You are on page 1of 204

1

მეი მასკი
ქალი ისახავს

მიზანს

მთარგმნელი: გიორგი არონია

2
რჩევები თავგადასავლებით,
სილამაზითა და წარმატებით
აღსავსე ცხოვრებისთვის

ამ წიგნს იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომლებმაც უდიდესი გავლენა


იქონიეს ჩემს ცხოვრებაზე:
დედას, ვინ ჰალდემანს, რომელმაც მე, ჩემი დები და ყველა ქალი,
ვინც გზად შეხვდა, დიდი საქმეების საკეთებლად საჭირო თავდაჯერებუ-
ლობით აღგვავსო.

ჩემს დას, ლინ ჰალდემანს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაშიყო-


ველ საღამოს ისმენდა ჩემს პრობლემებს და მიბიძგა, სარჩელი შემეტანა
საბინაო კოოპერატივის წინააღმდეგ, რათა ჩემს კორპუსში კვამლსადენი
შეკეთებულიყო.

ჩემს ტყუპისცალ დას, ქეის, რომელიც მთელი ცხოვრება მმფარვე-


ლობდა და რეალობისთვის თვალის გასწორებას მასწავლიდა.

ტოსკას, ჩემს უსაყვარლეს ქალიშვილს, და ილონსა და კიმბალს, ჩემს


ბიჭებს, რომლებიც პატივს მცემდნენ და მუდამ გვერდით მედგნენ.

ჩემს თერთმეტ შვილიშვილს, რომელთა წყალობითაც დღესაც ვსწავ-


ლობ, მათი შეკითხვები კი ხალისით მავსებს.

ჩემს დიდ ოჯახს, მეგობრებსა და გუნდს, რომლებიც მუდამ ჩემთან


არიან.

3
სარჩევი
შესავალი
იცხოვრე გაბედულად, ოღონდ - განსაკუთრებული
სიფრთხილით: დაისახეთ მიზანი და გაბედეთ! . . . . . . . . . . 8

ნაწილი პირველი: სილამაზე

1. ახლა ყველაზე მოდური შევერცხლილი თმაა:


ცხოვრება თანდათანობით უმჯობესდება . . . . . . . . . . . . . . . 11

2. იყავით მომხიბლავი: უმჯობესია იყოთ საინტერესო,


ვიდრე ლამაზი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22

3. როცა კარგი მოდელი უგემოვნოდ იცვამს: სულაც არ არის


აუცილებელი მოდური იყოთ, უბრალოდ იპოვეთ მეგობარი,
რომელსაც სტილის გრძნობა აქვს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 27

4. მე მიყვარს მაკიაჟი და მაკიაჟს ვუყვარვარ მე:


მაკიაჟს თქვენი გამომეტყველების შეცვლა შეუძლია . . . . . 36

5. თავდაჯერებულობა:
იარეთ თავაწეულმა და იყავით ყურადღებიანი . . . . . . . . . . 40

ნაწილი მეორე: თავგადასავლები

6.ჟაკარანდას ყვავილობა: აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა.46

4
7. აღმოჩენები: იფიქრეთ მოსალოდნელზე და მზად იყავით
მოულოდნელისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 55

8. რატომაც არა? უთხარით „კი“ შესაძლებლობებს . . . . . . . 62

9. ქალი ისახავს მიზანს: თქვენი ცხოვრება თავად


წარმართეთ და მიზნად ბედნიერება დაისახეთ. . . . . . . . . . . 68

10. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ:


გაუმკლავდით პრობლემებს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84

ნაწილი მესამე: ოჯახი

11. დასაქმებული დედა: იყავით სამაგალითო . . . . . . . . . . 91

12. თორმეტი წელი მაგიური ასაკია: თუკი ბავშვები რამით დაინ


ტერესდნენ, წაახალისეთ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . 98

13. ახალი სტარტი: თქვით „დიახ“ და გახადეთ თქვენი ცხოვრება


უფრო საინტერესო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .105

14. თუ საჭიროა, სხვა ქვეყანაში გადადით საცხოვრებლად:


გაბედეთ! უკან დაბრუნებას ყოველთვის შეძლებთ . . . . . . . 110

15. აკეთეთ კეთილი საქმეები:


დააფასეთ უანგარო საქციელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .115

5
ნაწილი მეოთხე: წარმატება

16. ქალი სამსახურში:


რაც მეტს იშრომებთ, მით პეტად გაგიმართლებთ . . . . . . . 122

17. ითხოვეთ, რაც გსურთ:


შეუპოვრობა წარმატების საწინდარია . . . . . . . . . . . . . . . .. .126

18. იგრძენით თავი ფანტასტიკურად:


ნუ ჩაეფლობით იმედგაცრუების ჭაობში . . . . . . . . . . . . . . ..131

19. იარეთ წინ! ზოგჯერ ცხოვრების ხელახლა დაწყება


საუკეთესო გამოსავალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .139

20. გამოდით ჩვეული როლიდან:


გასცდით საკუთარ საზღვრებს . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . 146

21. ინსტაგრამით სახელგანთქმული:


ახალი ტექნოლოგიის შეცნობა არასდროსაა გვიან . . . . . . 152

22. All thes Single Ladies: ბედნიერება არ ასხვავებს


შეყვარებულსა და მარტოხელას - ის ორივეს ხვედრია . . .. 157

ნაწილი მეხუთე: ჯანმრთელობა

23. იკვებეთ ჯანსაღად და თავს ბედნიერად იგრძნობთ:


შეადგინეთ კვების განრიგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . 164

6
24. კვლავაც ისიამოვნეთ საჭმლით:
ჯადოსნური აბი არ არსებობს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .175

25. სტუმრის მოტანილ შოკოლადს სტუმარივე წაიღებსო:


მოერიდეთ ცდუნებას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 182

26. არ გაჩერდეთ:
აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 186

27. საქმე ბედნიერ ხალხთან დაიჭირეთ:


აუცილებელია, ჯანსაღი ურთიერთობები გქონდეთ .. . . . . 191

28. დიდებულია იყო სამოცდათერთმეტის:


გაიღიმეთ! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .195

დასასრული
დაისახეთ მიზანი: ახლავე გადადგით პირველი ნაბიჯი!. . . . 204

7
შესავალი

იცხოვრე გაბედულად, ოღონდ -


განსაკუთრებული სიფრთხილით

დაისახეთ მიზანი და გაბედეთ!

ჩვენს ოჯახს ორი რამ გამოარჩევდა: საკუთარი თვითმფრინავი


და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა. ჩემმა მშობლებმა კანადა, ამე-
რიკა, აფრიკა, ევროპა, აზია და ავსტრალია მცირე ზომის პროპელე-
რიანი, ფრთებზე ტილოგადაკრული თვითმფრინავით მოიარეს, რო-
მელსაც არც ნავიგატორი ჰქონდა და არც რადიოგადამცემი. პატა-
რები ვიყავით, თუმცა ყოველ ზამთარს კალაჰარის უდაბნოში და-
კარგული ქალაქის საპოვნელად დავდიოდით. ახლა ვხვდები, უდაბ-
ნოს დალაშქვრა კომპასის ამარა, სამი კვირის სამყოფი საკვებითა
და წყლით, თან ხუთ ბავშვთან ერთად, რამდენად სახიფათო იყო,
მაგრამ მამა და დედა თადარიგს იჭერდნენ, მოგზაურობის თითოე-
ულ დეტალს ზედმიწევნით გეგმავდნენ. ოჯახის დევიზი იყო: „იცხოვ-
რე გაბედულად, ოღონდ ‒ განსაკუთრებული სიფრთხილით“.
მამაჩემი თავგადასავლებს ეძებდა, თუმცა მშვენივრად ესმოდა,
რომ მოულოდნელ საფრთხეს ყოველთვის მზად უნდა დახვედრო-
და. ჩემი ცნობისმოყვარეობა და აღმოჩენებისკენ სწრაფვაც მისი
დამსახურებაა. და ისიც, სარისკო ნაბიჯები რომ არ მაშინებს, თუ, რა
თქმა უნდა, ვიცი, რომ სათანადოდ მოვემზადე.
აფრიკაანსში1 არსებობს ერთი გამოთქმა, რომელთან ერთადაც
გავიზარდე - “N boer maak ’ n plan ”. სიტყვასიტყვით ასე ითარგმნე-
ბა: „ფერმერი მიზანს ისახავს“ და ამ ფრაზას სამხრეთ აფრიკაში ხშ-

1
ერთ-ერთი სახელმწიფო ენა სამხრეთ აფრიკაში

8
ირად გაიგონებდით. ჩვენც მაშინვე ეს გამოთქმა გვახსენდებოდა,
როცა პრობლემის გადაჭრის გზებს ვეძებდით. რა დაბრკოლებასაც
უნდა შეეჩეხოთ, თვალი გაუსწორეთ და გამოსავალი მონახეთ.
თავიდან ამ წიგნისთვის სხვა სახელწოდება შევარჩიე – „იბრძო-
ლე და თავი გადაირჩინე!“, მაგრამ ვერავის შევატყვე აღფრთოვანე-
ბა. იმედი მაქვს, მისი წაკითხვის შემდეგ არ მოგიწევთ გადარჩენის-
თვის ისე ბრძოლა, როგორც მე ვიბრძოდი. ცხოვრების გზაზე ბევრ
პრობლემას გადავაწყდი და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი მიზნის და-
სახვა მიწევდა. გეგმების დაწყობა, ცხადია, ქალსაც შეუძლია, მაგ-
რამ ვიღაცის ალმაცერად შემოხედვაც საკმარისია იმისთვის, რომ
ხელი აიღოთ განზრახვაზე. ასეთ დროს ახალი გეგმა უნდა შეიმუშა-
ოთ (სხვათა შორის, კაცებსაც ემართებათ ასეI).
ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება ხელახლა და უკვე მოწიფულს, სამი
ქვეყნის ცხრა სხვადასხვა ქალაქში მიცხოვრია. არ გირჩევთ, ჩემსა-
ვით ყველაფერი თქვენც მრავალგზის თავიდან დაიწყოთ, მაგრამ,
თუ ამას მაინც ვერ ასცდებით, ახალ წამოწყებებზე დაფიქრდით,
კარგად მოემზადეთ. ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან, იმოქ-
მედეთ თამამად, გაბედულად და თქვენი ცხოვრება შეიძლება უფრო
საინტერესო გახდეს, თავად კი უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი.
მეც სწორედ ასე ვიქცეოდი, მაგრამ ახალგაზრდასა და გამოუც-
დელს ძალიან მიჭირდა. მაინც დაჟინებით მივისწრაფოდი ჩემი მიზ-
ნისკენ, ვიდრე პირად ცხოვრებასა და საქმეში წარმატებას არ მი-
ვაღწიე. ამ დროს ყველაფერს ერთბაშად ვერ დაგეგმავთ და ეს არც
არის აუცილებელი ‒ პრობლემები თანდათან უნდა მოაგვაროთ.
რასაკვირველია, მერე და მერე სხვა დაბრკოლებებსაც გადააწყდე-
ბით. თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი მაინც პირველი ნაბიჯის გადადგმაა.
ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. იზრუნოთ საკუთარ თავზე,
ოჯახსა და მეგობრებზე, კარგად გამოიყურებოდეთ და თავს ფანტას-
ტიკურად გრძნობდეთ, გქონდეთ წარმატებული კარიერა და იცხოვ-
როთ გაბედულად ‒ ამდენზე ერთდროულად ვერ იფიქრებთ. ჯერ
ერთი ნაბიჯი გადადგით, შემდეგ ‒ მეორე და ასე ნელ-ნელა წახვალ

9
წინ.
განსაცდელი რომ დამატყდებოდა, გატაცებით ვკითხულობდი
რომანებს და ისეთ ლიტერატურას, რომელიც პიროვნულ ზრდაში
მეხმარებოდა. ისინი იმედით მავსებდნენ. იქნებ ამ ამბებმა, ახლა
რომ გიზიარებთ, იმედის ნაპერწკალი თქვენც გაგიღვივოთ.
შესანიშნავ ასაკში ვარ‒ შვიდი ათწლეული ვიცხოვრე, ორ სფე-
როში წარმატებული კარიერა ავიწყვე, სამი შვილი აღვზარდე, უკვე
თერთმეტი შვილიშვილის ბებია ვარ... და ახლა იმაზე უფრო სასურ-
ველი სპიკერი და მოდელი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამ წიგ-
ნის დაწერაც კი შემომთავაზეს! ამიტომ ვამბობ: ძალიან მაგარია,
იყო სამოცდათერთმეტი წლის! ძალიან მაგარია, ყოველი დილა გა-
ხარებდეს.
სწორი მიდგომით, მკაფიო გეგმებითა და გამბედაობით მარსის
დალაშქვრაც კი შესაძლებელია!

10
ნაწილი პირველი

სილამაზე

ახლა ყველაზე მოდური შევერცხლილი


თმაა

ცხოვრება თანდათანობით უმჯობესდება

ორმოცდაცხრამეტი წლისამ გადავწყვიტე, თმა აღარ შემეღება


და ჭაღარა შევიფერე. ორი წლის შემდეგ, ორსული, ჟურნალ “New
York Magazine”'-ის2 გარეკანზე აღმოვჩნდი (სინამდვილეში ორსუ-
ლი ხომ ვერ ვიქნებოდი, მაგრამ დამაჯერებლად გამოვიყურებოდი).
სამოცდაშვიდი წლის ვიყავი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პირვე-
ლად რომ გამოვედი ჩემზე სამჯერ უმცროს გოგოებთან ერთად. სა-
მოცდაცხრა წლის ასაკში “CoverGirl” -ის3 სახე გავხდი.
წარმოგიდგენიათ? მე ‒ არა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვერ-
ცხლისფერი თმა სუპერმოდელად მაქცევდა. თხუთმეტი წლისამ
პირველად გავიარე პოდიუმზე და მაშინვე მომახალეს, რომ ამ ასპა-
რეზზე თავს ორიოდ წელში ამოვწურავდი. არ მეგონა, სამოდელო
საქმიანობას ამდენ ხანს თუ შევრჩებოდი და არასდროს წარმომედ-
გინა, რომ კარიერის პიკს სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მი-
ვაღწევდი. აი, უკვე ორმოცდათექვსმეტი წელი გავიდა, ცხოვრებას
კი მხოლოდ ახლა ვიწყებ.

2
ამერიკული ჟურნალი ცხოვრების წესისა და მოდის შესახებ, გამოდის 1952
წლიდან, ორ კვირაში ერთხელ
3
კოსმეტიკის ამერიკული ბრენდი, დაარსდა 1961 წ. მერილენდის შტატში

11
ასაკის მატებასთან ერთად ქალებმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყა-
რონ. გიჟური ტემპით ვცხოვრობ. სულ სიახლის ძიებაში ვარ, ვხა-
ლისობ, ვმუშაობ იმდენს, რამდენიც არასდროს მიმუშავია, სოცია-
ლურ მედიასაც იმისთვის ვიყენებ, დავრწმუნდე, რომ ვმუშაობ ისე,
როგორც არასდროს, თან მაქსიმალურად ვხალისობ. ხალისი ვახ-
სენე, არა? თუკი კაცები ცხოვრების სწრაფ რიტმს არ თმობენ, მაშინ
ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? არ დანებდეთ ასაკს, არ მის-
ცეთ მას საშუალება, თქვენი ცხოვრება შეანელოს ან განვითარება-
ში ხელი შეგიშალოთ. იკვებეთ სწორად, გაიღიმეთ ხშირად, იყავით
მუდამ აქტიური, მხიარული და თავდაჯერებული ‒ ეს არის საკუთარ
თავზე ზრუნვის საუკეთესო გზა. არასდროს შემშინებია სიბერის მო-
ახლოების. ეგ კი არა და, ნაოჭები სახეზე ‒ და სამოცი წლის მერე
თეძოებსა და მკლავებზეც – საინტერესოდ მეჩვენება. უბრალოდ მი-
ხარია, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნე.
ჩემი მშობლების მეგობარ ქალს საკუთარი სამოდელო სკოლა
და სააგენტო ჰქონდა სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში. ამი-
ტომაც არ გამჭირვებია, მოდელობა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას და-
მეწყო. მას ლეტი ერქვა და მის ქმარს, მამაჩემივით, თვითმფრინავი
ჰყავდა. ყოველ კვირა საღამოს ისინი ჩვენს ოჯახთან ერთად ვახ-
შმობდნენ. ლეტი გარეგნულად საოცრად ლამაზი და გრაციოზული
იყო,ხოლო შინაგანად ‒ ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული, რაც უნ-
და ეთხოვა, ყველაფერს სიხარულით ვუსრულებდი.
მე და ჩემი ტყუპისცალი და ქეი თხუთმეტი წლის ვიყავით, როცა
ლეტიმ თავის სამოდელო სკოლაში უფასოდ სწავლა შემოგვთავაზა
და ჩვენც წამითაც არ დავფიქრებულვართ, დავთანხმდით. სადიპ-
ლომო ჩვენებისთვის შანელის სტილის ვარდისფერი კოსტიუმი თვი-
თონ შევიკერე, თმის ვარცხნილობა და მაკიაჟიც ჩემით გავიკეთე.
ლეტი იყო პირველი, ვისთანაც მოდელად დავიწყე მუშაობა. შა-
ბათობით რომ დამიძახებდა, სავაჭრო ცენტრში გამართულ მოდის
ჩვენებებში გამოვდიოდი ან სარეკლამო გადაღებებში ვმონაწილე-
ობდი. მოდელობა განსაკუთრებულად და პრესტიჟულად არ მიმაჩ-
ნდა, არც საკუთარ თავს აღვიქვამდი ვინმეზე უპირატესად. ეს,უბრა-

12
ლოდ სამუშაო იყო. ოღონდ აქ თურმე უფრო მეტს იხდიდნენ ‒ და
ამას რა სჯობდა?! – მაგრამ ეს რომ შევიტყვე, გულწრფელად გამიკ-
ვირდა. მიხვალ, ჩაიცვამ კაბას, გაივლ-გამოივლი ოთახში და წახ-
ვალ სახლში. რატომ უნდა გიხდიდნენ ამაში ბევრ ფულს? არადა,
მართლა იხდიდნენ, მშვენიერი გასამრჯელო იყო, განსაკუთრებით
ჩემხელა გოგოსთვის.
როგორ ვიფიქრებდი იმ დროს, რომ სამოცდათერთმეტი წლის
ასაკშიც ისევ მოდელი ვიქნებოდი. ყველა მოდელი ძალიან ახალ-
გაზრდა იყო – ამას იმწამსვე მიხვდებოდით, მოსამზადებელ ოთახსა
და კულისებს თვალს თუ შეავლებდით. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი
დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ სულაც არ ვწუხდი ამაზე. მი-
ხაროდა, რომ ხელფასს მიხდიდნენ. ჩემი მიზანი მოდელად მუშაობა
კი არა, უნივერსიტეტში სწავლა იყო.
ჩემდა გასაოცრად, მოდელობა უნივერსიტეტში სწავლის დრო-
საც გავაგრძელე. ჩემს გეგმას მივყევი და უნივერსიტეტი დავამთავ-
რე, მაგრამ მერე კიდევ ერთი სიურპრიზი დამატყდა თავს ‒ გავ-
თხოვდი! მალევე არც შვილების გაჩენას ვაპირებდი. არ მეგონა, თუ
თაფლობის თვეში დავფეხმძიმდებოდი და სამ წელიწადში სამ
შვილს გავაჩენდი. ილონი, კიმბალი და ტოსკა ‒ ესეც კიდევ სამი სი-
ურპრიზი! ყოველი ბავშვის დაბადებასთან ერთად ჩემს თმას ქერა
კულულები ემატებოდა, ტოსკას დაბადების შემდეგ კი საბოლოოდ
ქერათმიანი გავხდი.
ლეტიმ მთხოვა და ბავშვების გაჩენის შემდეგ ისევ მოდელობას
დავუბრუნდი. სააგენტოში ჩვენებებისთვის პატარძლის დედის მო-
დელი სჭირდებოდათ და თვრამეტი წლის გოგონები ნამდვილად არ
გამოადგებოდათ ‒ მეტისმეტად ახალგაზრდები იყვნენ ამ როლის-
თვის. ამიტომ დამიკავშირდა ლეტი მე ‒ ოცდარვა წლის ზრდასრულ
ქალს.
ასე და ამგვარად, სამხრეთ აფრიკაში ყველაზე ასაკოვანი მოდე-
ლი გავხდი.
ოცდათერთმეტი წლის ვიყავი, როცა ქმრისგან გამოქცეულმა
მარტოხელა დედის სტატუსით დურბანს მივაშურე. ფინანსურად ვე-

13
ღარ ვახერხებდი, თმის შესაღებად სალონებში მევლო და თვითონ
ვიღებავდი. და რა გამოვიდა ‒ ჩემს ქერა კულულებს ალაგ–ალაგ
ჟღალი ელფერი დაედო, ახლა „ბლორანჟს“ რომ ეძახიან, ისეთი.
გარდა ამისა, თმა მეხვეოდა და ფულის დასაზოგად ჩემით ვიჭრიდი.
ახლაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მოდელად მუშაობას მაინც მთავა-
ზობდნენ, ასე რომ, ვარცხნილობა მაინცდამაინც არ მანაღვლებდა.
ჩემი თმის ფერი და ვარცხნილობა ხელს არ მიშლიდა, გამეგრძელე-
ბინა კვებასა და დიეტასთან დაკავშირებული პრაქტიკა, ოცდაერთი
წლისამ პრეტორიაში, საკუთარ ბინაში რომ წამოვიწყე ‒ კლიენ-
ტებს ჩემი რჩევები სჭირდებოდათ, გარეგნობას კი ყურადღებას არა-
ვინ აქცევდა.
ორმოცდაორი წლის ვიყავი, ტორონტოში რომ გადავედი საც-
ხოვრებლად. იქაურ უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომს ვწერდი
და, პარალელურად, მოდელადაც ვმუშაობდი და დიეტოლოგადაც,
ვცდილობდი, როგორმე ორივე პროფესიაში აქტიური და წარმატე-
ბული ვყოფილიყავი. ისეთი პორტფოლიო მქონდა, იმგვარი სამუ-
შაო გამოცდილებით, ტორონტოს ერთ-ერთ სააგენტოში ულაპარა-
კოდ ამიყვანეს სამუშაოდ იმის იმედით, რომ ჩემით ფულს იშოვიდ-
ნენ. ძირითადად ახალგაზრდა მოდელები სჭირდებოდათ და სამუ-
შაოსაც უმთავრესად მათ სთავაზობდნენ, თუმცა იმისთვის, რომ
პროდუქტი რეალისტური გამოსულიყო, ასაკით უფროს მოდელებს
იწვევდნენ. იმ დროს რომელიღაც გარეკანისთვის პირველად გადა-
მიღეს ბებიის როლში. მაშინ სულ რაღაც ორმოცდაორი წლის გახ-
ლდით!
რა თქმა უნდა, ტორონტოში ორმოც წელს გადაცილებული სხვა
მოდელებიც იყვნენ. ჩვენებებსა თუ გადაღებებზე უფრო ხშირად მე
ვიყავი ერთადერთი ოცდაათ წელზე უფროსი ასაკისა, მაგრამ მერე
ესეც შეიცვალა. ხვდებით ალბათ, რომ ეს არც მაღალი მოდა იყო და
არც ე. წ. „ოტკუტიური“, არც ნიუ-იორკის ან მილანის მოდის კვირე-
ული.
მახსოვს, ერთხელ მოდის ისეთ ჩვენებაზე გამოვედი, სადაც ქა-
ლებიც და კაცებიც მოწიფული ასაკის იყვნენ. ჩვენების შემდეგ ყვე-

14
ლა ერთად წავედით ბარში დასალევად.
ერთმა კაცმა მითხრა, მოგიწევს, სასმელი თვითონ იყიდო, რად-
გან ერთადერთი ხარ, ვინც ჩემთან არ წოლილაო. გაოცებულმა შევ-
ხედე, მან კი პასუხად მომიგო: – დიახ, დიახ, ყველა დანარჩენთან
ერთად მატრასის რეკლამაში გადამიღესო.
აი, სწორედ ასეთ სამსახურს სთავაზობდნენ ასაკით უფროს მო-
დელებს, ფასდაკლებული საწოლებისა და რაღაც ამდაგვარის რეკ-
ლამას.
ჩემთვის, შეიძლება ითქვას, სულერთი იყო – მე ხომ პრესტიჟუ-
ლობის გამო არ ვიყავი იქ. ეს სამუშაო მჭირდებოდა. გარდა ამისა,
მოდელობას ვაგრძელებდი იმიტომ, რომ ყოველდღიურობას მიხა-
ლისებდა და თავის მოვლას, კარგ ფორმაში ყოფნას მაიძულებდა.
თანაც, შესაძლებლობას მაძლევდა, ოფისს მოვშორებოდი, სხვა-
დასხვა ქალაქში მემოგზაურა და ახალი ნაცნობები გამეჩინა. იმ
დროს დიეტოლოგად ვმუშაობდი და, ამ საქმიანობაში ხელი რომ არ
შემშლოდა, სამოდელო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სა-
მი კვირით ადრე მაფრთხილებდნენ ასეთ შეკვეთებსს თვეში მხო-
ლოდ ოთხჯერ ვთანხმდებოდი. სამოდელო საქმეში იმდენივეს მიხ-
დიდნენ, რამდენსაც დიეტოლოგის კონსულტაციებში, რაც ჩემი შე-
მოსავლის მთავარი და სტაბილური წყარო იყო. ხელგაშლილად
ნამდვილად არ მიცხოვრია, მაგრამ ეს შემოსავალი ყოველდღიურ
ხარჯებს, ბინის ქირას, ავტობუსის სამგზავრო ბილეთებს, სასკოლო
უნიფორმებს, ბენზინსა და მანქანის მოვლას ნამდვილად ჰყოფნიდა.
სამოდელო სამუშაოს წყალობით შემეძლო მეყიდა თვითმფრინავის
იაფი ბილეთი ოჯახის მოსანახულებლად, ტანსაცმელი ან სახლის-
თვის საჭირო ნივთები. იშვიათად, მაგრამ ახალი კაბის ყიდვასაც ვა-
ხერხებდი. მოდელობა შემიძლია მოსაწყენი და ხანგრძლივი წვიმის
შემდეგ ცაზე გამოჩენილ ცისარტყელას შევადარო. ჩემს კლიენტებს
არ ვეუბნებოდი, მოდელი რომ ვიყავი ‒ სოციალური მედია მაშინ არ
არსებობდა და, ცხადია, ეს არავინ იცოდა.
ხანდახან მეკითხებოდნენ, ამა დაამ ჟურნალში თქვენ ხომ არ
ხართო. ვუდასტურებდი, რომ მე ვიყავი და თან ვაზუსტებდი: “Sears”

15
-ის4 ხალათების დედოფალი ვარ-მეთქი.
რას იზამთ! ეს იყო ჩემი საქმე. როგორც კი ამერიკული სავაჭრო
კომპანია ამ მარკის ხალათებს მიიღებდა გასაყიდად, გადაღებებზე
მეძახდა, პროდუქცია შთამბეჭდავად რომ წარმომეჩინა.
ორმოცდაათი წლის რომ გავხდი, უკვე ნიუ-იორკში ვცხოვრობ-
დი. რამდენიმე წარმატებულ სარეკლამო კამპანიაში მივიღე მონა-
წილეობა, მერე უფრო დიდ სააგენტოსთან გავაგრძელე თანამ-
შრომლობა, რადგან მეგონა, რომ ასე სამოდელო სამყაროში უფრო
შემამჩნევდნენ. პირიქით მოხდა: ადრე სამოდელო კონტრაქტებს
ხანდახან მაინც მთავაზობდნენ, ახლა კი ‒ იშვიათად.
სააგენტოებს წერილებს ვუგზავნიდი ელექტრონული ფოსტით
და ვსაყვედურობდი, თქვენთან სამოდელო კარიერის დასრულება-
ზე კი არ გამიფორმებია კონტრაქტი, პირობებს რატომ არ ასრუ-
ლებთ-მეთქი. ისინი კი ერთსა და იმავეს მწერდნენ ‒ საჩემო სამუ-
შაო უბრალოდ არ იყო.
ვრეკავდი. პასუხად კი მესმოდა: „ჯერჯერობით თქვენ არ სჭირ-
დებით. სხვა, უფრო ცნობილი მოდელები ურჩევნიათ“.
„არც ისინი არიან მაინცდამაინც პოპულარულები“, – ვფიქრობ-
დი ჩემთვის.
ვერ ვხვდებოდი, რატომ აღარ სურდათ ჩემთან თანამშრომლო-
ბა. მოდელობას ათწლეულები შევალიე და, როგორც ჩანს, ჩემი
დრო წავიდა – ამ საქმისთვის თავი უნდა დამენებებინა. ერთხელ
ისიც კი მითხრეს, შენი გარეგნობა აღარავის მოსწონსო.
სამოდელო ინდუსტრიაში დასაქმებულ ჩემს ნაცნობებს სრული-
ად შემთხვევით ქუჩაში ან რესტორანში რომ გადავეყრებოდი, ამ
სიტყვებით მეგებებოდნენ: შენი მოწვევა გვინდოდა, მაგრამ ჩვენ-
თვის არ გცალიაო.
ამის შემდეგ სააგენტოში მივდიოდი და ვეუბნებოდი, თურმე ჩემ-
თან თანამშრომლობას ცდილობდნენ, მე კი რატომღაც არაფერი
ვიცი–მეთქი.

4
ამერიკული მაღაზიათა ქსელი, დაარსდა 1892 წელს ჩიკაგოში

16
უარობდნენ, არა, არავის დაურეკავს, ეტყობა, სხვაში ეშლები-
თო.
აი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, თმა აღარ შემეღება. „ფაქტობ-
რივად, აღარ ვარ მოდელი და მოდი, აბა, ვნახოთ, სინამდვილეში რა
ფერს მალავს საღებავი“, – ვფიქრობდი ჩემთვის.
ახლად წამოზრდილი თმა საშინელი სანახავი იყო: ძირებში ‒
ვერცხლისფერი, მხრებზე კი ‒ ქერა. დიეტოლოგის თმის ფერს ვე-
რავინ ამჩნევს, მთავარია, თქვენი რჩევები წაადგეს საქმეს. ჩემმა
საუკეთესო მეგობარმა, ჯულია პერიმ მირჩია, თმა მოკლედ შემეჭრა
და მეც დავუჯერე – გამომწვევი და უჩვეულო ვარცხნილობა გამოვი-
და, ადრინდელისგან სრულიად განსხვავებული.
მას მერე, რაც ვერცხლისფერი თმა მომეზარდა, ექვსი თვე გავი-
და, სააგენტოებიდან კი ერთიც არ შემომხმიანებია. რთული და აუ-
ტანელი იყო ამის გაძლება. მეჩვენებოდა, რომ ჩემთვის ყველა კარი
დაიხურა და, როგორც ჩანს, ჩემი სამოდელო კარიერაც დასას-
რულს მიუახლოვდა.
მოგვიანებით ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს. კასტინ-
გის მენეჯერმა ჩემს სააგენტოში დარეკა და ჟურნალ “Time”5-ის გა-
რეკანის ფოტოს გადასაღებად მიმიწვია. ვერანაირად ვერ ეტყოდ-
ნენ ჩემზე, არ სცალიაო, რადგან ჟურნალის ოფისი ჩემი სახლიდან
ერთი კვარტლის დაშორებით იყო და მენეჯერი ყოველდღე მხე-
დავდა, ძაღლს რომ ვასეირნებდი.
სააგენტოსაც სხვა რა გზა დარჩენოდა. ასე მოვხვდი ჟურნალ
“Time-ის ჯანმრთელობის ჩანართის გარეკანზე.
მივხვდი, რომ თურმე სამსახური ჩემთვისაც მოიძებნებოდა.
პრობლემა ჩემი გარეგნობა კი არა, სააგენტო ყოფილა.
ახალი გეგმა მჭირდებოდა.
რასაკვირველია, ყველას თავისი გასჭირვებია. მე მუშაობა მინ-
დოდა, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობდი, ჩემს
აგენტებს კი ხელი უნდა შეეწყოთ ჩემი კარიერისთვის, მაგრამ გაურ-

5
მრავალპროფილიანი ფურნალი, გამოიცემა 1932 წლიდან

17
კვეველი მიზეზების გამო ასე არ იქცეოდნენ. ეს რომ გავაცნობიერე,
გადავწყვიტე, რაღაც მეღონა ‒ ვერ დავდგებოდი და მშვიდად ვერ
ვუყურებდი, როგორ მიმალავდნენ სამუშაოს.
ამ თემებზე სალაპარაკოდ სააგენტოში წავედი. თუ რამე გსურთ,
უნდა მოითხოვოთ.
„როგორ ბედავ იმის თქმას, რომ შენთვის სათანადოდ არ ვირჯე-
ბით?“ ‒ განრისხდა ჩემი აგენტი ქალი.
ცრუობდა. და ორივემ ვიცოდით, რომ ცრუობდა. ერთია, კასტინ-
გზე მოხვდე და უარით გამოგისტუმრონ ‒ არაერთხელ ყოფილა ასე.
მიხვალ, ოც სხვა ქალთან ერთად რიგში ჩადგები, მაგრამ სამუშაოს
არ გაძლევენ. ეს მოდელის ცხოვრების ნაწილია; მაგრამ სრულიად
სხვაა, როცა შენი ინტერესების დამცველი კასტინგზე საერთოდ არ
გიშვებს.
სააგენტოში ამის აღიარება არ უნდოდათ და ჯიუტად იმეორებ-
დნენ, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილაო.ვერაფერს გავხდი,
რადგან კონტრაქტი მქონდა გაფორმებული.
როცა სამსახურში ყველაფერი თავზე გენგრევათ, ცვლილებების
იმედიც გეწურებათ და გრძნობთ, რომ თავს უნდა უშველოთ, მომა-
ვალს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რაც გაშინებთ. სამსახური ყო-
ველდღიურად საშინელ ხასიათზე გაყენებთ. უსიხარულოდ კი დღე-
ებიც უფერულდება. არადა, სამსახურში უნდა მიგიხაროდეთ, უნდა
გიყვარდეთ კიდეც, რადგან სიფხიზლის უმეტეს დროს სამსახურში
ვატარებთ. როგორც ნუტრიციოლოგს, კონსულტაციაზე ბევრი იუ-
რისტი ქალი მყოლია. მათ საკუთარი საქმე კი უყვარდათ, მაგრამ
უფროსები – არა, ამას იქიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ის უბე-
დურება დასტრესი, რასაც განიცდიდნენ, მათ კვებაზე ცუდად აისახე-
ბოდა. ჩემი რჩევა იყო, შეეცვალათ არსებული მდგომარეობა. ისი-
ნიც სამუშაოდ სხვა იურიდიულ კომპანიაში გადადიოდნენ, ან სუ-
ლაც საკუთარ ფირმას აარსებდნენ. შედეგად თავს უფრო ბედნიე-
რად გრძნობდნენ და უკეთესადაც იკვებებოდნენ. კლიენტებს ხში-
რად უთქვამთ, რომ ჩემი რჩევები ფსიქოლოგის მომსახურებაზე
ბევრად იაფი უჯდებოდათ.

18
ჩემს სამოდელო კონტრაქტს გადავხედე და მივხვდი, რომ ის
მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკზე ვრცელდებოდა. დავუკავშირდი სა-
აგენტოებს ფილადელფიაში, ჰემპტონსში, კონექტიკუტში, ნიუ-ჯერ-
სიში, ლოს-ანჯელესში, ჰამბურგში, მიუნხენში, პარიზსა და ლონ-
დონში. რამდენიმე მათგანთან კონტრაქტი გავაფორმე და სამსახუ-
რის შემოთავაზებებიც მივიღე. ახლა უკვე ევროპაში დავფრინავდი
კატალოგების, ჟურნალებისა თუ ფარმაცევტული პროდუქტების სა-
რეკლამო გადაღებებზე. კარგად მიხდიდნენ, მე კი სულ ეკონომ-
კლასით დავფრინავდი და მგზავრობის ხარჯებს ვზოგავდი.
ნიუ-იორკში ძირითადად შოურუმების, კატალოგებისა და რეკ-
ლამებისთვის მიღებდნენ. ეს საქმე გლამურისგან შორს იყო, მაგ-
რამ, რაც მთავარია, ვმუშაობდი. იაფიან სავაჭრო ცენტრებში კლი-
ენტებისთვის ტანსაცმელი უნდა მეჩვენებინა. ტანსაცმლის გამოსაც-
ვლელად მუყაოსკედლებიანი პატარა გასახდელი მქონდა. გარეთ
კი ოცდაათამდე ადამიანი იკრიბებოდა, რომლებსაც ტანსაცმლის
ნახვა უნდოდათ. იმ პატარა ოთახში ყველწასმული ფუნთუშა მეგუ-
ლებოდა და გამოცვლისას, ყოველ ჯერზე, თითო პატარა ლუკმის გა-
დაყლაპვას ვასწრებდი, მთლიანი ფუნთუშის ჭამის დრო არასოდეს
მქონდა.
საქმე, უმეტესწილად, მაინც ნიუ-იორკში იყო და ამ შესაძლებ-
ლობებს კვლავინდებურად მიმალავდნენ. არადა, ვიცოდი, რომ შე-
მეძლო! ვიცოდი, რომ დასაქმებაში არც ასაკი მიშლიდა ხელს და
არც გარეგნობა. პრობლემა მათში იყო და არა ჩემში.
რაღაც უნდა მეღონა. მივედი სააგენტოში და მოსაცდელ ოთახში
დავჯექი. და იქამდე ვიჯექი, ვიდრე უფროსს არ შემახვედრეს.
„უკვე ექვსი თვეა, შემოთავაზება არ მიმიღია. გამიშვით ჩემს გზა-
ზე“, ‒ ვუთხარი მას. გადაწყვეტილი მქონდა, იქამდე არ მომეცვალა
ადგილიდან ფეხი, ვიდრე დასახულ მიზანს არ მივაღწევდი და, ბო-
ლოს და ბოლოს, ისინიც დამთანხმდნენ. ნეტავ უფრო ადრე ამეტეხა
ეს ამბავი! გთხოვთ, ჩემზე სწრაფად ისწავლეთ ჭკუა და ტანჯვითაც
ნაკლებად დაიტანჯებით. თუ შეატყობთ, რომ ვითარებას ვერ
ცვლით, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალეთ იქაურობას, იმ შემთხ-

19
ვევაშიც კი, თუ სრულიად ხელცარიელი რჩებით ან ფიქრობთ, რომ
ხელცარიელი იქნებით და ფინანსურად გაგიჭირდებათ.
სწორედ ამ დროს დავუკავშირდი ერთ ბუტიკის ტიპის სააგენტოს,
რომელთანაც ადრეც მიმუშავია. მოხარულნი იყვნენ, ჩემთან ემუშა-
ვათ და ჩემი შეცვლილი გარეგნობაც ძალიან მოეწონათ. საჟურნა-
ლო გადაღებისთვის ტორონტოში გამაგზავნეს, რაც შესანიშნავი ამ-
ბავი იყო იმის გათვალისწინებით, რომ წესით, ასაკის მატებასთან
ერთად, ასეთი სოლიდური სამუშაოს შესასრულებლად არავის
სჭირდებოდი. ჟურნალისთვის გადაღება ძალიან მაგარი რამეა. მე
კი ვერ ვიყავი მაინცდამაინც მაგარი. საჭირო პოზის მიღებაც კი არ
ვიცოდი!
კატალოგის გადაღებაზე მშვიდი და ბედნიერი უნდა იყო, ზედმე-
ტი მოძრაობა საჭირო არ არის, რომ არც ტანსაცმელი დაჭმუჭნო და
არც უშნოდ მოქაჩო. პუბლიკაციისთვის კი შეიძლება ახტომა, ცეკვა,
მიხრა-მოხრა და სხვა გიჟობები მოგთხოვონ. ეს ყველაფერი უნდა
შემესწავლა და ამისთვის ჟურნალების თვალიერება დავიწყე.
ასეთ გადაღებაში მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა, ორ-
მოცდახუთი წლის ასაკში და მაშინაც რომელიღაც სუპერმოდელს
ვუქმნიდი ფონს.
ტორონტოში გავფრინდი. გადაღებაზე მარტო აღმოვჩნდი.
„სხვა მოდელები სად არიან?“ ‒ ვიკითხე, რაზეც მიპასუხეს, შენ
გარდა არავინ არისო.
მერე კი დიზაინერების მიერ შექმნილი, მაღალი მოდის ულამა-
ზესი ტანსაცმლის სამყაროში აღმოვჩნდი. ფოტოპროექტის ფერი
თეთრი უნდა ყოფილიყო და ჟურნალის რვავე გვერდისთვის სხვა-
დასხვა თეთრ სამოსში გადამიღეს. ულამაზესი იყო! თან, ყოველ
ჯერზე სხვადასხვა ვარცხნილობას მიკეთებდნენ, რაც ჩემი მოკლე
თმითაც კი არ გასჭირვებიათ.
სურათები რომ მაჩვენეს, ისე გავოცდი, მხოლოდ „ვაუ“ აღმომ-
ხდა!
მას მერე შეთავაზებები აღარ წყდებოდა. ნიუ-იორკში საცხოვ-
რებლად რომ გადმოვედით, კიმბალი და მე ტაიმზ-სკვერზე უზარმა-

20
ზარ სარეკლამო ბილბორდებს ვათვალიერებდით და ვუთხარი, ერთ
მშვენიერ დღეს აქ მეც ვიქნები-მეთქი. ჩემს ნათქვამზე ორივეს გაგ-
ვეცინა. ახლა კი ტაიმზ-სკვერზე ოთხ-ნახევარი მეტრის სიგრძის
ბილბორდზე ჩემი ფოტო იყო, პირველად ჩემს ცხოვრებაში
“Virgin America ”'-ს რეკლამის კასტინგზე სამას ქალთან ერთად
მოვხვდი, მათ კი მაინცდამაინც მე ამირჩიეს. ჩემ გარდა, გადაღება-
ზე ორი ახალგაზრდა მოდელი იყო ‒ გოგო და ბიჭი, იმდენად ცხვი-
რაბზეკილები, რომ ჩემთან ლაპარაკიც კი არ ისურვეს. თუმცა, საბ-
ბოლოოდ, ბილბორდებზე მაინც მე გამოვჩნდი. სამოცდაშვიდი
წლისამ ყველაფერი დავიპყარი: ტაიმზ-სკვერი, მეტრო და ამერიკის
ყველა აეროპორტი. ისე ვერ ჩამოხვიდოდით მატარებლიდან და
თვითმფრინავიდან, ჩემი სახე რომ არ შემოგფეთებოდათ წინ.
ვინ იფიქრებდა, რომ შევერცხლილი თმა ასეთ სასწაულებს მო-
ახდენდა? თხუთმეტის რომ ვიყავი, მითხრეს, თვრამეტისას საკუთარ
თავს ამოწურავო, არადა, ახლა სამოცდათერთმეტი წლის ვარ და
ამაზე წარმატებული არასდროს ვყოფილვარ. ამ გამოცდილებამ
მასწავლა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ყოველთვის
შეგიძლია ახალი მიზნის დასახვა. ამის გააზრებას, რასაკვირველია,
დრო სჭირდება და სწავლა არც ახლა შემიწყვეტია!
თავს კიდევ ერთი მოულოდნელობა დამატყდა – სოციალური მე-
დია! სურათებზე ძალიან მოსწონთ ჩემი თეთრი თმა და გადაღებებ-
ზეც სწორედ თმის ფერის გამო მიწვევენ. ისიც ძალიან მახარებს,
სადმე რომ შევდივარ, მეტწილად ერთადერთი რომ ვარ, ვისაც თეთ-
რი თმა აქვს. და თუკი თეთრი თმა სხვა ქალსაც აქვს, ყოველთვის
ვუღიმი და ვეუბნები, ჩემნაირო-მეთქი.
ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ ცხოვრება
მუდამ უკეთესობისკენ იცვლება. სასიამოვნო საქმის მოლოდინში
ყველა ორშაბათს აღტაცებით ვხვდები. თუ არაფერი ხდება, ჩემს სო-
ციალურ ქსელში ან ვებსაიტზე რამეს ვაქვეყნებ და მოსახდენი აუცი-
ლებლად მოხდება. აი, ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მაგარია იყოსა-
მოცდათერთმეტი წლის, ამიტომაც არ ვღელავ ჩემს ასაკზე. ისე ვხა-
ლისობ, რომ ამისთვის უბრალოდ აღარ მცალია.

21
2

იყავით მომხიბლავი

უმჯობესია იყოთ საინტერესო, ვიდრე ლამაზი

ორმოცდაათს გადაცილებული ვიყავი, კოსმეტიკური პროდუქ-


ტის რეკლამის კასტინგზე რომ მიმიწვიეს.
– რა ლამაზი ხართ, ‒ მითხრა კასტინგის მენეჯერმა.
– განა ეგ აუცილებელი პირობა არ არის? ‒ ვუპასუხე მე.
კოსმეტიკის რეკლამის გადაღებაზე მივედი, ბოლო-ბოლო. მე-
გონა, მოსწრებულად ვუპასუხე. მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკაში
გავიზარდე, სადაც ყველა მეტისმეტად თავმდაბალი და თვითირო-
ნიულია.
ესენი კი ძალიან აღშფოთდნენ. ჩემი პასუხი მათთვის არც სასა-
ცილო აღმოჩნდა და არც გონებამახვილური. ამ გადაღებისთვის ჩე-
მი კანდიდატურა არც კი განიხილეს ‒ დავისაჯე ჩემი „თავხედური“
გამოხტომისთვის.
მას მერე ქათინაურზე უბრალოდ „მადლობის“ თქმა ვისწავლე.
არასდროს მესმოდა, რატომ აკერიათ ამერიკელებს ენაზე გა-
რეგნული სილამაზე. სამხრეთ აფრიკაში ჭკვიან და საინტერესო ქა-
ლებს უფრო აფასებენ, კარგი იუმორის გრძნობა თუ აქვთ, მით უფ-
რო. გარეგნობა იქ მეორეხარისხოვანია. ჩემთვის ხშირად უთქვამთ,
ხალისიანი ხარო. მეც ასე მეგონა. ახლაც ასე ვფიქრობ. ამ ადამია-
ნებს დიეტოლოგიის სფეროში ჩემი მუშაობა უფრო აინტერესებდათ
და ისიც, უახლეს კვლევებს რომ ვიცნობდი და მათზე საუბარი შემეძ
ლო. ამას გარდა, მედიაშიც ვჩნდებოდი და პაციენტებიც მყავდა.
მათ ჩემი სამუშაო ეთიკა და პროფესიონალიზმი უფრო აინტერესებ-

22
დათ.ამერიკაში პირველად რომ მოვხვდი, ჩემს ტყუპისცალ დას,
ქეის დავურეკე და ამერიკელების ამ უცნაური თვისების შესახებ მო-
ვუყევი.

23
ქეი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია. ყოველღამე ვლა-
პარაკობთ და ის ყოველთვის სიმართლეს მეუბნება. რჩევისთვისაც
მასთან მივდივარ, ვეკითხები ამა თუ იმ ინვესტიციაზე და იმაზეც, გა-
ვიკეთო თუ არა ვინირება6 (არ გაიკეთოო, მითხრა). ის მუდამ ჩემ
გვერდით არის და ყველაფერში მეხმარება.
ქეი პირდაპირია, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უყვარს ლაპარაკი და
ეს მისი საუკეთესო თვისებაა. იმას ამბობს, რასაც ფიქრობს.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მძიმე ადამიანია. ქეი მუდამ
იცინის და, სიმართლე ითქვას, ჩვენ ორს შორის უფრო მხიარულიც
სწორედ ის არის. თუმცა, საკუთარი თავის გარდა, არავის გამხიარუ-
ლებას არ ცდილობს. ქეიზე ყველა გიჟდება და როცა ლაპარაკს იწ-
ყებს, ყველას ყურადღებას იპყრობს. მას რომ შეხვედროდით,
თქვენც მოიხიბლებოდით. ქეის გაცნობის შემდეგ, როგორც წესი, მე
აღარავის ვაინტერესებ და ჯობს, სადმე კუთხეში მივიყუჟო და ქსოვა
დავიწყო. მაგრამ, სამწუხაროდ, მას ვერასდროს შეხვდებით, განდე-
გილივით ცხოვრობს.
ქეიმ მითხრა ერთხელ: „შენი სილამაზე ყოველთვის თვალში სა-
ცემი იყო, იმის მიუხედავად, აღნიშნავდნენ თუ არა ამას. ოთახში
რომ შედიოდი, ყველა შენ გიყურებდა“.
მე ეს არც კი შემინიშნავს, რადგან არასოდეს ვიყურები გარშემო.
მხოლოდ იქით მაქვს მზერა მიპყრობილი, საითაც მივდივარ. ამ
დროს ის ბიჭები მახსენდებიან, სხვადასხვა დროს რომ ვხვდებოდი.
ყველა მეუბნებოდა, მეი, რესტორანში ხომ შენ შემიძღვებიო?
მეც, რა თქმა უნდა, ასე ვიქცეოდი. შევდიოდი და მაგიდასთან
ვჯდებოდი, ისინი კი უკან მომყვებოდნენ. ეს იმისთვის, რომ ყველას
ენახა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ. რასაკვირველია, ბოლოს მაინც
ყველამ მიმატოვა, რადგან ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ გა-
რეგნულ სილამაზეს ხედავენ, სხვანაირად არ შეუძლიათ.
არადა, მე უნდა დამესწრო მათთვის. ბუნებრივია, სიმპათიურ

6
კბილის რესტავრაციის ერთ-ერთი მეთოდი, გამოიყენება ესთეტიკურ
სტომატოლოგიაში

24
ადამიანს რომ შეხვდები, მასთან ერთად ყოფნა გინდა. თუ ის საინ-
ტერესო არაა, მალევე შორდები. ჯობს, ისეთ ადამიანებთან გქონ-
დეთ ურთიერთობა, ვისაც თქვენი პიროვნულობა მოსწონს და არა
გარეგნული სილამაზე.
მახსოვს, ერთი წყვილი გავიცანი. ბიჭი ძალიან სიმპათიური იყო,
გოგონა კი ‒ არც ისე. ერთი შეხედვით, შეუფერებელი წყვილი იყო,
მაგრამ, როგორც კი გოგონა ალაპარაკდა, ოთახში ყველაზე მიმ-
ზიდველ ადამიანად იქცა.
ამის მიზეზი მისი შეხედულებები, მისი თავდაჯერებულობა და
სამყაროს მისეული აღქმა გახლდათ. ისეთი ჭკვიანი და იუმორით
სავსე იყო, რომ მალე დავმეგობრდით. ძალიან მინდოდა, სულ მას-
თან ვყოფილიყავი.
სამყაროში ბევრნაირი ადამიანი არსებობს, მე კი მირჩევნია, ჩე-
მი საფლავის ქვაზე „ხალისიანი“ ეწეროს და არა „ლამაზი“.
თუ გარეგნული სილამაზის სტანდარტები აიკვიატეთ და თან
იდეალური გარეგნობა არ გაქვთ, დიდი ალბათობით, დაკომპლექ-
სდებით, უბედურების განცდას თავს ვერ დააღწევთ და ისეთი არაჩ-
ვეულებრივი თვისებების განვითარებაში შეგეშლებათ ხელი, რო-
გორიცაა ინტელექტი და იუმორის კარგი გრძნობა.
გირჩევთ, სხვების მიმართ სიკეთე არ დაიშუროთ, მოუსმინოთ
მათ და, ზოგადად, უფრო ოპტიმისტურად განეწყოთ. არ იწუწუნოთ
ცხოვრებაზე. იყავით თავდაჯერებული, სხვათა ამბებით დაინტერეს-
დით, პატივი ეცით მათ და გაიღიმეთ. ასე ყველას მოხიბვლას შეძ-
ლებთ. ყველას აქვს ისეთი ნიჭი, რომლის გაზიარება სხვებისთვის
შეუძლია. თუ ფიქრობთ, რომ არაფრის ნიჭი არ გაქვთ, დაბრუნდით
წარსულში და გაიხსენეთ ის დრო, როცა ცხოვრების რომელიმე ას-
პექტმა თავდაჯერებულობა შეგმატათ. ჩაეძიეთ,იმუშავეთ მასზე, გა-
უზიარეთ ის სხვებს და ამით უფრო საინტერესო გახდებით. თუ გაქვთ
პროფესია, ჰობი ან თუ უბრალოდ რაღაც საკითხმა გაგიტაცათ, შეი-
სწავლეთ და ისაუბრეთ მასზე. ამ გატაცებით თქვენუფრო საინტე-
რესო და ჭკვიანი ადამიანი გახდებით. სულაც არ არის აუცილებე-
ლი, ყველაფერში მაგარი იყოთ, თუმცა აუცილებელია, ერთი რამ

25
მაინც გამოგდიოდეთ კარგად. თუ ვინმე მკითხავს, საჭმლის კარგი
რეცეპტი ხომ არ იციო, ვერ დავეხმარები, რადგან სულაც არ ვარ
კარგი მზარეული. ეს არ მაღელვებს, უბრალოდ ვიცი, რომ ამის ნიჭი
არ მაქვს და დიდად არც მაინტერესებს. ისიც ვიცი, რომ ვიღაცაზე წა-
რუშლელი შთაბეჭდილებების მოსახდენად საჭმლით ექსპერიმენ-
ტების ჩატარებას არ დავიწყებ, რადგან ეს არ მსიამოვნებს. ჯობს,
ისეთ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რაც გეხალისებათ.
შეეცადეთ, ყველაფერს იუმორით მიუდგეთ და ნაკლებად
მგრძნობიარე იყოთ სხვების აზრის მიმართ. როცა კაცს პაემანზე ჩე-
მი დაპატიჟება სურს და მე მას უარით ვისტუმრებ, მეუბნება, რომ
ჩემზე ახალგაზრდასაც იპოვის. ამ დროს უბრალოდ ვიცინი. არ მა-
დარდებს, ვის იპოვის და ვის არა, მე ის არ მაინტერესებს და შესაბა-
მისად, არც მისი ეს გადაწყვეტილება მტკენს გულს. ცხოვრება
გრძელდება, ჩვენ კი ბედნიერება საკუთარ თავში უნდა აღმოვაჩი-
ნოთ.თუ შეძლებთ იყოთ თვითირონიული და თქვენს საუბარს იუ-
მორს და სიმსუბუქეს შემატებთ, უფრო ხალისიანი გახდებით. რასაკ-
ვირველია, რთულია საკუთარ განცდებზე არ ილაპარაკოთ, მით უფ-
რო, თუ რთული ეტაპი გაქვთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ
დროსაც კი მომხიბვლელობა უნდა შეინარჩუნოთ.

26
3

როცა კარგი მოდელი


უგემოვნოდ იცვამს

სულაც არ არის აუცილებელი მოდური იყოთ, უბრალოდ


იპოვეთ მეგობარი, რომელსაც სტილის გრძნობა აქვს

გლამურულად წელიწადში ორჯერ ვიცვამდი ხოლმე, ჩემს დაბა-


დების დღეზე ან ვინმეს ქორწილში. სამოცდაშვიდი წლის რომ ვიყა-
ვი, ილონმა „მეთ გალას”7 მოდის წვეულებაზე დამპატიჟა და მხო-
ლოდ მაშინ მივხვდი, რა სამზადისს აჩაღებენ ადამიანები წითელ ხა-
ლიჩაზე გამოსასვლელად. საღამოს კაბაში გამოწყობილი თავს
ფანტასტიკურად ვგრძნობ. წელში გამართული, ნაბიჯს უფრო ამა-
ყად ვდგამ და ყველას ვუღიმი.
ძალიან ვაფასებ იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ცნობილ
ადამიანებს სხვადასხვა დაჯილდოებისა თუ ფილმების პრემიერებზე
წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად ამზადებენ. დიზაინერები, სტილის-
ტები და მათი ასისტენტები წელზე ფეხს იდგამენ, რომ ტანსაცმელი
იდეალურად შეარჩიონ. შეიძლება, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ
კაბის მოხდენილობას სწორად შერჩეული საცვალი განსაზღრავს.
აქსესუარებიც მნიშვნელოვანია, იქნება ეს მოკრძალებული თუ თვა-
ლისმომჭრელი. თმაც ყოველ ჯერზე განსხვავებულად უნდა გამოი-
ყურებოდეს ‒ უნდა იგრძნობოდეს, რომ ამას დამატებით ძალისხმე-
ვას ახმართ. ვიზაჟისტები წყვეტენ, ბუნებრივი, უმაკიაჟო გარეგნობა
მოგიხდებათ (თუმცა ამასაც ერთი საათი სჭირდება) თუ პირიქით –
ძალიან გლამურული, დაგრძელებული წამწამებითა და მკვეთრი

7
ყოველწლიური საქველმოქმედო საღამო, იმართება მეტროპოლიტენის
ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში

27
კონტურებით. ამ ყველაფერს ადამიანების მთელი არმია ემსახურე-
ბა და ცნობილი სახეები ამ ძალისხმევის გამოც უნდა დავაფასოთ.
წვეულებებზე გემოვნებიანად რომ მაცვია, ჩემი საუკეთესო მე-
გობრისა და სტილისტის, ჯულია პერის დამსახურებაა. ის, უკვე ოც-
დაათი წელია, ტანსაცმელს მირჩევს.
ჯულია რომ გავიცანი, ორმოცდასამი წლის ვიყავი. ეს ის დროა,
ტორონტოში უკვე მაგისტრის მეორე აკადემიური ხარისხი რომ მი-
ვიღე და დიეტოლოგიური კარიერის აწყობას ვცდილობდი. სამოდე-
ლო კარიერა აქაც გამომადგა, რადგან ერთ-ერთმა სააგენტომ, რო-
მელიც სამოდელო სკოლასაც ფლობდა, მათთვის მოდელად და
სკოლაში მასწავლებლად მუშაობის სანაცვლოდ ოფისი უფასოდ შე-
მომთავაზა. პოდიუმზე გავლას, საჟურნალო რეკლამასა და პროფე-
სიულ ჩვევებს ვასწავლიდი და, რაც მთავარია, საკუთარი ოფისი
მქონდა, პირველად და სახლიდან შორს ეს ყველაფერი ძალიან ამა-
ღელვებელი იყო, თავს პროფესიონალად ვგრძნობდი.
ერთ თვეში სამოდელო სკოლის დირექტორობა შემომთავაზეს,
რადგან ქალი, რომელიც მას მართავდა, არაორგანიზებული იყო. მე
სანდო და პუნქტუალური ადამიანის სახელი მქონდა, რაც ძალიან
დიდი უპირატესობაა. შევთავაზე, დამატებით გარდერობიც მესწავ-
ლებინა, რადგან ამას სამხრეთ აფრიკაშიც ვაკეთებდი. იმ დროს
წარმოდგენაც კი არ მქონდა, სინამდვილეში რა ცოტა ვიცოდი გარ-
დერობის შესახებ.
ერთხელაც გარდერობზე სალაპარაკოდ ექსპერტი მოიწვიეს და
როგორც კი მან საუბარი დაიწყო, მივხვდი, რომ გარდერობის შესა-
ხებ არაფერი ვიცოდი. ის ლაპარაკობდა წელიწადის ოთხ დროზე,
განსხვავებულ ფერებსა და ქსოვილებზე... მე კი გაოცებას ვერ ვმა-
ლავდი.
აი, ასე გავიცანი ჯულია. მას რომ ჰკითხოთ, ჩემ დანახვაზე მასაც
თავისებური რეაქცია ჰქონდა.
– და, აი, ეს ულამაზესი ქალი, სამოდელო სკოლაში რომ ასწავ-
ლის, ძალიან კარგი მოდელია, თუმცა საშინლად იცვამს, აი, საშინ-
ლად! ‒ ამბობდა ხოლმე ის.

