You are on page 1of 951

უმბერტო ეკო

ფუკოს
ქანქარა
ქეთერ

მაშინ დავინახე ქანქარა.


თაღოვან ქოროში გრძელ თოკზე დაკიდებული, მოქანავე
სფერო იზოქრონული მედიდურობით ხაზავდა რხევის
ტრაექტო-რიებს.
ვიცოდი - იმ, სუნთქვასავით მშვიდი მოძრაობით მონუსხული,
ნებისმიერი იგრძნობდა ამას - რომ რხევის პერიოდს განსაზ-
ღვრავდა თოკის სიგრძიდან კვადრატული ფესვის მნიშვნელო-ბის
შეფარდება π რიცხვთან, რომელიც, მთვარისქვეშეთის ბინა-
დართათვის ირაციონალური, რაღაც ღვთიური გონების ძალით,
ნებისმიერი შესაძლო წრის გარშემოწერილობას მისსავე
დიამეტრს უკავშირებს. ისიც ვიცოდი, რომ დრო, რომელსაც მო-
ქანავე სფერო ერთი ბოლოდან მეორემდე მისვლას ანდომებს,
საზომთაგან ყველაზე ზედროულ საზომებს შორის რაღაც
საიდუმლო შეთქმულების შედეგია: თოკის მიმაგრების წერტი-
ლის ერთადერთობის, აბსტრაქტული განზომილების ორადო-ბის,
π -ს სამბუნებოვნების, ფესვის ნიშნის იდუმალი ტეტრაგონი-სა
და წრის სრულყოფილების კავშირის შედეგი.
ისიც ვიცოდი, რომ რხევის ვერტიკალის ქვეშ მოთავსებული
მაგნიტი სფეროში ჩამალულ ცილინდრზე ზემოქმედებდა და
რხევის მუდმივობას უზრუნველყოფდა: ეს ხელსაწყო, რომელიც
მატერიის წინააღმდეგობას უპირისპირდებოდა, კი არ არღვევდა
ქანქარის კანონს, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა მის გამოვ-

2
ლენას, რადგან ვაკუუმში უჭიმვად, უწონო ძაფზე დამაგრებული
ნებისმიერი მატე-რიალური წერტილი, რომელზეც არც ჰაერის
წინაღობა მოქმედებს და არც ხახუნის ძალა მიმაგრების წერ-
ტილში, მოწესრიგებულად და უსასრულოდ იმოძრავებდა.
სპილენძის სფერო მკრთალად ლიცლიცებდა ვიტრაჟებიდან
შემოსული დაისის შუქზე. ქოროს იატაკი სველი ქვიშით რომ ყო-
ფილიყო დაფარული, რომელსაც სფერო ყოველ გავლაზე შეეხე-
ბოდა, მისი სხვადასხვა მიმართულებით დატოვებული ნაკვალე-
ვები სხივების ბადის თუ გორგალის მსგავს ნახაზს წარმოქმნიდა
ქვიშაზე და მანდალას ჩონჩხის, პენტაკულუმის, იდუმალი მნა-
თობის, მისტიკური ვარდის უხილავი სტრუქტურის მსგავს სხი-
ვურ სიმეტრიას გადაუშლიდა თვალწინ მაყურებელს: ნახატს,
რომელიც უსასრულო ამბავს, უდაბნოს ტრამალზე სისხლიანი
ქარავნების კვალით ნაქარგ, უხსოვარი დროის მონათხრობს
დაემსგავსებოდა: ათასწლეულებში ნელი, მარადიული ხე-ტიალის
ამბავს. ალბათ, სწორედ ასეთი ჯიუტი აკვიატებით მიიწევდნენ
მუს კონტინენტის ატლანტები ტასმანიიდან გრენ-ლანდიამდე,
თხის რქიდან კირჩხიბის თანავარსკვლავედამდე, პრინც
ედუარდის კუნძულიდან სვალბარდამდე. სფეროს ზედა-პირი
სწრაფად, ხელახლა ჰყვებოდა ყოველივეს, რაც მოგ-ზაურებს
ერთი გამყინვარებიდან მეორემდე ეკეთებინათ და ალ-ბათ, ახლაც
აკეთებდნენ, თუმცა ახლა უკვე ახალ მბრძანებელ-თა კარნახით.
ასე, სამოას კუნძულებიდან ახალ მიწამდე ქანა-ობდა სფერო და
წონასწორობის წერტილში, ალბათ, აგარტს, სამყაროს ცენტრს
ეხებოდა. და ვგრძნობდი, როგორ ლაგდებო-და ერთ სიბრტყეში
ავალონი, ჰიპერბორეა და სამხრეთის უდაბ-ნო, სადაც აიერს-
როკის საიდუმლო ინახება.

3
მაშინ, იმ 23 ივნისის ოთხ საათზე, ქანქარა მოძრაობდა: კი-
დეს მიახლოებული სვლას ანელებდა და ისევ უკან ბრუნდებო-
და, რათა ცენტრისკენ ისევ აეკრიფა სიჩქარე და ასე, უსასრუ-
ლოდ, ჯიუტად ებრძოლა უხილავ ძალებთან, ალყაში რომ
მოემ-წყვდიათ მისი ბედისწერა.
დიდხანს რომ დავრჩენილიყავი, გამეძლო და საათობით მე-
ყურებინა იმ ნისკარტის, შუბისა თუ ამოყირავებული მუზარადის
წვერისთვის, რომელიც სიცარიელეში ხაზავდა წრის დიამეტ-რებს
და საკუთარი ასტიგმატური გარშემოწერილობის კიდურა
წერტილებს ეხებოდა, ალბათ, რაღაც წარმოსახვითი ილუზიის
მსხვერპლი გავხდებოდი, რადგან ქანქარა დამაჯერებდა, რომ
რხევის სიბრტყემ სრული ბრუნი შეასრულა, საწყის წერტილს
დაუბრუნდა ოცდათორმეტ საათში და გაბრტყელებული ელიფსი
მოხაზა - ელიფსი, რომელიც საკუთარი ცენტრის გარშემო ბრუ-
ნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, რომლის მნიშვნელობა განე-
დის სინუსის პროპორციულია. როგორ იბრუნებდა ელიფსი, იმ
ძაფის წვერი სოლომონის ტაძრის გუმბათის ცენტრში რომ ყო-
ფილიყო დამაგრებული? რაინდებს იქაც ექნებათ ნაცადი, თუმცა
სიჩქარის რიცხვითი მნიშვნელობა, ალბათ, მაინც არ შეიცვლე-
ბოდა. იქნებ სწორედ სენ-მარტენ-დე-შამის სააბატოს ეკლესია იყო
ნამდვილი ტაძარი? ექსპერიმენტი იდეალური მხოლოდ პო-
ლუსზე გამოვიდოდა: ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სფეროს
ჩამოკიდების წერტილი დედამიწის ღერძის გაგრძელებაზე გან-
თავსდებოდა და ქანქარა თავის წარმოსახვით ციკლს ზუსტად
ოცდაოთხ საათში დაასრულებდა.
მაგრამ ეს არ ყოფილა კანონიდან გადახვევა (რომელსაც,
სხვათა შორის, თავად კანონიც ითვალისწინებდა). ეს არ იყო
უზენაესი ნორმის დარღვევა, რომელიც სასწაულს დააკნინებდა.

4
ვიცოდი, რომ დედამიწა ბრუნავდა და მასთან ერთად ვბრუნავდი
მეც, ჩემთან ერთად კი - სენ-მარტენ-დე-შამი და მთელი პარიზი:
ერთად ვბრუნავდით ქანქარის ქვეშ, რომელიც სინამდვილეში
არასოდეს იცვლიდა საკუთარი სიბრტყის მიმართულებას, რად-
გან იქ, ზევით, იმ ძაფის უსასრულო, იდეალური და წარმოსახვი-
თი გაგრძელების გასწვრივ, შორეული გალაქტიკების უსასრუ-
ლობაში არსებობდა მყარი წერტილი.
დედამიწა ბრუნავდა, მაგრამ წერტილი, საიდანაც ის თოკი
ეშვებოდა, სამყაროს ერთადერთი უძრავი წერტილი იყო.
ამიტომ დედამიწას კი არა, ცას ვუყურებდი, სადაც აბსოლუ-
ტური უძრაობის საიდუმლო აღესრულებოდა. ქანქარა მეუბნე-
ბოდა, რომ ყველაფერი ერთად მოძრაობდა: სფერო, მზის სის-
ტემა, ნისლეულები, შავი ხვრელები, დიდი კოსმოსური ამოფ-
რქვევისდროინდელი იონებიცა და ლორწოვანი მატერიაც, ასე
რომ ერთადერთი მყარი წერტილი რჩებოდა, ღერძი, ხრახნი,
იდეალური საყრდენი, რომელიც საშუალებას აძლევდა სამყა-
როს, საკუთარი თავის გარშემო ებრუნა. და ახლა მეც ამ ყვე-
ლაფრის ნაწილი ვიყავი, ყველასთან და ყველაფერთან ერთად
ვმოძრაობდი და შემეძლო, დამენახა ის, რაღაც უძრავი, კლდე,
ბურჯი, საყრდენი და საფუძველი, კაშკაშა ღრუბელი, კვამლი,
ის, რასაც არც სხეული აქვს, არც სახე, ფორმა, წონა, ოდენობა ან
თვისებრიობა, რაც ვერ ხედავს, ვერ გრძნობს და რომლის
შეგრძნებაც შეუძლებელია, რომელიც არსადაა, არც დროში, არც
სივრცეში, რაც არც სულია, არც გონი, არც წარმოსახვა ან აზრი,
არც რიცხვი, არც რიგი, არც საზომი, არც არსი და არც მა-
რადიულობა, არც ჩრდილი და არც ნათელი, არც სიცრუე და არც
ჭეშმარიტება.

5
ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა. სათვალიანი ბიჭი უსათვალო
(სამწუხაროდ) გოგოს ელაპარაკებოდა.
ფუკოს ქანქარაა, - ამბობდა ბიჭი. - პირველი ექსპერიმენტი
1851 წელს ლაბორატორიაში შედგა. მომდევნო ცდა ობსერვა-
ტორიაში ჩაატარეს, შემდეგი კი - პანთეონის გუმბათში, სამოც-
დაშვიდმეტრიანი თოკითა და ოცდარვაკილოიანი სფეროთი.
ბოლოს, 1855-ში, აქ მცირე ზომის ქანქარა დააყენეს. იმ ნახ-
ვრეტში კიდია, ხედავ? თაღების კვეთის წერტილში...
და რას შვება, ასე ქანაობს და მეტი არაფერი?
დედამიწის ბრუნვას გვიჩვენებს. რადგან დაკიდების
წერტი-ლი უძრავია...
რატოა უძრავი?
იმიტომ, რომ... წერტილი... როგორ გითხრა... ცენტრში, ნა-
ხე... ნებისმიერი წერტილი, რომელიც იმ წერტილების ზუსტად
შუაშია, რომლებსაც ხედავ, მიხვდი?.. აი იმ წერტილს - გეომეტ-
რიული წერტილია - შენ ვერ ხედავ, ზომა არ გააჩნია, და ის, რა-
საც ზომა არა აქვს, ვერც მარცხნივ წავა, ვერც მარჯვნივ, ვერც
ზევით, ვერც ქვევით. საკუთარი თავიც კი არ გააჩნია...
დედამიწა რო ბრუნავს? ეგეც ხო დედამიწაზეა?
დედამიწა ბრუნავს, მაგრამ ეგ წერტილი - არა. ასეა, რა ვქნა.
გინდა დაიჯერე, გინდა არა.
რავი, რა ჩემი საქმეა...
საწყალი. კოსმოსის ერთადერთი სტაბილური წერტილი, panta
rei-ს წყევლისგან თავის დახსნის ერთადერთი საშუალება, თავს
დასცქეროდა და ეგონა, რომ მისი საქმე არ იყო. მალევე გაეცალნენ
იქაურობას: ბიჭს, ვინ იცის, რა სახელმძღვანელოთი აღზრდილს,
აშკარად მოჩლუნგებოდა გაოცების უნარი, გოგოს-თვის კი
სრულიად უცხო იყო უსასრულობის შეგრძნებით გამოწ-

6
ვეული ჟრუანტელი. ასე რომ, არც ერთის მეხსიერებაში არ აღ-
ბეჭდილა რაღაც ერთადერთთან, ენ-სოფთან, გამოუთქმელთან
პირველი და უკანასკნელი, სულისშემძვრელი შეხვედრის გან-
ცდა. როგორ შეიძლება, მუხლი არ მოიყარო ჭეშმარიტების სა-
კურთხეველთან?
მოწიწებითა და შიშით შევცქეროდი იმ სანახაობას. დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ იაკოპო ბელბო მართალი იყო. ქანქარაზე
ლაპარაკისას მის ღელვას წმინდად ესთეტიკურ აღტყინებას მი-
ვაწერდი ხოლმე, რომელიც სიმსივნესავით იზრდებოდა,
ვრცელდებოდა, მყარდებოდა და მის სულში ნელ-ნელა გარდაქ-
მნიდა თამაშს რეალობად, ისე, რომ ბელბო თავადაც ვერ ამ-
ჩნევდა ამას. მაგრამ... თუ ქანქარაზე მართალს ამბობდა, იქნებ
არც სხვა დანარჩენში ცდებოდა? იქნებ გეგმის, მსოფლიო შეთ-
ქმულების ამბავიც მართალი იყო და არც აქ მოვხვედრილვარ
შემთხვევით ზაფხულის ბუნიობის წინადღეს? იაკოპო ბელბო
გი-ჟი არ ყოფილა: უბრალოდ შემთხვევით, თამაშში და
თამაშით მიაკვლია ჭეშმარიტებას.
შეუძლებელია, ღვთიურთან შეხება დიდხანს გაგრძელდეს
და ადამიანის გონება არ ააფორიაქოს.
გუმბათს ავხედე, რომელიც ნახევარწრეზე განლაგებული
სვეტების კაპიტელებიდან თაღების შეკვრის წერტილისკენ აზი-
დულიყო. ქოროს გუმბათი ოგივას, ისრისებური თაღის საიდუმ-
ლოს იმეორებდა, რომელიც არარსებობას, უდიდეს სტატიკურ
მოჩვენებითობას ემყარება და აიძულებს სვეტებს, ზევით ატ-
ყორცნონ გუმბათის წახნაგების რკალები, გუმბათის წვეტიდან
ჩამომავალ ნერვატურებს კი აიძულებს, მიწას მყარად დააბჯი-ნონ
სვეტები. თაღი ყველაფერია და თან - არაფერი, თავად დროის
მიზეზიცაა და შედეგიც. მაგრამ მივხვდი, რომ ქანქარის

7
წინ დგომა და გუმბათის თაღით აღფრთოვანება იგივე იყო, რაც
ანკარა წყაროს ყურებით ტკბობა წყლის დალევის ნაცვლად.
სენ-მარტენ-დე-შამის ქორო მხოლოდ იმიტომ არსებობდა,
რომ შეეძლო, ეარსება, კანონის - ქანქარის - სადიდებლად, ქან-
ქარა კი იმიტომ არსებობდა, რომ ქორო არსებობდა. ვიფიქრე,
რომ შეუძლებელია, ერთ უსასრულობას გაექცე, თუ მეორეს
შეაფარებ თავს, ისევე, როგორც მსგავსს ვერ დაემალები გან-
სხვავებულთან შეხვედრის ილუზიით.
თაღისთვის თვალი არ მომიშორებია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დავი-
ხიე. რამდენიმე წუთიც კმაროდა ქოროს აგებულების დასამახ-
სოვრებლად, თანაც, კედლებთან ჩამწკრივებული ვეებერთელა
ლითონის კუები მუდამ მხედველობის არეში იყვნენ და
ვგრძნობდი, სად იყო კედელი. ტაძრის ნავს გავყევი შესასვლე-ლი
კარისკენ. ყველა მხრიდან მუქარით დამცქეროდნენ დაძენ-ძილი
ქსოვილისა და ლითონის ძაფებით შეკრული შემზარავი
პრეისტორიული ფრინველები და ავის მომაწავებელი, ვეებერ-
თელა ნემსიყლაპიები, თითქოს რაღაც უცნობი, ბოროტი ნებით
რომ ეკიდნენ ჰაერში. ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობით დატ-
ვირთულნი, ვიდრე კედლებზე განთავსებულ საინფორმაციო
წარწერებს შეიძლებოდა, მიენიშნებინა. პრეისტორიული მწერე-ბი
და რეპტილიები იმ უსასრულო მიგრაციების ალეგორია იყო,
რომელსაც ქანქარა განასახიერებდა დედამიწაზე, უწმინდური
არქონტები დამცქეროდნენ და არქეოპტერიქსის უშველებელი
ნისკარტებით, ბრეგეს, ბლერიოს, ესნოს აეროპლანებითა და
დიუფოს ჰელიკოპტერით მემუქრებოდნენ.
პარიზის "ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიის"
სტუმარი მეთვრამეტე საუკუნის ეზოს გავლით ხვდება ძველ
სააბატო ეკლესიაში, რომელიც ისეა ჩასმული გვიანდელ კომ-

8
პლექსში, როგორც ოდესღაც პრიორატის ძველ შენობებს შო-
რის იჯდა. შესვლისთანავე გატყვევებს ზეციურ თაღთა ეს უც-
ნაური შერწყმა მინერალური ზეთებით მკვებავ არსებათა ხთო-
ნურ სამყაროსთან.
ქვევით ავტომობილები, ბიციკლები და ორთქლმავლები
იტა-ცებენ ყურადღებას, ზევით - პირველი საფრენი აპარატები:
ზო-გიერთი ხელსაწყო და მანქანა სრულიად ხელუხლებელს
ჰგავს, ბევრი კი გაცვეთილი, დროისგან შეჭმულია და ამ
ყველაფერს ისე უცნაურად ეფინება ხელოვნური და ბუნებრივი
შუქის დამაბ-ნეველი ერთობლიობა, თითქოს ნივთები რაღაც
უცნაური, თან გამჭვირვალე და თან შემღვრეული, თხელი
გარსით იყოს დაფა-რული, ძველი ვიოლინოს გახუნებულ ლაქს
რომ მოგაგონებს. ჩონჩხები, შასები, ორთქლის ძრავების
გადაცემის ღერძები, სა-ხელურები, საჭეები, ტექნიკის ეს
ამპუტირებული კიდურები რა-ღაც ენით აღუწერელ ტანჯვაზე
მეტყველებენ, მათი შემყურე სა-კუთარ თავს წარმოიდგენ
საწოლზე მიჯაჭვულს და გრძნობ, რო-გორ ფათურობს რაღაც
შენს სხეულში, სანამ აღსარებას არ გა-მოგტყუებს.
ამ ძველ, ოდესღაც მოძრავ და ახლა უძრავ საგნებს თითქოს
სული ჩაჟანგებიათ და ტექნოლოგიური ამპარტავნობის საკრა-
ლურ ნიშნებს დამსგავსებიან, ამპარტავნობისა, რომელმაც ამ
დარბაზში გამოფინა ისინი და ჯიუტად ითხოვს მნახველთა თაყ-
ვანისცემას. დარბაზის ერთ მხარეს თავისუფლების ქანდაკება
დგას, იმის ორიგინალი, ბარტოლდიმ რომ შექმნა სხვა სამყა-
როსთვის, მეორე მხარეს კი - პასკალის ქანდაკება. ამ ყველაფ-რის
მიღმა ქორო იხსნება, სადაც ქანქარის მონოტონურ რხევას
აგვირგვინებს სანახაობა, რომელიც შეშლილი ენტომოლოგის
ღამის კოშმარს, მექანიკური გვამების სასაფლაოს წააგავს: მარ-

9
წუხები, ყბები, ანტენები, ეშვები, საცეცები, ფრთები, ფეხები,
რომლებიც, შეიძლება, ოდესმე ერთად ამოქმედდნენ; მაგნიტე-
ბი, ერთფაზიანი ტრანსფორმატორები, ტურბინები, დგუშები,
ორთქლის ძრავები, დინამოები; ქანქარის იქით კი, ტრანსეპტი-
დან, თითქოს ასირიული, ქალდეური, კართაგენული ღმერთები
იმზირებიან, ბაალები ოდესღაც გავარვარებული ფაშვებით, ნი-
ურნბერგელი ქალწულები მკერდიდან ამოგლეჯილი,
ლურსმნე-ბით დალახვრული გულებით - თვითმფრინავის
სხეულიდან გა-მობრდღვნილი ძრავებით - გაშეშებულან და
მონუსხულები მის-ჩერებიან ქანქარას, თითქოს გონებისა და
სინათლის შვილებს მიესაჯათ, სამუდამოდ უდარაჯონ თავად
განათლებისა და ცოდ-ნის განსახიერებას.
გაბეზრებულმა ტურისტებმა, რომლებიც ცხრა ფრანკს იხდი-ან
ბილეთში ან კვირაობით უფასოდ შედიან მუზეუმში, შეიძლე-ბა,
იფიქრონ, რომ ეს საგნები ამ თაღებქვეშ მეცხრამეტე საუკუ-ნის
ბატონებმა განათავსეს, ნიკოტინით წვერგაყვითლებულმა
შავჰალსტუხიანმა ტიპებმა, გაპოხილი, გაქექილი საყელოებით,
თუთუნით აქოთებული რედინგოტებითა და მჟავათი ჩაშავებუ-
ლი თითებით - აკადემიური შურითა და შუღლით გაანჩხლებულ-
მა ვითომ ხელოვანებმა, ერთმანეთს "ძვირფასო მაესტროს" რომ
ეძახდნენ. იქნებ სწორედ მათი ნება იყო თვალისა და გონე-ბის
დამატყვევებელი ამ სანახაობის მოწყობა, რათა ბურჟუებიცა და
რადიკალებიც ერთნაირად დაეკმაყოფილებინათ და მეც-
ნიერებისა და პროგრესისათვის მიეგოთ პატივი? არა, სენ--
მარტენ-დე-შამი ჩაფიქრებული იყო ერთდროულად სააბატოდაც
და რევოლუციურ მუზეუმადაც, იდუმალი ცოდნის საცავად და ის
საფრენი აპარატები, ის ძრავიანი მანქანები, ის ელექტრომაგნი-

10
ტური ჩონჩხები ისეთ ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს,
რომე-ლიც ჩემთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყო.
იმას დავიჯერებდი - მატყუარა კატალოგის ნაბოდვარს -
რომ ეს ყველაფერი მონასტრის ბინადართ მოეფიქრებინათ
ფართო მასებისთვის ხელოვნებისა და მეცნიერების
საყუდელის გასაც-ნობად? სრულიად აშკარა იყო, რომ მთელი
ეს გეგმა, გამოყენე-ბული სიტყვებიც კი, ზუსტად იმეორებდა
ფრენსის ბეკონის მო-ნათხრობს, როცა "ახალ ატლანტიდაში"
სოლომონის სახლს აღ-წერს.
ნუთუ შესაძლებელია, რომ მხოლოდ მე - უფრო სწორად, მე,
იაკოპო ბელბო და დიოტალევი - მივმხვდარიყავი სიმართლეს?
ალბათ, იმ საღამოს გაეცემოდა ამ კითხვას პასუხი. მაგრამ რო-
გორმე უნდა მომეხერხებინა, დაკეტვის შემდეგ მუზეუმში
დავ-რჩენილიყავი და შუაღამეს დავლოდებოდი.
საიდან შემოვიდოდნენ, არ ვიცოდი - ვვარაუდობდი, რომ პა-
რიზის კანალიზაციის მიწისქვეშა ქსელი მუზეუმს ქალაქის სხვა-
დასხვა უბნებთან აკავშირებდა, იქნებ პორტ-სენ-დენისთანაც კი -
მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გავსულიყავი, იმავე მხრი-დან
უკან ვეღარ შემოვბრუნდებოდი. ასე რომ, სადმე უნდა დავ-
მალულიყავი, რომ როგორმე შენობაში დავრჩენილიყავი.
ვცადე, იმ მომაჯადოებელ გარემოზე აღარ მეფიქრა. ცივი გო-
ნებით შევათვალიერე იქაურობა. გამოცხადებას აღარ ვეძებდი,
ინფორმაცია მჭირდებოდა. ვიფიქრე, რომ სხვა დარბაზებში უფ-
რო ძნელი იქნებოდა დამალვა (მუზუმის დაკეტვისას გულდას-
მით ათვალიერებენ დარბაზებს, რომ სადმე ქურდი არ იყოს შე-
ყუჟული), მაგრამ აქ არ უნდა გამჭირვებოდა. შემეძლო, რომე-
ლიმე დანადგარში შევმძვრალიყავი: ცოცხალი მგზავრი მკვდარ

11
მანქანაში. თამაში ყოველთვის მიყვარდა და კარგად გამომ-
დიოდა, ესეც შემეძლო, მეცადა.
კარგი, გეყოფა, - ვუთხარი საკუთარი თავს, - ცოდნაზე
ნუღარ ფიქრობ. მეცნიერებას სთხოვე დახმარება.

12
2

"ურიცხვ და უცნაურ საათს იხილავ ჩვენთან, ისეთებსაც,


უკუღმა რომ მოძრაობენ... გრძნობათა საცდურ ოთახებში კი
ათასგვარი უცნაურობა აღესრულება: ცრუ გამოცხადებები,
ხილვები თუ ილუზიები... ესაა, შვილო ჩემო, სოლომონის სახ-
ლის სიმდიდრე".
(Francis Bacon, New Atlantis, London, Rawley, 1627, pp. 41-42)

ვცადე, თავს მოვრეოდი და წარმოსახვა დამემორჩილებინა.


ირონია თუ მიშველიდა, როგორც ყოველთვის. მუზეუმში
ვიყავი, ჰოდა, ისეთი სიფხიზლე და ეშმაკობა მმართებდა,
როგორიც მსახიობს სცენაზე.
იმედით ავხედე საფრენ აპარატებს: შემეძლო, ორფრთიან
აეროპლანში ჩამალულს გამეტარებინა ღამე, ვითომ ლა-მანშის
თავზე მივფრინავდი და წინდაწინ ვნეტარებდი საპატიო ლე-
გიონერის წოდებით. ავტომანქანების სახელები კი თბილი ნოს-
ტალგიით მავსებდა... "ჰისპანო-სუიზა", 1932 წლის, კოხტა, კომ-
ფორტული. თუმცა ის თავიდანვე გამოვრიცხე: ძალიან ახლოს
იდგა სალაროსთან. მუზეუმის ზედამხედველს ნამდვილად ადვი-
ლად მოვატყუებდი, გალიფე შარვალი რომ მცმოდა და ამ მანქა-
ნასთან გავშეშებულიყავი კრემისფერ კოსტიუმში გამოწყობი-ლი,
წვრილშარფიანი და ბიჭურშლაპიანი, ელეგანტური ქალბა-
ტონისთვის ხელგაწვდილი. 1931 წლის "სიტროენ C6G" მხო-ლოდ
ჭრილში იყო წარმოდგენილი: სასწავლოდ მშვენიერი მო-დელი
გახლდათ, მაგრამ სამალავად - უვარგისი. არც კუნიოს ორთქლის
მანქანა გამოდგებოდა: ერთი ვეებერთელა საქვაბე
13
იყო თუ ორთქლის ქვაბი, არც ვიცი. მარჯვნივ უნდა შემერჩია
რამე: კედლის გასწვრივ უზარმაზარი ფიგურულბორბლებიანი
ბიციკლები და ბრტყელხიდიანი სამთვალა ველოსიპედები ჩაემ-
წკრივებინათ, მეორე მხარეს კი - გორგოლაჭებიანი თვითგო-
რიები, რომელთა დანახვაზე ცილინდრიანი კოხტა ჯენტლმენები
გამახსენდა, პროგრესის რაინდები, ბულონის ტყეში მოხდენი-
ლად რომ დანავარდობენ ამ მოწყობილობით და დროდადრო
მსუბუქად დაჰკრავენ ხოლმე ასფალტს ცალ ფეხს.
ველოსიპედების მოპირდაპირე მხარეს სერიოზული ავტო-
მანქანები იდგა, იდეალური სამალავები. 1945 წლის "პანჰარდ
დინავია", ალბათ, არ გამოდგებოდა: მეტისმეტად ღია და ვიწ-რო,
დახვეწილი და აეროდინამიკური იყო. სამაგიეროდ 1909 წლის
მაღალი "პეჟო" იმსახურებდა ყურადღებას, ნამდვილი ბუ-დუარი
გახლდათ. მის ტყავის სავარძლებში ჩაფლულს ვერავინ
შემნიშნავდა, თუმცა შიგ ჩაჯდომა ადვილი არ იქნებოდა, ზედ
ცხვირწინ ეჯდა დარაჯი, ველოსიპედებისკენ ზურგით. წარმო-
ვიდგინე, როგორ ვიწევდი ბეწვისსაყელოიანი პალტოს მძიმე
კალთებს, რომ მაღალ საფეხურზე შემედგა ფეხი, თეთრგეტრე-
ბიანი ლაქია კი, ხელში ქუდით, მოწიწებით მიღებდა კარს...
1873 წლის თორმეტადგილიან თვითმავალსაც გავხედე, პირ-
ველ მექანიკურ ფრანგულ ავტომობილს. "პეჟო" თუ ბუდუარს
ჰგავდა, ეს ნამდვილი სასახლე იყო, მაგრამ ვერც მიუახლოვდე-
ბოდი ისე, რომ გარშემომყოფთა ყურადღება არ მიგექცია. არაა
ადვილი, დაიმალო, როცა სამალავი საგამოფენო ექსპონატია.
ხელახლა შემოვიარე დარბაზი. თავისუფლების ქანდაკება
თითქმის ორი მეტრის სიმაღლის საყრდენზე აღმართულიყო,
რომელიც წყალქვეშა გემის კიჩოზე მოთავსებულ სათვალთვა-
ლო კაბინას წააგავდა. მასში დატანებული ილუმინატორიდან

14
ნიუ-იორკის ყურის დიორამის დათვალიერება შეიძლებოდა.
მშვენიერი სათვალთვალო პუნქტი იქნებოდა ღამით: მარცხნივ
მთლიანად მოჩანდა ქორო, მარჯვნივ - ტაძრის მთავარი ნავი,
ზურგს კი საიმედოდ დამიფარავდა გრამის ქანდაკება,
რომელიც ერთგვარ ნიშაში იყო შედგმული და სხვა დერეფნებს
გაჰყურებ-და. მაგრამ დღის შუქზე აქ დამალვას აზრი არ
ჰქონდა: დამთვა-ლიერებლებიც დამინახავდნენ და დარაჯიც,
თუნდაც დაკეტვის შემდეგ, ცარიელ დარბაზში.
დრო ცოტა მქონდა: მუზეუმი ექვსის ნახევარზე იკეტებოდა.
ტრანსეპტს მივაშურე. მოტორებში ვერ დავიმალებოდი. არც
მარჯვნივ ჩალაგებული, ციხესიმაგრეების თავდაცვის მანქანა--
დანადგარები გამომადგებოდა, არც ოკეანის ფსკერიდან ამო-
ღებული რომელიღაც ისტორიული ხომალდის ნაშთები და არც
ლენუარის ვეებერთელა გაზის ძრავა უზარმაზარი, უსწორმასწო-
როკბილანებიანი ბორბლებით. არა, ახლა, როცა დღის შუქი
ილეოდა და გაწყალებული, ძლივს აღწევდა დაბურულ ვიტრა-
ჟებში, თავზარს მცემდა ამ პრეისტორიული ცხოველების ფაშ-
ვებში ჩამალვაზე ფიქრი. შეძრწუნებული წარმოვიდგენდი
წყვდიადის ამ გამოშიგნულ, მყრალდუჟიან ბინადართა სლიპინა
სხეულების ლაპლაპს ჩემი ელექტროფარნის მბჟუტავ შუქზე, მათ
ყრუ სუნთქვასა და ძვლების ჩუმ ღრჭიალს. როგორ გადა-
ვურჩებოდი ამ დიზელის გენიტალიებს, ტურბინების ვაგინებს,
არაორგანულ კლოაკებს, რომლებიც ოდესღაც ათას რამეს აფ-
რქვევდნენ (იქნებ იმ ღამესაც ამოეფრქვიათ?): კვამლს, ორთქლს,
ოხშივარს, სტვენას, სისინს, შიშინსა და ხროტინს. იქ-ნებ იმ
ღამესაც გააფთრებული, დამშეული ყვავ-ყორნების ჩხა-ვილით,
ბიბლიური ჭრიჭინების კივილით აეკლოთ და დაეზაფ-რათ
იქაურობა? რა გადამარჩენდა იმ წმინდად აბსტრაქტული

15
დანიშნულების არსებათა ჩონჩხებში, მანქანებში, რომლებიც
წლების მანძილზე ქშენდნენ, ხმაურობდნენ, დაატარებდნენ,
ჭყლეტდნენ, ხერხავდნენ, ამტვრევდნენ, ანაკუწებდნენ, აჩქა-
რებდნენ და ანელებდნენ, ყლაპავდნენ, ნთქავდნენ, აფეთქებ-
დნენ, ცილინდრებით ასლოკინებდნენ, შემაძრწუნებელი, კიდუ-
რებდამტვრეული თოჯინებივით უბრაგუნებდნენ დოლებს,
ცვლიდნენ სიხშირეებს, აბრუნებდნენ საჭეებს, გარდაქმნიდნენ
ენერგიებს. როგორ გადავურჩებოდი ამ ყველაფერს? და როცა
თავს დამესხმოდნენ, თავისივე შემქმნელთაგან - სამყაროს
მბრძანებელთაგან - წაქეზებულები (რომლებსაც მხოლოდ შე-
მოქმედის შეცდომის დასამტკიცებლად შეექმნათ ეს საწყალო-
ბელი, უსულო, ფუჭი ხელსაწყოები, მიწიერი სამყაროს ბინადარ-
თა კერპები), შევძლებდი, არ შევმდრკალიყავი?
უნდა წავსულიყავი იქიდან. სიგიჟე იყო აქ დარჩენა. ავყევი
თამაშს, რომელმაც იაკოპო ბელბო ჭკუიდან გადაიყვანა, მე,
ადამიანი, რომელსაც არაფრის და არავისი მჯერა...
არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ დავრჩი. მაგრამ რომ
არ დავრჩენილიყავი, ახლა ამ ამბის მხოლოდ დასაწყისი
მეცოდინებოდა. ალბათ, არც ვიქნებოდი აქ, ამ გორაკზე გან-
მარტოვებული, ვერ მოვისმენდი ძაღლების ყეფას, ხეობაში ჩა-
მალული სოფლიდან რომ აღწევს და არ ვიფიქრებდი იმაზე,
მართლა დამთავრდა ყველაფერი თუ დასასრული ჯერ კიდევ
წი-ნაა.
გადავწყვიტე, გზა გამეგრძელებინა. ეკლესიიდან გამოვედი და
გრამის ქანდაკების მარცხნივ გავუყევი გალერეას. რკინიგ-ზის
განყოფილებაში ვიყავი, იქაურობა სავსე იყო ვაგონებისა და
ლოკომიტივების ათასფერი მოდელებით, რომლებიც ბენგოდის
ქვეყნის, მადუროდამის სათამაშოებს ჰგავდა, თითქოს რაღაც

16
მინიატურულ იტალიაში აღმოვჩნდი. ვიგრძენი, რომ ვეჩვეოდი
შფოთვისა და სიმშვიდის, შიშისა და სიფხიზლის ამ სწრაფ მო-
ნაცვლეობას (განა ეს არაა სულის სნეულების პირველი ნიშა-ნი?)
და ვიფიქრე, ტაძარში ნანახმა იმიტომ ამაფორიაქა, რომ იაკოპო
ბელბოს ნაწერები მქონდა წაკითხული, რომელთა გა-შიფვრა ენით
აღუწერელი წვალების ფასად შევძელი, თუმცა კი ვიცოდი, რომ ეს
ყველაფერი გამონაგონი იყო. საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ
ტექნიკის მუზეუმში ვიყავი: მართალია, ცოტა იდუმალებით
მოცული, მაგრამ წესიერი სამყაროა-მეთქი, თავს ვიმშვიდებდი,
უწყინარი მკვდრების სამეფო. ჯოკონდას - ამ ნამ-დვილ
ანდროგინ ურჩხულს, რომელიც მხოლოდ ესთეტებს ეჩვე-ნებათ
მედუზად - თუ აქამდე არავინ გადაუყლაპავს, ვატის ხელ-საწყომ
ვის რა უნდა დაუშაოს? მისი ხომ მხოლოდ ოსიანელ და ნეოგოთ
არისტოკრატებს ეშინოდათ, ამიტომაც აქვს ასეთი სა-საცილო,
შუალედური იერი, კორინთულ მოხდენილობასთან შერწყმული
ტექნიკური ფუნქცია: სახელური და კაპიტელი, საქ-ვაბე და
სვეტი, ბორბალი და ტიმპანი. იაკოპო ბელბო იმავე ჰა-
ლუცინაციურ ხაფანგში ცდილობდა ჩემს შეტყუებას, რომელმაც
თავად დაღუპა. ვცდილობდი, მეცნიერივით დამეჭირა თავი.
ვულკანოლოგი ხომ ემპედოკლესავით ვერ დაიფერფლება?
ფრეიზერი დაიკარგებოდა ნემის ტყეში? წარმოიდგინე, რომ სემ
სპეიდი ხარ და გამოძიებას აწარმოებ. შენი საქმე ესაა. ქალი,
რომელმაც თავგზა აგირია, შენვე უნდა გამოასალმო სიცოც-ხლეს.
მშვიდობით, ემილი, კარგი იყო შენთან, მაგრამ უგულო მანქანა
იყავი და მეტი არაფერი.
მაგრამ ტრანსპორტის გალერეას ლავუაზიეს დარბაზი მოს-
დევს, მის იქით კი ვეებერთელა კიბე ზედა სართულზე ადის.

17
კედლებთან ჩამწკრივებული ვიტრინები, ცენტრში
აღმართუ-ლი ალქიმიკოსის საკურთხეველი და მთელი ის
მეთვრამეტე საუკუნის ცივილიზებული მაკუმბას ლიტურგიკა
შემთხვევითი კი არა, სიმბოლური სტრატაგემა იყო.
პირველად სარკეები მომხვდა თვალში. ბუნებრივია, სარკე
საკუთარი თავის დასანახად სჭირდება ადამიანს, აქ კი არ ჩან-ხარ.
ცდილობ, საკუთარი თავი, შენი სხეული მოძებნო იქ, სადაც
გეგულება, სადაც სარკე მიგანიშნებს: "აქ უნდა იყო". წვალობ,
იტანჯები, მაგრამ ლავუაზიეს სარკე, ჩაზნექილი იქნება თუ ამოზ-
ნექილი, იმედს გიცრუებს, გულს გიტეხს: უკან დაიხევ, დაინახავ
საკუთარ თავს, მაგრამ საკმარისია, ოდნავ გვერდზე გადგე, ისევ
გეკარგება გამოსახულება. მთელი ეს კატოპტრიკული სანა-ხაობა
იმისთვისაა მოწყობილი, რომ დაგაბნიოს, ვეღარ გაიგო, რა ხდება
ირგვლივ. თითქოს ეს დარბაზი გეუბნება, რომ არც ქანქარა ხარ და
არც მის ადგილას იმყოფები. არა მხოლოდ სა-კუთარ თავში
გეპარება ეჭვი, არამედ იმ საგნებშიც, რაც შენსა და სხვა სარკეებს
შორისაა. ცხადია, ფიზიკას ამის ახსნა შეუძ-ლია: ჩაზნექილი სარკე
თავს უყრის ამა თუ იმ საგნის მიერ არეკ-ლილ სხივებს - ამ
შემთხვევაში ეს სპილენძის ორთქლის ქვაბია
და ისე ირეკლავს მათ, რომ ამ საგანს მკაფიოდ კი არ ხედავ
სარკეში, არამედ ბუნდოვნად გრძნობ მას, არარსებულს, ჰაერში
ამოყირავებულს, სადღაც, სარკის მიღმა. საკმარისია, სულ ოდ-
ნავ იცვალო ადგილი, რომ ეს გამოსახულებაც გაქრეს.
უეცრად სხვა სარკეში ამოყირავებული დავინახე საკუთარი
თავი.
წარმოუდგენელია.
რის თქმა სურდა ლავუაზიეს, რაზე მიგვანიშნებდნენ მუ-
ზეუმის დამაარსებლები? არაბული შუა საუკუნეებიდან, ალჰაზე-

18
ნის ნაშრომებიდან ვიცნობთ სარკეების მაგიას. ღირდა კი
ენციკ-ლოპედია, განმანათლებლობის საუკუნე ან რევოლუცია
იმის სამტკიცებლად, რომ წარმოსახვაში ჩასაძირად სარკის
უსწორ-მასწორო ზედაპირი კმარა? განა ჩვეულებრივი სარკეც
ილუზია არაა? ვინაა ის, ყოველ დილას რომ შემოგცქერის, როცა
წვერს იპარსავ, მარადიული ცაციობისთვის შეჩვენებული?
ღირდა კი მხოლოდ ამის სათქმელად ამ დარბაზში მოხვედრა?
ან იქნებ რაღაც უფრო მეტს მკარნახობდა აქაურობა,
მიმანიშნებდა, გან-სხვავებულად შემეხედა ამ ვიტრინებისა და
მათი ბინადრები-სათვის, რომლებიც თითქოს
განმანათლებლობის ეპოქის ფიზი-კისა და ქიმიის სათავეებზე
მოსათხრობად გამოფენილიყვნენ ასე საზეიმოდ?
ტყავის ნიღაბი, კალცინაციის პროცედურებში სახის დასაცა-
ვად. ნუთუ მართალია? ნუთუ მართლა იკეთებდა სანთლების
ოს-ტატი იმ ვირთხის, უცხოპლანეტელი დამპყრობლის ნიღაბს,
რომ თვალები არ ასწვოდა? Oh, how delicate, doctor Lavoisier.1
აირების კინეტიკური თეორიის შესასწავლად განა საჭირო იყო
იმ პატარა ეოლიპილას ხელახლა აგება, ამ ნისკარტიანი სფე-
როსი, რომელიც გაცხელებისას ტრიალებს და ორთქლს ან-
თხევს? ეოლიპილა ხომ ჯერ კიდევ ჰერონმა შექმნა გნოსისის
ეპოქაში მოლაპარაკე ქანდაკებებისა და ეგვიპტელ ქურუმთა
სხვა გამონაგონთა დასახვეწად?
ან ის ხელსაწყო, 1789 წელს ხრწნის დუღილის შესასწავლად
შექმნილი, თითქოს დემიურგის აყროლებულ ნაბუშრებზე მისა-
ნიშნებლად? ბურთისებრი საშოდან გამომავალი შუშის მილაკე-

ოჰ, რა დახვეწილია, დოქტორო ლავუაზიე!


19
ბი კაუჭა საყრდენებზე დაბჯენილ სფეროებსა და არხებს გაივ-
ლიდნენ და დახვეული, სიცარიელეში დატოტვილი წვრილი
გან-შტოებებით ერთი კოლბიდან მეორეში გადაჰქონდათ რაღაც
ნივთიერება... ხრწნის დუღილი? Balneum Mariae,2 ვერცხლის-
წყლის აქროლება, mysterium conjunctionis,3 ელექსირის შექ-მნა!

ღვინის დუღილის (ისევ!) შესასწავლი ხელსაწყო? ერთი ღუმ-


ლიდან მეორეში, ერთი სახდელი ქვაბიდან მეორეში გადამავა-ლი
შუშის თაღებისა და მილაკების მონაცვლეობა. ან ის ვიწრო
სათვალე, ის პაწაწინა ქვიშის საათი და ელექტროსკოპი? ლინზა
და ლაბორატორიული დანა, სოლისებრი დამწერლობის რომე-
ლიღაც ასო-ნიშანს რომ წააგავს? ჩახმახიანი ნიჩაბი, შუშის სა-
მართებელი, ცეცხლგამძლე თიხის ერთი ციდა ჯამი ჯუჯა ჰომუნ-
კულუსის შესაქმნელად - ციცქნა საშვილოსნო თვალით უხილა-ვი
განაყოფიერებისთვის. გამჭვირვალე პერგამენტში გახ-ვეული,
ამოუცნობი წარწერებით სავსე პაწაწინა თეთრი ხვეულები
წითელი ხის კოლოფებშია ჩაწიკწიკებული, რომლე-ბიც სოფლის
აფთიაქარის საწამლეებს ჰგავს. ამ ხვეულებში ვი-თომ
მინერალური ქანების ნიმუშებს ინახავენ (ასე ამბობენ), სი-
ნამდვილეში ეს ბასილის სუდარის ფრაგმენტებია. აქვეა რელიკ-
ვიების შესანახი ზარდახშა ჰერმეს ტრისმეგისტოსის პენისის ჩუ-
ჩით და გობელენის ოსტატის გრძელი, კოხტა ჩაქუჩი, განკით-
ხვის მოახლოებული დღის საუწყებლად. კვინტესენციათა სანა-
ხაობა ავალონის პატარა ელფებისთვის, ზეთის წვის პროცესზე

ზღვის აბაზანები.

ეჯვარების საიდუმლო.

20
დასაკვირვებელი პაწაწინა ხელსაწყო, ოთხფურცელა ყვავილე-
დივით დაწყობილი და ერთმანეთთან ოქროს მილაკებით დაკავ-
შირებული შუშის ბურთულები. ეს ყვავილედები, თავის მხრივ,
ბროლის მილებს უკავშირდება, ისინი კი - სპილენძის ცილინ-
დრებს, რომლებიც სულ წვერში ოქროთი და შუშით ნაკეთ ერთ
დიდ ცილინდრში ერთიანდება. ყველა მხარეს გაშვერილი მი-ლები
და მილაკები, კონწიალა სფეროები და ბურთულები, სხვა-დასხვა
ზომის მორჩები და წანაზარდები... ესაა თანამედროვე ქიმია?
ნუთუ ამისთვის იყო საჭირო გამომგონებლის გილიოტი-ნაზე
გასტუმრება? არსაიდან ხომ არაფერი ჩნდება, არც არაფე-რი ქრება
უკვალოდ ამ სამყაროში? ან იქნებ იმიტომ მოკლეს, რომ არ
დასცდენოდა ის, რის თქმასაც შეფარულად ცდილობდა, როგორც
ნიუტონი, რომელიც მთელი თავისი მეცნიერული მიგ-ნებების
მიუხედავად, კაბალასა და მის ნივთიერებათა თვისებებ-ზე
იტეხდა თავს?
"კონსერვატორიის" ლავუაზიეს დარბაზი ნამდვილი აღსარე-
ბაა, დაშიფრული გზავნილი, მთელი მუზეუმის ეპიტომა, თანა-
მედროვე მეცნიერების ამაყ მიგნებათა დაცინვა, სხვა საიდუმ-
ლოებათა ჩუმი ქირქილი. იაკოპო ბელბო მართალი იყო, გონე-ბა
ცდებოდა.
ვჩქარობდი. დრო იწურებოდა. აი მეტრი, კილოგრამი და
სხვა საზომები, გარანტიის ყალბი გარანტები. ალიემ მასწავლა,
რომ პირამიდების საიდუმლოს მაშინ ჩასწვდები, თუ მეტრს კი
არა, წყრთას გამოიყენებ საზომად. აი, არითმეტიკული ხელსაწ-
ყოებიც, ვითომ რაოდენობის გამოსათვლელად, სინამდვილეში
კი - ციფრთა ოკულტური თვისებების შესასწავლად, ევროპის
ლანდებში ჩაფანტული, დევნილი რაბინების ნოტარიკონის
საწ-ყისებთან მისაბრუნებლად. ასტრონომიული ხელსაწყოები,

21
საათები, საზომები... ამ აღმოჩენებზე ფიქრიც კი საშიში იყო. რა-
ღაც იდუმალი გზავნილის ცენტრისკენ მივექანებოდი,
რომელიც გონების თეატრის სახით იყო წარმოდგენილი და
უნდა მეჩქარა, კიდევ მოვასწრებდი მუზეუმის დაკეტვიდან
შუაღამის დადგომამ-დე იმ საგნებზე დაკვირვებას, დაისის
ლიცლიცა შუქზე თავიანთ ნამდვილ სახეს რომ იბრუნებდნენ -
სურათ-ხატების და არა ხელსაწყოების.
სწრაფად უნდა გამევლო ხელობათა, ენერგიის, ელექტრო-
ბის დარბაზები: ამ ვიტრინებში მაინც ვერ დავიმალებოდი.
ნელ-ნელა ვაცნობიერებდი ამ მიმდევრობის არსს და მეშინოდა,
რომ ვერ მოვასწრებდი სამალავის პოვნას, რათა თვალი
მედევნები-ნა ამ საგნების იდუმალი გონების ღამეული
გამოცხადებისთვის. გიჟივით გავურბოდი საათის ავბედით
ისრებს. დედამიწა არ ჩერდებოდა, ბრუნავდა და ჟამიც
ახლოვდებოდა. ცოტაც და გა-მაძევებდნენ მუზეუმიდან.
ელექტროხელსაწყოების დარბაზი გავიარე და შუშების ოთახში
შევედი. ნეტავ რომელმა ანტილოგიკამ გადაწყვიტა, თა-
ნამედროვე მეცნიერების უძვირესი, ყველაზე მოწინავე ხელსაწ-
ყოთა გვერდით ათასწლეულების წინანდელი ცოდნისა და პრაქ-
ტიკის ამსახველი კუთხე მოეწყო? ცოდნისა, რომელსაც ჯერ კი-
დევ ფინიკიელები ფლობდნენ? ამ შერეულ დარბაზში ერთმა-
ნეთს ენაცვლებოდა ჩინური ფაიფური, ლალიკას ნაკეთობები,
მაიოლიკა, ფაიანსი და მურანოს შუშა. დარბაზის სიღრმეში,
ვეებერთელა ვიტრინაში, ნატურალური ზომის სამგანზომილე-
ბიანი ლომი იდგა, რომელიც გველს ერკინებოდა. ეს ექსპონატი
იმიტომ გამოეფინათ აქ, რომ მთლიანად შუშისაგან იყო ნაკეთი,
თუმცა სიმბოლურად აშკარად სხვა რამეზე მიანიშნებდა... ვცა-დე,
გამეხსენებინა, სად მქონდა ნანახი ეს გამოსახულება: დემი-

22
ურგს, სოფიას საზიზღარ ნაშიერს, არქონტთაგან პირველს, ილ-
დაბაოთს, მიწიერი სამყაროსა და მის მანკიერებათა მიზეზს,
სწორედ ასეთი - გველისა და ლომის - სახე აქვს და ისიც ცეც-
ხლის ალებს აფრქვევს თვალებიდან. ალბათ, მთელი მუზეუმი
უწმინდურ პროცესს განასახიერებდა, რომელშიც
პირველსაწყი-სის - ქანქარის - სისრულითა და პლერომის
კაშკაშით, ეონიდან ეონამდე, ოგდოადა იშლება და ბოროტების
კოსმოსურ სამე-ფოდ გარდაიქმნება. თუ ასე იყო, მაშ ის გველი
და ლომი მანიშ-ნებდნენ, რომ ამ ცოდნასთან ჩემი ზიარების
გზა - ვაი, რომ უკუღმა განვლილი - უკვე დასრულებულიყო და
მალე ხელახლა ვიხილავდი სამყაროს: არა ისეთს, როგორიც
უნდა იყოს, არა-მედ ისეთს, როგორიც არის.
მართლაც, შევნიშნე, რომ მარჯვენა კუთხეში, ფანჯარასთან,
პერისკოპის ჯიხური იდგა. შევედი. წინ მართვის ეკრანის მსგავ-
სი შუშის ფირფიტა იყო დამაგრებული და ზედ ფილმის კადრები-
ვით მოძრაობდა ბუნდოვანი გამოსახულებები, რომლებიც თით-
ქოს ქალაქის ხედებს წააგავდა. შევნიშნე, რომ გამოსახულება
ამოყირავებული მოდიოდა მეორე, ზემოთ დამაგრებული ეკრა-
ნიდან. ეს მეორე ეკრანი პირველი პერისკოპის ოკულარი იყო,
რომელიც ერთმანეთში ირიბად ჩადგმული ორი კოლოფისგან
შედგებოდა. უფრო გრძელი კოლოფი ჯიხურის გარეთ მილისე-
ბურად გამოშვერილიყო და ზედა ფანჯარას სწვდებოდა, რომ-
ლიდანაც ლინზების რაღაც კომბინაცია ხედვის ძალიან ფართო
კუთხით იჭერდა გარე გამოსახულებას. წარმოვიდგინე, მიწის
დონიდან რამდენი მეტრის სიმაღლეზე იყო ჯიხური და მივხვდი,
რომ პერისკოპის საშუალებით ისე დავინახავდი გარე სივრცეს,
როგორც სენ-მარტენის აფსიდის ზედა ვიტრაჟებიდან, თითქოს
თავად ვყოფილიყავი ქანქარაზე ჩამოკიდებული: ჩამომხრჩვა-

23
ლის უკანასკნელი სანახაობა. მზერა დავძაბე, რომ ის ბუნდოვა-ნი
გამოსახულება უკეთ გამერჩია: ვოკანსონის ქუჩას ვხედავდი,
რომელზეც ტაძრის ქორო გადიოდა, კონტეს ქუჩასაც, რომელიც
პირდაპირ აგრძელებდა ეკლესიის ნავს. კონტეს ქუჩას მარცხნი-
დან მონგოლფიეების ქუჩა კვეთდა, მარჯვნივ კი - დე ტიურბიგო.
გზაჯვარედინის ორივე მხარეს კაფეები იყო: "უიკენდი" და "ლა
როტონდა", მოპირდაპირე შენობის ფასადზე კი წარწერა მოჩან-და,
ძლივს წავიკითხე: "ჟაკსამის ატელიე". უცნაური იყო, რომ
პერისკოპი შუშების ოთახში იდგა და არა ოპტიკურ ხელსაწყოთა
დარბაზში: მივხვდი, რომ სწორედ ამ ადგილიდან, ამ კუთხით იყო
საჭირო გარე სივრცეზე დაკვირვება, თუმცა რატომ - ამას ვერ
ვხვდებოდი. რატომ იდგა ეს ჯიხური, ასეთი პოზიტივისტური და
ჟიულვერნისეული, ლომისა და გველის სიმბოლური მინიშ-ნების
გვერდით?
ასე იყო თუ ისე, თუ ძალა და გამბედაობა მეყოფოდა და ოც--
ოცდაათ წუთს გავჩერდებოდი ამ ჯიხურში, დარაჯი, ალბათ,
ვერ შემნიშნავდა.
იმ წყალქვეშა ხომალდის მსგავს სამალავში გატარებული
დრო უსასრულოდ მეჩვენა. დაგვიანებული დამთვალიერებლე-
ბისა და დარაჯების ნაჩქარევი ნაბიჯების ხმა მესმოდა. ფირფი-
ტის უკან ღრმად შევიმალე პერისკოპში, რომ დარაჯს ვერ
შევემ-ჩნიე, რომც შემოეხედა ჯიხურში. გასუსული, ფეხზე
ვიდექი, რომ დაბნეული დამთვალიერებლის როლი მეთამაშა,
თუ ვინმე შე-მამჩნევდა, ვითომ ხელსაწყოს თვალიერებამ
გამიტაცა და დრო გამეპარა.
მალე შუქიც ჩააქრეს. დარბაზში თითქმის ბნელოდა.
ჯიხურს შიგნიდან მკრთალად ანათებდა ეკრანი, რომელსაც
თვალს არ ვაშორებდი: ისღა მაკავშირებდა გარე სამყაროსთან.

24
ორი საათი მაინც მომიწევდა ფეხზე დგომა, თუ ფეხები
ძალი-ან ამტკივდებოდა, შემეძლო, ჩავცუცქულიყავი.
მუზეუმის დაკეტ-ვის შემდეგ თანამშრომლები კიდევ კარგა
ხანს რჩებიან შენობა-ში. დამლაგებლები გამახსენდა და ისევ
შიშმა ამიტანა: ვაითუ საღამოობით ალაგებდნენ დარბაზებს?
თავი დავიმშვიდე, მუ-ზეუმი დილას გვიან იღება და ალბათ,
დილაობით, დღის სინათ-ლეზე ალაგებენ, რაღა სიბნელეში
იმუშავებენ-მეთქი. ალბათ, ასეც იყო: დარბაზებში სრული
სიჩუმე იდგა. დროდადრო შორი-დან აღწევდა მიხურული
კარის ხმა, ჭრიალი. უნდა დავლოდე-ბოდი. ათიდან თერთმეტ
საათამდე ეკლესიაში გადასვლას მო-ვასწრებდი. ისინი, ვისაც
ველოდი, შუაღამემდე არ შეიკრიბე-ბოდნენ.
ამ დროს კაფე "როტონდიდან" ახალგაზრდები გამოიშალნენ.
ერთი გოგონა კონტეს ქუჩას გაუყვა და მონგოლფიეებისკენ გა-
დაუხვია. ეს ხალხმრავალი ადგილი არ იყო, როგორ უნდა მეყუ-
რებინა საათობით ამ უღიმღამო სანახაობისთვის, თანაც - ზურ-
გიდან? პერისკოპი შემთხვევით არ იდგა ამ ადგილზე, რაზე მი-
მანიშნებდა? შარდის ბუშტმა შემაწუხა. ამაზე არ უნდა
მეფიქრა, ალბათ, ნერვიულობის ბრალი იყო.
რამდენი აზრი მოგდის მარტოს, პერისკოპში დამალულს,
სიბნელეში. ალბათ, ასეთი შეგრძნება აქვს გემის მუცელში ჩამა-
ლულ, შორი ქვეყნისკენ მიმავალ ემიგრანტს. ჩემი საბოლოო
სამიზნეც ხომ სწორედ თავისუფლების ქანდაკება და ნიუ--
იორკის დიორამა იყო. შეიძლებოდა, ჩამძინებოდა კიდეც. ერთი
მხრივ, ასეც აჯობებდა, მაგრამ გვიან რომ გამღვიძებოდა?..
მთავარი იყო, პანიკას არ ავყოლოდი. ხანდახან გგონია, რომ
წამიც და აყვირდები. პერისკოპი, ზღვის ფსკერზე გაჭედილი
წყალქვეშა ნავი... ვინ იცის, იქნებ უკვე ავბედითად გიტრიალე-

25
ბენ ღრმა წყლის ბინადარი ვეებერთელა შავი თევზები. მერე რა,
რომ ვერ ხედავ მათ. აღარც ჰაერი გყოფნის...
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. ყურადღების მოკრება
მჭირდებოდა. ერთადერთი, რაც ასეთ წამებში არ გიღალატებს,
ვალდებულებებია, საქმეების სია. უნდა გაიხსენო, რა გაქვს გა-
საკეთებელი, რატომ, რისთვის, რას რა მოჰყვება.
მოგონებები მომაწვა. მკაფიო, ზუსტი, ნათელი, დალაგებუ-
ლი. ჯერ ამ სამი მშფოთვარე დღის ამბები ამომიტივტივდა,
შემ-დეგ - ბოლო ორი წლის, მერე კი - უკანასკნელი ორმოცი
წლის, იმ მიმდევრობით, როგორითაც იაკოპო ბელბოს
ელექტრონულ ტვინში დამხვდა ისინი.
ვიხსენებ იმისთვის, რომ რამე აზრი შევძინო ჩვენი ცდომილი
შექმნის უცნაურ ამბავს. ახლაც, როგორც იმ საღამოს პერის-კოპში,
ვცდილობ, გონების რომელიღაც შორეულ წერტილში
წარმოვიდგინო თავი და იქიდან დავიწყო თხრობა. ზუსტად ისე-
ვე, როგორც ქანქარის შემთხვევაში. დიოტალევი მეუბნებოდა,
რომ პირველი სეფიროთი.4 ქეთერია, გვირგვინი, სათავე, პირ-
ველსაწყისი სიცარიელე. მან პირველად წერტილი შექმნა, რო-
მელიც აზრად იქცა და ამ აზრში შეიძინა ფორმა ყოველმა... ის თან
იყო და თან არ იყო, აღბეჭდილი იყო სახელში და თან უსა-ხელო,
მისი სახელი იყო ოდენ "ვინ?" და ელტვოდა სახელს...
მან ჯერ ნიშნები მოხაზა სიცარიელეში, მისი იდუმალი სიღრმი-
დან მხურვალე კვამლი ამოიფრქვა, როგორც უფერო ნისლი,

სეფიროთი - კაბალის "სიცოცხლის ხის" ნაწილი. სეფიროთები


ჰქვია იმ ათ მისტიკურ სიტყვას, რომლებიც ერთმანეთს ხის,
ადა-მიანის სხეულის, შვიდტოტიანი შანდლის მსგავსად
უკავშირდე-ბა და სამყაროს შექმნას გამოსახავს.

26
რომელიც უფორმობას ფორმას ანიჭებს, და როგორც კი მან
განფენა დაიწყო, მის გულში პაწაწინა ალების კონებმა იფეთქა,
რომლებიც გაიშალნენ და ქვედა სეფიროთები გაანათეს, სულ
ბოლომდე, ქვევით, "სამეფომდე".
ამ ციმცუმში, ამ განმარტოებაში, ალბათ, უკვე იდო
დაბრუნე-ბის დაპირება, როგორც დიოტალევი ამბობდა.

27
ხოხმა

In hanc utilitatem clementes angeli saepe figu ras, cha


racteres, formas et voces invenerunt proposue runtque nobis
mortalibus et ignotas et stupen das nu llius rei iuxta consuetum
linguae usum signi fica tivas, sed per rationis nostrae summam
admira tionem in assiduam intelligibilium pervestiga tionem,
deinde in illorum ipsorum venerationem et amorem inductivas.5
(Johannes Reuchlin, De arte cabalistica, Hagenhau, 1517, III)6

ყველაფერი ამ ამბამდე ორი დღით ადრე დაიწყო.


ხუთშაბათი იყო, საწოლში ვნებივრობდი, ადგომა არ მინდოდა.
წინა საღა-მოს დავბრუნდი ქალაქში და გამომცემლობაში რომ
დავრეკე, მითხრეს, დიოტალევი ისევ საავადმყოფოშიაო.
გუდრუნი საში-ნელ ხასიათზე იყო: ისევ ისეა, უფრო სწორად,
უარესადო. ვერ ვბედავდი მის მოსანახულებლად წასვლას.

"ამ საჭიროების გამო ანგელოზთაგან გულმოწყალებით გვე-


ბოძება ჩვენ, მოკვდავთ, ფიგურები, ასოები, ნიშნები და ბგერე-
ბი, გასაოცარნი და უხილავნი, რომლებიც ჩვენს ენაზე თითქოს
არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი გონების სიღრმეებში აღვი ვე-ბენ
უზენაეს აღფრთოვანებას, ნეტარებასა და თაყვანისცემას".

იოჰან როიხლინი, "კაბალისტურ ხელოვნებაზე"


28
ბელბო ოფისში არ იყო. გუდრუნმა მითხრა, დარეკა და გა-
მაფრთხილა, ოჯახური მიზეზების გამო ქალაქიდან გასვლა მი-
წევსო. რა ოჯახური მიზეზების? უცნაური ის იყო, რომ თან
წაეღო პროცესორი - "აბულაფია" - როგორც თვითონ ეძახდა,
პრინ-ტერთან ერთად. დაუბარებია, სახლში უნდა დავამთავრო
სამუ-შაოო. რატომ წვალობდა? ოფისში ვერ დაწერდა?
მთლად ობლად ვიგრძენი თავი. ლია და ბავშვი კიდევ ერთი
კვირა არ დაბრუნდებოდნენ. წინა საღამოს "პილადეშიც" შე-
ვიარე, მაგრამ ნაცნობი არავინ დამხვდა.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ბელბო იყო, უცნაური ხმა
ჰქონდა, ყრუ, შორეული.
რა ხდება? საიდან რეკავთ? ლიბიის ფრონტზე
დაკარგულად გამოგაცხადეს, ათას ცხრაას თერთმეტში...
კაზობონ, ხუმრობის დრო არაა. სერიოზულადაა საქმე. პა-
რიზში ვარ.
პარიზში? პარიზში ხომ მე უნდა წავსულიყავი! მე უნდა
და-მეთვალიერებინა "კონსერვატორია"!
ხუმრობის დრო არაა-მეთქი... ჯიხურიდან გირეკავთ... უფ-
რო სწორად, ბარიდან, მოკლედ, არც ვიცი, დიდხანს ლაპარაკი
შემიძლია თუ არა...
თუ ჟეტონები გითავდებათ, ფოსტიდან დამირეკეთ. დაგე-
ლოდებით.
არა, ჟეტონები არაფერ შუაშია, შარში გავეხვიე, - ჩქარა
ლაპარაკობდა, რომ არ გამეწყვეტინებინა. - გეგმა... გეგმა მარ-
თალია! თუ ღმერთი გწამთ, ახლა სისულელეები არ გინდათ,
მე-ძებენ.
ვინ? - დავიბენი.

29
- ტამპლიერები... ღმერთო ჩემო, კაზობონ, ვიცი, რომ არ და-
მიჯერებთ, მაგრამ ყველაფერი მართალია. ჰგონიათ, რომ რუკა მე
მაქვს, გამომიჭირეს, მაიძულეს, პარიზში ჩამოვსულიყავი. შა-ბათს
შუაღამისას "კონსერვატორიაში" მიბარებენ. შაბათს - გეს-მით -
წმინდა იოანეს ღამეს... - აბდაუბდად ლაპარაკობდა, მის სიტყვებს
ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებდი. - არ მინდა იქ მის-ვლა, უნდა
გავიქცე, კაზობონ, მომკლავენ. დე ანჯელისი უნდა
გააფრთხილოთ. თუმცა არა, დე ანჯელისის გაფრთხილებას რა
აზრი აქვს... პოლიცია არ გვინდა, თუ ღმერთი გწამთ...
აბა რა ვქნა?
არ ვიცი, ჩემი ფაილები უნდა წაიკითხოთ "აბულაფიაში"...
ბოლოს ყველაფერს იქ ვინახავდი, იქ წერია, რაც ამ თვეში მოხ-და.
თქვენ არ იყავით, არ ვიცოდი, ვისთვის მომეყოლა, სამი დღე და
ღამე ვწერდი... მისმინეთ... ოფისში, ჩემი საწერი მაგიდის უჯ-
რაში, კონვერტია ორი გასაღებით. დიდი გასაღები ლორენცას
ბინისაა, მეორე, პატარა, ჩემია. ჩემს ბინაში მიდით და ყველაფე-რი
წაიკითხეთ, მერე თავად მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ, ან
დავილაპარაკოთ, ან... ღმერთო, აღარ ვიცი, რა ვქნა...
კარგი, კარგი, წავიკითხავ. მაგრამ მერე სად გიპოვოთ?
არ ვიცი, ყოველ ღამე ვიცვლი სასტუმროს. მოდი, ასე მო-
ვიქცეთ: დღესვე წადით ჩემს ბინაში და იქვე დამელოდეთ, ვეც-
დები, ხვალ დილით დაგირეკოთ, თუ მოვახერხე... ღმერთო! პა-
როლი...
ყურმილში ხმაური შემომესმა, ბელბოს ხმა დაიკარგა, მერე
ისევ ჩამესმა, ახლოვდებოდა და მშორდებოდა, თითქოს ვიღაც
ყურმილის წართმევას ცდილობდა.
ბელბო! რა ხდება?
მომაგნეს... პაროლი...
30
ჭახანი გაისმა, გასროლის ხმას ჰგავდა. ალბათ, ყურმილი ჩა-
მოვარდა და კედელს მიეხეთქა, ან იმ დაფას, ჯიხურებში რომაა
ხოლმე დამაგრებული ტელეფონის ქვეშ. მერე ჩხაკუნი გავიგე.
ვიღაცამ ყურმილი დაკიდა. ცხადია, ბელბო არ იქნებოდა.
შხაპში შევვარდი. უნდა გამოვფხიზლებულიყავი. არ მესმო-
და, რა ხდებოდა. გეგმა მართალიაო? რა სიგიჟეა, მართალი
როგორაა, ჩვენ არ გამოვიგონეთ? ვინ დაიჭირა ბელბო? როზენ-
კროიცერებმა, გრაფმა სენ-ჟერმენმა, ოხრანკამ, ტამპლიერთა
რაინდებმა თუ ასასინებმა? გამორიცხული აღარაფერი იყო, ყვე-
ლაფერი სიმართლეს ჰგავდა. შეიძლება, ბელბო შეიშალა, ბო-
ლო ხანებში საშინლად იყო დაძაბული, ვერ ვიგებდი, ლორენცა
პელეგრინის გამო იყო ასე - აშტერებდა ეს ქალი - თუ გეგმის.
გეგმა საერთო იყო, ჩემი, მისი, დიოტალევის, მაგრამ მარტო
ბელბო ჰგავდა შერყეულს ამ ამბის გამო, ჩვენთვის ეს მხოლოდ
თამაში იყო, მისთვის - არა. თუმცა ვარაუდებს აზრი აღარ ჰქონ-
და. გამომცემლობაში გავიქეცი. გუდრუნი მჟავედ დამხვდა,
ჩაიბურტყუნა, მარტო ჩემს კისერზეა ეს გამომცემლობაო.
ოთახ-ში შევვარდი, კონვერტი ვიპოვე, გასაღებებს ხელი ვტაცე
და ბელბოს ბინას მივაშურე.
ჩახუთული ჰაერი, ნამწვებით სავსე აქოთებული საფერ-
ფლეები, ჭუჭყიანი თეფშებით ჩახერგილი სამზარეულოს ნიჟა-
რა. ნაგავშიც კონსერვის ქილები ეყარა. კაბინეტში თაროზე ვის-
კის სამი ცარიელი ბოთლი ეგდო. მეოთხეში სულ ცოტაღა იყო
ჩარჩენილი. ჩანდა, ამ ბინაში რამდენიმე დღე იყო ვიღაც გამო-
კეტილი, რაც ხელში მოხვდებოდა, იმას ჭამდა და გადარეული-
ვით, შეპყრობილივით მუშაობდა.
ოროთახიანი ბინის ყველა კუთხეში წიგნები იყო დახვავებუ-
ლი, თაროები - სიმძიმისაგან ჩაზნექილი. მაშინვე თვალში მომ-

31
ხვდა კომპიუტერი, პრინტერი და დისკების შესანახი კოლოფი.
კედლებზე, თაროებისაგან თავისუფალ ადგილებში, სურათები
ეკიდა. საწერი მაგიდის პირდაპირ მაშინვე თვალში მეცა მეჩ-
ვიდმეტე საუკუნის გრავიურის ასლი, საგულდაგულოდ
ჩარჩოში ჩასმული. ალეგორიული სიუჟეტი იყო. ამასწინათ,
შვებულებამ-დე, ლუდის დასალევად რომ ვიყავი ბელბოსთან,
ვერც კი შევ-ნიშნე.
მაგიდაზე ლორენცა პელეგრინის სურათი იდო. პაწაწინა,
ცო-ტა ბავშვური ასოებით ზედ რაღაც ეწერა. მხოლოდ სახე
უჩანდა, მაგრამ ეს მზერა რაღაცნაირად მაფორიაქებდა.
ინსტინქტურად, ალბათ, კორექტულობის (თუ ეჭვიანობის?)
გამო, წარწერა რომ არ წამეკითხა, ფოტო ამოვაყირავე.
მაგიდაზე საქაღალდეები ეყარა. გადავქექე, იქნებ რამე საინ-
ტერესო იყოს-მეთქი, მაგრამ ისეთი არაფერი: ამონაწერები, ან-
გარიშები, საგამომცემლო შენიშვნები. ერთ ფურცელს გადავაწ-
ყდი, რომელიც, თარიღით თუ ვიმსჯელებდი, ბელბოს პირველ
ცდებს უკავშირდებოდა კომპიუტერზე. "აბუ" ერქვა. მახსოვდა
"ა-ბულაფიას" პირველი გამოჩენა გამომცემლობაში: ბელბოს
ლა-მის ბავშვური აღტკინება, გუდრუნის ქირქილი,
დიოტალევის ირონიული კომენტარები.
ეს ჩანაწერი, "აბუ", ბელბოს პასუხი იყო დაცინვებზე: ახლად
მონათლული ბიჭის ცელქობას უფრო ჰგავდა, მაგრამ ნათლად
ამჟღავნებდა იმ კომბინატორიკულ აღტკინებასა და ჟინს, რომ-
ლითაც ბელბო პირველი დღიდანვე დაუმეგობრდა კომპიუტერს.
ხშირად ამბობდა ხოლმე, თავისი ოდნავ შესამჩნევი ღიმილით,
რაც მივხვდი, რომ მთავარი მოქმედი გმირი ვერ ვიქნები, ვამჯო-
ბინე, გონიერი მაყურებელი ვიყოო; წერას აზრი არ აქვს, თუ
საამისოდ სერიოზული მიზეზი არ გაქვს, ასე რომ ჯობია, სხვების

32
დაწერილი წიგნები გადაწერო, კარგი რედაქტორის საქმეც ესააო.
მოკლედ, ბელბოსთვის ერთგვარ ჰალუცინოგენად იქცა ეს მანქანა:
ისე ასრიალებდა თითებს კლავიატურაზე, თითქოს Petit
Montagnard-ის ვარიაციებს ასრულებდა თავის ძველ ფორ-
ტეპიანოზე და სულ არ ადარდებდა, მოეწონებოდათ თუ არა მი-სი
დაკრული. არაფრის შექმნას არ აპირებდა: შეპყრობილივით
წერდა, მაგრამ ეს მისთვის ქმნა კი არა, ელექტრონული ეფექტუ-
რობის გამოცდა, ერთგვარი სავარჯიშო იყო. დავიწყებოდა თა-ვისი
ყოველდღიური სადარდებელი, იმ თამაშში თითქოს მეორე
ახალგაზრდობის წყარო ეპოვა და ისე ხარბად დასწაფებოდა მას,
როგორც მხოლოდ ორმოცდაათი წლის კაცს შეუძლია. ასე იყო თუ
ისე, ის თანდაყოლილი პესიმიზმიცა და წარსულთან ჭი-დილის,
მისთვის თვალის ვერგასწორების მარადიული და მტან-ჯველი
სიჯიუტეც დასცხრობოდა, განელებოდა რაღაცნაირად იმ
მინერალურ, ობიექტურ, მორჩილ, ნეიტრალურ, ტრანზისტო-რულ
მეხსიერებასთან დიალოგში, რომელიც იმდენად ადა-მიანურად
არაადამიანური იყო, რომ საშუალებას აძლევდა, ვე-ღარც ეგრძნო
ის თავისი, ჩვეული და მუდამ თანმდევი, სიცოც-ხლის ტკივილი.

Abu.doc

33
ნოემბერი იწურება. რა ლამაზი დილაა. პირველად იყო სიტ-
ყვა, რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის იმ საბე-
დისწერო რისხვაზე მიმღერე.7 წერტილი, აბზაცი. თავისით
გადა-დის ახალ სტრიქონზე.
ცდა. ცდა. parakal ò . parakal ò . პროგრამით ანაგრამებსაც
გააკეთებ, თუ დაგჭირდა. დამთავრებულიც რომ გქონდეს
რომა-ნი სამხრეთელ გმირზე, რეტ ბატლერსა და ჭირვეულ
გოგოზე, სკარლეტზე, თუ ბოლოს ჭკუაში აღარ დაგიჯდა, ერთი
ბრძანება და "აბუ" "რეტ ბატლერს" ყველგან "ანდრეით"
ჩაგინაცვლებს, "სკარლეტს" - "ნატაშათი", "ატლანტას" -
"მოსკოვით" და "ომი და მშვიდობა" გამოგივა.
"აბუს" ახლა ერთ კარგ რამეს გავაკეთებინებ. ამ ფრაზას ავ-
კრეფ, "აბუს" ვუბრძანებ და ყველა ა-ს აკა-თი ჩამინაცვლებს და
ყველა ე-ს - ულა-თი და ფინურისმაგვარი ტექსტი გამომივა.
აკაბუს აკახლაკა ულართ კაკარგ რაკამულას გაკავაკაკულა-
თულაბინულაბ. აკამ ფრაკაზაკას აკავკრულაფ, აკაბუს
ვუბრძა-კანულაბ დაკა ყვულალაკა აკა-ს აკაკაკათი
ჩაკამინაკაცვლუ-ლაბს დაკა ყვულალაკა ულას - ულაკათი და
ფინურის მაკაგვა-კარი ტულაქსტი გაკამომივაკა.
ჰოი, სიხარულო, ჰოი, მჭევრმეტყველების თავბრუსხვევავ,
ჰოი, იდეალური უძილობით შეპყრობილო ჩემო მკითხველო/-
მწერალო, ჰოი, ფინეგანის ქელეხო, არსო მწყაზარო. შენ კი არ
გეხმარება ფიქრში, არამედ გეხმარება იმაში, რომ მისთვის
იფიქრო. იდეალურად სულიერი მანქანა. ბატის ფრთით წერ, ქა-

"ილიადა", პირველი სიმღერა. ლევან ბერძენიშვილის თარგმა-


ნი.
34
ღალდი ჭრიალებს, წვერს წამდაუწუმ მელანში აწობ, ფიქრი
სწრაფია, მაჯა ვერ ეწევა. საბეჭდ მანქანაზე ასოები ერთმანეთს
აჯდება, საკუთარ სინაფსისს ჩამორჩები და იძულებული ხარ,
მანქანის მოუხერხებელ რიტმს აჰყვე. მასთან კი, "აბუსთან" (ქა-
ლია? კაცია?), თითები ოცნებობს, გონება, ფრთაშესხმული,
კლავიატურას ეთათუნება და როგორც იქნა, შეგიძლია, მკაცრი
გონებით დაფიქრდე პირველი შეხების ბედნიერებაზე.
ახლსერთ რამე სგაბაკეტებ... ამორტოგრაფოულ აბდაუბდა-
სავირებ და ვუბძანწბ მანწანაასდროებიყ მრხსიერებასი სეინა-
ხოს და მერეისევეკლრანძე გასმოიიტანპს, საკიუთარუ თავსხე
მიბმუილოი.
ბრმად ვბეჭდავდი. ახლა ამ ორთოგრაფიულ აბდაუბდას ავი-
ღებ და მანქანას ვუბრძანებ, გაიმეოროს თავისი შეცდომა, წინას
მიაბას. შეცდომები გავასწორე და ტექსტიც გამოჩნდა, მკაფიო,
გასაგები, სრულყოფილი. ქატო და ფქვილი გავაცალკევე.
შემეძლო, გასწორების შემდეგ ამომეჭრა და წამეშალა პირ-
ველი აბზაცი. მაგრამ იმის საჩვენებლად ვტოვებ, როგორ შეიძ-
ლება, ამ ეკრანზე თანაარსებობდეს ყოფნა და ყოფნის ვალდე-
ბულება, შემთხვევითობა და გარდაუვალობა. შემიძლია, შეც-
დომით აკრეფილი ტექსტი ეკრანიდან წავშალო, მაგრამ კომ-
პიუტერის მეხსიერებაში დავტოვო, არქივში შევინახო
ყველაფე-რი, რაც კი ოდესმე წამიშლია და გაუმაძღარ
ფროიდისტებსა და ვარაუდების მოტრფიალეებს ლუკმა,
ხელობა და აკადემიური დიდება გამოვაცალო.
ეს კი ნამდვილ მეხსიერებას ბევრად ჯობია: მეხსიერება თავ-
დაუზოგავი ვარჯიშით დამახსოვრებას სწავლობს, მაგრამ არ
იცის, როგორ დაივიწყოს. დიოტალევი ნამდვილი სეფარდული
ჟინით ეტრფის იმ სასახლეებს, შესასვლელში საზეიმო კიბითა

35
და მეომრის ქანდაკებით, უმწეო ქალზე რომ ძალადობს. იმ დე-
რეფნებში, იმ ურიცხვ ოთახთაგან თითოეულში რაღაც შემზარა-ვი
სასწაული აღესრულება, მოჩვენებები, გაცოცხლებული მუ-მიები
გეცხადება და ყოველ ხილვას, გონებაში სამუდამოდ აღ-ბეჭდილს,
რაღაც ფიქრს, აზრს უკავშირებ, რომელიმე კატეგო-რიას,
კოსმოსური წყობის რომელიღაც ელემენტს, სილოგიზმთა
მწკრივებს, ხატთა რიგებს, აპოთეგმათა ჯაჭვებს, ჰიპალაგათა
მძივებს, ზევგმათა ხვეულებს, ჰისტერონ-პროტერონის როკვას,
აპოფატიკურ ფიგურებს, სტიქიათა იერარქიებს, ბუნიობის, პა-
რალაქსის, ჰერბარიუმის, გენეალოგიებისა და ჰიმნოსოფისტე-ბის
მიმდევრობებს და ასე, უსასრულოდ. ხან რაიმუნდუსი, ხან -
კამილუსი, საკმარისი იყო, საკუთარ ხილვებს დანებებოდით და
მაშინვე აღადგენდით ყოფიერების დიად ჯაჭვს, სიყვარულის სი-
ხარულში, და შეიცნობდით, ვით ერთდება თქვენს გონებაში ის,
რაც სამყაროს კავშირებს შორის მოიპოვება გათიშული ათას-
ნაირად. მოკლედ, პრუსტი ამასთან შედარებით საყმაწვილო სა-
კითხავია. ერთხელ მე და დიოტალევიმ ვცადეთ, შეგვექმნა ars
oblivionalis,8 მაგრამ დავიწყების კანონს ვერ მივაკვლიეთ. აზრი
არა აქვს, შეიძლება, უსასრულოდ იხეტიალო დაკარგული დრო-ის
ძიებაში და მკრთალ ნაკვალევს სდიო უღრან ტყეში გზააბნე-ულ
ცეროდენასავით, მაგრამ ნაპოვნ დროს ძალით ვერაფრით
დაკარგავ. ცეროდენა არ გეშვება, ლურსმანივით გაქვს ტვინში
ჩაჭედებული. არ არსებობს თავდავიწყების ტექნიკა, ხერხი, ისევ
და ისევ ბუნებრივი პროცესების ან შემთხვევის იმედად თუ იქნე-
ბი: ტვინის დაზიანების, ამნეზიის ან რაღაც საგანგებო იმპროვი-

თავდავიწყების ხელოვნება.
36
ზაციის, რა ვიცი, ათასი რამაა ასეთი, მოგზაურობა, ალკოჰოლი,
ძილი, თვითმკვლელობა.
"აბუ" კი პატარ-პატარა, წერტილოვანი
თვითმკვლელობების, დროებითი ამნეზიების, უმტკივნეულო
აფაზიის საშუალებას გაძ-ლევს.
სად იყავ წუხელ, ლ
ასე რომ, ჩემო დაუპატიჟებელო მკითხველო, შენ ამას ვერა-
სოდეს გაიგებ, მაგრამ ის შეწყვეტილი სტრიქონი, ზევით, სიცა-
რიელეს რომ გაჰყურებს, გრძელი ფრაზის დასაწყისი იყო, რო-
მელიც სინამდვილეში დავწერე, მაგრამ მომინდა, არ მქონოდა
დაწერილი (ნაფიქრიც კი), რადგან მსურდა, ის, რაც დავწერე,
არ მომხდარიყო. თითის ერთი მოძრაობა და უსიამოვნო აბზაცი
გამუქდა, თითქოს ლექი გადაეფინა, კლავიშმა გაიჩხაკუნა და
"სსსსს..." ყველაფერი გაქრა.
არც ეს კმარა. თვითმკვლელობის ნამდვილი ტრაგედია იმა-შია,
რომ ფანჯრიდან გადახტება თუ არა, ადამიანი იქვე, სადღაც მერვე
და მეშვიდე სართულებს შორის, გადაიფიქრებს. "ღმერ-თო, უკან
დაბრუნება რომ შემეძლოს!" მაგრამ არა. ასეთი რამ არასოდეს
მომხდარა. თხლაშ. "აბუ" კი მიმტევებელია, უკან და-ხევის,
გადაფიქრების საშუალებას გაძლევს. შემიძლია, წაშლი-ლი
ტექსტი აღვადგინო, თუ დროულად გადავიფიქრებ და უკან
დაბრუნების ღილაკს დავაჭერ. ნამდვილი შვებაა. წამში დაივიწ-
ყებ, თუკი იცი, რომ სურვილის შემთხვევაში გახსენებას შეძლებ.
აღარ დავლაშქრავ უბნის ბარებს ტყვიამფრქვევით მტრის
ხომალდების გასანადგურებლად, სანამ ურჩხული თავად არ მო-
მიღებს ბოლოს. მაგრამ აქაურობა უფრო საინტერესოა: აქ ფიქ-
რების დაშლა შეგიძლია. ეს ათასობით ასტეროიდისგან შემდგა-რი
გალაქტიკაა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულან

37
თეთრები, მწვანეები, შენივე შექმნილები. "ფიატ ლუქსი", "ბიგ
ბენი", შვიდი დღე, შვიდი წუთი, შვიდი წამი და შენს თვალწინ
იბადება სამყარო, რომელიც მუდმივ დინებაშია, რომელშიც არ
არსებობს არც მკაფიო კოსმოლოგიური ხაზი და არც დროითი ან
რაოდენობრივი შეზღუდვა, აქ დროში უკუსვლაც შესაძლებე-
ლია, ასო-ნიშნები უჩუმრად, მარტივად ჩნდებიან და ქრებიან,
არსაიდან იბადებიან და ასევე უხმოდ ბრუნდებიან არარაში. და
შენი ნებაა მათი კვლავ გამოხმობა, ერთმანეთთან დაკავშირე-
ბა. ისინიც იშლებიან, ქრებიან, ერწყმიან და თავიანთ ბუნებრივ
ადგილს უბრუნდებიან, ნატიფი ბმებისა და უმტკივნეულო
დაშ-ლის წყალქვეშა სიმფონია, თვითშთანმთქმელი კომეტების
ნაზი ლივლივი. როგორც Yellow Submarine-ის ქარიყლაპია: კლა-
ვიშზე თითის ერთი დაჭერა და არასასურველი უკან მიცოცავს,
სიტყვისკენ, რომელიც საკუთარ მარწუხებში მოაქცევს მას, შე-
ისრუტავს, შთანთქავს. სვლიპ! და თუ თითი არ აიღე, საკუთარ
თავსაც გადასანსლავს და საკუთარი არარასგან გაივსება, გა-
ფართოვდება, როგორც ჩეშირის შავი ხვრელი.
და თუ რამე უკადრისს წერ, უცხო თვალს მოსარიდებელს,
დისკზე შეინახავ, პაროლს დაადებ და მას ვერასოდეს ვერავინ
წაიკითხავს. შესანიშნავი რამაა საიდუმლო აგენტებისათვის:
ტექსტს დაიმახსოვრებ, პაროლს დაადებ, დისკს ჯიბეში ჩაიდებ
და საითაც გინდა, იქით გაუტევ. ტორკვემადაც ვერ გაიგებს, რა
გიწერია იქ. მხოლოდ შენ და მას (მას?) გეცოდინებათ. დავუშ-
ვათ, გაწამეს: თავს მოაჩვენებ, რომ აღიარე, გატყდი, მიუჯდები
მაგიდას, რომ მტარვალთ საიდუმლო გზავნილი უჩვენო, სინამ-
დვილეში კი უხილავ კლავიშს დააჭერ თითს და გზავნილიც სა-
მუდამოდ გაქრება.

38
უჰ, კლავიშზე თითი დამეჭირა შემთხვევით და წეღან რაც
დავწერე, ყველაფერი გაქრა. რა მეწერა? აღარ მახსოვს. მნიშ-
ვნ ე ლოვ ა ნ ი არაფერი. თუმცა ვინ იცის.

39
4

"ვისაც ფილოსოფოსთა ვარდნარში სურს შეღწევა გასაღების


გარეშე, ჰგავს კაცს, რომელსაც უფეხებოდ სიარული მონდომე-
ბია".
(Michael Maier, Atalanta Fugiens,9 Oppen heim, De Bry, 1618,
emblema XXVII)
მაგიდაზე სხვა ვერაფერი ვნახე. პროცესორის დისკებზე უნდა
მეძებნა. დისკები დანომრილი იყო და გადავწყვიტე, პირველი-
დან დამეწყო. ბელბომ ტელეფონში პაროლი ახსენა. ყოველ-თვის
საშინლად ეჭვიანი იყო "აბულაფიასთან" დაკავშირებით.
კომპიუტერი ჩავრთე. ეკრანზე შეკითხვა გამოჩნდა:
"პაროლი გაქვს?" ბრძანებითი კილო არ უყვარდა ბელბოს,
თავაზიანი კა-ცი იყო.
მანქანას შენი დახმარება სულ არ ანაღვლებს. პაროლს ით-
ხოვს და სანამ არ მიიღებს, დუმს. თითქოს მეუბნებოდა,
ყველა-ფერი, რაც გაინტერესებს, ჩემშია, ჩემს წიაღში, მაგრამ
რაც უნ-და იფხაკურო, ბებერო თხუნელავ, ვერაფერს
გახდებიო. მაგა-საც ვნახავთ. "ხომ ასე ერთობოდი შარადებით
დიოტალევისთან ერთად, გამომცემლობის სემ სპეიდი იყავი,
ჰოდა, როგორც ბელბო იტყოდა, მიდი ახლა და დაიჭირე
შევარდენი", - გავიფიქ-რე.
პაროლი, შეიძლებოდა, შვიდასოიანი ყოფილიყო. რამდენი
ასეთი კომბინაციის შედგენა შეიძლებოდა ოცდახუთი ასო--

"გაქცეული ატალანტე", ალქიმიის ტრაქტატი.

40
ნიშნით? ასოების გამეორებაც გასათვალისწინებელი იყო, ხომ
შეიძლებოდა, პაროლი, მაგალითად, "კადაბრა" ყოფილიყო?
ამის გამოთვლის ფორმულა არსებობს და პასუხი ექვს მილი-
არდს აღემატება. რაღაც გიგანტური კალკულატორი რომ მქო-
ნოდა, რომელიც წამში მილიონ ვარიანტს გამომითვლიდა, "ა-
ბულაფიაში" მაინც სათითაოდ უნდა შემეყვანა პაროლები.
"აბუ-ლაფია" დაახლოებით ათ წამს ანდომებდა პაროლის
შეკითხვა-სა და შემოწმებას. სამოცი მილიარდი წამი.
წელიწადში დაახ-ლოებით ოცდათერთმეტი მილიონი წამია,
დავამრგვალოთ, ოც-დაათი იყოს, დაახლოებით ორი ათასი
წლის სამუშაო მქონდა. მშვენიერია.
ვარაუდები თუ მიშველიდა. რა პაროლს მოიფიქრებდა ბელ-
ბო? ძველი პაროლი იქნებოდა, მაშინდელი, როცა
კომპიუტერის ხმარება დაიწყო, თუ რაღაც ისეთი, რაც ბოლო
დღეებში მოიფიქრა, როცა მიხვდა, რომ დისკები საშიშ მასალას
შეიცავ-და და რომ (მისთვის მაინც) ეს უკვე თამაში აღარ იყო?
როდინ-დელი იყო პაროლი? ამის მიხედვით ჩემი ვარაუდები
სულ სხვა-დასხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჯობდა, მეორე ვერსიას მივყოლოდი. ბელბო ხვდება, რომ ხა-
ფანგში გაება. სერიოზულად აღიქვამს გეგმას (ეს არ მითხრა
ტე-ლეფონით?) და რაღაც ისეთ სიტყვას მოიფიქრებს, რომელიც
ჩვენს ამბავს უკავშირდება.
ან იქნებ არა: ამ ამბავთან დაკავშირებულ პაროლს "ისინიც"
ხომ ადვილად გამოიცნობდნენ? წამით ისიც ვიფიქრე, ვინ
იცის, დამასწრეს კიდეც, დისკების ასლები გააკეთეს და ახლა
ჩემსა-ვით შესაძლო კომბინაციებზე იტეხენ-მეთქი თავს.
სადღაც კარ-პატებში ჩამალულ იდუმალ ციხესიმაგრეში,
უზარმაზარი გამომ-თვლელი მანქანით შეიარაღებულები...

41
რა სისულელეა. გამომთვლელი მანქანები მათი საქმე ნამ-
დვილად არ იყო. "ნოტარიკონს", "ჰემატრიასა" და "თემურას"
უფრო მოიშველიებდნენ. ალბათ, ისე ცდილობენ დისკების გა-
შიფრვას, როგორც თორის წაკითხვას და იმდენ დროს მოანდო-
მებენ, რამდენიც "სეფერ იეცირას"10 შექმნას დასჭირდა. თუმცა
საქმე სახუმაროდ არ მქონდა და ვინ იცის, იქნებ არც ეს ვა-
რაუდი იყო ხელწამოსაკრავი. თუ "ისინი" მართლა არსებობ-
დნენ, აუცილებლად კაბალისტურ ინტუიციას მიჰყვებოდნენ
და თუ ბელბო მართლა ფიქრობდა, რომ არსებობდნენ,
შესაძლებე-ლია, თავადაც ამ გზას დასდგომოდა.
ყველაზე ადვილით - ათი სეფიროთით დავიწყე: ქეთერი,
ხოხ-მა, ბინა, ხესედი, გვურა, თიფერეთი, ნეცახი, ჰოდი,
იესოდი, მალქუთი. ჩემი მხრიდან შეკინაც დავამატე. ცხადია,
არაფერი გამოვიდა. ამას ნებისმიერი მოიფიქრებდა.
და მაინც, პაროლი რაღაც მარტივი უნდა ყოფილიყო, რაც
ადამიანს თითქმის ძალაუნებურად მოსდის გონებაში. როცა
ბელბოსავით შეპყრობილივით ჩაჰკირკიტებ ტექსტს, ვერაფრით
დააღწევ თავს იმ დისკურსს, იმ სივრცეს, რომელშიც თავიდან
ბოლომდე ხარ ჩაფლული. წარმოუდგენელია, ტამპლიერთა სა-
სოწარკვეთილ გეგმაზე ემტვრია თავი და აზრად, რა ვიცი, ლინ-

"შექმნის წიგნი" - ძველი ებრაული ტრაქტატი ღმერთის მიერ


ანბანის ოცდაორი ასოს შეთანხმებათა საშუალებით სამყაროს
შექმნის შესახებ, "სეფიროთის ხისა" და "შექმნის ოცდათორმეტი
იდუმალი გზის" გამოყენებით. სასწაულმოქმედების სახელ-
მძღვანელოდ ითვლებოდა და საფუძვლად დაედო მისტიციზმის
არაერთ ტექსტს.

42
კოლნი ან მომბასა მოსვლოდა. გეგმასთან დაკავშირებული რა-
ღაც უნდა ყოფილიყო. მაგრამ რა?
ვცადე, წარმომედგინა, რას ფიქრობდა ბელბო, რომელიც ცი-
ებცხელებიანივით წერდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა,
სვამდა და დროდადრო შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით.
სამზა-რეულოში სუფთა ჭიქა მოვძებნე, ბოთლში ჩარჩენილი
ვისკი და-ვისხი და საწერ მაგიდას დავუბრუნდი. სკამის
საზურგეზე გადავ-წექი, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, პატარა
ყლუპებით მოვწრუ-პე ვისკი (სემ სპეიდივით... თუ მარლოუ
იყო, აღარ მახსოვს) და იქაურობა მოვათვალიერე. წიგნები
შორს იყო, სათაურებს ვერ ვხედავდი.
ბოლო ყლუპი მოვსვი. თვალები დავხუჭე. რომ გავახილე,
კე-დელზე გრავიურა დავინახე. მეჩვიდმეტე საუკუნის
ტიპური რო-ზენკროიცერული ალეგორია იყო, დაშიფრული
გზავნილებით მიანიშნებდა საძმოს წევრების დევნის ეპოქაზე.
როზენკროიცე-რების კოშკი გუმბათით გვირგვინდებოდა
რენესანსული, ქრისტიანულ-ებრაული იკონოგრაფიის წესების
თანახმად, რომ-ლის მიხედვითაც იერუსალიმის ტაძარს ომარის
მეჩეთის მსგავ-სად გამოსახავდნენ ხოლმე.
კოშკის გარშემო ფრიად უცნაური პეიზაჟი იშლებოდა. ასეთი-
ვე უჩვეულო იყო გრავიურაზე გამოსახული ფიგურები. ის რებუ-
სები გამახსენდა, სადაც სასახლე, ბაყაყი, ჯოხიანი ვირი, მეფე და
მისი პაჟია ხოლმე გამოსახული ერთად. გრავიურის ქვედა
მარცხენა კუთხეში ვიღაც დიდგვაროვანი გორგოლაჭზე დახ-
ვეული თოკით ჭიდან ამოდიოდა. გორგოლაჭი კოშკის მრგვალი
ფანჯრიდან გამომავალ ძაფივით წვრილ ხარიხაზე იყო დამაგ-
რებული. შუაში რაინდი და მგზავრი მოჩანდნენ, მარჯვენა კუთ-
ხეში მუხლმოყრილი მომლოცველი ვეებერთელა ღუზას დაყ-

43
რდნობოდა. კოშკის მარჯვენა კიდეში, კლდიდან ხმლიანი კაცი
ვარდებოდა, მის მოპირდაპირე მხარეს კი, სიღრმეში, არარატის
მთა მოჩანდა, წვერზე ნოეს კიდობნით. ზედა კუთხეებში ვარ-
სკვლავებით განათებული ღრუბლებიდან კოშკს ირიბად ეფ-
რქვეოდა სხივები. ჰაერში ორი ფიგურა ნავარდობდა: ტანზე
გველშემოხვეული შიშველი კაცი და გედი. ზევით, გრავიურის
ცენტრში, შარავანდედი გამოესახათ წარწერით "oriens". ერთმა-
ნეთზე გადაბმული ებრაული ასოები იყო და მათგან გამომავალ
ღვთის ხელს ძაფით ეჭირა კოშკი.
კოშკი ბორბლებზე იდგა. ქვედა, კვადრატული ნაწილის ფა-
სადზე ფანჯრები და ერთი კარი იყო გაჭრილი. მარჯვენა მხარეს
კოშკს ასაწევი ხიდი ჰქონდა, ზევით კი, ოთხივე მხარეს, აივანი და
კუთხეებში - საგუშაგო კოშკურები. კოშკურებში ფარიანი გუ-
შაგები მოჩანდნენ (ფარებიც ებრაული წარწერებით იყო დამშვე-
ნებული) და პალმის რტოებს იქნევდნენ. მხოლოდ სამი მათგანი
ჩანდა: გასაგები იყო, რომ მეოთხეს რვაწახნაგა გუმბათი ფარავ-
და. ზედ გვირგვინი აღმართულიყო, ისიც რვაწახნაგა და მისგან
ორი ვეებერთელა ფრთა გამოდიოდა. წვერში კიდევ ერთი პატა-რა
გუმბათი იდგა ოთხკუთხა ღია კოშკურით, რომელშიც ზარი
მოჩანდა. ნაგებობა მესამე, პაწაწინა გუმბათით მთავრდებოდა,
რომელიც წვერით ღვთის ხელიდან გამომავალ ძაფს უკავშირ-
დებოდა. გვერდებზე იკითხებოდა სიტყვა "დიდება", ხოლო მის
ზევით - "Collegium Fraternitatis".11
უცნაურობები ამით არ მთავრდებოდა. კოშკის ერთ-ერთი
მრგვალი ფანჯრიდან, მარცხენა მხარეს, ვეებერთელა მკლავი

"საძმოს კოლეგია".

44
იყო გამოშვერილი, სხვა ფიგურებთან შედარებით სრულიად
არაპროპორციული, რომელსაც ხმალი ეჭირა. თითქოს კოშკში
გამომწყვდეულ უზარმაზარ ფრთოსან არსებას გამოეყო ხელი
ფანჯრიდან. მარჯვენა სარკმელში კი ვეებერთელა საყვირი მო-
ჩანდა. ისევ საყვირი...
კოშკის ღიობების რაოდენობამ მიიქცია ჩემი ყურადღება: მე-
ტისმეტად ბევრი იყო, ზედა ნაწილში იდეალურად გათვლილი,
ქვევით კი, კედლებზე, თითქოს შემთხვევით, აქა-იქ გაჭრილი.
კოშკი გვერდულად იდგა, მხოლოდ ორი ფერდი უჩანდა,
მაგრამ იგრძნობოდა, რომ კარები, ფანჯრები და მრგვალი
ღიობები სხვა ფერდებზეც ასევე იქნებოდა განლაგებული,
სიმეტ-რიულად. მაშასადამე: ზედა გვირგვინში, სადაც ზარი
ეკიდა, ოთხი თაღი იყო, მის ქვევით, გუმბათში - რვა ფანჯარა,
შენობას ოთხი კოშკურა და ექვსი ღიობი ჰქონდა
აღმოსავლეთისა და და-სავლეთის ფასადებზე და თოთხმეტი -
ჩრდილოეთისა და სამ-ხრეთის ფასადებზე. შევკრიბე. სულ
ოცდათექვსმეტი ღიობი გა-მოდიოდა.
ოცდათექვსმეტი. ათ წელზე მეტი იყო, ამ რიცხვით ვიყავი
შეპყრობილი. მასთან ერთად - ას ოცით. როზენკროიცერები. ას
ოცის ოცდათექვსმეტზე გაყოფით 3,333333 გამოდიოდა, მეტის-
მეტად იდეალური რიცხვი იყო, მაგრამ ცდას მაინც ჰქონდა აზ-
რი. მოვსინჯე, ამაოდ.
ამ რიცხვს თუ ორზე გავამრავლებდი, ეშმაკის რიცხვს მივი-
ღებდი: 666. მაგრამ ეს ვარაუდიც მცდარი აღმოჩნდა.
უცებ გრავიურის ცენტრში შარავანდედმა მიიქცია ჩემი ყუ-
რადღება, საიდანაც ღმერთის ხელი გამოდიოდა. ძალიან კარ-
გად ჩანდა ებრაული ასოები, სკამიდანაც კი ვხედავდი წარწე-
რას. ბელბო "აბულაფიაზე" ებრაულ ასოებს ვერ დაწერდა. და-

45
ვაკვირდი. ცხადია, ვიცნობდი ამ ასოებს, მარჯვნიდან მარცხნივ
წავიკითხე: ჯოდ, jod, he, waw, het. ღმერთის სახელი.

46
5

"და დაიწყო ამ სახელის, IHWH, ასო-ნიშანთა გადაადგილე-


ბა, თავიდან მარტომ, დააკვირდა მის ყველა შესაძლო კომბინა-
ციას, აამოძრავა, დაატრიალა ეს სახელი, როგორც ბორბალი..."
(Abulafia, Hayy ê ha-Nefe š , Ms. M ü nchen 408)
ღმერთის სახელი... რა თქმა უნდა. გამახსენდა ბელბოსა და
დიოტალევის პირველი საუბარი იმ დღეს, როცა "აბულაფია"
მო-ვიტანეთ ოფისში.
დიოტალევი თავისი ოთახის კარში იდგა, ვითომ უდარდე-
ლად. დიოტალევის უდარდელობა ყოველთვის რაღაცნაირად
დამამცირებელი იყო, მაგრამ ბელბოს ეს თითქოს არ ადარდებ-
და: საკუთარ უდარდელობას ახვედრებდა მას.
არაფერში არ გამოგადგება. რას აპირებ, მაგაში ხომ არ
გინდა, გადაწერო ხელნაწერები, რომლებსაც არ კითხულობ?
რად მინდა და სიების დასახარისხებლად, მოსაწესრიგებ-
ლად, საინფორმაციო ბარათების გასაახლებლად. ეს ჩემი ტექ-
სტებისთვის მჭირდება, სხვების ნაწერებისთვის კი არა.
შენ არ დაიფიცე, საკუთარს არასოდეს არაფერს დავწერო?
დავიფიცე, კიდევ ერთი ხელნაწერით არ დავამძიმებ
დედამიწას-მეთქი. მივხვდი, მთავარ მოქმედ გმირად არ ვივარ-
გებდი...
გასაგებია, სამაგიეროდ გონიერი დამკვირვებელი იქნები,
ვიცი. მერე რა?
მერე ის, რომ გონიერი დამკვირვებელი, როცა კონცერტი-
დან ბრუნდება, მეორე აქტს ღიღინებს, "კარნეგი ჰოლის" დირი-
ჟორობაზე კი არ ოცნებობს...
47
- ანუ შენ ღიღინივით აპირებ წერო, რომ მიხვდე, რომ არ უნ-
და წერო?
პატიოსანი არჩევანი იქნებოდა.
ასე ფიქრობთ?
დიოტალევი და ბელბო პიემონტელები იყვნენ და ხშირად
კა-მათობდნენ კეთილშობილი წარმომავლობის პიემონტელთა
ამ უნარზე, თავაზიანად გისმინონ, თვალებში გიყურონ და
დრო-დადრო იმეორონ: "ასე ფიქრობთ?". ეს თითქოს თავაზიანი
და ინტერესიანი ტონი სინამდვილეში გაგრძნობინებს, რომ
თანა-მოსაუბრე სასტიკად არ გეთანხმება. მეუბნებოდნენ, შენ
ბარბა-როსი ხარ და ასეთი ფაქიზი წვრილმანები არ გესმისო.
- მე ვარ ბარბაროსი? - არ ვეპუებოდი. - მილანში, ვალდოს-
ტელების ოჯახში დაბადებული...
- რა სისულელეა, - მპასუხობდნენ, - პიემონტელს მაშინვე
იც-ნობ სკეპტიციზმით.
მეც სკეპტიკოსი ვარ.
არა. თქვენ უბრალოდ ურწმუნო ხართ. ეს სულ სხვა რამეა.
ვიცოდი, რატომ არ ენდობოდა დიოტალევი "აბულაფიას".
სმენოდა, რომ ასოების მიმდევრობის შეცვლა ისე შეიძლებოდა,
ტექსტის შებრუნებული ვარიანტი გამოსულიყო. მოკლედ,
მიაჩ-ნდა, რომ შავბნელი და უცნაური რამ იყო. ბელბო
ცდილობდა, აეხსნა მისთვის.
- გადაადგილებათა თამაშია. "თემურა" არ ჰქვია ამას? მორ-
წმუნე რაბინებიც ასე არ მიდიან სინათლის კარიბჭესთან?
მეგობარო, - ეუბნებოდა დიოტალევი, - შენ ამას ვერ გაიგებ.
მართალია, თორა, ხილულ თორას ვგულისხმობ, იმ შესაძლო
დაჯგუფებების მხოლოდ ერთი ვარიანტია, რომელსაც მარა-
დიული, ღმერთის შექმნილი და ადამისათვის ნაბოძები თორის

48
ასოები ქმნიან. საუკუნეთა მანძილზე წიგნის ასოების გადაადგი-
ლებით პირველსაწყის თორას შეიძლება მიაკვლიო. მაგრამ
მთავარი შედეგი კი არა, პროცესია: შრომა, ერთგულება, რწმე-ნა,
რომლითაც უსასრულოდ აბრუნებ ლოცვისა და მწერლობის
დოლაბს და ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოაჩენ ჭეშმარიტებას. ეს ხელსაწყო კი
მზამზარეულადაც რომ გაწვდიდეს ჭეშმარიტებას, ვერც იც-ნობდი
მას, რადგან გული არ გექნებოდა გაწმენდილი შეკითხვე-ბით,
ეჭვებით, ფიქრებით. თანაც, ოფისში?! წიგნს გეტოს ბნელ
სარდაფში დუდუნი უხდება, სადაც მოკუნტული, ხელსაც ვერ
შლი ბოლომდე, მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ. ცალ
ხელში წიგნი გიჭირავს, მეორით კი ფურცლავ და, როცა გა-
დასაფურცლად თითის დასველება გჭირდება, ხელი ვერტიკა-
ლურად მიგაქვს ტუჩებთან, ქვევიდან ზევით, თითქოს ხმიადს
ჭამდე და ცდილობდე, ნაფხვენები ძირს არ დაგეყაროს. სიტყვას
ნელა ჭამა უხდება, უნდა დაარბილო, გაალღვო, ადგილი უცვა-
ლო, ენაზე გაიჩერო, თანაც ისე, არც ტუჩი დაგისველდეს გარე-დან
და არც ნამცეცი გადმოგივარდეს, რადგან ერთი ასოც რომ
აორთქლდეს, დაიკარგოს, ზედა სეფიროთებთან დამაკავშირე-
ბელი ძაფი გაწყდება. ამას მიუძღვნა მთელი სიცოცხლე აბრაამ
აბულაფიამ მაშინ, როცა თქვენი თომა აკვინელი გულამოვარ-
დნილი დაეძებდა ღმერთს იმ ხუთ ბილიკზე. მისი "ხოხმათ ჰა--
ზერუფი" ერთდროულად ასოების კომბინაციის მეცნიერებაც იყო
და გულთა განწმენდის მეცნიერებაც. მისტიკური ლოგიკა,
ნიშანთა და მათი უსასრულო ფუსფუსის, მონაცვლეობის სამყა-
რო ნეტარების ველია, კომბინაციის მეცნიერება აზრის მუსიკაა,
მაგრამ დიდი სიფრთხილე და სიდინჯე გმართებს, რადგან შენმა
მანაქანამ შეიძლება აბდაუბდა შვას და არა ექსტაზი. აბულაფიას
ბევრმა მიმდევარმა ვერ შეძლო, ის ფაქიზი ზღვარი დაეცვა, რო-

49
მელიც ღმერთის სახელების ჭვრეტას მაგიისგან ყოფს. ისინი
თილისმათა შესაქმნელად, ბუნების სამართავად იყენებდნენ სა-
ხელებს და არ იცოდნენ, ისევე, როგორც შენ და შენმა მანქანამ არ
იცით, რომ თითოეული ასო სხეულის რომელიღაც ნაწილს
უკავშირდება და თუ თანხმოვანს ისე გადააადგილებ, რომ მისი
ძალა არ იცი, შეიძლება, შენივე სხეულის ნაწილებმა იცვალონ
ადგილი ან ბუნება და მხეცივით დამახინჯდე: გარეგნულად - სი-
ცოცხლის ბოლომდე, შინაგანად კი - უკუნითი უკუნისამდე.
- იცი რა, - უთხრა იმ დღეს ბელბომ, - აზრი კი არ შემაცვლე-
ვინე, პირიქით, უფრო დამარწმუნე. მაშასადამე, ჩემი პირადი
აბულაფია მაქვს ხელთ და შემიძლია, ისე განვაგო ის, როგორც
შენი მეგობრები გოლემს განაგებდნენ. "აბულაფიას" დავარ-ქმევ,
თუმცა შინაურობაში "აბუს" დავუძახებთ და ჩემი "აბულა-ფია"
შენსაზე ფრთხილი, მოზომილი იქნება. უფრო მოკრძალე-ბულიც.
ღმერთის სახელის ყველანაირი კომბინაციის პოვნა გვჭირდება,
არა? კი, ბატონო, ამ სახელმძღვანელოს ჩახედე: მარტივი
პროგრამაა ოთხი ასოს ყველა შესაძლო კომბინაციის
გამოსაყვანად. თითქოს საგანგებოდ IHVH-თვისაა შექმნილი.
გინდა, გავუშვა? - და პროგრამა უჩვენა. დიოტალევის ეჭვიც არ
ეპარებოდა, ეს ყველაფერი სწორედაც რომ კაბალისტური იყო:
10 REM ანაგრამს
20 INPUT L$(l),L$(2),L$(3),L$(4)
30 PRINT
40 FOR I1=1 T04
50 FOR I2=1 TO4
60 IF I2=I1 THEN 130
70 FOR I3=1 TO4
80 IF I3=I1 THEN120
50
90 IF I3=I2 THEN120
100 LET I4=10-(I1+I2+I3)
110 LPRINT L$(I1);L$(I2);L$(I3);L$(I4)
120 NEXT I3
130 NEXT I2
140 NEXT I1
150 END
როცა მონაცემების შეყვანას გთხოვს, ჩაწერე I,H,V,H და
პროგრამა გაუშვი. ალბათ, არ მოგწონს შედეგი: შესაძლო კომ-
ბინაცია მხოლოდ ოცდაოთხია.
ჰოი, საოცრებავ! და რაში გჭირდება ღმერთის ოცდაოთხი
სახელი? როგორ გგონია, ჩვენს ბრძენებს ჯერ არ გამოუთვლი-ათ
ეგ? გირჩევ, "სეფერ იეცირა" წაიკითხო: მეოთხე თავის მე-
თექვსმეტე მუხლი. გახსოვდეს, რომ იმათ გამომთვლელი მანქა-
ნები არ ჰქონიათ. ორი ქვა ორ სახლს ააშენებს, სამი - ექვსს, ოთხი -
ოცდაოთხს, ხუთი - ას ოცს, ექვსი - შვიდას ოცს, შვიდი - ხუთი
ათას ორმოცს. იმაზე იფიქრე, რასაც ენა ვერ გამოთქვამს და ყური
ვერ გაიგებს. ხომ იცი, ახლა რასაც ეძახიან ამას? - ფაქ-ტორიალის
გამოთვლას. და იცი, რატომ გაფრთხილებს სწავლე-ბა, რომ
გაგრძელება არ ღირს? იმიტომ, რომ ღმერთის სახელში რომ რვა
ასო იყოს, კომბინაციათა რაოდენობა ორმოცი ათასი გამოვიდოდა,
ათი ასოთი სამი მილიონ ექვსასი ათასი ვარიანტი იარსებებდა,
შენი უბადრუკი სახელის შესაძლო ვარიანტები კი ორმოც
მილიონამდე იქნებოდა. და ღმერთს მადლობა უთხარი, რომ
მეორე სახელიც არ გაქვს, ამერიკელებივით, თორემ ოთ-ხას
მილიონს ასცდებოდი. ღმერთის სახელში ოცდაშვიდი ასო რომ
იყოს (ებრაულ ანბანში ხომ ხმოვნები არაა, ოცდაორი ასოა და
ხუთი ვარიანტი), მისი შესაძლო სახელების რაოდენობა ოც-

51
დაცხრანიშნა რიცხვით გამოისახებოდა. თან ამას გამეორებათა
რაოდენობაც უნდა დაამატო, რადგან ვერ გამორიცხავ, რომ
ღმერთის სახელი იყოს, მაგალითად, ალეფ,12 ოცდაშვიდჯერ გა-
მეორებული. მაშინ აღარც ფაქტორიალი გეყოფოდა და ოცდაშ-
ვიდის ოცდამეშვიდე ხარისხის გამოთვლა დაგჭირდებოდა. ასე
რომ, 444 მილიარდ მილიარდ მილიარდ მილიარდზე მეტი შე-
საძლებლობა გექნებოდა - ოცდაცხრამეტნიშნა რიცხვი.
ნუ მაშინებ. მეც წაკითხული მაქვს "სეფერ იეცირა".
მთავარი ასო-ნიშანი ოცდაორია და მხოლოდ მათით შექმნა
ღმერთმა ყო-ველივე.
მოდი რა, სოფიზმები არ გვინდა... როცა ასეთ სიდიდეებზე
ვლაპარაკობთ, ოცდაშვიდის ოცდამეშვიდე ხარისხი იქნება თუ
ოცდაორის ოცდამეორე, მაინც უზარმაზარი რიცხვი გამოდის.
კარგი, სამას ორმოცი მილიარდ მილიარდ მილიარდი იყოს.
ადამიანური საზომისთვის ამით არაფერი იცვლება. ის თუ იცი,
რომ თვლა რომ დაიწყო, ერთი, ორი, სამი... წამში ერთი რიცხვი
თქვა, მილიარდამდე ასასვლელად, მხოლოდ ერთ მილიარდამ-დე,
თითქმის ოცდათორმეტი წელი დაგჭირდება? მაგრამ ეს ყვე-
ლაფერი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გგონია და კაბალა მხო-
ლოდ "სეფერ იეცირით" არ იფარგლება. იმასაც გეტყვი, რატომ
უნდა გამოიყენებოდეს თორის გადაადგილებებისთვის ოცდაშ-
ვიდივე ასო-ნიშანი. მართალია, ბოლო ხუთი ასო სიტყვის შუაში
განსხვავებულ ჟღერადობას კარგავს და თავის ჩვეულებრივ ეკ-
ვივალენტად იქცევა, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ისაია წინას-

ებრაული ანბანის პირველი ასო, კაბალაში ნიშნავს "ენ-სოფს" -


უსაზღვრო, წმინ და ღვთიურობას.

52
წარმეტყველი აიღე, ცხრა-ექვსი-შვიდი: სიტყვაში LMRBH - ლე-
მარბეჰ, რომელიც, სხვათა შორის, "გამრავლებას" ნიშნავს, ბო-
ლო "მემ" შუაშია მოქცეული.
რატომ?
იმიტომ, რომ თითოეულ ასოს რიცხვითი მნიშვნელობა აქვს
და ჩვეულებრივი "მემ" ორმოცს აღნიშნავს, ბოლო "მემ" კი - ექ-
ვსასს. აქ "თემურა", რომელიც გადანაცვლებებს გვასწავლის,
არაფერ შუაშია: ეს გემატრიაა, რომელიც უფაქიზეს მსგავსებას
ხედავს სიტყვასა და მის რიცხვით მნიშვნელობას შორის. ბოლო
"მემ"-ით შუაში LMRBH 277-ს კი აღარ აღნიშნავს, არამედ - 837-ს,
ანუ რიცხობრივად შეესაბამება ThThZL-ს, "ტატ ცალ", ანუ "ვინც
გულუხვად ჩუქნის". ხედავ, რომ ოცდაშვიდივე ასო უნდა
გაითვალისწინო, რადგან მხოლოდ ნიშანს კი არა, მის რიცხვით
მნიშვნელობასაც აქვს მნიშვნელობა. მოდი, ჩემს გათვლას და-
ვუბრუნდეთ: კომბინაცია ოთხას მილიარდ მილიარდ მილიარდ
მილიარდზე მეტია. იცი, რამდენი დრო დასჭირდება ყველას მო-
სინჯვას, წამში ერთი რომ სცადო და რომ გქონდეს მანქანა, რო-
მელიც ამას შეძლებს? შენი რომ ამას ვერ იზამს, ეს ცხადია. წამ-ში
ერთი კომბინაციის მოსასინჯად დაგჭირდებოდა შვიდი მილი-არდ
მილიარდ მილიარდ მილიარდი წუთი, ასოცდასამი მილიონ
მილიარდ მილიარდ მილიარდი საათი, ხუთ მილიონ მილიარდ
მილიარდ მილიარდ დღეზე ცოტა მეტი, თოთხმეტი ათას მილი-
არდ მილიარდ მილიარდი წელი, ასორმოცი მილიარდ მილი-არდ
მილიარდი საუკუნე და თოთხმეტი მილიარდ მილიარდ მი-
ლიარდი ათასწლეული. და ისეთი გამომთვლელი მანქანა რომ
გქონოდა, რომელიც წამში მილიონ კომბინაციას მოსინჯავდა,
უამრავ დროს დაზოგავდი! სულ რაღაც თოთხმეტი ათას მილი-
არდ მილიარდ ათასწლეულში გაართმევდი თავს ამოცანას! მაგ-

53
რამ სინამდვილეში ღმერთის ჭეშმარიტი სახელი, იდუმალი სა-
ხელი, ისევე გრძელია, როგორც მთელი თორა და არ არსებობს
ქვეყნად ხელსაწყო, მანქანა, რომელიც ყველა შესაძლო კომბი-
ნაციას მოსინჯავდა, რადგან თავად თორაა უკვე ოცდაშვიდი
ასო-ნიშნის კომბინაციის შედეგი და "თემურას" ხელოვნება ან-
ბანის ოცდაშვიდი ასო-ნიშნის მონაცვლეობას კი არ გასწავლის,
არამედ თორის ყველა ნიშნის მონაცვლეობას: თორის ყოველი
ნიშანი იგივეა, რაც ანბანის ახალი ასო, მიუხედავად იმისა, რომ
უამრავჯერ მეორდება სხვადასხვა ადგილას. ასო-ბგერა "ჰაუ"
სახელში Ihvh თითქოს ორი სხვადასხვა ასო იყოს. ამიტომ თო-
რის ყველა ნიშნის შესაძლო კომბინაციების დასათვლელად
სამყაროს ყველა ნული არ გეყოფა. მიდი აბა, სცადე, დათვალე
მაგ ბუღალტრის სათამაშოთი. ხელსაწყო არსებობს, ცხადია,
მაგრამ სილიციუმის ველზე კი არაა ნაწარმოები, ეს წმინდა კა-
ბალაა, ანუ ტრადიცია, სწავლება, და რაბინები მრავალი საუკუ-
ნეა, აკეთებენ იმას, რასაც ვერასოდეს ვერც ერთი ხელსაწყო ვერ
შეძლებს. და იმედი მაქვს, მუდამ ასეც იქნება, რადგან შე-
საძლო კომბინაციათა ამოწურვის შემდეგაც შედეგი საიდუმ-
ლოდ უნდა დარჩეს, მაშინ, როცა სამყარო თავის სასიცოცხლო
ციკლს დაასრულებს და ჩვენც სამუდამოდ დავინთქმებით და
ჩავქრებით დიადი მეტატრონის სადიდებლად.
ამინ, - დააყოლა ბელბომ.
მაგრამ დიოტალევი თავიდანვე უბიძგებდა მას ამ უფსკრუ-
ლისკენ და ეს უნდა გამეთვალისწინებინა. რამდენჯერ დამინა-
ხავს ბელბო, სამუშაო საათების შემდეგ თავაუღებლად რომ უჩ-
ხიკინებდა პროგრამებს, ცდილობდა, დიოტალევის გათვლები
გამოეყვანა და ეჩვენებინა, რომ მისი "აბუ" სულ რამდენიმე წამს
ანდომებდა ჭეშმარიტების მიგნებას, რომ საჭირო არ იყო ხე-

54
ლით ანგარიში, გაყვითლებულ პერგამენტზე წერა და წარ-
ღვნამდელი რიცხვითი სისტემების გამოყენება, რომლებიც
ნულს, ალბათ, არც კი იცნობდნენ. ამაოდ. "აბუ" იმას პასუხობ-
და, რის საშუალებასაც ექსპონენციალური ჩანაწერები აძლევდა
და ბელბო ვერ ახერხებდა, დიოტალევიზე შური ეძია ნულებით
სავსე ეკრანით, რომელიც შორეულად, მაგრამ მაინც მიანიშნებ-
და კომბინატორული სამყაროების გამრავლებასა და ყველა შე-
საძლო უნივერსუმის აფეთქებაზე...
მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა, ახლა, როცა ბელბოს საწერ
მაგიდასთან ვიჯექი, როზენკროიცერების ლითოგრაფიას მივჩე-
რებოდი და "აბუს" პაროლზე ვიტეხდი თავს, შეუძლებელი იყო,
ღმერთის სახელის კომბინაციებზე არ მეფიქრა. ბელბო პაროლს
აუცილებლად დაუკავშირებდა ისეთ რიცხვებს, როგორიცაა ოც-
დათექვსმეტი და ას ოცი, თუ არ მეშლებოდა და მართლა შეპ-
ყრობილი იყო ამ რიცხვებით. და მაშინ მხოლოდ ოთხ ებრაულ
ასოს ვერ გაითვალისწინებდა, რადგან იცოდა, რომ ოთხი ქვით
მხოლოდ ოცდაოთხი სახლი აშენდება.
შეეძლო, ამ სიტყვის იტალიური ტრანსკრიფცია
გამოეყენები-ნა, რომელშიც ორი ხმოვანიცაა. ექვსი ასო-ნიშნით
შვიდას ოცი შესაძლო კომბინაცია გამოვიდოდა. გამეორებებიც
იქნებოდა, მაგრამ დიოტალევი ხომ ამბობდა, "ჰ" ორი
სხვადასხვა ასოაო. შეეძლო, მაგალითად, ოცდამეთექვსმეტე ან
ას მეოცე კომბინა-ცია აერჩია.
თერთმეტი საათი იქნებოდა, ბელბოს ბინაში რომ შემოვედი.
უკვე პირველი ხდებოდა. პროგრამა უნდა შემედგინა ექვსნიშ-
ნიანი ანაგრამებისთვის. არსებულის შეცვლაც იკმარებდა, ოთ-
ხი ასოსთვის რომ იყო გაკეთებული.

55
სუფთა ჰაერი მჭირდებოდა. ქუჩაში გავედი, საჭმელი და ერ-
თი ბოთლი ვისკი ვიყიდე.
ბინაში დავბრუნდი, ნაყიდი მაგიდაზე დავალაგე და ვისკი
გავხსენი. ძირითადი სისტემური დისკი ჩავრთე, რომ პროგრამა
შემედგინა ექვსი ასოსთვის, თითქმის ნახევარი საათი დამჭირ-
და. სამის ნახევარზე ეკრანზე სვეტებად ჩამოწიკწიკდა
ღმერთის შვიდას ოცი სახელი.
პრინტერიდან ქაღალდი ამოვიღე, არ მომიხევია ამობეჭდი-
ლი გვერდი, თითქოს ნამდვილი თორის გრაგნილი მეჭირა ხელ-
ში. ოცდამეთქევსმეტე კომბინაცია ვცადე. არაფერი, ეკრანი
დუმდა. ვისკი მოვყლუპე და აკანკალებული თითებით
ავკრიფე ას მეოცე ვარიანტი. ისევ არაფერი.
სიკვდილი მინდოდა. მე და იაკოპო ბელბო თითქოს ერთი
არსებად ვქცეულიყავით, მე მასავით უნდა მეფიქრა და მას -
ჩემ-სავით. ალბათ, რაღაც შემეშალა, რაღაც სულელური,
წვრილმა-ნი შეცდომა დავუშვი. იქნებ სულ ერთი ნაბიჯი
მაშორებდა ამო-ცანის ამოხსნას? ან იქნებ ბელბომ, ვინ იცის,
რატომ, ქვევიდან ზევით გადათვალა სიტყვები?
რა იდიოტი ხარ, კაზობონ! რა თქმა უნდა, ბოლოდან დათ-
ვლიდა, უფრო სწორად, მარჯვნიდან მარცხნივ. ბელბო ლათინუ-
რი ასოებით აკრეფდა ღმერთის სახელს კომპიუტერში, ამიტომ,
ცხადია, ხმოვნებსაც ჩაწერდა, მაგრამ რადგან სიტყვა ებრაული
იყო, მარჯვნიდან მარცხნივ იქნებოდა დაწერილი. მაშინ მისი
საწყისი სიტყვა IAHVEH კი არ იქნებოდა, არამედ - HEVHAI. ბუ-
ნებრივია, ასეთ შემთხვევაში სიტყვათა რიგი ამოყირავდებოდა.
მოკლედ, უკუღმიდან უნდა დამეთვალა. ორივე ვარიანტი
ვცადე. უშედეგოდ.

56
სისულელე იყო ყველაფერი. ტყუილად მქონდა
ამოჩემებული ეს მომხიბლავი, მაგრამ არასწორი ვარაუდი.
უდიდეს მეც-ნიერებსაც ემართება ასეთი რამ.
არა, უდიდეს მეცნიერებს კი არა, ყველას ემართება. ერთი თვის
წინ არ ვამბობდით, რომ ბოლო ხანებში სამი რომანი მა-ინც
გამოვიდა, სადაც მთავარი პერსონაჟი კომპიუტერში ეძებს
ღმერთის სახელს? ბელბო ასეთი ბანალური ვერ იქნებოდა. თა-
ნაც, როცა ადამიანი პაროლს ირჩევს, ცდილობს, რაღაც ადვი-ლად
დასამახსოვრებელი მოიფიქროს. IHVHEA რა უბედურე-ბაა!
"ნოტარიკონი" და "თემურა" უნდა გაეხსენებინა, ერთმანეთ-თან
დაეკავშირებინა და რაღაც საგანგებო აკროსტიქი მოეგონე-ბინა ამ
სიტყვის გასახსენებლად. რა ვიცი, მაგალითად: იმელდა, ჰკალ
ვერაგები, ჰირამისათვის, ეგ ავაზაკები!..
ან რატომ უნდა ეფიქრა ბელბოს დიოტალევის კაბალისტური
ფანტაზიების მიხედვით? მას გეგმა ჰქონდა აკვიატებული, გეგმა-
ში კი უამრავი სხვა ელემენტი შედიოდა: როზენკროიცერები, სი-
ნარქია, ჰომუნკულუსები, ქანქარა, კოშკი, დრუიდები, ენოია...
ენოია... ლორენცა პელეგრინი გამახსენდა. ფოტოსურათი
ამოვატრიალე. ვცადე, უსიამოვნო ფიქრები გამეფანტა. ის საღა-
მო პიემონტში... წარწერა წავიკითხე: "იმიტომ, რომ პირველი
და უკანასკნელი ვარ. თაყვანისცემაც ჩემია და სიძულვილიც.
მეძა-ვიც ვარ და წმინდანიც. სოფია".
რიკარდოსთან გამართული საღამოს შემდეგ დაწერდა ამას.
SOPHIA. ექვსი ასო იყო. რატომ უნდა ექცია ისინი ანაგრამად?
ალბათ, ზედმეტად ვართულებდი ყველაფერს. ბელბოს ლორენ-ცა
უყვარს, იმიტომ უყვარს, რომ ისეთია, როგორიცაა, სწორედ ისაა
სოფია. და იმწამს, ვინ იცის, ის... არა, ბელბო უფრო გარ-
თულებულად ფიქრობს. დიოტალევის სიტყვები გამახსენდა:

57
"მეორე სეფიროთში ბნელი "ალეფი" ნათელ "ალეფად" გარდა-
იქმნება. სიბნელიდან ამოდიან თორის ასო-ნიშნები, სხეული
თანხმოვნებია, სუნთქვა - ხმოვნები და ერთად მიჰყვებიან
მორ-წმუნის გალობას. ნიშანთა ეს მელოდია ირხევა და მასთან
ერ-თად ირხევიან თანხმოვნებიცა და ხმოვნებიც. მისგან
იბადება ხოხმა, სიბრძნე, ცოდნა, პირველყოფილი აზრი,
რომელშიც ისე ინახება ყველაფერი, როგორც სკივრში,
რომელიც გაიხსნება და შექმნის ყოველივეს. "ხოხმაში" დევს
არსი ყოველივესი, რაც უნ-და მოხდეს..."
და რა იყო "აბულაფია", დოკუმენტებისა და პროგრამების ის
იდუმალი მარაგი? ბელბოს ცოდნის საცავი? მისი სოფია?
საიდუმლო სახელს ირჩევს, რომ "აბულაფიას" სიღრმეში შეაღ-
წიოს, საგანში, რომელიც უყვარს (ერთადერთი), თან ამ დროს
განუწყვეტლივ ლორენცაზე ფიქრობს. ეძებს სიტყვას, რომელიც
"აბულაფიას" დასამორჩილებლადაც გამოადგება და ლორენცას
დასაუფლებელ თილისმადაც. სურს, ლორენცას გულში შეაღწი-ოს
და გაიგოს, იქ რა ხდება, ისევე, როგორც "აბულაფიას" გულ-ში
შეღწევა შეუძლია. უნდა, "აბულაფია" ისეთივე ხელმიუწვდო-
მელი იყოს სხვებისთვის, როგორიც ლორენცაა მისთვის. თავს
იტყუებს, რომ ლორენცას საიდუმლოსაც იცნობს, ფლობს და
იცავს, როგორც "აბულაფიას"...
თავად ვიგონებდი რაღაცას და თავს ვიტყუებდი, რომ
მართა-ლი იყო. ისევე, როგორც გეგმასთან დაკავშირებით:
საკუთარ სურვილებს რეალობად ვიღებდი.
მაგრამ უკვე მთვრალი ვიყავი. ისევ მივუჯექი კლავიატურას
და ავკრიფე: SOPHIA. მანქანამ კვლავ თავაზიანად მკითხა:
"გაქვს პაროლი?". სულელო მანქანავ, ლორენცას გახსენებაც კი
არ გილბობს გულს.

58
6

Jud à Le ó n se dio a permutaciones


De letras y a complejas variaciones
Y alfin pronunci ó el Nombre que es la Clave,
La Puerta, el Eco, el Hu é sped y el Palacio...
(J. L. Borges, El Golem).13
"აბულაფიაზე" გაცოფებულმა, ამ მეასედ დასმულ
იდიოტურ კითხვას ("გაქვს პაროლი?") ვუპასუხე: "არა".
ეკრანზე ნელ-ნელა, მწკრივებად ჩამოიშალა სიტყვები,
სტრი-ქონები, სიები.
"აბულაფიას" კარი გავტეხე.
ისეთი აღგზნებული ვიყავი, არც მიფიქრია, რატომ აერჩია
ბელბოს სწორედ ეს სიტყვა. ახლა კი ვიცი. ვიცი, რომ ბელბოსაც
გაუნათდა გონება და იმას მიხვდა, რასაც ახლა მე მივხვდი. მაგ-
რამ იმწუთას მხოლოდ გამარჯვებას ვზეიმობდი. ხელების ქნევა,
ცეკვა დავიწყე, ჯარისდროინდელი სიმღერაც კი შემოვძახე. მე-რე
აბაზანას მივაშურე, რომ პირი დამებანა. მალევე მოვუბრუნ-დი
კომპიუტერს და უკანასკნელი დოკუმენტიც ამოვბეჭდე, რო-
მელიც ბელბოს პარიზში გაქცევამდე დაეწერა. სანამ პრინტერი

"მაშინ იუდამ სცადა, ეცვალა


ასო-ნიშანთა რიგები, ბოლო რომ არ უჩანდათ.
ბოლოს წარმოთქვა სახელი მისი, ვინაც არის
გასაღები, ბჭე, ექო, სტუმარი და თავად სასახლეც..."
(ხორხე ლუის ბორხესი, "გოლემი")

59
ნელა კაწრავდა ქაღალდს, ხარბად დავეტაკე საჭმელს. სასმელ-
საც.
პრინტერი გაჩერდა. ამობეჭდილ ფურცლებს ვეცი, გაოგნებუ-
ლი დავცქეროდი და ვერ გამერკვია, საოცარი აღმოჩენა მეჭირა
ხელში თუ რაღაც ნაბოდვარი. კაცმა რომ თქვას, რა ვიცოდი
იაკოპო ბელბოზე? რა გავიგე მასზე ამ ორ წელიწადში, როცა
გვერდიგვერდ ვმუშაობდით? შეიძლებოდა, ვნდობოდი კაცის
დღიურს, რომელიც ალკოჰოლით გონებადაბინდული, თამბა-
ქოთი გაბრუებული და შეშინებული წერდა, სამი დღის მანძილზე
გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი?
უკვე ღამე იყო, ოცდაერთი ივნისის ღამე. თვალები
მეწვოდა. დილიდან მივჩერებოდი იმ ეკრანს და ჭიანჭველების
არმიას, პრინტერი რომ აღებინებდა ქაღალდზე. მართალი იყო,
რაც წა-ვიკითხე?.. ბელბომ მითხრა, დილით დაგირეკავო... აქ
უნდა დავლოდებოდი. თავბრუ მეხვეოდა.
საძინებლისკენ წავბარბაცდი და ტანსაცმლიანად დავემხე
არეულ ლოგინზე.
რვა საათისთვის გამომეღვიძა. ღრმა წებოვანი ძილიდან გა-
მოსვლა გამიჭირდა, თავიდან ვერც მივხვდი, სად ვიყავი. კიდევ
კარგი, ცოტაოდენი ყავა იყო დარჩენილი. ტელეფონი დუმდა.
ქვევით ვერ ჩავიდოდი, სწორედ მაშინ რომ დაერეკა ბელბოს?
კომპიუტერთან მივბრუნდი და დანარჩენ დისკებზე შენახული
მასალის ბეჭდვა დავიწყე. ქრონოლოგიურად მივყევი. თამაშები
იყო, რაღაც სავარჯიშოები, ნაცნობი ღონისძიებებისა და შეხ-
ვედრების ანგარიშები, ჩანაწერები. თითქოს კარგად ვიცოდი ეს
ყველაფერი, მაგრამ ახლა, ბელბოს თვალით შეჯამებულს, ნაც-ნობ
მოვლენებსაც ახლებურად ვუყურებდი. დღიურის ნაწყვე-ტებსაც
წავაწყდი, აღსარებებს, პროზაული მცდელობების მონა-

60
ხაზებს. რაღაცნაირი სიმწარე ერია ამ ჩანაწერებში, თითქოს ავ-
ტორმა წინასწარ იცოდა, რომ ამ ყველაფერს წარმატება არ ეწე-რა.
აღწერები, შენიშვნები, პორტრეტები: ნაცნობი ადამიანების ახალი,
თითქოს დაუშნოებული ფიზიონომიები. ან იქნებ ჩემი თვალი
ამახინჯებდა მათ, როცა შემთხვევით მინიშნებებს, აქა-იქ
მიმოფანტულ ნატეხებს შემზარავი მოზაიკის სახით აკოწიწებდა?
რაც მთავარია, ვიპოვე ფაილი, რომელიც მხოლოდ ციტატებს
შეიცავდა. ბელბოს ისინი ბოლო ხანებში წაკითხული წიგნები-
დან ამოეკრიბა. დავხედე თუ არა, მივხვდი, რაც იყო, რამდენი
ასეთი ტექსტი წავიკითხეთ იმ თვეებში ერთად... ციტატები და-
ნომრილი იყო: ას ოცი. ეს რიცხვი შემთხვევითი არ იყო თუ უბ-
რალოდ დამთხვევამ დამაფიქრა? რატომ მაინცდამაინც ეს ცი-
ტატები და არა სხვები?
ახლა გამორიცხულია, ბელბოს ნაწერები ან მთელი ის ამბა-
ვი, რომელსაც ეს ტექსტები მაგონებს, იმ ფაილის ზეგავლენის
გარეშე გავიხსენო. ისე ვმარცვლავ იმ ამონარიდებს, როგორც
მწვალებლური კრიალოსნის ქვებს და ვხვდები, რომ ზოგიერთი
მათგანი ბელბოსთვის შეიძლება მინიშნება, გადარჩენის გზა
ყოფილიყო.
ან იქნებ მე ვეღარ ვარჩევ სასარგებლო რჩევას ამღვრეული
გონების ბოდვისგან? ვცდილობ, თავი დავარწმუნო, რომ ჩემი
ვარაუდი სწორია, მაგრამ ამ დილას არ იყო, გიჟი რომ
მიწოდეს? მე, და არა ბელბოს.
მთვარე ნელა მიიწევს ზევით. შორს, ჰორიზონტზე, "ბრიკოს"
გადაღმა ანათებს. დიდი სახლი უცნაური შრიალით ივსება. ხის
ჭიის, თაგვის ან ადელინო კანეპას აჩრდილის ხმებია... დერე-
ფანში გასვლას ვერ ვბედავ, ბიძაჩემ კარლოს კაბინეტში ვზივარ
და ფანჯრიდან ვიყურები. დროდადრო აივანზე გავდივარ, რომ

61
გავხედო, ვინმე ხომ არ მოდის გორაკის მხრიდან. თითქოს რა-
ღაც ფილმში აღმოვჩნდი. ღმერთო... "საცაა, მოვლენ..."
არადა, გორაკი ისეთი ჩუმი, ისეთი წყნარია ზაფხულის ამ
ცხელ ღამეში.
რამდენად უფრო სახალისო, ზერელე და სულელური იყო ის
ვარაუდი, დროის გასაყვანად რომ გამოვიგონე იმ საღამოს პე-
რისკოპს ჩაჩერებულმა. თავი რომ ცოცხლად მეგრძნო, ძარ-
ღვებში სისხლი რომ არ გამჩერებოდა, ნელა, უნიათოდ ვამოძ-
რავებდი ფეხებს, თითქოს რაღაც აფრიკულ-ბრაზილიურ რიტმს
ვიმეორებდი.
აფრიკული დოლის მომნუსხველი ბაგუნის ფონზე ვიხსენებ
ბოლო წლებს... ალბათ, იმის საღიარებლად, რომ "მექანიკური
ბალეტივით" დაწყებული ჩვენი ფანტაზიები ახლა მექანიკის იმ
ტაძარში ღვთაება ეშუს რიტუალად, კუთვნილებად,
გამოცხადე-ბად და ბატონობად გარდაიქმნებოდა?
პერისკოპში დამალულს არანაირი საბუთი არ მქონდა, რომ
კომპიუტერმა სიმართლე გამიმხილა. ჯერ კიდევ შემეძლო, ეჭ-
ვით დამეცვა თავი. შუაღამემდე, ალბათ, შევნიშნავდი, რომ პა-
რიზში ვიყავი და ქურდივით ვიმალებოდი ტექნიკის უწყინარ მუ-
ზეუმში, რათა სულელივით შევყუჟულიყავი ტურისტებისთვის
განკუთვნილ ჯიხურში და ბოლომდე დავნებებოდი სუნამოს ოს-
ტატთა ჰიპნოზს, პონტუს რიტმებს...
ჩემი მეხსიერება ცდილობდა, დაეძლია მოჯადოება და სიყვა-
რულითა და ეჭვით ხელახლა შეეკოწიწებინა დაშლილი მო-ზაიკა.
ნეტავ ახლა შემეძლოს იმ განწყობის შენარჩუნება, ზღაპ-რული
ილუზიის ხიბლისა და ხაფანგის წინათგრძნობის იმ უც-ნაური
ნარევის ხელახლა განცდა... ახლა, როცა ფხიზელი გონე-ბით
ვიხსენებ და ვაკავშირებ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც ცი-

62
ებცხელებიანივით ვკითხულობდი იმ ღამით, მეორე დილით,
აეროპორტში და პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში.
ვცდილობდი, გამერკვია, რანაირად მოხდა, რომ მე, ბელბომ
და დიოტალევიმ, სრულიად შემთხვევით, ხელახლა დავწერეთ
სამყაროს ისტორია და " დიოტალევი ასე იტყოდა " აღმოვაჩი-
ნეთ წიგნის თეთრი ცეცხლით ნაწერი შრეები " ის, რაც შავი ცეც-
ხლით ნაკაწრებს შორის დუმდა, იმ ხილულ ასო-ნიშანთა შო-
რის, რომლებითაც სავსეა და თითქოს სრულიად მკაფიო და ნა-
თელია თორა.
ახლა აქ ვარ და იმედი მაქვს, მეყოფა სულიერი სიმშვიდე და
Amor Fati,14 რათა მოვყვე ამბავს, რომელსაც ძრწოლით ვაკო-
წიწებდი იმ ღამეს პერისკოპში და თან ვნატრობდი, რომ
ტყუილი ყოფილიყო. ამბავს, რომელიც პერისკოპამდე ორი
დღით ადრე ბელბოს ბინაში წავიკითხე და რომელიც, თითქმის
გაუცნო-ბიერებლად, თავად გადამხდა უკანასკნელი თორმეტი
წლის მანძილზე "პილადეს" ვისკითა და გამომცემლობის
მტვრით გაბ-რუებულს.

ბედისწერის სიყვარული (ლათ.)

63
ბინა

"ბევრს ნურაფერს მოელით სამყაროს აღსასრულისგან".15


უნივერსიტეტში ჩააბარო, როცა სამოცდარვიდან ორი წელია
გასული, იგივეა, რომ სენ-სირის აკადემიაში მოეწყო ათას შვი-დას
ოთხმოცდაცამეტში. ასე გგონია, დაბადების წელი შეგეშა-ლა.
თუმცა იაკოპო ბელბო, რომელიც ჩემზე თხუთმეტი წლით
უფროსი იქნებოდა, მარწმუნებდა, ეს შეგრძნება ყველა თაობის-
თვის შინაურიაო. შეუძლებელია, საშენო, "სწორ" დროში დაიბა-
დო და ღირსეულად ცხოვრებაც იმას ნიშნავს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰ-ყვე
და ყოველდღე ასწორო საკუთარი ჰოროსკოპი.
ადამიანი ისაა, რასაც მაშინ სწავლობს მამისგან, როცა მამას
მისი აღზრდისთვის არ სცალია და თავისი საქმეებითაა დაკავე-
ბული. კაცობრიობის სიბრძნეზე მეტად ადამიანებს ამ სიბრძნის
ნამცეცები ზრდის და აყალიბებს. ათი წლის რომ ვიყავი, მინდო-
და, მშობლებს ყოველკვირეული ჟურნალის აბონემენტი ეყიდათ
ჩემთვის, რომელშიც ლიტერატურის შედევრები კომიქსებად
იბეჭდებოდა. სიძუნწის არა, ალბათ, უფრო კომიქსებისადმი უნ-
დობლობის გამო, მამა თხოვნას არ მისრულებდა. "ამ ჟურნალის
მიზანია, - გამოვუცხადე ერთხელ (სერიის სათაური გავიმეორე
საზეიმოდ, ეშმაკი ბავშვი ვიყავი, ვიცოდი, როგორ მომეხდინა

Sta nis law J. Lec, Afo riz my. Fraszki Kra k ó w, Wyda w
nict wo Literackie, 1977, "Myśli Nieucze sane"
64
ხალხზე შთაბეჭდილება), - ადამიანები გაახალისოს და თან აღ-
ზარდოს". მამას გაზეთიდან თავი არც აუწევია:
მაგ შენს ჟურნალს იგივე მიზანი აქვს, რაც ნებისმიერ სხვას
მსოფლიოში: რაც შეიძლება, მეტი ნომერი გაყიდოს.
იმ დღიდან აღარავის ვენდობი.
ისიც ვინანე, რომ იქამდე მიმნდობი ვიყავი. გონების ვნებებს
ვემორჩილებოდი. ნდობა ხომ სხვა არაფერია.
განა ურწმუნოს არაფრის სჯერა. უბრალოდ, ყველაფრის არ
სჯერა. ხანდახან ისიც იჯერებს რაღაცას. აი, შემდეგ რამეს კი
მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, თუ ის რაღაცნაირად პირველიდან
გამომდინარეობს. ახლომხედველის მეთოდურობით მიიწევს
წინ, ჰორიზონტს არ უყურებს. ორი საპირისპირო რამ დაიჯერო
და თან იფიქრო, რომ სადღაც არსებობს მესამეც, უხილავი, რო-
მელიც ამ ორს აკავშირებს - ესაა მიმნდობლობა.
უნდობლობა, ურწმუნოება ცნობისმოყვარეობას არ გამო-
რიცხავს. პირიქით, აღვივებს მას. იდეების ერთმანეთთან კავში-
რის არ მწამდა, მაგრამ მათი პოლიფონია მხიბლავდა. საკმარი-
სია, არ დაიჯერო და ორი იდეა, ორივე ყალბი, შეიძლება, ისე შე-
ერწყას ერთმანეთს, რომ შესანიშნავი ინტერვალი ან სამტო-
ნიანი სპექტრი წარმოშვას. იდეებს, რომლებზეც ზოგიერთები
თავს დებდნენ, პატივს არ ვცემდი, მაგრამ ვაღიარებდი, რომ
ორ-სამ, ჩემთვის მიუღებელ იდეას შესანიშნავი მელოდიის შექ-
მნა შეეძლო. რიტმის, კიდევ უკეთესი - ჯაზის.
გავა წლები და ლია მეტყვის:
შენ ზედაპირებით საზრდოობ. ღრმა ადამიანის შთაბეჭდი-
ლებას მხოლოდ იმიტომ ტოვებ, რომ ბევრ ზედაპირს აქსოვ,
ხლართავ ერთმანეთში და სიმყარის იერს ქმნი, ისეთის, რომე-

65
ლიც, მართლა მყარი რომ ყოფილიყო, საკუთარ წონას ვერ აზი-
დავდა.
გინდა, თქვა, რომ ზედაპირული ვარ?
არა, - მიპასუხა მაშინ. - ის, რასაც სხვები სიღრმეს ეძახიან,
მხოლოდ ტესერაქტია, ოთხგანზომილებიანი კუბი. ერთი მხრი-
დან შედიხარ, მეორიდან გამოდიხარ და ისეთ სამყაროში ცხოვ-
რობ, რომელიც შენს სამყაროსთან ერთად ვერ იარსებებს.
(ლია, არც ვიცი, გნახავ თუ არა კიდევ ოდესმე, ახლა, როცა
ისინი იქიდან შევიდნენ, საიდანაც არ უნდა შესულიყვნენ და შე-
ნი სამყარო დაიპყრეს. ჩემი ბრალია, მე დავაჯერე, რომ იქ სიღ-რმე
დახვდებოდათ, რადგან, უბადრუკები, ამას ეძებდნენ).
მართლა რა მინდოდა თხუთმეტი წლის წინ? ვაცნობიერებდი
საკუთარ უნდობლობას და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმ
ადამიანთა გვერდით, ვისაც სჯეროდა. ვგრძნობდი, რომ ისინი
სიმართლის მხარეს იყვნენ და გადავწყვიტე, იმ რწმენისათვის
მიმემართა, რომლითაც ადამიანი ასპირინს სვამს: იცი, რომ არ
გავნებს და ცოტა იქნებ გიშველოს კიდეც.
ასე აღმოვჩნდი რევოლუციაში. ყოველ შემთხვევაში, რევო-
ლუციის საუკეთესო სიმულაციაში, რაც კი ოდესმე არსებულა
ქვეყანაზე. ღირსეულ რწმენას ვეძებდი და ჩავთვალე, რომ ვიპო-
ვე: შეკრებებსა და გამოსვლებში მონაწილეობა, სხვებთან ერ-თად
ყვირილი: "ფაშისტებო, ბურჟუებო, დღეები გაქვთ დათვლი-ლი!".
პორფირის კუბიკებსა და ლითონის ბურთულებს მხოლოდ
იმიტომ არ ვისროდი, რომ ყოველთვის მეშინოდა, სხვას იგივე არ
გაეკეთებინა ჩემთვის, რასაც თავად გავუკეთებდი, მაგრამ
აღტყინებული გავრბოდი ქუჩაში, როცა პოლიცია მომდევდა.
ვალმოხდილის შვებით ვბრუნდებოდი სახლში. შეკრებებზე
სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირება დიდად არ აღმაფრთოვა-

66
ნებდა და აღმაგზნებდა: მეჩვენებოდა, რომ ერთი მოხდენილი
ფრაზა და ერთი ჯგუფიდან მეორეში, სრულიად
საპირისპიროში აღმოჩნდებოდი. ჰოდა, ამ სიტყვების, ამ
ფრაზების ძებნით, ამ ცვლილებებით ვერთობოდი.
დემონსტრანტების ჯგუფს ხშირად მხოლოდ იმიტომ ავდევნე-
ბივარ, რომ ლამაზი გოგო შემინიშნავს მათში, რომელსაც ჩემი
წარმოსახვა აუფორიაქებია. ამიტომ დავასკვენი, რომ ჩემი მე-
გობრებიდან ბევრისთვის პოლიტიკური აქტივობა ერთგვარი
სექსუალური გამოცდილება იყო, სექსი კი ვნებაა. მე კი მხო-ლოდ
ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა. თუმცა იმ ათასგვარ
ავხორცობასა და გარყვნილებაზე კითხვისას, რასაც ტამ-პლიერებს
მიაწერდნენ, კარპოკრატეს მტკიცებასაც გადავაწ-ყდი, კოსმოსის
განმგებელ ანგელოზთა ტირანიისაგან თავის დასახსნელად
სხეულის ყველანაირ სიტკბოებას უნდა მივეცეთ, რათა ამ
ქვეყნისა და საკუთარი სხეულის ვალი მოვიხადოთო; სული
მხოლოდ მაშინ შეძლებს ვნებათაგან განწმენდას და პირ-
ველქმნილი სიწმინდის დაბრუნებას, როცა სხეული ყველაფერს
გამოსცდისო. "გეგმაზე" ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ ტამპლიერ-თა
საიდუმლოთი შეპყრობილთაგან ბევრი გაბრწყინების იმე-დით
სწორედ ამ გზას ადგებოდა. თუმცა ალეისტერ კროულის,
რომელიც ყველა დროის ყველაზე გარყვნილ კაცადაა აღიარე-ბული
და (თუ მის ბიოგრაფებს ვენდობით) თავის მიმდევრებ-თან,
სქესის განურჩევლად, ყველაფერს აკეთებდა, რაც კი ადა-მიანის
გონებამ შეიძლება წარმოიდგინოს, მხოლოდ მახინჯი ქა-ლები
ჰყოლია (იმ ნაწერებს თუ დავუჯერებთ, არც კაცები უნდა
ყოფილიყვნენ უკეთესები). ასე რომ, ვეჭვობ, კროულის სიყვა-
რულის ნამდვილი ნეტარება ეგრძნოს ოდესმე.

67
ძალაუფლების წყურვილსა და სექსუალურ უძლურებას შო-
რის უდავოდ უნდა იყოს კავშირი. მარქსი იმიტომ მესიმპა-
თიურებოდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, თავისი ჯენი მთელი
სილაღით უყვარდა. ეს მისი ნაწერების მშვიდ სუნთქვაში, მის
იუმორში იგრძნობა. ერთხელ უნივერსიტეტში წამომცდა, კრუპ-
სკაიასთან რომ დაგაწვინონ ყოველღამე, ბოლოს "მატე-რიალიზმს
და კრიტიკულ ემპირიზმს" დაწერ, აბა რას იზამ-- მეთქი. ამ
სიტყვებისთვის კინაღამ თვალები დამთხარეს, სულ ფაშისტი
მიძახეს. განსაკუთრებით ერთი ზორბა, გაბურძგნი-ლულვაშიანი
ტიპი აქტიურობდა, რა დამავიწყებს. ახლა თავგა-დაპარსული
დაიარება და ჩაკეტილი თემის წევრია, რომლის წევრებიც
კალათებს წნავენ და ამით ირჩენენ თავს.
მაშინდელ ამბებს იმიტომ ვიხსენებ, რომ აღვიდგინო, რა სუ-
ლისკვეთებით დავუახლოვდი გამომცემლობას და იაკოპო
ბელ-ბოს. ხელნაწერების შავი პირების გასასწორებლად იმ ადა-
მიანის შემართებით მივედი, რომელიც ჭეშმარიტებაზე საუბარს
არ უფრთხის. მიმაჩნდა, რომ ფრაზაში "მე ვარ, რომელიც ვარ"16
მთავარი ისაა, ვის გულისხმობ სუბიექტში.
ამიტომაც ფილოლოგია გახდა ჩემი პოლიტიკური არჩევანი.
მილანის უნივერსიტეტი იმ წლებში განსაკუთრებული ადგილი
იყო. ქვეყნის სხვა უნივერსიტეტები ბუნტისთავებით იყო სავსე,
პროფესორებს არ ასვენებდნენ, აიძულებდნენ, მხოლოდ პრო-
ლეტარებისთვის მისაღებ მეცნიერებაზე ელაპარაკათ, ჩვენთან კი,
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთგვარი კონსტიტუ-ციური
შეთანხმება, ტერიტორიული დაყოფა მოქმედებდა: რევო-

გამოსვლა, 3,14.

68
ლუცია გარეთ, სააქტო დარბაზსა და დერეფნებში
ბობოქრობდა, ფორმალური განათლება კი, საიმედოდ დაცული
და ხელუხლე-ბელი, აუდიტორიებსა და ზედა სართულებზე
დაბუდებულიყო და ისე განაგრძობდა არსებობას, თითქოს
გარეთ არაფერი ხდებო-და.
მოკლედ, შემეძლო, დილა ქვევით გამეტარებინა, პროლეტა-
რულ მეცნიერებებზე მეკამათა, დღის მეორე ნახევარში კი არის-
ტოკრატიულ ცოდნას ვზიარებოდი ზედა სართულებზე.
მშვენივ-რად ვცხოვრობდი ამ ორ პარალელურ სამყაროს შორის,
არა-ნაირი შინაგანი წინააღმდეგობა არ მაწუხებდა. მეც
მჯეროდა, რომ ხალხთა შორის თანასწორობა გარდაუვალი იყო,
მაგრამ მიმაჩნდა, რომ ასეთ საზოგადოებაში, მაგალითად,
რკინიგზას უნდა ემუშავა (და უწინდელზე უკეთაც),
სანკიულოტებს კი, რომ-ლებიც გარს მეხვია, ფეხებზე ეკიდათ
ნახშირის რაოდენობის გა-მოთვლა საქვაბეში, ლიანდაგების
გადაყვანა, მატარებლების განრიგის შედგენა. არადა, ვიღაცას
ხომ უნდა ემუშავებინა მატა-რებლები, ბოლოს და ბოლოს.
ხანდახან კი გამკრავდა ხოლმე სინდისის ქენჯნა, სტალინი
მეგონა თავი, რომელიც ულვაშებში იცინოდა რევოლუციის შემ-
ყურე: "მიდით, მიდით, საწყალო ბოლშევიკებო, მე ჯერ თბილი-
სის სემინარიას დავამთავრებ და მერე ხუთწლედის გეგმებს
შე-გიდგენთ".
ალბათ, დილაობით მეტისმეტი ენთუზიაზმით გამო დღის
მეორე ნახევარში ცოდნას უნდობლობასთან ვაიგივებდი. ამი-
ტომ გადავწყვიტე, რაღაც ისეთი შემესწავლა, რაც ფაქტებზე იქ-
ნებოდა დაფუძნებული და რწმენასთან შეხება არ ექნებოდა.
თითქმის შემთხვევით ჩავეწერე შუა საუკუნეების ისტორიის
სემინარზე და ნაშრომის თემად ტამპლიერების პროცესი შევარ-

69
ჩიე. ტამპლიერების ისტორია მას შემდეგ მხიბლავდა, რაც პირ-
ველად ჩავკარი თვალი მათ დოკუმენტებს. ხელისუფლების წი-
ნააღმდეგ ბრძოლის ხანაში ვცხოვრობდი და ცხადია, გულწრფე-
ლად აღმაშფოთებდა ტამპლიერთა სასამართლოს ამბავი: გუ-
ლუბრყვილობა იყო, ამ პროცესისთვის სამხილებზე დაფუძნებუ-
ლი დაგვერქმია, არადა, რამდენი ადამიანი დაწვეს კოცონზე მი-სი
წყალობით! მალევე აღმოვაჩინე, რომ მას შემდეგ, რაც ტამ-
პლიერები კოცონზე დაწვეს, საიდუმლოს მაძიებლები ყველგან და
ყველაფერში მათ დაეძებდნენ, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ
ჩაიგდო ხელში მათი არსებობის რამე მტკიცებულება. ეს ვი-
ზიონერული ისტერიკა კიდევ უფრო ამწვავებდა ჩემს უნდობლო-
ბას და გადავწყვიტე, საიდუმლოთა მოტრფიალეებზე დრო არ
დამეკარგა და მხოლოდ იმდროინდელ წყაროებს დავყრდნობო-
დი. ტამპლიერები სამონასტრო-სარაინდო ორდენი იყო, რომე-ლიც
არსებობდა, რადგან მას ეკლესია აღიარებდა. მას შემდეგ, რაც
ეკლესიამ ორდენის დაშლა გადაწყვიტა (შვიდი საუკუნის წინ),
ტამპლიერები ვეღარ იარსებებდნენ და თუ იარსებებდნენ,
ტამპლიერები ვეღარ იქნებოდნენ. ასე შევადგინე ასამდე წიგნის
სია, თუმცა მათგან ბოლოს ოცდაათიოდე წავიკითხე.
იაკოპო ბელბო სწორედ ტამპლიერთა წყალობით გავიცანი
"პილადეში", ათას ცხრაას სამოცდათორმეტის ბოლოს. მაშინ
სადიპლომო ნაშრომზე ვმუშაობდი.

70
8

"სინათლისა და ღმერთების შვილი,


აჰა, დევნილი და მათგან გარიყული ვარ".17
"პილადე" იმ წლებში ერთგვარი თავისუფალი ეკონომიკური
ზონა იყო, გალაქტიკის ტავერნა, სადაც ოფიუკუსიდან დედამი-
წაზე გადმომსხდარი უცხოპლანეტელები იკრიბებოდნენ ისე,
რომ იმპერატორის გუშაგებს, ვან ალენის სარტყლების მცვე-
ლებს, არც ეხებოდნენ. "პილადე" ერთი ძველი ბარი იყო ნავი-
ლის უბანში, თუთიის დახლითა და ბილიარდით. უბნის
ხელოს-ნები და მემანქანეები იკრიბებოდნენ ხოლმე იქ, რომ
დილაუთე-ნია გადაეკრათ თითო ჭიქა.
სამოცდარვა წლიდან მოყოლებული "პილადე" ერთგვარ "რიქს
ბარად" იქცა. სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი აქ კარტს
ეთამაშებოდა სახელისუფლებო გაზეთის ჟურნალისტს, რომელიც
ვისკის დასალევად შემოივლიდა ხოლმე გაზეთის სტამბაში
გაშვების შემდეგ, სანამ პრესის ჯიხურები ოფიციალუ-რი
ტყუილების გავრცელებას დაიწყებდნენ. "პილადეში" ეს ჟურ-
ნალისტიც კი ჩაგრულ პროლეტარად გრძნობდა თავს,
იდეოლოგიური მანქანის დამატებითი ღირებულების შემქმნე-
ლად, ასე რომ სტუდენტებიც ტოლერანტულები იყვნენ მისდამი.
საღამოს თერთმეტიდან ღამის ორ საათამდე ვის აღარ ნახავ-
დით აქ: გამომცემლობის თანამშრომელს, არქიტექტორს, კრი-
მინალური ქრონიკის რეპორტიორს, რომელიც მხოლოდ გაზე-

ფრაგმენტი Turfa'n M7-დან.


71
თების მესამე გვერდებს კითხულობდა, მხატვრებს ბრერის აკა-
დემიიდან, უნიჭო მწერლებს თუ ჩემნაირ სტუდენტებს.
გარკვეული ალკოჰოლური დონე "პილადეში" სავალდებუ-
ლო იყო, ასე რომ ბებერი პილადე კარგად იყო მომარაგებული:
თეთრი ღვინო დიდი ბოცებით ედგა მემანქანეებისა და უფრო
არისტოკრატიული კლიენტებისთვის, ხოლო ოდესღაც აქ-
ტუალური გაზიანი სასმელები და "რამაცოტის" ლიქიორი დე-
მოკრატი ინტელექტუალებისთვის შუშხუნა სამარკო ღვი-
ნოებით, რევოლუციონერებისთვის კი "ჯონი უოლკერით"
ჩაენაცვლებინა. იმ წლების პოლიტიკური ისტორიის დაწერა შე-
იძლება, თუ დეტალურად მიჰყვები "უოლკერის" წითელი
ეტიკე-ტიდან თორმეტწლიანი დაძველების "ბალანტაინზე" და
ბოლოს "მალტოზე" თანდათანობით გადასვლის ეტაპებს.
ახალი პუბლიკის გამოჩენასთან დაკავშირებით "პილადეში"
"ფლიპერის" სათამაშო აპარატი დააყენეს, თუმცა ძველი ბილი-
არდი არ აუღიათ: მასზე ახლა მხატვრები და მემანქანეები კეგ-
ლის თამაშობდნენ.
წამში ვაგებდი ხოლმე. მეგონა, დაბნეულობის ან ხელის
გაუწაფაობის ბრალი იყო. მრავალი წლის შემდეგ მივხვდი მი-
ზეზს, როცა ლორენცა პელეგრინის თამაში ვნახე. ლორენცას
თავიდან ვერც ვამჩნევდი ბარში, სანამ ერთხელ ბელბოს
მზერას არ გავაყოლე თვალი.
ბელბო ისე იდგა ხოლმე ბართან, თითქოს შემთხვევით შემო-
სულიყო (ათ წელზე მეტი იყო, რაც ამ ბარში დადიოდა). საუბარ-ში
ჩართვა უყვარდა, მაგიდებთან იქნებოდა თუ ბარის დახლთან და
ისეთ რამეს იტყოდა, რომ ლაპარაკის სურვილს გაუქრობდა
თანამოსაუბრეებს, რაზეც არ უნდა ყოფილიყო კამათი. ადა-
მიანების ენთუზიაზმის მოშთობის სხვა მეთოდიც ჰქონდა: შე-

72
კითხვები. როცა ვინმე რამეს ჰყვებოდა და დანარჩენები ინტე-
რესით უსმენდნენ, ბელბო იმ თავისი ცივი, უგრძნობი თვალე-
ბით შეხედავდა მოსაუბრეს (ჭიქა ჩამოშვებულ ხელში ეჭირა,
თითქოს დალევა, კარგა ხანია, გადაავიწყდაო) და უცებ სრული-ად
გულგრილად ჰკითხავდა: "ვაჰ, მართლა?" ან: "სერიოზულად
ამბობთ ამას?". არ ვიცი, რა ხდებოდა ასეთ დროს, მაგრამ
მთხრობელის ჩათვლით ყველა ეჭვდებოდა მონაყოლ ამბავში.
შეიძლება, ბელბოს პიემონტური აქცენტი ყველა წარმოთქმულ
სიტყვას კითხვით ტონალობას სძენდა და ამით ამძაფრებდა,
დამცინავს ხდიდა შეკითხვას. ბელბოს კიდევ ერთი პიემონტური
მანერა ჰქონდა - თვალს იშვიათად გაუსწორებდა ადამიანს, მაგ-
რამ განა ამით სხვის მზერას გაურბოდა, უბრალოდ არ უყურებ-და
თანამოსაუბრეს. მისი მზერა მოძრაობდა, არ ისვენებდა და
დროდადრო პარალელების კონვერგენციის წერტილზე შეჩერ-
დებოდა, სადღაც, სივრცის რომელიღაც ბუნდოვან არეალში,
რომლისთვისაც ყურადღებაც არ გქონდა მიქცეული. ამ დროს ისე
გრძნობდი თავს, თითქოს იქამდე უაზროდ და ჯიუტად მისჩე-
რებოდი სამყაროში ერთადერთ უმნიშვნელო წერტილს.
მხოლოდ მზერით კი არა, ერთი ჟესტით, ერთი ბგერით შეეძ-
ლო ბელბოს, სადღაც მოესროლე. მაგალითისთვის ვიტყვი,
ვთქვათ, გაცხარებული ამტკიცებდი, რომ კანტი იგივე კოპერნი-
კის რევოლუციაა თანამედროვე ფილოსოფიაში. თავს დებდი ამ
მოსაზრებაზე. ბელბო, თუ ამ დროს წინ გეჯდა, ხელებზე დაიხე-
დავდა, საკუთარ მუხლს მიაჩერდებოდა, ოდნავ შესამჩნევი ეტ-
რუსკული ღიმილით თვალებს დახუჭავდა ან რამდენიმე წამით
პირს დააღებდა, ჭერში აიხედავდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკებ-და:
"ჰო, ეგ კანტი ისე..." ან, თუ გადაწყვეტდა, ტრანსცენდენტუ-რი
იდეალიზმის მთელ სისტემას დასხმოდა თავს: "რა ვიცი აბა...

73
ნეტა თვითონ მართლა უნდოდა ეს ამხელა ალიაქოთი?.." და
მოლოდინით შეგხედავდა, თითქოს შენ დაგერღვია ის მოჯა-
დოება და არა მას, თან გაგამხნევებდა: "განაგრძეთ, განაგ-
რძეთ... რაღაც ნამდვილად არის ამაში... რაღაც სხვანაირი...
ჭკვიანი კაცი იყო".
ძალიან გაბრაზებულიც თავშეკავებულად იქცეოდა. ერთა-
დერთი, რასაც წონასწორობიდან გამოჰყავდა, სხვების წონას-
წორობიდან გამოსვლა იყო, თუმცა მისი საპასუხო ბრაზი სად-
ღაც შიგნით, ერთ ადგილზე ტრიალებდა. ტუჩებს მოკუმავდა,
ჯერ ზევით აიხედავდა, მერე თვალებს დახრიდა, შემდეგ
თავსაც, ოდნავ მარცხნივ მიატრიალებდა სახეს და
ჩაილაპარაკებდა: "Ma gavte la nata" და ვინც ამ პიემონტურ
გამოთქმას არ იცნობ-და, განუმარტავდა კიდეც: "საცობი
გამოიძრეო, გაფხორილ ადამიანს ურჩევენ... ნიშნავს, რომ
საკმარისია, კაცმა უკანალში გარჭობილი საცობი გამოიძროს,
ფშშშშშშშ... და წამში უბრუნ-დება ადამიანურ მდგომარეობას".
ამ სიტყვაძუნწი ჩანართებით გაგრძნობინებდა ყოველივეს
ამაოებას და ეს მხიბლავდა. თუმცა არასწორად მესმოდა ბელ-
ბოს საქციელი: ეს ყველაფერი სხვათა ბანალური ჭეშმარიტებე-
ბისადმი ბელბოს ზიზღის იდეალური გამოხატულება მეგონა.
მხოლოდ ახლა, როცა "აბულაფიას" საიდუმლოსთან ერთად
ბელბოს სულშიც შევაღწიე, ვხვდები, რომ ის, რაც გონებრივი
სიფხიზლე, ცხოვრების პრინციპი მეგონა, მისთვის ერთგვარი
მელანქოლია იყო. მისი დეპრესირებული ინტელექტუალური
ლიბერალიზმი აბსოლუტის სასოწარკვეთილ, დაუოკებელ
წყურვილს მალავდა. ამას ერთი შეხედვით ვერავინ მიხვდებო-
და, რადგან ბელბო გულჩათხრილობას, გარიყულობას, ყოყ-
მანს, გაუცხოებას დროდადრო საოცარი ენაწყლიანობით აწო-

74
ნასწორებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისი ურწმუნო
სი-ლაღით ერთობოდა, ალტერნატიულ აბსოლუტს იგონებდა.
ამ დროს დიოტალევისთან ერთად შეუძლებელი, თავდაყირა
მდგომი სამყაროს, ბიბლიოგრაფიული ტეტრალოგიების სახელ-
მძღვანელოებს წერდა. ასეთ დროს იმდენად ხალისიანი და
ენამჭევრი იყო, ისეთი ენთუზიაზმით აშენებდა თავის
რაბლესე-ულ სორბონას, რომ ვერ მიხვდებოდი, სინამდვილეში
რა მტკივ-ნეულად განიცდიდა თეოლოგიის ფაკულტეტიდან
წასვლას. ნამ-დვილი უნივერსიტეტიდან.
გვიან მივხვდი, რომ მე დავივიწყე ფაკულტეტის მისამართი,
მან კი დაკარგა და ამის გამო მოსვენებას ვერ პოულობდა.
"აბულაფიას" ფაილებში ფსევდოდღიურს გადავაწყდი, რომ-
ლის საიდუმლოდ შენახვაც ბელბოს კომპიუტერის დისკისთვის
მიენდო, დარწმუნებულს, რომ ამით არ ღალატობდა თავის მო-
წოდებას, სამყაროს პასიური მაყურებელი ყოფილიყო. ეს ხომ
არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი. ზოგ ჩანაწერს ძველი თარიღი
ჰქონდა, როგორც ჩანს, ძველი შენიშვნები გადაეტანა მათში.
შეიძლება, უბრალოდ ენანებოდა მათი წაშლა ან მართლა ფიქ-
რობდა ოდესმე მათ გამოყენებას. ჩანაწერები ძირითადად ბო-ლო
წლების იყო, იმდროინდელი, რაც "აბუ" ჰქონდა. მექანიკუ-რად
წერდა, რომ განმარტოებულს ეფიქრა საკუთარ შეცდომებ-ზე,
თავს იტყუებდა, ვითომ არაფერს "ქმნიდა" ამით, რადგან შექ-მნა,
მაშინაც კი, როცა ის შეცდომის წყაროა, ყოველთვის ვიღა-ცის
სიყვარულით ხდება, "სხვის" გამო, ვიღაცის გამო, ვინც შენ არა
ხარ. მაგრამ ბელბო, ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევდა, უკუღმა
უვლიდა სფეროს. სწორედ რომ ქმნიდა, და ნეტავ არ შე-ექმნა:
მისი "გეგმით" გატაცებაც ამ მოთხოვნილებიდან დაიბა-და, წიგნის
დაწერის მოთხოვნილებიდან, თუნდაც ეს წიგნი თა-

75
ვიდან ბოლომდე შემზარავი, განზრახ ჩადენილი შეცდომებით
ყოფილიყო სავსე. სანამ საკუთარ სიცარიელეში იხარშები, შე-
გიძლია, გჯეროდეს, რომ "ერთადერთთან" ხარ კავშირში, მაგ-
რამ როგორც კი თიხას, მასალას ჰკიდებ ხელს, თუნდაც ელექ-
ტრონულს, დემიურგად იქცევი. ის კი, ვინც სამყაროს შექმნას
გადაწყვეტს, იმთავითვე გასვრილია შეცდომითა და ბოროტე-
ბით.
Tre donne intorno al cor.doc18
ასეა: toutes les femmes que j'ai rencontr é es se dressent aux
horizons avec les gestes piteux et les r é gards tristes des s
maphores sous la pluie...19
მეტისმეტი მოგდის, ბელბო. პირველი სიყვარული, წმინდა
მარიამი. დედა კალთაში მარწევდა და მიღიღინებდა... იავნანა
აღარ მჭირდებოდა, მაგრამ ვთხოვდი, ემღერა ჩემთვის, რადგან
მიყვარდა მისი ხმა და მისი ძუძუების ლავანდის სურნელი.
"ჰოი, ემპირეას დედოფალო, უმანკოვ და მშვენიერო -
მშვიდობა შენ-და, ქალწულო, პატარძალო და მხევალო -
მშვიდობა შენდა, მაცხოვრის მშობელო".
ბუნებრივია - ჩემი ცხოვრების პირველი ქალი ჩემი არ ყოფი-
ლა - არც არავისი ყოფილა და ვერც იქნებოდა. მაშინვე შემიყ-

"სამი ასული ერთდროულად მოადგა ჩემს გულს..." დანტე,


კანცონა CIV, 1 (მთ. კ. გამსახურდია)
"ოდესღაც ნაცნობ ბანოვანთა ჩრდილებიღა შერჩენია ახლა
ჰორიზონტს... ნაღ ვლიანი სილუეტები და სევდიანი მათი თვა-ლები
მაგონებენ ლამპიონებს წვიმაში, ეულთ...", ბლეზ სანდრა-რი.

76
ვარდა ერთადერთი ქალი, რომელსაც არაფერში არ ვჭირდებო-
დი.
მერე - მარილენა (მარი ლენა?). ბინდის, ოქროს დალალე-ბის,
დიდი ცისფერი ბაფთის ლირიკული აღწერა. მე - მერხის კი-
დეზე ჩამომჯდარი, დაძაბული და კისერწაგრძელებული, ის -
სა-ზურგეზე ნარნარად მოსეირნე, წონასწორობის
შესანარჩუნებ-ლად ხელებგაშლილი (მომხიბლავი
ექსტრასისტოლი). ქვედაკა-ბა მსუბუქად უშრიალებს
ვარდისფერ ბარძაყებზე. ზევით, შორს, მიუწვდომლად.
მოგონება: იმავე საღამოს დედა პუდრს აყრის ჩემს დას ვარ-
დისფერ, ფუმფულა ნაკეცებში. მივუცუცქდები და ვეკითხები,
როდის ამოუვა მასაც ჭუჭუკა. დედა გამიმხელს, რომ გოგოებს
არაფერიც არ ამოსდით, ასევე რჩებიან, ჭუჭუკას გარეშე. მაშინ
მარი ლენას თეთრი საცვალი მაგონდება, აფრიალებული ცის-
ფერი ქვედაკაბის ქვეშ თვალმოკრული და ვხვდები, რომ ქერაა,
ქედმაღალი და მიუწვდომელი, რომ არავის არ ჰგავს და მასთან
ყველაფერი გამორიცხულია: სხვა რასას ეკუთვნის.
მესამე ქალი მაშინვე ჩანთქა უფსკრულმა. ძილში მიიცვალა
ფერმკრთალი ოფელია, ქალწულის კუბოში განისვენებს, ყვავი-
ლებით ხელში, და მღვდელი წესს უგებს. უეცრად წამოდგება, კა-
ტაფალკზე წამოიმართება, მოღუშული, გაფითრებული, გახევე-
ბული თითებით. მუქარიანი, ყრუ ხმით იტყვის: "მამაო, ნუ ლო-
ცულობ ჩემთვის. ამაღამ, ჩაძინებამდე, უწმინდური ფიქრი გა-
ვივლე გონებაში, ერთადერთი უწმინდური აზრი ცხოვრებაში,
წყეული ვარ სამუდამოდ". ის წიგნი უნდა მოვძებნო, რომლითაც
პირველი ზიარებისთვის ვემზადებოდი. იქიდან მახსოვს ეს სცენა
თუ ყველაფერი ჩემივე ფანტაზიის ნაყოფია? ნამდვილად ჩემზე
ფიქრში დალია სული საბრალომ, მე ვიყავი მისი უწმინდური

77
ფიქრის მიზეზი, მე, რომელსაც ასე მწყუროდა ის მიუწვდომელი,
უკარება მარი ლენა, უცხო რასისა და სხვა ბედის შვილი. ჩემს
სინდისზეა მისი შეჩვენება, ყველა მათგანის შეჩვენება ჩემი ბრა-
ლია. ღირსი ვარ, რომ ჩემი არასოდეს გამხდარა ის სამი ქალი: მათი
ნდომის გამო დავისაჯე.
პირველს იმიტომ ვკარგავ, რომ სამოთხეშია, მეორეს განსაწ-
მენდელში არ ასვენებს პენისის შური, მესამე კი ჯოჯოხეთმა
წა-მართვა. თეოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი
იდეალუ-რადაა. ეს ამბავი უკვე დაწერილია.
მაგრამ არის სესილიაც და ის აქაა, ამქვეყნად, მიწაზე. ძილის
წინ ვფიქრობდი მასზე. გორაკს ავივლიდი, რომ სოფლიდან რძე
წამომეღო და როცა პარტიზანები საგუშაგო პუნქტს დაცხრი-
ლავდნენ, სესილიასკენ გავრბოდი, რომ შავპერანგიანებისგან
დამეხსნა იგი, უკან რომ მისდევდნენ ავტომატმომარჯვებულე-
ბი... მარი ლენაზე უფრო ქერა, კატაფალკზე წამომართულ გო-
გოზე უფრო შემზარავი, ქალწულზე უფრო უმანკო და კდემამო-
სილი. სესილია ცოცხალი იყო, ხელმისაწვდომი, სულ ცოტაც და
მასთან გამოლაპარაკებასაც შევძლებდი, მჯეროდა, რომ ჩემნა-ირს
შეიყვარებდა. ასეც იყო: პაპი ერქვა მის შეყვარებულს, ქერა სწორი
თმა და ვიწრო კეფა ჰქონდა, ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და
საქსოფონზე უკრავდა. მე კი საყვირიც არ მებადა. ერ-თად
არასოდეს მენახა ისინი, მაგრამ ბავშვები ერთმანეთს მუჯ-
ლუგუნებს ჰკრავდნენ მათ დანახვაზე, ხითხითებდნენ, ერთად
წვანანო, ჩურჩულებდნენ. მატყუარები. შტერი, ქვეშაფსია გლე-
ხუჭები. უნდოდათ, მეფიქრა, რომ ის (ის, მარილენა სესილია,
სასძლო და მხევალი) იმდენად ხელმისაწვდომი იყო, რომ ვიღაც
უკვე შეხებოდა მის სხეულს. ასე იყო თუ ისე, უკვე მეოთხედ,
ისევ თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი.

78
დაიწერება რომანი ასეთ ამბავზე? იმ ქალებზე ხომ არ ჯობდა,
დამეწერა, რომლებსაც იმიტომ გავურბივარ, რომ დავეუფლე მათ.
ან შემეძლო დავუფლებოდი. ალბათ, ეს ერთი და იგივეა.
მოკლედ, როცა არ იცი, რაზე წერო, ჯობია, ფილოსოფიური
ტექსტები ასწორო.

79
9

"მარჯვენა ხელში მოოქროვილი საყვირი ეპყრა".20


ამ ფაილშია ნახსენები საყვირი. გუშინწინ პერისკოპში ჯერ
კიდევ არ ვიცოდი, რა მნიშვნელოვანი იყო ეს. ბუნდოვნად,
მიახ-ლოებით ვხვდებოდი რაღაცას.
"გარამონში" გატარებულ საღამოებს ბოლო არ უჩანდა. ხან-
დახან კითხვით გადაღლილი ბელბო თვალს მოაშორებდა ხელ-
ნაწერს და ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, როცა, მაგა-
ლითად, "მსოფლიო ექსპოზიციის" ძველ ლითოგრაფიებს ვუ-
კირკიტებდი მაგიდაზე. რამეს გაიხსენებდა ხოლმე, მაგრამ საკ-
მარისი იყო, ეფიქრა, რომ სერიოზულად აღვიქვამდი მის მონა-
ყოლს, მაშინვე იდუმალების ნიღაბს ამოეფარებოდა. ხანდახან
საკუთარ წარსულს გაიხსენებდა, მაგრამ მხოლოდ მაგალითის-
თვის, თავისი რომელიმე სისუსტის საილუსტრაციოდ.
- ნეტა სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი... - ჩაილაპარაკა ერ-
თხელ.
რას გულისხმობთ, დასავლური ცივილიზაციის აღსასრულს?
აჰ, აღსასრულს უახლოვდება? ისე, თქვენი ხელობაც ეგ
არაა? არა, იმ ხალხზე ვამბობდი, ვინც ამ წიგნებს წერს. მესამე
ხელნაწერს ვკითხულობ ამ კვირაში, ერთი ბიზანტიურ სამარ-
თალზე იყო, მეორე - ავსტრიის იმპერიის აღსასრულზე და მესა-
მე - ბაფოს სონეტებზე. რა კავშირშია ერთმანეთთან? რამე მეშ-
ლება?

20 Johann Valentin Andreae, Die Chymische Hochzeit des Christian


Rosencreutz, Strassburg, Zetzner, 1616, 1
80
არა მგონია.
ჰოდა, წარმოგიდგენიათ, რომ სამივეში რაღაც მომენტში
სიყვარულის წადილი და ობიექტი ჩნდება? მოდაა ასეთი. ბაფოს
სონეტებში კიდევ ჰო, მაგრამ ბიზანტიურ სამართალში?..
რატომ კითხულობთ, ნაგავში მოისროლეთ!
არა, რას ამბობთ, ეროვნული სამეცნიერო ცენტრის დაფი-
ნანსებული ნაშრომებია. თანაც, არა უშავთ. ბოლოს და ბოლოს,
შემიძლია, ავტორები გამოვიძახო და ვთხოვო, რამდენიმე პწკა-
რი მოაშორონ. თავის შერცხვენა არც მათ აწყობთ.
ბიზანტიურ სამართალში მაინც რაო, რა შეიძლება იყოს
სიყვარულის ობიექტიო?
ყოველთვის მოახერხებ, ჩააკვეხო, თუ მოინდომე. ისე, ბი-
ზანტიურ სამართალში რომც ყოფილიყო სიყვარულის ობიექტი,
ის არ იქნებოდა, რაც ამას გამოჰყავს. ის არასდროს არ იქნება.
რა "ის"?
რაც შენ გგონია. ერთხელ, ხუთი-ექვსი წლისას, დამესიზ-
მრა, რომ ოქროს საყვირი მქონდა... იცით, ისეთი სიზმარი იყო...
აი, სითბო და სიტკბო რომ გეღვრება სხეულში, რაღაც ღამის პო-
ლუციის მაგვარი, პატარა ბიჭებს რომ ემართებათ. არა მგონია,
ოდესმე ისე ბედნიერი ვყოფილიყავი, როგორც იმ სიზმარში.
აღარასოდეს. რომ გამეღვიძა და მივხვდი, არავითარი საყვირი
არ არსებობდა, შტერივით ავღნავლდი. მთელი დღე ვტიროდი.
ომის წინა წლები (ოცდათვრამეტი წელი იქნებოდა) მართლა ძა-
ლიან საცოდავი წლები იყო. შვილი რომ მყავდეს და ისეთი სა-
სოწარკვეთილი ვნახო, ხომ ვეტყოდი, გიყიდი საყვირს-მეთქი.
ბოლო-ბოლო სათამაშო იყო, არც მაშინ ეღირებოდა ძალიან
ძვირი. მაგრამ ჩემებს ეს აზრადაც არ მოსვლიათ. მაშინ ნების-
მიერი თანხის დახარჯვა სერიოზული გადაწყვეტილება იყო

81
ოჯახში. ბავშვები ისე უნდა აღეზარდათ, რომ ყველაფერი არ
ჰქონოდათ, რასაც მოისურვებდნენ. კომბოსტოს წვნიანს ვერ
ვიტან-მეთქი, ვამბობდი, მართლა ასე იყო, ღმერთო, წვნიანში
კომბოსტო გულს მირევდა! არც იფიქროთ, ვინმეს ეთქვა,
კარგი, მხოლოდ მეორე კერძი ჭამეო (არც ისე ხელმოკლედ
ვიყავით, პირველი, მეორე და ხილი ყოველთვის გვქონდა).
ნურას უკაც-რავად, ის უნდა გეჭამა, რასაც მოგართმევდნენ.
დიდი-დიდი, შე-იძლება, ბებიას შევცოდებოდი და კომბოსტო
ამოეღო ჩემი თეფ-შიდან, სათითაოდ ამოეკრიფა ის წვრილად
დაჭრილი კომბოს-ტო, მაგრამ გაწურული წვნიანი, კიდევ
უფრო საძაგელი, მაინც უნდა მეჭამა. მამაჩემი კომბოსტოს
ამოღებასაც სასტიკად ეწინა-აღმდეგებოდა.
კი მაგრამ, საყვირი?
ცნობისმოყვარედ შემომხედა:
ასე რატომ გაინტერესებთ?
მე არ მაინტერესებს, თავად ახსენეთ საყვირი, როცა ამბობ-
დით, სიყვარულის ობიექტი არასდროს არაა ის, რაც შენ გგო-
ნიაო.
საყვირი... იმ საღამოს ბიძასა და ბიცოლას ველოდებოდით
***-დან. შვილები არ ჰყავდათ, მე მათი საყვარელი ძმისწული
ვიყავი. რომ დაინახეს, როგორ ვღნაოდი სიზმარში ნანახ საყ-
ვირზე, დამამშვიდეს, ამ საქმეს ჩვენ მივხედავთო. ხვალ "უპიმ-
ში" წავიდეთ, სათამაშოების უზარმაზარი განყოფილება აქვთ,
ისეთ საყვირს აარჩევ, როგორიც მოგეწონებაო. მთელი ღამე
თეთრად გავათენე, დილით ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ნასა-
დილევს წავედით "უპიმში". სამნაირი საყვირი ჰქონდათ, ალ-
ბათ, თუნუქის იქნებოდა, თუმცა მე აღთქმული ქვეყნის აელვა-
რებულ სპილენძად მეჩვენებოდა. ერთი პატარა, სამხედრო საყ-

82
ვირი იყო, მეორე - ხუფიანი ტრომბონი და მესამეც რაღაც საყვი-
რისმაგვარი, მოოქროვილი სატუჩით და საქსოფონის კლავიშე-
ბით. არ ვიცოდი, რომელი ამერჩია, კარგა ხანს ვიფიქრე. სამივე
მინდოდა და, მგონი, ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, რომ არც
ერთი არ მომწონდა. ამასობაში ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა,
მგონი, ფასები დაათვალიერეს. ძუნწები არ იყვნენ, მაგრამ მა-
ინც მომეჩვენა, რომ ყველაზე იაფი - ბაკელიტის კლარნეტი შე-
არჩიეს, შავი, ვერცხლისფერი კლავიშებით.
ეს არ მოგწონს?
მოვსინჯე. ძლიერი ხმა ჰქონდა და მარწმუნებდნენ, ულამაზე-
სიაო, მაგრამ მეგონა, იმიტომ მაძალებდნენ კლარნეტს, რომ
ყველაზე იაფი იყო. საყვირი იქნებ ძვირი ღირდა, ვერ ვაიძულებ-
დი ბიძას და ბიცოლას, ასე დახარჯულიყვნენ. სახლში მუდამ იმას
მიჩიჩინებდნენ, რომ, როცა რამეს მთავაზობდნენ, ძა-ლიანაც რომ
მდომებოდა, მაინც უარი უნდა მეთქვა, თანაც ბევ-რჯერ. ერთხელ
უარის თქმა და მალევე ხელის გაშვერა სრული-ად დაუშვებელი
იყო. უნდა დამეცადა, რომ დაეძალებინათ, შემ-ხვეწებოდნენ.
კარგად აღზრდილი ბავშვი მხოლოდ ამის შემდეგ ნებდება. მეც
ვუთხარი, ჰო, საყვირს კლარნეტი მირჩევნია, თუ თქვენ ასე
გირჩევნიათ-მეთქი. შეშინებული ვუყურებდი, იმედი მქონდა,
დამაძალებდნენ, მაგრამ თავი არ გამოუდვიათ. ღმერ-თმა
აცხონოს მათი სულები. კმაყოფილებმა მიყიდეს ის კლარ-ნეტი,
კარგიო, ასე თქვეს, თუ ასე გირჩევნია, ეს იყოსო. უკანდა-ხევა
გვიანი იყო. ასე შემრჩა კლარნეტი.
დაეჭვებულმა შემომხედა:
- გაინტერესებთ, კიდევ დამსიზმრებია თუ არა იმის მერე
საყ-ვირი?
არა. მაინტერესებს, რა იყო სიყვარულის ობიექტი.
83
ხელნაწერს მიუბრუნდა:
- თქვენც აჩემებული გაქვთ ეს სიყვარულის ობიექტი. ამ ამ-
ბებს ისე მოატრიალებს ადამიანი, როგორც მოეპრიანება. აი მა-
შინ... მართლა რომ ეჩუქებინათ ჩემთვის საყვირი, ბედნიერი
ვიქნებოდი? როგორ ფიქრობთ, კაზობონ?
მაშინ, ალბათ, კლარნეტი დაგესიზმრებოდათ.
არა, - მომიჭრა მშრალად. - კლარნეტი მივიღე და ამით დამ-
თავრდა ის ამბავი. არც დამიკრავს.
არ დაგიკრავთ თუ არ დაგსიზმრებიათ?
არ დამიკრავს, - დამარცვლით გაიმეორა და, არ ვიცი რა-
ტომ, მასხარად ვიგრძენი თავი.

84
10

"და ბოლოს, კაბალისტურად სხვა არაფერი გამოდის


სიტყვი-დან vinum, თუ არა VIS NUMerorum,21 რომელთა
მნიშვნელო-ბებზეც დამოკიდებულია ეს მაგია".22
ბელბოსთან ჩემს პირველ შეხვედრაზე გიყვებოდით. შორი-
დან ვიცნობდით ერთმანეთს, "პილადეში" შევხვედროდი, მაგ-
რამ მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. "გარამონში" მუშაობდა, ამ
გამომცემლობის წიგნებს ხშირად ვიყენებდი უნივერსიტეტში.
პატარა, მაგრამ სერიოზული გამომცემლობა იყო. სტუდენტს კი
ყოველთვის იზიდავს სერიოზულ გამომცემლობაში მომუშავე
ადამიანი.
- თქვენ რას საქმიანობთ? - მკითხა ერთ საღამოს. ბარის დახ-
ლთან, კუთხეში აღმოვჩნდით მიყუჟულები, ბარი იაფი სასმელის
მუშტრებით იყო გადაჭედილი. ის დრო იყო, როცა ყველა შენო-
ბით ელაპარაკებოდა ერთმანეთს, სტუდენტები - პროფესორებს
და პროფესორები - სტუდენტებს, "პილადეს" კლიენტურაზე რომ
აღარაფერი ვთქვათ. "სასმელი ამიღე რა..." - დაეღრიჯებოდა
აჯაჯული სტუდენტი ცნობილი გაზეთის მთავარ რედაქტორს.
შკლოვსკის სიყმაწვილისდროინდელი პეტერბურგი გეგონებო-და,
ბევრი მაიაკოვსკი და არც ერთი ჟივაგო. არც ბელბო არი-დებდა
თავს ამ გავრცელებულ "შენობით" ფორმას, მაგრამ აშკა-

რიცხვთა ძალა.

ჩეზარე დელა რივიერა, "გმირთა მაგიური სამყარო". მანტუა,


გამომცემლობა Osa nna, 1603, გვ. 65-66.
85
რა იყო, რომ ეზიზღებოდა ეს ფამილარობა. შენობით მხოლოდ
იმიტომ მიმართავდა მოსაუბრეს, რომ ეჩვენებინა, სიმდარეს
სიმდარით ვპასუხობო, თუმცა მისთვის ამ გაშინაურებასა და
ახ-ლობლობას შორის უძირო უფსკრული იყო. მეჩვენებოდა,
რომ სულ რამდენიმე ადამიანს მიმართავდა შენობით მართლა
ში-ნაურულად, სიყვარულით, მათ შორის დიოტალევის და იშ-
ვიათად - ვინმე ქალს. ვისაც პატივს სცემდა, ძველი ნაცნობი იქ-
ნებოდა თუ ახალი, თქვენობით ელაპარაკებოდა. მეც თქვენო-
ბით მომმართავდა, ბოლომდე, და ძალიან ვაფასებდი ამას.
თქვენ რას საქმიანობთ? - მკითხა, როგორც ახლა ვხვდები,
კეთილგანწყობით.
ცხოვრებაში თუ სცენაზე? - "პილადეს" მოვავლე თვალი.
ცხოვრებაში.
ვსწავლობ.
სტუდენტი ხართ თუ სწავლობთ?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ორი რამ, შეიძლება, არც ეწინა-
აღმდეგებოდეს ერთმანეთს. დიპლომზე ვმუშაობ,
ტამპლიერებ-ზე.
რა საშინელებაა... - ჩაილაპარაკა. - ისევ ის გიჟები და მათი
აბდაუბდა...
მე ნამდვილ ამბებზე ვმუშაობ. პროცესების
დოკუმენტებზე. თქვენ რა იცით ტამპლიერებზე?
მე გამომცემლობაში ვმუშაობ და გამომცემლობაში, მოგეხ-
სენებათ, ბრძენიც ბევრი დაიარება და გადარეულიც. რედაქტო-
რის საქმე კი ისაა, ერთი შეხედვით იცნოს გიჟი. ჰოდა, როცა კა-
ცი ტამპლიერებს ახსენებს, იშვიათად, ნორმალური იყოს.
არ მითხრათ. უამრავი არიან. მაგრამ ყველა გიჟს ხომ ტამ-
პლიერები არ ელანდება? დანარჩენებს რით ცნობთ?
86
ჩემი საქმე ეგაა. აგიხსნით, რადგან ახალგაზრდა ხართ.
მართლა, რა გქვიათ?
კაზობონი.
მოიცათ, ეგ „ მიდლმარჩის" პერსონაჟი არაა?
არ ვიცი. ის კი გამიგია, რომ რენესანსის პერიოდის ერთ ფი-
ლოლოგს რქმევია ასე. თუმცა ნათესავები არ ვართ.
შეიძლება აღმოჩნდეთ კიდეც, რა იცით. კიდევ დალევთ რა-
მეს? ორიც დაგვისხი, პილადე, გმადლობ. რას ვამბობდით?.. ჰო,
ქვეყნად არიან კრეტინები, იდიოტები, სულელები და გიჟები.
ვინღა დარჩა?
ჩვენ ორნი, მაგალითად. ან, საწყენად კი ნუ მიიღებთ და,
მე მაინც. მაგრამ, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი ამ ოთხი
კატე-გორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება. თითოეული ჩვენგანი
ხან კრეტინია, ხან იდიოტი, ხან სულელი და ხანაც გიჟი. ასე
ვთქვათ, ნორმალური ადამიანი ისაა, რომელიც გონივრულად
აზავებს ამ კომპონენტებს. იდეალური ტიპი.
Ideal typen.
დიახ. გერმანულიც იცით?
ცოტა. ბიბლიოგრაფიისთვის მჭირდება.
ჩემს დროს, ვინც გერმანული იცოდა, უნივერსიტეტს
ვეღარ ამთავრებდა. გერმანულის ცოდნაში ატარებდა
ცხოვრებას. მგო-ნი, დღეს ჩინურის მცოდნეებს მოსდით ასე.
მე კარგად არ ვიცი, ასე რომ დავიცავ დიპლომს. მოდი, ისევ
თქვენს ტიპოლოგიას მივუბრუნდეთ. გენიოსი ვინღაა, მაგალი-
თად, აინშტაინი?
გენიოსი ისაა, ვინც ახერხებს, ვირტუოზულად გამოიყენოს
და დანარჩენებით ასაზრდოოს რომელიმე ერთი კომპონენტი. -

87
მოსვა. - როგორ ხარ, ლამაზო, - ჩაულაპარაკა ქალს, რომელ-მაც
გვერდით ჩაგვიარა. - კიდევ სცადე თავის მოკვლა?
არა, - უპასუხა ქალმა. - ერთ ჯგუფში გავწევრიანდი …
ყოჩაღ, - უთხრა ბელბომ და მომიბრუნდა: - არც ჯგუფური
თვითმკვლელობაა გამორიცხული, როგორ ფიქრობთ?
გიჟებზე ვლაპარაკობდით...
იმედია, სრულ ჭეშმარიტებად არ მიიღებთ ამ ჩემს თეორი-
ას. სამყაროს მოწესრიგებას ნამდვილად არ ვაპირებ. მხოლოდ
იმას გიხსნით, რას ნიშნავს გიჟი გამომცემლობისთვის. ჩემი
თეორია კონკრეტულ სიტუაციაზეა მორგებული, გესმით?
მესმის. შემდეგს მე ვიხდი.
კარგი. პილადე, ნაკლები ყინულით, თუ შეიძლება, თორემ
პირდაპირ სისხლში მიდის... მოკლედ. კრეტინი ვერ მეტყვე-
ლებს, დუჟი სდის, იკრუნჩხება, ნაყინს პირის ნაცვლად
შუბლში იტაკებს და ცდილობს, მბრუნავ კარში მოძრაობის
მიმართულე-ბის საწინააღმდეგოდ შევიდეს.
ეგ როგორ?
ახერხებს. ამიტომაცაა კრეტინი. მოკლედ, ასეთები არ გვა-
ინტერესებს, მაშინვე ცნობ და ეგენი არც გამომცემლობებში და-
დიან. შევეშვათ.
კარგი.
იდიოტი უფრო რთული შემთხვევაა. იდიოტს სოციალური
ქცევა ახასიათებს. იდიოტი ყოველთვის უადგილოდ გამოხტება
ხოლმე.
ეგ როგორ?
ასე, - ჭიქას მიაშვირა საჩვენებელი თითი. - უნდა, იმაზე
ილაპარაკოს, რაც ჭიქაშია, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ, მა-ინც
სადღაც სხვაგან გაუტევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ,

88
იდიოტი ისაა, უსაგნოდ, უადგილოდ რომ ლაპარაკობს.
მაგალი-თად, კაცს, რომელსაც ეს-ესაა, ცოლი გაექცა, ჰკითხავს,
მშვე-ნიერი მეუღლე როგორ გყავთო? გასაგებია?
სრულიად. ეგეთს ბევრს ვიცნობ.
იდიოტებზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით შეხვედრებ-
ზე, ღონისძიებებზე. ყველას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს,
მაგრამ სამაგიეროდ საშუალებას აძლევს, რამეზე კომენტარი
გააკეთონ. იდიოტის ყველაზე წარმატებული კარიერა დიპლო-
მატიაა. როცა ვიღაც სისულელეს დააბრეხვებს, ის თემიდან გა-
დაუხვევს, უსაგნოდ, უაზროდ იტყვის რაღაცას. მაგრამ არც ის
გვაინტერესებს, იდიოტი შემოქმედებითი ტიპი არაა, სხვისთვის
მუშაობს და არც ხელნაწერები დააქვს გამომცემლობებში. იდიოტი
იმას კი არ იტყვის, კატა ყეფსო, უბრალოდ კატაზე ლა-პარაკობს,
როცა სხვები ძაღლზე საუბრობენ. საუბრის წესები არ იცის და თუ
ძალიან მოინდომა, საოცრება შეუძლია დაატ-რიალოს. მგონი, ეს
მომხიბლავი, ბურჟუაზიული ღირსებების მა-ტარებელი სახეობა
გადაშენების გზაზეა. ვერდურინის ან გერ-მანტების სალონის
ბინადარი. მართლა, კიდევ კითხულობთ ასეთ რამეებს
სტუდენტები?
მე კი.
იდიოტია, მაგალითად, იოახიმ მიურატი, რომელიც თავის
ოფიცრებს ათვალიერებს მწკრივში და ერთ-ერთ მათგანს
მიაჩერდება, ზიზილ-პიპილებით მეტისმეტად მოკაზმულს, მარ-
ტინიკელს. "თქვენ ზანგი ხართ?" - ეკითხება. "დიახ, ჩემო გენე-
რალო!" - ომახიანად უპასუხებს ის. "ყოჩაღ, ყოჩაღ, ასე განაგ-
რძეთ!" - შესძახებს კმაყოფილი მიურატი. მისმენთ? მაპატიეთ, ამ
საღამოს ჩემი ცხოვრების ისტორიულ გადაწყვეტილებას აღ-

89
ვნიშნავ: სმა შევწყვიტე. ერთიც დავლიოთ? არ მიპასუხოთ,
თავს დამნაშავედ ვგრძნობ. პილადე!
და სულელი?
მართლა... სულელს საქციელი კი არა, ფიქრი ეშლება. სუ-
ლელი ისაა, ვისაც ჰგონია, რომ რადგან ყველა ძაღლი შინაური
ცხოველია და ყველა ძაღლი ყეფს, რადგან კატებიც შინაური
ცხოველები არიან, მაშასადამე კატებიც ყეფენ. ან ამბობს, რომ
ყველა ათენელი მოკვდავია, ყველა პირეოსელიც მოკვდავია,
ამიტომ ყველა პირეოსელი ათენელია.
რაც მართალია.
ჰო, მაგრამ მხოლოდ შემთხვევით. სულელმა, შეიძლება,
სწორი პასუხიც მიიღოს არასწორი მსჯელობით.
მაშ, არასწორი რამეებიც შეიძლება თქვა, მთავარია, მსჯე-
ლობა იყოს სწორი, არა?
რა თქმა უნდა! ასე რომ არ იყოს, რატომ ვიწვალებდით ამ-
დენს გონიერი არსების სახელის დასამკვიდრებლად?
ყველა დიდი ადამიანისმაგვარი მაიმუნი სიცოცხლის
უფრო მარტივი ფორმიდანაა წარმოშობილი, ადამიანიც
სიცოცხლის უფრო მარტივი ფორმიდან შეიქმნა, მაშასადამე,
ყველა ადა-მიანი დიდი ადამიანისმაგვარი მაიმუნია.
მშვენიერია. უკვე ხვდებით, რომ რაღაც არ გამოდის, მაგ-რამ
მუშაობაა საჭირო იმის საჩვენებლად, რა და რატომ. სულე-ლი
მზაკვარია. იდიოტს მაშინვე იცნობ (კრეტინზე რომ აღარა-ფერი
ვთქვათ), ხოლო სულელი თითქმის შენსავით ფიქრობს, მცირე
განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით. თანაც, პარალოგიზმე-ბის
დიდოსტატია. გამომცემლობის რედაქტორი შავ დღეშია, შე-
იძლება, საუკუნე დასჭირდეს სულელის გამოაშკარავებას. სუ-
ლელების უამრავი წიგნი სწორედ იმიტომ იბეჭდება, რომ ერთი

90
შეხედვით დამაჯერებლად გამოიყურებიან. რედაქტორს სულე-
ლის ამოცნობა არ ევალება. მეცნიერებათა აკადემია არ აკე-თებს
ამას და რაღა გამომცემლობამ უნდა იკისროს ეს საქმე?
- არც ფილოსოფია აკეთებს ამას. წმინდა ანსელმის ონტო-
ლოგიური დასაბუთება სულელურია. ღმერთი უნდა არსებობ-
დეს, რადგან შემიძლია, ის ყველა სრულყოფილებით (თავად
არსებობის ჩათვლით) შემკულ არსებად წარმოვიდგინო. გონე-
ბაში არსებობას და რეალურად არსებობას ურევს ერთმანეთში.
- ჰო, მაგრამ გაუნილოს გაბათილებაც სულელურია. შემიძ-
ლია წარმოვიდგინო კუნძული ზღვაში, თუნდაც ის კუნძული
არ არსებობდეს. შემთხვევითისა და აუცილებლის ცნებებს
ურევს ერთმანეთში.
სულელთა შერკინება.
რა თქმა უნდა. ღმერთი კი ერთობა. საგანგებოდ, მხოლოდ
ანსელმისა და გაუნილოს სისულელის დასამტკიცებლად
მოისურვა, შეუცნობელი ყოფილიყო. ვერაფერს იტყვი, უზენაესი
მიზანია შექმნისათვის, უფრო სწორად, თავად იმ აქტისთვის,
რომლის გამოც ღმერთმა საკუთარი თავი შექმნა. და ეს ყველა-
ფერი იმისთვის, რომ კოსმიური სიბრიყვე გამოაშკარავდეს!
სულელებით ვართ გარშემორტყმული.
ვერსად გაექცევი მათ. ყველა სულელია, თქვენ და ჩემ გარ-
და. უფრო სწორად, არ მინდა გაწყენინოთ, თქვენ გარდა.
მგონი, გედელის თეორემა გამოდგებოდა.
არ ვიცი, კრეტინი ვარ. პილადე!
ჩემი ჯერია, მე უნდა გადავიხადო.
მერე გავყოთ. ეპიმენიდე კრეტელი ამბობს, ყველა კრეტე-
ლი მატყუარააო. თავად კრეტელს, რომელიც კრეტელებს კარ-
გად იცნობს, დაეჯერება.

91
სისულელეა.
წმინდა პავლე. წერილი ტიტუსს. ამასაც უსმინეთ: ყველა,
ვინც ეპიმენიდეს მატყუარად თვლის, კრეტელებს უნდა ენდოს,
მაგრამ კრეტელები კრეტელებს ვერ ენდობიან, ამრიგად, არც
ერთი კრეტელი არ ფიქრობს, რომ ეპიმენიდე მატყუარაა.
ესეც სისულელეა?
თავად გადაწყვიტეთ. ხომ გითხარით, ძნელია-მეთქი
სულე-ლის ამოცნობა, სულელმა ნობელის პრემიაც კი
შეიძლება აიღოს.
მაცადეთ, დავფიქრდე... ზოგი, ვისაც არ სწამს, რომ ღმერ-
თმა სამყარო შვიდ დღეში შექმნა, ფუნდამენტალისტი არაა,
მაგ-რამ ზოგიერთ ფუნდამენტალისტს სჯერა, რომ ღმერთმა
სამყა-რო შვიდ დღეში შექმნა. ასე რომ, მათში, ვისაც არ სწამს,
რომ ღმერთმა სამყარო შვიდ დღეში შექმნა,
ფუნდამენტალისტი არა-ვინაა. სისულელეა?
ღმერთო ჩემო... უნდა გითხრათ... რომ არ ვიცი. თქვენ რო-
გორ გგონიათ?
ყველა შემთხვევაში სისულელეა, მართალიც რომ იყოს. სი-
ლოგიზმის ერთ-ერთ წესს არღვევს. ორი კერძოობითი წანამ-
ძღვრიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.
და თავად რომ იყოთ სულელი?
მარტოობა ნამდვილად არ დამტანჯავდა.
ეჰ, ასეა, სულელებით ვართ გარშემორტყმული. ალბათ,
იმის გამო, რომ ჩვენგან განსხვავებული ლოგიკური სისტემა
აქვთ, ჩვენი სიბრიყვე მათი სიბრძნეა. ლოგიკის მთელი ისტო-
რია იმაზე დაიყვანება, რომ სისულელის მისაღები ცნება განი-
საზღვროს. მეტისმეტად ფართოა. ნებისმიერი დიდი
მოაზროვნე ვიღაცისთვის სულელია.

92
აზრი, როგორც სისულელის თანმიმდევრული ფორმა.
არა. ერთი აზრის სისულელე მეორე აზრის არათანმიმდევ-
რულობაა.
ძალიან ღრმა ნააზრევია. ორი საათია, მალე პილადე დაკე-
ტავს, გიჟებზე კი ჯერ არც გადავსულვართ.
მივალთ. გიჟს მაშინვე ცნობ. გიჟი იგივე სულელია,
რომელ-საც ეშმაკობა არ ეხერხება. სულელი თავის მოსაზრებას
იცავს, ამტკიცებს. მართალია, ბეცი, მაგრამ საკუთარი ლოგიკა
აქვს. გიჟს კი ლოგიკა ფეხებზე ჰკიდია, მოკლე ჩართვებით
გადაად-გილდება. მისთვის ყველაფერი ყველაფერს ამტკიცებს.
გიჟს აკ-ვიატებული იდეა აქვს და მის დასამტკიცებლად
ყველაფერი ვარგისი ჰგონია, რაც ხელში მოხვდება. გიჟს
პირველ რიგში თა-ვისუფლებით იცნობ, რომლითაც
ვალდებულებებს აღიქვამს, და უცაბედი გამონათებებით. და -
შეიძლება უცნაურად მოგეჩვე-ნოთ, მაგრამ დამიჯერეთ - ადრე
თუ გვიან გიჟი აუცილებლად გააძრობს ტამპლიერებს.
ყოველთვის?
უტამპლიერებო გიჟებიც არსებობენ, მაგრამ ტამპლიერე-
ბიანები უფრო აბეზრები არიან. თავიდან ვერაფერს მიხვდები,
თითქოს ნორმალურად ლაპარაკობენ, მერე, უცებ... - ანიშნა,
კიდევ მოეტანათ ვისკი, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა და ანგარი-
ში მოითხოვა. - მართლა, რადგან ტამპლიერები ვახსენეთ...
ამასწინათ ერთმა კაცმა ხელნაწერი დამიტოვა ამ თემაზე. ეჭვიც
არ მეპარება, რომ გიჟია, თუმცა ნორმალურს ჰგავს. წიგნი მშვი-
დად იწყება. გინდათ, ჩახედოთ?
სიამოვნებით. იქნებ ისეთ რამეს წავაწყდე, რაც მჭირდება.
არა მგონია. მაგრამ თუ თავისუფალი დრო გაქვთ, შემოგ-
ვიარეთ. სინჩერო რენატოს ქუჩა, პირველი ნომერი. წინასწარ
93
გაფრთხილებთ, იმ წიგნის წაკითხვა არაფერს შეგძენთ, თქვენი
აზრი მე უფრო მჭირდება. მაინტერესებს, სანდოც
მოგეჩვენებათ თუ არა.
რატომ მენდობით?
ვინ გითხრათ, რომ გენდობით? მაგრამ თუ მოხვალთ, ჩემს
ნდობას დაიმსახურებთ. ცნობისმოყვარეობას ვენდობი.
ამ დროს ვიღაც სტუდენტი შემოვარდა, აღგზნებული:
ამხანაგებო, არხებთან ფაშისტები არიან, ჯაჭვებით!
თავებს გავუხეთქავ! - დაიღრინა თათარივით ულვაშა ბიჭმა,
რომელიც თავის დროზე ლენინის შეურაცხყოფისთვის მემუქრე-
ბოდა. - წავედით, ამხანაგებო! - ყველანი გარეთ გაცვივდნენ.
რა ვქნათ? გავიდეთ? - ვკითხე დამნაშავის გამომეტყველე-
ბით.
არა, - თქვა ბელბომ, - ეს განგაში პილადეს ატეხილია, რომ
ბარი დაიცალოს. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეიდან დალევას
თავს ვანებებ, ცოტა უქეიფოდ ვარ. ალბათ, თავშეკავებისგან
ვარ დაძაბული. ყველაფერი, რაც დღეს გითხარით, ამ წამის
ჩათვლით, ტყუილია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კაზობონ.

