You are on page 1of 158

ფიოდორ დოსტოევსკი

მემორინე

რომანი
(ახალგაზრდა კაცის წერილებიდან) რუსულიდან თარგმნა
ალექსანდრე ნაგებაშვილმა
გამომცემლობა „ლითერასი“
2012

თავი I როგორც იქნა, ორი კვირის განშორების შემდეგ


ჩვენებთან დავბრუნდი. აგერ უკვე მესამე დღეა,
რულეტენბურგში იყვნენ. უფალმა უწყის, რა ამბით მელიან-
მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ შევცდი. გენერალი ძალზე
ქედმაღლურად მიყურებდა, ძლივს ინება ჩემთან გასაუბრება
და თავის დასთან გამგზავნა. აშკარა იყო, საიდანღაც ფული
მოეგდოთ ხელთ. ისიც კი მომეჩვენა, გენერალს სინდისი
ჰქენჯნის და თვალს ვერ მისწორებს-მეთქი. მარია ფილიპოვნა
თავაუღებლივ რაღაცას ფაციფუცობდა და სასხვათაშორისოდ
მელაპარაკა, თუმცა ფული კი გამომართვა, დათვალა და ჩემი
პატაკიც მოისმინა. სადილად მეზენცოვს, ფრანგსა და კიდევ
ვიღაც ინგლისელს ელოდნენ. როგორც სჩვევიათ, ფულიანობის
დროს მუდამ წვეულებას მართავენ, მოსკოვურად. პოლინა
ალექსანდროვნამ დანახვისთანავე მკითხა, აქამდე სადა ხარო,
და, პასუხისთვის არ დაუცდია, სადღაც გაეშურა. უეჭველია,
განგებ მოიქცა ასე, მაგრამ გასაუბრება მაინც მოგვიწევს,
სათქმელი ბევრი დაგვიგროვდა.
ოტელის მეოთხე სართულზე პატარა ოთახი მომიჩინეს.
აქაურებმა იციან, რომ გენერლის ამალას ვეკუთვნი. ზედ
ეტყობათ, უკვე მოუსწრიათ თავის გამოჩენა. გენერალს
აქაურები უმდიდრეს რუს დიდებულად მიიჩნევენ.
სადილობამდე, სხვა დავალებებთან ერთად, ორი
ათასფრანკიანი ბილეთი მომცა დასახურდავებლად. ოტელის
კანტორაში დავახურდავე. ახლა კი მილიონერებად
მიგვიჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, მთელ კვირას მაინც. ის იყო,
მიშას და ნადიას სასეირნოდ წაყვანა დავაპირე, კიბიდან
მომაბრუნეს, გენერალი გიხმობსო. მოეხასიათა, შეეტყო, სად

1
წავიყვანდი ბავშვებს. ეს კაცი ნამდვილად თვალს ვერ
მისწორებს. ეგებ უნდა კიდეც ჯიქურ შემომხედოს, მაგრამ
ყოველთვის ისე დაჟინებით, ესე იგი, ისე უპატივცემულოდ
ვაჩერდები, რომ როგორღაც შეცბება ხოლმე. მაღალფარდოვანი,
ერთიმეორეზე უთავბოლოდ გადაბმული ფრაზები დამაყარა,
მერე ერთიანად დაიბნა და ძლივს გამაგებინა, რომ
ვოკსალისაგან კარგა დაშორებით, პარკში მესეირნა
ბავშვებიანად ბოლოს მთლად გაცხარდა და მკაცრად დასძინა:
„თორემ, ვინ იცის, ეგებ, ვოკსალში, რულეტზეც წაიყვანოთ.
მომიტევეთ, - დაუმატა მან, - მაგრამ ვიცი, თქვენ საკმაოდ
თავქარიანი ბრძანდებით და შეიძლება ითამაშოთ კიდეც.
თუმცა, მე თქვენი მენტორი არა ვარ და არც მსურს ასეთი როლი
ვიკისრო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უფლება მაქვს
ვისურვო, რომ თქვენ, როგორც იტყვიან, თავი არ მომჭრათ“...
- ჰო, მაგრამ მე ხომ ფული არ გამაჩნია, - მივუგე მშვიდად, -
რომ ვითამაშო, უნდა მომეძევებოდეს რამე.
- ფულს დაუყოვნებლივ მიიღებთ, - თქვა გენერალმა, - ოდნავ
აილეწა, ბიუროში დაიწყო ქექვა, დავთარში ჩაიხედა და
აღმოჩნდა, რომ მისგან ასოც მანეთამდე მერგებოდა: - როგორ
გავსწორდეთ, - წამოიწყო მან, - ტალერებზე უნდა
გადავიყვანოთ. აი, ინებეთ ასი ტალერი ერთიანად, დანარჩენიც,
რასაკვირველია, არ დაგეკარგებათ.
უხმოდ გამოვართვი ფული.
- გეთაყვა, ნუ იწყენთ ჩემს სიტყვას, თქვენ ისეთი ფხუკიანი
ხართ. თუ დაგარიგეთ, ეს ისე, ასე ვთქვათ, გაგაფრთხილეთ და,
რასაკვირველია, მაქვს კიდეც ამისათვის ერთგვარი უფლება...
სადილობისას, როცა ბავშვებიანად შინ ვბრუნდებოდი, მთელ
კავალკადას გადავეყარე. ჩვენები რაღაც ნანგრევების სანახავად
ყოფილიყვნენ. ორი დიდებული ეტლი, ჩინებული ცხენები! m-ll
Blanche მარია ფილიპოვნასა და პოლინასთან ერთად იჯდა
ეტლში. ფრანგი, ინგლისელი და ჩვენი გენერალი ცხენებზე
ამხედრებულიყვნენ. გამვლელები ჩერდებოდნენ და თვალს
აყოლებდნენ; ყველაფერი ეფექტურად გამოიყურებოდა,
ოღონდ გენერალს არ დაეყრება-მეთქი ამით დიდი ხეირი,
ვვარაუდობდი: იმ ოთხიათას ფრანკს, რაც მე ჩამოვუტანე, ის
თანხაც რომ დავუმატოთ, რაც როგორც ჩანს, აქ იგდეს ხელთ,
ახლა მაგათ შვიდი ან რვა ათასი ფრანკი თუ ექნებათ-მეთქი; ეს

2
კი მარტო m-ll Blanche-საც არ გასწვდებოდა. Mademoiselle Blanche
დედამისთან ერთად ჩვენს ოტელში დაბინავებულა; სადღაც
აქვეა ჩვენი ფრანგიც. ლაქიები მას „m-r le comte”[1]-ს ეძახიან, m-
lle Blanche-ს დედა თავის თავს „m-me la comtesse“[2]-ს უწოდებს.
ვინ იცის, ეგებ მართლაც comte et comtesse არიან.
ვიცოდი, რომ m-r le comte ვერ მიცნობდა, სადილად რომ
შევიყრებოდით. გენერალი კი, რასაკვირველია, გუნებაშიც არ
გაივლებდა ჩვენს გაცნობას, ანდა ჩემს წარდგინებას; m-r le
comte კი ნამყოფია რუსეთში და იცის, ის, ვისაც რუსები outchitel-
ს ეძახიან, ბევრს არაფერს წარმოადგენს. ფრანგი ძალიან
კარგადაც მიცნობს, მაგრამ კაცმა რომ თქვას, სადილზე ხომ
მიუპატიჟებლად გამოვცხადდი: ეტყობა, გენერალს
მხედველობიდან გამორჩა განკარგულება გაეცა, თორემ,
რასაკვირველია table d’hôte-ზე[3] მომიწევდა სადილობა. ჰოდა,
უკითხავად გამოვცხადდი. გენერალმა წყრომით შემომხედა;
კეთილმა მარია ფილიპოვნამ უმალ მიმიჩინა ადგილი; მისტერ
ასტლეისთან შეხვედრამ ნამდვილად მიხსნა, და მეც
უნებლიედ მათი საზოგადოების წევრი გავხდი.
ამ უცნაურ ინგლისელს ჯერ პრუსიაში გადავეყარე, ვაგონში,
სადაც ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, როცა ჩვენებს
დავედევნე. მერე, საფრანგეთში გადავაწყდი, ბოლოს კი
შვეიცარიაში; ორ კვირაში ორჯერ შევხვდი - და ახლა
მოულოდნელად უკვე რულეტენბურგში შევეფეთე. ჩემს
სიცოცხლეში არ მინახავს მსგავსი მორიდებული კაცი. ასე
მორცხვობა უგუნურებაა და თვითონაც, რა საკვირველია,
კარგად უწყის ეს ამბავი, რადგანაც სულაც არ არის უგუნური.
ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი და მიმზიდველი ადამიანია.
პრუსიაში, პირველი შეხვედრისას, ძალისძალად
გამოველაპარაკე. მითხრა, ამ ზაფხულს ნორდკაპში ვიყავი და
ძალიან მინდა, ნიჟეგოროდის ბაზრობას დავესწროო. არ ვიცი,
როგორ გაიცნო გენერალი; ვფიქრობ, უსაზღვროდ შეჰყვარებია
პოლინა, მის შემოსვლაზე წამოწითლდა. ერთობ ეამა,
მაგიდასთან მის გვერდით რომ მოვხვდი; ეტყობა, უკვე
გულითად მეგობრად მთვლის.
სუფრაზე ფრანგი უჩვეულოდ ლაღობდა. ყველას მედიდურად
და ქედმაღლურად ექცეოდა. მოსკოვში კი, მახსოვს, ტყავში
ძვრებოდა. ძალიან ბევრს ლაქლაქებდა ფინანსებზე და რუსულ
პოლიტიკაზე. გენერალი ხანდახან ბედავდა შესიტყვებას - ისიც

3
მოკრძალებით, მაგრამ ღირსების შეუბღალავად.
რაღაც საოცარ გუნებაზე დავდექი. რასაკვირველია, ჯერ კიდევ
შუა სადილობამდე მივმართავდი ჩემს თავს ჩვეულებრივი და
მუდმივი კითხვით: „რას ველოლიავები ამ გენერალს და რატომ
აქამდე არ გავეცლები-მეთქი“. შიგადაშიგ პოლინა
ალექსანდროვნას გადავხედავდი; იგი ზედაც არ მიყურებდა.
ბოლოს და ბოლოს გავცხარდი და უკმეხობა დავიწყე.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არც ვაციე, არც ვაცხელე,
როხროხითა და უკითხავად ჩავერიე სხვათა საუბარში. თავი და
თავი ის იყო, ფრანგთან წაჩხუბება მინდოდა. გენერალს
მივუბრუნდი, მგონი სიტყვაც გავაწყვეტინე და უცებ ხმამაღლა
და გარკვევით გამოვაცხადე, რომ ამ ზაფხულს პირდაპირ
შეუძლებელია, რუსმა ოტელში ტაბლდოტზე ისადილოს-
მეთქი. გენერალი გაოცებით მომაჩერდა.
- თუ კაცი თავს პატივს სცემ, - სხაპასხუპით მივაყარე, -
გალანძღვაც შეგხვდება და მაგარი წკიპურტებიც უნდა
მოითმინო. პარიზსა და რაინზე, შვეიცარიაშიც კი, ტაბლდოტზე
იმდენი პოლონელი და მათი თანამოაზრე ფრანგია, რომ რუსს
კრინტიც ვერ დაუძრავს.
ყველაფერი ეს ფრანგულად ვთქვი. გენერალი გაოგნებული
მომჩერებოდა, აღარ იცოდა, ჩემს თავაშვებულობაზე
გამწარებულიყო თუ მარტოოდენ გაოცებულიყო.
- ეტყობა, ვიღაცამ სადღაც ჭკუა გასწავლათ, - მითხრა ფრანგმა
აგდებულად და ზიზღით.
- პარიზში ჯერ ერთი პოლონელი შემომელანძღა, - მივუგე მე, -
მერე ფრანგი ოფიცერი, რომელიც პოლონელს გამოექომაგა.
მერე კი ფრანგების ერთმა ნაწილმა ჩემი მხარე დაიჭირა, როცა
მოვყევი, როგორ დავიკიდე ფეხებზე მონსინიორის ყავა.
- ფეხებზე დაიკიდეთ? - მკითხა გენერალმა ქედმაღლური
გაოცებით და მიმოიხედა კიდეც. ფრანგმა უნდობლად
გადმომხედა.
- დიახაც. - მივუგე მე, - რადგან ორი დღის განმავლობაში
დარწმუნებული ვიყავი, შეიძლება ჩვენი საქმეების გამო რომში
შევლა დამჭირდეს-მეთქი, გავწიე უწმინდესი მამის პარიზის
საელჩოში, რათა პასპორტზე ვიზა მიმეღო. იქ ერთი აბატი

4
დამიხვდა, ასე, ორმოცდაათი წლის, ხმელ-ხმელი, უცხვირპირო,
თავაზიანად, მაგრამ მეტისმეტად მშრალად მომისმინა და,
დაიცადეთო, მითხრა. თუმცა ვჩქარობდი, მაგრამ რა ჩარა
მქონდა, ჩამოვჯექი, ამოვიღე „Opinion nationale“ და დავიწყე
რუსეთის უხამსი ლანძღვა-გინების კითხვა. ამასობაში ყური
მოვკარი, რომ მეზობელი ოთახიდან ვიღაც მოვიდა
მონსინიორთან; ვხედავდი, ეს ჩემი აბატი როგორ ლაქუცობდა.
ისევ გავუმეორე ჩემი თხოვნა; კიდევ უფრო მშრალად მითხრა,
მოითმინეთო. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ შემოვიდა ერთი
უცნობი, საქმეზე ვარო - ვინმე ავსტრიელი გახლდათ,
მოუსმინეს და მაშინვე ზევით გაჰყვნენ. ამაზე უკვე
გავცხარდი, წამოვდექი, აბატთან მივედი და გადაჭრით
ვუთხარი, რადგან მონსინიორი მთხოვნელებს იღებს, ნება
მომეცით მეც ვნახო-მეთქი. აბატმა უჩვეულო გაოცებით
იბრუნა პირი. ვერც კი გაიგო, რანაირად ბედავს ვიღაც
ვიგინდარა რუსი, შეედაროს მონსინიორის სტუმრებსაო?
ყოვლად უშვერი ტონით, თითქოსდა უხარია ჩემი დამცირებაო,
ამხედ-დამხედა და დამიტატანა: „როგორ გგონიათ, თქვენი
გულისთვის მონსინიორი ყავას მოსცდებაო?“ ახლა მე
ავყვირდი და აბატზე უფრო ხმამაღლა: „მაშინ იცოდეთ, რომ
ფეხებზე მკიდია მაგ თქვენი მონსინიორის ყავა! ახლავე თუ არ
მოგიციათ ვიზა პასპორტზე, თვითონ მას შევუვარდები“.
- რაო? იმ დროს, როცა მასთან კარდინალი ზის? - წამოიძახა
აბატმა, ძრწოლით გამეცალა, კარს ეცა და ხელები გულზე
დაიკრიფა, ვითომ, უმალ მოვკვდები და შენ კი არ გაგიშვებო.
ავდექი და მივახალე, ერეტიკოსი და ბარბაროსი ვარ-მეთქი, „que
je suis hèrètique et barbare“ და რომ ეგ არქიეპისკოპოსები,
კარდინალები, მონსინიორები და სხვანი ჩემთვის ერთია-
მეთქი. ერთი სიტყვით, ვაგრძნობინე, რომ არ შევეპუებოდი.
აბატმა წყრომით შემომხედა, მერე პასპორტი გამომგლიჯა და
ზემოთ წაიღო. ერთი წუთის შემდეგ ვიზა უკვე მქონდა. ხომ არ
ინებებთ შემოწმებას? აი! - ამოვიღე პასპორტი და რომის ვიზა
დავანახე.
- მაგრამ თქვენ ხომ... - წამოიწყო გენერალმა...
- თავი რომ ბარბაროსად და ერეტიკოსად გამოგიცხადებიათ,
მაგას უხსნიხართ, - სიცილით შენიშნა ფრანგმა. – Cala n’etait pas
si bête“.[4]

5
- აბა ამ ჩვენს რუსებს ხომ არ წავხედავდი; სხედან აქ, კრინტის
დაძვრას ვერ ბედავენ და მზად არიან რუსობაზეც ხელი აიღონ.
ყოველ შემთხვევაში, პარიზში, ჩემს ოტელში,
განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდნენ მას შემდეგ, როცა
ყველას მოვუყევი აბატთან წაკიდების ამბავი. ჩასუქებულმა
პოლონელმა, თანამეინახეთა შორის ჩემდამი ყველაზე
მტრულად განწყობილმა კაცმა, მეორე პლანზე გადაინაცვლა.
ფრანგები სულ გადაირივნენ, როცა ვუამბე, რომ ორი წლის წინ
ვნახე ერთი კაცი, რომელსაც თორმეტ წელს ფრანგმა ეგერმა
ესროლა - მხოლოდ იმიტომ, რომ თოფი დაეცალა. ეს კაცი მაშინ
მხოლოდ ათი წლის ბალღი ყოფილა, იმის ოჯახს ვერ მოესწრო
მოსკოვიდან გახიზვნა.
- შეუძლებელია, - აწრიალდა ფრანგი, - ფრანგი ჯარისკაცი
ბალღს არ ესროდა!
- მიუხედავად ამისა, მართალს მოგახსენებთ, - მივუგე მე, - ეს
ამბავი მიამბო ერთმა პატივცემულმა, აწ გადამდგარმა
კაპიტანმა, ჩემი თვალით მინახავს ნაჭრილობევი მის ლოყაზე.
ფრანგი სხაპასხუპით, უთავბოლოდ ალაპარაკდა. გენერალმა
დააპირა მიმხრობოდა მას, მაგრამ ვურჩიე, წაეკითხა, თუნდაც
ნაწყვეტები, გენერალ პეროვსკის „ჩანაწერებიდან“. რომელიც
თორმეტ წელს ტყვედ ყოფილიყო ფრანგებთან. ბოლოს მარია
ფილიპოვნამ რაღაცაზე გადაიტანა საუბარი, რათა ჩვენი
წალაპარაკება შეეწყვიტა. გენერალი შემომწყრა, რადგან მე და
ფრანგი თითქმის ავყვირდით. მისტერ ასტლეის კი, ეტყობა
ჭკუაში დაუჯდა ფრანგთან ჩემი წაკიდება, ნასადილევს
შემთავაზა ერთად დაგველია თითო ჭიქა ღვინო. საღამოს,
როგორც მოსალოდნელი იყო, მოვახერხე თხუთმეტიოდე წუთი
მელაპარაკა პოლინა ალექსანდროვნასთან. ჩვენი საუბარი
სეირნობისას მოხერხდა. ყველანი ვოკსალისაკენ წავიდნენ
პარკში; პოლინა შადრევანის წინ სკამზე ჩამოჯდა, ნადია კი
იქვე, ბავშვებთან სათამაშოდ გაუშვა. მეც გავუშვი მიშა
შადრევანთან და, როგორც იქნა, მარტონი დავრჩით.
თავიდანვე, რასაკვირველია, საქმეებზე ვისაუბრეთ. პოლინა
გაცხარდა, როცა მხოლოდ შვიდასი გულდენი გადავეცი. იგი
დარწმუნებული იყო, რომ პარიზიდან მისი ბრილიანტების
გირავნობაში ორი ათასზე მეტსაც კი მოვუტანდი.
- აუცილებლად მჭირდება ფული, - თქვა მან, - და, რადაც არ

6
უნდა დამიჯდეს, ვიშოვი. თუ არა და, ვიღუპები.
ჩემს არყოფნაში მომხდარი აქაური ამბები გამოვკითხე.
- ისეთი არაფერია, პეტერბურგიდან ორჯერ მივიღეთ ცნობა.
ჯერ იყო და ბებია ცუდადააო, ორი დღის შემდეგ კი - მგონია,
უკვე მოკვდაო. ტიმოფეი პეტროვიჩმა შეგვატყობინა, - დასძინა
პოლინამ. - ის წესიერი კაცია, ტყუილს არ იკადრებს,
ველოდებით უკანასკნელ, საბოლოო ცნობას.
- გამოდის, აქ ყველანი მოლოდინში ხართ? - ვკითხე მე.
- რასაკვირველია: ყველა და ყველაფერი; აგერ ნახევარი წელია
ამითა ვსულდგმულობთ.
- თქვენც? - ვკითხე მე.
- თუმცა მე ნათესავად არ მოვხვდები, მხოლოდ გენერლის გერი
ვარ და ეგაა, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, ანდერძში მეც
მომიხსენიებს.
- ასე მგონია, თქვენ ძალიან ბევრი გერგებათ, - ვუთხარი
ბეჯითად.
- ჰო, ბებიას ვუყვარდი, მაგრამ რატომ გგონიათ?
- მითხარით, - კითხვითვე მივუგე მე, - ჩვენი მარკიზიც, ვგონებ,
ჩახედულია ოჯახურ საიდუმლოებაში?
- თქვენ კი რაღად გაინტერესებთ ეს ამბავი? - მკითხა პოლინამ,
თან კუშტად და ცივად შემათვალიერა.
- რა საკითხავია. თუ არ ვცდები, გენერალმა მოასწრო მისგან
ფულის სესხება.
- გამოცანა გერგებათ.
- ჰოდა, განა ფულს მისცემდა, ბებილოს ამბები რომ არ იცოდეს?
შეამჩნიეთ თუ არა, სადილობისას მან სამჯერ მაინც ახსენა
ბებია და „ბებილოო“, თქვა: „la baboulinka“. რა ახლო და
კეთილმეგობრული დამოკიდებულებაა!
- ჰო, მართალს ბრძანებთ; როგორც კი შეიტყობს, რომ
ანდერძით მეც რაღაც მერგო, მაშინვე მაშვლებს მომიგზავნის.
ამის შეტყობა გინდოდათ, არა?

7
- ჯერაც არ მოუგზავნია მაშვლები? მე კი ვფიქრობდი, კაი ხანია,
ჩალიჩობს-მეთქი.
- ძალიანაც კარგად მოგეხსენებათ, რომ არა, - გულწრფელად
თქვა პოლინამ. - სად შეხვედრიხართ ამ ინგლისელს? -
დაუმატა წუთიერი სიჩუმის შემდეგ.
- ვიცოდი, რომ ახლა ინგლისელის ამბავს გამომკითხავდით.
მოვუყევი გზაში მისტერ ასტლეისთან ჩემი ადრინდელი
შეხვედრების ამბავი. „ძალიან მორიდებული და მოსიყვარულე
კაცია და, ალბათ, უკვე შეუყვარდით კიდეც?“
- ჰო, შევუყვარდი, - მიპასუხა პოლინამ.
- თანაც, რასაკვირველია ფრანგზე ბევრად უფრო მდიდარია.
- რაო, ფრანგს მართლა მოეძევება რამე? დანამდვილებით?
- რა მოგახსენოთ. რაღაც château[5] ჰქონია. გუშინაც მითხრა
გენერალმა დაბეჯითებით. კიდევ რის შეტყობას ინებებთ?
- მე კი, თქვენ რომ ვიყო, უსათუოდ ინგლისელს
მივთხოვდებოდი.
- რატომ? - მკითხა პოლინამ.
- ფრანგი უფრო ლამაზია, მაგრამ ფლიდია. ინგლისელი კი,
გარდა იმისა, რომ ნამუსის კაცია, ბევრად მდიდარიცაა. -
მოვუჭერი მე.
- კი, მაგრამ ფრანგი მარკიზია და თან ძალიან ჭკვიანი. - მომიგო
პოლინამ მშვიდად.
- მერე მართალი თუა ეგ ამბავი? - განვაგრძე მე წინანდებურად.
- ნამდვილად.
პოლინას საშინლად არ მოსწონდა ჩემი კითხვები და
ვხედავდი, როგორ უნდოდა გავებრაზებინე თავისი
ტუტუცური პასუხებით, უხეში ტონით. ესეც მაშინვე
მივახალე.
- რა გაეწყობა, უნდა ვაღიარო, ნამდვილად მართობს თქვენი
სიფიცხე: თუნდაც იმიტომ, რომ ნებას გაძლევთ ასეთი
შეკითხვებითა და ვარაუდებით მომმართოთ, ხომ კიდეც უნდა

8
იწვნიოთ სანაცვლო.
- თავს უფლებამოსილად ვთვლი, ყველაფერი გკითხოთ, -
მივუგე მშვიდად, - სწორედ იმიტომ, რომ ყველაფრისათვის
მზად ვარ. ახლა სიცოცხლეც არად მიღირს.
პოლინამ გადაიხარხარა.
- უკანასკნელად, შლანგენბერგზე მითხარით, მზად ვარ თქვენს
პირველსავე სიტყვაზე გადავეშვა უფსკრულშიო, იქ კი, მგონი,
ათასი ფუტი მაინც იქნება სიღრმე. მე ოდესმე წარმოვთქვამ ამ
სიტყვას, ერთადერთს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიხილო, როგორ
შეასრულებთ დანაქადებს. და, დარწმუნებული
ბრძანდებოდეთ, წარბსაც არ შევიხრი. თქვენ მე მძაგხართ, -
სწორედ იმიტომ, რომ ამდენს გითმენთ, და კიდევ უფრო
შემძაგდებით იმიტომ, რომ ასე მჭირდებით. მაგრამ სანამ
მჭირდებით, კიდეც უნდა მოგიფრთხილდეთ.
პოლინამ წამოდგომა დააპირა. ბრაზმორეული ლაპარაკობდა.
ამ ბოლო ხანებში ჩემთან საუბარს მუდამ ბოღმითა და ბრაზით
აღსავსე ამთავრებდა, ნამდვილი ბრაზით.
- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რას წარმოადგენს mademoiselle
Blanche? - ვკითხე მე; - ამითღა ვეცადე დამეყოვნებინა, სანამ
ჩვენს შორის ყველაფერი არ გაირკვეოდა.
- თვითონაც კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის mademoiselle
Blanche. მას აქეთ არაფერი შეცვლილა. ალბათ, გენერლის
თანამეცხედრე გახდება - რასაკვირველია, თუ დადასტურდა
ბებიას სიკვდილის ამბავი, რადგან mademoiselle Blanche-საც,
დედამისსაც და მის cousin-მარკიზსაც მშვენივრად
მოეხსენებათ ჩვენი გაკოტრების ამბავი.
- გენერალს ძალიან უყვარს?
- ახლა ეგ არაა თავი და თავი. მისმინეთ და დაიხსომეთ:
გამომართვით ეს შვიდასი ფლორინი და წადით სამორინეში,
მოიგეთ ჩემთვის რულეტზე რაც შეიძლება ბევრი. ახლა ძალიან
მჭირდება ფული.
ამის თქმა იყო და, ნადიას დაუძახა, ვოკსალისაკენ გაემართა და
ჩვენებს შეერია. მე კი მარცხნივ პირველსავე ბილიკს დავადექი.
ვფიქრობდი და გაოცებას ვიყავი. თითქოს თავში რამე
ჩამარტყესო, ისე იმოქმედა სამორინეში წასვლის ბრძანებამ.

9
საოცარია: ამდენი თავსატეხი გამიჩნდა და მე კი ერთიანად
პოლინასადმი ჩემი გრძნობების ანალიზს მივეცი თავი.
მართალია, იმ ორ კვირას, სანამ აქ არ ვიყავი, უკეთ ვგრძნობდი
თავს, ვიდრე ახლა, დაბრუნების დღეს, თუმცა, გზაში
გახელებული ვნაღვლობდი, ცხელებიანივით ვბორგავდი,
ძილშიც კი გამუდმებით პოლინა მედგა თვალწინ. ერთხელ
(შვეიცარიაში შემემთხვა ეს ამბავი) ვაგონში, ძილში, ეტყობა,
პოლინას გავემძრახე, და გულიანად ვაცინე ჩემი
თანამგზავრები. ახლა კიდევ ერთხელ ვკითხე ჩემს თავს:
მიყვარს თუ არა პოლინა? და ამ ერთხელაც ვერ მოვახერხე
პასუხის გაცემა, ანუ ახლაც, მეასეჯერ მივუგე ჩემს თავს,
პოლინა მძულს-მეთქი. დიახ, მე იგი მძულდა. იყო წუთები (ეს
წუთები სწორედ ჩვენი საუბრის დასასრულს დგებოდა), როცა
ნახევარი სიცოცხლის ფასად მზად ვიყავი, დამეხრჩო იგი.
გეფიცებით, შესაძლებლობა რომ მქონოდა, ნელ-ნელა გამეყარა
პოლინას გულში დანა, - ასე მგონია, იარაღს სიამოვნებით
ჩავბღუჯავდი. ყოვლადწმიდას გეფიცებით, შლაგენბერგზე, იმ
ხახადაბჩენილ პუანტზე, პოლინას მართლა რომ ეთქვა ჩემთვის
უფსკრულში გადაეშვიო, წამით არ დავფიქრდებოდი,
სიამოვნებითაც ჩავიდენდი ამას. ეს ვიცოდი. ასე იყო თუ ისე,
ამას ბოლო უნდა მოღებოდა. ყოველივე ეს პოლინასაც
ჩინებულად ჰქონდა შეგნებული, და ის აზრი, რომ მე სავსებით
სწორად და გარკვევით მესმის, რომ იგი ჩემთვის
მიუწვდომელია, რომ ჩემი ფანტაზია, ოცნება აუხდენელია -
მჯერა, ეს აზრი პოლინას განსაკუთრებულ სიამოვნებას
ანიჭებს; ასე რომ არ იყოს, განა პოლინა, ესოდენ ფრთხილი და
ესოდენ წინდახედული, ჭკვიანი, გამენდობოდა? ასე მგონია,
აქამომდე ისე მიყურებს-მეთქი, როგორც დედოფალი
გარდასულ დროთა, რომელმაც გაშიშვლება იწყო მონის წინაშე,
რადგან მონას არაკაცად თვლის-მეთქი. დიახ, პოლინა არაკაცად
მთვლის.
ახლა კი მისგან დავალებული მქონდა ყოველმიზეზგარეშე
მომეგო რულეტზე. სადღა მეცალა იმის განსჯისთვის, რისთვის
და რატომ სჭირდება ფული ასე სასწრაფოდ და რა
განსაკუთრებული მოსაზრებანი აფუთფუთდა მის მარადჟამს
აფორიაქებულ გონებაში? თანაც, ამ ორ კვირაში, ეტყობა,
ისეთმა ფაქტებმა იჩინა თავი, რომლებზედაც მე წარმოდგენა
არა მქონდა. ახლა ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამომეცნო,
განმეჭვრიტა. მაგრამ ჯერჯერობით საამისოდ არ მეცალა:

10
რულეტზე მიმეჩქარებოდა.

თავი II გამოგიტყდებით, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. კი


გადავწყვიტე, ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ სხვის ყისმათზე
თამაში სულაც არ მეჭაშნიკებოდა. რაღაცნაირად გაოგნებულიც
ვიყავი და სამორინეში წინდაწინვე გულნაკლულმა შევაბიჯე.
იმთავითვე არ მეჭაშნიკა იქაურობა. ვერ ვიტან ამ ლაქიობას,
რაზედაც ამდენს წერენ მთელი ქვეყნისა და, განსაკუთრებით,
ჩვენი რუსული გაზეთების ფელეტონებში, სადაც თითქმის
ყოველ გაზაფხულზე ფელეტონისტები ჰყვებიან ორ ამბავს:
ჯერ ერთი, სამორინეს დარბაზების რაღაც გასაოცარ
დიდებულებასა და ფუფუნებაზე, მეორე - მაგიდებზე
თითქოსდა დახვავებულ ოქროს ზვინებზე. ამას უბრალოდ
უანგარო პირფერობისათვის ჰყვებიან, ამისთვის ფულსაც კი არ
უხდიან ფელეტონისტებს. ამ საზიზღარ დარბაზებში
არავითარი ფუფუნება არ სუფევს, ოქრო, ზვინებად კი არა,
ერთი ბეწო ძლივს იქნება. რასაკვირველია, ათასში ერთხელ,
მთელი სეზონის მანძილზე, ვინმე ახირებული ინგლისელი ან
აზიელი, ვთქვათ, თურქი, როგორც ამ ზაფხულს, უცებ წააგებს
ან მოიგებს დიდძალს: დანარჩენები კი მხოლოდ წვრილმან
გულდენებზე თამაშობენ, და საერთოდ, მაგიდებზე გვარიანი
ქესატობაა. როგორც კი სამორინეში ფეხი შევდგი, პირველად
ჩემს სიცოცხლეში, ერთხანს ვერ ვბედავდი თამაშს. თანაც
იმდენ ხალხში საძრაობა არ იყო, მაგრამ მარტოც რომ
ვყოფილიყავ, მაშინაც, ვფიქრობ, უმალ წავიდოდი, თამაშის
დაუწყებლად. გამოგიტყდებით, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და
ავღელდი კიდეც. დაბეჯითებით ვიცოდი და კარგახანია
გადაწყვეტილი მქონდა, რომ რულეტენბურგიდან თავს
იოლად ვერ დავიძვრენდი, რაღაც რადიკალური და
გადამწყვეტი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. რაც არის, არის.
მოსახდენი უნდა მოხდეს. ისე, სასაცილო კია, ამდენს რომ
მოველი რულეტიდან, მაგრამ ასე მგონია, უფრო სასაცილოა
ყველას მიერ აღიარებული დრომოჭმული აზრი, თითქოს
სიგიჟე და დამთხვეულობაა, კაცი თამაშიდან რასმე
მოელოდეს. რითაა თამაში ფულის მოხვეჭის სხვა
საშუალებაზე, ვთქვათ, ვაჭრობაზე უარესი? ისე, მართალია,
ასიდან ერთი თუ იგებს, მაგრამ მე რა მესაქმება?
ყოველ შემთხვევაში, გადავწყვიტე მხოლოდ თვალი
მიმეტანებინა და ამ საღამოს სერიოზული არაფერი წამომეწყო.

11
ამ საღამოთი თუ რამ მოხდებოდა, მოხდებოდა უნებლიეთ და
გაკვრით - ასეთი გუმანი მქონდა. გარდა ამისა, თვითონ
თამაშიც უნდა შემესწავლა, რადგან რულეტის ათასგზის
აღწერილობას, რასაც გაფაციცებით ვკითხულობდი, თავი და
ბოლო მაინც ვერ გავუგე მანამ, სანამ თვითონ ჩემი თვალით არ
ვიხილე.
თავიდანვე ყველაფერი ბინძური მეჩვენა - ზნეობრივად
ბინძური და ამაზრზენი. არა, ამ ხარბ და აფორიაქებულ ხალხზე
როდი მოგახსენებთ, ათობით, ასობითაც რომ ირევიან
სამორინეს მაგიდების გარშემო. მე პირადად ცუდს არაფერს
ვხედავ ადრე და მალე გამდიდრების სურვილში. მუდამ დიდ
სისულელედ მეჩვენებოდა ერთი თავგადაკლული და
გაქსუებული მორალისტის აზრი, რომელიც ვიღაცის
თავისმართლებაზე „აკი ცოტ-ცოტას ჩამოდიანო, - პასუხობდა:
მით უარესი, წვრილმანი ანგარებააო“. თითქოს ერთი არ იყოს
წვრილმანი და დიდი ანგარება. საქმე პროპორციებშია - რაც
როტშილდისათვის წვრილმანია, ჩემთვის მთელ სიმდიდრეს
შეადგენს, ხოლო მოხვეჭასა და მოგებაზე თუ მიდგება საქმე,
ხალხი რულეტზე თუ სხვაგან მხოლოდ იმას აკეთებს, რომ
ერთმანეთს რაღაცას სცინცლავს ან აგებს. საერთოდ, ყვლეფა-
გლეჯა საძაგლობაა თუ არა - სხვა ამბავია. ახლა ამ პრობლემის
გადაჭრას არ ვაპირებ. რადგან მე თვითონ მეტისმეტად ვიყავი
მოგების სურვილით შეპყრობილი, მთელი ანგარება და, თუ
გნებავთ, მთელი ანგარებიანი სიბინძურე, სამორინეში
შესვლისას, როგორღაც ხელს მაძლევდა, მიბიძგებდა კიდეც.
ძალიანაც კარგია, როცა კი არ ლოლიაობენ, არამედ აშკარად და
ხელაღებით მოქმედებენ. ანდა რატომ უნდა მოიტყუოს კაცმა
თავი? ამაო გარჯაა! განსაკუთრებით ულაზათო, ერთის
შეხედვით, ის გახლავთ, ეს მემორინე არამზადები ასეთის
პატივისცემით, სერიოზულობითა და მოკრძალებით რომ
ირევიან მაგიდების გარშემო. აი, რატომაა აქ მკვეთრად
გამიჯნული, რას ეძახიან mauvais genre[6]-ს და რა შეეფერება
პატიოსან კაცს. არსებობს ორგვარი თამაში - ერთი,
ჯენტლმენური, მეორე - პლებეური, ანგარებიანი, მდაბალთა
თამაში. აქ ეს მკაცრადაა გამიჯნული - და არსებითად ამ
გამიჯვნაში რაოდენი სიმდაბლეა? ჯენტლმენი, სიტყვაზე,
ჩამოვა ხუთ ან ათ ლუიდორს, იშვიათად მეტსაც, ხანდისხან,
შეიძლება, ათას ფრანკსაც ჩამოვიდეს, თუ ძალიან მდიდარია,
მაგრამ მხოლოდ გასართობად, მხოლოდ თავშესაქცევად,

12
თვალი რომ ადევნოს მოგება-წაგების პროცესს; ოღონდ ეგაა, არ
უნდა დაინტერესდეს მოგებით. მოგებისას, სიტყვაზე,
შეიძლება ხმამაღლა გაიცინოს, გარშემომყოფთაგან ვისმე
გამოელაპარაკოს, შეიძლება მეორედაც ჩამოვიდეს და
მეორეჯერაც ორმაგად ამოიგოს, მაგრამ მხოლოდ
ცნობისწადილისათვის, მხოლოდ იღბლიანობის
შესამოწმებლად, გასაანგარიშებლად და არა მოგების
პლებეური სურვილით. ერთი სიტყვით, ყველა ამ სამორინო
მაგიდებს, რულეტს, trente et quarante[7]-ს მხოლოდ გართობად
მიიჩნევს, რაც მოწყობილია მისდა საამებლად. ანგარება და
ფლიდობა, რაზედაც დაფუძნებულია ბანკი, გუნებაშიც არ
უნდა გაივლოს. სასურველია, თუ, სიტყვაზე, დანარჩენ
მემორინეებსაც, დანარჩენ ხურდამურდა ხალხსაც, რომლებიც
გულდენებს დაჰკანკალებენ - მიიჩნევს ისეთსავე
ჯენტლმენებად და მდიდრებად, როგორიც თვითონაა, და
ჩათვლის, რომ სხვებიც მხოლოდ გასართობად და
თავშესაქცევად თამაშობენ. ამგვარი უგულებელყოფა
სინამდვილისა და გულუბრყვილო ჭვრეტა ადამიანებისა,
რასაკვირველია, განსაკუთრებულად არისტოკრატული
იქნებოდა. ვხედავდი, ზოგიერთი დედები როგორ
უბიძგებდნენ თავიანთ უმწიკვლო და მოხდენილ, თხუთმეტ-
თექვსმეტი წლის ასულებს, მისცემდნენ ოქროს რამდენიმე
მონეტას, ასწავლიდნენ თამაშის წესებს. ქალიშვილი მოიგებდა
თუ წააგებდა, უსათუოდ იღიმებოდა და ძალზე კმაყოფილი
გაეცლებოდა მაგიდას.
ჩვენი გენერალი ერთის ამბით, დინჯად მიუახლოვდა მაგიდას.
ლაქია გამოქანდა სკამის მოსაწოდებლად, მაგრამ გენერალს
არც შეუნიშნავს იგი; ნება-ნება გახსნა ქისა, დიდხანს
იქექებოდა შიგ, როგორც იქნა ამოიღო სამასი ფრანკი ოქროთი,
ჩამოვიდა შავზე და მოიგო. მოგებული არც კი აუღია, იქვე
დატოვა, მაგიდაზე. ისევ შავი ამოვიდა. არც ამჯერად უხლია
ხელი და, როცა მესამედ წითელი ამოვიდა, ერთბაშად დაკარგა
ათას ორასი ფრანკი. იგი ღიმილით გაშორდა მაგიდას და
არაფერი დაიმჩნია. დარწმუნებული ვარ, გული მოეწურა და,
ორ-სამჯერ მეტს რომ ჩამოსულიყო, ნირი წაუხდებოდა და
აღელდებოდა. თუმცა, ჩემს თვალწინ ერთმა ფრანგმა მოიგო და
მერე ხალისითა და ყოველგვარი აღელვების გარეშე ისევ წააგო
ოცდაათიათას ფრანკამდე. ნამდვილი ჯენტლმენი არ უნდა
აღელდეს, მთელი საბადებელიც რომ წააგოს. ფული

13
ჯენტლმენობაზე იმდენად დაბლა უნდა იდგეს, რომ არც კი
უნდა ღირდეს მასზე თავის მტვრევა. რასაკვირველია, დიდ
არისტოკრატულობაში ჩამოგერთმევათ ამ გარემოების,
სიბინძურისა და სიმდაბლის უგულებელყოფა. ხანდისხან კი
არანაკლები არისტოკრატულობაა, გადახედო, შეათვალიერო
კიდეც, თუნდაც ლორნეტით, ეს ვიგინდარები. მაგრამ მხოლოდ
იმგვარად, რომ მთელი ეს წუმპე და ბრბო მხოლოდ და
მხოლოდ ჯენტლმენთა გასართობად, თავშესაქცევ
წარმოდგენად მიიჩნიო. შეიძლება თვითონაც გამოიჭყლიტო ამ
ბრბოში, ოღონდ ირგვლივ მხოლოდ დაკვირვებულ თვალს
უნდა ავლებდე, ღრმად დარწმუნებული, რომ თქვენ გარედან
მაყურებელი ხართ და სულაც არ ეკუთვნით ამ წრეს. თუმცა,
მეტისმეტი დაკვირვებულობაც არ ვარგა: არც ეს
ჩამოგერთმევათ ჯენტლმენობად, რადგან დიდი არაფერი
სანახაობაა და არ ღირს მძაფრ დაკვირვებად. ანდა რა
სანახაობაა. ჯენტლმენს არც ეკადრება მისთვის
განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ყოველ შემთხვევაში,
მე პირადად მომეჩვენა, რომ ყოველივე ეს ძალიან
საყურადღებოა, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მარტო
თვალისთვის წყლის დასალევინებლად როდი მოსულა, არამედ
თავის თავს კეთილსინდისიერად და წრფელად აკუთვნებს
მთელ ამ ვიგინდარებს. რაც შეეხება ჩემს სანუკვარ ზნეობრივ
მრწამსს, ამ მსჯელობასთან, რასაკვირველია, მას ხელი არა
აქვს. როგორც გნებავთ, ისე ჩამომართვით; ნამუსის
მოსაწმენდად ვამბობ, მაგრამ აი, რას დავძენ; ამ ბოლო ხანებში
რატომღაც ძალიან მომძულდა, რომელიმე ზნეობრივ ნორმებში
ჩამეტია ჩემი საქციელი და აზრები. სულ სხვა რამ დამეუფლა...
ვიგინდარა მართლაც ბინძურად თამაშობს. მე პირადად სულ
არ მეუცხოვება ის აზრი, რომ იქვე მაგიდასთან ხდება
ჩვეულებრივი ყვლეფა. კრუპერები, რომლებიც მაგიდის
ბოლოში სხედან, თვალყურს ადევნებენ ჩამოსვლას და
მოთამაშეებს ანგარიშს უსწორებენ, უამრავი საქმე აქვთ. აი, ვინ
არის ნამდვილი ვიგინდარა! კრუპერები მეტწილად ფრანგები
არიან. სხვათაშორის, იმიტომ კი არ ვაკვირდები და ვიხსომებ,
რომ მერე რულეტი აგიწეროთ; მინდა გავიწაფო, რომ ვიცოდე,
როგორ მოვიქცე მომავალში. მაგალითად, მე შევნიშნე, რომ
არაფერია იმაში არაჩვეულებრივი, როცა მაგიდაზე
აფათურდება უცებ ვიღაცის ხელი და მოხვეტავს იმას, რაც
თქვენ მოგიგიათ. იწყება დავა, არც თუ იშვიათად ყვირილი და,

14
მიდი და ამტკიცე, ეძებე მოწმეები, რომ თქვენი ჩამოსვლა იყო!
თავდაპირველად ამგვარი ოინები ჩინურ ანბანად მეჩვენებოდა;
მხოლოდ გუმანით ვგრძნობდი და ზოგჯერ ვხვდებოდი კიდეც,
რომ უნდა ჩამოვსულიყავი რიცხვებზე, კენტსა და ლუწზე,
ფერებზე; პოლინა ალექსანდროვნას ფულიდან იმ საღამოს
მხოლოდ ასი გულდენის ჩამოსვლა ვცადე. ის აზრი, რომ
თამაშს ჩემს ყისმათზე არ ვიწყებ, როგორღაც მბორკავდა,
თავგზას მიბნევდა. საოცარი უსიამო განცდა დამეუფლა,
მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე განვთავისუფლებულიყავი
მისგან; ასე მეჩვენებოდა, პოლინას მაგიერ თამაშით ჩემს ბედს
ხელსა ვკრავ-მეთქი. ნუთუ არ შეიძლება ეზიარო სამორინო
მაგიდას და მყისვე ცრუმორწმუნე არ გახდე? დავიწყე იმით,
რომ ამოვიღე ხუთი ფრიდრიხსდორი, ესე იგი ორმოცდაათი
გულდენი, და, ჩამოვედი წყვილზე. ბორბალი დატრიალდა და
ამოვიდა ცამეტი. წავაგე. რაღაც ავადმყოფური შეგრძნებით,
მხოლოდ იმიტომ, რომ ხელ-ფეხი გამხსნოდა და იქაურობას
გავცლოდი, ისევ ჩამოვედი ხუთ ფრიდრიხსდორს წითელზე.
ამოვიდა წითელი. ათივე ფრიდრიხსდორი ჩავედი - ისევ
წითელი ამოვიდა. ისევ მთელი ფული ერთბაშად დავდე - ისევ
წითელი ამოვიდა. ახლა ორმოცი ფრიდრიხსდორი მქონდა,
აქედან ოცი თორმეტ შუათანა ციფრებზე დავდე ალალბედზე,
არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა აქედან. სამმაგად გადამიხადეს.
ამგვარად, ათი ფრიდრიხსდორი უცებ ოთხმოცად იქცა.
იმდენად აუტანლად მეჩვენა ეს უცნაური და უჩვეულო
გრძნობა, რომ წასვლა ვარჩიე. მეჩვენებოდა ჩემს ყისმათზე რომ
მეთამაშა, სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი. მაინც, ყველა,
ოთხმოცივე ფრიდრიხსდორი ისევ ჩავედი წყვილზე. ამჯერად
ოთხი გამოვიდა. კიდევ ოთხმოცი გადმომიყარეს. მთელი
ასსამოც ფრიდრიხსდორიანი გროვა მოვბღუჯე და პოლინა
ალექსანდროვნას საძებნელად გავწიე.
ყველანი სადღაც პარკში გაკრეფილიყვნენ და მხოლოდ
ვახშმად მოვახერხე პოლინას ნახვა. ამჯერად ფრანგი არ ჩანდა,
გენერალი თავს თავისუფლად გრძნობდა. სხვათაშორის,
საჭიროდ მიიჩნია გავეფრთხილებინე, სასურველად არ
მიმაჩნია სამორინო მაგიდის სიახლოვეს გიხილოთო. მისი
აზრით, თავი მოეჭრება, თუ მე ყველაფერს წავაგებ. „მაგრამ
ძალიან ბევრიც რომ მოიგოთ, მაინც თავი მომეჭრება, - დასძინა
მან დიდის ამბით. - რასაკვირველია, მე უფლება არა მაქვს
შევზღუდო თქვენი საქციელი, მაგრამ თვითონ განსაჯეთ...“ და,

15
თავის ჩვეულებისამებრ, სიტყვა არ დაასრულა. მე ცივად
მივუგე, რომ ძალიან ცოტა ფული მაქვს და, ამრიგად, არ
შემიძლია შესამჩნევად წავაგო, კიდეც რომ დავიწყო თამაში-
მეთქი. როცა ზემოთ, ჩემს ოთახში ავდიოდი, მოვასწარი
პოლინა ალექსანდროვნასათვის მიმეცა მისი მოგება და
გამოვუცხადე, მეტს აღარ ვითამაშებდი მის მაგიერ.
- ვითომ რათაო? - მკითხა შეშფოთებულმა.
- იმიტომ, რომ ჩემს ყისმათზე მინდა ვითამაშო, - მივუგე მე და
თან გაოცებით შევათვალიერე. - როგორღაც მბოჭავს ამნაირი
პირობა.
- თქვენ კვლავაც დაბეჯითებით გწამთ, რომ რულეტი
თქვენთვის ერთადერთი გამოსავალი და საშველია? - მკითხა
მან დაცინვით. ისევ სერიოზულად მივუგე, ასეა-მეთქი. რაც
შეეხება ჩემს რწმენას, რომ უსათუოდ მოვიგებ, დაე, ეს ამბავი
სასაცილოდ გეჩვენოთ, თანახმა ვარ, „ოღონდ კი თავი
დამანებონ-მეთქი“.
პოლინა ალექსანდროვნამ დაიჟინა, უსათუოდ გამეყო
დღევანდელი მოგება და, მაძლია ოთხმოცი ფრიდრიხსდორი იმ
ვარაუდით, რომ გავაგრძელებდი ამ პირობით თამაშს.
გაყოფაზე გადაჭრილი და გადაწყვეტილი უარი ვტკიცე და
გამოვუცხადე, სხვათა ყისმათზე იმიტომ კი ვერ ვთამაშობ, რომ
არ მსურს, არამედ იმიტომ, ვაითუ წავაგო-მეთქი.
- თუმცა, რა უნდა გითხრა, მეც, რაც არ უნდა სისულელედ
გეჩვენებოდეს კაცს, რულეტის იმედზეღა ვარ. - დაფიქრებით
თქვა მან. - ამიტომ თქვენ უსათუოდ უნდა გააგრძელოთ
თამაში ჩემს მონახევრედ, - და, რასაკვირველია, გააგრძელებთ
კიდეც. - თქვა და გამშორდა, ყური არ უგდო ჩემს უარს.

თავი III გუშინ პოლინას ჩემთან მთელი დღე კრინტი არ


დაუძრავს თამაშის თაობაზე. საერთოდ, გუშინ ჩემთან
საუბარს გაურბოდა. ჩვენს დამოკიდებულებას ძველებურად
ნირი არ უცვლია. იგივე სრული დაუდევრობა მომართვისა თუ
შეხვედრისას, ერთგვარი ათვალისწუნება და სიძულვილიც.
გარდა ამისა, საზოგადოდ, არც სურს დაფაროს ჩემდამი ზიზღი.
ამას აშკარად ვხედავ. მიუხედავად ამისა, იგი არ მიმალავს, რომ
რაღაცისათვის ვჭირდები და ამიტომაც მიფრთხილდება. ჩვენს
შორის რაღაც უცნაური, ჩემთვის ფრიად გაურკვეველი

16
დამოკიდებულება დამყარდა - მხედველობაში უნდა მივიღოთ
პოლინას ქედფიცხობა ყველასადმი. პოლინამ იცის,
რასაკვირველია, რომ გახელებით მიყვარს და ნებას მაძლევს
ველაპარაკო კიდეც ჩემს გრძნობებზე, თანაც ცხადია, თავის
სიძულვილს ჩემდამი სხვაფრივ უფრო მეტად ვერაფრით ვერ
გამოხატავდა, თუ არა ნებართვით; ხელაღებით და
მოურიდებლად ველაპარაკო ჩემს სიყვარულზე „ეს იმას
ნიშნავს, შენი გრძნობები იმდენად არარაობად მიმაჩნია, რომ
ჩემთვის სულ ერთია რაზედაც არ უდა მელაპარაკო და რა
გრძნობაც არ უნდა გაგაჩნდეს ჩემს მიმართ“. თავის საქმეებზე
ის ადრეც ბევრს მელაპარაკებოდა, მაგრამ არასოდეს არ
ყოფილა ბოლომდე გულახდილი. გარდა ამისა, მისგან
ათვალისწუნებაში, მაგალითად, ასეთი წვრილმანებიც
გამოერეოდა. ვთქვათ, პოლინამ იცოდა, რომ ჩემთვის
ცნობილია რაიმე შემთხვევა მისი ცხოვრებიდან, ანდა ვიცი, რა
აღელვებს მას. ეგ კი არა და, თვითონ გამანდობს კიდეც
ზოგიერთ რამეს, თუ უნდა ჩემი გამოყენება რაიმე
მიზნისათვის, მონურად გასაგზავნ-გამოსაგზავნად, მაგრამ
გამანდობს მხოლოდ იმდენს, რამდენიც უნდა იცოდეს კაცმა,
რომელსაც მსახურად იყენებენ. და თუ ჩემთვის ცნობილი არაა
მოვლენათა მთელი წყება, თუ თვითონ ხედავს, როგორ
მტანჯავს და მაწუხებს მისი ტანჯვა და წუხილი, არასოდეს არ
მაღირსებს დამამშვიდოს თავისი მეგობრული
გულახდილობით, თუმცა, ხშირად გამოვუყენებივარ არა
მარტო საჯახირო, არამედ სახიფათო დავალებების
შესასრულებლად. პოლინა, ჩემის აზრით, მოვალეა
გულახდილი იყოს ჩემთან. მაგრამ განა ღირს იზრუნოს ჩემს
გრძნობებზე, იმაზე, რომ მეც ვწუხვარ და, შესაძლოა, სამგზის
მეტად ვზრუნავ და ვიტანჯები მისი საზრუნავითა და
საფიქრალით, ვიდრე თვითონ!
სამი კვირის წინ ვიცოდი, რულეტზე თამაში რომ ჰქონდა
გადაწყვეტილი. წინდაწინვე გამანდო კიდეც, რომ მე უნდე
მეკისრა მის მაგიერ თამაში, რადგან მას ეუხერხულებოდა.
ლაპარაკში მაშინვე შევატყვე, რაღაც სერიოზული საზრუნავი
გასჩენოდა, რომ აქ მარტო ფულის მოგების სურვილი არ იყო.
ფულს სულ არ დაგიდევდათ, აქ რაღაცა მიზანია, რაღაც
გარემოება, რაც შეიძლება გამოვიცნო, მაგრამ რაც დღემდე არ
ვიცი. რასაკვირველია, დამამცირებელსა და მონურ
მდგომარეობას, როგორშიაც პოლინა მამყოფებს, შეეძლო

17
მოენიჭებინა ჩემთვის (ხშირად კიდევაც მანიჭებდა) უფლება,
ყოველივე ჯიქურ და უხეშად გამომეკითხა წვრილად. რახან მე
მის თვალში მონა და არარაობა ვარ, არაფრით არ შეურაცხყოფს
ჩემი მოურიდებელი ცნობისწადილი. საქმე ისაა, რომ პოლინა
ნებას მრთავს შევეკითხო, მაგრამ არ მპასუხობს. ზოგჯერ
ყურსაც არ შეიბერტყავს ხოლმე! ასე მოდის ჩვენში!
გუშინ ჩვენთან მთელი დღე ლაპარაკობდნენ დეპეშაზე,
რომელიც ჯერ კიდევ ოთხი დღის წინ გაეგზავნათ
პეტერბურგში, პასუხი კი არ ჩანდა. გენერალი, ეტყობა, ღელავს
და ჩაფიქრებულია. საქმე ეხება, რასაკვირველია, ბებიას.
ღელავს ფრანგიც. გუშინ, მაგალითად, ნასადილევს, ორთავენი
დიდხანს და სერიოზულად საუბრობდნენ. ფრანგის ტონი
ყველა ჩვენთაგანის მიმართ უჩვეულოდ ზვიადი და
მოურიდებელი გახდა. რომ იტყვიან - ფეხზე დაისვი, თავზე
დაგაჯდებაო, სწორედ ისეა, პოლინასაც კი უშვერად ექცევა,
თუმცა, არ აკლდება ვოკსალში გასეირნებას თუ კავალკადას, ან
ქალაქგარეთ წასვლას. ჩემთვის კარგახანია ცნობილია
ზოგიერთი გარემოება, რაც აკავშირებს ფრანგს გენერალთან;
რუსეთში რაღაც საქმე წამოიწყეს ერთად; არ ვიცი, პროექტი
ჩაეფუშათ თუ ისევ აგრძელებენ იმ საქმეს. გარდა იმისა,
შემთხვევით გავიგე ოჯახური საიდუმლოების ნაწილი -
ფრანგს ნამდვილად უხსნია გენერალი შარშან - თანამდებობის
გადაბარებისას, ხაზინის ფულის დასაფარავად ოცდაათი ათასი
ფრანკი მიუცია. და, რა გასაკვირია, გენერალი ხელში ჰყავს.
მაგრამ ახლა, სწორედ ახლა, მთავარ როლს ყოველივე ამაში
მაინც m-lle Blanche თამაშობს, და დარწმუნებული ვარ, არ
ვცდები.
ვინ არის m-lle Blanche? აქ, ჩვენთან ამბობენ, წარჩინებული
ქალია, ჰყავს დედა, აქვს დიდძალი ქონებაო. ცნობილია ისიც,
რომ ჩვენს მარკიზს ენათესავება, კუზინა თუ ბიძაშვილთა
შვილია. ამბობენ, პარიზში ჩემს ჩასვლამდე ფრანგი და m-lle
Blanche ერთმანეთთან უფრო თავაზიანად იყვნენ, უფრო
მორიდებით და დელიკატურად იქცეოდნენო; ახლა კი მათი
ნაცნობობა და ნათესაობა რაღაცნაირად უხამსად გამოიყურება.
შესაძლოა, ჩენი საქმეები ისე უიმედოდ მიაჩნიათ, რომ არც კი
თვლიან საჭიროდ გველოლიავონ და ჩვენგან დაფარული
ჰქონდეთ რაიმე. ჯერ კიდევ სამი დღის წინ შევნიშნე, მისტერ
ასტლეი როგორ აკვირდებოდა m-lle Blanche-სა და დედამისს.
ასე მომეჩვენა, რომ ასტლეი მათ იცნობს. ის კი არადა, მისტერ

18
ასტლეი მგონი ჩვენ ფრანგსაც შეხვედრია ადრე. სხვათაშორის,
ისეთი მორიდებული, მორცხვი და უენოა, რომ შეიძლება
სავსებით ენდოს კაცი - სახლიდან ამბებს არ გაიტანს. ყოველ
შემთხვევისათვის, ფრანგი ოდნავი თავის დაკვრით ესალმება
და თითქმის ზედაც არ უყურებს. მაშასადამე - არც უფრთხის.
ეს გასაგებიცაა: მაგრამ m-lle Blanche-ი რატომღა არიდებს
თვალს? მით უფრო, მარკიზს გუშინ წამოსცდა საერთო
საუბარში, არ მახსოვს, რას მოაყოლა: მისტერ ასტლეი საოცრად
მდიდარია და ეს ამბავი ჩემთვის ცნობილიაო. მაშინ ხომ m-lle
Blanche-ს სწორედ მისტერ ასტლეისათვის უნდა მიექცია
ყურადღება. საერთოდ, გენერალი შეშფოთებულია. ცხადია, რას
უნდა ნიშნავდეს მისთვის დედამისის გარდაცვალების ამბავი.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თითქოს განზრახ, პოლინა ჩემთან
საუბარს გაურბოდა, მაგრამ მეც თვითონ ცივი და გულგრილი
კაცის სახე მივიღე. სულ მეგონა, აგერ-აგერ თითონ მოვიდოდა
ჩემთან. სამაგიეროდ გუშინ და დღეს მთელი ჩემი ყურადღება
მეტწილად m-lle Blanche-ისკენ იყო მიმართული. საწყალი
გენერალი, წასულია მისი საქმე! ორმოცდაათი წლის ასაკში
ქალი შეიყვარო და ისიც ასეთი ვნებით, რასაკვირველია, დიდი
უბედურებაა. ამას დაურთეთ მისი ქვრივობა, ორი ბავშვი,
გაკოტრება, ვალები და, ბოლოს, ქალი, რომელიც მას
შეუყვარდა.
M-lle Blanche ლამაზი ქალია, მაგრამ არ ვიცი, გამიგებენ თუ არა,
თუ ვიტყვი, ეგეთ ვინმეებს კაცი უნდა ერიდოს. ყოველ
შემთხვევაში, მე მუდამ ვუფრთხოდი ასეთ ქალებს. იგი,
ალბათ, ოცდახუთი წლის იქნება. მაღალი, მოსული ქალია,
თვალისმომჭრელი ყელი და მკერდი აქვს. კანის ფერი - მუქი,
მოყვითალო, თმა - კუპრივით შავი, და საოცრად ხშირი, ორ
ვარცხნილობასაც კი გასწვდება, თვალები - შავი, თვალის
თეთრონი - მოყვითალო, გამოხედვა - ჯიქური, კბილები -
ქათქათა, ტუჩები მუდამ შეღებილი. მუშკის სუნი ასდის.
იცმევს ეფექტურად, მდიდრულად, თანაც დიდის გემოვნებით.
მკლავები და წვივები - ჩამოსხმული. ხმა - ხრინწიანი
კონტრალტო. რომ გადაიხარხარებს, ყველა კბილი უჩანს;
მეტწილად დუმს და ჯიქურ იყურება - ყოველ შემთხვევაში, ასე
იქცევა პოლინასა და მარია ფილიპოვნას თანდასწრებით.
(უცნაური ხმები დადის - მარია ფილიპოვნა რუსეთში
მიემგზავრებაო) მე მეჩვენება, m-lle Blanche-ს არავითარი
განათლება არ გააჩნია, შეიძლება უჭკუოცაა, მაგრამ ეჭვიანი და

19
ფლიდია. ასე მგონია, მთლად წმინდა წყლისა არ უნდა იყოს. რა
დასამალია და, ვინ იცის, იქნებ, მარკიზი სულაც არაა მისი
ნათესავი და დედამისი - დედა. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია
ცნობებმა, რომ ბერლინში, სადაც მათ გადავეყარეთ, m-lle
Blanche-სა და დედამისს რამდენიმე საჩინო ნაცნობი ჰყავთო.
რაც შეეხება თვითონ მარკიზს, თუმცა დღემდე მეეჭვება მისი
მარკიზობა, მაგრამ წესიერ საზოგადოებასთან რომ აქვს საქმე,
მაგალითად, ჩვენთან, მოსკოვში, და აქა-იქ გერმანიაშიც,
ეტყობა, საეჭვო არ უნდა იყოს. არ ვიცი, საფრანგეთში როგორ
უყურებენ. ამბობენ, შატო[8] აქვსო; მეგონა, ორ კვირაში ბევრი
წყალი ჩაივლიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ
დანამდვილებით არ ვიცი, ითქვა თუ არა რაიმე გადაჭრით
გენერალსა და m-lle Blanche-ს შორის. საერთოდ ახლა
ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქონებაზე, ანუ იმაზე, რა
ფულს გამოუჩენს მათ გენერალი. თუ კი, სიტყვაზე, ცნობას
მივიღებთ, რომ ბებია გარდაცვლილაო, დარწმუნებული ვარ, m-
lle Blanche დაუყოვნებლივ გაქრება. თვითონ გაოცებას ვარ და
მეცინება, რა ჭორიკანა გავხდი. ო, როგორ მეზიზღება
ყველაფერი! რა სიამოვნებით მივატოვებდი ყველას და
ყველაფერს! მაგრამ განა შემიძლია გავშორდე პოლინას, განა
შემიძლია მას არ ვუდარილო? დარილი, რასაკვირველია,
სიმდაბლეა, მაგრამ რა მენაღვლება!
გუშინ და დღეს მისტერ ასტლეიც საინტერესო მეჩვენა. დიახ,
დარწმუნებული ვარ, პოლინა უყვარს! საინტერესო და
სასაცილოა, რაოდენის მთქმელია ხანდისხან მორცხვი და
ავადმყოფურად თავდაჭერილი, სიყვარულით შეძრული კაცის
გამოხედვა, და სწორედ მაშინ, როცა მზადაა უმალ მიწა
გაუსკდეს და თან ჩაიტანოს, ვიდრე რაიმე დასცდეს ან
გამოხატოს სიტყვით თუ მზერით. მისტერ ასტლეი ძალიან
ხშირად გვხვდება სეირნობისას. ქუდს მოგვიხდის და გვერდზე
ჩაგვივლის. თან რა თქმა უნდა, ერთი სული აქვს
შემოგვიერთდეს. თუ მოიპატიჟებენ, წამსვე იუარებს.
დასასვენებელ ადგილებში, ვოკსალში, მუსიკაზე ან
შადრევნებთან უსათუოდ ჩვენი სკამების სიახლოვეს
დაეყუდება და, სადაც არ უნდა ვიყოთ, - პარკში, ტყეში თუ
შლანგენბერგზე - საკმარისია თვალი მოავლო იქაურობას,
ირგვლივ მიმოიხედო, ახლომახლო, უახლოეს ბილიკზე, ანდა
ბუჩქებში უსათუოდ დალანდავ მისტერ ასტლეის. ასე მგონია,
შემთხვევას ეძებს-მეთქი ჩემთან სამასლაათოდ. ამ დილითაც

20
შევხვდით ერთმანეთს და ორიოდე სიტყვით შევეხმიანეთ.
ზოგჯერ როგორღაც აბნეულად ლაპარაკობს. ახლაც ჯერ
„გამარჯობა“ არ უთქვამს და წამოიწყო: - ო, m-lle Blanche!..
ბევრი მინახავს ეგეთები, როგორიც m-lle Blanche-ია!
დადუმდა და ნიშნისგებით შემომაჩერდა. რა უნდოდა ამით
ეთქვა, არ ვიცი, რადგან ჩემს კითხვაზე - რას ნიშნავს-მეთქი ეს,
ეშმაკური ღიმილით დამიქნია თავი და დაუმატა: „ეს ისე
ვთქვი. Mademoiselle Pauline-ს ძალიან უყვარს ყვავილები?“
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, - მივუგე მე.
- რაო, ესეც კი არ იცით! - წამოიძახა საოცრად განცვიფრებულმა.
- არ ვიცი, არ შემინიშნავს, - გავიმეორე სიცილით.
- ჰმ, ეს ჩემთვის საგულისხმოა. - მაშინვე თავი დამიკრა და
გამშორდა. სხვათაშორის, ერთობ ნაამები სახე ჰქონდა.
ერთმანეთს უსაძაგლესი ფრანგულით ველაპარაკებოდით.