28
დღეს მოდის უკანასკნელი ტენდენციების შესაბამისად ვიცვამ,
მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ბავშვი რომ ვიყავი, დედა
თავისთვისაც კერავდა ტანსაცმელს და ჩვენც გვიკერავდა. თინეიჯე-
რობისას კერვა ვისწავლე და საკუთარი ტანსაცმლის შეკერვა უკვე
ჩემითაც შემეძლო. უფრო ხშირად შლაქსებსა და სარაფნებს ვკე-
რავდი, მაგრამ კოსტიუმის შეკერვაც შემეძლო. თავიდან თარგების
მიხედვით ვკერავდი, მერე კი დედამ ჭრა- კერვის კურსებზე შემიყვა-
ნა, ისეთი ტანსაცმლის შეკერვა რომ მესწავლა, როგორიც ჟურნა-
ლებში იყო, მაგრამ თარგები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი. თუ მინ-
დოდა მაღალი მოდის მიხედვით ჩამეცვა, ის ჩემით უნდა შემექმნა.
სამსახურისთვის ტანსაცმელს რომ ვარჩევდი, არჩევანს კოსტიუ-
მებზე შევაჩერებდი ხოლმე. ტანზე მოტმასნილ ტანსაცმელს არ ვიც-
ვამდი ‒ ბოლოს და ბოლოს, სეანსებს ვატარებდი. კოსტიუმს ჩავიც-
ვამდი და ოთახში თავდაჯერებული შევაბიჯებდი, რადგან ასეთ სა-
მოსში თავს კარგად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ კოსტიუმი მიხ-
დებოდა და სოლიდურად გამოვიყურებოდი.
‒ დღეს ისევ ნაცრისფერ კოსტიუმს იცვამ თუ ისევ მუქ ლურჯს? -
ჩამეძიებოდა ხოლმე ტოსკა, ჩემი ქალიშვილი, რადგან ჩემი ჩაცმუ-
ლობა არასდროს იცვლებოდა.
საკუთარ თავზე ყოველთვის ვზრუნავდი, უბრალოდ გამორჩეუ-
ლი გემოვნებით ვერ დავიტრაბახებდი. თუმცა, საბედნიეროდ, ამას
ვერ ვხვდებოდი. ან როგორ უნდა მივმხვდარიყავი? მუდამ მეცნიე-
რების წრეში ვტრიალებდი, ჩვენ კი საკუთარ კვლევებში ვიყავით ჩა-
ძირული და ვფიქრობდით, რა სიკეთე მოგვეტანა ადამიანებისთვის,
როგორ გაგვეუმჯობესებინა მათი ჯანმრთელობა. ჩვენი საქმე ძალი-
ან გვიყვარდა. მე კი, ჩემს მეცნიერ კოლეგებთან შედარებით, უფრო
მოდურად გამოვიყურებოდი და, ცხადია, ისინი ფიქრობდნენ, რომ
არაჩვეულებრივად ვიცვამდი. მეც თავი თავდაჯერებულად მეჭირა.
მერე კი ჯულია გავიცანი. მან მითხრა, რომ უკეთესად უნდა ჩა-
მეცვა და დაიჟინა, რომ უამრავი უსახური კოსტიუმის ნაცვლად, ჯობ-
და, ერთი მქონოდა, რომელიც უფრო ხარისხიანი ქსოვილისგან იქ-
ნებოდა შეკერილი და ტანზეც უკეთ მომერგებოდა.

29
მოკლედ, ჯულია დამპირდა, გარდერობის არჩევაში მე დაგეხმა-
რებიო. მისი დახმარება ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ, რადგან
გადახდის საშუალება არ მქონდა, გადავწყვიტეთ, სტილისტური
მომსახურების სანაცვლოდ, მე მისი ნუტრიციოლოგი გავმხდარიყა-
ვი. ვფიქრობ, ჯულიას კვებასთან დაკავშირებული სწორი ჩვევების
ჩამოყალიბებაში დავეხმარე. ისიც ასე თვლის და ფიქრობს, რომ
დღესაც ვეხმარები. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მისმა რჩევებმა
ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ჯულიას გაცნობამდე არ ვიცოდი, საკუთარი თავი მაქსიმალურად
კარგად როგორ წარმომეჩინა. ჯულიას გაცნობის შემდეგ კი მოვა-
ხერხე, რომ შინაგანი თავდაჯერებულობა გარეგნობაზეც ამესახა.
და საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე სფეროში წარმატე-
ბული კარიერის საწინდარი სწორედაც რომ ჯულიას რჩევები იყო
ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით.
ტანსაცმლის დასათვალიერებლად ჯულია ჩემთან რომ მოვიდა,
თითქმის ყველაფერი გადამიყარა. მხოლოდ ორი ხელი სამოსი და-
მიტოვა.
– ესე იგი, ახლა უნდა იყიდო ერთი კოსტიუმი, ორი ბლუზა, ერთი
წყვილი ფეხსაცმელი და ჩანთა, კარგი? ‒ მითხრა ჯულიამ.
– ახლა ვერაფერს გავწვდები, ‒ ვუპასუხე მე.
‒ შენი კლიენტებივით კარგად უნდა გამოიყურებოდე,‒ მიპასუხა
მან.
იმ დროს ფინანსურად ჯერ კიდევ მიჭირდა და შევთანხმდით,
რომ ახალ ტანსაცმელს ნელ-ნელა ვიყიდდი. ბევრი ტანსაცმელი
არც მჭირდებოდა. კლიენტებს კვირაში ერთხელ ვხვდებოდი და სუ-
ლაც არ იყო აუცილებელი, ყოველდღე ახალ-ახალი ტანსაცმელი
მცმოდა.
ისე კი, იდეალურად შეკერილი, ლამაზი ქსოვილისგან დამზადე-
ბული სამოსი პირველად რომ ჩავიცვი, თავი ნამდვილად უფრო
თვითდაჯერებულად ვიგრძენი.
უფრო მეტი შემოსავალი რომ გამიჩნდა, ჯულიამ ჩემი გარდერო-
ბის სრულყოფა გადაწყვიტა, მე კი ამისთვის დრო არ მქონდა. იმდე-

30
ნს ვმუშაობდი, რომ ტანსაცმლის საყიდლად დრო ნამდვილად აღარ
მრჩებოდა.
– ერთი საათი გამოითავისუფლე, ‒ მითხრა მან.
ჯულია ახლომდებარე სავაჭრო ცენტრებში, მისი აზრით, მნიშ-
ვნელოვან და საჭირო ნივთებს არჩევდა: მეორე კოსტიუმს, ფეხსაც-
მელს, ბლუზებს, ყოველდღიურ სამოსსა და ქურთუკს. მე კი შესვენე-
ბისას გადავირბენდი, ტანსაცმელს სწრაფად მოვიზომავდი, ავარ-
ჩევდი, გადავიხდიდი და ოფისში ვბრუნდებოდი. ასე ვირგებდი სა-
მოსს ორ თვეში ერთხელ. სწორედ ასე შექმნა ჯულიამ ჩემი ახალი
გარდერობი.
თუ მოდურად ჩაცმა გინდათ, მაგრამ ეს საქმე ჩემსავით გერთუ-
ლებათ, ისეთი მეგობარი მონახეთ, რომელსაც კარგი გემოვნება
აქვს. ასეთ ადამიანებს მაღაზიებში სიარულიც უყვართ ხოლმე. მა-
ღაზიებში წაყოლა სთხოვეთ, ყოველდღიურ სამოსთან ერთად, მომ-
ხიბლავი, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი სა-
მოსიც აარჩევინეთ. აქსესუარებიც საყიდელი გექნებათ: საყურე,
ყელსაბამი, ჩანთა, ფეხსაცმელი და წინდა. სრული კომპლექტი
გჭირდებათ. მათ შერჩეულ სამოსში თავდაპირველად თავს არაკომ-
ფორტულად და უცნაურად იგრძნობთ. მეც ასე ვარ, თან ყოველთ-
ვის, მაგრამ ამავდროულად, იმდენი კომპლიმენტი მიმიღია, რომ
უბრალოდ არ შემიძლია, არ ვენდო იმას, ვისაც ჩემზე დახვეწილი
გემოვნება აქვს. მთავარია, განეწყოთ ცვლილებებისთვის, დაუშვათ
შეცდომები და ისევ შეიცვალოთ იქამდე, ვიდრე თქვენთვის შესაფე-
რის სტილს არ მიაგნებთ.
ჩემი ცხოვრების მანძილზე, უმეტესწილად, ხელმომჭირნედ
ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ვახერხებდი, იმდენად მოდურად ჩამეც-
ვა, რამდენადაც ჩემი შეზღუდული ნიჭი მაძლევდა გასაქანს. საკუთა-
რი ტანსაცმლის შეკერვაც შეგიძლიათ, ჩემსავით. თუ კარგ თარგსა
და იაფფასიან ქსოვილს იყიდით, ლამაზი კაბაც გამოგივათ. ამის-
თვის, რა თქმა უნდა, საკერავი მანქანაც უნდა გქონდეთ. ტანსაც-
მლის ყიდვა იაფ მაღაზიებსა და აუთლეტებში შეგიძლიათ.
ამ ადგილებში ხანდახან მეგობრებთან ერთად დავდიოდი, ისინი

31
ტანსაცმლის არჩევაში მეხმარებოდნენ. ტორონტოში ახალი გად-
მობარგებული ვიყავი, მეგობარმა აუთლეტში რომ წამიყვანა და
ორმოცდაორი წლის ქალს ათდოლარიანი მინი-კაბა მაყიდვინა. ძა-
ლიან მრცხვენოდა, მაგრამ ყველას მოვეწონე. ხშირად ადამიანები
ფიქრობენ, თითქოს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, აუცი-
ლებლად ბევრი ფული უნდა გქონდეს. თუმცა საკუთარი გამოცდი-
ლებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფერს
წლიური დანახარჯების ჭრილში უნდა შეხედოთ. აი, ისე, როგორც
თმის შეჭრისა თუ კბილის ექიმის ხარჯებს უდგებით. თუ მხოლოდ
ხუთასი დოლარის დახარჯვა შეგიძლიათ წელიწადში ორჯერ, მაშინ
თქვენი ცხოვრების სტილისა და სამსახურისთვის შესაფერი ორი-
სამი ხელი სამოსის შესაძენად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსა
და გაქირავების სერვისებს მიმართეთ. ინვესტიცია აუცილებლად
გაამართლებს. მთავარია, მიზანი დაისახოთ.
ჩემი გეგმა ასეთია: წელიწადში ორჯერ ჩემი მეგობარი ჯულია
ჩემთან მოდის და გარდერობს მითვალიერებს. ტანსაცმელს ორ კა-
ტეგორიად ვახარისხებთ: საუკეთესოდ და აუცილებლად. ამისთვის,
პირველ რიგში, კარადებიდან და უჯრებიდან ყველაფერი უნდა გა-
მოალაგოთ, უკან კი მხოლოდ ის შეალაგოთ, რაც გერგებათ და რის
ტარებაც გსიამოვნებთ. შეაკეთეთ ნივთები, რომელთაც შეკეთება
სჭირდება.
მას შემდეგ, რაც გარდერობს დავახარისხებ და მხოლოდ იმ ტან-
საცმელს ვტოვებ, რასაც მართლა მოვიხმარ, ტანსაცმლის ჩაცმა რუ-
ტინის ნაცვლად სიამოვნებად მექცევა. არსებობენ ადამიანები,
რომლებიც მოდის ბლოგებს კითხულობენ და მაღაზიების თვალიე-
რებასა და ტანსაცმლის მოზომვაზე ბევრ დროს ხარჯავენ. მათ თა-
ვად ეს პროცესი უყვართ. მე კი მათ რიცხვს არ მივეკუთვნები! ლა-
მაზად ჩაცმა კი მსიამოვნებს, მაგრამ ყოველდღიურად ამაზე ბევრი
დროის დახარჯვა მენანება. სწორედ ამის გამოა,ჯულია და მე ტან-
საცმელს რომ ვახარისხებთ და იმას, რასაც არ ვიცვამ, ქველმოქმე-
დებას ვახმართ. ეს ტანსაცმელი ძალიან კარგი და სუფთაა, უბრა-
ლოდ მე აღარ მიხდება, სხვას კი ვიცი, რომ გააბედნიერებს. ნეტავ

32
ამის შესაძლებლობა იმ დროს ყოფილიყო, ტორონტოში რომ
ვცხოვრობდი და ქურთუკის ყიდვის საშუალება არ მქონდა.
თქვენს გარდერობს ხშირად თუ არ ახარისხებთ, სავარაუდოდ,
იმ ტანსაცმლის ნახევარზე მეტი, კარადაში რომ გიკიდიათ, ან პატა-
რაა, ან დიდია, გადასაკეთებელია, ან უბრალოდ აღარ არის სათქვე-
ნო. ტანსაცმელი, მთავარია, ზუსტად გერგებოდეთ. თუ დიდი გაქვთ,
დაუდევრად გამოიყურებით, ტანზე ზედმეტად მოტმასნილი კი უბრა-
ლოდ საშინელებაა.
ჯულია და მე ვთანხმდებით, რომ გარდერობის გადახალისება
ყოველდღიური სამოსით უნდა დაიწყოს. მერე კი მისი გამრავალფე-
როვნება მარტივად შეიძლება ოქროს რგოლებით, მოხდენილი ჯინ-
სითა თუ მაგარი ჩექმებით.
მარტივით დაიწყეთ: ყოველდღიური ტანსაცმლით, შავი ჯინსით,
რომელიც ყველაფერთან სექსუალურად გამოიყურება, ხელოვნური
ტყავის კრაგებით, რომელთა ჩაცმა სვიტერთან ან გრძელ პერან-
გთან შეგიძლიათ, ნაცრისფერი შალის პალტოთი ან ქურთუკით, სა-
ინტერესო მაისურებით და ისეთი საყურით, რომელსაც ბევრ რამეს
მოახდენთ.
მოკლედ, თუ გარდერობის შექმნა ახლახან დაიწყეთ ან მისი
მკვეთრად განახლება გსურთ, იყიდეთ კარგი პიჯაკი ან ჟაკეტი.
თქვენს გარდერობსაც მოუხდება და თქვენც უფრო სოლიდურად
წარმოგაჩენთ.
მას შემდეგ, რაც ძირითადი სამოსი უკვე შერჩეული გაქვთ, მათი
გაფერადება ერთი სიამოვნებაა – მწვანე ან ვარდისფერი კარდიგა-
ნი, რომელსაც ნებისმიერ რამეზე მოიცვამთ ან სულაც ლამაზი ქამა-
რი, რომლითაც ქურთუკს განაახლებთ. გარდერობის გაუმჯობესება
და საკუთარი იმიჯის დახვეწა მაღალი ხარისხის ტყავის პროდუქციი-
თაც შეგიძლიათ. ჩემს გარდერობზე მუშაობა რომ დაიწყო, ჯულიამ
ჩანთები გადამიყარა და მთელი ჩემი კოლექცია ერთი კარგი ტყავის
ჩანთით ჩაანაცვლა. ამიხსნა,რომ ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნე-
ლოვანია და მეც ვისწავლე, ერთი კარგი ნივთის ყიდვის შემდეგ და-
ნაშაულის შეგრძნება არ უნდა გამიჩნდეს, მაშინაც კი, როცა ბიუჯე-

33
ტი შეზღუდული მაქვს. ასეთი მიდგომით საკუთარ ჯიბესასც გაუფ-
რთხილდებით და მოდურიც იქნებით, ახალ-ახალი ტანსაცმლის
ყიდვაც არ დაგჭირდებათ.
ხაამბობის დედააზრი ის გახლავთ, რომ გემოვნებიანად ჩაცმის-
თვის სულაც არ არის აუცილებელი, თავად იყოთ მოდური. უბრა-
ლოდ, ერთი ისეთი მეგობარი უნდა გყავდეთ, ვისაც სტილის შეგ-
რძნება აქვს.
ხანდახან ჩემსავით თეთრთმიან ქალებსაც ვხვდები.
– რა ლამაზი კაბა გაცვიათ, – მეტყვიან ხოლმე.
‒ თქვენც ძალიან მოგიხდებოდათ, ‒ ვპასუხობ მე.
– არა, არა მგონია, მომიხდეს, ‒ მეუბნებიან ისინი.
ასე ბევრი ქალი ფიქრობს. ჩემი ასაკის და ზოგადად, ნებისმიერი
ასაკის ქალები კაბას არც კი მოიზომავენ. ზუსტად ვიცი, რომ ასეა,
რადგან მეც ასე ვფიქრობდი.
– ჩაიცვი! – მეტყოდა ხოლმე ჯულია.
– არა, არ ჩავიცვამ! ‒ ვპასუხობდი მე.
წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ჯულია უკან არა-
სოდეს იხევდა. ჩემი დაბადების დღეების წვეულებებისთვის სამზა-
დისში არც ის ანაღვლებდა, კაბა ტანზე ზედმეტად მოტმასნილი, ან
სულაც, ზედმეტად გლამურულია-მეთქი, რომ ვაპროტესტებდი. მო-
ხარული ვარ, რომ ჯულია არასოდეს თმობდა პოზიციებს. ბოლოს
საოცარი ფოტოები გამოდიოდა!
მას შემდეგ უარს არასდროს ვამბობ. ვისწავლე, რომ, თუ ახალ
კაბას მოვიზომავ, დიდი ალბათობით, ძალიან მომეწონება! და
რომც არ მომეწონოს, მერე რა? ტანსაცმელია, ბოლოს და ბოლოს,
მეტი ხომ არაფერი? სცადეთ,ისეთი სამოსიც მოირგოთ, რომელიც
გაშინებთ და თუ არ მოგეწონებათ, აღარ ჩაიცვამთ. მუდმივი ხომ
არაფერია.
წარსულში გაბედულ ნაბიჯებს ვერ ვდგამდი, მაგრამ ახლა ‒
რამდენსაც გინდათ! საჟურნალო თუ საცდელი ფოტოგადაღებები-
სათვის ხშირად სრულიად მოულოდნელ სტილს მომარგებენ ხოლ-
მე. დღეს მოდის მხრივ ბევრად ცნობისმოყვარე და პროგრესული

34
ვარ და სტილისტების გუნდსაც მეტად ვენდობი. წვეულების წინ,
სარკესთან, ბევრჯერ მიფიქრია: „ნეტა რას ფიქრობდა ჩემი სტილის-
ტი? არ მესმის ეს ჩაცმულობა!“, თუმცა შემდეგ ძალიან მსიამოვნებს
ფოტოგრაფების, ჩემი მეგობრებისა თუ სრულიად უცხო ადამიანე-
ბის რეაქციები, როცა მესმის, რომ ჩვეულებრივ სამოცდაათ წელს
გადაცილებულ ქალს არ ვგავარ და რომ მოდასთან თამაში შემიძ-
ლია. ნეტავ აქამდე სად ვიყავი?
ერთი კომპლიმენტიც საკმარისია, რომ თავი დიდებულად იგ-
რძნოთ, წელში გამართულმა იაროთ, მეტად გაიღიმოთ და თქვენი
ჩაცმულობის ახალ სტილსაც გაუშინაურდეთ. უბრალოდ სცადეთ!

35
4

მე მიყვარს მაკიაჟი
და მაკიაჟს ვუყვარვარ მე

მაკიაჟს თქვენი გამომეტყველების შეცვლა შეუძლია

პიროვნულად მომხიბლავი ადამიანი უღიმღამოდ არ უნდა გა-


მოიყურებოდეს. მაკიაჟი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მის-
თვის ჩემი სახე ცარიელი ტილოა, რომელზეც სულ მალე ხელოვნე-
ბის ნიმუში დაიბადება. სახეზე მზის ლაქები მაქვს, თვალების ქვეშ ‒
სიშავე. ნაოჭებიც მაქვს, რაღა თქმა უნდა. ხარისხიან ტონალურ
კრემსა და კორექტორს კანის ფერის გაუმჯობესება შეუძლია. მე
შეთხელებული წარბ-წამწამი მაქვს და ასევე, თხელი ტუჩები. ფანქა-
რი ჩემს წარბებს სასურველ კონტურს აძლევს. თვალის ჩრდილები
და განსაკუთრებით ტუში თვალებს გამოკვეთს და აფართოებს. დაგ-
რძელებული წამწამებით მზერა მომაჯადოებელი მიხდება და წითე-
ლი ხალიჩისთვისაც მზად ვარ. ტუჩის ლაინერი ტუჩის კონტურს ადი-
დებს, მბზინავი საცხი კი მის მოცულობას ზრდის. მაკიაჟი ნაოჭებს
ფარავს, თვალებს აფართოებს და სახის კონტურს გამოკვეთს. ამი-
ტომაც მიყვარს მაკიაჟი!
თვალის ჩრდილისა და ტუჩსაცხის განსხვავებული ფერების კომ-
ბინირებით, შეგვიძლია, სულ სხვადასხვანაირად გამოვიყურებო-
დეთ. ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან სახალისოა. საბოლოო
შედეგის ნახვა კი შესანიშნავია!
მაკიაჟის გაკეთება ღრმა თინეიჯერობისას დავიწყე. სამოციანი
წლები იყო და ყველა ჟურნალში ტვიგის8 დავეძებდით. მის გარეგ-
ნობას ვიმეორებდით: გაშავებული თვალის ქუთუთოები, დაგრძე-
ლებული და მოცულობითი ზედა და ძალიან თხელი ქვედა წამწამე-

8
ინგლისელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი , სამოციან წლებში

36
ბი. ქვედა წამწამებსაც სწორედ ისე ვიხატავდით, როგორც ტვიგი. ამ
ყველაფერს ერთი საათი სჭირდებოდა, მაგრამ ეს მხიარულად გატა-
რებული დრო იყო. პროცესი გვიყვარდა და ამ პროცესში გვეგონა,
რომ ძალიანაც ზღაპრულად და მოდურად გამოვიყურებოდით. ამ
დროს მამაჩემი იტყოდა ხოლმე: „ზედმეტი მოგსვლიათ“.
მოდის ერთი პრობლემა ისაა, რომ მასთან ერთად ჩვენც გვიწევს
შეცვლა. ასე რომ, მოდაში ნატურალური მაკიაჟი რომ შემოვიდა, მა-
კიაჟის სტილის ძირფესვიანად შეცვლა მომიხდა. სამოციანებში,
ტვიგის მაკიაჟის გავლენით, წარბებს ყველა ძალიან თხლად იკე-
თებდა. მეც თავის დროზე ისე ყოჩაღად ვიყენებდი პინცეტს, რომ მას
მერე წარბები აღარც ამომსვლია. არადა, ხშირი წარბი არც მაშინ
მქონია! და რაც მქონდა, ისიც ამოვიღე.
მოდის ტენდენციის ცვლილებასთან ერთად წარბის კონტურის
შევსება უნდა მესწავლა. მათ დღესაც ვავსებ! აი, სწორედ ამიტომაა
მაკიაჟი სასიამოვნო. წარბების კორექცია არ მეხერხება, მაგრამ ეს
ერთადერთი გზაა, რომ წარბები საერთოდ მქონდეს.
სამოცდათერთმეტი წლის ვარ, მაგრამ წითელ ხალიჩასა თუ პო-
დიუმზე გასავლელად დღესაც ვიპრანჭები ხოლმე. თუმცა ეს არ
არის ჩემი ყოველდღიურობა! უმეტესწილად, სახლში ყოფნისას, მა-
კიაჟი სულაც არ მიკეთია, მხოლოდ სახეს ვიწმენდ და ტუჩის ბალ-
ზამს ვხმარობ. არც ძაღლის გასეირნებისას ვისვამ რამეს, არც კომ-
პიუტერთან მუშაობისას და არც მაშინ, როცა შვილიშვილებს სკო-
ლაში ვაკითხავ. მაკიაჟს მაშინ ვიკეთებ, როცა ლანჩზე ან მეგობ-
რების სანახავად გავდივარ, ან საქმიანი შეხვედრა მაქვს.
მაკიაჟის რიტუალს სახის გაწმენდითა და დატენიანებით ვიწყებ.
სახის კანის მოვლის მარტივი წესები მაქვს: სახლში სახეს საწმენდი
სითხით, მოგზაურობისას კი საპნითა და წყლით ვიბან. ჯერ თვალის
კრემს ვისვამ და მერე დამატენიანებელს, რომლის მზისგან დამცავი
ფაქტორი, სულ მცირე, თხუთმეტის ტოლია. საღამოს ვიწმენდ სახეს,
ვიშორებ მაკიაჟს, თუ მესვა რამე დღისით და თვალისა და ღამის
კრემებით ვაგვირგვინებ.
მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის უნდა გესვათ! მაკიაჟს გაიკე-

37
თებთ თუ არა, თქვენი არჩევანია, მაგრამ მზისგან თავს თუ არ დაი-
ცავთ, პრობლემები არ აგცდებათ. ვერც კი მოვთვლი, რამდენი ქა-
ლი ზრუნავს და ნერვიულობს კანის მოვლაზე, მერე კი მზეს მიეფიც-
ხებიან ხოლმე, რასაც მე კანის „არმოვლის“ რიტუალს ვეძახი. მზის-
გან კანის დაცვა ქუდისა და დამცავი კრემის გამოყენებით საუკეთე-
სო გადაწყვეტილებაა.
იმ შემთხვევების გარდა, როცა წითელ ხალიჩაზე გავლა მიწევს,
მაკიაჟს მე თვითონ ვიკეთებ. წითელი ხალიჩისთვისაც მე რომ გავი-
კეთო მაკიაჟი, ფერმკრთალი გამოვჩნდები. პროფესიონალური მა-
კიაჟი კი გამოკვეთს სახის ნაკვთებს და გლამურულს გხდის. ხან
მწვანე თვალის ჩრდილს დაგადებენ, ხანაც კუთხეებს ოქროსფრად
შეგიღებავენ. სამოცდაათ წელს გადაცილებული ქალისთვის მარ-
თლაც უჩვეულო მაკიაჟია, თუმცა სოციალური მედიის გამოხმაურე-
ბები ყოველთვის დადებითია და ჩვენც ვაგრძელებთ ექსპერიმენ-
ტებს. მაგალითად, ასეთი ეპითეტებით გვამკობენ ძლიერი, ცეც-
ხლოვანი, ყველა დროის ყველაზე საუკეთესო... ძალიან სახალისოა
ეს ყველაფერი!
საკუთარი მაკიაჟის გასაკეთებლად ათი წუთი მჭირდება, ვიზა-
ჟისტებს კი ‒ ერთი საათი. ისე, ამ საქმეს ერთი საათიც რომ დავუთ-
მო, სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებ, რადგან ამის ნიჭი უბრა-
ლოდ არ მაქვს. ვიზაჟისტები ნამდვილი ხელოვანები არიან! მე მეც-
ნიერი ვარ და არ შემიძლია იმის გაკეთება, რასაც ხელოვანები აკე-
თებენ. თუმცა რამდენიმე მარტივი ხელსაწყოს სწორი გამოყენებით
მაკიაჟის გაკეთება იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, რომლებიც სულაც
არ არიან დახელოვნებული ამ საქმეში. ერთ ვიზაჟისტს ვიცნობ, რო-
მელსაც საკუთარი მასალებითა და ხელსაწყოებით ჩემოდანი აქვს
გამოტენილი. ეს ყველაფერი, ჯამში, ოცდახუთ კილოგრამამდე იწო-
ნის და წარმოიდგინეთ, ამ ჩემოდნით მოგზაურობს. ზედმეტი წონის-
თვის ყოველთვის უწევს გადახდა, მაგრამ რა ქნას, სჭირდება თავი-
სი ხელსაწყოები, ეს ხომ მისი საქმეა.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეგობარი ჯულია ჩემი სამხატ-
ვრო ხელმძღვანელიცაა და წვეულებებისთვის სწორედ ის მაცმევს.

38
ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა როლში უნდა ვიყო იმ საღა-
მოს. ჯულია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამორჩეულად გა-
მოვიყურებოდე.
ნეტავ რა ვარცხნილობას შემირჩევენ? როგორ მაკიაჟს გამიკე-
თებენ? რამდენად ეფექტური იქნება ჩემი სტილი? დრამატულ თვა-
ლის ჩრდილს შემირჩევენ ან მკვეთრი ფერის ტუჩსაცხს? ჯულიამ, შე-
იძლება, ოქროსფერი, იასამნისფერი ან სულაც ლურჯი ტონები მო-
ითხოვოს. ის იმ ადგილზეც ფიქრობს, სადაც მივდივართ, რადგან
სტილი კონკრეტული ღონისძიებისთვის იქმნება. ფილმის პრემიე-
რაა თუ წიგნის წარდგენა? საქველმოქმედო წვეულება ხომ არ არის?
მხოლოდ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ შეუდგებიან ხოლმე საქ-
მეს. ეს ყველაფერი ბალ-მასკარადს ჰგავს!
“CoverGirl”-ის სახე რომ გავხდი სამოცდაცხრა წლის ასაკში,
ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და ფანტასტიკური მოულოდნელობა
გახლდათ. კოსმეტიკური პროდუქტების რეკლამაში ადრეც მიმიღია
მონაწილეობა, მაგრამ როგორც მთავარ მოდელს, არასდროს, ძა-
ლიან გამიხარდა!
ახლა ამერიკა გაიგებდა, რომ მაკიაჟი ნებისმიერი ასაკის ადამი-
ანმა შეიძლება მოიხდინოს. ჩემთვის არასდროს უთხოვიათ, უფრო
ახალგაზრდული შესახედაობა მიმეღო, არც მე მიგრძნია ასაკის და-
მალვის საჭიროება, ძალზე ხარია, სამოცდათერთმეტი წლის რომ
ვარ! მახარებს, რომ ადამიანებს შემიძლია ვაჩვენო, რა შესანიშნა-
ვად შეიძლება გამოიყურებოდნენ ამ ასაკშიც. მაკიაჟს ქალის გა-
რეგნობის გაკეთილშობილება შეუძლია და ჩვენ ის აუცილებლად
უნდა გამოვიყენოთ.

39
5

თავდაჯერებულობა

იარეთ თავაწეულმა და იყავით ყურადღებიანი

ცხოვრება ხშირად დაგაკარგვინებთ თავდაჯერებულობას. ხან-


დახან თავდაჯერებულობა უნდა დაიბრალოთ და თავაწეულმა
იაროთ. ეს თამაშია. წელში გამართულად ყოფნა ჩვენი ოჯახის ერთ-
ერთი ნიშან-თვისებაა. დედა მოცეკვავე იყო, მამა – ქიროპრაქტი-
კოსი და დედამისი, სხვათა შორის, კანადაში ამ პროფესიას დაუფ-
ლებული ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახლდათ. წელში გამარ-
თულად დგომა ბავშვებმა ადრევე ვისწავლეთ, რაც მომავალში ჩემს
და-ძმებზე აისახა: დები ცეკვის მასწავლებლები გახდნენ, ძმა კი ‒
ქიროპრაქტიკოსი. ყველანი წელში გამართულები დავდივართ.
ჩვენი სახლის წინა ეზოში ყოველ წელს მამაჩემი სიარულის შე-
ჯიბრებს აწყობდა. არასდროს მსმენია, ასეთი შეჯიბრება სხვა ვინმე-
საც რომ მოეწყოს. მამა ძალიან მაგარი მარკეტერი იყო! თავის პა-
ციენტებსა და მათ მეგობრეკლინიკის წინ ბაღში შეკრებდა ხოლმე.
დედა ბევრ ღვეზელს აცხობდა და ბევრსაც ყინავდა. ჩვენს უზარმა-
ზარ საყინულეში იმდენი ღვეზელი ეტეოდა, ათას კაცს რომ დააპუ-
რებდა. სტუმრებს დედა ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდა. შეჯიბ-
რება მას მერე იწყებოდა, რაც სტუმრები ბაღში მოკალათდებოდნენ.
იმას, ვინც წელში ყველაზე გამართული იყო, შესაბამისი სიგელით
აჯილდოებდნენ. ყველა თავდაჯერებულად და მხიარულად გამოი-
ყურებოდა.
ჩემს აღნაგობას ყოველთვის აღნიშნავდნენ. ამას დიდწილად
ჩემს სამოდელო კარიერას აბრალებენ, მაგრამ ეს ასე სულაც არ
არის ‒ ის ჩემი ოჯახიდან მოდის. აი, ვიღაცას რომ ნახავ, წელში გა-
მართული რომ დადის, არ გინდა, შენც ასე იარო? ივარჯიშე და შენც
გამოგივა. მოხრილი სიარული ადამიანს ნაღვლიანისა და დაკომ-

40
პლექსებულის შესახედაობას უქმნის. წელში გამართვა კი, პირი-
ქით, ძლიერად და თავდაჯერებულად წარმოაჩენს. თუ გინდა, თავ-
დაჯერებულად გამოიყურებოდე და თავსაც ასე გრძნობდე, მაშინ
აღნაგობის გამოსწორებით უნდა დაიწყო. წელში გაიმართე, მხრები
გაშალე, გაიღიმე და ადამიანებთან საუბრისას უშუალოდ მათ უყურე
‒ სხვაგან არ გაიხედო. აი, ასე გახდები თავდაჯერებული.
აღნაგობასთან ერთად კარგი მანერებიც უაღრესად მნიშვნელო-
ვანია. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და
დარბაისლურად იქცეოდნენ, შეიძლება იმიტომ, რომ კანადელები
იყვნენ. ისინი ზრდილობიანები იყვნენ და სხვის მიმართ ყურად-
ღებას არ იშურებდნენ. მე კი სამოდელო სკოლაში ეტიკეტის გაკვე-
თილებს მიტარებდნენ, მასწავლიდნენ, როგორ უნდა შემეკვეთა
კერძი რესტორანში და რომელი დანა-ჩანგალი გამომეყენებინა.
ყველაფერი, რაც სუფრის ეტიკეტის შესახებ ვისწავლე, ცხოვრე-
ბაში ძალიან გამომადგა. სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბლუმფონტეინ-
ში, სამოდელო სკოლაში, ეტიკეტის გაკვეთილებსაც ვატარებდი. ეს
გაკვეთილები მხოლოდ მოდელებისთვის არ ყოფილა განკუთვნი-
ლი, კარგი მანერების შესასწავლად მშობლები სასკოლო და საუნი-
ვერსიტეტო ასაკის ახალგაზრდებსაც მიგზავნიდნენ.
სხვა ყველაფერთან ერთად, ყველა ჩემს მოდელს პუნქტუალუ-
რობას, გამართულად მეტყველებასა და მორცხვობის დაძლევას
ვასწავლიდი. კარგ მანერებს რომ დაეუფლებით, თავს აუცილებ-
ლად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ და სხვის თვალშიც უფრო
თავდაჯერებულად გამოჩნდებით. ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რო-
მელთაც კარგი მანერები აქვთ. მანერების დახვეწა ხომ ძალიან
მარტივია!
ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილები და შვილიშვილები ამაყები
და ზრდილობიანები ყოფილიყვნენ, კარგი აღნაგობა და დახვეწილი
მანერები ჰქონოდათ. იმედი მაქვს, მათთვის კარგი მაგალითის მიმ-
ცემი ვარ, სწორედ ისე, როგორც ჩემი მშობლები იყვნენ ჩემთვის.
ჩემს შვილს, ილონს, ხუთი ბიჭი ჰყავს. მას მერე, რაც საცხოვრებ-
ლად ლოს-ანჯელესში გადავედი, სავახშმოდ ერთად ვიკრიბებოდ-

41
ით, რაც სრულ ქაოსში გადაიზრდებოდა ხოლმე. ხომ წარმოგიდგე-
ნიათ, რა ხმაური იქნებოდა, როცა ყველა ერთად იწყებდა ლაპა-
რაკს.
ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ამიერიდან ყოველ კვირა ილონის
ბიჭებთან ცალ-ცალკე ნახევარ საათს გავატარებდი. მათთან პარას-
კევის ნაშუადღევს მივდიოდი ხოლმე. ვისხედით და ვლაპარაკობ-
დით სკოლასა და იმაზე, რის გაკეთება უნდოდათ მომავალში, ან რა
აინტერესებთ. ხანდახან უბრალოდ ვთამაშობდით ან წიგნს ვკითხუ-
ლობდით.
მერე კი მათთან ერთად სუფრაზე გადმოვინაცვლე. ვაჩვენე, რო-
გორ უნდა მიერთვათ საჭმელი და ესაუბრათ თავაზიანად. ისიც ავუხ-
სენი, რომ ლაპარაკისას თავის ჯერს დალოდებოდნენ და ერთმანე-
თის ხმა ყვირილით არ გადაეფარათ. „საჭმელი დახურული პირით
და უხმაუროდ ჭამეთ!“, „არ ილაპარაკოთ, როცა პირი სავსე გაქვთ“.
დანა-ჩანგლის სწორად ხმარებაც ვასწავლე. ისინიც ყველაფერს
ითვისებდნენ!
‒ ჭამას რომ დაასრულებთ, თქვენს თეფშთან ერთად, სამზარეუ-
ლოში მამას და ჩემი თეფშებიც გაიტანეთ. და რომ დაბრუნდებით,
ვიდრე მამას თქვენს ამბებს მოუყვებით, თავად ჰკითხეთ, როგორი
დღე ჰქონდა, ‒ ვუთხარი მათ ერთ დღეს.
ვახშმის დრო რომ დადგა, ბიჭები ძალიან კარგად იქცეოდნენ.
ილონიც რომ შემოგვიერთდა, ერთ-ერთმა ჰკითხა: „მამა, დღე რო-
გორ გაატარე?“
ილონი გაკვირვებული ჩანდა.
‒ პირველს მე მინდოდა მეკითხა ‒ თქვა მეორე შვილმა.
– არა, მე! – თქვა მესამემ.
მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო.
მერე მათ იმაზეც იკამათეს, ვინ გაიტანდა ილონის თეფშს სამზა-
რეულოში. მე კი ვუთხარი, რომ ასეთ შემთხვევაში ეს მორიგეობით
უნდა გაეკეთებინათ. მას მერე წლები გავიდა, დღეს ისინი ძალიან
თავაზიანი ბავშვები არიან და მათით ძალიან ვამაყობ.
სხვების კეთილგანწყობის მოპოვება უფრო ადვილია, როცა თავ-

42
აზიანად იქცევით. და ეს უფრო შთამბეჭდავია: ვიდრე ხმაური და და-
უდგრომლობა, ან აჟიტირებულობა, ამ დროს ადამიანებისთვის უფ-
რო სასიამოვნოა თქვენთან ერთად ყოფნა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივად თავდაჯერებული ადამიანი
ხართ, ცხოვრებაში ამ თავდაჯერებულობას ბევრჯერ დაკარგავთ და
დაიბრუნებთ. იმედი მაქვს, ასაკის მატებასთან ერთად ეს უფრო და
უფრო მცირე ხნით მოხდება. შეიძლება იფიქროთ, რომ სამოცდაათი
წლის ასაკში ნაკლებად თავდაჯერებული უნდა ვიყო, მაგრამ ეს ასე
არ არის. საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყო-
ფილვარ, რადგან აღარც უარი მადარდებს და აღარც შეურაცხყოფა.
სამოდელო საქმეში ათიდან ცხრა შემთხვევაში უარით მისტუმრე-
ბენ. თუ საკუთარი თავის რწმენას კარგავთ, ამის მიზეზს უნდა მიაკ-
ვლიოთ. ძალიან ბევრ ქალს საკუთარი შესაძლებლობების არ სჯე-
რა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა გამოსდი-
ოდეთ, ზოგიერთს კრიტიკამ ყველანაირი ძალა გამოაცალა, და-
ნარჩენები კი ერთდროულად ბევრ საქმეს ეჭიდებიან და ვერ
აუდიან. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით და ნუ შეეცდებით, ყვე-
ლაფერში საუკეთესო იყოთ.
ბავშვობაში საშინაო დავალებებს კარგად ვასრულებდი, მაგრამ
სპორტში მოვიკოჭლებდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი
სპორტული აქტივობა ვცადე. ჩემს ტყუპისცალ დას ქეის კი, პირი-
ქით, სასკოლო დავალებების შესრულება არ ეხერხებოდა, მაგრამ
ბუნებრივად ძალიან სპორტული იყო. ერთმანეთითა და ჩვენი მიღ-
წევებით ძალიან ვამაყობდით. თავდაჯერებულობა კი არ დაგვიკარ-
გავს იმის გამო, რომ ორივე საქმე თანაბრად კარგად არ გამოგვდი-
ოდა.
თუკი ჩვეულებრივ თავდაჯერებული ხართ, ერთი ცუდი დღეც საკ-
მარისია იმისთვის, რომ ეს თავდაჯერებულობა დაკარგოთ, გაანა-
ლიზეთ, რატომ არის ესა თუ ის დღე ცუდი. საკუთარი თავის რწმენა
რამ დაგაკარგვინათ? ვინმემ გული ხომ არ გატკინათ? და გააცნობი-
ერეს, რომ გული გატკინეს? ამ რეპლიკამ თქვენზე ასეთი გავლენა
რატომ მოახდინა? ხანდახან სამსახურში ისეთ ადამიანს შეხვდებით,

43
ვისაც თქვენზე კარგად გამოსდის რაღაც საქმე, რაშიც თქვენც გინ-
დათ, რომ უკეთესი იყოთ. ასეთ დროს თქვენი უნარების განვითარე-
ბას უფრო მეტი დრო დაუთმეთ და ისწავლეთ საქმეში უფრო გამოც-
დილი და დახელოვნებული ადამიანებისგან.
მეუღლესთან განქორწინების შემდეგ საკუთარი თავის რწმენა
ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით, შვილების ბედნიერ ადამიანებად
აღზრდით, კეთილგანწყობილი ახალი მეგობრებითა და დიეტოლო-
გიასა და სამოდელო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებით აღ-
ვიდგინე.
ერთხელ დაკარგული თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად,
შესაძლოა, საფუძვლიანი ცვლილებები დაგჭირდეთ. მუდამ დეპრე-
სიულად ყოფნა ის მდგომარეობა არ არის, რომლითაც უნდა იცხოვ-
როთ. გარშემო ოჯახის წევრები და ისეთი მეგობრები და კოლეგები
უნდა შემოიკრიბოთ, რომლებიც ისეთს გაფასებენ, როგორიც
ხართ. ასე შეძლებთ, თავაწეულმა და საკუთარი თავის რწმენით აღ-
სავსემ იაროთ.

44
ნაწილი მეორე

თავგადასავლები

45
6

ჟაკარანდას ყვავილობა

აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა

ადამიანთა უმრავლესობა სოციალური ნორმების მიხედვით


ცხოვრობს. მამაჩემს ასე არ უცხოვრია, ის უჩვეულო კაცი იყო –
სურდა, მთელი მსოფლიო შემოეფრინა.

მამაჩემს, ჯოშუა ჰალდემანს, უყვარდა ახალი ადგილების აღმო-


ჩენა და მხოლოდ მანქანით მოგზაურობას არ სჯერდებოდა, ამიტო-
მაც ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი ‒„ბელანკას“ მარკის თვით-
მფრინავი ჰყავდა. პროპელერიანი იყო, კორპუსს კი ტილო ჰქონდა
გადაკრული. დედაჩემის პატივსაცემად თვითმფრინავს „ვინი“ და-
არქვა. სინამდვილეში დედას ვინიფრედი ერქვა, მაგრამ ყველა ვინს

46
ეძახდა. საოცარი ადამიანი იყო და რაც ასაკში შევედი, ეს სულ უფ-
რო მეტად დავაფასე.
დედა კანადის ერთ პატარა ქალაქში, მუს-ჯოში გაიზარდა, სადაც
მისი მშობლები ინგლისიდან გადასახლდნენ. მამაჩემის წინაპრები
კი 1727 წელს ფილადელფიაში შვეიცარიიდან ჩავიდნენ. მამა მინე-
სოტაში დაიბადა და ოთხი წლის იყო, ოჯახი სასკაჩევანის პროვინ-
ციის ქალაქ უოლდექში რომ გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფერ-
მა გააშენეს.
ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი „დიდი დეპრესიის”9 შემდეგ გაიც-
ნეს. კანადური „დიდი დეპრესია“ საშინელი დრო იყო, როცა ადამია-
ნები რიგებში იდგნენ, საჭმელს და ბავშვებისთვის ყველაზე საჭირო
მედიკამენტებს მათხოვრობდნენ. გადარჩენისთვის ბრძოლა უწევ-
დათ და ხშირად ბარტერული გაცვლით გაჰქონდათ თავი. იქამდე მა-
მაჩემმა ქიროპრაქტიკული მედიცინა დავენპორტში, აიოვის შტატში
შეისწავლა. ღამის გასათევი ადგილის მოსაპოვებლად ცხენებს ხედ-
ნიდა, საკვებს კი ქიროპრაქტიკული მკურნალობის სანაცვლოდ
იღებდა. იმ დროს დედაჩემი თექვსმეტი წლის იყო. ის „მუს-ჯო თა-
იმზ-ჰერალდში“ მუშაობდა. გაზეთის შტატში ორად ორი თანამშრო-
მელი დატოვეს, მათ შორის დედაჩემი და ისიც მხოლოდ იმიტომ,
რომ ყველაზე ნაკლებს უხდიდნენ. ოჯახსაც ამ ყოველკვირეული
მცირე გასამრჯელოთი არჩენდა.
ოცი წლის იყო, ცეკვაში რომ დაიწყო მომზადება და ცეკვისა და
დრამის ხელოვნების შესასწავლად ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და ვან-
კუვერში იმოგზაურა. წარმოგიდგენიათ, იმ დროში მარტოხელა გო-
გომ რამხელა მანძილი გაიარა? აი, ეს არის ნამდვილი გამბედაობა!
„დიდი დეპრესიის“ შემდეგ ჩემი მშობლები რიჯაინაში დასახ-
ლდნენ, სასკაჩევანის პროვინციაში, სადაც ორივემ თავ-თავისი ბიზ-
ნესი წამოიწყო. მამამ ქიროპრაქტიკის მედიცინის კლინიკა გახსნა,

9
უდიდესი ეკონომიური კრიზისი, რომელიც აშშ-ში 1930-იან წმებში იყო

47
დედამ კი ‒ ცეკვის სკოლა. შემონახული მაქვს მაშინდელი ადგი-
ლობრივი გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები და ფოტოებიც, რომ-
ლებზეც დედა ხან ცეკვის დროს არის გადაღებული, ხან თავისი სკო-
ლის მოწაფეებთან.
ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემი საცეკვაო დარბაზში სამეჯლისო
ცეკვის გაკვეთილზე მივიდა. მასწავლებელი ძალიან მოეწონა და
სადილზე დაპატიჟა.
„კლიენტებთან პაემანზე არ დავდივარ“ – უპასუხა დედამ. მამამ
მაშინვე გააუქმა ცეკვის გაკვეთილები და დედა ხელახლა დაპატიჟა
პაემანზე. ამჯერად ისიც დათანხმდა.
ქორწილის ფოტოზე დედ-მამას უღიმღამოდ ეცვათ, რადგან ტან-
საცმლის ფული საერთოდ არ ჰქონდათ. დედას უბრალო ნაცრისფე-
რი კოსტიუმი ეცვა, მამაც კოსტიუმში იყო. ტანსაცმელს დედა თვი-
თონ იკერავდა, საქორწილო სამოსიც ალბათ მისი შეკერილი იყო.
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი მუდამ ბედნიერად
გრძნობდნენ თავს, სულ იღიმებოდნენ.
რიჯაინაში ჩემს მშობლებს ოთხი შვილი ეყოლათ. მამას უკვე
ჰყავდა ერთი შვილი წინა ქორწინებიდან ‒ ბიჭი, სახელად ჯერი, რო-
მელიც მამის ალი-კვალია. მერე დაიბადა ჩემი უფროსი ძმა სკოტი,
უფროსი და ლინი, 1948 წელს კი დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი
და ქეი.
„ბელანკას“ თვითმფრინავი სწორედ ამ წელს იყიდეს. მათთვის
ეს რიგით მეორე თვითმფრინავი იყო. პირველი – „ლუსკომბი“ ‒ მა-
შინ შეიძინეს, როცა რიჯაინიდან კალგარიში მიდიოდნენ. მამამ შემ-
თხვევით თვალი მოჰკრა თვითმფრინავს, რომელიც ერთი ფერმის
ეზოში იდგა წარწერით – „იყიდება“. ფული არ ჰქონდა, მაგრამ, სა-
მაგიეროდ, ჰყავდა მანქანა, რომელშიც ისხდნენ. მოკლედ, მანქანი
თვითმფრინავში გაცვალა, დედაჩემი რიჯაინაში მატარებლით და-
აბრუნა, თვითონ კი პილოტი დაიქირავა, რომელიც მას თვითმფრი-
ნავთან ერთად რიჯაინაში ჩაიყვანდა.
სამწუხაროდ, მამა ფრენას ვერ იტანდა და სული რომ მოეთქვა,
პილოტს ბევრჯერ მოუწია გზაზე დაშვება. დიდი ალბათობით, მას

48
შუა ყურის ტრავმამ შეახსენა თავი, „დიდი დეპრესიის“ დროს ცხე-
ნების გახედნისას რომ მიიღო.
მამა არასდროს ხდებოდა ცუდად, როცა თვითმფრინავს თვითონ
მართავდა, მგზავრის როლში კი თავს შეუძლოდ გრძნობდა.
იმ დროს მამა ორმოცდაოთხი წლის იყო. ის ხშირად დაფრინავ-
და სასკაჩევანისა და ალბერტის პროვინციებს შორის, ერთხელ
ლოს-ანჯელესშიც კი გაფრინდა, მაგრამ ნისლის გამო დასაფრენი
ბილიკი ვერ დაინახა. იმდროინდელი სანავიგაციო სისტემები დღე-
ვანდელივით კი არ მუშაობდა! ერთხელ დამხმარე პილოტის გამო-
ძახებაც კი დასჭირდათ, მთაგრეხილზე რომ გადაეფრინათ.
სამი თვის ვყოფილვარ, პირველად რომ წაგვიყვანეს მშობლებმა
მე და ჩემი ტყუპისცალი და ქეი თვითმფრინავით აიოვაში კონფე-
რენციაზე. გზად ედმონტონში გავჩერდით და ეს მხოლოდ იმიტომ
ვიცი, რომ ჩვენზე ადგილობრივ გაზეთებში დაწერეს და „მფრინავი
ტყუპები“ შეგვარქვეს.
მამა შესანიშნავი ადამიანი იყო: უშიშარი და გაბედული, და ჩვენ
მას უპირობოდ ვენდობოდით.
ღირსეული კაცი იყო, პირადი მაგალითით გვასწავლიდა. გვი-
ანობამდე მუშაობდა. გულისხმიერებითა და სიკეთით გამოირჩე-
ოდა. მორიდებულ გოლიათს ჰგავდა, რომელიც ბევრს არ ლაპარა-
კობდა. ჩემს შვილებს მამაჩემი არ ახსოვთ, ის მაშინ გარდაიცვალა,
როცა ბიჭები სულ პატარები იყვნენ და მე ტოსკაზე ვიყავი ფეხმძი-
მედ. სამივე ხშირად ღიღინებს და ეს უზომოდ მახარებს. მამას მაგო-
ნებენ, რომელიც სულ ღიღინებდა. მიხარია იმიტომ, რომ მგონია ‒
ღიღინი ადამიანს მარტო მაშინ შეუძლია, როცა ბედნიერია.
1950-იანებში ჩემმა მშობლებმა კანადიდან გამგზავრება გადაწ-
ყვიტეს. სამხრეთ აფრიკაში ნამოგზაურები მისიონერები გაიცნეს.
მათ უთხრეს, რომ სამხრეთი აფრიკა საოცრად თვალწარმტაცი ქვე-
ყანა იყო. ჩემებმაც არ დააყოვნეს, შეფუთეს თვითმფრინავი, 1948
წლის „კადილაკი“, ჩაალაგეს მთელი ბარგი-ბარხანა, დაგვხვიეს ხე-
ლი მე და ჩემს და-ძმას და აფრიკისკენ მიმავალ სატვირთო გემზე
ამოგვაყოფინეს თავი ორი თვით. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ

49
გაართვა დედამ თავი გემით მოგზაურობას ორი წლის ტყუპებთან და
კიდევ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც მაშინ ექვსი
და რვა წლისა იყვნენ. მაგრამ მან ეს მოახერხა.
მამამ თვითმფრინავს ფრთები მოხსნა ‒ თვითმფრინავს თვითონ
უვლიდა ხოლმე ‒ ყუთში ჩააწყო და კეიპტაუნში გაგზავნა. ჩასვლი-
სას აეროპორტში დავბანაკდით, ვიდრე მამა თვითმფრინავს ხელახ-
ლა ააწყობდა, ცაში ავფრინდებოდით და იქაურობას თვალს შევავ-
ლებდით. ის ყუთები, რომლებშიც ფრთები ეწყო, მამამ მერე ხის მა-
სალად გამოიყენა და თავისი კლინიკისთვის ავეჯი ამით ააწყო. წიგ-
ნის კარადებმა ათწლეულებს გაუძლო.
მამას ქალაქში უნდოდა ცხოვრება და გვირჩიეს, იოჰანესბურგში
წავსულიყავით, რადგან იქ ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ახლომ-
დებარე პრეტორიაში აფრიკაანსზე ლაპარაკობდნენ და ახალ გარე-
მოსთან შეჩვევას ეს უფრო გაგვირთულებდა.
მაგრამ პრეტორიას რომ გადავუფრინეთ, ჟაკარანდას ყვავილო-
ბის სეზონი იყო და მთელი ქალაქი იისფერ ყვავილებს დაეფა-
რა.ასეთი სილამაზე მამას არასოდეს ენახა და ესღა აღმოხდა: „აი,
სწორედ აქ დავსახლდებით“.
ჩვენ პრეტორიაში გავიზარდეთ, უზარმაზარი ხეებით (რაც უცხოა
სასკაჩევანის პრერიებისთვის) დაბურულ სახლში და გულთბილი
ხალხის გარემოცვაში. აფრიკანერები უფროსებს „უუმს“ და „ტენის“,
ანუ ბიძას და დეიდას, უწოდებდნენ იმის მიუხედავად, იცნობდნენ თუ
არა მათ. ჩვენ ეს თვისება გვხიბლავდა.
კანადაში შერეკილები ვეგონეთ ‒ აბა ვის გაუგონია, ტილოგა-
დაკრული პროპელერიანი თვითმფრინავით ფრენა მცირეწლოვან
ბავშვებთან ერთად?! მერე სამხრეთ აფრიკაში რომ გადავედით საც-
ხოვრებლად, იქ საერთოდ შეშლილებად შეგვრაცხეს. ერთი კაცი
„შეშლილ ამერიკელებს“ გვეძახდა. ჩვენ კანადელები ვიყავით, ცხა-
დია, მაგრამ მათთვის ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?
ხალხს უცნაურები იმიტომ ვეგონეთ, რომ ყველაფერს ჩვენებუ-
რად ვაკეთებდით. და არა იმიტომ, რომ საიდანღაც ვიყავით ჩამოსუ-
ლები. კანადაშიც ისე ვცხოვრობდით, როგორც გვინდოდა. სხვები-

50
სგან ჩვენი მოგზაურობებით გამოვირჩეოდით; იმითაც, რომ სკო-
ლის ფორმას დედა გვიკერავდა, მაშინ როცა სხვა ბავშვებისთვის
ფორმებს ყიდულობდნენ; ჩაის მაგივრად ყავას ვსვამდით; ჩვენი
უკანა კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის, სხვა მშობლები კი წინას-
წარ გეგმავდნენ თავიანთი შვილების სტუმრების მიღებას; სკოლა-
ში, სადილის დროს, ყველას თეთრი პურის სენდვიჩები ჰქონდა,
ჩვენ კი ჭვავის პურის სენდვიჩებს ვჭამდით. სკოლის სასადილოს-
თვის ფულს არასდროს გვაძლევდნენ. ნერწყვებს ვყლაპავდი სოსი-
სის ხვეულებსა და ფუნთუშებზე, მაგრამ მათ საყიდლად ჯიბის ფულს
ვერ ვიმეტებდი. ჩვენ „კადილაკიც“ გვყავდა, ერთადერთი იმპორტი-
რებული მანქანა შემოგარენში, იმ „კადილაკს“ თუ არ ჩავთვლით,
მამაჩემის მეგობარმა უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანა. და რაც მთავა-
რია, გვყავდა თვითმფრინავი.
სხვას ასეთს არავის ვიცნობდი, ისევ და ისევ მამაჩემის მეგობ-
რის გარდა.
მამაჩემი სხვებს არ ჰგავდა. საქმის გადადება არ უყვარდა, თუკი
რამეს მოისურვებდა, უმალ მის კეთებას იწყებდა. დედაც ასეთი იყო,
კარიერა ჯერ კიდევ მამას გაცნობამდე ააწყო, თავისი გზაც მანამდე
ჰქონდა ნაპოვნი.
ხუთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები პრეტორიიდან ოსლოში რომ
გაფრინდნენ ქიროპრაქტიკის კონფერენციაზე დასასწრებად. გზად
აფრიკის სხვა მხარეები, ესპანეთი და საფრანგეთი მოინახულეს.
ერთხანს ლონდონშიც გაჩერდნენ, მამაჩემი თავის ნაცნობ კოლე-
გებს რომ შეხვედროდა.
ექვსი წლის ვიყავი, ავსტრალიაში მოგზაურობის დაგეგმვა რომ
დაიწყეს, რაც ჯამში 30 ათას მილზე მეტი გამოდიოდა, რა თქმა უნდა,
უკანა გზის ჩათვლით: უკანაც ხომ უნდა დაბრუნებულიყვნენ. ასეთი
ცხოვრება მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჩვენი მეზობლების-
თვის კი ‒ არა. ამას გარდა, ნავიგაციისთვის კომპასს იყენებდნენ ‒
მოგეხსენებათ, არც GPS ჰქონდათ და არც რადიოგადამცემები.
მოგზაურობისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ და ყოველთვის
წინასწარ გეგმავდნენ. იცოდნენ, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მო-

51
მხდარიყო და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. GPS-ის არქონა
ნიშნავდა იმას, რომ რუკები დეტალურად უნდა შეესწავლათ. რა-
დიოგადამცემის გარეშე კი მხოლოდ თავის იმედი უნდა ჰქონოდათ.
ასეთ შორ მანძილზე ფრენისთვის ბევრი საწვავია საჭირო, ამი-
ტომაც თვითმფრინავიდან უკანა სავარძლები ამოიღეს და საწვავის
ავზებით ჩაანაცვლეს – ავსტრალიამდე, ოკეანის გადასალახად, და-
მატებითი საწვავი აუცილებლად დასჭირდებოდათ. ხელსაწყოებიც
მოიმარაგეს იმ შემთხვევისთვის, რამე რომ გაფუჭებულიყო. მამამ
თვითმფრინავის შეკეთება იცოდა, ხელსაწყოებიც მუდამ ხელთ
ჰქონდა.
ამ მოგზაურობებში ჩემი მშობლები სიფრთხილემ გადაარჩინა
ამინდს თვითმფრინავიდან ამოწმებდნენ, ორიენტაციისთვის კომ-
პასსა და რუკას იყენებდნენ, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე
მიფრინავდნენ და საგზაო ნიშნებს აკვირდებოდნენ იმის გასარკვე-
ვად, სასურველ ქალაქში ეშვებოდნენ თუ არა. აეროპორტი ყველგან
არ იყო და მათაც ხან სპორტულ მოედანზე უწევდათ დაფრენა, ხან ‒
ქუჩაში. ისინი ჩემზე ბევრად გაბედულები იყვნენ. ახლა რომ მახსენ-
დება, რას სჩადიოდნენ, მიკვირს, რომ საერთოდ გადარჩნენ.
დაგეგმვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად
ჩაივლის. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუ რამე ისე არ მოხდება,
როგორც დაგეგმე, სხვა გეგმას დასახავ.
მოგზაურობისას მათ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, აზიასა
და წყნარ ოკეანეს გადაუფრინეს და იმავე მარშრუტით დაბრუნდნენ
შინ. დღესაც შენახული გვაქვს რუკები, რომლებზეც მონიშნული
მარშრუტით მამამ, დედამ და ჩვენმა თვითმფრინავმა „ვინიმ“ სამყა-
როს შესაცნობად წყნარ ოკეანეს გადაუფრინეს.
ამ დროს მათ უკვე სამოცი ქვეყანა ჰქონდათ მოვლილი. თითოე-
ულ გაჩერებას, სიმბოლურად, თვითმფრინავის ფრთებზე აღნიშნავ-
დნენ.
ბავშვობიდანვე გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავ-
ზე, რაც იმ დროშიც კი უჩვეულო იყო. ოთხი წლის რომ ვიყავით, მე
და ჩემი ტყუპისცალი და ბაღში ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდ-

52
ით. დაგვყვებოდა უფროსი და, შვიდი წლის ლინიც, რომელიც რვა-
ასი მეტრის მანძილზე სამ ქუჩაზე გადასვლაში გვეხმარებოდა,
ჩვენი ბაღი ლინის სკოლის შემდეგ იყო, ასე სამასი იარდის მო-
შორებით და ამ გზის გავლა მე და ქეის უკვე მარტოებს გვიწევდა. ბა-
ღიდან ისევ ლინის სკოლისკენ მივდიოდით და იქ ველოდებოდით.
სახლშიც მას მოვყავდით.
ჩვენ დამოუკიდებელ ადამიანებად გვზრდიდნენ.
ჩემი ძმა სკოტი მშობლებთან ერთ მოგზაურობას იხსენებს, როცა
მათ ცენტრალური აფრიკის ქვეყნები – უგანდა, კენია, ზანზიბარი და
ნაირობი ‒ მოინახულეს. როგორც სკოტი გვიამბობს, ზანზიბარსა
და ნაირობიში მარტო სახეტიალოდაც უშვებდნენ. თვითონაც გაკ-
ვირვებულია, დღეს ამას ბავშვის უფლებების შელახვად შერაცხავ-
დნენო! ჩვენთვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მოგზაურობისას ჩვენგან ამტანობას ითხოვდნენ. ცხენზე პირვე-
ლად იმ ტერიტორიაზე დამსვეს, ახლა ლესოთო რომ ჰქვია ეს მეტად
მთაგორიანი ადგილია. ასი კილომეტრი უნდა გაგვევლო რამდენი-
მე დღეში. ჩემი უმცროსი ძმა ლი, რომელიც პრეტორიაში დაიბადა,
იმ დროს მხოლოდ ხუთი წლის იყო და დედასთან ერთად შინ დარ-
ჩა. სკოტი მაშინ ჩვიდმეტისა იყო.
უნაგირზე დიდ დროს ვატარებდით და საერთოდ, ეს დამღლელი
მოგზაურობა აღმოჩნდა, თან როგორ გავილუმპეთ! ცეცხლი ერთხე-
ლაც არ დაგვინთია, მხოლოდ კონსერვებითა და პურით ვიკვებებო-
დით. ძილითაც ცოტა გვეძინა, რადგან ღამით ცხენები ჩვენკენ იწევ-
დნენ, სახეს გვილოკავდნენ და საბნებს გვართმევდნენ.
იქნებ ამიტომაც არ გამჭირვებია შვილებთან ერთად პატარა ბი-
ნაში ცხოვრება. დივანი არც ისე კომფორტულია დასაძინებლად,
თუმცა, რაც უნდა იყოს, გამოძინება ჭერქვეშ უფრო ადვილია, ვიდ-
რე ღია ცის ქვეშ, როცა ცხენი მარილიან სახეს გილოკავს.
სულაც არ არის აუცილებელი, ის აკეთოთ, რასაც თქვენგან
ელიან. საკუთარი გზა უნდა აირჩიოთ. ეს ბავშვობაშივე ვისწავლე
და უკვე მოწიფულ ასაკში გამოვიყენე. დიეტოლოგიაში აკადემიური
ხარისხი რომ მივიღე, სწორედ ამ დროს დავორსულდი, სამსახურის

53
ძებნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ კერძო პრაქტიკა დავიწყე. კოლე-
გები წარბშეკრული მიყურებდნენ, მათი თქმით, კერძო პრაქტიკის
დაწყებამდე სულ მცირე ხუთი წელი საავადმყოფოში უნდა მემუშავა
ჩემთვის ეს შეუძლებელი იყო, არადა, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა,
ჩემს კლიენტებს სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში რომ ვეხ-
მარებოდი.
სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სადაც უნდა გადავსულიყავი
საცხოვრებლად, დიეტოლოგიის პრაქტიკას ყველგან თავიდან ვიწ-
ყებდი. გადაბარგება ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაგრამ, როგორც ჩანს,
მუდამ მზად ვარ, ვცადო ისეთი რამ, რაც საბოლოოდ, შეიძლება სა-
ინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდეს.
თუ ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებთ, ერთსა და იმავე სამ-
სახურში დადიხართ, ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობთ და თავს
ბედნიერად გრძნობთ, შეგიძლიათ ასეც გააგრძელოთ.
მაგრამ თუ ადგილს ვერ პოულობთ, უბედური ხართ და გინდათ,
თქვენი ცხოვრება შეცვალოთ, დაფიქრდით: რა გამოგდით, სად გინ-
დათ იცხოვროთ ან როგორი სამსახური დაგაკმაყოფილებდათ. ახა-
ლი ადგილების გაცნობასა და ახალ ხალხთან ურთიერთობას თქვე-
ნი თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია და გაგაბედნიერებთ კი-
დეც.
მამაჩემი გამუდმებით იმეორებდა: „არ არსებობს ისეთ, რამ, რაც
ჰალდემანისთვის შეუძლებელია“. მე და ჩემი და-ძმა ამ რწმენით გა-
ვიზარდეთ. სავარაუდოდ, ჩემი რწმენა შვილებსაც გადავდე. ახლა
კი აღარ არსებობს ისეთი რამ რაც მასკს არ შეუძლია.