94
11

"უსასრულო იყო მისი უნაყოფობა. ექსტაზს აღწევდა".23


"პილადეში" საუბარმა ბელბოს გარეგნული სახე დამანახვა.
კარგი დამკვირვებელი სევდას ამოიცნობდა მის სარკაზმში. ვერ
ვიტყვი, ნიღაბი იყო-მეთქი. ალბათ, ნიღაბი ის ნდობა უფრო იყო,
რომელსაც თანამოსაუბრისადმი ავლენდა ხოლმე. სარკაზმი,
რომელსაც საჯაროდ მიმართავდა, სინამდვილეში მის ღრმა,
ნამდვილ ნაღველს ამჟღავნებდა, რომელსაც ბელბო საკუთარ
თავსაც კი არ უმხელდა და მანერული მელანქოლიით ნიღბავდა.
ჩავყურებ ამ ფაილს, სადაც ბელბო ცდილობს, რომანად აქ-
ციოს ის, რაც თავის პროფესიაზე მითხრა მეორე დღეს, გამომ-
ცემლობაში. ამ დოკუმენტში აშკარად ჩანს მისი პედანტიზმი,
სკრუპულოზურობა და წერის სიყვარული, რედაქტორის
გულის-ტკივილთან შერწყმული, რომელიც პირდაპირ,
საკუთარი სახე-ლით ვერასოდეს ვერაფერს დაწერს,
არარეალიზებული შემოქ-მედებითობით გამოწვეული დარდი;
მორალური წესიერება, რო-მელიც მუდამ ტანჯავდა, რადგან ის
სურდა, რის უფლებას არ ჰქონდა (ასე მიაჩნდა) და სინდისის
ქენჯნის გამო თავის წადილს სასაცილო, ოლეოგრაფიულ სახეს
აძლევდა. არასოდეს შემ-ხვედრია ადამიანი, რომელიც ასეთი
ზიზღით ნანობდა საკუთარ საქციელს.
კანაფის ჯო.doc
ხვალ ახალგაზრდა ჩინტის უნდა შევხვდე.

E.M. Cioran, Le mauvais demiurge, Paris, Gallimard, 1969,


"Pens é es é trangl é es"
95
მშვენიერი მონოგრაფიაა, მკაცრად აკადემიური, ალბათ
ზედმეტადაც.
დასკვნაში, კატულუსის, ახალი პოეტებისა და თანამედროვე
ავანგარდის შედარებითი ანალიზი გენიალური რამეა.
ეს წინათქმად არ აჯობებს?
უნდა დავარწმუნო. მეტყვის, ასეთი რამეები ფილოლოგიურ
სერიაში არ შეიძლებაო. თავისი ხელმძღვანელის ეშინია, რომ
წინათქმას აღარ დაუწერს და კარიერას დაიღუპავს. ბოლო ორ
გვერდზე ეს ბრწყინვალე იდეა შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ თუ
დასაწყისში გავუშვებთ, არავის გამოეპარება და შეიძლება, ბა-
რონები24 გააღიზიანოს.
საკმარისია, დახრილი შრიფტით გავუშვათ, შენიშვნის სახით,
მაგალითად, სქოლიოში: ვარაუდი ვარაუდად დარჩება და ნაშ-
რომის სერიოზულობას არ ხელყოფს. სამაგიეროდ, მკითხველს
მაშინვე მოინადირებს, სხვა კუთხით აღიქვამენ წიგნს.
მართლა ავტორის თავისუფლებას ვეხმარები თუ საკუთარი
წიგნის დასაწერად ვიყენებ მას?
რაღაცეები შესაცვლელია. დემიურგი სხვის საქმესთან. იმის
ნაცვლად, რომ ახალგამოძერწილი, ჯერ კიდევ რბილი თიხა
შეალამაზოს, ძალაყინით ამტვრევს სხვის ნაძერწ, უკვე გამაგ-
რებულ ქანდაკებას. ჩაქუჩის ერთი სწორი დარტყმა და მოსე
ხმა-საც ამოიღებს.
მივიღო უილიამ შ.

არაფორმალურად ასე უწოდებენ იტალიაში საუნივერსიტეტო


პროფესურის ძველ თაობას.

96
- ვნახე თქვენი ნამუშევარი, არა უშავს. დაძაბულობა,
ფანტა-ზია, დრამატიზმი არ აკლია. პირველად წერთ?
- არა, ერთი ტრაგედია მაქვს დაწერილი. ვერონელი საყვარ-
ლების ამბავია, რომლებიც...
- მოდი, ამ ნამუშევარზე ვილაპარაკოთ, ბატონო შ. რატომ
შე-არჩიეთ მოქმედების ადგილად საფრანგეთი და არა დანია?
მა-გალითად... ბევრი არაფრის შეცვლა არაა საჭირო, ორი-სამი
სა-ხელი და მორჩა, შალონ-სიურ-მარნის ციხე, მაგალითად,
ელსი-ნორის ციხე გახდება... ჩრდილოეთს, პროტესტანტულ
გარემოს, სადაც კირკეგორის აჩრდილი დაძრწის, ფრიად
მოუხდებოდა ეს ეგზისტენციური ვნებები...
ალბათ, მართალი ხართ.
მეც ასე მგონია. თანაც, თქვენს ნაწარმოებს ცოტა სტილის-
ტურადაც სჭირდება ხელის შევლება. ისეთი არაფერი, აი, დალა-
ქი რომ ბოლოებს შეგისწორებს, სანამ კეფის უკან სარკეს დაგი-
ჭერს... მაგალითად, მამის აჩრდილი. რატომ ბოლოში? მე და-
საწყისშივე გამოვიყვანდი. ისე, რომ მამის ღაღადი თავიდანვე
განსაზღვრავდეს ყმაწვილი პრინცის საქციელს და დედასთან
დაპირისპირებას.
მგონი, შესანიშნავი აზრია. მხოლოდ ერთი სცენის გადაად-
გილება იქნება საჭირო.
ზუსტად. და ბოლოს - სტილი. ნებისმიერი მონაკვეთი ავი-
ღოთ. აი აქ, სადაც ყმაწვილი სცენის კიდესთან დგება და ფიქ-
რობს ქმედებასა და უმოქმედობაზე. მონაკვეთი მართლა მშვე-
ნიერია, მაგრამ მღელვარება აკლია. "ქმედება თუ უმოქმედობა?
ამას ვკითხულობ სასოწარკვეთით! მტრული ბედისწერის დამცი-
რება ავიტანო თუ..." რატომ "ამას ვკითხულობ სასოწარკვე-თით?"
მგონი, ჯობია: "საკითხავი, აი, ეს არის!". ესაა პრობლემა,

97
გესმით და არა ინდივიდუალური თავსატეხი თუ
გულისტკივილი, არსებობის ეგზისტენციალური პრობლემაა
მთავარი, ანუ ყოფნა-არყოფნას შორის არჩევანი, მაგალითად...
გაამრავლო კაცობრიობა შვილებით, რომლებსაც სხვისი სა-
ხელი ექნებათ და არავის ეცოდინება, რომ შენები არიან. სამო-
ქალაქო ფორმაში ჩაცმული ღმერთის როლის მორგება. ღმერ-თი
ხარ და არხეინად დადიხარ ქალაქში, გესმის, როგორ ლაპა-
რაკობს ხალხი შენზე, ღმერთი ისაო, ღმერთი ესაო, სამყარო
სასწაულიაო, მსოფლიო მიზიდულობის კანონი რა მაგარი რა-
მეაო, შენ კი ულვაშებში იღიმები (ყალბი წვერის მიწებება
მოგი-წევს, უფრო სწორად, ჯობია, სულ მოიშორო, წვერით ხომ
მაშინ-ვე იცნობენ ღმერთს) და ფიქრობ (დრამატულია ღმერთის
სო-ლიფსიზმი): "აქა ვარ და ამათ არ იციან". ქუჩაში ვიღაც
გეჯახება, შეიძლება, მიგალანძღოს კიდეც, შენ კი ბოდიშს
უხდი მოკრძა-ლებით. ღმერთი ხარ და რომ გინდოდეს, ერთს
გაატკაცუნებდი თითებს და ნაცარტუტად აქცევდი სამყაროს,
მაგრამ იმდენად უკიდეგანოა შენი ძალა, რომ შეგიძლია,
ხანდახან სიკეთის კე-თების უფლებაც მისცე საკუთარ თავს.
რომანი ინკოგნიტო ღმერთზე. რა აზრი აქვს? მე თუ
მომივიდა ეს აზრი, სხვასაც მოუვიდოდა.
ერთი ვარიანტი. მწერალი ხარ, თუმცა ჯერ არ იცი, უხეირო
თუ ხეირიანი. საყვარელმა გიღალატა, სიცოცხლემ აზრი დაკარ-
გა და ერთ დღესაც გადაწყვეტ, ყველაფერი მიატოვო და "ტიტა-
ნიკის" ბილეთს ყიდულობ. გემს სამხრეთის ოკეანის წყლებში
უწერია გაუჩინარება, მგზავრთაგან მხოლოდ შენ გადარჩები და
ადგილობრივი ინდიელები აგიყვანენ თავიანთ ნავზე. მრავალი
წელი არავინ იცის შენი არსებობის შესახებ, პაპუასების კუნ-
ძულზე ცხოვრობ, ინდიელი გოგოები სევდიანად გიმღერიან და

98
ნაზად უმოძრავებთ პუას ყვავილების მძივებიდან ამობზეკილი
ტიტველი ძუძუები. ნელ-ნელა ეჩვევი იქაურობას, ჯოს გეძახიან,
როგორც ყველა თეთრკანიანს. ერთხელაც ქარვისფერი გოგო
ქოხში შეგიყვანს და გეტყვის: "შენი ვარ... მე და შენ". რა ჯობია
საღამოს ვერანდაზე წამოგორებას და ჯვრის თანავარსკლავე-დის
ყურებას, როცა ლამაზი გოგო ნაზად გეფერება შუბლზე?
მზის ციკლის მიხედვით ცხოვრობ, სხვა არაფერი იცი. ერთ
დღესაც ჰოლანდიელების მოტორიანი ნავი მოადგება ნაპირს და
იგებ, რომ ათი წელი გასულა. შეგიძლია, მათ გაჰყვე, მაგრამ ვერ
გადაგიწყვეტია, გირჩევნია, ივაჭრო, ქოქოსის კაკალი გაუც-ვალო
სხვა საქონელში, პირობას დებ, რომ კანაფის მოსავალს აიღებ, რომ
ინდიელებს ამუშავებ. ერთი კუნძულიდან მეორეზე დადიხარ,
ყველა "კანაფის ჯოს" გეძახის. ერთი ლოთი პორტუგა-ლიელი
ავანტიურისტი იწყებს შენთან მუშაობას. გამოსწორდე-ბა, სმას
თავს დაანებებს. ზონდის სრუტეში უკვე ყველა გიცნობს,
ბრუნეელი მაჰარაჯები რჩევას გეკითხებიან მდინარის მეკობრე-
ებთან გასამკლავებლად, ტიპუ სულთნის დროინდელ ქვემეხს
შეაკეთებ და რკინის ნამსხვრევებით დატენი, ბეტელით კბილებ-
გაშავებულ მალაიზიელთა რაზმს გაწვრთნი. მარჯნის რიფებთან
მომხდარ შეტაკებაში შავკბილება ბებერი სამპანი საკუთარი
სხეულით გადაგეფარება და ბედნიერი გწირავს სიცოცხლეს შენ,
"კანაფის ჯოს". მოხუცი, კეთილი სამპანი, ნამდვილი მეგობარი.
ახლა უკვე ყველა გიცნობს სუმატრადან პორტ-ო-პრენსამდე,
ინგლისელებს ევაჭრები, დარვინის პორტში კურცის სახელით ხარ
რეგისტრირებული, თეთრები კურცს გეძახიან, ინდიელები კი
"კანაფის ჯოს". მაგრამ ერთ საღამოს, როცა გოგო ვერანდაზე
გეალერსება და ჯვრის თანავარსკვლავედი ისე ციმციმებს, რო-
გორც არასდროს (ღმერთო, როგორ განსხვავდება დიდი დათ-

99
ვისაგან!), ხვდები: სახლში გინდა დაბრუნება. ცოტა ხნით, მხო-
ლოდ იმიტომ, რომ ნახო, რა ხდება, შენგან რა დარჩა, იქ.
მოტორიანი ნავით მანილას მიაშურებ, იქიდან პროპელე-რიანი
თვითმფრინავით ბალიზე გადადიხარ. ამას მოჰყვება სა-მოა,
ადმირალის კუნძულები, სინგაპური, ტანანარივი, ტიმბუქ-ტუ,
ალეპო, სამარყანდა, ბასორა, მალტა და სახლში ხარ.
თვრამეტი წელი გავიდა, ასაკი დაგეტყო, თუმცა გარუჯული
და დაღარული სახე უფრო მიმზიდველიცაა. მშობლიური ქალა-
ქის მაღაზიები სავსეა შენი წიგნებითა და მათი კრიტიკული გა-
მოცემებით, დიდი ამბით გამოუფენიათ შენი სურათი სკოლის
შესასვლელშიც, სადაც წერა-კითხვა ისწავლე. დიდი გარდაც-
ვლილი პოეტი ხარ, მთელი თაობის სინდისი და ცნობიერება.
რომანტიკული გოგონები თავს იკლავენ შენს ცარიელ საფლავ-
თან.
მერე კი შენ გხვდები, საყვარელო, თვალების ირგვლივ თავ-
მოყრილი ნაოჭებით, მოგონებებითა და ნაზი სინანულით
დასევ-დიანებული ლამაზი სახით. ისე ახლოს ჩამიარე
ტროტუარზე, ლამის შეგეხე, ორი ნაბიჯი მაშორებს შენგან, ისე
შემხედე, რო-გორც სხვა გამვლელებს უყურებ... უყურებ და
მათ ჩრდილებში ვიღაცას ეძებ. შემიძლია, გამოგელაპარაკო,
დროს ხაზი გადა-ვუსვა. მაგრამ რა აზრი აქვს? განა ის არ
მივიღე, რაც მინდოდა? ღმერთი ვარ, ღმერთს გავუტოლდი
მარტოობით, ამპარტავნო-ბითა და სასოწარკვეთით იმის გამო,
რომ თავად არა ვარ საკუ-თარ ქმნილებათა მსგავსი, ისეთივე,
როგორიც ნებისმიერი მათ-განი. ისინი ჩემს შუქში ცხოვრობენ,
მე კი საკუთარი ბინდის აუტანელ ლიცლიცში ვიმალები.
წადი, წადი ქვეყნად, უილიამ შ.! ახლა უკვე ცნობილი ხარ,
გვერდით ჩამივლი და ვერც კი მცნობ. ჩემთვის ვჩურჩულებ,
100
"ყოფნა-არყოფნა" და თან ნამუშევარს ვუქებ ბელბოს, აღტაცე-
ბული. წადი, მოხუცო, კეთილო უილიამ შ., მიიღე შენი წილი
დი-დება: შენ მხოლოდ შექმენი, მე კი გადაგაკეთე.
ჩვენ, ვინც სხვისი შვილების გასაჩენად ვმშობიარობთ, მსა-
ხიობებივით, ნაკურთხ მიწაზე დამარხვა არ გვეკუთვნის.
თუმცა მსახიობები გვაჩვენებენ, რომ სამყარო სინამდვილეში
სხვა-ნაირია, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ სამყაროც უსასრულოა
და სხვა, შესაძლო სამყაროთა რაოდენობაც...
ნუთუ შეიძლება, ასეთი გულუხვი იყოს სიცოცხლე? ასე გუ-
ლუხ ვ ა დ დააჯილდოოს უნიჭობა?

101
12

"Sub umbra alarum tuarum, Jehova."


(Fama Fraternrtatis in Algemeine und general Refor mation,
Cassel, Wessel 1614, fine).25
მეორე დღეს "გარამონს" მივაშურე.
სინჩერო რენატოს ქუჩის პირველ ნომერს მტვრიანი სადარ-
ბაზო ჰქონდა. შესასვლელიდანვე მოჩანდა ეზო, ეზოში კი - სკა-
მების სახელოსნო. მარჯვენა მხარეს ლიფტი იყო, რომელიც ინ-
დუსტრიული არქეოლოგიის ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა.
ფეხი შევდგი თუ არა, საეჭვოდ აბრახუნდა, თუმცა ადგილიდან
არც დაძრულა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, გამოვედი და ხის
ხვეული მტვრიანი კიბით ორი სართული ავიარე. როგორც მერე
გავიგე, ბატონ გარამონს ჰყვარებია აქაურობა, რადგან პარი-ზულ
გამომცემლობას აგონებდა თურმე. კარზე აბრა ეკიდა: "სა-აქციო
საზოგადოება გამომცემლობა გარამონი". ღია კარში შე-ვაბიჯე.
დერეფანში არავინ ჩანდა. დაცვაც არ ჰყავდათ. ალბათ, იმიტომ,
რომ დერეფნის ბოლოში პატარა კაბინეტიდან მშვენივ-რად ჩანდა
ყველა, ვინც კი გამომცემლობაში ფეხს შედგამდა. გაუგებარი
ასაკისა და სქესის ადამიანი შემომეგება, მგონი, ქა-ლი იყო. თუ
მაინცდამაინც ევფემიზმების ტრფიალი იყავი, შე-გეძლო, მისთვის
საშუალოზე დაბალი გეწოდებინა.

"საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, იეჰოვა" ("საძმოს


დიდება", "საზოგადო და საყოველთაო რეფორმა", კასელი, 1614,
დასასრული)

102
გამომელაპარაკა. მომეჩვენა, რომ ეს ენა სადღაც უკვე გამე-
გონა, სანამ არ მივხვდი, რომ იტალიური იყო, თითქმის უხმოვ-
ნებო. ბელბო ვიკითხე. მოიცადეთო, მითხრა და გაუჩინარდა,
თუმცა მალევე მობრუნდა და ბინის სიღრმეში მდებარე კაბინე-
ტისკენ გამიძღვა.
ბელბო თავაზიანად შემეგება:
- სერიოზული ადამიანი ყოფილხართ. შემოდით, - ხელნაწე-
რებით სავსე საწერი მაგიდის წინ, სკამზე მიმითითა. მაგიდაც
ისევე ძველი იყო, როგორც კედელთან ჩამწკრივებული თა-
როები და სხვა ავეჯი ოთახში.
გუდრუნმა ხომ არ დაგაფრთხოთ?
გუდრუნმა? იმ... ქალბატონმა?
ქალიშვილმა. გუდრუნს ჩვენ ვეძახით, იმ ნიბელუნგური
იერისა და ტევტონური აქცენტის გამო. ყველაფერს ერთად ამ-
ბობს, ხმოვნების ხარჯზე, მაგრამ სამართლიანობა უყვარს, ამი-
ტომ ბეჭდვისას თანხმოვნების ხარჯზე აკეთებს ეკონომიას.
აქ რას აკეთებს?
სამწუხაროდ, ყველაფერს. ყველა რედაქციაშია ადამიანი,
ურომლისოდაც გამომცემლობა ვერ იარსებებს: მხოლოდ ის
ახერხებს, ნებისმიერ რამეს მიაგნოს ამ ქაოსში. სამაგიეროდ,
თუ ხელნაწერი დაიკარგა, ვიცით, ვის დავაბრალოთ.
ხელნაწერებსაც კარგავს?
სხვა ნივთებზე ხშირად არა. გამომცემლობაში ყოველთვის
იკარგება ხელნაწერები. მგონი, ეს გამომცემლობის ძირითადი
საქმიანობაა. მთავარია, განტევების ვაცი გყავდეს, ხომ ასეა?
მხოლოდ ერთ რამეს ვსაყვედურობ: იმ ხელნაწერებს არასოდეს
კარგავს, რომლებიც მინდა, დაკარგოს. ამით კი დიდ ზიანს აყე-

103
ნებს იმას, რასაც ჩვენი კეთილი ბეკონი "მეცნიერების წინ-
სვლას" უწოდებდა.
კი მაგრამ, სად იკარგება ხელნაწერები?
ხელები გაშალა:
ბოდიში, მაგრამ ხვდებით, რამდენად სულელურია ეგ შე-
კითხვა? ეგ რომ ვიცოდეთ, ხომ აღარ დაიკარგებოდა.
ცხადია... - ჩავიბურტყუნე. - "გარამონის" წიგნები
სერიოზუ-ლი სამეცნიერო გამოცემების შთაბეჭდილებას
ტოვებს, საკმა-ოდ მდიდარი კატალოგი გაქვთ. ყველაფერს აქ
აკეთებთ? რამ-დენი ხართ?
პირდაპირ ტექნიკური პერსონალის ოთახია, აქ, გვერდით,
ჩემი კოლეგა დიოტალევი მუშაობს. მაგრამ მას სახელმძღვანე-
ლოები აბარია. ასე ვთქვათ, გრძელვადიანი წიგნები, რომელთა
მომზადებასაც დიდი დრო უნდა და გაყიდვასაც: ხომ იცით, სა-
ხელმძღვანელოები გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგაც
იყიდება. სამეცნიერო გამოცემებზე მე ვმუშაობ. მაგრამ არ გე-
გონოთ, რომ განსაკუთრებულად მძიმე სამუშაოა. ზოგიერთი
წიგნი მართლა მიტაცებს, ხელნაწერებში კირკიტი მიწევს, მაგ-რამ
ზოგადად ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, ფინანსუ-რადაც
და სამეცნიერო თვალსაზრისითაც. ეს ძირითადად კვლე-ვითი
ინსტიტუტების ან უნივერსიტეტების გამოცემები და კონფე-
რენციების მასალებია. თუ ავტორი დამწყებია, მის ხელმძღვა-
ნელს წინათქმის მომზადება ევალება და პასუხისმგებლობაც მას
აკისრია. ავტორი ორჯერ მაინც ასწორებს ტექსტს, ამოწმებს
ციტატებსა და შენიშვნებს, ამაში ფულს არავინ უხდის. შემდეგ
წიგნი გამომცემლობის ხელში გადადის და რამდენიმე წელი-
წადში ათასი, ორი ათასი ეგზემპლარი იყიდება. ხარჯებიც იფა-

104
რება, არავითარი სიურპრიზი, ყველა წიგნი გამომცემლობის აქ-
ტივში ირიცხება.
თქვენ რაღას აკეთებთ?
უამრავ რამეს. პირველ რიგში, შერჩევაა საჭირო. არის წიგ-
ნები, რომლებსაც საკუთარი ხარჯითაც გამოვცემთ, კატალოგის
მრავალფეროვნებისთვის, პრესტიჟის შესანარჩუნებლად. ეს,
როგორც წესი, ცნობილი ავტორების თარგმანებია. არის ხელნა-
წერები, რომლებიც კერძო პირებისაგან შემოდის. მათში იშვი-
თადაა რამე ყურადსაღები, მაგრამ ყველაფრის ნახვაა საჭირო,
რა იცი, რა ხდება.
მოგწონთ ეს საქმე?
მომწონს? ეს ერთადერთი რამაა, რაც კარგად გამომდის.
საუბარი ორმოცამდე წლის ტიპმა გაგვაწყვეტინა. რამდენიმე
ზომით დიდი პიჯაკი ეცვა და შეთხელებული ქერა თმა გაბურ-
ძგნილ ყვითელ წარბებზე ჩამოჰყროდა. ენას უჩლექდა,
თითქოს ბავშვს არიგებს ჭკუასო.
- დამტანჯა ამ "გადასახადის გადამხდელის სახელმძღვანე-
ლომ". თავიდანაა დასაწერი. მეზარება. ხელი შეგიშალეთ?
დიოტალევი, - გამაცნო ბელბომ კოლეგა.
აჰ, ტამპლიერების სანახავად მოხვედით? საწყალი... იცი,
მაგარი რამე მოვიფიქრე, "ბოშური ურბანისტიკა".
აუ, მაგარია! - აღფრთოვანდა ბელბო. - მე "აცტეკების ცხე-
ნოსნობაზე" ვფიქრობდი. - საით გავუშვათ, სითხეთა კვეთაში
თუ არაამქვეყნიურობაში?
ვნახოთ, - თქვა ბელბომ. უჯრა გამოაღო, ქაღალდები მოქე-
ქა და რამდენიმე ფურცელი ამოიღო. - სითხეთა კვეთა... - შე-
მომხედა, ჩემი გაოცება არ გამოჰპარვია. - სითხეთა კვეთა, რო-
გორც მიხვდით, სითხის დაჭრის ხელოვნებაა. - არა, - მიუბრუნ-

105
და მერე დიოტალევის, - სითხეთა კვეთა ფაკულტეტი კი არა, სა-
განია, ისევე, როგორც მექანიკური ნათესავიკა ან ბეწვოლოგია,
რომლებიც ტრაკითკაკლისტეხის ფაკულტეტზე ისწავლება.
ეგ რაღაა... ტრაკით კაკლის... - შევბედე.
ყვერების მახათში გაყრის ხელოვნება გახლავთ. ეს ფაკულ-
ტეტი ფუჭი საქმიანობების შესახებ მეცნიერებებს აერთიანებს,
მაგალითად, მექანიკური ნათესავიკა ისეთი მოწყობილობების
შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ბიცოლასთან გამოსამშვიდობებ-
ლად გამოგვადგება. ვერ გადაგვიწყვეტია, ამავე ფაკულტეტს
მი-ვაკუთვნოთ თუ არა ბეწვოლოგია, იგივე ბეწვზე გადარჩენის
ხე-ლოვნება, ეს ხომ არც ისე ფუჭი რამაა. რას იტყვით?
გემუდარებით, ამიხსენით, რაზე ლაპარაკობთ... - შევეხვე-
წე.
დიოტალევი და მე განათლების რეფორმას ვგეგმავთ. მაგა-
ლითად, შედარებითი უაზრობების ფაკულტეტის შექმნას, რო-
მელზეც ყველანაირ უსარგებლო და უაზრო საგანს შევასწავ-
ლით. ფაკულტეტის მიზანი იქნება, გამოზარდოს მეცნიერები,
რომლებიც უსასრულობამდე გაზრდიან სულელური საგნების
ჩამონათვალს.
და რამდენი ფაკულტეტია?
ჯერჯერობით ოთხი, მაგრამ ყველანაირი უაზრობა შეიძლე-ბა
შევიდეს მათში. ტრაკითკაკლისტეხის ფაკულტეტს მოსამზა-
დებელი ფუნქცია ექნება, უაზრობისა და უსარგებლობის საფუძ-
ვლებს შეასწავლის ახალგაზრდებს. ძალიან მნიშვნელოვანი
განყოფილებაა არაამქვეყნიურობის, იგივე შეუძლებლობის ფა-
კულტეტი. იქ ასწავლიან, მაგალითად, ბოშურ ურბანისტიკას ან
აცტეკურ ცხენოსნობას... ამ დისციპლინების არსი ისაა, რომ
ადამიანმა უაზრობის, და შემდეგ არაამქვეყნიურობის, სიღრმი-

106
სეული მიზეზები აითვისოს. ამისთვის უნდა ისწავლებოდეს მორ-
ზეს ფონეტიკა და მორფოლოგია, ანტარქტიდის სოფლის მეურ-
ნეობის ისტორია, აღდგომის კუნძულის ფერწერის ისტორია, თა-
ნამედროვე შუმერული ლიტერატურა, სპარტული თვითგანვითა-
რების სისტემები, ასირიულ-ბაბილონური ფილატელისტიკა,
ბორბლის ტექნოლოგიები კოლუმბამდელ იმპერიებში, ბრაილის
იკონოგრაფია, მუნჯი კინოს ხმის ტექნოლოგია...
რას იტყოდით ბრბოს ფსიქოლოგიაზე საჰარაში?
გადასარევია, - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა დიოტალევიმ. -
ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ. ეს ბიჭი ნიჭიერი ჩანს, არა,
იაკოპო?
ნამდვილად. მაშინვე შევატყვე. წუხელ საოცარი თანმიმდევ-
რულობით ჩამოაწიკწიკა სულელური აზრები. განვაგრძოთ,
რადგან პროექტით დაინტერესდით. ოქსიმორონის ფაკულტეტ-
ზე რა გვქონდა? ჩანაწერს ვეღარ ვპოულობ...
დიოტალევიმ ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და
კეთილგანწყო-ბით გამომხედა:
ოქსიმორონში, სიტყვაც მიგანიშნებთ, მთავარი თვითგა-
მომრიცხაობაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოშური ურბანისტიკის
ადგილი სწორედ აქაა...
არა, - თქვა ბელბომ, - მომთაბარე ურბანისტიკა რომ ყოფი-
ლიყო, კიდევ ჰო. არაამქვეყნიურობა ემპირიულ შეუძლებლო-
ბებს შეისწავლის, ოქსიმორონი კი ტერმინების შეუთავსებლო-
ბას, ურთიერთგამორიცხვას.
კარგი, ვნახოთ. რა გვქონდა ოქსიმორონში? აი, ვიპოვე. რე-
ვოლუციის ინსტიტუციები, პარმენიდეს დინამიკა, ჰერაკლიტეს
სტატიკა, სპარტულ-სიბარიტული კულტურა, სახალხო ოლიგარ-

107
ქიის სტრუქტურები, ტრადიციული ინოვაციების ისტორია,
ტავ-ტოლოგიური დიალექტიკა, ევრისტიკული ლოგიკა...
მიწვევდნენ. არ მინდოდა, ჩამოვრჩენოდი.
დევიაციის გრამატიკას შემოგთავაზებდით.
მშვენიერია! - შესძახეს ერთხმად და სასწრაფოდ ჩაინიშნეს.
ოღონდ... - ჩავილაპარაკე.
რა ხდება?
თუ ეს პროექტი გაახმაურეთ, უამრავი ავტორი მოგაწყდე-
ბათ, სანდო სამეცნიერო პუბლიკაციებს ვერ აუხვალთ.
გითხარი, გონიერი ბიჭია-მეთქი, იაკოპო... - გაიღიმა
დიოტალევიმ. - სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა. ჩვენდა უნებუ-
რად რეალური მეცნიერების იდეალური სახე წარმოვაჩინეთ. შე-
საძლებლის აუცილებლობა დავამტკიცეთ. გაჩუმება
მოგვიწევს. ახლა უნდა წავიდე.
სად? - ჰკითხა ბელბომ.
პარასკევი საღამოა.
ღმერთო! - ჩაილაპარაკა ბელბომ. მერე მომიბრუნდა: - აქ,
ჩვენ პირდაპირ, ორთოდოქსი ებრაელები ცხოვრობენ, ხომ
იცით, შავ ქუდს, წვერსა და კულულებს რომ ატარებენ.
მილანში ბევრნი არ არიან. პარასკევობით, მზის ჩასვლის
შემდეგ, მათ-თვის შაბათი იწყება. მოპირდაპირე სახლში დიდი
სამზადისია, შანდლებს აპრიალებენ, საჭმელს აკეთებენ, ისე
აწყობენ ყველა-ფერს, რომ ხვალ თითის განძრევაც არ
დასჭირდეთ. ტელევი-ზორსაც კი ჩართულს ტოვებენ ღამით,
ოღონდ არხის არჩევაც წინასწარ უწევთ. დიოტალევის ერთი
პატარა ჭოგრიტი აქვს, ფანჯრიდან უთვალთვალებს და
ერთობა, მათ შორის წარმოიდ-გენს თავს.
რატომ? - გავიკვირვე.
108
- იმიტომ, რომ ჩვენს დიოტალევის დაუჩემებია, ებრაელი ვა-
რო.
- როგორ თუ დამიჩემებია? - წამოენთო დიოტალევი. - ებ-
რაელი ვარ, არ მოგწონთ ეს, კაზობონ?
რას ამბობთ?
დიოტალევი, - მტკიცედ უთხრა ბელბომ, - ებრაელი არ ხარ.
არა? ჩემს სახელს რას უშვრები? გრაციადიო, დიოსიაკონ-
ტე, დიოტალევი - სულ ებრაულიდან ნათარგმნი სახელებია,
გე-ტოს სახელები, როგორც შალომ ალეიჰემი.26
დიოტალევი ჩვეულებრივი სახელია, ასეთ სახელებს ხში-
რად არქმევდნენ მერიაში უპატრონო ბავშვებს. ბაბუაშენი ხომ
უპატრონო იყო.
ჰო, ებრაელი უპატრონო ბავშვი.
დიოტალევი, დაფიქრდი... მოვარდისფრო კანი,
მოგუდული ხმა გაქვს და თითქმის ალბინოსი ხარ.
ალბინოსი კურდღლები თუ არსებობენ, ებრაელიც იარსე-
ბებს.
დიოტალევი, ასე, შენი ნებით ვერ გახდები ებრაელი. ებ-
რაელობა ფილატელისტობა ან იეჰოვას მოწმეობა კი არაა. ებ-
რაელად უნდა დაიბადო. შეეგუე, რომ ისეთივე ურჯულო ხარ,
როგორიც ყველა შენ გარშემო.
წინადაცვეთილიც ვარ.

გრაციადიო - მადლობა უფალს, დიოსიაკონტე - ღმერთი იყოს


შენთან, დიოტალევი - ღმერთმა დაგიფაროს (იტ.)

109
- ისევ თავისას აგრძელებს. უამრავი ადამიანი იკეთებს წინა-
დაცვეთას ჰიგიენური მოსაზრებით. მაგას ექიმი და სკალპელი
სჭირდება, მეტი არაფერი. რა ასაკში გაიკეთე წინადაცვეთა?
ნუ დავწვრილმანდებით...
სწორედაც რომ უნდა დავწვრილმანდეთ. ებრაელებს
წვრილმანები უყვართ.
ვერავინ დაამტკიცებს, რომ ბაბუაჩემი ებრაელი არ იყო.
ცხადია, ვინ რას დაამტკიცებს, უპატრონო ბავშვი იყო. ბი-
ზანტიის ტახტის მემკვიდრეც შეიძლებოდა ყოფილიყო და ჰაბ-
სურგების ნაბუშარიც.
ვერავინ დაამტკიცებს, რომ ბაბუაჩემი ებრაელი არ იყო, თა-
ნაც, ოქტავიას პორტიკთან იპოვეს.
კი მაგრამ, ბებიაშენი ებრაელი არ ყოფილა, ებრაელობა კი
დედის ხაზით გადადის...
მერიის ჩანაწერებს თავი დავანებოთ... მათში უამრავი
უზუსტობაა, სისხლია მთავარი. სისხლი კი მკარნახობს, რომ
ჩე-მი აზრები თალმუდურად დახვეწილია. მხოლოდ რასისტი
თუ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ ურჯულოსაც შეიძლება ახა-
სიათებდეს ასეთი მოხდენილი თალმუდურობა.
გავიდა. ბელბო მომიბრუნდა:
ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ეს კამათი ლამის ყოველდღე
მე-ორდება და ყოველდღე ახალ არგუმენტს ვუსახელებ. საქმე
ის გახლავთ, რომ დიოტალევი კაბალის მიმდევარია. მაგრამ
კაბა-ლას ხომ ბევრი ქრისტიანიც აღიარებდა. თანაც, კაზობონ,
თუ დიოტალევის ებრაელობა უნდა, მე ხომ ვერ
შევეწინააღმდეგე-ბი?
ვერა. დემოკრატიულობა ჩვენი ვალია.
გეთანხმებით.
110
სიგარეტს მოუკიდა. ჩემი იქ ყოფნის მიზეზი გამახსენდა:
რაღაც ტექსტს ახსენებდით, ტამპლიერებზე...
მართალია... მოდი, ვნახოთ. ხელოვნური ტყავის საქაღალ-
დე იყო... - ხელნაწერების ვეებერთელა გორას მიადგა, ცდი-
ლობდა, შუიდან გამოეძრო ერთი ისე, რომ სხვები არ გადმოეყა-
რა. ძნელი საქმე იყო. მაინც გადმოეყარა ხელნაწერები. ხელში
ტყავის საქაღალდე ეჭირა.
სარჩევსა და წინათქმას ჩავხედე.
ეს წიგნი ტამპლიერების დევნას ეხება. 1307 წელს ფილიპ
ლამაზმა გადაწყვიტა, საფრანგეთის ყველა ტამპლიერი შეეპ-ყრო.
ლეგენდის თანახმად, ფილიპის ბრძანებამდე ორი დღით ადრე
პარიზის ტამპლიერთა ტაძრის გალავნიდან ხარებშებმუ-ლი,
თივით დატვირთული ურემი გავიდა გაურკვეველი მიმარ-
თულებით. ამბობენ, რომ ამ ურმით ორდენის რაინდებმა დატო-
ვეს ქალაქი, ვინმე ომონის მეთაურობით და შოტლანდიას
შეაფარეს თავი, რათა კალატოზთა ლოჟას შეერთებოდნენ ქილ-
ვინინგში. ლეგენდის თანახმად, კალატოზთა გაერთიანება
საუკუნეთა მანძილზე იცავდა და თაობებს გადასცემდა სოლო-
მონის ტაძრის საიდუმლოებებს. ასეც ვიცოდი. ავტორი ტამ-
პლიერების შოტლანდიაში გაქცევას უკავშირებს მასონობის სა-
თავეებს. ორი საუკუნეა, ამ ამბავს იმეორებენ, არადა, სრული
გამონაგონია. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, ორმოც-
დაათამდე წიგნის დასახელება შემიძლია, სადაც ერთი და იგივე
მეორდება, სინამდვილეში ეს წიგნები ერთმანეთისგანაა გადა-
წერილი. ნებისმიერი მათგანი გადავშალოთ. "შოტლანდიაში
გაქცევის ამბავს ის ადასტურებს, რომ დღესაც, ექვსას ორმოც-
დაათი წლის შემდეგ, კიდევ არსებობენ მსოფლიოში საიდუმლო
ორდენები, რომლებიც "ტაძრის მცველებად" თვლიან თავს.

111
რით აიხსნება ეს მემკვიდრეობითობა?" გესმით? შეიძლება,
მარ-კიზი კარაბასი არ არსებობდეს, როცა ჩექმებიანი კატაც კი
ამ-ბობს, რომ მას ემსახურება?
- გასაგებია, - თქვა ბელბომ. - ეს ხელნაწერი ნაგავია. ტამ-
პლიერების ისტორია კი მართლა მაინტერესებს. ძლივს ამ სფე-
როს ექსპერტი ჩავიგდე ხელთ, ადვილად ვერ მომიშორებთ. რა-
ტომ ახსენებს ყველა ტამპლიერებს და არა მალტის რაინდებს?
არა, ახლა ნურაფერს მეტყვით. გვიანია. დიოტალევი და მე ცო-
ტა ხანში ბატონ გარამონთან მივდივართ ვახშამზე. მაგრამ
თერ-თმეტის ნახევრისთვის უნდა გავთავისუფლდეთ და
ვეცდები, დიოტალევი დავიყოლიო, "პილადეში" შევიაროთ.
თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, ადრე იძინებს და არც ღვინოს
სვამს. იქ იქნე-ბით?
აბა სად ვიქნები? მე ხომ დაკარგულ თაობას ვეკუთვნი და
მხოლოდ ჩემნაირ მარტოსულთა გარემოცვაში ვგრძნობ თავს
კარგად.

112
13

Li frere, li mestre du Temple


Qu'estoient rempli et ample
D'or et d'argent et de richesse
Et qui menoient tel noblesse,
O ù sont il? que sont devenu?
(Chronique à la suite du roman de Favel).27
Et in Arcadia ego.28 "პილადე" იმ საღამოს ოქროს ხანის გან-
სახიერება იყო. თითქოს იგრძნობოდა, რომ რევოლუცია არათუ
გარდაუვალია, არამედ მრეწველთა კავშირის დაფინანსებული-
ცაა. მხოლოდ "პილადეში" ნახავდი დათბილულ სერთუკში გაჭე-
დილ წვერიან მეწარმეს, ბამბის საწარმოს მფლობელს, რომე-ლიც
ბანქოს ეთამაშებოდა ჟილეტსა და ჰალსტუხში გამოწკე-პილ
მომავალ ტერორისტს. პარადიგმის მსხვრევა იწყებოდა. ჯერ
კიდევ სამოციანი წლების დასაწყისში წვერი ფაშისტების გა-

"ოსტატები, ძმები ტაძრისა, თავგანწირული ღვაწლით

ვისიც გაიზარდა, განმტკიცდა და ოქროთი და


ვერცხლით შეიმკო საკურთხეველი...
სად არიან ახლა ისინი,
რანი არიან?" (ფრ.).
"რომანი ფოველზე", ჟერვ დიუ ბუსის ფრანგული
სატირული პოემა მუსიკალური ჩანართებით, XIV ს.
და მე არკადიაში ვარ (ლათ.)

113
რეგნული ნიშანი იყო, ოღონდ კონკრეტული ფორმა უნდა ჰქო-
ნოდა: იტალო ბალბოს ყაიდაზე გაპარსული ლოყები. სამოც-
დარვაში წვერი ბუნტისთავობას განასახიერებდა, ახლა კი
ნეიტ-რალური, უნივერსალური იერი გამხდარიყო,
თავისუფალი არ-ჩევანი. წვერი ყოველთვის ნიღაბი იყო (ყალბ
წვერს არ იკრავენ ხოლმე იერის შესაცვლელად?), მაგრამ მაშინ,
სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ნამდვილი წვერით
შეიძლებოდა შენიღბვა. სიმართლით, შეგეძლო, გეცრუა, უფრო
სწორად, სიმართლის იდუმალად, ბუნდოვნად წარმოჩენით,
რადგან წვერიანის იდეოლოგიის ამოცნობა უკვე შეუძლებელი
იყო. იმ საღამოს "პილადეში" წვერი იმათ გალაპლაპებულ
სახეებზეც კი ჩანდა, ვინც უწვერობით გატყობინებდა,
შემიძლია, წვერი მოვუშვა, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამასო.
გადავუხვიე. როგორც იქნა, ბელბო და დიოტალევი გამოჩ-
ნდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, აფორიაქებულები ჩან-
დნენ. რამდენიმე ენამწარე, გადაკრული კომენტარიც დასცდათ
ვახშამთან დაკავშირებით. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა
ბატონ გარამონთან ვახშამი.
ბელბო შემოსვლისთანავე თავის საყვარელ კონიაკს მიეძა-
ლა. დიოტალევი რაღაც დაბნეული ჩანდა, დიდხანს ფიქრის
შემ-დეგ ტონიკიანი წყალი აიღო. ბარის სიღრმეში მაგიდა
გათავი-სუფლდა: ორი მემანქანე წამოდგა, როგორც ჩანს,
დილის ცვლაში მუშაობდნენ და გამოძინება უნდოდათ.
სწრაფად დავი-კავეთ მათი ადგილი.
მოკლედ... - დაიწყო დიოტალევიმ, - ეს ტამპლიერები...
ძალიან გთხოვთ, არ გვინდა ამაზე... ყველგან წაიკითხავთ
ამ ამბავს...

114
ჰო, მაგრამ ზეპირ გადმოცემას სულ სხვა ფასი აქვს... -
თქვა ბელბომ.
უფრო მისტიკურია... - დაამატა დიოტალევიმ. - ღმერთმა
სიტყვით შექმნა სამყარო, დეპეშით კი არა.
და იყოს ნათელი. წერტილი. დანარჩენი როგორც ეპისტო-
ლეშია, - შეაშველა ბელბომ.
თესალონიკელთა მიმართ, არა? - ვკითხე.
ტამპლიერები... - ისევ წამოიწყო ბელბომ.
მოკლედ...
"მოკლედ..." - ასე საუბარს არ იწყებენ, - შენიშვნა მომცა
დიოტალევიმ.
ვითომ განაწყენებულმა, ასადგომად წამოვიწიე. შევიცადე,
იმედი მქონდა, მთხოვდნენ, დაჯექიო. ხმა არავის ამოუღია.
დავ-ჯექი და დავიწყე:
იმას ვამბობდი, ეს ამბავი ყველამ იცის-მეთქი. პირველი
ჯვაროსნული ლაშქრობა ხომ გახსოვთ? გოტფრიდმა მაცხოვრის
საფლავს მიაგო პატივი და საეკლესიო შესამოსელი გაიხადა.
ბოდუენი იერუსალიმის პირველი მეფე ხდება. ქრისტიანული სა-
მეფო წმინდა მიწაზე. მაგრამ ერთია იერუსალიმის მართვა და
მეორეა პალესტინის დანარჩენი ნაწილი. სარკინოზები დამარ-
ცხებულები არიან, მაგრამ არა განადგურებულები. მძიმე დროა,
არც ტახტზე მყოფს ულხინს და არც დევნილს. და აი, 1118 წელს,
ბოდუენ მეორის მეფობის დროს, ცხრა ადამიანი ვინმე ჰიუგ დე
პეინის მეთაურობით "ქრისტეს უპოვარ რაინდთა" პირველ ორ-
დენს აფუძნებს. ეს სამონასტრო ორდენია, მაგრამ შეიარაღებუ-
ლი. სამ რამეს აღიარებენ: უპოვარებას, უმანკოებას, მორჩილე-ბას,
გარდა დევნილთა დახმარებისა. მეფეც, ეპისკოპოსიც და მთელი
იერუსალიმიც ეხმარებიან მათ, ჭერს სთავაზობენ. ბო-

115
ლოს სოლომონის ძველ ტაძარში დააბინავებენ. ასე დაერქვათ
"ტაძრის რაინდები".
ვინ იყო ეს ხალხი?
სავარაუდოდ, ჰიუგი და მისი რვა მიმდევარი ჯვაროსნული
ლაშქრობის მისტიკური ხიბლით გაბრუებული იდეალისტები იყ-
ვნენ. მაგრამ შემდეგ იარაღასხმულ ავანტიურისტებად იქცნენ.
იერუსალიმის ახალი სამეფო იმ დროის ერთგვარი კალიფორ-ნიაა,
იღბალზე მონადირეთა საოცნებო სამიზნე. შინ ბევრი არა-ფერი
ეგულებათ, ზოგიერთს წარსული მთლად სუფთა არცა აქვს.
უცხოელ მეომართა ლეგიონს ემსგავსება მათი გაერ-თიანება:
შარში გაეხვიე? შეუერთდი ტამპლიერებს, ახალ ადგი-ლებს
მოივლი, გაერთობი, გალაღდები, გაჭმევენ, გასმევენ, ჩა-გაცმევენ
და სულის ხსნაც გარანტირებული გაქვს. თუმცა მარ-თლა
არაფერი უნდა გქონოდა დასაკარგი, რომ მათ შეერთებო-დი,
უდაბნოში გეხეტიალა, კარავში დაგეძინა, სულიერის დანახ-ვაც
მოგნატრებოდა, თაკარა მზეში გეჭენებინა ცხენი, წყალი ხშირად
სანატრელი გქონოდა და დროდადრო სარკინოზთათ-ვის მუცელი
გეფატრა...
გავჩერდი.
მგონი, მეტისმეტად ვესტერნს დავამსგავსე ეს ამბავი. თუმ-
ცა მათ ისტორიაში მესამე ფაზაც არსებობს: ორდენი ძლიერდე-ბა,
მასში გაწევრიანებას ისინიც ცდილობენ, ვინც საკუთარ სახ-ლშიც
დალხენილია. მაგრამ ამ დროს ტამპლიერობა მაინცდა-მაინც
წმინდა მიწაზე მოღვაწეობას აღარ ნიშნავს. შენს ქვეყანა-შიც
შეგიძლია, ტამპლიერი იყო. ჩახლართული ამბავია. ხანდა-ხან
სისხლისმსმელ მეომრებს უფრო ჰგვანან, ხანაც უცნაურ კე-
თილშობილებას ამჟღავნებენ. მაგალითად, რასისტობას ვერ
დააბრალებ: მუსლიმებს ებრძოდნენ, კი, ბატონო, მაგრამ რა-

116
ღაცნაირი რაინდული სულისკვეთებით, მათ სიმამაცეს თაყვან-საც
სცემდნენ. როცა დამასკის ემირის დესპანი იერუსალიმს ეწ-ვია,
ტამპლიერებმა მას პატარა მეჩეთი დაუთმეს, რომელიც ამ
დროისათვის ქრისტიანულ ეკლესიად იყო გადაკეთებული, რომ
ელჩს სალოცავი ადგილი ჰქონოდა. ერთხელ ვიღაც შესულა მე-
ჩეთში და მუსლიმი რომ დაუნახავს წმინდა ადგილზე, შეურაც-
ხყოფა მიუყენებია მისთვის. ტამპლიერებს გაუძევებიათ არამ-
კითხე და მუსლიმისთვის ბოდიში მოუხდიათ. მტრის ასეთმა პა-
ტივისცემამ დაღუპა ისინი ბოლოს, რადგან პროცესზე მუსლი-მურ
ეზოტერიკულ სექტებთან კავშირშიც დაადანაშაულეს. ალ-ბათ, ეს
გარკვეულწილად მართალიც იყო, რაღაცით მეცხრამე-ტე
საუკუნის თავგადასავლის მაძიებლებს ჰგავდნენ, აფრიკით რომ
იყვნენ შეპყრობილები. ტამპლიერებს კანონიკური სამო-ნასტრო
განათლება არ ჰქონდათ მიღებული და თეოლოგიური
განსხვავებები არ ესმოდათ. წარმოიდგინეთ ბევრი ლოურენს
არაბი ერთად, რომლებმაც მალე მოირგეს შეიხის სამოსელი...
თანაც, მათი ქმედებების ობიექტურად შეფასება ძალიან ძნე-
ლია, რადგან ქრისტიანი ისტორიოგრაფები - გიიომ ტვიროსე-
ლი, მაგალითად - მხოლოდ კიცხავდნენ მათ.
რატომ?
იმიტომ, რომ მეტისმეტად მომძლავრდნენ, თან ძალიან მა-
ლე. წმინდა ბერნარდის დროს მოხდა ყველაფერი. წმინდა ბერ-
ნარდი ხომ იცით? ძლიერი წინამძღოლი იყო, გახსოვთ, ალბათ,
ბენედიქტელთა ორდენის დიდი რეფორმა... ყველანაირი მორ-
თულობა გაატანინა ეკლესიებიდან და თუ ვინმე შეეწინააღმდე-გა
(აბელარივით), მაკარტის სტილში გაუსწორდა ყველას და რომ
შესძლებოდა, კოცონის გზასაც გაუყენებდა. თავად ვერა,

117
მაგრამ მისი წიგნები კი დააწვევინა და მერე შეირაღებისა და
ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდა თავის მიმდევრებს.
- გატყობთ, დიდად არ გესიმპათიურებათ ბერნარდი, -
შენიშ-ნა ბელბომ.
არა, ვერ ვიტან. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წმინდანად
აკურთხებდნენ კი არა, ჯოჯოხეთის ყველაზე საშინელ წრეში
ამოყოფდა თავს. ვერაფერს იტყვი, ეხერხებოდა თავის წარმო-ჩენა,
ხომ ხედავთ, დანტემაც რა პატივი მიაგო, ღვთისმშობლის
კანცელარიის უფროსად დანიშნა. იმიტომ მოჯდა წმინდანად,
რომ იცოდა, საჭირო ხალხთან როგორ ეპირფერა. ტამ-პლიერებზე
ვლაპარაკობდი. ბერნარდი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ამბავი
ხელიდან გასაშვები არ იყო და თავიდანვე მხარი დაუჭი-რა იმ
ცხრა ავანტიურისტს, ქრისტეს მცველებად შერაცხა ისინი.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ტამპლიერების ამჟამინდელი
ჰეროიკული იმიჯი ბერნარდის დამსახურებაა. 1128 წელს ტრუაში
საგანგებო კრება მოიწვია, რათა განესაზღვრათ, ვინ იყ-ვნენ ეს
ახალი მეომარი ბერები, რამდენიმე წლის შემდეგ კი ხოტბა შეასხა
ქრისტეს მცველებს და სამოცდათორმეტმუხ-ლიანი განაწესიც
გაუშანშალა. საკითხავად ფრიად სახალისო რამაა, რას არ ნახავთ
შიგ: ყოველდღე უნდა წირონო, შეჩვენე-ბულ და განკვეთილ
რაინდებს ხმა არ გასცენ, მაგრამ თუ რომე-ლიმე მათგანი ტაძრის
თაყვანისცემას განიზრახავს, ქრისტიანუ-ლად უნდა შეიფარონო.
როგორც გითხარით, ფრიად წააგავდა "უცხოური ლეგიონის"
კონცეფციას. ჰო, უბრალო თეთრი უბეწ-ვო მანტიები უნდა
ატარონო, თუმცა ცხვრის ბეწვი დასაშვებიაო. მომრგვალებული,
მოდური ფეხსაცმლის ჩაცმა ეკრძალებო-დათ, პერანგითა და
საცვლებით ძილი ევალებოდათ, ლეიბი, ბა-ლიში და საბანიც
ნებადართული იყო...

118
ვინ იცის, იმ სიცხეში როგორ ყარდნენ... - ჩაილაპარაკა
ბელბომ.
სიმყრალეზე ცალკე მოგახსენებთ. ამ წესს ბევრი სხვა სიმ-
კაცრე ჰქონდა: ორი კაცი ერთი ჯამიდან ჭამდა და ამ დროს ლა-
პარაკი ეკრძალებოდათ. ხორცი სამჯერ მაინც უნდა ეჭამათ კვი-
რაში, პარასკევს ემარხულათ, უთენია ამდგარიყვნენ. წინა დღეს
ვინც მძიმედ იმუშავებდა, მას ერთი საათით მეტი ეძლეოდა ძი-
ლისათვის, მაგრამ სანაცვლოდ ლოგინში ცამეტჯერ უნდა
წაეკითხა "მამაო ჩვენო". მაგისტრს ექვემდებარებოდა მთელი
იერარქია. მკაფიოდ იყო განსაზღვრული ჯარისკაცის, საჭურ-
ველმტვირთველისა და მსახურის სტატუსებიც. თითოეულ რა-
ინდს შეიძლებოდა სამი ცხენი და ერთი საჭურველმტვირთველი
ჰყოლოდა. არავითარი მდიდრული აღკაზმულობა და მორთული
უზანგ-უნაგირი. კარგი, მაგრამ უბრალო იარაღი უნდა ეტარები-
ნათ. დაშვებული იყო მხოლოდ ლომზე ნადირობა. მოკლედ,
დათმენითა და ბრძოლით აღსავსე ცხოვრება ევალებოდათ საძ-
მოს წევრებს. უმანკოების აღთქმაზე რომ აღარაფერი ვთქვა: ამას
განსაკუთრებით მკაცრად ითხოვდა განაწესი. ეს ხალხი მო-
ნასტერში კი არ იყო გამოკეტილი, ხმალამოღებული იბრძოდა და
ხალხში ცხოვრობდა, თუ შეიძლება, ხალხი ეწოდოს იმ ჭია--
მატლით სავსე ბინძურ ბუნაგს, რაც იმ წლებში წმინდა მიწა გახ-
ლდათ. მოკლედ, განაწესი ადგენდა, რომ ქალთან ურთიერთო-ბა
დამღუპველი იყო და მხოლოდ დედის, დისა და დეიდის კოც-ნა
შეიძლებოდა.
ბელბოს გაეცინა:
რა ვიცი... ბერნარდის ადგილზე დეიდაზე თავს არ დავდებ-
დი... თუმცა ტამპლიერებს ხომ ადანაშაულებდნენ სოდომის

119
ცოდვაში? ის წიგნი გახსოვთ... კლოსოვსკის "ბაფომეტი"?.. ეს
ბაფომეტი მათი ეშმაკეული ღვთაებაა, თუ არ ვცდები... ასეა?
- მანდამდეც მივალ. დაფიქრდით, აბა... მეზღვაურივით
ცხოვ-რობ, თვეებს ატარებ უდაბნოში. ღამით კარავში გძინავს
კაც-თან, რომელთანაც საერთო თეფშიდან ჭამ. გეძინება, გცივა,
გწყურია, გეშინია, დედა გენატრება. რას იზამ?
მამაკაცური სიყვარული, თებეს ლეგიონი... - წამაშველა
ბელბომ.
წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთია სხვა მებრძოლების ყურება,
რომლებსაც აღთქმა არ აკავებთ და როგორც კი ახალ ქალაქს
აიღებენ, შავთვალა, ქარვისფერ, ხავერდისკანიან ქალებს
დაერევიან და აუპატიურებენ. რა ქნას ტამპლიერმა ლიბანის კე-
დართა სურნელებაში? შავთვალა ბიჭსაც აღარ გაეკაროს? ახლა
ხვდებით, რატომ ამბობენ, "ტამპლიერივით სვამს და იგინებაო"?
სანგარში მყოფი კაპრალის ამბავს ჰგავს, არაყს რომ ყლურწავს და
თავის უწიგნურ ჯარისკაცებთან ერთად გინებით იოხებს გულს.
მაგრამ მარტო ეს როდია მათი საცდური. იცით, ალბათ, მუდამ
წყვილ-წყვილად არიან გამოსახული, ერთ ცხენზე ამხედ-რებული,
ერთმანეთზე მიკრული. რატომაა ასე, თუ განაწესი თი-თოეულს
სამი ცხენის ყოლის უფლებას აძლევს? ესეც ბერნარ-დის იდეა
უნდა იყოს, სიღარიბის სიმბოლურად წარმოსაჩენად ან
ტამპლიერთა ორმაგი როლის, რაინდისა და ბერის, განსა-
ხიერებისთვის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხალხურ წარმოდგენა-ში
ისინი წყვილ-წყვილად შემორჩნენ. ერთ ცხენზე ამხედრებუ-ლი
ორი ბერი: უკანა მუცლით ეკვრის წინ მჯდომის უკანალს. თუმცა,
შეიძლება, ცილს სწამებდნენ და არც არაფერი ხდებო-
და...

120
- ჰო, მაგრამ მათივე ბრალია, - შენიშნა ბელბომ. - ის ბერ-
ნარდი სულელი ხომ არ იყო?
- არა, სულელი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ თავადაც ბე-
რი იყო და იმ დროს ბერებს ფრიად უცნაური წარმოდგენა ჰქონ-
დათ სხეულზე... წეღან შემეშინდა, მეტისმეტად ვესტერნს ხომ
არ დავამსგავსე-მეთქი ეს ამბავი, მაგრამ ერთი უსმინეთ, რას
ამ-ბობს თავის რჩეულ რაინდებზე ბერნარდი... აი ამონარიდი,
ნამ-დვილად ღირს ამის წაკითხვა: "სძაგთ მასხარები,
მსახიობები, ქუჩის ჟონგლიორები, უფრთხიან უაზრო
სიმღერასა და ცეკვა-- თამაშს, თმას მოკლედ იჭრიან, რადგან
მოციქულმა თქვა, რომ მამაკაცს ვარცხნილობაზე ზრუნვა არ
შეშვენის. გაბურძგნილე-ბი, დაუბანლები დადიან, გაპოხილი,
მტვრისა და ოფლისაგან გაქვავებული წვერით".
ბედნიერი მათი მეზობლები... - ჩაილაპარაკა ბელბომ.
განდეგილებს ყოველთვის ახასიათებდათ წმინდა სიბინძუ-
რე, - დაასკვნა დიოტალევიმ. - განგებ ამდაბლებდნენ საკუთარ
სხეულს. წმინდა მაკარი არ იყო, მესვეტე, ტანზე შესეული მატლი
თუ ძირს ჩამოვარდებოდა, რომ იღებდა და ზედ ისვამდა, ესეც
უფლის ქმნილებაა და ამასაც საკვები სჭირდებაო?
ეგ მესვეტე სვიმეონი გახლდათ და მე რომ მკითხოთ, იმი-
ტომ იჯდა იმ სვეტზე, რომ გამვლელ-გამომვლელისთვის
თავზე ეფურთხებინა.
მძულს განმანათლებლური კომენტარები, - ჩაილაპარაკა
დიოტალევიმ. - მაკარი იყო თუ სვიმეონი, იყო ასეთი მესვეტე,
რომელსაც მატლი ესეოდა. ამ დარგის ექსპერტი ნამდვილად არ
გახლავართ, ურჯულოთა გამოხტომები არ მაინტერესებს.
შენი ჟერონელი რაბინები სუფთები იყვნენ, არა? - უთხრა
ბელბომ.
121
- ისინი ურჯულოებმა გამოკეტეს გეტოების ძუნძგლიან სო-
როებში. ტამპლიერები კი საკუთარი სურვილით, სიამოვნებით
იხრჩობოდნენ ჭუჭყში.
- ასე მძიმედაც ნუ წარმოვაჩენთ, - ჩავერთე. - ოდესმე გინა-
ხავთ ახალწვეულთა რაზმი ვარჯიშის შემდეგ? ეს ყველაფერი
იმიტომ მოგიყევით, რომ უკეთ წარმოგედგინათ ტამპლიერის
წინააღმდეგობრივი ბუნება. მისტიკური, ასკეტური წესით უნდა
იცხოვროს, არ ჭამოს, არ სვას, ქალთან არ დაწვეს, უდაბნოში
იხეტიალოს და ქრისტეს მტრებს თავები ასხიპოს. რაც მეტს წა-
აგდებინებს თავს, მით მეტ ქულას აგროვებს სამოთხეში მოსახ-
ვედრად. თან უნდა ყარდეს და დაძონძილი დაიარებოდეს. ბერ-
ნარდი მკაცრად ითხოვდა, რომ ქალაქების აღების შემდეგ არც
გოგონას გაჰკარებოდნენ, არც ბებრუცუნას და რა ექნათ, ბნელ
ღამეებში, როცა უდაბნოს ხორშაკი სამუმი დიუნებს წეწავდა, სა-
კუთარ ამხანაგსაც არ მიალერსებოდნენ? როგორ უნდა იყო თან
ბერი, თან მეომარი, თან ღვთისმშობლის საგალობელი იმღერო და
თან მტერი ფატრო, საკუთარ ბიძაშვილ გოგოსაც არ ჩახედო
თვალებში და მერე, მრავალდღიანი ალყის შემდეგ ქალაქში შე-
ვარდნილი ჯვაროსნები შენ თვალწინ შემოისვამენ ასოზე ხალი-
ფის ცოლებს, ქარვისფერი ლამაზმანები კი საკინძეებს იგლეჯენ,
ძუძუებს გისვამენ და გევედრებიან, რაც გინდა, უქნა, ოღონდ სი-
ცოცხლე შეუნარჩუნო... ტამპლიერმა კი უნდა გაუძლოს, რადგან
ბერნარდმა ისურვა ასე და, გაბურძგნილმა და აქოთებულმა,
მწუხრის ლოცვა იდუდუნოს... ისე, საკმარისია, ცალი თვალით
ჩახედო "Retraits “ -ს, რომ...
ეგ რაღაა?
ორდენის წესდების გვიანდელი რედაქციაა, ასე ვთქვათ, მა-
შინდელი, როცა ტამპლიერები ფეხშიშველები აღარ დარბოდ-

122
ნენ. იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მოწყენილი, უსაქმურად
დარჩენილი ჯარი ომის დამთავრების შემდეგ. მაგალითად, წეს-
დების ერთ-ერთი მუხლი აზუსტებს, რომ იკრძალება ჩხუბი და
აყალმაყალი, შურისძიების მიზნით ქრისტიანზე ხელის აღმარ-
თვა, ქალთან საქმის დაჭერა, მოძმის ცილისწამება. ასევე იკ-
რძალება მონის დაკარგვა, მრისხანება, ბოღმიან გულზე დამუქ-
რება, სარკინოზთა მხარეს გადავალო, გულგრილობითა და
უყურადღებობით ცხენის დაკარგვა, ცხოველის გაჩუქება,
გარდა ძაღლისა და კატისა, უნებართვოდ ბანაკის დატოვება,
მაგის-ტრის ბეჭდის გატეხა, ღამით აქეთ-იქით ბოდიალი,
ორდენის ფუ-ლის გასესხება, გაცეცხლება და ტანისამოსის
მიწაზე დანარცხე-ბა.
აკრძალვების ჩამონათვალი უნდა ნახო, თუ გინდა, გაიგო,
რას აკეთებს ხალხი, - თქვა ბელბომ. - კანონები პირდაპირ ასა-
ხავს მათ ყოველდღიურობას.
აბა ვნახოთ... - განაგრძო დიოტალევიმ. - საძმოს წევრებზე
გაგულისებული ტამპლიერი ღამით ცხენს მოახტება და
უნებარ-თვოდ ტოვებს ადგილსამყოფელს. გამცილებელი
სარკინოზი ახლავს და უნაგირზე სამი ყვერული ჰკიდია. მეძავ
გოგოსთან მიდის, ყვერულებით იხდის მისი ალერსის
საფასურს. სანამ ის ქალთან ერთობა, სარკინოზი ბიჭი ცხენს
მოჰპარავს და მიიმა-ლება, ჩვენი ტამპლიერი კი, უწინდელზე
უფრო ბინძური და აქო-თებული, კუდამოძუებული ბრუნდება
სახლში და, მისი საქ-ციელი რომ არავინ გაიგოს, ფულს აძლევს
(ორდენის ფულს) ებ-რაელ მევახშეს, რომელიც სვავივით
ელოდება მორიგ მსხვერპლს...
კაიაფა, არა? წეღან არ თქვი? - შენიშნა ბელბომ.

123
- მერე ადვილი წარმოსადგენია, რაც ხდება. ტამპლიერი ცდი-
ლობს, მსახური თუ არა, ცხენი მაინც დაიბრუნოს უკან, მაგრამ
ერთ-ერთი მისი თანამოძმე ჩანაფიქრს მიუხვდება და საღამოს
(ყველამ ვიცით, ასეთ ჯგუფებში შურს ფართო ასპარეზი აქვს),
როცა ყველას გულის გასახარად სუფრაზე ხორცი შემოაქვთ, გა-
დაკრულ ლაპარაკს იწყებს საძმოს წევრებთან. უფროსი დაეჭ-
ვდება, რაღაცას ხვდება, დამნაშავე ბრაზდება, იქუფრება, წით-
ლდება, ხმალს იშიშვლებს და თავისიანს დაეტაკება...
დამსმენს, ალბათ.
დამსმენს, პირველ რიგში, და ხანჯლის წვერით სახესაც ჩა-
მოჰკაწრავს. ის ხმალს მკლავს დაუხვედრებს, იბრძვიან,
უფრო-სი ცდილობს, დაამშვიდოს, ძმები ქირქილებენ...
თან სვამენ და იგინებიან, როგორც ტამპლიერები...
ჯანდაბა! ეშმაკმა წაგიღოს! სატანის კერძო!.. - რა არ ისმის
აქეთ-იქიდან.
ჩვენი კაცი ცოფდება, როგორ ამბობენ განრისხებულ ტამ-
პლიერზე, რას შვებაო?
გაცეცხლდებაო, - წააშველა ბელბომ.
აი ჰო, ზუსტად, გაცეცხლდება, ტანსაცმელს შემოიგლეჯს
და მიწაზე დაანარცხებს.
თქვენი აქოთებული ტაძრისთვის დამითმია ეს დამპალი
ანაფორა! - შევაშველე. - მეტიც, ორდენის ბეჭედს დაჰკრავს მახ-
ვილს, გატეხს და დაიღრიალებს, რომ სარკინოზების მხარეს
ურ-ჩევნია გადასვლა.
რვა წესი მაინც დაარღვია ერთად, - დავასკვენი ჩემი მოსაზ-
რების უკეთ წარმოსაჩენად. - წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომე-
ლიც სარკინოზების მხარეს გადასვლით იმუქრება, რას ეტყვის
მეფის ჯარისკაცებს, როცა შეიპყრობენ და გავარვარებული შან-

124
თებით ცდილობენ, შეაშინონ: ხმა ამოღე, ავაზაკო, აღიარე, რა-
საც ირჭობდით უკანალშიო! - აღიარებას სთხოვენ, მოკლედ.
ტამპლიერს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მწვალებელთა შანთები,
მასხარად იგდებს მეფის ხალხს, აზრზე არ ხართ, ტამპლიერს რა
შეუძლია, თავად გაგირჭობთ უკანალში ერთ კარგ რამეს,
თქვენც, პაპსაც და იმ თქვენს მეფე ფილიპსაცო!
- აღიარა, აღიარა! - აყვირდებოდნენ, ალბათ, ერთად. უეჭვე-
ლად ასე იქნებოდა, - განაგრძო ბელბომ. - დილეგში ჩააგდებ-დნენ
და ზეთით გაპოხავდნენ, რომ ცეცხლი უკეთ მოჰკიდებოდა.
ბავშვებივით ერთობით... - ჩაილაპარაკა დიოტალევიმ.
ცხვირზე ტყირპიანმა გოგონამ შეგვაწყვეტინა საუბარი. ხელ-
ში რაღაც ფურცლები ეჭირა. გვკითხა, არგენტინელი ამხანაგე-
ბის მხარდასაჭერ პეტიციას უკვე მოაწერეთ ხელიო? ბელბომ
მა-შინვე მოუწერა ხელი, ფურცლისთვის არც დაუხედავს. -
ჩემზე უარეს დღეში ხომ არიან... - უთხრა დიოტალევის,
რომელიც დაბნეული შესცქეროდა. მერე გოგოს მიუბრუნდა:
- ეს ვერ მოაწერს ხელს, ინდიელთა უმცირესობის
წარმომად-გენელია, საკუთარი სახელის დაწერა ეკრძალება.
ბევრი მათგა-ნი დაჭერილია, მთავრობა სდევნით.
გოგომ თანაგრძნობით შეხედა დიოტალევის და მე გამომი-
წოდა ფურცელი. დიოტალევი დამშვიდდა.
ვინ არიან? - ვკითხე.
როგორ თუ ვინ არიან... არგენტინელი ამხანაგები.
ჰო, მაგრამ რომელი ჯგუფიდან?
ტაკუარადან, ცხადია.
კი მაგრამ, ტაკუარა ფაშისტების დაჯგუფებაა... - ამოვიკნავ-
ლე.

125
ასეც ვიცოდი. ფაშისტო! - სიძულვილით წაისისინა გოგომ
და ზურგი მაქცია.
მოკლედ, ეს ტამპლიერები ღარიბები იყვნენ თუ არა? -
იკითხა დიოტალევიმ.
არა, - ვუთხარი. - ჩემი ბრალია, მეტისმეტად ხატოვნად წარ-
მოვაჩინე ისტორია. ჯარისკაცებს მართლა არაფერი ებადათ,
მაგრამ ორდენმა იმთავითვე დაიწყო შემოწირულობების მიღება
ყოველი მხრიდან, ნელ-ნელა მთელ ევროპაში დააფუძნა კავში-
რები. წარმოიდგინეთ, ალფონს არაგონელმა მთელი ქალაქი აჩუქა
მათ, უფრო სწორად, ანდერძი გააფორმა, რომლითაც, თუ
მემკვიდრე არ შეეძინებოდა, სამეფოს ტამპლიერებს უტოვებდა.
ტამპლიერები არ ენდნენ ამ ბუნდოვან პერსპექტივას და
გაურიგდნენ, ცოტა გვამყოფინე და ახლავე მოგვეციო. ეს "ცო-ტა"
კი ხუთი-ექვსი ციხესიმაგრე აღმოჩნდა ესპანეთში, თავისი
მამულებით. პორტუგალიის ხელმწიფემ მთელი ტყე აჩუქა მათ,
რომელიც ამ დროს სარკინოზებს ეკავათ. ტამპლიერებმა არ
დააყოვნეს, მაშინვე შუტიეს, გაყარეს იქიდან ურჯულოები და ასე,
სხვათა შორის დააარსეს კოიმბრა. ეს მხოლოდ რამდენიმე
ეპიზოდია მომხდარიდან. მოკლედ, მათი ერთი ნაწილი პალეს-
ტინაში იბრძვის, მაგრამ ძირითადად ორდენი სამშობლოში იზ-
რდება და ძლიერდება. თუ ორდენის რომელიმე წევრი პალეს-
ტინაშია წასასვლელი და ფული სჭირდება, მაგრამ არ სურს ოქ-
როულობითა და სამკაულით მოგზაურობა, საფრანგეთში, ესპა-
ნეთში ან იტალიაში ურიცხავს ტამპლიერებს, შესაბამის ჩეკს
მიიღებს და აღმოსავლეთში გაანაღდებს.
საკრედიტო წერილია, მოკლედ.
ზუსტად. ფლორენციელ ბანკირებამდე მათ გამოიგონეს
თა-მასუქიცა და ფასიანი ქაღალდიც. შემოწირულობების, ბრძო-
126
ლით მიტაცებული ქონებისა და ფინანსურ ოპერაციებზე დარიც-
ხული პროცენტებით ტამპლიერთა ორდენი ნამდვილ საერთა-
შორისო კორპორაციად იქცა. ასეთი მასშტაბის ორგანიზაციის
ხელმძღვანელობას გონიერი ხალხი სჭირდებოდა. ადამიანები,
რომლებიც დაარწმუნებდნენ ინოკენტი II-ს, რომ მათთვის გან-
საკუთრებული პრივილეგიები მიენიჭებინა: ორდენს უფლება
ჰქონდა, მთლიანად დაეტოვებინა ომების შედეგად მოპოვებუ-ლი
ქონება და, რაც მთავარია, არანაირი ფინანსური ვალდებუ-ლება არ
ჰქონდა არც მეფის, არც ეკლესიის, არც იერუსალიმის პატრიარქის
წინაშე, მხოლოდ პაპს ექვემდებარებოდა. ტამ-პლიერები
ყველანაირი ბეგარისა და გადასახადისგან გათავი-სუფლებულები
იყვნენ და თავადაც აწესებდნენ გადასახადებს საკუთარ მიწებზე.
მოკლედ, მათ საქმიანობას სუფთა მოგება მოჰქონდა და ვერც
ვერავინ ჩაყოფდა მასში ცხვირს. გასაგებია, რატომ არ უყვარდათ
ისინი ეპისკოპოსებსა და ადგილობრივ მმართველებს, არადა,
უმათოდ შეუძლებელი იყო ცხოვრება. ჯვაროსნები უწესრიგო
ბუნტისთავები იყვნენ, არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, რისთვის ან
რა დახვდებოდათ, ტამპლიერები კი ყველგან შინაურად იყვნენ,
იცოდნენ, მტერს როგორ მოქცეოდ-ნენ, მიწათმოქმედებაც
ეხერხებოდათ და სამხედრო საქმეც. ტაძრის ორდენი სერიოზული
ორგანიზაცია იყო, თუმცა მის მე-ომრებს უთავბოლობაც არ
აკლდათ.
უთავბოლობა? - იკითხა დიოტალევიმ.
დიახ, ხშირად. ხანდახან საოცარი განსხვავება იყო მათ პო-
ლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცოდნას შორის. გონივრული
სამხედრო მიდგომა მათთვის უცხო იყო, ძირითადად გამბე-
დაობით გადიოდნენ ფონს. ასკალონის ამბავი ავიღოთ...

127
- ავიღოთ... - ჩაგვერთო ბელბო, რომელსაც წამით ყურადღე-
ბა გაეფანტა, აშკარად ავხორცულად მიესალმა ვინმე დოლო-
რესს.
ქალი მოგვიცუცქდა:
მეც მინდა ასკალონის ამბის მოსმენა. მაინტერესებს.
მაშ ასე, ერთხელ საფრანგეთის მეფემ, გერმანიის იმპერა-
ტორმა, იერუსალიმის ხელმწიფემ, ბოდუენ მესამემ და ტამ-
პლიერების ორმა დიდმა მაგისტრმა ჰოსპიტალიერთა ორდენი-
დან გადაწყვიტეს, ასკალონა ალყაში მოექციათ. ყველანი
დაირაზმნენ ქალაქის დასაპყრობად: მეფე თავისი კარით, პატ-
რიარქი, ჯვრებმომარჯვებული მღვდლები, ტვიროსელი, ნაზარე-
თელი, კესარიელი არქიეპისკოპოსები. დიდი ზარ-ზეიმით
გაეშურნენ, დროშების ფრიალით, ჩირაღდნებით, საყვირებითა და
დაფდაფებით. ასკალონას ას ორმოცდაათი სათვალთვალო კოშკი
ჰქონდა გარშემორტყმული და მისი მცხოვრებლები, დი-დი ხანია,
ამ თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, ასე რომ კედლები
სათოფურებით იყო დაცხრილული, ციხესიმაგრეში შიდა ცი-
ხეებიც გაემართათ. ტამპლიერებს, რომლებიც ასეთი მაგრები
იყვნენ, ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდათ. მოკლედ, ყველა აღ-
გზნებული და აღტყინებულია, ხის კოშკები აქვთ მომზადებული,
ხომ იცით, რაცაა, აი, ბორბლებზე რომ შეაყენებდნენ ხოლმე,
ალყაშემორტყმული ქალაქის გალავანზე გადასასვლელად,
საიდანაც მტერს ცეცხლს, ქვებს, ისრებს უშენდნენ. თუმცა შო-
რიდან კატაპულტებითაც ბომბავდნენ ქალაქებს. ასკალონელე-ბი
ცდილობენ, ცეცხლი მოუკიდონ კოშკებს, მაგრამ ქარი ხელს არ
უწყობთ, ცეცხლი გალავნისკენ ბრუნდება და გალავანი ერ-თგან
ჩაიქცევა. დამპყრობლები ამ ადგილს მიაწყდებიან, მაგ-რამ უცებ
ერთი უცნაური რამ ხდება: ტამპლიერთა დიდი მაგის-

128
ტრი ისე ჩაახერგვინებს შესასვლელს, რომ ქალაქში მხოლოდ
მისი რაზმის მებრძოლები შევიდნენ. ბოროტი ენები ამბობენ,
ეს იმიტომ გააკეთა, რომ მხოლოდ მის ხალხს გაეძარცვა ქალაქი
და ნადავლი მხოლოდ ტაძრის ორდენს დაესაკუთრებინაო, უფ-
რო კეთილად განწყობილები კი ამართლებენ, ეშინოდა, ასკა-
ლონელებს რამე ხაფანგი არ ჰქონოდათ მომზადებული და ყვე-
ლაზე გულადი მეომრები გაუშვა პირველი დარტყმის მისაღება-
დო. ასე იყო თუ ისე, მათ სამხედრო სასწავლებლის მართვას
ვერ მიანდობდა კაცი: ტამპლიერთა ორმოცკაციანმა რაზმმა ას
ოთხმოცი კილომეტრ-საათის სიჩქარით გადაჭრა ქალაქი, გა-
ლავნის მეორე მხარეს შეჩერდა, რომ გარკვეულიყო, სად იყო და
რისთვის, მერე კისრისტეხით უკან მობრუნდა და პირისპირ
შეეჯახა მავრებს, რომლებმაც ქვებისა და ისრების სეტყვა
შეაგე-ბეს. იმ დღეს ასკალონელებმა ერთიანად ჩახოცეს
ტამპლიერე-ბი, მაგისტრიც მოკლეს, გარღვეული გალავანიც
ამოქოლეს და ყურთასმენის წამღები ჟივილ-ხივილით ქალაქის
გალავანზე ქრისტიანთა გამოფატრული გვამები გადაკიდეს.
მავრი სასტიკია, - ჩაილაპარაკა ბელბომ.
ჰო, როგორც ბავშვი, - დაამატა დიოტალევიმ.
ვერ ყოფილან მთლად მაგარი ტიპები ეგ შენი ტამპლიერე-
ბი, - დაასკვნა დოლორესმა. აღგზნებული ჩანდა.
მე "ტომისა და ჯერის" მაგონებს ეს ამბავი, - თქვა ბელბომ.
ვინანე. ორი წელი შევალიე ტამპლიერებს და მიყვარდა ისი-
ნი. ახლა კი, ჩემი თანამოსაუბრეების სნობიზმის ზეგავლენით,
მულტფილმის გმირებად წარმოვაჩინე ისინი. შეიძლება, გიიომ
ტვიროსელის, მატყუარა ისტორიოგრაფის ბრალი იყო ეს ყვე-
ლაფერი. ასეთები არ ყოფილან ტაძრის რაინდები - წვეროსანი
გულანთებული მეომრები, წითელჯვრიანი თეთრი მანტიებით,

129
შავ-თეთრი დროშის, ბოსეანის, ჩრდილქვეშ თავის გასაწირად
შემართულები. ის ოფლი, რომელზეც წმინდა ბერნარდი ლაპა-
რაკობდა, ბრინჯაოს ბზინვა თუ იყო, რომელიც სარკასტულ კე-
თილშობილებას სძენდა მათ შემაძრწუნებელ ღიმილს, როცა
ასე უშიშრად, სიხარულით, ზეიმით ესალმებოდნენ
სიცოცხლეს. ფაფარაშლილი, მრისხანე ლომები, როგორც ჟაკ დე
ვიტრი ამ-ბობდა, უდრტვინველი, მორჩილი კრავები,
ბრძოლაში უდრე-კელნი და ლოცვაში მდაბალნი, მტერთან
სასტიკნი და მოძმის მოყვარულნი, სამუდამოდ დაღდასმულნი
თავიანთივე დროშის თეთრითა და შავით - ქრისტეს
სიყვარულითა და მტრის სიძულ-ვილით...
რწმენის საბრალო გუშაგებს, უკანასკნელ რაინდებს დაისის
შუქზე, რატომ უნდა მოვქცეოდი მათ, როგორც ვიღაც არიოსტო,
როცა შემეძლო, მათი ახალი ჟუანვილი ვყოფილიყავი? გამახ-
სენდა სტრიქონები, რომლებიც "წმინდა ლუის ამბის" ავტორმა
მიუძღვნა მათ, კაცმა, რომელიც პირადად ახლდა ლუის წმინდა
მიწაზე, როგორც მებრძოლი და როგორც მისი მემატიანე. მაშინ
ას ორმოცდაათი წელი მაინც იყო გასული ტამპლიერთა ორდე-
ნის დაარსებიდან და უკვე არაერთი ჯვაროსნული ლაშქრობა
გა-მართულიყო, საკმარისი იმისთვის, რომ იდეალები დამ-
სხვრეოდათ. აჩრდილები გაწყალებულიყვნენ და გამქრალიყ-
ვნენ, როგორც დედოფალ მელისენდასა და კეთროვანი მეფის,
ბოდუენის სახეები, სისხლისგან დაცლილ ლიბანშიც ჩამცხრა-
ლიყო შიდა ომები, იერუსალიმი ერთხელ უკვე დაცემულიყო,
ბარბაროსა კილიკიაში ჩაძირულიყო, რიჩარდ ლომგულს, და-
მარცხებულსა და თავლაფდასხმულს, ტამპლიერის მოსასხამში
გახვეულს შეეფარებინა თავი სამშობლოსთვის. ქრისტიანობა
დამარცხდა, მავრებს კი სრულიად განსხვავებულად ესმოდათ

130
დამოუკიდებელ სამეფოთა კონფედერაცია: ავტონომიური, მაგ-
რამ ცივილიზაციის დასაცავად გაერთიანებულ სამეფოთა კავში-
რი. ამ ხალხს ავიცენა ჰქონდა წაკითხული, ევროპელებივით ტლუ
და ველურები კი არ ყოფილან. განა შესაძლებელი იყო, ამ
ტოლერანტულ, მისტიკურ, ლიბერტინულ კულტურასთან ორ-
საუკუნოვანი შეხების შედეგად მის ხიბლს არ დანებებოდნენ, მი-
სი ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ, მითუმეტეს, თუ გაუთ-
ლელ, ბარბაროს, გერმანიკულ დასავლეთს შეადარებდნენ მას?
1244 წელს იერუსალიმი საბოლოოდ დაეცემა, ას ორმოცდაათი
წლის წინ დაწყებული ომი წაგებულია და ქრისტიანები იძულე-
ბული არიან, მშვიდობიან, ლიბანის კედართა ნაზი სურნელით
გაჟღენთილ მიწაზე იარაღით თარეში შეწყვიტონ. საბრალო
ტამპლიერებო, რა აზრი ჰქონდა მთელ თქვენს ეპოპეას?
ნაზად, სევდიანად, მიმქრალი დიდების მკრთალ სინათლეში,
ყური მუსლიმ მისტიკოსთა სწავლებას უსმენს განაბული, თვალი
კი იდუმალი განძის ჭვრეტით ნეტარებს. ალბათ, აქედან იღებს
სათავეს ტაძრის რაინდთა ლეგენდა, რომელიც დღემდე არ ას-
ვენებს იმედგაცრუებულ, გატეხილ გულებს; ლეგენდა უკიდეგა-
ნო, უსასრულო ძლიერებისა, რომელმაც აღარც კი იცის, რაში
გამოიყენოს საკუთარი ძალა... და აი, მითის დასასრულს გამოჩ-
ნდა ლუი, წმინდა მეფე, რომელიც თომა აკვინელთან ერთად
ტრაპეზობდა და რომელსაც ჯერ კიდევ სწამდა ჯვაროსნული
ლაშქრობის, მიუხედავად ორსაუკუნოვანი მარცხისა და გამარ-
ჯვებულთა სიბრიყვის გამო დამსხვრეული ოცნებებისა. ღირს კი-
დევ ერთხელ ცდა? ღირს, ამბობს წმინდა მეფე ლუი, ტამ-
პლიერები მზად არიან, მარცხსაც არ ეპუებიან, რადგან ესაა მა-თი
ხელობა. რა გაამართლებს რაინდთა ტაძრის არსებობას ჯვა-
როსნული ლაშქრობის გარეშე?

131
ლუი ზღვიდან უტევს დამიეტას. მტრის მიერ დაკავებულ
ნა-პირზე შუბის წვერები, ხანჯლები და ფარები ელვარებს,
დროშე-ბი ფრიალებს. რა ლამაზი ხალხია, ამბობს ჟუანვილი, რა
მშვე-ნიერია იარაღის ელვარება მზის კაშკაშა შუქზე. ლუი აღარ
იც-დის, ხმელეთზე გადასვლას გადაწყვეტს. "ჩემო ერთგულნო,
სიყვარული გვაერთიანებს და გვაძლიერებს. თუ მტერმა
გვძლია, წამებულებად დავრჩებით ისტორიას და თუ გავიმარ-
ჯვეთ, კიდევ ერთხელ განვადიდებთ უფლის სახელს!". ტამ-
პლიერებს მისი არ სჯერათ, მაგრამ იდეალების რაინდული მსა-
ხურება მათი ჩვევაა, სჭირდებათ, ასე წარმოიდგინონ
საკუთარი თავი, რათა მეფეს მხარში ამოუდგნენ ამ მისტიკურ
შეშლილო-ბაში.
დაუჯერებელია, მაგრამ ხმელეთზე გადასხდებიან. სარკინო-
ზები ტოვებენ დამიეტას, თუმცა მეფე არ ჩქარობს ქალაქში შეს-
ვლას, არ ენდობა სარკინოზებს. მაგრამ ასეა: ქალაქი მისია,
მთლიანად მისი ნადავლია ქალაქის განძეულობაც და ასი მეჩე-
თიც, რომლებსაც ლუი მაშინვე ეკლესიებად გადააკეთებს. ახლა
უნდა გადაწყვიტოს, ალექსანდრიისკენ გასწიოს თუ კაიროსა-კენ.
ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა ალექსანდრიის აღება -
ეგვიპტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პორტის წართმე-ვა,
მაგრამ ამ აზრს ეწინააღმდეგება მეფის ძმა, რობერტ დ'არ-ტუა,
ამბიციური, დიდებას დახარბებული და სულსწრაფი, რო-გორც
ყველა უმცროსი ძმა. ის დაიჩემებს, კაიროსკენ აიღონ გე-ზი,
ეგვიპტის გულისკენ. აქამდე ფრთხილი, წინდახედული ორ-დენი
უმართავი ხდება. მათ ეკრძალებოდათ ინდივიდუალური
შეტაკებები, მაგრამ ტაძრის მაგისტრი არღვევს ამ აკრძალვას.
სულთნის მამლუქთა დროშის დანახვაზე თავის მებრძოლთა გა-

132
საგონად დასჭექს: "გაანადგურეთ ღმერთის სახელით, ამათი
ყუ-რებაც კი აუტანელი დამცირებაა!"
მანსურაში სარკინოზები მდინარის გაღმა გამაგრდებიან,
ფრანგები ქვებს ყრიან წყალში, რომ ფონი გააკეთონ და მეორე
ნაპირზე გადავიდნენ. სურთ, თავიანთი მოძრავი კოშკებით გა-
დაჭრან მდინარე, მაგრამ სარკინოზები ბიზანტიელებისგან იც-
ნობენ ბერძნული ცეცხლის ხელოვნებას: კასრისოდენა ცეც-
ხლის გორგალი უზარმაზარი, კუდიანი შუბივით, მეხივით,
ვეებერთელა ცეცხლოვანი ურჩხულივით მიქრის ჰაერში და
მისი ცეცხლი დღესავით ანათებს ბრძოლის ველს.
ქრისტიანთა ბანაკს ცეცხლი უკიდია. ამ დროს ვიღაც მოღა-
ლატე ბედუინი სამასი ბიზანტის სანაცვლოდ მეფეს ფონს უჩვე-
ნებს მდინარეში. მეფე შეტევაზე გადადის, მაგრამ მდინარის გა-
დავლა ადვილი არაა, ბევრი მეომარი იხრჩობა, ზოგსაც წყალი
წაიღებს, მეორე ნაპირზე კი სამასი სარკინოზი მხედარი ელოდე-
ბათ. ბოლოს და ბოლოს, მეომართა რაზმი ხმელეთს მიაღწევს,
ბრძანების თანახმად, ტამპლიერები წინ მიუძღვიან რაზმს, მათ
გრაფი დ'არტუას ხალხი მიჰყვება. მუსლიმები გარბიან, ტამ-
პლიერები კი ქრისტიანთა ლაშქრის დანარჩენ ნაწილს ელოდე-
ბიან. გრაფი დ'არტუა არ იცდის, თავისი მეომრებით დაედევნება
გაქცეულ მტერს. ტამპლიერებს სხვა გზა აღარ აქვთ, სახელს ვერ
შეირცხვენენ, უკან გაჰყვებიან დ'არტუას, რომელმაც უკვე
მიაღწია მტრის ბანაკამდე და სისხლის გუბეებიც დააყენა. მუს-
ლიმები მანსურას მიაშურებენ. ტამპლიერები ცდილობენ, შეაჩე-
რონ გრაფი: ძმა ჟილი, ტაძრის დიდი მაგისტრი, კეთილგო-
ნიერებისკენ მოუწოდებს დ'არტუას, ეუბნება, რომ მან უკვე
აღასრულა საგმირო საქმე, როგორიც ჯერ არავის გაუგონია და
უნახავს ზღვის გაღმა მიწებზე. მაგრამ სულმოკლე, განდიდების

133
მანიით შეპყრობილი დ'არტუა ტამპლიერებს ღალატში ადანა-
შაულებს: ტამპლიერებსა და ჰოსპიტალიერებს რომ მოენდომე-
ბინათ, ეს მიწები უკვე დიდი ხნის დაპყრობილი გვექნებოდა და
ახლა გიჩვენებთ, რა შეუძლია კაცს, ვისაც ძარღვებში მამაცი
სისხლი უჩქეფსო. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ორდენი არავის და-
უთმობდა პირველობას. ტამპლიერებმაც მიაშურეს ქალაქს, შე-
აღწიეს გალავანში და შეუტიეს, რათა გალავნის მეორე ბოლოში
მიემწყვდიათ მტერი. მაგრამ ამ დროს ქრისტიანები - ტამ-
პლიერებიც, მათ შორის - ასკალონის შეცდომას იმეორებენ: ქა-
ლაქში შესულები პირველ რიგში სულთნის სასახლეს შეესევიან.
ამასობაში ურჯულოები ძალებს მოიკრებენ, ხალხს დაიმატებენ
და მძარცველი სვავების მიმოფანტულ რაზმს მოულოდნელად
დააცხრებიან თავს. კიდევ ერთხელ დააბრმავა საკუთარმა სი-
ხარბემ ტამპლიერები? თუმცა ზოგიერთები იმასაც ჰყვებიან, სა-
ნამ ქალაქზე შესატევად გაჰყვებოდა, ძმა ჟილს უთქვამს დ'არ-
ტუასთვის: "მე და ჩემს საძმოს არ გვეშინია, გამოგყვებით, მაგ-რამ
გაფრთხილებთ, არა მგონია, უკან ცოცხლები დავბრუნდე-თო".
დ'არტუა მოკლეს, მასთან ერთად ამოხოცეს უამრავი მამა-ცი
რაინდი და ორას ოთხმოცი ტამპლიერიც.
ეს მარცხზე უარესი იყო: ნამდვილი განადგურება, სირცხვი-
ლი, თავს ლაფის დასხმა. არადა, ამაზე ყველა დუმილს ამჯობი-
ნებს, თავად ჟუანვილიც: რას ვიზამთ, ასე ხდება... ამითაა ომი
მშვენიერი.
ჟუანვილის კალამი ამ ბრძოლებსა და ხოცვა-ჟლეტას მშვენი-
ერ, დახვეწილ ცეკვასავით წარმოაჩენს. მერე რა, რომ აქა-იქ
მოკვეთილი თავები მიგორავს, ოხვრა-გმინვას მიაქვს ყურთას-
მენა, განწირულები უფალს უხმობენ და სარდლები დაღუპულ
ჯარისკაცებს გლოვობენ? ეს მომხიბლავი, ხატოვანი, ალისფერ

134
ფონზე ოქრომკედით ნაქარგი ამბავია, ხმლებისა და ჩაჩქნების
ელვარე შუქით გაცისკროვნებული და უდაბნოს ყვითელი
მზით გაჩახჩახებული, ზურმუხტისფერი ზღვის ფონზე
ალიცლიცებუ-ლი. ვინ იცის, ტამპლიერები, ალბათ, მართლა ასე
აღიქვამდნენ სისხლით დაფერილ თავიანთ ყოველდღიურობას.
ჟუანვილის მზერა ერთ ადგილზე არ ჩერდება, ყველაფერს
აღწერს: ბედაურების ჭენებას ბრძოლის ველზე თუ დაჭრილი მე-
ომრის ცხენიდან ვარდნას, დეტალურად წარმოგვიდგენს ცალ-
კეულ სცენებს, ინდივიდუალურზე ამახვილებს ყურადღებას, თი-
თოეული ადამიანის სიკვდილზე, სიცოცხლეზე. ჟუანვილი დე ვა-
ნონის საშველად მიიჩქარის, ამ დროს თურქი შუბით სწვდება მას,
ცხენი ჩაიმუხლავს, ჟუანვილი წინ ვარდება, ხმალმომარჯვე-ბული
წამოხტება და მესირ ჟერარ დე სივერი (მიუტევოს უფალ-მა)
ანიშნებს, იქვე ქოხს შეაფაროს თავი. ჟუანვილი სამალავის-კენ
მიიწევს, მაგრამ უკნიდან თურქი ცხენოსნები წამოეწევიან.
ბეწვზე გადარჩება ცხენების ფლოქვებით გადათელვას. წამოდ-
გებიან, შენობამდე მიაღწევენ და შიგ გამაგრდებიან. იქაც მის-
წვდებათ თურქების შუბები. მესირ ფედერიკ დე ლუპეს მხარში
დაჭრიან, "ისე მოხეთქავდა სისხლი ვეებერთელა ჭრილობიდან,
თითქოს კასრს საცობი ამოაძრეს და ღვინო მოჩქეფსო". სივე-რის
სახეზე დაუსვა სარკინოზმა ხმალი და "ჩამოთლილი ცხვირი
ტუჩებზე ჩამოეკიდა". ამ დროს მაშველები გამოჩნდებიან, მებ-
რძოლები თავშესაფრიდან გამოდიან და ახალი სცენა გვიდგება
თვალწინ: ისევ დაჭრილები და დახოცილები, ხმამაღალი ლოც-ვა
და გოდება, წმინდა იაკობს უხმობენ მომაკვდავები. ამ დროს
ხმალამოღებული გრაფი დე სუასონი დასჭექს: "სენიორ ჟუან-ვილ,
დაე იღმუვლონ ურჯულოებმა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიხ-
სენებთ დღევანდელ დღეს, როცა ლამაზ ქალებთან მივეცემით

135
ნეტარებას!". მეფე თავისი ძმის, წყეული გრაფ დ'არტუას ამბავს
კითხულობს და ანრი დე რონე, ჰოსპიტალიერთა მეთაური, პა-
სუხობს: "კარგი ამბავი გვაქვს, მეფეო, გრაფი დ'არტუა უკვე სა-
მოთხეშია". მეფეს ცრემლები სცვივა და უფალს ადიდებს.
თუმცა ომი ყოველთვის როდი წააგავს ნარნარ ცეკვას, რაც
უნდა ანგელოზური და სისხლით განწმენდილი იყოს. დიდი მა-
გისტრი გიიომ დე სონაკი იღუპება: ცოცხლად დაწვავს ბერძნუ-
ლი ცეცხლი. გახრწნილი გვამებისა და შიმშილის გამო სურავან-დი
დარევს ხელს ქრისტიანთა ლაშქარს, წმინდა ლუის ჯარი გა-
ტეხილია. დიზენტერიით გათანგული მეფე იძულებულია, შარ-
ვალს უკანა მხარე გამოაჭრას, რომ ბრძოლისას კუჭში გასას-
ვლელად დრო არ დაეკარგოს. დამიეტა დაკარგულია, დედოფა-ლი
იძულებულია, სარკინოზებთან მოლაპარაკება აწარმოოს და
ხუთასი ათასი ტურული ლირა გადაიხადოს საკუთარი სიცოც-
ხლის დასახსნელად.
ჯვაროსნული ომებისთვის უცხო იყო სირცხვილი და წესიერე-
ბა. ლუის გამარჯვებულივით დაუხვდნენ აკრიში, მთელი ქალაქი
გამოეფინა მის შესაგებებლად. პროცესიაში ღვთისმსახურებთან
ერთად კეთილშობილი ქალები და ბავშვებიც იყვნენ. ამასობაში
ტამპლიერები, რომლებმაც იციან, რაც მოხდა სინამდვილეში,
დამასკთან მოლაპარაკებას ცდილობენ. ლუი შეიტყობს ამას და
განრისხებული, რომ გვერდი აუარეს, ტამპლიერთა ახალ მა-
გისტრს მუსლიმ ელჩთა წინაშე ამხელს. მაგისტრი იძულებუ-ლია,
უკან წაიღოს მტრისთვის მიცემული სიტყვა და მუხლმოყ-რილი
სთხოვს მეფეს პატიებას. ვერავინ იტყოდა, რომ რაინდებ-მა
ბოლომდე ღირსეულად და თავგანწირვით არ იბრძოლეს, მაგრამ
საფრანგეთის მეფე ამცირებს მათ, რათა საკუთარი ძა-

136
ლაუფლება განამტკიცოს, ნახევარი საუკუნის შემდეგ კი მეფე
ფილიპი კოცონის გზას გაუყენებს ტამპლიერებს.
1291 წელს აკრი მავრებმა დაიპყრეს და მისი მცხოვრებლები
ერთიანად ამოჟლიტეს. იერუსალიმის ქრისტიანული სამეფო
მი-წასთანაა გასწორებული. ტამპლიერთა ორდენი ახლა უფრო
მრავალრიცხოვანი, უფრო მდიდარი და ძლიერია, ვიდრე ოდეს-
მე, მაგრამ მისი მიზანი წმინდა მიწაზე ბრძოლაა, წმინდა
მიწაზე კი აღარაფერი ესაქმება.
სიმდიდრეში, მაგრამ ცოცხლად დამარხულები ცხოვრობენ
მთელ ევროპაში, ისევე, როგორც პარიზის ორდენში და კვლავ
ენატრებათ იერუსალიმის გორაკები მათი დიდების წლებში. იხ-
სენებენ ლატერანოს ღვთისმშობლის უმშვენიერეს ტაძარს,
მორწმუნეთა მიერ შეწირული ძღვენებით სავსე კაპელებს, ომებ-
ში მონაპოვარ ნადავლს, გრდემლების გუგუნს, მსახურთა ფუს-
ფუსს სამზარეულოებსა და დამხმარე სათავსებში, ორასი ცხე-
ნისგან შემდგარ საჯინიბოს, მოჯამაგირეთა, მსახურთა, მეუნაგი-
რეთა სირბილსა და ხმაურს ეზოში, წითელჯვრიანი თეთრი მან-
ტიების აფრიალებულ კალთებს, მავრი მსახურების ქარვისფერ
ლოყებს, სულთნის დესპანთ, ჩალმებითა და მოოქროვილი ჩაჩ-
ქნებით, მომლოცველთ, მეთვალყურეთა და გუშაგთა ფეხის ხმას,
შორი ქვეყნებიდან მორთმეულ უსტრებს, ნავსადგურებს,
საიდანაც ათასგვარი მიმართულებით მიეშურებოდნენ დატვირ-
თული გემები - დედა-სამშობლოს ციხესიმაგრეების, უცხო კუნ-
ძულებისა თუ მცირე აზიის სანაპიროებისკენ...
ყველაფერი დასრულდა. საბრალო ტამპლიერები.
იმ საღამოს, "პილადეში" მეხუთე ვისკის რომ ვსვამდი (სასმე-
ლით მზრუნველად მამარაგებდა ბელბო), მივხვდი, რომ ეს ყვე-
ლაფერი ცხადად მესიზმრებოდა. ხმამაღლა, მთელი გრძნობით

137
(რა სირცხვილია) მოვყევი რაღაც მშვენიერ ისტორიას, ისეთი
გზნებითა და განცდით, რომ, როცა დავამთავრე, დოლორესმა
ცრემლი გადმოყარა, დიოტალევიმ კი, რომელიც უკვე მეორე
ტონიკს წრუპავდა, ანგელოზივით აღაპყრო მზერა ცაში, უფრო
სწორად, "პილადეს" ჭერში, რომელიც ლაჟვარდოვან ცას ნაკ-
ლებად ჰგავდა, და ჩაიბუტბუტა: "ნეტა მართლა ასეთები ყოფი-
ლიყვნენ, გზაარეული, წმინდა სულები, მეომარი რაინდები,
ბან-კირები და გმირები..."
- მათნაირი ნამდვილად არავინ ყოფილა, - თქვა ბელბომ. -
კაზობონ, გიყვართ ისინი?
- სადიპლომო ნაშრომს ვაკეთებ მათზე. ათაშანგზე რომ წერ-
დე დიპლომს, ბოლოს მკრთალი ტრეპონემაც შეგიყვარდება.
- მაგარია. კინოსავითაა! - თქვა დოლორესმა. - რა ცუდია, უნ-
და წავიდე, პროკლამაციები მაქვს ხვალისთვის გასამრავლებე-
ლი. "მარელის" ქარხანაში პიკეტს ვგეგმავთ.
რა ბედნიერი ხარ... - ჩაილაპარაკა ბელბომ და ქალს ნაზად
მოეფერა თმაზე. კიდევ შეუკვეთა ვისკი, თან დააყოლა, ეს ბო-
ლოაო. - თითქმის შუაღამეა. გვიანია უკვე. უფროსებისთვის
არა, ცხადია, დიოტალევისთვის. გვეყოფა ამაზე, პროცესის ამ-
ბავი მაინტერესებს. როდის, როგორ, რატომ...
Cur, quomodo, quando... - აჰყვა დიოტალევი. - ჰო, მოგვი-
ყევით, რა...

138
14

"ირწმუნება, რომ წინა დღეს კოცონზე დაწვეს ორდენის ორ-


მოცდათოთხმეტი წევრი, რომლებმაც არ ისურვეს ზემოთ თქმულ
შეცოდებათა აღიარება. ამბობს, რომ საკუთარი თვა-ლით უყურა
ამას და მას რომ დამუქრებოდნენ ცოცხლად დაწ-ვით, ვერ
გაუძლებდა, სიკვდილის შიშით დანაშაულს აღიარებ-და. ვისაც
უნდა დაეკითხა იგი, იტყოდა, რომ ყველაფერი მართა-ლი იყო,
რაშიც ბრალს სდებდნენ და რომ თავად ჩვენი მაცხოვ-რის
მკვლელობასაც აღიარებდა, თუკი ამას მოსთხოვდნენ".29
დუმილით, წინააღმდეგობებით, იდუმალებითა და სიბრიყვი-
თაა სავსე ტამპლიერთა პროცესი. სიბრიყვე მაინც ყველაზე
თვალში საცემი და ისევე აუხსნელი იყო, როგორც საიდუმ-
ლოებები. იმ ბედნიერ დღეებში ჯერ კიდევ მეგონა, რომ სისუ-
ლელე ქმნის საიდუმლოს. იმ ღამით პერისკოპში ვფიქრობდი, რომ
ყველაზე შემზარავი საიდუმლოებები სწორედ შეშლილო-ბით
ინიღბება. ახლა კი ვფიქრობ, რომ სამყარო უწყინარი გამო-ცანაა,
რომლის ამოხსნასაც ჩვენი შეშლილი გონება საკუთარი
ჭეშმარიტებით ცდილობს და ამით აქცევს მას შემზარავად.
ტამპლიერებმა მიზანი დაკარგეს. უფრო სწორად, საშუალე-
ბები აქციეს მიზნად და თავიანთი აურაცხელი სიმდიდრის
მართვა-განკარგვას მიჰყვეს ხელი. ცხადია, ცენტრალიზებული
ძალაუფლების მომხრე მონარქი, ფილიპ ლამაზი, ცუდი თვა-ლით
უყურებდა მათ. როგორ უნდა ეკონტროლებინა სუვერენუ-ლი,
დამოუკიდებელი ორდენი? დიდი მაგისტრი რანგით სამეფო

ემერი დე ვილიე-ლე-დიუკის დაკითხვის ოქმიდან, 13.5.1310


139
ოჯახის პრინცს უტოლდებოდა, ჯარს განაგებდა, უზარმაზარ ქო-
ნებას განკარგავდა, იმპერატორივით იყო არჩეული და აბსო-
ლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა. საფრანგეთის ხაზინას
მეფე კი არა, პარიზის ტამპლიერთა ორდენი აკონტროლებდა.
ტამპლიერები განკარგავდნენ ანგარიშს, რომელიც ოფიციალუ-
რად მეფეს ეკუთვნოდა. თანხებს იღებდნენ, იხდიდნენ, მოგებას
აგროვებდნენ... ეს იყო ერთგვარი უზარმაზარი კერძო ბანკი,
რომელიც სახელმწიფო ბანკის ყველანაირი პროვილიგიითა და
შეღავათით სარგებლობდა... მეფის ხაზინის უფროსიც ტამ-
პლიერი იყო. როგორ გინდა, იმეფო ასეთ ვითარებაში?
თუ ვერ ერევი, შეეკარი. ფილიპიც ადგა და ტამპლიერებს
სთხოვა, ორდენის საპატიო წევრად მიეღოთ. უარით გაისტუმ-
რეს. ფილიპმა თითზე დაიხვია ეს შეურაცხყოფა. პაპს არ ასვე-
ნებდა, უჩიჩინებდა, ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები შეეერ-
თებინა და ახალი ორდენი დაეფუძნებინა, რომელსაც მისი ერთ-
ერთი ვაჟი ჩაუდგებოდა სათავეში. ტამპლიერთა დიდი მაგის-
ტრი, ჟაკ დე მოლე ზარ-ზეიმით დაბრუნდა კვიპროსიდან, სადაც
დევნილობაში მყოფი მონარქივით ცხოვრობდა და პაპს მემო-
რანდუმი წარუდგინა, რომელშიც ვითომ ამ წამოწყების დადე-ბით
მხარეებს აანალიზებდა, სინამდვილეში კი ორი ორდენის
შერწყმის მხოლოდ უარყოფით მხარეებს უხსნიდა პონტიფი-
კუსს. სხვა მოსაზრებათა შორის, მოლე სრულიად მოურიდებ-ლად
აცხადებდა, ტამპლიერები ჰოსპიტალიერებზე მდიდრები არიან
და შერწყმა მათ გააღარიბებს ჰოსპიტალიერთა გამდიდ-რების
ხარჯზე, რაც მძიმე ზიანს მიაყენებს რაინდთა სულებსო. მოლემ
მოიგო ეს ბრძოლა და საქმე დავიწყებას მიეცა, თუმცა ეს თამაშის
მხოლოდ დასაწყისი იყო.

140
ცილისწამებაღა რჩებოდა. მეფეს ეს არ უნდა გასჭირვებოდა,
ტამპლიერებზე ისედაც ათას რამეს ჰყვებოდნენ. რატომ უნდა
ჰყვარებოდათ საფრანგეთის მოქალაქეებს ეს "გადამთიელები",
რომლებიც ბეგარას კრეფდნენ, სანაცვლოდ არაფერს იძლეოდ-
ნენ და - აგერ უკვე რამდენი ხანია - ქრისტეს საფლავის დაცვი-
თაც კი აღარ იწუხებდნენ თავს? მართალია, ტამპლიერებიც
ფრანგები იყვნენ, მაგრამ ბოლომდე არა: მათ "შავფეხებიანებს",
"ჩლიქოსნებს" ეძახდნენ. მავრებთან დაახლოებულები, ვინ
იცის, რა ეგზოტიკური გასართობებით იქცევდნენ თავს, ერთმა-
ნეთში იქნებ მავრთა ენაზეც ლაპარაკობდნენ. ბერები იყვნენ,
მაგრამ სრულიად აშკარა იყო მათი აღვირახსნილობა, ჯერ კი-
დევ მრავალი წლის წინ პაპ ინოკენტი მესამეს საგანგებო ბულა
გამოეცა მათ გამო: "De insolentia Templariorum".30 უბიწოების
აღთქმა ჰქონდათ დადებული, თუმცა ამპარტავნობით
არისტოკ-რატებს აჭარბებდნენ, სიხარბით - ვაჭრებს, სიფიცხით
კი - მუშკე-ტერთა რაზმს.
ჭორების დაყრას დიდი შრომა არ სჭირდება. ჰომოსექსუალე-
ბი, ერეტიკოსები, კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც გაბურ-
ძგნილწვერიან "თავს" ეთაყვანებიან... კაცმა არ იცის, ვისია და
საიდანაა ეს თავი, მაგრამ მართლმორწმუნეთა ხატებიდან გად-
მოსულს ნამდვილად არ ჰგავს. იქნებ ისმაილიტების საიდუმ-
ლოებებსაც ეზიარებიან და "მთის მოხუცის" ასასინებთანაც
უჭი-რავთ საქმე. ეს ჭორები ფილიპისა და მისი ხალხის
წისქვილზე ასხამდა წყალს.

"ტამპლიერთა თავგასულობაზე" (ლათ.)

141
ფილიპს მისი ვასალები, მარინი და ნოგარე ეხმარებიან. მა-
რინი სწორედ ის კაცია, რომელიც ბოლოს ხელში ჩაიგდებს ტაძ-
რის ქონებას და მეფის სახელით შეუდგება მის განკარგვას,
იმის მოლოდინში, რომ ეს ქონება ჰოსპიტალიერებს გადაეცემა.
გაუგებარია, ვის მისდის მოგება ამ ქონებიდან. ნოგარეს, მეფის
ბეჭდის მცველის, დაგეგმილი იყო 1303 წელს ანანის ინციდენ-
ტი, როცა შიარა კოლონამ ბონიფაციუს VIII-ს სილა გააწნა და
პაპი დამცირებისა და შეურაცხყოფისაგან ერთ თვეში გარდაიც-
ვალა.
გარკვეულ მომენტში ვინმე ესკიე დე ფლუარანიც გამოდის
სცენაზე. ამბობენ, რომ ციხეში გაურკვეველი ბრალდებით დაპა-
ტიმრებული და სიკვდილმისჯილი, განკვეთილი ტამპლიერი გა-
უცნია და მისგან საშინელი აღსარება მოუსმენია. ფლუარანს,
დაუსჯელობისა და გვარიანი თანხის სანაცვლოდ, ყველაფერი
გაუმხელია, რაც კი სმენოდა. თუმცა, რაც მან იცის, იმაზე უკვე
ყველა ჭორაობს. ჭორაობა უკვე ღია ბრალდებებშია გადაზრდი-ლი.
მეფე პაპს ატყობინებს ფლუარანის გამხელილ საიდუმლოს. პაპი
ამ დროს კლემენტ V გახლავთ, რომელმაც პონტიფიკუსის ტახტი
ავინიონში გადაიტანა. პაპი ნაწილობრივ იჯერებს ფლუარანის
მონაყოლს, თან კარგად იცის, რომ ადვილი არაა ტამპლიერთა
საქმეებში ჩარევა. მაგრამ 1307 წელს მაინც თან-ხმდება,
ოფიციალურად წამოიწყოს გამოძიება. მოლემ იცის ამის შესახებ,
მაგრამ მშვიდად აჩვენებს თავს, მეფესთან ერთად კვლავაც
მონაწილეობს ოფიციალურ რიტუალებში, როგორც
სრულუფლებიანი მთავარი. კლემენტ V პროცესს აჯანჯლებს და
მეფე ეჭვობს, რომ პაპი ტამპლიერებს დროს აძლევს, სუფთად
გამოვიდნენ ამ ამბიდან. ტყუილია: ტამპლიერები არაფრიდან
გამოსვლას არ ცდილობენ, კვლავაც უზრუნველად ლოთობენ

142
და იკურთხებიან თავიანთ ბუნაგებში. ეს პირველი გამოცანაა
ამ ამბავში.
1307 წლის 14 სექტემბერს მეფე დალუქულ წერილებს უგზავ-
ნის თავის ხელქვეითებს მთელ საფრანგეთში და ტამპლიერთა
მასობრივ დაპატიმრებასა და მათი ქონების კონფისკაციას უბ-
რძანებს. ტამპლიერები ერთი თვის შემდეგ, 13 ოქტომბერს,
დააპატიმრეს. ამ ერთი თვის მანძილზე ორდენის წევრებს არა-
ფერი უეჭვიათ, ადვილად ჩაუცვივდნენ ხელში მეფის ხალხს და -
ესეც მეორე გამოცანა - სრულიად უბრძოლველად დანებდნენ.
აღსანიშნავია, რომ წინა დღეებში მეფის მოხელეებმა ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე უკანასკნელ გროშამდე აღწერეს ტამპლი-
ერთა ქონება, რათა ორდენს ვერაფრის გადამალვა ვერ მოეს-წრო
დაპატიმრებისას. აღწერა ვითომ ადმინისტრაციული მიზ-ნით
ჩატარდა. ტამპლიერები თავაზიანად, კეთილგანწყობით
დაუხვდნენ მეფის მოხელეებს, ვითომც არაფერი... "რა თქმა უნ-
და, მობრძანდით, დაბრძანდით, რაც გნებავთ, დაათვალიერეთ,
თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში...". როგორც კი
მასობრივი დაპატიმრებების შესახებ შეიტყო, პაპმა სცადა, წინა-
აღმდეგობა გაეწია მეფისთვის, მაგრამ ძალიან გვიან იყო. მეფის
ხელქვეითებს უკვე აემოქმედებინათ ცეცხლი და მახვილი და ნა-
წამებ რაინდთაგან ზოგს ბრალიც ეღიარებინა. სხვა გზა აღარ იყო,
ინკვიზიციისთვის უნდა გადაეცათ ისინი. ინკვიზიცია ამ დროს
ჯერ კოცონზე არ წვავდა დამნაშავეებს, თუმცა ქმედითი
საშუალებები ნამდვილად არ აკლდა. აღიარებები გრძელდებო-და.
და აი, მესამე გამოცანა: მართალია, სასტიკად აწამეს ისინი,
ოცდათექვსმეტი რაინდი შეეწირა წამებას, მაგრამ მაინც გასაკ-
ვირია, რომ ეს რკინისნებისყოფიანი ადამიანები, რომლებმაც
სარკინოზებს არ მოუდრიკეს ქედი, მეფის ხალხის წინაშე გატ-

143
ყდნენ. პარიზში ას ოცდათვრამეტიდან მხოლოდ ოთხმა თქვა
უარი ბრალის აღიარებაზე. სხვა ყველა გატყდა, ჟაკ დე მოლეს
ჩათვლით.
კი მაგრამ, რა აღიარეს? - იკითხა ბელბომ.
ზუსტად ის, რაც დაპატიმრების ორდერში ეწერა. ჩვენებებში
სულ მცირე ცვლილებები იყო, ყოველ შემთხვევაში, საფრან-გეთსა
და იტალიაში. ინგლისში კი, სადაც მათი გასამართლება
სინამდვილეში არავის უნდოდა, ჩვენებებში კანონიკური ბრალ-
დებებიც იკვეთება, მაგრამ ისინი გარეშე პირების, მოწმეთა ჩვე-
ნებების სახითაა წარმოდგენილი. მოკლედ, ტამპლიერები "ა-
ღიარებენ" მხოლოდ იქ, სადაც ვიღაცას უნდა, რომ აღიარონ და
აღიარებენ მხოლოდ იმას, რაც იმ ვიღაცას უნდა, რომ აღიარონ.
ინკვიზიციის ჩვეულებრივი პროცესია. ასეთი ბევრი ვიცით,
- შენიშნა ბელბომ.
და მაინც ბრალდებულთა ქცევა უცნაურია. მთავარი ბრალ-
დებები ასე გამოიყურება: რაინდები თავიანთი რიტუალების
დროს სამჯერ უარყოფდნენ ქრისტეს, აფურთხებდნენ ჯვარცმას,
შიშვლდებოდნენ და ჯერ ზურგის ქვედა მხარეზე (ანუ უკანალზე)
ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, შემდეგ - ჭიპზე და ტუჩებში, in humane
dignitatis opprobrium.31 ბოლოს კი ავხორცობას ეძლეოდნენ, ასეა
ტექსტში ნათქვამი. ეს ორგია იყო. შემდეგ გაბურძგნილ კერპს
ეთაყვანებოდნენ. რას პასუხობენ ტამპლიერები ამ ბრალ-
დებებზე? ჟოფრუა დე შარნე, აი ის, მოლესთან ერთად რომ დაწ-
ვეს კოცონზე, ამბობს, კი, უარვყავი ქრისტე, მაგრამ მხოლოდ
სიტყვით და არა გულითო. ამბობს, არ მახსოვს, ჯვარცმას დავა-

ადამიანური ღირსების შესალახავად (ლათ.)

144
ფურთხე თუ არა, იმ საღამოს ძალიან ვჩქარობდითო. უკანალზე
კოცნასაც ადასტურებს და ალვერნიის მოძღვრის სიტყვებს იშვე-
ლიებს, რომელიც ქადაგებდა, ჯობია, საკუთარ ძმებს შეერთო,
ვიდრე ქალთან იმრუშოო, თუმცა მე არასოდეს ჩამიდენია ხორ-
ციელი ცოდვა ჩემს ძმებთანო. რაღაც თამაშივით იყოო, ამბობს,
სერიოზულად არავინ აღიქვამდა ამასო. კი, ზოგიერთები რაღა-
ცეებს აკეთებდნენ, მაგრამ მე არაფერი ჩამიდენია, მათთან იმი-
ტომ ვჩერდებოდი, რომ ჩემი ძმები იყვნენო. თავად ჟაკ დე მო-ლე,
დიდი მაგისტრი, ამბობს, როცა ჯვარცმა მომაწოდეს, ვითომ ზედ
დავაფურთხე, სინამდვილეში კი მიწაზე გადავაფურთხეო.
აღიარებს, რომ ორდენში გაწევრიანების რიტუალი ამდაგვარი იყო,
მაგრამ - დააკვირდით - იმასაც ამატებს, ზუსტად ვერ ვიტ-ყვი,
რადგან ორდენში ჩემი მოღვაწეობის მანძილზე სულ რამ-დენიმე
ახალი წევრი მივიღეთო. ერთ-ერთი აღიარებს, ვაკოცე მაგისტრს,
ოღონდ საჯდომზე კი არა, ტუჩებში, მაგისტრმა კი თა-ვად მაკოცა
საჯდომზეო. ზოგიერთი იმაზე მეტსაც ამბობს, ვიდრე საჭიროა:
არა მხოლოდ ქრისტეს უარყოფას აღიარებს, იმასაც ამატებს,
ქრისტე ერთი ავაზაკი ვინმე იყოო. ღვთისმშობლის ქალწულობას
უარყოფდნენ, ჯვარცმაზე არა მხოლოდ დავაფურ-თხეთ,
დავაფსით კიდეც და მარტო ორდენში გაწევრიანების დღეს კი
არა, ვნების კვირაში ყოველდღე ვაკეთებდით ამას, არც წმინდა
საიდუმლოებების გვწამს, ბაფომეტსაც ვემსახურებით და კატის
სახით მოვლენილ ეშმაკსაც თაყვანს ვცემთო...
ასევე გროტესკული, თუმცა ნაკლებად დაუჯერებელი თამაში
იწყება ამ დროს მეფესა და პაპს შორის. პაპს უნდა, თავად აკონ-
ტროლოს ეს საქმე, მეფეს კი ურჩევნია, თვითონ დაასრულოს
პროცესი. პაპი ცდილობს, მხოლოდ დროებით დახუროს ორდე-ნი,
დამნაშავეები დასაჯოს და შემდეგ პირვანდელი, წმინდა სა-

145
ხით ააღორძინოს საძმო. მეფეს კი სკანდალი სჭირდება, ყველა-
ფერს აკეთებს, რომ მთელი ორდენი ჩაითრიოს სასამართლო
პროცესში და საბოლოოდ გაანადგუროს ის პოლიტიკურადაც
და რელიგიურადაც. თუმცა, პირველ რიგში, მას ორდენის ფი-
ნანსურად განადგურება აინტერესებს.
ამ დროს საიდანღაც ჩნდება ერთი დოკუმენტი, ნამდვილი
შე-დევრი. თეოლოგების დასკვნაა, რომლებმაც გადაწყვიტეს,
რომ ბრალდებულებს დამცველის აყვანის უფლება არა აქვთ.
მოლა-პარაკება საჭირო არაა, რადგან ბრალი აღიარებულია,
პროცე-სიც ზედმეტია, მეფემ ძალაუფლების ფარგლებში უნდა
იმოქმე-დოს. პროცესი საეჭვო შემთხვევებშია საჭირო, აქ კი
საეჭვო არაფერია. "ჰოდა მაშ რაღად უნდათ დამცველი,
აღიარებულ დანაშაულს რაღა დაცვა სჭირდება? ფაქტები
აშკარაა, დანა-შაული - დადასტურებული!"
მაგრამ რადგან არის საფრთხე, რომ პროცესი მეფეს ხელი-დან
დაუსხლტეს და პაპის ხელში გადაინაცვლოს, მეფე და ნოგა-რე
სკანდალურ საქმეს გამოამზეურებენ: ტრუის ეპისკოპოსს ჯა-
დოსნობაში ედება ბრალი, ვინმე ნოფო დეის დასმენის საფუძ-
ველზე. შემდეგ აღმოჩნდება, რომ დეი ტყუოდა (და ჩამოახრჩო-
ბენ), მაგრამ ამასობაში საბრალო ეპისკოპოსს საჯაროდ ადანა-
შაულებენ სოდომის ცოდვაში, ღვთისგმობაში, მევახშეობაში.
იგივე ბრალდებებია, რასაც ტამპლიერებს უყენებდნენ. ალბათ
მეფეს სურს, საფრანგეთის შვილებს აჩვენოს, რომ ეკლესიას
ტამპლიერთა განსჯის უფლება არ აქვს, რადგან თავადაც მათსა-
ვით გასვრილია. ან, შეიძლება, ამით უბრალოდ პაპს აფრთხი-
ლებს. ბნელით მოცული ამბავია, პოლიციისა და საიდუმლო
სამსახურების ინტრიგები, ჯაშუშური ქსელები, ცილისწამებათა
ხლართები... პაპი კედელთანაა მიმწყვდეული და თანახმაა, და-

146
კითხონ სამოცდათორმეტი ტამპლიერი, რომლებიც წამებით გა-
მოძალულ ჩვენებებს ადასტურებენ. მაგრამ, მიუხედავად
აღიარებისა, პაპი შეიწყალებს მათ.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდება: ეს ის კვანძია,
რომლის გახსნასაც ვცდილობდი, წინააღმდეგობრივი და ურთი-
ერთგამომრიცხავი წყაროებით დაბნეული. როგორც კი პაპმა
ბოლოსდაბოლოს რაინდების შეწყალების უფლება მოიპოვა,
მაშინვე მეფეს გადაულოცა ისინი. ვერ გავარკვიე, რა მოხდა იმ
დროს. მოლე ჩვენებას ცვლის, პაპი დაცვის უფლებასაც აძლევს და
სამ კარდინალს უგზავნის დასაკითხად. 1309 წლის 26 ნოემ-ბერს
მოლე გულმხურვალე სიტყვით გამოდის, ამტკიცებს, რომ
თვითონაც სუფთაა და ორდენიც. აქეთ ემუქრება ბრალმდებ-
ლებს. ამ დროს მას მეფის კაცი, გიიომ დე პლეზანი მიუახლოვ-
დება, რომელსაც მოლე მეგობრად თვლის, და რაღაცას ჩასჩურ-
ჩულებს. იმავე თვის 28 რიცხვში მოლე სრულიად ბუნდოვან ჩვე-
ნებას იძლევა, ამბობს, ერთი გაუნათლებელი, ღატაკი რაინდი
ვარო და ცალყბად ჩამოთვლის ორდენის ღირსებებს (ამ
დროისათვის ფრიად მოძველებულს): ქველმოქმდებას, წმინდა
მიწისთვის დაღვრილ სისხლს და ასეთ რამეებს. ამ ყველაფერს
ნოგარე ემატება, რომელიც გაიხსენებს, ორდენი საეჭვოდ მე-
გობრობდა სალადინთანო. სერიოზული ღალატის ბრალდების
სუნი დგება. მოლე სრულიად უსუსურად იმართლებს თავს, ეტ-
ყობა, რომ დილეგში გატარებულმა ორმა წელმა ბოლომდე გა-ტეხა
და გაანადგურა, თუმცა არც დაპატიმრებამდე გამოირ-ჩეოდა
სულიერი სიმტკიცით. მესამე ჩვენებაში, მომდევნო წლის მარტში,
მოლე ახალ სტრატეგიას იყენებს: არ ლაპარაკობს. მხოლოდ პაპის
წინაშე ამოიღებს ხმას.

147
ვითარება უცებ იცვლება. ეს ყველაფერი ეპიკურ დრამაში გა-
დაიზრდება. 1310 წლის აპრილში ხუთას ორმოცდაათი ტამ-
პლიერი ითხოვს, მოუსმინონ. ღიად ამბობენ, რომ მეფემ წამე-
ბით აიძულა ტამპლიერები, დანაშაული ეღიარებინათ. ახლა
ორდენი წინა ჩვენებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უდანა-
შაულოა. მაგრამ მეფე და ნოგარე კარგად იცნობენ ტამ-
პლიერებს. უკან დაიხიეს? ძალიან კარგი, ეს მხოლოდ ადასტუ-
რებს მათ დანაშაულსაც და მათ ნამდვილ, მატყუარა სახესაც:
ტყუილზე დაფიცება ტამპლიერისთვის არაფერი ყოფილა. რე-
ლაფსი - ერთი ცოდვის ხელმეორედ ჩადენა - საშინელი ბრალ-
დება იყო იმ წლებში. ორდენი ჯიუტად უარყოფდა იმას, რაც
ცო-ტა ხნის წინ თავად აღიარა. შეიძლება, აპატიო მას, ვინც
აღიარებს და შეინანებს, მაგრამ არა იმას, ვისაც უკან მიაქვს სა-
კუთარი აღიარება და ახლა იმას გაიძახის, სანანებელი არაფე-რი
მაქვსო. ეს უპატიებელია.
ადვილი წარმოსადგენია სხვა ტუსაღთა ფსიქოლოგიური რე-
აქცია. ვინც ბრალი აღიარა, სიცოცხლე შეინარჩუნა, დილეგში
დარჩა და კაცმა არ იცის, რა ელის. ვინც არ შეინანა, ან კიდევ
უარესი, საკუთარი აღიარება უარყო, კოცონზე დაწვეს. საკუთა-
რი ჩვენების ხუთასი უარმყოფელი, რომელიც ჯერ ცოცხალია,
უარყოფს, რომ რამე აქვს უარსაყოფი.
ვინც შეინანა, სწორად გათვალა, რადგან 1312 წელს ისინი
შეიწყალეს, დანარჩენებს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ფი-
ლიპს სისხლისღვრა არ აინტერესებდა, მხოლოდ ორდენის და-
ქუცმაცებას სურდა. გათავისუფლებული რაინდები, რამდენიმეწ-
ლიანი ტუსაღობით სულიერად და ფიზიკურად გატეხილები,
უჩუმრად ჩაიფანტნენ სხვადასხვა ორდენებში. მხოლოდ ის უნ-
დოდათ, აღარავის გაეხსენებინა ისინი და ამ ხალხის ასე გაუჩი-

148
ნარება დიდხანს ასაზრდოებდა მათი საიდუმლოდ არსებობის
მითს.
მოლე კვლავაც ითხოვს, რომ პაპმა მოუსმინოს. კლემენტი
კრებას მოიწვევს ვიენაში 1311 წელს, მაგრამ მოლეს არ მოიხ-
მობს. ორდენის გაუქმების ბრძანებას გასცემს და მის ქონებას
ჰოსპიტალიერებს გადაულოცავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ
დროს ამ ქონებას მეფე განკარგავს.
კიდევ სამი წელი გადის და საბოლოოდ მაინც მიაღწევენ შე-
თანხმებას პაპთან: 1314 წლის 19 მარტს პარიზის ღვთისმშობ-ლის
ტაძრის წინ მოლეს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ამ
ბრალდებით მოლე საშინლადაა შეურაცხყოფილი. მრავალი წე-ლი
ელოდა, რომ პაპი თავის მართლების საშუალებას მისცემდა და
ახლა გრძნობს, რომ უღალატეს. შესანიშნავად იცის, რომ თუ
კიდევ ერთხელ უარყოფს საკუთარ ჩვენებას, მასაც სამუდამოდ
მიეკერება რეციდივის, აღიარების უარმყოფელის სახელი. რა
ტრიალებს მის გულში სამართლის თითქმის შვიდწლიანი ლო-
დინის შემდეგ? მოახერხებს, მოიკრიბოს გამბედაობა, რომელიც
მისმა წინამორბედებმა გამოიჩინეს? გადაწყვეტს, რომ უკვე სა-
ბოლოოდაა განადგურებული და სამუდამოდ ცოცხლად დამარ-
ხვას, პატივის აყრას ამჯობინებს, ღირსეულად შეეგებოს სიკ-
ვდილს. ადგება და უარყოფს როგორც საკუთარ, ისე თავის ძმა-თა
უდანაშაულობას: ტამპლიერებმა ერთადერთი რამ დააშავეს,
სილაჩრის გამო უარყვეს ორდენი და მე ამას არ გავაკეთებო.
ნოგარე ხელებს იფშვნეტს: საჯაროდ აღიარებული დანა-შაული
საჯაროდ უნდა დაისაჯოს, თანაც სასწრაფოდ, გადაუდებ-ლად.
მოლეს მიბაძა ნორმანდიის მაგისტრმა, ჟოფრუა დე შარ-ნემაც.
მეფე იმავე დღეს იღებს გადაწყვეტილებას: სიტეს კუნძუ-

149
ლის შემაღლებულ ადგილზე მოაწყობენ კოცონს და მზის ჩას-
ვლისას დაწვავენ მოლესა და შარნეს.
ლეგენდის თანახმად, დიდ მაგისტრს სიკვდილის წინ თავის
მტარვალთა განადგურება უწინასწარმეტყველებია. მართლაც,
პაპი, მეფე და ნოგარე ერთ წელიწადში მიიცვალნენ. მარინისაც
არ გაუმართლა: მეფის სიკვდილის შემდეგ ღალატსა და ავ
ზრახვებში ამხილეს, ჯადოსნობაც დააბრალეს და სახრჩობელა-
ზე მიაბრძანეს. ბევრმა წამებულად შერაცხა მოლე. დანტეც კი
გამოეხმაურა ხალხის აღშფოთებას ტამპლიერთა უსამართლო
დევნის გამო.
აქ ისტორია მთავრდება და ლეგენდა იწყება. იმასაც ჰყვები-
ან, რომ გილიოტინაზე ასულ ლუი XVI-ს, სანამ ჯალათი თავს
მოჰკვეთდა, დაუყვირია: "ჟაკ დე მოლე, შური ნაძიებიაო!"
ამ ამბებს ვყვებოდი იმ საღამოს "პილადეში". ყოველ წამს
მაწყვეტინებდნენ სიტყვას, ბელბო დროდადრო მერთვებოდა:
"მოიცათ, ეს, მგონი, ორუელთან თუ კესტლერთან წამიკითხავს,
არა?" ან: "მოიცათ... ეს იმის ისტორია არაა?.. რა ერქვა?.. აი ის,
კულტურული რევოლუციის დროს..." დიოტალევი, რომელიც უხ-
მოდ მისმენდა, ასეთ დროს დაასკვნიდა ხოლმე: "Historia magistra
vitae"32 და ბელბო პასუხობდა: "კარგი რა, კაბალის მიმდევარს
ისტორიის არ სჯერა". ის კი - ჯიუტად: "მეც მაგას ვამ-ბობ,
ყველაფერი მეორდება, ისტორია კი იმიტომაა მასწავლებე-ლი,
რომ გვასწავლის, ისტორია არ არსებობსო. მთავარი ცვლი-ლებები,
გარდამავალი ეტაპებია".

"ისტორია ცხოვრების მასწავლებელია" (ლათ.)

150
- კი მაგრამ, - მკითხა ბოლოს ბელბომ, - ვინ იყვნენ ტამ-
პლიერები? თავიდან ჯონ ფორდის ფილმის სერჟანტებივით
წარ-მოგვიჩინეთ ისინი, მერე ვიღაც ძუნძგლიან მათხოვრებად,
მი-ნიატურებზე გამოსახულ რაინდებად, მერე - ღმერთის
ბანკირე-ბად, რომლებიც ბინძურ საქმეებს ატრიალებდნენ,
შემდეგ - გა-ნადგურებული არმიის მეომრებად, შემდეგ -
ლუციფერის სექ-ტის მიმდევრებად და ბოლოს - თავისუფალი
აზრისათვის წამე-ბულებად. გამაგებინეთ, ვინ იყო ეს ხალხი?
- რადგან მითად იქცნენ, მაშასადამე, ამის მიზეზი არსებობ-
და. ერთდროულად იყვნენ ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალეთ.
ალბათ, მარსელი ისტორიკოსები მეოთხე ათასწლეულში იმა-
საც იკითხავენ, ვინ იყვნენ კათოლიკეები, წამებულები, რომ-
ლებსაც ლომებს უყრიდნენ გალიაში თუ ერეტიკოსებზე
მონადი-რე მტარვალები? ორივე ერთად.
მოკლედ... მართლა აკეთებდნენ ამ ყველაფერს თუ არა?
ყველაზე სახალისო ისაა, რომ მათი მიმდევრები, ანუ სხვა-
დასხვა დროის ნეოტამპლიერები, ამტკიცებენ, რომ აკეთებ-დნენ.
გამართლება ბევრნაირია. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ყველა-ფერი
ერთგვარი ყმაწვილური გასართობი იყო და მეტი არაფე-რი: გინდა
ტამპლიერი გახდე? დაამტკიცე, რომ გამბედაობა გე-ყოფა,
დააფურთხე ჯვარცმას და ვნახოთ, დაგსჯის თუ არა ღმერ-თი.
როგორც კი საძმოს შეუერთდები, თავით ფეხებამდე მისი
კუთვნილება ხარ, მაშინ უკანალზეც უნდა გემთხვიონ, რატომაც
არა. მეორე ვერსიით, ახალ წევრებს ქრისტეს უარყოფას იმი-ტომ
აიძულებდნენ, რომ ენახათ, როგორ მოიქცეოდნენ, თუ
სარკინოზებს ჩაუვარდებოდნენ ხელში. სულელური ახსნაა, ცხა-
დია, ადამიანს წამების გაძლებას წამებით არ ასწავლიან, თუნ-
დაც ეს წამება სიმბოლური იყოს. მესამე ვერსია: აღმოსავლე-

151
თის ტამპლიერები მანიქეველ ერეტიკოსებთან იყვნენ კავშირ-ში,
რომლებსაც სძულდათ ჯვარი, როგორც მაცხოვრის წამების იარაღი
და ამქვეყნიურ ცხოვრებას, ქორწინებასა და შვილების გაჩენის
უარყოფდნენ. ეს ერეტიკოსობის ერთ-ერთი ძველი, ტი-პური
მოსაზრებაა, რომლებიც შემდეგ კათარებს გადაელოცათ. არსებობს
ვრცელი თეორია ტამპლიერებზე კათარიზმის ზეგავ-ლენის
შესახებ. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ ადვილად აიხსნება
ტამპლიერთა სოდომიზმიც, თუნდაც სიმბოლური. და-ვუშვათ,
რაინდებს მართლაც ჰქონდათ საქმე ამ ერეტიკოსებ-თან. ისინი
ინტელექტუალები ნამდვილად არ ყოფილან: ნაწი-ლობრივ
გულუბრყვილობით, ნაწილობრივ სნობიზმითა და სხეულის
სიყვარულით, საკუთარი ფოლკლორი შექმნეს, რაც მათ სხვა
ჯვაროსნებისაგან გამოარჩევდა. უამრავი რიტუალი და ჟესტი მათ
მხოლოდ ერთმანეთის ამოცნობისთვის სჭირდებო-დათ, ისე, რომ
არც აინტერესებდათ მათი მნიშვნელობა.
ის ბაფომეტი რაღა იყო?
იცით, ბევრ ჩვენებაშია ნახსენები ბაფომეტის სახე, მაგრამ ეს,
შეიძლება, პირველი გადამწერის შეცდომაც იყოს. თუ ეს ოქ-მები
შემდეგ ბევრჯერ გადააკეთ-გადმოაკეთეს და ახლები შე-თითხნეს,
ეს შეცდომა უამრავ დოკუმენტში გამეორდება. ზოგან
"მაჰომეტიც" არის ნახსენები,33 ანუ ტამპლიერებმა საკუთარი,
სინკრეტისტული ლიტურგიკა შექმნეს. ზოგიერთ ჩვენებაში ნათ-
ქვამია, რომ ისინი "იალაზე" ლოცულობდნენ, რაც "ალაჰს" უნდა
ნიშნავდეს. მაგრამ მუსლიმები მუჰამედის გამოსახულებას არ
ეთაყვანებოდნენ, მაშ ვისი გავლენის ქვეშ უნდა ყოფილიყვნენ

istud caput vester deus est, et vester Mahumet.

152
ტამპლიერები? დაკითხვის ოქმებში ბევრი ახსენებს კერპის თავს,
ზოგჯერ - მხოლოდ თავს კი არა, მთლიან კერპსაც აღწე-რენ: ხის
ქანდაკებას, ხუჭუჭას, წვერიანს, მთლიანად ოქროთი დაფარულს.
ოქმებიდან ისე ჩანს, თითქოს მოსამართლეები და-კითხვისას
უჩვენებენ ბრალდებულებს ამ კერპებს, თუმცა მათი კვალი
არსადაა შემორჩენილი. თითქოს ყველას უნახავს ისინი და თან -
არავის. კატის ამბავი გაიხსენეთ: ზოგს რუხი უნახავს, ზოგს -
ჟღალი, ზოგსაც - შავი. მაგრამ... წარმოიდგინეთ შანთე-ბით
დაკითხვა: "გინახავს კატა ორდენის წევრად კურთხევის რი-
ტუალზე?". როგორ გინდა, არაო, უპასუხო, როცა ტამპლიერებს
უამრავი კატა ჰყავდათ, რადგან მათი მარცვლეულის სათავსები
თაგვებით იყო სავსე? მაშინ ევროპაში კატა ჯერ კიდევ არ იყო
გავრცელებული შინაური ცხოველი, სამაგიეროდ, ეგვიპტეში
გახლდათ. ან იქნებ ტამპლიერებს სწორედ იმიტომ ჰყავდათ
სახლში კატები, რომ ტრადიციას დაპირისპირებოდნენ, ხალხი ხომ
ეჭვის თვალით უყურებდა კატას? ბაფომეტის ამბავიც რაღაც
ასეთი იქნებოდა... ჩემი აზრით, წმინდა ნაწილებს ინახავდნენ
თავის ფორმის მოოქროვილ ჭურჭლებში, მაშინ ეს ჩვეულებრი-ვი
ამბავი იყო. ბევრი ბაფომეტს საერთოდ ალქიმიურ მოვლე-ნად
თვლიდა.
- ჰო, ალქიმია ყველგანაა ნახსენები, - დამიდასტურა დიოტა-
ლევიმ. - ტამპლიერები, სავარაუდოდ, ოქროს წარმოების
საიდუმლოსაც ფლობდნენ.
- რა თქმა უნდა, - განაგრძო ბელბომ. - სარკონოზების ქალა-
ქებს აწიოკებდნენ, ქალებსა და ბავშვებს ყელს სჭრიდნენ, ყვე-
ლაფერს ძარცვავდნენ, სადაც ფეხს დადგამდნენ. იცით, რას
გეტყვით, ეს ამბავი ერთი დიდი აბდაუბდაა.

153
- ალბათ, თავშიც დიდი აბდაუბდა ჰქონდათ, ფეხებზე არ
ეკი-დათ თეოლოგიური დებატები? ისტორიას უამრავი ახსოვს
ასე-თი გაერთიანება, რომელიც საკუთარ სტილს ქმნიდა,
მისტიკუ-რობას იბრალებდა და თავი მოჰქონდა ამით, თუმცა
აზრზე არ იყო, რას აკეთებდა. არსებობს ეზოტერიკული
ინტერპრეტაციაც, რომლის თანახმადაც, ტამპლიერები
სრულიად გაცნობიერებუ-ლად მოქმედებდნენ, აღმოსავლური
საიდუმლო წესის მიმდევ-რები იყვნენ და უკანალზე კოცნის
რიტუალსაც თავისი მისტიკუ-რი დატვირთვა ჰქონდა.
იქნებ ამიხსნათ, რა მისტიკური შინაარსი უნდა ჰქონდეს
ტრაკზე კოცნას? - ჩაეკითხა დიოტალევი.
ზოგიერთი თანამედროვე ეზოტერიკოსი მიიჩნევს, რომ
ტამ-პლიერები ინდურ მოძღვრებებს მისდევდნენ. უკანალზე
კოცნით კი ხერხემლის ბოლოში, სასქესო ჯირკვლებთან ახლოს
დაბუ-დებული კოსმიური ძალა, გველი კუნდალინი იღვიძებდა
და გირჩისებრ ჯირკვალს გადაეცემოდა...
დეკარტის ჯირკვალს?
დიახ, მგონი. ამ დროს ადამიანს შუბლზე მესამე თვალი
ეხ-სნება, პირდაპირ დროში და სივრცეში მომზირალი თვალი.
ამი-ტომაც აქამდე არავის ამოუხსნია ტამპლიერთა საიდუმლო.
ფილიპ ლამაზს თანამედროვე ეზოტერიკოსები უნდა
დაეხ-რაკა კოცონზე და არა ის საცოდავები.
ჰო, მაგრამ ახლანდელ ეზოტერიკოსებს გროში არ აბადი-
ათ.
ღმერთო, ეს რაებს ვისმენ... - ჩაერთო ბელბო. - ახლა გასა-
გებია, რატომაა ამდენი გიჟი შეპყრობილი ტამპლიერებით.
თქვენი იმდღევანდელი ამბისა არ იყოს... მთელი მათი ის-
ტორია ერთი დამახინჯებული სილოგიზმია. თავი მოისულელე
154
და ვერასოდეს ვერავინ ამოხსნის შენს საიდუმლოს. აბრაკადაბ-
რა, მანელ ტეკელ ფარეს, პაპე სატან პაპე სატან ალეპე, le vierge le
vivace et le bel aujourd'hui... პოეტები, მოძღვრები, ჯა-დოქრები
რაღაცას ბურტყუნებენ უაზროდ და კაცობრიობა საუკუნეებს
ხარჯავს მათი გზავნილის გასაშიფრად. ტამპლიერე-ბის
საიდუმლო იმიტომაა ამოუხსნელი, რომ სრული დომხალი
ჰქონდათ თავში. ამიტომ ეთაყვანება მათ ამდენი.
პოზიტივისტური ახსნაა, - დაასკვნა დიოტალევიმ.
დიახ. ალბათ, პოზიტივისტი ვარ, - ვუპასუხე. -
გირჩისებრი ჯირკვლის ოპერაციას ტამპლიერები იქნებ
ჰოსპიტალიერებად, ანუ ნორმალურ ადამიანებად, ექცია. ომი
ტვინს აზიანებს, არ ვი-ცი, როგორ... შეიძლება, ქვემეხების
გრუხუნის ბრალია, ან ბერ-ძნული ცეცხლის კაშკაშის... თუ არ
გჯერათ, გენერლებს შეხე-დეთ.
პირველი საათი იყო. დიოტალევი, ტონიკით გაბრუებული,
ზეზეურად თვლემდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ვიხალისეთ იმ საღამოს, თუმცა ჯერ არ ვიცოდით, რომ ჩვენც იმ
ბერძნულ ცეცხლს ვეთამაშებოდით, რომელიც წვავს,
ანადგურებს, ნაცარ-ტუტად აქცევს.

155
15

გერარდ დე სივერიმ მითხრა: "სირ, თუ ფიქრობთ, რომ არც


მე და არც ჩემს მეომრებს ამით ღირსება არ შეგველახება, გრაფ
დ'ანჟუს ვთხოვ დახმარებას ბრძოლის ველზე". მე კი მივუგე:
"მე-სირ გერარდ, ვგონებ, ღირსეული საქციელია,
თანამებრძოლთა გადასარჩენად შველა ითხოვოთ და
34
ამისათვის საკუთარი სი-ცოცხლე ჩაიგდოთ საფრთხეში".
იმ დღის შემდეგ ბელბოს ცოტა ხნით თუ შევხვდებოდი
ბარში, ნაჩქარევად გამოველაპარაკებოდით ხოლმე ერთმანეთს
- დიპ-ლომზე ვმუშაობდი.
ერთხელ ქალაქში მასშტაბური ანტიფაშისტური დემონსტრა-
ცია გამოცხადდა. მსვლელობა უნივერსიტეტიდან იწყებოდა.
როგორც წესი, ყველა ანტიფაშისტ ინტელექტუალს მოუწოდებ-
დნენ ხოლმე საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობის მისაღე-
ბად. პოლიცია აშკარად მობილიზებული იყო ქალაქში, თუმცა
მომეჩვენა, რომ დემონსტრაციის ჩაშლას არავინ აპირებდა. იმ
წლებში ხშირად ხდებოდა ასე: თუნდაც მსვლელობა უნებართვო
ყოფილიყო, თუ ვითარება არ დაიძაბებოდა, პოლიცია არ ერეოდა
და მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, რომ მემარცხენე-ებს
მილანის ცენტრში დადგენილი პირობითი საზღვრები არ და-
ერღვიათ. დემონსტრანტებს თავიანთი უბნები ჰქონდათ, ხოლო
აუგუსტოს მოედნის იქით და სან-ბაბილას მიმდებარე ტერიტო-
რიებზე, როგორც წესი, ფაშისტები იყვნენ გამაგრებული. თუ
რომელიმე მხარე საზღვარს დაარღვევდა, შეტაკება გარდაუვა-

Joinville, Histoire de Saint Louis, 46, 226


156
ლი იყო, მაგრამ იქამდე სიმშვიდე სუფევდა, როგორც მომთვი-
ნიერებელსა და ლომს შორის. ეს ჩვენ გვგონია, რომ გააფთრე-
ბული ლომი თავს ესხმის მომთვინიერებლს და ისიც მათრახის
მოქნევით ან ჰაერში გასროლით იმორჩილებს მხეცს. ნურას
უკაცრავად. ამ დროს ლომი უკვე მაძღარია და თან წამლით
გაბ-რუებული, ასე რომ საკუთარი ნებით შედის გალიაში და
თავდას-ხმას სულაც არ აპირებს. როგორც ყველა მხეცმა, მანაც
იცის სა-კუთარი, უსაფრთხო ტერიტორიის საზღვრები და რაც
მის მიღმა ხდება, არ აღელვებს. როცა მომთვინიერებელი
ლომის ტერი-ტორიაზე დგამს ფეხს, ცხოველი იღრინება,
მომთვინიერებელი მათრახს აღმართავს, სინამდვილეში კი
უკან იხევს (ვითომ ნახ-ტომისთვის ემზადება) და ლომიც
მშვიდდება. სიმულირებულ რევოლუციას თავისი წესები აქვს.
არც ერთ ჯგუფში არ ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი დემონ-
სტრაციაზე. "გარედან" ვაკვირდებოდი მოვლენებს - სანტო--
სტეფანოს მოედნიდან, სადაც გამომსვლელთადმი სოლიდარო-
ბის გამოსახატავად მოსული ჟურნალისტები, რედაქტორები,
მსახიობები ირეოდნენ. "პილადეს" კლიენტურა სრული შემად-
გენლობით იყო წარმოდგენილი.
იქვე ახლოს ბელბო დავინახე, ვიღაც ქალი ახლდა, ბარში
ხშირად ვხედავდი ხოლმე მასთან ერთად (თუმცა მერე სადღაც
გაქრა და ახლა, დოქტორ ვაგნერის ამბის წაკითხვის შემდეგ,
ვიცი - რატომაც).
თქვენც აქ ხართ? - მივაშურე.

157
- რას ვიზამთ, - გამიღიმა უხერხულად, - სული ხომ უნდა გა-
დავირჩინოთ. Crede firmiter et pecca fortiter.35 არაფერს გახსე-
ნებთ ეს სცენა?
მიმოვიხედე. მზიანი საღამო იყო. ასეთ ამინდში მილანი ძა-
ლიან ლამაზია, ყვითელი ფასადებითა და თბილი ლითონისფე-რი
ცით. ჩვენ წინ პოლიციელები გამაგრებულიყვნენ მწკრივე-ბად,
ჩაფხუტები და პლასტმასის ფარები ფოლადივით ულაპლა-
პებდათ. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კომისარი,
ჭყეტელა სამფეროვანი ქამრით, საქმიანად მიდი-მოდიოდა მათ
წინ და განკარგულებებს აძლევდა. უკან, დემონსტრანტებისკენ,
მივიხედე. ბრბო ნელა მოიწევდა წინ. ხალხის მასაში პლაკატე-ბი,
ჯოხები, დროშები ამოშვერილიყო. გუგუნით იმეორებდნენ
36
გარითმულ მოწოდებებს. კიდეებზე "კატანგას" ხალხი მოჩან-და,
სახეზე წითელი ცხვირსახოცებით, ჭრელი პერანგებით, გაც-
ვეთილ, გახუნებულ ჯინსებზე მსხვილბალთიანი ქამრებით, რა
აღარ ჩაებღუჯათ იარაღად და ზედ დროშები დაეხვიათ. მხატ-ვრის
პალიტრას ჰგავდა იქაურობა, რაულ დიუფის მხიარული ნახატები
მომაგონა. დიუფიმ კი გიიომ დიუფე გამახსენა. უცებ თავი
მინიატურის პერსონაჟად წარმოვიდგინე, ბრბოში თითქოს
ანდროგინი ქალებიც დავინახე, რომლებიც დანაპირებ დღესას-
წაულს ელოდნენ. ამ ყველაფერმა ერთად გამიელვა გონებაში და
მომეჩვენა, რომ რაღაც ნაცნობს ვუყურებდი, მაგრამ ვერ
ვხვდებოდი, რას.

"გწამდეს მეტად და შესცოდე კიდევ უფრო მეტად" (ლათ.)

70-იან წლებში მილანის სტუდენტური მოძრაობის ერთგვარი


"წესრიგის დამცველი ერთეული", რომელიც საკმაოდ კარგად
ორგანიზებული იყო.
158
ასკალონის აღებას არ ჰგავს? - გამომხედა ბელბომ.
ღმერთო! - გამინათდა გონება. - ვფიცავ წმინდა იაკობს,
ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობაა! დარწმუნებული ვარ, ამ
საღამოს ბევრი მათგანი სამოთხეში აღმოჩნდება!
ჰო, - დამიდასტურა ბელბომ. - ოღონდ გასარკვევია, სარკი-
ნოზები რომელ მხარეს არიან.
პოლიციელები ტევტონები არიან, - დავაზუსტე. - ჩვენ, შეიძ-
ლება, ალექსანდრე ნეველის რაზმი ვიყოთ... მგონი, რაღაც ავუ-
რიე... იმ ჯგუფს გახედეთ, გრაფ დ'არტუას მსახურებს არ ჰგვა-
ნან? ერთი სული აქვთ, როდის შეუტევენ, თავის დამცირება არ
სურთ, მტრისკენ მიიწევენ და მუქარით აქეზებენ მას!
ამ დროს შეტაკება დაიწყო. კარგად არ მახსოვს, რა მოხდა,
ბრბო სწრაფად წამოვიდა წინ, მოწინავე რიგებში შავჩაფხუ-
ტიანი და ჯაჭვიანი ახალგაზრდები აქტიურობდნენ.
ყურთასმენის წამღები ღრიალით სცადეს პოლიციის კორდონის
გარღვევა და სან-ბაბილას მოედანზე შეღწევა. ლომი ამოძრავდა
და ჩანდა, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიეღო. პოლიციის
პირველი მწკრივი გაიშალა და წყლის ჭავლის სატყორცნი
შლანგები გა-მოჩნდა. დემონსტრანტთა რიგებიდან ქვების
პირველი სეტყვა წამოვიდა. პოლიციელებს წინა ჯგუფი
გამოეყო და ხელკეტებით შეუტია აქციის მონაწილეებს. ბრბო
აიშალა, ატორტმანდა. ამ დროს სადღაც შორიდან, ლაგეტოს
ქუჩის ბოლოდან, სროლის ხმა მოისმა. შეიძლება, სროლა არც
იყო და სადღაც საბურავი გასკდა ან ვინმემ პეტარდა ისროლა.
გამორიცხული არაა, გა-მაფრთხილებელი გასროლაც ყოფილიყო
იმათი მხრიდან, ვინც რამდენიმე წელიწადში P38-ის აქტიურ
გამოყენებაზე გადავი-დოდა.

159
პანიკა ატყდა. პოლიციამ იარაღი შემართა, საყვირის ხმები
მოისმა. ბრბო ორად გაიყო. ერთი ნაწილი მუშტებს იქნევდა და
წინ მიიწევდა, ზოგს კი ამოწურულად მიაჩნდა საკუთარი
მოვა-ლეობა და უკან იხევდა. ვია ლარგას გავუყევი სირბილით,
გული მისკდებოდა, კეფაში ქვა ან ხელკეტი არ წამომეწიოს-
მეთქი. ამ დროს ბელბო და მისი მეგობარი ქალი დავინახე.
ისინიც გარ-ბოდნენ, თუმცა პანიკის გარეშე.
რასტრელის ქუჩის კუთხეში ბელბო მკლავში მწვდა: "აქეთ,
ახალგაზრდავ". მინდოდა, მეკითხა, რატომ-მეთქი, ხალხმრავა-ლი
ვია ლარგა უფრო საიმედოდ მეგულებოდა და ცოტა არ იყოს,
კლაუსტროფობიამ შემომიტია პეკორარისა და არჩივეს-კოვადოს
ვიწრო ქუჩების ხლართში. ჩემი აზრით, საიდანღაც პო-ლიცია რომ
გამომტყვრალიყო, იმ ვიწრო ქუჩებში ძალიან გაგ-ვიჭირდებოდა
მასაში ჩაკარგვა და მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ
დემონსტრანტები ვიყავით. მაგრამ ბელბომ მანიშნა, ჩუმად იყა-
ვიო. ორი-სამი მოსახვევი გავირბინეთ და ბელბომ უცებ შეანე-ლა
ნაბიჯი. კათედრალის უკანა მხარეს ამოვყავით თავი. მანქა-ნები
ჩვეულებრივად მოძრაობდნენ და შეტაკების ხმაც კი არ ის-მოდა,
მიუხედავად იმისა, რომ აქედან სულ რაღაც ორას მეტრში
ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. ჩუმად შემოვუარეთ
ტაძარს და ფასადთან გამოვედით, გალერეის მხრიდან. ბელბომ
იქვე ერთი შეკვრა საკენკი იყიდა და წმინდანის მოთმინებითა და
ხალისით შეუდგა მტრედების დაპურებას. არაფრით გამო-
ვირჩეოდით შაბათის მოსეირნეებისაგან, მე და ბელბოს პიჯაკე-ბი
გვეცვა და ჰალსტუხებიც გვეკეთა, ბელბოს მეგობარი კი ნამ-
დვილი მილანელი ქალბატონივით გამოიყურებოდა: ნაცრის-ფერ
ყელიან სვიტერს მარგალიტის მძივი უმშვენებდა, ხელოვ-

160
ნური თუ ნამდვილი, მნიშვნელობა არ აქვს. ბელბომ ქალი გა-
მაცნო:
ეს სანდრაა, იცნობთ ერთმანეთს?
კი, შევხვედრივართ.
იცით, კაზობონ, - მითხრა ბელბომ,- თუ თავის გადარჩენა
გინდა, სწორ ხაზზე ვერ ირბენ. ნაპოლეონ მესამემ, ტურინელი
სავოიების მიბაძვით, პარიზი გამოშიგნა და ბულვარების ქსე-ლად
აქცია, რასაც ახლა ყველა ვადიდებთ, როგორც ურბანის-ტულ
შედევრს. სინამდვილეში კი სწორი ქუჩები აჯანყებული მა-სების
უკეთ საკონტროლებლადაა საჭირო. აბა ელისეს მინ-დვრებს
გადახედე, გვერდითი, მეორადი ქუჩებიც კი სწორი და განიერია.
სადაც ეს არ გამოუვიდათ, მაგალითად, ლათინური უბნის
ჩიხებში, სწორედ იქ მოხდა, რაც მოხდა, 68 წლის მაისში.
გაქცეულები ვიწრო ქუჩებს აფარებენ თავს. ვერავითარი სახელ-
მწიფო ძალა ვერ გააკონტროლებს ყველა მათგანს, დაქსაქსვას და
ჩიხებში დამნაშავეთა დევნას პოლიციელებიც ერიდებიან. ორ
პოლიციელს თუ შეეჩეხე ვიწრო ჩიხში, იცოდე, რომ შენზე მეტად
იმათ ეშინიათ. როგორც წესი, ასეთ დროს მდევარი და დევნილი
ერთმანეთის საპირისპირო მხარეს გარბის. როცა სა-ჯარო
თავყრილობაში აპირებ მონაწილეობას, თუ იქაურობას კარგად არ
იცნობ, წინა დღეს უნდა დაიარო და შეისწავლო მიმ-დებარე
უბნები და იქ დადგე, საიდანაც ვიწრო ქუჩები იტოტება.
ბოლივიაში გაიარეთ საგანგებო მომზადების კურსი?
თვითგადარჩენის წესებს მხოლოდ ბავშვობაში ითვისებ
ადამიანი. ცხადია, თუ დიდობაში "მწვანე ბერეტებში" არ ჩაეწე-
რები. მძიმე წლები მაქვს გამოვლილი, პარტიზანული ომის
დროს ***-ში ვიყავი... - რაღაც პატარა დაბა ახსენა, მონფერატო-
სა და ლანგეს შორის. - 43-ში ავიყარეთ ქალაქიდან, პირდაპირ

161
იდეალური გათვლა იყო, რომ ყველაფერი ერთად დაგვტყდო-
მოდა თავს, ალყა, SS-ის ხალხი, ბრმა ტყვიები. მახსოვს, ერ-
თხელ, საღამო იყო, რძე მომქონდა გლეხისგან, ჭალა უნდა გა-
მევლო, რომ გორაკზე ავსულიყავი. ზემოდან რაღაც ხმაური მო-
მესმა, ავიხედე, ხეების კენწეროები უცნაურად შრიალებდა.
მივ-ხვდი, რომ წინიდან, გორაკის მხრიდან, ავტომატით
ცხრილავ-დნენ სარკინიგზო ხაზს, რომელიც ჩემს ზურგს უკან,
ხეობაში გა-დიოდა. ადამიანი ამ დროს ინსტინქტურად გარბის
ან მიწაზე ემ-ხობა. შეცდომა დავუშვი, უკან, ხეობისკენ,
გავიქეცი. უცებ ყველა მხრიდან ჩხაკუნი მომესმა: ტყვიები იყო,
რომლებიც რკინიგზამ-დე ვერ აღწევდა. მივხვდი, რომ, თუ
მთიდან შორს, ხეობისკენ ისვრიან, უკან კი არა, წინ უნდა
გაიქცე, აღმართში. რაც უფრო უახლოვდები მსროლელებს, მით
უფრო უსაფრთხოდ ხარ: ტყვიები შენ თავზე ზუის. ერთხელ
ბებიაჩემი ფაშისტებსა და პარტიზანებს შორის ატეხილ
სროლაში მოხვედრილა, რომლე-ბიც სიმინდის ყანის ორი
ბოლოდან უტევდნენ ერთმანეთს. ბე-ბიაჩემს ბრწყინვალე
აზრი მოსვლია მაშინ თავში, მიმხვდარა, საითაც უნდა
გაქცეულიყო, შეიძლებოდა, ბრმა ტყვია მოხვედ-როდა. ამიტომ
მიწაზე დამხობილა, ბრძოლის ველის შუახაზზე. ათი წუთი
ყოფილა ასე მიწაში ჩამხობილი და ლოცულობდა, რომ არც
ერთი მხარე არ წამოწეულიყო წინ საგრძნობლად. გაუმართლა.
როცა ადამიანი ბავშვობიდან სწავლობს ასეთ რა-მეს, ეს ცოდნა,
რეფლექსის სახით, სამუდამოდ რჩება გონებაში ჩაკირული.
თქვენ პირადად გაგივლიათ "წინააღმდეგობის" პერიოდი.
როგორც მაყურებელს, - მის ხმაში გარკვეული უხერხულო-
ბა დავიჭირე. - ორმოცდასამში თერთმეტი წლის ვიყავი, ომი
რომ დამთავრდა - ცამეტის. ომში მონაწილეობისთვის ძალიან

162
ცოტაა, მაგრამ დასამახსოვრებლად საკმარისია. ვიტყოდი, ერ-
თგვარი ფოტოგრაფიული მეხსიერებით გონებაში აღსაბეჭდად.
რა უნდა მექნა? ვუყურებდი. და გავრბოდი, როგორც დღეს.
- ახლა შეგიძლიათ, იმ ამბებს მოჰყვეთ, სხვების წიგნების
რე-დაქტირების ნაცვლად.
- უკვე ყველაფერი ნათქვამი და მოყოლილია, კაზობონ. მა-
შინ რომ ოცი წლის ვყოფილიყავი, ორმოცდაათიანებში მეხ-
სიერებას პოეზიად გადავაქცევდი. კიდევ კარგი, გვიან დავიბა-
დე: როცა წერა შემეძლო, აღარაფერი დამრჩენოდა, თუ არა
სხვების წიგნების სწორება. ისე, იმ გორაკებზე ბეწვზე ვარ
ტყვი-ას გადარჩენილი.
- ვის ტყვიას? - წამოვაყრანტალე და უცებ შემრცხვა. -
მაპატი-ეთ, ვიხუმრე.
- არა, არ გიხუმრიათ. ახლა კი ვიცი ეს, მაგრამ მხოლოდ ახ-
ლა. მაშინ ვიცოდი? იცით, მთელი ცხოვრება, შეიძლება, გამოგ-
ხრას სინანულმა, ოღონდ იმის გამო კი არა, რომ შეგეშალა -
შეცდომას ინანებ მაინც - არამედ იმის გამო, რომ საშუალებაც
არ მოგეცა, საკუთარი თავისთვის დაგემტკიცებინა, რომ მცდარ
არჩევანს არ გააკეთებდი... მე პოტენციური მოღალატე ვარ. რა
უფლება მაქვს, ახლა რამე სიმართლეზე ვწერო ან სხვებს რამე
ვასწავლო?
- უკაცრავად, მაგრამ პოტენციურად სერიული მკვლელიც
შე-იძლებოდა გამხდარიყავით, მაგრამ არ გამხდარხართ. ეს ნევ-
როზია. თუ თქვენი სინდისის ქენჯნა კონკრეტულ სამხილებს
ეფუძნება?
- რას ნიშნავს სამხილი ამ ვითარებაში? ჰო, ნევროზზე გამახ-
სენდა, ამ საღამოს დოქტორ ვაგნერთან ვარ მიწვეული ვახშამ-

163
ზე. ტაქსი მჭირდება, ლა სკალას მოედანზე გავალ. მოდიხარ,
სანდრა?
დოქტორ ვაგნერთან? - მივაწიე, სანამ დავემშვიდობებოდი.
პირადად მასთან?
დიახ, მილანშია რამდენიმე დღით. იქნებ დავარწმუნო, გა-
მოუცემელი ნაშრომებიდან რამე მოგვცეს, რომ წიგნად გამოვ-
ცეთ. მაგარი იქნება.
ანუ ამ დროს ბელბო უკვე იცნობდა დოქტორ ვაგნერს. ვინ
იცის, სწორედ იმ საღამოს ჩაუტარა ვაგნერმა ფსოქოანალიზის
სეანსი ბელბოს უსასყიდლოდ, ისე, რომ ვერც ერთი ვერ მიხვდა
ამას. ან იქნებ შემდეგ მოხდა.
ასე იყო თუ ისე, იმ საღამოს ბელბომ პირველად ახსენა ***-ში
გატარებული ბავშვობა. საინტერესო ის იყო, რომ მოგონების
ხიბლითა და დიდებულებით დაფერილი გაქცევების ეს ძველი
ამბები მაშინ გაახსენდა, როცა ახლა უკვე ჩემთან ერთად
(უფრო სწორად, ჩემ წინ) და ყოველგვარი დიდების გარეშე,
ლაჩრუ-ლად, თუმცა კი ბრძნულად, კიდევ ერთხელ გარბოდა.

164
16

"როცა პროვენელ მამა სტეფანს მსაჯულთა წინაშე ჰკითხეს,


სურდა თუ არა, დაეცვა ორდენი, მან უარი განაცხადა და დაამა-
ტა, თუ მაგისტრებს უნდათ დაცვა, მათი ნებაა, მაგრამ მე დაპა-
ტიმრებამდე მხოლოდ ცხრა თვე ვიყავი ორდენის წევრიო".37
"აბულაფიაში" სხვა გაქცევების ამბებიც წავიკითხე. ამაზე
ვფიქრობდი იმ საღამოს პერისკოპში, როცა სიბნელეში ათას-გვარი
შრიალი, ჭრიალი, შრაშუნი მესმოდა და თავს იმით ვიმ-შვიდებდი,
რომ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ძველი სასახლეები ღამღამობით
ერთმანეთს ასე ელაპარაკებიან: გამომშრალი ან სინესტისაგან
დეფორმირებული კარადებისა და ჩარჩოების ჭრიალით,
ძილმორეული კედლების მთქნარებითა და ნელა, ძუნწად
ჩამოცვენილი ბათქაშით, საუკუნეში მხოლოდ ერთ მი-ლიმეტრს
რომ ელევა. ვფიქრობდი, რომ მაინც ვერსად გავიქ-ცეოდი, რადგან
იქ იმისთვის ვიყავი, რომ გამეგო, რა ბედი ეწია მას, ვინც
შეშლილი (თუ სასოწარკვეთილი) გაბედულებით სცა-და
გაქცევათა უსასრულო რიგის დასრულება, თუმცა ვინ იცის, იქნებ
სინამდვილეში მხოლოდ იმ მრავალჯერ გადადებული შეხვედრის
დაჩქარება სურდა.
Canaletto.doc
პოლიციას გავექეცი თუ ისევ ისტორიას? ან რა განსხვავებაა?
დემონსტრაციაზე მორალური მოსაზრებებით წავედი თუ იმის-
თვის, რომ კიდევ ერთხელ გამომეცადა საკუთარი თავი? კარგი,
ბევრი შანსი გამიშვია ხელიდან, ხან ძალიან ადრე მომდიოდა,

ჩვენების ოქმი, 27.11.1309


165
ხან ზედმეტად ვიგვიანებდი, მაგრამ ყველაფერი ჩემი
დაბადების დროის ბრალი იყო. მინდოდა, მეც ვმდგარიყავი იმ
ყანაში იარა-ღით ხელში, თუნდაც საკუთარი ბებიისთვის
მომერტყა ტყვია. სილაჩრის გამო კი არ გავუშვი ეს შანსი
ხელიდან, არამედ ასა-კის გამო. კარგი. და ახლა,
დემონსტრაციაზე? ისევ იმიტომ გავი-ქეცი, რომ ჩემი თაობის
კაცს არ შეეფერებოდა იქ ყოფნა, ის შე-ტაკება ჩემი საქმე არ
იყო. მაგრამ შემეძლო, გამერისკა, თუნ-დაც ყოველგვარი
ენთუზიაზმის გარეშე, იმის საჩვენებლად, რომ მაშინ, ყანაში,
არჩევანის გაკეთებას შევძლებდი. აქვს კი აზრი არასწორ
არჩევანს იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორი არჩე-ვანის
გაკეთებაც შეგიძლია? ვინ იცის, იმ შეტაკების მონაწილე-თაგან
რამდენი იყო ასეთი. მაგრამ ყალბი შანსი კარგი ვერ იქ-ნება.
შეიძლება, ლაჩარი გერქვას, რადგან სხვების გამბედაობა
აბსოლუტურად უმნიშვნელო ვითარების არაადეკვატური და
გა-დამეტებული გეჩვენება?
თუ ასეა, სიბრძნე სილაჩრე ყოფილა. გამოდის, რომ მთელ
ცხოვრებას შესაძლებლობის ლოდინსა და მასზე ფიქრში ატა-
რებ და ეს შესაძლებლობა მაინც ხელიდან გეცლება. არჩევანს
ადამიანი ინსტინქტურად აკეთებს და იმწამს არ იცის, სწორად
შეარჩია თუ არა შემთხვევა. ვინ იცის, იქნებ ოდესმე მომცემია
კიდეც შანსი და ვერ მივმხვდარვარ ამას? როგორ შეიძლება,
ლაჩრად მიგაჩნდეს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორ ათ-
წლეულში დაიბადე? პასუხი: ლაჩრად იმიტომ გრძნობ თავს,
რომ ერთხელ მოიქეცი ლაჩარივით.
და იქნებ მაშინაც იმიტომ არ ისარგებლე შემთხვევით, რომ
სულაც არ მიგაჩნდა ის შესაფერის შემთხვევად?

166
***-ში მდებარე სახლი, შემაღლებულზე, განცალკევებით
მდგარი, ვენახებით გარშემორტყმული. ქალის ძუძუებს ადარე-
ბენ იმ გორაკებს... გორაკის გადაღმა გზა გრძელდება, სოფლის
ბოლომდე. თუ დასაწყისამდე? ბოლოა თუ თავი, ვერასდროს
მიხვდები, თუ არ გადაწყვეტ, საიდან იწყებ თვლას. პატარა
დევ-ნილი მშობლიურ უბეს ტოვებს და ბოროტ სივრცეს
უერთდება, შუკაში მიაბიჯებს, შურითა და შიშით აღსავსე.
ეს შუკა იყო იქაური ბანდის თავშეყრის ადგილი. "შუკის ბან-
დას" ეძახდნენ, სოფლის ბიჭები იყვნენ, ჭუჭყიანი, ყაყანა. ძალი-ან
ქალაქური იერი მქონდა, ჯობდა, მათთვის თავი ამერიდებინა.
მაგრამ მოედნამდე, გაზეთების ჯიხურამდე, მაღაზიამდე მისაღ-
წევად არხი უნდა გადაგევლო, თუ ეკვატორიდან მოვლას არ გა-
დაწყვეტდი. ჰოდა, ის ბიჭები ნამდვილი ჯენტლმენები იყვნენ არ-
ხის, "კანალეტოს", ბანდასთან შედარებით. ამ არხს "კანალე-ტოს"
ყოფილი მდინარის გამო ეძახდნენ, რომელიც ახლა საკა-
ნალიზაციო არხად ქცეულიყო და იმ უბნის ყველაზე ღარიბ ნა-
წილში გადიოდა. "კანალეტოს" უბანი ძუნძგლიანი, აგრესიული,
შავი პროლეტარიატით იყო დასახლებული.
სოფლის ბიჭები არხს ისე ვერ გადაივლიდნენ, რომ არ გალა-
ხულიყვნენ. თავიდან არც ვიცოდი, რომ მეც სოფლელებში ვით-
ვლებოდი. ახალი ჩამოსული ვიყავი, მაგრამ "კანალეტოს" ბი-
ჭებმა მაშინვე მტრულად მიმიღეს. გაშლილი საბავშვო ჟურნა-
ლით გავივლიდი ხოლმე მათ უბანს, მივდიოდი და თან
ვკითხუ-ლობდი. თვალი დამადგეს და ერთხელაც
გამომეკიდნენ. გავი-ქეცი, ქვები დამიშინეს. ქვა ჟურნალს
მოხვდა, ჯიუტად არ ვხუ-რავდი, ალბათ, ამით თავს
ვიმხნევებდი. მაშინ კი გადავრჩი, მაგრამ ჟურნალი დავკარგე.
მეორე დღეს "შუკის ბანდაში" გა-წევრიანება გადავწყვიტე.

167
მათი სინედრიონის წინაშე წარვდექი. დამცინეს. მაშინ ჯერ
კიდევ ხშირი თმა მქონდა, აქოჩრილი და გაბურძგნილი, "პრეს-
ბიტეროს" ფირმის ფანქრების რეკლამას ვგავდი. ტელევიზია,
კინო, რეკლამა, წირვის შემდეგ კვირის გასეირნება კი სულ
სხვაგვარ მოდელებს მთავაზობდა: ჟილეტიან და პიჯაკიან მხარ-
ბეჭიან ყმაწვილებს, დაწკეპილი ულვაშითა და გადაზეპილი, კე-
ფაზე გადავარცხნილი, მბზინავი თმით. ამ ვარცხნილობას მაშინ
"მასკანას" ეძახდნენ. მეც ვოცნებობდი, "მასკანა" მეტარებინა.
მოედანზე ორშაბათობით ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად,
თუმცა ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირად ვყიდულობდი ჟელა-
ტინს და საათობით ვიტიტყნიდი იმ გაქვავებულ მასას თმაზე, სა-
ნამ ქერქივით, პაპის კუნკულივით არ დამედებოდა კეფაზე საკუ-
თარი თმა. მერე ბადეს ვიკრავდი თავზე, რომ კარგად დამეტკეპ-
ნა. "შუკის ბანდას" ნანახი ვყავდი თავზე ბადეგადაკრული და
დამცინოდნენ იმ თავიანთ საშინელ დიალექტზე, რომელზეც ვერ
ვლაპარაკობდი, თუმცა ყველაფერი მესმოდა. იმ დღესაც ორი
საათი ვიჯექი ასე თავწაკრული. ბოლოს ბადე მოვიძრე, სარკეში
შევათვალიერე საკუთარი თავი და იმათ მივაშურე, ვისთვისაც
ერთგულება უნდა შემეფიცა. დანიშნულების ადგილს რომ მი-
ვაღწიე, შავ ბაზარზე ნაყიდი ჟელატინი უკვე გამშრალიყო და თმა
ნელ-ნელა ისევ ყალყზე მიდგებოდა, შენელებული კადრი-ვით.
ჯგუფში გაწევრიანება ვთხოვე.
სამწუხაროდ, იტალიურად ვლაპარაკობდი: მათგან განსხვა-
ვებული ვიყავი. მეთაური წინ გამოდგა. მარტინეტი იყო გვარად,
ვეებერთელა მომეჩვენა, კოშკივით წამომადგა თავზე. ფეხშიშ-
ველა იდგა და ნელა ირწეოდა. დაადგინა, რომ თუ ას პანღურს
გავუძლებდი, მიმიღებდა. გველ კუნდალინის გაღვიძებას თუ
აპირებდა ჩემში. დავეთანხმე და კედელთან დავდექი. ხელებს

168
ორი ბიჭი მიჭერდა, უხმოდ ვიგემე შიშველი ფეხით ამორტყმული
ასი პანღური. მარტინეტი მთელი ძალით, ენთუზიაზმით, მეთო-
დურად მირტყამდა, ტერფით და არა წვერით, რომ თვითონ თი-
თები არ სტკენოდა. მისი ხროვა კი რიტმულად ითვლიდა
დიალექტზე. მერე ნახევარი საათით კურდღლების გალიაში გა-
მომკეტეს, სანამ თვითონ რაღაცას ბჭობდნენ. ვიდრე არ დავი-
ჩივლე, ფეხები დამიბუჟდა-მეთქი, არ გამომიშვეს. ამაყი ვიყავი,
რადგან მათი ჯგროს ველურ რიტუალს ღირსეულად გავუძელი.
გაუხედნავი ულაყი მეგონა საკუთარი თავი.
იმ წლებში ***-ში მე-20 საუკუნის ტევტონები იდგნენ. თუმცა
ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ, რადგან მაშინ პარტიზანები
ჯერ კიდევ არ ჩანდნენ. ალბათ, 43-ის ბოლო იქნებოდა ან 44-ის
დასაწყისი. ჩვენი ერთ-ერთი პირველი საქმე სამხედრო ყაზარ-მაში
შეღწევა იყო. რამდენიმეს ამ დროს დარაჯი უნდა გაერთო -
მთასავით ლონგობარდი, რომელიც ვეებერთელა ბუტერბროდს
შეექცეოდა (მახსოვს, შევძრწუნდით) ძეხვითა და მურაბით. სა-ნამ
გუნდის რამდენიმე წევრი გერმანელს აბოლებდა და იარაღს
უქებდა, ჩვენ უკნიდან შევაღწიეთ ყაზარმაში და ტროტილი გა-
მოვიტანეთ. მგონი, არც არავის გამოუყენებია მერე ის ტროტი-ლი,
მაგრამ მარტინეტი აპირებდა, სოფელში წამოეღო და საჩვე-
ნებელი აფეთქება მოეწყო. ახლა ვხვდები, რამხელა სისულელე
იყო ეს აზრი. მოგვიანებით გერმანელები "მეათე ფლოტის" ხალ-
ხმა ჩაანაცვლა. ბლოკპოსტი მოაწყვეს მდინარის ნაპირზე, მო-
სახვევთან, სადაც ყოველდღე, ექვის ნახევარზე, "მფარველი მა-
რიამის სკოლის" გოგოები ჩამოივლიდნენ ხოლმე.
გვინდოდა, "მეათე ფლოტის" ბიჭები (თვრამეტი წლის იქნე-
ბოდნენ ისინიც) დაგვერწმუნებინა, გრძელტარიანი გერმანული
ხელყუმბარები კონად შეეკრათ, დამცავი რგოლი გამოეძროთ

169
და წყლის ზედაპირზე აეფეთქებინათ ზუსტად იმ დროს, როცა
გოგოები გამოჩნდებოდნენ. მარტინეტიმ კარგად იცოდა, რა იყო
გასაკეთებელი და დრო როგორ გაეთვალა. საგულდაგულოდ
დაარიგა ჯარისკაცები და შედეგიც შთამბეჭდავი გამოვიდა: ზუს-
ტად იმ წამს, როცა მოსახვევეში გოგოები გამოჩნდნენ, წყლის
ზედაპირზე ვეებერთელა ცეცხლის სვეტი წამოიმართა და საში-
ნელმა გრუხუნმა გააყრუა იქაურობა. ატყდა წივილ-კივილი, გო-
გოები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, ჩვენ და ჯარისკაცები კი სიცი-
ლით ვიხოცებოდით. რაღა ჟაკ დე მოლეს კოცონი და რაღა ის
დიადი დღე!
"შუკის ბანდის" მთავარი გასართობი ცარიელი ვაზნებისა და
სხვა ნარჩენების შეგროვება იყო, რომლებიც რვა სექტემბრის
შემდეგ არ გვაკლდა. ძველი ჩაჩქნები, სამხედრო მათარები ან
სულაც უხმარი ტყვიები. ვარგის ტყვიებს გასაღების ჭუჭრუტანა-
ში შეაყოფინებდნენ თავს და უკნიდან მიაწვებოდნენ. ტყვია გა-
მოვარდებოდა და სხვა კოლექციაში გადაინაცვლებდა. ვაზნებს
გამოცლიდნენ (ხანდახან შიგნით ფხვნილის ნაცვლად ბალისტი-
ტის წვრილი ფირფიტები ეყარა), დენთს გველივით დაკლაკნილ
ზოლებად დაყრიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. მასრები, მით
უმეტეს, უხმარი დენთის კაფსულით, "არმიას" ამარაგებდა. კო-
ლექციონერებს უამრავი ჰქონდათ, მასალის, ფერის, ფორმისა და
სიგრძის მიხედვით ჩამწკრივებული. "ქვეითებს" ეძახდნენ ავ-
ტომატის ვაზნებს, "მედროშეებსა" და "კავალერისტებს" - მუშკე-
ტებისა და ოთხმოცდათერთმეტკალიბრიანი თოფების (გარან-
დები ჯერ არ გვენახა, ისინი მხოლოდ ამერიკელების დროს გა-
მოჩნდა) ვაზნებს და ბოლოს, ყველაზე ძვირფასად ტყვიამ-
ფრქვევის ვაზნები ითვლებოდა. ასე ვერთობოდით ამ უწყინარი
თამაშით. ერთ საღამოსაც მარტინეტიმ გამოგვიცხადა, დრო მო-

170
ვიდაო. "კანალეტოს" ბანდა ბრძოლაში გამოეწვია და ისინიც
დასთანხმებოდნენ. შეტაკება ნეიტრალურ ტერიტორიაზე
უნდა მომხდარიყო, სადგურის უკან. დღეს, ცხრა საათზეო,
თქვა მარ-ტინეტიმ.
ზაფხულის მშვიდი საღამო იყო. აღგზნება პიკს აღწევდა. თი-
თოეული ჩვენგანი მომზადებული იყო და ცდილობდა, რაც შეიძ-
ლება, მეტად შეეშინებინა მტერი. ყველას ჯოხი ეჭირა ხელში,
ბოხჩები სხვადასხვა ზომის ქვებით გვქონდა სავსე. მუშკეტის გა-
დასაკიდი ქამრებისგან ზოგს თვითნაკეთი მათრახი დაემზადე-
ბინა, მართლა საშინელი იარაღი იყო, თუ კარგად მოიხმარდი.
მოსაღამოებულზე გმირული სულისკვეთება გაძლიერდა, მე ყვე-
ლაზე მეტად ვიყავი აჟიტირებული. ნამდვილი ბრძოლისწინა აღ-
გზნება იყო, მტკივნეული, მწარე, დიდებული. "მშვიდობით, ლა-
მაზო, ნუ დამივიწყებ, ოჰ, რა ძნელი და ტკბილია მეომრის ხვედ-
რი!" საკუთარ სიყმაწვილეს გავიღებდით მსხვერპლად, რო-გორც
სკოლაში გვასწავლიდნენ რვა სექტემბრამდე.
მარტინეტის ბრძნული გეგმა დაესახა: რკინიგზის ფერდობს
ჩრდილოეთიდან მოვუვლიდით, მტერს ზურგიდან მოულოდნე-
ლად დავესხმოდით თავს და რამდენიმე წუთში გავიმარჯვებ-
დით. სასტიკი შეტევა უნდა ყოფილიყო, არავითარი დანდობა.
შებინდებულზე დავიძარით, ფერდობი ავიარეთ, ძლივს ვმოძ-
რაობდით, ისე ვიყავით დამძიმებული საბრძოლო იარაღით.
ფერდობი ავათავეთ თუ არა, მოწინააღმდეგე დავინახეთ. მათაც
დაგვინახეს, ელოდნენ, რომ იმ მხრიდან დავესხმოდით თავს.
სხვა რაღა დაგვრჩენოდა, ჩვენი სტრატეგიის სიცხადითა და სი-
მარტივით თუღა გავაოცებდით მეტოქეს და სირბილით დავეშ-
ვით თავდაღმართში. თავდასხმამდე არაყი არავის ჩამოურიგე-ბია
ჩვენთვის, მაგრამ მაინც ომახიანი ყიჟინით ვეკვეთეთ

171
მტერს. შეტაკება სადგურიდან ას მეტრში მოხდა. აქა-იქ უკვე
სახლები ჩაედგათ და თუმცა მჭიდროდ დასახლებული ჯერ არ
ეთქმოდა იმ უბანს, პატარ-პატარა ქუჩები უკვე იყო სახლებს შო-
რის. უფრო უშიშრები წინ გაცვივდნენ, მე და ზოგი ჩემნაირი კი,
საბედნიეროდ, სახლების კუთხეებთან ჩავსაფრდით და შორიახ-
ლოდან ვაკვირდებოდით ბრძოლის ველს. მარტინეტის რომ წი-
ნასწარ დაეგეგმა შეტევა და წინა და უკანა რიგებად გავენაწი-
ლებინეთ, ალბათ, უკეთ შევასრულებდით საკუთარ მოვა-
ლეობას, მაგრამ გადანაწილება სპონტანურად, სტიქიურად მოხ-
და: გაბედულები წინ, ლაჩრები - უკან. ასე სამალავიდან ვუყურე
შეტაკებას, რომელიც არ მომხდარა. მეტოქეები ერთმანეთს
მიუახლოვდნენ და რამდენიმე მეტრის დაცილებით ჩამწკრივ-
დნენ. იღრინებოდნენ, თუმცა მწკრივს არ არღვევდნენ. მე-
თაურები წინ გამოვიდნენ და ერთმანეთს გამოელაპარკნენ. ნამ-
დვილი იალტის კონფერენცია იყო. გადაწყდა, რომ გავლენის
ზონებად დაეყოთ ტერიტორია და საერთაშორისო ტვირთები
მშვიდობიანად გაეტარებინათ, ისე, როგორც ქრისტიანთა და
მუსლიმთა შორის ხდებოდა ხოლმე წმინდა მიწაზე. ორ ჯგუფს
შორის სოლიდარობამ შეტაკების აუცილებლობა გადაწონა.
ორივემ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი თავი და სრულიად
მშვიდობიანად, ჰარმონიულად დაშორდნენ ერთმანეთს.
ახლა ვამბობ, შეტაკებაში იმიტომ არ მივიღე მონაწილეობა,
რომ მეცინებოდა-მეთქი. მაშინ სულაც არ ვფიქრობდი ასე. ლაჩ-
რად მიმაჩნდა საკუთარი თავი. მორჩა.
ახლა, კიდევ უფრო ლაჩრულად, ვფიქრობ, მაშინ წინა რიგებ-ში
რომ ჩავმდგარიყავი სხვებთან ერთად, არაფერი დამიშავდე-ბოდა,
მომდევნო წლებში კი ბევრად უფრო ბედნიერად ვიცხოვ-რებდი.
თორმეტი წლისამ გავუშვი შანსი ხელიდან. რაღაც იმ-

172
დაგვარია, პირველი ერექცია არ გამოგივიდეს და მთელი სი-
ცოცხლე იმპოტენტობისთვის იყო განწირული. ერთი თვის შემ-
დეგ, როცა დადგენილი საზღვრების შემთხვევით დარღვევის გა-
მო "შუკისა" და "კანალეტოს" ბანდები მინდორში დაეტაკნენ და
მიწის ბელტები დაუშინეს ერთმანეთს, არ ვიცი, რატომ, პირვე-ლი
ბრძოლის შედეგით გულდამშვიდებული თუ თავგანწირვის
მსურველი, მოწინავე რიგებში ვიდექი. ქვების სეტყვა მოდიოდა,
თუმცა დიდად არ მეუცხოვებოდა ეს ამბავი. სახეში ვეებერთელა
ბელტი მომხვდა და ტუჩი გამიხეთქა. ღრიალით გავიქეცი სახ-ლში
და დედაჩემი კარგა ხანს მისუფთავებდა მიწის ნარჩენებს
ჭრილობიდან. იმ ნაიარევზე ღრძილი ამობურცული დამრჩა და
ყოველთვის, როცა ზედ ენას გადავატარებ, ჟრუანტელი მივლის.
მაგრამ ეს იარა, ეს სამუდამოდ დარჩენილი დამღა არაფერს
შველის: სიშტერის გამო მაქვს და არა გამბედაობის. ტუჩს ენით
ვისინჯავ და რას ვაკეთებ? ვწერ. მაგრამ უხეირო ნაწერით ხომ
დანაშაულს ვერ გამოისყიდი.
იმ დემონსტრაციის შემდეგ ბელბო თითქმის მთელი წელი
აღარ მინახავს. მერე ამპაროს შევხვდი და "პილადეში" აღარ
დავდიოდი. უფრო სწორად, ერთი-ორჯერ კი შევიარე "პილადე-ში"
ამპაროსთან ერთად, მაგრამ ბელბო არ დამხვედრია. ამპა-როს არ
მოსწონდა იქაურობა. მკაცრი პოლიტიკური და მორა-ლური
შეხედულებების ადამიანი იყო - ისეთივე მკაცრი, როგო-რიც
ლამაზი და ამაყი - და "პილადე" დემოკრატი დენდების თავ-
შეყრის ადგილად მიაჩნდა, დემოკრატიული დენდიზმი კი, მისი
აზრით, კაპიტალისტური შეთქმულების ერთ-ერთი ყველაზე
დახვეწილი ფორმა იყო. მტკიცე პოლიტიკური პოზიციების, სე-
რიოზულობისა და დიდი სიყვარულის წელი იყო ეს ჩემთვის.
სიამოვნებით, მშვიდად ვმუშაობდი დიპლომზე.

173
ერთ დღესაც ბელბო "ნავილის" უბანში შემხვდა, "გარამონ-
თან" ახლოს.
ამას ვის ვხედავ! - შემეგება მხიარულად. - ჩემი საყვარელი
ტამპლიერი! არ გინდათ, ჩემთან ავიდეთ? საოცრებას დაგალე-
ვინებთ, ამასწინათ მაჩუქეს. ერთჯერადი ჭიქებიც მაქვს და
თავი-სუფალი საღამოც.
შესანიშნავი ზევგმა გამოვიდა, - შევნიშნე.
ზევგმა არ ვიცი და შესანიშნავი ორნახადი ბურბონი ნამდვი-
ლადაა, მგონი, ჯერ კიდევ ალამოს დაცემამდეა ჩამოსხმული.
გავყევი. თითო ჭიქა გვქონდა დალეული, როცა გუდრუნი
შე-მოვიდა და ბელბოს მოახსენა, ვიღაც კაცი გკითხულობთო.
ბელ-ბომ შუბლში იტკიცა ხელი:
ჯანდაბა! სულ გადამავიწყდა ეს შეხვედრა! თუმცა... იცით
რა, შემთხვევითობას შეთქმულების გემო აქვს, თან, თუ სწორად
მახსოვს, იმ კაცმა რაღაც წიგნი უნდა მაჩვენოს ტამპლიერებზე.
დიდ დროს არ წაგვართმევს, - დამამშვიდა ბოლოს, - მაგრამ მხარი
უნდა დამიჭიროთ თქვენებური მახვილგონივრული შე-
ნიშვნებით, რომ მალე მოვიცილოთ თავიდან.
მართლა შემთხვევითობა იყო. ასე გავები მახეში.

174
17

"ასე გაქრნენ ორდენის რაინდები თავიანთ საიდუმლოსთან


ერთად, რომლის ჩრდილშიც მარადიული ქალაქის იმედი ფეთ-
ქავდა. მაგრამ ის "აბსტრაქტული", რომელზეც მიჯაჭვული იყო
მათი ძალისხმევა, კვლავაც არსებობდა იდუმალად სადღაც,
უც-ხო მხარეში... და საუკუნეთა მანძილზე არაერთხელ აუვსია
შთა-გონებით მათი სულები, ვისაც ამ შთაგონების მიღება
ძალუძ-და".38
ორმოციანი წლების კაცის იერი ჰქონდა. სახლის სხვენში ნა-
ნახი ძველი ჟურნალების მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, ორმოცი-
ან წლებში ყველას ასეთი სახე ჰქონდა. ომისდროინდელი შიმ-
შილის ბრალი თუ იქნებოდა: ყვრიმალებქვეშ ლოყები ჩავარ-
დნოდა და ციებცხელებიანივით უელავდა თვალები. ასეთი სა-
ხეები დახვრეტის ფოტოებზე მქონდა ნანახი. თანაც, ორივე მხა-
რეს ასეთი სახეები ჰქონდათ. იმ წლებში ასე იყო: ერთნაირსა-
ხეებიანი ადამიანები ხოცავდნენ ერთმანეთს.
ჩვენს სტუმარს ლურჯი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და
მონაცრისფრო-მარგალიტისფერი ჰალსტუხით. გავიფიქრე, ნე-ტავ
რატომ ჩაუცვამს სამოქალაქო ფორმა-მეთქი. არაბუნებრი-ვად შავ,
საფეთქლებს უკან გადავარცხნილ თმაზე ჟელატინი გა-დაესვა,
თუმცა ზომიერად. შემელოტებულ კეფაზე სატელეფონო ხაზის
კაბელებივით თანაბრად გადაენაწილებინა შუბლიდან წა-
ღებული, საგულდაგულოდ გაპოხილი მეჩხერი ღვედები. აშკა-
რად კოლონიალური ნაოჭების გარდა, გარუჯულ სახეზე სხვაც

Victor Emile Michelet, Le secret de la Chevalerie, 1930, 2


175
ბევრი რამ აღბეჭდვოდა. მარცხენა ლოყას ტუჩის კუთხიდან ყუ-
რამდე მკრთალი იარა უსერავდა და ადოლფ მენჟუს ყაიდაზე
დაყენებული წვრილი, გრძელი ულვაში ნაიარევის ადგილას
გაწყვეტილი ჰქონდა. მენზურა39 იყო თუ ტყვიას გაეკაწრა?
გაგვეცნო:
პოლკოვნილი არდენტი, - ბელბოს ხელი გაუწოდა, მე კი
მსუბუქად დამიკრა თავი, როცა ბელბომ თავის თანამშრომლად
წარმადგინა. დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და შარვალი
მუხლებ-ზე წამოიწია. ღია ფერის მოკლე წინდები გამოუჩნდა.
პოლკოვნიკი... მსახურობთ? - ჰკითხა ბელბომ.
არდენტიმ ძვირფასი პროთეზი გამოაჩინა:
- ვიტყოდი, რომ პენსიაზე გახლავართ. ან, თუ გნებავთ, რე-
ზერვში. შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ ასაკოვანი ვარ.
არ გეტყობათ, - უთხრა ბელბომ.
არადა, ოთხი ომი მაქვს გამოვლილი.
გარიბალდის დროს დაგიწყიათ.
არა, ლეიტენანტი გახლდით ეთიოპიაში. შემდეგ - მოხალი-
სე კაპიტანი ესპანეთში. მაიორი - კვლავ აფრიკაში, სანამ მეოთ-
ხე ნაპირიც არ დავტოვეთ. ვერცხლის მედალი მივიღე. ორმოც-
დასამში... ასე ვთქვათ, დამარცხებულთა გვერდით დავდექი და
მეც ყველაფერი დავკარგე, გარდა ღირსებისა. თუმცა გამბე-
დაობა მეყო, თავიდან დამეწყო ყველაფერი, უცხოურ ლეგიონ-

ავსტრიაში, გერმანიაში და ზოგიერთ სხვა ჩრდილოევროპულ


ქვეყანაში შუა საუ კუნეებიდან არსებული ტრადიციული ფარი-კაობა
სტუდენტურ "საძმოებს" შო რის. ამ შერკინების მიზანი ძი-რითადად
საკუთარი უპირატესობის ჩვენება იყო და ამ დროს მი-ღებული
იარებით ახალგაზრდები ამაყობდნენ.

176
ში. საგანგებო წვრთნებში ვმონაწილეობდი. ორმოცდაექვსში
სერჟანტი გავხდი, ორმოცდათვრამეტში - პოლკოვნიკი, მასუს
მეთაურობით. გამოდის, რომ ყოველთვის დამარცხებულის მხა-
რეს ვდგები. იმ საზიზღარი დე გოლის ხელისუფლებაში მოს-
ვლის შემდეგ სამხედრო სამსახურს თავი დავანებე და საცხოვ-
რებლად საფრანგეთში გადავედი. ალჟირში კარგი ნაცნობობა
მქონდა და მარსელიდან იმპორტ-ექსპორტი დავიწყე. აი მაშინ
ნამდვილად მომგებიანი არჩევანი გავაკეთე, რადგან ახლა იმ
საქმის შემოსავლით ვცხოვრობ და საშუალება მაქვს, ჩემს ჰო-
ბის დავუთმო დრო. ახლა ხომ ასე ეძახიან? და ამ ბოლო
წლებში ფურცელზე გადავიტანე ჩემი კვლევები. აი... - ტყავის
ჩანთიდან სქელი საქაღალდე ამოიღო, რომელიც მაშინ წითელი
მომეჩვე-ნა.
მაშ, - უთხრა ბელბომ, - ეს წიგნი ტამპლიერებზეა?
გახლავთ, - დაუდასტურა პოლკოვნიკმა. - ლამის
ბავშვობი-დან მიტაცებდა ტამპლიერთა ამბები. ისინიც
თავგადასავლის მაძიებელი კაპიტნები იყვნენ და მთელი
ხმელთაშუა ზღვის რე-გიონში ეძებდნენ დიდებას.
ბატონი კაზობონი ტამპლიერებზე მუშაობს, - უთხრა ბელ-
ბომ. - ამ საკითხს ჩემზე კარგად იცნობს. გისმენთ.
ყოველთვის მაინტერესებდა ტამპლიერების ისტორია. კე-
თილშობილთა არმია, რომელმაც ევროპული შუქი შეიტანა
ორივე ტრიპოლის ველურებში...
ტამპლიერთა მტრები მთლად ველურებიც არ ყოფილან, -
მოკრძალებულად შევუსწორე.
მაღრიბელ აჯანყებულებს თუ ჩავარდნიხართ ტყვედ
ოდეს-მე? - მკითხა დაცინვით.
ჯერ არა, - ვუპასუხე.
177
შემომხედა. ვიგრძენი, როგორ გამიმართლა, რომ მის პოლ-
კში არ მიმსახურია. ბელბოს მიუბრუნდა:
მაპატიეთ, მე სხვა თაობის კაცი ვარ, - ისევ მე გამომხედა
გამომწვევად. - აქ იმისთვის ვართ, რომ პროცესი გავმართოთ
თუ...
საქმეზე სალაპარაკოდ ვართ აქ, პოლკოვნიკო, - უთხრა
ბელბომ. - გისმენთ.
ახლავე მინდა, ერთ რამეს მოვფინო ნათელი, - პოლკოვნი-
კი საქაღალდეს დაეყრდნო. - მზად ვარ, გამოქვეყნების ხარჯებ-
ში მივიღო მონაწილეობა. მერწმუნეთ, წამგებიან საქმეს არ
გთავაზობთ. თუ მეცნიერული გარანტიები გჭირდებათ, მათაც
მოგართმევთ. სწორედ ორი საათის წინ შევხვდი ამ დარგის ექ-
სპერტს, რომელიც საგანგებოდაა პარიზში ჩამოსული. მეც-
ნიერულად დამაჯერებელ წინათქმას გაუკეთებს წიგნს... -
გამო-იცნო, რის კითხვასაც აპირებდა ბელბო და თავი დაუქნია,
თით-ქოს მიახვედრა, მირჩევნია, მისი ვინაობა ჯერ არ
გავამხილო, რადგან თემა ფრიად დელიკატურიაო.
დოქტორო ბელბო, აქ, ამ ფურცლებზე, ნამდვილი ისტო-
რიული მასალაა და არა რაღაც ნაჯღაბნი. ამერიკული დეტექტი-
ვები ამასთან არაფერია. უმნიშვნელოვანეს ცნობებს მივაკ-ვლიე,
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, ყველას ვუთხრა ის, რაც
ვიცი. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც რამე იცი-ან და
შეუძლიათ, დაასრულონ ჩემი გამოძიება, დაე წაიკითხონ ეს წიგნი
და გამოჩნდნენ, შემეხმიანონ. როგორც ხვდებით, მინ-და, ანკესი
გადავაგდო. თანაც სასწრაფოდ. ვინც ის იცოდა, რაც მე ვიცი,
ალბათ, უკვე მოკლულია, სწორედ იმიტომ, რომ არაფე-რი
დასცდენოდა. და თუ ერთბაშად ორი ათას მკითხველს ვეტ-

178
ყვი იმას, რაც ვიცი, ჩემ განადგურებას აზრიც აღარ ექნება, - წა-
მით შეჩერდა. - რამე გსმენიათ ტამპლიერთა დევნის შესახებ?
სწორედ ამასწინათ მიყვებოდა ამ ამბებს ბატონი
კაზობონი. მითხრა, რომ მოულოდნელად დარევიან
ტამპლიერებს, მათ კი წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ.
პოლკოვნიკმა ერთგვარი თანაგრძნობით ჩაიღიმა.
მართალია. გულბრყვილობა იქნება, ვიფიქროთ, რომ ადა-
მიანებს, რომლებსაც უდიდესი ძალაუფლება ჰქონდათ და საფ-
რანგეთის მეფესაც შიშის ზარს სცემდნენ, წინასწარ არ სცოდნო-
დათ, რომ რამდენიმე არამზადა მეფეს გესლავდა, მეფე კი - პაპს.
კარგი რა! აშკარაა, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ. უზენაესი გეგმა.
წარმოიდგინეთ, რომ ტამპლიერებს სამყაროს დაპყრობა ჰქონდათ
განზრახული და იცნობდნენ ძალაუფლების უსასრუ-ლო წყაროს
საიდუმლოს, რომლის დასაცავად ღირდა, არა მხო-ლოდ პარიზის
ორდენს შელეოდნენ, არამედ მის ყველა შტოს - საფრანგეთში,
ესპანეთში, პორტუგალიაში, ინგლისსა და იტა-ლიაში. ასევე -
წმინდა მიწაზე არსებულ ციხესიმაგრეებს, ფუ-ლად ანგარიშებს,
ყველაფერს... ფილიპ ლამაზი ამას ეჭვობდა, სხვაგვარად ვერ
ავხსნით, რატომ წამოიწყო მათი დევნა და ამისთვის ფრანგული
ორდენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწი-ლის დისკრედიტაცია
სცადა. ორდენი ხვდება, რომ მეფემ ეჭვი აიღო და მის
განადგურებას ეცდება. ღია წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. გეგმის
შესრულებას ჯერ კიდევ დრო სჭირდება, სავა-რაუდოდ, განძის
(თუ რაც არის) საბოლოო ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ
დასადგენია ან ეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს...
მოკლედ, ორდენის საიდუმლო დირექტორატი, რომ-ლის
არსებობა უკვე საყოველთაოდ ცნობილია...
საყოველთაოდ?
179
რა თქმა უნდა. წარმოუდგენელია, ასეთ ძლიერ ორდენს
ხანგრძლივად ეარსება იდუმალ მმართველთა გარეშე.
დამაჯერებელი არგუმენტია, - გამომხედა ბელბომ.
აქედან, - განაგრძო პოლკოვნიკმა, - კიდევ უფრო აშკარა
დასკვნები გამომდინარეობს. დიდი მაგისტრი, ცხადია, საიდუმ-
ლო კრების წევრია, მაგრამ ის ორდენის სახეცაა. გოტიე უოლ-
ტერი ამბობს, რომ ტამპლიერთა გეგმის მიხედვით სამყაროზე
გაბატონების საბოლოო ვადად ორი ათასი წელი სახელდებოდა!
ორდენი გადაწყვეტს, მიწისქვეშეთში გადაინაცვლოს. ამისთვის
კი საჭიროა, ამქვეყნიდან გაქრეს. თავი გასწირეს! - აი, რა ქნეს იმ
ადამიანებმა! ბევრმა, დიდი მაგისტრის ჩათვლით. სავა-რაუდოდ,
წინდაწინ ყარეს წილი, ვის უნდა გაეწირა თავი და ვინ უნდა
შენიღბულიყო და გაუჩინარებილიყო. სად გაქრა იერარქი-ის ქვედა
რგოლები? ორდენის საერო ფენა, "ცულის ოსტატები",
"მეშუშეები"?.. მათგან შეიქმნა თავისუფალ კალატოზთა გაერ-
თიანება, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ეს ამბა-ვი
ყველამ კარგად იცის. მაგრამ რა ხდება ინგლისში? მეფემ გა-უძლო
პაპის ზეწოლას და ტამპლიერები პენსიაზე გაუშვა, რომ მშვიდად
დაასრულონ სიცოცხლე სხვადასხვა ქალაქში არსე-ბულ
საძმოებში. ისინიც ხმის ამოუღებლად დათანხმდნენ. თქვენ
გჯერათ ამის? მე - არა. ესპანეთში კი ორდენმა სახელი შეიცვა-ლა
და მონტესის ორდენად იქცა. ბატონებო, იმ ხალხს სულ ად-
ვილად შეეძლო მეფეზე ზეგავლენის მოხდენა, იმდენი თამასუქი
ჰქონდათ მის სახელზე გაცემული, რომ ერთ კვირაში გააკოტ-
რებდნენ. პორტუგალიის მეფეც წავიდა გარიგებაზე. შესთავაზა,
მოდი, ტაძრის რაინდები კი არა, ქრისტეს რაინდები დაირქვით და
ხელს არ გახლებთო. გერმანიაში? სულ რამდენიმე პროცესი
გაიმართა და ორდენი მხოლოდ ფორმალურად გაუქმდა. თუმცა

180
იქვეა მოძმე ტევტონების ორდენი, რომელსაც "სახელმწიფოში
არსებულ სახელმწიფოსაც" ვეღარ უწოდებ: ეს ორდენი ნამდვი-
ლი ცალკე სახელმწიფოა, იმხელა ტერიტორიას მოიცავს, რამ-
ხელასაც, მაგალითად, რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქვეყ-
ნები ერთად. ასე გრძელდება მეთხუთმეტე საუკუნის
ბოლომდე, რადგან ამ დროს მონღოლები გამოჩნდებიან
ასპარეზზე და ის-ტორია იცვლება. თუმცა ეს ამბავი შორს
წაგვიყვანს, რადგან მონღოლები ახლაც კარზე გვიკაკუნებენ...
მაგრამ თემას ნუ გა-დავუხვევთ...
დიახ, განაგრძეთ, თუ შეიძლება, - სთხოვა ბელბომ.
მაშასადამე... როგორც ყველამ იცის, ფილიპის მიერ ორდე-
ნის დარბევის ბრძანების გაცემამდე ორი დღით და ამ
ბრძანების სისრულეში მოყვანამდე ერთი თვით ადრე ტაძრის
გალავნიდან თივით დატვირთული ურემი გავიდა
გაურკვეველი მიმართულე-ბით. ამას ნოსტრადამუსიც
ახსენებს ერთ-ერთ ცენტურიაში... - ხელნაწერი გადაფურცლა.
la pasture d'animaux ruminant
par eux conduits au ventre berbipolique
Soldats cach é s, les armes bruit menant …40
თივით დატვირთული ურმის ამბავი ლეგენდაა, -
ვუთხარი. - და ნოსტრადამუსს, როგორც ისტორიულ წყაროს,
ნამდვილად არ დავეყრნობოდი...

"საძოვრებზე, სადაც ცოხნით


ზანტად ივსებს ფაშვს საქონელი,
მიყუჩებულა მეომართა ხმლების ჟღარუნი..."
ნოსტრადამუსი, ცენტურია 10. ქ. 13.
181
- თქვენზე მხცოვან და გამოცდილ ხალხს უღია ყურად ნოს-
ტრადამუსის წინასწარმეტყველება, ბატონო კაზობონ. ისე, არც მე
გახლავართ იმდენად გულუბრყვილო, თივით დატვირთული
ურმის ამბავი ბრმად დავიჯერო. ეს მხოლოდ სიმბოლოა. უეჭვე-
ლი, დადასტურებული ფაქტის სიმბოლო. დაპატიმრების მომ-
ლოდინე ჟაკ დე მოლე თავის უფლებამოსილებას ძმისშვილს,
ბოჟოს გრაფს გადაულოცავს და საიდუმლო დავალებებსაც აძ-
ლევს, რადგან ის ამიერიდან გასაიდუმლოებული ორდენის იდუ-
მალი მეთაური უნდა გახდეს.
ამის ისტორიული დადასტურება არსებობს?
ისტორიის ოფიციალურ ვერსიას გამარჯვებულები წერენ, -
გაიღიმა პოლკოვნიკმა. - ოფიციალური წყაროების თანახმად,
ჩემნაირი ადამიანები საერთოდ არ არსებობენ. არა, ურმის ის-
ტორიაში სხვა რამ იმალება. ორდენის საიდუმლო ბირთვი უსაფ-
რთხო, საიმედო ადგილს აფარებს თავს და იქიდან იწყებს იდუ-
მალი ქსელის აგებას. ამას ემყარება ჩემი კვლევა. მრავალი წლის
მანძილზე, ჯერ კიდევ ომამდე, თავს ვიტეხდი, სად გაუჩი-
ნარდნენ საძმოს წევრები. როდესაც სამსახურს თავი დავანებე და
პირადი ცხოვრება დავიბრუნე, გადავწყვიტე, მათი კვალის-თვის
მიმეგნო. რადგან ურმის ამბავი საფრანგეთში მოხდა, საფ-
რანგეთშივე უნდა მიმეკვლია საიდუმლო ბირთვის საწყისი შეკ-
რების ადგილისათვის. სად უნდა მომხდარიყო ეს?
ფრიად არტისტული კაცი იყო. ახლა უკვე ჩვენც გვაინტერე-
სებდა ეს, მაგრამ პასუხი ვერ მოვიფიქრეთ:
ბრძანეთ.
მოგახსენებთ. საიდან მოდიან ტამპლიერები? საიდან იყო
ჰუგო დე პეინსი? შამპანიდან, ტრუის მიდამოებიდან. სწორედ
შამპანის მთავარი გახლავთ ჰუგო დე შამპანი, რომელიც რამ-

182
დენიმე წლის შემდეგ, 1125 წელს, შეუერთდება მათ იერუსა-
ლიმში. მერე სახლში ბრუნდება, როგორც ჩანს, სიტოს აბატს
უკავშირდება და ეხმარება მას, მონასტერში რაღაც ებრაული
ტექსტების კითხვა და თარგმნა დაიწყოს. ბურგუნდიელ
რაბინებ-საც კი იწვევენ სიტოში თეთრ ბენედიქტელებთან.
ვინ? - წმინდა ბერნარდი. რატომ? - რაღაც უცნობი ტექსტების
გამოსაკვლე-ვად, რომლებიც ჰუგოს პალესტინაში უპოვია. და
ჰუგო სან-- ბერნარდის საძმოს მთელ ტყეს აჩუქებს ბარ-სიურ-
ობში, სადაც შემდეგ კლერვოს სააბატო აღიმართება. წმინდა
ბერნარდი კი რას აკეთებს?
ტამპლიერთა მხარდამჭერი ხდება, - დავასრულე.
და რატომ? ის თუ იცით, რომ მისი წყალობით ტამპლიერები
ბენედიქტელებზე მეტად გაძლიერდნენ? იცით, რომ ბერნარდი
ბენედიქტელებს მიწებისა და შენობების ძღვნად მიღებას უკრძა-
ლავს და შემოწირულობის მსურველებს აიძულებს, ქონება ტამ-
პლიერებს გადასცენ? გინახავთ ტრუის ახლოს "აღმოსავლეთის
ტყე"? ბოლო არ უჩანს, ციხესიმაგრეები ერთმანეთზეა მიწყობი-
ლი. და იცით, რომ ამ დროს პალესტინაში რაინდები აღარ ომო-
ბენ? ტაძარში გამაგრდებიან და იმის ნაცვლად, რომ მუსლიმები
ჟლიტონ, უმეგობრდებიან მათ. მათ მიმდევრებს უკავშირდები-
ან. მოკლედ, წმინდა ბერნარდი შამპანელი გრაფების ფინანსუ-რი
დახმარებით ქმნის ორდენს, რომელიც წმინდა მიწაზე საიდუმლო
არაბულ და ებრაულ სექტებთან თანამშრომლობს. იდუმალი
საბჭო ჯვაროსნულ ომებს გეგმავს, რომ ორდენი გაამ-დიდროს,
იმის ნაცვლად, რომ მოსპოს იგი. ორდენი ძალაუფლე-ბის ისეთ
ქსელს წარმოადგენს, რომელიც მეფის იურისდიქციას არ
ექვემდებარება... მე მეცნიერი არ გახლავართ, მოქმედებას ნაჩვევი
კაცი ვარ, ასე რომ ზედმეტი ვარაუდების წამოყენების

183
ნაცვლად ის გავაკეთე, რაც ენაწყლიან მეცნიერებს აზრადაც არ
მოსვლიათ: იქ წავედი, სადაც ტამპლიერების ისტორია დაიწყო,
სადაც ორი საუკუნე ისე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ,
რო-გორც თევზი წყალში...
ამხანაგი მაო ამბობს, რევოლუციონერი ისე უნდა იყოს
ხალხში, როგორც თევზი წყალშიო, - შევაშველე.
ჰოდა, მშვენივრად უთქვამს ამხანაგ მაოს. ტამპლიერები,
რომლებიც ბევრად მასშტაბურ რევოლუციას ამზადებდნენ,
ვიდ-რე თქვენი კიკინიანი კომუნისტები...
კიკინა აღარ აქვთ.
აღარ? კიდევ უარესი. მოკლედ, ტამპლიერები თავის შესა-
ფარებლად აუცილებლად შამპანს მიაშურებდნენ. მაგრამ რო-მელ
ადგილს? პეინსს? ტრუას? აღმოსავლეთის ტყეს? არა. პეინ-სი
ერთი ბეწო სოფელია, მაშინ, მგონი, ერთადერთი ციხე იდგა იქ.
ტრუა ქალაქი იყო, მეფის ხალხით სავსე. აღმოსავლეთის ტყე კი
თავიდანვე ტამპლიერებისა იყო და გვარდია, ცხადია, პირ-ველ
რიგში, იქ მოძებნიდა დევნილებს. ასეც მოხდა. პროვენი-- მეთქი,
ვიფიქრე. თუ ასეთი ადგილი მართლა არსებობდა, ეს მხოლოდ
პროვენი შეიძლებოდა ყოფილიყო!