თავი IV
დღეს სასაცილო, უსახური, აბნეული დღე იყო. ახლა ღამის
თერთმეტი საათია. ვზივარ ჩემს სენაკში და ვიხსენებ. ჯერ იყო
და, დილით მაინც მომიწია პოლინა ალექსანდროვნას მაგიერ
სათამაშოდ წასვლამ. თან წავიღე მისი ასსამოცი
ფრიდრიხსდორი, მაგრამ ორი პირობით: ერთი - მენახევრედ არ
ვითამაშებდი, ანუ თუ რასმე მოვიგებდი, კაპიკს არ ავიღებდი,
და მეორე: საღამოთი პოლინა ამიხსნიდა, მაინც ასე რისთვის
ჭირდებოდა მოეგო და სახელდობრ - რამდენი. ვერაფრით ვერ
ვირწმუნებ, რომ მხოლოდ ფულზეა საქმე. ეტყობა, ფული
აუცილებელია, თანაც რაც შეიძლება მალე, რაღაც
განსაკუთრებული მიზნისათვის. პოლინამ აღმითქვა,
ყველაფერს აგიხსნიო და მე სამორინეში წავედი. იქ უამრავი
ხალხი ირეოდა. რა უხეში და ხარბი ბრბოა! შუაგულისაკენ
ძლივს გავაღწიე და კრუპერის გვერდით გავჩერდი, მერე
გულისფანცქალით ვცადე თამაში; ორ-სამ მონეტას
ჩამოვდიოდი. ამასობაში იქაურობას ვაკვირდებოდი და
ვეჩვეოდი. ასე მეჩვენა, რომ არსებითად, გაანგარიშება ცოტას
ნიშნავს, და სულაც არა აქვს იმხელა მნიშვნელობა, რასაც
ზოგიერთი მემორინე ანიჭებს. სხედან, ხელთ დახაზული
ქაღალდი უჭირავთ, ინიშნავენ დარტყმას, ანგარიშობენ, ბედის
წყალობას ვარაუდობენ, ბოლოს ჩამოვლენ და ზუსტად ისევე

21
აგებენ, როგორც ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, ალალ-ბედზე
მოთამაშენი. სამაგიეროდ ერთი რამ დავასკვენი, რაც, ეტყობა,
უტყუარია: მართლაც, შემთხვევითობასა და ალალბედობაში
არის, თუ სისტემა არა, რაღაც წესრიგი მაინც - რაც,
რასაკვირველია, ძლიერ საოცარია. მაგალითად, მოხდება
ხოლმე, რომ თორმეტი შუათანა ციფრის შემდეგ ამოდის
თორმეტი ბოლო ციფრი. ორჯერ, ვთქვათ, მოგება ხვდება ამ
ბოლო თორმეტს და გადაინაცვლებს პირველ თორმეტზე;
დაეცემა პირველ თორმეტს და გადაინაცვლებს ისევ შუათანა
თორმეტზე, ხვდება ზედიზედ სამჯერ, ოთხჯერ შუათანას და
ისევ ბოლო თორმეტზე გადახდება, სადაც, ორგზის ამოსვლის
შემდეგ, ისევ პირველს მიუბრუნდება, პირველს ისევ ერთხელ
ხვდება და სამი დარტყმით ისევ შუათანაზე გადაინაცვლებს,
და ასე გრძელდება საათნახევარი-ორი საათის განმავლობაში.
ერთი, სამი, ორი; ერთი, სამი, ორი. ძალიან სასეიროა. სხვა
დღეებში, ან დილით, სიტყვაზე, წითელი ერთთავად შავს
ენაცვლება, ანდა პირუკუ. თითქმის უწესრიგოდ, ზედიზედ,
ასე რომ, წითელზე ან შავზე, მიყოლებით, ორი-სამი დარტყმის
მეტი არ მოდის. ან მეორე დღეს, ანდა მეორე საღამოს ზედიზედ
ოცდაორჯერ ან მეტჯერაც მხოლოდ წითელი ამოდის და ასე
გრძელდება რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვთქვათ, მთელი
დღე. ბევრი რამ ამიხსნა მისტერ ასტლეიმ , რომელიც გუშინ
მთელი დილა სამორინო მაგიდებთან ატუზული იყო, თვითონ
ერთხელაც არ ჩამოსულა. მე კი ერთიანად წავაგე ყველაფერი,
თანაც ძალიან სწრაფად. პირდაპირ, ერთბაშად ჩავედი
წყვილზე ოცი ფრიდრიხსდორი და მოვიგე. ჩავედი ხუთი და
ისევ მოვიგე, ასე განმეორდა ორჯერ თუ სამჯერ. მგონი, ოთხას
ფრიდრიხსდორამდე მომიქუჩდა სულ რაღაც ხუთ წუთში.
წესით, უნდა გავცლოდი იქაურობას, მაგრამ რაღაც საოცარი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს წერამ ამიტანაო, თითქოს
მინდოდა სილა გამეწნა ბედისათვის, ჯიბრში ჩავდგომოდი.
ჩამოვედი ყველაზე დიდ ნებადართულ თანხას, ოთხიათას
გულდენს, და წავაგე, მერე, გაცხარებულმა, ყველაფერი, რაც
გამაჩნდა ჩავედი იმავე ციფრზე და ისევ წავაგე, ბოლოს
დარეტიანებული გავეცალე მაგიდას. ვერც კი გამეგო, რა
დამემართა და, ჩემს ხელმოცარვაზე პოლინა ალექსანდროვნას
ზედ სადილობის წინ მოვახსენე. მანამდე პარკში
დავეხეტებოდი.
სადილობისას ისევე აფორიაქებული ვიყავი, როგორც სამი

22
დღის წინ. ფრანგი და m-lle Blanche კვლავ ჩვენთან
სადილობდნენ. გამოირკვა, დილით m-lle Blanche სამორინეში
ყოფილა და ჩემი ვაჟკაცობა უხილავს. ამჯერად თითქოს მეტი
ყურადღებით გამომელაპარაკა. ფრანგმა კი ჯიქურ მკითხა,
ნუთუ საკუთარი ფული წააგეთო. მგონი, პოლინაზე აიღო ეჭვი.
ერთი სიტყვით, რაღაც ხდება. იმწამსვე ვიცრუე და მივუგე,
რასაკვირველია, საკუთარი-მეთქი.
გენერალი მეტისმეტად გაოცდა, საიდან გაგიჩნდა ამდენი
ფულიო. ავუხსენი, რომ დავიწყე ათი ფრიდრიხსდორით, რომ
ექვსმა თუ შვიდმა ზედიზედ დარტყმამ, ორმაგმა, მომაგებინა
ხუთი თუ ექვსი ათასი გულდენი და რომ მერე მთელი მოგება
ორი დარტყმით გავუშვი ხელიდან
ყოველივე ეს, რასაკვირველია, მართალსა ჰგავდა. ამას რომ
ვამბობდი, პოლინას გადავხედე, მაგრამ მის სახეზე ვერაფერი
ამოვიკითხე. რაკი სიცრუის ნება დამრთო და არაფერი
შეუსწორებია, დავასკვენი, უნდა მეცრუვნა და დამემალა, რომ
მის მაგივრად ვთამაშობდი. ყოველ შემთხვევაში, ვამბობდი
გუნებაში, იგი მოვალეა ამიხსნას ყოველივე, აკი აღმითქვა
წეღან, რაღაცას გამცნობო.
მეგონა, გენერალი გაწყრება-მეთქი, მაგრამ იყუჩა. სამაგიეროდ,
სახეზე მოუსვენრობა და მღელვარება შევნიშნე. შესაძლოა,
მისთვის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ძნელი მოსასმენი
იყო, რომ თხუთმეტიოდე წუთში ამოდენა ოქრომ გაიარა ისეთი
დაუდევარი ბრიყვის ხელში, როგორიც მე გახლავართ.
ვფიქრობ, გუშინ საღამოს ფრანგთან ცხარე წალაპარაკება უნდა
ჰქონოდა, ოთახში ჩაკეტილი კარგა ხანს ფიცხად დაობდნენ
რაღაცაზე. ფრანგი თითქოს გაღიზიანებული წავიდა, დღეს
დილით კი ისევ გენერალთან გაჩნდა, - ალბათ, გუშინდელი
დავის გასაგრძელებლად.
ჩემი წაგების ამბავი რომ მოისმინა, ფრანგმა გესლით და
ბრაზითაც კი მითხრა, უფრო კეთილგონივრულად უნდა
მოიქცეო. არ ვიცი, ეს რაღაზე მოაყოლა, თქვა - რუსები თუმცა
ბევრნი თამაშობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, მაგათ თამაშის თავიც
კი არა აქვთო.
- მე კი ვფიქრობ, რომ რულეტი მხოლოდ რუსებისთვისაა
მოგონილი, - ვუპასუხე გამომწვევად, - და როცა ფრანგმა
ჩაიქირქილა, დავძინე, რომ, რასაკვირველია, სიმართლე ჩემს

23
მხარეზეა, რადგან როცა ვლაპარაკობ რუსებზე, როგორც
მემორინეებზე, მე თვითონ უფრო ვლანძღავ მათ, ვიდრე ვაქებ,
და რომ მე, მაშასადამე, შეიძლება მენდოს კაცი.
- რას ემყარება თქვენი მოსაზრება? - მკითხა ფრანგმა.
- იმას, რომ ცივილიზებული დასავლეთელი კაცის სიქველისა
და ღირსებათა კატეხიზმოში ისტორიულად და თითქმის
მთავარ პუნქტად დაკანონდა კაპიტალის შეძენის უნარი. რუსი
კი, არა მარტო, უუნაროა მოიხვეჭოს კაპიტალი, არამედ
ფლანგავს კიდეც მას უმიზნოდ და უმსგავსოდ. მიუხედავად
ამისა, ჩვენ, რუსებსაც გვინდა ფული, - დავძინე მე, - ამის
კვალობაზე, ძალიან გვახარებს და ძალიანაც ვეტანებით ისეთ
საშუალებებს, როგორიცაა ვთქვათ, რულეტი, სადაც შეიძლება
უეცრად, გაურჯელად, ორ საათში გამდიდრდე, ეს ამბავი
ძალიან გვხიბლავს. ხოლო რადგან ამაოდ, გაურჯელად
ვთამაშობთ, ვაგებთ კიდეც!
- ეს ნაწილობრივ მართალია, - კმაყოფილებით თქვა ფრანგმა.
- არა, არაა მართალი, და სირცხვილი თქვენ, ამეებს რომ ამბობთ
თქვენს სამშობლოზე, - მკაცრად და შეგონებით თქვა
გენერალმა.
- მომიტევეთ, - მივუგე მას, - მაგრამ ჯერ არავინ იცის, რა მეტი
უხამსობაა: რუსული უყაირათობა თუ გერმანელთა ყაიდაზე -
პატიოსანი შრომით ხვეჭა ფულისა.
- რა უმსგავსი აზრები მოგდით! - წამოიძახა გენერალმა.
- რაოდენ რუსული აზრია. - წამოიძახა ფრანგმა.
მე ვიცინოდი; საოცრად მომინდა მათი წაკიდება.
- მირჩევნია მთელი სიცოცხლე ყირგიზული კარვის ანაბარა
ვიხეტიალო, - წამოვიძახე მე, - ვიდრე გერმანულ კერპს
ვეთაყვანო.
- რა კერპს? - ხმას აუწია გენერალმაც და სერიოზულად
გაცხარდა.
- სიმდიდრის დაგროვების გერმანულ წესს. დიდი ხანი არაა,
რაც აქ ვარ, მაგრამ რისი დანახვა და შემოწმებაც მოვასწარი,
ყოველივე იმან ჩემში თათრული სისხლი აღაშფოთა.
ღმერთმანი, არ ვისურვებდი ასეთ სიქველეს! გუშინვე

24
მოვასწარი ათიოდე ვერსის შემოვლა. პირდაპირ ისეა, როგორც
გერმანულ, სურათებიან დამრიგებლურ წიგნებში: აქ ყველგან,
ყოველ სახლში საკუთარი ფატერი[9] ჰყავთ, უაღრესად ქველი
და ზედმიწევნით პატიოსანი, ისეთი პატიოსანი, რომ მასთან
მიახლოებაც შემზარავია. ყოველ ამგვარ ფატერს ჰყავს ჯალაბი,
საღამოობით ხმამაღლა კითხულობენ ჭკუისსასწავლ წიგნებს.
ეზოში თელები და წაბლები შრიალებენ, მზე ჩადის. ერდოზე
ყანჩაა დაყუდებული, ყველაფერი პოეტური და გრძნობების
ამშლელია.
- ნუ შემომწყრებით გენერალო, ნება მიბოძეთ, უფრო
გულისამაჩუყებლად ვთქვა. თვითონაც კარგად მახსოვს,
ცხონებული მამაჩემიც, ბაღჩაში, ცაცხვებქვეშ, საღამოობით მე
და დედაჩემს ამგვარ წიგნებს გვიკითხავდა... თვითონვე
შემიძლია ყოველივე ამის ჯეროვნად დაფასება. ჰოდა, ყოველი
ასეთი აქაური ოჯახი ფატერის სრულ მონობასა და
მორჩილებაშია. ყველანი ხარივით მუშაობენ და კაპიკს კაპიკზე
ადებენ ურიებივით. ვთქვათ, ფატერმა უკვე შეაგროვა ამდენი
და ამდენი გულდენი და უფროსი შვილისთვის გადადო, რათა
მას ხელობა ან მიწა უანდერძოს. ამის გამო ქალიშვილს
მზითევს არ აძლევენ და შინაბერად რჩება. ამის გამო უმცროს
ვაჟს კაბალაში ან სალდათში უკრავენ თავს და მიზდს საოჯახო
კაპიტალს მიუმატებენ. ნამდვილად ასე ხდება აქ; მე
გამოვიკითხე. ყოველივე ეს კეთდება პატიოსნად,
გამძაფრებული პატიოსნებით, იქამდე, რომ უმცროს, გაყიდულ
ვაჟსა სჯერა, რომ მას უბრალოდ კი არა, ნამუსიანად ჰყიდიან -
და ეს ხომ იდეალია, როცა თვითონ მსხვერპლი სიხარულით
მიდის სამსხვერპლოზე. მერე რაღა ხდება? მერე ის, რომ არც
უფროსია უკეთეს დღეში: ჰყავს მას ვიღაც ამალჰენი,
რომელთანაც გულითაა გადაჯაჭვული, მაგრამ ქორწინება
აკრძალულია, რადგან საჭირო გულდენი ჯერ არ მოუგროვებია.
ისინიც იცდიან უდრტვინველად და გულწრფელად და
სამსხვერპლოზე ღიმილით მიდიან. ამალჰენს კი ამასობაში
ლოყები უჭკნება, ხმება, თუმცა ოცი წლის შემდეგ ქონებამ
იმრავლა, გულდენები პატიოსნად და ნამუსიანად შექუჩდა.
ფატერი ლოცავს ორმოცი წლის პირმშოსა და ოცდათხუთმეტი
წლის, მკერდდაშრეტილსა და ცხვირწაწითლებულ ამალჰენს...
თან ცრემლად იღვრება, შეგონებას კითხულობს და კვდება.
ახლა პირმშო თვითონ ხდება ქველი ფატერი, და ისევ თავიდან
იწყება მთელი ამბავი. ასე, ორმოცდაათი-სამოცდაათი წლის

25
შემდეგ პირველი ფატერის შვილიშვილი მართლაც უყრის თავს
მნიშვნელოვან კაპიტალს და უანდერძებს შვილს, ის თავისას,
მერე იგი თავისას და ასე, ხუთი თუ ექვსი თაობის შემდეგ
გამოხტება თვით ბარონი როტშილდი ან გოპე და კომპი; თუ
ეშმაკმა უწყის, კიდევ ვინ. აბა, რით არაა დიდებული სანახაობა:
ას თუ ორასწლოვანი მემკვიდრეობითი შრომა, მოთმინება,
გონება, პატიოსნება, ხასიათი, სიმტკიცე, ყაირათიანობა, ყანჩა
ერდოზე! მეტი რაღა გინდათ, ამის იქით ხომ აღარაფერია, და ამ
წერტილიდან ისინი თვითონ იწყებენ მთელი მსოფლიოს
განსჯას და დამნაშავეებს, ესე იგი ვინც მცირეოდენ მაინც
განსხვავდება მათგან, უმალ ჯვარზე გააკრავენ. ჰოდა, ასეა
საქმე: მე მირჩევნია ისევ რუსულად მოვიგიჟიანო თავი, ანდა
ერთიანად ავშენდე რულეტზე. არ მინდა ვიყო გოპე და კომპი,
ხუთი თაობის შემდგომ. ფული მინდა ჩემდათავად, ჩემი თავი
არ მიმაჩნია კაპიტალისაგან დამოკიდებულად ან კაპიტალის
დამატებად. ვატყობ, ბევრი რამ მოვჩმახე, მაგრამ რა გაეწყობა,
მე ასე მწამს.
- არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რაც ბრძანეთ, -
შეფიქრიანებით თქვა გენერალმა, - მაგრამ ის კი
დანამდვილებით ვიცი, რომ როგორც კი ნებაზე მიგიშვებენ,
იწყებთ აუტანელ ფარსს... - და, ჩვეულებისამებრ, სიტყვა აღარ
დაასრულა. ჩვენი გენერალი თუ კი სიტყვას ჩამოაგდებდა
რაიმეზე, რაც იოტის ოდენ მაინც თუ აღემატებოდა
ჩვეულებრივ საუბარს, არასოდეს ბოლომდე არ იტყოდა
სათქმელს. ფრანგი აგდებით უსმენდა, ოდნავ
თვალდაჭყეტილი. მას თითქმის არაფერი გაუგია ჩემი
ნათქვამიდან. პოლინა ერთგვარი ქედმაღლური
გულგრილობით იმზირებოდა. ეტყობოდა, მარტო ჩემი
ნათქვამი კი არა, ამჯერად სუფრასთან თქმულიდანაც არაფერი
გაუგონია.

თავი V
პოლინა ძალზე დაფიქრებული იყო, მაგრამ სუფრიდან
აშლისთანავე მიბრძანა სასეირნოდ ვხლებოდი. ბავშვები
წავიყვანეთ და პარკში, შადრევანისაკენ წავედით.
მე თვითონაც ძლიერ აფორიაქებული გახლდით და ამიტომ,
ცოტა არ იყოს, უხეშად და ტუტუცურად მივახალე კითხვა: რას
მივაწერო, რომ ჩვენი მარკიზი დე გრიე შინიდან გამოსვლისას

26
არამც თუ არ გახლავს, მთელი დღეობით აღარც გელაპარაკება-
მეთქი.
- ფლიდია და იმიტომ, - უცნაურად მომიგო მან. არასოდეს
გამიგონია ასეთი რამ დასცდენოდეს დე გრიეზე. გაჩუმება
ვარჩიე, შემეშინდა გაღიზიანების მიზეზის შეტყობა.
- შენიშნეთ თუ არა, რომ დღეს გენერალსაც ეკინკლავება?
- გნებავთ შეიტყოთ, რა მოხდა, - მშრალად და გაღიზიანებით
მომიგო მან, - აკი მოგეხსენებათ, გენერალი თავით ფეხებამდე
დე გრიეს მოვალეა, მთელი მამული - ფრანგისაა, და თუ ბებია
არ მოკვდება, დაუყოვნებლივ გადავა დე გრიეს
მფლობელობაში, რაც გირავნობით აქვს მიღებული.
- მერე და მართალია, რომ ყველაფერი დაგირავებულია? მეც
მოვკარი ყური, მაგრამ არ მეგონა, თუ ყველაფერი
დაგირავებული იყო.
- აბა როგორ?
- ჰოდა, მშვიდობით mademoiselle Blanche, - ვთქვი მე. - ვეღარ
გამხდარა გენერლის თანამეცხედრე და ეგაა! იცით, რა? ასე
მეჩვენება, გენერალი ისეა შეყვარებული, რომ თავსაც
მოიკლავს, თუ mademoiselle Blanche მიატოვებს. მის ასაკში
ასეთი სიყვარული საშიშია.
- მეც ასე მგონია, თავს რაღაცას აუტეხავს-მეთქი, - დაფიქრებით
თქვა პოლინა ალექსანდროვნამ.
- დიდებულია! - წამოვიძახე მე, - ამაზე უფრო უხეშად არც
შეიძლება ხალხს განუცხადო, უმარტივეს წესებსაც არ
დაგიდევენ, სრულიად უბოდიშოდ იქცევიან. სასწაულია! რაც
შეეხება ბებიას, პირდაპირ სასაცილო და უხამსობაა, რომ
დეპეშა დეპეშაზე იგზავნება შეკითხვით: მოკვდა? მოკვდა? ა,
როგორ მოგწონთ ეს ამბავი, პოლინა ალექსანდროვნა?
- რეებს ჩმახავთ, - ზიზღით გამაწყვეტინა მან. - პირდაპირ
მაოცებს კიდეც, რამ გაგახალისათ ასე. რა გიხარიათ? ნუთუ ის,
რომ ჩემი ფულები წააგეთ?
- რატომ მომეცით წასაგებად? აკი გითხარით, სხვის ყისმათზე
თამაში არ შეიძლება-მეთქი, მით უფრო, თქვენს ყისმათზე.
ყველაფერს ავასრულებ, რაც არ უნდა მიბრძანოთ, მაგრამ

27
შედეგი ჩემზე რომ არაა დამოკიდებული? აკი წინდაწინ
გაგაფრთხილეთ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მითხარით,
ძალიან იზარალეთ ამდენი ფულის დაკარგვით? რად
გინდოდათ ამდენი ფული?
- ეს რა სიტყვა-პასუხია!
- მაგრამ, აკი თვითონვე აღმითქვით, ყველაფერს აგიხსნითო...
მისმინეთ: დარწმუნებული ვარ, საკმარისია ჩემს ყისმათზე
დავიწყო თამაში (მე ხომ თორმეტი ფრიდრიხსდორი მაქვს)
უმალ მოვიგებ, მაშინ კი რამდენიც გენებოთ, წაიღეთ.
პოლინას სახეზე ზიზღი აისახა.
- ნუ გამიწყრებით ასეთი ლაპარაკისთვის. - განვაგრძე მე, - ისევ
განვიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ თქვენს წინაშე, ესე იგი
თქვენს თვალებში, არარაობა ვარ, რომ თავისუფლად
შეგიძლიათ ჩემგან ფულის წაღება. ჩემს საჩუქარს არ უნდა
შემოსწყრეთ. თანაც მე ხომ თქვენი ფული წავაგე.
მან სასწრაფოდ შემომხედა და შემატყო, გაღიზიანებული,
სარკაზმით რომ ველაპარაკებოდი, ისევ გამაწყვეტინა სიტყვა: -
ჩემს საქმეებში თქვენთვის საინტერესო არაფერია. თუ ძალიან
გინდათ იცოდეთ, უბრალოდ, მე ვალი მაქვს. ვისესხე და
მინდოდა გამესტუმრებინა. რაღაც სულელური და უცნაური
აზრი ამეკვიატა, რომ უსათუოდ მოვიგებდი აქ, სამორინო
მაგიდაზე. საიდან გამიჩნდა ეს აზრი, - არ ვიცი, მაგრამ
მჯეროდა კია. ვინ იცის, ეგებ იმიტომ მჯეროდა, რომ სხვა გზა
არ გამაჩნდა, მეტი ჩარა არ მქონდა.
- თუ უფრო იმიტომ, რომ აუცილებლად გჭირდებათ მოგება; ეს
იმას ჰგავს, წყალწაღებული ხავსს რომ მოეჭიდება. მერწმუნეთ,
წყალს რომ არ წაეღო, არ იფიქრებდა, ხავსი ხის ტოტიაო.
პოლინა გაოცდა.
- რაო? - მკითხა მან, - აკი თქვენც რულეტის იმედით
სულდგმულობთ. ერთხელ, ამ ორი კვირის წინ, კარგახანს
მელაპარაკეთ, აქ, რულეტზე, უეჭველად მოვიგებო და მეც
მარწმუნებდით, გიჟი არ გეგონოო; ეგებ ხუმრობდით მაშინ?
მაგრამ კარგად მახსოვს, ისე სერიოზულად ლაპარაკობდით,
არაფერი არ შეიძლებოდა კაცს ხუმრობად ჩაეთვალა.
- მართალია, - დაფიქრებულმა მივუგე მე. - ახლაც ურყევად

28
მჯერა, რომ მოვიგებ. გამოგიტყდებით, თქვენ აღმიძარით
კითხვა: ჩემმა დღევანდელმა უაზრო და უმსგავსო წაგებამ
რატომ არ ამაღებინა ხელი განზრახვაზე? ახლაც მტკიცედ
მწამს, ჩემს ყისმათზე რომ დავიწყო თამაში, უმალ მოვიგებ.
- რატომ ხართ აგრე დარწმუნებული?
- მართალი თუ გნებავთ - არც ვიცი, ვიცი მხოლოდ, რომ უნდა
მოვიგო, რომ ესაა ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი. და აი,
იქნებ სწორედ ამიტომ მწამს, რომ მოვიგებ.
- გამოდის, თქვენც მეტისმეტად გჭირდებათ, რახან ასე
ფანატიკურად გჯერათ.
- ნაძლევსა ვარ, თქვენ ეჭვობთ, რომ მე გამაჩნდეს
აუცილებლობის შეგნების უნარი.
- ეგ ჩემთვის სულერთია, - წყნარად და გულგრილად მომიგო
პოლინამ. - თუ მართალი გნებავთ - დიახაც, მე ვეჭვობ რაიმე
სერიოზული გტანჯავდეთ. თქვენ ეს არც ძალგიძთ. თქვენ
აფორიაქებული და დაულაგებელი კაცი ხართ. რად გინდათ
ფული? თქვენს მიერ წარმოდგენილ დასაბუთებაში
სერიოზული ვერაფერი ვნახე.
- სხვათაშორის, - გავაწყვეტინე მე, - თქვენ ბრძანეთ, ვალი
უნდა გავისტუმროო. კარგი ვალია, ეტყობა! ფრანგისა ხომ არ
გმართებთ?
- ეს რეები მესმის? დღეს განსაკუთრებით თავს გაგივიდათ.
ხომ არ დამთვრალხართ?
- კარგად მოგეხსენებათ, რომ თავს ნებას ვაძლევ, ხანდახან
ძალიან გულახდილად გელაპარაკოთ და ზოგი რამ გკითხოთ
კიდეც. გიმეორებთ, მე თქვენი მონა ვარ და მონისა არ
ერიდებათ, მონა ვერ შეურაცხყოფს.
- რა უმსგავსობაა! ვერ ვიტან ამ თქვენ „მონურ“ თეორიას.
- იცოდეთ, იმიტომ კი არ ვლაპარაკობ ჩემს მონობაზე, რომ
თქვენი მონად ყოფნის დიდი სურვილი მქონდეს, არამედ
უბრალოდ, ჩემგან სრულიად დამოუკიდებელ ფაქტს
აღვნიშნავ.
- აღიარეთ, რად გინდათ ფული!

29
- თქვენ რაღას მოგცემთ ამის შეტყობა?
- როგორც გენებოთ, - მომიგო მან და ამაყად გადაიქნია თავი.
- მონურ თეორიას უგულებელყოფთ და მონებისგან კი
მოითხოვთ: „მიპასუხე და არ განსაჯო“. კეთილი, აგრე იყოს.
რად მინდა ფული? როგორ თუ რად - ფული ყველაფერია.
- მესმის, მაგრამ ფულის სურვილით ასე გადარევა იქნება? ეს
ხომ გამოთაყვანებამდე, ფატალიზმამდე მიგიყვანთ. აქ რაღაც
სხვა ამბავია, რაღაც გაქვთ უზურში. თქვით, ოღონდ მიუკიბ-
მოუკიბავად. მე ასე მსურს.
თითქოს გაცხარდა კიდეც; ძალიან მეამა, ასე ძირისძირობამდე
რომ იძიებდა ყველაფერს.
- რასაკვირველია, მიზანი მაქვს, - მივუგე მე, - მაგრამ ვერ
შევძლებ აგიხსნათ, სახელდობრ რა. იმის მეტი არაფერი, რომ
თუ ფული მექნა, თქვენს თვალში მონად კი არა, სხვა კაცად
გამოვჩნდები.
- როგორ, როგორ მიაღწევთ ამას?
- როგორ? ნუთუ არ გესმით, როგორ მივაღწევ, რომ თქვენ სხვა
თვალით დამიწყოთ ყურება, და მონად აღარ მიმიჩნიოთ.
მაგრამ სწორედ ეგ არაფრად მეჭაშნიკება, ეგეთი გაოცება და
გახეტება.
- აკი ამბობდით, ამგვარი მონობა ჩემთვის ტკბობააო. მეც ასე
მჯეროდა.
- ასე გჯეროდათ! - წამოვიძახე რაღაც უცნაური სიამით, - რა
დიდებულია ამგვარი გულუბრყვილობა თქვენი მხრიდან!
დიახ, თქვენი მონობა ჩემთვის მართლაც რომ სიამოვნებაა.
დიახაც, რომ არის სიამოვნება უკიდურესად დამცირებასა და
არარაობაში. - განვაგრძობდი მე ბოდვას. - ეშმაკმა უწყის, ეგებ
შოლტიც კი ანიჭებს კაცს ტკბობას, როცა იგი ზურგზე ტყავს
აძრობს. მაგრამ იქნება მინდა სხვაგვარი სიამეც ვიგემო.
ამასწინათ გენერალი სუფრასთან თქვენი თანდასწრებით
ჭკუას მარიგებდა, მელაპარაკებოდა წელიწადში იმ შვიდასი
მანეთის თაობაზე, რომელიც შეიძლება ვერც კი მივიღო მისგან.
მარკიზი დეგრიე ამრეზით მათვალიერებს და ზედაც არ
მიყურებს. მე კი, ჩემდა თავად, შეიძლება ძლიერაც მსურდეს
თქვენი თანდასწრებით დე გრიეს ცხვირში ვწვდე?

30
- ბავშვივით მსჯელობთ. ყოველგვარ მდგომარეობაში შეიძლება
კაცმა ღირსეულად დაიჭიროს თავი. თუ ბრძოლაზე მიდგება
საქმე, ის არამცთუ დაგცემთ, აგამაღლებთ კიდეც.
- ჭეშმარიტება ღაღადებს თქვენს ბაგეთაგან! ოღონდ ესეც
გაითვალისწინეთ: ეგებ ვერც ვახერხებ ღირსეულად
თავდაჭერას. ესე იგი, მე ღირსეული ადამიანი კი ვარ, მაგრამ
ღირსეულად თავდაჭერა არ მეხერხება. მიმიხვდით? დიახ, ასეც
ხომ ხდება? ყველა რუსს ასე მოსდგამს და იცით რატომ?
იმიტომ, რომ რუსები მეტისმეტად და მრავალმხრივ ნიჭიერები
არიან და უჭირთ მათთვის შესაფერი ფორმის მალე მიგნება.
საქმე ფორმაა. ჩვენ, რუსები, მეტწილად ისე უხვად ვართ
დაჯილდოვებულნი, რომ რიგიანი ფორმისთვის გენიალურობა
გვჭირდება, გენიალურობა კი იოლად არ იპოვება, რადგან იგი,
საერთოდ, იშვიათობაა. მხოლოდ ფრანგებმა და, თუ გნებავთ,
ზოგიერთმა სხვა ევროპელებმა, შესძლეს ეპოვნათ შესატყვისი
ფორმა, ასე რომ, შეიძლება ძალიანაც ღირსეულად
გამოიყურებოდე და, ამასთან, ყოვლად უღირსი კაცი იყო.
ამიტომაა, ფორმა დიდ რამედ რომ მიაჩნიათ. ფრანგი
გადაყლაპავს შეურაცხყოფას, ნამდვილ, ჭეშმარიტ
შეურაცხყოფას და წარბსაც არ შეიხრის, მაგრამ ცხვირზე
წკიპურტის წაკვრას ვერ მოითმენს, რადგან ეგ უკვე
აღიარებული და დაკანონებული წესიერების ფორმათა
დარღვევაა. დახვეწილი ფორმის გამო ეტანებიან ჩვენი
ყმაწვილქალები ფრანგებს, ფრანგული ფორმა ხელსაყრელია.
ისე, კაცმა რომ თქვას, მაგათაც არავითარი ფორმა არ გააჩნიათ,
ეგენი მამლაყინწები არიან და ეგ არი. Le coq gaulois[10]
შეიძლება, მამლები კარგებიც არიან, თუმცა, ამის გაგება არ
ძალმიძს, მე ხომ ქალი არა ვარ. საერთოდ, ენად გავიკრიფე და
თქვენ კი აღარ მაჩერებთ. ხშირხშირად შემაჩერეთ ხოლმე. როცა
თქვენ გესაუბრებით, მინდა ყველაფერი, ყველაფერი,
ყველაფერი გითხრათ. მე ყოველგვარ ფორმას ვკარგავ. იმაზეც
თანახმა ვარ, რომ არამცთუ ფორმა, არავითარი ღირსებაც არ
გამაჩნია. პირდაპირ გეუბნებით ამას. არც ვიწუხებ თავს რაიმე
ღირსებებისთვის. ახლა ყველაფერი შეჩერდა ჩემში. თვითონაც
კარგად მოგეხსენებათ ამის მიზეზი. თავში არც ერთი
ადამიანური აზრი არ გამაჩნია. კარგახანია არ ვიცი, რა ხდება
ქვეყანაზე, რუსეთში, აქ. აგერ დრეზდენში გახლდით და არ კი
მახსოვს, როგორია დრეზდენი. კარგად მოგეხსენებათ, რამ
ჩანმთქა. რახან არავითარი იმედი არ გამაჩნია და თქვენს

31
თვალშიაც არარა ვარ, პირდაპირ გეუბნებით: მხოლოდ თქვენ
მეზმანებით ყველგან, ყოველივე დანარჩენი ჩემთვის
სულერთია. რისთვის მიყვარხართ ასე, არ ვიცი, ვინ იცის, ეგებ
სულაც არა ხართ კარგი? წარმოიდგინეთ, არც კი ვიცი, კარგი
ხართ თუ ცუდი, ისიც კი არ ვიცი, სახით როგორი ხართ. გული,
ალბათ, არა გაქვთ კარგი. გონება არაკეთილშობილური გაქვთ.
ეს ადვილი მოსალოდნელია.
- ალბათ ჩემი კეთილშობილება რომ არ გწამთ, ამიტომ
გგონიათ, ფულით მომისყიდით, - თქვა მან.
- როდის დაგიპირეთ ფულით მოსყიდვა? - წამოვიძახე მე.
- ლაპარაკს შეჰყევით და წამოგცდათ. მე თუ არა, ჩემი
პატივისცემის მოსყიდვას მაინც ფიქრობთ.
- ო, არა, ეგრე სულაც არაა საქმე. აკი გითხარით, მიჭირს-მეთქი
ახსნა. თქვენ მე მთრგუნავთ. ნუ გაწყრებით ჩემს ჩმახვაზე,
კარგად მოგეხსენებათ, რატომაც არ შეიძლება ჩემზე გაბრაზება:
უბრალოდ, შმაგი ვარ. თუმცა, რა მენაღვლება, გნებავთ,
გამიწყერით კიდეც. საკმარისია ზემოთ, ჩემს საკანში გავიხსენო
და წარმოვიდგინო თუნდაც თქვენი კაბის შრიალი, მზად ვარ
მჯიღი მოვიჭამო. ან კი რატომ უნდა გაწყრეთ ჩემზე? მხოლოდ
იმიტომ, რომ ვაღიარებ ჩემს მონობას? ისარგებლეთ,
ისარგებლეთ ჩემი მონობით! უწყით თუ არა, რომ ოდესმე
მოგკლავთ? იმიტომ კი არა, რომ გადაგიყვარებთ, ან ვიეჭვიანებ
- ისე, ტყუილუბრალოდ მოგკლავთ, იმიტომ რომ ხანდისხან
თქვენი შეჭმის ჟინი მომივლის ხოლმე. თქვენ გეცინებათ.
- სულაც არ მეცინება, - თქვა მან რისხვით. - ახლავე გაჩუმდით.
იგი შეჩქვიფდა, ბოღმისაგან ძლივს ითქვამდა სულს.
ღმერთმანი, მართლა არ ვიცოდი, ლამაზია თუ არა, მაგრამ
ძალიან მიყვარდა, როცა იგი შეჩქვიფდებოდა ხოლმე ჩემს
წინაშე, და ამიტომაც მსიამოვნებდა მისი ხშირად განრისხება.
შესაძლოა, ეს შემამჩნია კიდეც და განზრახ ბრაზობდა. ესეც
ვუთხარი.
- რა სიმდაბლეა! - წამოიძახა მან ზიზღით.
- რა მენაღვლება, - განვაგრძე მე, - ესეც იცით თუ არა, რომ ჩვენი
ერთად სიარული საშიშია: ხშირად დაუოკებელი ჟინი მივლის
მიგბეგვოთ, დაგასახიჩროთ, წაგახრჩოთ. როგორ გგონიათ,

32
აქამდე არ მივა საქმე? თქვენ მე გამახელებთ. ვითომ
აყალმაყალს მოვერიდები, ანდა თქვენი რისხვის შემეშინდება?
რა არის ჩემთვის თქვენი განრისხება? უიმედოდ მიყვარხართ
და ვიცი, ამის შემდეგ ათასგზის მეტად მეყვარებით. თუ
ოდესმე მოგკლავთ, მაშინ ხომ თავიც უნდა მოვიკლა - მაგრამ,
რაც შეიძლება გავაჭიანურებ თავის მოკვლას, რომ ეს
აუტანელი ტკივილი უთქვენოდ უფრო შევიგრძნო. იცით თუ
არა დაუჯერებელი ამბავი: დღითიდღე უფრო მეტად
მიყვარხართ, ეს კი თითქმის შეუძლებელია. ამის მერეც აღარ
ვიყო ფატალისტი? გახსოვთ, სამი დღის წინ, შლანგენბერგზე,
თქვენსავე გამოწვევაზე რა წაგჩურჩულეთ? თქვენი ერთი
სიტყვა და - უმალ თავით დავეშვები ამ უფსკრულში-მეთქი.
რომ გეთქვათ ეს სიტყვა, გადავხტებოდი. ნუთუ არ გჯერათ,
რომ გადავხტებოდი?
- რა სულელური ჩმახვაა! - მომახალა მან.
- რა მენაღვლება, ჩემი სიტყვები სულელურია თუ ჭკვიანური, -
წამოვიძახე მე, - ვიცი, რომ უნდა გელაპარაკოთ, გელაპარაკოთ,
გელაპარაკოთ და მეც ვლაპარაკობ. თქვენს წინაშე
თავმოყვარეობას ვკარგავ და აღარაფერი მენაღვლება.
- რატომ უნდა გაიძულოთ გადახტეთ შლანგენბერგიდან? -
თქვა მან მშრალად და როგორღაც განაწყენებით, - რას
მარგებდა!
- დიდებულია! - წამოვიძახე მე. - თქვენ განზრახ ბრძანეთ ეს
დიდებული „რას მარგებდა“, რომ დაგეთრგუნეთ. მე თქვენ
ხუთი თითივით გხედავთ. - რას მარგებდაო, ბრძანებთ? მაგრამ
სიამოვნება მუდამ სასარგებლოა, ხოლო ველური, უსაზღვრო
ხელმწიფება - თუნდაც ბუზზე - ესეც ხომ ერთგვარი
სიამოვნებაა. ადამიანი თავისი ბუნებით დესპოტია და უყვარს
მტანჯველი იყოს. თქვენ განსაკუთრებით გიყვართ.
მახსოვს, რაღაც განსაკუთრებული, დაჟინებული ყურადღებით
მიმზერდა. შეიძლება, ჩემი სახე გამოხატავდა ჩემსავე
უთავბოლო, შეუსაბამო ფიქრებს. მახსენდება, რომ მართლაც
თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე ვსაუბრობდით, როგორც აქ
აღვწერე. თვალები სისხლით ამევსო. ტუჩის კუთხეებში ქაფი
მომადგა. რაც შეეხება შლანგენბერგს, სინდისს გეფიცებით,
ახლაც რომ ებრძანებინა ქვევით გადაეშვიო, გადავეშვებოდით!
ისე, ხუმრობითაც რომ ეთქვა, თუნდაც ზიზღით,

33
შემოეფურთხებინა და ისე ეთქვა - მაინც გადავხტებოდი.
- არა, რატომაც არა, მჯერა თქვენი, - მითხრა მან, მაგრამ, ისე,
როგორც ხანდახან იცის ხოლმე, ზიზღით, იქედნურად, ისე
ქედმაღლურად, რომ, ღმერთმანი, იმ წუთში შემეძლო
მომეკლა. რისკზე მიდიოდა. არც ეს დამიფარავს, ვუთხარი
კიდეც.
- მხდალი არა ვარო, ამბობთ? - უცებ მკითხა მან.
- არ ვიცი, ეგებ მხდალიცა ვარ. არ ვიცი... დიდი ხანია, ამაზე არ
მიფიქრია.
- რომ გითხრათ, მოკალი მავანი და მავანი კაცი-მეთქი,
მოკლავდით?
- ვის?
- ვისაც გინდა!
- ფრანგს?
- ნუ მეკითხებით, მიპასუხეთ - ვისაც ხელს დავადებ. მინდა
ვიცოდე, სერიოზულად ამბობთ ამას? - იგი ისე სერიოზულად
და მოუთმენლად ელოდა პასუხს, რომ როგორღაც შევცბი.
- მეტყვით თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება, - წამოვიყვირე
მე, - რაო, ხომ არ გეშინიათ ჩემი? თვითონაც კარგად ვხედავ
აქაურ უწესრიგობას. თქვენ ხართ გერი გაკოტრებული და
გონგადასული კაცისა, რომელიც შეპყრობილია ამ სატანის -
Blanche-ის ტრფობით; აქვეა ფრანგიც, რომელსაც თქვენზე
იდუმალი გავლენა აქვს. და ახლა თქვენც ისე სერიოზულად
მეკითხებით. მეც ხომ უნდა ვიცოდე რაღაცა. თუ არა და,
გავხელდები და რაღაცას ჩავიდენ. ეგებ გეთაკილებათ
გამიტყდეთ? განა შეიძლება ჩემთან რაიმე გეთაკილებოდეთ?
- ეგ სულაც არ მითქვამს; მე ჩემს შეკითხვაზე ველოდები
პასუხს.
- რასაკვირველია, მოვკლავ! - წამოვიძახე მე, - მოვკლავ, ვინც არ
უნდა იყოს... მაგრამ განა შეგიძლიათ... განა თქვენ ამას
მიბრძანებთ?
- აბა რა გგონიათ, დაინდობთ? გიბრძანებთ და თვითონ განზე
დავრჩები. შეიძლებთ ამას? არა! სად შეგიძლიათ! თქვენ,

34
რასაკვირველია, მოკლავთ ბრძანებისამებრ, მერე მე
მომვარდებით მოსაკლავად, რომ გავბედე თქვენი გაგზავნა.
ამ სიტყვებზე თითქოს რაღაცამ დამკრაო. რა თქმა უნდა,
თავიდანვე ნახევრად ხუმრობად, გამოწვევად მივიჩნიე მისი
შეკითხვა. ახლა შევატყვე, არც თუ ხუმრობას ჰგავდა. მაინც,
გავოცდი, რომ ასეთი რამ თქვა, რომ იგი ამხელა ძალაუფლებას
ინარჩუნებს ჩემზე, რომ ის თანახმაა ამ უფლებამოსილებისა და
პირდაპირ მახლის: „გასწი დასაღუპავად, მე კი განზე
დავრჩებიო“. ამ სიტყვებში რაღაც ცინიკურიც გამოსჭვივოდა და
გულახდილიც, რაც, ჩემის აზრით, მეტისმეტად ბევრს
ნიშნავდა. და თუ ასე იყო, რა თვალით შემომხედავდა ამის
შემდეგ? ეს ამბავი უკვე გასცდა მონობისა და არარაობის
სამანს. ყოველივე ამის შემდეგ კაცს გაიტოლებენ. რაც არ უნდა
შეუსაბამო და არაჩვეულებრივი ყოფილიო მთელი ჩვენი
საუბარი, გული მაინც გადამიქანდა.
უცებ მან გადაიხარხარა. სკამზე ვიჯექით, მოთამაშე ბავშვების
ახლოს, სწორედ იმ ადგილის წინ, სადაც ეკიპაჟები
ჩერდებოდნენ და ხალხს ხეივანში გადმოსხამდნენ ხოლმე,
ვოკსალის წინ.
- ხედავთ იმ ფაშფაშა ბარონესას? - წამოიძახა მან. - ეს გახლავთ
ბარონესა ვურმერჰელმი. სულ სამიოდე დღეა, რაც ჩამოვიდა.
აგე მისი ქმარიც: მაღალი, ხმელ-ხმელ პრუსიელი, ხელჯოხიანი.
გახსოვთ, სამი დღის წინ როგორ გვათვალიერებდა? ახლავე
ადექით, მიდით ბარონესასთან, ქუდი მოიხადეთ და უთხარით
რამე ფრანგულად.
- რატომ?
- იფიცებოდით, შლანგენბერგიდან გადავხტებიო,
მარწმუნებდით, კაცს მოვკლავ, თუ მიბრძანებო. ყველა ამ
მკვლელობისა და ტრაგედიის სანაცვლოდ მხოლოდ
გამხიარულება მინდა. გასწით. სიტყვის შეუბრუნებლად.
მინდა ვიხილო, როგორ გაგჯოხავთ ბარონი.
- თქვენ მე მაქეზებთ. გგონიათ, გადავთქვამ?
- დიახაც, გაქეზებთ. გასწით. მე ასე მსურს.
- კეთილი, მივდივარ, თუმცა ეს გიჟური ახირებაა. მხოლოდ ის
მაფიქრებს, ამის გამო გენერალს უსიამოვნება არაფერი

35
შეხვდეს, ხოლო გენერლისაგან - თქვენ. ღმერთმანი, ჩემს
თავზე არ ვზრუნავ - მხოლოდ თქვენზე და გენერალზეც, - რა
ახირებაა ქალის შეურაცხყოფის დაჟინება?
- ეჰ, გეტყობათ, მხოლოდ ყბედი ხართ, - თქვა მან ზიზღით. -
კაიხანია თვალებში სისხლი მოგაწვათ, სულ ეგაა. თუმცა,
სადილზე ღვინო ბლომად გადახუხეთ და შეიძლება იმის
ბრალიცაა. განა თვითონაც არ მესმის, რომ ეს სისულელეა,
სიმდაბლეა, რომ გენერალი გაცხარდება? მე უბრალოდ
გართობა მომინდა. ასე მწადია და მორჩა! ანდა რატომ უნდა
შეურაცხყოთ ქალი? უმალ გაგჯოხავენ.
შევბრუნდი და მდუმარედ წავედი პოლინას დავალების
შესასრულებლად. რასაკვირველია, ეს სიგიჟე იყო, და, ამისაგან
თავი ვერაფრით დავიძვრინე. მაგრამ როცა ბარონესას
მივუახლოვდი, მახსოვს, თითქოს წერამ ამიტანაო, სწორედ
ბალღივით ავცეტდი, თანაც გაღიზიანებული ვიყავი,
მთვრალივით.
უკვე ორი დღე გავიდა იმ გადარეული დღის მერე. რამდენი
ყვირილი, ხმაური, მითქმა-მოთქმა, აყალმაყალი ატყდა!
რანაირი უთავბოლობა, უმსგავსობა, სისულელე და სიმდაბლე
მოჰყვა - და ყოველივე ამის მიზეზი მე შევიქენი. თუმცაღა
ზოგჯერ ყოველივე ეს სასაცილოა - ყოველ შემთხვევაში, მე
მეცინება. საკუთარი თავისთვისაც ვერ ამიხსნია, რა მომდის,
მართლა გამოვთაყვანდი, თუ უბრალოდ გზას ავცდი და
ვღლაბუცობ, ვიდრე არ გამბაწრავენ. ხანდისხან ისე მეჩვენება,
ჭკუა მერევა-მეთქი. ზოგჯერ კი მგონია, ბავშვობას, სკოლის
მერხს არ გავცდენილვარ და მხოლოდ უხეშად ვპამპულაობ.
სულ პოლინას, პოლინას ბრალია! შეიძლება ამგვარი
პამპულაობაც არ დამეწყო, პოლინა რომ არ ყოფილიყო. ვინ
იცის, შეიძლება ეს სასოწარკვეთილების ბრალია, თუმცა, დიდი
სისულელე კია ასე მსჯელობა. ვერც კი შემიგნია, ვერ გამიგია,
რა აქვს კარგი! მოხდენილი კი ნამდვილად არის; ეგებ მეჩვენება
კიდეც. სხვებსაც ხომ აგიჟებს. მაღალია და ტანადი, თხელ-
თხელი, ასე მგონია, სულ იოლად შეიძლება მისი მომარყუჟება,
ანდა უბრალოდ, ორად მოკეცვა. წვრილი და გრძელი
ნატერფალი აქვს - ჩემი მაწამებელი. სწორედ რომ მაწამებელი.
თმებზე წითური გადაჰკრავს. ნამდვილი კატის თვალები აქვს,
მაგრამ გამოხედვისას რაოდენი სიამაყე და ქედმაღლობა
გამოსჭვივის მათში! ოთხიოდე თვის წინ, როცა ამათთან

36
სამსახური ახალი დაწყებული მქონდა, ერთ საღამოს პოლინა
დარბაზში დე გრიეს დიდხანს და ცხარედ ელაპარაკებოდა. თან
ისე უყურებდა... რომ როცა მერე ჩემს ოთახში დასაძინებლად
წავედი, მომეჩვენა, სილა გააწნა-მეთქი, აი, ახლა გააწნა სილა,
მერე წინ დაუდგა და მიაჩერდა-მეთქი... სწორედ იმ საღამოს
მერე შემიყვარდა.
ჯობს საქმეს მივუბრუნდეთ.
ბილიკით დავეშვი ხეივნისაკენ, გავჩერდი შუაგულ ხეივანში
და ბარონესას და ბარონს ვუცდიდი; როცა ხუთ ნაბიჯზე
მომიახლოვდნენ, ქუდი მოვიხადე და მივესალმე.
მახსოვს, ბარონესას ეცვა ფურჩალებიანი, ბაცი ნაცრისფერი
აბრეშუმის ფაშფაშა ქობაათრეული ხაბარდა. თვითონ
ბარონესა ტანმორჩილია, უჩვეულოდ ჩასუქებული, საშინლად
სქელი და ჩამოკიდებული ღაბაბი აქვს, კისერი აღარ უჩანს, სახე
გაჟინჟღილებია. წვრილი, ბოროტი და კადნიერი თვალები აქვს.
ისე მოდის, თითქოს დიდი მოწყალება მოიღოო. ბარონი ხმელ-
ხმელია, მაღალ-მაღალი. სახე - გერმანული, მოქცეული, და
ათასი წვრილი ნაოჭით დაფარული; სათვალეს ატარებს;
ორმოცდახუთი წლისა. ადლაბიჯაა, ფეხები თითქოს
მკერდიდან ეწყება, ასე მოსდგამს. ფარშევანგივით
გაფუყულია. ცოტა ჩანჩურაა. რაღაც ცხვრისებური
გამომეტყველება აქვს, რაც ერთგვარად ღრმააზრიანობის
გამომხატველია.
სულ სამიოდე წამში გამიელვა ყოველივე ამან.
ჩემმა სალამმა და მოშვლეპილმა ქუდმა თავდაპირველად
ოდნავ მიიქცია მათი ყურადღება. ბარონმა ოდნავ შეჭმუხნა
წარბები. ბარონესა პირდაპირ ჩემსკენ მოგოგმანებდა.
- Madame la baronne, - თითოეულ სიტყვას მკაფიოდ და ხმამაღლა
წარმოვთქვამდი, - j’ai l’ honneur d’ être votre esclave[11], შემდეგ
თავი დავუკარი, ქუდი დავიხურე და ბარონს გვერდით
ჩავუარე, თავაზიანად მივაჩერდი სახეზე და გავუღიმე.
ქუდის მოხდა პოლინამ მიბრძანა, მაგრამ თავის დაკვრისა და
პამპულაობას ჩემდათავად მოვყევი. ეშმაკმა უწყის, რა
შემიჩნდა? თითქოს ბორცვიდან დავქანდი.
- ჰაინ! - დაიღრინა, უფრო სწორად, აკრიახდა ბარონი და

37
ჩემსკენ მობრუნდა მწყრალი, გაოცებული.
შემოვბრუნდი და წინ დავუდექი კრძალული მოლოდინით,
თან ისევ შევცქეროდი და ვუღიმოდი. ბარონი, ეტყობა,
გაოცებას იყო და წარბები nes plus ultra[12]-მდე აქაჩა. სახე უფრო
და უფრო მოექუფრა. ბარონესაც მომიტრიალდა და მანაც
მწყრალი გაოცებით შემომხედა. გამვლელებმა ყურება
დაგვიწყეს. ზოგი მათგანი შეჩერდა კიდეც.
- ჰაინ! - აკრიახდა ისევ ბარონი გაკვირვებითა და მომეტებული
რისხვით.
- Ja wohl,[13] - გაბმით წამოვიძახე მე და ისევ თვალებში
მივჩერებოდი.
- Sind sie resend?[14] - აყვირდა იგი, ჯოხი დაიქნია და მგონი
ცოტათი დაფრთხა. ალბათ, ჩემმა კოსტიუმმა შეაფიქრიანა.
ზედმიწევნით წესიერად, პეწიანადაც კი მეცვა, როგორც
ყველაზე კეთილშობილური წრის კაცს შეეფერება.
- Ja wo-o-ohl - ავყვირდი უცებ მთელი ხმით, ბერლინელივით
გავჭიმე „ო“ - წარამარა რომ ხმარობს საუბარში ამ სიტყვას.
„ja wohl-ს“ და ამასთან „ო“-ს მეტნაკლებად გაბმით გამოთქვამს,
აზრის თუ გრძნობის ნაირ-ნაირი ელფერით გამოსახატავად.
ბარონი და ბარონესა შებრუნდნენ და შემკრთალნი თითქმის
სირბილით გამეცალნენ. მაყურებელთაგან ზოგი ალაპარაკდა,
სხვები გაოცებით შემომაჩერდნენ. კარგად არც კი მახსოვს.
შემოვბრუნდი და ჩვეულებრივი ნაბიჯით მივაშურე პოლინა
ალექსანდროვნას. მაგრამ ასიოდე ნაბიჯით რომ მივუახლოვდი
მის სკამს, პოლინა წამოდგა, ბავშვები წაიყოლა და
ოტელისაკენ გასწია.
კართან წამოვეწიე.
- შევასრულე... ტაკიმასხრობა, - ვუთხარი, როცა გავუსწორდი.
- მერე რა? ახლა იტეხეთ კისერი! - მომიგო მან. ზედაც არ
შემოუხედავს, ისე აუყვა კიბეს.
მთელი ეს საღამო პარკში ვწანწალებდი. პარკს გავცდი, ტყე
გადავჭერი და სხვა სამთავროშიც კი გავედი. ერთ ქოხში
ერბოკვერცხითა და ლუდით შევნაყრდი. ამ იდილიისათვის

38
მთელი ტალერნახევარი ამაღლიტეს.
მხოლოდ თორმეტ საათზე დავბრუნდი შინ. გენერალმა მყისვე
კაცი აფრინა ჩემთან.
ჩვენებს ოტელში ორი ორ-ორ ოთახიანი ნომერი უკავიათ.
პირველი - დიდი სალონია, სადაც როიალი დგას. მის გვერდით,
ასეთივე დიდ ოთახში გენერლის კაბინეტია. სწორედ იქ
მელოდებოდა. გენერალი, შუაგულ კაბინეტში იდგა ზვიადად.
დე გრიე დივანზე გაშხლართულიყო.
- მოწყალეო ხელმწიფევ, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რა
ჩაიდინეთ? - წამოიწყო გენერალმა და მე მომიბრუნდა.
- მე ვისურვებდი, ბატონო გენერალო, რომ პირდაპირ საქმეს
შესდგომოდით, - ვთქვი მე. - თქვენ, ალბათ, განზრახული
გაქვთ, მომელაპარაკოთ დღეს ერთ გერმანელთან ჩემი
შეხვედრის თაობაზე?
- ერთ გერმანელთანო? ეგ გერმანელი ბარონი ვურმერჰელმი
გახლავთ, ფრიად წარჩინებული პიროვნება! თქვენ კი იგი და
ბარონესა შეურაცხყავით.
- სრულიადაც არა.
- თქვენ შეაშინეთ ისინი, მოწყალეო ხელმწიფევ! - აყვირდა
გენერალი.
- რას ბრძანებთ, სულაც არა! ჯერ კიდევ ბერლინში ყურს
მომხვდა წარამარა განმეორებული, ყოველი სიტყვის თავზე
დართული „ja wohl“, რასაც ისინი საძაგლად, გაბმით
წარმოთქვამდნენ. როცა მაგათ ხეივანში გადავეყარე, უცებ ამ
„ja wohl“-მა, რატომღაც, თავში გამკრა, ჰოდა გამაღიზიანებლად
იმოქმედა... ამას ისიც დაურთეთ, რომ ბარონესა აგერ უკვე
მესამედ მხვდება, დაადებს თავს და პირდაპირ ჩემსკენ
მოემართება, თითქოს მატლი ვიყო, რომლის ფეხით გასრესა
შეიძლებოდეს. დამერწმუნეთ, შეიძლება მეც გამაჩნდეს
თავმოყვარეობა. მე ქუდი მოვიხადე და თავაზიანად
(გარწმუნებთ, თავაზიანად) მივმართე: Madame, j’ai l’ honneur d’
être votre esclave-მეთქი“. როცა ბარონი მობრუნდა და „ჰაინო“,
დაიძახა, - უცებ რაღაცამ მიბიძგა, მეც დამეძახა „Ja wohl-მეთქი!“
ავდექი და ორჯერ დავიძახე: ერთხელ ჩვეულებრივად,
მეორეჯერ შეძლებისამებრ გაჭიანურებულად. ეს იყო და ეს.