54
7

აღმოჩენები

იფიქრეთ მოსალოდნელზე და მზად იყავით


მოულოდნელისთვის

ყოველ ივლისს, როცა სამხრეთ აფრიკაში ჯერ კიდევ ზამთარია,


ჩვენი ოჯახი კალაჰარისაკენ მიემგზავრებოდა დაკარგული ქალაქის

საპოვნელად. იმ დროს ბოტსვანას ბეჩუანალენდი ერქვა. ზოგჯერ


მამა თვითმფრინავით მიფრინავდა, დედა კი მანქანით მიდიოდა.
ისეც ხდებოდა, რომ ყველა ერთად სატვირთო მანქანით ვმგზავ-
რობდით და კომპასით აღჭურვილები, კალაჰარის უდაბნოს გადაკ-
ვეთას სამ კვირას ვანდომებდით. დედა მანქანაში სამი კვირის სამ-

55
ყოფ საკვებს, წყალსა და ბენზინს იმარაგებდა და, რა თქმა უნდა, ხუ-
თი შვილის ჩაბარგებაც მის კისერზე იყო.
დაკარგული ქალაქის საპოვნელად წასვლა მამაჩემს გილიერმო
ფარინის10 წიგნმა შთააგონა. ამ კანადელმა კაცმა კალაჰარის უდაბ-
ნო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ხარებშებმული ფურგონით გადაი-
არა. ის წერდა, რომ დაკარგული ქალაქის ნანგრევებს მიაგნო. ფა-
რინი იმითაცაა ცნობილი, რომ ნიაგარის ჩანჩქერის თავზე გაჭიმულ
თოკზე გაიარა. როგორც ხვდებით, ის მუდმივად თავგადასავალს
დაეძებდა.
ფარინის გზის გავლა მამაჩემს მანქანით ჰქონდა განზრახული
და ასე ვატარებდით ხოლმე ივლისის არდადეგებს. ახლა ვფიქრობ:
წარმოგიდგენიათ, ხუთი ბავშვი რომ მიგყავს უდაბნოში სამი კვი-
რით? დედას წამოსვლა აუცილებელი სულაც არ იყო, მას არჩევანი
ჰქონდა, შეეძლო ბავშვებთან ერთად სახლში დარჩენილიყო. მაგ-
რამ მამა მაინც არ გადაიფიქრებდა წასვლას, დედას კი მისი მარტო
გაშვება არ უნდოდა და ამის გამო ყველა ერთად მივემგზავრებო-
დით.
ჩემი მშობლების თაოსნობით უდაბნოში ჩვენი მოგზაურობების
არასდროს შემშინებია. მაშინაც კი, როცა მითხრეს, აფთარმა შეიძ-
ლება სახე მოგაჭამოსო. უბრალოდ საძილე ტომარა ბოლომდე შე-
ვიკარი, აფთარს ჩემი სახე რომ ვერ დაენახა. არასდროს მიფიქრია,
რომ ამ მოგზაურობების დროს შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარი-
ყო. შესაძლოა, ჩემი მშობლები უსაფრთხოებაზეც ბევრს ფიქრობ-
დნენ, ისინი ხომ ყოველთვის მომზადებულები იყვნენ. გეგონებოდა,
ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი. მე არც ჩაბარგებაზე
მიწევდა ფიქრი, ამასაც დედა აგვარებდა. ახლა ვხვდები, რომ მას
ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე წინასწარ უნდა ეზრუ-
ნა, იქნებოდა ეს ტანსაცმელი, საკვები თუ წყალი. მამაჩემის საზრუ-
ნავი კი რუკები, კომპასი, ბენზინი და მანქანის სათადარიგო ნაწილ-

10
ფარინი (1838-1929)-კანადელი თოკზე მოსიარულე და გამომგონებელი.
იმოგზაურა კალაჰარის შეუსწავლელ ნაწილში

56
ები იყო. მოკლედ, ჩემი მშობლები გასაოცარი ადამიანები იყვნენ.
ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. სამი კვირის სამყოფი
წყალი გვჭირდებოდა. საჭმელად ბოსტნეულისა და ხილის კონსერ-
ვები მიგვქონდა. ეს შედარებით ჯანსაღი საკვები ერთ კვირას
გვყოფნიდა, მერე კი მის გარეშე უნდა გავსულიყავით ფონს.
აი, სწორედ ასეთ დროს აღმოჩნდებოდა ხოლმე ჩვენი ოჯახის
დევიზი „იცხოვრე გაბედულად, ოღონდ ‒ განსაკუთრებული სიფ-
რთხილით“ გამოცდის წინაშე. რასაკვირველია, ყოველთვის შესაძ-
ლებელი იყო მოვლენათა ცუდი განვითარება. ასე რომ, ეს ყველა-
ფერი წინასწარ უნდა წარმოგედგინა და შესაბამისი გეგმაც შეგედ-
გინა.
ვიცოდით, რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავით. უდაბნოში და-
კარგული ადამიანების საფლავის ქვებსაც ვაწყდებოდით ხოლმე ში-
გადაშიგ. მამა ხანდახან მეგზურს ქირაობდა, რომელსაც ჩვენთვის
თარჯიმნობა უნდა გაეწია, მაგრამ იმ მხარეში იმდენი ტომი ცხოვ-
რობდა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, რომ ჩვე-
ულებრივ, ჩვენით უნდა გაგვერთმია თავი. უდაბნოში აქლემებზე ამ-
ხედრებული მზვერავები პატრულირებდნენ, ბოტსვანა მაშინ ბრიტა-
ნეთის მმართველობის ქვეშ იყო. ჩემი მშობლები ისე გეგმავდნენ,
რომ მოგზაურობას ერთი პატარა ქალაქიდან ვიწყებდით და მეორე-
ში ვასრულებდით, პატრულმაც იცოდა, სად და როდის უნდა ვყოფი-
ლიყავით. ასე რომ, ისინი მუდან მზად იყვნენ, სამძებრო სამუშაოები
დაეწყოთ, თუ სამ კვირაში დანიშნულების ადგილზე არ გამოვჩნდე-
ბოდით.
მამამ იცოდა, რომ უდაბნოში მოგზაურობისას ქვიშაში აუცილებ-
ლად ჩავეფლობოდით და რამდენიმე ნიჩაბი ყოველთვის თან ჰქონ-
და. როგორც კი გავიჭედებოდით, მანქანა ჩვენ თვითონ უნდა ამოგ-
ვეთხარა. იმის გამო, რომ გზა არ იყო, ბავშვები რიგრიგობით მივ-
რბოდით მანქანის წინ, ორმოებსა და კუნძებს რომ ავრიდებოდით.
მამას მანქანის შესაკეთებლად საჭირო ხელსაწყოებიც წამოღებუ-
ლი ჰქონდა, სარჩილავი ლამპაც კი. ერთხელ მახსოვს, კუნძს მაინც
ვერ ავცდით და მამამ და სკოტმა – ჩემმა უფროსმა ძმამ, ლამპა აან-

57
თეს, დაზიანებული ნაწილი დარჩილეს და მოგზაურობის გაგრძე-
ლება მერეღა შევძელით.
გზადაგზა ბევრი რამ გვიფუჭდებოდა, მაგრამ პანიკას არ ვყვებო-
დით. შევაკეთებდით, რაც შესაკეთებელი იყო და გზას ვაგრძელებ-
დით. ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ გვაშინებს, რაც სინამდვილეში
არც კი ხდება. თუმცა, თუ მაინც შეგვემთხვა უსიამოვნება, გამოსავა-
ლი უნდა ვიპოვოთ. ერთხელ სასმელ წყალში ბენზინი ჩაგვეღვარა
და იძულებული გავხდით, ბენზინნარევი წყალი დაგველია, რადგან
სხვა გამოსავალი არ გვქონდა. როგორც კი შევძელით, სუფთა წყა-
ლი მოვიმარაგეთ, სულ ეს იყო.
ყოველდღე გარიჟრაჟზე ვიღვიძებდით, ვიბარგებოდით და დაღა-
მებამდე მანქანით ვმგზავრობდით, მერე კი ბანაკს ვშლიდით. საკვე-
ბისთვის ცალკე კარავი გვქონდა.
ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა. მე და ქეი ფიჩხს ვაგროვებ-
დით, ჩვენი ძმა კი ცეცხლს ანთებდა. დედა წყალს, კვერცხისა და
რძის ფხვნილს, ფქვილსა და გამაფხვიერებელს ურევდა და თუჯის
დიდ ქვაბში კვერებს გვიცხობდა. უდაბნოს შუაგულში ახალგამომ-
ცხვარ თბილ კვერებს ვჭამდით. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ უნ-
და დაეგეგმა წინასწარ, ეს რომ მოეხერხებინა?
უკვე დიდობაში გავაცნობიერე, რამდენს შრომობდა დედა წინას-
წარ იმისთვის, რომ ყველაფერი ასეთი გემრიელი ყოფილიყო.
მამას ნადირობის ლიცენზია ჰქონდა, რომელიც უფლებას აძ-
ლევდა, კვირაში ერთი ცხოველი მოენადირებინა. ირემს ან ციცარს
მოვკლავდით ხოლმე და ჩვენთვის საკმარისი საჭმელი რომ დაგ-
ვიგროვდებოდა, დანარჩენს რომელიმე ტომს ვუნაწილებდით, გზად
რომ გვხვდებოდა. უდაბნოში მიზანში სროლასაც ვსწავლობდით,
რაშიც დედაჩემი ნამდვილი ჩემპიონი იყო.
თან მიგვქონდა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. მე და ქეის ერ-
თი თასი გვქონდა, რომელსაც წყლით ვავსებდით და დილა–საღა-
მოს ვიბანდით. ღამღამობით უდაბნოში ისე ციოდა, წყალი იყინებო-
და და დილაობით, ხელ-პირი რომ დაგვებანა, ყინულის მტვრევა
გვიწევდა.

58
იმ კომფორტის გარეშე ვისწავლეთ ცხოვრება, სახლში რომ გვე-
გულებოდა. როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, ასეც უნდა მოიქცე.
ტუალეტი ბუჩქების უკან იყო. ტანს საერთოდ არ ვიბანდით და ეს
ნორმალური იყო, უდაბნოში ვიყავით, სადაც ქვიშა ბინძური არ
არის. როცა ჩვენი მშობლები შემდგომ მარშრუტს გეგმავდნენ, ჩვენ,
ბავშვები, ბევრს ვკითხულობდით. მაქვს ფოტოები, სადაც ყველანი
წიგნებში ვართ თავჩარგული.
რაც ნამდვილად ვისწავლე, ის არის, რომ კომფორტი არ მჭირ-
დება. კომფორტის მცირე დოზებითაც შეიძლება გახვიდეთ იოლას.
სწორედ იქ ვისწავლე, რომ შემეძლო, მცირედი ხარჯებით მეც-
ხოვრა. ვალი არ დაიდოთ და არც იმ ადამიანების შეგშურდეთ,
მდიდრულად რომ ცხოვრობენ. უბრალოდ გააკეთეთ თქვენი მაქსი-
მუმი, იბრძოლეთ გადარჩენისათვის და იმედია, წარმატებასაც მი-
აღწევთ.
ერთ ზამთარს მეგზური გვყავდა, სახელად ჰენდრიკი. მას კო-
ცონთან ეძინა, რადგან ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაზე უსაფრთხო
ადგილი იყო, რომელსაც ვერანაირი ცხოველი ვერ მიეკარებოდა.
ერთ საღამოს მამამ პარაფინის სანათი აანთო, რომელიც მაგი-
დაზე იდგა და იქვე, ჩვენს ბანაკში, ლომი დაინახა. ფრთხილად და-
იხია უკან, კარვისკენ და დედას უთხრა: „ვინ, ლომია. ფარანი და
თოფი მომაწოდე“.
ამ დროს ლომი ჰენდრიკს მიუახლოვდა, რომელიც კოცონთან
იწვა. სამწუხაროდ, ლომს წესები არ ჰქონდა წაკითხული და არ იცო-
და, რომ ცეცხლს არ უნდა გაჰკარებოდა.
– ჰენდრიკ, ლომი! - დაიყვირა მამაჩემმა.
ჰენდრიკი მყისიერად წამოხტა, ცეცხლს გადაახტა და „Voetsek“-
ო დაიყვირა, რაც „წადის“ ნიშნავს. ლომმა ბანაკი ზანტად დატოვა,
მამამ რამდენიმე გასროლა მიაყოლა დაუმიზნებლად, თუმცა ლომს
ამაზე რეაქცია არ ჰქონია. ძუ ლომი თავის მეწყვილეს ბანაკის შე-
სასვლელთან ელოდებოდა. ლომები რომ გაედევნა, მამა მანქანით
გაეკიდა. ისინიც ბანაკთან ახლოს, ქვიშის დიუნზე ავიდნენ და
მთელი დილა იქიდან გვაკვირდებოდნენ.

59
ჩემს ძმას, ლის, ახსოვს, რომ დასაძინებლად მანქანაში გაგზავ-
ნეს. ის ყველაზე პატარა იყო და ლომებისთვის ყველაზე გემრიელი
ლუკმა. ამიტომ ის განსაკუთრებით უნდა დაგვეცვა.

მამა შეშინებული არ ჩანდა და თუ იყო, არ იმჩნევდა. მისი დამო-


კიდებულების წყალობით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით.
ამ მოგზაურობების დროს ბევრი ცხოველი და მწერი შეგვხვედ-
რია: ქურციკი, ანტილოპა გნუ, სხვადასხვანაირი ხვლიკი, ჭიანჭვე-
ლები, სვავები და სხვა მტაცებელი ცხოველები. ერთხელ დედას მო-
რიელმა უკბინა და სისხლდენის შესაჩერებლად ლახტის გამოყენე-
ბა და შხამის ამოწოვა დაგვჭირდა. ერთხელ კი ლინს სირაქლემა გა-
მოეკიდა, რამაც ძალიან გაგვახალისა. და, რა თქმა უნდა, იქ აფ-
თრებიც იყვნენ და მათი ძალიან გვეშინოდა. აფთრები ძალიან ავე-
ბი არიან.
ერთ დილას სკოტი და მე მდინარე ოკავანგოს ნაპირს მივუყვე-
ბოდით. სკოტმა ამ დროს ჩვენთვის ციცარი მოინადირა. ციცარი
წყალში ჩავარდა, სკოტმა კი მის ამოსაყვანად მე გამგზავნა. წყლი-
დან რომ ამოვედი, მივხვდი, რომ რაღაც მოძრავზე ვიდექი. ნიანგი

60
იყო! წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ მდინარე ნიანგებით იყო
სავსე. ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ, რადგან ჯერ კიდევ აქ ვარ, ესე
იგი ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.
ვიცი, რომ მამას დაკარგული ქალაქის პოვნა უნდოდა, მაგრამ
არ გამოგვივიდა. მან უდაბნოში თორმეტჯერ იმოგზაურა და მე რვა-
ჯერ ვახლდი თან. დაკარგული ქალაქი რომ ვერ ვიპოვეთ, გული არ
დამწყდომია. ალბათ, იმიტომ, რომ არც ჩვენს მშობლებს ეტყობო-
დათ იმედგაცრუება.
მთავარი იყო, რომ ერთად ბევრი თავგადასავალი გამოვიარეთ
და როგორც ოჯახმა, ბევრიც ვიმხიარულეთ.
შეგიძლია, მიზანი დაისახო, მაგრამ თუ ვერ მიაღწევ, არ იდარ-
დო. მგონია, რომ მამას უბრალოდ ძალიან უყვარდა ახლის გაგება,
ახალი კულტურების შესწავლა და ახალი ადგილების აღმოჩენა. მას
და დედას სწავლა არასდროს შეუწყვეტიათ. უყვარდა გაუკვალავი
გზებით სიარული და უდაბნოში საკუთარი გზების გაყვანა. ყოველ-
თვის კომპასის იმედად იყო. ჩვენც არასდროს დავკარგულვართ,
მუდამ იქ აღმოვჩნდებოდით ხოლმე, სადაც გვინდოდა, რომ აღმოვ-
ჩენილიყავით.

61
8

რატომაც არა?

უთხარით „კი“ შესაძლებლობებს

კარიერის გეგმები დაწყობილი მქონდა: აუცილებლად მეცნიე-


რებას უნდა გავყოლოდი. მედიცინა, მიკრობიოლოგია ან ბიოქიმია
უნდა მესწავლა. მამამ მირჩია, ისეთი ფაკულტეტი ამერჩია, სადაც
ოთხ წელიწადში პროფესიას დავეუფლებოდი. დიეტოლოგიის სწავ-
ლა გადავწყვიტე.
მესამე კურსზე ვიყავი, ერთ-ერთმა კურსელმა რომ მითხრა, შენს
კანდიდატურას „ვაალის დედოფლის“ ტიტულზე წარვადგენო.
– ეგ რა არის? - ვკითხე მე. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მელა-
პარაკებოდა.
მან ამიხსნა, რომ ეს სილამაზის კონკურსი იყო, მე კი ასეთ ღო-
ნისძიებაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. მეგობარს ვუთხარი,
მე ჭკუისკოლოფა ვარ და არა სილამაზის დედოფალი-მეთქი.
ნახევრად ხუმრობით ჩემმა კურსელმა ჩემი კანდიდატურა მაინც
წარადგინა და კონკურსისთვის მეც შემარჩიეს. ზუსტად არ ვიცოდი,
მონაწილეობა უნდა მიმეღო თუ არა, ეს საჩემო საქმე არ იყო, მაგ-
რამ მაინც დავთანხმდი. რატომაც არა? გავიდოდა დრო და ეს ამბავი
აღარც მემახსოვრებოდა.
ვფიქრობდი, ერთი სულელური დღე იქნებოდა, რომელსაც მა-
ლევე დავივიწყებ-მეთქი, არადა, ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა.
მოხარული ვარ, სილამაზის კონკურსში მონაწილეობას რომ
დავთანხმდი. ამ კონკურსის წყალობით იოჰანესბურგში პროფესიო-
ნალურ სამოდელო სააგენტოში მოვხვდი. სრულიად მოულოდნე-
ლად, ეს ჩემი მეორე კარიერა გახდა, რომელსაც მთელი ცხოვრე-
ბაა, მივდევ.

62
იმ შენობაში მისვლამდე, სადაც სილამაზის კონკურსი ტარდებო-
და, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა სერიოზულად ემზადებოდნენ
გოგონები ასეთი ღონისძიებისთვის.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და არც ის ვი-
ცოდი, რომ ამ კონკურსის მოსაგებად დრო და ფული არ უნდა დაგ-
ნანებოდა. გოგონები საოცრად გამოიყურებოდნენ. თმა სალონში
დაევარცხნათ და ძალიან პროფესიონალური მაკიაჟი ჰქონდათ გა-
კეთებული. მათი საცურაო კოსტიუმებიც სოლიდურად გამოიყურე-
ბოდა.
ჩემი საცურაო კოსტიუმი თვითონ შევიკერე, ვარცხნილობა და
მაკიაჟიც ჩემი ნახელავი იყო. ჩემს მხარდასაჭერად მთელი ოჯახი
მოვიდა, რაც მოულოდნელი იყო. ასეთ ღონისძიებებზე ისინი არ და-
დიოდნენ, მაგრამ ახლა მოვიდნენ.
კულისებში გამომსვლელებს რიგით ნომრებს ურიგებდნენ.
‒ არ მინდა პირველ ნომრად გასვლა, ‒ თქვა იმ გოგონამ, რო-
მელსაც „ერთიანი“ ერგო.
‒ მე გავალ, ‒ ვუპასუხე.
არ მეშინოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ თავდაჯერებული ვიყა-
ვი, უბრალოდ იმ პოდიუმზე გასვლა სულაც არ მადარდებდა. გამოც-
დებზე ვფიქრობდი და შეყვარებულზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მი-
ღალატა. მოკლედ, უფრო სერიოზული სანერვიულო მქონდა. პოდი-
უმზე ყველამ გავიარეთ. კონკურსის მერე კი ქეი ტიროდა, შენ საუკე-
თესო იყავიო. ჰო, აბა რა-მეთქი, ვუპასუხე სიცილით.
სრულიად მოულოდნელად, მართლა გავიმარჯვე! აღფრთოვანე-
ბას ვერ ვმალავდი.ზოგმა კი ძალიან განიცადა ეს ამბავი, რადგან ეს
გამარჯვება მათ სამოდელო კარიერისთვის სჭირდებოდათ. კონ-
კურსში გამარჯვებამ კი გამახარა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უბ-
რალოდ სახალისო გამოცდილება იყო. ჯილდოდ მივიღე: ასი რანდი
(დაახლოებით ას ორმოცდაათი დოლარი), კონტრაქტი იოჰანეს-
ბურგის სამოდელო სააგენტოსთან და სამოდელო კურსები, სრული
დაფინანსებით.
ბოულინგის ვაუჩერებიც მაჩუქეს.

63
რაც უნდა ირონიული იყოს, მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გა-
მომაცხადეს და სურათების გადაღებაც დასრულდა, წვეულება არ
გამართულა, ხალხი უბრალოდ დაიშალა. ჩემი ოჯახი კი, ნაჩუქარი
ვაუჩერებით, ბოულინგის სათამაშოდ წავიდა. რა კარგი იყო! ასეთი

64
რამ არც კი წარმომედგინა. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ სამოდე-
ლო კურსების გავლის შემდეგ იოჰანესბურგში, რომელიც პრეტო-
რიიდან ოცდაათ მილში მდებარეობს, გადაღებებზე მიმიწვევდნენ.
იოჰანესბურგი სამოდელო ინდუსტრიის ცენტრი იყო, სადაც ჩემი
დის მანქანით დავდიოდი. აი, სწორედ იქ შევიძინე სათანადო სამო-
დელო უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი.
სამოდელო საქმიანობის დაწყება და უნივერსიტეტში სწავლა
ორი სრულიად განსხვავებული განზომილება იყო. პირველ რიგში
მაინც ნუტრიციოლოგიის სწავლასა და ჩემი დიეტოლოგიური ბიზნე-
სის დაწყებაზე ვიყავი კონცენტრირებული. მოდელობა ჩემთვის
არასდროს ყოფილა შემოსავლის მთავარი წყარო. ეს ცალსახად
ბონუსი იყო, მაგრამ ამ საქმეს იმიტომ შევყევი, რომ სახალისო იყო,
საშუალებას მაძლევდა, მოდის სამყაროში მეტრიალა და შემოქმე-
დებითი ადამიანები გამეცნო.
სამოდელო კარიერას ბევრ რამეს უნდა ვუმადლოდე. ამ სფეროს
დამსახურებაა ისიც, რომ გამიჩნდა სრულიად განსხვავებული ტიპის
მეგობრები და კოლეგები, რომლებსაც ვერასდროს გავიცნობდი,
მეცნიერების წიაღში, დიეტოლოგად რომ დავრჩენილიყავი. ამას
გარდა, მოდელობის დამსახურებაა ისიც, რომ მსოფლიო და სხვა-
დასხვა ქალაქი მოვიარე. კასტინგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას
ჩატარდეს, ფოტოგადაღება კი მხოლოდ საშინელ ან საოცარ ადგი-
ლებში იმართება.
დღეს „კის“ თქმაზე ამდენს აღარ ვფიქრობ, „კის“ ვამბობ, თუ შე-
მოთავაზებამ ცნობისმოყვარეობა აღმიძრა, თუ საინტერესოა ან სა-
ხალისო და თუ მას ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
თუკი რამის შეცვლა გინდათ, უნდა თქვათ – „რატომაც არა?“
ჯერ კიდევ მაშინ სამოდელო კონკურსში მონაწილეობა არც ისე
დიდ ნაბიჯად მიმაჩნდა, მაგრამ ზოგჯერ ეს „რატომაც არა?“ დამოკი-
დებულება დიდი ცხოვრებისეული ცვლილებებისთვისაც მნიშვნე-
ლოვანია.
ტოსკა ოცდაჩვიდმეტი წლის იყო, დედობა რომ მოინდომა.

65
ის საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე იყო გადართული და შვი-
ლების თემაზე ნაკლებად ფიქრობდა. ამ ასაკში ტოსკას გაუმძაფრდა
განცდა, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ არც ურთიერ-
თობის დაწყება სურდა ვინმესთან მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები
ჰყოლოდა. გამოგვიცხადა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის
უნდოდა მიემართა და მზად იყო, ბავშვები მარტოს გაეზარდა. ჩვენ-
მა ოჯახმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც
მარტოხელა დედობა არ ურჩიეს. ეჩიჩინებოდნენ, რომ მარტოს ძა-
ლიან გაუჭირდებოდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რო-
მელიც მის კარიერას დააზარალებდა და თან ეს ბავშვებისთვისაც
ცუდი იქნებოდა. მაგრამ ამ ხალხს ძირითადად საკუთარი შიში ალა-
პარაკებს ხოლმე. გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს ცხოვ-
რებას ეხება, იმაზე დაყრდნობით არ უნდა მიიღოთ,რას გეტყვიან
თქვენთვის უცხო ადამიანები. რასაკვირველია, შვილების ყოლა ნე-
ბისმიერ გარემოებაში რთულია, ეს საფუძვლიანად ცვლის თქვენს
ცხოვრებას.
ტოსკამ ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, მახსოვს,როგორ
ვუთხარი: აბა რა! სპერმის დონორის არჩევაში მე დაგეხმარები-
მეთქი! ისიც ვუთხარი, რომ შვილების გაზრდა უკაცოდ უფრო იოლი
იყო ‒ ამაზე დღესაც ვთანხმდებით. მის გვერდით ვიყავი ყველა გა-
მოკვლევისა (ბევრი გამოკვლევა იყო საჭირო) და იმედგაცრუებე-
ბის (ხანდახან, გულის მომკვლელი) დროს, მართლაც რთული ეტა-
პები გავიარეთ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპლანტა-
ციის შემდეგ ტოსკას ოთხდღიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა და მას-
თან ნიუ-იორკიდან ჩავფრინდი. თან ეს იმ დროს დაემთხვა, როცა
ახალ სახლში გადადიოდა. ასე რომ, ის ტახტზე იწვა და “West
Wing”11-ს უყურებდა, მე კი მისი ნივთები გადავარჩიე და მეორადი
ტანსაცმლის მაღაზიებსა და ნაგავსაყრელზე წასაღებად თორმეტი
დიდი ჩანთა გავავსე. ტოსკა ოცდამეთვრამეტე დაბადების დღეს ზე-

11
ამერიკული პოლიტიკური დრამა (1999-1006)

66
იმობდა, როცა უთხრეს, რომ მისი ორივე კვერცხუჯრედი მიმაგრდა
და ის დაფეხმძიმდა. ადვილი არც ორსულობა გამოდგა, თუმცა ორ-
სულობა თავისთავად არასოდეს არის ადვილი. ახლა მას ორი ულა-
მაზესი შვილი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად გვილამაზებენ
ცხოვრებას და არც თავსატეხებს გვაკლებენ. ყველა ქალი, რომლე-
ბიც ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ,„ აპლოდისმენტების
ღირსია! ეს რთული პროცესია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
ტოსკა ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტი-
ლება იყო. ბავშვები მას მიწაზე მყარად დგომაში ეხმარებიან და
თან, უანგარო სიყვარულის უშრეტი წყარო არიან. ტოსკა მეუბნება,
მათ მთლიანად შემიცვალეს მსოფლმხედველობაო. ახლა მისი მთა-
ვარი საზრუნავია, როგორ გახადოს მათი ცხოვრება უკეთესი, რო-
გორ დაეხმაროს მათ განვითარებაში. ეს ფიქრი ტოსკას თავმდაბ-
ლობას სძენს და შთააგონებს კიდეც.
სამსახურთან ცოტა რთულად არის საქმე. ფილმების გადაღებებ-
ზე მას მთელ მსოფლიოში უწევს მოგზაურობა, თუმცა მაინც ახერ-
ხებს, დრო შვილებთან გაატაროს და ახალ-ახალი ადგილები მო-
ინახულონ. ბავშვებს კი საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით
ნახონ, როგორ დაუღალავად შრომობს დედა (სწორედ ისე იზრდე-
ბიან, როგორც ჩემები იზდრდებოდნენ, ისინიც მხედავდნენ, რამ-
დენს ვმუშაობდი). როცა ასე არ გამოდის, მათთან მე ვრჩები ხოლმე
ძიძად, დიდი სიამოვნებით.
მიუხედავად იმისა, როგორ შესაძლებლობებს გთავაზობთ ცხოვ-
რება, დიდსა თუ პატარას, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი,
ვინც ეცდება, თქვენ მაგივრად გასცეს პასუხი კითხვას ‒ „რატომაც
არა?“ იფიქრეთ იმაზე, თქვენ რა გაბედნიერებთ. არ უთხრათ უარი
შესაძლებლობებს. შედეგი იქამდე არ გეცოდინებათ, ვიდრე თავად
არ გამოცდით.

67
9

ქალი ისახავს მიზანს

თქვენი ცხოვრება თავად წარმართეთ და მიზნად


ბედნიერება დაისახეთ

ჩვენი ოჯახი სიკეთითა და ურთიერთგაგებით იყო განმსჭვალუ-


ლი. გარე სამყაროში მოხვედრილებს კი სხვა რეალობა დაგვხვდა.
და-ძმები ვხუმრობთ ხოლმე, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი ცხოვ-
რების დაწყების შემდეგ მივხვდით, რა საშინელი შეიძლება იყოს
ადამიანი. იქამდე კი თითოეულ ადამიანში მხოლოდ სიკეთეს ვხე-
დავდი, ამის გამო ბევრი ტანჯვა გამოვიარე და ბევრი დრო დამჭირ-
და, საკუთარი თავის დაცვა რომ მესწავლა,
ჩემი უნივერსიტეტი პრეტორიაში მდებარეობდა ქალაქში, სადაც
ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, ჩემი მშობლები ჩრდილოამერიკელები იყ-
ვნენ და სახლში ინგლისურად ვლაპარაკობდით, მაგრამ დიეტო-
ლოგიის ფაკულტეტი, სადაც მინდოდა ჩაბარება, მხოლოდ აფრიკა-
ანსულ უნივერსიტეტში ჰქონდათ. ლექციები და საერთოდ ყველაფე-
რი აფრიკაანსულ ენაზე იყო. ენობრივი ბარიერის გამო უფრო მეტი
შრომა მიწევდა, უბრალოდ, სწავლას რომ არ ჩამოვრჩენოდი. ეს ბა-
რიერი არც ახალი ადამიანების გაცნობაში მეხმარებოდა.
ამის მიუხედავად, თექვსმეტი წლიდან მყავდა შეყვარებული,
რომელსაც ხშირად ვშორდებოდი და მერე ისევ ვრიგდებოდით. მა-
თემატიკასა და მეცნიერებაში მაგარი იყო, ჩემზე უკეთესი და ასეთი
ბიჭი ბევრი არ შემხვედრია. სულ მეუბნებოდა, შენი ცოლად მოყვანა
მინდაო.
სხვა გოგოსთან მისი ღალატის ამბავი რომ გავიგე, ისეთი გულ-
მოკლული ვიყავი, ვერ ვჭამდი. ერთი კვირა ვტიროდი და დარდის-
გან შვიდ კილოგრამამდე დავიკელი. ეს ის დროა, „ვაალის დედო-
ფალი“ რომ გავხდი, რამაც საშუალება მომცა, მოდელობა პროფეს-

68
იონალურად შემესწავლა, კონტრაქტი მიმეღო და უნივერსიტეტის
გარეთ ახალი ცხოვრება ამეწყო. სამუშაოდ იოჰანესბურგში დავ-
დიოდი და ზოგადად, საქმეები კარგად მიმდიოდა. „მის LM Radio“-
ც გავხდი, რომელიც საუკეთესო რადიოდ ითვლებოდა და ოც ყვე-
ლაზე პოპულარულ ჰიტს უშვებდა ეთერში.
„მის სამხრეთ აფრიკის“ ფინალშიც მოვხვდი. ვფიქრობდი, გა-
მარჯვების შემთხვევაში უნივერსიტეტისთვის თავი დამენებებინა.
აფრიკაანსულ ენაზე სწავლამ ძალიან დამღალა. განსაკუთრებით
უნივერსიტეტის ბოლო წელს მუდმივ სტრესში ვიყავი ვერც კი წარ-
მომედგინა, რა რთული იქნებოდა ფიზიკისა და ქიმიის არამშობლი-
ურ ენაზე სწავლა. თავი რომ უკეთ მეგრძნო, ვჭამდი და თანაც იმ-
დენს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისას ოთხმოცდაცამეტ კი-
ლოგრამს ვიწონიდი. საბედნიეროდ, ვერც „მის სამხრეთ აფრიკა“
გავხდი.
სამსახურის ძებნისას არაერთი გასაუბრება გავიარე მაგრამ ყვე-
ლაფრისთვის, რაც კი მაინტერესებდა, ზედმეტად ან ნაკლებად კვა-
ლიფიციური ვიყავი. ერთ-ერთ გასაუბრებაზე, რომელზეც დამიწუ-
ნეს, გავიცანი ადამიანი, ვისაც საკუთარი საკვები პროდუქტების
კომპანიისთვის კეიპტაუნშიი ნუტრიციოლოგი სჭირდებოდა. სამსა-
ხურს დავთანხმდი და საცხოვრებლად კეიპტაუნში გადავედი.მაშინ
ოცდაერთი წლის ვიყავი.
ჩემი შეყვარებული ერთი წლის მანძილზე არ მენახა, როცა ნიშ-
ნობის ბეჭდით ხელში კეიპტაუნში ჩამომაკითხა. მითხრა, რომ ვუყ-
ვარდი და ამიერიდან კარგად მომექცეოდა. დამპირდა, რომ შეიც-
ვლებოდა, ცოლად თუ გავყვებოდი.
უარით გავისტუმრე. მის ბეჭედს ხელზე არასდროს გავიკეთებდი.
ის პრეტორიაში დაბრუნდა და ჩემს მშობლებს უთხრა, თითქოს
ცოლობაზე დავთანხმდი. მათ ეს ძალიან გაუკვირდათ, რადგან ისიც
კი არ იცოდნენ, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით. ან როგორ ეცოდი-
ნებოდათ, ჩვენ ხომ მართლა აღარ ვხვდებოდით ერთმანეთს.
ამ დროს ქეი და მისი დიდი ხნის შეყვარებული დასაოჯახებლად
ემზადებოდნენ. მამას აზრით, კარგი იქნებოდა, ქორწილი ერთად

69
გადაგვეხადა და ეს იდეა ყველას ძალიან მოეწონა. დაიგეგმა ქორ-
წილი, დაიბეჭდა და დაიგზავნა მოსაწვევები. სულ მალე საჩუქრების
გამოგზავნაც დაიწყეს.
ამ ყველაფრის შესახებ დეპეშით შევიტყვე, რომელშიც ეწერა -
„გილოცავთ!“. აი, ასე მივიღე პირველი ცნობა ჩემი ნიშნობის შესა-
ხებ. შოკირებული ვიყავი. დეპეშაში ისიც ეწერა, რომ სამსახურიდან
უნდა წამოვსულიყავი და სახლში დავბრუნებულიყავი, რადგან
ქორწილი ერთ თვეში იყო დანიშნული.
თანამედროვე ადამიანისთვის შეიძლება ეს ყველაფერი უცნაუ-
რად ჩანდეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლაპარაკია 1970
წლის სამხრეთ აფრიკაზე, სადაც შორ მანძილებზე ვერ ვრეკავდით.
ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. დეპეშას ვგზავნიდით ან ერთმა-
ნეთს ვესტუმრებოდით ხოლმე. ის დროა, როცა კაცს საცოლის მა-
მისთვის ქალის ხელი უნდა ეთხოვა. ასე რომ, მამაჩემს არაფერი
ეუცნაურა, როცა უთხრეს, რომ ჩემს ყოფილ შეყვარებულს ცოლო-
ბაზე დავთანხმდი.
ისე კი, ამ ყველაფრისთვის მან დრო ძალიან ჭკვიანურად შეარ-
ჩია. მაშინ თავს მარტოსულად ვგრძნობდი, თან წელი მქონდა ნატ-
კენი და ძალიან მტკიოდა. ზედმეტმა წონამ თავდაჯერებულობაც და-
მაკარგვინა. ჩემი გარეგნობა საშინლად არ მომწონდა და მეგონა,
რომ ჩემთან ყოფნა არც ერთ კაცს არ მოუნდებოდა. ამიტომ ზუსტად
ისე მოვიქეცი, როგორც დეპეშაში იყო ნათქვამი: სამსახურიდან წა-
მოვედი, ჩანთა ჩავალაგე და სახლში გამოვფრინდი.პრეტორიაში
მივხვდი, რომ ჩემი შეყვარებული არ შეცვლილა – ისეთივე აგრე-
სიული იყო, როგორიც მახსოვდა.
წარმოდგენა არ მქონდა, ქორწილის თაობაზე როგორ მოვქცეუ-
ლიყავი. ოჯახის წევრები ერთმანეთთან ახლოს ვიყავით, მაგრამ სა-
კუთარ გრძნობებზე ბევრს არ ვლაპარაკობდით. ჩემ გარშემო ყვე-
ლა ქორწილისთვის ემზადებოდა. ჩემი უფროსი და ლინი შიფონის
ისეთ საქორწილო კაბას მიკერავდა, რომელიც ფიგურას დამიმა-
ლავდა. ქორწილში რვაასი ადამიანი იყო დაპატიჟებული: ჩემი
მშობლების ყველა მეგობარი, ჩემი ტყუპისცალი დისა და მისი საქმ-

70
როს მეგობრები, ჩემი და ჩემი საქმროს მეგობრები. ვერ წარმომედ-
გინა, ქორწილისათვის თავი როგორ უნდა დამეღწია. ჩემი აზრით,
ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.
ქორწილი ერთად გადავიხადეთ. კარგად მახსოვს, რა ბედნიერე-
ბი იყვნენ ქეი და მისი მეუღლე. ჩემი მეუღლე კი იმაზე იყო გაცოფე-
ბული, რომ მათმა ბედნიერებამ ის ყურადღების ცენტრს მიღმა და-
ტოვა.
ამის შემდეგ ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ჩემთვის ეს იმდენად
მტკივნეული დრო იყო, რომ მასზე ლაპარაკი არ მიყვარს ‒ ვბრაზ-
დები და გული ღვარძლით მევსება. არ მინდა, ასეთი ვიყო. ამის გახ-
სენების შემდეგ მოსვენებას ვკარგავ, ღამე ვბორგავ და ვეღარ ვიძი-
ნებ. თუმცა თავის მოკატუნება, თითქოს ცხოვრება იოლია - არასწო-
რია.
ცხოვრება მართლაც ძალიან რთულია. ზოგჯერ ის სასტიკი და
ულმობელიცაა. ამ დროს რაღაც უნდა შეცვალოთ. ჩემი თხოვნაა, ეს
შეძლებისდაგვარად სწრაფად გააკეთოთ. ცხოვრების მანძილზე კა-
ცებს ხშირად უტკენიათ ჩემთვის გული, ხშირად დავცემულვარ და
თავდაჯერებულოაც ძალიან ბევრჯერ დამიკარგავს. ყოველ ჯერზე
მეგონა,რომ გამოსავალი არ არსებობდა, თუმცა ბნელი გვირაბი-
დან გამოსვლას მაინც ვახერხებდი. არა იმიტომ, რომ განსაკუთრე-
ბით შეუპოვარი ვარ. ჩემზე კი ხშირად ფიქრობენ ასე, მაგრამ საკუ-
თარ თავს მედგარ ადამიანს ვერ ვერ ვუწოდებ. ძლიერი ვარ, მაგრამ
ძალიან ბევრჯერ თავი უძლურად მიგრძნია. ამ მდგომარეობიდან
გამოსვლას დრო სჭირდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს მოვახერხე.
თან ჩემი ამბავი არც ისე მძიმეა იმ ამბებთან შედარებით, რაც სხვა
ქალებს გადაუტანიათ. ამ ყველაფერს კი იმისთვის გიზიარებთ, რომ
იცოდეთ: გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
იმედი მაქვს, ჩემი ნაამბობი შთაგაგონებთ და საკუთარი თავის
რწმენას ჩაგინერგავთ იმისთვის, რომ უფრო ბედნიერად იცხოვ-
როთ. ბედნიერებას ყველა ვიმსახურებთ.
მალევე მივხვდი, რომ ჩემი ოჯახური მოვალეობა იყო, ყველაფე-
რი თავად მეკეთებინა. ქორწილის ღამეს ჩემი დანაზოგით ევროპაში

71
გავფრინდით. ძალიან იაფი ბილეთი ვიყიდეთ და ფულის დასაზო-
გად ჟენევაში ჩემი ქმრის ბიძაშვილთან დავრჩით. ეს ის დროა, რო-
ცა ევროპაში მოგზაურობა დღეში ხუთ დოლარად შეგეძლო და
ჩვენც ამით გვინდოდა გვესარგებლა.
ჩანთები უნდა ამომელაგებინა, ჩანთები უნდა ჩამელაგებინა,
მისთვის საჭმელი უნდა მომემზადებინა და სახლი უნდა დამელაგე-
ბინა, ის კი იჯდა და ჟურნალ „ფლეიბოის“ ათვალიერებდა. სამხრეთ
აფრიკაში „ფლეიბოი“ აკრძალული იყო და ძალიან უხაროდა, რომ
ევროპაში ეს აკრძალვა არ მოქმედებდა.
ჯერ კიდევ თაფლობის თვე იყო, პირველად რომ დამარტყა. შო-
კირებული ვიყავი, ჩემი ცემა რომ დაიწყო. წასვლა მინდოდა, მაგ-
რამ არ შემეძლო, რადგან ჩემი პასპორტი მას ჰქონდა.
სახლში რომ დავბრუნდით, მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეთქვა,
მართლები იყავით, ის ნამდვილი მონსტრია-მეთქი, მაგრამ ძალიან
მრცხვენოდა. სულ მალე ტოქსიკოზი დამეწყო და მივხვდი, რომ ორ-
სულად ვიყავი. თაფლობის თვის მეორე დღესვე დავფეხმძიმებულ-
ვარ. ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ მასზე დაქორწინება შეცდომა
იყო, მაგრამ ამის გამოსწორება ვეღარ წარმომედგინა.
მისი სისასტიკე ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. ილონის და-
ბადების დღეს ის თავის თვითმფრინავს ღებავდა, მე ვეხმარებოდი.
ჭინთვები რომ დამეწყო, დროდადრო ვჩერდებოდი ხოლმე, ტკივი-
ლი რომ მომეგერიებინა. ის კი მიბრაზდებოდა: „არ არის აუცილებე-
ლი, ამ დროს მუშაობა შეანელო“.
საავადმყოფოში იქამდე არ უნდოდა ჩემი წაყვანა, ვიდრე ტკივი-
ლი ყოველ ხუთ წუთში არ დამეწყო. „უბრალოდ, ზარმაცი და სუსტი
ხარ“, ‒ ასეთი იყო მისი შეფასება.
მოგვიანებით საავადმყოფოში, უკვე ფიზიოლოგიური მშობია-
რობის დროს, ძლიერი ტკივილები მქონდა. ‒ ზურგი დაუზილეთ და
თავს უკეთ იგრძნობს, – უთხრა ექთანმა ჩემს ქმარს.
‒ რაო? ზურგი თვითონ დამიზილოს! ხედავთ, როგორ სკამზე
დამსვით? წავედი! მშობიარობამდე ხუთი წუთით ადრე დამიძახეთ.
აი, ასეთი კაცი იყო ჩემი ქმარი.

72
უკვე ოცი წლიდან ძალიან დაკავებული ვიყავი. დილაობით ჩემს
ქმართან ვმუშაობდი, საბეჭდ მანქანაზე საინჟინრო სპეციფიკაციებს
ვბეჭდავდი და მის საბუღალტრო აღრიცხვას ვაწარმოებდი. ჩემს ბი-
ნაში დიეტოლოგიის კერძო პრაქტიკაც მქონდა. ილონის შემდეგ
კიმბალი და ტოსკა დაიბადნენ ‒ სამ წელიწადსა და სამ კვირაში სა-
მი ბავშვი გავაჩინე. ამ ყველაფერთან ერთად, ბავშვების მოვლა და
სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და სარეცხიც ჩემზე იყო.
ჩემმა მშობლებმა ნება დაგვრთეს, მათი სახლის გვერდით მიწის
პატარა ნაკვეთზე სახლი აგვეშენებინა. ჩვენც არ დავაყოვნეთ. ჩემი
დანაზოგით ნაყიდ პატარა პიკაპს აგურით, ცემენტითა და ხის მასა-
ლით ვავსებდი და ნაკვეთში მივდიოდი, რასაც ერთ საათს ვანდო-
მებდი.
ბავშვები მანქანის უკანა სავარძელზე გორავდნენ, მაშინ უსაფ-
რთხოების ღვედები ჯერ არ არსებობდა. სახლის აშენებაში მამაჩე-
მის ნაცნობი მშენებელი გვეხმარებოდა.
მახსოვს, უკვე ორსულობის ბოლო თვეებში ვიყავი, აბაზანის
კედლებზე ფილებს რომ ვაკრავდი.
სახლი რომ აშენდა, შაბათ-კვირას იქ ვატარებდით.
მამა ავიაკატასტროფაში რომ დაიღუპა, ტოსკაზე ვიყავი ორსუ-
ლად. ის და ქეის ქმარი ერთად მიფრინავდნენ და ამ უბედურ შემ-
თხვევას ვერც ერთი ვერ გადაურჩა.
ჩემს ქმარს აინტერესებდა, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
რა ფული გვერგებოდა.
– არა მგონია, ჩვენ რამე შეგვხვდეს. ალბათ, ყველაფერი დედას
დარჩება, ‒ ვუთხარი მე.
– რა წესია! ცოლად იმიტომ კი არ მოგიყვანე, რომ ფული დედა-
შენს დარჩენოდა, ‒ მიპასუხა მან.
ამასობაში დედამ მამაჩემის თვითმფრინავი გვაჩუქა და ის მიწის
ნაკვეთი, რომელზეც სახლი ავიშენეთ, ძალიან იაფად მოგვყიდა.
ის მაინც გაცოფებული იყო, უფრო მეტი უნდოდა.
ცოტა ხანში ქეი ისევ გათხოვდა. მისი ქმარიც ქიროპრაქტიკოსი
იყო და ქეიმ მამას კლინიკა იყიდა, რომელიც მისი სახლის გვერდით

73
მდებარეობდა. თუმცა ჩემს ქმარს ეგონა, რომ ქეის უფრო მეტი შეხ-
ვდა, ვიდრე მე და ამის გამო ლამის ჭკუიდან გადავიდა.
ორი წლის მანძილზე ჩემს ოჯახთან დალაპარაკებას მიკრძალავ-
და. მათ არც ბავშვების ნახვის საშუალება ჰქონდათ. დედაჩემის ყო-
ველ დარეკვაზე უმალვე ვემშვიდობებოდი და ყურმილს ვკიდებდი.
კაცი, კაცი გირეკავსო, იტყოდა ხოლმე ჩემი ქმარი და მცემდა.
კაცი კი არა, დედაჩემი იყო. თუმცა ეს რომ მეთქვა, ამის გამოც
მცემდა.
მან ოჯახს დამაშორა. ეს საშინელი დრო იყო.
ბიზნესის ზრდასთან ერთად, ჩემმა ქმარმა მანქანები, თვით-
მფრინავი და იახტა იყიდა. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, საკუთარი
სიმდიდრე როგორ გამოემზეურებინა.
ჩვენი ოჯახური ცხოვრების მანძილზე დღეში რამდენჯერმე მი-
მეორებდა, რომ მოსაწყენი, ჩლუნგი და მახინჯი ვიყავი. მე კი ჩემ-
თვის ვფიქრობდი: თუ მოსაწყენი ვარ, ამას ვერაფერს ვუშველი, მაგ-
რამ როგორ შეიძლება ჩლუნგი ვიყო, თუ მეცნიერებაში ბაკალავ-
რის ხარისხი მაქვს? და არც მთლად მახინჯი უნდა ვიყო, თუ სილამა-
ზის კონკურსებში გამიმარჯვია და თან მოდელიც ვყოფილვარ. ხმა-
მაღლა ეს არასდროს მითქვამს. რომ მეთქვა, აუცილებლად მცემდა.
– ვიცი, რაზეც ფიქრობ, – მეტყოდა ხოლმე ხანდახან და ამის გა-
მოც მხვდებოდა.
დაახლოებით ოცდახუთი წლის ვიყავი, წიგნი „მე კარგად ვარ ‒
შენ კარგად ხარ“12 რომ წავიკითხე. ამ წიგნმა ძალითა და იმედით
ამავსო. ჩემს ქმარს კი მისი წართმევა უნდოდა, არ მოსწონდა, ამ
წიგნს რომ ვკითხულობდი.
ზოგჯერ ვახშმად სტუმრები გვყავდა. ყველა კერძი თავად უნდა
მომემზადებინა, პურიც მე უნდა გამომეცხო. საჭმლის კეთება არ
მიყვარს, მაგრამ რეცეპტების წიგნები უხვად მქონდა. მათ ზედმიწევ-
ნით მივყვებოდი და კერძებიც გემრიელი გამომდიოდა.
ჩემი ქმარი საზიზღრად მელაპარაკებოდა და სტუმრების თანდ-

12
ამერიკელი ფსიქიატრის ტომ რნტონი ჰარისის გახმაურებული წიგნი

74
ასწრებით შეურაცხყოფას მაყენებდა. ამის გამო ისინი ჩვენთან აღა-
რასდროს ბრუნდებოდნენ.
– აი, ხომ ხედავ, შენი მომზადებული საჭმელი არ ვარგოდა და
შენც მოსაწყენი ხარ. ამიტომ აღარ უნდა არავის მოსვლა! ‒ მეტყო-
და ხოლმე ჩემი ქმარი.
შვილები რომ გავაჩინე, მოდელობა აღარ გამიგრძელებია. არ
მეგონა, ოდესმე თუ დავუბრუნდებოდი ამ საქმიანობას. სულ რომ
შემოთავაზებები მქონოდა, ჩალურჯებების გამო ამას მაინც ვერ მო-
ვახერხებდი.
ერთხელ სამ სხვა წყვილთან ერთად „ოქტობერფესტის“13 წვე-
ულებაზე წავედით. ყველა ლუდს სვამდა და ხალისობდა, ზოგი ცოტა
შეზარხოშდა კიდეც. ის სამი ქალი საოცრად სიმპათიური იყო. იმ ქა-
ლების ფონზე მე წარმოუდგენლად კონსერვატორულად მეცვა, და-
ნარჩენებს კი – ძალიან მაგრად.
საპირფარეშოში გასასვლელად ოთხივე ერთად წამოვდექით.
გვერდით მაგიდასთან მსხდომ ბიჭებს ეს არ გამოპპარვიათ და დაგ-
ვისტვინეს, გამარჯობა, ლამაზებო, რა სექსუალურად გამოიყურები-
თო თუ რაღაც მსგავსი გვითხრეს.
ამის პასუხად ჩემმა ქმარმა მიღრიალა და ბოზი მეძახა. დასარ-
ტყმელადაც გამოიწია ყველას თვალწინ.
ის წყობიდან გამოვიდა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად
გიჟდებოდა და მძიმდებოდა. თავიდან მხოლოდ სახლში მისწორდე-
ბოდა, მაგრამ მერე და მერე ცემა-ტყეპას სხვებთანაც აღარ ერიდე-
ბოდა.
ჩემი მეგობრების ქმრები გადამეფარნენ, ცოლებმა კი ფეხზე წა-
მომაყენეს და დედაჩემთან წამიყვანეს. დედას ძალიან გაუკვირდა,
ღამის ორ საათზე ფანჯარაზე რომ მივუკაკუნე. იქამდე ორი წლის
მანძილზე არ ვყავდი ნანახი.
დილას ჩემი ქმარი დედაჩემთან მოვიდა და შეევედრა, სახლში

13
ლუდის გერმანული ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად სექტემბერსა და
ოქტომბერში იმართება

75
გამატანეო. ტიროდა და ბოდიშს იხდიდა.
‒ თითი აღარასდროს დააკარო, თორემ აქ დავაბრუნებ – უთხრა
დედამ. განრისხებული იყო იმაზე, რომ თურმე ჩემი ქმარი მცემდა.
ვერც იმას ხვდებოდა, რატომ არაფერი ვუთხარი ჩემი საზარელი
ქორწინების შესახებ, ვფიქრობ, მრცხვენოდა და მეშინოდა, ჩემი
ოჯახისთვისაც რამე არ დაეშავებინა.
როგორც ჩანს, მან მართლაც დაუჯერა დედაჩემს, ამის შემდეგ
ჩემთვის ხელი აღარ უხლია. ადრე ბავშვების თანდასწრებითაც
მცემდა. მახსოვს, ორი წლის ტოსკა და ოთხი წლის კიმბალი კუთხე-
ში შეიყუჟებოდნენ ხოლმე და ტიროდნენ, ხუთი წლის ილონი კი უკ-
ნიდან ფეხებში ურტყამდა მუშტებს, რამენაირად რომ შეეჩერებინა.
ჩემთვის შვება ის იყო, რომ იქამდე მომეშვა, ვიდრე ბავშვები ჯერ კი-
დევ პატარები იყვნენ ‒ იქნებ ეს ყველაფერი მალე დავიწყებოდათ.
მას შემდეგ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა მიწევდა. ფი-
ზიკურ ძალადობაზე ხელის აღების შემდეგ ვერბალურმა ძალადო-
ბამ იმატა; თუმცა ფიზიკური ტკივილისა და ჩალურჯებებისაგან გავ-
თავისუფლდი.
ლეტიმ დამირეკა და მკითხა, მოდელობისთვის თუ მეცალა. ახ-
ლა, რადგან ჩალურჯებები აღარ მქონდა, შემეძლო დავთანხმებუ-
ლიყავი. ჩემი ქმარი ამაზე გაცოფდა. ერთ-ერთ ჩვენებაზე წამომყვა,
სვეტს ამოეფარა და დაჟინებით ადევნებდა თვალს ჩემს მუშაობას.
კულისებშიც შემომყვა, სადაც სტილისტი ჩემს ვარცხნილობაზე მუ-
შაობდა. ამ ბიჭის ცემა მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომის ჩემს თმას
ეხებოდა. ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობდა, რაც ჩემთან
იყო დაკავშირებული.
დამემუქრა, თუ გავეყრებოდი, სახეს სამართებლით დამისერავ-
და და ბავშვებს მუხლებს დაუხვრეტდა, რომ სამი დახეიბრებული
შვილი მყოლოდა გასაზრდელი და მოდელობა აღარ გამეგრძელე-
ბინა. ეს ყველაფერი შემაძრწუნებელი იყო. უფრო ადრე იმიტომ ვერ
გავეყარე, რომ მეშინოდა.
არც ის ვიცოდი, საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა განქორწი-
ნება. საამისო იურიდიული არგუმენტები არ მქონდა. სამხრეთ აფრ-

76
რიკის იმდროინდელი კანონები ჩემ მხარეს არ იყო და არც გაყრის
სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. კაცის მხრიდან ქალზე ძა-
ლადობა განქორწინებისთვის საკმარისი წინაპირობა არ გახლდათ.
უფრო მეტიც, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, კაცები სწორედ ასე
იქცეოდნენ, რადგან მათი კაცობა ამით განისაზღვრებოდა. ყოველ
შემთხვევაში, მე ასე დამაჯერეს.
იმ წელს, როცა მიიღეს „კანონი ქორწინების შეწყვეტის შესახებ“,
ვიფიქრე, მეშველა-მეთქი! ახლა შემეძლო, ქმარს გავყროდი. თავის
დაღწევის შესაძლებლობა უეცრად გამოჩნდა.
უნდა გადამეწყვიტა, სად წავსულიყავი. შემეძლო დედასთან დავ-
რჩენილიყავი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამით მას საფრთხეში ჩავაგ-
დებდი ‒ არ მინდოდა, ჩემს ქმარს მისთვის რამე დაეშავებინა. ის
სახლი გავყიდეთ, ჩემი მშობ-ლების აგარაკის გვერდით რომ ავიშე-
ნეთ და დურბანთან ახლოს, სადღაც გადაკარგულში მდებარე სახ-
ლი ვიყიდეთ. ბავშვებთან ერთად სწორედ იქ გადავბარგდი.
ძალიან გამიმართლა, ამის შესაძლებლობა რომ მქონდა. ჩემს
ქმარს მისმა ადვოკატმა ურჩია, დურბანის სახლი ჩემთვის გადმოე-
ფორმებინა.
‒ არა, მას არაფერს გადავუფორმებ, ‒ იყო პასუხი.
ადვოკატმა შეახსენა, რომ ჰქონდა სახლი, იახტა, თვითმფრინა-
ვი და ექვსი მანქანა და ეს ყველაფერი მასზე იყო გაფორმებული. რა-
ღაც რომ მომხდარიყო და ვინმეს მისთვის სასამართლოში ეჩივლა,
შეიძლებოდა, ყველაფერი დაეკარგა.
‒ არ მადარდებს, იყოს მის სახელზე, ‒ ვუთხარი ადვოკატს.
‒ დარწმუნებული ხარ? ‒ მკითხა ქმარმა,
‒ კი, შენი იყოს, ‒ ვუპასუხე.
– კარგი, მის სახელზე გააფორმეთ, – უთხრა მან ადვოკატს.
როგორც კი ეს სახლი ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა, გულზე მო-
მეშვა. ფული დეპოზიტზე შევიტანეთ და იპოთეკა გავაფორმეთ ‒ყო-
ველთვიურად 300 დოლარი უნდა გადაგვეხადა.
გამიმართლა: მქონდა ადგილი, სადაც განქორწინების შემდეგ
ბავშვებთან ერთად ვიცხოვრებდი. ნაწილობრივ, ამის დამსახურებ-

77
აცაა, რომ საერთოდ შევძელი განქორწინება.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იპოთეკას დავფარავდი, მქონდა ცო-
ტაოდენი დანაზოგი. ცოლად რომ გავყევი, ჩემს ქმარს არაფერი ება-
და, მაგრამ კარგი ინჟინერი იყო, საქმეებიც კარგად წაუვიდა და გამ-
დიდრებაც მოასწრო. ჩემთან შედარებით, ფულადი დანაზოგიც სო-
ლიდური ჰქონდა, მე – დიდი არაფერი. ეს არ მაშინებდა, ვფიქრობ-
დი, რომ ბავშვების გამოსაკვებად და იპოთეკის დასაფარად საკმა-
რისი ფული მქონდა, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც.
ოჯახური ცხოვრების მანძილზე სულ შიშში ვცხოვრობდი. გან-
ქორწინების დროსაც შეშინებული ვიყავი.
ერთხელ, განქორწინებას რომ ველოდებოდი, ქმარი დურბანში,
სახლში მომივარდა და დანით გამომეკიდა ქუჩაში.
მეზობლის სახლს შევაფარე თავი. ის სამზარეულოში იყო და
მითხრა, ეზოში გავსულიყავი, სადაც მისი მეგობრები შეკრებილიყ-
ვნენ.
‒ ჩემი ცოლი სად არის? ‒ ღრიალებდა ჩემი ქმარი, დანით ხელ-
ში.
‒ ჩაის ხომ არ მიირთმევდით? ‒ ჰკითხა ჩემმა მეზობელმა.
მოგვიანებით მიყვებოდა, ისეთი შოკირებული ვიყავი,სხვა ვერა-
ფერი მოვიფიქრეო.
ასე იყო თუ ისე, მისმა ნათქვამმა შედეგი გამოიღო. ის იატაკზე
ჩაიკეცა, ტიროდა და ამბობდა, რომ ჩემი დაბრუნება უნდოდა.
ჩემი მეზობელი შეძრწუნებული იყო. მეც. ამის შემდეგ ჩემს
ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
მისგან თავის დაღწევა მინდოდა, ნებისმიერ ფასად. ორი იურის-
ტი მყავდა, რომლებიც ჩემი პაციენტები იყვნენ. ერთი მათგანი ოჯა-
ხურ დავებში იყო გაწაფული, მეორე კი უძრავ ქონებასთან დაკავში-
რებულ საქმეებზე მუშაობდა. ჩემი საქმისთვის მეორე ავირჩიე. არ
მინდოდა, ეს პროცესი დიდხანს გაწელილიყო, მისი სწრაფად დას-
რულება მსურდა. არც ჩემი ქმრის ფული მინდოდა და არც სხვა არა-
ფერი, ჩემი შვილების გარდა.
სასამართლოში წასასვლელად მოკლე წითელი კაბა, თეთრი ბლ

78
უზა და მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი ჩავიცვი. თმაც საგან-
გებოდ დავივარცხნე და მაკიაჟიც გავიკეთე. დედამ შემათვალიერა
და მითხრა, მაკიაჟი მომეშორებინა, თმა შემეკრა, ჩემი დის ძველი
ტანსაცმელი და უქუსლო ფეხსაცმელი ჩამეცვა.
რამდენიმე ზომით დიდი ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი და სასა-
მართლოში უღიმღამოდ გამოწყობილი წავედი.
მოსამართლემ გამიღიმა და და გამეარშიყა კიდეც.
– მართლა სურს თქვენს მეუღლეს თქვენთან განქორწინება?
– ფაქტია, რომ დოკუმენტებს მოაწერა ხელი, – ვუპასუხე მე.
ვერ ვიტყოდი, უნდოდა-მეთქი, ეს ხომ ტყუილი იქნებოდა. გან-
ქორწინება მას კი არა, მე მინდოდა, მაგრამ დოკუმენტებს მართლა
მოაწერა ხელი.
ბავშვების გარდა არაფერი მითხოვია, მაგრამ მოსა–მართლემ
გადაწყვიტა, რომ ჩემს ქმარს თავისი შემოსავლის ხუთი პროცენტი
ჩემთვის უნდა მოეცა და, ამასთანავე, ბავშვების სასკოლო, სამედი-
ცინო და სტომატოლოგიური ხარჯები აენაზღაურებინა, რაც მას
არასდროს გაუკეთებია. მოსამართლემ ისიც გადაწყვიტა, რომ ბავ-
შვებისთვის ოთხკარიანი მანქანა იყო საჭირო და უნდა მოეცა. ჩემს
ქმარს ხუთი ძვირად ღირებული მანქანა და ერთი პიკაპი ჰყავდა,
ისიც ჩემი, მაგრამ ჩვენთვის მაინც ყველაზე იაფი მანქანა შეარჩია ‒
„ტოიოტა კოროლა“, ხელით ასაწევი ფანჯრებით და კონდიციონე-
რის გარეშე. მერე კი არჩევანი შემომთავაზა „იაგუარსა“ და „მერსე-
დესს“ შორის, ოღონდ იმ პირობით, რომ ყოველთვე თვითონ შე-
ამოწმებდა.
ეს კიდევ ერთი ხრიკი იყო ჩემ გასაკონტროლებლად, რის გამოც
„ტოიოტა“ ავირჩიე. სავსებით საკმარისი იყო, სადაც საჭირო იყო,
წამიყვანდა და, რაც მთავარია, ამაში ჩემი ქმარი არ იქნებოდა ჩარ-
თული.
მიხაროდა, რომ საკუთარი მანქანა მყავდა.
უმალვე განვაახლე ჩემი პრაქტიკა. სამხრეთ აფრიკაში დიეტო-
ლოგია დაფასებულ საქმიანობად ითვლებოდა და დურბანელი ექი-
მები პაციენტებს სიხარულით მიგზავნიდნენ. ამას გარდა, სამოდე-

79
ლო სამუშაოც მქონდა.
იპოთეკის გამო ფული ყოველთვის მიჭირდა. ბავშვებს სკოლის
ფორმები ეცვათ, რაც ჩვეულებრივ ტანსაცმელზე იაფი იყო. ჩემთვის
განსაკუთრებულს არაფერს ვყიდულობდი. არათუ განსაკუთრე-
ბულს, საერთოდ არ ვყიდულობდი ტანსაცმელს და თუ ვყიდულობ-
დი, ისიც ‒ მეორადებში.

