, რამდენად კარგად გამოგდით ეს.
4. იცოდეთ, საით მიდიხართ (მიმართულება).
5. უნდა შეძლოთ აღიქვათ მნიშვნელოვანი გამოწვევები.
6. აცნობიერებდეთ იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა მისი
შესრულებისთვის.
7. გათავისუფლდეთ ხელის შემშლელი ფაქტორებისგან.

სტრატეგია 1 - აირჩიეთ რთული

დავალება (მაგრამ არა ზედმეტად რთული!)

ოუენ შაფერის მოდელი გვთავაზობს, ავირჩიოთ დავალე-


ბა, რომელსაც შეგვიძლია თავი გავართვათ, მაგრამ ოდნავ
სცდება ჩვენი კომფორტის ზონას.
ყველა დავალებას სამსახურში, სპორტსა თუ სხვა სფერო-
ში აქვს თავისი წესები და, შესაბამისად, გვჭირდება განსაზ-
ღვრული უნარები, რათა შევძლოთ მივყვეთ მათ. თუ ეს წესები
და დავალება არ მოითხოვს ჩვენგან დიდ ძალისხმევას და ად-
ვილად შეგვიძლია შევასრულოთ, მაშინ იგი ასევე ძალიან ად-

51
ვილად გვბეზრდება. დავალებას, რომელიც ძალიან იოლი შე-
სასრულებელია, მივყავართ აპათიამდე.
მეორე მხრივ, თუ ჩვენს თავს მივცემთ ზედმეტად რთულად
შესასრულებელ დავალებებს, რის განსახორციელებლადაც
არა გვაქვს სათანადო უნარები და შესაძლებლობები, დიდია
ალბათობა, რომ შუაგზაში მივატოვებთ მას - შედეგად კი ვიქ-
ნებით იმედგაცრუებულნი და უკმაყოფილოები საკუთარი თა-
ვით.
საუკეთესო იქნება, თუ შევძლებთ შუალედური გზის მოძებ-
ნას, რომელიც გონივრულია, ჩვენი შესაძლებლობებისა და
უნარების გათვალისწინებით, თუმცა ოდნავ სცდება მათ და
მოითხოვს მეტ ძალისხმევას. ეს არის ის, რასაც ერნესტ ჰემინ-
გუეი გულისხმობდა, როდესაც თქვა: “ზოგჯერ ვწერ იმაზე უკე-
თესად, ვიდრე შემიძლია”.
უნდა შევუქმნათ საკუთარ თავს გამოწვევა, რომელიც გან-
ვითარების წინაპირობაა, რადგან გვსიამოვნებს ის შეგრძნე-
ბა, როდესაც ვაკეთებთ იმაზე ცოტათი მეტს, ვიდრე შეგვიძ-
ლია. ეს თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას
გვმატებს. ბერტრან რასელმა სწორედ ეს იგულისხმა, როდე-
საც თქვა, რაიმე საქმეზე საკმაო დროით კონცენტრაცია დიდი
მიღწევის წინაპირობააო. თუ გრაფიკული დიზაინერი ხართ,
ისწავლეთ ახალი კომპიუტერული პროგრამა ახალი პროექ-
ტისთვის; თუ პროგრამისტი ხართ, ისწავლეთ ახალი კომპიუ-
ტერული ენა; თუ მოცეკვავე ხართ, სცადეთ ისეთი მოძრაობის
შესრულება, აქამდე შეუძლებლად რომ გეჩვენებოდათ.
ყოველდღე დაამატეთ რაიმე ახალი - ის, რასაც გამოჰყავ-
ხართ კომფორტის ზონიდან.
თუნდაც ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა კითხვა, გულის-
ხმობს განსაზღვრული წესების მიყოლას, რაც გვივითარებს
გარკვეულ უნარებსა და ცოდნას, მაგრამ თუ დავიწყებთ წიგ-
ნის კითხვას კვანტურ მექანიკაზე, რაც ფიზიკოსების საქმეა,
ჩვენ კი საერთოდ არ გვაქვს არანაირი ცოდნა ფიზიკაში, სავა-
რაუდოდ, მალევე მივატოვებთ კითხვას და უკმაყოფილებისა
და გაღიზიანების მეტს არაფერს მოგვცემს ეს გამოცდილება.

52
მეორე მხრივ, თუ ვკითხულობთ ისეთ წიგნს, რომელშიც ახა-
ლი არაფერი წერია, ის ადვილად მოგვბეზრდება.
მაგრამ, თუ ვკითხულობთ წიგნს, რომელიც ჩვენი ცოდნისა
და შესაძლებლობების შესაბამისია და ამდიდრებს იმ ცოდნას,
რაც უკვე გვაქვს, ბოლომდე გადავეშვებით კითხვის პროცესსა
და დინების მდგომარეობაში. ეს სიამოვნებისა და აღფრთოვა-
ნების განცდა დასტურია იმისა, რომ მომართული ვართ ჩვენი
იკიგაის სიხშირეზე.

ადვილი ზომიერად რთული ჩვენი


(გამოწვევა) შესაძლებლობების
მიღმა
მობეზრება დინება შფოთვა

სტრატეგია 2 - გქონდეთ ნათელი,

კონკრეტული მიზანი

ვიდეოთამაშები მცირე დოზით, ასევე სამაგიდო თამაშე-


ბიც, არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ აღმოჩნდეთ დინე-
ბის მდგომარეობაში, რადგან მიზანი საკმაოდ ნათელია -
სძლიოთ მეტოქეს ყველა წესის გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, მიზანი ასეთი ნათელი სულაც არ არის ბევრ
სიტუაციაში.
ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის ერთ-ერთი კვლევის
მიხედვით, როცა მის წევრებს ჰკითხეს საკუთარ ხელმძღვანე-
ლობაზე, პირველი, ყველაზე გავრცელებული საჩივარი იყო
ის, რომ თანამშრომლები “ნათლად ვერ აცნობიერებდნენ
გუნდის მისიას” და შესაბამისად, ვერ ხვდებოდნენ, რა იყო მა-
თი მიზნები.
რაც ხშირად ხდება, განსაკუთრებით კი დიდ კომპანიებში,
არის ის, რომ აღმასრულებელი დირექტორები ჩაკარგულები
არიან დეტალებსა და აკვიატებულ დაგეგმარებაში, ახალი

53
სტრატეგიების შექმნასა და იმ ფაქტის დაფარვაში, რომ სინამ-
დვილეში კომპანიას არ გააჩნია ნათელი მიზანი. ეს ღია ზღვა-
ში გასვლას ჰგავს, როცა რუკა გაქვს, მაგრამ ორიენტირი -
არა.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გვქონდეს კომპასი, რომე-
ლიც გვიჩვენებს მიმართულებას, კონკრეტულ მიზნამდე მი-
სასვლელ გზას, ვიდრე უბრალოდ რუკა. ჯოი იტო - MIT მედია-
ლაბის დამფუძნებელი - ყოველთვის შთაგვაგონებს, რომ
ავირჩიოთ კომპასი და არა რუკა, რათა შევძლოთ გზის გაკ-
ვლევა გაურკვევლობის პირობებში. წიგნში “მათრახი: რო-
გორ გადავურჩეთ უახლოეს მომავალს”, ის და ჯეფ ჰოუ წერენ:
“თანამედროვე, მუდმივად მზარდი გაურკვევლობის ეპოქაში,
რომელიც ელვის სისწრაფით მოძრაობს, დეტალურმა რუკამ
შეიძლება უღრან ტყეში შეგიტყუოთ, საიდანაც თავის დაღწევა
ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. კარგი კომპასი კი ყოველთვის მი-
გიყვანთ იქ, სადაც გინდათ, რომ მიხვიდეთ. ეს არ ნიშნავს
იმას, რომ დაიწყოთ საქმე და სრულიად არ გქონდეთ წარმოდ-
გენა იმაზე, თუ საით მიდიხართ. უბრალოდ, ასეთი ხერხით შე-
იძლება ვიაროთ იმ გზით, რომელიც წინასწარ არ არის სწორ-
ხაზოვნად განსაზღვრული, მაგრამ თქვენ მაინც უფრო წარმა-
ტებითა და დროულად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე,
ვიდრე წინასწარ ნაბიჯ-ნაბიჯ, მკაცრად განსაზღვრული გზით.
ბიზნესში, შემოქმედებით საქმიანობასა და სწავლაში მნიშ-
ვნელოვანია დავეყრდნოთ ჩვენს წარმოდგენას - იმას, თუ რი-
სი მიღწევა გვინდა. და სანამ დავიწყებთ მუშაობას, სწავლას ან
ნებისმიერი საქმის კეთებას, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს
შეკითხვები:
• რა არის ჩემი დღევანდელი დღის მიზანი?
• რამდენი სიტყვა უნდა დავწერო დღეს, რომ შევძლო მო-
მავალ თვეში სტატიის დაბეჭდვა?
• რა არის ჩემი გუნდის მისია?
• რამდენად ჩქარ რიტმზე უნდა მოვმართო ჩემი მეტრონო-
მი, რომ შევძლო მოცარტის სონატის ჩქარ ტემპში დაკვრა ამ
კვირის ბოლომდე?

54
მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი მნიშვნელოვანია დინე-
ბის მდგომარეობის მისაღწევად, მაგრამ ასევე უნდა გავითვა-
ლისწინოთ, როგორ მოვიტოვოთ ეს ყველაფერი უკან და შე-
ვუდგეთ საქმეს. როდესაც საქმეს შევუდგებით, გონებაში უნდა
გვქონდეს ეს მიზანი, თუმცა ობსესიურად არ უნდა ვფიქრობ-
დეთ მასზე და ვკონცენტრირდეთ პროცესზე.
როცა ათლეტები ოლიმპიური ოქროსთვის ასპარეზობენ,
თავიდან ვერ იგდებენ აზრს, როგორი მიმზიდველია ოქროს
მედალი. მაგრამ მათ უნდა მოახერხონ, დარჩნენ აწმყოში და
მიჰყვნენ დინებას. თუ დაკარგავენ კონცენტრაციას და დაიწყე-
ბენ ფიქრს იმაზე, როგორი ამაყები იქნებიან, როცა ოქროს მე-
დალს უჩვენებენ მშობლებს, დიდია იმის ალბათობა, რომ კრი-
ტიკულ მომენტში შეცდომას დაუშვებენ და ვერ შეძლებენ მიზ-
ნის მიღწევასა და გამარჯვების მოპოვებას.
ამის ნათელი მაგალითია მწერლის ბლოკი. წარმოიდგი-
ნეთ, რომ მწერალმა ნოველა უნდა დაასრულოს 3 თვეში. მი-
ზანი ნათელია. პრობლემა კი ისაა, რომ ის ვერ ახერხებს,
დროითი ჩარჩო ამოიგდოს თავიდან. ყოველდღე იღვიძებს
ფიქრით, რომ აუცილებლად უნდა დაწეროს და მოასწროს ეს
3 თვეში. ამის მაგივრად კი კითხულობს გაზეთებს, ალაგებს
სახლს, მაგრამ ვერ იწყებს წერას. ყოველდღე მეორდება ერთი
და იგივე, იმედგაცრუება და პირობა, რომ აი, ხვალიდან აუცი-
ლებლად შეუდგება საქმეს.
გადის დღეები, კვირები, თვეები და მწერალს ჯერ ერთი წი-
ნადადებაც არ დაუწერია. არადა, რა მარტივი იქნებოდა, უბ-
რალოდ რომ დაეწერა პირველი სიტყვა, მერე მეორე, მიჰყო-
ლოდა დინებას და ასე გამოეღვიძებინა თავისი იკიგაი.
როგორც კი შევძლებთ პატარა ნაბიჯების გადადგმას,
შფოთვა სადღაც ქრება და იბადება ამ დინების გასაოცარი
განცდა იმ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებთ. მივუბრუნდეთ ალ-
ბერტ აინშტაინს: “მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე - ის ისე-
დაც სწრაფად მოვა”.

55
ბუნდოვანი მიზანი მკაფიოდ აკვიატებული
განსაზღვრული სურვილი, მიზნის
მიზანი და მიღწევისა და
პროცესზე პროცესის
ფოკუსირება იგნორირება
დაბნეულობა; დინება მიზანზე ფიქსაცია
დროისა და იმის მაგივრად,
ენერგიის ფუჭად რომ დაირყოთ
ხარჯვა უაზრო მოქმედება
დეტალებზე
გონებრივი დინება გონებრივი
ბლოკი ბლოკი

სტრატეგია 3: კონცენტრირდით

ერთ თემაზე

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რასაც


დღეს ხშირად ვხვდებით - ამდენი ტექნოლოგიისა და ყურად-
ღების გამფანტავი სხვადასხვა ხაფანგის გარემოცვაში. ვუს-
მენთ ვიდეოს იუთუბზე, იმავდროულად ვწერთ მეილს და უც-
ბად მოგვდის შეტყობინება, და ახლა ამ უკანასკნელს ვპასუ-
ხობთ. მერე ჩვენი ტელეფონი ბზუის ჯიბეში, მოვრჩებით საუ-
ბარს და ისევ კომპიუტერთან - სოციალურ ქსელში (ფეისბუკის
გვერდზე) ვბრუნდებით.
ასე, წამში გადის ნახევარი საათი და ამასობაში საერთოდ
გვავიწყდება, ვისთვის და რა უნდა მიგვეწერა მეილით.
ასე ხდება მაშინაც, როცა ვახშმობისას ფილმს ვუყურებთ
და ვერც კი ვაცნობიერებთ, რა გემრიელად მომზადებული იყო
კერძი, სანამ ბოლო ლუკმას არ მივირთმევთ.
ხშირად გვეშლება, როცა ვფიქრობთ, რომ ბევრი საქმის
ერთად კეთება დროის დაზოგვაში გვეხმარება. მეცნიერულად
დადასტურებულია, რომ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს
ვიღებთ. ისინიც კი, ვინც ამტკიცებენ, რომ ბევრი საქმის ერ-
თდროულად კეთების ოსტატები არიან, არც ისე პროდუქტიუ-

56
ლად მუშაობენ. მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებპროდუქ-
ტიულები არიან.
ჩვენს ტვინს შეუძლია მილიონობით ინფორმაციის მიღება,
მაგრამ რეალურად წამში მხოლოდ რამდენიმე ათეულის აღ-
ქმას ახერხებს. როცა ვცდილობთ რამდენიმე საქმე ერთად ვა-
კეთოთ, სინამდვილეში, უბრალოდ, სწრაფად დავხტივართ
ერთი დავალებიდან მეორეზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,
ჩვენ არა ვართ კომპიუტერები, რომ რამდენიმე პარალელურ
პროცესზე ერთდროულად თანაბარი ძალით შევძლოთ გამარ-
თულად მუშაობა. უაზროდ ვფლანგავთ დროსა და რესურსს
ასეთი ქმედებით, როცა შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ რაიმე
ერთ კონკრეტულ დავალებაზე.
რაიმე ერთ კონკრეტულ დავალებაზე კონცენტრაცია არის
ერთ-ერთი უმთავრესი პირობა დინების მდგომარეობის მი-
საღწევად.
მიჰაი ჩიქსენთმიჰაის აზრით, იმისთვის, რომ შევძლოთ
ვკონცენტრირდეთ კონკრეტულ საქმეზე, საჭიროა:
1. ვიყოთ ისეთ გარემოში, სადაც ყურადღებას არაფერი
გაგვიფანტავს.
2. ვაკონტროლოთ პროცესი, რომელშიც ვმუშაობთ და არა
პირიქით.
ტექნოლოგია შეიძლება იყოს ხელშემწყობი, მაგრამ იმ
შემთხვევაში, როცა ვაკონტროლებთ მას. აი, მაგალითად, თუ
თქვენ წერთ სტატიას, გუგლში შეძლებთ მასალების მოძიებას,
რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაწეროთ იგი. მაგრამ, თუ
არც ისე დისციპლინირებული ხართ, შეიძლება გაებათ ინტერ-
ნეტხაფანგში და დაიწყოთ ინტერნეტსერფინგი, გაგექცეთ ყუ-
რადღება სხვადასხვა ინფორმაციისკენ იმის მაგივრად, რომ
დაასრულოთ სტატია. ამ შემთხვევაში ტექნოლოგიამ გძლიათ
და ინტერნეტმა აიღო თქვენზე კონტროლი და არა პირიქით.
ასე კი დაშორდით დინების მდგომარეობას და დაკარგეთ კონ-
ცენტრაცია.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თუ განუწყვეტლივ
ვაიძულებთ საკუთარ ტვინს ერთი საკითხიდან მეორეზე გა-

57
დახტომას, ვკარგავთ დროს, ვუშვებთ ბევრად მეტ შეცდომას
და ნაკლებად გვახსოვს, რა გავაკეთეთ.
სტენფორდის უნივერსიტეტში კლიფორდ ივარ ნასის მიერ
ჩატარებულმა კვლევებმა დღევანდელ ახალგაზრდობას და-
უსვა ასეთი დიაგნოზი - ეპიდემიური მულტითასქინგი. ერთ-
ერთმა ასეთმა კვლევამ გააანალიზა რამდენიმე ასეული სტუ-
დენტის ქცევა. დაყო ისინი ჯგუფებად იმის მიხედვით, ვინ აკე-
თებდა ბევრ საქმეს ერთდროულად და ვინ კონცენტრირდებო-
და მხოლოდ ერთზე. ის სტუდენტები, რომლებიც ცდილობ-
დნენ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულებას, დაახლოე-
ბით ოთხ რაღაცას აკეთებდნენ პარალელურად. მაგალითად:
სახელმძღვანელოს კითხვისას რაღაცას ინიშნავდნენ, უსმენ-
დნენ ახალ ამბებს, პასუხობდნენ შეტყობინებებს სმარტფონზე
და ზოგჯერ ამ ყველაფერთან ერთად ტვიტერსაც ამოწმებდნენ.
ორივე ჯგუფს აჩვენებდნენ ეკრანზე რამდენიმე ლურჯ და
წითელ ისარს. დავალება ასეთი იყო: დათვალეთ წითელი ის-
რები!
თავიდან ორივე ჯგუფმა მარტივად და სწორად დათვალა
წითელი ისრები. როცა ლურჯი ისრების რაოდენობა გაიზარ-
და, წითელი ისრების რაოდენობა კი იგივე დარჩა (მარტო მა-
თი განლაგება შეიცვალა ეკრანზე), სტუდენტებს, რომლებიც
მიჩვეულნი იყვნენ რამდენიმე საქმის ერთად კეთებას - მულ-
ტითასქინგს, საკმაოდ გაუჭირდათ წითელი ისრების დათვლა
ამ განლაგებით, განსხვავებით იმ ჯგუფისგან, რომლის წევრე-
ბიც ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრაციას არჩევდნენ.
ამას ერთი მარტივი ახსნა აქვს: ისინი დააბნია ლურჯმა ისრებ-
მა! მათი ტვინი მიეჩვია ყურადღება მიაქციოს ყველა მცირე
სტიმულსაც კი, რაც შემოდის მათივე აღქმის არეალში, ამი-
ტომ გაეფანტათ ყურადღება. იმ სტუდენტებს კი, რომლებიც
მიჩვეულნი არიან რაიმე ერთზე კონცენტრაციას, არ გასჭირ-
ვებიათ გაეგრძელებინათ მხოლოდ წითელი ისრების დათვლა
და ყურადღებას არც აქცევდნენ ლურჯ ისრებს.
სხვა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი დავალების
პარალელურად შესრულება ამცირებს ჩვენს პროდუქტიულო-
ბას მინიმუმ 60%-ით და IQ-ს 10 ერთეულით.

58
ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა შვედეთის სა-
კონსულოს დაკვეთით - სოციალური კვლევების შესაბამისად
ცხადყო, რომ 4 ათასზე მეტი 20-დან 24 წლამდე ახალგაზ-
რდისგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც დამოკიდებულნი იყ-
ვნენ სმარტფონებზე, შედარებით ნაკლები ეძინათ, ვერ ახდენ-
დნენ ინტეგრაციას სკოლაში და ხშირად ავლენდნენ დეპრესი-
ის სიმპტომებს.

კონცენტრაცია ერთ ერთდროულად


კონკრეტულ დავალებაზე რამდენიმე დავალების
შესრულების მცდელობა
უფრო ადვილად მიიღწევა თითქმის შეუძლებელია
დინების მდგომარეობა დინების მდგომარეობის
მიღწევა
ზრდის ამცირებს
პროდუქტიულობას პროდუქტიულობას
მინიმუმ 60%-ით (თუმცა
ამას ვერ აცნობიერებენ)
აძლიერებს ნებისყოფას აფერხებს
დამახსოვრების პროცესს
ნაკლებია შეცდომის მეტია შეცდომების
დაშვების ალბათობა დაშვების ალბათობა
გვეხმარება სიმშვიდის აძლიერებს სტრესს და
შენარჩუნებაში საქმის განცდას, რომ ვკარგავთ
პროცესის სამართავად კონტროლს, რომ ჩვენ
დავალება გვმართავს და
არა პირიქით
ვხდებით უფრო გვაიძულებს,
ყურადღებიანი უყურადღებობა
გარშემომყოფების გამოვიჩინოთ
მიმართ, სრული გარშემომყოფების
სიფხიზლით აღვიქვამთ მიმართ, ჩვენი
გარემოს სტიმულთან
მიჯაჭვულობის გამო:
სმარტფონი, სოციალური
ქსელი და სხვა.
ზრდის კრეატიულობას ამცირებს კრეატიულობას

59
რისი გაკეთება შეგვიძლია დინების შემაფერხებელი ამ
ეპიდემიის წინააღმდეგ? როგორ შეგვიძლია დავასწავლოთ
საკუთარ ტვინს, რომ შეძლოს ერთ კონკრეტულ საკითხზე
სრული კონცენტრაცია? არსებობს რამდენიმე ხერხი, როგორ
შევქმნათ ყურადღების გამფანტავი მექანიზმებისგან თავისუ-
ფალი გარემო და როგორ გავზარდოთ დინების მიღწევის შე-
საძლებლობები. ამით კი გავზრდით შანსებს, დავამყაროთ
კონტაქტი საკუთარ იკიგაისთან.
• გაღვიძებიდან დაძინებამდე თითო საათით ადრე მოშორ-
დით ეკრანს.
• გამორთეთ ტელეფონი, როცა ცდილობთ კონცენტრირ-
დეთ კონკრეტულ დავალებაზე. მკაცრად განსაზღვრეთ პრი-
ორიტეტები, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ
მთლად არ შეგიძლიათ მოშორდეთ ტელეფონს, მაშინ გადა-
დით ისეთ რეჟიმზე, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვე-
ვაში უპასუხოთ ზარს.
• კვირის განმავლობაში გამოყავით დღე - შაბათი ან კვი-
რა, როცა სრულიად მოსწყდებით ტექნოლოგიას და ინტერ-
ნეტს; მოაწყვეთ ტექნოლოგიების “შიმშილის დღე”, მხოლოდ
ელექტრონული წიგნის წაკითხვა დაუშვით, ვაიფაის გარეშე ან
მოუსმინეთ მხოლოდ მუსიკას.
• წადით ისეთ კაფეში, სადაც არ არის ინტერნეტთან წვდო-
მა.
• უპასუხეთ შეტყობინებებს და მეილებს დღეში მხოლოდ
ორჯერ და ამისთვის გამოყავით კონკრეტული დრო.
• სცადეთ “პამიდვრის ტექნიკა” - შეიძინეთ სამზარეულოს
ტაიმერი (ზოგს პამიდვრის ფორმა აქვს და სწორედ ამიტომ
ეძახიან პამიდვრის ტექნიკას). დააყენეთ ეს ტაიმერი და კონ-
ცენტრირდით მხოლოდ ერთ საქმეზე, სანამ არ გამოირთვება.
ამ ტექნიკით რეკომენდებულია 25 წუთი მუშაობა და 5 წუთი
შესვენება. შეგიძლიათ ეს დრო გაზარდოთ 50 წუთამდე და და-
ისვენოთ 10 წუთით. იპოვეთ თქვენთვის სასურველი რიტმი.
ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის გამომუშავება, რომ
ყოველთვის შეძლოთ დაწყებული საქმის დასრულება.

60
• სამუშაო დაიწყეთ თქვენთვის სასიამოვნო რიტუალით და
დაასრულეთ საკუთარი თავის დაჯილდოებით.
• ავარჯიშეთ ტვინი აწმყოზე კონცენტრაციაში, როცა ხვდე-
ბით, რომ ადვილად გეფანტებათ ყურადღება. შეგიძლიათ
ამისთვის გამოიყენოთ მედიტაცია, გაისეირნოთ სუფთა ჰაერ-
ზე, იცურაოთ. გამოიყენეთ ნებისმიერი რამ, რაც დაგეხმარე-
ბათ, კონცენტრირდეთ პროცესზე აქ და ახლა.
• იმუშავეთ ისეთ სივრცეში, რომ ნაკლებად გაგეფანტოთ
ყურადღება. თუ ამას ვერ ახერხებთ სახლში, შეგიძლიათ წახ-
ვიდეთ ბიბლიოთეკაში, კაფეში. თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე
უკრავთ ან მღერით, მაშინ აუცილებელია სპეციალური სარე-
პეტიციო დარბაზი, სადაც ნაკლებად შეგაწუხებთ ხმაური და
შეძლებთ მშვიდად დაუკრათ ან იმღეროთ. თუ მაინც არის ხე-
ლის შემშლელი ფაქტორები, რომლებიც ყურადღებას გიფან-
ტავთ და ვერ ახერხებთ კონცენტრაციას, გააგრძელეთ ძიება
მანამ, სანამ არ იპოვით ისეთ ადგილს, სადაც ამას მოახერ-
ხებთ.
• ყოველი მიზანი დაყავით შედარებით პატარა დავალებე-
ბად და შეადგინეთ გეგმა, რა, როდის და რამდენი ხანი უნდა
აკეთოთ. თუ, მაგალითად, წერთ სტატიას ჟურნალისთვის, შე-
გიძლიათ ჩაატაროთ პატარა ინფორმაციული კვლევა დილით
სახლში და ჩაინიშნოთ. შემდეგ შუადღისას გააგრძელოთ წე-
რა ბიბლიოთეკაში და გაარედაქტიროთ უკვე ღამით, სახლში.
• ერთად მოუყარეთ თავი რუტინულ დავალებებს, როგო-
რიცაა შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, მეილების წაკითხვა,
ტელეფონის ზარზე პასუხი და სხვა. შეეცადეთ ამისთვის ერთი
კონკრეტული დრო გამოყოთ და მხოლოდ ამ დროს უპასუხოთ
მათ.

61
დინების უპირატესობები ყურადღების
გამფანტავი უარყოფითი
მხარეები
კონცენტრირებული გონება გაფანტული გონება
აწმყოში ყოფნა წარსულსა და მომავალზე ფიქრი
ღელვისგან სრული ყოველდღიურ საზრუნავზე
გათავისუფლება ფიქრი
დრო სწრაფად გადის ყოველი წუთი საუკუნედ
გვეჩვენება
ჩვენ ვმართავთ პროცესს პროცესი გვმართავს ჩვენ და
ვერ ვუმკლავდებით მოცემულ
დავალებას. ყოველთვის რაღაც
ან ვიღაც გვიშლის ამაში ხელს
ვემზადებით ზედმიწევნით ვმოქმედებთ ყოველგვარი
მომზადების გარეშე
ზუსტად ვიცით, რას უნდა ხშირად ვფერხდებით და არ
ვაკეთებდეთ ამ კონკრეტულ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ
მომენტში
ჩვენ გვაქვს ნათელი გონება, ჩვენ გვაწუხებს და გვბოჭავს
რომელიც უმკლავდება ყველა ეჭვები და დაბალი
წარმოქმნილ დაბრკოლებას თვითშეფასება

ეს სასიამოვნოა მომაბეზრებელი და
დამქანცველია
ჩვენი ეგო უჩინარდება: არ დაუსრულებელი თვითკრიტიკა:
ვაკონტროლებთ დავალებას, ჩვენი ეგო აქტიურია და
თავად დავალება გვიძღვის წინ ვგრძნობთ იმედგაცრუებას, რაც
უარყოფითად აისახება ჩვენს
თვითდაჯერებულობაზე

დინება იაპონიაში: ტაკუმი, ინჟინრები, გენიოსები და


ოტაკუსები

რა საერთო აქვთ ტაკუმს (ხელოსანს), ინჟინრებს, გამომ-


გონებლებსა და ოტაკუსებს (ანიმესა და მანგას ფანები)? ყოვე-
ლი მათგანი აცნობიერებს დინების მნიშვნელობას, ნებისმიერ
დროს საკუთარ იკიგაისთან ერთად.