39
გამოგიტყდებით, ძალზე მახარებდა ამგვარი მეტისმეტად
ბალღური თავისმართლება. საოცრად მინდოდა მთელი ეს
ამბავი, რაც შეიძლება უაზროდ შემეთითხნა.
რაც დრო გადიოდა, ეშხში შევდიოდი.
- მასხარად მიგდებთ თუ რა, - დამიყვირა გენერალმა. იგი
მიუბრუნდა ფრანგს და ფრანგულად მოახსენა, ნამდვილად
თვითონ მიძვრება ხათაბალაშიო. დე გრიემ ზიზღით
ჩაიხითხითა და მხრები აიჩეჩა.
- ო, გუნებაშიც არ გაივლოთ, სულაც არ მიფიქრია! - მივაძახე
გენერალს, - ჩემი საქციელი, რასაკვირველია, ვერაა მოსაწონი,
თქვენს წინაშე გულახდილად ვაღიარებ ამას. ჩემს საქციელს
შეიძლება სულელური, უწესო ბალღობაც კი უწოდოთ, - მაგრამ
მეტი არაფერი. რომ იცოდეთ, გენერალო, ძალიანაც ვნანობ.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რაც თითქმის სინანულსაც
მიქარვებს საკუთარ თვალში. ამ ბოლო ხანებში, აგერ ორი, სამი
კვირაც იქნება, კარგად ვერ ვგრძნობ თავს; ავადმყოფური,
ნერვიული, გაღიზიანებული, ფანტასტიური გავხდი და
ზოგჯერ სულაც ვეღარ ვიჭერ თავს. მართლა, რამდენჯერმე
მომიარა სურვილმა მიმემართა მარკიზა დე გრიესათვის და...
თუმცა, არც ღირს სიტყვის გაგრძელება, იქნებ ითაკილოს
კიდეც. ერთი სიტყვით, ავადმყოფობის ნიშნები მაქვს. არ ვიცი,
ყურად იღებს თუ არა ბარონესა ვურმერჰელმი ამ გარემოებას,
როცა პატიებას ვთხოვ (განზრახული მაქვს მობოდიშება), ასე
მგონია, ყურს არ მათხოვებს, მით უფრო, რამდენადაც ჩემთვის
ცნობილია, ბოლო ხანებში ამ ამბავს ბოროტად იყენებენ
იურიდიულ სამყაროში: ადვოკატები სისხლის სამართლის
პროცესზე ძალიან ხშირად იმით ამართლებენ თავიანთ
კლიენტებს, დამნაშავეებს, რომ მათ დანაშაულის ჩადენის
მომენტში არაფერი ახსოვდათ და რომ თითქოს ასეთი
ავადმყოფობა არსებობს. „მოკლა, და არაფერი ახსოვსო“.
წარმოგიდგენიათ, გენერალო, მედიცინა კვერს უკრავს მათ,
მართლაც ადასტურებს, რომ არსებობს ასეთი დაავადება,
დროებითი შერყევა, როცა კაცს თითქმის არაფერი ახსოვს, ან
სანახევროდ ახსოვს, ან ბუნდოვნად. მაგრამ ბარონი და
ბარონესა ძველი ყაიდის ხალხია, თანაც პრუსიელი იუნკერები
და მებატონენი. მათ, შესაძლოა, იურიდიულ-სამედიცინო
სამყაროს ეს პროგრესი არც კი იცოდნენ და ამიტომ არც
მიიღებენ ჩემს ახსნა-განმარტებას. თქვენ რას ფიქრობთ,

40
გენერალო?
- კმარა, ბატონო! - მკვახედ და თავშეკავებული
გულისწყრომით წარმოთქვა გენერალმა, - კმარა! შევეცდები
ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიო თავი თქვენს უხამსობას.
ბარონესასა და ბარონის წინაშე კი მობოდიშება არ მოგიწევთ.
თქვენთან ყოველგვარი ურთიერთობა, თუნდაც შეწყალებაც
სთხოვოთ, ძალზე დამამცირებელ იქნება. ბარონმა როცა
შეატყო, ჩემს ჯალაბს ეკუთვნოდით, ვოკსალშივე მომმართა და
გამოგიტყდებით, ცოტას დააკლდა ლამის დუელში გამომიწვია.
შეგნებული გაქვთ, თუ რა შარში გამხვიეთ მე, - მე, მოწყალეო
ხელმწიფევ? მე, მე იძულებული გავხდი ბარონის წინაშე
ბოდიში მომეხადა და სიტყვა მივეცი, რომ დაუყოვნებლივ,
დღესვე აღარ იქნებით ჩემს ჯალაბს შორის...
- უკაცრავად, უკაცრავად, ბატონო ჩემო, როგორ, თვითონ
მოითხოვა, რომ აუცილებლივ გავცლოდი თქვენს ჯალაბს,
როგორც თქვენვე ბრძანებთ?
- არა; მაგრამ მოვალედ მივიჩნიე თავი, ამგვარად
დამეშოშმინებინა იგი, და, რასაკვირველია, ბარონი კმაყოფილი
დარჩა. ჩვენი გზები გაიყარა, მოწყალეო ხელმწიფევ. ჩემგან
ოთხი ფრიდრიხსდორი და სამი ფლორინიღა გერგებათ აქაური
ანგარიშით. აი, ფული - აგერ ანგარიშიც, შეგიძლიათ
შეამოწმოთ. მშვიდობით. დღეიდან ჩვენ უცხონი ვართ.
ჯახირისა და უსიამოვნებათა გარდა თქვენგან ხეირი არ
მინახავს. ახლა კელნერს ვუხმობ და განვუცხადებ, რომ
ხვალინდელი დღიდან ოტელში თქვენი დანახარჯი მე არ
მომკითხონ. პატივი მაქვს დავშთე თქვენს მსახურად.
ავიღე ფული და ფურცელი, რომელზედაც ანგარიში ფანქრით
ეწერა, თავი დავუკარი გენერალს და ფრიად სერიოზულად
ვუთხარი: - ბატონო, ჩემი საქმე ასე არ გათავდება. ძალიან
ვწუხვარ, ბარონისაგან უსიამოვნება რომ შეგხვედრიათ, მაგრამ
- მომიტევეთ - ამაში ბრალი თვითონ მიგიძღვით. რატომ
იკისრეთ ჩემს მაგივრად გაგეცათ პასუხი ბარონისათვის? ან ეს
გამოთქმა რას ნიშნავს, ჩემს ჯალაბს ეკუთვნიო? მე მხოლოდ
მასწავლებლად ვარ თქვენთან. ეგაა და ეგ. ღვიძლი შვილი არა
ვარ და, თქვენი მეურვეობის ქვეშ არ ვიმყოფები, არც ჩემ
საქციელზე მოგეკითხებათ პასუხი. მე თვითონ იურიდიულად
კომპეტენტური პირი გახლავართ. ოცდახუთი წლისა,
უნივერსიტეტის კანდიდატი, აზნაური. თქვენთვის სრულიად

41
უცხო ვარ. მხოლოდ თქვენი ღირსებისადმი ჩემი უსაზღვრო
პატივისცემა მაკავებს, დაუყოვნებლივ გამოგიწვიოთ დუელში
და მოგთხოვოთ ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თქვენ
იკისრეთ ჩემს მაგივრად პასუხისმგებლობა.
გენერალი ისე ჩაფიქრდა, რომ ხელები გაშალა, მერე ფრანგს
მიუბრუნდა და ნაუცბათევად აუხსნა, რომ ეს წუთია, ლამის
დუელში არ გამომიწვიაო. ფრანგმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- მაგრამ ბარონს ასე იოლად არ მოვეშვები, - განვაგრძე მე
ცივად, ყურიც არ ვათხოვე m-r დე გრიეს ხარხარს, - რახან
თქვენ, მისი მხარი დაიჭირეთ, ამით თვითონვე აღიარეთ თავი
ყოველივე ამ ამბის მონაწილედ; პატივი მაქვს მოგახსენოთ,
რომ ხვალ დილით დაუყოვნებლივ მოვთხოვ ბარონს, ჩემის
მხრიდან, ფორმალურ ახსნას იმ მიზეზთა, რის გამოც მან
გვერდი ამიარა და სხვას მიმართა, როცა საქმე ჩემთან ჰქონდა -
თითქოს მე არ შემეძლო ანდა ღირსადაც არ მცნო პასუხი მეგო
ჩემს საქციელზე.
მოხდა მოსახდენი: ამ ახალი სისულელის გაგონებაზე
გენერალი საოცრად დაფრთხა.
- როგორ, განზრახული გაქვთ განაგრძოთ ეს წყეული საქმე! -
აყვირდა იგი. - რას მიშვრებით, ღმერთო ჩემო! არ გაბედოთ, არ
გაბედოთ, მოწყალეო ხელმწიფევ. თუ არა და, გეფიცებით!..
აქაცაა უფროს-უმცროსობა, და მე... მე... ერთი სიტყვით ჩემი
მდგომარეობით... და ბარონიც... ერთი სიტყვით, პოლიციას
ჩარევენ, დაგაპატიმრებენ და გაგაძევებენ აქედან, რათა სულ
არ აიშვათ თავი! გესმით თუ არა ეს! - თუმცა ბოღმისაგან სული
შეუგუბდა, მაინც ძალიან დაფრთხა.
- გენერალო, - ვპასუხობდი მისთვის ყოვლად მოუთმენელი
სიმშვიდით, - აყალმაყალისათვის დაჭერა შეუძლებელია, სანამ
აყალმაყალი არ ამტყდარა. ჯერ არც დამიწყია ბარონთან ახსნა-
განმარტება, თქვენთვის ჯერ ხომ ცნობილიც არაა, რა რიგად და
რა საფუძველზე შევუდგები ამ საქმეს. მე მხოლოდ მინდა
გავარკვიო ეს დამამცირებელი მდგომარეობა, რომ თითქოს
ვიღაცის მეურვეობის ქვეშ ვიმყოფები და თითქოს მეურვეს
გააჩნია მეუფება ჩემს თავისუფლებაზე. თქვენ კი სულ ამაოდ
შიშობთ და შფოთავთ.
- ღვთის გულისათვის, ღვთის გულისათვის, ალექსეი ივანოვიჩ,
მოეშვით ამ უაზრო განზრახვას! - ბუტბუტებდა გენერალი,

42
თავისი მრისხანე ტონი უცებ შეცვალა ვედრებით და
ხელზედაც წამეტანა, - აბა, წარმოიდგინეთ, რა გამოვა აქედან?
ისევ უსიამოვნება! თვითონ განსაჯეთ, აქ განსაკუთრებული
თავდაჭერა მმართებს, განსაკუთრებით ახლა, ახლა!.. თქვენ არ
იცით, არ იცით მთელი ჩემი გასაჭირი!.. როცა აქედან
გავემგზავრებით, ისევ აგიყვანთ. ახლა კი მხოლოდ ეს გზა
მრჩენია, - ჰო, ერთი სიტყვით, აკი გესმით მიზეზი! - წამოიძახა
მან სასოწარკვეთით, - ალექსეი ივანოვიჩ, ალექსეი ივანოვიჩ!..
უკუსვლით კარისაკენ გავემართე და ისევ დაბეჯითებით
ვთხოვე, ნუ აღელდებით-მეთქი; აღვუთქვი, ყველაფერი
კარგად და წესიერად ჩაივლის-მეთქი და სასწრაფოდ გავეცალე.
რუსები საზღვარგარეთ ზოგჯერ ძალიან მხდალნი არიან,
საოცრად უფრთხიან, რას იტყვიან და როგორ შეხედავენ მათ,
მართებულია თუ არა ესა და ეს? ერთი სიტყვით, თითქოს
კორსეტით შებოჭილები არიანო, განსაკუთრებით, ვისაც
წარჩინებულობის პრეტენზია აქვს. მათთვის ყველაფერი, რაც
გნებავთ - წინდაწინ აკვიატებული და ერთხელ და სამუდამოდ
დაკანონებული ფორმაა, რასაც ისინი მონურად მისდევენ -
ოტელებში, სეირნობისას, შეკრებულობაში, გზაში... მაგრამ
გენერალს წამოსცდა, რომ მას, ამას გარდა, გააჩნია აგრეთვე
რაღაც განსაკუთრებული მიზეზები, რის გამოც მას
„განსაკუთრებული თავდაჭერა“ მართებდა. ამიტომაც
დაფრთხა ისე სულმოკლედ და ტონი იცვალა ჩემთან. მე ეს
ვინიშნე და დავიხსომე. რა თქმა უნდა, უგუნურობით შეეძლო
ხვალვე მიემართნა ხელისუფალთათვის, ასე რომ, მე მართლაც
სიფრთხილე მმართებდა.
ისე, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მინდოდა ჩვენი გენერლის
გაბრაზება. სამაგიეროდ ახლა პოლინას გაღიზიანების ჟინმა
მომიარა. პოლინა ხომ ისე უდიერად მომექცა, მიბიძგა
სისულელეზე, იმგვარად, რომ მას ჩემდათავად აღვუთქვი,
იქამდე მიგიყვან - შენვე მეხვეწებოდე, კმარა, გაჩერდიო. ჩემი
პამპულაობით, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება პოლინასაც ლაქა
მისცხებოდა. გარდა ამისა, რაღაცნაირი, სულ სხვა შეგრძნებები
და სურვილები გამოიკვეთა ჩემში. თუ მე, მაგალითად მის
წინაშე თვითნებურად არარაობად ვიქცევი, ეს სულაც არ
ნიშნავს, რომ სხვებთანაც დონდლო და უგერგილო კაცი ვარ,
და, რასაკვირველია, არც ბარონის მათრახს დავიკრავ.
სურვილმა მომიარა, ყველა სასაცილოდ ამეგდო, მე კი ყოჩაღი

43
გამოვჩენილიყავი. დამაცადონ ერთი! ეგებ პოლინა სკანდალს
შეუშინდეს და ისევ მე მიხმოს. და თუ არ მიხმობს, იმას მაინც
ნახავს, არც ისეთი ხელწამოსაკრავი ვინმე ვყოფილვარ...
(საოცარი ამბავი შევიტყვე: ეს წუთია გავიგე ჩვენი გადიასაგან,
რომელიც კიბეზე შემხვდა, რომ მარია ფილიპოვნა დღეს
საღამოს მატარებლით მარტოდმარტო გაემგზავრა
კარლსბადში, ბიძაშვილთან. რას ნიშნავს ეს? ძიძა ამბობს, კაი
ხანია აპირებდაო, მაგრამ სხვებმა რატომღა არ იცოდნენ?
თუმცა, შეიძლება მარტო მე არ ვიცოდი ეს ამბავი. გადიას
ჩემთან წამოსცდა, რომ მარია ფილიპოვნა ჯერ კიდევ სამი
დღის წინ წაეკიდა გენერალსო. გასაგებია. აქ, უსათუოდ, m-lle
Blanche ურევია. დიახ, ჩვენთან რაღაც გადამწყვეტი მომენტი
დგება).

თავი VI დილით კელნერი მოვიხმე და განვუცხადე, ცალკე


ანგარიში გამომიწერეთ-მეთქი. არც ისე ძვირიანი ნომერი
მეჭირა, რომ ძალიან შემშინებოდა და ოტელიდან
გადავბარგებულიყავი. თექვსმეტი ფრიდრიხსდორი მქონდა,
მერე იქ, იქ კი, ვინ იცის, გავმდიდრებულიყავი კიდეც!
საოცარია, ჯერ არ მომიგია, მაგრამ ისე ვიქცევი, ვგრძნობ და
ვაზროვნებ, როგორც მდიდარი, და არც ძალმიძს სხვანაირად
წარმოვიდგინო თავი.
ვფიქრობდი, ადრიანი დილის მიუხედავად, მისტერ
ასტლეისთან მივსულიყავი ოტელ d’Angleterre-ში, ჩვენგან კარგა
მოშორებით, რომ მოულოდნელად ჩემთან დე გრიე შემოვიდა.
სხვა დროს არასოდეს მომხდარა ამგვარი ამბავი, ბოლო ხანებში
ამ ვაჟბატონსა და მე ძალიან გაუცხოებული და დაძაბული
ურთიერთობა გვქონდა. განზრახ არ მალავდა, აბუჩად რომ
მიგდებდა, ცდილობდა კიდეც არ დაეფარა. მე კი - მეც ჩემი
მიზეზები მქონდა შევმწყრალიყავ. ერთი სიტყვით, არც მე
მეხატა გულზე. მისმა მოსვლამ ფრიად განმაცვიფრა. მაშინვე
ვიაზრე, ალბათ რაღაც განსაკუთრებული დავიდარაბა ატყდა-
მეთქი.
ძალზე თავაზიანად შემოვიდა და მაშინვე ქათინაური მითხრა
ჩემი საკანის თაობაზე. დაინახა, ქუდი რომ ხელთ მქონდა და
დაინტერესდა, ნუთუ ასე დილა-უთენია მიდიხართ
სასეირნოდო. როცა გაიგო, მისტერ ასტლეისთან მივდიოდი
საქმეზე, დაფიქრდა, რაღაც მოისაზრა, და სახეზე

44
განსაკუთრებული შეშფოთება გამოეხატა.
დე გრიე ისეთი იყო, როგორიც ყველა ფრანგია, ესე იგი,
მხიარული და თავაზიანი გახლდათ, როცა ეს ხელს აძლევდა,
და აუტანლად აბეზარი, როცა მხიარულება და თავაზიანობა
აღარ ესაჭიროებოდა. იშვითად, ფრანგი ბუნებით თავაზიანი
იყოს; იგი თავაზიანია თითქოს ბრძანებით, ანგარებით. თუ,
სიტყვაზე, ხედავს, რომ საჭიროა იყოს ფანტასტიური,
ორიგინალური, უჩვეულო, მაშინ მისი ფანტაზია, ყველაზე
სულელური და არაბუნებრივი, ადრევე აღიარებულ და უკვე
კაი ხნის გაცვეთილ ფორმას იძენს. ფრანგის ჭეშმარიტი ბუნება
შედგება ყოვლად წვრილმანი, გულნამცეცა, სადაგი
დადებითობებისაგან, - ერთი სიტყვით, ფრანგი ამქვეყნად
ყველაზე მოსაბეზრებელი არსებაა. ჩემის აზრით, მხოლოდ
ახალბედები, და განსაკუთრებით რუსი კეკლუცები
იბნიდებიან ფრანგებისათვის. ყველა წესიერი კაცისათვის კი
იმთავითვე შესამჩნევი და აუტანელია ერთფეროვანი, ამ
თვალთმაქცური სალონური თავაზიანობის, თავაშვებულობისა
და ხალისის ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული ნორმები.
- თქვენთან საქმეზე მოვედი, - დაიწყო მან ზედმიწევნით
ქედმაღლურად, თუმცაღა, თავაზიანად, - და, არ დავფარავ,
მოციქული, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, შუამავალი ვარ გენერლისა.
რუსული ძალიან ცუდად ვიცი და გუშინ თითქმის ვერაფერი
გავიგე, მაგრამ გენერალმა წვრილად ამიხსნა და უნდა
ვაღიარო...
- ყური მიგდეთ, monsieur დე გრიე, - გავაწყვეტინე მე, - ამ
საქმეში მოციქულობა გიკისრიათ. მე, რასაკვირველია „un
outchitel” გახლავართ, და არასოდეს მქონია პრეტენზია
ვყოფილიყავი ამ ოჯახის ახლო მეგობარი, ანდა მქონოდა რაღაც
განსაკუთრებული ინტიმური დამოკიდებულებები, ამიტომ
ჩემთვის უცნობია მრავალი გარემოება; მაგრამ ამაში
გამარკვიეთ: ნუთუ თქვენ უკვე სავსებით ეკუთვნით ამ
ოჯახის წევრთა რიცხვს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ
ყველაფერში ისეთ მონაწილეობას იღებთ, მყისვე უსათუოდ
შუამავლად მოგვევლინებით ხოლმე.
ჩემი შეკითხვა არ ეჭაშნიკა. მისთვის იგი ძალზე აშკარა
გახლდათ. მას კი არ უნდოდა, რაიმე დასცდენოდა.
- გენერალთან მე ნაწილობრივ საქმე მაკავშირებს, ნაწილობრივ

45
კი ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოება, - თქვა მან
მშრალად. - გენერალმა გამომგზავნა, გთხოვოთ, ხელი აიღოთ
თქვენს გუშინდელ ზრახვებზე. ყველაფერი, რაც თქვენ
მოისაზრეთ, რასაკვირველია, ძალზე მახვილგონივრულია;
მაგრამ გენერალმა სწორედ იმის გადმოცემა მთხოვა, რომ
არაფერი გამოგივათ; უფრო მეტი - ბარონი არც მიგიღებთ.
ბოლოს, ყოველშემთხვევაში, მას ხომ გააჩნია ყოველგვარი
საშუალება, თავიდან აიცილოს შემდგომი უსიამოვნებანი
თქვენის მხრიდან. თქვენც დამეთანხმებით. ერთი ეს
მიბრძანეთ, რისთვისღა უნდა განაგრძოთ? აკი გენერალი
დაბეჯითებით შეგპირდათ, ისევ აგიყვანთ, პირველსავე
ხელსაყრელ შემთხვევაშიო, მანამ კი გამოგიბრით თქვენს
ჯამაგირს, vos appointements-ს, და ეს ხომ საკმაოდ ხელსაყრელია,
ასე არაა?
სრულიად აუღელვებლად შევეპასუხე, ცოტა არ იყოს, ცდებით-
მეთქი; ეგებ, ბარონიანთგან გამომაგდონ კი არა, პირიქით,
მომისმინონ კიდეც და ვთხოვე, სიმართლე ეთქვა, რომ, ალბათ,
იმიტომ მომაკითხა, გამომტყუოს - მაინც რას ვაპირებ?
- ღმერთო ჩემო! როცა გენერალი ასეა დაინტერესებული,
მისთვის სასურველია, იცოდეს, რას აპირებთ. ეს ბუნებრივია!
მე ახსნა-განმარტებას შევუდექი, ის კი გადათხლაშული, ოდნავ
ჩემსკენ თავდახრილი, აშკარა, დაუფარავი ირონიით მისმენდა.
საერთოდ ძალიან ქედმაღლურად ეჭირა თავი. ძალუმ
ვცდილობდი ისე მომეჩვენებინა, რომ ამ საქმეს ერთობ
სერიოზულად ვეპყრობოდი. ავუხსენი, რომ რახან ბარონმა
გენერალს შესჩივლა ჩემზე, თითქოს გენერლის მსახური ვიყო,
მაშინ, ჯერ ერთი - დამაკარგვინა ეს ადგილი, მეორეც - აბუჩად
ამიგდო, თითქოს ისეთი კაცი ვიყო, რომელსაც არ შეუძლია
თავის თავზე პასუხისგება და რომელთან ლაპარაკიც კი არ
ღირს. დიახაც, სამართლიანად მტკივა გული, თუმცა,
მხედველობაში ვიღებ ასაკობრივ სხვაობას, საზოგადოებრივ
მდგომარეობას და ასე შემდეგ (აქ კი ძლივას შევიკავე თავი
სიცილისაგან). არ მინდა, კიდევ ერთი თავქარიანობა ჩავიდინო,
ესე იგი, პირდაპირ მოვთხოვო ბარონს, ანდა მხოლოდ
შევთავაზო დუელი. მით უფრო, მიმაჩნია, რომ სრული უფლება
მაქვს შევთავაზო მას, და განსაკუთრებით ბარონესას, ჩემი
მონანიება, თანაც ამ ბოლო ხანებში მართლა ვუჩივი
ნერვიულობას, ავადმყოფობას და ჯანმრთელობის შერყევას,

46
ასე ვთქვათ, ფანტასტიურობას და ასე შემდეგ. თუმც თვითონ
ბარონმა გენერლისადმი გუშინდელი ჩემი შეურაცხმყოფელი
მიმართვით და იმის დაჟინებით, რომ გენერალს უადგილოდ
დავეტოვებინე, ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენა, რომ არც კი
შემიძლია მოვუბოდიშო მას და ბარონესას, რადგან ახლა
მარტო ბარონი და ბარონესა კი არა და, მთელი ქვეყანა ალბათ
იმას იფიქრებს, შიშმა მოიყვანა ბოდიშის მოსახდელად, რათა
ისევ დაიბრუნოს სამსახურიო. ყოველივე აქედან გამომდინარე,
ახლა იძულებული ვარ, ბარონს მოვთხოვო თავდაპირველად
თვითონ მომიბოდიშოს, ზრდილობისათვის მაინც, -
მაგალითად, მითხრას, რომ სულაც არ ჰქონია განზრახული ჩემი
განაწყენება, და როცა ბარონი ამას იტყვის, მაშინ მეც, თამამად
შემიძლია გულწრფელად და მხურვალედ მოვუბოდიშო
ბარონს. ერთი სიტყვით, - ვთქვი ბოლოს, - მხოლოდ იმას
ვითხოვ, რომ ბარონმა ამ უხერხულობიდან მიხსნას.
- იფ, რანაირი მოკრძალება და დახვეწილობაა! ან რაზე უნდა
მოუბოდიშოთ? არა, დამეთანხმეთ, monsieur… monsieur… რომ
ყოველივე განზრახ წამოიწყეთ, რათა გენერალი ლაფში
ამოსვაროთ... ანდა, შესაძლოა, სხვა განსაკუთრებული
მიზნებიცა გაქვთ უზურში... mon cher monsieur, pardon j’ai oublie
votre nom, monsieur Alexis?.. n’est ce pas?[15]
- ერთი ეს მიბრძანეთ, mon cher marquis[16]. თქვენ რა
გესაქმებათ?
- Mais le general[17]…
- გენერალს რაღა ესაქმება? გუშინ ამბობდა, ასე და ისე უნდა
მეჭიროსო თავი... თან ისე შფოთავდა... ვერაფერი გავიგე.
- აქ მართლაც არის, სწორედ რომ აქაა განსაკუთრებული
გარემოება. - წამართვა სიტყვა დე გრიემ მავედრებელი
კილოთი, რომელშიც სულ უფრო და უფრო ერეოდა წყენა. -
თქვენ იცნობთ mademoiselle da Cominges-ს.
- ესე იგი mademoiselle Blanche-ს?
- დიახ, დიახ, mademoiselle Blanche de Cominges... et madame sa
mère[18]… დამეთანხმეთ, თვითონაც კარგად მოგეხსენებათ,
გენერალი... ერთი სიტყვით, გენერალი შეყვარებულია და
იქნებ, ვინ იცის, იქორწინონ კიდეც აქვე. ჰოდა, წარმოიდგინეთ,
ამ დროს ათასნაირი სკანდალი და მითქმა-მოთქმა.

47
- მე აქ ვერ ვხედავ ვერც სკანდალსა და ვერც მითმა-მოთქმას,
ქორწინებას რომ ეხებოდეს.
- მაგრამ le baron est si irascible, un caractère prussien, vous savez, enfin
il fera querelle d’Allemand.[19]
- ჰო, მაგრამ აყალმაყალს მე ამიტეხს და არა თქვენ, რადგან მე
აღარ ვეკუთვნი ამ ოჯახს... (განზრახ ვცდილობდი რაც
შეიძლება ყეყეჩად ვჩვენებოდი). ერთი ეს მიბრძანეთ, უკვე
გადაწყვეტილია, რომ mademoiselle Blanche გენერალს მიჰყვება?
რაღას უცდიან? ესე იგი, იმის თქმა მინდა - რაღად ფარავენ ამ
ამბავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან, შინაურებისაგან?
- ამას ვერ გაგანდობთ,... თუმცა, ეს არც თუ მთლად... მაგრამ...
თქვენ მოგეხსენებათ, რუსეთიდან ცნობას ელოდებიან;
გენერალმა საქმეები უნდა მოაგვაროს...
- ჰოო, la baboulinka, არა?
და გრიემ სიძულვილით შემომხედა.
- ერთი სიტყვით, - გამაწყვეტინა მან. - სავსებით ვენდობი
თქვენს თანდაყოლილ თავაზიანობას, თქვენს ჭკუას, ტაქტს...
თქვენ, რასაკვირველია, ასე მოიქცევით. ამ ოჯახისათვის, სადაც
თქვენ ნათესავივით მიაჩნდით, უყვარდით, პატივს გცემდნენ...
- მომიტევეთ! მე გამაძევეს! თქვენ ახლა მიმტკიცებთ, ეს ისე
მოიმოქმედეს, მოსაჩვენებლადო; მაგრამ აღიარეთ, თუ თქვენ
გეტყვიან: „მე, რასაკვირველია, არ მინდა ყურებში გწვდეთ,
მაგრამ მოსაჩვენებლად ნება მიბოძეთ ყურები აგახიოთო“...
სინამდვილეში ხომ ეს ერთი და იგივეა?
- თუ ასეა და თუ თქვენზე არავითარი თხოვნა არ გაჭრის, -
წამოიწყო მან მკაცრად და ზვიადად, - ნება მიბოძეთ
დაგარწმუნოთ, რომ ზომები იქნება მიღებული. აქ არის
უფროსობა, დღესვე აგიკრავენ გუდა-ნაბადს. - que diable, un
blan-bec comme vous[20] - განუზრახავს დუელში გაიწვიოს ისეთი
კაცი, როგორიც ბარონია! და თქვენ ფიქრობთ, შეგარჩენენ?
მერწმუნეთ, თქვენი არავისაც არ ეშინია! თუ რაიმე გთხოვეთ,
ისიც ჩემის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ შეაშფოთეთ
გენერალი. და ნუთუ, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბარონი არ
უბრძანებს ლაქიას - უბრალოდ, კინწისკვრით გაგაგდონ?
- მაგრამ თვითონ რომ არ მივალ, - მივუგე მე ძალზე მშვიდად, -

48
თქვენ ცდებით monsieur დე გრიე, ყველაფერი გაცილებით
წესიერად ჩაივლის, ვიდრე თქვენ გგონიათ, მე დაუყოვნებლივ
მივალ მისტერ ასტლეისთან და ვთხოვ მიმოციქულოს
ბარონთან, ერთი სიტყვით, ჩემი სეკუნდანტი იყოს. ამ კაცს მე
ვუყვარვარ, და, უეჭველია, არ გამაწბილებს. იგი მივა
ბარონთან, ბარონიც მიიღებს მას. მე თუ მხოლოდ un outchitel
ვარ და როგორღაც subalterne გამოვიყურები, თანაც უმწეო ვარ,
მისტერ ასტლეი ხომ ლორდის ძმისწულია, ჭეშმარიტი
ლორდისა, ლორდ პიბროკისა, აქ ყველამ იცის, და ეს ლორდიც
აქ გახლავთ. მერწმუნეთ, ბარონი მისტერ ასტლეის ძალიან
თავაზიანად მიღებს და ყურსაც დაუგდებს. და თუ ასტლეის
ყურს არ ათხოვებს, მაშინ მისტერ ასტლეი ამას პირად
შეურაცხყოფად მიიჩნევს (თვითონვე მოგეხსენებათ,
ინგლისელები რა ჯიუტი ხალხია) და თავად მიუგზავნის
ბარონს ვინმე მეგობარს, მას კი კარგი მეგობრები ჰყავს. ახლა
ჩათვალეთ, რომ შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ
ვარაუდობთ.
ფრანგი საბოლოოდ წახდა. მართლაც, ეს ჭკუასთან ძალიან
ახლოს იყო და, გამოდიოდა, რომ მე მართლაც შემეძლო
აყალმაყალის ატეხა.
- მაგრამ, გევედრებით, - დაიწყო მან მუდარით, - ხელი აიღეთ
ამაზე! თითქოს გიხარიათ, ერთი ამბავი რომ ატყდება! თქვენ
დუელი კი არა და, მითქმა-მოთქმის ატეხა გინდათ! აკი
მოგახსენეთ, ძალიან თავშესაქცევი და მახვილგონივრული
ამბავი გამოვა, რაც ალბათ, გწადიათ კიდეც, მაგრამ, ერთი
სიტყვით, - დაასკვნა მან, როცა დაინახა, წამოვდექი და ქუდს
წავეტანე, - მე მოვედი თქვენთან, რათა ორიოდე სიტყვა
გადმოგცეთ ერთი პირისაგან, წაიკითხეთ. ნაბრძანები მაქვს,
პასუხს დაველოდო.
თქვა ეს და ჯიბიდან ამოიღო პატარა, დაგრაგნილი და
დაბეჭდილი წერილი.
პოლინას ხელით იყო დაწერილი.
„ასე მომეჩვენა, ამ ამბის გაგრძელება განგიზრახავთ. თქვენ
ბრაზი მოგერიათ და პამპულობას არ იშლით. მაგრამ აქ
განსაკუთრებული გარემოებებია, რაც შეიძლება შემდეგ
აგიხსნათ. თქვენ კი, გევედრებით, შეწყვიტეთ ალიაქოთი და
გონს მოდით. რა სისულელეა ეს ყველაფერი! მე თქვენ

49
მჭირდებით, აკი თვითონ აღმითქვით მორჩილება. გაიხსენეთ
შლანგენბერგი. გთხოვთ გამიგონოთ. თუ გნებავთ,
გიბრძანებთ კიდეც. თქვენი პ.
P. S. თუ გუშინდელის გამო ბრაზობთ, ჩემზე, მომიტევეთ.“
ჩემ თვალწინ თითქოს ყველაფერი შეტრიალდა, როცა ეს
სტრიქონები წავიკითხე. ტუჩები გადამითეთრდა, კანკალმა
ამიტანა. წყეული ფრანგი ხაზგასმულად უწყინარი სახით
იმზირებოდა და ცდილობდა, სახეში არ შემოეხედა, თითქოს
ჩემი აფორიაქების დანახვა არ უნდაო. მერჩივნა, გულიანად
ეცინა ჩემზე.
- კეთილი, - მივუგე მე. - გადაეცით, რომ mademoiselle არხეინად
იყოს. ოღონდ ნება მიბოძეთ, გკითხოთ, - დავუმატე მე
მკვახედ, - რატომ ამდენხანს არ მომეცით ეს წერილი? ნაცვლად
იმისა, რომ სისულელეები გეყბედათ, ჩემის აზრით, აქედან
უნდა დაგეწყოთ... თუ სწორედ ამ დავალებით მოხვედით
ჩემთან.
- ო, მე მინდოდა... საერთოდ ყოველივე ეს ისე უცნაურია, რომ
თქვენ მომიტევებთ ჩემს ბუნებრივ მოუთმენლობას.
ვეშურებოდი თვითონ შემეტყო, პირადად თქვენგან თქვენი
განზრახვა. მე, სხვათაშორის, არ ვიცი, რა წერია ბარათში და
ვფიქრობდი, ყოველთვის მოვასწრებ-მეთქი გადაცემას.
- გასაგებია! ნაბრძანები გქონდათ გადმოგეცათ მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში; და თუ სიტყვიერად
დამიყოლიებდით, არც გამოგეჩინათ, ხომ ასეა? პირდაპირ
თქვით, monsieur დე გრიე!
- Peut-etre[21], - თქვა მან და თან განსაკუთრებულად
თავშეკავებული სახე მიიღო, რაღაც უჩვეულო მზერით
მიმზერდა.
ქუდი ავიღე; მან თავი დამიკრა და გავიდა. ასე მეჩვენა, ბაგეზე
დამცინავი ღიმილი აჩნდა. ან კი როგორ იქნებოდა სხვაგვარად?
- ჩვენ კიდევ გავსწორდებით, ფრანგო; მოვსინჯავთ
ერთმანეთს, - ვბუზღუნებდი მე უკვე კიბეებზე. არაფრის
მოსაზრების უნარი არ მქონდა, თითქოს თავში ვიღაცამ
დამკრაო. ჰაერმა ცოტა მომაცოცხლა.
ორიოდე წუთის შემდეგ, როგორც კი გონება მოვიკრიფე, ორმა

50
აზრმა გამიელვა: პირველი - რომ ასე, არაფრის გამო, ყმაწვილის
რამდენიმე ანცური, უთავბოლო, ნაუცბათევი მუქარის გამო
ასეთი საყოველთაო განგაში ატყდა! და მეორე: მაინც რა
გავლენა აქვს ნეტა ამ ფრანგს პოლინაზე? ერთი მისი სიტყვა და
პოლინა აკეთებს ყველაფერს, რასაც ფრანგი ისურვებს, მწერს
წერილს და მევედრება კიდეც. რაც მართალია, მართალია, მათი
ურთიერთობა ჩემთვის იმთავითვე, რაც მაგათ ვიცნობ,
გამოცანა იყო. ამ ბოლო დღეებში შევნიშნე პოლინას
გადაჭრილი ზიზღი და ათვალისწუნებაც კი ფრანგის მიმართ,
ფრანგი ხომ ზედაც არ უყურებდა პოლინას და უკმეხად
ექცეოდა. მე ეს შევნიშნე. პოლინამ თვითონ მითხრა, ამ ზიზღის
თაობაზე. მას დროდადრო წამოსცდებოდა ხოლმე
განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბები... ესე იგი, ფრანგს
უბრალოდ ხელთა ჰყავს პოლინა, შეუბოჭავს რაღაცით...

თავი VII პრომენადზე, როგორც აქ უწოდებენ, ანუ წაბლების


ხეივანში, შევხვდი ჩემს ინგლისელს.
- ო, ო! - წამოიწყო მან ჩემს დანახვაზე, - მე თქვენთან
მოვდიოდი, თქვენ კი თურმე ჩემთან გამოგიწევიათ. ასე რომ,
გაეცალენით თქვენებს?
- ჯერ ის მითხარით, საიდან შეიტყვეთ ეს, - ვკითხე
გაოცებულმა. - ნუთუ ყველასათვის ცნობილია ეს ამბავი?
- ო, არა, ყველასათვის არა, და არცაა საჭირო, ქვეყანას რომ
მოედოს. არავინაც არ ლაპარაკობს.
- თქვენ საიდანღა იცით?
- მე ვიცი, ესე იგი შემთხვევით შევიტყვე. ახლა საითღა
გაემგზავრებით? მე თქვენ მიყვარხართ და ამიტომ მოვდიოდი
თქვენთან.
- ჩინებული კაცი ხართ, მისტერ ასტლეი, - ვუთხარი მე (მაინც
ძლიერ გავოცდი - საიდან შეიტყო-მეთქი), - რახან ჯერ ყავა არ
დამილევია და თქვენც, ალბათ გემო ვერ ჩაატანეთ, წავიდეთ
ვოკსლისკენ, კაფეში, ჩამოვსხდეთ, გავაბოლოთ, თან
ყველაფერს გიამბობთ... მერე თქვენც მიამბეთ.
კაფე ას ნაბიჯზე იყო. მოგვართვეს ყავა, ჩამოვსხედით, მე
პაპიროსს მოვუკიდე, მისტერ ასტლეის არ მოუწევია,
ყურადღებით მომაჩერდა და მოსასმენად მოემზადა.

51
- არსად არ მივდივარ, აქვე ვრჩები. - დავიწყე მე.
- მეც ასე მჯეროდა, დარჩებოდით, - მოწონებით წარმოსთქვა
მისტერ ასტლეიმ.
მისტერ ასტლეისთან რომ მივდიოდი, სულაც არ მქონდა
განზრახული, ის კი არა და, განგებ არ მინდოდა მეთქვა
მისთვის რაიმე პოლინასადმი ჩემს სიყვარულზე. მთელი
დღეების განმავლობაში ამაზე კრინტიც არ დამიძრავს მასთან.
თანაც იგი ძალიან მორცხვი გახლდათ. მე პირველსავე დღეს
შევნიშნე, რომ პოლინამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება
მოახდინა მასზე, მაგრამ მისტერ ასტლეის არასოდეს არ
დასცდენია მისი სახელი. და საოცარია, უეცრად, როგორც კი
დაჯდა და მომაჩერდა თავის გამჭოლი მზერით, არ ვიცი რატომ,
აღმეძრა სურვილი მომეთხრო მისთვის ყველაფერი, ესე იგი
გადამეშალა მთელი ჩემი სიყვარული, მთელი გრძნობები.
ალბათ მთელი ნახევარი საათი ვყვებოდი, საუბარი
განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა, რადგან ჩემს
გულისნადებს პირველად ვუზიარებდი სხვას. როცა შევნიშნე,
ზოგიერთ, განსაკუთრებულ მგზნებარე ადგილებზე იგი
უხერხულად იშმუშნება-მეთქი, განზრახ მეტი აღგზნებით
ავლაპარაკდი. ერთსა ვნანობ: მგონი, ზედმეტი წამოვროშე
ფრანგზე...
მისტერ ასტლეი მისმენდა, ჩემს პირდაპირ გაუნძრევლად
იჯდა, კრინტს არ ძრავდა და პირდაპირ თვალებში
მომჩერებოდა; მაგრამ როგორც კი ფრანგი ვახსენე, უცებ
შემაჩერა და მკაცრად მკითხა, გაქვთ კი ნება სხვათა ამბავს
შეეხოთ და ახსენოთო? მისტერ ასტლეი მუდამ უცნაურად
იძლეოდა შეკითხვებს.
- მართალი ბრძანდებით, მართლაც, რა ნება მაქვს, - მივუგე მე.
- ამ მარკიზსა და მისის პოლინაზე გადაჭრით ვერაფერს
იტყვით, გარდა ვარაუდისა?
ისევ განმაცვიფრა ასეთმა კატეგორიულმა კითხვამ იმგვარი
მორცხვი კაცისაგან, როგორიც მისტერ ასტლეი გახლდათ.
- ვერა, გადაჭრით ვერაფერს, - მივუგე მე, - რასაკვირველია,
ვერაფერს.
- თუ ასეა, მაშინ თქვენ ცუდი საქმე ჩაიდინეთ მარტო იმით კი

52
არა, რომ ამაზე ჩამომიგდეთ ლაპარაკი, არამედ იმითაც, რომ
თავად გაივლეთ გულში.
- კეთილი, კეთილი, ვაღიარებ; მაგრამ ახლა ეგ როდია მთავარი, -
გავაწყვეტინე მე, თან გაოცებას ვიყავი. ავდექი და მოვუყევი
მთელი გუშინდელი ამბავი დაწვრილებით, პოლინას საქციელი,
ჩემი თავგადასავალი ბარონის გადამკიდე, ჩემი
განთავისუფლება, გენერლის უჩვეულო სიმხდალე, და ბოლოს,
წვრილად მოვუყევი, როგორ მეახლა დღეს დე გრიე; არაფერი
გამომრჩენია. ბოლოს წერილიც ვაჩვენე.
- რას დაასკვნით აქედან? - ვკითხე მე. - მოვედი სწორედ
თქვენი აზრის გასაგებად. რაც შემეხება მე, ეტყობა, ეგ ფრანგი
შემომაკვდება, და შეიძლება, ასეც გავაკეთო.
- მეც მანდა ვარ, - თქვა მისტერ ასტლეიმ, - რაც შეეხება მისის
პოლინას... კარგად მოგეხსენებათ, თუ კი აუცილებლობა
გვაიძულებს, ხანდისხან ისეთ ხალხთან ვიჭერთ საქმეს,
რომლებიც არაფრად გვეპიტნავება. მანდ შეიძლება თქვენთვის
უცნობი ურთიერთობები იყოს, გარეშე გარემოებებზე
დამოკიდებული. ვფიქრობ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ -
ნაწილობრივ, რასაკვირველია. რაც შეეხება პოლინას
გუშინდელ საქციელს, რასაკვირველია, უცნაურია, - იმიტომ კი
არა, რომ ისურვა ჩამოეცილებინეთ და ბარონის ხელკეტისთვის
გაგიმეტათ (რომელიც ბარონს მაშინ ხელთ ჰქონდა და არც კი
მესმის, რატომ არ იხმარა), არამედ იმიტომ, რომ ეგეთი
საქციელი ასეთ... ასეთ ტურფა მისისს არ შეეფერება. რა თქმა
უნდა, არც პოლინას შეეძლო წინდაწინ განეჭვრიტა, რომ თქვენ
ასე საგულდაგულოდ შეასრულებდით მის მასხარობას...
- იცით რა? - წამოვიძახე უცებ და დაჟინებით მივაჩერდი
მისტერ ასტლეის, - ასე მეჩვენება, თქვენ ეს ყველაფერი უკვე
მოისმინეთ და იცით, ვისგან? - თვით მისის პოლინასაგან!
მისტერ ასტლეიმ გაოცებით შემომხედა.
- თქვენ თვალები გიელავთ და მათში დაეჭვებას ვკითხულობ, -
თქვა და თან უმალ უწინდებური სიმშვიდე დაეუფლა, - მაგრამ
თქვენ ერთი ბეწო უფლებაც არა გაქვთ გამოამჟღავნოთ თქვენი
დაეჭვება. მე არ შემიძლია ვიტვირთო ამის უფლება და უარს
ვაცხადებ გიპასუხოთ თქვენს კითხვაზე.
- კეთილი! არც მესაჭიროება! - წამოვიძახე საოცრად

53
აღელვებულმა და არ ვიცი, რატომ ავიხირე ეს აზრი! როდის,
სად, რანაირად აირჩია პოლინამ მისტერ ასტლეი
მესაიდუმლედ? თუმცა, უკანასკნელ ხანებში მისტერ ასტლეის
ერთგვარად ჩამოვცილდი, პოლინა კი ჩემთვის მუდამ გამოცანა
გახლდათ, ისეთი გამოცანა, რომ სიტყვაზე, ახლა, როცა ჩემი
სიყვარულის თაობაზე წამოვუწყე საუბარი მისტერ ასტლეის,
უცებ, თხრობისას, განვცვიფრდი, რაკი თითქმის არაფერი
მქონდა სათქმელი პოლინასთან ურთიერთობაზე ზუსტად და
გადაჭრილად. პირუკუ, ყველაფერი ფანტასტიური, უცნაური,
უსაფუძვლო და ყოვლად უმსგავსოც კი იყო.
- ჰო, კარგი, კარგი; გზა-კვალი ამებნა და ჯერაც გონს ვერ
მოვსულვარ, - მივუგე თითქმის ქოშინით. - თქვენ მაინც კარგი
ადამიანი ხართ. ახლა სხვა საქმეზე უნდა გელაპარაკოთ და
გთხოვთ არა რჩევას, არამედ აზრს.
ცოტა ხანს ვიყუჩე და დავიწყე: - როგორ გგონიათ, ასე რატომ
დაფეთდა გენერალი? ჩემი სულელური ცუღლუტობიდან
რატომ გაბერეს ამხელა საქმე? ისეთი საქმე, რომ თვითონ დე
გრიემ სცნო საჭიროდ ჩარევა (იგი კი მხოლოდ მნიშვნელოვან
საქმეებში ერევა). მეახლა მე (როგორ მოგწონთ!), მთხოვა,
მემუდარა - იგი, დე გრიე, მე! ბოლოს, ესეც ინიშნეთ, მოვიდა
ცხრა საათზე, ცოტა აკლდა კიდეც ცხრას და პოლინას წერილი
უკვე ხელთ ჰქონდა. გეკითხებით, როდისღა დაიწერა წერილი?
იქნებ, მისის პოლინა ამისთვის გააღვიძეს კიდეც. გარდა იმისა,
რომ აქედან ვასკვნი, მისის პოლინა მისი მხევალია-მეთქი,
რადგან მეც კი მთხოვა პატიება, - პირდაპირ პოლინას რაღა
აწუხებს, რაღა აინტერესებს? რატომ შეუშინდნენ ვიღაც
ბარონს? ანდა რა მოხდა, გენერალი თუ mademoiselle Blanche de
Cominges-ზე იქორწინებს? ეგენი ამბობენ, რომ რაღაც
განსაკუთრებული თავდაჭერა მართებთ ამ გარემოების გამო,
მაგრამ ეს ხომ მეტისმეტია, თავადვე განსაჯეთ! რას ფიქრობთ?
თვალებზე გატყობთ, თქვენ ახლაც ჩემზე მეტი იცით ამის
თაობაზე!
- მართლაც, ეტყობა, ამ საქმისაც თქვენზე ბევრად მეტი ვიცი, -
თქვა მან. - ეს საქმე ეხება მხოლოდ mademoiselle Blanche-ს და
მჯერა, რომ სრული ჭეშმარიტებაა.
- Mademoiselle Blanche-სო? - წამოვიძახე მოუთმენლად. (უცებ
იმედი მომეცა, რაიმეს შევიტყობ-მეთქი m-lle პოლინაზე).

54
- ასე მგონია, mademoiselle Blanche ახლა განსაკუთრებით უნდა
გაურბოდეს ბარონთან და ბარონესასთან შეხვედრას, მით
უფრო - უსიამოვნო შეხვედრას, კიდევ უარესი, სკანდალურსაც
კი.
- შემდეგ! შემდეგ!
- Mademoiselle Blanche, სამი წლის წინ, სეზონზე უკვე იყო აქ,
რულეტენბურგში. მეც აქ გახლდით. Mademoiselle Blanche მაშინ
არ იწოდებოდა mademoiselle de Cominges-ად. არც დედამისი,
madame veuve Cominges არსებობდა მაშინ. ყოველ შემთხვევაში,
არავის მოჰგონებია, არც დე გრიეს იცნობდნენ დე გრიედ.
ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეგენი არამც თუ ნათესავები
არიან, არამედ სულ ახლახან გაეცნენ ერთმანეთს. დე გრიეც
მოგვიანებით გამარკიზდა. ამაში ერთი გარემოება მარწმუნებს.
ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცოტა ხანია, რაც დე გრიედ
იწოდება. ერთ კაცს ვიცნობ აქ, რომელიც მას ადრე შეხვედრია
და სხვა სახელით იცნობს.
- მაგრამ მას ხომ ნამდვილად გააჩნია ნაცნობების სოლიდური
წრე?
- ო, ეს შესაძლებელია, თვით mademoiselle Blanche-საც შეიძლება
გააჩნდეს წრე. მაგრამ სამი წლის წინ, mademoiselle Blanche-ს
აქაურმა პოლიციამ სწორედ ამ ბარონესას მოთხოვნით მისცა
წინადადება, გასცლოდა ქალაქს და გაეცალა კიდეც.
- რას ბრძანებთ?
- Mademoiselle Blanche მაშინ აქაურობას მოევლინა ერთ
იტალიელთან ერთად, ისტორიული ჩამომავლობის ვიღაც
თავადთან, ბარბერინი თუ რაღაც ამგვარი გვარი ჰქონდა. ის
კაცი სულ ბეჭდებითა და ბრილიანტებით იყო მოკაზმული,
ნამდვილი ბრილიანტებით, თანაც ისინი ბრწყინვალე ეკიპაჟით
სეირნობდნენ. თავდაპირველად mademoiselle Blanche კარგად
თამაშობდა trente et quarante-s, მერე და მერე სასტიკად უმტყუნა
ბედმა. ასე მაგონდება. მახსოვს, ერთ საღამოს დიდძალი თანხა
წააგო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ un beau matin[22] მისი
თავადი თვალსა და ხელს შუა გაქრა, არავინ იცის, საით წავიდა.
გაქრა ცხენები და ეკიპაჟი, ყველაფერი გაქრა. ოტელში დიდი
ვალი დაედო. Mademoiselle ზელმა (ბარბერინის მეუღლის
ნაცვლად უცებ მხოლოდ mademoiselle ზელმად იქცა) დიდ
სასოწარკვეთილებაში ჩავარდა; იგი ბღაოდა და ზლუქუნებდა

55
მთელი ოტელის გასაგონად და ბრაზმორეულმა კაბაც კი
შემოიხია ტანზე. იქვე ოტელში იდგა ერთი პოლონელი გრაფი
(ყველა მოხეტიალე პოლონელი - გრაფია) და mademoiselle
ზელმამ, რომელიც სამოსს იფხრეწდა და კატასავით იკაწრავდა
სახეს, სუნამოთი განბანილი ტურფა ხელებით, გრაფზე
ერთგვარი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ მოილაპარაკეს, და
სადილობისას mademoiselle ზელმა დაშოშმინდა. საღამოს
პოლონელი ვოკსალში მასთან ერთად ხელგაყრილი
მობრძანდა... ზელმა, ჩვეულებისამებრ, ხმამაღლა იცინოდა, მის
საქციელში კი მეტი მოურიდებლობა იგრძნობოდა. უცებ გაერია
რულეტზე მოთამაშე იმ ბანოვანთა რიცხვში, რომლებიც
მაგიდასთან მიახლოებისას ქიმუნჯებით იკვლევენ გზას,
უბიძგებენ მოთამაშეებს, რათა თავისთვის ადგილი
გაითავისუფლონ. ეს განსაკუთრებით მიღებულია აქაურ
ბანოვანთა შორის, თქვენ, რასაკვირველია, შემჩნეული
გექნებათ?
- ო, დიახ.
- არც ღირს დროის დაკარგვად. წესიერი ხალხის აღშფოთების
მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ ამოუკვეთეს მათ ფეხი,
განსაკუთრებით იმათთანებს, რომლებიც ყოველ ცისმარე დღეს
ათასფრანკიანებს ახურდავებენ. თუმცაღა, როგორც კი
გამოელევათ ათასფრანკიანები, მაშინვე ზრდილობიანად
აუკრავენ გუდა-ნაბადს. Mademoiselle ზელმას ჯერ კიდევ
ჰქონდა გადასახურდავებელი ბილეთები. მაგრამ თამაშში
უარესად უმტყუნა ბედმა. ინიშნეთ, რომ ეს ბანოვანები მუდამ
წარმატებით თამაშობენ. საოცრად ფლობენ თავიანთ
გრძნობებს. თუმცა, ეს ძველი ამბავია. ერთ მშვენიერ დღეს
თავადივით გაქრა გრაფიც. Mademoiselle ზელმა საღამოს
სამორინეში მარტო მობრძანდა; ამჯერად არავის შეუთავაზებია
მისთვის ხელი. ორ დღეში ყველაფერი წააგო. როცა უკანასკნელ
ლუიდორს ჩამოვიდა და ისიც წააგო, ირგვლივ მიმოიხედა და
შენიშნა, იქვე ბარონი ვურმერჰელმი, რომელიც ფრიად
ყურადღებით და დიდის აღშფოთებით მისჩერებოდა; მაგრამ
mademoiselle ზელმამ ვერ შენიშნა აღშფოთება, მიუბრუნდა
ბარონს ჩვეული ღიმილით და თხოვა, ჩემს სახელზე ათი
ლუიდორი დადეთ წითელზეო. ამის კვალობაზე, ბარონესას
თხოვნით, საღამოს მიიღო შეტყობინება, აღარ გამოჩენილიყო
ვოკსალში. თქვენ ალბათ გეოცათ, საიდან ვიცი ეს წვრილმანი
და ბინძური ამბავი; ყოველივე წვრილად მოვისმინე მისტერ

56
ფიდერისაგან, ერთი ჩემი ნათესავისაგან, რომელმაც იმავე
საღამოს თავისი ეტლით რულეტენბურგიდან სპაში წაიყვანა
mademoiselle ზელმა. ახლა ინიშნეთ: mademoiselle Blanche-ს სურს
გენერლის თანამეცხედრე გახდეს, ალბათ იმიტომ, რომ
მომავალში აღარ აკადრონ მსგავსი გაძევება, როგორიც სამი
წლის წინ აკადრეს ვოკსალის პოლიციისაგან. ახლა აღარ
თამაშობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ეტყობა, აქვს
კაპიტალი, რასაც იგი სარგებელით აძლევს აქაურ მემორინეებს.
ეს გაცილებით ხელსაყრელია. იმასაც კი ვეჭვობ, უბედურ
გენერალსაც უნდა ემართოს მაგისი. შესაძლოა, დე გრიეც
მაგისი მოვალეა. ანდა წილში მაინცაა მასთან. თვითონვე
ბრძანეთ, რაში ეპიტნავება ბარონისა და ბარონესას ყურადღება
მიიქციოს, ქორწინებამდე მაინც. ერთი სიტყვით, მისთვის ახლა
ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელია სკანდალი. თქვენ კი
დაკავშირებული ხართ ამ ოჯახთან, და თქვენს საქციელს
შეიძლება მოჰყვეს აყალმაყალი, მით უფრო, რომ ეს ქალბატონი
ყოველდღე გამოდის საზოგადოებაში გენერალთან ან
პოლინასთან ხელიხელგაყრილი. ახლა ხომ მიხვდით?
- ვერა, ვერ მივხვდი! - წამოვიძახე, თან მთელი ძალით დავკარი
ხელი მაგიდას, ისე, რომ შეშინებულმა garçon[23]-მა მოირბინა.
- მითხარით, მისტერ ასტლეი, - გავიმეორე გაშმაგებით, - თუკი
თქვენ იცოდით ეს ამბავი, თანაც ზედმიწევნით იცოდით, რას
წარმოადგენს mademoiselle Blanche de Cominges, - რატომ არ
გამაფრთხილეთ თუნდაც მე, - ან თვით გენერალი, და რაც
მთავარია, მისის პოლინა, რომელიც აქ, ვოკსალში,
საზოგადოებაში mademoiselle Blanche-თან ხელგაყრილი დადის?
განა ეს შესაძლებელია?
- თქვენს გაფრთხილებას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს
გახდებოდით, - მშვიდად მომიგო მისტერ ასტლეიმ. - ანდა, რის
თაობაზე უნდა გამეფრთხილებინეთ? გენერალმა, ალბათ,
ჩემზე მეტი იცის mademoiselle Blanche-ის ოინებზე და მაინც
დასეირნობს მასთან და მისს პოლინასთან ერთად. გენერალი
უბედური კაცია. გუშინ დავინახე mademoiselle Blanche როგორ
მიაჭენებდა შესანიშნავ ცხენს monsieur დე გრიესა და იმ პატარა
რუს თავადებთან ერთად, უკან კი წითურ ცხენზე
ამხედრებული გენერალი მისდევდა. დილით ჩიოდა, ფეხები
მტკივაო, ცხენზე კი მოხდენილად იჯდა. და სწორედ იმ წამს
გავივლე გუნებაში, რომ მისი საქმე წასულია. თანაც რა ჩემი

57
საქმეა, მხოლოდ ახლახან მქონდა პატივი გამეცნო მისის
პოლინა, თუმცა (უცებ შეჩქვიფდა მისტერ ასტლეი), უკვე
მოგახსენეთ, არ შემიძლია ვცნო, უფლებამოსილი ხართ
ყოველგვარი კითხვით მომმართოთ-მეთქი. მიუხედავად იმისა,
რომ წრფელად მიყვარხართ...
- კმარა, - ვთქვი მე და წამოვდექი, - ახლა ჩემთვის დღესავით
ნათელია, რომ პოლინამაც ყველაფერი იცის mademoiselle Blanche-
ზე, მაგრამ არ შეუძლია ჩამოშორდეს თავის ფრანგს და
სეირნობს კიდეც mademoiselle Blanche-თან. მერწმუნეთ, სხვა
ვერავითარი გავლენა ვერ აიძულებდა მას ესეირნა mademoiselle
Blanche-თან და წერილით შემომვედრებოდა, - ბარონს არ
გაეკაროო. სწორედ აქ იჩენს თავს ეს გავლენა, რომელიც
ყველაფერს ქედს ახრევინებს! თანაც, განა მაგან არ მიმისია
ბარონს? ეშმაკმა დალახვროს, ვერაფერს ვერ გავიგებ!
- ჯერ ერთი, თქვენ გავიწყდებათ, რომ ეგ mademoiselle de
Cominges - გენერლის სარძლოა, მეორეც, მისს პოლინას,
გენერლის გერს, ჰყავს უმცროსი და-ძმა, გენერლის ღვიძლი
შვილები, რომლებიც სრულიად უყურადღებოდ ჰყავს
მიგდებული ამ გადარეულ კაცს, და ეტყობა, გაუძარცვავს
კიდეც.
- დიახ, დიახ! ასეა! მიატოვო ბავშვები, ნიშნავს - ბედის ანაბარა
დაჰყარო ისინი, მათთან დარჩენით კი დაიცავთ მათ
ინტერესებს და, შეიძლება, გადაარჩინო მამულის მცირეოდენი
ნაწილი მაინც. დიახ, დიახ, მართალსა ბრძანებთ! მაგრამ მაინც,
მაინც! ო, ახლა მესმის, ასე რატომ აინტერესებთ ბებიას ამბავი!
- ვისი? - მკითხა მისტერ ასტლეიმ.
- აი, იმ მოსკოველი კუდიანისა, რომელიც არა კვდება, და
რომლის სიკვდილის ცნობასაც მოუთმენლად ელიან.
- რასაკვირველია, მთელი იმედი ახლა მაგაზეა. საქმე
მემკვიდრეობაა: მიიღებს მემკვიდრეობას და იქორწინებს
გენერალი. მისს პოლინაც გათავისუფლდება, ხოლო დე გრიე...
- დე გრიეს რაღა?
- დე გრიეს ვალს გადაუხდიან. მაგასღა ელოდება აქ.
- მხოლოდ მაგას! გგონიათ, მაგას ელოდება?