განქორწინებიდან პირველი რამდენიმე წელი მაინც ყოველი


თვის ერთ შაბათ-კვირას ბავშვები მამასთან ატარებდნენ. მათ სათა-
დარიგო ტანსაცმელს ვულაგებდი, მაგრამ უკან ტანსაცმლისა და
ჩანთების გარეშე ბრუნდებოდნენ, რის გამოც მათთვის ყოველ ჯერ-
ზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა მიწევდა. ძალიან მწყინდა, იმიტომ
რომ ამის საშუალება არ მქონდა.
ამ ყველაფერს ის განზრახ აკეთებდა. ხშირად უთქვამს, რაც დრო
გავა, ისე გაღარიბდები, რომ ბავშვებისთვის საჭმელს ვეღარ იყიდი
და მაინც მე დამიბრუნდებიო. ათი წლის მანძილზე დავობდა სასა-
მართლოში ბავშვების მეურვეობაზე და ამ სასამართლო დავებმა

80
მთელი ჩემი დანაზოგი შეიწირა, მაგრამ დღეში ოცდაოთხი საათი
მისი ატანა რომ არ მიწევდა, მაინც შეღავათი იყო. მიუხედავად იმი-
სა, რომ სასამართლო სხდომები, მათთვის მოსამზადებელი ეტაპები
და შვილების დაკარგვის შიში მზარავდა, მუდმივ შიშში ცხოვრებას
მაინც ეს სჯობდა.
მასთან არასდროს დავბრუნებულვარ. სირთულეებს არ უნდა შე-
უშინდეთ, უნდა გაუძლოთ მათ და თავი დააღწიოთ – შედეგი ნამ-
დვილად ღირს ამად.
თუ იმ ადამიანთან ცხოვრობთ, ვისიც გეშინიათ, ამ მდგომარეო-
ბისგან თავის დაღწევის გეგმა უნდა დასახოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ
ვინმესთან ურთიერთობა გაუბედურებთ, ყველა ღონე იხმარეთ,
რომ ის დროულად დაასრულოთ. მე მეტისმეტად გავაჭიანურე ამ
ურთიერთობის დამთავრება იმ იმედით, რომ ჩემი ქმარი უკეთესო-
ბისკენ შეიცვლებოდა ან ვითარება გამოსწორდებოდა. მაგრამ იქამ-
დე არაფერი შეცვლილა, ვიდრე მე არ ავმოქმედდი.
განქორწინების შემდეგ ჩათვლით, რომ ყველაფერი უფრო რთუ-
ლადაა, თუმცა მერე იოლდება. შეიძლება, თავი უაღრესად მარტო-
სულად იგრძნოთ, მაგრამ ეს განცდაც გადასალახია: მეგობრები
მოინახულეთ, ოჯახის წევრებს დაურეკეთ, სამსახური შეიცვალეთ,
ფილმს უყურეთ ან სხვა ქალაქში გადადით საცხოვრებლად.
კარგი გეგმა ისაა, რომელიც ფინანსურ და ლოჯისტიკურ საკით-
ხებსაც ითვალისწინებს. შეიძლება მეგობრების ან პროფესიონალე-
ბის დახმარება დაგჭირდეთ. სტრესი სხვადასხვა სახისაა ‒ ფინანსუ-
რი ან სოციალური – მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ცხოვრებაში
ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მანამდე ჩემი ქმრის გა-
მო თავს მარიდებდნენ. ზოგიერთმა ნაცნობმა წყვილმა ფინანსური
დახმარებაც კი შემომთავაზა, თუმცა ამას არასდროს დავთანხმები-
ვარ.
სულაც არ არის აუცილებელი, თქვენი გეგმა ხუთწლედს მოიცავ-
დეს. თუკი მუდმივად შორეულ მომავალზე ფიქრობთ, შეიძლება,
პირველი ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდეთ. მთავარია, ამ მდგომა-
რეობას დააღწიოთ თავი. ნუ იფიქრებთ წინდაწინ, იფიქრეთ შემდეგ

81
ნაბიჯზე. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ დროა, დაასრულოთ ურ-
თიერთობა, მთავარია, თავბრუ არ დაგხვიოთ მოვლენების შესაძ-
ლო განვითარებამ. ჯერ პირველი ნაბიჯი დაგეგმეთ, მერე კი ახალი
გეგმა შეადგინეთ.
ჩემი ცხოვრების მძიმე ეპიზოდებს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ
უფრო ადრე უნდა მიმეღო წასვლის გადაწყვეტილება. როცა უკვე
ნათლად ხედავთ, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდით,
სასიკეთოს არაფერს გიქადით და არც არასდროს შეიცვლება, მა-
შინვე უნდა გადაწყვიტოთ გარიდება. და ეს გადაწყვეტილება რაც
შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელოთ.
თუ ურთიერთობა უბედურს გხდით, მისი დასრულებით რა უნდა
დაკარგოთ? თუ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, პარტნიორის
შეცვლა არ გამოგდით, რატომღა უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრე-
ბა ამ უბედურებაში?
განქორწინების შემდეგ თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი,
განსაკუთრებით მაშინ, როცა შაბათ-კვირას ან არდადეგებზე ჩემი
შვილები მამასთან მიდიოდნენ. მას ბავშვები ავსტრიაში დაჰყავდა
თხილამურებით სასრიალოდ ან ჰონკონგსა და ნიუ-იორკში მიჰყავ-
და სამოგზაუროდ. არ მინდოდა ჩემი შვილებისთვის ასეთი შესაძ-
ლებლობა წამერთმია. მეც ყოველთვის მპატიჟებდა და იმის მიუხე-
დავად, რომ მოგზაურობა ძალიან მიყვარს, სულ მახსოვდა, რა სა-
შინელება იყო მასთან ერთად სადმე გამგზავრება. ხალისს უკარგავ-
და ნებისმიერ სიტუაციას.
შიშში ცხოვრებას მარტოობა სჯობს. უბედურად ყოფნა კი ამაზე
ბევრად უარესია. მარტოობის გამო არასდროს მომნდომებია, უბე-
დურ ქორწინებას დავბრუნებოდი. ჯობს, ფინანსურად გიჭირდეთ,
ვიდრე ყოველდღე ძალადობის მსხვერპლი იყოთ. არც სასახლე
მჭირდება, არც ძვირფასი ტანსაცმელი, მანქანები, თვითმფრინავე-
ბი, იახტები და ფერმა, თუ ეს ყველაფერი ყოველდღიური გაუხარე-
ლი ყოფის ნაწილია.
პატარა ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს შვილებსა და მე ხშირად
გვიწევდა მიწის თხილის კარაქის სენდვიჩებისა და ლობიოს სუპის

82
ჭამა. მერე და რა?
ერთმანეთი გვიყვარდა და ერთად ბევრს ვხალისობდით. აი, რა
არის მნიშვნელოვანი.
ჩემს ამბავს იმიტომ გიყვებით, რომ თუკი აღმოაჩენთ, რომ შავ
დღეში ხართ, მინდა იცოდეთ: გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ ისეთ ადამიანთან გაქვთ ურთიერთო-
ბა, რომელიც გულს გტკენთ, საკუთარი თავის გადასარჩენად გაც-
ლა ჯობს. ცხრა წელი ვუძლებდი ძალადობას ქორწინებაში და რო-
გორც კი ეს ურთიერთობა დავასრულე, ვიგრძენი, რომ ცაზე შავი
ღრუბლები გადაიყარა და იმედი კვლავ დამიბრუნდა.
რა უფერულადაც უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, გამოსავალი ყო-
ველთვის არსებობს.

83
10

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება


უკეთესობისკენ

გაუმკლავდით პრობლემებს

ოჯახური ცხოვრების დროს ჩემი წონა სულ იცვლებოდა. თაფ-


ლობის თვეს დავორსულდი და საშინელი ტოქსიკოზი მქონდა არა
მხოლოდ დილაობით, არამედ მთელი დღის მანძილზე. თავიდან წო-
ნაში ძალიან ბევრი დავიკელი, მერე კი ძალიან მოვიმატე. და ასე
იყო თითოეულ ბავშვზე. გამიმართლა, რომ ჯანმრთელი ბავშვები
მყავდნენ. მინდოდა, ჯანმრთელობა შეენარჩუნებინათ და ამიტომაც
ჯანსაღ საკვებს მე თვითონ ვუმზადებდი.
ურთულესი წლები იყო. შვილების ყოლა ჩემი ცხოვრების ყველა-
ზე დიდი მიღწევაა, მაგრამ ქორწინება შეცდომა იყო. განქორწინე-
ბის შემდეგ მარტოხელა დედა სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად
დურბანში ვცხოვრობდი და ჩვენი ოჯახის უზრუნველყოფა მთლი-
ანად ჩემი პასუხისმგებლობა გახდა. უმნიშვნელოვანესი იყო, დაბა-
ლი წონა შემენარჩუნებინა, რათა მოდელობა გამეგრძელებინა და
ბავშვებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო მქონოდა. ვეყ-
რდნობოდი იმ ცოდნას, რაც ნუტრიციოლოგიის შესახებ გამაჩნდა,
ვჭამდი მხოლოდ მაშინ, როცა მშიოდა, ვიკვებებოდი ჯანსაღად: სი-
მინდის ფანტელები, რძე, ბოსტნეული, ხილი, ხორბლის პურისა და
მიწის თხილის კარაქის სენდვიჩები, ლობიოს სუპი, დაკონსერვებუ-
ლი თევზი და ხანდახან ქათამი. ისედაც დაბალბიუჯეტურ კვებაზე ვი-
ყავი, რამაც საქმე გამიადვილა ‒ სულაც არ არის აუცილებელი, ჯან-
საღი საკვები ძვირი იყოს.
დურბანში ახალი ადამიანების გაცნობას ვცდილობდი, თუმცა ჩე-
მი ოჯახი ვერც ერთმა ჩემმა ახალმა ნაცნობმა ვერ მოხიბლა. ქეი მე-

84
უბნებოდა, ნაბიჭვრებს იზიდავო და მართალიც იყო. ერთ საღამოს
გავიცანი კაცი, რომელსაც ძალიან მოვეწონე და მასთან ურთიერ-
თობა გავაბი. უნდოდა, წონაში დამეკლო, ფიქრობდა, რომ მსუქანი
ვჩანდი. მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ მისი გულის მოსაგებად მა-
ინც დავიკელი. თუმცა, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა – მკაცრი აკ-
რძალვები დამჭირდა.
ამ კაცმა ცოლობა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მღა-
ლატობდა. ამის მიუხედავად, ნიშნობის აღსანიშნავი წვეულება გა-
მართა. როგორც ჩანს, სულ ასეთებს ვიზიდავ. ის ჩვენთვის სახლს
აშენებდა, სადაც მისი და ჩემი შვილებისთვის ცალ-ცალკე ოთახები
იქნებოდა, ჩემთვის კი ‒ საოფისე სივრცე და მოსაცდელი დიეტო-
ლოგიური პრაქტიკისთვის. რამდენჯერაც ნიშნობის ბეჭდის დაბრუ-
ნება ვცადე, იმდენჯერ თავის მოკვლით დამემუქრა. ყოველ შეხვედ-
რაზე მის დასანახად სამ-სამ დესერტს ვუკვეთდი, როგორმე რომ და-
მეფრთხო. წონაშიც სწრაფად მოვიმატე.
ძალიან მიყვარდა შემწვარი, ცხიმიანი და ტკბილი საჭმელები,
მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ სტრესისა და უბედურების გამო
ვჭამდი. კვლავ ოთხმოცდაცამეტ კილოგრამს დავუბრუნდი. წონაში
მოსამატებლად მხოლოდ რამდენიმე თვე დამჭირდა, მის დასაკლე-
ბად კი, ჯანსაღ რვა ზომას რომ დავბრუნებოდი – ლამის ათი წელი.
იმ დროს, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.
პირველ რიგში, უნდა გამერკვია, რა გზას დავდგომოდი, ანუ ახა-
ლი გეგმა უნდა დამესახა. რამის დაგეგმვა წარმოუდგენლად მიმაჩ-
ნდა, სანამ ერთ-ერთი მეგობარი არ დამეხმარა. მისი რჩევა მარტივი
იყო: მითხრა, ყოველდღე ნახევარი საათი დაუთმე იმის გახსენებას,
როცა თავს ბედნიერად გრძნობდიო და მიმანიშნა, რომ ეს შემდეგი
ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარებოდა.
მედიტაცია არასდროს მიცდია და არც დრო დამითმია ოდესმე
ჯდომისა და უბრალოდ ფიქრისთვის. მაგრამ მეგობარმა დამარწმუ-
ნა, რომ ეს აუცილებელი იყო. ძალიან მეუცნაურა. ნახევარი საათის
განმავლობაში ვიჯექი და იმ დროს ვიხსენებდი, როცა თავს ბედნიე-
რად ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე, საერთოდ ვერაფე-

85
რი. იმდენად მოწყენილი ვიყავი, რომ არაფერი გამახსენდა. სკო-
ლას არა უშავდა, ‒ გავიფიქრე, მაგრამ სკოლაში ხომ ვეღარ დავ-
ბრუნდებოდი? მერე მივხვდი, რომ ყველაზე ბედნიერი დრო უნივერ-
სიტეტში გავატარე, იმის მიუხედავად, რომ აფრიკაანსულად სწავლა
ჩემთვის იოლი არ იყო. სამაგიეროდ, აფრიკაანსი ახლა უკეთესად
ვიცი!
ამ დროს გადავწყვიტე, ბლუმფონტეინში წავსულიყავი დიეტო-
ლოგიაში ინტერნატურის გასავლელად. ყველაფერს თავი დავანებე
და ჩემს მცირეწლოვან შვილებთან ერთად დურბანის საყვარელი
სახლიდან საცხოვრებლად ქვეყნის შუაგულში მდებარე პატარა ქა-
ლაქში გადავედი, სადაც ყველა აფრიკაანსულად ლაპარაკობდა.
იმდენად უხალისოდ ვიყავი, რომ არ დამეზარა.
ამ პატარა ქალაქში განქორწინებული ბავშვიანი ქალისთვის სა-
ზოგადოებრივი ცხოვრება არ არსებობდა, თუმცა მე მაინც მთლი-
ანად სწავლის პროცესში ვიყავი გადაშვებული. ექიმებისთვის გან-
კუთვნილ საცხოვრებელში ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი. ბავ-
შვებს საძინებელში ეძინათ, მე კი ‒ მისაღებ ოთახში, რომელიც,
იმავდროულად, სამზარეულოც იყო. ეს ყველაფერი ამად ღირდა.
როგორც კი ჩავედით, თავი ბედნიერად ვიგრძენი, მიხაროდა, რომ
მწუხარებას დავაღწიე თავი. როცა იქ აღარ ხართ, სადაც ყველაფე-
რი თქვენს ტკივილს გახსენებთ, უკვე კარგია.
სამოდელო საქმიანობაში ჩემს ცოდნას სამოდელო ხელოვნები-
სა და იმიჯის შექმნის სწავლებას ვახმარდი. ეს იმისთვის, რომ დი-
ეტოლოგიის პროგრამისთვის სტიპენდიების ფული შემეგროვებინა.
გაკვეთილები იმდენად კარგად წარიმართა, რომ ჩემმა მოსწავლე-
ებმა დამარწმუნეს, საკუთარი სკოლა გამეხსნა. საკმაოდ წარმატე-
ბული წამოწყება გამოდგა. პროფესორების შვილები, ჩემი კოლეგე-
ბი, მეგობრები და მედიასაშუალებები – ყველა მხარს მიჭერდა. ვაწ-
ყობდი მოდის ჩვენებებს, სწორი კვებისა და თავდაჯერებულობის შე-
სახებ ვკითხულობდი ლექციებს და ზოგადად, ძალიან ვხალისობდი.
მეცნიერებაში მაგის ტრის ხარისხიც კი მივიღე. აი, რა კარგი გზა გა-
მოვნახე თვითშეფასების ასამაღლებლად!

86
ცხოვრება მშვენიერი იყო. ლექციებს საღამოს ვატარებდი და ჩე-
მი საზოგადოებრივი ცხოვრებაც ეს იყო. და ამ საუნივერსიტეტო ქა-
ლაქში წონის მიხედვით არავინ მაფასებდა, რამაც დამამშვიდა. ასა-
კით უმცროს რამდენიმე სიმპათიურ ბიჭსაც კი ვხვდებოდი.
ჩემი მოდელებისთვის ხელის შეწყობა მინდოდა და ამიტომ მათი
სურათებით ხელში იოჰანესბურგის საუკეთესო სამოდელო სააგენ-
ტოში - 63-ში - მივედი.
აგენტს, რომელსაც შევხვდი, გეინორ ბეკერი ერქვა. ის ჩემი
ვერც ერთი მოდელით ვერ დავაინტერესე. სანაცვლოდ შემათვა-
ლიერა და მკითხა, მე ხომ არ მსურდა მოდელობა.
არა, არა, მოდელად აღარ ვმუშაობ-მეთქი, ვუპასუხე.
იმ დროისთვის ცხრა კილოგრამამდე კი მქონდა დაკლებული,
მაგრამ საკუთარ სამოდელო კარიერაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ-
დი.
გეინორმა მითხრა, რომ ბოლო დროს სამოდელო ინდუსტრიაში
პლუს-ზომა ცალკე კატეგორიად ჩამოყალიბდა და, ჩემი გამოცდი-
ლებიდან გამომდინარე, მირჩია, ამ საქმეს დავბრუნებოდი.
რატომაც არა–მეთქი, ვთქვი და ამით საკუთარ თავს სამომავ-
ლოდ კარგი სამსახური გავუწიე.
პლუს-ზომის სამოდელო კარიერა იოჰანესბურგში სატელევი-
ზიო რეკლამებით დავიწყე. იმის წყალობით, რომ სამხრეთ აფრიკა-
ში ერთადერთი პლუს-ზომის მოდელი ვიყავი, სულ მალე საჟურნა-
ლო გადაღებებისა და მოდის ჩვენებებისთვის ქვეყანა შემოვიარე
და თან სამეცნიერო მაგისტრის ხარისხიც მივიღე. მათ დიდი ზომისა
და ასაკით უფროსი მოდელები სჭირდებოდათ, მე კი ორივე ვიყავი.
ამასობაში გეინორი და მე დავმეგობრდით. საცხოვრებლად იო-
პანესბურგში რომ გადავედი, გეინორმა მითხრა, ერთ ყველაზე სა-
ძაგელ ადამიანს ვიცნობ, გვარად მასკსო.
– ეგ ჩემი ყოფილი ქმარი იქნება-მეთქი, ‒ვუპასუხე.
‒ ჩემი მეგობარი ცოლად მოიყვანა და ქორწილის შემდეგ უმალ-
ვე სახლიდან გააგდო, ‒ მომიყვა გეინორი.
‒ ჰო, ეგაა-მეთქი, ‒ დავუდასტურე.

87
რამდენიმე წლის შემდეგ გეინორმა მკითხა, გინდა, სიუ მასკი გა-
გაცნოო და მეც დავთანხმდი.
სიუ ტოპ-მოდელი და ულამაზესი ქალი იყო, ჩემზე ბევრად მაგა-
რი.
სიუსთან ერთად წვეულებაზე წავედით. ის ასე წარმადგენდა
ხოლმე: ეს მეი მასკია, ის ათი წელი იყო ჩემი ყოფილი ქმრის ცოლი,
მე კი – სულ რაღაც ათი წუთი.
ბევრს ვიცინოდით. ჩვენს ხუმრობებს ვერავინ ხვდებოდა, მაგ-
რამ ეს სულაც არ გვადარდებდა. ჩვენ ხომ ვხალისობდით.
ნუტრიციოლოგად მუშაობა იოჰანესბურგშიც გავაგრძელე და ეს
ბიზნესი ისე გაფართოვდა, რომ ჯანსაღ კვებაზე საჯარო ლექციების
წაკითხვასაც მთხოვდნენ. იმავდროულად, სამედიცინო ენაზე ჯერ
კიდევ ჭარბწონიანად ვითვლებოდი და საკუთარი კომპლექსების
იუმორით გადაფარვა მიწევდა. ვხუმრობდი, რომ საკუთარი თავი
უფროო თავდაჯერებულად წარმომეჩინა, მაგრამ სინამდვილეში
სულაც არ ვიყავი თავდაჯერებული. ჩემი სხეულის დასაფარად დიდი
ზომის ტანსაცმელს ვიცვამდი. თუმცა პაციენტები მაინც მყავდა და
მათ მოტივირებას მაინც ვახერხებდი. ჩემს კლიენტებს ერთს ვეუბ-
ნებოდი, მე კი მეორეს ვაკეთებდი და ამის გამო თავს თაღლითად
ვგრძნობდი. ინფორმაციას ვფლობდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ
ვეხმარებოდი.
ორმოცდაერთის რომ ვიყავი, სისხლში ქოლესტერინის შემცვე-
ლობა გამეზარდა და მუხლები და წელი მტკიოდა. ამან ძალიან შე-
მაშინა, სამი შვილი რომ გყავს გასაზრდელი, ჯანმრთელი უნდა იყო.
ის დროც მენატრებოდა, საკუთარ სხეულში თავს კარგად რომ
ვგრძნობდი.
ჩემსავე რჩევებს მივყევი: ვჭამდი მხოლოდ მაშინ, როცა მშიოდა,
ვჭამდი ჯანსაღ საკვებს და ზომიერად. ცხოვრება საკუთარი რჩევე-
ბის მიხედვით რომ დავიწყე, წონაშიც დავიკელი და უკვე ოცდაათი
წელია, ვინარჩუნებ. მინდა იცოდეთ, რომ ამაზე ყოველდღე ვმუშაობ
და ეს სულაც არ არის ადვილი.
როცა ბუნებრივად გამხდარი არ ხარ, ფიგურის შენარჩუნებაზე

88
დღედაღამ გიწევს ფიქრი. ყველა კვებას წინასწარ ვგეგმავ და ვცდი-
ლობ, მხოლოდ ჯანსაღი საკვები მქონდეს ხელთან ახლოს. როცა
არასრულად ვიკვებები, თავს მაინცდამაინც კარგად ვერ ვგრძნობ.
თუ თავი ზედმეტად დავიმშიე, რაც ხელში მომხვდება, ყველაფერს
მუსრს ვავლებ. არაჯანსაღ საჭმელს თუ ვჭამ, გონება და სხეული უფ-
რო ნელა იწყებს მუშაობას და თან დაღლილობისა და გაბერილო-
ბის შეგრძნება მეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცი წე-
ლია, დიეტოლოგი ვარ, ცდუნებებს ვერც მე ვუძლებ და მერე შედე-
გებსაც ვიმკი ხოლმე. თუმცა უფრო ხშირად ჯანსაღ საკვებს ვირჩევ,
რადგან მინდა, თავი ფანტასტიკურად ვიგრძნო.
კარგად გადაღებულ ფოტოებზე არ ჩანს ის შრომა, რომელსაც ამ
ფოტოებამდე მიჰყავხარ ‒ მათზე არ ჩანს, რომ ორჯერ მოვიმატე და
დავიკელი 30 კილოგრამი. გააზრებულად ვიცი, რომ ზედმეტს თუ
შევჭამ, ჩემი წონა იქამდე მოიმატებს, ვიდრე ზედმეტ ჭამას არ მო-
ვუკლებ. მართლა მეგონა, რომ ის ოდესმე თვითონ მოწესრიგდებო-
და, მაგრამ ასე არ მოხდა. წონის დასაკლებად ძალიან დიდი ძალის-
ხმევა დამჭირდა და ეს დღესაც ასეა.
ძალიან მარტივია, პრობლემის გადაჭრა მყისიერად სცადოთ,
როცა თავს ცუდად გრძნობთ და ამის გამო ზედმეტს ჭამთ. თუმცა ამ
ხერხით მხოლოდ პრობლემებს გაურბიხართ და შედეგად უარესად
გრძნობთ თავს. თუ გინდათ, თავი უკეთ იგრძნოთ, ცხოვრება საფუძ-
ვლიანად უნდა შეცვალოთ და რეალური ცვლილებები განახორცი-
ელოთ. მცირე ცვლილება იქნება ეს – მაგალითად, მედიტაციის
დაწყება თუ დიდი – კვების ჩვევების შეცვლა, საცხოვრებლად ახალ
ადგილას გადასვლა და ცხოვრების ხელახლა დაწყება, გეგმის და-
სახვა აუცილებელია.

89
ნაწილი მესამე

ოჯახი
---------------- ♣♣♣ -------------

90
11

დასაქმებული დედა

იყავით სამაგალითო

ილონი რომ დაიბადა, ოცდასამი წლის ვიყავი. 1971 წელს, რო-


გორც წესი, ამ ასაკში აჩენდნენ შვილებს. ყველაფერი სამდღიანი
ცრუ სამშობიარო ტკივილებით დაიწყო – შეტევებით, რომლებიც
დღისით მაწუხებდა და ღამით – არა. მშობიარობა რთულად წარი-
მართა: ილონს დიდი თავი ჰქონდა და საერთოდაც, დიდი ბიჭი იყო,
სამ კილოსა და რვაას გრამს იწონიდა. ბუნებრივი მშობიარობა მინ-
დოდა, ტკივილგამაყუჩებლების გარეშე; იმ ტკივილს ახლაც მძაფ-
რად ვგრძნობ.
როგორც კი დაიბადა, მთელი ეს აგონია დამავიწყდა. უბედნიე-
რესი ვიყავი. ილონი პატარა ანგელოზს ჰგავდა. ვერც კი წარმომედ-
გინა, ასეთი ლამაზი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემ გვერდით იწ-
ვა, მე კი ვუყურებდი და ვუყურებდი.
ეს გახლდათ ყველაზე საოცარი რამ, რაც კი თავს გადამხდენია.
ილონი ღორმუცელა იყო და მეც სამი თვე ბუნებრივ კვებაზე
მყავდა.
თუმცა ხშირად ტიროდა და სამი თვის თავზე დამატებით ადუღე-
ბული რძისა და წყლის ნარევს ვაძლევდი. ოთხი თვისა, ფაქტობრი-
ვად, სულ რძეზე გადავიდა, ხუთი თვისა კი უკვე ფაფებს ჭამდა. მერე
ნელ-ნელა ხილისა და ბოსტნეულის პიურეს და ჩემს მომზადებულ
სადილებს მიირთმევდა. ილონს ჭამა ძალიან უყვარდა.
როგორც კი ილონის ძუძუთი კვება შევწყვიტე, მაშინვე კიმბალზე
დავორსულდი. ის რომ დაიბადა, ოცდაოთხი წლის ვიყავი. კიმბალი
გრძელი და თხელი იყო და თავის ძმაზე ოდნავ მეტს იწონიდა. მე-
ორე მშობიარობა უფრო გამიადვილდა. მასაც სამი თვე ვაჭმევდი

91
ძუძუს და როცა აღარ ჰყოფნიდა, ესეც ილონივით რძესა და წყალზე
გადავიყვანე. ექთნებს ვარიგებდი, რომ მყარი საკვების მიცემა ექ-
ვსი თვიდან შეიძლებოდა, თუმცა, რადგან ჩემი ბიჭები დიდები იყ-
ვნენ, მყარ საკვებსაც უფრო ადრე შევაჩვიე.
მესამედაც იგივე სცენარი განმეორდა. ძუძუთი კვების შეწყვიტის
შემდეგ რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ დავორსულდი. ოცდახუთი
წლის ვიყავი, გოგონა რომ შემეძინა. ტოსკა 200 გრამით ნაკლებს
იწონიდა, ვიდრე კიმბალი. გოგონას ყოლა ჩემთვის დიდი მოულოდ-
ნელობა და ენით აღუწერელი სიხარული იყო.
სადმე რომ მივდიოდით, უმცროსები ხელში მყავდნენ ატატებუ-
ლი, უფროსი ვაჟი კი გვერდით მომყვებოდა. რთული იყო მათთვის
თავის გართმევა, მაგრამ მაბედნიერებდნენ.
სამ წელიწადსა და სამ კვირაში სამი ბავშვი გავაჩინე და ჩემს მე-
ან-გინეკოლოგთან რომ მივედი, სპირალი ჩამიყენა ‒ ორგანიზმს
ძალების აღდგენა სჭირდებოდა. მან ჩემი დალურჯებებიც შენიშნა.
ოცდათერთმეტი წლის ასაკში უკვე მარტოხელა დედა ვიყავი და
ბავშვებზე ზრუნვა ჩემი მთავარი ამოცანა იყო.
ჩემი მშობლების მსგავსად, ბავშვების აღზრდის პარალელურად,
მეც მიწევდა მუშაობა, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე ეს მარტომ
შევძელი. შვილები დღესაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნა-
წილია.
დედა სრულ განაკვეთზე მუშაობდა და ამის გამო თავი დამნაშა-
ვედ არასდროს უგრძნია. დანაშაულის განცდა არც მე მაწუხებდა,
რადგან სინამდვილეში სხვა არჩევანი არც მქონია. ვმუშაობდი
იმისთვის, რომ თბილი კერა, საჭმელ-სასმელი და ჩასაცმელი გვქო-
ნოდა. ბავშვებს საკუთარ თავზე თვითონ უნდა ეზრუნათ და ჩემი სამ-
სახურიც გაეთვალისწინებინათ, რისთვისაც საძინებელი ოფისად
გადავაკეთე.
სულაც არაა აუცილებელი, თავი დამნაშავედ იგრძნოთ ‒ პირი-
ქით, თუ არ იმუშავეთ და გული ღვარძლით აგევსოთ, ბავშვებისთვი-
საც არ იქნება თქვენთან ყოფნა სახალისო. კარგი განწყობის შესა-
ნარჩუნებლად უნდა გადაწყვიტოთ, ნახევარ განაკვეთზე იმუშავებთ

92
თუ სრულზე, ნურც დახმარებაზე იტყვით უარს, რა ფორმითაც უნდა
იყოს ის. თუ დღეს ისე დაგეგმავთ, რომ შვილებთან ერთად სკოლა-
ში მეზობლის ბავშვებსაც წაიყვანთ, იქნებ სკოლის შემდეგ მათ მე-
ზობელმა მიაკითხოს. ნაშუადღევს ძიძა აუცილებლად დაგჭირდე-
ბათ, მაგრამ, სამაგიეროდ, სახლში ბედნიერი და რეალიზებული
დაბრუნდებით. მე სწორედ ასე ვიქცეოდი.
ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, კლიენტებს სახლიდან ვემ-
სახურებოდი. როცა სამოდელო საქმე გამომიჩნდებოდა, მათთვის
ძიძა ამყავდა. როცა პოდიუმზე მიწევდა გამოსვლა, ბავშვები წინა
რიგში ისხდნენ, წიგნებით ხელში.
მამას ქიროპრაქტიკული კლინიკა ჩვენს მეზობლად ჰქონდა გახ-
სნილი, დედაც მასთან მუშაობდა. რვა წლიდან მე და ჩემი ტყუპისცა-
ლი დაც შევუერთდით. ყოველთვიური საინფორმაციო ბროშურის
ფოსტით გაგზავნა გვევალებოდა და ამისთვის საათში ხუთ ცენტს
გვიხდიდა. უსასყიდლოდაც ვიმუშავებდით, მას რომ საქმეში დავ-
ხმარებოდით. ბროშურის ტექსტს მამა დედას კარნახობდა, ის ჯერ
ხელით შავად იწერდა და შემდეგ ბეჭდავდა.
ჩვენ ტრაფარეტების საშუალებით ასლების შექმნა გვევალებო-
და. მე და ქეი სასტუმრო ოთახის იატაკზე მოვკალათდებოდით ხოლ-
მე, ბროშურას სამად ვკეცავდით, კონვერტში ვათავსებდით და სა-
ფოსტო მარკას ვაკრავდით. ყოველთვე ათასამდე ასეთი გზავნილი
გროვდებოდა. იმ დროს ისეთი პატარა ვიყავი, მარკეტინგული ხერ-
ხების შესახებ არაფერი ვიცოდი, არადა, ეს სწორედაც რომ მარკე-
ტინგი იყო. ეს გამოცდილება მოგვიანებით ჩემს პრაქტიკაშიც გამო-
მადგა.
თორმეტი წლის ვიყავით, მე და ქეიმ მამას კლინიკის მიმღებში
რომ დავიწყეთ მუშაობა. ერთი ცვლა იყო დილით – 6:45-იდან 7:30
საათამდე, ხოლო მეორე - ნაშუადღევს, 16:00-იდან 18:00 საათამ-
დე. რიგრიგობით ვმუშაობდით. ჩვენს მოვალეობებში შედიოდა: პა-
ციენტების რეგისტრაცია, ჩაის მომზადება, რენტგენის სურათების
გამჟღავნება და პაციენტებთან საუბარი, ვიდრე მამა მათ მისაღებად
მოიცლიდა. გვექცეოდნენ როგორც ზრდასრულებს, რომელთა ნდო

93
ობაც შეიძლებოდა.
აშკარაა მშობლების გავლენა ჩემი და ჩემი და-ძმების ცხოვრე-
ბაზე. მათი მაგალითით გავზარდეთ ჩვენი შვილებიც. მამა მეცნიერი
იყო და საკუთარ ბიზნესსაც უძღვებოდა. მეც მეცნიერი და მეწარმე
გავხდი, ჩემი ძმა სკოტიც. ლის, ჩემს უმცროსს ძმას, სამხრეთ აფრი-
კაში საკუთარი ბიზნესსკოლა ჰქონდა, მოგვიანებით კანადის ერთ-
ერთი დიდი ტექნიკური ინსტიტუტის დეკანი და აკადემიური მიმარ-
თულებების ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ჩემი დებიც ‒ქეი და ლინი,
დედის მსგავსად, ცეკვის სტუდიებს ხელმძღვანელობდნენ.
ნუტრიციოლოგიასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმარ-
თვაში ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მეხმარებოდნენ. ტოსკა ჩემს
ოფისში მოკალათდებოდა ხოლმე და ექიმებისთვის გასაგზავნ წე-
რილებს ბეჭდავდა. ექიმის სახელსა და მისამართს, შესავალ ტექ-
სტსა და პაციენტის მონაცემებს ის ავსებდა, რასაც მე ჩემს რჩევებსა
და დანიშნულებას ვურთავდი. ილონი მშვენივრად ახერხებდა ჩემ-
თვის ტექსტის ამკრეფის ფუნქციების ახსნას, რაც, ამ გადმოსახედი-
დან, სულაც არ არის გასაკვირი! კიმბალიც ყოველთვის მეხმარებო-
და.
ბლუმფონტეინში რომ ვცხოვრობდით, ტოსკა ჩემს სამოდელო
სკოლაში დავასაქმე. ის მოდელებს პოდიუმზე სიარულს ასწავლი-
და, მოდის ჩვენებებს დგამდა და ეტიკეტის გაკვეთილებსაც ატარებ-
და. ჩვენებისთვის სამოსსაც ის არჩევდა. იმხანად ტოსკა რვა წლის
იყო. რა მექნა? დახმარება მჭირდებოდა.
შვილები ისე აღვზარდე, როგორც ჩემმა მშობლებმა ‒ ჩვენ: და-
მოუკიდებელ, კეთილ, პატიოსან, გულისხმიერ და თავაზიან ადამია-
ნებად, ვასწავლე შრომა და სიკეთის კეთება. მათ არც ბავშვებივით
ვეპყრობოდი და არც ვტუქსავდი. არასდროს მიმითითებია, რა უნდა
ესწავლათ. ხან მეუბნებოდნენ, რას სწავლობდნენ, ხანაც ‒ არა.
არასდროს ვუმოწმებდი საშინაო დავალებას, ეს მათი პასუხისმგებ-
ლობა იყო. ფაქტია, რომ ამ მიდგომამ მათ კარიერას არაფერი და-
უშავა.
პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენმა მშობლებმა ადრეულ ასაკშ-

94
ივე გაგვიღვივეს, რაც სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩემ-
თვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც.
რაც უფრო იზრდებოდნენ ბავშვები, სულ უფრო მეტად ხდებოდ-
ნენ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებელნი. ტოსკამ სკოლა თავად

აირჩია, სადაც უფროს კლასებში სწავლობდა. ისე გააგზავნეს საბუ-


თები სასურველ უნივერსიტეტებში და სტუდენტური სტიპენდიები და
სესხები ისე მოიპოვეს, რომ არაფერი გამიგია.
არ არის საჭირო, ბავშვები პასუხისმგებლობის განცდას აარი-
დოთ. ჩემი შვილებისთვის სასარგებლო გამოდგა ჩემი გამოცდილე-
ბა ‒ ხედავდნენ, როგორ ვშრომობდი იმისთვის, რომ თბილი კერა,
ლუკმაპური და მეორადი ტანსაცმელი გვქონოდა. მათ მიბიძგეს, მო-
მეყოლა, რა რთული გზა გამოვიარე – ახლა ხომ ჩემი ცხოვრება ძა-
ლიან იოლი ჩანს.
სტუდენტობისას საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობდნენ: ეძი-
ნათ იატაკზე დაგებულ მატრასზე, ხშირად დანგრევის პირას მისულ

95
სახლში, რომელსაც ექვს სხვა სტუდენტთან ერთად ქირაობდნენ
თუმცა მათ ეს არ აღელვებდათ.
თუ შვილებს ფუფუნებას არ მიაჩვევთ, თავის გატანა არ გაუჭირ-
დებათ. მათი განებივრება აუცილებელი სულაც არ არის. როგორც
კი დარწმუნდებით, რომ უსაფრთხო გარემოში არიან, მიეცით საშუა-
ლება, საკუთარ თავს თვითონ მიხედონ.
ჩემი მოუცლელობის გამო მათ შარში გახვევის თავისუფლებაც
ჰქონდათ. ის ამბები, რასაც მერე ვიგებდი, სავარაუდოდ, მხოლოდ
ნაწილია იმ თავგადასავლებისა, რომლებიც თავს გადახდენიათ (მე
რომ მკითხოთ, მკაცრი ვიყავი,
როცა მაბრაზებდნენ, თუმცა, მათი აზრით, ჩემი გულის მოგება
ძნელი არ ყოფილა.

ბავშვები იხსენებენ, რომ, როცა მწეველ კაცთან მქონდა ურთი-


ერთობა, რომელიც მათ არ მოსწონდათ ‒ ჩვენს სახლში კი მოწევა
აკრძალული იყო ‒ მის სიგარეტში პატარა ასაფეთქებლებს ტენიდ-
ნენ. მოუკიდებდა სიგარეტს და, ბახ! ფეთქდებოდა! ისინი კი სიცილ-

96
ით იხოცებოდნენ. მეც ვხალისობდი. მას კი არ ეცინებოდა. ამ საქ-
ციელისთვის ბავშვები არასდროს დამისჯია.
არ გეგონოთ, რომ დისციპლინას არ ვაჩვევდი. თუ მეტისმეტად
ხმაურობდნენ ან მავნებლობდნენ, აუცილებლად ვსჯიდი. ტელევი-
ზორს ვუკრძალავდი ან საკუთარ ოთახში ვისტუმრებდი. თუმცა ახ-
ლა აღიარებენ, რომ ოთახში გამოკეტილები, ფანჯრიდან ძვრებოდ-
ნენ, სახლში უკანა კარიდან იპარებოდნენ და საყვარელ გადაცემებს
ძველ ვიდეოკასეტებზე იწერდნენ. შემდეგ კი ოთახში ბრუნდებოდ-
ნენ საყვარელი სერიალების - “The A-Team”- ისა ან MacGyver,”-ის
– უახლესი სერიები რომ არ გამოეტოვებინათ. მე ჩემს ოფისში ვი-
ყავი და ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი.
როგორც ჩემი შვილები აღნიშნავენ, აი, კიდევ რატომაა კარგი
დასაქმებული დედის ყოლა.

97
12

თორმეტი წელი
მაგიური ასაკია

თუკი ბავშვები რამით დაინტერესდნენ, წაახალისეთ

ხშირად მეკითხებიან, როგორ აღვზარდე ასეთი წარმატებული


შვილები. მეც ვპასუხობ, რომ მათ უბრალოდ მივეცი გასაქანი, თა-
ვიანთ ინტერესებს მიჰყოლოდნენ.
ჩემი შვილები უზომოდ მიყვარს და ძალიან ვამაყობ მათი მიღწე-
ვებით. უფროსი ვაჟი, ილონი, გარემოს დაცვის მიზნით ელექტრო-
მობილებს აწარმოებს და კიდევ ‒ რაკეტებს უშვებს კოსმოსში. შუ-
ათანამ, კიმბალმა, ისეთი რესტორნების ქსელი გახსნა, სადაც პრო-
დუქტები პირდაპირ ფერმიდან მოდის. ამას გარდა, დაბალშემოსავ-
ლიანი საჯარო სკოლების ბავშვებს სკოლის ეზოებში ბაღებისა და
ბოსტნების გაშენებასა და მოვლას ასწავლის მთელი ქვეყნის მას-
შტაბით. ჩემს უმცროს ქალიშვილს, ტოსკას, საკუთარი კომპანია
აქვს და მელოდრამატული ჟანრის ბესტსელერ რომანებს ფილმე-
ბად აქცევს,რომელთა პროდიუსერი და რეჟისორიც თავადაა. მოკ-
ლედ, სამივეს განსხვავებული ინტერესები აქვს.
ეს ყველაფერი ჩემს დებსა და ძმებს მაგონებს: ჩვენც ხომ ჩვენ-
ჩვენი გზით წავედით. მშობლებიც ყოველთვის სიხარულით გვიჭერ-
დნენ მხარს ჩვენი ინტერესების განხორციელებაში. ანალოგიურად,
ჩემმა შვილებმაც ადრეულ ასაკში აღმოაჩინეს საკუთარი გატაცებე-
ბი და დღემდე სიამოვნებით მისდევენ მათ.
როცა სჭირდებოდათ, ვამხნევებდი და ვეხმარებოდი. როცა მომ-
მართავდნენ, არც რჩევას ვიშურებდი. ზოგადად, მოკლე პასუხებით
გამოვირჩევი, თუმცა ამ წიგნისთვის მათი გავრცობა ვცადე! ჰაჰა!
კიმბალმა „ინსტაგრამის“ პოსტში სწორად აღნიშნა:
„დედაჩემი, მეი მასკი, ჩემი ცხოვრების გზამკვლევია. სამოცდაა-

98
თი წლის ასაკში ის “CoverGirl”-ის სახეა, ნუტრიციოლოგიაში მაგის-
ტრის ორი ხარისხი აქვს და ყოველთვის გატაცებით უჭერდა მხარს
ჩემს კომპანიას – „Real Food“-ს. ის მუდამ ჩემი შთაგონების წყარო
იქნება. უზომოდ მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც მან “Big
Green”-ს გაუწია. ჩვენ ვცდილობთ, მომავალ თაობას ვასწავლოთ,
როგორ დარგონ, მოუარონ და მიირთვან ბუნებრივი და ჯანსაღი
საკვები. დიდი მადლობა, დე!“
ჩემს შვილებს ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში გაუჩნდათ ის ინ-
ტერესები, რაც, საბოლოოდ, მათ ძირითად საქმიანობად იქცა.
ილონი პატარა იყო, როცა შევნიშნე, რომ ყველაფერს კითხუ-
ლობდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა. მეც კარგი მკითხველი ვიყავი,
მაგრამ წაკითხული მალე მავიწყდებოდა. ილონს კი ყველაფერი ახ-
სოვდა, რასაც წაიკითხადა, ღრუბელივით ისრუტავდა ინფორმაცი-
ას. „მოსიარულე ენციკლოპედიაც“ კი შევარქვით ‒ „ენციკლოპედია
ბრიტანიკას“ და „კოლიერსის ენციკლოპედიას“ კითხულობდა და
თან ყველაფერს იმახსოვრებდა. ამიტომაც ვეძახდით „გენიოს ბიჭუ-
ნას“, მისთვის ნებისმიერი რამის კითხვა შეგვეძლო. არ დაგავიწ-
ყდეთ, რომ, ამ დროს ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა. ახლა მას მეტ-
სახელად, ალბათ, „მოსიარულე ინტერნეტს“ შევარქმევდით.

99
თორმეტი წლის იყო, პირველი კომპიუტერი რომ ვუყიდე. 1983
წელს კომპიუტერები ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. ილონმა მისი
მოხმარება ისწავლა და კომპიუტერული პროგრამაც კი დაწერა, თა-
მაში, სახელად ”BLADTAR”. ის ჩემი სამოდელო სკოლის რამდენი-
მე მოსწავლეს, უნივერსიტეტის სტუდენტს ვაჩვენე. გაუკვირდათ, 12
წლის ბიჭმა ასეთი რთული კოდირება რომ უკვე იცოდა. ეს სტუდენ-
ტები კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მეორე თუ მესამე
კურსზე სწავლობდნენ და ილონმა მათი განცვიფრება შეძლო.
ილონს ვურჩიე, საკუთარი პროგრამა კომპიუტერული ჟურნა-
ლის რედაქციაში გაეგზავნა.
მანაც დამიჯერა, “BLASTAR” ჟურნალ “” PC Magazine”14- ში გა-
აგზავნა და 500 დოლარიც მიიღო ჰონორარის სახით.
არა მგონია, რედაქციას სცოდნოდა, რომ თამაშის ავტორი მხო-
ლოდ 12 წლის იყო. პროგრამის შესახებ სტატია ჟურნალში რომ და-
იბეჭდა, ილონი უკვე ცამეტი წლის იყო. მაშინ ვერც კი წარმომედგი-
ნა, რას მოიმოქმედებდა მომავალში.
კიმბალს ჭამა ბავშვობიდან უყვარდა. უკვე თორმეტი წლისამ სა-
დილების დაგეგმვა თავის თავზე აიღო და ოჯახისთვის საჭმლის
მომზადებაც გადაიბარა. მას გემრიელად ჭამა უნდოდა და მზად იყო,
ამისთვის თავად გარჯილიყო. ჩემთან ერთად პროდუქტების საყიდ-
ლად წასვლა ძალიან ეხალისებოდა. მახსოვს, ერთხელ ბაზარში
ერთად რომ წავედით, მწვანე ბულგარულ წიწაკას დაავლო ხელი და
დასუნა. გაკვირვება ვერ დავმალე, საიდან მოხვედი ასეთი-მეთქი,
ვუთხარი. საჭმლის მომზადება მე საერთოდ არ მიყვარდა. ბავშვებს
ჯანსაღ საკვებს კი ვაჭმევდი, მაგრამ მარტივად მოსამზადებელს:
სენდვიჩებს მიწის თხილის კარაქით, ბარდასა და სტაფილოს. სადი-
ლისთვის კიმბალი ისეთ ბოსტნეულს არჩევდა, რომელიც იქამდე
არც კი გაგვესინჯა. ახალდაჭერილ თევზსაც მიაგნებდა ხოლმე და
პომიდორთან, ლიმონთან და ხახვთან ერთად გრილზე გვიწვავდა.
კიმბალი მოწოდებით მზარეული იყო. ბოსტნეულის კერძები ძალი-

14
ამერიკული ჟურნალი კომპიუტერების შესახებ, გამოდის 1982 წლიდან

100
ან კარგად გამოსდიოდა, რაც ჩემთვისაც ხელსაყრელი იყო – ბოს-
ტნეული შედარებით იაფი ღირდა. გემრიელი ხელი ჰქონდა და ჩემს
უღიმღამო მზარეულობას ეს ყველაფერი ნამდვილად სჯობდა.
ტორონტოში ახალი გადასულები ვიყავით, კიმბალმა ილონს
კრაბით შეკაზმული ნიოკი ალფრედოს მომზადება რომ ასწავლა
გოგოების მოსახიბლად.

ცოტა ხნის წინ კი მითხრა, რომ ყოველთვის გრძნობდა ჩემს


მხარდაჭერას, ნებისმიერ წამოწყებაში, რამაც ძალიან გამახარა. კა-
რიერა არაერთხელ შეიცვალა! ჯერ ბიზნესს სწავლობდა და ინტერ-
ნეტმეწარმე გახდა, მერე ნიუ-იორკში ფრანგულ კულინარიულ ინ-
სტიტუტში სწავლობდა მზარეულობას. ღამის თერთმეტ საათზე,
ცვლას რომ ამთავრებდა, მისი სკოლის სასადილოში მივდიოდი,
ერთად რომ გვევახშმა. საცხოვრებლად ბოლდერში რომ გადავიდა
და ყოფილ სარესტორნო სივრცეში საკუთარი რესტორანი‒ “The ”
Kitchen” რომ გახსნა, ღუმლები და მაცივრები მე გავუხეხე, ბზინვა-

101
რება რომ დაბრუნებოდათ. სამწუხაროდ, სამზარეულოს დანადგა-
რები მთლიანად შეცვალეს! ეჰ, რას იზამ...
კიმბალის ცხოვრება თავგადასავლებით იყო სავსე. შვილებთან
გასაბერი კამერით თამაშის დროს ტრავმა მიიღო და კისრის მოტე-
ხილობამ ბევრი დრო გაუჩინა იმაზე საფიქრებლად, სინამდვილეში
რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში. მისი გატაცება სარესტორნო
საქმიანობა იყო და ამიტომაც შუაგულ ამერიკაში ისეთი რესტორნე-
ბის ქსელი გახსნა, რომელიც უშუალოდ ფერმებიდან მარაგდებო-
და. იმავდროულად, დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია, სახე-
ლად “Big Green”, რომლის მიზანიც მცირე დაფინანსების მქონე სა-
ჯარო სკოლებში სასწავლო ბაღების გაშენებაა. ასევე შექმნა ახალი
კომპანია “Square Roots”, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს ურ-
ბანულ მებაღეობას ასწავლის: ისინი ავტოსადგომებზე მეორად სატ-
ვირთო კონტეინერებში აშენებენ ბაღებს. ეს ყველაფერი ზუსტ თან-
ხვედრაშია იმასთან, რასაც კიმბალი თორმეტი წლის ასაკში აკეთებ-
და.
მას შემდეგ, რაც სკოლის სასცენო ხელოვნების მასწავლებელმა
დრამატული წრის დახურვა გადაწყვიტა, თორმეტი წლის მეშვიდეკ-
ლასელმა ტოსკამ გადაწყვიტა, რომ ეს საქმე მას უნდა გაეგრძელე-
ბინა.
ჩემი გოგო ყოველთვის მსახიობობდა. თეატრი, ცეკვა, საშემ-
სრულებლო ხელოვნება და მუსიკა ადრეული ასაკიდანვე იტაცებდა.
გიჟდებოდა კინოზე.
იოჰანესბურგში ცხოვრებისას პარასკევ საღამოს ტახტზე მოკა-
ლათებულები რომანტიკულ ფილმებს ვუყურებდით და ნაყინს ვაყო-
ლებდით (ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ ჯერ კიდევ არ
ვფიქრობდი იმაზე, რას ვჭამდი). ტოსკა ყველა კლუბის წევრი იყო,
რაც საშემსრულებლო ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. ასე
რომ, რეჟისორი რომ გახდა, სულაც არ გამკვირვებია. მას თავისი
კომპანია “Passionflix” აქვს და სასიყვარულო რომანების მიხედვით
ფილმებს იღებს.
ყოველთვის აღტაცებით ვემზადები მისი ფილმების პრემიერებზე

102
წითელ ხალიჩაზე გასავლელად.
მშობლები გამუდმებით ნერვიულობენ შვილებზე. ამას ჩემი დი-
ეტოლოგიური პრაქტიკითაც მივხვდი. ბევრი დედა და მამა შემხვედ-
რია, რომლებიც სტრესის დაძლევას ჭამით ცდილობდნენ, ნერვიუ-
ლობდნენ, რომ მათი შვილების კარგ სკოლასა თუ უნივერსიტეტში
მოსახვედრად ბევრი საბუთის შევსება იყო საჭირო.

ვურჩევდი, უნივერსიტეტში თუ სამსახურში მოსახვედრი დოკუ-


მენტაცია მათ შვილებს თავად მოემზადებინათ, რადგან საკუთარ
მომავალზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიან. თუ თქვენს შვი-
ლებს საკუთარი ბიზნესის დაწყება ურჩევნიათ და თქვენც მოგწონთ
მათი იდეა, მხარში ამოუდექით. ბავშვებს კარგი მანერები ასწავ-
ლეთ, მაგრამ მიეცით საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რა სურთ.
ჩემთვის რომ გეკითხათ, ვერც “Tesla”'-ს ან “SpaceX”–ს, ვერც
“The Kitchen”-სა თუ “Big Green”-ს და ვერც “Passionflix”-ს ვერ ვი-
წინასწარმეტყველებდი. ახლა კი, როცა ვხედავ, რა მიღწევები აქვს

103
ილონს ტექნოლოგიაში, როგორ ცვლის კვების ინდუსტრიას კიმბა-
ლი და როგორ ფილმებს იღებს ტოსკა, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი
მათი ბავშვობიდან მოდის.

104
13

ახალი სტარტი

თქვით „დიახ“ და გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო


საინტერესო

ცხოვრების ხელახლა დაწყება რთულია, განსაკუთრებით, თუ ეს


საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გულისხმობს. უკვე მოწიფულ
ასაკში ცხრა სხვადასხვა ქალაქში მიცხოვრია და გასავლელი ეტა-
პები ყოველთვის ასე გამოიყურება: პირველ წელს თავს მარტოსუ-
ლად ვგრძნობდი, მეორე წელს რამდენიმე მეგობარი გავიჩინე, ხო-
ლო მესამე წელს ბევრი მეგობარი მყავდა და მათთან დროის გატა-
რება ძალიან მსიამოვნებდა. უბრალოდ, უნდა მეღიარებინა, რომ
ცხოვრების ხელახლა დაწყება რთულია.
მთავარი მიზეზი ისაა, რომ მე მარტო ვმუშაობ. ოფისში არ დავ-
დივარ, სადაც კოლეგებთან ბუნებრივად აბამ კავშირს. სწორედ ამი-
ტომ დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დიეტოლოგებს და ვთხოვე, ყველა
ერთად შევკრებილიყავით. ზოგს დავუმეგობრდი, ზოგი კი დღემდე
ჩემი მეგობარია.
ცხოვრებას ხელახლა რომ იწყებთ, თან თქვენთვის ახალ გარე-
მოში, ხშირად უნდა გახვიდეთ გარეთ. სახლში ჯდომა და საკუთარ
მარტოობაში ჩაძირვა იმ იმედით, რომ თქვენი საზოგადოებრივი
ცხოვრება და ბიზნესი თავისით აეწყობა, უშედეგოა. გარეთ უნდა
გახვიდეთ, შეხვდეთ ახალ ადამიანებს, გააბათ მათთან კავშირები.
საქმე მათგან მოდის. მეგობრები და პარტნიორებიც ამ წრეებიდან
ჩნდებიან. როგორც იტყვიან, უამრავ ბაყაყს უნდა აკოცო, სანამ რო-
მელიმე პრინცად გადაიქცევა. ახალ გარემოში ადამიანების გასაც-
ნობად გარეთ გასვლა სამსახურს ჰგავს. და ეს მართლაც ასეა.
წვეულებებზე მარტო ყოფნა სულაც არ არის იოლი. პირიქით ეს

105
ეს სტრესის გამომწვევია. თქვენ არავინ გიცნობთ, სხვები კი ერთმა-
ნეთს ეხუტებიან ან საჰაერო კოცნებს უგზავნიან. ისღა დაგრჩენიათ,
მარტო იდგეთ. ვერც უცნობ სამეგობრო ჯგუფებსა და მათ პატარა
თავყრილობებს შეუერთდებით ‒ ეს საკმაოდ უხერხული იქნება. თუ
გაგიმართლებთ, ვინმე მოვა და გამარჯობას გეტყვით. წვეულებაზე
რომ ვარ, ხანდახან ერთ საათს ვიცდი, ვიდრე ვინმე გამომელაპარა-
კება. თუ ეს არ მოხდა, მივდივარ. თუმცა წვეულების დატოვება თით-
ქმის არასდროს დამჭირვებია.
ეს გაკვეთილი ოცდათერთმეტი წლისამ ვისწავლე, ახლად გან-
ქორწინებული რომ ვიყავი, მაშინ. მეგობარმა მირჩია, ხშირად უნდა
გახვიდე გარეთ, ახალ ქალაქში ადამიანების გაცნობის ეს ერთა-
დერთი გზააო. მეც დავუჯერე, თუმცა ძალიან უხერხულად ვგრძნობ-
დი თავს.
მას შემდეგ მივხვდი, რომ ეს განცდა სხვებისთვისაც ნაცნობია.
ხანდახან ცნობილი სახეებიც კი გრძნობენ თავს მარტო. ბლუმფონ-
ტეინში სამოდელო სკოლას რომ ვხელმძღვანელობდი, მთხოვეს,
„მის სამყაროს“ დასახვედრად ჩემი მოსწავლეები აეროპორტში წა-
მეყვანა. ის მარტო იდგა, მე კი თავაზიანობა გამოვიჩინე, არ მინდო-
და მისვლა და მისი შეწუხება.
წვეულებებზე მეც ასე უხერხულად ვიდექი ხოლმე, ვიდრე ვინმეს
არ შევეცოდებოდი და არ გამომელაპარაკებოდა. ჩემთვის გავიფიქ-
რე, რა ნაცნობია ეს შეგრძნება-მეთქი.
ასე რომ, ავდექი და მივედი:
– გამარჯობა, მე სამოდელო სკოლის დირექტორი ვარ. უბრა-
ლოდ, მინდოდა მოგსალმებოდით.
‒ დიდი მადლობა გამოლაპარაკებისთვის! საშინელებაა, მარტო
რომ დგახარ! ‒ მიპასუხა მან.
ასე რომ, დაიმახსოვრეთ: „მის სამყაროც“ კი შეიძლება უხერხუ-
ლად გრძნობდეს თავს წვეულებაზე.
მაგისტრის ხარისხით ხელში ბლუმფონტეინიდან იოჰანესბურ-
გში გადავსახლდი, ოჯახთან ახლოს რომ ვყოფილიყავი. დიეტოლო-
გიის პრაქტიკა სწრაფად უნდა ამეწყო.

