You are on page 1of 17

მოგესალმებით 

დღეს მე გაგაცნობთ დეტექტიური ჟანრის


მწერალს აგათა კრისტს, გესაუბრებით მის
წიგნებზე და განვიხილავ მათ
აგათა კრისტი

აგათა კრისტი ეს არის ქალბატონი, რომელიც გამოცემების


რაოდენობით მხოლოდ უილიამ შექსპირსა და ბიბლიას
ჩარმორჩება. თავდაპირველად ის წარუმატებელი მწერალი
იყო,მაგრამ ეს შეიცვალა, როდესაც 1920 წელს,
გამოაქვეყნა მოთხრობა„იდუმალებით მოცული საქმე
სთაილზში“.
საინტერესო ფაქტები აგათას
შესახებ

აგათას დედა წინააღმდეგი იყო, რომ აგათას


კითხვა ესწავლა.

აგათას დედას კლარა მილერს არ სურდა, რომ აგათას


კითხვა ესწავლა. მან ასევე აგათას ნება არ დართო 15
წლამდე ფორმალური განათლება მიეღო. მან მაინც
მოახერხა და 8 წლის ასაკში კითხვა დამოუკიდებლად
ისწავლა.
აგათა გაუჩინარდა

1926 წელს მან საკუთარი სახლი უკვალოდ დატოვა. სწორედ ამ


პერიოდიდან დაიწყო მის შემოქმედებაში უფრო ბნელი თემების
შემოტანა; მიზეზი კი თავისი ქმარი, არჩი, იყო, რომელმაც
განუცხადა, რომ სხვა ქალი უყვარდა და გაშორება უნდოდა.
აგათას
ფსევდონიმი

1930-1956 წლებში აგათამ ექვსი სასიყვარულო


რომანი დაწერა ფსევდონიმით. მერი უესტმეკოტი
ეს მისი ფსევდონიმია, მერი მისი მეორე სახელია,
ხოლო უესტმეკოტი- ნათესავების გვარი. მან
მოახერხა თითქმის ოცი წლის განმავლობაში
უცნობი ყოფილიყო მერი უესტმეკოტის ვინაობა
და წიგნები.
ფრთხილად სპოილერი!

კრისტი დაიღალა ერთიდაიმავე


პერსონაჟების ისტორიებით და მან
გადაწყვიტა პუაროს მოკვლა. 1975 წელს
გამოცემულ რომან „ფარდა:პუაროს
უკანასკნელ საქმეში“ აგათა სიცოცხლეს
უსწრაფებს ჩვენს შესანიშნავ დეტექტივ
ერკიულ პუაროს. ყველა იმდენად
შეყვარებული იყო აგათას წიგნებსა და მის
პერსონაჟებზე, რომ ამ ამბავმა ყველა
დაამწუხრა. პუაროს სიკვდილი იმდენად
ყოვლისმომცველ იყო, რომ The New York
Times-მა 6 აგვისტოს ამ ამბავს პირველ
გვერდზე საგანგებო განცხადებაც კი მიუძღვნა.
აგათა და სიგარეტი

XX საუკუნის მეორე ნახევარში სიგარეტი


დიდი პოპულარულობით სარგებლობდა,
აგათამაც გადაწყვიტა მოწევის დაწყება.
ის ეწეოდა ერთს ლანჩის შემდეგ და ერთს
სადილის შემდეგ ყოველდღე, 6 თვის
განმავლობაში, მაგრამ მისი მცდელობა
წარუმატებელი აღმოჩნდა.
მისის მარპლი და
ერკიულ პუარო