58
- მეტი არაფერი ვიცი, - ჯიუტად დადუმდა მისტერ ასტლეი.
- მე კი ვიცი, მე ვიცი! - ვიმეორებდი გაშმაგებით, - ისიც
მემკვიდრეობას ელის, იმიტომ, რომ პოლინა მიიღებს მზითევს,
და, რახან ფული ექნება, ამ ფრანგს მყისვე კისერზე
ჩამოეკიდება. ქალები ეგეთები არიან! და მათ შორის ყველაზე
ზვიადნი - ყველაზე მდაბალი მხევლები ხდებიან! პოლინას
ძალუძს მხოლოდ ვნებით სიყვარული და მეტი არაფერი! აი,
ჩემი აზრი პოლინაზე! დააკვირდით მას, განსაკუთრებით
მაშინ, როცა მარტო ზის, დაფიქრებული: - ეს რაღაც ბედისწერა,
მსჯავრი, წყევლა-კრულვაა! მას შეუძლია თავდავიწყებით
დაინთქას ცხოვრებისეულ საშინელებებსა და ვნებებში.. იგი...
იგი... ჰო, მაგრამ, ვინ მიხმობს? - წამოვიძახე უცებ. - ვინ
გაჰყვირის? თითქოს სრულად დამიძახეს „ალექსეი ივანოვიჩ“!
ქალის ხმა იყო. ყური უგდეთ, გესმით, გესმით!
ამასობაში თურმე ოტელს მივდგომოდით. კარგა ხანია, ჩვენდა
შეუმჩნევლად, დაგვიგდია კაფე.
- მეც გავიგონე ქალის ხმა, მაგრამ არ ვიცი, ვის უხმობდნენ.
რუსულად იძახდნენ. ახლა ვხედავ, საიდან მოდის ეს ხმა, -
მიმახედა მისტერ ასტლეიმ, - აგერ, ის ქალი იძახის, დიდ
სავარძელში რომ ჩაბრძანებულა და ეს წუთია ლაქიათა მთელმა
ჯარმა სავარძლიანად პარმაღზე აიყვანა. ჩემოდნებს
ეზიდებიან, ეტყობა, მატარებელი ჩამოსულა ახლახან.
- კი მაგრა, მე რაღად მიხმობს? ისევ იძახის, ხედავთ, ხელიც
დაგვიქნია.
- მეც ვხედავ, ხელს იქნევს, - მითხრა მისტერ ასტლეიმ.
- ალექსეი ივანოვიჩ! ალექსეი ივანოვიჩ! - ღმერთო ჩემო, რა
ყეყეჩია! - ისმოდა სასოწარკვეთილი წამოძახილები ოტელის
პარმაღიდან.
თითქმის მივირბინეთ პარმაღთან. ის იყო, ბაქანზე ფეხი
შევდგი, და... გაოცებისაგან ხელები ჩამომიცვივდა, ფეხები კი
თითქოს ქვაფენილზე მიმეყინა.

თავი VIII ოტელის ვრცელი პარმაღის ზედა ბაქანზე ამოტანილ


სავარძელს დახვეოდნენ მსახურები, მოახლეები, ოტელის
მრავალრიცხოვანი, პირმოთნე მომსახურეები; საპატივცემულო
მდგმურს, რომელიც საკუთარი მსახურის თანხლებით,

59
აურაცხელი სკივრებითა და ჩემოდნებით ერთი ამბით
ჩამომხდარიყო ოტელში, თვით ობერ-კელნერი გამოგებებოდა.
სავარძელში ბებია გამოჭიმულიყო!
დიახ, ეს თვითონ ბებია გახლდათ. მრისხანე და მდიდარი,
სამოცდათხუთმეტი წლისა, ანტონიდა ვასილევნა
ტარასევიჩევა, მემამულე და მოსკოველი ქალბატონი, la
baboulinka, ვის გამოც იყო დეპეშების აქეთ-იქით ფრიალი,
რომელიც კვდებოდა და არც კვდებოდა, და რომელიც, ანაზდად
თვითონ, პირადად დაგვატყდა თავს, თუმცა ფეხები
წართმეული ჰქონდა. როგორც ყოველთვის, ამ უკანასკნელი
ხუთი წლის მანძილზე, ის ახლაც სავარძლით მოჰყავდათ;
მაგრამ, სწორედ ისე, როგორც მუდამ სჩვეოდა, გამოგვეცხადა
ყოჩაღი, ცოცხალი, თვითკმაყოფილი, წელში გამართული,
ხმამაღლა და მბრძანებლურად მოუბარი; ყველას მთათხავი, -
რაღა გითხრათ, ერთი სიტყვით, ალი-კვალი ისეთი, როგორიც
ადრე მენახა ორ-სამჯერ, იმ ხანებში, როცა მასწავლებლად
გავემწესე გენერლის ოჯახში. რასაკვირველია, გაოცებისაგან
გალენჩებული ვიდექი მის წინაშე. ბებიამ თავის
ფოცხვერისებური მზერით ას ნაბიჯზე მიცნო, როცა სავარძლით
მოჰყავდათ, მიცნო და შემეხმიანა, თანაც სახელითა და მამის
სახელით, რაც, ჩვეულებისამებრ, ერთხელ და სამუდამოდ
დაეხსომებინა. „ამათ კიდევ იმედი ჰქონდათ, მოკვდება და
მემკვიდრეობას დაგვიტოვებსო, - გამიელვა აზრად - ეგ კი არა
და, ვინც აქა ვართ, ყველას წინ წაგვიძღოლებს! მაგრამ,
ღმერთო, რა ეშველებათ ახლა ჩვენებს, რა ეშველება ახლა
გენერალს! ბებია ხომ მთელ ოტელს გადააქოთებს“!
- რაო, ყმაწვილო, რა თვალებგადმოკარკლული მომჩერებიხარ, -
დამყვიროდა ბებია, - რაო, სალამ-ქალამი აღარ იცი? თუ
გაყოყოჩდი და აღარ კადრულობ? იქნებ ვეღარაცა მცნობ?
ხედავ, პოტაპიჩ, - მიუბრუნდა იგი მხცოვან მოხუცს, ფრაკში
გამოწყობილს, თეთრ საყელოიანს, მელოტი ვარდისფრად რომ
ულაპლაპებდა, მის მოურავს, რომელიც ყველგან თან ახლდა
ბებიას, - ხედავ, ვერცა მცნობს! დამასამარეს! დეპეშას
დეპეშაზე გზავნიდნენ - მოკვდა თუ არაო? ყველაფერი კარგად
ვიცი. მე კი, ხომ ხედავ, საღ-სალამათი ვარ.
- მომიტევეთ, ანტონიდა ვასილევნა, თქვენი ავი რატომ უნდა
გამხარებოდა? - მხიარულად მივუგე გამოფხიზლებულმა. - მე
მხოლოდ გავოცდი... ანდა როგორ არ გაოცდები კაცი, როცა ასე

60
მოულოდნელად...
- რა არის აქ გასაოცარი? ავდექი და წამოვედი. ვაგონში
სიმშვიდეა, ნჯღრევას ვერც კი გრძნობ. შენ რა, სეირნობდი?
- დიახ, ვოკსალისაკენ გავიარე.
- მომწონს აქაურობა, - თქვა ბებიამ და მიმოიხედა. - თბილა და
თანაც რა ტანაყრილი ხეებია. აი, ეს მიყვარს! ჩვენები შინ არიან?
გენერალი სადღაა?
- დიახ, შინ არიან. ამ დროს, ალბათ, ყველანი შინ იქნებიან.
- რაო, მაგათ დრო აქაც გამოზომილი აქვთ და ცერემონიას თავს
არ ანებებენ? კუდაბზიკობენ. ყური მოვკარი, ეკიპაჟი ჰყოლიათ,
les seignneurs russes[24] ქონებას ანიავებენ საზღვარგარეთ!
გაკოტრდნენ და საზღვარგარეთ მოუსვეს! პრასკოვიაც
მაგათთანაა?
- დიახ, პოლინა ალექსანდროვნაც.
- ის ფრანგიც? თუმცა თვითონ მოვინახულებ ყველას. ალექსეი
ივანოვიჩ, გაგვიძეხი და პირდაპირ გენერალთან მიმიყვანე. შენ
კარგად მოეწყვე აქ?
- რა მოგახსენოთ, ანტონიდა ვასილევნა.
- შენ კი, პოტაპიჩ, უთხარი ამ აბუეტს, კელნერს, კარგი,
მოხერხებული ბინა მომიჩინონ. მაღლა არ მინდა, ბარგიც იქვე
შეზიდეთ. რას იჯგვლიმებიან ჩემს წასაყვანად, რას ეჩრებიან?
ნამდვილი მონები არიან! შენ ვიღა გახლავს? - კვლავ
მომიბრუნდა მე.
- მისტერ ასტლეი გახლავთ.
- ვინ მისტერ ასტლეია?
- მოგზაური, ჩემი კარგი ნაცნობი, იცნობს გენერალსაც.
- ინგლისელი ყოფილა, იმიტომაც მომაჩერდა პირმომუწული.
სხვათაშორის, მიყვარს ინგლისელები. აბა, წამიყვანეთ ზემოთ,
პირდაპირ მათ ბინაზე; სად დგანან?
ბებია დასძრეს; მე წინ მივუძღოდი ოტელის ფართე კიბეზე.
ჩვენი მსვლელობა ფრიად ეფექტური გახლდათ. ყველა
ჩერდებოდა, ვინც შემოგვხვდა და თვალებდაჭყეტილი

61
შემოგვცქეროდა. წყლებზე ჩვენი ოტელი ყველაზე უკეთესად,
ყველაზე მდიდრულად, ყველაზე არისტოკრატიულად
ითვლებოდა. კიბეზე და დერეფნებში მუდამ შეიძლება
შემოგყროდათ თვალწარმტაცი ბანოვანი და დარბაისელი
ინგლისელი. ბევრს აინტერესებდა ბებიას ამბავი.
ეკითხებოდნენ ქვემოთ, ობერ-კელნერს, რომელიც, თავის
მხრივ, დიდად გაოცებული გახლდათ. იგი, რასაკვირველია,
ყველას მიუგებდა, ეს ქალბატონი დიდებული, ფრიად
პატივცემული უცხოელი გახლავთო, une russe, une comtesse,
grande dame[25]. რომ იგი დაიკავებს სწორედ იმ ოთახებს, სადაც
ერთი კვირის წინ იდგა la grande duchesse de N[26]. სავარძლით
მორონინე ბებიას მბრძანებლური და ქედმაღლური იერი
გახლდათ ეფექტის მთავარი მიზეზი. ყოველ ახალ შემხვედრს
უმალ შეავლებდა ცნობისმოყვარე მზერას და ყველა შესახებ
ხმამაღლა მეკითხებოდა. ბებია ტანადი იყო, და თუმცა
სავარძლიდან ვერც დგებოდა, ერთი შეხედვითვე იგრძნობოდა,
ერთობ მაღალი უნდა ყოფილიყო. წელში ამართული იჯდა,
სავარძელს არ ეყრდნობოდა. მსხვილი და მკვეთრი სახის
ნაკვთებიანი, დიდი, მხცით მოსილი თავი ამაყად ეჭირა,
იმზირებოდა როგორღაც გამომწვევად და ქედმაღლურადაც კი.
ეტყობოდა, მეტად ძალდაუტანებელი გამოხედვა და მანერები
გააჩნდა. მიუხედავად სამოცდათხუთმეტი წლისა, სახე
საკმაოდ ახალგაზრდული ჰქონდა და კბილებიც შემორჩენოდა.
შავი აბრეშუმის კაბა ემოსა და თეთრი ჩაჩი ეხურა.
- მეტისმეტად დამაინტერესა ამ მანდილოსანმა, - წამჩურჩულა
მისტერ ასტლეიმ, რომელიც მხარდამხარ მიმდევდა.
„ბებიამ დეპეშების ამბავი იცის, დე გრიეს სახელიც ცნობილია
მისთვის, მაგრამ m-lle Blanche-ზე, ეტყობა, ჯერაც არაფერი
სმენია“. მაშინვე გავუზიარე ნააზრევი მისერ ასტლეის.
კაცი ცოდვილია! პირველმა გაოცებამ გამიარა თუ არა,
საშინლად გამეხარდა, გენერალს მეხივით რომ დავეცემოდით
თავზე. თითქოს რაღაცამ ამიტაცაო, უსაზღვროდ ნაამები წინ-
წინ მივრბოდი.
ჩვენები მესამე სართულზე იდგნენ; მე არ შემითვლია, არც
დამიკაკუნებია კარზე, პირდაპირ შევაღე კარი და ბებია ერთის
ამბით შეაბრძანეს. თითქოს საგანგებოდ, მთელი კრებული
გენერლის კაბინეტში შეყრილიყო. თორმეტი საათი იქნებოდა
და, ეტყობა, მთელი გუნდი სადღაც გასეირნებას აპირებდა - ვინ

62
ეტლით, ვინ ცხენებით; შინაურებს გარდა, ნაცნობებიც იყვნენ
წვეულნი. გენერლის, პოლინასი, ბავშვებისა და მათი გადიის
გარდა, კაბინეტში იყვნენ: დე გრიე, m-lle Blanche, ისევ ამაზონში
გამოწყობილი, დედამისი m-me veuve Cominges, ტანმორჩილი
თავადი და აგრეთვე ვიღაც გერმანელი სწავლული მოგზაური,
რომელსაც ამათთან პირველად ვხედავდი. ბებიას სავარძელი
ზედ შუა კაბინეტში დადგეს, გენერლისგან სამ ნაბიჯზე.
ღმერთო, რა დამავიწყებს ამ სანახაობას! ჩვენს შემოსვლამდე
გენერალი რაღაცას ჰყვებოდა, დე გრიეც წარამარა ეჩრებოდა.
უნდა შევნიშნო, რატომღაც მეტისმეტად ელოლიავებოდნენ
ტანმორჩილ თავადს, á la barbe de pauvre general.[27] მთელი
კრებული, შეიძლება ნაძალადევად, მაგრამ მაინც ფრიად
მხიარულად იყო განწყობილი, შინაურულად გრძნობდნენ
თავს. ბებიას დანახვაზე გენერალი უცებ გაშეშდა, პირი
დააბჩინა და სიტყვა შუაზე გაუწყდა. მისჩერებოდა ბებიას,
თვალები გადმოკარკლა, თითქოს ჯოჯოს მზერამ მონუსხაო.
ბებიაც მდუმარედ, გაუნძრევლად უყურებდა, მაგრამ რა
მოზეიმე, გამომწვევი და დამცინავი იყო ეს მზერა! ასე
მისჩერებოდნენ ერთმანეთს მთელი ათი წამი, ირგვლივ
მყოფებმა ხმა გაკმინდეს. დე გრიე თავდაპირველად გაშეშდა,
მაგრამ მალე უჩვეულო შეშფოთებამ გადაუარა სახეზე. M-lle
Blanche-მა წარბები აწკიპა, პირი დააღო და უტიფრად მიაჩერდა
ბებიას. თავადი და სწავლული გაოცებით ჭვრეტდნენ ამ
სურათს. პოლინას მზერაში იხატებოდა განსაკუთრებული
გაკვირვება და შეცბუნება, მაგრამ უეცრად მიტკალივით
გაფითრდა; წამის შემდეგ სისხლი მოაწვა სახეზე და ღაწვები
შეუფაკლდა. დიახ, ეს ყველასთვის კატასტროფას
მოასწავებდა! მისტერ ასტლეი, ჩვეულებისამებრ, განზე იდგა,
დარბაისლურად და მშვიდად.
- აი, თვითონ მეც, დეპეშის მაგიერ! - დაიქუხა ბებიამ, - რაო, არ
მელოდით?
- ანტონიდა ვასილევნა... დეიდა... კი მაგრამ, რანაირად... -
აბლუკუნდა უბედური გენერალი. ბებიას რამდენიმე წუთს
კიდევ რომ ეყუჩა, შეიძლებოდა გენერალს დამბლა დასცემოდა.
- როგორ თუ რანაირად? ავდექი და გამოვწიე. მაშ, რისთვისღაა
რკინიგზა? თქვენ კი ფიქრობდით, ფეხი გაჭიმა და
მემკვიდრეობა დაგვიტოვაო? მე ხომ ვიცი, რა დეპეშებს
გზავნიდი აქედან. ვინ იცის, მთელი ფული მაგ დეპეშებში

63
გაფლანგე. აქედან დეპეშა იაფი როდია. მე კი გუდა-ნაბადი
ავიკრიფე და გამოვეშურე. ეს ის ფრანგია, Monsieur დე გრიე,
არა?
- Ouî, madame - მსწრაფლ გამოეპასუხა ფრანგი, - et croyez, je suis
si enchantè… vorte santé… c’est un miracle… vous voir ici, une surprise
charmante…[28]
- კარგი charmante კია, თქვენმა მზემ, გიცნობ, რა შვილიც
ბრძანდები, შე ტაკიმასხარა, შენა, ამოდენასაც არ დაგიჯერებ! -
და ნეკი უჩვენა. - ეს ვინღაა, - მომიბრუნდა და m-lle Blanche-ზე
მიმითითა, საცხენოსნო კაბაში გამოწყობილმა,
ხელმათრახიანმა წარმტაცმა ქალმა, ეტყობა, განაცვიფრა. -
აქაურია?
- ეგ mademoiselle Blanche de Cominges გახლავთ, ეს კიდევ
დედამისია, madame de Cominges. ეგენიც ჩვენს ოტელში დგანან,
- მოვახსენე მე.
- ქალიშვილი გათხოვილია? - მოურიდებლად მკითხა ბებიამ.
- Mademoiselle de Cominges გაუთხოვარია, - ვპასუხობდი
შეძლებისდაგვარად მოწიწებით და განზრახ ხმადაბლა.
- მხიარულია?
თითქოს ვერც გავიგე მისი შეკითხვა.
- მასთან კაცს არ მოეწყინება? რუსული თუ ესმის? აი, დე გრიე
ჩვენთან მოსკოვში ცოტაოდენ გაიწაფა რუსულში.
მე ავუხსენი, m-lle de Cominges არასოდეს არ ყოფილა-მეთქი
რუსეთში.
- Bonjour[29] - მოულოდნელად მკვახედ მიმართა ბებიამ m-lle
Blanche-ს.
- Bonjour, madame, - მოწიწებითა და მოხდენილად ჩაიმუხლა m-
lle Blanche-მა, თან უჩვეულო მწყაზარობითა და თავაზით,
შეეცადა სრულად გამოეხატა განსაკუთრებული გაოცება ასე
უცნაური შეკითხვისა და მოპყრობის გამო.
- ოჰო, თვალიც დახარა, იმანჭება, ვატყობ რა შვილიც იქნება;
ალბათ, ვინმე აქტრისაა, მე აქ, თქვენს ქვემოთ ვდგავარ,
ოტელში, - მიუბრუნდა უცებ გენერალს. - შენი მეზობელი

64
ვიქნები. გიხარია თუ არა?
- ო, დეიდა! ერწმუნეთ ჩემს წრფელ გრძნობებს... მოხარული
ვარ... - სიტყვა ჩამოართვა გენერალმა. იგი ნაწილობრივ უკვე
მოეგო გონს, და რახან გარემოებისა კვალობაზე შეეძლო
მოსწრებული, ეფექტური და პრეტენზიული საუბარი, ახლაც
შეუდგა თავის გამოჩენას. - თქვენი ავადმყოფობით ჩვენ ისე
შეწუხებული და თავგზააბნეული ვიყავით, ისეთი უიმედო
დეპეშები მოგვდიოდა, და უცებ...
- ტყუი, ტყუი! - უმალ გააწყვეტინა ბებიამ.
- მაგრამ რანაირად, - გენერალმაც აღარ აცალა სიტყვის
გაგრძელება და ხმას აუწია, თან შეეცადა ყური არ ეგდო
„ტყუისათვის“, - მაინც რანაირად გაბედეთ ასე შორეული
მგზავრობა? დამეთანხმეთ, თქვენს ასაკში და თქვენი
ჯანმრთელობის პატრონი... ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი
ისე მოულოდნელია, რომ გასაგებია ჩვენი გაოცება. მაგრამ მე
ძალიან მოხარული ვარ... ჩვენ ყველანი (და მოთნედ და
აღტაცებით გაღიმება სცადა) ყოველნაირად შევეცდებით
აქაური სეზონი უაღრესად სასიამოვნოდ გაგატარებინოთ...
- აბა, გეყოფა. ამაო ყბედობაა; მოჰყევი შენებურად; უშენოდაც
იოლას გავალ. თუმცა, ან კი რა უნდა დამიშაოთ. გამყოლი
გული არა მაქვს. როგორ გაბედეო, მეკითხები. რა არის აქ
გასაკვირი? სულ უბრალოდ. ნეტავ ყველას რა აცვიფრებს.
გამარჯობა, პრასკოვია, შენ რაღასა იქ?
- გამარჯობათ, ბებია, - თქვა პოლინამ და მიირბინა. - დიდხანს
მოგიწიათ მგზავრობა?
- აი, ყველაზე ჭკვიანური კითხვა, თორემ აბა, რასა ჰგავს: აჰ და
ოჰ! ხომ ხედავ - დიდხანს ვიწექი, გაუთავებლად
მმკურნალობდნენ, მე კი ექიმები ვიფრინე და ვიხმე ერთი
დიაკვანი. ასეთივე ავადმყოფობისაგან თივის ნამჯით
განკურნა ერთი დედაკაცი. ჰოდა, მეც მიშველა. მესამე დღეს
ოფლი ვიდინე და წამოვდექი. მერე ისევ შეიყარნენ ჩემი
გერმანელები, წამოისკუპეს სათვალე ცხვირზე და დაიწყეს
იწილო-ბიწილო. „ახლაო, თქვეს, საზღვარგარეთ რომ
წახვიდოდეთ წყლებზე და კურსს მიიღებდეთ, ძველი
ავადმყოფობის კვალიც არ დარჩებაო“. რატომაც არა-მეთქი,
ვიფიქრე. ის შტერი ზაჟიგინები სულ ვიშვიშებდნენ - აბა,
როგორ ჩააღწევთ იქამდეო. ჰოდა, ერთ დღეში უცებ მოვემზადე

65
და გასულ კვირას, პარასკევს, ხელი დავავლე გოგოს, პოტაპიჩს
და ფეოდორს, ლაქიას, მერე ფეოდორი ბერლინიდან უკან
დავაბრუნე, რაკი დავინახე, სულაც არა მჭირდებოდა,
მარტოკაც მშვენივრად ჩამოვაღწევდი... ცალკე ვაგონი მქონდა,
მზიდავები კი ყოველ სადგურზე არიან, საითაც უბრძანებთ,
იქით წაგიყვანენ. აბაზად. ვიშ, რა ბინა აგირჩევიათ! თქვა
ბებიამ და მიმოიხედა, - რისი იმედით, ძვირფასებო? აკი
ყველაფერი დააგირავეთ? მარტო ამ ფრანგისა რამდენი
გმართებთ! ყველაფერი ვიცი, რას გამომაპარებთ!
- მე, დეიდა... - წამოიწყო შეჩქვიფებულმა გენერალმა, - სწორედ
მაოცებს დეიდა... მე მგონი, შემიძლია სხვისი კონტროლის
გარეშე... თანაც ჩემი ხარჯები არ აღემატება შემოსავალს და
ჩვენ აქ...
- არ აღემატებაო? თქვა, რაღა! ალბათ, ბავშვებს უკანასკნელი
ლუკმა გამოაცალე, მეურვეს დამიხედეთ!
- ამის შემდეგ, ამ სიტყვების შემდეგ... - დაიწყო გენერალმა
რისხვით, - არც კი ვიცი...
- მართლა რომ არაფერი გაგეგება! ვინ იცის, რულეტს არ
შორდები, ყველაფერი გაფლანგე?
გენერალი ისე შეცბა, რომ მოწოლილი ბოღმისაგან კინაღამ
სული შეუგუბდა.
- რულეტზე? მე? ჩემი ჩინის პატრონი?.. მე? გონს მოეგეთ,
დეიდა, ეგებ, ჯერაც არ გამოჯანსაღებულხართ.
- ცრუობ, ცრუობ; ალბათ ვერ გაშორებენ იქაურობას, სულ
ცრუობ! ჩემი თვალით ვნახავ, რა არის ეგ რულეტი, დღესვე.
შენ, პრასკოვია, მითხარი, სად რისი ნახვა და დათვალიერება
ღირს და აგერ, ალექსეი ივანოვიჩი დამათვალიერებინებს; შენ
კი, პოტაპიჩ, ჩაინიშნე, სად უნდა წავიდეთ. მაინც, რას უფრო
ეტანებიან? - უცებ ისევ პოლინას მიუბრუნდა.
- აქ ახლოს ციხის ნანგრევებია, კიდევ - შლანგენბერგი.
- ეგ შლანგენბერგი რაღაა, ჭალა თუა?
- არა, ჭალა კი არა, მთაა; იქ პუანტია.
- ეგ რაღა დარდუბალაა?

66
- მთის ყველაზე მაღალი წერტილი, შემოღობილია. იქიდან
უჩვეულო ხედი იშლება.
- შეიძლება მაგ მთაზე სავარძლის ატანა? ამიყვანენ თუ ვერა?
- მზიდავების შოვნა შეიძლება, - ვუპასუხე მე.
ამ დროს ბებიას სანახავად მოვიდა ფედოსია, გადია და თან
გენერლის ბავშვები შემოიყვანა.
- არაფერი საჭირო არაა მტლაშა-მტლუში, არ მიყვარს ბავშვების
კოცნა: ყველანი ცინგლიანები არიან. შენ როგორღა ხარ აქ,
ფედოსია?
- აქ ძალიან, ძალიან კარგია, ქალბატონო ანტონიდა ვასილევნა,
- უპასუხებდა ფედოსია. - თქვენ როგორღა ბრძანდებით,
ქალბატონო? ისე ვშიშობდით თქვენს გამო!
- ვიცი, ვიცი, შენი კეთილი გულის ამბავი. ეგენი სულ თქვენი
სტუმრები არიან? - მიუბრუნდა ისევ პოლინას, - ეგ ვიღა
წირპლიანია, სათვალეებიანი?
- თავადი ნილსკი გახლავთ, ბებია, - ჩასჩურჩულა პოლინამ.
- რუსია? მეგონა, ვერ გაიგებდა! შეიძლება არც გაუგონია!
მისტერ ასტლეი უკვე ვნახე. აგე, ისიც - დაინახა ასტლეი
ბებიამ, - გამარჯობათ! - მიუბრუნდა უცებ მას.
მისტერ ასტლეიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
- აბა, რით გაგვახარებთ? თქვი რამე! უთარგმნე, პოლინა.
პოლინამ თარგმნა.
- იმას მოგახსენებთ, რომ მოხარული ვარ თქვენი ნახვისა და
რომ ჯანმრთელად ბრძანდებით, - დინჯად, მაგრამ
მეტისმეტად მოწიწებით მიუგო მისტერ ასტლეიმ. ბებიას
უთარგმნეს მისი პასუხი და, ეტყობა, ძალზე ეამა.
- ინგლისელები მუდამ თავაზიანად პასუხობენ, - თქვა მან. - მე
რატომღაც მუდამ მიყვარდა ინგლისელები, ფრანგები მათთან
სად მოვლენ! მინახულეთ ხოლმე, შემოიარეთ ჩემთან, -
მიუბრუნდა იგი ისევ მისტერ ასტლეის, - ვეცდები, თავი არ
შეგაწყინოთ. უთარგმნე და უთხარი, რომ აქვე, ქვემოთ
ვცხოვრობ, აქვე ქვემოთ, გესმით, ქვემოთ, ქვემოთ, - გაუმეორა

67
მისტერ ასტლეის და თან ქვემოთკენ უთითებდა.
მისტერ ასტლეის ფრიად ეამა მიპატიჟება.
ბებიამ ყურადღებით და სიამით შეავლო თვალი პოლინას
თავით ფეხებამდე.
- მე შენ მიყვარხარ, პრასკოვია, - უცებ თქვა მან. - კარგი გოგო
ხარ, ამათში ყველაზე უკეთესი, ხასიათითაც ხომ - ნუღარ
იტყვი! მეც მტკიცე ხასიათი მაქვს. აბა, ერთი შემობრუნდი,
თმებზე რაიმეს იმატებ?
- არა, ბებია, სულ ჩემია.
- ძალიან კარგი. არ მომწონს ახლანდელი ბრიყვული მოდა.
ძალიან ლამაზი ხარ. კავალერი რომ ვიყო, უთუოდ
შეგიყვარებდი. რატომ არა თხოვდები? თუმცა, ჩემი წასვლის
დრომაც მოაწია. სადმე გავლაც მინდა, თორემ სულ ერთთავად
ვაგონში ვიყავი... შენ რაო?, ისევ ბრაზობ? - მიუბრუნდა ბებია
გენერალს.
- მომიტევეთ, დეიდა, კმარა! - აფუსფუსდა გახარებული
გენერალი, - მესმის, თქვენს ასაკში...
- Cette vielle est tombeè en enfance[30], - წამჩურჩულა დე გრიემ.
- მინდა, აქაურობა დავათვალიერო, ალექსეი ივანოვიჩს ხომ
დამითმობთ? - აღარც აცლიდა ბებია გენერალს.
- ო, რამდენ ხანსაც გენებოთ, მაგრამ მე თვითონ... პოლინაც,
monsieur დე გრიეც... ყველანი სიამოვნებით გეახლებით.
- Mais, madame, cela sera un plaisir[31], - დრო იხელთა და მიმართა
დე გრიემ მომხიბვლელი ღიმილით.
- დიახ, plaisir, როგორ არა. სასაცილო ხარ, ჩემო კარგო. ფულს კი
მაინც არ მოგცემ, - მიუბრუნდა უცებ გენერალს, - არა, ახლა
ჩემს ნომერში წამიყვანეთ. მივიხედ-მოვიხედავ, მერე კი
წავიდეთ აქაურობის მოსახილველად. აბა, დავიძრათ.
ბებია ასწიეს და ყველანი ჯგროდ გაჰყვნენ, კიბეს დაუყვნენ.
გენერალი ისე მიდიოდა, თითქოს თავში კომბალი ჩასცხეს და
დაურეტიანებიათო, დე გრიე რაღაცას ვარაუდობდა, m-lle
Blanche დარჩენას აპირებდა, მაგრამ რატომღაც გამოყოლა
ამჯობინა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა თავადი, ხოლო ზემოთ,

68
გენერლის ბინაში დარჩნენ მხოლოდ გენერალი და madame veuve
Cominges.

თავი IX
წყლებზე - და, ეტყობა, მთელ ევროპაშიც, - ოტელის
მმართველები და ობერ-კელნერები მოსულთათვის ბინის
მიჩენისას ხელმძღვანელობენ არა იმდენად მდგმურთა
მოთხოვნისა და სურვილისამებრ, რამდენადაც მათ მიმართ
საკუთარი შეხედულებისამებრ. და, უნდა დავძინოთ,
იშვიათად თუ შეცდებიან. მაგრამ ბებიას ისეთი მდიდრული
ბინა მიუჩინეს, გაუგებარია რატომ, რომ გადაამლაშეს კიდეც:
ოთხი დიდებულად მორთული ოთახი აბაზანითურთ,
მოსამსახურის სადგომით, ცალკე პირისფარეშის ოთახითა და
სხვადასხვა. მართლაც, ერთი კვირის წინ აქ ჩამომხდარი იყო
ვიღაც grande duchesse, რაც, რასაკვირველია, მყის მოახსენეს ახალ
მდგმურებს, რათა მათ თვალში ბინის ფასი აეწიათ. ბებია
დაატარეს, ან, უფრო სწორად, რონინით შემოატარეს ყველა
ოთახში, იგი ყურადღებით და მკაცრად ათვალიერებდა
ყველაფერს. ობერ-კელნერი, უკვე ასაკოვანი,
სიქაჩლეშეპარული კაცი, მოწიწებით ეახლა ამ პირველი
დათვალიერებისას.
არ ვიცი, ვინ ეგონათ ბებია, მაგრამ ეს კია, განსაკუთრებით
პატივსაცემ, და, რაც მთავარია, უმდიდრეს პიროვნებად
მიიჩნიეს. დავთარში უმალ ჩაწერეს: „Madame la gènèrale, princesse
de Tarassevitcheva“[32], თუმც ბებია თავის დღეში თავადის
მეუღლე არ ყოფილა. საკუთარი მსახური, საგანგებო ვაგონი,
ურიცხვი, არაფრის მაქნისი ბარგი, ჩემოდნები, ზანდუკებიც კი,
რაც თან ჩამოჰყვა ბებიას, ეტყობა, მის პრესტიჟს ამაღლებდა.
სავარძელი, მკვეთრი კილო და ბებიას ხმა, მისი ექსცენტრიული
კითხვები, რასაც იგი იძლეოდა მოურიდებლად და შეუვალი
ტონით; ერთი სიტყვით, თვითონ ბებია - პირდაპირი, უკმეხი,
მბრძანებელი - საყოველთაო მოწიწებას აღძრავდა.
დათვალიერებისას ბებია უცებ ბრძანებდა დაედგათ
სავარძელი, მიათითებდა ავეჯის რომელსამე ნივთზე და
მოულოდნელ კითხვებს აყრიდა თავაზიანად მომღიმარ, მაგრამ
უკვე შიშმორეულ ობერ-კელნერს. ბებია კითხვებს იძლეოდა
ფრანგულად, რაც, სხვათაშორის, ცუდად იცოდა, ასე რომ,
ჩვეულებრივ, თარგმნა მიწევდა. ობერ-კელნერის პასუხები
მეტწილად არ მოსწონდა და არადამაკმაყოფილებლად

69
ეჩვენებოდა. თვითონაც ისე ეკითხებოდა, თითქოს საქმეზე კი
არა, ღმერთმა უწყის, რაზე ლაპარაკობსო. მაგალითად, უცებ
შეჩერდა მითოლოგიურ სიუჟეტზე დახატული სურათის -
რომელიღაც ცნობილი ორიგინალის საკმაოდ უხეირო ასლის -
წინ.
- ვისი პორტრეტია?
ობერ-კელნერმა მიუგო, ალბათ ვინმე გრაფინიააო.
- როგორ თუ არ იცი? აქ ცხოვრობ და არ იცი. რატომაა
მაინცდამაინც აქ, თვალს რატომ ჭუტავს?
ყველა ამ კითხვაზე ობერ-კელნერი დამაკმაყოფილებლად ვერ
პასუხობდა და სულ დაიბნა.
- აი, ბრიყვი! - თქვა ბებიამ რუსულად.
გზა გააგრძელეს. იგივე ამბავი განმეორდა ერთი საქსონური
ფაიფურის ქანდაკების გამო, რომელსაც ბებია დიდხანს
ათვალიერებდა და ბოლოს ბრძანა, გაიტანეთო, არავინ უწყის,
რატომ. მერე ობერ-კელნერს ჩააცივდა: რა ღირს, საძინებელში
რომ ხალიჩები აფენია, და სადა ქსოვენ ეგეთებსო. ობერ-
კელნერმა აღუთქვა, გაგიგებთო.
- ვირები არიან, ღმერთმანი! - ბუზღუნებდა ბებია და ახლა
მთელი ყურადღება საწოლს მიაპყრო.
- რა ფუმფულა ბალდახინია, აბა, გაშალეთ.
საწოლი აფუგნეს.
- კიდევ, კიდევ, მთლად გაშალეთ, მოაცილეთ ბალიშები,
ბალიშისპირები, ლეიბი ასწიეთ.
ყველაფერი ამოაქოთეს. ბებიამ გულისყურით დაათვალიერა.
- კარგია, ბაღლინჯოები არა ჰყავთ. მთელი თეთრეული
მოაშორეთ! ჩემი თეთრეული გაშალეთ, ჩემი ბალიშები
მოიტანეთ! ეს ფუფუნება მეტისმეტია, რად უნდა ჩემისთანა
ბეხრეკს ასეთი ბინა: მარტო მომეწყინება. ალექსეი ივანოვიჩ,
ხშირად მინახულე ხოლმე, როცა ბავშვების სწავლებას
მორჩები.
- გუშინდლიდან გენერალთან აღარ ვმუშაობ, - ვუთხარი მე. -

70
ოტელში ისე, ჩემთავად ვდგავარ.
- რატომ?
- ამ დღეებში ბერლინიდან აქ ჩამოვიდა ერთი წარჩინებული
გერმანელი ბარონი ბარონესითურთ, მეუღლითურთ. გუშინ,
სეირნობისას, გავესაუბრე გერმანულად, და ბერლინურად
კარგად ვერ მოვუქციე.
- ვითომ რა მოხდა?
- ბარონმა თავხედობად მიიჩნია და გენერალთან მიჩივლა, მან
კი უმალ გამათავისუფლა.
- შენ რა, ხომ არ გაგილანძღავს ეგ ბარონი? (გინდაც გელანძღა,
არაფერია!).
- ო, არა, პირიქით, ბარონმა ჯოხიც კი მომიღერა.
- შენ კი, ცინგლიანო, ნება მიეცი ასე მოქცეოდნენ
მასწავლებელს, - მიუბრუნდა იგი უცებ გენერალს, - და გააძევე
კიდეც. კაი შტერები ხართ ყველანი, როგორც ვატყობ.
- ნუ ღელავთ, დეიდა, - მიუგო გენერალმა ქედმაღლურ-
შინაურული ტონით, - მე თვითონ შემიძლია თავი გავართვა
ჩემს საქმეებს. თანაც ალექსეი ივანოვიჩს ყველაფერი სწორად
არ უთქვამს.
- შენ კი ყველაფერი გადაყლაპე? - მომიბრუნდა ბებია.
- მინდოდა დუელში გამომეწვია ბარონი, - ვპასუხობდი რაც
შეიძლება მოწიწებით და მშვიდად, - მაგრამ გენერალმა
დამიშალა.
- რატომ დაუშალე? - ისევ გენერალს მიუბრუნდა, - შენ კი,
გასწი ძმობილო, მოხვალ, როცა გიხმობენ, - მიუბრუნდა
მაშინვე ობერ-კელნერს - საჭირო არაა პირი დააბჩინო და
მოგვაჩერდე. (ვერ ვიტან ამ ნიურნბერგულ სიფათებს!) - ობერ-
კელნერმა თავი დაგვიკრა და გავიდა, რასაკვირველია, ვერ
მიხვდა ბებიას ქათინაურებს.
- მომიტევეთ, დეიდა, მაგრამ განა შეიძლება დუელი? -
დაცინვით მიუგო გენერალმა.
- რატომაც არ შეიძლება? მამაკაცები ყველანი მამლაყინწები

71
არიან, ჰოდა, მიგეშვა, ეჩხუბნათ. ყველანი ჩერჩეტები ხართ,
როგორც გატყობთ, არ ძალგიძთ მამული ასახელოთ. აბა,
ამწიეთ! პოტაპიჩ, იზრუნე, რომ ორი მზიდავი მუდამ მზად
იყოს. დაიქირავე და შეუთანხმდი, ორზე მეტი არ გინდა.
მხოლოდ კიბეზე ამიყვანენ, სწორეზე კი, ქუჩაში, გამაგორებენ
ხოლმე. ასეც უთხარი: მზიდავებს წინდაწინვე გადაუხადე,
უფრო მეტი რიდი ექნებათ; შენ მუდამ თან უნდა მახლდე, შენ
კი ალექსეი ივანოვიჩ, ეგ ბარონი დამანახე სეირნობისას: ვნახო,
რა ფონ-ბარონია, თვალი მაინც შევავლო. რულეტი სადღაა?
ავუხსენი, რომ რულეტი მოწყობილია ვოკსალში, დარბაზებში.
ამას მოჰყვა შეკითხვები: ბევრია ეგეთები? ბევრნი თამაშობენ?
მთელ დღეს თუ თამაშობენ, როგორაა მოწყობილი? ბოლოს და
ბოლოს მივუგე, რომ უმჯობესია თქვენი თვალით ნახოთ-
მეთქი ყოველივე, თორემ ასე, გადმოცემა ძალიან ძნელია-
მეთქი; - მაშინ, პირდაპირ იქ წამიყვანეთ! წინ გაგვიძეხი,
ალექსეი ივანოვიჩ.
- რას ბრძანებთ, მგზავრობის შემდეგ არც კი მოგისვენიათ! -
ზრუნვით თქვა გენერალმა. იგი თითქოს ოდნავ აფუსფუსდა,
და საერთოდ, ყველანი შეიშმუშნენ და ერთმანეთს გადახედეს.
ეტყობა, ცოტათი ეთაკილებოდათ, ერცხვინებოდათ კიდეც
ხლებოდნენ ბებიას პირდაპირ ვოკსალში, სადაც მას შეიძლება
რაიმე ექსცენტრიული ჩაედინა, იმდენი ხალხის წინაშე. არა და,
ხომ თვითონ ისურვეს, ყველგან თან ხლებოდნენ.
- რატომ უნდა დავისვენო? არ დავღლილვარ. ისედაც ხუთი
დღეა ფეხი არ მომიცვლია. ვნახო მაინც, რა წყაროები და
სამკურნალო წყლებია აქ და სადაა ისინი. მერე კი... როგორაო?
როგორ თქვი, პრასკოვია, პუანტიო თუ რა?
- პუანტი, ბებია.
- პუანტია და პუანტი იყოს. კიდევ რის ნახვა ღირს?
- აქ ბევრი რამაა, ბებია, - ენა დაება პოლინას.
- ე! თვითონაც არ გცოდნია. მარფა, შენც თან გამომყვები. -
უთხრა თავის პირისფარეშს.
- ეგ რაღად გვინდა, დეიდა? - აფუსფუსდა უცებ გენერალი, -
ბოლოს და ბოლოს, ეგ მიღებულიც არაა. მგონი პოტაპიჩიც კი არ
შეუშვან ვოკსალში.

72
- სისულელეა! რახან მოსამსახურეა, იმიტომ? ეგეც ხომ
ცოცხალი ადამიანია, აგერ უკვე მთელი კვირაა გზაზე ვართ
გაბმული. მაგასაც უნდა თვალს წყალი დაალევინოს. აბა, ვის
უნდა ახლდეს ჩემს გარდა? გარეთ, მარტოკა, ცხვირის
გაყოფასაც ვერ ბედავს.
- კი მაგრამ, ბებია...
- შენ რა, გერცხვინება ჩემთან გავლა? მაშინ დარჩი შინ, კალთას
არავინ დაგაგლეჯს. დამიხედეთ გენერალს! თვითონაც
გენერლის ცოლი გახლავართ. ან კი რად მინდა ამხელა ასაბია
ვიახლო? ალექსეი ივანოვიჩთან ერთად ისედაც ყველაფერს
ვნახავ...
მაგრამ დე გრიემ დაიჟინა ყველანი ვხლებოდით, და გააბა
ყველაზე თავაზიანი ფრაზები, თუ რაოდენ სასიამოვნო იყო
ბებიას ხლება და მისთანანი. ყველანი დავიძარით.
- Elle est tombèe en enfance, - უჩიჩინებდა დე გრიე გენერალს, -
seule elle fera des bêtises[33]… - დანარჩენს ყური ვეღარ მოვკარი,
მაგრამ ეტყობა, თავისი ანგარიში ჰქონდა, შეიძლება, იმედიც კი
მოეცა.
ვოკსალამდე ნახევარი ვერსი იქნებოდა. ჩვენი გზა წაბლების
ხეივანს მიჰყვებოდა სკვერამდე, რომლის იქით უკვე პირდაპირ
ვოკსალს მიადგებოდით. გენერალი ცოტათი დაშოშმინდა,
რადგან ჩვენი მსვლელობა თუმცა საკმაოდ ექსცენტრული
გახლდათ, მაგრამ მაინც საზეიმო და პატივისცემის აღმძვრელი
იყო. საერთოდ, გასაოცარი არაფერი იყო იმაში, რომ წყლებზე
ჩამოვიდა ავადმყოფი და დაძაბუნებული ადამიანი,
ფეხებწართმეული. მაგრამ, ეტყობა, გენერალს ვოკსალი
აფრთხობდა: რა უნდა ავადმყოფ, ფეხებწართმეულ, თანაც
მიხრწნილ ბებიას ვოკსალში, რულეტზე? პოლინა და m-lle
Blanche აქეთ-იქით ედგნენ სავარძელს. M-lle Blanche იცინოდა,
მოკრძალებულად მხიარულობდა, და ხანდისხან ფრიად
თავაზიანადაც ართობდა ბებიას, რისთვისაც მისი ქება
დაიმსახურა. პოლინა, თავის მხრივ, მოვალე იყო ეპასუხნა
ბებიას გაუთავებელ და უამრავ კითხვაზე, ასე, მაგალითად: „ეს
ვინაა, რომ ჩაიარა, ეს ვინ ჩაგვიქროლა, დიდი ქალაქი თუა, ბაღი
დიდია? ეს რა ხეებია? ეგ რა მთებია? არწივები თუ ფრენენ იქ?
რა სასაცილო სახურავებია?“ მისტერ ასტლეი ჩემს გვერდით
მოდიოდა და მიჩურჩულა, ამ დილას ბევრ რასმე მოველით.

73
ფრაკიანი, თეთრყელსახვევიანი, კარტუზიანი პოტაპიჩი, მარფა
- ორმოცი წლის ღაჟღაჟა, მაგრამ ჭაღარაშეპარული შინაბერა
ჩაჩით, ჩითის კაბითა და თხის ტყავის ჭრაჭუნა
ფეხსაცმელებით უკან მოგვდევდნენ, სავარძელს
მოჰყვებოდნენ. ბებია წამდაუწუმ იბრუნებდა მათკენ თავს და
ესაუბრებოდა. დე გრიე და გენერალი ცოტათი ჩამოგვრჩნენ და
რაღაცაზე დიდი გაცხარებით საუბრობდნენ. გენერალს ცხვირ-
პირი ჩამოსტიროდა. დე გრიეს სახეზე ეტყობოდა, რომ
კატეგორიული ტონით ლაპარაკობდა. შეიძლება, გენერალს
ამხნევებდა, ან რაღაცას ურჩევდა. მაგრამ ბებიამ ცოტა ხნის წინ
უკვე წარმოსთქვა საბედისწერო ფრაზა - „ფულს მე შენ არ
მოგცემ“. შეიძლება დე გრიეს ეს ცნობა დაუჯერებლად ეჩვენა,
მაგრამ გენერალმა კარგად იცოდა დეიდამისის ამბავი. ვინიშნე,
რომ დე გრიე და m-lle Blanche ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ
თვალით. თავადსა და გერმანელ მოგზაურს თვალი ვკიდე
ხეივნის ბოლოში; ისინი ჩამოგვრჩნენ და ბოლოს
ჩამოგვშორდნენ კიდეც.
ვოკსალში დიდის ამბით მივედით. შვეიცრები და ლაქიები
ისეთივე მოწიწებით შემოგვეგებნენ, როგორც ოტელის
მსახურნი. მაგრამ ერთი იყო - ცნობისმოყვარეობით
გვათვალიერებდნენ. ბებიამ ბრძანა, თავდაპირველად ყველა
დარბაზი მომატარეთო. ზოგი შეაქო, ზოგსაც ზედაც არ შეხედა.
ყველაფერი გამოიკითხა. ბოლოს, სამორინო დარბაზებსაც
მივადექით. ლაქიამ, რომელიც დაკეტილ კარს დარაჯად ედგა,
შეცბუნებით, უცებ ყურთამდე მოაღო კარი.
რულეტზე ბებიას გამოჩენამ ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა
გამოიწვია. სამორინო მაგიდებთან და დარბაზის ბოლოში,
სადაც trente et quarante-ის მაგიდა იდგა, ასორმოცდაათი-ორასი
მემორინე მაინც ირეოდა, რამდენიმე წყებად. ისინი, რომლებიც
ასწრებდნენ გაეკვლიათ გზა ზედ მაგიდებთან, ჩვეულებრივად
მაგრად იდგნენ და არ თმობდნენ თავიანთ ადგილებს, სანამ
ყველაფერს არ წააგებდნენ; უბრალო მოსეირეს, უქმად
სამორინო ადგილის დაკავებას არავინ ანებებდა. თუმც
მაგიდების ირგვლივ სკამებია შემორიგებული, მაგრამ
იშვიათად, რომ რომელიმე მემორინე ჩამოჯდეს, მით უფრო,
როცა უზომო ხალხი ახვევია გარს, რადგან ზეზეულად
შეიძლება უფრო მიეტმასნო, ამის კვალობაზე, ინიშნო ადგილი
და სარფიანად ჩამოხვიდე კიდეც. მეორე და მესამე რიგები
პირველებს აწყდებიან, იცდიან და თავიანთ რიგს ელიან.

74
მაგრამ ზოგჯერ სული წასძლევთ, ხელს გადაყოფენ პირველ
რიგში მდგომთა შორის, რათა თავიანთი თალიას ჩამოვიდნენ.
ზოგჯერ მესამე რიგში მდგომნიც ახერხებენ ამგვარად
ჩამოსვლას. მაგრამ ამის მერე არ გავიდოდა ათი, ხუთი წუთიც
კი, რომ რომელიმე მაგიდის ბოლოში არ ამტყდარიყო ერთი
ალიაქოთი სადავო ჩამოსვლაზე. ვოკსალის პოლიცია,
სხვათაშორის, ძალიან კარგია. ჭედვას, რასაკვირველია, ვერ
შემოევლება. პირიქით, ხალხის მოზღვავების მოხარულნიც
არიან, გამორჩენა აქვთ. მაგრამ რვა კრუპერი, რომლებიც
მაგიდას ირგვლივ უსხედან, გაფაციცებით ადევნებენ თვალს
ჩამოსვლას, ისინი ანგარიშობენ და ისინივე წყვეტენ ატეხილ
დავას. უკიდურეს შემთხვევაში უხმობენ პოლიციას და საქმე
წუთში თავდება. პოლიციელები იქვე, დარბაზში სხედან
პარტიკულარული სამოსით, გარეულნი არიან მაყურებლებში,
ასე რომ, არც გამოირჩევიან მათგან. პოლიციელებს
განსაკუთრებით თვალი უჭირავთ ქურდებსა და თაღლითებზე,
რომლებიც რულეტთან ბლომად ირევიან, რადგან აქ ძალზე
სარფიანი სათაღლითოა. მართლაც, სხვაგან ქურდობა შეიძლება
მხოლოდ ჯიბიდან ან ცხრაკლიტულიდან, რაც, ხელმოცარვისას,
ძალიან დიდი აყალმაყალით მთავრდება. აქ კი ძალიან იოლია -
საკმარისია რულეტს მიეახლო, დაიწყო თამაში და უცებ,
აშკარად და მოურიდებლად, აიღო სხვისი მოგება და მიითვისო.
თუ ჩხუბი ატყდა, მაშინ დაღლითი ყველას გასაგონად
ამტკიცებს, რომ ნამდვილად თვითონ ჩამოვიდა. თუ
ყალთაბანდობა მარჯვედ გათამაშდა და მოწმეებიც
შეყოყმანდნენ, მაშინ ქურდი ძალიან ხშირად ასწრებს
მოხვეტოს ფული, რასაკვირველია, თუ თანხა არც ისე
სახარბიელოა. თუ მოზრდილი თანხაა, მაშინ კრუპერები ან
რომელიმე მოთამაშე აუცილებლად ადრევე შენიშნავენ ამას.
მაგრამ თუ უმნიშვნელო თანხაა, მაშინ ნამდვილი მფლობელი
ზოგჯერ, საერთოდ, უარზეა განაგრძოს დავა, ეთაკილება
სკანდალი და გაეცლება იქაურობას. მაგრამ თუ კაცს
ყალთაბანდობაზე წაასწრეს, მაშინვე ერთი ამბით გააგდებენ.
ყოველივე ამას ბებია შორიდან შესცქეროდა უჩვეულო
ცნობისწადილით. ძალიან მოეწონა, ქურდებს რომ
ერეკებოდნენ. Trente et quarante-მა ვერ დააინტერესა. მეტად
მოეწონა რულეტი და ბურთულების სრბოლა. ბოლოს
მოისურვა, ახლოდან ენახა თამაში. ვერ გამიგია, ეს როგორღა
მოხდა, მაგრამ ლაქიებმა და იქვე მოფუსფუსე რამდენიმე

75
აგენტმა (ესენი მეტწილად გაკოტრებული პოლონელები არიან,
თავიანთ სამსახურს რომ სთავაზობენ ყისმათიან მოთამაშეებსა
და, საერთოდ, უცხოელებს) მიუხედავად საშინელი
ზედახორისა, ბებიას ხელად გამოუძებნეს და გაუთავისუფლეს
ადგილი შუაგულ მაგიდასთან, მთავარი კრუპერის სიახლოვეს,
და იქვე მოაგორეს მისი სავარძელი. მრავალი იქ მყოფთაგანი,
რომლებიც არ თამაშობდნენ, მაგრამ შორიდან აკვირდებოდნენ
თამაშს (მეტწილად ინგლისელები ჯალაბითურთ) მაშინვე
მოაწყდნენ მაგიდას, რომ მემორინეთა შორის თვალი შეევლოთ
ბებიასთვის - ბევრმა ლორნეტიც კი მიაბრუნა მისკენ.
კრუპერებს იმედი გაეღვიძათ - ამგვარი ექსცენტრიული
მოთამაშე თითქოს უჩვეულო მოვლენის აღმთქმელი იყო.
სამოცდაათი წლის დამბლადაცემულმა ქალმა თამაში
მოისურვოს - ცხადია, სადაგი შემთხვევა არ ყოფილა. მეც
გავიკვლიე გზა მაგიდისაკენ და ბებიას სიახლოვეს მოვეწყვე.
პოტაპიჩი და მარფა სადღაც შორს, განზე დარჩნენ, ხალხში
აირივნენ. გენერალი, პოლინა, და გრიე და m-lle Blanche
მოსეირეებს შეერივნენ და შორიდან გვიყურებდნენ.
ბებიამ ჯერ მემორინენი შეათვალიერა. მკვახე-მკვახე კითხვებს
მაყრიდა ნახევრად ჩურჩულით: ვინ არის? ეგ ვინღაა? ბებიას
განსაკუთრებით მოეწონა მაგიდის ბოლოს მჯდომი ყმაწვილი
კაცი, რომელიც ძალიან ხელგაშლით თამაშობდა, ათასობით
ჩამოდიოდა და იგებდა; ირგვლივ ჩურჩულებდნენ, უკვე 40
ათასი ფრანკი მოაქუჩაო; მთელი მოგება წინ ეწყო გროვად,
სულ ოქროთი, და საბანკო ბილეთივით. ფერი არ ედო.
თვალები უელავდა და ხელები უკანკალებდა; ჩამოდიოდა
უანგარიშოდ, როგორც მოხვდებოდა, და მაინც სულ იგებდა და
უგებდა, სულ იხვეტდა და იხვეტდა. ლაქიები
დაფუსფუსებდნენ მის გარშემო, სავარძელს უსწორებდნენ,
ირგვლივ ადგილს უთავისუფლებდნენ, რომ უფრო ხალვათად
ყოფილიყო, არ შეეწუხებინათ და ყოველივე ამას სჩადიოდნენ
უხვი მიზდის მოლოდინში. ზოგიერთი მემორინე ლაქიებს
მონაგებიდან აძლევს თვლით კი არა, ისე, სიხარულისაგან
ატაცებული, რამდენიც კი ამოჰყვება ჯიბიდან. ახალგაზრდა
კაცის სიახლოვეს უკვე მოიკალათა ერთმა პოლონელმა, თავს
ევლებოდა და მოწიწებით წამდაუწუმ რაღაცას
ჩასჩურჩულებდა, ეტყობა, უთითებდა, როგორ ჩამოსულიყო,
ურჩევდა და წარმართავდა თამაშს - რასაკვირველია, აგრეთვე
წილის მოლოდინში. მაგრამ მემორინე ზედაც არ უყურებდა,

76
ალალბედზე ჩამოდიოდა და სულ იხვეჭდა. ეტყობა, თავგზა
აებნა.
ბებიამ რამდენსამე წუთს უმზირა.
- უთხარი, - უცებ აწრიალდა ბებია, თან ქიმუნჯი წამკრა, -
უთხარი, თავი გაანებოს, სასწრაფოდ დაავლოს ხელი ფულს და
მოუსვას. წააგებს, ახლა ერთიანად წააგებს! - აფუსფუსდა იგი
და მღელვარებისაგან კინაღამ სული შეუგუბდა. - პოტაპიჩი
სადაა? პოტაპიჩი მიუგზავნეთ! უთხარი, ადამიანო, უთხარი -
მიბიძგებდა მე, - მაინც სად გადაიკარგა პოტაპიჩი! Sortez,
sortez[34], - თვითონვე გასძახა ყმაწვილ კაცს. - მე დავიხარე და
დაბეჯითებით წავჩურჩულე, რომ აქ ყვირილი არ შეიძლება, ეგ
კი არა და ოდნავ ხმამაღლა ლაპარაკიც კი აკრძალულია, რადგან
ანგარიში აირევა და შეიძლება, ახლა გაგვყარონ კიდეც-მეთქი.
- ძალიან სამწუხაროა! იღუპება კაცი, ეტყობა, თითონაც ეგ
უნდა... არ შემიძლია შევხედო, თავგზა მებნევა. ეგეც კაი
რეგვენია! - და ბებია უმალ სხვა მხარეს შებრუნდა.
იქით, მარცხნივ, მაგიდის მეორე ნახევარზე, მემორინეთა შორის
ჩანდა ახალგაზრდა ქალი და მის ახლოს ვიღაც ჯუჯა. ვინ იყო
ეს ჯუჯა, ნათესავი იყო თუ ეფექტისათვის დაჰყავდა, არ ვიცი.
ეს ბანოვანი ადრეც შემინიშნავს; ყოველდღე მოევლინებოდა
სამორინო მაგიდას, შუადღის პირველ საათზე, და ზუსტად
ორზე მიდიოდა; ყოველდღე ზუსტად ერთ საათს თამაშობდა.
მას უკვე ცნობდნენ და უმალ სავარძელს მოუმარჯვებდნენ
ხოლმე. ჯიბიდან ამოიღებდა რამდენიმე ოქროს, რამდენიმე
ათასფრანკიან ბილეთს და ჩამოდიოდა ნელა, გულგრილად,
ანგარიშით, ქაღალდზე ფანქრით ინიშნავდა ციფრებს და
ცდილობდა სისტემა გამოენახა, რომელიც მოცემულ მომენტში
გაუმართლებდა. კარგა მოზრდილ თანხას ჩამოდიოდა.
ყოველდღე იგებდა არა უმეტეს ერთ, ორ, დიდი-დიდი, სამ ათას
ფრანკს და მოგების უმალ მიდიოდა. ბებიამ კარგა ხანს უყურა.
- არა, ეგ არასოდეს არ წააგებს! არასოდეს! საიდანაა? არ იცი?
ვინაა?
- ფრანგია, ალბათ, მოთამაშეთაგანია, - წავჩურჩულე მე.
- სახარე ხბოს სასკორავში შეეტყობაო. ეტყობა, კაი კვაჭი
ვინმეა. ახლა ამიხსენი, რას ნიშნავს თითოეული ბრუნი და
როგორ უნდა ჩამოსვლა?

77
მე შეძლებისდაგვარად განვუმარტე ბებიას, რას ნიშნავს
ჩამოსვლის ეს ურიცხვი კომბინაციები, ეს rouge et noir, pair et
impair, manque et passe[35], და ბოლოს, სხვადასხვა ელფერი
რიცხვთა სისტემაში. ბებია ყურადღებით მისმენდა, იხსომებდა,
ჩამძიებდა და სწავლობდა. ჩამოსვლის ყველა სისტემაზე
შეიძლებოდა იქვე გეჩვენებინა მაგალითი, ამდენად, ბევრი რამ
კაცს ახსომდებოდა და თავისთავად ჩაუჯდებოდა თავში
ფრიად იოლად და სწრაფად. ბებია ერთობ კმაყოფილი დარჩა.
- ეს zèro[36] რაღაა? აგე, იმ კრუპერმა, ხუჭუჭამ, უფროსმა,
დაიძახა ახლახანს zèro-ო! რატომ მოხვეტა ყველაფერი, რაც
მაგიდაზე იყო? რამხელა გროვა იგდო ხელთ! ეს რაღას ნიშნავს?
- zèro, ბებია, ბანკის სარგებელია. თუ ბურთულა zèro-ს მოხვდა,
რაც კი ჩამოსულია მაგიდაზე, უანგარიშოდ ეკუთვნის ბანკს.
თუმცა წაგებისას კიდევ ერთი დარტყმა ეძლევა
გადასათამაშებლად, მაგრამ ბანკი კაპიკს არ იძლევა.
- უყურე შენ! მე არაფერი მერგება?
- არა, ბებია, თუ თქვენ წინდაწინ zèro-ზე ჩამოხვალთ და
მართლაც zèro ამოვა, თქვენ ოცდათხუთმეტჯერ მეტს
გადაგიხდიან.
- რაო, ოცდათხუთმეტმაგადო? მერე ხშირად ამოდის? ეგ
ბრიყვები რატომღა არ ჩამოდიან?
- ოცდათექვსმეტი საწინააღმდეგო შანსია, ბებია.
- აი, სისულელე! პოტაპიჩ, პოტაპიჩ, თუმცა, დაიცა, თანა მქონია
ფული, აი! - ბებიამ ჯიბიდან ამოიღო გატენილი ქისა, იქიდან კი
ერთი ფრიდრიხსდორი აიღო. - მიდი, ჩადი ახლავე zèro-ზე.
- ბებია, zèro ეს წუთია ამოვიდა, - ვუთხარი მე, - ვინ იცის, ახლა
დიდხანს არ ამოვიდეს. კიდევ მოასწრებთ ჩამოსვლას. ცოტა
მაინც მოითმინეთ.
- ტყუი! ჩადი! ჩადი-მეთქი!
- მაპატიეთ, მაგრამ შეიძლება საღამომდე აღარ ამოვიდეს.
თქვენ ათასამდე ჩამოხვალთ. ასეც მომხდარა.
- სისულელეა, სისულელე! მგლის შიშით ცხვარი ვის
გაუწყვეტია. რაო, წააგე? ჩადი კიდევ! წავაგე მეორე
ფრიდრიხსდორიც. ჩავედი მესამე. ბებია ძლივს იჯდა ერთ

78
ადგილზე. ანთებული თვალებით ჭამდა მოტრიალე ბორბლის
კბილანებზე მოხტუნავე ბურთულას. წავაგეთ მესამეც, ბებია
მოთმინებას კარგავდა, ადგილზე ცმუკავდა, მუშტიც კი დაჰკრა
მაგიდას, როცა კრუპერმა გამოაცხადა „trente et six“
მოსალოდნელი zèro-ს ნაცვლად.
- ამას დამიხედეთ! - ცხარობდა ბებია. - მალე ამოვა ეგ წყეული
ზერო? თავი ცოცხალი რაღად მინდა, zèro-ს ამოსვლამდე ფეხსაც
არ მოვიცვლი! ეგ სულ მაგ ბედკრული ხუჭუჭა კრუპერის
ბრალია, მაგას არასოდეს არ ამოსდის, ალექსეი ივანოვიჩ, ჩადი
ორი ოქრო ერთ ხელზე! ასე რამდენსაც არ უნდა ჩამოხვიდე,
თუნდაც zèro ამოვიდეს, ვერაფერს მიიღებ.
- ბებია!
- ჩადი, ჩადი, შენი ხომ არაა!
ჩავედი ორ ფრიდრიხსდორს. ბურთულა დიდხანს ტრიალებდა
ბორბალზე, მერე აცეკვდა კბილანებზე. ბებია გაშეშდა და ხელი
ჩამიბღუჯა, და უცებ - ტკაც - მოხვდა.
- zèro! - გამოაცხადა კრუპერმა.
- დახე, დახე! - მყის მომიბრუნდა ბებია ერთიანად
გაცისკროვნებული და კმაყოფილი. - აკი ვამბობდი, აკი
გეუბნებოდი! თვით ღმერთმა ჩამაგონა ორ ოქროს ჩავსულიყავ.
აბა, რამდენს მივიღებ ახლა? რატომ არ იძლევიან? პოტაპიჩ,
მარფა, სადა ხართ? ჩვენები სულ გაიკრიფნენ? პოტაპიჩ,
პოტაპიჩ!
- ბებია, მერე იყოს, - წავჩურჩულე მე, - პოტაპიჩი პარმაღზეა, აქ
არ შემოუშვებენ. დახე, ფულს გაძლევენ, მიიღე! - ბებიას
გადმოაწოდეს ლურჯ ქაღალდში გახვეული მძიმე შეკვრა,
ორმოცდაათ ფრიდრიხსდორიანი, და მიუთვალეს დაუბეჭდავი
ოცი ფრიდრიხსდორი. ყველაფერი არნადით მივხვეტე
ბებიასაკენ.
- Faites le jeu, messieurs, faites le jeu, messieurs, Rien ne plus?[37] -
აცხადებდა კრუპერი, ეპატიჟებოდა ხალხს ჩამოსვლაზე და
რულეტს დასატრიალებლად ამზადებდა.
- ღმერთო ჩემო, დაგვაგვიანდა, ახლა დაატრიალებენ, ჩადი,
ჩადი! - აწრიალდა ბებია. - ნუღარ ყოვნდები, ჩქარა, - მთელი
ძალით ქიმუნჯს მკრავდა.