62
ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი იაპონელ
ხალხზე ის არის, რომ ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეო-
ბითა და საქმისადმი თავდადებით, თუმცა თავად იაპონელებს
რომ ჰკითხოთ, სულაც არ მუშაობენ ისეთი თავდადებით, რო-
გორც ეს გვერდიდან ჩანს. მაგრამ ნამდვილად ეჭვგარეშეა,
რომ მათ აქვთ გასაოცარი უნარი, ბოლომდე გადაეშვან იმ
საქმეში, რასაც აკეთებენ და გამოავლინონ საოცარი შეუპოვ-
რობა, როცა აწყდებიან პრობლემებს. ერთ-ერთი პირველი
სიტყვა, რომელიც ისწავლება იაპონურ ენაში, არის განბარუ,
რაც ნიშნავს მოთმინებას, ანუ “შეინარჩუნო სიმტკიცე, შენი შე-
საძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით”.
იაპონელები ხშირად ძალიან მარტივ საქმესაც კი ზედმეტი
გულმოდგინებით ეკიდებიან, რომლის ინტენსივობაც ზოგჯერ
ნორმის ფარგლებს სცდება და აკვიატებადაც შეიძლება მოგ-
ვეჩვენოს. ეს დამოკიდებულება ვლინდება ბევრ სხვადასხვა
კონტექსტში. უკვე პენსიაზე გასული იაპონელებიდან დაწყებუ-
ლი, ვინც დღე და ღამე მუშაობს ბრინჯის პლანტაციებში ნაგოს
მთაზე, უნივერსიტეტის სტუდენტებით დამთავრებული, რომ-
ლებიც სწავლასთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას მუშაობენ
კონუბისის საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებში.
თუ იაპონიაში იმოგზაურებთ, აუცილებლად შეამჩნევთ
ასეთ დამოკიდებულებას იაპონელთა თითქმის ყველა ქმედე-
ბაში.
გაისეირნეთ ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში - ნაჰაში (კა-
ნაზავა) ან კიოტოში და აღმოაჩენთ, რომ იაპონია მართლაც
ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების საგანძურია. იაპონელ
ხალხს აქვს განსაკუთრებული ნიჭი ახალი ტექნოლოგიების
შექმნისა და ამასთანავე ინარჩუნებენ ხელოსნობის ტრადიცი-
ულ ტექნიკას.

ტაკუმის ხელოვნება

კომპანია “ტოიოტაში” დასაქმებულ ხელოსნებს - არტიზა-


ნებს - შეუძლიათ ხელით დაამზადონ სხვადასხვა ტიპის ხრახ-

63
ნები. ტაკუმი - იგივე კონკრეტული ხელობის ოსტატი - დაფასე-
ბულია იაპონიაში, განსაკუთრებით “ტოიოტაში” და მისი ახა-
ლი თანამშრომლით ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. ზო-
გიერთი მათგანი ერთადერთია, ვინც ერთი კონკრეტული საქ-
მე იცის, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ მასავით ხელმარჯვედ
შეძლოს ახალბედა თანამშრომელმა.
გრუნტიანი ნემსი არის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც
იწარმოება ექსკლუზიურად იაპონიაში. აქ შეხვდებით უკანას-
კნელ ოსტატებს, ვინც ზუსტად იცის, როგორ უნდა გამოიყენოს
ხელსაწყოები, რომლითაც მზადდება ზუსტად ასეთი ნემსები
და ოსტატებიც ცდილობენ გადასცენ საკუთარი ცოდნა მომა-
ვალ თაობებს.
ჩვენ შევხვდით ერთ-ერთ ტაკუმის (ხელოსანს) კუმინოში
ვიზიტისას. ჰიროსიმას მახლობლად მდებარე ამ პატარა ქა-
ლაქში ერთი დღით ვიმყოფებოდით ერთ-ერთი წამყვანი და-
სავლური დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანი-
ის სარეკლამო ფოტოგადაღებისთვის. ქალაქის შესასვლელ-
ში მისასალმებელ ბილბორდზე გამოსახულია თილისმა, რო-
მელსაც ხელში უჭირავს ფუნჯი. ფუნჯის მწარმოებელი საამ-
ქროების გარდა, ქალაქში ბევრია პატარა სახლი და ბაღ-ბოს-
ტნები. რაც უფრო ღრმად შედიხართ ქალაქში, დაინახავთ შინ-
ტოს - უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობის სა-
ლოცავს მთების ძირში. ასეთი სალოცავები აკრავს ქალაქს
მთლიანად.
არაერთი საათი გავატარეთ სხვადასხვა საწარმოში, სადაც
ზედმიწევნით გულმოდგინედ ასრულებენ კონკრეტულ დავა-
ლებას, როგორიც მაგალითად, ფუნჯების ტარის შეღებვა, მა-
თი ყუთებში მოთავსება, შემდეგ გადამზიდ მანქანაში გადატა-
ნაა. გულმოდგინედ ვაკვირდებოდით გასაოცრად მოწესრიგე-
ბულ და საათივით აწყობილ პროცესს, როდესაც გავაცნობი-
ერეთ, რომ არ გვინახავს ისინი, ვინც ფუნჯის ბეწვის ღერებს
ერთად აწყობს და ფუნჯის ტარს ამაგრებს.
მას შემდეგ, რაც მოვიკითხეთ, ვინ აკეთებდა ამას, რამდენ-
ჯერმე დავარტყით წრე მთლიან საამქროს და ბოლოს ერთ-ერ-
თი კომპანიის ხელმძღვანელი დაგვთანხმდა ეჩვენებინა, ვინ

64
და სად აკეთებდა ამას. მან გვთხოვა დაგვეტოვებინა შენობა
და ჩავმსხდარიყავით მის მანქანაში. ხუთი წუთის შემდეგ პატა-
რა შენობის წინ გავჩერდით. კიბეზე ავედით. მან გაგვიღო კა-
რი და აღმოვჩნდით პატარა, მზის სხივებით განათებულ ოთახ-
ში.
ოთახის შუაგულში ქალი იჯდა ნიღბით. მხოლოდ მის თვა-
ლებს თუ დაინახავდით. ისე იყო კონცენტრირებული თითოე-
ული ღერის შერჩევაზე, რომ ვერც კი შეამჩნია ჩვენი იქ ყოფნა.
ძალიან გრაციოზულად ამოძრავებდა ხელებსა და თითებს,
იყენებდა მაკრატელსა და სავარცხელს, რათა მოეწესრიგები-
ნა ფუნჯის თითოეული ღერი. ამ პროცესში გართული ვერც კი
ამჩნევდა, როგორ მივუახლოვდით. მისი მუშაობის ტემპი იმ-
დენად სწრაფი იყო, რომ რთული ხდებოდა გარჩევა, რას აკე-
თებდა.
კომპანიის დირექტორმა შეაწყვეტინა საქმიანობა, რომ
მისთვის სტუმრები წარედგინა, რომლებსაც მისი სამუშაო
პროცესის ფოტოგადაღება სურდათ. ჩვენ ვერ ვხედავდით მის
მთლიან სახეს, მაგრამ მისმა მზერამ და ხმის ტონმა გვაგ-
რძნობინა, რომ ის იღიმებოდა და სიამოვნებით დაგვთანხმდა.
ბედნიერად და ამაყად საუბრობდა თავის საქმიანობასა და პა-
სუხისმგებლობებზე.
ჩვენ განსაკუთრებულად სწრაფად მოგვიხდა ფოტოების
გადაღება, რათა აღგვებეჭდა მისი მოძრაობები მუშაობის
პროცესში. ქალის ხელები თითქოს ცეკვავდნენ და ერწყმოდ-
ნენ ხელსაწყოებისა და ფუნჯის ღერების მიერ გამართულ კონ-
ცერტს. ეს ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა იყო.
კომპანიის ხელმძღვანელმა გაგვანდო, რომ ეს ტაკუმი (ხე-
ლოსანი) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იყო
კომპანიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქალი განცალკევებით,
სხვებისგან უჩუმრად საქმიანობდა სხვა შენობაში. თითოეული
ფუნჯის თითოეული ბეწვი ამ ხელოსნის ხელში გადიოდა.

65
სტივ ჯობსი იაპონიაში

კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი იაპო-


ნიის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. მან 80-იან წლებში
არა მხოლოდ მოინახულა Sony-ს საწარმოები, არამედ აითვი-
სა მათ მიერ შემუშავებული ბევრი მეთოდი და გამოიყენა კომ-
პანია Apple-ის დაარსებისას. ამასთანავე, იგი მოხიბლული
იყო იაპონელთა მაღალი ხარისხის ფაიფურის წარმოების
მარტივი ტექნიკით კიოტოში.
მიუხედავად ამისა, მისი აღფრთოვანების ობიექტი არტი-
ზანი (ხელოსანი) კი არ ყოფილა, არამედ ტაკუმი ტოიამადან -
იუკიო შაკუნაგა, ვინც ფლობდა ეტჩუ სეტოიაკის ტექნიკას,
რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცის.
კიოტოში ვიზიტისას ჯობსმა შეიტყო შაკუნაგას ხელნაკეთი
ფაიფურის ნივთების გამოფენის შესახებ. დიდი ფიქრი არ დას-
ჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ეს ფაიფურის ნაკეთობები
განსაკუთრებული იყო. ამის დასტურია ისიც, რომ მან შეიძინა
რამდენიმე ჭიქა, ლარნაკი და თეფში და კიდევ რამდენჯერმე
ეწვია მის გამოფენას კვირის განმავლობაში.
სტივ ჯობსი შთაგონების საძიებლად კიდევ ბევრჯერ დაბ-
რუნდა იაპონიაში და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ვიზიტისას
პირადად შეხვდა შაკუნაგას. როგორც ცნობილია, ჯობსს ბევ-
რი შეკითხვა ჰქონდა შაკუნაგასთან. თითქმის ყველა კითხვა
ეხებოდა წარმოების პროცესსა და ფაიფურის სახეობას, რო-
მელსაც ის იყენებდა.
შაკუნაგამ აუხსნა, რომ იყენებდა თეთრ ფაიფურს, რომელ-
საც თავად მოიპოვებდა ტოიამას პრეფექტურის მთებში. ის
იყო ერთადერთი და უნიკალური ხელოსანი სანათესავოში,
ვინც ფლობდა ამ განსაკუთრებულ მეთოდს - მთაში მოპოვე-
ბული ნედლეულისთვის მიეცა ფაიფურის ნივთების საბოლოო
ფორმა - ავთენტური ტაკუმი.
ჯობსი იმდენად აღფრთოვანდა შაკუნაგას ნაამბობით, რომ
ტოიამაში ჩასვლა გადაწყვიტა, რათა ენახა ის მთა, სადაც შა-
კუნაგა მოიპოვებდა ფაიფურს, მაგრამ მერე დაფიქრდა, როცა

66
გააცნობიერა, რომ 4 საათზე მეტი დრო სჭირდებოდა მატარებ-
ლით კიოტოდან იმ ადგილამდე მგზავრობას.
სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ შაკუნაგამ ინტერ-
ვიუში აღნიშნა, ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემი ნამუშევარი
დააფასა ადამიანმა, ვინც iPhone შექმნაო. ასევე დასძინა,
რომ სტივ ჯობსის ბოლო შენაძენი იყო 12 ფინჯანი. ჯობსმა
თურმე კურანაგას სთხოვა, რაიმე განსაკუთრებული შეექმნა
“ახალი სტილით”. ამ მოთხოვნის შესასრულებლად შაკუნაგამ
სატესტოდ მოამზადა 150 ფინჯანი, შემდეგ აარჩია მხოლოდ
12 საუკეთესო და გაუგზავნა მის ოჯახს.
პირველი ვიზიტიდან მოყოლებული, სტივ ჯობსი მოხიბლუ-
ლი და შთაგონებული იყო ამ გასაოცარი ქვეყნით და მისი ხე-
ლოსნებით, ინჟინრებით (განსაკუთრებით Sony Corporation-
ით), ფილოსოფიით (განსაკუთრებით ძენით) და სამზარეულო-
თი (განსაკუთრებით სუშით).

დახვეწილი სიმარტივე

რა არის ის, რაც აერთიანებს იაპონელ ხელოსნებს, ინჟინ-


რებს, ძენფილოსოფიასა და კულინარიას? ეს არის სიმარტივე
და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ეს არის არა სიზარ-
მაცე, არამედ დახვეწილი სიმარტივე, რომელიც მუდმივად
ახალი საზღვრების ძიებაშია. მას განვითარების ახალ საფე-
ხურზე აჰყავს საგანი, სხეული, გონება და კულინარიაც, საკუ-
თარ იკიგაისთან შეთანხმებით.
როგორც ჩიქსენთმიჰაი იტყოდა, გასაღების ძიებას ყო-
ველთვის მივყავართ ღირებული, გააზრებული გამოწვევის-
კენ, რომლის დაძლევითაც დინების მდგომარეობას შევინარ-
ჩუნებთ.
ცნობილი დოკუმენტური ფილმი Jiro Dreams of Sushi (“ჯი-
როს სუშის სიზმრები”) ტაკუმის კიდევ ერთი ნათელი მაგალი-
თია, ამჯერად სამზარეულოში. პროტაგონისტი ამზადებს სუ-
შის ყოველდღე 80 წლის განმავლობაში და ფლობს ერთ პატა-
რა რესტორანს გინზას გაჩერებასთან ტოკიოში. ის და მისი ვა-

67
ჟი ყოველდღე მიდიან სუკიჯის თევზის ცნობილ ბაზრობაზე,
რათა აარჩიონ საუკეთესო თინუსი და შემდეგ მოამზადონ სა-
უკეთესო სუში.
ამ დოკუმენტურ სერიებში ვეცნობით ჯიროს ერთ-ერთ შე-
გირდს, რომელიც სწავლობს ტამაგოს (თხელი, ოდნავ ტკბი-
ლი იაპონური ომლეტი) მომზადებას. დიდი ძალისხმევისა და
უამრავი მცდელობის მიუხედავად, ის ვერ იმსახურებს ჯიროს
მოწონებას. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს მცდელობას
წლების განმავლობაში მანამ, სანამ საბოლოოდ არ მიაღწევს
სასურველ შედეგს. რატომ არ ჩაიქნია შეგირდმა ხელი? ნეტავ
არ ჰბეზრდება ყოველდღე კვერცხის მომზადება? არა, რადგან
სუშის მომზადება ასევე მისი იკიგაია.
ჯიროც და მისი ვაჟიც ორივე კულინარიის ხელოვანები
არიან. არასოდეს ჰბეზრდებათ მომზადების პროცესი, რადგან
კერძების მზადების დროს დინების მდგომარეობაში არიან.
უდიდეს სიამოვნებას განიცდიან ამ პროცესით, ეს არის მათი
ბედნიერება, მათი იკიგაი. მათ ისწავლეს საკუთარი საქმით სი-
ამოვნების მიღება და ამ პროცესში სრულიად კარგავენ დრო-
ის შეგრძნებას.
მამასა და შვილს შორის ასეთი ახლო ურთიერთობის გარ-
და, რომელიც მათ ეხმარებათ ყოველდღიური სიძნელეების
გადალახვაში, ისინი საკმაოდ მშვიდ, მყუდრო გარემოში მუშა-
ობენ, რაც შესაძლებლობას უქმნით კონცენტრირდნენ საქმე-
ზე. მას შემდეგ, რაც მიშელინის სამი ვარსკვლავი დაიმსახუ-
რეს, მაინც არასოდეს უფიქრიათ სხვა რესტორნების გახსნაზე
ან მათი ოჯახური ბიზნესის გაფართოებაზე. ისინი დღის გან-
მავლობაში ერთ მიღებაზე მხოლოდ 10 სტუმარს მასპინძლო-
ბენ თავიანთი პატარა რესტორნის ბარში. ჯიროს ოჯახის
თვითმიზანი გამდიდრება არ არის. ისინი აფასებენ მათთვის
საუკეთესო სამუშაო გარემოს, სადაც შეუძლიათ იყვნენ მუდ-
მივი დინების მდგომარეობაში მსოფლიოში საუკეთესო სუშის
კეთებისას.
ჯირო იუკი შაკუნაგას მსგავსად საქმიანობას იწყებს “წყა-
როსთან” მისვლით. ის თევზის ბაზრობაზე არჩევს საუკეთესო
თინუსს. შაკუნაგა კი მიდის მთასთან ასევე საუკეთესო ფაიფუ-

68
რის მოსაპოვებლად. როცა საქმეს შეუდგებიან, ორივენი ხდე-
ბიან თანაზიარნი საკუთარი მიზნისა, რომელსაც თავადვე
ქმნიან. ეს მთლიანობა მიზანთან, რასაც დინების მდგომარეო-
ბაში აღწევენ, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიაში, სადაც,
შინტოიზმის მიხედვით, ტყეებში, ხეებსა და საგნებში ბინად-
რობს კამი - ღვთის სული.
როცა ხელოვანი, ინჟინერი ან შეფმზარეული იწყებს რაღა-
ცის შექმნას, მისი დანიშნულებაა, გამოიყენოს ბუნება, რათა
შთაბეროს სული სწორედ ბუნების ქმნილებას და იმავდროუ-
ლად ყოველ წუთს გამოიჩინოს პატივისცემა ბუნების ძალები-
სადმი. ამ პროცესის განმავლობაში ხელოვანი და მიზანი ერ-
წყმის ერთმანეთს და მიუყვება ამ დინებას. როგორც კერამი-
კოსი ამბობს, რომ თიხა ცოცხალია, ისე მეტალზე მომუშავე ხე-
ლოსანიც იტყვის, რომ ყოველი მეტალი თავისებურად ცოც-
ხლობს. იაპონელი ხალხი გაწაფულია ბუნებისა და ტექნოლო-
გიების შერწყმაში: ადამიანი ბუნების წინააღმდეგი კი არ არის,
არამედ ზრუნავს ამ ორის - ბუნებისა და ადამიანის - მთლიანო-
ბისა და ერთობისთვის.

Studio Ghibli-ის სიწმინდე

არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ შინტო, რო-


გორც ბუნებასთან კავშირის ფასეულობა, ქრება. ერთ-ერთი
ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ამ ფასეულობის გაუჩინარებისა,
არის ხელოვანი მკაფიოდ გამოხატული იკიგაით - ჰაიაო მი-
აძაკი, Studio Ghibli-ის ანიმაციური ფილმების დირექტორი.
თითქმის ყველა მის ფილმში ვხედავთ ადამიანებს, ტექნო-
ლოგიას, ფანტაზიასა და ბუნებას მუდმივ კონფლიქტში და სა-
ბოლოოდ, მათ გამთლიანებას. ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი
მეტაფორა მის სრულმეტრაჟიან ოსკაროსან ანიმეში “აჩ-
რდილწაღებულნი” არის მტვრითა და ფოთლებით დაფარული
პერსონაჟი - სული, რომელიც ალეგორიულად წარმოადგენს
დაბინძურებულ მდინარეებს.

69
ჰაიაო მიაძაკის ფილმებში ტყეები არიან პერსონაჟები (თა-
ვიანთი გამოკვეთილი ხასიათით), ხეებს აქვთ შეგრძნებები და
რობოტები მეგობრობენ ჩიტებთან. იაპონელები მიაძაკსა და
მის შემოქმედებას ეროვნულ საგანძურად მიიჩნევენ. ჰაიაო
მიაძაკი თავის ხელოვნებაში შთამბეჭდავად, ღიად გამოხა-
ტავს საკუთარ შეგრძნებებსა და დამოკიდებულებას სამყარო-
სადმი. იგი დღემდე 1990 წელს გამოშვებული მობილური ტე-
ლეფონით სარგებლობს და მთელ თავის გუნდს ხელით ახატ-
ვინებს ყველა ესკიზს. საკუთარი ფილმების სიუჟეტებს ფურ-
ცელზე წერს, ყოველ დეტალს აქცევს ყურადღებას და დინების
მდგომარეობაში გადადის ხატვით და არა კომპიუტერის გამო-
ყენებით. ამ აკვიატების წყალობით Studio Ghibli მსოფლიოში
ერთადერთია, მხოლოდ ტრადიციულ ტექნიკას რომ იყენებს
ფილმების გადასაღებად და უდიდეს წარმატებასაც აღწევს.
მან, ვინც ნამყოფია Ghibli-ის სტუდიაში, იცის, რომ ძალიან
ჩვეულებრივი ამბავია, მიხვიდე იქ კვირა დილით, სადაც დაგ-
ხვდებათ ოთახის კუთხეში მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომე-
ლი, უბრალო ტანსაცმლით, მთლიანად გართული და ჩაფლუ-
ლი საქმეში, რომელიც თავაუღებლად გესალმებათ იაპონუ-
რად - ოჰაიო (გამარჯობა).
ჰაიაო მიაძაკი იმდენად გატაცებულია საკუთარი საქმია-
ნობით, რომ უამრავ კვირადღეს ატარებს სტუდიაში, უდიდეს
სიამოვნებას იღებს ნახატისა თუ ფილმის შექმნის პროცესის-
გან და საკუთარ იკიგაის ყველაფერზე მაღლა აყენებს. ყველამ
იცის, რომ როდესაც მუშაობს, არანაირი მიზეზით არ შეიძლე-
ბა მისი შეწუხება, რადგან ამას იგი წყობიდან გამოჰყავს, გან-
საკუთრებით მაშინ, როცა ხატავს.
2013 წელს მიაძაკიმ გამოაცხადა, რომ პენსიაზე გადიოდა.
ამ ფაქტის აღსანიშნავად სატელევიზიო კომპანია NHK-მ გა-
დაიღო დოკუმენტური სერიები, რათა საზოგადოებისთვის ეჩ-
ვენებინათ, როგორი იყო ხელოვანის ბოლო სამუშაო დღეები
სტუდიაში.
ის ხატავს სერიების თითქმის ყველა სცენაში. ამ დოკუმენ-
ტური ფილმის ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ გამოდის შეხ-
ვედრიდან მისი რამდენიმე კოლეგა და აი, ისიც - ჰაიაო მიაძა-

70
კი! თავისთვის ხატავს კუთხეში და საერთოდ ვერ ამჩნევს მათ
იქ ყოფნას. გადაღებულია, როგორ მიდის ის სამუშაოდ 30 დე-
კემბერს, როცა მთელ იაპონიაში დასვენების დღეებია. ის კი
აღებს Ghibli-ს სტუდიის კარს, რათა მთელი დღე ხატვაში გა-
ატაროს.
ჰაიაო მიაძაკის არ შეუძლია, რომ არ დახატოს. პენსიაზე
გასვლის მეორე დღეს, იმის მაგივრად, რომ სახლში დარჩენი-
ლიყო ან არდადეგებზე წასულიყო, ისევ Ghibli-ის სტუდიაში
წავიდა და დასახატად მოკალათდა. კოლეგები განცვიფრე-
ბულნი უყურებდნენ და არ იცოდნენ, რა ეთქვათ. ერთი წლის
შემდეგ გამოაცხადა, რომ მისი საავტორო ფილმები აღარ გა-
მოვიდოდა, თუმცა ხატვისთვის თავის დანებებას სიცოცხლის
ბოლო წუთამდე არ ვაპირებო.
მოგვიწევს კი ოდესმე პენსიაზე გასვლა, თუ ვაკეთებთ
იმას, რაც გვიყვარს და რისი კეთებაც უდიდეს სიამოვნებას
გვანიჭებს?

განსვენებულნი

საყვარელი საქმისადმი მსგავსი დამოკიდებულება მარტო


იაპონელებს არ ახასიათებთ. უამრავი ხელოვანი და მეცნი-
ერია მსოფლიოში ძალიან ძლიერად და მკაფიოდ გამოხატუ-
ლი იკიგაით. ისინი სიცოცხლის ბოლომდე აკეთებენ იმას, რაც
ძალიან უყვართ.
ბოლო, რაც აინშტაინმა დაწერა გარდაცვალებამდე რამ-
დენიმე წუთით ადრე, იყო ფორმულა - მცდელობა გაეერთია-
ნებინა სამყაროს ყველა ძალა ერთ თეორიაში. სიკვდილის პი-
რას მყოფი მაინც იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარ-
და. ფიზიკოსი რომ არ ყოფილიყო, როგორც თავად ამბობდა,
ბედნიერი იქნებოდა, როგორც მუსიკოსი. როდესაც ის ფიზიკა-
სა და მათემატიკაში ახალ თეორიებსა და ფორმულებს არ
ქმნიდა, სიამოვნებით უკრავდა ვიოლინოზე. იგი გადადიოდა
დინების მდგომარეობაში - ორივე შემთხვევაში, როცა ფორ-

71
მულებს ქმნიდა და როცა ვიოლინოზე უკრავდა. ეს გახლდათ
მისი ორი იკიგაი, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
ბევრი ასეთ ხელოვანს მიიჩნევს მიზანთროპად, ზედმეტად
ჩაკეტილად. მაგრამ სინამდვილეში ისინი უფრთხილდებოდ-
ნენ დროს, რასაც საყვარელი საქმის კეთებას უთმობდნენ. ეს
ანიჭებდათ უდიდეს ბედნიერებას, ზოგჯერ ცხოვრების სხვა ას-
პექტების დათმობის ხარჯზე. ისინი იყვნენ განდეგილნი, რომ-
ლებიც ექსტრემალურად უსადაგებენ დინების მდგომარეობის
პრინციპებს თავიანთ ცხოვრებას.
კიდევ ერთი მაგალითი ასეთი ხელოვანისა არის მწერალი
ნოველისტი ჰარუკი მურაკამი. მას მხოლოდ მეგობრების ვიწ-
რო წრე აქვს და საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენიმე
წელიწადში ერთხელ ჩნდება.
ხელოვანებმა კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია
დაიცვან პირადი სივრცე, აკონტროლონ თავიანთი გარემო და
გათავისუფლდნენ ყოველგვარი ყურადღების გამფანტავი წყა-
როებისგან, თუ მათ სურთ იყვნენ დინების მდგომარეობაში სა-
კუთარ იკიგაისთან ერთად.