აგათას თურმე მისის მარპლი დედის ბებიის


მოდელით ჰყავდა შექმნილი, ხოლო
აგათასთვის პუაროს ინსპირაციის წყარო იყო
გადამდგარი ბელგიელი პოლიციელი,
რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს
ცხოვრობდა ინგლისში, როგორც
ლტოლვილი. აგათა ასევე ამტკიცებდა, რომ
მან სიცოცხლეში ორჯერ ნახა პუარო.
ერთხელ სავოიაში სადილზე, მეორეჯერ კი
კანარის კუნძულებზე ნავზე.
ისევ საინტერესო
ფაქტები
წერა დის მიბაძვით
­ ­ დაიწყო
­­ , რომელიც
­ ­
ცნობილი
­ ­ მწერალი
­ ­ იყო. აგათა
­ თავიდან
­ ­
მხიარულ
­­ ნაწარმოებებს
­ ­ ­­ წერდა­ , შემდეგ
­ ეს
ყველაფერი
­ ­ ­ მოსწყინდა
­ ­ და საშიშ­ მოთხრო
­ ­
ბებზე
­ გადავიდა
­ ­ ­ . ამის გამო დედა მას წე­
რას დიდი ხნის განმავლობაში
­ ­ ­ ­ უკრძალავ
­ ­ ­
და.
„და აღარავინ დარჩა“