184
18

"დედამიწის გულში ჩახედვა და ერთი პოლუსიდან მეორის


დანახვა რომ შეგვძლებოდა, ან თუნდაც იქიდან, სადაც ფეხი
გვიდგას, ზუსტად საპირისპირო მხარეს გაგვეხედა,
შეძრწუნებუ-ლები ვიხილავდით ყველა მხარეს ღრმულებსა და
ქვაბუ-ლებს".41
რატომ პროვენი?
ყოფილხართ ოდესმე პროვენში? მაგიური ადგილია, ახლაც კი
იგრძნობა ეს, გირჩევთ, ინახულოთ. მართლა საოცარი ადგი-ლია,
ჯერ კიდევ იდუმალების სურნელში გახვეული. მეთერთმე-ტე
საუკუნეში ის შამპანის გრაფის სამფლობელო გახლდათ. ახ-ლაც
ნეიტრალური ტერიტორიაა, სადაც ცენტრალური ხელი-სუფლება
ცხვირს ვერ ყოფს. ტამპლიერები აქ ისე არიან, რო-გორც საკუთარ
სახლში. დღემდე არსებობს მათი სახელობის ქუჩა. ეკლესიები,
სასახლეები, შენობები, ციხე, რომელიც მთელ შემოგარენს
გადაჰყურებს... ფული ტრიალებს, ვაჭრები მიდი-- მოდიან,
ბაზრობები იმართება, სიცოცხლე დუღს, რას არ ნახავ აქ კაცი.
მაგრამ პროვენში მთავარი მაინც უძველესი გვირაბების
მიწისქვეშა ქსელია, რომელიც მთელი დაბლობის ქვეშაა გაშ-
ლილი. ნამდვილი კატაკომბებია, ზოგიერთის დათვალიერება
დღესაც შეიძლება. თუ აქ გამართული საიდუმლო თავყრილო-ბის
დროს შეკრებილებს მტერი დაადგება თავზე, სულ რამდენი-მე
წამში ისე დაიფანტებიან სხვადასხვა მხარეს, რომ მათ კვალს

T. Burnet, Telluris Theoria Sacra, Amsterdam, Wolters, 1694,


p. 38
185
ეშმაკიც ვერ მიაგნებს. ვინც ამ გვირაბებს კარგად იცნობს,
საიდანაც შევიდა, შეუძლია, რამდენიმე წუთში იმის სრულიად
საპირისპირო მხარეს ამოვიდეს მიწის ზედაპირზე. კატებივით
უხმაუროდ მოძრაობენ კატაკომბებში, ზურგიდან წამოადგებიან
მტერს და ისე მოუღებენ ბოლოს, ხმის ამოღებასაც ვერ მოას-
წრებს. გარწმუნებთ, ბატონებო, ის გვირაბები სწრაფი და უხი-
ლავი მებრძოლებისთვის შექმნილი გეგონებათ. ისე შეგიძლია,
შეიპარო შიგ ღამით, კბილებში ხანჯლით და ხელებში ყუმბარე-
ბით, რომ ვერავინ შეგნიშნოს, და ვირთხებივით ამოხოცო მტრე-
ბი! ღმერთო ჩემო! - თვალები უელავდა.
გესმით, რა ზღაპრული სამალავი იყო პროვენი? ორდენის
საიდუმლო ბირთვი მიწისქვეშ იკრიბება, იქაურები კი, რომც
იცოდნენ რამე, ხმას არ იღებენ. მეფის ხალხი, ცხადია, პროვენ-
შიც ჩამოდის, აპატიმრებენ ტამპლიერებს, რომლებიც ღიად, მი-
წის ზევით საქმიანობენ და პარიზში მიჰყავთ ისინი. რენო დე
პროვენს აწამებენ, მაგრამ კრინტს არ დაძრავს. საიდუმლო გეგ-
მის თანახმად, აშკარაა, თავი გასწირა, რათა მეფე დაეჯერებინა,
რომ პროვენი გაწმენდილია, მაგრამ ამავე დროს სიგნალს იძ-
ლევა: პროვენი არ დანებდება. ახალი პროვენი - მიწისქვეშეთის
ტამპლიერთა საყუდელი. შენობები ერთმანეთს გვირაბებით
უკავშირდება. ადამიანი საკუთარ სარდაფში ჩავა და შორს, მა-
გალითად, ეკლესიაში, ამოყოფს თავს. გვირაბები ბურჯებითა
და თაღებითაა ნაგები. ქალაქში უამრავ სახლს ახლაც აქვს
მიწის-ქვეშა ოვალურთაღებიანი სარდაფი, რომელიც
კატაკომბების ქსელს უერთდება.
ეს ყველაფერი ვარაუდია, - შევნიშნე.
არა, ბატონო კაზობონ. ეს მტკიცებულებაა. თქვენ არ გინა-
ხავთ პროვენის გვირაბები. უამრავი დარბაზია, წარწერებით
186
სავსე. კედლის წარწერები უფრო მეტად იმ ნაწილებშია, რომ-
ლებსაც სპელეოლოგები გვერდით უჯრედებს ეძახიან. რი-
ტუალური, დრუიდული წარმომავლობის ნახატებია და ჯერ კი-
დევ რომაელთა მოსვლამდეა ამოტვიფრული იმ კედლებზე.
კეისარი მიწის ზევით დადიოდა, მის ფეხქვეშ კი შეთქმულება
მზადდებოდა. უამრავი კათარული სიმბოლოა იმ კედლებზე,
დი-ახ, ბატონებო, კათარები მარტო პროვანსში კი არ ყოფილან!
პროვანსელი კათარები გაანადგურეს, შამპანელები კი გადარ-
ჩნენ, მიწისქვეშეთს შეაფარეს თავი და იქ, იმ წარმართულ
კატა-კომბებში იკრიბებოდნენ. მიწის ზევით ას ოთხმოცდასამი
მათგა-ნი კოცონზე დაწვეს, დანარჩენები კი კატაკომბებმა
იხსნა. იმ დროის ქრონიკებში ისინი მოხსენიებულები არიან,
როგორც bougres et manich é ens - დააკვირდით: "bougres" იგივე
"ბოგო-მილები" იყვნენ, ბულგარული წარმოშობის კათარები, ეს
სიტყვა არაფერს გეუბნებათ ფრანგულად? თავიდან ის
სოდომელს ნიშ-ნავდა, რადგან ამბობდნენ, რომ კათარებსა და
ბულგარელებს ერთი და იგივე მავნე ჩვევა ჰქონიათ... -
უხერხულად ჩაიცინა. - და ვის სდებდნენ ბრალს იმავე
ცოდვაში? მათ, ტამპლიერებს. საინტერესოა, არა?
- ისე რა... - ჩავილაპარაკე. - იმ წლებში ერეტიკოსის გასა-
ნადგურებლად საკმარისი იყო, სოდომის ცოდვაში დაგედანა-
შაულებინა...
ცხადია. არ გეგონოთ, მჯეროდეს, რომ ტამპლიერები... რას
ამბობთ, ისინი მებრძოლები იყვნენ, ჩვენ, კი მეომრებს, ლამაზი
ქალები მოგვწონს. მერე რა, რომ აღთქმა ჰქონდათ დადებული,
კაცი მაინც კაცია. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ვფიქრობ, შემ-
თხვევით არ შეუფარებიათ თავი ტამპლიერული გარემოსთვის

187
კათარ ერეტიკოსებს. ტამპლიერებმა აშკარად მათგან ისწავლეს
მიწისქვეშეთის გამოყენება.
- ჰო, მაგრამ... - ჩაერთო ბელბო, - ეს ყველაფერი მაინც ვა-
რაუდია და მეტი არაფერი...
ეს საწყისი ვარაუდია. მხოლოდ მიზეზები აგიხსენით, რის
გამოც პროვენით დავინტერესდი. ახლა მთავარზე - საკუთრივ
ისტორიაზე გადავიდეთ. პროვენის ცენტრში დიდი გოტიკური შე-
ნობაა, გრანჟ-ო-დიმს ეძახიან, ბეგარად გადახდილ მარცვლე-ულს
აგროვებდნენ იქ. კარგად მოგეხსენებათ, ტამპლიერთა სიძლიერის
ერთ-ერთი საფუძველი ისიც იყო, რომ ბეგარას პირ-დაპირ
კრეფდნენ და სახელმწიფოს არაფერს აძლევდნენ. ამ შე-ნობის
ქვეშაც, როგორც ყველგან, მიწისქვეშა გვირაბი გა-დიოდა. ახლა ეს
გვირაბი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოკ-ლედ, პროვენის
არქივებში ქექვისას 1894 წლის ადგილობრივ გაზეთს გადავაწყდი.
იქ წერია, რომ ორი დრაგუნი, ტურელი კა-მილ ლაფორჟი და
პეტერბურგელი (დიახ, პეტერბურგელი) ედუ-არდ ინგოლფი,
რამდენიმე დღით ადრე ლაგრანჟში ყოფილა სტუმრად და
მცველთან ერთად ერთ-ერთ მიწისქვეშა დარბაზში ჩასულა, მიწის
დონიდან ორი სართულით ქვევით. მცველს, იმის საჩვენებლად,
რომ ქვევით კიდევ რამდენიმე სართული იყო, მი-წაზე ფეხი
დაურტყამს. ქვევიდან თურმე ექო მოესმათ. სტატიის ავტორი
ხოტბას ასხამს გულმხურვალე დრაგუნებს, რომლებ-საც,
თოკებითა და სანათურებით აღჭურვილებს, მიწისქვეშეთში
შეუღწევიათ. მაღაროში შეპარული პატარა ბიჭებივით, მუხლებ-ზე
და იდაყვებზე ხოხვით გაუვლიათ საიდუმლო გვირაბები და დიდ
დარბაზამდე მისულან. გაზეთში ეწერა, დარბაზის კედელზე
მდიდრული ბუხარი, ცენტრში კი ჭა იყო გაჭრილიო. თოკზე გა-
მობმული ქვით გაუზომავთ ჭის სიღრმე, თერთმეტი მეტრი ყოფი-

188
ლა... ერთი კვირის შემდეგ ისევ დაბრუნებულან ამ ადგილას,
უფრო გამძლე თოკებით. ინგოლფი თოკით ჩაშვებულა ჭაში და
ქვისკედლებიანი დიდი ოთახი აღმოუჩენია, სიგრძე-სიგანეში ათი,
სიმაღლეში კი - ხუთი მეტრის. რიგრიგობით დანარჩენი ორიც
ჩასულა ჭაში და მიმხვდარან, რომ მიწის ზედაპირიდან სა-მი
სართულით ქვევით იმყოფებოდნენ, ოცდაათი მეტრის სიღ-რმეზე.
რა ნახა და გააკეთა იმ სამმა ადამიანმა იმ ოთახში, უც-ნობია.
სტატიის ავტორი აღიარებს, იმ ადგილის სანახავად პი-რადად
მივედი, მაგრამ ჭაში ჩასვლა ვერ გავბედეო. გასული საუკუნის
ბოლოდან დღემდე ბევრი მიწისქვეშა დარბაზი და გვი-რაბი
ჩაინგრა და ის ჭა მართლაც რომ არსებულიყო, ვინ იცის, ახლა
სადაა ან რა მდგომარეობაშია. ეჭვი დამებადა, რომ დრა-გუნებმა
იქ, ქვევით, რაღაც ნახეს. სწორედ მაშინ ახალი წაკით-ხული
მქონდა წიგნი რენ-ლე-შატოს საიდუმლოზე და ტამ-პლიერები იმ
ამბავშიც რაღაცნაირად არიან გარეული. ერთ ღა-რიბ მღვდელს
ძველი ეკლესიის აღდგენა განუზრახავს პატარა, ორასსულიან
სოფელში. ქოროს იატაკიდან ქვის ფილა ამოუღია და მის ქვეშ
ზარდახშა უნახავს, შიგ უძველესი ხელნაწერებით. თვითონ ასე
ამბობს. მხოლოდ ხელნაწერები ნახა? ზუსტად არა-ვინ იცის, იქ რა
მოხდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ეს მღვდელი ძალიან
გამდიდრებულა, ფულს უანგარიშოდ ფლან-გავდა თურმე,
აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და ბოლოს ეკ-ლესიას
გაუსამართლებია კიდეც. ვინ იცის, იქნებ იმ დრაგუნები-დან
რომელიმეს, ან ორივეს, რაღაც მსგავსი შეემთხვა? პირვე-ლი
ინგოლფი ჩაეშვა ჭაში. იქნებ რამე ძვირფასი ნივთი იპოვა, მომცრო
ზომის, ისეთი, რასაც ადვილად დამალავდა სამოსში? უკან
ამოვიდა და არაფერი უთხრა ამხანაგებს... მოკლედ, ჯიუტი კაცი
ვარ, ასეთი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, სხვანაირად

189
ვიცხოვრებდი, - იარაზე გადაისვა ხელი. მერე ორივე ხელით სა-
გულდაგულოდ გადაივარცხნა თმა საფეთქლებიდან კეფამდე და
დარწმუნდა, რომ ვარცხნილობა წესრიგში ჰქონდა. - პარიზის
ტელეგრაფში მივედი და მთელი საფრანგეთის სიებში გადავა-
მოწმე გვარი ინგოლფი. ერთადერთ ოჯახს მივაგენი ოქსერში.
მივწერე, ვითომ არქეოლოგიის მკვლევარი ვიყავი. ორი კვირის
შემდეგ პასუხი მომივიდა მოხუცი მეანი ქალისაგან: იმ ინგოლ-
ფის შვილი ყოფილა, მეკითხებოდა, რატომ დაინტერესდით მა-
მაჩემით, რამე ხომ არ იცით მასზეო... ხომ ვამბობდი, ამ ამბის
უკან რაღაც საიდუმლო იმალება-მეთქი. მაშინვე მივაშურე ოქ-
სერს. ქალბატონი ინგოლფი ხავსით დაფარულ პატარა სახლში
ცხოვრობდა. ხის ჭიშკარი თოკზე გამობმული ლურსმნით იკეტე-
ბოდა. თავაზიანი, სასიამოვნო მოხუცი იყო, თუმცა განათლებით
დიდად ვერ დაიკვეხნიდა. მაშინვე მკითხა, მამაჩემზე რა იცითო.
ვუთხარი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთ დღეს პროვენის მიწისქვე-
შა კატაკომბებში ჩასულა, რადგან ისტორიულ ნარკვევს ვწერ იმ
რეგიონზე და გაზეთში ამ ცნობას მივაკვლიე-მეთქი. ქალმა არ
იცოდა, რომ მამამისი ოდესმე პროვენში იყო ნამყოფი. დრაგუნ-თა
რიგებში მსახურობდა, მაგრამ 95-ში გადამდგარა სამსახუ-რიდან,
ჩემს დაბადებამდეო. ოქსერში ეს სახლი იყიდა და აქაური გოგო
შეირთო ცოლად, რომელსაც პატარა მზითევიც ერგოო. დედა 1915-
ში გარდაიცვალა, როცა ხუთი წლის ვიყავი, მამა კი 1935-ში
გაუჩინარდაო. დიახ, ინგოლფი გაუჩინარებუ-ლა. პარიზში
წასულა - წელიწადში ორჯერ მაინც დადიოდა თურ-მე პარიზში -
და უკან აღარ დაბრუნებულა. პარიზის ჟანდარმე-რიას დეპეშა
გამოუგზავნია მისი ქალიშვილისთვის, უგზოუკ-ვლოდ
დაიკარგაო. ეს, ფაქტობრივად, გარდაცვალების ცნობა იყო. ამის
შემდეგ ქალი მარტო დარჩენილა და მუშაობა დაუწ-

190
ყია, რადგან მამისგან ბევრი არაფერი ქონება დარჩენია. არ
გათხოვილა. ეს რომ თქვა, ისე ამოიოხრა, რომ მივხვდი, ერთა-
დერთი და უბედური სასიყვარულო ისტორია ჰქონდა ცხოვრება-
ში. "სულ დარდად დამრჩა, სინიორ არდენტი, ის, რომ ჩემი საბ-
რალო მამის შესახებ ვეღარაფერი შევიტყვე. ისიც კი არ ვიცი,
სადაა მისი საფლავი, ან თუ ეღირსა საფლავი საერთოდ". მასზე
ლაპარაკი უნდოდა, კარგი მამა იყოო, მშვიდი, კულტურული, გა-
ნათლებული ადამიანიო. ძირითადად დროს სხვენში, თავის სა-
მუშაო ოთახში ატარებდა, კითხულობდა და წერდაო. შეიძლება,
იშვიათად ბოსტანი მოეთოხნა ან აქაურ აფთიაქარს გამოლაპა-
რაკებოდა, ახლა ისიც აღარაა ცოცხალიო. "დროდადრო, რო-გორც
გითხარით, პარიზში დადიოდა. ამბობდა, საქმეზე მივდი-ვარო და
ყოველთვის წიგნების შეკვრით ბრუნდებოდა სახლში. მისი
კაბინეტი ახლაც სავსეა წიგნებით...". ქალმა მამის კაბინე-ტის
ჩვენება მოისურვა და სხვენში ავედით. დალაგებული, სუფ-თა
ოთახი იყო: ყოველ კვირას ვწმენდ მტვერს აქ, უბედურ მამა-ჩემს
მეტს ვერაფერს ვუკეთებ, დედისთვის საფლავზე ყვავილები
მაინც მიმაქვსო. ყველაფერი ისეა ოთახში, როგორც მამამ და-ტოვა,
ნეტავ მეც მესწავლა და შემძლებოდა ამ ყველაფრის წა-კითხვაო,
შემომჩივლა. აბა რას გავიგებ, ეს წიგნები ძველ ფრან-გულზე,
ლათინურად, გერმანულად ან საერთოდ რუსულადაა
დაწერილიო. მამა რუსეთში იყო დაბადებული, ბავშვობა იქ
ჰქონდა გატარებული, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლის
შვილი იყოო. ინგოლფის ბიბლიოთეკა ასამდე წიგნისაგან შედ-
გებოდა, მათი უმრავლესობა ტამპლიერების პროცესზე იყო (აღ-
მაფრთოვანა ამ აღმოჩენამ), მაგალითად, "Monu mens

191
historiques relatifs à la condamnation des chevaliers du
Temple",42 რეინო,1813 წელი, ანტიკვარული წიგნი. ბევრი მათ-
განი საიდუმლო დოკუმენტებს ეხებოდა, მოკლედ, კრიპტოლო-
გის ნამდვილი კოლექცია დამხვდა იმ სხვენში. იყო წიგნები პა-
ლეოგრაფიასა და დიპლომატიაზე. მაგიდაზე ჟურნალი იდო, რა-
ღაც ძველი ანგარიშებით. გადავშალე თუ არა, ადგილზე შევხტი:
ჩანაწერი იყო რაღაც ზარდახშის გაყიდვის შესახებ, არც მყიდვე-
ლის სახელი იყო მითითებული, არც თანხა, სამაგიეროდ, თარი-ღი
ეწერა: 1895. ამას რაღაც დეტალური გაანგარიშება მოსდევ-და.
მოკლედ, იმ ადამიანის ჩანაწერები იყო, რომელიც გულ-
მოდგინედ განაგებს საკუთარ კაპიტალს. პარიზელი ბუკინისტე-
ბისგან რაღაც წიგნების შესყიდვის ქვითრებიც ვნახე. მოკლედ,
ჩემს გონებაში ნელ-ნელა ამ საქმეს ნათელი მოეფინა: ინგოლ-ფმა
ჭაში ძირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს ზარდახშა იპოვა, არც
დაფიქრებულა, ისე დამალა მუნდირში ნადავლი, ამოვიდა და
ამხანაგებს არაფერი გაუმხილა. სახლში მოსულმა ზარდახშა
გახსნა და შიგ პერგამენტის გრაგნილი იპოვა, ეს აშკარაა. ამის
შემდეგ მიდის პარიზში, ვინმე ანტიკვარიატით მოვაჭრეს, მევახ-
შეს ან კოლექციონერს მოძებნის და ზარდახშის გაყიდვით გვა-
რიან ფულს შოულობს, თუნდაც ნამდვილ ღირებულებაზე ბევ-
რად იაფად გაეყიდოს ის. სამხედრო სამსახურს თავს ანებებს,
საცხოვრებლად სოფელში გადადის და გრაგნილის შესწავლას
იწყებს. წიგნებსაც ამისთვის ყიდულობს. მასში, ალბათ, განძის
მაძიებელი ცხოვრობს, ასე რომ არ ყოფილიყო, პროვენის კატა-

"ისტორიული ძეგლები ტაძრის რაინდთა სასამართლოს შესა-ხებ"


(ფრ.)

192
კომბების ჭაშიც არ ჩავიდოდა. ალბათ, საკმარისად განათლებუ-
ლია და იმედი აქვს, პერგამენტის დამოუკიდებლად გაშიფვრას
მოახერხებს. მშვიდად, მარტო, აუღელვებლად მუშაობს ოც-დაათი
წლის მანძილზე. ვინმეს უზიარებდა თავის აღმოჩენებს? ვინ იცის.
1935 წელს, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ გასარკვევი გაარკვია ან,
პირიქით, ჩიხში შევიდა და გადაწყვიტა, ვინმეს-თვის მიემართა,
გაეზიარებინა, რაც იცოდა და ეკითხა, რაც არ იცოდა. მაგრამ ის,
რაც ამ კაცმა იცოდა, იმდენად საიდუმლო და იმდენად
შემაძრწუნებელი იყო, რომ იმ ვიღაცამ, ვისაც მან და-
სახმარებლად მიმართა, ინგოლფი უგზოუკვლოდ გააქრო. მო-დი,
ისევ სხვენს დავუბრუნდეთ. მაინტერესებდა, ინგოლფმა რა-მე
კვალი ხომ არ დატოვა სახლში. ჩემს კეთილ მასპინძელს
ვუთხარი, იქნებ მამათქვენმა რამე დაწერა პროვენში თავისი
აღმოჩენის შესახებ და თუ ამას მივაგენი, ჩემს ნაშრომში აუცი-
ლებლად მოვიხსენიებ-მეთქი. ქალს გაუხარდა, საწყალი მამაო,
ჩაილაპარაკა. რამდენი ხანიც დაგჭირდებათ, დარჩით და თუ სა-
ჭიროა, ხვალაც მობრძანდითო, მითხრა. ყავაც გამიკეთა, ოთახ-ში
შუქი ამინთო და თვითონ ქვევით ჩავიდა, კაბინეტში მარტო
დამტოვა. კედლები თეთრად იყო შეღებილი, არანაირი თარო ან
უჯრა არ ჩანდა, რომ მომექექა. ყველაფერი დავათვალიერე. კა-
რადა თითქმის ცარიელი იყო, ტანსაცმელი სათითაოდ გამოვი-ღე
და საგულდაგულოდ გავჩხრიკე, მაგრამ ნაფტალინის მეტი შიგ
ვერაფერი ვნახე. სურათებიც ჩამოვხსენი კედლებიდან და
დავათვალიერე. ძირითადად პეიზაჟები იყო. მოკლედ, დეტალე-
ბით თავს აღარ შეგაწყენთ, გარწმუნებთ, რომ კარგად გავისარ-ჯე.
იცით, ალბათ, რბილი ავეჯის ხელით მოსინჯვა არ კმარა, წვე-
ტიანი საგანია საჭირო, კარგად უნდა დაჩხვლიტო, რომ დარ-
წმუნდე, შიგნით არაფერია.

193
როგორც ჩანს, ჩვენს პოლკოვნიკს, ბრძოლის ველის გარდა,
სხვა რამეც ენახა ცხოვრებაში.
წიგნებიღა მრჩებოდა. ყველა შემთხვევაში მათი სათაურები
უნდა ჩამეწერა და დამეთვალიერებინა, მინდვრებზე ხომ არ იყო
შენიშვნები, ჩანაწერები, ხაზგასმები, რამე მინიშნება... ერთი
ძველ, მძიმეყდიან წიგნზე მომიხვდა ხელი, წიგნი მაგიდიდან
გადმოვარდა და შიგნიდან რაღაც ფურცელი გადმოფრიალდა.
ქაღალდისა და მელნის მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, ძალიან
ძველი არ უნდა ყოფილიყო, ინგოლფის ცხოვრების ბოლო წლებში
იქნებოდა დაწერილი. მაშინვე თვალში მეცა არეზე მი-ნაწერი:
"პროვენი, 1894". წარმოიდგენთ, ალბათ, ჩემს სიხა-რულს, გული
ამიჩქროლდა... მივხვდი, რომ ინგოლფს პერგა-მენტის ორიგინალი
პარიზში წაეღო, მაგრამ ეს ქაღალდი მისი ასლი იყო. წამითაც აღარ
მიფიქრია. ქალბატონი ინგოლფი წლების მანძილზე წმენდდა
მტვერს იმ წიგნებიდან, მაგრამ ის ფურცელი არასოდეს ენახა,
თორემ აუცილებლად მეტყოდა რა-მეს. ძალიანაც კარგი.
ამიერიდან მით უმეტეს ვეღარაფერს გაიგებდა. სამყარო
გამარჯვებულებად და დამარცხებულებად იყოფა. ჩემი წილი
მარცხი არაერთხელ მიწვნევია და ამ გამარ-ჯვებას ხელიდან ვერ
გავუშვებდი. ფურცელი ჯიბეში ჩავიდე. მას-პინძელს
გამოვემშვიდობე, ვუთხარი, საინტერესო ვერაფერი ვნახე, მაგრამ
მამათქვენს აუცილებლად მივიხსენიებ ჩემს ნაშრომში-მეთქი.
ქალმა დამლოცა. ბატონებო, დამეთანხმებით, ალბათ, ჩემნაირ
მეომარ კაცს, ვნებით ატანილს, დიდად არ უნ-და ადარდებდეს
ერთი უღიმღამო არსების ბედი.
თავს ნუ იმართლებთ, - უთხრა ბელბომ, - უკვე გააკეთეთ,
რაც გააკეთეთ. ასე რომ, ბრძანეთ.

194
- ახლა გიჩვენებთ იმ ტექსტს. ბატონებო, იმედია, არ
გამინაწ-ყენდებით, რადგან ასლი გახლავთ. განა არ გენდობით,
უბრა-ლოდ, ორიგინალზე ვზრუნავ.
- ჰო, მაგრამ ინგოლფის ნაწერი ხომ ორიგინალი არ იყო, -
ვუთხარი. - სავარაუდოდ, მისივე გადაწერილი ასლი იქნებოდა.
ბატონო კაზობონ, როდესაც დოკუმენტის ორიგინალი
აღარ არსებობს, მისი ყველაზე ძველი ასლია ორიგინალი.
ჰო, მაგრამ, შეიძლება, ინგოლფმა რამე შეცდომით გადაწე-
რა.
ეს არ ვიცით. მე კი ის ვიცი, რომ ინგოლფის გადაწერილში
სიმართლე წერია, რადგან სიმართლე სხვაგვარი ვერც კი წარ-
მომიდგენია. ასე რომ, ინგოლფის ასლი ჩემთვის ორგინალია.
ამაზე შევთანხმდეთ თუ ინტელექტუალური პაექრობის
გაჩაღება გსურთ?
ვერ ვიტან ინტელექტუალურ პაექრობას, - ჩაერთო ბელბო.
გვაჩვენეთ თქვენი ორიგინალი ასლი.

195
19

"ბოჟოს შემდეგ ორდენს არსებობა არ შეუწყვეტია და ომონის


შემდეგ ცნობილია ორდენის დიდი მაგისტრების უწყვეტი რიგი
და თუ საიდუმლოა სახელი და ადგილსამყოფელი ნამდვილი
დიდი მაგისტრისა და ორდენის ნამდვილი მმართველებისა,
რომლებიც დღეს განაგებენ მის უზენაეს საქმეებს, თუ ეს
საიდუმლო მხოლოდ ნამდვილმა ილუმინატებმა იციან და ერ-
თგულად ინახავენ მას, იმიტომაა, რომ ორდენის დრო ჯერ არ
დამდგარა, ჟამი ჯერ არ აღსრულებულა..."43
ეს იყო "გეგმასთან" ჩვენი პირველი შეხება. იმ დღეს, შეიძ-
ლებოდა, სულ სხვაგან ვყოფილიყავი. მაშინ რომ ბელბოს ოფისში
არ ავსულიყავი, ახლა ვინ იცის... იქნებ სამარყანდში მე-ვაჭრა
სეზამის თესლით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სერი-ის
რედაქტორი ვყოფილიყავი რომელიმე გამომცემლობაში ან ფრანც-
იოსების მიწის პირველი ეროვნული ბანკის მმართველი.
კონტრფაქტობრივი პირობითი წინადადება ყოველთვის ჭეშმა-
რიტია, რადგან პირობაა მცდარი. მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღეს იქ
ვიყავი. ამიტომაც ვარ ახლა აქ, სადაც ვარ.
პოლკოვნიკმა თეატრალური მოძრაობით გამოგვიწოდა
ფურცელი. ახლაც ჩემს საქაღალდეში ვინახავ სხვა დოკუმენ-
ტებთან ერთად. თერმული ქაღალდი, რომელზეც იმ წლებში ას-

1760 წლის ხელნაწერი, G.A. Schiffmann, Die Entstehung der


Rittergrade in der Freimauerei um die Mitre des XVIII Jahrhun derts,
Lipsia, Zeche1, 1882

196
ლებს იღებდნენ, მაშინდელთან შედარებით გაყვითლებული
და გაქუცულია. ორი ტექსტი იყო ერთ გვერდზე: პირველს,
წვრილი ასოებით მიჯრით ნაწერს, გვერდის ნახევარი ეკავა,
მეორე კი ქვევით სტროფებად იყო ჩამოწერილი. პირველი
რაღაც დემო-ნურ შელოცვას ჰგავდა, სემიტური ენის პაროდიას:
Kuabris Defrabax Rexulon Ukkazaal Ukzaab Urpaefel Taculbain
Habrak Hacoruin Maquafel Tebrain Hmcatuin Rokasor Himesor
Argaabil Kaquaan Docrabax Reisaz Reisabrax Decaiquan Oiquaquil
Zaitabor Qaxaop Dugraq Xaelobran Disaeda Magisuan Raitak
Huidal Uscolda Arabaom Zipreus Mecrim Cosmae Duquifas
Rocabris.
რაღაც კარგად ვერ გავიგე, - შენიშნა ბელბომ.
ჰო, არა? - ეშმაკურად ჩაიღიმა პოლკოვნიკმა. - ამის გაშიფ-
ვრას მთელ სიცოცხლეს შევალევდი, ალბათ, ერთხელ შემთხვე-
ვით ბუკინისტების დახლზე ტრიტემიუსის წიგნს რომ არ გადავ-
ყროდი და მისი დაშიფრული გზავნილი არ მომხვედროდა
თვალში: "Pamersiel Oshurmy Delmuson Thafloyn..." კვალი ნა-
პოვნი მქონდა და ბოლომდე მივყევი. ტრიტემიუსს არ ვიცნობ-
დი, მაგრამ პარიზში გადავაწყდი მისი "სტეგანოგრაფიის" ერთ
გამოცემას: "Steganographia, hoc est ars per occultam scripturam
animi sui voluntatem absentibus aperiendi certa",
ფრანკფურტი, 1606. "საიდუმლო ნაწერის საშუალებით შორს
მყოფი ადამიანებისთვის საკუთარი სულის გადაშლის ხელოვნე-
ბა". შთამბეჭდავი ვინმე იყო ეს ტრიტემიუსი. შპანჰაიმის ბენე-
დიქტელი აბატი გახლდათ მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუ-
ნეების მიჯნაზე, იცნობდა თეოლოგებს, კაბალისტებს, ალქიმი-
კოსებს. უეჭველია, რომ ნეტესჰაიმელ კორნელიუს აგრიპას და,
ალბათ, პარაცელსუსსაც კარგად იცნობდა... ტრიტემიუსი თავის

197
აღმოჩენებს ნეკრომანტიული ნიშნებით დაშიფრული ჩანაწერე-
ბით ნიღბავს, ამბობს, რომ გზავნილი კოდირებული უნდა იყოს
(როგორიც ესაა) და მიმღებმა უნდა მოიხმოს ანგელოზები: პა-
მერსიელი, პადიელი, დოროთიელი და სხვები, რათა დაეხმა-
რონ გზავნილის ნამდვილი არსის გაგებაში. თუმცა ნიმუშები,
რომლებიც მას მაგალითად მოჰყავს, ხშირად სამხედრო გზავნი-
ლებია, წიგნი კი პფალცგრაფსა და ბავარიის ჰერცოგს ფილიპს
ეძღვნება. ესაა ერთ-ერთ პირველი სერიოზული კრიპტოგრა-
ფიული ნაშრომი, ნამდვილი საიდუმლო სამსახურები რომ იყე-
ნებენ, ისეთი.
ბოდიში, - ჩავერთე, - თუ სწორად გავიგე, ეს ხელნაწერი
ტრიტემიუსზე ერთი საუკუნით ადრინდელი მაინცაა...
ტრიტემიუსი კელტის კავშირის წევრი იყო, რომელიც ფი-
ლოსოფიაზე, ასტროლოგიაზე, პითაგორას მათემატიკაზე მუშა-
ობდა. ხედავთ კავშირს? ტამპლიერები საიდუმლო ორდენია,
რომლისთვისაც უცხო არაა ძველი კელტების სიბრძნე. ეს უკვე
საქვეყნოდაა აღიარებული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ტრიტე-
მიუსი იმავე კრიპტოგრაფიულ სისტემებს იცნობდა, რასაც ტამ-
პლიერები იყენებდნენ.
შთამბეჭდავია, - თქვა ბელბომ. - საიდუმლო გზავნილი რა
შინაარსისაა?
მოთმინება, ბატონებო. ტრიტემიუსი ორმოც დიდ და ათ მცი-
რე კრიპტოსისტემას წარმოგვიდგენს. გამიმართლა, რომ პრო-
ვენის ტრამპლიერებს მეტისმეტად არ უჭყლეტიათ ტვინი, რად-
გან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ შიფრს ვერავინ ამოხსნი-
და. ორმოცი დიდი სისტემიდან პირველივე ვცადე, ანუ დავუშვი,
რომ ამ ტექსტში მხოლოდ პირველ ასოებს აქვთ მნიშვნელობა.

198
ბელბომ სთხოვა, ფურცელი მომაწოდეთო და თვალი გააყო-
ლა ნაწერს:
ჰო, მაგრამ მაინც უაზრო მიმდევრობა გამოდის: kdruuuth...
რა თქმა უნდა, - მოთმინებით მიუგო პოლკოვნიკმა. -
გითხა-რით, ტამპლიერებს ტვინი დიდად არ უჭყლეტიათ-
მეთქი, მაგ-რამ არც მთლად უქნარები ყოფილან. ეს პირველი
ნაკრებიც, თავის მხრივ, დაშიფრული გზავნილია. მაშინვე ათი
მცირე კრიპ-ტოსისტემის მეორე რიგი მომივიდა აზრად.
ხედავთ, ამ მეორე რიგისთვის ტრიტემიუსი კონცენტრულ
წრეებს იყენებდა და პირ-ველი კრიპტოსისტემის წრე ასეთია...
- საქაღალდიდან კიდევ ერთი ფურცელი ამოიღო, ისიც ასლი,
სკამიანად მიიწია მაგი-დასთან და კალმით გვიჩვენა ნახაზი.
ყველაზე მარტივი სისტემაა. მხოლოდ კიდურა წრეს
მიაქცი-ეთ ყურადღება. იღებთ საწყისი გზავნილის თითოეულ
ასოს და ანბანში მისი წინა ასოთი ანაცვლებთ, ანუ A-ს
ნაცვლად წერთ Z-ს, B-ს ნაცვლად - A-ს და ა. შ. ჩვენთვის
ჯაშუშობანას თამაშს ჰგავს, მაგრამ მაშინ ეს ჯადოქრობად
ითვლებოდა. ბუნებრივია, გასაშიფრად საპირისპიროდ იქცევი:
თითოეულ ასოს მისი შემ-დგომი ასოთი ცვლი. ვცადე და
გამიმართლა, პირველივე ცდაზე გამომივიდა პასუხი... -
დაწერა: "Les XXXVI inuisibles separez en six bandes". -
"ოცდათექვსმეტი უხილავი გაყოფილი ექვს ჯგუფად".
ეგ რას ნიშნავს?
ერთი შეხედვით არაფერს. ერთგვარი დასახელებაა, ჯგუფის
სახელწოდება, რიტუალური მიზნით დაშიფრული სახით ჩაწერი-
ლი. ენის თვალსაზრისით ჩვენი ტამპლიერები მეთოთხმეტე
საუკუნის ფრანგულით დაკმაყოფილდნენ, რადგან სრულიად

199
დარწმუნებული იყვნენ, რომ თავიანთ გზავნილს საგულდაგუ-
ლოდ მალავდნენ. მეორე ტექსტი ვნახოთ...
a la … Saint Jean
36 p charrete de fein
6 … entiers avec saiel
p … les blancs mantiax
r … s … chevaliers de Pruins pour la … j. nc.
6 foiz 6 en 6 places
chascune foiz 20 a … 120 a …
iceste est l'ordonation
al donjon li premiers
it li secunz joste iceus qui … pans
it al refuge
it a Nostre Dame de l'altre part de l'iau it
a l'ostel des popelicans it a la pierre

3 foiz 6 avant la feste ... la Grant Pute.


და ეს, თქვენი აზრით, დაუშიფრავი გზავნილია? - გაეცინა
ბელბოს, ცოტათი იმედგაცრუებულს.
ცხადია, რომ ინგოლფის ხელნაწერში წერტილები ნიშნავს
სიტყვებს, რომლებიც ვერ ამოიკითხა. ზოგან სიტყვები აკლია,
რადგან ქაღალდი გადაქექილია, მაგრამ აი ჩემი აღდგენილი ჩა-
ნაწერი. ნება მომეცით, გავკადნიერდე და გითხრათ, რომ ჩემმა
ბრწყინვალე მიგნებამ პირვანდელი სიდიადე დაუბრუნა ამ
ტექსტს...
ხელის სწრაფი მოძრაობით, ილუზიონისტივით, ფურცელი
ამოატრიალა და მთავრული ასოებით ნაწერი გვიჩვენა.
წმინდა იოანეს (ღამ)ეს
200
თივიანი ურმის ამბიდან 36 (წლის) შ(ემდეგ)
(გზავნილი) ხელუხლებელი, ბეჭდით დალუქული
თეთრმოსასხამიანი (რაინდები)სთვის [ტამპლიერები]
პროვენელი რ(ელაფ)ს(ი) (ვაინ)სისთვის [ანუ
ვენდეტა] 6-ჯერ 6 ადგილას ყოველ 20 წ(ელიწადში)
სულ 120 წ(ელი)
აი გეგმა:
პირველნი წავიდნენ ციხესიმაგრეში
შემდეგ (ისევ 120 წლის შემდეგ) მეორენი წავლენ მათთან,
ვისაც პური ა(ქვს)
მერე ისევ თავშესაფარში
ისევ ჩვენს ქალბატონთან მდინარის
იქით ისევ პოპლიკიანების
ადგილსამყოფელში ისევ ქვასთან
3-ჯერ 6 [666] დიდი მეძავ(ის) დღესასწაულამდე.
ეს იგივეა, ბნელში აფათურო ხელი, - თქვა ბელბომ.
ცხადია, ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია. მაგრამ ინ-
გოლფი სწორ გზას ადგა, ისევე, როგორც მე. მათთვის, ვინც ორ-
დენის ისტორიას კარგად იცნობს, ეს ყველაფერი ბევრად უფრო
გასაგებია, ვიდრე თქვენ გგონიათ.
გაჩუმდა. წყალი მოითხოვა. მოსვა და ისევ ტექსტს
ჩააჩერდა. სიტყვასიტყვით გვიხსნიდა.
მაშ ასე, მივყვეთ: "წმინდა იოანეს ღამეს, თივიანი ურმის ამ-
ბიდან ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ": ტამპლიერები, რომელთა
ხვედრია ორდენის გადარჩენა და მისი საქმის გაგრძელება, 1307
წელს ღამით თივით დატვირთული ურმით გაიპარებიან და ასე
გადაურჩებიან სიკვდილს. იმ დროს წელიწადს აღდგომიდან
აღდგომამდე ითვლიდნენ, ასე რომ 1307 წელი იმ ღამეს მთავ-

201
რდება, როცა ჩვენი კალენდრის მიხედვით 1308 წლის აღდგომა
დგება. გადავთვალოთ 1307-იდან (ანუ ჩვენებურად 1308-ის აღ-
დგომიდან) ოცდათექვსმეტი: 1344 წლის აღდგომა გამოდის.
ოცდათექვსმეტი წელიწადია გასული და 1344 წელი დგას. და-
ლუქულ გზავნილს ძვირფას ზარდახშაში, კრიპტაში, ინახავენ,
როგორც მნიშვნელოვანი მოვლენის სანოტარო აქტს. მოვლე-
ნისა, რომელიც საიდუმლო ორდენის დაფუძნების შემდეგ,
წმინ-და იოანეს ღამეს, ანუ 1344 წლის 23 ივნისს, მოხდა.
რატომ 1344 წლის?
ვფიქრობ, 1307-იდან 1344 წლამდე საიდუმლო ორდენი რე-
ორგანიზაციას ანდომებს და იმ გეგმის განხორციელების დაწყე-
ბას ელის, რომელსაც ეს პერგამენტი გვამცნობს. უნდა მოეცა-დათ,
სანამ ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა, რათა ხუთი-ექვსი ქვეყ-ნის
ტამპლიერებს შორის კავშირები აღმდგარიყო. ისე, ნიშან-
დობლივია, რომ ტამპლიერებმა ოცდათექვსმეტი წელი იცადეს და
არა, მაგალითად, ოცდათხუთმეტი ან ოცდაჩვიდმეტი. რო-გორც
ჩანს, ამ რიცხვს მათთვის მისტიკური მნიშვნელობა ჰქონ-და,
რასაც დაშიფრული გზავნილიც ადასტურებს. ამ რიცხვის ციფრთა
ჯამი ცხრას იძლევა და არა მგონია, ამ რიცხვის ღრმა
მნიშვნელობის შეხსენება გჭირდებოდეთ.
შეიძლება? - დიოტალევი იყო, რომელიც პროვენელი ტამ-
პლიერივით უხმაუროდ წამოგვდგომოდა თავზე.
შენი საკბილოა ზუსტად, - უთხრა ბელბომ და სწრაფად წა-
რუდგინა სტუმარი. პოლკოვნიკი სულაც არ შეუშფოთებია უცხო
ადამიანის შემოსვლას, პირიქით, თითქოს უნდოდა კიდეც, ხალ-
ხმრავალი და რაც შეიძლება, ცნობისმოყვარე აუდიტორია ჰყო-
ლოდა. განაგრძო ლაპარაკი, დიოტალევი ხარბად უსმენდა, იმ

202
ნუმეროლოგიური სასუსნავით აგზნებულს ნერწყვი სდიოდა.
ნამდვილი გემატრია იყო.
ახლა ბეჭედს მივადექით: ექვსი რაღაც არის დალუქული,
ხელშეუხებელი. ინგოლფმა დალუქული ზარდახშა იპოვა. ვის-
თვის იყო დალუქული ეს ზარდახშა? "თეთრი მანტიებისთვის",
ანუ ტამპლიერებისთვის. გზავნილში აშკარად იკითხება "რ",
შემდეგ რამდენიმე ასო წაშლილია და მოდის "ს". ჩემი აზრით, ეს
სიტყვაა რელაფსი. რატომ? ყველამ ვიცით, რომ ასე ეძახდნენ
იმას, ვინც თავიდან ბრალი აღიარა და მერე გადათქვა. ამ ადა-
მიანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტამპლიერების
პროცესში. პროვენელი ტამპლიერები ამაყობდნენ იმით, რომ ასე
მოიქცნენ და იმ სასამართლოს სამარცხვინო კომედიას გაემიჯნენ.
მაშასადამე, აქ იგულისხმება პროვენელი რაინდები, ბრალის
უარმყოფელები, "რელაფსი", რომლებიც მზად იყვნენ რისთვის?
რამდენიმე ასოა შემორჩენილი, მაგრამ, მგონი, vainjance უნდა
იყოს, ანუ ვენდეტა, შურისძიება.
რა შურისძიება?
ბატონებო! ტამპლიერთა მთელი მისტიკა, იმ სასამართლო-
დან მოყოლებული, ჟაკ დე მოლეს გამო შურისძიებაზეა აგებუ-
ლი. მასონურ რიტუალებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ
მასონერია ტამპლიერთა კავალერიის სამოქალაქო კარიკატუ-
რაა, ტამპლიერთა დამახინჯებული ანარეკლი. შოტლანდიური
კავალერიის ერთ-ერთ ხარისხს კი "რაინდ კადოშის" ხარისხს
ეძახიან, რაც ებრაულად "შურისძიების რაინდს" ნიშნავს.
კარგი, ვთქვათ, ტამპლიერები შურისძიებისთვის
ემზადები-ან. მერე?
რამდენი დრო დასჭირდება ამ შურისძიების გეგმას? დაშიფ-
რული წერილი მეორე, ფრანგულ ენაზე დაწერილი გზავნილის

203
გაგებაში გვეხმარება. წერია, რომ საჭიროა ექვსი რაინდი ექვს--
ექვსჯერ, ექვს სხვადასხვა ადგილას: ოცდათექვსმეტი, გაყოფი-ლი
ექვს ჯგუფად. შემდეგ წერია "ყოველ ოც...", ეს ცოტა ბუნდო-
ვანია, მაგრამ ინგოლფის გადაწერილში თითქოს "წ" იკითხება...
დავასკვენი, რომ უნდა ყოფილიყო "ყოველ ოც წელიწადში". ეს
რომ ექვსზე გაამრავლო, ას ოცი წელი გამოდის. თუ გზავნილის
შინაარსს მივყვებით, ვხედავთ, რომ ექვსი ადგილია ჩამოთვლი-
ლი და ექვსი რამ, რაც უნდა გაკეთდეს. მოკლედ, ესაა
განკარგუ-ლება, გეგმა, პროექტი, რომელიც უნდა
განხორციელდეს. პირ-ველნი ციხესიმაგრეში უნდა წავიდნენო,
მეორენი - სადღაც სხვაგან და ასე შემდეგ, ექვსი ადგილია
მითითებული. ამგვა-რად, დოკუმენტი მიგვანიშნებს, რომ
უნდა ყოფილიყო კიდევ ექ-ვსი დალუქული წერილი, ექვს
სხვადასხვა ადგილას შენახული. ვფიქრობ, აშკარაა, რომ ის
წერილები გარკვეული მიმდევრო-ბით, ერთიმეორის შემდეგ
უნდა გაიხსნას, ყოველ ოც წელიწად-ში, 120 წლის მანძილზე...
კი მაგრამ, ოც წელიწადში ერთხელ რატომ? - დაინტერესდა
დიოტალევი.
შურისძიების რაინდებმა რაღაც მისია უნდა შეასრულონ და-
ნიშნულ ადგილზე ყოველ ას ოც წელიწადში. ეს რაღაც ესტაფე-
ტასავითაა. ცხადია, რომ 1344 წლის იმ ღამის შემდეგ ექვსი რა-
ინდი სხვადასხვა მიმართულებით მიეშურება, გეგმით განსაზ-
ღვრული ექვსი ადგილისკენ. პირველი ბეჭდის მცველი, რა თქმა
უნდა, ას ოც წელს ვერ იცოცხლებს, რომ შემდეგს პირადად გა-
დაულოცოს საკუთარი მოვალეობა. ოცი წელი გონივრული ვა-დაა,
ამიტომ თითო ბეჭედს ექვსი მცველი ჰყავს, თითოეული ოცი
წლის ვადით დანიშნული და მათი წყალობით ას მეოცე წელს
ბეჭდის მცველი წაიკითხავს ბრძანებას, ასე ვთქვათ, ინ-

204
სტრუქციას და მას შემდეგი ბეჭდის პირველ მცველს
გადაულო-ცავს. ამით აიხსნება ეს მრავლობითი რიცხვი:
"პირველნი წა-ვიდნენ..." "მეორენი წავლენ..." თითოეულ
ადგილს ას ოცი წლის მანძილზე ექვსი რაინდი
მეთვალყურეობს. გამოთვალეთ, პირ-ველიდან მეექვსე
ადგილამდე ხუთი ასეთი პერიოდია, ანუ სულ ექვსასი წელი.
დაამატეთ ექვსასი 1344-ს და მიიღებთ 1944-ს. ამას ბოლო
პწკარიც ადასტურებს. ყველაფერი დღესავით ნათე-ლია.
ანუ?
ბოლო პწკარში წერია: "სამჯერ ექვსი დიდი მეძავის დღესას-
წაულამდე". აქაც რიცხვებით თამაშია, რადგან 1944-ის ციფრთა
ჯამი თვრამეტია. თვრამეტი თავისთავად სამისა და ექვის ნამ-
რავლია და ამჯერად საოცარი ციფრული დამთხვევა ტამ-
პლიერებს კიდევ ერთ ფაქიზ, დახვეწილ ენიგმას ჰკარნახობს.
1944 არის წელი, როცა გეგმა უნდა აღსრულდეს. რის მოლო-
დინში? ცხადია, ორი ათასი წლის! ტამპლიერებს ჰგონიათ, რომ
მეორე ათასწლეულის დასასრული მათი იერუსალიმის დასაწყი-
სი იქნება, მიწიერი იერუსალიმის, ანტიიერუსალიმის. მათ ერე-
ტიკოსებს ეძახიან და დევნიან? ეკლესიის სიძულვილით ისინი
ანტიქრისტეს აღიარებენ. იციან, რომ ოკულტურ ტრადიციაში 666
მხეცის ნიშანია. ექვსას სამოცდაექვსი, მხეცის წელიწადი! ორი
ათას წელს კი ტამპლიერთა შურისძიება აღსრულდება და
ანტიიერუსალიმი გახდება ახალი ბაბილონი. აი, რატომაა 1944
დიდი მეძავის ტრიუმფის წელიწადი, ბაბილონის დიდი მეძავის,
რომელიც "აპოკალიფსშია" ნახსენები! 666-ის ხსენება პროვო-
კაციაა, მებრძოლი სულის მქონე ხალხის ანცი გამოწვევა, საკუ-
თარი განსხვავებულობის ჩვენება, როგორც დღეს ამბობენ.
საოცარი ისტორიაა, არა?

205
თვალები ასწყლიანებოდა, ტუჩებიცა და ულვაშიც სველი
ჰქონდა და ნაზად ეფერებოდა თავის საქაღალდეს.
კარგი, - თქვა ბელბომ. - ვთქვათ, აქ რაღაც გეგმის ვადებზეა
მინიშნება. კი მაგრამ, რომელი გეგმის?
მეტისმეტს ითხოვთ. ეს რომ ვიცოდე, ანკესის გადაგდებაც
აღარ დამჭირდებოდა. მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება:
დროის ამ მონაკვეთში რაღაც მოხდა, რის გამოც გეგმა არ შეს-
რულდა. თორემ, დამეთანხმებით, ალბათ, გავიგებდით მის შე-
სახებ. ვხვდები კიდეც, რატომ: 1944 მძიმე წელი იყო, ტამ-
პლიერები ხომ ვერ გათვლიდნენ, რომ მსოფლიო ომი დაიწყე-
ბოდა და ყველაფერს გაართულებდა.
უკაცრავად, ერთი წუთით, - ჩაერთო დიოტალევი. - თუ სწო-
რად გავიგე, პირველი ბეჭდის გახსნის შემდეგ მისი მცველები არ
ნადგურდებიან, განაგრძობენ თავიანთ საქმეს ბოლო ბეჭდის
გახსნამდე, რასაც ორდენის ყველა წარმომადგენელი უნდა და-
ესწროს. მაშასადამე, ყოველ საუკუნეში, უფრო სწორად, ყოვე-ლი
ას ოცი წლის მანძილზე, თითოეულ ადგილზე (ექვსიდან)
აუცილებელია ექვსი მცველი, ანუ სულ ოცდათექვსმეტი.
ზუსტად ასეა, - კვერი დაუკრა არდენტიმ.
ოცდათექვსმეტი რაინდი ექვს ადგილზე, გამოდის 216. ამ
რიცხვის ციფრთა ჯამი ცხრაა. რადგან მთლიანი პერიოდი 6
საუკუნეს მოიცავს, 216 გავამრავლოთ 6-ზე და მივიღებთ 1296-
ს, რომლის ციფრთა ჯამი 18-ია - იგივე სამჯერ ექვსი, ანუ იგივე
666, - დიოტალევი, მგონი, სამყაროს ისტორიის არითმეტიკულ
გადატრიალებას აპირებდა, ბელბოს რომ არ შეეჩერებინა მკაც-
რი მზერით. პოლკოვნიკმა კი დიოტალევიში ჭეშმარიტი
ილუმი-ნატი ამოიცნო.

206
ბრწყინვალეა, ბატონო ჩემო! თქვენ იცით, რომ პირველი
რაინდები, რომლებმაც იერუსალიმში ორდენის საწყისი ჯგუფი
შექმნეს, ცხრანი იყვნენ?
ღმერთის დიდი სახელი, ტეტრაგრამატონში გამოსახული, -
თქვა დიოტალევიმ, - სამოცდათორმეტი ასოსაგან შედგება,
შვი-დისა და ორის ჯამი კი ცხრაა. თუ უფლებას მომცემთ,
მეტსაც გეტყვით. პითაგორას ტრადიციის თანახმად, რომელსაც
კაბალა აგრძელებს (თუ რომლითაც შთაგონებულია კაბალა),
ერთიდან შვიდამდე კენტი რიცხვების ჯამი თექვსმეტს უდრის,
ორიდან რვამდე ლუწი რიცხვების ჯამი - ოცს, ოცს პლუს
თექვსმეტი კი ოცდათექვსმეტია.
ღმერთო ჩემო! - პოლკოვნიკი კანკალებდა. - ვიცოდი, ასეც
ვიცოდი... თქვენ გამამხნევეთ... ჭეშმარიტებასთან ახლოს ვარ.
ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა დიოტალევი: არითმეტიკა
აჰ-ყავდა რელიგიის რანგში თუ რელიგია დაჰყავდა
არითმეტიკამ-დე. ალბათ, ორივე. მოკლედ, ჩემ წინაშე იყო
რაღაც ზეციურით აღტყინებული ათეისტი. მშვენივრად
გამოუვიდოდა, მაგალი-თად, მკითხაობა (და უკეთესიც
იქნებოდა მისთვის), მაგრამ ამას ურწმუნო რაბინობა ერჩივნა.
აღარ მახსოვს, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ამ დროს ბელბო
ჩაერია საქმეში და თავისი პადანიური პრაგმატულობით წამში
დაამსხვრია მოჯადოება. პოლკოვნიკს დანარჩენი პწკარების
ში-ნაარსიც უნდა აეხსნა და ყველა ინტერესით მივჩერებოდით.
არადა, უკვე ექვსი საათი იყო. "ექვსი, იგივე თვრამეტი", გავი-
ფიქრე.
კარგი, - თქვა ბელბომ. - საუკუნეში ოცდათექვსმეტი რაინდი
ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება "ქვას". კი მაგრამ, ეს ქვა რაღაა?
რას კითხულობთ?! ცხადია, გრაალი!
207
20

"შუა საუკუნეები გრაალის გმირს ელოდა, რომლის წყალო-


ბითაც წმინდა რომის იმპერიის მეთაური თავად "სამყაროს გან-
მგებლის" ხატად და განსახიერებად იქცეოდა, უხილავი იმპერა-
ტორი ხილული გახდებოდა და შუა საუკუნეები მხოლოდ "შუა"
კი აღარ იქნებოდა, არამედ - ცენტრალურიც, თავისი მნიშვნე-
ლობით... უხილავი და უზენაესი მმართველი იქნება გმირი, შუ-
რისმაძიებელი და ამაღორძინებელი. და ეს რომანტიკული,
მკვდარი წარსულის ფანტაზია როდია: ესაა ჭეშმარიტება მათი,
ვისაც დღეს (ერთადერთს) შეიძლება, ცოცხალი ეწოდოს".44
თქვენი აზრით, გრაალი იგულისხმება? - იკითხა ბელბომ.
რა თქმა უნდა. არა მგონია, თქვენთვის გრაალის ლეგენდის
განმარტება მჭირდებოდეს, განათლებული ხალხი ხართ. გსმე-
ნიათ მრგვალი მაგიდის რაინდებზე, ამ სასწაულმოქმედი საგნის
მისტიკურ ძიებაზე, რომელიც, ზოგის აზრით, ჭურჭელია, თასი,
რომელშიც ქრისტეს სისხლი ინახება და რომელიც საფრანგეთ-ში
იოსებ არიმათიელმა ჩამოიტანა. ზოგი კი ფიქრობს, რომ გრაალი
სასწაულმოქმედი ქვაა. ზოგჯერ გრაალს თვალისმომ-ჭრელი
შუქის სახითაც წარმოაჩენენ. იგი რაღაც აუხსნელი ძა-ლის
სიმბოლოა, უსასრულო ენერგიის წყარო, რომელიც ასაზ-რდოებს,
კურნავს, აბრმავებს, გმირავს... ლაზერის სხივი? ზოგი-ერთები
ალქიმიკოსთა ფილოსოფიურ ქვასაც ახსენებდნენ, მაგ-რამ ასეც
რომ იყოს, ფილოსოფიური ქვაც ხომ რაღაც კოსმოსუ-

იულიუს ევოლა, "გრაალის საიდუმლო". რომი, გამომცემლო-


ბა Edizioni Mediterranee, 23-ე თავი და ეპილოგი.
208
რი ენერგიის სიმბოლოა? ამაზე უსასრულოდ შეგვიძლია, თავი
ვიტეხოთ, მაგრამ რამდენიმე სრულიად აშკარა ნიშანი ნათლად
იკვეთება. ვოლფრამ ფონ ეშენბახის "პარციფალს" თუ წაიკით-
ხავთ, ნახავთ, რომ გრაალი იქ ტამპლიერთა ტაძარში ინახება!
ეშენბახი ორდენის წევრი იყო და გაუფრთხილებლად გასცა რა-
ღაც, რაზეც დუმილი მართებდა? მაგრამ ეს არ კმარა. იგი ტამ-
პლიერებთან შენახულ გრაალს აღწერს, როგორც ციდან ჩამო-
ვარდნილ ქვას: lapis exillis. თუმცა ეს ციდან ჩამოსულსაც შეიძ-
ლება ნიშნავდეს (ex coelis) და დევნილსაც. ყველა შემთხვევაში
შორიდან მომავალს ნიშნავს. ვიღაცამ ისიც თქვა, იქნებ სულაც
მეტეორიტი იყოო. მოკლედ, მთავარია, რომ ეს ქვაა. რაც არ უნ-
და ყოფილიყო გრაალი, ტამპლიერებისთვის ის სიმბოლურად
განასახიერებს "გეგმის" არსს, მის მიზანს.
მაპატიეთ, - ვუთხარი, - ამ დოკუმენტის თანახმად,
რაინდები მეექვსე შეხვედრას რაღაც ქვასთან, თუ ქვაზე,
გეგმავენ, მაგრამ ქვის ძებნაზე აქ არაფერია ნათქვამი.
კიდევ ერთი ამოცანა, კიდევ ერთი ბრწყინვალე მისტიკური
ანალოგია! უეჭველია, მეექვსე შეკრება ქვაზეა და მალე ვნა-
ხავთ, სადაც, მაგრამ როცა გეგმა შესრულდება და ექვსივე ბეჭე-
დი აიხსნება, სწორედ იმ ქვაზე გაიგებენ რაინდები, სადაა "ქვა"!
სახარებაც გავიხსენოთ: "რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდე-
სა ზედა...", ანუ კლდეზე, იგივე ქვაზე, ნახავთ ქვას...
კი, ნამდვილად ასე იქნებოდა, - შეაშველა ბელბომ. -
გთხოვთ, განაგრძეთ. კაზობონ, ნუ აწყვეტინებთ, თუ
შეიძლება, ერთი სული გვაქვს, დასასრული გავიგოთ.
მაშასადამე, - განაგრძო პოლკოვნიკმა, - გრაალზე აშკარა
მინიშნების გამო ვფიქრობდი, რომ ეს განძი რადიოაქტიური მა-
სალის ვეებერთელა მასა უნდა ყოფილიყო, რომელიც, შეიძლე-

209
ბა, სხვა პლანეტიდანაც ყოფილიყო ჩამოვარდნილი. გაიხსენეთ,
მაგალითად, იმავე ლეგენდაში, ამფორტასის იდუმალი ჭრილო-
ბა... რადიოლოგის დაწერილი გეგონება, რომელიც შიშველი
ხელებით ეხებოდა... გრაალის შეხება, გახსოვთ, ალბათ, არ შე-
იძლება. რატომ? წარმოიდგინეთ, რა უნდა ეგრძნოთ ტამ-
პლიერებს მკვდარი ზღვის ნაპირზე... მოგეხსენებათ, მკვდარი
ზღვის მძიმე, ბლანტ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და
მასში ადამიანის სხეული საცობივით ტივტივებს... ვინ იცის, იქ-
ნებ პალესტინაში რადიუმის ან ურანის მარაგს მიაგნეს და მიხ-
ვდნენ, რომ მისი გამოყენება ჯერ არ შეეძლოთ. გრაალს, ტამ-
პლიერებსა და კათარებს შორის კავშირი გერმანელმა ოფიცერ-მა
ოტო რანმა შეისწავლა. რანი SS-ის ობერშტურმბანფიურერი
გახლდათ, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გრაალის ევ-
როპული და არიული ბუნების მეცნიერულ კვლევას. არ მინდა,
გითხრათ, როგორ დაიღუპა 1939-ში, მაგრამ ზოგიერთი ფიქ-რობს,
რომ... ისე, ინგოლფს იგივე არ დაემართა?.. რანი არგო-ნავტების
ოქროს საწმისსა და გრაალს შორის კავშირს გვიჩვე-ნებს...
მოკლედ, აშკარაა, რომ არსებობს კავშირი ლეგენდის მისტიკურ
გრაალს, ფილოსოფიურ ქვასა (ლაპისი!) და ენერგიის იმ
ამოუწურავ წყაროს შორის, რასაც ჰიტლერის ერთგული მიმ-
დევრები შენატროდნენ ომის წინა წლებიდან მოყოლებული უკა-
ნასკნელ ამოსუნთქვამდე. გაიხსენეთ, რომ ლეგენდის ერთ-ერთ
ვერსიაში არგონავტები კოსმიური მთის წვერზე ხედავენ თასს,
დიახ, თასს, რომელიც ჰაერში ირწევა და მისგან სინათლის სვე-
ტია ამოზრდილი. არგონავტები ხელში ჩაიგდებენ ოქროს საწ-მისს
და მათი გემი რაღაც ჯადოსნური ძალით ირმის ნახტომის გავლით
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღმოჩნდება, სადაც ჯვრის,
სამკუთხედისა და სამსხვერპლოს თანავარსკვლავედთა

210
ბრწყინვალება მარადიული ღმერთის სინათლისმიერ ბუნებას
ადასტურებს. სამკუთხედი სამების სიმბოლოა, ჯვარი -
ღვთიური სიყვარულისთვის თავგანწირვისა. სამსხვერპლო კი
სერობის ტაბლაა, რომელზეც აღდგომის თასი დგას. წყალი არ
გაუვა ამ სიმბოლოების კელტურ და არიულ წარმომავლობას.
პოლკოვნიკი იმავე გმირული სულისკვეთებით ჩანდა აღ-
გზნებული, რომლისთვისაც თავი გაეწირა მის ობერშტურმუნ-
დრანგს, თუ რა ეშმაკიც ერქვა. მიწაზე უნდა ჩამოგვეყვანა,
რეალობაში დაგვებრუნებინა.
და რას ასკვნით აქედან?
ბატონო კაზობონ, თავად ვერ ხედავთ? გრაალი წარმოდგე-
ნილია, როგორც ლუციფერის ქვა და ეს ხატი ბაფომეტის სა-ხელს
გვაგონებს. გრაალი ენერგიის წყაროა, ტამპლიერები ამოუწურავი
ენერგიის წყაროს საიდუმლოს მცველები არიან და გეგმას
ადგენენ... სად უნდა გაიმართოს საიდუმლო შეხვედრე-ბი?
ამასთან დაკავშირებით, ბატონებო, - პოლკოვნიკმა თანამ-
ზრახველურად შეგვათვალიერა, თითქოს ყველანი რაღაც შეთ-
ქმულების მონაწილენი ვყოფილიყავით, - ერთი ვარაუდი შევის-
წავლე. მცდარი, მაგრამ საჭირო ვარაუდი. იყო ერთი კაცი, შარლ-
ლუი კადე-გასიკური, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც
საიდუმლოსთვის მოუკრავს ყური (თავად განსაჯეთ, შემთხვევი-
თობაა თუ არა, რომ მისი წიგნი ინგოლფის ბიბლიოთეკაში აღ-
მოვაჩინე) და 1797 წელს წერს წიგნს სახელწოდებით "Le tombeau
de Jacques Molay ou le secret des conspirateurs à ceux qui veulent
tout savoir".45 ამ წიგნში ავტორი ამტკიცებს,

"ჟაკ დე მოლეს საფლავი, ანუ შეთქმულთა საიდუმლო, რო-


მელთაც სურდათ, ყვე ლაფერი სცოდნოდათ" (ფრ.)
211
რომ სიკვდილის წინ მოლემ ოთხი საიდუმლო ლოჟა დააფუძნა:
პარიზში, შოტლანდიაში, სტოკჰოლმსა და ნეაპოლში. ამ ოთხ
ლოჟას უნდა გაენადგურებინა ყველა მონარქი და დაემხო პაპის
მმართველობა. კი, ბატონო, გასიკურს ზედმეტი მოუვიდა, მაგ-რამ
მისი მოსაზრება იმის დასადგენად გამომადგა, სად შეიძლე-ბოდა,
ტამპლიერებს თავიანთი საიდუმლო შეხვედრები დაეგეგ-მათ. ამ
გზავნილის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებოდი, რაღაცას რომ არ
დავყრდნობოდი. ჩემი მთავარი, უამრავი მტკიცებულე-ბით
გამყარებული ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ტამ-პლიერთა
სული კელტური, დრუიდულია: ჩრდილოური არიულობის სული,
რომელიც ტრადიციის თანახმად ავალონის კუნძულს
უკავშირდება - ჭეშმარიტი ჰიპერბორეული ცივილიზა-ციის
ცენტრს. გეცოდინებათ, რომ ბევრი ავტორი აიგივებს ავა-ლონს
ჰესპერიდების ბაღთან, თულესთან და ოქროს საწმისის
სამშობლოსთან - კოლხეთთან. შემთხვევითი არაა, რომ რაინ-დთა
ყველაზე დიდი ორდენი ისტორიაში სწორედ "ოქროს საწმი-სია".
ასე რომ, ნათელი ხდება, რასაც ნიშნავს "ციხესიმაგრე": ესაა
ჰიპერბორეიული ციხესიმაგრე, სადაც ტამპლიერები გრა-ალს
ინახავდნენ, სავარაუდოდ, ლეგენდის მონსალვატი!
შეჩერდა. უნდოდა, გასუსულებს გვესმინა მისთვის.
ვუსმენ-დით კიდეც.
- ახლა მეორე მითითებაზე გადავიდეთ. ბეჭდის მცველები უნ-
და მივიდნენ იქ, სადაც არის ვიღაც თუ ვიღაცეები, რომლებსაც
რაღაც კავშირი აქვთ პურთან. თავისთავად ეს მითითება სრუ-
ლიად ნათელია: გრაალი ჭურჭელია ქრისტეს სისხლით, პური
ქრისტეს ხორცია და ადგილი, სადაც პური შეიჭამა, საიდუმლო
სერობის ადგილია იერუსალიმში. შეუძლებელია, რომ ტამ-
პლიერებს, თუნდაც სარკინოზების გამარჯვების შემდეგ, იქ

212
საიდუმლო ადგილსამყოფელი არ შეენარჩუნებინათ. სიმარ-თლე
გითხრათ, თავიდან ცოტა მაფიქრებდა მთლიანად არიული
სიმბოლიკით ნაქარგ გეგმაში ამ იუდეური ელემენტის არსებო-ბა,
მაგრამ შემდეგ სხვაგვარად შევხედე ამ ამბავს. ეს ჩვენ მი-ვიჩნევთ
დღემდე ქრისტეს იუდეველთა რელიგიურობის გამოხა-
ტულებად, რადგან ასე გვასწავლის რომის ეკლესიის ტრადიცია.
ტამპლიერებმა კი შესანიშნავად იცოდნენ, რომ იესო თავადაა
კელტური მითი. მთელი სახარების ამბავი ჰერმეტიკული ალე-
გორიაა, მიწის წიაღთან შერთვა, შემდეგ აღდგომა და ა. შ. ქრის-ტე
სხვა არაფერია, თუ არა ალქიმიკოსთა ელექსირი. ისიც ყვე-ლამ
იცის, რომ სამება არიული ცნებაა, ამიტომაცაა, რომ ტამ-პლიერთა
წესში, რომელიც ჭეშმარიტი დრუიდის, წმინდა ბერ-ნარდის,
შედგენილია, რიცხვი სამი დომინირებს.
პოლკოვნიკმა ისევ მოსვა წყალი. ხმაში ხრინწი გაერია.
- ახლა კი მესამე საფეხურს მივადექით, თავშესაფარს. ეს
ტი-ბეტია.
რატომ ტიბეტი?
იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ფონ ეშენბახი ჰყვება, რომ ტამ-
პლიერებმა ევროპა დატოვეს და გრაალი ინდოეთში წაიღეს.
არიული მოდგმის აკვანი. მათი თავშესაფარი აგარტშია. ალბათ,
გსმენიათ აგარტზე, სამყაროს მეფის სამფლობელოზე, მიწის-
ქვეშა ქალაქზე, საიდანაც სამყაროს მბრძანებლები ისტორიის
სვლას განაგებენ. ტამპლიერებმა ერთ-ერთი საიდუმლო ცენ-
ტრი სწორედ იქ დააფუძნეს, საკუთარი სულიერების
ფესვებთან ახლოს. ალბათ, იცით აგარტის სამეფოსა და
სინარქიას შორის კავშირები...
სიმართლე გითხრათ, არა...

213
- ასე ჯობია. ზოგიერთი საიდუმლო მომაკვდინებელია. აჯო-
ბებს, საკითხს ნუ გადავუხვევთ. ყველამ იცის, რომ აგარტი ექვსი
ათასი წლის წინაა დაფუძნებული, კალი-იუგას ხანის დასაწყის-
ში, რომელიც დღემდე გრძელდება. რაინდულ ორდენთა დანიშ-
ნულება ყოველთვის იყო საიდუმლო ცენტრთან ურთიერთობის
შენარჩუნება, მუდმივი კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლე-თის
სიბრძნეს შორის. ახლა ნათელია, სად უნდა მომხდარიყო მეოთხე
შეხვედრა: დრუიდულ სალოცავთაგან ერთ-ერთში, ქალწულის
ქალაქში, ანუ შარტრის კათედრალში! პროვენიდან თუ
წარმოვიდგენთ, შარტრი ილ-დე-ფრანსის მთავარი მდინა-რის -
სენის - გადაღმა მდებარეობს.
უკვე აშკარად გვიჭირდა ჩვენი სტუმრის მოსმენა.
კი მაგრამ, რა შუაშია შარტრი თქვენს კელტურ და
დრუიდულ ამბებთან?
როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ქალწულის იდეა? პირვე-
ლი ქალწულები, რომლებიც ევროპაში გამოჩნდნენ, კელტების
შავი ქალწულები იყვნენ. ახალგაზრდა წმინდა ბერნარდი თურ-
მე ერთხელ მუხლმოყრილი ლოცულობდა სენ-ვუარლის ტაძარ-
ში შავი ქალწულის წინაშე. ქალწულის ძუძუდან რძის სამი
წვეთი გადმოვარდნილა და ბაგეზე დასცემია ტამპლიერთა
მომავალ დამფუძნებელს. ამას მოჰყვა ვარაუდები, რომ გრაალი
სინამ-დვილეში მხოლოდ ჯვაროსნული ომების შესანიღბავად
გა-მოიგონეს, ჯვაროსნული ომები კი - გრაალის ძებნის
შესანიღბა-ვად. ბენედიქტელები რომ დრუიდების
მემკვიდრეები არიან, ეს ყველამ იცის.
შავი ქალწულები სადღა არიან?
გაანადგურეს. იმათ, ვისაც ჩრდილოური ტრადიციის წაბილ-
წვა და კელტური სულიერების ხმელთაშუა ზღვის რელიგიურო-

214
ბად გარდაქმნა სურდა. ნაზარეველი მარიამის მითი ამისთვის
გამოიგონეს. ხოლო რაც ვერ მოსპეს, ის შენიღბეს და დაამახინ-
ჯეს. ასეა შერყვნილი უამრავი შავი ღვთისმშობელი, რომლებ-საც
დღემდე ეთაყვანებიან ფანატიკოსთა მასები. მაგრამ თუ ყუ-
რადღებით დავაკვირდებით ტაძრებში ქალწულის გამოსახულე-
ბებს, როგორც დიდმა ფულკანელიმ გააკეთა, ვნახავთ, რომ ყვე-
ლაფერი აშკარად ჩანს და სრულიად ნათელია კელტური ქალ-
წულების კავშირიც ტამპლიერულ ალქიმიურ ტრადიციასთან,
რომელიც შავ ქალწულში იმ ნედლეულს, იმ საწყისს ხედავს,
რომელსაც კარგად იცნობდნენ ფილოსოფიური ქვის მაძიებლე-ბი,
რომელიც თავის მხრივ (ახლა უკვე ვიცით) იგივე გრაალია. აბა
დაფიქრდით, რას უნდა შთაეგონებინა დრუიდების კიდევ ერთი
დიდი მოსწავლე, მუჰამედი, როცა მექაში ის შავი ქვა და-დო?
შარტრში ვიღაცამ ამოაშენა კრიპტა, რომელიც მიწისქვეშა
სალოცავში გადიოდა, სადაც დღემდე დგას უძველესი წარმარ-
თული ქანდაკება. მაგრამ თუ მოინდომებთ, ჯერ კიდევ შესაძლე-
ბელია შავი ქალწულის პოვნა ამ ტაძარში: ესაა ნოტრ-დამ-დიუ-
პილიე, რომელიც კანონიკური ოდინისტის მიერაა გამოკვეთი-ლი.
ქანდაკებას ხელში ოდინის დიდი ღვთისმსახური ქალების
ჯადოსნური ცილინდრი უჭირავს. მის მარცხენა მხარეს მაგიური
კალენდარია ამოკვეთილი, სადაც ოდინიზმის წმინდა ცხოველე-
ბი: ძაღლი, არწივი, ლომი, თეთრი დათვი და მგელი იყო გამო-
სახული. დიახ, სამწუხაროდ, იყო, რადგან ეს ქანდაკებები კანო-
ნიკური ორთოდოქსების ვანდალიზმს ვერ გადაურჩა. ისე, გოტი-
კური ეზოტერიზმის არც ერთ მკვლევარს არ გამოჰპარვია აქვე,
შარტრში, არსებული ქანდაკება გრაალის თასით ხელში. ეჰ, ბა-
ტონებო, კათოლიკური სამოციქულო ეკლესიის მიერ შედგენი-ლი
ტურისტული გზამკვლევებით დაბრმავებულები რომ არ ვათ-

215
ვალიერებდეთ შარტრის კათედრალს და შეგვეძლოს, ტრადიცი-
ის მახვილი თვალით წავიკითხოთ ნამდვილი ისტორია,
რომელ-საც ერეცის ეს ციხე ინახავს...
კარგი. და პოპლიკანები ვინღა იყვნენ?
კათარები. ერეტიკოსებს, სხვა სახელებთან ერთად, პოპლი-
კანებს, ანუ პავლიკიანებსაც ეძახდნენ. პროვანსელი კათარები
განადგურებულები არიან და ისე გულუბრყვილო არ ვარ,
ვიფიქ-რო, რომ მონსეგიურის ნანგრევებში იყო შეხვედრა
დაგეგმილი. მაგრამ სექტა არ მომკვდარა, ოკულტური
კათარიზმის მთელი გეოგრაფია არსებობს, რომელსაც თავად
დანტეც უკავშირდება, "ახალი სტილის პოეტები", "სიყვარულის
სექტის" მიმდევრები. მეხუთე შეხვედრა სადღაც ჩრდილოეთ
იტალიაში ან სამხრეთ საფრანგეთში უნდა შემდგარიყო.
და ბოლო?
რომელია ყველაზე ძველი, ყველაზე წმინდა, ყველაზე გამ-
ძლე კელტურ ქვათაგან? მზის ღვთაების სალოცავი, იდეალური
ობსერვატორია, საიდანაც პროვენელი ტამპლიერების მემკვიდ-
რეები, გეგმის აღსრულებასთან მიახლოებულები და გაერ-
თიანებულები, შეძლებენ, ერთმანეთს დაუკავშირონ
დალუქულ გზავნილებში დაცული საიდუმლოებები და
გაიგონ, როგორ უნ-და გამოიყენონ წმინდა გრაალით ნაბოძები
უსასრულო ძალა? ცხადია, ეს ინგლისია, სტოუნჰენჯის
მაგიური რკალი! სხვა რა შე-იძლება, იყოს?
O basta l à ! - აღმოხდა ბელბოს. მხოლოდ პიემონტელი თუ
გაიგებდა ამ გამოთქმას, გაოგნებისა და იმედგაცრუების ამ ნა-
ზავს. არც ერთ ენაზე არ მეგულება სიტყვა, ეს აბსოლუტურად
ფატალური გრძნობა რომ გადმოსცეს: როცა მოსაუბრის მიმართ
იმდენად გიქრება ინტერესი, რომ მისი მსმენელები რომელიღაც
216
გამოლენჩებული ღვთაების გოშიებად, სრულიად აბსურდულ
არსებებად გეჩვენებიან.
მაგრამ პოლკოვნიკი პიემონტელი არ გახლდათ და ბელბოს
რეაქციამ აღაფრთოვანა.
- დიახ! აი, გეგმა. აი, დავალება. თვალისმომჭრელი უბრა-
ლოებითა და თანმიმდევრულობით. გთხოვთ, დააკვირდით,
აიღეთ ევროპისა და აზიის რუკა, ხაზით შეაერთეთ ამ გეგმაში
შემავალი ადგილები, ჩრდილოეთიდან იერუსალიმის ციხემდე,
იერუსალიმიდან აგარტამდე, აგარტიდან შარტრამდე, შარტრი-
დან ხმელთაშუა ზღვის კიდემდე და იქიდან -
სტოუნჰენჯამდე. ნა-ხეთ, როგორი ნახაზი გამოვა, რუნული
დამწერლობის მსგავსი, დაახლოებით ასეთი:
მერე რა?
მერე ის, რომ ზუსტად იგივე წარწერაა, რომლითაც ტამ-
პლიერული ეზოტერიკის ძირითადი ცენტრები შეგვიძლია ერ-
თმანეთს დავუკავშიროთ: ამიენი, ტრუა, წმინდა ბერნარდის
სა-მეფო აღმოსავლეთის ტყის კიდეზე, რეიმსი, შარტრი, რენ-
ლე-შატო და სენ-მიშელის მთა - უძველესი დრუიდული კერპის
ად-გილი. იგივე ნახაზი ქალწულის თანავარსკვლავედსაც
გვაგო-ნებს!
ასტრონომია ძალიან მიყვარს, - მორცხვად ჩაერთო დიოტა-
ლევი, - და, რამდენადაც მახსოვს, ქალწულის თანავარსკვლავე-
დი სულ სხვა ფორმისაა... თანაც თერთმეტვარსკვლავიანია...
პოლკოვნიკმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა:
ბატონებო, ბატონებო... ჩემზე უკეთ იცით, რომ ყველაფერი
იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაავლებ ხაზებს. ერთ ნახაზში
შეიძლება, ეტლიც ჩახატო და დიდი დათვიც, რაც გაგიხარდება,
მოკლედ. და ისიც მოგეხსენებათ, ძნელი დასადგენია, ესა თუ ის

217
ვარსკვლავი თანავარსკვლავედის შიგნითაა თუ გარეთ. ქალ-
წულს დააკვირდით... წარმოიდგინეთ, რომ სპიკა ქვედა წერტი-
ლია და პროვანსის სანაპიროს შეესაბამება, მერე ხუთი ვარ-
სკვლავი მონიშნეთ და ნახაზებს შორის მსგავსება გაგაოცებთ.
ჰო, მთავარია, გადაწყვიტო, რომელი ვარსკვლავები უნდა
გამოტოვო.
სწორედ ასეა, - დაუდასტურა პოლკოვნიკმა.
მისმინეთ, - უთხრა ბელბომ. - გამორიცხავთ, რომ შეხვედ-
რები რეგულარულად ხდებოდა და რაინდები საქმესაც შეუდ-
გნენ, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს?
ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. თუ ნებას მომცემთ, დავამატებ,
"სამწუხაროდ". გეგმის შესრულება შეწყდა და ის, ვისაც ის უნდა
დაესრულებინა, ცოცხალი აღარაა. ოცდათქევსმეტწევრიანი
ჯგუფები მსოფლიოში დატრიალებული კატასტროფების შედე-
გად დაიშალა. მაგრამ თუ შეიკრიბება გულანთებულ ადამიანთა
ჯგუფი, რომელიც სწორ გზას დაადგება, შეიძლება, ეს საქმე გაგ-
რძელდეს. ის, რაღაც, ჯერ კიდევ იქაა, ხელუხლებელი. ხალხი
მჭირდება. ამიტომ მინდა წიგნის გამოქვეყნება, რომ ადამიანებს
ინტერესი გავუღვივო. თან ვცდილობ, ისეთ ხალხს დავუკავშირ-
დე, ვინც პასუხს მაპოვნინებს ტრადიციული ცოდნის უღრან ტყე-
ში. დღეს ამ დარგის უდიდეს ექსპერტს შევხვდი, მაგრამ ვაი, რომ,
მიუხედავად უკიდეგანო განათლებისა, ვერაფრით დამეხ-მარა,
თუმცა ძალიან დაინტერესდა და წინათქმის დაწერასაც
შემპირდა...
მაპატიეთ, - ჰკითხა ბელბომ, - წინდაუხედაობა ხომ არ იყო
იმ ადამიანისთვის თქვენი საიდუმლოს განდობა? ინგოლფის
შეცდომა თავად არ ახსენეთ წეღან?

218
რას ამბობთ, - უპასუხა პოლკოვნიკმა. - ინგოლფი ერთი
უთავბოლო კაცი იყო. მე შეუვალი ავტორიტეტის მეცნიერს და-
ვუკავშირდი. ადამიანს, რომელიც ნაჩქარევ ნაბიჯს არასოდეს
გადადგამს. ისიც კი მითხრა, ცოტაც მოიცადეთ, თქვენს ნაშ-
რომს ჯერ ნუ მიიტანთ გამომცემლობაში, სანამ ყველა საჭოჭმა-
ნო საკითხს ნათელს არ მოჰფენთო... არ მინდოდა, გამენაწყენე-
ბინა, აღარ ვუთხარი, რომ თქვენთან მოვდიოდი. გესმით, ალ-
ბათ, ამდენწლიანი შრომის მერე მოთმენა აღარ შემიძლია. ის
ბატონი... კარგი, ჯანდაბას, გეტყვით, ვინცაა, არ მინდა, იფიქ-
როთ, რომ ტყუილად ვტრაბახობ... ბატონ რაკოსკიზე მოგახსე-
ნებთ!
შეჩერდა, ჩვენს რეაქციას დაელოდა.
ეგ ვინაა? - იმედი გაუცრუა ბელბომ.
როგორ თუ ვინაა? რაკოსკი! შეუვალი ავტორიტეტია ტრა-
დიციულ კვლევებში, "საიდუმლო რვეულების" რედაქტორი.
აჰ... - თქვა ბელბომ, - მგონი, გამიგია, ჰო, რაკოსკი...
სანამ ჩემს წიგნს საბოლოო სახეს მივცემდე, მინდა, მისი აზ-
რიც მოვისმინო, მაგრამ თუ ამასობაში თქვენს გამომცემლობა-საც
მოველაპარაკები, საქმეს წინ წავიგდებდი. და თუ... ვი-მეორებ,
ვჩქარობ, მინდა, გამომეხმაურონ, ახალი ინფორმაცია მივიღო...
ბევრია ისეთი, ვინც რაღაც იცის და დუმს... ბატონებო,
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ომი წაგებული ჰქონდა, 44-ში
ჰიტლერი რაღაც საიდუმლო იარაღზე ალაპარაკდა, რომლითაც
ვითარების მოულოდნელად შეცვლას შეძლებდა. გიჟი იყოო, ამ-
ბობენ. და ვაითუ არ იყო გიჟი? გესმით? - შუბლი ოფლით დანამ-
ვოდა და ულვაშები კატასავით აპრეხოდა. - მოკლედ, მე ანკესს
გადავაგდებ. ვნახოთ, გამოჩნდება თუ არა ვინმე.

219
იმის მიხედვით, რა შთაბეჭდილებაც შემექმნა ამ ადამიანზე,
ველოდი, რომ ბელბო რაღაც ზოგადი ფრაზით გაისტუმრებდა.
მაგრამ შევცდი:
- მისმინეთ, პოლკოვნიკო, თქვენი ამბავი ძალიან საინტერე-
სოა, იმისდა მიუხედავად, რომელ გამომცემლობაში აჯობებს
მი-სი გამოქვეყნება. კიდევ ათიოდე წუთი ხომ გექნებათ? -
მერე მო-მიბრუნდა: - გვიანია, კაზობონ, ისედაც ძალიან
დაგაყოვნეთ. იქ-ნებ ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს?
ეს დამშვიდობებას ნიშნავდა. დიოტალევიმ ხელკავი გამომ-
დო და ჩაილაპარაკა, მეც წავალო. გამოვემშვიდობეთ. პოლ-
კოვნიკმა დიოტალევის თბილად ჩამოართვა ხელი, მე კი ცივი
ღიმილით დამიკრა თავი.
- ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გთხოვათ ბელბომ წასვლა, -
მითხრა დიოტალევიმ კიბეზე. - არ გეწყინოთ. ბელბო პოლკოვ-
ნიკს ძალიან კონფიდენციალურ საგამომცემლო გარიგებას შე-
თავაზებს. კონფიდენციალურობა ბატონი გარამონის განკარგუ-
ლებაა. მეც წამოვედი, რომ უხერხულობა არ შემექმნა.
როგორც მერე გავიგე, ბელბო "მანუციოს" ხაფანგში იტყუებ-
და პოლკოვნიკს.
დიოტალევი "პილადეში" წავიყვანე. მე "კამპარი" ავიღე, იმან
- "რევანდის" ლიქიორი. მითხრა, რაღაცნაირი ასკეტური, არ-
ქაული სასმელია, ლამის ტამპლიერულიო. პოლკოვნიკზე
ვკით-ხე აზრი.
- კაზობონ, გამომცემლობებში მთელი მსოფლიოს სულელე-
ბი იყრიან თავს. მაგრამ რადგან უზენაესის სიბრძნე სწორედ
სამყაროს უგნურებაში ბრწყინდება, ბრძენი მოკრძალებით აკ-
ვირდება ბრიყვს. - მერე საათს დახედა და ბოდიში მომიხადა,
უნდა წავიდეო: - ამ საღამოს ნადიმი მელის.

220
რამეს დღესასწაულობთ? - ვკითხე.
თითქოს გააოცა ჩემმა გულუბრყვილობამ:
ზოჰარი, - განმიმარტა. - ლეხ-ლეხა. ჯერ კიდევ გაუშიფრავი
მონაკვეთი.

221
21

"გრაალი... ისე მძიმეა, რომ ცოდვილთაგან ვერავინ ვერასო-


დეს დაძრავს მას ადგილიდან".46
პოლკოვნიკი არ მომეწონა, მაგრამ დავინტერესდი. შეიძლე-
ბა, ხვლიკმაც კი მოგაჯადოოს, თუ დიდხანს უყურე. იმ შხამის
პირველ წვეთებს ვუსინჯავდი გემოს, რომელიც ყველას
ბოლოს მოგვიღებდა.
მეორე საღამოს ბელბოსთან დავბრუნდი. ჩვენს სტუმარზე
ვი-ლაპარაკეთ. ბელბომ მითხრა, მგონი, რაღაცას ბოდავსო.
- უსმინე, როგორ ახსენებდა იმ როკოშკის თუ როსტროპო-
ვიჩს?.. გეგონებოდა, კანტზე ლაპარაკობდა.
ვინ იცის, როდინდელი ამბებია. ინგოლფი ერთი შერეკილი
იყო, რომელსაც მართლა სჯეროდა ეს ყველაფერი, პოლკოვნი-
კი კი გიჟია, რომელსაც ინგოლფის სჯერა.
იქნებ გუშინ მისი სჯეროდა, დღეს კი ვიღაც სხვას დაუჯეროს.
გუშინ, სანამ დავემშვიდობებოდი, შეხვედრა დავუნიშნე...
ოღონდ სხვა გამომცემლობასთან. იმათ ფული უყვართ და ხში-
რად ბეჭდავენ წიგნებს ავტორების ხარჯით. მგონი, კმაყოფილი
იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ შეხვედრაზე არ მისუ-
ლა. იცით, იმ წერილის ასლი აქ დატოვა, ნახეთ... ისე ტოვებს
აქეთ-იქით ტამპლიერების საიდუმლოს, ვითომც არაფერი? ასე-
თები არიან...
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ბელბომ უპასუხა:

Wolfram von Eschenbach, Parzival, IX, 477


222
- დიახ, ბელბო ვარ, გამომცელობა "გარამონი". დიახ. გამარ-
ჯობა, გისმენთ... დიახ, გუშინ საღამოს იყო, წიგნის
გამოქვეყნე-ბა შემომთავაზა. უკაცრავად, ეს
კონფიდენციალური საკითხია, თუ მეტყვით, რა...
რამდენიმე წამს უხმოდ უსმენდა, მერე გაფითრებულმა გა-
მომხედა:
პოლკოვნიკი მოუკლავთ... რას ამბობს, ვერ გავიგე... - ისევ
ტელეფონს მიუბრუნდა: - უკაცრავად, კაზობონს
ველაპარაკებო-დი, ჩემს თანამშრომელს, ჩვენს საუბარს
შეესწრო... მოკლედ, პოლკოვნიკი არდენტი გუშინ ჩვენთან
იყო, თავის გეგმაზე გვე-საუბრა, მე რაღაც მონაროში მგონია,
ტამპლიერების განძზე ჰყვებოდა რაღაცას... შუა საუკუნეების
რაინდები იყვნენ... - მერე უცებ ყურმილს ხელი დააფარა,
დაინახა, რომ ვუყურებდი, ხელი აიღო და ნელა განაგრძო: - არა,
ბატონო დე ანჯელის, ის კაცი წიგნზე გველაპარაკებოდა,
რომლის დაწერასაც აპირებდა, მაგ-რამ გაურკვევლად ამბობდა
რაღაცას... როგორ? ორივე? ახლა? მისამართს ჩავიწერ.
ყურმილი დაკიდა. რამდენიმე წამს ხმა არ ამოუღია, თითებს
მაგიდაზე აკაკუნებდა.
კაზობონ, უნდა მაპატიოთ... დაუფიქრებლად მომივიდა,
თქვენც გაგრიეთ საქმეში. მოულოდნელობისგან ვერ მოვიფიქ-
რე, რა მექნა... კომისარი იყო, ვინმე დე ანჯელისი. პოლკოვნიკი
სადღაც სასტუმროში ცხოვრობდა თურმე და ვიღაცას უთქვამს,
წუხელ მკვდარი ვნახეო...
უთქვამს? და კომისარმა არ იცის, მართალია თუ არა?
უცნაურია, მაგრამ არ იცის. როგორც ჩანს, ჩემი სახელი და
გუშინდელი შეხვედრა უნახავთ მის ბლოკნოტში ჩანიშნული.

223
მგონი, ერთადერთი კვალი ჩვენ ვართ. აბა რა გითხრათ... უნდა
წავიდეთ.
ტაქსი გამოვიძახეთ. გზაში ბელბომ მკლავზე მომკიდა ხელი:
კაზობონ, შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ მაინც
ჯობია... ღმერთო... არ ვიცი, შეიძლება დამახინჯებული მაქვს
ტვინი, მაგრამ ამბობენ, ჯობია, სახელები არასოდეს ახსენოო...
მახსოვს, ბავშვობაში, ჩემს სოფელში საშობაო კომედია დად-
გეს. სპექტაკლი დიალექტზე იყო და ვერ გაიგებდი, ბეთლემში
ხდებოდა თუ სადღაც აქვე, ნატაროს ნაპირზე... მოგვები მწყემს
ბიჭს ეკითხებიან, შენს ბატონს რა ჰქვიაო? ჯელინდოო, პასუ-
ხობს ბიჭი. ჯელინდო რომ ამას გაიგებს, ჯოხით სცემს ბიჭს, ასე
ყველასთან როგორ შეიძლება, ადამიანის სახელი წამოაყრან-
ტალოო... მოკლედ, თუ თქვენ თანახმა ხართ, პოლკოვნიკს არა-
ფერი უთქვამს ინგოლფზე და პროვენის წერილზე.
არაფერში გვჭირდება ინგოლფის ბედის გაზიარება, - გაღი-
მება ვცადე.
კიდევ ვიმეორებ, სისულელეა. მაგრამ რაღაცეები, ჯობია,
შენთვის შეინახო.
დავეთანხმე, მაგრამ ავფორიაქდი. სტუდენტი ვიყავი, ხანდა-
ხან გამოსვლებში ვმონაწილეობდი და პოლიციასთან შეხვედრა
არასოდეს მეპიტნავებოდა. სასტუმროსთან ჩამოვედით. გარე-
უბნის ერთი იაფფასიანი პანსიონი იყო. მაშინვე პოლკოვნიკ არ-
დენტის ბინა მიგვასწავლეს - ამ ტიპის სასტუმროებში ოთახებს
ბინებს ეძახდნენ. კიბეზე პოლიციელები იდგნენ. 27-ე ბინაში
შეგვიყვანეს (ორს პლუს შვიდი - ცხრა, გავიფიქრე): საძინებელი
ოთახი, შესასვლელი პატარა მაგიდით, პაწაწინა სამზარეულო და
აბაზანა შხაპით, რომელსაც ფარდაც არ ჰქონდა. სანახევ-როდ
მიხურულ კარში არ ჩანდა, ბიდე იდგა თუ არა, მაგრამ

224
ასეთ სასტუმროში, ალბათ, პირველი და ერთადერთი კომფორ-
ტი იქნებოდა, რასაც კლიენტები ითხოვდნენ. ავეჯი ცოტა იყო,
ყველგან პირადი ნივთები ეყარა: ვიღაცას კარადები და ჩემოდ-
ნები გადმოექექა. ალბათ, პოლიციის ან სამოქალაქო ტანსაც-
მელში ჩაცმული აგენტების ნახელავი იქნებოდა. ათამდე ადა-
მიანი დავთვალე ოთახში.
გრძელთმიანი ახალგაზრდა შემოგვეგება:
დე ანჯელისი გახლავართ. დოქტორი ბელბო ბრძანდებით?
თქვენ, ალბათ, დოქტორი კაზობონი ხართ?
არა, ჯერ ვსწავლობ.
ისწავლეთ, ისწავლეთ. სანამ დიპლომს არ აიღებთ, პოლი-
ციაში ვერ დაიწყებთ მუშაობას და არ იცით, რამდენს კარგავთ,
- გაღიზიანებული ჩანდა. - მაპატიეთ, მოდი, პირდაპირ საქმეს
შე-ვუდგეთ. ეს პასპორტი აქ მცხოვრებს ეკუთვნოდა, რომელიც
და-რეგისტრირებულია, როგორც პოლკოვნიკი არდენტი.
ცნობთ მას?
დიახ, ისაა, - უთხრა ბელბომ, - მაგრამ ბოდიში... წეღან ტე-
ლეფონზე ვერ გავიგე, მოკვდა, თუ...
მადლობელი დაგრჩებოდით, თუ თქვენ მეტყოდით ამას, -
დაიჯღანა დე ანჯელისი. - მგონი, ჩემზე მეტი უნდა იცოდეთ. მოკ-
ლედ, ბატონი არდენტი, პოლკოვნიკია თუ ვინცაა, ოთხი დღის
წინ დასახლდა აქ. როგორც ხედავთ, "გრანდ ოტელი" არაა, ერ-თი
დარაჯი მუშაობს და თერთმეტ საათზე წვება დასაძინებლად,
რადგან სტუმრებს საკუთარი გასაღებები აქვთ. კიდევ დამლაგე-
ბელი ჰყავთ, რომელიც დილაობით ალაგებს ოთახებს და ერთი
ბებერი ლოთი, რომელსაც კლიენტებისთვის სასმელი ააქვს
ოთახებში, როცა დაურეკავენ. ვიმეორებ, ლოთია და თან ათე-
როსკლეროზით დაავადებული: მისი დაკითხვა საშინელებაა.

225
დარაჯი ამბობს, აჩემებული ჰქონია, მოჩვენებებს ვხედავო და
უკვე არაერთხელ შეუშინებია ბინადრები. გუშინ საღამოს ექვსი
საათისთვის დარაჯს უნახავს არდენტი: ორ კაცთან ერთად დაბ-
რუნებულა და ბინაში აუყვანია სტუმრები. აქ მთელი ჯგრო ტრან-
სვესტიტები რომ მოიყვანო, იმას არ მიაქცევენ ყურადღებას და ორ
ჩვეულებრივ ადამიანს ვინ ან რატომ დააკვირდებოდა? თუმ-ცა
დარაჯი ამბობს, უცნაური აქცენტი ჰქონდათო. თერთმეტის
ნახევარზე არდენტის დაურეკავს ლოთისთვის და ერთი ბოთლი
ვისკი, მინერალური წყალი და სამი ჭიქა უთხოვია. ბებერი ამ-
ბობს, დაახლოებით პირველ საათზე ან ორის ნახევარზე ოცდა-
მეშვიდე ბინიდან ზარი მოისმაო. მაგ დროისთვის ესეც მთვრა-ლი
იქნებოდა, თან ვინ იცის, რას სვამს, გარწმუნებთ, კარგს არაფერს.
მოხუცი ასულა, დაუკაკუნებია, მაგრამ არავის უპასუ-ხია. მაშინ
თავისი გასაღებით გაუღია კარი. არეულ ოთახში სა-წოლზე
თვალებგადმოკარკლული პოლკოვნიკი იწვა თურმე, ყელზე
მავთულშემოჭერილი. მოხუცი გაქცეულა და დარაჯი გა-
უღვიძებია, მაგრამ ზევით ასვლის ორივეს შეშინებია. ტელე-ფონს
ვეცით, მაგრამ არ მუშაობდაო. ამ დილას ჩვეულებრივად
მუშაობდა ტელეფონი, მაგრამ დავუჯეროთ მათ. მოკლედ, დარა-
ჯი გარეთ გავარდნილა, მოედნის კუთხეში ტელეფონის ჯიხური
დგას, რომ პოლიციაში დაერეკა, მოხუცი კი ექიმის დასაძახებ-
ლად გაქცეულა. ოციოდე წუთში უკან დაბრუნებულან და ქვევით
დალოდებიან ექიმს, რომელიც მალევე, თითქმის პოლიციასთან
ერთად მოსულა. ყველანი ერთად ასულან ოცდამეშვიდე ბინაში,
მაგრამ საწოლზე აღარავინ დახვედრიათ.
როგორ თუ აღარავინ? - გაიოცა ბელბომ.
გვამი აღარ იყო. ექიმი სახლში დაბრუნებულა, ჩემს კოლე-
გებს კი ხელთ ის შერჩათ, რასაც ახლა ხედავთ. დარაჯის დაკით-

226
ხვით რაც დაადგინეს, უკვე მოგიყევით. სად წავიდა ის ორი კაცი,
ათ საათზე არდენტის რომ აჰყვნენ ბინაში? იქნებ თერთმეტიდან
პირველ საათამდე გავიდნენ შენობიდან ისე, რომ ვერავინ შე-
ნიშნა? თუ ისევ ოთახში იყვნენ, როცა მოხუცმა კარი გააღო? ვინ
იცის. დარაჯი სულ რამდენიმე წამს გაჩერდა ბინაში, არც სამზა-
რეულოში შეუხედავს და არც აბაზანაში. იქნებ სტუმრები მაშინ
გავიდნენ, როცა ის ორი უბედური დახმარების სათხოვნელად
დარბოდა აქეთ-იქით და გვამიც თან გაიყოლეს? შეუძლებელი
არაფერია, შენობას უკანა კიბეც აქვს, რომელიც ეზოში გადის,
იქიდან კი გვერდითა ქუჩაზე ხვდები. მთავარი ისაა, მართლა
არსებობდა გვამი თუ პოლკოვნიკი სტუმრებთან ერთად გავიდა
შენობიდან, ვთქვათ, შუაღამისას? ბებერს მოელანდა ყველაფე-
რი? დარაჯი ამბობს, პირველი შემთხვევა არააო. რამდენიმე წლის
წინ ერთი ამბავი აუტეხია, სტუმარი ქალი შიშველი ვნახე
ჩამომხრჩვალი ოთახშიო, ის ქალი კი ნახევარი საათის შემდეგ
დაბრუნებულა სახლში, ვარდივით ქორფა და საღ-სალამათი. ამ
ამბის მერე ბებრის სასთუმალთან სადოპორნოგრაფიული ჟურ-
ნალი უნახავთ, იქნებ ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებდა კიდეც
იმ ქალს და ვინ იცის, რა მოელანდა სიბნელეში. ერთადერთი, რაც
ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ეს ბინა უჩვეულო მდგომა-რეობაშია
და პოლკოვნიკიც გაუჩინარდა. თავი შეგაწყინეთ ამ-დენი
ლაპარაკით, დოქტორო ბელბო, ახლა თქვენი ჯერია. მისი
ქაღალდები დავქექეთ, ამ ფურცელს გადავაწყდით, იატაკზე ეგ-
დო მაგიდასთან: ორი საათი, სასტუმრო "სავოიის პრინცი", მის-
ტერ რაკოსკი. ოთხი საათი, დოქტორი ბელბო, "გარამონი". გუ-შინ
თქვენთან იყო. მომიყევით, რა მოხდა.

227
22

"გრაალის რაინდებს აღარ უნდოდათ, ვინმეს რამე ეკითხა


მათთვის".47
ბელბო მოკლედ მოჰყვა მომხდარს. ტელეფონით ნათქვამი
გაუმეორა და დეტალებს არ ჩაღრმავებია. მხოლოდ რამდენიმე
უმნიშვნელო წვრილმანი დაამატა: პოლკოვნიკი რაღაც აბდაუბ-
დას ჰყვებოდა საფრანგეთში ნაპოვნ დოკუმენტებზე, განსაკუთ-
რებული არაფერი უთქვამსო. თითქოს მართლა სჯეროდა, რომ
რაღაც საშიშ საიდუმლოს ფლობდა და მისი გასაჯაროება, სხვე-
ბისთვის გაზიარება უნდოდა, ამბობდა, ყველა, ვინც ჩემზე ადრე
მიაგნო ამ საიდუმლოს, უცნაურ ვითარებაში დაიღუპაო. გვით-
ხრა, დოკუმენტებს მხოლოდ მაშინ გაჩვენებთ, თუ წიგნის გა-
მოქვეყნებას დამპირდებით და კონტრაქტს გამიფორმებთო,
მაგრამ დოკუმენტების უნახავად ვერაფერს დავპირდებოდით,
ამიტომ შემდეგი შეხვედრისთვის გადავდეთ მოლაპარაკება; ჰო,
პოლკოვნიკმა ვინმე რაკოსკიც ახსენა, "საიდუმლო რვეულების"
რედატორი, რომლისთვისაც წინათქმის დაწერა უნდა ეთხოვაო.
იმ რაკოსკის უთქვამს, ჯერ გამოცემის საკითხი მოაგვარეთო და
პოლკოვნიკს არ გაუმხელია, რომ "გარამონთან" უკვე ჰქონდა
შეხვედრა დანიშნული. სულ ესაა.
- ძალიან კარგი... - ჩაილაპარაკა დე ანჯელისმა. - რა შთაბეჭ-
დილება დაგრჩათ?

Wolfram von Eschenbach, Parzival, XVI, 819


228
- სიმართლე გითხრათ, გიჟად მოგვეჩვენა, თანაც საეჭვო მო-
ნატრებით ახსენებდა რაღაც "უცხოურ ლეგიონში" მსახურობის
დროს...
- სიმართლე უთქვამს, თუმცა ბოლომდე არა. არ დაგიმა-ლავთ,
თვალი გვეჭირა ამ ადამიანზე, თუმცა ისე, ზერელედ. ასე-თი
შემთხვევა უამრავი გვაქვს... არდენტი მისი ნამდვილი სახე-ლი
არც იყო, ფრანგული პასპორტი ჰქონდა. სულ რამდენიმე წლის
წინ გამოჩნდა იტალიაში და მისი სავარაუდო ვინაობაც
დადგენილი იყო: ვინმე კაპიტანი არკოვეჯი, რომელსაც დაუს-
წრებლად მიუსაჯეს სიკვდილი 1945-ში. SS-თან თანამშრომ-
ლობდა, კაცმა არ იცის, რამდენი ადამიანი ჰყავს გასტუმრებუ-ლი
დახაუში. საფრანგეთშიც უთვალთვალებდნენ, თაღლითო-
ბისთვის იყო ნასამართლევი და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
სავარაუდოდ, ეს ადამიანი იგივე სინიორ ფასოტი გახლავთ, რო-
მელსაც გასულ წელს ერთმა მცირე მეწარმემ უჩივლა პესკიერა
ბორომეოდან. ფასოტის გაუბრიყვებია ის მეწარმე, კომოს ტბაში
ხელუხლებლადაა შენახული დონგოს განძი, ვიცი, სადაცაა და
რამდენიმე ათეული მილიონი ლირა დაჯდება მისი ამოღება, ორი
მყვინთავი და მოტორიანი ნავი დაგვჭირდებაო. ფული აუღია და
გაუჩინარებულა. ახლა თქვენც ადასტურებთ, რომ შეპ-ყრობილი
იყო ამ განძის იდეით.
და ის რაკოსკი? - იკითხა ბელბომ.
გადავამოწმეთ. "სავოიის პრინცში" მართლა ცხოვრობდა
ვინმე რაკოსკი, სახელად ვლადიმირი, ფრანგული პასპორტით
დარეგისტრირებული. განსაკუთრებული არაფერი, წესიერი კა-
ცი ჩანს. თუმცა მისი გარეგნობა მართლაც ემთხვევა აქაური და-
რაჯის აღწერილს. "ალიტალიას" ოფისში გადავამოწმეთ ინფორ-
მაცია: ამ დილას პირველი რეისით გამგზავრებულა პარიზში.

229
ინტერპოლსაც დავუკავშირდი. ანუნციატა, რამე ხომ არ ისმის
პარიზიდან?
ჯერ არაფერი, ბატონო.
მოკლედ, პოლკოვნიკი არდენტი, თუ როგორც ჰქვია, მი-
ლანში ოთხი დღის წინ ჩამოვიდა. უცნობია, პირველი სამი დღე
რას აკეთებდა, გუშინ კი, ორ საათზე, სავარაუდოდ, რაკოსკი
ნა-ხა სასტუმროში და არ უთხრა, რომ თქვენთანაც აპირებდა
შეხ-ვედრას. ეს საინტერესო დეტალია. საღამოს აქ მოდის, სავა-
რაუდოდ, იმავე რაკოსკისთან და კიდევ ვიღაცასთან ერთად...
ამის შემდეგ აღარაფერი ვიცით. შეიძლება, არ მოუკლავთ, მაგ-რამ
ცხადია, რომ ბინა გაუჩხრიკეს. რას ეძებდნენ? პიჯაკში... ჰო, თუ
თავისი ფეხით გავიდა აქედან, ზევიდან არაფერი ჩაუცვამს, მისი
პიჯაკი, ჯიბეში პასპორტით, სახლშია. მაგრამ არ გეგონოთ, ეს
საქმეს აადვილებდეს: მოხუცი ამბობს, საწოლზე რომ იწვა, პიჯაკი
ეცვაო, მაგრამ ვინ იცის, შეიძლება, პიჯაკი კი არა, რამე საშინაო
მოსაცმელი იყო... ღმერთო, ასე მგონია, გიჟებთან გა-
მომამწყვიდეს გალიაში! ჰო, იმას ვამბობდი, პიჯაკის ჯიბეში ფუ-
ლი ედო, თანაც ბლომად... ესე იგი, სხვა რამეს ეძებდნენ. აქ კი
თქვენი მოწოდებული აზრი ყველაზე სარწმუნოდ მეჩვენება:
პოლკოვნიკს რაღაც დოკუმენტები ჰქონდა თანო... როგორ გა-
მოიყურებოდა ის დოკუმენტები?
ყავისფერი საქაღალდე ეჭირა.
მე წითელი მახსოვს, - შევუსწორე.
ყავისფერი იყო, - გაჯიუტდა ბელბო. - თუმცა, შეიძლება,
ვცდები.
წითელი იყო თუ ყავისფერი, - თქვა დე ანჯელსმა, - აქ ასეთი
არაფერია. გუშინდელმა სტუმრებმა წაიღეს, როგორც ჩანს. ახ-ლა
ის საქაღალდეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, არ-

230
დენტის სულაც არ უნდოდა იმ წიგნის გამოქვეყნება. რაღაც ინ-
ფორმაცია ჰქონდა რაკოსკის დასაშანტაჟებლად და გამომცემ-
ლობებთან დაკავშირებას იმიტომ ცდილობდა, რომ მასზე
ზეწო-ლა გაემძაფრებინა. მისი სტილია. მაშასადამე,
შეგვიძლია, რამ-დენიმე რამ ვივარაუდოთ: სტუმრები რაღაცით
დაემუქრნენ წას-ვლის წინ. არდენტის შეეშინდა და ღამით
გაიქცა, თან არაფერი წაუღია, იმ საქაღალდის გარდა. იქამდე,
ვინ იცის, რატომ, მო-ხუცს თავი მოაჩვენა, ვითომ მკვდარი იყო.
მაგრამ ეს ვერსია მე-ტისმეტად მძაფრსიუჟეტიან რომანს
ჰგავს, თანაც გაუგებარია, თუ ასე მოხდა, რატომაა ოთახი
არეული. არადა, თუ იმ ორმა მართლა მოკლა არდენტი და
საქაღალდე გაიტაცა, გვამი რა-ტომღა გააყოლა ხელს?
გავარკვევთ... მაპატიეთ, თქვენი მონა-ცემები დამჭირდება...
რამდენჯერმე გადაატრიალა ხელში ჩემი სტუდენტის ბილე-
თი:
ფილოსოფიას სწავლობთ?
ჩემნაირი ბევრია...
კი, მეტისმეტად ბევრიც. თან ტამპლიერებს იკვლევთ... მეც
რომ დავინტერესდე ამ საკითხით, რის წაკითხვას მირჩევდით?
ორი საკმაოდ ცნობილი, თუმცა სერიოზული წიგნი დავუსახე-
ლე. ვუთხარი, პროცესამდე სანდო ისტორიული ცნობები არსე-
ბობს, პროცესის შემდეგ - მხოლოდ ბოდვაა-მეთქი.
გასაგებია, გასაგებია... - ჩაილაპარაკა. - ტამპლიერებიღა
მაკლდა. ახალი დაჯგუფება დამემატა.
ამ დროს ანუნციატა შემოვიდა ფონოგრამით ხელში:
პარიზიდან მოვიდა პასუხი.
კომისარმა სწრაფად წაიკითხა.

231
- შესანიშნავია. პარიზში რაკოსკის არ იცნობენ, მისი პასპორ-
ტის ნომერი ორი წლის წინ მოპარული პასპორტის ნომერს ემ-
თხვევა. გასაგებია, ბატონი რაკოსკი არ არსებობს. რომელიღაც
ჟურნალის რედაქტორიო, ამბობდით... რა ერქვა? - სახელი
ჩაიწერა. - გადავამოწმებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აღმოჩ-
ნდება, რომ არც ეს ჟურნალი არსებობს, ან დიდი ხანია, აღარ
გამოდის. კარგი, ბატონებო. გმადლობთ დახმარებისთვის. ალ-
ბათ, კიდევ მოგვიწევს თქვენი შეწუხება. ბოლო შეკითხვა: ამ
არ-დენტის რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებასთან კავშირი
ხომ არ უხსენებია?
არა, - უპასუხა ბელბომ. - იმ კაცის იერი ჰქონდა, რომელმაც
პოლიტიკას განძის ძებნა ამჯობინა.
და სულელების გაცუცურაკება, - მერე მე მომიბრუნდა: -
თქვენ არ მოგეწონათ პოლკოვნიკი, როგორც ვხვდები.
არ მომწონს მისნაირი ტიპები, - ვუთხარი. - მაგრამ მავთუ-
ლით არ დავახრჩობდი, თუმცა, შეიძლება, მექნა ასეთი რამ.
რა თქმა უნდა, ამდენად არ გაირჯებით. ნუ გეშინიათ,
ბატო-ნო კაზობონ, იმათ რიგებს არ ვეკუთვნი, ყველა
სტუდენტი კრი-მინალი რომ ჰგონიათ. დამშვიდდით.
წარმატებებს გისურვებთ დიპლომზე მუშაობაში.
ბელბო ჩაეკითხა:
მაპატიეთ, კომისარო, მინდა, დავაზუსტო... მკვლელობათა
განყოფილებიდან ხართ თუ პოლიტიკური სამსახურიდან?
მშვენიერი კითხვაა. ჩემი კოლეგა, მკვლელობათა განყო-
ფილებიდან, ღამით იყო აქ. მას შემდეგ, რაც არდენტის წარსუ-
ლი ამოქექეს არქივში, საქმე მე გადმომეცა. პოლიტიკურიდან
გახლავართ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, საჩემოა

232
თუ არა ეს საქმე. ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც დეტექ-
ტივებში ჩანს.
ასეც ვფიქრობდი, - უთხრა ბელბომ და ხელი გაუწოდა.
წამოვედით. აფორიაქებული ვიყავი. კომისრის გამო არა, კო-
მისარი კარგ ადამიანად მომეჩვენა, მაგრამ ცხოვრებაში პირვე-
ლად აღმოვჩნდი რაღაც ბუნდოვან ამბავში გარეული და თან
ტყუილი ვთქვი. ბელბომაც იცრუა.
"გარამონის" კართან დავემშვიდობე. ორივენი რაღაც უხერ-
ხულად ვგრძნობდით თავს.
ცუდი არაფერი გვიქნია, - დამნაშავესავით მითხრა ბელბომ.
კომისარს ეცოდინება თუ არა რამე ინგოლფსა და კათარებზე,
ეს არაფერს შეცვლის. არდენტის ბოდვა მის გაუჩინარებასთან
არაფერ შუაშია. უამრავი მიზეზი ჰქონდა, დამალულიყო. იქნებ
რაკოსკი ისრაელის საიდუმლო სამსახურიდანაა და ძველი ან-
გარიშები ჰქონდათ გასასწორებელი? იქნებ ვიღაც გავლენიანმა
მიუგზავნა ის პოლკოვნიკს, რომელიც თავის დროზე არდენტიმ
გააცურა? იქნებ მისი თანამებრძოლი იყო იმ უცხოური ლე-
გიონიდან და რაღაც ძველი ბოღმა ამოქმედებდა... იქნებ ტამ-
პლიერების განძი სულაც არ იყო ჩვენი პოლკოვნიკის მთავარი
საიდუმლო? გასაგებია, რომ საქაღალდე გაქრა, წითელი იყო
თუ ყავისფერი, მაგრამ... მართლა, კარგი ქენით, რომ არ დამე-
თანხმეთ ფერზე, ეს ნიშნავს, რომ დიდი ყურადღება არც
მიგვიქ-ცევია მისთვის...
ხმას არ ვიღებდი და ბელბომ არ იცოდა, როგორ დაემთავრე-
ბინა საუბარი.
ფიქრობთ, რომ ისევ გავიქეცი, როგორც ვია ლარგაზე?
რა სისულელეა. სწორად მოვიქეცით. ნახვამდის.

233
მეცოდებოდა, რადგან ლაჩრად მიაჩნდა თავი. მე არა: მე მას-
წავლიდნენ, რომ პოლიციას ტყუილი უნდა უთხრა. პრინციპუ-
ლად. მაგრამ ფაქტია, რომ სინდისის ქენჯნა მეგობრობას აფუ-
ჭებს.
იმ დღის მერე აღარ მინახავს. მე მას ვაგონებდი რაღაცას
უსიამოვნოს, ის კი - მე.
მაშინ დავრწმუნდი, რომ სანამ სტუდენტი ხარ, ბევრად
უფრო ეჭვის თვალით გიყურებენ, ვიდრე დიპლომიანს. კიდევ
ერთი წე-ლი ვიმუშავე და ორას ორმოცდაათი გვერდი დავწერე
ტამ-პლიერების პროცესზე. იმ წლებში სადიპლომო ნაშრომის
დაც-ვამდე მისვლა ნიშნავდა, რომ კანონებს ემორჩილებოდი
და ამი-სათვის მიმტევებლურად გეპყრობოდნენ.
მომდევნო თვეებში სტუდენტებიდან ბევრმა იარაღი აიღო
ხელში. ღია ცის ქვეშ დიდი გამოსვლების ეპოქა მთავრდებოდა.
იდეალები შემომაკლდა. ალიბი მქონდა, რადგან ამპარო
მიყვარდა და მისი სახით მესამე სამყაროსთან მქონდა სექსი.
ამპარო შთამბეჭდავად შერეული სისხლის მქონე ლამაზი ბრა-
ზილიელი იყო, გულანთებული მარქსისტი გახლდათ და
ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, სტიპენდიით იყო იტალიაში.
მოკლედ, ყვე-ლაფერი ერთად ჰქონდა მომადლებული.
რაღაც საღამოზე გავიცანით ერთმანეთი. ინსტინქტურად ის
ვუთხარი, რაც პირველად მომივიდა აზრად:
არ გეწყინოს, მაგრამ შენთან სექსი მინდა.
ბინძურო მასკილისტო.
კარგი, არ შეიმჩნიო...
რატომაც არა, მე ბინძური ფემინისტი ვარ.
მალე სამშობლოში ბრუნდებოდა. არ მინდოდა მასთან დაშო-
რება. რიოში ერთ უნივერსიტეტთან დამაკავშირა, სადაც იტა-

234
ლიელ პედაგოგს ეძებდნენ. ორწლიანი კონტრაქტი შემომთავა-
ზეს, გაგრძელების პერსპექტივით. იტალია მიჭერდა, მეპატარა-
ვებოდა, დავთანხმდი.
თანაც, მეგონა, იქ ტამპლიერებს ვერ შევხვდებოდი.
თურმე როგორ ვცდებოდი-მეთქი, გავიფიქრე შაბათ საღამოს
პერისკოპში. იმ დღეს, როცა "გარამონის" კარი შევაღე, "სასახ-
ლეში" შევდგი ფეხი. დიოტალევი ხომ ამბობდა: "ბინა" არის სა-
სახლე, რომელსაც "ხოხმა" ქმნის, საწყისი წერტილიდან გაფარ-
თოებით. თუ "ხოხმა" წყაროა, "ბინა" მდინარეა, რომელიც მის-
გან იღებს სათავეს და უამრავ განშტოებად იტოტება. ბოლოს
ყოველი მათგანი უკანასკნელი სეფიროთის ზღვაში ჩაედინება,
ხოლო "ბინაში" იმთავითვე განსაზღვრულია ყოველი ფორმა.

235
ხესედ

23

"საპირისპიროთა ანალოგია შუქისა და ჩრდილის ურთიერ-


თობაა, მწვერვალისა და უფსკრულის, სისავსისა და სიცა-
რიელის. ალეგორია, ყველანაირი დოგმის მშობელი, ნაკვა-ლევს
ანაბეჭდით ანაცვლებს, ჩრდილს - სინამდვილით, ისაა
ჭეშმარიტების სიცრუე და სიცრუის ჭეშმარიტება".48
ბრაზილიაში ამპაროს სიყვარულმა ჩამიყვანა, შემდეგ კი
ქვეყნის სიყვარულის გამო შევრჩი იქაურობას. ვერ გავარკვიე,
რატომ ერქვა ესპანური სახელი ქალს, რომელსაც იამაიკელის სახე
და პარიზელის კულტურა ჰქონდა და ჰოლანდიელი წინაპ-რები
ჰყავდა, რომლებიც ოდესღაც რესიფიში დამკვიდრებუ-ლიყვნენ
და ინდიელებსა და სუდანელ ზანგებს შერეოდნენ. ბრაზილიურ
კერძო სახელებს ვერასოდეს ვერაფერი გავუგე: ონომასტიკის
ნებისმიერ ლექსიკონს თავდაყირა დააყენებენ და თან მხოლოდ
ბრაზილიაში გხვდებიან.
ამპარო მეუბნებოდა, რომ მათ ნახევარსფეროში ნიჟარის
მილში ჩამავალი წყლის ჭავლი მარჯვნიდან მარცხნივ
ტრიალებს, ჩვენთან კი პირიქითაა. ვერ გავარკვიე, მართალია
თუ არა ეს. იმიტომ კი არა, რომ ჩვენს ნახევარსფეროში არავინ
არასოდეს აკვირდება, რომელ მხარეს ტრიალებს ნიჟარაში გა-

Eliphas Levi, Dogme de la haute magie, Paris, Baill è re, 1856,


LXII, 22
236
მავალი წყალი, არამედ იმიტომ, რომ ბრაზილიაში უამრავი
ცდის შემდეგ მივხვდი: ძალიან ძნელია ამის გაგება. წყალი მე-
ტისმეტად სწრაფად გადის, რომ ბრუნვის მიმართულებას
დააკ-ვირდე და ის, ალბათ, წყლის რაოდენობაზე, ჭავლის
სიჩქარეზე, დახრილობაზე, ნიჟარისა თუ აბაზანის ფორმაზეცაა
დამოკიდე-ბული. თანაც, თუ ეს მართალია, მაშინ ეკვატორზე
რა ხდება? წყალი სწორად ჩაედინება ნიჟარაში, ყოველგვარი
ბრუნვის გა-რეშე? თუ საერთოდ არ გადის მილში?
მაშინ დიდად არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს, მაგრამ შაბათ
საღამოს ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დედამიწის უხილავ
დინებებზე იყო დამოკიდებული და ქანქარა ინახავდა მის
საიდუმლოს.
ამპარო თავისას არ იშლიდა:
მნიშვნელობა არა აქვს, რა ხდება ემპირიულად, ეს
იდეალური პრინციპია და მისი გამოცდა იდეალურ პირობებში
უნდა მოხდეს, ეს კი შეუძლებელია. მაგრამ ნამდვილად ასეა.
მილანში ყოველთვის მხიბლავდა ამპაროს გონებრივი სიფ-
ხიზლე. მაგრამ ბრაზილიაში, ალბათ, მშობლიური მიწის სურნე-
ლის ზემოქმედებით, რაღაცნაირი მიუწვდომელი ხდებოდა, მე-
ოცნებე, უცნაური, მალული რაციონალურობით შემკული.
ვგრძნობდი, რომ რაღაც ანტიკური ვნებები აფორიაქებდა და
ღიმილის მომგვრელი ასკეტურობით ცდილობდა მათ
შეკავებას, უძალიანდებოდა საცდურს.
ვაკვირდებოდი მის წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათს,
როცა ვუსმენდი, როგორ ეკამათებოდა თავის ამხანაგებს. რა-
ღაც ბარაკებში იკრიბებოდნენ ხოლმე, სადაც კედლები სავსე
იყო პლაკატებით, ეთნიკური სუვენირებით, ლენინის პორტრე-
ტებით, ჩრდილოაღმოსავლური თიხის ნაკეთობებით, რომლე-

237
ბიც კანგასეიროებს49 განასახიერებდნენ ან ინდიელთა ფეტიშე-
ბით. პოლიტიკურად დიდად ნათელი და მაინცდამაინც უსაფ-
რთხო პერიოდი იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი და სამშობლოში მიღე-
ბული გამოცდილების შემდეგ მერჩივნა, იდეოლოგიებისგან თა-ვი
შორს დამეჭირა. განსაკუთრებით ბრაზილიაში, სადაც ამ
იდეოლოგიებისა არაფერი გამეგებოდა. ამპაროს მეგობრების
მოსმენა კიდევ უფრო მიძლიერებდა ეჭვს, მაგრამ ცნობისმოყვა-
რეობასაც მიღვივებდა. ცხადია, ყველანი მარქსისტები იყვნენ და
ერთი შეხედვით ევროპელი მარქსისტებივით ლაპარაკობ-დნენ,
მაგრამ აშკარად რაღაც განსხვავებულს გულისხმობდნენ.
მაგალითად, კლასობრივ ბრძოლაზე კამათში უცებ ჩაურთავ-დნენ
რამეს ბრაზილიურ კანიბალიზმზე ან აფრო-ამერიკული
კულტების რევოლუციურ როლზე.
ამ კულტებზე საუბრებმა დამარწმუნა, რომ იქ იდეოლოგიური
ნაკადიც საწინააღმდეგო მიმართულებით ისრუტებოდა. აღმი-
წერდნენ შიდა დროებითი მიგრაციების ამბებს, მიყვებოდნენ
ჩრდილოელ მომთაბარე ტომებზე, რომლებიც ინდუსტრიული
სამხრეთისკენ მოეშურებოდნენ და უზარმაზარ ქალაქებში ლუმ-
პენპროლეტარიატად ყალიბდებოდნენ. მერე, ქარხნების გამო-
ნაბოლქვით გაგუდულები, სასოწარკვეთილები უბრუნდებოდ-
ნენ ჩრდილოეთს და ერთი წლის შემდეგ ისევ სამხრეთში მორ-
ბოდნენ. თუმცა ამ მიმოსვლაში ბევრი დიდ ქალაქებში ფუძნდე-
ბოდა და ავტოხთონური ეკლესიები, სპირიტიზმი, აფრიკულ
ღვთაებათა ზეგავლენა ბოლომდე ისრუტავდა მათ. ამპაროს მე-

აჯანყებულთა დაჯგუფება მე-19-20-ე საუკუნეების მიჯნაზე ბრა-


ზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

238
გობრები ამ საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ. ზოგიერთისთვის ეს
ფესვებთან მიბრუნებას, თეთრ სამყაროსთან დაპირისპირებას
ნიშნავდა, დანარჩენები კი თვლიდნენ, რომ კულტები ნარკოტი-კი
იყო, რომლითაც მმართველი კლასი უზარმაზარ რევოლუცი-ურ
პოტენციალს აკავებდა. თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს
ყველაფერი ერთი ქვაბი იყო, სადაც თეთრები, შავკანიანები,
ინდიელები და მეტისები ერთად იხარშებოდნენ და მათი ბედი
სრულიად გაურკვეველი იყო, პერსპექტივები კი - ფრიად ბუნ-
დოვანი. ამპაროს მკაფიო მოსაზრებები ჰქონდა, მიაჩნდა, რომ
ყველანაირი რელიგია ხალხის ოპიუმია და ოპიუმზე კიდევ უფ-რო
ძლიერი ბანგი ფსევდოტომური კერპებია. როცა "სამბას სკოლაში"
წელზე ხელს შემოვხვევდი და მოცეკვავეთა გრძელ, გველივით
გაკლაკნილ მწკრივში ჩავდგებოდით, რომელიც რიტმულ
სინუსოიდებს ხაზავდა დოლების ყურთასმენის წამღებ
ბრაგუნში, ვგრძნობდი, რომ ამპარო მთლიანად ამ სამყაროს
ეკუთვნოდა, მუცლის კუნთებით, გულით, თავით, ნესტოებით...
საღამოობით დასალევად გავდიოდით და სარკაზმითა და ბრა-
ზით მიხსნიდა კარნავალის რიტუალში ჩადებულ იმ ღრმა, ფანა-
ტიკურ რელიგიურობას, რომლითაც ნელ-ნელა, დღითი დღე,
კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, იჟღინთება ადამიანი. "ეს
იგივე ჯოგური და შამანური რიტუალია, - ამბობდა რევოლუ-
ციური სიძულვილით, - რაც ფეხბურთი, როცა ხალხი უცქერის,
როგორ ფლანგავენ ღარიბები საბრძოლო ენერგიას, აჯანყების
სულს, დაბანგულები, მონუსხულები შესთხოვენ ყველა შესაძ-ლო
ღმერთს მოწინააღმდეგე ნახევარმცველის სიკვდილს და
ავიწყდებათ ის ძალა, რომელიც აიძულებთ, ასე ფანატიკურად,
საკუთარი ნებით შესწირონ თავი ილუზიას".

239
ნელ-ნელა განსხვავების შეგრძნება გამიქრა. ასე ნელ-ნელა
მივეჩვიე იმასაც, რომ აღარ მეცადა რასათა ამოცნობა იმ ურიცხვ
სახეში, რომლებიც უკონტოლო შეჯვარებების მრავალ-
საუკუნოვან ამბებს ჰყვებოდა. უარი ვთქვი, დამედგინა, სად იყო
პროგრესი და სად - ჯანყი, ან, როგორც ამპაროს მეგობრები ამ-
ბობდნენ ხოლმე, სად იყო კაპიტალის მიერ დაგებული ხაფანგი.
როგორ უნდა მეფიქრა ევროპულად, როცა ვხედავდი, რომ უკი-
დურეს მემარცხენეთა იმედებს ჩრდილოაღმოსავლელი მღვდე-ლი
ახმოვანებდა, რომელზეც ამბობდნენ, ახალგაზრდობაში ნა-ცისტი
იყოო და რომელიც მგზნებარედ იქნევდა რევოლუციის
ჩირაღდანს, შიშის ზარს სცემდა დამფრთხალ ვატიკანსა და უოლ-
სტრიტის სვავებს და მისტიკურ ათეიზმს უგიზგიზებდა
პროლეტარებს, რომლებსაც გული უჩქროლდებოდათ მუქარი-თა
და სინაზით აღსავსე პლაკატზე, საიდანაც შვიდი ისრით გან-
გმირული ღვთისმშობელი თავისი ხალხის ტანჯვასა და ტკივილს
შეახსენებდა მაყურებელს?
ერთხელ, ლუმპენპროლეტარიატის კლასობრივი სტრუქტუ-
რის შესახებ სემინარის შემდეგ, მე და ამპარო მანქანით მივუყ-
ვებოდით სანაპიროს. პლაჟის გასწვრივ სანთლები, შემოწირუ-
ლობის ყუთები და თეთრი რიტუალური კალათები ჩაემწკრივე-
ბინათ. ამპარომ მითხრა, იემანჟას ძღვენია, წყლის ქალღმერ-
თისო. ვკითხე, გჯერა ამის-მეთქი? გაბრაზდა, რას მეკითხებიო.
მერე დაამატა: "ბებიას მოვყავდი აქ, ნაპირზე და ქალღმერთს
სთხოვდა, რომ კეთილი, ლამაზი და ბედნიერი გამოვსულიყავი.
ვინაა ის თქვენი ფილოსოფოსი, შავ კატებსა და მარჯნის რქებზე
რომ ლაპარაკობდა?.. აი ის, რომ თქვა, ტყუილია, მაგრამ მჯე-რაო?
ჰოდა, აი მე არ მჯერა, მაგრამ მართალია". იმ დღეს გადავ-

240
წყვიტე, ხელფასიდან ცოტა ფული გადამედო და ბაიაში წავსუ-
ლიყავი.
მსგავსებებზე ფიქრიც მაშინ შემეპარა პირველად, ზუსტად
ვი-ცი: ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს იდუმალი ანალოგია
ყველა-ფერთან.
ევროპაში დაბრუნებულმა ეს მეტაფიზიკა მექანიკად
გარდავ-ქმენი. ამიტომაც გავები ამ ხაფანგში. მაგრამ მაშინ
ბურანში ვი-ყავი და განსხვავებებს ვერ ვგრძნობდი. როგორც
რასისტს შეშ-ვენის, გადავწყვიტე, რომ სხვისი რწმენა ძლიერი
ადამიანის-თვის ფანტაზიის მშვენიერი საზრდოა.
ვისწავლე, როგორ უნდა მოადუნო სხეული და გონება. იმ
დღეს პერისკოპში ვცდილობდი ამის გახსენებას: რომ არ დამბუ-
ჟებოდა, ისე ვამოძრავებდი კიდურებს, თითქოს აგოგოზე ვუკ-
რავდი. "ხედავ, - ვფიქრობდი, - უცნობ ძალასთან გასამკლავებ-
ლად, საკუთარი თავისთვის დასამტკიცებლად, რომ მისი არ გჯე-
რა, მისსავე მოჯადოებას ემორჩილები". მებრძოლი ათეისტი,
რომელსაც ღამით ეშმაკი მოეჩვენება, ცხადია, ათეისტურად
მსჯელობს: "ეშმაკი არ არსებობს, ეს ჩემი აღგზნებული გონების
ხილვაა, კუჭ-ნაწლავი მაქვს გაღიზიანებული და იქნებ სულაც
ამის ბრალია... მაგრამ მან ხომ ეს არ იცის და თავისი უკუღმა
თეოლოგიის სწამს... რა შეაშინებს? მას ხომ სჯერა, რომ არსე-
ბობს? პირჯვარი გადაიწერე და ისიც წამში გაუჩინარდება გო-
გირდის ღრუბელივით".
ერთი ცნობილი ეთნოლოგივით დამემართა, რომელიც მრა-
ვალი წლის მანძილზე შეისწავლიდა კანიბალიზმს და თეთრკა-
ნიანებს უმტკიცებდა, ადამიანის ხორცი საოცრად გემრიელიაო,
დარწმუნებული, რომ მაინც ვერავინ შეამოწმებდა ამას. ერთ
დღესაც ვიღაც ჭეშმარიტებას მოწყურებული გადაწყვეტს, სწო-

241
რედ მის ხორცს გაუსინჯოს გემო. და როცა მომცრო ნაჭრებად
დაჭრილს გემრიელად მიირთმევენ, ვეღარც გაიგებს, მართალს
ამბობდა თუ არა, ისღა დარჩენია, იმედი ჰქონდეს, რომ რი-
ტუალი შედგა, რათა ამით მაინც გაამართლოს საკუთარი სიკ-
ვდილი. იმ საღამოს მეც უნდა მერწმუნა, რომ "გეგმა" არსებობ-
და, თორემ გამოვიდოდა, რომ რაღაც ბოროტი კოშმარის გამო-
გონებას შევალიე მთელი ორი წელიწადი. ასე რომ, ჯობდა, ეს
კოშმარი რეალობა ყოფილიყო. როცა რაღაც მართალია, შენ
აღარაფერ შუაში ხარ.

242
24

auvez la faible Aischa des vertiges de Nahash, sauvez la


plaintive H é va des mirages de la sensibilit é , et que les Kh é rubs
me gardent.
(Jos é phin P é ladan, Comment on devient F é e, Paris,
Chamuel, 1893, p. XIII).50
სანამ მე ანალოგიების უსიერ ტყეში დავეხეტებოდი,
ბელბოს-გან წერილი მივიღე.
"ძვირფასო კაზობონ,
ამასწინათ გავიგე, რომ ბრაზილიაში ყოფილხართ. თქვენი
კვალი დაკარგული მქონდა, არც ის ვიცოდი, რომ დიპლომი და-
გიცავთ (გილოცავთ), მაგრამ "პილადეში" ვნახე ადამიანი, რო-
მელმაც თქვენი კოორდინატები მომცა. თავი ვალდებულად
ჩავ-თვალე, შეგატყობინოთ სიახლეები პოლკოვნიკ არდენტის
ნაღ-ვლიან ამბავთან დაკავშირებით. ორ წელიწადზე მეტი
გავიდა, მგონი, და უნდა მაპატიოთ, იმ დღეს მე გაგხვიეთ
შარში, თუმცა ჩემდა უნებურად.
თითქმის დავიწყებული მქონდა ის უსიამოვნო ამბავი, მაგრამ
ორი კვირის წინ მონტეფელტროში ვიყავი და წმინდა ლეოს
კლდეზე ავედი. როგორც ჩანს, მეთვრამეტე საუკუნეში აქაურო-

"იხსენით ნაზი აიშა ნაჰაშის თავბრუსხვევისგან, იხსენით


მტირალი ჰევა გრძნობათა ხილვათაგან და დაე დამიცვან ქერუ-
ბიმებმა" (ფრ.)
(ჟოზეფენ პელადანი, "როგორ იქცევიან ფერიებად", პარიზი,
გამომცემლობა Chamuel, 1893, გვ. XIII)
243
ბა პაპს ექვემდებარებოდა და მას სწორედ აქ გამოუმწყვდევია
კალიოსტრო უკარო დილეგში (სახურავში დატანებული ხვრე-
ლიდან შეეძლოთ იქ ტუსაღის ჩაგდება, მაგრამ იქიდან გამოს-
ვლა შეუძლებელი იყო). დილეგს პაწაწინა სარკმელიც ჰქონდა,
საიდანაც ტყვე მხოლოდ სოფლის ორ ეკლესიას ხედავდა. კა-
ლიოსტროს საწოლზე, რომელზეც მან სული დალია, ვარდების
თაიგული დამხვდა. თურმე უამრავი მორწმუნე მოილოცავს
აქაურობას, როგორც კალიოსტროს წამების ადგილს. მითხრეს,
ყველაზე ხშირად "პიკატრიქსის" წევრები ჩამოდიანო - მილანუ-
რი ჯგუფი ყოფილა, რომელიც მისტერიოსოფიას შეისწავლის
და ჟურნალსაც გამოსცემს თურმე, სახელად - გასაოცარი
ფანტა-ზიაა, დამეთანხმებით - "პიკატრიქსს".
ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი მოგეხსენებათ. მილანში
"პიკატრიქსის" ნომერი ვიშოვე, საიდანაც შევიტყვე, რომ რამდე-
ნიმე დღის შემდეგ კალიოსტროს სულის გამოცხადების
დღესას-წაულს აღნიშნავდნენ. წავედი.
კედლები კაბალისტური ნიშნებით სავსე პლაკატებით იყო
მოფენილი, ჭოტები და ბუები, ხოჭოები და იბისები, გაუგებარი
წარმომავლობის აღმოსავლური ღმერთები. სიღრმეში, სცენასა-
ვით შემაღლებულზე, კუნძებზე დამაგრებული ჩირაღდნები გიზ-
გიზებდა. ბოლოში საკურთხეველი იყო სამკუთხა სამკვეთლოთი
და ზედ ისისისა და ოსირისის ქანდაკებებით. საკურთხეველში
უამრავი რამ იდო: ანუბისის ქანდაკება, კალიოსტროს პორტრე-ტი
(თავისთავად), ხეოფსის ფორმისა და ზომის მოოქროვილი მუმია,
ორი ხუთმკლავიანი შანდალი, დაკლაკნილი გველებით
გაკეთებულ საყრდენზე დამაგრებული გონგი, ფეხიანი პიუპიტ-
რი იეროგლიფებიანი ტილოს გადასაფარებლით; ორი გვირგვი-ნი,
ორი სამფეხა სადგამი, პატარა, ჩემოდნის ფორმის სარკოფა-

244
გი, ტახტი, მეჩვიდმეტე საუკუნის სტილის სავარძელი, ოთხი
სხვადასხვანაირი სკამი, ისეთი, ნოტინგემის შერიფის
სასტუმრო ოთახს რომ დაამშვენებდა, სანთლები, კანდელები,
კელაპტრე-ბი, მოკლედ, ყველაფერი, რაც ჭეშმარიტი
სულიერებისთვისაა საჭირო.
ჯერ წითელ სტიქრებში გამოწყობილი ბიჭუნები შემოვიდნენ
ჩირაღდნებით, შემდეგ კი ღვთისმსახური გამოჩნდა, რომელიც,
როგორც გაირკვა, "პიკატრიქსის" რედაქტორი იყო, გვარად
ბრამბილა - მიუტევონ ღმერთებმა - ვარდისფერი და ზეთისხი-
ლისფერი შესამოსელით. მას ქალი შემოჰყვა, მედიუმი, მერე კი -
ექვსი მსახური თეთრი სამოსელით. ექვსი ნინეტო დავოლი გე-
გონებოდა ერთად, ოღონდ თავსაბურავით, შუა საუკუნეების
პოეტები გახსოვთ, ალბათ...
ბრამბილა თავზე ტიარას იდგამს ნახევარმთვარის გამოსახუ-
ლებით, რიტუალურ ხმალს აიღებს და ჰაერში მაგიურ ფიგურებს
გამოსახავს, ანგელოზთა სულებს მოიხმობს, რომელთა სახე-ლები
"ელ"-ით მთავრდება. ამ დროს ის ფსევდოსემიტური აბდა-უბდა
მახსენდება ინგოლფის წერილიდან, თუმცა მხოლოდ წა-მით,
მერე ყურადღება მეფანტება, რადგან რაღაც უჩვეულო ხდე-ბა:
სცენის მიკროფონები სინთეზატორზეა შეერთებული, რო-მელმაც
სივრცეში მოლივლივე ტალღები უნდა შეკრიბოს, მაგ-რამ ჩაჩიან
ოპერატორს, ალბათ, რაღაც ეშლება და დარბაზში ჯერ
დისკოთეკის მუსიკა აღრიალდება, მერე კი "მოსკოვის რა-დიო"
ჩაერთვება. ბრამბილა სარკოფაგს თავს ხდის, ამოიღებს
"გრიმუარს", ხმალს, საცეცხლურს და ყვირის: "ჰოი, უფალო, დაე
დამკვიდრდეს საუფლო შენი!" და თითქოს მიაღწევს კიდეც
შედეგს, რადგან "მოსკოვის რადიო" უცებ დადუმდება, მაგრამ
ყველაზე მომაჯადოებელ, მაგიურ მომენტში ისევ ბრუნდება კა-

245
ზაკების ყურთასმენის წამღები, ჭკუამხიარული მუსიკით. აი,
ბუქ-ნაბუქნით რომ დახტიან და საჯდომს მიწას ურტყამენ, ხომ
გინა-ხავთ? ბრამბილა კითხულობს "სოლომონის გასაღებს",
სამფეხა სადგამზე პერგამენტს დაწვავს, ცოტაც და იქაურობას
ცეცხლს წაუკიდებს, კარნაკის ტაძრის ღმერთებს გამოიხმობს და
დაჟინე-ბით სთხოვს მათ, ესოდის კუბის ფორმის ქვაზე
დასხდნენ. ჯიუტად ეძახის ვინმე "მეგობარ 39"-ს, რომლის
ვინაობაც, რო-გორც ჩანს, იქ მყოფებმა შესანიშნავად იციან,
რადგან დარბაზს გმინვის ტალღა გადაუვლის. მაყურებლებში
ვიღაც ქალი ტრან-სში ჩავარდება, თვალებს ზევით აატრიალებს
ისე, რომ მხო-ლოდ თეთრი ბროლი უჩანს. ხალხი კივის, ექიმს
ითხოვს, ბრამ-ბილა კი ამ დროს პენტაკულთა მბრძანებელსა და
მედიუმ ქალს გამოიძახებს. ქალი, რომელიც აქამდე მშვიდად
იჯდა ვითომ მეჩვიდემეტე საუკუნის სავარძელში, აცახცახდება,
კვნესის, ბრამბილა თავზე დაადგება და დაკითხვას დაუწყებს
მოუთმენ-ლად. ამით "მეგობარ 39"-ს უსვამს კითხვებს, რომელიც,
რო-გორც ვხვდები, ამ მომეტში თავად კალიოსტროა.
და აი, იწყება ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი, რადგან გო-გო
მართლა საცოდავი შესახედია: აშკარად იტანჯება, ოფლი სდის,
კანკალებს, გმინავს, გაუგებარ, დაუმთავრებელ სიტყვებს ისვრის,
რაღაც ტაძარს ახსენებს, კარს, რომელიც უნდა გაიღოს, საშინელ
მორევს, დიდ პირამიდაზე ამბობს რაღაცას, ზედ უნდა ავიდეთო...
ბრამბილას მოუსვენრობა ეტყობა, ნერვიულად ჩა-მოჰკრავს
გონგს და მთელ ხმაზე ღრიალებს, ისისს იხმობს. მე ჩემთვის
ვდგავარ, სანახაობით ვერთობი და ამ დროს მესმის, რომ გოგო
ოხვრა-გმინვას ამოაყოლებს რაღაცას ბეჭდებზე, ასოცწლიან
ლოდინზე და უხილავ ოცდათექვსმეტზე. ეჭვი არაა, პროვენის
წერილზე ლაპარაკობს. ვიძაბები, ვცდილობ, მეტი გა-

246
ვიგო, მაგრამ ამ დროს გოგო მოეშვება და სავარძელზე დაეგდე-
ბა ქანცმილეული. ბრამბილა ნაზად ეფერება შუბლზე,
დამსწრე-ებს საცეცხლურის ქნევით ლოცავს და ამცნობს,
რიტუალი დას-რულებულიაო.
ცოტა არ იყოს, აღელვებული ვიყავი, მინდოდა, რამე გამერ-კვია
და გოგოსთან მიახლოება ვცადე, რომელიც ამასობაში გონს მოეგო,
გაქუცული კაბა გადაიცვა და უკანა გასასვლელი-დან გავიდა.
გავყევი. ის იყო, წამოვეწიე, რომ მკლავზე შეხება ვიგრძენი.
მივიხედე და კომისარი დე ანჯელისი შემრჩა ხელთ: შეეშვით,
ვიცი, სადაც ვიპოვო, თუ დამჭირდაო. მერე ყავაზე დამპატიჟა.
გავყევი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დანაშა-ულზე
წამასწრეს. გარკვეულწილად ასეც იყო. ბარში მკითხა, იქ რა
გინდოდათ და გოგოსთან გამოლაპარაკებას რატომ ცდი-
ლობდითო. ამ შეკითხვამ გამაღიზიანა, ვუპასუხე, ჩვენ, მგონი,
დიქტატურაში არ ვცხოვრობთ და იმას გამოველაპარაკები, ვი-საც
მინდა-მეთქი. მომიბოდიშა, არდენტის საქმის გამოძიება ჩიხშია
შესული და ვცდილობთ, გავარკვიოთ, სად და როგორ გაატარა
მილანში ის ორი დღე, სანამ გამომცემლობის ხალხს და იმ
იდუმალ რაკოსკის შეხვდებოდაო. ერთი წლის შემდეგ სრულიად
შემთხვევით გარკვეულა, რომ ვიღაცას არდენტი "პი-კატრიქსის"
შენობიდან გამოსული დაუნახავს იმ დღეებში, ამ გოგოსთან
ერთად. გარდა ამისა, ამ გოგოზე თურმე ისედაც თვა-ლი ეჭირათ,
რადგან საეჭვო ტიპთან ერთად ცხოვრობდა, ნარ-კომოვაჭრეთა
წრიდან.
ვუთხარი, შემთხვევით მოვხვდი იქ და მოულოდნელად ყური
მოვკარი, რომ გოგომ ექვსი ბეჭედი ახსენა, რაც პოლკოვნიკის-გან
მქონდა გაგონილი-მეთქი. გაუკვირდა, ასე კარგად როგორ
გახსოვთ პოლკოვნიკის ორი წლის წინანდელი სიტყვები, როცა

247
მაშინ, ორი დღის შემდეგ, მეუბნებოდით, არც კი მახსოვს, რას
როშავდა ტამპლიერების განძზეო. ვუთხარი, დიახ, პოლკოვნიკი
განძს ახსენებდა, რომელსაც ექვსი ბეჭედი თუ რაღაც ამდაგვა-რი
ადევს, მაგრამ მაშინ ამ დეტალისთვის ყურადღებაც არ მი-
მიქცევია, განძს ყოველთვის ბეჭდები და ოქროს სკარაბეუსები
იცავს-მეთქი. მაშ რით გეუცნაურათ ახლა მედიუმის სიტყვები,
თუ ყველა განძს ოქროს სკარაბეუსი იცავსო? ისევ გავღიზიანდი,
თუ ღმერთი გწამთ, ეჭვმიტანილივით ნუ მელაპარაკებით-მეთქი.
ტონი შეიცვალა, გაეცინა. მითხრა, მე სულ არ მეუცნაურება გო-
გოს ნათქვამი, თუ ერთმანეთს იცნობდნენ, არდენტი აუცილებ-
ლად გაუზიარებდა თავის ფანტაზიებს და იქნებ მისი გამოყენება
ასტრალური კავშირების დასამყარებლადაც ეცადა, როგორც ამ
წრეებში ამბობენო. მედიუმი გოგო ღრუბელივით, ფოტოგრა-
ფიული ფირივითაა და მისი ქვეცნობიერი გადაშლილ წიგნს ჰგავს.
"პიკატრიქსის" ტიპები, ალბათ, მთელი წელი ტვინს ურეც-ხავენ
და რა გასაკვირია, ტრანსის მდგომარეობაში - არ ტყუოდა,
მართლა ტრანსში იყო და თან ეტყობა, მთლად დალა-გებულიც
არაა - გონებაში ის ამოუტივტივდეს, რამაც წლების წინ იმოქმედა
მასზეო. ორი დღის შემდეგ კი დე ანჯელისი ოფის-ში
გამომეცხადა: უცნაური რამ უნდა გითხრათ, მეორე დღესვე ვცადე
გოგოს მოძებნა, მაგრამ ვეღარ ვიპოვეო. მეზობლები გა-
მოუკითხავს, მაგრამ არავის ენახა იმ საბედისწერო რიტუალის
დღიდან მოყოლებული. კომისარს ეჭვი შეჰპარვია და ბინაში შე-
სულა. ოთახი არეულ-დარეული დახვედრია, ზეწრები და ბალი-
შები - აქეთ-იქით მიმოყრილი, იატაკზე გათელილი გაზეთები
ეყარა თურმე, თაროებიდან და კარადებიდან გადმოყრილი ნივ-
თებიც ძირს იყო დახვავებული. გოგოც გამქრალიყო და მისი კუ-
როც. მოკლედ, ვინც იყო.

248
მითხრა, თუ რამე იცით, ჯობია, მითხრათო. ძალიან უც-
ნაურია გოგოს ასე გაქრობა, ამის ორი მიზეზი შეიძლება იყოს:
ან ის შენიშნა ვინმემ, რომ კომისარი დე ანჯელისი უთვალთვა-
ლებდა, ან ის, რომ იაკოპო ბელბო უპირებდა გამოლაპარაკება-
სო. ასე რომ, ტრანსში მყოფი გოგოს სიტყვები, ალბათ, რაღაც
სერიოზულს ეხებოდა და ისინიც კი (ვინც უნდა ყოფილიყვნენ)
ვერ ხვდებოდნენ, რომ გოგომ ამდენი რამ იცოდაო. "რომელიმე
ჩემმა კოლეგამ იქნებ ისიც იფიქროს, რომ გოგო თქვენ მოკა-
ლით, - დაამატა დე ანჯელისმა თბილი ღიმილით. -
დამიჯერეთ, ჯობია, შევამხანაგდეთ".
მოთმინება მეკარგებოდა. ღმერთია მოწმე, ეს ხშირად არ მე-
მართება. ვკითხე, საიდან ასკვნით, რომ ადამიანი, თუ სახლში
არაა, აუცილებლად მოკლული ან მოტაცებულია-მეთქი? პოლ-
კოვნიკის ამბავი გახსოვთო? ვუპასუხე, თუ გოგო მოკლეს ან
გაიტაცეს, იმ საღამოს მოხდებოდა, როცა მე თქვენთან ერთად
ვიყავი-მეთქი. ჰო, მაგრამ ჩვენ ღამის თორმეტი საათისთვის
დავშორდით ერთმანეთს და მე რა ვიცი, ამის მერე სად იყავით
და რა გააკეთეთო? სერიოზულად ამბობთ-მეთქი? კი მაგრამ,
დეტექტივები მაინც არ წაგიკითხავთო? არ იცით, რომ პოლიცი-
ის პირდაპირი ვალია, ეჭვი მიიტანოს ნებისმიერზე, ვისაც
ჰირო-შიმასავით ნათელი და კაშკაშა ალიბი არ ექნებაო? თავს
დავ-დებ, არანაირი ალიბი არა გაქვთ, რომ დაადასტუროთ, სად
იყა-ვით ღამის პირველი საათიდან დილამდეო.
რა გითხრათ, აბა, კაზობონ, ალბათ, ჯობდა, თავიდანვე სი-
მართლე მომეყოლა, მაგრამ ჩემს მხარეში ადამიანები საშინ-
ლად ჯიუტები არიან, უკან დახევა არ შეუძლიათ.
იმიტომ გწერთ, რომ, როგორც მე მოგაგენით, დე ანჯელის-
მაც ასევე შეიძლება მოგაგნოთ. თუ დაგიკავშირდათ, ის მაინც
249
იცოდეთ, მე რა ვუთხარი. თუმცა, თუ საჭიროდ ჩათვლით,
შეგიძ-ლიათ, ყველაფერს მოუყვეთ, სულ არა ვარ
დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მრცხვენია,
მაპატიეთ, რაღაცის თანამონაწილედ ვგრძნობ თავს და
ღირსეულ გამოსავალს ვე-ძებ თავის გასამართლებლად, მაგრამ
ვერ ვპოულობ. არ ვიცი, ალბათ, ჩემი გლეხური
წარმომავლობის ბრალია, გაუთლელი ხალხია ჩემს მხარეში.
მოკლედ, როგორც გერმანულად იტყოდნენ, ფრიად
unheimlich51 ამბავია.
თქვენი იაკოპო ბელბო."

შემაშფოთებელი (ზ. ფროიდის ტერმინი)

250
25

"...ყველანი, საიდუმლოს ნაზიარებნი, ამდენი, ასეთი


ერთგუ-ლები და შეკრულები: იეზუიტიზმი, მაგნეტიზმი,
მარტინიზმი, ფი-ლოსოფიური ქვა, სომნამბულიზმი,
52
ეკლექტიზმი - ყველაფერი მათგან მოდის".
წერილმა ამაფორიაქა. იმას არ შევუშინებივარ, რომ დე ანჯე-
ლისი მომძებნიდა, ეს სულ არ მანაღვლებდა, მეორე ნახევარ-
სფეროში ნამდვილად ვერ მომწვდებოდა. რთული ასახსნელი
იყო, რამ ამაღელვა. მაღიზიანებდა იმის წარმოდგენა, რომ ამსი-
შორეზე მოულოდნელად ისევ დამატყდა თავს სამყარო, რომე-
ლიც მივატოვე. ახლა ვაცნობიერებ, რომ ისევ და ისევ მიმსგავ-
სების გამო შევშფოთდი, ისევ ანალოგიამ ამიმღვრია გონება.
პირველი ის გავიფიქრე, რომ ბელბო ნერვებს მიშლიდა ამ თა-
ვისი მეტისმეტი სიფაქიზით. გადავწყვიტე, არც მეფიქრა ამ ამ-
ბავზე და ამპაროსთან წერილი არც მიხსენებია.
მეორე წერილმა, რომელიც ბელბოსგან ორი დღის შემდეგ
მომივიდა, ცოტა დამამშვიდა.
მედიუმი გოგოს ამბავი, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე
დასრულებულა. პოლიციის ინფორმატორს მოუყოლია, ამ გო-გოს
საყვარელი ნარკოტიკების მსხვილი პარტიის გამო ანგა-
რიშსწორების ამბებში იყო ჩათრეულიო: გასაყიდი პარტია და-
უშლია და წვრილ-წვრილ დოზებად გაუსაღებია, იმის ნაცვლად,
რომ პატიოსანი ბითუმად მოვაჭრისთვის ჩაებარებინა, რომელ-

C. L. Cadet-Gassicourt, Le tombeau de Jacques de Molay,


Paris, Desenne, 1797, p. 91
251
საც მისთვის ფული ჰქონდა გადახდილი. ასეთი საქციელი იმ
წრეებში სრულიად დაუშვებელი იყო, არ აპატიებდნენ. ამიტომ
გაუჩინარებულა. ცხადი იყო, გოგოსაც თან წაიყვანდა. დე ანჯე-
ლისს გულდასმით დაუქექია მათ ბინაში ნაპოვნი გაზეთები და
"პიკატრიქსის" მსგავსი გამოცემები უნახავს, საგულდაგულოდ
წითლად გახაზული სტატიებით. ერთი ტამპლიერების განძზე
ყოფილა, მეორე - როზენკროიცერებზე, რომლებიც სადღაც ცი-
ხესიმაგრეში თუ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, სადაც წარწერა
უპოვიათ: post 120 annos patebo.53 სტატიაში ისიც ეწერა თურ-
მე, სწორედ ისინი იყვნენ "ოცდათექვსმეტი უხილავიო". მოკ-
ლედ, დე ანჯელისი დაკმაყოფილებულა. გასაგები იყო, რომ მე-
დიუმი გოგო ამ ლიტერატურით იკვებებოდა (იმავეთი, რითაც
პოლკოვნიკი) და მერე, ტრანსში მყოფი, იმ სტატიებში წაკით-
ხულს ჰყვებოდა აბდაუბდად. საქმე დაეხურათ და
ნარკოტიკებ-თან ბრძოლის განყოფილებისთვის გადაეცათ.
წერილში პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ბელბოს შვებით
ამოესუნთქა. დე ანჯელისის ვერსია ყველაზე მარტივი ჩანდა.
იმ საღამოს პერისკოპში ვფიქრობდი, რომ სინამდვილეში,
ალბათ, სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. კი, გოგომ ახსენა
რაღაც, რაც არდენტისგან ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ისეთი, რაც
არასდროს არც ერთ ჟურნალში არ დაბეჭდილიყო და არც არავის
უნდა სცოდნოდა. "პიკატრიქსის" წრეებიდან ვიღაცამ გა-აქრო
პოლკოვნიკი, რომ დაედუმებინა და იმ ვიღაცამ ისიც შე-ნიშნა,
რომ ბელბო გოგონასთან გამოლაპარაკებას ცდილობდა. ამიტომ
გაქრა გოგოც. მერე, გამოძიებისთვის კვალის ასარე-

"120 წლის შემდეგ დავბრუნდები" (ლათ.)

252
ვად, მისი საყვარელიც ზედ მიაყოლეს და პოლიციის ინფორმა-
ტორს ნარკოტიკებისა და გაქცევის ამბავი შეათითხნინეს.
ჰო, ყველაფერი აშკარა იყო, თუ "გეგმა" მართლა არსებობ-და.
მაგრამ რანაირად იარსებებდა, თუ ჩვენ გამოვიგონეთ ის, თანაც
ამ ამბების შემდეგ? შესაძლებელია, რეალობამ არა მხო-ლოდ
გადააჭარბოს ფიქციას, არამედ გაასწროს კიდეც მას? წი-ნასწარ
იზრუნოს იმ ზიანის გამოსწორებაზე, რომელსაც ფიქცია
შექმნის?
არადა, მაშინ ბრაზილიაში ბელბოს წერილს ამაზე სულ არ
დავუფიქრებივარ. ისევ და ისევ ვიგრძენი, რომ რაღაც რაღაცას
ჰგავდა. ბაიაში გამგზავრებას ვაპირებდი და მთელი დღე საკულ-
ტო წიგნებისა და ნივთების მაღაზიებში ვიბოდიალე, რომლებ-საც
ადრე ზედაც არ ვუყურებდი. დახლები გამოტენილი იყო
კერპებითა და ქანდაკებებით, იემანჟას "პერფუმადორების" ფი-
გურებით, მძაფრსუნიანი მისტიკური კერპების გამოსახულებე-
ბით, საკმევლის ჩხირებით, მოტკბოსუნიანი შესასხურებლებით,
სახელად "იესოს წმინდა გული", იაფფასიანი ამულეტებით. უამ-
რავ წიგნს გადავაწყდი: ზოგიერთი მორწმუნეთათვის იყო, ზოგი
კი იმათთვის, ვინც მორწმუნეებს შეისწავლის. ყველაფერი ერ-
თად იყო დახვავებული ამ მაღაზიებში: ეგზორციზმის ფორმულე-
ბითა და შელოცვებით სავსე ბროშურები, მაგალითად, "Como
adivinar o futuro na bola de cristal",54 ანთროპოლოგიის სახელ-
მძღვანელოები და მონოგრაფიები როზენკროიცერებზე.
ყველაფერი ერთმანეთში აირია. მავრებისა და სატანისტების
რიტუალები იერუსალიმის ტაძარში, აფრიკელი ჯადოქრები და

"როგორ დავინახოთ მომავალი შუშის ბურთულაში" (ლათ.)

253
ჩრდილოაღმოსავლელი ლუმპენპროლეტარიატი, პროვენის წე-
რილი და მისი ას ოცი წელი, როზენკროიცერების ას ოცი წელი.
ერთი თავგზაარეული მომთაბარე ვიყავი, რომელიც უაზროდ
და უკონტროლოდ ურევდა ათასგვარ ამბებს ერთმანეთში, თუ
შემთხვევით ავიბლანდე ამ სხვადასხვა ფერის, უხსოვარი
დროიდან ახლართული მავთულების გროვაში და მოკლე ჩარ-თვა
გამოვიწვიე? როზენკროიცერებზე წიგნი ვიყიდე. კიდევ რამ-
დენიმე საათი რომ გავჩერებულიყავი იმ მაღაზიებში, პოლკოვ-ნიკ
არდენტისა და მედიუმი ქალისნაირს უამრავს შევხვდებოდი.
სახლში დავბრუნდი და ამპაროს ოფიციალურად გამოვუცხა-
დე, სამყარო სავსეა ტვინგადაგვარებული გიჟებით-მეთქი. მანუ-
გეშა და ბუნების კანონების თანახმად დავასრულეთ ის საღამო.
1975 წელი ილეოდა. გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა მსგავსე-
ბებზე და მთელი ენერგია სამუშაოსთვის მიმეძღვნა.
იტალიური კულტურის სწავლებაში მიხდიდნენ ფულს და არა
როზენ-კროიცერების ამბების ჩხრეკაში.
ჰუმანიზმის ფილოსოფიას ჩავუღრმავდი და აღმოვაჩინე,
რომ შუა საუკუნეების სიბნელიდან გამოაღწიეს თუ არა, თანა-
მედროვე სეკულარული ეპოქის ადამიანებმა უკეთესი ვეღარა-
ფერი მოიფიქრეს, ვიდრე კაბალითა და მაგიით გატაცება.
ორი წელი ვუკირკიტე ჰუმანისტებს, რომლებიც რაღაც ფორ-
მულებს ბუტბუტებდნენ, რომ ეიძულებინათ ბუნება, ის
ეკეთები-ნა, რის კეთებაც არ უნდოდა. ორი წლის შემდეგ
იტალიიდან ამ-ბები მომივიდა. ჩემი ძველი ამხანაგებიდან
ზოგიერთი კეფაში ტყვიას აჭედებდა განსხვავებული აზრის
მქონე ადამიანებს. ასე ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ხალხი,
ის ეკეთებინა, რის გა-კეთებაც არ სურდა.

254
ვერ ვიგებდი ამ ყველაფერს. გადავწყვიტე, რომ ახლა უკვე
სამუდამოდ ვეკუთვნოდი მესამე სამყაროს და როგორც იქნა,
ბაიის დასათვალიერებლად გავემგზავრე, ერთგვარი რენესან-
სული კულტურით გამსჭვალული და როზენკროიცერების წიგ-
ნით შეიარაღებული, რომელიც მრავალი წელი დამტვერილი
იდო თაროზე.

255
26

"დედამიწის ყოველი სწავლება უნდა განვიხილოთ, როგორც


გაგრძელება ერთი, საფუძველმდები დედასწავლებისა, რომე-
ლიც დასაბამიდანვე გაემხილა ცოდვილ ადამიანსა და მის პირ-
ველ ნაშიერთ".55
ასე გადამეშალა თვალწინ სალვადორი, სან-სალვადორ-დი-
ბაია-დი-ტოდუშ-უს-სანტუში - ყველაწმინდის სახელობის
"შავი რომი" და მისი სამას სამოცდახუთი ეკლესია, რომელთა
კონტუ-რები გორაკებისა და ზღვის ფონზე იკვეთება და
რომლებიც აფ-რიკული პანთეონის ღმერთებს ადიდებენ.
ამპარო ერთ მხატვარს იცნობდა იქ, პრიმიტივისტი იყო,
უზარმაზარ ხის დაფებზე ხატავდა ბიბლიურ და აპოკალიფსურ
სცენებს, კოპტური და ბიზანტიური ელემენტებით, კაშკაშა საღე-
ბავებით, როგორც შუა საუკუნეების მინიატურის ოსტატები. რა
თქმა უნდა, მარქსისტი იყო, რევოლუციის გარდაუვალობას ქა-
დაგებდა და მთელ დღეებს ოცნებებში ატარებდა მფარველი
მაცხოვრის სამლოცველოს სამკვეთლოში, რომელიც horror vacui-
ს56 ნამდვილი განსახიერება გახლდათ. ყველგან, ჭერში თუ
კედლებზე, მორწმუნეთა მიერ აღთქმის სანაცვლოდ მირ-თმეული
ძღვენი ეკიდა, გამოძეძგილი იყო იქაურობა ვერცხლის გულებით,
ყავარჯნებით, ფეხებისა და ხელების პროთეზებით,

Louis-Claude de Saint Martin, De l'esprit des choses, Paris,


Laran, 1800, II, "De 1'esprit des traditions en general"
სიცარიელის შიში (ლათ.)

256
ქარიშხალსა და აბობოქრებულ ტალღებს სასწაულებრივად გა-
დარჩენის ამსახველი ნახატებით. მხატვარმა მეორე ეკლესიის
საგანძურში შეგვიყვანა, რომელიც სავსე იყო ვეებერთელა, ჟა-
კარანდისსურნელიანი ავეჯით.
- იმ ნახატზე ვინაა გამოსახული? - ჰკითხა ამპარომ საგანძუ-
რის მცველს. - წმინდა გიორგი?
მცველმა თანამზრახველივით მრავალმნიშვნელოვნად გაგ-
ვიღიმა:
ჰო, წმინდა გიორგის ეძახიან, ჯობია, თქვენც ასე დაუძახოთ,
თორემ მოძღვარი გაბრაზდება. თუმცა სინამდვილეში ოშოსია.
მხატვარი ორი დღე გვათვალიერებინებდა ტაძრებსა და სამ-
ლოცველოებს, მორთულ ფასადებს, რომელთა გაფორმება ჩა-
შავებული ვერცხლის თეფშების მოხატულობას მაგონებდა. დაგ-
ვყვებოდნენ დანაოჭებული, კოჭლი მსახურები ოქრო--
ვერცხლით, მძიმე სკივრებით, ძვირფასი ჩარჩოებით გამოჭე-დილ
საგანძურებში და კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულ შუ-შის
ვიტრინებში ჩასვენებულ, წმინდანთა გამოსახულებებს გვიჩ-
ვენებდნენ, რომლებსაც ჭრილობებზე სისხლის წვეთები ლალის
თვლებით ჰქონდათ მოოჭვილი. გვიანი ბაროკოს თვალისმომ-
ჭრელ ოქროში ჩასმული, ჩახუჭუჭებული კაპიტელების თავები-
დან გადმოგვყურებდნენ ტანჯული ქრისტეები ჩალურჯებული,
სისხლიანი ფეხებით, ეტრუსკულსახიანი ანგელოზები, რო-მაული
გრიფონები და აღმოსავლური სირენები.
უძველეს ქუჩებში დავდიოდი, რომლებსაც მომნუსხველი,
სიმღერებივით სახელები ერქვა: რუა და აგონია, ავენიდა დუშ
ამორეს, ტრავესა დი შიკუ დიაბუ... ეს იყო დრო, როცა სალვა-
დორში მთავრობა თუ ვიღაც, ვინც ხელისუფლებაში იყო, ძველ
ქალაქს აჯანსაღებდა, ცდილობდა, გაეწმინდა საროსკიპოებისა-

257
გან, მაგრამ ჯერ ნახევარი საქმეც არ იყო გაკეთებული. იმ ცარი-
ელ, თითქოს საკუთარივე სიმდიდრითა და დიდებულებით დას-
ნეულებულ, კეთროვანივით მიტოვებულ ეკლესიებთან აყრო-
ლებული, თხუთმეტიოდე წლის შავკანიანი მეძავებით სავსე ვიწ-
რო ჩიხები იტოტებოდა. აფრიკული ტკბილეულის გამყიდველ
დედაბრებს პირდაპირ ტროტუარებზე ჩაემწკრივებინათ ცეც-
ხლზე შემოდგმული ვეებერთელა ქვაბები, ძუნძგლიან წუმპეებს
შორის სუტენიორები ფეხების ბაკუნით ცეკვავდნენ ბარებიდან
გამოსული მუსიკის ხმაზე. კოლონიზატორთა ძველი სასახ-ლეები,
გახუნებული და გაქუცული, გაურკვეველი გერბებით მორთული,
საროსკიპოებად იყო გადაქცეული.
მესამე დღეს ჩვენს გიდს ქალაქის ზედა ნაწილში ერთ-ერთი
სასტუმროს ბარში გავყევით. ეს ნაწილი უკვე აღედგინათ, სას-
ტუმროს ქუჩა სავსე იყო მდიდრული ანტიკვარიატის მაღა-
ზიებით. ერთ იტალიელს უნდა შევხვდეო, გვითხრა, ჩემი
ნახატი უნდა იყიდოს, ისე იხდის, არც მევაჭრება ხოლმეო.
ნახატი ვეებერთელა იყო, სამი მეტრი ორზე. ზედ ანგელოზთა
ჩახუჭუჭე-ბული რიგები რაღაც ლეგიონებს ერკინებოდნენ
საბოლოო, გა-დამწყვეტ ბრძოლაში.
ასე გავიცანით ბატონი ალიე. სიცხის მიუხედავად, გატკიცი-
ნებულ ჟილეტში გამოწკეპილიყო, ვარდისფერ სახეზე ოქროს-
ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და შევერცხლილი თმა ჰქონდა. ამ-
პაროს ისე აკოცა ხელზე, თითქოს ქალის მისალმების სხვა გზა
არც კი იცოდა და შამპანური შეუკვეთა. მხატვარმა, მეჩქარებაო,
ალიემ "თრეველ ჩეკების" შეკვრა გადასცა და სთხოვა, ნამუშე-
ვარი სასტუმროში გამომიგზავნეთო. მასთან სასაუბროდ შევ-
რჩით. ალიე კარგად ლაპარაკობდა პორტუგალიურად, მაგრამ
ლისაბონური აქცენტით, რაც კიდევ უფრო ამსგავსებდა ძველი

258
დროის ჯენტლმენს. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, საიდან, ვა-
რაუდებიც გამოთქვა ჩემი სახელის შესაძლო გენუური წარმო-
შობის შესახებ, ამპაროს ოჯახური ისტორიით დაინტერესდა და
არ ვიცი, რის მიხედვით, მაგრამ დაასკვნა, რომ რესიფიდან უნ-
და ყოფილიყო. თავის წარმომავლობაზე ბევრი არაფერი უთ-
ქვამს:
აქაურივით ვარ, ჩემს გენებში უამრავი რასაა შერეული...
გვარი იტალიურია, ჩემი წინაპრის ძველი მამულის სახელიდან
მოდის. დიდგვაროვანი გახლავართ, მაგრამ ჩვენს დროში ეგ ვი-
ღას აინტერესებს. ბრაზილიაში ცნობისმოყვარეობამ ჩამომიყ-
ვანა, გადმოცემის ყოველგვარი ფორმა მიტაცებს.
რელიგიის მეცნიერებათა შესანიშნავი ბიბლიოთეკა ჰქონია
მილანში, რამდენიმე წელია, იქ ვცხოვრობო, გვითხრა. მესტუმ-
რეთ, როცა იტალიაში დაბრუნდებით, უამრავი საინტერესო რამ
მაქვს, აფრიკულ-ბრაზილიური რიტუალებით დაწყებული, რო-
მის გვიანდელი რესპუბლიკის ხანის ისისის კულტებით
დამთავ-რებულიო.
ძალიან მიყვარს ისისის კულტი, - უთხრა ამპარომ, რომელ-
საც ხანდახან მოსწონდა თავის მოსულელება ადამიანების
გასა-ცურებლად. - თქვენ, ალბათ, ყველაფერი იცით მასზე, არა?
ალიემ მოკრძალებით გაიღიმა:
მხოლოდ ის, რაც პირადად მინახავს, ძალიან ცოტა.
ამპარო არ მოეშვა:
ეს ხომ ორი ათასი წლის წინანდელი ამბავია?
ჰო, თქვენსავით ახალგაზრდა არ ვარ, - გაუღიმა ალიემ.
როგორც კალიოსტრო, - გავიხუმრე. - ერთხელ ჯვარცმას-თან
გაუვლია და საგანგებოდ ხმამაღლა უთქვამს თავისი მსახუ-

259
რისთვის: "ვუთხარი მაშინ იმ ებრაელს, საღამოს ფრთხილად
იყავი-მეთქი, მაგრამ არ გამიგონა..."
ალიე დაიძაბა. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა და
ბოდიშის მოხდა დავაპირე, მაგრამ ჩვენმა მასპინძელმა
დამასწრო, შემ-რიგებლური ღიმილით:
კალიოსტრო მატყუარა იყო, ყველამ იცის, სადაც დაიბადა
და როდის, დიდხანსაც არ უცოცხლია. ბაქია იყო.
ეჭვი არ მეპარება.
კალიოსტრო მატყუარა იყო, - გაიმეორა. - მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ არ არსებობდნენ და ახლაც არ არსებობენ განსა-
კუთრებული ადამიანები, რომლებმაც ბევრი სიცოცხლის გავლა
შეძლეს. თანამედროვე მეცნიერებას ჯერ ძალიან მწირი ცოდნა
აქვს დაბერების პროცესების შესახებ და არაა გამორიცხული,
რომ სიკვდილიანობა უბრალოდ ცუდი აღზრდის შედეგი იყოს.
კალიოსტრო ცრუპენტელა იყო, მაგრამ გრაფი სენ-ჟერმენი -
არა, და როცა ამბობდა, ჩემი ცოდნის დიდ ნაწილს ძველმა ეგ-
ვიპტელებმა მაზიარესო, სისულელეს ნამდვილად არ როშავდა.
მაგრამ, რადგან არავინ უჯერებდა, თანამოსაუბრეთა პატივის-
ცემის გამო თავს აჩვენებდა, ვითომ ხუმრობდა.
თქვენც ვითომ ხუმრობთ, რომ მიგვახვედროთ, რომ სიმარ-
თლეს ამბობთ, - უთხრა ამპარომ.
არა მხოლოდ ლამაზი ხართ, არამედ ძალიან გონიერიც, -
უთხრა ალიემ. - მაგრამ, გაფიცებთ, ნუ დამიჯერებთ. მტვრით
დაფარული რომ გჩვენებოდით, რაც ჩემს მრავალსაუკუნოვან
ასაკს შეჰფერის, თქვენი სილამაზე წამში დაჭკნებოდა და ამას
საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი.
მორჩა, ამპარო მონადირებული ჰყავდა. ვიგრძენი, როგორ
ჩამკაწრა გული ეჭვიანობამ. ისევ ეკლესიებზე, წმინდა გიორგი--

260
ოშოსიზე გადავიტანე სიტყვა. ალიემ გვითხრა, აუცილებლად
უნდა დაესწროთ კანდომბლესო.
იქ არ წახვიდეთ, სადაც ფულს გახდევინებენ. ნამდვილი
კანდომბლე ისაა, სადაც არაფერს გთხოვენ. იმასაც არავინ
გთხოვთ, რომ დაუჯეროთ. მხოლოდ პატივისცემა მოგეთხოვე-
ბათ, ისეთივე, რომლითაც ისინი თქვენს ურწმუნოებას სცემენ
პატივს. ეს "წმინდანის მამები" და "წმინდანის დედები" ისეთი
შე-სახედავები არიან, გეგონება, ეს წუთია, ბიძია თომას
ქოხიდან გამოვიდნენო, მაგრამ გარწმუნებთ, გრეგორიანული
ინსტიტუ-ტის თეოლოგის განათლება აქვთ.
ამპარომ ხელი ხელზე დაადო:
წაგვიყვანეთ! ერთხელ ვარ ნამყოფი, დიდი ხნის წინ,
უმბან-დაში, მაგრამ აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ საშინელი
შფოთ-ვის შეგრძნება მაგონდება...
ალიე თითქოს შეცბა ამპაროს შეხებაზე, მაგრამ არ გან-ძრეულა.
მეორე ხელით ჟილეტიდან გიშრისსახურავიანი ოქ-როს პატარა
კოლოფი ამოიღო (ეს ნივთი შემდეგაც არაერთხელ შემინიშნავს
მის ხელში). სათუთუნეს თუ აბების კოლოფს ჰგავ-და. მაგიდაზე
სანთელი ენთო და ალიემ ვითომ შემთხვევით მიუახლოვა
კოლოფი ცეცხლის ალს. მხურვალებისგან გიშრის ადგილზე
დახვეწილი, ზურმუხტისფერ-ოქროსფერი მინიატურა
გამოიკვეთა, რომელზეც მწყემსი ქალი იყო გამოსახული ყვავი-
ლებით სავსე კალათით. ალიემ ვითომ შემთხვევით, მაგრამ მე-
თოდურად, განგებ შეატრიალ-შემოატრიალა კოლოფი ხელში,
თითქოს გულში სკვნილზე ითვლიდა. ჩემი ინტერესი შენიშნა,
გაიღიმა და ნივთი ისევ ჟილეტში შეინახა.
შფოთვის? ჩემო სათუთო ქალბატონო, იქნებ თქვენ მარტო
გამჭრიახი კი არა, მეტისმეტად მგრძნობიარეც ხართ? შესანიშ-
261
ნავი თვისებაა, როცა ის სილამაზესა და გონიერებას ეთავსება,
მაგრამ საშიშიც იმისთვის, ვინც ისეთ ადგილებში დადის,
სადაც არ იცის, რას ეძებს ან რას იპოვის... თანაც, უმბანდასა და
კან-დომბლეს ერთმანეთში ნუ აურევთ. კანდომბლე
აბსოლუტურად ავტოხთონურია, აფრიკულ-ბრაზილიური,
როგორც ამბობენ, უმ-ბანდა კი ბევრად უფრო გვიანდელი,
ევროპული ეზოტერიკული კულტურის რიტუალებთან
შერწყმით დაბადებული ყვავილია, ისეთი იდუმალებით
დაფერილი, რომელსაც ტამპლიერულს ვუ-წოდებდი...
აქაც არ მეშვებოდნენ ტამპლიერები. ალიეს ვუთხარი, მათზე
ვმუშაობდი-მეთქი. ცნობისმოყვარეობა დაეტყო.
- ძალიან საინტერესოა, ჩემო ყმაწვილო მეგობარო. აქ, სამ-
ხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედის ქვეშ, ახალგაზრდა ტამ-
პლიერთან შეხვედრა...
მათი წევრი არ გეგონოთ...
რას ამბობთ, კაზობონ. ნეტა იცოდეთ, რამდენი
ნაბოდვარია მაგ ამბებში.
ვიცი, ვიცი.
მაგრამ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, სანამ გაემგზავრე-
ბით.
მეორე დღეს დავთქვით შეხვედრა: სამივეს გვაინტერესებდა
პორტის მხარეს მდებარე დახურული ბაზრის დათვალიერება.
დილით თევზის ბაზართან შევხვდით ერთმანეთს. ძველებური
არაბული ბაზრობა იყო, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით
მოსდებოდა იქაურობას, ეშმაკის მიერ დამორჩილებული ლურ-
დი, სადაც ლოცვით წვიმის მომხმობნი თანაცხოვრობდნენ ექ-
სტაზში მყოფ კაპუცინებთან და სტიგმატებთან. რა აღარ იყო აქ:
ქვისგან გამოთლილი ხელები სამი თითის კომბინაციით, მარ-

262
ჯნის რქები, ჯვარცმები, დავითის ვარსკვლავები, უძველესი, წი-
ნაიუდეური რელიგიების სექსუალური სიმბოლოები, ჰამაკები,
ხალიჩები, სფინქსები, წმინდა გულები, ქარქაშები, ბოროროს
ტომის ტყავის კაპარჭები ისრებისთვის, ნიჟარების მძივები. ევ-
როპელი კონკისტადორების დაკნინებული მისტიკა მონების
აკაზმულობას ერწყმოდა, მოვაჭრეთა ნაირ-ნაირი კანის ფერი კი
გამქრალ გენეალოგიათა ჩახლართულ ისტორიას ჰყვებოდა.
- აი, - გვითხრა ალიემ, - ცოცხალი განსახიერება იმისა, რა-საც
ეთნოლოგიის სახელმძღვანელოები ბრაზილიურ სინკრე-ტიზმს
უწოდებდნენ. აკადემიური ტერმინოლოგიის თვალსაზრი-სით
მიუღებელი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე ღრმა შინაარსით სინ-
კრეტიზმი ერთადერთი ტრადიციის, ერთადერთი გადმოცემის
აღიარებაა, რომელიც კვეთს და ასაზრდოებს ყველა რელიგიას,
ყველანაირ ცოდნას, ყველა ფილოსოფიას. ბრძენი ის კი არაა, ვინც
სხვებზე გაბატონებას ახერხებს, არამედ ის, ვინც სინათ-ლის
გაფანტულ სხივებს აგროვებს და აერთიანებს, საიდანაც უნდა
მოდიოდეს ისინი... ასე რომ, ეს მონები და მათი შთამომავ-ლები
უფრო ბრძენები არიან, ვიდრე სორბონელი ეთნოლოგე-ბი. თქვენ
ხომ მაინც გესმით ჩემი, ჩემო მშვენიერო ასულო?
- გონებით არა, - უპასუხა ამპარომ, - საშოთი მესმის. მაპატი-
ეთ, ალბათ, გრაფი სენ-ჟერმენი ასეთი სიტყვებს არ ხმარობდა.
იმას ვგულისხმობდი, რომ მე ამ ქვეყანაში დავიბადე და აქ ყვე-
ლაფერი, ისიც კი, რაც არ ვიცი, საიდანღაც როგორღაც მესაუბ-
რება. მგონი, აქ... - მკერდზე დაიდო ხელი.
- ერთხელ კარდინალმა ლამბერტინიმ უთხრა ქალს, რომელ-
საც დეკოლტეზე ბრწყინვალე ბრილიანტის ჯვარი ესვენა, რა
ბედნიერება იქნება მაგ სამსხვერპლოზე სიკვდილიო. მეც სიხა-
რულით მოვისმენდი იმ ხმებს, თქვენ რომ გეჩურჩულებიან. იმ

263
ეპოქის კაცი ვარ, რომელშიც ადამიანები შეჩვენებასაც არ
შეუშინდებოდნენ, ოღონდ კი სილამაზისთვის ჯეროვანი
პატივი მიეგოთ... ახლა კი ბოდიშს მოგიხდით, ალბათ, მარტო
გსურთ დარჩენა. არ დამეკარგოთ.
მამად გეკუთვნის, - ვუთხარი ამპაროს, როცა ერთმანეთზე
მიჭეჭყილ დახლებს შორის ხელჩაკიდებული მიმყავდა.
დიდ ბაბუადაც. აშკარად მიგვახვედრა, რომ რამდენიმე
ათასი წლისაა. ფარაონის მუმიაზე ეჭვიანობ?
ყველაზე ვეჭვიანობ, ვინც მაგ თავში ნათურას აგიციმცი-
მებს.
რა მაგარია. ეგაა სიყვარული.

264
27

"ერთ დღეს ჰყვებოდა, როგორ გაიცნო პილატე პონტოელი


იერუსალიმში და წვრილად აღწერდა პრეფექტის სახლს, კერ-
ძებს, რომლებიც ვახშამზე მიართვეს. კარდინალმა როჰანმა,
რომელსაც ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მონაჩმახს ისმენდა, გრაფი
სენ-ჟერმენის მსახურს მიმართა, სპეტაკთმიან სანდომიან მო-
ხუცს: "მეგობარო, ვერ ვიჯერებ, რასაც თქვენი პატრონი ჰყვება.
მუცლითმეზღაპრეობას დავუჯერებ, ოქროს კეთებას რომ იბრა-
ლებს, იმასაც, მაგრამ ორი ათასი წლის ვარ და პონტოელი პი-
ლატე პირადად მინახავსო, ეს უკვე მეტისმეტია. თქვენც ახ-
ლდით მაშინ?" "ოჰ, არა, ბატონო ჩემო, - გულუბრყვილოდ შეს-
ძახა მსახურმა, - მე მხოლოდ ოთხასი წელია, ჩემს ბატონს ვემ-
სახურები".57
მომდევნო დღეებში მთლიანად დამიპყრო სალვადორმა.
სასტუმროში თითქმის არ შევსულვარ. როზენკროიცერების წიგ-
ნში გრაფ სენ-ჟერმენზე ცნობებსაც წავაწყდი. "ერთი ამას უყუ-
რე... - გავიფიქრე, - თითქოს განგებ ემთხვევა ყველაფერი..."
ვოლტერი წერდა მასზე, ესაა კაცი, რომელიც არასოდეს მომ-
კვდარა და რომელმაც ყველაფერი იცოდაო, ფრიდრიხ პრუ-
სიელი კი პასუხობს, ეგ შენი გრაფი სასაცილოაო. ჰორას უოლ-
პოლი მას მოიხსენიებდა, როგორც იტალიელს, ესპანელს ან
პოლონელს, რომელმაც დიდძალი ქონება დააგროვა მექსიკაში
და შემდეგ კონსტანტინოპოლში გაიქცა თავისი ცოლის სამ-

Collin de Plancy, Dictionnaire infernal, Paris, Mellier, 1844, p.


434
265
კაულებთან ერთად. ყველაზე სანდო ცნობები მის შესახებ მარ-
კიზა დე პომპადურის მოახლე ქალის, მადამ დე ოსეს მემუარებ-
შია (ვერაფერს იტყვი, ეგ ნამდვილად სანდო ინფორმაცია იქნე-
ბაო, ცინიკურად ამბობდა ამპარო). სხვადასხვა სახელი ჰქონდა:
ბრიუსელში სურმონი ერქვა, ლაიფციგში - უელდონი და კიდევ
ათასი რამ: მარკიზი აიმარი, ბედმარი თუ ბელმარი, გრაფი სალ-
ტიკოვი. 1745-ში ლონდონში დააპატიმრეს, სადაც მუსიკოსის
სახელი გაუთქვამს სალონებში ვიოლინოსა და კლავესინზე
დაკვრით. სამი წლის შემდეგ პარიზში ლუი XV-ის კარზე მსახუ-
რობს, როგორც საღებავების ოსტატი და შამბორის ციხესიმაგ-რეში
ცხოვრობს. მეფეს ჰოლანდიაში დიპლომატიურ მისიაშიც
ჩაურთავს ის, სადაც შავბნელი საქმეები დაუტრიალებია და ისევ
ლონდონში გაქცეულა. 1762-ში რუსეთშია, მერე - ისევ ბელ-გიაში.
იქ ხვდება კაზანოვას, რომელიც ჰყვება, როგორ გადააქ-ცია გრაფმა
ლითონის მონეტა ოქროდ. 1776-ში ფრიდრიხ II-ის კარზეა,
რომელსაც ნაირ-ნაირ ქიმიურ პროექტებს წარუდგენს. რვა წლის
შემდეგ შლეზვიგში გარდაიცვალა, ჰესეს ლანდგრაფ-თან,
რომელსაც საღებავების ფაბრიკას უშენებდა.
განსაკუთრებული არაფერი, მეთვრამეტე საუკუნის ავან-
ტიურისტის ტიპური კარიერა, კაზანოვასთან შედარებით ნაკლე-
ბი სასიყვარულო თავგადასავლითა და კალიოსტროზე ნაკლები
თეატრალური თაღლითობებით სავსე. კაცმა რომ თქვას, რამ-
დენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, კარგი სახელი ჰქონდა ხე-
ლისუფალთა შორის, რომლებსაც ალქიმიის საოცრებებს ჰპირ-
დებოდა და სამრეწველო იდეების კოშკებს უგებდა. მთავარი მა-
ინც მისი უკვდავების შესახებ ჭორებია, რომლებიც, ცხადია, მი-
სივე მოგონილია. დროდადრო სალონებში ჩნდებოდა და ისე
ბუნებრივად იხსენებდა უძველეს ამბებს, თითქოს პირადად შეს-

266
წრებოდა მათ. ასე, უხმაუროდ, უჩინრად, საოცარი
დახვეწილო-ბით ამყარებდა თავისი უკვდავების ლეგენდას.
წიგნში მოყვანილი იყო ამონარიდი ჯოვანი პაპინის "გოგიდა-
ნაც", სადაც გრაფ სენ-ჟერმენთან ტრანსატლანტიკური ხომალ-
დის გემბანზე ღამის შეხვედრაა აღწერილი. ათასწლოვანი წარ-
სულით დაღლილი და მოგონებებით გონებადამძიმებული გრა-ფი
ბორხესის ფუნესივით სასოწარკვეთილია. ოღონდ საქმე ის არის,
რომ პაპინის ტექსტი 1930-შია დაწერილი. "ჩვენი ბედი შე-საშური
არ გეგონოთ, - ეუბნება გრაფი გოგს. - რამდენიმე საუკუ-ნის
შემდეგ უკურნებელი ტანჯვა იპყრობს საბრალო უკვდავთ.
სამყარო მონოტონურია, ადამიანები ვერაფერს სწავლობენ, ყველა
თაობა ერთსა და იმავე შეცდომებსა და საშინელებებს სჩადის,
მოვლენები არ მეორდება, მაგრამ საოცრად ჰგავს ერ-თმანეთს...
აღარსადაა სიახლე, გაოცება, აღმოჩენა. რადგან ჩვენს საუბარს
მხოლოდ წითელი ზღვის ტალღები ისმენენ, გა-გიმხელთ, რომ
მომბეზრდა უკვდავება. დედამიწას საიდუმლო აღარ შერჩა
ჩემთვის და ადამიანთა იმედი აღარ მაქვს".
საინტერესო პერსონაჟია, - ვუთხარი ამპაროს. - აშკარაა,
რომ ჩვენი ალიე მას ბაძავს. ზრდასრული, გამოცდილი, ცოტა
ექსცენტრიკული ჯენტლმენი, ზებუნებრივი მოვლენების
ტრფიალი, რომელსაც ფული და თავისუფალი დრო ოხრად
აქვს სამოგზაუროდ.
თანმიმდევრული რეაქციონერი, რომელსაც ჰყოფნის გამ-
ბედაობა, დეკადენტი იყოს. დემოკრატ ბურჟუებს ეგ
მირჩევნია, - მიპასუხა ამპარომ.
"ქალთა უფლებები, ქალთა უფლებები", გაიძახი და მერე
ხელზე კოცნაზე დნები.

267
- საუკუნეები გვზრდიდით ასე. დაგვაცადეთ, რომ გავთავი-
სუფლდეთ. ცოლად გაყოლას კი არ ვაპირებ.
კიდევ კარგი.
ერთი კვირის შემდეგ ალიემ თვითონ დამირეკა. მითხრა, ამ
საღამოს ტერეირუ დე კანდომბლეზე შეგიძლიათ დასწრებაო.
რიტუალში ვერ მივიღებდით მონაწილეობას, რადგან იალორი-
შა ტურისტებს არ იკარებდა, მაგრამ რიტუალის დაწყებამდე
შეგვხვდებოდა და პირადად დაგვათვალიერებინებდა იქაურო-
ბას.
მანქანით მოგვაკითხა. გორაკების იქით ფაველას მივაშუ-
რეთ. შენობა, რომელთანაც გავჩერდით, მიტოვებულ ქარხანას
ჰგავდა. ზღურბლთან მოხუცი ზანგი გამოგვეგება და
განსაწმენ-დად რაღაც არომატული კვამლი შემოგვაფრქვია.
ბაღში პალ-მის ფოთლებით დაწნული უზარმაზარი კალათა
იდგა, რომელიც სავსე იყო იქაური ტომის სასუსნავებითა და
ტკბილეულით - წმინდანისთვის მირთმეული ძღვენით.
შენობაში ვეებერთელა დარბაზი დაგვხვდა, რომლის კედლე-
ბი ნახატებით იყო მოფენილი, მორწმუნეთა შეწირულობებს
ჰგავდა. აფრიკული ნიღბებიც ეკიდა. ალიემ აგვიხსნა, როგორ
იყო მოწყობილი იქაურობა: უკან გრძელი მერხები იდგა მაყუ-
რებელთათვის, ვინც რიტუალში არ იღებდა მონაწილეობას, წინ
კი, შემაღლებულ ფიცარნაგზე, მუსიკალური ინსტრუმენტები
და სკამები იდგა ოგანებისთვის.58

Og ã (პორტ.) - კანდომბლეს რიტუალში მამაკაცის სხვადასხვა


ფიგურის ერთობ ლივი სახელი.

268
- როგორც წესი, ოგანები შეძლებული ხალხია. სავალდებუ-
ლო არაა, მორწმუნეები იყვნენ, მთავარია, კერპს პატივს
მიაგებდნენ. აქ, ბაიაში, დიდი ჟორჟი ამადუ ერთი ტერეირუს
ოგანია. იანშამ, ომებისა და ქარების ქალღმერთმა, დაასახე-ლა...

კი მაგრამ, საიდან მოდიან ეს ღმერთები? - შევეკითხე.


ეგ ჩახლართული ამბავია... ყველაზე მნიშვნელოვანი სუდა-
ნური შტოა, რომელიც ჩრდილოეთში იყო გავრცელებული მო-
ნათმფლობელობის პირველ წლებამდე. მისგან მოდის ორიშას,
ანუ აფრიკული ღმერთების კანდომბლე. სამხრეთის შტატებში
უფრო ბანტუს ჯგუფების ზეგავლენა იგრძნობა, თუმცა მათ
შემ-დეგ ათასი რამეა ერთმანეთში შერეული. ჩრდილოური
კულტე-ბი საწყისი, აფრიკული რელიგიების ერთგულნი
დარჩნენ, სამ-ხრეთში კი პირვანდელი მაკუმბა უმბანდად
გარდაიქმნა და შემ-დეგ მასზე კათოლიციზმმა, კარდეციზმმა
და ევროპულმა ოკულ-ტიზმმა მოახდინა გავლენა...
ანუ ამ საღამოს ტამპლიერები არაფერ შუაში არიან.
ტამპლიერები მეტაფორაა. ამ საღამოსთან კავშირი არ აქვთ,
მაგრამ სინკრეტიზმის მექანიკა ძალიან დახვეწილია. გა-რეთ,
სადაც წმინდანისთვის განკუთვნილი ტკბილეული იდო კა-
ლათაში, შენიშნეთ რკინის ფიგურა, ჩანგლიან ეშმაკს რომ ჰგავს
და ფეხებთან ძღვენი უდევს? ეშუ გახლავთ, უმბანდაში ის
ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა კანდომბლეში. თუმცა
კანდომბლეც ადიდებს მას, გზავნილის გადმომცემ სულად მიიჩ-
ნევს, ერთგვარ ჩამოქვეითებულ მერკურიდ. უმბანდაში ეშუს
აღიარებენ, აქ - არა, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, პატი-
ვისცემით ეპყრობიან. გახედეთ იქ, კედელზე... - შიშველი ინ-
დიელის ფერად ქანდაკებასა და თეთრებში გამოწყობილი მოხუ-

269
ცი ზანგი მონის ფიგურაზე მიმითითა, რომელიც ჩიბუხს ეწეოდა.
იცით, ვინ არიან? "caboclo" და "preto velho", გარდაცვლილთა
სულები, რომლებსაც უმბანდას რიტუალებში დიდი მნიშვნელო-
ბა ენიჭებათ. აქ რატომ არიან? მათაც მიართმევენ ძღვენს, თუმ-ცა
რიტუალში არ იყენებენ: კანდომბლე მხოლოდ აფრიკულ
ორიშებთან ამყარებს კავშირს, მაგრამ არც ამათ უარყოფს.
საერთო რა აქვს ამ კულტებს?
ყველა აფრიკულ-ბრაზილიურ კულტს ახასიათებს ის, რომ
რიტუალის დროს მორწმუნეები ტრანსში ვარდებიან და მათში
უფრო მაღლა მდგომი სული შედის. კანდომბლეში ეს ორიშაა,
უმბანდაში კი - გარდასულთა სულები...
აღარ მახსოვდა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი რასა, -
ჩაილაპარაკა ამპარომ. - ღმერთო... ცოტა ევროპამ და ცოტა ის-
ტორიულმა მატერიალიზმმა ყველაფერი დამავიწყა, არადა, ამ
ამბებს ბებიაჩემი მიყვებოდა...
ისტორიული მატერიალიზმი? - გაიღიმა ალიემ. - მგონი,
მსმენია ამაზე. აპოკალიფსური რელიგია, იმ ტრირელის გამო-
გონილი, არა?
ამპაროს მკლავზე ხელი მოვუჭირე.
ნო პასარან...
ჯანდაბა... - ჩაიჩურჩულა მან.
ალიემ გაიგო ჩვენი გადალაპარაკება, თუმცა არ შეუმჩნევია.
განაგრძო:
სინკრეტიზმის ზეგავლენა უზარმაზარია, ჩემო ძვირფასო.
თუ გნებავთ, მთელი ამ ამბის პოლიტიკურ ვერსიას შემოგთავა-
ზებთ. მეცხრამეტე საუკუნის კანონები მონებს ათავისუფლებს,
მაგრამ მონათმფლობელობის სირცხვილის ჩამოსარეცხად მო-
ნებით ვაჭრობის დოკუმენტების მთელ არქივს წვავენ. მონები

270
ოფიციალურად თავისუფლები არიან, მაგრამ წარსული აღარ
გააჩნიათ. და მაშინ ცდილობენ, რაღაც კოლექტიური იდენტობა
აღიდგინონ, ოჯახურის სანაცვლოდ. ფესვებს უბრუნდებიან. ეს
მათი წინააღმდეგობის ფორმაა, როგორც თქვენ, ახალგაზრდე-
ბი, ამბობთ, მჩაგვრელი ძალებისადმი.
თავად არ თქვით, ის ევროპული სექტებიც არიან გარეული
ამ ამბავშიო? - ჰკითხა ამპარომ.
ძვირფასო, სიწმინდე ფუფუნებაა. მონა იმას იღებს, რასაც
მისცემენ. სამაგიეროდ, მას შურისძიება შეუძლია. დღეს იმაზე
მეტი თეთრკანიანია დაჭერილი, ვიდრე თქვენ გგონიათ. უძვე-
ლეს აფრიკულ კერპებს ყველა რელიგიის სისუსტე ერთად ახა-
სიათებდა: შეზღუდულობა, სიბეცე, ვიწრო ეთნიკურობა. კონკის-
ტადორთა მითებთან შერწყმით მათ ანტიკური სასწაული
გაიმეორეს: ახალი სიცოცხლე აჩუქეს ჩვენი წელთაღრიცხვით
მეორე და მესამე საუკუნისდროინდელ იდუმალ კულტებს, რომ-
ლებიც ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასუსტებული რომისა და
სპარსეთის, ეგვიპტის, წინაიუდეური პალესტინის ნარევში იყო
ჩასახული... რომის გვიანდელი იმპერიის წლებში აფრიკამ
ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა რელიგიის ზეგავლენა განიცა-
და და დააგროვა, დაწმინდა, დალექა ეს გამოცდილება. ევროპა
ქრისტიანობამ შეჭამა ვითომ სახელმწიფო ინტერესების სახე-
ლით, აფრიკა კი ინახავდა, უფრთხილდებოდა ცოდნის საგან-
ძურს. ასე გადაეცათ ეგვიპტელთა მიერ შენახული და ნალო-
ლიავები სიბრძნე ბერძნებს, რომლებმაც ის მკრეხელურად
გაანიავეს.

271
28

"არსებობს სხეული, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს და


წარმოაჩინე იგი სფეროს სახით, რადგან ისაა ყოველივეს ფორ-მა...
ახლა წარმოიდგინე, რომ ამ სხეულის წრის ცენტრში 36 დე-კანი
სუფევს, გარე წრესა და ზოდიაქის წრეს შორის მდებარე სივრცეში
და ასე ვთქვათ, ზოდიაქს შემოსაზღვრავს, და ზოდიაქ-ზე ისინი
პლანეტებით გადაადგილდებიან... მეფეთა ცვლილება, ქალაქების
ზრდა, შიმშილი, შავი ჭირი, ზღვათა მიქცევა, მიწის-ძვრები,
არაფერი ხდება დეკანთა ნების გარეშე..."59
კი მაგრამ, რომელი ცოდნის საგანძურს?
ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი ეპოქა იყო ქრისტეს
შემდეგ მეორე-მესამე საუკუნეები? არა იმპერიის აღზევების გა-
მო, არამედ იმით, რაც ამ წლებში ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყ-
ნებში ხდებოდა. რომში პრეტორიანელები დაერივნენ იმპერა-
ტორებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში კი აპულეიუსის ხანა იდ-
გა, ისისის საიდუმლოებათა ხანა, სულიერებასთან დიდი დაბრუ-
ნების, ნეოპლატონიზმისა და გნოსტიციზმის ეპოქა... ნეტარი დრო
იყო იქამდე, სანამ ქრისტიანები ძალაუფლებას ჩაიგდებ-დნენ
ხელში და ერეტიკოსებს დაერეოდნენ. ეს ბრწყინვალე საუკუნეა,
ნუსის ბატონობის ხანა, ნათელი და კაშკაშა, გამოცხა-დების,
ექსტაზის, დემონებისა და ანგელოზთა დასების ეპოქა. ეს
გაფანტული, დაუკავშირებელი ცოდნის ხანაა, სამყაროსავით
უძველესი ცოდნისა, რომელიც თვით პითაგორაზე, ინდოელ
ბრაჰმანებზე, ებრაელებზე, მაგებზე, ჰიმნოსოფისტებზე, ჩრდი-

Corpus Hermeticum, Stobaeus, excerptum VI


272
ლოელ ბარბაროსებზე, გალებსა და ბრიტანელ დრუიდებზე ძვე-
ლია. ძველი ბერძნები თვლიდნენ, ბარბაროსები იმიტომ იყვნენ
ბარბაროსები, რომ თვითგამოხატვა არ შეეძლოთ და იმ საში-ნელ
ენებზე მეტყველებდნენ, რომლებიც ბერძნების მეტისმეტად
დახვეწილ ყურებს ყეფასავით ჩაესმოდა. ამ ეპოქაში კი გადაწ-
ყვიტეს, რომ ბარბაროსებმა ელინებზე ბევრად მეტი იცოდნენ,
სწორედ იმიტომ, რომ მათი ენა იყო გაუგებარი. როგორ გგონი-ათ,
იმათ, ვინც ამ საღამოს იცეკვებს, ყველა იმ მაგიური სიტყვის
მნიშვნელობა იციან, რასაც წარმოთქვამენ? საბედნიეროდ, არა,
რადგან უცნობ სიტყვას, უცხო სახელს სუნთქვითი ვარჯიშის,
მისტიკური ვოკალიზაციის მსგავსი ეფექტი აქვს. ოჰ, ანტონინე-
ბის ოქროს ხანა! გასაოცარ თანხვედრათა, დახვეწილ მსგავსე-ბათა
სამყარო! ბოლომდე უნდა დანებებოდი მათ, რომ შენში შე-
მოეღწიათ ოცნების, სიზმრის, ორაკულის, მაგიის გზით, რაც ბუ-
ნებაზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა მსგავსთა ერთად
დაჯგუფებით. ცოდნის დაუფლება, მოხელთება შეუძლებელია, ის
არანაირ საზომს არ ემორჩილება. აი, რატომ იყო იმ ხანაში
გამარჯვებული ღმერთი ჰერმესი, ყოველგვარი ხრიკის მომგო-ნი,
გზაჯვარედინებისა და ქურდების ღმერთი, დამწერლობის -
ირიბად თქმის ხელოვნების - შემქმნელი, ნაოსნობის - დადგენი-
ლი საზღვრების გარღვევისა და ჰორიზონტთან შერწყმის ხე-
ლოვნების - მფარველი, მომგონი ამწეებისა, რომლებიც
ვეებერთელა ლოდებს აიტაცებენ მიწის ზედაპირიდან, იარაღი-სა,
რომელიც სიცოცხლეს სიკვდილად აქცევს, წყლის დგუშები-სა,
რომლებიც თხევად მატერიას ჰაერში ატყორცნიან, ფილო-
სოფიისა, რომელიც გვაბრუებს და გვატყუებს... და იცით, სადაა
დღეს ჰერმესი? აქაა! წეღან კართან თავად ნახეთ ეშუ - ღმერთე-

273
ბის შიკრიკი და შუამავალი, რომლისთვისაც არ არსებობს ზღვა-
რი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
რაღაც ონავრული ჰქონდა მზერაში.
- ალბათ, ფიქრობთ, რომ ისევე ადვილად ვანაწილებ ღმერ-
თებს აქეთ-იქით, როგორც ჰერმესი ანაწილებდა თავის საქო-ნელს,
არა? ამ წიგნს შეხედეთ, დღეს ვიყიდე პელოურინიოს წიგ-ნის
მაღაზიაში, "წმინდა კვიპრიანეს მაგია და საიდუმლოებები".
რეცეპტებია, როგორ დავიპყროთ საყვარელი ადამიანი ან გავა-
ნადგუროთ მტერი, ანგელოზებისა და ღვთისმშობლის მოსახმო-
ბი ლოცვებია, ამ შავკანიანი მისტიკოსების პოპულარული ლი-
ტერატურა. თუმცა ეს კვიპრიანე წმინდა კვიპრიანე ანტიოქიელი
გახლავთ, რომელზეც ზღვა მასალა არსებობს ვერცხლის ხანა-ში.
მის მშობლებს სურდათ, რომ კარგი განათლება მიეღო, ყვე-
ლაფერი სცოდნოდა, რაც კი დედამიწაზე, ჰაერსა თუ ზღვის სიღ-
რმეებში ხდებოდა. ამიტომ კვიპრიანე შორეულ ქვეყნებში გაგ-
ზავნეს უცხო საიდუმლოთა შესასწავლად, მცენარეთა და ცხო-
ველთა ყოველგვარ თვისებაზე, მათი ჩასახვისა თუ ხრწნის პრო-
ცესებზე დასაკვირვებლად. ის არა მხოლოდ საბუნებისმეტყვე-ლო
დარგების ცოდნას უნდა ზიარებოდა, არამედ ოკულტურ
მეცნიერებებსაც გასცნობოდა, რომელიც შორეული, არქაული
ტრადიციების სიღრმეში იმალებოდა. და თხუთმეტი წლის კვიპ-
რიანე ოლიმპის მთაზე თხუთმეტი იეროფანტის ზედამხედველო-
ბით მონაწილეობს "სამყაროს მბრძანებლის" მოხმობის რიტუ-
ალში, რომლის მიზანია მისივე გეგმის კონტროლი და მართვა.
არგოსში ჰერას საიდუმლოებებს ეზიარა, ფრიგიაში ჰეპატოსკო-პია
და წინასწარმეტყველება შეისწავლა, მემფისის მიწისქვეშა
ტაძრებში ნახა, როგორ ურთიერთობენ დემონები ამქვეყნიურ
მოვლენებთან, რას ეთაყვანებიან, როგორ ბინადრობენ წყვდი-

274
ადში, რით უპირისპირდებიან მოწინააღმდეგეს, როგორ იმორ-
ჩილებენ სულებსა და სხეულებს... შემდეგ კი, ვაი, რომ ახალ
სარწმუნოებაზე მოექცა, მაგრამ მისი ცოდნიდან რაღაც მაინც
გადარჩა, მის შემდეგ მოსულთ გადაეცა და აი, ახლა აქ ვხვდე-
ბით მას, ამ ნახევრად შიშველი ადამიანების სიტყვებსა და აზ-
რებში, რომლებსაც თქვენ კერპთაყვანისმცემლებს უწოდებთ.
ჩემო გოგონავ, ცოტა ხნის წინ ისე მიყურებდით, თითქოს წარ-
სულში ჩარჩენილი ვიყო, მაგრამ გეკითხებით, ვინ უფრო ცხოვ-
რობს წარსულით, თქვენ, რომელსაც მუშურ-ინდუსტრიული
ეპოქის საშინელებებისთვის გემეტებათ ეს ქვეყანა თუ მე, რო-
მელსაც მინდა, ჩვენმა გაპარტახებულმა ევროპამ დაიბრუნოს
ამ მონათა შთამომავლების რწმენა და ბუნებრიობა?
- თქვენც კარგად იცით, - გამოსცრა ამპარომ, - რომ ეს ყვე-
ლაფერი მათ მოსათვინიერებლადაა საჭირო...
- მოსათვინიერებლად კი არა, იმისთვის, რომ ამ ხალხმა კი-
დევ შეძლოს ლოდინი. ლოდინის გრძნობის გარეშე სამოთხეც
არ არსებობს, განა ეს თქვენ, ევროპელებმა, არ გვასწავლეთ?
მე ვარ ევროპელი?
კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რისა გწამს.
ლოდინის გრძნობა და უნარი რომ დაუბრუნოს
კეთილდღეობით პარალიზებულ დასავლეთს, ეს ხალხი ძვირს
იხდის, იტანჯება, მაგრამ ამათ ჯერ კიდევ ესმით ბუნების,
ჰაერის, წყლისა და ქა-რის სულების ენა...
ისევ გვიყენებთ...
ისევ?
დიახ! წესით ამას ოთხმოცდაცხრაში უნდა მიმხვდარიყავით,
გრაფო: ერთხელაც დავიღლებით და... - ანგელოზივით გაუღიმა

275
და მოხდენილად გამოისვა ლამაზი ხელი ყელში. ამპაროს კბი-
ლებიც კი მაგიჟებდა, როცა იცინოდა.
- ძალიან დრამატულია... - ჩაილაპარაკა ალიემ, ჯიბიდან სა-
თუთუნე ამოიღო და თითებით მოეფერა. - მაშ, მიცანით? მაგრამ
გახსოვთ, ალბათ, ოთხმოცდაცხრაში თავებს მონები კი არ აყ-
რევინებდნენ, არამედ ის ბურჟუები, რომლებიც, წესით, უნდა
გძულდეთ. და თანაც, დამიჯერეთ, გრაფ სენ-ჟერმენს საუკუნეთა
მანძილზე დაგორებული თავიც ბევრი უნახავს და კისერზე უკან
დაბრუნებულიც. აი, წმინდა დედა იალორიშაც გამოჩნდა!
ტერეირუს ღვთისმსახურ ქალთან შეხვედრამ მშვიდად
ჩაიარა, ხალხური კულტურით გაჯერებულ გარემოში.
უზარმაზა-რი ქალი იყო, შავ სახეზე ფართო ქათქათა ღიმილით.
ერთი შე-ხედვით სოფლის რიგით დიასახლისს ჰგავდა, მაგრამ
ხმა ამოიღო თუ არა, მივხვდი, რით ახერხებდნენ ასეთი ქალები
სალვადორის კულტურული ცხოვრების მართვას.
ორიშა ადამიანია თუ ძალა? - ვკითხე. ქალმა მიპასუხა, რა
თქმა უნდა, ძალააო: წყალი, ქარი, ფოთლები, ცისარტყელა. მაგრამ
როგორ უნდა დაუშალო უბრალო ხალხს, რომ ეს ძალე-ბი
მებრძოლების, ქალების, თუნდაც კათოლიკური ეკლესიის
წმინდანებად დაინახონ? აი თქვენ, მაგალითად, ღვთისმშობელი
ქალწულის სახით განა კოსმოსურ ძალას არ ეთაყვანებით? მთა-
ვარია, ძალა ვადიდოთ, გარეგნული სახე თითოეული ადამიანის
აღქმისა და გაგების შესაძლებლობას მიესადაგება.
მერე ბაღში გაგვიყვანა სამლოცველოების დასათვალიერებ-
ლად, სანამ რიტუალი დაიწყებოდა. ბაღში ორიშების სახლები
იდგა. ბაიის ეთნიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი შავკანიანი
გოგოები ხალისიანად ფუსფუსებდნენ.