მიკროდინება: ყოველდღიური

ამოცანებით სიამოვნება

რა ხდება მაშინ, როცა გვიწევს გავრეცხოთ სარეცხი, ჭურ-


ჭელი, ვაკეთოთ სხვადასხვა ყოველდღიური საქმე. არსებობს
კი გზა, რომ ამ რუტინული შრომითაც მივიღოთ სიამოვნება?
შინჯუკუს მეტროს გაჩერებასთან, ტოკიოს ერთ-ერთ ცენ-
ტრალურ უბანში, არის სუპერმარკეტი, სადაც დღემდე ქირაო-
ბენ ლიფტის გამცილებელს. ლიფტები სტანდარტულია, ისე-
თივე, როგორებსაც ყველა მრავალსართულიან შენობაში შეხ-
ვდებით და რომელთაც სრულებით არ ესაჭიროება გამცილე-
ბელი. მაგრამ ეს სავაჭრო ცენტრი ამჯობინებს ამ სერვისს და
მომხმარებლებს ეგებება გამცილებელი, რომელიც მათ უღებს

72
კარს, აჭერს ხელს მათთვის სასურველ ღილაკს და თავს გიხ-
რით მადლობის ნიშნად, როცა ლიფტიდან გადიხართ.
თუ გაიკითხავთ, გეტყვიან, რომ ამ ცენტრში არის ერთი
ლიფტი და იქ 2004 წლიდან ამ დრომდე მუშაობს ერთი გამცი-
ლებელი. ის ყოველთვის იღიმის და დიდი ენთუზიაზმით ეკი-
დება თავის საქმეს. ნუთუ მართლა შესაძლებელია ასეთი საქ-
მიანობითაც კი სიამოვნების მიღება? ნუთუ არასოდეს ჰბეზ-
რდება ასეთი რუტინული საქმე?
უფრო ახლო დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ ეს ლიფ-
ტის გამცილებელი სულაც არ მუშაობს მექანიკურად. პირი-
ქით, თითქოს ერთგვარი პერფორმანსია თავისი შემადგენე-
ლი განსაკუთრებული მოძრაობებით. იგი ისე გესალმებათ,
თითქოს მღერის. ამას მოჰყვება თავის დახრა და ხელის გრა-
ციოზული მოძრაობა, რითაც ღილაკს თითს აჭერს, თითქოს ის
მშვენიერი გეიშაა, რომელიც კლიენტს ფინჯან ჩაის აწვდის.
მიჰაი ჩიქსენთმიჰაი ამას მიკროდინებას უწოდებს.
ყველას მოგვბეზრებია საკლასო ოთახში ან საკონფერენ-
ციო დარბაზში ჯდომა და რაღაც უაზრო გართობით გვიცდია
დროის გაყვანა. ან იქნებ გახსენდებათ, კედელზე ხატვისას
როგორ დაგიწყიათ სტვენა. თუ საკმარისად რთულ ამოცანას
არ ვუსახავთ საკუთარ თავს, მაშინ ადვილად გვიპყრობს მოწ-
ყენილობის განცდა და ვიწყებთ თავშესაქცევის ძიებას. უნარი
იმისა, რომ ეს რუტინული საქმიანობა ვაქციოთ მიკროდინე-
ბად, ჩვენივე ბედნიერების გასაღებია, რადგან ყოველდღიუ-
რად ყველას გვიწევს ასეთი საქმის კეთება.
ბილ გეიტსიც კი რეცხავს ჭურჭელს ყოველ ღამით. ამბობს,
რომ ამით სიამოვნებას იღებს - მოდუნებასა და გონების გაწ-
მენდაში მეხმარებაო. თან ცდილობს, ყოველ ჯერზე უფრო და
უფრო დახვეწოს ეს პროცესი, რისთვისაც სათანადო წესებიც
კი შეიმუშავა რეცხვისას: პირველ რიგში თეფშები, მერე ჩან-
გლები და ასე შემდეგ. ეს მისი ყოველდღიური მიკროდინების
ერთ-ერთი მაგალითია.
რიჩარდ ფეინმანი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გა-
მორჩეული და ცნობილი ფიზიკოსი, ასევე დიდ სიამოვნებას
იღებდა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობით. და-

73
ნიელ ჰილიმ - სუპერკომპიუტერების კორპორაცია Thinking
Machines-ის (“მოაზროვნე მანქანები”) ერთ-ერთმა დამფუძ-
ნებელმა ახალი კომპიუტერის დახვეწისთვის, რომელსაც ექ-
ნებოდა პარალელური გადამუშავების ფუნქცია, სწორედ ფე-
ინმანი დაიქირავა მაშინ, როდესაც ის უკვე მსოფლიოში ცნო-
ბილი ფიზიკოსი იყო. და პირველივე დღეს, როცა სახელგან-
თქმული მეცნიერი გამოცხადდა სამუშაოზე, მან თავაზიანად
იკითხა: “გისმენთ, უფროსო, აბა, რა უნდა გავაკეთო?” მათ კი
არაფერი ჰქონდათ ჯერ მომზადებული, ამიტომ სთხოვეს რთუ-
ლი მათემატიკური ამოცანის ამოხსნა. ფიზიკოსი მაშინვე მიხ-
ვდა, რომ შეუფერებელ სამუშაოს აძლევდნენ, რათა უბრა-
ლოდ რამით დაეკავებინათ და უპასუხა: “ეს ხომ ბუშტების უაზ-
რო ბერვას ჰგავს, რაიმე აზრიანი დავალება მომეცით, რომ
საქმე გავაკეთო”.
ამის შემდეგ იგი გაგზავნეს უახლოეს მაღაზიაში ოფისის-
თვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ეს
დავალება დიდი სიამოვნებით, მოღიმარი სახით შეასრულა.
ამის შემდეგ კი, როცა ფეინმანს მნიშვნელოვანი დავალება არ
ჰქონდა შესასრულებელი, ან გონებას ასვენებდა, ან კიდევ
თავს მიკროდინებას უძღვნიდა. მაგალითად, ხატავდა ოფისის
კედლებს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ინვესტორები ესტუმ-
რნენ Thinking Machines-ის კომპანიას, გაოცებულებმა წამოი-
ძახეს, თქვენს ოფისში ნობელის პრემიის ლაურეატი კედლებ-
ზე ხატავს და სქემებს აწყობსო.

მყისიერი დასვენება: მისასვლელი გზა - მედიტაცია

გონებრივი ვარჯიში გვეხმარება, უფრო ადვილად მივიდეთ


დინების მდგომარეობამდე. მედიტაცია კი გონების გასავარჯი-
შებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ბევრი სახის მე-
დიტაცია არსებობს, მაგრამ ყოველ მათგანს ერთი მიზანი აქვს
- დავამშვიდოთ გონება, დავაკვირდეთ საკუთარ ფიქრებსა და
ემოციებს და შევძლოთ ვკონცენტრირდეთ რაიმე ერთზე.

74
ძირითადი სავარჯიშო ასეთია: ვსხედვართ გამართულად
და ვკონცენტრირდებით სუნთქვაზე. ამის გაკეთება ყველას შე-
უძლია. განსხვავებას იგრძნობთ უკვე პირველივე სესიის შემ-
დეგაც - ყურადღების მიმართვით სუნთქვისკენ. იმის მიხედ-
ვით, როგორ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ცხვირით,
ჩვენ ვაწყნარებთ ფიქრების ნიაღვარს და ვასუფთავებთ საკუ-
თარ გონებრივ თვალსაწიერს.

ისრის მტყორცნელის საიდუმლო

1988 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის


მფლობელი მშვილდოსნობაში 17 წლის გოგონა იყო სამხრეთ
კორეიდან. კითხვაზე, თუ როგორ ემზადებოდა საასპარეზოდ,
მან უპასუხა, ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო
მედიტაცია, რომელსაც დღეში ორ საათს ვუთმობდიო.
თუ გვინდა გამოვიმუშაოთ უნარი, რომ ადვილად გადავი-
დეთ დინების მდგომარეობაში, ამისთვის მედიტაცია საუკეთე-
სო ანტიდოტია სმარტფონებისა და ყველა ყურადღების გამ-
ფანტავი გამღიზიანებლისგან გასათავისუფლებლად.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც უშვებენ
მედიტაციის პრაქტიკის დაწყებისას, არის მცდელობა, შეასრუ-
ლონ ეს ზედმიწევნით “სწორად”, რომ რაც შეიძლება სწრაფად
მიაღწიონ იდეალურ სიმშვიდეს და “ნირვანას”. მთავარი კი აქ
თავად პროცესია.
იმის გათვალისწინებით, რომ გონება არის ფიქრების, ემო-
ციებისა და იდეების მუდმივი ბრუნვის მორევი, ამ პროცესის
შენელება, თუნდაც რამდენიმე წამით, გვეხმარება გონების
მოსვენებაში და გვიტოვებს სიცხადის განცდას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვსწავლობთ
მედიტაციით, არის ის, რომ არ ვიღელვოთ ყველაფერ იმაზე,
რაც ჩვენი ტვინის მიერ გაშუქებულ მონიტორზე ჩნდება. ჩვენ
შეიძლება წამით უფროსის მოკვლის აზრმაც გაგვიელვოს,
მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს უბრალოდ ფიქრია და ვაძ-
ლევთ საშუალებას, გადაიაროს როგორც ღრუბელმა, მისი

75
უარყოფის ან განსჯის გარეშე, იმ სამოცი ათასი ფიქრივით,
დღის განმავლობაში რომ გვიტრიალებს გონებაში (როგორც
ამას ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს).
მედიტაცია წარმოქმნის ტვინის ალფა და თეტა ტალღებს.
მათთან, ვინც გამოცდილია მედიტაციაში, ამ ტალღების წარ-
მოქმნა მალევე ხდება, მედიტაციის დაწყებისთანავე. მათ კი,
ვინც ახლახან დაიწყო ეს პრაქტიკა, დაახლოებით 30 წუთი მა-
ინც სჭირდებათ, რათა განიცადონ იგივე. ეს მომადუნებელი
ტვინის ტალღები აქტიურდებიან ძილის წინ, მზის აბაზანების
მიღებისას ან თბილი აბაზანის შემდეგ.
სადაც უნდა ვიყოთ, თითოეული ვატარებთ საკუთარ Spa-
ს. მთავარია ვიცოდეთ, როგორ გავაღოთ მისი კარი. ეს ნამ-
დვილად ყველას შეუძლია ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ.

ადამიანები, როგორც რიტუალის

მოყვარულნი

ცხოვრება რიტუალურია. შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე,


ყოველი ადამიანი ბუნებრივად ასრულებს თუ არა რიტუალებს
ყოველდღიურად. ზოგიერთ თანამედროვე კულტურაში რი-
ტუალები ჩაანაცვლა მარათონმა მიზნების მისაღწევად, რამაც
წარმატებისთვის რბოლის სახე მიიღო.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ადამიანი ყოველთვის დაკა-
ვებული იყო: როცა ნადირობდა, უძღვებოდა ფერმას, ოჯახურ
საქმიანობებს. ყველაფერ ამას ჰქონდა ერთგვარი რიტუალის
სახე და უძველესი ადამიანები მთელ დღეს ასე, რიტუალებში
ატარებდნენ.
იაპონიაში შედარებით სახეცვლილი, მაგრამ მაინც შენარ-
ჩუნებულია ეს რიტუალები. ისინი ფიგურირებენ როგორც ბიზ-
ნესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. იაპონიაში ყველაზე
ფართოდ გავრცელებული რელიგიური მიმდინარეობებია:
კონფუციანიზმი, ბუდიზმი და შინტოიზმი, რომლებშიც რიტუა-
ლები, აბსოლუტურ წესებთან შედარებით, უფრო მთავარია.

76
ბიზნესის დაწყებისას იაპონიაში თავად პროცესი და ამ
პროცესის შესრულების სტილი ბევრად უფრო მნიშვნელოვა-
ნია, ვიდრე შედეგი. იმის განსაზღვრა, ეს კარგია თუ ცუდი ფი-
ნანსური თვალსაზრისით, ამ წიგნის ფარგლებს მიღმაა, თუმცა
ეჭვგარეშეა ის, რომ დინების მიღწევა მუშაობისას “რიტუა-
ლურ სამუშაო გარემოში” ბევრად მარტივია, ვიდრე სამსახურ-
ში მუდმივ სტრესში ყოფნა, რასაც ხელმძღვანელ პირთა მიერ
უაზრო მიზნების მიღწევის აკვიატებული იდეით შეპყრობილე-
ბი განვიცდით.
რიტუალები ნათელი და მკაფიო მიზნები და წესებია, რომ-
ლებიც გვეხმარება დინების მდგომარეობის მიღწევაში. როცა
ჩვენ წინ დიდი მიზანია, შეიძლება თავი უსუსურად ვიგრძნოთ
და მისი მიღწევა შეუძლებლად მოგვეჩვენოს; რიტუალები კი
გვეხმარება და გვიჩვენებს გზას, პატარა ნაბიჯებს ამ გზაზე, რა-
თა მივაღწიოთ მიზნამდე. ის ერთგვარი კიბეა - მიზნამდე მი-
სასვლელი წარმატების კიბე! როდესაც ისახავთ დიდ მიზანს,
შეეცადეთ დაყოთ იგი პატარ-პატარა დავალებებად და მერე
ნაბიჯ-ნაბიჯ გადალახეთ ყოველი მათგანი.
ისიამოვნეთ ყოველდღიური რიტუალებით. ის დინების გა-
საღებად გამოიყენეთ. არ იფიქროთ შედეგზე, ის თავისთავად
მოვა. ბედნიერება პროცესშია და არა შედეგში. როგორც ცე-
რის წესი გვახსენებს, “რიტუალი მიზანზე მაღლა დგას”.
ყველაზე ბედნიერი ადამიანები არ არიან ისინი, ვინც ყვე-
ლაზე მეტს აღწევენ ცხოვრებაში. არამედ ისინი, ვინც ყველაზე
მეტ დროს ატარებს დინების მდგომარეობაში საყვარელი საქ-
მის კეთებისას, როცა დრო თითქოს ჩერდება.

როგორ გამოვიყენოთ დინება საკუთარი იკიგაის


საპოვნელად

ამ თავის წაკითხვის შემდეგ უკეთესი წარმოდგენა უნდა შე-


გექმნათ იმაზე, თუ რისი კეთება გეხმარებათ დინების მდგომა-
რეობის მიღწევაში. ჩამოწერეთ ყოველი მათგანი, შემდეგ კი
საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა საერთოა ყველა იმ საქმიანობას

77
შორის, რასაც დინების მდგომარეობაში გადაჰყავხართ? რა
არის ამის მიზეზი? მაგალითად, ამ საქმეს თქვენ განცალკევე-
ბით აკეთებთ თუ სხვა ადამიანებთან ერთად? უფრო განიცდით
ამ მდგომარეობას და სიამოვნებას, როცა სხეულს ავარჯიშებთ
თუ მხოლოდ გონებას? ან იქნებ ორივეს ერთად?
ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ შესაძლოა
იპოვოთ საკუთარი იკიგაის საფუძველი, რაც წარმართავს
თქვენს ცხოვრებას. თუ ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გაქვთ,
განაგრძეთ ძიება, უფრო ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და გა-
იგეთ, რისი კეთება განიჭებთ დინების განცდას. ასევე სცადეთ
ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც თქვენს სიაში ვერ მოხვდა,
მაგრამ მსგავსია და ასევე თქვენი ინტერესის სფეროა. მაგა-
ლითად, თუ ფოტოების გადაღებას მიჰყავხართ დინების გან-
ცდამდე, შესაძლოა ასევე ისიამოვნოთ ხატვითაც, შეიძლება
უფრო მეტადაც კი მოგეწონოთ! ან, თუ სნოუბორდი გიტაცებთ,
სერფინგიც სცადეთ… დინება იდუმალი რამაა. ეს კუნთივითაა:
რაც უფრო ავარჯიშებ, მით მეტად იგრძნობთ ამ მდგომარეო-
ბას და ასე უფრო მიუახლოვდებით საკუთარ იკიგაის.

78
V - ხანდაზმულობის ოსტატები - ბრძნუ-
ლი რჩევები მსოფლიოში ყველაზე
მხცოვანი ადამიანებისგან

როდესაც ამ წიგნზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი მიზანი არ


ყოფილა უბრალოდ იმ ფაქტების მოძიება და გაზიარება, თუ
როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ხანგრძლივად და ბედნიერად;
ჩვენ გვსურდა ყველაფერი მოგვესმინა იმ ადამიანებისგან,
რომელთაც ეს ნამდვილად შეძლეს.
ინტერვიუებმა, რომლებიც ჩავწერეთ ოკინავას კუნძულზე,
ნამდვილად დაიმსახურა ცალკე თავი. ამ თავში კი გაგაცნობთ
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრ ბედნიერი და ხან-
გრძლივი ცხოვრების ნამდვილ ჩემპიონებს, ვინც გაგვიზიარა
თავიანთი ცხოვრების ფილოსოფია - საუბარია სუპერხანდაზ-
მულებზე, რომელთაც ბედნიერად იცოცხლეს 110 და მეტი წე-
ლი.
1970 წელს ნორის მაკრაიტერმა, გინესის რეკორდების
წიგნის რედაქტორმა, შეიმუშავა ტერმინი - სუპერხანდაზმუ-
ლები (Supercentenerians). ეს ტერმინი კიდევ უფრო პოპულა-
რული გახდა 1990 წლის შემდეგ, რაც ასეთი ადამიანებით ისე-
თი მწერლები დაინტერესდნენ, როგორებიც არიან ამერიკე-
ლები უილიამ სტრაუსი, ნეილ ჰოუი და მათი თაობის ავტორე-
ბი. დღეს დაახლოებით 350-450-მდე სუპერხანდაზმული ადა-
მიანი ცხოვრობს მსოფლიოში იმის მიუხედავად, რომ მხო-
ლოდ 75 მათგანის წლოვანებაა დადასტურებული. ისინი სუ-
ლაც არ არიან სუპერგმირები, მაგრამ თამამად შეგვიძლია ეს
ტიტული მივანიჭოთ, რადგან მათ ყველაზე მეტხანს იცოცხლეს
ჩვენს პლანეტაზე. თითოეულის ასაკი ბევრად აღემატება სი-
ცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს მთელ დე-
დამიწაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის ხან-
გრძლივობის საშუალო მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება
მსოფლიოში, ამან შესაძლოა სუპერხანდაზმულთა რაოდენო-
ბაც გაზარდოს. ჯანსაღი და გააზრებული ცხოვრების წესით კი,
შესაძლოა მათ რიცხვს ჩვენც შევუერთდეთ.
79
ახლა მოვუსმინოთ, რას გვეტყვიან თავად ისინი - მსოფ-
ლიოს სუპერხანდაზმულები.

მისაო ოკავა (117 წლის)

“მიირთვით და გამოიძინეთ - ასე დიდხანს იცოცხლებთ. ის-


წავლეთ, როგორ მოდუნდეთ და დაისვენოთ”

გერონტოლოგიის კვლევითი ჯგუფის თანახმად, 2015


წლის აპრილამდე, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადა-
მიანი გახლდათ მისაო ოკავა, რომელიც გარდაიცვალა მოხუ-
ცებულთა სახლში - ოსაკაში (იაპონია). მან 117 წელი და 27
დღე იცოცხლა.
ქსოვილებით მოვაჭრის ქალიშვილი დაიბადა 1898 წელს,
როცა ესპანეთმა დაკარგა საკუთარი კოლონიები კუბასა და
ფილიპინებზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
მოაწყო ანექსია ჰავაიზე და შეიქმნა Pepsi-Cola. 110 წლამდე
მისაო ოკავა, რომელიც მოესწრო სამ სხვადასხვა საუკუნეს,
საკუთარ თავს თავადვე უვლიდა, ყოველგვარი დახმარების
გარეშე.
როდესაც მას ჰკითხეს თავის მოვლის რუტინაზე, მისაომ
დაუფიქრებლად უპასუხა: “ვჭამ სუშის და მძინავს”. ცხადია,
ამას აუცილებლად უნდა დავამატოთ სიცოცხლის უდიდესი
წყურვილიც. შეკითხვაზე, რა იყო მისი ხანგრძლივად ცხოვრე-
ბის საიდუმლო, მან ღიმილით უპასუხა: “ამას მეც სულ ვეკით-
ხები საკუთარ თავს”.
კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ იაპონია კვლავ ითვლება
სუპერხანდაზმულთა სამშობლოდ, გახლავთ საკარი მომოი,
რომელიც 2015 წლის ივლისში 112 წლისა და 150 დღის ასაკ-
ში გარდაიცვალა - იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ხან-
დაზმული მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ 57 ქალზე უმცრო-
სი იყო.

80
მარია კაპოვილა (116 წლის)

“სიცოცხლეში არასოდეს მიჭამია ხორცი”

მარია ეკვადორზე დაიბადა 1889 წელს. ის გინესის მიერ


აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული
ადამიანი. გარდაიცვალა პნევმონიით 2006 წელს, 116 წლისა
და 347 დღის. მას დარჩა 3 შვილი, 12 შვილიშვილი, 20 შვილ-
თაშვილი და შვილთაშვილიშვილები. ერთ-ერთი ბოლო ინ-
ტერვიუ 107 წლის ასაკში მისცა და განვლილი წლები გაიხსე-
ნა:
“ბედნიერი ვარ და მადლობას ვწირავ უფალს, რომელიც
აქამდე მაცოცხლებს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ-
დენ ხანს ვიცოცხლებდი, მეგონა, ბევრად უფრო ადრე მოვ-
კვდებოდი. ჩემი მეუღლე - ანტონიო კაპოვილა იყო გემის კა-
პიტანი. ის 84 წლისა გარდაიცვალა. ჩვენ შეგვეძინა ორი ქა-
ლიშვილი და ერთი ვაჟი, ახლა კი მყავს ძალიან ბევრი შვი-
ლიშვილი, შვილთაშვილი და მათი შვილები.
ძველ დროში უკეთ ვცხოვრობდით. ხალხიც უკეთ იქცე-
ოდა. ჩვენ ვცეკვავდით, მაგრამ ვიყავით უფრო თავშეკავე-
ბულნი; ერთი სიმღერა იყო, რომელზეც დიდი სიამოვნებით
ვცეკვავდი: ლუის ალარკონის “მარია”. ახლაც კარგად მახ-
სოვს ამ სიმღერის ტექსტი. ასევე ზეპირად ვიცი ბევრი ლოცვა
და ყოველდღე ვლოცულობ.
მიყვარს ვალსი და ჯერ კიდევ შემიძლია ვიცეკვო. დღემდე
მიყვარს ხელსაქმე, ჯერ კიდევ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რასაც
მოსწავლეობისას ვაკეთებდი”.
როდესაც წარსულზე საუბარს მორჩა, დაიწყო ცეკვა, რო-
მელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ყოფილა. ისე-
თი ენერგიით ცეკვავდა, იფიქრებდით, რამდენიმე ათეული
წლით გაახალგაზრდავდაო.
როდესაც მისი დღეგრძელობის საიდუმლოს გამხელა
სთხოვეს, მარტივად უპასუხა: “არ ვიცი, რა არის ხანგრძლივი
სიცოცხლის საიდუმლო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა,

81
არის ის, რომ ცხოვრებაში არასოდეს მიჭამია ხორცი. რატომ-
ღაც ჩემს დღეგრძელობას ამას ვუკავშირებ”.

ჯინ კალმენტი (122 წლის)

“ყველაფერი მშვენივრადაა”

ჯინ კალმენტი დაიბადა არლში, საფრანგეთში, 1875 წლის


თებერვალში და გარდაიცვალა 1997 წლის 4 აგვისტოს. ისტო-
რიაში შევიდა, როგორც ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული
ქალი, რომელმაც 122 წელი იცოცხლა. იგი ხუმრობით ამბობ-
და, რომ “მათუსალას ეჯიბრებოდა”. ნამდვილად უდავოა, რომ
ბევრი რეკორდი მოხსნა, რადგან დაუსრულებლად აგრძე-
ლებდა საკუთარი დაბადების დღეების აღნიშვნას საუკუნეზე
მეტი ხნის განმავლობაში.
იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ბედნიერი და
უდარდელი ცხოვრების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც
უარს არაფერზე ეუბნებოდა საკუთარ თავს. იჯდა ველოსიპედ-
ზე 100 წლამდე. ცხოვრობდა სრულიად მარტო 110 წლის ასა-
კამდე. დათანხმდა გადასულიყო მოხუცებულთა თავშესაფარ-
ში მას შემდეგ, რაც შემთხვევით გააჩინა ხანძარი საკუთარ ბი-
ნაში. მოწევას თავი დაანება 120 წლისამ, რადგან კატარაქტა
უშლიდა ხელს, სიგარეტი პირთან მიეტანა. მისი ერთ-ერთი სა-
იდუმლო იყო იუმორი. მან თავის 120-ე დაბადების დღეზე ასე-
თი რამ თქვა: “ცუდად ვხედავ, ცუდად მესმის და საერთოდაც
ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც ყველაფერი მშვენივრა-
დაა”.

82
ვოლტერ ბრიუნინგი (114 წლის)

“თუ თქვენ ავარჯიშებთ სხეულსა და გონებას, აქ დიდხანს


მოგიწევთ გაჩერება”

ვოლტერ ბრიუნინგი დაიბადა 1896 წელს მინესოტაში. იგი


მოესწრო სამ სხვადასხვა საუკუნეს. გარდაიცვალა მონტანაში
2011 წელს, ბუნებრივი სიკვდილით. ორჯერ დაქორწინდა და
50-წლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდა სარკინიგზო სფე-
როში. 83 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე და შემდეგ მონტანას
მოხუცებულთა მოვლის ცენტრში გაატარა დარჩენილი ცხოვ-
რება. ის არის რიგით მეორე ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი
ამერიკის ისტორიაში.
ვოლტერ ბრიუნინგმა არაერთი ინტერვიუ მისცა სიცოც-
ხლის ბოლო წლებში. ამ ინტერვიუებში ის დაჟინებით იმეო-
რებდა, რომ მისი დღეგრძელობა, სხვა ბევრი ფაქტორის გარ-
და, მომდინარეობდა მარტივი ჩვევიდან: დღის განმავლობაში
ეჭამა მხოლოდ ორჯერ და ემუშავა იმდენ საათს, რამდენიც შე-
ეძლო. “დააკავეთ სხეულიც და გონებაც, ორივე! - განაცხადა
მან თავის 112-ე დაბადების დღეზე, - თუ ამას შეძლებთ, აქ
დიდხანს მოგიწევთ გაჩერება”. 112 წლის ასაკშიც კი ყოველ-
დღე აქტიურად ვარჯიშობდა.
ბრიუნინგს, სხვა საიდუმლოებებთან ერთად, ჰქონდა სხვა-
თა დახმარების ჩვევა და არასოდეს ეშინოდა სიკვდილის.
2010 წელს ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენ ყველა დავიხოცე-
ბით და რატომღაც ზოგიერთ ადამიანს ამის ეშინია. არასოდეს
შეგეშინდეთ, ჩვენ ვიბადებით იმისთვის, რომ შემდეგ მოვ-
კვდეთ”.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, 2011 წელს მან გა-
ამხილა, რომ შეთანხმება დადო ღმერთთან: როცა უკეთესი
ვეღარ გახდებოდა, დრო იყო მისი ამ ქვეყნიდან გასვლის.

83
ალექსანდერ იმიხი (111 წლის)

“ჯერ ცოცხალი ვარ”

1903 წელს პოლონეთში დაბადებული ალექსანდერ იმიხი,


ქიმიკოსი და პარაფსიქოლოგი, ცხოვრობდა ამერიკის შეერ-
თებულ შტატებში. მისი წინამორბედების გარდაცვალების შემ-
დეგ, 2014 წელს, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული
ადამიანი, თუმცა მალევე გარდაიცვალა - იმავე წლის ივნისში,
ხანგრძლივი და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების
მიღების შემდეგ.
იმიხი საკუთარ დღეგრძელობას, სხვა ფაქტორებთან ერ-
თად, მიაწერდა იმას, რომ არასოდეს სვამდა ალკოჰოლს. “ეს
იმას არ ნიშნავს, რომ ნობელის პრემია დავიმსახურე, - განაც-
ხადა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადა-
მიანად აღიარეს, - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამდენხანს
ვიცოცხლებდი”. თხოვნაზე, გაემხილა თავისი დღეგრძელო-
ბის საიდუმლო, მიუგო: “არ ვიცი… უბრალოდ, ჯერ ცოცხალი
ვარ”.