აგათა კრისტის მისტიური რომანი, რომელიც


გამოიცა 1939 წლის 6 ნოემბერს, სახელწოდებით ათი
პატარა ზანგი. ეს რომანი ავტორის ყველაზე რთულ
ნამუშევრადაა აღიარებული. ეს წიგნი 100 მილიონზე
მეტი გაყიდული ასლით ერთ-ერთი ყველაზე
გაყიდვადი წიგნია. ამ რომანის სიუჟეტი ვითარდება
საბავშვო ლექსის „ათი პატარა ზანგის“ მიხედვით. ამ
წიგნს აგათა კრისტი თავის საუკეთესო ნაწარმოებად
მიიჩნევს.
მე და „და აღარავინ დარჩა“
აგათა კრისტის წიგნებიდან პირველი „და აღარავინ დარჩა“ წავიკითხე, რომელმაც
ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ
გავხდი აგათას წიგნების თაყვანისმცემელი. ეს წიგნი მართლაც რომ საუკეთესო და
გამორჩეულია აგათას შემოქმედებაში, წიგნის დასრულებამდე ვერ ხვდები ვინ შეიძლება
იყოს მკვლელი. ამ გასაიდუმლოებული და საოცრად გადმოცემული ამბის სიუჟეტი
ზუსტად მიჰყვება საბავშვო ლექსს „ათი პატარა ზანგი“ (ზოგჯერ ამ ლექსს მოიხსენიებენ,
როგორც „ათი ინდიელი ბიჭი“ ან „ათი პატარა ჯარისკაცი“). ხშირად წამიკითხავს წიგნი,
რომელიც არის გაწელილი, შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ იმდენად უაზროა
ხოლმე რომ კითხვის სურვილიც კი გიქრება, მაგრამ აგათას შემთხვევაში უაზროდ
გაწელილი წიგნი ჩემთვის არცერთი ყოფილა. ის საინტერესოდ ავითარებს მოვლენებს,
წიგნის ბოლო ფურცლებამდე იმის ფიქრში ხარ თუ ვინ არის მკვლელი და იმდენად
ჩამთრევია რომ ერთ დღეში დაასრულებ ამ წიგნს. სრულ რეკომენდაციას ვუწევ ამ წინს
და ადამიანები რომლებიც ფიქრობენ თუ რომელი წიგნი უნდა წაიკითხონ აგათას
შემოქმედებიდან პირველი ყოველთვის ავღნიშნავ და აქაც ვიტყვი, რომ სწორედ „და
აღარავინ დარჩა“ არის ის რომანი რომლითაც უნდა დაიწყოთ „დეტექტივის
ვლელობა აღმოსავლეთის ექსპრეს
 ეს რომანი გამოიცა 1934 წლის 1 იანვარს. ამ წიგნში
საიდუმლოების ამოხსნას ერკიულ პუარო ცდილობს. ამ
ნაწარმოების შთანგონებად მიიჩნევენ ლინდბერგის საქმესა და
1929 წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც აღმოსავლეთის
ექსპრესი თურქეთში, ექვსი დღის განმავლობაში იყო ჩაფლული. ის
ფაქტი, რომ ამ წიგნში აგათა ყველა დეტალზე ამახვილებს
ყურადღებას იმის მანიშნებელია, რომ როდესაც მან პირველად
იმოგზაურა აღმოსავლეთის ექსპრესით 1928 წელს, რაც ასევე იყო
მისი პირველი სოლო მოგზაურობა საზღვარგარეთ, მან შეამოწმა
სალონის განლაგება, კარების სახელურები და განათების
ჩამრთველები და აღნიშნა მათი პოზიციები. ეს გადამწყვეტი
დეტალები პუაროს საქმის მოგვარებამდე მიიყვანს. მკვლელობა
აღმოსავლეთის ექსპრესში აღოარებულია აგათას მეორე საუკეთესო
წიგნად, პირველი რათქმაუნდა „და აღარავინ დარჩა“ არის.
მე და აგათას შემდეგი
საუკეთესო რომანი
„მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ მთელი ის სიუჟეტი რაც
ვითარდება არის საოცრად გასაიდუმლოებული და საინტერესო. ამ
მკვლელობას იძიებს ერკიულ პუარო. ძალიან დიდი და რთული
თავსატეხი შეხვდა პუაროს და ასევე ჩვენც,იმდენად ჩახლართული რომ
დასასრულამდე რთულია მკვლელის გამოცნობა, მაგრამ ჩვენი
ბელგიელი რათქმაუნდა ყველა რთულ დავალებას თავს ართმევს.
პირადად მე ხშირ შემთხვევაში როცა აგათას წიგნს ვკითხულობ
მკვლელი ის პიროვნება აღმოჩნდება ვინც ყველაზე ნაკლებად მეგონა
და ყოველთვის გაოცებული ვრჩები აგათას შესაძლებლობებით თუ
როგორ ახერხებს, რომ შექმნას ამდენად ჩახლართული და საინტერესო
ნაწარმოები და თან ისე, რომ მკითხველსაც უჭირდეს მკვლელის
ამოცნობა.
აგათას წიგნები პუაროს მონაწილეობით
1. მესამე გოგონა 11. მკვლელობა ანბანის
მიხედვით
2. მკვლელობა გოლფის მოედანზე 12. სიკვდილი ღრუბლებში
3. როჯერ ეკროიდის მკვლელობა 13. დაკრძალვის შემდეგ
4. დიდი ოთხეული 14. ლორდ ეჯვერის
მკვლელობა
5. ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე 15. საფრთხე ენდჰაუსში
6. ჰიკორი დიკორი დოკ 16. სიკვდილი ნილოსზე
7. ხუთი გოჭი 17. თამაში ღია კარტით
8. ბოროტება მზისქვეშეთში 18. სპილოებს ყველაფერი
ახსოვთ
9. პაემანი სიკვდილთან 19. ბრალდების მოწმე
21. იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში
22. მკვლელობა მესოპოტამიაში
23. ტრაგედია სამ აქტად
24. ცისფერი მატარებლის საიდუმლო
25. ჰელოუინის სადღესასწაულო წვეულება
26. მის მაკ-ჯინტის სიკვდილი
27. წარმოუდგენელი ძარცვა
28. როდოსის სამკუთხედი
29. სევდიანი კიპარისი
30. საათი
აგათას წიგნები მის მარპლის
მონაწილეობით
1. გვამი ბიბლიოთეკაში
2. პადინგტონის სადგური 4:50
3. გაიბზარა წკარუნით სარკე
4. კარიბის ზღვის საიდუმლო
5. მკვლელობა ვიკარაჟზე
6. მოძრავი თითი
7. ჭვავით სავსე ჯიბე.
8. მძინარე მკვლელობა
9. ბერტრამის სასტუმროში
10. ნემესისი
11. ისინი ამას სარკეებით აკეთებდნენ
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის!

ავტორი:
ლიზი ბადაგაძე <3

You might also like