106
თუ ისეთი სამსახური გაქვთ, სადაც ყოველდღიურად არ იცვლება
ადამიანების წრე, მათთან დამეგობრება ადვილია. მე იმისთვის არ
ვაბამდი კავშირებს, რომ კარიერა ამეწყო. კოლეგებთან ვურთიერ-
თობდი იმ მიზნით, რომ გამეგო, რა იყო ახალი პროფესიულ სამყა-
როში და მათთვის ის წარმატება გამეზიარებინა, რომელსაც ჩემს
კერძო პრაქტიკაში მივაღწიე. მინდოდა, სულ უფრო მეტ დიეტო-
ლოგს დაეწყო კერძო პრაქტიკა და დაემსხვრიათ ის ფუჭი მითები და
დიეტები, რომლებიც ასეთი პოპულარულია დღეს. საბოლოოდ კი
ისე მოხდა, რომ ჩემი კოლეგების კეთილგანწყობა მოვიპოვე. ისი-
ნიც ყოველთვის მიწევდნენ რეკომენდაციას. შედეგად, ხშირად მიწ-
ვევდნენ სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ, ან სპიკერად, ან მედიაში.
კლიენტებსაც მიგზავნიდნენ. აქედან დასკვნა: თქვენი ბიზნესის
ზრდისთვის ადამიანებთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასარგებ-
ლოა, ვიდრე ზარის მოლოდინში დივანზე ჯდომა ან დღეს ‒ ელექ-
ტრონული წერილების ლოდინი.
შეთავაზებების მიღების პარალელურად, ასეთი სტრატეგია და-
ვისახე: შეძლებისდაგვარად, ყველა არსებულ ასოციაციაში უნდა
გავწევრიანებულიყავი. დიეტოლოგიის ასოციაციას შევუერთდი და
იმ პრაქტიკოსი დიეტოლოგების სრული ჩამონათვალი მივიღე,
რომლებიც ჩემს უბანში მუშაობდნენ. აი, კომიტეტებშიც თუ მოხვდე-
ბით, სადაც ხშირად ერთსა და იმავე სახეებს ნახავთ, მათთან დაახ-
ლოებასაც იოლად შეძლებთ. სულ მალე თავად ვაწყობდი შეხვედ-
რებს იმ დიეტოლოგებისთვის, რომლებსაც კერძო პრაქტიკა უკვე
ჰქონდათ ან მისი დაწყება უნდოდათ. მათ ჩემს გამოცდილებას ვუ-
ზიარებდი და ვურჩევდი, როგორ აეწყოთ წარმატებული პრაქტიკა.
შეხვედრის ბოლოს დრო სხვა თემებზე სასაუბროდაც გვრჩებოდა.
ასე გავიცანი ახალი ხალხი და მათაც ჰქონდათ ერთმანეთის გაცნო-
ბის საშუალება. ჩემს კოლეგებს ეს შეხვედრები ისე მოეწონათ, რომ
მათი გაგრძელება გადავწყვიტე.
ამასობაში ჩემი კლიენტების სია საგრძნობლად გაიზარდა. ორი
წლის თავზე დღეში უკვე ოც კონსულტაციას ვატარებდი!
ამ დროს თავს სრულიად მოულოდნელი რამ გადამხდა: ტელეფ-

107
ონი გამიფუჭდა. თურმე ჩემს სახლში შემომავალი სატელეფონო კა-
ბელი დაზიანდა. იმის გათვალისწინებით, რომ ოთხმოციანებში სამ-
ხრეთ აფრიკაში ასეთ რამეს არ აწარმოებდნენ, ევროპიდან ახალი
კაბელის ჩამოტანას ექვსი თვე სჭირდებოდა.
კლიენტებთან კონსულტაციებს ტელეფონით ვათანხმებდი და
ჩემთან დაკავშირებაც მათ მხოლოდ ასე შეეძლოთ ‒ თუ, რა თქმა
უნდა, სახლში არ მესტუმრებოდნენ ან წერილს არ მომწერდნენ. ამ
ყველაფერს ართულებდა ისიც, რომ ჩემს კლიენტებს ვერ ვატყობი-
ნებდი, რომ ტელეფონი არ მუშაობდა. ვინმეს რომ დაერეკა, ეგონე-
ბოდა, დაკავებულიაო! გეგმა მჭირდებოდა, სხვანაირად ვერ გა-
მოვძვრებოდი ამ სიტუაციიდან. ვიფიქრე, ვიპოვე გამოსავალი–
მეთქი: პეიჯერი ვიყიდე და ჩემს კლიენტებსა და ექიმებს შეტყობინე-
ბები დავუგზავნე. ვამცნე, რომ, თუ ვინმეს ჩემთან დაკავშირება უნ-
დოდა, უბრალოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა გამოეგზავ-
ნა, მე კი მათ როგორმე დავურეკავდი. მეგონა, ამით პრობლემა მო-
ვაგვარე, მაგრამ ამაოდ. სამი კვირის თავზე დღეში მხოლოდ ერთი
კლიენტი მყავდა.
ცხოვრება მენგრეოდა, შემოსავალს ვკარგავდი და წარმოდგენა
არ მქონდა, რა უნდა მექნა.
ჩემ მიერ მოწყობილ მორიგ შეხვედრაზე კოლეგებმა მითხრეს,
გირეკავდით, მაგრამ ტელეფონი ქრონიკულად დაკავებული გქონ-
დაო. თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. მერე კი მოულოდნელი რამ
მოხდა: მათ მითხრეს, ორი წელი შენ გვეხმარებოდი, ახლა ჩვენი ჯე-
რიაო. ექვსი ნახევარგანაკვეთიანი სამსახური შემომთავაზეს: მოხუ-
ცებულთა თავშესაფარი, კერძო კლინიკა, კვლევა ახალშობილთა
კვებაზე, წერა და მასწავლებლობა და ერთ-ერთ სუპერმარკეტში
სწორი კვების შესახებ რჩევების მიცემა. თითოეული საქმისთვის
კვირაში ოთხიდან რვა საათამდე უნდა გამომეყო და ამისთვის ტე-
ლეფონი არ იყო საჭირო.
გამიხარდა, კვლავ მუშაობის შესაძლებლობა რომ მომეცა, თან
ნუტრიციოლოგიის ისეთ სფეროებში, სადაც აქამდე არ მიმუშავია.
ტელეფონის კაბელი რომ შეაკეთეს, კერძო კონსულტაციებმაც

108
იმატა და სულ მალე ისეთი დაკავებული ვიყავი, როგორც არას-
დროს! კონსულტანტობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცა,
რაც მთელი ჩემი შემდგომი კარიერის განმავლობაში მეხმარებოდა.
ზოგჯერ საუკეთესო გეგმა დახმარების მიღებაა.
მსგავსი რამ მოხდა, როცა ჩემმა კოლეგა დიეტოლოგმა გამიზია-
რა ინფორმაცია ჩემი ერთ-ერთი შვილის დასაქმებასთან დაკავში-
რებით.
ტორონტოში ახლად ჩასულები ვიყავით, ილონს სამსახური
სჭირდებოდა. დიეტოლოგების შეკრებებზე ვახსენე, ჩემი შვილი
სამსახურს ეძებს-მეთქი. ერთ-ერთი დიეტოლოგის ქმარი „მაიკრო-
სოფტში“ მუშაობდა.
ჩემი შვილი კომპიუტერებში კარგად ერკვევა-მეთქი, ვუთხარი.
ასეთ რამეს ყველა დედა ამბობს, მაგრამ მოგვიანებით თავად დარ-
წმუნდნენ, რა მართალი ვიყავი.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს ვიშურებდი ძა-
ლისხმევას, სხვებს წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი. ხანდა-
ხან მეც მჭირდებოდა მათი დახმარება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ამ საქციელით საპასუხოდ რამის მოლოდინი უნდა გქონდეთ.
მოექეცით სხვებს კარგად იმიტომ, რომ თქვენ ეს გსიამოვნებთ და
ამით შეგიძლიათ სხვას დაეხმაროთ.
სამოცდათერთმეტი წლის ვარ და ჩემი საუკეთესო მეგობრების
უმეტესობა, წლების მანძილზე, სამსახურიდან გავიცანი. ჩემი ორი
პროფესიის წყალობით ახალ მეგობრებს დღესაც ვიძენ!
ახლა კი, როცა რამე ღონისძიებაზე ვარ და ვხედავ, რომ ვიღაც
მარტო დგას, მივდივარ და ჩვენს საუბარში ვრთავ. თუკი ხედავთ
ვინმეს, ვინც სრულიად მარტოა, დაელაპარაკეთ! შეიძლება, თავი
შეირცხვინოთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უმეტეს შემ-
თხვევაში, ამ გზით ძალიან კარგი ადამიანების გაცნობა შეიძლება.

109
14

თუ საჭიროა, სხვა ქვეყანაში


გადადით საცხოვრებლად

გაბედეთ! უკან დაბრუნებას ყოველთვის შეძლებთ

ცხოვრება არაპროგნოზირებადია და მოულოდნელობებითაა


სავსე. ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა გაბედოთ და ცვლილებებს არ შე-
უშინდეთ.
ორმოცდაერთი წლის ვიყავი, ჩემი საქმეები იოჰანესბურგში
კარგად მიდიოდა და მშვენიერ სახლში ვცხოვრობდით. როგორც
იქნა, თავი დაცულად ვიგრძენი.
ილონს კანადაში უნდოდა გადასვლა საცხოვრებლად. ფიქრობ-
და, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, კომპიუტერული მიმართულებით,
უკეთესი პერსპექტივა ექნებოდა. ილონმა მთხოვა, აღმედგინა კანა-
დის მოქალაქეობა, რომ ჩემს სამივე შვილსაც შესძლებოდა მისი მი-
ღება.
ტოსკას სურდა, ილონს გაჰყოლოდა, ეს წამოწყება სახალისოდ
ეჩვენებოდა. ცამეტის რომ იყო, ფრანგულის სწავლა გადაწყვიტა იმ
შემთხვევისთვის, თუ კანადაში გააგრძელებდა ცხოვრებას,
დიდი ინტერესით ესწრებოდა გაკვეთილებს, რადგან სადღაც
ამოიკითხა, რომ კანადაში ფრანგული მეორე ოფიციალური ენა
იყო.
ფრანგულის გაკვეთილებს მეც ვესწრებოდი. ფრანგულს ჯერ კი-
დევ სკოლაში ვსწავლობდი და მაღალ საფეხურზე მოვხვდი.
სკოლაში თითოეულ კლასს წარმოდგენა უნდა გაემართა. ჩემს
ჯგუფს საოპერო ნომრის მომზადება უნდოდა, თუმცა საამისო ნიჭი
არც ერთს არ აღმოგვაჩნდა.
‒ ჩემი ქალიშვილი შეგვიძლია დავიხმაროთ, ‒ განვაცხადე მე.
‒ ის ხომ დაწყებით საფეხურზეა და ფრანგულად ვერ ლაპარა-

110
კობს, – მითხრეს მათ.
‒ რამეს მოვიფიქრებთ, – იყო ჩემი პასუხი.
ოქროსფერი საოპერო კაბა და პარიკი ვიქირავეთ და ტოსკამ
ფრანგულად შეასრულა თავისი ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ
ასეთი პატარა იყო და ვერც ფრანგულად ლაპარაკობდა, გამოწვე-
ვას არ შეუშინდა და წარმოუდგენელი სანახაობა გამართა.
გერავინ იცნო! ზოგი იმასაც ამბობდა, რა უსამართლობაა, პრო-
ფესიონალი მომღერალი რომ მოიყვანესო. განცვიფრებულები
დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ ეს მომღერალი ცამეტი წლის ტოსკა
იყო.
თვითონ მაინც ძალიან ღელავდა, ფრანგული კარგად რომ არ
იცოდა. სამხრეთ აფრიკაში, აფრიკაანსის გამოცდა რომ ვერ ჩაგე-
ბარებინა, კლასში ჩაგტოვებდნენ. ტოსკა დარწმუნებული იყო, რომ
საცხოვრებლად კანადაში გადავიდოდით და ფიქრობდა, რომ თუ
ჩასვლისას ფრანგული არ ეცოდინებოდა, საგნებს ვერ ჩააბარებდა.
ამ ყველაფრის მოსაგვარებლად დიდი დრო დაგვჭირდა. პას-
პორტების ჩამოსვლიდან სამი კვირის თავზე ჩვიდმეტი წლის ილონი
კანადაში გაემგზავრა.
მისამართები ჩავაწერინე და ორი ათასი დოლარის სამგზავრო
ჩეკები გავატანე. ეს ის ასი რანდი იყო, ოცი წლის წინ სილამაზის
კონკურსში ჯილდოდ რომ გადმომცეს. მეგობარმა მირჩია, მოგებუ-
ლი თანხა ფასიან ქაღალდებში დამებანდებინა. როცა 1969 წელს,
საფონდო ბირჟის კრიზისის დროს, ასი რანდის ღირებულება ათ
რანდამდე შემცირდა, ილონის სახელზე, მისი დაბადებისას, ანგა-
რიში გავხსენი, რომლის არსებობაც გადამავიწყდა. 1989 წელს აღ-
მოვაჩინე, რომ ეს ანგარიში ისევ არსებობდა და მასზე ორი ათასი
დოლარი ირიცხებოდა. ამ ანგარიშის წყალობით ახლა ილონს
ჰქონდა ფული, რომელსაც რამდენიმე კვირა იმყოფინებდა.
კანადაში ჩემიანებს მივწერე, რომ ილონი ჩადიოდა, თუმცა, რა-
საკვირველია, ილონმა წერილებს ჩაასწრო. იმხანად ამ მანძილზე
ფოსტას ექვსი კვირა სჭირდებოდა.
მონრეალში დაფრენისთანავე ბიძაჩემს დაურეკა, მაგრამ არა-

111
ვინ უპასუხა. ილონმა მერე მე დამირეკა და მკითხა, ახლა რაღა
ვქნაო.
YMCA-ს15 ჰოსტელი იპოვე-მეთქი, ვუთხარი. ამის შემდეგ ტო-
რონტოში გაემგზავრა, ჩემს მეორე ბიძასთან, მაგრამ იქაც არავინ
დახვდა. ბოლოს, ავტობუსში ჩაჯდა და სასკაჩევანში გაემგზავრა, სა-
დაც ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობდნენ.
პირდაპირ სახლში მიადგა და კარი რომ გაუღეს, გამოუცხადა:
„გამარჯობა, მე მეის შვილი ვარ“. იქ შეუსრულდა თვრამეტი წელი.
ტოსკა, რომელიც სულ მალე გახდებოდა თხუთმეტის, წამდაუწუმ
მეუბნებოდა, იქნებ ილონს ჩავაკითხოთ, ვნახოთ, როგორ არის და
რას შვრებაო.
ეს ის დროა, კეიპტაუნის უნივერსიტეტში დოქტორანტურაში რომ
ჩავაბარე.
– დოქტორის ხარისხს რომ მივიღებ, რაც გინდათ, ის ვქნათ, –
ვპასუხობდი მე.
‒ ერთად თუ არ გავემგზავრებით, კანადაში მარტოც წავალ და
ილონი მომივლის! ‒ მითხრა ტოსკამ.
ეს სრულ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ დავთანხმდი, წავსული-
ყავი და სიტუაცია დამეზვერა. გადასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ
ილონი ხომ უკვე იქ ცხოვრობდა. კიმბალმა თქვა, სკოლის დამთავ-
რების შემდეგ წავალო, ტოსკას გადაწყვეტილება კი იმდენად მტკი-
ცე იყო, რომ მარტო მათ ნამდვილად ვერ გავუშვებდი. ასე რომ, უნ-
და წავსულიყავი და მენახა, რა მდგომარეობა იყო.
ორი დიეტოლოგი ვიპოვე, რომლებიც დამთანხმდნენ, ჩემი
პრაქტიკისთვის მიეხედათ, ვიდრე მე ვმოგზაურობდი. ისინი ჩვენს
სახლში რჩებოდნენ, ტოსკაზეც რომ ეზრუნათ. კანადაში ჩასვლის-
თანავე, ახალ შესაძლებლობებში გასარკვევად, ილონმა და მე ხუ-
თი სხვადასხვა პროვინციის უნივერსიტეტი შემოვიარეთ. ჩემი დას-
აქმების სურვილი ყველა უნივერსიტეტმა გამოთქვა, გარდა მონრ-

15
საერთაშორისო ახალგაზრდული ქრისტიანული ორგანიზაცია,დაარსდა 1844
წელს , ჟენევაში

112
ალის უნივერსიტეტისა, სადაც მითხრეს, რომ ჩემი ფრანგულის
ცოდნა კვლევითი საქმიანობისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი.
ტორონტოს უნივერსიტეტმა დამაინტერესა, სადაც მკვლევრის
პოზიცია შემომთავაზეს. კვირაში ათი საათი უნდა მემუშავა, რაც
იმას ნიშნავდა, რომ დრო ჩემი პრაქტიკისთვის, სწავლისა და მოდე-
ლობისთვისაც დამრჩებოდა. ტორონტო კანადის სამოდელო ცენ-
ტრი გახლდათ. ამას გარდა, თუ უნივერსიტეტის შტატში ჩამსვამ-
დნენ, ჩემი შვილებიც უფასოდ ისწავლიდნენ.
კანადის ხუთი უდიდესი ქალაქის ყველა სამოდელო სააგენტო
მოვიარე. უკვე ორმოცს გადაცილებული ვიყავი და წარმოდგენა არ
მქონდა, როგორ მიმიღებდნენ. თუმცა ყველგან მოვეწონე, ყველას
სჭირდებოდა ასაკით უფროსი მოდელი.
სამი კვირის თავზე იოჰანესბურგში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე,
რომ ტოსკას ჩემი სახლი, ავეჯი და მანქანა გაეყიდა. მეტრისა და სა-
მოცდათხუთმეტი სანტიმეტრის სიმაღლის თხუთმეტი წლის ღლაპს
არც საკუთარი ასაკი ადარდებდა და არც ის ფაქტი, რომ ამ ყველაფ-
რის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა. სახლი დაცარიელებული იყო და
აღარც მანქანა მყავდა.
ისღა დამრჩენოდა, საბუთებისთვის ხელი მომეწერა. სამხრეთ
აფრიკიდან რამდენიმე კვირაში გავემგზავრეთ, კიმბალი კი სკოლის
დამთავრების შემდეგ შემოგვიერთდებოდა.
ბევრმა მკითხა სახლის, მანქანისა და ავეჯის გაყიდვის გამო
ტოსკას როგორ არ გაუბრაზდიო. რაღაც გაგებით, სწორად მოიქცა.
კანადაში გადასვლაზე არაერთხელ გვიმსჯელია და შევთანხმებულ-
ვართ, მას უბრალოდ მოვლენების დაჩქარება უნდოდა. თუ ოჯახის
წევრი სწორი მიმართულებით გიბიძგებთ, რაც უნდა რადიკალურ
ცვლილებასთან იყოს ეს დაკავშირებული, მიჰყევით მას.
ტორონტოში გადასვლა ჩვენი ოჯახისთვის სწორი გადაწყვეტი-
ლება აღმოჩნდა, იქ ხომ ახალი შესაძლებლობები გველოდა. იოჰა-
ნესბურგში კარიერის პიკზე ვიყავი და ცხოვრება მშვენიერი იყო,
მაგრამ ჩემი შვილები საკუთარ მომავალს ამერიკაში ხედავდნენ.
შეგვეძლო, კანადიდან დაგვეწყო. ვიცოდით, რომ თავიდან გაგ-

113
ვიჭირდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან
წაგვადგა.
მყისიერი შვება ის იყო, რომ ოცწლიანი ჯოჯოხეთის გამოვლის
შემდეგ ჩემი ყოფილი ქმრის აღარასდროს შემეშინდებოდა. შიშის
გარეშე ცხოვრება საოცარი რამაა! შესაძლოა, არ იცოდეთ, წაადგე-
ბა თუ არა თქვენს ოჯახს ახალ ადგილას საცხოვრებლად გადასვლა,
მაგრამ უკან დაბრუნება ხომ ყოველთვის შეგიძლიათ. მე კი უკან
არასოდეს გამიხედავს.
თუკი გრძნობთ, რომ ცვლილებების დროა, გაბედეთ! შემდეგ კი
სამი წელი ადროვეთ თავს და ძალისხმევა არ დაიშუროთ იმისთვის,
რომ ახალ ადგილზე ფეხი მყარად მოიკიდოთ. თუ თქვენს ცხოვრე-
ბას უკეთესობას ვერ ატყობთ და თავს კვლავ უბედურად გრძნობთ,
უკან დაბრუნებას წინ არაფერი უდგას.

114
15

აკეთეთ კეთილი საქმეები

დააფასეთ უანგარო საქციელი

თქვენ ბევრს ნერვიულობთ იმაზე, რაც არასდროს მოხდება,


თუმცა წინასწარ ვერასოდეს განჭვრეტთ იმას, რაც სინამდვილეში
შეიძლება დაგატყდეთ თავს. ასეთ შემთხვევებს ნუ ჩაუღრმავდებით.
შეიძლება წინასწარ დაგეგმოთ და მოქმედების გეგმაც დასახოთ,
მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც ვერასდროს წარმოიდგენთ იმას, რაც
შეიძლება მოხდეს. ენობრივ ბარიერზე ტოსკა ისე ნერვიულობდა,
რომ ფრანგულის სწავლა დავიწყეთ, თუმცა ტორონტოში ჩასვლის
შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქალაქში ფრანგულად არავინ ლაპა-
რაკობდა.
სამაგიეროდ, ათასი სხვა პრობლემა წამოიჭრა. ჩვენ მათ მოსაგ-
ვარებლად ძალისხმევას არ ვიშურებდით. მხარშიც ბევრი გვედგა,
ზოგი მეგობარი და ზოგიც ‒ უბრალოდ კეთილგანწყობილი უცნობი.
სამხრეთ აფრიკაში, გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, მეგო-
ბარმა ერთი ადამიანი მიმასწავლა, რომელიც ტორონტოში რამდე-
ნიმე თვით ავეჯით გაწყობილ ბინას მოგვაქირავებდა. რაც მთავა-
რია, ქირის გადახდა სამხრეთ აფრიკაშივე შემეძლო. სწორედ მაშინ
გამოგვიწოდეს პირველად დახმარების ხელი. ეს დახმარება განსა-
კუთრებით წაგვადგა, რადგან ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ სამ-
ხრეთ აფრიკის მთავრობა საბანკო ანგარიშებს გამიყინავდა და ორი
ათასი დოლარის გარდა ვერაფერს გამოვიტანდი. ამიტომ ქირის
ფულის წინდაწინ გადახდა საუკეთესო გამოსავალი იყო.
ტორონტოში ჩასვლისთანავე მე და ტოსკამ ბინას მივაშურეთ.
ოროთახიანი ბინა იყო – მე და ტოსკას საძინებელში გვეძინა, სას-
ტუმრო ოთახის ტახტზე კი ‒ ილონს. დეკემბერში ჩავედით, როცა ტო

115
რონტოში სასტიკი ყინვა იცის. ასეთი სიცივისთვის სრულიად შეუფე-
რებელი ტანსაცმელი გვეცვა, ისეთი, უფრო მაიამიში რომ გამოდგე-
ბოდა. იძულებული გავხდით, დედასა და ჩემი დისთვის ძველისძვე–
ლი, ოცი თუ ორმოცდაათი წლის წინ ნაყიდი ქურთუკები გვეთხოვა.
უამრავი რამ გვქონდა სასწავლი. ქალაქს არ ვიცნობდი და გადა-
ადგილება ძალიან მიჭირდა. მანქანა ჩემთვის ძვირი ფუფუნება იყო
და სულ მეტროთი ან ავტობუსით ვმგზავრობდი. ერთადერთი ის ვი-
ცოდი, რომ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისთვის მძიმე ერ-
თდოლარიანი მონეტა – ლუნი მჭირდებოდა.
პირველი რამდენიმე კვირა მონეტებით სავსე უზარმაზარ ქისას
დავატარებდი თან. იმდენი სიარული მიწევდა, ჯერ კასტინგებზე და
მერე გასაქირავებელი ბინების დასათვალიერებლად, რომ რამდე-
ნიმე ტრანსპორტს ვიცვლიდი: ჯერ ავტობუსით ვმგზავრობდი, მერე
‒ მეტროთი და მერე ‒ ისევ ავტობუსით.
ერთ მშვენიერ დღეს ავტობუსში ჩემთან ერთად ტურისტებიც
ამოვიდნენ. მათ მძღოლს სატრანზიტო ხაზის შესახებ ჰკითხეს და
გადასაჯდომად მეტროში ჩავიდნენ.
„სატრანზიტო ხაზი არსებობს?“ ‒ ვიკითხე გაკვირვებულმა.
ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო. რამდენიმე სამოდელო საქმე უკვე მე-
გულებოდა, მაგრამ გადაღებებზე მისასვლელად დიდი მანძილის
გავლა მჭირდებოდა. ახლა კი ერთი მიმართულებით, ნებისმიერ ად-
გილას, უფრო მოკლე გზით შემეძლო წასვლა. მონეტებით სავსე
მძიმე ქისის თრევაც აღარ დამჭირდებოდა, რაც ფინანსური შეღავა-
თიც იყო.
ორმოცდაორი წლის ვიყავი და ერთი სული მქონდა, ტორონტო-
შიც განმეახლებინა ჩემი დიეტოლოგიური პრაქტიკა, მაგრამ ხელს
ის მიშლიდა, რომ ლიცენზირებული დიეტოლოგი არ გახლდით.
ამისთვის კანადური გამოცდები უნდა ჩამებარებინა ამავდრო-
ულად, ტორონტოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი უნდა და-
მეცვა და ხუთი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩამებარებინა. იმის და-
სამტკიცებლად, რომ მზად ვიყავი ასპირანტურისთვის. საკვალიფი-
კაციო გამოცდებზე ოციოდე წლის კურსდამთავრებულებთან ერთ-

116
ად უნდა გავსულიყავი. საბედნიეროდ, პირველად ცხოვრებაში, ინ-
გლისურად უნდა მემეცადინა. ეს შესანიშნავი იყო!
გამოცდა მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა, როცა სატელევიზიო
რეკლამისთვის გადაღება იყო დანიშნული. ჩემი ფინანსური მდგო-
მარეობის გათვალისწინებით, ამ სამუშაოზე უარს ვერანაირად ვერ
ვიტყოდი. ნუტრიციული მეცნიერების დეპარტამენტის ერთ-ერთმა
თანამშრომელმა ჩემ მიმართ წარმოუდგენელი ადამიანური სიკეთე
გამოიჩინა და გამოცდა სხვა დღისთვის გადამიტანა.
სხვა შემთხვევაც მახსენდება, როცა დიეტოლოგთა ერთ-ერთ
კრებაზე კოლეგა დიეტოლოგმა სამსახური შემომთავაზა. კოლეჯში,
სადაც საბავშვო ნუტრიციოლოგიას ასწავლიდა, კვირაში ორი საღა-
მო ლექციებისთვის ვეღარ იცლიდა და მთხოვა, ჩამენაცვლებინა.
კოლეჯმა დასაშვებად ცნო სამხრეთ აფრიკაში მიღებული ჩემი მა-
გისტრის ხარისხი და არც ის მოუთხოვია, ლიცენზირებული დი-
ეტოლოგი ვყოფილიყავი. ასე რომ, ჩემი კოლეგის წყალობით მო-
ულოდნელად კიდევ ერთი სამსახური გამომიჩნდა.
იმავდროულად, მოდელადაც ვმუშაობდი. მოდელებს ადვილად
ვცნობდი: ისინი მაღლები და გამხდრები იყვნენ და მუდმივად დიდი
ჩანთა დაჰქონდათ თან. ვარცხნილობასა და მაკიაჟს ჩვენით ვიკე-
თებდით და გადაღებებზე საკუთარი ფეხსაცმელი, აქსესუარები, პა-
რიკები და თმის სამაგრები დაგვქონდა. აქ ხომ მაღალი მოდის ჩვე-
ნებაზე არ იყო საუბარი.
სამოდელო სფეროში დიდი გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ
ეს მთლიანად სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილება იყო.
ტორონტოში პირველ რეპეტიციაზე პატარძლის დედის როლი
უნდა შემესრულებინა.
პროდიუსერმა მკითხა: – რატომ გაცვიათ სანდლები? ტადეები
და „შპილკები“ უნდა გეცვათ.
წარმოდგენა არ მქონდა, რას მეუბნებოდა.
„მრეცხავი კი არ ვარ. ან ბადე რა არის, ან „შპილკა“?
„ცხადია, ბადე წინდაა და „შპილკები“ ‒ მაღალქუსლიანი ფეხ-
საცმელი“.

117
მაგრამ მე ეს, აბა, საიდან უნდა მცოდნოდა?
აი, სწორედ ასეთი რამეების სწავლა გიწევს, როცა სხვა ქვეყანა-
ში გადადიხარ საცხოვრებლად.
პროდიუსერმა სააგენტოსთან მისაყვედურა. ცოტაც და ავტირ-
დებოდი ‒ სამსახური მჭირდებოდა და არაპროფესიონალიზმში
მდებდნენ ბრალს. ერთ-ერთმა მოდელმა, რომელმაც ჩვენს საუ-
ბარს ყური მოჰკრა, მირჩია: ტორონტოში ერთი მაღაზია ვიცი, სადაც
ფეხსაცმელს ცხრამეტ დოლარად იყიდიო.
ორი ფეხსაცმელი ვიყიდე ‒ ვერცხლისფერი და ოქროსფერი და
მოდის ყველა ჩვენებაზე ეს ორი წყვილი მეცვა, ვიდრე ჩემი ფინან-
სური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ესეც კიდევ ერთი ადამიანური
სიკეთე, ამჯერად მოდელის მხრიდან.
ტორონტოში რომ გავფრინდით, შუა ზამთარი იყო და ჩემოდანი,
რომელშიც ტანსაცმელი და დიპლომები მეწყო, დაიკარგა. ტოსკას
ჩანთა კი, რომელიც ფუმფულა სათამაშოებით იყო გამოტენილი, რა
თქმა უნდა, უვნებლად ჩამოვიდა.
ბარგის დაბრუნებამდე იძულებული ვიყავი, ილონისა და ტოსკას
ტანსაცმელი მცმოდა, რადგან ახალი სამოსის ყიდვის საშუალება
არ მქონდა. ხშირად მიწევდა იმის ახსნა, რატომ ვიყავი ასე უცნაუ-
რად გამოწყობილი.
გამუდმებით ვიმეორებდი: „ბოდიში, ჩემოდნები დავკარგე“.
ყოველთვიურად ვქირაობდი მანქანას, მივდიოდი აეროპორტში
და ავიახაზებს ჩემი ბარგის ამბავს ვეკითხებოდი. ყოველ ჯერზე ერ-
თსა და იმავეს მპასუხობდნენ: „ბოდიში, სამწუხაროდ, არ ვიცით,
სად არის თქვენი ბარგი“,
რამდენიმე თვე იყო გასული, როცა ჩემი უცნაური ჩაცმულობის
ახსნა ტორონტოში ერთი ახალგაცნობილი კაცისთვის დამჭირდა.
– რას ნიშნავს, ბარგს ვერ ვპოულობთო? სასწრაფოდ აეროპორ-
ტში მიმყავხარ! ‒ შეიცხადა მან.
თავისი მანქანით გამომიარა, რაც უკვე კარგი იყო. ამჯერად აე-
როპორტში წასასვლელად მანქანის ქირაობა აღარ დამჭირდებო-
და. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ღარიბი ვიყავი

118
ავიაკომპანიის ოფისში თამამად რომ შევაბიჯეთ, მტკიცედ გა-
ნაცხადა: „მე მისი ადვოკატი ვარ და თქვენ ბარგს აუცილებლად
იპოვით“.
„დიახ, ბატონო“, – იყო პასუხი.
იურისტი კი არა, ბუღალტერი იყო. ბევრი ვიცინე! ვერ ვიჯერებდი
ამ ამბავს.
მეორე დღეს ავიახაზებიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ჩემი
ბარგი მეხიკოში იპოვეს. სამ დღეში კი ჩემი ორი დიდი ჩემოდანი უკ-
ვე ჩემთან იყო. ერთ-ერთი ოდნავ დაზიანებულიყო და ერთი სვიტე-
რი მაკლდა. მაგრამ, რაც მთავარია, დიპლომები იყო ადგილზე!
ესეც კიდევ ერთი ადამიანური სიკეთე კაცისგან, რომელიც იუ-
რისტი არ იყო.
ერთხელ მისისოგაში გადაღება მქონდა დანიშნული. ეს ქალაქი
ტორონტოდან ორმოცდახუთი წუთის სავალზეა, თუ მანქანით წახ-
ვალთ. გადაღების დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ თოვდა.
მაგრამ საქმე საქმეა და ქარბუქსაც არ უნდა შეუშინდეთ. ასე რომ,
ფეხსაცმელები დიდ ჩანთაში ჩავალაგე და სტუდიისკენ წავედი. იქ
მისასვლელად ორი ავტობუსი, მეტროს ორი ხაზი და კიდევ ორი ავ-
ტობუსი უნდა გამომეცვალა, რის მერეც სტუდიამდე დარჩენილი
ოთხასამდე იარდი ერთმეტრიან თოვლში ფეხით უნდა გამევლო.
ტროტუარი არ ჩანდა. განათების ბოძებსა და სამანქანო გზას
ვხედავდი და ვიფიქრე, ტროტუარი ამათ შორის იქნება-მეთქი, მაგ-
რამ არაფერი ჩანდა. ერთადერთი ფეხით მოსიარულე ვიყავი და
სტუდიისკენ მიმავალ თოვლიან გზას ძლივს ვიკვალავდი. საბო-
ლოო ჯამში, სახლიდან სტუდიამდე გზას ორი საათი მოვანდომე.
‒ დიდი მადლობა, ასეთ საშინელ ამინდში მანქანით რომ მობ-
რძანდით, ‒ მითხრეს ახალმისულს.
– მანქანით არა, ავტობუსით ვიმგზავრე, ‒ ვუპასუხე მე. მათ გაკ-
ვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
გადაღების დასრულების შემდეგ გზამდე მისაღწევად კვლავაც
უზარმაზარ თოვლში მომიწია სიარული.
გზის ბოლოს, ჩემგან მოშორებით, ავტობუსი გაჩერდა. სიარული

119
გავაგრძელე და ავტობუსს რომ მივუახლოვდი, მძღოლმა კარი გა-
მიღო.
‒ გაიჭედეთ? ‒ შევეკითხე მე.
‒ არა, უბრალოდ, დაგინახეთ და გადავწყვიტე, დაგლოდებო-
დით. აქ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებაა, სხვაგან ვერსად წახვიდო-
დით.
ავტობუსში ჩემ გარდა არავინ იყო. კიდევ ერთი კეთილი საქმე
ავტობუსის მძღოლისგან.
ასეთი რამ მინდა გირჩიოთ: დააფასეთ სიკეთე უცხო ადამიანე-
ბისგან და თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ. ამ წიგნის დაწერამდე
ვერც კი ვაცნობიერებდი, რამდენი კეთილი ადამიანი შემხვედრია.
ეს მერე და მერე გახსენდებათ. ადამიანთა სიკეთემ ცხოვრება გა-
მიიოლა. მათი დახმარების წყალობით უხერხულ, უსიხარულო და
რთულ მდგომარეობებს დავაღწიე თავი, ისინი კი სანაცვლოდ არა-
ფერს ელოდნენ. ასეთი კეთილი ადამიანი ბევრია.
დააფასეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
და როცა თავს ცუდად იგრძნობთ, ეძებეთ თანადგომა ოჯახში, მე-
გობრებსა და უცნობებშიც კი. განეწყვეთ კეთილად უცნობების მი-
მართ.

120
ნაწილი მეოთხე

წარმატება

----------------- ♣ ♣ --------------------

121
16

ქალი სამსახურში

რაც მეტს იშრომებთ, მით მეტად გაგიმართლებთ

მამა ასეთი დევიზით ხელმძღვანელობდა: „რაც მეტს იშრომებთ,


მით მეტად გაგიმართლებთ“. მას ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბედმა
გაუღიმა, რადგან ასეთ წარმატებას მიაღწია. მეც იმავეს მეუბნებიან,
მაგრამ ძალიან ცდებიან. ჩემი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა კარ-
გად იციან, რამდენს ვშრომობდი და რა სირთულეები გამოვიარე,
ამიტომ მირჩიეს, ამის შესახებ წიგნში მომეყოლა. არც ერთს არ უთ-
ქვამს, რომ იღბლიანი ვარ. როცა ტაიმზ-სკვერის ბილბორდზე ჩნდე-
ბი და სამოცდაცხრა წლისა ასაკში “CoveGirl”-ის სახე ხდები, შეიძ-
ლება, მართლაც ჩათვალოთ, რომ საოცრად გამიმართლა. და ეს
ასეც არის! თუმცა საკუთარ იღბალს ადამიანი თვითონ ქმნის.
ტორონტოში რომ გავემგზავრეთ, მხოლოდ ცოტაოდენი ფულის
წაღება შევძელით. არადა, ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი
გამოიღო და იოhანესბურგში თავს უკვე კომფორტულად ვგრძნობ-
დი. თუმცა იმის გამო, რომ ანგარიშები დამიბლოკეს, ყველაფერი
თავიდან უნდა დამეწყო.
ჩემი ბუღალტერი ყოველთვიურად თითო მოსწავლეზე გათ-
ვლილ სწავლის საფასურს მირიცხავდა. იმის გათვალისწინებით,
რომ ოთხივე ვსწავლობდით, ეს თანხა პროდუქტების საყიდლად
გვყოფნიდა. ამას გარდა, კვირაში ათი საათი მკვლევრად ვმუშაობ-
დი, რაც საშუალებას მაძლევდა, ბინის ქირა გადამეხადა. მოდელო-
ბაც ჩასვლისთანავე დავიწყე, რაც სხვა დანარჩენ ყოველთვიურ
ხარჯებს გვიფარავდა.
უნივერსტიტეტში მუშაობა მალევე დავიწყე და იმდენად დაკავე-
ბული ვიყავი, რომ ტოსკასთვის სკოლის შერჩევაც კი ვერ მოვახერ-

122
ხე. ტოსკამ თვითონ ჩამოუარა ჩვენი უბნის სკოლებს და უამრავი
ბუკლეტი შეაგროვა. ასე მოგვარდა სკოლის პრობლემა. თუმცა ეს
საქმე რომ დაასრულა, მიხვდა, რომ სახლში ‒ საცხოვრებელ კომ-
პლექსში, სადაც ვცხოვრობდით ‒ ბევრი არაფერი ესაქმებოდა. ასე
რომ, უახლოეს ბურგერის რესტორანს მიაშურა და სამსახური ით-
ხოვა.
– კვირაში რამდენ დღეს იმუშავებთ? ‒ ჰკითხეს.
– ყოველდღე, რა თქმა უნდა! -‒უპასუხა ტოსკამ.
‒ კანონის თანახმად, მხოლოდ ექვსი სამუშაო დღეა დასაშვები,
‒ უთხრეს მას.
ამის შემდეგ დაინტერესდნენ, დღეში რამდენ საათს იმუშავებდა.
თორმეტსო, იყო პასუხი. მათ კი უთხრეს, რომ კანონის თანახმად,
დღეში მხოლოდ რვა საათს შეეძლო ემუშავა. ტოსკა კანონთან ურ-
თიერთობასაც სწავლობდა და, რაც მთავარია, პირველად მუშაობ-
და უცხოსთან.
ახალ სამუშაო ადგილზე ტოსკა დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს
და სრულ განაკვეთზე მუშაობდა. მერე კი, როცა სკოლა დაეწყო -
სკოლის შემდეგ.
ბურგერის რესტორანში ტოსკას ევალებოდა იატაკის მოწმენდა,
ნაგვის გადაყრა და საპირფარეშოების გახეხვა, რაც მას აქამდე
არასდროს უკეთებია. სამხრეთ აფრიკასთან შედარებით, სადაც სა-
კუთარი გემოვნებით მოწყობილი საძინებელი ჰქონდა, ოთახის ერთ
კედელს კი მთლიანად გარდერობი იკავებდა, ეს სრულიად სხვა სამ-
ყარო გახლდათ. მას მთელ სახლში ყველაზე კომფორტული ოთახი
ჰქონდა.
ახლა კი საძინებელში ჩემთან ერთად ეძინა და სწრაფი კვების
ობიექტში საპირფარეშოებს ხეხავდა.
ამ ყველაფერს ის თავგადასავლად აღიქვამდა. საკუთარ თავს
ეუბნებოდა, რომ მისი სამსახურიც ეს იყო და თავის მოვალეობას
პირნათლად ასრულებდა. ერთხელაც არ დაუწუწუნია
მთელი თვე ბურგერებსა და შემწვარ კარტოფილს ჭამდა. გარ-
კვეულწილად, მისთვის ესეც ახალი გამოცდილება იყო, რადგან სა-

123
მხრეთ აფრიკაში სწრაფი კვების ობიექტებს მოკლებული იყო. დამ-
ლაგებლად სულ რაღაც ერთი თვე იმუშავა, შემდეგ კი დააწინაურეს
და „დრაივის“ მენეჯერის თანაშემწედ დანიშნეს.
დროთა განმავლობაში ტოსკამ ისეთი სამსახური იშოვა, რომე-
ლიც ჩვენს სახლთან უფრო ახლოს იყო. ერთ-ერთ ძვირად ღირე-
ბულ სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა, თითქმის გაორმაგებული
ხელფასით. მისთვის ეს ისეთი გაკვეთილი იყო ეკონომიკაში, რაც
დღემდე ახსოვს.
ტოსკა მოლაპარაკებების დიდოსტატად ჩამოყალიბდა. ის სა-
მართლიანად ექცევა ყველას, ვინც მისთვის მუშაობს. ადამიანებში
ის სამუშაო ეთიკასა და შრომისმოყვარეობას აფასებს.
ტორონტოში ცხოვრება იოლი არ ყოფილა, თუმცა ალღო სწრა-
ფად ავუღეთ. მოდელად ვმუშაობდი, მაგრამ საკრედიტო რეიტინგის
არქონის გამო საკრედიტო ბარათს ვერ ვიღებდი. ბანკები ყოველ
ჯერზე უარით მისტუმრებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ
იმ ფულით უნდა გვეცხოვრა, რაც ხელზე მქონდა. სამოდელო სამუ-
შაოს შესრულების შემდეგ მიღებული ყოველი ახალი ჩეკი ახალი
ნივთის ყიდვის შესაძლებლობას ნიშნავდა, იქნებოდა ეს თბილი
ქურთუკი, ფეხსაცმელი, თეთრეული თუ საბანი.
საკრედიტო ბარათს ვერ ვიღებდი, რადგან საკრედიტო ისტორია
არ მქონდა და ყველა ბანკი უარით მისტუმრებდა. საკრედიტო ბარა-
თის გარეშე კი ვერც საკრედიტო ისტორიას შევიქმნიდი და შესაბა-
მისად, სალიზინგო ხელშეკრულებას ვერც მანქანაზე და ვერც ოფის-
ზე ვერ გავაფორმებდი, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა იყო!
ვიღაცამ მირჩია, საკრედიტო ბარათებს სავაჭრო ცენტრები უფ-
რო იოლად გასცემენო და საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად მეც
მათ მივაშურე.
“Eaton”-ში წავედი, დიდ და კარგად განვითარებულ სავაჭრო
ცენტრში. მათგანაც უარი მივიღე. პასუხი იმით დაასაბუთეს, რომ
მათთვის შეუძლებელი იყო ჩემი გადახდისუნარიანობის შეფასება.
თუმცა ოთახის ბოლოში, კედელზე, დედის დღისადმი მიძღვნილი
პლაკატი ეკიდა, საიდანაც მე ვიღიმებოდი. მათი ყურადღება ამ პლ-

124
აკატზეგავამახვილე. სახე გაუბრწყინდათ და მითხრეს, რომ საკრე-
დიტო ბარათს აუცილებლად მომცემდნენ.
აი, ასე გამიმართლა. მერე კი ის დღე გამახსენდა, “Eaton”-ის-
თვის გადაღებაში რომ ვმონაწილეობდი: უნივერსიტეტს ერთი
დღით გავეთავისუფლე და სტუდიამდე ჯერ მეტროთი, შემდეგ კი ავ-
ტობუსით ვიმგზავრე. ეს ძალისხმევა ამად ღირდა.
პრივილეგირებულ ოჯახში დავიბადე. ჩემმა მშობლებმა კარგი
განათლება მომცეს. შემდეგ უკვე იმ განათლების წყალობითაც, რო-
მელიც ჩემი ხარჯებით დავაფინანსე, საკუთარი ბიზნესი სამი ქვეყნის
რვა სხვადასხვა ქალაქში ავაწყვე. მოდელობაში კი მართლაც გამი-
მართლა: გარეგნობით ჩემს ლამაზ დედას ვგავარ, სიმაღლით კი –
ჩემს სიმპათიურ მამას. სამოდელო კარიერის წყალობით დამატები-
თი შემოსავალი მქონდა. სამოცდათერთმეტი წლის ასაკში ეს შემო-
სავალი უკვე სოლიდურია. შეიძლება, ამას იღბალი დავარქვათ,
მაგრამ ამ საქმეში ორმოცდაათწლიანი შრომაა ჩადებული. დღესაც
კი ყოველ წუთს, ყოველ საათს და ყოველდღე დიდ ძალისხმევას
ვახმარ ჯანმრთელობისა და წონის შენარჩუნებას. ეს იღბალი არ
არის, ეს მძიმე შრომაა.
თუ არ გაგიმართლათ და სასტარტო პირობები არცთუ სახარბიე-
ლო გქონდათ, ეცადეთ, საკუთარ მოწოდებას მიაგნოთ და მისი
ხორცშესხმისთვის ძალისხმევა არ დაიშუროთ. სოციალური ქსელე-
ბიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ინტერესების შესახებ ყველას მო-
უყვეთ. დაივიწყეთ, საიდან მოდიხართ. ასეთი გამოთქმა არსებობს:
„ოცდაერთი წლისა ობოლი აღარ ხარ“. ეს იმას ნიშნავს, რომ
თქვენს მომავალზე პასუხისმგებელი თქვენ თავად უნდა გახდეთ.
რაც უფრო მეტს იშრომებთ, იღბალიც მით უფრო იოლად მოგაგ-
ნებთ.

125
17

ითხოვეთ, რაც გსურთ

შეუპოვრობა წარმატების საწინდარია

ბავშვები პატარები რომ იყვნენ, სულ ვასწავლიდი, რომ ეთხო-


ვათ ის, რაც სურდათ.
ტოსკა თერთმეტი წლის იყო, ამერიკელი მომღერლის, ლორა
ბრენიგენის კონცერტზე რომ წავიყვანე. ჩემი გოგო მისი უდიდესი
თაყვანისმცემელი გახლდათ. კურორტზე, სადაც კონცერტი უნდა
გამართულიყო, ნაცნობი ფოტოგრაფი მუშაობდა და უფასო ბილე-
თები მოგვცა. სხვა შემთხვევაში, ბილეთებს ვერ შევწვდებოდით და
კონცერტზეც ვერ მოვხვდებოდით. მეტიც, ჩემმა ნაცნობმა ტოსკას
აჩუქა არაჩვეულებრივი ფოტო, რომელზეც ლორა სცენაზე დგას და
მღერის.
კონცერტის მეორე დღეს რესტორანში ვისხედით და ჩვენდა მო-
ულოდნელად შევნიშნეთ, რომ გვერდით მაგიდასთან თვით ლორა
ბრენიგენი სადილობდა. ტოსკას ძალიან უნდოდა მისი ავტოგრაფი,
მაგრამ საშინლად ერიდებოდა. მხოლოდ იმას იმეორებდა, ვერა,
ვერ მივალ ავტოგრაფის სათხოვნელადო.
– თუ არ მიხვალ, ავტოგრაფს ნამდვილად ვერ მიიღებ, მაგრამ
თუ მიხვალ, შეიძლება დაგთანხმდეს კიდეც. გამოდის, რომ მის-
ვლით შენი შანსები იზრდება ‒ ან კის გეტყვის და ან არას, ‒ ვურჩიე
მე.
ტოსკა დაფიქრდა და კარგიო, მიპასუხა.
მერე ადგა და ავტოგრაფის სათხოვნელად მომღერლის მაგი-
დასთან მივიდა. როგორც ჩანს, ლორამ პირველად ნახა ეს ფოტო და
შეიცხადა: „მოიცა, შენ საიდან გაქვს ეს?“ ტოსკამ უპასუხა, კურორ-
ტზე მომუშავე ფოტოგრაფმა მაჩუქაო. ასე მოიპოვა ავტოგრაფი.

126
სიხარულით თვალები უბრწყინავდა ‒ მისთვის ეს უდიდესი წარ-
მატება იყო, რომელიც არასდროს დავიწყებია.
მოგვიანებით როცა ტოსკა საკუთარი კომპანია “Passionflix”-ის-
თვის ინვესტორებს ეძებდა, კიმბალმა უთხრა:
‒ თუ შენთან შეხვედრაზე მოდიან, ესე იგი აინტერესებთ შენი
პროექტი.
ტოსკა გამოცდილებამაც დაარწმუნა, რომ მართლაც ასეა.
თუ მკაცრი უარი გტკიცეს, ჯობს, სხვა გზას დაადგეთ. მაგრამ თუ
„არას“ არ გეუბნებიან, იქამდე არ დანებდე, ვიდრე სასურველ „კის“
არ მიიღებ.
ახალ ქალაქში გადასვლა ყოველ ჯერზე კერძო პრაქტიკის ხე-
ლახლა აწყობას ნიშნავდა. სამხრეთ აფრიკაში ეს შედარებით ადვი-
ლად გამომდიოდა – როგორც კი ექიმები იგებდნენ, რომ ოფისს
მათთან ახლოს ვხსნიდი, მაშინვე სიხარულით მიგზავნიდნენ პაცი-
ენტებს. რატომღაც მეგონა, რომ კანადაში უფრო მხურვალე ენთუ-
ზიაზმით შემხვდებოდნენ, მაგრამ მსგავსიც არაფერი მომხდარა.
პაციენტებთან მუშაობა თუ მინდოდა, უნდა მეთხოვა. პირველ
რიგში, ტორონტოში რეგისტრირებულ ექიმებს წერილები დავუგ-
ზავნე. ვამცნობდი, რომ შემეძლო მათ პაციენტებს დავხმარებოდი.
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ამ წერილების უმრავლესობას არა-
ვინ აქცევდა ყურადღებას, რადგან ექიმების ნაცვლად ისინი ოფის-
მენეჯერების მაგიდაზე ხვდებოდა. თუმცა ას წერილს თუ გააგზავნი,
რამდენიმე გამოხმაურებას მაინც მიიღებ.
წერილების პირველი პარტია რომ გავგზავნე, ისიც ვიფიქრე, ტე-
ლეფონი ხომ არ გამიფუჭდა, არავინ რომ არ მირეკავს-მეთქი. არა-
ფერი რომ არ შეიცვალა, თავად დავიწყე ექიმების ოფისებში რეკვა.
ოფისმენეჯერთა უმრავლესობა ერთსა და იმავეს მპასუხობდა ‒ ექი-
მებს თქვენთან შეხვედრის სურვილი არ აქვთო. მე კი რატომღაც
დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, ოც ექიმს მა-
ინც ვიპოვიდი, ვინც შეხვედრაზე დამთანხმდებოდა. ასეც მოვიქეცი.
საკუთარი რჩევა გავითვალისწინე: გარანტირებული „კი“ არ არსე-
ბობს, მაგრამ თუ არაფერს მოიმოქმედებ, უარი გარანტირებული გა

127
ქვს.შეხვედრის მოლოდინში მისაღებში ზოგჯერ საათობითაც
ვმჯდარვარ. ექიმებს ვთხოვდი, ჩემთან ისეთი პაციენტები გამოეგ-
ზავნათ, ვისაც დიაბეტის წინა სტადია, ქოლესტერინის მაღალი მაჩ-
ვენებელი ან მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა. დარწმუნებული
ვიყავი, რომ თუ მათი კვების წესის შეცვლას მოვახერხებდი, სამ
თვეში სისხლის ანალიზიც უკეთესი ექნებოდათ. ჩემთან მოსული პა-
ციენტების დამატებითი სარგებელი ის იყო, რომ წამლების გვერ-
დით მოვლენებსაც აარიდებდნენ თავს.
თუმცა ექიმები პაციენტების ჩემთან გამოგზავნას მაინც თაკი-
ლობდნენ. არგუმენტად იმას იშველიებდნენ, რომ დაზღვევა დიეტო-
ლოგთან კონსულტაციის ხარჯებს არ ფარავდა, გასახდომი წამლე-
ბისას ‒ კი.
ხშირად იმასაც მეუბნებოდნენ, რომ პაციენტები არ მომისმენ-
დნენ.
მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ დამიჯერებდნენ, თუ ამის სა-
შუალება მომეცემოდა. შედეგებსაც ვაჩვენებდი, რამდენიმე პაციენ-
ტი რომ გამოეგზავნათ. როცა სწორად იკვებები, თავს უფრო ენერ-
გიულად და კარგად გრძნობ, მაგრამ ამის მიღწევას დრო და შე-
უპოვრობა სჭირდება. სწორედ ეს გახლდათ ჩემი დიეტოლოგიური
პრაქტიკის მთავარი პრინციპიც. საბოლოო ჯამში, ოთხმა ექიმმა
რამდენიმე პაციენტი გამომიგზავნა გამოსაცდელად.
რეალურ შედეგს ერთ დღეში ვერ მიიღებ. თუ პაციენტი ჩემთან
სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლით მოვა და კვებსის გეგმას არ
უღალატებს, სამ თვეში ცხრა კილოგრამამდე დაიკლებს, შაქრის
დონე ნორმალური გაუხდება და დიაბეტით მისი დასნეულების რის-
კი შემცირდება.
მას შემდეგ, რაც პაციენტების ანალიზებში მნიშვნელოვანი
ცვლილებები გამოვლინდა და ეს ექიმებმაც შენიშნეს, საქმე აღარ
მომკლებია. სულ რაღაც ექვს თვეში პაციენტებს ყოველდღე ვიღებ-
დი, დილის შვიდის ნახევრიდან საღამოს რვის ნახევრამდე. შაბათ-
კვირებსა და უქმე დღეებს დოკუმენტაციის მოწესრიგებას და პაცი-
ენტების სამედიცინო ბარათების შევსებას ვუთმობდი, ჩემი საქმიან-

128
ობის შესახებ გაცნობითი ხასიათის ბროშურებსაც ვაგზავნიდი. მე-
დიამხარდაჭერისთვის გაზეთებს, ჟურნალებსა და ტელევიზიებს და-
ვუკავშირდი. თუმცა ეს ადვილი არ იყო. მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ვი-
ყავი და მათ არ ვაინტერესებდი.
პოპულარულობის მოსაპოვებლად დიეტოლოგიურ კონფერენ-
ციებში ვმონაწილეობდი და მოხსენებებს ვამზადებდი იმისთვის,
რომ უფრო ხშირად მივეწვიე სპიკერად.
ძალისხმევა არც აქ იღებს შედეგს მყისიერად, ესეც გრძელოვა-
დიანი პროცესია. პირველი საჯარო ლექციის შემდეგ, რომელიც
ნუტრიციოლოგიას ეხებოდა, სხვადასხვა კორპორაციაში ბროშუ-
რები დავგზავნე. მეორე ლექციის შემდეგაც ასე მოვიქეცი – ისევ გა-
ვაგზავნე ბროშურები. დროთა განმავლობაში სიტყვით გამოსვლა
უკვე ხშირ-ხშირად მიწევდა და კვების ინდუსტრიაში მომუშავე კომ-
პანიების მრჩეველიც გავხდი. სულ მალე ონტარიოს დიეტოლოგ-
კონსულტანტების ქსელის თავმჯდომარედ, მერე კი კანადის დიეტო-
ლოგთა ქსელის პრეზიდენტად ამირჩიეს. მედიასაშუალებები უკვე
აქეთ მიკავშირდებოდნენ, როცა ახალ ამბებზე კომენტარი ან ჯანსა-
ღი კვების შესახებ რჩევა სჭირდებოდათ.
1994 წელს, კანადაში ჩვენი გადმობარგებიდან ოთხი წლის შემ-
დეგ, კანადის დიეტოლოგთა ასოციაციის შეკრებაზე სიტყვით გა-
მოვდიოდი. აუდიტორიაში ერთ-ერთი გამომცემლობის აღმასრუ-
ლებელი ხელმძღვანელიც ყოფილა.
ჩემი გამოსვლის შემდეგ მოვიდა და მითხრა: „მინდა, რომ წიგნი
დაწეროთ“.
ეს ყველაფერი ჩემი შეუპოვრობის ნაყოფი იყო.
ზოგჯერ ქალები მორცხვები არიან, ან თავდაჯერება აკლიათ, ან
უარის მიღების ეშინიათ და ვერ ბედავენ ითხოვონ ის, რაც უნდათ.
კაცებს, როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ აწუხებთ. მათ რომ ჰკით-
ხოთ, გასაოცარი ქმნილებები არიან და, რა თქმა უნდა, იმსახურებენ
უკეთეს სამსახურს, დაწინაურებას, ხელფასის გაზრდას, უფრო მეტ
სარგებელსა და კუთხის ოფისს, დიდი ფანჯრებით, იმ შემთხვევაშიც
კი, თუ აუტანლები და არაკომპეტენტურები არიან. ეს ახალი ამბავი

129
არ არის – ასეთი რამ ხომ ბევრჯერ გვინახავს.
მახსოვს, ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც სულ ცოტა ხნის
წინ დაითხოვეს სამსახურიდან. ახალი სამსახურის შოვნას როგორ
აპირებ-მეთქი, ვკითხე. მან კი მიპასუხა, რომ განგებას მიანდობდა
ამ ამბავს. ვურჩიე, რომ, განგების იმედად ყოფნას, რეზიუმეების
გაგზავნა სჯობდა. თუ ოც რეზიუმეს გაგზავნით და დადებით გამოხ-
მაურებას ვერსაიდან მიიღებთ, თავს ჩემსავით იგრძნობთ. კეთილი
იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში.
გახსოვდეთ, რომ ხშირად შეუპოვრობით აღწევთ მიზანს. თუმცა
ყოველთვის არა – თუ ითხოვ და უარს გეუბნებიან, სხვა რამ სცადეთ.
მაგრამ თუ გინდათ, მიიღოთ ის, რაც გსურთ, არაერთხელ უნდა სცა-
დოთ.