იკიგაის დიდოსტატები

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს მხოლოდ სუპერ-


ხანდაზმულები როდი ფლობენ. ჩვენ გარშემო მრავლად არი-
ან ადამიანები, რომლებიც შეიძლება გინესის რეკორდების
წიგნში არ მოხვედრილან, მაგრამ გვევლინებიან შთაგონების,
ახალი იდეებისა და ენთუზიაზმის ელჩებად, ჩვენს ცხოვრებას
კი ამით აზრსა და მნიშვნელობას სძენენ.
მაგალითად, ხელოვანები ჩირაღდანივით ატარებენ საკუ-
თარ იკიგაის პენსიაზე გასვლის ნაცვლად და ამით ნამდვილად
ფლობენ გასაოცარ ძალას.
ხელოვნება, ყველა მისი ფორმითა და მიმართულებით
არის იკიგაი, რომელსაც შეუძლია მოგვიტანოს ბედნიერება
და აზრი შესძინოს ჩვენს ცხოვრებას. სილამაზის შექმნით მი-

84
ღებული სიამოვნება შეუფასებელია და თანაც მასზე ყველას
მიუწვდება ხელი.
კაცუსიკა ჰოკუსაი იაპონელი გრავიორი და მხატვარია,
უკიიო-ის სკოლის უდიდესი წარმომადგენელი, რომელმაც
შექმნა გრავიურები და იცოცხლა 88 წლამდე. თავის პირველ
გამოცემას “ფუჯის მთის 100 ხედი” მან ეს ხელნაწერი ტექსტი
წაუმძღვარა:
ყველაფერი ის, რაც 70 წლამდე შევქმენი, არ ითვლება.
მხოლოდ 73 წლის ასაკში დავიწყე ბუნების არსის შეცნობა -
ცხოველების, ბალახის, ხეებისა და ჩიტების, თევზებისა და
მწერების; ასეთი ტემპით, წესით, 80 წლის ასაკში კიდევ უფრო
უნდა განვვითარდე; 90 წლის ასაკში უნდა შემეძლოს საგანთა
არსის წვდომა; 100 წლისთვის კი შემოქმედების გასაოცარ ხა-
რისხს უნდა მივაღწიო და უკვე 110 წლის ასაკში ჩემ მიერ ფუნ-
ჯის ყოველი მოსმა, ყოველი ხაზი და წერტილი, რომელთაც
ტილოზე დავსვამ, უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში სამყაროს-
თან.
შემდეგ გვერდებზე თქვენ გაეცნობით ერთ-ერთ ყველაზე
ამაღელვებელ და შთამაგონებელ სიტყვებს ხელოვანთაგან,
კამილ სვინეისთვის (New York Times-ის ჟურნალისტი) მიცე-
მულ ინტერვიუში. ისინი ახლაც ცოცხლები არიან, არ გასულან
პენსიაზე და დღემდე სიამოვნებით აკეთებენ საქმეს, რომე-
ლიც უყვართ და არ აპირებენ გაჩერებას სიცოცხლის ბოლომ-
დე, რაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ როცა გვაქვს
ნათლად გამოხატული ცხოვრების აზრი, ვერავინ და ვერაფე-
რი შეგვაჩერებს.
ქრისტოფერ პლამერი, 86 წლის მსახიობი, რომელიც ახ-
ლაც მუშაობს, გვიმხელს ყველა მსახიობის ერთ უჩვეულო
სურვილს: “ჩვენ სცენაზე სიკვდილი გვინდა, ეს ჩვენი ცხოვრე-
ბის ყველაზე ლამაზი თეატრალური დასასრული იქნებოდა”.
ოსამუ ტეზუკას (გარდაიცვალა 1989 წელს), თანამედროვე
იაპონური კომიქსების მხატვრის - მანგაკას (იმავე მანგას
მხატვარი) ბოლო სიტყვები იყო: “გთხოვთ, უბრალოდ მაცა-
დეთ მუშაობა!”

85
86 წლის კინორეჟისორი ფრედერიკ ვაიზმენი პარიზში გა-
სეირნებისას ირწმუნებოდა, რომ მას უზომოდ მოსწონს მუ-
შაობა და სწორედ ამიტომაც მუშაობს ამდენს. “ყველა წუწუ-
ნებს, რომ რაღაც სტკივა და აწუხებს, მაგრამ ყველა ჩემი მე-
გობარი ან მკვდარია, ან ჯერ ისევ მუშაობს”.
კარმენ ჰერერამ, მხატვარმა, რომელიც 2015 წელს გახდა
100 წლის, პირველი ტილო გაყიდა 89 წლის ასაკში. დღეს მისი
კოლექციები ინახება მსოფლიოს არაერთ მუზეუმში, მათ შო-
რის, “ტეიტ მოდერნში” - ლონდონში, ბრიტანეთის ახალ
ეროვნულ მუზეუმში. როცა ჰკითხეს, როგორ წარმოედგინა სა-
კუთარი მომავალი, მან უპასუხა: “ყოველთვის ველოდები,
როდის დავასრულებ შემდეგ პროექტზე მუშაობას. სრული აბ-
სურდია, ვიცი, მაგრამ მე, უბრალოდ, თითოეული დღით ვცოც-
ხლობ”.

არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა

“შეიძლება დაბერდეთ, თქვენი სხეული დაუძლურდეს; შე-


იძლება არ დაგაძინოთ საკუთარი ვენების ხმაურმა; შეიძლება
ხელიდან გაუშვათ ერთადერთი სიყვარული; შეიძლება საკუ-
თარი თავი ამ სამყაროში მოგეჩვენოთ ღამით მთვარეულივით
უაზროდ მოხეტიალედ, ან გააცნობიეროთ და დააფასოთ გო-
ნების უდიდესი ძალა. მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი - შე-
მეცნება. გაიგოთ, რატომ ბრუნავს ეს დედამიწა და რა ამოძრა-
ვებს მას. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც გონება ვერასოდეს
ამოწურავს, ვერასოდეს გაგრიყავთ და დაგტანჯავთ, არასო-
დეს შეგიპყრობთ შიში და უნდობლობა და ამას არც არასოდეს
ინანებთ”.
ტერენს ჰენბერი უაიტი,

“წარსულისა და მომავლის მეფე”

ამასთან დაკავშირებით ნატურალისტი და მწერალი ედ-


ვარდ ო. ვილსონი ამბობს: “ვგრძნობ, რომ მაქვს საკმარისი

86
გამოცდილება, შევუერთდე იმათ რიგებს, ვინც ცდილობს
რთულ კითხვებზე პასუხების გაცემას. დაახლოებით 10 წლის
წინ, როცა საკუთარი აზროვნების არეალი გავაფართოვე ისეთ
საკითხებზე ფიქრით, როგორებიცაა: ვინ ვართ? საიდან მოვე-
დით და საით მივდივართ? გავაცნობიერე, როგორ ცოტას
ვფიქრობთ ამ საკითხებზე და რამდენად ცოტას ვაკეთებთ მათ-
ზე პასუხების გასაცემად.
ელსვორფ კელი, ამერიკელი სკულპტორი და მხატვარი,
რომელიც გარდაიცვალა 2015 წელს 92 წლის ასაკში, გვარ-
წმუნებდა, რომ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოს
ჩვენ ვკარგავთ საკუთარ შესაძლებლობებს ასაკის მატებას-
თან ერთად, უბრალო მითია, რადგან პირიქით, ასაკთან ერ-
თად ჩვენ ვიძენთ სულ უფრო მეტ უნარებს დაკვირვებისა და
გაცნობიერებისთვის: “ერთი რამ არის მთავარი: წლების მატე-
ბასთან ერთად მეტს აღვიქვამთ… ყოველდღე მე ვამჩნევ ახალ
რაღაცებს.
სწორედ ამიტომ იქმნება ახალი ნახატებიც”.
86 წლის არქიტექტორი ფრანკ გერი შეგვახსენებს, რომ
ზოგიერთი შენობის აგებას 7 წელიც კი სჭირდება, დაქირავე-
ბიდან დაწყებული სამუშაოს დასრულებამდე. ამისთვის დიდი
მოთმინებაა საჭირო. ამას ამბობს კაცი, რომელიც ესპანეთში
ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმს ხელმძღვანელობს. რომელ-
მაც იცის, თუ როგორ იცხოვროს აქ და ახლა: “უნდა დარჩე აწ-
მყოში, არ გადაახვიო არც უკან და არც წინ. ვფიქრობ, თუ ბო-
ლომდე ხარ აწმყო დროში, ბევრად ფართოდ გახელილი თვა-
ლებითა და სმენად ქცეული ყურებით კითხულობ და შეიმეც-
ნებ გარესამყაროს და ყოველთვის ყველაფერი გაინტერესებს,
ასე ნამდვილად ჰარმონიულად ერწყმი აწმყო დროს”.

დღეგრძელობა იაპონიაში

მოსახლეობის მოწესრიგებული სამოქალაქო აღწერის


დახმარებით, ყველაზე მეტი ხანდაზმული აღრიცხულია ამერი-
კის შეერთებულ შტატებში. თუმცა 100 წელს გადაცილებული

87
მრავალი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ-
ნის ქალაქებსა თუ სოფლებში. ქალაქგარეთ მშვიდი და წყნა-
რი ცხოვრების რიტმი მოსწონს ბევრ ხანდაზმულს, რომელ-
თაც საუკუნე უკვე ჩამოიტოვეს.
ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველა
დროის მსოფლიო დღეგრძელობის სუპერვარსკვლავი იაპო-
ნიაა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია. ჯანსაღ კვებასთან ერთად, რომელსაც
დეტალურად განვიხილავთ, ინტეგრირებულია თავის მოვლის
რუტინა. იაპონელები რეგულარულად მიდიან ექიმთან გეგ-
მურ შემოწმებებზე დაავადებათა პრევენციის მიზნით. დღეგ-
რძელობა იაპონიაში პირდაპირ კავშირშია კულტურასა და
მის განვითარებასთან, როგორც ამას შემდეგ თავებშიც კარ-
გად დავინახავთ.
საზოგადოებრივი ვალის შეგრძნება და ფაქტი, რომ იაპო-
ნელები ცდილობენ სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იცხოვ-
რონ, არის მათი ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის სა-
იდუმლოს მთავარი შემადგენელი ნაწილი.
თუ გსურთ იმუშაოთ აქტიურად, მაშინაც კი, როცა ამას სა-
ჭიროება არ განაპირობებს, აქ ნამდვილად იკიგაისთან გვაქვს
საქმე - თქვენი ცხოვრების აზრთან, რომელიც ჩირაღდანივით
მიგიძღვით მთელი ცხოვრება და გაძლევთ გასაოცარ ძალას,
შექმნათ მშვენიერება და იყოთ სასარგებლო საკუთარი თავი-
სა და გარესამყაროსთვის.

88
VI - იაპონელ სუპერხანდაზმულთა
შეგონებები - ტრადიციები და ანდაზები
ბედნიერებისა და თქვენი
დღეგრძელობისთვის

ოგიმში ჩასასვლელად სამი საათი ვიფრინეთ ტოკიოდან


ნაჰამდე, ოკინავას დედაქალაქამდე. რამდენიმე თვით ადრე
დავუკავშირდით ადგილობრივ საკონსულოს ოგიმში (რომე-
ლიც დღეგრძელთა სოფლადაა ცნობილი) გამგზავრების შესა-
ხებ და ავუხსენით ჩვენი იქ ჩასვლის მიზანი, რომ გვინდოდა აქ
მცხოვრებ ხანდაზმულებთან ინტერვიუების ჩაწერა. ხან-
გრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მათი მხრიდან მივიღეთ
მხარდაჭერა და შევძელით დაგვექირავებინა პატარა სახლი
დღეგრძელთა დასახლების მახლობლად.
ამ პროექტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩი-
ნეთ, რომ ვიმყოფებოდით მსოფლიოს ყველაზე მხცოვან ადა-
მიანთა გარემოცვაში. თავიდანვე შევამჩნიეთ, რომ დრო აქ
თითქოს გაჩერებულია, თითქოს მთელი სოფელი ცხოვრობს
დაუსრულებელ აწმყოში.

სტუმრად ოგიმში

ნაჰადან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა,


შევწყვიტეთ საცობზე ნერვიულობა. ჩვენგან მარცხნივ იშლე-
ბოდა ზღვის გასაოცარი ხედი და სანაპირო, მარჯვნივ კიმთია-
ნი ოკინავას იანბარუს ჯუნგლები. როდესაც N58 ავტობუსი გა-
ივლის ნაგოს, სადაც ოკინავას სიამაყე - ორიონის ლუდი მზად-
დება, ეს ქუჩა თითქოს მთელ სანაპიროს ეფინება ოგიმის შე-
სასვლელამდე. აქა-იქ რამდენიმე სახლი და მაღაზია დგას შე-
დარებით მომცრო ვიწრო ტერიტორიაზე, ქუჩასა და მთების
ძირს შორის. ჩავუარეთ მიმოფანტულ სახლებს და მივედით
ოგიმის მუნიციპალიტეტამდე, მაგრამ ქალაქს თითქოს ცენ-

89
ტრი არა აქვს. ჩვენს GPS-ს, როგორც იქნა, მივყავართ დანიშ-
ნულების ადგილამდე: ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ცენ-
ტრამდე, ერთ პატარა, არც ისე მიმზიდველ აგურის შენობას-
თან, ზუსტად მაგისტრალის სიახლოვეს რომ დგას.
უკანა კარიდან შევდივართ. გვეგებება მამაკაცი, სახელად
ტაირა. მის გვერდით დგას პატარა, მხიარული ქალი, იუკი (ასე
წარმოგვიდგინა საკუთარი თავი). ჩვენი დანახვისას მაშინვე
წამოხტა სამუშაო მაგიდიდან ორი ქალი, რომელთაც საკონ-
ფერენციო დარბაზამდე მიგვაცილეს. იქვე გაგვიმასპინ-
ძლდნენ ფინჯანი მწვანე ჩაითა და შიკუვასათი - ციტრუსით,
რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორც ამას წიგ-
ნის დასაწყისში აღვნიშნავდით.
ტაირა ზის ჩვენს პირისპირ ოფიციალურ სამოსში გამოწ-
ყობილი და მაგიდაზე უდევს გადაშლილი კრებული. იუკი
გვერდით უზის. კრებულში თავმოყრილია ამ ქალაქში მცხოვ-
რებთა მონაცემები. ისინი მოაის - ახლო მეგობართა კლუბის
წევრები არიან და ყოველი მათგანი ასაკის მიხედვითაა წარ-
მოდგენილი. ტაირა ხაზს უსვამს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა და
დახმარება დამახასიათებელია ოგიმის მკვიდრთათვის. მოაი
ფუნქციონირებს, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ტაირა აღნიშ-
ნავს, რომ ოგიმის მცხოვრებთათვის ფულის კეთება როდია
მთავარი, არამედ ერთად ყოფნა და ხალისიანად მუშაობა. ყვე-
ლა ჩართულია საერთო საქმეში, ხოლო ადგილობრივი მთავ-
რობა შეუფერხებლად უზრუნველყოფს მათთვის მოვალეობა-
თა განაწილებას. ასე კი თითოეულს შეუძლია იგრძნოს თავი
სასარგებლოდ და საზოგადოების განუყოფელ ნაწილად.
ოგიმი მეორე ქალაქია ოკინავაზე კაიპ-ჰედოს შემდეგ
(უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე წერტილი მთელ კუნძუ-
ლოვან არქიპელაგზე).
ოგიმის ერთ-ერთი მწვერვალიდან მთელი ქალაქის ხედი
იშლება. თითქმის ყველაფერი ისეთივე მწვანეა, როგორიც
იანბარუს ჯუნგლები. გასაკვირია, ნეტავ სად იმალება აქ
მცხოვრები 3 200 კაცი? მწვერვალიდან შევძელით რამდენიმე
სახლის დანახვა, მაგრამ ისინი მიწყობილია მცირე ჯგუფებად

90
სანაპიროსთან ახლოს ან პატარა ხეობაში, რომელსაც გვერ-
დით გზები ესაზღვრება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

მასპინძლებმა ოგიმის ერთ-ერთ რესტორანში დაგვპატი-


ჟეს, თუმცა იქ მისულებს ყველა მაგიდა დაჯავშნილი დაგ-
ვხვდა. “არ იღელვოთ, ახლა ჩურაუმიში წავალთ. იქ ყოველ-
თვის აქვთ თავისუფალი მაგიდები”, - ამ სიტყვებით მიგვაბრუ-
ნა იუკიმ მანქანისკენ.
88 წლის ასაკში იუკი თამამად მართავს ავტომობილს და
ამით ძალიან ამაყობს. მისი მეგზური 99 წლისაა და ისიც ჩვენ-
თან ერთად წამოვიდა დღის გასატარებლად. ჩვენ საკმაოდ
დიდი სიჩქარით ვმოძრაობთ მთავარ მაგისტრალზე, რომ მათ
არ ჩამოვრჩეთ. საბოლოოდ მივუახლოვდით ქალაქის მეორე
ბოლოს და, როგორც იქნა, სავახშმოდ დავსხედით.
“მე იშვიათად დავდივარ რესტორანში, - გვეუბნება იუკი, -
ყველაფერი, რასაც მივირთმევ, თავადვე მომყავს ჩემს ბაღში,
თევზს კი ტანაკასგან ვყიდულობ, რომელიც ჩემი დიდი ხნის
მეგობარია”.
რესტორანი ზუსტად ზღვის სანაპიროზეა, რაღაცით პლანე-
ტა ტატუნს მოგაგონებთ “ვარსკვლავური ომებიდან”. მენიუში
დიდი ასოებით ამოიკითხავთ, რომ აქ გიმასპინძლებენ ჯანსა-
ღი საკვებით, რომელსაც თავიანთივე მოყვანილი ბოსტნეუ-
ლით ამზადებენ.
“სინამდვილეში, - აგრძელებს იუკი, - საკვები ყველაზე ნაკ-
ლებად მნიშვნელოვანია”. იუკი ნამდვილი ექსტრავერტია და
საკმაოდ ლამაზი. უყვარს თავის საქმიანობაზე საუბარი, რო-
გორც რამდენიმე საქალაქო სამმართველოს ასოციაციის დი-
რექტორს, თუ როგორ უძღვება ამ მეტად საპასუხისმგებლო
საქმიანობას.
“საკვები სიცოცხლეს ვერ გაგიხანგრძლივებთ, - ამბობს
იუკი. მისი სიტყვები ერთგვარ აღსარებას ჰგავდა. ბოლოს კი

91
გაგვიმხილა: - ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ღიმილი
და კარგი დროის ტარებაა”.
ოგიმში ბარები საერთოდ არ არის, მხოლოდ რამდენიმე
რესტორანია, მაგრამ აქ მცხოვრებნი ხალისიანად ერთობიან
ერთმანეთთან ურთიერთობითა და შეხვედრებით სხვადასხვა
საზოგადოებრივ ცენტრში. ქალაქი 17 სამეზობლოდაა დაყო-
ფილი და თითოეულს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც პასუხის-
მგებელია კულტურულ ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, სო-
ციალურ აქტივობებსა და დღეგრძელობაზე. განსაკუთრებულ
ყურადღებას სწორედ ამ უკანასკნელს უთმობენ.
ჩვენ ერთ-ერთ საზოგადოებრივ ცენტრში მიგვიწვიეს. საკ-
მაოდ ძველი შენობაა და ზუსტად იანბარუს ჯუნგლების მახ-
ლობლად მთის ძირში მდებარეობს. ბუნაგაიას სამშობლო, ქა-
ლაქის სულების სამფლობელო.

ბუნაგაიას სულები - იანბარუს ჯუნგლები

ბუნაგაია - მაგიური არსებები ადგილობრივთა წარმოდგე-


ნით, ბინადრობენ იანბარუს ჯუნგლებში, სოფელ ოგიმის მახ-
ლობლად და მის შემოგარენში. ადგილობრივთა წარმოდგე-
ნით, ისინი ეცხადებიან გრძელ, წითელთმიანი ბავშვების სა-
ხით. უყვართ გაჯუმარუს ჯუნგლების ხეებში დამალვა და დადი-
ან სანაპიროზე სათევზაოდ.
ოკინავას ბევრი ისტორია და იგავი სწორედ ბუნაგაიას
უკავშირდება. ისინი ბოროტი, ცელქი და ამოუცნობი ქმნილე-
ბები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ უყვართ
მთები, მდინარეები, ზღვა, ხეები, მიწა, ქარი და ცხოველები.
თუ გინდათ, რომ ტყის სულები - ბუნაგაიები - დაიმეგობროთ,
აუცილებლად უნდა გამოხატოთ ბუნებისადმი თქვენი პატივის-
ცემა.

92
დაბადების დღის წვეულება

ცენტრში მისვლისთანავე შეგვეგება 20-კაციანი ჯგუფი.


მასპინძლებმა მხიარულად შესძახეს: “ჩვენში ყველაზე ახალ-
გაზრდა 83 წლისაა!”
ვიწერდით მათგან ინტერვიუებს დიდ მაგიდასთან და თან
მწვანე ჩაის შევექცეოდით, როდესაც დავასრულეთ, მიგვიპა-
ტიჟეს წვეულებაზე, სადაც აღინიშნებოდა ჯგუფის 3 წევრის და-
ბადების დღე. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე უფროსი ქალი 99
წლის გახდა, მეორე - 94-ის, ხოლო “ახალგაზრდა” მამაკაცს
იმ დღეს 89 წელი შეუსრულდა.
მასპინძლებთან ერთად შევასრულეთ მათ სოფელში ცნო-
ბილი რამდენიმე სიმღერა, რაც დავაგვირგვინეთ Happy
Birthday-ით ინგლისურ ენაზე. 99 წლის ქალი ბედნიერი სახით
მკვირცხლად აქრობს სანთლებს ტორტზე და მადლობას უხ-
დის ყველას მობრძანებისთვის. მივირთმევთ შინ გამომცხვარ
შიკუვასას უგემრიელეს ტორტს და ყველაფერი მთავრდება
ცეკვით ისე, თითქოს ვიღაც 21 წლის გახდა.
ეს პირველი წვეულებაა, მაგრამ არა ბოლო, რომელსაც ამ
სოფელში დავესწარით. ასევე ვიმღერეთ კარაოკე სუპერხან-
დაზმულებთან ერთად, რომლებიც აშკარად ჩვენზე უკეთ მღე-
როდნენ. დავესწარით ტრადიციულ ფესტივალს ადგილობრი-
ვი ბენდის, მოცეკვავეებისა და ტრადიციული საკვების თან-
ხლებით, მთიდან სულ რაღაც ერთი ნაბიჯის მოშორებით.

იზეიმეთ ყოველი დღე ერთად

მუდმივი დღესასწაული ჩვეულებრივი რამაა ოგიმიში, ამ


პატარა იაპონურ სოფელში.
ჩვენ მიგვიწვიეს თამაშზე, რომელსაც “კარიბჭეს” ეძახიან
და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ოკინავას
ხანდაზმულთა შორის. ამ თამაშის მთავარი ფიგურა ბურთია,
რომელსაც ჩაქუჩივით ჯოხს ურტყამენ. ეს დიდ ფიზიკურ ძალა-
სა და განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს და თამაშიც

93
ყველგან შეიძლება, თანაც კარგი საშუალებაა, რომ იმოძრა-
ოთ და უბრალოდ, სასიამოვნოდ გაატაროთ დრო მეგობრებ-
თან ერთად. ადგილობრივები ტურნირებსაც კი აწყობენ, სა-
დაც ასაკის ლიმიტი არა აქვთ - მონაწილეობა ნებისმიერს შე-
უძლია.
ჩვენც ენერგიულად ჩავერთეთ საკვირაო ტურნირში, მაგ-
რამ სულ მალე დავმარცხდით 104 წლის ქალთან, რომელიც
ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და გამარჯვები-
თაც ძალიან გაიხარა. თავიდან გაწბილებულები ვუყურებდით
ერთმანეთს, მაგრამ მერე მასპინძელთა განწყობა გადმოგვე-
დო და სიცილს ვეღარ ვიკავებდით.
ამგვარ საზოგადოებრივ შეკრებებსა და თამაშებთან ერ-
თად სულიერება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადგი-
ლობრივთა ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაში.

ოკინავას ღმერთები

მთავარ რელიგიად ოკინავაზე რიუკუა შინტუ მიიჩნევა. რი-


უკუა ოკინავას ადგილობრივი არქიპელაგის სახელწოდებაა
და შინტუ ნიშნავს “ღმერთების გზას”. რიუკუა შინტუ მოიცავს
ტაოიზმის, კონფუციზმის, ბუდიზმისა და შინტუიზმის ელემენ-
ტებს შამანური და ანიმისტური დეტალებით.
ამ უძველესი რწმენის თანახმად, მსოფლიო დასახლებუ-
ლია უთვალავი სულით, რომლებიც რამდენიმე კატეგორიად -
სახლის, ტყისა და მთის სულებად იყოფა. აუცილებელი და
მნიშვნელოვანია ამ სულების დამშვიდება, რაც სათანადო რი-
ტუალებითა და წმინდად შერაცხილი მიწების კურთხევითაა
შესაძლებელი.
ოკინავა სავსეა ამგვარი წმინდა მიწებითა და ტყეებით, სა-
დაც გვხვდება უამრავი ტაძარი, მათ შორისაა უტაკისა და
უგანჯუს ტაძრები. ჩვენ ვესტუმრეთ უგანჯუს - ღია სივრცეში
მდგარ პატარა ტაძარს, რომელიც ოგიმის ჩანჩქერის მახლობ-
ლად მდებარეობს და შემკულია მონეტებითა და საკმევლით.

94
უტაკი ქვით ნაგები ტაძარია, რომელშიც ხალხი მიდის, რათა
ილოცოს. მიიჩნევა, რომ აქ სულები იკრიბებიან.
ოკინავას რელიგიის მიხედვით, ქალები სულიერად მამა-
კაცებზე აღმატებულნი არიან, არადა, იაპონიაში ფართოდ
გავრცელებული შინტუიზმის მიხედვით პირიქითაა. იუტაკი -
ქალი მედიუმი, რომელსაც ადგილობრივები ირჩევენ ოკინა-
ვაზე, უკავშირდება სულთა სამყაროს ტრადიციული რიტუალე-
ბით.
წინაპართა თაყვანისცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სუ-
ლიერი პრაქტიკაა ოკინავასა და საერთოდ მთელ იაპონიაში.
ყველა ტაძარში მლოცველებს თავიანთი პირმშოებისთვის
აქვთ ბუდსუდანი - პატარა საკურთხეველი, რათა პატარებმაც
ილოცონ და პატივი მიაგონ თავიანთ წინაპრებს.

მაბუი

იაპონელთა რწმენით, ყველა ადამიანში დაბუდებულია მა-


ბუი. მაბუი არის ჩვენი სული, ცხოვრების წყარო და მთავარი
მამოძრავებელი ძალა. ის უკვდავია და სწორედ მისი წყალო-
ბით ვარსებობთ.
ზოგჯერ გარდაცვლილის მაბუი გამოკეტილია ცოცხალი
ადამიანის სხეულში. ასეთი მდგომარეობა საჭიროებს რი-
ტუალებს, რათა შეპყრობილი მაბუისგან გათავისუფლდეს. ეს
ხშირად ხდება, როცა ადამიანი უცაბედად იღუპება, განსაკუთ-
რებით ახალგაზრდა ასაკში და მის მაბუის არ სურს გარდაც-
ვლილთა სამყაროში გადასვლა.
მაბუი ასევე შესაძლებელია ერთი ადამიანიდან მეორეში
გადავიდეს ფიზიკური კონტაქტით. ბებიამ, რომელიც უტოვებს
შვილიშვილს ბეჭედს, გადასცემს მას საკუთარი მაბუის ნა-
წილს. ფოტოებიც შეიძლება გახდეს მაბუის გადაცემის წყარო.

95
უფრო ასაკოვანი, უფრო ძლიერი

ოგიმიში გატარებული დღეები დატვირთული და იმავ-


დროულად მშვიდი იყო - რაღაც იმის მსგავსი, როგორც თავად
ადგილობრივები ცხოვრობენ, რომლებიც თითქოს ძალიან
დატვირთულები არიან მნიშვნელოვანი საქმეებით, მაგრამ
ყველაფერს მშვიდად აკეთებენ. ისინი ყოველთვის მისდევენ
თავიანთ იკიგაის, მაგრამ არასოდეს ჩქარობენ.
ისინი არა მხოლოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ, არა-
მედ შევამჩნიეთ, რომ მისდევდნენ ბედნიერების იმ პრინცი-
პებს, რომელიც ვოშინგტონ ბურნაპმა გამოთქვა 200 წლის
წინ: “ბედნიერების მნიშვნელოვანი კომპონენტებია: ყოველ-
თვის აუცილებლად აკეთო რაღაც, გიყვარდეს და გქონდეს
იმედი”.
ჩვენი იქ ყოფნის ბოლო დღეს წავედით საჩუქრების საყიდ-
ლად პატარა ბაზრობაზე, რომელიც ქალაქის განაპირას მდე-
ბარეობდა. ერთადერთი, რაც იქ იყიდება, არის ადგილობრივი
ბოსტნეული, მწვანე ჩაი და შიკუვასას წვენი, ბოთლ იანბარუს
ჯუნგლების წყაროს წყალთან ერთად, წარწერით - დღეგრძე-
ლობის წყარო.
ვიყიდეთ რამდენიმე ბოთლი “დღეგრძელობის წყარო” და
დავლიეთ, ვტკბებოდით ზღვის ხედით და ვიმედოვნებდით,
რომ სიცოცხლის ეს ჯადოსნური ელექსირი მოგვიტანდა ჯან-
მრთელობას, ბედნიერ, ხანგრძლივ სიცოცხლესთან ერთად
და გვაპოვნინებდა საკუთარ იკიგაის. შემდეგ გადავიღეთ ფო-
ტო ბუნაგაიას ქანდაკებასთან და მივუახლოვდით მას კიდევ
ერთხელ წარწერის წასაკითხად.