276
ორიშების სახლები ისე იყო ჩაფანტული ბაღში, როგორც სამ-
ლოცველოები წმინდა მთაზე. გარედან თითოეულ მათგანს შე-
საბამისი წმინდანის გამოსახულება ამშვენებდა. შიგნით სახლე-ბი
ათასფრად მოეხატათ და ყვავილებით, ქანდაკებებით, ღმერ-
თებისთვის ძღვნად მომზადებული კერძებით იყო მორთული.
ოშალას სახლი თეთრი იყო, იემანჟასი - ცისფერი, შანგუსი -
თეთრ-წითელი, ოგუნის - ოქროსფერი... მორწმუნეები მუხლს
იყრიდნენ სახლების წინ და ზღურბლს ეამბორებოდნენ, თან
ხელს შუბლზე და ყურის უკან იდებდნენ.
იემანჟა ხომ იგივე ჩვენებური უმანკო ჩასახვის ქალწულია?
ვიკითხე. - შანგუ კი - წმინდა იერონიმე. ასე არაა?
უხერხულ კითხვებს ნუ სვამთ, - მირჩია ალიემ. - თუმცა უმ-
ბანდაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულადაა. ოშალას ხაზში
შედიან წმინდა ანტონი და კოზმა და დამიანე, იემანჟას ხაზში -
სირენები, უნდინები, როგორც ზღვის, ისე მტკნარი წყლის "კა-
ბოკლუ", მეზღვაურები, გზამკვლევი ვარსკვლავები. აღმოსავ-
ლეთის ხაზში კი შედიან ჰინდუები, ექიმები, მეცნიერები, არაბე-
ბი, მაროკოელები, იაპონელები, ჩინელები, მონღოლები, ეგვიპ-
ტელები, აცტეკები, ინკები, კარიბელები და რომაელები. ოქსო-სის
ხაზშია მზე, მთვარე, ჩანჩქერების "კაბოკლუ" და ზანგების
"კაბოკლუ". ოგუნის ხაზში შედის ოგუნ ბეირა-მარი, რომპი--
მატუ, იარა, მეჟე, ნარუე... მოკლედ, გააჩნია...
ღმერთო, რა ბოდვაა... - ისევ ჩაილაპარაკა ამპარომ.
"ღმერთო" არა, "ოშალა"... - ჩავჩურჩულე. - ნუ გეშინია, ნო
პასარან.
იალორიშამ ნიღბები გვიჩვენა, რომლებსაც მორწმუნეები ტა-
ძარში ატარებდნენ. უზარმაზარ თივის ჩაჩებს ჰგავდა, მედიუმს
უნდა წამოეცვა, როცა ტრანსში ვარდებოდა და ღვთიურობას

277
ნებდებოდა. ეს სირცხვილის დასაფარადაც ხდებაო, აგვიხსნა,
თუმცა ზოგიერთ ტერეირუში მედიუმი სულ შიშველიც ცეკვავს
და დამსწრეებს ღიად უჩვენებს საკუთარ ვნებებსო. მაგრამ მორ-
წმუნეს, ღვთიურობასთან ახლად ნაზიარებს, მოფრთხილება, პა-
ტივისცემა, უსჯულოთა ცნობისმოყვარეობისგან დაცვა სჭირდე-
ბა, მათგან, ვინც ამ რიტუალის სიღრმეს ბოლომდე ვერ ჩას-
წვდებაო. ეს ჩვენი ტერეირუს წესიაო, გვითხრა, ამიტომაც არ
ვუშვებთ უცხოებს რიტუალზე, თუმცა, ვინ იცის, ოდესმე იქნებ
ესეც შეიცვალოს, ასე რომ დროებით გემშვიდოებებითო.
წასვლამდე ჩემი სამზარეულოდან რამეს გაგასინჯებთო,
გვითხრა. საღვთო ძღვენი რიტუალის ბოლომდე ხელუხლებელი
რჩებოდა, მაგრამ წმინდანის კერძები უნდა გაგვესინჯა. ქალმა
ტერეირუს უკანა ნაწილში გაგვიყვანა. რა აღარ იყო სუფრაზე:
მანიოკი, ქოქოსი, წიწაკა, ნუში, ჯანჯაფილი, მოჯეკა, ვატაპა, ეფო,
კარურუ, შავი ლობიო... სუნელებისა და საკაზმების გამაბ-
რუებელ სურნელში ერთმანეთს ენაცვლებოდა მოტკბო-ცხარე,
ნაზი და მძაფრი გემო. საგულდაგულოდ, ყურადღებით ვსინჯავ-
დით ყველაფერს, ვიცოდით, რომ სუდანის უძველესი ხალხის
კერძებს მივირთმევდით. იალორიშამ გვითხრა, ეს აუცილებელი
რიტუალია, რადგან თითოეული თქვენგანი ორიშას შთამომავა-
ლია, თუმცა თვითონაც არ იცით ესო. გაგიკვირდებათ, მაგრამ
იმის გაგებაც კი შეიძლება, ვინაა თქვენი წინაპარიო. დავინტე-
რესდი, მე ვისი შვილი ვარ-მეთქი. იალორიშამ თავიდან იუარა,
ამის ზუსტად განსაზღვრა ძნელიაო, მაგრამ მერე დამყაბულდა და
ხელი გამომართვა. ყურადღებით დამითვალიერა მტევანი, ნელა
გადამისვა თითები ხელისგულზე, თვალებში ჩამხედა და მითხრა:
"ოშალას შვილი ხარ".

278
ამაყად გავხედე ამპაროს. აღტაცებული იყო, ცნობისმოყვა-
რეობით აგზნებული. "მოდი, გავიგოთ, ალიე ვისი შვილია!" მაგ-
რამ ალიემ იუარა: მირჩევნია, არ ვიცოდეო.
სახლში რომ დავბრუნდით, ამპარომ მკითხა:
- ხელზე შეხედე? სიცოცხლის ხაზის მაგივრად უამრავი დაწ-
ყვეტილი ხაზი აქვს. წყლის ნაკადს რომ ქვა დაუხვდება და
კალა-პოტს უცვლის, ხომ გინახავს... მართლა ისეთი კაცის
ხელი აქვს, მრავალჯერ რომ უნდა იყოს მკვდარი.
გახანგრძლივებული მეტემფსიქოზის მსოფლიო ჩემპიონი.
ნო პასარან, - გაიცინა ამპარომ.

279
29

"მხოლოდ იმ მარტივი გარემოების გამო, რომ მალავენ და


იცვლიან სახელს, არ ამხელენ ასაკს და განგებ ისე გვეჩვენები-
ან, რომ ვერავინ იცნოს, ვერც ერთი ლოგიკოსი ვერ უარყოფს,
რომ გარდაუვალია, რომ ისინი მართლა არსებობდნენ".60
დიოტალევი ამბობდა, რომ ხესედი სიქველისა და სიყვარუ-
ლის სეფიროთია, თეთრი ცეცხლი, სამხრეთის ქარი. იმ საღამოს
პერისკოპში ვფიქრობდი, რომ ბაიაში ამპაროსთან ერთად გატა-
რებული ბოლო დღეები სწორედ ამ ნიშანს ეთავსებოდა.
ერთ-ერთ ბოლო საღამოს ვიგონებდი. რამდენი რამ ახსენ-დება
ბნელში მარტო გამოკეტილ ადამიანს, უსასრულო ლოდინ-ში.
ქუჩაში ხეტიალით ფეხები საშინლად გვტკიოდა და ადრე
დავწექით დასაძინებლად, მაგრამ არც ერთს არ გვეძინებდა. ამ-
პარო ემბრიონის პოზაში მოკუნტულიყო ბალიშზე და ვითომ
კითხულობდა - რაღაც წიგნი ეჭირა უმბანდაზე. დროდადრო გუ-
ლაღმა ამობრუნდებოდა, ფეხებს გაშლიდა, წიგნს მუცელზე
დაიდებდა და მისმენდა. როზენკროიცერებზე ვკითხულობდი
რაღაცას და ვცდილობდი, ამპაროს ყურადღება მიმექცია, როცა
რამე ახალს გადავაწყდებოდი ხოლმე. სასიამოვნო საღამო იყო,
მაგრამ როგორც ბელბო იტყოდა, ლიტერატურით გათანგული,
თან ნიავიც არ უბერავდა. კარგ სასტუმროში ვიყავით, ფანჯრი-

60 Heinrich Neuhaus, Pia et ultimissima admonesta tiode Fratribus

Roseae-Crucis, nimirum: an sint? qualessint? unde nomen illud sibi


asciverint, Dan zica, Schmidlin,1618 - ed. fr. 1623, p. 5

280
დან ზღვა მოჩანდა და სამზარეულოს მაგიდას იმ დილას ბაზარ-ში
ნაყიდი ტროპიკული ხილით სავსე კალათა ამშვენებდა.
- ერთი ამას უსმინე... 1614 წელს გერმანიაში გამოჩნდა ანო-
ნიმური ნაშრომი "Allgemeine und general Reformation", ანუ
"მთელი სამყაროს საზოგადო და საყოველთაო რეფორმა", რო-
მელსაც ახლავს "ვარდისა და ჯვრის საძმოს დიდება - Fama
Fraternitatis - მიმართული ევროპის ყველა სწავლულისა და ხე-
ლისუფლისადმი, ბატონი ჰასელმაიერის მოკლე შესავლით,
რო-მელიც ამის გამო იეზუიტებმა დილეგში ჩაამწყვდიეს და
ჯაჭვე-ბით დააბეს. ახლა კი, დაბეჭდილი, ხელმისაწვდომია
ყოველი წრფელი გულისთვის. გამოიცა კასელში ვილჰელმ
ვესელის მი-ერ".
რამსიგრძე სათაურია!
მეჩვიდმეტე საუკუნეში ასეთი სათაურები ჰქონდათ. ალბათ,
ლინა ვერტმიულერს აწერინებდნენ. სატირული ნაშრომია, ზღა-
პარი კაცობრიობის გენერალურ რეფორმაზე, პატარა ბროშურა
ახლავს, Fama Fraternitatis - ათიოდე გვერდიანი მანიფესტი,
რომელიც ერთი წლის შემდეგ ცალკეც დაიბეჭდა, ამჯერად ლა-
თინურად, მეორე მანიფესტთან ერთად: "Confessio fraternitatis
Roseae Crucis, ad eruditos Europae".61 ამ ორ მანიფესტში რო-
ზენკროიცერები თავიანთ საძმოსა და მის დამფუძნებელზე
მოგ-ვითხრობენ, იდუმალ კ. რ.-ზე. მხოლოდ მოგვიანებით და
სხვა წყაროებიდან დადგინდა, რომ აქ ვინმე კრისტიან
როზენკროიცი იგულისხმებოდა.

"როზენკროიცერების აღსარება ევროპის სწავლულთა წინაშე"


(ლათ.)

281
სრული სახელი რატომ არ წერია?
მაშინ ინიციალები უყვარდათ, აქ მთლიანად არავის სახელი
არაა ნახსენები, G.G.M.P.I. - სულ ასეა სახელები აღნიშნული.
მოფერებით შეიძლება შეამოკლონ, მაგალითად, P.D. მოკლედ,
აღწერილია ამ კ. რ.-ს სიყმაწვილის წლები, როგორ ესტუმრება
ჯერ მაცხოვრის საფლავს, მერე - დამასკს, შემდეგ - ეგვიპტეს,
იქიდან კი - ფესს, სადაც აღმოსავლურ ენებს, ფიზიკას, მათემა-
ტიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლის,
დაეუფ-ლება არაბებისა და აფრიკელების ათასწლოვან ცოდნას,
კაბა-ლას, მაგიას და მაკრო- და მიკროკოსმოსის ყოველგვარ
საიდუმლოს. იმ დროს ყველაფერი აღმოსავლური მოდაშია და
ხალხი იმას უფრო ეტანება, რაც გაუგებარია.
სულ ასე არაა? მშიერი, ჩაგრული, ექსპლუატირებული
ხარ? მიირთვი ერთი მათლაფა საიდუმლო! აჰა... - რუკა
კონუსივით დაახვია და გამომიწოდა, - გემრიელია, არ ინანებ.
მგონი, არც შენ ამბობ უარს მაგ საკენკზე.
მე ვიცი, რომ ქიმიაა და მორჩა. საიდუმლო არაფერ შუაშია,
ხანდახან ისეთებიც ეპოტინებიან ებრაულს, ვინც ერთი
სიტყვაც არ იცის. ჩამეხუტე.
მოიცა. მერე როზენკროიცი ესპანეთში მიდის და იქ იმისთა-
ნა ოკულტურ სიბრძნეს დახვეტავს, რომ იმაზე ოკულტური
მარ-თლა წარმოუდგენელია. ასეთი მოგზაურობა მაშინდელი
ინტე-ლექტუალისთვის სრულყოფილი, იდეალური ცოდნის
შეძენის საშუალება იყო. და როზენკროიცი ხვდება, რომ
საჭიროა, ევრო-პაში დააფუძნოს საზოგადოება, რომელიც
ხელისუფალთ ცოდ-ნისა და სიკეთის გზაზე დააყენებს.
ორიგინალური იდეაა. კი ღირდა ამდენი სწავლა. ცივი მა-
მაია არ გინდა?
282
მაცივარშია. მიდი რა, მოიტანე, მე ვმუშაობ.
მუშაობ, ესე იგი ჭიანჭველა ხარ და თუ ჭიანჭველა ხარ,
სარჩო-სანოვაგეც შენ უნდა მოზიდო.
მამაიათი პირის ჩატკბარუნება მსუნაგობაა, ასე რომ მისი
მოტანა ჭრიჭინას საქმეა. თუ გინდა, მე მოვიტან და შენ კითხვა
განაგრძე.
არავითარ შემთხვევაში. მეზიზღება თეთრკანიანთა
კულტუ-რა. მე მოვიტან.
ამპარო წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. გავხედე. შუქი
სამზარეულოს მხრიდან ეცემოდა და მხოლოდ მისი სხეულის
მოხაზულობას ვხედავდი. კითხვა განვაგრძე. "კ. რ. გერმა-ნიიდან
დაბრუნდა და იმის ნაცვლად, რომ ლითონთა დამუშავე-ბისთვის
მოეკიდა ხელი, რაც კარგად ესწავლა, გადაწყვიტა, სუ-ლიერი
რეფორმისთვის მიეძღვნა სიცოცხლე. საძმო დააფუძნა და
მაგიური ენა და დამწერლობა გამოიგონა, რომელიც საძმოს
მომავალი ცოდნის საძირკვლად უნდა ქცეულიყო".
მოიცა, წიგნი დაისვრება, პირში ჩამიდე პირდაპირ... კარგი
რა, ნუ მაიმუნობ! ჰო, ასე. ვაიმე, რა გემრიელია ეს მამაია, rosen
creutz lische Mutti-ja-ja... იცი, რომ იმას, რაც როზენკროიცე-
რებმა პირველ წლებში დაწერეს, ჭეშმარიტებას მოწყურებული
სამყაროს გაცისკროვნება შეეძლო?
ასეთი რა დაწერეს?
საქმეც ეგ არის, რომ მანიფესტში ეგ არ წერია. ასე, ხახამ-
შრალს გტოვებს: იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლოდ
უნდა დარჩესო.
დამპლები.
არა... არა! რას შვრები, ხელი გამიშვი... კარგი რა, გეყო-ფა...
მოკლედ, როზენკროიცერები როგორც კი მომრავლდნენ,
283
გადაწყვიტეს, რომ მთელ სამყაროს მოედონ და ოთხივე მიმარ-
თულებით იფანტებიან, ვალდებულებას იღებენ,
უსასყიდლოდ უმკურნალონ სნეულთ. ისე იცვამენ, რომ
ვერავინ იცნოს, დაად-გენენ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა
შეიკრიბონ და საიდუმ-ლოდ დარჩნენ ასი წლის მანძილზე.
მოიცა, რაღა რეფორმა უნდოდათ, ახალი მომხდარი არ
იყო? აბა ლუთერი რა ჯანდაბა იყო?
ეს პროტესტანტულ რეფორმამდე ხდება. როზენკროიცი
1484 წელს ას ექვსი წლის მოკვდა და გასაგებია, რომ საიდუმ-
ლო საძმომ გარკვეული წვლილი შეიტანა რეფორმაში, რომე-
ლიც 1615 წელს ასი წლის თავს აღნიშნავდა. ასეცაა, ლუთერის
გერბში ვარდიცაა გამოსახული და ჯვარიც.
ეს რა საოცარი ფანტაზია ჰქონია...
რა გინდოდა, ლუთერს თავის გერბზე ცეცხლმოდებული ჟი-
რაფი გამოესახა თუ დამდნარი მაჯის საათი? ყველა ადამიანი
თავისი დროის შვილია. მგონი, მეც მივხვდი, ვისი შვილი ვარ,
მოიცა, დამამთავრებინე. დაახლოებით 1604 წელს როზენ-
კროიცერები თავიანთი საიდუმლო სასახლისა თუ ციხესიმაგ-რის
აღდგენითი სამუშაოების დროს კედელში ნახულობენ ქვას,
რომელშიც ვეებერთელა ლურსმანია ჩარჭობილი. ლურსმანს
ამოაძრობენ თუ არა, კედელი, რომელშიც ეს ქვაა დატანებული,
ჩამოინგრევა და გამოჩნდება კარი წარწერით: POST CXX
ANNOS PATEBO...62
ეს ხომ უკვე ვიცოდი ბელბოს წერილიდან. თავი ვერ შევიკა-
ვე:

"120 წელიწადში დავბრუნდები" (ლათ.)

284
ღმერთო!..
რა ხდება?
ეს ტამპლიერების დოკუმენტშიც იყო... ეს ამბავი შენთვის
არ მომიყოლია... ერთი პოლკოვნიკი...
მერე რა? ტამპლიერებმა, ალბათ, როზენკროიცერებისგან
გადაიღეს...
რანაირად, ტამპლიერები უფრო ადრე იყვნენ.
მაშინ როზენკროიცერებმა გადაიღეს ტამპლიერებისგან.
საყვარელო, რა მეშველებოდა უშენოდ?
საყვარელო, იმ ალიემ დაგღუპა. მგონი, ჭეშმარიტების გა-
მოცხადებას ელი.
მე? არაფერსაც არ ველი!
კიდევ კარგი. ხალხთა ოპიუმს უფრთხილდი.
El pueblo unido jam á s sera vencido.63
იცინე, იცინე. მიდი, გააგრძელე, რას ამბობდნენ ის იდიოტე-
ბი.
ის იდიოტები აფრიკელებმა გაანათლესო, ვერ გაიგე?
აფრიკაში უკვე საქონელივით ამწყვევდნენ ჩემნაირებს და
აქეთ აგზავნიდნენ.
მადლობა თქვი, რომ პრეტორიაში არ დაიბადე, - თან ვკოც-
ნიდი. - მოკლედ... იმ კარის მიღმა აღმოაჩენენ შვიდფერდა და
შვიდკუთხა სარკოფაგს, რომელსაც ხელოვნული მზის სინათლე
ანათებდა. შუაში მრგვალი საკურთხეველი იდგა, წარწერებითა და
სიმბოლოებით შემკული. აი, ერთ-ერთი წარწერა:
NEQUAQUAM VACUUM...

"გაერთიანებულ ხალხს ვერასოდეს დაამარცხებენ" (პორტ.)

285
რაო? ნე-კუა-კუა? და ხელს ვინ აწერდა, იხვი დონალდი?
ლათინურია, ადამიანო. ნიშნავს, "სიცარიელე არ არსე-
ბობს".
კიდევ კარგი. ხომ წარმოგიდგენია, რა საშინელება იქნებო-
და.
ვენტილატორი ჩართე რა, ჩემო animula vagula blandula...64
რა ვენტილატორი, ზამთარია!
ზამთარი თქვენთვისაა, ლამაზო, უკუღმართ ნახევარსფე-
როში დაბადებულებისთვის. ივლისია, გთხოვ, რა, ჩართე ვენტი-
ლატორი... იმიტომ კი არა, რომ მამაკაცი ვარ და უნდა მომემსა-
ხურო, უბრალოდ, შენს მხარესაა და ადვილად მისწვდები. გმად-
ლობ. მოკლედ, ამ საკურთხეველში დამფუძნებლის გაუხრწნელ
სხეულს ნახულობენ. ხელში წიგნი უჭირავს, უკიდეგანო სიბ-
რძნით სავსე წიგნი. სამწუხაროა, რომ მსოფლიო ვერასოდეს
წაიკითხავს მას, თორემ... ვერც კი წარმოიდგენ, რა მოხდებო-
და!..
ხელი გამიშვი-მეთქი!
რას ვამბობდი?.. ჰო, მანიფესტი ბოლოში რაღაც უზარმაზარ
ხელუხლებელ განძს ახსენებს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩე-
ნია. "არ იფიქროთ, იაფფასიანი ალქიმიკოსები ვიყოთ და ოქ-როს
წარმოებას გასწავლიდეთ, ეგ მეწვრილმანეთა საქმეა, ჩვენ
უკეთესი გვინდა და მეტი შეგვიძლია, ყველა თვალსაზრისით!
"Fama"-ს ხუთ ენაზე ვავრცელებთ, "Confessio"-ზე რომ აღარა-ფერი
ვთქვათ, რომელიც უახლოეს ხანებში გამოვა! ველით გა-
მოხმაურებებსა და შეფასებებს სწავლულთა და უვიცთაგან.

"სულო მსუბუქო და ჰაეროვანო" (სიტყვები იმპერატორ ად-


რიანეს ლექსიდან)
286
მოგვწერეთ, შეგვეხმიანეთ, გაგვიმხილეთ ვინაობა, ვნახოთ, იმ-
სახურებთ თუ არა, ეზიაროთ ჩვენს საიდუმლოთ, რომელთა
მხოლოდ მცირე ლუკმა გაგასინჯეთ. Sub umbra alarum tuarum
Iehova.65
რაო, რაო?
გამოსამშვიდობებელი სიტყვებია. ვამთავრებ. მოკლედ, იქ-
მნება შთაბეჭდილება, თითქოს როზენკროიცერებს ერთი სული
აქვთ, ვინმეს გაუმხილონ, რაც იციან, მაგრამ სათანადო თანა-
მოსაუბრეს ელიან, იქამდე კრინტს არ ძრავენ.
იმ ტიპივით არიან, თვითმფრინავში, ჟურნალის ჩანართში
რომ იყო გამოჭიმული თავისი ფოტოთი: "გამომიგზავნეთ ათი
დოლარი და გასწავლით, როგორ გახდეთ მილიონერი!"
ჰო, მაგრამ ის მართალს ამბობდა. იმან მართლა აღმოაჩინა
საიდუმლო. ჩემსავით.
ჯობია, კითხვა განაგრძო. ისე იქცევი, თითქოს პირველად
მხედავ.
ყოველ ჯერზე მგონია, რომ პირველია.
ძალიან ცუდი. პირველი ჯერი არასდროს არ მომწონს. გამა-
გებინე, სულ შენ როგორ უნდა გადააწყდე ხოლმე ამისთანა ამ-
ბებს? ჯერ ტამპლიერებიო, ახლა როზენკროიციო, მალე პლეხა-
ნოვსაც მიადგები, ალბათ!
ჯერ არა, მისი საფლავის აღმოჩენას ველოდები, ას ოცი
წლის შემდეგ. თუ სტალინმა საგულდაგულოდ არ
მოასწორები-ნა ბულდოზერებით.
სულელო. გამიშვი, ტუალეტში მინდა.

"შენი ფრთების ჩრდილქვეშ, იეჰოვა"

287
30

"და ვარდისა და ჯვრის უკვე ცნობილი საძმო აცხადებს, რომ


სამყარო აივსო მჩხიბავებით, რომლებიც ათასგვარ მონაჩმახს
წინასწარმეტყველებად ასაღებენ. როგორც კი მათი აჩრდილი
გამოჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ "Fama"-ც ადასტურებს და
"Confessio"-ც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ უსაქმურთა ნაბოდ-
ვარი იყო), მაშინვე ჩასახა მსოფლიო რეფორმის იმედი და დაიწ-
ყო კომიკური, აბსურდული და ხშირად დაუჯერებელი ამბების
გავრცელება. და სხვადასხვა ქვეყნაში წესიერმა და განათლე-
ბულმა ადამიანებმა თავი დასაცინად გაიხადეს იმით, რომ ამ
მონაჩმახს ყური ათხოვეს, ან იმით, რომ ფიქრობდნენ, ამ სა-
შუალებით სჩვენებოდნენ იმ ძმებს... სოლომონის სარკით ან
რამე სხვა ოკულტური ხერხით".66
მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. ტუალეტიდან გამოსულ ამპა-
როს საოცარი ამბები დავახვედრე.
დაუჯერებელია! მანიფესტები ისეთ ეპოქაში გამოდის, როცა
ასეთი ტექსტი უამრავი იყო, ყველა სიახლეს ეძებდა, ოქროს ხა-
ნას, სულის აღთქმულ ქვეყანას. ზოგი მაგიურ ტექსტებში იქექე-
ბა, ზოგი ცეცხლს აგიზგიზებს ლითონების გადასადნობად, ზოგი
ვარკვლავების დამორჩილებას ცდილობს, ზოგი იდუმალ ანბა-
ნებსა და უნივერსალურ ენებს იგონებს. რუდოლფ II პრაღაში სა-
მეფო კარს ალქიმიის ერთ დიდ ლაბორატორიად გადააქცევს,

Christoph von Besold (?), Appendice a Tommaso


Campanella, Von der Spanischen Monarchy, 1623

288
კომენსკისა და ჯონ დის მიიწვევს, ინგლისის სამეფო კარის ას-
ტროლოგს, რომელმაც კოსმოსის ყველა საიდუმლო "Monas
Ierogliphica"-ს რამდენიმე გვერდში ჩაატია... გეფიცები, მარ-თლა
ასე ერქვა მის წიგნს, monas "მონადას" ნიშნავს.
ხმა არ ამომიღია, რას მიყურებ...
რუდოლფ II-ის ექიმი ის მიხაელ მაიერია, რომელიც წიგნს
წერს ვიზუალურ და მუსიკალურ სიმბოლოებზე, "გაქცეული ატა-
ლანტე". ფილოსოფიური კვერცხების, საკუთარი კუდის მკბენა-რა
დრაკონების, სფინქსების ნამდვილი ზეიმია. არაფერია ისე-თი
გაცისკროვნებული, როგორიც საიდუმლო რიცხვი! ყველაფე-რი
რაღაც სხვაზე მიანიშნებს. წარმოგიდგენია, გალილეო ამ დროს
ქვებს ისვრის პიზის კოშკიდან, რიშელიე "მონოპოლს" ეთამაშება
ნახევარ ევროპას, აქ კი ყველანი თვალებდაჭყეტი-ლები დადიან,
რომ სამყაროს ნიშნები ამოიკითხონ. მაგრამ რა დროს სხეულთა
ვარდნაა, ხალხო, როცა ამ ყველაფრის ქვეშ (უფრო სწორად, ამ
ყველაფრის ზევით) სულ სხვა რამ დევს. გეტ-ყვით: აბრაკადაბრა.
ტორიჩელი ბარომეტრს იგონებდა, ესენი კი მოცეკვავე
შადრევნებსა და ფოიერვერკებს ქმნიდნენ ჰაიდელ-ბერგის
სამეფო კარზე. და ოცდაათწლიანი ომიც მალე დაიწყე-ბოდა.

დედილო კურაჟი ალბათ ხელებს იფშვნეტდა!


იმათაც ყოველთვის კი არ ულხინდათ. კარის რჩეული 1619-ში
ბოჰემიის გვირგვინს იდგამს, ვფიქრობ, იმის იმედი აქვს, რომ
პრაღაზე - ამ საოცარ ქალაქზე იმეფებს, მაგრამ ჰაბსბურგები ერთი
წლის შემდეგ "თეთრი მთის ბრძოლაში" დაამარცხებენ მას.
პრაღაში პროტესტანტებს დაერევიან, კომენსკის სახლს და
ბიბლიოთეკას გადაუწვავენ, ცოლ-შვილს დაუხოცავენ და ისიც

289
გარბის, კარიდან კარზე დაიარება და ჰყვება, როგორი დიადი
და იმედებით აღსავსე იყო როზენკროიცერთა იდეა.
რა ექნა საწყალს, ბარომეტრით დაემშვიდებინა თავი?
მოიცა, ერთი წუთით... ხომ იცი, ჩვენ, ქალები, კაცებზე ნელა
ვაზროვნებთ: ვინ დაწერაო ეს მანიფესტები?
მთავარი ეგაა! ავტორი უცნობია. მოიცა, დავფიქრდე... ვარ-
დისა და ჯვრის გასაყარზე მომფხანე რა...არა, არა, ლავიწებს
შორის... ცოტა ზემოთ, არა, მარცხნივ... ჰო, აი მანდ. მოკლედ, ამ
გერმანულ გარემოში სასწაული ტიპები არიან... მაგალითად,
სიმონ სტუდიონი, რომელმაც დაწერა "ნაომეტრია", ოკულტური
ტრაქტატი სოლომონის ტაძრის ზომებზე, ან ჰენრიხ კუნრატი,
"Amphitheatrum sapientiae aeternae"-ს ავტორი. ესაა წიგნი,
რომელიც ებრაული ანბანისა და კაბალისტური გამოქვაბულე-ბის
ალეგორიებითაა სავსე. ალბათ, სწორედ მათ შთააგონეს "Fama"-ს
ავტორები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქრისტიანული აღორძინების
უტოპისტების ასი საზოგადოებიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდნენ.
ხმები დადის, რომ ავტორია ვინმე იოჰან ვალენ-ტინ ანდრეე,
რომელიც ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნებს "კრისტიან
როზენკროიცის ქიმიურ ქორწილს". მაგრამ მის გარ-და
ტიუბინგენში კიდევ ბევრი ენთუზიასტი იყო იმ დროს, ქრის-
ტიანოპოლის რესპუბლიკაზე ოცნებობდნენ, შესაძლოა, ყველა
ერთად შეამხანაგდა მაშინ. ანდრეე სიკვდილამდე იფიცებოდა,
მანიფესტები მე არ დამიწერია, ეს ხუმრობა იყო, ერთგვარი
ყმაწვილური გასართობიო. მთელი თავისი აკადემიური რეპუტა-
ცია დადო სასწორზე, გაცხარებულმა განაცხადა, როზენკროიცე-
რები, მართლაც რომ არსებობდნენ, თვითმარქვიები არიანო.
არაფერმა უშველა. მანიფესტები გამოქვეყნდა და ხალხი თით-ქოს
მხოლოდ მათ ელოდებოდა. მთელი ევროპის განათლებუ-

290
ლი ადამიანები სწერენ როზენკროიცერებს, მაგრამ რადგან არავინ
იცის, ვინ არიან და სად მისწერონ, აგზავნიან ღია წერი-ლებს,
ბეჭდავენ ბროშურებს, წიგნებს. მაიერი იმავე წელს აქვეყ-ნებს
"Arcana arcanissima"-ს,67 რომელშიც როზენკროიცერებს არ
ასახელებს, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ მათზე
ლაპარაკობს და რომ ბევრად მეტი იცის, ვიდრე ამბობს. ათას
რამეს ლაყბობენ, ზოგი იმასაც ამტკიცებს, "Fama" ჯერ კი-დევ
ხელნაწერის სახით მქონდა წაკითხულიო. მაშინ წიგნის
მომზადება ადვილი საქმე არ იყო, წიგნები ხშირად გრავიურე-ბით
გამოდიოდა, მაგრამ რობერტ ფლადი იმავე 1615 წელს გა-მოსცემს
(წერს ინგლისში და ბეჭდავს ლეიდენში, გაითვალისწი-ნე,
ხელნაწერის წაღებასაც ხომ დრო უნდოდა) "Apologia compendiaria
Fraternitatem de Rosea Cruce suspicionis et infamiis maculis
aspersam, veritatem quasi Fluctibus abluens et abstergens"-ს,
რომელშიც როზენკროიცერებს იცავს და ცდი-ლობს, ეჭვები
გაფანტოს მათზე, ლაქა ჩამორეცხოს. ეს კი ნიშ-ნავს, რომ მწვავე
კამათი ჩაღდება ბოჰემიას, გერმანიას, ინ-გლისს, ჰოლანდიას
შორის და ეს ყველაფერი ცხენოსანი შიკრი-კებისა და მოგზაურ
სწავლულთა საშუალებით ხდება.
და როზენკროიცერები?
სამარისებური სიჩუმე. "ას ოცი წლის შემდეგ დავბრუნდები"
არა, ჩემი ფეხები. თავიანთი არარსებული ციხესიმაგრიდან
ადევნებენ თვალყურს ყველაფერს. მგონი, მათი დუმილი უფრო
აღაგზნებს ხალხს. თუ არ პასუხობენ, მაშასადამე, ნამდვილად
არსებობენ! 1617 წელს ფლადი წერს "Tractatus apologeticus

"იდუმალზე იდუმალი" (ლათ.)

291
integritatem societatis de Rosea Cruce defendens"-ს და ვინმე
ალოიზიუს მარლიანუსი აცხადებს, დადგა დრო, ვარდისა და
ჯვრის საიდუმლოს ფარდა ავხადოთო.
მერე, ახადა?
რას ამბობ. უფრო გაართულა საქმე: აღმოაჩინა, რომ 1618
წელს თუ როზენკროიცერების დაპირებულ 188 წელს გამოაკ-
ლებ, 1430-ს მიიღებ, წელს, როცა "ოქროს საწმისის" ორდენი
დაარსდა.
ეგ რაღა შუაშია?
არ მესმის, 188 წელი საიდან გახდა 120, მაგრამ მისტიკურ
მიმატება-გამოკლებაში საბოლოოდ მაინც იმას იღებ, რაც გჭირ-
დება და ციფრებს დაამთხვევ. რაც შეეხება "ოქროს საწმისს"...
ეს არგონავტების ოქროს საწმისია და სარწმუნო წყაროდან ვი-
ცი, რომ რაღაც საერთო აქვს წმინდა გრაალთან. ასე რომ, დამე-
თანხმები, ალბათ, ტამპლიერებთანაც. მაგრამ ამით არ დამთავ-
რებულა. 1617-იდან 1619 წლამდე ფლადი იმდენს წერს და ბეჭ-
დავს, ბარბარა კარტლანდსაც შეშურდებოდა. ამ ორ წელიწადში
კიდევ ოთხი წიგნი გამოსცა, მათ შორის - "Utriusque cosmi
historia"68 - მოკლე ჩანაწერების კრებული სამყაროზე, თავიდან
ბოლომდე ვარდისა და ჯვრის სიმბოლოებით ილუსტრირებული.
მაიერმაც მოიკრიბა გამბედაობა და თავისი "Silentium post
clamores"69 გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ საძმო
მხოლოდ "ოქროს საწმისს" კი არა, "წვივსაკრავის ორდენსაც"
უკავშირდებაო. მაგრამ მე მეტისმეტად მოკრძალებული ადა-

"კოსმოსის მსოფლიო ისტორია" (ლათ.)

"დუმილი ხმაურის შემდეგ" (ლათ.)

292
მიანი ვარ, რომ ორდენში მიიღონო. წარმოიდგინე ევროპელი
ინტელექტუალები. ატყდა ერთი ამბავი, თუკი მაიერსაც არ იკა-
რებენ, ესე იგი, მართლა რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოსო.
ცხრაპირ ტყავში ძვრებიან, რომ ორდენში შევიდნენ. გაიძახიან,
როზენკროიცერები არსებობენო, თან იფიცებიან, არასოდეს
გვინახავს ისინიო, ზოგი შეხვედრაზე წერს რაღაცას, ზოგი - რაზე
და ზოგიც - რაზე. არავის ყოფნის თავხედობა, თქვას, როზენ-
კროიცერი ვარო. ზოგი ამბობს, არ არსებობენ, რადგან არასო-დეს
არავის გამოხმაურებიანო, ზოგი კი ამტკიცებს, სწორედ იმი-ტომ
არსებობენ, რომ სამყარო მარად მათ ძებნაში იყოსო.
როზენკროიცერები კი დუმან.
თევზივით.
პირი გააღე, მამაია მოვიდა.
რა გემრიელია... ამასობაში ოცდაათწლიანი ომიც იწყება
და იოჰან ვალენტინ ანდრეე წერს "Turris Babel"-ს70 და დაპირე-
ბას იძლევა, ერთი წლის განმავლობაში ანტიქრისტე დამარ-
ცხდებაო. ვინმე აგნუსტუსი წერს წიგნს "Tintinnabulum
sophorum"...71
აუ, რა მაგარი სახელია ტინტინაბულუმ!
...ვერაფერი გავიგე, რას ამბობს ამ წიგნში, მაგრამ აშკარაა,
რომ კამპანელა, ან მისი სახელით ვიღაც სხვა, "ესპანურ მონარ-
ქიაში" ამბობს, როზენკროიცერთა მთელი ამბავი გადაგვარებუ-
ლი გონების თამაშია და მეტი არაფერიო... ამით მთავრდება ეს
ხმაური. 1621-იდან 1623 წლამდე ყველა ჩუმადაა.

"ბაბილონის გოდოლი" (ლათ.)

"ბრძენთა ეჟვანი" (ლათ.)

293
როგორ, ასე ყველა ერთად ჩუმდება?
ჰო, ასე. დაიღალნენ, ალბათ. დაიშალნენ, "ბითლზივით".
მაგრამ მხოლოდ გერმანიაში. ეს ამბავი მომწამლავი ღრუბელი-
ვითაა, ახლა საფრანგეთში გადაინაცვლებს. 1623 წლის ერთ
მშვენიერ დილას პარიზის ქუჩებში გამოჩნდა როზენკროიცერე-
ბის მანიფესტები, რომლებიც აფრთხილებენ წესიერ მოქალაქე-
ებს, საძმოს მთავარი კოლეგია აქ გადმოვიდა და მზადაა ახალი
წევრების მისაღებადო. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თა-
ნახმადაც, მანიფესტებში სრულიად აშკარად წერია, რომ უხი-
ლავი ოცდათექვსმეტი ადამიანი ექვს-ექვსკაციან ჯგუფებად
გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში და მათ შესწევთ ძა-
ლა, საკუთარი მიმდევრებიც უხილავად აქციონ... ღმერთო, ისევ
ის ოცდათექვსმეტი!..
რომელი?
აი ის, ჩემი წერილიდან, ტამპლიერებზე...
ფანტაზიაში აშკარად მოიკოჭლებდნენ, მოკლედ... მერე?
ამას კოლექტიური სიგიჟე მოჰყვება, ზოგი იცავს მათ,
ზოგიც მათ გაცნობას ლამობს, ზოგი სატანიზმში
ადანაშაულებს და ამ-ბობს, წამში შეუძლიათ ერთი ადგილიდან
მეორეზე გადაადგი-ლებაო. მოკლედ, ახალი სკანდალი აგორდა.
ეშმაკები კი იყვნენ ისე ეგ შენი როზენკროიცერები. თუ
გინ-და, მოდური გახდე, პარიზში გადასახლება ნამდვილად
საუკე-თესო არჩევანია.
მგონი, მართალი ხარ. უსმინე, რა ხდება... ღმერთო, რა დრო
იყო... დეკარტი, დიახ, თავად დეკარტი ყოფილა იმ წლებში
გერმანიაში და ისიც ეძებდა თურმე როზენკროიცერებს, მაგრამ
მისი ბიოგრაფი ამბობს, ვერ იპოვაო. როგორც უკვე ვიცით, არა-ვის
ენახვებოდნენ. პარიზში მანიფესტების გამოჩენის შემდეგ

294
საფრანგეთში დაბრუნებულ დეკარტს გაუგია, რომ თურმე ყვე-
ლა როზენკროიცად თვლიდა. იმ დროში ეს ვერ იყო სახარ-
ბიელო ამბავი. ამით დეკარტის მეგობარი მერსენიც შეწუხებუ-
ლა, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა როზენკროიცერებს,
გამალებული ლანძღავდა მათ, გარყვნილებს, ჯადოქრებს, კაბა-
ლისტებს, ამორალობის გამავრცელებლებს უწოდებდა. ჰოდა,
რას აკეთებს დეკარტი? ყველგან დადის, ხალხს ეჩვენება,
სადაც და როგორც შეუძლია: რადგან ყველა ხედავს და ვერც
ვერავინ უარყოფს, რომ ნახა, მაშასადამე, უხილავი არ ყოფილა,
რაც ამ-ტკიცებს, რომ როზენკროიცერი არაა.
მაგარი მეთოდია.
აბა რა ექნა, სიტყვიერ უარს არ იკმარებდა. მაშინ ისე იყო
საქმე, რომ ადამიანი თუ მოგადგებოდა და გეტყოდა, გამარჯო-
ბა, მე როზენკროიცერი ვარო, ეს პირდაპირ ნიშნავდა, რომ არ
იყო. თავმოყვარე როზენკროიცერი საკუთარ ვინაობას არ გაამ-
ხელს. გაამხელს კი არა, თავგადაკლული უარყოფს.
თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ვინც ამტკიცებს, როზენ-
კროიცერი არ ვარო, სინამდვილეში არის. თუნდაც მე: ვამბობ,
რომ არ ვარ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვარ?
ჰო, მაგრამ უარყოფა უკვე საეჭვოა.
არა. რას აკეთებს როზენკროიცერი, როცა მიხვდება, რომ
ხალხს არც იმისი სჯერა, ვინც ამბობს, ვარო და არც იმისი, ვინც
ამბობს, არ ვარო? დაიწყებს მტკიცებას, ვარო, რომ ყველას
აფიქრებინოს, რომ სინამდვილეში არაა.
ჯანდაბა. მაშ ყველა, ვინც ამბობს, როზენკროიცერი ვარო,
ტყუის, მაშასადამე, მართლა როზენკროიცერია! არა, არა, ამპა-
რო... მათ ხაფანგში ნუ გავებმებით. ხომ იცი, ყველას უსმენენ,
ჩვენი საწოლის ქვეშაც ექნებათ მოსასმენი მოწყობილობა დაყე-

295
ნებული. მაშასადამე, უკვე იციან, რომ ვიცით. და ახლა უარყო-
ფენ.
გეყოფა, ნუ შემაშინე.
დამშვიდდი, აქ მე ვარ სულელი: როცა იტყვიან, არ ვართო,
მე ვიფიქრებ, რომ არიან და ასე გამოვააშკარავებ. ნიღაბახდი-
ლი როზენკროიცერი კი სრულიად უვნებელია, ქაღალდის ნაგ-
ლეჯით აიღებ და ფანჯრიდან მოისვრი, მკვდარი ბუზივით.
ალიე? ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ თავადაა გრაფი სენ--
ჟერმენი. რატომ? თითქოს იმიტომ, რომ არ დავიჯეროთ.
მაშასა-დამე, როზენკროიცერია? თუ არა?
ამპარო... არ დავიძინოთ?
არა, ახლა უკვე დავინტერესდი, ბოლო მინდა გავიგო.
ბოლოს სულ აირია მონასტერი. ყველას როზენკროიცერები
ელანდება. 1627-ში ფრენსის ბეკონმა "ახალი ატლანტიდა" და-
წერა და მკითხველებმა გადაწყვიტეს, რომ როზენკროიცერების
ქვეყანაზე ლაპარაკობდა, თუმცა კი არსად უხსენებია ისინი.
საწ-ყალი იოჰან ვალენტინ ანდრეე ისე მოკვდა, ბოლომდე
იფიცე-ბოდა, მე არ დამიწერია მანიფესტები, როცა ვაღიარე,
ვხუმრობ-დიო, მაგრამ უკვე გვიან იყო. როზენკროიცერები
მომგებიან პო-ზიციაში არიან, რადგან მათი კვალი საბოლოოდ
აირია და ახლა მართლა ყველგან არიან.
ღმერთივით.
მაგაზე კი არ მიფიქრია... მოიცა, აბა, ვნახოთ... მათე, ლუკა,
მარკოზი და იოანე დროსტარების მოყვარული უსაქმურები არი-
ან, რომლებიც გადაწყვეტენ, ერთმანეთს შეეჯიბრონ. ერთ პერ-
სონაჟს მოიგონებენ, რამდენიმე ძირითად ფაქტზე შეთანხმდე-
ბიან და მორჩა, მერე თითოეულს შეუძლია, ის წეროს, რაც უნ-და.
ბოლოს შეაფასებენ, ვინ აჯობებს. მათი დაწერილი ტექსტები

296
შემდეგ მეგობრებს ჩაუვარდებათ ხელში და იწყება განხილვა...
მათე საკმაოდ რეალისტია, მაგრამ ცოცხალი თავით არ ეშვება ამ
მესიის ამბავს, მარკოზს არა უშავს, მაგრამ ცოტა უწესრიგოა.
ლუკა, უნდა ვაღიაროთ, ელეგანტურია, ხოლო იოანეს ფილო-
სოფია მოსდის ზედმეტი... თუმცა ზოგადად ეს წიგნები დიდი მო-
წონებით სარგებლობს და ხელიდან ხელში გადადის. როცა ოთ-ხი
მეგობარი გააცნობიერებს, რა ხდება, უკვე გვიანია. პავლე უკვე
შეხვდა იესოს დამასკის გზაზე, პლინიუსმა დაიწყო თავისი
გამოძიება შეშინებული იმპერატორის ბრძანებით, აპოკრიფთა
მთელი ლეგიონი იბრალებს, რომ სინამდვილეში მათ მეტი იცი-ან
ამ ამბავზე... toi, apocryphe lecteur, mon semblable, mon fr è re...72
პეტრეს თავში აუვარდება და მართლა დაიჯერებს ყველა-ფერს.
იოანე იმუქრება, რომ სიმართლეს იტყვის, მაგრამ პეტრე და
პავლე დააჭერინებენ მას და პატმოსის კუნძულზე გამოკეტა-ვენ.
საბრალოს მოჩვენებები ეწყება, საწოლის თავზე შემომჯდა-რი
კალიის დანახვაზე სასოწარკვეთილი ყვირის, დაადუმეთ ეგ
საყვირები, საიდან მოდის ამდენი სისხლიო!.. ნაცნობები კი ეუბ-
ნებიან, ამდენი სმისგან ათეროსკლეროზი დაგემართაო... იქნებ
მართლა ასე იყო ყველაფერი?
მაგ ჯოჯო წიგნების კითხვას ჯობია, ფოიერბახი იკითხო.
ამპარო, დაგვათენდა.
მგონი, გავგიჟდით...
როზენკროიცერების თითებს შუა აღწევს აისი და ნაზად
ეფე-რება ტალღებს... ჰო... ასე. იემანჟა, ის ახლოვდება...

"შენ, აპოკრიფო მკითხველო, ჩემო ძმავ და მსგავსო". დამა-


ხინჯებული სიტყვები ბოდლერის "ბოროტების ყვავილების" შე-
სავლიდან.

297
გთხოვ, დამამდაბლო!
ტინტინაბულუმ!
ჩემო დევნილო ატალანტე...
ჰოი, გოდოლო ბაბილონისა...
ველტვი საიდუმლოს საიდუმლოთა, ოქროს საწმისს, სადა-
ფივით მკრთალს და ვარდისფერს...
სსს... სიჩუმე დგება ხმაურის შემდეგ.

298
31

"შეიძლება, იმათი უმრავლესობა, ვინც თავს როზენკროიცე-


რად თვლიდა და საყოველთაოდაც ასე იყო ცნობილი, სინამ-
დვილეში მხოლოდ როზიკრუცი გახლდათ... უფრო მეტიც,
სრუ-ლიად აშკარაა, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ როზენ-
კროიცერები, იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ საჯაროდ აღიარებ-
დნენ ორდენის წევრობას. ეს, შეიძლება, პარადოქსულად და
ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივადაც კი გამოიყურება, მაგ-
რამ მაინც ადვილი გასაგებია..."73
რიოში დავბრუნდით და მუშაობა გავაგრძელე. ერთხელ რო-
მელიღაც ილუსტრირებულ ჟურნალში გადავაწყდი ცნობას,
რომ ქალაქში არსებობდა "ვარდისა და ჯვრის ორდენი", ძველი
და აღიარებული. ამპაროს შევთავაზე, წავიდეთ-მეთქი,
უხალისოდ დამთანხმდა.
პატარა ქუჩაზე ჰქონდათ შტაბ-ბინა. შესასვლელში მოწყო-
ბილ ვიტრინაში ხეოფსის, ნეფერტიტისა და სფინქსის ქანდაკე-
ბები გამოეფინათ.
სწორედ იმ საღამოს სემინარს ატარებდნენ: "როზენკროიცე-
რები და უმბანდა". მომხსენებელი იყო ვინმე პროფესორი ბრა-
მანტი, ორდენის წარმომადგენელი ევროპაში, დიდი პრიორა-
ტის საიდუმლო კავალერი როდოსის, მალტისა და სალონიკის
რეგიონებში.

Ren é Gu é non, Aper ç u sur l ’ initiation, Paris, Edi tions


Traditionnelles,1981, XXXVIII, p. 241
299
იქაურობა საკმაოდ ღარიბულად გამოიყურებოდა. აქა-იქ
კედლები ტანტრული მინიატურებით მოერთოთ, რომლებზეც
გველი კუნდალინი ჩანდა, ის, რომლის გაღვიძებასაც ტამ-
პლიერები უკანალზე კოცნით ცდილობდნენ. ვიფიქრე, ნეტავ
რა საჭირო იყო ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა ახალი
სამყაროს აღმოსაჩენად, თუ აქაც იგივე უნდა დამხვედროდა,
რაც "პიკატ-რიქსის" რედაქციაში-მეთქი.
წითელგადასაფარებლიან მაგიდასთან, მცირერიცხოვანი და
ნახევრად მთვლემარე აუდიტორიის წინ, ბრამანტი იდგა. ჩას-
ხმული კაცი იყო, ზედმეტად ჩასუქებულ ტაპირს წააგავდა.
ჩვენ რომ შევედით, უკვე ლაპარაკობდა, თუმცა ახალი
დაწყებული უნდა ჰქონოდა მოხსენება, რადგან მეთვრამეტე
დინასტიის-დროინდელ როზენკროიცერებზე ლაპარაკობდა,
იაჰმეს I-ის მე-ფობის ხანაზე.
ამბობდა, ოთხი იდუმალი ღმერთი სდარაჯობდა იმ რასის
ევოლუციას, რომელმაც თებეს დაარსებამდე ოცდახუთი ათასი
წლით ადრე ჩაუყარა საფუძველი საჰარის ცივილიზაციას და მა-
თი ზეგავლენით ფარაონმა იაჰმესმა დააარსა "დიდი თეთრი
საძმო", რომელიც იცავდა იმ დიდ წარღვნამდელ სიბრძნეს, რო-
მელიც ეგვიპტელებს ნეკა თითში ჰქონდათო. ამის
დამადასტუ-რებლად კარნაკის ტაძრის ბრძენთადროინდელი
დოკუმენტები მაქვს (რომლებზეც, ცხადია, მდაბიოთ ხელი არ
მიუწვდებათ) და ვარდისა და ჯვრის სიმბოლო მოგვიანებით
ფარაონმა ეხნატონ-მა გამოიგონაო.
არის ადამიანი, რომელიც ინახავს პაპირუსს, მაგრამ მის ვი-
ნაობას ნუ მკითხავთო, თქვა ბრამანტიმ. "დიდი თეთრი საძმოს"
კალთამ გამოიზარდა ჰერმეს ტრისმეგისტრი, რომლის ზეგავ-
ლენა იტალიურ რენესანსზე ისევე უეჭველია, როგორც პრინ-

300
სტონის გნოსტიციზმზე, ჰომეროსზე, გალიის დრუიდებზე, სო-
ლომონზე, სოლონზე, პითაგორაზე, პლოტინზე, კუმრანიტებზე,
თერაპევტებზე, იოსებ არიმათიელზე, რომელმაც გრაალი ევ-
როპაში ჩამოიტანა, ალკუინზე, მეფე დაგობერტზე, წმინდა თო-
მაზე, ბეკონზე, შექსპირზე, სპინოზაზე, იაკობ ბემეზე, დებიუსსა
და აინშტაინზეო. ამპარომ ჩამჩურჩულა, მგონი, კამბრონი, ჯე-
რონიმო და პანჩო ვილა გამორჩაო.
ქრისტიანობაზე პირველი როზენკროიცერების ზეგავლენას-
თან დაკავშირებით ბრამანტიმ შენიშნა, მათ, ვინც ამას აქამდე
არ დაკვირვებია, შევახსენებ: შემთხვევითი არაა, რომ, ლეგენ-
დის თანახმად, იესო სწორედ ჯვარზე მოკვდაო.
"დიდი თეთრი საძმოს" ბრძენები სოლომონის დროს პირვე-
ლი მასონური ლოჟის დამაარსებლები ყოფილან. დანტე რომ
მასონი და როზენკროიცერი იყო, ისევე, როგორც წმინდა თომა,
ეს მისივე ნაწარმოებში სრულიად აშკარადაა ნათქვამი, რადგან
"სამოთხის" XXIV და XXV ქებაში გვხვდება როზენკროიცერთა
პრინცის სამჯერადი კოცნა, ვარხვი, თეთრი ტუნიკები ("აპოკა-
ლიფსის" უხუცესთა სამოსი), მასონთა კაპიტულების სამი
თეოლოგიური ღირსებაო (რწმენა, იმედი და სიყვარული). რო-
ზენკროიცერთა სიმბოლურ ყვავილს (XXX და XXXI ქებაში ნახ-
სენები ქათქათა ვარდი) რომის ეკლესიაც იყენებს, როგორც
მაცხოვრის დედის ხატს და აი, რატომ მოიხსენიება მისტიკური
ვარდი ლიტანიებშიო.
როზენკროიცერებმა შუა საუკუნეები გამოიარეს, ეს სრული-ად
აშკარაა და არა მხოლოდ იმით დასტურდება, რომ ტამპლი-ერთა
რიგებში შეაღწიეს: ამის საბუთები არსებობსო. ბრამანტი ვინმე
კიზევეტერს ახსენებდა, რომელსაც გასული საუკუნის ბო-ლოს
დაუმტკიცებია, რომ შუა საუკუნეებში როზენკროიცერებს

301
ოთხი ცენტნერი ოქრო უწარმოებიათ საქსონიის პრინცისთვის
და ამის დასტურად მოჰყავდა ამონარიდი 1613 წელს სტრას-
ბურგში დაბეჭდილი "Theatrum Chemicum"-იდან.74 ვილჰელმ
ტელის ლეგენდაში ბევრმა ტამპლიერული მინიშნებები ვერ
ამოიკითხაო: "ტელმა თავისი ისარი ფითრის რტოდან გამოთა-
ლა, ფითრი არიული მითოლოგიის მცენარე გახლავთ; შემდეგ
ვაშლი განგმირა ისრით, რაც გველი კუნდალინის მიერ გააქ-
ტიურებული მესამე თვალის სიმბოლოა და ცნობილია, რომ
არიელები ინდოეთიდან იყვნენ; გერმანიიდან გაქცეულმა რო-
ზენკროიცერებმა კი თავი სწორედ ინდოეთს შეაფარეს".
ბრამანტიმ დააზუსტა, აუცილებელია, ერთმანეთისგან გან-
ვასხვავოთ ნამდვილი როზენკროიცერები, "დიდი თეთრი საძ-
მოს" შთამომავლები, ისეთივე იდუმალნი და უჩინარნი, როგო-
რიც თავად ორდენია (ძველი და ნამდვილი, რომელსაც მე წარ-
მოვადგენო) და "როზიკრუცები", ანუ ისინი, ვინც პირადი ინტე-
რესების გამო ეტმასნებოდა მისტიკურ "ვარდსა და ჯვარს", ყო-
ველგვარი უფლების გარეშეო. დაბეჯითებით სთხოვა მსმენე-
ლებს, როზიკრუცებს, რომლებიც როზენკროიცერობას იბრალე-
ბენ, ყური არ ათხოვოთო.
- ნებისმიერი როზენკროიცერი სხვისთვის როზიკრუცია, - ჩა-
მილაპარაკა ამპარომ.
მსმენელთაგან ვიღაცამ ჰკითხა, რანაირად აქვს თქვენს ორ-
დენს ავთენტიკურობის პრეტენზია, თუკი თავად არღვევთ
დუმი-ლის წესს, რაც ნამდვილი "დიდი თეთრი საძმოს"
ყოველი წევ-რისთვის სავალდებულოაო.

"ქიმიური თეატრი" (ლათ.)

302
ბრამანტი წამოდგა. არ მეგონა, აქაც თუ შემოაღწევდნენ
ათე-ისტური მატერიალიზმის მიმდევარი პროვოკატორები,
მაგრამ თუ ასეა, სიტყვასაც აღარ ვიტყვიო, გამოაცხადა და
მედიდურად დატოვა დარბაზი.
იმ საღამოს ალიემ დაგვირეკა, მოგვიკითხა და გვამცნო,
ხვალ რიტუალს დავესწრებითო. იქამდე რამე დავლიოთო, შე-
მომთავაზა. ამპაროს პოლიტიკური შეკრება ჰქონდა თავის მე-
გობრებთან და ალიესთან შესახვედრად მარტო წავედი.

303
32

Valentiniani... nihil magis curant quam occultare quod praedicant:


si tamen praedicant, qui occultant... Si bona fides quaeres, concreto
vultu, suspenso supe ralo - altum est - aiunt. Si subtiliter tentes, per
am bi guita tes bilingues communem fidem affirmant. Si scire te
subostendas, negant quidquid agnoscunt... Habent artificium
quoprius persuadeant, quam edo ceant.

(Tertulliano, Adversus Valentinianos)75


ალიემ ისეთ ადგილას წამიყვანა, სადაც "ბატიდას" ზუსტად ისე
აყენებდნენ, როგორც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ. სულ
რამდენიმე წამში, კარმენ მირანდას ცივილიზაციისგან ორი
ნაბიჯზე, რაღაც შავბნელ უბანში ამოვყავი თავი, სადაც ადგი-
ლობრივები ძეხვივით ცხიმიან, მეზღვაურის თოკივით დაგრაგ-
ნილ თუთუნს ეწეოდნენ. დაგრეხილ ჩალიჩს ისე აბრტყელებ-
დნენ თითებით, სანამ გრძელ, გამჭვირვალე ფურცლებად არ აქ-

ვალენტინელები... მარტო ის ანაღვლებთ, დამალონ, რომ ქა-


დაგებენ... ერთ გან ქადაგებენ, მეორეგან მალავენ... როცა მათ-გან
გულწრფელობას ითხო ვენ, მრა ვალ მნიშვნელოვნად პა-
სუხობენ: "ის განუზომელია". როცა ზუსტ განმარ ტე ბებს სთხო-
ვენ, გაუგებრად, ორაზროვნად ამტკიცებენ იმას, რაც ისედაც ყვე
ლას თვის ცხადია. თუკი იტყვი, რომ მათ რამე იციან, მაშინვე
ყველანაირ ცოდ ნას უარ ყოფენ. იმდენად ეშმაკები არიან, რომ
უფრო გარწმუნებენ, ვიდრე გასწავ ლიან.
(ტერტულიანე, "ვალენტინელთა წინააღმდეგ" (ლათ.)
304
ცევდნენ, შემდეგ კი გაპოხილ ქაღალდში ახვევდნენ.
მოწევისას სიგარები ხშირად უქრებოდათ და ხელახლა
უკიდებდნენ. მათი შემყურე თვალნათლივ ხედავდი, როგორი
იყო თამბაქო, სანამ მას სერ უოლტერ რეილი აღმოაჩენდა.
იმდღევანდელი სემინარის შესახებ მოვუყევი.
ახლა როზენკროიცერებსაც გადასწვდით? თქვენი ცოდნის
წყურვილი მართლა დაუცხრომელია, ჩემო მეგობარო. ყურს ნუ
ათხოვებთ იმ გიჟებს. ყველანი რაღაც ავთენტიკურ დოკუმენტებ-
ზე ლაპარაკობენ, რომლებიც არავის არასოდეს უნახავს. მაგ
ბრამანტის ვიცნობ. მილანში ცხოვრობს, აქეთ-იქით დამოგ-
ზაურობს, ქადაგებს. უწყინარი ვინმეა, მაგრამ ჯერ ისევ კიზევე-
ტერის სჯერა. როზიკრუცების ლეგიონები ჯიუტად იშველიებენ
იმ ცნობილ ამონარიდს "ქიმიური თეატრიდან", მაგრამ წიგნს თუ
დაათვალიერებთ (ჩემს მილანურ ბიბლითეკაში მაქვს), ნახავთ,
რომ ეგ ადგილი საერთოდ არ არსებობს.
მასხარა ყოფილა ეგ კიზევეტერი...
არადა, უამრავი იმოწმებს მის სიტყვებს. საქმე ისიცაა, რომ
მეცხრამეტე საუკუნის ოკულტისტები პოზიტივიზმის მსხვერპლი
იყვნენ: მხოლოდ ისაა ნამდვილი, რის დამტკიცებაც შესაძლებე-
ლია. თუნდაც "ჰერმეტიკულ კორპუსთან" დაკავშირებული დება-
ტები გაიხსენეთ: როცა ის ევროპაში შემოვიდა, მეთხუთმეტე
საუკუნეში, პიკო დელა მირანდოლამ, ფიჩინომ და სხვა ბრძენმა
ხალხმა ჭეშმარიტება დაინახეს: ეს უნდა ყოფილიყო უძველესი
ნაშრომი, ნაყოფი ცოდნისა, რომელიც ეგვიპტელებზე და თავად
მოსეზე ადრინდელიც იყო, რადგან მასში უკვე იდო აზრები,
რომლებსაც შემდეგ პლატონი და იესო გააცხადებდნენ.
როგორ თუ "შემდეგ"? ეგ ხომ ბრამანტის ლოგიკაა: ისიც ასე
ასაბუთებს დანტეს მასონობას. თუ "კორპუსი" პლატონისა და
305
იესოს იდეებს იმეორებს, ესე იგი მათ შემდეგ ყოფილა დაწერი-
ლი!
- ხედავთ? თქვენც იმავეს იმეორებთ! დიახ, ეგ გახლდათ თა-
ნამედროვე ფილოლოგების არგუმენტი, რომლებმაც თავიანთი
ზედაპირული ანალიზიც არ დაიშურეს იმის საჩვენებლად, რომ
"კორპუსი" ჩვენი წელთაღრიცხვის II და III საუკუნეებს შორის
დაიწერა. ეს იგივეა, გამოაცხადო, რომ კასანდრა ჰომეროსის
შემდეგ დაიბადა, რადგან უკვე იცოდა, რომ ტროა დაეცემოდაო.
თანამედროვე ილუზია გვაჯერებს, რომ დრო სწორხაზოვანი,
თანმიმდევრული დინებაა ა-დან ბ-მდე. სინამდვილეში, დრო,
შეიძლება, ბ-დან ა-სკენაც მიდიოდეს და შედეგი ქმნიდეს მი-
ზეზს... რას ნიშნავს "იქამდე" და "შემდეგ"? ის თქვენი
ულამაზესი ამპარო თავის უცნაურ წინაპრებს წინ უსწრებს თუ
მოსდევს? მე-ტისმეტად მომხიბლავია - ნება მომეცით, ეს
გითხრათ, ლამის მამად ვეკუთვნი - მაშასადამე, წინ უსწრებს.
თავადაა საიდუმ-ლოთი მოცული საწყისი იმისა, რამაც მის
შექმნაში მიიღო მონა-წილეობა.
თუ ამ წერტილიდან შევხედავთ...
სწორედ "წერტილის" კონცეფციაა არასწორი. წერტილებს
მეცნიერება სვამს, პარმენიდეს შემდეგ, რათა დაადგინოს, საიდან
საით ხდება გადაადგილება. სინამდვილეში არაფერი არ მოძრაობს
და ერთადერთი წერტილი არსებობს, რომლიდანაც
ერთდროულად ყველა სხვა წერტილი წარმოიქმნება. მეცხრამე-ტე
საუკუნისა და ჩვენი დროის ოკულტისტთა გულუბრყვილობა
იმაშია, რომ ცდილობენ, ჭეშმარიტების ჭეშმარიტება მეცნიერუ-ლი
სიცრუის მეთოდებით დაამტკიცონ. ტრადიციის, გადმოცემის
ლოგიკით უნდა ვიაზროვნოთ და არა ეპოქის ლოგიკით. ყოვე-ლი
ეპოქა სიმბოლურად ერთიმეორეს განასახიერებს, მაშასა-

306
დამე, ვარდისა და ჯვრის "უხილავი ტაძარი" არსებობს და
მუდამ არსებობდა ისტორიის, ჩვენი ისტორიის, დინებისაგან
დამოუკი-დებლად. საბოლოო გამოცხადების დრო საათით არ
განისაზ-ღვრება. მისი მონაკვეთები "ფაქიზი ისტორიის"
დროითაა გან-საზღვრული, სადაც მეცნიერულ ქრონოლოგიას
დიდი მნიშვნე-ლობა არ აქვს.
- მაშ ყველა, ვინც როზენკროიცერთა მარადიულობას ამტკი-
ცებს...
მასხარაა, ვითომ მეცნიერია, რადგან იმის დამტკიცებას
ცდილობს, რისაც მხოლოდ ცოდნა გვევალება, ყოველგვარ
მტკიცებულებათა გარეშე.
კი მაგრამ... მაპატიეთ ბანალური შეკითხვა: როზენკროიცე-
რები არსებობენ თუ არა?
რას ნიშნავს "არსებობა"?
თავად განსაზღვრეთ.
"დიდი თეთრი საძმო", როზენკროიცერებს დაუძახებ მათ
თუ "სულიერების რაინდებს" (რომელთა კონკრეტულ
რეინკარნაცი-ას ტამპლიერები წარმოადგენენ), ბრძენთა,
რჩეულთა მცირე-რიცხოვანი გუნდია, რომელიც დასაბამიდან
მოჰყვება კაცობ-რიობის ისტორიას, რათა მარადიული ცოდნის
ბირთვი შეინა-ხოს. ისტორია შემთხვევით არ ვითარდება, ის
"სამყაროს გან-მგებელთა" ნახელავია, რომელთაც არაფერი
ეპარებათ. ცხა-დია, სამყაროს განმგებლები თავს იმით იცავენ,
რომ იდუმალად რჩებიან. ასე რომ, როცა ვინმე ამტკიცებს,
"განმგებელი", რო-ზენკროიცერი ან ტამპლიერი ვარო, იცოდეთ,
რომ ტყუის. ისინი სულ სხვაგან უნდა ეძებოთ.
ესე იგი, ეს ამბავი უსასრულოდ გრძელდება?
დიახ. ამაშია "განმგებელთა" შორსმჭვრეტელობა.
307
კი მაგრამ, რა უნდათ, რომ ხალხმა იცოდეს?
ის, რომ საიდუმლო არსებობს. ყველაფერი რომ ისე იყოს,
როგორც ვხედავთ, რა აზრი ექნებოდა სიცოცხლეს?
და რა არის ეს საიდუმლო?
ის, რაც აღიარებულმა რელიგიებმა ვერ გამოხატეს.
საიდუმლო სულ სხვაგანაა.

308
33

"ხილვები თეთრი, ლურჯი და მოთეთრო-ალისფერია. ბო-


ლოს ისინი ერთმანეთს ერწყმის და ყველაფერი ნათდება, ღიავ-
დება, თეთრი სანთლის ალს ემსგავსება. ხედავთ ნაპერწკლებს,
სხეულში ჟრუანტელი გივლით და ყველაფერი მიანიშნებს
იმაზე, რომ ესაა შექმნილსა და შემქმნელს შორის
მიზიდულობის და-საწყისი".76
დაპირებული საღამოც დადგა. როგორც სალვადორში, ახ-
ლაც ალიემ გამოგვიარა. კარავი, რომელშიც რიტუალი ჩატარ-
დებოდა, ცენტრალურ უბანში იყო, თუ შეიძლება, ცენტრზე
ილა-პარაკო ქალაქში, რომლის ერთი კიდე მთის ხეობებში
იტოტება ენებივით გაგრძელებული გარეუბნებით, მეორე კი
ზღვის სანა-პიროს სწვდება. ზევიდან რომ დახედო
განათებულს, გაბურ-ძგნილი თავი გეგონება, აქა-იქ ბღუჯა-
ბღუჯად ამოგლეჯილი თმით.
ამ საღამოს უმბანდას ნახავთ. მასში მონაწილეებს ორიშა კი არ
ეუფლება, არამედ ოგუნები, წასულთა სულები. ასევე ეშუს,
ბაიაში ნანახი აფრიკელი ჰერმესისა და მისი მეგობარი ქალის,
პომბა ჟირას სულები. ეშუ იორუბას ღმერთია, ხუმრობის, დაცინ-
ვის, მასხარად აგდების დემონი, თუმცა იცით, რომ ონავარი
ღმერთი ამერიკის ინდიელთა მითოლოგიაშიც არსებობდა?
გარდაცვლილები ვინ არიან?
"პრეტუ ველიუები" და "კაბოკლუები". "პრეტუ ველიუები"
აფრიკელი უხუცესი ბრძენები იყვნენ, რომლებიც თავიანთ

Papus, Martines de Pasqually, Paris, Chamuel, 1895, p. 92


309
ხალხს გადასახლებების დროს წინ მიუძღოდნენ. ასეთები იყ-
ვნენ რეი კონგო, პაი აგოსტინიო... ისინი მონათმფლობელობის
შედარებით "მსუბუქ" პერიოდს განასახიერებენ, როცა ზანგი
ცხოველად აღარ ითვლებოდა და "ოჯახის მეგობარი" ხდებოდა:
ბიძა, ბაბუა. "კაბოკლუები" კი ინდიელთა უმწიკვლო სულებია,
პირველქმნილი ბუნების სისუფთავის მატარებელი. უმბანდაში
აფრიკელი ორიშები ჩრდილში რჩებიან, ბოლომდე გაიგივებუ-
ლები კათოლიკე წმინდანებთან, აქ მთავარი "პრეტუ
ველიუები" და "კაბოკლუები" არიან. სწორედ მათ გადაჰყავთ
ადამიანები ტრანსის მდგომარეობაში: მედიუმი, რომელსაც
"კავალუს" ეძა-ხიან, ცეკვისას გრძნობს, რომ მას უფრო მაღალი
სული ეუფლე-ბა, საკუთარი თავის აღქმას კარგავს და იქამდე
ცეკვავს, სანამ ღვთიური სული არ დატოვებს მის სხეულს,
გამჭვირვალესა და განწმენდილს.
ბედნიერები, - თქვა ამპარომ.
ნამდვილად, - დაეთანხმა ალიე. - მშობელ მიწასთან ამყა-
რებენ კონტაქტს. ეს რწმენა თავის დროზე მიწასთან გაასწორეს,
ამოძირკვეს, ქალაქის ჯურღმულებში გამოამწყვდიეს, მაგრამ,
როგორც შპენგლერი იტყოდა, მერკანტილური დასავლეთი
კრიზისის დროს ისევ მიწას უბრუნდება.
კარავი გარედან ჩვეულებრივ შენობას ჰგავდა. წინ ბაღი
ჰქონდა, თუმცა ბევრად უფრო მოკრძალებული, ვიდრე ბაიაში.
საწყობის შენობის მსგავსი ნაგებობის, "ბარაკაუს", წინ აღმარ-
თული ეშუს ქანდაკების გარშემო ათასგვარი ძღვენი და შესაწი-
რავი დაელაგებინათ.
ამპარომ გვერდზე გამიყვანა:

310
- ყველაფერი გასაგებია. ვერ ხვდები? ის ტაპირი კონფერენ-
ციაზე არიულ ხანას ახსენებდა, ეს "დასავლეთის დაისზე" ლაპა-
რაკობს, Blut und Boden, სისხლი და მიწა, სუფთა ნაციზმია.
არც ასე მარტივადაა საქმე, საყვარელო. არ დაგავიწყდეს,
რომ სხვა კონტინენტზე ვართ.
გმადლობ, რომ შემატყობინე. მაგ "დიდმა თეთრმა საძმომ"
მიგიყვანათ თქვენივე ღმერთის შეჭმამდე!
თავიანთ ღმერთს კათოლიკეები ჭამენ, საყვარელო, აგე-
რია.
არაფერი არ ამერია, იგივეა, ვერ ხვდები? პითაგორაო, დან-
ტეო, ღვთისმშობელი და მასონებიო. ისევ ჩვენი გაცურება უნ-
დათ. "უმბანდათი დაკმაყოფილდით, სექსი დაივიწყეთ..."
კათოლიციზმთან გაიგივებული შენ ყოფილხარ. კარგი, გე-
ყოფა, წამოდი. ესეც კულტურაა, ხომ უნდა გავეცნოთ.
ერთადერთ კულტურას ვაღიარებ: უკანასკნელი ღმერთი
უკანასკნელი როზენკროიცერის ნაწლავებით უნდა ჩამოახრჩო.
ალიემ გვანიშნა, შევსულიყავით. გარედან მოუვლელ და გა-
ქუცულ შენობაში საოცარი კაშკაშა ფერები შეგვეგება. ოთხკუთ-ხა
დარბაზში საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი "კავალუს"
ცეკვისთვის, სიღრმეში საკურთხეველი იყო, წინ კანკელით, აქეთ-
იქით კი, სცენასავით შემაღლებულ ფიცარნაგებზე, ატაბა-კები
გაეშალათ. საკურთხეველი ჯერ ცარიელი იყო, დარბაზში ბლომად
ხალხს მოეყარა თავი: მორწმუნეებსა და ცნობისმოყვა-რეებს,
შავკანიანებიც იყვნენ და თეთრებიც. ხალხში აშკარად
გამოირჩეოდნენ მედიუმები და მათი დამხმარეები, თეთრებში
ჩაცმული "კამბონუები", ზოგიერთი ფეხშიშველი, ზოგიც - სპორ-
ტული ფეხსაცმლით. საკურთხეველმა მიიქცია ჩემი ყურადღება:
"პრეტოს ვეიოს" და "კაბოკლუს" გამოსახულებებმა, ჭრელი ბუმ-

311
ბულებით შემკულმა წმინდანებმა, რომლებიც პანტაგრუელის
ზომის მარციპანის სათამაშოებს ჰგავდნენ: წმინდა გიორგი ელ-
ვარე აბჯრითა და ალისფერი მოსასხამით, წმინდა კოზმა და
და-მიანე, ხანჯლით განგმირული ქალწული და რაღაც
უსირცხვი-ლოდ ჰიპერრეალისტური ქრისტე: კორკოვადოს
რედენტორი-ვით ხელებგაშლილი, ოღონდ ფერადი. ორიშები არ
ჩანდნენ, მაგრამ მათი ყოფნა გარშემომყოფთა თვალებში
იგრძნობოდა, ლერწმისა და კერძების მოტკბო სურნელში და
მასში შერეული ათასგვარი სუნით გაჯერებულ ჰაერში,
რომელშიც სიცხესთან ერთად მოსალოდნელი ცერემონიით
გამოწვეული აღგზნება და-გუბებულიყო.
"პაი-დე-სანტუ" საკურთხევლის წინ დადგა, მორწმუნეები და
სტუმრები დალოცა და თან სიგარის სქელი, მახრჩობელა კვამ-ლი
შეაფრქვია დამსწრეებს. შემდეგ სტუმრებს ჭიქა ლიქიორიც
შესთავაზა, თითქოს სწრაფ ევქარისტულ რიტუალს აღასრულებ-
და. სხვებთან ერთად მოვიყარე მუხლი და მოვსვი. დავინახე, რომ
დამხმარე ბიჭს, რომელიც თასში სითხეს ასხამდა, „ დიუბო-ნეს"
ბოთლი ეჭირა ხელში, მაგრამ ისე ნელა, სასოებით მოვ-წრუპე,
თითქოს მართლა უკვდავების ელექსირი ყოფილიყო. ატაბაკები
უკვე ყრუდ გუგუნებდნენ, მორწმუნეები კი ეშუსა და პომბა
ჟირას სადიდებელ საგალობელს მღეროდნენ: Seu
Tranca Ruas e Mojuba! É Mojuba, é Mojuba! Sete Encruzilhadas e
Mojuba! É Mojuba, é Mojuba! Seu Marab œ é Mojuba! Seu Tiriri, è
Mojuba! Exu Veludo, é Mojuba! A Pomba Gira é Mojuba!
"პაი-დე-სანტუმ" საცეცხლური გაიქნია და დამსწრეთ
ინდური საკმევლის მძიმე სუნი შეაფრქვია, თან ოშალას და
"ნოსა სე-ნიორას", წმინდა ქალწულის, სადიდებელი აღავლინა.

312
ატაბაკეებმა რიტმს უმატეს, "კავალუები" საკურთხევლის
წინ გამოვიდნენ და "პონტუს" მაგიურ ხიბლს მიეცნენ. მათი
უმრავ-ლესობა ქალი იყო, ამპარომ ირონიულად გაუსვა ამას
ხაზი ("ჩვენ უფრო მგრძნობიარეები ვართ, არა?").
მედიუმებში ევროპელებიც იყვნენ. ალიემ ქერა ქალი დაგვა-
ნახვა, გერმანელი ფსიქოლოგია, მრავალი წელია, ამ რი-ტუალებში
მონაწილეობს, რა აღარ სცადა, მაგრამ ამაოდო. ასეა, თუ
მიდრეკილება არ გაქვს ან რჩეული არ ხარ, ტრანსის
მდგომარეობაში ვერ გადახვალო. ქალი ცეკვავდა, სიცარიელე-ში
გაშეშებული თვალებით, ატაბაკები მთელი ძალით უბრაგუ-
ნებდნენ ნერვებზე მასაც და ჩვენც, მძაფრსუნიანი კვამლი ნელ--
ნელა დარბაზს ავსებდა და საბოლოოდ ათაყვანებდა და გულ--
მუცელს უტრიალებდა მონაწილეებსაც და მაყურებლებსაც. სა-
შინლად მერეოდა გული, მაგრამ ასეთი რამ რიოს სამბას სკო-
ლაშიც არაერთხელ მომსვლია. ესაა მუსიკისა და ხმაურის ფსი-
ქაგოგიური ძალა, რომლის ზემოქმედებასაც ეძლევა შაბათ სა-
ღამოს ჩვენს დისკოთეკებში მოძიგძიგე საზოგადოება. გერმანე-
ლი ქალი თვალებდაჭყეტილი ცეკვავდა, თითქოს კიდურების ის-
ტერიული მოძრაობით თავდავიწყებას იხვეწებოდა. დანარჩენე-ბი
ნელ-ნელა შედიდონენ ექსტაზში, თავი უკან უვარდებოდათ,
ცახცახებდნენ, თავდავიწყების ზღვაში ჩაკარგულები, ის კი, და-
ძაბული, საცაა, ატირდებოდა, ადამიანივით, რომელიც სასო-
წარკვეთილი, გაგიჟებული, ორგაზმს ვერ აღწევს და შფოთავს,
ქშენს, გმინავს, მაგრამ განტვირთვას, დაცლას ვერ ახერხებს.
საცოდავად ცდილობდა, ექსტაზისთვის მიეღწია, მაგრამ არაფ-
რით, წამითაც არ ტოვებდა თვითკონტროლი. საბრალო ტევტო-ნი,
იდეალურად აწყობილი კლავესინებით დაავადებული.

313
რჩეულები კი განაგრძობდნენ. სიცარიელეში ეშვებოდნენ,
მზერა ემღვრეოდათ, კიდურები უშეშდებოდათ, თოჯინებივით
იქნევდნენ ხელ-ფეხს, თუმცა ეს კონვულსიური მოძრაობა შემ-
თხვევითი არ იყო: ამ მოძრაობაში ირეკლებოდა მათში შესახ-
ლებული სულის ხასიათი: ზოგიერთი ნაზად ალივლივებდა ჩა-
მოშვებულ ხელებს, თითქოს ცურავდა, ზოგიც ნელა არხევდა
მორკალულ მკლავებს. დამხმარეები თეთრ ტილოს აფარებ-
დნენ ტრანსში მყოფ ქალებს, რათა უცხო თვალთათვის მოერი-
დებინათ ისინი, ვისაც უზენაესი სული შეხებოდა...
ზოგი მედიუმი საშინლად ძაგძაგებდა. ისინი კი, ვისაც "პრე-
ტუს ველიუს" სული ჩასახლებოდა, ყრუ ბგერებს გამოსცემდნენ:
ჰუმ... ჰუმ... ჰუმ... და თან წინ გადახრილები, ნელა მოძრაობ-
დნენ, თითქოს მოხრილი მოხუცი ჯოხს ებჯინებაო. ყბები წინ გა-
მოეწიათ და წაგრძელებული სახეები თითქოს უკბილოს მიუგავ-
დათ. ისინი, ვისაც "კაბოკლუს" სული დაეუფლებოდა, ბრძოლის
ველზე გავარდნილი მეომრებივით ყიჟინებდნენ და დროდადრო
მათ "კამბონუები" ეშველებოდნენ, რომ ის, ვინც მაგიური ძღვნის
სიმძიმეს ვეღარ გაუძლებდა, ძირს არ დანარცხებულიყო.
დოლები ბრაგუნობდა, "პონტუს" რიტმი სქელი კვამლის
ქუ-ლებად მიიწევდა ზევით. მე და ამპარო ხელჩაკიდებული
ვიდე-ქით. უცებ ვიგრძენი, როგორ დაენამა ხელები და
აკანკალდა. გავხედე: ოდნავ პირღია, მძიმედ სუნთქავდა.
ცუდად ვარ. გარეთ მინდა გასვლა... - ჩამილაპარაკა. ალიეს
ეს არ გამოჰპარვია, მომეხმარა, რომ გარეთ გამეყვა-
ნა. საღამოს გრილმა ჰაერმა ამპარო გონზე მოიყვანა.
არაფერია, - გვითხრა. - ალბათ, რაღაცამ მაწყინა. თან ის
სუნი, სიცხე...

314
- არა, - გვითხრა "პაი-დე-სანტუმ", რომელიც უკან გამოგვყო-
ლოდა. - გაკვირდებოდით, თქვენ შესანიშნავი მონაცემები
გაქვთ... "პონტომ" იმოქმედა.
კმარა! - დაიყვირა ამპარომ და რამდენიმე სიტყვა დაამატა
ჩემთვის გაუგებარ ენაზე. "პაი-დე-სანტუ" გაფითრდა, უფრო
სწორად, ნაცრისფერმა გადაჰკრა სახეზე. სათავგადასავლო
რომანებში ხომ წერია, რომ შავკანიანების გაფითრება სინამ-
დვილეში განაცრისფრებაა.
თავბრუ მეხვევა. ალბათ, რაღაც ისეთი შევჭამე, რაც არ უნ-
და მეჭამა. გთხოვთ, ცოტა ხანს აქ დამტოვეთ, ჰაერი მჭირდება.
შიგნით შედით. მარტო მირჩევნია ყოფნა, ავადმყოფი კი არ ვარ.
დავუჯერეთ. სუფთა ჰაერის შემდეგ დარბაზში დაგუბებულმა
სუნმა, დოლის ბრაგუნმა, გახვითქული სხეულებიდან ავარ-
დნილმა ოფლის მახრჩობელა ოხშივარმა და ჩახუთულმა ჰაერ-მა
ისე იმოქმედა, როგორც ერთი ყლუპი ალკოჰოლი მოქმედებს
ადამიანზე, რომელსაც დიდი ხანია, არ დაულევია. შუბლზე ხე-ლი
გადავისვი, ვიღაც მოხუცმა აგოგო მომაწოდა - მოოქროვი-ლი
ლითონის სამკუთხედი პაწაწინა ზანზალაკებით, რომლის
კედლებზეც რკინის წკირით აკაკუნებდნენ, რომ ხმა გამოეცა.
სცენაზე ადით, - მითხრა. - დაუკარით, უკეთ გახდებით.
ამ რჩევაში ღრმა ჰომეოპათიური ცოდნა გამოსჭვიოდა. ვუკ-
რავდი და ვცდილობდი, დოლების რიტმს ავყოლოდი, რი-
ტუალის ნაწილი გავმხდარიყავი, ფეხების რიტმული მოძ-
რაობით გამედევნა სხეულიდან დაძაბულობა, მასში მონაწი-
ლეობით დამეხსნა თავი იმისგან, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა.
მოგვიანებით ალიე გულდასმით ამიხსნიდა, რა განასხვავებს
მათ, ვინც იცის და ვინც თავად განიცდის.

315
ტრანსში ჩავარდნილი მედიუმები "კამბონუებს" საცეკვაო მო-
ედნიდან გაჰყავდათ, კედელთან, სკამზე სვამდნენ და სიგარას ან
ჩიბუხს სთავაზობდნენ. მათ ფეხებთან იჩოქებდნენ მორწმუ-
ნეები, რომლებშიც წმინდა სული არ შესახლებულიყო და ეჩურ-
ჩულებოდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ, ლოცვა-კურთხევას
სთხოვდნენ, აღსარებას აბარებდნენ და ბოლოს შვებით
ამოისუნთქავდნენ. ზოგიერთებს თითქოს გადაედებოდათ კიდეც
მედიუმისაგან ტრანსის მდგომარეობა, მაშინ "კამბონუები" წა-
მოაყენებდნენ მათ და ისევ მაყურებლებში დააბრუნებდნენ,
მოშვებულებსა და განტვირთულებს.
მოცეკვავეთაგან ჯერ კიდევ ბევრი არ იყო ექსტაზში. გერმა-
ნელი ქალი არაბუნებრივად იქნევდა ხელ-ფეხს, აღგზნებას
ცდი-ლობდა, მაგრამ ამაოდ. ზოგიერთს აშკარად ეშუ
დაუფლებოდა: მზაკვარი, ცბიერი გამომეტყველებით,
დატეხილი მოძრაობებით განაგრძობდნენ ცეკვას.
ამ დროს დავინახე ამპარო.
ახლა ვიცი, რომ ხესედი მხოლოდ სიქველისა და სიყვარუ-
ლის სეფიროთი არაა. როგორც დიოტალევი ამბობდა, ის
ღვთიური სულის გამოფრქვევაცაა, რომელიც უსასრულო კი-
დეებისკენ ვრცელდება, ცოცხლების ზრუნვაა მკვდრებზე,
თუმცა ვიღაცას, მგონი, ისიც უთქვამს, რომ ხესედი მკვდრების
ზრუნვა-ცაა ცოცხლებზე.
აგოგოზე ვუკრავდი და დიდად აღარ ვაკვირდებოდი, რა ხდე-
ბოდა დარბაზში. ვცდილობდი, მთელი ყურადღებით მუსიკას ავ-
ყოლოდი. ამპარო ათიოდე წუთის შემობრუნებული იქნებოდა
შენობაში და ალბათ, იგივე დაემართა, რაც მე გარედან აქ შე-
მოსვლის შემდეგ. მაგრამ მისთვის აგოგო არავის მიუცია. ალ-ბათ,
არც გამოართმევდა. სადღაც სიღრმიდან ამომავალ ხმას

316
თავდაცვის ყოველგვარი სურვილი და უნარი დაეკარგვინებინა
მისთვის.
უცებ დავინახე, როგორ შევარდა მოცეკვავეთა შორის. თავი
უკან გადაეგდო, კისერი გაშეშებოდა და ავხორცულად აძიგძი-
გებდა სხეულს, თითქოს გარშემომყოფებს საკუთარ თავს სთა-
ვაზობდა. "ა პომბა ჟირა! ა პომბა ჟირა!" - აღრიალდა ხალხი,
სასწაულით აღგზნებული: იმ საღამოს ეშმაკი ქალი ჯერ კიდევ
არ გამოსცხადებოდათ: O seu manto é de veludo, rebordado todo
em ouro, o seu garfo é de prata, muito grande é seu tesouro...
Pomba Gira das Almas, vem torna chocho...
ვერ გავბედე, რამე გამეკეთებინა. მგონი, უფრო გამეტებით
შემოვკარი საკრავს, რომ ხორციელად შევრწყმოდი ჩემს სატ-
რფოს, თუ იმ ხთონურ სულს, რომელსაც ახლა ის
განასახიერებ-და.
"კამბონუები" მაშინვე დაეხვივნენ ამპაროს, რიტუალური
სა-მოსი გადააცვეს და ხელი შეაშველეს, რომ არ წაქცეულიყო,
სა-ნამ მისი ხანმოკლე, მაგრამ ღრმა ექსტაზი დასრულდებოდა.
მე-რე გვერდზე გაიყვანეს და დასვეს. გულამოვარდნილი
სუნთქავ-და, ოფლში გაღვრილი. უცებ უხმოდ ატირდა.
ჟირა დასასრულს უახლოვდებოდა, სცენიდან ჩამოვხტი და
ამპაროს მივაშურე. ალიე უკვე იქ იყო, მსუბუქად უზელდა სა-
ფეთქლებს.
რა სირცხვილია... ვერ ვიჯერებ, არ მინდოდა... ეს როგორ
დამემართა?
ხდება, ხდება... - უყვავებდა ალიე.
არავითარი გათავისუფლება არ არსებულა, გამოდის, ისევ
მონა ვარ... - ტიროდა ამპარო. - არ გამეკარო! - მომაძახა გაბ-

317
რაზებულმა. - საცოდავი, ბინძური ზანგის ქალი ვარ. პატრონი
მჭირდება, ამის ღირსი ვარ!
ეს ქერათმიან აქაველებსაც ემართებოდათ, - ამშვიდებდა
ალიე. - ადამიანის ბუნებაა ასეთი.
ამპარომ ტუალეტში გასვლა მოინდომა. რიტუალი სრულდე-
ბოდა. მარტო გერმანელი ქალი განაგრძობდა ცეკვას დარბაზის
ცენტრში და დროდადრო შურით უყურებდა ამპაროს. უსურვი-
ლოდ, ძალად განაგრძობდა მოძრაობას.
ამპარო ათიოდე წუთში დაბრუნდა. "პაი-დე-სანტუს" დავემ-
შვიდობეთ, რომელიც აღფრთოვანებული იყო მკვდართა სამყა-
როსთან ჩვენი პირველი და ასეთი საოცარი შეხებით.
გვიანი ღამე იყო. ალიე უხმოდ მართავდა მანქანას. ჩვენს
სახლთან რომ მივედით, გამოსამშვიდობებლად მხოლოდ თავი
დაგვიქნია. ამპარომ მითხრა, მირჩევნია, მარტო ავიდეო.
გაისეირნე, კარგი? ცოტა ხანში დაბრუნდი, როცა დაძინებუ-
ლი ვიქნები. ძილის წამალს დავლევ. მაპატიეთ, ორივემ. ნამ-
დვილად რაღაც შევჭამე და მაწყინა. იმ გოგოებს ყველას რაღაც
ჰქონდა დალეული ან ნაჭამი... რაღაც ცუდი. მეზიზღება ჩემი
ქვე-ყანა. ღამე მშვიდობისა.
ალიე მიხვდა, რომ დაბნეული ვიყავი და შემომთავაზა, კოპა-
კაბანაზე ერთი ბარი ვიცი, მთელი ღამე ღიაა, იქ დავსხდეთო.
ხმას ვერ ვიღებდი. ალიეც ჩუმად იჯდა. ბატიდა რომ
მოვსვი, მხოლოდ მერე დაარღვია დუმილი:
რასა, გნებავთ, კულტურა, ჩვენი ქვეცნობიერის ერთი ნაწი-
ლია. მეორე ნაწილი კი არქეტიპული ხატებისგან შედგება, რომ-
ლებიც ყველა ადამიანისა და ყველა ეპოქისთვის საერთოა. ამ
საღამოს ჰაერმა, გარემომ, ყველაფერმა ერთად თითოეულ
ჩვენგანს მოუდუნა სიფხიზლე, ამპარომ კი ეს პირდაპირ გამოს-

318
ცადა საკუთარ თავზე, აღმოაჩინა, რომ ორიშები, რომლებიც სა-
კუთარ გულში განადგურებული ეგონა, ჯერ კიდევ ცოცხლობენ
მის წიაღში. არ იფიქროთ, ეს მომწონდეს. გახსოვთ, ალბათ, მო-
წიწებით ვახსენებდი ზებუნებრივ ენერგიებს, რომლებიც ამ ქვე-
ყანაში სულდგმულობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულის შე-
სახლების პრაქტიკა მესიმპათიურება. ინიციაცია და მისტიციზმი
სხვადასხვა რამეა. ინიციაცია, გონებისთვის აუხსნელ საიდუმ-
ლოთა ინტუიციური წვდომა და მათთან ზიარება ღრმა პროცე-სია,
სულისა და სხეულის ნელი გარდაქმნაა, რომელსაც ადამი-ანში
კეთილშობილ თვისებათა გაღვიძება და მისთვის უკვდავე-ბის
მინიჭებაც კი შეუძლია. მაგრამ ეს პროცესი უაღრესად ინტი-მური
და იდუმალია. ესაა რაღაც, რაც გარეგნულად არ ვლინდე-ბა,
მორცხვია, გამჭვირვალე, განზე გამდგარი. ამიტომაც "სამყა-როს
განმგებლები" "ინიცირებულები", ანუ შედგომილები, არი-ან,
მაგრამ მისტიციზმისგან თავი შორს უჭირავთ. მისტიკოსი
მათთვის მონაა, სივრცე, საშუალება საიდუმლოს ნიშნებზე და-
საკვირვებლად. შედგომილი იყენებს შეპყრობილს, რათა შორ
მანძილზე დაამყაროს კავშირი, ისევე იყენებს, როგორც თქვენ -
ტელეფონს, როგორც ქიმიკოსი - ლაკმუსის ქაღალდს. შეპყრო-
ბილი საჭიროა, რადგან ის თეატრალურია, ის სანახაობად
გვთავაზობს საკუთარ თავს. შედგომილი აკონტროლებს ძა-ლებს,
რომლებიც შეპყრობილზე ზემოქმედებენ და ტანჯავენ მას. ამ
თვალსაზრისით განსხვავება არაა "კავალუს" ტრანსსა და ტერეზა
ავილელის ან ხუან დე ლა კრუსის ექსტაზს შორის. მისტიციზმი
ღვთიურობასთან კავშირის დამახინჯებული ფორ-მაა, ინიციაცია,
შედგომილობა კი გულისა და გონების ხან-გრძლივი ასკეტიზმის
შედეგია. მისტიციზმი, შეპყრობილობა დე-

319
მოკრატიული ფენომენია (თუ დემაგოგიური არა),
შედგომილო-ბა, ინიციაცია კი - არისტოკრატიული.
ანუ გონებრივი მოვლენაა და არა სხეულებრივი?
გარკვეული თვალსაზრისით. თქვენი ამპარო სასტიკად
ცდილობდა, გონება ეკონტროლებინა და ამასობაში სხეულზე
დაკარგა კონტროლი. ურწმუნო ადამიანი ჩვენზე სუსტია.
ძალიან გვიანი იყო. ალიემ გამიმხილა, ბრაზილიიდან
მივდი-ვარო და მილანის მისამართი დამიტოვა.
ამპარო ჩაძინებული დამხვდა. ბნელში უხმოდ მივუწექი და
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მეჩვენებოდა, რომ უცხო
ადამიანი მეწვა გვერდით.
მეორე დილით ცივად მითხრა, პეტროპოლისში მივდივარ მე-
გობრის სანახავადო. უხერხულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
ნაჭრის ჩანთით გაემგზავრა. ხელში პოლიტიკური ეკონომი-
კის სახელმძღვანელო ეჭირა.
ორი თვე არ შემხმიანებია. არც მე მიძებნია. მერე წერილი
მომივიდა, სულ რამდენიმე სიტყვა: უნდა დავფიქრდე, დრო
მჭირდებაო. არ მიპასუხია.
არც ღელვა, არც ეჭვიანობა, არც მონატრება. არაფერი მიგ-
რძნია. დაცლილი, სუფთა, კრიალა ვიყავი, როგორც ალუმინის
უხმარი ქვაბი.
კიდევ ერთი წელი გავატარე ბრაზილიაში, თუმცა ვიცოდი,
რომ მალე წავიდოდი აქედან. აღარც ალიე მინახავს, აღარც ამ-
პაროს მეგობრები. საათობით ვიწექი ზღვის ნაპირზე და მზეს
ვე-ფიცხებოდი.
ფრანებს ვუშვებდი ხოლმე. ძალიან ლამაზია ფრანები
ბრაზი-ლიაში.

320
გვურა

34

Beydelus, Demeymes, Adulex, Metucgayn, Atine, Ffex, Uquizuz,


Gadix, Sol, Veni cito cum tuisspiritibus.
(Picatrix, Ms. Sloane 1305, 152, verso)77
ჭურჭლების დასკდომა. დიოტალევი ხშირად ახსენებდა იცხაკ
ლურიას გვიანდელ კაბალიზმს, რომელშიც დაკარგულია სეფი-
როთების მოწესრიგებული მიმდევრობა. ქმნის პროცესი ღმერ-თის
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ჰგავს, მის გახშირებულ სუნთქვას და
რაღაცით საბერვლის მოძრაობას მაგონებსო, ამბობდა.
ღმერთის დიადი ასთმა, - ჩაიქირქილა ბელბომ.
სცადე აბა ერთი, არაფრიდან რამე შექმნა. ასეთი რამ მხო-ლოდ
ერთხელ შეიძლება მოხდეს. სამყაროს რომ სული ჩაბე-როს,
როგორც მინამბერმა გამდნარ მინას, ღმერთმა უნდა ჩაისუნთქოს,
დაიძაბოს, ფილტვებში ჰაერი დააგროვოს და მერე ხანგრძლივი,
მანათობელი სტვენით ამოუშვას ათი სეფიროთი.
მოიცა, სტვენა უნდა ამოუშვას თუ შუქი?
შთაბერა ღმერთმან და იქმნა ნათელი.
შექმნის უამრავი მეთოდი არსებობს.

ბეიდელუს, დემეიმეს, ადულექს, მეტუკგაინ, ატინე, ფფექს, უკ-


ვიზუზ, გადიქს, სოლ, მოდი ჩქარა შენი სულებით.
("პიკატრიქსი", სლოანის ხელნაწერი, 1305, სტროფი 152) 321
მაგრამ სეფიროთების სინათლე ისეთ ჭურჭლებში უნდა იყოს
თავმოყრილი, რომლებიც მათ ბრწყინვალებას, კაშკაშა
მხურვალებას გაუძლებს. ჭურჭლებმა, რომლებშიც ზედა სეფი-
როთები - ქეთერი, ხოხმა და ბინა - ინახებოდა, გაუძლო მხურვა-
ლებას, მაგრამ ქვედა სეფიროთები, ხესედიდან იესოდამდე, სი-
ნათლისა და სუნთქვის სახით ერთად დამანგრეველი ძალით
ამოსკდა და ჭურჭლები დახეთქა. ნატეხები მთელ სამყაროში მი-
მოიფანტა და მათგან დაიბადა მყარი მატერია.
ჭურჭლების მსხვრევა სერიოზული კატასტროფაა, - ამბობ-
და შეშფოთებული დიოტალევი. - არაფერია იმაზე გამოუსადე-
გარი, ვიდრე ვერდაბადებული სამყარო. ალბათ, კოსმოსს დასა-
ბამიდანვე რაღაც წუნი ჰქონდა და ყველაზე ბრძენმა
რაბინებმაც ვერ მოახერხეს, ბოლომდე აეხსნათ, რა იყო ეს
ნაკლოვანება. შეიძლება, როცა ღმერთი სულს უბერავდა,
ჭურჭელში რაღაც იყო ჩარჩენილი, მაგალითად, ზეთის
წვეთები, ნალექი, "რეში-მუ"... და ღმერთი, ალბათ, ამ
ნალექთან ერთად გავრცელდა. ან, შეიძლება, საიდანღაც
ნიჟარის ნამსხვრევები, "კელიპოტი", შეერია, დააბინძურა...
ჰო, "კელიპოტი" ნამდვილად არაა სანდო... - თქვა ბელბომ.
ეშმაკეული დოქტორის ფუ მანჩუს ხრიკები... მერე?
მერე ის, - მოთმინებით განაგრძობდა დიოტალევი, - რომ
სასტიკი სამსჯავროს, იგივე გვურას (რომელსაც "ფეხადს" -
"შიშ-საც" ეძახიან) შუქზე, ანუ იმ სეფიროთის შუქზე,
რომელშიც, ბრმა იცხაკის მიხედვით, ბოროტება გაცხადდება,
ნიჟარები რეალურ ფორმას იძენენ.
და ჩვენ შორის არიან, - თქვა ბელბომ.
საკმარისია, ირგვლივ მიმოიხედო, - უთხრა დიოტალევიმ.
შესაძლებელია მათგან თავის დაღწევა?
322
- მათში შესვლა უფროა შესაძლებელი, - უპასუხა დიოტალე-
ვიმ. - ყველაფერი ღმერთისგან გამოიფრქვევა "ციმცუმში", შე-
კუმშვაში. ჩვენი პრობლემაა "ტიკუნი" - დაბრუნება, იგივე რეინ-
ტეგრაცია, როგორც ადამ კადმონი უწოდებს. თუ ეს შევძელით,
მაშინ ყველაფერი "პარცუფიმში", გაწონასწორებულ სტრუქტუ-
რაში, სახეების, ანუ იმ ფორმების სტრუქტურაში აღდგება, რომ-
ლებიც სეფიროთების ადგილს იკავებენ. სულის აღმასვლა აბ-
რეშუმის ძაფივითაა, რომელიც ეხმარება სიბნელეში ხელის ცე-
ცებით მიმავალ მორწმუნეს, სინათლისკენ მიმავალი გზა იპო-ვოს.
ასე, ყოველ წამს ცდილობს სამყარო, წვალებით, თორის ასოების
კომბინაციებით იპოვოს ბუნებრივი ფორმა, რომელიც იმ საშინელი
ბუნდოვანებიდან გამოიყვანს მას.
იმავეს ვაკეთებ ახლა, შუაღამისას, ამ გორაკების უჩვეულო
სიმშვიდეში განმარტოებული. მაგრამ იმ საღამოს პერისკოპში
ჯერ კიდევ ნიჟარების ლორწოში ვიყავი გახვეული. ყველგან
ვგრძნობდი წებოვან მასას: იმ უხილავ ნიჟარებში, რომლებიც
"კონსერვატორიის" ბროლის ავზების კედლებს შეზრდოდა და
მიჰქვავებოდა; ყრუ, საუკუნო ძილით ჩაძინებული ბარომეტრე-
ბისა და საათების მექანიზმების დაჟანგულ ბორბლებს შორის.
ვფიქრობდი, რომ თუკი მართლა დასკდა ჭურჭლები, პირველი
ბზარი, ალბათ, იმ საღამოს გაჩნდა, რიოში, რიტუალზე. მაგრამ
აფეთქება იტალიაში დაბრუნებისას მოხდა, ნელი და უხმაურო,
რომელმაც ბოლომდე ჩაგვითრია მყარი, უხეში მატერიის მო-
რევში, სადაც მატლი და ჭია-ღუა საოცარი სისწრაფით თვითნა-
ყოფიერდება და მრავლდება.
ბრაზილიიდან დაბრუნებულმა აღარც კი ვიცოდი, ვინ
ვიყავი. მალე ოცდაათის ვხდებოდი. ამ ასაკში მამაჩემს შვილი
ჰყავდა, ზუსტად იცოდა, ვინ იყო და სად ცხოვრობდა.

323
დიდხანს ვიცხოვრე ჩემს ქვეყანას მოშორებულმა, თანაც მა-
შინ, როცა იქ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ზღაპრული,
წარმოუდგენელი ამბებით სავსე სამყაროში ვცხოვრობდი, სა-დაც
იტალიური სიახლეებიც კი ლეგენდასავით დაფერილი აღ-წევდა.
როცა მეორე ნახევარსფეროს ვემშვიდობებოდი, სანამ კიდევ
ერთხელ გადავუფრენდი ამაზონიის ტყეებს, ფორტალეზა-ში
თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ადგილობრივი გაზეთი გადავ-
შალე. პირველ გვერდზე ნაცნობი სახე შემეფეთა. "პილადეში"
მრავალი წლის მანძილზე ვხედავდი ამ ტიპს, თეთრ ღვინოს
წრუპავდა ხოლმე. სათაური იტყობინებოდა: "კაცი, რომელმაც
მოკლა მორო".
სახლში დაბრუნებულმა გავიგე, რომ მორო, რა თქმა უნდა, მას
არ მოუკლავს. ამ ტიპისთვის იარაღი რომ მიგეცა ხელში, შე-
სამოწმებლად, ისვრის თუ არაო, საფეთქელში დაიხლიდა ტყვი-ას.
უბრალოდ, იმ ბინაში ყოფილა, როცა პოლიცია შეჭრილა გა-
საჩხრეკად. საწოლის ქვეშ სამი პისტოლეტი და ორი შეკვრა ასა-
ფეთქებელი ნივთიერება უპოვიათ. საწოლზე კი ეს მჯდარა, აღ-
გზნებული და შეშინებული, ერთადერთი მოძრავი საგანი იმ ერ-
თოთახიან ბუნაგში, "სამოცდარვიანელებს" რომ დაექირავები-ნათ
ხორციელ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. რომ არა
"ინტი ილიმანის"78 პლაკატი კედელზე, ეს ოთახი ლაწირაკე-ბის
სათამაშო შტაბს უფრო ჰგავდა. ვის სახელზეც ქირა იყო გა-
ფორმებული, ის ტიპი რომელიღაც შეიარაღებულ დაჯგუფებას-
თან ყოფილა კავშირში, დანარჩენებს კი საერთოდ არაფერი

ჩილეს მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრებიც 1973 წლის სა-


ხელმწიფო გადარტიალების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცნენ და
მხოლოდ 1988-ში შეძლეს უკან დაბრუნება.

324
სცოდნიათ ამ ჯგუფის საქმიანობაზე. მოკლედ, ყველამ ციხეში
ამოყო თავი ერთი წლით.
იტალიის ბოლო წლების მოვლენებში გარკვევა მიჭირდა.
დიდი ცვლილებების პირას დავტოვე ქვეყანა, მაშინ ლამის დამ-
ნაშავედ ვგრძნობდი თავს: ანგარიშების გასწორების დრო დგე-
ბოდა, მე კი გავრბოდი. როცა წავედი, ადამიანის იდეოლოგიას
ჯერ კიდევ ვცნობდი მისი ხმის ტემბრით, ფრაზების წყობით,
კა-ნონიკური ციტატების მიხედვით. უკან დაბრუნებულს კი
აღარ მესმოდა, ვინ ვის მხარეს იყო. რევოლუციას აღარ
ახსენებდნენ, "წადილზე" ლაპარაკობდნენ, მემარცხენეები
ნიცშესა და სე-ლინს გაიძახოდნენ, მემარჯვენეთა ჟურნალები
კი "მესამე სამყა-როს რევოლუციას" ასხამდნენ ხოტბას.
"პილადეში" დავბრუნდი, მაგრამ თითქოს უცხო მიწაზე აღ-
მოვჩნდი. ბილიარდიც იდგა, მეტ-ნაკლებად მხატვრებიც იგივე
იყვნენ, მაგრამ ახალგაზრდული ფაუნა მთლიანად გამოცვლი-
ლიყო. ძველი კლიენტებიდან ზოგიერთს ტრანსცენდენტური
მე-დიტაციის სკოლები და მაკრობიოტიკური რესტორნები
გაეხსნა. ვიკითხე, ვინმეს "უმბანდას კარავიც" ხომ არ გაუხსნია
უკვე-- მეთქი. არაო, მითხრეს. როგორც ჩანს, დროს გავუსწარი,
ჩემი ცოდნა აქ ჯერ სიახლე იყო.
ისტორიული კლიენტების პატივსაცემად პილადეს ისევ ედგა
"ფლიპერის" ძველი მოდელი, ისეთი, როი ლიხტენშტაინის და-
ხატულს რომ ჰგავდა და ანტიკვარით მოვაჭრეები რომ დაეძებ-
დნენ. მის გვერდით ახალ აპარატებს ახალგაზრდები ესეოდნენ.
გაჩახჩახებულ ეკრანებზე ჯავშნოსანი შევარდნები დასრიალებ-
დნენ და კამიკაძეებს ერკინებოდნენ, ვეებერთელა გომბეშოები კი
რაღაცას ბუყბუყებდნენ იაპონურად. "პილადეში" ფოსფორის-
ფერი შუქი ჩახჩახებდა და დარწმუნებული ვარ, ვიდეოთამაშე-

325
ბის ეკრანებთან "წითელი ბრიგადების" შიკრიკებიც ხშირად ის-
ხდნენ, ახალგაზრდების რეკრუტირების მიზნით რომ ფუთფუ-
თებდნენ ხოლმე ასეთ ბარებში. ცხადია, "ფლიპერის" აპარატი
აღარავის აინტერესებდა: ქამარში გაჩრილი პისტოლეტით
"ფლიპერზე" ვერ ითამაშებ.
ამას მაშინ მივხვდი, როცა ბელბოს მზერას გავაყოლე თვა-
ლი, ლორენცა პელეგრინის რომ მიშტერებოდა. გუმანით მივ-
ხვდი იმას, რასაც ბელბო სრულიად ფხიზლად აცნობიერებდა
და რასაც შემდეგ "აბულაფიაში" გადავაწყდი. ფაილში ლორენცა
ნახსენები არაა, მაგრამ, ცხადია, რომ ის იგულისხმება: მხო-
ლოდ ის თამაშობდა ასე "ფლიპერს".
ფლიპერი.doc
"ფლიპერს" მხოლოდ ხელებით კი არა, ბოქვენითაც თამაშო-
ბენ. "ფლიპერში" მთავარი ის კი არაა, ბურთულა იქამდე შეაჩე-
რო, სანამ ნახვრეტში ჩავარდება, არც ის, მოედნის შუაგულს
დაუმიზნო ნახევარმცველის მონდომებით... მთავარია, ჰაერში
გააჩერო, განათებულ სამიზნეებთან, ერთიდან მეორეზე ახტუ-
ნაო, აცახცახებული და გონდაკარგული. თანაც, ამას თავად
ბურთულაზე დარტყმით კი არ ახერხებ, არამედ იმით, რომ
მთა-ვარ კოლოფს გადასცემ ვიბრაციას, ნელა, ნაზად, ისე, რომ
"ფლიპერი" ვერ მიხვდეს და აიჭრას, აირიოს. ამის გაკეთება
მხოლოდ ბოქვენით შეგიძლია, უფრო სწორად, თეძოების მოძ-
რაობით, ბოქვენი კი არ ურტყამს, არამედ მსუბუქად ეხება აპა-
რატს და საშუალებას არ გაძლევს, ორგაზმამდე მიხვიდე. თუ
თეძო ბუნების წესების თანახმად მოძრაობს, დუნდულებიდან
იწ-ყება ბიძგი, ნაზი, დახვეწილი და ტალღა ბოქვენამდე მიდის,
თუმცა უკვე შენელებული. ჰომეოპათიური ფხვნილის ეფექტს
ჰგავს ეს პროცესი: რაც უფრო მეტად ანჯღრევ ხსნარს და რაც

326
უფრო ბოლომდე იხსნება და ქრება წყალში ნივთიერება, მით
უფრო ძლიერია მისი სამკურნალო ეფექტი. და აი, ბოქვენიდან
უხილავი დენის ნაკადი აპარატის ყუთს გადაეცემა და "ფლიპე-
რიც" მშვიდად ემორჩილება ამ ძალას: ბურთულა ბუნების ძა-
ლის, ინერციის, მიზიდულობის კანონის, დინამიკის კანონების
საწინააღმდეგოდ ხტის, მისივე კონსტრუქტორის ნების საწინა-
აღმდეგოდ, რომელსაც სურდა, ის წამითაც არ გაჩერებულიყო,
გასხლტომოდა მოთამაშეს და ამ ძალით ამოძრავებული და
გაბ-რუებული, მუდმივად თამაშში დარჩენილიყო. ქალის
სწორი ბოქვენია საჭირო, რომ აპარატსა და ადამიანის სხეულს
შორის ზედმეტი ხორცი, ერეგირებადი მასალა არ აღმოჩნდეს.
მხო-ლოდ კანი, ნერვები, ძვლები, ჯინსის ქსოვილით
დაფარული: ამაღლებული furor eroticus, მაცდური და ჭკუიდან
შემშლელი ფრიგიდულობა, პარტნიორის ვნების უსურვილო,
ცივი მორჩი-ლება, სურვილი, ისე აღუძრას მას ვნება, რომ
თავად არაფერი იგრძნოს: ამაზონი ქალი აგიჟებს "ფლიპერს" და
წინასწარ ტკბე-ბა იმით, რომ მალე მიატოვებს.
მგონი, ბელბოს სწორედ იმ წამს შეუყვარდა ლორენცა პე-
ლეგრინი, როცა იგრძნო, რომ ქალი მიუღწეველ ბედნიერებას
ჰპირდებოდა. ვფიქრობ, მისი საშუალებით იგრძნო ბელბომ
პირველად ავტომატურ სამყაროთა ეროტიზმი, აღიქვა მანქანა,
როგორც კოსმოსური სხეულის მეტაფორა და მექანიკური თამა-
ში, როგორც თილისმა. ამ დროს ბელბო უკვე შეპყრობილი, და-
ბანგული იყო "აბულაფიათი" და პროექტი "ჰერმესიც", ალბათ,
უკვე მოფიქრებული ჰქონდა. ქანქარაც უეჭველად ნანახი ჰქონ-
და და ლორენცა პელეგრინი, არ ვიცი, რომელი მოკლე ჩარ-თვის
წყალობითა და მექანიზმით, სწორედ ქანქარას ჰპირდებდა მას.

327
პირველ ხანებში გამიჭირდა "პილადესთან" ხელახლა შე-გუება.
დროდადრო უცხო სახეების ტყეში ნაცნობებსაც ვხედავ-დი. ზოგი
სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა, ზოგი - საგადასა-ხადო
კონსულტანტი იყო და ზოგიც წიგნებს ყიდდა განვადებით.
მაგრამ ადრე თუ ჩე გევარას წიგნები იყიდებოდა, ახლა ხალხი
ჰომეოპათიას, ბუდიზმს, ასტროლოგიას ეძალებოდა. ვცდილობ-
დი, დაბინდული მეხსიერება დამეძაბა, ხელახლა ვიხსენებდი
ძველ ნაცნობებს, მოშვებულებს, თმაშევერცხლილებს, ვისკის
ჭიქით ხელში და მეჩვენებოდა, რომ მთელი ეს წლები ერთი ჭიქა
ეჭირათ, ნელ-ნელა, ექვს თვეში თითო წვეთს წრუპავდნენ და
აქამდე მოჰყოლოდათ სასმელი.
რას შვრები? აღარ ჩანხარ ჩვენთან... - მითხრა ერთმა.
"თქვენ" ვინ ხართ ახლა?
ისე შემხედა, თითქოს ასი წლის წასული ვყოფილიყავი:
როგორ თუ ვინ, მერიის კულტურის განყოფილება...
როგორც ვატყობ, ბევრი სახალისო რამ გამომრჩა.
გადავწყვიტე, რამე საქმე გამომეგონებინა. მივხვდი, რომ
უამრავი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი რამ ვიცოდი და შე-
მეძლო, როგორმე მომეწესრიგებინა საკუთარი ცოდნა, ერთმა-
ნეთთან დამეკავშირებინა ფაქტები და მოვლენები. ბიბლიოთეკა
თუ მიშველიდა. მესმოდა, რომ თეორიული ცოდნის გარეშე არა-
ფერი გამოვიდოდა, მე კი ეს მაკლდა. გარშემო ყველა ცნებებით
კმაყოფილდებოდა, გიჟდებოდნენ ცნებებზე, თან, რაც უფრო
არააქტუალური იყო ცნება, მით უფრო მოდური გახლდათ. უნი-
ვერსიტეტშიც კი სიმშვიდე დამხვდა. აუდიტორიებში სიჩუმე იდ-
გა, სტუდენტები მოჩვენებებივით დასრიალებდნენ დერეფნებში
და უხეიროდ შედგენილ ბიბლიოგრაფიებს უცვლიდნენ ერთმა-
ნეთს. მეხერხებოდა ბიბლიოგრაფიების შედგენა.

328
ერთ დღეს სტუდენტს, რომელიც დიპლომს იცავდა, პროფე-
სორი ვეგონე (პროფესორები უკვე სტუდენტების ასაკის იყვნენ
და პირიქით). მკითხა, რა დაწერა ლორდ ჩანდოსმა, "ეკონომი-კის
ციკლური კრიზისების" სპეცკურსზე რომ ახსენესო? ვუთხა-რი, ეგ
ეკონომისტი კი არა, ჰოფმანსტალის პერსონაჟია-მეთქი.
იმავე საღამოს ძველ მეგობრებთან ვახშამზე ერთი ტიპი გა-
ვიცანი, რომელიც გამომცემლობაში მუშაობდა. მას შემდეგ და-
ეწყო იქ მუშაობა, რაც გამომცემლობას ფრანგი კოლაბორა-
ციონისტების რომანების გამოქვეყნება შეეწყვიტა და ალბანე-
ლი ავტორების პოლიტიკურ ტექსტებზე გადასულიყო. აღმოვა-
ჩინე, რომ თურმე კიდევ არსებობდა პოლიტიზებული
გამომცემ-ლობები, ოღონდ ახლა სამთავრობო წრეებთან
თანამშრომ-ლობდნენ. თუმცა კარგ ფილოსოფიურ წიგნებსაც
არ ვივიწყებ-თო, მითხრა. დააზუსტა: კლასიკასო.
მართლა... შენ ხომ ფილოსოფოსი ხარ...
გმადლობ, მაგრამ, სამწუხაროდ, არა.
კარგი რა, მახსოვს, ყველაფერი იცოდი. დღეს ერთ ტექსტს
ვკითხულობდი, მარქსიზმის კრიზისზე, იქ ვნახე ვინმე ანსელმ
კენტერბერიელის ტექსტიდან ამონარიდი. ვინაა? ავტორთა
ლექსიკონშიც კი ვერ ვიპოვე. - ვუთხარი, ანსელმო აოსტელი იყო,
მაგრამ ინგლისელები ასე ეძახიან, რადგან უყვართ, როცა
სხვებისგან განსხვავებულად იქცევიან-მეთქი. და უცებ გონება
გამინათდა: პროფესია აღმოვაჩინე. გადავწყვიტე, კულტურული
ინფორმაციის სააგენტო გამეხსნა. ცოდნის კერძო დეტექტივი.
იმის მაგივრად, რომ ღამის ბარებში და ბორდელებში მეძრო-
მიალა, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკებისა და საუნივერსიტე-
ტო კვლევითი ინსტიტუტების დერეფნების ტკეპნა მომიწევდა.
დანარჩენ დროს კი დავჯდებოდი ჩემს ოფისში, საწერ მაგიდაზე

329
ქაღალდის ჭიქით ვისკის დავიდგამდი და ზარებს
ვუპასუხებდი: "იცით, ერთ წიგნს ვთარგმნი და მოტოკალემინს
თუ მოტაკალე-მინებს, გადავაწყდი... ვერ გავიგე, ვინაა".
მერე რა, რომ წარმოდგენა არ გაქვს. ორ დღეს მოითხოვ,
წახვალ ბიბლიოთეკაში, მოქექავ კატალოგებს, სამკითხველოს
ზედამხედველს სიგარეტს მოაწევინებ, გამოკითხავ, გამოიძი-
ებ... საღამოს ყავაზე დაპატიჟებ ისლამისტიკის განყოფილების
ასისტენტს, ერთ კათხა ლუდს აუღებ, თუ საჭირო გახდა,
ორსაც, ისიც დუნდება, სასურველ ინფორმაციას გაძლევს, თან
სრული-ად უფასოდ. შემდეგ კლიენტს ურეკავ: "მაშასადამე:
მოტოკალე-მინები ავიცენას დროინდელი რადიკალი მუსლიმი
თეოლოგები იყვნენ, ამტკიცებდნენ, რომ სამყარო, ასე ვთქვათ,
ნაწილაკების უწესრიგო მტვერი იყო, ღრუბელი და მასში
მხოლოდ ღვთის მყისიერი და ერთჯერადი ნების შედეგად
ყალიბდებოდა ფორმე-ბი. საკმარისი იყო, ღმერთს წამით
გაფანტვოდა ყურადღება, რომ სამყარო ხუხულასავით
ჩამოშლილიყო. ატომების სრული, უაზრო ანარქია. საკმარისია?
თავად გამოთვალეთ, ორი დღე ვი-მუშავე..."
გამიმართლა და გარეუბანში პატარა ოფისიც ვიპოვე: ორი
ოთახი სამზარეულოთი. ყოფილი ქარხნის ადმინისტრაციის შე-
ნობა იყო, რომელიც ბინებად დაეყოთ. ყველა კარი ერთ გრძელ
დერეფანში გადიოდა. უძრავი ქონების სააგენტოსა და ცხოვე-
ლების ფიტულების დამამზადებელს (აბრა იუწყებოდა: ა.
სალო-ნი - ტაქსიდერმისტი) შორის აღმოვჩნდი. ოცდაათიანი
წლების ამერიკულ ცათამბჯენში მეგონა თავი, შუშიანი კარი
მაკლდა და ზედგამოჭრილი მარლოუ ვიქნებოდი.
უკანა ოთახში გასაშლელი ტახტი დავდგი, წინაში კი სამუშაო
ოთახი მოვიწყვე. თაროებზე ატლასები, ენციკლოპედიები, კატა-

330
ლოგები შემოვაწყვე, რომლებსაც ნელ-ნელა ვყიდულობდი. თა-
ვიდან საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლაც მიწევდა,
დროდადრო სასოწარკვეთილი სტუდენტების სადიპლომო ნაშ-
რომებსაც ვწერდი. ამაზე ადვილი არაფერი იყო: ათი წლის წი-
ნანდელ სადიპლომო ნაშრომებს გადაშლიდი და პირწმინდად
გადმოიწერდი. მერე გამომცემელმა მეგობრებმა ხელნაწერები-
სა და უცხოური წიგნების გამოგზავნაც დამიწყეს. ცხადია, ყვე-
ლაზე უარეს ნაწერებს მიგზავნიდნენ გასასწორებლად და
ცოტას მიხდიდნენ.
ასე ვაგროვებდი გამოცდილებას, ცნებებს, ფაქტებს, არა-ფერს
ვაგდებდი, ყველაფერს ვახარისხებდი, ვინიშნავდი, ვინა-ხავდი.
არც მიფიქრია, ეს ინფორმაცია კომპიუტერში შემენახა (სწორედ
მაშინ გამოჩნდა პირველი კომპიუტერები, ბელბო ამ საქმის
ნამდვილი პიონერი იყო), ძველებური მეთოდებით ვმუ-შაობდი,
უზარმაზარი მეხსიერება შევქმენი მუყაოს ბარათებზე. თითოეულ
ინფორმაციას რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ვინახავდი,
რომ სხვადასხვა თემაზე ძიებისთვის ყოფილიყო გა-მოსადეგი.
კანტი... ნისლეული... ლაპლასი, კანტი... კენიგსბერ-გი...
კენიგსბერგის შვიდი ხიდი... ტოპოლოგიის თეორემები... იმ
თამაშს ჰგავდა, იდეების ასოციაციით ხუთი ნაბიჯით ძეხვიდან
პლატონამდე რომ უნდა მიხვიდე. აბა ვნახოთ: ძეხვი-ღორი-
ჯაგარი-ფუნჯი-მანერიზმი-იდეა-პლატონი. ყველაზე უთავბოლო
ხელნაწერიც კი ათამდე საინფორმაციო ბარათს მაკეთებინებ-და,
რომლებიც რგოლებად ემატებოდა ამ ჩემი ინფორმაციის ჯაჭვს.
მკაცრი კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდი, საიდუმ-ლო
სამსახურების სპეციფიკით: არ არსებობს უკეთესი ან უარე-სი
ინფორმაცია, შენი ძალა იმაშია, რომ ინფორმაცია დაახარის-

331
ხო და ცალკეული ცნობები ერთმანეთს დაუკავშირო.
კავშირები ყოველთვის არსებობს, მთავრია, მიაგნო მათ.
დაახლოებით ორწლიანი მუშაობის შემდეგ ფრიად კმაყოფი-
ლი ვიყავი საკუთარი თავით. მეხალისებოდა ეს საქმე. თან ამა-
სობაში ლია გავიცანი.

332
35

"იცოდეს ყველამ, ვისაც სურდეს სახელი ჩემი,


მე მქვია ლია, გამიწვდია ნატიფნი ხელნი,
რათა ამ ველის ყვავილთაგან დავწნა გვირგვინი".79
ლია. ახლა, სასოწარკვეთილს, საშინლად მინდა მისი ნახვა,
მაგრამ შეიძლებოდა, საერთოდ არ შევხვედროდი. ეს კი ბევრად
უარესი იქნებოდა. მინდა, აქ იყოს, ხელი ჩამკიდოს, სანამ
ნაბიჯ-ნაბიჯ ვიგონებ საკუთარი დაღუპის ამბავს. მან
გამაფრთხილა. მაგრამ მისი ამ ამბავში გარევა არ შეიძლება. არც
მისი და არც ბავშვის. იმედია, ჯერ არ დაბრუნდებიან და როცა
ჩამოვლენ, ყველაფერი დამთავრებული იქნება. იმედია,
ოდესმე დამთავ-რდება ეს ყველაფერი.
ათას ცხრაას ოთხმოცდაერთის 16 ივლისი. მილანი დაცა-
რიელებულიყო. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში კაციშ-
ვილი არ ჭაჭანებდა.
109-ე ტომის აღებას მე ვაპირებდი...
მაშინ აქ რატომ დატოვე?
მაგიდასთან მივბრუნდი, რაღაც ჩანაწერის შესამოწმებ-
ლად.
ეგ მიზეზი არაა.
თავხედურად მიაშურა მაგიდას, წიგნით ხელში. წინ
დავუჯე-ქი. ვცდილობდი, მისი სახე დამენახა.

"განსაწმენდელი", ქება XXVII, 100-102


(კ. გამსახურდიას თარგმანი.)
333
რას ხედავ მაგ თმაში? ბრაილით დაბეჭდილს არ ჰგავს ეგ
წიგნი...
თავი ასწია. ვერ მიხვდებოდი, სახე იყო თუ კეფა.
ბატონო? - მერე მიხვდა: - აჰ, არა, თმა არ მიშლის, - და კუ-
ლულები გადაიწია შუბლიდან. მწვანე თვალები ჰქონდა.
მწვანე თვალები გქონია.
ჰო, მგონი. ცუდია?
რას ამბობ... ნეტა ბევრს ჰქონდეს ეგეთი.
ასე დაიწყო.
ჭამე... საშინლად გამხდარი ხარ, - მითხრა ვახშამზე. ღამის
თორმეტ საათამდე შევრჩით ბერძნულ რესტორანში,
"პილადეს" ახლოს. ბოთლის ყელზე დამაგრებული სანთელი
ბოლომდე ჩა-მოღვენთილიყო. ათას რამეს ვუყვებოდით
ერთმანეთს. ყველა-ფერს. თითქმის ერთი პროფესია გვქონდა:
ენციკლოპედიის ტექსტებს ასწორებდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უნდა მეთქვა
მისთვის. პირველის ნახევარზე თმა შუბლიდან გადაიწია და
ყურადღებით შემომხედა. პისტოლეტივით მივაშვირე
საჩვენებელი თითით და ვითომ ვესროლე:
ბახ.
რა უცნაურია, - მითხრა. - მგონი, მომარტყი.
იმ საღამოს შემდეგ ერთ სხეულად ვიქეცით.
ახალი ბინის საქირავებლად ფული არ გვქონდა. ღამით მას-
თან ვრჩებოდი, ის კი დღისით მოდიოდა ჩემთან, ოფისში ან ინ-
ფორმაციის მოსაპოვებლად დადიოდა. ჩემზე უკეთ
გამოსდიოდა კვალის აღება, მიყოლა, ჩაძიება... მნიშვნელოვან
კავშირებს მკარნახობდა ხოლმე.
როზენკროიცერების ბარათი თითქმის ცარიელი გაქვს...
334
ჰო, შესავსებია... ეგ ბრაზილიის ჩანაწერებია...
იეიტსი, შეგიძლია, ჩაამატო.
იეიტსი რა შუაშია?
შუაშია, შუაში. სადღაც წავიკითხე, რომ როზენკროიცერთა
საზოგადოების წევრი ყოფილა, რომელსაც "ცისკრის ვარ-
სკვლავი" რქმევია.
რა მეშველებოდა უშენოდ?
ისევ დავიწყე "პილადეში" სიარული: საქმიანი წრე იყო ჩემ-
თვის, კლიენტებს ვშოულობდი იქ.
ერთ საღამოს ბელბო შემხვდა (როგორც მივხვდი, წინა
წლებში ხშირად არ მოდიოდა აქ, მხოლოდ ლორენცა პელეგრი-
ნის გაცნობის შემდეგ დაბრუნებოდა "პილადეს"). დიდად არ
შეცვლილიყო, ოდნავ თმა შევერცხლოდა და გამხდარიყო, ბევ-
რი არაფერი.
გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა (რამდენადაც შეეძლო სიხა-
რულის გამოხატვა ბელბოს). ძველი დრო გავიხსენეთ. ამბავი,
რომელმაც ერთმანეთს დაგვაკავშირა, გაკვრით ახსენა. კომისა-
რი დე ანჯელისი იმის შემდეგ აღარ გამოჩენილა, ალბათ, არ-
ქივს გადაეცა ის შემთხვევაო.
ჩემს საქმიანობაზე მოვუყევი. დაინტერესდა:
კაცმა რომ თქვას, მეც ზუსტად მაგაზე ვოცნებობ:
კულტურის სემ სპეიდი მინდა ვიყო. დღეში ოცი დოლარი
ჰონორარი და ხარჯების ანაზღაურება.
ჰო, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მე მომხიბლავი და იდუ-
მალებით მოსილი კლიენტები არ მყავს. არც მალტის შევარდენ-
ზე მოუმართავს ჯერ ვინმეს, - შევჩივლე.
ყველაფერი წინ გაქვთ. ხომ მოგწონთ?

335
მომწონს? - და მისივე სიტყვებით ვუპასუხე: - ერთადერთი
რამაა, რაც კარგად გამომდის.
Good for you, - ჩაილაპარაკა.
ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით. ჩემი ბრაზი-
ლიური ამბები მოვუყევი, მაგრამ მომეჩვენა, რომ უწინდელზე
უფრო დაბნეული, ყურადღებაგაფანტული მისმენდა. თუ ლო-
რენცა პელეგრინი ბარში არ იყო, ბელბო კარს თვალს არ აშო-
რებდა, ხოლო როცა ქალი იქ იყო, ნერვიულად დაატარებდა
მზერას აქეთ-იქით, მის მოძრაობას ადევნებდა თვალყურს. ერთ
საღამოს, ბარი უკვე იკეტებოდა, რომ მითხრა:
იცით, შეიძლება, დაგვჭირდეთ. ერთჯერად კონსულტაციას
არ ვგულისხმობ. შეძლებთ, კვირაში რამდენიმე საღამო დაგ-
ვითმოთ?
შეიძლება. რა საქმეა?
ერთმა მეტალურგიულმა საწარმომ წიგნი შეგვიკვეთა ლი-
თონებზე. თხრობითი ნაწილი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ნახა-
ტები და ფოტოები. პოპულარული, მაგრამ სერიოზული საკითხა-
ვი უნდათ. ჟანრი წარმოგიდგენიათ, ალბათ: ლითონები კაცობ-
რიობის ისტორიაში: რკინის ხანიდან კოსმოსური ხომალდების
წარმოებამდე. ადამიანი გვჭირდება, ვინც ბიბლიოთეკებს, არქი-
ვებს მოივლის, კარგ ფოტოებსა და სურათებს მოძებნის, ძველ
მინიატურებს, მეცხრამეტე საუკუნის ლითოგრაფიებს, რა ვიცი
აბა, ლითონების ჩამოსხმაზე, მეხამრიდებზე...
კარგი, ხვალ შემოგივლით.
ლორენცა პელეგრინი მოგვიახლოვდა.
სახლში წამიყვან?
რით დავიმსახურე ეს პატივი? - ჰკითხა ბელბომ.
ჩემი ცხოვრების მამაკაცი შენ ხარ.
336
ბელბო გაწითლდა. ასე გაწითლება მხოლოდ მას შეეძლო.
ისევ სადღაც იყურებოდა.
იცოდე, მოწმე გვყავს, - უთხრა ლორენცას და მომიბრუნდა:
მისი ცხოვრების მამაკაცი ვარ. ეს ლორენცაა.
ჩაო.
ჩაო.
ბელბო წამოდგა და რაღაც ჩასჩურჩულა ქალს.
- ეგ რა შუაშია? - გაიკვირვა ლორენცამ. - გკითხე, სახლში წა-
მიყვან თუ არა-მეთქი მანქანით.
- აჰ... - მომიბრუნდა ბელბო. - მაპატიეთ, კაზობონ, ამ საღა-
მოს ტაქსის მძღოლობა მევალება ვიღაცის ცხოვრების ქალის-
თვის.
სულელო, - ნაზად უთხრა ქალმა და ლოყაზე აკოცა.

337
36

"უფლება მომეცით, რჩევა მივცე ჩემს მომავალ ან ამჟამინ-დელ


მკითხველს, რომელიც ბუნებით სევდიანია: ამ გვერდებში
სიმპტომებსა და პროგნოზებს ნუ ამოიკითხავთ, თორემ შეიძლე-
ბა, აფორიაქდეთ და ამ წიგნის კითხვამ უფრო გავნოთ, ვიდრე
გარგოთ, რადგან ვაითუ წაკითხული საკუთარ თავზე მიიღოთ...
ასე მოსდის მელანქოლიური ადამიანების უმრავლესობას".80
ბელბო აშკარად დაკავშირებული იყო ლორენცა პელეგრი-
ნისთან, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როდიდან და რამდენად სე-
რიოზულად. "აბულაფიას" ტექსტებიც კი ვერ დამეხმარა ამის
გარკვევაში.
მაგალითად, დათარიღებული არაა ფაილი დოქტორ ვაგნერ-
თან ვახშმის შესახებ. დოქტორი ვაგნერი ბელბომ გამაცნო. ძვე-
ლი ნაცნობები იყვნენ და მას მერეც ჰქონდათ ურთიერთობა,
რაც მე "გარამონში" დავიწყე მუშაობა. ანუ ის ვახშამი იმ საღა-
მომდეც შეიძლებოდა ყოფილიყო და მერეც. თუ იქამდე იყო,
მესმის ბელბოს უხერხულობა, მისი თავშეკავებული სასოწარ-
კვეთა.
დოქტორი ვაგნერი ავსტრიელი იყო, მაგრამ მრავალი წელი
მუშაობდა პარიზში, ამიტომაც გამოთქვამდნენ მის გვარს ფრან-
გულ ყაიდაზე ისინი, ვინც მასთან მეგობრობას იკვეხნიდა. ბო-ლო
ათი წლის მანძილზე რეგულარულად ჩამოდიოდა მილანში 1968
წლის შემდეგ ჩამოყალიბებული ორი რევოლუციური დაჯ-
გუფების მოწვევით. მის ნაშრომებს განიხილავდნენ და თი-

R. Burton, Anatomy of Melancholy, Oxford, 1621, შესავალი.


338
თოეული ჯგუფი ვაგნერის ნააზრევის რადიკალურად განსხვავე-
ბულ ვერსიას იცავდა. რატომ და რისთვის სჭირდებოდა ამ ცნო-
ბილ კაცს ორი პატარა არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
მხარდაჭერა, ვერაფრით ვერ გამეგო. ვაგნერის თეორია პოლი-
ტიზებული არ იყო, ამიტომ მისი მოწვევა თავისუფლად შეეძ-
ლოთ უნივერსიტეტებს, კლინიკებს, აკადემიებს, მაგრამ, ჩემი
აზრით, იმიტომ თანხმდებოდა ამ ჯგუფების მოწვევას, რომ, არ-
სებითად, ეპიკურეს მიმდევარი იყო და ფუფუნება უყვარდა.
კერძო პირებს ბევრად მეტი ფულის გადახდა შეეძლოთ,
ვიდ-რე სახელმწიფო ორგანიზაციებს, ეს კი დოქტორ
ვაგნერისთვის პირველი კლასით მგზავრობას, მდიდრულ
სასტუმროს და მსუყე ჰონორარებს ნიშნავდა.
კონფერენციებისა და სემინარების ანაზღაურებას თერაპევტის
ტარიფების მიხედვით განსაზღვრავ-და.
რატომ იყო ვაგნერის თეორიები იმ ორი ჯგუფის იდეოლო-
გიური შთაგონების წყარო, ეს სხვა ამბავია. მაგრამ იმ წლებში
ვაგნერის ფსიქოანალიზი საკმაოდ დეკონსტრუქციულად,
დიაგონალურად და არადეკარტისეულად გამოიყურებოდა, ასე
რომ რევოლუციურ საქმიანობას ერთგვარ თეორიულ საფუძ-
ველს სთავაზობდა.
საკმაოდ რთული იქნებოდა მუშებისთვის მისი აზრების
შესა-ღება, ალბათ, ამიტომაც მოუწია იმ ორ ჯგუფს ვაგნერსა და
მუშა-თა კლასს შორის არჩევანის გაკეთება. ვაგნერი არჩიეს.
განავი-თარეს მოსაზრება, რომ ახალი რევოლუციური სუბიექტი
პრო-ლეტარი კი არა, დევიანტი იყო.
პროლეტარების დევიაციას დევიანტების პროლეტარიზაცია
ჯობია. უფრო ადვილიცაა, თუ დოქტორ ვაგნერის ფასებს გავით-

339
ვალისწინებთ, - მითხრა ერთხელ ბელბომ. ვაგნერის მიმდევარ-
თა რევოლუცია ყველაზე ძვირი აღმოჩნდა ისტორიაში.
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაფინანსებით "გარამონს" ვაგ-
ნერის მცირე ესეების თარგმანების კრებული ჰქონდა
გამოცემუ-ლი. ძალიან ტექნიკური, ნაკლებად ცნობილი
ნაწერები იყო, მაგრამ ძნელად საშოვნელი. ამიტომ ვაგნერის
მიმდევრები ნა-დირობდნენ ამ წიგნზე. ვაგნერი მილანში
ჩამოსულიყო წიგნის პრეზენტაციაზე და ბელბოც მაშინ გაეცნო.
დოქტორი ვაგნერი.doc
ეშმაკეული დოქტორი ვაგნერი
ოცდამეექვსე სერია
ვინც იმ მოქუფრულ დილით
შეხვედრაზე შევეკამათე. ეშმაკი მოხუცი გაღიზიანდა,
მაგრამ არ შეიმჩნია. პირიქით, ისე მიპასუხა, თითქოს ჩემი
ცდუნება სურდა.
როგორც შარლიუსი ჟიუპიენს, როგორც ფუტკარი ყვავილს,
ისე მექცეოდა. გენიოსი ვერ იტანს, რომ არ ეთაყვანონ, სასწრა-
ფოდ უნდა აცდუნოს ის, ვინც არ ეთანხმება, აიძულოს, რომ შე-
იყვარონ. მოახერხა კიდეც, შემიყვარდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, არ მაპატია: იმ საღამოს, განშორები-
სას, სასიკვდილო დარტყმა მომაყენა, თავისდა უნებურად, ინ-
სტინქტურად: უნებლიეთ მაცდუნა და უნებლიეთვე დამსაჯა.
დე-ონტოლოგიის სანაცვლოდ უფასოდ ჩამიტარა
ფსიქოანალიზი. ქვეცნობიერი თავის მცველებსაც კბენს.
მარკიზ დე ლანტენაკის ამბავს ჰგავდა, "ოთხმოცდაცამეტ
წელში" რომაა აღწერილი: ვანდეელთა გემი ქარიშხალს ებ-
რძვის ბრეტონის ნაპირთან. მოულოდნელად გემბანზე დაბმუ-
ლი ქვემეხი აეშვება. გემი ვეებერთელა ტალღებზე თამაშობს და

340
გაგიჟებული ქვემეხი გემბანზე დაქრის, ისეთი ძალით ეხეთქება
აქეთ-იქით, რომ ლამისაა, ნამსხვრევებად აქციოს ყველაფერი.
მეზარბაზნე (ვაი, რომ სწორედ მისი დაუდევრობით მოხდა ეს ამ-
ბავი) წარმოუდგენელ გაბედულებას გამოიჩენს, ხელში ჯაჭვით
ლამის ქვეშ უვარდება აწყვეტილ ქვემეხს, რომელსაც შეუძლია,
ბუზივით გასრისოს, და შეაჩერებს მხეცს: შეიპყრობს, ადგილზე
დააბრუნებს ქვემეხს და ასე გადაარჩენს გემსა და ეკიპაჟს.
მრისხანე ლანტენაკი საზეიმოდ ბრძანებს, ეკიპაჟის ყველა წევ-რი
გემბანზე გამოვიდეს, ხოტბას შეასხამს გაბედულ მეზღვაურს,
საპატიო მედალს მოიხსნის და მკერდზე დააბნევს, გადაეხვევა.
მეზღვაურები აღტაცებულ ყიჟინას დასცემენ.
შემდეგ კი ლანტენაკი მრისხანე სახით შეახსენებს დაჯილ-
დოებულს, რომ ისაა დამნაშავე მომხდარში და მის დახვრეტას
ბრძანებს.
ბრწყინვალე, სამართლიანი, შეუმცდარი, კამკამა სინდისის
პატრონი ლანტენაკი! ასე მომექცა დოქტორი ვაგნერიც, ჯერ თა-
ვისი მეგობრობის პატივი მარგუნა, შემდეგ კი მომკლა სიმარ-
თლის ჩუქებით, მომკლა იმით, რომ გამიმხილა, რა მსურდა სი-
ნამდვილეში და მიმახვედრა, ამ სურვილით რასაც ვუფრთხოდი.
ამბავი, რომელიც ბარებით დაიწყო. შეყვარების მოთხოვნი-
ლებით.
არსებობს რაღაცეები, რის მოახლოებასაც წინასწარ გრძნობ.
შემთხვევით კი არ გიყვარდება ადამიანს, იმიტომ გიყ-ვარდება,
რომ იმ მომენტში სასოწარკვეთილი მოთხოვნილება გაქვს,
შეგიყვარდეს. და როცა ეს მოთხოვნილება შემოგიტევს, უნდა
გაფრთხილდე, დააკვირდე, სად ადგამ ფეხს, თორემ შეიძ-
ლება, პირველივე ცოცხალი არსება შეგიყვარდეს, რომელსაც

341
გადაეყრები და გამორიცხული არაა, მაგალითად, იხვნისკარტა
შეგრჩეს ხელში.
სწორედ მაშინ ვგრძნობდი ამ მოთხოვნილებას. ცოტა ხნის
შეწყვეტილი მქონდა სმა. ღვიძლისა და გულის ამბებია. ახალი
სიყვარული მშვენიერი მიზეზია სმის ხელახლა დასაწყებად;
ადა-მიანი გყავს, ვისთან ერთადაც ივლი ბარებში. კარგად
იგრძნობ თავს.
ბარში არავინ გიყურებს. მთელი დღის ლოდინის შემდეგ
ტყა-ვის სავარძელში ჩაეფლობი. ექვს საათზე აქ არავინაა,
მუდმივი კლიენტებისთვის ჯერ ძალიან ადრეა, პიანისტის
მოსვლის შემ-დეგ იკრიბებიან. წარმოიდგინეთ ნებისმიერი
ამერიკული ბარი გვიან ნაშუადღევს: მიმტანი მესამე
დაძახებაზე გამოგხედავს და უკითხავად მოაქვს მარტინი.
მარტინი არსებითია. არა ვისკი, არამედ მარტინი. ჭიქას ას-წევ
და თეთრ სითხეში ზეთისხილს ხედავ, ზეთისხილის იქით კი -
მას. დიდი განსხვავებაა, პატარა, კონუსურ, ფეხიან ჭიქაში ჩა-
მოსხმულ მარტინიში ხედავ საყვარელ ქალს თუ განიერი ჭიქით
მოტანილ ყინულიან ჯინ-მარტინიში. მისი სახე ყინულის გამ-
ჭვირვალე კუბიკებში უამრავ ნაწილად იშლება. ეფექტი ორმა-გია,
თუ ჭიქებს ერთმანეთს მიადგამთ და მერე იმ ჭიქებს შუბლს
მიაბჯენთ. ღვინის ფეხიანი ჭიქით ამას ვერ გააკეთებ.
ბარში დიდხანს ვერ დაჯდები. კანკალით ელი მეორე დღეს.
წინასწარ ვერაფერში იქნები დარწმუნებული.
ვისაც ბარებში უყვარდება, მას მაინცდამაინც თავისი ქალი
არ სჭირდება. ვინმესას ითხოვს დროდადრო.
ის კაცი. სრულ თავისუფლებას აძლევდა. სულ მოგზაურობ-
და. მისი საეჭვო ლიბერალურობა: შუაღამისასაც რომ დამერე-
კა, ის სახლში იყო, შენ - არა. მპასუხობდა, სახლში არააო, მერე

342
დაამატებდა, მართლა, შემთხვევით შენ ხომ არ იცი, სადააო?
ეჭ-ვიანობად ამას თუ ჩაუთვლიდი. მაგრამ ასე ვართმევდი
სესილი-ას საქსოფონისტს. გიყვარს თუ გგონია, რომ გიყვარს?..
რო-გორც იმ უძველესი შურისძიების აღმასრულებელს.
სანდრასთან საქმე გართულდა. მიხვდა, რომ ეს ამბავი სე-
რიოზული იყო ჩემთვის. ურთიერთობა დაგვეძაბა. უნდა დავ-
შორდეთ? კარგი, დავშორდეთ. არა, მოიცა, დავილაპარაკოთ.
ასე გაგრძელება შეუძლებელია. მოკლედ, პრობლემა სანდრა
იყო.
როცა ბარებში დადიხარ, ვნებიანი დრამები იმასთან კი არ
გელის, ვისაც ხვდები, არამედ იმასთან, ვისაც ტოვებ.
მაშინ იყო ის ვახშამი დოქტორ ვაგნერთან. ლექციაზე ვიღაც
პროვოკატორს ფსიქოანალიზი ასე განუმარტა:
La psychanalyse? C'est qu'entre l'homme et la femme...
chers amis... ç a ne colle pas.81
წყვილზე ლაპარაკობდა, განქორწინებაზე, როგორც კანონის
ილუზიაზე. ჩემი პრობლემების გამო გულმხურვალედ ჩავერთე
საუბარში. დიალექტიკურ თამაშს ავყევით, ჩვენ ვლაპარაკობ-
დით, ვაგნერი კი უხმოდ გვისმენდა, აღარც გვახსოვდა, რომ
ორაკული გვეჯდა ოთახში. და მაშინ მედიდურად, ერთგვარი მე-
ლანქოლიური, ინდიფერენტული დიდებულებით, ისე, თითქოს
საუბარში იმიტომ ერთვებოდა, რომ თემიდან გადაეხვია, ვაგ-
ნერმა განაცხადა (ვცდილობ, ზუსტად გავიხსენო მისი სიტყვები,
თუმცა ისე ჩამებეჭდა გონებაში, შეუძლებელია, ვცდებოდე):

"ფსიქოანალიზი? ეს ის გახლავთ, ჩემო ძვირფასო მეგობრე-ბო,


რომ ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა არ გამოდის … " (ფრ.)

343
მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე არასოდეს შემხვედრია
საკუთარი განქორწინებით დანევროზებული პაციენტი. ცუდად
ყოფნის მიზეზი ყოველთვის სხვისი განქორწინებაა.
დოქტორი ვაგნერი გამოკვეთილად გამოთქვამდა სიტყვა
სხვას. გველნაკბენივით შევხტი.
ვისკონტი შეხტა, გველნაკბენივით. გაყინულ ოფლს
დაენამა შუბლი. ბარონი აკვირდებოდა წვრილი რუსული
სიგარეტის კვამლის ზარმაცი ქულების მიღმა.
იმის თქმა გინდათ, რომ ადამიანი საკუთარ პარტნიორთან
განქორწინების გამო კი არ იტანჯება, არამედ მესამე ადამიანის
შესაძლო თუ შეუძლებელი განქორწინების გამო? იმ ადამიანი-
სა, რომლის გამოც წყვილი კრიზისს განიცდის?
ვაგნერმა ეჭვით შემხედა. ადამიანივით, რომელმაც პირვე-
ლად ნახა შეშლილი. რას გულისხმობთო, მკითხა.
რის თქმაც არ უნდა მდომებოდა, აშკარად ცუდად გამოვხატე
სათქმელი. ვცადე, დამეკონკრეტებინა საკუთარი მოსაზრება.
მაგიდიდან კოვზი ავიღე და ჩანგალს მივუდე გვერდით.
აი, მე ეს ვარ, კოვზი, მასთან, ჩანგალთან, დაქორწინებული. აქ
არის მეორე დაქორწინებული წყვილი, დიდი დანა და პატარა
დანა. მე, კოვზი, ვიტანჯები, რადგან ჩემი ჩანგალი უნდა მივატო-
ვო. არ მინდა ამის გაკეთება, პატარა დანა მიყვარს, მაგრამ თა-
ნახმა ვარ, დარჩეს თავის დიდ დანასთან. თქვენი თქმით, დოქ-
ტორო ვაგნერ, სინამდვილეში იმიტომ ვარ ცუდად, რომ პატარა
დანა დიდ დანას არ ეყრება? ასეა?
ვაგნერმა ერთ-ერთ სტუმარს შეხედა და უთხრა, მსგავსი
არა-ფერი მითქვამსო.

344
- როგორ თუ არ გითქვამთ. წეღან თქვით, არავინ შემხვედ-
რია საკუთარი განქორწინებით დანევროზებული, ყველას სხვი-
სი განქორწინების გამო სჭირს ნევროზიო.
ჰო, შეიძლება, არ მახსოვს, - გაღიზიანდა ვაგნერი.
და თუ თქვით, იმას გულისხმობდით, რაც მე
გავიგე? ვაგნერი რამდენიმე წუთით დადუმდა.
სტუმრები გასუსულები მისჩერებოდნენ, ნერწყვიც ვერ გადა-
ეყლაპათ. ვაგნერმა ანიშნა, ღვინო დამისხითო, ყურადღებით
გახედა სინათლეზე ჭიქაში ჩამოსხმულ ღვინოს და, როგორც იქ-
ნა, ხმა ამოიღო:
თუ თქვენ ასე გაიგეთ, ესე იგი, ასე გინდოდათ, გაგეგოთ.
მერე მიტრიალდა, ცხელაო, თქვა, დირიჟორის ჯოხივით მო-
იქნია ორცხობილას ჩხირი, დაამთქნარა და მთელი ყურადღება
კრემიანი ტორტის ნაჭრისკენ მიმართა. ბოლოს კი, სიმუნჯის
კი-დევ ერთი ხანგრძლივი შემოტევის შემდეგ, ითხოვა,
სასტუმრო-ში წამიყვანეთო.
გარშემომყოფები ისე მიყურებდნენ, როგორც კაცს, რომელ-
მაც ჩაშალა შეხვედრა, სადაც ღმერთს საბოლოო განაჩენი უნდა
გამოეცხადებინა კაცობრიობისთვის.
მე კი სწორედ რომ ჭეშმარიტება მოვისმინე იმ დღეს.
დაგირეკე. სახლში იყავი. მასთან ერთად. თეთრად გავათენე
ღამე. ყველაფერი ცხადი იყო. ვერ ვეგუებოდი აზრს, რომ მას-თან
იყავი. სანდრა არაფერ შუაში იყო. ამას უმძიმესი ექვსი თვე
მოჰყვა, არ გეშვებოდი, უკან დაგდევდი, ვცდილობდი, აუტანე-
ლი გამეხადა თქვენი ერთად ყოფნა, ჩაგჩიჩინებდი, რომ მხო-ლოდ
ჩემი უნდა ყოფილიყავი, გარწმუნებდი, რომ ის გძულდა. ნელ-
ნელა კინკლაობას უმატეთ, ისიც უფრო და უფრო მომ-თხოვნი
ხდებოდა შენდამი, ეჭვიანი, საღამოს სახლიდან აღარ

345
გადიოდა, თუ სადმე მიდიოდი, დღეში ორჯერ გირეკავდა,
შუაღამისასაც. ერთხელ სილაც კი გაგაწნა. ფული მთხოვე, გაქ-
ცევა გინდოდა. ბოლო გროშებიც კი გამოვიტანე ბანკიდან.
მიატოვე და მთაში წახვედი მეგობრებთან ერთად ისე, რომ
მისა-მართიც არ დამიტოვე. ის მირეკავდა, სასოწარკვეთილი,
სად არისო, მეკითხებოდა, მართლა არ ვიცოდი, სად იყავი, მას
კი ეგონა, ვატყუებდი: ფიქრობდა, რომ ჩემ გამო მიატოვე.
დაბრუნებულმა გაბრწყინებულმა გამომიცხადე, რომ გამო-
სამშვიდობებელი წერილი მიგიწერია მისთვის. დავფიქრდი,
ჩემსა და სანდრას შორის რა მოხდებოდა, მაგრამ ნერვიულო-
ბაც არ მაცალე, ვიღაც გავიცანიო, გამომიცხადე, ლოყაზე იარა
და ბოშის კარავივით ბინა აქვსო. მასთან ვაპირებ გადასვლასო.
აღარ გიყვარვარ?
როგორ არა, ერთადერთი კაცი ხარ ჩემს ცხოვრებაში, მაგ-რამ
იმდენი რამე მოხდა, ახლა ეს მჭირდება. ბავშვივით ნუ მო-
იქცევი, ეცადე, გამიგო, ქმარი ხომ შენ გამო მივატოვე. ადამიანს
დრო სჭირდება. უნდა დამაცადო.
დაგაცადო? რა დაგაცადო, სხვასთან წასვლა?
ინტელექტუალი ხარ, თანაც მემარცხენე. გთხოვ, მაფიოზი-
ვით ნუ იქცევი. კარგად იყავი.
ამ ყველაფერს დოქტორ ვაგნერს უნდა ვუმადლოდე.

346
37

"ის, ვინც ამ ოთხ რამეზე ფიქრობს, ჯობდა, არც


დაბადებული-ყო: რა არის ზემოთ, რა არის ქვემოთ, რა იყო
იქამდე და რა იქ-ნება შემდეგ".82
"გარამონში" სწორედ იმ დილით გამოვცხადდი, როცა "აბუ-
ლაფიას" აყენებდნენ. ბელბო და დიოტალევი აღგზნებულები,
გაცხარებულები კამათობდნენ ღმერთის სახელებზე, გუდრუნი
კი ეჭვის თვალით შეჰყურებდა კაცებს, რომლებიც იმ უცნობ და
შემაშფოთებელ არსებას მტვრიან ხელნაწერებს შორის ამონტა-
ჟებდნენ.
- წაიკითხეთ, კაზობონ, აი, ჩვენი ლითონთა ისტორიის პრო-
ექტი, - მარტო რომ დავრჩით, ბელბომ სარჩევები, თავების მო-
ნახაზები, დაკაბადონების ვარიანტები მიჩვენა. მე ტექსტების
წა-კითხვა და ილუსტრაციების შერჩევა მევალებოდა.
რამდენიმე მილანური ბიბლიოთეკა დავასახელე, რომლებიც,
ჩემი აზრით, კარგად იყო მომარაგებული ასეთი რამეებით.
- ეგ არ იკმარებს, - მითხრა ბელბომ, - სხვა ადგილების მონა-
ხულებაც მოგიწევთ. მაგალითად, მიუნხენის მეცნიერების
მუზე-უმს საოცარი ფოტოთეკა აქვს. პარიზში კი "ხელოვნებათა
და ხე-ლობათა კონსერვატორიაა". დრო რომ მქონდეს, კიდევ
ერ-თხელ სიამოვნებით დავათვალიერებდი.
საინტერესოა?
ამაღელვებელია, შიშის მომგვრელიც კი. მანქანის ზეიმი
გოტიკურ ეკლესიაში... - შეყოვნდა, რაღაც ქაღალდები მოაწეს-

Talmud, Hagigah 2.1


347
რიგა მაგიდაზე, მერე, თითქოს ეშინოდა, მეტისმეტი მნიშვნე-
ლობა არ მიეცა თავისი სიტყვებისთვის, სხვათა შორის, ნაჩქა-
რევად დაამატა: - ქანქარაა იქ.
რა ქანქარა?
ქანქარა. ფუკოს ქანქარა.
ქანქარაზე მომიყვა. ალბათ, შაბათს ამიტომაც დავინახე ასე:
ბელბოს მონაყოლით ვიყავი მომზადებული მის სანახავად.
თუმ-ცა მაშინ ბელბომ, ალბათ, დიდი ენთუზიაზმი ვერ
შემატყო. ისე შემომხედა, როგორც ადამიანს, "სიქსტის
კაპელას" რომ ახე-დავს და იკითხავს, სულ ესააო?
შეიძლება, ისიც აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ტაძარში
კიდია. არ ვიცი, მაგრამ გარწმუნებთ, წარმოუდგენელი შეგ-
რძნებაა. იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი მიდის, იცვლება და
მხოლოდ იქ, სადღაც ზევით არსებობს სამყაროს ერთადერთი
უძრავი წერტილი... ურწმუნოსათვის ეს ღმერთის მიგნების სა-
შუალებაა, თან ისე, რომ საკუთარი ურწმუნოება არ ხელყოს,
რადგან ეს ნულოვანი პოლუსია. იცით, ჩემი თაობისთვის, ვის-
თვისაც იმედგაცრუება ძალიან შინაური გრძნობაა, ეს ფრიად
მანუგეშებელია.
ჩემს თაობასაც ბევრი იმედგაცრუება აქვს გამოვლილი.
თავკერძა ბრძანდებით. არა, ბატონო, თქვენთვის ის მხო-ლოდ
ერთი ხანმოკლე პერიოდი იყო, "კარმანიოლას" მღერო-დით და
მერე ვანდეაში ამოყავით თავი. მალე გაგივლით. ჩვენი საქმე სულ
სხვაგვარად იყო. ჯერ ფაშიზმს შევესწარით, მერე რა, რომ
პატარები ვიყავით და ომობანას თამაშივით გამოვიარეთ ის
წლები. მაშინ ჩვენი მყარი წერტილი მამაცთა, თავგანწირულ-თა
მაგალითები იყო. მერე ასეთ ათვლის წერტილად პარტიზა-ნული
მოძრაობა იქცა, განსაკუთრებით ჩემნაირებისთვის, ვინც

348
გარედან უყურებდა მას. ჩვენთვის პარტიზანული მოძრაობა სი-
ცოცხლის გაღვივება, გაზაფხულის დაბრუნება, ბუნიობა იყო...
ზოგისთვის მყარი წერტილი ღმერთია, ზოგისთვის - მუშათა
კლასი, ზოგისთვის კი - ორივე ერთად. ინტელექტუალს ანუგე-
შებდა ფიქრი, რომ არსებობდა მუშა: ლამაზი, ჯანმრთელი,
ძლიერი, სამყაროს შესაცვლელად მზად მყოფი. მერე კი, ეს თა-
ვადაც ნახეთ, მუშა დაგვრჩა, კლასი კი გაქრა. ალბათ, უნგრეთ-
ში მოკლეს მუშათა კლასი. მერე თქვენ მოხვედით. თქვენთვის,
ალბათ, ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო, გაერთეთ ამით. ჩემი
თაობისთვის კი ეს ანგარიშის გასწორება გახლდათ, სინდისის
ქენჯნა, სინანული, ხელახლა დაბადება. თქვენ ის მოგქონდათ,
რაც ჩვენ არ გვქონია: ენთუზიაზმი, გამბედაობა, თვითკრიტიკა.
ჩვენთვის, რომლებიც მაშინ ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის ვი-
ყავით, ეს იმედი იყო, დამამცირებელი, მაგრამ მაინც იმედი.
თქვენნაირები უნდა გავმხდარიყავით, თუნდაც ყველაფერი
თა-ვიდან დაგვეწყო. ჰალსტუხები და გრძელი პალტოები
გავიხა-დეთ და ნახმარი, გაქექილი ქურთუკები ვიყიდეთ.
ზოგიერთმა სამსახურიც კი მიატოვა, რომ უფროსს აღარ
დამორჩილებო-და...
სიგარეტს მოუკიდა და დარდიანი გამომეტყველება მიიღო,
რომ ეს გულის მოოხება მეპატიებინა.
და ყველა ფრონტზე უკან დაიხიეთ. ჩვენ არდეატინის საძმო
სასაფლაოზე დავდიოდით მოსანანიებლად და პროტესტის ნიშ-
ნად უარს ვამბობდით კოკა-კოლას სარეკლამო ტექსტების და-
წერაზე, რადგან ანტიფაშისტები ვიყავით. გროშებს ვჯერდებო-
დით "გარამონში", რადგან წიგნი დემოკრატიული მაინცაა. თქვენ
კი ახლა იმ ბურჟუებზე შურის საძიებლად, რომელთა ჩა-
მოხრჩობაც ვერ მოახერხეთ, ცდილობთ, ვიდეოკასეტები და სუ-

349
ლელური ბროშურები შეასაღოთ მათ, გამოათაყვანოთ ძენის
მიმდინარეობაზე ლაყბობითა და მოტოციკლების რეკლამებით.
მაოს აზრების კრებულები ჩვენ შემოგვასაღეთ და იმ ფულით "ა-
ხალი კრეატიულობის" ზეიმები მოაწყვეთ. უტიფრად. ჩვენ კი
მთელი ცხოვრება სირცხვილით ვიწვოდით. მოგვატყუეთ, თქვე-ნი
ვითომ უმანკოება და სინორჩე მხოლოდ ყმაწვილური მუწუკე-ბი
იყო და მეტი არაფერი. გვადანაშაულებდით, რომ ბოლივიის
ჟანდარმერიასთან შეტაკებისთვის გამბედაობა არ გვეყო, თქვენ
კი ქუჩაში მიმავალ საკუთარ თანამოქალაქეებს ზურგში ესრო-
დით. ჩვენ ვიტყუებოდით, რომ ციხიდან გამოგვეთრიეთ, თქვენ
კი თქვენივე მეგობრების ციხეში გამოსამწყვდევად ამბობდით
ტყუილებს. ამიტომ მომწონს ეს მანქანა, - კომპიუტერზე მიგვი-
თითა. - სულელია, არც არაფრის სწამს და არც არაფრის რწმე-ნას
ითხოვს, იმას აკეთებს, რასაც მოვთხოვ. მე თუ სულელი ვარ, ისიც
სულელია. პატიოსანი ურთიერთობაა.
მე...
თქვენ უდანაშაულო ხართ, კაზობონ, თქვენ გაიქეცით იმის
ნაცვლად, რომ ქვების სროლა დაგეწყოთ, უნივერსიტეტი დაამ-
თავრეთ, ტყვია არავისთვის გისვრიათ. არადა, რამდენიმე წლის
წინ მეჩვენებოდა, რომ თქვენც მაშანტაჟებდით. პირადული არ
გეგონოთ რამე, თაობათა მონაცვლეობის ამბავია. და როცა
შარშან ქანქარა ვნახე, ყველაფერს მივხვდი.
რა ყველაფერს?
თითქმის ყველაფერს. იცით, კაზობონ, ქანქარაც ცრუ წინას-
წარმეტყველია. უყურებ, გგონია, რომ ერთადერთი მყარი წერ-
ტილია კოსმოსში, არადა, "კონსერვატორიის" ჭერიდან რომ
მოხსნა და სადმე ბორდელში დაამაგრო, მაინც იმუშავებს. სხვა
ქანქარებიც არსებობს, ერთი ნიუ-იორკშია, გაეროს შენობაში,

350
მეორე - სან-ფრანცისკოში, მეცნიერების მუზეუმში. და ვინ
იცის, კიდევ რამდენია. ფუკოს ქანქარა ერთ ადგილზეა
გაჩერებული და სადაც უნდა იყოს ის, დედამიწა მის ქვეშ
მოძრაობს. სამყა-როს ნებისმიერი წერტილი მყარი წერტილია,
საკმარისია, მასზე ქანქარა დაამაგრო.
ღმერთი ყველგანაა?
რაღაც თვალსაზრისით ასეა. ამიტომაც მაშფოთებს ქანქა-რა.
უსასრულობას მპირდება, მაგრამ არჩევანი ჩემზეა, სად მინ-და ეს
უსასრულობა. ასე რომ, ქანქარით ტკბობა არ კმარა, გა-
დაწყვეტილება უნდა მიიღო, უკეთესი წერტილი ეძებო. არადა...
არადა რა?
არადა... მართლა, სერიოზულად ხომ არ აღიქვამთ ჩემს
სიტყვებს, კაზობონ? მგონი, შემიძლია, მშვიდად ვიყო, ჩვენ ხომ
ის ხალხი ვართ, ვინც ერთმანეთს სერიოზულად არ აღიქვამს...
არადა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი ცხოვრებაში ბევ-
რგან ამაგრებს ქანქარას, მაგრამ ის არსად არ მუშაობს. იქ კი,
"კონსერვატორიაში", იდეალურად მოძრაობს... იქნებ მაინც არ-
სებობს განსაკუთრებული წერტილები კოსმოსში? იქნებ აქაა, ამ
ოთახის თავზე? თუმცა არა, ამას არავინ დაიჯერებდა. სათანადო
გარემოა საჭირო. არ ვიცი, იქნებ სულ საჭირო წერტილის ძიება-ში
ვართ, იქნებ სადღაც ახლოსაა, აქვე, მაგრამ ვერ ვცნობთ, ვერ
ვხედავთ? იქნებ იმისთვის, რომ ვიცნოთ, უნდა გვჯერო-დეს?..
მოკლედ, წამოდით, ბატონი გარამონი გველოდება.
ქანქარის დასამაგრებლად?
ჰოი, უგუნურებავ... სერიოზული საქმე გვაქვს. ხელფასს ვერ
გადაგიხდით, თუ გამომცემლობის მფლობელი არ გნახავთ, არ
შეგეხებათ, არ დაგყნოსავთ და არ იტყვის, რომ თანახმაა, აგიყ-

351
ვანოთ. წამობრძანდით, შეავლებინეთ ხელი. იცით, მისი შეხება
მუნისგან კურნავს.

352
38

"იდუმალი მაგისტრი, სრულყოფილი მაგისტრი, ცნობისმოყ-


ვარეობის მაგისტრი, შენობათა განმგებელი, ცხრათა რჩეული,
სოლომონის სამეფო კიდობნის რაინდი, ანუ მეცხრე კიდობნის
მაგისტრი, წმინდა თაღის დიდი შოტლანდიელი, აღმოსავლე-
თის, ანუ ხმლის რაინდი, იერუსალიმის მთავარი, აღმოსავლე-
თისა და დასავლეთის რაინდი, ვარდისა და ჯვრის მთავარი და
რაინდი, არწივისა და ვარხვის რაინდი, ციური იერუსალიმის
დი-დი პონტიფიკუსი ანუ უზეშთაესი შოტლანდიელი, ყველა
ლოჟის საპატიო და სამუდამო დიდი მაგისტრი, პრუსიის
რაინდი და ნო-ეს მოდგმის პატრიარქი, სამეფო ნაჯახის რაინდი
და ლიბანის მთავარი, საკურთხევლის თავადი, სპილენძის
გველის რაინდი, გულმოწყალების, ანუ თანაგრძნობის თავადი,
საკურთხევლის დიდი კომენდატორი, მზის რაინდი ანუ
ადეპტი თავადი, შოტ-ლანდიელი წმინდა ანდრიას რაინდი,
ანუ სინათლის დიდი მა-გისტრი, კადოშის დიდი რჩეული
რაინდი და თეთრი და შავი არ-წივის რაინდი".83
დერეფნის ბოლოში სამი საფეხური ავიარეთ და დაბურულ-
შუშიანი კარი შევაღეთ. უცებ სრულიად სხვა სამყაროში აღმოვ-
ჩნდი. გამომცემლობის ოთახები, რომლებიც აქამდე მქონდა ნა-
ნახი, ბნელი და მტვრიანი იყო, აქაურობა კი აეროპორტის ვიპ-
დარბაზს ჰგავდა: ხმადაბალი მუსიკა, ღია ცისფერი კედლები,
ძვირფასი ავეჯით გაწყობილი მოსაცდელი. კედლებზე ფოტოები

ძველი და მიღებული შოტლანდიური წესის მასონერიის მაღა-


ლი რანგები.
353
ეკიდა, რომლებზეც დეპუტატის იერიანი ტიპები ფრთოსანი ვიქ-
ტორიას ქანდაკებებს გადასცემდნენ სენატორის იერიან ტიპებს.
დაბალ მაგიდაზე პრიალა ჟურნალები იყო მიყრილ-მოყრილი,
როგორც სტომატოლოგის კაბინეტის მოსაცდელში: "ლიტერა-
ტურული წიაღსვლები", "პოეტური ატანორი", "ვარდი და ეკა-ლი",
"ენოტრიის პარნასი", "ფრთოსანი ლექსი". ეს ჟურნალები
გასაყიდად გამოტანილი არასოდეს მენახა და მალევე გავიგე,
რატომაც: მათ მხოლოდ "მანუციოს" კლიენტებს ურიგებდნენ.
თავიდან მეგონა, რომ "გარამონის" ხელმძღვანელის კაბი-
ნეტში ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სხვა გამომცემ-
ლობა იყო. "გარამონის" შესასვლელში შუშის ვიტრინებში გამო-
ფენილი ბოლო გამოცემები გამახსენდა. ბნელ ვიტრინაში "გა-
რამონის" წიგნები ეწყო: უბრალო იერსახის, ხშირად გაუჭრელი
ფურცლებით, რუხი, უსახური ყდებით. ფრანგულ საუნივერსიტე-
ტო გამოცემებს ჰგავდა. ქაღალდი ისე ყვითლდებოდა რამდენი-მე
წელიწადში, გაგიკვირდებოდა, ამ ახალგაზრდა ავტორს რამ-დენი
ხნის წინ დაუწყია ნაშრომების გამოქვეყნებაო. მეორე, გა-
ჩახჩახებულ ვიტრინაში კი გამომცემლობა "მანუციოს" წიგნები
ეწყო და ზოგიერთი მათგანი ამაყად იყო გადაშლილი. თეთრ
მსუბუქ ფურცელზე დაბეჭდილი, დიდი ფორმატის პრიალაყ-
დიანი, ლამაზი წიგნები იყო, ქაღალდი ბრინჯისას წააგავდა,
მკვეთრად, კოხტად ნაბეჭდი ტექსტით.
"გარამონის" წიგნებს სერიოზული სათაურები ჰქონდა, მაგა-
ლითად: "ფილოლოგიური კვლევები" ან "ფილოსოფია". "მანუ-
ციოს" გამოცემებს კი გაპრანჭული, პოეტური სათაურები ამშვე-
ნებდა: "მოუწყვეტელი ყვავილი" (პოეზია), "ტერა ინკოგნიტა"
(პროზა), "ოლეანდრის დრო" (ავადმყოფი გოგონას დღიურები),
"აღდგომის კუნძული" (მგონი, რაღაც ესეები იყო სხვადასხვა

354
თემაზე), "ახალი ატლანტიდა" (ამ სერიის უკანასკნელი მშვენება
გახლდათ "K ö nigsberg Redenta - დაბრუნებული კენიგსბერგი,
შესავალი მომავლის მეტაფიზიკაში, წარმოჩენილი ორმაგი
ტრანსცენდენტური სისტემისა და ფენომენალური ნოუმენის სა-
ხით"). ყველა წიგნის გარეკანზე გამომცემლობის ლოგო მოჩან-და:
ვარხვი პალმის ქვეშ, წარწერით: "მაქვს ის, რასაც გავცემ".
ბელბომ მოკლედ ამიხსნა საქმის ვითარება: ბატონი გარამო-ნი
ორი გამომცემლობის მფლობელიაო. მომდევნო დღეებში
მივხვდი, რომ "გარამონიდან" "მანუციოში" გასასვლელი დერე-
ფანი ლამის გასაიდუმლოებული იყო. "მანუციოს" მარკიზ გუალ-
დის ქუჩიდან ჰქონდა ოფიციალური შესასვლელი. სინჩერო რე-
ნატოს ჭუჭყიანი ქუჩა, ბნელი სადარბაზოებით, ძალიან გან-
სხვავდებოდა გუალდის ქუჩის გაკრიალებული ფასადების, გა-
ნიერი ტროტუარებისა და ალუმინის ლიფტებიანი სადარბა-
ზოებისგან. ვერავინ იფიქრებდა, რომ სინჩერო რენატოს ქუჩის ამ
ძველი სახლის ერთ-ერთი ბინა პატარა დერეფნითა და სამი
საფეხურით ვია გუალდის მდიდრულ შენობას უკავშირდებოდა.
ამ ნებართვის მისაღებად ბატონ გარამონს გვარიანი გარჯა
მოუწევდა. ალბათ, რომელიმე თავისი ავტორი თუ დაეხმარა ქა-
ლაქდაგეგმარების სამსახურიდან.
მისაღებში სინიორა გრაცია შემოგვეგება. დედობრივი
იერით, ყელზე შემოხვეული რომელიღაც ძვირფასი ბრენდის
შარფითა და კედლების ფერთან შეხამებული კოსტიუმით.
გლო-ბუსიან კაბინეტში შეგვიძღვა.
ოთახი ძალიან დიდი არ იყო, მაგრამ რაღაცით "ვენეციის სა-
სახლის" სალონი მომაგონა. კართან უზარმაზარი გლობუსი იდ-
გა, სიღრმეში ბატონი გარამონის წითელი ხის საწერი მაგიდა
მოჩანდა და შესასვლელიდან ამოტრიალებულ ჭოგრიტში დანა-
355
ხულს ჰგავდა. გარამონმა ისე გვანიშნა, ლამის გვიბრძანა, მო-
მიახლოვდითო, რომ ცოტა არ იყოს, შემეშინდა. სამაგიეროდ,
როცა დე გუბერნატისი შემოვიდა ოთახში, წამოხტა და კარში
შეეგება სტუმარს. ეს თავაზიანი შეხვედრა აშკარად ესიამოვნა
ახალმოსულს: მასპინძელმა ჯერ მთელი ოთახი გამოიარა, რომ
კართან შეგებებოდა მას, შემდეგ კი ისევ საწერ მაგიდასთან
დაბრუნდა, ამჯერად უკვე სტუმართან ხელკავგამოდებული.
ამ გავლა-გამოვლამ რაღაც ჯადოსნობით თითქოს ერთიორად
გა-ზარდა ოთახი.
გარამონმა გვანიშნა, დასხედითო. სიტყვაძუნწი, მაგრამ თა-
ვაზიანი იყო.
- დოქტორმა ბელბომ კარგად დაგახასიათათ, ბატონო კაზო-
ბონ. კარგი თანამშრომლები ნამდვილად გვჭირდება. ალბათ,
იცით, მუდმივი კონტრაქტით ვერ აგიყვანთ, ამის საშუალება არ
გვაქვს. ანაზღაურებას თქვენი მონდომებისა და თავდადების მი-
ხედვით მიიღებთ, თუ ნებას დამრთავთ, ეს სიტყვა ვიხმარო. დი-
ახ, თავდადების, რადგან ჩვენი სამუშაო მისია გახლავთ.
სავსებით ღირსეული თანხა შემომთავაზა საათობრივად თა-
ნამშრომლობის საფასურად.
შესანიშნავია, ძვირფასო კაზობონ, - "დოქტორით" თავი აღარ
შეუწუხებია, რადგან უკვე ხელქვეითად დამიგულა. - მინ-და, ეს
ლითონების ისტორია ბრწყინვალე გამოვიდეს! უფრო მე-ტიც,
არაჩვეულებრივი. პოპულარული, გასაგები და ამავე დროს
მეცნიერული უნდა იყოს. მკითხველის ფანტაზია უნდა დაიპ-
ყროს, მაგრამ მეცნიერულად. მაგალითს მოგიყვანთ. აი აქ, პირ-
ველსავე მონახაზში ვკითხულობ, რომ არსებობდა... რა ჰქვია...
მაგდებურგის სფერო: ორი ერთმანეთზე მიდგმული ნახევარ-
სფერო და მათ შორის - ვაკუუმი. მას აქეთ-იქიდან ნორმან-
356
დიული ცხენების წყვილი ჩააბეს, ცხენები ნახევარსფეროებს
მთელი ძალით ეწევიან საპირისპირო მხარეს, მაგრამ ვერ აშო-
რებენ. ძალიან კარგი, ანუ ეს მეცნიერული ინფორმაციაა. მაგ-რამ
თქვენ გევალებათ მისი უფრო მკაფიოდ წარმოჩენა სხვა და-
ნარჩენ, ნაკლებად შთამბეჭდავ ცნობას შორის. და, როგორც კი
ასეთ ეპიზოდებს გამოარჩევთ, სათანადო ილუსტრაცია უნდა
მოუძებნოთ: სურათი, ფრესკა, ზეთის საღებავით შესრულებული
ნახატი იქნება თუ სხვა რამე, თანაც - შესაბამისი ეპოქის. ილუს-
ტრაციები მთელ გვერდზე დაიბეჭდება, ფერადი სახით.
ერთი ასეთი გრავიურა მაგონდება, - ვუთხარი.
ხედავთ? შესანიშნავია. მთელ გვერდზე, ფერებში!
კი მაგრამ, თუ გრავიურაა, შავ-თეთრი იქნება.
ჰო? კარგი, ბატონო, იყოს შავ-თეთრი. სიზუსტე
მნიშვნელო-ვანია. მაგრამ მაშინ ფონი გავუკეთოთ ოქროსფერი.
მკითხველს თვალში უნდა მოხვდეს, იქ უნდა აგრძნობინოს
თავი, იმ დღეს, იმ დროს, როცა ეს ცდა ჩატარდა. გასაგებია?
მეცნიერულობა, რეალიზმი და ფანტაზია. მეცნიერებაც
შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ მკითხველი შეძრა. განა
შეიძლება იყოს რამე უფრო თეატრალური, უფრო დრამატული,
ვიდრე მადამ კიური, რომელიც საღამოს სახლში ბრუნდება და
ბნელში ფოსფორი-სებრ სინათლეს ხედავს? ღმერთო, რა უნდა
იყოს!.. გოგირ-დწყალბადი, გოლკონდა, ფლოგისტონი თუ რა
ჯანდაბაც ჰქვია, და აჰა, ბატონო: მარია კიური რენტგენის
სხივებს აღმოაჩენს! სიმძაფრე, დრამატულობაა საჭირო. მაგრამ
იცოდეთ, სიმარ-თლის ფარგლებში.
კი მაგრამ, რენტგენის სხივებს რა კავშირი აქვთ ლითონებ-
თან?
რადიუმი ხომ არის ლითონი?
357
გახლავთ.
მაშ, რა პრობლემაა? ლითონების თვალსაზრისით კაცობ-
რიობის ცოდნის მთელ საგანძურზე გვინდა ყურადღების კონ-
ცენტრირება. ბელბო, რა სათაური შევურჩიეთ წიგნს?
სერიოზული სათაური გვინდოდა, მაგალითად, "ლითონები
და მატერიალური კულტურა".
რა თქმა უნდა, სერიოზული უნდა იყოს. მაგრამ ის დამატე-
ბითი მინიშნება, ის ფარული ექოც საჭიროა, რაღაც, რაც თით-
ქოს არაფერია, მაგრამ ყველაფერს ამბობს... მოიცათ... ჰო,
"ლითონების მსოფლიო ისტორია"! ჩინელებზეც გვაქვს რამე?
ცხადია.
მაშინ "მსოფლიო" კარგია. ეს საგამომცემლო ხრიკი კი არა,
ჭეშმარიტებაა. არა, "ლითონთა გასაოცარი თავგადასავალი"
ჯობია.
ამ დროს სინიორა გრაციამ გარამონს კომენდატორ დე გუ-
ბერნატისის მოსვლა აუწყა. გარამონმა წამით შეიცადა, ყოყმა-
ნით შემომხედა, ბელბომ რაღაც ანიშნა, მგონი, შეგიძლია ენ-
დოო თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინ გარამონმა ბრძანა, სტუმარი
შემოეყვანათ და მის შესაგებებლად წამოდგა. დე გუბერნატისს
ჟილეტი ეცვა, ღილ-კილოში კი პატარა ვარდი გაერჭო, ჯიბიდან
მელნიანი კალამი მოუჩანდა, პიჯაკის ჯიბეში გაზეთი ჩაეკეცა
და საქაღალდე დაეიღლიავებინა.
ძვირფასო კომენდატორო, მობრძანდით! ჩემი უძვირფასესი
მეგობარი, დე ამბროზისი მესაუბრა თქვენზე. ვიცი, რომ სახელ-
მწიფოს სამსახურში გაატარეთ მთელი ცხოვრება და არავის-
თვის გაგიმხელიათ პოეტური ნიჭი, ხომ ასეა? გვანახეთ,
გთხოვთ, გვანახეთ ეგ განძი, ხელში რომ გიჭირავთ... გაიცანით,
ჩემი მთავარი რედაქტორები.

358
ხელნაწერებით სავსე საწერ მაგიდასთან მიიწვია და სათუ-
თად გადაუსვა სიმსუნაგით აკანკალებული ხელები სტუმრის
მი-წოდებულ საქაღალდეს:
- ნურაფერს მეტყვით, ყველაფერი ვიცი. ვიპიტენოდან ბრძან-
დებით, უდიდესი ისტორიის კეთილშობილი ქალაქიდან. საბა-ჟოს
ერთგულ სამსახურში გალიეთ მრავალი წელი და ჩუმად,
იდუმალად, ღამღამობით წერდით ამ ლექსებს, პოეზიის დემო-
ნით შეპყრობილი. პოეზიამ... დაფერფლა საფოს ახალგაზრდო-ბა,
მანვე ასაზრდოვა გოეთეს ჭაღარა... პოეზია წამალია! რო-გორც
ბერძნები ამბობდნენ, ის შხამიცაა და მკურნალიც. ცხა-დია, უნდა
წავიკითხოთ და შევაფასოთ თქვენი ქმნილება. რო-გორც წესი,
მინიმუმ სამი მკითხველის ანგარიშს ვითხოვ: ერთი ჩემი
თანამშრომელია, ორი კი - მოწვეული კონსულტანტი (ვწუხ-ვარ,
მაგრამ მათ ვინაობას ვერ გავამხელ, ძალიან ცნობილი პი-
როვნებები არიან). "მანუციო" არ დაბეჭდავს წიგნს, თუ მის ხა-
რისხში არ დარწმუნდა, ხარისხი კი, ჩემზე უკეთ იცით, მოუხელ-
თებელი რამაა, მეექვსე გრძნობით ცნობ მას. ხანდახან წიგნს
ნაკლოვანებები აქვს, ასე ვთქვათ, "კორძები" - ზვევოც ცუდად
წერდა, როგორც იცით - მაგრამ, ღმერთო ჩემო, მასში იდეაა,
რიტმი, ძალა! ჯერ არაფერი ვიცი ამ წიგნზე, მაგრამ როგორც კი
თვალი შევავლე მის პირველ გვერდებს, რაღაც ვიგრძენი. თუმ-ცა
არ მინდა, მე შევაფასო. ხშირად ყოფილა - რომ იცოდეთ,
რამდენჯერ მომხდარა ასე! - რომ, შემფასებელთა ნელ-თბილი
რეცენზიების მიუხედავად, გავჯიუტებულვარ და წიგნი გამომიქ-
ვეყნებია. არ მინდა, დავიწუნო ავტორი, სანამ ბოლომდე არ ვიგ-
რძნობ მას. აი, მაგალითად, შემთხვევით გადავშლი თქვენს წიგნს,
ნებისმიერ გვერდზე და პირველივე სტრიქონს ჩავხედავ: "ვით
შემოდგომის მილეული..." არ ვიცი, როგორი იქნება და-

359
ნარჩენი, მაგრამ აქ უკვე სუნთქვას ვგრძნობ, კადრებს ვხედავ...
ხანდახან ტექსტთან კავშირი სწორედ ამით იწყება, გატაცებით,
ექსტაზით... ეჰ, ჩემო მეგობარო, ყველაფრის გაკეთება რომ შეგ-
ვეძლოს, რაც გვინდა! სამწუხაროდ, საგამომცემლო საქმეც ბიზ-
ნესია, ყველაზე კეთილშობილური, მაგრამ მაინც ბიზნესი.
იცით, რა ღირს დღეს ბეჭდვა, ქაღალდი? შეხედეთ, შეხედეთ
დღევან-დელ გაზეთში, სადამდე ავიდა ფასები "უოლ-
სტრიტზე"! გგონი-ათ, ეს ჩვენ არ გვეხება? გვეხება და თანაც
როგორ. იცით, რომ საწყობში ჩარჩენილ წიგნებზეც
გვახდევინებენ გადასახადებს? საქონელს ვერ ვყიდი, ისინი კი
მოგებას მიბეგრავენ. წარუმა-ტებლობის საფასურსაც მე ვიხდი,
გენიოსის ტანჯვას, რომელსაც ფილისტერები ვერც კი ხედავენ.
ჩემთვის ეს ქაღალდიც კი მეტ-ყველებს: ნება მიბოძეთ,
აღვნიშნო, რომ დიდი დახვეწილობის მაჩვენებელია თქვენი
მხრიდან ამ თხელ ქაღალდზე ბეჭდვა, ამაშიც იგრძნობა პოეტის
ხელი. ვიღაც შარლატანი სქელ ქა-ღალდზე დაწერდა ლექსებს.
მაგრამ არა! ეს გულით ნაწერი პოეზიაა, სიტყვები ქვებია და
მათ სამყაროს შეძვრა შეუძლიათ. იცით, რომ თხელ ქაღალდზე
წიგნის ბეჭდვა ცეცხლის ფასი მიჯ-დება...
ტელეფონმა დარეკა. მერე გავიგე, რომ გარამონს ამ დროს
მაგიდის ქვეშ ღილაკზე დაუჭერია ხელი და სინიორა გრაციას
ვითომ შემოსული ზარი გადმოურთავს მასთან.
ძვირფასო მაესტრო! როგორ? რა შესანიშნავია! უდიდესი
ამბავია, ზარებს უნდა შემოვკრათ! თქვენი ყოველი ახალი წიგნი
დიდი მოვლენაა. ცხადია, "მანუციო" ამაყობს, შეძრულები, მეტ-
საც გეტყვით, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს ავტორთა შორის
ხართ. ნახეთ, რა დაწერეს გაზეთებმა თქვენს ბოლო ეპიკურ

360
პოემაზე? ნობელს იმსახურებსო. სამწუხაროდ, მეტისმეტად გა-
უსწარით დროს. სამი ათასი ეგზეპლარის გაყიდვა გაგვიჭირდა...
დე გუბერნატისი გაფითრდა: სამიათასიან ტირაჟზე ვერც კი
იოცნებებდა.
...და გამოქვეყნების ხარჯები ვერ დაფარა... მობრძანდით
რედაქციაში, ნახეთ, რამდენი თანამშრომელი მყავს. დღეს წიგ-ნის
ხარჯები რომ ამოვიღო, ათი ათასი ცალი მაინც უნდა გავყი-დო.
კიდევ კარგი, რომ ზოგიერთი ავტორის წიგნი ბევრად მეტიც
იყიდება, მაგრამ ისინი, როგორ გითხრათ, სხვა ტიპის მწერლე-ბი
არიან. ბალზაკი დიდი მწერალი იყო და პანტაპუნტით იყიდე-
ბოდა მისი წიგნები, პრუსტიც უდიდესი იყო, მაგრამ საკუთარი
ხარჯით ბეჭდავდა ნაშრომებს. თქვენ სასკოლო ანთოლოგიებში
მოხვდებით, მაგრამ არა სადგურის წიგნის მაღაზიებში. პრუსტი-
ვით, ჯოისსაც არაერთხელ დაუბეჭდავს თავისი ფულით საკუთა-
რი ნაწერები. თქვენი ნაშრომის მსგავსი წიგნების დაბეჭდვის
ფუფუნება, შეიძლება, ორ-სამ წელიწადში ერთხელ მივცე თავს.
სამი წელი უნდა მაცალოთ... - ამ სიტყვებს ხანგრძლივი პაუზა
მოჰყვა. გარამონს მტკივნეული უხერხულობა აღებეჭდა სახეზე.
როგორ? თქვენი ხარჯით? არა, არა, თანხაში არაა საქმე,
თანხას შეწვდებით... საქმე ისაა, რომ ეს "მანუციოს" ტრადიცია
არაა... კი, კი, მესმის, ჯოისი და პრუსტიც, ცხადია... დიახ, მეს-
მის...
ისევ ტანჯული პაუზა.
კარგი, დავილაპარაკოთ. მე გულწრფელი ვარ, თქვენ კი
მოთმენა არ გინდათ... მოდი, ერთობლივი საწარმოს წესით მო-
ვიქცეთ, მაინც ამერიკელებისგან ვსწავლობთ ყველაფერს...
ხვალ შემოიარეთ და დავიანგარიშოთ... კარგად ბრძანდებო-
დეთ.
361
გარამონმა სიზმრიდან გამოფხიზლებულივით მოიფშვნიტა
თვალები და თითქოს უცებ შეამჩნია სტუმარი.
- მაპატიეთ. მწერალი იყო. ნამდვილი მწერალი. ალბათ, დი-
დი მწერალიც. და სწორედ ამიტომაც... ღმერთო ჩემო, ხანდახან
რა შეურაცხმყოფელია გამომცემლის პროფესია... მაგრამ რას
ვიზამთ, ეს ხომ მოწოდებაა. თქვენს საქმეს დავუბრუნდეთ.
მგო-ნი, ყველაფერი ვთქვით, დაახლოებით ერთ თვეში
მოგწერთ. ტექსტი აქ რჩება, სანდო ხელშია, არ იდარდოთ.
კომენდატორი დე გუბერნატისი უსიტყვოდ გავიდა. უკვე
იცო-და, რომ დიდების სამჭედლოში შეადგა ფეხი.

362
39

"ციურ სხეულთა რაინდი, ზოდიაქოს თავადი, უზენაესი ჰერ-


მეტიკოსი ფილოსოფოსი, მნათობთა უმაღლესი კომენდატორი,
ისისის უმაღლესი პონტიფიკუსი, წმინდა გორაკის მთავარი, სა-
მოთრაკიის ფილოსოფოსი, კავკასიის ტიტანი, ოქროს ქნარის
ბიჭუნა, ნამდვილი ფენიქსის კავალერი, სფინქსის რაინდი, ლა-
ბირინთის უდიდესი ბრძენი, თავადი ბრაჰმანი, სამლოცველოს
მისტიკური მცველი, იდუმალი კოშკის არქიტექტორი, წმინდა
ფარდის თავადი, იეროგლიფთა ამომხსნელი, ორფიზმის დოქ-
ტორი, სამი ცეცხლის გუშაგი, გამოუთქმელი სახელის მცველი,
დიდ საიდუმლოთა უდიდესი ოიდიპოსი, საიდუმლოთა
ოაზისის რჩეული მწყემსი, წმინდა ცეცხლის დოქტორი,
ბრწყინვალე სამ-კუთხედის რაინდი".84
"მანუციო" სსგ-ების გამომცემლობა იყო. თუმცა რატომ "ი-
ყო"? სსგ-ები ახლაც მრავლად არიან და ყველაფერი ისე
გრძელდება, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს მე მეჩვენება,
რომ ის ამბები სადღაც შორეულ წარსულში ჩარჩა, რადგან იმ
საღამოს მომხდარმა ჭრილობასავით გადასერა დრო, სენ--
მარტენ-დე-შამის ტაძარში საუკუნეთა რიგი შეირყა... ან, შეიძ-
ლება იმიტომ, რომ მაშინ უცებ დავბერდი, ათწლეულები მომე-
მატა ერთბაშად. ან შიში, რომ ისინი მომაგნებენ, მალაპარაკებს
ასე: თითქოს უკვე დამხობილ იმპერიაზე ვყვებოდე, აბაზანაში
ვენებგადახსნილი, საკუთარ სისხლში ჩახრჩობის მომლოდი-
ნე...

მემფის-მისრაიმის ძველი წესის ხარისხები.


363
"სსგ" საკუთარი სახსრებით გამოცემული ავტორი გახლავთ,
"მანუციო" კი საწარმოა, რომელსაც ანგლოსაქსურ ქვეყნებში
vanity press-ს ეძახიან. უზარმაზარი ბრუნვა და არავითარი ხარ-
ჯები: ბატონი გარამონი, ქალბატონი გრაცია, სადღაც
შეყუჟული ბუღალტერი, რომელსაც ადმინისტრაციულ
დირექტორს ეძახი-ან და ხეიბარი ლუჩიანო, რომელიც
გზავნილებს ფუთავს ნახევ-რად სარდაფში გამართულ დიდ
საწყობში. სულ ესაა მთელი გა-მომცემლობა.
- ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ლუჩიანო წიგნების შეკვრა-
სა და შეფუთვას, - მითხრა ერთხელ ბელბომ. - მგონი, კბილებს
იშველიებს... ისე, დიდი მუშაობა კი არ უწევს, ჩვეულებრივი
გა-მომცემლობების საწყობის მუშები წიგნებს მაღაზიებს
უგზავნი-ან, ის კი მხოლოდ ავტორებს უგზავნის. მკითხველი
"მანუციოს" საზრუნავი აღარაა. როგორც ბატონი გარამონი
ამბობს: "მთავა-რია, ავტორებმა არ მიგვატოვონ, თორემ
უმკითხველოდ გავ-ძლებთ".
ბელბო თაყვანს სცემდა გარამონს. მიაჩნდა, რომ მას ისეთი
უნარი ჰქონდა, რაც თვითონ არ დაჰყოლოდა.
"მანუციო" მარტივი სისტემით მუშაობდა. ადგილობრივ
გაზე-თებში აქვეყნებდა ჩანართებს, დარგობრივ ჟურნალებში,
პრო-ვინციულ ლიტერატურულ გამოცემებში, აი ისეთებში,
სულ რამ-დენიმე ნომერი რომ გამოდის ხოლმე. გარეკანზე
სარეკლამო ტექსტი ავტორის საშუალო ზომის ფოტოთი და
რამდენიმე მგზნებარე სიტყვით: "ჩვენი პოეზიის უმაღლესი
ხმა", ან: "ფლო-რიანა და მისი დების" ავტორის ახალი
გულისშემძვრელი რომა-ნი".
- მოკლედ, მახე იგება, - მიხსნიდა ბელბო, - და სსგ-ებიც ხრო-
ვებად ებმებიან მასში. თუ ასეთი რამ შეიძლება საერთოდ... მაგ-

364
რამ იცით, "მანუციოს" ავტორებს სჩვევიათ ასეთი უაზრო და
უადგილო მეტაფორები და ეს ჩვევა, მგონი, მეც გადმომედო.
მა-პატიეთ.
მერე?
დე გუბერნატისი ავიღოთ. ერთ თვეში, როცა ჩვენი პენ-
სიონერი საბოლოოდ დაკარგავს მოთმინებას, გარამონი
დაურეკავს და სხვა მწერლებთან ერთად ვახშამზე დაპატიჟებს.
შეხვედრა ერთ არაბულ, განსაკუთრებულ რესტორანშია, რო-
მელსაც გარედან არავითარი აბრა არა აქვს. ზარს დარეკავ და
ჭუჭრუტანაში ეტყვი შენს სახელს. ინტერიერი მდიდრულია,
მბჟუტავი სინათლე, ეგზოტიკური მუსიკა. გარამონი მასპინძელს
შინაურულად ხვდება, მიმტანებს შენობით მიმართავს, ღვინის
ბოთლებს უკან წააღებინებს, რადგან იმ წლის მოსავალი არ
მოსწონს და სხვას მოატანინებს. ან მზარეულს იტყვის: "მაპატიე,
ძვირფასო, მაგრამ ეს ის კუსკუსი არაა, რასაც მარაქეშში ამზა-
დებენ". და ასე... დე გუბერნატისს ვინმე კომისარ X-ს გააცნო-ბენ,
რომელიც აეროპორტის სამსახურებს აკონტროლებს, მაგ-რამ
პირველ რიგში ის კოსმორანტოს - მსოფლიოს სამშვიდობო ენის -
გამომგონებელი და გამავრცელებელია. "ახლა "იუნეს-კოც" კი
მსჯელობს ამ საკითხზე. პროფესორი Y-ც აქაა, საოცარი სამწერლო
ჟინის პატრონი, "პეტრუცელის დელა გატინას" პრე-მიის 1980
წლის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტო-რი. რამდენი
წელი ასწავლიდით, პროფესორო? ეჰ, რა დრო იყო... მაშინ
მართლა სერიოზულად ეკიდებოდნენ განათლე-ბას!.. ესეც ჩვენი
არაჩვეულებრივი პოეტი ქალი, ოდოლინდა მეზოფანტი-სასაბეტი,
"უბიწო ცახცახის" ავტორი, წაკითხული გექნებათ..."

365
ბელბომ გამანდო, ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ
ჰქონდათ სსგ ქალებს ორი გვარი, მაგალითად, ლაურეტა
სოლიმენი-კალკანრი, დორა არდენცი-ფიამა, კაროლინა
პასტორელი-ჩეფალუ, ხოლო სერიოზულ მწერალ ქალებს - მხო-
ლოდ ერთი, ივი კომპტონ-ბურნეს გამოკლებითო (ზოგს საერ-
თოდ არც აქვს გვარი, მაგალითად, კოლეტსო). ვერ ვხვდებოდი,
რატომ იყო, რომ მხოლოდ სსგ ქალს შეიძლებოდა რქმეოდა
ოდოლინდა მეზოფანტი-სასაბეტიო. მოგვიანებით მიმხვდარა
ამის მიზეზს: "იმიტომ, რომ ნამდვილი ავტორი თავისი წიგნის,
ქმნილების სიყვარულით წერს და არ ანაღვლებს, რომ ცნობი-
ლი გახდეს, ამიტომ ფსევდონიმითაც კმაყოფილდება, თუნდაც
ნერვალი გაიხსენე. სსგ-ს კი უნდა, მეზობლებმა, უბნელებმა
იც-ნონ, იმ უბნების მცხოვრებლებმაც, სადაც ადრე უცხოვრია.
კაცს ამ შემთხვევაში ერთი სახელიც ეყოფა, ქალს კი - არა,
რადგან მას ზოგი ქალიშვილობის გვარით იცნობს, ზოგი კი -
ქმრის გვა-რით, ამიტომაც ხმარობენ ორ გვარს".
- მოკლედ, ინტელექტუალურად დატვირთული საღამო
გამო-დის, - განაგრძობდა ბელბო. - დე გუბერნატისი ისეა
თავბრუ-დახვეული, თითქოს ლსდ-ს კოქტეილი დაელიოს.
ინტელექ-ტუალურ ჭორებს ეზიარება, ანეკდოტს მოისმენს
დიდ პოეტზე, რომელზეც ყველამ იცის, რომ იმპოტენტია და
დიდად არც პოეტად უქნია ღმერთს, თვალებგაბრწყინებული
ათვალიერებს "გამოჩენილ იტალიელთა ენციკლოპედიის" ახალ
გამოცემას, რომელსაც ბატონი გარამონი მოულოდნელად
გამოაძვრენს საიდანღაც და კომისარს გადაუშლის: "ხედავთ,
ძვირფასო, თქვენც დაიმკვიდრეთ ადგილი პანთეონში.
სამართლიანობას ვერსად წავუვალთ".
ბელბომ ის ენციკლოპედიაც მანახა.
366
ერთი საათის წინ მორალს გიკითხავდით, მაგრამ ვაღიარებ,
უცოდველი არავინაა. ენციკლოპედიაზე მხოლოდ მე და დიოტა-
ლევი ვმუშაობთ. მაგრამ გეფიცებით, ამას მხოლოდ დამატები-თი
შემოსავლის გამო არ ვაკეთებთ. ამაზე სახალისო არაფერი
გამიკეთებია ცხოვრებაში! თან ყოველ წელს ახალი, შევსებული და
განახლებული ვარიანტი უნდა გამოიცეს. სტრუქტურა მეტ--
ნაკლებად ასეთია: თითოეულ ცნობილ მწერალს თითო სსგ
მოსდევს. მთავარია, კარგად მოამზადო ანბანური რიგი და ცნო-
ბილი მწერლები არ გამოგრჩეს. აი, მაგალითად, "ლ" ვნახოთ...
ლამპედუზა, ჯუზეპე ტომაზი(1889-1959). სიცილიელი მწერა-
ლი. სიცოცხლეში მას არავინ იცნობდა. სიკვდილის შემდეგ გა-
ითქვა სახელი რომანით "ლეოპარდი".
ლამპუსტრი, ადეოდატო(1919- ). მწერალი, განმანათლებე-ლი,
მებრძოლი (ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა აღმოსავ-ლეთ
აფრიკაში), მოაზროვნე, პოეტი და პროზაიკოსი. უზარმაზა-რი
წვლილი მიუძღვის ჩვენი საუკუნის იტალიურ ლიტერატურა-ში.
ლამპუსტრი 1959 წელს გამოჩნდა ლიტერატურულ ასპარეზ-ზე
უმნიშვნელოვანესი ტრილოგიის "ძმები კარმასების" პირვე-ლი
წიგნით. ესაა ლუკელი მეთევზეების ოჯახის ისტორია, მოთ-
ხრობილი დაუნდობელი რეალიზმითა და დიდი პოეტური ოსტა-
ტობით. ამ ნაწარმოებს, რომელსაც 1960 წელს "პეტრუცელის
დელა გატინას" პრემია მიენიჭა, მალევე მოჰყვა "უზრუნველნი"
და "პანტერა უწამწამო თვალებით", რომლებშიც მწერლის სა-
დებიუტო რომანზე მეტად იგრძნობა ამ შეუდარებელი ხელოვა-
ნის ლირიკული სუნთქვა, მისი ეპიკური მორალისა და გამაოგ-
ნებელი, პლასტიკური წარმოსახვის მასშტაბი. სამინისტროს ერ-
თგულ მსახურსა და ფუნქციონერს, ლამპუსტრის დიდ პატივს
სცემენ სამუშაო გარემოშიც, როგორც უმწიკვლობისა და პატი-

367
ოსნების განსახიერებას, სამაგალითო მამასა და მეუღლეს, დახ-
ვეწილ ორატორს.
დე გუბერნატისს, - მიხსნიდა ბელბო, - ამ ენციკლოპედიაში
მოხვედრა უნდა მოუნდეს. ყოველთვის ამბობდა, რომ ცნობილი
ადამიანების სახელი და დიდება ფუჭია, მათთან შეკრული კრი-
ტიკოსების დამსახურებაა და მეტი არაფერი. ყველაზე მთავარი კი
ისაა, რომ მიხვდება, რომ ისეთი მწერლების ოჯახის წევრი გახდა,
რომლებიც ამავე დროს მნიშვნელოვანი საჯარო სამსა-ხურების
ხელმძღვანელები, მსხვილი საბანკო მოხელეები, არისტოკრატები,
მოსამართლეები არიან. ასე რომ, ამ გარემო-ში მოხვედრით უცებ
აფართოებს ნაცნობობის წრეს და ამიერი-დან თუ რამეში
დახმარება დასჭირდება, ეცოდინება, ვის მიმარ-თოს. უნდა
მიხვდეს, რომ ბატონ გარამონს ხელეწიფება მისი გა-მოყვანა
პროვინციული მასშტაბიდან და მწვერვალისკენ მიმა-ვალ გზაზე
დაყენება. ვახშმის ბოლოს გარამონი ყურში ჩასჩურ-ჩულებს,
დილას სამსახურში შემომიარეთო.
და ესეც მეორე დღეს უთენია წამოხტება.
ცხადია. დე გუბერატისი ღამეს თეთრად ატარებს და
ადეოდატო ლამპუსტრის სახელსა და დიდებაზე ოცნებობს.
მერე?
მერე ის, რომ დილით გარამონი ეტყვის: "გუშინ საღამოს ვერ
გავბედე თქვენთან დალაპარაკება, არ მინდოდა, სხვები და-
მემცირებინა. ბრწყინვალეა! მარტო რეცენზენტების დადებით,
მეტიც, აღფრთოვანებულ შეფასებას როდი ვგულისხმობ: მეც
თავზე დამათენდა თქვენი წიგნის კითხვაში! ლიტერატურული
პრემიის კანდიდატია! უდიდესი ნაშრომია. უდიდესი". მერე მაგი-
დას მიადგება და ოთხი კაცის ხელში გამოვლილ, გაცვეთილ,
დაჭმუჭნილ ხელნაწერს (მათი საგანგებოდ დაჭმუჭნა სინიორა

368
გრაციას ევალება) ამაყად დაჰკრავს ხელს და სსგ-ს ყოყმანით
მიაჩერდება. "ახლა რა უნდა ვქნათ?" - გულის ფანცქალით ჰკით-
ხავს დე გუბერნატისი. გარამონი კი უპასუხებს, რომ წიგნის ღი-
რებულებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ ცხადია, ის მეტის-
მეტად უსწრებს დროს, ამიტომ ორი ათას ცალს ვერ ასცდება,
მაქსიმუმ ორი ათას ხუთასი გაიყიდოს. დე გუბერნატისს ორი
ათას ხუთასი ეგზემპლარი თავისუფლად ეყოფა თავისი სანაც-
ნობო წრისთვის, სსგ კი პლანეტის მასშტაბებზე არასოდეს ფიქ-
რობს, ან, უბრალოდ, მისი პლანეტა ნაცნობი სახეებისგან შედ-
გება, სკოლის ამხანაგების, ბანკების მმართველების, ყოფილი
მასწავლებელების, პენსიაზე გასული პოლკოვნიკებისგან. ადა-
მიანებისგან, რომლებსაც სსგ-მ თავისი პოეტური სამყარო უნდა
გაუზიაროს. ისეთებსაც კი, ვისაც ამის არანაირი სურვილი არ აქვს,
მაგალითად, უბნის ყასაბს ან პრეფექტს... ეშინია, გარა-მონმა
უკან არ დაიხიოს, ახლა, როცა სახლშიც, სამსახურშიც, სოფელშიც
ყველამ იცის, რომ ხელნაწერი დიდ მილანურ გა-მომცემლობას
წარუდგინა. ასე რომ, დე გუბერნატისი გონებაში დაიანგარიშებს
ხარჯებს. შეუძლია, საბანკო წიგნაკზე შენახული ფული
გამოიტანოს, ავანსი ითხოვოს, სესხი აიღოს ან ობლიგა-ციების
ნაწილი გაყიდოს, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს. მორცხვად
სთავაზობს გარამონს, რომ მზადაა, ხარჯებში მონა-წილეობა
მიიღოს. გარამონი შეშფოთდება, "მანუციოს" ეს არ სჩვევიაო,
მაგრამ მალევე ჩამოართმევს ხელს: "კარგი, დამარ-წმუნეთ...
ბოლოს და ბოლოს, პრუსტსა და ჯოისსაც მოუწიათ ქამრის
შემოჭერა. ხარჯი ამდენია. ჯერჯერობით ორი ათასი ეგ-ზემპლარი
დავბეჭდოთ, მაგრამ კონტრაქტი მაქსიმუმ ათი ათას-ზე იქნება.
ორასი ცალი თქვენ გეკუთვნით, როგორც ავტორს, რომ ყველა
თქვენს ნაცნობს დაუგზავნოთ. ორასი ცალიც

369
სააგენტოებს დაეგზავნება, რადგან გვინდა, ისეთი სარეკლამო
კამპანია გავაკეთოთ, გოლონების "ანჟელიკას" გადააჭარბოს. ათას
ექვსასს კი გასაყიდად გავუშვებთ. ამ ცალებიდან, როგორც
გესმით, თქვენ არაფერი გერგებათ, მაგრამ თუ წიგნი გაიყიდა,
დანარჩენსაც დავბეჭდავთ და თორმეტი პროცენტი თქვენია.
პოეტურ ექსტაზში ჩაკარგული დე გუბერნატისი წაუკითხავად
მოაწერდა ხელს კონტრაქტს. ადმინისტრატორი დაიჩივლებდა,
სინიორ გარამონმა ძალიან დაბალი ხარჯები დაითვალაო. კონ-
ტრაქტს უწვრილესი შრიფტით დაბეჭდილი დამატებითი პირო-
ბების ათგვერდიანი ჩამონათვალი ერთვოდა, უცხოურ თარგმა-
ნებზე, დამატებით უფლებებზე, თეატრისთვის ადაპტაციებზე,
რადიო თუ კინემატოგრაფიულ შეკვეცილ ვარიანტებზე, ბრაილის
შრიფტით გამოცემაზე უსინათლოთათვის, Reader's Digest-ში
რეზიუმეს დაბეჭდვის უფლებაზე, ცილისწამების შემ-თხვევაში
გარანტიებზე, რედაქციის მიერ განხორციელებულ ჩასწორებებზე,
იმაზე, რომ უთანხმოების შემთხვევაში მილანის სასამართლო
განიხილავდა საკითხს... სსგ-ს თვალთ უბნელდე-ბოდა, გონებით
უკვე დიდების შარავანდედი მოერგო, ასე რომ კითხვის თავიც
აღარ ჰქონდა იმ ადგილზე მისულს, სადაც ეწე-რა, რომ ათი ათასი
მაქსიმალური ტირაჟია, მინიმალური კი ნახ-სენებიც არ იყო, და
რომ ავტორის მიერ გადასახდელი თანხა იმ ტირაჟით არ
შემოიფარგლება, რაზეც სიტყვიერად იყო მოლაპა-რაკება. და
ბოლოს: რომ გამომცემლობას უფლება აქვს, ერთი წლის შემდეგ
გაანადგუროს გაუყიდავი ეგზემპლარები, თუ ავ-ტორი არ
გამოისყიდის მათ ყდაზე მითითებული ფასის ნახევარ-ში.
ხელმოწერა.
პრეზენტაცია სატრაპული მასშტაბების იქნებოდა. ათგვერ-
დიანი პრესრელიზი, ავტორის ბიოგრაფიითა და კრიტიკული
370
ესეთი. ყოველგვარი სირცხვილის გარეშე. პრესრელიზები მა-
ინც წაუკითხავად იყრება ნაგავში. დაიბეჭდებოდა ათასი ცალი,
რომელთაგან ყდაში ჩასმული მხოლოდ სამასი იქნებოდა. ორა-
სი ეგზემპლარი ავტორს, ორმოცდაათიოდე - მცირე ბიბლიოთე-
კებს და დაწესებულებების სამკითხველოებს, ორმოცდაათიც -
პროვინციულ ჟურნალებს, ოცდაათიოდეც, ისე, ყოველი შემ-
თხვევისთვის, გაზეთებს, ვინიცობაა, თავისუფალი პწკარის
ად-გილი მორჩეთ სადმე. თითო ეგზემპლარს საავადმყოფოებსა
და ციხეებსაც დაუგზავნიდნენ. გასაგებია, პირველები რატომ
ვერ კურნავდნენ და მეორეები რატომ ვერ ასწორებდნენ.
ზაფხულში "პეტრუცელის დელა გატინას" პრემიაც არ
დააყოვნებდა, რაც ასევე გარამონის ქმნილება იყო. პრემიის
ხარჯები: ჟიურის სასტუმროში განთავსება და კვება ორი
დღით, ნიკე სამოთრაკიელის სინგურისფერი ქანდაკება და
მილოცვის დეპეშა "მანუციოს" ავტორებს.
ბოლოს კი ჭეშმარიტების ჟამიც დადგებოდა: ერთი წლის
შემ-დეგ გარამონი მისწერდა კომენდატორს: "ჩემო მეგობარო,
რო-გორც ვფიქრობდი, თქვენ ორმოცდაათი წლით ადრე
დაიბადეთ. რეცენზიები, როგორც თავად ნახეთ, ბრწყინვალეა,
კრიტიკის აღიარება და პრიზებიც არ დაგკლებიათ, მაგრამ
გაყიდვით ცო-ტა გაიყიდა. მკითხველი მზად არაა ასეთი
წიგნისთვის. იძულე-ბული ვართ, დავცალოთ საწყობი.
კონტრაქტის თანახმად (იხი-ლეთ დართული დოკუმენტი)
დარჩენილი ეგზეპლარები ან უნდა გავანადგუროთ, ან თქვენ
უნდა შეიძინოთ ისინი ნახევარ ფასად. ეს თქვენი უფლებაა".
დე გუბერნატისი დარდით აღარაა. ოჯახი ამშვიდებს: "ხალხს
შენი არ ესმის, ცხადია, მათნაირი რომ იყო, ქრთამი რომ გადა-
გეხადა, ახლა "კორიერეც" დაბეჭდავდა რეცენზიას შენს წიგნზე.