79
- სად ჩამოვიდე, ბებია?
- Zèro-ზე, zèro-ზე, ისევ zèro-ზე, ჩადი რაც შეიძლება ბევრი!
რამდენი გვაქვს სულ? სამოცდაათი ფრიდრიხსდორი? ნუ
დაიშურებ, ოც-ოც ფრიდრიხსდორს ჩადი.
- გონს მოდით, ბებია, ზოგჯერ ორასჯერ გამტყუნებულა!
გარწმუნებთ, მთელ კაპიტალს წააგებთ.
- აბა, აბა, ნუ ყბედობ, ჩადი! აი, ენამ მიყივლა! ვიცი, რასაც
ჩავდივარ. - ბებია ჟინით აკანკალდა კიდეც.
- წესის თანახმად, zèro-ზე თორმეტ ფრიდრიხსდორზე მეტის
ჩასვლა არ შეიძლება, ბებია. აგე, ჩავედი კიდეც.
- რაო, აკრძალულიაო? ხომ არ მატყუებ? მესიე! მესიე! - წაჰკრა
ხელი მის ახლოს, მარცხნივ მჯდომ კრუპერს, რომელიც ის-ის
იყო დატრიალებას აპირებდა, - combien zèro? douze? douze?[38]
მე უმალ გადავთარგმნე შეკითხვა ფრანგულად.
- Oui, madame[39], - თავაზიანად დაგვიმოწმა კრუპერმა, - ისევე,
როგორც ცალკეული ჩამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს ერთ
ხელზე ოთხ ათას ფლორინს, წესის თანახმად - დაუმატა მან
უფრო გასაგებად.
- რა გაეწყობა, ჩამოდი თორმეტს.
- Le jeu est fait![40] - დაიძახა კრუპერმა. ბორბალი დატრიალდა,
ამოვიდა ცამეტი, წავაგეთ!
- მიდი! მიდი! მიდი! ისევ ჩადი! - გაყვიროდა ბებია. მე უკვე
აღარ ვეწინააღმდეგებოდი, მხრები ავიჩეჩე, ისევ ჩავედი
თორმეტ ფრიდრიხსდორს. ბორბალი დიდხანს ტრიალებდა.
ბებია ერთიანად კანკალებდა, თვალს აყოლებდა ბორბალს.
„ნუთუ უზურში აქვს ისევ zèro-ზე მოიგოს?“ გავივლე
გუნებაში, და თან გაოცებული მივჩერებოდი. უეჭველი
მოგების რწმენა გამოსჭვივოდა მის სახეზე, უცილობელი
მოლოდინი, რომ აგერ-აგერ დაიძახებდნენ zèro-ს. ბურთულა
უჯრედში ჩავარდა.
- Zèro! - დაიძახა კრუპერმა.
- რაო?!! - აუწერელი ზეიმით მომიბრუნდა ბებია.

80
თვითონაც მემორინე ვყოფილვარ. ეს იმ წამსვე ვიგრძენი. ხელ-
ფეხი მიკანკალებდა, თავში რაღაცამ დამკრა. რასაკვირველია,
ეს იშვიათი შემთხვევა გახლდათ, რომ სულ რაღაც ათიოდე
დარტყმაზე სამჯერ ამოსულიყო zèro, მაგრამ საგანგებო
საოცრება არ ყოფილა. მე თვითონ შევესწარი, სამი დღის წინ
ზედიზედ როგორ ამოვიდა სამი zèro; და ამაზე ერთმა
მემორინემ, რომელიც გულმოდგინედ ინიშნავდა ფურცელზე
დარტყმას, ხმამაღლა თქვა, გუშინ zèro მთელი დღე-ღამის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ამოვიდაო.
ბებიას, როგორც ყველაზე დიდად მოგებულს,
განსაკუთრებული ყურადღებით და მოწიწებით
გაუსწორდნენ. მას მოუწია ზუსტად ოთხასოცი
ფრიდრიხსდორი, ანუ ოთხიათასი ფლორინი და ოცი
ფრიდრიხსდორი. ოცი ფრიდრიხსდორი ოქროთი მიუთვალეს,
ოთხიათასი ფლორინი საბანკო ბილეთით ჩააბარეს
ამჯერად ბებიას პოტაპიჩი აღარ უხმია; მისთვის აღარ
სცხელოდა; აღარც ცმუკავდა და აღარც კანკალებდა. ბებია, თუ
შეიძლება ამგვარად თქმა, შინაგან კანკალს აეტანა. მთლიანად
მოიცვა რაღაცამ და პირდაპირ უმიზნებდა: - ალექსეი ივანოვიჩ!
კრუპერმა თქვა, ერთ თალიაზე ოთხიათასი ფლორინის
ჩამოსვლა შეიძლებაო! აგე, აიღე, ჩადი ეს ოთხიათასი
წითელზე! - გადაწყვიტა ბებიამ.
- Rouge, - გამოაცხადა კრუპერმა.
ისევ ოთხიათასი ფლორინი მოგება. სულ, ეტყობა, რვაათასისა.
„ოთხი აქ მომე, ოთხი ისევ წითელზე ჩადი“! - მბრძანებლობდა
ბებია.
ჩავედი ისევ ოთხიათასი.
- Zèro! - ისევ გვამცნო კრუპერმა.
- სულ თორმეტი! მოიტა ყველა აქეთ. ოქრო აქ ჩაყარე, ქისაში,
ბილეთები კი შეინახე.
- გვეყოფა, შინისაკენ გავსწიოთ! გააგორეთ სავარძელი!

თავი X
სავარძელი კართან მიაგორეს, დარბაზის მეორე ბოლოში. ბებია
გაცისკროვნებული იყო. ჩვენები უმალ გარს შემოეხვივნენ და

81
ულოცავდნენ. რაც არ უნდა ექსცენტრიული ყოფილიყო ბებიას
საქციელი, მისი ტრიუმფი ყველაფერს აბათილებდა,
გენერალსაც აღარ ეშინოდა საზოგადოებაში თავის მოჭრისა
ასეთი უცნაური ქალის ნათესაობის გამო. მოწყალემ და
დარდიმანდმა, მხიარული ღიმილით, თითქოს ბავშვს
უყვავებსო, მიულოცა ბებიას. თუმცა, თვითონაც სხვა
მოსეირეებივით განცვიფრებული გახლდათ. ირგვლივ
მხოლოდ ბებიაზე ლაპარაკობდნენ და მასზე ათითებდნენ.
ბევრმა გვერდითაც ჩაუარა, რა არის უკეთ შეეთვალიერებინა.
იქვე, გვერდით, მისტერ ასტლეი ბებიაზე ელაპარაკებოდა ორ
ნაცნობ ინგლისელს. რამდენიმე დიდებული მოსეირე ბანოვანი
გაოცებით შესცქეროდა ბებიას, თითქოს რაღაც სასწაულიაო. დე
გრიე სულ ღიმილს აფრქვევდა და ისე ულოცავდა.
- Quelle victoire[41], - გაიძახოდა იგი.
- Mais, madame, c’ètait du feu[42]. - დაუმატა ნაძალადევი
ღიმილით m-lle Blanche-მა.
- დიახაც, ავდექი და თორმეტი ათასი ფლორინი მოვიგე. რისი
თორმეტი, ახლა ოქროც იანგარიშე? ოქროიანად სულ ცამეტი
გამოვა. ჩვენებურად რამდენი იქნება, ექვსიათასი, არა?
მე მოვახსენე, რომ შვიდსაც გადააჭარბა, ხოლო თუ ახლანდელი
კურსით ვიანგარიშებთ, რვამდეც ავა-მეთქი.
- სახუმარო საქმე არაა რვა ათასი! თქვენ კი სხედხართ აქ
ბოთეებივით და ხელსაც არ ანძრევთ! პოტაპიჩ, მარფა, ნახეთ?
- დედილო, ეს როგორ მოხდა? რვა ათასი მანეთი, - მანჭვა-
ბრეცით წამოიძახა მარფამ.
- აჰა, ჩემგან ხუთ-ხუთი ოქრო! აიღეთ!
პოტაპიჩი და მარფა ხელზე სამთხვევად მისცვივდნენ.
- მზიდავებსაც თითო ფრიდრიხსდორი მიეცით. მიეცით მაგათ
თითო ოქრო, ალექსეი ივანოვიჩ. ეს ლაქია რაღას მიკრავს თავს,
აგერ მეორეც! მილოცავენ? მაგათაც მიეცით თითო
ფრიდრიხსდორი.
- Madame la princesse… un pauvre expatriè… Malheur continuel… les
princesse russes sont si gènèreux[43], - წრიალებდა სავარძლის
სიახლოვეს ვიღაც გაცრეცილსერთუკიანი, ჭრელი ჟილეტით,

82
ულვაშებიანი. კარტუზი მოეშვლიპა და იღმიჭებოდა.
- მაგასაც მიეცი ფრიდრიხსდორი. არა, ორი მიეცი. არა, კმარა,
თორემ ბოლო აღარ მოეღება ამას. ასწიეთ, წამიყვანეთ!
პრასკოვია, - მიუბრუნდა პოლინა ალექსანდროვნას, - შენ ხვალ
კაბას გიყიდი, მაგასაც ვუყიდი, რა ჰქვიან, mademoiselle Blanche-
ია თუ ვიღაცაა, მაგასაც ვუყიდი საკაბეს. უთარგმნე, პრასკოვია!
- Merci, madame, - მოხდენილად ჩაიმუხლა m-lle Blanche-მა, პირი
მოექცა დამცინავი ღიმილით და დე გრიეს და გენერალს
გადახედა. გენერალი ცოტათი შეცბა და ძალიან გაეხარდა,
ხეივანს რომ მივუახლოვდით.
- ფედოსია, ფედოსია როგორღა გაოცდება! - ამბობდა ბებია
თავის ნაცნობ, გენერალიანთ გადიაზე. - მასაც უნდა ვაჩუქო
საკაბე. ეი, ალექსეი ივანოვიჩ, ალექსეი ივანოვიჩ, გაიკითხე აგე
ის მათხოვარი.
გზაზე შემოგვხვდა ვიღაც ჩამოძონძილი, წელში მოხრილი კაცი
და შემოგვაჩერდა.
- ეგ, ვინ იცის, მათხოვარი კი არა, ვიღაც გაიძვერაა, ბებია.
- მიეცი, მიეცი, მაგასაც მიეცი გულდენი!
მივედი და მივეცი. გავიკითხე მან უცნაური გაოგნებით
შემომხედა, ოღონდ გულდენი მაინც აიღო უჩუმრად. ღვინის
სუნი ასდიოდა.
- შენ, ალექსეი ივანოვიჩ, შენ თვითონ თუ სცადე ბედი?
- არა, ბებია.
- გიყურებდი, როგორ გიელავდა თვალები.
- კიდევაც ვცდი, ბებია, უსათუოდ, შემდგომ.
- პირდაპირ zèro-ზე ჩადი! აი, ნახავ! რა კაპიტალი მოგეძევება?
- მხოლოდ ოცი ფრიდრიხსდორი, ბებია.
- ცოტაა. ორმოცდაათ ფრიდრიხსდორს მოგცემ სესხად, თუ
გინდა. აი, ეს შეკვრა, აიღე. შენ კი, ბატონო ჩემო, ნურაფერს
გამოელი, მაინც არ მოგცემ! - უცებ მიუბრუნდა იგი გენერალს.
გენერალს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მაგრამ იყუჩა. დე

83
გრიე მოიღუშა.
- Que diable, c’est une terrible vieille[44], - ყურში ჩაუსისინა
გენერალს.
- მათხოვარი, ისევ მათხოვარი, - დაიძახა ბებიამ. - ალექსეი
ივანოვიჩ, მათხოვარია, მაგასაც მიაშავე გულდენი.
ამჯერად ჭაღარა მოხუცი შემოგვხვდა, ხისფეხიანი, რაღაც
ჩაფართხუნებული მოლურჯო სერთუკი ეცვა და ხელში
გრძელი ყავარჯენი ეჭირა. იგი ძველ სალდათს ჩამოჰგავდა.
როცა გულდენი გავუწოდე, ბიჯი უკან გადადგა და მწყრალად
შემათვალიერა.
- Was ist’s der Teufel[45], - წამოიძახა მან და ზედ ათნაირი
გინებაც მიაყოლა.
- აი, შტერი! - დაიყვირა ბებიამ და ქოქოლა მიაყარა, - გასწიეთ!
დავიმშიე! ახლა, ამ წუთში ვისადილოთ, მერე ცოტახანს
წამოვწვები და ისევ იქით გავბრუნდები.
- ისევ თამაში გნებავთ, ბებია? - წამოვიძახე მე.
- აბა, რა გგონია? დამსხდარხართ აქ და ობი გჭამთ. მეც ხომ
თქვენ არ წაგბაძავთ?
- Mais, madame, - მოგვიახლოვდა დე გრიე, - les chances peuvent
tourner, une seule mauvaise chance et vous perdrez tout… surtout avec
votre jeu… c’etait terrible.[46]
- Vous perdrez absolument[47], - არატრატდა m-lle Blanche.
- თქვენ რაღა გენაღვლებათ, თქვენსას ხომ არ წავაგებ, ჩემია!..
სადაა მისტერ ასტლეი? - მკითხა მე.
- ვოკსალში დარჩა, ბებია.
- დასანანია; ურიგო კაცი არ უნდა იყოს... ეტყობა...
შინ მისვლისთანავე, ჯერ კიდევ კიბეზე, შემოხვდა ობერ-
კელნერი. ბებიამ იხმო და თავი მოიწონა მონაგებით. მერე
ფედოსიას უხმო, აჩუქა სამი ფრიდრიხსდორი და ბრძანა
სადილი მოერთმიათ. ფედოსია და მარფა სულ ფეხქვეშ
ეგებოდნენ სადილობისას.
- გიყურებთ, ქალბატონო, - ქაქანებდა მარფა, - და პოტაპიჩს

84
ვეუბნები, რას აპირებს-მეთქი ჩვენი ქალბატონი. მაგიდაზე კი
ფულია, ღმერთო, რამდენი ფული! ჩემს დღეში ამდენი ფული
არ მენახა. ირგვლივ კი სულ ბატონები, მხოლოდ ბატონები
სხედან. საიდან შეყრილან-მეთქი, პოტაპიჩ, ასეთი ბატონები?
ვფიქრობ, შეეწიე-მეთქი, დედაო ღვთისავ. თქვენთვის
ვლოცულობდი, ქალბატონო, თან გული ერთთავად მელევა,
მელევა, ვკანკალებ, ღმერთო, მოხედე, ვფიქრობ და აკი
მოგხედათ ღმერთმა. აქამდე ვკანკალებ, ქალბატონო, სულ
ვკანკალებ, სულ ერთიანად ვკანკალებ.
- ალექსეი ივანოვიჩ, ნასადილევს, ოთხი საათისთვის,
შეემზადეთ, წავიდეთ, მანამ კი მშვიდობით, ვინმე ექიმის
გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ, გეთაყვა. თუ ვმკურნალობთ,
წყლის სმაც საჭიროა.
ბებიასაგან გაოგნებული გამოვედი. ვცდილობდი
წარმომედგინა, რა ეშველებოდათ ჩვენებს და როგორ
შეტრიალდებოდა საქმე. ცხადად ვხედავდი, რომ ისინი
(განსაკუთრებით გენერალი) ჯერ კიდევ გონს ვერ
მოსულიყვნენ, პირველი შთაბეჭდილებისგანაც კი ვერ
განთავისუფლებულიყვნენ. ბებიას გარდაცვალების (და,
მაშასადამე, მემკვიდრეობისაც) მაუწყებელი, წუთი-წუთზე
მოსალოდნელი დეპეშის ნაცვლად, ბებიის გამოცხადების
ფაქტმა იმდენად ძირამდე დაფუშა მათი ვარაუდები და
გადაწყვეტილებათა მთელი სისტემა, რომ ისინი ახლა
სრულიად გაოგნებულნი და გალენჩებულნი ადევნებდნენ
თვალს რულეტზე ბებიას შემდგომ წარმატებებს. თანაც ეს
მეორე ფაქტი პირველზე ნაკლებმნიშვნელოვანი როდი
გახლდათ, რადგან, თუმცა ბებიამ ორჯერ გაუმეორა გენერალს,
ფულს არ მოგცემო, მაგრამ ვინ უწყის - ეგებ ჯერ კიდევ ადრე
იყო სასოწარკვეთა. დე გრიეს, გენერლის ყველა საქმეში
ცხვირჩარგულს, ისევ ჰქონდა რაღაცის იმედი. დარწმუნებული
ვარ, რომ m-lle Blanche-მაც ძალიან შეტოპა (რატომაც არა:
გენერლის ცოლობა და კაიძალი მემკვიდრეობა), არც ის
კარგავდა იმედს და ყოველ ღონეს იხმარდა, ყოველნაირად
შეეცდებოდა კეკლუცობით მოეხიბლა, მიქლესებოდა ბებიას,
ამაყი და ამპარტავანი პოლინასაგან განსხვავებით. მაგრამ
ახლა, როცა ბებიამ ასე იყოჩაღა რულეტზე, ახლა, როცა ბებიას
პიროვნება ასე ნათლად და ტიპიურად გამოისახა მათ წინაშე
(ჭირვეული, პატივმოყვარე მოხუცი, et tombèe en enfance), ახლა,
ეტყობა, ყველაფერი დაიღუპა: აკი ბალღივით ატაცებულია

85
იმით, რასაც აქ გადააწყდა და, როგორც წესი, უკანასკნელ
პერანგამდე გადააგებს. ღმერთო, გავიფიქრე (და, უფალო,
მომიტევე, საოცარი ნიშნისგებით გავიცინე), ღმერთო,
თითოეული ფრიდრიხსდორი, რომელსაც ბებია რულეტზე
ჩადიოდა წეღან, გულს უწყლავდა გენერალს, აცოფებდა დე
გრიეს, და აშმაგებდა m-lle Cominges-ს, რომელსაც ცხვირწინ
აცლიდნენ ლუკმას. კიდევ ერთი ფაქტიც: მოგების შემდეგაც
კი, სიხარულის ჟამს, როცა ბებია ყველას ურიგებდა ფულს და
ყველა შემხვედრს მათხოვრად მიიჩნევდა, მაშინაც კი მიახალა
გენერალს: „შენ კი მაინც არაფერს არ მოგცემ!“ ეს ნიშნავს:
აიკვიატა აზრი, თავის თავს სიტყვა მისცა: - საშიშია,
სახიფათოა!
ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში იმ დროს, როცა, ბებიასგან
წამოსული, სადარბაზო კიბეზე ავდიოდი, სულ ზემო
სართულისაკენ, ჩემს სენაკში. ყველაფერ ამეებში ვიყავ ფრიად
დანთქმული. თუმცა, რასაკვირველია, ადრეც შემეძლო
ამომეცნო ის ძირითადი ძარღვი, რაც ჩემს თვალწინ
აკავშირებდა აქტიორებს, მაგრამ მაინც დღემდე არ ვიცოდი ამ
თამაშის ყველა ილეთი და საიდუმლო. პოლინა არასოდეს არ
ყოფილა ჩემთან სავსებით გულახდილი. მართალია, ყოფილა
შემთხვევა, რომ ზოგჯერ, როგორღაც უნებლიეთ გადამიხსნიდა
ხოლმე თავის გულს, მაგრამ ისიც შევნიშნე, რომ ხშირად,
თითქმის ყოველთვის, ამ გულახდილობის შემდეგ ან
ხუმრობით გააქარწყლებდა ხოლმე, ანდა განზრახ, თავის
ნათქვამს სულ ერთიანად არევ-დარევდა, რომ ყველაფერს
ყალბი იერი მისცემოდა. ო, იგი ბევრ რასმე მალავდა! ყოველ
შემთხვევაში, გუმანით ვგრძნობდი, ახლოვდება ამ იდუმალი
და დაძაბული მდგომარეობის ფინალი-მეთქი. ერთი დარტყმაც
და ყველაფერი დამთავრდებოდა და გამოაშკარავდებოდა.
ყოველივეს გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, ჩემს ყისმათზე
კი არა ვფიქრობდი. უცნაური განცდა დამეუფლა. ჯიბეში სულ
ოცი ფრიდრიხსდორი თუ მომეძევებოდა, უცხო მხარეში
გადმოხვეწილი, უსამსახუროდ, უსახსროდ, უიმედოდ,
ანგარიშსაც კი ვერ გავანაღდებდი და არც კი ვნაღვლობდი
ამაზე! პოლინაზე ფიქრი რომ არა, უბრალოდ მთელი არსებით
მივეცემოდი მომავალი ხვანჯის გახსნის კომიკურ ინტერესს
და გულიანად ვიხარხარებდი. - მაგრამ პოლინა მიბნევდა
თავგზას. მისი ბედი წყდებოდა, ამას გუმანით ვგრძნობდი,
მაგრამ, ვაღიარებ, მისი სვე არ მაღელვებდა. მსურდა მხოლოდ,

86
მის საიდუმლოს ჩავწვდომოდი. მსურდა: მოსულიყო ჩემთან
და ეთქვა - „მე ხომ შენ მიყვარხარ“ თუ არა და, თუ ეს
წარმოუდგენელი სიგიჟეა, მაშინ... რა უნდა ვინატრო? განა
ვიცი, რა მინდა? თვითონაც დაბნეული ვარ. მხოლოდ მის
ახლოს, მის შარავანდედში, მის ფერხთით ყოფნა
მასულდგმულებს, სამარადისოდ. ამას იქით არაფერი ვიცი! და
განა ძალმიძს განვშორდე მას, გავეცალო?
მესამე სართულზე, მათ დერეფანში, თითქოს რაღაცამ გამკრაო.
მოვიხედე, და, ასე, ოც ნაბიჯზე, ანდა ცოტა მოშორებითაც,
დავინახე ოთახიდან გამოსული პოლინა. იგი თითქოს
დადარაჯებული მელოდებოდა, და უმალ შინ შემიწვია.
- პოლინა ალექსანდროვნა...
- ჩუმად! - გამაფრთხილა მან.
- წარმოგიდგენიათ? - წავჩურჩულე მე, - ახლა, თითქოს ფერდში
რაღაცამ წამკრაო, მოვიხედე - თქვენ იდექით! თითქოს რაღაც
ელექტრობის წყარო ხართ!
- აიღეთ ეს წერილი, - მზრუნველობით და პირქუშად
წარმოთქვა პოლინამ, ეტყობა, არც გაუგონია, რა ვუთხარი, - და
ახლავე გადაეცით პირადად მისტერ ასტლეის. რაც შეიძლება,
ჩქარა. სასწრაფოდ, გევედრებით. პასუხი საჭირო არაა, თვითონ
იგი...
მან არ დააბოლოვა. „მისტერ ასტლეის?“ - ჩავეკითხე
გაოგნებული.
მაგრამ პოლინა კარს უკან მიიმალა.
- აჰა, მაგათ მიმოწერაც გაუმართავთ! - რასაკვირველია,
თავპირისმტვრევით გავქანდი მისტერ ასტლეის საძებნელად,
ჯერ ოტელში, იქ ვერ მოვახელე, მერე ვოკსალში, შემოვირბინე
ყველა დარბაზი, და ბოლოს, ბოღმით აღვსილი, თითქმის
სასოწარკვეთილი, შინ დაბრუნებისას, შემთხევით გადავეყარე,
ვიღაც ცხენოსანი ინგლისელების კავალკადაში. ხელით
ვანიშნე, შევაჩერე და წერილი გადავეცი. ვერც კი მოვასწარით
ხეირიანად შეგვევლო თვალი ერთმანეთისთვის. მაგრამ
ვეჭვობ, მისტერ ასტლეიმ განზრახ მაშინვე მიუშვა ცხენი.
ეჭვი თუ მღრღნიდა? არ ვიცი. ვიცი, რომ ძალიან გულგატეხილი
ვიყავი. არც კი მინდოდა დაბეჯითებით მცოდნოდა, რა

87
მიმოწერა ჰქონდათ. ასე რომ, იგი პოლინას მესაიდუმლეა! „აქ
რომ მეგობრობაა, - ვფიქრობდი მე, - ეს აშკარაა (მაინც როდის
მოასწრო დამეგობრება მისტერ ასტლეიმ) - მაგრამ თუ
სიყვარულია? - რასაკვირველია, არა“, - ჩამჩურჩულებდა
გონება. მაგრამ ასეთ დროს გონება ცოტას ნიშნავს. ყოველ
შემთხვევაში, საჭირო იყო ყოველივე ამას ნათელი მოჰფენოდა.
საქმე უსიამოდ გართულდა.
ვერც კი მოვასწარი ოტელში დაბრუნება, რომ შვეიცარი და
თავისი ოთახიდან გამოსული ობერ-კელნერი მომცვივდნენ, და
შემატყობინეს, რა ხანია გეძებენ, გთხოვენ, სამჯერ გიკითხეს,
და სად იყავითო. - სასწრაფოდ მიხმობდნენ გენერლის
ნომერში. საძაგელ გუნებაზე ვიყავი. გენერლის კაბინეტში,
თვითონ გენერლის გარდა, დამიხვდა დე გრიე და m-lle Blanche,
მარტო უდედამისოდ. დედამისი აშკარად გამოგონილი
პიროვნება იყო, მხოლოდ ნამუსის მოსაწმენდად, მაგრამ როცა
საქმე საქმეზე მიდგებოდა, მაშინ m-lle Blanche მარტო
ბზრიალებდა ხოლმე. და საერთოდ დედამისს სულაც არაფერი
გაეგებოდა თავისი „ქალიშვილის“ საქმეებისა.
სამივენი რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ, კაბინეტის კარიც კი
დაეგმანათ, რაც ადრე არასოდეს მინახავს. კართან
მიახლოებისას გავარჩიე ხმამაღალი ლაპარაკი - თავხედური და
გესლიანი ხმა დე გრიესი, უტიფარი და გამომწვევი,
გაცოფებული კივილი m-lle Blanche-ისა და გენერლის
საწყალობელი ხმა, ეტყობა, თავს იმართლებდა რაღაცის გამო.
ჩემს დანახვაზე თითქოს დაცხრნენ და შეიშმუშნენ. დე გრიემ
თმებზე აისვა ხელი და გაბრაზებულ სახეზე მყის ღიმილი
აუთამაშდა, ის საზიზღარი, ოფიციალურ-ზრდილობიანი,
ფრანგული ღიმილი, რომელიც ასე მძულს. განადგურებული
და საქციელწამხდარი გენერალი წელში გაიმართა, მაგრამ
როგორღაც მისდაუნებურად. მხოლოდ m-lle Blanche-ს არ
შეუცვლია რისხვით აელვარებული გამოხედვა, მხოლოდ იყუჩა
და მოუთმენელი მზერა მომაპყრო. ინიშნეთ, რომ დღემდე იგი
საოცრად დაუდევრად მექცეოდა, სალამზედაც კი არ
მიპასუხებდა ხოლმე. საერთოდ, ვერ მამჩნევდა.
- ალექსეი ივანოვიჩ, - დაიწყო სათუთი, დაშაქრული ხმით
გენერალმა, - ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ უცნაურია,
ფრიად უცნაურია... ერთი სიტყვით, თქვენი საქციელი ჩემსა და
ჩემი ოჯახის მიმართ... ერთი სიტყვით, ფრიად უცნაურია...

88
- Eh, ce n’est pas ça, - ბოღმით და ზიზღით გააწყვეტინა დე გრიემ.
დე გრიე აქ ჭეშმარიტი მბრძანებელი გახლდათ. – Mon cher
monsieur, notre cher gènèral se trompe[48], - როცა იგი ასეთ კილოზე
გადადის (მის ნათქვამს რუსულად ვაგრძელებ), - მაგრამ მას
სურდა ეთქვა, რომ... ერთი სიტყვით, წინდაწინ
გაეფრთხილებინეთ, ანდა უკეთ რომ ვთქვათ, დაბეჯითებით
გევედრებათ, რომ არ დაღუპოთ კაცი - დიახ, არ დაღუპოთ!
სწორედ ამ სიტყვებით გამოვხატავ...
- კი მაგრამ, რით, რა შემიძლია? - გავაწყვეტინე მე.
- მომისმინეთ, თქვენ კისრულობთ, უხელმძღვანელოთ (თუ
როგორ იტყვიან) ამ დედაკაცს, cette pauvre terrible vieille[49], - ენა
აერია თვით დე გრიეს. - მაგრამ იგი ხომ ყველაფერს წააგებს,
ცარიელ-ტარიელი დარჩება! აკი ნახეთ, მოწმე იყავით, როგორ
თამაშობს! თუ ერთხელ წააგო, მაგიდას აღარც მოშორდება,
ჯიუტად, ბოღმით ითამაშებს, გამუდმებით ითამაშებს, ასეთ
შემთხვევაში კი წაგებულს ვეღარ იბრუნებენ, და მაშინ...
მაშინ...
- მაშინ, - აიტაცა გენერალმა, - თქვენ დაღუპავთ მთელ ოჯახს!
მე და ჩემი ოჯახი მისი მემკვიდრეები ვართ. ჩვენზე ახლობელი
ნათესავები მას არ გააჩნია. გულახდილად გეტყვით: ჩემი
საქმეები აწეწილია, მეტისმეტად აწეწილია. ნაწილობრივ
თქვენც კარგად მოგეხსენებათ... თუ ბებია წააგებს
მნიშვნელოვან თანხას, ანდა, შესაძლოა მთელ ქონებას
(ღმერთო!), რა ეშველებათ მათ, ჩემს შვილებს (გენერალმა დე
გრიეს გახედა) - ან მე თვითონ რაღა მეშველება! (ახლა m-lle
Blanche-ს შეავლო თვალი, მან კი ზიზღით იბრუნა სახე).
ალექსეი ივანოვიჩ, გვიხსენით, გვიხსენით!...
- ჰო, მაგრამ როგორ, გენერალო, ბრძანეთ, რა შემიძლია... რას
გავხდები მე?
- უარი უთხარით, უარი სტკიცეთ, არ გაეკაროთ!...
- სულერთია, სხვა ვინმე მოიძებნება! - წამოვიყვირე მე.
- Ce n’est pas ca ce n’est pas ca, - გამაწყვეტინა ისევ დე გრიემ, - que
diable! - არა, ნუ განუდგებით, მაგრამ დაამუნათეთ მაინც,
ჩააგონეთ, ხელი ააღებინეთ... ბოლოს და ბოლოს, არ დაანებოთ
ძალიან ბევრის წაგება, როგორმე ჩამოაშორეთ რულეტს.

89
- კი მაგრამ, როგორ? აი, თქვენვე რომ გეკისრათ, monsieur დე
გრიე, - დავძინე მე, რაც შეიძლება გულუბრყვილოდ.
უცებ შევნიშნე მარდი, ელვისებური, კითხვის გამომხატველი
შეხედვა m-lle Blanche-ისა დე გრიეს მიმართ. თვითონ დე გრიეს
სახეზე გაიელვა რაღაც განსაკუთრებულმა, რაღაც ახალმა, რის
დაოკებაც მან ვერ შეძლო.
- საქმე ისაა, რომ ბებია ახლოსაც არ გამიკარებს! - ხელები
აასავსავა და წამოიყვირა დე გრიემ. - ო, მერე... მაინც რომ...
დე გრიემ სწრაფად და მიმანიშნებლად გადახედა m-lle Blanche-
ს.
- O mon cher monsieur Alexis, soyer si bon[50], - მომიახლოვდა
გულწარმტაცი ღიმილით თვითონ m-lle Blanche, ორივე ხელი
დამიჭირა და მაგრად ჩამბღუჯა. ეშმაკმა დალახვროს! ამ
სატანურმა სახემ წუთით-წუთზე იცოდა ფერისცვალება. იმ
წუთს მას ჰქონდა ისეთი მუდარით აღსავსე, ისეთი სათნო,
ბავშვურად მომღიმარე და ანცი სახე, ფრაზის დასასრულს
ცბიერად თვალიც კი მიყო, სხვათაგან შეუმჩნევლად; ერთის
მოქნევით მოინდომა ჩემი წაქცევა, თუ რა იყო? არც თუ ცუდად
გამოუვიდა, ოღონდ ძალიან ბილწი კი იყო ყოველივე ეს,
ამაზრზენი. m-lle Blanche-ის მერე გენერალი მომვარდა. სწორედ
რომ მომვარდა: - ალექსეი ივანოვიჩ, მომიტევეთ, თავიდანვე
რომ ისე დაგიწყეთ ლაპარაკი, სულ სხვა რამის თქმა მინდოდა...
გევედრებით, გეხვეწებით, გეთაყვანებით რუსულად - თქვენ
ერთს, ერთს შეგიძლიათ გვიხსნათ! მე და m-lle de Cominges
გევედრებით - ხომ თქვენც ყველაფერი გესმით, აკი გესმით? -
მევედრებოდა იგი და თვალით m-lle Blanche-ზე მანიშნებდა.
ძალიან ბეჩავი იყო.
ამ წუთში გაისმა სამი ყრუ და მოკრძალებული კაკუნი კარზე;
გავაღეთ, მეტალანე აკაკუნებდა, ხოლო მის უკან, მოშორებით,
რამდენიმე ნაბიჯზე პოტაპიჩი იდგა. ბებიას გამოეგზავნა.
მოეთხოვა, ახლავე მოძებნეთ და მომგვარეთო. ალექსეი
ივანოვიჩ, „ბრაზობს“ - მამცნო პოტაპიჩმა.
- მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია!
- დაძინება კი ვერ შესძლო, სულ წრიალებდა, უცებ წამოდგა,
სავარძელი მოითხოვა და თქვენთან გამომგზავნა. თვითონ
უკვე პარმაღზე გახლავთ.

90
- Quelle mègère[51], - დაიყვირა დე გრიემ.
მართლაც, ბებია უკვე პარმაღზე დამიხვდა,
მოუთმენლობისაგან ცმუკავდა, რაკი არა ვჩანდი. ოთხ
საათამდეც კი ვერ მოეთმინა.
- აბა, ამწიეთ! - დაიძახა მან და ისევ რულეტისკენ გავწიეთ.

თავი XI ბებიას მოუთმენლობა და ფორიაქი დაუფლებოდა;


ეტყობოდა, რულეტი ძალიან გაუჯდა ტვინში. სხვა ყველაფრის
მიმართ გულგრილი დარჩა და საერთოდაც უყურადღებო,
თავგზააბნეული გამოიყურებოდა. ასე, მაგალითად, გზადაგზა
აღარაფერს მეკითხებოდა. გვერდზე ჩაგვიქროლა ძალზე
მდიდრულმა ეტლმა, ბებიამ თვალი ჰკიდა, ხელითაც კი
მიმანიშნა და მკითხა, „ვინ არიან, ვისი იყოო?“ - მაგრამ ეტყობა,
ყური აღარ უთხოვებია ჩემი პასუხისათვის; გარინდებული
მოდიოდა, ნირვანაში წასულივით, ხანდისხან კი ცახცახი
აიტანდა. როცა უკვე ვოკსალთან მიახლოვებისას, შორიდან
დავანახე ბარონი და ბარონესა ვურმერჰელმები, მან
დაბნეულად შემომხედა და სრულიად გულგრილად მომიგო:
„ჰოო!“ უკან მომავალ პოტაპიჩსა და მარფას მსწრაფლ
მიუბრუნდა და მიახალა: - რას ჩამაცივდით? სულ თან კი არ
უნდა მდიოთ! ახლავე შინ გასწით! შენთან ერთად იოლას
გავალ, - მითხრა მე, როცა ისინი საჩქაროდ გამოგვეთხოვნენ და
გაბრუნდნენ.
ვოკსალში უკვე ელოდნენ ბებიას. მაშინვე გაუთავისუფლეს
მას იგივე ადგილი, კრუპერის სიახლოვეს. ასე მგონია, ეს
მუდამ თავდაჭერილი კრუპერები, რომლებიც ცდილობენ თავი
მოგვაჩვენონ ჩვეულებრივ მოხელეებად, რომელთათვის
სავსებით სულერთია, მოიგებს თუ წააგებს ბანკი,
სინამდვილეში სულაც არ არიან გულგრილნი ბანკის წაგების
მიმართ, და რასაკვირველია, რაღაც ინსტრუქციაც ექნებათ
შემუშავებული მოთამაშეთა მისატყუებლად და, საერთოდ,
სახაზინო ინტერესების სამეთვალყურეოდ, რისთვისაც,
უეჭველია პრიზებსა და პრემიებს იჯიბავენ. ყოველ
შემთხვევაში, ბებიას უკვე სამსხვერპლოდ განწირულივით
უმზერდნენ. მართლაც ისე წავიდა საქმე, როგორც ჩვენები
ვარაუდობდნენ.
აი, როგორ მოხდა ეს: ბებია მაშინვე zèro-ს დააცხრა და ბრძანა,
ჩავსულიყავი თორმეტ-თორმეტ ფრიდრიხსდორს. ჩავედი

91
ერთხელ, მეორედ, მესამედ - zèro არ მოდიოდა. „ჩადი, ჩადი!“ -
მჯიკაობდა ბებია მოუთმენლად. მეც მის ნებას დავყევი.
- რამდენჯერ ჩავედით? - მკითხა ბოლოს მოუთმენლობისაგან
კბილთა ღრჭენით.
- აგერ მეთორმეტეჯერ ჩავედი, ბებია, ასორმოცი
ფრიდრიხსდორი ჩავედით, აკი მოგახსენებთ, საღამომდე, ვინ
იცის...
- კრინტი! - გამაწყვეტინა ბებიამ, - zèro-ზე და წითელზეც ათასი
გულდენი ჩადი... აგე, ბილეთი.
წითელი ამოვიდა, zèro-მ კი ამჯერადაც გვიმტყუნა. ათასი
გულდენი დაგვიბრუნეს.
- ხედავ, ხედავ! - ჩურჩულებდა ბებია. - რაც კი ჩავედით,
თითქმის ამოვიგეთ, ისევ zèro-ზე ჩადი, კიდევ ათჯერ ჩავიდეთ
და თავი გავანებოთ.
მაგრამ მეხუთე ჩასვლაზე ბებიამ მთლად მოიწყინა.
- მიუგდე ეშმაკს ეგ წყეული ზერო და, აჰა, წითელზე ჩადი ეს
ოთხიათასი გულდენი! - ბრძანა მან.
- ბებია! ბევრია, ძალიან ბევრია; ვთქვათ, არ ამოვიდა წითელი, -
ვევედრებოდი მე. მაგრამ ბებიას კინაღამ შემოველახე (თუმცა
რა, ისეთ ქიმუნჯებს წამკრავდა ხოლმე, შეიძლება ითქვას,
მცემდა კიდევაც). რაღა უნდა მექნა, ავდექი და წითელზე
ჩავედი ოთხიათასი გულდენი, ამასწინანდელი მონაგები.
ბორბალი დატრიალდა. ბებია მშვიდად იჯდა, ამაყად,
წელგამართული, ეჭვიც არ ეპარებოდა უეჭველ მოგებაში. – zèro,
- გამოაცხადა კრუპერმა.
ბებია უცებ ვერ მოეგო გონს, მაგრამ როცა კრუპერმა ერთიანად
მოხვეტა, რაც მაგიდაზე იყო და ჩვენი ოთხიათასი გულდენიც
მიაყოლა, ჩახვდა რომ zèro, რომელიც ერთი ხანია არ ამოდიოდა
და რომელმაც ჩვენი საქმის ორასი ფრიდრიხსდორი შეიწირა,
ახლა გამოხტა, თითქოს განზრახ, მას მერე, როცა იგი შერისხა
და დააგდო; ბებიამ ამოიხვნეშა და მთელი დარბაზის
გასაგონად ხელი ხელს შემოჰკრა. ირგვლივ ჩაიცინეს კიდეც.
- ღმერთო, რაღა ახლა გამოხტა ეგ წყეული! - ბრდღვინავდა
ბებია. - ეგ წყეული, ეგა! სულ შენი ბრალია, შენი! -

92
გააფთრებული მეცა მე, თან ხელსა მკრავდა. - შენ
გადამათქმევინე.
- ბებია, მე საქმიანად გირჩევდით, ყველა შესაძლებლობაზე
პასუხს ხომ ვერ ვაგებ?
- შესაძლებლობას მოგცემ მე შენ! - სისინებდა იგი მრისხანედ, -
გამშორდი ახლავე.
- მშვიდობით, ბებია. - გავბრუნდი წასასვლელად.
- ალექსეი ივანოვიჩ, ალექსეი ივანოვიჩ, დარჩით! სად
მიდიხართ? რა იყო, რა მოხდა? ერთი ამას დამიხედეთ, იწყინა
კიდეც! აბუეტი, დარჩი, დარჩი ცოტახანს, ჰო, ნუ ბრაზობ, მე
თვითონ აბუეტი ვარ! მითხარი, გეთაყვა, ახლა როგორღა
მოვიქცე!
- ვერა, ბებია, ვერ ვიკისრებ რაიმე გირჩიოთ, რადგან ისევ მე
დამაბრალებთ ყველაფერს. თვითონ ითამაშეთ. თქვენ ბრძანეთ
და მე ჩავალ.
- კარგი, კარგი, ჩადი ისევ ოთხიათასი გულდენი წითელზე! აგე,
საფულე, აიღე, - ჯიბიდან საფულე ამოიღო და მომაწოდა. -
მარდად, მანდ ოცი ათასია, ფულად.
- ბებია! - ჩავიჩურჩულე მე. - ამდენი ფული...
- თავი ცოცხალი არ მინდა, თუ არ ამოვიგე. ჩადი! - ჩავედით და
წავაგეთ.
- ჩადი, ჩადი, რვა ჩადი! ყველაზე ჩადი!
- არ შეიძლება, ბებია, ოთხზე ზევით არ შეიძლება!..
- ჰოდა, შენც ოთხს ჩადი!
ამჯერად მოვიგეთ. ბებია გახალისდა. „ხედავ, ხედავ!“ -
მაჯანჯღარებდა იგი, - ისევ ოთხს ჩადი!
ჩავედი - წავაგეთ. შემდეგ ისევ და ისევ წავაგეთ.
- ბებია, უკვე თორმეტი ათასი გამოგვეცალა ხელიდან. -
მოვახსენე მე.
- ვხედავ, რომ გამოგვეცალა, - ჩაილაპარაკა მან რაღაცნაირი
გიჟური სიმშვიდით, თუ შეიძლება ასე ითქვას. - ვხედავ,

93
ბატონო, ვხედავ, - ბუტბუტებდა იგი, წინ იყურებოდა
გარინდებული და თითქოს რაღაცას ანგარიშობდა, - ეჰ, თავი
ცოცხალი რაღად მინდა, ჩადი კიდევ ოთხიათასი გულდენი!
- ფული აღარ არის, ბებია! საფულეში ჩვენებური
ხუთპროცენტიანებია და კიდევ რაღაც ქვითრები, ფული კი არ
არის.
- არც ქისაშია?
- ხურდაღა დარჩა, ბებია.
- ზარაფების დახლები თუა აქ? ამბობენ, ჩვენებური
ქაღალდების გადახურდავება შეიძლებაო, - გადაჭრით მკითხა
ბებიამ.
- რამდენიც გნებავთ! მაგრამ გადახურდავებით იმდენს
იზარალებთ. ურიაც კი დაფრთხება!
- ეგ არაფერი! ამოვიგებ! წამიყვანე, უხმე იმ ყეყეჩებს!
სავარძელი გამოვაგორე. მზიდავებიც მოვიდნენ და
ვოკსალიდან გამოვედით. „ჩქარა, ჩქარა, აუჩქარეთ! -
მბრძანებლობდა ბებია. - გაგვიძეღ, ალექსეი ივანოვიჩ,
უახლოესი დახლისაკენ... შორსაა?“
- ორ ნაბიჯზეა, ბებია.
მაგრამ სკვერიდან ხეივნის მოსახვევთან ჩვენები
შემოგვხვდნენ: გენერალი, დე გრიე და m-lle Blanche
დედამისითურთ. პოლინა ალექსანდროვნა არ ახლდათ, არც
მისტერ ასტლეი.
- აბა, აბა, ნუ შეფერხდებით! - გაჰყვიროდა ბებია. - აბა, რა
გინდათ? თქვენთვის არა გვცალია!
მე უკან მივყვებოდი; დე გრიე ჩემთან მოიჭრა.
- მთელი მოგება წააგო და თავისი თორმეტი ათასი გულდენიც
თან მიაყოლა. მივდივართ ხუთპროცენტიანების
გადასახურდავებლად. - სასწრაფოდ წავჩურჩულე მას.
დე გრიემ ფეხი დაჰკრა და გაქანდა გენერალთან
მოსახსენებლად. ჩვენ კი ისევ ბებიას სავარძელს
მივაგორებდით.

94
- შეაჩერეთ, შეაჩერეთ! - წამჩურჩულა განრისხებულმა
გენერალმა.
- ერთი თვითონ სცადეთ შეჩერება! - გადავუჩურჩულე მე.
- დეიდა! - მიუახლოვდა ბებიას გენერალი, - დეიდა... ჩვენ
ცხენებს ვქირაობთ და ქალაქგარეთ მივდივართ... შესანიშნავი
ხედი... პუანტი... თქვენს მისაპატიჟებლად მოვდიოდით.
- მოგცლია ერთი, შენცა და შენი პუანტიც... - ხელი აუქნია
გაღიზიანებულმა ბებიამ.
- სოფელში შევივლიდით... ჩაის შევექცეოდით... - განაგრძობდა
უკვე მთლად ნირწამხდარი გენერალი.
- Nous boirons du lait, sur l’herbe fraiche![52] - დაუმატა დე გრიემ
გაავებული ღიმილით. Du lait, de l’herbe fraiche - ესაა და ეს, რაცა
აქვს იდეალურად იდილიური პარიზულ ბურჟუას. სწორედაც
ამაშია მისი შეხედულება „nature et la veritè[53]”-ზე
- მომწყდი თავიდან შენი რძიანად! ხვრიპე, რამდენიც
გაგეხარდება, მე კი მწყენს, სტომაქი მტკივა. ანდა რას
ჩამაცივდით? - აყვირდა ბებია. - ხომ გეუბნებით, არა მცალია-
მეთქი!
- მოვედით, ბებია! - დავიძახე მე, - დახლი გახლავთ!
მივედი იმ სახლამდე, სადაც ბანკირის კანტორა იყო. წავედი
გადასახურდავებლად, ბებია პარმაღზე იცდიდა. დე გრიე,
გენერალი და m-ll Blanche განზე იდგნენ და არ იცოდნენ, რა
ეღონათ. ბებიამ რისხვით გადახედა მათ და ისინიც სწრაფად
ვოკსალისაკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
ისეთი საშინელი სარგებელი მომთხოვეს, რომ ვერ გავბედე და
ბებიასთან მივბრუნდი სათათბიროდ.
- უჰ, ყაჩაღები! - აყვირდა იგი და ხელები გაასავსავა, - ჰო,
არაფერია! - გადაახურდავე! - დაიძახა მან გადაჭრით, - დაიცა,
ბანკირს მიხმე.
- აქ მხოლოდ რომელიმე მოხელე თუ იქნება, ბებია.
- სულ ერთია, იყოს. უჰ, ყაჩაღები!
მოახლე დავიყაბულე გამოსვლაზე, როცა შეიტყო, მოხუცი და

95
დავრდომილი გრაფინია უხმობდა. ყალთაბანდები ხართო,
დიდხანს, ბრაზით და ხმამაღლა ამუნათებდა მათ ბებია და
ევაჭრებოდა რუსულ-გერმანულ-ფრანგულ ენაზე. შიგადაშიგ
მეც ვთარგმნიდი. სერიოზული მოხელე ორთავეს
გვათვალიერებდა და უსიტყვოდ თავს იქნევდა. ბებიას
განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობითაც ათვალიერებდა -
რასაც უკვე ზრდილობა აღარ ეთქმოდა, ბოლოს, გაიღიმა.
- მომწყდი თავიდან! - დაუყვირა ბებიამ, - ცეცხლად გექცეს ჩემი
ფული! დაახურდავე, ალექსეი ივანოვიჩ, აღარ გვცალია, თორემ
მეორესთან წავიდოდით...
- ეგ ამბობს, სხვები კიდევ ნაკლებს მოგცემენო.
ზუსტად არ მახსოვს, როგორ გაგვისწორდნენ, მაგრამ
გაგვყვლიფეს კი. ასე თორმეტი ათასი ფლორინი მომცეს
ოქროთი და ბილეთით. ანგარიში ავიღე და ბებიას გამოვუტანე.
- აბა, აბა! თვლა არ ღირს, - ამიქნია ხელი, - ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
- ამას იქით იმ წყეულ zèro-ზე აღარ ჩამოვალ, აღარც წითელზე.
ამ თალიაზე ძალიან ვცდილობდი ჩამეგონებინა, ცოტ-ცოტას
ჩასულიყო, ვარწმუნებდი, ბედის შემობრუნებისას ყოველთვის
დადგება დრო, მეტს ჩავიდეს-მეთქი კაცი. მაგრამ ისეთ
მოუთმენლობას იჩენდა, რომ თუმცა თავიდან კი
დავიყაბულებდი, მაგრამ თამაშის დროს ვეღარაფერს
ვუხერხებდი, ვერ ვაოკებდი ხოლმე, როგორც კი ათ,
თორმეტფრიდრიხსდორიან თალიას მოიგებდა, - „დახე, დახეო!
- გაიძახოდა, მაჯანჯღარებდა, - ხედავ, აკი მოვიგეთ, ათის
ნაცვლად ოთხიათასს რომ ჩავსულიყავით, ოთხიათასს
მოვიგებდით. აბა, ეს რა არი? სულ შენი ბრალია, შენი!“
და მისი თამაშის შემყურეს, თუმცა ბოღმა მერეოდა,
გადავწყვიტე, მეყუჩა და აღარაფერი მერჩია.
უცებ დე გრიე მოვარდა. სამთავენი შორიახლო იყვნენ; ვინიშნე,
რომ m-lle Blanche დედამისითურთ განზე იდგა და თავადს
ეკეკლუცებოდა. გენერალს აშკარად არ სწყალობდა, თითქმის
აბუჩად აეგდო, გაენაპირებინა. მისკენ გახედვაც არ უნდოდა,
თუმცა გენერალი ტყავში ძვრებოდა მის სიახლოვეს. ბეჩავი!
ფითრდებოდა, თრთოდა და აღარც უყურებდა ბებიას თამაშს.
Blanche და თავადი ბოლოს წავიდნენ; გენერალიც მაშინვე უკან

96
დაედევნა.
- Madame, madame, - დათაფლული ხმით ჩასჩურჩულებდა
ყურში ბებიას დე გრიე. - Madame, ასე ჩამოსვლა არ იქნება... არ,
არა, არ შეიძლება... - ძლივს ახერხებდა რუსულად ლაპარაკს, -
არ იქნება!
- მაშ, როგორ? - აბა, მასწავლე! - მიუბრუნდა ბებია. - დე გრიე
უცებ ფრანგულად აყბედდა, დაიწყო რჩევა, წრიალებდა,
ლაპარაკობდა, რომ შანსს დაცდა უნდაო, დაიწყო რაღაც
ციფრების გათვლა. ბებიას არაფერი ესმოდა. დე გრიე
გამუდმებით მომმართავდა, თარგმნეო; მაგიდისკენ ხელსა
სჩრიდა, ათითებდა, ბოლოს ფანქარს წაეტანა და დაიწყო
გამოთვლა ქაღალდზე, ბებიას მოთმინება გაუწყდა.
- აბა, გასწი, თავიდან მომწყდი! სულ ტყუილად როშავ!
„Madame, madame“ და თვითონ კი არაფერი გაეგება. მომწყდი
თავიდან!
- Mais madame, - აჭიკჭიკდა დე გრიე და ისევ დაიწყო ჯგლეთა
და მითითება. სულ აირია.
- მიდი, ერთხელ ჩადი, მაგის სიტყვაზე. - მიბრძანა ბებიამ. -
ვნახოთ, ეგებ მართლაც გაგვიმართლოს.
დე გრიეს გუნებაში ჰქონდა დიდ-დიდი თანხის ჩასვლაზე
ხელი აეღებინებინა. იგი თავაზობდა ჩასულიყო ციფრებზე,
თითო-თითოდ და ერთად. მისი რჩევით, პირველი თორმეტის
ყველა კენტ ციფრზე ჩავედი თითო ფრიდრიხსდორს, ხუთ-ხუთ
ფრიდრიხსდორს - თორმეტიდან თვრამეტამდე და
თვრამეტიდან ოცდაოთხამდე: სულ თექვსმეტ
ფრიდრიხსდორს ჩავედი.
ბორბალი დატრიალდა. „Zèro“, დაიძახა კრუპერმა. სულ
ერთიანად წავაგეთ.
- აი, ყეყეჩი! - მიახალა ბებიამ დე გრიეს. - ნამდვილი წუნკალი
ფრანგი ხარ! ასე მხოლოდ მტარვალი თუ გირჩევს! მომწყდი
თავიდან, გასწი! საცა არაფერი გაეგება, მაინცდამაინც იქ
ეჩრება!
ფრიად შეურაცხყოფილმა დე გრიემ მხრები აიჩეჩა, ზიზღით
გადახედა ბებიას და გაეცალა. თვითონაც შერცხვა, რომ ამ
საქმეში გაერია; მაგრამ სულმა წასძლია.

97
ერთ საათში, როგორ არ ვეცადეთ, მაინც ყველაფერი წავაგეთ.
- აბა, შინისაკენ! - დაიძახა ბებიამ.
ხეივანში შესვლამდე კრინტი არ დაუძრავს. ხეივანში,
ოტელთან მიახლოებისას, აღმოხდა: - რა შტერი ვარ, ნამდვილი
აბუეტი, გამოჩერჩეტებული, ბრიყვი.
შინ შესვლისთანავე - „ჩაი მომიტანეთო, - დაიძახა ბებიამ, - და
ახლავე შეემზადენით. მივდივართ!“
- სად ინებებთ, ქალბატონო წასვლას? - წამოიწყო მარფამ.
- შენ რაღა გესაქმება? შენს ტყავში დაეტიე! პოტაპიჩ,
ყველაფერი შეჰკარი, მთელი ბარგი. მოსკოვში ვბრუნდებით.
მთელი თხუთმეტი ათასი პირწმინდად მივაფშვნიტე!
- თხუთმეტი ათასიო, ქალბატონო? ღმერთო მოწყალეო! -
წამოიძახა პოტაპიჩმა და ხელები საწყალობლად გაასავსავა,
ვითომ, ვაამებო.
- აბა, აბა, სულელო! მოჰყევი ახლა წუწუნს. კრინტი, მოემზადე!
აბა, ანგარიში, ჩქარა, ჩქარა!
- პირველი მატარებელი ათის ნახევარზე გადის, ბებია! -
მოვახსენე მე, რომ მისი ფურორი[54] დამეცხრო.
- ახლა რომელია?
- რვის ნახევარი.
- რა დასანანია! მაგრამ სულ ერთია! ალექსეი ივანოვიჩ, გროში
აღარ დამრჩა. აგე, ორი ბილეთი აიღე, გადაირბინე იქვე,
გადამიხურდავე ესენიც, თორემ რით წავალ.
მე გავემართე. ნახევარ საათში ოტელში დავბრუნდი. ჩვენები
ყველანი ბებიასთან დამიხვდნენ. როცა შეიტყვეს, ბებია
მოსკოვში ბრუნდებაო, ეტყობა, ამით უფრო განცვიფრდნენ,
ვიდრე მისი წაგებით. ვთქვათ წასვლით ბებიას ქონება
განიავებას გადაურჩებოდა, მაგრამ გენერალს რაღა
ეშველებოდა? ვინღა გაისტუმრებდა დე გრიეს? m-lle Blanche,
რასაკვირველია, აღარ დაუცდის ბებიას სიკვდილს, გაქრება
თავადთან ან სხვა ვინმესთან ერთად. ისინი იდგნენ ბებიას
წინაშე, ამშვიდებდნენ და ცდილობდნენ დაეყოლიებინათ
დარჩენაზე. პოლინა ისევ არ ჩანდა. ბებია გააფთრებით

98
დაჰკიოდა ყველას.
- დამეხსენით, წყეულნო! რა თქვენი საქმეა? ეს წვერცანცარაც
რომ ჩემზე იწევს. - თათხავდა იგი დე გრიეს. - შენ რაღა გინდა,
კოხტაპრუწავ? - მიუბრუნდა ბებია m-lle Blanche-ს, - რას
მელოლიავები?
- Diantre, - ჩაიჩურჩულა m-lle Blanche-მა, ცოფიანივით ააელვარა
თვალები, მაგრამ უცებ გადაიხარხარა და ოთახიდან გავარდა.
- Elle vivra cent anis[55]. - მოაძახა კარებიდან გენერალს.
- მაშ შენ ჩემი სიკვდილის იმედი გქონდა! - აუყვირდა ბებია
გენერალს - აბა, მომწყდი თავიდან, ყველანი გაყარე, ალექსეი
ივანოვიჩ! თქვენ რა ხელი გაქვთ? ჩემი მივაფშვნიტე, თქვენი
ხომ არა!
გენერალმა მხრები აიჩეჩა, მოიკუნტა და გაიძურწა. დე გრიე
მიჰყვა. - პრასკოვიას დამიძახეთ! - უბრძანა ბებიამ მარფას.
ხუთი წუთის შემდეგ მარფა მობრუნდა პოლინას თანხლებით.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლინა თავის ოთახში იჯდა
ბავშვებთან და მგონი, გადაწყვიტა, მთელი დღე არსად
გასულიყო. სახე სერიოზული, მწუხარე და ფიქრიანი ჰქონდა.
- პრასკოვია! - დაიწყო ბებიამ, - მართალია თუ არა, რასაც
ამასწინათ მოვკარი ყური, თითქოს ეგ ბრიყვი, შენი
მამინაცვალი, აპირებს იქორწინოს მაგ სულელ, თავქარიან
ფრანგ ქალზე, - არტისტია თუ რაღაც კიდევ უარესი? თქვი,
მართალია?
- დაბეჯითებით არაფერი ვიცი, ბებია, - მიუგი პოლინამ - მაგრამ
თვითონ mademoiselle Blanche-ის სიტყვების მიხედვით,
რომელიც არცა ფარავს, შემიძლია დავასკვნა...
- გეყოფა! - მოჭრით გააწყვეტინა ბებიამ - ყველაფერი
გასაგებია! მუდამაც ვიცოდი, რომ ეს დღე დაუდგებოდა და
მუდამ თავქარიან და მსუბუქ კაცად მიმაჩნდა; აქაოდა,
გენერალი ვარო (პოლკოვნიკი იყო და გადადგომისას მისცეს
ჩინი), იბღინძება. მე, შვილო, ყველაფერი ვიცი, როგორ
გზავნიდით დეპეშას დეპეშაზე მოსკოვში - „მალე გაჭიმავს
ფეხს ეგ ხრონცი დედაკაცი თუ არაო!“ მემკვიდრეობას
ელოდით. უფულოდ, ეგ წამხდარი გომბიო, რა ქვია, de
Cominges-ია თუ ვიღაცა, ლაქიადაც არ დაიყენებს მაგ

99
კბილებჩანგრეულს. ამბობენ, თვითონ მაგ de Cominges-ს ფული
თავზე საყრელი აქვსო, მევახშეობს, ბლომად მოხვეტაო. მე,
პრასკოვია, შენ არ გადანაშაულებ, შენ არ გიგზავნია დეპეშები.
არც ძველს გაგიხსენებ. ვიცი, საძაგელი ხასიათი გაქვს -
ბზიკივითა ხარ, კაცს უკბენ და გულზე გაასივებ. მაგრამ
მებრალები: ცხონებული კატერინა, დედაშენი, მიყვარდა. თუ
გინდა, დაეხსენი აქაურობას და გამომყევი. შენ ხომ მაინც
არსად არა გაქვს წასასვლელი; თან არც გეკადრება ამათთან
ყოფნა ახლა. დამაცადე! - შეაჩერა შესაპასუხებლად
მომზადებული პოლინა, - ჯერ ბოლომდე არ მითქვამს. შენგან
არაფერი არ მინდა. მოსკოვში, შენც კარგად იცი, სასახლე მაქვს.
გინდა, მთელი სართული დაიჭირე და, ჩემთან, თუ გინდა,
მთელი კვირაობითაც ნუ შემოიხედავ, თუ ჩემი ხასიათი ჭკუაში
არ დაგიჯდება. აბა, ყაბულსა ხარ თუ არა?
- ნება მიბოძეთ ჯერ გკითხოთ: მართლა გადაგიწყვეტიათ
გამგზავრება?
- სამასხროდ სად მცალია! ვთქვი და წავალ კიდეც. დღეს
თხუთმეტიათასი მივაფშვნიტე იმ თქვენს სამგზის წყეულ
რულეტზე. ხუთი წლის წინ აღთქმული მქონდა, მოსკოვის
გარეთუბანში ძელური ეკლესიის ადგილზე ქვისა ამეგო, მე კი
კარგაძალ ფულს აქ გამოვუყვანე წირვა. ახლა, ძვირფასო,
წავალ და ეკლესიის საქმეს მივხედავ.
- წყალი, ბებია? თქვენ ხომ წყლებზე ჩამოხვედით?
- ჯანდაბას თქვენი წყლები! გულს ნუ მომაყვანინებ,
პრასკოვია; განზრახ ხომ არ მეშაირები? თქვი, მოდიხარ თუ
არა?
- ფრიად, ფრიად გემადლიერებით, ბებია, - გრძნობით დაიწყო
პოლინამ, - იმ თავშესაფრისათვის, რომელსაც თქვენ
მთავაზობთ: ჩემი მდგომარეობა ნაწილობრივ გამოიცანით.
იმდენად მადლიერი ვარ თქვენი, მერწმუნეთ, თქვენთან
მოვალ, და შეიძლება, მალეც, მაგრამ ახლა მაქვს მიზეზი...
თანაც განსაკუთრებული.. და ახლავე, ამ წუთში არაფრის
გადაწყვეტა არ შემიძლია. ორი კვირა მაინც რომ
დარჩენილიყავით...
- ესე იგი, არ გინდა?
- ესე იგი, არ შემიძლია. სხვა რომ არ იყოს რა, და-ძმას ვერ

100
დავტოვებ და რადგან... რადგან... შეიძლება ისე მოხდეს, ისინი
მართლაც ბედის ანაბარა დარჩნენ, თუ კი... ბალღებიანად
შეგვიფარებენ, ბებია, რასაკვირველია, გეახლებით და,
მერწმუნეთ, კიდევაც გადაგიხდით სიკეთეს, - დაუმატა მან
ცხარედ. - ბავშვების გარეშე კი არ შემიძლია, ბებია.
- აბა, ნუ წუწუნებ! (პოლინას არც უფიქრია წუწუნი და ისეც,
არასოდეს არ უტირნია) - ბარტყებისათვისაც მოიძებნება
ადგილი, ბუდე დიდია. თანაც უკვე სკოლის დროც დაუდგათ.
აბა, ახლა მაინც თუ მოდიხარ? შენ იცი პრასკოვია! შენთვის
სიკეთე მინდოდა, მე ხომ ვიცი, რაც გაკავებს, ყველაფერი ვიცი,
პრასკოვია! სიკეთეს არაფერს დაგაყრის ეგ შენი ფრანგი.
პოლინა შეცბა. მე შევხტი კიდეც (ყველამ ყველაფერი იცის,
მხოლოდ მე არაფერი ვუწყი!).
- აბა, აბა, ნუ იჭმუჭნები, ძალას არ დაგატან, ოღონდ დაიხსომე,
უხეიროს არაფერს გადაეყარო, გესმის? ჭკვიანი გოგო ხარ;
ძალიან დამენანები. კარგი, კმარა, ნეტავ სულაც არ მენახეთ!
ახლა წადი, მშვიდობით!
- ბებია, გაგაცილებთ! - თქვა პოლინამ.
- საჭირო არაა, ფეხებში ნუ მებლანდები, და თანაც ყველამ თავი
მომაბეზრეთ.
- პოლინა ბებიას ხელზე ემთხვია, მან კი ხელი გამოსტაცა და
ლოყაზე აკოცა.
როცა გვერდზე ჩამიარა, პოლინამ ერთი კი გადმომხედა და
მზერა მყის ამარიდა.
- მშვიდობით, ალექსეი ივანოვიჩ! წასვლამდე ერთი საათიღა
რჩება. მოგქანცე, ალბათ. აიღე ეს ორმოცდაათი ოქრო.
- გულითადი მადლობა მომიხსენებია, ბებია, მრცხვენია
კიდეც...
- აბა, აბა ეგეთები არ იყოს, - დამიყვირა ბებიამ და თან ისე
მრისხანედ და შეტევით, რომ შეპასუხება ვეღარ გავბედე და
ფული ავიღე.
- მოსკოვში თუ უადგილოდ დარჩე - შემოიარე; ვინმესთან
დაგაყენებ. ახლა კი გამეცალე!