130
18

იგრძენით თავი ფანტასტიკურად

ნუ ჩაეფლობით იმედგაცრუების ჭაობში

ჩემმა შვილებმა იმ უნივერსიტეტებში ჩააბარეს, სადაც თავად უნ-


დოდათ. მე ტორონტოს უნივერსიტეტში ვმუშაობდი და მედიცინის ან
სამართლის შესწავლა რომ მოენდომებინათ, ტორონტოს უნივერ-
სიტეტში ამას უფასოდ მოახერხებდნენ. თან ერთად ვიცხოვრებდით
და არც ქირის გადახდა მოუწევდათ და არც საჭმლის ყიდვა. მაგრამ
მათ დამოუკიდებელი ცხოვრება არჩიეს. ილონმა ფიზიკისა და ბიზ-
ნესის სწავლა გადაწყვიტა, კიმბალიც ბიზნესს სწავლობდა, ტოსკა კი
– კინემატოგრაფიას. სწავლის დასაფინანსებლად მათ გრანტებისა
და სესხების მოპოვება სჭირდებოდათ და ეს სამივემ წარმატებით
შეძლო. ბედნიერი ვიყავი, რომ მათ დამოუკიდებლობა ამჯობინეს
და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ. შეიძლება, ასე იმიტომაც მოიქ-
ცნენ, ჩემი მომზადებული ლობიოს სუპი რომ აღა ეჭამათ!
ხშირად მეუბნებოდნენ, რომ „დაცარიელებული ბუდის“ სინ-
დრომი შემაწუხებდა, მე ხომ ჩემი შვილებისთვის ვცხოვრობდი. ჩე-
მი ბევრი კლიენტისგანაც მსმენია, რომ ძალიან გაუჭირდათ ის პე-
რიოდი, როცა მათი შვილები გაიზარდნენ და მშობლიური სახლი
დატოვეს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელი იყო, ეს მეც დამმარ-
თნოდა, მაგრამ – არაფერიც! მარტო ცხოვრება ჩინებული იყო!
როგორც ჩანს, სულაც არ არის აუცილებელი სხვისი პრობლემა შე-
ნი პრობლემაც გახდეს. ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ერთი
ადამიანის ნათქვამი მახსენდება: „ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი
იმისა, რაზეც ნერვიულობ, არასდროს დაგემართება“.
ტოსკას წასვლამდე უკვე ვფიქრობდი, რა დაუჯერებელია ეს თა-
ვისუფლება-მეთქი.

131
ოცი წლის მანძილზე პირველად ვცხოვრობდი მარტო. შემეძლო,
ღამე მევარჯიშა, შიშველს მევლო და არც იმაზე მეფიქრა, სახლში
საჭმელი იყო თუ არა. ისე კი, ერთხელ ვცადე და შიშვლად ყოფნას
მაისურის ჩაცმა ვამჯობინე. თუმცა ეს ყველაფერი იქამდე გრძელდე-
ბოდა, ვიდრე წიგნის დაწერას დავთანხმდებოდი... მას შემდეგ წე-
რას საღამოობით ხუთ საათს ვანდომებდი, შაბათ-კვირას კი ‒ თორ-
მეტს. წიგნის პირველ რედაქციაზე მუშაობა სამ თვეში დავასრულე.
ერთი სული მქონდა, ტექსტი ჩემი შვილებისთვის გამეზიარები-
ნა.
თვეში ერთხელ რომელიმე შვილის მოსანახულებლად მივემ-
გზავრებოდი. თვის განმავლობაში ორი ათას დოლარს ვზოგავდი,
რომ ბილეთი მეყიდა, დარჩენილ თანხას კი ბავშვებისთვის ვინახავ-
დი. თვითმფრინავის ყველაზე იაფ ბილეთებს ვყიდულობდი, აერო-
პორტამდეც ავტობუსით მივდიოდი, მატარებლით მგზავრობის ფუ-
ფუნება არ მქონდა. დროდადრო თვითმფრინავის ბილეთს იაფად
გადავაწყდებოდი ხოლმე ‒ ასე, ას ორმოცდაათ დოლარად. დარჩე-
ნილ თანხას შვილების ნებისმიერ საჭიროებას ვახმარდი, იქნებოდა
ეს საჭმელი, ტანსაცმელი თუ ავეჯი.
ილონის სანახავად ვორტონში რომ მივდიოდი, ვკითხე,რა გინ-
და, რომ ვქნათ-მეთქი. ნიუ-იორკში წავიდეთო, მითხრა.
ნიუ-იორკში მატარებლით გავემგზავრეთ, ქალაქში ვიხეტიალეთ
ისე, როგორც ტურისტებს შეშვენით. როკფელერის ცენტრის წინ
რომ ჩამოვსხედით, ილონს ჩემი წიგნის ხელნაწერი ვაჩვენე. ჩემი
აზრით, ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიმოვიხილავდი, ვწერ-
დი კალორიების, მეტაბოლიზმისა და მნიშვნელოვანი საკვები ნივ-
თიერებების შესახებ.
ილონმა კითხვა დაიწყო და მითხრა: „ძალიან მოსაწყენია“.
– რას გულისხმობ? ‒ ჩავეკითხე დანაღვლიანებული.
– აი, დღეში ოცდახუთი პაციენტი რომ გყავს, რატომ მოდიან შენ-
თან? რის გაგება უნდათ? – მკითხა მან.
– რისთვის და ჯანსაღი კვების შესახებ სჭირდებათ რჩე-
ვები.

132
– ჰოდა, შენი წიგნიც ზუსტად ამაზე უნდა იყოს.
იმ ასაკშიც კი ილონი უკვე ბრძენი იყო. მეც დავუჯერე. მას შემ-
დეგ ყველა კლიენტს ვამცნე, რომ წიგნს ვწერდი და ჩვენი შეხვედრე-
ბის ჩანაწერების გაკეთების უფლება ვთხოვე, რა თქმა უნდა, კონფი-
დენციალურად.
მათაც ჩემი წიგნისთვის უამრავი რამ მირჩიეს! კვების რაციონის
გარდა, უნდოდათ, დამეწერა იმიჯის შექმნასა და თვითშეფასების
ამაღლებაზე. ეს იმიტომ, რომ კლიენტებს ხშირად ვეუბნებოდი, შე-
ეცვალათ თმის ვარცხნილობა ან ჩაცმულობა, წელში გამართულიყ-
ვნენ და ჩემთან გაღიმებული მოსულიყვნენ.
ეს ყველაფერი წიგნში შევიტანე და ჩემს შვილებს რომ ვაჩვენე,
ამჯერად გამოხმაურებებიც ცოტა უკეთესი იყო. ყველა დამეხმარა:
ჩემი პირველი წიგნი კიმბალმა ხუთჯერ გაარედაქტირა, ტოსკამ ‒
ექვსჯერ. დედამ ის ხმამაღლა წაიკითხა იმისთვის, რომ აღექვა, რამ-
დენად კარგად იკითხებოდა ტექსტი. გამიმართლა, რომ მყავს ოჯა-
ხი, რომელშიც ყველა ერთმანეთს ეხმარება წარმატების მიღწევაში.
ჩემს წიგნს გამომცემლებმა ასეთი სათაური შეურჩიეს: „იგრძენი
თავი ფანტასტიკურად“ ‒ ტექსტის წაკითხვის შემდეგ მათ სწორედ
ეს განცდა გაუჩნდათ. გარეკანზე ჩემი ფოტო უნდოდათ და ფოტოგა-
დაღებაც გამომცემლობამ დააფინანსა. ნაცნობი ფოტოგრაფი დავი-
ქირავეთ, ტანსაცმელი ტრადიციულად ჯულიამ შემირჩია. წითელი,
წელში გამოყვანილი პიჯაკი მეცვა, რაც ყველაზე ძვირად ღირებუ-
ლი პიჯაკი იყო, რაც კი ოდესმე მიყიდია. თუმცა ინვესტიციამ გა-
ამართლა – ყველა საჯარო გამოსვლისას ეს კოსტიუმი მეცვა. მაშინ
სოციალური ქსელები ჯერ კიდევ არ არსებობდა და, საბედნიეროდ,
ამას ვერავინ მიხვდა.
როგორც იქნა, გამიჩნდა განცდა, რომ ჩემი პროფესიული ცხოვ-
რება ნელ-ნელა წესრიგდებოდა. სულ უფრო ხშირად მიწვევდნენ
სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ, რაც წიგნის გაყიდვასაც ეხმარებო-
და. ერთხელ “Kellogs”-ის სათავო ოფისში მიმიპატიჟეს სპიკერად,
სადაც სხვა თემებთან ერთად ჯანსაღ კვებასა და თვითშეფასებაზე
ვილაპარაკე. ეს ორი რამ მართლაც გადაჯაჭვულია, რადგან ჯანსა-

133
ღი საკვები ენერგიით გავსებს და უფრო თავდაჯერებულსაც გხდის.
ეს გამოსვლა ჩემს კარიერაში სერიოზული გარღვევის საბაბი გახდა
‒ “Kellogs”-ი16 ჩემს გამომცემელს დაუკავშირდა და წიგნის ყდის
“Special K Cereals”-ის17 კოლოფზე დაბეჭდვის უფლება სთხოვა,
რაც ქალების თვითშეფასების ამაღლებისკენ მიმართული კამპანი-
ის ნაწილი უნდა გამხდარიყო.
პირველი დიეტოლოგი ვიყავი, ვისი წიგნის გარეკანიც მარ-
ცვლეულის შესაფუთ ყუთზე დაიბეგჭდა, თან ჩემი ფოტოთი. აი, ამან
თავი მართლაც ფანტასტიკურად მაგრძნობინა, ქეისაც ძალიან გა-
უხარდა, როცა ნახა, როგორ გაევსო სუპერმარკეტის თაროები
კოლოფებს ჩემი გამოსახულებით.
„ეს ჩემი ტყუპისცალი დაა“, – უთხრა აღტაცებულმა ქეიმ შემ-
თხვევით გამვლელს, რომელიც, იმის მაგივრად, რომ აღფრთოვა-
ნებულიყო, გაიქცა. ქეიმ ეს რომ მიამბო, ბევრი ვიცინეთ.
ამ დროს თავი ქუდში მქონდა: დიეტოლოგიური პრაქტიკა აწყო-
ბილი იყო, ბავშვები უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და წიგნიც იყი-
დებოდა. ამდენი წელი სულ ქირით ვცხოვრობდი და ორმოცდაექვსი
წლისამ გადავწყვიტე, რომ მზად ვიყავი ახალი გამოწვევისთვის:
სახლის ყიდვა განვიზრახე.
ტორონტოში, ჩემი ოფისის გვერდით, ძალიან ლამაზი პატარა,
ორსართულიანი სახლი იყიდებოდა და რადგან მცირე დანაზოგი მე-
გულებოდა, შევფიქრიანდი. იმხანად კანადაში ბინის შესაძენად
ხუთპროცენტიანი თანამონაწილეობა საკმარისი იყო. სახლი 200
000 დოლარი ღირდა, მე კი ბანკში ზუსტად 10 000 დოლარი მქონდა
გადანახული.ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ რაღაც და-
ნაზოგი გამაჩნდა.
სესხის განაცხადის შესავსებად მაღალი კლასის სავაჭრო ცენ-
ტრში არსებულ ბანკის ფილიალს მივაკითხე. ვიფიქრე, რადგან მე-
ნეჯერი ხშირად მხედავდა მუშაობისას,ეს საქმეს მხოლოდ წაადგე-

16
საკვების მწარმოებელი საერთაშორისო მასშტაბის ამერიკული კომპანია
17
ხორბლის ფანტელების ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი

134
ბა-მეთქი. მათ იცოდნენ, რომ დასაქმებული ვიყავი. მე კი ეჭვიც არ
მეპარებოდა, რომ სესხს დამიმტკიცებდნენ. ორი კვირა რომ გავიდა
და ბანკიდან არავინ შემომეხმიანა, მივედი და ვიკითხე, თქვენ ხომ
ერთი კვირის წინ უნდა დაგერეკათ ჩემს განაცხადთან დაკავშირე-
ბით-მეთქი.

ბანკის მენეჯერმა დამორცხვებულმა მიპასუხა, რომ სესხზე უარი


მითხრეს. როგორც აღმოჩნდა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩემი
შემოსავალი არასაკმარისი იყო და თან, ჩემი დიეტოლოგიური
პრაქტიკის ერთადერთი მფლობელი ვიყავი, რაც იპოთეკურ სეს-
ხთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს კიდევ უფრო ზრდიდა.
თავზარი დამეცა და ისეთი განცდა მქონდა, რომ ფეხქვეშ მიწა
გამომაცალეს. არადა, ბანკისთვის კარგი კლიენტი ვიყავი, ამ სავაჭ-
რო ცენტრშიც, მათ თვალწინ, ბევრჯერ მიმუშავია მოდელად. მათ კი
უარი მითხრეს. თუმცა ოფისში კლიენტი მელოდებოდა და იმედგაც-
რუებისა და ყურების ჩამოყრის დრო არ იყო. ეს უარი მხოლოდ და

135
მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ დასახული მიზნის მიღწევა ცოტა
ხნით გადაიდო და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად
კიდევ უფრო მეტი უნდა დამეზოგა.
ამავე პერიოდში კიმბალი ტორონტოში მუშაობდა და ყოველდღე
ილონს ჩემი ოფისის ტელეფონით ელაპარაკებოდა. ტელეფონის
რვაასდოლარიანი ქვითარი რომ მოვიდა, კიმბალს ვუთხარი, კალი-
ფორნიაში, პალო-ალტოში, ილონთან გადასულიყო საცხოვრებ-
ლად. ის ასეც მოიქცა და სილიკონ ველიში გადაბარგდა, სადაც მათ
ინტერნეტ-ბუმის გარიჟრაჟზე პირველი საკუთარი ტექნოლოგიური
კომპანია Zip 2 დააარსეს. კომპანია ციფრული რუკებისა და კარი-
დან კარამდე სანავიგაციო სისტემების შექმნაზე მუშაობდა და
მსოფლიოს უდიდეს გაზეთებს გაციფრულებაში ეხმარებოდა.
ილონსა და კიმბალს სრულიად ახალი, ორიგინალური იდეები
ამოძრავებდათ. მეც მოვიხიბლე ამ იდეებით და ვფიქრობდი, რომ
მათ პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდათ. ბიჭების დასახმარებ-
ლად ძალ–ღონეს არ ვიშურებდი. როცა ისინი ბიზნესგეგმაზე მუშა-
ობდნენ, მათთან ექვს კვირაში ერთხელ ჩავდიოდი და საჭმელს,
ტანსაცმელსა და ავეჯს ვყიდულობდი. ბეჭდვის ფულსაც მე ვაძლევ-
დი. რადგან ამერიკაში საკრედიტო ბარათის აღება არ შეეძლოთ,
ჩემს კანადურ საკრედიტო ბარათს იყენებდნენ.
ჯიბე თითქმის დაუცარიელდათ და საქმის გასაგრძელებლად ფუ-
ლი სჭირდებოდათ. საბედნიეროდ, ბანკში 10 000 დოლარი ისევ
მქონდა და ეს ფული მივეცი, რადგან მათი ჩანაფიქრის მწამდა.
ვენჩურულ ინვესტორებთან შეხვედრის წინა ღამეს მე და კიმბა-
ლი “Kinko’s”-ს ერთ-ერთ ოფისში მივედით, მათი პრეზენტაციები
ფერადად რომ ამოგვებეჭდა. მომსახურების ფულს მე ვიხდიდი,
რადგან ერთი ფერადი გვერდის ამობეჭდვა ერთი დოლარი ღირდა,
რაც ძალიან ძვირი იყო.
მეორე დილას დაღლილ-დაქანცულები ვიყავით, რადგან წუთი-
თაც კი არ გვძინებია. ილონი, რა თქმა უნდა, თავს კარგად გრძნობ-
და, მას ხომ არასდროს სძინავს. ის ყოველღამე გვიანობამდე იჯდა
კომპიუტერთან და პროგრამის კოდირებაზე მუშაობდა. თვეების მან

136
ძილზე ისინი არაერთ ვენჩურულ ინვესტორს ხვდებოდნენ და საკუ-
თარ იდეებს სთავაზობდნენ. იმ დილით კი, ორ ინვესტორთან შეხ-
ვედრაზე, პირველი შეთავაზებაც მიიღეს. ბედნიერებისგან ცას ვეწი-
ეთ!
იმ საღამოს ვთქვი: „ქალაქის საუკეთესო რესტორანში მივდი-
ვართ!“
გასაოცარ რესტორანში გამოუძინებლები და მოთენთილები მი-
ვედით, მაგრამ მაინც დიდებულად მოგვემსახურნენ ‒ არც კი ვიცი,
რატომ. არც ის კერძები მახსოვს, რაც მივირთვით. ბოლო პერიოდ-
ში Jack in the Box18-ის მსგავს ადგილებში გვიწევდა ჭამა, სადაც
სწრაფად და იაფად გვემსახურებოდნენ, ღამის ორ საათზეც კი. კიმ-
ბალმა მითხრა, რომ დღესაც ახსოვს მათი პიტაში გახვეული ქათმის
ფაჰიტას გემო.
ანგარიში რომ მოიტანეს, გადავიხადე და ვთქვი: „ჩემს საკრედი-
ტო ბარათს უკანასკნელად ხედავთ“. და ასეც მოხდა.
დასკვნის სახით ერთი რამ მინდა გითხრათ: არასდროს ჩაეფ-
ლოთ იმედგაცრუების ჭაობში. თუ იმედგაცრუებული ხართ, მოძ-
რაობა სხვა გზით განაგრძეთ. დაივიწყეთ, თუ მიგატოვეს ან სამსა-
ხურში არ აგიყვანეს და ცხოვრება განაგრძეთ. არ დანებდეთ, თუ
იპოთეკაზე უარი გითხრეს, იმუშავეთ იმისთვის, რომ საკრედიტო
ქულა გაიუმჯობესოთ. ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე ბევრჯერ გა-
მომიცდია. წარმატებისთვის არც ქორწინებაში მიმიღწევია და არც
‒ რომანტიკულ ურთიერთობებში. სხვადასხვა სამსახურზეც უამ-
რავჯერ მითხრეს უარი. ჩემი ცხოვრება რამდენჯერმე ისე აირია,
რომ საცხოვრებელი ქალაქებისა და ქვეყნების შეცვლაც კი მომიხ-
და.
სხვადასხვა დროს, როცა კაცები მტოვებდნენ, ჯერ ექვსი თვე ვი-
ყავი მოწყენილი, მერე სამი თვე, მერე სამი კვირა და ბოლოს ‒ სამი
დღე. ნეტავ ამდენი დრო არ დამეხარჯა ამ ყველაფერზე. ცხვირჩა-
მოშვებული ადამიანი ულამაზოა, გამაღიზიანებელიც კი და სხვებ-

18
სწრაფი კვების ამერიკული ქსელი, დაარსდა 1951 წელს, კალიფორნიაში

137
საც განიზიდავს. ჩემს კლიენტებსაც, როგორც კი მოწყენილობას
ვატყობ, წელში გამართვისა და გაღიმებისკენ მოვუწოდებ – მათ ჩე-
მი განწყობის გაფუჭების უფლებას ვერ მივცემ. ისინიც მიღიმიან
ხოლმე და რჩევისთვის მადლობას მიხდიან. ძალიან შეშინებული
ვიყავი, როცა დამატებითი შემოსავალი ჰაერივით მჭირდებოდა, იმ
სამოდელო საქმეზე კი, რომელიც გარანტირებული მეგონა, უარს
მეუბნებოდნენ. ახლა ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიე. იმასაც გეტ-
ყვით, რომ ახლა თავისუფალი დროც მაქვს, რომელსაც ჩემს ძაღლს
ვუთმობ. მასაც ძალიან უხარია ჩემთან ყოფნა. ასაკში შესვლას ერ-
თი საინტერესო თვისება ახლავს თან: შეიძლება იმედი გაგიცრუვ-
დეთ, მაგრამ რადგან ასეთი რამ უკვე გამოვლილი გაქვთ, ფეხზე წა-
მოდგომა ბევრად მარტივია.
გირჩევთ, ცხოვრების მიმართ მაქსიმალურად დადებითად გა-
ნეწყოთ. დრო კურნავს. შეეცადეთ, იმედგაცრუება იმაზე სწრაფად
დაივიწყოთ, ვიდრე ეს მე შევძელი. და ერთიც ‒ გაიჩინეთ ძაღლი!

138
15

იარეთ წინ!

ზოგჯერ ცხოვრების ხელახლა დაწყება საუკეთესო


გამოსავალია

საცხოვრებელ ადგილებს გარკვეული მიზეზის გამო ვიცვლით


და ეს მიზეზი სერიოზული უნდა იყოს, რადგან ერთი ადგილიდან მე-
ორეზე გადასვლა რთული პროცესია.
საკუთარი ბიზნესის დასაწყებად დედაჩემი მუს-ჯოდან რიჯაინაში
გადავიდა, თუმცა ცეკვის ხელოვნებას ის დიდ ქალაქებში ‒ ნიუ-
იორკსა და ჩიკაგოში დაეუფლა. მამაჩემს ქიროპრაქტიკოსობა უნ-
დოდა. ამის გამო მშობლიური ფერმა დატოვა და ისიც რიჯაინაში
დასახლდა, სადაც დედაჩემი გაიცნო. სამხრეთ აფრიკაში რომ გა-
ვემგზავრეთ, მამამ ჟაკარანდას იასამნისფერი ყვავილები ნახა და
ამის გამო ულამაზეს პრეტორიაში დარჩენა გადაწყვიტა.
საწყის ეტაპებზე საცხოვრებელ ადგილებს განათლების მისაღე-
ბად ან სამსახურის საპოვნელად ვიცვლიდი. მოგვიანებით უსიამოვ-
ნო სიტუაციებისგან თავის დაღწევა მინდოდა ან ვგრძნობდი, რომ
გადაბარგება აუცილებელი იყო. ადგილსამყოფელს ვიცვლიდი მა-
შინაც, როცა შვილებთან ახლოს ყოფნა მსურდა ან ისეთი ადგილის
პოვნა მინდოდა, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. ამასთანავე,
ზოგადად, ძალიან მოუსვენარი ვარ და ახალი ქალაქების, ქვეყნები-
სა და კულტურების შეცნობა მიყვარს. ჩემი ტყუპისცალი და ამბობს
ხოლმე, გეგონება, ეკლებზე ზიხარო. ჩემმა შვილებმა საცხოვრებე-
ლი ადგილი ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, განათლების
მისაღებად და ოჯახის შესაქმნელად შეიცვალეს. მე კი ჯერ მათთან

139
ახლოს მინდოდა ყოფნა, შემდეგ ‒ მათგან შორს, ბოლოს კი–
კვლავ მათთან ახლოს.
უკვე მოწიფულობის ასაკში სამ ქვეყანასა და ცხრა სხვადასხვა
ქალაქში მიცხოვრია. საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ყოველ-
თვის რთულია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანას იცვლი.
როცა კანადური კანონი შეიცვალა, აღმოჩნდა, რომ შემეძლო, ჩემი
მოქალაქეობა შვილებისთვის გადამეცა, რადგან მათ ჩრდილოეთ
ამერიკაში მოინდომეს ცხოვრება. თვეების მანძილზე ვაგროვებდი
დოკუმენტებს, მათ განსახილველად რიგში საათობით ვიდექი და
რჩევის მისაღებად მოსაცდელ ოთახში არაერთხელ ვმჯდარვარ. სა-
ბუთებს ვაბარებდი და კვლავ დამატებითი საბუთების მოგროვებაში
ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, კანადის მოქალაქე რომ გავხდი, მით-
ხრეს, რადგან კანადაში დაიბადეთ, ეს დოკუმენტები საერთოდ არ
გჭირდებოდათო.
ტორონტოში ყოფნისას ორჯერ შევიცვალე საცხოვრებელი, ნიუ-
იორკში კი ‒ სამჯერ. გადასვლაზე წინასწარ ვფიქრობ და მხოლოდ
იმას ვალაგებ, რის წაღებაც მიღირს. ადრე უამრავი სამეცნიერო
ჟურნალიც მიმქონდა, რაც ძალიან მძიმე იყო და უამრავ ადგილს
იკავებდა, გადაზიდვაც ძვირი ჯდებოდა. დღეს ინტერნეტის წყალო-
ბით მხოლოდ ლეპტოპის წაღება მიწევს ‒ ყველა სამეცნიერო ნაშ-
რომი იქ არის. ორგანიზებული ადამიანი უნდა იყო, მაგრამ პროცეს-
შიც ბევრ ნაგავს ემშვიდობები ‒ როგორც ფიზიკურს, ისე მენტა-
ლურს.
მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოში თავს ბედნიერად
ვგრძნობდი და წარმატებულიც ვიყავი, შვილებს უნდოდათ, მათთან
ახლოს მეცხოვრა. იმ დროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე სუ-
ლაც არ ვფიქრობდი და მეგონა, მთელ ცხოვრებას ტორონტოში გა-
ვატარებდი, ყოველ შემთხვევაში, გეგმა ასეთი მქონდა. არადა, რო-
გორც აღმოჩნდა, ახალი გეგმების დასახვის დრო იყო.
შტატებში საცხოვრებლად გადმოსვლა ყველაზე რთული აღმოჩ-
ნდა. რადგან მამა მინეაპოლისში დაიბადა, ტორონტოში ამერიკის

140
საკონსულოს მივაკითხე, რომ გამერკვია, მისი მოქალაქეობა ჩემ-
ზეც ხომ არ გავრცელდებოდა. პასუხს ორას სხვა პოტენციურ ემიგ-
რანტთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდი.
ძალიან ბევრი ანკეტა მომცეს შესავსებად და ამას გარდა, ჩემი დოკ-
უმენტების ნამდვილობის დადგენაც მომთხოვეს. ამერიკის საკონ-
სულოში ექვსი თვის მანძილზე დავდიოდი და იქ ნახევარ დღეს ვა-
ტარებდი. ბოლოს მითხრეს, რომ ამერიკის მოქალაქე ვერ გავხდე-
ბოდი, რადგან მამაჩემი კანადაში საცხოვრებლად ჩემს დაბადებამ-
დე, სულ მცირე, ექვსი წლით ადრე გადავიდა. გაირკვა, რომ H1B ტი-
პის ვიზა19 მჭირდებოდა და პროცესმა კიდევ რამდენიმე თვეს გას-
ტანა.
უკვე 48 წლის ვიყავი. ამერიკაში დიეტოლოგად რომ მემუშავა,
გამოცდები უნდა ჩამებარებინა, რისთვისაც ჩემით უნდა მოვმზადე-
ბულიყავი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბიოქიმია ბევრად უფრო კარ-
გად უნდა მცოდნოდა, ოღონდ საზომი ერთეულების იმპერიული
სისტემით ‒უნციებითა და გირვანქებით, ფუტებითა და ინჩებით და
არა დანარჩენ მსოფლიოში გამოყენებული მეტრული სისტემით.
ვერც კი დაიჯერებთ, რა რთულია ამ ორივე სისტემის დასწავლა,
მაგრამ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე როცა გამოვდივარ, ეს
ცოდნა კარგ სამსახურს მიწევს.
იმ დროს იშიასი20 მაწუხებდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე
ხელი მქონდა აღებული. თუმცა მუშაობა შემეძლო,წარმოუდგენე-
ლი ტკივილის ფონზე, სწავლა კი – ზურგზე დაწოლილს. რაღაც
თვალსაზრისით, ეს დიდი შეღავათი იყო. ჩემდა გასაოცრად, გამოც-
დები ჩავაბარე, ტორონტოს დიეტოლოგიური ბიზნესი გავყიდე და
ჩემს შვილებთან მაუნთინ-ვიუში გადავედი.
თუმცა იქ რომ ჩავედი, არც მთა დამხვდა და არც ხედი. ვერც ბავ-
შვებს ვხედავდი, ისინი დღედაღამ მუშაობდნენ.

19
დროებითი სამუშაო ვიზა მაღალკვალიფიციური ეკონომიკური
მიგრანტებისათვის
20
საჯდომი ნერვის დაავადება, ახასიათებს ძლიერი ტკივილი და დაბუჟება

141
კიმბალს არც კი ახსოვს, მასთან და ილონთან სამი კვირა რომ
ვცხოვრობდი და ეს ლოგიკურიცაა, ისინი ხომ არასდროს იყვნენ
სახლში.
ამიტომ ერთ დღესაც გამოვაცხადე: ცხოვრება მწყურია და ამი-
ტომ დიდ ქალაქში – სან-ფრანცისკოში უნდა გადავიდე საცხოვრებ-
ლად-მეთქი!
ხელმომჭირნედ უნდა მეცხოვრა, რადგან ჯერ ახალი პრაქტიკა
არ მქონდა დაწყებული, ის ფული კი, ძველი ბიზნესის გაყიდვიდან
რომ მივიღე, დიდხანს არ მეყოფოდა.
კიმბალს მანქანა ვთხოვე და ბინის საძებნელად სან-ფრანცისკო-
ში გავემგზავრე. რადგან ამერიკაში საკრედიტო რეიტინგი არ მქონ-
და, მეტი დამაჯერებლობისთვის სოლიდური კოსტიუმი ჩავიცვი,
ბანკის ჩეკი მოვიმარჯვე და ბინის ქირაობის მსურველთა გრძელ რი-
გებში დიდხანს ვიდექი. ამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. თუმცა
მოგვიანებით ვიპოვე მაკლერი, რომელიც ნობ-ჰილში ავეჯით გაწ-
ყობილ ერთოთახიან ბინას მომაქირავებდა და თან ქირის გადახდას
კანადური საკრედიტო ბარათით შევძლებდი. ეს კარგი შემოთავაზე-
ბა იყო, რადგან ბევრი არაფერი მქონდა თან, ძირითადად – დიეტო-
ლოგიური ჟურნალები და წიგნები. მეგობრები რომ მოდიოდნენ
სტუმრად, შენიშნავდნენ ხოლმე, ეს რა ძველებური ბინა აგირჩევია,
შენს სტილს სულ არ შეესაბამებაო. არ მადარდებდა ‒ ჩემთვის ძა-
ლიანაც სარფიანი ვარიანტი იყო. ყველაზე მეტად იმაში გამიმარ-
თლა, რომ პირველ სართულზე ბიბლიოთეკა იყო, რომელიც შემეძ-
ლო ოფისად გამომეყენებინა.
ისევ ხელახლა დავიწყე იგივე პროცესი: ექიმებს წერილებს
ვწერდი და ვცდილობდი მათ დარწმუნებას, რომ პაციენტები ჩემთან
გამოეგზავნათ. ქალაქში ახალი ვიყავი და ხალხი უნდა გამეცნო,
რის გამოც მთელი სან-ფრანცისკოს მასშტაბით საჯარო ლექციებს
ვკითხულობდი, ბევრჯერ უფასოდაც კი. უფასო გამოსვლები, რო-
გორც წესი, ცუდად იყო ორგანიზებული და აუდიტორიაშიც რამდე-
ნიმე ადამიანი იჯდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი, ხომ შეიძლებო-
და, ამათგან ერთი მაინც კლიენტი ყოფილიყო? ისე კი მივხვდი, რომ

142
რაც მეტს გიხდიან, მით უფრო კარგად გექცევიან.
სიტყვით ყოველი გამოსვლის შემდეგ საკუთარი თავის მარკე-
ტინგისთვის ბროშურებს ვბეჭდავდი და დიეტოლოგთა ასოციაციებ-
სა და კორპორაციებს ვუგზავნიდი, მაგრამ ამით ვერავინ მოვხიბლე.
ჩემი ბიზნესი ვერა და ვერ აეწყო. დაზოგილი ფულიც მითავდე-
ბოდა. სამი თვის თავზე ბინის ქირა რომ ვერ გადავიხადე, ცრემლე-
ბის შეკავება ვეღარ შევძელი.
ჩემს ბიჭებს დავურეკე. კიმბალმა მითხრა, რომ პირველად მხე-
დავდა ატირებულს და წყობიდან გამოსულს.
ქირას ჩვენ გადაგიხდითო, მითხრეს, რაც ძალიან არ მესიამოვ-
ნა. მათ ეს დაჟინებით მოითხოვეს ‒ ხელფასის დახარჯვას მაინც ვერ
ვახერხებთ, სულ ვმუშაობთო.
უფრო იაფი ბინის ძებნა დავიწყე, რომლის ქირის გადახდასაც
შევძლებდი. ერთადერთი ბინა, რომელიც ვიპოვე, ტენდერლოინის
საზღვარზე იყო, ქალაქის არცთუ სახარბიელო უბანში ‒ ბინძური და
ბნელი სახლები, მყრალი დერეფნებით, მაგრამ, რაც მთავარია,
იაფი. გადაბარგებაში შვილები და ძმისშვილები მეხმარებოდნენ.
ერთმა მეგობარმა, რომელსაც პიკაპი ჰყავდა, საწოლი მომატანინა,
რომელიც კოლეგისგან ვიყიდე. ყველაფერი, რაც მქონდა,ამ სტუ-
დიოს ტიპის ბინაში თავისუფლად დაეტია. საბედნიეროდ, ბევრი
არაფერი გამაჩნდა.
ერთმა დიეტოლოგმა საკუთარი პრაქტიკა გადმომილოცა, რო-
მელსაც სამ სხვადასხვა სავარჯიშო დარბაზში ატარებდა. რადგან
გზას საათ-ნახევარს ანდომებდა, ჩათვალა, რომ რამდენიმე კლიენ-
ტთან შესახვედრად ამხელა მანძილის გავლა არ უღირდა. ამის წყა-
ლობით შემეძლო სან-ფრანცისკოში კიდევ ცოტა ხნით დავრჩენი-
ლიყავი.
ერთი წლით ადრე, ჩემს ორმოცდამეათე დაბადების დღეზე, შვი-
ლებმა პატარა ხის სახლი და პატარა ხის მანქანა იმ პირობით მაჩუ-
ქეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ ნამდვილი სახლითა და მანქანით
ჩაანაცვლებდნენ. ეს საყვარელი ჟესტი იყო, რომელიც სულ მალე
რეალობად იქცა. როგორც კი ჩემმა ბიჭებმა საკუთარი კომპანია

143
Zip2 გაყიდეს, მითხრეს, დროა, ისეთი სახლი და მანქანა შეარჩიო,
რომ-ლის ყიდვაც გინდაო.
ტოსკა და მე ბინას სან-ფრანცისკოში ვეძებდით, მაგრამ თვითონ
ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და ერჩივნა, მასთან ახლოს ვყოფი-
ლიყავი. სახლის ძებნა ლოს-ანჯელესშიც დავიწყეთ. იმ დროს ნიუ-
იორკში მქონდა ლექცია დანიშნული, ნუტრიციოლოგიასა და მეწა-
რმეობაზე უნდა მელაპარაკა. ჩასვლისთანავე გავოგნდი! იქ ადამია-
ნები სწრაფად დადიან, სწრაფად ლაპარაკობენ, სწრაფად ფიქრო-
ბენ და ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს. აი, ესენი არიან ჩემია-
ნები-მეთქი, ვიფიქრე.
‒ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავდივარ, ‒ გამოვუცხადე
შვილებს.
– აი, ასე, უბრალოდ ადგები და გადახვალ? ‒ აღშფოთდნენ ისი-
ნი.
– ჰო, ცხოვრებაში აზარტი მაკლია, ‒ იყო ჩემი პასუხი.
ნიუ-იორკზე არაფერი ვიცოდი და სანამ ბინას ვიპოვიდი, ერთ–
ერთი კლიენტის ბიზნესპარტნიორის ტახტზე მეძინა.
ბინა აუცილებლად ზემო ისტ-საიდში უნდა დაიდოო, მირჩიეს.
– ცენტრში რომ ვიცხოვრო, არ შეიძლება? ‒ვიკითხე მე.
‒ არა, ორმოცდამეორე ქუჩის იქით აღარავინ ცხოვრობს, ‒ მი-
პასუხეს.
უკვე მერამდენედ განმეორდა იგივე – საკრედიტო ისტორიის
არქონის გამო არავის უნდოდა ჩემთვის ბინის მოქირავება. ამიტომ
ვთავაზობდი, ერთი წლის თანხას წინასწარ, ნაღდი ფულით გადა-
გიხდით-მეთქი. ასე მხოლოდ მეძავები და ნარკობარონები იქცევი-
ანო, მითხრეს.
ვიღაცამ მირჩია, ავეჯით გაწყობილი ბინა მომეძებნა, ისეთი,
რომლის ქირის გადახდასაც ყოველთვიურად კანადური საკრედი-
ტო ბარათით შევძლებდი. რაღაც დროის შემდეგ ოცდამეორე ქუჩა-
ზე, პარკსა და ბროდვეის შორის, მართლაც ვიპოვე ბინა მეორე
მსოფლიო ომამდე აშენებული კორპუსის მეათე სართულზე. ბინას
დიდი ფანჯრები ჰქონდა, საიდანაც ოცდაათამდე წყალსაწნევი კოშ-

144
კი მოჩანდა. მაშინ მითხრეს, რომ ეს ძალიან მაგარი ხედი იყო.
ვფიქრობდი, რომ ცხოვრების ბოლომდე ნიუ-იორკში დავრჩებო-
დი, რადგან იქ რომ ჩადიხარ, ხვდები, რომ ეს სამყაროს ცენტრია.
მოგვიანებით კი, საბინაო კოოპერატივთან დაკავშირებული პრობ-
ლემები გამიჩნდა, ისევე როგორც ბევრ სხვას, გული გამიტყდა და
დავღონდი.
ტოსკამ ტყუპები რომ გააჩინა, მის დასახმარებლად ლოს-ანჯე-
ლესში ჩავედი. მან კი ნიუ-იორკში აღარ გამიშვა და მეც სხვა რა გზა
მქონდა? გავყიდე სახლი, გავაჩუქე სამზარეულოს ნივთები და ყვა-
ვილები, რაღაც ნაწილი საწყობში შევინახე და ავეჯი ნათესავებს გა-
ვუგზავნე. ტოსკასთან რვა თვე ვცხოვრობდი, მერე კი ბინა ვიყიდე.
ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო ‒ ბედნიერი ვარ, რომ ლოს-
ანჯელესში ჩემს ორ შვილთან და შვიდ შვილიშვილთან ახლოს
ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრს ვმოგზაურობ.
საცხოვრებელი ადგილების გამოცვლა საკმაოდ რთულია, მი-
უხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სწავლობ. ყოვე-
ლი გადასვლის წინ გეგმა უნდა შევადგინო, ყველაფერი, რის წაღე-
ბაც არ მიღირს, უნდა გავაჩუქო, დიდი ნივთები გავყიდო და რაღა-
ცები ‒ დავასაწყობო. ეს ერთი დიდი ხათაბალაა, ახალ ადგილზე
დასახლების პირველი რამდენიმე წელი კი ‒ ტანჯვა. თავს მარტო-
სულად გრძნობ, იკარგები დროსა და სივრცეში როგორც ფიზიკუ-
რად, ისე მენტალურად. რადგან საკუთარი ბიზნესი მქონდა, კლიენ-
ტებისთვის ჩემი ახალი მისამართი უნდა შემეტყობინებინა, მაშინაც
კი, როცა იმავე ქალაქში ვრჩებოდი. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი
წვალებად ღირდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ გირჩევთ,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ეს ნაბი-
ჯი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. თუ ფიქრობთ, რომ
ამით მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება, მცდელობა არ დააკ-
ლოთ.
თუ საცხოვრებელ ადგილს იცვლით, ამისთვის სათანადო მიზეზი
უნდა გქონდეთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა
გინდოდეთ, ან პრობლემური სიტუაციებისგან თავის დაღწევა, ან

145
უბრალოდ თამამი ნაბიჯის გადადგმა. ფაქტია, რომ ზოგჯერ ეს სა-
უკეთესო გამოსავალია.

146
20

გამოდით ჩვეული როლიდან

გასცდით საკუთარ საზღვრებს

ცხოვრების მანძილზე, ალბათ, ბევრჯერ მოგთხოვენ თქვენთვის


უხერხული საქმის შესრულებას ‒ აი, თუნდაც საჯაროდ გამოსვლას.
ადამიანებში ეს ფართოდ გავრცელებული შიშია. შეიძლება, შეხ-
ვედრაზე შესავალი სიტყვის წარმოთქმა დაგჭირდეთ, კლიენტის-
თვის საკუთარი თავის გაცნობა ან ინვესტორების დარწმუნება იმა-
ში, რომ თქვენი იდეა მართლაც ღირებულია.
სიტყვით გამოსვლისას მუდამ თავდაჯერებული ვარ ‒ ჩემთვის
ეს პრობლემას არ წარმოადგენს. იმ ცოდნით, რასაც ვფლობ, ნუტ-
რიციოლოგიის სამყაროშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს იმი-
ტომ, რომ ცოდნას მუდმივად ვიახლებ ‒ ლიცენზიის შესანარჩუნებ-
ლად ხუთ წელიწადში ერთხელ სამოცდათხუთმეტ ერთსაათიან გა-
მოცდას ვაბარებ და ყოველდღე ახალ სამეცნიერო კვლევებს ვეც-
ნობი.
სამოდელო ინდუსტრიაშიც, როგორც სარეკლამო მოდელი ‒
რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოებს კატალოგებისთვის, ავიაკომპა-
ნიებისთვის, სასტუმროებისთვის, კბილების, თმის მოსავლელი სა-
შუალებებისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქციის სარეკლამოდ მი-
ღებენ ‒ კომფორტულად ვგრძნობ თავს.
ახლა კი დროა, არაკომფორტული სიტუაციები გავიხსენოთ.
ახალ ქალაქში რომ გადადიხართ საცხოვრებლად, სხვადასხვა ღო-
ნისძიებასა თუ წვეულებაზე უცნობებით სავსე ოთახში ხშირად მოხ-
ვდებით და ეს ყოველთვის არაკომფორტულია. თუმცა ამაზე უკვე გე-
ლაპარაკეთ.
ამას გარდა, არის უხერხულობები, რომლებიც ჩემს სამოდელო

147
კარიერაში გადამხდა მას შემდეგ, რაც სამოცი წლის გავხდი: შიშ-
ვლად პოზირება მთხოვეს, თანაც ორჯერ! პირველად ეს ჟურნალმა
“Time”-მა შემომთავაზა და უარით გავისტუმრე, შიშველ ფოტოსესი-
ებში არ ვმონაწილეობ-მეთქი.
თავს მაინც არ მანებებდნენ და გადაღებას მთხოვდნენ. კიმბალ-
სა და ტოსკას დავურეკე და ამ შემოთავაზების შესახებ მოვუყევი.
ტოსკამ მითხრა, შენ ხომ შიშველ ფოტოსესიებში არ მონაწილე-
ობო. კიმბალმა კი გამამხნევა: დედა, ეს ხომ ჟურნალი “Time”-ია,
ყველაფერი კარგად იქნება, დათანხმდიო.
კიმბალი მართალი იყო – საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად
დასრულდა.
როცა ისეთ რამეს გთხოვენ, რაც თქვენი კომფორტის ზონას
სცილდება, არა უშავს, თუ უარს იტყვით. შიშველ ფოტოსესიებს ორ-
მოცდაათი წლის მანძილზე ვუარობდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ერ-
თხელ მაინც უნდა გამომეცადა და ჟურნალი “Time” ამისთვის უსაფ-
რთხო არჩევანი იყო.
ფოტოგრაფიც ცნობილი იყო, რომელსაც დიდებული ნამუშევრე-
ბი ჰქონდა. აი, ამის გამო ღირდა ეს ყველაფერი.
არ ვიცოდი, გადაღებისთვის მზადება რამდენად კომფორტული
პროცესი იქნებოდა ჩემთვის. მოსამზადებელ ოთახში ორ ქალთან
ერთად ვიყავი, რომლებმაც მაქსიმალურად ბუნებრივიი შეხედულე-
ბისთვის მანიკიური, ვარცხნილობა და მაკიაჟი გამიკეთეს. ყველა-
ფერმა ზედმიწევნით კარგად ჩაიარა.
შემდეგ იატაკზე, სარკის წინ დამსვეს. ეს იმისთვის, რომ ზუსტად
მცოდნოდა, როგორი კადრი გამოვიდოდა. მერე კი ოთახში ფოტოგ-
რაფი შემოვიდა, კაცი ფოტოგრაფი, რომელმაც ფოტოები გადამი-
ღო და გავიდა. აქაც ყველაფერი მისაღები იყო ჩემთვის.
საუცხოო გემოვნებით შესრულებელი ულამაზესი ფოტოსესია
გამოვიდა. თუმცა ბოლოს, რედაქციამ ჩემი სურათი ჟურნალის გა-
რეკანის ნაცვლად ჟურნალის ჩანართის გარეკანზე გადაიტანა, რო-
მელიც ჯანმრთელობას ეძღვნებოდა. ჩემს აგენტს ეს ამბავი არ მო-
ეწონა და როგორც მისგან გავიგე, არც ფოტოგრაფს ‒ სხვა რამეზე

148
ვიყავით შეთანხმებული. მე კი გული განსაკუთრებით არ დამწყდო-
მია იმაზე, რომ გაზეთების ყველა ჯიხურში ჩემი შიშველი ფოტო არ
იქნებოდა გამოფენილი. ასე რომ, ჩემთვის ამასაც არა უშავდა.
ჟურნალ “New York Magazine”-ის რედაქციიდან ჩემს ნიუ-ჯერ-
სის აგენტს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შიშველი ფოტოსესია
მათაც უნდოდათ. ამჯერად ფეხმძიმე უნდა ვყოფილიყავი და დემი
მურის ცნობილი პოზა მიმეღო.
ეს ამბავი რომ შევიტყვე, ტოსკასთან ერთად ვიყავი და გაკვირ-
ვება ვერ დავმალე:
‒ დემი მურის პოზაში უნდათ ჩემი გადაღება, წარმოგიდგენია?
ამჯერად ტოსკაც აღფრთოვანდა:
– დათანხმდი!
‒ რატომ უნდა დავთანხმდე? - ჩავეკითხე მე.
– ეს ხომ საკულტო პოზაა! – ამიხსნა მან.
ამ გადაღებაში მონაწილეობა არ მინდოდა, მაგრამ ტოსკამ აზრი
შემაცვლევინა.
მათ ჩემი ბუნებრივი შეხედულება სჭირდებოდათ, მკვეთრი შუქ-
ჩრდილებით, რომ სამოცდაათი წლის ქალის შესახედაობა შეექ-
მნათ. მაშინ სამოცდაორი წლის ვიყავი, მათ კი ჩემი დაბერება უნ-
დოდათ, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა – ასეთი რამ ბევრჯერ
გამიკეთებია.
ხორცისფერი ქვედა საცვალი მეცვა და ძუძუსთავებიც დაფარუ-
ლი მქონდა, მაგრამ თავს მაინც შიშვლად ვგრძნობდი.
გადაღებაზე ფეხმძიმე ქალი მოიყვანეს, რომელსაც იმავე კვირა-
ში უნდა ემშობიარა. მას დაავიწყდა, რომ მუცლის ქვეშ ტატუ ჰქონ-
და, ასე რომ კადრის დამუშავებისას მისი ფოტოშოპით მოშორება
მოუხდათ. ფოტოები ორივეს გადაგვიღეს, მერე კი მისი მუცელი ფო-
ტოშოპით ჩემს სხეულს მოარგეს, ფეხმძიმედ რომ გამოვჩენილიყა-
ვი. ჩემმა ფოტომ მსოფლიო მოიარა, მას აჩვენებდნენ ტელეგადაცე-
მებში და ბეჭდავდნენ გაზეთებში. ძირითადად ასეთი ანონსები იყო:
„ამისთვის მოხუცი ხომ არ არის? ორმოცდაათს გადაცილებული
მშობლები ‒ ბავშვის გაჩენის უკანასკნელი შესაძლებლობა“.

149
სასაცილო ის არის, რომ ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ერთ-ერთ
გადაღებაზე აღნიშნეს, როგორი მოხარულები იყვნენ, რომ ფეხმძი-
მობაში მომატებული წონა ასე უცებ დავიკელი. რა თქმა უნდა, ვუთ-
ხარი, ორსულად არ ვყოფილვარ და საერთოდაც, სამოცდაორი
წლისა ვარ-მეთქი!
იმ გადაღების შემდეგ ხშირად მეკითხებოდნენ: ახლა უკვე შეგიძ-
ლიათ, შიშველ ფოტოსესიებში მიიღოთ მონაწილეობაო?
არანაირად! მაშინ თავს ძალიან არაკომფორტულად და უხერხუ-
ლადაც ვგრძნობდი. შეიძლება, არ მეტყობოდა, რადგან პროფესიო-
ნალი მოდელი ვარ. ამ გადაღებებს იმიტომ დავთანხმდი, რომ ორი-
ვე ჟურნალს ვენდობოდი. ახლა კი, რადგან ეს უკვე გამოვცადე,
აღარ არის აუცილებელი, კიდევ ვცადო.
ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა კომფორტის ზონიდან გამო-
სულს მოულოდნელი შესაძლებლობები მიჩნდებოდა.
ერთ-ერთი ფოტოგადაღებისთვის მარტა გრემივით21 უნდა მე-
ცეკვა, რაც სრულიად აღემატებოდა ჩემს შესაძლებლობებს. რად-
გან კარგად ვერ ვცეკვავ, ვიდეოჩანაწერს ვუყურე და ვეცადე, მისი
მოძრაობები გამემეორებინა. რამდენიმე ფოტო საბალეტო დასის
სოლისტთან ერთად გადავიღეთ. მან მირჩია, უბრალოდ მის მკლა-
ვებს მივნდობოდი. ასეც მოვიქეცი და ეს საოცარი შეგრძნება იყო. ის
წარმოუდგენლად ღონიერი იყო. ფოტოებიც ფანტასტიკური გამოვი-
და, პროფესიონალ მოცეკვავეს ვგავდი. თუმცა პრობლემა ისაა,
რომ მას შემდეგ ყველა ფოტოგადაღებაზე სურთ, ვიცეკვო!
“CoverGirl”-ის გადაღებაზე უნდოდათ, სახლის სახურავზე ქუს-
ლიანი ფეხსაცმლით მეცეკვა. რომ ვუთხარი, ცეკვა არ ვიცი-მეთქი,
არ დამიჯერეს მარტა გრემის იმ ამბების გამო. ძლივს დავარწმუნე,
რომ ქორეოგრაფი მჭირდებოდა. მოიყვანეს. ის კამერის უკან ცეკ-
ვავდა, მე კი მის მოძრაობებს ვიმეორებდი. მას შემდეგ ძალიან ბევრ
გადაღებაზე ფოტოებს ცეკვა-ცეკვით მიღებენ. აბა, ასეთ რამეს ვინ

21
ამერიკელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თანამედროვე ამერიკული ცეკვის
ფუძემდებელი (1894-1991)

150
წარმოიდგენდა?
ჟურნალ “Hypebeast”22-ის სტატიისათვის რომ გადამიღეს, ქუჩის
ტანსაცმელი მეცვა, „ჰიპ-ჰოპის“ სტილში. ამჯერად სამიზნე განსხვა-
ვებული დემოგრაფიული ჯგუფი ‒ მილენიალები23 იყვნენ. მათთვის
უნდა მეჩვენებინა, რომ ქუჩის ტანსაცმლის ბრენდების მოხდენა და
მოდურად ჩაცმა ბებიებსაც შეგვიძლია. სიმართლე უნდა ითქვას და
ძალისხმევა დამჭირდა იმის გასახსენებლად, როგორ ცეკვავდნენ
სერიალ “Empire”“-ის პერსონაჟები. ნეტავ ამას მეტად დავკვირვე-
ბოდი. თუმცა ხალხს ეს გადაღება მაინც ძალიან მოეწონა. პროცე-
სიც სახალისო იყო, რამაც მოდის სამყაროში კიდევ ერთი ახალი ას-
პარეზი გამიჩინა. ამ გადაღებით დავამტკიცეთ, რომ მოდა ასაკს არ
ცნობს.
ერთი, რაც ვისწავლე ისაა, რომ ზოგჯერ ახალმა სტილმა შეიძ-
ლება თავი არაკომფორტულად გაგრძნობინოთ, მაგრამ მაინც სცა-
დეთ და თქვენი შეზღუდვის საშუალებას ნურაფერს მისცემთ, მათ
შორის ‒ ნურც ასაკს.

22
ახალგაზრდა მამაკაცის მოდისადმი მიძღვნილი ჟურნალი
23
1981-1996 წლებში დაბადებული,ციფრული ტექნოლოგიებით გატაცებული
თაობა

151
21

ინსტაგრამით
სახელგანთქმული

ახალი ტექნოლოგიის შეცნობა არასდროსაა გვიან

მადლიერი ვარ, რომ ტექნოლოგიები არსებობს. მათი ათვისე-


ბის პროცესი ხშირად რთულია და გამაღიზიანებელი, მაგრამ შედე-
გებით თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის საუცხოო გამოდგა. ახალი ტექნო-
ლოგიები მთელი ჩემი ოჯახისთვის შესანიშნავი რამაა. ჩვენ არას-
დროს გავურბოდით ისეთ რამეს, რასაც ჩვენი საქმის, ჩვენი ცხოვ-
რებისა თუ ჩვენი პლანეტის გაუმჯობესება შეეძლო და მათ შორის,
არც ტექნოლოგიას.
ჩემი ბავშვობის შემდეგ ტექნოლოგია ძალიან შეიცვალა. რვა
წლის რომ ვიყავი, მამას საოფისე საქმეებში ვეხმარებოდი – საბეჭ-
დად ჯაბახანა საბეჭდ მანქანას ვიყენებდი, რომლის ლენტი ხელით
უნდა გამომეცვალა. საბეჭდი მანქანები დაიხვეწა და ბოლოს, ორ-
მოცი წლისა რომ გავხდი, უკვე ტექსტური პროცესორი ვიყიდე. ეს
საოცარი მოწყობილობა იყო ‒ მასზე ტექსტის შესწორება შეგეძლო,
მაგრამ ცვლილებებს ვერ შეინახავდი. რამდენიმე ფურცელს ამო-
ბეჭდავდი, მაგრამ მერე ტექსტი ხელახლა უნდა აგეკრიფა. ერთგვა-
რი პროტოტიპი იყო „ამოჭრისა და ჩასმისთვის“ ‒ ამოჭრიდი, ფურ-
ცლებს იატაკზე გაშლიდი და მათ გარკვეული თანმიმდევრობით და-
აწყობდი, მერე კი ტექსტს ხელახლა აკრეფდი. ჩემი პირველი დი-
სერტაცია თოთხმეტჯერ ავკრიფე ‒ მაგისტრის ხარისხის დასაცავად
ოთხი წელი დამჭირდა. მეორე დისერტაციაზე თხუთმეტ თვეში ჩავე-
ტიე, რადგან იმ დროს უკვე კომპიუტერზე ვმუშაობდი.
ინტერნეტი ჯერ კიდევ არ იყო. ის მაშინ გაჩნდა, როცა საცხოვ-
რებლად სან-ფრანცისკოში გადავედი.

152
ჩემი შვილები ტექნოლოგიური ცვლილებების შუაგულში ტრი-
ალებდნენ. ZIP2 ზე მუშაობისას, პროგრამული განახლებების
დროს, ხშირად უთხოვიათ, მათი „ბეტა ტესტერი“ 24ვყოფილიყავი.
რაღაცას რომ ვერ ვიგებდი, ბიჭები პროგრამას ისე ცვლიდნენ, რომ
მისი გამოყენება ყველას შესძლებოდა. ერთხელ, როცა ისინი ციფ-
რული რუკების პროგრამირებაზე მუშაობდნენ, „ა“ პუნქტიდან „ბ“
პუნ-ქტამდე მისასვლელად საჭირო რუკა ამოვბეჭდე და გამოვცადე,
მაგრამ ცალმხრივი ქუჩების გამო მათი რუკებით უკან დაბრუნება
ვეღარ შევძელი. დასაბრუნებელი მიმართულებები გვჭირდებოდა
და ბიჭებმა პროგრამას ისინიც დაამატეს.
ჩემი დიეტოლოგიური ბიზნესის პოპულარიზაციისთვის მათთან
ასეთი გარიგება დავდე: შევთავაზე, რომ კომპანიის თანამშრომ-
ლებს ჯანსაღი კვების შესახებ ლექციას წავუკითხავდი, სანაცვლოდ
კი მათ ჩემი ვებგვერდი უნდა აეწყოთ. ის სულ რაღაც ოთხი გვერ-
დისგან შედგებოდა.
ვფიქრობ, პირველი დიეტოლოგი ვიყავი, ვისაც საკუთარი ვებ-
გვერდი ჰქონდა, რაც მარკეტინგში ძალიან მეხმარებოდა. ნაბეჭდ
მასალებთან შედარებით ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ინფორმა-
ცია იცვლებოდა და ბროშურები სწრაფად ძველდებოდა. ახლა კი
ხალხისთვის ჩემი ვებგვერდის მითითება შემეძლო, სადაც ისინი
მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიიღებდნენ. ოთხმოცდა-
ათიანი წლების ბოლოდან დიეტოლოგიურ ბიზნესს უკვე ჩემი ვებ-
გვერდის საშუალებით ვუწევდი რეკლამას.
ვებგვერდის დამსახურებაა, რომ ხშირად მჯავშნიდნენ, როგორც
დისკუსიის მონაწილესა და საჯარო გამომსვლელს, მპატიჟებდნენ
მედიაშიც. უკვე 2010 წელს ჩემი ორმოცდაათწლიანი სამოდელო
პორტფოლიოსთვის ცალკე ვებგვერდი შევქმენი.
სოციალური მედია მეხმარება ყველაფერში, რასაც ვაკეთებ.
„ტვიტერზე“ ძირითადად ნუტრიციოლოგიის შესახებ კვლევებსა და

24
ადამიანი, რომელიც გარკვეულ პროგრამას მის ოფიციალურად გაშვებამდე
გამოსცდის და ხარვეზებს აღმოაჩენს

153
სხვა საინტერესო ახალ ამბებს ვაზიარებ. ამ მედიუმის დამსახურე-
ბაა ის, რომ ინტერვიუებს მთავაზობენ და ჯანმრთელობის თემაზე
სასაუბროდ მეპატიჟებიან. ამას გარდა, ის ხელსაყრელია უკუკავში-
რის მისაღებადაც. „ტვიტერზე“ სამეცნიერო კვლევას რომ ავტვირ-
თავ, ჩემი გამომწერები უმალ მანიშნებენ, რა მოსწონთ და რა სჭირ-
დებათ, ან პირიქით. ეს მკარნახობს, იმ მიმართულებით განვვითარ-
დე, რაც ინტერესს იწვევს. ვფიქრობ, ეს დიდებულია!
მას შემდეგ, რაც „ინსტაგრამზე“ უცხო გარეგნობის მქონე თეთ-
რთმიანი ქალის სურათები ავტვირთე, გავბედე დასაკუთარი ხარჯით
ჯულიასთან ერთად პარიზში გავემგზავრე. მინდოდა, ამჯერად ფული
საკუთარ თავში დამებანდებინა, რაც დროდადრო ყველამ უნდა გა-
ვაკეთოთ. სამოცდაშვიდი წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულის
დროს ქუჩის ჩაცმულობის სტილში ფოტოები გადავიღეთ. მიუხედა-
ვად იმისა, რომ იმ დროს მაღალი მოდის ჩვენებებზე არავინ მეპატი-
ჟებოდა, პარიზის ქუჩებში, სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი, თი-
თოეულ მომენტს „ინსტაგრამისთვის“ გამოსადეგ მომენტად ვაქცევ-
დი. ახალბედა დიზაინერების სამოსი მეცვა და ქუჩის სტილის
ფრანგფოტოგრაფთან ვთანამშრომლობდი, რომელიც ასევე „ინ-
სტაგრამით“ გავიცანი.
ფულის დაბანდებამ სასურველი შედეგი გამოიღო და უმაღლესი
მოდის ჩვენებებამდე, “CoverGirl”-ის წარმომადგენლობამდე და კი-
დევ ბევრ სხვა მიღწევამდე გამიკაფა გზა. ახლაც კი, წლების შემდეგ,
ზოგჯერ ისეთ სამუშაოს მთავაზობენ ხოლმე, რომლის შთაგონების
წყაროც ის სურათებია. ეს გათვლა რომც არ გამართლებულიყო, სა-
ბოლოო ჯამში ძალიან ვიხალისე: სურათები გადავიღე, სხვადასხვა
სამოსი მოვირგე და ახალ და ძველ მეგობრებთან ერთად ბევრი ვი-
ცინე. სოციალური მედიის წყალობით სამოდელო სააგენტო “IMG
Models”'--თან ხელშეკრულება გავაფორმე და “CoverGirl”-ის ყვე-
ლაზე ასაკიანი მოდელი გავხდი, რაც საშუალებას მაძლევდა, სამუ-
შაო კასტინგების გარეშე მეშოვა.
სოციალურმა მედიამ მაღალი მოდის სამყაროსთან დამაკავში-
რა. ერთმა დიზაინერმა ჩემს „ფეისბუქში“ სურათები დაათვალიერა

154
და ლოს-ანჯელესში თავისი ფილმის პრემიერაზე დამპატიჟა. მეგო-
ბართან ერთად წავედი – იქ არავის ვიცნობდით. მას მერე, რაც
ფილმის პრემიერაზე გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში ავ-
ტვირთე, დიზაინერმა მთხოვა, მის ჩვენებაზე გამოვსულიყავი. ნიუ-
იორკის მოდის ჩვენებაზე აქამდე არასდროს გამოვსულვარ. მაღა-
ლი მოდის პირველ ჩვენებაში მონაწილეობა სამოცდაშვიდი წლის
ასაკში მივიღე. ვერცხლისფერ-თეთრ საღამოს კაბაში გამოწყობი-
ლი პატარძალს ვგავდი, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი თმა მქონ-
და. აუდიტორიაში მსხდომმა ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი
გამოჩენისას სტუმრებმა კივილი და ტაშის დაკვრა დაიწყეს. პოდი-
უმზე ჩემხელა მოდელის ხილვა ძალიან გაუკვირდათ.
ჩვენების ბოლოს დიზაინერმა მე და კიდევ ერთ მოდელს გვთხო-
ვა, პოდიუმზე მასთან ერთად გაგვევლო. განსაკუთრებული შეგ-
რძნება დამეუფლა.
მას მერე, რაც „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ სიძლიერე ვირ-
წმუნე, გამოვაცხადე, რომ ნიუ-იორკში მივდიოდი. ბევრი ფოტოგრა-
ფი დამიკავშირდა, მეკითხებოდნენ, მათთან სატესტო ფოტოსესიას
თუ დავთანხმდებოდი. აბსოლუტურად ყველას დავთანხმდი. ეს ამად
ღირდა, რადგან წინასწარ ვერასდროს გათვლი, ესა თუ ის სურათი
კარგი გამოვა თუ არა. ბევრი საშინელი ფოტო გამომიგზავნეს, მაგ-
რამ რამდენიმე იმდენად კარგი იყო, რომ სოციალურ ქსელებში გა-
მოვაქვეყნე, რამაც, თავისთავად, ახალი სამოდელო სამუშაო მომი-
ტანა.
ხშირად ამბობენ, რომ ტექნოლოგია ადამიანებს მარტოსულებს
ხდის ან ერთმანეთს აშორებს. მე ეს არ მიგრძნია. სოციალური მე-
დია ახლად შეძენილ თუ ძველ მეგობრებთან და პოტენციურ კლიენ-
ტებთან მაკავშირებს. ამას გარდა, მეგობრებში ის ადამიანებიც მი-
მატებენ, რომლებიც საკუთარ ქალაქში დამინახავენ. წარმოუდგე-
ნელია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მყოფ ოჯახის წევრებ-
თან და მეგობრებთან საუბარი და მათი დანახვაც კი შეგვიძლია. გა-
გიჟება შეიძლება! ყოველდღე შემიძლია ჩემს ტყუპისცალ დას „ფე-
ისტაიმით“ დაველაპარაკო. ჩემი კალიფორნიელი შვილიშვილები

155
თავიანთ ნიუ-იორკელ და კოლორადოელ ბიძაშვილებთან თამა-
შობენ და ამით ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენ. დეპეშის გაგზავ-
ნა, დარეკვა და წერილის გაგზავნა, რომელსაც ადრესატამდე მისას-
ვლელად ექვსი კვირა სჭირდებოდა, ადრე ერთი დიდი თავის ტკივი-
ლი იყო და ამასთან შედარებით ტექნოლოგია დიდებული რამაა!
მართალია, ზოგჯერ შეიძლება ტექნოლოგია რთულად მოგვეჩ-
ვენოს და ტექნოლოგიაში ყოველი ახალი ძვრა – ახალი თავის ტკი-
ვილია. თითოეული განახლება გაურკვევლობას იწვევს. შეცდომებს
უშვებ. ამას წინათ „ინსტაგრამმა“ რაღაც რომ განაახლა, აღმოჩნდა,
რომ შემთხვევით სამი ისეთი ვიდეო ამეტვირთა, რომელთა ატვირ-
თვა სულაც არ მინდოდა. შუაღამე იყო, ეს პრობლემა რომ მოვაგ-
ვარე. ამან შეიძლება გაგაგიჟოს კიდევაც. პრობლემის გადაჭრის
გზები ინტერნეტში უნდა მონახო და ამით დამატებითი შრომა გას-
წიო. ამას დრო სჭირდება და შეიძლება, იმედიც გამიცრუვდეს, მაგ-
რამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაში გასარკვევად მეტისმეტად მოხუ-
ცი ვარ. შეიძლება, დედაჩემის მაგალითს მივდიო, რომელმაც ოთ-
ხმოცდათოთხმეტი წლის ასაკში ხელოვნების ნიმუშების შექმნა
კომპიუტერზე დაიწყო, რადგან სახვითი ხელოვნებისთვის ხელი მე-
ტისმეტად უკანკალებდა. ასაკთან ტექნოლოგიას არანაირი კავშირი
არ აქვს. ისე კი, ნიუ-იორკის, კოლუმბიისა და სხვა უნივერსიტეტები-
დან ჩემთან არჩევითი საგნების შესასწავლად მოსული სტაჟიორები
მეუბნებოდნენ, რომ ტექნოლოგიაში მათზე ბევრად გაწაფული ვიყა-
ვი. ტექნოლოგიის წყალობით ბევრი შესაძლებლობა გეხსნებათ, იქ-
ნება ეს თქვენი ბიზნესისთვის, ჯანმრთელობისა თუ უბრალოდ კავ-
შირებისთვის. ახალი ტექნოლოგიების შესწავლა არასდროსაა გვი-
ან.