371
ყველგან მაფიაა, უნდა გაუძლო. ნაჩუქარი ასლებიდან ხუთიღა
დარჩა, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანია, ვისაც ეკუთ-
ვნის შენი წიგნი. ვერ დაუშვებ, რომ შენი ქმნილება ტუალეტის
ქაღალდად იქცეს! ვნახოთ, რამდენის შეგროვებას შევძლებთ,
სწორად დახარჯული ფული იქნება, ადამიანი ხომ ერთხელ მო-
დის ამქვეყნად. მივწეროთ, რომ ხუთასი ეგზემპლარის ყიდვა
შეგვიძლია. რას ვიზამთ, ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია".
"გარამონში" 650 ასლი აქვთ, უყდოდ. ბატონი გარამონი 500-
ჩაასმევინებს ყდაში და ავტორს გაუგზავნის, დანარჩენს კი
გაანადგურებინებს. ამ ყველაფრის შეჯამება ასეთია: ავტორმა
2000 ეგზემპლარის ფული გადაიხადა, "მანუციომ" სულ 1000
ცა-ლი დაბეჭდა, ყდა კი 850-ს გაუკეთა. აქედან 500 ცალში კი
ორ-ჯერ აიღო ფული. წელიწადში ორმოცდაათამდე ავტორი და
"მა-ნუციო" წლის ბოლოს ყოველთვის მოგებაშია.
თან არავითარი სინდისის ქენჯნა: ბედნიერებას ანიჭებს
ადა-მიანებს.

372
40

"ლაჩარი სიკვდილს ბევრჯერ გემობს თვით სიკვდილამდე".85


მუდამ ვგრძნობდი კონტრასტს ბელბოს დამოკიდებულებაში
პატივსაცემი ავტორებისა და სსგ-ების მიმართ. "გარამონის" გა-
მოცემებზე ერთგულად, თავდაუზოგავად მუშაობდა, ცდილობ-
და, მათგან საამაყო წიგნები მიეღო. და ამ გულწრფელი, მონ-
დომებული შრომის ფონზე კიდევ უფრო გასაოცარი იყო ის ყაჩა-
ღური აღტყინება, რომლითაც "მანუციოს" საკბილოთათვის მა-ხის
დაგებაში მონაწილეობდა. წარბშეუხრელად, ოსტატურად
გაისტუმრებდა ხოლმე გუალდის ქუჩაზე იმათ, ვინც "გარამონის-
თვის" შეუფერებლად მიაჩნდა. ასე, ჩემ თვალწინ გაუყენა "მანუ-
ციოს" გზას პოლკოვნიკი არდენტიც.
მასთან მუშაობისას ბევრჯერ მიფიქრია, რატომ თანხმდება--
მეთქი ამ სიტუაციას. მხოლოდ ფული ნამდვილად არ აინტერე-
სებდა: საკუთარი საქმე ძალიან კარგად იცოდა იმისთვის, რომ
ბევრად უკეთესი ხელფასი ჰქონოდა. თავიდან მეგონა, იმიტომ
მოსწონდა ეს საქმე, რომ ულევი საკვლევი მასალა ჰქონდა ადა-
მიანის სიბრიყვეზე დასაკვირვებლად. ხიბლავდა ის, რასაც თვი-
თონ "სისულელეს" ეძახდა: დაუმარცხებელი პარალოგიზმი, და-
მაჯერებელი არგუმენტაციით შენიღბული დელირიუმი. ამას ხში-
რად იმეორებდა, თუმცა სინამდვილეში ესეც ნიღაბი იყო.
დიოტალევისთვის ეს თამაში იყო და ვინ იცის, იმედი ჰქონდა,
რომ ერთ დღეს "მანუციოში" თორის ახალი კომბინაციაც გამოჩ-

შექსპირი, "იულიუს კეისარი", 11, 2. (ივანე მაჩაბლის თარ-


გმანი)
373
ნდებოდა. ასე, გართობის თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეობის
გამო ჩავერთე მეც ამ საქმეში, განსაკუთრებით მას მერე, რაც
გარამონმა პროექტი "ჰერმესი" წამოიწყო.
სინამდვილეში ბელბოს სულ სხვა რამ ამოძრავებდა. მაგრამ
ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა მისი ნაწერებში ქექვა მო-
მიხდა.
შურისძიება. შემზარავი შურისძიება.doc
ასე მოდის. ხალხიც რომ იყოს ოფისში, საყელოში ჩამავლებს
ხელს, სახეს გამომიშვერს და მკოცნის. ანა, როცა მკოცნის, ფე-
ხისწვერებზე დგება. ისე მკოცნის, თითქოს "ფლიპერს" თამა-
შობდეს.
იცის, რომ მეუხერხულება, მაგრამ სპეციალურად იქცევა ასე.
არასდროს არ ტყუის.
მიყვარხარ.
კვირას შევხვდეთ?
არა, შაბათ-კვირას მეგობართან მივდივარ...
ქალთან?
არა, კაცთან, იცნობ, აი ის, ბარში რომ გაგაცანი ამასწინათ.
დავპირდი. გადავაგდო?
არა, ნუ გადააგდებ... მაგრამ ასე ნუ... გთხოვ, ავტორს ვე-
ლოდები.
გენიოსს, რომელიც მსოფლიოს უნდა გააცნო?
უდღეურს, რომელიც მიწასთან უნდა გავასწორო.
უდღეურს, რომელიც მიწასთან უნდა გავასწორო.
"პილადეში" მოგაკითხე. არ დამხვდი. დიდხანს გელოდე, ბო-
ლოს გამოვედი, გალერეა უკვე იკეტებოდა. ვიღაცამ მითხრა,
რესტორანში წავიდნენო. ზერელედ მივიარ-მოვიარე გამოფენა -
ხელოვნება მაინც მკვდარია ჰელდერლინის შემდეგო, ამბო-

374
ბენ. ოცი წუთი ვეძებდი იმ რესტორანს. გალერეების მფლობე-
ლები ყოველთვის ისეთ რესტორნებს არჩევენ, მომავალში რომ
უნდა გაითქვან სახელი.
იქ იყავი, ისევ იმ სახეებს შორის. გვერდით ნაიარევიანი კაცი
გეჯდა. წამით არ დაგტყობია უხერხულობა. თანამზრახველურად
და თან გამომწვევად შემომხედე (როგორ ახერხებ ამ ორ რამეს
ერთად?), თითქოს მეკითხებოდი, მერე რაო? ჩემი მყუდროების
ნაიარევიანმა დამარღვეველმა ისე შემათვალიერა, როგორც
მყუდროების დამარღვეველი. დანარჩენები გაისუსნენ. საბაბი
უნდა მეპოვა საჩხუბრად. მასაც რომ ვეცემე, მაინც მოგებული
დავრჩებოდი. ყველამ იცოდა, რომ იქ ჩემ გამოსაწვევად იყავი.
მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქამდე მე გამოგიწვიე თუ არა. ჩემი
როლი ეს იყო. მაყურებელი იჯდა და სპექტაკლს ელოდა.
თუ სპექტაკლია, სპექტაკლი იყოს-მეთქი.
თვალისმომჭრელი კომედია ვარჩიე. თბილად ჩავერთე
საუბარში, იმ იმედით, რომ ჩემს თავდაჭერას დააფასებდნენ.
ერთადერთი, ვინც მაფასებდა, თავად ვიყავი. ლაჩარი მაშინ
ხარ, როცა თავს გრძნობ ლაჩრად. ნიღაბახდილი
შურისმაძიებელი. კლარკ კენტივით, ვზრუნავ
ახალგაზრდა გენიოსებზე, რომლებსაც სამყარო ვერ უგებს და
როგორც სუპერმენი, ვსჯი ბებერ გენიოსებს, რომლებისაც სა-
მართლიანად არ ესმის სამყაროს. ვმონაწილეობ იმათ ექ-
სპლუატაციაში, ვისაც ჩემდენი გამბედაობა არ აღმოაჩნდა და
ვერ შეძლო, მაყურებლის როლს დასჯერებოდა.
შესაძლებელია იმათ დასჯაში გაატარო ცხოვრება, ვინც ვე-
რასოდეს მიხვდება, რომ დაისაჯა? ჰომეროსობა გინდოდა?
ინე-ბე, საბრალოვ, და გჯეროდეს.

375
მძულს ყველა, ვინც ცდილობს, სიყვარულის ილუზია შემო-
მასღოს.

376
41

"მაშ გავიხსენოთ, რომ დაათი განლაგებულია იმ წერტილში,


სადაც უფსკრული შუა პილასტრს კვეთს და რომ შუა
პილასტრის კენწეროში ისრის ბილიკია... და რომ აქაცაა
კუნდალინი. ვნა-ხავთ, რომ დაათში არის როგორც შექმნის, ისე
განახლების საიდუმლო... ურთიერთსაპირისპირო წყვილებს
შორის განსხვა-ვებათა საშუალებით ყოველივეს გამოვლენისა
და რაღაც მესა-მეში მათი შერწყმის გასაღები".86
"მანუციო" ჩემი საქმე არ იყო. მე "ლითონთა გასაოცარი თავ-
გადასავლის" შედგენა დამევალა. მილანის ბიბლიოთეკებიდან
დავიწყე კვლევა. სახელმძღვანელოებს ვეძებდი, ბიბლიოგრა-
ფიებს ვადგენდი და მათი საშუალებით მეტ-ნაკლებად ძველ
ორიგინალებს ვპოულობდი, რომ კარგი ილუსტრაციები შემერ-
ჩია. იმაზე უარესი არაფერია, კოსმოსურ მოგზაურობებზე სტა-
ტია უკანასკნელი ამერიკული ხომალდის ფოტოთი
დაასურათო. ბატონმა გარამონმა მასწავლა, რომ ასეთ
შემთხვევაში გუსტავ დორეს ანგელოზი მაინცაა საჭირო.
საინტერესო ვიზუალური მასალა დავაგროვე, მაგრამ მაინც
არ კმაროდა. როცა ილუსტრირებულ წიგნს ამზადებ, ერთი კარ-
გი სურათის შესარჩევად ათის დაწუნება მაინც გიწევს.
ოთხი დღით პარიზში წასვლის ნებართვა მომცეს. ყველა არ-
ქივის შემოსავლელად არ მეყოფოდა, მაგრამ მაინც სასარგებ-
ლო იქნებოდა. ლიაც წამომყვა. ხუთშაბათს ჩავედით. უკან და-

Dion Fortune, The mystical Qabalah, London, Fraternity of the


Inner Light, 1957, 7.19
377
საბრუნებელი ბილეთი ორშაბათის საღამოსთვის გვქონდა. შეც-
დომა დავუშვი, "კონსერვატორიის" დათვალიერება ორშაბათს
დავგეგმე და ორშაბათს დილით აღმოვაჩინე, რომ "კონსერვა-
ტორია" სწორედ ამ დღეს იკეტებოდა. უკვე გვიან იყო. ხელცა-
რიელი დავბრუნდი.
ბელბოს გული დასწყდა, მაგრამ მაინც საინტერესო
ნადავლი მქონდა თან და ბატონ გარამონს ვეახელით.
ათვალიერებდა ჩემს მოგროვებულ ილუსტრაციებს, მათგან
ბევრი ფერადი იყო. მერე ანგარიშს დახედა:
- ძვირია... ძვირი. ჩვენი საქმე მისიაა, ბატონებო... კულტუ-
რის სიყვარული გვამოძრავებს, ცხადია, მაგრამ "წითელი ჯვა-
რი" ხომ არა ვართ. მეტსაც გეტყვით, ვერც "იუნისეფს" გავეჯიბ-
რებით. საჭირო იყო მთელი ამ მასალის ყიდვა? რა ვიცი... აი აქ,
მაგალითად, ეს კაცი, ნიფხავში, დ ’ არტანიანის ულვაშებით,
ათასგვარი ხარახურითა და თხის რქებით გარშემორტყმული...
ვინ ოხერია, მანდრეიკი?
ეს მედიცინის სათავეებია. ზოდიაქოს ზეგავლენა სხეულის
სხვდასხვა ნაწილზე და შესაბამისი სამკურნალო მცენარეები.
მინერალები, ლითონები. კოსმოსურ ნიშანთა მოძღვრება. ეს ის
დროა, როცა მეცნიერებასა და მაგიას შორის ზღვარი ფრიად
ბუნდოვანია.
საინტერესოა. ეს რაღაა? Philosophia Moysaica... მოსე რა-
ღა შუაშია, ძალიან შორს ხომ არ წახვედით?
ეს ცნობილი დებატებია unguentum armarium-ზე, ანუ ეგ-რეთ
წოდებულ "იარაღის საცხზე". მას weapon salve-საც უწოდე-ბენ.
ცნობილი ექიმები ორმოცდათ წელს მსჯელობდნენ იმაზე, რომ,
თუ ამ სალბუნს იმ იარაღს წაუსვამდნენ, რომლითაც ჭრი-ლობა
იყო მიყენებული, იარა განიკურნებოდა.

378
გიჟები. და ეგ მეცნიერებაა?
ჩვენი გაგებით - არა. მაგრამ მაშინ კამათობდნენ ამ საკით-
ხებზე. მაგნიტის საოცრება ახალი აღმოჩენილი იყო და დარწმუ-
ნებული იყვნენ, რომ შორ მანძილზე ზემოქმედების
საშუალებე-ბიც არსებობდა. მაგიაც ხომ ამას ამტკიცებდა.
ჰოდა, თუ ზემოქ-მედებაა, ზემოქმედება იყოსო... კი, ბატონო,
ისინი ცდებოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ვოლტი და მარკონი
აღმოჩნდნენ მართლე-ბი. რა არის ელექტრობა და რადიო, თუ
არა შორ მანძილზე ზე-მოქმედება?
ჰმ... ბრავო, კაზობონ. მეცნიერება და მაგია, ხელიხელჩაკი-
დებულები... სერიოზული იდეაა. კარგი, მივყვეთ მას,
უბრალოდ ეს საძაგელი მანქანა-დანადგარები მომაშორეთ და
მეტი მან-დრეიკი ჩართეთ საქმეში. ცოტა დემონური
მინიშნებებიც გაური-ეთ, რა ვიცი... მოოქროვილ ფონზე.
არ მინდა, გადავამეტო. ეს ხომ ლითონთა გასაოცარი თავ-
გადასავალია. სითამამე კარგია, მაგრამ თემას არ უნდა ავ-
ცდეთ.
ლითონთა გასაოცარი თავგადასავალი, პირველ რიგში,
შეცდომათა ისტორია უნდა იყოს. უცნაურ ილუსტრაციას თუ
გა-მოიყენებთ და იქვე წარწერაში განუმარტავთ მკითხველს,
რომ ის, რაც სურათზეა გამოსახული, მცდარია, ამით საშუალება
გეძ-ლევათ, მკითხველს აჩვენოთ ეს ილუსტრაცია. ისიც
ინტერესდე-ბა, რადგან ხედავს, რომ ბრძენი ადამიანებიც
მასავით ცდებოდ-ნენ.
მაშინ ერთი უცნაური ამბავი მოვუყევი, რომელიც პარიზში,
სენის სანაპიროზე შემემთხვა, სენ-მიშელთან ახლოს. წიგნის მა-
ღაზიაში შევედი, რომელიც ყველაფრით, იდეალურად სიმეტ-
რიული ვიტრინების ჩათვლით, აშკარად შიზოფრენიულად გა-

379
მოიყურებოდა. ერთ მხარეს ეწყო წიგნები კომპიუტერებზე და
ელექტრონიკის მომავალზე, მეორე მხარეს კი - ოკულტურ მეც-
ნიერებებზე. "ეფლი" და კაბალა ერთად.
წარმოუდგენელია, - ჩაილაპარაკა ბელბომ.
რატომ, - უთხრა დიოტალევიმ. - შენ მაინც არ უნდა გიკვირ-
დეს, იაკოპო. მანქანების სამყარო ცდილობს, ასოებითა და ციფ-
რებით ამოხსნას შექმნის საიდუმლო.
გარამონი ხმას არ იღებდა. ხელები მკერდთან
მიეტყუპებინა, თითქოს ლოცულობსო, თვალები კი ზეცად
აეღეპყრო. უცებ ტა-ში შემოჰკრა:
ყველაფერი, რაც დღეს თქვით, იმას ადასტურებს, რასაც
რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი... მაგრამ ყველაფერს თავისი
დრო აქვს, ჯერ უნდა ვიფიქრო. განაგრძეთ მუშაობა. ყოჩაღ, კა-
ზობონ, თქვენს კონტრაქტს გადავხედავთ, ძვირფასი თანამშრო-
მელი ხართ. მიდით, მეტი კაბალა და კომპიუტერი გაურიეთ...
კომპიუტერებს სილიციუმისგან აკეთებენ, არა?
კი მაგრამ, სილიციუმი ლითონი არაა, მეტალოიდია.
კარგი ახლა, დაბოლოებებზე ნუ დავწვრილმანდებით. მაშინ
rosa rosarum რაღაა? კომპიუტერი. კაბალა.
არც ეგაა ლითონი, - გავჯიუტდი.
კართან მიგვაცილა. ზღურბლზე შემაჩერა:
- კაზობონ, საგამომცემლო საქმე ხელოვნებაა და არა მეც-
ნიერება. რევოლუციონერობის დრო წავიდა. შეურიეთ კაბალა,
დამიჯერეთ. ჰო, მართლა, თქვენი ხარჯების ანგარიშს რაც
შეეხება, მხოლოდ კუპე შევაცვლევინე საერთო ვაგონით.
სიძუნ-წედ არ ჩამითვალოთ, იმედია, ამდენად მენდობით.
უბრალოდ, კვლევას, ასე ვთქვათ, სპარტული სული უხდება.
ფუფუნებაში ჩა-ტარებული კვლევა დამაჯერებელი არაა.

380
რამდენიმე დღის შემდეგ გამოგვიძახა. ბელბოს უთხრა, კაბი-
ნეტში სტუმარი მყავს, რომელსაც თქვენი გაცნობა უნდაო.
მივაშურეთ. გარამონი ჩასუქებულ კაცს ემუსაიფებოდა, რო-
მელსაც ტაპირის სახეზე მსხვილი ცხვირის ქვეშ წვრილი ქერა
ულვაში დაეწკიპა. მომეჩვენა, რომ ნანახი მყავდა. მალევე გა-
მახსენდა: პროფესორი ბრამანტი იყო, რომლის მოხსენებაც
როზენკროიცერების ორდენზე რიოში მოვისმინე.
პროფესორი ბრამანტი, - წარგვიდგინა გარამონმა სტუმარი.
მიაჩნია, რომ დაკვირვებულმა, თანამედროვე, სწორი
კულტუ-რული მგრძნობელობის მქონე გამომცემლობამ დროა,
ოკულ-ტურ მეცნიერებათა სერიის გამოცემა დაიწყოს.
"მანუციოში"... - წააშველა ბელბომ.
ცხადია, სხვაგან სად, - ეშმაკურად გაიღიმა გარამონმა. -
პროფესორ ბრამანტის, სხვათა შორის, ჩემმა ძვირფასმა მეგო-
ბარმა, დოქტორმა დე ამიჩისმაც გაუწია რეკომენდაცია, ბრწყინ-
ვალე ნაშრომის, "ზოდიაქის ქრონიკების" ავტორმა, რომელიც
წელს გამოვეცით. პროფესორი შენიშნავს, რომ ამ საკითხზე აქა-
იქ არსებული პუბლიკაციები, როგორც წესი, ზედაპირულია,
არასერიოზულობით ცნობილი გამომცემლობების დაბეჭდილია
და ვერანაირად ვერ ასახავს კვლევის ამ სფეროს სიღრმესა და
სიმდიდრეს...
თანამედროვე უტოპიების კრახის შემდეგ მომწიფდა დრო
ძველ კულტურათა გადასაფასებლად, - თქვა ბრამანტიმ.
წმინდათაწმინდა სიტყვებია, პროფესორო. მაგრამ უნდა
გვაპატიოთ ჩვენი უცოდინარობა... ან, გნებავთ, მწირი ცოდნა
ამ სფეროში. რას გულისხმობთ ოკულტურ მეცნიერებებში?
სპირი-ტიზმს, ასტროლოგიას, შავ მაგიას?
ბრამანტი შეიშმუშნა.
381
რას ბრძანებთ! ამ ბოდვით მიამიტებს უქონავენ ტვინს. მე
მეცნიერებაზე გელაპარაკებით, თუმცა კი ოკულტურზე. ცხადია,
ასტროლოგიასაც ვგულისხმობ, თუ საჭიროა, მაგრამ ეს იმას კი არ
ნიშნავს, მბეჭდავ ქალს უწინასწარმეტყველო, რომ მომავალ
კვირას თავისი ცხოვრების მამაკაცს შეხვდება. ეს სერიოზული
კვლევა იქნება დეკანებზე, მოკლედ რომ გითხრათ.
გასაგებია. მეცნიერულია. ჩვენს პოლიტიკას ეთანხმება.
მაგრამ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად აგვიხსნათ?
ბრამანტი სავარძელში მოკალათდა და ოთახს თვალი მოავ-
ლო, თითქოს რაღაც ასტრალურ შთაგონებას ეძებსო.
ცხადია, მაგალითების მოყვანა შემიძლია. ამ რუბრიკის
იდეალური მკითხველი იქნება როზენკროიცერთა ორდენის მიმ-
დევარი, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ერკვევა "in magiam,
in necro mantiam, in astrologiam, in geomantiam, in pyromantiam, in
hydro mantiam, in chaomantiam, in medicinam adeptam".87 ეს
სიტყვები აზოტის წიგნიდანაა, რომელიც იდუ-მალმა გოგონამ
გადასცა სტავროფორს, როგორც "Raptus philosophorum"
მოგვითხრობს. მაგრამ ამ ავტორის ცოდნა სხვა სფეროებსაც
სწვდება: ის მოიცავს ფიზიოგნოსიას, რომელიც ოკულტურ
ფიზიკას შეისწავლის, სტატიკას, დინამიკასა და კინე-ტიკას,
ასტროლოგიასა და ეზოტერიკულ ბიოლოგიას, ასევე ბუ-ნების
სულის შემსწავლელ მეცნიერებებს, ჰერმეტიკულ ზოოლოგიას,
ბიოლოგიურ ასტროლოგიას. ამას კოსმოგნოსიაც დაუმატეთ,
რომელიც ასტროლოგიას იკვლევს, მაგრამ ასტრო-

"მაგიაში, ნეკრომანტიაში, ასტროლოგიაში, გეომეტრიაში, პი-


რომანტიაში, ჰიდრომანტიაში, ქაომანტიაში, მედიცინაში" (ლათ.)

382
ნომიული, კოსმოლოგიური, ფიზიოლოგიური, ონტოლოგიური
კუთხით; ასევე ანთროპოგნოსია, რომელიც ჰომოლოგიურ ანა-
ტომიას, ღვთიურ მეცნიერებებს, ფლუიდურ ფიზიოლოგიას,
ფსი-ქურგიას, სოციალურ ასტროლოგიასა და ისტორიის
ჰერმეტიზმს შეისწავლის. მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია
უხილაობის კოსმოგრაფიის, მაგნეტიზმის, აურების, ძილის,
ფლუიდების, ფსიქომეტრიისა და ნათელმხილველობის
შესწავლაც, ასევე და-ნარჩენი ჰიპერფიზიკური ხუთი გრძნობის
გაცნობა, ჰოროსკოპი-ულ ასტროლოგიაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ, რომელიც ცოდ-ნის დეგენერაციაა, თუ სათანადო
ზომების დაცვით არ იქნა წარ-მართული... ასევე საჭირო
ინფორმაცია ფლუიდების მართვაზე, ალქიმიაზე, სპაგირიკაზე,
ტელეპათიაზე, ეგზორციზმზე, რი-ტუალურ და სულის
გამოძახების მაგიაზე, თეურგიის საფუძ-ვლებზე...
ტამპლიერთა ფენომენოლოგიაზე, - გადაუკრა ბელბომ.
ბრამანტის თვალები გაუბრწყინდა:
რა თქმა უნდა. მაგრამ კინაღამ დამავიწყდა, იქამდე საჭირო
იქნება საბაზო ცნებების ცოდნა ნეკრომანტიასა და არათეთრი
რასების ჯადოსნობაში, ონომანტიაში, წინასწარმეტყველებაში,
ნებაყოფლობით სასწაულქმედებაში, შელოცვებში, იოგაში, ჰიპ-
ნოტიზმში, სომნამბულიზმში, მერკურის ალქიმიაში... და, ცხა-
დია, აუცილებელია ლუდენის შეპყრობილთა და სენ-მედარის
კრუნჩხვიანთა ტექნიკების, მისტიკური სითხეებისა და სხვა ბო-
როტების საწყისების ცოდნა. თუ კიდევ გავაგრძელებთ, ახალი
სერიის შექმნაც იქნება შესაძლებელი, რომელსაც უფრო სპეცი-
ფიკური, ვიწრო მკითხველი ეყოლება და მისთვის უკვე საჭირო
გახდება ბელზებელის თვითგანადგურების საიდუმლოებათა
გაცნობა, სატანის, როგორც დამხობილი თავადის, ევრინომას,

383
მოლოქის, ინკუბთა და სუკუბთა საიდუმლოებათა ცოდნა.
ასევე გვერდს ვერ ავუვლით ისისის, მითრას, მორფევსის,
სამოთრა-კიისა და ელევსინის მისტერიებს, მამრობითი
საწყისის ბუნებ-რივ სიმბოლოს - ფალოსს, სიცოცხლის ხეს,
ცოდნის გასაღებს, ბაფომეტსა და ჩაქუჩს, ასევე ქალური
საწყისის ბუნებრივ საიდუმლოებებს, ცერერას, კტეისს,
პატერას, კიბელას, ასტარ-ტას.
გარამონი წინ გადაიხარა უცნაური ღიმილით:
გნოსტიკოსებსაც ვერ გამოტოვებთ...
რა თქმა უნდა, ვერა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ
უამრავი მონაჩმახია გავრცელებული, სარწმუნო ინფორმაცია
ბევრი არაა. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ჯანსაღი ოკულ-
ტიზმი გნოსისია.
ასეც ვიცოდი, - თქვა გარამონმა.
და ნუთუ ეს ყველაფერი იკმარებს? - ჩაილაპარაკა ბელბომ
თითქმის შეუმჩნეველი კითხვის ტონით.
ბრამანტიმ ლოყები დაბერა და უცებ ტაპირიდან თახვად გა-
დაიქცა.
იკმარებს. დამწყებთათვის იკმარებს, მაგრამ არა მათთვის,
ვინც უკვე ნაზიარებია საიდუმლოს. ორმოცდაათიოდე ტომის
შემდეგ ათასობით მკითხველის მოზიდვას შეძლებთ,
რომლებიც დამშეულნი ელიან სანდო სიტყვას. რამდენიმე
ასეული მი-ლიონის ჩადება დაგჭირდებათ - თქვენ
მოგმართავთ, ბატონო გარამონ, რადგან ვიცი, რომ
თავგადასავლებს არ უშინდებით - და ჩემთვის, როგორც
რუბრიკის ხელმძღვანელისთვის, მცირე პროცენტის გადახდა...
მეტი აღარ იყო საჭირო. გარამონმა წამში დაკარგა ინტერე-
სი. ნაჩქარევად დაემშვიდობა და ჩვეული დაპირებებით გაის-
384
ტუმრა: ჩვენი კომიტეტი ყურადღებით განიხილავს თქვენს
შემო-თავაზებასო.

385
42

"მაგრამ იცოდეთ, რომ, რასაც უნდა ვამბობდეთ, ჩვენ ყო-


ველთვის ვთანხმდებით ერთმანეთში".
(Turba Philosophorum)88
ბრამანტი რომ გავიდა, ბელბომ თქვა, საცობი უნდა ამოვი-
ღოო. გარამონი არ იცნობდა ამ გამოთქმას და ბელბომ რამდე-
ნიმე თავაზიანი პარაფრაზით სცადა მისი ახსნა, მაგრამ უშედე-
გოდ.
რაც უნდა იყოს, - თქვა გარამონმა, - საბოდიშო არაფერი გვაქვს.
დაიწყო თუ არა ლაპარაკი, მივხვდი, რომ საჩვენო კლი-ენტი არ
იყო. მაგრამ ვისზეც ლაპარაკობდა, ავტორებიც და მკითხველებიც,
სწორედ რომ საჩვენო ხალხია. ამ ბრამანტის ვიზიტმა კიდევ
უფრო განმიმტკიცა აზრი. ბატონებო, ახლავე მო-გახსენებთ, რას
ვგულისხმობ, - უჯრიდან სამი წიგნი ამოიღო. - ეს წიგნები ამ
ბოლო წლებშია გამოსული და ყველას დიდი წარ-მატება ხვდა.
პირველი ინგლისურია და არ წამიკითხავს, მაგრამ მისი ავტორი
ცნობილი კრიტიკოსია. და რას წერს? ნახეთ ქვესა-თაური:
"გნოსტიკური რომანი". ახლა ამას შეხედეთ: ერთი შე-ხედვით
დეტექტიური რომანია, ბესტსელერი. გითხრათ, რაზეა? ტურინის
შემოგარენში არსებულ ერთ გნოსტიკურ ეკლესიაზე.
გეცოდინებათ, ვინც არიან გნოსტიკოსები, - ხელი ასწია, ნუ გა-

"ფილოსოფოსთა კამათი", ალქიმიური ტექსტების ერთ-ერთი


უძველესი ევროპული კრებული, ნათარგმნი არაბული ორიგინა-
ლიდან. "ტურბას" ლათინური ვარიანტი XIII საუკუნით თარიღ-დება.

386
მაწყვეტინებთო და განაგრძო: - არა, მნიშვნელობა არა აქვს,
მთავარია, ვიცით, რომ ეშმაკეულ საქმეებში არიან გარეულები.
ვიცი, ვიცი, ალბათ, მეტისმეტად ვჩქარობ, მაგრამ თქვენსავით კი
არა, ბრამანტივით მინდა ვილაპარაკო. როგორც გამომცე-მელმა და
არა შედარებითი გნოსეოლოგიის თუ რაცაა, პროფე-სორმა.
გითხრათ, რა დავინახე მკაფიო, პერსპექტიული, მიმ-ზიდველი,
მეტიც, უაღრესად საინტერესო, ბრამანტის ნალაპა-რაკევში?
საოცარი უნარი, ყველაფერი ერთმანეთს დაუკავში-როს.
გნოსტიკოსები არ უხსენებია, მაგრამ თავისუფლად შეეძ-ლო,
ეხსენებინა გეომანტიას, გეროვიტალს, რადამესსა და მერ-
კურისთან ერთად. რატომ გიმეორებთ ამას? იმიტომ, რომ აქ კი-
დევ ერთი წიგნი მაქვს, ცნობილი ჟურნალისტი ქალის დაწერი-
ლი, რომელიც ტურინში მომხდარ საოცარ ამბებს ჰყვება. ტუ-
რინში, მანქანათმშენებლობის ქალაქში! ჯადოქრები, შავი წირ-
ვები, ეშმაკის გამოძახება... და ეს ყველაფერი შეძლებული ხალ-
ხის წრეში ხდება, ვიღაც სამხრეთელ ბნელ გლეხუჭებში კი არა.
კაზობონ, ბელბოსგან ვიცი, რომ ბრაზილიაში დასწრებიხართ
იქაური ველურების სატანურ რიტუალებს... მერე მომიყევით
დაწვრილებით მათზე, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. ბრაზი-ლია
აქაა, ბატონებო. პირადად ვიყავი ამასწინათ იმ წიგნის მა-
ღაზიაში... რა ჰქვია? რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, მაღა-ზიაში,
რომელიც ექვსი-შვიდი წლის წინ ანარქისტულ, რევოლუ-ციურ
ლიტერატურას ყიდდა, ტუპამარების, ტერორისტების, მე-ტიც -
მარქსისტების ნაწერებს... ახლა? ახლა რითაა დაკავებუ-ლი?
იმით, რაზეც ბრამანტი ლაპარაკობდა. მართალია, ახლა
გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ და კათოლიკური წიგნე-ბის
მაღაზიაში, სადაც ოდესღაც მხოლოდ კატეხიზმო იყიდებო-და,
ლუთერის თანამედროვე ინტერპრეტაციებსაც გადაეყრე-

387
ბით, მაგრამ ისეთ წიგნს მაინც არ გამოჭიმავენ დახლზე, რომე-
ლიც ამბობს, რელიგია მთლიანად ერთი დიდი თაღლითობააო.
ამ მაღაზიებში კი, რომლებზეც მე მოგახსენებთ, მორწმუნე ავ-
ტორებიც არიან და ურწმუნოებიც, მთავარია, თემა იყოს... რო-
გორ გითხრათ...
ჰერმეტიკული, - უკარნახა დიოტალევიმ.
დიახ, მგონი, სწორი განსაზღვრებაა. ათამდე წიგნი მაინც
ვნახე ჰერმესზე. სწორედ პროექტ "ჰერმესზე" მინდა, გელაპარა-
კოთ. ეს ახალი შტოა...
ოქროს რტო,89 - უთხრა ბელბომ.
სწორედ ასეა, - თქვა გარამონმა. მინიშნებას ვერ მიხვდა. -
ნამდვილად ოქროს რტოა! დავაკვირდი, ხალხი ყველაფერს
ჭამს, ოღონდ კი, როგორც თქვენ თქვით, ჰერმეტიკული იყოს:
ოღონდ იმის საწინააღმდეგოს ამბობდეს, რაც სკოლის სახელ-
მძღვანელოებიდან ახსოვთ. მეტსაც გეტყვით, ვფიქრობ, ეს ჩვე-
ნი კულტურული ვალდებულებაცაა. ბუნებით ქველმოქმედი
სუ-ლაც არ გახლავართ, მაგრამ თუკი შეძლებ, ამ ბნელ დროში
ვი-ღაცას რწმენა გაუმყარო, გზა გაუკვალო ზებუნებრივისკენ...
რაც უნდა იყოს, "გარამონი" ხომ მეცნიერებას ემსახურება.
ბელბო დაიძაბა.
მეგონა, "მანუციოს" გულისხმობდით...
ორივეს ვგულისხმობ. მისმინეთ. ის წიგნის მაღაზია თავი-
დან ბოლომდე გადავქექე. მერე სერიოზულ მაღაზიაში წავედი
და იქაც დამხვდა ოკულტური მეცნიერების განყოფილება. ამ

"ოქროს რტო. მაგიისა და რელიგიის კვლევები" - ბრიტანელი


მეცნიერის ჯეიმს ჯორჯ ფრეიზერის (1854-1941) ნაშრომი, მითო-
ლოგიისა და რელიგიის შედარე ბითი ანალიზი.

388
თემებზე საუნივერსიტეტო კვლევები არსებობს, რომლებიც ბრა-
მანტისნაირი ტიპების ნაწერებთან ერთად იყიდება. მოდი, დავ-
ფიქრდეთ: მაგ ბრამანტის, ალბათ, უნივერსიტეტის პროფესო-
რები არასოდეს გაუცნია, მაგრამ მათი ნაშრომები წაუკითხავს და
თავი მათ ტოლ-სწორად მიაჩნია. ვიცნობ ამ კატეგორიის ხალხს:
რაზეც უნდა იყოს კამათი, ფიქრობენ, რომ მათ ეხება. კა-ტის
ამბავი ხომ გაგიგიათ, ცოლ-ქმარი რომ ჩხუბობდა, განქორ-წინებას
აპირებდა, კატა კი ფიქრობდა, ჩემი საჭმლის ხარისხის გამო
ხოცავენ ერთმანეთსო. ხომ დაინახეთ, ბელბო, საკმარისი იყო,
ტამპლიერები გეხსენებინათ, რომ მაშინვე თავი დააკანტუ-რა,
კიო, ტამპლიერებიცო, კაბალაცო, ყავაზე მკითხაობაცო.
ყველაფერს ჭამენ. ყველაფერს. ხომ ნახეთ, რა სახე აქვს: ნამ-
დვილი მღრღნელის. უკვე თვალწინ მიდგას უზარმაზარი პუბლი-
კა, ორი დიდი კატეგორიისგან შემდგარი... ლეგიონია მათი სა-
ხელი. პირველი კატეგორია ავტორებისგან შედგება და მათ-თვის
"მანუციოს" კარი მუდამ ღიაა. საკმარისია, სერიის რაღაც
შთამბეჭდავი დასახელებით მივიზიდოთ ისინი... მაგალითად...
"ზურმუხტის ფილა", - მიაშველა დიოტალევიმ.
რა? არა, ეგ ძალიან რთულია. მე, მაგალითად, არაფერს მე-
უბნება. რაღაც ისეთია საჭირო, რომ ადამიანს სხვა რამ გაახსე-
ნოს...
"შიშველი ისისი", - შევაშველე.
"შიშველი ისისი"! კარგად ჟღერს, კაზობონ! ტუტანხამონს,
პირამიდების საიდუმლოს გამოიხმობს გონებაში. "შიშველი
ისი-სი", ცოტა პროვოკაციული გარეკანით, მაგრამ ზომიერად.
გა-ვაგრძელოთ. მერე არის მეორე კატეგორია - მყიდველები. მე-
გობრებო, თქვენ მეტყვით, "მანუციოს" ხომ მყიდველები არ
აინ-ტერესებსო. კი მაგრამ, რა აუცილებელია, მუდამ ასე იყოს?

389
ექიმმა ხომ არ გამოგვიწერა? გავყიდოთ "მანუციოს" გამოცემე-
ბიც, ბატონებო, ეს ხომ სერიოზული ხარისხობრივი წინსვლა იქ-
ნება! და ბოლოს - მეცნიერული ნაშრომები. აქ კი სცენაზე "გა-
რამონი" გამოვა. ვიპოვოთ კარგი კონსულტანტი და
ისტორიულ კვლევებსა და სხვა საუნივერსიტეტო სერიებთან
ერთად გამო-ვაქვეყნოთ სამი-ოთხი წიგნი წელიწადში.
სერიოზული, სამეც-ნიერო სერია წამოვიწყოთ, თვალში
მოსახვედრი, მაგრამ არა პოეტური დასახელებით...
"ჰერმეტიკა", - უთხრა დიოტალევიმ.
მშვენიერია. კლასიკურად ჟღერს. ღირსეული სახელია.
მკითხავთ, ალბათ, რატომ უნდა დავხარჯოთ "გარამონის" სახ-
სრები, როცა შეგვიძლია, "მანუციოთი" ფული ვიშოვოთ. გეტ-
ყვით: სერიოზული სერია საცდური იქნება, გონიერ მკითხველ-საც
მიიზიდავს, მათგან კი ახალ შემოთავაზებებს მივიღებთ. ასე-თი
მკითხველი ახალ გზას გვიჩვენებს და ბრამანტისნაირსაც ბევრს
მოიზიდავს, რომლებსაც მერე "მანუციო" მიხედავს. "ჰერ-მესი"
შესანიშნავი პროექტი მგონია, სუფთა, შემოსავლიანი საქ-მეა,
რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ორ გამომცემლობას შორის
იდეალურ თანამშრომლობას... ბატონებო, საქმეს შე-ვუდგეთ.
დალაშქრეთ წიგნის მაღაზიები, შეადგინეთ ბიბლიოგ-რაფიები,
მოითხოვეთ კატალოგები, დააკვირდით, რა ხდება სხვა
ქვეყნებში... ვინ იცის, რამდენ ადამიანს შეხვედრიხართ, ვისაც
ხელში ნამდვილი განძი სჭერია, თქვენ კი ყურადღება არ
მიგიქცევიათ მათთვის, რადგან მაშინ ეს ხალხი არ გვჭირდებო-და.
კაზობონ, გთხოვთ, "ლითონების ისტორიაშიც" გაურიეთ ცო-ტა
ალქიმია. ოქრო ხომ არის ლითონი? იმედია, არის. კომენტა-რები
შემდეგისთვის გადავდოთ, კარგად იცით, რომ ყოველთვის მზად
ვარ, მოვისმინო კრიტიკა, რჩევები, შენიშვნები, როგორც

390
მოსულა კულტურულ ხალხში. პროექტი ამ წუთიდან იწყება.
სი-ნიორა გრაცია, შემოიყვანეთ ის ბატონი, ორი საათია, გველო-
დება, ასე არ შეიძლება ავტორებთან მოპყრობა! - თან კარი
გააღო და ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია, რომ მოსაცდელშიც
გაეგოთ მისი ნათქვამი.

391
43

"ადამიანები, რომლებსაც ქუჩაში ვხვდებით... იდუმალად


მო-ნაწილეობენ შავი მაგიის ქმედებებში, უკავშირდებიან
წყვდიადის სულებს, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი ამბი-
ციები, სიძულვილი, სიყვარული, ერთი სიტყვით, ბოროტება
აკე-თონ".90
ვიფიქრე, "ჰერმესის" იდეა იქ სახელდახელოდ მოუვიდა--
მეთქი თავში. ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი სინიორ გარა-
მონს. სანამ მე ბიბლიოთეკებში ვათენ-ვაღამებდი ლითონებზე
ილუსტრაციების ძებნაში, "მანუციოში" უკვე საქმეს შეუდგნენ.
ორი თვის შემდეგ ბელბოს მაგიდაზე "ენოტრიის პარნასის"
ცინცხალი ნომერი ვნახე. შიგ ვრცელი სტატია იყო, "ოკულტიზ-
მის ხელახლა დაბადება", სადაც ცნობილი ჰერმეტისტი დოქტო-
რი მებიუსი (ბელბოს ახლად გამომცხვარი ფსევდონიმი გახ-
ლდათ, რითაც მან პირველი ჰონორარი ჩაიჯიბა პროექტ "ჰერ-
მესის" სახელით) თანამედროვე სამყაროში ოკულტური მეც-
ნიერებების საოცარ აღორძინებაზე ლაპარაკობდა და აცხადებ-
და, გამომცემლობა "მანუციო" ამ ახალი გზის უკეთ გაკვალვას
აპირებს ახალი სერიით "შიშველი ისისიო".
ამასობაში სინიორ გარამონმა წერილები აფრინა ჰერმეტიზ-მის,
ასტროლოგიის, უფოლოგიის ჟურნალების რედაქციებში,
გამოგონილი სახელებით აწერდა ხელს და დაჟინებით ითხოვდა
ინფორმაციას "მანუციოს" მიერ დაანონსებულ ახალ სერიაზე.

J.K. Huysmans, Prefazione a J. Bois, Le satanisme et la


magie, Paris, Chailley, 1895, pp. viii- ix
392
ჟურნალების რედაქტორები გარამონს ურეკავდნენ
ინფორმაცი-ისთვის, ის კი კონფიდენციალურობას იცავდა,
ეუბნებოდა, ჯერ ვერ გავამხელთ სერიის პირველი წიგნების
სათაურებს, რომლე-ბიც უკვე ბეჭდვის პროცესშიაო. ამგვარად,
ოკულტისტების სამ-ყარო, ტამტამების ბრაგუნით წინასწარ
აღგზნებული, მოუთმენ-ლად ელოდა პროექტ "ჰერმესს".
ყვავილად თუ მოაჩვენებ თავს, - გვმოძღვრავდა გარამონი,
ფუტკარი თავად დაგესევა.
ამით არ დაკმაყოფილებულა. ერთ დღეს სერიის სარეკლამო
ბუკლეტი დაგვახვედრა: მარტივი, ოთხგვერდიანი, მაგრამ კარ-გი
ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი. პირველ გვერდზე სერიის
ყდების სქემა იყო ნაჩვენები: შავ ფონზე გამოსახული ერთგვარი
ოქროს ბეჭედი ("სოლომონის პენტაკულუმი" ჰქვიაო, აგვიხსნა
დიდი ამბით). გვერდს არშიად დაჰყვებოდა დეკორაცია, რომე-ლიც
ერთმანეთში გადახლართულ ბევრ სვასტიკას მოგაგონებ-და
(აზიური სვასტიკააო, დააზუსტა გარამონმა, მზის მიმართუ-
ლებით მოძრაობსო, ნაცისტების სვასტიკა კი, როგორც იცით,
საათის ისრის მიმართულებით მიდისო). ზევით, სათაურის ად-
გილზე, წარწერა იყო: "ბევრი რამაა ზეცაშიც და დედამიწაზეც..."
ბუკლეტის შიდა გვერდებზე კულტურის სამსახურში დამაშვრა-
ლი "მანუციოს" ხოტბა იყო, რომელიც მთავრდებოდა ფრიად
შთამბეჭდავი მოწოდებით იმის შესახებ, რომ თანამედრო-ვეობას
უფრო მეტი სიცხადე სჭირდება, ვიდრე ამას მეცნიერება იძლევა:
"ეგვიპტის, ქალდეის, ტიბეტის მივიწყებული ცოდნა და-
სავლეთის სულიერი აღორძინებისთვის".
ბელბომ ჰკითხა, ვისთვის აპირებდა ამ ბროშურების
დარიგე-ბას. გარამონმა სულწაწყმედილი რაჯა ასამივით
(ბელბო ასე იტ-ყოდა) გაიღიმა:

393
- საფრანგეთიდან გამოვაგზავნინე ამჟამად სამყაროში არსე-
ბული ყველა საიდუმლო საზოგადოების წლიური მიმოხილვა.
ნუ მკითხავთ, რანაირად შეიძლება, არსებობდეს საიდუმლო
საზო-გადოებების ჟურნალი, მაგრამ არსებობს, აგერაა, ბატონო,
იხი-ლეთ: é ditions Henry Veyrier, თავისი მისამართით,
ტელეფონის ნომრით, საფოსტო კოდით. ბელბო, მიდით,
გადახედეთ, ამოიღეთ ისინი, ვინც არ გვჭირდება. აქ
ყველაფერია, იეზუიტე-ბი, "ოპუს დეი", კარბონარები და
"როტარი კლუბი"... ნამდვილი ოკულტური ელფერის
ორგანიზაციები შეარჩიეთ, მე უკვე მოვ-ნიშნე რამდენიმე.
გადაფურცლა:
აი: აბსოლუტისტები (რომლებსაც მეტამორფოზის სწამთ),
"Aetherius Society"კალიფორნიაში (მარსთან ტელეპათიური
კავშირები), "Astara" ლოზანაში (აბსოლუტური იდუმალების
ფი-ცი), "Atlanteans" ბრიტანეთში (დაკარგული ბედნიერების
ძიება), "Builders of the Adytum" კვლავ კალიფორნიაში (ალქი-მია,
კაბალა, ასტროლოგია), "ე. ბ.-ს წრე" პერპინიანოში (ეძ-ღვნება
ჰატორს, სიყვარულის ქალღმერთსა და მკვდართა მთის
მცველს), "ელიფას ლევის წრე" მოლეში (აზრზე არ ვარ, ვინაა ეს
ლევი, ალბათ, ის ვიღაც ფრანგი ანთროპოლოგია), "ტულუზის
ტამპლიერთა ალიანსის რაინდები", "გალიის დრუიდთა კოლე-
გია", "იერიქონის სპირიტუალისტური კონვენტი", "მორმონები"
(ამათზე ერთხელ რაღაც დეტექტივშიც წავიკითხე, მაგრამ შეიძ-
ლება, აღარც არსებობენ), "მითრას ეკლესია" ლონდონსა და
ბრიუსელში, სატანის ეკლესია ლოს-ანჯელესში... გავაგრძელო?
მართლა არსებობს ეს ყველაფერი? - იკითხა ბელბომ.
ბევრად მეტიც. საქმეს შეუდექით, საბოლოო სია შეადგინეთ
და გავუშვათ წერილები. თუნდაც საზღვარგარეთ იყოს. მათ შო-

394
რის ინფორმაცია კარგად ვრცელდება. ახლა ერთი რამ გვრჩება
გასაკეთებელი: სათანადო წიგნის მაღაზიების შემოვლაა საჭი-
რო. მხოლოდ მფლობელებს კი არ უნდა დაველაპარაკოთ, არა-
მედ კლიენტებსაც. ვითომ სხვათა შორის უნდა ჩააგდო საუბარ-
ში, რომ ასეთი და ასეთი სერია არსებობს.
დიოტალევიმ შენიშნა, ჩვენ ვერ გამოვჩნდებით ასე საქვეყ-
ნოდ, სპეციალური პროპაგანდისტები გვჭირდებაო. გარამონმა
ნება დართო, ოღონდ უფასოდო, დააზუსტა.
- პრეტენზიის ნაკლებობას არ უჩივის, - მითხრა ბელბომ,
რო-ცა ოფისში დავბრუნდით. მაგრამ როგორც ჩანს, წყვდიადის
ღმერთები გვწყალობდნენ. სწორედ იმ წამს ლორენცა პელეგ-
რინი შემოვიდა, ჩვეულებრივზე ხალისიანი ჩანდა. ბელბოს ხა-
სიათი გამოუკეთდა. ქალმა ბროშურები შენიშნა, დაინტერესდა
და როცა პროექტის შესახებ შეიტყო, სახე გაუბრწყინდა:
რა კარგია! ერთი მეგობარი მყავს, უსაყვარლესია, ადრე
ურუგვაის ეროვნული გათავისუფლების მოძრაობის წევრი
იყო, ახლა ერთ ჟურნალში მუშაობს, "პიკატრიქსი" ჰქვია,
ხშირად დავყავარ სპირიტულ შეკრებებზე. საოცარ
ექტოპლაზმას დავუ-მეგობრდი იქ, როგორც კი გამოიძახებენ,
პირველ რიგში მე მკითხულობს ხოლმე!
ბელბომ ისე შეხედა ლორენცას, თითქოს რაღაცის კითხვას
უპირებდა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. უკვე მიჩვეული იყო
ლორენცას მეგობრობას შემაშფოთებელ ტიპებთან, ამიტომ
ცდილობდა, მხოლოდ იმათზე ენერვიულა, რომლებიც მისი და
ლორენცას სიყვარულისთვის (სიყვარულისთვის?) წარმოადგენ-
დნენ საფრთხეს. "პიკატრიქსის" ხსენებაზე პოლკოვნიკის მოგო-
ნებაზე მეტად აშკარად "საყვარელი ურუგვაელის" ხსენებამ
ააფორიაქა. მაგრამ ლორენცა უკვე სხვა თემაზე გადასულიყო:

395
ჰყვებოდა, ხშირად დავდივარ იმ პატარა მაღაზიებში, სადაც
ზუს-ტად ისეთ წიგნებს ყიდიან, "შიშველ ისისში" რომ უნდა
დაიბეჭ-დოსო.
საოცარი სანახაობაა, იცით... - ამბობდა. - რას არ ნახავ,
სამკურნალო ბალახებს, ჰომუნკულუსის შექმნის ინსტრუქციებს,
აი, ფაუსტს და ტროელ ელენეს რომ ჰქონდათ... აუ, იაკოპო, ჩვენც
გავაკეთოთ რა, როგორ მინდა შენგან ერთი პატარა ჰო-
მუნკულუსი, სახლში გვეყოლება, ლეკვივით. ადვილია, იმ წიგ-
ნში ეწერა, საკმარისია, პატარა ჯამში ცოტა მამაკაცის სპერმა
შეაგროვოო, იმედია, ეგ არ გაგიჭირდება... რას გაწითლდი, სუ-
ლელო! მერე ჰიპომენს შეურევ, მგონი, სითხეა, რომელიც სიკ-
რეტირდება... სიკრეცირდება... თუ როგორაა?
სეკრეტირდება, - უკარნახა დიოტალევიმ.
ჰო? მოკლედ, სითხე, რომელიც მაკე ცხენის ჯირკვლებში
სეკრეტირდება. მესმის, რომ ეს უფრო ძნელი საშოვნელია, მაკე
ცხენი რომ ვიყო, ალბათ, არ მომინდებოდა, ჩემი ჰიპომენი მიმე-
ცა ვინმესთვის, მით უმეტეს - უცნობებისთვის. ისე, შეიძლება,
მზა სახითაც კი იყიდება სადმე დაფასოებული, ინდური
საკმევ-ლის ჩხირებივით. მოკლედ, ამ ყველაფერს ერთ ჯამში
შეურევ და ორმოცი დღე დააყენებ. ნელ-ნელა ამ მასიდან
პატარა ფიგუ-რა გამოიკვეთება. ორი თვეც და დახვეწილ
ჰომუნკულუსად გა-დაიქცევა, ამოვა ჯამიდან და შენს
სამსახურშია. თან, მგონი, არც კვდებიან, წარმოიდგინე, რომ
მოკვდები, საფლავზე ყვავილებ-საც კი მოგიტანს!
კიდევ რას ნახულობ ხოლმე იმ წიგნის მაღაზიებში? - დაინ-
ტერესდა ბელბო.

396
- ფანტასტიკურ ხალხს, ზოგი ანგელოზებს ელაპარაკება,
ზო-გი ოქროს მოიპოვებს, პროფესიონალი ჯადოქრებიც არიან
პროფესიონალი ჯადოქრის იერით...
და როგორია პროფესიონალი ჯადოქრის იერი?
როგორც წესი, კეხიანი ცხვირი, რუსივით გაბანჯგვლული
წარბები და სვავის თვალები აქვთ. თმა მხრებზე აყრიათ, რო-გორც
ადრინდელ მხატვრებს. მეჩხერი წვერი და ქუჩქუჩა, ტუ-ჩებზე
გადმოფარებული ულვაშიც ამშვენებთ. აბა რა ქნან, ზედა ტუჩი
ძალიან აწეული აქვთ, საწყლებს, კბილები კი - გამოშვერი-ლი,
ერთმანეთზე გადამჯდარი. იმ კბილებით ნაზად როგორ უნ-და
გაიღიმონ, არ ვიცი, მაგრამ მართლა ნაზად გიღიმიან. და რა-
ღაცნაირად, ცოტა შემაშფოთებლად გიყურებენ (მგონი, გითხა-
რით, სვავივით თვალები აქვთ-მეთქი, არა?).
Facies hermetica,91 - შენიშნა დიოტალევიმ.
ჰო? მოკლედ, როცა ვინმე შევა და წიგნს იკითხავს, მაგალი-
თად ბოროტი სულების განდევნის ლოცვებს, მაშინვე ურჩევენ
საჭირო წიგნს, რომელიც ამ მაღაზიაში არ აღმოჩნდება. მაგრამ თუ
გაუშინაურდები, დაუმეგობრდები და ჰკითხავ, მართლა
ეფექტურია თუ არა ის წიგნი, თანაგრძნობით გაიღიმებენ, თით-
ქოს ბავშვი იყო, და გეტყვიან, ასეთ რამეებთან დიდი სიფრთხი-
ლეა საჭიროო. მერე მოგიყვებიან შემთხვევებს, როცა ეშმაკებმა
საშინელი რამეები დამართეს მათ მეგობრებს, შენ შეშინდები,
ისინი კი დაგამშვიდებენ, ხშირად ეს მხოლოდ ისტერიააო. მოკ-
ლედ, ვერ გაიგებ, მართლა სჯერათ თუ არა ამ ყველაფრის. ხში-
რად წიგნის გამყიდველები სურნელოვან ჩხირებს მჩუქნიან

ჰერმეტიკული სახე (ლათ.)

397
ხოლმე, ერთხელ ერთმა სპილოს ძვლის პატარა ხელიც კი მაჩუ-
ქა, ავი თვალის ასაცილებლად.
- თუ კიდევ მოხვდები ასეთ მაღაზიაში, - უთხრა ბელბომ, -
თა-როების დათვალიერებისას ისე, სხვათა შორის იკითხე,
გამომ-ცემლობა "მანუციოს" ახალ სერიაზე თუ სმენიათ რამე-
თქო. და ეს ბროშურაც აჩვენე.
ლორენცამ ათიოდე ბროშურა წაიღო. ვფიქრობ, მომდევნო
კვირებში მანაც არ დაიშურა ძალები, მაგრამ მაინც არ მეგონა,
რომ ყველაფერი ასე სწრაფად განვითარდებოდა. რამდენიმე
თვის თავზე სინიორა გრაცია "შეპყრობილებს" ვეღარ აუდიოდა.
ასე შევარქვით ოკულტური ინტერესების მქონე სსგ ავტორებს.
და, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეგიონი გახლდათ მათი სა-
ხელი.

398
44

"პენტაგრამის უზენაესი რიტუალის მიხედვით მოუხმო "ერ-


თობის ფილების" ძალებს, აქტიური და პასიური სულით,
ეჰიეჰი-თა და აგლათი. დაბრუნდა საკურთხეველთან და
წაიკითხა ენო-ქისეული სულების შემდეგი მოწოდება: Ol Sonuf
Vaorsag Goho Iad Balt, Lonsh Calz Vonpho, Sobra Z ol Ror I Ta
Nazps, od Graa Ta Malprg... Ds Hol q Qaa Nothoa Zimz, Od
Commah Ta Nopbloh Zien...92
გაგვიმართლა, ძალიან სასარგებლო შეხვედრა გამოდგა,
ჩვენი ინიციაციის თვალსაზრისით მაინც.
ტრიო სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: მე,
ბელბო და დიოტალევი. სტუმრის შემოსვლისას გაოცება ძლივს
შევიკავეთ. ზუსტად ის "ჰერმეტიკული სახე" ჰქონდა, ლორენცა
პელეგრინიმ რომ აღწერა, თან შავებში იყო გამოწყობილი.
შემოვიდა, ყურადღებით მიმოიხედა და გაგვეცნო
(პროფესო-რი კამესტრესი). კითხვაზე, "რის პროფესორი?"
რაღაც ბუნდო-ვანი ჟესტით გვიპასუხა, თითქოს გვანიშნა,
მირჩევნია, კონფი-დენციალურობა დავიცვაო.
მაპატიეთ, - დაიწყო, - არ ვიცი, თქვენ ამ საკითხის სუფთად
ტექნიკური, კომერციული ასპექტი გაბარიათ თუ რომელიმე
ჯგუფთან ხართ დაკავშირებულები...
დავამშვიდეთ.

Israel Regardie, The Original Account ol the Teachings, Rites and


Ceremonies of the Hermetic Order of the Golden Dawn,
Ritual for Invisibility, St. Paul, Llewellyn, 1986, p. 423
399
- მეტისმეტ სიფრთხილეში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მინ-
და, "ოტოს" წარმომადგენლებთან დავიჭირო საქმე. - დაბნევა რომ
შეგვატყო, დააზუსტა: - "Ordo Templi Orientis", "აღმოსავ-ლეთის
ტაძრის ორდენი", ალეისტერ კროულის ვითომ უკანას-კნელ
მიმდევართა პატარა გაერთიანებაა. როგორც ვხედავ, არ იცნობთ...
ასე ჯობია, წინასწარი განწყობისაგან თავისუფლები იქნებით, -
დაჯდა. - იცით, ალბათ, რომ ნაშრომი, რომელიც მინ-და
წარმოგიდგინოთ, თამამად უპირისპირდება კროულის. ჩვენ,
ყველანი, ჩემი ჩათვლით, დღემდე "Liber AM vel legis"-ის სიტ-
ყვების ერთგულნი ვართ, რომელიც, გეცოდინებათ, უზენაესმა
გონებამ, აივასმა, უკარნახა კროულის კაიროში 1904 წლს. "ო-ტოს"
მიმდევრები დღესაც ამ ტექსტს ეყრდნობიან: მის ოთხ გა-მოცემას,
რომელთაგან პირველმა ბალკანეთში ომის დაწყებას დაასწრო
ცხრა თვით, მეორემ - პირველი მსოფლიო ომის დაწ-ყებას, ასევე
ცხრა თვით, მესამემ - ჩინეთ-იაპონიის ომს, მეოთ-ხემ კი -
ესპანეთის სამოქალაქო ომს.
ძალაუნებურად თითები გადავაჯვარედინე. შენიშნა და
ნაღ-ვლიანად გაიღიმა:
მესმის თქვენი. რადგან ახლა ამ წიგნის მეხუთე გამოცემა
მოგიტანეთ, ფიქრობთ, რა მოხდება ცხრა თვეში? არაფერი,
გპირდებით, რადგან მე მხოლოდ "Liber legis"-ის შევსებულ ვერ-
სიას გთავაზობთ. უდიდესი პატივი მერგო და არა მხოლოდ
უზე-ნაესი გონება, არამედ თავად ელი, უმაღლესი საწყისი,
ჰოორ-- პაარ-კრაატი გამომეცხადა, რა-ჰოორ-კჰუიტის ასლი თუ
მისტი-კური ტყუპისცალი. ერთადერთი ის მაფიქრებს - ბოროტ
ზეგავ-ლენას ვუფრთხი, გამიგებთ, ალბათ - მოესწრება თუ არა
ჩემი ქმნილების გამოცემა ზამთრის მზებუდობისათვის.
რამეს გავახერხებთ, - დააიმედა ბელბომ.
400
ძალიან მიხარია. ეს წიგნი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს ამ
სფეროში, ვინაიდან, როგორც ხვდებით, ჩემი იდუმალი წყარო
უფრო სერიოზული და სანდოა, ვიდრე კროულისა. არ ვიცი, რო-
გორ ახერხებდა კროული, "მხეცის" რიტუალები ისე აღეწერა, რომ
"ხმლის" რიტუალებისთვის სრულად აევლო გვერდი. მხო-ლოდ
ხმლის მოქნევით შეიძლება, გაიგო, რა არის მაჰაფრა-ლაია, ანუ
კუნდალინის მესამე თვალი. თანაც, თავის არითმო-ლოგიაში,
რომელიც მთლიანად "მხეცის რიცხვს" დააფუძნა, არ
გაითვალისწინა 93, 118, 444, 868 და 1001, "ახალი რიცხვები".
ეგ რას ნიშნავს? - დაინტერესდა დიოტალევი.
ოჰ, - ამოიხრა პროფესორმა კამესტრესმა, - როგორც ჯერ
კიდევ პირველი "Liber legis" ამბობს, ყოველი რიცხვი უსასრუ-
ლოა, არანაირი განსხვავება არ არის!
მესმის, - უთხრა ბელბომ, - მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა
ბუნდოვანი ხომ არ იქნება ჩვეულებრივი მკითხველისთვის?
კამესტრესი სკამზე შეხტა:
სწორედ ესაა მთავარი! ვინც ამ საიდუმლოებებს სათანადო
მომზადების გარეშე ჩასწვდება, უფსკრულში ჩაინთქმება! მათი
გასაჯაროებით, თუნდაც ასე, შეფარული სახით, უკვე დიდ რის-
კზე მივდივარ, დამიჯერეთ. მეც მხეცის თაყვანისცემის საკითხებ-
ზე ვმუშაობ, მაგრამ კროულიზე ბევრად რადიკალურად. ნახავთ
ჩემს ნააზრევს ისეთ თემებზე, როგორიცაა congressus cum
daemone, ტაძრის მოსაწყობად საჭირო ნივთები, ხორციელი
კავშირი ალისფერ ქალთან და მხეცთან, რომელზეც იგი ამხედ-
რდება. კროული ხორციელ შერთვაზე შეჩერდა, რომელსაც ბუ-
ნების საწინააღმდეგოს ეძახიან, მე კი ვცდილობ, რიტუალი ნაც-
ნობი, წარმოდგენილი ბოროტების საზღვრებს გავაცილო, დიახ,

401
წარმოუდგენელს ვეხები, გოეთიის აბსოლუტურ სისუფთავეს,
ბას-აუმგნისა და სა-ბა-ფტის უკიდურეს ზღვარს...
ბელბოს ისღა რჩებოდა, რომ კამესტრესის ფინანსური შესაძ-
ლებლობები გაერკვია. შორიდან, შემოვლითა და მიკიბ--
მოკიბვით დაიწყო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მასაც, ბრამანტი-
ვით, არანაირი სურვილი არ ჰქონდა, საკუთარი სახსრებით
დაეფინანსებინა თავისი წიგნის გამოცემა. ამას გადაკრული მი-
ნიშნებები მოჰყვა და ბოლოს ვურჩიეთ, ხელნაწერი ერთი კვი-
რით დაგვიტოვეთ განსახილველად და გამომცემლობის გადაწ-
ყვეტილებას შეგატყობინებთო. მაგრამ კამესტრესმა გულში ჩა-
იკრა ხელნაწერი, განაცხადა, ასეთი უნდობლობით არასოდეს
არავინ მომქცევიაო და განაწყენებული გავიდა. არ უთქვამს,
მაგრამ გულისხმობდა, მწარედ განანებთ ამ შეურაცხყოფასო.
სულ მოკლე დროში რამდენიმე ათეული სსგ ხელნაწერი შე-
მოგვივიდა, მაგრამ რაღაცის მიხედვით უნდა გადაგვერჩია
მასა-ლები, რადგან ამჯერად მათ გაყიდვასაც ვაპირებდით.
ყველაფ-რის თავიდან ბოლომდე წაკითხვა შეუძლებელი იყო,
ამიტომ ვკითხულობდით სარჩევებს, ვათვალიერებდით და
მერე ერთმა-ნეთს ვუზიარებდით აზრს.

402
45

"ამ ყველაფრიდან საოცარი შეკითხვა იბადება: ეგვიპტელები


იცნობდნენ ელექტრობას?"93
ერთი ტექსტი შემხვდა გაუჩინარებულ ცივილიზაციებსა და
იდუმალ ქვეყნებზე, - მიყვებოდა ბელბო. - თავიდან მუს
კონტი-ნენტი ყოფილა, სადღაც ავსტრალიისკენ, და იქიდან
განშტოებუ-ლა დიდი მიგრაციული ნაკადები. ერთი ავალონის
კუნძულისკენ წასულა, ერთი - კავკასიისკენ და ინდის
სათავებისკენ. მერე ყო-ფილან კელტები, ეგვიპტური
ცივილიზაციის შემქმნელები და ბოლოს - ატლანტიდა...
ეგ ძველი ამბებია, ეგეთ ნაჯღაბნს, რამდენსაც გინდა, იმ-
დენს დაგიხვავებ ახლავე მაგიდაზე, - ვუთხარი.
ჰო, მაგრამ ეს ტიპი გადამხდელი ჩანს. თან ერთი მაგარი
თავი აქვს ბერძენთა მიგრაციებზე იუკატანში, ვიღაც მეომრის
ბარელიეფზე ჰყვება, ჩიჩენ-იცაში, ამბობს, რომაელ ლეგიონერს
ჰგავსო...
მსოფლიოში ყველა საბრძოლო ჩაჩქანს ან ბუმბულები ამ-
კობს, ან ცხენის ფაფარი, - უთხრა დიოტალევიმ. - ეგ არანაირი
დასტური არაა.
ეგ შენთვის. მისთვის არის. გარდა ამისა, ყველა ცივილიზა-
ციაში პოულობს გველის კულტს და აქედან ასკვნის, რომ საერ-
თო ფესვები არსებობს...

პეტერ კოლოსიმო, "უდროო მიწა", მილანი, გამომცემლობა


Sugar, 1964, გვ. 111
403
არსებობს ვინმე, ვინც გველს არ ეთაყვანებოდა? - იკითხა
დიოტალევიმ. - რჩეული ხალხის გარდა, ცხადია.
ჰო, ისინი ხბოს ეთაყვანებოდნენ.
მართალი ხარ, რატომღაც თავიდან საინტერესოდ მომეჩვე-
ნა... ნაგავია. ამას ვერ დავბეჭდავთ, რომც გადაიხადოს. აქ რა
გვაქვს?.. კელტიზმი და არიანელობა, კალი-იუგა, დასავლეთის
დაისი და SS-ის სულიერება. შეიძლება პარანოიკი ვარ, მაგრამ
რაღაც მეფაშისტურება ეს წიგნი.
"გარამონისთვის" ეგ სულ არაა პრობლემა.
ჰო, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეგ არ ვიცი და ერთი
შემხვდა ჯუჯებზე, უნდინებზე, სალამანდრებზე,
სილფიდებზე, ელფებზე, ფერიებზე... იქაც გარეულია არიული
ცივილიზაციის სათავეები. ისე გამოდის, თითქოს SS შვიდი
ჯუჯისგან მო-დიოდეს.
შვიდი ჯუჯის არა, ნიბელუნგებისაგან.
ჰო, მაგრამ აქ "პატარა ირლანდიელ ხალხზე" ლაპარაკობს.
ფერიები ბოროტები არიან, ქონდრისკაცები კი - ცოტა ონავრე-
ბი, მაგრამ კეთილები.
კარგი, ცალკე გადადე. თქვენ, კაზობონ, რამე ნახეთ?
მხოლოდ ერთი საინტერესო ტექსტი ქრისტეფორე კოლუმ-
ბზე. მის ხელმოწერას აანალიზებს და პირამიდებზე მინიშნება-
საც კი პოულობს მასში. ამბობს, იერუსალიმის ტაძრის აღორძი-
ნება ჰქონდა განზრახული, რადგან დევნილი ტამპლიერი
მაგის-ტრი იყოო. ცნობილია, რომ კოლუმბი პორტუგალიელი
ებ-რაელი იყო, მაშასადამე, კაბალის ექსპერტი იყო და სწორედ
თილისმების დახმარებით უმკლავდებოდა ოკეანის ტალღებსა
და სურავანდსო. კაბალაზე ტექსტები არ მინახავს, მგონი, მათ
დიოტალევიმ გადახედა.

404
- ყველაში შეცდომითაა ებრაული ასოები, სამკითხაო წიგნე-
ბიდან გადაღებული ასლებია.
- არ დაგავიწყდეთ, რომ "შიშველი ისისისთვის" ვარჩევთ ტექ-
სტებს და არა ფილოლოგიური კვლევისთვის. შეპყრობილებს
იქნებ სწორედ მჩხიბავთა წიგნებიდან ამოღებული ებრაული
ასოები მოსწონთ. ყველაზე მეტად მასონური წიგნები მაფიქ-რებს.
გარამონმა მთხოვა, ამ სფეროში ფრთხილად ვიყო, უსიამოვნებაში
გარევა არ უნდა. მაგრამ ეს წიგნი ლურდის მღვიმის მასონურ
სიმბოლიზმზე საინტერესოდ მეჩვენება. ამა-საც არა უშავს...
აღწერს ვიღაც ჯენტლმენის, ფრანკლინისა და ლაფაიეტის
ახლობლის - სავარაუდოდ, გრაფი სენ-ჟერმენის - გამოჩენას
შეერთებული შტატების დროშის შექმნის მომენტში.
ვარსკვლავების მნიშვნელობას სავსებით გასაგებად ხსნის, მაგ-
რამ ზოლების განმარტებისას რაღაცას ურევს.
გრაფი სენ-ჟერმენი! - წამოვიძახე. - ჰმ!
რა ხდება, იცნობთ?
რომ გითხრათ, კი-მეთქი, მაინც არ დამიჯერებთ. მაგას თავი
დავანებოთ … აგერ ოთხასგვერდიანი აგური მიდევს, რომელიც
თანამედროვე მეცნიერების შეცდომებს ამხელს. რა აღარაა შიგ:
ატომი, როგორც ებრაელთა მონაჩმახი, აინშტაინის შეცდომა და
ენერგიის მისტიკური საიდუმლო, გალილეის ილუზია და
მთვა-რისა და მზის არამატერიალური ბუნება.
მე მაინც "ფორტის მეცნიერების" ეს მიმოხილვა მომეწონა
ყველაზე მეტად, - თქვა დიოტალევიმ.
რის მეცნიერების?
ვინმე შარლ ჰოი ფორტის სახელს უკავშირდება. ამ კაცს
აუხსნელი მოვლენების საოცარი ნაკრები მოუგროვებია. ბაყაყე-
ბის წვიმა ბირმინგემში, რომელიღაც მთის ფერდობზე იდუმალი

405
კიბეები და ქარის ნაკვალევები, ბუნიობათა პრეცესიის უწესრი-
გობა, მეტეორიტებზე არსებული წარწერები, შავი თოვლი, სის-
ხლის წვიმა, პალერმოს ცაზე, რვა ათასი მეტრის სიმაღლეზე გა-
მოჩენილი ფრთიანი არსებები, კაშკაშა ბორბლები ზღვაში, გო-
ლიათთა ნაშთები, ხმელი ფოთლების ჩანჩქერი საფრანგეთში,
რაღაც ცოცხალი არსებების ნალექი სუმატრაში და, ცხადია, მაჩუ-
პიქჩუსა და სამხრეთ ამერიკის სხვა ადგილებში აღმოჩენი-ლი
ნაკვალევები - ისტორიამდელ ეპოქებში დედამიწაზე ჩამო-სული
ვეებერთელა კოსმოსური ხომალდების კვალი. როგორც ჩანს,
მარტონი არა ვართ სამყაროში.
- მშვენიერია... - ჩაილაპარაკა ბელბომ. - მე კიდევ ეს ხუთას-
გვერდიანი ნაშრომი მხიბლავს, პირამიდებზე. იცოდით, რომ ხე-
ოფსის პირამიდა ზუსტად ოცდამეათე პარალელზეა, სწორედ
იმაზე, რომელიც პლანეტის ხმელეთის ყველაზე დიდ ნაწილს
კვეთს? რომ ხეოფსის პირამიდის გეომეტრიული ნახაზი
იგივეა, რაც ამაზონიის ცნობილი პედრა-პინტადასი? რომ
ეგვიპტეში ორი ფრთოსანი გველია აღმოჩენილი, ერთი
ტუტანხამონის ტახტზე და მეორე - საჰარის პირამიდაზე, ეს კი
ძალაუნებურად კეცალკოატლს მოგვაგონებს?
კეცალკოატლი მექსიკურ პანთეონშია, ამაზონიასთან რა
კავშირი აქვს? - ვკითხე.
შეიძლება, რაღაც გამომრჩა. მაშ ის როგორ უნდა აიხსნას, რომ
აღდგომის კუნძულის ქანდაკებები კელტურებივით მეგა-
ლითებია? ან ის, რომ ერთ-ერთ პოლინეზიურ ღმერთს "ია" ჰქვია,
ეს აშკარად იგივეა, რაც ებრაელების "იოდი" და ძველი უნგრულის
"იო-ვ" - კეთილი და დიადი ღმერთი. ერთი ანტიკური მექსიკური
ხელნაწერი ხმელეთს ზღვით გარშემორტყმული კვადრატის
სახით წარმოადგენს თურმე, ცენტრში პირამიდით,

406
რომლის ფუძეზეც წერია "აცტლან", რაც ატლასს, ანუ
ატლანტი-დას გვაგონებს. ან რატომაა ატლანტის ოკეანის
ორივე მხარეს პირამიდები?
იმიტომ, რომ პირამიდის აშენება უფრო ადვილია, ვიდრე
სფეროსი. იმიტომ, რომ ქარი პირამიდის ფორმის დიუნებს წარ-
მოშობს და არა პართენონის.
მძულს ეს განმანათლებლობის სული... - ჩაილაპარაკა
დიოტალევიმ.
არ დამიმთავრებია... ძველ ეგვიპტეში მზის ბორბალს მარ-
ხილზე გამოსახავდნენ. ეგვიპტეში მარხილი თოვლზე ვერ ის-
რიალებდა, ამიტომ ეს გამოსახულება ჩრდილოური წარმომავ-
ლობის უნდა იყოს. სანტა-კლაუსის მარხილი ავიღოთ...
არ ვნებდებოდი:
ჰო, მაგრამ ბორბლის გამოგონებამდე მარხილებს ყველგან
იყენებდნენ, ქვიშაზეც კი.
ნუ მაწყვეტინებთ. წიგნი ამბობს, რომ, უპირველეს ყოვლი-
სა, ანალოგიების პოვნაა საჭირო, შემდეგ კი - მათი ახსნა. ამ-
ბობს, საბოლოოდ ყველაფერი მეცნიერულად აიხსნებაო. ეგვიპ-
ტელები იცნობდნენ ელექტრობას, თორემ იმას ვერ გააკეთებ-
დნენ, რაც გააკეთესო. ერთმა გერმანელმა ინჟინერმა, რომე-
ლიც ბაღდადში კანალიზაციის გაყვანაზე მუშაობდა, ელექტრო-
ბატარეები აღმოაჩინა, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდა, არადა,
სასანიდებისდროინდელი იყოო. ბაბილონის გათხრებშიც უპო-
ვიათ ოთხი ათასი წლის წინ დამზადებული აკუმულატორები.
და ბოლოს, ძველი აღთქმის კიდობანი ერთგვარი
ელექტროსეიფი ყოფილა, რომელსაც ხუთასვოლტიანი
მუხტების წარმოქმნა შე-ეძლო.
ჰო, ეგ ერთ ფილმშიც მაქვს ნანახი.
407
- მერე? როგორ ფიქრობ, საიდან მოაქვთ იდეები სცენარის-
ტებს? კიდობანი აკაციის ხისგან იყო დამზადებული და შიგნიდა-
ნაც და გარედანაც ოქროთი გახლდათ დაფარული. ზუსტად ამ
პრინციპით მზადდება ელექტრული კონდენსატორები: ორი გამ-
ტარის შუაში იზოლატორია მოქცეული. მშრალ გარემოში იყო
მოთავსებული, სადაც მაგნიტური ველი 500-600 ვოლტს აღწევ-და
ერთ ვერტიკალურ მეტრზე. ჰო, ისიც წერია, პორსენამ თავი-სი
სამეფო ელექტრობის დახმარებით გაათავისუფლა შემზარა-ვი
მხეცისაგან, რომელსაც ვოლტი ერქვაო.
- ჰო, აბა რა, ნამდვილად ამიტომ დაირქვა ვოლტამ ეს ეგზო-
ტიკური მეტსახელი. იქამდე, ალბათ, სმრსზლინ
კრასნაპოლსკი ერქვა.
მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ. ხელნაწერების გარდა,
უამრავი წერილი შემოვიდა, რომლებიც ათასგვარ ახალ ინ-
ფორმაციას გვიზიარებენ ჟანა დ ’ არკსა და სიბილათა წიგნებს
შორის კავშირზე, თალმუდურ დემონ ლილიტზე, დიდ ჰერმაფ-
როდიტ დედაზე, გენეტიკურ კოდსა და მარსის დამწერლობას
შორის კავშირზე, მცენარეთა იდუმალ გონზე, კოსმოსურ რენე-
სანსსა და ფსიქოანალიზზე, მარქსსა და ნიცშეზე ახალი ანგე-
ლოლოგიის ჭრილში, ოქროს რიცხვსა და მატერის გამოქვაბუ-
ლებზე, კანტსა და ოკულტიზმზე, ასევე ელევსინის
მისტერიებსა და ჯაზზე, კალიოსტროსა და ატომურ ენერგიაზე,
ჰომოსექ-სუალობასა და გნოსისზე, გოლემსა და კლასთა
ბრძოლაზე... ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს რვატომიანი
ნაშრომი გრაალსა და წმინდა გულზე.
რაო, რას ამბობს? გრაალია წმინდა გულის ალეგორია თუ
წმინდა გულია გრაალის ალეგორიაო?

408
- მესმის განსხვავება, ძალიან ვაფასებ თქვენს ფაქიზ, დახვე-
წილ კომენტარს... მაგრამ, მგონი, ამისთვის ორივე ვარიანტი
მისაღებია. მოკლედ, მართლა აღარ ვიცი, რით ვიხელმძღვანე-
ლო. გარამონს უნდა დაველაპარაკოთ.
დაველაპარაკეთ. გამოგვიცხადა, პრინციპულად არაფერი არ
უნდა გადავყაროთ, ყველა და ყველაფერი გვჭირდებაო.
სინიორ გარამონ, - ვუთხარი, - ამ წიგნების უმეტესობა იმას
იმეორებს, რაც ნებისმიერი სადგურის ჯიხურებში ყრია.
ავტორე-ბი, ცნობილებიც კი, ერთმანეთისგან იწერენ
ყველაფერს, ერთი-მეორის მოსაზრებებს იმოწმებენ და
საბოლოოდ, ყველანი იამ-ბლიხის (მაგალითისთვის ვამბობ)
რომელიმე ფრაზას ემყარები-ან.
მერე რა? რა გინდათ, რაღაც ისეთი მიჰყიდოთ მკითხველს,
რაზეც წარმოდგენა არ აქვს? ზუსტად ეგაა საჭირო, რომ "შიშვე-
ლი ისისის" წიგნები იმავეს იმეორებდნენ, რაც სხვაგან წერია.
ეს წიგნები ყველა ერთმანეთს ადასტურებს. თუ ბევრგან
წერია, მაშასადამე, ყველაფერი მართალია. ორიგინალურობას
არასო-დეს ენდოთ.
კარგი, - უთხრა ბელბომ. - მაგრამ ის მაინც უნდა გავარკვი-
ოთ, რა არის ცხადი და რა - არა. კონსულტანტი გვჭირდება.
რის კონსულტანტი?
არ ვიცი. ამათსავით შეპყრობილი არ უნდა იყოს, მაგრამ მათ
სამყაროს კარგად იცნობდეს. უნდა გვირჩიოს, რაზე გავა-
მახვილოთ ყურადღება "ჰერმეტიკის" სერიისთვის. რენესანსუ-
ლი ჰერმეტიზმის სერიოზული მკვლევარი გვინდა...
შესანიშნავია, - ჩაერთო დიოტალევი. - და როგორც კი გრა-
ალსა და წმინდა გულს შეაჩეჩებ ხელში, კარს მოგიჯახუნებს.
რატომ გგონია?
409
- მგონი, მე ვიცნობ საჭირო კაცს, - ჩავერთე საუბარში. - გა-
ნათლებული ტიპია, საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ამ ამბებს,
თუმცა მოხდენილად, დახვეწილად, ირონიით. ბრაზილიაში გა-
ვიცანი, მაგრამ ახლა მილანში უნდა იყოს. მგონი, სადღაც მაქვს
მისი ნომერი.
შეეხმიანეთ, - დაასკვნა გარამონმა, - ოღონდ ფრთხილად,
ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული. და ეცადეთ, ეგ ადამიანი
"ლითონთა არაჩვეულებრივი თავგადასავლისთვისაც" გამოიყე-
ნოთ.
მგონი, ალიეს გაუხარდა ჩემი ხმის გაგება. მშვენიერი ამპა-
რო მოიკითხა, მორცხვად ვუთხარი, დამთავრებული ამბავია--
მეთქი, მოიბოდიშა, თავაზიანად მანუგეშა, ახალგაზრდას ყო-
ველთვის შეუძლია ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაო.
მოკლედ მოვუყევი საგამომცემლო პროექტზე. დაინტერესდა,
სიამოვნებით შეგხვდებითო. მის ბინაში დავთქვით შეხვედრა.
პროექტ "ჰერმესის" დაწყებიდან იმ დღემდე უდარდელად
დავცინოდი ნახევარ სამყაროს და ამით ვერთობოდი. ახლა მა-
თი ჯერი იყო. მეც ფუტკარი ვიყავი და ყვავილს
დავტრიალებდი, მაგრამ მაშინ ჯერ არ ვიცოდი ეს.

410
46

"დღის მანძილზე ბევრჯერ მიეახლები გომბეშოს და თაყვა-


ნისცემის სიტყვებს წარმოთქვამ. შესთხოვ, აასრულოს სას-
წაული, რასაც გულით ნატრობ... და თან ჯვარს გამოთლი, რო-
მელზეც მას მსხვერპლად შესწირავ".94
ალიე სუზას მოედანთან ცხოვრობდა პატარა, წყნარ ქუჩაზე,
წინა საუკუნის დასასრულის ზომიერად მოჩუქურთმებულ
სახ-ლში. კარი ზოლიან პიჯაკში გამოწყობილმა მოხუცმა
კამერდი-ნერმა გაგვიღო, პატარა მოსაცდელში შეგვიყვანა და
გვითხრა, აქ დაელოდეთ გრაფსო.
გრაფი ყოფილა, - ჩამჩურჩულა ბელბომ.
არ გითხარით? სენ-ჟერმენია, მკვდრეთით აღმდგარი.
აღმდგარი ვერ იქნება, რადგან არ მომკვდარა, - შემისწორა
დიოტალევიმ. - აჰასფერი ხომ არაა, მარადი ურია?
სხვათა შორის, ზოგს მიაჩნია, რომ სენ-ჟერმენი აჰასფერიც
იყო.
ხომ ვთქვი!
ალიე შემოვიდა, გამოწკეპილი, როგორც ყოველთვის. ხელი
ჩამოგვართვა, მოიბოდიშა, დაუგეგმავი, მოსაწყენი შეხვედრა
გამომიხტა და კიდევ ათიოდე წუთით მომიწევს შეყოვნებაო. კა-
მერდინერს უთხრა, ჩვენთვის ყავა მოეტანა, დასხედითო,
გვთხოვა და ძველი ტყავის მძიმე ფარდის მიღმა გაუჩინარდა.
ფარდის იქით კარი არ იყო და სანამ ყავას ვსვამდით, გვერდითა
ოთახიდან კამათი ისმოდა. თავიდან ხმამაღლა ლაპარაკი ვცა-

ალეისტერ კროულის რიტუალიდან.


411
დეთ, რომ ალიესა და მისი სტუმრის საუბარი არ მოგვესმინა,
მაგრამ მერე ბელბო შეწუხდა, იქნებ ხელს ვუშლითო და
გავჩუმ-დით. ფარდის იქით აშკარად რაღაც საინტერესო
ხდებოდა. დიოტალევი წამოდგა, ვითომ მეჩვიდმეტე
საუკუნის ლითოგრა-ფიის დასათვალიერებლად, რომელიც
ფარდასთან ახლოს ეკი-და. სურათზე გამოქვაბული ჩანდა და
მისკენ ამავალ შვიდსაფე-ხურიან კიბეზე მომლოცველები
ადიოდნენ. ცოტა ხანში ჩვენც წამოვდექით და სამივე ვითომ
მთელი ყურადღებით შევუდექით გრავიურის შესწავლას.
ბრამანტის ხმა ვიცანით:
მე არავის სახლში არ ვაგზავნი-მეთქი ეშმაკებს!
იმ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ბრამანტი მარტო იერით კი არ
ჰგავდა ტაპირს, ხმაც მისნაირი ჰქონდა.
მეორე სტუმარს ძლიერი ფრანგული აქცენტი და მწივანა,
ლამის ისტერიული ხმა ჰქონდა. ალაგ-ალაგ ალიე ერთვებოდა
საუბარში, თბილად, შემრიგებლურად.
გეყოფათ, ბატონებო... ჩემს ვერდიქტს ითვალისწინებთ და
ეს მეამაყება, მაგრამ თუ ასეა, ყური დამიგდეთ. პირველ რიგში,
უნდა გითხრათ, რომ თქვენ, ძვირფასო პიერ, გაუფრთხილებ-
ლად მოიქეცით, როცა ის წერილი დაწერეთ...
მარტივადაა საქმე, სინიორ გრაფო, - ცხარობდა ფრანგი, - ეგ
სინიორ ბრამანტიმ ჩაწერა სტატია, ჟურნალში, რომელიც ყველანი
პატივი ვცემთ, და ბინძურად დასცინა ლუციფერის მიმ-დევრებს,
სეფისკვერებს იყენებენ ისე, რომ მათი სიწმინდის არ სწამთო,
ფულის საშოვნელად აკეთებენ ამასო და ეგეთი აბდა-უბდები.
კარგი, ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ერთადერთი აღიარებული
ლუციფერის ეკლესია ისაა, სადაც მე ვარ ხარ-თმებრძოლიც და
ფსიქოპომპოსიც, პარდონ! და ცნობილია,

412
რომ ჩემი ეკლესია ვულგარული სატანიზმი არ უყვარს, სეფის-
კვერებით არ მჩხიბაობს, ეგ აბატ ბულანის ამბებია სენ--
სულპისში. ჩემს წერილში მე ვუთხარი, ჩვენ ძველებური სატა-
ნისტები არ ვართ-თქო, ბოროტების დიდ გამგებელს, თუ რო-
გორც არი იტალიურად Grand Tenancier du Mal, ეთაყვანებიან
და არ გვჭირდება რომის ეკლესიისავით მანჭვა-გრეხა და მაგა-
თი ჯინჯილები … და რაღაცეები-მეთქი. ჩვენ უფრო პალადინე-
ლები ვართ, მაგრამ ეგ მთელი მსოფლიომ იცის, ჩვენთვის ლუ-
ციფერი სიკეთის საწყისია. თუ ძალიან გინდათ, ეგ თქვენი
ადო-ნაი უფრო გამოდის ბოროტების საწყისი, ეს სამყარო ხო
მაგან შექმნა და ლუციფერი მას შეეწინააღმდეგებოდა...
- კარგი, - არ ეპუებოდა ბრამანტი. - შეიძლება, შევცდი,
ზედა-პირულად მომივიდა, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას,
ჯადოს-ნობაში დამდოთ ბრალი!
- კარგი ერთი! მე მეტაფორა ვთქვი! ეგ თქვენ თუ კაია სამა-
გიეროთ მე გამიკეთეთ დაწყევლა, envo ù tement!
ჰო, აბა რა, მე და ჩემს ძმებს მეტი საქმე არ გვაქვს, ეშმაკები
მივუქსიოთ ხალხს! ჩვენ მაღალი მაგიის დოგმასა და წესს მივ-
დევთ, მჩხიბავები კი არ ვართ!
სინიორ გრაფო, თქვენ მოგმართავთ. ცნობილია, რომ ბა-ტონი
ბრამანტი კავშირი აქვს აბატ ბუტრუსთან და კარგად იცით, რომ
ეგ მღვდელი ფეხისგულებზე ჯვარცმა ამოისვირინგა, რო
სიარულის დროს გულზე დააბიჯოს ჩვენ მაცხოვარს, უფრო სწო-
რად თავის... ბონ, შვიდი დღის უკან ეგ ვითომ აბატი შემომხვდა
დიუ-სანგრეალის წიგნის მაღაზიაში, ხო იცით ეგ ადგილი, გამი-
ღიმა, მაგის სახეს ესევე არ ვენდობი, როგორც მაგის ტანსაც-მელს.
ხოდა მეუბნება, ძალიან კარგი, ამ დღეებში შევხმიანდე-თო...
მაგრამ რას ნიშნავს ამ დღეებში? რას ნიშნავს და იმას ნიშ-

413
ნავს, რომ ორ დღეში დაიწყო, მომაკითხეს: დაწოლას ვაპირებ
და და უცებ ვიგრძნე, როგორ მომხვდა სახეში ფლუიდები,
თქვენ ხო იცით, მაგ ემანაციებს მაშინათვე იგრძნობ...
ალბათ, ჩუსტები გაუხახუნეთ ხალიჩას.
ჰო, აბა რა. მაშინ რატო დაფრინავდა ჰაერში ბიბელოტები,
თუ როგორ ამბობთ, ნივთები? ერთი ჩემი ალამბიკი თავში მომ-
ხვდა, ჩემი თაბაშირის ბაფომეტი ძირს ჩამოვარდა, ჩემი საწყა-
ლი მამას ნაჩუქარი იყო. და კედელზე დაიწერა წითლად რაღა-
ცეები, ისეთი საშინელი, რო ვერც გავიმეორებ! ხომ იცით, რო
ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც განსვენებული ბატონი გრომ ეგ
აბატი დაადანაშაულა, რომ კატაპლაზმებს აკეთებდა განავლის-
განო, პარდონ ამ სიტყვაზე, და იმან სასიკვდილო განაჩენი
მოუტანა და ორი კვირის თავზე ეგ საწყალი გრო იდუმალ
ვითა-რებაში მოკვდა. და ეგ ბოტრუ რომ რაღაცეებს აკეთებს
საწამ-ლავებით, ეგ ლიონის მარტინისტების საპატიო
ტრიბუნალმაც დაადასტურა.
ცილისწამების საფუძველზე, - ჩაურთო ბრამანტიმ.
თუ ღმერთი გწამთ რა! ეგეთი პროცესები ყოველთვის სამ-
ხილებზეა დაყენებული, პარდონ, დამყარებული...
ჰო, მაგრამ სასამართლოზე ის არ უთქვამთ, რომ მესიე გრო
ლოთი იყო და ციროზი ჰქონდა ბოლო სტადიაში.
კარგი რა, ენფანტური ნუ ხართ! ჯადოქრობა ზუსტადაც ბუ-
ნებრივად ჩანს, თუ ვიღაცას ციროზი გაქვს, ზუსტად იმ ავად-
მყოფ ორგანოში დაარტყამს, ეგ ხო შავი მაგიის ანბანია!
და თუ ვინმე ციროზით კვდება, საწყალი ბუტრუს ბრალია?
კარგი რა, ნუ გამაცინეთ!
მაშინ მოყევით, რაც გავიდა... რა ქვია... მოხდა, ლიონში იმ ორ
კვირაში... შეჩვენებული კაპელა, ოსტია ტეტრაგრამატონით,

414
ეგ თქვენი ბუტრუ რაღაცა წითელით და ამოყირავებული ჯვა-
რით, მადამ ოლკოტი, მაგისი პერსონალური ვუაიანტე, თუ რო-
გორ არის, მედიუმი, სხვაზე აღარ ვიტყვი, და სამკაპი გამოესახა
შუბლზე და ცარიელი ბაკლები თავისით რო აივსო სისხლით, და
აბატი რო პირში აფურთხებდა მორწმუნეებს... ასე იყო თუ არა?
- თქვენ, მგონი, მეტისმეტი მოგსვლიათ ჰიუსმანსის ნაწერე-
ბის კითხვა, ძვირფასო! - იცინოდა ბრამანტი. - ეგ ხომ კულტუ-
რული მოვლენაა, ისტორია, როგორც უიკას რიტუალი ან
დრუიდული ზეიმი!
კი აბა რა, ვენესიური კარნავალია!
ოთახიდან ხმაური მოისმა. როგორც ჩანს, მეტოქეები ერთმა-
ნეთს დაეტაკნენ და ალიე აშველებდა.
- ხო უყურებთ, ხო ხედავთ! - ღრიალებდა ფრანგი. - გაფ-
რთხილდით, ბრამანტი, კითხეთ თქვენ მეგობარ ბუტრუს, რაც
მოუვიდა! თქვენ ჯერ არ იცით, მაგრამ ოსპიტალშია, კითხეთ,
ვინ დაუმტვრია თავი! მე მაგ გოეთიას არ ვაკეთებ, მაგრამ
მაინც რაღაცა ხო ვიცი და რო მივხდი, რო ჩემი სახლიც იყო
მოჯა-დოებული, იატაკზე გავაკეთე წრე დაცვისთვის და მე კი
არ მჯე-რავს, მაგრამ თქვენს სატანელებს ხომ სჯერავს, ავიღე
კარმე-ლიტელების ჩასაცმელი, რა ქვია, კაპიუშონ, და
შევულოცე, l'envo û tement retourn é , , დავუბრუნე ჯადო, აბა რა
მექნა! და მაგ თქვენ აბატს ცუდი დრო გავატარებინე!
- ხედავთ, ხედავთ? - ბობოქრობდა ბრამანტი. - მე კი არა,
თა-ვად გაუკეთებია ჯადო!
- ბატონებო, საკმარისია, - მოუჭრა ალიემ, თავაზიანად, მაგ-
რამ მტკიცედ. - ახლა მე მომისმინეთ. იცით, ცოდნის თვალსაზ-
რისით როგორ ვაფასებ ამ უჩვეულო რიტუალების შესახებ ინ-
ფორმაციას, მაგრამ ჩემთვის ლუციფერის ეკლესია და სატანის

415
ორდენი ორივე ერთნაირად პატივსაცემია, დემონოლოგიური
განსხვავებების მიუხედავად. იცით, რომ პირადად ამ ყველა-
ფერს სკეპტიციზმით ვეკიდები, მაგრამ რაც უნდა იყოს,
ყველანი ერთ სულიერ რაინდობას ვეკუთვნით და ამიტომ
სოლიდარო-ბისკენ მოგიწოდებთ. თანაც, ბატონებო, განა
შეიძლება, წყვდიადის მეუფე წვრილმან, პირად კინკლაობაში
გარიო? ეს ხომ ბავშვური საქციელია! კარგი რა, ეს ყველაფერი
ოკულტის-ტების მონაჩმახია! პრიმიტივი ფრამასონებივით
იქცევით. ბუტ-რუ განკვეთილია, ვაღიაროთ ეს, და თქვენ,
ძვირფასო ბრამან-ტი, ჯობია, ურჩიოთ, მეძველმანეს მიჰყიდოს
მთელი თავისი მოწყობილობა, შეიძლება, რომელიმე თეატრის
დასს დასჭირ-დეს "მეფისტოფელის" დადგმისთვის...
C'est bien dit ç a,95 - ჩაიქირქილა ფრანგმა. - ნამდვილად
სამაგისოა...
მოდი, გონივრულად შევაფასოთ ფაქტები. კამათი იყო იმა-
ზე, რასაც ლიტურგიკულ ფორმალიზმს ვუწოდებთ, ვნებები
აგიზ-გიზდა, მაგრამ აჩრდილებს კი ნუ გავაცოცხლებთ!
ძვირფასო პი-ერ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თქვენს სახლში
მართლა იყ-ვნენ რაღაც უცხო არსებები, ეს აბსოლუტურად
ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ მცირე საღი აზრი კმარა, რომ
ყველაფერი პოლ-ტერგეისტით აიხსნას...
ოჰ, მაგას არც მე გამოვრიცხავ, - თქვა ბრამანტიმ. - ასტრა-
ლურ განლაგებას თუ გავითვალისწინებთ ამ პერიოდში...
მაშ ხელი ჩამოართვით ერთმანეთს და ძმურად გადაეხვი-
ეთ!

კარგი ნათქვამია (ფრ.)

416
ოთახიდან ხმადაბალი მობოდიშებები მოისმა.
- თქვენც ხომ იცით, - ამბობდა ბრამანტი, - ინიციაციის მო-
სურნეებთან დასაკავშირებლად ხანდახან ფოლკლორიც უნდა
დაიხმარო. "დიდი აღმოსავლეთის" ვაჭრუკანებსაც კი, რომლებ-
საც არაფრის არ სწამთ ქვეყანაზე, გარკვეული რიტუალები
აქვთ.
Bien entendu, le rituel, ah ç a...96
მაგრამ კროულის დრო წავიდა, ბატონებო. შევთანხმდით? -
თქვა ალიემ. - ახლა უნდა დაგტოვოთ, სტუმრები მელოდებიან.

სასწრაფოდ სავარძლებს მივაშურეთ და მდუმარედ, ვითომ


არაფერი გაგვეგოს, დავხვდით ალიეს.

რიტუალი, რა თქმა უნდა... (ფრ.)


417
47

"ამრიგად, უკიდურესად გაგვიჭირდა, გვეპოვა წესრიგი ამ


შვიდი განზომილებისთვის, სანდო, საკმარისი და ღირსეული,
რომელიც მუდამ აიძულებდა გრძნობებს, ეფხიზლათ და მეხ-
სიერებას, არ მოდუნებულიყო... მხოლოდ ასეთ უზენაეს,
შეუდა-რებელ წყობას ძალუძს, არა მხოლოდ დაიტიოს
ჩვენდამი მონ-დობილი საგნები, სიტყვები და უნარები, არამედ
ჭეშმარიტი ცოდნაც გვიბოძოს..."97
რამდენიმე წუთის შემდეგ ალიე ოთახში შემოვიდა.
მაპატიეთ, მეგობრებო. ფრიად უსიამოვნო კამათში მომიწია
მონაწილეობა. ჩემმა მეგობარმა კაზობონმა იცის, რომ რელი-გიათა
ისტორიის თაყვანისმცემელი ვარ, ამის გამო ხშირად
მომმართავენ... თუმცა, ხალხს, ალბათ, უფრო საღი აზრის მოს-
მენა სჭირდება, ვიდრე ცოდნის გაზიარება. როგორც იცით, მეც-
ნიერული კვლევების სფეროში ხანდახან მართლა განსაკუთრე-
ბულ ადამიანებს შეიძლება შეხვდე... ტრანსცენდენტური ნუგე-
შის მაძიებლებს, მელანქოლიურ სულებს არ ვგულისხმობ. ღრმა
ცოდნისა და განათლების მქონე, დახვეწილი ინტელექტის ადა-
მიანებზე მოგახსენებთ, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად,
ნებდებიან ფანტაზიებს და ზღვარს კარგავენ ტრადიციულ ჭეშმა-
რიტებასა და საოცარ სამყაროს შორის. ადამიანები, რომლებ-საც
ახლა ვესაუბრებოდი, პატარა ბავშვებივით ჩხუბობდნენ. ეჰ,
როგორც ამბობენ, საუკეთესო ოჯახებშიც ხდება ასეთი რამეები.

იულიუს კამილუს დელმინიო, "თეატრის იდეა", ფლორენცია,


გამომცემლობა Torrentino, 1550, შესავალი.
418
მოდი, ჩემს კაბინეტში გავიდეთ, უფრო მოხერხებულად
მოვთავ-სდებით.
ტყავის ფარდა გადასწია და მეორე ოთახში შეგვიძღვა. კაბი-
ნეტისთვის მეტისმეტად დიდი იყო. ანტიკვარული კარადები ლა-
მაზ ყდებში ჩასმული ძველი წიგნებით იყო გაძეძგილი. მაშინვე
თვალში მოგვხვდა მომცრო ვიტრინები უჩვეულო საგნებით,
ქვებით, პატარა ცხოველებით. ვერ გაარჩევდი, ნაკეთობები იყო
თუ ფიტულები. ეს ყველაფერი მკრთალ სინათლეში ჩაძირული-
ყო. შუქი ოთახის ბოლოში დატანებული რომბის ფორმის ფერა-დი
ვიტრაჟებით გაფორმებული ორნაწილიანი სარკმლიდან შე-
მოდიოდა. დღის ქარვისფრად ქცეული სინათლე ქაღალდებით
სავსე მუქი წითელი ხის საწერ მაგიდაზე შემოდგმული დიდი სა-
ნათურის შუქს ერწყმოდა. ასეთი ნათურები ძველი ბიბლიოთე-
კების სამკითხველო დარბაზების მაგიდებზე იდგა ხოლმე: გუმ-
ბათისებრი მწვანე პლაფონი წიგნის ფურცლებზე მკაფიო თეთრ
ოვალს ტოვებდა, გარშემო კი ყველაფერს ჩრდილში აქცევდა. ამ
ორი, სხვადასხვანაირი და თან არაბუნებრივი შუქის თამაში კი არ
აქრობდა, რაღაცნაირად აცოცხლებდა კიდეც ჭერის პო-ლიქრომიას.

თაღისებრი ჭერი მოხატული იყო და მოჩვენებითი ეფექტე-


ბით იქმნებოდა ილუზია, რომ თაღი მოოქროვილი კაპიტელე-
ბით დამშვენებულ წითელი აგურის ბოძებს ეყრდნობოდა.
ჭერის სივრცე შვიდ ნაწილად იყო დაყოფილი და თაღოვანი
გუმბათის შთაბეჭდილებას ქმნიდა. ოთახი აკლდამას ჰგავდა,
სადაც რა-ღაც უხილავი, მოუხელთებელი ცოდვა და სევდა
ერწყმოდა ერ-თმანეთს.
ჩემი პატარა თეატრი, - გვითხრა ალიემ, - რენესანსული
ფანტაზიების ყაიდაზეა ჩაფიქრებული, როცა ჭერს ვიზუალური
419
ენციკლოპედიებივით აფორმებდნენ, რომლებიც სამყაროს გა-
ნასახიერებდა. საცხოვრებელზე მეტად ეს ოთახი მეხსიერების
მანქანაა. აქ გამოსახული ნებისმიერი დეტალი, თუ მას სათანა-
დოდ შეუთავსებთ დანარჩენებს, სამყაროს საიდუმლოზე მიგვა-
ნიშნებს. ამჩნევთ, ალბათ, ფიგურების რიგს, რომლებიც მხატ-ვარს
მანტუის სასახლის მოხატულობისთვის მიუმსგავსებია: ეს
ოცდათექვსმეტი დეკანია, ცათა მბრძანებლები. მე ცნობისმოყ-
ვარე და ტრადიციის ერთგული კაცი ვარ, ამიტომ უცნობი მხატ-
ვრის მიერ შესრულებულმა ამ ბრწყინვალე მოხატულობამ შთა-
მაგონა, ყველაფერი, რასაც ვიტრინებში ხედავთ, ჭერზე გამოსა-
ხული ფიგურებისთვის შემესაბამებინა. ეს საგნები სამყაროს
მთავარ სტიქიებზე მიანიშნებს: ჰაერზე, წყალზე, მიწასა და ცეც-
ხლზე. ეს ნატიფი სალამანდრა ჩემი მეგობარი მეფიტულის შე-
დევრია, ეს კი ჰერონის ეოლიპილოსის დახვეწილი მინიატურუ-
ლი ასლია, თუმცა კი გვიანდელი. როცა ამ პატარა, ნიჟარასავით
მომრგვალებულ სპირტქურას ავანთებ, სფეროში არსებული ჰაერი
ცხელდება, გვერდითა, ნისკარტებივით ღიობებიდან გა-მოდის და
სფეროს ამოძრავებს. ამ საოცარ ხელსაწყოს ჯერ კი-დევ
ეგვიპტელი ღვთისმსახურები იყენებდნენ, როგორც ბევრ ცნობილ
ტექსტშია აღწერილი, ხალხისთვის სასწაულის საჩვე-ნებლად.
ბრბოც ეთაყვანებოდა სასწაულს, მაგრამ ნამდვილი სასწაული ის
უზენაესი კანონია, რომელიც მის იდუმალ, მარტივ, მსუბუქ,
ელემენტარულ მექანიკას განაგებს: ჰაერი და ცეცხლი. ესაა ჩვენი
წინაპრების, ალქიმიკოსების ცოდნა, რომელიც ციკ-ლოტრონების
მშენებლებს აღარ გააჩნიათ. შევცქერი ჩემი მეხ-სიერების თეატრს,
კიდევ უფრო ღრმა, უკიდეგანო მეხსიერების პირმშოს, რომელიც
წარსულის დიად სულებს ხიბლავდა და ასაზრდოებდა და
ვგრძნობ, რომ ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ეგ-

420
რეთ წოდებულმა მცოდნეებმა. ის ვიცი, რომ რაც ქვევითაა, ისაა
ზევით. სხვა არაფრის ცოდნა არაა საჭირო.
კუბური სიგარები შემოგვთავაზა. უჩვეულო ფორმის, უც-
ნაურად დაგრეხილ-დახვეული სიგარები იყო, მსხვილი, ცხი-
მიანი. გავაბოლეთ და აღფრთოვანება ვერ დავმალეთ. მართლა
საუცხოო იყო. დიოტალევი წიგნის თაროებს მიუახლოვდა.
- ეს ჩემი პაწაწინა ბიბლიოთეკაა, - განაგრძობდა ალიე. - რო-
გორც ხედავთ, სულ ასიოდე წიგნია, საგვარეულო სახლში ბევ-
რად მეტი მაქვს. თუმცა ეს წიგნები ძალიან იშვიათი და ძვირფა-
სია. ხვდებით, ალბათ, არც განლაგებაა შემთხვევითი: სიტყვის
მეცნიერებებს გამოსახულების შემსწავლელი მეცნიერებები
მოჰყვება, შემდეგ კი საგანთა შესახებ გამოცემები მოდის.
დიოტალევიმ მოკრძალებით გადაუსვა ხელი წიგნებს.
- გთხოვთ, - უთხრა ალიემ, - აიღეთ, გადაშალეთ. ეს ათანასი-
უს კირხერის "ეგვიპტელი ოიდიპოსია". იცით, რომ ჰორაპოლო-ნის
შემდეგ პირველმა მან სცადა იეროგლიფების ამოხსნა? მომ-
ხიბლავი ადამიანი იყო, ძალიან მინდა, ეს ჩემი ოთახი მის საოც-
რებათა მუზეუმს ჰგავდეს, რომელიც ახლა დაკარგულად ით-
ვლება, რადგან ვინც ძებნა არ იცის, ვერ პოულობს... არაჩ-
ვეულებრივი მოსაუბრეა. რა ამაყი იყო იმ დღეს, როცა იეროგ-
ლიფებით შესრულებული ამ წარწერის წაკითხვა შეძლო: "ღვთა-
ებრივი ოსირისის საოცრებები საკრალური რიტუალებისა და
გენიოსთა მწკრივების წყალობით ხდება..." მერე გამოჩნდა ის
თაღლითი შამპოლიონი, საძულველი კაცი, პატარა ბავშვივით
ამპარტავანი, და დაიწყო მტკიცება, ეს ნიშანი მხოლოდ ფა-რაონის
სახელს აღნიშნავსო. რა მონდომებით ცდილობენ თანა-
მედროვენი საკრალური სიმბოლოების დაკნინებას. ეს წიგნი არც
ისე იშვიათია, ერთი "მერსედესის" ფასიც არ ეღირება. აი

421
ამ ა ს შეხედეთ, კუნრატის "Amphitheatrum sapientiae
aeternae",98 პირველი გამოცემაა, 1595 წლის. ამბობენ, რომ
მსოფლიოში ამ წიგნის მხოლოდ ორი ეგზემპლარი არსებობს. ეს
მესამეა. ეს კი ბურნეტის "Telluris Theoria Sacra"-ს99 პირვე-ლი
გამოცემაა. როცა ამ ნახატებს საღამოობით ვათვალიერებ, რაღაც
იდუმალი კლაუსტროფობიის გრძნობა მეუფლება. ჩვენი
დედამიწის სიღრმეები... წარმოუდგენელია, არა? ვხედავ, რომ
დოქტორი დიოტალევი მოხიბლულია ამ ებრაული შრიფტით. ვი-
ჟენერის "ციფრთა ტრაქტატი" გახლავთ ებრაულ ენაზე. მაშ ესეც
ნახეთ: "შიშველი კაბალა", კნორ ქრისტიან ფონ როზენროტის.
უეჭველად გეცოდინებათ, რომ ეს წიგნი იმ უდღეურმა მაკგრე-
გორ მატერსმა თარგმნა ინგლისურად ჩვენი საუკუნის დასაწყის-
ში, მაგრამ არასრულად და უხეიროდ... ალბათ, იმ სკანდალური
სექტის შესახებაც გსმენიათ, რომელიც დიდი პოპულარულობით
სარგებლობდა ბრიტანელ ესთეტებში, "ოქროს დაისი". წმინდა
ტექსტების გამყალბებელთა იმ ხროვის ხელიდან სხვა რა უნდა
გამოსულიყო, თუ არა სიმახინჯე... სწორედ რომ სიმახინჯეა
"ცისკრის ვარსკვლავიცა" და ალეისტერ კროულის სატანური ეკ-
ლესიებიც. "ინგლისელი წინასწარმეტყველის" ერთგული ზოგი-
ერთი მდიდრის გულის მოსაგებად კროული დემონებს უხმობდა.
ნეტავ იცოდეთ, ძვირფასო მეგობრებო, რამდენ, რბილად რომ
ვთქვათ, საეჭვო ადამიანთან გიწევს შეხვედრა, როცა ამ საკით-
ხებზე მუშაობ. თავად დარწმუნდებით ამაში, თუ ამ დარგში გა-
დაწყვეტთ რამის გამოქვეყნებას.

"მარადიული ცოდნის ამფითეატრი" (ლათ.)

"დედამიწის წმინდა თეორია" (ლათ.)

422
ბელბომ შემთხვევით ისარგებლა, რომ საქმეზე გადასული-
ყო. სასწრაფოდ მიაშველა, "გარამონი" აპირებს, წელიწადში
რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეზოტერიკული ხასიათის წიგნი
დაბეჭ-დოსო.
აჰ, ეზოტერიკული? - გაიღიმა ალიემ. ბელბო წამოწითლდა.
ვიტყოდი, ჰერმეტიკული...
გასაგებია, ჰერმეტიკული... - ისევ გაიღიმა ალიემ.
არ ვიცი, - უთხრა ბელბომ, - ალბათ, არასწორ ტერმინებს
ვხმარობ, მაგრამ გესმით, რა დარგსაც ვგულისხმობ.
იცით... - კვლავ გაიღიმა ალიემ. - დარგი არ არსებობს, არ-
სებობს მხოლოდ ცოდნა. მაშასადამე, თქვენ აპირებთ, გადაუგ-
ვარებელ, დაუმახინჯებელ ცოდნას მისცეთ გასაქანი.
თქვენთვის ეს, ალბათ, მხოლოდ საგამომცემლო არჩევანია,
მაგრამ თუ მე ჩავერთე ამ საქმეში, ჩემთვის ეს ჭეშმარიტების
ძებნა იქნება, გრაალის ძებნა.
ბელბომ უთხრა, მოგეხსენებათ, მეთევზემ არ იცის, რა ამოჰ-
ყვება ბადეს, ცარიელი ნიჟარები თუ პოლიეთილენის პარკებიო.
"გარამონშიც" უამრავი საეჭვო და არასანდო ხელნაწერი შემო-ვა,
ამიტომ სერიოზული მკითხველი გვჭირდება, რომელიც ფქვილს
ქატოსგან გამოარჩევსო. საინტერესო სისულელეებიც ცალკე
გვინდა, გადავახარისხოთ, რადგან ერთი მეგობარი გა-
მომცემლობა ნაკლებად სერიოზული ლიტერატურის გამოცემი-
თაა დაინტერესებულიო. ბოლოს დაამატა, ცხადია, ამ ყველაფ-
რისთვის სათანადო ანაზღაურება გვაქვს გათვალისწინებულიო.
ღვთის წყალობით, შემიძლია, თავი შეძლებულად ჩავთვა-
ლო, - თქვა ალიემ. - ცნობისმოყვარე მდიდარი კაცი გახლა-
ვართ. საკმაოდ წინდახედულიც. საკმარისია, კვლევის პროცეს-
ში კუნრატის კიდევ ერთ ასლს გადავაწყდე, სალამანდრას ერთ

423
ასეთ მშვენიერ ფიტულს ან მარტოკბილას ეშვს (რომელსაც ჩემს
კოლექციაში არც გავაჩერებდი, ვენის საგანძურში კი დიდი ამ-ბით
გამოუფენიათ, როგორც უნიკორნის რქა) და ერთი პატარა
გარიგებით მეტ ფულს ვიშოვი, ვიდრე თქვენ გადამიხდით კონ-
სულტანტის ათწლიან მომსახურებაში. სიამოვნებით წავიკითხავ
ხელნაწერებს. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მდარე ტექსტშიც
რაღაცას წავაწყდები, თუ ჭეშმარიტების ნაპერწკალს არა, საინ-
ტერესო ტყუილს მაინც. საპირისპირო წერტილები ხშირად ეხება
ერთმანეთს. ჩემთვის მხოლოდ სიცხადეა მოსაწყენი, ასე რომ
მხოლოდ მოწყენილობის საათების ანაზღაურებას მოგთხოვთ.
იმის მიხედვით, რამდენად მოსაწყენი იყო სამუშაო, წლის ბო-
ლოს ანგარიშს გამოგიგზავნით. თანხა ყველა შემთხვევაში სიმ-
ბოლური იქნება. თუ გადაჭარბებული მოგეჩვენებათ, ნუ გადა-
მიხდით, შეგიძლიათ, სამარკო ღვინოების ყუთი გამომიგზავ-ნოთ.

ბელბო შეყოყმანდა. ბუზღუნა, დამშეულ


კონსულტანტებთან ურთიერთობას იყო მიჩვეული. ჩანთა
გახსნა და ნაბეჭდი ფურ-ცლების უზარმაზარი შეკვრა ამოიღო.
- არ მინდა, მეტისმეტად ოპტიმისტურად განეწყოთ.
მაგალი-თისთვის, ამას გადახედეთ. მგონი, ნიმუშად
გამოდგება, მეტ-- ნაკლებად ასეთი ტექსტები იქნება.
ალიემ შეკვრა გამოართვა.
- "პირამიდების საიდუმლო ენა"... სარჩევი ვნახოთ... პირამი-
დიონი... ლორდ კარნავონის სიკვდილი... ჰეროდოტეს ანდერ-
ძი... - დახურა. - თქვენ წაიკითხეთ?
- ნაჩქარევად გადავხედე, რამდენიმე დღეში, - უთხრა ბელ-
ბომ.
ალიემ წიგნი დაუბრუნა.
424
- მაშ დამიდასტურეთ, სწორია თუ არა ჩემი მონაყოლი, - მა-
გიდას მიუჯდა, ხელი ჟილეტის ჯიბეში ჩაიდო, აბების კოლოფი
ამოიღო, რომელიც ბრაზილიაში მქონდა ნანახი და იმ თხელ
თითებში შეათამაშა, რომლებითაც ცოტა ხნის წინ თავის რჩეულ
წიგნებს ეხებოდა. მერე მოხატულ ჭერს ახედა და დაიწყო. მეგო-
ნა, რაღაც კარგად ნაცნობ ტექსტს ამბობდა ზეპირად:
ამ წიგნის ავტორი იგონებს, რომ პიაცი სმიტმა პირამიდების
საკრალური და ეზოტერიკული ზომები 1864 წელს აღმოაჩინა.
მოდი, რიცხვებს დავამრგვალებ ხოლმე, ჩემს ასაკში მეხსიერე-ბას
უჭირს... ცხადია, რომ პირამიდის ფუძე კვადრატია, რომლის
გვერდის სიგრძე 232 მეტრია. თავიდან სიმაღლე 148 მეტრი იყო.
თუ ამას ეგვიპტურ წყრთებში გადავიყვანთ, 366-ს მივი-ღებთ, ეს
კი ნაკიან წელიწადში დღეების რაოდენობას ემთხვევა. პიაცი
სმიტის აზრით, სიმაღლე გამრავლებული ათის მეცხრე ხა-რისხზე
გვაძლევს დედამიწასა და მზეს შორის მანძილს: 148 მი-ლიონ
კილომეტრს. მშვენიერი გაანგარიშებაა იმ დროისათვის, თუ
გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი გათვლებით ეს მან-ძილი
149 მილიონი კილომეტრია. ან ვინ დაამტკიცებს, რომ
დღევანდელი გათვლებია სწორი? ფუძე გაყოფილი ერთი ქვის
სიგანეზე გვაძლევს 365-ს. ფუძის პერიმეტრი 931 მეტრია. თუ
ამას სიმაღლის ორზე ნამრავლზე გავყოფთ, მივიღებთ 3,14-ს. ასე
არაა?
ბელბო გაოგნებული იღიმებოდა.
შეუძლებელია! რანაირად...
დააცადე დოქტორ ალიეს, იაკოპო... - აღელდა დიოტალევი.
ალიემ თავაზიანად გაუღიმა მადლობის ნიშნად. ლაპარაკი-
სას ჭერს უყურებდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ის მზერა არც შემ-
თხვევითი იყო და არც უაზრო. მისი თვალები რაღაც კვალს მის-
425
დევდნენ, თითქოს სადღაც ხედავდა იმას, რასაც ვითომ
საკუთა-რი მეხსიერებით ჰყვებოდა.

426
48

"დიდი პირამიდის ზომები წვერიდან ფუძემდე, ეგვიპტური


გოჯებით, 161.000.000-ია. რამდენ ადამიანს უცხოვრია დედამი-
წაზე ადამიდან დღემდე? საკმაოდ ზუსტი მიახლოებით
შეიძლება ითქვას, რომ ეს რიცხვი 153.000.000-იდან
171.000.000-მდე მერყეობს".100
- ვფიქრობ, ავტორი მიიჩნევს, რომ ხეოფსის პირამიდის სი-
მაღლე უდრის თითოეული ფერდის ფართობის მოცულობიდან
კვადრატულ ფესვს. ცხადია, ზომები ფუტებში უნდა ვიანგარი-
შოთ, რადგან ის უფრო ახლოსაა ეგვიპტურ და ებრაულ წყრთას-
თან და არა მეტრებში. მეტრი აბსტრაქტული საზომია, თანამედ-
როვე ეპოქის გამონაგონი. ეგვიპტური წყრთა 1,728 ფუტია. თუ
ზუსტი სიმაღლე არ გვექნება, შეგვიძლია, პირამიდიონს დავეყ-
რდნოთ. ეს პატარა პირამიდა იყო, დიდი პირამიდის წვერში მო-
თავსებული. როგორც წესი, ოქროსგან ან რომელიმე სხვა ლი-
თონისგან ამზადებდნენ, რომ მზეზე ებრჭყვიალა. პირამი-დიონის
სიმაღლე ავიღოთ, გავამრავლოთ მთელი პირამიდის სიმაღლეზე
და შემდეგ ეს რიცხვი გავამრავლოთ ათის მეხუთე ხარისხზე.
მივიღებთ ეკვატორის სიგრძეს. ხოლო თუ ფუძის პე-რიმეტრს
გავამრავლებთ ოცდაოთხის მესამე ხარისხის ნახე-ვარზე,
დედამიწის რადიუსს მივიღებთ. პირამიდის ფუძის ფარ-თობის
ნამრავლი 96-სა და ათის მერვე ხარისხის ნამრავლზე კი გვაძლევს
ას ოთხმოცდათექვსმეტ მილიონ რვაას ათი ათას

Piazzi Smyth, Our Inheritance in the Great Pyramid, London,


Isbister, 1880, p. 583
427
კვადრატულ მილს. ეს კი დედამიწის ზედაპირის ფართობია.
ასეა?
ბელბომ გაოგნების გამოხატვა ჯეიმს კეგნის სიტყვებით
იცო-და ხოლმე, Yankee Doodle Dandy-ს ორიგინალური
ვერსიიდან: - I am flabbergasted!
ახლაც ეს სიტყვები აღმოხდა. როგორც ჩანს, ალიემ სასაუბ-
რო ინგლისურიც კარგად იცოდა, აშკარა სიამოვნება გამოეხატა
სახეზე და არც შერცხვენია იმ თავისი თვითკმაყოფილების.
ძვირფასო მეგობრებო, - განაგრძო, - როცა კაცი, რომლის
სახელიც ჩემთვის უცნობია, პირამიდების საიდუმლოზე რაღაც
ახლის დაწერას გადაწყვეტს, გარწმუნებთ, ისეთს ვერაფერს იტ-
ყვის, რომ თუნდაც ბავშვმა არ იცოდეს. ძალიან გამიკვირდებო-
და, რამე მართლა ახალი რომ ყოფილიყო ამ წიგნში.
მაშ, ეს ავტორი მხოლოდ ყველასთვის ცნობილ ჭეშმარიტე-
ბას იმეორებს?
ჭეშმარიტებას? - გაიცინა ალიემ და ისევ გახსნა იმ თავისი
დაგრეხილი, მაგრამ საოცარი სიგარების ყუთი. - Quid est
veritas,101 როგორც ერთი ჩემი ძველი ნაცნობი იტყოდა. ერთი
მხრივ, ეს ყველაფერი სისულელეების გროვაა. თუნდაც ის ავი-
ღოთ, რომ პირამიდის ფუძის ზუსტი მნიშვნელობა სიმაღლის
ზუსტი მნიშვნელობის ორზე ნამრავლზე რომ გავყოთ, მეათედე-
ბის ჩათვლით, მართლა π რიცხვი კი არ გამოვა, არამედ -
3,1417254. მცირე განსხვავებაა, მაგრამ მაინც არის. პიაცი სმი-ტის
ერთი მოსწავლე, ფლინდერს პიტრი, რომელმაც სტოუნჰენ-ჯი
გაზომა, იგონებს, რომ ერთხელ მასწავლებელს წაასწრო,

"რა არის ჭეშმარიტება?" (იოანე, 18,38)

428
რომელიც ციფრების ერთმანეთისთვის დასამთხვევად სამეფო
დარბაზის კუთხეებს წიბოებს უქლიბავდა... შეიძლება, ტყუილია,
მაგრამ პიაცი სმიტი რომ სანდო კაცი არ იყო, ამას იმითაც მიხ-
ვდებოდი, რომ გეყურებინა, როგორ იკრავდა ჰალსტუხს. თუმცა
უამრავ სისულელეში ურყევი ჭეშმარიტებაც გამოერევა ხოლმე.
ბატონებო, ფანჯარასთან ხომ არ მობრძანდებით?
ფანჯარა ბოლომდე გამოაღო, გვანიშნა, გადაიხედეთო და
რაღაცისკენ გაიშვირა ხელი. შორს, ქუჩისა და ხეივნის
კუთხეში, ლატარიის ჯიხური იდგა.
ბატონებო, მოდი, ის ჯიხური გაზომეთ. ნახავთ, რომ დახლის
სიგრძე 149 სანტიმეტრია, ანუ მზესა და დედამიწას შორის მან-
ძილის ერთი მემილიარდედია. უკანა კედლის სიმაღლე გაყოფი-
ლი ფანჯრის სიგანეზე, ანუ 176/56, გვაძლევს 3,14-ს. წინა მხა-რის
სიმაღლე 190 სანტიმეტრია, ეს კი ბერძნულ მთვარის ციკ-ლში
წლების რაოდენობაა. წინა და უკანა ორი წახნაგის სიმაღ-ლეების
ჯამი არის 190x2+176x2 =732, რაც პუატიესთან გამარ-ჯვების
თარიღი გახლავთ. დახლის სისქე 3,10 სანტიმეტრია, ხო-ლო
ფანჯრის ჩარჩოს სიგანე - 8,8 სმ. თუ ამ ორ რიცხვში მთელ
რიცხვებს მათი შესაბამისი ანბანური ნიშნით ჩავანაცვლებთ, მი-
ვიღებთ ანუ ნაფტალინის ფორმულას.
ფანტასტიკურია. თქვენ გაზომეთ?
არა, - თქვა ალიემ, - მაგრამ რომელიღაც სხვა ჯიხური გა-ზომა
ვინმე ჟან-პიერ ადამმა. მგონი, ლატარიის კომპანიის ყვე-ლა
ჯიხური მეტ-ნაკლებად ერთი ზომისაა. მოკლედ, რიცხვებით იმას
იზამ, რასაც მოისურვებ. თუ ავიღებ წმინდა რიცხვს 9-ს და მინდა,
მისგან 1314 მივიღო - ჟაკ დე მოლეს დაწვის თარიღი (ეს
ყველასთვის წმინდა თარიღია, ვინც ჩემსავით ტამპლიერთა
ტრადიციის ერთგულია) - რას ვაკეთებ? გავამრავლებ 146-ზე,

429
კართაგენის დაცემის საბედისწერო თარიღზე. როგორ ვიღებ ამ
შედეგს? 1314-ს გავყოფ ორზე, სამზე და ა. შ., სანამ სასურველ
რიცხვს არ მივადგები. შემეძლო, 1314 6,28-ზე გამეყო, ანუ π
რიცხვის ორზე ნამრავლზე, და მივიღებდი 209-ს. ეს რა არის? -
ატალუს I-ის, პერგამონის მეფის, ტახტზე ასვლის თარიღი გახ-
ლავთ. დაკმაყოფილდით?
მაშასადამე, არანაირი ნუმეროლოგიის არ გწამთ? - იმედი
გაუცრუვდა დიოტალევის.
მე? რა თქმა უნდა, მწამს. ჩემი აზრით, სამყარო რიცხვითი
შესაბამისობების საოცარი ანსამბლია და რიცხვის წაკითხვა და
მისი სიმბოლური ინტერპრეტაცია ცოდნის აღმატებული გზაა.
მაგრამ თუ სამყარო, როგორც აქაური, ისე ზეციური, შესაბამი-
სობათა სისტემაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავში-
რებული, ცხადია, რომ ჯიხურიცა და პირამიდაც, ორივე - ადა-
მიანის ქმნილება, ქვეცნობიერად საკუთარ ბუნებაში კოსმოსის
ჰარმონიას იმეორებს. ეს ეგრეთ წოდებული პირამიდოლოგები
ურთულესი გზებით მიდიან უმარტივეს ჭეშმარიტებამდე და
უძ-ველესი დროიდან ყველასათვის კარგად ნაცნობ ამბებს აღ-
მოაჩენენ. კვლევისა და აღმოჩენის ლოგიკა უკუღმართია, რად-
გან ის მეცნიერების ლოგიკაა. ცოდნის ლოგიკას აღმოჩენები არ
სჭირდება, რადგან ის უკვე ცნობილია. რა საჭიროა იმის დამ-
ტკიცება, რაც სხვანაირად ვერაფრით ვერ იქნება? თუ საიდუმ-
ლო არსებობს, ის ბევრად უფრო ღრმაა. ეს თქვენი ავტორები
ზედაპირზე რჩებიან. დაგენაძლევებით, ეს ტიპი იმასაც ამტკი-
ცებს, რომ ეგვიპტელები ელექტრობას იცნობდნენ...
არც გეკითხებით, როგორ მიხვდით ამას.
ხედავთ? ელექტრობით კმაყოფილდებიან, როგორც ვიღაც
რიგითი ინჟინერი მარკონი. რადიოაქტიურობის ვარაუდი ნაკ-
430
ლებ გულუბრყვილო იქნებოდა, საინტერესო დაშვება, რომე-
ლიც, ელექტრობის ვარაუდისაგან განსხვავებით, ახსნიდა ტუ-
ტანხამონის ცნობილ წყევლას. როგორ შეძლეს ეგვიპტელებმა
პირამიდის ქვების აზიდვა? ელექტრონაკადებით? თუ
ატომური ენერგიის წყალობით? ეგვიპტელებმა სიმძიმის
ძალის დაძლე-ვის მეთოდს მიაგნეს და ლევიტაციის
საიდუმლოსაც ფლობ-დნენ. ენერგიის განსხვავებული ფორმა...
ცნობილია, რომ ქალ-დეველი ღვთისმსახურები საკრალურ
ხელსაწყოებს მხოლოდ ბგერებით ამოქმედებდნენ და
კარნაკელ და თებელ ღვთისმსა-ხურთ საკუთარი ხმის ძალით
შეეძლოთ ტაძრის ბჭეთა გახსნა. დაფიქრდით, სხვა რაზე
მიანიშნებს ლეგენდარული "სეზამ, გაიღე"?
მერე? - იკითხა ბელბომ.
საქმეც ეს არის, მეგობარო. ელექტრობა, რადიოაქტიურო-ბა,
ატომური ენერგია... ნამდვილმა შედგომილმა იცის, რომ ეს
ყველაფერი მეტაფორებია, ზედაპირული სახელები, შეთანხმე-
ბული ტყუილები, უბადრუკი შემცვლელები რაღაც უფრო ძველი,
მივიწყებული ძალისა, რომელსაც შედგომილი ეძებს და რო-
მელსაც ოდესმე ეზიარება. იქნებ მართებული ყოფილიყო, - წა-მით
შეიცადა და განაგრძო: - ტელურულ დინებებზე გველაპარა-
კა...
რაზე? - აღარც მახსოვს, რომელმა იკითხა ჩვენგან.
ალიეს თითქოს გული დასწყდა:
- ხედავთ? იმედი მქონდა, მაგ თქვენი ავტორებიდან რომე-
ლიმეს მაინც ეწერა რამე საინტერესო... მაგრამ ვხვდები, რომ
უკვე გვიანაა. კარგი, მეგობრებო, შევთანხმდით. სხვა
ყველაფე-რი ბებერი მეცნიერის ბოდვა იყო, დაივიწყეთ.

431
რომ გვემშვიდობებოდა, კამერდინერი შემოვიდა და რაღაც
ჩასჩურჩულა.
- ოჰ, ჩემი ძვირფასი მეგობარი, - თქვა ალიემ. - სულ
დამავიწ-ყდა. სთხოვეთ, ერთი წუთით დამელოდოს. არა,
მოსაცდელში არა. თურქულ ოთახში.
ძვირფასი მეგობარი ქალი, როგორც ჩანს, კარგად იცნობდა
სახლს, რადგან უკვე კაბინეტის კართან იდგა. ჩვენკენ არც გა-
მოუხედავს ნახევრად ბნელ ოთახში, ალიეს მიაშურა, სახეზე
მოეფერა და დაშაქრული ხმით უთხრა:
სიმონე, რა არის, მოსაცდელში უნდა მალოდინო?
ლორენცა პელეგრინი იყო.
ალიემ ოდნავ უკან დაიხია, ხელზე აკოცა და ჩვენზე მიუთითა:
ძვირფასო, ჩემო ტკბილო სოფია, კარგად იცით, რომ ნების-
მიერი სახლი, რომლის გაცისკროვნებასაც თქვენი სტუმრობით
ისურვებთ, თქვენი სახლია. სტუმრებს ვემშვიდობებოდი.
ლორენცამ შეგვნიშნა და ხალისიანად მოგვესალმა. არც
არასდროს მინახავს რამით დაბნეული ან უხერხულობაში ჩა-
ვარდნილი.
უი, რა კარგია, თქვენც გცნობიათ ჩემი მეგობარი! იაკოპო,
როგორ ხარ. - (კითხვა კი არა, მტკიცებითი წინადადება იყო).
ბელბო გაფითრდა. მასპინძელს გამოვემშვიდობეთ. ალიემ
გვითხრა, მიხარია, რომ საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდაო.
ჩვენი საერთო მეგობარი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა არსე-ბაა,
რომლის გაცნობის ბედნიერებაც კი მღირსებია. თავისი სი-
ხალასითა და სიწმინდით დედამიწაზე განდევნილი სოფიას ნამ-
დვილი განსხეულებაა (ნება მომეცით, ბებერი სწავლულის ეს
შედარება გამოვიყენო). მაგრამ, ჩემო ტკბილო სოფია, ვერ მო-

432
ვასწარი, გამეფრთხილებინეთ, რომ დაპირებული საღამო რამ-
დენიმე კვირით გადაიდო. ვწუხვარ.
არა უშავს, - თქვა ლორენცამ, - დავიცდი. ბარში მიდიხართ?
მოგვიბრუნდა, უფრო სწორად, გვიბრძანა. - ნახევარი საათი
გავჩერდები აქ, სიმონეს ერთი ელექსირი მინდა გამოვართვა...
თქვენც უნდა სცადოთ, თუმცა ამბობს, მხოლოდ
რჩეულთათვი-სააო. მალე შემოგიერთდებით.
ალიემ მოყვარული ბიძის ღიმილით გაუღიმა, სავარძელთან
მიიყვანა და ჩვენ გამოგვაცილა.
ჩემი მანქანით "პილადეს" მივაშურეთ. ბელბოს ენა ჩაეყლა-
პა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ბარში რაღაც მაინც
უნდა გვეთქვა.
იმედია, ვიღაც გიჟის ხელში არ ჩაგაგდეთ, - ჩავილაპარაკე.
არა, - თქვა ბელბომ, - ჭკვიანი კაცი ჩანს, დახვეწილი. უბრა-
ლოდ ჩვენგან განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს.
მერე მოქუფრულმა დაამატა:
თითქმის.

433
49

"Traditio Templi თავად ადგენს ტამპლიერული რაინდობის


ტრადიციას, სულიერსა და განმანათლებლურს..."102
- მგონი, მივხვდი, რა ტიპიცაა ეგ თქვენი ალიე, კაზობონ, - თქვა
დიოტალევიმ და თეთრი შუშხუნა ღვინო შეუკვეთა "პილა-დეში",
რითაც ფრიად შეგვაშფოთა. - იდუმალი მეცნიერებებით
დაინტერესებული ცნობისმოყვარე კაცია, რომელიც ჭორიკნებ-სა
და დილეტანტებს არ ენდობა. როგორც დღეს საკუთარი თვა-ლით
ვნახეთ, ზევიდან უყურებს მათ, მაგრამ თან უსმენს, აკრი-ტიკებს,
მოკლედ, ბოლომდე არ გაურბის.
- დღეს ბატონმა... გრაფმა, ალიემ, თუ ვინცაა, უმნიშვნელო-
ვანესი ფრაზა ახსენა: სულიერი რაინდობა. - თქვა ბელბომ. -
ჰო, დასცინის მათ, მაგრამ მაინც მათთანაა დაკავშირებული
სუ-ლიერი რაინდობის კავშირებით. მგონი, ვხვდები.
ეგ როგორ? - შევეკითხეთ.
ბელბო მესამე ჯინ-მარტინის სვამდა (ამტკიცებდა, ვისკი სა-
ღამოს უნდა დალიო, რადგან ამშვიდებსო, გვიან ნაშუადღევს
კი ჯინ-მარტინი ჯობია, აღაგზნებს და ამხნევებსო). ბავშვობა
გაიხ-სენა, ***-ში გატარებული წლები. ჩემთან ადრეც მოეყოლა
თავი-სი ბავშვობის ამბები.
- ეს 1943-იდან 45-მდე მოხდა... იმ წლებში ფაშიზმიდან დე-
მოკრატიაზე გადავედით, მერე ისევ დიქტატურაზე და სალოს
რესპუბლიკაზე... მთებში კი პარტიზანული ომი მიდიოდა. თერ-

Henri Corbin, Temple et contemplation, Paris, Flam marion,


1980
434
თმეტი წლის ვიყავი, ბიძაჩემის სახლში გადავედით, სოფელში.
კარლო ერქვა. იქამდე ქალაქში ვცხოვრობდით, მაგრამ 43-ში
დაბომბვები დაიწყო და დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ უნდა ავ-
ყრილიყავით. ამ სიტყვას ამბობდნენ მაშინ, მახსოვს. ბიძია კარ-
ლო და დეიდა კატერინა ***-ში ცხოვრობდნენ. ბიძაჩემს მემ-
კვიდრეობით სახლი და მიწა დარჩა და მიწას იჯარით ამუშავები-
ნებდა ვინმე ადელინო კანეპას. მოიჯარე ხორბალს თესავდა,
ღვინოს აყენებდა და მიღებული მოსავლისა და დოვლათის ნა-
ხევარს ბიძაჩემს აძლევდა. ცხადია, ურთიერთობა დაძაბული იყო,
მოიჯარე თავს დაჩაგრულად თვლიდა, მაგრამ მიწის
მფლობელსაც ექსპლუატირებულად მიაჩნდა თავი, რადგან თა-
ვისი მიწიდან მიღებული მოსავლის მხოლოდ ნახევარს იღებდა.
მიწის მეპატრონეებს მოიჯარეები სძულდათ, მოიჯარეებს კი -
მეპატრონეები, მაგრამ როგორღაც ახერხებდნენ თანაცხოვრე-ბას.
ყოველ შემთხვევაში, ბიძაჩემი ახერხებდა. კარლო 1914-ში
"ალპების მსროლელთა" რიგებში შესულიყო მოხალისედ.
პიემონტური გამძლეობა და სამშობლოსა და მოვალეობის ურ-
ყევი შეგრძნება ჰქონდა, ასე რომ მალე გახდა ჯერ ლეიტენანტი და
შემდეგ - კაპიტანი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კარსოზე
გამართულ ბრძოლაში ვიღაც სულელ ჯარისკაცს მის გვერდით
ყუმბარა აუფეთქებია ხელში. უბედურს, ალბათ, ეგონა, ხელყუმ-
ბარა იმიტომ ჰქვია, რომ ასეა საჭიროო. მოკლედ, კარლოს სა-ერთო
საფლავში უპირებდნენ ჩაგდებას, მაგრამ ექთანს შეუნიშ-ნავს,
რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საველე საავადმყოფოში
გადაუყვანიათ, ნახევრად ამოთხრილი თვალი ამოუღიათ, ხელი
მოუკვეთიათ და კატერინას განკარგულების თანახმად, თავის
ქალის ამომტვრეული ნაწილის ადგილას ლითონის ფირფიტაც
ჩაუდგამთ. მოკლედ, ერთდროულად ქირურგიის შედევრიც იყო

435
და გმირიც. ვერცხლის მედალი და იტალიის სამეფოს რაინდის
ჯვარი მიუღია და ომის დამთავრების შემდეგ სამუშაოც
გაუნაღ-დებია საჯარო სამსახურში. ბიძია კარლო ბოლოს
საგადასახა-დო სამსახურის დირექტორად დანიშნეს ***-ში და
საგვარეულო სახლშიც მაშინ გადავიდა საცხოვრებლად.
პირველ სართულზე ადელინო კანეპა ცხოვრობდა ოჯახით,
ზედა სართულზე კი - ბი-ძია კარლო ცოლით.
ბიძია კარლო, როგორც საგადასახადო სამსახურის უფროსი,
ცნობილი კაცი იყო და, როგორც ომის ინვალიდი და იტალიის
ტახტის კავალერი, ცხადია, მთავრობას უჭერდა მხარს, რომე-ლიც
ამ დროს ფაშისტური დიქტატურა გახლდათ. ფაშისტი ეთ-ქმოდა
ბიძია კარლოს? ვინაიდან (როგორც სამოცდარვაში ამ-ბობდნენ)
ფაშიზმმა მაშინ დააფასა ყოფილი მებრძოლები და უხ-ვად
ამკობდა მათ ზიზილ-პიპილოებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძია
კარლო ზომიერად ფაშისტი იყო, ყოველ შემთხვევაში, საკმარისად
ფაშისტი იმისთვის, რომ ადელინო კანეპას სძულე-ბოდა. კანეპა,
სრულიად მარტივი მიზეზების გამო, ანტიფაშისტი იყო. ყოველი
წლის ბოლოს კარლოსთან უწევდა მისვლა საგა-დასახადო
განაცხადის შესავსებად. ჯერ კატერინას მოქრთამავ-და ხოლმე
ორმოცდაათიოდე კვერცხით და მერე თანამზრახვე-ლური,
უდარდელი იერით მიადგებოდა კარლოს. ბიძია კარლო ბუნებით
პატიოსანი, მოუსყიდავი, ნამდვილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ თან
კარგად იცოდა, რამდენი ჰქონდა მისთვის მოპარუ-ლი ადელინო
კანეპას წლის განმავლობაში, ამიტომ გროშსაც არ არჩენდა.
ადელინო კანეპა დიქტატურის მსხვერპლად მიიჩ-ნევდა თავს და
ამიტომ ნელ-ნელა ბიძია კარლოზე ჭორების გავ-რცელებას მიჰყო
ხელი. დილა-საღამოს ხვდებოდნენ ერთმა-ნეთს, მაგრამ აღარც კი
ესალმებოდნენ. მოიჯარესთან კონ-

436
ტაქტს დეიდა კატერინა ამყარებდა, ჩვენი გადასვლის შემდეგ კი
დედაჩემი, რომლისადმიც კანეპა დიდი თანაგრძნობით იყო
გამსჭვალული, როგორც ურჩხულის რძლისადმი. ბიძაჩემი ექვს
საათზე ბრუნდებოდა სახლში, თავისი რუხი ჟილეტით, ვიწრო-
ფარფლიანი ქუდითა და წაუკითხავი "ლა სტამპას" ნომრით.
გაჯ-გიმული დადიოდა, სამთო მაშველივით, რომელიც
ნაცრისფერი თვალებით აჰყურებს დასაპყრობ მწვერვალს.
ადელინო კანე-პას, რომელიც ამ დროს ბაღში ჩადგმულ მერხზე
ისვენებდა, ისე ჩაუვლიდა, თითქოს ვერც ხედავდა, მის ცოლს
კი თეატრალუ-რად, ქუდის მოხდით ესალმებოდა ზღურბლზე.
ყოველ საღამოს მეორდებოდა ეს სცენა.
რვა საათი იყო. ლორენცა არ ჩანდა და ბელბო მეხუთე ჯინ--
მარტინის სვამდა.
1943 წელიც დადგა. ერთ დილას ბიძია კარლო ჩვენთან შე-
მოვიდა ოთახში, კოცნით გამაღვიძა: ბიჭუნი, გინდა, წლის ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი ამბავი გითხრა, მუსოლინი ჩამოაგდესო!
დღემდე ვერ ვხვდები, განიცადა თუ არა ეს მაშინ ბიძია კარლომ.
უპატიოსნესი მოქალაქე იყო, სახელმწიფოს ერთგული მსახური.
თუ განიცადა, კრინტიც არ დაუძრავს, ისე განაგრძო შემოსავ-
ლების სამსახურის ხელმძღვანელობა, ახლა უკვე ბადოლიელ-თა
მთავრობის სამსახურში. მერე რვა სექტემბერი დადგა, ჩვენი
მხარე სოციალური რესპუბლიკის კონტროლის არეალში მოექ-ცა
და ბიძია კარლოც შეეგუა ვითარებას. განაგრძობდა ბეგარის
აკრეფას სოციალური რესპუბლიკის სასარგებლოდ. ადელინო
კანეპა ამასობაში თავის კავშირებს იკვეხნიდა მთაში დაბანაკე-
ბულ პარტიზანულ დაჯგუფებებთან და სამაგალითო შურის-
ძიებით იმუქრებოდა. ჩვენ, ბავშვებმა, ჯერ არ ვიცოდით, ვინ იყ-
ვნენ პარტიზანები. ზღაპრებივით ვისმენდით მათ ამბებს, მაგრამ

437
ჯერ არავის ენახა ისინი. ბადოლიელების მეთაურზე, ვინმე ტერ-
ციზე, ჰყვებოდნენ ათას რამეს (მეტსახელი იყო, რა თქმა უნდა,
როგორც მიღებული იყო მაშინ, ამბობდნენ, კომიქსების გმირის
სახელიაო, აი იმის, "დიკი-ელვას" მეგობრის). ყოფილი კარაბი-ნერი
ყოფილა, ფაშისტებთან და SS-ის ხალხთან პირველ შეტა-კებებში
ფეხი დაუკარგავს. პარტიზანთა ბრიგადებს მართავდა
***-ის გარშემო გორაკებზე. მაშინ მოხდა ეს ამბავი... ერთხელ
პარტიზანები დაბაში გამოჩნდნენ. ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ერ-
თნაირი ფორმები, მხოლოდ ცისფერი ყელსახვევები ეკეთათ და
ცაში აკაკანებდნენ ავტომატებს, რომ ეცნობებინათ მოსახ-
ლეობისთვის, აქ ვართო. ეს ამბავი მალე გავრცელდა, ხალხი
სახლში გამოიკეტა, კაციშვილმა არ იცოდა, ვინ იყვნენ, რა უნ-
დოდათ. დეიდა კატერინამ ერთი კი დაიჩივლა, შეშფოთებულმა,
ადელინო კანეპას მეგობრები არიანო, თუ კანეპა იბრალებს
მათთან მეგობრობასო, კარლოს არ დაუშაონ რამეო... დაუშა-ვეს.
ვიღაცამ ამბავი მოგვიტანა, თერთმეტ საათზე ბიძია კარ-ლოს
სამსახურში პარტიზანები შეცვენილან მხარზე გადაკიდე-ბული
ავტომატებით, ბიძია კარლო დაუპატიმრებათ და გაურ-კვეველი
მიმართულებით წაუყვანიათ. ამის გაგონებაზე დეიდა კატერინა
ლოგინზე დაემხო, ტუჩებზე მოთეთრო დუჟი მოადგა და
ამოილუღლუღა, მოკლავენო. საკმარისი იყო, ერთი ჩაერ-ტყათ
თავში კონდახი, თავის ქალაში ჩადგმული რკინის ფირფი-ტა ვერ
გაუძლებდა და ადგილზე მოკვდებოდა. დეიდას მოთქმა-ზე
ადელინო კანეპა და მისი ცოლ-შვილი ამოცვივდნენ. დეიდამ
უკივლა, შე იუდა, შენ დაასმინე კარლო პარტიზნებთან, რადგან
სოციალური რესპუბლიკის სახელით კრებდა გადასახადებსო.
ადელინო კანეპამ ფიცით ამოიწყვიტა ყველა და ყველაფერი, მე
არაფერ შუაში ვარო, მაგრამ აშკარად დამნაშავედ გრძნობდა

438
თავს, რადგან იცოდა, რამდენი ჰქონდა ნალაქლაქები ხალხში, ენას
არ აჩერებდა ხოლმე. დეიდამ სახლიდან გააგდო. კანეპა
ასლუკუნდა, შეეხვეწა, ნუ დამღუპავო, სულ სათითაოდ გაახსე-
ნა, რაც ქათამი და კურდღელი მიუცია იაფად. დედაჩემი მედი-
დურად დუმდა, დეიდა კატერინა კი მოთქვამდა და თეთრი დუჟი
სდიოდა. მე ვღნაოდი. ორსაათიანი ჯოჯოხეთის შემდეგ ვიღაცამ
დაიძახა ქვევიდან. ფანჯრებს მივცვივდით. ბიძია კარლო იყო,
ცალი ხელით არხეინად მართავდა ველოსიპედს, გეგონებოდა,
სასიამოვნო გასეირნებიდან ბრუნდებაო. შორიდანვე მიხვდა, რომ
სახლში რაღაც ხდებოდა. წარბიც არ შეუხრია, ისე იკითხა, რა
მოხდაო. ვერ იტანდა ტრაგედიებს. ჩვენებური ხალხი ასე-თია.
მეორე სართულზე ავიდა, დეიდას სარეცელს მიუახლოვდა,
რომელიც ჯერ კიდევ სასოწარკვეთილი იქნევდა იმ გამხდარ ფე-
ხებს და ჰკითხა, ქალო, რა გჭირს, რა მოხდაო.
ის მომხდარა, რომ ტერცის პარტიზანებს გაეგონათ ადელი-ნო
კანეპას ლაყბობა და ბიძია კარლოს რეჟიმის ადგილობრივ
წარმომადგენლად თვლიდნენ. ამიტომ ხალხისთვის ჭკუის სას-
წავლებლად დაეპატიმრებინათ. სატვირთო მანქანის ძარაზე შე-
უგდიათ და ქალაქგარეთ წაუყვანიათ ტერცისთან შესახვედრად.
ტერცის მთელი თავისი საბრძოლო აღკაზმულობა აესხა და ისე
დახვედროდა ბიძაჩემს, მარჯვენა ხელში ავტომატი ეჭირა, მარ-
ცხენით კი ყავარჯენს ეყრდნობოდა. ბიძია კარლო (არა მგონია,
ეეშმაკა, ალბათ, უფრო ინსტინქტი იყო, ჩვევა, რაინდული რი-
ტუალი) სამხედრო სალმით მიგებებია, "ალპების მსროლელთა"
რაზმის მაიორი კარლო კოვასო, ომის ინვალიდი, ვერცხლის
მედლით დაჯილდოებულიო!". ამ სალამზე ტერცი შემხტარა,
"სმენაზე" დამდგარა და თავი წარუდგენია: "რიგითი რებაუდენ-
გო, კარაბინერთა სამეფო კორპუსიდან, ბეტინო რიკაზოლის ბა-

439
დოლიელთა რაზმის მეთაური, ბრინჯაოს მედლით დაჯილ-
დოებულიო!". სად იბრძოდიო, ბიძია კარლოს უკითხავს. ტერცს
მოუხსენებია, პორდოიში, ბატონო მაიორო, 327-ე რაზმშიო. რას
ამბობო, გადარეულა ბიძია კარლო, მე 328-ში ვმსახურობდი,
მესამე განაყოფში, სასო დი სტრიაშიო! ბუნიობის ბრძოლა გახ-
სოვსო? როგორ თუ არაო! - იმას. ქვემეხებით შეტევაო? - მახ-
სოვსო? მაგას რა დამავიწყებსო! და სან-კრისპინოს დღესასწა-
ულზე ღამით ხიშტებით ბრძოლაო? - ვახ, ეგ რა იყოო! მოკლედ,
დიდი ამბავი ამტყდარა. ბოლოს, ბიძაჩემი - ცალხელა, ის კი -
ცალფეხა, გაქანებულან და გადახვევიან ერთმანეთს. ტერცის
უთქვამს, ბატონო მაიორო, თქვენზე ამბობენ, გადასახადებს
კრეფს დამპყრობლის სამსახურში მყოფი ფაშისტური მთავრო-
ბისთვისო. ბიძია კარლოს უთქვამს, მეთაურო, ოჯახი მყავს და
ხელფასს ცენტრალური მთავრობა მიხდის, რა ვქნა, ეგაა, რა-ცაა, მე
ხომ არ ამირჩევია, თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილზეო? ძვირფასო
მაიორო, თქვენ ადგილზე მეც თქვენსავით მოვიქ-ცეოდიო,
უთქვამს ტერცის, მაგრამ იქნებ ნელა მაინც გემუშა-ვათ, ეცადეთ,
საქმეები შეაყოვნოთ ხოლმე, სად გეჩქარებათო? კარგი, ვეცდებიო,
დაჰპირებია ბიძია კარლო, თქვენი საწინააღ-მდეგო არაფერი
მაქვს, თქვენც იტალიის შვილები და მამაცი მებრძოლები ხართო!
მგონი, იმიტომ გაუგეს ასე კარგად ერთმა-ნეთს, რომ ორივენი
განსაკუთრებულად, ხაზგასმით გამოთქვამ-დნენ სიტყვა
"სამშობლოს". ტერცის უბრძანებია, ახლავე ველო-სიპედი მიეცით
მაიორსო და ბიძია კარლოც ასე დაბრუნდა სახ-ლში. ადელინო
კანეპა იმის მერე მრავალი თვე აღარ გამოჩენი-ლა. ჰოდა, იმის
თქმა მინდოდა, არ ვიცი, ესაა თუ არა "სულიერი რაინდობა",
მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირები, რომლე-ბიც უფრო
ძლიერია, ვიდრე ცნებები "ჩვენიანი" და "იმათიანი".

440
50

"რადგან მე ვარ პირველი და ბოლო. მე ვარ საძულველი და


საყვარელი. მე ვარ მეძავი და წმინდანი".103
ლორენცა პელეგრინი შემოვიდა. ბელბომ ჭერს ახედა და ბო-
ლო მარტინი შეუკვეთა. ვითარება დაიძაბა. წამოსადგომად წა-
მოვიწიე. ლორენცამ შემაჩერა.
არა, მოიცა, ყველანი წამომყევით, ამ საღამოს რიკარდოს
ახალი გამოფენა იხსნება, ახალი სტილის საზეიმო გახსნაა! მა-
გარია! შენ ხომ იცნობ, იაკოპო?
ვიცოდი, ვინც იყო რიკარდო. ხშირად ტრიალებდა "პილადე-ში",
მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი, რატომ მიაჩერდა ასე დაჟინებით
ბელბო ჭერს. "აბულაფიას" დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ
ვიცი, რომ რიკარდო ის ტიპია, სახეზე ნაიარევით, რომელთან
საჩხუბრადაც ბელბოს გამბედაობა არ ეყო.
ლორენცა არ მოგვეშვა. გალერეა "პილადესათან" ახლოს იყო.
ნამდვილი ზეიმი მოეწყოთ, უფრო სწორად, ორგია. დიოტა-ლევი
გააოგნა იქაურობამ, მალევე თქვა, სახლში უნდა წავი-დეო, მე კი
ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა, ლორენცას აშკარად უნდოდა,
დავრჩენილიყავი და ეს საშინლად ტანჯავდა ბელბოს, რომელიც
ხვდებოდა, რომ კარგა ხანს ვერ დაიმარტოხელებდა ქალს
სალაპარაკოდ. ცდუნებას ვერ გავუძელი და დავრჩი.
დიდად არ მომწონდა ის რიკარდო. სამოციანი წლების და-
საწყისში აუტანლად მოსაწყენ ტილოებს ხატავდა, წვრილად
ნაქსოვ გეომეტრიულ ნახაზებს შავ-რუხ ფერებში, ცოტა ოპტიკუ-

"ნაგ-ჰამადის" ფრაგმენტი, 6, 2
441
რი ეფექტით, თვალებს რომ გიჭრელებდა, ისეთებს. უცნაური სა-
ხელები ჰქონდათ: "კომპოზიცია 15", "პარალაქსი 17", "ევკლიდე X".
როგორც კი სამოცდარვა წელი დადგა, დემონსტრანტებით
დაკავებული სახლების ხატვაზე გადავიდა, ფერთა გამაც ოდნავ
შეცვალა, ახლა მხოლოდ მჭახე, კონტრასტულ შავსა და თეთრს
იყენებდა. ტილოები ზომაში გაზარდა და ასეთ სახელებზე გადა-
ვიდა: "Ce n'est qu'undebut",104 "Molotov", "Cento fiori". მილანში
დაბრუნებულმა ერთხელ დოქტორი ვაგნერის თაყვანისმცემელ-
თა წრეში ვნახე მისი გამოფენა. ახლა შავი ფერი საერთოდ
მოეშორებინა და მხოლოდ თეთრ ფიგურებზე მუშაობდა. ტილო-
ებზე კონტრასტს მხოლოდ "ფაბრიანოს" ფირმის ფოროვანი ქა-
ღალდის ზედაპირი ქმნიდა. ნახატი სხვადასხვა პროფილს იღებს
შუქის სხვადასხვანაირად მოხვედრაზეო, თავად უხსნიდა დამ-
თვალიერებლებს. სახელები ასეთი იყო: "ხოტბა ორაზროვნე-ბას",
"ი/რიბად", " Ç a",105 "ბერგშტრასე", "დენეგაცია 15".106
იმ საღამოს, როგორც კი ფეხი შევდგით ახალ გალერეაში,
მაშინვე მივხვდი, რომ რიკარდოს პოეტიკას ძირეული გარდაქ-მნა
განეცადა. გამოფენას ერქვა "Megale Apophasis". რიკარდო
ფიგურალურ გამომსახველობასა და თვალისმომჭრელ ფერებ-ზე
გადასულიყო. ციტატებით თამაშობდა და რადგან ეჭვი მაქვს, რომ
ხატვა საერთოდ არ იცოდა, მგონი, რომელღაც ცნობილ ნა-ხატს
დაანათებდა ტილოზე პროექტორით და ისე ხატავდა. არჩე-

"ეს მხოლოდ დასაწყისია" (ფრ.)

ფროიდის ტერმინი "იდი"

უარყოფა, ფროიდის ტერმინი ფსიქოლოგიაში.

442
ვანი აშკარად წინა საუკუნის დასასრულის pompiers-სა (Art
pompiers, იგივე "აკადემიზმი", მდარე მხატვრული ღირებულე-ბის
სტილი, "ოფი ციოზის" ხელოვნება XIX საუკუნის მეორე ნა-ხევრის
საფრანგეთში) და მეოცე საუკუნის დასაწყისის სიმბო-ლისტებს
შორის მონაცვლეობდა. პროექტორით მიღებულ გა-მოსახულებას
წერტილოვანი ტექნიკით ამუშავებდა ტილოზე, ფერების
მეათასედი ტონალობებით. ნახატის ჩრდილს წერტილ-წერტილ
მიჰყვებოდა, კაშკაშა, განათებული ცენტრით იწყებდა და
აბსოლუტურ სიშავემდე მიდიოდა ან პირიქით, იმ მისტიკურ--
კოსმოლოგიური კონცეფციის მიხედვით, რომლის გამოხატვაც
სურდა. მაგალითად, ერთ-ერთ ტილოზე მთები ეხატა, რომლე-ბიც
სინათლის სხივებს აფრქვევდნენ მკრთალი ფერის, მტვრის
გორგალივით სფეროების სახით, შორს კი ცა მოჩანდა, კონცენ-
ტრული წრეებით დასერილი და გამჭვირვალეფრთიანი ანგე-
ლოზების მკრთალი კონტურებით შემკული. აშკარად დორეს
"სამოთხეს" ჰგავდა. სახელები ასეთი იყო: "ბეატრიქსი", "მისტი-
კური ვარდი", "დანტე გაბრიელ 33", "სიყვარულის მორწმუნენი",
"ჰომუნკულუს 666". აი, თურმე საიდან მოდის ლორენცას ჰომუნ-
კულუსით გატაცება-მეთქი, ვიფიქრე. ყველაზე დიდ ნახატს "სო-
ფია" ერქვა: შავი ანგელოზების გუნდი ზევიდან ქვევით ნელ--
ნელა ფერმკრთალდებოდა და ტილოს ძირში თეთრ ქმნილებად
გადაიქცეოდა, რომელსაც დიდი, სველი ხელები ეალერსებოდა.
აშკარად "გერნიკას" ცისკენ აწვდილი ხელები გადაეხატა. გე-
მოვნება ძალიან საეჭვო იყო და შესრულებაც, ახლოდან, ფრიად
უხეში, მაგრამ ორი-სამი მეტრის მანძილიდან საკმაოდ ლირი-კულ
ეფექტს ქმნიდა.

443
- რა ვქნა, ძველი ყაიდის რეალისტი ვარ, - ჩამჩურჩულა ბელ-
ბომ, - მხოლოდ მონდრიანი მესმის. რა ღირებულება აქვს არა-
გეომეტრიულ ნახატს?
ადრე რიკარდოს სტილიც გეომეტრიული იყო, - ვუპასუხე.
ეგ გეომეტრიას კი არა, აბაზანის კაფელების განლაგებას
უფრო ჰგავდა.
ლორენცა გაიქცა და რიკარდოს ჩაეხუტა. ბელბო უხმოდ
მიესალმა მხატვარს. უამრავი ხალხი ირეოდა. გალერეა ნიუ--
იორკის "ლოფტს" ჰგავდა: თეთრი კედლებისა და ჭერის ერთა-
დერთი გაფორმება გათბობისა და წყლის მილები იყო. ვინ იცის,
რამდენი ფული დახარჯეს, რომ ძველისთვის დაემსგავსებინათ ეს
დარბაზი. დარბაზის კუთხეში ხმის გამაძლიერებლები გამაყ-
რუებელ ხმაზე აფრქვევდა აღმოსავლურ მუსიკას. სიტარზე უკ-
რავდნენ, მელოდიას ვერ ამოიცნობდი. დამთვალიერებლები
დაბნეულები, ნაჩქარევად ჩაუვლიდნენ ნახატებს და ჯიქურ
მიიწევდნენ დარბაზის ბოლოში მაგიდებისკენ, რომ ქაღალდის
ჭიქას დასწვდომოდნენ. ჩვენ რომ მივედით, ღონისძიება კარგა
ხნის დაწყებული იყო, კვამლით გაჟღენთილი დარბაზის
შუაგულში დროდადრო რომელიმე გოგო ცეკვის წამოწყებას
ცდილობდა, მაგრამ ხალხი ჯერ საუბრითა და ჭამით იყო გართუ-
ლი. საკვები მართლაც მრავლად იყო. დივანზე ჩამოვჯექი. წინ
ხილის სალათით სავსე შუშის უზარმაზარი ჯამი მედგა. ის იყო,
ვაპირებდი, გადმომეღო, რადგან არ მევახშმა და მშიოდა, რომ
უცებ ხილის მასის შუაგულში ადამიანის ფეხის ნაკვალევი დავი-
ნახე, რომელსაც დაჭრილი ხილი ჩაეტკეპნა. დიდად არც გამ-
კვირვებია: მთელი იატაკი ღვინით იყო მოწუწული, სტუმრების
უმრავლესობა კი - გვარიანად შეზარხოშებული.

444
ბელბოს ჭიქა ეშოვნა და უაზროდ დაბოდიალობდა
დარბაზში, დროდადრო ვიღაცას დაჰკრავდა ბეჭზე ხელს,
მიესალმებოდა. ლორენცას ეძებდა.
ძალიან ბევრი ხალხი იყო დარბაზში. ბრბო წრეზე მოძრაობ-
და, თითქოს ფუტკრების გუნდი უცნობ ყვავილს დაეძებსო. მე
არაფერს არ ვეძებდი, მაგრამ წამოვდექი და იმ იმპულსების მი-
ხედვით გადავადგილდებოდი, რომლებსაც ჯგუფი მკარნახობ-
და. ხან სად მოვკრავდი ლორენცას თვალს, ხან - სად, ხან ვის
ეალერსებოდა, ხან - ვის, თავაწეული, თვალებმინაბული, ჟირა-
ფივით გაჯგიმული და ნაბიჯარეული. ხალხის ნაკადმა სადღაც
კუთხეში მიმამწყვდია, ლორენცა და ბელბოც იქვე იდგნენ, ჩემ-
კენ ზურგით, როგორც იქნა, შეხვედროდნენ ერთმანეთს, ალ-
ბათ, შემთხვევით.
არ ვიცი, შემნიშნეს თუ არა, მაგრამ იმ საერთო ხმაურსა და
გუგუნში, ალბათ, თავი მარტოდ მიაჩნდათ და ძალაუნებურად
მოვისმინე მათი საუბარი.
სად გაიცანი ის შენი ალიე? - ჰკითხა ბელბომ.
ჩემი? შენიცაა, თუ ასეა. შენ შეიძლება იცნობდე სიმონეს და
მე არა? მაგარი ხარ.
სიმონეს რატომ ეძახი? ან ის რატომ გეძახის სოფიას?
ვთამაშობთ! მეგობრებთან გავიცანი, გაწყობს? მომწონს.
ხელზე მკოცნის, თითქოს პრინცესა ვიყო. მამად მეკუთვნის!
ფრთხილად იყავი, შენი შვილის მამა არ გახდეს.
ჩემი და ამპაროს საუბარი გამახსენდა, ბაიაში. ლორენცა
მართალი იყო. ალიემ იცოდა, როგორც ეკოცნა ხელზე ახალ-
გაზრდა გოგოსთვის, რომელსაც ასეთ რამეებზე წარმოდგენა არ
ჰქონდა.
მაინც რატომ? სიმონე, სოფია... სიმონე ჰქვია?
445
საოცარი ამბავია... იცოდი, რომ ჩვენი სამყარო შეცდომის
შედეგია და ეს ცოტათი ჩემი ბრალიცაა? სოფია ღმერთის ქალუ-
რი საწყისი იყო, რადგან მაშინ ღმერთი ქალი უფრო იყო, ვიდრე
კაცი, მერე თქვენ, კაცებმა, გამოაბით მას წვერი და კაცად აქცი-
ეთ. მე მისი კეთილი ნახევარი ვიყავი. სიმონე ამბობს, რომ ისე
შევქმენი სამყარო, არავისთვის მიკითხავს ნებართვა, მე, სოფი-
ამ, რომელსაც ასევე... მოიცა... ჰო, ენოია ჰქვია. მგონი, ჩემს
მამრობით ნაწილს არ სურდა შექმნა, ალბათ, ეშინოდა ან იმპო-
ტენტი იყო, მე კი, იმის ნაცვლად, რომ მას შევჯვარებოდი, გა-
დავწყვიტე, მარტოს შემექმნა სამყარო. ალბათ, მეტისმეტი სიყ-
ვარულისგან. ვგიჟდები ამ გადარეულ მსოფლიოზე! ამიტომაც
ვარ სამყაროს სული. სიმონე ასე ამბობს.
რა საყვარელია ეგ შენი სიმონე. ნეტა ყველა ქალს მაგას
ეუბნება?
არა, სულელო. მარტო მე. შენზე კარგად ესმის ჩემი, არ
ცდილობს, იმად მაქციოს, რადაც თავად წარმოვუდგენივარ. ეს-
მის, რომ უნდა მაცადოს, ჩემებურად ვიცხოვრო. ჰოდა სოფიაც
გავარდა და სამყარო შექმნა. პირველადი მატერია ჰქონდა
ხელში, აყროლებული, საზიზღარი, თან მგონი დეოდორანტსაც
არ ხმარობდა... ჰოდა, როგორც ჩანს, უნებურად, სწორედ მან
შექმნა დემო... რა ქვია?
დემიურგი ხომ არა?
ჰო, ეგ. აღარ მახსოვს, ეს დემიურგი სოფიამ შექმნა თუ უკვე
არსებობდა და მან მხოლოდ წააქეზა, მიდი, სულელო, მიდი,
სამყარო შექმენი და მერე ერთად ვიხალისოთო. ეგ დემიურგი,
ალბათ, ცოტა წაუსულელებდა და კარგად არ გამოუვიდა სამყა-
რო, უფრო სწორად, არც უნდა მოეკიდა ხელი, რადგან მასალა

446
ცუდი იყო. მოკლედ, რაც გამოუვიდა, გამოუვიდა. სოფიაც აღ-
მოჩნდა ამ ამბავში გარეული. სამყაროს ტყვე.
ლორენცა ლაპარაკობდა, არ ჩერდებოდა და ძალიან ბევრს
სვამდა. რიკარდო რამდენი წინ ჩაუვლიდა, იმდენი რაღაცას უს-
ხამდა ჭიქაში. ბელბო ცდილობდა, ხელი შეეშალა მისთვის, ეუბ-
ნებოდა, უკვე ბევრი დალიაო, მაგრამ რიკარდო თავს აქნევდა,
იცინოდა და ლორენცაც ეწინააღმდეგებოდა, უმეორებდა, შენზე
კარგად ვიტან სასმელს, უფრო ახალგაზრდა ვარო.
- კარგი, კარგი, - ამბობდა ბელბო. - ბაბუას ნუ დაუჯერებ,
სი-მონეს დაუჯერე. რაო, კიდევ რა გითხრა?
- ის, რომ სამყაროს ტყვე ვარ, უფრო სწორად, ბოროტი ანგე-
ლოზების... რადგან ამ ამბავში ანგელოზები ბოროტები არიან
და დემიურგს დაეხმარნენ ამ ბორდელის მოწყობაში... ბოროტი
ანგელოზები-მეთქი... არ მეშვებიან. და მტანჯავენ. მაგრამ ადა-
მიანებიდან დროდადრო ვიღაც მცნობს. როგორც სიმონე. ამ-
ბობს, რომ ასეთი რამ ადრეც დამართნია, ათასი წლის წინ. უი,
მართლა, არ მითქვამს, რომ სიმონე უკვდავია? რომ იცოდე,
რამდენი რამ უნახავს...
ჰო, აბა რა. ახლა მართლა გეყოფა სმა.
სსსს... იცი, სიმონეს ერთხელ ტვიროსის საროსკიპოში ვუ-
ნახივარ, მეძავი ვყოფილვარ და ელენა მრქმევია...
ეს გითხრა იმ ვაჟბატონმა? და შენც გიხარია, არა? "ნება მო-
მეცით, ხელზე გემთხვიოთ, ჩემი დამპალი სამყაროს მეძავო"...
რა ჯენტლმენია!
მე კი არა, ის ელენა იყო მეძავი. თანაც მაშინ "მეძავი" თავი-
სუფალ ქალს ნიშნავდა, ვალდებულებებით შეუზღუდავს, ინტე-
ლექტუალს, ქალს, რომელსაც დიასახლისობა არ სურდა, შენც ხო
იცი, რომ მეძავი კურტიზანი ქალი იყო, რომელსაც სალონი

447
ჰქონდა, საზოგადოებრივი ურთიერთობები ეხერხებოდა... ახლა
დაუძახებდი მეძავს ქალს, რომელიც საზოგადოებრივი ურთი-
ერთობების სფეროში მუშაობს? ისე მოექცეოდი, როგორც ქუჩის
ქალს, გზის პირას ცეცხლი რომ უნთია და სატვირთო
მანქანების მძღოლებს ელოდება?
ამ დროს რიკარდომ ჩამოიარა და ლორენცას მკლავში სწვდა:

წამო, ვიცეკვოთ.
დარბაზის შუაში იყვნენ, მუსიკას აცდენილი, ნელი მოძ-
რაობებით ცეკვავდნენ, ხელებს ისე ამოძრავებდნენ, თითქოს
დოლზე უკრავენო. რიკარდო დროდადრო სხეულზე იკრავდა
ქალს, კეფაზე ხელს ადებდა, მიიზიდავდა და ისიც მიჰყვებოდა,
თვალებდახუჭული, წამოწითლებული, თავი უკან გადაეგდო,
სწორი თმა მხრებზე ეყარა. ბელბო სიგარეტს სიგარეტზე უკი-
დებდა.
მალე ლორენცამ რიკარდოს წელზე მოხვია ხელი და ნელა
წამოიყვანა ბელბოსკენ. ცეკვით მოგვიახლოვდნენ. ლორენცამ
ჭიქა გამოართვა ბელბოს. მარცხენა ხელით რიკარდოს ეყ-
რდნობოდა, მარჯვენით კი ჭიქა ეჭირა. ამღვრეული, წყლიანი
თვალებით უყურებდა იაკოპოს, მომეჩვენა, რომ ტიროდა, მაგ-
რამ არა, იღიმებოდა.
ერთხელ კი არ შეხვედრია...
ვის?
სოფიას. მრავალი საუკუნის შემდეგ სიმონე გიიომ პოსტე-
ლიც იყო.
მოიცა, ეგ რა სახელია? წერილები დაჰქონდა?
სულელო. პოსტელი რენესანსის ხანის მკვლევარი იყო, რო-
მელიც ებრაულად კითხულობდა...
448
ძველებრაულად.
რა განსხვავებაა? ისე კითხულობდა მაგ ენაზე, როგორც
ბავშვები მიკი-მაუსს კითხულობენ. წყალივით. მოკლედ, ვენე-
ციაში რომელიღაც საავადმყოფოში ერთი წერა-კითხვის უცო-
დინარი მოხუცი მსახური ქალი შეხვედრია, თავისი იოანა,
შეუხედავს თუ არა, უთქვამს, მივხვდი, ესაა სოფიას, ენოიას
ახა-ლი ინკარნაციაო! სამყაროს დიდი დედა ჩვენთან ჩამოვიდა,
რა-თა მოარჯულოს სამყარო, რომელსაც ქალური საწყისი
აქვსო. და ასე... პოსტელს იოანა თან მიჰყავს, ყველა გიჟს
ეძახის თურ-მე, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევს, ეთაყვანება
ქალს, უნდა, გაათავისუფლოს ანგელოზთა ტყვეობისაგან. და
როცა ქალი კვდება, ის ერთი საათი უძრავად მისჩერებია მზეს,
მრავალი დღის მანძილზე არც ჭამს და არც წყალს იკარებს
პირში, იოანაა მასში შესული, რომელიც ცოცხალი აღარაა,
მაგრამ თითქოს ცოცხალი იყოს, იქაა, მასთან, სამყაროში
ცოცხლობს და დრო-დადრო ჩნდება ხელახლა... როგორ ვთქვა...
რეინკარნაცია ხდება... ხო გულისამაჩუყებელი ამბავია?
ცრემლად დავიღვარე პირდაპირ. და ძალიან გინდა, სოფია
იყო?
კი მაგრამ, შენთვისაც ხომ ვარ, საყვარელო... არ გახსოვს,
სანამ მე გამიცნობდი, ის საშინელი ჰალსტუხები რომ გეკეთა
და ბეჭებზე ქერტლი გეყარა?
ამ დროს რიკარდომ ისევ დაიდო ხელი კეფაზე:
შეიძლება, საუბარში ჩავერთო?
გაჩუმდი და იცეკვე. შენ ჩემი ავხორცობის ინსტრუმენტი
ხარ.
მშვენიერია.
ბელბო აგრძელებდა, რიკარდოს იქ ყოფნას არ იმჩნევდა:
449
ესე იგი, შენ მისი მეძავი ხარ, მისი ფემინისტი, რომელიც
მის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებს, ის
კი შენი სიმონეა?
მე სიმონე არ მქვია, - ამოილუღლუღა რიკარდომ. ენას
ძლივს ატრიალებდა პირში.
შენზე არ ვლაპარაკობთ, - მიუგდო ბელბომ. უხერხულად
ვგრძნობდი თავს. ბელბო, რომელიც ყოველთვის გულმოდგი-
ნედ მალავდა საკუთარ გრძნობებს, ახლა მოწმის, უფრო სწო-
რად, მეტოქის თანდასწრებითაც აღარ ერიდებოდა სასიყვარუ-
ლო აღიარებას. პირიქით, მეტოქის წინაშე (თუმცა ნამდვილი
მე-ტოქე სულ სხვა იყო) ჯიუტად ცდილობდა, ეჩვენებინა
თავისი უფ-ლებები ლორენცაზე.
ამ დროს ლორენცამ ვიღაცას აართვა ჭიქა ხელიდან და ბელ-
ბოს მოუბრუნდა:
ჰო, მაგრამ ეს ისე, თამაშით. მე ხო შენ მიყვარხარ...
კიდევ კარგი, არ გძულვარ. მისმინე, სახლში მინდა წასვლა,
გასტრიტის შეტევა მაქვს. მე ხომ დაბალი მატერიის ტყვე ვარ.
წამოხვალ?
კარგი რა, ცოტა ხანს დავრჩეთ. ხო კარგია აქ? მოიწყინე?
თან ჯერ ნახატები არც დამითვალიერებია. ნახე, მეც რომ
დამხა-ტა?
დახატვის გარდა სხვა რამესაც ვიზამდი... - ჩაულაპარაკა
რიკარდომ.
გარყვნილო. მოშორდი აქედან. იაკოპოს ველაპარაკები.
იაკოპო, კარგი რა, მარტო შენთვის შეიძლება ის ინტელექ-
ტუალური თამაშები მეგობრებთან, ჩემთვის არა, ხო? ვინ
მექცე-ვა ტვიროსელი მეძავივით? შენ.
აჰა, ასეც ვიცოდი. მე ჩაგაგდე ბებერი კაცების ხელში, არა?
450
- ჩემი ხელში ჩაგდება არც უცდია. სატირი კი არაა. ის გაბრა-
ზებს, რომ საწოლში კი არ ცდილობს ჩემს შეტყუებას,
ინტელექ-ტუალურ პარტნიორად მიმიჩნევს.
პარტნიორად კი არა, ნაშად მიგიჩნევს.
ეგ არ უნდა გეთქვა. რიკარდო, წამო, რამე დავლიოთ.
არა, მოიცა, - დაიჭირა ბელბომ. - ახლა მითხარი, სერიოზუ-
ლად ლაპარაკობ? მაინტერესებს, სულ გაგიჟდი? და გეყოფა--
მეთქი სმა. გამაგებინე, სერიოზულად ლაპარაკობ?
საყვარელო, ჩვენი თამაშია, ჩემი და მისი. მთავარი ისაა,
რომ, როცა სოფია მიხვდება, ვინაა და ანგელოზთა ტირანიას
დააღწევს თავს, ცოდვისაგან გათავისუფლდება...
და გათავისუფლდი? აღარ სცოდავ?
გეხვეწები, შესცოდე, რა! - რიკარდო შუბლზე ეამბორა.
პირიქით, - უთხრა ლორენცამ ბელბოს ისე, რომ მხატვრის-
თვის არ შეუხედავს. - ის ყველაფერი ახლა ცოდვა აღარაა, ყვე-
ლაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მინდა, რომ ხორცისგან გავ-
თავისუფლდე, ეგ სიკეთე-ბოროტების საზღვრებს სცილდება.
რიკარდო ხელისკვრით მოიშორა და ხმამაღლა დაიძახა:
მე სოფია ვარ და ანგელოზთა ტყვეობისაგან თავის დასაღ-
წევად უნდა ჩავიდინო... ჩა-ვი-დინო ყველა ცოდვა, ყველაზე
დახვეწილი და იშვიათიც!
კუთხისკენ წაბარბაცდა, სადაც შავებში ჩაცმული, ფერმკრთა-
ლი გოგო იჯდა, მუქად შეღებილი თვალებით. წამოაყენა და
დარბაზის ცენტრში გამოიყვანა. ნელა ირხეოდნენ, მუცლებს ერ-
თმანეთს უხახუნებდნენ, ხელებჩამოშვებულები.
შენი სიყვარულიც შემიძლია, - უთხრა ლორენცამ გოგოს და
ტუჩებში აკოცა.

451
სანახაობით აჟიტირებული სტუმრები გარს შემოერტყნენ.
ხალხი ახმაურდა.
ბელბო სკამზე დაეშვა. სახე გაქვავებოდა. ისე უყურებდა
სცე-ნას, როგორც იმპრესარიო, რომელიც საცდელ გადაღებას აკ-
ვირდება. გაოფლილს მარცხენა თვალი ნერვიულად უხტოდა,
რაც არასოდეს შემინიშნავს მისთვის. ხუთი წუთი იქნებოდა გა-
სული, რაც ლორენცა გოგოს ეცეკვებოდა და სულ უფრო თამა-
მად ეხახუნებოდა სხეულზე, რომ ბელბო წამოხტა:
აქ მოდი-მეთქი!
ლორენცა გაჩერდა. ფეხები განზე გადგა, ხელები წინ გაიშვი-
რა და დაიყვირა:
მე ვარ მეძავი და წმინდანი!
ნაგავი ხარ, - უთხრა ბელბომ, მივარდა, მაჯაში ჩაავლო ხე-
ლი და მთელი ძალით წაათრია კარისკენ.
გაჩერდი! - იკივლა ქალმა. - როგორ ბედავ... - უცებ აქვი-
თინდა და ხელები კისერზე შემოხვია: - საყვარელო, მე ხომ
შენი სოფია ვარ, ამიტომ მიბრაზდები?
ბელბომ ნაზად მოხვია ხელი მხრებზე, საფეთქელზე აკოცა,
თმა გაუსწორა და ხალხს მიუბრუნდა:
აპატიეთ, ამდენ დალევას არაა მიჩვეული.
აქა-იქ სიცილი გაისმა. მგონი, ბელბომაც გაიგო. უკვე ზღურ-
ბლზე იდგა, რომ დამინახა და ისეთი რამ გააკეთა, რაც, ვერ მივ-
ხვდი, ჩემთვის იყო, სხვებისთვის, თუ მხოლოდ თავისთვის...
სანახევროდ მოტრიალდა და გასასვლელში, როცა უკვე ყუ-
რადღებასაც აღარავინ აქცევდა, ლორენცას მხრებზე ხელმოხ-
ვეულმა, ჩუმად, იმ ადამიანის გამომეტყველებით, რომელმაც

452
იცის, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ამბობს, მამალივით
დაიყივლა.107

მამალივით ყივის ჰაინრიხ მანის რომანის "პროფესორი უნ-რატის"


განადგურებული და სასოწარკვეთილი პერსონაჟი რო-მანის ბოლოს.

453
51

"როცა კაბალისტი ბრძენი შენთვის რამის თქმას აპირებს, არ


იფიქრო, რომ რაღაც მსუბუქი, სულელური, ჩვეულებრივი გით-
ხრას: ისაა საიდუმლო, ორაკული..."108
მილანსა და პარიზში მოგროვილი ვიზუალური მასალა
საკმა-რისი არ იყო. ბატონმა გარამონმა მიუნხენში, Deutsches
Museum-ში რამდენიმედღიანი მივლინების უფლება მომცა.
საღამოებს შვაბინგის იმ ვეებერთელა, მიწისქვეშა კრიპტები-
ვით ლუდხანებში ვატარებდი, სადაც ხანშიშესული, მსხვილულ-
ვაშა მუსიკოსები უკრავენ ხოლმე, ტყავის მოკლე შარვლებში
გამოწყობილები. ქალები და კაცები ღორის ქონის სუნით გაჟ-
ღენთილ სქელ კვამლში ეკურკურებიან ერთმანეთს გრძელ მა-
გიდებთან, წინ ლიტრიანი ლუდის კათხები უდგათ. დღისით რეპ-
როდუქციების კატალოგებს ვფურცლავდი მუზეუმის არქივში,
ხანდახან ექსპოზიციებს ვათვალიერებდი. ამ მუზეუმში ყველა-
ფერია გამოფენილი, რაც კი ადამიანის გონებამ შეიძლება გა-
მოიგონოს. საკმარისია, ღილაკს დააჭირო და ნავთობმომპოვე-
ბელი პლატფორმის დგუშები შენ თვალწინ ცოცხლდება. შეგიძ-
ლია, ნამდვილ წყალქვეშა ნავში შეხვიდე, პლანეტები შენს
ჭკუაზე ატრიალო და მჟავების წარმოქმნითა და ჯაჭვური რეაქ-
ციებითაც გაერთო. იგივე "კონსერვატორია" იყო, ოღონდ ნაკ-
ლებად გოტიკური და უფრო ფუტუროლოგიური, აჟიტირებული

ტომაზო გარძონი, "მრავალ და განსხვავებულ ამქვეყნიურ


გონებათა თეატრი", ვენეცია, გამომცემლობა Zanfretti, 1583,
გამოსვლა XXXVI
454
მოსწავლეებით სავსე, რომლებსაც პატარაობიდან ასწავლიან,
რომ ინჟინრები პატივსაცემი ხალხია.
Deutsches Museum-ში ყველაფერია მაღაროების შესახებ.
შეგიძლია, კიბით ნამდვილ მაღაროში ჩახვიდე და საკუთარი
თვალით ნახო მადნეულიც, ლიფტებიც ადამიანებისა და ცხენე-
ბისთვის, გვირაბებში იბოდიალო, სადაც გასაცოდავებული, ჩაგ-
რული, ექსპლუატირებული ბავშვები მუშაობენ (იმედია, ცვი-
ლის). შეგიძლია, უსასრულო, ბნელ დერეფნებსა და უძირო
ჭებ-ში იძრომიალო, სანამ ძვლები არ გაგეყინება და მართლა არ
აგეწვება ცხვირი მაღაროს გაზის სუნით. ყველაფერი იდეალუ-
რადაა გაკეთებული.
ერთ-ერთ ვიწრო დერეფანში დავეხეტებოდი და სასოწარკვე-
თილი ვნატრობდი დღის სინათლეს, როცა ვეებერთელა ჭის პი-რას
მდგარი ადამიანი შევნიშნე. მეცნო. მივუახლოვდი. აშკარად
ნაცნობი სახე ჰქონდა, ნაცრისფერი და დამჭკნარი. ნანახი მქონ-და
ეს ჭაღარა თმა და ჭოტის გამომეტყველება, მაგრამ უჩ-ვეულოდ
ეცვა, ეს სახე თითქოს სხვა ტანსაცმელთან ასოცირდე-ბოდა ჩემს
მეხსიერებაში. იმგვარი შეგრძნება იყო, დიდი ხნის უნახავი
მღვდელი ჯინსში რომ შეგხვდეს, ან კაპუცინი ბერი -
წვერგაპარსული. მანაც შემხედა, შეიცადა. როგორც ხშირად ხდება
ხოლმე ასეთ შემთხვევებში, წამიერი შეთვალიერების შემდეგ
იტალიურად მომესალმა. მაშინვე წარმოვიდგინე თავის ადგილზე:
დიდი ყვითელი სუდარა რომ ჰქონოდა შემოხვეული, სინიორ
სალონი იქნებოდა. ა. სალონი, ტაქსიდერმისტი. მისი სახელოსნო
ყოფილი ქარხნის შენობაში, ჩემი ოფისის გვერდით იყო, სადაც
კულტურის დეტექტივ მარლოუსავით ვმუშაობდი, თავი რომ
მერჩინა. არაერთხელ შემხვედრია კიბეზე, ვესალმე-ბოდით
ერთმანეთს.

455
- რა საინტერესოა, - ხელი ჩამომართვა. - ამდენი ხანია, მე-
ზობლები ვართ და ერთმანეთი მიწისქვეშეთში გავიცანით,
ათა-სი მილის დაშორებით ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან.
თავაზიანობის გამო ზოგადი ფრაზებით გამოველაპარაკეთ
ერთმანეთს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შესანიშნავად იცოდა,
რასაც ვსაქმიანობდი, ეს კი პატარა ამბავი არ იყო, რადგან წე-
სიერად მეც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.
- ტექნიკის მუზეუმში საიდან მოხვდით? თქვენი გამომცემლო-ბა
ხომ სპირიტულ წიგნებს გამოსცემს? თუ არ ვცდები...
საიდან იცით?
ოჰ, - ხელი აიქნია, - ჩემთან იმდენი ხალხი დადის... ჰყვები-
ან, ლაპარაკობენ...
კი მაგრამ, ამდენი ვინ მოდის მეფიტულესთან, უკაცრავად,
ტაქსიდერმისტთან?
ძალიან ბევრი. ალბათ, თქვენც, ზოგიერთივით, გგონიათ,
რომ ეს უჩვეულო ხელობაა. მაგრამ ხალხი არ მაკლია. ყველა-
ნაირი კლიენტი მყავს, მუზეუმები, კერძო კოლექციონერები...
იშვიათად თუ მინახავს ვინმესთან ცხოველის ფიტული სახ-
ლში.
ჰო? გააჩნია, ვის სახლებში დადიხართ... ან სარდაფებში.
სარდაფებშიც აქვთ ცხოველების ფიტულები?
ზოგიერთს. ყველაფერი დღის, თუ მთვარის, შუქზე როდია
გამოფენილი. ასეთ კლიენტებს არ ვენდობი, მაგრამ ხომ იცით,
სამუშაო სამუშაოა... საერთოდ, მიწისქვეშეთები არ მიყვარს.
ამიტომ დასეირნობთ მიწისქვეშეთში?
ვამოწმებ. მიწისქვეშეთები არ მიყვარს, მაგრამ მინდა, ვიც-
ნობდე მათ. ბევრი შანსი კი არ გვაქვს ამისთვის. მეტყვით, ალ-
ბათ, რომში ხომ არის კატაკომბებიო, მაგრამ იქ საიდუმლო

456
აღარაფერია, იქაურობა ტურისტებითაა სავსე, თან ის კატაკომ-
ბები ეკლესიის მფლობელობაშია. პარიზის კანალიზაციაში ყო-
ფილხართ? დათვალიერება შესაძლებელია ორშაბათს, ოთხშა-
ბათს და ყოველი თვის ბოლო შაბათს. პონტ-დელ-ალმას მხრი-
დანაა შესასვლელი. მაგრამ ისიც ტურისტული მარშრუტია. ცხა-
დია, პარიზში კატაკომბებიცაა და მიწისქვეშა გამოქვაბულებიც,
მეტროზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ლაფაიეტის 145 ნომერში
ყოფილხართ?
მართალი გითხრათ, არა.
ცოტა შორსაა, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ვაგ-ზლებს
შორის. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შენობაა, მაგრამ თუ
კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, ვითომ ხის კარი სინამ-
დვილეში რკინაზეა დახატული, ფანჯრები კი მრავალი საუკუნეა,
არ გაღებულა. მათში სინათლეს ვერასოდეს დაინახავთ. უამრა-ვი
ხალხი მიდი-მოდის გარშემო, მაგრამ ეს არავინ იცის.
რა არ იცის?
ის, რომ ეს სახლი ყალბია. ფასადია, გარსი, სახურავისა და
ინტერიერის გარეშე. ცარიელია. მხოლოდ საკვამური მილია.
ადგილობრივი მეტროს ვენტილაციისა და ორთქლის გამოს-
ვლისთვისაა საჭირო. როცა ამას ხვდები, ისეთი შთაბეჭდილება
გექმნება, რომ ჯოჯოხეთის კართან დგახარ და იმ კედელში
შეღ-წევა რომ შეგეძლოს, მიწისქვეშა პარიზში აღმოჩნებოდი.
საათე-ბი გამიტარებია იმ კარის წინ, რომელიც კარიბჭის
კარიბჭეა, დე-დამიწის ცენტრისკენ მიმავალი გზის დასაწყისი.
როგორ გგონი-ათ, რატომ ააშენეს?
მეტროს ვენტილაციისთვისო, თქვენ არ თქვით?
ჰო, მაგრამ ამისთვის ჭებიც იკმარებდა. არა, ეს მიწისქვეშე-
თი ეჭვებს მიძლიერებს, გესმით ჩემი?
457
მიწისქვეშეთს რომ ახსენებდა, სახე უნათდებოდა. ვკითხე,
მაინც რა ეჭვებს გიძლიერებთ მიწისქვეშეთი-მეთქი.
იმას, რომ არსებობენ სამყაროს მბრძანებლები და ისინი
სხვაგან ვერ იცხოვრებენ, თუ არა მიწისქვეშეთში. ესაა სიმარ-
თლე, რომელსაც ყველა ხვდება, მაგრამ ერთეულები ბედავენ
ამაზე ხმის ამოღებას. ალბათ, ერთადერთი, ვინც გაბედა და ღი-
ად თქვა ეს, სენტ ივ დ ’ ალვეიდრი იყო. გსმენიათ მასზე?
სადღაც შემხვედროდა ეს სახელი, ალბათ, ჩვენი შეპყრობი-
ლი ავტორების ნაწერებში, მაგრამ წესიერად არ მახსოვდა.
მან აღწერა აგარტი, სამყაროს მბრძანებლის მიწისქვეშა სა-
მეფო, სინარქიის ოკულტური ცენტრი, - მითხრა სალონმა. - არ
შეეშინდა, რადგან დარწმუნებული იყო საკუთარ თავში.
მაგრამ ვინც ამაზე ხმა ამოიღო, ყველა გაანადგურეს. ისინი
საკუთარ ცოდნას შეეწირნენ.
დერეფანს გავუყევით. სალონი მელაპარაკებოდა და თან
გზადაგზა გვირაბებს, დერეფნებს, ჭებს ათვალიერებდა, თით-
ქოს იმ სიბნელეში თავისი ეჭვის დასტურს ეძებდა.
გიფიქრიათ ოდესმე, რატომ დაეშურნენ ჩვენს საუკუნეში
მეტროპოლიტენის მშენებლობას ყველა დიდ ქალაქში?
საგზაო მოძრაობის პრობლემების გადასაჭრელად, არა?
როცა სამანქანო მოძრაობა არც არსებობდა და ქუჩებში
მხოლოდ კარეტები დადიოდნენ? თქვენსავით განათლებული
კაცისგან უფრო დახვეწილ ახსნას ველოდი.
თავად გაქვთ ასეთი ახსნა?
ალბათ, - თქვა სალონმა და უცებ რაღაცნაირად დაფიქრე-
ბული, დაბნეული სახე მიიღო. აშკარად საუბრის დასრულება გა-
დაწყვიტა. უნდა წავიდეო, მითხრა, ხელი ჩამომართვა და გატ-

458
რიალდა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისევ მომიბრუნ-
და:
მიწისქვეშეთზე გამახსენდა... ის პოლკოვნიკი... რა ერქვა?..
აი ის, "გარამონში" რომ მოვიდა და ტამპლიერების განძზე გიყ-
ვებოდათ... მასზე აღარაფერი გსმენიათ?
თითქოს სახრე გადამიჭირეს. ნამდვილად არ ველოდი იმის
ხსენებას, რაც აბსოლუტურად კონფიდენციალური და დასამა-
რებული მეგონა. მინდოდა, მეკითხა, საიდან იცოდა პოლკოვ-
ნიკზე, მაგრამ შემეშინდა. ვითომ სხვათა შორის ვუპასუხე:
უჰ, ძველი ამბავია, აღარც მახსოვდა. ჰო, მართლა, წეღან
რატომ თქვით, "მიწისქვეშეთზე გამახსენდაო"?
ასე ვთქვი? ჰო, იმიტომ, რომ... მგონი, მან მიაგნო რაღაცას
მიწისქვეშ...
საიდან იცით?
არ ვიცი. ვიღაცამ მითხრა, აღარ მახსოვს. ალბათ, რომელი-მე
კლიენტმა. როგორც კი ვინმე მიწისქვეშეთს ახსენებს, ცნო-
ბისმოყვარეობა მიღვივდება. ბებრული მანიაა, არ გაგიკვირ-
დეთ. კარგად იყავით.
გატრიალდა. მე კი ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე დავფიქ-
რდი.

459
52

"ჰიმალაის ზოგიერთ რეგიონში ოცდაორ ტაძარს შორის,


რომლებიც ჰერმესის ოცდაორ საიდუმლოსა და ზოგიერთი
წმინდა ანბანის ოცდაორ ასო-ნიშანს განასახიერებენ, აგარტი
ქმნის მისტიკურ ნულს, მიუწვდომელს... უზარმაზარ
ჭადრაკის დაფას, რომელიც მიწისქვეშაა გაშლილი, დედამიწის
სფეროს თითქმის მთელ სიგანეზე".109
ბელბოს და დიოტალევის მოვუყევი ამ ამბავს. რამდენიმე
ვა-რაუდი გამოვთქვით. სალონი, ექსცენტრიკული და ჭორიკანა
ტიპი, რომელიც სხვისი საიდუმლოებებით იხალისებდა
ცხოვრე-ბას, საიდანღაც იცნობდა არდენტის. მეორე ვერსია ის
იყო, რომ სალონმა რაღაც იცოდა არდენტის გაუჩინარებაზე და
იმათთან თანამშრომლობდა, ვინც ის გააქრო. მესამე ვარაუდი:
სალონი პოლიციის ინფორმატორი იყო...
მაგრამ ამის მერე იმდენ შეპყრობილს გადავეყარეთ, რომ სა-
ლონი უკვალოდ გაითქვიფა თავისნაირებში და დაგვავიწყდა
კი-დეც.
რამდენიმე დღის შემდეგ ალიე გვეწვია ოფისში, რომ თავისი
მოსაზრება გაეზიარებინა რამდენიმე ხელნაწერზე, რომლებიც
ბელბომ გაუგზავნა. ზუსტი, მკაცრი შეფასებები ჰქონდა, არავინ
გაულანძღავს. ალიე გონიერი კაცი იყო, დიდი დრო არ დასჭირ-
ვებია "გარამონი-მანუციოს" ორმაგი თამაშის გასაშიფრად და
აღარც დაგვიმალავს მისთვის სიმართლე. თითქოს მშვენივრად

Saint -Yves d'Alveydre, Mission de l'Inde en Europe, Paris,


Calmann L é vy, 1886, p. 54 e 65
460
ესმოდა და მოსწონდა კიდეც ეს პოლიტიკა. ტექსტს მიწასთან
გა-ასწორებდა რამდენიმე ენამწარე შენიშვნით და შემდეგ
თავა-ზიანი ცინიზმით დაასკვნიდა, "მანუციოსთვის"
შესანიშნავი იქნე-ბაო.
ვკითხე, სენტ-ივ-დ ’ ალვეიდრზე რას მეტყვით-მეთქი.
- სენტ-ივ-დ ’ ალვეიდრი... - ჩაილაპარაკა. - ნამდვილად უჩ-
ვეულო ვინმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგითი თანამ-
შრომელი იყო, მაგრამ ამბიციური... ცხადია, გავკიცხეთ, როცა
მარი-ვიქტორია შეირთო...
ალიემ თავი ვერ შეიკავა. პირველ პირში მოყოლაზე გადავი-
და. იგონებდა.
ვინაა მარი-ვიქტორია? ვგიჟდები ჭორებზე, - გახალისდა
ბელბო.
მარი-ვიქტორია დე რიზნიჩი, ულამაზესი გოგო იყო, როცა
იმპერატორ ევგენიასთან ახლობლობდა. მაგრამ როცა სენტ-ივს
შეხვდა, ორმოცდაათს იყო გადაცილებული. სატრფოსთვის ტი-
ტული უნდოდა გაეხერხებინა, ამიტომ ქალმა, აღარ მახსოვს სად,
რაღაც მიწები უყიდა, ადრე ვინმე მარკიზ დ ’ ალვეიდრის
კუთვნილი. პარიზში ჭორაობდნენ, ჟიგოლოს ეძახდნენ. რადგან
ახლა მამულებიდან შემოსული ფულით შეეძლო ეცხოვრა, სენტ-
ივმა თავის ოცნებას მიუძღვნა თავი. აიკვიატა, პოლიტიკურ
ფორმულას უნდა მივაგნო, რომელიც უფრო ჰარმონიული საზო-
გადოების შექმნაში დაგვეხმარებაო. ეს იყო სინარქია, როგორც
ანარქიის საპირისპირო: ევროპული საზოგადოება, რომელსაც სამი
საბჭო მართავდა: ეკონომიკური, სასამართლო და სუ-ლიერი
ხელისუფლება, ანუ ეკლესიები და მეცნიერები. ერთგვა-რი
ილუმინისტური ოლიგარქია, რომელიც კლასობრივ დაპი-
რისპირებას ამოძირკვავდა. ამაზე უარესებიც გვსმენია.

461
კი მაგრამ, აგარტი?
ამბობდა, ერთ დღეს ვიღაც იდუმალი ავღანელი მეწვიაო,
ვინმე ჰაჯი შარიფი, რომელიც ავღანელი ვერაფრით ვერ იქნე-
ბოდა, რადგან ეს სახელი ალბანურია... იმას გაუმხელია აგარ-
ტის საიდუმლო, რომლის პოვნაც შეუძლებელიაო.
კი მაგრამ, სად წერია ეს ყველაფერი?
"ინდოეთის მისია ევროპაში". ამ წიგნმა დიდი ზეგავლენა
მოახდინა თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაზე. ავტორი
აგარტის მიწისქვეშა ქალაქს აღწერს, რომელსაც ხუთი ათასი
ყაჩაღი იცავს. ცხადია, ეს რიცხვი, ხუთი ათასი, ვედური ენის
ჰერმეტულ წარმომავლობას მოგვაგონებს, თავადაც ხვდებით.
აგარტის ცენტრალური გუმბათი ზევიდანაა განათებული ერ-
თგვარი სარკეებით, რომლებიც სინათლეს მხოლოდ ფერთა ენ-
ჰარმონიული გამის საშუალებით ატარებენ და მზის სპექტრი,
რომელიც ჩვენი ფიზიკის სახლმძღვანელოებშია მოცემული,
მხოლოდ მისი დიატონური გამააო. აგარტელი ბრძენები თურმე
ყველა ენას შეისწავლიან უნივერსალურ ენასთან, ვატანთან, მი-
საახლოებლად და მეტისმეტად რთულ ამოცანაზე ფიქრისას მი-
წას სწყდებიან, ჰაერში ფრინდებიან და თავით გუმბათს შეას-
კდებოდნენ, ხალხი რომ არ იჭერდესო. ისინი ქმნიან თურმე ჭექა-
ქუხილს, მართავენ პოლუსთა და ტროპიკთაშორისი ფლუიდების
ციკლურ დინებებს, დედამიწის ინტერფერენციულ დერივაციებს
სხვადასხვა გრძედებსა და განედებში; მათი ხე-ლით ხდება
სახეობათა გადარჩევა, მათ შეუქმნიათ პატარა, მაგ-რამ საოცარი
ფსიქიკური თვისებების მქონე ცოცხალი არსებე-ბი, კუს ბაკნით,
რომელზეც ყვითელი ჯვარია გამოსახული და ორივე ბოლოში
თითო თვალი და თითო პირი აქვთ. პოლიპი-სებრი ცხოველებიც,
რომლებსაც ყველა მიმართულებით შეუძ-

462
ლიათ გადაადგილება, მათი ნახელავიაო. აგარტს შეაფარეს თა-
ვი, სავარაუდოდ, ტამპლიერებმა გაუჩინარების შემდეგ და იქი-
დან აკონტროლებენ ყველაფერსო. საკმარისია თუ გავაგრძე-
ლო?
კი მაგრამ... სერიოზულად წერს ამას? - ვკითხე.
მგონი, მას სიტყვასიტყვით ესმოდა ისტორია. თავიდან გიჟი
გვეგონა, მერე მივხვდით, რომ შეიძლება, ერთგვარად, ვი-
ზიონერულად, იმაზე მიანიშნებდა, რომ ისტორია შემთხვევითი
არაა და ფარულად იმართება. ბევრი ამბობს, რომ ისტორია სის-
ხლიანი და უაზრო გამოცანაა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რაღაც
გეგმა უნდა არსებობდეს. აუცილებელია, არსებობდეს გონება,
რომელიც მართავს მსოფლიო ისტორიას. ამიტომაც ფიქრობ-
დნენ საუკუნეთა მანძილზე წინდახედული ადამიანები
სამყაროს განმგებლებზე, სამყაროს მეფეზე, რაღაც კოლექტიურ
როლზე, რომელიც გარკვეული სტაბილური გეგმის ინკარნაცია
იქნებო-და, რომელთანაც უდავოდ ჰქონდათ კავშირი
გაუჩინარებულ დიდ საღვთო და სარაინდო ორდენებს.
თქვენ გჯერათ ეს? - ჰკითხა ბელბომ.
დ ’ ალვეიდრზე ბევრად უფრო გაწონასწორებულ ადა-
მიანებს უძებნიათ და ახლაც ეძებენ უცხო უზენაეს არსებებს.
და პოულობენ?
ალიემ თავისთვის ჩაიცინა, უწყინრად:
- კი მაგრამ, რანაირი უცხო და უზენაესი არსებები იქნებოდ-
ნენ, პირველ შემხვედრს რომ დანახვებოდნენ? ბატონებო, უნდა
ვიმუშაოთ. კიდევ მაქვს ერთი ხელნაწერი. არ დამიჯერებთ და
სწორედ საიდუმლო საზოგადოებებზე ტრაქტატი გახლავთ.
ვარგა რამედ? - ჰკითხა ბელბომ.

463
- თავად წარმოგიდგენიათ, რაც იქნება. მაგრამ "მანუციოს-
თვის" მშვენიერია.

464
53

"რადგან ღიად არ შეუძლია მართოს მიწიერთა ბედ-იღბალი,


რადგან ამაში იქაური მთავრობები შეეწინააღმდეგებოდნენ, ამ
იდუმალ ერთობას შეუძლია, მხოლოდ საიდუმლო საზოგა-
დოებათა საშუალებით იმოქმედოს... ეს საიდუმლო საზოგა-
დოებები, რომლებიც დროდადრო, საჭიროებათა მიხედვით იქ-
მნებოდა, სხვადასხვა ჯგუფადაა დაყოფილი, რომლებიც გარეგ-
ნულად ერთმანეთის საპირისპიროა და ყოველ ჯერზე
სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ქადაგებენ,
რათა გან-ცალკევებულად იბატონონ და ყველა რელიგიური,
პოლიტიკუ-რი, ეკონომიკური და ლიტერატურული ერთობის
ნდობა მოიპო-ვონ, სინამდვილეში კი ერთმანეთთან არიან
შეჭიდულნი, ერთი ცენტრიდან იმართებიან, მისგან იღებენ
განკარგულებებს. და ესაა ძლიერი მანქანა, რომელიც
ცდილობს, ასე უხილავად მარ-თოს მიწიერთა ბედისწერა".110
ერთხელ სალონი თავისი სახელოსნოს კარებთან შემხვდა.
უცებ წარმოვიდგინე, რომ ჭოტის ხმით უნდა დაეკივლა, ის კი
ძველი მეგობარივით მომესალმა და მკითხა, როგორ მიდის საქ-
მეებიო. რაღაც მივკიბ-მოვკიბე, გავუღიმე და გავეცალე.
აგარტზე ფიქრი ამეკვიატა. ალიეს მონათხრობის მიხედვით
სენტ-ივის აზრებს, შეიძლება, მოეხიბლათ ჩვენი შეპყრობილი
ავტორები, მაგრამ არ აეფორიაქებინათ ისინი. თუმცა სალონის

J.M. Hoene -Wronski, cit. da P. S é dir, Histoire et doctrine des Rose -


Croix, Rouen, 1932

465
სიტყვებში, რომლებიც მიუნხენში მოვისმინე, რაღაც იყო
ამაფო-რიაქებელი, ისევე, როგორც მის გამომეტყველებაში.
ოფისიდან გავედი და ბიბლიოთეკას მივაშურე. "ინდოეთის
მისია ევროპაში" უნდა მომეძებნა.
როგორც ყოველთვის, კატალოგების ოთახშიც და წიგნების
გამოწერის განყოფილებაშიც უამრავი ხალხი ირეოდა. მუჯლუ-
გუნებით გავიკვლიე გზა და როგორც იქნა, მივაღწიე უჯრამდე,
რომელიც მჭირდებოდა. სათაური ვიპოვე, მოთხოვნის ბარათი
შევავსე და თანამშრომელს მივაწოდე. ცოტა ხანში დაბრუნდა
და მითხრა, წიგნი გატანილიაო. როგორც იციან ხოლმე ბიბ-
ლიოთეკარებმა, აშკარად სიამოვნებით შემატყობინა ეს ამბავი.
ამ დროს ზურგს უკან ხმა მომესმა:
არაა გატანილი, ამწუთას დავაბრუნე ეგ წიგნი.
მივტრიალდი. კომისარი დე ანჯელისი იყო.
მანაც მიცნო. მომეჩვენა, რომ მეტისმეტად სწრაფად. ვითა-
რება, რომელშიც ერთმანეთი გავიცანით, ჩემთვის იყო განსა-
კუთრებული, თორემ მისთვის, წესით, მორიგი
სამსახურებრივი რუტინა უნდა ყოფილიყო. თანაც, არდენტის
დროს წვერი და გრძელი თმა მქონდა. შესაშური მეხსიერების
პატრონი იყო კო-მისარი!
იქნებ ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგაც
მითვალთვალებ-და? თუ უბრალოდ ფიზიონომისტი იყო?
პოლიციელებს განსა-კუთრებულად აქვთ განვითარებული
დაკვირვების, სახეების, სა-ხელების დამახსოვრების უნარი...
- ამას ვის ვხედავ, კაზობონ! თანაც, ერთი და იგივე წიგნი
გვა-ინტერესებს!
ხელი გავუწოდე:

466
ახლა უკვე დოქტორი კაზობონი გახლავართ. კარგა ხანია,
უნივერსიტეტი დავამთავრე. ვფიქრობ, პოლიციაში მუშაობა
ხომ არ მეცადა, როგორც თქვენ მირჩიეთ მაშინ. წიგნებსაც
პირველს მე მომიტანდნენ...
გეყოფათ პირველობა, - მითხრა. - თანაც, წიგნი დაბრუნებუ-
ლია. ცოტა ხანში შეგიძლიათ, გამოიწეროთ. წამოდით, ყავაზე
მინდა დაგპატიჟოთ.
არ მეხალისებოდა მასთან ყავის სმა, მაგრამ უარსაც ვერ
ვეტყოდი. იქვე ახლოს, ბარში დავსხედით. მკითხა, ინდოეთის
მისიით რატომ დაინტერესდითო. ერთი სული მქონდა,
მეკითხა, თვითონ რატომ დაინტერესდა ამ საკითხით, მაგრამ
სიფრთხი-ლე ვარჩიე. ვუთხარი, როცა ვახერხებ, ტამპლიერების
საკითხის კვლევას ვაგრძელებ-მეთქი. ფონ ეშენბახის აზრით,
ტამ-პლიერებმა ევროპა დატოვეს და ინდოეთში გაიქცნენ,
ზოგიერ-თები კი ფიქრობენ, რომ აგარტის სამეფოს შეაფარეს
თავი-- მეთქი. ახლა შემეძლო, მისთვისაც დამესვა შეკითხვა:
თქვენ რატომღა დაინტერესდით ამ თემით?
იცით, მას შემდეგ, რაც ის წიგნი მირჩიეთ ტამპლიერებზე,
ბევრი რამ წავიკითხე მათზე. აღმოჩნდა, რომ ტამპლიერებისგან
თავისთავად უკავშირდები აგარტს... - გაჩუმდა. მერე უცებ
დაამატა: - ვიხუმრე. სხვა მიზეზის გამო ვეძებდი ამ წიგნს. იმი-
ტომ, რომ... - შეყოყმანდა. - მოკლედ, როცა არ ვმუშაობ, ბიბ-
ლიოთეკებში დავდივარ, მანქანად რომ არ ვიქცე, ფიქრის, დაკ-
ვირვების უნარი შევინარჩუნო... რა ვიცი, თავად განსაზღვრეთ,
რა დავარქვა ამას. თქვენზე მომიყევით, რას აკეთებდით ეს
წლე-ბი?
მოკლედ შევუჯამე ჩემი ბოლო წლების ცხოვრება და საქ-
მიანობა, "ლითონთა გასაოცარი თავგადასავლის" ჩათვლით.
467
თქვენს გამომცემლობაში და იმაშიც, მის გვერდით რომაა,
საიდუმლო მეცნიერებებზე არ გამოსცემთ წიგნებს?
საიდან იცოდა "მანუციოზე"? როდის მოაგროვა ეს ინფორმა-
ცია? როცა ბელბოს უთვალთვალებდა რამდენიმე წლის წინ
თუ ჯერ კიდევ არდენტის კვალს რომ ადგა?
პოლკოვნიკ არდენტისნაირი ტიპები, რომლებიც "გარამონ-
ში" ხვდებოდნენ და რომლებსაც "გარამონი" "მანუციოში"
აგზავ-ნიდა, ისე მომრავლდნენ, რომ ბატონმა გარამონმა ახალი
სერი-ის გამოშვება გადაწყვიტა. თუ პოლკოვნიკისნაირებს
ეძებთ, იმ სერიაში დასტა-დასტა ნახავთ.
ჰო, მაგრამ არდენტი გაუჩინარდა. იმედია, დანარჩენები არ-
სად გამქრალან.
ჯერ არა. სამწუხაროდ. კომისარო, ერთი კითხვა მაქვს...
წარმომიდგენია, ადამიანის გაუჩინარების რამდენი შემთხვევა
გქონიათ თქვენი კარიერის მანძილზე... გულწრფელად მითხა-
რით, თითოეულს... ამდენ დროს უთმობთ?
მხიარულად შემომღიმა:
რატომ გგონიათ, რომ ისევ პოლკოვნიკ არდენტიზე ვფიქ-
რობ?
მეთამაშებოდა. ამჯერად მომიგერია, მაგრამ თუ გამბედაობა
მეყოფოდა, კარტების გახსნა მოუწევდა. დასაკარგი არაფერი
მქონდა.
კარგი რა, კომისარო, - ვუთხარი, - ყველაფერი იცით "გარა-
მონსა" და "მანუციოზე", აგარტზე წიგნებს ეძებთ...
რა, არდენტიმ რამე გითხრათ აგარტზე?
ისევ მომიგო ჩაწოდება. როგორც მახსოვდა, არდენტიმ მარ-
თლაც ახსენა აგარტი, მაგრამ არ გავამხილე:
არა, მაგრამ მისი ამბავი ტამპლიერებზე იყო, ხომ გახსოვთ.
468
როგორ არა, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ თითოეულ საქმეს
ბოლომდე მივყვებით, სანამ არ გავხსნით. ასეთი რამეები მხო-
ლოდ კინოში ხდება. პოლიციელი კბილის ექიმივითაა:
პაციენტს კბილს გაუბურღავ, უმკურნალებ და თხუთმეტ
დღეში ისევ მო-გადგება, მაგრამ შენ უკვე სხვა პაციენტებით
ხარ დაკავებული. ისეთი საქმე, როგორიც პოლკოვნიკის იყო,
შეიძლება, ათი წე-ლიც კი დარჩეს არქივში. მერე ერთხელაც,
რომელიღაც სხვა საქმეზე მუშაობისას, ვიღაცის ჩვენებას,
აღიარებას გადააწყდე-ბი, მნიშვნელობა არ აქვს, ვისას, რაღაც
მინიშნებას ჩაავლებ, რაღაც განათდება, მოკლე ჩართვა ხდება
გონებაში... და ხელახ-ლა იწყებ ფიქრს, სანამ შემდეგი მოკლე
ჩართვა კიდევ არ გაგი-ნათებს გონებას. თუმცა ხშირად მსგავსი
არაფერი ხდება. ასეა, რას ვიზამთ.
და თქვენ რას გადაეყარეთ ამ ბოლო ხანებში, რამაც ეს
მოკლე ჩართვა გამოიწვია?
მგონი, მთლად კორექტული შეკითხვა არაა, თუმცა დასამა-
ლი არაფერი მაქვს. პოლკოვნიკი სრულიად შემთხვევით ამომი-
ტივტივდა, ერთ ტიპზე გვეჭირა თვალი, სხვა საქმის გამო და
შევ-ნიშნეთ, რომ კლუბ "პიკატრიქსში" დადიოდა, ალბათ,
გსმენიათ ეს სახელი...
არა, ჟურნალი გამიგია, კლუბი არ ვიცი. და რა ხდება იქ?
უჰ, არც არაფერი, უსაფრთხო ხალხია, თუმცა ცოტა აჟიტი-
რებული. შევნიშნე, რომ არდენტიც დაიარებოდა იქ (პოლი-
ციელის გონიერება სწორედ იმაშია, რომ გაიხსენოს, თუნდაც
ათი წლის შემდეგ, სად სმენია ესა თუ ის სახელი, სად უნახავს
ესა თუ ის ადამიანი) და ვიფიქრე, ნეტა "გარამონში" რა ხდება--
მეთქი. სულ ესაა.