101
ჩემს ნომერში ავედი და წამოვწექი. ხელები თავქვეშ
შემოვიწყვე, და ასე ნახევარი საათი მაინც ვიწექი. კატასტროფა
უკვე მოხდა, საფიქრალიც ბევრი გამოჩნდა. გადავწყვიტე, ხვალ
საბოლოოდ ყოველივე გამერკვია პოლინასთან. ეს ფრანგი
რაღას ეჩრება? ვინ იცის, ეგებ მართალიცაა! მაინც რა უნდა
ყოფილიყო მათ შორის? პოლინა და დე გრიე! ღმერთო, რა
წყვილია!
ყოველივე ეს, საერთოდ, დაუჯერებელი იყო. უცებ,
მოთმინებადაკარგული, ჩემდა უნებლიედ, წამოვვარდი, რომ
იმწამსვე წავსულიყავი და მომეძებნა მისტერ ასტლეი და
როგორმე დამეცდენინებინა რამე. მან, რასაკვირველია, ჩემზე
მეტი იცის. მისტერ ასტლეი, აი, კიდევ ერთი გამოცანა ჩემთვის.
მაგრამ უცებ ჩემს კარებზე კაკუნი გაისმა. ვხედავ, პოტაპიჩია!
- ალექსეი ივანოვიჩ, წამობრძანდი ქალბატონთან, გთხოვენ!
- რა ამბავია, უკვე მიდის თუ? მატარებლის გასვლამდე ჯერ
კიდევ ოცი წუთია.
- ცმუკავს, ერთ ადგილზე ძლივს ზის, „ჩქარა, ჩქარაო,“ -
თქვენზე ამბობს, ბატონო; ღვთის მადლმა, ნუღარ აყოვნებთ.
მაშინვე ჩავირბინე ქვემოთ. ბებია უკვე ტალანში გამოეყვანათ.
ხელში საფულე ეჭირა.
- ალექსეი ივანოვიჩ, წამიძეხ, წავიდეთ!..
- სად, ბებია?
- თავი არ მინდა ცოცხალი, უნდა ამოვიგო! აბა, დავიძრათ,
სიტყვის შეუბრუნებლად! იქ ხომ შუაღამემდე თამაშობენ?
ჯერ გავშეშდი, დავფიქრდი, მაგრამ უცებ გადაწყვეტით
ვუთხარი: - ნება თქვენია, ანტონიდა ვასილევნა, მე ვერ
გეახლებით.
- რატომ? ეს რაღა ამბავია? ლენცოფა ხომ არ გიჭამიათ ყველას?
- ნება თქვენია; მერე სინდისის ქენჯნა შემიპყრობს. არ მინდა!
არ მინდა არც მოწმე, არც თანამონაწილე ვიყო. დამეხსენით,
ანტონიდა ვასილევნა. აგე, თქვენი ორმოცდაათი
ფრიდრიხსდორი უკანვე მომირთმევია. მშვიდობით! - იქვე, იმ
მაგიდაზე, რომლის სიახლოვესაც ბებიას სავარძელი დაედგათ,

102
დავდე ფრიდრიხსდორების შეკვრა, თავი დავუკარი და წავედი.
- რა სისულელეა! - მომაძახა ბებიამ, - არ წამოხვალ და არც
მინდა. თვითონაც კარგად გავიგნებ გზას! პოტაპიჩ, მომყევი!
აბა, ამწიეთ, წამიყვანეთ.
მისტერ ასტლეი ვერსად ვნახე და შინ გვიან დავბრუნდი.
ნაშუაღამევის პირველი საათი იქნებოდა, პოტაპიჩისაგან
შევიტყვე, როგორ დაამთავრა ბებიამ ის დღე. ყველაფერი
წაუგია, რაც კი მე გადამახურდავებინა, ესე იგი, ჩვენს ფულზე
კიდევ ათი ათასი. მიტმასნებია სწორედ ის პოლონელი,
რომელსაც ამასწინათ ორი ფრიდრიხსდორი უბოძა, და ის
წარმართავდა ბებიას თამაშს. თავიდან, სანამ პოლონელი
გამოტყვრებოდა, პოტაპიჩს ავალებდა ჩასვლას, მაგრამ მალე
მოიშორა თავიდან. მაშინ ეს პოლონელიც გამოჩნდა. თითქოს
ბედზეო, რუსულიც გაეგებოდა. ცოტათი ლაპარაკსაც
ახერხებდა, ასე რომ მეტნაკლებად შეეწყვნენ ერთმანეთს.
ბებია დაუზოგავად თათხავდა, და თუმცა იგი გამუდმებით
„ფეხქვეშ ეგებოდა ბებიას“, მაგრამ „თქვენთან რა შედარებაა,
ალექსეი ივანოვიჩ, - მიყვებოდა პოტაპიჩი, - თქვენ, როგორც
ბატონს, ისე გეპყრობოდათ. ის პოლონელი კი - ჩემი თვალით
ვნახე, მიწამ მიყოს პირი, თუ ვტყუოდე, - იქვე მაგიდიდან
ჰპარავდა ფულს, ბებიამაც იქვე, ორჯერ წაასწრო, და
თათხავდა, თათხავდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ყოველგვარი
სიტყვებით, ერთხელ თმებშიაც კი სწვდა, ღმერთმანი, არა
ვტყუი, ირგვლივ ახარხარდნენ კიდეც. ყველაფერი წააგო
ერთიანად, ყველაფერი, რაც გააჩნდა, რაც თქვენ
გადაუხურდავეთ. ახლახან მოვიყვანეთ ქალბატონი, მხოლოდ
წყლის შესმა ინება, პირჯვარი გადაიწერა და ლოგინს მიაშურა.
გაიტანჯა თუ რა იყო, უმალ ჩაეძინა. ღმერთო, ნეტარი
სიზმრები მოუვლინე! ერთი ეს საზღვარგარეთიც! - დაასკვნა
პოტაპიჩმა, - აკი ვამბობდი, სიკეთე არაფერი იქნება მეთქი.
ჩქარა მაინც წავიდეთ ჩვენს მოსკოვში! სახლი არა გვაქვს თუ
კარი, ბაღი, ყვავილები, აქ ვერც იპოვი ეგეთს, არც იქნება; ან რა
სურნელებაა იქ, ხეხილი ჰყვავის, ველები! არა - მაინცდამაინც
საზღვარგარეთი აიტეხა! ეჰ!..

თავი XII აგერ უკვე ერთი თქვე იქნება, თუმცა აბნეულ, მაგრამ
ძლიერი შთაბეჭდილებების გავლენით დაწყებულ ჩემს
ჩანაწერებს აღარ გავკარებივარ. კატასტროფა, რომლის
მოახლოებასაც მაშინ წინდაწინ ვგრძნობდი, მართლაც მოხდა,

103
მაგრამ უცნაური, უგვანი და ტრაგიკულიც კი იყო, ყოველ
შემთხვევაში, ის რაც მე გადამხდა, მე, პირადად, ასე მეჩვენება
დღემდე; ყველაფერი თითქმის უჩვეულოდ, სასწაულებრივად
გამოიყურებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ, განსაკუთრებით,
მხედველობაში მივიღებთ იმ მორევს, რომელმაც მაშინ
ჩამითრია, მაინცდამაინც უჩვეულოდ არ ჩაითვლებოდა. მაგრამ
ყველაზე სასწაულებრივი ჩემთვის ის გახლდათ, თუ თვითონ
როგორ ვეკიდებოდი ყოველივე იმას, რაც მაშინ გადამხდა;
აქამდე არაფერი გამეგება საკუთარი თავისა! და ყოველივე ეს
სიზმარივით გაქრა - თვით ჩემი ვნებაც, იგი აკი ძლიერი და
ჭეშმარიტი იყო, - მაგრამ... რა იქნა ახლა? მართალია ხანდისხან
თავში გამიელვებს: „მაშინ ხომ ჭკუიდან არ გადავმცდარვარ და
იმ ხანად სადმე საგიჟეთში ხომ არ ვმჯდარვარ, ანდა, ახლაც იქ
ხომ არა ვარ, ეგებ ყველაფერი მეჩვენებოდა და ახლაც
მელანდება...“
შევკრიბე და გადავიკითხე ჩემი ნაწერები. (ვინ უწყის, ეგებ
იმიტომაც, რათა დავრწმუნებულიყავი, საგიჟეთში ხომ არ
მიწერია-მეთქი). ახლა მე სრულიად მარტო ვარ. საცაა
შემოდგომა დადგება, ფოთლებს სიყვითლე შეეპარა. ვზივარ
ჩემთვის ამ ქალაქში (ო, რა მოსაწყენია გერმანული ქალაქები!)
და იმის ნაცვლად, რომ მოვიფიქრო, რა გზას დავადგე, მხოლოდ
თავსგადახდენილი განცდებითღა ვსულდგმულობ, ცინცხალი
მოგონებების გავლენით, ახლახანს გადატანილი ქარიშხლით,
რომელმაც მაშინ ჩამითრია ამ მორევში და ისევ სადღაც
გადამტყორცნა. ხანდისხან ასე მეჩვენება, ისევ იმ ქარიშხალში
ვტრიალებ, რომ აგერ-აგერ ისევ ამოვარდება ეს გრიგალი, მეც
ამიტაცებს თავის ფრთით, ისევ ამოვვარდები კალაპოტიდან და
დავკარგავ ზომიერების გრძნობას, აქეთ-იქით მივაწყდები,
დავტრიალდები, დავბზრიალდები...
ვინ უწყის, ეგებ ხელი რასმე ჩავჭიდო და გავუძლო ამ
ხეთქებას, თუ, შეძლებისდაგვარად, გონს მოვალ და ზუსტად
აღვადგენ, რაც გადამხდენია ამ თვეში. ისევ კალმისკენ
მიმიწევს გული. თანაც ხანდისხან საღამოობით მთლად
მოცლილი ვარ. უცნაურია: იმისთვის, რომ საღამოობით
როგორმე თავი შევიქციო, აქაური ქეციანი ბიბლიოთეკიდან
გამომაქვს საკითხავად პოლ დე კოკის რომანები (გერმანულად
თარგმნილი!), რომლებიც თითქმის ჭირისდღესავით მძულს.
ვკითხულობ და ჩემი თავისა მიკვირს: თითქოს მეშინია,
სერიოზული წიგნით ან რაიმე სერიოზული საქმით დავარღვიო

104
ახლო წარსულის მომხიბვლელობა. თითქოს ისე ძვირფასია
ჩემთვის ეს უსახური და უმსგავსო სიზმარი და მისგან
გამოყოლილი შთაბეჭდილებანი, რომ ვშიშობ კიდეც რასმე
ახლოს შევეხო, რათა კვამლად არ განიფანტოს ყოველივე!
წინანდებურად ძვირფასია თუ არა ჩემთვის იგი? დიახაც,
რასაკვირველია, ძვირფასია. ვინ იცის, ორმოცი წლის მერეც
ვიხსენებდე...
ამრიგად, ვიწყებ წერას. თუმცა, ყოველივე ეს შეიძლება
მოკლედაც მოჭრას კაცმა. სადღაა მაშინდელი
შთაბეჭდილებანი...
ჯერ ერთი, ბებიას ამბავს მოვრჩეთ: მეორე დღეს ყველაფერი
ერთიანად წააგო. ასეც იყო მოსალოდნელი. მისნაირი ვინც
ერთხელ მაინც შემდგარა ამ გზაზე, მაშინვე თითქოს გალიპულ
ფერდობზე მარხილით დაქანდაო - სულ უფრო და უფრო
უმატებს სიჩქარეს. ბებია მთელი დღე საღამოს რვა საათამდე
თამაშობდა. მე არ შევსწრებივარ იმის თამაშს და მხოლოდ
გადმოცემით ვიცი.
ვოკსალში მას პოტაპიჩი ყარაულობდა. პოლონელები,
რომლებიც ბებიას თამაშში ხელს უმართავდნენ, იმ დღეს
რამდენჯერმე შეენაცვლნენ ერთმანეთს. ყველაფერი დაიწყო
იმით, რომ ბებიამ კინწისკვრით გააგდო გუშინდელი და
მიენდო მეორეს, მაგრამ მეორე უარესი გამოდგა. ისიც გააგდო
და ისევ პირველს მიუბრუნდა, რომელიც იქვე წრიალებდა,
წამდაუწუმ იქვე სჩრიდა თავს, - ბებიას, ბოლოს და ბოლოს,
სასო წარეკვეთა. მეორე, შერისხულ პოლონელსაც
არაფრისდიდებით არ უნდოდა წასვლა; ერთმა მოიკალათა
მარჯვნივ, მეორემ - მარცხნივ; გამუდმებით კინკლაობდნენ
ფსონსა თუ ჩასვლაზე, ერთმანეთს „ლაიდაკებს“ და სხვა
პოლონურ ლაზათიან ლანძღვას აკადრებდნენ ხოლმე. მერე
ისევ რიგდებოდნენ, ფულს ჰყრიდნენ ყოველგვარი წესრიგის
გარეშე, სულ ტყუილუბრალოდ ფაციფუცობდნენ. როცა
წაიკიდებოდნენ, სხვადასხვანაირად ჩადიოდნენ; ერთი,
სიტყვაზე, წითელზე ჩადიოდა, მეორე იქვე - შავზე, ყველაფერი
იმით გათავდა, რომ ბებიას სულ აუბნიეს გზა-კვალი და
თავბრუ დაახვიეს; ბოლოს იგი თითქმის აცრემლებული
მიუბრუნდა მოხუც კრუპერს, ამათგან დამიფარე, გაყარე
ეგენიო. ისინი მართლაც იმწამსვე გაყარეს, თუმცა ჯიუტად
გაჰყვიროდნენ, რომ ბებიას მათი ვალი აქვს, რომ ბებიამ

105
რაღაცაში მოაღორა ისინი, უსინდისოდ,
არაკეთილსინდისიერად მოექცა მათ. ბეჩავი პოტაპიჩი
აცრემლებული მიამბობდა ამას იმ საღამოსვე, წანაგებზე, და
ჩიოდა, რომ პოლონელები იჯიბავდნენ ფულს, რომ თვითონ
ვხედავდი, რა უნამუსოდ იპარავდნენ და ჯიბეში
იჩურთავდნენო. თხოვდნენ, სიტყვაზე, ბებიას გასამრჯელოდ
ხუთ ფრიდრიხსდორს და იქვე ჩამოდიოდნენ რულეტზე,
ბებიას ფსონის გვერდით. ბებია მოიგებდა, ისინი კი
გაჰყვიროდნენ, ჩემმა ხელმა მოიგოო. როცა მათ ერეკებოდნენ,
პოტაპიჩმა დააბეზღა, ჯიბე სავსე აქვთ ოქროთიო. ბებიამ
მაშინვე თხოვა კრუპერს განკარგულება გაეციო და რანაირად
არ აკრიახდნენ ორთავენი, (როგორც ორი შეპყრობილი მამალი),
მოვიდა პოლიცია და ჯიბეების ამოუფხიკა ორთავეს, სულ
ბებიას მიუთვალეს. იმ დღეს ბებია, სანამ ყველაფერი არ წააგო,
კრუპერებისა და ვოკსალის ადმინისტრაციის აშკარა
პატივისცემით სარგებლობდა. ნელ-ნელა მთელ ქალაქს მოედო
მისი ამბავი. წყლებზე ჩამოსული ხალხი, ყველა ეროვნებისა,
ჩვეულებრივი თუ წარჩინებული მოაწყდა „une vielle cemtesse
russe, tombèe en enfance“-ს სანახავად, რომელიც აგერ „რამდენიმე
მილიონს“ აგებდა.
მაგრამ ბებიასათვის დიდი შეღავათი არ მოუტანია, ორი
პოლონელი რომ მოაშორეს თავიდან. იმათ ნაცვლად მაშინვე
გაჩნდა მესამე პოლონელი, რომელიც გამართულად
ლაპარაკობდა რუსულად, წესიერად ეცვა, მაგრამ მაინც
ჩამოჰგავდა ლაქიას, უშველებელი ულვაშები ჰქონდა და თავი
ქედმაღლურად ეჭირა. ისიც „ფეხებს უკოცნიდა ბებიას“ და
„ფეხქვეშ ეგებოდა“, მაგრამ ირგვლივ მყოფთ გაბღენძილად
უყურებდა, დესპოტურად ირჯებოდა, ერთი სიტყვით, მაშინვე
დაიმკვიდრა ბებიას პატრონის და არა მსახურის ადგილი.
წამდაუწუმ, ყოველ ფსონზე ეფიცებოდა ბებიას, ცოლ-შვილს
იწყვეტდა „ქედმაღალი პანი“, თავმოყვარე კაცი ვარ, თქვენგან
კაპიკი არ მინდაო. ისე ხშირ-ხშირად ფიცულობდა, რომ ბებია,
ცოტა არ იყოს, დაშინდა. მაგრამ როგორც კი დასაწყისში ამ
პანის წყალობით მართლაც უკეთესად წავიდა ბებიას საქმე და
ის იყო, თითქოს ხელი მოუვიდა კიდეც, ბებია თვითონვე ვეღარ
ელეოდა ამ პოლონელს. ერთი საათის შემდეგ ორთავე
წინანდელი პოლონელი, ვოკსალიდან გაძევებულნი, ისევ
ბებიას სავარძელთან აღმოჩნდნენ, ისევ შესთავაზეს
სამსახური, თუნდაც შათირადო. პოტაპიჩი ღმერთს

106
ფიცულობდა, რომ „ქედმაღალი პანი“ მათ თვალს უშვრებოდა
და რაღაცას კიდეც აძლევდა ხელიდან ხელშიო. ერთმა
პოლონელმა მართლა იმარჯვა: შეირბინა იქვე, ვოკსალის
სასადილო დარბაზში და მოურბენინა ერთი ფინჯანი
ბულიონი, მერე ჩაიც. თუმცა, ისინი ორთავენი გარბი-
გამორბოდნენ, მაგრამ მწუხრისას, როცა ყველამ დაატყო, ბებია
უკანასკნელ საბანკო ბილეთს აგებსო, მის სავარძელთან უკვე
ექვსიოდე პოლონელი წრიალებდა, ადრე რომ თვალითაც
არავის ენახა. უკანასკნელი მონეტის ჩასვლაზე ისინი უკვე
ყურს აღარ უგდებდნენ, ზედაც არ უყურებდნენ, პირდაპირ
ზედ გადადიოდნენ, მაგიდასთან იწევდნენ, თვითონ
ფხოჭავდნენ ფულს, განკარგულებას იძლეოდნენ, თვითონ
ჩამოდიოდნენ, დაობდნენ და ყვიროდნენ, ძმაკაცურად
რაღაცას ეუბნებოდნენ გაფუყულ პანს, იმ პანს კი კინაღამ
დაავიწყდა ბებიას არსებობა; მაშინაც კი, როცა ერთიანად
გაკოტრებული ბებია საღამოს რვა საათზე ოტელში
ბრუნდებოდა, სამი თუ ოთხი პოლონელი კიდევ არ ანებებდა
თავს და გარს ურბენდნენ სავარძელს, იქვე წრიალებდნენ,
მთელი ძალით გაჰყვიროდნენ და ჩქარ-ჩქარა იმეორებდნენ,
ბებიამ გაგვაცურა და ახლა უნდა აგვინაზღაუროსო. ასე
მიაღწიეს ოტელამდე. იქიდან კი, ბოლოს და ბოლოს, იფრინეს.
პოტაპიჩის ანგარიშით, ბებიამ იმ დღეს წააგო ოთხმოცდაათი
ათასი მანეთი, გუშინდელი წანაგების გარდა. მთელი თავისი
ბილეთები - ხუთპროცენტიანი, შინაგანი სესხის, ყველა აქცია,
რაც თან ჰქონდა, ყველაფერი ზედიზედ გადაახურდავა. მე
გაოცებას ვიყავი, როგორ გაძლო, შვიდი თუ რვა საათი
მჯდარიყო სავარძელში და თითქმის არ მოშორებოდა მაგიდას,
მაგრამ პოტაპიჩი ჰყვებოდა, რომ ერთი სამჯერ ძალიან მაგრა
მოუვიდა ხელიო; ხოლო ახალი იმედით ატაცებულს არ შეეძლო
გაცლოდა იქაურობასო. თუმცა, მემორინეებმა კარგად იციან,
შეიძლება კაცი თითქმის მთელი დღე და ღამე იჯდეს ბანქოს
სათამაშოდ და თან აქეთ-იქით თვალი ეჭიროს, სხვები როგორ
თამაშობენო.
ამასობაში, ჩვენთან, ოტელში, იმ დღეს აგრეთვე გადამწყვეტი
ამბები ხდებოდა. დილითვე, ასე, თორმეტ საათამდე, სანამ
ბებია ჯერ კიდევ შინ იყო, ჩვენებმა, ესე იგი გენერალმა და დე
გრიემ გადაწყვიტეს, უკანასკნელი ღონე ეხმარათ. როგორც კი
შეიტყვეს, ბებიამ გადაიფიქრა წასვლა, და ისევ სათამაშოდ
მიემართებაო, მთელი კონკლავი (პოლინას გარდა) გაემართა

107
მასთან საბოლოოდ და გულახდილად მოსალაპარაკებლად.
გენერალმა, რომელიც ძრწოდა და გული ელეოდა თავისი
საშინელი მომავლის გახსენებაზე, გადაამლაშა:
ნახევარსაათიანი ვედრებისა და ხვეწნის შემდეგ, როცა
გულახდილად გაუტყდა ყველაფერში, ესე იგი, ვალების
თაობაზე და თავის სიყვარულზედაც კი m-lle Blanche-ის მიმართ
(სულ ერთიანად აებნა თავგზა), უცებ მრისხანე კილოზე
გადავიდა და ბებიას აუყვირდა, ფეხებიც დაუბაკუნა.
გაჰყვიროდა, რომ ბებიამ თავი მოსჭრა მთელ გვარს, მთელი
ქალაქის სასეირო შეიქნა და ბოლოს... ბოლოს: „თქვენ
არცხვენთ რუსის სახელს, ქალბატონოო!“ - გაჰყვიროდა
გენერალი, - „თქვენისთანებისთვისაა მოგონილი პოლიცია!“
ბებიამ, როგორც იქნა, იფრინა იგი ჯოხით (ნამდვილი ჯოხით).
გენერალი და დე გრიე ამ დილით ისევ და ისევ თათბირობდნენ
და მათ სწორედ აინტერესებდათ: შეიძლებოდა თუ არა
მართლა მოვიშველიოთ პოლიცია? რა არის, საბრალო, მაგრამ
პატივცემული ქალბატონი ჭკუაზე შეიშალა, აგებს უკანასკნელ
ქონებას და ა. შ. ერთი სიტყვით, შეიძლება თუ არა მოხერხდეს
რაიმე მეურვეობის დაწესება ან ბებიას მოთოკვაო... მაგრამ დე
გრიე მხოლოდ მხრებს იჩეჩავდა და პირში დასცინოდა
გენერალს, რომელიც ქადაგად დავარდნილიყო და წინ და უკან
დარბოდა ოთახში. ბოლოს დე გრიემ ხელი ჩაიქნია და სადღაც
გაქრა. საღამოს შეიტყვეს, რომ იგი ოტელიდან გადაბარგდა.
წინდაწინ ფრიად საიდუმლოდ და გადაჭრით მოელაპარაკა m-
lle Blanche-ს, რაც შეეხება თვითონ m-lle Blanche-ს, მან ჯერ კიდევ
დილით მიიღო გადამჭრელი ზომები: გენერალს ზურგი აქცია
და თვალის დასანახავად არ იკარებდა. როცა გენერალი
ვოკსალში გამოედევნა და იქ ნახა თავადთან
ხელიხელგაყრილი, არც მას და არც m-me veuve Cominges-ს ის არ
შეუმჩნევია. არც თავადი მისალმებია. მთელი დღის
განმავლობაში m-lle Blanche კბილს უსინჯავდა და თავს
უქონავდა თავადს, რომ მას ბოლოს და ბოლოს, გადაჭრით
ეთქვა რაიმე. მაგრამ ვაი, რომ ქალი მწარედ მოტყუვდა თავის
ანგარიშებში. ეს პატარა კატასტროფა უკვე საღამოს მოხდა;
უცებ გამოაშკარავდა, რომ თავადი თითონ შიშველია და რომ
მას, პირიქით, m-lle Blanche-ის იმედი ჰქონია, ფულს მასესხებს
ვექსილით და რულეტზე ვცდი ბედსო. გაცეცხლებულმა m-lle
Blanche-მა თავადი იფრინა და ნომერში ჩაიკეტა.
იმ დღეს დილაადრიან წავედი მისტერ ასტლეისთან, ან უკეთ

108
რომ ვთქვათ, მთელი დილა ვეძებე მისტერ ასტლეი, მაგრამ
ვერსად მოვახელე. არც შინ, არც ვოკსალში, არც ბაღში იგი არ
ჩანდა. იმჯერად არ უსადილია თავის ოტელში. ხუთ საათზე
უცებ თვალი მოვკარი რკინიგზის დებარკადერიდან ოტელ
d’Angleterre-ში მიმავალს. იგი ჩქარობდა და ძალზე
დაფიქრებული იყო, თუმცა ძნელია გაარჩიო მის სახეზე
საზრუნავი ან რაიმე აფორიაქება. მან ხალისით გამომიწოდა
ხელი და თან ჩვეულებრივი წამოძახილი დააყოლ - „ა!“ მაგრამ
არ შეჩერებულა და გზა გააგრძელა საკმაოდ აჩქარებული
ნაბიჯით. მე აღარ მოვეშვი, მაგრამ ისე მიპასუხებდა,
შეკითხვების საშუალება აღარ მომცა. თანაც საოცრად
მერცხვინებოდა, საუბარი წამომეწყო პოლინაზე. თვითონ
კრინტიც არ დაუძრავს მასზე. მე ბებიას ამბავი მოვუყევი. მან
ყურადღებით და სერიოზულად მომისმინა და მხრები აიჩეჩა.
- ბებია ყველაფერს წააგებს, - ვთქვი მე.
- დიახ, - მომიგო მან, - იგი ხომ სათამაშოდ წავიდა, ჯერკიდევ
მაშინ, მე რომ მივემგზავრებოდი, და ეჭვი არ შემპარვია, რომ
ყველაფერს წააგებდა. თუ დრო მექნა, შევალ ვოკსალში
სანახავად, ეს ხომ საინტერესოა...
- კი მაგრამ, სად იყავით? - წამოვიძახე მე და თან თვითონვე
განვცვიფრდი, რომ აქამდე არა ვკითხე ამის თაობაზე.
- ფრანკფურტში გახლდით.
- საქმეზე?
- ჰო, საქმეზე.
მეტი რაღა უნდა მეკითხა? თუმცაღა, ისევ ახლოს მივდევდი.
მან უცებ გზის პირად მდგარ ოტელ „De quarte saisons[56]-ში“
შეუხვია, თავი დამიქნია და თვალთაგან მიეფარა. შინ
მობრუნებისას ცოტცოტაობით მივხვდი, ორი საათიც რომ
მელაპარაკა, გადაჭრით მაინც ვერაფერს გავიგებდი, იმიტომ..
რომ საკითხავიც არაფერი მქონდა მისთვის! დიახ, სწორედ
ასეა! ახლა არანაირად არ შემეძლო ჩამომეყალიბებინა ჩემი
შეკითხვები.
მთელი იმდღევანდელი დღე პოლინა ხან ბავშვებთან და
გადიასთან ერთად პარკში სეირნობდა, ხან შინ იჯდა. კარგა
ხანი იყო, გენერალს გაურბოდა და თითქმის აღარ

109
ელაპარაკებოდა, ყოველშემთხვევაში, რაიმე მნიშვნელოვან
საქმეზე. ეს ადრევეც შემჩნეული მქონდა. მაგრამ რახან
ვიცოდი, დღეს რა მდგომარეობაში იყო გენერალი, ვიფიქრე,
პოლინას გვერდს ვერ აუქცევს, ესე იგი, არ შეიძლება მათ
შორის რაიმე მნიშვნელოვანი ოჯახური საუბარი არ გაიბას-
მეთქი. მაგრამ, როცა მისტერ ასტლეისთან გამოლაპარაკების
მერე ოტელში დავბრუნდი, შემომხვდა პოლინა ბავშვებიანად
და მის სახეზე ისეთი უშფოთველი სიმშვიდე იხატებოდა,
თითქოს ოჯახურმა ქარტეხილმა მხოლოდ მას აუარა გვერდიო:
სალამზე თავის დაქნევით მიპასუხა. შინ მთლად გაცოფებული
დავბრუნდი.
რასაკვირველია, მასთან საუბარს გავურბოდი და
ვურმერჰელმებთან ატეხილი აურზაურის შემდეგ სიახლოვეს
არ გავკარებივარ! თანაც ცოტა ვიპრანჭებოდი და თავს
ვიდებდი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო და უფრო
მიპყრობდა აღშფოთება. თუნდაც სულაც არ ვყვარებოდი,
მაინც, ასე მგონია, არ შეიძლება ასე გაეთელა ჩემი გრძნობა და
არად ჩაეგდო ჩემი სიყვარულში გატყდომა. მან ხომ კარგად
იცის, რომ მართლა მიყვარს. თვითონ მიმიშვა ახლოს, ნება
დამრთო მესაუბრა ამაზე! მართალია, რაღაც უცნაურად დაიწყო
ყოველივე. ერთხანს, კარგა ხნის წინ, ასე ორი თვე იქნება მას
აქეთ, შევამჩნიე, რომ პოლინას სურდა დავეახლოებინე,
მეგობრად, მესაიდუმლედ გავეხადე და ხანდახან,
მცდელობასაც არ აკლებდა, მაგრამ რატომღაც მაშინ არაფერი
გამოგვივიდა. აი, სწორედ ამას მოჰყვა ახლანდელი უცნაური
ურთიერთობა, ამიტომაც წამოვიწყე ასე ლაპარაკი. მაგრამ მას
კიდეც რომ ზიზღს ჰგვრიდეს ჩემი სიყვარული, რატომღა არ
მიშლის ამის თაობაზე ლაპარაკს?
ჩემთვის არავის არაფერი აუკრძალავს. ეგ კი არა და, ზოგჯერ
თვითონვე მიწვევდა საუბარში... რასაკვირველია,
მაბიაბრუებდა. ნამდვილად ვიცი, ეს ადრევე შემიმჩნევია -
სიამოვნებდა ჩემი მოსმენა და ჩემი გაღიზიანება, მერე უცებ
ცივ წყალს გადამავლებდა, ისეთ რამეს ჩაიდენდა ამრეზით და
ათვალისწუნებით. ძალიანაც კარგად იცის, რომ უიმისოდ
სიცოცხლე არ შემიძლია. აგერ, უკვე სამი დღე გავიდა, ბარონს
რომ წავეკიდე და მე უკვე აღარ ძალმიძს ჩვენი განშორების
მოთმენა. როცა პოლინას ახლახანს ვოკსალთან შევხვდი, გული
ისე ამიჩქროლდა, გავფითრდი კიდეც. მაგრამ მასაც არ შეუძლია
უჩემოდ სიცოცხლე! მეც ვჭირდები მას - და ნუთუ, ნუთუ

110
მხოლოდ როგორც მასხარა ბალაკირევი?
პოლინას რაღაც საიდუმლო ღრღნის - ეს ცხადია! ბებიასთან
მისმა საუბარმა მტკივნეულად გამიბასრა გული. აკი ათასჯერ
გამოვიწვიე გულახდილ საუბარში და აკი მაინც კარგად იცოდა,
რომ მართლაც მზად ვიყავი მისთვის თავი გამეწირა. მაგრამ იგი
მუდამ მიშორებდა თითქმის ზიზღით და ნაცვლად
სიცოცხლისა, რომელსაც მას მსხვერპლად ვთავაზობდი, ისევ
ჩემგან მოითხოვდა ისეთ სისულელეებს, მაშინ რომ ჩამადენინა
ბარონთან! განა ეს აღმაშფოთებელი არაა? ნუთუ მზე და
მთვარე ამ ფრანგზე ამოსდის? მისტერ ასტლეი? მაგრამ აქ უკვე
საქმე ძალიან იხლართებოდა და ამასობაში, ღმერთო, მე
როგორღა ვიტანჯებოდი.
შინ მისვლისთანავე ბრაზმორეული ვეცი კალამს და ასე
მივწერე: „პოლინა ალექსანდროვნა, აშკარად ვხედავ,
აღსასრულის ჟამი დადგა, რაც, რასაკვირველია, არც თქვენ
დაგაყრით კარგ დღეს. უკანასკნელად გიმეორებთ: გჭირდებათ
თუ არა თქვენ ჩემი თავი? თუ დაგჭირდებით, თუნდაც,
რაიმესათვის, - მოიხმარეთ, მანამ კი მე ვზივარ ჩემს ოთახში,
ყოველ შემთხვევაში, მეტ წილად, და არსად არ წავალ. თუ
დაგჭირდეთ, მომწერეთ ან მიხმეთ“.
წერილი დავბეჭდე და გავუგზავნე მეტალანე ლაქიის ხელით,
ვუბრძანე, პირადად გადაეცა. პასუხს არ ველოდი, მაგრამ
სამიოდე წუთის შემდეგ ლაქია მობრუნდა და მითხრა:
„მიბრძანეს სალამი გადმოგცეთო“.
შვიდი საათისათვის გენერალთან მიხმეს.
იგი კაბინეტში დამიხვდა. ისე ეცვა, თითქოს სადმე წასვლას
ეპირებაო. ქუდი და ყავარჯენი დივანზე ეწყო. შესვლისას შუა
ოთახში იდგა, ფეხებგაჩაჩხული, თავჩაქინდრული და ასე
მომეჩვენა, თავის თავს რაღაცას ხმამაღლა ელაპარაკებოდა.
მაგრამ როგორც კი თვალი მომკრა, მაშინვე თითქმის
ყვირილით მომვარდა, ისე რომ, მე უკან დავიხიე და გაქცევა
დავაპირე; მაგრამ მან ორივე ხელზე ხელი მტაცა და
დივანისაკენ წამათრია. თვითონ დივანზე ჩამოჯდა, მე
მოპირდაპირე სავარძელში ჩამსვა და ხელი არ შეუშვია,
ცრემლმორეულმა ტუჩების კანკალით, მავედრებელი ხმით
წამოიკნავლა: - ალექსეი ივანოვიჩ, მიშველეთ, მიშველეთ,
შემიბრალეთ! - ერთხანს ვერაფერს მივხვდი, იგი დიდხანს სულ

111
ერთსა და იმავეს გაიძახოდა: „შემიბრალეთ, შემიბრალეთო“.
ბოლოს მოვისაზრე, ჩემგან რაიმე თათბირს ელის-მეთქი, ანდა,
უკეთ რომ ვთქვათ, ყველასაგან მიტოვებულმა, დარდსა და
ვარამში გამიხსენა და მიხმო, რომ გული მოეოხებინა
ლაპარაკით.
იგი გადაირია, ყოველ შემთხვევაში, მეტისმეტად დაიბნა,
ხელები დაიკრიფა და მზად იყო ჩემს წინ მუხლებზე
დაცემულიყო, ოღონდ (რა გგონიათ?) - ოღონდ წავსულიყავი m-
lle Blanche-თან და მეთხოვა, დამეყოლიებინა დაბრუნებოდა
გენერალს და გაჰყოლოდა მას ცოლად.
- მომიტევეთ, გენერალო, - წამოვიძახე მე, - მაგრამ მაგდებს კი
რამედ m-lle Blanche, რა შემიძლია მე?
მაგრამ შეპასუხება სულ ამაო გახლდათ. არ გაეგებოდა, რას
ვეუბნებოდი. ბებიაზედაც წამოიწყო ლაპარაკი, მაგრამ
საოცრად აბნეულად. იგი ისევ იმ აზრზე იდგა, პოლიციისათვის
მიემართნა.
- ჩვენთან, ჩვენთან, - გააბამდა უცებ ბრაზით ათუხთუხებული,
- ერთი სიტყვით, ჩვენთან, კეთილმოწყობილ სახელმწიფოში,
სადაც ყველაფერს გამკითხველი ჰყავს, მაგნაირ გადაღძუებულ
დედაბერზე უმალ მეურვეობას დააწესებენ. დიახ, მოწყალეო
ხელმწიფევ, დიახ, - განაგრძო მან, და უცებ სასოწარკვეთილი
წამოხტა ადგილიდან და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. -
თქვენ კი არაფერი მოგეხსენებათ ამის თაობაზე, მოწყალეო
ხელმწიფევ, - მიმართა მან ვიღაც წარმოსახულ მოწყალე
ხელმწიფეს კუთხეში. - მაგრამ როგორც კი შეიტყობთ, ნახავთ...
დიახ... ჩვენში ეგეთ დედაბერს ოთხში ამოიღებენ, ოთხში,
ოთხში... დიახაც, ეშმაკმა დალახვროს!
და ისევ დივანზე დაენარცხებოდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ
ლამის ასლუკუნებული, აქლოშინებული, ეშურებოდა
მოეთხრო ჩემთვის, რომ m-lle Blanche იმიტომაც არ მიჰყვება
ცოლად, რომ დეპეშის ნაცვლად ბებია გამოცხადდა წყლებზე
და ახლა აშკარაა, მემკვიდრეობას ვერ ვეღირსებიო; - ასე ეგონა,
მე ჯერაც არაფერი ვიცოდი. ის იყო დე გრიეზე დავაპირე
საუბრის ჩამოგდება, მან ხელი ამიქნია: „გაემგზავრა!
ყველაფერი მას მივაგირავე, თითივით შიშველი დავრჩი. ის
ფული, თქვენ რომ ჩამოიტანეთ, ის ფული... არ ვიცი, მგონი, ასე,
შვიდასი ფრანკი დარჩა და ეგ არის, მერე რა მეშველება, არ ვიცი,

112
არ ვიცი...“
- ოტელში როგორღა გაუსწორდებით! - წამოვიძახე უცებ
ფეთიანივით, - და... ან მერე რა უნდა იღონოთ.
იგი დაფიქრებული მომჩერებოდა, მაგრამ, ეტყობა, არაფერი
გაეგებოდა, ის კი არა და, შეიძლება, არც კი მისმენდა. ვცადე
პოლინა ალექსანდროვნაზე, ბალღებზე წამომეწყო საუბარი,
უცბად მომიგო: „დიახ, დიახ! - მაგრამ მყისვე თავადზე
გადავიდა, რომ m-lle Blanche ახლა მას გაჰყვება და მაშინ... მაშინ
- რა უნდა ვიღონო, ალექსეი ივანოვიჩ? - მომიბრუნდა უცებ მე, -
ღმერთმანი, არ ვიცი, რა ვიღონო. ერთი მიბრძანეთ, ეს ხომ
უმადურობაა, უმადურობა!“
ბოლოს, გულმდუღარედ აცრემლდა.
ასეთ კაცთან ვერაფერს გააწყობდი; ახლა მისი მარტო
დატოვებაც საშიში გახლდათ. შეიძლება რაიმე აეტეხა
თავისთვის. მე როგორღაც თავი დავიხსენი მისგან, მაგრამ
გადია კი გავაფრთხილე, ხშირ-ხშირად დახედე-მეთქი და გარდა
ამისა, მეტალანე ლაქიას მოველაპარაკე, მიხვედრილ კაცს.
მანაც აღმითქვა, რაც შეიძლება, მივხედავო.
ის იყო გენერალი დავტოვე, ჩემთან პოტაპიჩი გამოცხადდა,
ბებია გიხმობსო. რვა საათი იქნებოდა და იგი იმ წუთს
დაბრუნებულიყო ვოკსალიდან საბოლოო წაგების შემდეგ.
გავეშურე მისკენ. დედაბერი სავარძელში იჯდა, მთლად
გატანჯული, და ეტყობა, ავადაც იყო. მარფას ჩაით სავსე
ფინჯანი ეკავა და თითქმის ძალად ასმევდა, ბებიას ხმაც და
კილოც ძალზე შეცვლოდა.
- გამარჯობათ, ძვირფასო ალექსეი ივანოვიჩ, - მითხრა მან
სვენებ-სვენებით და მძიმედ დამიკრა თავი. - ბოდიშს ვითხოვ,
ერთხელ კიდევ შეგაწუხეთ, მომიტევეთ მოხუცებულს. მე,
შვილო ჩემო, ყველაფერი იქ დავტოვე, თითქმის ასი ათასი
მანეთი. მართალი იყავი, გუშინ რომ არ გამომყევი. ახლა
უფულოდა ვარ, გროში არ მომეძევება. არც ერთი წუთით არ
მინდა დავყოვნდე, ცხრის ნახევარზე მივდივარ. იმ შენს
ინგლისელს, ასტლეია თუ ვიღაცა, კაცი მივუგზავნე, მინდა
სამი ათასი ფრანკი ვესესხო ერთი კვირით: მინდა დაარწმუნო,
უხეირო არა იფიქროს რა, და უარი არ მითხრას. მე, შვილო ჩემო,
მაინც საკმაოდ მდიდარი გახლავარ. სამი სოფელი და ორი
სახლი მაქვს. ფულიც მომეძევება, ყველა თან არ წამომიღია.

113
იმიტომ გეუბნები, არ შეეჭვდეს-მეთქი... აგე, თვითონაც მოდის,
კარგ კაცს ხელად შეეტყობა!..
მისტერ ასტლეიმ ბებიას პირველსავე დაძახებაზე მოირბინა.
არც დაფიქრებულა, ბევრი ლაილაის გარეშე მიუთვალა ბებიას
სამი ათასი ფრანკი ვექსილით, რომელზედაც ბებიამ ხელი
მოუწერა. როცა გარიგებას მორჩნენ, თავი დაგვიკრა და
აჩქარდა..
- ახლა კი შენც გასწი, მარტო დამტოვე, ალექსეი ივანოვიჩ. სულ
რაღაც ერთი საათიღა დამრჩა - მივწვე მინდა, ძვლები მტეხს. ნუ
გამკიცხავ ჩერჩეტ დედაკაცს. აწი აღარ ვუკიჟინებ
ახალგაზრდებს თავქარიანობას, და არც იმ ბეჩავ თქვენს
გენერალს, მე, თვითონ ცოდვილი, ვერ გავკიცხავ. ფულს კი
მაინც არ მივცემ მის ნებაზე, იმიტომ, რომ იგი, ჩემის აზრით,
შტერია, და მეც, ბებერმა სულელმა, მასზე მეტი ჭკუა ვერ
გამოვიჩინე. ჭეშმარიტად, ეს რა ღვთის რისხვა მომეწია ამ
მოხუცებულობაში! აბა, მშვიდობით. მარფა, ამწიე.
მე მაინც მინდოდა გამეცილებინა ბებია. გარდა ამისა, რაღაცის
მოლოდინში ვიყავი, მეჩვენებოდა, აგერ ახლა რაღაც მოხდება-
მეთქი. შინ გული არ მიდგებოდა, წამდაუწუმ გამოვდიოდი
დერეფანში, ერთი წუთით ხეივანშიც კი გავედი სახეტიალოდ.
ჩემი წერილი პოლინასადმი ცხადი და ნათელი იყო,
ახლანდელი კატასტროფა - რასაკვირველია, საბოლოოა.
ოტელში ყური მოვკარი, დე გრიე გაემგზავრაო. ბოლოს და
ბოლოს, თუ პოლინა მაინც ხელაღებით მეტყვის უარს
მეგობრობაზე, როგორც მსახურს ხომ ვერ მკრავს ხელს,
მესაიდუმლედ ხომ მაინც დავჭირდები, ჰოდა, გამოვადგები
კიდეც, აბა რა?
მატარებლის გასვლამდე დებარკადერზე მივირბინე და ბებია
დავაბინავე. ისინი ყველანი მოეწყვნენ ერთ საოჯახო ვაგონში.
„გმადლობთ, შვილო, უანგარო სამსახურისათვის, -
გამომეთხოვა იგი, - ჰო, გაუმეორე პრასკოვიას, რაც გუშინ
ვუთხარი და გადაეცი, რომ ველოდები!“
შინისაკენ გავწიე. როცა გენერლის ნომერს ჩავუარე, გადია
შემომხვდა და გენერალი მოვიკითხე. „არა უშავს რა“, - მომიგო
მან უნდილად. მე მაინც შევედი, მაგრამ კაბინეტის კარშივე
გავშეშდი გაოცებული. M-lle Blanche და გენერალი რაღაცაზე
გულიანად ხარხარებდნენ. Veuve Cominges-ც იქვე

114
წამოყუნცულიყო დივანზე. გენერალი, ეტყობა სიხარულისაგან
ჭკუაზე აღარ იყო, რაღაც სისულელეებს როშავდა და
უთავბოლო ნერვიული სიცილით იცინოდა, რის გამოც მთელ
სახეზე უამრავი წვრილი ნაოჭი ეფინებოდა და თვალები
სადღაც ეკარგებოდა. მერე თვითონ Blanche-ისაგან შევიტყვე,
თავადი რომ ვიფრინე, გენერლის სასოწარკვეთის ამბავი
გავიგეთ, ვიფიქრე დავაშოშმინებ-მეთქი და ერთი წუთით
შემოვირბინე მასთანო. საბრალო გენერალმა არც კი იცოდა, რომ
მისი ბედი გადაწყვეტილი იყო და რომ Blanche-ს ბარგი უკვე
აკრული ჰქონდა, რათა მეორე დღეს, პირველსავე დილის
მატარებელს გაჰყოლოდა პარიზში.
გენერლის კაბინეტის ზღურბლზე შევყოყმანდი, გადავიფიქრე
შესვლა და შეუმჩნევლად გამოვბრუნდი. ავედი ჩემს ოთახში,
კარი შევაღე და ცრიატ შუქზე რაღაც გამოსახულება დავლანდე,
რომელიც სკამზე იჯდა, კუთხეში, ფანჯარასთან. იგი არ
შენძრეულა ჩემს გამოჩენაზე. მე სწრაფად მივედი, შევხედე და
სული შემიგუბდა - პოლინა გახლდათ!

თავი XIII გაოცებისაგან ყვირილი აღმომხდა.


- რა მოხდა, რა იყო? - უცნაურად მეკითხებოდა იგი. პოლინა
გაფითრებულიყო და დაღვრემილი მომჩერებოდა.
- როგორ თუ რა? თქვენ? აქა ხართ, ჩემთან!
- თუ მოვიწადინებ, სულაც ერთიანად მოვალ, ასე მჩვევია. ამას
ახლავე ნახავთ. სანთელს მოუკიდეთ.
მე სანთელი ავანთე, იგი იდგა, გამოვიდა მაგიდასთან და წინ
დამიდო გახსნილი ბარათი.
- წაიკითხეთ! - მიბრძანა მან.
- ეს ხომ დე გრიეს ხელია! - წამოვიძახე მე და წერილს წავეტანე.
ხელები მიკანკალებდა, სტრიქონები თვალწინ მიხტოდა.
გადამავიწყდა, ზუსტად რა იყო ნათქვამი წერილში; სიტყვა-
სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ აზრი ასეთი იყო: „Mademoiselle, -
წერდა დე გრიე, - არაკეთილსასურველი გარემოება მაიძულებს
დაუყოვნებლივ გავემგზავრო. თქვენ, რასაკვირველია, თავადაც
მოგეხსენებათ, რომ მე განზრახ გავურბოდი თქვენთან
გადამწყვეტ შეხვედრას მანამ, სანამ ყველაფერს ნათელი არ
მოეფინებოდა, თქვენი მოხუცი (le vieille, vieille dame) ნათესავის

115
ჩამოსვლამ და მისმა უგუნურმა საქციელმა ბოლო მოუღო ჩემს
ყოველგვარ ყოყმანს. ჩემი საკუთარი, აწეწილი საქმეები
მაიძულებს საბოლოოდ ხელი ავიღო სანუკვარ იმედზე, რითაც
ვტკბებოდი კარგა ხნის მანძილზე. ვწუხვარ წარსულზე, მაგრამ
ვიმედოვნებ, ჩემს საქციელში თქვენ ვერ იპოვით ვერაფერს,
რაც არ შეჰფერის ჯენტლმენსა და პატიოსან კაცს (gentilhomme et
honnête homme[57]). თითქმის მთელი ფული, რაც თქვენს
მამინაცვალს ვასესხე, დავკარგე. აუცილებლად მიმაჩნია
ვისარგებლო იმით, რაც დამრჩენია: უკვე შევატყობინე
პეტერბურგში ჩემს მეგობრებს, დაუყოვნებლივ შეუდგნენ
ჩემთვის მოგირავებული ქონების გაყიდვას. კარგად ვიცი,
თქვენმა თავქარიანმა მამინაცვალმა გაფლანგა თქვენი ფულიც
და ამიტომ შევაწიე ორმოცდაათიათასი ფრანკი და ამ თანხაში
ვუბრუნებ დაგირავებული ქონების ნაწილს, ასე რომ, თქვენ
შეგიძლიათ ახლა მთელი დანაკარგი აინაზღაუროთ,
სასამართლოს წესით მოსთხოვოთ მამული. ვიმედოვნებ,
mademoiselle, რომ საქმეთა ახლანდელი ვითარების გამო, ჩემი
საქციელი თქვენ ხელს მოგცემთ. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ამ
საქციელით სავსებით აღვასრულებ პატიოსანი და
კეთილშობილი კაცის ვალს. გწამდეთ, თქვენი ხსოვნა
საუკუნოდ დარჩება ჩემს გულში“.
- დიახ, ყველაფერი ნათელია, - მივმართე პოლინას, - ნუთუ
თქვენ სხვა რასმე ელოდით, - დავძინე ამრეზით.
- არაფრის იმედი არ მქონია, - მითხრა მან ნაძალადევი
სიმშვიდით, თუმცა მაინც შეუთრთოლდა ხმა. - რა ხანია,
ყველაფერი ავწონ-დავწონე. მე მის აზრებს ვკითხულობდი და
შევიტყვე, რასაც ფიქრობდა. მას ეგონა, რომ ვეძებ... რომ
დავიჟინებ... (იგი შეჩერდა და აღარ დაამთავრა, ტუჩი
მოიკვნიტა და დადუმდა). მე კი განზრახ გავაორკეცე მისდამი
ჩემი ზიზღი, - წამოიწყო ისევ თავიდან. - ველოდი, რა
გამოვიდოდა აქედან. თუ მემკვიდრეობის თაობაზე მოვიდოდა
დეპეშა, სახეში მივაყრიდი იმ იდიოტის (მამინაცვლის) ვალს და
მასაც გუდა-ნაბადს ავუკრავდი. რა ხანია შემძულდა. ო, ეგ კაცი
ადრე სხვა იყო, ათასჯერ სხვა. ახლა კი, ახლა!.. ო, რა ნეტარებით
მივახლიდი იმ ფლიდ სახეში ორმოცდაათიათასს და
მივაფურთხებდი... ფურთხივით გავსრესდი!
- მაგრამ ქაღალდი, ორმოცდაათიათასის გირავნობის
დაბრუნების ქაღალდი ხომ გენერალთანაა, აიღეთ და

116
დაუბრუნეთ დე გრიეს.
- ო, არა, არა, ეგ კი არა!..
- დიახ, მართალია, მართალია... ეგ არაა... ახლა გენერალი რის
მაქნისია? ან ბებია? - უცებ წამოვიძახე მე.
პოლინამ როგორღაც დაბნევით და მოუთმენლად შემომხედა.
- რა შუაშია ბებია? - სევდიანად ჩაილაპარაკა პოლინამ, - არ
შემიძლია ბებიას შევეკედლო... და საერთოდ არავის არ მინდა
ვთხოვო შენდობა, - დაუმატა მან ბრაზით.
- რა გაეწყობა! - წამოვიძახე მე, - მაინც როგორ, როგორ
შეიყვარეთ დე გრიე! - ეგ გარეწარი, ეგა; გნებავთ, დუელში
მოვკლავ! სადაა ახლა?
- უკვე სამი დღე იქნება, ფრანკფურტშია.
- ერთი სიტყვა მითხარით და მივდივარ ხვალვე, პირველივე
მატარებლით! - გავიძახოდი რაღაც სულელური ენთუზიაზმით.
პოლინამ გაიცინა.
- მით უარესი, მაშინ ხომ სულაც ასე იტყვის: ჯერ
ორმოცდაათიათასი ფრანკი დამიბრუნეთო. თანაც იმას რაღა
აქვს საჩხუბარი?... რა სისულელეა!
- კი მაგრამ სად, სად უნდა იშოვოს კაცმა ეგ ორმოცდაათიათასი
ფრანკი, - ვიმეორებდი კბილების კრაჭუნით, თითქოს და
შეიძლებოდა იქვე, იატაკიდან ამეღო. - გამიგონეთ: მისტერ
ასტლეი ვერას გვიშველის? - ვკითხე მე და მივუბრუნდი, ამ
უცნაური აზრით გაოგნებული.
პოლინამ თვალები დააკვესა.
- რა გაეწყობა, ნუთუ გინდა, შენგან პირდაპირ იმ
ინგლისელთან წავიდე? - ჩაილაპარაკა მან, გამჭოლი მზერით
მომჩერებოდა სახეში და მწარედ იღიმებოდა. სიცოცხლეში
პირველად მომმართა შენობით.
ეტყობა, იმ წუთში მას აღელვებისაგან თავბრუ დაესხა და
დივანზე ჩამოჯდა ქანცმილეული.
მეხდაკრულივით ვიდექი და თვლებს არ ვუჯერებდი, ყურებს
არ ვენდობოდი, ვინ იცის, ეგებ პოლინას ვუყვარვარ კიდეც! იგი

117
მოვიდა ჩემთან და არა მისტერ ასტლეისთან! იგი, მარტო,
ქალიშვილი, მოვიდა ჩემს ოთახში, ოტელში - მაშასადამე,
სახალხოდაც კი იტეხდა სახელს და მე კი ვდგავარ მის წინაშე
და ვერაფერი შემისმენია!
ერთმა გიჟურმა აზრმა გამიელვა თავში.
- პოლინა ერთი საათი მადროვე! მხოლოდ ერთი საათი
დამიცადე აქ... და მე დავბრუნდები! ეს... ასეა, აუცილებელია,
ნახავ! აქ იყავი, აქ დამელოდე!
გამოვვარდი ოთახიდან, აღარ მივხედე მის გაოცებულ მზერას.
რაღაც მომაძახა, მაგრამ არ მივბრუნებულვარ.
დიახ, ხანდისხან ყოვლად უცნაური, ერთის შეხედვით ყოვლად
შეუძლებელი აზრი ისე გაგიჯდება თავში, რომ ბოლოს და
ბოლოს შესაძლებლად მიიჩნევ... კიდევ მეტიც: თუ იდეას თან
ერთვის ძლიერი, ჟინიანი წადილი, მაშინ ზოგჯერ მას, ბოლოს
და ბოლოს, მიიჩნევ, როგორც ფატალურს, გარდაუვალს,
ბედისწერას; რაღაც ისეთად, რაც უკვე აღარ შეიძლება არ
ახდეს! შეიძლება, აქ არის კიდეც რაღაც, წინათგრძნობათა
რაღაცნაირი კომბინაცია, რაღაც არაჩვეულებრივი ნებისყოფა,
საკუთარი ფანტაზიით მოწამვლა, ანდა კიდევ რაღაც - არ ვიცი.
მაგრამ მე იმ საღამოს (რომელსაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ)
რაღაც საოცრება დამეუფლა. თუმცა იგი მართებულია
არითმეტიკულად, მაგრამ ამისდა მიუხედავად ჩემთვის
დღემდე სასწაულია. მაინც რატომ, რისთვის გამიჯდა ისე
ღრმად, ისე ძლიერ ეს რწმენა მაშინ, თანაც რა ხნიდან?
რასაკვირველია, მაშინ მე ვფიქრობდი ამაზე - ვიმეორებ - არა
როგორც შემთხვევაზე, რომელიც შეიძლება სხვა შემთხვევათა
რიგში ჩაირიცხოს (და მაშასადამე, შეიძლება სულაც არ
მოხდეს), არამედ როგორც რაღაც ისეთზე, რაც არ შეიძლება არ
ახდეს!
თერთმეტის ჩარექი იყო. ვოკსალში ისე დაიმედებულმა და
ამასთანავე ისეთის მღელვარებით შევაბიჯე, როგორიც ჯერ არ
განმეცადა. სამორინო დარბაზში ჯერ კიდევ ბლომად ირეოდა
ხალხი, თუმცა დილანდელთან შედარებით ორჯერ
შეთხელებული იქნებოდა.
თერთმეტი საათისათვის სამორინოში ჭეშმარიტი,
თავზეხელაღებული მემორინეები რჩებიან, რომელთათვის
წყლებზე მხოლოდ რულეტი არსებობს, რომლებიც მოსულან