156
22

All The Single Ladies

ბედნიერება არ ასხვავებს შეყვარებულსა და მარტოხელას –


ის ორივეს ხვედრია

ადამიანებს ბევრ რჩევას ვაძლევ, მაგრამ არასდროს პარტნიო-


რის ძებნის შესახებ. ცხოვრება წარმატებით გავიარე, გარდა მისი
სასიყვარულო ასპექტებისა. უამრავ პაემანზე ვყოფილვარ და რამ-
დენიმე კაცი ძალიანაც მომწონებია, მაგრამ ისეთი არავინ შემხვედ-
რია, ვისთანაც სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებდი. ზოგჯერ იმა-
საც ვამბობ, რომ პარტნიორის ძებნის შესახებ ერთადერთი რჩევა
მაქვს: ჩემს რჩევას არ მიჰყვეთ. აი, სიყვარულის შესახებ კი გეტ-
ყვით, რომ ბედნიერება არ ასხვავებს შეყვარებულსა და მარტოხე-
ლას ‒ ის ორივეს ხვედრია. თუკი თქვენთვის შესაფერის ადამიანს
ვერ პოულობთ, შეიყვარეთ ოჯახი, მეგობრები და სამსახური.
თუ გგონიათ, რომ ბედნიერებისკენ გზა ქორწინებაზე გადის, და-
ოჯახებულ მეგობრებს დაელაპარაკეთ. ახალგაზრდობისას არავის
უთქვამს, რომ მარტოხელა ადამიანიც შეიძლება ბედნიერი იყოს,
თუმცა სამოციანებში ხომ ყველა ოცი წლის ასაკში ქმნიდა ოჯახს –
მარტო არავინ იყო. ძალიან მაინტერესებს, რამდენი ასეთი წყვილი
იყოფს ჯერ კიდევ სარეცელს და რამდენია ბედნიერი. ძალიან მაინ-
ტერესებს, რამდენი ასეთი წყვილი გრძნობს თავს ბედნიერად და
არიან თუ არა დღემდე ერთად. დიდებულია, როცა პარტნიორი
ცხოვრების ბოლომდე გაგყვება – ასე მოხდა ჩემი მშობლების, ჩემი
ძმებისა და ჩემი ტყუპისცალი დის შემთხვევაში. ისინი ბედნიერები
არიან. ბოლოს დაქორწინებული ორმოცი წლის წინ ვიყავი, ოცდა-
თერთმეტი წლისა. ადამიანები მეუბნებიან: „სიყვარული მაშინ მოგ-

157
ადგება კარს, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელი“ ცხოვრების გან-
მავლობაში სიყვარულს მართლაც ყველაზე ნაკლებად ველოდებო-
დი, მაგრამ ის არასდროს მომდგომია კარს. ვცადე, მაგრამ ვერ ვი-
პოვე ისეთი კაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას იმაზე უკეთესს გახდი-
და, ვიდრე ეს მარტოსულ მეს შემეძლო.
პაემანზე პირველად ცამეტი წლისა ვიყავი და ისიც ჩემი ტყუპის-
ცალი დის, ქეის გამო. იმ დროს ცეკვის სკოლაში ვმუშაობდით და
თავისი შეყვარებული ქეიმ სწორედ მანდ გაიცნო. მასთან ერთად პა-
ემანზე მარტოდმარტო წასვლა აკრძალული ჰქონდა, რის გამოც
ორმაგ პაემანზე აღმოვჩნდით. მან ქეის უთხრა, რომ ჩემთვის ბიჭის
პოვნა არ გაუჭირდებოდა. მაგრამ იშვიათად მხვდებოდა ისეთი სა-
ინტერესო ახალგაზრდა კაცები, რომლებთან ერთადაც პაემანზე
წასვლა შეიძლებოდა. პაემნებზე მართლა რომ დავდიოდი, ურთი-
ერთობა ასეთი სცენარით ვითარდებოდა: კაცი ჩემზე გადაირეოდა,
მერე კი ჩემგან თავს შორს დაიჭერდა, მერე ისევ გადაირეოდა და
თავს ისევ შორს დაიჭერდა – აი, ამას ვერასდროს ვხვდებოდი. ეს
ტოქსიკური და ძალიან მტკივნეული ურთიერთობა გახლდათ.
თხუთმეტი წლისამ მოდელობა დავიწყე და ბიჭებმა იფიქრეს,
რომ მეტისმეტად პოპულარული ვიყავი იმისთვის, რომ ეკითხათ,
შაბათ საღამოს მათთან ერთად პაემანზე ხომ არ წავიდოდი. ჩემი
ტყუპისცალი და და მისი შეყვარებული „დრაივ-ინ“ კინოთეატრში
წამიყოლებდნენ ხოლმე ‒ მე მათ სულ არ ვაწუხებდი. შაბათის სა-
ღამო ჩემთვის პაემნების დრო იყო და ძალიან მწყინდა, გარეთ რომ
არ გავდიოდი. დაქორწინების შემდეგ კომპრომისზე მოძალადე კა-
ცისთვის წავედი, რომელიც მღალატობდა კიდეც. ვაკეთებდი ყვე-
ლაფერს, რაც ჩემს ქმარს სურდა და თავს საცოდავად ვგრძნობდი.
ამ ქორწინებას თავი რომ დავაღწიე, ცხოვრება გამიუმჯობესდა, მაგ-
რამ ბრძოლების გამოვლა მაინც დამჭირდა. განქორწინების შემ-
დეგ არც კი ვიცოდი, პარტნიორი როგორ უნდა მეპოვა. კაცი პაემან-
ზე რომ დამპატიჟებდა, ვთანხმდებოდი, მაგრამ თუ ის მომაბეზრებე-
ლი და უინტერესო აღმოჩნდებოდა, მეტს აღარ ვხვდებოდი. თუ ვინ-
მე მომეწონებოდა, საბოლოო ჯამში მღალატობდა და მტოვებდა,

158
მაგრამ უფრო ხშირად ეს მხოლოდ ღალატი იყო. მერე კი მისი სა-
სიყვარულო ამბების გამოკვლევისას აღმოვაჩენდი, რომ ის ცოლსა
და მეგობარ გოგონასაც ღალატობდა და ვერც ჩემთვის შეიცვლებო-
და. იმ კაცმაც მიღალატა, ვისზეც ოცდაათი წლისა დავინიშნე.
ამას გარდა, სამი შვილიც მყავდა და ნებისმიერ კაცს, რომელსაც
ვხვდებოდი, ისინი უნდა მოსწონებოდა. უმეტესწილად, მათ ჩემი
შვილები არ აინტერესებდათ და საერთოდ ერჩივნათ, რომ ისინი არ
მყოლოდა. ისეთებიც იყვნენ, ურთიერთობისთვის ჩემგან კომპრო-
მისებს რომ ითხოვდნენ და მეც ვთანხმდებოდი! ერთ-ერთს ტანსაც-
მლის კომპანია ჰქონდა და უნდოდა, მხოლოდ მისი ბამბის ქსოვი-
ლისგან დამზადებული სამოსი ჩამეცვა. სხვა ტანსაცმლის ჩაცმის
უფლებას არ მაძლევდა და მეც მის ტანსაცმელს ვიცვამდი. მერე ერ-
თი კაცი გამოჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ მისთვის მეტისმეტად
დახვეწილად ვიცვამდი და მეც ჯინსსა და მაისურზე გადავედი.
ყველა კაცს ჩემი შეცვლა სურდა, მე კი მათთვის არას– დროს
მითხოვია, ჩემ გამო შეცვლილიყვნენ. ბოლოს მივხვდი, რომ კომ-
პრომისზე აღარ წავიდოდი, თუ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა კვლა-
ვაც მექნებოდა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ურთიერთობების ხარისხი
ამით არ გაუმჯობესებულა. წლების განმავლობაში უფრო და უფრო
ნაკლებად ვტყუვდებოდი და თუ ეს ნუგეშად გამოდგება ‒ წარსულ
შეცდომებს აღარ ვიმეორებდი. თინეიჯერობასა და ახალგაზრდობა-
ში ნაბიჭვრებს ვიზიდავდი და ოცდაათი წლის ასაკშიც არაფერი შეც-
ვლილა. ორმოცი წლისა საინტერესო კაცებს შევხვდი, მაგრამ
ცხოვრების ბოლომდე ვერც ერთთან ვერ დავრჩებოდი.
ორმოცდაათი წლისამ ნიუ-იორკში ცხოვრებისას გადავწყვიტე,
პარტნიორი ინტერნეტით მეპოვა. ასეთი გეგმა დავსახე: თუ ოცდაა-
თი პაემნის მერე არავინ შემიყვარდა, ინტერნეტით პარტნიორის
ძებნაზე ხელს ავიღებ-მეთქი. პაემნებზე მოხვედრა ადვილი იყო,
რადგან ვებგვერდზე ერთ-ერთი სურათი მედო ჩემი სამოდელო
პორტფოლიოდან. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც შევხვდი, ზოგი
ჩემხელა იყო, ზოგი – ოცი წლით უფროსი, ზოგი ‒ ოცი წლით უმ-
ცროსი, მაგრამ თავის სურათზე გამოსახულს არც ერთი არ ჰგავდა.

159
სწრაფად მივხვდი, რომ სადილის ან ვახშმისთვის შეხვედრა სხვა
არაფერი იყო, თუ არა სამსაათიანი ფსიქოლოგიური კონსულტაცია,
როდესაც მამაკაცი საკუთარ პრობლემებზე წუხს. ზოგჯერ საკუთარ
თავზე ან ყოფილ ცოლებზეც ლაპარაკობენ. ამ თემებიდან არც ერთი
არ მაინტერესებდა. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ შვილები მყავდა
– ეს არც კი უკითხავთ. ეგ კი არა, ჩემზეც არაფერს მეკითხებოდნენ.
ისეთ კაცს ვეძებდი, ვისაც დამღლელი სამუშაო დღის, მივლინე-
ბისა თუ სამოდელო სამუშაოს შემდეგ ჩემი ნახვა გაუხარდებოდა.
ნუთუ ბევრს ვითხოვ? როგორც ჩანს ‒ კი.
ამ დროს ილონს ტაქსა და იორკშირული ტერიერი ჰყავდა, რომ-
ლებსაც ლეკვი ეყოლათ.
– ლეკვს შენ გჩუქნი, ‒ მითხრა ილონმა.
შეშინებული ტოსკასთან მივვარდი:
– პირველად ცხოვრებაში ნიუ-იორკში მარტო ვცხოვრობ. პასუ-
ხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვიღებ. ისიც არავინ იცის,
შვილები რომ მყავს. ეს ყველაფერი დიდებულია, ილონს კი უნდა,
რომ ლეკვი მომიგდოს!
ტოსკამ მითხრა, სამაგიეროდ, ნაბიჭვრები აღარ გადაგეყრები-
ანო. და იცით რა? ეს მართლაც ასე მოხდა.
კაცები, რომლებსაც ვხვდებოდი, ქედმაღლები და გამაღიზიანებ-
ლები იყვნენ. მათ პრობლემებზე გაუთავებელ ლაპარაკს ვეღარ
ვუძლებდი და გადავწყვიტე, კაცებს მხოლოდ ყავის დასალევად შევ-
ხვედროდი. ნახევარი საათი გავიდოდა და ვეტყოდი: „უი, უნდა წავი-
დე, ძაღლი მყავს გასასეირნებელი“. ეს დიდებული საბაბი გახ-
ლდათ. სახლში მისულს ძაღლი ისე მეალერსებოდა, ლამის სულში
მიძვრებოდა. აი, ამ სასიამოვნო მიზეზით შევწყვიტე პარტნიორის
ძებნა, რადგან ეს მართლაც სრული უაზრობა იყო.
თუ სიყვარული გწყურიათ, არც პაემნებზე სიარული უნდა დაიზა-
როთ. გარეთ გადით და ისეთ მეგობრებს შეხვდით, რომლებსაც
თქვენთვის ვინმეს გაცნობა შეუძლიათ ან სცადეთ, პარტნიორი ინ-
ტერნეტით მონახოთ (მას კაფეში შეხვდით და პირადი ინფორმაცია
არ გაუზიაროთ მანამ, სანამ ყავას რამდენჯერმე არ დალევთ).

160
პარტნიორის ძებნა რთულია, ურთიერთობის აწყობა კი ‒ ურთუ-
ლესი, მაგრამ სირთულემ არ უნდა შეგაშინოთ. ჩემი ძაღლი თავს
ნებისმიერ ურთიერთობაზე კარგად მაგრძნობინებს, მაგრამ მე სა-
მოცდათერთმეტი წლის ვარ, ასე რომ, ამ გზას ჯერ ნუ დაადგებით.
თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, სცადოთ. მაგრამ, ადამიანმა, პირველ
რიგში, საკუთარ ბედნიერებაზე უნდა იფიქროს. შეიძლება, სხვას-
თან ყოფნა გსიამოვნებთ, მაგრამ ის არ გიყვართ, აი, როგორც, მა-
გალითად, საუკეთესო მეგობრის შემთხვევაში ‒ ეს ნორმალურია
და ისიც, ამ ადამიანთან ყოფნისას თავს უფრო ბედნიერად თუ
გრძნობთ, ვიდრე მარტო. თუმცა, თუ ვინმესთან ყოფნა არ გახა-
რებთ, ჯობს, ურთიერთობა შეწყვიტოთ – აზრი არ აქვს ისეთ ადამი-
ანთან ურთიერთობას, ვისთან ერთად ყოფნაც არ გსიამოვნებთ.
რომანტიკული ურთიერთობები მთელ მსოფლიოს ენაზე აკერია,
რა შეიძლება ითქვას მეგობრობაზე? მყავს მეგობრები, თერთმეტი
წლის ასაკში რომ შევიძინე. ორმოცი წლისა ვიყავი, ჯულია პირვე-
ლად რომ ვნახე. ახლად შეძენილი მეგობრებიც მყავს, რომლებიც
წელს გავიცანი. ჯულიასთან შეხვედრისას, მეც და ისიც ცხოვრები-
სეულ სირთულეებს ვებრძოდით და მათ გადალახვას ვცდილობ-
დით. ერთმანეთს არასდროს შევჯიბრებივართ, ერთიმეორის წარმა-
ტებას ვგულშემატკივრობდით. აი, ასე გაუძლო წლებს ჩვენმა მე-
გობრობამ.
მეგობრობის შეფასებაში მისი ხანგრძლივობა ერთ-ერთი უმ-
თავრესია. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გამდიდრებს, როგორც
ადამიანს. მეგობრები, რომლებიც გამცირებენ და გეუბნებიან; რომ
მათთვის შეუფერებელი ხართ, არც მეგობრობის ღირსნი არიან და
არც იმის, რომ მათ რჩევას ყური დაუგდოთ.
ჯულია ამბობს, რომ ჩვენ მუდამ ერთმანეთის უდიდესი გულშე-
მატკივრები ვიყავით. მეც ასე ვფიქრობ. ერთად ყოფნა გვსიამოვ-
ნებს და მსგავსი იუმორის გრძნობაც გვაქვს. პუნქტუალურები და
შრომისუნარიანები ვართ. ერთმანეთთან კონტაქტს არ ვწყვეტთ.
ერთად ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ: მილანი, პარიზი, დოჰა, ბუდა-
პეშტი... ცალ-ცალკე ყოფნისას კი „ფეისტაიმით“ ვლაპარაკობთ.

161
სასიამოვნოა, როცა მეგობრებთან თავს ისე გრძნობ, როგორც
სახლში და შეგიძლია, ის იყო, ვინც სინამდვილეში ხარ.
ოცდაერთ წლამდე მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ვცხოვ-
რობდი, მერე კი ‒ შვილებთან ერთად. ახლა კი მარტო ვცხოვრობ
და ეს ძალიან მომწონს. მეგობრები და კოლეგები ხშირად მეპატი-
ჟებიან ვახშმებსა და წვეულებებზე. ამა თუ იმ მიღწევის აღსანიშნა-
ვად ოჯახის წევრები ერთად ვიკრიბებით: იქნება ეს ახალი რესტო-
რანი, მანქანა, არაკომერციული ორგანიზაცია, ფილმი თუ რაკეტა.
ხშირად ჩემი შვილიშვილებიც მოდიან, ჩემთან რჩებიან და ლოგი-
ნის გადასაფარებლებისა და ბალიშებისგან ციხესიმაგრეებს აშენე-
ბენ.ჩემი ცხოვრება სრულფასოვანია მეგობრებისა და ოჯახის წევ-
რების წყალობით და რომანტიკული ურთიერთობების გარეშე, ისიც
მსიამოვნებს, საღამოს ჩემს ძაღლთან, დელ რეისთან ერთად რომ
ვატარებ. შაბათის საღამო რომ იყოს, მაინც.
დედაჩემი ამბობდა: „თუ მასთან ერთად თავს უფრო უბედურად
გრძნობ, ვიდრე უიმისოდ ‒ ურთიერთობა დაამთავრე და თუ მასთან
ერთად თავს უფრო ბედნიერად გრძნობ, ვიდრე უიმისოდ ‒ ურთი-
ერთობა გააგრძელე”. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დელ რეისა
და მე დიდებული ურთიერთობა გვაქვს.

162
ნაწილი მეხუთე

ჯანმრთელობა

---------------- ♣ -------------

163
23

იკვებეთ ჯანსაღად და თავს


ბედნიერად იგრძნობთ

შეადგინეთ კვების განრიგი

ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერისას ახალგაზრდა ინტერვიუერმა


ქალმა ყურადღება ჩემს ენერგიულობაზე გაამახვილა. რა ენერგიუ-
ლი ბრძანდებითო, მეუბნებოდა და მართალიც იყო!
შეხვედრებზე დასასწრებად, პოდიუმზე გამოსასვლელად, მსოფ-
ლიოს ბევრ ქვეყანაში მოხსენების წასაკითხად, შოუში მონაწილეო-
ბის მისაღებად და სამოდელო სამუშაოს შესასრულებლად ულევი
ენერგია მჭირდება. ენერგიას ძაღლის გასეირნებასაც ვახმარ და
იმასაც, შვილიშვილები სკოლიდან რომ გამოვიყვანო და მათთან
საათები ან თუნდაც დღეები გავატარო. ენერგიის დამსახურებაა,
გონებამახვილობას და კარგ ხასიათს რომ ვინარჩუნებ.
ჯანსაღ კვებაზე კლიენტებს მაშინაც ვესაუბრებოდი, ოთხმოცდა-
ათ კილოგრამზე მეტს რომ ვიწონიდი. ვეუბნებოდი, რომ საბოლოო
ჯამში გენეტიკამ გაიმარჯვა, ჩემს ოჯახში ხომ ყველა ჭარბწონიანი
იყო. ამას ხუმრობით ვამბობდი და თან ვურჩევდი, ჯანსაღად ეკვე-
ბათ და არა ისე, როგორც მე ვიკვებებოდი. ამან თავდაჯერებულობა
მაინც ვერ შემმატა, რადგან თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჭამა ძა-
ლიან მიყვარდა: შემწვარი ქათამი, კარტოფილი ფრი, ბურგერები,
ნაყინი, შოკოლადი – ვჭამდი ყველაფერს და ვჭამდი იმდენს, რამ-
დენიც მინდოდა. ამ ყველაფრის მერე კი კვებით კომაში ვვარდებო-
დი, რადგან ბევრი მომდიოდა. აი, ფიზიოლოგია რას გვეუბნება: ამ
შემთხვევაში მთელი ენერგია საჭმლის მონელებას ხმარდება და
სხეულის დანარჩენ ნაწილებს აღარ ჰყოფნის. ჯანსაღად რომ იკვე-

164
ბები, ბევრად უფრო ენერგიული ხარ. ჩემი კლიენტები გაოცებას ვერ
მალავდნენ, ამას რომ ვეუბნებოდი. კვებითი ჩვევების შეცვლასთან
ერთად ისინი არნახულად ენერგიულები ხდებოდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, აღივსოთ იმედით და გიხაროდეთ ყო-
ველი მომდევნო დღე. ჯანმრთელად დაბერებაზე იზრუნეთ. სუსტი
ჯანმრთელობა და ისეთი ავადმყოფობები, როგორებიცაა დიაბეტი„
ალცჰაიმერი და გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება, უმე-
ტესწილად, არასწორი კვებითაა განპირობებული. ჯანსაღი კვება
ჯანმრთელად დაბერებისა და სიმარდის საწინდარია. შეიძლება, ახ-
ლა ეს სულაც არ გაღელვებდეთ, მაგრამ დაუკვირდით თქვენი ოჯა-
ხის წევრებს და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან. ჯან-
საღი კვებით უამრავი დაავადების თავიდან აცილება შეგიძლიათ.
იკვებეთ ჯანსაღად და თავს ბედნიერად იგრძნობთ გონებრივი
და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საუკეთესო არჩე-
ვანია DAHI-დიეტა25, ხმელთაშუა ზღვისა26 და ფლექსიტარიანული27
დიეტები. თითოეული დიეტის გეგმა წინასწარ უნდა შეადგინოთ.
გეგმის შედგენა დაიწყეთ თქვენი ამჟამინდელი დიეტის აღწე-
რით. კლიენტები რომ მყავდა, დაწვრილებით ვსწავლობდი მათ კვე-
ბით ჩვევებს: რა დროს იღვიძებდნენ, რას მიირთმევდნენ სადილად
და რას ‒ წასახემსებლად, რომელ საათზე ჭამდნენ და რას ანიჭებ-
დნენ უპირატესობას. დღის რომელ მონაკვეთში იყვნენ აქტიურები.
კვებაზე მათ წარმოდგენებს ასე ვხვდებოდი. შემდეგ ალკოჰოლზე
ვეკითხებოდი: რას სვამდნენ, რამდენს და რა სიხშირით. დღიური
ნორმა ქალებისთვის ერთი ჭიქით განისაზღვრება, კაცებისთვის კი
– ორით. სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ ალკოპოლის ასე-
თი რაოდენობა სასარგებლოა. თუმცა, თუ სასმელს არ სვამთ, დაწ-
ყება აუცილებელი არ არის. ალკოჰოლთან დაკავშირებით ჩემი

25
უმეტესად ხილ-ბოსტნეულისა და ნაკლებად ცხიმიანი რძის ნაწარმისაგან,
მარცვლეულისაგან და თევზისგან შედგება
26
ხილ-ბოსტნეულის, ბალახოვანი და პარკოსანი მცენარეების დიეტა და
ზეითუნის ზეთის დიეტა
27
ხილ-ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება

165
ჩემი რჩევების გათვალისწინების შემდეგ ზოგიერთმა კლიენტმა წო-
ნაში დაიკლო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი უფრო მეტს სვამ-
დნენ ვიდრე ახსოვდათ. ზოგჯერ მიყვებოდნენ, რომ ნაბახუსევზე ძა-
ლიან ცუდად გრძნობდნენ თავს. ძალიან მიკვირდა, რატომღა იმეო-
რებდნენ იმავეს. სასმელს მაინცდამაინც არ ვეტანები, ამიტომ არც
ამ პრობლემის გათავისება შემიძლია. თუმცა ის კი ვიცი, რომ ალ-
კოჰოლი ადამიანს ნებისყოფას აკარგვინებს. მეც ასე ვარ: უარს ვე-
რანაირ საჭმელზე ვერ ვამბობ, ჩემს საყვარელ სასმელს – რომს დი-
ეტური „კოკა-კოლით“ – რომ დავლევ. რა თქმა უნდა, ამ დროს სა-
ლათი არსადაა და ჩიფსს, კარტოფილ ფრისა და თხილს ვჭამ, თან
ბევრს და ასე დასახული მიზნებიც ხელიდან მისხლტება. თუ შეამ-
ჩნევთ, რომ ალკოჰოლი ნებისყოფას გაკარგვინებთ, შეეცადეთ, უფ-
რო ცოტა დალიოთ.
კლიენტებს ვეკითხები, ყავას ან ჩაის თუ სვამენ და რამდენ ფინ-
ჯანს, რძით სვამენ თუ ურძეოდ და შაქარს იყენებენ თუ შაქრის შემ-
ცვლელს. ჩემი დღიური რეკომენდაცია ასეთია: ყავა და ჩაი ‒ არაუ-
მეტეს სამი ფინჯნისა, ხოლო დიეტური გამაგრილებელი სასმელი –
არაუმეტეს სამი ქილისა. მე, ჩვეულებრივ, დღეში ორ ფინჯან ყავას,
ერთ ფინჯან ჩაის და ერთ ქილა დიეტურ გამაგრილებელ სასმელს
ვსვამ.
ადამიანები გიჟდებიან, როცა რძიან ყავას და შაქრის შემ-
ცვლელს ვუკვეთ. მოდური დიეტები გვეუბნება, რომ ამ ყველაფერს
თავი უნდა ავარიდოთ, რაც სრული აბსურდია. დაუჯერეთ მეცნიერე-
ბასა და საღ აზრს, და კიდევ ერთხელ დატკბით ყავით. ამას გარდა,
შავი ჩაიც მიყვარს, რძითა და შაქრის შემცვლელით. ამბობენ, მწვა-
ნე ჩაი უფრო სასარგებლოა, რადგან უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შე-
იცავსო, მაგრამ მე მისი გემო არ მომწონს. სულაც არაა აუცილებე-
ლი, სასარგებლო სასმელები დალიოთ, თუ მათი გემო არ მოგწონთ.
ისეთი ჩაიც არსებობს, წონის დაკლებასა და დაძინებაში რომ გეხმა-
რებათ, მაგრამ ასეთებს უნდა უფრთხილდეთ. შეიძლება, მოგეჩვე-
ნოთ, რომ ისინი საკუთარ ფუნქციას პირნათლად ასრულებენ, მაგ-
რამ წონის დაკლებასა და ძილიანობას სინამდვილეში სხვა ნივთიე-

166
რებები იწვევენ.
ადამიანები მეტისმეტად ბევრს მხოლოდ შიმშილის გამო არ ჭა-
მენ, ამისთვის უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს. კლიენტებს ვეკით-
ხები, უფრო მეტს ხომ არ ჭამენ მაშინ, როცა შფოთავენ, სტრესს გა-
ნიცდიან, დაღლილები, მოწყენილები, დეპრესიულები ან მარტოსუ-
ლები არიან, როცა თავს ბედნიერად გრძნობენ ან როცა სხვა ადა-
მიანებს ხვდებიან. ზოგიერთი ამ მიზეზთაგან ყველას ასახელებს,
ზოგიერთი კი ‒ მხოლოდ რამდენიმეს. სინამდვილეში ჭამა მხო-
ლოდ მაშინაა გამართლებული, როცა გშიათ. მეტისმეტად ბევრი ჭა-
მის გამომწვევი სხვა მიზეზების დაძლევას კი კონსულტაციით ვცდი-
ლობ. ამ მიზეზების გამოუსწორებლად კვებითი ჩვევების შეცვლა შე-
უძლებელია.
თუ შფოთვისას საჭმელს ეძალებით, შფოთვის მიზეზი გაარკვი-
ეთ. შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება? ისეთი რამის ხომ არ
გეშინიათ, რაც შეიძლება საერთოდ არ მოხდეს? ზოგჯერ ისეთი რა-
მეები გვაფრთხობს, რაც არასდროს გვემართება. სხვა დროს კი, შე-
იძლება, მოულოდნელად თავს რაღაც საშინელი დაგვატყდეს, მაგ-
რამ ამან სულაც არ აგვაღელვოს.
თუ საჭმელს სამსახურებრივი სტრესის ფონზე ეძალებით, და-
ფიქრდით, რამის შეცვლა ხომ არ გინდათ. რა უნდა ქნათ, თუ სამსა-
ხური გიყვართ, მაგრამ კოლეგებს ვერ იტანთ? შეგიძლიათ დაელა-
პარაკოთ? კომპანიის სხვა განყოფილებაში ხომ არ გადახვიდო-
დით? ახალი სამსახურის პოვნა ხომ არ გჭირდებათ? სამსახურში
თავი ბედნიერად უნდა იგრძნოთ. ბედნიერი ადამიანისთვის ჯანსა-
ღად კვებაც უფრო ადვილია. სხვა შემთხვევაში ოფისის სამზარეუ–
ლოში ორცხობილებს, მაფინებს ან სხვა საკვებს მიეძალებით. ამის
საპირწონედ, ასეთი გამოსავალი არსებობს: მიირთვით ჯანსაღი
საკვები, გაუძელით ცდუნებას და შეინახეთ ჯანსაღი კერძები ოფი-
სის სამზარეულოში ან თქვენს სამუშაო მაგიდასთან ახლოს.
თუ საჭმელს იმ საყვარელი ადამიანის გამო ეძალებით, რომე-
ლიც წონაში დაკლებას გაძალებთ და დაშორებით გემუქრებათ, რა-
ღაც უნდა იღონოთ. ისე, იცოდეთ, რომ ხშირად წონა არაფერ შუაშია

167
‒ ასე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში. ჩემი შეყვარებულის გასაბედ-
ნიერებლად წონაში ისე დავიკელი, ძვალი და ტყავი დავრჩი, მაგრამ
ის მაინც უკმაყოფილო იყო და კვლავაც მღალატობდა. როგორც
ჩანს, პრობლემა ჭარბი წონა არ იყო – მან ეს მხოლოდ საბაბად გა-
მოიყენა. ჯანსაღმა კვებამ თქვენ უნდა გაგაბედნიეროთ და არა სხვე-
ბი.
თუ დაღლილობისას საჭმელს ეძალებით ან, პირიქით, ცუდად
ჭამთ, ჯანსაღი საკვები მუდამ თან უნდა ატაროთ. სამ მცირეწლოვან
შვილს ერთად რომ ვზრდიდი, დასვენების საშუალება არ მქონდა და
ღამითაც იშვიათად მეძინა. იმ დროს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ვიმა-
რაგებდი, ცდუნების წინაშე რომ არ აღმოვჩენილიყავი. დღესაც ასე
ვარ.
თუ ჭამისკენ დეპრესია გიბიძგებთ, მის გამომწვევ მიზეზს უნდა
ჩასწვდეთ და ეს პრობლემა მოაგვაროთ. მას მერე, რაც ჩემი კლიენ-
ტები დეპრესიას დაძლევდნენ და მოინდომებდნენ, რომ ჯანმრთე-
ლად ეკვებათ, თავს უფრო თავდაჯერებულად და პოზიტიურად
გრძნობდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მარტოსულები
ან მოწყეხილები იყვნენ, ახლა სიხარულით მიყვებოდნენ, რომ ისევ
ეტეოდათ ძველი ტანსაცმელი.
ისეთი პაციენტებიც მყავს, ზედმეტს ბედნიერების ნიადაგზე რომ
ჭამენ. ასეთ ბედნიერ მჭამელებს ცხიმიანი, მლაშე და ტკბილი საჭ-
მელები უყვართ და რაც მეტია ის, მით უკეთესი. ერთმა კვლევამ და-
ამტკიცა, რომ თუ ჭარბწონიან ადამიანს პასტის ერთ ულუფას შეს-
თავაზებ, ის სიამოვნებით მიირთმევს მის დიდ ნაწილს, მაგრამ თუ
მას ოთხი სხვადასხვა პასტის ულუფას შესთავაზებ, უაღრესად გახა-
რებული, ის უფრო მეტს შეჭამს. ეს გასაგებია – გემოს ერთგვაროვ-
ნება გვღლის, როცა ერთი ტიპის პასტას ვჭამთ. ამას გარდა, საჭ-
მლის ბოლომდე ჭამა გვიყვარს და თუ ჩვენ წინ ოთხი ულუფაა, ოთ-
ხივეს გათავება გაგვიჭირდება, მაგრამ ამას აუცილებლად ვცდით.
გვიხარია, როცა ამდენს შევჭამთ, მაგრამ მეორე დილას დამწუხრე-
ბულები ვართ. სიხარულის ჟამს საკუთარი თავი უნდა აკონტრო-
ლოთ. თუ ადამიანებთან ურთიერთობისას ღვინისა და ლუდის და-

168
ლევა და ნებისმიერი ხელთ არსებული ხემსის დაყოლება გსიამოვ-
ნებთ, რომელიც, რასაკვირველია, სალათი არ არის, ადვილია, მუ-
ცელი კრეკერებით, ყველით, ჩიფსით, კარტოფილი ფრით, მიწის
თხილითა და მინი-ბურგერებით გაივსოთ. სხვებიც ჭამენ და სვამენ,
მაგრამ წონაში არ იმატებენ – რატომ? ადამიანთაგან ზოგი ბუნებ-
რივად გამხდარია, თუმცა შეიძლება ისინი ისე არ ჭამენ, როგორც
თქვენ. დასალევად რომ მეპატიჟებიან, ძირითადად რომს ვუკვეთ
დიეტური „კოკა-კოლით” ან ხილის მარტინის და ბოსტნეულს ან
კრევეტებს ვჭამ (მთავარია, შემწვარი არ იყოს). მოგვიანებით აღარ
ვვახშმობ ‒ ის წახემსება ჩემთვის ვახშმის ტოლფასია. ის იმდენად
კალორიულია, რომ მანაყრებს. ამას ვარჯიში, ნებისყოფა, სიფხიზ-
ლე და თანამიმდევრულობა სჭირდება, მაგრამ დღის ბოლოს თავს
ყოველთვის უკეთ ვგრძნობ. გაიხსენეთ, რა კარგად გრძნობთ თავს,
როცა ადამიანებთან ურთიერთობისას ჯანსაღად იკვებებით და ეს
გრძნობა საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ.
სწორად კვება დილიდანვე უნდა იწყებოდეს. მე შვრიის ფაფას ან
ბოჭკოთი მდიდარ სიმინდის ფანტელებს ვჭამ, ერთპროცენტიანი
რძითა და ბანანის რამდენიმე ნაჭრით. საუზმე მარტივი და სწრაფი
უნდა იყოს. თუ კერძების მომზადება არ გეხერხებათ, ისეთი რამე
იპოვეთ, რაც მოგწონთ და ყოველდღე ის მიირთვით.
ვიცი, რომ მოგვიანებით მომშივდება და წინასწარ ვემზადები:
ხილსა და იოგურტს შევჭამ ან ხორბლის პურს მიწის თხილის კარა-
ქით. მოგვიანებით ამას ლანჩი და კიდევ ერთი წახემსება მოჰყვება,
რადგან ნაშუადღევი სწორედ ის დროა, როცა გვშია. ეს შიმშილი
ნამდვილია და მოწყენილობას, დაღლასა თუ სტრესს არ გამოუწვე-
ვია. არ გაატაროთ ექვსი საათი უჭმელად, თორემ ძალიან მოგშივ-
დებათ! საქმეს აქამდე ნუ მიიყვანთ, თუ იცით, რომ საღამოს ბევრი
ჭამისგან თავის შეკავება გიჭირთ. მსუყე ხემსი მიირთვით, ასე ოთ-
ხის ნახევარზე და ვახშმისთვის მზად იქნებით.
მე ადრე ვვახშმობ და მოგვიანებით, ღამით, მსუბუქად ვჭამ. ზოგ-
ჯერ საღამოს შვიდიდან დილის შვიდამდე ვშიმშილობ. მშიერ კუჭზე
თუ ვერ ვიძინებ, ერთ ჭიქა რძეს ვსვამ ან ნახევარ ჭიქა ხაჭოს ვჭამ.

169
შეამჩნევდით, რომ რამდენიმე საათში ერთხელ ვჭამ, ძალიან
რომ არ მომშივდეს და საჭმელს მცირე ულუფებით მივირთმევ, რომ
არ გავიბერო. ძალიან თუ მომშივდა, შეიძლება ხასიათი გამიფუჭ-
დეს და თავი ძალაგამოლეულად ვიგრძნო. ოდნავ მოშიებული რომ
ვარ, ვხვდები, რომ წახემსების დროა.
ჯანსაღი კვება სხვა არაფერია, თუ არა ხშირად და მცირე ულუფე-
ბის ჭამა მაშინ, როცა მოგშივდება.
კარგი მზარეული არ ვარ – ეგ კიმბალის საქმეა. ის და ტოსკა
დღესასწაულებზე სამზარეულოში ნადიმს აწყობენ, მე და ილონი კი
ამ დროს ფეხებში არ ვებლანდებით. ჩემს სახლში ჭამა მაინც მიწევს,
მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის მომზადება მაინცდამაინც არ მსი-
ამოვნებს. ხშირად სუპს ვხარშავ იმ ბოსტნეულისგან, რომელიც კვი-
რის განმავლობაში გადარჩა და მას ბრინჯს და ღამით დამბალ ლო-
ბიოს ვუმატებ. სუპს ცალკე ულუფებად ვყინავ, რათა სწრაფად გა-
ვალხო, გავაცხელო და შევჭამო.
ჩემს სამოცდამეათე დაბადების დღეზე ჩემი შვილები სიტყვით
გამოვიდნენ და ბევრი იხუმრეს იმის შესახებ, როგორ ვაჭმევდი მათ,
როცა პატარები იყვნენ: ბოჭკოთი მდიდარ სიმინდის ფანტელებს
რძით, ბევრ სხვადასხვანაირ ხილსა და ბოსტნეულს, სენდვიჩებს მი-
წის თხილის კარაქითა და ლობიოს სუპს. მე დღესაც ასე ვჭამ, რად-
გან სულაც არაა აუცილებელი, ჯანსაღი საკვები რთულად მზადდე-
ბოდეს.
არც მისი სიძვირეა მთავარი. ჩვენ ხელმოკლედ გავიზარდეთ,
ჩემმა მშობლებმა ხომ „დიდი დეპრესია“ გამოიარეს. მაშინ არც ძვი-
რად ღირებულ კერძებს მიირთმევდნენ და არც ნარჩენებს ყრიდნენ.
მთელი ცხოვრება საკმაოდ მოკრძალებულად ვიკვებებოდი და დღე-
საც ასე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღარ მჭირდება. მცირე შე-
მოსავლის მქონე ადამიანებს ერთი პრობლემა აქვთ: ისინი ფიქრო-
ბენ, რომ დეტოქსიკაციისთვის ან იმუნიტეტის გასაძლიერებლად
მათ ძვირი ენერგეტიკული წვენები სჭირდებათ. ამას გარდა, რეკ-
ლამების გამო ისინი ბუნებრივ დანამატებსაც იყენებენ.ამბო-
ბენ,რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ სა-

170
კვებად, მაგრამ მისი შოვნა ხომ საკმაოდ ძნელია და თან ბევრ ადა-
მიანს არც აქვს ამის საშუალება. ნუ იტყვით ამის გამო უარს ხილსა
და ბოსტნეულზე ‒ უბრალოდ, ისინი კარგად გარეცხეთ.
მე არჩევანი არ მაქვს: ჯანსაღად თუ არ ვიკვებე, წონაში მოვიმა-
ტებ. ვიცი, რომ თუ ნახშირწყლებს ჭარბად მივიღებ, ორ საათში ისევ
მომშივდება, თუ ტოსტს კვერცხით შევჭამ – ოთხ საათში. ცხიმი და
ცილა უფრო დიდი ხნით დაგანაყრებთ, რადგან მათ მონელებას უფ-
რო მეტი დრო სჭირდება. თუმცა მე ნახშირწყლების მაღალი შემცვე-
ლობის მქონე საჭმელი მიყვარს და ამიტომ სახლში ყოველ ორ სა-
ათში ერთხელ ვჭამ. მოგზაურობისას საუზმეზე შვრიის ფაფას ვუკ-
ვეთ ოთახში. ულუფა ყოველთვის უზარმაზარია და მას ორად ვყოფ:
ნახევარს დილის რვაზე ვჭამ, მეორე ნახევარს კი ‒ ათზე, და პირვე-
ლის ნახევარზე, ლანჩის დროს, ძალიან არ მშია. მშიერ ადამიანს
ფიქრი უჭირს. ცხიმიანი საჭმელები, კრუასანები და ჩიფსი ძალიან
მაცდურია და თან ისინი მუდამ ხელთ გვაქვს, ოფისის სამზარეულო-
ში.
ხშირად ვამბობ, გეგმას წინასწარ იმიტომ ვადგენ, რომ ფეხი თუ
დამიცდა, წამოდგომა გამიჭირდება-მეთქი. უმალ თუ არ წამოვდექი
და ჯანსაღი საკვები არ მივიღე, წონაში ძალიან მოვიმატებ. თუ ვახ-
შამზე მეტისმეტად ბევრს შევჭამ, კილოგრამსა და სამას გრამს მო-
ვიმატებ და შარვალს ვეღარ მოვირგებ. წონაში დასაკლებად კი სამი
დღე მჭირდება. თუმცა ბოლო წლებში ეს სულ უფრო იშვიათად ხდე-
ბა.
აი, ასე ვიქცევი, როცა შინ ვარ და მოგზაურობის დროსაც ამ
პრინციპებით ვხელმძღვანელობ. მივლინებაში ხშირად დავდივარ
და სწორად კვების გეგმას არც სამი საათით ვღალატობ, არც რვა
დღითა და არც რამდენიმე კვირით. თუ ვიცი, რომ სახლში არ ვიქნე-
ბი, წინასწარ ვფიქრობ იმაზე, რას შევჭამ. და თუ ეს არ ვიცი, თან ბა-
ნანი მიმაქვს, რომელიც ორ-სამ საათს გადამაგორებინებს.
ვისწავლე, რომ ჯანსაღად კვებისთვის სახლში ყოფნის დროს
გეგმაა საჭირო და მოგზაურობისას ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვა-
ნია. გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გამართულ რა-

171
მდენიმე ღონისძიებას დავესწარი. ექვსი კვირის განმავლობაში
ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში, ისევ ლონ-
დონსა და ისევ ლოს-ანჯელესში ვიმოგზაურე. თითოეულ ქალაქში
სამოდელო სამუშაო მქონდა, ადამიანებს უნდა შევხვედროდი და
საინტერესო ადგილები მომენახულებინა ‒ გეგმა ძალიან მჭიდრო
იყო. ამას წარმოუდგენლად ბევრი ენერგია სჭირდება.
პირველ რიგში, წასახემსებლად მუდამ თან მაქვს თხილი და ჩი-
რი. თუ ძალიან გშია, ცდილობ, ნებისმიერ საჭმელს მიაკვლიო, თან
რაც შეიძლება სწრაფად და ასეთ
დროს ჯანსაღი არჩევანი არასდროს გაქვს. ამ საშინელი შეგ-
რძნების ჩასახშობად მცირე წასახემსებელი მინდა, რომელიც სადი-
ლამდე თავს მიმატანინებს.
მეორე: სასტუმროში რომ შევდივარ, პერსონალს ვთხოვ, ოთა-
ხიდან ყველანაირი სახის წასახემსებელი გაიტანონ. მაცდუნებელი
შოკოლადი არაფერში მჭირდება. ამას გარდა, მათ მაცივრის დაც-
ლასაც ვთხოვ, რადგან იქ ჩემი საჭმელი უნდა შევინახო. მაღაზიაში
მივდივარ და ვყიდულობ რძეს, სიმინდის ფანტელებს, ხილს, თხილ-
სა და იოგურტს. შეიძლება ხორბლის ფუნთუშაც ვიყიდო კარაქით,
ყველითა და პომიდვრით, იმ შემთხვევისთვის, თუ უფრო მსუყე წა-
სახემსებელი დამჭირდა.
მესამე: დილაობით ყავას ვადუღებ და იმ რძეს ვუმატებ, რომე-
ლიც მანამდე ვიყიდე ‒ სასტუმროს წყალგარეულ რძეს ის ბევრად
სჯობს. არ მინდა, ვიშიმშილო. მირჩევნია, ჭიქა რძე დავლიო ან იო-
გურტი შევჭამო, რათა გადაწყვეტილებები უფრო ნათელი გონებით
მივიღო. ბლინები ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ ვერ გავჩერ-
დები, სანამ მთელ ულუფას არ გავათავებ. ისწავლეთ თქვენს შეც-
დომებზე და შეადგინეთ გეგმა.
სავახშმოდ გასვლამდე წავიხემსებ და შეკვეთილ კერძამდე მო-
ტანილ პურს მუსრს აღარ გავავლებ. მთავარი კერძის მაგივრად ძი-
რითადად ბოსტნეულის სუპს და ხორბლის პურს ვუკვეთ. არასდროს
ვჩქარობ და მუდამ გეგმას მივდევ.

172
გამომწერებს აინტერესებთ,რით ვიკვებები ყოველდღე.
აი, რას ვჭამ შინ გატარებულ ჩვეულებრივ დღეს:

საუზმე

ერთ დიდ კონტეინერში ვყრი ჩემს საყვარელ ხორბლის ფანტე-


ლებს, როგორებიცაა Cheerios, Bran Flakes, All- Bran Buds. ვამა-
ტებ შტოშის ჩირს ან ქიშმიშს, ნიგოზს ან მზესუმზირას თესლს ‒ იმ
რაოდენობით, ორი კვირა რომ მეყოს. ამ ყველაფერს ერთმანეთში
ვურევ და დღეში ერთ ჭიქას ვჭამ დაჭრილ ნახევარ ბანანსა და ერთ
ჭიქა ერთპროცენტიან რძესთან ერთად.
ყავა ერთპროცენტიანი რძითა და შაქრის შემცვლელით.

წასახემსებელი

ნახევარი ჭიქა იოგურტი, ერთი ვაშლი, ერთი ჭიქა შავი ჩაი ერ-
თპროცენტიანი რძითა და შაქრის შემცვლელით

ლანჩი

ერთი ულუფა სახლში მომზადებული ლობიოს სუპი

ერთ საათში

ორი ნაჭერი ხორბლის პური, ორი ჩაის კოვზი კარაქი,


ერთი სუფრის კოვზი მიწის თხილის კარაქი და სალათის ფოთო-
ლი, ერთი ქილა დიეტური გამაგრილებელი სასმელი

ერთ საათში
ერთი ფორთოხალი

173
წასახემსებელი

ლატე ერთპროცენტიანი რძითა და შაქრის შემცვლელით, ერთი


სუფრის კოვზი თხილი

ვახშამი – საღამოს ექვს საათზე

სალათი: სალათის ფურცლები, ერთი ნაჭერი ხახვი, ნახევარი


პომიდორი, მეოთხედი ჭიქა თურქული ბარდა, ერთი მოხარშული
კვერცხი, სამოცი გრამი ორაგულის კონსერვი, ერთი სუფრის კოვზი
მზესუმზირას თესლი, ორი სუფრის კოვზი ვინეგრეტი.

წასახემსებელი

ერთი ჭიქა ერთპროცენტიანი რძე ან ნახევარი ჭიქა უცხიმო ხა-


ჭო, ყურძნის თორმეტი მარცვალი

სუპის რეცეპტი:

აიღეთ თხუთმეტმარცვლოვანი სუპის ერთი შეკვრა, ღამით და-


ალბეთ და ხარშეთ საათ-ნახევარი. ბოლო ოც წუთში დაამატეთ
ბრინჯი, ნებისმიერი ბოსტნეული და სუნელები, რაც ხელთ გაქვთ.

174
24

კვლავაც ისიამოვნეთ საჭმლით

ჯადოსნური აბი არ არსებობს

დღეს ყველას ერთი სიტყვა აკერია პირზე – სუპერსაკვები. თან


პური და რძე აშინებთ და მუდამ იმაზე ღელავენ, ცილები არ მოაკ-
ლდეთ. ცილის შემცველ ფხვნილებს, საკვებ დანამატებსა და ბატო-
ნებს ჭამენ, მაგრამ რატომ – არ ვიცი. ორმოცი წელი ვმუშაობდი დი-
ეტოლოგად და არ შემხვედრია ადამიანი, ცილა რომ ჰკლებოდა.
მაგრამ საღი აზრის ხომ არავის სჯერა, ჯადოსნური აბის მიღება ურ-
ჩევნიათ.
ახლა ფუჭი დიეტები საღ აზრზე ბატონობენ და ზოგჯერ კმაყოფი-
ლიც ვარ, რომ ხუთი წლის წინ დიეტოლოგობას თავი დავანებე და
მთელი დრო მოდელობასა და სპიკერობას დავუთმე. აუდიტორიის
წინაშე გამოვდივარ, მათ მეცნიერებისა და საღი აზრის მნიშვნელო-
ბას ვუხსნი და ამაში ფულსაც მიხდიან. კაი დროსია!
ფუჭი დიეტების დახმარებით, თუ რაციონიდან თქვენს საყვარელ
კერძებს, დამუშავებულ და ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს
ამოიღებთ, წონაში მართლაც სწრაფად დაიკლებთ. ადამიანები
ცდილობენ, ჯანსაღად იკვებონ, მაგრამ ფეხი ბევრჯერ უცდებათ –
ძალიან ძნელია, ცდუნებას გაუძლო. ამის საპირწონედ, კვების რა-
ციონიდან მათ ამა თუ იმ საკვები ჯგუფის მთლიანად ამოღება ურ-
ჩევნიათ. აი, მაგალითად, ნახშირწყლებზე იტყვიან უარს და პიცას,
ჩიფსს, კარტოფილ ფრის, ჰამბურგერის ფუნთუშას, პასტასა და დე-
სერტს აღარ ჭამენ. მათ ეს მიდგომა მოსწონთ, რადგან ვერ ხვდები-
ან, რომ კალორიულ საკვებზე უარის თქმა ჯანსაღი კვების ნაწილი-
ცაა. ასეთ ადამიანებს რომ ვეუბნები, მთელი კარიერის განმავლო-
ბაში არ მყოლია პაციენტი, რომელსაც ხორბლის პურის ჭამის გამო
წონაში მოემატებინა-მეთქი, მეთანხმებიან და მეუბნებიან, ეს მოსა-

175
ლოდნელიცააო. თვითონ კი მაინც არ ჭამენ ხორბლის პურს, ბეიგე-
ლი ან კრუასანი ურჩევნიათ. ეს ადამიანები ბოჭკოთი მდიდარ საკ-
ვებსაც არ იღებენ, არადა, ეს ერთადერთია, რაც უნდა გააკეთონ.
აირჩიეთ ბოჭკოთი მდიდარი სიმინდის ფანტელები, პური, ყავისფე-
რი ბრინჯი, ლობიო, თხილი, ხილი და ბოსტნეული. როგორც ვიცი,
ადამიანების უმეტესობა ლობიოს საერთოდ არ ჭამს, ხოლო ძალიან
ცოტა მიირთმევს საკმარის ხილსა და ბოსტნეულს. შეიძლება, იფიქ-
როთ, განა ეს საღი აზრი არ არისო და გეტყვით, რომ ნამდვილად
ასეა. როცა დიეტის აღწერას კითხულობთ და ხედავთ, რომ წასახემ-
სებლად ვაშლის მაგივრად ბეკონის ჭამას გირჩევენ, დაფიქრდით
და მიხვდებით, რომ ეს ცუდი რჩევაა. თუმცა ამაზე ვინ ფიქრობს, რო-
ცა საქმე გემრიელ ბეკონს ეხება.
თუ ჯანსაღად იკვებებით და საყვარელ კერძებს ბოჭკოთი მდიდა-
რი ყუათიანი საკვებით ჩაანაცვლებთ, დამუშავებულ და ცხიმიან
პროდუქტებსა და ალკოჰოლზე უარს იტყვით, საჭმლით სიამოვნე-
ბას რადიკალური შეზღუდვების გარეშე მიიღებთ და აღარც წვეულე-
ბაზე ჩაგთვლიან წუნიად.
მას მერე, რაც უგლუტენო დიეტამ ფეხი აიდგა, ადამიანები საღ
აზრს კიდევ ერთხელ დაშორდნენ. მათი აზრით, უგლუტენო ორცხო-
ბილა ხილის ან ხორბლის პურის ნაჭერზე სასარგებლოა. ეს ჭკვი-
ანური მარკეტინგის დამსახურებაა. ისე კი, მეცინება, ადამიანებს
რომ ვეკითხები, ქერის სუპი თუ გიყვართ-მეთქი და კიო, რომ მპასუ-
ხობენ. გლუტენი მანდაც არის–მეთქი, ვუხსნი, ისინი კი მეუბნებიან,
ამ გლუტენზე ალერგია არ გვაქვსო. მათ ისე შევხედავ ხოლმე, ჩემ
მიმართ კარგად რომ არავის განაწყობს. გლუტენი ჭვავშიც არის,
მაგრამ, როგორც ჩანს, არც ეს ადარდებს ვინმეს.
საკვების დამუშავებისას გლუტენს ისეთი ნივთიერებებით ანაც-
ვლებენ, რომლებმაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ და კუჭიც
აგატკივოთ. ამას გარდა, უგლუტენო საკვები უფრო უგემურია.
თუ უგლუტენო დიეტა გულისხმობს, რომ ყოველღამე ერთ
მთლიან პიცას მუსრს არ გაავლებთ, წონაში დაიკლებთ და თავს
ფანტასტიკურად იგრძნობთ, ჩაანაცვლეთ ეგ პიცა ხორბლის პურით

176
დამზადებული სენდვიჩით. რადიკალური ზომების მიღება და სხვე-
ბის გაღიზიანება აუცილებელი სულაც არ არის. ადამიანების უმეტე-
სობამ ისიც არ იცის, გლუტენი რა არის და სად მოიპოვება. „უგლუ-
ტენო და ცილოვან დიეტას ვიწყებ“ – დააბრეხვებენ ხოლმე.
და რომ ვეუბნები, გლუტენი ცილაა-მეთქი, აღმოჩნდება, რომ
თურმე არ იცოდნენ. და არც ესიამოვნათ, რომ გაიგეს.
ადამიანებს იმედი სჭირდებათ. ფუჭი დიეტები მათ იმედით ავსე-
ბენ და რადიკალური აკრძალვებისა და შემცირებული კალორიების
წყალობით წონის დაკლებაში ეხმარებიან, ასე რომ, ისინი მუდამ
პოპულარული იქმნება.
მახსოვს, სტუდენტობისას ჯანსაღი კვების შესახებ რადიოში სა-
საუბროდ რომ მიმიწვიეს. ინგლისური არც ჩემმა ლექტორებმა
იცოდნენ და საერთოდ, არც არავინ დიეტოლოგიის ფაკულტეტზე -
ისინი აფრიკაანსზე ლაპარაკობდნენ, ამიტომ ჩაწერაზე მე გამაგზავ-
ნეს. უნივერსიტეტი ჯერ არ დამემთავრებინა და თავს არაკვალიფი-
ციურად ვგრძნობდი, მაგრამ მთავარი საკვები ნივთიერებების პე-
რიოდულობის ცხრილები და კრებსის მეტაბოლიზმის ციკლი28 შე-
ვისწავლე, ყველაფრისთვის მზად რომ ვყოფილიყავი როგორც აღ-
მოჩნდა, მათ ის აინტერესებდათ, კარტოფილი ასუქებდა თუ არა. მა-
ლე მივხვდი, რომ ადამიანებისთვის საფუძვლების ცოდნაც საკმარი-
სია და ფიზიოლოგია და ბიოქიმია საერთოდ არ აინტერესებთ.
რატომ სჯერათ ადამიანებს უცნაური დიეტების, მეცნიერები ვერ
ხსნიან. ოცდათხუთმეტი წლის წინ იოჰანესბურგის უიტუოთერსენ-
დის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგიის ოთხმოცი წლის ავტორიტე-
ტიანი მკვლევარი ლექციების წასაკითხად მიიწვიეს და ის და მისი
მეუღლე კონფერენციებზე მე დამყავდა მანქანით. პროფესორი ჯან-
საღ კვებასა და უახლეს სამეცნიერო კვლევებზე საუბრობდა, შეკრე-
ბილები კი ატკინსის დიეტაზე ეკითხებოდნენ აზრს. მას ამაზე წარმო-

28
იგივეა, რაც ლიმონმჟავას ციკლი- ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციე-
ის ციკლი, რომლის დროსაც ჟანგბადოვან გარემოში გლუკოზა და სხვა მოლე-
კულები ნახშირორჟანგად და წყლად გარდაიქმნება და ქიმიურ ენერგიას
წარმოქმნის

177
დგენა არ ჰქონდა. მეც სწორედ ამისთვის ვჭირდებოდი ‒ ამ კითხვა-
ზე პასუხის გაცემა შემეძლო.
პროფესორს ავუხსენი, რომ არსებობდა ბესტსელერი ‒ წიგნი,
რომელშიც ავტორი მკითხველს ცხოველური ცხიმების დიდი დო-
ზით, ნახშირწყლების კი ნაკლები დოზით მიღებას ურჩევდა. პროფე-
სორი დაიბნა რადგან არ ეგულებოდა არც ერთი სამეცნიერო კვლე-
ვა, რომელიც ამ მიდგომას გაამართლებდა. დიახ, უცნაური დიეტები
დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ის თქვენი ცხოვრების წესს არ
ცვლის. ძალიან ძნელია, მას დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვეთ. უგ-
ლუტენო დიეტის დახმარებით წონაში დაკლება მუდმივად შეიძლე-
ბა, რადგან, მას თუ იცავთ, აღარც პიცას ჭამთ და აღარც ორცხობი-
ლებს. მაგრამ ჯობია, ისეთი საკვები მიიღოთ, რომლის ჭამაც გსი-
ამოვნებთ და თან იაფი, გემრიელი და დაბალანსებული დიეტა და-
იცვათ. ფუჭ დიეტებს იმდენივე მომზადება სჭირდება წინასწარ, რამ-
დენიც ჯანსაღ კვებას.
ლონდონში ორ ძალიან ჭკვიან და წარმატებულ ქალთან ერთად
ვსადილობდი, როცა საუბარი მათ დიდებულ დიეტოლოგებზე ჩამო-
ვარდა.
‒ დიეტოლოგი ყოველთვიურად სისხლს მიღებს, ‒ თქვა ერთ-
ერთმა.
– რისთვის? ‒ ვკითხე.
– იცით რა, ჰორმონული ფონი სრულიად არეული მაქვს.
– და წამლებს მისგან ყიდულობთ?
– ჰო, აბა რა, ყველა წამალს ვყიდულობ, რასაც დამინიშნავენ.
‒ და ამაზე ყოველთვე რამდენ ათას დოლარს ხარჯავთ?
– გამოკვლევა ხუთი ათასი ღირს, წამლები კი – რამდენიმე ათა-
სი.
– იცით რა, შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ხელი აიღოთ, ‒ ვუთხა-
რი მე.
– ვერა, წონაში მოვიმატებ. ჩემმა ექიმმა გადამარჩინა!
– როგორ იკვებებოდით, სანამ ამ ექიმთან მოხვდებოდით? რო-
გორ შეგეცვალათ კვებითი ჩვევები?