469
- რა კავშირშია კლუბი "პიკატრიქსი" თქვენს პოლიტიკურ
პო-ლიციასთან?
- ალბათ, სუფთა სინდისის გამო ხართ ასეთი ცნობისმოყვა-
რე.
მგონი, თავად დამპატიჟეთ ყავაზე.
მართალია. თანაც, სამსახურში არც ერთი არ ვართ. იცით,
რაღაც თვალსაზრისით ამ სამყაროში ყველაფერი ყველაფერს
უკავშირდება.
მშვენიერი ფილოსოფემაა-მეთქი, გავიფიქრე. დე ანჯელისი
განაგრძობდა:
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ის ხალხი აუცილებლად
პოლიტიკას უკავშირდებიან, მაგრამ... ადრე "წითელი ბრიგადე-
ბის" წევრებს უნებართვოდ დაკავებულ სახლებში ვეძებდით,
"შავი ბრიგადების" წევრებს კი - საბრძოლო ხელოვნებათა კლუ-
ბებში. ახლა კი პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ძალიან უცნაურ
დროში ვცხოვრობთ. გარწმუნებთ, ათი წლის წინ უფრო
ადვილი იყო მუშაობა. ახლა იდეოლოგიებიც კი დაცლილია
რწმენისა-გან, ფასეულობებისაგან. ხანდახან მინდა,
ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში გადამიყვანონ.
ჰეროინით მოვაჭრე ზედმეტს მაინც არ ლაქლაქებს. ზუსტად
იცის საკუთარი ღირებუ-ლებები.
წამით დადუმდა, თითქოს ჭოჭმანობდა, მერე ჯიბიდან
ლოც-ვანის ზომის ბლოკნოტი ამოიღო:
მისმინეთ, კაზობონ, თქვენი პროფესიის გამო ათას უცნაურ
ადამიანს ხვდებით, ბიბლიოთეკებში კიდევ უფრო უცნაურ წიგ-
ნებს ეძებთ. იქნებ დამეხმაროთ... სინარქიაზე რა იცით?
გინდათ, შემარცხვინოთ? თითქმის არაფერი. სენტ-ივთან
დაკავშირებით მსმენია მასზე, სულ ეგაა.
470
და რაო, რა გსმენიათ?
ბევრი არაფერი. თუ ვინმე რამეს ამბობს, ალბათ, ჩემს
ზურგს უკან. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გულწრფელად
გეტ-ყვით, მაგ სიტყვას ფაშიზმის სუნი უდის.
მართალი ხართ. ამ მოსაზრებებში ბევრი რამ "Action Fran ç
aise"-იდანაა აღებული. მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა, რომ,
როგორც კი ვინმე "სინარქიას" ახსენებს, აშკარა იყოს მისი
იდეოლოგია. ამ საკითხებს ცოტა მეტად ჩავუღრმავდი და აღმო-
ვაჩინე, რომ 1929 წელს ორ ქალს, ვივიენ პოსტელ დიუ მაეს და
ჟანა კანუდოს, დაუარსებია ჯგუფი "პოლარისი". ეს ჯგუფი "სამყა-
როს მეფის" იდეით ყოფილა შთაგონებული. სწორედ მათ შეიმუ-
შავეს ერთგვარი სინარქიული გეგმა: სოციალური სამსახურები
კაპიტალისტური მოგების წინააღმდეგ, კლასობრივი ბრძოლის
მოშთობა კოოპერატივთა მოძრაობების საშუალებით... ერთგვა-რი
ფაბიანური სოციალიზმი, პერსონალისტური და თან ჯგუფუ-რი.
მაგრამ "პოლარისიც" და ირლანდიელი ფაბიანელებიც ებ-რაული
შეთქმულების ემისრობაში დაადანაშაულეს. ვინ? -
"Revue internationale des soci é t é s secr è tes"-მა,111 ჟურნალ-
მა, რომელიც იუდეურ-მასონურ-ბოლშევიკურ შეთქმულებას ამ-
ხელს. მისი ბევრი თანამშრომელი მემარჯვენე ინტეგრისტებთა-
ნაა დაკავშირებული. ინტეგრისტები კიდევ უფრო საიდუმლო სა-
ზოგადოებაა, რომელსაც პოლიტიკური რევოლუციური ორგანი-
ზაციების უკან მუდამ საიდუმლო სერობებზე მზაკვრული გეგმე-
ბი ელანდება. იტყვით, ალბათ, კარგი, შეგვეშალაო. სენტ-ივი

"საიდუმლო საზოგადოებათა საერთაშორისო მიმომხილვე-ლი"


(ფრ.)

471
რეფორმისტების შთამაგონებლად იქცა, მემარჯვენეები კი ყვე-
ლაფერს ერთ საბურველში ახვევენ და ყველას ერთად დემო--
პლუტო-სოციალ-იუდეველებად ნათლავენ. მუსოლინიც ასე იქ-
ცეოდა. მაგრამ საიდან მოდის ეს ოკულტური შეთქმულების
იდეა? თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ (თუ გინდათ, თავად მიბ-
რძანდით "პიკატრიქსში" და დარწმუნდით), იმ ხალხს მუშათა
მოძრაობა საერთოდ არ ადარდებს.
მეც ასე მგონია, ჩემო სოკრატევ, მაშასადამე?..
"სოკრატესთვის" გმადლობთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ,
რაც უფრო მეტს ვკითხულობ ამ თემაზე, მით უფრო ვიბნევი...
ორმოციან წლებში უამრავი დაჯგუფება ჩნდება, რომლებიც სი-
ნარქიულს უწოდებენ თავს და ახალ ევროპულ წესრიგზე ლაპა-
რაკობენ, რომელსაც ბრძენთაგან შედგენილი, პარტიებზე მაღ-ლა
მდგომი მთავრობა მართავს. და საითკენ მიდიან ეს ჯგუფე-ბი?
ვიშის კოლაბორაციონისტებისკენ. მეტყვით, უი, ისევ შეგვე-შალა,
სინარქია მემარჯვენე იდეოლოგიის ნაშიერიაო. მაგრამ არა! ამ
საკითხზე იმდენი წავიკითხე, რომ მივხვდი, მხოლოდ ერთ
რამეზე თანხმდება ყველა: სინარქია არსებობს და იდუმა-ლად
მართავს სამყაროს. და სწორედ აქ ჩნდება "მაგრამ"...
"მაგრამ"?
1937 წლის 24 იანვარს დიმიტრი ნავაშინი, მასონი და მარ-
ტინისტი (აზრზე არ ვარ, რას ნიშნავს მარტინისტი, მაგრამ ერთი
იმ სექტათაგანი მგონია), სახალხო ფრონტის ეკონომიკური
მრჩეველი, მოსკოვის ერთ-ერთი ბანკის ყოფილი დირექტორი,
"რევოლუციური და ეროვნული მოქმედების საიდუმლო ორგანი-
ზაციის" წევრებმა მოკლეს. ამ ორგანიზაციას, რომელიც საყო-
ველთაოდ "კაგულის" სახელით იყო ცნობილი, მუსოლინი აფი-
ნანსებდა. მაშინ ამბობდნენ, "კაგულს" საიდუმლო სინარქია

472
მართავს და ნავაშინი იმიტომ მოკლეს, რომ მისი საიდუმლო
ამოხსნაო. გერმანული ოკუპაციის წლებში მემარცხენეთა წრე-
ებში გამოსული ერთი დოკუმენტი ამხელს "იმპერიის სინარქი-
ულ შეთანხმებას", რომლის გამოც დამარცხდა საფრანგეთი და
ამტკიცებს, რომ ეს შეთახმება ლათინური, პორტუგალიური
ტი-პის ფაშიზმის აღმოცენება იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ეს
დოკუ-მენტი დიუ მაესა და კანუდოს შედგენილი ყოფილა და
იმავეს იმეორებდა, რასაც ისინი მუდამ ამბობდნენ. არავითარი
საიდუმ-ლო. არადა, ეს იდეები საიდუმლოდ, მეტიც, უაღრესად
საიდუმ-ლოდ გასაღდება 1946 წელს, როცა ვინმე ჰიუსონი
ამხელს მე-მარცხენე რევოლუციურ სინარქიულ შეთანხმებას
წიგნში "სი-ნარქია, ოკულტური ბრძოლის ოცდახუთწლიანი
პანორამა" და ხელს აწერს თავის ნაშრომს, როგორც... მოიცათ,
ჩავხედო... ჟოფრუა დე შარნე.
მაგარია. შარნე ტამპლიერთა დიდი მაგისტრი და მოლეს
მეგობარი იყო. ერთად დაწვეს კოცონზე. ესე იგი, ეს ვიღაც
ნეოტამპლიერია, რომელიც სინარქიას მემარჯვენე პოზიციიდან
უტევს. კი მაგრამ, სინარქია ხომ აგარტში დაიბადა, ტამპლიერ-
თა თავშესაფარში!
აბა რას გეუბნებოდით? აი ხედავთ, თქვენ დამატებითი მი-
ნიშნება მომეცით. სამწუხაროდ, ეგ კიდევ უფრო მაბნევს... ესე
იგი, მემარჯვენეები იმპერიის სინარქიულ შეთქმულებას ამხე-
ლენ, სოციალისტურსა და საიდუმლოს, რომელიც სინამდვილე-
ში საიდუმლო სულაც არაა. მაგრამ იმავე შეთქმულებას, რო-
გორც ნახეთ, ამხელენ მემარცხენეებიც. ამას კი ახალ ინტერ-
პრეტაციამდე მივყავართ: სინარქია იეზუიტური შეთქმულებაა
მესამე რესპუბლიკის დასამხობად. ამ მოსაზრებას მემარცხენე
როჟე მენევე გამოთქვამს. ჩემ წაკითხულ წიგნებს თუ დავეყ-

473
რდნობი, გეტყვით, რომ 1943 წელს ვიშის მთავრობის სამხედ-რო
წრეებში, რომლებიც პეტენისტური, მაგრამ ანტიგერმანული იყო,
ვრცელდებოდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდა, სი-ნარქია
ნაცისტური შეთქმულებააო: ჰიტლერი როზენკროიცერი იყო,
რომელიც მასონების ზეგავლენას განიცდიდა. მასონებმა კი,
როგორც ნახეთ, ადვილად გადაინაცვლეს ებრაულ--
ბოლშევიკური შეთქმულებიდან იმპერიულ-გერმანულზე.
და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
მოიცათ, ჯერ სად ხართ. აი, კიდევ ერთი აღმოჩენა: სინარ-ქია
საერთაშორისო ტექნოკრატების შეთქმულებაა. ამას ამბობს
1960 წელს ვინმე ვილმარე თავის წიგნში "13 მაისის მეთოთხმე-
ტე შეთქმულება". ტექნოსინარქიული შეთქმულების მიზანი
მთავრობათა დესტაბილიზაციაა და ამ მიზნით ის ომებსა და სა-
ხელმწიფო გადატრიალებებს აღვივებს, პოლიტიკურ
პარტიებში შიდა რყევებს უწყობს ხელს, მხარეებს ერთმანეთს
უპირისპი-რებს... გეცნობათ ეს სინარქიები?
ღმერთო, ეს ხომ SIM-ია, მულტინაციონალური კორპორა-
ციების იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელზეც რამდენიმე
წლის წინ "წითელი ბრიგადები" ლაპარაკობდნენ...
ზუსტი პასუხია! ახლა მითხარით, რა უნდა ქნას კომისარმა
დე ანჯელისმა, რომელიც სადღაც სინარქიაზე მინიშნებას გადა-
აწყდება? თქვენ გეკითხებით, დოქტორ კაზობონს,
ტამპლიერე-ბის ექსპერტს.
ვიტყოდი, რომ არსებობს საიდუმლო საზოგადოება, რომე-
ლიც მთელ მსოფლიოშია დატოტვილი და რომელიც მსოფლიო
შეთქმულებას აწყობს მსოფლიო შეთქმულებაზე ხმების
გავრცე-ლებით.
თქვენ ხუმრობთ, მე კი...
474
- სულაც არ ვხუმრობ. მობრძანდით და წაიკითხეთ "მანუ-
ციოში" შემოსული ხელნაწერები. თუ უფრო პირდაპირი ინტერ-
პრეტაცია გნებავთ, გეტყვით, რომ ეს იმ ენაბლუს ამბავს ჰგავს,
რომელიც იფიცება, რადიოს დიქტორად იმიტომ არ ამიყვანეს,
რომ პარტიის წევრი არ ვიყავიო. ყოველთვის ვიღაცას უნდა და-
ვაბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა, დიქტატურა ყოველ-
თვის პოულობს მარადიულ მტერს თავის მომხრეთა გასაერ-
თიანებლად. ერთი კაცი ამბობდა, ყველა რთულ ამოცანას მარ-
ტივი ამოხსნა აქვს და ეს ამოხსნა მცდარიაო.
მატარებელში რომ ქაღალდში გახვეული ბომბი ვიპოვო და
ამ ქაღალდზე დაწერილ ტექსტში სინარქია იყოს ნახსენები, რა
ვქნა, დავასკვნა, რომ ეს რთული ამოცანის მარტივი ამოხსნაა?
რატომ ამბობთ ამას? მატარებლებში გიპოვიათ ბომბები,
რომლებიც... არა, მაპატიეთ. ეს მართლა არაა ჩემი საქმე. მაგ-
რამ... რატომ მელაპარაკებით ამაზე?
იმიტომ, რომ იმედი მქონდა, ჩემზე მეტი გეცოდინებოდათ. ან,
შეიძლება, თავის დასამშვიდებლად მინდოდა, დავრწმუნებუ-
ლიყავი, რომ ვერც თქვენ გარკვეულხართ ამ ამბებში. უამრავი
გიჟის ნაჯღაბნის წაკითხვა გიწევთ და ამას დროის კარგვად მი-
იჩნევთ, ჩემთვის კი თქვენი გიჟების ნაწერები მნიშვნელოვანი
ტექსტებია. გიჟის ნაწერი მეხმარება, იმის აზრები გამოვიცნო,
ვინც მატარებელში დებს ბომბს. რა ხდება, გეშინიათ, პოლიციის
ჯაშუშად არ იქცეთ?
არა, მაგის ნამდვილად არ მეშინია. კაცმა რომ თქვას, სწო-
რედ ტექსტებში იდეების ძებნაა ჩემი საქმე. თუ რამე
საინტერე-სოს გადავაწყდი, გამახსენდებით.
სანამ წამოდგებოდა, ვითომ სხვათა შორის მკითხა:

475
მართლა... იმ თქვენს ხელნაწერებში... "ტრესზე" ხომ არ
შეგხვედრიათ რამე?
ეგ რაღაა?
არ ვიცი. მგონი, ორგანიზაციაა, ან რაღაც მსგავსი, არც კი
ვიცი, მართლა არსებობს თუ არა. მსმენია მასზე და ახლა გიჟებ-
ზე ლაპარაკმა გამახსენა. იცით, რა არის ჩემი პრობლემა? ის,
რომ საშინელი პროფესია მაქვს და საუბედუროდ, მიყვარს ჩემი
საქმე.
სახლისკენ მიმავალი ვფიქრობდი, ვისთვის უფრო სასარგებ-
ლო იყო ეს შეხვედრა. ის უამრავ რამეს მომიყვა, მე - არაფერს.
რა ვიცი, იქნებ ისე დამტყუა რამე, რომ ვერც მივხვდი? მაგრამ
ასე თუ გავაგრძელე და ყველაფერში ეჭვი შევიტანე, სინარ-
ქიული შეთქმულების ფსიქოზი მემუქრება.
ამ ამბავს ლიას მოვუყევი.
მგონი, გულწრფელი იყო, - მითხრა ლიამ. - ალბათ, მარ-თლა
უნდოდა ვიღაცასთან ამაზე ლაპარაკი. პოლიციაში ვის აუხსნას,
ჟანა კანუდო მემარჯვენე იყო თუ მემარცხენე? ვინ მო-უსმენს?
მგონი, აინტერესებდა, ენახა, მხოლოდ თვითონ ვერ გაუგია
ვერაფერი თუ ეს ამბავი მართლა ძალიან ჩახლართუ-ლია. შენ კი
ერთადერთი სწორი პასუხიც კი არ აღირსე.
არსებობს სწორი პასუხი?
რა თქმა უნდა. სწორი პასუხი ისაა, რომ არც არაფერია მი-
სახვედრი. სინარქია ღმერთია.
ღმერთი?
ჰო. ადამიანები ვერ იტანენ აზრს, რომ ყველაფერი შემ-
თხვევით, შეცდომით შეიქმნა, ოთხი უთავბოლო ატომის ერთმა-
ნეთთან შეჯახებით. ამიტომ სჭირდებათ კოსმიური შეთქმულება

476
ღმერთის, ანგელოზების, ეშმაკების მონაწილეობით. სინარ-
ქიასაც ეს დანიშნულება აქვს, შემცირებული მასშტაბით.
და რა უნდა მეთქვა, ხალხი იმიტომ დებს მატარებელში
ბომბს, რომ ღმერთს ეძებს-მეთქი?
ალბათ.

477
54

"წყვდიადთ უფალი ძლიერი თავადია".112


შემოდგომის დილა იყო. მარკიზ გუალდის ქუჩას მივაშურე,
ბატონი გარამონისგან საზღვარგარეთიდან სლაიდების შეკვე-
თის ნებართვა უნდა ამეღო. სინიორა გრაციას ოთახში ალიე და-
ვინახე, "მანუციოს" ავტორების კატალოგს ჩაჰკირკიტებდა.
აღარ შევაწუხე, ისედაც მაგვიანდებოდა.
ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ გარამონს
ვკით-ხე, რას აკეთებს ალიე სამდივნოში-მეთქი.
- ეგ კაცი გენიოსია, - მითხრა გარამონმა. - საოცრად დახვე-
წილი და განათლებული ადამიანია. ამასწინათ რამდენიმე ჩვენს
ავტორთან ერთად დავპატიჟე ვახშამზე და რომ იცოდეთ, რო-გორ
ასახელა გამომცემლობა! საუბრის როგორი მანერა აქვს, რა სტილი!
ძველი ყაიდის კეთილშობილი ჯენტლმენია, ნამდვი-ლი
დიდგვაროვანი. განუმეორებელი ვინმეა! რა ერუდიცია, რა
კულტურა! რამდენი რამ იცის! საოცარ ამბებს მოჰყვა ასი წლის
წინანდელ ადამიანებზე, გეგონებოდა, პირადად იცნობდა ყვე-
ლასო! სახლში რომ ვბრუნდებოდით, არაჩვეულებრივი აზრი
მომაწოდა. ერთი შეხედვით ამოიცნო და გადაახარისხა ჩემი
სტუმრები, გარწმუნებთ, ჩემზე კარგად იცნობდა თითოეულ მათ-
განს. მითხრა, საჭირო არაა ლოდინი, რომ "შიშველი ისისის" სე-
რიის ავტორები თავად მოგვადგნენო. ეს ტყუილად გაფლანგუ-
ლი დროა, ამდენი ხელნაწერის კითხვა გვიწევს და თან ისიც არ

შექსპირი, "მეფე ლირი", III მოქმედება, IV სურათი, 140. (ივ.


მაჩაბლის თარგმანი)
478
ვიცით, რომელი ავტორია თანახმა საკუთარი ხარჯით წიგნის გა-
მოცემაზეო. მისი აზრით, მოკლე გზა არსებობს: "მანუციოს" ბო-
ლო ოცი წლის მანძილზე გამოცემული ავტორების კატალოგი!
გესმით? ძველ, სახელოვან ავტორებს მივწერთ, პირველ რიგში
იმათ, ვინც საკუთარი წიგნის ტირაჟი გამოისყიდა, ვეტყვით:
"ძვირფასო ბატონო, გაცნობებთ, რომ მაღალი სულიერების
ტრადიციული ცოდნის ახალ სერიას ვიწყებთ. თქვენ, როგორც
უაღრესად დახვეწილ ავტორს, ხომ არ გსურთ, ამ უცნობ მიწაზე
დაადგათ ფეხი?.." და ასე შემდეგ. გენიოსია-მეთქი, გეუბნებით.
მგონი, სურს, ყველას ერთად შეგვხვდეს კვირა საღამოს. სად-ღაც
ციხესიმაგრეში უნდა ჩვენი წაყვანა, ტურინის შემოგარენში
მდებარე ბრწყინვალე სასახლეში. ამბობს, რომ საოცარი სანა-ხაობა
გველოდება, რიტუალი, ზეიმი, ცერემონია! ოქროსა და ვერცხლის
მიღების ქიმიური რეაქციებიც ახსენა. მოკლედ, სრუ-ლიად ახალი
სამყაროს აღმოჩენა გველის, ძვირფასო კაზობონ! ხომ იცით,
როგორ ვაფასებ მეცნიერებას, თქვენ კი ამდენ დრო-სა და
ენთუზიაზმს ახარჯავთ მას! პირდაპირ გეტყვით, ძალიან, ძალიან
კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით. ვიცი, რაღაც ფინან-სური
საკითხები არსებობს, არ დამვიწყებია, რაც მითხარით, მაგრამ
თავის დროზე ამაზეც დავილაპარაკებთ. ალიემ მითხრა, ის ქალიც
იქნებაო, აი ის, ლამაზი ქალი... შეიძლება, ძალიან ლამაზი არაა,
მაგრამ რაღაც აქვს განსაკუთრებული მზერაში... ბელბოს
მეგობარზე გეუბნებით, რა ჰქვია...
ლორენცა პელეგრინი.
ჰო, მგონი, ეგ. რაღაც ხდება მასა და ჩვენს ბელბოს შორის,
არა?
მგონი, ახლო მეგობრები არიან.

479
- ოჰ! ნამდვილი ჯენტლმენის პასუხია. ყოჩაღ, კაზობონ.
ცნო-ბისმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ, ხომ იცით, ყველანი
შვი-ლებივით მყავხართ და... glissons, à la guerre comme à la
guerre... დროებით, ძვირფასო.
ალიეს მართლა დაეგეგმა შეხვედრა ტურინთან ახლოს, მთა-
ში. ბელბომ დამიდასტურა. თავიდან ვიღაც მდიდარი როზენ-
კროიცერის სასახლეში წავიდოდით მიღებაზე, შუაღამისას კი
ალიე იქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით
დრუიდული რიტუალის სანახავად წაგვიყვანდა. მეტი
არაფერი უთქვამსო, მითხრა ბელბომ.
- იცი, რა... - დაამატა მერე, - ლითონების ისტორიაც დასამ-
თავრებელი გვაქვს და აქ სულ რაღაც გვიშლის ხელს. არ გინდა,
შაბათ-კვირას ჩემს სახლში წავიდეთ, ***-ში? ლამაზი ადგილია,
ნახავ, საოცარი მთებია ირგვლივ. დიოტალევიც მოდის, ალბათ,
ლორენცაც იქნება. ჰო... ვინც გინდათ, წამოიყვანეთ.
ლიას არ იცნობდა, მაგრამ იცოდა, რომ მეგობარი ქალი
მყავდა. ვუთხარი, მარტო წამოვალ-მეთქი. ლიასთან ნაჩხუბარი
ვიყავი, სისულელე იყო, ორ დღეში ყველაფერი თავისით და-
ლაგდებოდა, მაგრამ ცოტა ხნით მილანიდან გასვლა ნამდვი-
ლად არ მაწყენდა.
ასე ჩავედით ***-ში: "გარამონის" ტრიო და ლორენცა პელეგ-
რინი. მგზავრობა პატარა დაძაბულობით დაიწყო. ლორენცა
დროზე მოვიდა შეხვედრის ადგილას, მაგრამ ის იყო, უნდა გავ-
სულიყავით, რომ გამოაცხადა:
იცით რა, ალბათ, დავრჩები. თქვენც მშვიდად იმუშავებთ.
მერე ჩამოვალ, სიმონესთან ერთად.
ბელბო უკვე საჭესთან იჯდა. მკლავები დაეძაბა. მცირე
დუმი-ლის შემდეგ, არც გამოუხედავს, ჩუმად თქვა:
480
ჩაჯექი.
ლორენცა წინ დაჯდა. მთელი გზა ბელბოს კისერზე ჰქონდა
ხელი მოხვეული, რომელსაც ხმა არ ამოუღია.
***-ი ისევ ისეთი იყო, როგორიც ბელბოს ომის წლებში ახ-
სოვდა. ახალი სახლები ცოტა იყო, მიწას თითქმის აღარავინ
ამუშავებდა, ახალგაზრდობა ქალაქში გადასულიყო. დაბის გარ-
შემო გორაკები ახლა საძოვრებადაა ქცეული, ოდესღაც კი ზედ
ოქროსფერი ყანები ლივლივებდაო, გვითხრა ბელბომ. ბოლო
მოსახვევიც და დაბა უცებ გამოჩნდა. ბელბოს სახლი დაბალი
გორაკის ძირში იდგა, მის უკან კი ულამაზესი, მკრთალი ნის-ლით
დაფარული პეიზაჟი იშლებოდა. სახლს რომ მივუახლოვ-დით,
ბელბომ პაწაწინა, თითქმის შიშველი გორაკი დაგვანახა. მის
წვერზე, ორ ფიჭვს შორის, სამლოცველო იდგა.
- "ბრიკოს" ეძახიან, - ჩაილაპარაკა. - თუმცა თქვენთვის არა-
ფერს ნიშნავს ეს სახელი. დიდ ორშაბათს ავდიოდით ხოლმე
იქ, სადილი მიგვქონდა. ახლა მანქანით ხუთი წუთი უნდა,
მაშინ კი ფეხით ავდიოდით და მეგონა, წმინდა ადგილების
მოსალოცად შორეული მოგზაურობისთვის ვემზადებოდი.

481
55

"თეატრს ვუწოდებ (ადგილს), სადაც სიტყვათა და აზრთა


ყო-ველი მოქმედება, საუბრისა და თემის ყოველი წვრილმანი
ისე წარმოჩნდება, როგორც საჯარო სანახაობა, სადაც იდგმება
ტრაგედიები და კომედიები".113
სახლთან მივედით. ძველებური, სათავადო სახლი იყო, პირ-
ველ სართულზე დიდი მარნებით, სადაც ადელინო კანეპა - ან-
ჩხლი მოჯამაგირე, რომელმაც ბიძია პარტიზანებთან დაასმინა -
კოვასოების ვენახების ღვინოს ამზადებდა. ჩანდა, რომ დიდი
ხა-ნი იყო, აქ აღარავის ეცხოვრა.
გვერდით მდგარ პატარა სახლში ჯერ კიდევ ცხოვრობდა მო-
ხუცი ქალი. ადელინოს დეიდააო, გვითხრა ბელბომ. სხვა ცოც-
ხალი აღარავინ იყო, მხოლოდ ის ასი წლის მოხუცი შემორჩენო-
და აქაურობას და სახლის წინ პატარა ბოსტანს, რამდენიმე ქა-
თამსა და ღორს უვლიდა. სახლის ირგვლივ ოჯახის კუთვნილი
მიწები რაღაც გადასახადებსა და ვალებში წასულიყო. არც ვიცი,
რის ვალებშიო, ბელბომ. ნელა დააკაკუნა მოხუცის კარზე. ქალ-
მა გააღო და კარგა ხანი დასჭირდა, რომ სტუმარი ეცნო. სიხა-
რულით გაუნათდა სახე. ბელბო თბილად გადაეხვია მოხუცს,
მოიკითხა. ქალმა თავი გამოიდო, შეგვიპატიჟა, მაგრამ ბელბომ
თავაზიანად უთხრა უარი.

რობერტ ფლადი, "კოსმოსის მსოფლიო ისტორია", II ტომის I


ტრაქტატის II განყოფილება. გამომცემლობა Oppenheim (?)
1620 (?) გვ. 55
482
სახლში შევედით თუ არა, ლორენცამ სასწრაფოდ შემოირბი-
ნა ოთახები, დერეფნები, ძველი ავეჯით გაწყობილი
საძინებლე-ბი, თან აღტაცებული ჭყიოდა. ბელბომ
მოკრძალებულად შენიშ-ნა, რას ვიზამთ, ყველას თავისი
დონაფუგატა114 აქვსო, მაგრამ აშკარად გულაჩუყებული იყო.
იშვიათად ამოვდივარ აქო, გვით-ხრა.
აქ მუშაობას არაფერი სჯობს, ზაფხულში გრილა, ზამთარში
კი სქელი კედლები ყინვისგან იცავს სახლს. თან ყველა ოთახში
ღუმელი დგას. ბავშვობაში, ქალაქიდან რომ ავიყარეთ და აქ
გადმოვედით, ჩვენი ოჯახი იმ ორ გვერდითა ოთახში ცხოვრობ-
და, დიდი დერეფნის ბოლოს. ახლა ბიძაჩემისა და დეიდაჩემის
მხარე დავიკავე. აქ, ბიძია კარლოს კაბინეტში ვმუშაობ.
ოთახში სეკრეტერის ტიპის საწერი მაგიდა იდგა, მცირე
სამუ-შაო ადგილით, მაგრამ სამაგიეროდ უჯრებით, თაროებით,
სამა-ლავებით სავსე.
ამაზე "აბულაფია" არ დაეტევა. მაგრამ როცა აქ ვარ, ხელით
წერა მსიამოვნებს, როგორც ადრე.
ძველებურ კარადაზე მიგვითითა:
რომ მოვკვდები, იცოდეთ, ამ კარადაში მთელი ჩემი ყმაწვი-
ლობის ლიტერატურული შემოქმედებაა შენახული. თექვსმეტი
წლის ასაკში დაწერილი ლექსები, ექვსტომიანი რომანის ესკი-
ზები, რომელსაც მერე, თვრამეტი წლისა, ხელახლა მივუბრუნ-
დი... ბევრი სხვა რამეცაა...

სავინას საოჯახო მამული ტომაზი დი ლამპედუზას რომანში


"ლეოპარდი"

483
ვნახოთ, ვნახოთ! - დასჭყივლა ლორენცამ, ტაში შემოსცხო
და კარადისკენ კატასავით ნელა წავიდა.
მოიცა, - შეაჩერა ბელბომ. - სანახავი არაფერია. მეც კი არ
ვაღებ მაგ კარადას. როცა მოვკვდები, აუცილებლად ამოვალ და
ყველაფერს დავწვავ.
იმედია, მოჩვენებებიც არიან! - ვერ ისვენებდა ლორენცა.
ახლა კი. ბიძია კარლოს დროს ძალიან ხალისიანი იყო
აქაურობა. რაღაცნაირი, გეორგიკული. ახლა კი სწორედ იმი-
ტომ ამოვდივარ აქ, რომ ბუკოლიკურია. მიყვარს საღამოს მუ-
შაობა, როცა ქვევით, დაბლობიდან, ძაღლების შორეული ყეფა
ისმის.
ჩვენ-ჩვენი საძინებლები გვაჩვენა სამივეს: მე, დიოტალევის
და ლორენცას. ლორენცამ ოთახი მოათვალიერა, დიდი თეთ-
რგადასაფარებლიანი საწოლი ხელით მოსინჯა, თეთრეული
დაყნოსა, ბებიას ზღაპარში მგონია თავი, ლავანდის სუნი აქვს
ლოგინსო. ბელბომ უპასუხა, ნესტის სუნიაო. რა მნიშვნელობა
აქვსო, ჩაილაპარაკა ლორენცამ, მერე კედელს მიეყრდნო, ბოქ-
ვენი ოდნავ წინ წამოსწია, თითქოს "ფლიპერს" თამაშობდა და
ჰკითხა:
მარტომ უნდა დავიძინო აქ?
ბელბომ გვერდზე გაიხედა, მაგრამ ჩვენს მზერას გადაეყარა
და სასწრაფოდ მეორე მხარეს გაიხედა. უცებ კარისკენ გატრი-
ალდა და ჩაილაპარაკა:
- მაგაზე მერე დავილაპრაკოთ. ყოველ შემთხვევაში,
საკუთა-რი ოთახი გაქვს.
ლორენცა გაეკიდა. მე და დიოტალევი მოშორებით გავყე-
ვით. გავიგეთ, როგორ ჰკითხა ლორენცამ, რისა გრცხვენიაო?

484
ბელბომ უპასუხა, ოთახი რომ არ მეჩვენებინა, შენ თვითონ
მკითხავდი, სად უნდა დავიძინოო.
ჰოდა დაგასწარი, ახლა ვერაფერს იტყვი.
მზაკვარო! კარგი, მაშინ ჩემს ოთახში დავიძინებ.
კარგი, კარგი, - გაღიზიანდა ბელბო. - ეს ხალხი სამუშაოდაა
აქ ჩამოსული. ვერანდაზე გავიდეთ, - მოგვიბრუნდა.
საღამომდე დიდ, ფანჩატურიან ვერანდაზე ვმუშაობდით.
წინ ცივი სასმელები და ყავა გვედგა. ალკოჰოლი ვახშმამდე
აკრძა-ლული გვქონდა.
ტერასიდან "ბრიკო" მოჩანდა, მის ძირში კი განიერი, უბრა-
ლო შენობა, ფეხბურთის მოედანივით ეზოთი, სადაც
ფერადტან-საცმლიანი ადამიანები ირეოდნენ. შორიდან
ბავშვებს მივამ-სგავსე.
სალეზიელების ორატორიუმია. მანდ მასწავლა დონ ტიკომ
დაკვრა. ორკესტრში...
ბელბოს საყვირი გამახსენდა, რომელზეც იმ სიზმრის მერე
არასოდეს დაუკრავს.
საყვირზე თუ კლარნეტზე? - შევეკითხე.
შეშფოთებულმა გამომხედა:
შენ რა იცი? - მერე გაახსენდა. - თუმცა მე არ მოგიყევი ის
სიზმარი და საყვირის ამბავი?.. არა, დონ ტიკომ საყვირზე დაკ-
ვრა მასწავლა, მაგრამ ორკესტრში ჯენისზე ვუკრავდი.
ჯენისი რაღაა?
უჰ, ბავშვობის ამბებია. რაღა დროს ეგაა. საქმეს მივხედოთ.
მუშაობისას შევნიშნე, რომ ხშირად იყურებოდა ორატო-
რიუმისკენ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ განგებ არ ახსენებდა
ძველ ამბებს, რომ თავისუფლად შესძლებოდა იქით ყურება.

485
სხვა რამეზე გველაპარაკებოდა, თუმცა დროდადრო მოგონე-
ბებს უბრუნდებოდა:
აქ ომის ბოლო წლების ყველაზე გააფთრებული სროლა
გაიმართა. ჩვენთან, ***-ში, ფაშისტებსა და პარტიზანებს შორის
ერთგვარი შეთანხმება არსებობდა. ორი წლის მანძილზე ზაფხუ-
ლობით პარტიზანები იკავებდნენ ამ მხარეს და ფაშისტები არ
აწუხებდნენ. ფაშისტები აქაურები არ იყვნენ, პარტიზანთა რი-
გებში კი სულ ამ სოფლების ბიჭები იყვნენ და შეტაკების შემ-
თხვევაში იცოდნენ, როგორ დაეღწიათ თავი მტრისთვის სიმინ-
დის ყანებით, ჭალებით, ბუჩქნარებით. ფაშისტები ქალაქში გა-
მაგრდებოდნენ ხოლმე და მხოლოდ შემოვლებზე გადიოდნენ,
ისიც ჯგუფურად. ზამთარში პარტიზანებისთვის უფრო ძნელი
იყო დაბლობში გაჩერება, ვერსად დაიმალებოდნენ, შორიდანვე
ჩანდნენ თოვლში და ავტომატის ტყვია კილომეტრზეც მისწვდე-
ბოდათ. ამიტომ მთაში ადიოდნენ, იქაც ყოველ უღელტეხილს
იცნობდნენ, ყოველ ქვაბულსა და სამალავს. ფაშისტები კი დაბ-
ლობს აკონტროლებდნენ. მაგრამ ის გათავისუფლების წელი იყო.
გაზაფხულზე აქ, ჩვენთან, ჯერ კიდევ ფაშისტები იდგნენ, მაგრამ
ქალაქში დაბრუნებას ვეღარ ბედავდნენ, გრძნობდნენ, რომ მათი
საქმე წასული იყო. მართლაც, ოცდახუთი აპრილი ახ-
ლოვდებოდა. ვფიქრობ, შეთანხმებულები იყვნენ რაღაცეებზე,
ერთმანეთს ერიდებოდნენ, არც ერთ მხარეს აღარ უნდოდა
ბრძოლა, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მალე რაღაც მოხდებოდა,
ღამღამობით ლონდონის რადიო სულ უფრო გამამხნევებელ
ცნობებს გადმოსცემდა, ხშირდებოდა საგანგებო გზავნილები

486
"ფრანკისთვის":115 "ხვალ ისევ იწვიმებს", "ბიძია პიეტრომ პური
მოიტანა" და ასეთი რამეები. დიოტალევი, ალბათ, შენც გსმენია
ამაზე... მოკლედ, როგორც ჩანს, ერთ დღეს რაღაც გაუგებრობა
მოხდა, პარტიზანები მაშინ ჩავიდნენ დაბლობში, როცა ფაშის-
ტები ჯერ კიდევ იქ იყვნენ. მახსოვს, ჩემი და ზუსტად ამ აივანზე
იდგა, უცებ ოთახში შემოვარდა და დაიყვირა, გარეთ ორი კაცი
ავტომატებით თამაშობს, ერთმანეთს დასდევენო. არც გაგ-
ვკვირვებია, ორივე მხარეს ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, ხშირად
ერთობოდნენ იარაღით. ერთხელ ხუმრობა-ხუმრობაში გაუვარ-
დათ კიდეც და ტყვია ხეს მოხვდა, რომელზეც ჩემი და იყო მიყუ-
დებული. ჩემს დას არც კი შეუნიშნავს ეს, მერე მეზობლები მოგ-
ვიყვნენ ამ ამბავს და იმის მერე დარიგებული გვყავდა, რომ,
როგორც კი დაინახავდა, ბიჭები იარაღით თამაშობდნენ, სახ-
ლისკენ უნდა გამოქცეულიყო. მოკლედ, ოთახში შემოვარდა და
გამოაცხადა, ისევ ავტომატით თამაშობენო. იმავე წამს გაისმა
პირველი ჯერი. მალევე მოჰყვა მეორეც, მესამეც და ცოტა ხანში
ყველა მხრიდან გაუჩერებელი სროლის ხმა ატყდა. ყველანაირი
იარაღით ისროდნენ: მუშკეტებით, ავტომატებით, მალე ხელყუმ-
ბარების ხმაც შეერია ხმაურს და ბოლოს ტყვიამფრქვევი აკაკან-
და. გასაგები იყო, რომ აღარ თამაშობდნენ, მაგრამ ამაზე ლაპა-
რაკის დრო არ იყო, საკუთარი ხმაც კი აღარ გვესმოდა. მე, ჩემი და
და დედაჩვენი პირსაბანის ქვეშ შევიყუჟეთ. ამ დროს დერე-ფანში
ბიძია კარლო შემოვარდა, მანდ ყოფნა საშიშიაო, დაგვიყ-ვირა,
ჩვენს მხარეს წამოდითო. კისრისტეხით მივაშურეთ მათ

"ფრანკო ფრანკი", 1944 წლის მაისში ტურინში დაფუძნებუ-ლი


იატაკქვეშა ანტიფაშისტური ორგანიზაცია.

487
ოთახს, სადაც დეიდა კატერინა მოთქვამდა, რადგან ბებია ეზო-
ში იყო...
და პირქვე დამხობილა მიწაზე, ორ ცეცხლს შუა...
ეგ საიდანღა იცით?
თავად არ მომიყევით სამოცდაცამეტში? მაშინ, დემონსტრა-
ციის შემდეგ...
ღმერთო, რა მეხსიერება აქვს... ამასთან საშიშია რამის თქმა.
ჰოდა... მარტო ბებია კი არა, მამაჩემიც გარეთ იყო. რო-გორც
მერე გავიგეთ, მოედანზე ყოფილა, რომელიღაც სადარბა-ზოში
შევარდნილა და იქ დამალულა, რადგან ქუჩის ერთი ბო-
ლოდან მეორეში ესროდნენ ერთმანეთს, მუნიციპალიტეტის
კოშკიდან კი "შავი ბრიგადების" წევრები ტყვიამფრქვევს უშენ-
დნენ მოედანს. იმ სადარბაზოსთვის მამაჩემთან ერთად ქალა-
ქის ყოფილი ფაშისტური მთავრობის ხელმძღვანელსაც შეუფა-
რებია თავი. სროლა ცოტა რომ მიყუჩებულა, უთქვამს, მგონი,
სახლამდე მირბენას მოვასწრებ, აქვე, კუთხეში ვცხოვრობო. წა-
მით შეუცდია და სახლისკენ გაქცეულა, მაგრამ უკვე სახლის
კუთხესთან მისულს ზურგში დასწევია ტყვიამფრქვევის
ტყვია. მამა გამოცდილი იყო ასეთ ამბებში, პირველი მსოფლიო
ომიც გამოვლილი ჰქონდა, ასე რომ სამალავში დარჩენილა.
ვერაფერს იტყვი, ტკბილი მოგონებებითაა სავსე ეს ადგი-
ლი, - შენიშნა დიოტალევიმ.
არ დაიჯერებთ და, - გახედა ბელბომ, - უტკბილესი მოგონე-
ბებია. ერთადერთი ნამდვილი რამ, რაც კი მაგონდება.
სხვებმა ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა, მე მივხვდი, ახლა კი
ვიცი. ამ ბოლო თვეებში შეპყრობილი ავტორების აბდაუბდის
კითხვით გაბეზრებულსა და ზოგადად, ლიტერატურული გამო-
ნაგონით იმედგაცრუებულს, ***-ში გატარებული წლები აგონდე-

488
ბოდა, როგორც ნამდვილი სამყარო, სადაც ტყვია ტყვია იყო და
ან მოგხვდებოდა, ან აგცდებოდა, სადაც დაპირისპირებულ მხა-
რეებს კონკრეტული სახელი ერქვათ, მკაფიო ფერი ჰქონდათ,
შავი და წითელი, ხაკისფერი ან მონაცრისფრო. არავითარი
გაუგებრობა და ბუნდოვანება, ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეჩ-
ვენებოდა. მკვდარი მკვდარი იყო და მორჩა, იდუმალ
ვითარება-ში გაუჩინარებული პოლკოვნიკ არდენტისაგან
განსხვავებით. ვიფიქრე, რომ სინარქიაზე უნდა მომეყოლა
ბელბოსთვის. იმ წლებში ძალიან მოდური კონცეფცია იყო. განა
ბიძია კარლოსა და ტერცის - სხვადასხვა ფრონტის
წარმომადგენელი, მაგრამ ერთი და იმავე რაინდული
იდეალების ერთგული ორი მსახურის - შეხვედრაც სინარქიული
არ იყო? მაგრამ არ მინდოდა, ბელ-ბოსთვის მისი კომბრე
წამერთმია. ის მოგონებები ტკბილად ეჩ-ვენებოდა, რადგან იმ
ერთადერთ ჭეშმარიტებას ახსენებდა, რო-მელსაც ზიარებოდა
ცხოვრებაში. ამის შემდეგ მისი ცხოვრება ეჭვებით იყო სავსე.
ოღონდ მისი პრობლემა ის იყო, რომ (თავად მიმახვედრა ამას)
ჭეშმარიტების წინაშეც კი დამკვირვებლის როლით
კმაყოფილდებოდა. მოგონებებშიც არა თავისი, არა-მედ სხვისი
მეხსიერების დაბადებას აკვირდებოდა, ისტორიის დაბადებას,
იმ ისტორიებისა, რომლებიც მისი ხელით არ დაიწე-რებოდა.
მაგრამ იქნებ მის ცხოვრებაშიც ყოფილა ოდესმე ის დიადი
წამი, როცა გაბედა და არჩევანი გააკეთა? თვითონ თქვა:
და იმ დღეს ჩავიდინე ჩემი ცხოვრების გმირული საქციელი.
ჩემი ჯონ უეინია, - გამოგვხედა ლორენცამ. - მაინც რა
ჩაიდინე?
ისეთი არაფერი. ფორთხვით კი გავედით ბიძაჩემისა და
დეიდაჩემის ოთახში, მაგრამ იატაკზე ფორთხვა აღარ მინდოდა.

489
გავჯიუტდი, დერეფანში გამოვვარდი და შუაში გავიჯგიმე.
ფანჯა-რა ბოლოში იყო, მეორე სართულზე ვიყავით და ვერავინ
მომწვდება-მეთქი, გავიძახოდი. თავი ბრძოლის ველზე,
ტყვიების ზუზუნში მყოფი კაპიტანი მეგონა. ბიძია კარლო გაბ-
რაზდა, ხელი მტაცა და ოთახში შემათრია. ის იყო, სატირლად
დავიჯღანე, რომ სამი გასროლა მოისმა, ფანჯარა ჩაიმსხვრა და
რაღაცა დაბრახუნდა იატაკზე, თითქოს ჩოგბურთის ბურთი შე-
მოაგდესო. ფანჯარაში შემოვარდნილი ტყვია წყლის მილს მოხ-
ვედროდა, ასხლეტილიყო და ზუსტად იმ ადგილას
ჩარჭობილი-ყო, სადაც წეღან ვიდექი. იქ რომ ვდგარიყავი,
ნამდვილად დამა-კოჭლებდა.
არა, არა, კოჭლი არ მომეწონებოდი! - მოიღუშა ლორენცა.
ვინ იცის, იქნებ ეგ აჯობებდა, - თქვა ბელბომ. არც ის ყოფი-
ლა მისი არჩევანი. ბიძამისმა შეათრია ოთახში.
ცოტა ხნით სხვა რამეზე გადავიტანეთ საუბარი. ასე, ერთი
საათის შემდეგ ისევ წავიდა მოგონებებში:
მალე ადელინო კანეპა ამოვიდა და გვითხრა, სარდაფში
უფრო უსაფრთხოდ იქნებითო. მრავალი წელი იყო, ის და ბიძა-
ჩემი ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, ხომ მოგიყევით. მაგრამ
მძიმე წუთებში ადელინოს, როგორც ჩანს, ადამიანობა დაბრუ-
ნებოდა და ბიძაჩემმა ხელიც კი ჩამოართვა. ასე გავატარეთ ერ-
თი საათი საწნახლებს შორის შეყუჟულებმა, ჭაჭის მათრობელა
სუნში, გარეთ კი ტყვიები ზუზუნებდა. როგორც იქნა, სროლა
ნელ-ნელა მინელდა, მივხვდით, რომ ერთ-ერთი მხარე უკან
იხევდა, მაგრამ არ ვიცოდით, რომელი, სანამ ქუჩის მხარეს გა-
მავალი სარკმლიდან ვიღაცის ყვირილი არ გავიგეთ, დიალექ-
ტზე: - Monss ü , i' è d'la rep ü bblica bele si?
რაო? - იკითხა ლორენცამ.
490
- რაო და, ბატონო, იტალიის სოციალური რესპუბლიკის მსა-
ხურები ხომ არ იმალებიან აქ სადმეო? იმ წლებში რესპუბლიკა
ცუდ სიტყვად ითვლებოდა. პარტიზანი იყო, იქვე იდგა, ჩვენს
ფანჯარასთან, მაშასადამე, უკვე გარეთ გასვლაც შესაძლებელი
უნდა ყოფილიყო, ფაშისტები წასულიყვნენ. ბნელდებოდა.
ცოტა ხანში მამა და ბებიაც გამოჩნდნენ, ორივე თავის ამბავს
ჰყვებო-და. დედაჩემი და დეიდაჩემი ვახშმის მოსამზადებლად
დაფა-ცურდნენ, ბიძაჩემი და ადელინო კანეპა კი დიდის ამბით
გამო-ემშვიდობნენ ერთმანეთს. მთელი საღამო გვესმოდა
შორიდან სროლის ხმა. პარტიზანები გაქცეულებზე
ნადირობდნენ. გავი-მარჯვეთ.
ლორენცამ თმაზე აკოცა და ბელბომ სლუკუნით მოიხოცა
ცხვირი. იცოდა, რომ მან კი არა, სხვებმა გაიმარჯვეს. ის მხო-
ლოდ ფილმს უყურებდა. მაგრამ წამით, როცა ბეწვზე
გადაურჩა ასხლეტილ ტყვიას, თავადაც მოხვდა კადრში. წამით,
შემთხვე-ვით, როგორც Hellzapoppin-ში,116 როცა კინოფირები
ერთმა-ნეთში აირევა და ინდიელი მხედარი არისტოკრატიულ
ზეიმზე შეაგელვებს ცხენს და დასჭექავს, დაინახეთ,
დანარჩენები საით წავიდნენო? გაპრანჭული სტუმრებიდან
ვიღაც მიაყვირებს, "იქი-თო!", ინდიელი ცხენს მიატრიალებს და
სხვა ამბავში უჩინარდე-ბა.

ჰენრი პოტერის მუსიკალური კომედია (1941), აბსურდული


სიტუაციების ერთგვარი მიმდევრობა.

491
56

"ისეთი ძალით ჩაჰბერა თავის ბრწყინვალე საყვირს, რომ


მთებმა ბანი მისცეს".117
ჰიდრავლიკური სისტემების საოცრებათა თავს განვიხილავ-
დით, რომლისთვისაც მეთექვსმეტე საუკუნის ერთი გრავიურა
მქონდა შერჩეული ჰერონის Spiritalia-დან: საკურთხეველივით
ამაღლებულ კვარცხლბეკზე გაურკვეველი, რობოტივით არსება
იდგა და რაღაც ორთქლის მოწყობილობის საშუალებით საყ-
ვირზე უკრავდა.
ჩემდა უნებურად ვაიძულე ბელბო, ისევ მოგონებებში გადა-
ვარდნილიყო:
მოიცა, როგორ იყო ის ამბავი?.. ტიხო ბრაჰე თუ რა ერქვა...
აი, საყვირზე დაკვრა რომ გასწავლათ?
დონ ტიკო, სალეზიელი ბერი. არც ვიცი, მეტსახელი იყო თუ
ნამდვილი გვარი. ორატორიუმში იმის მერე აღარც ვყოფილვარ.
მაშინაც შემთხვევით მოვხვდი: ბავშვებს ლოცვებს გვასწავლიდ-
ნენ, კატეხიზმოში გვამეცადინებდენ, ვერთობოდით, ათას რამეს
ვთამაშობდით... მოგებულს წმინდა დომენიკო სავიოს პაწაწინა
ხატით ასაჩუქრებდნენ ხოლმე. გეცოდინებათ ის ხატი, ჯვალოს-
შარვლიანი ბიჭი, რომელსაც ყველა ქანდაკებაში დონ ბოსკოს
ანაფორაზე მობღაუჭებულს გამოსახავენ, ცაში აპყრობილი მზე-
რით, რომელიც ცდილობს, მეგობრებს მოარიდოს ყური, უხამს
ანეგდოტებს რომ უყვებიან. გავიგე, რომ დონ ტიკოს ათიდან

117 Johann Valentin Andreae, Die Chymische Hochzeit des


Christian Rosencreutz, Strassburg, Zetzner, 1616, 1, p. 4
492
თოთხმეტ წლამდე ბიჭებისგან ორკესტრი შეეკრიბა. პატარები
კლარნეტებზე, ტუჩის ფლეიტებსა და სოპრანო-საქსოფონებზე
უკრავდნენ, უფრო დიდები კი - ბარიტონებსა და დოლებზე. სა-
განგებო ფორმები ეცვათ: ხაკისფერი პერანგი, ლურჯი შარვალი
და კეპი. იმ ორკესტრში მოხვედრა ჩემი ოცნების მწვერვალი იყო.
დონ ტიკომ მითხრა, ჯენისზე დამკვრელი მჭირდებაო.
ბელბომ მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა:
- ორკესტრის ენაზე "ჯენისი" პაწაწინა ტრომბონია, რომელ-
საც სინამდვილეში "საქსჰორნი კონტრალტო მი-ბემოლი" ჰქვია.
მთელ ორკესტრში ყველაზე სულელური ინსტრუმენტია. ასე
შვრება: უმპა-უმპა-უმპა-პა-პა, როცა სვლა აღმავალია და მერე
ქვევით მოდის: პა-პა-პა-პა-პა... სამაგიეროდ, ადვილი სასწავ-
ლია, ლითონის ჩასაბერი საკრავების ოჯახს ეკუთვნის, როგორც
საყვირი და აგებულებაც იგივე აქვს, მაგრამ საყვირს უფრო
ძლიერი სუნთქვა, პირის კარგი ჩავლება სჭირდება. გახსოვთ,
ალბათ, ის რგოლისმაგვარი კოჟრი ტუჩებზე, არმსტრონგს რომ
აქვს. ტუჩის სწორი მოკიდებით სუნთქვასაც ზოგავ და ბგერაც
ძლიერი, სუფთა გამოდის, თან არც ჩაბერვის ხმა ისმის და არც
ლოყები გებერება ზედმეტად. ლოყების ბუშტივით დაბერვა
სირ-ცხვილია, მხოლოდ ვინმეს დასაცინად თუ გააკეთებ ამას.
კარი-კატურებში ხატავენ ასე მუსიკოსებს.
კი მაგრამ, საყვირი?
საყვირზე დაკვრას ჩემით ვსწავლობდი, ზაფხულობით, რო-
ცა ორატორიუმში აღარავინ იყო, კულისებში ვიმალებოდი...
მაგრამ საყვირზე დაკვრას უფრო ეროტიკული მიზნებით ვსწავ-
ლობდი. იმ სახლს ხედავთ, ქვევით? იქ ცხოვრობდა სესილია,
სალეზიელი ქველმოქმედი ქალის ქალიშვილი. ყოველთვის,
როცა ჩვენი ორკესტრი უკრავდა, პროცესიის შემდეგ, ორატო-

493
რიუმის ეზოში იქნებოდა თუ დარბაზში, სესილია დედასთან ერ-
თად პირველ რიგში იჯდა ხოლმე, საპატიო ადგილას, ტაძრის
წინამძღვართან ერთად. ორკესტრი იწყებდა მარშს სახელწოდე-
ბით "კეთილი პრინცი". ოქროსა და ვერცხლისფრად მოელვარე,
საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის გაპრიალებული საყვირები იწ-
ყებდნენ სი-ბემოლში. ფეხზე დგებოდნენ და სოლოს უკრავდნენ,
მერე კი სხდებოდნენ და ორკესტრი ერთვებოდა. საყვირზე დაკ-
ვრა ერთადერთი გზა იყო, რომ სესილიას შევემჩნიე.
სხვა გზა არ იყო? - გული აუჩუყდა ლორენცას.
არავითარი. ჯერ ერთი, მე ცამეტი წლის ვიყავი და სესილია
ცამეტ-ნახევრის, ცამეტ-ნახევარი წლის გოგო ქალია, ბიჭი კი -
წვინტლიანი ლაწირაკი. თანაც, მას კონტრალტო საქსოფონი
უყვარდა, ვინმე პაპი, საშინელი, გაქუცული ტიპი. ყოველ შემ-
თხვევაში, მეჩვენებოდა, რომ ჩუმ-ჩუმად მას უყურებდა ხოლმე
და მაშასადამე, მოსწონდა, რადგან შეუძლებელია, სხვაგვარად
საქსოფონმა მიიქციოს ქალის ყურადღება, თუ მაინცდამაინც
ორნეტ კოლმანი არ უკრავს ზედ. ორკესტრში, და თან ვიღაც სა-
ძაგელი პაპის ხელში ჩაბღუჯული, საქსოფონი მახინჯ თხას,
თუ რაღაც საშოსებრ წანაზარდს ჰგავს (მე ასე მეჩვენებოდა) და
ისე შემზარავად ხავის და წიკვინებს, როგორც პანელზე
გამოსული გალეშილი მანეკენი.
შენ საიდან იცი, რა ხმას უშვებს გაბოზებული მანეკენი?
მოკლედ, სესილიამ ჩემი არსებობაც კი არ იცოდა. დი-ლაობით,
როცა სოფელში მივდიოდი რძის საყიდლად, ათას შთამბეჭდავ
ისტორიას წარმოვიდგენდი ხოლმე. მაგალითად: სესილიას "შავი
ბრიგადები" იტაცებდნენ და მე ვათავისუფლებ-დი. ტყვიების
ზუზუნს, საფრთხეს გამოვაცილებდი და საიდუმ-ლოდ
გავუმხელდი, რომ მონფერატოს მთელ პარტიზანულ მოძ-

494
რაობას მე ვხელმძღვანელობდი. ის კი გამომიტყდებოდა, მუდამ
შენზე ვოცნებობდიო. ამის წარმოდგენაზეც კი ალმური ამ-დიოდა,
ვგრძნობდი, როგორ მეღვრებოდა ვენებში თაფლი - გე-ფიცებით -
ჩუჩაც კი არ მენამებოდა, ეს სულ სხვა გრძნობა იყო, ბევრად
უფრო დიადი და შემაძრწუნებელი. სახლში დაბრუნებუ-ლი რძეს
დავდგამდი და კისრისტეხით გავრბოდი აღსარებაზე...
ვფიქრობ, დიადი სიყვარული სწორედ ისაა, როცა დაგრეხილი
და ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებით ვილა ტრისტეს118 ფან-
ჯრიდან ეშვები, ის კი, სიცარიელეში ჩაკიდული, კისერზე
გეხვე-ვა და გეჩურჩულება, რომ მუდამ შენ გნატრობდა. სხვა
ყველა-ფერი სექსია, კოპულაცია, ბინძური თესლის დანთხევა.
მოკ-ლედ, თუ საყვირზე დავუკრავდი, სესილია აუცილებლად
შემნიშ-ნავდა ფეხზე წამომდგარს, გაცისკროვნებულს, მაშინ,
როცა უდ-ღეური საქსოფონი სკამზე იჯდებოდა. საყვირი
მებრძოლის ინ-სტრუმენტია, საომარი, ანგელოზური,
აპოკალიფსური, გამარ-ჯვების მაუწყებელი, ენერგიით
აღმავსებელი. საქსოფონის ხმაზე კი გარეუბნელი ბიჭბუჭები
ცეკვავენ, ჟელატინით გადაზეპილი თმით, ოფლიან გოგოებთან
ლოყა ლოყაზე მიბჯენილები. გიჟი-ვით ვმეცადინეობდი, რომ
საყვირზე დაკვრა მესწავლა. ერთ დღესაც დონ ტიკოს მივადექი
და გამოვუცხადე, უნდა მომისმინოთ-მეთქი. ოსკარ
ლევანტივით ვგრძნობდი თავს, რო-ცა ჯინ კელისთან ერთად
პირველ მოსმენაზე მივიდა ბროდ-ვეიზე. დონ ტიკომ მითხრა:
კარგი, დაუკრავ საყვირზე. მაგრამ...

"სევდიანი სახლი" - ასე ეძახდნენ ხალხში მეორე მსოფლიო ომის


წლებში ნაცისტების მიერ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ
დაწესებულებებს, სადაც ანტიფაშისტებს აწამებდნენ.

495
- რა დრამატულია! - აცმუკდა ლორენცა. - მიდი რა, ნუ გვაწ-
ვალებ, ერთი სული გვაქვს...
- ...მაგრამ ვინმე უნდა მეპოვა, ვინც ჯენისზე შემცვლიდა.
თა-ვად იპოვე ვინმეო, მითხრა დონ ტიკომ. დავტრიალდი.
ჩემო კარგებო, კიდევ ერთი რამე არ მითქვამს: მაშინ ***-ში ორი
სა-ცოდავი ბიჭი ცხოვრობდა, ჩემს კლასში სწავლობდნენ,
თუმცა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ. გასაგებია,
რა აკადე-მიური მოსწრებაც ექნებოდათ. ამ ბავშვებს ანიბალე
კანტალამე-სა და პიო ბო ერქვათ. ერთი. ისტ.
რა? - იკითხა ლორენცამ.
ავუხსენი: - როცა სალგარი119 ნამდვილ ამბავს ჰყვება (ან
იმას, რასაც თავად მიიჩნევს ნამდვილ ამბად), აი მაგალითად,
აღწერს, როგორ ჭამს ხარი გენერალ კასტერის გულს ლითლ
ბიგ-ჰორნის ბრძოლის შემდეგ, ურთავს სქოლიოს შენიშვნით:
1. ისტორიული.
დიახ, - ბელბომ მადლიერებით გამომხედა. - ისტორიული
ფაქტია, რომ ანიბალე კანტალამესას და პიო ბოს მართლა ასე
ერქვათ, თუმცა ეს როდი იყო მათი მთავარი უბედურება. უსაქმუ-
რი ჯიბგირები იყვნენ, ჯიხურებიდან კომიქსებს იპარავდნენ, კო-
ლექციონერებს ცარიელ ვაზნებს ჰპარავდნენ. გამოგართმევ-დნენ
შენს საყვარელ წიგნს ხმელეთისა და ზღვების შთამბეჭდა-ვი
ამბებით და ზედ ძეხვიან პურს დაადებდნენ. ფეხებზე ეკიდათ,
რომ ეს წიგნი შენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, რაც
შობაზე გღირსებოდა. კანტალამესა კომუნისტობას იჩემებდა,

ემილიო სალგარი (1862-1911), იტალიელი მწერალი, ძალი-ან


პოპულარული სათავგადასავლო რომანების ავტორი.

496
ბო კი - ფაშისტობას და ორივე დაუფიქრებლად მიჰყიდდა სულს
მტერს ერთი შურდულის სანაცვლოდ. უხამს ამბებს ჰყვებოდნენ
სექსზე, რაღაც გაუგებარ ანატომიურ ცოდნას ამჟღავნებდნენ და
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო დიდ ხანს შეეძლო მას-
ტურბაცია. მოკლედ ეს ორი ტიპი ყველაფერზე წამსვლელი იყო
და ვითომ რა უჭირდა, ჯენისზე რომ დაეკრათ? მათი ცდუნება და-
ვიწყე. ვუქებდი და ვუდიდებდი ორკესტრის ფორმას, კონცერ-
ტებზე მიმყავდა, ვარწმუნებდი, "მარიას ქალიშვილების" კოლე-
ჯის გოგოებს მოეწონებით, თუ ორკესტრში დაუკრავთ-მეთქი...
მოკლედ, ბოლოს მაინც გავაბი მახეში. დარბაზში მოდიოდნენ
სამეცადინოდ, გრძელ ჯოხს დავკრავდი ხოლმე თითებზე, როცა
ნოტი შეეშლებოდათ, მისიონერების წიგნებში ასე ეხატა მუსიკის
გაკვეთილები. ჯენისს სულ სამი კლავიში აქვს, მოძრაობენ მხო-
ლოდ ცერა თითი, შუა თითი და არათითი, სხვა ყველაფერი ტუ-
ჩების მოჭიდებაზეა დამოკიდებული, როგორც ვთქვი. მოკლედ,
თავს აღარ შეგაწყენთ, ჩემო მსმენელებო და გეტყვით, რომ ის
დღეც დადგა, როცა დონ ტიკოს ჯენისზე ორი დამკვრელი წარ-
ვუდგინე, ვერ ვიტყვი, იდეალურები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ამდე-
ნი ვარჯიშის შემდეგ არა უშავდათ. დონ ტიკომ დამიჯერა, ფორ-
მებში გამოაწყო ახალი მუსიკოსები და მე საყვირზე გადამიყვა-ნა.
ერთი კვირის შემდეგ, "მფარველი ღვთისმშობლის" დღესას-
წაულზე, თეატრალური სეზონი გავხსენით სპექტაკლით "პარი-
ზელი ბიჭუნა". პირველ რიგში ფეხზე ვიდექი, საცაა, ფარდა გა-
იხსნებოდა და ქალაქის საპატიო საზოგადოების წინაშე დავუკ-
რავდი "კეთილ საწყისს".
ღმერთო! - შესძახა ლორენცამ, ხელოვნური სინაზითა და
ეჭვიანობით აღსავსემ. - და სესილია?

497
- არ იყო დარბაზში. ალბათ, ავად იყო. არ ვიცი, რატომ, მაგ-
რამ იმ დღეს არ მოვიდა.
ბელბომ გადმოგვხედა, ისე გრძნობდა თავს, როგორც მგო-
სანი ან, შეიძლება, ოინბაზი. პაუზის შემდეგ განაგრძო.
- ორი დღის შემდეგ დონ ტიკომ მიხმო და გამომიცხადა, ანი-
ბალე კანტალამესამ და პიო ბომ მთელი კონცერტი ჩაშალესო:
"რიტმს ვერ იცავდნენ, მაიმუნობდნენ, ეჯიკავებოდნენ, რაღაცე-
ებს ესროდნენ ერთმანეთს, არასწორ დროს ერთვებოდნენ. ჯე-
ნისი ორკესტრის ჩონჩხია, მისი რიტმული ცნობიერებაა, სულია!
ორკესტრი ფარას ჰგავს: საკრავები ცხვრებია, დირიჟორი -
მწყემსი, ჯენისი კი ერთგული ძაღლია, რომელიც ღრენით აიძუ-
ლებს ცხვრებს, ფეხი აუწყონ ერთმანეთს. დირიჟორი პირველ
რიგში ჯენისს უყურებს და თუ ჯენისი მას მიჰყვება, ცხვრებიც
გაჰყვებიან. ჩემო იაკოპო, დიდი მსხვერპლის გაღება უნდა
გთხოვო, მესმის, ძნელია, მაგრამ ჯენისს უნდა დაუბრუნდე, იმ
ორთან ერთად, შენ რიტმის შეგრძნება გაქვს, უნდა აიძულო ისი-
ნი, აგვყვნენ. გეფიცები, როგორც კი დამოუკიდებლად დაკვრას
შეძლებენ, ისევ საყვირზე გადაგიყვან..." დავეთანხმე. შემდეგ
ზეიმზე საყვირები კვლავ წამოიმართნენ სესილიას წინაშე, რო-
მელიც ისევ წინა რიგში იჯდა. მე კი ბნელში ვიყავი მიმალული,
ჯენისი ჯენისებს შორის. ჰო, იმ ორმა უდღეურმა ვერც ვერას-
დროს ისწავლა დამოუკიდებლად დაკვრა, ასე რომ საყვირზე
დაბრუნება აღარ მღირსებია. მერე ომი დამთავრდა, ქალაქში
დავბრუნდი, ლითონის ჩასაბერ საკრავებსაც გამოვემშვიდობე და
სესილიას ისე დავშორდი სამუდამოდ, მისი გვარიც კი არ ვი-ცი
დღემდე.
- ჩემო საწყალო ბიჭო... - ლორენცა მხრებზე მოეხვია ბელ-
ბოს. - სამაგიეროდ, მე დაგრჩი.
498
მეგონა, შენც საქსოფონები მოგწონდა, - უთხრა ბელბომ.
მერე ოდნავ მიაბრუნა თავი და ხელზე აკოცა.
უცებ ისევ დასერიოზულდა:
კარგი, საქმეს მივხედოთ. ჩვენ მომავლის ისტორიას ვად-
გენთ და არა დაკარგული დროის ქრონიკას.
საღამოს დიდი ზარზეიმით აღვნიშნეთ მშრალი კანონის გაუქ-
მება. იაკოპოს თითქოს აღარც ახსოვდა თავისი სევდიანი მოგო-
ნებები, დიოტალევის ეჯიბრებოდა. წარმოუდგენელ, აბსურდულ
მანქანა-დანადგარებს იგონებდნენ და მერე აღმოაჩენდნენ, რომ
ეს ყველაფერი უკვე გამოგონილი ყოფილა. შუაღამე გადა-სული
იყო, როცა ერთხმად გადავწყვიტეთ, გვენახა, როგორია მთის
ჰაერზე ძილი დატვირთული დღის შემდეგ.
ჩემს ძველებურ საწოლში ჩავითბუნე. ქვეშაგები კიდევ უფრო
ნესტიანი მეჩვენა, ვიდრე დღისით. იაკოპომ გვაიძულა,
დროულად ჩაგვედგა ლოგინის სათბურები, რომელსაც აქაურე-ბი
"მღვდელს" ეძახიან: ოვალური სადგამია, რომელშიც გახუ-
რებული ნახშირით სავსე სათბურა იდება. ალბათ, უნდოდა, ბო-
ლომდე შეგვეგრძნო სოფლის სახლში ძილის სიამოვნება. მაგ-რამ
ძლიერ ნესტში სათბურა კიდევ უფრო ამძაფრებს სინესტის
შეგრძნებას, გსიამოვნებს თბილი საწოლი, მაგრამ თითქოს
თეთრეული ნამიანია. რას ვიზამდი. ფოჩებიანი აბაჟური ავანთე,
აი ისეთი, ფარვანები რომ ფართხუნობენ ხოლმე მის ქვეშ, სანამ
უსულოდ არ ჩამოცვივდებიან ძირს... რომელიღაც პოეტი წერს
რაღაც ამდაგვარს. გაზეთი გავშალე, იმედი მქონდა, კითხვაში
ძილი მომერეოდა, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის მანძილ-ზე
დერეფანში ნაბიჯების, კარის გაღებისა და დაკეტვის ხმა მეს-
მოდა. ბოლოს სადღაც მთელი ძალით მიჯახუნდა კარი. ლორენ-ცა
პელეგრინი ბელბოს ნერვებს ცდიდა.

499
ნახევრად ჩაძინებულმა კარზე კაკუნი გავიგე. თავიდან ვი-
ფიქრე, რამე ცხოველია-მეთქი, თუმცა არც ძაღლი შემინიშნავს
სადმე და არც კატა. მერე მომეჩვენა, რომ სატყუარა იყო. ალ-ბათ,
ლორენცა მიკაკუნებდა, რომ ბელბოს დაენახა და ეეჭ-ვიანა? თუ
არა?.. აქამდე ლორენცა ბელბოს საკუთრებად მიმაჩ-ნდა - ჩემთვის
ასე იყო - და თან ლიას გაცნობის შემდეგ სხვა ქა-ლები აღარ
მაინტერესებდა. ვფიქრობდი, რომ ლორენცას მაც-დური, ხშირად
ორაზროვანი მზერა ჩვენი ჯგუფური თამაშის ნა-წილი იყო.
ხანდახან ოფისში ან ბარში, როცა ბელბოს დასცინო-და, ისე
გამომხედავდა ხოლმე, თითქოს მოკავშირეს, მოწმეს ეძებდა.
თანაც, ლორენცას საოცარი უნარი ჰქონდა, ნების-მიერისთვის
შეეხედა ისე, თითქოს მის სასიყვარულო პოტენცი-ალს ცდიდა:
ცნობისმოყვარეობა ჰქონდა თვალებში, თითქოს გეუბნებოდა,
მინდიხარ, მაგრამ მხოლოდ იმის დასამტკიცებ-ლად, რომ ჩემი
გეშინიაო. იმ ღამით მომეჩვენა, რომ კაკუნის გარდა კარის პრიალა
ზედაპირზე ფრჩხილების ფხაჭუნიც გავიგე და პირველად
ვიგრძენი, რომ საშინლად მინდოდა ლორენცა. ბალიშის ქვეშ
შევყავი თავი და ლიაზე დავიწყე ფიქრი. "შვილი მინდა ლიასგან...
და, ბიჭი იქნება თუ გოგო, როგორც კი ჩაბერ-ვას შეძლებს, მაშინვე
საყვირზე დაკვრას ვასწავლი..."

500
57

"ყოველ მესამე ხეზე, ორივე მხარეს, სანათური ეკიდა და


ლურჯკაბიანი ბრწყინვალე ქალწული ნატიფი ჩირაღდნით ან-
თებდა მათ. შევყოვნდი, რათა ამ ენით გამოუთქმელი მშვე-
ნიერებისთვის მეცქირა".120
დღის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ლორენცა ტერასაზე
გამოვიდა და ღიმილით გვამცნო, სადგურზე მინდა წავიდე, მა-
ტარებელი ***-იდან პირველის ნახევარზე გადის და ერთი გა-
დაჯდომით ნაშუადღევს მილანში ვიქნები. რომელი გამიყვანთ
მანქანითო?
ბელბო თავის ჩანაწერებს ფურცლავდა. თავის აუღებლად
თქვა:
ალიე შენც გელოდება დღეს. უფრო სწორად, მგონი, მთელი
ეს ექსპედიცია შენთვის მოაწყო.
მით უარესი მისთვის, - უპასუხა ლორენცამ. - ვინ გამიყვანს
სადგურზე?
ბელბო წამოდგა.
ახლავე დავბრუნდები. კიდევ შეგვიძლია, ერთი-ორი საათი
ვიმუშაოთ, - გვითხრა და ლორენცას გახედა: - ჩანთა აიღე?
არ ვიცი, რა უთხრეს ერთმანეთს გზაში. ბელბო ოციოდე
წუთ-ში დაბრუნდა და უსიტყვოდ გავაგრძელეთ მუშაობა.
ორ საათზე ერთი მშვენიერი რესტორანი შევარჩიეთ ბაზრის
მოედანზე. კერძებმა და ღვინოებმა ბელბოს ისევ ბავშვობა გაახ-

120 Johann Valentin Andreae, Die Chymische Hochzeit des Chris


tian Rosencreutz, Strassburg, Zetzner, 1616, 2, p. 21
501
სენა. მაგრამ ისე იგონებდა იმ ამბებს, თითქოს ვიღაცის ბიოგ-
რაფიას ჰყვებოდა. წინა დღის სიამოვნება აღარ ეტყობოდა ხმა-
ში. ნასადილევს დავიძარით ალიესა და გარამონთან შესახვედ-
რად.
ბელბო საჭესთან იჯდა. სამხრეთ-დასავლეთით მივდიოდით.
პეიზაჟი ყოველ კილომეტრზე იცვლებოდა. ***-ის გორაკები გვი-ან
შემოდგომაზეც საამური სანახავი იყო. რაც უფრო წინ მივი-
წევდით, ჰორიზონტი ფართოვდებოდა, გორაკები მაღალ მთებ-ში
გადადიოდა და მათ შორის უსასრულო სივრცე იშლებოდა.
კალთებზე აქა-იქ პაწაწინა სოფლები იყო შეფენილი. ნელა მივი-
წევდით აღმართში და ყველა მოსახვევიდან მთებს შორის უსას-
რულო ველები მოჩანდა, ტალღოვანი, მსუბუქი კონტურები სიღ-
რმეში ზამთრის ნისლში იკარგებოდა. მთებს შორის სივრცე
დიუნებით დატალღულ ველს ჰგავდა, თითქოს დემიურგის
უხეში ხელი დასწოლოდა ზედმეტად ამოწვერილ მწვერვალებს
და ერ-თიან, უსასრულო, ბორცვებიან ზედაპირად ექცია
იქაურობა, რომელიც ზღვამდე ან ვინ იცის, სადამდე, უფრო დიდი
მთაგრე-ხილების კალთებამდე, გრძელდებოდა.
სოფელს მივადექით, რომლის მთავარ მოედანზე შეხვედრა
გვქონდა დათქმული ალიესა და გარამონთან. როცა გაიგო, რომ
ლორენცა არ გვახლდა, ალიე აშკარად შეწუხდა, მაგრამ არ
შეიმჩნია:
ჩვენს ძვირფას მეგობარს არ სურს თავისი საიდუმლოს
სხვებისთვის განდობა. საოცრად მორცხვია, რაც ძალიან დასა-
ფასებელია, - ამის შემდეგ სიტყვაც აღარ დაუძრავს.
გზა განვაგრძეთ. წინ გარამონის "მერსედესი" მიდიოდა,
ბელბოს "რენო" უკან მიჰყვებოდა. ისევ ხეობები, გორაკები, მო-
სახვევები. მზის სინათლე უკვე ილეოდა, რომ მთის წვერზე ერ-

502
თი უცნაური ნაგებობა გამოჩნდა, მეთვრამეტე საუკუნის
ციხესი-მაგრეს ჰგავდა, ყვითელი ფერის იყო და ყველა მხრიდან
სეზო-ნისთვის უჩვეულოდ აყვავებული და გაფურჩქნილ-
გაფოთლილი ტერასები ჰქონდა შემორტყმული.
ფერდობის ძირში, პატარა ვაკობზე უამრავი მანქანა დაგ-
ვხვდა დაყენებული.
აქ უნდა გავაჩეროთ, - გვითხრა ალიემ. - აქედან ფეხით
მოგვიწევს ასვლა.
ბინდი უკვე ღამეში გადასულიყო. აღმართი ჩირაღდნებით
იყო განათებული.
უცნაურია, მაგრამ ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა, მკა-
ფიოდ და თან ბუნდოვნად მახსოვს. იმ საღამოს რომ ვიხსენებ,
პერისკოპში ყოფნის განცდა მეუფლება. იმ უცნაურ, არაბუნებ-
რივ ვითარებაში ყოფნის შეგრძნება, ძველისძველი ხის მსუბუქი
და გამაბრუებელი სურნელი. თითქოს საფლავში ვიწვე ან ჭურ-
ჭელში, რომელშიც გარდასახვის აქტი აღსრულდება. კაბინიდან
რომ თავი გამოვყო, სიბნელეში დავინახავდი საგნებს, დღისით
უძრავი რომ მეჩვენებოდა, ახლა კი ელევსინის აჩრდილებივით
ამოძრავებულან ჯადოსნურ კვამლში. იმ ღამეს ციხესიმაგრეში
იდუმალი განათება, ათასგვარი უცნაურობა, ნანახი თუ გაგონი-
ლი, საკმეველთა სურნელი მიქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიზ-
მარში სიზმარს ვხედავდი, მაგრამ რაღაც უცნაურად, იმ შეგ-
რძნებას ჰგავდა, როცა ჯერ სიზმარში ხარ, მაგრამ თან იცი, რომ
მალე გაგეღვიძება.
წესით, არაფერი არ უნდა მახსოვდეს, არადა, ყველაფერი
მახსოვს, თან თითქოს თავად კი არ გადამხდა ის ამბავი,
არამედ ვიღაცა მომიყვა.

503
არ ვიცი, ის, რაც ასეთი ბუნდოვანი მკაფიოობით მახსოვს,
მართლა მოხდა თუ მინდოდა, მომხდარიყო. ერთი რამ ცხადია:
ჩვენს გონებაში იმ საღამოს ჩაისახა "გეგმა". ეს ჰგავდა სურ-
ვილს, ფორმა მისცე ნებისმიერ უფორმო, ბუნდოვან შეგრძნება-
სა და გამოცდილებას, ფანტასტიკურ რეალობად აქციო გამონა-
გონი, რომელიც ვიღაცას სურდა, რეალობა ყოფილიყო.
- ეს გზა რიტუალურია, - გვიხსნიდა ალიე აღმართში. - იმ და-
კიდებული ბაღების ნახაზს იმეორებს - თითქმის - სალომონ დე
კოსმა რომ შექმნა ჰაიდელბერგის ბაღებისთვის ფრიდრიხ V-ის,
პფალცის კურფიურსტის, დაკვეთით როზენკროიცერთა დიდი
აღმავლობის საუკუნეში. ცოტა ბნელა, მაგრამ ასეა საჭირო, ჯო-
ბია, ვიგრძნოთ, ვიდრე დავინახოთ. ჩვენმა მასპინძელმა
ზუსტად ვერ განახორციელა სალომონ დე კოსის პროექტი,
მაგრამ მცი-რე მასშტაბით მაინც შეძლო მისი აქ გადმოტანა.
ჰაიდელბერგის ბაღები მაკროკოსმოსის იმიტაცია იყო, ეს ბაღი
კი მხოლოდ ბა-ძავს ჰაიდელბერგის მიკროკოსმოსს. შეხედეთ
იმ გამოქვაბულს, როკაილის სტილში რომაა შესრულებული...
რა თქმა უნდა, მე-ტისმეტად დეკორატიულია, მაგრამ დე კოსი
კარგად იცნობდა მიხაელ მაიერის "გაქცეული ატალანტეს"
სიმბოლოს, სადაც ფი-ლოსოფიური ქვა მარჯანია. დე კოსმა
იცოდა, რომ ბაღების ფორმით მნათობებზე ზემოქმედებაა
შესაძლებელი, რადგან არ-სებობს ნიშნები, რომლებიც
მოხაზულობით სამყაროს ჰარმონი-ას იმეორებენ...
შესანიშნავია, - თქვა გარამონმა. - მაგრამ ბაღმა როგორ
უნდა მოახდინოს მნათობებზე ზეგავლენა?
არსებობს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთისკენ იხრებიან,
ერთმანეთს უყურებენ, ეხვევიან, ესიყვარულებიან და არა აქვთ,
არც უნდა ჰქონდეთ, მკაფიო, განსაზღვრული ფორმა. თი-

504
თოეული, საკუთარი სულის მისწრაფებისა და ხასიათის კარნა-
ხით, გარკვეული ძალების ზემოქმედებას განიცდის, როგორც ეს
ეგვიპტიური იეროგლიფების შემთხვევაში ხდებოდა. მაგრამ
ჩვენსა და ღვთიურ არსებებს შორის კავშირი მხოლოდ ბეჭდე-ბით,
სიმბოლოებით, ასო-ნიშნებითა და რიტუალებით შეიძლება
დამყარდეს. ამიტომაა, რომ ღვთაებები სიზმრებითა და გამოცა-
ნებით გველაპარაკებიან. ასევეა ბაღებიც. ამ ტერასების თი-
თოეული მონაკვეთი ალქიმიური ხელოვნების საიდუმლოს
იმეორებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც ჩვენს მასპინ-
ძელს მისი წაკითხვა არ ძალგვიძს. დამეთანხმებით, ალბათ, ეს
ადამიანი მართლა შესაშური ერთგულებით იცავს საიდუმლოს:
ყველაფერს, რაც კი წლების მანძილზე უშოვია, იმ იდეოგრამე-ბის
შექმნას ახარჯავს, რომელთა შინაარსი სრულიად უცნობია.
ბაღის თითოეული ტერასა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ზოგიერთს ლაბირინთის ფორმა ჰქონდა, ზოგიერთს - რაღაც უც-ხო
ემბლემის. ქვედა ტერასების ნახაზი მხოლოდ ზედა ტერასე-ბიდან
ჩანდა. ერთ-ერთი, მაგალითად, გვირგვინის ფორმისა იყო.
უამრავი ნახაზი მოჩანდა ზევიდან, რომლებსაც ასვლისას ვერ
ვამჩნევდით. სიარულისას თითოეულ ტერასაზე გარკვეულ
ფიგურებს ხედავდი, მაგრამ ზედა ტერასიდან რომ გადმოხედავ-
დი, სულ სხვა სანახაობა გადაგეშლებოდა თვალწინ, შეიძლება,
სრულიად საწინააღმდეგო რამ დაგენახა. ამგვარად, ამ ბაღის
თითოეული საფეხური, თითოეული დონე ერთდროულად ორ
სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა.
ნელ-ნელა რაღაც პატარა ნაგებობებიც გამოჩნდა: თაღის თუ
პორტიკის ქვეშ აგებული ფალოსის ფორმის შადრევანი ნეპტუ-
ნის გამოსახულებით, რომელსაც დელფინისთვის დაებიჯებინა
ფეხი; ასირიული კოლონებით შემკული კარი; უცნაური ფორმის

505
თაღი ერთმანეთში ჩადგმული სამკუთხედებითა და მრავალკუთ-
ხედებით, რომელთა წვეროებზე სხვადასხვა ცხოველის ქანდა-
კება აღემართათ: ხარირმის, მაიმუნის, ლომის...
და ეს ყველაფერი რაღაცას გვეუბნება? - იკითხა გარამონმა.
რა თქმა უნდა! საკმარისია, პიჩინელის "Mundus Symbolicus"
წავიკითხოთ, რომლის შინაარსი მრავალი წლით ადრე
იწინასწარმეტყველა ანდრეა ალჩატომ. მთელი ბაღი ისე
იკითხება, როგორც წიგნი ან, გნებავთ, ჯადოსნური გზავნილი,
რაც, კაცმა რომ თქვას, ერთი და იგივეა. რომ გესმოდეთ, რასაც
ეს ბაღი ამბობს, ხმადაბლა გაიმეორებდით ამ სიტყვებს და
მთვარისქვეშეთის უთვალავი ძალის დამორჩილებას შეძლებ-
დით. ბაღი სამყაროს დასამორჩილებელი ხელსაწყოა.
ალიემ წყალმცენარეებისა და ზღვის ცხოველების ჩონჩხების
საოცარი ხლართით გარშემორტყმული გამოქვაბული დაგვა-
ნახვა. არც ვიცი, ნამდვილი ჩონჩხები იყო თუ ქვისა და თაბაში-
რის... გამოქვაბულის სიღრმეში ნაიადა მოჩანდა ვეებერთელა,
ბიბლიური თევზის ქერცლიანი კუდით: წყალში ჩაწოლილ ხარს
ეხვეოდა, წყალი კი ნიჟარიდან იღვრებოდა, რომელიც ტრიტონს
მოემარჯვებინა დოქივით.
მინდა, ამ შადრევნის ფარულ შინაარსს ჩასწვდეთ, თორემ
ეს ქმნილება უბრალო ჰიდრავლიკურ ნაგებობად მოგეჩვენე-
ბათ. დე კოსმა კარგად იცოდა, რომ თუ წყლით სავსე ჭურჭელს
ჰერმეტულად დახურავ, ფსკერზე ნახვრეტიც რომ გაუკეთო,
წყა-ლი არ გამოვა. მაგრამ თუ ზევითაც გახვრეტ ჭურჭელს,
წყალი ქვევიდან გამოიღვრება.
ეს ხომ ცხადია, - ვუთხარი. - მეორე შემთხვევაში ზევიდან
შესული ჰაერი წყალს ქვევით უბიძგებს.

506
ეგ ტიპური მეცნიერული ახსნაა, სადაც მიზეზი და შედეგი
ერთმანეთშია არეული. იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, რატომ გა-
მოდის წყალი მეორე შემთხვევაში, ის უნდა იკითხოთ, რატომ
არ გამოდის პირველში.
და რატომ? - ვერ მოითმინა გარამონმა.
იმიტომ რომ, თუ გამოვა, ჭურჭელში სიცარიელე დარჩება,
ბუნებას კი აშინებს სიცარიელე. Nequaquam vacui121 - ეს რო-
ზენკროიცერული პრინციპი იყო, რომელიც თანამედროვე მეც-
ნიერებამ დაივიწყა.
შთამბეჭდავია, - თქვა გარამონმა. - კაზობონ, ჩვენს "ლი-
თონთა გასაოცარ თავგადასავალში" ეს ყველაფერი აუცილებ-
ლად უნდა ჩავრთოთ. არ მითხრათ, წყალი ლითონი არააო.
ფანტაზიაა საჭირო, ფანტაზია!
ბოდიში, - უთხრა ბელბომ ალიეს, - მაგრამ თქვენი არგუმენ-ტი
post hoc ergo ante hoc.122 შედეგი წინ უსწრებს მიზეზს.
წრფივი მიმდევრობით აზროვნება არაა საჭირო. ამ შადრევ-
ნებში წყალი მაგ პრინციპით არ მოძრაობს. ბუნება დროს არ
ცნობს, დრო დასავლური ცივილიზაციის გამოგონებაა.
ასვლისას სხვა სტუმრებსაც შევხვდით. ზოგიერთის
დანახვა-ზე ბელბო იდაყვს გაჰკრავდა ხოლმე დიოტალევის, ის
კი ჩაილაპარაკებდა:
კი, კი, facies hermetica.

"არასოდეს სიცარიელე" (ლათ.)

"ამის შემდეგ, მაშასადამე, ამის მიზეზი" (ლათ.)

507
სწორედ მათში, ჰერმეტიკულსახიანებში, სალონი ვიცანი.
განცალკევებით მიაბიჯებდა, მოკუმულ ტუჩებზე მკაცრი ღიმი-
ლით. გავუღიმე. მანაც გამიღიმა.
სალონს იცნობთ? - მკითხა ალიემ.
თქვენ? - შევუბრუნე კითხვა. - ვიცნობ, ცხადია, ერთ სახლში
ვცხოვრობთ. რა აზრის ხართ მასზე?
კარგად არ ვიცნობ. სანდო ხალხისგან ვიცი, რომ პოლიციის
ინფორმატორია.
"აი თურმე რატომ იცოდა სალონმა ყველაფერი "გარამონსა"
და არდენტიზე. რა აკავშირებდა დე ანჯელისთან?" მაგრამ
ალი-ეს მხოლოდ ეს ვკითხე:
პოლიციის ინფორმატორს რა ესაქმება ასეთ ღონისძიებაზე?
პოლიციის ინფორმატორები ყველგან დადიან. ყველანაირი
გამოცდილება სასარგებლოა მათთვის. პოლიციაში მით მეტი
გავლენა გაქვს, რაც მეტი იცი, ან აჩვენებ, რომ იცი. სულ არა
აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ არა ის, რაც იცი. გახსოვდეთ,
მთავარია, საიდუმლო გქონდეს.
კი მაგრამ, აქ რატომ დაპატიჟეს?
ჩემო მეგობარო, - მითხრა ალიემ, - ალბათ, იმიტომ, რომ
ჩვენი მასპინძელი მეცნიერული აზროვნების იმ უზენაესს წესს
იცავს, რომლის თანახმადაც ყოველ შეცდომაში, შეიძლება, ჭეშ-
მარიტება იმალებოდეს. ნამდვილ ეზოტერიზმს
წინააღმდეგობის არ ეშინია.
ესე იგი, გამოდის, ყველანი შეთანხმებულები არიან ერთმა-
ნეთში?
Quod ubique, quod ab omnibus et quod semper. ინიციაცია
მარადიული ფილოსოფიის აღმოჩენაა.

508
ასე, ფილოსოფოსობით მივაღწიეთ ბოლო ტერასას და ვრცე-ლი
ბაღის შუაში გამავალ ბილიკს დავადექით, რომელიც სასახ-ლისა
თუ ციხესიმაგრის კარამდე მიდიოდა. სვეტზე დამაგრებუ-ლი
ვეებერთელა ჩირაღდნის შუქზე შესასვლელში ოქროსფერ-
ვარსკვლავებიან ლურჯ ქსოვილში გახვეული გოგო დავინახეთ.
ოპერაში ჰერალდებს რომ უჭირავთ ხოლმე, ისეთი საყვირი ეჭი-რა
ხელში და მხრებზე დიდი თეთრი ფრთები ეკეთა, ბავშვებს რომ
უკეთებენ საეკლესიო სპექტაკლებში. ფრთები ნუშის ფორ-მის
ფიგურებით იყო მოხატული, შუაგულში მუქი წერტილით. თუ
ცოტას მოინდომებდი, თვალებს მიამსგავსებდი იმ ნახატებს.
პროფესორი კამესტრესი დავინახეთ, ერთ-ერთი პირველი
"გარამონში" გაცნობილი "შეპყრობილი" ავტორებიდან, Ordo
Templi Orientis-ის სასტიკი მტერი. ძლივს ვიცანით, ისე გამოწ-
ყობილიყო, თუმცა მისი ჩაცმულობა ალიეს ამ საღამოსთვის
სრულიად შესაფერისად ეჩვენა: თეთრი ტილოს ტანსაცმელი
ეც-ვა, გვერდებზე წითელი ლენტით, რომელიც მკერდზე დიდ
ბაფ-თად იკვრებოდა. ფრიად საინტერესო ჩალის ქუდიც ეხურა,
რო-მელზეც ოთხი წითელი ვარდი დაეკოსებინა.
მუხლი მოიყარა და რაღაც ჩასჩურჩულა საყვირიან გოგონას.
- მართლაც, კიდევ ბევრი რამაა ზეცაშიც და დედამიწაზეც... -
ჩაიბურტყუნა გარამონმა.
მდიდრულად მოჩუქურთმებულ სადარბაზო კარში შევედით,
რომელმაც სტალიენოს სასაფლაოს ჭიშკარი მომაგონა. ზევით,
რაღაც რთული ნეოკლასიკური ალეგორიის თავზე, წარწერა იყო
ამოკვეთილი: CONDOLEO ET CONGRATULOR. ვეებერ-თელა
დარბაზში სტუმრები ირეოდნენ, საჭმელს ესეოდნენ. დარ-
ბაზიდან ზედა სართულისკენ ორი კიბე ადიოდა. რამდენიმე ნაც-
ნობ სახეს კიდევ მოვკარი თვალი, მათ შორის ბრამანტის და,

509
ჩემდა გასაკვირად, დე გუბერნატისს - სსგ ავტორს, რომელიც
უკვე კარგად მოეწველა "გარამონს", მაგრამ ჯერ კიდევ არ იცო-
და, რა შემზარავი არჩევანი ელოდა ცოტა ხანში: თავისი შედევ-
რის სრული ტირაჟის გამოსყიდვა ან განადგურება. ამას იმით
მივხვდი, რომ დიდი პატივით მიესალმა ჩემს უფროსს. ალიეს
ვი-ღაც ჩია კაცი გამოეგება ანთებული თვალებით. შეუძლებელი
იყო მისი ფრანგული აქცენტის დავიწყება: პიერი გახლდათ,
ბრამანტის რომ ადანაშაულებდა გრძნეულებაში ალიეს კაბი-
ნეტში.
ნაირ-ნაირი საჭმლით გაწყობილ გრძელ მაგიდას მივუახ-
ლოვდი. გრაფინებით ფერადი სასმელები იდგა, ვერ ვხვდებო-დი,
რა იყო. მოყვითალო სითხე დავისხი, რადგან ფერით ყვე-ლაზე
მეტად წააგავდა ღვინოს. არა უშავდა, ძველებური ვარდის ნაყენი
მომაგონა, მაგრამ აშკარად ალკოჰოლიანი იყო. ალბათ, რაღაც
სხვასაც შეიცავდა, მაშინვე თავბრუსხვევა დამეწყო. ჩემ ირგვლივ
სწრაფად მრავლდებოდნენ ჰერმეტიკული სახეები პენსიაზე
მყოფი პრეფექტების სერიოზული გამოხედვით. აქა-იქ საუბრის
ნაწყვეტები მესმოდა...
- საწყის სტადიაზე სხვა გონებებთან უნდა დაამყარო კავში-რი,
შემდეგ სხვა არსებებს გადასცემ შენს აზრებს, წარმოდგე-ნებს,
ემოციურად მუხტავ ადგილებს, ცხოველთა სამყაროზე ძა-
ლაუფლებას მოიპოვებ... მესამე სტადიაზე ცდილობ, შენი
ორეული სივრცის ნებისმიერ წერტილში გადაიტანო: ბილოკა-ცია
უნდა შეძლო, როგორც იოგები აკეთებენ, ანუ ერ-თდროულად
სხვადასხვა ფორმით მატერიალიზდე. ამის შემდეგ მცენარეული
ესენციების ზემგრძნობელ შეცნობაზე გადადიხარ. ბოლოს კი
გაორებას ცდი: აქ უკვე შენი სხეულის მთელი ტელუ-რული ბმები
უნდა ჩართო და აამოქმედო, ერთგან გაქრე და

510
სხვაგან გაჩნდე, მთლიანად და არა უბრალოდ როგორც
ორეული. ბოლო სტადია კი ფიზიკური სიცოცხლის გახან-
გრძლივებაა...
უკვდავობა არა?..
მაშინვე არა.
აბა შენ?
დიდი კონცენტრაციაა საჭირო. არ დაგიმალავ, ძალიან
რთულია. ხომ იცი, ოცი წლის აღარ ვარ...
ჩემიანები მოვძებნე. თეთრკედლებიან ოთახში შედიოდნენ,
რომელსაც მომრგვალებული კუთხეები ჰქონდა. სიღრმეში, რო-
გორც გრევენის მუზეუმში (თუმცა იმ საღამოს რიოში უმბანდას
კარავში ნანახი საკურთხეველი გამახსენდა და არა მუზეუმი) ნა-
ტურალური ზომის ორი სანთლის ქანდაკება დავინახე, რაღაც
ბრჭყვიალა, იაფფასიან ნაჭერში გახვეული. ორივე ქალი იყო. ერთი
ტახტზე იჯდა და ქათქათა კაბა რაღაც ბრჭყვიალა მოსარ-თავებით
ჰქონდა მოფენილი. მის თავზე გაურკვეველი ფორმის არსებები
ეკიდა ძაფებით, მომეჩვენა, რომ თექისგან იყო გაკე-თებული. ერთ
კუთხეში ხმის გამაძლიერებელი იდგა და საყვი-რების ხმას
აფრქვევდა. სასიამოვნო მუსიკა იყო, მგონი, გაბ-რიელის
რომელიღაც ნაწარმოები, მოკლედ, ბგერითი ეფექტი ბევრად
სჯობდა ვიზუალურს. მარჯვენა ფიგურას ჟოლოსფერი ხავერდის
თეთრქამრიანი კაბა ეცვა, თავზე დაფნის გვირგვინი ეხურა და
გვერდით ოქროს სასწორი ედგა. ალიე გვიხსნიდა ყვე-ლაფრის
მნიშვნელობასა და შინაარსს, მაგრამ მოგატყუებდით, რომ
გითხრათ, ყურადღებით ვუსმენდი-მეთქი. უფრო სტუმრე-ბის
სახეები მაინტერესებდა, რომლებიც მოწიწებით, გულაჩუყე-
ბულები ათვალიერებდნენ ირგვლივ ყველაფერს.

511
- შავი ღვთისმშობლის თაყვანისმცემლებს არ ჰგვანან? - ჩა-
ვულაპარაკე ბელბოს. - ეს ფიგურა ნაქარგი, ვერცხლის გულე-
ბით მოოჭვილი კაბით, ალბათ, ქრისტეს ხორცშესხმული დედა
ჰგონიათ. შეიძლება, არა, მაგრამ არც საწინააღმდეგოს ფიქრო-
ბენ. მსგავსებით ტკბებიან, აღიქვამენ სანახაობას, როგორც
ხილვას და ხილვას, როგორც რეალობას.
- ჰო, - მითხრა ბელბომ, - მაგრამ პრობლემა ის კი არაა, გა-
ვარკვიოთ, ესენი ეკლესიაში მოსიარულეეებზე უკეთესები არი-
ან თუ უარესები. მე ის მაფიქრებს, ჩვენ ვინ ვართ. ჩვენ, რომ-
ლებსაც ჰამლეტი უფრო რეალური გვგონია, ვიდრე ჩვენი შენო-
ბის კონსიერჟი. უფლება მაქვს, განვსაჯო ისინი? მე, რომელიც
მადამ ბოვარის დავეძებ, რომ ისტერიკა მოვუწყო?
დიოტალევიმ თავი გააქნია და ჩაილაპარაკა, ღვთაებათა გა-
მოსახულებების შექმნა დაუშვებელი უნდა იყოსო. ეს
ყველაფე-რი ოქროს ხბოს ენათესავებაო. თუმცა აშკარად
ახალისებდა იქ ყოფნა.

512
58

"ამიტომ ალქიმია უმანკო მეძავია, რომელსაც ბევრი საყვა-


რელი ჰყავს, მაგრამ ყველას იმედს უცრუებს და გულში არავის
იკრავს. სულელებს გიჟებად აქცევს, მდიდრებს - უპოვრებად,
ფილოსოფოსებს - ბრიყვებად, ხოლო მოტყუებულებს - ენაწ-
ყლიან თაღლითებად...."123
მოულოდნელად დარბაზში ჩამობნელდა და კედლები განათ-
და. ახლაღა შევნიშნე, რომ კედლებს თითქმის ბოლომდე ფა-
რავდა ნახევარწრის ფორმის ეკრანები. მივხვდი, რომ ჭერი და
იატაკი რაღაც ისეთი მასალის იყო, რომელიც სინათლეს ირეკ-
ლავდა. დარბაზში განლაგებულ საგნებსაც: სასწორს, ფარს,
სპილენძის თასებს, რომლებიც დიდი დახვეწილობით არ გამო-
ირჩეოდა, პრიალა ზედაპირი ჰქონდა, რომ შუქი აერეკლა. თით-
ქოს უცებ წყალში ჩავიძირეთ, გარშემო უცნაურად მრავლდებო-და
გამოსახულებები, იჭრებოდა, ადამიანთა ჩრდილებს ერ-წყმოდა,
იატაკი ჭერს ირეკლავდა, ჭერი - იატაკს და ორივე ერ-თად -
კედლებზე გაშვებულ კადრებს. ამ დროს დარბაზში მუსიკა გაისმა
და საიდანღაც ნაზი სურნელი გამოიფრქვა. თავიდან თითქოს
ინდურ საკმეველს მივამსგავსე, მაგრამ მალე მას სხვა-დასხვა
უცხო და დროდადრო უსიამოვნო სუნიც შეერია.
ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი ჯერ სრულ წყვდიადში
ჩაიძირა, მერე სიბნელე შორიდან გაარღვია ბლანტმა ბუყბუყმა,

Tri te mio, Annalium Hirsaugensium Tomi ii, S. Gallo, 1690,

513
ლავის დუღილის ხმამ და პირდაფჩენილ კრატერში აღმოვ-
ჩნდით, სადაც მუქი, ლორწოვანი, მდორე მატერია ტორტმანებ-
და და თვალისმომჭრელ, ხან ყვითელ, ხანაც მოლურჯო სინათ-
ლეს აშხეფებდა.
რაღაც ზეთოვანი, წებოვანი მასა ორთქლდებოდა, მათრობე-ლა
წვიმად ბრუნდებოდა უკან და აშმორებული მიწის სიმყრა-ლეს,
სულისშემხუთავ ობის სუნს ანთხევდა იქაურობას. საფლა-ვის,
ქვესკნელის, ტარტაროსის სუნს ვისუნთქავდი, ყველა მხრი-დან
შხამიანი სითხე მოწურწურებდა და სიდამპლის, ჭაობის, კუპრის,
ტალახის, მენსტრუალური გამონადენის, კვამლის, და-რიშხანის,
ნეხვის, ბინძური ქაფის, ნავთის უშავეს, თხევად ენე-ბად
მოიზლაზნებოდა. მერე სიშავეს მკრთალი ნაპრალი გაუჩ-ნდა,
რომელიც ნელ-ნელა განათდა, გაფართოვდა და მისგან ორი
ქვეწარმავალი ამოიზარდა, ერთი მოცისფრო და მეორე მოწითალო,
ამძუვნებულები, ავხორცულად ჩახლართულები, ერთმანეთის
კუდებს კბენდნენ და შორიდან რაღაც ამაზრზენ, მოთახთახე
გორგალს ჰგავდნენ.
მთვრალივით ვიყავი, ჩემიანებს ვეღარ ვხედავდი, ყველა
სიბნელეში გათქვეფილიყო, ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევდი
სხეულებს, რომლებიც ირგვლივ დასრიალებდნენ და მეჩვენე-
ბოდა, რომ ადამიანები დარბილებულ, გათხევადებულ აჩრდი-
ლებად ქცეულიყვნენ... მაშინ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მკლავში
ჩამავლო ხელი. ვიცოდი, რომ მეჩვენებოდა და მაინც ვერ გავბე-
დე, მიმეხედა, არ მინდოდა, დამენახა, რომ მოვტყუვდი. ლო-
რენცას სურნელს ვგრძნობდი. მაშინ მივხვდი, რა აუტანლად მი-
ზიდავდა ლორენცა. ნამდვილად ის იყო, ახლა აგრძელებდა
სათქმელს, რომელიც წუხელ კარზე ფრჩხილების ფხაჭუნით და-
ეწყო და არ დაემთავრებინა. თითქოს გოგირდი და ვერცხლის-

514
წყალი შერწყმოდნენ ერთმანეთს ნესტიან ხვატში, საოცარი ძა-
ლით მიცემდა ბოქვენი, მტკივნეულად და თან სასიამოვნოდ.
რებისს ველოდი, ანდროგინ ყმაწვილს, ფილოსოფიურ მა-
რილს, ალბედოს.
მეჩვენებოდა, რომ ყველაფერს ვხვდებოდი. ბოლო თვეებში
წაკითხული ყველაფერი ერთად მიტრიალებდა გონებაში, ალ-
ბათ, ლორენცა გადმომცემდა თავის ცოდნას ხელზე შეხებით,
მისი დაცვარული ხელისგულის სიგრილეს ვგრძნობდი.
გონებაში უცხო სახელებს ვიმეორებდი, სახელებს, რომლე-
ბითაც, რამდენადაც ვიცოდი, ფილოსოფოსები თეთრს მოიხსე-
ნიებდნენ, მე კი მათი საშუალებით (ალბათ) ლორენცას ვუხმობ-
დი აცახცახებული. ან, შეიძლება, მხოლოდ ჩემთვის, გონებაში
ვიმეორებდი ცოდვის გამოსასყიდ ლიტანიასავით: თეთრი სპი-
ლენძი, უმანკო კრავი, ნაკურთხი წყალი, განწმენდილი ვერ-
ცხლისწყალი, ევა, ფიონი, ჯივინისის ძვირფასი ქვა, ალმასი,
პირბადე, ნარცისი, შროშანი, ჰერმაფროდიტი, ჰილე, ქალწუ-ლის
რძე, სავსე მთვარე, დედა, ცოცხალი ზეთი, ფლეგმა, წერტი-ლი,
ფესვი, ბუნების მარილი, მწუხრის ვარსკვლავი, ქარი, ვირა-გო,
პლაცენტა, მენსტრუალური სისხლი, ლითონთა სპერმა...
წყვდიადში, რომელსაც ახლა რუხი გადაჰკრავდა, კლდოვანი
პეიზაჟი და გამხმარი ხეები გამოიკვეთა. ჰორიზონტზე შავი მზე
ჩადიოდა. მერე იქაურობა დამაბრმავებელი შუქით გაკაშკაშდა და
კედლებზე მოლიცლიცე ფიგურები გამოჩნდა, რომლებსაც
დარბაზში მყოფი საგნები ირეკლავდა და კალეიდოსკოპის
ეფექტს წარმოქმნიდა. დარბაზში ლიტურგიის, ეკლესიის სუნი
დადგა, თავი ამტკივდა, შუბლი დამიმძიმდა. ოქროსფერი გობე-
ლენებით მოფენილ ვეებერთელა დარბაზს ვხედავდი, საქორწი-
ლო სუფრას, ნეფე-პატარძალს: უფლისწულ სასიძოსა და თეთ-

515
რკაბიან პატარძალს, მხცოვან მეფე-დედოფალს ტახტზე, რომ-
ლებსაც ვეზირები უმშვენებდნენ გვერდს. იქვე იდგა მავრი
ხელ-მწიფე. სამეფო ტახტის წინ, პატარა საკურთხეველზე
გადაშლილ წიგნს სპილოს ძვლის შანდალზე დამაგრებული
სანთელი ანა-თებდა. შანდლის გვერდით გლობუსი ბრუნავდა
და იქვე ბრო-ლის შადრევნით დამშვენებული საათი იდგა,
შადრევნიდან კი სისხლისფერი სითხე გადმოდიოდა.
შადრევნის ზევით ადა-მიანის თავის ქალას ვხედავდი, რომლის
თვალის ღრუებიდან თეთრი გველი გამოკლაკნილიყო...
ლორენცა რაღაცას ჩამჩურჩულებდა, მაგრამ მისი ხმა არ
მესმოდა.
გველი ნაღვლიანი, ნელი მუსიკის რიტმზე მოძრაობდა. მო-ხუც
მონარქებს შავი სამოსი ეცვათ და წინ ექვსი დახურული კუ-ბო
ედგათ. ამ დროს ტუბას მოგუდული, სამგლოვიარო ბგერები
მოისმა და შავმოსასხამიანი მამაკაცი გამოჩნდა. საზეიმო რე-
ლიგიურ რიტუალს ჰგავდა, შენელებული კადრივით მოძრაობ-და
ყველა და ყველაფერი, მეფე საზეიმოდ იღებდა სამძიმარს,
მორჩილად ხრიდა თავს. მოსასხამიანმა კაცმა უეცრად ალესი-ლი
ცული იშიშვლა, ცულის ბასრმა პირმა ჰაერში თითქოს ქან-ქარის
მოძრაობა გაიმეორა და მისი ლაპლაპი ერთდროულად აირეკლა
დარბაზის კედლებმა, ჭერმა, იატაკმა და გარშემომ-ყოფმა
საგნებმა. წამში გამიელვა თვალწინ ათასობით დაგორე-ბულმა
თავმა და ამის შემდეგ კადრები ისეთი სისწრაფით შეენაცვლა
ერთმანეთს, რომ მათი აღქმაც შეუძლებელი იყო. მგონი, იმ სცენის
ყველა მონაწილეს, მათ შორის შავკანიან მე-ფესაც, თავი
მოჰკვეთეს, სხეულები კი კუბოებში ჩაასვენეს. ამის შემდეგ
მთელი დარბაზი ზღვისა თუ ტბის სანაპიროდ გადაიქცა და
დავინახეთ, როგორ მოადგა ნაპირს ექვსი გაბრწყინებული

516
ხომალდი, რომლებზეც კუბოები აიტანეს. ხომალდები ნაპირს
მოსწყდნენ, სარკესავით კრიალა წყალზე გასრიალდნენ და უხ-
მოდ ჩაინთქნენ ღამეში. ამ ყველაფერს საკმევლის სქელ,
მხრჩოლავ კვამლში გახვეულს ვხედავდი. წამით მომეჩვენა,
რომ მეც სიკვდილმისჯილთა შორის ვიყავი და გარშემო ყველა
ერთ სიტყვას ბუტბუტებდა: ქორწილი, ქორწილი...
ლორენცას ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ მაშინ გავბედე, მივ-
ტრიალებულიყავი და ჩრდილებს შორის დავუწყე ქალს ძებნა.
ახლა დარბაზი კრიპტად თუ უზარმაზარ სარკოფაგად
ქცეულიყო, რომლის თაღებს ვეებერთელა კარბუნკული
ანათებ-და. ყველა კუთხეში ქალწულები მოჩანდნენ, შუაში კი
ვეებერთე-ლა, ორსართულიანი ქვაბი იდგა და მის გარშემო
კლდოვან სა-ძირკველზე დაშენებული ციხე აღმართულიყო,
რომლის შესას-ვლელიც ღუმელს წააგავდა.
ციხის საძირკველში თავმოკვეთილი სხეულები მოჩანდა. ქა-
ლებიდან ერთ-ერთმა ყუთი შემოიტანა, რაღაც მრგვალი საგანი
ამოიღო იქიდან და ციხესიმაგრის შესასვლელთან დადო. ციხის
წვერში შადრევანი აბუყბუყდა. მრგვალი საგანი მავრი ხელმწი-
ფის თავი აღმოჩნდა, რომელიც ახლა გამომშრალი კუნძივით
იწვოდა და შადრევანში წყალს ადუღებდა. იქაურობა ორ-
თქლით, თუხთუხით, ბუყბუყით აივსო...
ლორენცამ კეფაზე დამადო ხელი. ჩუმად მეფერებოდა, რო-
გორც იაკოპოს მანქანაში. ქალმა ახლა ოქროს სფერო შე-მოიტანა,
საძირკვლის ღუმელში დატანებული ონკანი გახსნა და სფეროში
წითელი ბლანტი სითხე ჩამოასხა. სფერო გაიხსნა და წითელი
სითხის ნაცვლად მასში დიდი, თოვლივით ქათქათა კვერცხი
გამოჩნდა. ქალებმა ფრთხილად აიღეს კვერცხი და ძირს, ყვითელი
ქვიშის გორაზე დადეს. კვერცხი გაიბზარა, გა-

517
დაიხსნა და მისგან უფორმო, სისხლიანი, დაკრუნჩხული
ფრინ-ველი გადმოვარდა. ბარტყი ხარბად დაეწაფა
თავმოჭრილი სხეულების სისხლს, წამში გაიზარდა და
უზარმაზარ, ბრწყინვა-ლე ფრინველად იქცა ჩვენ თვალწინ.
ახლა ფრინველს მოჰკვეთეს თავი, მცირე ზომის საკურთხე-
ველზე დაწვეს და ფერფლად აქციეს. ნაცარი მოზილეს და მასა
ორ ყალიბში ჩაასხეს, ყალიბები კი ღუმელში შედგეს გამოსაწვე-
ლად. ცეცხლს დროდადრო მძლავრი საბერვლით აღვივებდნენ.
ბოლოს ყალიბები გახსნეს. ორი ნაზი, ფერმკრთალი, თითქმის
გამჭვირვალე არსება დავინახე: ერთი ბიჭი იყო, მეორე - გოგო-
ნა, სულ ოთხი მტკაველის სიმაღლის იქნებოდნენ, რბილი,
ცოც-ხალი არსებებივით ხორციანი სხეულებით და
უსიცოცხლო, შუ-შის თვალებით. ფიგურები ბალიშზე
დაასვენეს და ვიღაც მოხუც-მა სისხლი დააწვეთა ბაგეებზე...
ამ დროს საიდანღაც მწვანეგვირგვინიანი ქალები გამოჩ-ნდნენ
მოოქროვილი საყვირებით და ერთი საყვირი მოხუცს გაუწოდეს.
მოხუცმა ახლად შექმნილ, ჯერ კიდევ მცენარეულ უძ-რაობასა და
ტკბილ ცხოველურ ძილს შორის გაშეშებულ არსე-ბებს
რიგრიგობით დაადო პირზე საყვირის გაფართოებული მხა-რე და
სხეულში სული ჩაჰბერა... სიბნელე შეიმღვრა, დარბაზში
სინათლემ იმძლავრა და ჰაერი ნარინჯისფერმა ელვამ გასერა.
საყვირებმა გამაყრუებლად დასჭექეს და არემარე ჯერ გან-თიადის
კაშკაშა შუქით განათდა, შემდეგ კი მას თვალისმომჭრე-ლი,
ლალისფერი შუქი შეენაცვლა. ამწამს ისევ დავკარგე ლო-რენცა და
მივხვდი, რომ ვეღარასოდეს ვიპოვიდი.
მჭახე ალისფერმა დანთქა ყოველივე, მერე კი სიწითლე ნე-
ლა გადაიზარდა ინდიგოსა და იისფერში და ეკრანი ჩაქრა.
აუტანლად მტკიოდა შუბლის არე.

518
- Mysterium Magnum, - ალიე იყო. გვერდით მედგა და ხმა-
მაღლა, მშვიდად ლაპარაკობდა. - ახალი ადამიანის დაბადება
სიკვდილისა და ვნების გავლით. უნდა ვაღიარო, მშვენიერი
შეს-რულება იყო, თუმცა, ალბათ, ალეგორიისკენ სწრაფვამ
გადა-წონა რიტუალის ტექნიკური სიზუსტე. რაც თქვენ
იხილეთ, წარ-მოდგენა იყო, ცხადია, მაგრამ რაღაცაზე
მეტყველებდა. და ჩვენს მასპინძელს პრეტენზია აქვს, რომ ეს
რაღაც შექმნა. წამო-დით, აღსრულებული საიდუმლო ვნახოთ.

519
59

"და თუ ასეთი ურჩხულები იბადებიან, უნდა ვიფიქროთ,


რომ ისინიც ბუნების ქმნილებებია, თუმცა კი ადამიანისგან
განსხვა-ვებულად გამოიყურებიან".124
ბაღში გაგვიყვანა. მაშინვე უკეთ ვიგრძენი თავი. ვერ ვბედავ-
დი, ვინმესთვის მეკითხა, მართლა მოვიდა ლორენცა თუ
დამესიზმრა-მეთქი. მაგრამ გარეთ დიდხანს არ გავჩერებულ-
ვართ, სათბურში შევედით. ისევ გამაბრუა მახრჩობელა სიცხემ.
ტროპიკულ მცენარეებში მსხლის - თუ ცრემლის - ფორმის, ლაჟ-
ვარდისფერი სითხით სავსე, ჰერმეტულად დახურული ექვსი
კოლბა იდგა. თითოეულ ჭურჭელში ოციოდე სანტიმეტრის სი-
მაღლის არსება ტივტივებდა. ვიცანით თმაშევერცხლილი მეფე,
დედოფალი, მავრი, ვეზირი და დაფნისგვირგვინიანი ყმაწვილე-
ბი, ერთი ცისფერი და მეორე - ვარდისფერი... ნაზად მოძრაობ-
დნენ, თითქოს თავიანთ სტიქიაში იყვნენ.
ვერ გავარკვიე, პლასტმასის თოჯინები იყო, ცვილის თუ
ცოც-ხალი არსებები. სითხეც ოდნავ შემღვრეულიყო და ვერ
ვხვდე-ბოდი, მათი მსუბუქი სუნთქვა ოპტიკური ეფექტი იყო
თუ რეალობა.
- დღითი დღე იზრდებიან, - თქვა ალიემ. - ამ ჭურჭლებს ყო-
ველ დილით ცხენის ახალ, ჯერ კიდევ ცხელ ჩონჩორიკში ფლა-
ვენ, რომელიც ზუსტად ზრდისთვის საჭირო ტემპერატურისაა.
ტყუილად კი არ წერია პარაცელსუსის რეცეპტებში, ჰომუნკულუ-

Paracelso, De Homunculis, in Operum Volumen Secundum,


Genevae, De Tournes, 1658, p. 475
520
სი ცხენის ფაშვის ტემპერატურაზე უნდა გაიზარდოსო. ჩვენი
მას-პინძელი ამბობს, რომ ეს ჰომუნკულუსები ესაუბრებიან,
საიდუმ-ლოებებს უზიარებენ, წინასწარმეტყველებენ, ზოგი
სოლომონის ტაძრის ნამდვილ ზომებს უმხელს, ზოგი კი
ასწავლის, როგორ დაიმორჩილოს დემონები... სიმართლე
გითხრათ, მე არასოდეს მსმენია მათი ხმა.
საოცრად ცოცხალი სახეები ჰქონდათ. მეფე ნაზად, სიყვარუ-
ლით შესცქეროდა დედოფალს.
ერთ დილას ჩვენს მასპინძელს ცისფერი ყმაწვილი გარეთ
დახვედრია, კაცმა არ იცის, როგორ დააღწია თავი ტყვეობას.
ცდილობდა, გოგონას ჭურჭლისთვის აეხადა საცობიო... მაგრამ
თავის სტიქიაში არ იყო, ამიტომ სუნთქვა უჭირდა თურმე და
კი-დევ კარგი, დროზე მიუსწრიათ, სითხეში დაუბრუნებიათ
და გა-დაურჩენიათ.
რა საშინელებაა, - თქვა დიოტალევიმ. - ასე ნამდვილად არ
მენდომებოდა მათი ყოლა. სულ ჭურჭლით უნდა ატარო და
ცხე-ნის ახალ-ახალი ჩონჩორიკი ეძებო ყოველ დილას?
ზაფხულში რას უზამ? კონსიერჟს დაუტოვებ მოსავლელად?
ვინ იცის, - თქვა ალიემ. - იქნებ მხოლოდ ლუდიონები არი-
ან, დეკარტის ეშმაკუნები? ან ავტომატები?
ჯანდაბა, ჯანდაბა! - იმეორებდა გარამონი. - თქვენ, დოქტო-რო
ალიე, ახალი სამყარო დამანახვეთ. ძვირფასო მეგობრებო, ყველას
მეტი თავმდაბლობა გვმართებს. ბევრი რამაა ზეცაშიც და
დედამიწაზეც... მაგრამ საბოლოოდ, ომი ომია...
გარამონი გონზე არ იყო. დიოტალევი ცნობისმოყვარე, ცინი-
კურ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, ბელბო კი არანაირ
გრძნობას არ ამჟღავნებდა.
მინდოდა, საბოლოოდ გამეფანტა ჩემი ეჭვები:
521
- რა საწყენია, რომ ლორენცა არ წამოვიდა, როგორ გაერ-
თობოდა.
კი, ნამდვილად... - მითხრა მექანიკურად.
ლორენცა არ მოსულა. მე კი ის მჭირდა, რაც ამპაროს რიოში.
ცუდად ვიყავი. გაცურებულად ვგრძნობდი თავს. აგო-გოც
არავინ მომაშველა.
ჩემიანებს ჩამოვშორდი და შენობაში შევბრუნდი. ბრბოში
გზა გავიკვალე და ბუფეტს მივუახლოვდი, რომ რამე ცივი
დამე-ლია. თან მეშინოდა, სასმელებში რამე არ ყოფილიყო გა-
რეული. ტუალეტს ვეძებდი, მინდოდა, საფეთქლებსა და
კეფაზე ცივი წყალი შემესხა. ტუალეტს რომ მივაგენი, გულზე
მომეშვა, მაგრამ გამოვედი თუ არა, ჩემი ყურადღება ხვეულმა
კიბემ მიიპ-ყრო. ვერ გავუძელი ახალ ცდუნებას. ალბათ, ისევ
ლორენცას ვეძებდი, თუმცა მეგონა, რომ გამოვფხიზლდი.

522
60

"საბრალო ბრიყვო! იმდენად მიამიტი ხარ, რომ გჯერა,


საიდუმლოთაგან ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანს ასე გაგიმ-
ხელთ? გარწმუნებ, ვინც მოისურვებს, სიტყვათა პირდაპირი,
ჩვეულებრივი მნიშვნელობით ახნას ჰერმეტიკოს ფილოსოფოს-
თა ნაწერები, სამუდამოდ ჩაიკარგება ლაბირინთის ხვეულებში,
რომელთაც ვეღარასოდეს დააღწევს თავს, ვერასოდეს იპოვის
არიადნეს ძაფს უკან გამოსასვლელად".125
მიწისქვეშა, მბჟუტავი სინათლით განათებულ დარბაზში აღ-
მოვჩნდი, რომლის კედლები ისეთივე როკაილით იყო გაფორ-
მებული, როგორითაც პარკის შადრევნები. ერთ კუთხეში ღიობი
შევნიშნე, რომელიც კედელში ჩამარხული საყვირის გაშლილ თავს
წააგავდა. რაღაც ხმები გამოდიოდა იქიდან. რაც უფრო ვუ-
ახლოვდებოდი, ხმა ძლიერდებოდა და ბოლოს სიტყვებიც გა-
ვარჩიე. ისე მკაფიოდ მესმოდა ყველაფერი, თითქოს ჩემ გვერ-
დით ლაპარაკობდა ვიღაც. დიონისეს ყური!
ყური, როგორც ჩანს, ზედა დარბაზებიდან რომელიღაცას
უკავშირდებოდა და ყველას ხმას იჭერდა, ვინც კი მის სიახლო-
ვეს ჩაივლიდა.
- ქალბატონო, ერთ რამეს გეტყვით, რაც არავისთვის მით-
ქვამს. დავიღალე... სინგურზე, ვერცხლისწყალზე მიმუშავია,
სხვადასხვა სპირტის, ფერმენტების, რკინისა და ფოლადის მა-
რილებისა და მათი ქაფების აქროლებაზე, მაგრამ ქვას ვერ მი-
ვაკვლიე. კვერცხის ნაჭუჭი, გოგირდი, შაბიამანი, დარიშხანი,

არტეფიუსი.
523
აჯასპი, ნიშადური; შუშის, ტუტოვანი, სუფრისა და ქვამარილები,
ნატრიუმის ქლორიდი, სოდა, ატინკარისა და ტარტაროსის მა-
რილები, ალემბროტის მარილი. მაგრამ დამიჯერეთ, არც ერთს არ
ენდოთ. ერიდეთ არასრულყოფილ, უხეშ ლითონებს, თორემ
ჩემსავით მოტყუებული დარჩებით. რა აღარ ვცადე: სისხლი, თმა,
სატურნის სული, მარკაზიტები, სევადი, მარსის ზაფრანი, რკინის
ანათალი და ქაფი, ტყვიის ჟანგი, სტიბიუმი, არაფერმა გაჭრა.
ვცილობდი, ვერცხლის ზეთი და წყალი მიმეღო, ვერ-ცხლის
კალცინაციას ვცდილობდი მარილწყალშიც და უმარი-ლოდაც,
სპირტშიც, კოროზიული ზეთები გამოვიყვანე, მეტი რა-ღა
გითხრათ, აბა... ვიყენებდი რძეს, ღვინოს, კვეთს, დედამიწა-ზე
ჩამოვარდნილი ვარსკვლავების სპერმას, ქრისტესისხლას,
ჩანასახის პლაცენტას, ვერცხლისწყალს ვურევდი სხვა ლითო-
ნებში და ვაკრისტალებდი, ნაცარიც კი ვიკვლიე...
კმარა, კმარა, მეტი აღარ შემიძლია...
მხოლოდ თქვენ თუ გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს. არც ერთ
ეპოქას და ადგილს არ ვეკუთვნი. დროისა და სივრცის მიღმა
ვცხოვრობ, საკუთარ მარადიულობაში გამოკეტილი. არსებობენ
ქმნილებები, რომლებსაც მფარველი ანგელოზებიც აღარ ჰყავთ
და მათ ვეკუთვნი...
აქ რატომ მომიყვანეთ?
უცებ სხვა ხმა ჩაერთო საუბარში:
ძვირფასო ბალზამო, ისევ უკვდავობის მითს ვთამაშობთ?
მომბეზრდა ამ სისულელეების მოსმენა და ის იყო, კედელს
უნდა მოვშორებოდი, რომ სალონის ხმა გავიგე. ხმადაბლა, და-
ძაბული ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცას მკლავით იჭერდა.
შემდეგ პიერის ხმაც ვიცანი.

524
კარგი რა... - ეუბნებოდა სალონი, - არ მითხრათ, რომ თქვენც ამ
ალქიმიური მასხარაობის გამო ხართ აქ. არ მით-ხრათ, რომ ბაღში
სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად მოხვედით. იცით, რომ
ჰაიდელბერგის შემდეგ დე კოსი დაეთანხმა საფრანგეთის მეფის
შეთავაზებას, პარიზის დასუფთავებისთვის მიეხედა?
ფასადების?
მალრო კი არ იყო, ფასადებზე ემუშავა. ეჭვი მაქვს, რომ კა-
ნალიზაციის გასამართავად მიიწვია მეფემ. საინტერესოა, არა? ეს
კაცი იმპერატორებისთვის სიმბოლოებით დატვირთულ ფორ-
თოხლისა და ვაშლის ბაღებს აპროექტებდა, სინამდვილეში კი
პარიზის მიწისქვეშეთით იყო დაინტერესებული. იმ დროს პა-
რიზში ნამდვილი საკანალიზაციო ქსელი არ არსებობდა. იყო ღია
არხები მიწის პირზე და მიწისქვეშა წყალსადენები, რომ-ლებზეც
ხალხმა თითქმის არ იცოდა. რომაელებმა ჯერ კიდევ
რესპუბლიკის ეპოქაში ყველაფერი იცოდნენ თავიანთ "დიდ
კლოაკაზე", პარიზელებმა კი ძველი რომიდან ათას ხუთასი წლის
შემდეგაც არაფერი იციან იმაზე, რა გადის მათ ქვეშ. დე კოსი
დათანხმდა მეფეს, რადგან სურდა, მეტი გაეგო. მაინც რის გაგება
უნდოდა? დე კოსის შემდეგ კოლბერმა დახურული მილ-
სადენების გასაწმენდად (საბაბი ეს იყო, და არ დაგავიწყდეთ, რომ
ეს რკინისნიღბიანი კაცის წლებია) კატორღელები გაამწე-სა.
მაგრამ მათ განავლის მდინარეში შეცურეს, დინებას სენამდე
გაჰყვნენ და იქიდან ორთქლმავალს შეახტნენ, ისე, რომ ვერა-ვინ
გაბედა განავალში ამოსვრილ, აყროლებულ, ბუზებდახვე-ულ
არსებებთან მიკარება... მაშინ კოლბერმა ჟანდარმები დააყენა
მდინარის შესართავებთან და გაქცეულ კატორღელებს
საბოლოოდ მიწისქვეშეთში ამოხდათ სული. სამი საუკუნის მან-
ძილზე პარიზში საკანალიზაციო ქსელის მხოლოდ სამი კილო-

525
მეტრის გაყვანა მოახერხეს, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში
უკვე ოცდაექვსი კილომეტრი დაფარეს და ეს სწორედ
რევოლუციის განთიადზე მოხდა. რამეს გეუბნებათ ეს ფაქტი?
გინდათ, თქვათ...
ის, რომ ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა, რომელ-მაც
რაღაც ისეთი იცოდა, რაზეც წინა ხელისუფლებას წარმოდ-გენა
არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ბევრ სახლს მიწისქვეშა გასას-
ვლელი ჰქონია, რომელიც პირდაპირ საკანალიზაციო ქსელს
უკავშირდებოდა...
მაშ...
მაშინ, როცა ღამის ქოთნებს პიდაპირ ქუჩებში ცლიდნენ...
რატომ დაატანეს საკანალიზაციო გვირაბებს საფეხმავლო კიდე,
ტროტუარივით? ან რატომაა ჩამაგრებული გვირაბების კედლებ-
ში რგოლები? ადამიანი რომ მოებღაუჭოს? ეს გასასვლელები
ხშირად იმ იაფფასიანი ტრაქტირების ახლოსაა, სადაც პარიზის
ავაზაკები იკრიბებოდნენ. ასე რომ, თუ პოლიცია დაადგებოდათ
თავზე, მიწისქვეშა გასასვლელებში დურთავდნენ თავს და რამ-
დენიმე წუთში რომელიღაც სხვა უბანში ამოვიდოდნენ.
გაზეთების საყვარელი თემა...
ჰო? ვის დაცვას ცდილობთ? ნაპოლეონ მესამის დროს ბა-
რონმა ჰაუსმანმა კანონი შემოიღო, რომლითაც პარიზის ყველა
სახლს ევალებოდა, დამოუკიდებელი სარდაფი აეშენებინა და
შემდეგ მიწისქვეშა გვირაბით დაეკავშირებინა ის საერთო საკა-
ნალიზაციო ქსელთან... გვირაბი სიმაღლეში ორი მეტრი და ოც-
დაათი სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო, სიგანეში კი - მეტრი და
ოცდაათი. წარმოგიდგენიათ? პარიზის თითოეული სახლი მი-
წისქვეშა გვირაბით უკავშირდება საკანალიზაციო ქსელს. ყვე-

526
ლაფერი კი იმ ადამიანით დაიწყო, რომელმაც ჰაიდელბერგში
ეს ბაღები დააპროექტა...
მერე რა?
როგორც ვხვდები, ლაპარაკს თავს არიდებთ, არადა, რაღაც
იცით, რის თქმაც არ გსურთ.
გთხოვთ, გამიშვით, უკვე გვიანია. შეკრებაზე მელოდებიან.
და ნაბიჯების ხმა მოისმა.
ვერ ვხვდებოდი, საით უმიზნებდა სალონი. კედელში დატანე-
ბულ იმ ღიობზე აკრულს მომეჩვენა, რომ მეც რაღაც მიწისქვეშა
გვირაბში ვიყავი და ის ხვრელი უფსკრულში გაჭრილი კარი იყო,
რომელიც დედამიწის ცენტრისკენ ეშვებოდა და რომელ-შიც
ნიბელუნგები ფუთფუთებდნენ. მიმოვიხედე. მციოდა. ის იყო,
უნდა მოვშორებოდი იქაურობას, რომ მომესმა:
- მობრძანდით. ვიწყებთ, საიდუმლო დარბაზში წამობრძან-
დით. დანარჩენებსაც დაუძახეთ.

527
61

"ამ ოქროს საწმისს სამთავიანი ურჩხული იცავს. პირველი


თავი წყლიდანაა ამოზრდილი, მეორე - მიწიდან, მესამე კი -
ჰაერიდან. აუცილებელია, რომ ეს სამი თავი ერთ მძლეთამძლე
ურჩხულში გაერთიანდეს, რომელიც შთანთქავს ყველა სხვა
ურ-ჩხულს".126
ჩემს ჯგუფს დავუბრუნდი. ალიეს ვუთხარი, ყური მოვკარი,
ვი-ღაც რაღაც შეკრებაზე ლაპარაკობდა-მეთქი.
- რა ცნობისმოყვარე ხართ! თუმცა მესმის თქვენი. როცა ადა-
მიანი ჰერმეტიკულ საიდუმლოებებში შედგამს ფეხს, ვეღარ
მო-ისვენებს, უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს. კარგი, გეტყვით,
რო-გორც ვიცი, ამ საღამოს "როზენკროიცერთა ძველი და
მიღებუ-ლი ორდენის" ახალი წევრის ინიციაციაა დაგეგმილი.
შეიძლება დასწრება? - იკითხა გარამონმა.
წესით არ შეიძლება. და სწორიცაა. მაგრამ ჩვენ იმ ბერძნუ-ლი
მითის პერსონაჟებივით მოვიქცევით, რომლებმაც ის ნახეს, რაც არ
უნდა ენახათ. სამაგიეროდ, მათსავით, არც ჩვენ აგვცდე-ბა
ღმერთების წყრომა. ნებას მოგცემთ, რამდენიმე წუთით შეავ-
ლოთ თვალი რიტუალს, - კიბეზე აგვიძღვა, ბნელ დერეფანში
შეგვიყვანა, რომლის ბოლოშიც განიერი შუშაბანდი იყო და ფარდა
გადასწია. გაშლილი, ჩირაღდნებით განათებული დარ-ბაზი
გამოჩნდა. კედლები დამასკური გობელენებით იყო მოფე-ნილი,
რომლებზეც შროშანები დაექარგათ, დარბაზის ბოლოში

Jean d'Espagnet, Arcanum Hermeticae Philosophiae Opus,


1623, 138
528
კი ოქროსფერბალდახინიანი ტახტრევანი იდგა. აქეთ-იქიდან
სამფეხები დაედგათ, რომლებზეც მუყაოსა თუ პლასტმასისაგან
გამოჭრილი მზე და მთვარე დაემაგრებინათ. შორიდანაც ეტყო-
ბოდა, რომ უხეშად იყო გამოჩორკნილი, მაგრამ გარედან კილი-ტი
თუ ლითონის თხელი ფურცელი ჰქონდათ შემოხვეული, მზეს
ოქროსფერი, მთვარეს კი - ვერცხლისფერი. ეს ხელნაკეთი მნა-
თობები ცეცხლის ალს ირეკლავდნენ და ისეთი შთაბეჭდილება
რჩებოდა, რომ თავად ანათებდნენ. ბალდახინის ზევით, ჭერი-დან
ვეებერთელა, ძვირფასი ქვის ზედაპირივით ლიცლიცა ვარ-
სკვლავი ეშვებოდა. ჭერზეც ვერცხლისფერი ვარსკვლავებით
მოფენილი ცისფერი გობელენები იყო გადაკრული.
ტახტის წინ დიდ, პალმებით დამშვენებულ მაგიდაზე
ხმალი იდო, ხოლო მაგიდის წინ ხახადაფჩენილი ლომის
ფიტული იდ-გა. როგორც ჩანს, თავში წითელი ნათურა ედგა,
რადგან შორი-დან ისე ჩანდა, თითქოს თვალებიდანაც და
პირიდანაც ცეცხლის ენებს აფრქვევდა. ვიფიქრე, ამ
ნაკეთობაში სალონის ხელი ურევია-მეთქი და როგორც იქნა,
მივხვდი, ვისაც გულისხმობდა იმ დღეს, მიუნხენის მუზეუმის
მიწისქვეშეთში "ცნობისმოყვარე კლიენტები" რომ ახსენა.
მაგიდასთან ბრამანტი იდგა ალისფერ ტუნიკაში გამოწყობი-
ლი, მწვანედ დაქარგული მოსართავებითა და ოქროსფერფოჩე-
ბიანი თეთრი მოსასხამით. მკერდზე ჯვარი უბრწყინავდა და მიტ-
რის მსგავსი, თეთრი და წითელი ბუმბულებით დამშვენებული
ქუდი ეხურა. მის წინ ოცამდე წითელანაფორიანი ადამიანი გამ-
წკრივებულიყო. ბრამანტისგან განსხვავებით, მათ უბრალო ტუ-
ნიკები ეცვათ. გულზე ყველას რაღაც ოქროსფერი საგანი ეკიდა,
რომლებიც მეცნო. რენესანსისდროინდელი ერთი პორტრეტი
გამახსენდა, დიდი, ჰაბსბურგული ცხვირი და წელზე ჩამოკიდე-

529
ბული ეს უცნაურად ფეხებჩამოკონწიალებული კრავი. ამ ადა-
მიანებს ოქროს საწმისზე მისანიშნებლად ეკიდათ ეს ფიგურა
გულზე.
ბრამანტი, ხელებაპყრობილი, თითქოს ლიტანიას წარმოთ-
ქვამდა და დამსწრეები დროდადრო ეხმიანებოდნენ. მერე მახ-
ვილი აღმართა ჰაერში და სხვებმაც მიბაძეს: ქაღალდის საჭ-
რელ დანასავით პატარა სტილეტები ამოიღეს ტუნიკებიდან და
ზევით შემართეს. ამ დროს ალიემ ფარდა ჩამოაფარა, მორჩა,
საკმარისზე მეტიც ვნახეთო.
იქაურობას გავშორდით ( „ ვარდისფერი პანტერის “
ნაბიჯით, როგორც დიოტალევიმ დააზუსტა, რომელიც
არაჩვეულებრივად იცნობდა თანამედროვე სამყაროს
უკუღმართობებს) და ბაღში გავედით. ცოტა დაღლილები
ვიყავით. გარამონი გაოგნებას ვერ მალავდა:
მასონები არიან?
ოჰ, - მიუბრუნდა ალიე, - რას ნიშნავს "მასონები"? ვარდისა
და ჯვრის სარაინდო ორდენის ადეპტები არიან, მაშასადამე,
ტამპლიერებისაც.
კი მაგრამ, ამ ყველაფერს მასონობასთან კავშირი არ აქვს?
ჰკითხა გარამონმა.
თუ რამე აქვს საერთო, ის, რომ ბრამანტის რიტუალიც, მა-
სონობასავით, პროვინციელ მოხელეთადა პოლიტიკოსთა გა-
სართობია. მაგრამ ამაში ახალი არაფერია: მასონობა დასაბა-
მიდანვე: ტამპლიერთა ლეგენდის ფერმკრთალი სპეკულაცია იყო.
ეს კი კარიკატურის კარიკატურაა. ოღონდ, ბატონებო, ისი-ნი ამ
ყველაფერს სრული სერიოზულობით ეკიდებიან. ეჰ! სამყა-რო
სავსეა როზიკრუცებითა და ტამპლიერისტებით, ამათნაირე-ბით,
ვინც დღეს იხილეთ. ამათგან როდი უნდა ველოდეთ სიმარ-

530
თლის გამოცხადებას! თუმცა მათ შორისაც შეიძლება იყოს ღირ-
სეული ადეპტი.
- კი მაგრამ, - იკითხა ბელბომ ყოველგვარი ირონიისა და უნ-
დობლობის გარეშე, თითქოს ეს შეკითხვა პირადად მას ეხებო-
და, - თქვენ ხომ გაქვთ ამ ხალხთან ურთიერთობა. მაპატიეთ
და, თქვენ ვის ენდობით მათგან?
არც არავის, ცხადია. ვგავარ მიმნდობ ადამიანს? მე ცივი
გონებით ვუყურებ მათ, ცნობისმოყვარეობით, ინტერესით,
რომ-ლითაც თეოლოგს შეუძლია დააკვირდეს წმინდა
იანვარიუსის სასწაულის მოლოდინში აბღავლებული
ნეაპოლელების ბრბოს. ის ბრბო რწმენას ავლენს, საკუთარ
სიღრმისეულ საჭიროებას, თეოლოგი კი იმ ოფლიან და
დუჟმორეულ ადამიანებს აკვირდე-ბა, რადგან მათ შორის
შეიძლება წმინდანი იყოს, რომელსაც ზედ არავინ უყურებს,
უზენაესი ჭეშმარიტების მატარებელი, რო-მელსაც ძალუძს,
ერთ დღეს წმინდა სამების საიდუმლოს ახალი შუქი
მოჰფინოს. მაგრამ წმინდა სამება წმინდა იანვარიუსი რო-დია.
მოკლედ, შეუძლებელი იყო მისი დამარცხება. არ ვიცოდი, რა
სახელი დამერქმია მისი ჰერმეტიკული სკეპტიციზმისათვის,
ლიტურგიული ცინიზმისათვის, ურწმუნობის რაღაც მაღალი
ფორმისათვის, რომელიც საშუალებას აძლევდა, ყველა იმ
ცრურწმენის ღირსება ეღიარებინა, რომლებსაც ზიზღით უყუ-
რებდა.
მარტივია, - უთხრა ბელბოს. - თუ ნამდვილმა ტამპლიერებ-მა
მართლა დატოვეს რაღაც საიდუმლო და მასთან მისასვლელი
გზაც დასახეს, მისი მიგნებაა საჭირო. ეს ადამიანები იქ უნდა ვე-
ძებოთ, სადაც ყველაზე ადვილად შეუძლიათ შენიღბვა, სადაც
თავად იგონებენ ათასგვარ რიტუალსა და მითს, რომ შეუმჩნევ-

531
ლები დარჩნენ, როგორც თევზი წყალში. რას აკეთებს პოლიცია,
როცა ციხიდან გაქცეულ გენიალურ ბოროტმოქმედს ეძებს? ყვე-
ლაზე ბინძურ ადგილებს გადაჩხრეკს, ძუნძგლიან ბარებსა და
ტრაქტირებს, სადაც წვრილმანი ავაზაკები ირევიან, რომლებიც
გრანდიოზულ დანაშაულებრივ ჩანაფიქრს ვერასოდეს განა-
ხორციელებდნენ. რას აკეთებს ტერორიზმის დიდი სტრატეგი
თავის მსახურთა რეკრუტირებისთვის? სად ეძებს მათ? იქ, სადაც
ფსევდობუნტისთავები ირევიან, ისინი, ვისაც არც ჭკუა ეყოფა და
არც გამბედაობა, რამე გააკეთოს, ამიტომ უბრალოდ ბაძავს სა-
კუთარ კუმირს. ასეა, მიმქრალ ნაღვერდალს ნახანძრალში ეძე-
ბენ, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ცოცხალი ნაპერწკალი ჩამოყ-
რილი ტოტების, ხავსის, ტორფისა და შეტრუსული ფოთლების
საფარქვეშ ღვივის. სად დაიმალება იმაზე უკეთ ტამპლიერი,
ვიდრე საკუთარი კარიკატურების ხროვაში?

532
62

"დრუიდულ საზოგადოებებად შეიძლება ჩავთვალოთ საზო-


გადოებები, რომლებსაც დრუიდულად მიაჩნიათ საკუთარი თა-
ვი, სახელწოდებითაც და მიზნებითაც, და რომლებიც ინიციაცი-
ის ისეთ რიტუალს აღასრულებენ, რომელიც დრუიდიზმს ეხ-
მიანება".127
შუაღამე ახლოვდებოდა. ალიეს თქმით, მოგვიანებით კიდევ
ერთი სიურპრიზი გველოდა. ბაღებიანი ციხესიმაგრე
დავტოვეთ და გორაკების გავლით სოფლისკენ გავეშურეთ.
ორმოცდახუთი წუთის შემდეგ ალიემ მანქანები ტყის პირას
გაგვაჩერებინა. ტყის მცირე მონაკვეთი უნდა გავიაროთ და
მდე-ლოზე უნდა გავიდეთო, გვითხრა, იქამდე არც სამანქანო
გზა მი-დის და არც ბილიკიო.
ოდნავ აღმართში მივიწევდით, ძნელი იყო ტყეში სიარული,
ფეხსაცმელი დამპალ ფოთლებსა და ნესტიან ფესვებზე გვიცუ-
რავდა. ალიე დროდადრო ფარანს ანთებდა, რომ ჩვენთვის გზა
ეჩვენებინა და მაშინვე აქრობდა, ჩვენი მიახლოება რიტუალის
მონაწილეებმა არ უნდა შენიშნონო. ჩუმად მივდიოდით,
დიოტა-ლევიმ ამოიღო ერთადერთხელ ხმა, აღარც მახსოვს, რა
თქვა, მგონი, წითელქუდა ახსენა, მაგრამ დაძაბულმა ალიემ
სთხოვა, თავი შეიკავეთო.
შორიდან რაღაც ხმები მოისმა. როგორც იქნა, მდელოს მივუ-
ახლოვდით და აქა-იქ სინათლეც გამოჩნდა. შორიდან სან-

M. Raoult, Les druides. Les soci é t é s initiatiques celtes


contemporaines, Paris, Rocher, 1983, p. 18
533
თლებს ჰგავდა, დაბალზე, ლამის მიწის პირზე მოძრაობდნენ და
ნაზად, მოვერცხლისფროდ ციმციმებდნენ, თითქოს ბალახებში
საპნის ბუშტები მოძრაობდა, რომლებშიც რაღაც ქიმიური, თეთ-რი
და ცივი აირი იწვოდა და ბუყბუყებდა. ალიემ ჩაგვჩურჩულა,
ბუჩქებს არ გასცდეთ, არ უნდა დაგვინახონო.
ცოტა ხანში ქურუმი ქალები მოვლენ. უფრო სწორად, დრუიდი
ქალები. დიდ კოსმოსურ ქალწულს, მიკილს გამოიხმო-ბენ.
წმინდა მიქაელი მისი ქრისტიანული, ხალხური ვარიანტია,
შემთხვევითი არაა, რომ მიქაელი ანგელოზია, მაშასადამე - ან-
დროგინი, მან ქალი ღვთაების ადგილი დაიკავა...
საიდან მოვლენ? - ჩაიჩურჩულა დიოტალევიმ.
სხვადასხვა ადგილებიდან: ნორმანდიიდან, ნორვეგიიდან,
ირლანდიიდან... ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია და ეს
ადგილი ზედგამოჭრილია მისთვის.
რატომ? - დაინტერესდა გარამონი.
იმიტომ, რომ ზოგიერთ ადგილს განსაკუთრებული მაგიური
ძალა აქვს.
კი მაგრამ... ცხოვრებაში ვინ არიან ეს ადამიანები?
ჩვეულებრივი ხალხი. მდივნები, დაზღვევის აგენტები,
პოეტები. ქალები, რომლებსაც ხვალვე შეიძლება შეხვდეთ სად-
მე, მაგრამ ვერაფრით იცნობთ.
ამ დროს ადამიანების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც
მდელოს შუაგულისკენ მიიწევდა. მივხვდი, რომ წეღან დანახუ-
ლი შუქი სანთლებისა იყო, რომლებიც ქურუმ ქალებს ეჭირათ.
მიწის პირზე კი იმიტომ მომეჩვენა ისინი, რომ მდელო გორაკის
თავზე იყო და ქურუმები აღმართში ნელა ამოდიოდნენ, ამიტომ
ჯერ სანთლები აციმციმდა შორიდან და შემდეგ ამოიწვერა გო-

534
რაკზე ქურუმთა სხეულები. ნიავი ნაზად უფრიალებდათ თეთრ
ტუნიკებს. წრიულად დადგნენ და შუაში სამი ქალი ჩაიყენეს.
ჰელოუინები არიან ლიზიედან, კლონმაკნუადან და პინო
ტორინეზედან, - გვითხრა ალიემ. ბელბო დაინტერესდა, რატომ
შეარჩიეს მაინცდამაინც ისინიო, რაზეც ალიემ მხრები აიჩეჩა: -
ჩუმად... დავიცადოთ. ორი სიტყვით ვერ აღგიწერთ ჩრდი-
ლოური მაგიის რიტუალსა და იერარქიას. იმით უნდა დაკმაყო-
ფილდეთ, რასაც გეტყვით. რასაც არ გეუბნებით, ან არ ვიცი, ან
არ შემიძლია თქმა. კონფიდენციალურობას ვერ დავარღვევ...
მდელოს შუაში ქვების გროვა შევნიშნე, რომელმაც რაღაცით
დოლმენი მომაგონა. შეიძლება, ეს მდელო სწორედ ამ ლოდე-
ბის გამო შეერჩიათ. ერთ-ერთი ქალი დოლმენზე ავიდა და საყ-
ვირში ჩაჰბერა. ეს საკრავი ბევრად უფრო წააგავდა "აიდას"
ტრიუმფალური მარშის ჰორნს, ვიდრე ის, რამდენიმე საათის
წინ რომ ვნახეთ. მაგრამ მოგუდულ, ყრუ ხმას უშვებდა,
თითქოს ძა-ლიან შორიდან აღწევდა მისი ჰანგები. ბელბომ
მკლავზე მომკი-და ხელი:
შეხედე, რამსინგაა, ნამდვილი ტუგების რამსინგა, წმინდა
ბანიანის ძირში...
ჰო, ჯენისით ნამდვილად არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი
ეს რიტუალი, - ვუთხარი და მაშინვე მივხვდი, რომ უტაქტოდ
მო-მივიდა. ის ხუმრობდა, სწორედ იმიტომ, რომ სხვა
ანალოგიები არ გამოეწვია ამ სანახაობას, მე კი ჭრილობაზე
მარილი დავაყა-რე.
თავი დამიქნია:
სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ ჯენისი აღარ მინდა, - იქნებ
სწორედ იმ საღამოს შემდეგ დაიწყო საკუთარი ხილვებისა და

535
ბოლო თვეებში თავს გადამხდარი მოვლენების ერთმანეთთან
დაკავშირება.
ალიეს არ გაუგია ჩვენი საუბარი, მაგრამ დაინახა, რომ ვჩურ-
ჩულებდით.
- ეს არც სიგნალია, არც გაფრთხილება, - გვითხრა. - ერ-
თგვარი ულტრაბგერაა, მიწისქვეშა ტალღებთან კავშირის და-
სამყარებლად. ხედავთ, როგორ დგანან დრუიდი ქალები ხელი-
ხელჩაკიდებულები წრიულად? ამით ერთგვარ ცოცხალ აკუმუ-
ლატორს ქმნიან, ტელურული ვიბრაციების შეგროვებისა და
კონცენტრირებისთვის. ახლა ღრუბელი უნდა გამოჩნდეს...
რა ღრუბელი? - დავიჩურჩულე.
რიტუალში ამას მწვანე ღრუბელს ეძახიან. მოითმინეთ...
ცხადია, არანაირი მწვანე ღრუბლის დანახვას არ ველოდი,
მაგრამ უცებ მიწიდან მართლა წამოიმართა ფუმფულა ქულა,
ნისლს ჰგავდა, ოღონდ არაერთგვაროვანსა და მეჩხერს. თით-
ქოს ბურბუშელასავით ნაფლეთების გროვა იყო, ზოგან სქელი,
ზოგან თხელი. ეს ფუშფუშა ნაფლეთები ხანდახან ერთად
მოქუჩ-დებოდა, მერე ქარი წამოუბერავდა და აქეთ-იქით
მიმოფანტავ-და ბამბის ნაყინის ნაკუწებივით. მერე მთელი ეს
ნისლოვანი თუ ღრუბლოვანი სხეული ჰაერში
აფარფატდებოდა და ახლა სად-ღაც სხვაგან დაეფინებოდა.
უცნაური სანახაობა იყო, მდელოს იქით ხან ხეები მოჩანდა, ხან
კი ყველაფერი მოთეთრო ორ-თქლში ეხვეოდა და ვეღარაფერს
ვხედავდით, გარდა იქვე მდგა-რი ხეებისა და ცისა, რომელზეც
მთვარე კაშკაშებდა. იმ ღრუბ-ლის აქეთ-იქით ფარფატი
სრულიად უცაბედი, მოულოდნელი, აუხსნელი იყო, თითქოს
რაღაც ჭირვეული ქარის ნებას ემორჩი-ლებოდა.

536
ვიფიქრე, ალბათ, რაღაც ქიმიური რეაქციაა-მეთქი, მაგრამ
მერე დავეჭვდი: ზღვის დონიდან ექვსასი მეტრის სიმაღლეზე
მა-ინც ვიქნებოდით და სრულიად შესაძლებელი იყო,
ნამდვილი ღრუბლებიც ყოფილიყო. რიტუალი
ითვალისწინებდა მათ? სა-განგებოდ იყო მოხმობილი? ალბათ,
არა, მაგრამ რიტუალის მონაწილეებს შეეძლოთ გაეთვალათ,
რომ იმ სიმაღლეზე სა-სურველ ამინდში მართლა შეიძლებოდა
წარმოქმნილიყო მიწის პირზე ის უცნაური ღრუბლები.
ძნელი იყო ამ მომხიბლავი სანახაობისთვის თვალის
მოწყვე-ტა. ქალების ქათქათა სამოსი ისე ერწყმოდა
ღრუბლოვანი მა-სის სითეთრეს, თითქოს მათი სხეულები იმ
ნისლეულის რძის-ფერი ბურანიდან ამოზრდილიყვნენ და
დროდადრო ისევ შიგ ინ-თქმებოდნენ, მისივე ნაშობნი.
ბოლოს ღრუბელმა მთლიანად დაფარა მდელოს შუა ნაწი-ლი.
რამდენიმე მოწყვეტილი, ზევით აფარფატებული ქულა სა-
ნახევროდ ეფარებოდა მთვარეს, თუმცა არც იმდენად, რომ მდე-
ლო ჩაებნელებინა. უცებ ერთ-ერთი დრუიდი ქალი ღრუბელს
გამოეყო და წინ ხელებგაშვერილი, ჩვენკენ გამოექანა ყვირი-ლით.
ვიფიქრე, დაგვინახა და გვწყევლის-მეთქი, მაგრამ რამდე-ნიმე
მეტრიღა აშორებდა ჩვენამდე, რომ მოულოდნელად გეზი იცვალა
და ახლა ღრუბლის გარშემო წრეზე დაიწყო სირბილი. ჯერ
მარცხნივ გაუჩინარდა სითეთრეში, რამდენიმე წუთში მარ-ჯვენა
მხრიდან გამოჩნდა, მერე ისევ ჩვენკენ გამოიქცა და იმდე-ნად
მოგვიახლოვდა, რომ მისი სახე დავინახე. სიბილა იყო, გრძელი,
დანტესებრი ცხვირითა და თხელი, ნაჭდევივით პი-რით, რომელიც
ზღვის ყვავილივით იხსნებოდა. პირში მხოლოდ ორი წინა კბილი
და ცალი ეშვი მოუჩანდა. მკვირცხლი, გამჭო-ლი, გრიფის მზერა
ჰქონდა. რაღაც ფრაზები მომესმა (ან მომეჩ-

537
ვენა, რომ მომესმა და იმ მოგონებას სხვებში ვურევ), ნახევრად
ლათინურად და ნახევრად სხვა ენაზე, რომელიც მაშინ გელურს
მივამსგავსე. რაღაც ამგვარი მახსოვს: "o pegnia (oh, e oh!, intus)
et eee uluma!!!". უეცრად ნისლი თითქმის გაიფანტა, მდე-ლო
მკვეთრად გამოჩნდა და დავინახე, რომ იქაურობა ღორე-ბით
იყო სავსე, რომლებსაც სქელ, მოკლე კისრებზე მკვახე ვაშ-
ლების ყელსაბამები ჰქონდათ წამოცმული. დრუიდი ქალი, რო-
მელმაც წეღან საყვირს ჩაჰბერა, ჯერ კიდევ დოლმენზე იდგა
და ხანჯალს იქნევდა.
წავედით, - გვითხრა ალიემ. - დამთავრდა.
ამ დროს შევნიშნე, რომ ღრუბელი ახლა ჩვენ დაგვდგომოდა
თავს, მთლიანად მასში ვიყავით გახვეულები და ჩემიანებს ვე-
ღარ ვხედავდი.
- როგორ თუ დამთავრდა? - გაიოცა გარამონმა. - მგონი, ახ-
ლა იწყება მთავარი!
- ის, რის ნახვაც თქვენთვის შეიძლებოდა, დამთავრდა. მორ-ჩა.
მათ რიტუალს პატივი უნდა ვცეთ. წავედით, - და ტყეში შევი-და.
უკან მივყევით. წამში ჩაგვყლაპა სინესტემ. აკანკალებულე-ბი,
ჩქარი ნაბიჯით მივდიოდით და ისევ გვიცურავდა ფეხი სველ,
დამპალ ფოთლებზე. გულამოვარდნილები, ლამის გავრბოდით,
ბრძოლის ველიდან გაქცეული მეომრებივით. გზაზე გამოვე-დით.
მილანში დასაბრუნებლად ორი საათიც არ გვჭირდებოდა. სანამ
გარამონთან ერთად თავის მანქანაში ჩაჯდებოდა, ალიე
გამოგვემშვიდობა:
- მომიტევეთ, თუ სანახაობა ბოლომდე არ გაყურებინეთ. მაგ-
რამ მინდოდა, რაღაც მაინც გენახათ, თუნდაც ის ადამიანები,
რომლებიც თქვენ გვერდით ცხოვრობენ და ვის გამოც ახლა ბევრი
მუშაობა მოგიწევთ. მაგრამ მეტის ნახვა არ შეიძლებოდა.

538
პირობა მქონდა მიცემული, რომ რიტუალს ხელს არ შევუშლი-
დი. ჩვენი იქ დარჩენა კი უარყოფითად იმოქმედებდა შემდეგ
ფა-ზებზე.
კი მაგრამ, ის ღორები რაღა იყო? ახლა რა ხდება? - ჰკითხა
ბელბომ.
რის თქმაც შემეძლო, უკვე გითხარით.

539
63

"რას გაგონებს ის თევზი?


სხვა თევზებს.
სხვა თევზები რას გაგონებენ?
სხვა თევზებს".128
პიემონტიდან დაბრუნებულს სინდისი მაწუხებდა. მაგრამ
როგორც კი ლია დავინახე, მაშინვე ყველანაირი ვნება და წადი-
ლი გადამავიწყდა, რამაც იმ დღეებში გონება ამიფორიაქა.
თუმცა იმ საღამომ უამრავი სხვა კვალი დამიტოვა და ახლა
ის მიკვირს და მაღელვებს, რომ მაშინ არ ავუფორიაქებივარ ამ
ყველაფერს. საბოლოოდ ვაწესრიგებდი ილუსტრაციებს ლითო-
ნების ისტორიისთვის, თავების მიხედვით ვალაგებდი და
ვერაფ-რით ვეღარ ვახერხებდი, თავი დამეღწია მსგავსებათა
დემონი-სათვის, როგორც უკვე დამემართა რიოში. რით
განსხვავდე-ბოდნენ ერთმანეთისგან რეომიურის 1750 წელს
შექმნილი ეს ცილინდრული ღუმელი - კვერცხების გამოსაჩეკი
ეს ინკუბატო-რი და მეჩვიდმეტე საუკუნის ატანორი - დედის
მუცელი, ბნელი საშო, ვინ იცის, რა მისტიკურ ლითონთა
მისაღებად გამიზნული? ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
Deutsches Museum ახლა იმ პიემონტურ ციხესიმაგრეში
მოეწყოთ, რომელსაც ერთი კვი-რის წინ ვეწვიე.
სულ უფრო მიჭირდა, გამეცალკევებინა მაგიური სამყარო
იმისაგან, რასაც დღეს სიზუსტის სამყაროს ვეძახით. მხვდებოდ-

Joseph Heller, Catch 22, New York, Simon & Schuster, 1961,
xxvii
540
ნენ პერსონაჟები, რომლებიც სკოლის სახელმძღვანელოები-დან
მახსოვდა, როგორც ცრურწმენის წყვდიადში მათემატიკური და
ფიზიკის სინათლის შემომტანები, ახლა კი ვხედავდი, რომ ამ
ადამიანებს ცალი ფეხი კაბალაში ედგათ, მეორე - ლაბორატო-
რიაში. იქნებ ჩვენი შეპყრობილი ავტორების თვალით თავიდან
ვკითხულობდი სამყაროს ისტორიას? სარწმუნო ტექსტები
მხვდებოდა იმის თაობაზე, თუ როგორ დადიოდნენ უნივერსი-
ტეტდამთავრებული პოზიტივისტი ფიზიკოსები სპირიტულ სეან-
სებსა და ასტროლოგიურ სერობებზე, როგორ მივიდა მსოფლიო
მიზიდულობის კანონის აღმოჩენამდე ნიუტონი, რომელსაც
ოკულტური ძალების არსებობის სწამდა (მახსოვდა მისი კვლე-
ვები როზენკროიცერთა კოსმოლოგიაში).
მეცნიერის უპირველეს ვალდებულებად ადრეც მივიჩნევდი
არნდობას, ეჭვის შეტანას, მაგრამ ახლა ვეღარც იმ მასწავლებ-
ლებს ვენდობოდი, ვინც უნდობლობა მასწავლა.
ვიფიქრე, ამპაროსავით ვარ, არ მჯერა, მაგრამ მაინც წამოვე-
გები ხოლმე ანკესზე-მეთქი. არაერთხელ გამიფიქრია, რომ დი-
დი პირამიდის სიმაღლე მართლა დედამიწასა და მზეს შორის
მანძილის ერთი მემილიარდედია, ან ის, რომ აშკარად იკვეთე-
ბოდა მსგავსება კელტურ და ინდიელთა მითოლოგიებს შორის.
კითხვას მიჩენდა ირგვლივ ყველაფერი: სახლები, მაღაზიების
აბრები, ცაში გაფანტული ღრუბლები და ბიბლიოთეკაში ნაპოვ-
ნი გრავიურები, მაფიქრებინებდა, რომ ჩვენ გარშემო ყველაფე-
რი საკუთარს კი არა, რაღაც სხვის ამბავს ჰყვებოდა. თუ მალავ-
და? თუმცა ეს უკვე სულერთი იყო, საბოლოო ჯამში
ყველაფერი რაღაც სხვაზე მიგვითითებდა, სხვაზე
მეტყველებდა სწორედ იდუმალი მსგავსებების ენით.
ლიამ გადამარჩინა, დროებით მაინც.
541
ყველაფერს მოვუყევი პიემონტში გატარებულ საღამოზე
(თითქმის). საღამოობით საინტერესო ახალი ამბებით დატვირ-
თული ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში. რას აღარ
გადავაწყდებო-დი ჩემი საინფორმაციო კატალოგის შევსების
პროცესში. ის კი მეუბნებოდა:
ჭამე, საშინლად გამხდარი ხარ.
ერთ საღამოს საწერ მაგიდასთან მომიჯდა, თმა შუაზე გა-
დაიყო, რომ თვალებში მეყურებინა მისთვის და ხელები, სოფ-
ლის დიასახლისივით, კალთაში ჩაიწყო. ასე, ფეხებგაშლილი,
მუხლებზე ქვედაკაბაგადაჭიმული, არასოდეს მენახა და რა სა-
შინელი პოზაა-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ სახეზე რომ შევხედე,
მომეჩვენა, რომ უცნაურად იყო გაცისკროვნებული, ლოყებიც
კი შეჰფაკვლოდა. მთელი გულისყურით მივაჩერდი, თუმცა
ჯერ არ ვიცოდი, რატომ.
მისმინე... არ მომწონს, როგორ ხარ ამ "მანუციოს" ამბავში
ჩათრეული. ადრე ისე აგროვებდი ფაქტებს, ნიჟარებს რომ აგ-
როვებს ადამიანი სანაპიროზე. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება
მრჩება, თითქოს ლოტოს თამაშობ და დაძაბული ინიშნავ რიც-
ხვებს.
ალბათ, იმიტომ, რომ ეს უფრო მეხალისება.
კი არ გეხალისება, გიყვარდება, სხვა რამეა. ფრთხილად
იყავი. ეგენი დაგაავადებენ, იცოდე.
კარგი რა... თავად არიან ავად. საგიჟეთის ექთანი თავადაც
კი არ გიჟდება.
ეგ საკითხავია.
ხომ იცი, არასოდეს ვენდობოდი ანალოგიებს. ახლა ანა-
ლოგიების ნამდვილ ზეიმზე მოვხვდი... რაღაც კონის კუნძუ-
ლიო, პირველი მაისი მოსკოვშიო, ანალოგიების ნამდვილი

542
წმინდა წელიწადია! ვხვდები, რომ ზოგიერთი სხვებზე უფრო
სა-ინტერესოა და უბრალოდ ვაკვირდები, მართლა ხომ არაა
რამე მიზეზი საამისოდ.
- მისმინე, - მითხრა ლიამ. - შენი ბარათები გადავათვა-
ლიერე. თავად მთხოვე მათი დახარისხება. ყველაფერი, რაც მაგ
შენს შეპყრობილ ავტორებს აზრად შეიძლება დაებადოს, აქაა.
კარგად შემომხედე, - მუცელზე, გვერდებზე, თეძოებსა და შუბ-
ლზე მიირტყა ხელი. ასე, ფეხებგაშლილი, მუხლებზე
ქვედაკაბა-გადაჭიმული და გაჯგიმული, ჩემი გამხდარი, ნაზი
ლია ღონიერ, ჯანმრთელ მეძუძურ ქალს ჰგავდა, რაღაცნაირი,
დაღვინებული სიბრძნით, მატრიარქალური
ავტორიტარულობით გაცისკროვ-ნებულს.
არავითარი არქეტიპები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ
სხეული. მუცლის წიაღი კარგია, კეთილია, რადგან მასში ბავშვი
იზრდება, იქ შენი მხიარული ჩიტუნა შეფრინდება და გემრიელ,
სურნელოვან კერძს ტოვებს. აი, რატომაა მშვენიერი და მნიშ-
ვნელოვანი გამოქვაბული, ნაპრალი, სორო, მიწისქვეშეთი ან
თუნდაც ლაბირითი, რომელიც ისევეა ნაგები, როგორც ჩვენი
კარგი, ჯანმრთელი, სუფთა ნაწლავები. როცა ვინმეს რამე მნიშ-
ვნელოვანის გამოგონება სურს, სწორედ ამ წიაღს უბრუნდება,
საიდანაც ადამიანი იბადება. ნაყოფიერების საიდუმლო ყოველ-
თვის რაღაც ხვრელშია, სადაც ჯერ რაღაც ლპება და მერე რა-ღაც
ისახება. წამიც და თავს წამოყოფს პაწაწინა ჩინელი, ან ფი-ნიკის
ხე, ან ბაობაბი... მაგრამ ზოგადად ითვლება, რომ ზემოთ
უკეთესია, ვიდრე ქვემოთ: თუ თავდახრილი ივლი, სისხლი თავ-
ში მოგაწვება, ფეხები ყარს, თავი კი - არა, ჯობია, ხის კენწეროზე
იჯდე და ხილით იტკბარუნებდე პირს, ვიდრე მიწისქვეშეთში თა-
ვად ასუქებდე მატლებს. ზევით თუ მოეპოტინები რამეს, არა-

543
ფერს იტკენ, როგორც წესი, ადამიანი ქვევით ჩავარდნისას შავ-
დება, ამიტომაცაა სიმაღლე ანგელოზური და ქვესკნელი ეშმა-
კეული. მაგრამ რადგან ისიც მართალია, რაც ჩემს მუცელზე
გითხარი, გამოდის, რომ რაღაც თვალსაზრისით კარგია ქვევით და
შიგნით, ხოლო სხვა თვალსაზრისით კარგია ზევით და გა-რეთ. ამ
ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვს მერკურის სულსა და
მსოფლიო დაპირისპირებებს. ცეცხლი გათბობს, სი-ცივე კი
ფილტვების ანთებას გმართებს, მით უმეტეს, თუ ოთხი ათასი
წლის წინ მცხოვრები მეცნიერის თვალით აფასებ ამ მოვ-ლენებს.
ცეცხლს იდუმალი ძალა აქვს, ცეცხლზე იხარშება ქათა-მი, სიცივე
იცავს ქათამს გაფუჭებისგან, არადა, ცეცხლზე რომ ხელი
გადაატარო, დაგიწყლულდება. ასე რომ, თუ რაღაც ისეთს ეძებ,
რაც ათასწლეულების მანძილზე ინახება (მაგალითად, ცოდნას),
მაღალ მთაზე უნდა წარმოიდგინო ის (უკვე ვთქვით, რომ
სიმაღლე კარგია), მაგრამ ღრმულში, გამოქვაბულში (რო-მელიც
ასევე ძალიან კარგია) და თანაც ტიბეტის მთების მარა-დიულ
ყინულებში (ეს მთლად გადასარევი იქნება). თუ ისიც გინ-და,
გაიგო, რატომ მოდის სიბრძნე აღმოსავლეთიდან და არა,
მაგალითად, შვეიცარიის ალპებიდან, ამაზეც არის პასუხი: იმი-
ტომ, რომ შენი წინაპრები განთიადზე აღმოსავლეთს გაჰყურებ-
დნენ მზისა და კარგი დარის მოლოდინში.
კარგი, გეთანხმები, დედიკო.
რა თქმა უნდა, დამეთანხმები, ჩემო ბიჭუნა. მზე კარგია,
რადგან სხეულისთვის სასარგებლოა, თანაც გონიერია, ყოველ
დილას პუნქტუალურად გვიბრუნდება, მაშასადამე, კარგია ყვე-
ლაფერი, რაც ბრუნდება და არა ის, რაც წავა და უკანმოუხედა-ვად
გადაიკარგება. უკან დაბრუნების საუკეთესო გზა კი, თუ გინ-და,
ორჯერ არ გაიარო ერთი გზა, წრეზე მოძრაობაა. ერთადერ-

544
თი ცხოველი, რომელსაც შეუძლია, რგოლად გადაიქცეს, გვე-ლია.
ამიტომაც არსებობს გველის ამდენი კულტი და მითი. რო-გორ
გინდა, მზის წრიული მოძრაობა ბეჰემოთის გამოსახულე-ბით
წარმოაჩინო? თუ რიტუალს ატარებ და მზეს მოიხმობ, ყვე-
ლანაირად გაწყობს, წრეზე იმოძრაო, რადგან სწორ ხაზზე თუ
იმოძრავებ, მალე დაშორდები ადგილს და ის შენი ცერემონიაც
მეტისმეტად მოკლე გამოგივა. და საერთოდ, წრე ყველაზე მო-
სახერხებელი სტრუქტურაა ნებისმიერი რიტუალისთვის, ეს ქუ-
ჩის მსახიობებმაც კარგად იციან, რადგან წრეზე განლაგებული
მაყურებლებიდან ყველა ერთნაირად ხედავს ცენტრში მდგომს.
რიტუალის მაყურებლები რომ ერთ ხაზზე განლაგდნენ ჯარისკა-
ცებივით, შორს მდგარი ვერაფერს დაინახავდა. აი, რატომაა წრე,
წრიული მოძრაობა და ციკლური დაბრუნება ნებისმიერი
კულტისა და რიტუალის არსებითი ელემენტი.
გასაგებია, დედიკო.
რა თქმა უნდა, გასაგებია. ახლა მაგიურ რიცხვებზე გადავი-
დეთ, რომლებზეც ასე გიჟდებიან შენი ავტორები. ერთი შენ ხარ,
რადგან ორი ვერ იქნები, ერთი გაქვს ის, რაც გაბია. ეგ მეც ერ-თი
მაქვს. გაგიკვირდება და, ერთია ცხვირიც და გულიც. ხედავ, რა
მნიშვნელოვანი ყოფილა რიცხვი ერთი? ორ-ორი გვაქვს თვალი,
ყური, ნესტო, ჩემი ძუძუები, შენი ყვერები, ფეხები, ხე-ლები,
დუნდულები. სამი ყველაზე მაგიური რიცხვია, რადგან ის ჩვენი
სხეულისათვის უცხოა. არაფერი გვაბია სამი, ამიტომ ადა-მიანები,
სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, სამს მუდამ მისტიკუ-რად
აღიქვამენ და ღმერთთან აიგივებენ. მაგრამ... მოდი, დავ-
ფიქრდეთ... მე ერთი მაქვს ჩემი ორგანო. შენც ერთი გაბია შენი
მორჩი, ნუ, მაიმუნობ, მომისმინე - ჰოდა, თუ ამ ორ რაღაცას
შევაერთებთ, მესამე რაღაც გაჩნდება და გავსამდებით. მაინ-
545
ცდამაინც უნივერსიტეტის პროფესორია საჭირო იმის აღმოსაჩე-
ნად, რომ ყველა ხალხში, ყველა კულტურაში არსებობს სამების
რაღაცნაირი ფორმა, ჩვენებური წმინდა სამების მსგავსი? მსოფ-
ლიოს სხვადასხვა რელიგიები კომპიუტერზე კი არ ანგარიშობ-
დნენ ამ ყველაფერს... არა, ბატონო, ადრე ხალხი წესიერი იყო და
ტყნაურობდა, როგორც საჭირო იყო, ასე რომ სამების ხატში
არანაირი საიდუმლო არაა. სამება იმის განსახიერებაა, რასაც შენ
აკეთებ, რასაც სხვები აკეთებდნენ. ოთხზე გადავიდეთ. ორი ხელი
და ორი ფეხი ოთხია, მაშასადამე, ოთხიც მშვენიერი რიც-ხვი
ყოფილა! ამას ისიც მიამატე, რომ ცხოველებს ოთხი ფეხი აქვთ და
ბავშვებიც ოთხზე დადიან ფეხის ადგმამდე, ეს სფინ-ქსმაც
კარგად იცოდა. ხუთზე ლაპარაკიც ზედმეტია: ხელზე ხუთი
თითია. ორი ხელი კიდევ ერთ საკრალურ რიცხვს - ათს გვაძ-ლევს.
ცხადია, მცნებაც ამიტომაა ათი, აბა წარმოიდგინე, თორ-მეტი რომ
ყოფილიყო, მღვდელი რომ მცნებების თითებზე ჩა-მოთვლას
დაიწყებდა, რა უნდა ექნა, როცა თითები აღარ ეყო-ფოდა,
სტიქაროსნის ხელი წაეშველებინა? ახლა აიღე ადა-მიანის სხეული
და ყველაფერი დათვალე, რაც სხეულიდან გა-მოდის: ხელები,
ფეხები, თავი და პენისი - ესეც ექვსი, კაცის შემ-თხვევაში, ქალის
შემთხვევაში კი - შვიდი. ამიტომაც მგონია, რომ ეგ შენი ავტორები
უფრო სამის ორზე ნამრავლად აღიქვა-მენ და ეტრფიან ექვსს,
რადგან ექვსი მხოლოდ მამაკაცს ერგე-ბა. კაცებს შვიდი არაფერი
აქვთ და ამიტომ, როცა ისინი მართა-ვენ საზოგადოებას, შვიდს,
როგორც უცხოს, წმინდა რიცხვად მიიჩნევენ და ავიწყდებათ, რომ
ჩემი ძუძუებიც გამოშვერილია სხეულიდან და შვიდი ქალის
რიცხვია. კარგი, არა უშავს, არ შე-ვიმჩნიოთ. რვა... დავიღუპეთ,
რვა არაფერი გვაქვს! თუმცა მოიცა, თუ ხელებსა და ფეხებს
თითო-თითოდ კი არ ჩავთვლით,

546
არამედ ორად, იდაყვებისა და მუხლების გამო, გამოვა, რომ რვა
დიდი ძვალი გვაქვს კიდურების სახით. ამ რვას ტანიც მიამატე
და ეგეც შენი ცხრა. თუ თავს დაამატებ - ათია. მარტო
ადამიანის სხეული კმარა იმისთვის, რომ რა რიცხვიც გინდა, ის
მიიღო. ხვრელებიც ნუ დაგავიწყდება.
ხვრელები?
ჰო, რამდენი ხვრელია შენს სხეულზე?
რავი... - ვითვლიდი. - თვალები, ნესტოები, ყურები, პირი,
უკანალი. რვა გამოდის.
ხედავ? ეგეც შენ კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ რვა საკ-
რალური რიცხვია. მე კი ცხრა მაქვს! და იმ მეცხრეთი გშვეს შენც.
აი, რატომაა ცხრა უფრო ღვთიური, ვიდრე რვა! გინდა, კი-დევ
სხვა ხატების განმარტებაც შემოგთავაზო, რომლებსაც ასე ხშირად
ვხვდებით? გინდა, მაგ შენი მენჰირის ანატომიაც აგიხ-სნა, ასე
რომ აუჩემებიათ მაგ შენს ავტორებს? დღისით ფეხზე ვდგავართ
და ღამით ვწევართ. ეგ შენი ორგანოც - არაა საჭირო დაზუსტება,
რას შვრება ღამით - მუშა მდგომარეობაში აღმარ-თულია,
დასვენებული კი წევს. მაშასადამე, ვერტიკალური მდგომარეობა
სიცოცხლეს ნიშნავს, მზესთან ურთიერთობას. ობელისკები
ხეებივით არიან აღმართულები, ჰორიზონტალური მდგომარეობა
კი ძილზე, მაშასადამე, სიკვდილზე მიანიშნებს. ყველა მენჰირს,
პირამიდებს, სვეტებს ეთაყვანება და არავინ ას-ხამს ხოტბას
აივნებსა და მოაჯირებს. ოდესმე გსმენია წმინდა მოაჯირის
არქაული კულტის შესახებ? ხედავ? იმიტომ, რომ სხეული არ
გაძლევს ამის საშუალებას. თუ სათაყვანო კულტი ვერტიკალური
ქვის სახითაა აღმართული, ჯგროც რომ შეიყა-როს მის გარშემო,
ყველა დაინახავს თაყვანისცემის ობიექტს, ხოლო თუ ის
ჰორიზონტალურია, მხოლოდ წინა რიგებიდან

547
დაინახავენ მას და უკან მდგომები ჯიკაობითა და
მუჯლუგუნებით ეცდებიან წინ წაწევას, მეც დამანახეთ, მეც
დამანახეთო! მაგიურ რიტუალს კი ასეთი რამ არ მოუხდება.
კი მაგრამ, მდინარეები?
მდინარეებს ჰორიზონტალურობის კი არა, წყლის გამო
ეთაყვანებიან. იმედია, საჭირო არაა, სხეულსა და წყალს შორის
კავშირი აგიხსნა... მოკლედ, ასე ვართ მოწყობილი, სხეულის
ირგვლივ ვტრიალებთ და ამიტომაცაა, რომ ადამიანები მი-
ლიონობით კილომეტრის დაშორებითაც ერთსა და იმავე სიმბო-
ლოებს ქმნიან. ცხადია, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, ამიტო-მაა,
რომ ფანტაზიის მქონე ადამიანს ალქიმიკოსის დახურული და
შიგნიდან გახურებული ქურა დედის მუცელს ახსენებს, რო-
მელშიც ნაყოფი ცოცხლობს. მხოლოდ მაგ შენს ეშმაკის მოტ-
რფიალე ავტორებს შეიძლება ორსული ღვთისმშობლის გამოსა-
ხულება ალქიმიკოსის ღუმლის ალეგორიად მოეჩვენოთ. ასე,
ათასობით წელია, რაც გზავნილს დაეძებენ, არადა, ყველაფერი
თვალწინ ჰქონდათ, საკმარისი იყო, სარკეში ჩაეხედათ.
შენ ყოველთვის სიმართლეს მეუბნები, ჩემი მე ხარ, რაც
იგივეა, რაც თავად ჩემი არსება, შენ მიერ დანახული. მინდა,
სხეულის ყველა იდუმალი არქეტიპი შევიცნო.
იმ საღამოს მერე შემოგვრჩა ეს გამოთქმა, "არქეტიპი შევიც-
ნოთ", სექსის აღსანიშნავად.
თითქმის ჩაძინებული ვიყავი, რომ მხარზე ლიას შეხება ვიგ-
რძენი.
მართლა... ორსულად ვარ.
ლიასთვის უნდა მომესმინა. იმ ადამიანის სიბრძნით ლაპარა-
კობდა, რომელმაც იცის, სად იბადება სიცოცხლე. აგარტის მი-
წისქვეშეთისა და შიშველი ისისის პირამიდის გავლით გვურაში

548
შევდიოდით, შიშის სეფიროთში, მაშინ, როცა ქვეყნად ბოროტე-ბა
გადმოინთხეოდა. დავნებდი თუ არა სოფიას ცდუნებას, თუნ-დაც
წამით? მოშე კორდოვერო ამბობს, ქალური საწყისი მარ-ცხნივაა
და მისი ყველა შტო გვურადან მოდის... მხოლოდ მამა-კაცს
შეუძლია, ეს თვისებები მეუღლის გარდაქმნის, გაკეთილ-
შობილებისთვის გამოიყენოს და მოდრიკოს, სიკეთისაკენ მი-
მართოს ისინიო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი წადილი საკუთარ
ფარგლებს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვურა
სისასტიკედ, სიბნელედ, დემონთა სამფლობელოდ იქცევა.
წადილთა მართვა... ასე მოვიქეცი უმბანდას კარავშიც, აგო-
გოზე დავუკარი, რიტუალში ჩავერთე და ტრანსს გადავურჩი.
იგივე გავაკეთე ლიასთანაც: მეუღლის სასიკეთოდ მოვთოკე
ლტოლვა და დავჯილდოვდი კიდეც ამისთვის: ჩემი თესლი
კურ-თხეულ იქნა.
მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გავუძელი. მალე მაცდუნა და
წამ-ლეკა თიფერეთის მშვენიერებამ.

549
თიფერეთ

64

"ახალ და უცნობ ქალაქში ცხოვრება თუ დაგესიზმრა, მალე


მოკვდები, რადგან მკვდრები სადღაც სხვაგან ცხოვრობენ და
არავინ იცის, სად".129
გვურა ბოროტებისა და შიშის სეფიროთია, თიფერეთი კი -
სი-ლამაზისა და ჰარმონიის. დიოტალევი ამბობდა, თიფერეთი
გა-მაცისკროვნებელი, განმანათლებელი ჭვრეტა, სიცოცხლის
ხე, ნეტარება, ალისებრი გამოცხადება, წესისა და
თავისუფლების შერწყმააო.
ის წელიწადი ჩვენთვის ნეტარების წელიწადი იყო,
მსოფლიო ტექსტის ონავრული გარდაქმნის წელი, რომელშიც
ტრადიცია ელექტრონულ მანქანაზე დავაქორწინეთ. ვქმნიდით
და ვერთო-ბოდით ამით. იმ წელს გამოვიგონეთ გეგმა.
ჩემთვის მართლა ბედნიერი წელი იყო. ლიას ორსულობა
კარგად მიდიოდა, "გარამონთან" თანამშრომლობასაც უპრობ-
ლემოდ ვუთავსებდი ჩემი სააგენტოს მუშაობას. ოფისი ისევ
გა-რეუბანში, იმ ყოფილი ქარხნის შენობაში მქონდა, მაგრამ
საც-ხოვრებლად ლიას ბინა გავარემონტეთ.
"ლითონთა გასაოცარი თავგადასავალი" უკვე კორექტორე-ბის
ხელში იყო და მალე სტამბას მიაშურებდა. ამ დროს დაებადა

Gerolamo Cardano, Somniorum Synesiorum, Basilea, 1562,


1, 58
550
სინიორ გარამონს გენიალური იდეა: "მაგიურ და ჰერმეტიკულ
მეცნიერებათა ილუსტრირებული ისტორიის" გამოცემა. ამხელა
მასალით, რაც შეპყრობილებისგან შემოგვდის, ამ პერიოდში
შეძენილი ცოდნითა და იმ საოცარი კაცის, ალიეს დახმარებით,
ერთ წელიწადში დიდი ფორმატის წიგნს მოამზადებთო,
აიჩემა. "ოთხასი ილუსტრირებული გვერდი მინდა იყოს, ისეთი
სურათე-ბით, რომ მკითხველს სუნთქვა შეეკრას! ნაწილობრივ
ლითონ-თა ისტორიისთვის მოძიებულ ვიზუალურ მასალასაც
გამოიყე-ნებთ".
- სიმართლე გითხრათ, ის ცოტა განსხვავებული მასალაა... -
ვცადე შეწინააღმდეგება. - ციკლოტრონის ფოტოს რა ვუყო, მა-
გალითად?
როგორ თუ რა უყოთ? წარმოსახვა, კაზობონ, ფანტაზია! რა
ხდება იმ ატომურ დანადგარებში, იმ მეგატრონულ პოზიტრო-
ნებში, თუ რაც ჰქვია? მატერია ქუცმაცდება, ითქვიფება... მერე
ცოტა შვეიცარიულ ყველს დაუმატებ, "გროვიერას", და ეგეც შე-
ნი კვარკი, ჩემო ბატონო, შავი ხვრელები, ცენტრიფუგირებული
ურანი თუ რაცაა, რა ვიცი! რასაც გინდა, მოკლედ. ხორცშესხმუ-
ლი მაგია, ჰერმესი და ალქერმესი - პასუხებს თქვენგან ველი.
აქეთ, მარცხნივ, პარაცელსუსის გრავიურა, აბრაკადაბრა თავი-
სი ალამბიკებით, ოქროსფერ ფონზე, მარჯვნივ - კვაზარები,
მძი-მე წყლის სათქვეფი, გალაქტიკის გრავიტაციული
ანტიმატერია, ყველაფერი მე უნდა გითხრათ? ის, ვისაც
არაფერი ესმის და ბრმად იჩხრიკება რაღაცეებში, ჯადოქარი კი
არა, მხოლოდ მეც-ნიერია, რომელიც მატერიის საიდუმლოებებს
სწვდება. ჩვენ ირ-გვლივ არსებული საოცრებები უნდა
აღმოაჩინოთ და ხალხი დააჯეროთ, რომ პალომარის მთაზე
ბევრად მეტი იციან, ვიდრე ამბობენ...

551
წასახალისებლად ხელფასიც კი მომიმატა, იმდენად, რომ
ლამის ვიგრძენი განსხვავება. მეც ავდექი და მინიატურების სა-
ძებნელად ტრისმოსინის "Liber Solis"-ს,130 ფსევდოლულიუსის
"Liber Mutus"-სა131 და სხვა წიგნებს ვეკვეთე. ვეებერთელა საქა-
ღალდეებს ვავსებდი ხუთქიმიანი ვარსკვლავების, სეფიროთის
ხეების, დეკანებისა და თილისმების გამოსახულებებით. ბიბ-
ლიოთეკების ყველაზე მივიწყებულ, უკაცრიელ დარბაზებში
ვიჩ-ხრიკებოდი, ათობით წიგნს ვიდულობდი იმ
ბუკინისტებთან, ად-რე კულტურული რევოლუციის შესახებ
ლიტერატურას რომ ყიდდნენ.
ისე გავლაღდი და გავშინაურდი ჩვენს "ეშმაკეულ" ავტორებ-
ში, როგორც ფსიქიატრი - თავის პაციენტებში, რომელსაც მკურ-
ნალად მიაჩნია საკუთარი კერძო კლინიკის ეზოს ასწლოვანი
ხეებიდან მონაბერი სიო, როგორც ექიმი, რომელიც ჯერ ისტე-
რიაზე იწყებს წერას, შემდეგ კი - ისტერიულად და ვერც
ხვდება, რომ მისმა ავადმყოფებმა გადაიბირეს და თავი
ნამდვილი ხე-ლოვანი ჰგონია. ასე დაიბადა გეგმის იდეა.
დიოტალევიც აჰყვა ამ თამაშს, რადგან მისთვის ეს ლოცვასა-
ვით იყო. რაც შეეხება იაკოპო ბელბოს, მეგონა, ისიც ჩემსავით
ერთობოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დიდად არ სიამოვნებ-
და ეს ყველაფერი. ისე მონაწილეობდა ამ ამბავში, როგორც
ფრჩხილების კვნეტას მიჩვეული კაცი, რომელიც თავს ვერ ერე-
ვა.

"მზის წიგნი" (ლათ.)

"მუნჯი წიგნი" (ლათ.)

552
ანუ თამაშობდა იმისთვის, რომ ერთი ყალბი მიმართულება
ან უსცენო თეატრი მოეძებნა, რომლებსაც ახსენებს ფაილში სა-
ხელწოდებით "სიზმარი". რაღაც ახალ მოძღვრებას ეძებდა ანგე-
ლოზისთვის, რომელსაც არასოდეს ეწერა მოსვლა.
სიზმარი.doc
არ მახსოვს, ეს ერთმანეთში არეული ორი სიზმარი იყო, ერ-
თი ღამის განმავლობაში ნანახი ორი სხვადასხვა სიზმარი თუ
ერთი სიზმრის რამდენიმე ეპიზოდი.
ქალს ვეძებ, რომელსაც ვიცნობ, რომელთანაც ახლო ურთი-
ერთობა მქონდა და ახლა ვერ გამიგია, რატომ გავაცივე ეს ურ-
თიერთობა. ყველაფერი ჩემი ბრალია, მე დავიკარგე. წარმოუდ-
გენლად მეჩვენება, რომ ამდენი დრო გავაცდინე. ნამდვილად
მას ვეძებ, უფრო სწორად, მათ... ქალი ერთი არაა, ბევრია, ყვე-
ლა ერთნაირად დაკარგულია და თან - ყველა ჩემი დაუდევრო-
ბით. ეჭვი მღრღნის, ვერ გავრკვეულვარ, ერთიც მეყოფოდა, ეს
ნამდვილად ვიცი, ვიცი, რომ ბევრი დავკარგე მათი დაკარგვით.
როგორც ყოველთვის, ვერ ვპოულობ, ვეღარ ვპოულობ, ვერ გა-
დამიწყვეტია, გადავშალო რვეული, სადაც მისი ნომერი
მიწერია და თუკი გადავშლი, მაშინაც, ბრუციანივით, სახელებს
ვეღარ ვკითხულობ.
ვიცი, სადაა, უფრო სწორად, არ ვიცი, რა ჰქვია იმ ადგილს,
მაგრამ ვიცი, როგორია, ნათლად მახსოვს შესასვლელი, კიბე,
კიბის უჯრედი. არ დავდივარ ქალაქში იმ ადგილის საძებნად,
შფოთი მიპყრობს, ვერ ვინძრევი, ისევ და ისევ ვეკითხები საკუ-
თარ თავს, რატომ დავუშვი, თუ პირიქით, მოვინდომე კიდეც,
რომ ის ურთიერთობა დამთავრებულიყო. ალბათ, იმით, რომ
ბოლო პაემანზე არ მივედი. დარწმუნებული ვარ, დღემდე ელის
ჩემს ზარს. ვიცოდე მაინც, რა ჰქვია... შესანიშნავად ვიცი, ვინ-

553
ცაა, ოღონდ მის ნაკვთებს ვეღარ ვიხსენებ. ხანდახან, ძილ--
ღვიძილში, საკუთარ სიზმარს ვეწინააღმდეგები. ეცადე, გაიხსე-
ნო, ყველაფერი იცი, ყველაფერი გახსოვს, არადა, ყველაფერი
საგანგებოდ დახურე, ან... არც კი გადაგიშლია. არაფერია ისე-
თი, რაც არ იცი, სადაა. არაფერი.
ეჭვი მაქვს, რომ რაღაც დამავიწყდა, შფოთის ნაოჭებში ჩარ-
ჩა, ისე, როგორც ფული ან ფურცლის ნაგლეჯზე რაღაც მნიშვნე-
ლოვანი ჩანაწერი ჩარჩება ხოლმე შარვლის ან ძველი პიჯაკის
რომელიღაც ჯიბეში. და მხოლოდ გვიან აცნობიერებ, რომ ის
იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, ერთადერთი.
ქალაქი ბუნდოვნად მახსოვს. პარიზია, მარცხენა სანაპიროზე
ვარ, ვიცი, რომ თუ მდინარეს გადავალ, მოედანი დამხვდება,
რომელიც, შეიძლება, ვოჟების მოედანი იყოს... არა, რაღაც უფ-რო
გაშლილი მოედანია, რადგან მის სიღრმეში მადლენის მსგავსი
შენობა დგას. მოედანს თუ გადავჭრი და ტაძარს შემო-ვუვლი,
ქუჩა დამხვდება (მის კუთხეში ანტიკვარული წიგნის მა-ღაზიაა),
რომელიც მარჯვნივ უხვევს, იტოტება და ახლა უეჭვე-ლია, რომ
ბარსელონის გოტიკურ კვარტალში ვარ. აქედან ერთ განიერ,
განათებულ ქუჩაზე შეიძლება გასვლა, ეჭვი არ მეპარე-ბა, სწორედ
ეს ქუჩაა, საოცარი სიცხადით მახსოვს, რომ აქ, მარ-ჯვნივ, ჩიხის
ბოლოში, თეატრია.
არ ვიცი, რა ხდება აქ... უეჭველია, რაღაც სახალისო და მსუ-
ბუქად საეჭვო, როგორც სტრიპტიზი (ამიტომაც ვერ ვბედავ,
ვინ-მეს რამე ვკითხო). ვხვდები, რომ საკმარისად ბევრი ვიცი ამ
სა-ნახაობაზე, ამიტომ ვილტვი, აღგზნებული, იქ
დასაბრუნებლად. მაგრამ ამაოდ, ჩატამ როუდის მხარეს
ქუჩები ირევა. მეღვიძება, ამ შეუმდგარი შეხვედრის გემოთი
პირში. ვერ ვეგუები, რომ ვერ გავიგე, რა დავკარგე.

554
ხანდახან დიდ, სოფლურ სახლში ვარ. ვიცი, რომ მეორე
ფრთაც აქვს, მაგრამ იქამდე ვერ მივდივარ, თითქოს მეორე მხა-
რეს გასასვლელი ამოუშენებიათ. იმ მხარეს უამრავი ოთახია,
ოდესღაც მინახავს ისინი, შეუძლებელია, დამსიზმრებოდა...
ძველი ავეჯი, კედლებზე გახუნებული გრავიურები, პატარა მაგი-
დები, რომლებზეც მეცხრამეტე საუკუნის თეატრების მუყაოსგან
გამოჭრილი მაკეტები დგას, ის ვეებერთელა, მოქარგულგადა-
საფარებლებიანი სავარძლებიც მახსოვს და წიგნებით სავსე თა-
როები, "ზღვისა და ხმელეთის თავგადასავლებისა და მოგ-
ზაურობათა ილუსტრირებული ჟურნალის" ყველა ნომერი...
ტყუილია, რომ კითხვაში გაცვდა და დედამ მეძველმანეს
გაატა-ნა. ვფიქრობ, ვინ აურია ერთმანეთში დერეფნები და
კიბეები, რადგან სწორედ აქ მინდოდა ჩემი მშვიდი მარტოობის
გატარე-ბა, ამ ძვირფასი სიძველის სუნში.
რატომ არასდროს არ მესიზმრება, როგორც სხვებს, სკოლის
ატესტატის გამოცდა?

555
65

"ექვსი მეტრი იქნებოდა სიგანეში, დარბაზის შუაში იდგა: მი-სი


ზედაპირი კამათლებივით, სხვადასხვა ზომის ხის კუბიკების-გან
შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთს წვრილი მავთულით
უკავშირდებოდა. კუბიკებს ყველა ფერდზე ქაღალდის კვადრა-
ტები ჰქონდა მიკრული და ზედ სიტყვები ეწერა მათ ენაზე, ყვე-
ლა ბრუნვაში, კილოსა და უღლებაში, თუმცა ყოველგვარი წეს-
რიგის გარეშე... ჩარჩოს კიდეზე გარედან რკინის ორმოცი სახე-
ლური იყო დამაგრებული. მოწაფეებმა მასწავლებლის ბრძანე-
ბაზე ხელი ჩაავლეს სახელურებს და სწრაფად დაატრიალეს. სა-
ხელურების ტრიალის კვალდაკვალ სიტყვების განლაგება იც-
ვლებოდა. მასწავლებელმა ოცდათექვსმეტ მოწაფეს უბრძანა,
ნელა, მიმდევრობით ამოეკითხათ მწკრივებში გამოსახული
სიტყვები და თუკი სამი-ოთხი, ერთმანეთს მიყოლებული სიტყვა
რამე აზრს შეადგენდა, წინადადებას ან თუნდაც მის ნაწილს, და-
ნარჩენი ოთხი მოსწავლისთვის ეკარნახათ...132
ვფიქრობ, რომ სიზმარზე იმ მიკიბულ-მოკიბული ნაწერით
ბელბო ისევ და ისევ დაკარგულ შესაძლებლობაზე ფიქრს უბ-
რუნდებოდა; თავის აღთქმას, ყველაფერზე უარი ეთქვა,
რადგან ვერ შეძლო, ოდესღაც საკუთარი შანსი გამოეყენებინა
(თუკი ოდესმე მისცემია შანსი). გეგმა სწორედ იმით დაიწყო,
რომ ბელბო შეეგუა, სამუდამოდ ილუზიებით ეცხოვრა.
ერთხელ რაღაც წიგნი ვთხოვე, აღარც მახსოვს, რა. მაგიდა-
ზე დახვავებული ხელნაწერების გროვა მოქექა, იპოვა საქაღალ-

J. Swift, Gulliver's Travels, III, 5


556
დე, რომელსაც ეძებდა და მისი გამოძრობა სცადა, მაგრამ ყვე-
ლაფერი იატაკზე გადმოუცვივდა. უხეიროდ შეკრული
საქაღალ-დეები დაიხსნა და ფურცლები ერთმანეთში აირია.
- ხომ შეგეძლოთ, ზედა ნაწილი გადმოგედოთ და ისე აგე-ღოთ
ხელნაწერი? - ვკითხე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, სულ ასე
აკეთებდა და თუ რამეს ეტყოდი, ერთსა და იმავეს გპასუხობდა:
გუდრუნი დაალაგებს საღამოს. მასაც ხომ სჭირდება რაღაც
ფუნქცია, მისია ცხოვრებაში, რომ საკუთარი იდენტობა არ და-
კარგოს.
მაგრამ ამჯერად პირადი ინტერესი მქონდა, მეც ამ გამომცემ-
ლობის ნაწილი ვიყავი და ის ხელნაწერები ჩემი ლუკმაც იყო.
ჰო, მაგრამ გუდრუნი სწორად ვერ დაალაგებს, შეიძლება,
სხვადასხვა ხელნაწერების ფურცლები აურიოს ერთმანეთში.
ახლა რომ დიოტალევი გისმენდეთ, აღფრთოვანდებოდა!
მაგას რა სჯობია? განსხვავებული, ეკლექტური, შემთხვევითი
წიგნები გამოვიდოდა. გადასარევად ჯდება ამ ავტორების ლო-
გიკაში.
მაგრამ კაბალისტების მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.
ათასწლეულები დასჭირდებოდა საჭირო კომბინაციის პოვნას.
თქვენ გუდრუნით ანაცვლებთ მაიმუნს, რომელიც
უსასრულოდ აკაკუნებს საბეჭდ მანქანაზე. განსხვავება
მხოლოდ დროშია. ევოლუციის თვალსაზრისით არაფერს
მოვიგებდით. არ არსე-ბობს პროგრამა, რომელიც "აბულაფიას"
საშუალებას მისცემს, ეს სამუშაო შეასრულოს?
ამ დროს დიოტალევი შემოვიდა.
რა თქმა უნდა, არსებობს, - მითხრა ბელბომ. - და თეორიულად
ორი ათასი მონაცემის დამუშავების საშუალებას იძლევა, თუ
კლავიატურაზე მათი აკრეფა არ დაგეზარება. დაუშ-

557
ვით, რომ ეს მონაცემები შესაძლო ლექსების სტროფებია.
პროგრამა გკითხავთ, რამდენსტროფიანი უნდა იყოს ლექსი,
თქვენ გადაწყვეტთ: ათი, ოცი, ასი... მერე პროგრამა თავად გა-
მოთვლის წამების საჭირო რაოდენობას, ან საშუალო მაჩვენე-
ბელს აიღებს, მარტივად რომ ვთქვათ, და ყოველ ჯერზე ახალი
კომბინაციის ფორმულას გამოიყვანს. ათი სტროფით შეგიძლი-
ათ ათასობით შემთხვევითი ლექსი მიიღოთ. გუშინ, მაგალი-
თად, რაღაც ამდაგვარი შევიყვანე: "თრთიან ცაცხვები სიგრი-
ლეში, მიმძიმდება ქუთუთოები, ასპიდისტრა თუკი ინებებს,
გჩუქნი სოცოცხლეს"... და ასე შემდეგ. აი, რამდენიმე ვარიანტი:
ვითვლი ღამეებს, უკრავს სისტრი..
სიკვდილი, შენი გამარჯვება
სიკვდილი, შენი გამარჯვება...
ასპიდისტრა თუკი ინებებს...
ცისკრის გულიდან (ჰოი, გულო),
შემზარავო ალბატროსო,
(ასპიდისტრა თუკი ინებებს...)
სიკვდილი, შენი გამარჯვება.
თრთიან ცაცხვები სიგრილეში
ვითვლი ღამეებს, უკრავს სისტრი...
ოფოფი ავად მომჩერებია.
თრთიან ცაცხვები სიგრილეში.
გამეორებების თავიდან აცილება ძნელია, ვერ შევძელი,
მგონი, მეტისმეტად გაართულებს პროგრამას, მაგრამ გამეორე-
ბებშიც ხომ არის პოეტური აზრი?
საინტერესოა, - თქვა დიოტალევიმ. - ამან ცოტა გული მო-
მიბრუნა შენს მანქანაზე. მაშასადამე, ჩემი თორა რომ შევიყვა-ნო
მანდ და ვუბრძანო, შემთხვევითი შერჩევით დაალაგოს მისი

558
ნაწილები... რაო, რა ტერმინს ხმარობ?.. ჰო, რენდომიზაცია და-
ვავალო, შეიძლება, ნამდვილ "თემურად" იქცეს და წმინდა წიგ-
ნის სტროფების კომბინაციები მომცეს?
- რა თქმა უნდა. დროის ამბავია. სულ რამდენიმე წუთში გა-
ართმევდა თავს.
- და რამდენიმე ათეული წინადადება რომ ჩაწერო? - ჩავერ-თე
საუბარში. - ამ ავტორების წიგნებიდან ამოღებული, მაგალი-თად:
"ტამპლიერები შოტლანდიაში გაიხიზნენ", ან "ჰერმეტიკუ-ლი
კორპუსი 460 წელს ჩავიდა ფლორენციაში" და რამდენიმე ზოგადი
მაკავშირებელიც დაამატო, მაგალითად, "მაშასადამე" ან "ეს
ადასტურებს, რომ...", შეიძლება, ფრიად საინტერესო ვა-რიანტები
მიიღო. მერე ცარიელ ადგილებს შეავსებ, გამეორე-ბებს კი
წინასწარმეტყველებად, ბრძნულ შეგონებად ან საგანგე-ბო
მინიშნებად გაასაღებ. უარეს შემთხვევაში, მაგიის ისტორიის
სრულიად ახალ, უცნობ თავს დავწერთ.
გენიალურია! - აღფრთოვანდა ბელბო. - ახლავე დავიწყოთ.
არა, უკვე შვიდი საათია. ხვალ იყოს.
მე ამ საღამოსვე დავიწყებ. მხოლოდ ერთი წუთით დამეხმა-
რეთ, ძირს გადმოყრილი ფურცლებიდან ოციოდე აიღეთ, რომ-
ლებიც ხელში მოგხვდებათ, და პირველივე წინადადება მიკარ-
ნახეთ, რასაც დახედავთ. ის იქნება ჩვენი საწყისი მონაცემი.
დავიხარე:
"იოსებ არიმათიელს გრაალი საფრანგეთში ჩააქვს".
მშვენიერია, ჩავიწერე. შემდეგი!
"ტამპლიერული ტრადიციის თანახმად, გოდფრიდ დე
ბუიონმა იერუსალიმში სიონის დიდი პრიორატი დააარსა". "დე-
ბიუსი როზენკროიცერი იყო".

559
მაპატიეთ, - ჩაერია დიოტალევი, - რამდენიმე ნეიტრალური
მონაცემის ჩართვაც საჭიროა, მაგალითად, "კოალა ავსტრა-ლიაში
ცხოვრობს" ან "პაპინმა წნევის ქვაბი გამოიგონა".
"მინი მიკი-მაუსის საცოლეა".
მეტისმეტი არ მოგვივიდეს.
სწორედ რომ უნდა მოგვივიდეს. თუ ვაღიარებთ, რომ სამყა-
როში თუნდაც ერთი მონაცემი არსებობს, რომელიც რაღაც
სხვაზე არ მიანიშნებს, ესე იგი ავცდით ჰერმეტიკულ აზროვნე-
ბას.
მართალია. კარგი, იყოს მინი. თუ ნებას მომცემთ, ერთ უმ-
ნიშვნელოვანეს მონაცემსაც შევიყვან: "ყველაფერი ტამ-
პლიერებს უკავშირდება".
ეგ - თავისთავად, - თქვა დიოტალევიმ.
საათზე მეტხანს გაგვიგრძელდა. მართლა ძალიან გვიანი
იყო, ბელბომ გვითხრა, არ იდარდოთ, მარტო გავაგრძელებო.
გუდრუნიც დაგვადგა თავზე, ოფისი უნდა დავკეტოო. ბელბომ
უთხრა, სამუშაოდ დავრჩები ამაღამო და სთხოვა, იქნებ ფურ-
ცლები ამიკრიფო იატაკიდანო. გუდრუნმა რაღაც ბგერები გა-
მოსცა, რომელიც შეიძლება, ლათინურიც ყოფილიყო და მა-
რიული ენაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკმაყოფილებას
გამოხატავდა (ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებდა სამყაროს ენათა
ნათესაობაზე, იმაზე, რომ ყველა ენა ერთი, ადამის ენის ოჯახი-
დან მოდის) და ფურცლები აკრიფა. კომპიუტერიც კი ვერ
მოახერხებდა უკეთ რენდომიზაციას.
მეორე დილით ბელბო გაცისკროვნებული დაგვხვდა:
- გამოდის. გამოდის და მაგარ შედეგებს იძლევა! - ექსპერი-
მენტის შედეგი ფურცელზე ამოებეჭდა.
"ყველაფერი ტამპლიერებს უკავშირდება
560
შემდეგ რაც მოდის, ტყუილია
იესო პილატე პონტოელის დროს აცვეს ჯვარს
ბრძენმა ორმუზმა დააარსა ეგვიპტეში ვარდისა და ჯვრის
ორ-დენი
პროვანსში კაბალისტები არიან
ვისი ქორწილი იყო კანაში?
მინი მიკი-მაუსის საცოლეა
ეს ადასტურებს, რომ
თუ
დრუიდები შავ ქალწულს ეთაყვანებოდნენ
მაშასადამე
სიმონ მოგვი სოფიას ამოიცნობს ტვიროსელ მეძავში
ვისი ქორწილი იყო კანაში?
მეროვინგები თავს მეფედ აცხადებენ ღვთიური
უფლებით ყველაფერი ტამპლიერებს უკავშირდება".
მგონი, ცოტა გაუგებარია, - თქვა დიოტალევიმ.
ალბათ, კავშირებს ვერ ხედავ. და არც იმ შეკითხვას ანიჭებ
სათანადო მნიშვნელობას, რომელიც ორჯერ მეორდება: "ვისი
ქორწილი იყო კანაში?". გამეორებაშია მაგიური გასაღები. ცხა-დია,
მე შევავსე რაღაცეები, მაგრამ შედგომილს უფლება აქვს, შეავსოს,
დაამატოს. აი, ჩემი ინტერპრეტაცია: იესო ჯვარზე არ გაუკრავთ
და ამიტომ უარყოფდნენ ტამპლიერები ჯვარცმას. ლეგენდა
იოსებ არიმათიელზე უფრო ღრმა ჭეშმარიტებას მა-ლავს: გრაალი
კი არა, იესო ჩავიდა საფრანგეთში პროვანსელ კაბალისტებთან.
იესოა სამყაროს მეფის მეტაფორა, როზენ-კროიცერთა
დამფუძნებელი მეფე. და ვისთან ერთად იყო იესო?
თავის ცოლთან ერთად. რატომ არაფერი წერია სახარებებში
იმაზე, თუ ვინ იქორწინა კანაში? იმიტომ, რომ ეს იესოს ქორწი-
561
ლი იყო, ქორწილი, რომლის ხსენებაც არ შეიძლებოდა, რადგან
მან მეძავზე, მარია მაგდალინელზე იქორწინა. აი, რატომაა, რომ
მას შემდეგ ყველა ილუმინატი, სიმონ მოგვიდან პოსტე-
ლამდე, მარადიულ ქალურ საწყისს საროსკიპოში ეძებს. ამ ყვე-
ლაფრიდან გამომდინარეობს, რომ იესო გახლავთ საფრანგე-
თის სამეფო დინასტიის დამფუძნებელი.