ადგილობრივ ხანდაზმულთა დეკლარაცია

80 წლისა მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ.


როცა 90 წლისა შენს სანახავად მოვალ,
უკან მიმაბრუნე და მითხარი, 100 წლამდე დავიცადო.
მეტი წელი, მეტი ძალა.

96
მოდი, არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს შვილებზე ასაკის
მატებასთან ერთად.
თუ გინდათ დღეგრძელი და ჯანმრთელი ცხოვრება, გეპა-
ტიჟებით ჩვენს ქალაქში.
სადაც დალოცვილი იქნებით ბუნებისგან, და ჩვენ ერთად
აღმოვაჩენთ დღეგრძელობის საიდუმლოს.
23 აპრილი, 1993 წელი
ოგიმის ხანდაზმულთა ფედერაცია

ინტერვიუები

ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მთლიანობაში 100 ინ-


ტერვიუ ჩავიწერეთ. ქალაქის სუპერხანდაზმულებს ვეკითხე-
ბოდით თავიანთი ცხოვრების ფილოსოფიასა და იკიგაიზე,
ასევე მათი დღეგრძელი სიცოცხლის საიდუმლოზე. ყველა ეს
ინტერვიუ ვიდეოკამერებით ჩავიწერეთ დოკუმენტური ფილ-
მისთვის. ასევე ავარჩიეთ რამდენიმე განსაკუთრებით ბრძნუ-
ლი და შთამაგონებელი გამონათქვამი ჩვენი წიგნის ამ ნაწი-
ლისთვის.
1. არ ინერვიულო
“ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო სიმშვიდეშია. შე-
ინარჩუნეთ ახალგაზრდული გული, რომ იგი არასოდეს და-
ბერდეს. გაუხსენით გულის კარი ადამიანებს ღიმილით. თუ გა-
იღიმებთ და გახსნით გულის კარს, თქვენს შვილიშვილებსა და
ყველას, ყველას აუცილებლად მოუნდება თქვენი ნახვა”.
“შფოთვისგან თავდასაღწევად საუკეთესო მეთოდია, უბ-
რალოდ გახვიდეთ ქუჩაში და მიესალმოთ გამვლელთ. მე ამას
ყოველდღე ვაკეთებ. გავდივარ და ვამბობ - “გამარჯობა!” და
“შეხვედრამდე!” მერე ვბრუნდები შინ და ვმუშაობ ბაღში. შუ-
ადღით კი დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ”.
“აქ ყველა ვმეგობრობთ. ვცდილობთ, არ შევქმნათ პრობ-
ლემები. დროის ერთად გატარება და გართობა არის ერთა-
დერთი, რაც ნამდვილად ღირებულია”.

97
2. გამოიმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები
“მე ყოველ დილით 6 საათზე დიდი სიხარულით ვიღვიძებ,
როცა ვხსნი ფარდებს და გადავყურებ ბაღს, სადაც თავად მომ-
ყავს ბოსტნეული. გავდივარ ბაღ-ბოსტანში, რათა დავხედო
ჩემს პამიდვრებს, მანდარინს, ფორთოხლებს… მიყვარს და
მამშვიდებს მათი ყურება. ერთი საათით ბაღში ყოფნის შემდეგ
შევდივარ სახლში და ვამზადებ საუზმეს”.
“მე ჩემით ვრგავ და მომყავს ბოსტნეული, შემდეგ კი ამ
ბოსტნეულით ვამზადებ საჭმელს. ეს არის ჩემი იკიგაი”.
“იმისთვის, რომ გამჭრიახობა და სისხარტე შეინარჩუნოთ
ღრმა სიბერეშიც, არასოდეს გააჩეროთ თითები. თითებიდან
ტვინამდე და ისევ თავიდან - და თუ თქვენ ასე დააკავებთ
თქვენს თითებს, მალე იზეიმებთ 100 წლისთავს”.
“ყოველდღე ვიღვიძებ 4 საათზე. ჩემს მაღვიძარას ვაყენებ
ამ დროზე, ვსვამ ფინჯან ყავას, ცოტას ვვარჯიშობ, ვამოძრავებ
ხელებს. ეს მმატებს ენერგიას, რაც მთელი დღე მყოფნის”.
“ვჭამ ყველაფერს ცოტ-ცოტას; ალბათ ეს არის ჩემი სა-
იდუმლო. მიყვარს მრავალფეროვნება ყველაფერში, რასაც
მივირთმევ და ვფიქრობ, ასე ყველაფერი ბევრად უფრო გემ-
რიელია”.
“როცა ვიღვიძებ, მივდივარ ჩემს პატარა საკურთხეველში
- ბუდსუდანში და ვანთებ სანთელს. თქვენც არასოდეს არ უნ-
და დაივიწყოთ საკუთარი წინაპრები. ეს არის პირველი, რასაც
ყოველ დილით ვაკეთებ”.
“ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვდგები. დილას ვატა-
რებ ჩემს ბოსტანში, სადაც მომყავს ბოსტნეული. კვირაობით
კი მეგობრებთან ერთად დავდივარ საცეკვაოდ”.
“ყოველდღე ვვარჯიშობ. ყოველ დილით მივდივარ სასე-
ირნოდ”.
“არასოდეს მავიწყდება ტაისოს სავარჯიშოების შესრულე-
ბა ყოველ დილით”.
“ბოსტნეულის ჭამა სიცოცხლეს ახანგრძლივებს”.
“დიდხანს რომ იცოცხლოთ, სამი რამ უნდა გახსოვდეთ:
ივარჯიშოთ, რომ იყოთ ჯანმრთელები; იკვებოთ ჯანსაღად და
მეტი დრო გაატაროთ ადამიანებთან”.

98
3. ყოველდღიურად იზრუნეთ მეგობრებზე, გაუფრთხილ-
დით მათ
“მეგობრებთან ერთად დროის გატარება ჩემთვის უმნიშ-
ვნელოვანესი იკიგაია. ვიკრიბებით და ვსაუბრობთ, რაც ჩვენ-
თვის მეტად ღირებულია. ყოველთვის ვიცი, რომ ხვალ მათ
ისევ ვნახავ და ეს ჩემი ცხოვრების გამორჩეული ნაწილია”.
“ჩემი მთავარი ჰობი მეგობრებსა და მეზობლებთან ერთად
დროის გატარებაა”.
“ყოველდღე საყვარელ ადამიანებთან საუბარი არის ხან-
გრძლივი სიცოცხლის საიდუმლო”.
“მე ყველას ვესალმები და ვეუბნები “შეხვედრამდე”. ბავ-
შვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, ხელს ვუქნევ და მაშინაც,
როცა უკან ბრუნდებიან, ვეუბნები “შინ მშვიდობით მიდით!”
7:20-დან 8:15-მდე უკვე ფეხზე ვარ და მთელი დღე არ ვჩერდე-
ბი. ყველას ვესალმები. და როცა ყველა სადღაც მიდის, მეც
შინ ვბრუნდები”.
“მეზობლებთან საუბარი და ჩაის სმა - ეს საუკეთესო რამაა
ცხოვრებაში, და კიდევ - ერთად სიმღერა”.
“ვიღვიძებ დილის 5 საათზე, გავდივარ სახლიდან, მივდი-
ვარ ზღვასთან. შემდეგ ვიკრიბებით რომელიმე მეგობრის სახ-
ლში ჩაის დასალევად. ეს არის დღეგრძელობის საიდუმლო:
ადამიანებთან ურთიერთობა და ერთი ადგილიდან მეორეზე
გადასვლა”.
4. იცხოვრეთ აუჩქარებლად
“ჩემი დღეგრძელობის საიდუმლო არის ის, რომ საკუთარ
თავს ყოველთვის ვეუბნები: ცოტა ნელა, არ იჩქარო, მოდუნ-
დი. თუ არასოდეს არსად გეჩქარებათ, ასე ბევრად დიდხანს
იცოცხლებთ”.
“მე ვქსოვ. ესეც არის ჩემი იკიგაი. პირველი, რასაც ვაკე-
თებ, როცა ვიღვიძებ, ლოცვაა. შემდეგ ვვარჯიშობ და ვსაუზ-
მობ. 7 საათზე ვიწყებ ქსოვას. როდესაც ვიღლები საღამოს 5
საათზე მივდივარ მეგობრებთან”.
“საინტერესოა ყოველდღე ბევრი სხვადასხვა რამის კეთე-
ბა. მუდამ უნდა იყო დაკავებული, მაგრამ ყოველ ჯერზე რაიმე

99
კონკრეტულზე სრული კონცენტრაცია - ეს არის საიდუმლო,
რომელიც არასოდეს მოგწყინდებათ”.
“დღეგრძელობის საიდუმლო ადრე დაძინებასა და ადრე
გაღვიძებაშია. ისეირნეთ, იცხოვრეთ მშვიდად, ისიამოვნეთ
ყველაფრით, იმეგობრეთ. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგო-
მა, ზამთარი… ისიამოვნეთ ყოველთვის”.
5. განეწყვეთ ოპტიმისტურად
“ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, დღეს იქნება ხალი-
სიანი, ბედნიერი და ენერგიით სავსე დღე, ბოლომდე დატკბი”.
“მე 98 წლის ვარ და თავს ახალგაზრდად მივიჩნევ. ჯერ კი-
დევ იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი…”
“სიცილი - დიახ, სიცილი არის უმნიშვნელოვანესი. მე
ყველგან ვიცინი, სადაც მივდივარ”.
“ვაპირებ 100 წელი ვიცოცხლო. რა თქმა უნდა, ამას შევ-
ძლებ, ეს გასაოცარი მოტივაციაა!”
“ცეკვა და სიმღერა საკუთარ შვილიშვილებთან ერთად სა-
უკეთესო რამ არის ცხოვრებაში”.
“თავს ძალიან იღბლიანად მივიჩნევ, რომ აქ დავიბადე.
ამისთვის ყოველდღე ვამბობ მადლობას”.
“ოგიმიში ყველაზე მნიშვნელოვანია, იცხოვრო მუდამ ღი-
მილით!”
“ხალისიანად ვსაქმიანობ, რათა ასე გადავუხადო მადლო-
ბა ჩემს სოფელს ყოველივე იმისთვის, რაც მან მომცა. მაგალი-
თად, საკუთარი მანქანით ვეხმარები მეგობრებს საავადმყო-
ფოში მისვლაში”.
“საიდუმლო არ არსებობს. მთავარია, უბრალოდ, იცხოვ-
რო”.

ოგიმის ცხოვრების სტილის გასაღებები

• იმ ადამიანთა სრულ უმრავლესობას, ვისგანაც ინტერ-


ვიუები ჩავიწერეთ, აქვთ საკუთარი ბაღი, სადაც მოჰყავთ ბოს-
ტნეული. ზოგიერთს მოჰყავს ჩაი, მანგო და შიკუვასაც.

100
• ყველა გაერთიანებულია რომელიმე ადგილობრივ საზო-
გადოებრივ ჯგუფში, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ და თავს
გრძნობენ ერთი დიდი ოჯახის წევრებად.
• ისინი ზეიმობენ ყოველთვის, საამისოდ მცირე მიზეზიც
ჰყოფნით. ცეკვა, მუსიკა და სიმღერა მათი ცხოვრების განუყო-
ფელი ნაწილია.
• აქვთ ნათლად გამოხატული ცხოვრების აზრი. მართა-
ლია, იპოვეს თავიანთი იკიგაი, მაგრამ ამას ზედმეტი სერიო-
ზულობით არ ეკიდებიან. მშვიდად იღებენ სიამოვნებას ყვე-
ლაფრისგან, რასაც აკეთებენ.
• ამაყობენ საკუთარი ტრადიციებითა და ადგილობრივი
კულტურით.
• დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით აკეთებენ ყველა-
ფერს, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ეს საქმე.
• ადგილობრივებს აქვთ მძაფრი იუიმარუს განცდა, რითაც
აღიარებენ საერთო კავშირს ადამიანთა შორის. ეხმარებიან
ერთმანეთს, მინდვრებში მუშაობიდან დაწყებული, სახლების
აშენებითა და მუნიციპალური პროექტებით დამთავრებული.
ჩვენმა მეგობარმა მიაგიმ, ვინც ჩვენთან ერთად ივახშმა ჩვენი
იქ ყოფნის ბოლო საღამოს, გვითხრა, რომ აშენებდა ახალ
სახლს მეგობრების დახმარებით და შემდეგი ვიზიტისას შეგ-
ვეძლო იქ დავრჩენილიყავით.
• ისინი ყოველთვის დაკავებულები არიან, მაგრამ ისეთი
საქმით, რაც ამშვიდებთ და ადუნებთ. ერთი მოხუციც კი არ
შეგვხვედრია, უბრალოდ, უსაქმურად რომ მჯდარიყო. ყოველ-
თვის სადღაც მიდიან და მოდიან - კარაოკეს სამღერად, სტუმ-
რად მეზობლებთან ან სულაც “კარიბჭის” სათამაშოდ.

101
VII - იკიგაის დიეტა - როგორ იკვევებიან
მსოფლიოს სუპერხანდაზმულები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იაპო-


ნიას სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენე-
ბელი აქვს მთელ მსოფლიოში: მამაკაცები - 85 წელი, ქალები
- 87,3 წელი. ამასთანავე, ყველაზე მეტი ხანდაზმული იაპონია-
ში ცხოვრობს - მილიონი მცხოვრებიდან 520 კაცი ხანდაზმუ-
ლია, რაც მართლაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფ-


ლიოში ლიდერი ქვეყნები სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივო-
ბის მიხედვით არიან: იაპონია (პროვინცია ოკინავა), შვედეთი
და ამერიკის შეერთებული შტატები. მოცემულ გრაფიკში შე-
დარებულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოკინავა-
ში, იაპონიაში, შვედეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებ-
ში. სხვაობა ძალიან დიდია. ამ მონაცემებით ჩემპიონი ოკინა-
ვაა, რომელიც უკან იტოვებს იაპონიასა და შვედეთს.

102
ოკინავა ყველაზე მეტად დაზარალდა მეორე მსოფლიო
ომის დროს - აქ მცხოვრებთ საკმაოდ რთული საცხოვრებელი
პირობები შეექმნათ, აწუხებდათ აუცილებელი რესურსების
ნაკლებობა, შიმშილი. იმ პერიოდში - 1940-1950-იან წლებში
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულაც არ იყო მაღა-
ლი, მაგრამ ადგილობრივებმა შეძლეს ამ სირთულეების გა-
დალახვა და გახდნენ მსოფლიოში პირველები სიცოცხლის
ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით.
რა არის იაპონელთა დღეგრძელობის საიდუმლო? რა
არის ასეთი განსაკუთრებული ოკინავაზე, რაც ქმნის საუკეთე-
სოთა შორის საუკეთესო პირობებს ხანგრძლივი ცხოვრების-
თვის?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოკინავა არის ერთადერთი
პროვინცია იაპონიაში, სადაც არ დადიან მატარებლები. შესა-
ბამისად, როცა მანქანით არ მოძრაობენ, ადგილობრივებს
უწევთ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება. ასევე ოკინა-
ვა ერთადერთი ადგილია, სადაც ითვალისწინებენ იაპონიის
მთავრობის რეკომენდაციას, მიიღონ დღის განმავლობაში 10
გრამზე ნაკლები მარილი.

ოკინავას სასწაულებრივი დიეტა

ოკინავაზე კარდიოვასკულარული დაავადებებით გამოწ-


ვეული სიკვდილის საერთო მაჩვენებელი ყველაზე დაბალია
მთელ იაპონიაში. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად ჯანსაღი კვე-
ბის რაციონის დამსახურებაა. გასაკვირი არაა, რომ ოკინა-
ველთა კვების რაციონი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციე-
ბის მუდმივი განხილვის საგანია.
ყველაზე მყარი და ფართო მონაცემები ოკინავას დიეტის
შესახებ თავმოყრილია რიუკუს უნივერსიტეტის კარდიოლო-
გის, მაკოტო სუძუკის კვლევებში. ამ მკვლევარმა, 1970 წლი-
დან მოყოლებული, 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოს-
ცა ოკინაველთა კვების რაციონსა და სიცოცხლის ხანგრძლი-
ვობაზე.

103
ბრედლი ჯეი და დევიდ კრეიგ უილკოქსები შეუერთდნენ
სუძუკის კვლევებს, შექმნეს ჯგუფი და გამოსცეს წიგნი, რომე-
ლიც მიჩნეულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ბიბლიად. წიგნის
სახელწოდებაა “ოკინავას პროგრამა”. ისინი მივიდნენ შემ-
დეგ დასკვნამდე:
• ადგილობრივები იკვებებიან მრავალფეროვანი პრო-
დუქტით, განსაკუთრებით, ბოსტნეულით. მთავარი გასაღები
მრავალფეროვნებაშია. ოკინავას ხანდაზმულთა კვლევამ აჩ-
ვენა, რომ ისინი მიირთმევენ 206 განსხვავებულ საკვებს, მათ
შორის, სანელებლებს - რეგულარულად. საშუალოდ, 18-ზე
მეტი სახეობის საკვებს იღებენ ყოველდღიურად, ჩვენს საკმა-
ოდ ღარიბ რაციონთან შედარებით, რომელიც განპირობებუ-
ლია სწრაფი კვების კულტურით.
• ოკინაველები ყოველდღიურად მინიმუმ 5 ულუფა ხილსა
და ბოსტნეულს მიირთმევენ - სულ მცირე, 7 განსხვავებულ სა-
ხეობას. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, თქვენს მაგიდაზე საკმა-
რისად მრავალფეროვანია თუ არა საკვები, აუცილებელია
იცოდეთ, რომ უნდა “მიირთმევდეთ ცისარტყელას”. წითელი
წიწაკა, სტაფილო, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბად-
რიჯანი - აი, ასე გამოიყურება მრავალფეროვნება, “საკვები
ცისარტყელა”. ბოსტნეული, კარტოფილი, ბოლოკი და სოიის
ტოფუ უმთავრესია ოკინავას რაციონში. 30%-ზე მეტი დღი-
ურად მისაღები კალორიებისა მოდის ბოსტნეულზე.
• მარცვლეული მათი რაციონის საფუძველია. იაპონელები
ყოველდღე მიირთმევენ თეთრ ბრინჯს, ზოგჯერ ნუდლსაც.
ბრინჯი ოკინავაზეც ნომერ პირველი საკვებია.
• აქ იშვიათად იღებენ შაქარს და თუ მიირთმევენ, მხო-
ლოდ ლერწმის შაქარს. ჩვენ ყოველ დილით ოგიმიმდე მისას-
ვლელ გზაზე გვიწევდა სხვადასხვა ჯიშის ლერწმის ველების
გავლა. ერთხელ ლერწმის წვენიც კი დავლიეთ ნიკიჯინის ტა-
ძარში. წვენების გასაყიდი დახლის გვერდზე ეკიდა აბრა, სა-
დაც მითითებული იყო ამ ლერწმის წვენის ანტიკანცეროგენუ-
ლი სარგებლის შესახებ.
ამ საბაზისო კვების პრინციპების გარდა, ოკინავაზე კვირა-
ში სამჯერ მიირთმევენ თევზს; სხვა იაპონური პროვინციების-

104
გან განსხვავებით, აქ ასევე ხშირად ჭამენ ღორის ხორცს, თუმ-
ცა ადგილობრივები მას კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ
ამზადებენ.
ამ ყველაფერთან ერთად მაკოტო სუძუკის კვლევებმა
ცხადყო შემდეგი:
• ოკინავაზე მთლიანობაში 1/3-ით ნაკლებ შაქარს იღებენ,
ვიდრე იაპონიის მთელი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ
მათ კვების რაციონში ნაკლებადაა ტკბილეული და შოკოლა-
დი.
• ისინი ასევე ბევრად ნაკლებ მარილს იღებენ დღიურად,
ვიდრე მთელ იაპონიაში: 7 გრამს დღეში, საშუალო 12 გრამ-
თან შედარებით.
• ისინი დღიურად ბევრად ნაკლებ კალორიას იღებენ - და-
ახლოებით 1785-ს დღეში, როცა მთელ იაპონიაში ეს ნიშნული
2068-ა. საერთოდ, დღიური რაციონის დაბალი ენერგეტიკუ-
ლი ღირებულება დამახასიათებელია 5 ლურჯი ზონისთვის.

ჰარა ჰაჩი ბუ

ეს გვაბრუნებს 80%-იან წესთან, რომელიც პირველ თავში


ვახსენეთ. იაპონიაში ცნობილი ჰარა ჰაჩი ბუს კონცეფცია ად-
ვილი შესასრულებელია: როდესაც ამჩნევთ, რომ თითქმის
დანაყრდით, მაგრამ ცოტას ისევ მიირთმევდით, უბრალოდ,
შეწყვიტეთ ჭამა!
ერთ-ერთი მარტივი ხერხი ამ წესის გასათავისებლად ასე-
თია: არ მიირთვათ დესერტი ან შეამცირეთ ულუფები. მთავა-
რი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ საუზმის ან სადილის შემ-
დეგ კვლავ გქონდეთ შიმშილის სასიამოვნო განცდა.
სწორედ ამიტომ საკვები ულუფები ბევრად მცირეა იაპონი-
აში. საკვების სერვირება არ ხდება ასე: აპეტაიზერები, მთავა-
რი კერძი და დესერტი. ამის მაგივრად იაპონიაში მიღებულია
კერძების ერთად სერვირება პატარა თეფშებზე: ერთი თეფშით
ბრინჯი, მეორით ბოსტნეული, მისოს წვნიანი და მცირე წასა-
ხემსებელი. კერძების პატარა თეფშებზე სერვირება გვიცავს

105
ჭარბი ჭამისგან და ხელს უწყობს მრავალფეროვანი საკვების
მიღებას, რაც ზემოთ - ამ თავის დასაწყისში განვიხილეთ.
ჰარა ჰაჩი ბუ ძველი პრაქტიკაა. XII საუკუნის წიგნში ძენბუ-
დიზმზე, ძაძენ იუჯინკი გვირჩევს, მივირთვათ 2/3-ით ნაკლები,
ვიდრე გვინდა. იმაზე ნაკლების ჭამა, ვიდრე გვინდა, მიღებუ-
ლია აღმოსავლეთში, ყველა ბუდისტურ ტაძარში. 9 საუკუნეზე
მეტი ხნის წინ ბუდიზმმა აღიარა კალორიების შეზღუდული რა-
ოდენობით მიღების დადებითი შედეგები ჩვენი ორგანიზმის-
თვის.

ეს რას ნიშნავს, თუ ცოტას შეჭამ, დიდხანს იცოცხლებ?

ბევრს შეეპარებოდა ეჭვი ამ იდეის სიკეთეში. რა თქმა უნ-


და, ეს არ გულისხმობს შიმშილს. უბრალოდ ხაზგასმულია,
რომ იმაზე ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ორგანიზმი
გვთხოვს, სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს. გასაღები იმისა,
რომ ვიყოთ ჯანმრთელნი მაშინ, როცა შედარებით მცირე
ულუფებით ვიკვებებით, მდგომარეობს უფრო მრავალფერო-
ვანი საკვების მიღებაში, რომელიც მდიდარია სხვადასხვა მიკ-
როელემენტით, რაც აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს. ამასთანა-
ვე, უნდა შევეცადოთ, თავი შევიკავოთ ისეთი კალორიების-
გან, რომლებიც ნაკლებ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობის-
თვის.
ჩანს, ულუფების შემცირება, რაც აქამდე განვიხილეთ, ნამ-
დვილად უნდა ახანგრძლივებდეს სიცოცხლეს. თუ ორგანიზმი
ყოველთვის მთლიანად აღიდგენს დახარჯულ ენერგიას საკვე-
ბით, ან იღებს მეტს, ის ზარმაცდება და იწყებს ცვეთას, რადგან
დიდ ენერგიას ხარჯავს მიღებული საკვების გადამუშავებაზე.
კიდევ ერთი დადებითი თვისება მცირე ულუფებით კვები-
სას ისაა, რომ იგი ამცირებს IGF-1-ს სისხლში. ეს არის ცილა,
რომელიც უდიდეს როლს ასრულებს დაბერების პროცესში.
როგორც დადგინდა, ცხოველებისა და ადამიანთა სისხლში ამ
ცილის ჭარბი რაოდენობა იწვევს ნაადრევ დაბერებას.

106
საკვების შემცირება მართლა ახანგრძლივებს სიცოცხლეს
თუ არა, ჯერ მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ
კვლევები ცხადყოფს, რომ კალორიათა შემცირება და მიკ-
როელემენტებით მდიდარი ჯანსაღი კვების რაციონი გვიცავს
ჭარბწონიანობისგან, მეორე ტიპის დიაბეტის, ანთებების, მა-
ღალი წნევის, კარდიოვასკულარული დაავადებებისგან და ამ-
ცირებს მეტაბოლური რისკფაქტორების რაოდენობას, რაც
უკავშირდება კიბოს გაჩენას.
წიგნის დასაწყისში განხილული 80%-ის საიდუმლოს ალ-
ტერნატივა შეიძლება იყოს ერთ ან ორდღიანი განტვირთვა.
5:2 წესის მიხედვით, რეკომენდებულია 2 დღის განმავლობაში
შიმშილი, 500 კალორიაზე ნაკლების მიღება და კვირის და-
ნარჩენი 5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივად ჭამა.
სხვა მრავალი დადებითი თვისების გარდა, საკვებისგან
თავის შეკავება გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში, შლაკე-
ბისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში, ხოლო ორგა-
ნიზმს ეძლევა განტვირთვის საშუალება.

15 ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ოკინავას კვების რაციონში

ანტიოქსიდანტები მოლეკულებია, რომელებიც ანელებენ


დაჟანგვის პროცესს უჯრედებში. ისინი ანეიტრალებენ თავი-
სუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ ორგანიზმს და აჩ-
ქარებენ დაბერების პროცესს. მწვანე ჩაი, როგორც საუკეთე-
სო ანტიოქსიდანტი, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამ
პროდუქტს მოგვიანებით უფრო ვრცლად განვიხილავთ.
მდიდარი ანტიოქსიდანტური ბუნების გამო ქვემოთ ჩა-
მოთვლილი 15 საკვები პროდუქტი კუნძულ ოკინავას მცხოვ-
რებთა დღიური კვების რაციონს შეადგენს და მათი მაღალი
სიცოცხლისუნარიანობაც სწორედ ამ საკვებს უკავშირდება:
• ტოფუ (სოიის ხაჭო)
• მისოს წვნიანი
• თინუსი
• სტაფილო

107
• გოია (მწარე ნესვი)
• კამბუ (ზღვის კელპი, წყალმცენარე)
• კომბოსტო
• ნორი (წყალმცენარე)
• ხახვი
• სოიის კომბოსტო
• ჰეჩიმა (კიტრის ფორმის გოგრა)
• სოია (უმი ან მოხარშული)
• ტკბილი კარტოფილი
• წიწაკა
• სან პინ ჩა (ჟასმინის ჩაი)

სან პინ ჩა: ოკინავას დედოფალი

ოკინაველები ყველა სხვა ჩაიზე მეტად მიირთმევენ სან პინ


ჩას - მწვანე ჩაისა და ჟასმინის ყვავილების ნაზავს. ყველაზე
ახლოს ამ ჩაისთან დასავლეთში არის ჟასმინის ჩაი, რომელიც
ძირითადად იმპორტირებულია ჩინეთიდან. ოკინავას მეცნიე-
რებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელო-
ბით 1988 წელს ჰიროკო შოს მიერ ჩატარებულმა კვლევის შე-
დეგებმა ცხადყო, რომ ჟასმინის ჩაი ამცირებს ქოლესტერინის
დონეს სისხლში.
სან პინ ჩა მრავალი სახითაა წარმოდგენილი ოკინავაზე.
მწვანე ჩაის ყველა ანტიოქსიდანტურ თვისებასთან ერთად,
მას ემატება ჟასმინის დადებითი თვისებებიც:
• ამცირებს გულის დაავადებათა რისკს
• აძლიერებს იმუნურ სისტემას
• გვეხმარება სტრესის მოხსნაში
• ამცირებს ქოლესტერინს სისხლში
ოკინაველები ყოველდღე საშუალოდ 3 ფინჯან სან პინ ჩას
სვამენ.
დასავლეთში რთულია სან პინ ჩას ანალოგის პოვნა, თუმ-
ცა შეგვიძლია მისი ჩანაცვლება ჟასმინის ან მაღალი ხარისხის
მწვანე ჩაით.