178
– ძალიან ბევრ ყველს ვჭამდი, მერე კი თავი დავანებე და წონა-
შიც დავიკელი.
– აი, ხედავთ, ამისთვის ყველზე უარის თქმა საკმარისი ყოფილა!
არ დამიჯერეს, რადგან ჩემი ნათქვამი არ მოეწონათ. ისინი
დღემდე თავიანთი არაკვალიფიციური ნუტრიციოლოგების ერ-
თგულნი არიან.
ზოგი უამრავ ფულს ხარჯავს წვენებში ‒ ბოთლში ორმოც დო-
ლარს იხდიან. ეს ხომ სასაცილოა! წვენი ასე თუ გიყვართ, თვითონ-
ვე გამოწურეთ და თან ბოჭკოსაც მიიღებთ, რომელიც ხილსა და
ბოსტნეულში უხვადაა. თუ დამატებითი საკვები ნივთიერებების მი-
ღება გსურთ, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული შე-
მოწმებული სიმინდის ფანტელები და სასმელები მიიღეთ, რომლებ-
შიც შეკვრაზე აღნიშნული ინგრედიენტები მართლაც ზუსტი დოზით
მოიპოვება.
ჩემი აზრით, ჯანსაღად კვება ადვილია: მიჰყევით მეცნიერებასა
და საღ აზრს. თუ ოდნავ მაინც დაეჭვდებით, ჭამოთ თუ არა ესა თუ
ის, ინტერნეტში უნივერსიტეტების ან დიეტოლოგების მიერ გამოქ-
ვეყნებული სტატიები მონახეთ. არ წაიკითხოთ ისეთი ექიმების სტა-
ტიები, რომლებმაც ნუტრიციოლოგიაში თითქმის არაფერი იციან,
მაგრამ მოახერხეს, რომ ბესტსელერი დაეწერათ, ერიდეთ ჰოლის-
ტურ ნუტრიციოლოგებს (რასაც უნდა ნიშნავდეს ეს), ფიტნესინ-
სტრუქტორებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, წვენები,
ფხვნილები ან აბები მოგყიდონ. დიეტოლოგები, რომლებსაც თქვე-
ნი ჯანმრთელობა სურთ, ამას ბევრად იაფად ახერხებენ. ისინი თავ-
დაჯერებულობას შეგმატებენ და საკუთარი ჩვევების კონტროლს
გასწავლიან.
ადამიანები ვერც ლიცენზირებულ დიეტოლოგ-ნუტრიცილოგს,
ლიცენზირებულ დიეტოლოგსა და ნუტრიციოლოგს არჩევენ ერ-
თმანეთისგან. პირველი ორი ნუტრიციოლოგიის ექსპერტია, რომ-
ლებმაც უნივერსიტეტი დაამთავრეს და საავადმყოფოშიც უმუშავი-
ათ. მათ შეუძლიათ, გაარჩიონ ფაქტი გამონაგონისგან, დაგიგეგმონ
კვების პროცესი და მარტივი ენით აგიხსნან ჯანსაღი კვების მეცნიე-

179
რება.ისინი ხვდებიან, რომ დიაბეტის, კიბოს, ჰიპერტენზიისა და გუ-
ლის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის დიეტა გან-
საკუთრებულად მნიშვნელოვანია. მათ რჩევას თქვენი ცხოვრების
გაუმჯობესება შეუძლია.
არსებობენ ისეთი ნუტრიციოლოგებიც, რომელთაც კვალიფიკა-
ცია სულ არ ადარდებთ ‒ საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს ისინი სა-
მეცნიერო კვლევებით არ ამყარებენ. ძირითადად მათი მომსახურე-
ბა უფრო ძვირია და თან, ისინი გარკვეულ პროდუქტებსაც ყიდიან.
თავი არ მოატყუებინოთ! აკრედიტაციის საბუთები მოსთხოვეთ, სა-
ნამ საბანკო ჩეკს გამოუწერდეთ. დააკვირდით, სახელისა და გვა-
რის მერე ასოები RD29 ან RDN 30თუ წერია. თუმცა, სულ რომ MD31
ეწეროთ, დაფიქრდით, რა სახის პროდუქტს გთავაზობენ და მათ
მომსახურებას მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდით. ყველა, ვინც
ჩვეულებრივი საჭმლის შიშს გიღვივებთ ან საკვები დანამატების,
ფხვნილებისა თუ სხვა სახის მეცნიერულად სრულიად უხეირო პრო-
დუქტებით განკურნებასა და სასწაულებს გპირდებათ, მხოლოდ სა-
კუთარ ჯიბეზე ფიქრობს. ისინი თქვენი კომპლექსებით სარგებლო-
ბენ, თქვენი ჯანმრთელობა კი არ ადარდებთ.
დაივიწყეთ ტრენდები! ხუჭუჭა კომბოსტოს ჭამა არ გჭირდებათ
იმისთვის, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ. შეგიძლიათ მიირ-
თვათ, მაგრამ აუცილებელი არ არის. გემოს მიმართ ზემგრძნობი-
არე ვარ, ანუ ზოგ საკვებს ვერ ვჭამ, რადგან ჩემთვის ზედმეტად მწა-
რეა, მათ შორის ხუჭუჭა კომბოსტოს. ის არ მომწონს და არც ვჭამ. იმ
ბოსტნეულს ვჭამ, რომელიც მიყვარს.
თქვენ გარშემო ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვისაც იმედს გა-
უცრუებთ, თუ ხუჭუჭა კომბოსტოს არ ჭამთ. ასეთებს უთხარით, რომ
ჯანმრთელობის საწინდარი სულ სხვა რამეშია ‒ ხილსა და ბოსტნე-
ულში, სხვადასხვა მარცვლეულში, პარკოსან მცენარეებსა და რძის

29
ლიცენზირებული დიეტოლოგი
30
ლიცენზირებული დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი
31
ექიმი

180
ნაწარმში. მიირთვით ის, რაც გსიამოვნებთ, მცირე ულუფებით და
მაშინ, როცა გშიათ.
ჯანმრთელობისთვის საუკეთესო გეგმაა საგულდაგულოდ შედ-
გენილი გეგმა ‒ ის, რომელსაც არ გადაუხვევთ მაშინაც კი, როცა
ნერვიულობთ, დაღლილი ხართ ან უბრალოდ არ გცალიათ, რომ
მას ყურადღება მიაქციოთ.
თქვენ გეგმა გჭირდებათ და არა აბები.

181
25

სტუმრის მოტანილ შოკოლადს


სტუმარივე წაიღებსო

მოერიდეთ ცდუნებას

არაჯანსაღი კვებისთვის უპირატესობის მინიჭებას დაბნეულობა


და ცდუნება განაპირობებს. ცდუნებისთვის თავის ასარიდებლად წი-
ნასწარ უნდა მოემზადოთ, რადგან ადვილად მისაწვდომი საჭმელი
ძირითადად ცხიმიანი ან ტკბილია, აი, მაგალითად, ჩიფსი ან შოკო-
ლადი. ასეთ საჭმელს თუ მივეძალეთ, ვეღარ გავჩერდებით. ასეთი
საკვები მაცდუნებელია, მათზე უარს დანაყრებულებიც კი ვერ ვამ-
ბობთ. მე, მაგალითად, არასდროს ვიტყვი უარს კარტოფილ ფრიზე
ან შოკოლადზე მაშინაც კი, როცა კუჭი სავსე მაქვს.
როცა ჯერ კიდევ ვატარებდი დიეტოთერაპიას, ყველა კლიენტს
თავიდანვე ერთ მიზანს ვუსახავდი: ხელთ ჯანსაღი წასახემსებელი
უნდა ჰქონოდათ, მაგალითად, იოგურტი, ხილი ან პურის ნაჭერი მი-
წის თხილის კარაქით. ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე, რომ ჯერ სამი
ვაშლი შეეჭამათ და მხოლოდ მერე ‒ ორცხობილა. ორცხობილას
არასდროს ჭამდნენ, რადგან პირველი ვაშლის შემდეგ უკვე დანაყ-
რებულები იყვნენ. გამოდის, რომ ეს კარგი სტრატეგიაა. ზოგჯერ მე-
ტისმეტად ბევრ ხილს ან ბოსტნეულს ვჭამ და წონაშიც ვიმატებ, მაგ-
რამ ისე არა, უსარგებლო საკვების მერე რომ მოვიმატებდი.
დაბადების დღის წვეულებაზე უგემრიელესი ვახშმის მერე ოფი-
ციანტებმა დესერტი მოგვართვეს. თავს ნება მივეცი და დესერტი
ვჭამე.
გვერდზე ორმეტრიანი კაცი მეჯდა და მაკვირდებოდა. ცოტა ხან-
ში მითხრა, თქვენ ჩემზე მეტს ჭამთო.

182
ვუთხარი, რომ ყოველთვის არ ვჭამდი ასე, მაგრამ დღეს ეს ამად
ღირდა. ეს დესერტი უგემრიელესი იყო! ჩემს პირში არსებული თი-
თოეული რეცეპტორი თავს ბედნიერად გრძნობდა. კილოგრამი და
სამასი გრამი მოვიმატე. ჩვეულებრივ, ჯანსაღ კვებას მეორე დღესვე
დავუბრუნდი, მაგრამ მომატებული წონის დასაკლებად ერთი კვირა
დამჭირდა. ოცი წლისა რომ ვიყავი, წონაში დაკლება ორ დღეში შე-
მეძლო, მაგრამ სამოცდაათი წლის ასაკში ამას ერთ კვირას ვანდო-
მებ. თუმცა ზოგჯერ ეს ამად ღირს.
საკუთარ თავს დიეტის დარღვევის საშუალებას თუ მისცემთ, ეს
საოცრად გემრიელი კერძის გამო გააკეთეთ და არა იმიტომ, რომ
მოწყენილი ან განერვიულებული ხართ.
დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ უგემური დესერტით კა-
ლორიების მომატება არ ღირს.
ზოგჯერ წუნიაობაც სასარგებლოა! ერთ შეხვედრაზე ვიყავი, სა-
დაც ასარჩევად ნაირ-ნაირი ორცხობილა იყო.
გადავწყვიტე, თავი არ შემეკავებინა და ყველაზე მაცდუნებელი
შესახედაობის ორცხობილას გადავწვდი, შოკოლადითა და თხი-
ლით. მოვაკბიჩე და მივხვდი, რომ ის იმდენად უგემური იყო, ჭამა-
დაც არ ღირდა. იმედგაცრუებულმა თეფშზე დავდე და ხელი აღარ
მიხლია.
თუ უგემური აღმოჩნდება, ის, რასაც გასინჯავ, შეეშვი.
შოკოლადისა და სხვა გემრიელი რამეების მორთმევისას ადა-
მიანები მიღიმიან. მე კი თავზარი მეცემა. ვეუბნები, ასეთი საკვების
მიღება არ შემიძლია, რადგან აუცილებლად მუსრს გავავლებ-მეთ-
ქი. ისინი მპასუხობენ, შენც კიდევ დღეში თითო ნატეხი ჭამეო, მაგ-
რამ ეს ჩემი გენებისთვის უცხოა. ამ გემრიელ რამეებს უკან ვატან ან
გავაჩუქებ ხოლმე, თუ ასეთი არავინ მოიძებნა, უბრალოდ ვყრი. სუ-
ლაც არ მინდა, დავიძაბო იმის გამო, რომ ეს მაგნიტი ჩემს სამზარეუ-
ლოში დევს და მიზიდავს ‒ ეს ამად არ მიღირს. სახლში გემრიელ
რამეებს არ ვინახავ, რადგან ისინი მაცდუნებელია. გაინტერესებთ,
ეს რას ნიშნავს? აი, წარმოიდგინეთ, შოკოლადის პატარა ნატეხიც
რომ შევჭამო, პირის ღრუს ქავილი მეწყება, ეს კი ჯაჭვურ რეაქციას

183
იწვევს და მინდება, შოკოლადის მთელ შეკვრას მუსრი გავავლო.
სხვებისთვის მსგავსი საცდური მარილიანი საკვებია, აი, მაგალი-
თად, ჩიფსი, სხვებისთვის კი ‒ ნაყინი. უნდა იცოდეთ, თქვენთვის
რომელი საკვებია მაცდუნებელი და თუ ასეთი გაქვთ, რაც უნდა
იყოს, შინ არ მიიტანოთ და საერთოდ, ახლოს არ გაეკაროთ მას.
მაცდუნებელი საჭმლისთვის თავის არიდება, პირველ რიგში,
წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, იმავდროულად იმედგაცრუებასა
და უბედურებასაც აგარიდებთ. ასეთ საკვებს განწყობილების გაფუ-
ჭება შეუძლია, ჩვენ კი არ გვინდა, თავი უბედურად ვიგრძნოთ.
თუ სტრესის ფონზე ჭამთ ან ბევრი მოგდით, ამაზე ნერვიულობა-
ში დრო არ დახარჯოთ. უკეთესი სტრატეგიაა, თავი დამნაშავედ არ
იგრძნოთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ, ამა თუ იმ კერძებით ისიამოვნეთ
თუ არა. თუ პასუხია „კი“, თავს ნუ გამოლანძღავთ და ჩვეულებრივ
გააგრძელეთ ცხოვრება. შემდეგ ჯერზე ხილი და ბოსტნეული, მჭლე
ხორცი, სხვადასხვა მარცვლეული და ლობიო მიირთვით. მეორე
დღეს კი ჯანსაღ კვებას დაუბრუნდით. სულაც არ არის აუცილებელი,
კერძები იდეალური იყოს, ისევე როგორც თქვენ. ერთი არაჯანსაღი
კერძი ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევას არ ნიშნავს. თუ დროის
ოთხმოცი პროცენტის განმავლობაში ჯანსაღად იკვებებით, თავს მუ-
დამ შესანიშნავად იგრძნობთ.
და თუ იმ შეკითხვას „არა“ უპასუხეთ, შემდეგ ჯერზე გაიხსენეთ,
რომ არაჯანსაღმა წასახემსებელმა ხასიათი მაინც ვერ გამოგიკე-
თათ. აბა მაშინ მის ჭამას რა აზრი აქვს?
ეცადეთ, გაიხსენოთ დადებითი შეგრძნებები, რომლებიც რა-
ციონალური და ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ იგ-
რძენით. თუ ჯანსაღ საკვებს სწორი რაოდენობით მიიღებთ, თავს
ენერგიულად და დანაყრებულად იგრძნობთ.
სწორი კვების მოდელის შექმნა შინ ყოფნისას უფრო მიადვილ-
დება. არასდროს დახარჯოთ ფული იმ საკვებზე, რომელიც დაგა-
ზიანებთ. ბავშვები თუ გყავთ და მათთვის გემრიელი რამეების ყიდ-
ვას გადაწყვეტთ, იყიდეთ ისეთი რამ, რაც მათ მოსწონთ და არა
თქვენ. როცა ჩემი შვილიშვილებისთვის რამე გემრიელის ყიდვა მი-

184
ნდა, ვეუბნები აირჩიონ: მცირე ზომის ნაყინი ან თითო ორცხობილა.
ასეთ შემთხვევაში მთელი შეკვრის გათავება აღარ დაგვჭირდება.
იცოდეთ თქვენი სისუსტეები, თავი აარიდეთ მათ და დღითი დღე
თავს უკეთ იგრძნობთ.

185
26

არ გაჩერდეთ

აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ

სახლში რომ ვარ, ყოველდღე ვსეირნობ. უფრო სწორად, მცირე


ხნით სასეირნოდ დღეში ოთხჯერ გავდივარ, რადგან ეს ჩემს ძაღლს
სჭირდება, თუმცა ამით მეც ვხეირობ. მეც და დელ რეისაც ძალიან
გვიყვარს ის შეგრძნება, სეირნობისას რომ გვეუფლება.
გირჩევთ, ყოველდღიურად ფიზიკურად იაქტიუროთ. სულაც
არაა აუცილებელი, იმდენი ივარჯიშოთ, რომ მერე ყველაფერი
გტკიოდეთ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ფიზიკური ვარჯი-
ში მტკივნეულ პროცესად არ უნდა იქცეს.
გამორჩეულად კარგი სპორტში არასოდეს ვყოფილვარ. ბავშვო-
ბაში მე კოლოფა ვიყავი, ქეი კი სპორტსმენი გახლდათ. ის ძალიან
სპორტული იყო და მისი შვილებიც მას დაემსგავსნენ. ამ მხრივ, ჩემი
შვილები მე მგვანან.
ყოველდღიური აქტივობებისთვის გეგმა უნდა შეადგინოთ. ფიზი-
კურად საერთოდ არააქტიური კლიენტი რომ მყავდა, ვარკვევდი,
რის გაკეთება შეეძლო. სეირნობა უყვარდა, სირბილი, ჩოგბურთის
თამაში თუ სავარჯიშო დარბაზში სიარული? მისთვის სასიამოვნო
აქტივობა უნდა აგვერჩია. ზედმეტად ჭარბწონიან პაციენტებს ვურ-
ჩევდი, ყოველდღე ნახევარი საათის განმავლობაში ნელი ტემპით
ესეირნათ. მათი გულის, მუხლებისა და წელის დატვირთვა არ მინ-
დოდა, სანამ ათიდან ოცდახუთ კილოგრამამდე არ დაიკლებდნენ.
ვარჯიშისთვის დრო თუ არ ჰყოფნიდათ, ვეუბნებოდი, ადგილზე
ევლოთ და ტელევიზორის ყურებისას გაჭიმულიყვნენ. მეც ასე ვიქ-
ცეოდი, სანამ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. ორმოცდახუთი წლი-
სა ვიყავი, სავარჯიშო დარბაზში პირველად რომ მივედი, ისიც მას

186
მერე, რაც ბავშვები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად და საწევ-
რო გადასახადისთვის ფული მყოფნიდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს
შვილებს ეუხერხულებოდათ, როცა მათი მეგობრების თანდასწრე-
ბით ვვარჯიშობდი, მაგრამ იმ დროს ეგ საერთოდ არ მადარდებდა.
მხოლოდ ფიზიკური აქტივობა წონას ვერ დაგაკლებინებთ, მაგ-
რამ ხელს უწყობს იმას, რომ თავი კარგად იგრძნოთ, რაც თავისთა-
ვად თქვენს წონაზე დადებითად აისახება. ამას გარდა, სხეულის
მოძრაობა ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია. ახლაც კი, ამ წიგ-
ნის წერისას, ჩემს სასტუმრო ოთახში იოგის ვარჯიშების გასაკეთებ-
ლად, ძაღლის გასასეირნებლად და დღეში ორმოცი წუთის განმავ-
ლობაში სავარჯიშოდ მყოფნის დრო, აქედან ნახევარ საათს სავარ-
ჯიშო ველოსიპედზე ვატარებ, ათი წუთის განმავლობაში კი მსუბუქ
ჰანტელებს ვწევ.
პირველი წიგნის წერისას ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, საღა-
მოობით კი სტეპ-აერობიკისა და იოგის გაკვეთილებს ვესწრებოდი.
ვარჯიში ზედმეტი მომივიდა და დუნდულა კუნთებში ტკივილი ვიგ-
რძენი. რა თქმა უნდა, ვარჯიშს კიდევ უფრო მოვუმატე. ტკივილი ჯერ
ბარძაყის კუნთში გავრცელდა, მერე კი მთელი მარჯვენა ფეხი მოიც-
ვა. ყველაფერი ისე მტკიოდა, რომ ოდნავადაც ვერ ვიხრებოდი. ია-
ტაკზე რაღაც რომ დამივარდებოდა, მისი აღება რამდენიმე დღეში
შემეძლო, მას მერე, რაც ძალას მოვიკრებდი და დაჩოქებისა და ხე-
ლებზე დაყრდნობის ტკივილს გავუმკლავდებოდი. აბაზანაში ჩასა-
წოლად ნახევარი საათი მჭირდებოდა. მხოლოდ ისინი გამიგებენ,
ვისაც ასეთი მწველი ტკივილი საკუთარ ტყავზე გამოუცდია. ჯან-
მრთელად გამოიყურები, მაგრამ არც დგომა შეგიძლია და არც ჯდო-
მა. ექვს ქიროპრაქტიკოსთან მივედი, მაგრამ ჩემი მკურნალობა
არავის სურდა, რადგან ხერხემლის მალთაშუა თიაქარი მქონდა,
ორგან. მასაჟისტებთანაც მივედი, მაგრამ ჩემი მკურნალობა მათაც
აშინებდათ. სიარული უმტკივნეულოდ შემეძლო, მაგრამ ნებისმიე-
რი სხვა მოძრაობის დროს მარჯვენა ფეხში მწვავე ტკივილს
ვგრძნობდი. უცნაურია, როცა ჯანმრთელად გამოიყურები და
ტკივილზე წუწუნებ.

187
ჩემს ნევროლოგ ძმას დავურეკე, მან კი ნეიროქირურგთან გამ-
გზავნა.
კანადაში, საბედნიეროდ, ქირურგებს ოპერაციებში ბონუსებს არ
უხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციას არ გაგიკეთებენ, თუ ეს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.
ქირურგმა მითხრა, ოპერაციას იქამდე არ გაგიკეთებთ, სანამ
ფეხი არ გაგიშეშდებათო. ეს უკვე იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ფეხში
არსებული ნერვული დაბოლოებები კვდებოდა. არ მადარდებს, უბ-
რალოდ ტკივილის შეჩერება მინდა-მეთქი, ვუთხარი. ახლა კი მიხა-
რია, ის ქირურგი საქმეს კონსერვატიულად რომ მიუდგა, რადგან
რვა თვეში განვიკურნე. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებმაც ოპერა-
ცია არჩიეს და შეიძლება, მათთვის უკეთესი ყოფილიყო, ტკივილი
რომ მოეთმინათ.
ამ ყველაფრის ფონზე მუშაობაც მიწევდა! პოდიუმზე გამოსას-
ვლელად ორი კოსტიუმერი მამზადებდა. ერთი ქვემოდან მაცმევდა
ტანსაცმელს, მეორე კი – ზემოდან.ისეთი დღეებიც ყოფილა, რვა
სხვადასხვა ჩვენებაზე რომ გამოვსულვარ. შესვენებების დროს ია-
ტაკზე ვიწექი, ფეხები კი სკამზე მელაგა. ფეხზე დგომისას ჩვეულებ-
რივად გამოვიყურებოდი და არავის სჯეროდა, წარმოუდგენელი
ტკივილი რომ მტანჯავდა.
იმ დროს ერთ-ერთ კომპანიაში კონსულტანტად ვმუშაობდი და
მეცნიერების ნააზრევის მიმართ ჩემი სიყვარულის გადამკიდე,
მკვლევრებთან შესახვედრად ფილადელფიაში გავემგზავრე. ფრე-
ნა ერთი ტანჯვა იყო, მაგრამ ამის გამო შეხვედრის გამოტოვებას არ
ვაპირებდი. თან წელის ბალიში მქონდა, რომელსაც ყოველი დაჯ-
დომისას ვიყენებდი.
შეხვედრაზე მისულს იატაკზე დაწოლა მომიხდა.
მერე კი ყველა ერთად სავახშმოდ წავედით.
– საბედნიეროდ, მეისთვის სკამი არ დაგვჭირდება ‒ ის იატაკზე
იწვება, – თქვა ერთმა მეცნიერმა.
ვერ წარმომედგინა, ოდესმე თავს უკეთ თუ ვიგრძნობდი. ვხე-
დავდი, როგორ დარბოდნენ სხვები და ვარჯიშობდნენ და ვფიქრობ-

188
დი: „ამას ვეღარასდროს შევძლებ“.
მშურდა იმათი, ვისაც სიარული და დაჯდომა ტკივილის გარეშე
შეეძლო. ერთადერთი, რაც მსურდა, უმტკივნეულო მოძრაობა იყო.
დაახლოებით ექვს თვეში ვიგრძენი, რომ თავს უკეთ ვგრძნობდი:
წელში მოხრა და ხელების მუხლებთან მიტანა შემეძლო. რვა თვეში
კი ტერფებს ვწვდებოდი და ისევ შემეძლო, შხაპი ჩვეულებრივ მიმე-
ღო.
მოუსმინეთ თქვენს სხეულს და ნუ შეეცდებით, ტკივილი დაჯაბ-
ნოთ. სულაც არაა აუცილებელი, ვარჯიშის დაძაბული გრაფიკი
გქონდეთ. სულაც არაა აუცილებელი, სავარჯიშო წონა მუდმივად
გაზარდოთ და სულაც არაა აუცილებელი, მუდამ საკუთარ თავს აჯო-
ბოთ. უბრალოდ, იმოძრავეთ, რადგან ზედმეტ ვარჯიშს თქვენი და-
ზიანებაც შეუძლია.
ეგ შვილიშვილებსაც კარგად გამოსდით.
ამას წინათ კიბეზე ბავშვებს მივდევდი. მოსახვევში ფეხი გადა-
მიბრუნდა. ჯოჯოხეთური ტკივილის ფონზე კოჭლობა დავიწყე. წარ-
მოდგენა არ მქონდა, რა მოხდა და, რასაკვირველია, ძვირფას ექიმს
‒ ინტერნეტს მივაშურე, სადაც ამოვიკითხე, რომ მუხლის ტრავმა
მოხუცებსა და ელიტური დონის სპორტსმენებს ემართებათ.
აი, ასე დავისაჯე ელიტური დონის სპორტსმენობისთვის!
კიმბალის მეგობრებმა, რომლებიც ელიტური დონის სპორტსმე-
ნები არიან და არაერთხელ გადაუტანიათ მუხლის ოპერაცია, მით-
ხრეს, რომ, სავარაუდოდ, მუხლის ოპერაცია დამჭირდებოდა, რე-
აბილიტაცია კი სულ რაღაც ექვს კვირას გასტანდა. ამდენი დრო არ
მაქვს-მეთქი, ვუთხარი. ორ კვირაში ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე
უნდა გამოვსულიყავი!
მუხლი შემაღლებულ ადგილას მოვათავსე და ყინული დავიდე,
როგორც ეს ძვირფასმა ექიმმა ‒ ინტერნეტმა მირჩია.
სამოსის ჩაცმისას მითხრეს, რომ ბევრი კიბის გავლა მომიწევდა.
ლამის გავგიჟდი, რადგან სიარული კი შემეძლო, მაგრამ კიბეზე
ასვლა-ჩასვლისას მუხლი მტკიოდა.
ჩვენება მეტროპოლიტენ-ოპერაში იმართებოდა, სადაც ოთხი

189
კიბე ადიოდა, ოთხი კი ‒ ჩამოდიოდა. ამ ყველა კიბის გავლა ოთ-
ხჯერ მომიხდა. კიდევ კარგი, ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი ჩამაც-
ვეს. თუმცა პროფესიონალი ვარ და არ დამიწუწუნია – ძნელი იყო,
მაგრამ ტკივილს უნდა გავმკლავებოდი.
მუხლი ძალიან მტკიოდა, მაგრამ ჩვენება მაინც ჩავამთავრე და
შინ მივედი თუ არა, ექიმს დავურეკე, რომელმაც მითხრა, მეთილა-
მინის შემცველი მალამო წამესვა და ქირურგ-ორთოპედთან მივსუ-
ლიყავი. ყველაფერი კარგად დამთავრდა: უბრალოდ, მყესები
მქონდა დაჭიმული და ოპერაცია არ მჭირდებოდა, დროთა განმავ-
ლობაში თავისით გამივლიდა.
ბევრი დაბრკოლების გადალახვა კარგი ჯანმრთელობის დამსა-
ხურებით შევძელი და ჩემი შვილებიც ასე არიან. ამის დიდი მადლო-
ბელი ვარ. ერთი მსუბუქი ავადმყოფობა ან უმნიშვნელო შემთხვევა
და რამდენიმე დღით საწოლში უნდა ჩაწვე. აი, ასეთ დროს ხვდები,
რომ მთავარი მაინც ჯანმრთელობაა.
დღეს თავს ზედმეტად არ ვიტვირთავ. სავარჯიშო ველოსიპედზე
ვვარჯიშობ და მუხლები თუ ამტკივდა, სარბენ ბილიკზე გადავდი-
ვარ. ტკივილი თუ იქაც ვიგრძენი, გაჭიმვებს ვაკეთებ და ჰანტელებს
ვწევ. ერთი-ორი დღის შემდეგ სავარჯიშო ველოსიპედს უკვე ტკივი-
ლის გარეშე ვუბრუნდები. იმ დროს უფრო ვფრთხილობ, შვილიშვი-
ლებს რომ მივდევ. მუხლები თუ მტკივა, სამუხლეებს ვიკეთებ. მოკ-
ლედ, ელიტური დონის სპორტსმენივით ვიქცევი.

190
27

საქმე ბედნიერ ხალხთან


დაიჭირეთ

აუცილებელია, ჯანსაღი ურთიერთობები გქონდეთ

კლიენტები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ჩემთან მოსვლა ფსიქო-


ლოგთან მისვლაზე იაფი უჯდებოდათ, რადგან ჯანსაღი კვების წყა-
ლობით ისინი თავს უფრო ბედნიერად, ძლიერად და თავდაჯერებუ-
ლად გრძნობდნენ. ჯანმრთელობისთვის თქვენი ემოციური მდგომა-
რეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რთულია, ჯანსაღი კვე-
ბისთვის ძალა გამონახოთ, როცა თავს უბედურად გრძნობთ. ასეთ
დროს ცხიმიან, დამამშვიდებელ საკვებს ეძალებით.
თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ მე-
გობრებთან და ოჯახის წევრებთან გქონდეთ ურთიერთობა, რომ-
ლებიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებენ. მართალია, მეცნიერი
ვარ, მაგრამ ეს საკითხი არ შემისწავლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ასე-
თია საღი აზრი.
ჯანსაღი ურთიერთობა თუ გაქვთ, ფიზიკურად თავს ჯანმრთე-
ლად გრძნობთ. სხვა შემთხვევაში კი დათრგუნვილი და მოწყენილი
ხართ.
გამიმართლა, ბედნიერი ოჯახი რომ მყავს. დროის ერთად გატა-
რება გვიყვარს და ჩაბჟირებამდე ვიცინით. ოჯახზე ზრუნვა ის ღირე-
ბულებაა, რომელიც დედამ გულში საკუთარი ქცევით ჩამისახა. ის
ჩვენზე ზრუნავდა, სურდა, მშივრები არ დავრჩენილიყავით და მუ-
დამ ახალი ინტერესების აღმოჩენისაკენ გვიბიძგებდა. მას უნდოდა,
დარწმუნებულიყო, რომ საკუთარ შვილებსაც კარგად მოვუვ-
ლიდით. ქმარს რომ ვეყრებოდი, დედამ მითხრა, უმთავრესი ოჯა-
ხიაო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველაზე წინ ჩემი შვილები უნდა დამე-

191
ყენებინა. ქორწინებაში მათთვის დავრჩი და მოგვიანებით ქმარს
მათ გამო გავეყარე.
„უმთავრესი ოჯახია“ ის კანონია, რომლითაც ჩემი ოჯახი ხელ-
მძღვანელობს. ხშირი შეკრებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვა-
ნია. ზოგჯერ რთულია, სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ორმოცი ძა-
ლიან დაკავებული ადამიანი ერთად შეკრიბო, მაგრამ ჩვენთვის ეს
უმნიშვნელოვანესია.

192
ერთ წელს მთელი ოჯახით დასასვენებლად კოსტა-რიკაზე გავემ-
გზავრეთ. მომდევნო წელს კი ესპანეთში, კოსტა-ბრავის სანაპირო-
ზე. ისეთ ადგილს ვეძებთ ხოლმე, სადაც მცირე ზომის სასტუმროში
მთელი ოჯახით დავეტევით.
დროს კარგად რომ ვატარებთ, ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა,
რომ ყველა იმას აკეთებს, რაც სურს. ზოგიერთი სპორტულ აქტივო-
ბას ირჩევს, ზოგს კი კითხვა ურჩევნია. ვიღაც საცურაოდ ან სასეირ-
ნოდ მიდის, ვიღაცას კი სძინავს ან ჭამს. აი, ასეთი მოგზაურობების
დროს იცი, რომ გყავს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, მაგრამ
თან შეგიძლია აკეთო ის, რაც გსურს. ჩვენ ერთმანეთით შეპყრობი-
ლები არ ვართ ‒ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა აუცილებე-
ლი სულაც არაა, მისი გამოტოვება ნებისმიერს შეუძლია. არც ისაა
დასაძრახი, თუ დროის გატარება ვინმეს ტელეფონით ხელში ან
კომპიუტერთან სურს.
მზის ჩასვლისას ქეი საცურაოდ გადის. ის დიდებული მოცურა-
ვეა, შეუძლია, დღეში სამი საათი იცუროს და სულაც არ ადარდებს,
ვინმესთან ერთად არის თუ მარტოა. ზოგჯერ მეც მივყვები, მაგრამ
ის მასწრებს. თან მე ნახევარ საათში ვიღლები, ის კი ცურავს და ცუ-
რავს. წყალში თავს თევზივით გრძნობს.
ხანდახან ახლომდებარე ქალაქების მოსანახულებლად მივდი-
ვართ. აქაც ის მიდის, ვისაც სურს. ზოგჯერ კი რესტორანში სავახ-
შმოდ მივდივართ და ვცდილობთ, ყველა დავეტიოთ.
ერთ საღამოს ვახშამზე ორმოცივე შევიკრიბეთ. ბავშვები ყირაზე
იდგნენ და წარმოუდგენელი ხმაური იყო.
– ამ ხმაურის ატანა აღარ შემიძლია, – ვუთხარი ქეის.
– არც მე! - მიპასუხა.
სენდვიჩებით ხელში სანაპიროსკენ ჩავისეირნეთ. საღამო მშვი-
დად გავატარეთ: მარტონი ვისხედით და ზღვას გავყურებდით.
დროდადრო დასასვენებლად მხოლოდ შვილებთან და შვილიშ-
ვილებთან ერთად დავდივარ. ტოსკას ტყუპების გაჩენის შემდეგ
პირველივე მადლიერების დღის აღნიშვნა ილონთან სახლში გა-
დავწყვიტეთ.

193
“SpaceX”-ი კოსმოსში რაკეტას უშვებდა და ილონს უნდოდა,
ამას ყველანი დავსწრებოდით. წინა ღამით ელექტრონული ფოსტა
მივიღე: „ხვალისთვის ბილეთები აგიღეთ ორლანდოში გასაფრე-
ნად“.
ამის სათქმელად ტოსკას დავურეკე, მაგრამ მას უკვე ჩასძინებო-
და. როგორღაც მოვახერხე ძიძასთან დაკავშირება და ვუთხარი:
„დილის ექვს საათზე ტოსკას კონდოში მიაკითხე და გააღვიძე ‒
შვიდზე აეროპორტში უნდა ვიყოთ“.
ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი გადარეულები ვიყავით ამ
ბოლო წამს გადაწყვეტილი მოგზაურობისგან. თან ორი თოთო ბავ-
შვი გვყავდა, რომლებიც გაუჩერებლად ტიროდნენ. ბავშვებს ძალი-
ან დიდხანს ვამშვიდებდით, მგზავრებს კი ბოდიშს თვალებით ვუხ-
დიდით.
ორლანდოში ჩასულები კანავერალის კონცხისკენ მიმავალ ავ-
ტობუსში ჩავსხედით, რაკეტის აფრენისთვის რომ მიგვესწრო. მად-
ლიერების დღის სუფრას იქ შეკრებილებთან ერთად „ნასას“ შენო-
ბაში დავესწარით.
ოჯახთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს, რადგან ერთმანეთს ვენ-
დობით და გვერდში ვუდგავართ. რთული დრო ბევრჯერ გამოგვივ-
ლია, მაგრამ მუდამ ერთად ვიყავით. ეს განსაკუთრებულია. ზოგჯერ
ადამიანები მეუბნებიან, რომ საზიზღარი ოჯახები ჰყავთ. ამას იქამ-
დე ვერ ვიჯერებ, სანამ არ შევხვდები და არ გავიგებ, ერთმანეთს
როგორ აგინებენ. ასეთ დროს ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახის წევრები
მახსენდება. სუფრასთან ყოველი შეკრება სკანდალში გადაიზრდე-
ბოდახოლმე.სიმართლე გითხრათ,ამ ვითარების გამოსასწორებ-
ლად მხოლოდ ერთი გზა წარმომიდგენია – მათთან დრო აღარ უნ-
და გაატაროთ. ოჯახის წევრები თავს უბედურად თუ გაგრძნობინე-
ბენ, ისეთი მეგობრები შეიძინეთ, ვისთანაც თავს ბედნიერად იგ-
რძნობთ და ვერც ღიმილს დამალავთ. თუ ოჯახი გვერდზე არ დაგიდ-
გათ, მეგობრები აუცილებლად დაგეხმარებიან როგორც ბედნიერე-
ბის, ისე გასაჭირის ჟამს.
როცა ერთმანეთზე ვზრუნავთ, ამით ყველა ხეირობს.

194
28

დიდებულია იყო
სამოცდათერთმეტის

გაიღიმეთ!

ჩემი მეგობრებიდან ზოგი ჩემი ტოლია, ბევრი კი - ჩემზე უმცრო-


სი. ცხოვრება თითოეულ მათგანს უხარია. სოციალურ ქსელებში
ასეთ ჰეშტეგს ვიყენებ # ltsGreatToBe 71,რადგან ამ ასაკში ყოფნა
მართლა მსიამოვნებს.
სოციალურ ქსელებში კომენტარებს რომ ვკითხულობ, მრჩება
შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს დაბერების ეშინიათ. ჩემ მიერ გა-
მოქვეყნებულ შეტყობინებას რომ ხედავენ, აღარც მომავალი აში-
ნებთ და აღარც ნაოჭები. ინტერვიუების დროს ხშირად მეკითხებიან,
რატომ მიყვარს ჩემი ასაკი ასე, რატომ უნდა სცე პატივი ხანდაზმუ-
ლებს და დააფასო, რატომ უნდა ეცადონ ისინი, კარგად გამოიყურე-
ბოდნენ.
ყოველ ათწლეულთან ერთად ჩემი ცხოვრება უმჯობესდებოდა.
ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ მეშინია დაბერების.
ოცი წლისა რომ ვიყავი, ცხოვრება თავზე მენგრეოდა, იმას თუ არ
ჩავთვლით, სამი საოცარი შვილი რომ გავაჩინე. მდგომარეობა არც
ოცდაათი წლის ასაკში გამოსწორებულა. ორმოცი წლისა გადარჩე-
ნისთვის ვიბრძოდი და არაფრისთვის მეცალა. ორმოცდაათი წლისა
ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და საკუთარი ბიზნესის ფეხზე დაყენებასა
და მეგობრების გაჩენას ვცდილობდი.
სამოცი წლისას კი შვილები და შვილიშვილები მყავდა, სამსახუ-
რი მქონდა და, როგორც იქნა, დავმშვიდდი. დღეს ისეთი დაკავებუ-
ლი ვარ, როგორიც არასდროს! ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე იქ-
ნებოდა, მაგრამ ეს ძალიან მომწონს.
მეორე მიზეზი, რის გამოც დაბერების არ მეშინია, დედაჩემია.

195
ჩემთვის ის ცოცხალი მაგალითია. მამა რომ გარდაიცვალა, დედა
სამოცდაერთი წლის იყო. მამაჩემი – სამოცდაცამეტი წლის და ჩემი
დის ქმართან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ისეთი საში-
ნელება მოხდა, რომ შეუძლებელი გვეგონა. ჩვენთვის მამა „სუპერ-
მენი“ იყო.
ისინი უბედნიერესი ცოლ-ქმარი იყვნენ და გვეგონა, რომ მამის
სიკვდილს დედა ვერ გადაიტანდა. ვერ წარმოგვედგინა, რა შეიძლე-
ბოდა დამართნოდა: ის ხომ მუდამ მამაჩემის გვერდით იყო, ეხმარე-
ბოდა და მხარს უმაგრებდა. როგორ შევცდით! დედა ყვავილივით
გაიფურჩქნა. სამოცი წლისა იყო, ხელოვნებას რომ მიჰყო ხელი. მე-
დურგლეობას, მეთუნეობასა და ფერწერას სწავლობდა. მთელ ქვე-
ყანაში მოგზაურობდა, ზეთის საღებავებითა და აკვარელით პეიზა-
ჟებსა და სახლებს ხატავდა. მისი ნამუშევრები რეგულარულად იფი-
ნებოდა პრეტორიის გალერეებში.
ის ფოტოგრაფიც იყო და მას მერე, რაც საკუთარი სურათების გა-
მოფენა დაიწყო, რამდენიმე ჯილდოც მიიღო. ალბათ, შეამჩნიეთ,
უდაბნოში მოგზაურობისას რა გემოვნებიან სურათებს გვიღებდა.
მისი ნიჭი სათანადოდ ვერ დავაფასეთ. მისგან შევერცხილი თმა
მერგო, მაგრამ შემოქმედებითი ნიჭი – არა. სამოცდაათი წლის
ასაკში გრავიურას მიჰყო ხელი. ეს რთული პროცესია: ჯერ მეტალის
ფირფიტაზე ნემსით ნახატი უნდა ამოკვეთო, შემდეგ კი, სხვადასხვა
ქიმიკატებისა და დანადგარების გამოყენებით, ის ფურცელზე აღ-
ბეჭდო. ამისთვის საჭირო ხელსაწყოები დედამ თვითონ შეიძინა და
მათი გამოყენებაც ისწავლა. ის სამხრეთ აფრიკის გამოჩენილ ხე-
ლოვანთა ცნობარშიც შეიყვანეს. მთელ დროს ხელოვნებას უთ-
მობდა. სამხრეთ აფრიკაში მისმა კარიერამ ოცდაორ წელს გასტანა.
ოთხმოცდაექვსი წლის რომ იყო, საცხოვრებლად კანადაში გა-
დავიდა და ცხოვრება ხელახლა დაიწყო. ეს ის დროა, Zip2 რომ გა-
იყიდა და საშუალება გვქონდა, ჩემი და და დედაჩემი კანადაში წა-
მოგვეყვანა, რათა ოჯახის სხვა წევრებთან ახლოს ყოფილიყვნენ.
ვიღაცები ღელავდნენ, დედას მეგობრები მოენატრებაო. რომ დავუ-
რეკე და ვკითხე, ამაზე რას ფიქრობდა, მიპასუხა, ეს არ მადარდებს,

196
ჩემი მეგობრები დიდი ხანია, ამქვეყნად აღარ არიანო. ის ხატავდა,
ჯერ კიდევ აკეთებდა გრავიურებს (ხელსაწყოები თან წამოიღო) და
ხშირად აწყობდა გამოფენებს. მაშინ მასთან ერთად ჩემი და ლინი
ცხოვრობდა, რომელიც, ცეკვის სწავლების პარალელურად, ორ-
მოცდაცხრამეტი წლის ასაკში ციფრული ხელოვნებით დაინტერეს-
და. იმ დროს დედა ჯერ კიდევ იწყებდა ცხოვრებას.
ოთხმოცდათოთხმეტი წლისას ხელი უკვე ისე უკანკალებდა,
რომ ფერწერას შეეშვა, მაგრამ არ დანებდა, ტექნოლოგია სასიკე-
თოდ გამოიყენა და ციფრულ ხელოვნებას დაეწაფა ოთხმოცდათექ-
ვსმეტი წლისას ხელის კანკალმა აქაც უწია და ამ ყველაფერს თავი
დაანება, მაგრამ წიგნების კითხვა დაიწყო და ჩვენს მოგზაურობებს
რუკაზე ადევნებდა თვალს. ერთხელ მითხრა, ყველაზე ბედნიერი
ოთხმოცდაათი წლისა ვიყავიო. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა-
ფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
მახსოვს, ერთხელ მოხუცებთან ერთად ჩაის დასალევად წავყევი
‒ ეს ხანდაზმულთა შეკრება იყო პატარა ქალაქ ალბერტაში. საცო-
დაობა იყო – ისინი ყველაფერზე წუწუნებდნენ.
– ჭირვეულობა ასაკთან ერთად ემატებათ? – ვკითხე, იქიდან
რომ წამოვედით.
– არა, ახალგაზრდობაშიც ასეთები იყვნენ, - იყო პასუხი.
ასე რომ, თუ ჭირვეული ხართ, შეეცადეთ, ახლავე შეიცვალოთ,
თორემ მოხუცებულობაში თქვენი ატანა შეუძლებელი იქნება.
დედასთან ყოფნა ერთი სიამოვნება იყო. ოთხმოცდათვრამეტ
წლამდე საღი გონება შეინარჩუნა, მერე კი მისი სხეული დანებდა და
ის გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს ქეი მასთან იყო და თქვა,
იმ დილას დედა იცინოდაო. დაბერების მას არასოდეს შინებია. ამა-
ზე კრინტიც კი არ დაუძრავს. ის ყოველთვის დიდებულად გამოიყუ-
რებოდა ‒კაშკაშა წითელ ტუჩსაცხს ისვამდა და უსაყურეებოდ გა-
რეთ არ გადიოდა. ბოლო წლებში გრძელი თეთრი თმა ჰქონდა. ზო-
გადად, ის ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა (გარდა იმ შემ-
თხვევებისა, ტანსაცმელზე საღებავი რომ ჰქონდა მიშხეფებული).
მუდამ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ისევე, როგორც მამა-

197
ჩემი. მამა იყო ადამიანი, რომელიც მუდამ სიხარულისკენ მიისწრა-
ფოდა ‒ თავი ასე დამამახსოვრა. სავიზიტო ბარათის უკანა მხარეს
მიეწერა: „გაიღიმეთ!“.
სიხარულით ივსებოდა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა. მშობ-
ლებს ხმისთვის არასდროს აუწევიათ და არც მათ ჩხუბს შევსწრები-
ვარ ოდესმე.
თუ დიდხანს ცხოვრობთ ამქვეყნად, მიხვდებოდით, რომ პრობ-
ლემები მეორდება. როცა რამე საშინელებას გაიგებთ ან ვინმე ცუდს
გადაეყრებით, თქვით: „რიგში ჩადექი“. ეს ადრეც მომხდარა და მა-
შინ საშინლად გაგიფუჭდათ გუნება, მაგრამ შემდეგ ჯერზე ამას ასე-
თი ზეგავლენა აღარ ჰქონია, ახლა კი მას ყურადღებას საერთოდ
აღარ აქცევთ.
ჩვენს ოჯახში ბევრი ადამიანი გარდაცვლილა – დიდი ოჯახი
ვართ და ეს მოსალოდნელია. პირველ ჯერზე ეს დამანგრეველია,
გგონია, რომ გონზე ვეღარასოდეს მოხვალ, მაგრამ ფეხზე წამოდ-
გომას მაინც ახერხებ. ისიც კი შეგიძლია, ოჯახის გარდაცვლილ წევ-
რებზე ილაპარაკო და ამ დროს სიმშვიდე შეინარჩუნო. აი, დაბერება
ამიტომაცაა კარგი.
ჩემს უფროს დას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა და მის მო-
სანახულებლად რომ მივდიოდი, ძაღლიც აუცილებლად თან მიმყავ-
და. მერე ჩემი ძაღლი მოხუცდა და დასნეულდა, რამაც ძალიან და-
მამწუხრა. „შენს ძაღლზე დიდხანს უნდა იცოცხლოო“, თვალები ამი-
ხილა ჩემმა დამ.
ამ ფრაზაზე დღესაც კი ვფიქრობ, როცა ჩემი და უკვე გარდაც-
ვლილია. იუმორის გრძნობა მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ
დაუკარგავს. ერთ დღეს ჩემს დას მაღაზიაში წავყევი. იმდენად სუს-
ტად იყო, რომ ურიკას ეჭიდებოდა. მის ნაცნობს გადავეყარეთ, რო-
მელმაც უთხრა, კარგად გამოიყურებიო, მისი სიგამხდრეც აღნიშნა
და დაინტერესდა, რა დიეტას იცავო. სიმსივნის დიეტაზე ვარო, უთ-
ხრა ჩემმა დამ და გაიცინა.
სამოცდაათი წლის რომ გავხდი, ორი წვეულება მომიწყვეს. ერ-
თი ნიუ-იორკში იყო, “CoverGirl”-ისა და “ Harper’s Bazaar”-ის ერთ-

198
ობლივი ნამუშევარი. იქ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები,
მოდელები და ის მეგობრები იყვნენ, ნიუ-იორკში ცხოვრების დროს
რომ შევიძინე.
ლოს-ანჯელესში კი ილონმა, კიმბალმა და ტოსკამ მომიწყვეს
უზარმაზარი წვეულება. რა დიდებული დღე იყო! სხვადასხვა დროს
გადაღებული ჩემი სურათებით მათ სლაიდ-შოუ გააკეთეს, სახლის
გარშემო ბუშტები მიმოფანტეს, განსაკუთრებული კოქტეილები და-
ამზადეს, ნაყინისთვის ცალკე ბარი შექმნეს და პროფესიონალი მო-
ცეკვავეები, დიჯეი და საქსოფონისტი მოიყვანეს. ოჯახის უამრავი
წევრი და მეგობრები შევიკრიბეთ. ჩემი სკოლისდროინდელი მეგო-
ბარიც იქ იყო, თერთმეტი წლის ასაკში მშობლიურ ქალაქში რომ გა-
ვიცანი. ილონი პირდაპირ „ტესლას“ გიგაქარხნიდან მოვიდა, მა-
ისურით. ჩემი მეგობარი ჯულიაც იქ იყო, მეუღლესთან ერთად. დი-
ეტოლოგებმა, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუ-
შავე, კოლეგების მოგონებებით სავსე წიგნაკი მაჩუქეს ‒ დაფასები-
სა და მადლიერების ამ ჟესტმა გული ამიჩუყა და ცრემლი ვერ შევი-
კავე.
თუ ჩემგან რამეს მაინც ისწავლით, გახსოვდეთ: დაბერებას არ
შეუშინდეთ და იმ მეგობრებთან იურთიერთეთ, რომლებსაც დაბე-
რების არ ეშინიათ. გაერთეთ და იხალისეთ სხვადასხვა ასაკის იმ მე-
გობრებთან ერთად, რომლებსაც იმიტომ მოსწონხართ, რომ მომა-
ჯადოებელი, საინტერესო, ჭკვიანი, თავდაჯერებული და მოდური
(თუნდაც მხოლოდ თქვენ ფიქრობდეთ ასე) ადამიანი ხართ. მოუს-
მინეთ სხვებს და კარგად მოექეცით, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ
ისინი. ვინმემ თუ გითხრათ, მეტისმეტად მოხუცი ხარო, განსაკუთ-
რებით კი იმან, ვისაც ხვდებით, დაემშვიდობეთ მას.
დაბერება დიდებულია. ასაკის მატებასთან ერთად სიბრძნე გვე-
მატება და რა გასაკვირიც უნდა იყოს ‒ თავდაჯერებულობაც. იმასაც
ვხვდებით, რომ ნაბიჭვრები უფრო სწრაფად უნდა მოვიშოროთ თა-
ვიდან. იტყვით, ალბათ,რომ მომავალს ენთუზიაზმით აღსავსე ველი.
ცხოვრების ამ ეტაპზე დროს საუკეთესოდ ვატარებ. ეს წიგნი,
პირველ რიგში, იმიტომ დავწერე, რომ მინდა ქალებს უკეთესი ცხო-

199
ვრების მოწყობაში დავეხმარო. ეს ფიქრი მსიამოვნებს და იმედი
მაქვს, თქვენც ამავეს განიცდით.
სამოცდაათს ახლახან გადავცდი და ერთი სული მაქვს, გავიგო,
რა მელოდება წინ.

200
დასასრული

დაისახეთ მიზანი

ახლავე გადადგით პირველი ნაბიჯი!

ამ წიგნის წერა რომ დავიწყე, ცოტა ხანში ნიუ-იორკში მოვხვდი.


წიგნის რედაქტორთან ვისადილე, “CoverGirl”–ის პრეზენტაციას
დავესწარი და ჟურნალ “Allure”'-ის მთავარ რედაქტორთან ერთად
პოდკასტი ჩავწერე. ჯულია ჩემ გვერდით იყო და სამოსს მირჩევდა.
ულამაზეს სასტუმროში გავჩერდი. ტოსკას ტელეფონით ვესაუბ-
რე ‒ ის ფილმის გადაღებაზე იყო. სასტუმროს მისაღებში ვიჯექი და
კიმბალს ვწერდი, რომელიც მომავალ კვირას ახალ რესტორანს
ხსნიდა და პარალელურად, ჩემს აიპედზე ილონის “SpaceX”-ის რა-
კეტის გაშვებას სიამაყით აღსავსე ვუყურებდი. ამ დროს გამახსენდა,
რომ ამ სასტუმროში ადრეც ვყოფილვარ. მაშინ ორმოცდაათი წლი-
სა ვიყავი და ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ის-ის იყო დიეტოლოგიურ
პრაქტიკას ვიწყებდი.
გამახსენდა, რომ მაშინ ნიუ-იორკში გადაღება მქონდა და ის ამ
სასტუმროში გაიმართა. სასტუმროში არაფერი შეცვლილიყო, გარ-
და ჩემი გარეგნობისა. რა თქმა უნდა, ჩემი მდგომარეობაც გან-
სხვავდებოდა.
იმ გადაღების მერე დასალევად ყველამ რესტორნის ბარს მიაშუ-
რა. წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან სასმლის
ფული არ მქონდა. არ იყო გამორიცხული, სასმელზე ვინმეს დავეპა-
ტიჟე, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო? ამიტომაც იქიდან წამოვედი.
რამის საშუალება თუ არ გაქვს, უბრალოდ არ აკეთებ. თავი არც ღა-
ტაკად მიგრძნია და არც უბედურად. არასდროს მითქვამს, ერთ
დღეს დავბრუნდები და სეირს განახვებთ-მეთქი. ისიც კი ვერ წარმო-
მედგინა, თუ აქ ისე დავბრუნდებოდი, როგორც ეს სინამდვილეში

201
მოხდა. უბრალოდ, მუშაობა გავაგრძელე, გზადაგზა ახალ-ახალ
გეგმებს ვადგენდი და თანდათანობით წინ მივიწევდი.

202
ალბათ, ამის გამოა, რომ ყოველ დილას ოპტიმიზმით აღსავსე
ვიღვიძებ. იყო დრო, როცა ხელგაშლილად ვცხოვრობდი, იყო დრო,
როცა არაფერი მქონდა და მივხვდი, რომ ვერასდროს გეცოდინება,
რა გელოდება მომავალში. ჯანმრთელი ვარ, ჩემი სამსახური სი-
ამოვნებას მგვრის, ჩემი ოჯახი მიყვარს და უმაგრესი მეგობრები
მყავს.
ჯანმრთელობაში, ბიზნესსა და ცხოვრებაში თვალის დახამხამე-
ბაში ვერაფერს გამოასწორებთ. ისღა დაგრჩენიათ, დაუღალავად
იშრომოთ, ცხოვრების მიმართ ოპტიმიზმით განეწყოთ და გულ-
წრფელნი იყოთ. დაისახეთ მიზანი და ენდეთ საღ აზრს.
შეიძლება, გეგმა შეადგინოთ, მაგრამ არ გაამართლოს. მაშინ
ახალი გეგმა უნდა შეადგინოთ. ცხოვრება ამერიკული მთებივითაა
‒ აღმავლობებითა და ვარდნებითაა სავსე. აღმავლობა სამოთხეა,
ვარდნა კი – ჯოჯოხეთი.
ფსკერზე აღმოჩენილს, იქიდან ამოსასვლელად გეგმა დაგჭირ-
დებათ. ასაკის მატებასთან ერთად ვარდნა ნაკლებად ტრაგიკული,
ნაკლებად მტკივნეული და ნაკლებად საზიანოა – ეს ხომ უკვე გა-
მოვლილი გაქვთ.
თქვენი გადასაწყვეტია, თავს ბედნიერად როდის იგრძნობთ.
როდის დადგება ეს დრო? თუ ბედნიერი ოჯახი და კარგი მეგობრები
გინდათ, თუ საქმიანობის შეცვლა, გაჯანმრთელება და ცხოვრების
შეყვარება გსურთ – ეს მიზნები სამომავლოდ რატომ უნდა გადა-
დოთ? იყო დრო, როცა მეგონა, რომ ბედნიერი აღარასდროს ვიქნე-
ბოდი. აღარასდროს! მერე კი ამ ფსკერიდან ამოსასვლელად ახალი
გეგმა შევადგინე, რადგან მუდმივ უბედურებაში ცხოვრება, უბრა-
ლოდ, არ შეიძლება. მაშ ასე, დაისახეთ მიზანი – ახლავე!

203
სამადლობელი

დიდი მადლობა ჩემს სამაგალითო დედას, ჭკვიან, შრომისმოყ-


ვარე, ნაზ, ბრძენ და თავდაჯერებულ ქალს. დარწმუნებული ვარ, ეს
წიგნი მას ისევე გაახარებდა, როგორც ჩემი პირველი წიგნი, ოცდა-
ოთხი წლის წინ ხმამაღლა და სტრიქონ-სტრიქონ რომ წაიკითხა.
დიდი მადლობა კანესა ტიქსის, რომელიც ორი წლის განმავლო-
ბაში მეხვეწებოდა, წიგნი დაწერეო. თავიდან ვფიქრობდი, რომ
მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიტყოდი, მერე კი მოგზაურობა დავიწყე
და ჩემს ამბავს უკვე მედიას, ახლად გაცნობილ ადამიანებსა და აუ-
დიტორიებს ვუყვებოდი.
დიდი მადლობა ჩემს ლიტერატურულ აგენტებს, პეიჯ სისლისა
და სალი ჰარდინგს, რომლებსაც ჩემთან მუშაობა ძალიან ეხალისე-
ბოდათ. ისინი ჩემს წინა წიგნში თავმოყრილი რჩევებით აღფრთო-
ვანდნენ, თუმცა თვლიდნენ, რომ ბევრად მეტი მქონდა სათქმელი.
დიდი მადლობა ჩემს მეგობარსა და სტილისტს, ჯულია პერის,
რომლის დამსახურებითაც ფანტასტიკურად გამოვიყურები და რო-
მელსაც ჩემთვის მხოლოდ კარგი სურს. დიდი მადლობა ალი გრეის
მარქვგარტს, რომელიც ჩემს ყველა კონტრაქტს ამოწმებს, მათ შო-
რის ამასაც და ყოველთვის იცავს ჩემს უფლებებს.
დიდი მადლობა სანდრა ბარკს, რომელმაც ჩემი ამბავი მოისმინა
და წიგნად აქცია.
დიდი მადლობა ჩემს რედაქტორს, ემილი კგვუნდერლიხს, რო-
მელიც წიგნის თავებს ბევრი კვირის განმავლობაში ამუშავებდა და
სათქმელის გამოკვეთაში მეხმარებოდა.
დიდი მადლობა გამომცემლობა „Viking Penguin Random
House“-ს, რომელიც ამ პროექტით ისევე იყო აღტაცებული, რო-
გორც მე.

204

You might also like