562
66

"თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, წმინდა გრაალი... იყო იესოს


ჯი-ში და შთამომავალი, "სამეფო სისხლი", რომლის მცველებიც
იყ-ვნენ ტამპლიერები... მაშასადამე, წმინდა გრაალი,
სიტყვასიტ-ყვით, უნდა ყოფილიყო ჭურჭელი, რომელშიც ესხა
და ინახებო-და იესოს სისხლი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ეს უნდა ყოფი-ლიყო მაგდალინელის მუცელი".133
- რა ვიცი, აბა... - ჩაილაპარაკა დიოტალევიმ. - ამას სე-
რიოზულად არავინ მიიღებდა.
- პირიქით. ასობით ათასი ეგზემპლარი გაიყიდებოდა, -
ვუპა-სუხე განაწყენებულმა. - ეს ამბავი მართლა არსებობს,
უკვე და-წერილია, მხოლოდ ოდნავ განსხვავებულად. ესაა
წიგნი გრაალისა და რენ-ლე-შატოს საიდუმლოებებზე. ჩვენთან
შემო-სული ხელნაწერების გარდა, იმ წიგნებსაც უნდა
ვეცნობოდეთ, რომლებსაც სხვა გამომცემლები გამოსცემენ.
- ღმერთო მაღალო... - აღმოხდა დიოტალევის. - ასეც ვიცო-
დი. ეს მანქანა მხოლოდ იმას ამბობს, რაც ისედაც ყველამ იცის,
და სასოწარკვეთილი გავიდა ოთახიდან.
ძალიან საჭირო რამეა! - გაბრაზდა ბელბო. - ისეთი აზრი
დამებადა, რომელიც სხვებსაც გასჩენიათ? მერე რა? ამას ლიტე-
რატურული პოლიგენეზი ჰქვია. როგორც ბატონი გარამონი იტ-
ყოდა, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ სიმართლეს ვამბობ: იმ

M. Baigent, R. Leigh, H. Lincoln, The Holy Blood and the Holy


Grail, London, Cape, 1982, xiv
563
ადამიანებს ამაზე მრავალი წელი აქვთ ნაფიქრი, მე კი
ყველაფე-რი ერთ საღამოში გავარკვიე.
- გიერთდებით, რადგან ვფიქრობ, ეს თამაში ღირს წვალე-
ბად. მაგრამ ჩემი აზრით, წესად უნდა დავიდოთ ბევრი ისეთი
მონაცემის შეყვანა პროგრამაში, რომლებიც შეპყრობილი ავ-
ტორების ტექსტებს არ უკავშირდება. ჩვენი ამოცანა ის კი არაა,
ფარულ კავშირს მივაკვლიოთ დებიუსსა და ტამპლიერებს შო-
რის (ამას უჩვენოდაც ყველა აკეთებს), არამედ გავარკვიოთ, რა
ფარული კავშირებია, მაგალითად, კაბალასა და ავტომანქანის
ძრავას სანთლებს შორის.
შემთხვევით ვთქვი, რაც პირველი მომადგა ენაზე, მაგრამ
ბელბოსთვის ეს მინიშნება იყო. მეორე დღეს დაუბრუნდა ამ
თე-მას.
მართალი იყავით. ნებისმიერი მონაცემი მნიშვნელოვანია,
თუ რაღაც სხვას უკავშირდება. კავშირი ცვლის პერსპექტივას,
გვაფიქრებინებს, რომ სამყაროს ყოველგვარი გამოვლინება,
ყოველი ხმა, თითოეული დაწერილი სიტყვა იმ აზრის მქონე კი
არაა, რასაც პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატავს, არამედ
რაღაც საიდუმლოზე ლაპარაკობს. პრინციპი ძალიან მარტივია:
ყველაფერში ეჭვი შეიტანო, არაფერს ენდო. მოძრაობის აკ-
რძალვის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანიც კი დაკვირვებული
თვა-ლით შეიძლება წაიკითხო.
ცხადია. კათართა მორალიზმი. რეპროდუქციის საშინელე-ბა.
აქ შესვლა აკრძალულია, რადგან ეს დემიურგის ხაფანგია. აქეთ
გზა არაა.
წუხელ შემთხვევით ხელში მომხვდა სახელმძღვანელო "ბ"
კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის. არ
ვიცი, სიბნელის ბრალი იყო თუ იმის, რაც თქვენ თქვით, მაგრამ

564
ეჭვი გამიჩნდა, რომ ის სახელმძღვანელო რაღაც სხვაზე მიანიშ-
ნებდა. იქნებ ავტომანქანა მხოლოდ სამყაროს შექმნის მეტაფო-
რის სახით არსებობს? მაგრამ გარეგნული მხარით ნუ შემოვი-
ფარგლებით, დინამოს პანელის წარმოდგენა არ კმარა. ის უნდა
დავინახოთ, რასაც მხოლოდ შემქმნელი ხედავს, ის, ვინც ამ
ყვე-ლაფრის საფუძველშია. ქვეშ რაცაა, შეესაბამება იმას, რაც
ზევი-თაა. სეფიროთების ხე გაიხსენეთ.
არ მითხრათ, რომ...
მე არაფერს გეუბნებით. ის თავად მეტყველებს. კარდანის
ლილვს იტალიურად "ხეს" ეძახიან, როგორც იცით. დიახ, ლილ-
ვი იგივე ხეა. ახლა მას ძრავა, წინა ორი ბორბალი, გამანაწილე-
ბელი, სიჩქარეების კოლოფი, ორი მუხლა ლილვი, დიფერენ-
ციალი და ორი უკანა ბორბალი მიათვალეთ. ათი გამოდის, რო-
გორც სეფიროთები.
ჰო, მაგრამ პოზიციები არ ემთხვევა.
ვინ გითხრათ? დიოტალევიმ აგვიხსნა, რომ ზოგიერთ ვერ-
სიაში "თიფერეთი" მეექვსე კი არა, მერვე სეფიროთია. "ნეცახი-
სა" და "ჰოდის" შემდეგ. ჩემი ხე ბელბოთის ხეა, ეს, როგორც
იცით, სხვა ტრადიციაა.
ანუ "ფიატი".
მოდი, ჯობია, ხის დიალექტიკას მივდიოთ. თავში ძრავაა,
Omnia Movens, რომელზეც კიდევ მოგახსენებთ. ისაა შემქმნე-
ლი, წყარო, სათავე და საკუთარ ენერგიას ორ უზენაეს ბორ-
ბალს გადასცემს: გონების ბორბალსა და ცოდნის ბორბალს.
ჰო, თუ წინა ბორბლებია გამწევი...
ბელბოთის ხე იმითაა კარგი, რომ მეტაფიზიკურ ალტერნა-
ტივებს უშვებს. წინა გაწევის სულიერი კოსმოსის სურათი, სადაც
წინ მდებარე ძრავა მყისიერად გადასცემს თავის ნებას უზენაეს,

565
ანუ წინა, ბორბლებს, მატერიალისტურ წარმოდგენაში კი დეგ-
რადირებული კოსმოსის სურათი გვაქვს, სადაც უკანასკნელი,
კიდურა ძრავა ორ ბოლო ბორბალს გადასცემს ძალას და კოს-
მოსური ემანაციების სიღრმიდან მატერიის ქვენა ძალები თავი-
სუფლდება.
და უკანა გაწევის ძრავა?
ეგ სატანურია. უმაღლესისა და უდაბლესის დამთხვევა. ამ
შემთხვევაში ღმერთი უხეში, მდაბალი მატერიის მოძრაობასთან
იდენტიფიცირდება. ღმერთი წარმოჩნდება, როგორც მარა-დიული
და დათრგუნვილი, წარუმატებელი სწრაფვა ღვთიურო-ბისკენ. ეს
ჭურჭლების დახეთქვას ემსგავსება.
თუ მაყუჩის დაზიანებას?
ასე ხდება შეუმდგარ, ჩამოშლილ კოსმოსში, სადაც არქონ-
ტების შხამიანი გამონასუნთქი კოსმოსურ ეთერში იფრქვევა.
მაგრამ, მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ ყველაფერს. ძრავასა და
ორი ბორბლის შემდეგ შეჭიდულობა მოდის - წყალობის სე-
ფიროთი, ის ამოქმედებს ან წყვეტს სიყვარულის დინებას, რომე-
ლიც ხის დანარჩენ ნაწილს უზენაეს ენერგიასთან აკავშირებს.
შემდეგ დისკი მოდის, მანდალა, რომელიც მეორე მანდალას
ეხახუნება, მის შემდეგ კი გარდაქმნათა სკივრია (ცვლილებათა,
როგორც პოზიტივისტები ამბობენ): ბოროტების საწყისი, რად-გან
უფლებას აძლევს ადამიანურ ნებას, შეანელოს ან ააჩქაროს
ემანაციის უწყვეტი პროცესი. ამიტომაა უფრო ძვირი სიჩქარეთა
ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე მანქანები, რადგან
მათში თავად ხე იღებს გადაწყვეტილებას უზენაესი წონასწორო-
ბის მიხედვით. შემდეგ მოდის მუხლი, რომელიც რატომღაც რე-
ნესანსის ეპოქის ჯადოქრის სახელს ატარებს - კარდანი, და
წყვილი კონუსური კბილანა (გთხოვთ, დააკვირდეთ ძრავას ოთხ

566
ცილინდრთან დაპირისპირებას), რომელშიც ერთი გვირგვინია
(მცირე ქეთერი), რომელიც მოძრაობას მიწიურ ბორბლებს გა-
დასცემს. აქ უკვე ცხადი ხდება განსხვავების სეფიროთის,
იმავე დიფერენციალის, ფუნქცია: მშვენიერების მედიდური
შეგრძნე-ბით ის კოსმოსურ ძალებს გადაანაწილებს დიდებისა
და გამარ-ჯვების ბორბლებზეც, რომლებიც შემდგარ,
ჩამოუშლელ (წინა გაწევის) კოსმოსში უზენაესი ბორბლების
მიერ ნაკარნახევ მოძ-რაობას მიჰყვებიან.
ნამდვილად თანმიმდევრული ახსნაა, ვერაფერს იტყვი. და
ძრავას გული, მთავრის, ერთის ადგილსამყოფელი, გვირგვი-
ნია?
საკმარისია, შედგომილის თვალით წაიკითხო ეს ყველაფე-რი.
დიდი ძრავა შესრუტვისა და გამოტყორცნის ციკლური მოძ-
რაობით ცოცხლობს. ეს რთული ღვთიური სუნთქვაა, რომელ-შიც
თავიდან ორი ერთეული იყო, სახელად ცილინდრები (აშკა-რა
გეომეტრიული არქეტიპი!), შემდეგ კიდევ ერთი დაამატეს, ახლა
კი ოთხი ერთად მოქმედებს, ურთიერთშეთანხმებითა და
სიყვარულით. პირველი ცილინდრის ამ სუნთქვაში (მათ შორის
იერარქია არ არსებობს, პირველობა მხოლოდ პოზიციითა და
მოქმედებათა გასაოცარი მონაცვლეობით განისაზღვრება), დგუში,
იგივე ფისტონი (მის ეტიმოლოგიას მიაქციეთ ყურადღე-ბა: Pistis
Sophia), უკიდურესი ზედა წერტილიდან უკიდურესი ქვედა
წერტილისაკენ ეშვება, სანამ ცილინდრი სუფთა ენერგი-ით
ივსება. გავამარტივებ, რადგან წესით აქ უკვე ანგელოზური
იერარქიაც ერთვება, ანუ გამანაწილებელი სარქველები, რომ-
ლებიც, როგორც ჩემი სახელმძღვანელო ამბობს, ღრეჩოებს აღებს
და კეტავს, რომლებიც ცილინდრების შიგა ნაწილს საწვა-ვის
შესრუტვის მილებთან აკავშირებს... ძრავას გული დანარჩენ

567
კოსმოსს მხოლოდ ამ მექანიზმით უკავშირდება და ვფიქრობ,
სწორედ ამაში მჟღავნდება (ალბათ, ასეა... არ მინდა, რამე მწვა-
ლებლური ვთქვა) ერთის იმთავითვე დადგენილი ზღვარი, რო-
მელიც შექმნის თვალსაზრისით გარკვეულწილად დიდ ექსცენ-
ტრიკოსებზეა დამოკიდებული. ტექსტის უფრო ყურადღებით
წა-კითხვაა საჭირო. ყველა შემთხვევაში, როდესაც ცილინდრი
ენერგიით ივსება, დგუში უკიდურეს ზედა წერტილამდე ადის
და მაქსიმალურ შეკუმშვას განაპირობებს. ესაა ციმცუმი. და აი,
ამ დროს ხდება დიდი აფეთქება: ექსპლოზია და ექსპანსია.
ნაპერ-წკალი გავარდება, მასას ცეცხლი ეკიდება, აალდება და
ესაა, როგორც სახელმძღვანელო გვამცნობს, ციკლის
ერთადერთი აქტიური ფაზა. და ღმერთმა ნუ ქნას, ამ მდუღარე
მასაში მოხ-ვდეს ნიჟარა, ეგრეთ წოდებული კელიპოტი -
უწმინდური მატე-რიის ნაწილაკი, მაგალითად წყალი ან კოკა-
კოლა... ექსპანსია, გავრცელება აღარ მოხდება, ან, თუ მაინც
მოხდა, მხოლოდ სუს-ტი, მიმქრალი ბიძგებით.
- Shell სწორედ qelippot-ს არ ნიშნავს? სიფრთხილეა საჭი-
რო... ამიერიდან მხოლოდ ქალწულის რძეს თუ...
მაგას გადავამოწმებთ. შეიძლება, "შვიდი დის" მაქინაცია იყოს,
ამ უწმინდური საწყისებისა, რომლებსაც სურთ, შექმნის
პროცესის მსვლელობა აკონტროლონ... ყოველ შემთხვევაში,
ექსპანსიას დიდი ღვთიური ამოსუნთქვა მოსდევს, რომელიც უძ-
ველეს ტექსტებში გამოტყორცნის სახელითაა მოხსენიებული.
დგუში ისევ ადის უკიდურეს ზედა წერტილამდე და უკვე დამ-
წვარ, უფორმო მატერიას გამოყოფს. მხოლოდ განწმენდის ამ
პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაიწყება
ახალი ციკლი. ეს, თუ კარგად დავფიქრდებით, იგივე ექსოდისა

568
და პაროდის ნეოპლატონური მექანიზმია, მომხიბლავი
დიალექ-ტიკა - გზა ზევით და გზა ქვევით.
- Quantum mortalia pectora caecae noctis habent!134 მატე-რიის
შვილები კი ამაზე არასოდეს დაფიქრებულან!
- ამიტომაც გვასწავლიან დიდი გნოსტიკოსები, რომ პნევმა-
ტიკოსებს ვენდოთ და არა სომატიკოსებს.
- ხვალისთვის სატელეფონო ცნობარის მისტიკურ
ინტერპრე-ტაციას მოვამზადებ...
- რა ამბიციურია ჩვენი კაზობონი. არ დაგავიწყდეთ, რომ ერ-
თისა და მრავლის იდუმალი ამოცანის ამოხსნა მოგიწევთ.
ჯობს, ნუ ვიჩქარებთ. გირჩევთ, ჯერ სარეცხი მანქანის
მექანიზმით და-იწყოთ.
- ეგ ხომ სრულიად თვალნათელია. შავის ალქიმიური გარ-
დაქმნა თეთრად.

"რაოდენი იმალვის ბნელი მოკვდავთ გულებში!" (ოვიდიუსი,


"მეტამორფოზები" VI, 472-473)

569
67

Da Rosa, nada digamos agora...135


საკმარისია, ადამიანს ერთხელ შეეპაროს ეჭვი, რომ მისი
გონება ყველანაირ წვრილმანზე გაფაციცდება. ძრავას "ხეზე"
ფანტაზიების შემდეგ ლამის ნებისმიერ საგანში, რაც ხელთ
მომ-ხვდებოდა, გამოცხადების ნიშნებს ვხედავდი.
ჩემს ბრაზილიელ მეგობრებთან ჯერ კიდევ მქონდა ურთიერ-
თობა. სწორედ იმ დღეებში კოიმბრაში კონფერენცია ტარდებო-და
ლუზიტანიურ კულტურაზე. რიოში მცხოვრებმა მეგობრებმა მეც
მიმიწვიეს, უფრო იმიტომ, რომ ერთმანეთს შევხვედროდით,
თორემ როგორმე ჩემი ცოდნის გარეშეც ჩაატარებდნენ კონფე-
რენციას. ლია არ წამოვიდა, უკვე მეშვიდე თვეში იყო. მართა-ლია,
ფეხმძიმობას თითქმის არ შეუცვლია მისი პაწაწინა სხეული და
მხოლოდ კოხტა ფლამანდიელ მადონას დაამსგავსა, მაგრამ
ერჩივნა, ხანგრძლივი მგზავრობა თავიდან აერიდებინა.
მხიარული საღამოები გავატარე ძველ ამხანაგებთან ერთად.
ლისაბონში რომ ვბრუნდებოდით, ავტობუსში კამათი ატყდა, სად
გავჩერებულიყავით, ფატიმაში თუ ტომარში. ტომარის ციხე-
სიმაგრეს პორტუგალიელი ტამპლიერები აფარებდნენ თავს მას
შემდეგ, რაც მეფისა და პაპის წყალობამ ისინი სასამართლოს-გან
იხსნა და ქრისტეს რაინდთა ორდენად აქცია მათი ერთობა.
ტამპლიერების ციხის დათვალიერებაზე უარს ვერაფრით ვიტ-

"ვარდზე მაშინ არაფერი გვითქვამს..." (პორტ.)


Sampayo Bruno, Os Cavaleiros do Amor, Lisboa, Guimar ã es,
1960, p. 155
570
ყოდი და კიდევ კარგი, დანარჩენებსაც დიდად არ
ანაღვლებდათ ფატიმას ნახვა.
ტომარი. ოდესმე თუ წარმოვიდგენდი ტამპლიერთა ციხესი-
მაგრეს, შეუძლებელი იყო, სხვანაირი ყოფილიყო. ციხემდე
კედ-ლებს შორის მოქცეული ვიწრო გზა მიდიოდა, რომელიც
გარე ბასტიონებს მიუყვებოდა. გალავანში ჯვრის ფორმის
სათოფურე-ბი დაეტანებინათ და ჯვაროსნული სული
შესვლისთანავე იგ-რძნობოდა. ქრისტეს რაინდებს საუკუნეები
ეცხოვრათ აქ: გად-მოცემის თანახმად, ჰენრიხ მეზღვაურიც
ერთ-ერთი მათგანი ყო-ფილა და ამიტომაც გამგზავრებულა
უცხო ზღვების დასაპყრო-ბად. ხანგრძლივად და ბედნიერად
უცხოვრიათ აქ ტამ-პლიერებს, საუკუნეთა მანძილზე
ციხესიმაგრე მრავალჯერ გა-ფართოებულა და
რესტავრირებულა. რენესანსისა და ბაროკოს ეპოქებში ძველ,
შუა საუკუნეების ნაწილზე ახალი ფლიგელებიც მიუშენებიათ.
გული ამიჩქროლდა, როცა ტამპლიერთა ტაძარში შევედი.
რვაკუთხა როტონდა ქრისტეს საფლავის ფორმას იმეორებდა.
თვალში მომხვდა, რომ ეკლესიაში ტამპლიერთა ჯვრები სხვა-
დასხვა ფორმის იყო, რეგიონების მიხედვით: მალტის რაინდთა
ჯვარი მეტ-ნაკლებად უცვლელადაა შემორჩენილი, ტამპლიერ-
თა ჯვარი კი იცვლებოდა, ადგილისა და ეპოქის მიხედვით. ამი-
ტომაცაა, რომ ტამპლიერებზე მონადირეებმა, საკმარისია, სად-
მე ჯვარი იპოვონ, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაშინვე ფიქრო-
ბენ, რომ რაინდების კვალს მიაგნეს.
გიდმა მანუელინოს სტილის ფანჯარასთან მიგვიყვანა, ე. წ.
"ჟანელასთან". პატარა სარკმელი იყო, ზღვის ცხოველების,
წყალქვეშა მცენარეების, ნიჟარების, ღუზების, იალქნებისა და
ჯაჭვების კოლაჟით შემკული, ოკეანეთა წყლებში რაინდთა საგ-

571
მირო საქმეებს მოგვითხრობდა. ფანჯრის ორივე მხარეს კოშკე-
ბი იყო გამოსახული, რომლებსაც ქამარივით შემორტყმოდა
წვივსაკრავისმაგვარი ლენტი. საიდან მოხვდა აქ, პორტუგალი-
ურ ციხესიმაგრეში, ინგლისური ორდენის სიმბოლო? გიდმა
ამა-ზე პასუხი ვერ გაგვცა, მაგრამ ცოტა ხანში მეორე მხარეს,
თუ არ ვცდები, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრთაში, ოქროს
ვერძის გა-მოსახულება გვიჩვენა. ძალაუნებურად გამიელვა
გონებაში კავ-შირებმა: წვივსაკრავისა - ოქროს ვერძთან, ოქროს
ვერძისა - არგონავტებთან, არგონავტებისა - გრაალთან,
გრაალისა - ტამ-პლიერებთან. არდენტის ბოდვა და ზოგიერთი
ჩვენი ავტორის ნაწერები გამახსენდა. და როცა გიდი ერთ
პატარა, თაღოვანი ჭერის მქონე დარბაზში შეგვიძღვა,
აღფრთოვანებისგან შევყვი-რე: ვარდებიან თაღებზე წვერიანი,
თხისებრი სახე იყო გამოკვე-თილი. ბაფომეტი!..
კრიპტაში ჩავედით. შვიდი საფეხურის შემდეგ აფსიდამდე სი-
პი ქვა იყო გადებული, რომელზეც ოდესღაც, ალბათ, საკურთხე-
ველი ან დიდი მაგისტრის ტახტი იქნებოდა აღმართული. მაგრამ
იქამდე ვარდებიანი შვიდი თაღი უნდა გაგვევლო, ყოველი მომ-
დევნო ვარდი წინაზე დიდი იყო და სულ ბოლო, თითქმის სრუ-
ლიად გაშლილი, ჭას დაჰყურებდა თავზე. ჯვარი და ვარდი ტამ-
პლიერთა მონასტერში, იმ დარბაზში, რომელიც უეჭველად რო-
ზენკროიცერთა მანიფესტების გამოქვეყნებამდე იყო აშენებუ-
ლი... გიდს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. გამიღიმა: "რომ იცო-
დეთ, ოკულტურ მეცნიერებათა რამდენი მკვლევარი მოდის ამ
ადგილის დასათვალიერებლად... ამბობენ, რომ ეს ინიციაციის,
ნათლობის დარბაზი იყო..."
ერთ ისეთ ოთახში შევედი, რომელიც ჯერ არ იყო რესტავრი-
რებული და ამიტომ გიდს იქ არ შეჰყავდა ტურისტები. აქა-იქ
572
დამტვერილი ავეჯი იდგა და იატაკზე მუყაოს ყუთები ეწყო.
ერთ-ერთი გავხსენი. ებრაული წიგნები შემრჩა ხელში,
სავარაუდოდ, XVII საუკუნის. რა ესაქმებოდათ ებრაელებს
ტომარში? გიდმა მითხრა, რაინდებს კარგი ურთიერთობა
ჰქონდათ ადგილობრივ ებრაულ თემთანო. მერე ფანჯრიდან
გადამახედა და ფრანგული ყაიდის პატარა, კოხტა,
ლაბირინთის ფორმის ბაღი დამანახა: მეთვრამეტე საუკუნის
ებრაელი არქიტექტორის, სამუელ შვარ-ცის ნახელავიაო.
მეორე შეხვედრა - იერუსალიმში... პირველი კი - ციხესიმაგ-
რეში... განა ასე არ ეწერა პროვენის გზავნილში? ღმერთო ჩემო,
ინგოლფის ციხესიმაგრე სულაც არ იყო რაღაც გამონაგონი, რა-
ინდული რომანების მონსალვატი, ჰიპერბორეების ავალონი!
პირველი შეხვედრისთვის ადგილის დასანიშნად რას იზამდნენ
პროვენელი ტამპლიერები, რომლებიც მეომართა რაზმების მე-
თაურობას იყვნენ ნაჩვევი და არა მრგვალი მაგიდის რაინდებზე
რომანების კითხვას? ცხადია, ტომარს, ქრისტეს რაინდთა ციხე-
სიმაგრეს შეარჩევდნენ, ადგილს, სადაც ორდენის გადარჩენი-ლი
წევრები თავისუფლად ცხოვრობდნენ, შეუზღუდავი უფლებე-
ბით სარგებლობდნენ და ადვილად შეეძლოთ, კავშირი შეენარ-
ჩუნებინათ მეორე ჯგუფის წევრებთან!
პორტუგალიიდან ანთებული გონებით წამოვედი. ვხვდებო-
დი, რომ მართლა სერიოზულად აღვიქვამდი არდენტის მოსაზ-
რებებს. ტამპლიერები, საიდუმლო ორდენით შენიღბულები,
შეიმუშავებენ გეგმას, რომელმაც ექვსას წელს უნდა გაუძლოს და
ჩვენს საუკუნეში აღსრულდეს. ტამპლიერები სერიოზული ხალხი
იყო, მაშასადამე, თუ ციხესიმაგრეს ახსენებდნენ, რაღაც რეალურ,
არსებულ ადგილს გულისხმობდნენ. გეგმა უეჭველად
ტომარიდან იწყებოდა. მაშ, როგორი უნდა ყოფილიყო იდეალუ-

573
რი მარშრუტი? რომელი იყო შემდეგი ხუთი ადგილი და რა მიმ-
დევრობით უკავშირდებოდა ისინი ერთმანეთს? ისეთი
ადგილე-ბი უნდა ყოფილიყო, სადაც ტამპლიერებს მეგობრები,
დამცვე-ლები, თანამოაზრეები ჰყავდათ. პოლკოვნიკი
სტოუნჰენჯს, ავა-ლონს, აგარტს ახსენებდა... სისულელეა.
გზავნილის თავიდან ინტერპრეტაცია იყო საჭირო.
"ტამპლიერთა იდუმალი გზავნილის მიგნება კი არა, მისი ხე-
ლახლა შექმნაა საჭირო..." - ვფიქრობდი სახლისაკენ მიმავალი.
ბელბო თითქოს შეაშფოთა აზრმა, რომ პოლკოვნიკის მიერ
დატოვებულ დოკუმენტს უნდა მიბრუნებოდა. უხალისოდ მოქექა
ქვედა უჯრა. ფაქტია, რომ შენახული ჰქონდა ის ფურცელი. ამ-დენი
წლის შემდეგ ერთად გადავიკითხეთ პროვენის გზავნილი.
ტრიტემიუსის სისტემით დაშიფრული წინადადებით
იწყებო-და: Les XXXVI inuisibles separez en six bandes. და მერე
მო-დიოდა:
a la... Saint Jean
36 p charrete de fein
6 ... entiers avec saiel
p ... les blancs mantiax
r ... s ... chevaliers de Pruins pour la ... j . nc .
6 foiz 6 en 6 places
chascune foiz 20 a .... 120 a ...
iceste est l'ordonation
al donjon li premiers
it li secunz joste iceus qui ... pans it
al refuge
it a Nostre Dame de l'altre part de l'iau it
a l'ostel des popelicans
574
it a la pierre
3 foiz 6 avant la feste ... la Grant Pute.
თივიანი ურმიდან ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ, წმინდა
იოანეს ღამეს, 1344 წელს, ექვსი გზავნილი დაილუქა თეთრმო-
სასხამიანი რაინდებისთვის, პროვენის დევნილ რაინდთა გამო
შურის საძიებლად. ექვსჯერ ექვს ადგილზე, ყოველ ოც წელი-
წადში, სულ ას ოცი წლის მანძილზე. ასეთია გეგმა. პირველები
ციხესიმაგრეში, მერე მათთან, ვინც პური ჭამა, მერე ისევ
თავშე-საფარში, მერე ჩვენს ქალბატონთან მდინარის იქით,
მერე პოპ-ლიკანებთან და მერე ისევ ქვასთან... ხედავთ,
გზავნილში წე-რია, რომ 1344 წელს პირველები რაღაც
ციხესიმაგრეში უნდა წავიდნენ. მართლაც, რაინდები ტომარში
1357 წელს დასახლე-ბულან. ახლა ის გვაქვს გასარკვევი, სად
უნდა წასულიყო მეორე ჯგუფი. წარმოიდგინეთ, რომ დევნილი
ტამპლიერი ხართ, სად დათქვამდით მეორე შეხვედრას?
ჰმ... თუ იმ თივიანი ურმის ხალხი მართლა შოტლანდიაში
გაიხიზნა... რა კავშირი აქვთ შოტლანდიასთან იმათ, ვინც პურს
ჭამს?
ასოციაცური ჯაჭვების შეკვრაში მართლა აღარ მყავდა ბადა-
ლი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საწყის წერტილად რას ავიღებ-
დი. შოტლანდია, ჩრდილოეთის მთიანეთი, დრუიდული რი-
ტუალები, წმინდა იოანეს ღამე, ზაფხულის ბუნიობა, წმინდა
იოანეს ცეცხლი, ოქროს რტო... და აი, კვალიც, თუმცა მკრთა-
ლი. წმინდა იოანეს ღამის ჭიაკოკონებზე ფრეიზერის "ოქროს
რტოში" მქონდა ამოკითხული.
ლიას დავურეკე.
ძალიან გთხოვ, "ოქროს რტო" გადაშალე და ჩახედე, რა წე-
რია წმინდა იოანეს ცეცხლზე...
575
ლია შეუდარებელი იყო ასეთ რამეებში. მაშინვე მოძებნა სა-
ჭირო თავი.
რა გაინტერესებს? უძველესი რიტუალია, თითქმის მთელ
ევროპაშია გავრცელებული. იმ მომენტს ზეიმობენ, როცა მზე
პიკს მიაღწევს. წმინდა იოანე არაფერ შუაშია, მხოლოდ ამ
ამბის გასაქრისტიანებლად ჩაამატეს მოგვიანებით...
პურს ხომ არ ჭამენ? შოტლანდიაში?
მოიცა, ვნახო... არა მგონია... მოიცა, აი, წმინდა იოანეს ღა-
მეს არა, მაგრამ პირველ მაისს ჭამენ პურს, ბელტეინის ჭიაკო-
კონობის ღამეს. დრუიდული წარმოშობის დღესასწაულია, გან-
საკუთრებით შოტლანდიის მთიანეთში აღინიშნება...
ასეც ვიცოდი! რატომ ჭამენ პურს?
ქერის ფქვილისგან ცომს ზელენ და ნაკვერჩხლებზე აცხო-
ბენ... ამას მოჰყვება რიტუალი, რომელიც ადამიანის მსხვერ-
პლად შეწირვის უძველეს რიტუალს ჰგავს... კვერებს აცხობენ,
რომლებსაც "ბანოკს" ეძახიან...
როგორ? ასო-ასო მიკარნახე! - მიკარნახა. მადლობა გადა-
ვუხადე, ჩემი ბეატრიჩე ხარ-მეთქი, ვუთხარი. მშველელი ფერი-აც
ვუწოდე და კიდევ ათასი მოსაფერებელი მეტსახელით შევამ-კე.
ვცადე, ჩემი სადიპლომო ნაშრომი გამეხსენებინა. პირველი,
საიდუმლო ჯგუფი, ლეგენდის თანახმად, თავს შოტლანდიას, მე-
ფე რობერტ I-ის კარს შეაფარებს და ტამპლიერები მეფეს ბანოკ-
ბერნის ბრძოლაში გამარჯვებაში დაეხმარებიან. მადლობის
ნიშნად მეფე მათ ახალ ორდენს დააფუძნებინებს, "შოტლანდიის
წმინდა ანდრეას რაინდთა ორდენს".
თაროდან დიდი ინგლისური ლექსიკონი ჩამოვიღე. bannok
შუა საუკუნეების ინგლისურში (bannuc ძველ საქსონურში,
bannach გელურ ენაზე) ქერის, შვრიის ან სხვა მარცვლეულის

576
ერთგვარი კვერია, რომელსაც გახურებულ კეცზე ან მაყალზე
აცხობენ. Burn დინებას ნიშნავს, ახლა ისე უნდა მეთარგმნა ეს
სიტყვა, როგორც მას ფრანგი ტამპლიერები გადათარგმნიდნენ,
რომლებიც შოტლანდიიდან თავიანთ პროვენელ თანამემამუ-
ლეებს შეტყობინებებს უგზავნიდნენ. რაღაც ამდაგვარი გამო-
დის: კვერის, იგივე პურის, დინება. ანუ ის, ვინც პური შეჭამა,
ისაა, ვინც "პურის დინებაში" გაიმარჯვა, მაშასადამე, ეს შოტ-
ლანდიური ჯგუფია, რომელიც იმ დროს, ალბათ, ბრიტანეთის
ყველა კუნძულზეა უკვე დამკვიდრებული. ლოგიკურია:
პორტუ-გალია - ინგლისი, აი, ყველაზე მოკლე მანძილი!
არავითარი პო-ლუსიდან - პალესტინამდე.

577
68

"შენი სამოსი იყოს სპეტაკი... თუ დაღამდება, სანთლები აან-


თე, სანამ ყველაფერი არ გაკაშკაშდება... ახლა დაიწყე ასოთა
შეთავსება, ჯერ რამდენიმესი, შემდეგ ბევრის... დაალაგე,
შეუწ-ყვე ერთმანეთს, სანამ გულში სითბო არ ჩაგეღვრება.
ფრთხი-ლად იყავი ასოთა გადაადგილებებთან და იმასთან, რაც
შეიძ-ლება მათი შერევით მიიღო. და როცა გულში
მხურვალებას იგ-რძნობ, როცა ასოთა შეთანხმებით იმას
მიიღებ, რასაც შენით ვერაფრით გაიგებდი და რასაც ვერც
სწავლება გიკარნახებდა, როცა მზად იქნები ღვთიური ძალის
გულისგამგმირავი ნაკადის მისაღებად, მაშინ დაძაბე გონება,
აამოქმედე მთელი მისი სიღ-რმე, რომ საკუთარ გულში
გამოისახო სახელი და მისი მაღალი ანგელოზები, ისე, თითქოს
ადამიანური ქმნილებანი იყვნენ, რომლებიც გარს გახვევია".136
- ურიგო არაა, - თქვა ბელბომ. - და ამ შემთხვევაში თავშესა-
ფარი რაღაა?
ექვსი ჯგუფი ექვს სხვადასხვა ადგილზე სახლდება, მაგრამ
"თავშესაფრად" მხოლოდ ერთი იწოდება. საინტერესოა. ეს ნიშ-
ნავს, რომ დანარჩენ ადგილებში, მაგალითად პორტუგალიასა და
ინგლისში, ტამპლიერებს მშვიდად შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა
შენიღბული სახელით, ამ ადგილას კი ისინი იმალებიან. ჩემი
აზრით, "თავშესაფარი" ის ადგილია, სადაც პარიზელი ტამ-
პლიერები დაიმალნენ ტაძრის დატოვების შემდეგ. თან ინგლი-
სიდან საფრანგეთამდე მოკლე მანძილიცაა და ლოგიკურია, ვი-

Abulafia, Hayye ha -'Olam ha -Ba


578
ფიქროთ, რომ ტამპლიერებმა სამალავი თავად პარიზში მოიწ-
ყვეს, რომელიღაც დაცულ, საიდუმლო ადგილას. ისინი ჭკვიანი
პოლიტიკოსები იყვნენ და წარმოედგინათ, რომ ორას წელიწად-ში
ყველაფერი შეიცვლებოდა და დღის სინათლეზე შეძლებდნენ
გამოსვლას, თუ ბოლომდე არა, ნაწილობრივ მაინც.
კარგი, პარიზი იყოს. მეოთხე ადგილს რა ვუყოთ?
პოლკოვნიკი შარტრზე ფიქრობდა, მაგრამ თუ პარიზს მესა-
მედ განვიხილავთ, შარტრი მეოთხე ვერ იქნება, რადგან გეგმა
ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრებს უნდა მოიცავდეს.
თანაც, პოლიტიკურ კვალს თუ გავყვებით, მისტიკურ კვალს
ვკარგავთ. ვფიქრობ, მარშრუტი სინუსოიდის ტრაექტორიას
მიჰ-ყვება, ასე რომ, წესით, ჩრდილოეთ გერმანიას უნდა
მივადგეთ. წყლის (თუ მდინარის, ანუ რაინის) იქით გერმანულ
მიწაზე მთე-ლი ქალაქია, ეკლესია კი არა, მთელი ქალაქი,
რომელიც ღვთისმშობლის სახელს ატარებს. გდანსკთან ახლოს
ღვთის-მშობლის ქალაქია, მარიენბურგი.
რატომ მაინცდამაინც მარიენბურგი?
იმიტომ, რომ ეს ტევტონ რაინდთა დედაქალაქია! ტამ-
პლიერებსა და ტევტონებს შორის უკეთესი ურთიერთობაა, ვიდ-
რე ტამპლიერებსა და ჰოსპიტალიერებს შორის, რომლებიც სვა-
ვებივით გაფაციცებულები ელოდნენ ორდენის განადგურებას,
რომ მისი ქონება ჩაეგდოთ ხელში. ტევტონთა ორდენი პალეს-
ტინაში გერმანელმა იმპერატორებმა დააფუძნეს ტამპლიერებ-თან
დასაპირისპირებლად, მაგრამ ტევტონებს მალევე უხმეს
ჩრდილოეთში პრუსიელ ბარბაროსებთან გასამკლავებლად. იმ-
დენად კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და ისე მომძლავ-
რდნენ, რომ ორ საუკუნეში პრაქტიკულად სახელმწიფოდ გადა-
იქცნენ, რომელმაც ბალტიის ზღვის მთელი მიმდებარე ტერიტო-

579
რიები მოიცვა და პოლონეთი, ლიტვა და ლივონიაც დაიქვემდე-
ბარა. მათ დააარსეს კენიგსბერგიც და სულ ერთადერთხელ და-
მარცხდნენ ალექსანდრე ნეველთან ბრძოლაში, ესტონეთში.
დაახლოებით იმ დროს, როცა პარიზში ტამპლიერები დააპატიმ-
რეს, ტევტონებმა თავიანთ დედაქალაქად მარიენბურგი
გამოაც-ხადეს. თუ მართლა არსებობდა სულიერი რაინდობის
გეგმა სამ-ყაროს დასაპყრობად, უეჭველია, რომ ტამპლიერებმა
და ტევ-ტონებმა გავლენის ტერიტორიები გადაინაწილეს.
- იცით, რა? - თქვა ბელბომ. - მომწონს ეს ვერსია. ახლა
მეხუ-თე ადგილი ვნახოთ. ეს პოპლიკანები სადღა არიან?
არ ვიცი, - ჩავილაპარაკე.
იმედს მიცრუებთ, კაზობონ. "აბულაფიას" ხომ არ ვკითხოთ?
არავითარ შემთხვევაში, - სასწრაფოდ ვუპასუხე. - "აბულა-
ფიამ" უცნობი კავშირები უნდა გვიკარნახოს, მაგრამ პოპლიკა-
ნები მონაცემია და არა კავშირი, მონაცემები კი სემ სპეიდის
საქმეა. რამდენიმე დღე მაცადეთ.
ორ კვირას გაძლევთ, - თქვა ბელბომ. - თუ ორ კვირაში
პოპლიკანებს არ ჩამაბარებთ, თორმეტწლიანი დავარგების "ბა-
ლანტინი" თქვენზეა.
ჩემი ჯიბისთვის მეტისმეტი იყო. ერთ კვირაში ჩავაბარე პოპ-
ლიკანების ამბავი ჩემს გაუმაძღარ თანამოაზრეებს.
ყველაფერი გავარკვიე. მოთმინება გმართებთ, რადგან მე-ოთხე
საუკუნიდან მომიწევს დაწყება, ბიზანტიური მიწებიდან, როცა
ხმელთაშუა ზღვის აუზში მანიქეიზმის მიმდინარეობები
გავრცელდა. ჯერ არქონტებით დავიწყოთ, რომლებიც სომხეთ-ში
დააარსა პეტრე კაფარბარუხმა. უნდა ვაღიაროთ, რომ დაუვიწყარი
სახელია. ანტიიუდეველები არიან, მათთვის ეშმაკი იგივე
საბაოთია, იუდეველთა ღმერთი, რომელიც მეშვიდე ცაზე

580
ცხოვრობს. სინათლის დიდ დედასთან, მერვე ცაზე
მისაღწევად, საბაოთისა და ნათლობის საიდუმლოს უარყოფაა
საჭირო. რას იტყვით?
უარვყოფთ, - თქვა ბელბომ.
მაგრამ არქონტები ჯერ სრულიად უწყინრები არიან. მეხუთე
საუკუნეში გამოჩნდნენ მესალიანელები, რომლებიც, სხვათა
შორის, მეთერთმეტე საუკუნემდე შემორჩნენ თრაკიაში. მესა-
ლიანელები დუალისტები კი არა, მონარქიანელები არიან. მაგ-რამ
მათაც გასვრილი აქვთ ხელი ჯოჯოხეთის ამბებში. ზოგიერ-თი
წიგნში მათ ბორბორიტებადაც მოიხსენიებენ, ეს სიტყვა borboros-
დან მოდის, რაც ტალახს ნიშნავს. იმ სიბინძურეთა გა-მო შეარქვეს
ეს სახელი, რასაც აკეთებდნენ.
მაინც რას აკეთებდნენ ასეთს?
ახალი არაფერი, ძველი ამბებია... ქალები და კაცები პეშ-ვით
აგროვებდნენ საკუთარ უწმინდურ გამონადენს, ანუ სპერმა-სა
და მენსტრუალურ სისხლს, ხელს ცისკენ აღაპყრობდნენ, გა-
მოაცხადებდნენ, რომ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცი იყო და
ჭამდნენ მას. ფეხმძიმე ქალს, როცა ნაყოფი საკმარისად მომ-
წიფდებოდა, საშოში ხელს შეუყოფდნენ, ჩანასახს გამოგლეჯ-
დნენ, გასრესდნენ, თაფლითა და პილპილით შეაზავებდნენ და
მიირთმევდნენ.
რა საზიზღრობაა! თაფლი და პილპილი? - აიმრიზა დიოტა-
ლევი.
ასეთები გახლდნენ მესალიანელები, რომლებსაც ზოგი
სტრატიოტებსა და ფიბიონიტებსაც ეძახის, ზოგიც - ბარბელი-
ტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ნაასეველებად და ფემიონიტე-
ბად იყოფიან. თუმცა ეკლესიის მამათაგან ზოგიერთი ბარბელი-
ტებს გვიანდელ გნოსტიკოსებად, მაშასადამე - დუალისტებად

581
მიიჩნევს, რომლებიც "ბარბელოს დიდ დედას" ეთაყვანებოდნენ.
მათი მიმდევრები ბორბორიანელებს ჰილიკიანებს, ანუ მატერი-ის
შვილებს, ეძახდნენ. ისინი ფსიქიკოსებისგანაც განსხვავდე-ბიან
(ფსიქიკოსები ცოტათი უკეთესები იყვნენ) და პნევმატიკო-
სებისგანაც (პნევმატიკოსები რჩეულები არიან, "როტარი კლუ-ბი"
და მისთანანი). მაგრამ სტრატიოტები, შესაძლოა, მითრაიზ-მის
მიმდევართათვის იგივე ჰილიკიანები იყვნენ.
ცოტა გაუგებარი ხომ არ არის ეს ყველაფერი? - იკითხა
ბელბომ.
რა თქმა უნდა, არის. ამ ხალხს არანაირი დოკუმენტი არ
დაუტოვებია. მხოლოდ ის ვიცით მათზე, რასაც ჭორების სახით
უვრცელებდნენ მტრები. მაგრამ მთავარი ეს არაა. ეს ყველაფე-რი
მხოლოდ იმაში თუ გამოგვადგება, წარმოვიდგინოთ, რა დომხალი
იყო მაშინ ახლო აღმოსავლეთში და გავარკვიოთ, საიდან მოდიან
პავლიკიანები. ისინი ვინმე პავლე სამოსატელის მიმდევრები
არიან, რომლებსაც ალბანეთიდან გაძევებული ხატმებრძოლები
შეუერთდნენ. მერვე საუკუნიდან პავლიკიანები სწრაფად
მომრავლდნენ, სექტიდან თემად გადაიქცნენ, თემი-დან -
დაჯგუფებად, დაჯგუფებიდან - პოლიტიკურ ძალად და ბი-
ზანტიის შეშფოთებულმა იმპერატორებმა მათ დასათრგუნად ჯა-
რები გაგზავნეს. პავლიკიანებმა კი არაბული სამყაროს საზ-
ღვრებს მიაღწიეს, ევფრატის გასწვრივ დასახლდნენ და შავ
ზღვამდე დაიკავეს ბიზანტიის ტერიტორია. ყველგან საკუთარ
კოლონიას აფუძნებდნენ და XVII საუკუნეშიც კი ვხვდებით მათ,
როცა საბოლოოდ იეზუიტებმა მოაქციეს. თუმცა პატარ-პატარა
თემები ბალკანეთის არეალში და მის იქითაც დღემდეა შემორ-
ჩენილი. ახლა რის სწამთ პავლიკიანებს? ერთი და სამარსება
ღმერთის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დემიურგმა ნამდვი-

582
ლად შექმნა სამყარო, და რა შედეგიც მიიღო, ყველანი ვხედავთ.
ისინი ძველ აღთქმას, წმინდა საიდუმლოებებს უარყოფენ, ეზიზ-
ღებათ ჯვარი და არ ცნობენ წმინდა ქალწულს, რადგან მათთვის
ქრისტე პირდაპირ ცაში განსხეულდა და ისე გაიარა მარიამის
სხეული, როგორც გვირაბი. ბოგომილებმა მოგვიანებით სწო-რედ
მათი ზეგავლენით დაასკვნეს, რომ ქრისტე მარიამის ერთ ყურში
შევიდა და მეორიდან გამოვიდა, ისე, რომ ქალს ეს არც კი
შეუმჩნევია. ზოგიერთები პავლიკიანებს მზისა და ეშმაკის
თაყვანისცემაში ადანაშაულებენ და ამბობენ, ჩვილების სისხლს
ურევენ ევქარისტიულ პურსა და ღვინოშიო.
ამას სხვებზეც ამბობენ.
იმ დროში ერეტიკოსისთვის წირვაზე სიარული ნამდვილი
სატანჯველი უნდა ყოფილიყო. გამუსლიმება უფრო ადვილი
იყო. ასეთი ტიპები იყვნენ. ამას იმიტომ გიყვებით, რომ როცა
დუალისტი ერეტიკოსები იტალიასა და პროვანსში მომრავ-
ლდნენ, პავლიკიანებთან მსგავსებაზე მისანიშნებლად მათაც
პოპლიკანებს, პუბლიკანებს, პოპულიკანებს ეძახდნენ,
რომლე-ბიც ფრანგულადაც ლაპარაკობდნენ!
მშვენიერია. ჩვენც ეს გვაწყობს!
დიახ. პავლიკიანები მეცხრე საუკუნეშიც აგიჟებდნენ
ბიზან-ტიის იმპერატორებს იქამდე, სანამ ბასილი იმპერატორმა
არ დაიფიცა, თუ ხელში ჩამივარდა მათი მეთაური, ხრიზოხერი,
რომელმაც ეფესოში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი
შეურაცხყო და ემბაზიდან ცხენები დაარწყულა....
ხო, მაგ უზნეობას არ იშლიდნენ... - ჩაურთო ბელბომ.
...საკუთარი ხელით ჩავარჭობ თავში სამ ისარსო! იმპერიის
ჯარი გაგზავნა მის დასამარცხებლად. ხრიზოხერი მართლაც შე-
იპყრეს, თავი წააგდებინეს და იმპერატორს გაუგზავნეს, რო-

583
მელმაც ხონჩაზე, თუ რა ვიცი, რაზე, დადო ის თავი და: წკაპ!
წკაპ! წკაპ! წამში დაასო ისრები. სავარაუდოდ, თვალებში და
პირში.
რა დახვეწილი ტიპები იყვნენ, - შენიშნა დიოტალევიმ.
ბოროტები არ იყვნენ, დამიჯერეთ, - უთხრა ბელბომ. - რწმე-
ნის ამბავია. საწადელ საგანთა არსი,137 ხომ იცით... განაგრძეთ,
კაზობონ, თორემ ჩვენს დიოტალევის თეოლოგიური სიფაქი-
ზეები მაინც არ ესმის, ბინძური ღვთისმკვლელია.
დავასრულებ: ჯვაროსნები პავლიკიანებს პირველი ჯვაროს-
ნული ლაშქრობის დროს შეხვდნენ ანტიოქიასთან ახლოს, სა-
დაც ისინი არაბების გვერდით იბრძოდნენ. შემდეგ
კონსტანტი-ნოპოლის ალყის დროსაც შეხვდნენ ერთმანეთს,
როცა ფილი-პოპოლისის პავლიკიანელთა თემი ბულგარეთის
მეფეს, იოანი-ცას, ეხმარებოდა, ხელში ჩაეგდო ქალაქი,
ფრანგების ჯინაზე. ამას ვილარდუენიც ამბობს. აი, სად შედგა
ტამპლიერებთან კავ-შირი. ჩვენი ამოცანაც ამოხსნილია.
ლეგენდა ამბობს, რომ ტამ-პლიერები კათარებით იყვნენ
შთაგონებულები, არადა, პირიქი-თაა, ტამპლიერები იყვნენ
შთაგონების წყარო კათარებისთვის. ისინი პავლიკიანებს
ჯვაროსნული ლაშქრობების დროს შეხ-ვდნენ და იდუმალი
კავშირები დაამყარეს მათთან, ისევე, რო-გორც მისტიკოსებთან
და მუსლიმ ერეტიკოსებთან. მგონი, საკ-მარისია, მთავარია,
მიმდევრობას გავყვეთ. მოკლედ, ბალკა-ნეთს ვერ ავცდებით.
რატომ?

ღვთაებრივი კომედია. სამოთხე. ქება XXIV, 64 (კ. გამსახურ-დიას


თარგმანი)

584
- იმიტომ, რომ ეჭვი არ მეპარება, მეექვსე შეხვედრა იერუსა-
ლიმში უნდა შემდგარიყო. გზავნილში წერია, რომ ქვასთან მის-
ვლაა საჭირო. სადაა ქვა, რომელსაც მუსლიმები ეთაყვანებიან
და თუ მისი ნახვა გვინდა, ფეხზე გახდა გვიწევს? ომარის
მეჩეთ-ში, იერუსალიმში, სადაც ოდესღაც ტამპლიერთა ტაძარი
იყო. არ ვიცი, ვინ უნდა დახვედროდათ მათ იერუსალიმში,
შეიძლება, გადარჩენილი, შენიღბული ტამპლიერების მცირე
ჯგუფი, ან პორტუგალიელებთან დაკავშირებული
კაბალისტები, მაგრამ ცხადია, რომ გერმანიიდან იერუსალიმში
მოსახვედრად ყველა-ზე ლოგიკური გზა ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე გადის. მეხუ-თე გუნდი სწორედ იქ იცდიდა
და ისინი პავლიკიანები იყვნენ. ხედავთ, ასე თუ ვიმსჯელებთ,
რა მკაფიო, გამჭვირვალე და მარ-ტივი ჩანს გეგმა?
ვაღიარებ, რომ დამარწმუნეთ, - თქვა ბელბომ. - მაგრამ
ბალკანეთში კონკრეტულად სად ელოდნენ პავლიკიანები?
ჩემი აზრით, პავლიკიანების ბუნებრივი მემკვიდრეები
ბულ-გარელი ბოგომილები იყვნენ, მაგრამ პროვენელმა ტამ-
პლიერებმა არ იცოდნენ, რომ მალე ბულგარეთს თურქები და-
იპყრობდნენ და ხუთი საუკუნე იბატონებდნენ იქ.
ესე იგი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გეგმა სადღაც გერმანე-
ლებსა და ბულგარელებს შორის გზაზე ფერხდება? დაახ-
ლოებით როდის უნდა მომხდარიყო ეს?
1824 წელს, - უპასუხა დიოტალევიმ.
მოიცა... რატომ?
დიოტალევიმ უცებ ჩამოწერა:
- 1344-ში თითოეული ჯგუფის პირველი დიდი მაგისტრები წი-
ნასწარ დადგენილ ექვს ადგილას დაბინავდნენ. ას ოცი წლის
ვადაში თითოეულ ჯგუფში ექვსი დიდი მაგისტრი ენაცვლება ერ-

585
თმანეთს და 1464 წელს ტომარის მეექვსე მაგისტრი ინგლისის
ჯგუფის მეექვსე მაგისტრს ხვდება. 1584 წელს მეთორმეტე ინ-
გლისელი მაგისტრი ხვდება მეთორმეტე ფრანგ მაგისტრს.
ჯაჭვი ამ რიტმით გრძელდება და თუ პავლიკიანებთან
შეხვედრა ჩაიშალა, ეს 1824 წელს უნდა მომხდარიყო.
დავუშვათ, რომ ის შეხვედრა ჩაიშალა, - განვაგრძე. - არ
მესმის, ასეთმა გამჭრიახმა ადამიანებმა, თანაც საბოლოო გზავ-
ნილის ოთხი მეექვსედით ხელში, როგორ ვერ მოახერხეს ამ და-
ნაკლისის აღდგენა. ან, თუ ბულგარელებთან შეხვედრა არ
შედ-გა, პირდაპირ შემდეგ ჯგუფს რატომ არ დაუკავშირდნენ.
კაზობონ, - მომიბრუნდა ბელბო, - რა გგონიათ, პროვენელი
შეთქმულები შტერები იყვნენ? თუ გზავნილის ექვსასი წლის მან-
ძილზე საიდუმლოდ შენახვას აპირებდნენ, სათანადო ზომებს არ
მიიღებდნენ? თითოეული ჯგუფის მაგისტრმა იცოდა, სად ენახა
შემდეგი ჯგუფის მაგისტრი, მაგრამ არაფერი იცოდა დანარჩენე-
ბის ადგილსამყოფელზე. და არც ერთმა არ იცოდა წინა ჯგუფე-ბის
მაგისტრთა ადგილსამყოფელი. საკმარისი იყო, გერმანე-ლებსა და
ბულგარელებს შორის შეხვედრა ჩაშლილიყო, და ვე-რასოდეს
გაიგებდნენ, სად მოეძებნათ იერუსალიმელები, იერუ-
სალიმელებს კი არასოდეს ეცოდინებოდათ, სად იყვნენ დანარ-
ჩენები. ხოლო რაც შეეხება გზავნილის ტექსტის აღდგენას, გა-
აჩნია, როგორ იყო ნაკლული მონაკვეთები ამოჭრილი. რა თქმა
უნდა, ტექსტი ლოგიკური მიმდევრობით არ იქნებოდა დანაწევ-
რებული. თუ მიმდევრობა არ იცი, საკმარისია, ერთი მონაკვეთი
აკლდეს, რომ გზავნილი გაუგებარი გახდება. და იმან, ვისაც
ნაკლული ნაწილი აქვს ხელთ, არ იცის, რა მოუხერხოს მას.
დაფიქრდით, - გვითხრა დიოტალევიმ, - თუ ის შეხვედრა არ
შედგა, გამოდის, რომ დღევანდელი ევროპა რაღაც იდუმალი
586
თეატრია, რომლის სცენაზეც ჯგუფები ერთმანეთს დაეძებენ და
ვერ პოულობენ და თითოეულმა იცის, რომ სულ მცირე მანძილი
აშორებს სამყაროზე ბატონობას. რა ჰქვია იმ მეფიტულეს, თქვენ
რომ ახსენებდით, კაზობონ? იქნებ შეთქმულება მარ-თლაც
არსებობს და ისტორია მხოლოდ დაკარგული გზავნილის
გაშიფვრისთვის ბრძოლის შედეგია? ჩვენ ვერ ვხედავთ მათ,
ისინი კი უხილავად მოქმედებენ ირგვლივ.
ბელბოსა და მე, როგორც ჩანს, ერთი აზრი დაგვებადა, ერ-
თდროულად ავლაპარაკდით. სულ ცოტა გვაკლდა საჭირო ბმის
მისაგნებად. უკვე ისიც ვიცოდით, რომ პროვენის გზავნილში
ნახსენები ცნობებიდან მინიმუმ ორი, ექვს ჯგუფად დაყოფილი
უხილავი ოცდათექვსმეტი და ასოცწლიანი ვადა, როზენკროიცე-
რებთან დაკავშირებულ დებატებშიც გვხვდებოდა.
თანაც გერმანელები იყვნენ, - ვთქვი. - როზენკროიცერთა
მანიფესტებს გადავიკითხავ.
კი მაგრამ, თავად არ თქვით, ყალბი იყოო? - გაოცდა ბელ-
ბო.
მერე რა? ჩვენც ხომ სიყალბეს ვთხზავთ?
მართალია. კინაღამ დამავიწყდა, - ჩაილაპარაკა ბელბომ.

587
69

Elles deviennent le Diable: d é biles, timor é es, vaillantes à des


heures exceptionnelles, sanglantes sans cesse, lacrymantes,
caressantes, avec des bras qui ignorent les lois...
Fi! Fi! Elles ne valent rien, elles sont faites d'un c ô t é , d'un os
courbe, d'une dissimulation rentr é e... Elles baisent le serpent...
(Jules Bois, Le satanisme et la magie, Paris, Chailley, 1895, p.
12)138
კინაღამ დაავიწყდა. ახლა ვხვდები ამას. ნამდვილად მაშინ-
დელია ეს მოკლე, ბუნდოვანი ჩანაწერი.
ენოია.doc
სახლში დაბრუნდი, არ გელოდი. მოსაწევი გქონდა. არ მინ-
დოდა, რადგან არანაირ მცენარეულ ნივთიერებას არ მივცემ სა-
შუალებას, ჩემს ტვინზე იმოქმედოს, დაასუსტოს ის (თუმცა
ვტყუი, რადგან თამბაქოს ვეწევი და ხორბლის არაყსაც ვსვამ).
ისე, სამოციანი წლების დასაწყისში, თითების დაწვამდე რომ ვე-

"ქალები ეშმაკებად გადაიქცევიან: სუსტები, მშიშრები და


მხოლოდ იშვიათად - თა მა მები, უწყვეტად სისხლმდინარენი,
აცრემლებულნი, ალერსიანნი, მკლავებით, რო მელ თათვისაც
ყოველგვარი წესი უცხოა... ფუ! ფუ! არაფრად ღირან, ნეკნიდან,
ერ თი მოღუნული ძვლიდან ნაშობნი, ხელახალი სიყალბის ნა-
ყოფნი... ისინი გველს ჰკოცნიან..."
(ჟიულ ბუა, "სატანიზმი და მაგია", პარიზი, გამომცემლობა
Chailley, 1895, გვ. 12)
588
წეოდით ერთ პაპიროსს წრეზე და იმ საძაგელ, ნერწყვით დამ-
ბალ ქაღალდს პირში ვიდებდი, სიცილი მიტყდებოდა.
მაგრამ გუშინ შენ მთავაზობდი მოსაწევს და ვიფიქრე, რომ
ამით, ალბათ, საკუთარ თავს მთავაზობდი. ამიტომ, ნდობით
აღ-ვსილმა, მოვწიე. მერე ერთმანეთზე მიკრულებმა ვიცეკვეთ,
რო-გორც ადრე ცეკვავდნენ ხოლმე - ღმერთო, რა სირცხვილია -
მა-ლერის მეოთხე სიმფონიის ჰანგებზე. მეჩვენებოდა, რომ
ჩემს მკლავებში ანტიკური ხანის ქმნილება იბადებოდა, ბებერი
თხის ლამაზი და დანაოჭებული სახით, გველი, რომელიც ჩემი
სხეულის სიღრმიდან ამოდიოდა და ვეთაყვანებოდი მას, რო-
გორც ანტიკურ, პირველქმნილ დიაცს. შენს სხეულზე
მოკრული ვმოძრაობდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ იწევდი
ჰაერში, ოქ-როდ იქცეოდი, დახშულ კარს აღებდი და ჰაერში
გადააადგი-ლებდი საგნებს. შენი მუცლის ბნელ წიაღში
შემოვდიოდი, Megale Apophasis,139 ანგელოზთა ტყვის. განა
შენ არ გეძებდი? ალბათ, აქ ვარ და ისევ შენ გელი. იმიტომ
დაგკარგე ამდენჯერ, რომ ვერც ერთხელ ვერ გიცანი,
ვერასოდეს გავბედე? იმიტომ დაგკარგე ამდენჯერ, რომ
ვიცოდი, რომ გცნობდი და ვიცოდი, რომ უნდა დამეკარგე?
სად დაიკარგე წუხელ? საშინელი თავის ტკივილით
გამეღვი-ძა დილით.

"დიადი აპოფაზისი" (მოციქულთა თანამედროვე გნოსტიკოსი


ფილოსოფოსის, სიმონ მოგვის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომი)

589
70

"მაგრამ კარგად გვახსოვს იდუმალი მინიშნება ას ოც წელი-


წადზე, რომელიც ძმა ა.-მ, დ.-ს მომდევნომ და მიმდევრობის
მეორე რიგში უკანასკნელმა - რომელიც ბევრი ჩვენგანის გვერ-
დით ცხოვრობდა - გადმოგვცა ჩვენ, მიმდევრობის მესამე
რიგში მყოფთ..."140
როზენკროიცერების მანიფესტებს დავეწაფე, "Fama"-სა და
"Confessio"-ს. ვალენტინ ანდრეეს "კრისტიან როზენკროიცის
ქიმიურ ქორწილსაც" ჩავხედე, რადგან ანდრეე მანიფესტების
ავტორად ითვლებოდა.
მანიფესტები გერმანიაში 1614-1616 წლებში გამოჩნდა,
ფრანგებსა და ინგლისელებს შორის 1584 წლის შეხვედრიდან
ოცდაათიოდე წლის შემდეგ და თითქმის ერთი საუკუნით
ადრე, ვიდრე ფრანგები და გერმანელები უნდა შეხვედროდნენ
ერთმა-ნეთს.
მანიფესტები იმ განწყობით წავიკითხე, რომ მათში ნათქვამი
არაფერი დამეჯერებინა. საღად, გამჭვირვალედ უნდა დამენახა
ისინი, როგორც ტექსტები, რომლებიც რაღაც სხვაზე ლაპარა-
კობდნენ. ვიცოდი, რომ ამ განსხვავებული მნიშვნელობის ამო-
საკითხად გარკვეული მონაკვეთები უნდა გამომეტოვებინა, ზო-
გიერთი წინადადება დანარჩენებზე უფრო მნიშვნელოვნად მი-
მეჩნია. ეს კი ზუსტად იგივე იყო, რასაც ჩვენი ეშმაკეული ავტო-
რები და მათი მოძღვრები აკეთებდნენ. როცა აღმოჩენების ფა-

Fama Fraternitatis, in Allgemeine und generai Reformation,


Cassel, Wessel, 1614
590
ქიზ სივრცეში შეცურავ, ლოგიკის ხილულ თუ უხილავ
ჯაჭვებსა და მათ მონოტონურ მიმდევრობას არ უნდა მისდიო.
თანაც, თუ სიტყვასიტყვით გაიგებდი მათ, ეს მანიფესტები
აბსურდის, წინა-აღმდეგობების, გაუგებარი ამოცანების გროვა
იყო და მეტი არა-ფერი.
ასე რომ, იმას ვერაფრით ვერ იტყოდნენ, რაზეც ღიად ლაპა-
რაკობდნენ. მაშასადამე, ეს ტექსტები არც რამე ღრმა სულიერ
რეფორმაზე მინიშნება იყო და არც საბრალო კრისტიან როზენ-
კროიცის ამბავზე, არამედ რაღაც კოდირებული გზავნილი იყო
და სათანადო ფილტრის, ბადის მოძებნა იყო საჭირო მის წასა-
კითხად. ფილტრი ხომ სწორედ ამას ნიშნავს, რაღაცას ატარებს,
რაღაც კი ზედ რჩება. პროვენის დაშიფრული გზავნილივით
იყო, სადაც მხოლოდ საწყისი ასოები იყო მნიშვნელოვანი.
არავითა-რი ფილტრი არ მქონდა ხელთ, თავად უნდა
წარმომედგინა იგი და ამისთვის ურწმუნო თვალით, ცივი
გონებით კითხვა იყო სა-ჭირო.
მანიფესტები ნამდვილად პროვენის გზავნილზე ლაპარაკობ-
დნენ. კ. რ.-ს საფლავში (გრანჟ-ო-დიმის ალეგორია, 1344 წლის
ივნისის ღამე!) შეინახეს განძი, რომ ის მომავალ თაობებს
ეპოვათ, განძი, "დამალული... ას ოცი წლით". და ისიც სრულიად
აშკარა გახლდათ, რომ ეს მატერიალური განძი არ იყო. ეს ტექ-
სტები არა მხოლოდ აქიაქებდა ალქიმიკოსთა გულუბრყვილო
სიხარბეს, არამედ პირდაპირ ამბობდა, დანაპირები უზარმაზარ
ისტორიულ ცვლილებას წარმოადგენსო. და თუ ვინმე ვერ
გაიგებდა პირველ მანიფესტს, მეორე კიდევ უფრო მკაფიოდ
აზუსტებდა, რომ დაუშვებელი იყო miranda sextae aetatis-ის
(მეექვსე, საბოლოო შეხვედრის საოცრებათა!) უგულებელყოფა და
იმეორებდა: "ღმერთს რომ ენებებინა, ჩვენამდე მოეტანა თა-

591
ვისი მეექვსე ლამპრის შუქი... შესაძლებელი რომ ყოფილიყო
ყველაფრის ერთ წიგნში ამოკითხვა და ასე გაგება და გახსენება
იმისა, რაც იყო... რაოდენი ბედნიერება იქნებოდა, შესაძლებე-
ლი რომ ყოფილიყო, გალობით (ხმამაღლა წაკითხული გზავნი-
ლით!) კლდეები (lapis exillis!) მარგალიტებად და ძვირფას ქვე-
ბად გარდაქმნილიყო..."
რაღაც ამოუხსნელ საიდუმლოებებს ახსენებდა, ახალ მმარ-
თველობას, რომელიც ევროპაში უნდა შექმნილიყო, რაღაც
"დიდ საქმეს", რომელიც უნდა აღსრულებულიყო...
ამბობდა, რომ კ. რ. ესპანეთში (თუ პორტუგალიაში?) წასუ-
ლიყო და იქაური სწავლულებისთვის ეჩვენებინა, "სად ამოეკით-
ხათ მომავალ საუკუნეთა ნამდვილი მინიშნებები", თუმცა ამა-
ოდ. რატომ ამაოდ? რატომ გამოამზეურა ასე საქვეყნოდ მეჩ-
ვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ტამპლიერთა ერთმა გერმანულ-
მა ჯგუფმა რუდუნებით ნანახი საიდუმლო? სააშკარაოზე გამოს-
ვლა იმისთვის ხომ არ სჭირდებოდათ, რომ ჯაჭვში მომხდარი
რაღაც ხარვეზი, შეფერხება გამოესწორებინათ?
ვერავინ უარყოფდა, რომ მანიფესტები გეგმის ეტაპებს ზუს-
ტად ისე ასახავდა, როგორც ისინი დიოტალევიმ წარმოიდგინა.
პირველი შეფიცული ძმა, რომლის სიკვდილიცაა ნახსენები, უფ-
რო სწორად, ნათქვამია, რომ ის "ზღვართან" მივიდა, იყო ძმა I.O.
ის ინგლისში გარდაიცვალა. მაშასადამე, ვიღაც წარმატე-ბით
მისულა პირველ შეხვედრაზე. ნახსენები იყო მიმდევრობის მეორე
და მესამე რგოლებიც: აქამდე, როგორც ჩანს, ყველაფე-რი
წესისამებრ მიდიოდა: მეორე, ინგლისური ხაზი, მესამეს,
ფრანგულს, ხვდება 1584 წელს. შესაბამისად, მეჩვიდმეტე
საუკუნის დასაწყისის ტექსტში მხოლოდ იმაზე შეიძლება იყოს
მინიშნება, რაც პირველ სამ ჯგუფს შეემთხვა. "ქიმიურ ქორწილ-

592
ში", რომელიც ანდრეემ სიყმაწვილეში დაწერა, ანუ მანიფესტე-
ბის გამოსვლამდე (ისინი ხომ 1614-16-ში გამოჩნდა), სამი დი-
დებული ტაძარია ნახსენები, სამი ადგილი, რომლებიც მაშინ
უკ-ვე ცნობილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ის ორი მანიფესტი, მართა-
ლია, ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ პირველის
გამოქვეყნებიდან მეორეს გამოსვლამდე რაღაც შემაშფოთებე-
ლი მომხდარიყო.
მაგალითად, რატომ იყო მათში ასეთი დაჟინება: "ჟამი დად-გა",
"დრო მოვიდა", მიუხედავად იმისა, რომ მტერი ათასგვარი ხრიკით
ცდილობს ამ შემთხვევას ხელს შეუშალოს? რა შემთხვე-ვას?
ტექსტი ამბობდა, კ. რ.-ს საბოლოო სამიზნე იერუსალიმი იყო,
მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიაო. რატომ? არაბებს აქებდა, ისინი
ოსტატურად გადასცემენ ერთმანეთს გზავნილებს, გერმა-ნიის
სწავლულები კი ერთმანეთს ვერ დახმარებიანო. ნახსენები იყო
ასევე "დიდი ჯგუფი, რომელიც ლამობდა, მთლიანად დაპატ-
რონებოდა საძოვარს". ანუ ამ ტექსტებში მხოლოდ ის კი არაა
ნათქვამი, რომ ვიღაც გეგმის ჩაშლას ცდილობს რაღაც ინტერე-სის
გამო, არამედ ისიც, რომ გეგმა მართლა ჩაიშალა.
"Fama"-ში ნათქვამია, თავიდან ვიღაცამ მაგიური წერილი
დაწერა (ცხადია, პროვენის გზავნილი იგულისხმება), მაგრამ
ღვთიური საათი თითოეულ წუთს ითვლის, "მაშინ, როცა ჩვენი
საათებსაც ვეღარ აღრიცხავსო". ვინ ვერ აუწყო ფეხი ღვთის სა-
ათს, ვინ ვერ მიაღწია საჭირო დროს საჭირო ადგილამდე? მი-
ნიშნება იყო ძმათა საწყის ჯგუფზე, რომლებსაც რაღაც იდუმალი
ნააზრევი უნდა გაეცხადებინათ, მაგრამ ამის ნაცვლად მსოფლი-
ოს სხვადასხვა მხარეში გაფანტვა გადაეწყვიტათ.

593
მანიფესტებიდან ეჭვი, დაბნეულობა გამოსჭვიოდა.
პირველი დაჯგუფებების ძმებს ეზრუნათ, რომ ისინი
"ღირსეულ მიმდევ-რებს" ჩაენაცვლებინათ, მაგრამ მათ
"გადაწყვიტეს, იდუმალად შეენახათ... თავიანთი საფლავები
და დღემდე არ ვიცით, სად გა-ნისვენებენ".
რაზე მიანიშნებდა ეს? რა უნდა შეენახათ იდუმალად? რომე-
ლი საფლავის ადგილი იყო უცნობი? აშკარა იყო, მანიფესტები
იმიტომ დაიწერა, რომ რაღაც ცნობა დაკარგულიყო და მათი სა-
შუალებით საჯაროდ მოუწოდებდნენ იმას, ვინც რამე იცოდა, გა-
მოჩენილიყო, ხმა ამოეღო.
"Fama"-ს დასასრული სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო:
"კვლავ მოვუწოდებთ თითოეულ სწავლულს ევროპაში...
ყურად იღოს ჩვენი თხოვნა... გაგვაგებინოს, რას ფიქრობს... და
თუმცა ჯერ არ ვამხელთ საკუთარ ვინაობას... თითოეული,
ვინც თავის სახელს შეგვატყობინებს, პირდაპირ, ცოცხლად
დაგველაპარა-კება. ან - თუ თავად ამჯობინებს ამას -
წერილობით შეგვეხმიანე-ბა".
ზუსტად იგივე სურდა პოლკოვნიკს თავისი წიგნის გამოქვეყ-
ნებით: უნდოდა, ვიღაცეები ეიძულებინა, დუმილი დაერღვიათ.
რაღაც წყვეტა, პაუზა, შეფერხება მომხდარიყო. რაღაც გარ-
ღვევა. კ. რ.-ის საფლავზე არა მხოლოდ post 120 annos patebo
ეწერა შეხვედრების პერიოდულობაზე მისანიშნებლად, ეწერა
ასევე Nequaquam vacuum: "არავითარი სიცარიელე", უფრო
სწორად, "არ უნდა იყოს სიცარიელე"! არადა, ეს სიცარიელე
წარმოქმნილიყო და მისი ამოვსება იყო საჭირო!
თავს ვიტეხდი: რატომ ითქვა ეს სიტყვები მაინცდამაინც გერ-
მანიაში, სადაც მეოთხე ჯგუფი მშვიდად და უდრტვინველად უნ-
და დალოდებოდა საკუთარ რიგს? 1614 წელს გერმანელები ვე-

594
რაფრით ვერ იდარდებდნენ მარიენბურგში 1704 წელს ჩაშლილ
შეხვედრაზე! ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა
აქე-დან: გერმანელები იმას ჩიოდნენ, რომ წინა შეხვედრა არ
შემ-დგარიყო!
აი, გასაღები! მეოთხე ხაზის გერმანელები იმას დარდობ-დნენ,
რომ მეორე ხაზის ინგლისელები მესამე ხაზის ფრანგებს ვერ
შეხვდნენ! ტექსტში სრულიად აშკარად ჩანდა ლამის ბავ-შვურად
სწორხაზოვანი ალეგორიები: ხსნიან კ. რ.-ის საფლავს და მასში
პოულობენ პირველი და მეორე წრის ძმათა ხელმოწე-რებს, მაგრამ
არა მესამის! პორტუგალიელები და ინგლისელე-ბი აქ არიან,
მაგრამ სად არიან ფრანგები? მოკლედ, როზენ-კროიცერთა ორი
მანიფესტი, თუკი მათ სწორად წაკითხვას შეძ-ლებდი, იმაზე
მიანიშნებდა, რომ ინგლისელები და ფრანგები ასცდნენ
ერთმანეთს. ეჭვგარეშეა, რომ როზენკროიცერები დღის
სინათლეზე გამოსვლას არ მოერიდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ
რისკავდნენ. ეს გეგმის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. მაგრამ,
ჩვენი სქემის მიხედვით, მხოლოდ ინგლისელებმა იცოდნენ, სად
შეეძლოთ ფრანგების პოვნა, ფრანგები კი ერთა-დერთები იყვნენ,
ვინც იცოდა, სად შეხვედროდა გერმანელებს. მაშ როგორ
მოახერხეს ინგლისელებმა გერმანელებთან შეხ-ვედრა
ფრანგებთან მათ დათქმულ შეხვედრაზე თითქმის ერთი
საუკუნით ადრე? ამ შეკითხვაზე ჯერ პასუხი არ გვქონდა.

595
71

"ზუსტად არც კი ვიცით, მეორე ხაზის ძმებს ჰქონდათ თუ


არა იგივე ცოდნა, რაც პირველისას, არც ის, ხელი
მიუწვდებოდათ თუ არა ყველა საიდუმლოზე".141
ბელბო და დიოტალევი შეთანხმდნენ, რომ მანიფესტების
იდუმალი შინაარსი ოკულტისტისთვისაც კი სრულიად
ნათელი იყო.
ჩვენ ჯიუტად ვფიქრობდით, რომ გეგმა გერმანელებსა და
პავლიკიანებს შორის შეფერხდა, სინამდვილეში კი ეს პროცესი
1584 წელს, ინგლისიდან საფრანგეთში გადასვლის დროს შეწ-
ყვეტილა, - თქვა დიოტალევიმ.
რატომ? - იკითხა ბელბომ. - რის საფუძველზე ვასკვნით,
რომ 1584-ში ინგლისელები ასცდნენ ფრანგებს? ინგლისელებ-
მა ხომ იცოდნენ, სად იყო "თავშესაფარი", მეტიც, მათ გარდა
არც არავინ იცოდა ეს.
სიმართლე სწყუროდა. "აბულაფია" ჩართო. საცდელად მხო-
ლოდ ორი მონაცემი შეიყვანა კავშირის დასადგენად. შედეგი
ასეთი იყო:
"მინი მიკი-მაუსის შეყვარებულია".
"ოცდაათი დღეა ნოემბერში, აპრილ-ივნის-სექტემბერშიც".

Fama Fraternitatis, in Allgemeine und general Reformation, Cassel,


Wessel, 1614

596
ეს როგორღა გავიგოთ? - იკითხა ბელბომ. - მინის შეხვედრა
აქვს მიკი-მაუსთან, მაგრამ შეცდომით ოცდათერთმეტ სექტემ-
ბერს დაუთქვამს შეხვედრას და მიკი-მაუსი...
მოიცათ! - შევყვირე. - მინი შეცდომას მხოლოდ მაშინ დაუშ-
ვებდა, თუ 1582 წლის 5 ოქტომბერს დაუთქვამდა შეხვედრას!
რატომ?
კალენდრის გრეგორიანული რეფორმა! როგორ ვერ მოვი-
ფიქრე! 1582-ში გრეგორიანული რეფორმა ამოქმედდა, რო-
მელმაც იულიუსის კალენდარი გაასწორა და წონასწორობის
აღსადგენად ოქტომბრის თვის ათი დღე ამოაგდო, 5-იდან 14--
მდე!
კი მაგრამ, საფრანგეთში 1584 წელსაა შეხვედრა დანიშნუ-
ლი, წმინდა იოანეს ღამეს, 23 ივნისს, - თქვა ბელბომ.
ჰო, მაგრამ, თუ სწორად მახსოვს, რეფორმირებული კალენ-
დარი ყველგან ერთდროულად არ ამოქმედებულა, - თაროდან
"მარადიული კალენდარი" გადმოვიღე. - აი: რეფორმა 1582
წელს გამოცხადდა და 5-იდან 14 ოქტომბრამდე დღეები კალენ-
დრიდან ამოიჭრა, მაგრამ ეს მხოლოდ პაპისთვის იყო ძალაში.
საფრანგეთმა რეფორმა 1583 წელს გაიზიარა და 10-იდან 19
დეკემბრამდე გააუქმა კალენდრიდან. გერმანიაში კი, გახსოვთ,
სქიზმა მოხდა და კათოლიკურ რეგიონებში, მაგალითად ბოჰე-
მიაში, 1584 წელს ამოქმედდა რეფორმა, მაგრამ პროტესტან-
ტულმა რეგიონებმა ის 1775 წელს მიიღეს, გესმით, თითქმის
ორასი წლის შემდეგ! ბულგარეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ
(და ეს მნიშვნელოვანია): იქ რეფორმა საერთოდ 1917 წელს შე-
ვიდა ძალაში. ახლა ინგლისი ვნახოთ... 1752 წელს გადასულა
გრეგორიანულ რეფორმაზე! ცხადია, პაპისტების სიძულვილით
ანგლიკანებიც ლამის ორასი წელი უძალიანდებოდნენ ახალ კა-

597
ლენდარს. მაშ ხომ გესმით, რაც მოხდა. საფრანგეთმა ის ათი დღე
1583 წლის ბოლოს ამოიღო და 1584-ის ივნისში ყველა მიჩვეულია
ამ ამბავს. მაგრამ როცა საფრანგეთში 1584-ის 23 ივნისია,
ინგლისში ჯერ 13 ივნისია და წარმოიდგინეთ, ნამდვი-ლი
ინგლისელი, რაც უნდა ტამპლიერი ყოფილიყო, თანაც იმ დროში,
როცა ახალი ამბები ძალიან ნელა ვრცელდებოდა, ამას
გაითვალისწინებდა? დღემდე გზის მარცხენა მხარეს მოძრაობენ
და ათობით მეტრულ სისტემას უარყოფენ... მოკლედ, ინგლისე-
ლები "თავშესაფარში" მხოლოდ 23 ივნისს მიდიან, როცა ფრან-
გებისთვის უკვე 3 ივლისია. არ დაგავიწყდეთ, რომ შეხვედრა ზარ-
ზეიმით კი არ უნდა შემდგარიყო, არამედ გასაიდუმლოებუ-ლი
კრება გახლდათ, საჭირო დროს და საჭირო ადგილზე დათ-ქმული.
ფრანგები 23-ში გამოცხადდნენ, დაიცადეს ერთი დღე, ორი, სამი,
შვიდი... მერე იფიქრეს, რაღაც მოხდაო და დაიშალ-ნენ. ვინ იცის,
სასოწარკვეთილებმა იქნებ სწორედ 2 ივლისის ღამეს დატოვეს
შეხვედრის ადგილი. ინგლისელები 3-ში მივიდ-ნენ და აღარავინ
დახვდათ. იქნებ მათაც რვა დღე იცადეს, მაგ-რამ ვერავის
შეხვდნენ. თუ ასე მოხდა, მაშინ ორი დიდი მაგის-ტრი ერთმანეთს
ასცდებოდა.
ფანტასტიკურია, - თქვა ბელბომ. - უეჭველად ასე იქნებოდა.
მაგრამ მაშ რატომ ამოქმედდნენ მომხდარის გამოსასწორებ-ლად
გერმანელი როზენკროიცერები და არა ინგლისელები?
ეს საკითხი გასარკვევი იყო. ერთი დღე კიდევ ვითხოვე. ჩემი
კარტოთეკა გადავჩხრიკე და მეორე დღეს ოფისში სიამაყით
გაფხორილი გამოვცხადდი. კვალს მივაგენი, ძალიან მკრთალს,
მაგრამ სემ სპეიდი ხომ ასე მუშაობს, მის მიმინოს მზერას არა-
ფერი ეპარება. დაახლოებით 1584 წელს ჯონ დის, მაგსა და კა-
ბალისტს, ინგლისის დედოფლის ასტროლოგს, დაევალა,

598
იულიუსის კალენდრის რეფორმა შეესწავლა! რატომ მაშინ, თუ
გრეგორიანულ კალენდარს ინგლისელები მხოლოდ ორი
საუკუნის შემდეგ შეუერთდებიან? საქმე ისაა, რომ დი, როგორც
ჩანს, ინგლისური ჯგუფის დიდი მაგისტრია, რომელმაც არშემ-
დგარი შეხვედრის მარცხი იგემა და სურს, გაარკვიოს, რა მოხ-და,
სად იყო შეცდომა. ყველაფერთან ერთად ის კარგი ასტრო-ნომიცაა
და მალე იტკიცავს შუბლში ხელს, რა იდიოტი ვარ, ეს რა
დამემართაო! ხვდება, რომ შეცდომის გამოსწორება დაგ-
ვიანებულია, აღარ იცის, ვის დაუკავშირდეს საფრანგეთში, მაგ-
რამ სამაგიეროდ კავშირები აქვს შუა ევროპაში. რუდოლფ II-ის
პრაღა ნამდვილი ალქიმიური ლაბორატორიაა, ასე რომ სწო-რედ
იმ წლებში დი პრაღას მიაშურებს და ხუნრატს ხვდება, „ მა-
რადიული ცოდნის ამფითეატრის" ავტორს, რომლის ალეგო-
რიული გრავიურებით იყო შთაგონებული ანდრეეც და როზენ-
კროიცერთა მანიფესტებიც. ვის შეხვდა დი პრაღაში? არ ვიცი.
საკუთარ თავს ვერ პატიობს იმ სულელურ შეცდომას და 1608
წელს კვდება. თუმცა საშიში არაფერია, რადგან ამ დროს ლონ-
დონში ცხოვრობს ადამიანი, რომლის როზენკროიცერობაში უკ-ვე
აღარავის ეპარება ეჭვი და არც ის მიაჩნია ვინმეს სადავოდ, რომ
"ახალ ატლანტიდაში" ეს კაცი სწორედ როზენკროიცერებ-ზე
ლაპარაკობს. ფრენსის ბეკონს ვგულისხმობ.
მართლა ახსენებს ბეკონი როზენკროიცერებს? - იკითხა
ბელბომ.
პირდაპირ არა, მაგრამ ვინმე ჯონ ჰეიდონი "ახალ ატლანტი-
დას" "წმინდა მიწის" სახელწოდებით გადაწერს და მასში როზენ-
კროიცერებსაც გაურევს. მაგრამ ჩვენთვის ესეც საკმარისია. ბე-
კონი კონფიდენციალურობის ვალდებულებას ვერ დაივიწყებდა,

599
ამიტომ ღიად არ ლაპარაკობდა ამაზე, მაგრამ მაინც ყველაფე-
რი გასაგებია.
და ვისაც არ სჯერა, ჭირსაც წაუღია.
ზუსტად. სწორედ ბეკონის წყალობითაა, რომ ინგლისური და
გერმანული წრეები სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. 1613
წელს ელისაბედი, მაშინდელი მეფის, იაკობ I-ის ქალიშვი-ლი,
ფრიდრიხ V-ზე, რაინის პფალცგრაფზე ქორწინდება. რუ-დოლფ II-
ის სიკვდილის შემდეგ პრაღა აღარაა შესაფერისი ად-გილი და მას
ჰაიდელბერგი ანაცვლებს. სამეფო ქორწილი ტამ-პლიერული
ალეგორიების ნამდვილი ტრიუმფია. ლონდონური ცერემონიის
რეჟისორი კი თავად ბეკონია და მისტიკური კავა-ლერიის
ალეგორიას დგამს, რომელშიც რაინდები გორაკის წვერზე
გამოჩნდებიან. აშკარაა, რომ ბეკონი, რომელმაც დი ჩაანაცვლა,
ინგლისელი ტამპლიერების დიდი მაგისტრია...
...და რადგან ისიც აშკარაა, რომ შექსპირის დრამების ავ-
ტორიც ბეკონია, მთელი შექსპირიც თავიდან გვაქვს
გადასაკით-ხი: ცხადია, რომ ისიც მხოლოდ და მხოლოდ
გეგმაზე ლაპარა-კობს, - თქვა ბელბომ. - წმინდა იოანეს ღამე,
ზაფხულის ღამის სიზმარი...
შექსპირი შუა ზაფხულზე ლაპარაკობს, 23 ივნისი კი
ზაფხუ-ლის დასაწყისია.
ეგ მხოლოდ პოეტური გადახვევაა. გასაკვირია, აქამდე რო-
გორ არავინ დაკვირვებია ამ ნიშნებს, ამ აშკარა მითითებებს.
ახლა ეს ყველაფერი აუტანლად ცხადი და მარტივი მეჩვენება.
რაციონალისტური ხედვა გვიშლიდა ხელს, - თქვა დიოტა-
ლევიმ. - სულ ამას ვამბობდი.
დააცადე კაზობონს, დაამთავროს... არაჩვეულებრივად უმუ-
შავია.
600
თითქმის დავამთავრე. ლონდონში გამართულ ზეიმს
ჰაიდელბერგის ზეიმი მოჰყვა, სადაც სალომონ დე კოსმა პფალ-
ცგრაფისთვის დაკიდებული ბაღები გააშენა. გახსოვთ, იმ საღა-
მოს პიემონტში ნანახი ბაღი მათი იმიტაცია იყო. და სწორედ ამ
დღესასწაულზე გამოჩნდა ალეგორიული ეტლი, რომელიც
იასონივით წარმოაჩენს სიძეს: ეტლზე გემი აღმართულა, რომ-ლის
ანძებზეც ოქროს საწმისისა და წვივსაკრავის სიმბოლოებია
გამოფენილი. იმედი მაქვს, არ დაგვიწყებიათ, რომ ოქროს საწ-
მისი და წვივსაკრავი ტომარის ციხის კოლონებზეცაა გამოსახუ-
ლი... ყველაფერი ემთხვევა. ერთ წელიწადში კი როზენ-
კროიცერთა მანფესტებიც გამოჩნდება: ინგლისელი ტამ-პლიერები
გერმანელი მეგობრების დახმარებით მთელ ევროპა-ში
ავრცელებენ სიგნალს შეწყვეტილი გეგმის აღსადგენად.
კი მაგრამ, საბოლოო მიზანი რა არის?

601
72

Nos inuisibles pretendus sont ( à ce que l'on dit) au nombre de


36, separez en six bandes.
(Effroyables pactions faictes entre le diable & les pretendus
Inuisibles, Paris, 1623, p. 6)142
ალბათ, რაღაც ორმაგ თამაშს ცდილობენ. ერთი მხრივ, სიგნალს
უგზავნიან ფრანგებს და მეორე მხრივ, უნდათ, აღადგი-ნონ
გერმანული ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ლუთერანულ-მა
რეფორმამ დაშალა. მაგრამ სწორედ გერმანიაში ხდება ყვე-ლაზე
დიდი გაუგებრობა. მანიფესტების გამოსვლის შემდეგ, და-
ახლოებით 1621 წელს, მათი ავტორები უამრავ გამოხმაურებას
იღებენ... - იმ წლებში ამ თემაზე დაბეჭდილი წიგნებიდან რამდე-
ნიმე ჩამოვუთვალე, ისინი, რომლებითაც ასე ვიხალისეთ მე და
ამპარომ სალვადორში. - შესაძლოა, ამ ავტორებიდან რომელი-მემ
მართლა იცოდა რამე, მაგრამ ძნელი იყო მისი გამორჩევა
ეგზალტირებულთა ბრბოში, რომლებმაც სიტყვასიტყვით გაიგეს
მანიფესტი. მათში პროვოკატორებიც მრავლად იყვნენ, რომლე-
ბიც განგებ უშლიდნენ ხელს ოპერაციას, ბევრი კი უბრალოდ
უსაქმური იყო... ინგლისელები ცდილობენ, ჩაერიონ ამ დება-
ტებში, დაარეგულირონ ის, შემთხვევითი არაა, რომ რობერტ
ფლადი, კიდევ ერთი ინგლისელი ტამპლიერი, ერთ წელიწადში

"ჩვენი სავარაუდო უხილავები (მათი ნათქვამით თუ ვიმსჯე-


ლებთ) 36 არიან, ექვს ჯგუფად დაყოფილნი".
("შემაძრწუნებელი შეთანხმება, დადებული ეშმაკსა და
სავა-რაუდო უხილავთა შორის". პარიზი, 1623, გვ. 6)
602
სამ ნაშრომს წერს მანიფესტების სწორად გაგების ხელშეწყობის
მიზნით... მაგრამ რეაქცია უკვე უკონტროლოა, ოცდაათწლიანი
ომი დაწყებულია, პფალცგრაფი ესპანელებმა დაამარცხეს, მის
სამფლობელოსა და ჰაიდელბერგში მძარცველები ბოგინობენ,
ბოჰემია ცეცხლშია გახვეული... აი, რატომ გამოჩნდებიან 1623
წელს როზენკროიცერები თავიანთი მანიფესტებით პარიზში და
ფრანგებს მეტ-ნაკლებად იმავეს სთავაზობენ, რაც გერმანელებს
შესთავაზეს თავის დროზე. იცით, რა წერია პარიზში გამოცემულ
როზენკროიცერთა საწინააღმდეგო ერთ-ერთ ბროშურაში, რომ-
ლის ავტორიც ან როზენკროიცერებს ერჩოდა, ან უბრალოდ წყლის
ამღვრევას ცდილობდა? ეშმაკის თაყვანისმცემლები იყ-ვნენო!
ცხადია, მაგრამ რადგან ცილისწამებაში ხშირად სიმარ-თლეც
გამოსჭვივის, ჩნდება ეჭვი, რომ ტამპლიერები მარეში იკ-
რიბებოდნენ.
მერე?
რა მერე, პარიზს არ იცნობთ? მარე ტაძრის უბანია და თან, რა
დამთხვევაა, ებრაული გეტოს უბანიც! ეს წიგნები იმასაც ამ-
ტკიცებენ, რომ როზენკროიცერები იბერიელი კაბალისტების
სექტასთან, ალუმბრადოსებთან არიან კავშირში! ვინ იცის, იქ-ნებ
როზენკროიცერებზე დაწერილი პამფლეტები "ოცდათექ-ვსმეტ
უხილავს" კი არ ებრძოდა, არამედ მათ იდენტიფიკაციას
ცდილობდა... გაბრიელ ნოდემ, რომელიც შემდეგ რიშელიესა და
მაზარინის ბიბლიოთეკარი გახდა, დაწერა "მითითებები საფ-
რანგეთს ვარდისა და ჯვრის საძმოზე სიმართლის შესახებ". რა
მითითებები იყო ეს? ან რა სურს მათ ავტორს? ტამპლიერთა მე-
სამე ჯგუფის სათქმელს ამბობს თუ უბრალოდ ავანტიურისტია,
რომელიც სხვის თამაშში ერევა? ერთი მხრივ, თითქოს ისიც
ცდილობს, როზენკროიცერები ეშმაკის უბადრუკ მიმდევრებად

603
წარმოაჩინოს, მეორე მხრივ კი, თითქოს რაღაცაზე მიანიშნებს:
ამბობს, ჯერ კიდევ სამი როზენკროიცერული კოლეგია არსე-
ბობსო, რაც მართალია: მესამე ჯგუფის შემდეგ ხომ კიდევ სამი
რჩება. რაღაც ნახევრად ზღაპრულ მითითებებს იძლევა: ერთი
ინდოეთში, რაღაც მოტივტივე კუნძულებზეაო, მაგრამ ერთ--
ერთი მათგანი პარიზის მიწისქვეშეთს აფარებს თავსო.
- გგონიათ, ეს ყველაფერი ოცდაათწლიან ომს ხსნის? - იკით-
ხა ბელბომ.
- მოდი, სერიოზულად მოვეკიდოთ საქმეს, არ გვინდა ფან-
სტასტიკური ვარაუდები. ამ დროს ოცდაათწლიანი ომი უკვე
დაწყებული იყო. მე სხვა ორ ფაქტს უფრო მივაქცევდი
ყურადღე-ბას: 1619 წელს, ორმოცდაექვსწლიანი დუმილის
შემდეგ, ტომა-რის ციხეში ქრისტეს რაინდთა კრება შედგა. მისი
წინა კრება 1573 წელს ჩატარდა, 1584 წელზე სულ რამდენიმე
წლით ადრე, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ინგლისელებთან
პარიზში შეხვედ-რა დაეგეგმათ. როზენკროიცელთა
მანიფესტების გამოსვლის შემდეგ კი კვლავ შეიკრიბნენ, რათა
გადაეწყვიტათ, რომელ ხაზს მიჰყოლოდნენ: ინგლისელებს
შეერთებოდნენ თუ სხვა გზა ეცადათ.
- რა თქმა უნდა, - თქვა ბელბომ, - ეს ხალხი უკევ ლაბირინ-
თებშია გაბნეული, ზოგი ერთ გზას ირჩევს, ზოგი - მეორეს,
ვიღა-ცა რაღაცას დაიყვირებს და ვერც ხვდება, პასუხად
გაგონილი ხმა სხვისია თუ საკუთარი ექო ესმის... ყველა
ბნელში აცეცებს ხელებს. რას შვრებიან ამასობაში
პავლიკიანები და იერუსალი-მელები?
- ვინ იცის, - თქვა დიოტალევიმ. - მაგრამ მე იმაზე გავამახვი-
ლებდი ყურადღებას, რომ იმ წლებში გავრცელდა ლურიანული
კაბალა და პირველად ახსენებენ "დახეთქილ ჭურჭელს"... სწო-

604
რედ ამ წლებში ტრიალებს აზრი, რომ თორა დაუსრულებელი
გზავნილია. არსებობს პოლონელი ჰასიდების ერთი ნაშრომი,
სადაც წერია, სხვა მოვლენა რომ მომხდარიყო, ასოთა სულ სხვა
კომბინაცია დაიბადებოდაო. მაგრამ არ უნდა დაგავიწ-ყდეთ,
კაბალისტებს არ მოსწონთ, რომ გერმანელებმა დროს გაასწრეს.
თორის სწორი მიმდევრობა და წყობა იდუმალი დარ-ჩა და
მხოლოდ წმინდანმა იცის ის, დიდება მას. მაგრამ გთხოვთ, ნუ
მაიძულებთ, შეშლილივით ვილაპარაკო. თუ წმინ-და კაბალაც
გავრიეთ გეგმაში...
თუ გეგმა არსებობს, მასში ყველაფერია გარეული. ის ან
ყოვლისმომცველია, ან არაფერსაც არ ხსნის, - თქვა ბელბომ,
რომელიც, როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ოც-
დაათწლიანი ომი ვერ ჩართო საქმეში. - მაგრამ კაზობონმა წე-
ღან ორი მინიშნება ახსენა.
დიახ, უფრო სწორად, მინიშნებათა მთელი რიგი. ჯერ კიდევ
იქამდე, სანამ 1584 წლის შეხვედრა ჩაიშლებოდა, ჯონ დიმ კარ-
ტოგრაფიული კვლევები წამოიწყო და სათავეში ჩაუდგა სანაოს-
ნო ექსპედიციებს. ვინ უდგას გვერდით ამ საქმეში? - პედრო ნუ-
ნიესი, პორტუგალიის სამეფო კარის კოსმოგრაფი... დი ჩრდილო-
დასავლეთით, კატაისკენ, ანუ ჩინეთისკენ, აგზავნის
ექსპედიციებს, ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობას უფინანსებს
ვინმე ფრობიშერს, რომელიც იქიდან ესკიმოსს ჩამოიყვანს, მაგრამ
ეს არავის გაუკვირდება, რადგან ესკიმოსი მონღოლის-გან ვერ
გაურჩევიათ. დი ფრენსის დრეიკს აქეზებს, დედამიწის გარშემო
იმოგზაუროს, მას აღმოსავლეთი განსაკუთრებულად იზიდავს,
რადგან აღმოსავლეთი ყოველი ფარული ცოდნის წყა-როა. არ ვიცი,
რომელ ექსპედიციაში გამგზავრების წინ, ანგე-ლოზებს მოიხმობს.

605
ეგ რაღას ნიშნავს?
ჩემი აზრით, დის ახალი ადგილების ნახვაზე მეტად მათი
კარტოგრაფიულად გამოსახვა აინტერესებდა, ამიტომ თანამ-
შრომლობდა მერკატორთან და ორტელიუსთან, დიდ კარტოგ-
რაფებთან. თითქოს ხვდებოდა, რომ მის ხელთ არსებული
ნაკუ-წებით გზავნილის გაშიფვრით რაღაც რუკას აღმოაჩენდა
და თითქოს მარტო ცდილობდა ამის გაკეთებას. როგორც
ბატონი გარამონი იტყოდა, მეტსაც გეტყვით, ბატონებო!
შესაძლებელია, მისი მასშტაბის მეცნიერს ორ კალენდარს
შორის განსხვავება გამოჰპარვოდა? იქნებ ეს საგანგებოდ
გააკეთა? დის თითქოს მარტოს სურდა, გაეშიფრა გზავნილი,
სხვა ჯგუფების გვერდის ავლით. ეჭვი მაქვს, ფიქრობდა, რომ
გზავნილის აღდგენა მაგი-ის დახმარებით ან მეცნიერული
გზით შეიძლებოდა და ამისთვის სულაც არ იყო აუცილებელი
გეგმის სისრულეში მოყვანა. მო-უთმენლობის სინდრომი.
დამპყრობელი ბურჟუა იბადება, ილა-ხება სოლიდარობის
პრინციპი, რომელსაც ემყარებოდა ძველი სულიერი რაინდობა.
თუ ჯერ კიდევ დი ცდილობდა ამას, ბეკონ-ზე რაღა უნდა
ვთქვათ? აქედან მოყოლებული, ინგლისელები ძალისხმევას არ
იშურებენ, რომ საიდუმლოს მიაკვლიონ და საამისოდ
თანამედროვე მეცნიერების ყველა საშუალებას იყე-ნებენ.
და გერმანელები?
გერმანელებს, ჯობია, ტრადიციული გზა ავარჩევინოთ. ამით
ფილოსოფიის ისტორიის ორი საუკუნის ახსნას მაინც შევ-
ძლებთ: ანგლოსაქსონური ემპირიზმი რომანტიკული
იდეალიზ-მის წინააღმდეგ...

606
ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ მსოფლიოს ისტორიას, - თქვა
დიოტალევიმ. - წმინდა წერილს ვწერთ თავიდან. მაგარია,
მაგა-რია. მომწონს.

607
73

"კრიპტოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა გააც-


ნო მკითხველს 1917 წელს ბეკონის ერთ-ერთმა საუკეთესო ის-
ტორიოგრაფმა, ვენელმა დოქტორმა ალფრედ ფონ ვებერ ებენ-
ჰოფმა. სისტემები, რომლებიც უკვე ნაცადი ჰქონდა შექსპირის
შრომებზე, სერვანტესის ნაწერების კვლევაში გამოიყენა... და
საოცარი მატერიალური მტკიცებულება აღმოაჩინა: "დონ კიხო-
ტის" პირველი ინგლისური თარგმანი, შელტონის მიერ შესრუ-
ლებული, ბეკონის ხელით ჩასწორებებს შეიცავს. აქედან დაას-
კვნა, რომ ეს ინგლისური ვერსია რომანის ორიგინალი იყო და
რომ სერვანტესს მხოლოდ მისი ესპანური ვერსია გამოექვეყნე-
ბინა".143
როგორც ჩანს, მომდევნო დღეებში იაკოპო ბელბო ხარბად
დაეწაფა ისტორიულ შრომებს როზენკროიცერებზე. როცა თავი-სი
დასკვნები გაგვიზიარა და საკუთარი ფანტაზიებიც შიშვლად
წარმოგვიდგინა, უამრავი ძვირფასი მინიშნება მოგვცა. ახლა კი
ვიცი, რომ სინამდვილეში "აბულაფიაში" ბევრად უფრო რთულ
ამბავს წერდა, რომელშიც ციტატებით ციებცხელებიანი თამაში მის
პირად მითებში იყო არეული. როცა საშუალება მიეცა, სხვი-სი
ამბის ფრაგმენტებით სხვადასხვა კომბინაციები აეწყო, ამან
საკუთარი ამბის დასაწერადაც მისცა ბიძგი. ჩვენთვის ეს არასო-
დეს უთქვამს. არ ვიცი, გამბედაობა მოეკრიბა და გამონაგონის
თხრობის საკუთარ უნარს სცდიდა თუ ერთი ჩვეულებრივი შეპ-

J. Duchaussoy, Bacon, Shakespeare ou Saint Germain?,


Paris, La Colombe, 1962, p. 122
608
ყრობილი ავტორივით ისიც იმ დიდ ისტორიასთან აიგივებდა
თავს, რომელსაც თავდაყირა აყენებდა.
დოქტორ დის უცნაური კაბინეტი.doc
მავიწყდება, რომ თალბოტი ვარ. მას შემდეგ მაინც, რაც გა-
დავწყვიტე, კელი დავირქვა. კაცმა რომ თქვას, მხოლოდ დოკუ-
მენტებს ვაყალბებდი, ამას ხომ ბევრი აკეთებს. დედოფლის
ხალხმა შებრალება არ იცის. მოჭრილი ყურების დასამალად
იძულებული ვარ, ეს შავი ჩაჩი ვატარო და ჩემს დანახვაზე
ყველა ჩურჩულებს, ჯადოქარიაო. დაე ასე იყოს. დოქტორი დი
ამით იხ-ვეჭს სახელს.
მორტლეიკში მივაკითხე, რაღაც რუკას შეისწავლიდა. ბევრი
არაფერი მითხრა ბებერმა კუდიანმა. შემზარავად უელავდა ეშ-
მაკური თვალები და გამხმარი თითებით თხასავით წვერს ეფე-
რებოდა.
Tabula locorum rerum et thesaurorum absconditorum Mena
bani... როჯერ ბეკონის ხელნაწერია, - თქვა. - იმპერატორმა რუ-
დოლფ II-მ მათხოვა. ყოფილხართ პრაღაში? გირჩევთ, ესტუმ-
როთ. იქ რაღაც ისეთი შეიძლება ნახოთ, რაც თქვენს ცხოვრე-
ბას შეცვლის.
მის სამუშაო მაგიდაზე საიდუმლო ანბანის ტრანსკრიფციას
მოვკარი თვალი. მაგრამ შენიშნა ჩემი მზერა და ხელნაწერს მა-
შინვე გაყვითლებული ფურცლები დააფარა (იმ ეპოქაში, იმ გა-
რემოში რომ ცხოვრობ, სადაც ქაღალდი, საამქროდან ახალი
გამოსული, უკვე გაყვითლებულია!..).
დოქტორ დის ჩემი ნაწერები ვაჩვენე. უფრო სწორად, Dark
Lady-სადმი მიძღვნილი ლექსები. ჩემი ბავშვობის კაშკაშა მო-
გონება, დროის მიერ დაჩრდილული და აწ უკვე დაკარგული. ჩე-
მი ტრაგიკული ჩანაწერიც, კანაფის ჯოს ამბავი, რომელიც სერ

609
უოლტერ რელის ამალასთან ერთად ბრუნდება ინგლისში და
აღმოაჩენს, რომ მამა ინცესტის წყალობით მოვლენილმა ძმამ
მოუკლა. ლენცოფათი.
ნიჭიერი ხართ, კელი, - მითხრა დიმ. - ფული გჭირდებათ.
არის ერთი ახალგაზრდა, ისეთი კაცის შვილია, რომ ვერც წარ-
მოიდგენთ... ჰოდა, სახელსა და დიდებას შენატრის, მაგრამ ნი-
ჭით ვერ დაიკვეხნის. თქვენ გახდებით მისი იდუმალი სული.
წე-რეთ და იცხოვრეთ მისი დიდების ჩრდილში, მხოლოდ მე და
თქვენ გვეცოდინება, რომ ეს დიდება სინამდვილეში თქვენ გე-
კუთვნით, კელი.
აი, უკვე მრავალი წელია, ვწერ ამბებს, რომლებიც დედო-
ფალსაც და მთელ ინგლისსაც ამ ფერმკრთალი ჭაბუკის ხელი-
დან გამოსული ჰგონია. If I have seen further it is by standing on
ye sholders of a Dwarf. ოცდაათი წლის ვიყავი. არავის დავანე-
ბებ, თქვას, რომ ეს ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო ასაკია.
უილიამ, - ვუთხარი ერთხელ, - თმა ჩამოიზარდე ყურებზე,
გიხდება.
გეგმა მქონდა (მის ჩანაცვლებას ვაპირებდი?).
შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ გძულდეს შუბის
მტყორცნელი, რომელიც სინამდვილეში თვითონ ხარ? That
sweet thief which sourly robs from me.
დამშვიდდით, კელი, - მითხრა დიმ. - ჩრდილში ყოფნა
იმისი პრივილეგიაა, ვინც სამყაროს დასაპყრობად ემზადება.
Keepe a Lowe Profyle. უილიამი ჩვენი ერთ-ერთი ფასადი იქ-
ნება. და კოსმოსური შეთქმულების ამბავი გამიმხილა, ვაი,
რომ მხოლოდ ნაწილობრივ. ტამპლიერთა საიდუმლო!
ადგილი? - შევეკითხე.
Ye Globe.
610
ყოველთვის ადრე ვწვებოდი, მაგრამ ერთხელ, შუაღამისას,
დის საწერი მაგიდა გავჩხრიკე, მაგიური გამოთქმები აღმოვაჩი-
ნე და მოვინდომე, მეც მომეხმო ანგელოზები, როგორც ის აკე-
თებდა სავსემთვარეობისას. დიმ ძირს გაშხლართული მიპოვა,
მაკროკოსმოსის ცენტრში, თითქოს როზგით ვეცემე ვიღაცას და
შუბლზე სოლომონის ვარსკვლავი მეჯდა დამღად. ახლა კიდევ
უფრო ღრმად მიწევს თავზე იმ ჩაჩის ჩამოცმა, რომ შუბლიც და-
მიფაროს.
ჯერ არ იცი, რა უნდა გააკეთო, - მითხრა დიმ. - შენს თავს
მიხედე, თორემ იცოდე, ვუბრძანებ, ცხვირიც მოგაგლიჯონ. I will
show you Fear in a Handful of Dust...
გამხდარი, ძვლიანი ხელი აღმართა და საშინელი სიტყვა
წარმოთქვა: - გარამონ! ვიგრძენი, როგორ ამიბრიალდა ცეც-ხლი
გულ-მუცელში. გავიქეცი (ღამეში).
დის მთელი წელი დასჭირდა, რომ ეპატიებინა ჩემთვის.
მხო-ლოდ ამის შემდეგ მომიძღვნა თავისი "საიდუმლოთა
მეოთხე წიგნი", "post reconciliationem kellianam".
იმ ზაფხულს აბსტრაქტული ვნებებით ვიყავი გატაცებული.
დიმ მორტლეიკში მიხმო. იქ ვიყავით მე, უილიამი, სპენსერი და
არისტოკრატი ყმაწვილი, მოუხელთებელი მზერით, ფრენსის ბე-
კონი. He had a delicate, lively, hazel Eie. Doctor Dee told me it was
like the Eie of a Viper. დიმ კოსმოსური შეთქმულების ერთი
ნაწილი გაგვაცნო: პარიზში ტამპლიერთა ფრანგულ ფრთასთან
შეხვედრა და ერთი რუკის ორი ნაწილის შეერთება იყო საჭირო.
დი და სპენსერი წავიდოდნენ პედრო ნუნიესთან ერთად. მე და
ბეკონს კი რაღაც დოკუმენტები მოგვაბარა და დაგვაფიცა, რომ
მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხსნიდით გრაგნილს, თუ ისინი არ
დაბრუნდებოდნენ.

611
დაბრუნდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ.
წარმოუდგენელია, - გაიძახოდა დი. - გეგმა მათემატიკური
სიზუსტისაა, ისევე ასტრალურად სრულყოფილია, როგორც
ჩემი "იეროგლიფური მონადა". უნდა შევხვედროდით მათ!
წმინდა იოანეს ღამე იყო.
ვერ ვიტან, როცა სათანადოდ არ მაფასებენ. ვკითხე:
წმინდა იოანეს ღამე ჩვენთვის თუ მათთვის?
დიმ შუბლში ხელი იტკიცა და უშვერად შეიკურთხა.
- ღმერთო! From what power hast thou this powerful might? -
ფერმკრთალმა უილიამმა სასწრაფოდ ჩაიწერა მისი სიტყვები.
პატარა ქურდბაცაცა. დი ხელის კანკალით ფურცლავდა მთვა-
რის კალენდრებსა და ეფემერიდებს. - ჯანდაბა! დასწყევლოს
ღმერთმა, ასე რამ გამომაშტერა? ნუნიესსა და სპენსერს ლან-
ძღავდა: - ყველაფერზე მე უნდა ვიფიქრო? რა ჩემი ფეხების
კოს-მოგრაფი ხარ? - დაუღრიალა ნუნიესს ბრაზისგან
გალურჯებულ-მა. მერე დაამატა: - ამანაზიელ ზორობაბელ!
ნუნიესს თითქოს უხილავი მახვილი გაუყარეს მუცელში, რამ-
დენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და უსულოდ დაემხო მიწაზე.
იდიოტი, - დააყოლა დიმ.
სპენსერს ფერი აღარ ედო სახეზე. ძლივს ამოილუღლუღა:
სატყუარა რომ გადავუგდოთ? ერთ პოემას ვწერ, ფერიათა
დედოფალზეა ალეგორია, როზენკროიცერი რაინდი პერსონაჟი
მყავს მოფიქრებული... დამამთავრებინეთ. ნამდვილი ტამ-
პლიერები იცნობენ საკუთარ თავს, მიხვდებიან, რომ ვიცით და
დაგვიკავშირდებიან...
კარგად გიცნობ! - დაუცაცხანა დიმ. - სანამ შენ წერას მორ-
ჩები და ხალხი შენს წიგნს წაიკითხავს, საუკუნე გავა. მაგრამ
სატყუარა, თავისთავად, კარგი აზრია.

612
- თქვენი ანგელოზების საშუალებით რატომ არ ეკონტაქტე-
ბით მათ, დოქტორო? - ვკითხე.
- იდიოტო! - ახლა მე მომიბრუნდა. - ტრიტემიუსი არ
წაგიკით-ხავს? გზავნილის შინაარსის ასასხნელად მხოლოდ
მაშინ გამო-გეცხადებიან ანგელოზები, თუ გზავნილი მიიღე.
თუ არ მიგიღია, რა უნდა აგიხსნან? ჩემი ანგელოზები
ცხენოსანი შიკრიკები კი არ არიან! ფრანგები დავკარგეთ.
მაგრამ გეგმა მაქვს. ვიცი, რო-გორ ვიპოვო ვინმე გერმანული
ხაზიდან. პრაღაში წასვლაა სა-ჭირო.
ხმაური შემოგვესმა, მძიმე დამასკური ფარდა აიწია და გამ-
ჭვირვალე ხელი გამოჩნდა, შემდეგ კი ის გამოვიდა, ამაყი ქალ-
წული.
თქვენო უდიდებულესობავ! - მუხლებზე დავემხეთ.
დი, - თქვა ქალმა. - ყველაფერი ვიცი. არ გეგონოთ, ჩემმა
წინაპრებმა იმისთვის გადაარჩინეს რაინდები, რომ მათთვის
სამყაროს მართვა დაენებებინათ. მოვითხოვ, გესმით, მოვით-
ხოვ, რომ საიდუმლო გვირგვინის საკუთრება გახდეს!
თქვენო უდიდებულესობავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს,
ვცდილობ, საიდუმლო ხელში ჩავიგდო, რათა იგი გვირგვინს
გა-დავცე. მის სხვა მფლობელებს უნდა მივაკვლიო, თუ უფრო
მოკ-ლე გზა არ არსებობს. მაგრამ როცა ბრიყვებს საიდუმლოს
დავ-ტყუებ, ადვილად მოვუღებ ბოლოს ხანჯლით ან ტოფანას
წყლით.
დედოფალს ბოროტი ღიმილი გამოესახა სახეზე.
ძალიან კარგი, ჩემო დი, ბევრს არ ვითხოვ, მხოლოდ შეუზ-
ღუდავი ძალაუფლება მჭირდება. თქვენ კი, თუ ამაში დამეხმა-
რებით, წვივსაკრავს მიიღებთ. შენც, უილიამ, - და ვითომ თბი-

613
ლად გახედა პატარა პარაზიტს. - წვივსაკრავი და ოქროს საწმი-
სი. მომყევი.
უილიამი დედოფალს გაჰყვა და ფარდის უკან გაუჩინარდა.
Je tiens la reine!
...............................................................................................
დისთან ერთად წავედი "ოქროს ქალაქში". ვიწრო აქოთებუ-ლი
ჩიხები გავიარეთ ებრაული სასაფლაოს უბანში. დი მაფ-
რთხილებდა, გონიერება გვმართებს, არშემდგარი შეხვედრის
ამბავი თუ გახმაურდა, სხვა ჯგუფებიც დაიფანტებიან და ყველა
თავის ჭკუაზე გადაწყვეტს მოქცევასო. "იუდეველების მეშინია.
იერუსალიმელებს აქ, პრაღაში, საკუთარი აგენტები ჰყავთ..."
საღამო იყო. თოვლი მოცისფროდ ბზინავდა. ებრაული უბნის
დასაწყისში საშობაო ბაზრობის დახლები ჩაემწკრივებინათ, მათ
შორის კი წითელი ქსოვილით დაფარული და მხრჩოლავი ჩი-
რაღდნებით განათებული უშნო სცენა მოეწყოთ თოჯინების თე-
ატრისთვის. სცენის იქით, ქვის ოთხკუთხა თაღში, ბრინჯაოს
შადრევნის გვერდით, რომლიდანაც გრძელი ლოლუები ეშვე-
ბოდა, რამელიღაც ქუჩის შესასვლელი მოჩანდა. ძველ კარებზე
მიკრულ ლომის თავებს ხახაში ბრინჯაოს რგოლები ჩაებღუჯათ.
კედლები თითქოს მსუბუქად თრთოდა, დაბალი სახურავებიდან
რაღაც აუხსნელი ხმაური მოდიოდა და საწვიმარ მილებში
ჩაედინებოდა. იმ სახლებში თითქოს აჩრდილები ბუდობდნენ და
თავიანთ მოჩვენებით სიცოცხლეს ამზეურებდნენ... გაქექილ მო-
სასხამში გახვეულმა ბებერმა მევახშემ ჩაგვიარა, მხარი გაგ-ვკრა
და მომეჩვენა, რომ ჩაიბურტყუნა:
- ათანასიუს პერნატს უფრთხილდით...
- მე სულ სხვა ათანასიუსის მეშინია... - თავისთვის ჩაილაპა-
რა დიმ.
614
უცებ ოქროს ოსტატთა ჩიხში აღმოვჩნდით...
ამ დროს (ამის გახსენებაზე მოჭრილი ყურები მიხურს გაცვე-
თილი ჩაჩის ქვეშ) რომელღაც ვიწრო ჩიხის სიბნელიდან უეც-რად
ამოიზარდა შემზარავი რუხი არსება, გაყინული თვალებით,
ბრინჯაოსფერი ქერცლით დაფარული სხეულით. თეთრი ხის
სპირალივით დახვეულ კოჟრიან ჯოხს ეყრდნობოდა. სანდალის
ხის მძაფრი სუნი დადგა ჰაერში. თავზარი დამეცა, მოჯადოებუ-
ლივით გაქვავებული მივაჩერდი ჩემ წინ წამომართულ გოლი-
ათს. თან თვალს ვერ ვაშორებდი ღრუბელს, რომელიც მხრებზე
ეხვია და რომელშიც ეგვიპტური იბისის მტაცებლურ მზერას ვხე-
დავდი. იმ სახის უკან მრავალი სახე ირეოდა, ჩემი წარმოსახვი-სა
და მეხსიერების კოშმარი. მოჩვენების კონტურები ხან ფერ-
მკრთალდებოდა, თითქმის იშლებოდა, ხანაც იკვრებოდა და
მკაფიოდ იკვეთებოდა. თითქოს რაღაც ნელი, მკვდარი სუნთქვა
არწევდა მის სხეულს... და უცებ - ღმერთო, რა საშინელება იყო!
ტერფების ადგილას უფორმო ტაკვები დავუნახე, რომლებზეც
ნაცრისფერი უსისხლო მკვდარი ხორცის შეშუპებული
რგოლები დახვეოდა.
ოჰ, ჩემი სვავივით გაუმაძღარი მოგონებები...
გოლემი! - შესძახა დიმ. მერე ხელები ზევით აღაპყრო. მისი
შავი ფართოსახელოებიანი სამოსი მიწაზე დაეფინა და ერთგვა-
რი სარტყელი წარმოქმნა, ჭიპლარი, რომელიც ჰაერში აწვდილ
ხელებს მიწის ზედაპირთან თუ წიაღთან აკავშირებდა. -
Jezebel, Malkuth, Smoke Gets in Your Eyes! - წარმოთქვა ნელა.
უეცრად, თითქოს ქარიშხალმა გადაუარაო, გოლემი ქვიშის
კოშკივით ჩამოიშალა. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს
აფეთქდა და მისი ატომების მტვერმა კინაღამ დაგვაბრმავა. ფე-
ხები მთლიანად ნაცრის გროვაში გვქონდა ჩაფლული. დი

615
დაიხარა, იმ თავისი გამხდარი თითებით მტვერი გაქექა, პატარა
გრაგნილი ამოიღო და უბეში ჩამალა.
ამ დროს ჩრდილიდან მოხუცი რაბინი გამოვიდა, გაპოხილი
ქუდი ეხურა, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს ჩაჩს.
დოქტორი დი, არა? - თქვა მან.
Here Comes Everybody, რაბი ალევი, - მოკრძალებით უპა-
სუხა დიმ. - რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა.
იმან კი:
ერთი არსება ხომ არ გინახავთ... აქ უნდა გამოევლო...
არსება? - ვითომ გაიოცა დიმ. - მაინც რა არსება?
ეშმაკეული, - უთხრა რაბი ალევიმ. - ჩემი გოლემი.
თქვენი გოლემი? არა, არაფერი მინახავს.
გაფრთხილდით, დოქტორო დი, - დაისისინა რაბი ალევიმ. -
ისეთ რამეს ხართ შეჭიდებული, რასაც ვერ გაუმკლავდებით.
არ ვიცი, რას გულისხმობთ, რაბი ალევი, - უთხრა დიმ. - ჩვენ
აქ იმისთვის ვართ, რომ რამდენიმე უნცია ოქრო დავამზა-დოთ
თქვენი იმპერატორისთვის. მაწანწალა ნეკრომანტები არ
გეგონოთ.
პერგამენტი მაინც დამიბრუნეთ, - შეეხვეწა რაბი ალევი.
რა პერგამენტი? - ეშმაკური მიამიტობით ჰკითხა დიმ.
წყეულიმც იყავით, დოქტორო დი! - შესძახა რაბინმა. - იცო-
დეთ, რომ არ გეღირსებათ ახალი საუკუნის განთიადის ხილვა,
- და ღამეში გაუჩინარდა. თან გაუგებარ თანხმოვნებს წარმოთ-
ქვამდა, ხმოვნების გარეშე. ჰოი, ეშმაკეულო და წმინდა ენავ!
დი ჩიხის ნესტიან კედელს აჰკვროდა, სახეზე მიწისფერი
ედო და თმა ყალყზე ედგა.
ვიცნობ რაბი ალევის, - ჩაილაპარაკა. - 1608 წლის ხუთ აგ-
ვისტოს მოვკვდები, გრეგორიანული კალენდრით. ჰოდა, კელი,
616
დამეხმარეთ ჩემი გეგმის განხორციელებაში. თქვენ მოგიწევთ
მისი დასრულება.
მეტი არაფერი უთქვამს. მკრთალი ნისლი სახლების კედ-
ლებზე იფხანდა ზურგს, ყვითელი კვამლი იმ ბნელი ქუჩის
ფან-ჯრების შუშებზე იფხანდა ზურგს და საღამოს ბოლო
ნარჩენებს ლოკავდა. ახლა რაღაც სხვა ჩიხში ვიყავით, მიწის
პირზე დატა-ნებული ცხაურებიდან მოთეთრო ორთქლი
იფრქვეოდა, ერთმა-ნეთის მიყოლებით ჩამწკრივებული მუქი
ნაცრისფერი პირქუში ქოხმახების დაბრეცილი კედლები
მოჩანდა... დავინახე, როგორ ჩამოდიოდა ხელის ცეცებით
კიბეზე (არაბუნებრივად მართკუთ-ხა საფეხურებზე) მოხუცი,
გახუნებული რედინგოტითა და ცი-ლინდრით. დიმაც დაინახა.
- კალიგარი! - შეჰყვირა. - ისიც აქაა, მადამ სოსოსტრის სახ-
ლში, The Famous Clairvoyante! უნდა ვიჩქაროთ.
ფეხს ავუჩქარეთ და პატარა სახლის კარს მივადექით მკრთა-
ლად განათებულ, ვიწრო, ავის მომასწავებლად სემიტურ ქუჩა-
ზე.
დავაკაკუნეთ. კარი თავისით გაიღო. ფართო დარბაზი შვიდ-
ტოტიანი კანდელაბრებით იყო განათებული და შიგნით რე-
ლიეფური ტეტრაგრამები და მარაოსავით გაშლილი დავითის
ვარსკვლავები მოჩანდა. შესასვლელში უსწორმასწორო გრძელ
მაგიდაზე ძველი ვიოლინოები ეყარა, რომლებსაც გახუნებული
ნახატების ლიბრისფერი გადაკვროდათ. ჩაბნელებული ჭერის
თაღში ნიანგის ვეებერთელა ფიტული ეკიდა და ნელა ირწეოდა
საღამოს ნიავზე ერთი თუ ბევრი, ან სულაც არც ერთი ჩირაღ-დნის
მიმქრალ შუქზე. სიღრმეში, ფარდის თუ ბალდახინის წინ,
რომლის ქვეშაც ტაბერნაკულუმი იდგა, მოხუცს მოეყარა მუხლი
და გაუჩერებლად, ღვთის გმობით იმეორებდა ღმერთის სამოც-

617
დათორმეტ სახელს. ნუსის ძალამ გამინათა გონება უეცრად და
მივხვდი, რომ ეს ჰენრიხ კუნრატი იყო.
- მოგესალმები, დი, - მოხუცმა ლოცვა შეწყვიტა და მოტრი-
ალდა. - რა გნებავს? - ჯავშნოსანი ძუძუმწოვრის ფიტულს
ჰგავ-და, უასაკო იგუანას.
კუნრატ, - უთხრა დიმ, - მესამე შეხვედრა ჩაიშალა.
კუნრატი აფეთქდა:
Lapis Exillis! მერე?
კუნრატ, - განაგრძო დიმ, - შეგიძლიათ, სატყუარა გადააგ-
დოთ, როგორღაც დამაკავშიროთ ტამპლიერთა გერმანულ ხაზ-
თან.
ვნახოთ, - ჩაილაპარაკა კუნრატმა. - შემიძლია, მაიერს
ვთხოვო, რომელიც ბევრ ვინმეს იცნობს სამეფო კარზე. მაგრამ
მოგიწევთ, ქალწულის რძის საიდუმლო გამიმხილოთ, ფილო-
სოფოსთა იდუმალი ღუმლის საიდუმლო.
დის გაეღიმა. ღმერთო, რა ღვთიური ღიმილი ჰქონდა იმ
ბრძენ კაცს! მოიხარა, თითქოს სალოცავად ემზადებოდა და ხმა-
დაბლა ჩაილაპარაკა:
როცა მოისურვებ, გარდაქმნა და წყლად ან ქალწულის რძედ
აქციო აქროლებული ვერცხლისწყალი, თხელ ფირფიტაზე
მოათავსე ის საგულდაგულოდ დაქუცმაცებულ ნივთთან ერთად.
თავზე ნუ დაახურავ, ისე ქენი, რომ ცხელი ჰაერი ხვდებოდეს
შიშველ მატერიას, სამი ნახშირის ცეცხლი შეუნთე და რვა დღე--
ღამე არ ჩააქრო. შემდეგ გადმოდგი და კარგად გასრისე მარმა-
რილოს ზედაპირზე, სანამ ისეთ მასას არ მიიღებ, რომ თითებს
შორის ვეღარც იგრძნო. შემდეგ ნივთიერება შუშის ალამბიკში
გადაიტანე და ორთქლის აბაზანაზე მოათავსე: წყლიან ჭურჭელ-
ზე დადგმულ მეორე ჭურჭელში, ისე, რომ ალამბიკის ფსკერსა

618
და წყლის ზედაპირს შორის ორი თითი მაინც იყოს დაშორება.
და მხოლოდ შემდეგ შეუნთე ცეცხლი წყლიან ჯამს. მაშინ და
მხოლოდ მაშინ, როცა ვერცხლი წყალს არ შეეხება, მაგრამ ამა-
ვე დროს ამ ცხელ და სველ წიაღში გახურდება, ისიც წყლად იქ-
ცევა.
ოსტატო... - კუნრატი მუხლებზე დაემხო და დოქტორ დის
გამხმარ ხელს დაეკონა. - ოსტატო, ასე ვიზამ. და შენც მიიღებ
იმას, რაც გინდა. დაიმახსოვრე ეს სიტყვები, ვარდი და ჯვარი.
ბევრჯერ მოისმენ მათზე ლაპარაკს.
დი მოსასხამში გაეხვია, მხოლოდ პანტურა ყურები უჩანდა
ავისმომასწავებლად.
წავედით, კელი. - მითხრა. - ეს კაცი უკვე ჩვენია. შენ კი,
კუნ-რატ, გოლემი დააკავე, რომ არ გაგვეკაროს, სანამ
ლონდონში არ დავბრუნდებით. შემდეგ კი პრაღა თუნდაც
მთლიანად ცეცხლს მისცემია.
გამოვედით. დაბალი ატმოსფერული წნევის ფრონტი
ატლან-ტის ოკეანიდან აღმოსავლეთისკენ მიიწევდა რუსეთის
თავზე წარმოქმნილი ანტიციკლონის შესახვედრად.
მოსკოვში წავიდეთ, - ვუთხარი.
არა, - მიპასუხა. - ლონდონში ვბრუნდებით.
მოსკოვში, მოსკოვში, - ვბუტბუტებდი სულელივით. თავა-
დაც იცოდი, კელი, რომ ვერასოდეს მოხვდებოდი იქ. კოშკი გე-
ლოდა.
..............................................................................................
ლონდონში დავბრუნდით. დოქტორმა დიმ მიითხრა:
ისინი ცდილობენ, ჩვენზე ადრე მიაგნონ პასუხს. კელი,
უილიამს რამე უნდა დაუწერო... რაღაც ეშმაკური მინიშნება
მათზე.
619
დავუწერე კიდეც. მაგრამ მერე უილიამმა გააფუჭა ტექსტი,
ყველაფერი პრაღიდან ვენეციაში გადაიტანა. დი გაცოფდა, მაგ-
რამ ფერმკრთალ და ვერაგ უილიამს თავისი საყვარელი - დე-
დოფალი - მფარველობდა. დროდადრო არაჩვეულებრივი სონე-
ტებითაც ვამარაგებდი, ის კი კიდევ მთხოვდა, უსასრულოდ,
უსირცხვილოდ. მასზე და შენზე, my Dark Lady. რა საშინელებაა
შენი სახელის გაგონება იმ მასხარას პირიდან (არ ვიცოდი, რომ
ეს ორმაგი წყევლით შეჩვენებული თვითმარქვია ბეკონის სა-
შუალებით ეძებდა მას). კმარა-მეთქი, გამოვუცხადე ერთხელაც,
მომბეზრდა შენს ჩრდილში ყოფნა, ამიერიდან თვითონ დაწერე
საკუთარი ნაწარმოებები-მეთქი.
არ შემიძლია, - მითხრა შეშინებულმა, თითქოს ლემური
დაინახაო. - ის უფლებას არ მომცემს.
ვინ, დი?
არა, ვერულამი. ვერ ხვდები, რომ ახლა ის წარმართავს თა-
მაშს? მაიძულებს, ვწერო წიგნები, რომლებსაც მერე თავისად
გაასაღებს. გესმის, კელი, მე ვარ ნამდვილი ბეკონი და მომავალ
თაობებს ეს არ ეცოდინებათ. ოჰ, პარაზიტი... როგორ მძულს ის
ჯოჯოხეთის მაშხალა!
ბეკონი არარაობაა, მაგრამ ნიჭიერი. თვითონ რატომ არ
წერს?
არ ვიცოდი, რომ დრო არ ჰქონდა. ეს მრავალი წლის შემდეგ
გავაცნობიერეთ, როცა გერმანია მთლიანად მოიცვა როზენ-
კროიცერთა სიგიჟემ. მხოლოდ მაშინ მივხვდი, მიმოფანტული
მინიშნებებისა და აქა-იქ დაცდენილი სიტყვების ერთმანეთთან
დაკავშირებით, რომ როზენკროიცერთა მანიფესტის ავტორი ის
იყო. ის წერდა იოჰან ვალენტინ ანდრეეს გამოგონილი სახე-
ლით!

620
მაშინ ვერ ვხვდებოდი, ვისთვის წერდა ანდრეე, მაგრამ ახ-
ლა, ამ ბნელ საკანში გამომწყვდეული, თვით დონ ისიდრო პა-
როდიზე ნათელი გონებით, ახლა ვხვდები. სოაპეზმა, ჩემმა ცი-
ხის მეგობარმა, ყოფილმა პორტუგალიელმა ტამპლიერმა, გა-
მიმხილა ეს: ანდრეე რაინდულ რომანს წერდა ერთი ესპანე-
ლისთვის, რომელიც ასევე ციხეში მჯდარა. არ ვიცი, რატომ, მაგ-
რამ ეს გეგმა იმ გათახსირებულ ბეკონს მოსვლია თავში, რო-
მელსაც უნდოდა, ისტორიაში ადგილი დაემკვიდრებინა, რო-
გორც ლამანჩელი რაინდის თავგადასავლების იდუმალ ავ-
ტორს. ამიტომ უთხოვია ანდრეესთვის წიგნის დაწერა,
რომლის ნამდვილ იდუმალ ავტორად შემდეგ თავად
გაასაღებდა თავს, რათა სხვისი დიდების ჩრდილში
დამტკბარიყო (მაგრამ რატომ? რატომ?).
შორს წავედი. ახლა ამ საკანში მცივა და ცერა თითი მტკივა.
მილეული ლამპრის შუქზე უკანასკნელ ნაწარმოებებს ვწერ,
რომლებიც უილიამის სახელით გამოქვეყნდება.
……………………………………………………………………… …
……
დოქტორი დი მოკვდა. ბუტბუტებდა: "სინათლე, მეტი სინათ-
ლე..." და კბილის საჩიჩქნს ითხოვდა. შემდეგ თქვა: Qualis Artifex
Pereo! ბეკონმა მოაკვლევინა იგი. სულითა და სხეულით
დასნეულებული დედოფლის გარდაცვალებამდე მრავალი წლით
ადრე ვერულამმა როგორღაც აცდუნა და სამუდამოდ მოაჯადოვა
იგი. ახლა ჩონჩხად ქცეულ ქალს ნაკვთებიც სახეც-ვლილი ჰქონდა
და საცოდავი მხოლოდ პურითა და ვარდკაჭა-ჭას წვნიანით
იკვებებოდა. სასთუმლიდან ხმალს არ იშორებდა და
განრისხებული, შეშლილივით სერავდა ხოლმე დამასკურ ხა-
ლიჩებსა და მძიმე ფარდებს იმ მარტოობით სავსე ოთახში (იქ-

621
ნებ ვინმე იმალებოდა ფარდებს უკან? ადამიანი... ან თუნდაც
თაგვი?... მშვენიერი აზრია, კელი, უნდა ჩავინიშნო). ასეთ
მდგო-მარეობაში მყოფი მოხუცი ქალის დარწმუნება არ
გასჭირვებია ბეკონს, რომ თავად იყო უილიამი, მისი ნაბუშარი.
მიეახლა და მუხლი მოუყარა დაბრმავებულ მოხუცს, ცხვრის
ტყავმოსხმულ-მა. ოქროს საწმისი! მაშინ თქვეს, ტახტს
უმიზნებდაო, მაგრამ ვი-ცოდი, რომ სხვა რამ ეწადა: გეგმის
ხელში ჩაგდებას ლამობდა. მაშინ გახდა სენტ-ალბანის
ვიკონტი. და, მოძლიერდა თუ არა, დი გზიდან ჩამოშორა.
……………………………………………………………………… …
……
დედოფალი მოკვდა, მეფეს გაუმარჯოს... ახლა უკვე უხერხუ-
ლი მოწმე ვიყავი. საფრთხეში ჩამითრია. ერთ საღამოს, როცა,
ბოლოს და ბოლოს, Dark Lady ჩემი უნდა გამხდარიყო, ჩახუტე-
ბული მეცეკვებოდა, ხილვების გამომწვევი ბალახებით გაბ-
რუებული, ის, მარადიული სოფია, იმ სახით, ბებერი თხის დამ-
ჭკნარი სახით... შეიარაღებული კაცების თანხლებით შემოვიდა და
მაიძულა, თვალები ჩვრით ამეხვია. მაშინვე მივხვდი: შა-ბიამანი!
და როგორ იცინოდა... როგორ იცინოდი, შენ, Pin Ball Lady oh
maiden virtue rudely strumpeted, oh gilded honor
shamefully misplac'd! - იმ თავისი გაუმაძღარი ხელებით გეხე-
ბოდა, შენ კი "სიმონეს" ეძახდი, მახინჯ ნაიარევს უკოცნიდი...
კოშკში, კოშკში, - იცინოდა ვერულამი. იმ დღიდან ვარ აქ, იმ
ადამიანის აჩრდილთან ერთად, რომელიც სოაპეზს ეძახის
საკუთარ თავს, ციხის ზედამხედველები კი მხოლოდ კანაფის ჯოს
სახელით მიცნობენ. სიღრმისეულად, გულმოდგინედ შევის-
წავლე ფილოსოფია, სამართალი, მედიცინა და, სამწუხაროდ,

622
თეოლოგიაც. და აი, ისევ აქ ვარ მე უბედური და იმდენივე
ვიცი, რაც ადრე ვიცოდი.
……………………………………………………………………… …
……
სათოფურიდან ვადევნე თვალი სამეფო ქორწილს, წითელ-
ჯვრიანი რაინდები საყვირებს ცხენების ფეხის ხმას
უწყობდნენ. წესით, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, საყვირში
ჩამებერა, სესილი-ამ იცოდა ეს... კიდევ ერთხელ წამართვეს
ჯილდო, მიზანი. უილიამი უკრავდა. მე კი, ჩრდილში
დამალული, მის ნაცვლად ვწერდი.
გასწავლი, როგორ იძიო შური, - ჩამჩურჩულა სოაპეზმა და
იმ დღეს მეჩვენა თავისი ნამდვილი სახით: საუკუნეთა
მანძილზე ამ საკანში დამარხული ბონაპარტისტი აბატი.
გახვალ ოდესმე აქედან? - ვკითხე.
თუ... - თითქოს პასუხს აპირებდა, მაგრამ უცებ დადუმდა.
კოვზით კედელზე დააკაკუნა და რაღაც დაშიფრული ანბანით
(ტრიტემიუსმა მასწავლაო, გამანდო) შეტყობინების გაგზავნა
დაიწყო ვიღაცისთვის გვერდით საკანში. მონსალვატოს გრა-
ფისთვის.
………………………………………………………………………
……
სოაპეზმა დაასმინა ბეკონი. ის დააპატიმრეს და სოდომის
ცოდვაში დაადანაშაულეს, რადგან (შიშით ვძრწი იმის წარმოდ-
გენაზეც კი, რომ ეს ბრალდება მართალი იყო) შენ, Dark Lady,
დრუიდებისა და ტამპლიერების შავო ქალწულო, სხვა არაფერი
იყავი, თუ არა სწავლულთა ხელიდან გამოსული მარადიული ან-
დროგინი... მაგრამ ვისი? ვისი ხელიდან? ახლა, ახლა ვიცი, შენი
საყვარლის, გრაფ სენ-ჟერმენის! მაგრამ სენ-ჟერმენი ხომ იგივე

623
ბეკონია (რამდენი რამ იცის სოაპეზმა, ამ მრავალ ცხოვრებაგავ-
ლილმა იდუმალმა ტამპლიერმა...)?
..............................................................................................
გავიდა წლები. ვერულამი ციხიდან გამოვიდა და სასწაულებ-
რივად კვლავ მოიპოვა მონარქის წყალობა. უილიამი მეუბნება,
რომ ახლა ღამეებს ტემზის ნაპირზე ათევს, "პილადეს პაბში",
ნოლელის გამოგონილ იმ უცნაურ მანქანაზე თამაშში. იმ ნოლე-
ლის, რომელიც მან ჯერ ლონდონში ჩაიტყუა, საიდუმლო რომ
გამოეძალა და შემდეგ კოცონზე დააწვევინა რომში. აწყვეტილი,
შეშლილი ბურთების შთანმთქმელ, ასტრალურ მანქანაზე, რო-
მელსაც - უსასრულო, მრავალფეროვან სამყაროთა გავლით,
ანგელოზური სინათლის ლიცლიცით, გამარჯვებული მხეცის
მოძრაობით, ბოქვენით უხამსი ბიძგებით, დეკანთა სამფლობე-
ლოში ციურ სხეულთა მოძრაობის გამეორებითა და დიადი გარ-
დაქმნის მაღალი საიდუმლოს, თავად ახალი ატლანტიდის
საიდუმლოს წვდომით - გოტლიბის მანქანა უწოდა, რითაც იმ მა-
ნიფესტების საკრალურ ენას გამოაჯავრა, რომლებსაც ანდრეეს
კალამს მიაწერენ.
- ოჰ! - შევძახებ (s' è cria t il) უკვე გონს მოსული, გამოფხიზ-
ლებული, მაგრამ ძალიან გვიანია. ყველაფერი ამაოა. გული მი-
ბაგუნებს კორსეტის მაქმანებში. აი, რატომ წამართვა საყვირი -
ამულეტი, თილისმა, კოსმოსური ინსტრუმენტი, რომელსაც
დე-მონთა დამორჩილება შეეძლო. ნეტავ რა გეგმას ხლართავს
თა-ვის სოლომონის სახლში? "გვიანია, - ვიმეორებ ჩემთვის... -
მე-ტისმეტი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში".
……………………………………………………………………… …
……

624
ამბობენ, რომ ბეკონი მოკვდა, მაგრამ მისი ცხედარი არავის
უნახავს. გამოგონილი სახელით ცხოვრობს ჰესეს ლანდგრაფ-
თან, უკვე ნაზიარები უმაღლეს საიდუმლოებებს და
მაშასადამე, უკვდავი, თავისი შავბნელი ბრძოლის
გასაგრძელებლად, გეგ-მის განსახორციელებლად, გეგმის
სახელით, გეგმის სამართა-ვად.
ბეკონის სიკვდილის ცნობის გავრცელების შემდეგ უილიამი
მესტუმრა. ციხის კარში დატანებული ლითონის ცხაურის
იქითაც ვხედავდი მის ფარისევლურ ღიმილს. მკითხა, 111-ე
სონეტში რატომ დაწერე ის, ვიღაც მღებავზეო? ზეპირად
გამიმეორა ლექ-სი: To What It Works in, Like the Dyer's Hand...
ეგ სიტყვები არასოდეს დამიწერია-მეთქი, ვუთხარი. მართლა
ასე იყო... ისინი აშკარად ბეკონს ჩაესვა სიკვდილამდე რაღაც
იდუმალი სიგნალის მისაცემად მათთვის, ვინც სენ-ჟერმენს უნ-
და უმასპინძლოს სხვადასხვა ქვეყნის სამეფო კარზე, როგორც
საღებავთა ოსტატს... ვფიქრობ, მომავალში ეცდება, ყველა
დააჯეროს, რომ მან დაწერა უილიამის წიგნები. როგორი მკა-ფიო
და ნათელი ჩანს სამყარო ბნელი საკნის ღრიჭოდან!
Where Art Thou, Muse, That Thou Forget'st So Long? დაღ-
ლილი ვარ, ავადმყოფი. უილიამი ჩემგან ახალ მასალას ელის
თავისი კლოუნადისთვის იქ, "გლობუსში".
სოაპეზი წერს. ვცდილობ, ნაწერში ჩავიხედო. ვერ ვხვდები
შინაარსს: Riwerrun, past Eve and Adam's... მოტრიალდება,
მხედავს, ფურცელს მალავს. ჩემს მოჩვენებასავით ფერმკრთალ
სახეში, ჩემს თვალებში სიკვდილს ამოიკითხავს. დაიჩურჩუ-
ლებს: - დაისვენე. ნუ გეშინია. მე დავწერ შენ ნაცვლად. ასეც
იქ-ცევა: ნიღბის ნიღაბი. ნელა ვქრები და ის უკანასკნელ
შუქსაც მართმევს, სიბნელეში მბჟუტავ სხივს.

625
74

"თუმცა კეთილია მისი ნება, მისი სული და წინასწარმეტყვე-


ლებანი აშკარად ეშმაკისგანაა შთაგონებული... მას შეუძლია,
ბევრი ცნობისმოყვარე ადამიანი შეაცდინოს და სასტიკად
დააზარალოს, ლაფში ამოსვაროს ჩვენი მაცხოვრის ეკლესი-
ა".144
ბელბო ძალიან თავშეკავებულად მოგვიყვა თავის ნაფიქრს,
ისე, რომ არც საკუთარი ნაწერი წაუკითხავს ჩვენთვის და ყო-
ველგვარი პირადი მინიშნებაც ამოიღო ამ ამბიდან. ისიც კი
გვითხრა, ეს კომბინაციები "აბულაფიამ" მიკარნახაო. სადღაც
უკვე მქონდა წაკითხული, რომ როზენკროიცერთა მანიფესტე-
ბის ავტორი ბეკონი იყო, ამიტომ ჩემზე იმან უფრო მოახდინა
შთაბეჭდილება, რომ ბეკონი და ვიკონტი სენტ-ალბანი ერთი
ადამიანი იყო. რაღაც აზრი მიტრიალებდა ბუნდოვნად თავში,
რაღაც, რაც ჩემს ძველ ვარაუდს უკავშირდებოდა, მაგრამ მის
ჩამოყალიბებას ვერ ვახერხებდი. მთელი ღამე გავათენე ძველ
ჩანაწერებში ქექვაში, მთელი ჩემი კატალოგი გადავჩხრიკე.
ბატონებო, - საზეიმოდ გამოვუცხადე მეორე დილით ჩემს
თანამოაზრეებს, - კავშირების გამოგონება არ გვჭირდება, ისინი
უკვე არსებობს. როცა 1164 წელს წმინდა ბერნარდმა ტრუის
კრების იდეა წამოაყენა ტამპლიერთა ლეგიტიმაციის მიზნით,
მათ შორის, ვისაც ამ ღონისძიების ორგანიზება დაევალა, სენტ--

მოსაზრება გიიომ პოსტელზე, რომელიც იეზუიტმა მამებმა,


სალმერონმა, ლოოსტმა და უგოლეტომ გაუგზავნეს იგნატიუს
ლოიოლას 1545 წლის 10 მაისს.
626
ალბანის პრიორიც იყო. სხვათა შორის, წმინდა ალბანი, პირვე-
ლი ინგლისელი წამებული წმინდანი, ბრიტანეთის
კუნძულების გამაქრისტიანებელი, ვერულამში, ბეკონის
მამულში იყო დაბა-დებული. ის კელტი და ცხადია, დრუიდი
იყო, მაშასადამე, შედ-გომილი, როგორც წმინდა ბერნარდი.
ეს არ კმარა, - თქვა ბელბომ.
მოითმინეთ. სენტ-ალბანის პრიორი აბატი სენ-მარტენ-დე-
შამი გახლავთ, ეს კი სწორედ ის სააბატოა, სადაც "ხელოვნება-
თა და ხელობათა კონსერვატორია" დაარსდა!
ღმერთო! - შეჰყვირა ბელბომ.
მხოლოდ ამაში არაა საქმე, - განვაგრძე. - "კონსერვატორი-ა"
ჩაფიქრებული იყო, როგორც ბეკონისადმი მიძღვნილი ადგი-
ლი. რევოლუციის III წლის 25 ბრიუმიერს კონვენტმა ბეკონის
ნაშრომთა სრული კრებულის დაბეჭდვა დაავალა სახალხო გა-
ნათლების კომიტეტს. იმავე წლის 18 ვანდემიერს იმავე
კონვენ-ტმა ხმა მისცა კანონს, აეშენებინათ "ხელოვნებათა და
ხელობა-თა სახლი". ეს ერთგვარად ბეკონის "სოლომონის
სახლის" იდეა იყო, რომელიც მან "ახალ ატლანტიდაში"
გააჟღერა: ადგილი, სადაც თავს მოიყრიდა კაცობრიობის
ყოველგვარი ტექნიკური გამონაგონი.
მერე? - იკითხა დიოტალევიმ.
მერე ის, რომ "კონსერვატორიაში" ქანქარაა, - თქვა ბელ-ბომ.
დიოტალევის რეაქციით მივხვდი, რომ მისთვის ჯერ არაფე-რი
ჰქონდა ნათქვამი ფუკოს ქანქარაზე.
ნუ ვიჩქარებთ, - ჩავერთე. - ქანქარა გასულ საუკუნეში გა-
მოიგონეს და დააყენეს იქ. მოდი, ახლა ნუ მივაქცევთ ამას ყუ-
რადღებას.

627
ყურადღებას ნუ მივაქცევთ? - მომიბრუნდა ბელბო. - ოდესმე
გინახავთ ჯონ დის იეროგლიფური მონადა? თილისმა, რომე-ლიც
სამყაროს მთელ ცოდნას უყრის თავს? ქანქარას არ ჰგავს?
კარგი, - ვუთხარი, - დავუშვათ, ამ ორ ფაქტს შორის კავში-
რის დადგენა შეგვიძლია. სენტ-ალბანიდან ქანქარამდე როგორ
მივალთ?
მაშ ასე... სენტ-ალბანის პრიორი სენ-მარტენ-დე-შამის აბა-
ტია, ამრიგად, ეს სააბატო ტამპლიერთა ბუდეა. ბეკონი, თავისი
მამულის წყალობით, სულიერ კავშირს ამყარებს წმინდა ალბა-
ნის მიმდევარ დრუიდებთან. ახლა ყური დამიგდეთ: სანამ
ბეკო-ნი ინგლისში დაიწყებს კარიერას, საფრანგეთში გიიომ
პოსტე-ლი ამთავრებს საქმიანობას!
(ბელბოს თვალებში რაღაც გაუკრთა. მაშინვე რიკარდოს გა-
მოფენა გამახსენდა და ბელბოს მაშინდელი ნათქვამი, პოსტე-
ლი იმას მახსენებს, ვინც საბოლოოდ წამართვა ლორენცაო.
მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი რეაქცია იყო).
პოსტელი ებრაულს სწავლობს, ცდილობს, დაამტკიცოს, რომ
ებრაულია ყველა ენის დედა; თარგმნის "ზოჰარსა" და "ბა-ჰირს",
კაბალისტებთან აქვს კავშირი, მსოფლიო მშვიდობის პროექტს
წამოიწყებს, რომელიც გერმანელ როზენკროიცერთა გეგმას ჰგავს,
ცდილობს, დაარწმუნოს საფრანგეთის მეფე, სულ-თანთან
ითანამშრომლოს; მოივლის საბერძნეთს, სირიას, მცი-რე აზიას,
სწავლობს არაბულს, ერთი სიტყვით, კრისტიან რო-ზენკროიცის
მარშრუტს იმეორებს. არც ისაა შემთხვევითი, რომ რამდენიმე
ნაშრომს აქვეყნებს როზისპერგიუსის სახელით, რაც "ცვარის
მფრქვეველს" ნიშნავს. პიერ გასენდი თავის წიგნში "ფლადის
ფილოსოფიის კვლევა" ამბობს, რომ სიტყვა "როზენ-კროიცი" rosa-
ს, ანუ "ვარდს" კი არ უკავშირდება, არამედ -

628
"ros"-ს, ცვარს. ერთ-ერთ ხელნაწერში რაღაც საიდუმლოს ახსე-
ნებს და აზუსტებს, მისი დაცვაა საჭირო, სანამ ჟამი არ დადგება,
რათა "მარგალიტები ღორებს არ დაეყაროსო". და იცით, სად
ჩნდება სახარებისეული ეს ციტატა? "ქიმიური ქორწილის" თავ-
ფურცელში. და მამა მარინო მერსენი, როცა როზენკროიცერ
ფლადს ამხელს, ამბობს, ეგეც იმ ცომითაა მოზელილი, რითაც
ათეისტი პოსტელიო. არადა, როგორც ჩანს, დი და პოსტელი 1550
წელს შეხვედრიან ერთმანეთს. ამ დროს, ალბათ, ჯერ არ იცოდნენ
და კიდევ ოცდაათი წელი ვერ გაიგებდნენ, რომ სწო-რედ ისინი
იყვნენ გეგმის დიდი მაგისტრები, რომლებსაც 1584 წელს ეწერათ
შეხვედრა. მეტიც, ერთი უსმინეთ, რას ამბობს პოსტელი:
საფრანგეთის მეფე სამყაროს მეფის ტიტულის ერთა-დერთი
ლეგიტიმური პრეტენდენტია, რადგან ის ნოეს უფროსი ვაჟის
პირდაპირი შთამომავალია, ნოე კი კელტური რასის წინა-პარი,
ანუ დრუიდული ცივილიზაციის საძირკველი იყოო. სწო-რედ ასე
ამბობს: აგარტის სამყაროს მეფეო. თუმცა ამას სამი საუკუნით
ადრე ამბობს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს კაცი ისედაც ვერ იყო სრულ
ჭკუაზე, გახსოვთ, ალბათ, ის ბებრუხანა იოანა რომ შეუყვარდა და
ღვთიურ სოფიად გამოაცხადა... ისიც გასათ-ვალისწინებელია, რომ
ძალიან ძლიერი მტრები ჰყავდა, რას არ უწოდებდნენ: ძაღლს,
პირსისხლიან ურჩხულს, მწვალებლობის კლოაკას, დემონთა
ლეგიონების მონას... და ამ ყველაფრისა და იოანას სკანდალის
მიუხედავად, ინკვიზიციას ის ერეტიკოსად არ შეურაცხავს,
"amens"-ს ეძახდნენ მას, რაც "ცოტა შერეკილს" ნიშნავს. როგორც
ჩანს, ვერ გაბედეს მისი განადგურება, რად-გან იცოდნენ, რომ
რაღაც ძლიერი ჯგუფის წევრი იყო. დიოტა-ლევის შევახსენებ,
რომ პოსტელი აღმოსავლეთშიც ბევრს მოგ-ზაურობდა და ისააკ
ლურიას თანამედროვე იყო. დასკვნები

629
თქვენთვის მომინდვია. მოკლედ, 1564 წელს (ამ წელს დაწერა
დიმ "იეროგლიფური მონადა") პოსტელმა უარყო თავისი
ერეტი-კოსობა და წავიდა... გამოიცანით, სად? სენ-მარტენ-დე-
შამის მონასტერში! რას ელოდება? როგორც ჩანს, 1584 წელს.
რა თქმა უნდა, - კვერი დამიკრა დიოტალევიმ.
განვაგრძე:
ხვდებით? პოსტელი ფრანგული ჯგუფის დიდი მაგისტრია,
რომელიც ინგლისელებთან შეხვედრას ელის. მაგრამ ის 1581
წელს, შეხვედრამდე სამი წლით ადრე კვდება. აქედან ორი დას-
კვნა შეგვიძლია გავაკეთოთ. პირველი: 1584 წლის ინციდენტი
იმიტომ მოხდა, რომ პოსტელი აღარაა ცოცხალი, რომლის მახ-
ვილი გონება აუცილებლად გაითვალისწინებდა კალენდრებს
შორის განსხვავებას; და მეორე: სენ-მარტენში ტამპლიერები
ყოველთვის შინაურულად გრძნობდნენ თავს, ამიტომ, ბუნებრი-
ვია, რომ სწორედ იქ დაბინავდა ადამიანი, რომელსაც მესამე
შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა. დიახ, სენ-მარტენ-დე-
შამი იყო "თავშესაფარი"!
ყველაფერი მოზაიკის ნატეხებივით ერგება ერთმანეთს.
ახლა ყური მიგდეთ. არშემდგარი შეხვედრის წელს ბეკონი
მხოლოდ ოცი წლისაა. მაგრამ 1621-ში ის ვიკონტი სენტ-- ალბანი
ხდება. რატომ მიიზიდა ასე წინაპართა მამულმა? უცნო-ბია.
ფაქტი ისაა, რომ სწორედ იმ წელს ვიღაც მას კორუფციაში
დაადანაშაულებს და ამ ბრალდებით გარკვეული ხნით დილეგში
გამოამწყვდევენ. ბეკონმა რაღაცას მიაგნო, რისაც ეშინოდათ. ვის
ეშინოდა? უეჭველია, ბეკონი მიხვდა, რომ სენ-- მარტენისთვის
თვალყურის დევნებაა საჭირო და გადაწყვეტა, სწორედ იქ
დაეარსებინა თავისი "სოლომონის სახლი", ლაბო-

630
რატორია, სადაც იმუშავებდა და ექსპერიმენტებს ჩაატარებდა
საიდუმლოს დასაფარავად.
მაგრამ... - ჩაილაპარაკა დიოტალევიმ. - შეგვიძლია, რამე
ხელმოსაჭიდი ვნახოთ, რაც ბეკონის შთამომავლებს მეთვრამე-ტე
საუკუნის ბოლოს რევოლუციურ ჯგუფებთან დააკავშირებს?
იქნებ მასონერია? - იკითხა ბელბომ.
ბრწყინვალე აზრია. ისე, ეგ იდეა ალიემ მოგვაწოდა იმ სა-
ღამოს ციხესიმაგრეში.
მოვლენები უნდა აღვადგინოთ. მაინც რა ხდებოდა მაშინ
მასონურ წრეებში?

631
75

"მარადიულ ძილს... ვერავინ გაექცევა, გარდა იმათი, ვინც


სიცოცხლეშივე შეძლო, სრულყოფისაკენ მიემართა საკუთარი
გონება. შედგომილები, ადეპტები, ამ გზის ზღვარზე დგანან.
მეხ-სიერების მითითებათა კარნახით, ანამნეზით - პლუტარქეს
გა-მოთქმას თუ გამოვიყენებთ - ისინი თავისუფლდებიან და
გათა-ვისუფლებულნი, გვირგვინდადგმულნი,
"საიდუმლოებებს" ეთაყვანებიან და უცქერენ მიწაზე
გაუნდობელთა, უწმინდურთა ბრბოს, რომელშიც ადამიანები
ერთმანეთს უბიძგებენ სიბინძუ-რისა და სიბნელისაკენ".145
გავთამამდი და განვაცხადე, სწრაფად მოვაგროვებ ზუსტ
ინფორმაციას-მეთქი. ნეტავ რა მრჯიდა? თავით ფეხებადე ჩაფ-
ლული აღმოვჩნდი ისტორიული კვლევებისა და ჰერმეტიკული
ჭორების ჭაობში, ერთმანეთისგან ვეღარც ვარჩევდი სარწმუნო
ცნობებსა და გამონაგონს. ერთი კვირა რობოტივით ვიმუშავე
და სექტების, ლოჟების, დაჯგუფებების გრძელი და სრულიად
გაუგებარი სია შევადგინე. ამ ჩამონათვალზე მუშაობისას დრო-
დადრო ელდანაკრავივით შევხტებოდი ხოლმე, ისეთ სახელებს
წავაწყდებოდი უცნაურ და სრულიად აუხსნელ გარემოცვაში.
მხვდებოდა მოულოდნელი ქრონოლოგიური დამთხვევებიც,
რომელთა ჩანიშვნაც საჭიროდ მეჩვენებოდა...

იულიუს ევოლა, "ჰერმეტიკული ტრადიცია", რომი, გამომ-


ცემლობა Edizioni Mediterranee, 1971, გვ. 111

632
ერთი კვირის თავზე ჩემს თანამოაზრეებს წარვუდგინე ნაშ-
რომი:
თავგზა აგერევა კაცს... მოკლედ, 1645 წელს ლონდონში ვინმე
ეშმოლმა როზენკროიცერული სულისკვეთების ორგანი-ზაცია,
"უხილავი კოლეჯი", დააფუძნა. მის საფუძველზე შეიქმნა
"სამეფო საზოგადოება", "სამეფო საზოგადოებიდან" კი, რო-გორც
ჩემი წყაროები მიმანიშნებს, მასონერია. 1721 წელს ან-დერსონი
მასონერიის კონსტიტუციას წერს და ამის შემდეგ მას-ში
მნიშვნელოვანი ადამიანები წევრიანდებიან: პეტრე დიდი,
მონტესკიე და სხვები. ათიოდე წლის შემდეგ ვინმე რამზაი და-
წერს წიგნს მასონერიის ტამპლიერულ ფესვებზე და ასე იბადება
"შოტლანდიური წესი", რომელიც "დიდ ლონდონურ ლოჟას"
დაუპირისპირდება. "ლონდონის ლოჟა" მხოლოდ სამ ხარისხს
აღიარებს, "შოტლანდიური წესი" კი ოცდაცამეტამდე გაზრდის ამ
რიცხვს და უნდა ვაღიაროთ, რომ ამით ძალიან იზიდავს პა-
ტიოსან ბურჟუებს, რომლებსაც იერარქიული დიდების თავბრუ-
დამხვევ სიმაღლეებზე ასვლას ჰპირდება. ამის შემდეგ მოვლე-
ნები ზვავივით აგორდება: პრუსიის ტახტის მემკვიდრე ფრიდრი-
ხიც მასონი ხდება. საფრანგეთში კი სოკოებივით მრავლდება
შთამბეჭდავი სახელების მქონე ლოჟები: ტულუზის "ერთგული
შოტლანდიელები", "უზენაესი სუვერენული კონსილიუმი", "დი-
დი ფრანგული გლობუსის დედა", "შოტლანდიური დედალოჟა",
"ბორდოს სამეფო საიდუმლოს დიდ მთავართა კოლეგიუმი",
"კარკასონის ტაძრის სუვერენ კომენდატორთა კარი", "ნარბო-ნის
ფილადელფიელები", "მონპელიეს ვარდისა და ჯვრის კაპი-
ტული", "ჭეშმარიტების მაღალი მხედრები"... ლიონში იბადება
"რაინდ კადოშის ხარისხი", რომელმაც შური უნდა იძიოს ტამ-
პლიერთათვის. 1753 წელს ვინმე ვილერმოზი აფუძნებს "სრულ-

633
ყოფილ მეგობრობას" და შემდეგ - "ვარდისა და ჯვრის შავი არ-
წივის რაინდთა უმაღლეს კაპიტოლიუმს". 1754-ში ვინმე მარტინ
დე პასკუალი აფუძნებს "ელუს კოენის ტაძარს", ხოლო დომ პერ-
ნეტი, ტიპი, რომელიც მთელი ცხოვრება ჰერმეტიზმსა და ალქი-
მიაში იჩხრიკებოდა - ავინიონის "ილუმინატებს". 1756 წელს ბა-
რონი ფონ ჰუნდი გერმანიაში ქმნის "მკაცრ ტამპლიერულ წესს".
ისინი პირველები ახსენებენ სამყაროს "უცნობ მმართველებს" და
დაიჩემებენ, ფრიდრიხ II და ვოლტერი არიან ეს იდუმალი
განმგებლებიო. ამასობაში საჯაროდ გამოჩნდება გრაფი სენ--
ჟერმენიც, რომელიც 1758 წელს პარიზში ჩამოდის და მეფეს
შესთავაზებს თავის სამსახურს, როგორც ქიმიკოსი და საღებავე-
ბის ექსპერტი. ჯერ პომპიდუს დაუახლოვდება, შემდეგ კი გაურ-
კვეველი დიპლომატიური მისიით ჰოლანდიას მიაშურებს. ცოტა
ხნის შემდეგ ლონდონში გამოჩნდება: დააპატიმრებენ, მაგრამ
მალევე ათავისუფლებენ. მერე ჯერ რუსეთში მოგვევლინება,
შემდეგ კი - ბელგიაში, სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, კაზანო-ვას
ხვდება. არ დაგავიწყდეთ, რომ მოგვიანებით ეს ადამიანი კა-
ლიოსტროსაც შეხვდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი შემთხვე-
ვით არ მოავლენს ხოლმე ასეთ ტიპებს ქვეყანაზე. 1771 წელს
შარტრის ჰერცოგი, შემდეგში ფილიპ ეგალიტეს სახელით ცნო-
ბილი, "დიადი აღმოსავლეთის" დიდი მაგისტრი ხდება და ყველა
ლოჟის გაერთიანებას ცდილობს, მაგრამ "შოტლანდიური წესი"
ეწინააღმდეგება. ვილერმოზი და სენ-მარტენი საქვეყნოდ ცნო-
ბილი "უცნობი ფილოსოფოსის" სახელით (სერიოზული ანონი-
მურობაა, ვერაფერს იტყვი) "სუვერენულ ტრიბუნალს" აფუძნე-
ბენ, რომელიც შემდეგ "დიდ შოტლანდიურ ლოჟად" გადაიქცევა
და "მკაცრი ტამპლიერული წესის" დელეგატი მოსალაპარაკებ-
ლად მიდის ვილერმოზთან. მათი შეთანხმების შედეგად იბადება

634
"შესწორებული შოტლანდიური წესი", მაგრამ მოგვიანებით და-
უცხრომელი ვილერმოზი "წმინდა ქალაქის ქველ რაინდთა ორ-
დენს" დააარსებს, ხოლო "მკაცრი ტამპლიერული წესი" და "დიადი
აღმოსავლეთი" შეთანხმდებიან "შესწორებული შოტ-ლანდიური
წესის" მიღებაზე. ამასობაში იბადება "ფილათეტების
საზოგადოება", რომელიც ყველა ჰერმეტიკოსს გააერთიანებს და
"ცხრა დის ლოჟა", რომელსაც შეუერთდებიან გილიოტენი,
კაბანისი, ვოლტერი და ფრანკლინი, ვაისჰაუპტი კი "ბავარიის
ილუმინატებს" აფუძნებს (და გამოაქვეყნებს თავის ჩასწორებულ
კოდექსს "Nachtrag"-ს, სადაც საიდუმლო ორგანიზაციის დიაგ-
რამას აღწერს, რომელშიც ყოველი წევრი მხოლოდ თავის უშუალო
უფროსს შეიძლება იცნობდეს. შემთხვევითი არაა, რომ
ილუმინატების გაერთიანება რამდენიმე წლის შემდეგ უკანო-
ნოდ გამოცხადდა, თუმცა იქამდე მირაბომაც მოასწრო მასში გა-
წევრიანება). მარტო მე კი არ ამებნა თავგზა, როგორც ჩანს, თა-
ვადაც ცუდ დღეში ყოფილან, ამიტომაც ჩაუტარებიათ ვილჰელ-
მსბადში 1782 წელს დიდი კონგრესი, ყველა ლოჟის მონაწი-
ლეობით, რათა გაერკვიათ, ვინ ვინ იყო. მაგრამ ამის შემდეგ
უწინდელზე უფრო დაბნეულები ჩანან. 1785 წელს კალიოსტრომ
დააფუძნა "მემფისის წესი", რომელიც მალე "მემფის-მისრაიმის
პირველად და ანტიკურ წესად" იქცა. მან ხარისხების რაოდენო-ბა
ოთხმოცდაათამდე გაზარდა და ყველაფერი გააკეთა იმის-თვის,
რომ დედოფლის ის გახმაურებული სკანდალი ატეხილი-ყო (ეს
სკანდალი დიუმამ აღწერა, როგორც მონარქიის დისკრე-დიტაციის
მიზნით მოწყობილი მასონური შეთქმულება). საფ-რანგეთის
რევოლუციის დასაწყისისთვის საფრანგეთში დაახ-ლოებით
შვიდასი ლოჟაა და მეტ-ნაკლებად ყველა კრიზისშია, თუმცა ეს
დიდხანს არ გრძელდება. რევოლუციურ გარემოში,

635
1794 წელს, დეპუტატი (და აბატი) გრეგუარი კონვენტს წარუდ-
გენს "ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიის" პრო-ექტს,
რომელმაც სენ-მარტენ-დე-შამში უნდა დაიდოს ბინა. გახ-სოვთ,
რომ ეს პროექტი ბეკონის "სოლომონის სახლის" იდეას იმეორებს,
მთელი თავისი როზენკროიცერული სიმბოლიკით. მეორე მხრივ,
როცა 1864 წელს ბაკუნინი სოციალ-- დემოკრატიულ ალიანსს
დააარსებს, ზოგი ფიქრობს, რომ ის ბა-ვარიელი ილუმინატებითაა
შთაგონებული. მოკლედ, მიდი და გაიგე, რა ხდებოდა.
ჰერმეტიკულ ხაზზეც მოგახსენებთ: 1865 წელს ინგლისში
დაფუძნდა "ვარდისა და ჯვრის საზოგადოება", 1875 წელს ელენა
პეტროვნა ბლავატსკი ("შიშველი ისისის" ავ-ტორი) აფუძნებს
"თეოსოფიურ საზოგადოებას", სენ-ჟერმენის თეოსოფიურ როლს
მიმოიხილავს და ამბობს, როჯერ და ფრენ-სის ბეკონები,
როზენკროიცი, პროკლე, წმინდა ალბანიც მისი ინკარნაციები
იყვნენო. 1879 წელს დაფუძნდა "როზენკროიცერ-თა
საზოგადოება" შეერთებულ შტატებში, 1888-ში სტანისლას დე
გუაიტა ქმნის "ვარდისა და ჯვრის კაბალისტურ ორდენს", ხო-ლო
ინგლისში იბადება "ოქროს დაისის ჰერმეტიკული ორდენი"
(თერთმეტი ხარისხით: უდაბლესია "ნეოფიტი" და უმაღლესი -
"იპსისიმუსი"), 1890 წელს ჟოზეფინ პელადანი აფუძნებს "კათო-
ლიკური ტაძრისა და გრაალის ვარდსა და ჯვარს" და საკუთარ
თავს სარ მეროდაკს უწოდებს, 1898 წელს ალეისტერ კროული,
"ოქროსფერი დაისის" პირველი წევრი, "თელემას ორდენს"
დააფუძნებს, ხოლო "ოქროსფერი დაისი" დასაბამს მისცემს
"ცისკრის ვარსკვლავს", რომელშიც იეიტსი გაწევრიანდება. 1909
წელს ამერიკაში სპენსერ ლუისი "გამოაღვიძებს" "ვარდი-სა და
ჯვრის ძველ მისტიკურ ორდენს" და 1916-ში ერთ-ერთ სას-
ტუმროში თუთიის ოქროდ გარდაქმნის რიტუალსაც წარმატებით

636
შეასრულებს. ამის შემდეგ მაქს ჰენდელი ქმნის
"როზენკროიცე-რულ ერთობას", ხოლო მოგვიანებით მას
მოჰყვება "როზენ-კროიცერული ლექტორიუმი", "ვარდისა და
ჯვრის მხცოვან ძმა-თა კავშირი", ჰერმეტიკული საძმო" და
"ვარდისა და ჯვრის ტაძ-რის ორდენი".
წუთით შევისვენე, რომ ამომესუნთქა.
- მგონი, საკმარისია. ამაზე შევწყვიტე ასოციაციების, სექტე-
ბის, მოვლენების ამოწერა. ყველა შეშლილი იყო და არ მინდა,
მეც მათსავით გადავიდე ჭკუიდან. ამ ქაოსიდან, წარმოდგენა
არ მაქვს, რა შეიძლება გამოგვადგეს ჩვენი გეგმისთვის.
- მგონი, ალიესთან კონსულტაცია დაგვჭირდება, - თქვა
ბელ-ბომ. - დაგენაძლევებით, მანაც არ იცის ამდენი.
- რა ამბობთ. მისი საკბილო ესაა. თუმცა, შეგვიძლია, გამოვ-
ცადოთ, - შენიშნა დიოტალევიმ. - მოდი, რამე არარსებული სექ-
ტა დავამატოთ. რაღაც ახალი.
დე ანჯელისი გამახსენდა, "ტრესზე" ხომ არაფერი გსმე-
ნიათო, რომ მკითხა.
"ტრესი".
ეგ რაღაა? - მკითხა ბელბომ.
თუ აბრევიატურა არსებობს, მას რაღაც უნდა ედოს საფუძ-
ვლად, - თქვა დიოტალევიმ. - ასე რომ არ იყოს, ჩემი რაბინები
ნოტარიკონს ვერ გამოიყენებდნენ. აბა ვნახოთ... "Templi
Resurgentes Equites Synarchici". მოგწონთ?
სახელი მოგვეწონა, ბოლოში მივაწერეთ სიას.
ამდენ სექტაში ახლის გამოგონება ადვილი საქმე არ იყო, -
თვითკმაყოფილება ვერ დამალა დიოტალევიმ.

637
76

"ერთი სიტყვით რომ იყოს საჭირო მეთვრამეტე საუკუნის


საფრანგეთის მასონერიის ძირითადი ხასიათის აღწერა, ერთა-
დერთი სიტყვა გამოდგებოდა: დილეტანტიზმი".146
მეორე საღამოს ალიე "პილადეში" დავპატიჟეთ. მიუხედავად
იმისა, რომ ახალ კლიენტებში უამრავი იყო ისეთი, გამოწკეპი-
ლი რომ დადიოდა ბარში, ჩვენმა სტუმარმა პრიალა ლურჯი
კოსტიუმით, ქათქათა პერანგითა და ჰალსტუხზე ოქროს სამაგ-
რით მაინც მიიქცია ყურადღება. კიდევ კარგი, საღამოს ექვს სა-
ათზე "პილადე" თითქმის ცარიელი იყო ხოლმე.
ბებერი პილადე ცოტა დაიბნა, როცა ალიემ სამარკო კონიაკი
შეუკვეთა, თუმცა, ცხადია, თავი არ შეურცხვენია, თუთიის
დახ-ლიდან ბოთლი გამოაძვრინა, რომელსაც, ალბათ, ორი
წელი მაინც იქნებოდა, არავინ შეხებოდა.
ალიე შუქზე მოლიცლიცე კონიაკს გასცქეროდა და თან ჩვენ
გველაპარაკებოდა. მერე ჭიქას დასწვდა და ხელისგულებს შო-
რის მოიქცია გასათბობად. მაჯებზე ოქროს საკინძეები გამოუჩ-
ნდა, რომლებიც ეგვიპტურ ნაკეთობას წააგავდა.
სია ვუჩვენეთ და ვუთხარით, შეპყრობილი ავტორების
წიგნე-ბიდან ამოვწერეთო.

Ren é Le Forestier, La Franc -Ma ç onnerie Temp li è re et Occultiste,


Paris, Aubier, 1970, 2

638
- უეჭველია, რომ ტამპლიერები ძველი კალატოზების ლოჟებ-
თან იყვნენ დაკავშირებული, რომლებიც სოლომონის ტაძრის
მშენებლობის დროს შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ იმ დროიდან
მოყოლებული მათი წევრები ტაძრის არქიტექტორს, იდუმალ
ვითარებაში მოკლულ ჰირამს იხსენებდნენ და მის გამო შურის-
ძიებას ისახავდნენ მიზნად. როცა მათი დევნა დაიწყო, ტაძრის
რაინდთაგან ბევრმა შეაფარა თავი იმ კალატოზთა საძმოებს და
ამის შემდეგ ჰირამისთვის შურისძიების წყურვილი ჟაკ დე მო-
ლეს გამო შურისძიების მითს შეერწყა. მეთვრამეტე საუკუნეში
ლონდონში კალატოზთა ნამდვილი ლოჟები არსებობდა, ეგრეთ
წოდებული "მუშათა ლოჟები", მაგრამ ნელ-ნელა მათი ტრადი-
ციული რიტუალებით მოხიბლული უსაქმური დიდგვაროვნებიც
შეუერთდნენ ამ დაჯგუფებებს. ასე რომ, მუშა მასონერია, ნამ-
დვილ კალატოზთა საძმო, სპეკულატიურ მასონერიად, სიმბო-
ლურ კალატოზთა ერთობად იქცა. ისინი თავიანთ საძმოებს სო-
ლომონის ტაძრის დროინდელ გაერთიანებებად მოიხსენიებ-დნენ.
ამით აიხსნება მთელი ეს მასონური მასკარადი: წინსაფა-რი,
ქაფჩა, ჩაქუჩი. მაგრამ, ალბათ, სწორედ ამიტომ მასონობა ნელ-
ნელა მოდაში შემოდის, მისი გენეალოგიური ხეები მდიდ-რებსა
და დიდგვაროვნებს იზიდავს, თუმცა კიდევ უფრო მეტად ის
ბურჟუებს მოსწონთ, რომლებიც ამ საძმოებში დიდგვაროვან-თა
ტოლად და სწორად გრძნობენ თავს და დაშნის ტარების უფ-
ლებაც კი აქვთ. თანამედროვე სამყაროს სიღარიბე ახლა იბადე-ბა:
დიდგვაროვნებს სჭირდებათ სივრცე, სადაც კაპიტალის ახალ
შემქმნელებთან ექნებათ ურთიერთობა, კაპიტალის შემ-ქმნელები
კი - თავად წარმოგიდგენიათ - ლეგიტიმაციას ეძებენ.
მგონი, ტამპლიერები მოგვიანებით გამოჩნდნენ.

639
- პირველმა რამზაიმ დაამყარა პირდაპირი კავშირი ტამ-
პლიერებთან, რომელიც, როგორც თქვენი სიიდანაც ჩანს,
"შოტლანდიური წესის" მასონერიის დამფუძნებელია. ხარისხე-
ბის რაოდენობა იმიტომ გაზარდეს, რომ ყოველი შემდეგი ხა-
რისხის მოპოვება ინიციაციის შემდეგ დონეზე გადასვლას ნიშ-
ნავდა, ანუ იმას, რომ უფრო მნიშვნელოვან საიდუმლოს
ფლობ-დი...
კი მაგრამ, რა საიდუმლოს?
რა თქმა უნდა, არავითარს. რამე საიდუმლო რომ ყოფილი-
ყო ამ ყველაფერში - ან, უფრო სწორად, მათ რომ რამე საიდუმ-
ლო ჰქონოდათ ხელთ - მისი მნიშვნელობა გაამართლებდა ინი-
ციაციის ხარისხების სიმრავლესა და მთელ ამ ჩახლართულ
იერარქიას. რამზაი კი ხარისხებს მხოლოდ იმიტომ ამატებს,
რომ სხვებს აფიქრებინოს, რაღაც საიდუმლოს ფლობსო. ხომ
წარმოგიდგენიათ, რა გულისფანცქალით ელოდნენ მდაბიო
ვაჭ-რუკანები იმ წამს, როცა შურისმაძიებელ თავადებად
მონათვლა ეღირსებოდათ...
ალიეს ძალიან სიამოვნებდა მასონური ჭორების მოყოლა.
როგორც სჩვეოდა, ბოლოს პირველ პირში ლაპარაკზეც გადავი-
და.
მაშინ საფრანგეთში სიმღერები იწერებოდა ფრიმასონების
ახალ მოდაზე, ლოჟები მრავლდებოდა და მათში მონსინიორე-ბი,
ბერები, მარკიზები და წვრილი ვაჭრები წევრიანდებოდნენ,
სამეფო ოჯახის წევრები კი დიდი მაგისტრები ხდებოდნენ. ფონ
ჰუნდის დაარსებული "მკაცრი ტამპლიერული წესის" წევრები
იყვნენ გოეთე, ლესინგი, მოცარტი, ვოლტერი. იქმნებოდა სამ-
ხედროების ლოჟებიც, გარნიზონებში შეთქმულები იკრიბებოდ-
ნენ ჰირამისთვის შურის საძიებლად და გარდაუვალ რევოლუ-

640
ციაზე ლაპარაკობდნენ. ზოგისთვის მასონერია ერთგვარი გა-
სართობი კლუბი იყო, სტატუსის სიმბოლო. ვის არ ნახავდი იქ:
კალიოსტროს, მესმერს, კაზანოვას, ბარონ ჰოლბახს, დ'ალამ-
ბერს... ენციკლოპედისტებსა და ალქიმიკოსებს, ლიბერტინებს
და ჰერმეტიკოსებს. და ეს განსხვავებები კარგად გამოჩნდა,
რო-ცა რევოლუციამ იფეთქა და ერთი ლოჟის წევრები
სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, თითქოს დიდი საძმო
სამუდამო კრიზისის წინაშე იდგა...
- კი მაგრამ, - ვკითხე, - ვინ არიან ეს ბარონ ჰუნდის მიმდევ-
რები, რომლებიც "უცნობ მმართველებს" დაეძებენ?..
ამ ბურჟუაზიული ფარსის გარშემო სრულიად სხვადასხვა
მიზნების მქონე ჯგუფებმა წამოყვეს თავი, რომლებიც
ადეპტების მოსაკრებად მასონურ ლოჟებთან აიგივებდნენ
თავს, მაგრამ მათ მხოლოდ ინიციაცია აინტერესებდათ.
სამწუხაროდ, ფონ ჰუნდი სერიოზული კაცი არ იყო. თავიდან
დააჯერა ადეპტები, რომ "უცნობი მმართველები" სტიუარტები
არიან, შემდეგ კი გა-დაწყვიტა, ორდენის მიზანი ტამპლიერთა
ქონების დაბრუნებააო და თანხების მოძიება დაიწყო
ყველანაირი გზით. მაგრამ ფული მაინც არ ჰყოფნიდა და
ბოლოს იმდენი ქნა, ვინმე შტარკის ბრჭყალებში აღმოჩნდა,
რომელიც ამტკიცებდა, პეტერბურგში ნამდვილი "უცნობი
მმართველებისგან" ვისწავლე ოქროს წარ-მოების საიდუმლოო.
შტარკისა და ფონ ჰუნდის გარშემო თეოსოფები, თვითმარქვია
ალქიმიკოსები, ახლად გამომცხვა-რი როზენკროიცერები
შემოიკრიბნენ და ყველამ ერთად დიდ მაგისტრად აირჩია
უპატიოსნესი დიდგვაროვანი - ბრაუნ-შვაიგის ჰერცოგი,
რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ საშინელ ხალხში აღმოჩნდა.

641
კი მაგრამ, ეს ვილერმოზები, მარტინეს დე პასკუალისები,
სექტას სექტაზე რომ ხსნიან...
პასკუალისი ავანტიურისტი იყო. საიდუმლო ოთახში თეურ-
გიულ ცდებს ატარებდა, ანგელოზური სულები მას სინათლის
სხივისა და იეროგლიფური ასო-ნიშნების სახით ეჩვენებოდა.
ვი-ლერმოზმა კი დაიჯერა ეს ყველაფერი, რადგან ტემპერამენ-
ტიანი კაცი იყო, წესიერი, მაგრამ მიამიტი.
მერე?
ვილერმოზმა ბევრი სექტა დააფუძნა და ერთდროულად
ბევრ ლოჟაში შევიდა, როგორც მაშინ იყო მიღებული. მუდამ სა-
ბოლოო გამოცხადებას ეძებდა და სულ ეშინოდა, რომ ის სად-
ღაც სხვაგან იმალებოდა. მართლაც ასე ხდება, როგორც წესი,
უფრო სწორად, ალბათ, სწორედ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტე-
ბა. ასე შეუერთდა პასკუალისის "რჩეულ კოენთა ორდენს". მაგ-
რამ 72-ში პასკუალისი გაქრა. ამბობდნენ, სანტო-დომინგოში
გაემგზავრაო. ფაქტია, რომ ყველაფერი ასე, შუა გზაზე
მიატოვა. რატომ გაუჩინარდა? არის ეჭვი, რომ რაღაც
საიდუმლო შეიტყო და მისი სხვებისთვის გაზიარება არ
უნდოდა. ყოველ შემთხვევა-ში, აცხონოს ღმერთმა, ისეთსავე
შავბნელ ადგილს შეაფარა თა-ვი, როგორსაც იმსახურებდა...
ვილერმოზი?
იმ წლებში ყველანი შეძრულები იყვნენ სვედენბორგის სიკ-
ვდილით, კაცის, რომელსაც ბევრი რამ შეეძლო ესწავლებინა
სნეული დასავლეთისთვის, დასავლეთს რომ მისთვის ყური და-
ეგდო. მაგრამ ის საუკუნე უკვე კატასტროფული სიჩქარით
მიექანებოდა რევოლუციური სიგიჟისკენ, რომ "მესამე ფენის"
ამბიციები დაეკმაყოფილებინა... სწორედ იმ წლებში გაიგებს ვი-
ლერმოზი ფონ ჰუნდის "მკაცრი ტამპლიერული წესის" შესახებ

642
და მოიხიბლება მისით. გაიგებს, რომ ტამპლიერი, რომელიც
თავის ორგანიზაციას შექმნის, მაშასადამე, საკუთარ ვინაობას
გაამჟღავნებს, ტამპლიერი არაა. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნე
საყოველთაო გულუბრყვილობის, ყველაფრის დაჯერების ხანაა.
ვილერმოზი ფონ ჰუნდთან ერთად ცდილობს, სხვადასხვა ორგა-
ნიზაციებს შეეკრას, რომლებიც თქვენს სიაშია ნახსენები, სანამ
ბრაუნშვაიგის ჰერცოგი არ დარწმუნდება, რომ ფონ ჰუნდი თაღ-
ლითია და არ გარიცხავს მას ორგანიზაციიდან.
ალიემ ისევ ჩახედა სიას:
- ოჰ, ვაისჰაუპტი კინაღამ დამავიწყდა. ბავარიელი ილუმინა-
ტები, თავიანთი სახელის წყალობით, თავიდან ბევრ კეთილშო-
ბილ ინტელექტუალს იზიდავენ. მაგრამ ეს ვაისჰაუპტი ანარქის-
ტი იყო, ახლა რომ ეცხოვრა, კომუნისტს ვუწოდებდით. ნეტა
იცოდეთ, რას აღარ ბოდავდნენ იმ წრეებში - სახელმწიფო გა-
დატრიალებაო, მონარქიის დამხობაო, სისხლის მდინარეები-ო...
მინდა გითხრათ, ვაისჰაუპტს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მისი
იდეების გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ საოცრად ნათ-ლად
ესმოდა საიდუმლო საზოგადოების მუშაობის პრინციპი. დიახ,
შეიძლება, ადამიანს ბრწყინვალე ორგანიზაციული ნიჭი და ხედვა
ჰქონდეს, მიზნები კი - ფრიად ბუნდოვანი. მოკლედ,
ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა გაიგო, რომ ახლა გერმანულ მასონურ
სამყაროში სამი სულისკვეთება მაინც უპირისპირდება ერთმა-
ნეთს: ოკულტურ-მეცნიერული (როზენკროიცერთა ჩათვლით),
რაციონალისტური და ბავარიელი ილუმინატების ანარქისტულ--
რევოლუციური მიმდინარეობა. ადგა და სხვადასხვა ორდენისა და
წესის მიმდევრებს ვილჰელმსბადში ერთგვარი სახელმწიფო-
თაშორისი შეხვედრის ჩატარება შესთავაზა, "კონვენტის", რო-
გორც მაშინ ეძახდნენ. საჭირო იყო ამ კითხვებზე პასუხის გაცე-

643
მა: არის თუ არა ორდენი რომელიმე ძველი ერთობის მემკვიდ-
რე და თუ არის, რომლის? მართლა არსებობენ თუ არა "უცნობი
მმართველები", ძველი წესის მცველები, და თუ არსებობენ, ვინ
არიან ისინი? რა არის ორდენის ნამდვილი მიზანი? არის თუ
არა ეს მიზანი ტამპლიერთა ორდენის აღდგენა? და ასე შემდეგ.
დღის წესრიგში იყო შეკითხვაც იმის შესახებ, უნდა დაეთმო
თუ არა ორდენს ყურადღება ოკულტური მეცნიერებებისთვის.
და ამ დროს ხდება დე მესტრის ინციდენტი.
რომელი დე მესტრის? ჟოზეფის თუ ქსავიეს?
ჟოზეფის.
რეაქციონერის?
თუ რეაქციონერი იყო, ვერ ყოფილა საკმარისად რეაქ-
ციონერი. ცნობისმოყვარე კაცი კი ნამდვილად გახლდათ. არ
დაგავიწყდეთ, რომ ჟოზეფი, კათოლიკური ეკლესიის მხარდამ-
ჭერი, სწორედ იმ დროს, როცა პირველი პაპები მასონერიის წი-
ნააღმდეგ ბულების გამოცემას იწყებენ, ერთ-ერთ ლოჟაში წევ-
რიანდება, სახელად "Josephus a Floribus". ბუნებრივია, რომ დე
მესტრი შოტლანდიური ტიპის ლოჟებთან უფრო ახლოა - ის
ბურჟუა ილუმინისტი კი არა, ილუმინატია. ამ განსხვავებებს
აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რადგან იტალიელები
ილუმი-ნისტებს იაკობინელებს ეძახიან, სხვა ქვეყნებში კი ამ
სახელით ტრადიციის მიმდევრებს მოიხსენიებენ. ძალიან
საინტერესოა ეს გაურკვევლობა.
კონიაკი მოწრუპა, თეთრი ლითონის პორტსიგარიდან უც-
ნაური ფორმის სიგარა ამოიღო (ლონდონში ერთი მეთუთუნე
მიმზადებს, იმ სიგარებს არ ჩამოუვარდება, ჩემს სახლში რომ
გაგასინჯეთო), ჩვენც შემოგვთავაზა და მოგონებებში ჩაკარგუ-
ლი მზერით განაგრძო:

644
- დე მესტრი … გამორჩეული ადამიანი იყო, მისი მოსმენა სუ-
ლიერ ტკბობას მანიჭებდა. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა
შედგომილთა წრეებში. მაგრამ ვილჰელმსბადში ყველას გაუც-რუა
მოლოდინი. გადაჭრით უარყო ტამპლიერებთან კავშირი, "უცნობი
მმართველების" არსებობა და ეზოტერიკულ მეცნიერე-ბათა
საჭიროება. განაცხადა, ორდენის მიზანი მხოლოდ სუ-ლიერი
აღორძინებაა და ტრადიციული ცერემონიები და რი-ტუალები
მხოლოდ მისტიკური სულის სიფხიზლისთვისაა საჭი-როო. ხოტბა
შეასხა ახალ მასონურ სიმბოლოებს, მაგრამ თქვა, სიმბოლო, ხატი,
რომელიც ბევრ რამეს განასახიერებს, სინამ-დვილეში არაფერსაც
არ წარმოადგენსო. ეს კი - მაპატიეთ - სრულიად ეწინააღმდეგება
ჰერმეტიკულ ტრადიციას, რადგან სიმბოლო მით უფრო სავსე,
მნიშვნელოვანი და ძლიერია, რაც უფრო ორაზროვანი და
ბუნდოვანია. ასე რომ არ იყოს, რა იქნე-ბოდა ჰერმესი,
მრავალსახიანი ღმერთი? ტამპლიერებთან და-კავშირებით კი დე
მესტრი ამბობდა, ტაძრის ორდენი სიძუნწის გამო შეიქმნა და
სიძუნწემვე მოუღო ბოლო, სულ ესააო. სა-ვოიების მხარდამჭერი
იყო და შეუძლებელია, დავიწყებოდა, რომ ორდენი პაპის
თანხმობით განადგურდა. მაგრამ კათოლი-კე ლეგიტიმისტების
ნდობა არ შეიძლება, რაც არ უნდა მხურვა-ლე იყოს მათი
ჰერმეტიკული მოწოდება. "უცნობ მმართველებ-ზე" მისი
მოსაზრება კი მართლა სასაცილოა: მათი არარსებობის დასტური
ისაა, რომ მათ არავინ იცნობსო. რა თქმა უნდა, შეეკა-მათნენ:
ვიმეს რომ სცნობოდა, "უცნობები" ხომ აღარ ერ-ქმეოდათო?
როგორ მოგწონთ მისი განსჯა? უცნაურია, რომ მის-ნაირ
მორწმუნე კაცს საერთოდ არ ჰქონოდა იდუმალების გან-ცდის
უნარი. ბოლოს დე მესტრმა იმით დააგვირგვინა, რომ გა-
მოაცხადა, სახარებას დავუბრუნდეთ და მემფისის უგუნურება

645
დავივიწყოთო. თავად წარმოდგინეთ, რა გარემოში ჩატარდა
ვილჰელმსბადის კრება. დე მესტრის მასშტაბის ავტორიტეტის
უკანდახევით ვილერმოზი სრულ უმცირესობაში აღმოჩნდა,
დი-დი საქმე იყო, რაღაც კომპრომისზე თუ შეთანხმდებოდნენ.
გა-დაწყდა, შენარჩუნებულიყო ტამპლიერული რიტუალი,
ორდენის წარმომავლობის შესახებ დასკვნების გაკეთება კი
გადაიდო. მოკლედ, კრება კრახით დასრულდა. მაშინ დაკარგა
შოტლან-დიურმა ხაზმა შანსი: ის შეხვედრა რომ სხვანაირად
წარმართუ-ლიყო, შესაძლოა, მომდევნო საუკუნის ისტორია
სულ სხვაგვა-რი ყოფილიყო.
მერე? - ვკითხე ალიეს. - არც მერე ეშველა საქმეს?
თქვენივე სიტყვით რომ გიპასუხოთ, რა უნდა შველებოდა?
სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვაისჰაუპტი რაღაცას გეგმავ-
და მთავრობის წინააღმდეგ და მისი ორდენი დახურეს. შესაძ-
ლოა, ვაისჰაუპტის ილუმინატები იაკობინური მასონერიის მხა-
რეს იყვნენ და ნეოტამპლიერთა რიგებში მათი განადგურების
მიზნით შეიპარნენ. შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, რომ ამ
ბოროტმა ძალამ მირაბო, რევოლუციის ტრიბუნი, გადაიბირა.
გინდათ, ერთი რამ გაგანდოთ?
გისმენთ.
ჩემნაირი ადამიანები, ვისაც დაკარგული ტრადიციის კვა-ლის
აღდგენა აინტერესებს, ვილჰელმსბადის მსგავსი მოვლენე-ბის
წინაშე სრულიად უძლურები არიან. ზოგი მიხვდა, მაგრამ
გაჩუმდა, ზოგმა იცოდა და მოიტყუა. მერე კი უკვე ძალიან გვიანი
იყო... იქით რევოლუციური ორომტრიალი, აქეთ მეთ-ვრამეტე
საუკუნის ოკულტიზმის ყაყანი... თქვენს სიას ჩახედეთ,
ურწმუნობისა და რწმენის ნამდვილი ქაოსია: ლანძღვა-გინება,
ფეხის დადება, ერთმანეთის წყევლა-კრულვა, ჭორების დონეზე

646
დაყვანილი, გაქიაქებული საიდუმლოებები. ოკულტიზმის
თეატ-რი.
- ოკულტისტებს ყველაზე მეტად არ დაეჯერებათ, არა? -
ჰკით-ხა ბელბომ.
- ოკულტიზმი ეზოტერიზმისგან უნდა გავარჩიოთ. ეზოტერიზ-
მი ცოდნის ძებნაა, იმ ცოდნისა, რომელიც მხოლოდ სიმბო-
ლოების საშუალებით გადაიცემა და ეს სიმბოლოები ბრიყვთათ-
ვის დაფარულია. ოკულტიზმი კი, რომელიც მეცხრამეტე საუკუ-
ნეში გავრცელდა, მხოლოდ აისბერგის წვერია, ეზოტერიკული
საიდუმლოს პაწაწინა, ხილული ნაწილი. ტამპლიერები რომ
შედგომილები არიან, ამას ისიც ადასტურებს, რომ მათ წამები-თაც
ვერ აიძულებ, საიდუმლო გასცენ. ეს ძალა, საიდუმლოს დაცვის
ეს ჟინი გვარწმუნებს, რომ შედგომილები არიან და ჩვენც
გვიპყრობს ამ საიდუმლოსთან ზიარების წყურვილი. ოკულტისტი
კი ექსჰიბიციონისტია. როგორც პელადანი ამბობ-და, წმინდა
საიდუმლო, თუ გამხელილია, აღარავის სჭირდება. სამწუხაროდ,
პელადანი შედგომილი კი არა, სწორედ ოკულ-ტისტი გახლდათ.
მეცხრამეტე საუკუნე ურთიერთბრალდებებისა და ენის მიტან-
მოტანის საუკუნეა. ერთმანეთს ასწრებენ, რომ მაგიის,
თეურგიის, კაბალის, ჯადოსნობის საიდუმლოებები საქ-ვეყნოდ
გამოამზეურონ. თან, ალბათ, სჯერათ კიდეც მათი.
ალიე ჩვენს სიას ჩასცქეროდა და დროდადრო დამცინავად
იღიმებოდა.
ელენა პეტროვნა... კარგი ქალია, კაცმა რომ თქვას, მაგრამ
ერთი სიტყვაც არ დაუწერია ისეთი, ყველა ქუჩის კედელზე
რომ არ ყოფილიყო მიწერილი... დე გუაიტა, ნარკომანი
ბიბლიომა-ნი... პაპიუსი... მაგარია. - უცებ გაჩერდა და
გამოგვხედა: - "ტრეს"... ეს საიდანაა? რომელი ხელნაწერიდან?

647
ყოჩაღ-მეთქი, გავიფიქრე. მიხვდა ჩვენს ნამაიმუნარს. რაღაც
მივკიბ-მოვკიბე:
უჰ, ეს სია იმდენ ტექსტში ქექვის შედეგადაა ჩამოწერილი...
მათი უმრავლესობა დავუბრუნეთ კიდეც ავტორებს. ნაგავი
იყო. ბელბო, ხომ არ გახსოვთ, ეს "ტრესი" საიდან ამოვიღეთ?
არა მგონია... დიოტალევი...
რამდენი დღე გავიდა... აღარ მახსოვს, ასეთი მნიშვნელო-
ვანია?
არა, - დაგვამშვიდა ალიემ. - უბრალოდ, ეს არ გამიგია.
მართლა ვერ მეტყვით, სად შეგხვდათ?
ძალიან ვწუხდით, მაგრამ აღარ გვახსოვდა.
ალიემ ჟილეტის ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო და ჩახედა:
ღმერთო! სხვა შეხვედრაც მაქვს, მაგვიანდება, უნდა მაპა-
ტიოთ.
გავიდა თუ არა, კამათი გავაჩაღეთ.
ყველაფერი გასაგებია. ინგლისელებმა მასონთა შეთავაზე-ბა
გაახმაურეს, რომ მთელი ევროპის შედგომილები ბეკონის
გეგმის გარშემო გაერთიანებულიყვნენ.
მაგრამ მხოლოდ სანახევროდ მიაღწიეს მიზანს: ბეკონის
მიმდევართა მიერ შემუშავებული იდეა იმდენად მომხიბლავი
იყო, რომ მოლოდინის საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო. ხა-
ზი, რომელსაც შოტლანდიურს ეძახიან, ახალი სექტის შექმნაში
ხედავს მიმდევრობის აღდგენისთვის აუცილებელ გზას და
გერ-მანელ ტამპლიერებს უკავშირდება.
ალიეს ეს ამბავი გაუგებრად ეჩვენება. რა თქმა უნდა! ახლა
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა მოხდა... რა გვინდა, რომ
მომხდარიყო. ამ დროს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ჯგუფე-
ბი ერთმანეთს ექიშპებიან, არ გამოვრიცხავ, რომ ის მარტენ დე

648
პასკუალი ტომარის ჯგუფის აგენტი ყოფილიყო, ინგლისელები
შეაჩვენებენ შოტლანდიელებს, რომლებიც, კაცმა რომ თქვას,
იგივე ფრანგები არიან. ფრანგები, როგორც ჩანს, ორად არიან
გაყოფილი, ერთი ინგლისურ ხაზს მისდევს, მეორე - გერმა-
ნულს. მასონერია გარეგნული საფარია, საბაბი, რომლის წყა-
ლობითაც ამ სხვადასხვა ჯგუფის აგენტები - ღმერთმა უწყის,
სად არიან პავლიკიანები და იერუსალიმელები - ხვდებიან
ერთმა-ნეთს, უპირისპირდებიან და ცდილობენ, საიდუმლოს
რაღაც ნა-კუწი მაინც გამოგლიჯონ ერთიმეორეს.
მასონერია "რიკის ბარს" ჰგავს "კასაბლანკაში", - თქვა
ბელბომ. - ეს კი თავდაყირა აყენებს საზოგადოებრივ აზრს მათ-
ზე. გამოდის, მასონერია საიდუმლო ორგანიზაცია არაა.
მართალია, ის მხოლოდ ნეიტრალური ზონაა, როგორც მა-
კაო. ფასადი. საიდუმლო სულ სხვაგან იყო.
საწყალი მასონები.
პროგრესი მსხვერპლს ითხოვს. მაგრამ უნდა აღიაროთ,
მგონი, ისტორიის გარდაუვალი რაციონალურობა დავამტკი-
ცეთ.
ისტორიის რაციონალურობა თორის კარგი გადაწერის შე-
დეგია, - თქვა დიოტალევიმ. - და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ,
დიდება ღმერთის სახელს.
კარგი, - თქვა ბელბომ, - ახლა ბეკონის მიმდევრებს აქვთ
სენ-მარტენ-დე-შამი, ფრანგულ-გერმანული
ნეოტამპლიერული ფრთა უამრავ სექტად დაიშალა... მაგრამ
ჯერ არ გადაგვიწყვე-ტია, რაშია საიდუმლო.
სწორედ ამისთვის მჭირდებით, - თქვა დიოტალევიმ.
ჩვენ გჭირდებით? მგონი, სამივე ვართ ჩართული ამ საქმეში
და თუ ღირსეულად არ გავართმევთ თავს, ყველა შევრცხვებით.

649
ვისთან შევრცხვებით?
ისტორიასთან, ჭეშმარიტების სამსჯავროსთან.
Quid est veritas?147 - იკითხა ბელბომ.
ჩვენ, - ვუთხარი.

"რა არის ჭეშმარიტება?" (ლათ.)

650
77

"ამ მცენარეს ფილოსოფოსები "ეშმაკის განმდევნელს" ეძა-


ხიან. ცდითაა დადასტურებული, რომ მხოლოდ ეს ბალახი გან-
დევნის ეშმაკსა და მის ხილვებს... მისი ნაყენი ერთ
ახალგაზრდა ქალს დაალევინეს, რომელსაც ღამღამობით ეშმაკი
ტანჯავდა და ამ ბალახმა გააძევა მისგან ბოროტი".148
მომდევნო დღეებში "გეგმისთვის" არ მეცალა. ლიას მშო-
ბიარობის დრო ახლოვდებოდა და ვცდილობდი, მეტი დრო გა-
მეტარებინა მასთან. ლია მამშვიდებდა, ჯერ ადრეაო, თან
რაღაც ვარჯიშებზე დადიოდა, რომ უმტკივნეულოდ ემშობიარა
და მეც ვცდილობდი, მასთან ერთად მევარჯიშა ხოლმე. ლიამ
არ ისურ-ვა, მეცნიერება მოგვეშველებინა და ბავშვის სქესი
წინასწარ გაგვეგო. სიურპრიზი უნდოდა. არ
შევწინააღმდეგებივარ. მუ-ცელზე ხელს ვუსვამდი და
ვცდილობდი, წარმომედგინა, ვინ გა-მოვიდოდა იქიდან. "ის", -
ასე შევარქვით ჩვენს მომავალ შვილს.
ვეკითხებოდი, როგორ შემიძლია, მშობიარობაში მონაწი-
ლეობა მივიღო-მეთქი.
- "ის" ხომ ჩემიცაა, არ მინდა, ისეთი მამა ვიყო, კინოებში, დე-
რეფანში რომ სცემენ ბოლთას და სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან.
რაც არ უნდა გინდოდეს, ბევრს ვერაფერს იზამ. დადგება
წუთი, როცა ეს მხოლოდ ჩემი საქმე იქნება. თან, არც ეწევი და
არა მგონია, საგანგებოდ ამ შემთხვევისთვის ღირდეს, მოწევა
დაიწყო.

ჟან დე როკტაიადი, "ტრაქტატი კვინტესენციის შესახებ", II


651
აბა, რა გავაკეთო?
იქამდე და მერე მიიღებ მონაწილეობას: თუ ბიჭი იქნება, აღ-
ზრდი, განავითარებ, იზრუნებ იმაზე, რომ რიგიანად ჩამოუყა-
ლიდეს ოიდიპოსის კომპლექსი, რიტუალურ მამისმკვლელობა-
საც ღიმილით შეეგებები და ზედმეტს არ იხვანცალებ, როცა
ამის დრო დადგება. მერე, ერთ მშვენიერ დღესაც, შენს
უბადრუკ სა-მუშაო ოთახში შეუძღვები, შენს კარტოთეკას,
"ლითონების გა-საოცარი თავგადასავლის" შავ ვარიანტებს
აჩვენებ და სა-ზეიმოდ გამოუცხადებ: "შვილო, ეს ყველაფერი
ოდესმე შენი იქ-ნება!"
და თუ გოგო იქნა?
ეტყვი: "ჩემო გოგონავ, ეს ყველაფერი ოდესმე იმ შენი უქნა-
რა ქმრის გახდება!"
კარგი, და იქამდე რა გავაკეთო?
ტკივილი რომ დამეწყება, ერთი ჭინთვიდან მეორემდე
უნდა დაითვალო, რადგან ჭინთვებს შორის რაც უფრო მოკლე
შუალე-დია, მით უფრო მალე დაიბადება ბავშვი. ერთად
დავითვლით და შენ შუალედებს გააკონტროლებ, აი,
ნიჩბოსნებს რომ კარნა-ხობენ ხოლმე რიტმს შეჯიბრებებზე,
ხომ გინახავს. ჰოდა, ასე და-ეხმარები "იმას" თავის ბნელი
ბუნაგიდან გამოსვლაში. საწყალი პაწაწუკა... ხელი მოკიდე...
რა კარგადაა ახლა შიგნით, ბნელში, რვაფეხასავით ისრუტავს
სითხეს, საკვებს, ყველაფერი უფასოდ აქვს და მერე - სკუპ! და
მზის სინათლეზე უნდა გამოხტეს, თვა-ლები ააფახულოს და
გაიკვირვოს, ეს სად ჯანდაბაში აღმოვ-ჩნდიო?
საწყალი პაწაწუკა. ჯერ სადაა, გაოგნებას მერე ნახავს, სი-
ნიორ გარამონს რომ გაიცნობს. კარგი, დავიწყოთ დათვლა.

652
ბნელში ვითვლიდით, ხელიხელჩაკიდებულები.
ვფიქრობდი. "ის" არსებობდა, ნამდვილი იყო და თავისი
დაბადებით აზრს შესძენდა იმ შეშლილების ნაბოდვარს.
საწყალი ჩვენი ავტორე-ბი... ღამეებს ათენებდნენ "ქიმიური
ქორწილის" იმიტაციაში და თავს იმტვრევდნენ, მართლა
მიიღებდნენ თუ არა თვრამეტკა-რატიან ოქროს და მართლა
იყო თუ არა ფილოსოფიური ქვა lapis exillis, ერთი უბადრუკი
თიხის გრაალი. ჩემი გრაალი კი იქ იჯდა, ლიას მუცელში.
- ჰო, - ამბობდა ლია და იმ თავის გაბერილ, პრიალა ჭურ-
ჭელზე ხელს ისვამდა. - აქ ღვინდება შენი დაყენებული კარგი
მასალა. ის ხალხი, ციხესიმაგრეში რომ ნახე, რას ამბობდა, რა
ხდება ჭურჭელშიო?
- უჰ, რას აღარ... მასში ბუყბუყებს მელანქოლიაო, გოგირ-
დიანი მიწაო, შავი ტყვიაო, სატურნის ზეთიო... ამბოდნენ,
მასშია სტიქსიო: დალბობა, ლღობა, გადადნობა, გაჯირჯვება,
შერევა, დალექვა, გაჟღინთვა, ჩაძირვა, ნაკელიანი მიწის წიაღი,
მყრა-ლი საფლავი...
კი მაგრამ, რა ჯანდაბა სჭირდათ, იმპოტენტები იყვნენ? არ
იცოდნენ, რომ ჭურჭელში "ის" მწიფდება, ვარდისფერი და
ფუნ-ჩულა?
იცოდნენ, როგორ არა, მაგრამ მათთვის შენი მუცელიც
იდუმალებით სავსე მეტაფორაა...
არავითარი საიდუმლო. გადასარევად ვიცით, როგორ ჩნდე-
ბა "ის", მისი პატარა ნერვები, კუნთები, თვალები, პაწაწა ელენ-
თები და პანკრეასი...
რა ელენთები, რას ამბობ, რამდენი ექნება. როზმარის ჩვი-
ლია კი არაა...

653
სიტყვაზე ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, ორთავაც რომ
დაიბადოს, ჩვენი შვილია, შეგუება მოგვიწევს.
რა უჭირს, მშვენიერი იქნება, საყვირზე და კლარნეტზე
დუეტის შესრულებას ვასწავლი... თუმცა არა, ეგ არ გამოვა, მა-შინ
ხელიც ოთხი უნდა ჰქონდეს, ეგ მეტისმეტია... ისე, წარმოიდ-გინე,
რა არაბისტი გამოვიდოდა! კონცერტი მარცხენა ხელი-სათვის
მონაგონი იქნებოდა! ჰა?... თანაც, ჩემმა შეპყრობილმა
მწერლებმაც იციან, რომ იმ დღეს საავადმყოფოში სუფთა საქ-
მეებიც გაკეთდება, დაიბადება რებისი, ანდროგინი...
ჰო, აი ეგ გვაკლია ზუსტად. მისმინე, ჯობია, ის მითხრა, ჯუ-
ლიო ან ჯულია რომ დავარქვათ, ბაბუაჩემის პატივსაცემად.
მოგწონს?
არა უშავს. კარგად ჟღერს.
ამაზე უნდა გავჩერებულიყავი. "თეთრი წიგნი" დამეწერა, კე-
თილი გრიმუარი "შიშველი ისისის" ყველა მიმდევრისთვის და
ამეხსნა მათთვის, რომ აღარაა საჭირო, ვეძიოთ secretum
149
secretorum, რომ სიცოცხლის წაკითხვა არანაირ ფარულ აზრს არ
შეიცავს და რომ აღმოსაჩენი არაფერია, ყველაფერი აქაა,
მსოფლიოს ყველა ლიას მუცელში, საავადმყოფოს პალა-ტებში,
ჩალის ლეიბებში, მდინარის მშრალ კალაპოტებში, რომ
სამალავიდან გამოსული ქვა და წმინდა გრაალი სხვა არაფე-რია,
თუ არა ის პაწაწინა, მაიმუნივით არსებები, ჭიპლარჩამო-
კონწიალებულები რომ ჩხავიან, როცა ექიმი ტაკოზე უტყაპუ-ნებს;
"მისი" "უცნობი მმართველები" კი მე და ლია ვიყავით და
დაგვინახავდა თუ არა, მაშინვე გვიცნობდა, ისე, რომ იმ ტვინის-
მბურღავი დე მესტრისთვის კითხვის დასმა არ დასჭირდებოდა.

საიდუმლოთა საიდუმლო (ლათ.)


654
ჰო, კარგი იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოვიქეცით. ცინიკოსმა
ამპარტავნებმა, დამალობანას თამაში მოვინდომეთ შეპყრო-
ბილ ავტორებთან, რომ დაგვემტკიცებინა მათთვის, რომ თუნ-
დაც მართლა არსებულიყო რაღაც მსოფლიო შეთქმულება, ჩვენ
კიდევ უფრო მასშტაბურის, კიდევ უფრო კოსმოსურის
გამოგო-ნება შეგვეძლო.
"ასე მოგიხდება... - ვფიქრობდი იმ ღამეს. - ახლა იჯექი აქ და
ელოდე, რა მოხდება ფუკოს ქანქარის ქვეშ".