108
მწვანე ჩაის საიდუმლო

მრავალი საუკუნეა მწვანე ჩაის ფართოდ გამოიყენებენ მი-


სი სამკურნალო თვისებების გამო. უახლოესმა კვლევებმა კი-
დევ ერთხელ აჩვენა მისი დადებითი თვისებები. მწვანე ჩაის
მნიშვნელობა ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის
დადასტურებულია მათი დღეგრძელობით, ვინც ამ ჩაის ხში-
რად მიირთმევს.
მისი სამშობლო ჩინეთია, სადაც უკვე ათას წელზე მეტია
მოჰყავთ და მოიხმარენ ამ მწვანე ოქროს. მწვანე ჩაი დანარ-
ჩენ მსოფლიოში გავრცელდა მხოლოდ რამდენიმე საუკუნის
წინ. ჩაის სხვა სახეობებთან შედარებით, იმის გათვალისწინე-
ბით, რომ შრება ჰაერზე ფერმენტაციის გარეშე, იგი ინარჩუ-
ნებს ყველა სასარგებლო თვისებას დაქუცმაცების შემდეგაც
კი. მწვანე ჩაი გამოირჩევა მრავალი გამაჯანსაღებელი თვისე-
ბით:
• აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
• ამცირებს შაქრის დონეს სისხლში
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
• გვიცავს ვირუსებისგან (მდიდარია ჩ ვიტამინით)
• აჯანსაღებს ძვლებს (მდიდარია ფტორით)
• საუკეთესოა ბაქტერიული ინფექციების პრევენციისთვის
• გვიცავს რადიაციული გამოსხივების ნეგატიური გავლე-
ნისგან
• აქვს ორგანიზმის გამწმენდი და შარდმდენი ეფექტი
ასევე ფართოდ გამოიყენებენ თეთრ ჩაის, რომელიც პო-
ლიფენოლის მაღალი შემცველობის გამო შეიძლება უფრო მე-
ტადაც ჩაითვალოს დაბერების პროცესის შემაჩერებლად. იგი
მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ყველაზე ძლიერი ანტიოქ-
სიდანტი - ერთი ფინჯანი თეთრი ჩაი უტოლდება ათეულ ჭიქა
ახალგამოწურული ფორთოხლის წვენს.
რომ შევაჯამოთ: მწვანე ან თეთრი ჩაის ყოველდღიურად
დალევა ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას
სისხლში და გვინარჩუნებს ახალგაზრდობას.

109
შიკუვასას ძალა

შიკუვასა არის ოკინავას ჩემპიონი ციტრუსი, ოგიმი კი - მი-


სი ყველაზე დიდი მწარმოებელი მთელ იაპონიაში.
ხილი ძალიან მჟავეა. შეუძლებელია წყალში გაუზავებ-
ლად მისი წვენის დალევა. მისი გემო მანდარინსა და ლაიმს
შორისაა, სწორედ ციტრუსების ამ ოჯახიდანაა შიკუვასა.
შიკუვასა შეიცავს დიდი რაოდენობით ნობილეტინს - ანტი-
ოქსიდანტებით მდიდარ ფლავანოიდს.
ყველა ციტრუსი: გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი და
სხვა მდიდარია ნობილეტინით, მაგრამ ოკინავას შიკუვასას
შემცველობაში ის 40-ჯერ მეტია. დამტკიცებულია, რომ ნობი-
ლეტინი გვიცავს ათეროსკლეროზის, კიბოსა და დიაბეტისგან,
ასევე ჭარბწონიანობისგან.
შიკუვასა ასევე შეიცავს C და B1 ვიტამინებს, ბეტაკარო-
ტინსა და მინერალებს. ამ ციტრუსს იყენებენ მრავალი კერძის
მოსამზადებლად, წურავენ წვენს. ჩვენი ერთ-ერთი კვლევის
დროს ქალაქის უხუცესთა დაბადების დღის წვეულებაზე სწო-
რედ შიკუვასას ტორტით გაგვიმასპინძლდნენ.

ანტიოქსიდანტური კანონი დასავლელებისთვის

2010 წლის ბრიტანეთის Daily Mirror-მა (“ყოველდღიური


სარკე”) გამოაქვეყნა იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი,
რომლებიც რეკომენდებულია დაბერების პროცესის შესაჩე-
რებლად. დასავლეთში ამ სიიდან ხელმისაწვდომ პროდუქ-
ტთა შორისაა:
• ბოსტნეული ბროკოლი და ფოთლოვანი ჭარხალი მან-
გოლდი - მათში წყლის, მინერალებისა და ბოჭკოების მაღალი
შემცველობის გამო.
• ცხიმიანი თევზი - ორაგული, თინუსი, სკუმბრია და სარ-
დინები - მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობით.

110
• ხილი - ციტრუსები, მარწყვი და გარგარი - ვიტამინების
საუკეთესო წყარო, რომელთაც გამოაქვთ ორგანიზმიდან
ტოქსინები.
• კენკრა - მოცხარი და გოჯი მდიდარია ფიტოქიმიური ან-
ტიოქსიდანტებით.
• ხილის ჩირი - შეიცავს ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს,
რაც საუკეთესო ენერგიის წყაროა.
• მარცვლეული - შვრია და ხორბალი, რომელიც გვაძლევს
ენერგიას და შეიცავს მინერალებს.
• ზეითუნის ზეთი ანტიოქსიდანტური ეფექტით, რაც აისახე-
ბა თქვენი კანის სიჯანსაღესა და ბზინვარებაზე.
• წითელი ღვინო ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია და ასუფ-
თავებს სისხლძარღვებს.
პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოვიღოთ,
არის: შაქარი, ბურღულეული, გამომცხვარი და გადამუშავებუ-
ლი საკვები, ძროხის რძე და მისგან წარმოებული ზოგიერთი
ნაწარმი. კვების ამ რაციონით ხელმძღვანელობა დაგეხმარე-
ბათ, თავი იგრძნოთ ახალგაზრდად და დაგიცავთ ნაადრევი
დაბერებისგან.

111
VIII - მსუბუქი მოძრაობა - ხანგრძლივი
ცხოვრება - ვარჯიშები აღმოსავლეთი-
დან, რომლებიც ჯანმრთელობასა და
დღეგრძელობას გპირდებათ

ლურჯი ზონების მეცნიერული შესწავლით დადასტურდა,


რომ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ არა ისინი, ვინც ყველაზე
მეტს ვარჯიშობენ, არამედ ისინი, ვინც ბევრს მოძრაობენ.
როდესაც ვესტუმრეთ ოგიმის - დღეგრძელობის სოფელს,
აღმოვაჩინეთ, რომ 80-90 წელს გადაცილებულნიც აქტიური
ცხოვრებით ცხოვრობენ. აქაურები არ სხედან სახლში და ფან-
ჯრიდან არ უყურებენ გარე სამყაროს. არც გაზეთის კითხვაში
ატარებენ დროს. ოგიმის მცხოვრებნი საკმაოდ ბევრს დადიან
ფეხით, მღერიან კარაოკეში მეზობლებთან ერთად, ადრე იღ-
ვიძებენ და საუზმის შემდეგ, ან ზოგჯერ მანამდეც, გადიან თა-
ვიანთ ბოსტანში სამუშაოდ. ისინი არ დადიან სპორტდარბა-
ზებში, უბრალოდ, მთელი დღის განმავლობაში არასოდეს
ჩერდებიან ერთ ადგილას.

ისეთივე მარტივია, როგორიც სკამიდან ადგომა

სულ რაღაც 30 წუთით ჯდომის შემდეგ 90%-ით ნელდება


ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რომლის დროსაც მავნე ცხი-
მების გადამტანი ენზიმები ჩვენი არტერიებიდან კუნთებში გა-
დადის, სადაც ეს ცხიმები იწვება. 2 საათი გაუნძრევლად ჯდო-
მის შემდეგ 20%-ით ეცემა კარგი ქოლესტერინის დონე სის-
ხლში. სულ რაღაც 5 წუთით ადგომაც კი გამოაცოცხლებს ორ-
განიზმს.
“ეს იმდენად მარტივია, რომ შეიძლება სისულელედაც კი
მოგეჩვენოთ”, - განაცხადა გევინ ბრედლიმ 2015 წელს “ვა-
შინგტონ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ბრედლი ერთ-
ერთი წამყვანი ექსპერტია ამ საკითხში. ის ასევე გახლავთ იმ

112
საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც სწო-
რედ ამ პრობლემებსა და ჯანმრთელობისთვის მჯდომარე
ცხოვრების წესის დამაზიანებელ შედეგებს შეისწავლის.
თუ ჩვენ ქალაქში ვცხოვრობთ, შესაძლოა გაგვიჭირდეს
ყოველდღიურად ფეხით გადაადგილება, მაგრამ შეგვიძლია
მივმართოთ ვარჯიშებს, რომელიც აპრობირებულია საუკუნე-
თა განმავლობაში და დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთე-
ლობაზე.
აღმოსავლური სწავლება სხეულის, გონებისა და სულის
ერთიანობის ბალანსის შესახებ საკმაოდ პოპულარული გახ-
და დასავლეთში, მაგრამ ამ სავარჯიშოებს თავის სამშობლო-
ში უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებენ.
იოგა - მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა პოპულარულია
იაპონიაშიც, ისევე, როგორც ჩინური ჩიგონგი და ტაი ჩი. სხვა
დისციპლინათა შორის აქ ჩამოთვლილნი ხელს უწყობენ სხე-
ულის, გონებისა და სულის ჰარმონიზაციას, რათა შევეგებოთ
სამყაროს სიმტკიცით, სიხარულითა და სიმშვიდით.
თითოეული მათგანი ახალგაზრდობის ელექსირად მოიაზ-
რება, რასაც მეცნიერებიც ადასტურებენ.
ეს მსუბუქი ვარჯიშები ბევრი რამითაა სასარგებლო ჩვენი
ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით კი რეკომენდებულია
ხანდაზმულთათვის, რომელთათვისაც შედარებით რთულია
ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.
ტაი ჩი სხვა დადებით თვისებებთან ერთად ანელებს ოს-
ტეოპოროზისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების
პროცესს. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუნთები
მოჰყავს ტონუსში და სძენს მათ ელასტიკურობას. ასევე, ემო-
ციური თვალსაზრისით, დეპრესიისგან დამცავ ფარადაც გვევ-
ლინება. სულაც არ არის საჭირო მრავალი საათის გატარება
სპორტდარბაზში ან მარათონებში მონაწილეობა. როგორც
იაპონელი ხანდაზმულები გვირჩევენ, უბრალოდ, საჭიროა
იმოძრაოთ და არ გაჩერდეთ. ნებისმიერი ამ აღმოსავლური
დისციპლინის გამოყენება და ყოველდღიურად სათანადო
ვარჯიშების შესრულება მშვენიერი გამოსავალია. აღნიშნულს
ემატება ისიც, რომ ყველა ამ დისციპლინას აქვს ნათლად გან-

113
საზღვრული ნაბიჯები და წესები - როგორ უნდა შესრულდეს
თითოეული და, როგორც ეს IV თავში ვნახეთ, ასეთი წესები და
მკაფიოდ განსაზღვრული ნაბიჯები გვეხმარება დინების მდგო-
მარეობაში გადასასვლელად. თუ არცერთი მათგანი არ მოგ-
წონთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა აირჩიოთ, რაც გიყვართ
და რისი კეთებაც გსიამოვნებთ, მთავარია იმოძრაოთ.
მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ იმ ვარჯიშებს, რომ-
ლებიც ხელს უწყობს ჩვენს სიჯანსაღესა და დღეგრძელობას.
მაგრამ ჯერ პატარა აპეტაიზერს - იაპონური დილის სავარჯიშო
რუტინას შემოგთავაზებთ.

რადიო ტაისო

ეს დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მეორე მსოფლიო


ომამდე არსებობდა. “რადიო” - ეს სახელი ჯერ კიდევ იმ დრო-
იდან შემორჩა, როცა ვარჯიშის ინსტრუქციები რადიოთი გა-
დაიცემოდა, მაგრამ დღეს ამ ვარჯიშებს ასრულებენ ტელევი-
ზორის წინ, ან ინტერნეტ ვიდეოჩართვებით, სადაც ნაჩვენებია
მოძრაობათა თანამიმდევრობა.
რადიო ტაისოს ვარჯიშების შესრულების ერთ-ერთი მთა-
ვარი მიზანი განწყობის ამაღლებაა. ეს ვარჯიშები ჯგუფურად
სრულდება, ძირითადად, სკოლებში - სწავლის დაწყების წინ,
ან ბიზნესსექტორში - საქმიანი დღის დაწყებამდე.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იაპონელების 30
პროცენტი ასრულებს რადიო ტაისოს გამამხნევებელ ვარჯი-
შებს ყოველ დილით, რამდენიმე წუთით. რადიო ტაისო არის
ის, რაც თითქმის ყველა ოგიმიში მცხოვრებ ხანდაზმულს
აერთიანებს. მოხუცებულთა თავშესაფრებშიც კი, სადაც ჩვენ
ვიყავით, 5 წუთს მაინც უთმობდნენ ამ ვარჯიშებს ყოველდღი-
ურად, მათ შორის, ეტლით მოსარგებლენი. ჩვენც მათთან ერ-
თად შევასრულეთ ეს ვარჯიშები და ბევრად უფრო მხნედ
ვგრძნობდით თავს მთელი დღის განმავლობაში.
ვარჯიშები სრულდება ჯგუფებში, ძირითადად სპორტულ
მოედნებზე, ან დიდ, მისაღებ დარბაზებში. ვარჯიშს ასევე წარ-

114
მართავს სპიკერი, რომლისგანაც იღებენ ხმამაღალ მითითე-
ბებს.
ვარჯიშების შესასრულებლად საჭიროა 5-10 წუთი. ეს იმა-
ზეა დამოკიდებული, ყველა ვარჯიშს შეასრულებთ თუ გამო-
ტოვებთ რომელიმეს. ეს მოძრაობები კონცენტრირებულია გა-
წელვებსა და სახსრების ელასტიკურობის შენარჩუნებაზე. რა-
დიო ტაისოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარჯიში არის უბ-
რალოდ ხელების თავს ზემოთ აწევა და შემდეგ მათი წრიული
მოძრაობით ქვემოთ დაშვება. ეს არის გამოფხიზლების კარგი
საშუალება დილაობით - მსუბუქი სავარჯიშო, რომელსაც არ
სჭირდება დიდი ძალისხმევა, მაგრამ მიმართულია სახსრების
მთელი ძალისხმევით ამოძრავებაზე.
შეიძლება ზედმეტად მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ
ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას თუ დავაკვირდებით, შეიძლება
მთელი დღე ისე გავიდეს, რომ ხელები ყურებს ზევითაც არ ავ-
წიოთ. დაფიქრდით: ჩვენი ხელები ქვევითაა, როცა კომპიუ-
ტერთან ვმუშაობთ, როცა მობილურით ვსარგებლობთ, როცა
წიგნს ვკითხულობთ. იშვიათი შემთხვევის გამოკლებით, რო-
ცა ვცდილობთ კარადაში რაიმეს მივწვდეთ, რაც ზედა თაროზე
დევს. არადა, ჩვენი წინაპრები სულ აკეთებდნენ ამას, როცა
ცდილობდნენ ხიდან ნაყოფის მოკრეფას. ამდენად, რადიო ტა-
ისო გვეხმარება ორგანიზმის გამამხნევებელი ვარჯიშების ბუ-
ნებრივად შესრულებაში.

რადიო ტაისოს 5-წუთიანი ვარჯიშის მოძრაობატა თანა


მიმდევრობა

115
116
117
იოგა
იოგაში ვარჯიში, რომელიც პოპულარულია იაპონიასა და
დასავლეთში, შეუძლია ყველას. ზოგიერთი პოზა ადაპტირე-
ბულია ფეხმძიმე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობე-
ბის მქონე პირთათვის.
იოგა მოდის ინდოეთიდან, რომელიც იქ ჯერ კიდევ ძველი
წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეებში ჩამოყალიბდა, რო-
გორც ფსიქიკურ და ფიზიკურ ელემენტთა ერთიანობა. სიტყვა
იოგა მოდის სანსკრიტიდან - იუჯ და აღნიშნავს გაერთიანებას,
შეერთებას, ვარჯიშს. თითქოს თვალწინ წარმოგვიდგენს ჯვა-
რივით გადაჯაჭვულ ცხოველებს, რომლებიც ერთად ეზიდები-
ან მარხილს. იოგა მიისწრაფვის სხეულისა და გონების ასეთი-
ვე ერთიანობისკენ, მოგვმართავს სიჯანსაღისა და ჰარმონიის-
კენ საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან.
იოგას მთავარი მიზნები:
• ადამიანურ ბუნებასთან დაახლოება
• ფსიქიკური და ფიზიკური განწმენდა
• ღვთიურთან დაახლოება

იოგას სხვადასხვა სტილი

იმის მიუხედავად, რომ იოგას ყველა სტილს ერთი მიზანი


აქვს, მაინც არსებობს განსხვავებები, რომლებიც გამომდინა-
რეობს სხვადასხვა ტრადიციიდან და ტექსტიდან, საიდანაც
იგი წარმოიშვა. მათ შორის განსხვავება, როგორც ოსტატები
ამბობენ, ის გზაა, რომელსაც საკუთარი თავის საუკეთესო
ვერსიამდე მივყავართ.
• ჯნანა იოგა:სიბრძნის, შემეცნების იოგა; გვეხმარება წეს-
რიგის ძიებასა და ფსიქიკურ განვითარებაში.
• კარმა იოგა: კონცენტრირდება მოქმედებასა და მოვა-
ლეობებზე, რაც გვაკავშირებს საკუთარ თავთან.
• ბჰაკტი იოგა: ღვთიურის, ერთგულებისა და სიყვარულის
სწავლა.

118
• მანტრა იოგა: მანტრების მეშვეობით რელაქსაციის
მდგომარეობის მიღწევა.
• კუნდალინი იოგა: ორგანიზმში აღვიძებს მთვლემარე ძა-
ლებს, რათა მივაღწიოთ სასურველ ფსიქიკურ მდგომარე-
ობას.
• რაჯა იოგა: ცნობილია, როგორც სამეფო გზა. სხვადასხვა
მოძრაობით ვამყარებთ კავშირს საკუთარ თავსა და გარე სამ-
ყაროსთან.
• ხათჰა იოგა: ყველაზე ფართოდაა გავრცელებული დასავ-
ლეთსა და იაპონიაში; მისთვის დამახასიათებელია ასანები,
ანუ ფიზიკური პოზები, რაც გვეხმარება ბალანსის მიღწევაში.

როგორ შევასრულოთ მზის მისალმება

მზის მისალმება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარჯი-


შია ხათჰა იოგაში. მისი შესრულებისას უნდა ვიხელმძღვანე-
ლოთ ამ 12 ნაბიჯით:
1. ფეხები ერთად. დადექით გამართულად, მაგრამ მოადუ-
ნეთ კუნთები, ამოისუნთქეთ.
2. შეატყუპეთ ხელისგულები მკერდის გასწვრივ; ამ პოზი-
ციაში ჩაისუნთქეთ და ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და გადაიზ-
ნიქეთ ოდნავ უკან.
3. ამოისუნთქეთ და დაიხარეთ წინ მანამ, სანამ მიწას არ
მისწვდებით ხელისგულებით, თან ისე, რომ მუხლები არ უნდა
მოხაროთ.
4.ცალი ფეხი გაჭიმეთ უკან, იმავდროულად სწორად გეჭი-
როთ ხელები და ჩაისუნთქეთ.
5.მეორე ფეხიც გაჭიმეთ უკან, ხელები კვლავ სწორად გე-
ჭიროთ და შეიკავეთ სუნთქვა.
6. ამოისუნთქეთ, მოხარეთ ხელები და მკერდით და მუხ-
ლებით დაეყრდენით მიწას.
7. გაჭიმეთ ხელები და გაიზნიქეთ უკან, თან ქვედა ტანი და-
ტოვეთ მიწაზე. ჩაისუნთქეთ.

119
8. ხელები და ფეხები მიწაზეა, ასწიეთ თეძოები ისე, რომ
სხეულმა მიიღოს V ფორმა. ამოისუნთქეთ.
9. ცალი ფეხი გამოსწიეთ წინ ისე, რომ მუხლი და ტერფი
ერთ ხაზზე აღმოჩნდეს თავსა და ხელებქვეშ. ჩაისუნთქეთ.
10. ამოისუნთქეთ და მეორე ფეხიც გამოსწიეთ წინ. გამარ-
თეთ ფეხები ისე, რომ ხელები ჯერ კიდევ მიწაზეა, როგორც მე-
3 პოზის დროს.
11. ასწიეთ ხელები თავზემოთ, ხელისგულები შეაერთეთ
და ოდნავ უკან გადაიხარეთ მე-2 პოზის მსგავსად.
12. ჩამოსწიეთ ხელები თავდაპირველ საწყის პოზიციაში.
ამოისუნთქეთ.
ამ ვარჯიშით ახლა შეეგებეთ მზეს; უკვე მზად ხართ, ენერ-
გიულად გაატაროთ კიდევ ერთი შესანიშნავი დღე.

მზის მისალმების მოძრაობათა თანამიმდევრობა

120
ტაი ჩი

ტაი ჩი ასევე ცნობილი, როგორც ტაი ჩუ უან - ჩინური საბ-


რძოლო ხელოვნებაა, რომელიც ათასობით წელიწადს ით-
ვლის ბუდიზმსა და კონფუციზმთან ერთად; იგი ძალიან პოპუ-
ლარულია იაპონიაში.
ჩინური ტრადიციის თანახმად, ტაი ჩი შექმნა ტაოს საბ-
რძოლო ხელოვნების ოსტატმა - ჩჟან სანფენმა, თუმცა იანგ
ლუჩანი იყო პირველი, ვინც ის მთელ მსოფლიოს გააცნო.
ტაი ჩი თავდაპირველად იყო ნინძა, შინაგანი საბრძოლო
ხელოვნება, რაც ნიშნავდა, რომ იგი ხელს უწყობდა პიროვ-
ნულ განვითარებას. ის მიმართულია თავდაცვაზე, რაც ასწავ-
ლის ადამიანს, დაამარცხოს მოწინააღმდეგე სისწრაფის დახ-
მარებითა და ნაკლები ძალის დახარჯვით.
ტაი ჩი, რომელიც ასევე მიიჩნეოდა სხეულისა და გონების
სამკურნალოდ, დღემდე გამოიყენება ჯანმრთელობისა და ში-
ნაგანი სიმშვიდის მისაღწევად. იმისთვის, რომ წაეხალისები-
ნათ ადგილობრივთა ფიზიკური აქტივობა, ჩინეთის მთავრო-
ბამ ტაი ჩი აღიარა, როგორც ვარჯიში და მან დაკარგა თავდა-
პირველი კავშირი საბრძოლო ხელოვნებასთან და იქცა ყვე-
ლასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის წყაროდ.

ტაი ჩის სტილი


არსებობს ტაი ჩის მრავალი სკოლა და სტილი. მათ შორის
ყველაზე გავრცელებულია:
• ჩენ სტილი: ნელი და ფეთქებადი მოძრაობების მონაც-
ვლეობა.
• იანგ სტილი: ყველაზე გავრცელებული ფორმა, მისთვის
დამახასიათებელია ნელი დინების მაგვარი მოძრაობები.
• ვუ სტილი: აერთიანებს პატარა, ნელ და თავისუფალ
მოძრაობებს.
• ჰაო სტილი: ფოკუსირდება თითქმის მიკროსკოპული გა-
რეგანი მოძრაობებით გამოხატულ შინაგან მოძრაობებზე. ეს
სტილი ყველაზე ნაკლებ გავრცელებულია ჩინეთშიც კი.

121
მათი განსხვავებების მიუხედავად, ყველა ამ სტილს საერ-
თო მიზანი აქვს:
1. მოძრაობათა სიმშვიდით კონტროლი.
2. დახვეწილობის უპირატესობა ძალაზე.
3. მოძრაობა დაიწყოთ მეორემ, მაგრამ გახდეთ პირველი.
4. კარგად შეისწავლოთ საკუთარი თავი და მეტოქე.

ტაიჩის 10 ძირითადი პრინციპი

ოსტატი იანგ ჩენგუ გვარწმუნებს, რომ ტაი ჩის სწორად


ვარჯიში შემდეგ 10 პრინციპს ითვალისწინებს:
1. ასწიეთ საკუთარი გვირგვინი, რათა მთელი ენერგიის
კონცენტრაცია მოახდინოთ ამ ჩაკრაზე (თავს ზემოთ).
2. შეკარით მკერდი და გაშალეთ ბეჭები, რათა გაამსუბუ-
ქოთ ქვედა ტანი.
3. მოადუნეთ წელი და მიეცით საშუალება, მართოს მთელი
სხეული.
4. ისწავლეთ სიმძიმისა და სიმსუბუქის გარჩევა. შეიგრძე-
ნით, როგორაა გადანაწილებული თქვენი სხეულის წონა.
5. მოადუნეთ მხრები და მიეცით საშუალება, ნელი მოძ-
რაობით მართოს ენერგიის დინება.
6. დააფასეთ გონების ფიზიკურ ძალაზე აღმატებულობა.
7. გააერთიანეთ ქვედა და ზედა ტანი, რათა შეთანხმებუ-
ლად იმოძრაონ.
8. გააერთიანეთ შინაგანი და გარეგანი ძალები, რათა სინ-
ქრონული გახდეს გონების, სხეულისა და სუნთქვის ურთიერ-
თქმედება.
9. არ გაწყვიტოთ მოძრაობის დინება; შეინარჩუნეთ დინე-
ბის ჰარმონიულობა.
10. დაიჭირეთ სიმშვიდე მოძრაობებში. აქტიური სხეული
მშვიდი გონების საწინდარია.
ღრუბლების იმიტაცია

122
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაი ჩის ვარჯიში წააგავს
ღრუბლების მოძრაობას და მას ტალღოვანი ხელები, რო-
გორც ღრუბლები ჰქვია. აი, მისი მოძრაობების თანამიმდევ-
რობა:
1. გაშალეთ ხელები თქვენ წინ ხელისგულებით ქვემოთ.
2. ხელისგულები მოაქციეთ შიგნით ისე, თითქოს ხეს ეხუ-
ტებით.
3. გაშალეთ ხელები განზე.
4. ასწიეთ მარცხენა ხელი ზემოთ და ცენტრისკენ, მარჯვენა
ხელი კი მიიტანეთ მუცელთან.
5. შექმენით ბურთის იმიტაცია ხელებით თქვენი სხეულის
წინ.
6. მარცხენა ხელისგული სახისკენ.
7.გადაიტანეთ სხეულის წონა მარცხენა ფეხზე - გადაინაც-
ვლეთ თეძოდან ქუსლით ამ ფეხისკენ, თვალებით კონცენ-
ტრირდით ხელის მოძრაობაზე.
8.მარცხენა ხელი მიიტანეთ წელთან და მარჯვენა - სახის
წინ.
9.გადაიტანეთ წონა მარჯვენა ტერფზე.
10.გადაიხარეთ მარჯვნივ, თან უყურეთ თქვენს მარჯვენა,
აწეულ ხელს.
11.გაიმეორეთ ეს მოძრაობა წყლის დინებასავით. წონა
გადაიტანეთ ერთი ტერფიდან მეორეზე და ხელები დააბრუნეთ
პირვანდელ პოზიციაში.
12.ხელები ისევ წინ გაშალეთ და ნელა დაუშვით დაბლა,
საწყის პოზიციაში.