118
მხოლოდ მისი ეშხით, და სხვა არაფერი აინტერესებთ მთელი
სეზონის განმავლობაში. მხოლოდ დილიდან საღამომდე
თამაშობენ და ნება რომ მისცე, მზად არიან ითამაშონ მთელი
ღამე, გათენებამდე, და მუდამ გულნაკლულნი აიშლებიან
ხოლმე, როცა თორმეტ საათზე რულეტს კეტავენ და როცა
უფროსი კრუპერი სამორინოს დაკეტვის წინ გამოაცხადებს:
„Les trios derniers coups, messieurs[58], ისინი მზად არიან ამ სამ
ფსონზე ჩავიდნენ ყველაფერს, რაც ჯიბეში მოეძევებათ, - და
მართლაც უმეტესობა მაშინ კოტრდება. მივედი ზუსტად იმ
მაგიდასთან, სადაც ამას წინათ ბებია იჯდა. არც თუ ისე ჭედვა
ყოფილა, ისე რომ ძალიან მალე დავიკავე მაგიდასთან ადგილი
ზეზეულად. სწორედ ჩემს წინ, მწვანე მაუდზე გამოყვანილი
იყო სიტყვა „Passe”. „Passe” გახლავთ ციფრთა რიგი
ცხრამეტიდან ოცდათექვსმეტის ჩათვლით. პირველი რიგი კი,
ერთიდან თვრამეტის ჩათვლით, იწოდება „Manque“-ად; მაგრამ
მერა მესაქმებოდა ამასთან? არაფერს ანგარიშს არ ვუწევდი,
არც კი გამიგონია, რომელ ციფრზე ამოვიდა უკანასკნელი
დარტყმა, თამაშის დაწყებისას არც კი დავინტერესებულვარ
ამით - ასე არ მოიქცეოდა თუნდაც ოდნავ ანგარიშიანი
მოთამაშე. მე ამოვყარე ჩემი ოცი ფრიდრიხსდორი და ჩემს წინ
წაწერილ „passe”-ზე დავყარე.
- Vingt deux[59], - გამოაცხადა კრუპერმა.
მოვიგე და ისევ ჩავედი ყველა - თავნიც და მოგებაც.
- Trente et un[60], - დაიძახა კრუპერმა. ისევ მოგება! ერთიანად,
ჩანს, ოთხმოცი ფრიდრიხსდორი გამიხდა! ავდექი და
ოთხმოცივე თორმეტ შუათანა ციფრზე ჩამოვედი (მოგება
სამმაგია, მაგრამ შანსი ორჯერ მცირდება) - ბორბალი
დატრიალდა და ამოვიდა ოცდაოთხი. გადმომილაგეს სამი
ორმოცდაათფრიდრიხსდორიანი შეკვრა და ათი ოქროს მონეტა,
სულ, თავნიანად, ორასი ფრიდრიხსდორი გამიჩნდა.
თითქოს ცხელებამ შემიპყრო, ფულის მთელი ეს გროვა
წითელზე გადავახვავე, და უცებ გონს მოვედი! მხოლოდ ამ
ერთხელ, მთელი საღამოს განმავლობაში, მთელი თამაშის
მანძილზე შიშმა ცივად დამიარა და ხელ-ფეხი ამიკანკალა.
ზარით შევიგინე და ერთ წამში მივხვდი: რას ნიშნავს ჩემთვის
ახლა წაგება! ჩემი სიცოცხლე სასწორზე იდო!
- Rouge, - დაიძახა კრუპერმა, - და სული მოვითქვი, სხეულზე

119
ცეცხლი შემომენთო, საბანკო ბილეთებით გამისწორდნენ,
ახლა კი უკვე ოთხიათასი ფლორინი და ოთხმოცი
ფრიდრიხსდორი მომიგროვდა! ჯერკიდევ მქონდა ანგარიშის
თავი.
მერე, მახსოვს, ისევ ორი ათას ფლორინს ჩავედი ისევ თორმეტ
შუათანაზე და წავაგე; ჩავედი ჩემი ოქრო და ოთხმოცი
ფრიდრიხსდორი და წავაგე; ცოფი მომერია: ხელი დავავლე
დარჩენილ ორიათას ფლორინს და თორმეტ პირველ ციფრზე
ჩავედი - ისე, ანგარიშმიუცემლად, ალალბედზე! მაინც იყო
მოლოდინის ერთი წუთი, რომელიც, შეიძლება, ჰგავდა თავისი
შთამბეჭდაობით იმას, რაც განიცადა Blanchard-მა, როცა იგი,
პარიზში, საჰაერო ბურთიდან მიწაზე დაფრინდა.
- Quatre[61], - დაიძახა კრუპერმა. სულ, ადრინდელი
თანხითურთ, ექვსიათას ფლორინამდე მომიქუჩდა.
გამარჯვებულივით მეჭირა თავი. უკვე არაფრის, არაფრის აღარ
მეშინოდა, და ოთხიათასი ფლორინი მოვისროლე შავზე. ცხრა
კაცი მაინც მოვარდა, რომ ჩემთან ერთად შავზე
ჩამოსულიყვნენ. კრუპერებმა ერთმანეთს გადახედეს და
წაილაპარაკეს. ირგვლივ მუსაიფობდნენ და ელოდნენ.
ამოვიდა შავი. ამის მერე აღარ მახსოვს სათვალავი, აღარც
ჩამოსვლათა თანმიმდევრობა. მხოლოდ სიზმარივით
მაგონდება, მგონი, თექვსმეტი ათასი ფლორინი მქონდა
მოგებული; უეცრად სამი მოცარული დარტყმით თორმეტი
ხელიდან გამომეცალა. მერე დარჩენილი ოთხი ათასი „passe“-ზე
ჩავედი, (მაგრამ უკვე აღარაფერს ვგრძნობდი ამ დროს;
მხოლოდ ველოდი, ისე მექანიკურად, უაზროდ) და ისევ
მოვიგე. ამას მოჰყვა ზედიზედ ოთხი მოგება, მხოლოდ ის
მახსოვს, ათასობით ვბღუჯავდი ფულს. მაგონდება აგრეთვე,
რომ მეტწილად თორმეტი შუათანა ამოდიოდა და მეც ამ ციფრს
ჩავაცივდი. იგი როგორღაც რეგულარულად ამოდიოდა -
უსათუოდ სამჯერ-სამჯერ ზედიზედ, მერე ორჯერ თვალს
მიეფარებოდა და ისევ გამოჩნდებოდა სამ-ოთხჯერ ზედიზედ;
ეს საოცარი რეგულარობა თავს იჩენს ზოგჯერ მიყოლებით და
სწორედ ეს აცდენს გზიდან „მედავითნე“ მემორინეებს,
როლებიც თადარიგს იჭერდნენ ფანქარმომარჯვებულები. და
როგორ დასცინის ზოგჯერ ასეთებს ბედი!
ასე მგონია, ჩემი მოსვლიდან ნახევარ საათზე მეტი არ
გასულიყო, რომ კრუპერმა მაუწყა, ოცდაათი ათასი ფლორინი

120
გაქვს მოგებულიო. ხოლო რახან ბანკი ერთ ხელობაზე მეტს
ვერ გადაიხდის, რულეტი ხვალამდე იხურებაო. ხელი დავავლე
მთელ ჩემს ოქროს, ჯიბეში ჩავიყარე, ხელი დავხვიე მთელ
ბილეთებს და მაშინვე მივაშურე მეორე მაგიდას, მეორე
დარბაზში, სადაც მეორე, სხვა რულეტი იყო. იქ მთელი ამალა
გამომყვა თან. მაშინვე გამითავისუფლეს ადგილი, ისევ
დავიწყე ფსონი, ალალბედზე და უანგარიშოდ. არ ვიცი, რა
მიფარავდა!
ხანდისხან, მართალია, გონებაში გამიელვებდა ანგარიში.
ჩავეჭიდები რომელიმე ციფრს, მაგრამ მალე თავს ვანებებდი და
ისევ უაზროდ ჩავდიოდი. ალბათ, ძალზე დაბნეული ვიყავი;
მაგონდება, რომ კრუპერებმა რამდენჯერმე შემისწორეს
თამაში. უხეში შეცდომები მომდიოდა. საფეთქლები ოფლით
დამეცვარა და ხელები მიკანკალებდა. ზოგჯერ პოლონელები
მომვარდებოდნენ და სამსახურს მთავაზობდნენ, მაგრამ ყურს
არავის ვუგდებდი. ბედი არ მღალატობდა. უცებ ირგვლივ
ჩოჩქოლი და სიცილი ატყდა. „ბრავო, ბრავო!“ გაჰყვიროდნენ
ყველანი, ზოგი ტაშს სცემდა. აქაც ოცდაათი ათასი მოვიგე და
ბანკიც მეორე დღემდე დაიხურა.
- წადით, გაეცალეთ აქაურობას! - ჩამჩურჩულებდა ვიღაცის ხმა
მარჯვნიდან. ვიღაც ფრანკფურტელი ურია იყო, მუდამ
გვერდით მედგა, და ვგონებ, შიგადაშიგ თამაშშიც
მეხმარებოდა.
- ღვთის გულისათვის, წადით! - ჩამჩურჩულა ახლა სხვა ხმამ
მარცხენა ყურში. ცალი თვალით გადავხედე - ეს გახლდათ
ძალზე უბრალოდ და წესიერად ჩაცმული ქალი, ასე,
ოცდაათიოდე წლისა. რაღაც ავადმყოფურად გაფითრებული,
მოღლილი სახის, მაინც რომ ამხელა წინანდელ თვალწარმტაც
სილამაზეს. იმ წუთს ბილეთებით ვიტენიდი ჯიბეს, რომელთაც
განურჩევლად ვჭმუჭნიდი, და ვაქუჩებდი მაგიდაზე
დარჩენილ ოქროს. ხელი ვტაცე ორმოცდაათფრდრიხსდორიან
უკანასკნელ შეკვრას და მოვასწარი ყველასაგან შეუმჩნევლად
შემეჩეჩებინა იმ ფერმკრთალი ქალისათვის. უცებ საოცრად
მომინდა ეს ჩამედინა და მისმა გამხდარმა, წვრილმა თითებმა,
მახსოვს, მაგრად ჩაბღუჯა ჩემი ხელი გულწრფელი მადლობის
ნიშნად. ყოველივე ეს ერთ წამში მოხდა.
ყველაფერი მოვაქუჩე და სწრაფად trente et quarante-ზე
გადავედი. Trente et quarante-ს ყველაზე არისტოკრატიული

121
საზოგადოება ეტანება. ეს რულეტი არ გახლავთ, ბანქოს
თამაშია. აქ ბანკი ერთ თალიაზე ას ათას ტალერამდე გასცემს.
უმაღლესი ჩამოსვლა აქაც ოთხი ათასი ფლორინია. ამ თამაშისა
სრულიად არაფერი გამეგებოდა, არც კი ვიცოდი, რაზე უნდა
ჩამოვსულიყავი, წითელისა და შავის გარდა, რომლებიც აქაც
იყო. ახლა ამას ჩავაცივდი. მთელი ვოკსალი დამეხვია. აღარ
მახსოვს, ერთხელ მაინც თუ გავიხსენე პოლინა. რაღაც
დაუოკებელ სიამოვნებას განვიცდიდი საბანკო ბილეთების
მოხვეჭით, გროვად რომ ხვავდებოდა ჩემს თვალწინ.
მართლაც, თითქოს ბედისწერას ავეტანე, ამჯერად, თითქოს
განზრახო, ერთი რამ მოხდა. თუმცა ეს ხშირად მეორდება
თამაშში. ბედი სწყალობს, მაგალითად, წითელს და თავს არ
ანებებს მას ათგზობამდის, ზოგჯერ თხუთმეტგზობამდისაც
კი, ზედიზედ; ამ სამი დღის წინ ყური მოვკარი, რომ გასულ
კვირას წითელი ზედიზედ ოცდაათჯერ ამოსულიყო. ასეთი რამ
რულეტზე არ ახსოვდათ. მერეც გაოცებით ჰყვებოდნენ.
რასაკვირველია, ყველანი მაშინვე თავს ანებებდნენ წითელს
და ათი გზობის მერე, სიტყვაზე, ვეღარავინ ბედავს მასზე
ჩამოსვლას. მაგრამ არც შავზე, წითელის საპირისპიროზე აღარ
ჩამოდის არც ერთი გაწაფული მოთამაშე; გაწაფულმა იცის, რას
ნიშნავს, ეს „შემთხვევის ახირება“. სიტყვაზე, ისე ჩანდა, რომ
თექვსმეტჯერ წითელის ამოსვლის შემდეგ მეჩვიდმეტე
დარტყმა შავზე მოვიდოდა. ამას დააცხრებიან ხოლმე
ახალბედები ჯგროდ, აორკეცებენ, ასამკეცებენ ისედაც დიდ
თანხას და ერთიანად აგებენ.
მე კი, რაღაც საოცარი ალღოს წყალობით, როცა შევნიშნე,
წითელი ზედიზედ შვიდჯერ ამოვიდა, განზრახ მას ჩავაცივდი.
ასე მეგონა, სანახევროდ პატივმოყვარეობაც ერია ამ გრძნობაში,
მინდოდა გამეოცებინა მაყურებელი გიჟური რისკით და -
საოცარი შეგრძნებაა - ცხადად მახსოვს, მართლაც
თავმოყვარეობის ყოველგვარი გამოწვევის გარეშე დამეუფლა
რისკის საოცარი წყურვილი. ვინ იცის, ამდენი
განცდაგამოვლილი სული კი არ გაჯერდება, არამედ მხოლოდ
ღიზიანდება და ახალ განცდას თხოულობს, უფრო მძაფრს,
ქანცის გაწყვეტამდე. ღმერთმანი, არა ვტყუი,
ორმოცდაათიათასი ფლორინის ერთბაშად ჩასვლის ნება რომ
მქონოდა, დაუფიქრებლად ჩავიდოდი. ირგვლივ
გაჰყვიროდნენ, რომ ეს სიგიჟეა, რომ წითელი უკვე
მეთოთხმეტეჯერ ამოდისო!

122
- Monsieur a gagnè déjà cent mille florins[62], - გაისმა ჩემს
სიახლოვეს ვიღაცის ხმა.
უცებ გამოვფხიზლდი. რაო? ამ საღამოს ასი ათასი ფლორინი
მომიგია! მეტს რა თავში ვიხლი? მივვარდი ბილეთებს,
ჩავიჭმუჭნე ჯიბეებში, დაუთვლელად, მოვხვეტე მთელი ჩემი
ოქრო, ყველა შეკვრა და გავვარდი ვოკსალიდან. ირგვლივ
იცინოდნენ, როცა დარბაზებს მივყვებოდი, როცა უყურებდნენ
ჩემს გამოტენილ ჯიბეებსა და ოქროსაგან დამძიმებულ
ნერვიულ ბიჯს. მგონი, ოქრო ნახევარ ფუთზე მეტი იქნებოდა.
შევნიშნე ჩემსკენ გამოწვდილი ხელები. ბღუჯა-ბღუჯად, რაც
კი მომხვდებოდა, ვარიგებდი. ორმა ურიამ კართან შემაჩერა.
- თქვენ გამბედავი ბრძანებულხართ, ძალიან გამბედავი! -
მითხრეს მათ, - მაგრამ ხვალ დილითვე გაემგზავრეთ,
უსათუოდ, რაც შეიძლება ადრიანად, თორემ სულ ერთიანად
წააგებთ...
ყური არ ვათხოვე. ხეივანი ისე იყო ჩაბნელებული, რომ
თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი. ოტელამდე ნახევარი
ვერსი იქნებოდა. არასოდეს არ მშინებია არც ქურდების, არც
ყაჩაღების, პატარაობისასაც კი. არც ახლა მომგონებია ისინი.
თუმცაღა, არც მახსოვს, რაზე ვფიქრობდი გზაზე; აზრს ვეღარ
ვიკრებდი. მხოლოდ რაღაც უცნაური ტკბობა დამეუფლა,
წარმატების, გამარჯვების, ძლევის - არც ვიცი, როგორ
გამოვთქვა. ჩემს თვალწინ პოლინას სახე კრთოდა; მახსოვდა
და ვგრძნობდი, რომ ახლა მასთან მივდიოდი, ვნახავდი,
მოვუყვებოდი, ვაჩვენებდი... მაგრამ ახლა ბუნდად მოვიგონე,
რას მეუბნებოდა ამის წინ, რატომ მივედი და ყველა
უკანასკნელი განცდა, საათნახევრის წინ აქეთ-იქით რომ
მახეთქებდა, ახლა ძალიან შორეულად, განვლილად და
მოძველებულად მესახებოდა. ამას უკვე აღარ გავიხსენებთ,
რადგან ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყება. თითქმის ხეივნის
ბოლოს თავზარი დამეცა: „რა მოხდება, ახლა რომ მომკლან და
გამძარცვონ!“ ყოველ ნაბიჯზე შიში მიორკეცდებოდა. თითქმის
გავრბოდი. უცებ, ხეივნის ბოლოს, ერთბაშად ჩვენი ოტელიც
აკიაფდა, ურიცხვი სინათლით გაბრწყინებული; ღმერთო: შინა
ვარ!
ავირბინე ჩემს სართულზე და კარი გამალებით შევაღე. პოლინა
იქვე იყო და ჩემს დივანზე იჯდა, ანთებული სანთლის წინ,
გულხელდაკრეფილი. გაოცებით შემომხედა, ალბათ, იმ წუთში

123
მეტად უცნაური შესახედავი ვიქნებოდი. მის წინ დავდექი და
მთელი ფული მაგიდაზე დავახვავე.

თავი XIV
მახსოვს, საოცარი ჩაციებით მომჩერებოდა, მაგრამ ადგილიდან
არ იძვროდა, გვერდიც არ უცვლია.
- ორასი ათასი ფრანკი მოვიგე, - წამოვიძახე მე და უკანასკნელი
შეკვრა მოვისროლე. ბილეთებისა და ოქროს შეკვრის
უშველებელმა ხვავმა მთელი მაგიდა დაფარა, თვალს ვეღარ
ვაცილებდი მას, დროდადრო სულაც მავიწყდებოდა პოლინა.
ხან ვაწესრიგებდი დახვავებულ საბანკო ბილეთებს, ერთად
ვაწყობდი, ხანაც ერთ გროვად ვაწყობდი ოქროს, მერე თავს
ვანებებდი ყველაფერს და დაფიქრებული ბოლთის ცემას
მოვყვებოდი ოთახში. მერე ისევ უცებ მაგიდასთან მივიდოდი,
ისევ ფულის თვლას ვიწყებდი. უცებ, თითქოს გონს მოვეგე,
კარს ვეცი და საჩქაროდ ჩავკეტე, ორჯერ გადავაბრუნე
გასაღები. ბოლოს, ფიქრებში დანთქმული, ჩემს მომცრო
ჩემოდანთან შევჩერდი.
- ხვალამდე რომ ჩემოდანში ჩამეწყო? - შევბრუნდი უცებ
პოლინასაკენ და ვკითხე. ახლაღა გამახსენდა იგი. პოლინა ისევ
გაუნძრევლად იჯდა, იმ ადგილზევე, დაჟინებით
მომჩერებოდა. რაღაც საოცარი იყო მის გამომეტყველებაში,
ჭკუაში არ დამიჯდა ეს გამომეტყველება! არ შევცდები, თუ
ვიტყვი, რომ მასში მძულვარება გამოსჭვივოდა.
უმალ მივაშურე მას.
- პოლინა, აი, ოცდახუთიათასი ფლორინი - ეს
ორმოცდაათიათასი ფრანკია, მეტიც. აიღეთ, ხვალ დილით
სახეში მიაყარეთ მას.
პასუხიც არ მაღირსა.
- თუ გნებავთ, მე თვითონ წავუღებ, დილაადრიან. კარგი?
უცებ გაიცინა. დიდხანს იცინოდა.
გაოცებით და მწუხარებით შევცქეროდი მას. ეს სიცილი ძალიან
წააგავდა იმ ადრინდელ, ხშირ, გამკილავ სიცილს, რომელიც
მუდამ თან სდევდა ჩემს გულმხურვალე სიყვარულის ახსნას.
ბოლოს, იყუჩა და მოიღუშა. მკაცრად მათვალიერებდა

124
წარბშეკრული.
- ხელსაც არ ვახლებ თქვენს ფულს, - თქვა ამრეზით.
- როგორ? რას ნიშნავს ეს? - ავყვირდი მე, - პოლინა, რატომ?
- მე ფულს მუქთად არ ვიღებ.
- მე მეგობრულად გთავაზობთ. მე სიცოცხლესაც გთავაზობთ.
მან ხანგრძლივი, გამჭოლი მზერით შემომხედა, თითქოს ჩემი
განგმირვა უნდოდა.
- ხელგაშლილად იხდით, - ჩაიცინა მან. - დე გრიეს საყვარელი
არ ღირს ორმოცდაათი ათასი ფრანკი.
- პოლინა, არ შეიძლება ჩემთან ასე ლაპარაკი! - წამოვიძახე მე
საყვედურით, - განა მე დე გრიე ვარ?
- მე თქვენ მძულხართ! დიახ... დიახ... მძაგხართ. უფრო
მეტადაც, ვიდრე დე გრიე, - წამოიძახა და თვალები რისხვით
აევსო.
სახეზე ხელები აიფარა, ისტერიკამ წამოუარა. მე მივვარდი.
მივხვდი, უჩემოდ რაღაც შეემთხვეოდა. თითქოს ჭკუაზე აღარ
იყო.
- შეგიძლია მიყიდო დე გრიესავით, ორმოცდაათიათასად. -
აღმოხდა მას გულამოსკვნილი ქვითინით. მოვეხვიე,
დავუკოცნე ხელები, ფეხები, მის წინაშე მუხლებზე დავეცი.
ისტერიკამ თანდათან გაუარა. ორივე ხელი მხრებზე ჩამომაწყო
და დაჟინებით მათვალიერებდა; თითქოს, რაიმე უნდა
ამოიკითხოსო ჩემს სახეზე; მისმენდა, მაგრამ, ჩანდა,
გულისხმას ვერ მოდიოდა, რას ვეუბნებოდი. რაღაც ზრუნვა და
ჭმუნვა გამოესახა სახეზე. მისი შემხედვარე, ავფორიაქდი, უკვე
მეჩვენებოდა, შეიშალა-მეთქი. ხან უცებ ნება-ნება
მიმიზიდავდა, ნდობით აღსავსე ღიმილი გაკრთებოდა მის
სახეზე, ხან ხელს მკრავდა და ისევ დაბინდული მზერით
დამიწყებდა თვალიერებას.
უცებ ჩამეხვია.
- გიყვარვარ, გიყვარვარ, არა? - ამბობდა იგი, - შენ ხომ, შენ ხომ...
ჩემ გამო ბარონს წაეკიდე. - და უცებ გადაიხარხარა, თითქოს

125
რაღაც სასაცილო და ამო რამ გაახსენდაო. იგი იცინოდა და
ტიროდა ერთდროულად. რა უნდა მეღონა? თვითონაც ციებ-
ცხელება მივლიდა. მაგონდება, რაღაცას მელაპარაკებოდა,
მაგრამ არაფრის გაგების თავი არ მქონდა. ეს გახლდათ
ერთგვარი ბოდვა, რაღაცნაირი ტიტინი, თითქოს ეშურებოდა,
სასწრაფოდ რაღაც ეთქვა ჩემთვის; ბოდვა, რომელსაც ზოგჯერ
მხიარული სიცილი ცვლიდა, რაც მაფრთხობდა. „არა, არა
საყვარელო, სანატრელო, - იმეორებდა იგი: - ჩემო ერთგულო!“
და ისევ მხრებზე ჩამომაწყობდა თავის ხელებს, ისევ გამჭოლი
მზერით მიმზერდა და აგრძელებდა: „შენ გიყვარვარ...
გიყვარვარ... ხომ გეყვარები?“ თვალს ვერ ვაშორებდი,
არასოდეს მინახავს იგი სიყვარულითა და სინაზით ამგვარად
ატაცებული. მართალია, ეს ბოდვა იყო, მაგრამ... როგორც კი
ჩემს ვნებიან მზერას შენიშნავდა, მაშინვე ცბიერად იღიმებოდა:
უეცრად, უმიზეზოდ, მისტერ ასტლეიზე ჩამოაგდებდა
საუბარს.
თუმცაღა, მისტერ ასტლეიზე გამუდმებით ლაპარაკობდა
(განსაკუთრებით ადრევე ლამობდა რაღაცა გაეხსენებინა და
ეამბნა), მაგრამ რას ამბობდა, მთლად ვერ გავარკვიე. მგონი,
დასცინოდა კიდეც... დაჟინებით იმეორებდა, მელოდებაო... და,
იცით თუ არა, იგი ნამდვილად დგასო ახლა ფანჯარასთან?
„დიახ, დიახ, ფანჯარასთან. მიდი, გააღე, გადაიხედე, ნახავ, იგი
აქაა, აქ!“ ფანჯრისაკენ მიბიძგებდა, მაგრამ საკმარისი იყო ბიჯი
გადამედგა, უცებ სიცილით ჩაბჟირდებოდა და მეც მასთან
ვრჩებოდი, პოლინა კი მეხვეოდა.
- ჩვენ წავალთ? ხვალ ხომ წავალთ? - შეშფოთებით
გაუელვებდა უცებ თავში. - ჰო... (იგი დაფიქრდა)... ჰო, ბებიას
დავეწევით, შენ როგორ ფიქრობ?... არა, ეგ შლანგენბერგიდან
არ ისკუპებს, შენ რაღას იტყვი? (მან გადაიხარხარა) მისმინე,
იცი სად მიდის გაის ზაფხულს? უნდა მეცნიერული კვლევის
მიზნით ჩრდილო პოლუსზე გაემგზავროს და მეპატიჟება, ჰა,
ჰა, ჰა! ამბობს, რომ თქვენ, რუსები, ევროპელების გარეშე
არაფრად ვარგიხართ და არაფერი არ იცითო... მაგრამ იგი
კეთილია! იცი „გენერალი“ შეიწყნარა. ასტლეი ამბობს რომ
Blanche... რომ ვნება, - არ ვიცი, - უცებ გაიმეორა მან, თითქოს
საუბრის ძაფი გაუწყდაო - საწყლები, ისე მებრალებიან,
ბებიაც... მისმინე, ყური მიგდე, სად შეგიძლია შენ დე გრიეს
მოკვლა! ნუთუ, ნუთუ გჯეროდა, რომ მას მოჰკლავდი? ო,
სულელო! ნუთუ ფიქრობდი რომ დე გრიესთან შესაბმელად

126
გაგიმეტებდი? შენ ბარონსაც კი ვერ მოკლავ, - დაურთო მან
უცებ სიცილით. - რა სასაცილო იყავი მაშინ ბარონთან, მე
სკამიდან გიყურებდით ორთავეს. ფეხები უკან გრჩებოდა,
როცა გაგგზავნე. რამდენი ვიცინე, რამდენი ვიცინე მაშინ. -
დაუმატა მან ხარხარით.
უცებ ისევ მომეხვია და კოცნა დამიწყო; ისევ ნაზად და ვნებით
მეკვროდა სახით სახეზე. უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი და
არაფერი გამიგია. თავბრუ დამეხვა...
ასე მგონია, დილის შვიდი საათი იქნებოდა, როცა გონს მოვედი;
ოთახში მზე ანათებდა. პოლინა ჩემს სიახლოვეს იჯდა და
უცნაურად იმზირებოდა აქეთ-იქით, თითქოს რაღაც
ბურანიდან ფხიზლდებოდა, ცდილობდა რაღაც გაეხსენებინა.
მასაც ეს წუთია გაღვიძებოდა და დაჟინებით მისჩერებოდა
მაგიდას და ფულს. თავი დამმძიმებოდა და მტეხდა. პოლინას
ხელზე წავეტანე, უცებ ხელი მკრა და დივანიდან წამოვარდა;
ქუფრი დღე თენდებოდა, მთელი ღამე ეწვიმა. პოლინა
ფანჯარასთან მივიდა, გახსნა, გადაეყუდა ფანჯარაში, ხელებზე
დაეყრდნო, ნიდაყვები ფანჯრის ჩარჩოზე ჩამოაწყო, ასე დაჰყო
სამიოდე წუთი, ჩემსკენ არც მოუხედავს და ყურიც არ უგდია,
რას ვეუბნებოდი. შიშით ვფიქრობდი: რა მელის და რით
დამთავრდება-მეთქი ყოველივე ეს? უცებ ფანჯარას მოშორდა,
მოვიდა მაგიდასთან, მომაჩერდა უსაზღვრო სიძულვილით და
ბრაზით აკანკალებული ტუჩებით მითხრა: - აბა, მომეცი ახლა
ჩემი ორმოცდაათიათასი ფრანკი.
- პოლინა, ისევ თავიდან წამოიწყე, - ვთქვი მე.
- ხომ არ გადაგიფიქრია? ჰა-ჰა-ჰა! შეიძლება უკვე დაგენანა
კიდეც?
ოცდახუთიათასი ფლორინი, გუშინდელი გადათვლილი,
მაგიდაზე ელაგა. ავიღე და მივაწოდე.
- ახლა ეს უკვე ჩემია? ასეა, ხომ? - ბოღმით მეკითხებოდა იგი,
ფული ხელში ეჭირა.
- მუდამაც შენი იყო, - ვთქვი მე.
- ჰოდა, აი შენი ორმოცდაათი ათასი ფრანკი! - მოიქნია და
მომაყარა. ფულის დასტა მტკივნეულად მომხვდა სახეში და
იატაკზე მიმოიფანტა. პოლინა ოთახიდან გავარდა.

127
ვიცი, რასაკვირველია, იმ წუთში იგი თავის ჭკუაზე არ იყო,
თუმცა არაფერი გამეგება ამ უცაბედი აშლილობისა. მართალია,
იგი ახლაც, აგერ მთელი თვე გავიდა და ისევ ავადაა. მაინც რა
იყო ამ მდგომარეობის და, რაც მთავარია, მისი საქციელის
მიზეზი? შეურაცხყოფილი სიამაყე? სასოწარკვეთა იმის გამო,
რომ მან გადაწყვიტა ჩემთანაც კი მოსულიყო? ანდა ხომ არ
მომეჩვენა, რომ თავს ვიწონებდი ჩემი ბედნიერებით და
მთლად დე გრიესავით მინდა თავიდან მოვიშორო
ორმოცდაათიათას ფრანკად? მაგრამ ასეთი რამ ხომ გუნებაშიც
არ გამივლია. ასე მგონია, აქ ნაწილობრივ მისი
პატივმოყვარეობაც იყო გარეული: პატივმოყვარეობამ
უკარნახა, არ ერწმუნა ჩემი და გავებიაბრუებინე,
შეურაცხვეყავი, თუმცა, შეიძლება, თვითონაც ნათლად ვერ
წარმოედგინა ეს ამბავი. ამგვარად, მე, ცხადია, პასუხი
მაგებინეს დე გრიეს ნაცვლად და დამნაშავედ მცნეს მცირე
დანაშაულის გამო. მართალია, ეს მხოლოდ ბოდვა იყო.
მართალია, ვიცოდი, რომ იგი ბოდავდა... და ყურადღება არ
მივაქციე ამ გარემოებას. შესაძლოა, მას აღარ ძალუძს
მომიტევოს ეს? დიახ, მაგრამ ეს ახლა. ხოლო მაშინ, მაშინ?
მაშინაც ხომ ასე აფორიაქებული არ ყოფილა, რომ სულ ვერ
განესაჯა, რას სჩადიოდა, როცა დე გრიეს წერილი მომიტანა?
გამოდის, კარგად იცოდა, რასაც სჩადიოდა.
როგორღაც, ნაუცბათევად, მთელი ჩემი ფული და ოქროს გროვა
საწოლზე დავახვავე, რაღაც წავაფარე და პოლინას წასვლის
შემდეგ ათ წუთში ოთახიდან გავედი. მჯეროდა, იგი სახლში
მიირბენდა, მინდოდა უჩუმრად შევსულიყავი მათთან და
წინკარში გადიასათვის გამომეკითხა ქალბატონოს
ჯანმრთელობის ამბავი. რაოდენ განვცვიფრდი, როცა კიბეზე
შემოგებებული გადიასაგან შევიტყვე, რომ პოლინა ჯერაც შინ
არ დაბრუნებულიყო და თვითონ მოდიოდა ჩემთან მისი ამბის
შესატყობად.
- ეს წუთია, - ვეუბნებოდი ძიძას, - ეს წუთია გამოვიდა ჩემგან,
ათი წუთის წინ, სად უნდა წასულიყო?
გადიამ წყრომით შემომხედა.
ამასობაში ერთი ამბავი დატრიალდა, რაზედაც უკვე მთელი
ოტელი ალაპარაკდა. საშვეიცაროსა და ობერ-კელნერის
სადგომში ჩურჩულებდნენ, რომ ფროილაინი დილით, ექვს
საათზე გავარდა ოტელიდან, თავსხმაში, და hôtel d’Angleterre-

128
ისკენ გაიქცაო. მათი სიტყვებისა და ნართაულებისაგან
დავასკვენი, უკვე იცოდნენ, პოლინამ ღამე ჩემს ოთახში რომ
გაათენა. ეგ კი არა და, გენერლის ოჯახზეც უკვე რას არ
ჰყვებოდნენ: ყველამ შეიტყო, რომ გუშინ გენერალი გადაირია
და მთელი ოტელის გასაგონად ბღაოდა. თანაც დასძენდნენ,
რუსეთიდან ჩამოსული ბებია მისი დედა იყო, და აქ იმ
განზრახვით ჩამოვიდა, შვილისათვის m-lle Blanche-ზე
ქორწინება აეკრძალაო, და დაემუქრაო, თუ ყურს არ მიგდებ,
მემკვიდრეობას ჩამოგართმევო. და რადგან გენერალმა
მართლაც არ გაუგონა, გრაფინიამ მის თვალწინ რულეტზე
განზრახ წააგო მთელი თავისი ფული, რომ გენერალს არაფერი
დარჩენოდაო. „Diese Russen[63]“, - იმეორებდა ობერ-კელნერი
წყრომით, თავის კანტურით. სხვები ქირქილებდნენ. ობერ-
კელნერი ანგარიშს ამზადებდა. ჩემი მოგება უკვე
გახმაურებულიყო, არლმა, ჩემმა მეტალანემ პირველმა
მომილოცა. მაგრამ მათთვის აღარ მეცალა. d’Angleterre-ისკენ
გავქანდი.
ჯერ ისევ ადრე იყო. მისტერ ასტლეი არავის იღებდა; როცა
შეიტყო ჩემი მისვლა, თვითონ გამოვიდა ტალანში, წინ
გამიჩერდა და მდუმარედ მომაპყრო თავისი ცივი მზერა იმის
მოლოდინში, თუ რას ვეტყოდი. მაშინვე პოლინას ამბავი
ვკითხე.
- პოლინა ავადაა, - მომიგო მისტერ ასტლეიმ. წინანდებურად
სახეში მომჩერებოდა და თვალს არ მაშორებდა.
- იგი მართლა თქვენთანაა?
- ო, დიახ, ჩემთანაა.
- მერე თქვენ... განზრახული გაქვთ თქვენთან იყოლიოთ?
- ო, დიახ, ასე განვიზრახე.
- მისტერ ასტლეი, ამას მითქმა-მოთქმა მოჰყვება; ეს
შეუძლებელია. თანაც იგი ავადაა; თქვენ, შესაძლოა, არც
შეგინიშნავთ?
- ო, დიახ, შევნიშნე და გითხარით კიდეც, რომ ავადაა. ავად რომ
არ ყოფილიყო, თქვენთან არ დაჰყოფდა მთელ ღამეს.
- ეს საიდანღა იცით?

129
- ვიცი. პოლინა გუშინ უნდა მოსულიყო აქ, ჩემს ნათესავ
ქალთან უნდა წამეყვანა, მაგრამ რახან ავად იყო, თავგზა აებნა
და თქვენთან წამოვიდა.
- წარმოგიდგენიათ! მომილოცავს, მისტერ ასტლეი. თუმცა,
თქვენ მე თვალი ამიხილეთ. ხომ არ მდგარხართ წუხელ ჩვენს
ფანჯრებთან? მისს პოლინა მთელი ღამე მაძალებდა, გამეღო
ფანჯარა და გადამეხედა - ხომ არ იდექით იქ, ფანჯარასთან.
მაძალებდა და შემზარავად იცინოდა.
- ნუთუ? არა, ფანჯარასთან არა ვმდგარვარ. მე ტალანში
ველოდებოდი და ვწრიალებდი.
- კი მაგრამ, პოლინას ხომ მკურნალობა ჭირდება, მისტერ
ასტლეი.
- ო, რასაკვირველია, უკვე ვუხმე ექიმს, და თუ იგი მოკვდება,
ჩემ წინაშე აგებთ პასუხს მისი სიკვდილის გამო.
მე შევცბი: - მომიტევეთ, მისტერ ასტლეი, რა განგიზრახავთ?
- მართალია, გუშინ ორასიათასი ტალერი მოგიგიათ?
- მხოლოდ ასიათასი ფლორინი.
- ხომ ხედავთ! ასე რომ, ამ დილით პარიზში გაემგზავრებით.
- რატომ?
- რუსები, თუ ფული აქვთ, ყველანი პარიზში გარბიან, -
განმიმარტა მისტერ ასტლეიმ ისეთი ხმითა და კილოთი,
თითქოს დაზეპირებულს იმეორებსო.
- კი მაგრამ, ახლა, ზაფხულში, პარიზში რა უნდა ვაკეთო? მე
პოლინა მიყვარს, მისტერ ასტლეი, თქვენ კარგად
მოგეხსენებათ ეს.
- ნუთუ? დარწმუნებული ვარ, რომ არა; თანაც, აქ თუ
დარჩებით, წააგებთ, რასაკვირველია, ყველაფერს და პარიზში
წასასვლელად არაფერი დაგრჩებათ. აბა, მშვიდობით. ღრმად
დარწმუნებული ვარ, დღეს პარიზს გაემგზავრებით.
- კარგი, მშვიდობით, ოღონდ მე პარიზში წამსვლელი არ ვარ.
დაფიქრდით, მისტერ ასტლეი, იმაზე, თუ რა მოგველის, ერთი
სიტყვით, გენერალი... ახლა კიდევ ეს ამბავი მისს პოლინას

130
თავს - მთელ ქალაქს მოედება.
- დიახ, მთელ ქალაქს. გენერალი კი, მე მგონია, არ ფიქრობს
ამაზე და არც სცხელა საამისოდ. თანაც მისს პოლინას სრული
უფლება აქვს იცხოვროს, სადაც მოესურვება. გენერლის
ოჯახზე კი შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამიერიდან
ასეთი ოჯახი არ არსებობს.
მივდიოდი და გუნებაში ვიცინოდი ამ ინგლისელის უცნაურ
ახირებაზე, რომ პარიზში წადიო. „მაგას უნდა დუელში
მომკლას, - ვფიქრობდი მე, - თუ mademoiselle პოლინა
მოკვდება. გამოჩნდა, რაღა, კომისია! ღმერთმანი, პოლინა
მებრალებოდა, მაგრამ, - საოცარია - იმ წუთიდანვე, როცა გუშინ
შევეხე სამორინე მაგიდას და ფულის დასტებად მოხვეტა
ვიწყე - ჩემმა სიყვარულმა თითქოს მეორე ადგილზე
გადაინაცვლა. ამას ახლა ვამბობ, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ
ვამჩნევდი ნათლად. ნუთუ მე ნამდვილი მემორინე ვარ, და
ნამდვილად... უცნაურად მიყვარდა პოლინა? არა, ახლაც
მიყვარს, ხედავს უფალი! მაშინ კი, მაშინ, როცა მისტერ
ასტლეის დავშორდი და შინ ვბრუნდებოდი, გულწრფელად
ვიტანჯებოდი და თავს ვიდანაშაულებდი, მაგრამ... მაგრამ
უცებ ძალზე უცნაური და სულელური ამბავი გადამხდა თავს.
გენერალთან მისვლას ვჩქარობდი, რომ უცებ მათი ბინის
სიახლოვეს გაიღო კარი და ვიღაცამ დამიძახა. ეს m-me veuve
Cominges გახლდათ და M-lle Blanche-ის დავალებით მიხმობდა.
შევედი m-lle Blanche-ის ბინაში.
მათ არც თუ ისე დიდი, ოროთახიანი ნომერი ეჭირათ, საწოლი
ოთახიდან მოისმოდა m-lle Blanche-ის წიოკობა და სიცილი. იგი
ლოგინიდან დგებოდა.
- A, c’est lui! Vienes donc, bête! მართალია, რომ que tu as gagnè une
montagne d’or et d’argent? J’aimerais mieux l’or.[64]
დიახ, მოვიგე-მეთქი, სიცილით ვუპასუხე.
- რამდენი?
- ასი ათასი ფლორინი.
- Bibi, comme tu es bête. რაღას უდგეხარ, შემოდი, მანდედან
არაფერი მესმის. Nous ferons bombance, n’est-ce pas?[65]

131
მე მასთან გავედი. იგი ატლასის ვარდისფერ საბანში
ნებივრობდა; საბანქვეშიდან კი მოუჩანდა მზედაკრული,
ხორბლისფერი, სავსე, საოცარი მხრები, ისეთი, მხოლოდ
სიზმარში რომ მოელანდება კაცს. მხრებს ძლივს უფარავდა
ქათქათა მაქმანებით გაწყობილი მოღეღილი პერანგი, რაც
საოცრად უხდებოდა მის მუქ კანს.
- Mon fils, as-tu du coeur?[66] - წამოიძახა მან ჩემს დანახვაზე და
გადაიხარხარა. იგი მუდამ მხიარულად იცინოდა და ზოგჯერ
გულწრფელადაც.
- Tout autre… - ვცადე კორნელის პერიფრაზირება.
- აი, ხედავ, vois-tu, - აჭიკჭიკდა იგი უცებ, - ჯერ ერთი, წინდები
მომიძებნე, მომეხმარე ფეხთ ჩავიცვა, - მეორეც, si tu n’es pas trop
bête, je te prends á Paris.[67]ხომ იცი, ახლავე მივდივარ.
- ახლავე?
- ნახევარ საათში.
მართლაც, ყველაფერი ჩაელაგებინათ. ჩემოდნები და მისი
ნივთები გამზადებული იყო. ყავაც კარგახანია მოერთმიათ.
- Eh bien! გინდა, tu verras Paris. Dis donc qu’est ce que c’est qu’un
outchitel? Tu ètais bien bête, quand tu êtais outchitel.[68] სადაა ჩემი
წინდები? ჩამაცვი ჩქარა, აბა!
მან გამომიშვირა მართლაცდა ჭკუისამრევი ფეხი, მუქი, პატარა,
ჩამოქნილი, როგორც თითქმის ყველა ფეხი, რომლებიც ასე
საყვარლად გამოიყურება ფეხსაცმელში. გავიცინე და
აბრეშუმის წინდების წამოცმას შევუდექი. m-lle Blanche კი
არხეინად იჯდა საწოლში და გაუთავებლად ყბედობდა.
- Eh bien, que feras-tu, si je te prends avec? ჯერ ერთი, je veux cinquante
mille francs, შენ მას ფრანკფურტში მომცემ. Nous allons á Paris. იქ
ერთად ვიცხოვრებთ, et je te ferai voir des ètoiles en plein jour.[69]
ისეთ ქალებს ნახავ, აქამდე რომ არ მოგლანდებია. მისმინე...
- დაიცა, შენ რომ ორმოცდაათიათასი მოგცე, მე რაღა დამრჩება?
- Et cent cinquante mille francs, გარდა ამისა, დაგავიწყდა, რომ
თანახმა ვარ შენს ბინაზე დავრჩე ერთი ორი თვე, que sais je! ორ
თვეს, რასაკვირველია, გვეყოფა ეგ ასორმოცდაათიათასი
ფრანკი, ხედავ, je suis bonne enfant,[70] და მერე, წინდაწინვე

132
გეუბნები, mais tu verras des ètoiles.
- როგორ, სულ ორ თვეში?
- რაო, გულს შემოგეყარა? Ah vil esclave![71] იცი თუ არა შენ, რომ
ამგვარი ცხოვრების ერთი თვე ჯობს მთელ შენს არსებობას.
ერთი თვე - et après-le dèluge. Mais tu ne peux comprendre, va! -
გამეცა, გასწი, ამის ღირსი არა ხარ! que fais-tu?[72]
იმ წუთას მეორე ფეხზე ვაცმევდი, ვერ მოვითმინე და ვაკოცე.
მან ფეხი გამომგლიჯა და სახეში დამცხო. ბოლოს, სულაც
გამაგდო. Eh bien, mon outchitel, je t’attends si tu veux.[73]
თხუთმეტი წუთის შემდეგ მე მივემგზავრები!“ - მომაძახა მან.
შინ მიბრუნებისას უკვე გაბრუებული ვიყავი. რა გაეწყობა, რა
ჩემი ბრალია, თუ m-lle პოლინამ სახეში მომაყარა მთელი დასტა
და გუშინვე მისტერ ასტლეი არჩია ჩემს თავს. რამდენიმე
საბანკო ბილეთი ახლაც ძირს ეგდო. წამოვკრიფე. იმ წუთში
გაიღო კარი და გამომეცხადა თვით ობერ-კელნერი (რომელიც
ადრე ზედაც არ მიყურებდა) და შემომთავაზა ქვემოთ,
დიდებულ ნომერში ხომ არ ისურვებო დაბინავებას, სადაც აგერ
აქამდე ცხოვრობდა გრაფი B-ო.
გავჩერდი, დავფიქრდი.
- ანგარიში! - დავიძახე მე. - ახლავე გავემგზავრები, ათ წუთში -
„თუ პარიზია, პარიზი იყოს, - გავივლე გუნებაში, - ეტყობა, ასე
მიწერია“.
თხუთმეტი წუთის შემდეგ მართლაც სამნი ვისხედით ერთ
საერთო, საოჯახო ვაგონში. მე, m-lle Blanche et m-me Cominges. M-
lle Blanche ჩემს დანახვაზე სიცილით კვდებოდა და ისტერიკა
მოსდიოდა. Veuve Cominges ბანს აძლევდა. ვერ გეტყვით, რომ
მეც ვხარობდი. ცხოვრება ორად გაიყო, მაგრამ გუშინდელს
აქეთ მივეჩვიე ყველაფერი სასწორზე შემეგდო. შეიძლება ისიც
მართალია, რომ ვერ შევიშნოვე ფული და თავბრუ დამესხა.
Peut-ètre, je ne demandais pa s mieux.[74] ასე მეგონა, რომ დროებით
- ოღონდ მხოლოდ დროებით - იცვლებოდა დეკორაციები, -
ერთი თვის შემდეგ აქვე ვიქნებით და მაშინ... „მაშინ კიდევ
მოვსინჯავთ ერთმანეთს, მისტერ ასტლეი!“ არა, როგორც ახლა
მახსენდება, მაშინვე მერეოდა სევდა, თუმცაღა
თავდავიწყებით ვხარხარებდი ამ თავქარიან Blanche-თან.

133
- რა დაგემართა? ისეთი აბუეტი ხარ, ისეთი აბუეტი. - მალიმალ
წამოიძახებდა Blanche, სიცილს შეწყვეტდა და სერიოზულად
შეუდგებოდა ჩემს თათხვას. - დიახ, დიახ, წირვას
გამოვუყვანთ შენს ორასიათას ფრანკს, სამაგიეროდ, mais tu
seras hereux, comme un petit roi; თვითონ გამოგინასკვავ
ყელსახვევს და გაგაცნობ Hortense-ს. როცა ფული გამოგველევა,
აქ მოხვალ და ისევ მოხსნი ბანკს. რა გითხრეს ურიებმა?
მთავარია გამბედაობაო, და შენ კი გამბედაობა არ გაკლია,
კიდევ ბევრჯერ ჩამომიტან პარიზში ფულს. Quand á moi, je veux
cinquante mille francs de rente et alors…[75]
- გენერალს რაღას უზამ? - ვკითხე მას.
- გენერალი, შენც კარგად მოგეხსენება, ყოველ ცისმარე დღე ამ
დროს ჩემთვის თაიგულის მოსატანად მიდის. ამჯერად
განზრახ ვუბრძანე ეშოვა ძალზე იშვიათი ყვავილები. საბრალო!
დაბრუნდება, ჩიტი კი გაფრენილი დახვდება. მაშინვე
თავპირისმტვრევით დაგვედევნება. ჰა, ჰა, ჰა! ძალიან
გამეხარდება. პარიზში გამომიდგება; მის აქაურ ვალებს მისტერ
ასტლეი გაისტუმრებს.
ასეთნაირად გავემგზავრე მაშინ პარიზში.

თავი XV
აბა რა უნდა გითხრათ პარიზზე? ყველაფერი ეს,
რასაკვირველია, ბოდვა და სიბრიყვე გახლდათ. პარიზში სულ
სამიოდე კვირა დავყავი და ამ ხნის განმავლობაში ერთიანად
გამოვუყვანე წირვა ასიათას ფრანკს. მე მხოლოდ ასიათასს
ვახსენებ. დანარჩენი ასიათასი ფულად ჩავუთვალე m-lle
Blanche-ს. ორმოცდაათი ათასი ფრანკფურტში და სამი დღის
მერე პარიზში ისევ მივეცი ორმოცდაათიათასის ვექსილი,
რომელიც ერთი კვირის მერე გაინაღდა ჩემგან ფულით. „et les
cent mille francs, qui nous restent tu les mangeras, avec moi, mon
outchitel“[76] სულ ერთთავად outchitel-ს მეძახდა. ძნელია კაცმა
წარმოიდგინოს m-lle Blanche-ზე უფრო ანგარებიანი, გამჭრიახი,
ძუნწი არსება. მაგრამ ეს მაშინ, თუ საქმე მის ფულზე
მიდგებოდა. რაც შეეხება ჩემს ასიათას ფრანკს, როგორც მერე
აშკარად გამიტყდა, მას ჭირდებოდა პარიზში პირველად თავის
წარდგენისათვის. „ასე რომ, ახლა სამუდამოდ დავიმკვიდრე
კარგი სახელი, და ახლა კაი ხანს ვერავინ ძვრას ვერ მიზამს,
ყოველ შემთხვევაში, მე ეს ასიათასი თითქმის თვალითაც არ

134
მინახავს. ფული მის ხელში იყო, ხოლო ჩემს ქისაში, რომელსაც
იგი ყოველდღე ხელს უფათურებდა, არასოდეს ყოფილა ას
ფრანკზე მეტი.
- აბა, რად გინდა ფული, - მეუბნებოდა იგი ხანდახან ძალზე
გულუბრყვილოდ და არც ვედავებოდი. სამაგიეროდ იმ
ფულით ძალიან კარგად მოაწყო თავისი ბინა და როცა
ახალმოსახლეობაზე მიმიპატიჟა, ოთახების დათვალიერებისას
მითხრა: „აი, რა შეიძლება მომჭირნეობითა და გემოვნებით
გააკეთო, სულ მცირეოდენი სახსრებითო“. ის მცირეოდენი,
ზუსტად ორმოცდაათიათასი ფრანკი გახლდათ, არც მეტი, არც
ნაკლები. დანარჩენი ორმოცდაათიათასით გაიჩინა ეტლი,
ცხენები, გარდა ამისა, გავმართეთ ორი მეჯლისი, ანუ ორი
საღამო, სადაც გვეწვივნენ Hortense-იც, Lisette-იც და Clèopâtre-აც,
ყოველმხრივ ფრიად ღირსეული ქალები და არც თუ
შეუხედავნი. ამ ორ საღამოს მე იძულებული ვიყავი მეთამაშა
მასპინძლის სულელური როლი, დავხვედროდი და გამერთო
ახალგამდიდრებული და ბრიყვი ვაჭრის ცოლები, აუტანელად
უზრდელი და უსირცხვილო პორუჩიკები, ბეჩავი ავტორები და
ჟურნალის ჭიები, რომლებიც მოგვევლინნენ მოდურ ფრაკებში,
ხელთათმანებში გამოწკეპილნი, პატივმოყვარენი და ყოყოჩნი
იმ ზომამდე, რომ ჩვენთან, პეტერბურგშიც კი უაზრობად
მოეჩვენებოდა კაცს - ამის თქმა კი ბევრს ნიშნავს. სტუმრებმა
ჩემი გამასხარავებაც კი მოინდომეს, მაგრამ მე შამპანურით
გამოვთვერი და უკანა ოთახში მივეგდე. ყოველივე ეს ჩემთვის
ფრიად და ფრიად ზიზღის მომგვრელი გახლდათ. C’est un
outchitel, - ამბობდა ჩემზე Blanche, - il a gagnè deux cent mille
francs[77] და უჩემოდ არც კი ეცოდინებოდა, რაში დაეხარჯა ეს
ფული. მერე ისევ დაიწყებს მასწავლებლობას. ხომ არავის
ეგულება ადგილი? რამე უნდა გავახერხო მაგისთვის“.
შამპანურს მივეძალე, რადგან სულ სევდიანი და მეტად
მოწყენილი ვიყავი. ვცხოვრობდი ნამდვილ ბურჟუაზიულ,
ნამდვილ მერკანტილურ გარემოში, სადაც თითოეული სუ
ნაანგარიშევი და გამოზომილი ჰქონდათ. Blanche-ს პირველ ორ
კვირას მაინცდამაინც გულზე არ ვეხატებოდი, ეს შევნიშნე;
მართალია, დიდებულად გამომაწყო და ყოველდღე თვითონ
მინასკვავდა ყელსახვევს, მაგრამ გულის კუნჭულში
გულწრფელად ვეზიზღებოდი. ამას იოტის ოდენა
ყურადღებასაც არ ვაქცევდი. უნიათობისა და
მოწყენილობისაგან სიარული დავიწყე ჩვეულებრივ „Cháteau

135
des Fleurs[78]-ში“, სადაც რეგულარულად, ყოველ საღამოს,
ვთვრებოდი და ვსწავლობდი „კანკანს“ (რასაც იქ
უსაზიზღრესად ცეკვავენ). ამის კვალობაზე ერთგვარად
სახელიც კი გავითქვი. ბოლოს, Blanche-მა გაიგო რა შვილიც
ვიყავი; როგორღაც წინდაწინვე წარმოიდგინა, რომ ჩვენი
თანაცხოვრების განმავლობაში მე ფანქრითა და ქაღალდით
ხელში დავუწყებდი უკან დევნას და ვიანგარიშებდი, რამდენი
დახარჯა, რამდენი მოიპარა, რამდენს ხარჯავს და კიდევ
რამდენს ამწაპნის. და რასაკვირველია, დარწმუნებული იყო,
რომ ყოველი ათფრანკიანის გულისთვის აყალმაყალი
შეგვიდგებოდა. წინასწარ მოეფიქრებინა, მის მიერვე
წარმოდგენილ ყოველ ჩემს თავდასხმაზე რა პასუხი მოეცა.
მაგრამ როცა ჩემი მხრიდან არავითარი თავდასხმა არა ჩანდა,
ერთხანს კინაღამ თავადვე შემომიტია. იყო შემთხვევა,
რაღაცაზე ცხარედ წამოიწყებდა ლაპარაკს, ბოლოს რომ
დაინახავდა, კრინტს არა ვძრავდი - მეტწილად ტახტზე
ვნებივრობდი და გაუნძრევლად მივჩერებოდი ჭერს -
გაიოცებდა კიდეც. თავიდან ასე ეგონა, სულელია და ეგ არიო,
მერე უეცრად თავს ანებებდა ყოველგვარ ახსნა-განმარტებას,
ალბათ, გუნებაში ფიქრობდა: „მაინც ხომ ბრიყვია; რაღას
მივახვედრო, თუ თვითონ არ ესმისო“. იყო შემთხვევა,
გამეცლებოდა და ათი წუთის შემდეგ ისევ მობრუნდებოდა (ეს
ხდებოდა მისი თავაწყვეტილი ხელგაშლილობის დროს, როცა
იგი განუზომლად ფლანგავდა ჩვენს სახსრებს. მაგალითად,
ცხენები შეცვალა, თექვსმეტ ათასად იყიდა წყვილი ქურანი).
- რაო, Bibi, მაშ არ წყრები? - მომეალერსებოდა იგი.
- აარა! მომ-ბეზრ-დი! - ვამბობდი მე. და ხელით ვიცილებდი,
მაგრამ ამან ცნობისწადილი გაუღვიძა და მაშინვე ახლოს
მომიცუცქდა.
- ხედავ, თუ გადავწყვიტე ამდენის გადახდა, ეს იმიტომ, რომ
ცხენებს შემთხვევით ჰყიდდნენ. შეიძლება მერე ოციათასად
გავყიდო.
- მჯერა, მჯერა. დიდებული ცხენებია. ახლა შესანიშნავი ეტლი
გაქვს. გამოგადგება. ყველაფერი რიგზეა.
- მაშ, არ წყრები?
- რაზე უნდა გავწყრე? ძალიანაც ჭკვიანურად ირჯები, რომ
იმარაგებ ზოგიერთ შენთვის აუცილებელ რასმე. ყოველივე ეს

136
მომავალში გამოგადგება. მე ვხედავ, მართლაც გჭირდებოდა
ფეხზე წამოყენება, სხვაგვარად მილიონს ვერ მოიხვეჭ. აქ ჩვენი
ასიათასი ფრანკი მხოლოდ დასაწყისია, ზღვაში წვეთი.
Blanche, რომელიც ჩემგან ასეთ განსჯას ყველაზე ნაკლებ
ელოდა (ყვირილისა და დაყვედრების ნაცვლად!), თითქოს
პირველად მხედავდაო.
- კი... აი, როგორი ყოფილხარ შენ! Mais tu as l’esprit pour
comprendre. Sais-tu, mon garçon[79], თუმცა მასწავლებელი ხარ,
მაგრამ უფლისწულად უნდა დაბადებულიყავი! არ ნაღვლობ,
ფული სწრაფად რომ გეცლება ხელიდან?
- ჯანდაბას მაგისი თავი, ნეტავი კი ჩქარა გათავდებოდეს!
- Mais… sais-tu… mais dis donc, შენ ნუთუ მდიდარი ხარ? Mais sais-
tu, რაღაც მეტისმეტად უბზუებ ტუჩს ფულს. Qu’est-ce que fu
feras après, dis donc?[80]
- Après ჰომბურგში წავალ და ისევ მოვიგებ ასიათას ფრანკს.
- Oui, oui c’est, ça c’est magnifique![81] ჰო, ვიცი, აუცილებლად
მოიგებ და ჩამოიტან. Dis dons იმდენს იზამ, რომ მართლა
შემიყვარდები! Eh bien, იმიტომ, რომ ასეთი ხარ, მუდამ
მეყვარები და არასოდეს არ გიღალატებ. ხედავ, ამ ხნის
განმავლობაში თუმცა არ მიყვარდი, parce que je ctoyais, que tu
n’est qu’un outchitel (quelque chose comme un laquais, n’est-ce pas?)[82],
მაგრამ მაინც გიერთგულე, parce que je suis bonne fille.
- ე, მაგას კი ტყუი! არც ალბერტთან გიღალატნია ამ წინეებზე,
იმ შავტუხა ოფიცერთან? გგონია, ვერ დაგინახავდი?
- Oh, oh, mais tu es…[83]
- ჰოდა, ტყუი, ცრუობ. ან ეგებ გგონია, რომ ვბრაზობ. ჯანდაბას
შენი თავი; il faut que la jeunesse passe[84]. ხომ ვერ გააგდებდი, ის
ხომ ჩემზე ადრე იყო და შენც გიყვარს. ოღონდ ფულს კი ნუ
მისცემ, გესმის?
- გამოდის, არც ამაზე ბრაზობ? Mais tu es un vrai philosophe, sais-tu?
Un vrai philosophe! წამოიძახა მან აღტაცებით - Eh, bien, je t’aimerai,
je t’aimerai – tu serras content.[85]
და მართლაც ამის მერე იგი თითქოს შემეთვისა კიდეც,
დამიმეგობრდა, და ასე გავიდა დანარჩენი ათი დღეც.