123
ტალღოვანი ხელები, როგორც ღრუბლები – მოძრაობათა
თანამიმდევრობის ილუსტრაცია

ჩიგონგი

ჩიგონგი (chigong), ანუ ციგუნი ცნობილია, როგორც ჩი


კუნგი. მისი სახელწოდება შედგება ჩი (სიცოცხლის წყარო,
ენერგია) და გონგისგან (მუშაობა), რაც გულისხმობს იმას,
რომ ფორმა დაკავშირებულია სიცოცხლის ენერგიასთან. საკ-
მაოდ თანამედროვე, განსაკუთრებით კი ამ ახალი სახელწო-
დებით, ჩიგონგის ხელოვნება დაფუძნებულია ტაო ინის ძველ
შემოქმედებაზე, რომელიც აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზი-
კურ ჯანმრთელობას.
ამ პრაქტიკას ხშირად ვხვდებით სხვადასხვა წყაროში, ფი-
ზიკურ ვარჯიშებსა და საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად და
უკვე XX საუკუნეში, 1930 წლისთვის გამოიყენებოდა საავად-
მყოფოებში. ჩინეთის მთავრობამ ხელი შეუწყო მის პოპულა-
რიზაციას, რადგან უკავშირდებოდა ტაი ჩის.
ჩიგონგი მოიცავს სტატიკურ და დინამიკურ ფიზიკურ
მოძრაობებს, რომლებიც ასტიმულირებენ სუნთქვას როგორც
დგომისა და ჯდომისას, ისე დახრილ მდგომარეობაში. ჩიგონ-
გის ბევრი განსხვავებული სტილი არსებობს, მაგრამ ყოველი

124
მათგანი ემსახურება ჩის გაძლიერებას. მიუხედავად იმისა,
რომ მოძრაობები ძირითადად მსუბუქია, ვარჯიში საკმაოდ ინ-
ტენსიურად მიმდინარეობს.

ჩიგონგის დადებითი თვისებები

მრავალი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ისევე რო-


გორც ტაი ჩი და იოგა, ჩიგონგი გვთავაზობს ჯანმრთელობის
გაუმჯობესების შესაძლებლობას. აქ ჩამოთვლილი ყველა მი-
მართულება მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული და
რეკომენდებულია. სან-ფრანცისკოს ჩიგონგის ინსტიტუტის
წარმომადგენელი ექიმი კენეტ სანსიერი თავის სტატიაში (“ჩი-
გონგის სამედიცინო დანიშნულება”) წერს ჩიგონგის პრაქტი-
კის მრავალ გამაჯანსაღებელ თვისებაზე, მათ შორის:
• ტვინის ტალღების მოდიფიკაცია
• სქესობრივი ჰორმონების ბალანსი
• გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის
შემცირება
• სისხლის წნევის რეგულაცია
• ძვლების გაზრდილი სიმკვრივე
• სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
• დაბერების პროცესის შენელება
• ტვინში სისხლის უკეთესი მიწოდება და სხეულისა და ტვი-
ნის გაუმჯობესებული ურთიერთკავშირი
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებული მუშაო-
ბა
• კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტების შემცირება
ჩიგონგის ვარჯიში არამარტო სასურველი ფიზიკური ფორ-
მის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ სიცოცხლის გა-
ხანგრძლივებაშიც.

ჩიგონგის ვარჯიშის მეთოდები

125
უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად ვარჯიშისას სასიცოცხლო
ენერგია მიედინება მთელ სხეულში, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ
ამ პროცესის რეგულირება:
1. ტიაუ შენნ (სხეულის წონასწორობა): სწორი დგომა.
მნიშვნელოვანია მყარად ვიდგეთ მიწაზე.
2. ტიაუ შუი (სუნთქვის რეგულირება): სანამ არ მივაღწევთ
მშვიდ და გაწონასწორებულ რიტმს.
3. ტიაუ ჰსინ (გონების წონასწორობა): ყველაზე რთული
ნაწილი, რაც მოიცავს გონების ფიქრისგან სრულ გათავისუფ-
ლებას.
4. ტიაუ ჩი (სასიცოცხლო ენერგიის რეგულირება): წინა სა-
მის წონასწორობა, რათა მივაღწიოთ დინებას (სწორად დგომა
+ მშვიდი სუნთქვა + მშვიდი გონება).
5. ტიაუ შენ (სულიერი წონასწორობა): სული არის ბრძო-
ლის საფუძველიც და ძალაც. როგორც იანგ უინგ-მინგი ამ-
ბობს, სწორედ ესაა ტაიჯი ჩიგონგის მთავარი არსი.
ამ გზით მთელი ორგანიზმი მზად არის, იმუშაოს ერთობ-
ლივად, ერთი მიზნისთვის.

ჩიგონგის 5 ელემენტი

ჩიგონგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავარჯიშოების


სერია წარმოადგენს 5 ელემენტს: დედამიწა, წყალი, ხე, მეტა-
ლი და ცეცხლი. ამ მოძრაობათა სერიები მიმართულია ამ 5
ელემენტის გასაწონასწორებლად, რაც თავის მხრივ აუმჯობე-
სებს გონებრივ შესაძლებლობებსა და სხვადასხვა ორგანოს
სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ამ მოძრაობების შესრულების რამდენიმე გზა არსებობს.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბარსელონის ჩი-
გონგის ინსტიტუტის პროფესორის, მარია იზაბელ გარსია
მონრეალის მოდელით.

დედამიწა

126
ფეხები განზე და ტერფები ზუსტად მხრების პარალელუ-
რად.
1. ოდნავ გარეთ გასწიეთ ტერფები, რათა უფრო მყარად
დადგეთ მიწაზე.
2. მოადუნეთ და ჩამოუშვით მხრები, ხელები დაიჭირეთ
სხეულისგან ცოტა მოშორებით (ეს არის ვუ ჩი დგომა).
3. ჩასუნთქვისას ასწიეთ ხელები თქვენ წინ, სანამ ხელებს
გაუსწორებთ მხრებს, ხელისგულები დაბლა მოაქციეთ.
5. ამოისუნთქეთ, მოხარეთ მუხლები და ჩამოსწიეთ ხელე-
ბი კუჭის გასწვრივ, ხელისგულები თქვენკენ მოაბრუნეთ.
6. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია რამდენიმე წამით და კონცენ-
ტრირდით სუნთქვაზე.

წყალი

1. დაიწყეთ დედამიწის დგომით. მოხარეთ მუხლები და გა-


აკეთეთ ბუქნი, მკერდი შეინარჩუნეთ სწორად, ამოისუნთქეთ.
2. დააწექით კუდუსუნს, რათა გაჭიმოთ ხერხემალი.
3. ჩასუნთქვისას დაბრუნდით დედამიწის დგომში.
4. გაიმეორეთ 2-ჯერ სამი სრულიდან.

127
ხე

1. დედამიწის დგომი. შეაბრუნეთ ხელისგულები ზემოთ და


გაშალეთ ხელები განზე. შემოსაზღვრეთ წრე ჩასუნთქვისას,
სანამ ნიკაპთან მიიტანთ ხელებს. ამოატრიალეთ ხელები ისე,
რომ ხელისგულები და იდაყვები მოექცეს ქვემოთ, არ დაძა-
ბოთ მხრები.
2. ახლა უკუსვლით წადით და ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვი-
სას ქვემოთ წრე შემოსაზღვრეთ ხელებით მანამ, სანამ დაუბ-
რუნდებით საწყის პოზიციას.
3. გაიმეორეთ 2-ჯერ სამი სრულიდან.

მეტალი
1. დედამიწის დგომი. ასწიეთ ხელები და გაუსწორეთ გულ-
მკერდს.

128
2. ხელისგულები ერთმანეთისკენ იყურება, დაახლოებით
10 სანტიმეტრის დაშორებით, თითებიც ოდნავ დააშორეთ ერ-
თმანეთს ისე, რომ ჰაერმა იმოძრაოს (მიმართულება ზემოთ).
3. ჩაისუნთქეთ და დააშორეთ ხელები ერთმანეთს ისე,
რომ მიიტანოთ მხრების გასწვრივ.
4. ამოისუნთქეთ და მიუახლოვეთ ხელები ერთმანეთს მა-
ნამ, სანამ მიხვალთ მე-2 პოზიციამდე.
5. გაიმეორეთ 2-ჯერ სამი სრულიდან. დააკვირდით ენერ-
გიის კონცენტრირების პროცესს, როცა აერთებთ ხელებს
ფილტვების გასწვრივ.

ცეცხლი

1. დაიწყეთ ისევ დედამიწის დგომით. ჩასუნთქვისას მიიტა-


ნეთ ხელები გულთან, ცალი ხელი ოდნავ მაღლა მეორეზე, ხე-
ლისგულები ერთმანეთის პირდაპირაა.
2. ამოძრავეთ ხელები ისე, რომ იგრძნოთ გულიდან წამო-
სული ენერგია.

129
3. წელი მიატრიალეთ თქვენგან მარცხნივ, ტანი არ დაძა-
ბოთ და იდაყვები დაიჭირეთ მიწის პარალელურად.
4. ხელისგულები კვლავ ერთმანეთს უყურებს. ასე ნელ-ნე-
ლა დააშორეთ ისინი ერთმანეთს.ცალი ხელი ასწიეთ მხრის,
ხოლო მეორე კი ჭიპის გასწვრივ.
5. ახლა წელით მარჯვნივ შებრუნდით, ტანი მოდუნებუ-
ლია, იდაყვები ისევ მიწის პარალელურად.
6. ამოსუნთქვისას მიეცით ხელებს საშუალება, დაბრუნდეს
გულთან.
7. ხელისგულები ისევ ერთმანეთს უყურებს, გააცალკევეთ
ხელები. მიიტანეთ ერთი ხელი მხრის გასწვრივ, ხოლო მეორე
- ჭიპთან.

ვარჯიშის სერიათა დასასრული

1. დედამიწის დგომი. ჩაისუნთქეთ, მიიტანეთ ხელები


მხრების გასწვრივ, ხელისგულებით დაბლა.
2. ამოისუნთქეთ, დაუშვით ხელები და გააჩერეთ. დაბრუნ-
დით საწყის ვუ ჩის პოზიციაში.

შიაცუ

130
შიაცუს პრაქტიკა დაიბადა იაპონიაში XX საუკუნის დასაწ-
ყისში, თავდაპირველად ართრიტის სამკურნალოდ. გარდა
ამისა, შიაცუ ასევე ხსნის ენერგეტიკულ ბლოკებს ცერისა და
ხელისგულების დაწოლით კონკრეტულ წერტილებზე. გაწელ-
ვისა და სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად იგი გვეხმარება სხე-
ულის შემადგენელ ელემენტთა გაწონასწორებაში.
“აღსანიშნავია, რომ ტაო ინის (ძველი ხელოვნება ფსიქი-
კური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის) სახელი და ისტორია მე-
ტად ღირებულია. გასათვალისწინებელია, რა მთავარ ტექნი-
კას ვიყენებთ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯან-
მრთელობისთვის. გაწელვები და კონტრასტი, დახრა-ადგომა,
თავის აწევ-დაწევა, ნაბიჯები, ძირს დაწოლა, ყვირილი ან სუნ-
თქვა - ყველაფერი ეს შეიძლება იყოს ტაო ინი”.
ჯი ჰონგი

ისუნთქეთ უკეთესად, იცოცხლეთ ხანგრძლივად

ქსიუზენ შიშუს დასავლეთში იცნობენ სახელით 10 წიგნი


სრულყოფილების მისაღწევად. ის თარიღდება XIII საუკუნით
და მოიცავს მრავალფეროვან მასალას სხვადასხვა წყაროდან
გონებისა და სხეულის განვითარებისთვის.
ამ მასალებში შესულია სუნ სიმიაოს - ჩინელი ექიმის სწავ-
ლებანი. სუნ სიმიაო ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVI საუკუ-
ნეში. იყო 6 მკურნალი ხმის ტექნიკის ფუძემდებელი, რომე-
ლიც მოიცავს მოძრაობების, სუნთქვისა და ხმების კოორდინა-
ციას, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი სულის სიმშვიდეს.
ეს 6 ხმაა:
Xu: გამოითქმის, როგორ “შშჰ” - ღრმა შვებით, რომელიც
ასოცირდება ღვიძლთან.

He: გამოითქმის, როგორც “ჰერ” - მთქნარებით, ასოცირ-


დება გულთან.
Si: გამოითქმის, როგორც “სირ” - ნელი ამოსუნთქვით,
ასოცირდება ფილტვებთან.

131
Chui: გამოითქმის, როგორც “ჩუიი” - ძალისმიერი ამოსუნ-
თქვით, ასოცირდება თირკმელებთან.
Hoo: გამოითქმის, როგორც “ჰუ”, ასოცირდება ელენთას-
თან.
Xi: გამოითქმის, როგორც “ში” და ამთლიანებს მთელ სხე-
ულს.

სუნ სიმიაოს მიერ დაწერილი შემდეგი პოემა მოგვით-


ხრობს, როგორ შეგვიძლია ჯანსაღად ცხოვრება წელიწადის
სხვადასხვა დროს. ის შეგვახსენებს სუნთქვის მნიშვნელობას
და გვირჩევს, რომ, როცა ვსუნთქავთ, წარმოვიდგინოთ კონ-
კრეტული ორგანო, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო ჟღე-
რადობით ვუკავშირდებით.
გაზაფხულზე ისუნთქეთ Xu, რათა ფართოდ გაახილოთ
თვალები, რომ ხემ უმკურნალოს ღვიძლს.
ზაფხულში ისწრაფეთ He-სკენ, რათა გული და ცეცხლი
იყოს მშვიდად.
შემოდგომისას ისუნთქეთ Si, ორგანიზმის გაწონასწორე-
ბისა და ფილტვების გასაწმენდად.
თირკმელებისთვის ისუნთქეთ Chui და ნახავთ, როგორ
დაწყნარდება თქვენი სხეული.
გასათბობად გჭირდებათ Xi, რათა საკუთარი ორგანიზმი-
დან განდევნოთ ყოველგვარი ცხელება და პრობლემა.
ოთხივე სეზონის განმავლობაში, ღრმად ისუნთქეთ, რომ
ელენთამ, კუჭთან ერთად, შეძლოს საკვების გადამუშავება
და, რა თქმა უნდა, მოერიდეთ ხმაურიან ამოსუნთქვას -
თქვენს ყურებსაც კი არ გააგონოთ ეს.
ეს სავარჯიშოები საუკეთესოა და გაჯილდოებთ ღვთიური
ელექსირით.
შეიძლება ცოტა დამაბნეველია ყველა აღმოსავლურ ტრა-
დიციაში გარკვევა, რაც ამ თავში გაგაცანით, მაგრამ, რაც ნამ-
დვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყველა ამ აღმოსავ-
ლურ პრაქტიკას აერთიანებს ფიზიკური აქტივობა და სწორი
სუნთქვა. ეს ორი კომპონენტი - მოძრაობა და სუნთქვა - გვეხ-
მარება ცნობიერებისა და სხეულის ჰარმონიზაციაში, რომ

132
ტვინს არ მივცეთ უფლება გაგვიტაცოს ყოველდღიურ საზრუ-
ნავთა მორევში. ხშირად, როგორც წესი, სრულებით არ ვუკ-
ვირდებით, როგორ ვსუნთქავთ.

133
IX - გამძლეობა და ვაბი-საბი - როგორ
გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ
გამოწვევებს ისე, რომ სტრესმა არ
დაგვაბეროს

რას ნიშნავს გამძლეობა?

ერთი რამ, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, ვისაც მკაფი-


ოდ გამოხატული იკიგაი აქვს, არის გამძლეობა. ისინი არასო-
დეს ნებდებიან. მაშინაც კი, როცა თითქოს ყველაფერი მათ წი-
ნააღმდეგაა, რაც უნდა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ,
აგრძელებენ საყვარელი საქმის კეთებას.
საუბარია გამძლეობაზე. კონცეფცია, რომელიც საკმაოდ
აქტიური განხილვის საგანია ფსიქოლოგთა შორის.
გამძლეობა არ არის მხოლოდ მოთმინების კარგი უნარი.
როგორც ამ თავში ვნახავთ, ეს არის მსოფლმხედველობა,
რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ვკონ-
ცენტრირდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე ჩვენს ცხოვრებაში
და არა სასწრაფოდ შესასრულებელზე. სწორედ ამგვარად არ
გაგვიტაცებს ნეგატიური ფიქრები.
ამ თავის ბოლო ნაწილში გავეცნობით სხვადასხვა ტექნი-
კას, რომელიც გამძლეობის საზღვრებს სცილდება და გვეხმა-
რება სისუსტეთა დაძლევაში, რათა იოლად გავუმკლავდეთ
დაბრკოლებებს, მოვიპოვოთ ანტიმსხვრევადობა.
ადრე თუ გვიან ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება დაბრკოლებები.
ის, თუ როგორ ვიმოქმედებთ ასეთ სიტუაციებში, მთლიანად
განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. გონებისა და სხე-
ულის სათანადო ვარჯიში და ემოციების მართვა საუკეთესო
საშუალებაა ცხოვრების რთულ გამოწვევათა დასაძლევად.

134
Nana korobi ya oki.

დაეცი შვიდჯერ, ადექი რვაჯერ.


იაპონური ანდაზა

გამძლეობა არის უნარი, შევძლოთ დაბრკოლებებთან გამ-


კლავება. რაც მეტად გვაქვს ეს უნარი განვითარებული, მით
უფრო მარტივად შევძლებთ წამოდგომასა და საკუთარი თავის
ფეხზე დაყენებას, რათა გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რო-
მელიც აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას.
მტკიცე ხასიათის (გამძლეობის უნარის მქონე) ადამიანებ-
მა იციან, როგორ კონცენტრირდნენ მხოლოდ იმაზე, რაც მარ-
თლა მნიშვნელოვანია და, იმავდროულად, დარჩნენ მოტივი-
რებულნი. მოქნილობა მათი მთავარი ძალაა. ისინი არ უშინ-
დებიან ცვლილებებსა და გამოწვევებს. კონცენტრირდებიან
მხოლოდ იმაზე, რისი კონტროლიც თავად შეუძლიათ და არ
ღელავენ იმაზე, რისი შეცვლაც შეუძლებელია.
რეინოლდ ნიუბურის “სიმშვიდის ლოცვაში” ვკითხუ-
ლობთ:
“ღმერთო, გვასწავლე, რომ ყოველივე ის,
რისი შეცვლაც არ შეგვიძლია,
მივიღოთ სიმშვიდით.
მოგვეცი გამბედაობა, რათა შევცვალოთ
ის, რაც უნდა შევცვალოთ
და მოგვეცი სიბრძნე,
რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა შევძლოთ”.

135
ემოციური სიმტკიცე ბუდიზმისა და სტოიციზმის მიხედვით

სიდარტა გაუტამა (ბუდა) ნეპალის პრინცად დაიბადა და


სიმდიდრეში გაიზარდა, 16 წლის დაქორწინდა და შვილიც შე-
ეძინა.
მიუხედავად სიმდიდრისა, არ იყო ბედნიერი. 29 წლისამ
გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და სასახლიდან გაიქცა, რათა
ეცხოვრა ასკეტური ცხოვრებით. მაგრამ ასკეტიზმი არ აღმოჩ-
ნდა ის, რასაც ეძებდა. ამან ვერ შეძლო მისი გაბედნიერება.
ვერც სიმდიდრემ და ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ მოუტა-
ნა ნანატრი ბედნიერება. ის მიხვდა, რომ ბრძენი ადამიანი არ
უნდა უარყოფდეს ამქვეყნიურ სიამოვნებებს. ბრძენს შეუძლია
დატკბეს ამქვეყნიური სიამოვნებებით, მაგრამ აცნობიერებ-
დეს, რომ იოლად შეიძლება მათ მონად გადაიქცეს.
ზენომ ციტიუმიდან დაიწყო ცინიკების პრაქტიკა.
ცინიკები ასევე ასკეტურ ცხოვრებას მისდევდნენ და უარს
ამბობდნენ ამქვეყნიურ სიამეებზე. ისინი ცხოვრობდნენ ქუჩა-
ში და ერთადერთი, რაც ებადათ, იყო ზურგზე მოკიდებული პა-
ტარა ხურჯინი.
მას შემდეგ, რაც ზენომ დაინახა, რომ ასეთი ცხოვრება ვერ
ანიჭებდა ბედნიერების განცდას, მიატოვა ეს ცხოვრების წესი
და დააარსა სტოიციზმის სკოლა, რომლის მთავარი იდეაც
ასეთია: არაფერია ცუდი ამქვეყნიურ სიამოვნებებში, მთავა-
რია მათი მონა არ გავხდეთ. და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ
მათ დასათმობად.
ჩვენი მიზანი ყველანაირი სიამოვნების დათმობა არ არის,
როგორც ეს სინიციზმშია, არამედ მხოლოდ უარყოფითი ემო-
ციებისგან უნდა გავთავისუფლდეთ.
ბუდიზმისა და სტოიციზმის დაარსებიდან ორივეს მთავარი
მიზანი იყო სიამოვნების, ემოციებისა და ვნებათა კონტროლი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მიმდინარეობის ფილოსოფია
განსხვავებულია, ორივეს საყრდენი ეგოზე გამარჯვება და ნე-
გატიური ემოციებისგან გათავისუფლებაა.
ორივე - სტოიციზმიც და ბუდიზმიც - არის სხვადასხვა მე-
თოდით ბედნიერებასა და კეთილდღეობაში ვარჯიში.

136
სტოიციზმის თანახმად, ჩვენი სურვილები და ვნებები
პრობლემად არ მოიაზრება. ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ და ვი-
სიამოვნოთ ცხოვრებით, მაგრამ ამავე დროს არ მივცეთ ცხოვ-
რებისეულ სიამეებს ჩვენზე კონტროლის საშუალება. სტოიკო-
სები იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ემოციე-
ბის კონტროლი, ვირტუოზებს უწოდებენ.

რა არის ყველაზე საშინელი,

რაც შეიძლება მოხდეს?

როგორც იქნა, გვაქვს სამსახური, რომელზეც სულ ვოცნე-


ბობდით, მაგრამ სულ მცირე ხნის გასვლის შემდეგ უკვე რა-
ღაც ახალს ვეძებთ. ვიგებთ ლატარიაში და ვყიდულობთ ახალ
მანქანას. სულ მალე კი იახტის ყიდვა გვინდება. როგორც იქ-
ნა, მოვიგეთ ჩვენი საოცნებო გოგონას ან ბიჭის გული, რასაც
ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და თვალი უკვე
სხვისკენ გაგვირბის.
ადამიანები დაუოკებელნი არიან.
სტოიკოსებს სჯეროდათ, რომ ამ სახის სურვილები და ვნე-
ბები ნამდვილად არ ღირს მისაღწევად. ვირტუოზი ადამიანის
მიზანი არის სიმშვიდის მიღწევა. როცა თავისუფლდები ნეგა-
ტიური ემოციების, შფოთვის, შიშის, სირცხვილის, ბრაზისაგან
და მხოლოდ ბედნიერებას, სიყვარულსა და მადლიერებას გა-
ნიცდი.
სტოიკოსები იმისთვის, რათა მიეღწიათ ამ მდგომარეო-
ბისთვის, ვარჯიშობდნენ ნეგატიურ ვიზუალიზაციაში: წარმო-
იდგენდნენ ყველაზე საშინელ რამეს, რაც მათ შეიძლებოდა
მოსვლოდათ, რათა მზად ყოფილიყვნენ დაეკარგათ ყველა-
ფერი ის, რაც გააჩნდათ.
ნეგატიური ვიზუალიზაციისას ზედმეტ განცდათა გარეშე
უნდა წარმოვიდგინოთ ნეგატიური შემთხვევები.
სენეკა, ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადა-
მიანი, ცხოვრობდა ფუფუნებაში, მაგრამ იყო აქტიური სტო-

137
იკოსი. ის ყველას ურჩევდა ნეგატიური ვიზუალიზაციის პრაქ-
ტიკას ყოველ ღამით დაწოლის წინ, რასაც თავადვე აკეთებდა.
მაგალითად: ერთი კვირის განმავლობაში რჩებოდა მოსამსა-
ხურეების, საკვებისა და სასმლის გარეშე, არადა ამ ყველა-
ფერს მიჩვეული იყო, როგორც მდიდარი ადამიანი. ამის შედე-
გად კი მან შეძლო ეპასუხა კითხვისთვის: “რა არის ყველაზე
საშინელი რამ, რაც შეიძლება მოხდეს?”

მედიტაცია უფრო ჯანსაღი

ემოციებისთვის

ნეგატიურ ვიზუალიზაციასთან ერთად ნეგატიური ემოციე-


ბისგან გათავისუფლებაც რომ შევძლოთ, სტოიციზმის კიდევ
ერთი ცენტრალური დოგმა უნდა გავიცნოთ: იცოდე ის, რისი
კონტროლი შეგიძლია და რისი - არა! ეს სიმშვიდის ლოცვაში
უკვე ვნახეთ.
ისეთ საკითხებზე ნერვიულობა, რისი შეცვლაც არ შეგვიძ-
ლია, ენერგიის უაზრო ფლანგვაა. უნდა ვგრძნობდეთ და ვაც-
ნობიერებდეთ იმას, თუ რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა,
რაც მოგვცემს საშუალებას, გავთავისუფლდეთ ნეგატიური
ემოციებისგან.
როგორც ეპიქტეტუსი იტყოდა: “მთავარი ის კი არ არის,
რაც შეგვემთხვევა, არამედ ის, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია
მასზე”.
ძენბუდიზმში მედიტაცია არის საშუალება, გავაცნობიე-
როთ ჩვენი ფიქრები და ემოციები და ამასთანავე გავთავისუფ-
ლდეთ მათგან. მთავარი ის კი არ არის, რომ უბრალოდ გავა-
თავისუფლოთ გონება ამ ფიქრებისგან, არამედ დავაკვირდეთ
ფიქრებსა და ემოციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენს გონებაში.
ასე ვავარჯიშებთ გონებას, რომ არ გავებათ ბრაზის, შურისა
და წყენის მორევში.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუდისტური მანტრა,
რომელიც გვეხმარება ნეგატიური ემოციების კონტროლში,

138
არის: Om mani padme Hum (“ომ მანი პადმე ჰამ”), სადაც Om
- არის გულუხვობა, დიდსულოვნება, რაც ასუფთავებს ეგოს;
Ma - გვათავისუფლებს შურისა და ეჭვიანობისგან; Ni - არის
მოთმინება, რომელიც გვათავისუფლებს ვნებებისაგან; Pad -
სიბეჯითეა, რაც გვათავისუფლებს მიკერძოებული მე-სგან,
უვიცობისგან; Me - გვათავისუფლებს სიხარბისგან და Hum -
არის სიბრძნე, რომელიც გვათავისუფლებს სიძულვილისგან.

აქ და ახლა, ყველაფერი წარმავალია

კიდევ ერთი ხერხი გამძლეობის მოსაპოვებლად: ვიცო-


დეთ, რომელ დროში ვიცხოვროთ. ბუდიზმიც და სტოიციზმიც
შეგვახსენებს, რომ აწმყო არის ერთადერთი, რაც გვაქვს და
რისი კონტროლიც შეგვიძლია. იმის მაგივრად, რომ ვინერ-
ვიულოთ წარსულზე ან მომავალზე, მადლიერნი უნდა ვიყოთ
იმით, რაც გვაქვს აქ და ახლა.
“ერთადერთი მომენტი, როცა მართლა შეგიძლია იგრძნო,
რომ ცოცხალი ხარ, არის აწმყო”, - ამბობს ვიეტნამელი ბუდის-
ტი ბერი თიკ ნათ ჰანი.
იმასთან ერთად, რომ უნდა ვიცხოვროთ აქ და ახლა, სტო-
იკოსები გვირჩევენ გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი ამ
ცხოვრებაში წარმავალია.
რომაელი დამპყრობელი მარკუს ავრელიუსი ამბობდა,
რომ ყველაფერი ის, რაც გვიყვარს, ფოთოლივითაა, რომე-
ლიც ნებისმიერ დროს შეიძლება ქარმა მოწყვიტოს ხეს. ის
ასევე ამბობდა, რომ ყველა ცვლილება, რაც ჩვენ გარშემო
ხდება, არაა შემთხვევითი, არამედ ეს არის მთავარი არსი სამ-
ყაროსი, რაც ახლოსაა ბუდისტურ ცნებებთან.
არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი, რაც
გაგვაჩნია, იქნება ეს ნივთები თუ საყვარელი ადამიანები, ერთ
დღეს გაქრება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაგრამ პე-
სიმიზმის გარეშე. იმის გააზრებამ, რომ ყველაფერი წარმავა-
ლია, არ უნდა დაგვთრგუნოს, არამედ უნდა შეგვაყვაროს აწ-
მყო, ეს წუთი და ყველაფერი ის, რაც ახლა ჩვენ გარშემოა.