137
შეპირებული „ვარსკვლავები“ არ მინახავს, მაგრამ საქმით
შეასრულა დანაპირები. გარდა ამისა, გამაცნო Hortense,
რომელიც თავისებურად ფრიად შესანიშნავი ქალი გახლდათ
და ჩვენს წრეში Thèrèse-philosophe-ს ეძახდნენ...
თუმცა, არც ღირს ამაზე ყურადღების შეჩერება, ამაზე შეიძლება
სხვა მოთხრობა დაიწეროს, განსაკუთრებული კოლორიტით,
რომელიც არ მინდა ამ ამბავში ჩავურთო. საქმე ისაა, რომ
მთელი სულითა და გულით ვნატრობდი, ყოველივე ამას მალე
მოღებოდა ბოლო. მაგრამ ჩვენი ასიათასი გაგვწვდა, როგორც
ადრევე მოგახსენეთ, თითქმის ერთ თვეს, რაც გულწრფელად
მაოცებდა. ამ ფულიდან Blanche-მა არანაკლებ ოთხმოცი
ათასისა ძვირფასი ნივთები შეიძინა, ჩვენ მხოლოდ ოციათასი
გვქონდა და ვიმყოფინეთ. Blanche, რომელიც, ბოლოს და
ბოლოს, ჩემთან თითქმის გულახდილი იყო (ყოველ
შემთხვევაში ზოგ რასმე მართალს მეუბნებოდა), გამიტყდა,
რომ რაც არ უნდა იყოს, ის ვალი მაინც არ დამედებოდა, რაც მან
იძულებით აიღო. „მე ხომ შენთვის არ შემომიჩეჩებია
ვექსილები და ანგარიში, - მეუბნებოდა იგი, - ამდენად
დაგინდე. სხვა, ჩემს ადგილზე, უსათუოდ ასე მოიქცეოდა და
ციხეში ამოგაყოფინებდა თავს. ხომ ხედავ, როგორ მიყვარდი და
რაოდენ კეთილი ვარ! ჯერ მარტო ეს წყეული ქორწილი
რამდენი დამიჯდება!
ქორწილი მართლაც გვქონდა. ეს მოხდა ჩვენი თვის
მიწურულში და უნდა ვიგულისხმო, რომ ამ ქორწილზე ჩემი
ასიათასი ფრანკის სულ უკანასკნელი ნამუსრევი დაიხარჯა.
ასე გათავდა საქმე, ესე იგი ასე დასრულდა ჩვენი თვე. და ამის
მერე ფორმალურად გადაყენებული შევიქენი.
ეს კი ასე მოხდა: ჩვენი დასახლებიდან ერთი კვირის მერე
პარიზში ჩამოვიდა გენერალი. იგი პირდაპირ მოადგა Blanche-ს
და პირველი ვიზიტის შემდეგვე ჩამოგვისახლდა კიდეც, თუმცა
ბინა სადღაც კი ჰქონდა. ქალი სიხარულით შეეგება, წიოკობითა
და ხარხარით, ის კი არადა, გაქანდა და ჩაეხვია კიდეც. ისე
წავიდა საქმე, რომ ახლა თვითონ აღარ ეშვებოდა და
გენერალიც ყველგან თან უნდა ხლებოდა ბულვარზეც,
ცხენებით სეირნობისასაც, თეატრშიც, ნაცნობებთანაც.
საამისოდ ჯერაც ვარგოდა გენერალი; საკმაოდ წარმოსადეგი
გახლდათ, რიგიანადაც გამოიყურებოდა - მაღალი ეთქმოდა,
შეღებილი ქილვაშ-ულვაში ჰქონდა, (ადრე კირასირად

138
ემსახურა), არც სახიერება აკლდა, თუმცა უკვე მოტეხილი კი
იყო. ჩინებული მანერები ჰქონდა, ფრაკს მეტისმეტად
მოხდენილად ატარებდა. პარიზში თავისი ორდენების
გაკეთებაც დაიწყო. ამნაირ კაცთან ბულვარზე გავლა არამც თუ
შეიძლებოდა, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას,
რეკომენდირებულიც კი იყო. კეთილი და ყეყეჩი გენერალი
ამით საოცრად კმაყოფილი გახლდათ. სულ არ ელოდა ასეთ
დახვედრას. ჩამოსვლისას შიშით თრთოდა, ეგონა, Blanche
აყვირდებოდა და ბრძანებდა კინწისკვრით გაეგდოთ.
ამიტომაც, როცა საქმე ასე შეტრიალდა, იგი აღტაცებული იყო
და მთელი ეს თვე უაზრო აღტაცებაში გაატარა. ამ ყოფაში
დავტოვე იგი. აქ, პარიზში წვრილად შევიტყვე, რაც
გადახდენოდა რულეტენბურგიდან ჩვენი უცნაური
გამგზავრების შემდეგ: უკვე იმავე დილით, რაღაც
დამბლისმაგვარი დასცემოდა, გონწასული წაქცეულა. მერე კი
მთელი კვირა გიჟივით ყოფილა და თავისთვის რაღაცეებს
ლაპარაკობდა. მკურნალობდნენ, მაგრამ უცებ ყველაფერი
მიატოვა, ჩაჯდა ვაგონში და პარიზისაკენ გამოუტია.
რასაკვირველია, Blanche-მა ყველა წამალზე უკეთ არგო. მაგრამ
ავადმყოფობის ნიშნები მერეც დიდხანს გაჰყვა, მიუხედავად
მისი აღტაცებული და მხიარული განწყობისა. განსჯა ან
თუნდაც რაიმე სერიოზული საუბრის გაბმა უკვე აღარ შეეძლო.
ასეთ შემთხვევაში ყოველ სიტყვაზე მხოლოდ „ჰმ“-ს
გაიძახოდა და თავს აკანტურებდა და ამით თავდებოდა
ყველაფერი. ხშირად იცინოდა, მაგრამ რაღაცნაირი ნერვიული,
ავადმყოფური სიცილით, თითქოს იგუდებაო. ხან კი მთელი
საათობით გალენჩებული იჯდა, ქუშად, წარბებშეყრილი. ბევრი
რამ აღარც ახსოვდა. აუტანელად დაბნეული გახდა და საკუთარ
თავთან ლაპარაკობდა. მხოლოდ Blanche-ს შეეძლო მისი
გამოცოცხლება; როცა წამოუვლიდა და კუთხეში
მიიკუნჭებოდა, ქუში გამოხედვა იმის ნიშანი იყო, რომ ერთი
ხანია Blanche არ ენახა, ანდა, რომ იგი სადღაც წასულა და თან
არ წაუყვანია, ან არა და, წასვლის წინ არ მოფერებია.
ამასთანავე თვითონაც ვერ გეტყოდათ, რა უნდოდა, და არც კი
იცოდა, რომ ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა, ქუფრი იყო. ასე იჯდა
ერთი ან ორი საათი (ასე შევნიშნე ორჯერ, როცა Blanche მთელი
დღით გადაიკარგა, უეჭველად, ალბერტთან), უცებ იწყებდა
თვალების ცეცებას, ფუსფუსს, თითქოს რაღაცას იხსენებს და
ვიღაცას ეძებსო; მაგრამ რაკი ვერავის ხედავდა, ვერც
იხსენებდა, არ უნდოდა ეკითხა, ისევ გაოგნებული რჩებოდა

139
მანამ, სანამ უცებ Blanche არ გამოჩნდებოდა - მხიარული,
ახტაჯანა, მორთულ-მოკაზმული, კისკისა; მიირბენდა მასთან,
წეწავდა და ჰკოცნიდა კიდეც - თუმცაღა, ამგვარად იშვიათად
სწყალობდა ხოლმე. ერთხელ გენერალმა ისე გაიხარა მისი
ნახვით, რომ ატირდა კიდეც. გაოცებას ვიყავით.
Blanche-მა გენერლის გამოჩენის პირველივე დღიდან დაიწყო
გენერლის ქომაგობა. სულ ენად გაიკრიფა. წამომაძახა,
გენერალს შენი გულისთვის ვუღალატეო, თითქმის მისი
საცოლე ვიყავი, სიტყვა მქონდა მიცემულიო, ჩემი გულისთვის
გენერალმა დათმო ოჯახიო, და რაც არ უნდა იყოს, შენ მასთან
მსახურობდი, ყოველივე ამას ანგარიში უნდა გაუწიო და,
ბოლოს და ბოლოს, როგორ არ გრცხვენიაო... მე ერთთავად
ვდუმდი, ის კი თავისას მირეკავდა. ბოლოს გულიანად
გავიცინე, და ამით დამთავრდა საქმე, ანუ Blanche-მა ჯერ
ჩერჩეტად ჩამთვალა, მერე კი იმ აზრზე დადგა, რომ მე ძალიან
კარგი და წესიერი ადამიანი ვყოფილვარ. ერთი სიტყვით,
მქონდა ბედნიერება ბოლოს და ბოლოს დამემსახურებინა ამ
ღირსეული ქალის კეთილგანწყობა (Blanche, მართლაც,
ნამდვილად სათნო ქალიშვილი გახლდათ, - მხოლოდ
თავისებურად. რასაკვირველია, თავდაპირველად ასეთად არ
მიმაჩნდა). ჭკვიანი და კეთილი კაცი ხარო, - მეუბნებოდა იგი
ბოლოს, - და... საწყენია, ასეთი ბრიყვი რომ ხარო. ასე
ვერასოდეს ვერაფერს ეწევიო.
„Un vrai russe calmouk”[86]. რამდენჯერმე დამავალა
გამესეირნებინა ქუჩაში გენერალი, როგორც ლაქიას თავისი
ლევრეტი. სხვათაშორის, გენერალი დამყავდა თეატრში, Bal-
Mabile-ში, რესტორანშიც კი. საამისოდ Blanche ფულს არ
იშურებდა, თუმც გენერალს თავისიც ჰქონდა, უყვარდა კიდეც
სხვათა წინაშე საფულის ტრიალი. ერთხელ იძულებული
გავხდი, ლამის ძალაც მეხმარა, რომ გადამეთქმევინებინა
შვიდასფრანკიანი გულქანდის ყიდვა, რომელიც მას
პალეროიალში მოსწონებოდა და უნდოდა, უცილობლად
Blanche-ისათვის ეჩუქებინა. Blanche რას აქნევდა
შვიდასფრანკიან გულქანდას? გენერალს კი მხოლოდ ათასი
ფრანკი ჰქონდა. ვერაფრით ვერ შევიტყვე, საიდან მიიღო ეს
თანხა. ალბათ, მისტერ ასტლეისაგან, მით უფრო, ოტელის
ხარჯებიც მას გაუსტუმრებია. იმისდა მიხედვით თუ
დავასკვნით, მთელი ამ ხნის განმავლობაში როგორ მიცქერდა
გენერალი, მგონია, ვერც კი ხვდებოდა, რა დამოკიდებულება

140
უნდა ყოფილიყო ჩემსა და Blanche-ს შორის. ყური კი მოეკრა,
რომ კარგა ძალი კაპიტალი მოვიგე, მაგრამ მაინც ფიქრობდა,
რომ მე Blanche-სთან შინაური მდივნის ან სულაც მსახურის
თანამდებობაზე ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, წინანდებურად
მოწყალედ მელაპარაკებოდა და ხანდისხან ცდილობდა კიდეც
გავეცეცხლებინე. ერთხელ გულიანად გვახარხარა მე და Blanche
დილით, ყავაზე. საერთოდ, ბუტია კაცი მაინცდამაინც არ იყო,
მაშინ კი მოულოდნელად გამებუტა, რატომ - აქამდე ვერ
გამიგია. და, რასაკვირველია, თვითონაც ვერ გარკვეულიყო.
ერთი სიტყვით, გააბა უთავბოლო მუსაიფი, á batons-rompus-
ო[87], - დამყვიროდა, ჯერ კიდევ ბალღი ხარო, გასწავლი შენ
ჭკუასო... გიჩვენებ სეირსო... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ვერავინ ვერაფერი გაუგო. Blanche სიცილით იგუდებოდა.
ბოლოს გენერალი როგორღაც დააშოშმინეს და სასეირნოდ
წაიყვანეს. ხშირად შემინიშნავს, რომ მას მოწყენა
დაეუფლებოდა ხოლმე, ვიღაცა ან რაღაცა ებრალებოდა,
ვიღაცას მოისაკლისებდა, მიუხედავად Blanche-ს იქ ყოფნისა.
ასეთ დროს თვითონ გამიბამდა ხოლმე მუსაიფს, მაგრამ
ვერასოდეს გარკვევით ვერაფერს ვერ მაგებინებდა, იხსენებდა
სამსახურს, განსვენებულ მეუღლეს, მეურნეობას, მამულს.
აიჩემებდა რომელიმე სიტყვას - გაიხარებდა და დღეში ასჯერ
იმეორებდა, თუმცა ეს სიტყვა არ გამოხატავდა არც მის
გრძნობას და არც მის აზრებს. ვეცადე შვილებზე ჩამომეგდო
საუბარი, მაგრამ სიტყვას ბანზე მიგდებდა, უწინდებურად,
რაღაცას წაიბუტბუტებდა და სულ სხვა საგანზე გადაიტანდა
საუბარს. „დიახ, დიახ, შვილები, შვილები, მართალსა ბრძანებთ
- შვილები!“ ერთხელ გრძნობები მოერია: ერთად მივდიოდით
თეატრში. „საცოდავი ბავშვები! - დაიწყო უცებ, - დიახ, ბატონო,
ეგენი საცოდავი ბავშვებია!“ და მერე იმ საღამოს რამდენჯერმე
იმეორებდა ამ სიტყვებს, - „საცოდავი ბავშვები!“ როცა ერთხელ
პოლინაზე გადავუკარი, ცოფი მოერია. „იგი უმადური ქალია, -
წამოიძახა მან. - იგი ბოროტი და უმადურია! ოჯახი
შემირცხვინა! აქ რომ კანონიერება სუფევდეს, მაგას კი
ვაჩვენებდი სეირს. დიახ, დიახ“ რაც შეეხება დე გრიეს, მისი
სახელის გაგონებაც არ შეეძლო. „ფუ, მაგან დამღუპა, - ამბობდა
გენერალი, - გამძარცვა, ყელი გამომჭრა! ეგ კოშმარი გახლდათ,
მთელი ორი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვეს
გამუდმებით მესიზმრებოდა. ეგ-ეგ-ეგ... ნურასოდეს
გამახსენებთ მას!“

141
ვხედავდი, გენერალი და Blanche რაღაცნაირად შეეწყვნენ
ერთმანეთს, მაგრამ ჩვეულებისამებრ ვდუმდი. Blanche
პირველი გამიტყდა: ეს გახლდათ ჩვენ დაშორებამდე ერთი
კვირით ადრე. – „ll a du chance.[88] - რატრატებდა იგი, - babouchka
ახლა ნამდვილად ცუდადაა და უსათუოდ მოკვდება. მისტერ
ასტლეიმ დეპეშით შეგვატყობინა; შენ თვითონ თქვი,
გენერალი, რაც არ უნდა იყოს, მისი მემკვიდრეა. ასეც რომ არ
იყოს, რა უჭირს; ჯერ ერთი, პენსია აქვს, მეორეც, გვერდით
ოთახში იცხოვრებს და ფრიად ბედნიერი იქნება. მე „madame la
genèrale“ ვიქნები, კარგ წრეში მიმიღებენ (Blanche ამაზე
ოცნებაში ათენ-აღამებდა), მერე რუსი მემამულე გავხდები,
j’aurai un château, des moujks et puis j’aurai toujours mon million.[89]
- კი, მაგრამ გენერალმა ეჭვიანობა რომ დაიწყოს, მოგთხოვოს...
უფალმა უწყის რა - გესმის?
- ო, არა non, non, non! როგორ გამიბედავს! უკვე ზომები
მიღებულია, ნუ ღელავ, უკვე ვაიძულე ხელი მოეწერა
ალბერტის სახელზე შედგენილ რამდენსამე ვექსილზე.
როგორც კი რასმე დააპირებს, უმალ დაისჯება. არც გაბედავს!
- თუ ეგრეა, გაჰყევი...
ქორწილი დიდი ზარ-ზეიმით არ გადაუხდიათ, ისე,
შინაურულად, მყუდროდ ჩაიარა ყველაფერმა. მოწვეული
გახლდათ ალბერტი და თოთო-ოროლა ნაცნობი. Hortense,
Clèopatre და მისთანანი განზრახ არ მოუწვევიათ. სიძე
განსაკუთრებით დაინტერესდა თავისი მდგომარეობით.
Blanche-მა საკუთარი ხელით გამოუნასკვა ყელსახვევი,
თვითონ მოკაზმა, გამოაწყო. ფრაკში, თეთრ ჟილეტში
გენერალი ერთობ très comme ei faut-დ გამოიყურებოდა.
- Il est pourtant très comme il faut, - გამომიცხადა თვითონ Blanche-მა
გენერლის ოთახიდან გამოსვლისას, თითქოს და იმ ამბავმა,
რომ გენერალი très comme il faut-ა, თვითონ იგიც განაცვიფრა.
წვრილმანებს აღარ ჩავკირკიტებივარ, მთელ ამ ამბავში ზანტ
მოწმესავით ვირჯებოდი და ბევრი რამ გადამავიწყდა კიდეც,
როგორ მოხდა ეს ამბავი, მხოლოდ ის მაგონდება, რომ Blanche
სულაც არ ყოფილა Blanche და არც დედამისი ყოფილა veuve
Cominges, არამედ du-Placet აღმოჩნდა. აქამდე რატომ იყვნენ
ორთავენი de Cominges-ები, არ ვიცი, გენერალი კი ამ ამბითაც
ფრიად კმაყოფილი დარჩა და du-Placet უფრო მოეწონა, ვიდრე

142
de Cominges. ქორწილის დილას იგი გამოწკეპილი წინ და უკან
ბოლთასა სცემდა დარბაზში და დაბეჯითებით იმეორებდა
არაჩვეულებრივი სერიოზულობითა და დარბაისლობით:
Mademoiselle Blanche du-Plaset, Blanche du-plaset! Du-plaset!
ქალბატონი ბლანკა დიუ-პლასე“... და რაღაცნაირი
თვითკმაყოფილება გადაჰფენოდა სახეზე. ეკლესიაში, მერთან
და შინაც, საუზმისას, იგი არა მარტო მხიარული და კმაყოფილი
იყო, ზვიადადაც კი გამოიყურებოდა. მართლაც ორთავეს რაღაც
დაემართათ. Blanche-საც ერთგვარი ღირსებით ეჭირა თავი.
- ახლა სულ სხვანაირად უნდა მეჭიროს თავი, - მითხრა მან
განსაკუთრებული სერიოზულობით, - mais vois-tu, არასოდეს
დავფიქრებივარ ერთ საძაგელ გარემოებას. წარმოიდგინე,
აქამდე ვერაფრით ვერ დავისწავლე ჩემი ახალი გვარი,
ზაგორიანსკი, ზაგოზიანსკი, madame la gènèrale de Sago-Sago, ces
diables des noms ruses, en un mot. madame la gènèrale a quatorze
consonnes! comme c’est agrèable, n’est-cepas?[90]
ბოლოს ჩვენ გავიყარენით და Blanche, ეს ცერცეტა Blanche
აცრემლდა კიდეც გამოთხოვებისას. „Tu ètais bon enfant, - Je te
croyais bête es tu avais l’air, მეუბნებოდა გულამოსკვნილი, მაგრამ
გშვენის კია“. და, როცა საბოლოოდ ჩამომართვა ხელი, უცებ
წამოიძახა „Attends!“ შევარდა თავის ბუდუარში და ერთი
წუთის შემდეგ გამოიტანა ორი ათასფრანკიანი ბილეთი. ამას
კი ვერაფრით ვერ დავიჯერებდი! „ეს გამოგადგება, შეიძლება,
ძალიან განსწავლული outchitel-იც იყო, მაგრამ საოცრად
სულელი ადამიანი ხარ. ორიათასზე მეტს კი არაფრით არ
მოგცემ, რადგან სულ ერთია, წააგებ. აბა, მშვიდობით, Nous
serons toujours des bons amis[91], და თუ ისევ მოიგო,
უსიკვდილოდ ჩამოდი ჩემთან, et seras heureux!“
მე კი, ჩემდა თავად, ხუთასი ფრანკი-ღა მებადა. გარდა ამისა,
მქონდა ათასფრანკიანი დიდებული საათი, ბრილიანტის
საკინძე და სხვა, ასე, რომ შეიძლება კაი ხანს უზრუნველად
გავატარო დრო. განზრახ ჩავრჩი ამ ქალაქში, რომ გონს მოვიდე,
და, რაც მთავარია, ველოდები მისტერ ასტლეის.
დანამდვილებით შევიტყვე, აქ გაივლის და საქმეზე ერთ დღე-
ღამეს დარჩებაო. ყოველივეს შევიტყობ... მერე პირდაპირ
ჰომბურგში. რულეტენბურგში კი აღარ წავალ, თუ
მაინცდამაინც, მხოლოდ გაისად. ამბობენ, მართლა ცუდის
მომასწავლებელია ზოგჯერ ზედიზედ სცადო ბედი ერთსა და

143
იმავე მაგიდასთანო; ჰომბურგში კი ნამდვილი თამაშია.

თავი XVI აგერ ერთი წელი და რვა თქვე იქნება, აღარ


ჩამიხედავს ჩემს ნაწერებში, და მხოლოდ ახლა, მოწყენისა და
მწუხარებისაგან ფიქრების გასართველად შემთხვევით
გადავიკითხე. იმაზე შევჩერდი მაშინ, ჰომბურგში წავალ-
მეთქი. ღმერთო, ხატოვნად რომ ვთქვა, რა ალალი გულით
დამიწერია მაშინ ის ბოლო სტრიქონები! ესე იგი, ალალი
გულით კი არა და რანაირი თავდაჯერებით, რანაირი ურყევი
რწმენით! მეპარებოდა კი ეჭვი მაშინ ჩემს თავში თუნდაც
იოტის ოდენად მაინც? აგერ წელიწადნახევარზე მეტი გავიდა
და ასე მგონია, მათხოვარზე მეტად დავგლახდი! მათხოვარი!
პირდაპირ თავი დავიღუპე მაინც, თითქმის არაფერს აღარა
ვგავარ და უაზრობაა, მორალი ვუკითხო საკუთარ თავს! ასეთ
დროს მორალზე უფრო უადგილო არაფერია! ო,
თვითკმაყოფილი ხალხი: რა ზვიადი თავდაჯერებულობით
ისვრიან სენტენციებს ეს ყბედები, რომ გაეგებოდეთ თვითონ
რაოდენ შეგნებული მაქვს ჩემი ახლანდელი ყოფის სისაძაგლე,
მაშინ, რასაკვირველია, ენა არ მოუბრუნდებათ
შეგონებისათვის. აბა რა, რა უნდა მითხრან ახალი, რაც მე
თვითონ არ ვიცი? და განა ესაა საქმე? საქმე ისაა, რომ -
ბორბლის ერთი შემობრუნება და ყოველივე შეიცვლება, და
თვითონ ეგ მორალისტები პირველნი (ამაში დარწმუნებული
ვარ!) მოვლენ ჩემთან მეგობრული შეხუმრებით მოსალოცად.
ზურგს კი არ შემაქცევენ ახლანდებურად. ჯანდაბას მაგათი
თავი! ახლა რაღა ვარ? რა ვიქნები ხვალ? ხვალ ხელმეწიფება
აღდგომა და ახალი სიცოცხლის დაწყება! ადამიანი უნდა ჰპოვო
საკუთარ თავში, სანამ იგი ჯერ არ წამწყდარა!
ჰომბურგში მაშინ ნამდვილად წავედი, მაგრამ... მერე ისევ
რულეტენბურგში ამოვყავი თავი, გახლდით სპაში, ბადენშიც
კი ვიყავი, სადაც კამერდინერად დავუდექი მრჩეველ გინცეს,
საძაგელ კაცსა და ჩემ ყოფილ აქაურ ბატონს. დიახ, ლაქიადაც
გახლდით, მთელ ხუთ თვეს! ეს მოხდა ციხიდან გამოსვლის
უმალ (მე ხომ რულეტენბურგის ციხეშიც ვიჯექი ერთი აქაური
ვალის გამო. ვიღაც უცნობმა გამომისყიდა. ვინ? მისტერ
ასტლეიმ? პოლინამ? არ ვიცი, მაგრამ ვალი კი
გაესტუმრებინათ, სულ ორასი ტალერი, და თავისუფლება
მომენიჭა). სად უნდა წავსულიყავი? დავუდექი ამ გინცეს. იგი
ახალგაზრდა და თავქარიანი კაცია, მცონარა, მე კი სამ ენას

144
ვფლობ თავისუფლად. თავდაპირველად მდივნად დავუდექი,
თვეში ოცდაათ გულდენად; მაგრამ ბოლოს ნამდვილ ლაქიად
ვიქეცი: მდივნის დიდი ხნით აყვანის სახსრები არ გააჩნდა და
ჯამაგირი დამიკლო; მეც წასასვლელი არსად მქონდა და
დავრჩი - ასე და ამგვარად ვიქეცი ლაქიად. მასთან
სამსახურისას სანახევროდ მშიერ-მწყურვალი ვიყავი,
სამაგიეროდ ხუთ თვეში სამოცდაათი გულდენი მოვაქუჩე.
ერთხელ საღამოს, ბადენში, გინცეს გამოვუცხადე, უნდა
წავიდე-მეთქი. იმავე საღამოს რულეტს მივაშურე. ო, როგორ
მიძგერდა გული! არა, ფულს როდი ვნაღვლობდი! მაშინ
მხოლოდ ის მინდოდა, რომ ხვალ ყველა იმ გინცებს, იმ ობერ-
კელნერებს, ამ ბადენელ ბანოვანებს - ყველას ჩემზე ელაპარაკა,
ეამბნათ ჩემი ამბავი, გამეოცებინა ისინი, შევექე მათ და ქედი
მოედრიკათ ჩემი ახალი მოგების წინაშე. სულ ბალღური
ოცნება და საზრუნავია, მაგრამ... ვინ იცის: შეიძლება,
პოლინასაც შევხვედროდი და მისთვის მეამბნა, და დაენახა,
რომ ბედის ამ უაზრო სილაქებზე მაღლა ვდგავარ... ო, ფული
როდი მეძვირფასება! დარწმუნებული ვარ, ამ ფულსაც
რომელიმე Blanche გაფლანგავდა, სამი კვირა პარიზში ისევ
თექვსმეტიათასფრანკიანი წყვილულაყშებმული საკუთარი
ეტლით ვივლიდი. ხომ ნამდვილად ვიცი, რომ ძუნწი არა ვარ,
იმასაც კი ვფიქრობ, რომ მფლანგველი ვარ - მაინც, რა გულის
ფანცქალით, გულკვდომით ვუგდებ ყურს კრუპერის
წამოძახილს: trente et un, rouge, impaire et passe, ანდა quatre, noir pair
et manque! რა სიხარბით მივჩერებივარ სამორინო მაგიდას,
რომელზედაც გაფანტულია ლუიდორები, ფრიდრიხსდორები
და ტალერები, ოქროს სვეტები, როცა ისინი კრუპერის არნადით
განიბნევიან ხვატივით მოელვარე ბღუჯებად, ანდა ბორბლის
ირგვლივ ჩარიგებულ არშინის სიმაღლეზე აღმართულ
ვერცხლის სვეტებს. სამორინესთან მიახლოვებისთანავე,
წინკარში, როგორც კი ყურს მოვკრავ გაბნეული ფულის
წკრიალს, ლამის კრუნჩხვამ მომიაროს.
ო, ის საღამოც, როცა ჩემი სამოცდაათი გულდენი მაგიდაზე
მივიტანე, შესანიშნავი გახლდათ. დავიწყე ათ-ათი გულდენით
და ისევ passe-იდან. Passe-ზე ჩათქმული მაქვს. წავაგე.
ვერცხლის სამოცი მონეტაღა დამრჩა. დავფიქრდი და zèro
ვირჩიე. ერთ თალიაზე ხუთ-ხუთ გულდენს ჩავდიოდი zèro-ზე.
მესამე ჩასვლაზე უცებ zèro ამოვიდა, მე კინაღამ სული
გავაფრთხე სიხარულისაგან, როცა ას სამოცდათხუთმეტი

145
გულდენი მომითვალეს; ასე იმ ასიათასი გულდენის მოგებაც
არ გამხარებია, უმალ ჩავედი ასი გულდენი rouge-ზე. ამოვიდა.
ორასივე ისევ ჩავედი rouge-ზე - ამოვიდა; მერე ოთხასივე noir-
ზე, - ამოვიდა. რვაასივე manque-ზე - ამოვიდა. თუ წინანდელსაც
ვიანგარიშებთ, ათასშვიდასი გულდენი მქონდა და ეს - სულ
რაღაც ხუთ წუთში! დიახ, ასეთ წუთებში კაცს ავიწყდება
წინანდელი ხელის მოცარვა! ამის მიღწევა სიცოცხლის
განწირვაზე მეტად მიღირდა, გავრისკე - და აი, მე ისევ კაცად
ვიქეცი.
მე, რასაკვირველია, გამუდმებულ შიშსა და განგაშში
ვცხოვრობ. ცოტ-ცოტას ჩავდივარ და რაღაცას ველი,
ვანგარიშობ, მთელი დღეობით ვდგავარ სამორინო მაგიდასთან
და თვალს ვადევნებ თამაშს, ძილშიაც თამაში მესიზმრება,
მაგრამ მაინც ასე მეჩვენება, რომ გავხევდი, თითქოს რაღაც
წუმპეში გავითხვარე, ამას ვასკვნი მისტერ ასტლეისთან
შეხვედრის შთაბეჭდილების შემდეგ. იმ დღეს აქეთ ერთმანეთი
აღარ გვენახა და მოულოდნელად გადავეყარე. ასე კი მოხდა.
ბაღში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ ახლა თითქმის,
უფულოდ დავრჩი, რომ მხოლოდ ორმოცდაათი გულდენიღა
გადამრჩენია და გარდა ამისა, ოტელში, სადაც ახლა სენაკი
დავიქირავე, მესამე დღეა ვალი გავისტუმრე-მეთქი. ასე რომ,
ისღა დამრჩენია, ამ ერთხელაც წავიდე რულეტზე, - რასმე
მოვიგებ და - შეიძლება თამაშის გაგრძელება, ხოლო წაგებისას
- ისევ ლაქიობა მომიწევს, თუ ვერ ვნახავ ვინმე რუსს,
რომელსაც მასწავლებელი დასჭირდება-მეთქი. ამ ფიქრებში
დანთქმული გავემართე რჩეული გზით, პარკისა და ტყის
გავლით მეზობელ სამთავროში. ზოგჯერ ასე მივდიოდი ხოლმე
ოთხ-ოთხ საათობით და ჰომბურგში დაღლილი და მომყმარი
ვბრუნდებოდი. ის იყო ბაღიდან პარკში გავედი, უცებ სკამზე
მისტერ ასტლეი დავლანდე. პირველმა დამინახა და დამიძახა.
მის სიახლოვეს ჩამოვჯექი. როგორც კი მასში რაღაცნაირი
მედიდურობა შევნიშნე, მაშინვე დავიოკე ჩემი სიხარული, ისე
კი ძალიანაც გამეხარდა მისი ნახვა.
- გამოდის, თქვენ აქ ყოფილხართ! ასეც ვიცოდი, რომ
შეგხვდებოდით. - მითხრა მან. - მოყოლით თავს ნუ
შეიწუხებთ, - ისედაც ყველაფერი ვიცი; მთელი თქვენი
ცხოვრების ამბავი ამ ერთ წელიწადისა და რვა თვეში, ჩემთვის
ცნობილია.

146
- ო! აი, თურმე როგორ ადევნებთ თვალს ძველ მეგობრებს! -
ვუთხარი მე. - ჩემთვის დიდი პატივია, ასე რომ არ მივიწყებთ...
დაიცათ, თქვენს დანახვაზე გამახსენდა - თქვენ ხომ არ
გამოგისყიდივართ რულეტენბურგის ციხიდან, სადაც ორასი
გულდენი ვალის გამო ვიჯექი? ვიღაც უცნობმა გამომისყიდა.
- არა, ო, არა! არ გამომისყიდიხართ რულეტებურგის ციხიდან,
სადაც თქვენ ორასი გულდენის ვალის გამო იჯექით. მაგრამ
ვიცოდი თქვენი ციხეში ყოფნის ამბავი.
- გამოდის, ისიც გეცოდინებათ, ვინ გამომისყიდა?
- ო, არა, არ შემიძლია გითხრათ, რომ ვიცი, ვინ გამოგისყიდათ.
- საოცარია, ჩვენებური რუსები მე არ მცნობენ, თანაც რუსები
აქ, არც კი გამოისყიდიან ვისმე. ეს იქ, ჩვენთან, რუსეთში,
მართლმადიდებლები გამოისყიდიან ხოლმე
მართლმადიდებლებს. მე კი სულ ვფიქრობდი, ვინმე
ახირებულმა ინგლისელმა თუ გამომისყიდა-მეთქი.
მისტერ ასტლეი რამდენადმე გაოცებით მისმენდა. ეტყობა,
ეგონა ქანცგაწყვეტილსა და უნიათოს მნახავდა.
- მაინც მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ შეგინარჩუნებიათ
სრული დამოუკიდებლობა და მხიარულებაც კი, - წარმოსთქვა
მან საკმაოდ უკმაყოფილო სახით.
- ესე გი, შინაგანად გულზე სკდებით, რატომ არ დავცემულვარ
და გავთელილვარ, - სიცილით ვთქვი მე.
ერთხანს ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი, მაგრამ როცა მიხვდა,
გაიღიმა.
- მომწონს თქვენი ქარაგმები. ამ სიტყვებით ვცნობ ჩემს
წინანდელ ჭკვიან, ძველ, გრძნობებისამყოლ და ამასთან
ცინიკოს მეგობარს. მხოლოდ რუსებს შეუძლიათ
ერთდროულად შერწყონ თავისთავში ამდენი
წინააღმდეგობანი. მართლაც, კაცს უყვარს ნახოს თავისი
სანუკვარი მეგობარი მის წინაშე დამცირებული; დამცირებაზეა
დაფუძნებული მეტწილად მეგობრობა; და ეს გახლავთ ძველი,
ყველა გონიერი კაცისათვის ცნობილი ჭეშმარიტება. მაგრამ ამ
შემთხვევაში, გარწმუნებთ, გულწრფელად მიხარია, ქედს რომ
არ იხრით. ერთი ის მიბრძანეთ, არ გადაგიწყვეტიათ თამაშის
მიტოვება?

147
- ო, ეშმაკმა დალახვროს, ახლავე მივატოვებ, ოღონდ...
- ოღონდ ახლა მოიგოთ? ასეც ვფიქრობდი, ნუღარ
გააგრძელებთ - ვიცი; წამოგცდათ და, ამის კვალობაზე,
სიმართლე წამოგცდათ. ახლა ეს მიბრძანეთ, თამაშის გარდა
თუ რასმე საქმიანობთ?
- არა, არაფერს...
ყველაფერში ჩამეძია. მე არაფერი ვიცოდი, თითქმის არ
ჩამიხედავს გაზეთებში, ამ ხნის განმავლობაში არ გადამიშლია
არც ერთი წიგნი.
- გამოთაყვანებულხართ, - მითხრა მან, - თქვენ არა მარტო
ცხოვრებაზე, კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებზე,
მოქალაქეობრივ და ადამიანურ მოვალეობაზე, თქვენს
მეგობრებზე (ისინი მაინც გყავდნენ) თქვით უარი, - თქვენ
უარი თქვით ყოველგვარ მიზანზე, გარდა მოგებისა - თქვენ
საკუთარ მოგონებებსაც კი ზურგი აქციეთ. მე მახსოვხართ
თქვენი ცხოვრების მძაფრ და ძლიერ წუთებში; მაგრამ ახლა
მჯერა - თქვენ დაივიწყეთ თქვენი მაშინდელი საუკეთესო
შთაბეჭდილებები. თქვენი ოცნებები, თქვენი ახლანდელი,
ყველაზე სანუკვარი სურვილები არ ცილდება pair-სა და impair-
ს, rouge-ს, noir-ს, შუათანა თორმეტს და ასე შემდეგ და ასე
შემდეგ. მე ასე მჯერა!
- კმარა, მისტერ ასტლეი, ღვთის გულისათვის, ნუღა
მომაგონებთ, - წამოვიძახე მე წყენით, თითქმის ბოღმითაც. -
იცოდეთ, არაფერიც არ დამივიწყნია, ოღონდ დროებით
ამოვიგდე თავიდან, მოგონებებიც კი - მანამ, სანამ
რადიკალურად არ გამოვასწორებ ჩემს მდგომარეობას. მაშინ...
მაშინ იხილავთ ჩემს მკვდრეთით აღდგომას!
- აქვე იქნებით ათი წლის შემდეგაც, - მითხრა მან. - ნაძლევს
გთავაზობთ, რომ თუ ცოცხალი დავრჩი, გაგახსენებთ ამას,
ამავე სკამზე.
- გეყოფათ, - გავაწყვეტინე მოუთმენლად, - და იმის
დასამტკიცებლად, რომ სულაც არ დამვიწყნია წარსული, ნება
მიბოძეთ შევიტყო, სადაა ახლა მისს პოლინა? თუ თქვენ არ
გამოგისყიდივართ, მაშინ უეჭველია, მისი ხელი ურევია. იმ
საღამოს მერე პოლინაზე არაფერი მსმენია.

148
- არა, ო, არა, არა მგონია, მას გამოესყიდოთ. ახლა იგი
შვეიცარიაშია და დიდ სიამოვნებას მომანიჭებთ, თუ მეტს
არაფერს მკითხავთ მისს პოლინაზე. - მითხრა მან მოჭრითა და
მწყრალადაც კი.
- ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც გვარიანად მოუწყლვიხართ! -
გავიცინე უნებურად.
- მისს პოლინა უშესანიშნავესი არსებაა მათ შორის, ვინც
იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ გიმეორებთ, უდიდეს
სიამოვნებას მომანიჭებთ, თუ მეტს აღარაფერს მკითხავთ
მასზე. თქვენ მას არასოდეს არ იცნობდით და მისი სახელი
თქვენს ბაგეზე მე მიმაჩნია ჩემი გრძნობების ზნეობრივ
შებღალვად.
- ასეა! მართალია! თუმცა, მართალი არ ბრძანდებით; თვითონ
განსაჯეთ! ან კი სხვა რაზე უნდა გელაპარაკოთ, გარდა ამისა?
აკი მხოლოდ ესაა ჩვენი მოსაგონარი. ნუ შიშობთ, არაფრად
მჭირდება თქვენი პირადი, საიდუმლო საქმენი... მე
მაინტერესებს მხოლოდ, როგორც იტყვიან, მისს პოლინას
გარეგანი მდგომარეობა, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი
ყოფა. შეგიძლიათ ორიოდე სიტყვით მაინც მაცნობოთ.
- ოღონდ ამ ორიოდე სიტყვით მოვრჩეთ ამაზე საუბარს. მისს
პოლინა დიდხანს ავადმყოფობდა; ახლაც ავადაა. ერთხანს იგი
ცხოვრობდა დედაჩემთან და ჩემს დასთან ჩრდილო ინგლისში.
ნახევარი წლის წინ, ბებიამისი (გეხსომებათ ის გადარეული
ქალი) გარდაიცვალა და პირადად პოლინას დაუტოვა შვიდი
ათასი გირვანქის ქონება. ახლა მისს პოლინა ჩემი გათხოვილი
დის ოჯახთან ერთად მოგზაურობს. მისი უმცროსი და-ძმაც
უზრუნველყოფილნი არიან ბებიას დანატოვარით და
ლონდონში სწავლობენ. გენერალი, პოლინას მამინაცვალი, ამ
ერთი თვის წინ გარდაიცვალა პარიზში დამბლისაგან. M-lle
Blanche კარგად უვლიდა, მაგრამ მოასწრო ყველაფერი, რაც
გენერალს ბებიასგან ერგო, თავისად დაემტკიცებინა... მგონი
მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
- დე გრიე სადღაა? ისიც შვეიცარიაში ხომ არ მოგზაურობს?
- არა, დე გრიე შვეიცარიაში არ მოგზაურობს, არ ვიცი, სადაა დე
გრიე. გარდა ამისა, ერთხელ და სამუდამოდ გაფრთხილებთ,
ასეთ ქარაგმებსა და უმადურ დაპირისპირებას თავი ანებოთ,
თუ არა და, ჩემთან გექნებათ საქმე.

149
- როგორ? წინანდელი მეგობრობის მიუხედავად?
- დიახ, ჩვენი წინანდელი მეგობრობის მიუხედავად.
- ათასი ბოდიში, მისტერ ასტლეი, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი:
ამაში არაფერია საწყენი და არაკეთილშობილური; მე ხომ
არაფერში არ ვადანაშაულებ მისს პოლინას და თანაც, გარდა
ამისა - რუსი ქალიშვილი და ფრანგი - ეს საერთოდაც, ისეთი
წყვილია, მისტერ ასტლეი, რომელზეც მე და თქვენ გადაჭრით
ვერაფერს ვიტყვით.
- თუ თქვენ აღარ ახსენებთ დე გრიეს სახელს პოლინას
გვერდით, მაშინ კეთილი ინებეთ და განმიმარტეთ, რას
გულისხმობთ ამ გამოთქმაში: „რუსი ქალიშვილი და ფრანგი“,
ანდა რას ნიშნავს „ისეთი წყვილი“, რატომ მაინცდამაინც
ფრანგი და რა შუაშია რუსი ქალიშვილი?
- ხედავთ, თქვენ უკვე დაინტერესდით, მაგრამ ეს გრძელი
ამბავია, მისტერ ასტლეი. წინდაწინ საქმეში ჩახედული უნდა
იყოს კაცი. თანაც საჭირბოროტო საკითხია, რა სასაცილოც არ
უნდა ეჩვენოს კაცს ერთი შეხედვით. ფრანგი, მისტერ ასტლეი -
დასრულებული, მშვენიერი ფორმა გახლავთ. თქვენ, როგორც
ბრიტანელი, შეიძლება ასე არც მიიჩნევდეთ. მეც, როგორც
რუსს, აგრეთვე არაფრად მიმაჩნია, შესაძლოა, შურის გამოც;
მაგრამ ჩვენს ქალიშვილებს, შეიძლება, სხვა მოსაზრებანი
გააჩნდეთ. თქვენ, ეგების, რასინი მიგაჩნდეთ გაცვეთილად,
გადაღეჭილად, ნელსურნელებაპკურებულად და ეგების არც კი
წაიკითხოთ. მეც აგრეთვე, მეტისმეტად გაპრანჭული,
დამახინჯებული და შელამაზებული მეჩვენება, ერთის
შეხედვით - სასაცილოდაც კი; მაგრამ იგი მშვენიერია, მისტერ
ასტლეი, და, რაც მთავარია - იგი დიდი პოეტია, მიუხედავად
იმისა, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ამას ჩვენ, მე და თქვენ.
ფრანგის ეროვნულმა ფორმამ, ესე იგი პარიზელის ეროვნულმა
ფორმამ იწყო ნატიფ ფორმად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაშინ,
როცა ჩვენ ჯერ ისევ ტყეში დავძრწოდით .თავად-აზნაურობის
მემკვიდრედ რევოლუცია გამოვიდა. ახლა ყველაზე მდაბალ
ფრანგს შეიძლება ერთობ დახვეწილი მანერები, საქციელი,
გამოთქმები და, ვინ უწყის, ეგებ აზრებიც კი ჰქონდეს და
სინამდვილეში ამ ფორმაში იოტის ოდენადაც არ
გამოსჭვიოდეს მისი ინიციატივა, არც მისი სული, არც გული:
ყოველივე ეს ფრანგს მემკვიდრეობით ერგო. თავად კი,
შეიძლება ისინი არარაობაზე არარაობა, მდაბალზე

150
უმდაბლესნი იყვნენ. აბა, მისტერ ასტლეი, ახლა მოგახსენებთ,
რომ არ მოიძევება ქვეყნად არსება რუს ქალიშვილზე უფრო
კეთილი, ჭკვიანი, არც თუ ძალზე პრანჭია, მიმნდობი, დამჯერე
და გულახდილი. დე გრიე კი, თუ მოევლინება რომელიმე
როლში, მოევლინება შენიღბული, - შეიძლება მოიგოს მისი
გული საოცრად იოლად, სიმსუბუქით, მას აქვს მოხდენილი
ფორმა, მისტერ ასტლეი, ხოლო ქალიშვილი ფორმას მიიჩნევს
ამ ფრანგის სულად, მისი სულისა და გულის ბუნებრივ
ფორმად, და არა სამოსად, რომელიც მას მემკვიდრეობად
რგებია. და ყველაზე საწყენი თქვენთვის ისაა, უნდა
გამოგიტყდეთ, რომ ინგლისელები მეტწილად მოუქნელნი და
მოუხეშავნი არიან, ხოლო რუსები გუმანით გრძნობენ
სილამაზეს და ძალიანაც ეტანებიან. მაგრამ იმისათვის, რომ
გაარჩიო სულიერი სილამაზე და პიროვნების თავისთავადობა,
საჭიროა შეუდარებლად მეტი დამოუკიდებლობა და
თავისუფლება, ვიდრე ეს გააჩნიათ ჩვენს ქალებს,
განსაკუთრებით - ჩვენს ქალიშვილებს; სხვას რომ თავი
ვანებოთ, საჭიროა მეტი გამოცდილება. მისს პოლინას კი -
მომიტევეთ, თქმულს უკან ვეღარ დაიბრუნებ - ჭირდება
ძალიან, ძალიან დიდი დრო იმის შესაგნებად, რომ იმ სალახანა
დე გრიეს თქვენი თავი ამჯობინოს. პოლინა კიდეც გაფასებთ,
თქვენი მეგობარიც იქნება, გულსაც გადაგიშლით, მაგრამ ამ
გულში მუდამ იმეფებს საძაგელი სალახანა, მდაბალი და
წვრილმანი მევახშე დე გრიე. ეგებ, როგორც იტყვიან, მხოლოდ
სიჯიუტისა და პატივმოყვარეობის გამოც, რადგან სწორედ ეს
დე გრიე ოდესღაც მას მოევლინა ნატიფი მარკიზის,
გულგატეხილი ლიბერალის შარავანდედით, იგი თითქოს
თვითონაც გაკოტრებული, ხელს უმართავდა მის ოჯახს და
თავქარიან გენერალს. მისი საქმენი ბოლოს გამოჩნდა. მაგრამ
მერე რა, რომ გამოჩნდა; მიეცი თავიდან წინანდებური დე გრიე,
- აი, რა სურს მას! და რაც უფრო სძულს მას ახლანდელი დე
გრიე, მით უფრო ნაღვლობს წინანდელზე, თუმც წინანდელი
მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა. თქვენ შაქრის
მწარმოებელი ხართ, არა, მისტერ ასტლეი?
- დიახ, მე წილი მაქვს შაქრის ქარხნის ერთ ცნობილ
კომპანიაში, ლოველი და კომპ-ში.
- აი, ხომ ხედავთ, მისტერ ასტლეი, ერთის მხრივ შაქრის
მწარმოებელი - მეორეს მხრივ, აპოლონ ბელვედერელი;
ყველაფერი ეს რაღაც ვერ ეთავსება ერთმანეთს. მე კი შაქრის

151
მწარმოებელიც არა ვარ, მე მხოლოდ წვრილმანი მემორინე
გახლავართ, მე ლაქიადაც ვყოფილვარ, რაც, რასაკვირველია,
მისს პოლინასათვის უკვე ცნობილია, რადგანაც, ეტყობა,
ჩინებული ქეშიკები ჰყოლია.
- თქვენ ახლა გაბოროტებული ხართ და იმიტომ როშავთ ამ
სისაძაგლეს, - ცივად და დაფიქრებით თქვა მისტერ ასტლეიმ. -
გარდა მისა, თქვენს ნათქვამში არაფერია ახალი,
ორიგინალური.
- გეთანხმებით, მაგრამ სწორედ ეგაა საშინელება, ჩემო
კეთილო მეგობარო, რომ მთელი ჩემი ბრალდებანი, რაც არ
უნდა მოძველდნენ, რაც არ უნდა მდაბალი იყოს,
ვოდევილურიც კი - მაინც ჭეშმარიტია! მაინც მე და თქვენ
ვერაფერს მივაღწევთ!
- ეს ამაზრზენი აბდაუბდაა... იმიტომ... - იცით რა! - წარმოსთქვა
თვალანთებულმა მისტერ ასტლეიმ ხმის კანკალით, იცით თუ
არა, უმადურო და უღირსო, წვრილმანო და ბეჩავო კაცო, რომ
ჰომბურგში ჩამოვედი განზრახ მისი დავალებით, რათა
მენახეთ, მესაუბრა თქვენთან დიდხანს და გულახდილად და
მერე ყველაფერი მისთვის მომეხსენებინა - თქვენი გრძნობები,
აზრები, იმედები... მოგონებანი!
- ნუთუ? ნუთუ? - წამოვიძახე მე და თვალებიდან ცრემლები
თქეშად წამსკდა. არ შემეძლო მათი შეკავება და ეს იყო, ალბათ
პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში.
- დიახ, ბეჩავო, მას უყვარდით და მე უნდა გითხრათ ეს,
რადგან თქვენ - ხელიდან წასული კაცი ხართ! მეტიც, იმასაც
გეტყვით, რომ დღემდე უყვარხართ, თქვენ კი მაინც აქ
დარჩებით! დიახ, თქვენ თავი წაიწყმიდეთ. თქვენ გქონდათ
ნიჭი, უნარი, ფიცხი ხასიათი და ურიგო კაცი როდი იყავით.
შეიძლება მამულსაც კი გამოსდგომოდით, რომელსაც
აგრერიგად სჭირდება ხალხი, მაგრამ თქვენ აქ დარჩებით და
თქვენი ცხოვრება გათავებულია. არ გამტყუნებთ. ჩემის
აზრით, ყველა რუსი ასეთია, ანდა ამგვარი მიდრეკილება აქვს.
რულეტი რომ არა, - სხვა რამ ამგვარს გამოსჩხრიკავდნენ.
გამონაკლისი ფრიად იშვიათია. თქვენ არა ხართ პირველი,
რომელსაც არ ესმის, რა არის პატიოსანი შრომა (თქვენს ხალხზე
როდი ვამბობ). რულეტი მეტწილად რუსების სათამაშოა.
აქამდე თქვენ უმწიკვლო იყავით და უმალ ლაქიობა არჩიეთ

152
ქურდობას... მაგრამ მე იმის გაფიქრებაც მზარავს, რა იქნება
მომავალში. კმარა, მშვიდობით, თქვენ, რასაკვირველია, ფული
გჭირდებათ! აი, ჩემგან ათი ლუიდორი, მეტს ვერ მოგცემთ,
სულერთია, მაინც წააგებთ. აიღეთ და მშვიდობით! მოჰკიდეთ
ხელი!
- არა, მისტერ ასტლეი, ყოველივე თქმულის შემდეგ...
- აიღეთ! - დაიყვირა მან, - მჯერა, რომ ჯერ კიდევ შეგრჩენიათ
კეთილშობილება და გაძლევთ, როგორც მეგობარი მისცემდა
ჭეშმარიტ მეგობარს. რომ მჯეროდეს, თავს დაანებებდით
თამაშს, ჰომბურგს და გაემგზავრებოდით თქვენს სამშობლოში
- უყოყმანოდ მოგცემდით ათას გირვანქას, და გაძლევთ
მხოლოდ ათ ლუიდორს; ახლა ათასი გირვანქა და ათი
ლუიდორი - თქვენთვის სავსებით ერთია, სულ ერთია - მაინც
წააგებთ. აიღეთ და მშვიდობით.
- ავიღებ, თუ დამშვიდობებისას ნებას მომცემთ, მოგეხვიოთ.
- ო, სიამოვნებით!
ერთმანეთს წრფელად გადავეხვიეთ და მისტერ ასტლეი
წავიდა.
არა, იგი ცდება! მე თუ კატეგორიულად და სულელურად
ვლაპარაკობდი დე გრიესა და პოლინაზე, იგი ხელაღებით და
მკვახედ სჯიდა რუსებზე. ჩემზე არაფერს ვიტყვი, თუმცა...
თუმცა ეს ჯერჯერობით ყველაფერი როდია. ეს სულ სიტყვებია,
სიტყვები, სიტყვები, საჭიროა მოქმედება. ახლა მთავარია
შვეიცარია. ხვალვე ო, შესაძლებელი რომ იყოს ხვალვე
გამგზავრება! ხელახლა შობა, აღდგომა. უნდა დავუმტკიცო
მაგათ... დაე, პოლინამ უწყოდეს, რომ ისევ შემიძლია
ადამიანად ქცევა... საკმარისია... თუმცა, ახლა გვიანღაა, მაგრამ
ხვალ... ო, მე წინათგრძნობა მაქვს და სხვანაირად არ შეიძლება!
ახლა თხუთმეტი ლუიდორი მაქვს, მე კი თხუთმეტი
გულდენით დავიწყე. ფრთხილად რომ შევუდგე... და ნუთუ,
ნუთუ ისეთი ბალღი ვარ? განა თვითონაც არ მესმის, რომ უკვე
განწირული კაცი ვარ. მაგრამ ხომ შემიძლია აღდგომა! დიახ!
საკმარისია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყო წინდახედული და
მომთმენი, სულ ესაა! საკმარისია თუნდაც ერთხელ დაიოკო
ჟინი, და მე შემიძლია ერთ საათში მთელი ჩემი ბედი
შევატრიალო! მთავარია - ნებისყოფა. საკმარისია გავიხსენო, რა
შემემთხვა ამის მსგავსი შვიდი თვის წინ რულეტენბურგში,

153
საბოლოო გაკოტრების წინ. ო, ეს გახლდათ სწრაფვის
ჩინებული შემთხვევა. ყველაფერი წავაგე მაშინ, ყველაფერი,
ყველაფერი... გამოვედი ვოკსალიდან და ვნახოთ - ჟილეტის
ჯიბეში კიდევ ერთი გულდენი მიგდია. „ესეც სადილის
ფული!“ - გავიფიქრე მე, გადავდგი ასიოდე ნაბიჯი,
გადავიფიქრე და მოვბრუნდი. ამ გულდენს ჩავედი manque-ზე
(მაშინ სწორედ manque-ზე იყო ჩასვლა) და, მართლაც, არის
რაღაც განსაკუთრებული იმ განცდაში, როცა მარტოდმარტო
ხარ უცხო მხარეში, სამშობლოდან, მეგობრებისაგან შორს, როცა
არ იცი, დღეს რა ჭამო, ჩამოდიხარ უკანასკნელ გულდენს, სულ,
სულ უკანასკნელს! მოვიგე და ათი წუთის მერე გამოვედი
ვოკსალიდან. ჯიბეში ასსამოცდაათი გულდენი მქონდა. ჰო, ასე
იყო. აი, ზოგჯერ რას ნიშნავს უკანასკნელი გულდენი! რა
იქნებოდა, მაშინ სულით რომ დავცემულიყავ, გამბედაობას
ეღალატა?
ხვალ, ხვალ ყველაფერს ბოლო მოეღება!

[1] ბატონი გრაფი (ფრანგ.).


[2] ქალბატონი, გრაფის ცოლი (ფრანგ.).
[3] ტაბლდოტი - საერთო სუფრა (ფრანგ.).
[4] არც თუ ისე სულელურია (ფრანგ.).
[5] კოშკი (ფრანგ.).
[6] ცუდი ტონი (ფრანგ.).
[7] ოცდაათი და ორმოცი (ფრანგ.).
[8] შატო - ციხე, კოშკი (ფრანგ.).
[9] ფატერი - მამა (გერმ.).
[10] გალური მამალი (ფრანგ.).
[11] ქალბატონო ბარონესა... მაქვს პატივი თქვენს მონად
ვიგულო თავი (ფრანგ.).
[12] უკანასკნელ ზღვრამდე (ლათ.).
[13] დიახ (გერმ.).
[14] გადაირიეთ? (გერმ.).

154
[15] ჩემო ძვირფასო, უკაცრავად, თქვენი სახელი დამავიწყდა,
ალექსი, არა? (ფრანგ.).
[16] ძვირფასო მარკიზო (ფრანგ.).
[17] კი მაგრამ, გენერალი... (ფრანგ.).
[18] მადმუაზელ ბლანშ დე კომენჟსა და დედამისს (ფრანგ.).
[19] ბარონი ისეთი ფიცხია, პრუსიული ხასიათი აქვს,
მოგეხსენებათ, შეუძლია აყალმაყალი ატეხოს არაფრის გამო
(ფრანგ.).
[20] ისეთ ღლაპს, როგორიც თქვენა ხართ (ფრანგ.).
[21] შეიძლება (ფრანგ.).
[22] ერთ მშვენიერ დილას (ფრანგ.).
[23] ოფიციანტი (ფრანგ.).
[24] რუსი დიდებულები (ფრანგ.).
[25] რუსი გრაფინია, დიდებული ქალბატონი (ფრანგ.).
[26] დიდი ჰერცოგინია დე N (ფრანგ.).
[27] საწყალი გენერლის ცხვირწინ (ფრანგ.).
[28] დიახ, ქალბატონო... მერწმუნეთ, აღტაცებული ვარ...
თქვენი ჯანმრთელობა... ეს სასწაულია... თქვენი აქ ნახვა...
შესანიშნავი სიურპრიზია (ფრანგ.).
[29] გამარჯობა (ფრანგ.).
[30] ეს დედაბერი სულ ბალღად გადაქცეულა (ფრანგ.).
[31] ქალბატონო, ეს დიდად სასიამოვნო იქნება ჩვენთვის
(ფრანგ.).
[32] ქალბატონი გენერლის მეუღლე, კნეინა ტარასევიჩევა
(ფრანგ).
[33] სისულელე არა ჩაიდინოს რა (ფრანგ.).
[34] წადით! წადით! (ფრანგ.).
[35] წითელი და შავი, ლუწი და კენტი (ფრანგ.).

155
[36] ნული.
[37] ჩამოდით, ბატონებო, ჩამოდით, მეტს აღარავინ ჩამოვა?
(ფრანგ.).
[38] რამდენი ნული? თორმეტი? თორმეტი? (ფრანგ.).
[39] დიახ, ქალბატონო (ფრანგ.).
[40] ჩასვლა დამთავრებულია (ფრანგ.).
[41] გამარჯვებაც ამას ჰქვია (ფრანგ.).
[42] ქალბატონო, ეს ბრწყინვალე იყო (ფრანგ.).
[43] ქალბატონი... საწყალი ემიგრანტი... მუდმივი
უყისმათობა... რუსი ბატონები ისეთი ხელგაშლილები არიან
(ფრანგ.).
[44] ეშმაკმა დალახვროს, აუტანელი მოხუცია (ფრანგ.).
[45] ეშმაკმა დალახვროს, ეს რაღა ამბავია (გერმ.).
[46] მაგრამ, ქალბატონო, შეიძლება ბედმა გიმტყუნოს, ერთი
უიღბლო სვლა და ყველაფერს დაჰკარგავთ... მერე თქვენი
თალიით. ეს საშიშია (ფრანგ.).
[47] უსათუოდ წააგებთ (ფრანგ.).
[48] ეგ კი არა და... ჩემო ძვირფასო, ჩვენი კეთილი გენერალი
ცდება (ფრანგ.).
[49] ამ საცოდავ, აუტანელ დედაბერს (ფრანგ.).
[50] ო, ძვირფასო ბ-ნო ალექსი, იყავით კეთილი (ფრანგ.).
[51] ეს რა კაპასი დედაკაცია (ფრანგ.).
[52] ჩვენ მდელოზე მოგვართმევენ რძეს (ფრანგ.).
[53] ბუნებასა და ჭეშმარიტებაზე (ფრანგ.).
[54] ფურორი (ფრანგ.) - ბრაზი, სიშმაგე.
[55] ეგ ას წელს კიდევ გაძლებს (ფრანგ.).
[56] „წელიწადის ოთხი დრო“ (ფრანგ.).
[57] აზნაურსა და პატიოსან კაცს (ფრანგ.).

156
[58] სამი უკანასკნელი ფსონი, ბატონებო! (ფრანგ.).
[59] ოცდაორი (ფრანგ.).
[60] ოცდათერთმეტი (ფრანგ.).
[61] ოთხი (ფრანგ.).
[62] ბატონმა უკვე ასი ათასი ფლორინი მოიგო (ფრანგ).
[63] ესეც შენი რუსები (გერმ.).
[64] ისაა, ის, შემოდი, აქეთ სულელო. მართალია, გუშინ ოქროსა
და ვერცხლის მთები მოგიგია? მე ოქროს ვარჩევდი (ფრანგ.).
[65] ბიბი, რა სულელი ხარ... აბა, გვიქეიფნია, არა? (ფრანგ).
[66] შვილო ჩემო, გამბედავი თუ ხარ?... (ფრანგ.).
[67] ძალიან ბრიყვულად თუ არ მოიქცევი, პარიზში წაგიყვან
(ფრანგ.).
[68] პარიზს ნახავ. ერთი მითხარი, მასწავლებელი რაღაა?
ძალიან ბრიყვი ვიყავი, როცა მასწავლებლობდი (ფრანგ.).
[69] აბა, რასა იქმ, თან რომ წაგიყვანო?.. მე ორმოცდაათი ათასი
ფრანკი მინდა... პარიზს გავემგზავრებით... შუადღისას
ვარსკვლავებს დაგანახებ ცაზე (ფრანგ.).
[70] მე კეთილი გოგო ვარ (ფრანგ.).
[71] ო, მდაბალო მონავ (ფრანგ.).
[72] მერე, წინ წყალი, უკან მეწყერი, მაგრამ ამის გაგება სად
შეგიძლია, გამეცალე, რას ჩადი? (ფრანგ.).
[73] მაშ, ასე, გელოდები, ჩემო მასწავლებელი, თუ ისურვებ
(ფრანგ.).
[74] შესაძლოა, უკეთესი არც მომითხოვია (ფრანგ.).
[75] მე კი, ჩემდა თავად, ორმოცდაათი ათასი ფრანკის რენტა
მინდა, და მაშინ...
[76] იმ ასი ათასს, რაც დაგვრჩა, ჩემთან ერთად გაანიავებ, ჩემო
მასწავლებელო (ფრანგ.).
[77] ეს მასწავლებელია, ორასი ათასი ფრანკი მოიგო (ფრანგ.).

157
[78] „ყვავილთა კოშკი“ (ფრანგ.).
[79] ეტყობა, შენ საკმაოდ ჭკვიანი ხარ, რომ ეს გაიგო; იცი, ჩემო
კარგო (ფრანგ.).
[80] მაგრამ... იცი... ერთი ეს მითხარი... მერე რაღას იქმ, მითხარი
(ფრანგ.).
[81] ეს კი მართლაც დიდებულია (ფრანგ.).
[82] იმიტომ, რომ მეგონა შენ მხოლოდ მასწავლებელი იყავი
(რაღაც ლაქიას მსგავსი, არა?) იმიტომ, რომ მე კეთილი ვარ
(ფრანგ.).
[83] ოჰ, ოჰ, მაგრამ შენ...
[84] როგორღაც ხომ უნდა გავიდეს ახალგაზრდობა (ფრანგ.).
[85] შენ ნამდვილი ფილოსოფოსი ყოფილხარ, იცი? ნამდვილი
ფილოსოფოსი. მე შენ შეგიყვარებ, შეგიყვარებ, აი, ნახავ,
კმაყოფილიც იქნები (ფრანგ.).
[86] ნამდვილი რუსი, ყალმუხი (ფრანგ.).
[87] აბდაუბდა, თავმოუბმელად (ფრანგ.).
[88] ბედი ჰქონია (ფრანგ.).
[89] მექნება კოშკი, მეყოლება ყმები, გარდა ამისა მილიონიც
მექნება ჩემს ნებაზე (ფრანგ.).
[90] ხომ ხედავ... ქალბატონი გენერლის მეუღლე, - ამნაირი
თავსატეხი რუსული სახელები, ერთი სიტყვით, ქალბატონი
გენერლის მეუღლე, ზაგო-ზაგო და თოთხმეტი თანხმოვანი! რა
სასიამოვნოა ყოველივე ეს, არა? (ფრანგ.).
[91] მუდამ ბრიყვად გთვლიდი, ასე გამოიყურებოდი (ფრანგ.).

158

You might also like