139
“ყველა ცოცხალი არსება მოკვდავია და წარმავალი”, - ამ-
ბობს სენეკა.
სამყაროს წარმავალი ბუნება ყველა ბუდისტური დისციპ-
ლინის ცენტრია. ამის გააზრება კი გვიცავს დაკარგვით გამოწ-
ვეული ტკივილისგან.

ვაბი-საბი და იჩი-გო იჩი-ე

ვაბი-საბი არის იაპონური კონცეფცია, რომელიც გვიჩვე-


ნებს მთელი სამყაროს წარმავალი, ცვალებადი და ნაკლოვა-
ნი ბუნების სილამაზეს. სილამაზის სრულყოფილებაში ძიების
მაგივრად, ჩვენ უნდა ვეძებოთ ის სწორედ ნაკლოვანსა და და-
უსრულებელში.
სწორედ ამიტომაა, რომ იაპონელები განსაკუთრებულ ღი-
რებულებას ანიჭებენ გაბზარულ და არასტანდარტულ ჭიქებს.
ამ კონცეფციის მიხედვით, მხოლოდ არასრულყოფილი საგნე-
ბი შეიძლება იყოს ნამდვილად მშვენიერი, რადგან მხოლოდ
მათშია სამყაროს ნამდვილი ბუნება.
იჩი-გო იჩი-ე ითარგმნება ასე: “ეს მომენტი არსებობს მხო-
ლოდ ახლა და არასოდეს განმეორდება”. ამას ხშირად ამბო-
ბენ სხვადასხვა შეკრების დროს და ერთგვარი შეხსენებაა იმი-
სა, რომ ნებისმიერი გამოცდილება, არა აქვს მნიშვნელობა,
რას უკავშირდება იგი - მეგობრებს, ოჯახს თუ უცხო პირთ,
არის უნიკალური და განუმეორებელი, რაც მიგვანიშნებს, ვის-
წავლოთ ყოველი წუთით ბედნიერება და არ მივეცეთ უაზრო
ღელვას წარსულსა და მომავალზე.
ეს კონცეფცია ძირითადად გამოიყენება ჩაის სმის ცერემო-
ნიების დროს, მედიტაციისას და იაპონურ საბრძოლო ხელოვ-
ნებაში. ყოველივე აქ ჩამოთვლილი ყურადღებას ამახვილებს
აწმყოზე კონცენტრაციაზე.
დასავლურ კულტურაში მრავლადაა მრავალსართულიანი
აგურის შენობები და ისეთი ტაძრები, რომლებიც იშვიათად
იცვლიან სახეს, ამით კი გვავიწყდება, რომ დრო მიედინება.
ბერძნულ-რომაული არქიტექტურა აღმერთებს სიმეტრიას,

140
მკაცრ ხაზებს, ფასადებსა და ღმერთების ქანდაკებებს, რომ-
ლებიც უკვე საუკუნეებისაა.
იაპონური არქიტექტურა კი ნაკლებად ცდილობს, იყოს
ზედმეტად პომპეზური და იდეალური, რადგან მიმართავს ვა-
ბი-საბის სტილს. ტრადიციას, რომელიც გულისხმობს შენობე-
ბის ხისგან შექმნას, რაც თავისთავად წარმავალია და მოით-
ხოვს განახლებას შთამომავლობის მიერ. იაპონური კულტუ-
რა ითავისებს ადამიანებისა და ყველა ცოცხალი არსების წარ-
მავალ ბუნებას იმ ყველაფერთან ერთად, რასაც ჩვენ ვქმნით.
იაპონიაში მდებარე ისეს დიდი სალოცავი საუკუნეების
განმავლობაში ყოველ 20 წელიწადში ერთხელ რესტავრირ-
დება. უმთავრესი კი ისაა, რომ შენობა არ იდგეს შეუცვლელად
დიდი ხნის განმავლობაში. ეს ტრადიციაა, რომელიც ნამდვი-
ლად უკეთ უძლებს დროს, ვიდრე ადამიანის ხელით შექმნილი
ნებისმიერი რამ.
საიდუმლო ისაა, რომ გავაცნობიეროთ: არის რაღაც, რისი
კონტროლიც ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად, დროისა და ამ-
ქვეყნიური წარმავალი ბუნების.
იჩი-გო იჩი-ე გვასწავლის ვკონცენტრირდეთ აწმყოზე და
ვისიამოვნოთ ყოველი წუთით, რასაც ცხოვრება გვჩუქნის.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვიპოვოთ ჩვენი იკი-
გაი.
ვაბი-საბი გვასწავლის ნაკლოვანების დაფასებას, რადგან
ის განვითარების მთავარი გასაღებია.

გამძლეობის მიღმა: ანტიმსხვრევადობა

ლეგენდა გვეუბნება, რომ ჰერკულესის შერკინება ურ-


ჩხულ ჰიდრასთან დიდი თავსატეხი გამოდგა. ჰერკულესმა აღ-
მოაჩინა, რომ, როცა თავს აჭრიდა ურჩხულს, მას ერთის მა-
გივრად ორი თავი ამოსდიოდა. ის ვერასოდეს შეძლებდა მის
დამარცხებას, რადგან ყოველი ჭრილობა ურჩხულს კიდევ უფ-
რო აძლიერებდა.

141
ამ ფენომენს ამერიკელმა ესეისტმა ნასიმ ნიკოლას თალე-
ბიმ უწოდა “ანტიმსხვრევადი”, ანუ, როდესაც საგნები იღებენ
სარგებელს ყოველი მარცხისგან. ჩვენ ვიყენებთ სიტყვა
მსხვრევადს, რათა აღვწეროთ ადამიანები, ორგანიზაციები და
საგნები, რომლებიც სუსტდებიან ყოველი დარტყმისგან. სამ-
წუხაროდ, არა გვაქვს მტკიცესა და გამძლეს ფენომენის შე-
სატყვისი სიტყვა, რომელიც გამოხატავს იმას, ვისაც ან რასაც
შეუძლია მარცხთან გამკლავება ისე, რომ არ დასუსტდეს, ანუ
გახდეს უფრო ძლიერი, როცა აზიანებენ (მარცხისგან გაძლი-
ერდეს).
ჰიდრას ფენომენს რომ დავუბრუნდეთ. როცა დაზიანებით
ბევრად ძლიერდები, თალები გვთავაზობს ტერმინს - ანტიმ-
სხვრევადი. ანტიმსხვრევადობა გამძლეობას და სიმტკიცეს
აღემატება. გამძლე უძლებს ყველაფერს, მაგრამ მეტ ძალას
არ იძენს, იგივე რჩება, ხოლო ანტიმსხვრევადი ხდება უკეთე-
სი, ვიდრე დარტყმის მიყენებამდე იყო.
მრავალი კატასტროფა და გაუთვალისწინებელი შემთხვე-
ვა კარგი მაგალითია ამ ფენომენის სადემონსტრაციოდ. 2011
წელს ცუნამმა გადაუარა ტოჰუკუს რეგიონს იაპონიაში, რამაც
დიდი ზარალი მიაყენა მრავალ ქალაქს, ყველაზე მეტად კი ფუ-
კუსიმას.
როდესაც კატასტროფიდან ორი წლის შემდეგ მოვინახუ-
ლეთ სანაპირო ზოლი, ვნახეთ ბევრი მიტოვებული ავტოგასა-
მართი სადგური, მატარებლის ცარიელი გაჩერებები, თითქოს
ჯერ კიდევ იმ კატასტროფის ნამსხვრევებს ვუყურებდით. ეს
რეგიონები თითქოს მიივიწყა მთავრობამ, მათ კი დამოუკი-
დებლად ძალიან გაუჭირდათ ფეხზე წამოდგომა.
სხვა ადგილები - იშინომაკი და კესენუმაც ძალიან დააზა-
რალა ცუნამმა, მაგრამ მათ რამდენიმე წელიწადში შეძლეს ამ
ზარალთან გამკლავება. ამ ქალაქებმა გვიჩვენეს იმის მაგა-
ლითი, თუ როგორ შეიძლება ასეთი ზარალის შემდეგაც თავი-
დან დადგე ფეხზე და დაუბრუნდე ჩვეულ მდგომარეობას.
მიწისძვრამ, რომელმაც გამოიწვია ცუნამი, დააზარალა
ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური. ტოკიოს ელექტრო-
ინჟინრები არ იყვნენ მზად ამ კატასტროფისთვის. შესაბამი-

142
სად, არც გეგმა ჰქონდათ, თუ როგორ შეძლებდნენ ამ ზარა-
ლის ანაზღაურებას. ფუკუსიმას ბირთვული სადგური დღემდე
საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეს ასე გაგრძელდება კიდევ
მრავალ ათეულ წელიწადს. ესეც მსხვრევადობის კარგი მაგა-
ლითია, როცა გაჩნდა გაუთვალისწინებელი გარემოება.
იაპონური ფინანსური ბაზრები მიწისძვრიდან რამდენიმე
წუთში დაიკეტა. რომელმა ბიზნესმა ნახა მოგება ამის შემდეგ?
სამშენებლო კომპანიებმა, რომლებიც საკმაოდ ნელა მიიწევ-
დნენ წინ 2011 წლამდე; ტოკუჰუს სანაპიროს მთლიანი რეკონ-
სტრუქციის აუცილებლობა იქცა ამ კომპანიების ახალ, დიდ
შესაძლებლობად. იაპონური სამშენებლო კომპანიები აღმოჩ-
ნდნენ ანტიმსხვრევადები, რადგან ამ საერთო ზარალში მათ
მოგება ნახეს. ანუ დაბრკოლება გამოიყენეს, როგორც შესაძ-
ლებლობა.
ახლა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ კონცეფციის ჩვენს
სასიკეთოდ გამოყენება. როგორ შეგვიძლია გავხდეთ უფრო
ანტიმსხვრევადები?

ნაბიჯი 1: შექმენით ალტერნატივები

იმის მაგივრად, რომ დასჯერდეთ ერთ ხელფასს, შეეცადეთ


მოძებნოთ გზა, როგორ მიიღოთ შემოსავალი თქვენი ჰობი-
დან, ან სხვა სამსახურიდანაც. თუ მხოლოდ ერთი სამსახური
გაქვთ, შესაძლებელია იმედგაცრუებული დარჩეთ იმ შემ-
თხვევაში, თუ გაგათავისუფლეს ან კომპანია გაკოტრდა. ეს კი
სწორედ მსხვრევად მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. მაგრამ, თუ
გექნებათ ალტერნატივა - რამდენიმე სხვა სამუშაო, მაშინ იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ერთი დაკარგეთ, შეგეძლებათ მეტი დრო
დაუთმოთ თქვენს მეორე საქმეს და შესაძლებელია უფრო მე-
ტი ფინანსური სარგებელიც ნახოთ. ამგვარად, თქვენ გაიმარ-
ჯვებთ საკუთარ უიღბლობაზე და იქნებით ანტიმსხვრევადი.
ხანდაზმულთა სრული უმრავლესობა, რომლებიც ოგიმიში
გამოვკითხეთ, ფლობდა ორ ან მეტ პროფესიას. თითქმის ყვე-

143
ლას ჰქონდა საკუთარი ბაღი, სადაც მოჰყავდათ ბოსტნეული
და შემდეგ ყიდდნენ კიდეც ადგილობრივ ბაზარში.
იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. მთავარი იდეა კი
მდგომარეობს შემდეგში - ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ
მოათავსებთ.
რომანტიკული ურთიერთობებისას არიან ისეთები, თავი-
ანთ პარტნიორებს რომ აღმერთებენ და ის ერთი ხდება მათ-
თვის მთელი სამყარო. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან
მტკივნეულია პარტნიორის დაკარგვა და დიდ ტკივილს განიც-
დიან. ისინი კი, ვისაც აქვთ მყარი მეგობრული ურთიერთობე-
ბი ყველასთან, ბევრად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებიან და
ადვილად გადაიტანენ ურთიერთობის დასრულებას. ისინი იქ-
ნებიან ანტიმსხვრევადები.
ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, სულაც არ მჭირდება ერთ
სამსახურზე მეტი, სავსებით ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს და
იმ მეგობრებითაც, ვინც ჩემ გარშემოა. რატომ უნდა შევცვა-
ლო რამე? შეიძლება დროის უაზრო ფლანგვად მოგეჩვენოთ
ისიც, რომ შეიძინოთ ახალი საქმე და საზრუნავი, რადგან გგო-
ნიათ, რომ საოცარი რაღაცები მარტივად არ მოდის. ჩვენ კარ-
გად ვგრძნობთ თავს კომფორტის ზონაში. მაგრამ ადრე თუ
გვიან აუცილებლად ხდება გაუთვალისწინებელი რაღაც. ამი-
ტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.

ნაბიჯი 2: ზოგ საკითხში გმართებთ წინდახედულობა,


ზოგში კი გარისკვა

ფინანსების სამყარო ძალიან კარგი საშუალებაა ამ კონ-


ცეფციის ასახსნელად. თუ თქვენ გაქვთ 10000 დოლარი დანა-
ზოგი, შეგიძლიათ გადადოთ 9000 და დარჩენილი 1000 დო-
ლარი გამოიყენოთ სტარტაპის შესაქმნელად, რომელსაც გა-
ფართოების დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, 10 სხვა-
დასხვა წამოწყება და თითოეული 100-დოლარიანი ბიუჯეტით.
მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი სცენარით, შეიძლე-
ბა სამმა იდეამ არ გაამართლოს და დაკარგოთ ჩადებული

144
თანხა, მაგრამ შესაძლოა დანარჩენმა 7-მა გაამართლოს, ან
რომელიმე სამმა დიდი მოგება მოგიტანოთ და ის ჩადებული
100 დოლარი გასამმაგდეს, ან გაათმაგდეს კიდეც. ნებისმიერ
შემთხვევაში, ცდად ნამდვილად ღირს. მაშინაც კი, როცა რო-
მელიმე წამოწყება არ ამართლებს, შესაძლოა სხვებმა გა-
ამართლოს და ასე თქვენ საკუთარი ზარალითაც კი მოიგებთ
ზუსტად ისე, როგორც ჰიდრა, რომელსაც ერთ თავს კვეთდნენ
და სანაცვლოდ ორი ამოსდიოდა.
ანტიმსხვრევადობის საიდუმლო არის მცირე რისკების გა-
წევა, რომელსაც შეიძლება დიდი ჯილდო მოჰყვეს. გარისკვა
აუცილებელია, ამის გარეშე ისე ვიქცევით, თითქოს ჩვენი და-
ნაზოგი - 10000 დოლარი - მთლიანად გაურკვეველი რეპუტა-
ციის მქონე ფონდში გადავრიცხეთ.

ნაბიჯი 3: გათავისუფლდით ისეთი

რაღაცებისგან, რაც გხდით ადვილად მსხვრევადს

ახლა სხვა მხრიდან მივუდგეთ ამ საკითხს. რა არის ის, რაც


ხდება ჩემი გატეხის მიზეზი? ეს შეიძლება იყვნენ კონკრეტული
ადამიანები, ნივთები და ჩვევები, რომლებიც გვიქმნიან დანა-
კარგის განცდას. ამით კი ვგრძნობთ უსუსურობას.
როდესაც ახალი წლის რეზოლუციას ვწერთ, ახალ მიზნებ-
სა და გამოწვევებს ვუსახავთ საკუთარ თავს. ასეთი მიზნები ძა-
ლიან კარგია, მაგრამ “თავიდან მოსაშორებელ” მიზნებს ბევ-
რად უკეთესი შედეგი შეიძლება ჰქონდეს.
• თავი დავანებო სასუნავს
• ვჭამო ტკბილი კვირაში მხოლოდ ერთხელ
• ნელ-ნელა გადავიხადო ვალები
• თავი ავარიდო ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას
• აღარ ვაკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს
მხოლოდ იმიტომ, რომ ამას საჭიროება მოითხოვს.
• დღეში 20 წუთზე მეტი არ დავუთმო სოციალურ ქსელებს
(ფეისბუკს)

145
იმისთვის, რომ გამოვიმუშაოთ გამძლეობა, არ უნდა გვე-
შინოდეს დაცემის, რადგან ყოველი დაცემა არის განვითარე-
ბის შესაძლებლობა. ყოველი პრობლემა ფასდაუდებელი გა-
მოცდილებაა. თუ გავითავისებთ ანტიმსხვრევად დამოკიდე-
ბულებას, ვიპოვით გაძლიერების შესაძლებლობას ყოველ
დაცემასა და გამოწვევაში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გა-
ვაუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრების სტილი და ვკონცენტრირ-
დეთ ჩვენს იკიგაიზე.
ყოველი დარტყმა შეგვიძლია მივიღოთ, როგორც უიღ-
ბლობა ან გამოცდილება, რომელიც გვეხმარება ჩვენი ცხოვ-
რების სხვადასხვა ასპექტის გაუმჯობესებაში.
როგორც თალები წერს, ანტიმსხვრევადში “ჩვენ გვჭირდე-
ბა იმპროვიზაცია, არეულობა, თავგადასავალი, განუსაზღვრე-
ლობა, თვითაღმოჩენა, ტრავმული ეპიზოდები საკუთარ ცხოვ-
რებაში - სწორედ ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას ღირებულს”. გირ-
ჩევთ წაიკითხოთ ნასიმ ნიკოლას თალების “ანტიმსხვრევადი”
(Antifragile), სადაც უფრო ფართოდაა განხილული ეს კონცეფ-
ცია.
ცხოვრება იდეალური არ არის, მას ბევრი ნაკლი აქვს ისე-
ვე, როგორც ყოველ ჩვენგანს, მაგრამ, როგორც ვაბი-საბის
ფილოსოფიამ და გამოცდილებამ აჩვენა, ყველაფერი წარმა-
ვალია, მაგრამ, თუ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული იკიგაი,
ყოველი წუთი ზღვა შესაძლებლობებს გვთავაზობს, ისეთს,
ყოველი წამი უსასრულობად რომ მოგეჩვენებათ. ასე დროც კი
შეგიძლიათ გააჩეროთ - ჩაკეტოთ ოთახში, რომლის გასაღე-
ბიც თქვენს ხელშია.

146
ეპილოგი - იკიგაი: ცხოვრების
ხელოვნება

მიტსუო აიდა არის XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გა-


მორჩეული და ცნობილი იაპონელი კალიგრაფი-ჰაიკუისტი
(იაპონური მინიმალისტური პოეზიის მიმდევარი). ის კიდევ
ერთ-ერთი მაგალითია იმისა, ვინც თავი მიუძღვნა საკუთარ
იკიგაის: ემოციების გადმოცემა სამტაეპიანი ლექსით, რომე-
ლიც მთლიანობაში 17 მარცვალს შეიცავს, შიოდოს - იაპონუ-
რი კალიგრაფიის ხელოვანის ფუნჯის მეშვეობით.
მიტსუო აიდას ჰაიკუს (მინიმალისტური ლექსების) ფილო-
სოფია წარმოადგენს აწმყოში ცხოვრებას და დროის დინების
შეუქცევადობას. სტრიქონი მისი ერთ-ერთი ლექსიდან ასე
ითარგმნება: “მხოლოდ აქ და ახლა არის ჩემი და შენი ცხოვ-
რება”.

ერთ-ერთ სხვა ლექსში აიდა წერს მხოლოდ ამ სიტყვებს


“აქ და ახლა” - ეს არის ტექნიკა, რომელიც გვეხმარება Mono
no aware-ის (წარმავლობის მელანქოლიური აღქმა) მიღება-
ში.

შემდეგი ლექსი ეძღვნება იკიგაის აღმოჩენის ერთ-ერთ გა-


საღებს, რომელიც ასე იკითხება: “ბედნიერება ყოველთვის შე-
ნი გულით განისაზღვრება”.

147
და ეს ბოლო ლექსიც, რომელიც გვეუბნება: “იარეთ წინ,
გეზს არასოდეს გადაუხვიოთ”.

როდესაც აღმოაჩენთ საკუთარ იკიგაის, ამ საქმის კეთება


და ყოველდღე მისი გაღვივება თქვენს ცხოვრებას აზრს შეს-
ძენს. იმ წუთიდან კი, როცა ჩნდება ცხოვრების აზრი, აღმოჩ-
ნდებით დინების მდგომარეობაში, როგორც კალიგრაფი, რო-
მელიც წერს ტილოზე, ან შეფმზარეული, რომელიც უკვე ნახე-
ვარი საუკუნეა სუშის ამზადებს და სიყვარულით უმასპინ-
ძლდება სტუმრებს.
შეჯამება
ყოველ ჩვენგანს განსხვავებული, უნიკალური იკიგაი აქვს,
მაგრამ ის, რაც ყველას გვაერთიანებს, არის ცხოვრების აზ-
რის ძიება. როცა ჩვენ ყოველ დღეს ვატარებთ ისეთი საქმის
კეთებაში, რომელიც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, ბევრად უფ-
რო სავსე და ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ. როდესაც
ცხოვრების აზრს ვკარგავთ, იმედგაცრუება გვიპყრობს.
დღევანდელი ცხოვრება უფრო და უფრო გვაშორებს ჩვენს
ნამდვილ ბუნებას და ძალიან მარტივად შეიძლება დავკარ-
გოთ ცხოვრების აზრი, ან უბრალოდ ვერ ვხვდებოდეთ, რის-
თვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ნუ მისცემთ უფლებას
ფულს, ძალაუფლებასა და წარმატების დაუოკებელ სურვილს,
გმართოთ და გაგიფანტოთ გონება.
ჩვენი ინტუიცია და ცნობისმოყვარეობა არის ყველაზე
ძლიერი შინაგანი კომპასი, რომელიც საკუთარ იკიგაისთან
დაკავშირებაში გვეხმარება. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას გა-
ნიჭებთ; შეწყვიტეთ ისეთი საქმის კეთება, რომლის შესრულე-
ბაც სინამდვილეში არ გინდათ. მიეცით ცნობისმოყვარეობას
გასაქანი, აკეთეთ ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას გილამა-
ზებთ და გაბედნიერებთ. სულაც არაა საჭირო, ეს რაიმე მას-
შტაბური იყოს. ცხოვრების აზრი შეიძლება დედობაში (მამო-
ბაში) ან მეზობლების დახმარებაში ვიპოვოთ.

148
ცხოვრება ამოცანა არ არის, რომელიც უნდა ამოვხსნათ.
უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ უნდა გქონდეთ საქმე, რომლი-
თაც დაკავდებით, რომელიც გიყვართ, რისი კეთებაც დიდ სი-
ამოვნებას განიჭებთ ისეთ ადამიანთა გარემოცვაში, რომელ-
თაც უყვარხართ.

იკიგაის 10 წესი

ახლა შევაჯამოთ ჩვენი მოგზაურობა იკიგაის 10 წესით,


რომელიც ოგიმის სუპერხანდაზმულთა ბრძნული გამონათ-
ქვამების მიხედვით შევადგინეთ:
1. იყავით მუდამ აქტიურნი; ნუ გახვალთ პენსიაზე. ისინი,
ვინც თავს ანებებენ საყვარელი საქმის კეთებას, კარგავენ
ცხოვრების აზრს. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, აკეთოთ
ის, რაც ღირებულია თქვენთვის. განვვითარდეთ, გავუზიაროთ
ერთმანეთს სიკეთე, დავეხმაროთ ერთმანეთს მაშინაც კი, რო-
ცა ჩვენი ოფიციალური სამსახური და საქმიანობა დასრულდე-
ბა.
2. არ იჩქაროთ. სიჩქარე უკუპროპორციულად აისახება
ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. როგორც ძველი ანდაზა ამბობს
“ნელა იარე და შორს წახვალ”. როცა გავთავისუფლდებით
სასწრაფოდ გასაკეთებლის შეგრძნებისგან, ცხოვრება და
დრო ახალ მნიშვნელობას შეიძენს.
3. არ დანაყრდეთ. ზოგჯერ ცოტა საკმაოდ ბევრია! ეს ნამ-
დვილად ეხება კვებას. თუ დიდხანს სიცოცხლე გვინდა, კვების
80%-იანი წესის თანახმად, იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთე-
ლები, უნდა ვჭამოთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გვინდა. გავჩერ-
დეთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ გვშია.
4. შემოიკრიბეთ თქვენ გარშემო კარგი მეგობრები. მეგობ-
რები საუკეთესო წამალია. მათ ვუზიარებთ ჩვენს განცდებსა
და ემოციებს, რაც თითოეულ დღეს გასაოცრად ალამაზებს და
ყველანაირ შფოთვას აქარწყლებს. მეგობრები ყოველთვის
გვაძლევენ რჩევებს, მეგობრებთან ერთად ყოფნა მხიარულე-

149
ბა და დღესასწაულია… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრა-
ლოდ იცხოვრეთ…
5. კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადექით შემდეგი დაბადების
დღისთვის. წყალი მოძრაობს ყველაზე კარგად მაშინ, როცა
შეუფერხებლად მიედინება. სხეულს, რომელიც მთელი სი-
ცოცხლის განმავლობაში გვემსახურება, სჭირდება ყოველ-
დღიური ვარჯიში, რათა რაც შეიძლება დიდხანს გვემსახუ-
როს. ამასთანავე, ვარჯიში ხელს უწყობს ბედნიერების ჰორ-
მონების გამომუშავებას - ვარჯიში აბედნიერებს!
6. გაიღიმეთ. გარდა იმისა, რომ ხალისიანი განწყობა კარ-
გია მოსადუნებლად, ის ასევე გვეხმარება მეგობრების შეძენა-
ში. მნიშვნელოვანია დავინახოთ ის, რაც არ არის კარგი, მაგ-
რამ მთავარია გავაცნობიეროთ, რამხელა პრივილეგიაა
ვცხოვრობდეთ აქ და ახლა, სადაც სამყარო უამრავ შესაძლებ-
ლობას გვთავაზობს.
7. აღადგინეთ კავშირი ბუნებასთან. მიუხედავად იმისა,
რომ უმრავლესობა დღეს ქალაქში ცხოვრობს, ადამიანის ბუ-
ნებრივი მდგომარეობა სწორედ ბუნებასთან კავშირია. ჩვენც
დროდადრო უნდა გავიდეთ ბუნებაში, რათა აღვადგინოთ ეს
კავშირი, რაც ენერგიით გვავსებს და გვაძლიერებს.
8. იყავით მადლიერნი. მადლიერი იყავით თქვენი წინაპ-
რების; ბუნების, რომელიც გვაძლევს სუფთა ჰაერს, რომელ-
საც ვსუნთქავთ; საკვების, რასაც მივირთმევთ. მადლობა უთ-
ხარით მეგობრებს, მშობლებს, ყველასა და ყველაფერს, რაც
ცხოვრებას გილამაზებთ, ბედნიერებას განიჭებთ და გაგრძნო-
ბინებთ, როგორი იღბლიანი ხართ. ყოველდღე თუნდაც ერთი
წუთი დაუთმეთ მადლიერების გამოხატვას და ნახავთ, როგორ
აივსება თქვენი ბედნიერების ფიალა.
9. იცხოვრეთ აწმყოში. შეწყვიტეთ წარსულსა და მომავალ-
ზე ღელვა. დღევანდელი დღე არის ის, რაც გაქვთ. შეეცადეთ
გამოიყენოთ ეს დრო საუკეთესოდ. აქციეთ ეს დღე დაუვიწყარ
მოგონებად.
10. მიჰყევით თქვენს იკიგაის. თქვენში არის უნიკალური
ნიჭი, რომელიც თქვენსავე ცხოვრებას აზრს სძენს და შთაგა-
გონებთ, რომ ეს ნიჭი - თქვენი საუკეთესო "მე" გაუზიაროთ

150
სამყაროს სიცოცხლის ბოლომდე. თუ ჯერ არ იცით, რა არის
თქვენი იკიგაი, როგორც ვიქტორ ფრანკლი ამბობდა, თქვენი
მისია მისი აღმოჩენაა.

ამ წიგნის ავტორები გისურვებთ ხანგრძლივ, ბედნიერ, მი-


ზანდასახულ ცხოვრებას და საკუთარი იკიგაის აღმოჩენას!
მადლობა, რომ იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად იკიგაის სამ-
ყაროში!
ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი

151

You might also like