655
78

"დარწმუნებით ვიტყოდი, რომ ეს გულის ამრევი ნაჯვარი


დე-დის საშოდან კი არ დაბადებულა, არამედ რაღაც
ეფიალტის, ინ-კუბის ან რომელიმე სხვა შემზარავი დემონის
ნაშობია, მყრალი და შხამიანი სოკოთი ჩასახული, ფავნებისა
და ნიმფების ნა-შიერი, ეშმაკის მსგავსი და არა ადამიანის".150
იმ დღეს სახლში მინდოდა ყოფნა, რაღაცას ვგრძნობდი, მა-
რამ ლიამ მითხრა, აუცილებელი არაა, დედოფლის მეუღლის
როლი შეასრულო, სამსახურში წადიო.
ჯერ ადრეა, ნუ გეშინია. თან მეც გასასვლელი ვარ. წადი.
ოფისს მივუახლოვდი თუ არა, სინიორ სალონის კარი გაიღო
და ზღურბლზე მოხუცი გამოჩნდა თავისი გაქექილი,
გაყვითლე-ბული წინსაფრით. სხვა გზა არ მქონდა, მივესალმე.
შემიპატიჟა. მის ლაბორატორიაში ნამყოფი არ ვიყავი. შევყევი.
შეიძლება, ოდესღაც აქ ბინაც იყო, მაგრამ სალონს შიდა ტიხ-
რები მოეშალა და ერთიან, ვრცელ, გაურკვეველი ზომის სივ-რცედ
ექცია იქაურობა. რაღაც გაუგებარი არქიტექტურული მიზ-ნებით
შენობის ის ფრთა მანსარდით მთავრდებოდა და შუქი დახრილი
ფანჯრებიდან შემოდიოდა. არ ვიცი, მინები დაბურუ-ლი იყო,
უბრალოდ ჭუჭყიანი თუ სალონს განგებ დაეფარა რა-ღაცით
ფანჯრები, რომ მზე არ შემოსულიყო. შეიძლება, ის უც-ნაური
განათება იმის ბრალიც იყო, რომ დარბაზი გამოძეძგილი იყო
ათასგვარი ნივთით, გეგონებოდა, აქაურობის პატრონს ეში-

150 Athanasius Kircher, Mundus Subterraneus, Amsterdam,


Jansson, 1665, n, pp. 279280
656
ნია, სადმე ცარიელი ადგილი არ დარჩესო. ნახევრად ბნელი
სივრცე ძველი აფთიაქის თაროებით იყო დატიხრული, ტიხრებ-ში
გამოჭრილ თაღებში კი შემდეგი ღიობები და გასასვლელები
მოჩანდა. ყავისფერი ბატონობდა გარშემო. ყავისფერი იყო ავე-
ჯიც, ნივთებიცა და დღის მქრქალი სინათლისა და აქა-იქ მკრთა-
ლი ლაქებივით მბჟუტავი ძველი ლამპების შუქის ნარევიც. ერ-თი
შეხედვით ვიოლინოს ოსტატის სახელოსნოს ჰგავდა იქაურობა,
ოღონდ ოსტატი თითქოს სტრადივარიუსის დროს
გაუჩინარებულიყო და იმ დროიდან მოყოლებული მტვერი ნელ-
ნელა ეფინებოდა ხემიანი საკრავების დაბერილ მუცლებს.
როცა სიბნელეს თვალი შევაჩვიე, მივხვდი, რომ, როგორც
მოსალოდნელი იყო, გაქვავებულ ზოოპარკში ვიმყოფებოდი.
დარბაზის სიღრმეში ხელოვნურ ტოტზე ბრჭყვიალა, შუშისთვა-
ლებიანი დათვის ბელი მიბობღავდა. გვერდიდან ბუ
მიყურებდა, სიცარიელეში ამაყად გაშტერებული მზერით,
მაგიდიდან კი სინ-დიოფალა მომჩერებოდა. შეიძლება, კვერნა
იყო ან ქრცვინი, ვერ ვიმახსოვრებ, რომელი რომელია. მაგიდის
შუაგულში რა-ღაც პრეისტორიული ცხოველი იდგა, თავიდან
ვერ ვიცანი, კა-ტისებრთა ოჯახის რომელიღაც მტაცებელს
ჰგავდა, რენტგენის სხივების ქვეშ დანახულს.
შეიძლება, პუმა იყო ან ლეოპარდი, ან დიდი ზომის ძაღლი.
მხოლოდ რკინის კარკასზე დამაგრებულ მის ჩონჩხს
ვხედავდი, ზედ რაღაც წებოვანი მასალა ჰქონდა გადაკრული.
- ეს ერთი გულჩვილი ქალბატონის დოგია, - ჩაიქირქილა სა-
ლონმა. - უნდა, ისეთი დაამახსოვრდეს, როგორიც მისი ქორწი-
ნების ბედნიერ წლებში იყო. ხედავთ? ცხოველი უნდა გაატყავო,
ტყავი მთლიანად დაფარო დარიშხანის საპნით, მერე ძვლები
გაასუფთაო, გამოხარშო და ბოლომდე გაათეთრო... შეხედეთ,

657
იმ კარადაში ხერხემლებისა და გულმკერდის ძვლების რა შესა-
ნიშნავი კოლექცია მაქვს... როგორი საძვლეა, რას იტყვით? მე-
რე ძვლებს ლითონის მავთულებით ერთმანეთზე ამაგრებ და
როცა ჩონჩხს მთლიანად ააწყობ, სხეულის დამაგრებას იწყებ.
როგორც წესი, თივას ვიყენებ, ან დაპრესილ ქაღალდსა და თა-
ბაშირს. ბოლოს კი ტყავს გადააკრავ. სიკვდილისა და ხრწნისა-
გან ვიცავ ცოცხალ არსებებს. შეხედეთ ამ ჭოტს, ცოცხალს არ
ჰგავს?
იმ დღის შემდეგ ცოცხალი ჭოტებიც მკვდრები მგონია, რომ-
ლებსაც სალონმა აჩუქა ის სკლეროზული, გაქვავებული
უკვდა-ვება. თვალებში ჩავხედე ცხოველთა ფარაონების
მუმიფიკა-ტორს, დავაკვირდი მის გაბანჯგვლულ წარბებს, მის
ნაცრისფერ ლოყებს, მინდოდა, გამერკვია, ცოცხალი არსება იყო
თუ თავი-სივე ოსტატობის შედევრი.
უკეთ რომ დამეთვალიერებინა ფიტულები, რამდენიმე ნაბი-
ჯით უკან დავიხიე და ვიგრძენი, რომ კეფით რაღაცას შევეხე.
შეძრწუნებული მივრტიალდი და დავინახე, რომ ქანქარა ამე-
მოძრავებინა.
ვეებერთელა გამოშიგნული ფრინველი აქეთ-იქით ქანაობდა
და მოთმინებით აკვირდებოდა შუბის მოძრაობას, რომელიც მის
სხეულში სრიალით შედი-გამოდიოდა. შუბი ფრინველის თავში
შედიოდა და გადახსნილი მკერდიდან მოჩანდა, რომ იმ ადგილ-
ზე, სადაც ოდესღაც გული და ხორხი უნდა ყოფილიყო, შუბი სამ-
კაპს წარმოქმნიდა. ერთი, უფრო სქელი ნაწილი, იმ ნაწილში ეყ-
რებოდა, სადაც ფრინველს ნაწლავები ექნებოდა, და ხანჯალი-ვით
დახრილი, ქვევით მიიწევდა, ხოლო სამკაპის გვერდითა კბილები
აქეთ-იქით, იყო გაშვერილი სიმეტრიულად და მათი წვერები
ფრინველის კლანჭებიდან ყოფდა თავს. ფიტული მსუ-

658
ბუქად ირწეოდა და სამკაპის სამი წვერი ვირტუალურად
ხაზავდა კვალს, რომელსაც დატოვებდა, მიწას რომ შეხებოდა.
- სამეფო არწივის ბრწყინვალე ნიმუშია, - თქვა სალონმა. -
მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ მომიწევს მასზე მუშაობა. სწორედ
ახლა ვურჩევდი თვალებს, - შუშის ბროლებითა და გუგებით სავ-
სე ყუთი მიჩვენა. წმინდა ლუჩიას თვალების დამთხრელ ჯალათს
თითქოს მთელი თავისი კარიერის მანძილზე დაგროვებული
დოვლათი ამ ყუთში შეენახა. - მწერების გაკეთებასავით ადვი-ლი
არ გეგონოთ... მწერებისთვის ერთი პატარა კოლოფი და
ქინძისთავი გჭირდება. უხერხემლოები, მაგალითად, ფორმალი-
ნით უნდა დაამუშაო...
იდგა კიდეც მორგის სუნი.
- ალბათ, გიტაცებთ საკუთარი საქმე, - ვუთხარი და ის
ცოცხა-ლი არსება გამახსენდა, ლიას მუცელში რომ ფეთქავდა.
სის-ხლის გამყინავი აზრი დამებადა: "თუ მოკვდა,
დავასაფლავებ, რომ მატლები გამოკვებოს და მიწა გაასუქოს.
მხოლოდ ამ შემ-თხვევაში დარჩებოდა ჩემთვის ცოცხალი..."
ტანში გამცრა. სალონი კი ლაპარაკს განაგრძობდა. რაღაც
უცნაური არსება გამოიღო თაროდან. სიგრძით ოცდაათ სანტი-
მეტრამდე იქნებოდა, აშკარად რაღაც დრაკონი იყო, დიდი შავი
რეპტილია აპკიანი ფრთებით, მამალივით ბიბილოთი და ხერხი-
სებრი კბილებით სავსე ვეებერთელა, დაფჩენილი ყბებით.
- ხომ არაჩვეულებრივია? ჩემი ქმნილებაა! სალამანდრა, ღა-
მურა და გველის ქერცლი გამოვიყენე... მიწისქვეშა ურჩხული.
ამან შთამაგონა... - მოშორებით მდგარ მაგიდაზე ვეებერთელა,
ძველი პერგამენტის წიგნი დამანახვა, რომელიც ტყავის თასმე-
ბით იკვრებოდა. - ძალიან ძვირი დამიჯდა, ბიბლიოფილი არ
გახლავართ, მაგრამ ეს ძალიან მინდოდა მქონოდა. ათანასიუს

659
კირხერის "Mundus Subterraneus"151 გახლავთ, პირველი გამო-
ცემაა, 1665 წლის. აი, ურჩხულიც. ზუსტად ასეთი არაა? ვულკა-
ნების კრატერებში ცხოვრობსო, ასე წერს ის კეთილი იეზუიტი,
მან კი ყველაფერი იცოდა, ცნობილიც, უცნობიცა და არარსებუ-
ლიც...
- სულ მიწისქვეშეთზე ფიქრობთ... - მიუნხენში ჩვენი შეხვედ-
რა და დიონისეს ყურში მოსმენილი სიტყვები გამახსენდა.
ახლა სხვა გვერდზე გადაშალა წიგნი: დედამიწის გამოსახუ-
ლება იყო, რაღაც ლორწოვან მუქ შინაგან ორგანოს ჰგავდა,
დაკლაკნილი, ლიცლიცა სისხძარღვებით დაფარულს.
- თუ კირხერი მართალს ამბობს, გამოდის, მიწის გულში უფ-
რო მეტი გზა და ბილიკია, ვიდრე მის ზედაპირზე. ბუნებაში ყვე-
ლაფერი მხურვალების ზეგავლენით ხდება, დედამიწის წიაღში
დუღს... - მე ისევ იმ არსებაზე ვფიქრობდი, ლიას მუცლის სიბნე-
ლეში მოკალათებულზე, "იმაზე", რომელიც ცდილობდა, თავისი
ტკბილი ვულკანი გამოერღვია და გარეთ გამოეღწია.
...და ადამიანთა სამყაროში თუ რამე ხდება, ყველაფერი იქ,
ქვევით, იგეგმება.
ამას ამბობს მამა კირხერი?
არა, მას მხოლოდ ბუნება აინტერესებს... მაგრამ საგულის-
ხმოა, რომ ამ წიგნის მეორე ნაწილი ალქიმიასა და ალქიმიკო-
სებზეა და სწორედ იქ... აი, ჩახედეთ... როზენკროიცერებს უტევს.
რატომ ესხმის თავს როზენკროიცერებს მიწისქვეშეთზე დაწერილ
წიგნში? ჩვენმა იეზუიტმა კარგად იცოდა, რომ უკანას-

"მიწისქვეშა სამყარო" (ლათ.)

660
კნელმა ტამპლიერებმა აგარტის მიწისქვეშა სამყაროს შეაფა-
რეს თავი...
როგორც ჩანს, ახლაც იქ არიან... - შევბედე.
ახლაც იქ არიან, - გაიმეორა სალონმა. - ოღონდ აგარტში არა,
სხვა წიაღში. იქნებ ჩვენ ფეხქვეშაც. ახლა მილანსაც კი აქვს
მეტროპოლიტენი. ვინ მოისურვა მისი აშენება? ვინ ხელ-
მძღვანელობდა გათხრებს?
ალბათ... სპეციალიზებული ინჟინრები.
მიდი, ჰო, აიფარეთ თვალებზე ხელები. კაცმა არ იცის, ვის
წიგნებს ბეჭდავთ იმ თქვენს გამომცემლობაში. რამდენი ებ-
რაელია თქვენს ავტორებში?
გენეტიკურ ჩანაწერებს არ ვთხოვთ ავტორებს, - მოვუჭერი.
იმედია, ანტისემიტი არ გგონივართ. ჩემს საუკეთესო მე-
გობრებს შორისაც არიან ებრაელები. მე მხოლოდ გარკვეული
ტიპის ებრაელებს ვგულისხმობ...
მაინც როგორს?
ეგ მე ვიცი...

661
79

"სკივრი გახსნა. რა აღარ ეყარა მასში: რეზინები, სამზა-


რეულოს ხელსაწყოები, რაღაც ტექნიკური სასწავლებლების
გერბიანი გულსაბნევები, იმპერატორ ალექსანდრა ფიოდო-
როვნას მონოგრამა და მისივე საპატიო ლეგიონის ჯვრის ორდე-
ნიც. ჰალუცინაციის ძალით ყველა იმ ნივთში ანტიქრისტეს ბე-
ჭედს ხედავდა, სამკუთხედს ან ორ ერთმანეთზე
152
გადაჯვარედინე-ბულ სამკუთხედს".
- იცით, - განაგრძო სალონმა, - მე მოსკოვში დავიბადე. სწო-
რედ რუსეთში გამოჩნდა, ჩემს ახალგაზრდობაში, საიდუმლო
ებრაული დოკუმენტები, რომლებშიც ნათლად ეწერა, რომ
მთავრობათა დასამხობად მიწისქვეშეთში მუშაობაა საჭირო.
ნა-ხეთ... - პატარა წიგნაკი აიღო, რომელშიც ხელით ამოეწერა
რა-ღაც ამონარიდები: - "იმ დროს ყველა ქალაქში იქნება რკინიგ-
ზები და მიწისქვეშა გასასვლელები. მათი საშუალებით
ავაფეთ-ქებთ მსოფლიოს ყველა ქალაქს". სიონის უხუცეს
ბრძენთა ოქ-მები, დოკუმენტი ნომერი ცხრა!
უცებ ვიფიქრე, ხერხემლის მალების ეს კოლექცია, თვალე-
ბით სავსე ყუთი და არმატურებზე გადაფენილი ტყავები რომე-
ლიმე საკონცენტრაციო ბანაკიდან ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ
არა, სალონი ნოსტალგიით შეპყრობილი ბებერი იყო და მეტი
არაფერი, რომელიც რუსული ანტისემიტიზმის ძველი მოგონე-
ბებით საზრდოობდა.

Alexandre Chayla, "Serge A. Nilus et les Protocoles", La


Tribune Juive, 14 maggio 1921, p. 3
662
თუ სწორად გავიგე, ყველა ებრაელი კი არა, მხოლოდ მათი
გარკვეული ნაწილი გეგმავს რაღაცას. კი მაგრამ, რატომ მიწის-
ქვეშეთში?
როგორ თუ რატომ! თუ ადამიანი რაღაც შავბნელ გეგმას აწ-
ყობს, ცხადია, რომ სადღაც ქვევით, სიბნელეში ხლართავს მას
და არა მზის სინათლეზე. ეს უხსოვარი დროიდან ცნობილია
ყვე-ლასათვის. სამყაროს განმგებლობა კი მიწისქვეშეთის,
მიწის-ქვეშა დინებების განმგებლობას ნიშნავს.
ალიეს შეკითხვა გამახსენდა, მაშინ თავის კაბინეტში რომ
დამისვა... და პიემონტელი ქურუმი ქალები, ტელურულ დინე-
ბებს რომ მოიხმობდნენ.
რატომ თხრიდნენ კელტები სალოცავებს მიწის სიღრმეში?
რატომ აგებდნენ იმ გვირაბებს, რომლებიც საკრალური ჭებით
უკავშირდებოდა ერთმანეთს? - არ ცხრებოდა სალონი. - ეს ჭები
დედამიწის რადიოაქტიურ შრეებამდე იყო გაჭრილი, ეს საყო-
ველთაოდაა ცნობილი. როგორაა ნაშენი გლესტონბერი? იგივე
ავალონის კუნძული არაა, საიდანაც გრაალის მითი მოდის? და
ვინ გამოიგონა გრაალი, თუ არა ებრაელმა?
ისევ გრაალი, ღმერთო, შენ მიშველე! რა გრაალი, რის
გრაალი, ერთი გრაალია ქვეყანაზე, ჩემი "ის", ლიას საშოს რა-
დიოაქტიურ შრეებში შეყუჟული. ვინ იცის, სწორედ ახლა
მიცუ-რავს, ბედნიერი, საკრალური ჭის გასასვლელისკენ. ვინ
იცის, გარეთ გამოსვლას ჩქარობს და მე კი ამ ჩალით
გამოტენილ ჭო-ტებს შორის ვარ გამომწყვდეული, ასობით
გვამსა და ერთ ვი-თომ ცოცხალ არსებასთან ერთად. კაცთან,
რომელიც თავს აჩ-ვენებს, ვითომ ცოცხალია.

663
ყველა ტაძარი კელტური მენჰირების ადგილზეა
აშენებული. რატომ არჭობდნენ იმ ლოდებს მიწაში? არა
მგონია, ადვილი საქმე ყოფილიყო!
თუ ასეა, მაშ ეგვიპტელები რატომ იტანჯავდნენ თავს პირა-
მიდების შენებით?
სწორი შეკითხვაა. ანტენები, თერმომეტრები, ზონდები,
ნემ-სები... ჩინელი ექიმები ნემსებს იქ არჭობენ, სადაც სხეული
რეაგირებს: საკვანძო წერტილებში. დედამიწის ცენტრში შერ-
წყმის ბირთვია, რაღაც მზის მსგავსი, უფრო სწორად, მზე, რომ-
ლის გარშემოც რაღაც ტრიალებს სხვადასხვა ტრაექტორიით.
ტელურული დინებების ორბიტები. კელტებმა იცოდნენ მათი
ად-გილმდებარეობა და ისიც, როგორ დაემორჩილებინათ ისინი.
დანტე? დანტე აიღეთ. რის თქმა უნდა, მიწის სიღრმეში
ჩასვლას რომ აღწერს? გესმით, ჩემო ძვირფასო მეგობარო?
მისი ძვირფასი მეგობრის როლი სულ არ მომწონდა, მაგრამ
ვუსმენდი. ჯულიო-ჯულია, ჩემი რებისი, ლუციფერივით მოქ-
ცეული ლიას მუცლის ცენტრში... მაგრამ "ის", გოგო იყო თუ ბი-
ჭი, ამოყირავდებოდა, ზევითკენ აიღებდა გეზს და როგორღაც
გამოაღწევდა გარეთ. "ის" იმისთვისაა შექმნილი, რომ წიაღიდან
გამოაღწიოს, გვეჩვენოს თავის ნათელ, კამკამა საიდუმლოში
და არა იმიტომ, რომ თავდაღმა დაეშვას ლორწოვანი, ბნელი
საიდუმლოს ძიებაში.
სალონი არ ჩერდებოდა. აგრძელებდა იმ თავის მონოლოგს,
რომელიც თითქოს ერთხელ გაეზუთხა და ახლა ზეპირად
იმეორებდა.
იცით, რა არის ინგლისური leys? შემოუფრინეთ ინგლისს
თვითმფრინავით და ნახავთ, რომ ყველა წმინდა ადგილი სწორი
ხაზით უკავშირდება ერთმანეთს, ქვეყნის მთელი ტერიტორია

664
ასეა დაქსაქსული და ეს ქსელი დღემდე ხილულია, რადგან
სწო-რედ მის მიხედვით ააგეს შემდეგ საგზაო სისტემა...
- თუ წმინდა ადგილები არსებობდა, ისინი გზებითაც უნდა
ყო-ფილიყო დაკავშირებული და ბუნებრივია, ეცდებოდნენ,
რომ ის გზები, შეძლებისდაგვარად, სწორი ყოფილიყო...
- ჰო? მაშ რატომ ემთხვეოდა გადამფრენი ფრინველების
მარ-შრუტი სწორედ ამ გზებს? რატომ იმეორებენ იმავე
მარშრუტს მფრინავი თეფშებიც? ეს ცოდნა რომაელი
დამპყრობლების შემ-დეგ დაიკარგა, მაგრამ არიან ისინი, ვინც
ჯერ კიდევ ფლობს ამ საიდუმლოს...
ებრაელები, - მივაშველე.
ისინიც ეძებენ. პირველ ალქიმიურ პრინციპად ითვლება
VITRIOL: Visita Interiora Terrae, Rectificando Invenies Occultum
Lapidem.
Lapis exillis. ჩემი "ქვა" ნელ-ნელა გამოდიოდა ლიას ლამაზი
ჭურჭლის მყუდრო სამალავიდან და არავითარ სხვა სიღრმეს არ
ეძებდა. ჩემი ლამაზი თეთრი ქვა ზედაპირს ესწრაფოდა... სახ-ლში
მინდოდა გავქცეულიყავი, ლიასთან და "მის" გამოჩენას
დავლოდებოდი და ბოლომდე, შემეგრძნო, დამენახა, განმეცა-და
ამ ლოდინის თითოეული წამი. სალონის ლაბორატორიაში
მიწისქვეშეთის სიმყრალე მეფობდა. მიწისქვეშეთი საწყისია,
რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ და არა სამიზნე, რომელსაც უნ-და
მივაღწიოთ. მაინც ვუსმენდი სალონს და თავში მორევივით
მიტრიალებდა ახალი ანცი იდეები "გეგმასთან" დაკავშირებით.
მთვარისქვეშეთის ერთადერთი, ნამდვილი ჭეშმარიტების გამო-
ჩენის მოლოდინში მყოფი, გონებაში ახალი ტყუილების მოჩმახ-
ვას ვგეგმავდი, მიწისქვეშეთის ბინადარი ცხოველივით ბრმა.
ადგილზე შევხტი. თავი უნდა დამეღწია ამ გვირაბისთვის.
665
უნდა წავიდე, - ვუთხარი მასპინძელს. - იქნებ რამე წიგნი
მირჩიოთ ამ თემაზე?
ჰმ... ამ საკითხზე რაც კი დაწერილა, ყველაფერი ტყუილია,
იუდას სულივით ყალბი. რაც ვიცი, ყველაფერი მამაჩემმა მას-
წავლა...
გეოლოგი იყო?
აჰ, არა, - გაეცინა სალონს. - არავითარი გეოლოგი. მამაჩე-მი,
დასამალი რაა, ძველი ამბავია... "ოხრანაში" მუშაობდა. პი-
რადად ექვემდებარებოდა "უფროსს", ლეგენდარულ რაჩკოვ-
სკის.
ოხრანა, ოხრანა... რაღაც "კგბ"-ს მაგვარი, მეფის რუსეთის
საიდუმლო პოლიცია არ იყო? და ეს რაჩკოვსკი ვინღა იყო? ვის
გვარს მაგონებს? ღმერთო, პოლკოვნიკის იდუმალი სტუმარი,
გრაფი რაკოსკი!
"გეყოფა... - გავიფიქრე. - ეს მსგავსებები სულ გაგაგიჟებს...
არ დაგავიწყდეს, რომ შენ გვამებს კი არ ტენი თივით, არამედ
ცოცხალ არსებებს ქმნი..."

666
80

"როცა დიადი საქმის მატერიაში სითეთრე ჭარბობს, ეს ნიშ-


ნავს, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე, მეფე მკვდრეთით
აღდგა, მიწა და წყალი ჰაერად იქცა და მთვარის სამეფო დამ-
ყარდა, მათი ყრმა იშვა... და მაშინ მატერია ესოდენ სიმყარეს
იძენს, რომ მას ცეცხლი ვეღარ მოერევა... როცა ხელოვანი ხე-დავს
სრულყოფილ სითეთრეს, ფილოსოფოსები ამბობენ, რომ წიგნების
დაგლეჯის დრო მოვიდა, რადგან ისინი უსარგებლო-
ა".153
რაღაც წავიბურტყუნე, მოვუბოდიშე, მგონი, ვუთხარი, ხვალ
ჩემმა შეყვარებულმა უნდა იმშობიაროს-მეთქი და სალონმა ისე-
თი სახით მისურვა წარმატებები, თითქოს ფიქრობდა, ნეტავ ბავ-
შვის მამა ვინააო. სახლში გავიქეცი. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.
ლია არ დამხვდა. სამზარეულოში წერილი იდო: "წყლები
დავღვარე. სამსახურში არ იყავი, ტაქსით მივდივარ საავადმყო-
ფოში. იქ მოდი, მარტო არ დამტოვო".
პანიკამ ამიტანა, მასთან უნდა ვყოფილიყავი, ერთად უნდა
დაგვეთვალა! ოფისიდან არ უნდა გავსულიყავი, რომ თუ დავ-
ჭირდებოდი, ადვილად მოვეძებნე. ჩემი ბრალი იყო, "ის"
მკვდა-რი დაიბადებოდა, ლიაც მოკვდებოდა, სალონი კი
ორივეს გა-მოშიგნავდა და ფიტულებს დაამზადებდა მათგან.
გადარეულივით შევვარდი კლინიკაში. არავინ არაფერი იცო-
და, აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ორჯერ შემეშალა განყოფილება,

Dom J. Pernety, Dictionnaire mytho- herm é tique, Paris,


Bauche, 1758, "Blancheur"
667
გავიძახოდი, როგორ არ იცით, სად მშობიარობს ლია-მეთქი, ისინი
კი მპასუხობდნენ, დამშვიდდით, აქ ყველა მშობიარობსო.
ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენი მის პალატას. ლიას მარგალი-
ტისფერი სითეთრე ეფინა სახეზე და იღიმებოდა. ვიღაცას თმა
შეეკრა მისთვის და თეთრ ჩაჩში მოექცია. პირველად ვხედავდი
ლიას შუბლს ასეთი ბრწყინვალებით. გვერდით "ის" ეწვა.
ჯულიო, - მითხრა.
ჩემი რებისი. მეც ხომ გავაკეთე "ის", თანაც ზოგიერთივით
მკვდარი სხეულების ნაგლეჯებით კი არა! არც დარიშხანის სა-
პონი გამომიყენებია. მთელი იყო, ყველა თითი ადგილზე ჰქონ-
და.
ვუთხარი, კარგად მინდა დავათვალიერო-მეთქი.
რა ლამაზი ჭუჭუკაა! ეს რამხელა ყვერები გქონია! - მერე
ლიას ვაკოცე შუბლზე: - სულ შენი დამსახურებაა, საყვარელო...
მთავარი ჭურჭელია.
რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაა. საზიზღარო. მარტო
ვით-ვლიდი.
ჩემი დღეებიც დათვლილი იქნებოდა უშენოდ,
რამე ხომ უნდა მეთქვა.

668
81

"მიწისქვეშეთის ბინადრებმა ცოდნის მწვერვალს მიაღწიეს.


ჩვენმა შეშლილმა სამყარომ რომ მათ ომი გამოუცხადოს, ერთი
აფეთქებით ნაცარტუტად აქცევენ დედამიწას".154
გვერდიდან არ მოვცილებივარ არც საავადმყოფოში და არც
იქიდან გამოსვლის შემდეგ, რადგან, როგორც კი სახლში მივე-
დით და ბავშვისთვის საფენების გამოცვლა სცადა, ტირილი
აუტ-ყდა, ამას ვერ შევძლებო!
მერე აგვიხსნეს, ჩვეულებრივი ამბავიაო: მშობიარობა გა-
მარჯვების შეგრძნებაა ქალისთვის და მას უძლურების განცდა
მოსდევს, როცა ქალი დედობის მოვალეობის სირთულეს აცნო-
ბიერებსო. მოკლედ, სახლიდან არ გავდიოდი, ვითომ ლიას ვეხ-
მარებოდი, თუმცა, რაც არ უნდა მომენდომებინა, ბავშვს ძუძუს
მაინც ვერ მოვაწოვებდი. ასე რომ, ვისარგებლე სახლში ყოფ-ნით
და თავიდან გადავიკითხე ტელურული დინებების შესახებ
სხვადასხვა დროს მოპოვებული ყველანაირი ინფორმაცია.
სამსახურში დაბრუნებულმა ალიეს მოვუყევი ყველაფერს.
ხელი აიქნია:
- უჰ... ეს უბადრუკი მეტაფორები გველ კუნდალინის საიდუმ-
ლოზე მისანიშნებლად!... ჩინური გეომანტიაც ეძებდა მიწაში
დრაკონის კვალს, მაგრამ ტელურული გველი მხოლოდ ინი-
ციაციურ გველზე მიანიშნებდა. ღმერთქალი ისვენებს დახვეული
გველის სახით და სძინავს მარადიული, ლეთარგიული ძილით.
კუნდალინის სხეული შეუმჩნევლად ფეთქავს, ხმადაბალი სტვე-

Ferdinand Ossendowski, Beasts, Men and Gods, 1924, v


669
ნით სუნთქავს და მძიმე სხეულებს მსუბუქ სხეულებთან
აკავში-რებს. როგორც მორევი, როგორც წყლის მბრუნავი
გორგალი, როგორც მარცვალი "ომ".
კი მაგრამ, რა საიდუმლოზე მიანიშნებს გველი?
ტელურულ დინებებზე, ნამდვილზე.
ნამდვილი ტელურული დინებები რომელია?
დიდი კოსმოლოგიური მეტაფორა, გველზე მინიშნება. ალიე
ჭირსაც წაუღია, მასზე მეტი ვიცი-მეთქი, გავიფიქრე. ბელბოს
და დიოტალევის წავუკითხე ჩემი ჩანაწერები. მცირე
ეჭვიც აღარ გაგვჩენია. როგორც იქნა, ტამპლიერების ღირსი
საიდუმლო ხელთ გვქონდა. ყველაზე მარტივი და მოხდენილი
გამოსავალი იყო, არადა, მისი წყალობით იმ ათასწლოვანი აშ-
ლილი მოზაიკის ყველა ნაჭერი იდეალურად ერგებოდა ერთმა-
ნეთს.
მაშასადამე, კელტებმა იცოდნენ ტელურული დინებების შე-
სახებ: ატლანტიდის მცხოვრებლებისგან ეზიარნენ ამ ცოდნას,
როცა ჩაძირული კონტინენტის გადარჩენილი მოსახლეობის ნა-
წილი ეგვიპტეში გაიხიზნა, ნაწილი კი - ბრიტანეთში.
ატლანტიდელებმა კი ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრებისგან
ისწავლეს, რომლებიც ავალონიდან წასულიყვნენ და მუს კონ-
ტინენტის გავლით ცენტრალური ავსტრალიის უდაბნომდე ჩაეღ-
წიათ, მაშინ, როცა ყველა კონტინენტი ერთიანი ხმელეთი იყო,
მშვენიერი პანგეა, რომელზეც უპრობლემოდ შეიძლებოდა გა-
დაადგილება. აიერს-როკის ქვაზე ამოკვეთილი იდუმალი ანბა-ნის
წაკითხვა რომ შეგვეძლოს (რაც აბორიგენებს შეუძლიათ, მაგრამ
არ ამხელენ), ამ ყველაფრის ახსნა თვალწინ გვექნებო-და. აიერს-
როკი დიდი (უცნობი) მთის, პოლუსის, ანტიპოდია, ნამდვილი,
სპირიტული პოლუსისა და არა იმის, რომელსაც ნე-

670
ბისმიერი საშუალო გაქანების მკვლევარი ადვილად დალაშ-
ქრავს. მისთვის, ვინც დასავლური მეცნიერების ყალბი ცოდნით
არ არის დაბრმავებული, აშკარაა, რომ ხილული პოლუსი სინამ-
დვილეში არ არსებობს, ხოლო ნამდვილი, არსებული პოლუსი
უხილავია. მას მხოლოდ რჩეული შედგომილნი ხედავენ,
მაგრამ მათ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
კელტებს სჯეროდათ, რომ საკმარისი იყო დინებათა მსოფ-
ლიო რუკის აღმოჩენა. აი, რატომ აღმართავდნენ მეგალითებს:
მენჰირები ერთგვარი რადიოტალღების გამავრცელებელი და-
ნადგარები იყო, ღერძები, ელექტრული დენის წყაროები, ისეთ
ადგილებში ჩასმული, საიდანაც დინებები სხვადასხვა
მიმართუ-ლებით იტოტებოდა. Leys აღმოჩენილი დინების
მიმართულებას ადგენდა, dolmen კი ენერგიის კონდენსაციის
კამერები იყო, სა-დაც დრუიდები გეომანტური ხელსაწყოებითა
და საშუალებებით ცდილობდნენ მსოფლიო ნახაზის აღდგენას.
კრომლეხი და სტო-უნჰენჯი მიკრო- და მაკროკოსმოსური
ობსერვატორიები გახ-ლდათ, საიდანაც თანავარსკვლავედთა
განლაგების მიხედვით ცდილობდნენ, დინებათა
მიმართულებები გამოეცნოთ, რადგან, როგორც "ზურმუხტის
ფილა" გვამცნობს, ზემოთ იგივეა, რაც ქვემოთ.
მაგრამ პრობლემა ეს არ იყო. უფრო სწორად, მხოლოდ ეს არ
იყო. ამას მიმხვდარიყო ატლანტიდის ემიგრაციის მეორე ფრთა.
ეგვიპტელთა იდუმალი ცოდნა ჰერმეს ტრისმეგისტრო-სისგან
მოსეს გადაეცა, მან კი სიფრთხილე გამოიჩინა და თავი-სი
ცოდნა ციური მანანით ფაშვებამოვსებულ იმ თავის მაწანწა-
ლებს არ გაუზიარა. მხოლოდ ათი მცნება აკმარა მათ, რადგან
ადვილი გასაგები იყო. არისტოკრატიული, მაღალი ჭეშმარიტე-

671
ბა კი მოსემ დაშიფრული სახით ხუთწიგნეულში ჩადო. ამას
მიხ-ვდნენ კაბალისტები.
- წარმოიდგინეთ, - ვუთხარი, - ყველაფერი სოლომონის ტაძ-
რის ზომებში იყო ჩაწერილი, ისე ნათლად, როგორც გადაშლილ
წიგნში და საიდუმლოს მცველები როზენკროიცერები იყვნენ,
"დიდი თეთრი საძმოს" წევრები, იგივე "ესენები", რომლებმაც,
როგორც ცნობილია, იესოს გაანდეს თავიანთი საიდუმლოებები
და აი მიზეზიც, რის გამოც იესო ჯვარს აცვეს. სხვანაირად შეუძ-
ლებელია იმის ახნა, რატომ გააკრეს ქრისტე ჯვარზე...
- ცხადია, ქრისტეს ვნებები ალეგორიაა, ტამპლიერთა პრო-
ცესზე წინასწარი მინიშნება.
დიახ. და იოსებ არიმათიელმა იესოს საიდუმლო კელტების
ქვეყანაში ჩაიტანა (თუ დააბრუნა). მაგრამ როგორც ჩანს,
საიდუმლო არასრული იყო, დრუიდი ქრისტიანები მის
მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობდნენ და აი, გრაალის
ეზოტერიკული მნიშ-ვნელობაც: არის რაღაც, მაგრამ არ ვიცით,
რა. რა უნდა ყოფი-ლიყო, რას ამბობდა გარკვევით ტაძარი? ამას
მხოლოდ პალეს-ტინაში დარჩენილი რაბინების ბირთვი თუ
ხვდება. ისინი ამას მუსლიმებს ინიციაციურ სექტებს,
სუფისტებს, ისმაილიტებსა და მუთაკალამინებს გაანდობენ,
ტამპლიერები კი მათგან შეიტყო-ბენ.
როგორც იქნა, მივადექით ტამპლიერებს! ვდარდობდი, რა-
ღა დაგიმალოთ.
ვძერწავდით გეგმას, რომელიც რბილ თიხასავით ემორჩი-
ლებოდა ჩვენს ხელებსა და ფანტაზიას. ტამპლიერებმა უძილო
ღამეებში, უნაგირის ამხანაგთან ჩახუტებულებმა აღმოაჩინეს
საიდუმლო, უდაბნოში, სადაც ღამღამობით ხორშაკი სამუმი
დაეხეტებოდა უსასრულო დიუნებზე. ნაკუწ-ნაკუწ გამოგლიჯეს

672
საიდუმლო მათ, ვინც ბაბილონელი მოგვების დანატოვარში -
მექის შავ ქვაში ჩადებულ ძალას იცნობდა. ახლა უკვე ცხადი იყო,
რომ ბაბილონის გოდოლი მხოლოდ ყველაზე ძლიერი მენ-ჰირის
აშენების მცდელობა იყო (ვაი, რომ მეტისმეტად ნაჩქარე-ვი და მის
დამგეგმავთა ამპარტავნობის გამო სამართლიანად
ჩაფლავებული). ბაბილონელ არქიტექტორებს გაანგარიშება
შეეშალათ, რადგან, როგორც მამა კირხერმა დაამტკიცა, გო-დოლი
რომ იმხელა გამოსულიყო, რამხელაც ჩაფიქრებული იყო, მისი
სიმძიმე ოთხმოცდაათი გრადუსით გადახრიდა დედა-მიწის
ღერძს და ჩვენი საწყალი პლანეტა, იმის ნაცვლად, რომ ამაყად
ზეაღმართული ფალოსური გვირგვინით ყოფილიყო
დამშვენებული, გადაყირავებული აღმოჩნდებოდა მაიმუნის კუ-
დივით ჩამოკონწიალებული უნაყოფო წანაზარდით: ანტარქტი-
კული მალქუთის უფსკრულში ჩაკარგული შეკინა, პინგვინთა გა-
სართობი მოფლაშული იეროგლიფი.
- ბოლოს და ბოლოს, რა საიდუმლო აღმოაჩინეს ტამ-
პლიერებმა?
მოითმინეთ. მანდამდეც მივალთ. სამყაროს შექმნას შვიდი
დღე დასჭირდა. ვცადოთ.

673
82

"დედამიწა მაგნიტური სხეულია: როგორც ზოგიერთმა მეცნი-


ერმა დაამტკიცა ის, რასაც პარაცელსუსი ჯერ კიდევ სამასი წლის
წინ ამბობდა, დედამიწა ერთი ვეებერთელა მაგნიტია".155
ვცადეთ და გამოგვივიდა. დედამიწა დიდი მაგნიტია და მისი
დინებების ძალა და მიმართულება ციური სხეულების ზეგავლე-
ნით, წელიწადის დროთა მონაცვლეობითა და ბუნიობათა პრე-
ცესიებითაცაა განპირობებული. ამიტომაცაა, რომ დინებათა
სისტემა ცვალებადია, მაგრამ მას გარკვეული მიმართულება აქვს,
როგორც ადამიანის თმას, რომელიც, მართალია, თავის ქალის
მთელ ზედაპირზე იზრდება, მაგრამ თმის თითოეული ღე-რი
თითქოს კეფაზე არსებული წერტილიდან (სადაც თმა ყველა-ზე
მეტად ეურჩება ხოლმე სავარცხელს) იღებს სათავეს და სპი-
რალურად მოძრაობს. თუ იმ წერტილს მიაგნებ და ყველაზე
ძლიერ მიმღებ სადგურს განათავსებ მასზე, პლანეტის ყოველ-
გვარი დინების მართვას შეძლებ. ტამპლიერები მიხვდნენ, რომ
საიდუმლო მხოლოდ მსოფლიო რუკის ხელში ჩაგდება კი არაა,
არამედ ის, რომ გაიგო, სადაა კრიტიკული წერტილი, ომფალო-სი,
Umbilicus Telluris,156 სამყაროს ცენტრი, მართვის სათავე.
ალქიმიური სწავლებანი, შავი საქმის ხთონური დაღმართი,
თეთრი საქმის ელექტრული მუხტი მხოლოდ სიმბოლოები იყო,

H.P. Blavatsky, lsis Unveiled, New York, Bouton, 1877, I, p.


XXIII
დედამიწის ჭიპი (ლათ.)

674
რომელთა შინაარსი მხოლოდ შედგომილთათვის იყო ცნობი-
ლი, სიმბოლოები იმ საუკუნოვანი ძიებისა, რომელიც წითელი
საქმით, მსოფლიო ცოდნით, დინებათა პლანეტურ სისტემაზე
თავბრუდამხვევი, სამუდამო ძალაუფლების მოპოვებით უნდა
დაგვირგვინებულიყო. ნამდვილი ალქიმიური და ტამპლიერუ-
ლი საიდუმლო იმის გარკვევაში მდგომარეობდა, სად იღებდა
სათავეს ის შინაგანი მოძრაობა, ისეთივე ფაქიზი, შემზარავი და
რიტმული, როგორიც გველი კუნდალინის თრთოლაა, მოძ-
რაობა, რომელიც ჯერ კიდევ დიდწილად ამოუხსნელი, მაგრამ
საათივით ზუსტი იყო; საიდან მოდიოდა ის ერთადერთი,
ნამდვი-ლი ქვა, რომელიც ოდესმე ჩამოვარდნილიყო ზეციდან -
დიდი დედა მიწა.
სწორედ ამის გაგება სურდა ფილიპ ლამაზსაც. ამის გამო
აეჩემებინათ ინკვიზიტორებს იმ იდუმალი კოცნის ამბავი
"ზურ-გის ქვედა ნაწილში". ამიტომ იჩხრიკებოდნენ ამ ამბავში:
კუნდა-ლინის საიდუმლოს გაგება უნდოდათ, სოდომის ცოდვა
კი არ ანაღვლებდათ.
- შესანიშნავია, - თქვა დიოტალევიმ. - მაგრამ როცა ტელუ-
რული დინებების მართვა შეგიძლია, რა უნდა უყო მათ? რაში
მოიხმარ?
- კარგი რა... ნუთუ ამ აღმოჩენის არსს ვერ ხვდებით? წარმო-
იდგინეთ, რომ დედამიწის ცენტრს უმძლავრესი სამართავი
პულტი მიუერთოთ... ასეთი სადგური საშუალებას მოგცემთ, წი-
ნასწარ გამოიცნოთ მოსალოდნელი წვიმა და გვალვა, ხელოვ-
ნურად გამოიწვიოთ ქარიშხლები და მიწისძვრები ხმელეთსა თუ
ოკეანის ფსკერზე, გახლიჩოთ კონტინენტები, ზღვაში დანთქათ
კუნძულები (ატლანტიდა ნამდვილად ასეთი ექსპერიმენტის შე-
დეგად ჩაიძირა), ახალი მთები და ტყეები ამოზარდოთ ნიადაგი-

675
დან... წარმოგიდგენიათ? ატომური ბომბი ამასთან შედარებით
არაფერია! ბომბი ხომ იმასაც ვნებს, ვინც ისვრის. მაგრამ თუ ასეთ
ძალას ფლობ, შეგიძლია, შენი სათვალთვალო კოშკიდან
დაურეკო, მაგალითად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და
გამოუცხადო, რომ ხვალამდე ერთი ფანტასტილიონი დოლარი
გჭირდება! ან, რა ვიცი, სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობა
მოსთხოვო, ან ჰავაის კუნძულები, ან ამერიკის ბირთვული სად-
გურების განადგურება უბრძანო და დაემუქრო, რომ, თუ არ და-
გემორჩილება, კალიფორნიას ხვალვე მოსწყვეტ კონტინენტს და
ლას-ვეგასს ერთ მოტივტივე მიწის ბელტად აქცევ...
ისე, ლას-ვეგასი ნევადაშია...
მაგას რა მნიშვნელობა აქვს. თუ ტელურულ ნაკადებს მარ-
თავ, კოლორადოსაც ამოგლეჯ კონტინენტიდან, თუ მოინდომებ.
მერე საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს დაურეკავ და ეტყვი,
მეგობრებო, ორშაბათამდე ვოლგის მთელი ხიზილალა უნდა გა-
მომიგზავნოთ და ციმბირიც მაჩუქოთ (გაყინული პროდუქტების
საწყობად მჭირდება), თორემ მთელ ურალს შევისრუტავ, კასპი-ის
ზღვას მთად გადავაქცევ, ლიტვას და ესტონეთს კი ერთ გზას
გავუყენებ და მარიანის ღრმულში ჩავუძახებო.
მართალია, - ამბობდა დიოტალევი. - უდიდესი ძალაა. შე-
გიძლია, თორასავით გადაწერო დედამიწა, იაპონია პანამის ყუ-
რეში გადაიტანო.
უოლ-სტრიტი ისტერიკაში ჩავარდება.
კოსმოსური ომები და შავი ლითონების ოქროდ გარდაქმნა
ამასთან მონაგონი იქნება. მთავარ მუხტს მართავ, დედამიწის
შიგნეულს თავდაყირა აყენებ და ათ წამში აკეთებინებ სამყაროს
იმას, რასაც მილიარდობით წელი მოანდომა. წამში შეგიძლია,
რურის აუზი ალმასის საბადოებად აქციო. ელიფას ლევი ამბობ-

676
და, ფლუიდურ მოქცევათა და მსოფლიო დინებათა ცოდნაშია
ადამიანის ყოვლისშემძლეობის საიდუმლოო.
ასე უნდა იყოს, - თქვა ბელბომ. - ეს იგივეა, ერთ ორგონულ
კამერად აქციო დედამიწა. აშკარაა, რომ რაიხი ტამპლიერი იყო.

ყველა ტამპლიერი იყო, ჩვენ გარდა. კიდევ კარგი, მივ-


ხვდით ამას. დრო მოვიგეთ.
მართლაც, რამ გააჩერა ტამპლიერები, როცა საიდუმლო აღ-
მოაჩინეს? რატომ არ გამოიყენეს ის?.. მაგრამ ცოდნა არ ნიშ-
ნავს, რომ მისი გამოყენებაც შეგიძლია. იმ ეშმაკეული ბერნარ-
დის მიერ განსწავლულმა ტამპლიერებმა მენჰირები, ის უბად-
რუკი კელტური ბოძები, გოტიკური ტაძრებით ჩაანაცვლეს: ტა-
ძარი ხომ უფრო ძლიერი და მგრძნობიარეა, შავი ქალწულებით
დასახლებული მიწისქვეშა კრიპტებით, რომლებიც პირდაპირ
უკავშირდება დედამიწის რადიოაქტიურ შრეებს. ამრიგად, ევ-
როპა მიმღებ-გადამცემი სადგურების მჭიდრო ქსელით დაიფა-
რა, რომლებიც ერთმანეთს ფლუიდების სიმძლავრესა და მი-
მართულებას, დინებების ხასიათსა და ძაბვას გადასცემდნენ.
ახალ სამყაროში ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს, ვულ-
კანური ამოფრქვევები გამოიწვიეს, შემდეგ კი გოლფსტრიმის
დინების საშუალებით მინერალური წიაღისეული
პორტუგალიის ნაპირებისკენ წაიღეს. ტომარი გადახარისხების
ცენტრი იყო, აღმოსავლეთის ტყე კი - მთავარი საწყობი. აი,
საიდან მოდის მა-თი სიმდიდრე. მაგრამ ეს კიდევ არაფერი,
მიხვდნენ, რომ თავი-ანთი საიდუმლოს სრულად
გამოყენებისთვის ტექნოლოგიურ პროგრესს უნდა
დალოდებოდნენ, რომელიც ექვსას წელს მაინც მოითხოვდა.

677
მაშასადამე, ტამპლიერებმა ისე შეადგინეს გეგმა, რომ, როცა
დადგებოდა დრო და მათი მიმდევრები საკუთარი ცოდნის
სრუ-ლად გამოყენებას შეძლებდნენ, მხოლოდ მათ
სცოდნოდათ, სად იყო სამყაროს ცენტრი. მაგრამ როგორ
გადაანაწილეს გზავნილის ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა
მხარეში ჩაფან-ტულ ოცდათექვსმეტს შორის? ყველას თითო
ნაკუწი შეახვედ-რეს? ნუთუ ასეთი რთული გზა იყო საჭირო
იმის სათქმელად, რომ სამყაროს ცენტრი, მაგალითად, ბადენ-
ბადენში, კუნეოში ან ჩატანუგაშია?
რუკაა მთავარი? კი მაგრამ, რუკაზე ხომ აღნიშნულია სამყა-
როს ცენტრი, მაშასადამე, ვისაც ის ფრაგმენტი შეხვდა, ყველა-
ფერი იცის და რუკის სხვა ნაწილები აღარ სჭირდება. არა, ყვე-
ლაფერი ბევრად უფრო რთული უნდა ყოფილიყო... რამდენიმე
დღე კიდევ ვუტრიალეთ ამ ამბავს, სანამ ბელბომ არ გადაწყვი-
ტა, "აბულაფიასთვის" მიემართა. პასუხი ასეთი იყო:
გიიომ პოსტელი 1581 წელს მოკვდა.
ბეკონი სენტ-ალბანის ვიკონტია.
კონსერვატორიაში ფუკოს ქანქარაა.
მოვიდა დრო, ქანქარის დანიშნულება გაგვერკვია.
რამდენიმე დღეში ფრიად მოხდენილი ვერსია შევთავაზე ამ-
ხანაგებს. მანუციოს ერთ-ერთი პოტენციური ავტორის გამოგ-
ზავნილი ტექსტი მოვიშველიე, ტაძრების ჰერმეტიკულ საიდუმ-
ლოზე. ჩვენი ავტორის აზრით, შარტრის მშენებლებს ერთ დღეს
ტყვიის ბურთულაგამობმული ძაფი ჩამოუკიდიათ თაღის კამა-
რაში და ამით მარტივად დაუსკვნიათ, რომ დედამიწა ბრუნავს.
- აი, რატომ გაასამართლეს გალილეი, - თქვა დიოტალევიმ. -
ეკლესიამ ტამპლიერი იყნოსა მასში.

678
- არა, - მიუბრუნდა ბელბო. - კარდინალები, რომლებმაც გა-
ლილეი გაასამართლეს, თავად იყვნენ ეკლესიაში შეპარული
შენიღბული ტამპლიერები და დაეშურნენ, რაც შეიძლება, სწრა-
ფად დაედუმებინათ წყეული ტოსკანელი, მოღალატე ტამ-
პლიერი, რომელიც გეგმის აღსრულების თარიღამდე მთელი
ოთხასი წლით ადრე აპირებდა, დაეფქვა ყველაფერი, მხოლოდ
საკუთარი ამპარტავნობისა და სიამაყის გამო.
ასე იყო თუ ისე, ეს ვარაუდი ხსნიდა, რატომ დაეხაზათ იმ
კა-ლატოზ მაგისტრებს ქანქარის ქვეშ ლაბირინთი - მიწისქვეშა
დი-ნებების სისტემის სტილიზებული გამოსახულება. შარტრის
ლა-ბირინთის ნახაზი მოვძებნეთ ერთ ძველ გრავიურაზე: მზის
საათი, ქართა ვარდი, სისხლძარღვთა სისტემა, გველის ზანტი,
თვლემამორეული მოძრაობის ლორწოვანი კვალი. დინებათა
მსოფლიო რუკა.
კარგი, დავუშვათ, ტამპლიერები ქანქარით უთითებდნენ
სამყაროს ცენტრის მდებარეობას. ლაბირინთის ნაცვლად, რო-
მელიც ყველა შემთხვევაში აბსტრაქტული სქემაა, მოდი, იატაკ-
ზე მსოფლიოს რუკა დავდოთ და დავუშვათ, რომ წერტილი,
რო-მელზეც ქანქარის წვერი მიანიშნებს კონკრეტულ დროს,
სამყა-როს ცენტრის ადგილსამყოფელია. მაგრამ სად, რომელ
იატაკ-ზე?
ადგილი ცნობილია: ეს სენ-მარტენ-დე-შამია, თავშესაფარი.
კარგი. მოდი, დავუშვათ, ზუსტად ღამის თორმეტ საათზე
ქანქარამ - ისე ვამბობ, პირველივეს, რაც ენაზე მომადგება -
კოპენჰაგენ-კეიპტაუნის ღერძზე გაიარა. ამ შემთხვევაში სადაა
სამყაროს ცენტრი, დანიაში თუ სამხრეთ აფრიკაში? ანუ ამ
ხაზის რომელ წერტილში? - დაზუსტა ბელბომ შეკითხვა.

679
სწორი შენიშვნაა... - დავფიქრდი. - მაგრამ ჩვენი ავტორი
ამბობს, რომ შარტრის ქოროს ვიტრაჟში ღრიჭოა დატანებული,
რომელშიც დღის მოცემულ დროს მზის სხივი შედის და მუდამ
ერთ წერტილს ანათებს, იატაკის ერთსა და იმავე ქვას. აღარ
მახსოვს, რა დასკვნას აკეთებს ის აქედან, მაგრამ ეჭვი არ ეპა-
რება, რომ ამ ყველაფერში რაღაც დიდი საიდუმლო იმალება. აი,
მექანიზმი! სენ-მარტენის ქოროშიცაა ფანჯარა, სადაც ვიტ-რაჟი
იქ, სადაც ფერადი (თუ მომინანქრებული) ორი შუშა ერ-
თმანეთს ტყვიის ფირფიტით უკავშირდება, გახვრეტილია. მე-
ტისმეტად დეტალურადაა გათვლილი ყველაფერი და ალბათ,
ექვსასი წელია, ვიღაც ზრუნავს, რომ არაფერი შეიცვალოს. კონ-
კრეტული წლის კონკრეტულ დღეს, მზის ამოსვლისას...
რა თქმა უნდა, ეს 24 ივნისი უნდა იყოს, წმინდა იოანეს,
ზაფ-ხულის ბუნიობის ღამე...
...დიახ, ამ დროს, ამ წამს ფანჯარაში შემოსული მზის
პირვე-ლი სხივი ქანქარას დაეცემა და სადაც ამ წამს ქანქარის
წვერი მოხვდება, სწორედ იქ იქნება სამყაროს ცენტრიც!
შესანიშნავია, - თქვა ბელბომ. - მაგრამ თუ ღრუბლიანი დღე
იქნება?
ერთი წლით გადაიდება ყველაფერი.
მოიცათ... ბოლო შეხვედრა იერუსალიმშია დათქმული.
ომარის მეჩეთის გუმბათის წვერში არ უნდა ეკიდოს ქანქარა?
არა, - ვუთხარი დარწმუნებით. - დედამიწის ზოგიერთ წერ-
ტილში ქანქარა თავის ციკლს 36 საათში ასრულებს, ჩრდილო-ეთ
პოლუსზე 24 საათი დასჭირდება, ხოლო ეკვატორზე ქანქა-რის
გადახრის სიბრტყე საერთოდ არ შეიცვლება. მაშასადამე, ადგილს
აქვს მნიშვნელობა. თუ ტამპლიერებმა თავიანთი აღმო-ჩენა სენ-
მარტენში გააკეთეს, მათი გათვლა მხოლოდ პარიზის

680
მასშტაბითაა ძალაში, რადგან პალესტინაში ქანქარა სრულიად
სხვანაირ რკალს მოხაზავდა.
საიდან ვიცით, რომ აღმოჩენა სენ-მარტენში გააკეთეს?
იქიდან, რომ თავშესაფრად სენ-მარტენი შეარჩიეს; იქიდან,
რომ სენტ-ალბანის პრიორიც, პოსტელიცა და კონვენტიც სწო-
რედ სენ-მარტენს ადევნებდა თვალყურს; იქიდან, რომ
პირველი ექსპერიმენტების შემდეგ ფუკომ ქანქარა სწორედ იქ
დააყენა. უამრავი რამ მიანიშნებს ამაზე.
მაგრამ ბოლო შეხვედრა იერუსალიმშია.
მერე რა? იერუსალიმში უნდა მოიყაროს თავი გზავნილის
ნაწილებმა და აღდგეს ტექსტი. ამას დრო სჭირდება. მერე ერთი
წელი ემზადებიან და შემდეგ 23 ივნისს ექვსივე ჯგუფი პარიზში
იკრიბება, რათა საბოლოოდ გაარკვიონ, სადაა სამყაროს ცენ-ტრი
და საქმეს შეუდგნენ სამყაროს დასაპყრობად.
მაგრამ... - არ თმობდა ბელბო, - მაინც რაღაც არ გამოდის...
საბოლოო გამოცხადება რომ სამყაროს ცენტრს ეხებოდა, ეს
ყველამ, ოცდათექვსმეტივემ, იცოდა. ქანქარას უკვე
იყენებდნენ ტაძრებში და მაშასადამე, ის საიდუმლო არ იყო.
ხომ შეეძლო ბეკონს, პოსტელს ან თავად ფუკოს (თუ ქანქარა
მან დააყენა, ესე იგი თავადაც ერთობის წევრი იყო), პირდაპირ
მსოფლიო რუკა გაეფინათ იატაკზე და ჰორიზონტის მხარეების
მიხედვით გაესწორებინათ ის? რაღაც შეცდომაა.
არავითარი შეცდომა. გზავნილი იმას ამბობდა, რაც არავინ
იცოდა: რომელი რუკა უნდა გამოეყენებინათ!

681
83

"რუკა ტერიტორია არ არის".157


- ხომ წარმოგიდგენიათ ტამპლიერთა ეპოქის კარტოგრაფი-ა...
იმ დროს არაბული რუკები იყო ხმარებაში, რომლებზეც, სხვათა
შორის, აფრიკა ზევითაა და ევროპა - ქვევით, ან მეზღვა-ურთა
რუკები, რომლებიც საკმაოდ ზუსტი იყო. ჰქონდათ კიდევ
უძველესი, სამასი-ოთხასი წლის წინანდელი რუკები, რომლებ-საც
სკოლებში ჯერ კიდევ სანდოდ მიიჩნევდნენ. არ დაგავიწ-ყდეთ,
რომ იმის გასარკვევად, თუ სადაა სამყაროს ცენტრი, ჩვე-ნი,
თანამედროვე გაგებით "ზუსტი" რუკა სულაც არაა საჭირო.
საკმარისია, რუკამ, როცა ის ჰორიზონტის მხარეების მიხედვით
განთავსდება, სამყაროს ცენტრი იმ წერტილში აჩვენოს, სადაც
ქანქარას 24 ივნისის განთიადზე მზის პირველი სხივი მოხვდება.
ახლა ყურადღებით მისმინეთ: წმინდად ვარაუდის სახით დავუშ-
ვათ, რომ სამყაროს ცენტრი იერუსალიმშია. თანამედროვე რუ-
კებზე იერუსალიმი სრულიად კონკრეტულ ადგილზეა და მაინც
დღესაც კი ამ წერტილის ადგილმდებარეობა პროექციაზეა და-
მოკიდებული, რომლის მიხედვითაც რუკაა შედგენილი. ტამ-
პლიერებს კი, ვინ იცის, როგორი რუკები ჰქონდათ. თუმცა მათ ეს
არ ანაღვლებდა... ქანქარა კი არ ემსახურება რუკას, პირი-ქით,
რუკა ემსახურება ქანქარას. ხვდებით, რას ვამბობ? შესაძ-ლოა,
ქვეყნად ყველაზე არაზუსტი და სულელური რუკაც აეღოთ,
მთავარი იყო, რომ ქანქარის ქვეშ მოთავსებულ, ჰორიზონტის

Alfred Korzybski, Science and sanity, 1933; 4 ° ed., The


International Non -Aristotelian Library, 1958, ii, 4, p. 58
682
მხარეების მიმართ სწორად განთავსებულ ამ რუკაზე 24 ივნისის
აისის პირველ სხივს მიენიშნებინა წერტილი, სადაც იქ, იმ რუკა-
ზე და არა რომელიმე სხვაზე, იმწამს მოხვდებოდა იერუსალიმი.
მაგრამ ეს ჩვენს პრობლემას არ ჭრის, - თქვა დიოტალევიმ.
რა თქმა უნდა, არა. და არც უხილავი ოცდათექვსმეტის სა-
კითხს აგვარებს, იმიტომ რომ თუ საჭირო რუკას არ მიაგენი,
არაფერი გამოვა. მოდი, დავუშვათ, რომ რუკა კანონიკური სა-
ხით იყო განთავსებული: აღმოსავლეთი აბსიდის მხარეს ჰქონ-
და და დასავლეთი - ნავების მიმართულებით, რადგან ეკლე-
სიები ასეა ნაგები. ახლა ნებისმიერი ვარაუდი
წარმოვიდგინოთ. დავუშვათ, რომ იმ ფატალურ დილას, იმ
ფატალურ წამს, ქანქა-რა ოდნავ აღმოსავლეთითაა, სამხრეთ-
აღმოსავლეთის კვად-რანტის საზღვართან. საათი რომ იყოს,
ვიტყოდით, ქანქარის წვერი ექვსის ოცდახუთ წუთს
აჩვენებსო. კარგი? ახლა უყუ-რეთ...
კარტოგრაფიის ისტორიის სახელმძღვანელო მოვიტანე.
აი, პირველი: XII საუკუნის რუკა. ის T-ს ფორმის რუკებს
იმეორებს: ზევით აზიაა, ამქვეყნიური სამოთხით, მარცხნივ - ევ-
როპა, მარჯვნივ კი - აფრიკა. აფრიკის გარდა, აქ პოლუსებიც
აღუნიშნავთ. ესეც მეორე: რუკა, რომელიც მაკრობიუსის Somnium
Scipionis-ითაა შთაგონებული, მაგრამ სხვადასხვა რედაქციით
მოაღწია მეთექვსმეტე საუკუნემდე. აფრიკა ცოტა უფრო ვიწროა,
მაგრამ არა უშავს. ახლა ყურადღებით დააკვირ-დით: ორივე რუკა
ერთი მიმართულებით დადეთ და შეამჩნევთ, რომ პირველზე
ექვსის ოცდახუთი წუთი არაბეთს შეესაბამება, მეორეზე კი - ახალ
ზელანდიას, რადგან ამ წერტილში ანტიპო-დები გვაქვს.
ქანქარაზე შეიძლება ყველაფერი იცოდე, მაგრამ თუ არ იცი,
რომელი რუკა გამოიყენო, ვერაფერს გახდები. გზავ-

683
ნილი კოდირებულ მითითებებს შეიცავდა რუკის ადგილსამყო-
ფელთან დაკავშირებით, რუკისა, რომელიც, შეიძლება, მხო-ლოდ
ამ მიზნისთვის იყო შექმნილი. გზავნილში ეწერა, სად უნ-და
მოენახათ რუკა, რომელ ხელნაწერში, რომელ ბიბლიოთეკა-ში,
რომელ სააბატოში, რომელ ციხესიმაგრეში. შეიძლება, დიმ,
ბეკონმა ან ვინმე სხვამ მოახერხა კიდეც გზავნილის შეკოწიწება
და რუკის ადგილსამყოფელიც გაიგო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ
ამასობაში ის სააბატო, რომელშიც რუკა ინახებოდა, გადაწვეს ან
რუკა მოიპარეს, ან სადმე გადამალეს... მოგეხსენებათ, რა ამ-ბებიც
ტრიალებდა ამ დროს ევროპაში. კაცმა არ იცის, რა მოხ-და. ახლა ის
ვიღაცის ხელშია, ვინც არც კი იცის, რაში გამოიყე-ნოს. შეიძლება,
იცის კიდეც, რომ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იცის, რატომ და
ახლა იქნებ მის გაყიდვასაც ცდილობს. წარ-მოიდგინეთ, რა
უსასრულო და უთავბოლო ვითარებაა... შეთა-ვაზებები, ყალბი
ვარაუდები, გზავნილები, რომლებშიც ოქროს მიღების წესები
ეგულებათ ახსნილი, მათში კი სულ სხვა რამ წე-რია... ისიც
დასაშვებია, ზოგიერთი ცდილობდეს, ვარაუდების საფუძველზე
აღადგინოს რუკა.
რა ვარაუდების?
მაგალითად, მიკრო- და მაკროკოსმოსური შეტყობინებების
საფუძველზე. აი, კიდევ ერთი რუკა. იცით, საიდანაა? რობერტ
ფლადის "Utriusque Cosmi Historia"-ს მეორე ტრაქტატიდან.
ფლადი როზენკროიცერების კაცია ლონდონში, არ დაგვავიწ-ყდეს.
ახლა ვნახოთ, რას აკეთებს ჩვენი რობერტ ფლაქტიბუსი (როგორც
საკუთარ თავს ეძახდა). ის რუკას კი არ ადგენს, არა-მედ მთელი
გლობუსის უცნაურ პროექციას წარმოგვიდგენს პო-ლუსის
წერტილიდან. რა თქმა უნდა, მისტიკური პოლუსის, მაშა-სადამე,
იდეალური ქანქარის გადმოსახედიდან, რომელიც

684
იდეალური თაღის ცენტრში იქნებოდა ჩამოკიდული. ეს რუკა
იმისთვისაა გაკეთებული, რომ ქანქარის ქვეშ იყოს მოთავსებუ-
ლი! ეს ხომ სრულიად აშკარაა, როგორ შეიძლებოდა, აქამდე
ვერავინ მიმხვდარიყო ამას...
თქვენი შეპყრობილი ავტორები ზანტები არიან, ცოტა
ჩლუნგებიც... - თქვა ბელბომ.
საქმე ისაა, რომ ჩვენ ტამპლიერების ერთადერთი შთამო-
მავლები ვართ. მაგრამ დამამთავრებინეთ: სქემა ხომ იცანით,
ეს წრიული დიაგრამაა, ისეთი, ტრიტემიუსი რომ იყენებდა
თავი-სი დაშიფრული გზავნილებისთვის. ეს რუკა არაა. ეს
სხვადასხვა ვარიანტის საცდელი მანქანის პროექტია,
ალტერნატიული რუ-კების შესაქმნელი საშუალება, იმისთვის,
რომ ცდები გაგრძელ-დეს, სანამ არ იპოვიან იმას, საჭიროს!
ფლადი პირდაპირ ამ-ბობს წარწერაში: "ეს ხელსაწყოს
მონახაზია და ის ჯერ კიდევ და-სახვეწია".
ფლადი არ იყო, დედამიწის ბრუნვას ჯიუტად რომ უარყოფ-
და? რანაირად იფიქრებდა ქანქარაზე?
ისინი შედგომილები იყვნენ. შედგომილი უარყოფს იმას,
რაც იცის, უარყოფს, რომ იცის. განგებ ტყუის, რათა საიდუმლო
დაფაროს.
ეს ხსნის, - თქვა ბელბომ, - რატომ ირჯებოდა დი ასეთი მონ-
დომებით იმ სამეფო კარტოგრაფებთან: სამყაროს "ნამდვილი"
ფორმის გაგება კი არ უნდოდა, ცდილობდა, იმდენ მცდარ
რუკა-ში ერთადერთი, საჭირო და სწორი ეპოვა.
მშვენიერია, მშვენიერი... - თქვა დიოტალევიმ. - ჭეშმარიტე-ბის
პოვნა მცდარი ტექსტის სწორი ინტერპრეტაციით.

685
84

"ამ კრების მთავარი და ყველაზე საჭირო საქმე უნდა იყოს -


ჩემი აზრით - ბუნების ისტორიაზე მუშაობა ვერულამის
მითითე-ბათა მიხედვით".158
იმ ექვსი ჯგუფის თავგადასავალი რუკის ძებნით არ ამოწურუ-
ლა. სავარაუდოდ, გზავნილის პირველ ორ ნაწილში, რომლებიც
პორტუგალიელებისა და ინგლისელების ხელთ იყო, ტამ-
პლიერები რაღაც ქანქარაზე მიანიშნებდნენ, მაგრამ იმ დროს
ქანქარაზე ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ერთია,
ძაფზე გამობმული ტყვიის ბურთულა აქეთ-იქით აქანაო და მეორე
- ისეთი სიზუსტის მექანიზმი ააგო, რომელსაც საჭირო წამს
დაეცემა მზის სხივი. ამიტომ ანგარიშობდნენ ტამპლიერები ექვსი
საუკუნე. ბეკონის ფრთა სწორედ ამ მიმართულებით მუშა-ობდა
და სასოწარკვეთილი ცდილობდა ყველა შედგომილთან კავშირის
დამყარებას მათ გადასამოწმებლად.
უბრალო დამთხვევა არაა, რომ როზენკროიცერთა კაცი, სა-
ლომონ დე კოსი, რიშელიეს დაკვეთით წერს ტრაქტატს მზის
საათებზე. შემდეგ, გალილეოსგან მოყოლებული, ნამდვილი ციებ-
ცხელება იწყება ქანქარების შესასწავლად. საბაბი ისაა, რომ სურთ,
ისინი გრძედების გამოსათვლელად გამოიყენონ, მაგრამ 1681
წელს ჰიუგენსი ხვდება, რომ ქანქარა, რომელიც პარიზში ზუსტია,
კაიენში ჩამორჩება და იმასაც მაშინვე მიხვდე-ბა, რომ ეს ბრუნვის
ძალის ცვლილებაზეა დამოკიდებული, რო-

Christian Huygens, Lettera a Colbert, Oeuvres Compl è tes,


La Haye, 1888 -1950, vi, pp. 95-96
686
მელიც დედამიწის ბრუნვითაა გამოწვეული. და როცა მისი
"Horologium oscillatorium" გამოქვეყნდება, რომელშიც გალი-
ლეის თეზისებს ავითარებს ქანქარის შესახებ, ვინ მოუხმობს
მას პარიზში? კოლბერი, იგივე კაცი, ვინც პარიზში სალომონ დე
კო-სი მიიწვია, რათა მიწისქვეშეთის საკითხებზე ემუშავა!
როცა 1661 წელს "აკადემია დელ ჩიმენტო" ფუკოს
დასკვნებს წინასწარ განჭვრეტს, ლეოპოლდო ტოსკანელი
სულ რაღაც ხუთ წელიწადში დაშლის ამ ორგანიზაციას და
მაშინვე მიიღებს რო-მიდან კარდინალის ქუდს, როგორც
ფარულ ჯილდოს ამ საქმის-თვის.
მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. მომდევნო საუკუნე-
ებშიც გაგრძელდა ქანქარების ისტერიკა და 1742 წელს (გრაფ
სენ-ჟერმენის პირველ ოფიციალურ გამოჩენამდე ერთი წლით
ადრე) ვინმე დე მერანი საფრანგეთის მეცნიერებათა სამეფო
აკადემიაში მოხსენებას წარადგენს ქანქარებზე; 1756 წელს
(როცა გერმანიაში "მკაცრი ტამპლიერული წესის" ორდენი იბა-
დება) ვინმე ბუჟე წერს ნაშრომს "Sur la direction qu'affectent
tous les fils à plomb".159
სრულიად ფანსტასტიკურ სახელებს გადავაწყდი. მაგალი-
თად, 1821 წელს გამოცემულ ჟან-ბატისტ ბიოს წიგნს: "Recueil
d'observations g é odesiques, astronomiques et physiques, ex é cut
é es par ordre du Bureau des Longitudes de France, en Espagne,
en France, en Angleterre et en Ecosse, pour d é terminer la
variation de la p é santeur et des degr é s terrestres

"მიმართულებებზე, რომლებიც ძაფზე ჩამოკიდებულ ტყვიის


ბურთულაზე ახდენს გავლენას" (ფრ.)

687
sur le prolongement du meridien de Paris".160 საფრანგეთში, ეს-
პანეთსა და ინგლისშიო! სენ-მარტენის მერიდიანთან მიმართე-
ბაში! სერ ედვარდ საბინი 1823 წელს აქვეყნებს "An Account oF
Experiments to Determine the Figure of the Earth by Means of the
Pendulum Vibrating Seconds in Different Latitudes".161 ის
იდუმალი გრაფი, ფიოდორ პეტროვიჩ ლიტკე კი 1836-ში აქვეყ-
ნებს თავისი კვლევების შედეგებს ქანქარის ქცევაზე სამყაროს
გარშემო მოგზაურობისას. თანაც პეტერბურგის სამეფო მეც-
ნიერებათა აკადემიის სახელით! რუსებიც კი!
და იქნებ ამასობაში რომელიმე ჯგუფმა, უეჭველად ბეკონის
მიმდევარმა, გადაწყვიტა, რუკისა და ქანქარის გარეშე გაერკვია
დინებათა საიდუმლო, ისევ და ისევ გველის სუნთქვაზე
დაკვირ-ვებით? აი, მაშინ მართლა გამართლდებოდა სალონის
ვარაუდი: დაახლოებით ფუკოს დროს ინდუსტრიული
სამყარო, ბეკონის ფრთის ნაშიერი, ევროპის დიდი ქალაქების
წიაღში მეტროპო-ლიტენის ქსელების მშენებლობას იწყებს.
- მართალია, - ამბობდა ბელბო. - მთელი მეცხრამეტე საუკუ-
ნე მიწისქვეშეთის იდეითაა შეპყრობილი. ჟან ვალჟანი, ფანტო-
მასი, ჟავერი და როკამბოლი გაუთავებლად მიწისქვეშა გვირა-

"საფრანგეთის განედების ბიუროს დაკვეთით შესრულებული


კრებული გეოდეზიის, ასტრონომიისა და ფიზიკის კვლევებისა,
რომლებიც ჩატარდა ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისსა და
შოტლანდიაში, პარიზის მერიდიანის გაგრძელებაზე დედამიწის
სიმძიმისა და გრადუსის ცვლილების დასადგენად" (ფრ.)

"სხვადასხვა განედზე ქანქარის რხევის პერიოდის საშუალე-ბით


საშუალებით დედამიწის ფორმის განსაზღვრისათვის ჩატა-რებული
ექსპერიმენტების ანგარიში" (ინგ.)

688
ბებსა და კლოაკებში დაძვრებიან. ღმერთო! ახლა ვუფიქრდები,
რომ ვერნის მთელი შემოქმედება მიწისქვეშეთის საიდუმ-
ლოებათა ინიციაციური გამოცხადებაა! "მოგზაურობა დედამი-
წის ცენტრისკენ", "ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ",
"საიდუმლო კუნძულის" გამოქვაბულები, "შავი ინდოეთის"
უზარმაზარი მიწისქვეშა სამეფო! მისი საოცარი
მოგზაურობების რუკის შედგენაა საჭირო და უეჭველად
მივაგნებთ გველის მოძ-რაობის ნახაზს, leys-ების რუკას
თითოეული კონტინენტისთვის. ვერნი ტელურული
დინებების ქსელს იკვლევს ზევიდან და ქვე-ვიდან.
გახსოვთ, რა ერქვა "შავი ინდოეთის" მთავარ გმირს? ჯონ
გარალი. ეს, ფაქტობრივად, გრაალის ანაგრამაა, - ჩავურთე.
თუ ღმერთი გწამთ... არ დაგავიწყდეთ, ჩვენ სერიოზული
ხალხი ვართ და არა ვიღაც მკითხავები. ვერნი ბევრად უფრო
აშ-კარა მინიშნებებსაც იძლევა: რობურ ლე კონკერანი, რ. კ. -
რო-ზენკროიცერი! "რობურს" თუ უკუღმა წავიკითხავთ,
"რუბორ" გა-მოდის, ანუ ვარდის სიწითლე.

689
85

"ფილეას ფოგი. სახელი, რომელიც თავისთავად მიგვანიშ-


ნებს შინაარსზე. "ეას" ბერძნულად "საყოველთაოს" ნიშნავს (მა-
შასადამე, იგივეა, რაც წინსართი "პან-" ან "პოლი-"), "ფილეას"
იგივეა, რაც "პოლიფილი", "ფოგი" კი ინგლისურად ნისლს ნიშ-
ნავს... უეჭველია, რომ ვერნი საზოგადოება Le Brouillard-ის, ანუ
"ნისლის", ლოჟის წევრია. მან ამ ორდენსა და ვარდისა და
ჯვრის საზოგადოებას შორის კავშირიც დაგვიზუსტა. გასაკვირი
არაფე-რია: ეს კეთილშობილი მოგზაურიც, სახელად ფილეას
ფოგი, როზენკროიცერია. თანაც ის Reform Club-ის წევრია,
რომლის ინიციალები, R.C, Rosa+Croce-ს, ანუ ვარდსა და
ჯვარს, აღნიშ-ნავს. მაშასადამე, რეფორმატორული
როზენკროიცერობა? ეს Reform Club პელ-მელშია და ეს კიდევ
ერთხელ მოგვაგონებს "პოლიფილის სიზმარს".162
ამაზე მუშაობამ მრავალი დღე წაიღო. დროდადრო ერთმა-ნეთს
ვუზიარებდით საკუთარ მიგნებებს, ყველაფერს ვკითხუ-
ლობდით, რაც კი ხელში მოგვხვდებოდა: ენციკლოპედიებს, გა-
ზეთებს, კომიქსებად გამოსულ მოთხრობებს, გამომცემლობე-ბის
კატალოგებს. თანაც მაქსიმალურად ვცდილობდით, ტექსტე-ბი
ერთმანეთთან მიმართებაში წაგვეკითხა, მათ შორის შესაძ-ლო
კავშირები აღმოგვეჩინა, გონების გამანათებელი "მოკლე
ჩართვები" დაგვენახა. მაღაზიებში, ბუკინისტების დახლებზე, ჯი-
ხურებში ვიქექებოდით, უტიფრად ვიპარავდით ცნობებს ჩვენი

Michel Lamy, Jules Verne, initi é et initiateur, Paris, Payot,


1984, pp. 237-238
690
შეპყრობილი ავტორების ხელნაწერებიდან და მერე ოფისში
გავრბოდით, რომ გამარჯვებული სახით ერთმანეთისთვის მიგ-
ვეხარებინა აღმოჩენა. ის დღეები ისე მიდგას თვალწინ, რო-გორც
ლარი სემონის ფილმის ამოჭრილი, კაშკაშა, ცახცახა, გადამხტარ-
გადმომხტარი კადრები, ბგერის გავრცელების სის-წრაფით
გაღებული და დახურული კარები, მფრინავი ტორტები, კიბეებზე
წინ და უკან სირბილი, ძველი მანქანების შეჯახება,
პროდუქტების მაღაზიების გადმოყირავებული დახლები და თა-
როები, კოლოფების, ქილების, ყველისა და ძეხვის გორები, გა-
ზიანი სასმელების შადრევნები, აფეთქებული ფქვილიანი ტომ-
რები. ჩვენს ცხოვრებას კი, იმას, რაც მაშინ ჩვენ თავს ხდებოდა,
თითქოს ამ კადრებს შორის ვხედავ. თითქოს კი არ ვიხსენებ, შე-
ნელებული ფილმივით ვუყურებ იმ პერიოდის ამბებს, ვაკვირდე-
ბი, როგორ იძენდა ფორმას გეგმა მხატვრული ტანმოვარჯიშის
ნაბიჯით, ბადროს ნელი ბრუნვით, ნატყორცნი ბირთვის უხილა-
ვი ტრიალით, გოლფის თამაშის გაწელილი დროით, ბეისბოლის
მატჩის უცნაური და აუხსნელი პაუზებით. როგორიც არ უნდა ყო-
ფილიყო რიტმი, ბედი გვწყალობდა, რადგან თუ კავშირების მო-
ძებნას ცდილობ, ყოველთვის იპოვი მათ, ყველგან და ყველა-
ფერში: სამყარო ერთ დიდ ქსელად იქცევა, ერთიან მორევად,
რომელშიც ყველაფერი ყველაფერს გაგონებს, ყველაფერი ყვე-
ლაფერზე მიგანიშნებს, ყველაფერი ყველაფერს ხნის...
ლიასთან ამაზე არ ვლაპარაკობდი, რომ არ გამეღიზიანები-ნა.
ჯულიოსაც კი ვერ ვაქცევდი წესიერად ყურადღებას. ღამით
ელდანაკრავივით მაღვიძებდა აზრი, რომ რენე დე კარტის ინი-
ციალებიც რ. კ. იყო! ის ხომ ასე გამალებული დაეძებდა როზენ-
კროიცერებს და შემდეგ უარყო, რომ მიაგნო მათ... რატომ იყო ასე
შეპყრობილი "მეთოდით"? მეთოდი იმისთვის სჭირდებოდა,

691
რომ საიდუმლოს ამოხსნა მოეძებნა! საიდუმლოსი, რომელსაც
მთელი ევროპის შედგომილთათვის დაეკარგვინებინა მოსვენე-
ბა...
ან გოტიკურ მაგიას ვინ ეთაყვანებოდა? რენე დე შატობ-
რიანი. ისევ R.C.! ვინ დაწერა ბეკონის დროს "საფეხურები ტაძ-
რისკენ"? რიჩარდ კრეშოუმ! რომელი ერთი... რანიერი დე კალ-
ცაბიჯი? რენე შარი? რეიმონდ ჩანდლერი? რიკი "კასაბლანკა-
დან"?

692
86

"ეს ცოდნა, რომელიც არ დაკარგულა, ყოველ შემთხვევაში,


მატერიალური თვალსაზრისით მაინც, ღვთისმოშიშმა მშენებ-
ლებმა სიტოს ბერებისგან მიიღეს... გასულ საუკუნეში მათ
"საფ-რანგეთის კოშკის კომპანიონების" სახელით იცნობდნენ.
სწო-რედ მათ მიმართა ეიფელმა თავისი კოშკის ასაგებად".163
მოკლედ, მთელი თანამედროვე ისტორია სავსე იყო შრომის-
მოყვარე თხუნელებით, რომლებიც მიწისქვეშეთს ბურღავდნენ,
რომ პლანეტას მისივე სიღრმეებიდან დაჰკვირვებოდნენ. მაგ-რამ
ამ ყველაფერში უდავოდ იმალებოდა რაღაც სხვა საქმე, ბე-კონის
ხალხის დაწყებული, რომლის შედეგებიც ყველასთვის
თვალსაჩინო იყო, არადა, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა...
ნიადაგის გახვრეტით დედამიწის სიღრმისეულ ფენებს იკვლევ-
დნენ, თუმცა კელტები და ტამპლიერები მხოლოდ ჭების გათ-
ხრას არ დასჯერებიან, მათ დედამიწის ზედაპირზეც აღმართეს
ცაში აშვერილი ღერძები, რათა მეგალითები ერთმანეთთან
დაეკავშირებინათ და ვარსკვლავთა დინებები დაეჭირათ...
ეს აზრი ბელბოს ერთ უძილო ღამეს დაებადა. ფანჯარაში
გაუხედავს და შორს, მილანის სახურავების იქით, იტალიის სა-
ზოგადოებრივი ტელევიზიის ანძა დაუნახავს, ქალაქის დიდი
ან-ტენა. მოკრძალებული ბაბილონის გოდოლი. უცებ
მიმხვდარა ყველაფერს.

R. Charpentier, Les myst è res de la cath é drale de Chartres,


Paris, Laffont, 1966, pp. 55-56
693
- ეიფელის კოშკი! - გვითხრა მეორე დილით. - აქამდე რო-გორ
ვერ მოვიფიქრეთ? ლითონის მეგალითი, კელტების უკან-სკნელი
მენჰირი, გოტიკურ პიკებს შორის ყველაზე მაღალი! რა-ში
სჭირდებოდა პარიზს ეს უსარგებლო ძეგლი? ის ციური ზონ-დია,
ანტენა, რომელიც ინფორმაციას კრებს დედამიწის ზედა-პირზე
აღმართული ყველა ჰერმეტიკული ღერძიდან: აღდგომის
კუნძულის ქანდაკებებიდან, მაჩუ-პიქჩუდან, სტეიტენ-აილენდის
თავისუფლების ქანდაკებიდან (რომელიც, მოგეხსენებათ, ინი-
ციირებულმა ლაფაიეტმა აღამართვინა), ლუქსორის ობელისკი-
დან, ტომარის ყველაზე მაღალი კოშკიდან, როდოსის კოლოსი-
დან (რომელიც დღემდე გადასცემს სიგნალებს ზღვის ფსკერი-
დან, თუმცა მას ვეღარავინ პოულობს), ბრაჰმანთა ტაძრებიდან,
ჩინეთის კედლის კოშკებიდან, აიერს-როკის წვერიდან, სტრას-
ბურგის ტაძრების სამრეკლოებიდან (რომლებსაც ასევე შედგო-
მილი გოეთე შესტრფოდა), რაშმორის მთიდან (ღმერთო, რამ-დენ
რამეს ხვდებოდა შედგომილი ჰიჩკოკი!), "ემპაიერ სთეით
ბილდინგის" ანტენიდან (როგორ ფიქრობთ, რომელ იმპერიაზე
მიანიშნებს ამერიკელ შედგომილთა ეს ქმნილება, თუ არა რუ-
დოლფ პრაღელის იმპერიაზე?!). კოშკი ინფორმაციას იღებს
ნიადაგიდან და ზეციდან მიღებულს ადარებს მას. ვის ეკუთვნის
კოშკის პირველი შემზარავი კინოკადრი? რენე კლერს "მძინარე
პარიზში"! რენე კლერი! ისევ რ. კ.!
მეცნიერების მთელი ისტორია თავიდან იყო გასააზრებელი.
კოსმოსური ეპოპეაც კი გასაგები ხდებოდა: სხვას რას აკეთებენ ის
შეშლილი თანამგზავრები? დედამიწის სფეროს ქერქს ფოტო-ებს
უღებენ, რათა მასზე არსებული უხილავი ძაბვები, წყალქვე-შა
დინებები, ცხელი ქარის ნაკადები დააფიქსირონ. და ისინი

694
კოშკის, სტოუნჰენჯის საშუალებით ელაპარაკებიან ერთმა-
ნეთს...

695
87

"საინტერესო დამთხვევაა, რომ 1623 წლის გამოცემა, რომე-


ლიც შექსპირის სახელით გამოდის, ზუსტად ოცდათექვსმეტ
ნა-წარმოებს შეიცავს".164
როცა საკუთარი ფანტაზიის ნაჟურს ერთმანეთს ვუზიარებ-
დით, ვხვდებოდით, იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელი
იყო ჩვენი შეთითხნილი კავშირები, ასოციაციები და დასკვნები,
ვინმეს სერიოზულად რომ მოეთხოვა მათზე პასუხი, სირცხვი-
ლით დავიწვებოდით. თუმცა გვახალისებდა ის, რომ ერთმანე-
თის იდეალურად გვესმოდა (უსიტყვოდ, როგორც ირონიის ეტი-
კეტს შეშვენის) და სხვების ლოგიკას დავცინოდით. მაგრამ და-
მოუკიდებლად მუშაობისას, როცა თითოეული ჩვენგანი შემდე-გი
შეკრებისთვის მშვიდი სინდისით აგროვებდა მტკიცებულე-ბებს,
დარწმუნებული, რომ ერთიანი მოზაიკის პაროდიის ნამ-ტვრევებს
აკოწიწებდა, ჩვენი ტვინი მომართული იყო, რომ ნე-ბისმიერი რამ
ნებისმიერ სხვა რამესთან დაეკავშირებინა. ვაკავ-შირებდით,
ვაკავშირებდით, ვაკავშირებდით... ეს რომ გაგიჯ-დეს, ჩვევა უნდა
გამოიმუშავო. მგონი, რაღაც ეტაპზე მნიშვნე-ლობა აღარ აქვს, იმ
აზრს მიეჩვევი, რომ ვითომ გჯერა, თუ მარ-თლა მიეჩვევი,
დაიჯერო.
ჯაშუშების ამბავიც ასეა: მტრის საიდუმლო სამსახურებში შე-
აღწევენ და ნელ-ნელა მათსავით ფიქრს ეჩვევიან. თუ ჯაშუში გა-

W.F.C. Wigston, Francis Bacon versus Phantom Captain


Shakespeare: The Rosicrucian Mask, London, Kegan Paul,
1891, p. 353
696
დარჩა, ნიშნავს, რომ ეს საქმე კარგად გამოუვიდა და ცხადია,
მალე გადადის იმათ მხარეს, ვისაც უთვალთვალებდა, რადგან
ეს უკვე მისი მხარე ხდება. მარტოხელა ადამიანი, რომელიც
ძაღლთან ერთად ცხოვრობს, ადამიანივით ელაპარაკება ცხო-
ველს, თავიდან უჭირს მისი ლოგიკის გაგება, შემდეგ ითხოვს,
რომ ძაღლმა გაუგოს. მერე აღმოაჩენს, რომ მისი ძაღლი ძალი-ან
მორცხვი, ეჭვიანი, ან ბოღმიანია და ბოლოს ეჭვიანობის სცე-
ნებსაც უწყობს მას. და როცა ჰგონია, რომ ძაღლი გააადამიანუ-
რა, სინამდვილეში თავადაა ძაღლად ქცეული.
ალბათ, ლიას და ბავშვის დამსახურება იყო, რომ ჩვენ სამი-დან
ყველაზე ნაკლებად ვიყავი თამაშში ჩათრეული. თუმცა ეჭვი არ
მეპარებოდა, რომ თამაშის მთავარი მოქმედი პირი სწორედ მე
ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აგოგოზე ვუკრავ-დი
რაღაც რიტუალში: იმის მხარეს, ვინც ზემოქმედებას ახდენს და
არა იმის, ვისზეც ზემოქმედებენ. დიოტალევიზე მაშინ ბევრს
ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ის საკუთარ სხე-
ულს აჩვევდა შეპყრობილივით ფიქრს. ბელბო ბოლომდე, მთე-ლი
არსებით იყო ჩათრეული ამ ამბავში. მე ვეჩვეოდი, დიოტა-ლევი
იღუპებოდა, ბელბო კი ექცეოდა. მაგრამ ნელ-ნელა სამი-ვე
ვკარგავდით იმ ინტელექტუალურ შუქს, რომლის წყალობი-თაც
მუდამ ახერხებს ადამიანი, განასხვაოს "მსგავსი" და "იდენ-ტური",
"მეტაფორა" და "მოვლენა"; იმ იდუმალ, გამაცისკროვნე-ბელ
თვისებას, რომლის წყალობითაც, ვინმეზე რომ იტყვი, "გამ-
ხეცდაო", არ გულისხმობ, რომ ბანჯგვლები და ბრჭყალები გა-
მოება. ეს განასხვავებს ჯანმრთელს სნეულისგან: სნეული სიტ-
ყვა "გამხეცებულზე" ღრუტუნა, მფორთხავ ან მფრინავ არსებას
წარმოიდგენს.

697
დიოტალევის ცვლილებასაც შევნიშნავდით, ნაკლებად აჟი-
ტირებულები რომ ვყოფილიყავით. ჩემი აზრით, ყველაფერი
ზაფხულის ბოლოს დაიწყო. გვიან მივხვდით, რომ ძალიან გახ-
და, მაგრამ ეს არ იყო ფიზიკურად დაღლილი ან თუნდაც განერ-
ვიულებული ადამიანის სიგამხდრე. მის ნაზ, ლამის
ალბინოსის კანს ახლა მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. დროზეც
რომ შეგვე-ნიშნა ეს სიყვითლე, შეიძლება, ყურადღება არ
მიგვექცია, ვი-ფიქრებდით, მთელი შვებულება რაბინების
გრაგნილების ქექვა-ში გაატარაო. მაგრამ ვერც კი შევნიშნეთ.
სულ სხვა რამეზე ვფიქრობდით.
როგორც იქნა, გარკვეულ კალაპოტში მოვაქციეთ ის მიმდი-
ნარეობებიც, რომლებიც ბეკონის ხაზს არ ეკუთვნოდა.
მაგალითად, თანამედროვე მასონერია მიიჩნევს, რომ ბავა-
რიის ილუმინატები, რომლებიც ერების განადგურებასა და სა-
ხელმწიფოების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ, იყვნენ არა
მხოლოდ ბაკუნინის ანარქიზმის, არამედ თავად მარქსიზმის
შთამაგონებლები. რა მიამიტობაა. ილუმინატები პროვოკატო-
რები იყვნენ, რომლებიც ბეკონის ხალხმა ტევტონებს
მიუგზავნა, მაგრამ მარქსსა და ენგელსს სულ სხვა რამ
ჰქონდათ მხედვე-ლობაში, როცა ამბობდნენ, "ევროპას
აჩრდილი დასტრიალებ-სო".
რაში სჭირდებოდათ ესოდენ გოტიკური მეტაფორა? კომუნის-
ტური მანიფესტი სარკასტულად მიანიშნებს ფანტომურ გეგმაზე,
რომელიც მთელი კონტინენტის ისტორიას აფორიაქებს რამდე-
ნიმე საუკუნის მანძილზე. მანიფესტი ალტერნატივას სთავაზობს
ბეკონის მიმდევრებსაც და ნეოტამპლიერებსაც. მარქსი ებ-რაელი
იყო, ალბათ, თავიდან ჟირონელი ან საფადელი რაბინე-ბის
სახელით ლაპარაკობდა და ცდილობდა, რჩეული ხალხი

698
მთლიანად ჩაერთო იმ დიად ძებნაში. მერე ისე შევიდა როლში,
რომ შეკინა (სამეფოში გაფანტული ხალხი) პროლეტარიატთან
გააიგივა, თავის მოძღვრებს მოლოდინი გაუმტყუნა და იუდეური
მესიანიზმის ძირითადი მიმართულება თავდაყირა დააყენა. ტამ-
პლიერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! რუკა მუშებს! ბრწყინვა-
ლეა! კომუნიზმის ამაზე კარგი ახსნა რაღა უნდა იყოს?
- ჰო, - თქვა ბელბომ, - მაგრამ ბეკონელებსაც არაერთი ინცი-
დენტი შეემთხვათ. ასე არაა? ზოგიერთი მათგანი, მეცნიერული
ოცნებით შეიარაღებული, დიდ თემშარას დაადგა და ჩიხში აღ-
მოჩნდა. დინასტიის ბოლოს შეხედეთ: აინშტაინი, ფერმი და
სხვები, რომლებიც მიკროკოსმოსის გულში ეძებდნენ საიდუმ-
ლოს და მცდარი აღმოჩენები გააკეთეს. სუფთა, ბუნებრივი,
გამ-ჭვირვალე, ცოდნით გაკაშკაშებული ტელურული ენერგიის
ნაც-ვლად ატომური ენერგია აღმოაჩინეს: ტექნოლოგიური,
ხელოვ-ნური, ბინძური...
- სივრცე და დრო. დასავლეთის შეცდომა, - თქვა დიოტალე-
ვიმ.
ეს ცენტრის დაკარგვაა. ვაქცინა და პენიცილინი, როგორც
ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირის კარიკატურა, - დავამატე.
როგორც ის ტამპლიერი, ფროიდი, - განაგრძო ბელბომ. -
რომელიც იმის ნაცვლად, რომ ნამდვილი მიწისქვეშა ლაბირინ-
თები იკვლიოს, ფსიქიკის სიღრმეებში იქექება, თითქოს მასზე
ალქიმიკოსებს უკვე ყველაფერი არ ჰქონდეთ ნათქვამი და ბევ-
რად უკეთაც.
დოქტორ ვაგნერის წიგნებს შენ ბეჭდავ... - უთხრა დიოტა-
ლევიმ. - ფსიქოანალიზი, ჩემი აზრით, ნევროზიანების საკბი-
ლოა და მეტი არაფერი.

699
- ჰო, პენისი კი მხოლოდ ფალოსური სიმბოლოა, - მივაშვე-
ლე. - კარგი, ბატონებო, გვეყოფა, უაზროთ ვტკეპნით ერთ ად-
გილს. დროს ნუ დავკარგავთ. ჯერ არ მოგვიფიქრებია, სად
მივუ-ჩინოთ ადგილი პავლიკიანებსა და იერუსალიმელებს.
მაგრამ სანამ ამ საკითხს გადავწყვეტდით, კიდევ ერთი
ჯგუ-ფის საკითხი გვქონდა გასარკვევი, რომელიც
ოცდათექვსმეტ უხილავს არ ეკუთვნოდა, მაგრამ საკმაოდ
ადრე ჩართულიყო ამ თამაშში და გვარიანად აეწეწა გეგმები და
აებურდა მოვლენები: იეზუიტების.

700
88

"ბარონი ფონ ჰუნდი, შევალიე რამზაი... და სხვები, რომლებ-


მაც ხარისხები შემოიღეს ამ რიტუალებში, იეზუიტთა გენერლის
მითითებებით მუშაობდნენ... ტამპლიერობა იგივე იეზუიტობა-
ა".165
პირველი როზენკროიცერული მანიფესტებიდან მოყოლებუ-
ლი, სად აღარ გადავეყარეთ იეზუიტებს. 1620 წელს გერმანიაში
გამოჩნდა "იეზუიტური ვარდი", სადაც ნათქვამია, რომ ვარდის
სიმბოლო ძველი დროიდანვე კათოლიკური იყო და ღვთისმშო-
ბელს განასახიერებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იეზუიტები
და როზენკროიცერები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული
და რომ ვარდისა და ჯვრის ორდენი იეზუიტური მისტიკის
მხოლოდ ერთ-ერთი ფორმულირებაა რეფორმისშემდგომი
გერმანიის მოსახლეობისთვის.
სალონის სიტყვები გამახსენდა. მაშინ, დედამიწის
სიღრმეებ-ზე ლაპარაკისას ახსენა, რომ მამა კირხერს
როზენკროიცერები სძულდა.
მამა კირხერი, - დავიწყე, - ამ ამბავში მთავარი ფიგურაა.
მისნაირმა გამჭრიახმა და ექსპერიმენტების მოყვარულმა კაცმა
რატომ ჩაახრჩო და ჩაკარგა რამდენიმე სწორი მოსაზრება სრუ-
ლიად დაუჯერებელი ვარაუდებით გადატენილ ათასობით გვერ-
დში? მას საუკეთესო ინგლისელ მეცნიერებთან ჰქონდა ურთი-
ერთობა და მის ყველა წიგნში ტიპური როზენკროიცერული თე-

ჩარლზ სოტრანის წერილი მადამ ბლავატსკის, "შიშველი ისი-


სი", 1877, გვ. 390
701
მებია თავმოყრილი. თითქოს ეწინააღმდეგება, სინამდვილეში
კი მხარს უჭერს მათ და როზენკროიცერთა მოსაზრებების
თავი-სებურ, კონტრრეფორმისტულ ვერსიას გვთავაზობს.
"Fama"-ს პირველ გამოცემაში ის ბატონი ჰასელმაიერი,
რომელიც იეზუიტებმა სატუსაღოში გამოამწყვდიეს, ამბობს,
ნამდვილი იეზუიტები სწორედ როზენკროიცერები არიანო.
კირხერი კი ოც-დაათ ტომს წერს იმის სათქმელად, რომ
ნამდვილი როზენ-კროიცერები იეზუიტები არიან. იეზუიტები
გეგმის ხელში ჩაგდე-ბას ცდილობენ. ქანქარების შესწავლა
სწორედ მამა კირხერს აინტერესებს და აკეთებს კიდეც ამას,
თუმცა თავისებურად: მსოფლიო საათს გამოიგონებს
იმისთვის, რომ ზუსტი დრო იცო-დეს პლანეტის სხვადასხვა
ადგილას, სადაც ორდენის ხალხია ჩაფანტული.
კი მაგრამ, საიდან იცოდნენ იეზუიტებმა გეგმის არსებობა,
ტამპლიერებმა ხომ თავი გასწირეს იმისთვის, რომ ეს ამბავი
არავის გაეგო? - დაფიქრდა დიოტალევი.
იმის თქმა არ იკმარებდა, რომ იეზუიტებმა ისიც კი იციან,
ეშ-მაკს რა უტრიალებს გულში. რაღაც უფრო მიმზიდველი
ახსნა გვჭირდებოდა.
მალე მივაგენით მას. ისევ და ისევ გიიომ პოსტელი დაგვეხ-მარა.
კრეტინო ჟოლის (რამდენს ვიცინოდით ამ უიღბლო სა-ხელზე)
დაწერილ "იეზუიტების ისტორიაში" აღმოვაჩინეთ, რომ მისტიკური
ვნებებითა და სულიერი განახლების წყურვილით ატაცებულ
პოსტელს 1544 წელს იგნატიუს ლოიოლასთვის ჩაუკითხავს რომში.
იგნატიუსი კარგად დახვედრია, მაგრამ პოს-ტელი თავის
აკვიატებულ აზრებზე, კაბალიზმზე, ეკუმენიზმზე და ამისთანებზე,
უარის თქმას არ აპირებდა, იეზუიტებს კი ეს ამბები არ
ეპიტნავებოდათ. მათთვის ყველაზე მიუღებელი მაინც პოს-

702
ტელის მთავარი აჩემება იყო, რასაც ის არაფრის დიდებით არ
თმობდა: ის, რომ სამყაროს მეფე საფრანგეთის მონარქი უნდა
ყოფილიყო. იგნატიუსი წმინდანი კი იყო, მაგრამ ესპანელი გახ-
ლდათ.
ასე რომ, მათ ურთიერთობასაც დაესვა წერტილი. პოსტელმა
დატოვა იეზუიტები თუ იეზუიტებმა მიაბრძანეს ის, არაა
მნიშვნე-ლოვანი. აქ მთავარი ისაა, რომ თუ პოსტელი იეზუიტი
იყო, თუნ-დაც ცოტა ხნით, წმინდა იგნატიუსს - რომელსაც მან
სამუდამო მორჩილება შეჰფიცა perinde ac cadaver166 -
აუცილებლად გა-ანდობდა თავის მისიას. ალბათ, უთხრა,
ძვირფასო იგნატიუს, იცოდე, რომ ჩემი ერთგულების ფიცით
ტამპლიერული გეგმის საიდუმლოსაც ეზიარებიო. აუცილებლად
ეტყოდა, რომ საფრან-გეთში მას ევალებოდა ამ საიდუმლოს
დაცვა, რომ შემდეგ შეხ-ვედრას 1584 წელს ელოდნენ და ad
majorem Dei gloriam167 უნ-და დალოდებოდნენ მას.
მაშასადამე, იეზუიტებმა პოსტელისგან მისი ხანმოკლე სი-
სუსტის წყალობით გაიგეს ტამპლიერთა საიდუმლო. წარმოუდ-
გენელია, ასეთი მასშტაბის საიდუმლო ჩაგივარდეს ხელში და არ
გამოიყენო. წმინდა იგნატიუსი მალე შეუერთდა მარადიულ
ნეტარებას, მაგრამ მისი მიმდევრები იცავენ საიდუმლოს და
პოსტელზეც თვალი უჭირავთ. სურთ, გაიგონ, ვის შეხვდება ის
უბედური 1584 წელს. მაგრამ ვაი, რომ პოსტელი ამ თარიღს ვერ
მოესწრო. არც იმან უშველა საქმეს, რომ - როგორც ჩვენი ერთ--
ერთი წყარო ადასტურებს - ვიღაც უცნობი იეზუიტი ეჯდა სასიკ-

166"როგორც გვამმა" (ლათ.)


ღვთის უკეთ სადიდებლად (ლათ.)

703
ვდილო სარეცელთან. იეზუიტებმა ვერ გაიგეს, ვინაა
პოსტელის საქმის გამგრძელებელი.
ბოდიში, კაზობონ, - თქვა ბელბომ, - რაღაც არ გამოდის. თუ
ყველაფერი ასე მოხდა, იეზუიტები ვერ გაიგებდნენ, რომ 1584
წლის შეხვედრა არ შედგა.
არ დაგვავიწყდეს, რომ, - შენიშნა დიოტალევიმ, - როგორც
ურწმუნოები ამბობენ, იეზუიტებს რკინის ნებისყოფა
ჰქონდათ, მათ ადვილად ვერ გააცურებდნენ.
მაგას წყალი არ გაუვა, - თქვა ბელბომ, - იეზუიტს საუზმედ
არ ეყოფა ორი ტამპლიერი, ორსაც კიდევ ვახშამად დააყოლებს.
მათაც ებრძოდნენ, არაერთხელ დაშალეს იეზუიტთა საძმო, თა-
ნაც მთელი ევროპის მთავრობები ზრუნავდნენ ამაზე, მაგრამ
ორდენი დღემდე ფეხზე დგას.
იეზუიტის ადგილას უნდა წარმოგვედგინა თავი. რას იზამს
იეზუიტი, თუ პოსტელი ხელიდან გაუსხლტა? ისეთი აზრი დამე-
ბადა, ჩვენი შეპყრობილი ავტორებიც რომ ვერ მოიფიქრებდნენ:
როზენკროიცერები იეზუიტების გამოგონებაა!
პოსტელის სიკვდილის შემდეგ იეზუიტებმა (ეშმაკები რომ
იყვნენ, კარგად ვიცით) მათემატიკურად გამოთვალეს კალენ-
დრების არევა და გადაწყვიტეს, თავად იკისრონ საქმის გაძღო-
ლა. ადგნენ და როზენკროიცერული მისტიფიკაცია მოიგონეს.
ზუსტად გათვალეს, რა მოხდებოდა შემდეგ. გარდა იმ
ეგზალტი-რებულთა არმიისა, რომლებიც ამ ანკესს წამოეგენ,
ნამდვილი ჯგუფებიდანაც გამოეხმაურათ ვიღაც. თუ ასე იყო,
წარმოიდგი-ნეთ ბეკონის რისხვა: "ფლად, იდიოტო, ვერ
მოკეტე?" - "კი მაგ-რამ, ვიკონტ... My Lord... ჩვენები
მეგონნენ..." "კრეტინო, არ გასწავლეს, პაპის ხალხს არ ენდოო?
შენ უნდა დაეწვით კოცონ-ზე და არა ის ნოლელი უბედური!"

704
კი მაგრამ... - ჩაერთო ისევ ბელბო. - რატომაა, რომ როცა
როზენკროიცერები საფრანგეთში გადადიან, იეზუიტები (თუ
ის პოლემიკის მოტრფიალე კათოლიკეები, ვინც მათ უჭერს
მხარს) თავს ესხმიან მათ და ერეტიკოსობასა და ეშმაკის
მსახურებაში ადანაშაულებენ?
რა, გინდათ, რომ იეზუიტებმა მარტივად იმოქმედონ? მაშინ
რაღა იეზუიტები იქნებიან?
დიდხანს ვიკამათეთ ჩემს მოსაზრებაზე და ბოლოს შევთან-
ხმდით, რომ საწყისი ვარაუდი ჯობდა: როზენკროიცერები სატ-
ყუარა იყო, რომელიც ბეკონის ხალხმა და გერმანელებმა ფრან-
გებს გადაუგდეს. მაგრამ მანიფესტები გავრცელდა თუ არა,
იეზუიტები მიხვდნენ საქმის ვითარებას და მაშინვე აურ--
დაურიეს კარტები. როგორც ჩანს, იეზუიტების მიზანი იყო, ინ-
გლისელებისა და გერმანელებისთვის ფრანგებთან შეხვედრაში
ხელი შეეშალათ და ამისთვის ყველაზე უკადრის საქციელსაც
არ მოერიდებოდნენ.
ამასობაში გამალებით აგროვებდნენ ცნობებს, ინფორმაციას და
სად ინახავდნენ ამ ყველაფერს? "აბულაფიაში", - იხუმრა ბელბომ,
მაგრამ დიოტალევი, რომელსაც დამოუკიდებლად
სიღრმისეულად გამოეკვლია ეს საკითხი, მიუბრუნდა, სახუმარო
არაფერია, დიახ, იეზუიტები უზარმაზარ, უძლიერეს ელექტრო-
ნულ გამომთვლელ მანქანას აგებდნენ, რომელსაც დასკვნა უნ-და
გამოეტანა სიცრუისა და სიმართლის ვეებერთელა, საუკუ-ნეების
მანძილზე მოთმინებით ნაგროვები მასიდანო.
იეზუიტები, - განაგრძო დიოტალევიმ, - მიხვდნენ იმას, რა-
საც ვერც საწყალი პროვენელი ტამპლიერები მიმხვდარიყვნენ
და ვერც ბეკონის ფრთა: რომ რუკის აღდგენა მხოლოდ კომბი-
ნაციების გზით შეიძლებოდა, ანუ სწორედ იმ პროცესებით, რაც

705
თანამედროვე ელქტრონული ტვინის საფუძველია!
იეზუიტებმა პირველებმა გამოიგონეს "აბულაფია"! მამა
კირხერს, ლუ-ლიუსიდან მოყოლებული, ყველა ტრაქტატი
წაკითხული ჰქონდა კომბინატორიკის ხელოვნებაზე. ნახეთ,
როგორი ნახაზი აქვს თავის Ars Magna Sciendi-ში...
- ყაისნაღით ნაქსოვის ნიმუშს მაგონებს, - ჩაილაპარაკა ბელ-
ბომ.
- არავითარი ნაქსოვი, ბატონებო, ესაა n რაოდენობის ელე-
მენტს შორის ყველა შესაძლო კავშირის რაოდენობა. ფაქტო-
რიული გამოთვლაა, "სეფერ იეცირას" გამოთვლა. კომბინა-
ციებისა და გადაადგილებების გაანგარიშება, თავად "თემურას"
არსი"!
ნამდვილად ასე იყო. ერთია ფლადის გეგმის გამოცნობა, პო-
ლარული პროექციით რუკის დადგენა და მეორეა, გაარკვიო,
რამდენი ცდა გჭირდება ამისთვის და შეძლო, თითოეული მათ-
განი მოსინჯო, სანამ პასუხს არ მიაგნებ. ერთია შესაძლო
კომბი-ნაციების აბსტრაქტული მოდელის შექმნა და მეორეა,
შექმნა მანქანა, რომელიც ამის განხორციელებას შეძლებს. და
აი, კირ-ხერი და მისი მოსწავლე შოტი აპროექტებენ
დანადგარებს, მე-ქანიზმებს პერფობარათებისთვის, პირველ
კომპიუტერებს, რომლებიც ბინარულ გამოთვლებს
ემყარებოდა. თანამედროვე მექანიკაში გამოყენებული კაბალა.
IBM: Iesus Babbage Mundi, Iesum Binarium Magnificamur.
AMDG: Ad Maiorem Dei Gloriam? არაფერიც: Ars Magna,
Digitale Gaudium! IHS: Iesus Hardware & Software!

706
89

"ღრმა წყვდიადის კალთაში შეიქმნა ახალ არსებათა ერთო-ბა,


რომლებიც ისე იცნობენ ერთმანეთს, რომ არასოდეს შეხ-
ვედრიან... ხმის ამოუღებლად ესმით ერთმანეთის, მეგობრობის
გარეშე ეხმარებიან ერთმანეთს... ამ ერთობამ იეზუიტთა ორდე-
ნისაგან ბრმა მორჩილების უნარი მიიღო, მასონთაგან - გარეგ-
ნული ფორმა და რიტუალები, ტამპლიერთაგან - მიწისქვეშეთი-
საკენ მისწრაფება და წარმოუდგენელი სიმამაცე... გრაფი სენ--
ჟერმენი იქნებ გიიომ პოსტელს ბაძავდა, რომელიც მანიაკალუ-
რად ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ იმაზე ბევრად მო-
ხუცი იყო, ვიდრე სინამდვილეში..."168
იეზუიტები მიხვდნენ, რომ მტრის დესტაბილიზაციის
საუკე-თესო ხერხია, საიდუმლო სექტები შექმნა, დაელოდო,
რომ ყვე-ლაზე საშიში ბუნტისთავები შეცვივდნენ შიგ და მერე
ყველა ერ-თად დააპატიმრო. თუ შეთქმულების გეშინია,
თვითონ უნდა მო-აწყო შეთქმულება და აკონტროლო ყველა,
ვინც შეიძლება ამ შეთქმულებაში მონაწილეობდეს.
მახსოვდა ალიეს მოსაზრება რამზაიზე, რომელმაც პირველ-მა
დაუკავშირა ერთმანეთს მასონები და ტამპლიერები... ალიემ
გადაკრულად მიგვანიშნა, რამზაის კათოლიკურ წრეებთან
ჰქონდა კავშირიო. მართლაც, ჯერ კიდევ ვოლტერმა ამხილა
რამზაი, როგორც იეზუიტების კაცი. ინგლისური მასონერიის და-

Marquis de Luchet, Essai sur la secte des illumin é s, Paris,


1789, v e XII
707
ბადებას იეზუიტებმა საფრანგეთიდან შოტლანდიური ნეოტამ-
პლიერიზმით უპასუხეს.
ამრიგად, გასაგები იყო, ამ ამბების პასუხად 1789 წელს ვინ-მე
მარკიზმა დე ლუშემ რატომაც გამოაქვეყნა ანონიმურად თა-ვისი
ცნობილი წიგნი "ილუმინატების სექტის შესახებ", სადაც ყველა
ჯურის ილუმინატებს უტევდა, ბავარიელები იქნებოდნენ,
ანარქისტი ანტიკლერიკალები თუ ნეოტამპლიერი მისტიკოსები
(ჩვენი მოზაიკის ნატეხები ნელ-ნელა იდეალურად ეთავსებოდა
ერთმანეთს!) და პავლიკიანებსაც დაერია, პოსტელსა და სენ--
ჟერმენზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დე ლუშე ბრაზობდა, ტამ-
პლიერული მისტიციზმის ამ ფორმებმა დამაჯერებლობა შეურ-ყია
მასონერიას, რომელიც თავისთავად წესიერ, გონიერ ადამი-ანთა
საზოგადოებააო.
ბეკონელებს გამოეგონათ მასონერია, როგორც "რიკის ბა-რი"
"კასაბლანკაში", იეზუიტური ნეოტამპლიერიზმი მათ გამო-
გონებას აქიაქებდა, ლუშე კი "ქილერის" მისიით გაეგზავნათ,
რომ ბოლო მოეღო ყველა დაჯგუფებისთვის, რომლებიც ბეკო-
ნის მიმდევრები არ იყვნენ.
ოღონდ ერთი ფაქტი უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომელ-
საც საწყალი ალიე თავსა და ბოლოს ვერ უგებდა: რატომ წავი-
და დე მესტრი, იეზუიტების კაცი, მარკიზ დე ლუშეს
გამოჩენამდე ჯერ კიდევ შვიდი წლით ადრე ვილჰელმსბადში
ნეოტამპლიერ-თა შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად?
- ნეოტამპლიერული მოძრაობა მეთვრამეტე საუკუნის პირ-
ველ ნახევარში მისაღები იყო, მაგრამ საუკუნის ბოლოს - აღარ,
- თქვა ბელბომ. - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას რევოლუციონე-
რები დაეპატრონენ, რომლებსაც გონებაც ფეხებზე ეკიდათ და
უზენაესი არსებაც, ოღონდ კი მეფეებისთვის თავები დაეყრევი-

708
ნებინათ (კალიოსტრო გაიხსენეთ). მერე კი იმიტომ, რომ გერმა-
ნელი მთავრებიც ჩაერივნენ ამ საქმეში, პირველ რიგში, ფრიდ-
რიხ პრუსიელი, რომლის მიზნებიც იეზუიტებისას ნამდვილად
არ ემთხვეოდა. როცა მისტიკური ნეოტამპლიერობის შედეგად,
ვისი გამონაგონიც უნდა ყოფილიყო ის, "ჯადოსნური ფლეიტა"
შეიქმნა, რა თქმა უნდა, ლოიოლას ხალხმა მისი თავიდან
მოიშორება გადაწყვიტა. ხომ გაგიგიათ, კომპანიას რომ ყიდუ-
ლობენ, მერე აკოტრებენ, შლიან და ნაწილ-ნაწილ აფასებენ მის
კაპიტალს... მთავარი საბოლოო მიზანია, დიადი გეგმა, ამ დროს
ნაღდად არავის ანაღვლებს დარაჯის ბედი. ნახმარი მანქანები
გაიხსენეთ: მანქანა რომ ძველდება, შლიან და ნაწილებად ყი-
დიან.

709
90

"არ მოიძებნება ნამდვილ მასონურ კოდექსში სხვა ღმერთი,


გარდა მანისა. ის კაბალისტი მასონის, უძველესი როზენ-
კროიცერების ღმერთია. მარტინისტი მასონის... მეორე მხრივ,
ტამპლიერებს ზუსტად იმავე სიბინძურეებს მიაწერენ, რასაც
მა-ნიქეველებს..."169
იეზუიტების სტრატეგია ჩვენთვის მაშინ გახდა ნათელი, როცა
მამა ბარუელი აღმოვაჩინეთ. ის 1797-98 წლებში საფრანგეთის
რევოლუციის პასუხად წერს თავის "იაკობინელთა ისტორიისათ-
ვის გამოსადეგ მემუარებს". ესაა ნამდვილი რომან-ფელეტონი,
რომელიც, ნუ იტყვით და, სწორედ ტამპლიერებით იწყება: მო-
ლეს კოცონზე დაწვის შემდეგ ტამპლიერები საიდუმლო საზოგა-
დოებას ქმნიან, რომლის მიზანია მონარქიისა და პაპის მმარ-
თველობის დამხობა და მსოფლიო რესპუბლიკის შექმნა. მეთ-
ვრამეტე საუკუნეში ისინი ფრანკომასონერიას დაიმორჩილებენ
და საკუთარ ინსტრუმენტად აქცევენ. 1763 წელს ლიტერატურუ-
ლი აკადემია დაარსდა. მისი წევრები: ვოლტერი, ტიურგო, კონ-
დორსე, დიდრო და დალამბერი - ბარონ ჰოლბახის სახლში იკ-
რიბებიან. ასე ჩუმად იქმნება იაკობინელთა სექტა, რომლებსაც
მარიონეტებივით ათამაშებენ ნამდვილი მმართველები - ბავა-
რიელი ილუმინატები, მოწოდებით მეფისმკვლელები.
ამ ყველაფერთან მანქანების დაშლა და ნაწილ-ნაწილ გასა-
ღება მონაგონია... მას შემდეგ, რაც რამზაის დახმარებით მასო-

169 Abb é Barruel, M é moires pour servir à l'histoire du jacobinisme,


Amburgo, 1798, 2, xiii
710
ნერია ორად გახლიჩეს, იეზუიტები ისევ აერთიანებდნენ მას
და გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადებიან.
ბარუელის წიგნს აშკარად გამოუწვევია გარკვეული რეზო-
ნანსი: საფრანგეთის ეროვნულ არქივში საიდუმლო სექტებზე
პოლიციის ორი ანგარიში მაინც ინახება, რომლებიც ნაპო-
ლეონის დავალებით შეუდგენიათ. ამ ანგარიშების ავტორია
ვინმე შარლ დე ბერკჰაიმი, რომელიც - როგორც ნებისმიერ
საიდუმლო სამსახურში - ყველასთვის ნაცნობ ინფორმაციაში
ეძებს საიდუმლო ცნობებს: ამისთვის კი იდეალური გამოსავა-
ლია, ჯერ მარკიზ დე ლუშეს წიგნი გადაიწეროს, შემდეგ კი -
ბა-რუელის.
ილუმინატების იმ შემზარავი აღწერისა და "უცნობ მმარ-
თველთა საიდუმლო საბჭოს" მხილების შემდეგ, რომელსაც სამ-
ყაროს მართვა განუზრახავს, ნაპოლეონი აღარ ყოყმანობს: გა-
დაწყვეტს, მათ რიგებში შევიდეს. თავის ძმას, ჟოზეფს "დიდი აღ-
მოსავლეთის" დიდ მაგისტრად დაანიშვნინებს და თვითონ, ბევ-
რი წყაროს თანახმად, მასონერიას უკავშირდება. სხვა წყა-როების
თანახმად, ნაპოლეონი მასონთა უმაღლესი ჩინოსანიც ხდება,
მაგრამ გაუგებარია, რომელი რიტუალის წევრია. შეიძ-ლება,
ყველასი ერთადაც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა...
არ ვიცით, რა იცოდა ნაპოლეონმა, სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ
გვარიანი დრო გაატარა ეგვიპტეში და ვინ იცის, ვის ეთათ-
ბირებოდა პირამიდების ჩრდილქვეშ (ახლა უკვე ბავშვიც კი მიხ-
ვდება, რომ ის "ორმოცი საუკუნე, პირამიდებიდან რომ დაჰყუ-
რებდა", აშკარად ჰერმეტიკულ ტრადიციაზე მინიშნებაა).
უეჭველია, მან ბევრი რამ იცოდა, რადგან 1806 წელს ფრანგი
ებრაელების კრება მოიწვია. ამ კრების ოფიციალური მიზეზი ბა-
ნალური იყო: მევახშეობის შეზღუდვა, ებრაული უმცირესობის

711
მხარდაჭერის მოპოვება, ახალი დამფინანსებლების მოძებნა...
მაგრამ ეს არ ხსნის, რატომ გადაწყვიტა, რომ იმ კრებისთვის
სა-ხელად "დიდი სინედრიონი" დაერქმია, რითაც აშკარად
მიანიშ-ნა "მმართველთა დიდ საბჭოზე", მეტ-ნაკლებად
უცნობებზე. სი-ნამდვილეში ეშმაკი კორსიკელი მიხვდა, ვინ
იყვნენ იერუსალი-მის ფრთის წარმომადგენლები და
დაფანტული ჯგუფების გაერ-თიანებას ცდილობდა.
შემთხვევითი არაა, რომ 1808 წელს მარშალ ნეის ჯარები
ტომარში შევიდნენ. ხედავთ კავშირს?
აქ მხოლოდ ამისთვის ვართ, რომ კავშირები დავინახოთ.
ახლა ნაპოლეონს, რომელიც ინგლისის დამარცხებას ეშუ-რება,
ხელთ აქვს თითქმის ყველა ევროპული ცენტრი და, ფრან-გი
ებრაელების დახმარებით, იერუსალიმელებიც. ვინღა დარჩა?
პავლიკიანები.
მართალია. და ჯერ არ დაგვიდგენია, სად დაიკარგნენ პავ-
ლიკიანები. ნაპოლეონი გვკარნახობს, სად ვეძებოთ ისინი: რუ-
სეთში.
რადგან საუკუნეები იყვნენ გამოკეტილები სლავურ
სამყარო-ში, ბუნებრივია, პავლიკიანები სხვადასხვა რუსულ
მისტიკურ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ალექსანდრე I-ის ერთ-
ერთი გავლე-ნიანი მრჩეველი, თავადი გოლიცინი,
მარტინისტული სულის-კვეთების სექტებთან იყო
დაკავშირებული. და ვის ვხვდებით რუ-სეთში, რომელიც
ნაპოლეონის ლაშქრობამდე თორმეტი წლით ადრე სავოიის
უფლებამოსილი ელჩის როლში სანკტ-- პეტერბურგის
მისტიკურ სექტებთან ამყარებს კავშირს? დე მესტრს!
ამ დროს ის უკვე ილუმინატების აღარც ერთ ორგანიზაციას
არ ენდობა. მისი აზრით, ილუმინატები ილუმინისტებისგან
712
არაფრით განსხვავდებიან და რევოლუციის სისხლისღვრაზე
სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები. დე მესტრი ლამის სიტ-
ყვასიტყვით იმეორებს ბარუელის ნათქვამს სატანურ სექტაზე,
რომელსაც სამყაროს დაპყრობა სურს და ამ სიტყვებში, სავა-
რაუდოდ, ნაპოლეონი იგულისხმება. ასე რომ, ჩვენი დიდი რეაქ-
ციონერი მარტინისტების ცდუნებას იმიტომ ცდილობდა, რომ
ხვდებოდა, მართალია, ისინიც ფრანგული და გერმანული
ნეოტამპლიერობით იყვნენ შთაგონებულები, მაგრამ მაინც იმ
ერთადერთ ჯგუფს განასახიერებდნენ, რომელიც ჯერ კიდევ არ
გასვრილიყო დასავლური აზრით: პავლიკიანებს.
მაგრამ დე მესტრის გეგმა, როგორც ჩანს, ჩაიშალა. 1816
წელს იეზუიტები პეტერბურგიდან გააძევეს და დე მესტრი
ტუ-რინში დაბრუნდა.
კარგი, - თქვა დიოტალევიმ, - პავლიკიანებს მივადექით. თავი
დავანებოთ ნაპოლეონს, რომელმაც, როგორც ჩანს, საწა-დელს ვერ
მიაღწია, თორემ წმინდა ელენეს კუნძულიდან თითის ერთი
გატკაცუნებით მოსრავდა თავის მტრებს. რა ხდება ამ ხალხს
შორის?.. ვეღარაფერს ვხვდები, მგონი, ვგიჟდები...
არა უშავს, ეგენი თავიდანვე გიჟები იყვნენ, - გაამხნევა
ბელბომ.

713
91

"ოჰ, რა მოხდენილად ამხილეთ ის ჯოჯოხეთური სექტები,


რომლებიც გზას უმზადებენ ანტიქრისტეს... თუმცა არის
მათგან ერთი, რომელსაც თითქმის არ შეხებიხართ".170
ებრაელებთან ნაპოლეონის დამოკიდებულებამ იეზუიტებს
გეზი შეაცვლევინა. ბარუელის "მემუარებში" ებრაელები ნახსე-
ნები არ იყვნენ, მაგრამ 1806 წელს ბარუელი ვინმე კაპიტანი სი-
მონინისგან წერილს იღებს, სადაც წერია, მანიც და "მთის
მოხუ-ციც" ებრაელები იყვნენ, მასონობაც ებრაელების
დაფუძნებუ-ლია და ებრაელები უკვე ყველა არსებულ
საიდუმლო ორგანი-ზაციაში არიან შეპარულებიო.
სიმონინის წერილმა, რომელიც სწრაფად გავრცელდა პა-
რიზში, სირთულეები შეუქმნა ნაპოლეონს, რომელიც ის-ის იყო,
"დიდ სინედრიონს" დაკავშირებოდა. ამან, როგორც ჩანს, პავ-
ლიკიანებიც შეაშფოთა, რადგან სწორედ იმ წლებში განაცხადა
მოსკოვის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა:
"ნაპოლეონი ღმერთის სიძულვილით შეპყრობილი, დედამიწის
სხვადასხვა მხარეში გაფანტული ებრაელების გაერთიანებას
ეშურება, რათა ქრისტეს ტახტი დაამხონ და ის გამოაცხადონ
ნამდვილ მესიადო".
ჩვენს ბარუელს დიდად არ მოეწონა ებრაული შეთქმულების
იდეა, მაგრამ ძალიან აძლევდა ხელს ახალ მტერთან - "კარბო-
ნართა დიად გეგმასთან" - საბრძოლველად, იტალიის გამაერ-

კაპიტან სიმონინის წერილი ბარუელს, "კათოლიკური ცივი-


ლიზაცია", 21.10.1882
714
თიანებელი ანტიკლერიკალების, მაცინისა და გარიბალდის გა-
სანადგურებლად.
მაგრამ ეს ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში
ხდება, - თქვა დიოტალევიმ. - ნამდვილი ანტისემიტური
შეტევა კი საუკუნის ბოლოს იწყება, "სიონის ბრძენთა ოქმების"
გამოქ-ვეყნებით. "ოქმები" სადღაც რუსეთიდან მოდის,
მაშასადამე, პავლიკიანების ნახელავია.
ბუნებრივია, - უპასუხა ბელბომ. - ამ დროს იერუსალიმელე-
ბის ჯგუფი სამ შტოდაა დაყოფილი. პირველი, ესპანელი და
პროვანსელი კაბალისტების საშუალებით, ნეოპტამპლიერული
ფრთის საძირკველია, მეორე შტო ბეკონელთა ფრთას შეუერ-თდა
და ისინი მეცნიერები და ბანკირები გახდნენ. სწორედ მათ
წინააღმდეგ დაირაზმნენ იეზუიტები. მაგრამ არის მესამე შტოც,
რომელიც რუსეთში დაფუძნდა. რუსი ებრაელების დიდი ნაწილი
წვრილ ვაჭრობასა და მევახშეობას ეწეოდა, მაშასადამე, ღარი-ბებს
სძულდათ ისინი. რადგან ებრაული კულტურა წიგნის კულ-
ტურაა და ყველა ებრაელმა იცის წერა-კითხვა, ისინი ლიბერა-
ლური და რევოლუციური ინტელიგენციის რიგებში მრავლდები-
ან. პავლიკიანები საიდუმლო, რეაქციონერი ჯგუფია, რომელიც
ფეოდალებთანაცაა კავშირში და მეფის კართანაც. ცხადია, რომ
იერუსალიმელებთან ურთიერთობა ვერ ექნებოდათ. მაშასადა-მე,
ისინი დაინტერესებული არიან ებრაელთა დისკრედიტაციით და
მათი საშუალებით უნდათ - ეს იეზუიტებისგან ისწავლეს - უც-
ხოელი მტრის, ნეოტამპლიერისა და ბეკონის მომხრეთა დამარ-
ცხება.

715
92

"ეჭვი აღარაა. სატანის მთელი ძლიერებითა და შემზა-რაობით,


ისრაელის გამარჯვებული მეფის ტახტი ჩვენს სამყა-როს
უახლოვდება. მეფე, დაბადებული სიონის სისხლიდან, ან-
171
ტიქრისტე, მსოფლიოს მმართველობის ტახტისკენ მიიწევს".
ეს აზრი მისაღები იყო. საკმარისი იყო იმის გათვალისწინება,
თუ ვინ შემოიტანა "ოქმები" რუსეთში. საუკუნის ბოლო წლების
ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მარტინისტმა, პაპიუსმა, ნი-
კოლოზ II მოაქცია პარიზში ვიზიტის დროს, მერე მოსკოვშიც ეს-
ტუმრა და თან ვინმე ფილიპი წაიყვანა: იგივე ფილიპ ნიზიე ან-
სელმ ვაშო. მას ექვსი წლის ასაკში სატანა შესახლებოდა სხე-
ულში, შემდეგ განკურნებულიყო და ცამეტი წლისა თავად გამ-
ხდარიყო მკურნალი, ლიონელი ექიმბაში. ფილიპმა ადვილად
მოაწონა თავი ნიკოლოზ II-საც და მის ისტერიკიან ცოლსაც. ის
მეფის კარზე მიიწვიეს და პეტერბურგის სამხედრო აკადემიის
ექიმად, გენერლად და სტატსკი სოვეტნიკად დანიშნეს.
მისმა მეტოქეებმა გადაწყვიტეს, ასეთივე ქარიზმატული ფი-
გურა დაეპირისპირებინათ მისთვის, რომელიც მეფის თვალში
ფილიპის ავტორიტეტის შერყევას შეძლებდა. ასე მიაგნეს ნი-
ლუსს.
ნილუსი ერთი უსახლკარო, მოციქულივით გრძელწვერა,
ტანსაცმელშემოხეული ბერი იყო, რომელიც ტყე-ღრეში დაეხე-
ტებოდა თავის ორ ცოლთან, ერთი ქალიშვილთან და ვიღაც
დამხმარე ქალთან (თუ საყვარელთან) ერთად. ყველა აღფრთო-

სერგეი ნილუსი, "ოქმების" რუსული გამოცემის ეპილოგი.


716
ვანებული მისჩერებოდა. ნახევრად გურუ იყო, აი ისეთი, ერთ
მშვენიერ დღეს საერთო ფულს რომ გაიტაცებენ და გაუჩინარ-
დებიან ხოლმე, და ნახევრად განდეგილი, სოფელ-სოფელ რომ
დადიან და ქადაგებენ, აღსასრული კარზეა მომდგარიო. ანტიქ-
რისტე მისი იდეა-ფიქსი იყო.
ნილუსის მხარდამჭერები მის ხუცესად კურთხევას გეგმავ-
დნენ, რომ მერე ელენა ალექსანდროვნა ოზეროვა, დედოფლის
საყვარელი სეფექალი შეერთო ცოლად (ერთი ცოლით მეტი,
ერთით ნაკლები არაფერს ცვლიდა) და ხელმწიფის ოჯახის მოძ-
ღვარი გამხდარიყო.
ძალადობა მეჯავრება, - თქვა ბელბომ. - მაგრამ ხანდახან
მგონია, რომ ეკატერინბურგის სასაკლაო რაღაც დერატიზაციის
მსგავსი იყო...
მოკლედ, რაღაც მომენტში ფილიპის მომხრეები გარყვნილე-
ბაში ადანაშაულებენ ნილუსს და, ალბათ, არც ტყუიან. ნილუსი
იძულებულია, მეფის კარი დატოვოს, მაგრამ ვიღაც დაეხმარება
და "ოქმების" ტექსტს გადასცემს. რადგან მაშინ ყველას ერთმა-
ნეთში ერეოდა მარტინისტები (სენ-მარტენის მიმდევრები) და
მარტინესისტები (მარტინეს დე პასკუალის მიმდევრები, რომე-
ლიც ასე სძულდა ალიეს) და ხმები დადიოდა, პასკუალი ებ-
რაელი იყოო, ებრაელების დისკრედიტაცია მარტინისტების
დისკრედიტაციას ნიშნავდა, ამით კი ფილიპის თავიდან მოშო-
რება შეიძლებოდა.
"ოქმების" პირველი ვერსია ჯერ კიდევ 1903 წელს გამოჩნდა
პეტერბურგულ გაზეთ "ზნამიაში", რომელსაც გააფთრებული ან-
ტისემიტი, კრუშევანი, რედაქტორობდა. 1905 წელს სამთავრო-ბო
ცენზურის ხელდასხმით ეს ვერსია სრულად შევიდა ვინმე
ბუტმის გამოცემულ წიგნში "ჩვენი უბედურებების სათავე". ბუტ-

717
მი, კრუშევანთან ერთად, "რუსი ხალხის კავშირის"
დამფუძნებე-ლი იყო. "შავი ასეულების" სახელით ცნობილი ეს
ორგანიზაცია ჩვეულებრივ კრიმინალებს აწევრიანებდა
საკუთარ რიგებში უკიდურეს მემარჯვენეთა თავდასხმებისა
და პოგრომების მო-საწყობად. მოგვიანებით ბუტმი საკუთარი
სახელით აქვეყნებს ამ ნაშრომის დანარჩენ ნაწილებს,
სათაურით "კაცობრიობის მტრები. სიონის ცენტრალური
კანცელარიის საიდუმლო არქი-ვებში დაცული ოქმები".
სინამდვილეში ეს ვითომ "დოკუმენტები" შეთითხნილი, იაფ-
ფასიანი ბროშურები იყო და მეტი არაფერი. "ოქმების" სრული
ვერსია, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში ითარგმნა, 1905
წელს გამოვიდა ნილუსის მესამე წიგნში "დიდი მცირეში: ანტიქ-
რისტე - უახლოესი პოლიტიკური პერსპექტივა", რომელიც ცარ-
სკოე სელოში დაიბეჭდა წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანი-
ზაციის ეგიდით. წიგნი დიდი მისტიკური რეფლექსიის სახით იყო
წარმოდგენილი და მალე ის მეფეს ჩაუვარდა ხელში. მოსკოვის
მიტროპოლიტმა დედაქალაქის ყველა ეკლესიას უბრძანა წიგ-ნის
წაკითხვა მორწმუნეთათვის.
- კი მაგრამ, - ვიკითხე, - რა აკავშირებს "ოქმებს" ჩვენს გეგ-
მასთან? ყველგან ეს "ოქმები" მეჩხირება თვალში. ჩვენც უნდა
წავიკითხოთ?
- ამაზე ადვილი არაფერია, - მითხრა დიოტალევიმ. - "ოქმე-ბი"
პერიოდულად ხელახლა იბეჭდება. მეტსაც გეტყვით, გამომ-
ცემლობები ადრე ვითომ მხოლოდ ისტორიული ინტერესებიდან
გამომდინარე, აღშფოთებულები ბეჭდავდნენ ამ "ოქმებს", ახლა კი
აშკარად კმაყოფილები აქვეყნებენ მათ, ეთანხმებიან კიდეც...
რა საყვარლები არიან.

718
93

"ერთადერთი საზოგადოება, რომელსაც ვაღიარებთ და რო-


მელიც ჩვენთვის კონკურენციის გაწევას შეძლებდა, იეზუიტთა
ორდენია. მაგრამ მოვახერხეთ იეზუიტთა დისკრედიტირება
სუ-ლელი ბრბოს თვალში იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ
იეზუიტების არსებობა ყველამ იცის, ჩვენ კი კულისებში
ვიმალე-ბით და ვინახავთ საიდუმლოს".172
"ოქმები" ოცდაოთხი საპროგრამო განცხადებისგან შედგება,
რომლებსაც "სიონის ბრძენთა" კალამს მიაწერენ. მათი მიზნები
საკმაოდ წინააღმდეგობრივად გამოიყურება: ხან პრესის თავი-
სუფლების აღკვეთა უნდათ, ხან ლიბერტინიზმს უჭერენ მხარს,
ხანაც ლიბერალიზმს აკრიტიკებენ, მაგრამ ამავე დროს ისეთ
გეგმებს სახავენ, რომლებიც, რადიკალური მემარცხენე ძალე-ბის
აზრით, კაპიტალისტური მულტინაციონალური კორპორა-ციების
ინტერესებშია: მაგალითად, სპორტისა და თვალსაჩინო
სწავლების გამოყენება ხალხის გამოსათაყვანებლად. ოქმებში
გაანალიზებულია სხვადასხვა ტექნიკა სამყაროს დასამორჩი-
ლებლად, განდიდებულია ოქროს ძალა; ნათქვამია, რომ ყველა
ქვეყანაში მასების უკმაყოფილების გამოყენება, რევოლუციის
ხელშეწყობა და ლიბერალური იდეების ქადაგებაა საჭირო ხალ-
ხისათვის თავგზის ასაბნევად. თუმცა ოქმებში აშკარა მოწოდე-
ბაცაა უთანასწორობის მხარდასაჭერად, ნათქვამია, რომ ახალი
ომების წამოწყებაა საჭირო და ამისთვის აუცილებელია მეტროს
აშენება (აი, თურმე რატომ შფოთავდა სალონი მიწისქვეშეთთან

"ოქმები", V
719
დაკავშირებით!), რომ ადვილად შეიძლებოდეს დიდი ქალაქების
დანაღმვა. ისიც წერია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და
ანტისემიტიზმის წახალისებააა საჭირო ღარიბი ებრაელების სა-
კონტროლებლადაც და იმისთვისაც, რომ სულელ უსჯულოებს
გული აუჩუყდეთ მათი ჩაგვრისა და უბედურებების გამო (ეს ძვი-
რი ჯდება, მაგრამ ეფექტური ხერხიაო, თქვა დიოტალევიმ). ოქ-
მების ავტორები მგზნებარედ აცხადებენ: "უსასრულოა ჩვენი ამ-
ბიცია, ყოვლისმომცველი - გაუმაძღრობა, განუზომელი და სას-
ტიკი - შურისძიების წყურვილი და სიძულვილიო!" (ამაში აშკა-
რად ჩანს მაზოხიზმის რაღაც დახვეწილი ფორმა, რადგან ამ
განცხადებით ისინი მზაკვარი ებრაელის სტერეოტიპს ამყარე-ბენ,
რომელიც ისედაც ფესვგადგმული იყო ანტისემიტურ პრესა-ში და
რომლის გამოსახულებაც ამ წიგნის ყველა გამოცემის ყდას
ამშვენებდა). ოქმები იმასაც ამტკიცებენ, კლასიკოსი ავ-ტორებისა
და ანტიკური ისტორიის შესწავლა უნდა შეწყდესო.
- როგორც ვხვდები, - შენიშნა ბელბომ, - ეს "სიონის ბრძენე-
ბი" გამოშტერებულების ხროვა იყო და მეტი არაფერი.
- სასაცილო არაფერია, - უთხრა დიოტალევიმ. - ეს წიგნი ძა-
ლიან სერიოზულად მიიღეს. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი რამ
მიკვირს: ამ ოქმების ავტორებს უნდოდათ, ებრაელთა მიერ მრა-
ვალი საუკუნის წინ შედგენილ მზაკვრულ გეგმად წარმოეჩინათ
ეს დოკუმენტები, არადა, მხოლოდ ისეთ თემებს ეხებიან, რომ-
ლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის საფრანგეთში იყო აქ-
ტუალური. მაგალითად, მეტროზე ჩანაწერი აშკარად იმის გამოა
ოქმებში, რომ იმ წლებში მეტროს მშენებლობას მემარჯვენე გა-
ზეთები აპროტესტებდნენ, რადგან "მეტროპოლიტენის კომპანი-
ას" მეტისმეტად ბევრი ებრაელი აქციონერი ჰყავდა. ამიტომ ყვე-

720
ლაზე სავარაუდოა, რომ ეს ტექსტი საფრანგეთში იყოს დაწერი-
ლი მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულში.
მე კი ის მაოცებს, - თქვა ბელბომ, - რომ აშკარად deja vu მაქვს.
ეს ბრძენები დიდი ამბით ლაპარაკობენ სამყაროს და-მორჩილების
გეგმაზე, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე გვსმენია ეს ყვე-ლაფერი! მეტრო
პროვენის მიწისქვეშეთით ჩაანაცვლეთ, ებ-რაელის ადგილზე
ყველგან ტამპლიერი ჩაწერეთ, "სიონის ბრძენთა" ნაცვლად კი -
ექვს ჯგუფად გაყოფილი ოცდათექვსმე-ტი უხილავი...
მეგობრებო, ეს ხომ იგივე პროვენის გზავნილია!

721
94

Voltaire lui -m ê me est mort j é suite: en avait -il le moindre soup


ç on?173
ყველაფერი თვალწინ გვქონდა და ვერაფერს ვხვდებოდით:
ექვსი საუკუნის მანძილზე ექვსი ჯგუფი იბრძვის პროვენის გეგ-
მის ხორცშესასხმელად, თითოეული ჯგუფი გეგმის მთავარ შინა-
არსს იღებს, სუბიექტს უცვლის და საკუთარ მტერს მიაწერს გეგ-
მას. მას შემდეგ, რაც საფრანგეთში როზენკროიცერები გამოჩ-
ნდნენ, იეზუიტებმა გეგმა შეატრიალეს: როზენკროიცერების
დისკრედიტაციით ბეკონის მიმდევრებისა და ახალჩასახული ინ-
გლისური მასონერიის სახელის გატეხას ცდილობენ.
როცა იეზუიტებმა ნეოტამპლიერიზმი გამოიგონეს, მარკიზმა
დე ლუშემ გამოაცხადა, გეგმა ნეოტამპლიერების მოგონილიაო.
იეზუიტებმა ახლა უკვე ნეოტამპლიერებსაც აქციეს ზურგი, ბა-
რუელის საშუალებით ლუშეს ნაწერი გადაიწერეს, მაგრამ ახლა
ფრამასონებს გადააბრალეს გეგმის გამოგონება.
ბეკონელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ლიბერალური და
სეკულარული დებატების ყველა ტექსტი გადავქექეთ და აღმო-
ვაჩინეთ, რომ მიშლეთი და კინეთი დაწყებული და გარიბალდით
და ჯობერტით დამთავრებული, "გეგმას" ყველა იეზუიტებს

თავად ვოლტერიც იეზუიტად მოკვდა: ოდნავ მაინც არ ეჭვობ-და?


(ფრ.)
F.N. de Bonneville, Les J é suites chass é s de la Ma ç onnerie et
leur poignard bris é par les Ma ç ons, Orient de
Londres, 1788, 2, p. 74
722
მიაკუთვნებდა (ეს იდეა, ალბათ, ტამპლიერ პასკალსა და მის მე-
გობრებს ეკუთვნოდათ). ეს თემა ძალიან პოპულარული გახდა
ეჟენ სიუს "მარადი ურიის" გამოსვლის შემდეგ მისი მზაკვარი
პერსონაჟის, მესიე როდენის წყალობით, რომელიც ებრაული
კონსპირაციის მსოფლიო კვინტესენციად იქცა. მაგრამ სიუს
წიგნებში ქექვისას კიდევ უფრო საინტერესო რამეს გადავაწ-
ყდით: ტექსტს, რომელიც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს
"ოქმებს", არადა მათზე ნახევარი საუკუნით ადრეა დაწერილი.
ესაა "ხალხის საიდუმლოებანის" ბოლო თავი. აქ მზაკვრული
იეზუიტური გეგმა უწვრილეს დეტალებშია აღწერილი წერილში,
რომელსაც ორდენის გენერალი მამა როტანი (ისტორიული პი-რი)
მესიე როდენს უგზავნის (რომელიც "მარად ურიაში" გვევ-ლინება
პერსონაჟად). რუდოლფ გეროლშტაინი ("პარიზის
საიდუმლოებანის" პერსონაჟი) ამ წერილს ხელში ჩაიგდებს და
დემოკრატებს გადასცემს: "ხედავთ, ძვირფასო ლებრენ, რაოდენ
ოსტატურადაა ნაქსოვი ეს ჯოჯოხეთური გეგმა... წარმო-
გიდგენიათ, ის რომ მართლა განხორციელდეს, რა საშინელი
განსაცდელი, რა შემაძრწუნებელი მონობა ელის ევროპასა და
მთელ მსოფლიოს..."
ძალიან ჰგავდა წინათქმას, რომელიც ნილუსმა "ოქმებს" და-
ურთო. სიუ იეზუიტებს მიაწერს გამოთქმას (რომელსაც
"ოქმებ-ში" ებრაელები წარმოთქვამენ): "მიზეზი ამართლებს
საშუალე-ბას".

723
95

"აღარ უნდა გვთხოვდნენ დამატებით სამხილებს იმის დასამ-


ტკიცებლად, რომ როზენკროიცერობის ეს ხარისხი მასონერიის
მზაკვარ მეთაურთა შემოტანილია... თავად ამ დოქტრინის არსი,
მისი სიძულვილით და მკრეხელობით აღსავსე ნამოქმედარი,
კავშირი კაბალასთან, გნოსტიციზმთან და მანიქეიზმთან მიგვი-
თითებს მის ავტორთა ვინაობაზე - ებრაელ კაბალისტებზე".174
როცა "ხალხის საიდუმლოებანი" დაიბეჭდა და იეზუიტებმა
ნახეს, რომ "გეგმის" ავტორობას მათ მიაწერდნენ, შეტევით ტაქ-
ტიკას მიმართეს, რომელიც ჯერ არავის გამოეყენებინა: სიმონი-
ნის წერილი ამოქექეს და "გეგმა" ახლა ებრაელებს მიაწერეს.
1869 წელს გუჟენო დე მუსომ, რომელიც მეცხრამეტე
საუკუ-ნეში მაგიაზე დაწერილი ორი წიგნით იყო ცნობილი,
გამოაქვეყ-ნა "Les Juifs, le judaisme et la judaisation des peuples
chr é tiens",175 სადაც განაცხადა, იუდეველები კაბალას
იყენებენ და სატანას ეთაყვანებიან, რადგან კაენს პირდაპირი
და იდუმალი ხაზი აკავშირებს გნოსტიკოსებთან,
ტამპლიერებთან და მასო-ნებთანო. დე მუსომ ამისთვის პაპ
პიუს IX-ის საგანგებო კურთხე-ვა მიიღო.

174 Mons. L é on Meurin, S.J., La Franc- Ma ç onnerie, Synagogue


de Satan, Paris, Retaux, 1893, p. 182
"ებრაელები, იუდაიზმი და ქრისტიანი ერების იუდეიზაცია" (ფრ.)

724
მაგრამ სიუს მიერ ნახევრად რომანად ქცეული "გეგმა" ამა-
სობაში, იეზუიტების გარდა, სხვებმაც გამოიყენეს. 1921 წელს
"თაიმსმა" აღმოაჩინა, რომ "ოქმები" ლამის სიტყვასიტყვით იყო
გადაწერილი 1864 წელს გამოსული ვინმე მორის ჟოლის წიგნი-
დან "Dialogue aux enfers entre Montesquieu et Machiavel".176 ეს
იყო ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ მიმართული ლიბერალური
პამფლეტი, სადაც მაკიაველი, რომელიც დიქტატორის ცინიზმს
განასახიერებდა, მონტესკიეს ეკამათებოდა. ჟოლი ამ რევოლუ-
ციური იდეის გამო დააპატიმრეს და თხუთმეტი თვე
აყურყუტეს ციხეში. 1878 წელს კი მან თავი მოიკლა. "ოქმებში"
აღწერილი ებრაული გეგმა თითქმის სიტყვასიტყვითაა
გადაწერილი იქი-დან, რასაც ჟოლი თავის წიგნში მაკიაველის
და, მაკიაველის პი-რით, ნაპოლეონს ათქმევინებს ("მიზანი
ამართლებს საშუალე-ბას"...). თუმცა "თაიმსმა" ვერ შენიშნა
(სამაგიეროდ, ჩვენ შევ-ნიშნეთ), რომ ჟოლისაც სხვისგან
ჰქონდა გადაწერილი ეს ნაწი-ლი, კერძოდ კი, სიუს წიგნიდან,
რომელიც დაახლოებით შვიდი წლით ადრინდელი იყო.
ერთი ანტისემიტი ქალის ნესტა ვებსტერის წიგნიც ვიპოვეთ,
რომელიც შეთქმულებისა და "უცნობ მმართველთა" თეორიით
იყო გატაცებული. "თაიმსის" გახმაურებული პუბლიკაციის შემ-
დეგ ვებსტერი ვერ უარყოფდა, რომ "ოქმები" სხვისი წიგნიდან
გადაწერილი მონაჩმახი იყო, მაგრამ თავის ნაშრომს ფრიად
მახვილგონივრული დასკვნით ასრულებდა, როგორც ნამდვილ
შედგომილს ან მათ მაძიებელს შეშვენის: ჟოლი შედგომილი

"დიალოგი ჯოჯოხეთში მონტესკიესა და მაკიაველის შორის" (ფრ.)

725
იყო, "უცნობ მმართველთა" გეგმას იცნობდა, ნაპოლეონ III
სძულდა და ამიტომ მიაწერა გეგმა ნაპოლეონს, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ გეგმა არ არსებობსო. ნაპოლეონს რომ თავი და-
ვანებოთ, "ოქმებში" აღწერილი ამბები ზუსტად შეესაბამება ებ-
რაელთა ჩვეულ საქმიანობას, მაშასადამე, ეს სწორედ ებრაელ-
თა გეგმა იყოო.
ისღა დაგვრჩენოდა, ქალბატონი ვებსტერის მსჯელობა ოდ-
ნავ ჩაგვესწორებინა, მისივე ლოგიკით: რადგან გეგმა ზუსტად
მიესადაგებოდა იმას, რაც, წესით, ტამპლიერებს უნდა ეფიქ-
რათ, მაშასადამე, ის ტამპლიერული გეგმა იყო.
თანაც ჩვენი ლოგიკა ფაქტებს ემყარებოდა. ძალიან მოგ-
ვწონდა პრაღის სასაფლაოს ამბავი, რომელიც ჰერმან გედშეს,
პრუსიელ წვრილ მოხელეს უკავშირდებოდა. მას უკვე გამოქვეყ-
ნებული ჰქონდა ყალბი დოკუმენტები დემოკრატი ვალდეკის
დისკრედიტირების მიზნით, რომელსაც პრუსიის მეფის მოკ-ვლის
განზრახვაში ადანაშაულებდა. როცა გედშეს ნამოქმედა-რი
გამოაშკარავდა, ის კონსერვატორი მსხვილი მესაკუთრეების
ორგანოს, "Die Preussische Kreuzzeitung"-ის რედაქტორი გახ-და,
შემდეგ კი სერ ჯონ რეტკლიფის სახელით დაიწყო რომანე-ბის
წერა, რომელთა შორის იყო 1868 წელს გამოსული "ბიარი-ცი". ამ
წიგნში გედშე პრაღის სასაფლაოზე მომხდარ ერთ ოკულტურ
სცენას აღწერდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ილუმი-ნატების
შეკრებას, დიუმამ რომ აღწერა "ჯუზეპე ბალზამოს" და-საწყისში
და სადაც კალიოსტრო, "უცნობ მმართველთა" (რო-მელთა შორის
სვედენბორგიც იყო) მეთაური, დედოფლის გულ-საკიდის
შეთქმულებას ხლართავს. პრაღის სასაფლაოზე ის-რაელის
თორმეტი ტომის წარმომადგენლები იკრიბებიან, რომ-

726
ლებიც სამყაროს დასამორჩილებლად საკუთარ მოსაზრებებს
უზიარებენ ერთმანეთს.
1876 წელს "ბიარიცი" ერთ რუსულ პამფლეტშია
მოხსენიებუ-ლი, როგორც ნამდვილი ამბავი. იმავეს იმეორებს
1881 წელს საფრანგეთში გაზეთი "Le Contemporain" და ამბობს,
რომ ეს ცნობა სანდო წყაროს, ინგლისელი დიპლომატის, ჯონ
რეტკლი-ფის ნაწერს ეფუძნება. 1896 წელს ვინმე ბურნანი
აქვეყნებს წიგნს "Les Juifs, nos contemporains",177 ისიც პრაღის
სასაფლა-ოს სცენას იმეორებს და ამბობს, მთავარი
რევოლუციური სიტ-ყვა დიდმა რაბინმა, ჯონ რედკლიფმა
წარმოთქვაო. კიდევ უფრო გვიანდელ ვერსიაში კი ისიც წერია,
ნამდვილი რედკლიფი სა-საფლაოზე შემდგარ იმ საბედისწერო
შეკრებაზე მარქსის სიძემ ფერდინანდ ლასალმა მიიყვანაო.
და ეს ამბები მეტ-ნაკლებად იმეორებდა იმას, რაც რამდენიმე
წლით ადრე დაიწერა ანტისემიტურ "ებრაული კვლევების რე-
ვიუში". ამ გამოცემაში 1880 წელს ორი წერილი გამოქვეყნდა,
რომლებიც XV საუკუნის ებრაელებს მიეწერებოდა. დევნილ არ-
ლელ ებრაელებს დახმარება უთხოვიათ კონსტანტინოპოლის
ებრაელებისთვის, რომლებსაც ასე უპასუხიათ: "მოსესმიერო
ძმებო, თუ საფრანგეთის მეფე გაქრისტიანებას გაიძულებთ,
დაემორჩილეთ, რადგან სხვა გზა არ გექნებათ, მაგრამ მოსეს
კანონი გულებში შეინახეთ; თუ ქონება ჩამოგართვეს, ისე ქე-ნით,
რომ თქვენი შვილები ვაჭრები გახდნენ და ნელ-ნელა
ქრისტიანებს წაართვან ქონება; თუ თქვენს სიცოცხლეს დაემუქ-
რებიან, ექიმებად და ფარმაცევტებად გაზარდეთ შვილები, რომ

"ებრაელები, ჩვენი თანამედროვენი" (ფრ.)

727
ქრისტიანებს სული ამოხადონ; თუ თქვენს სინაგოგებს დაან-
გრევენ, ეკლესიის მსახურებად და მღვდლებად აღზარდეთ
შვი-ლები, რომ მათი ეკლესიები დაანგრიონ; თუ სხვა მხრივ
შეგა-ვიწროვებენ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ
თქვენი შვი-ლები ვექილები და ნოტარიუსები გამოვიდნენ,
სახელმწიფოს საქმეები მართონ და ქრისტიანები
გაასამართლონ; ისე ქენით, რომ თავად მოხვიდეთ
ხელისუფლებაში და საბოლოოდ იძიოთ შური!"
ეს ისევ და ისევ იეზუიტების გეგმა იყო და ყველაფერი კი
ტამ-პლიერულ "გზავნილამდე" მიდიოდა. ცვლილება მცირე
იყო, ვა-რიაციები - მინიმალური: "ოქმები" თავისთავად
იქმნებოდა. შეთქმულების ზოგადი სქემა ერთი
შეთქმულებიდან მეორეში გადადიოდა.

და როცა ვცდილობდით, ჯაჭვის დაკარგული რგოლი გვეპო-


ვა, რომელიც ამ შესანიშნავ ამბავს ნილუსს დაუკავშირებდა,
რაჩკოვსკის გადავეყარეთ: შემზარავი "ოხრანკის", მეფის რუსე-
თის საიდუმლო პოლიციის, უფროსს.

728
96

"დამალვა მუდამ საჭიროა. დამალვაშია დიდწილად ჩვენი


ძა-ლა. ამიტომ ყოველთვის უნდა ამოვეფაროთ რაღაც სხვა
გაერ-თიანების სახელს".178
იმ დღეებში შეპყრობილი ავტორებიდან რომელიღაცის წიგ-
ნში გადავაწყდი ცნობას, რომ გრაფი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი
განსახიერება ვინმე რაკოში იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე ამ-
ბობდა ფრიდრიხ II-ის ელჩი დრეზდენში. ჰესენის ლანდგრაფი
კი, რომლის კარზეც, გადმოცემით, სენ-ჟერმენი გარდაცვლილა,
ამბობდა, გრაფი წარმოშობით ტრანსილვანიიდან იყო, გვარად
რაგოცკიო. ამას ისიც ემატებოდა, რომ კომენსკის თავისი "პან-
სოფია" (ნაშრომი, რომელსაც აშკარად როზენკროიცერული სუ-
ნი უდიოდა) ვიღაც ლანდგრაფისთვის მიეძღვნა, რომელიც გვა-
რად რაგოვსკი ყოფილა. მოზაიკის უკანასკნელი ნატეხი კი ის
იყო, რომ პიაცა კასტელოს ბუკინისტების ბაზრობაზე გერმანუ-
ლი წიგნი აღმოვაჩინე მასონებზე, ანონიმი ავტორის დაწერილი,
რომელზეც ხელით იყო მიწერილი, რომ ეს ტექსტი ვინმე კარლ
ავგ. რაგოტსკის კალამს ეკუთვნოდა. თუ გავიხსენებთ, რომ იმ
იდუმალ კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლკოვნიკი
არდენტი გამოასალმა სიცოცხლეს, რაკოსკი ერქვა, გამოდიოდა,
რომ რაღაცნაირად ყველგან შეგვეძლო ჩვენი გრაფი სენ-
ჟერმენის ჩაჩხერა.

Die neuesten Arbeiten des Spartacus und Philo im dem


Illuminaten-Orden, 1794, p. 165
729
- მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ხომ არ ვანიჭებთ ამ ავან-
ტიურისტს? - შეშფოთებით იკითხა დიოტალევიმ.
- არა, არა, - დაამშვიდა ბელბომ. - ეს კაცი ისევე აუცილებე-
ლია, როგორც სოიის სოუსი ჩინურ კერძებში. მის გარეშე კერძი
ჩინური აღარ გამოვა. ეგერ, ალიეს მაინც დაუჯერე, ხომ იცი, ამ
სფეროს ექსპერტია: ხომ შეეძლო, კალიოსტრო ან ვილერმოზი
აეღო მოდელად. მაგრამ არა: სენ-ჟერმენი ჰომო ჰერმეტიკუსის
კვინტესენციაა.
პიოტრ ივანოვიჩ რაჩკოვსკი. მხიარული, ჭკვიანი, მოხერხე-
ბული კაცი, გენიალური გამყალბებელი. რევოლუციურ
ჯგუფებ-თან შეკრული წვრილი მოხელე. 1879 წელს
საიდუმლო პოლი-ცია აპატიმრებს ტერორისტების
ხელშეწყობის ბრალდებით, რომლებმაც გენერალ დრენტელზე
თავდასხმა მოაწყვეს. რაჩ-კოვსკი პოლიციის მხარეს გადადის
და (ამას დახედეთ...) "შავ ასეულში" წევრიანდება. 1890 წელს
პარიზში გამოააშკარავებს ორგანიზაციას, რომელიც ბომბებს
ამზადებდა რუსეთში ტერო-რისტული აქტების მოსაწყობად და
ამაში გარეულ სამოცდასამ ტერორისტს დააპატიმრებინებს
თავის სამშობლოში. ათი წლის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ იმ
ბომბებს თვითონ ამზადებინებ-და.
1887 წელს ავრცელებს წერილს ვინმე ივანოვის, ყოფილი
რევოლუციონერის სახელით, რომელმაც ცოდვები მოინანია და
ახლა იფიცება, ტერორისტების უმრავლესობა ებრაელიაო; 1890
წელს კი "ძველი რევოლუციონერის აღსარებას" დაბეჭ-დავს,
რომლითაც ლონდონში გაქცეულ რევოლუციონერებს ამ-ხელს
ბრიტანეთის აგენტობაში. 1892-ში პლეხანოვის ყალბ ტექსტს
ავრცელებს, რომელშიც პარტია "ნაროდნაია ვოლიას"

730
ხელმძღვანელებს ადანაშაულებს იმ აღსარების გამოქვეყნება-
ში.
1902 წელს ფრანგულ-რუსული ატისემიტური ლიგის შექმნას
ცდილობს. ამისთვის როზენკროიცერთა მსგავს ტექნიკას იყე-
ნებს. ამტკიცებს, რომ ლიგა არსებობს, ისე, რომ ყველამ დაიჯე-
როს ეს. მაგრამ სხვა ხერხსაც მიმართავს: გულმოდგინედ ურევს
ერთმანეთში ტყუილსა და მართალს, მაგრამ ისე აქვს მოზომი-ლი,
რომ სიმართლე მის წინააღმდეგ მეტყველებს, ამიტომ ტყუ-ილსაც
ყველა იჯერებს. პარიზში რაღაც საიდუმლო მოწოდებას
გაავრცელებს რუსეთის ერთი პატრიოტული ლიგის მხარდასა-
ჭერად, რომლის ძირითადი ბირთვი ხარკოვშია. ამ მოწოდებაში
საკუთარ თავს ლანძღავს, თითქოს მას ლიგის განადგურება უნ-
და და ამბობს, იმედია, რაჩკოვსკი აზრს შეიცვლისო. აცხადებს,
რაჩკოვსკი ისეთ ავტორიტეტშელახულ ხალხს იყენებდა, როგო-
რიც ნილუსიაო! (რაც სრული ჭეშმარიტებაა).
რატომ შეიძლება, რაჩკოვსკის კალამს ეკუთვნოდეს ეს "ოქ-
მები"?
რაჩკოვსკის მფარველობდა მინისტრი სერგეი ვიტე, პროგრე-
სისტი, რომელსაც რუსეთის თანამედროვე ქვეყნად გადაქცევა
სურდა. რატომ უნდა გამოეყენებინა პროგრესისტ ვიტეს რეაქ-
ციონერი რაჩკოვსკი, ეს ღმერთმა უწყის, მაგრამ ჩვენ უკვე ყვე-
ლაფრისთვის მზად ვიყავით. ვიტეს პოლიტიკური მეტოქე ჰყავ-
და, ვინმე ილია ციონი, რომელიც ადრე უკვე დასხმოდა მას თავს
საჯაროდ ისეთი პოლემიკური თემებით, რომლებიც "ოქმე-ბის"
ზოგიერთ ნაწილს მოგვაგონებს. მაგრამ ციონი ებრაელებს არ
ახსენებდა, რადგან თვითონ იყო ებრაული წარმოშობის. 1897
წელს ვიტეს ბრძანებით რაჩკოვსკი ციონის აგარაკს გააჩ-
ხრეკინებს ტერიოკში და პოულობს ციონის ერთ პამფლეტს, რო-

731
მელიც ძალიან ჰგავს ჟოლის (თუ სიუს) წიგნს და სადაც ციონი
მაკიაველი-ნაპოლეონ III-ის აზრებს ვიტეს მიაწერს. რაჩკოვსკი,
ფალსიფიკაციის გენიოსი, ვიტეს ებრაელებით შეცვლის და
ტექსტს ასე ავრცელებს, ციონის სახელიც სიმბოლურად გა-
მოიყურება, "სიონზე" მიანიშნებს და ახლა ადვილად შეიძლება
იმის დამტკიცება, რომ ცნობილი ებრაელი თვითონ აღიარებს
ებრაულ შეთქმულებას.
ასე შეიქმნა "ოქმები". ყველაფერი დანარჩენი კი იმდროინ-
დელი ვარიაციებია, სანამ "ოქმები" ან ის მასალა, რომლიდანაც
ისინი შეთითხნეს, რუსეთამდე მიაღწევდა.
ეს ყველაფერი სინარქიაზე დე ანჯელისის სიტყვებს მაგონებ-
და. მთელ ამ ამბავში - არა მხოლოდ ჩვენს ამბავში, არამედ,
ალბათ, ზოგადად ისტორიაში, ბელბო ხაზგასმით წარმოთქვამ-და
ხოლმე ამ სიტყვას, როცა ანთებული თვალებით მიზიარებდა
თავის მიგნებებს - ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სამკვდრო-
სასიცოცხლოდ გადაკიდებული მხარეები მეტოქის იარაღით
ანადგურებდნენ ერთმანეთს. "კარგი ჯაშუშის უპირვე-ლესი
მოვალეობა ისაა, ისინი გამოაჩინოს ჯაშუშებად, ვისთანაც
შეგზავნილია საჯაშუშოდ", - დავასკვენი.
- ***-ში მომხდარი ამბავი მაგონდება... - თქვა ბელბომ. - სა-
ღამოობით ყოველდღე ვხედავდი ერთ ტიპს, რომელსაც რემო
ერქვა, თუ სწორად მახსოვს, შავი "ფიატ ბალილა" ჰყავდა. შავი
ულვაში, შავი ხუჭუჭა თმა, შავი პერანგი, კბილებიც კი შავი
ჰქონდა, კარიესისგან საზიზღრად გამოჭმული. ერთ გოგოს
ჰკოცნიდა ხოლმე და გულს მირევდა ის შავი კბილები, მიკვირ-და,
როგორ იკარებდა მას ის ლამაზი ქერა არსება... მისი სახე არც
მახსოვს, მაგრამ მაშინ ჩემთვის ქალწულიც ის იყო და მეძა-ვიც,
მარადიული ქალურობის განსახიერება. გული მიღონდებო-

732
და იმ სანახაობაზე... - ბელბომ უცებ ტონი შეცვალა, რომ ირო-
ნიით გადაეფარა ემოცია, რომელიც იმ მოგონებაზე მოაწვა. -
მიკვირდა, და ახლაც მიკვირს, რატომ არ ერიდებოდა ასე საქ-
ვეყნოდ გამოჩენას "შავპერანგიანი" რემო, მაშინაც კი, როცა
***-ი ფაშისტებს არ ეკავათ. მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, იმიტომ,
რომ პარტიზნების ჯაშუშიაო. ერთხელაც ისევ დავინახე იმ თავი-
სი შავი "ბალილათი" და შავი კბილებით, იმავე გოგოს ჰკოცნი-და,
მაგრამ ახლა წითელი ყელსახვევი ეკეთა კისერზე და ხაკის-ფერი
პერანგი ეცვა: "გარიბალდის ბრიგადაში" გადასულიყო. ყველა
დიდი ამბით ეგებებოდა და უკვე საბრძოლო მეტსახელიც ჰქონდა,
X9, როგორც ალექს რეიმონდის პერსონაჟს, რომლის ამბავიც
ჟურნალ "თავგადასავალში" წაეკითხა. "ყოჩაღ, X9!" - იძახდნენ მის
დანახვაზე, მე კი წინანდელზე მეტად მძულდა, რადგან ახლა
ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა, რომ ის ქერა გო-გო მისი საკუთრება
ყოფილიყო. თუმცა ხმები დადიოდა, ფაშის-ტების ჯაშუშია,
პარტიზანებში შეგზავნილიო... მგონი, ამას ისინი ამბობდნენ,
ვისაც შურდა მისი იმ ლამაზი გოგოს გამო, მაგრამ ფაქტია, რომ X9
საეჭვო ტიპი იყო...
მერე რა მოხდა?
უკაცრავად, კაზობონ, რატომ გაინტერესებთ ასე ჩემი ამბე-
ბი?
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავად გვიყვებით და თანაც, ეგ ამ-
ბები ახლა უკვე კოლექტიური მეხსიერების ნაწილია.
მშვენიერი დასაბუთებაა. მერე ის მოხდა, რომ ერთ დილას
X9 უცნაურ ადგილას ნახეს, ალბათ, იმ გოგოს უნდა შეხვედრო-
და სადღაც ყანაში, ოდესმე ხომ უნდა გასცილებოდა იმ უნიათო
ლოშნასა და ხელების ფათურს და ეჩვენებინა, რომ მამაკაცური
ღირსებაც კბილებივით ჭიანი არ ჰქონდა (მაპატიეთ, დღემდე

733
ვერ დავძლიე მისდამი სიძულვილი)... როგორც ჩანს,
ფაშისტები ჩასაფრებოდნენ, დაიჭირეს, ქალაქში წაიყვანეს და
მეორე დი-ლას, ხუთ საათზე, დახვრიტეს.
ოთახში დუმილი ჩამოვარდა. ბელბომ ხელებზე დაიხედა,
რომლებიც ისე შეეტყუპებინა ერთმანეთზე, თითქოს ლოცუ-
ლობდა, მერე ერთმანეთს დააშორა და დაამატა:
ასე დამტკიცდა, რომ რემო ფაშისტების ჯაშუში არ ყოფილა.
რა აზრი დევს ამ იგავში?
ვინ გითხრათ, რომ იგავებში ყოველთვის რამე აზრი დევს?
თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, შეგვიძლია, აზრიც
გამოვი-ტანოთ: ხანდახან, რამე რომ დაამტკიცო, უნდა მოკვდე.

734
97

"მე ვარ, რომელიც ვარ".179


"მე ვარ, რომელიც ვარ. ჰერმეტიკული ფილოსოფიის აქ-
სიომა".180
"- ვინ ხარ? - ერთად იკითხა სამასმა ხმამ და ოცი ხმალი ერ-
თად აელვარდა იქვე მდგომი აჩრდილების ხელში.
მე ვარ, რომელიც ვარ, - უპასუხა".181
მეორე დილით ვნახე ბელბო.
გუშინ მშვენიერი ფელეტონის სიუჟეტი გამოგვივიდა, -
ვუთ-ხარი. - მაგრამ, თუ გვინდა, დამაჯერებელი გეგმა
მოვიგონოთ, მეტად უნდა მივდიოთ რეალობას.
რომელ რეალობას? ალბათ, მხოლოდ ფელეტონი ასახავს
ნამდვილ რეალობას. მოგვატყუეს.
ვინ?
დაგვაჯერეს, რომ არსებობს ნამდვილი ლიტერატურა, რო-
მელიც ტიპურ პერსონაჟებს ტიპურ ვითარებაში წარმოადგენს, და
ფელეტონის ტიპის რომანი, რომელიც გვიყვება არატიპურ
პერსონაჟებზე არატიპურ ვითარებაში. ვფიქრობდი, რომ ნამ-
დვილი დენდი არასოდეს შეიყვარებდა სკარლეტ ო ’ ჰარას,
კონსტანს ბონასიეს ან პერლა დი ლაბუანს. ფელეტონებით ვერ-
თობოდი, რომ ცხოვრება დროდადრო დამევიწყებინა. ისინი მა-

გამოსვლა 3,14
მადამ ბლავატსკი, "შიშველი ისისი", გვ. 1
ალექსანდრე დიუმა, "ჯუზეპე ბალზამო", II
735
ხალისებდა, მაიმედებდა, რადგან მიუღწეველს მპირდებოდა.
მაგრამ ასე არ არის.
არა?
არა. პრუსტი მართალი ყოფილა. ცხოვრებას ცუდი მუსიკა
უფრო სწორად ასახავს, ვიდრე "Missa Solemnis". ხელოვნება
დაგვცინის, გვამასხარავებს, გვაიმედებს, ხელოვანთა თვალით
გვიჩვენებს ცხოვრებას. ფელეტონი კი გვატყუებს, რომ ხუმ-რობს,
სინამდვილეში კი ისე გვანახვებს სამყაროს, როგორიცაა ან
როგორიც იქნება. ქალები მილედის უფრო ჰგვანან, ვიდრე ლუჩია
მონდელას, ფუ მანჩუ უფრო ნამდვილია, ვიდრე ნათან ბრძენი და
ისტორია სიუს აღწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ჰეგე-ლისას.
შექსპირი, მელვილი, ბალზაკი და დოსტოევსკი წერდნენ
ფელეტონებს. სინამდვილეში ის მოხდა, რაც გაზეთების დამატე-
ბებში გამოქვეყნებულ ლიტერატურაში ეწერა.
საქმე ისაა, რომ უფრო ადვილია, ფელეტონს მიბაძო, ვიდ-რე
ხელოვნებას, - ჩავერთე. - ადვილი არ არის, ჯოკონდა გახდე,
მილედის კი საკმაოდ ადვილად მიბაძავ, თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები ბუნებრივად არიან
მიდრეკილი სიმარტი-ვისკენ.
დიოტალევი, რომელიც აქამდე უხმოდ გვისმენდა, ჩაგვერ-
თო:
თუნდაც ჩვენი ალიე აიღეთ, სენ-ჟერმენის მიბაძვა უფრო
უადვილდება, ვიდრე ვოლტერისა.
მოგვიანებით აღმოვაჩინე ეს ფაილი, რომელშიც ბელბო ჩვენს
იმდღევანდელ დასკვნებს ლიტერატურული ფორმით აჯა-მებდა.
"ლიტერატურული ფორმით"-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ
ვხვდები, ბელბოს ეხალისებოდა ამ ამბის გახსენება და საკუთა-რი
ძალიან ცოტა რამ ჩაუმატებია შიგ, მხოლოდ ზოგადი, დამა-

736
კავშირებელი ფრაზები. ახლა ვეღარ ვიხსენებ, იმ ციტატებიდან
რა მოპარული იყო და რა - ნასესხები, მაგრამ ამ შეშლილ კო-
ლაჟში ბევრი რამ მეცნობა. კიდევ ერთხელ, ისტორიის სატკივა-
რისთვის რომ თავი დაეღწია, ბელბო წერდა და სხვისი ცხოვრე-
ბით ცხოვრობდა.
სენ-ჟერმენის დაბრუნება.doc
უკვე ხუთი საუკუნეა, რაც ყოვლისშემძლის შურისმაძიებელ-
მა ხელმა შორეული აზიიდან ამ მიწაზე გადმომაგდო. შიშს, მარ-
ტოობას, სიკვდილს თან ვატარებ. ახლა უკვე გეგმის ნოტარიუსი
ვარ, თუმცა სხვებმა ეს არ იციან. უარესსაც მოვსწრებივარ...
წმინდა ბართლომეს ღამის მოწყობა ბევრად მეტი წვალება და-
მიჯდა, ვიდრე ის, რასაც ახლა ვაწყობ. რატომ მეღიმება ამ სატა-
ნური ღიმილით? მე ვარ, რომელიც ვარ, თუ წყეულმა კალიოს-
ტრომ ეს უკანასკნელი უფლებაც არ წამართვა.
მაგრამ გამარჯვება ახლოა. როცა კელი ვიყავი, სოაპეზმა
ყველაფერი მასწავლა ლონდონის კოშკში. მაზიარა საიდუმ-
ლოს, როგორ უნდა გახდე სხვა.
ეშმაკური ხრიკებით გამოვამწყვდევინე ჯუზეპე ბალზამო
სან-ლეოს ციხესიმაგრეში და მის საიდუმლოებებს
დავეპატრონე. გავქრი, როგორც სენ-ჟერმენი და ახლა ყველას
გრაფი კალიოს-ტრო ვგონივარ.
ცოტა ხნის წინ ჩამოჰკრა შუაღამემ ქალაქის საათებზე. რა
არაბუნებრივი სიმშვიდეა. არ ვენდობი ამ სიჩუმეს. ბრწყინვალე
საღამოა, თუმცა ცივი და მთვარეც ყინულის სითეთრით კაშკა-
შებს და ანათებს ძველი პარიზის ჩიხებს. შეიძლება, საღამოს ათი
საათი იყოს: ბლექ ფრაიერსის სააბატოს სამრეკლომ ცოტა ხნის
წინ ნელა ჩამოჰკრა რვაჯერ. ქარი შემზარავად აღ-

737
რჭიალებს სახურავებზე ფლუგერებს. ცა მძიმე ღრუბლებით
იფა-რება.
კაპიტანო, ზევით მივიწევთ? პირიქით, ვიძირებით.
ჯანდაბა! მალე "პატნა" ცხვირით წავა ფსკერისკენ, გადახტი,
კანაფის ჯო, გადახტი... თხილისხელა ბრილიანტს გავიღებდი,
ოღონდ ამ სა-შინელებისთვის დამეღწია თავი... ქარს
გაუმკლავდი, საჭე დაიჭირე, აფრა და იალქანი გაასწორე,
ქვევით ნამდვილი უბე-დურების ქარი სისინებს.
საკუთარი კბილების ღრჭიალი მზარავს და სიკვდილის
ფერი მადევს ცვილივით სახეზე. მომწვანო სიფითრე.
როგორ მოვხვდი აქ? მე, თავად შურისძიების განსახიერება?
ჯოჯოხეთის სულებს ზიზღით გაეცინებათ იმ არსების
ცრემლების დანახვაზე, რომლის ხმაც ოდესღაც შიშის ზარს
სცემდათ ცეც-ხლიანი უფსკრულის სიღრმეში.
აი, ჩირაღდანიც.
რამდენი საფეხური ჩავიარე, სანამ ამ ჯურღმულში აღმოვ-
ჩნდებოდი? შვიდი? ოცდაჩვიდმეტი? თითოეული ქვა,
რომელსაც ფეხი დავადგი, თითოეული ჩემი ნაბიჯი რაღაც
იეროგლიფს მა-ლავს. როცა მათ მივაგნებ, ჩემს მიმდევრებს
საიდუმლო გაემხი-ლებათ. შემდეგ კი მხოლოდ მისი წაკითხვა
იქნება საჭირო, ის იქნება გზავნილის გასაღები, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ შედგომილთ გაუმხელს, რა არის ენიგმა.
ენიგმასა და მის ამოხსნას შორის მცირე მანძილია. მის კაშ-კაშა
შუქში გამოიკვეთება იეროგრამა, რომლის მიხედვითაც ლოცვაში
გაჟღერდება შეკითხვა. ამის შემდეგ კი ყველასთვის ხილული
გახდება საფარი, საბურველი, სუდარა, ეგვიპტური გო-ბელენი,
რომელიც პენტაკულუმს ფარავს. იქიდან გამოდის სი-ნათლე,
ცხადდება პენტაკულუმის იდუმალი შინაარსი, კაბალის-

738
ტური შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ბევრს არ შეუძლია
და მეხივით მქუხარე ხმა გააცხადებს, რომელია მიუწვდომელი
ნიშანი. ოცდათექვსმეტ უხილავს მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა, საწმისის შინაარსის განმარტება, რომლის აზრი მხო-ლოდ
ჰერმესის შვილებს გაემხილა, მხოლოდ მათ მიეცა დაცინ-ვის
ბეჭედი, ნიღაბი - მის უკან იმალება სახე, რომლის გამოჩენა-საც
ისინი ცდილობენ, მისტიკური რებუსი, დიადი ანაგრამა...
სატორ არეპო! - ისე ვღრიალებ, რომ ჩემი ხმა აჩრდილსაც
გულს გაუხეთქავდა. სატორ არეპო მიატოვებს ბორბალს, რო-
მელსაც მკვლელის ხელებით ჩაბღაუჭებია და გამოჩნდება, მზა-
დაა ბრძანების შესასრულებლად. ვცნობ მას... ისედაც
ვხვდებო-დი, ვინც იქნებოდა. ლუჩიანოა, ხეიბარი
ექსპედიტორი, რომელ-საც "უცნობმა მმართველებმა" დაავალეს
ჩემი ბინძური და სის-ხლიანი აღსრულება.
სატორ ალეპო, - მივმართავ დაცინვით, - იცი, რა საბოლოო
პასუხი იმალება დიად ანაგრამაში?
არა, გრაფო, - მპასუხობს დაუფიქრებლად. - თქვენგან ველი
ამ პასუხს.
ჯოჯოხეთური ხარხარი ამომსკდება ბაგეებიდან და ძველ
თა-ღებს დაირბენს.
სულელო! მხოლოდ ნამდვილმა შედგომილმა იცის, რომ არ
იცის!
კარგი, ბატონო, - მონურად პასუხობს ხეიბარი. - როგორც
ინებებთ. მზად ვარ.
კლინიანკურის ბინძურ სარდაფში ვართ. ამ საღამოს უნდა
დაგსაჯო, პირველ რიგში, შენ, რომელმაც დანაშაულის კეთილ-
შობილ ხელოვნებას მაზიარე. შენზე უნდა ვიძიო შური, რადგან
თვალთმაქცობ, ვითომ გიყვარვარ და, რაც ყველაზე უარესია,

739
თვითონ გჯერა ამის. შური უნდა ვიძიო შენზეც და იმ უსახელო
მტრებზეც, ვისთან ერთადაც მომავალ უქმეებს გაატარებ. ლუ-
ჩიანო, ჩემი დამცირების უხერხული მოწმე, დამეხმარება ამაში
და მერე თვითონაც მოკვდება.
სარდაფის იატაკზე ჭაა გაჭრილი, რომელიც ერთგვარ რე-
ზერვუარს უერთდება, სათავსს, მიწისქვეშა ფაშვს, სადაც
უხსო-ვარი დროიდან კონტრაბანდულ საქონელს ინახავდნენ.
ეს ნეს-ტიანი, წვირიანი სარდაფი პარიზის კანალიზაციის
გვირაბებს - დანაშაულის ლაბირინთს - ესაზღვრება. ძველი
კედლები ვერ აკავებს ენით აღუწერელ სიმყრალეს, საკმარისია,
ბოროტებაში ჩემმა მარჯვენა ხელმა, ლუჩიანომ, ნახვრეტი
გააკეთოს კედელ-ში, რომ წყალი იხუვლებს და წამში
დატბორავს სარდაფს, დაფ-ხავებულ კედლებს ჩამოშლის და
საწყობს საკანალიზაციო სის-ტემას მიუერთებს, სადაც
გახრწნილი ვირთხები ტივტივებენ, წყლის შავი ზედაპირი კი,
რომელიც ჭიდან ჩანს, სიკვდილის ბნელ კარიბჭედ იქცევა:
შორს, შორს სენაა, იმის იქით კი - ზღვა...
ჭაში თოკის კიბე ეშვება. ლუჩიანო წყლის ზედაპირამდე ჩა-
დის და იქ ჩერდება. ცალი ხელით მთელი ძალით ეჭიდება
კიბის ზედა საფეხურს, მეორეში დანა უჭირავს, მესამით კი
მზადაა, მსხვერპლს სწვდეს.
მოიცადე და ნახე, რა მოხდება... - ვეუბნები.
დაგარწმუნე, ჩამოგეშორებინა ყველა ნაიარევიანი მამაკა-ცი...
ჩემთან წამოდი, ჩემი გახდი სამუდამოდ, თავიდან მოვიშო-როთ
ზედმეტი ხალხი, ვიცი, რომ არ გიყვარს ისინი, თავად მით-ხარი,
მე, შენ და მიწისქვეშა დინებები დავრჩებით მხოლოდ.
შემოხვედი, ქედმაღალი, როგორც ვესტალი ქალი და თან
მოკუნტული, როგორც კუდიანი - ჯოჯოხეთური ხილვა, ასწლო-

740
ვანი სიმშვიდის დამარღვეველი და ნდომით გულ-მუცლის
დამ-სერავი, თვალისმომჭრელი მულატი ქალი, ჩემი
დამღუპველი. დაკრუნჩხული ხელებით შემოვიფხრეწ
ბატისტის პერანგს, საკუ-თარი ფრჩხილებით დავიტოვებ კანზე
სისხლიან ნაკვალევს და აუტანელი სიმხურვალე ამიწვავს
გაყინულ ბაგეებს. ყრუ ხროტი-ნი მოაღწევს ჩემი სულის
ყველაზე ღრმა კუნჭულებიდან და დაკ-რეჭილ კბილებს შორის
გამოსკდება ჩემი არსი, ტარტაროზის მიერ ამონთხეული
კენტავრი, უხმოდ გასრიალდება ჰაერში სა-ლამანდრა, ღმუილს
ვიხშობ და გიახლოვდები ბოროტი ღიმი-ლით.
ჩემო ძვირფასო, ჩემო სოფია, - გეუბნები შემპარავად, ასე
ლაპარაკი მხოლოდ "ოხრანკის" იდუმალ უფროსს შეუძლია. -
მოდი, გელოდი, ერთად შევერთოთ სიბნელეს და დავიცადოთ...
შენ კი იცინი, ქლესა, ცბიერი თითქოს რაღაცას ელი, მსუყე
მემ-კვიდრეობას, ძვირფას ნადავლს, "ოქმების" ხელნაწერს, რო-
მელსაც მეფეს მიჰყიდი... როგორ მალავ ამ ანგელოზის სახის
მიღმა ეშმაკის ბუნებას, მოკრძალებულად შეფუთულს მაგ ან-
დროგინული ლურჯი ჯინსითა და თითქმის გამჭვირვალე
მაისუ-რით, რომელიც ლილელი ჯალათის მიერ შენს ქათქათა
კანზე ამოშანთულ სირცხვილის შროშანს გიფარავს!
აი, პირველი ბრიყვიც გამოჩნდა, რომელსაც ხაფანგში შე-
ვიტყუებ. ძლივს ვარჩევ მის ნაკვთებს თავზე წამოფარებულ
კა-პიუშონში. პროვენელი ტამპლიერების ნიშანს მიჩვენებს.
სოაპე-ზია, ტომარის ჯგუფის შიკრიკი.
გრაფო, - მეუბნება, - დრო მოვიდა. ძალიან დიდხანს დავე-
ხეტებოდით ქვეყნად უგზოუკვლოდ. თქვენ გაქვთ გზავნილის
ბოლო ნაწილი, მე კი ის, რომლითაც ოდესღაც დაიწყო დიდი
თამაში. გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, დანარჩენებს...

741
მის სათქმელს მე ვამთავრებ: - დანარჩენებს კი ჯანდაბამდე
გზა ჰქონიათ... მიდი, ძმაო, მანდ, ოთახის შუაში, ზარდახშა დგას
და მასში დევს ის, რასაც მრავალი საუკუნეა, დაეძებ. სიბნელის
ნუ შეგეშინდება, სიბნელე ჩვენი მტერი კი არა, მცველია.
სულელი, მიჯერებს და ხელის ცეცებით მიიწევს ბნელში.
უცებ რაღაც ყრუ ხმა ისმის. უგუნური ჭაში ვარდება, წყლის
ზედაპირ-თან დადარაჯებული ლუჩიანო სწვდება და წამში
გამოსჭრის ყელს ბასრი ხანჯლით. სისხლი თქრიალით
გადმოსკდება პირ-დაფჩენილი ჭრილობიდან და
მიწისქვეშეთის ხთონური სიმყრა-ლის ბუყბუყში ინთქმება.
კარზე კაკუნია.
შენ ხარ, დიზრაელი?
დიახ, - მპასუხობს უცნობი, რომელშიც ჩემი მკითხველები
ინგლისური ჯგუფის დიდ მაგისტრს ამოიცნობენ,
ძალაუფლების მწვერვალზე ასულს, მაგრამ მარად
დაუკმაყოფილებელს. ამ-ბობს:
My Lord, it is useless to deny, because it is impossible to
conceal, that a great part of Europe is covered with a network of
these secret societies, just as the superficies of the earth is now
being covered with railroads...182
როგორც მახსოვს, ეგ უკვე მოახსენე თემთა პალატას 1856
წლის 14 ივლისს. საქმეზე გადავიდეთ.

"ჩემო ბატონო, უარყოფას აზრი აღარ აქვს, რადგან შეუძლე-ბელია


დამალვა, რომ ევროპის დიდი ნაწილი ისეა დაფარული ამ საიდუმლო
საზოგადოებებით, როგორც დედამიწის ზედაპი-რის დიდი ნაწილი -
სარკინიგზო ქსელით..." (ინგ.)

742
ბეკონის მიმდევარი იუდეველი კბილების ღრჭიალით აგრძე-
ლებს:
მეტისმეტად ბევრნი არიან. ოცდათექვსმეტი უხილავი ახლა
სამას სამოცი გახდა. ორზეც გაამრავლე - შვიდას ოცი. ამას ას
ოცი წელი გამოაკელი, რომლის ბოლოსაც კარიბჭე უნდა გაიხ-
სნას და მიიღებ ექვსასს, რამდენიც ბალაკლავის შეტევის დროს
იყვნენ.
ეშმაკივით გამჭრიახია, რიცხვთა იდუმალ მეცნიერებას მის-
თვის საიდუმლო აღარ დარჩენია.
მერე?
მერე ის, რომ ჩვენ ოქრო გვაქვს, შენ - რუკა. გავერთიანდეთ
და ვერავინ დაგვამარცხებს.
მედიდურად მივუთითებ ზარდახშაზე. ვნებით ანთებული
მიაშურებს სიბნელეს და ჭაში ვარდება.
კვლავ შემზარავად გაისრიალებს ლუჩიანოს ხანჯალი და
წყვდიადში ვხედავ ინგლისელის თვალებში სიკვდილის
გაელვე-ბას. სამართალი აღსრულებულია.
მესამეს ველი, ფრანგი როზენკროიცერების კაცს, მონფოკონ
დე ვილიარს, რომელიც მზადაა, გასცეს თავისი სექტის
საიდუმ-ლო, უკვე გაფრთხილებული ვარ ამის შესახებ.
გრაფი გაბალისი გახლავართ, - წარმომიდგა. მატყუარა.
რამდენიმე სიტყვა მჭირდება, რომ ისიც თავისი ბედისწერის
გზას გავუყენო. ჭაში ვარდება და ლუჩიანო, სისხლით გაუმაძღა-
რი, კვლავ ერთგულად აღასრულებს საკუთარ მოვალეობას.
ბნელში მიღიმი და მეუბნები, რომ ჩემი ხარ, მაშასადამე, ჩემი
საიდუმლო შენი გახდება. მოიტყუე, მოიტყუე თავი, შეკინას მა-
ხინჯო კარიკატურავ. ჰო, შენი სიმონე ვარ, მაგრამ მოიცადე,
მთავარი არ იცი. და როცა გაიგებ, აღარაფერი გეცოდინება.

743
რაღა დავამატო? რიგრიგობით შემოდიან დანარჩენებიც.
პადრე ბრეშანიმ შემატყობინა, რომ გერმანელი ილუმინატე-
ბის სახელით ბაბეტ ინტერლაკენელი მოვიდოდა, ვაისჰაუპტის
შვილთაშვილი, შვეიცარიული კომუნიზმის დიდი ქალწული,
ლოთობაში, ძარცვასა და სისხლისღვრაში გაზრდილი, რომელ-
საც ბადალი არ ჰყავდა საიდუმლოთა გამოძალვაში. ბაბეტს
ლუ-ქის გაუტეხავად გრაგნილების გახსნა და თავისი სექტის
მითი-თებების მიხედვით, შხამების დამზადებაც შეელო.
შემოდის დანაშაულის მშვენიერი დიდოსტატი, ყმაწვილი დე-
მონი, თეთრი დათვის ბეწვში გახვეული. გრძელი, ფაფუკი ქერა თმა
მოუჩანს ბეწვის ქუდიდან, მედიდური მზერა და სარკასტული
ღიმილი აქვს. მასაც სიკვდილის გზას გავუყენებ, სხვებივით.
ოჰ, ენის ირონია... ამ ნიჭს ბუნება გვჩუქნის ჩვენი სულის
საიდუმლოთა დასაფარავად...
ილუმინატი ქალიც წყვდიადის მსხვერპლი ხდება.
შემზარავი წყევლა ისმის ჭიდან, სანამ ლუჩიანო სამჯერ
დაუტრიალებს ხან-ჯალს გულში. D é j à vu, d é j à vu...
ნილუსის ჯერია. წამით დაიჯერა, რომ განძიც ხელთ ჰქონდა
და რუკაც. ბინძურო, გარყვნილო ბერო, ანტიქრისტე გინდოდა?
ახლა შენ წინაა და ვერ ცნობ? მასაც სხვებივით ხახადაფჩენილი,
მუხთალი, გაუმაძღარი ხაფანგისკენ გავუყენებ გზას. ლუჩიანო
ჯვრის ფორმაზე გაუფატრავს მუცელს ნილუსს და ისიც სამუდა-
მოდ ჩაინთქმება მარადიული ძილის სამეფოში.
როგორმე შემდეგი მსხვერპლის მრავალსაუკუნოვან უნდობ-
ლობასაც უნდა მოვერიო. ეს სიონის ბრძენია, როგორც თავად
ამბობს, თვით აჰასფერი, მარადი ურია, ჩემსავით უკვდავი. არ
მენდობა, გაქონილი ღიმილი აფენია ბაგეებზე, წვერი კი პრაღის
სასაფლაოზე მსხვერპლად შეწირული ქრისტიანების სისხლით

744
გაჟღენთია. ეშმაკობით უნდა ვაჯობო. ვარწმუნებ, რომ
ზარდახ-შაში მხოლოდ რუკა არაა, რომ იქ ალმასებიცაა. კარგად
ვიც-ნობ, ვიცი, რა ძალაც აქვს ალმასს ამ ღვთისმკვლელი
მძორის-თვის. ხარბად მიაშურებს საკუთარ სიკვდილს და
სულის ამოს-ვლამდე იმ თავისი ბოროტი, შურისმაძიებელი
ღმერთის სახელს ბღავის, ჰირამივით განგმირული. მალე კი
ღვთისგმობასაც ვე-ღარ შეძლებს, რადგან საკუთარი ღმერთის
სახელიც აღარ ამოუვა პირიდან.
როგორ ვცდებოდი, როცა მეგონა, რომ დიდი საქმე დავასრუ-
ლე.
თითქოს ქარი დაუბერავს და სარდაფის კარს აღებს. ზღურ-
ბლზე მოქუფრული არსება დგას, გახევებული ხელები გულზე
დაუკრეფია და მზერა გაშეშებია. ძნელია, დამალოს საკუთარი
ვინაობა: თავისი ორდენის შავი სამოსი აცვია.
ლოიოლა! - ვყვირი. მაგრამ მეშლება.
ის ხელს აღმართავს, თითქოს კურთხევას აპირებსო:
- არ ვარ ის, ვინც ვარ, - ამბობს ღიმილით, რომელსაც ადა-
მიანური აღარაფერი შერჩენია.
მართალია, მუდამ ეს იყო მათი ტექნიკა: ხანდახან საკუთარ
თავთანაც უარყოფენ თავიანთ არსებობას, ხან კი თავიანთ ორ-
დენს განადიდებენ უვიცთა შესაშინებლად.
ჩვენ არასოდეს ვართ ის, რაც თქვენ გგონიათ, ბელიალის
შვილნო (ამბობს ეს მეფეთა მაცდუნებელი). მაგრამ შენ, სენ--
ჟერმენ...
რა იცი, ვინ ვარ? - ვეკითხები შეშფოთებული.
მუქარით იღიმება:
ჯერ კიდევ მაშინ გიცნობდი, როცა პოსტელის სარეცლისგან
ჩემს მოშორებას ცდილობდი, როცა აბატი ჰერბლის სახელით

745
ბასტილიაში შენს ერთ-ერთ ინკარნაციაში დაგეხმარე (ოჰ,
დღემდე ვგრძნობ სახეზე იმ რკინის ნიღაბს, რომლის ტარებაც
ორდენმა მომისაჯა კოლბერის დახმარებით!). მაშინ გაგიცანი,
როცა შეთქმულების მახეს ხლართავდი ჰოლბახთან და კონ-
დორსესთან ერთად...
როდენ! - ვყვირი, თითქოს რაღაცამ გონება გამინათა.
დიახ, როდენი ვარ, იეზუიტთა საიდუმლო გენერალი. რო-
დენი, რომელსაც ადვილად ვერ მოატყუებ და სხვებივით იმ
ჭაში ვერ ჩაუძახებ. იცოდე, სენ-ჟერმენ, რომ არ არსებობს დანა-
შაული, უხამსობა, მზაკვრობა, მახე ან ხაფანგი, რომ თქვენზე
ადრე არ გამოგვეგონოს, იმ ჩვენი ღმერთის სადიდებლად, რო-
მელიც მიზნით ამართლებს საშუალებას! რამდენი გვირგვინო-
სანი თავი დაგვიგორებია უგრძეს ღამეებში, რომლებსაც გათე-
ნება არ ეწერა... რამდენი მოხდენილი, დახვეწილი ხრიკი გა-
მოგვიგონია, რომ სამყაროზე ბატონობა მოგვეპოვებინა... და
ახლა გინდა, ხელი შეგვიშალო? ახლა, როცა ერთი ნაბიჯი გვა-
შორებს მიზანს, გინდა, წაგვგლიჯო ის საიდუმლო, რომელიც
ხუ-თი საუკუნეა, მსოფლიოს ისტორიას ამოძრავებს?
როდენი შემზარავი შესახედავია. ყველა ის სისხლისმსმელი,
ღვთისმგმობი, მკრეხელური, ამბიციური ინსტინქტი, რომელიც
აღორძინების ეპოქის პაპებს ახასიათებდა, ახლა იგნატიუსის
შვილის ამ სახეში ამოხეთქილა. კარგად ვხედავ: მბრძანებლო-
ბის დაუოკებელი წყურვილი აჩუხჩუხებს მის ბინძურ სისხლს,
ცხელი ოფლი ასხამს და გულისამრევი, მყრალი ორთქლის
ღრუბელივით ეხვევა მის სხეულს. როგორ უნდა დავამარცხო
ეს უკანასკნელი მტერი? უცებ მოულოდნელი აზრი მებადება,
რო-მელიც მხოლოდ მას შეიძლება დაებადოს, ვისთვისაც ადა-

746
მიანის სული ხელისგულივით თვალსაჩინო, გადაშლილი
წიგნი-ვით ნათელია.
შემომხედე, - ვეუბნები. - მეც ვეფხვი ვარ.
ხელის კვრით გიბიძგებ ოთახის შუაგულისკენ, მაისურს გაგ-
ლეჯ, ნაკუწებად ვაქცევ იმ მოტმასნილ ჯავშანს, რომელიც ქარ-
ვისფერ მუცელს გიფარავს. კარის ღრიჭოში შემოღწეული მთვა-
რის მკრთალი შუქი განათებს მხოლოდ, წამოიმართები, ადამის
დამღუპველ გველზე მშვენიერი, მედიდური და ავხორცი, ქალწუ-
ლი და მეძავი, მხოლოდ შენივე სიშიშვლით შეიარაღებული.
ეგვიპტური საბურვლის ქვეშ სქელი, სილურჯედაკრული შავი
თმა გიჩანს და ძუძუები გამჭვირვალე აბრეშუმის ქვეშ გიცახცა-
ხებს. პატარა, ამობურცულ, ჯიუტ შუბლს ოქროს გველი გიმშვე-
ნებს, რომელსაც ზურმუხტის თვალები და ლალებით მოოჭვილი
სამკაპი ენა უბრწყინავს. შავ ტუნიკაზე ვერცხლისფრად ლივლი-
ვებენ მარგალიტებით ამოქარგული შიშის მომგვრელი ირისები.
პრიალა, უთმო ბოქვენი ქანდაკების სიშიშვლით ელვარებს და
დაბურცული ძუძუსთავები, თითქოს შენი მალაბარელი მონაქა-
ლის ფუნჯით იმავე ალისფრით დაფერილი, რომლითაც თვალ-
წარმტაცი შენი ტუჩები, ჭრილობასავით მიმზიდველი!
როდენს სუნთქვა უხშირდება. დიდი ხნის თავშეკავება, ძალა-
უფლებაზე ოცნებაში გატარებული ცხოვრება აუტანლად უძ-
ლიერებს ჟინს. ამ მშვენიერი, დემონივით შავთვალა, მრგვალ-
ძუძუებიანი, სურნელოვანთმიანი, ქათქათა და უსირცხვილო დე-
დოფლის წინაშე თავს ვეღარ იკავებს, ახრჩობს მისი შეხების,
მოფერების წყურვილი, ხორცი უფეთქდება, ცახცახებს, როგორც
ტყის კაცი, ნარცისის მიერ შეჩვენებულ წყალში არეკლილ შიშ-ველ
ნიმფას რომ უთვალთვალებს. უკნიდან ეცემა შუქი, მაგრამ
ვგრძნობ მის გამომეტყველებას, თითქოს მედუზასავით გახევე-

747
ბულა, დათრგუნვილი მამაკაცურობის ჟინში ჩაკირულა და ახ-
ლა, როცა მისი აღსასრული მოახლოებულა, აღგზნება ხორცს
უშანთავს და ისეა დაძაბული, როგორც მოზიდული მშვილდი,
რომელიც ბოლოს ვეღარ უძლებს და ტყდება.
როდენი მიწაზე ემხობა და ხელგაწვდილი მიფორთხავს ქა-
ლისკენ, თითქოს სასწაულმოქმედი ელექსირის ერთ წვეთს ეხ-
ვეწება გადასარჩენად.
რა მშვენიერი ხარ! - სასოწარკვეთილი ხრიალი ამოსდის
ყელიდან. - ეგ დედალი მგლის პაწაწინა კბილები, თეთრად
რომ ელვარებენ ოდნავ გახსნილი ალისფერი ბაგეებიდან... ეგ
ვეებერთელა ზურმუხტისფერი თვალები, ხან ბრიალა და ხან
მიბნედილი... ავხორცო დემონო...
რა ქნას უბედურმა... მოლურჯო ქსოვილს ნაზად შეარხევ
მრგვალი თეძოებით და ბოქვენს წინ გამოსწევ, რომ "ფლიპერი"
ბოლომდე გააგიჟო...
გემუდარები, ჩემი გახდი, - გეხვეწება როდენი, - მხოლოდ
ერთი წამით... წამიერი ტკბობით მაინც გამილამაზე ბოროტი
ღმერთის სამსახურში გალეული ცხოვრება, წამიერი ტკბობით
მაინც დამიცხრე მარადიული ალი, უხსოვარი დროიდან რომ
მდაგავს. გთხოვ, შემეხე მაგ ბაგეებით, ანთინეა, მარიამ მაგდა-
ლინელო, შენ, რომელზეც ვოცნებობდი მაშინ, როცა ღვთიური
გზნებით მიბნედილ წმინდანთა სახეებს ვუყურებდი, შენ, რო-
მელთანაც ფიქრით ვცოდავდი, როცა ფარისევლურად ვეთაყვა-
ნებოდი უმანკო ქალწულს... ჰოი, ქალბატონო, მზესავით
ბრწყინვალევ, მთვარესავით ლიცლიცავ, შენ წინაშე უარვყოფ
ღმერთსაც, წმინდანებსაც და თავად რომის პონტიფიკუსსაც,
ლოიოლასაც კი ზურგს ვაქცევ და ორდენის წინაშე დადებულ

748
აღთქმასაც განვუდგები, ოღონდ ერთხელ მაკოცე და დაე მიმი-
ბაროს სიკვდილმა!
მუხლებზე წამოიმართა და კიდევ ცოტათი გაჩოჩდა წინ, ტუ-
ნიკა ბარძაყებზე წამოეწია და მიუღწეველი ბედნიერებისკენ
გაიწოდა აკანკალებული ხელი. უცებ უკან გადავარდა და თვა-
ლები გადმოკარკლა. საშინელმა კრუნჩხვამ დაუმახინჯა ნაკ-
ვთები, თითქოს გვამს ელექტროსადენი მიუერთესო. პირზე მო-
ლურჯო ქაფი მოადგა და სისინა, ყრუ ხმა ამოუვიდა ხორხიდან
ცოფიანივით, რადგან ამ შემზარავ სენს, სატირიაზს, რომლითაც
ავხორცები ისჯებიან (როგორც შარკო შენიშნავს დაავადების
აღწერაში), იგივე სიმპტომები აქვს, რაც ცოფს.
ეს აღსასრულია. როდენი ერთს გადაიხარხარებს გიჟივით და
უსულოდ ენარცხება მიწაზე, გვამური გაშეშების ცოცხალი
ნიმუ-ში.
სულ ერთ წამში ჭკუიდანაც შეიშალა და შეჩვენებულმაც და-
ლია სული.
ფეხის კვრით ფრთხილად მივაჩოჩე სხეული ჭამდე, რომ
პრიალა ჩექმების წვეტები ჩემი უკანასკნელი მტრის
ძუნძგლიან ანაფორაზე არ გამესვარა.
ლუჩიანოს მსახვრალი მახვილი საჭირო აღარაა, მაგრამ ჯა-
ლათი თავს ვერ იკავებს, შემზარავად ხარხარებს და უსულო
გვამს გაუყრის დანას.
ახლა ჭისკენ მიმყავხარ ნელ-ნელა... კისერსა და კეფაზე გე-
ფერები და როცა წინ იხრები, რომ დაინახო, რა ხდება ქვევით,
გეკითხები:
- კმაყოფილი ხარ შენი როკამბოლით, ჩემო მარად მიუწვდო-
მელო სიყვარულო?

749
ჟინიანად მიქნევ თავს და დამცინავად იღიმები. ამ დროს
მთელი ძალით გიჭერ ყელში ხელს... რა ხდება, საყვარელო?
არავითარი სოფია, დიახ, გკლავ, ახლა ჯუზეპე ბალზამო ვარ და
აღარ მჭირდები.
არქონტების საყვარელი ხროტინებს, სულს ღაფავს, ჭაში
ვარდება და ლუჩიანო ალესილი დანის პირით დაასრულებს ჩე-
მი ხელით დაწყებულ საქმეს. მაშინ ვეუბნები:
ახლა შეგიძლია, ამოხვიდე, მეგობარო, ჩემო დაწყევლილო
სულო.
ლუჩიანო ჭიდან ამოდის. როცა, მოკუნტული, ზურგს მაქცევს,
უხმაუროდ შევუსრიალებ ბეჭებს შორის სამკუთხაპირიან სტი-
ლეტს, ისე მოხდენილად, რომ ჭრილობაც არ ეტყობა.
ჭაში ვარდება. სარქველს ვხურავ და სარდაფიდან გამოვდი-
ვარ, სანამ რვა გვამს შატლისკენ მიაცურებს წყალი არხებით,
რომელთა შესახებ მარტო მე ვიცი.
ჩემს უბანს ვუბრუნდები სენტ-ონორეში. სარკეში ვიყურები
და ვფიქრობ: "ახლა მე ვარ სამყაროს მეფე. ჩემი კოშკიდან
ვმართავ მსოფლიოს". ხანდახან საკუთარი ძალა თავბრუს მახ-
ვევს. ენერგიას ვმართავ და ძალაუფლება მათრობს.
ვაი, რომ შურისძიება არავისთვის იგვიანებს. რამდენიმე თვის
შემდეგ ტომარის ციხის ყველაზე ბნელ კრიპტაში მიწისქვე-შა
დინებათა საიდუმლოს მპყრობელი, "უხილავი ოცდათექვსმე-ტის"
წმინდა ადგილების ერთადერთი მცოდნე, ტამპლიერთაგან
უკანასკნელი და ყველა უცნობი მმართველის უცნობი მმართვე-
ლი ვირთავ სესილიას, ყინულისმზერიან ანდროგინს, რომლის-
განაც ვეღარაფერი დამაშორებს. მრავალი საუკუნის შემდეგ და-
ვიბრუნე იგი, მას შემდეგ, რაც საქსოფონიანმა კაცმა წამართვა
მისი თავი. ახლა სესილია მერხის საზურგის კიდეზე დააბიჯებს,

750
ცისფერი და ქერა და დღემდე არ ვიცი, რა იმალება მისი ჰაერო-
ვანი კაბის ქვეშ.
კაპელა კლდეშია გამოკვეთილი, საკურთხეველი შემკულია
ქსოვილით, რომელზეც ჯოჯოხეთში ცოდვილთა ტანჯვაა
გამოსა-ხული. თავზე კაპიუშონდაფარებული, მოქუფრული
ბერები გაიყოფიან და გამატარებენ, მაგრამ ჯერ არ ვშფოთავ,
იბე-რიული ფანტაზიით მოხიბლული.
მაგრამ უცებ... ღმერთო! ქსოვილი იწევა და მის უკან
(ავაზაკ-თა ბუნაგში გამოზრდილი ვიღაც არჩიმბოლდოს
გასაოცარი ნა-ხელავის იქით) მეორე კაპელა ჩნდება, რომელიც
ზუსტად იმეორებს იმას, სადაც ვიმყოფები. და იქ მეორე
საკურთხევლის წინაშე მუხლმოყრილ სესილიას ვხედავ, მის
გვერდით კი (ცივი ოფლი მიყინავს შუბლს და თმა ყალყზე
მიდგება) ნამდვილი ჯუ-ზეპე ბალზამო ამზეურებს
ამპარტავნულად თავის იარას! ბალზა-მო, რომელიც ვიღაცას
სან-ლეოს საპყრობილიდან გაუთავი-სუფლებია!
მე? ამ დროს ყველაზე მხცოვანი ბერი კაპიუშონს
გადაიხდის და ლუჩიანოს შემზარავ ღიმილს ვეფეთები. ვინ
იცის, როგორ გადაურჩა ცოცხალი ჩემს სტილეტს, როგორ
ამოვიდა კანალი-ზაციიდან, იმ სისხლს შერეული სიბინძურის
მორევიდან, რო-მელსაც მისი გვამი ოკეანის ფსკერისკენ უნდა
წეაეღო... ის კი ჩემ წინ დგას, მტრის მხარეს გადასული და
შურისძიების წყურვი-ლით ატანილი.
ბერები მოსასხამებს გადაიძრობენ. თოვლივით ქათქათა
ტუ-ნიკები მოსავთ, რომლებზეც ცეცხლოვანი ჯვრები
უგიზგიზებთ. პროვენის ტამპლიერები!
ხელს ჩამავლებენ და მაიძულებენ, უკან მივიხედო. ჯალათი
მიახლოვდება ორ მახინჯ დამხმარესთან ერთად. თავს რაღაც
751
ნახვრეტში გამაყოფინებენ და გავარვარებული შანთით პატიმ-რის
სამუდამო დამღას დამასვამენ. ბაფომეტის მხეცური ღიმი-ლი
სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს მხარზე და ვხვდები, რატომაც:
იმიტომ, რომ ბალზამო შევცვალო სან-ლეოში: დავიბრუნო ად-
გილი, რომელიც უხსოვარი დროიდან მე მეკუთვნოდა.
"კი მაგრამ, ასე ხომ ყველა მიცნობს... - ვფიქრობ. - რადგან
ახლა უკვე ყველას ის ვეგონები, ვინმე მაინც დამეხმარება, ჩემი
თანამზრახველები მაინც მომეშველებიან, შეუძლებელია,
ტუსა-ღი ისე შეცვალო, რომ ვერავინ შენიშნოს ეს, რკინის
ნიღბის დრო წავიდა … " ვცდებოდი! წამში ვხვდები ამას,
როგორც კი ჯა-ლათი თავს დამახრევინებს რკინის ჯამზე,
საიდანაც მომწვანო ორთქლი ამოდის... აჯასპი!
თვალებს მიხვევენ და სახეს იმ საშინელ სითხეში მაყოფინე-
ბენ. აუტანელი, მჭახე სუნი მცემს და ლოყებზე, ცხვირზე,
პირზე, ნიკაპზე კანი მეჭმუჭნება, დნება, ლღვება და სულ
რამდენიმე წამში, როცა თავს ამომაყოფინებენ, ჩემი ცნობა
შეუძლებელია: ათაშანგი, ყვავილი, რაღაც გამოუთქმელი,
უცხო, გულის ამრევი გამომსახვია სახეზე. და ისევ ციხეში
დავბრუნდები, როგორც ყველა გაქცეული, რომელმაც გაბედა
და თავი სამუდამოდ დაისახიჩრა, ოღონდ ვერავის ეცნო და
ციხეში არ დაბრუნებუ-ლიყო.
დამარცხებული, ვბღავი და დაღრეცილი პირიდან ერთადერ-
თი სიტყვა ამომდის, ამოსუნთქვა, იმედის ძახილი: - ხსნა!
მაგრამ ხსნა რისგან, ბებერო როკამბოლო? ხომ იცოდი, რომ
არც კი უნდა გეცადა, მთავარი გმირი გამხდარიყავი! შენივე
იარაღით დაისაჯე. მწერლებს დასცინოდი, ახლა კი - ხომ ხედავ
- თავად წერ და თავს იმით იმართლებ, რომ მანქანა გაქვს. თავს
იტყუებ, ვითომ მწერალი კი არა, მაყურებელი ხარ, რადგან ეკ-

752
რანზე ხედავ საკუთარ ნაწერს, თითქოს სხვისი იყოს. მაგრამ
შენც გაები მახეში და ახლა ცდილობ, როგორმე ქვიშაზე კვალი
დატოვო. მსოფლიო რომანის ტექსტის შეცვლა გაბედე და ახლა
ის რომანი თავის სიუჟეტში გითრევს, თავის ხლართებში,
იმაში, რაც შენ არ დაგიგეგმავს.
კანაფის ჯო, აჯობებდა, შენს კუნძულებზე დარჩენილიყავი
და მას მკვდარი ჰგონებოდი.

753
98

"ნაციონალ-სოციალისტების პარტია ვერ იტანდა საიდუმლო


საზოგადოებებს, რადგან თავად იყო საიდუმლო საზოგადოება,
თავისი დიდი მაგისტრით, რასისტული გნოსისით,
183
რიტუალები-თა და წევრად კურთხევის წესებით".
ვფიქრობ, სწორედ მაშინ გაგვისხლტა ხელიდან ალიე. ბელ-
ბომ ეს გამოთქმა იხმარა, მეტისმეტად გულგრილი ტონით. მე
ისევ მის ეჭვიანობას დავაბრალე. არ ამხელდა, მაგრამ მოსვენე-
ბას არ აძლევდა ალიეს გავლენა ლორენცაზე და ამის სანაც-
ვლოდ იმაზე წუწუნებდა, ალიეს სულ უფრო მეტი გავლენა
აქვს გარამონზეო.
ალბათ, ჩვენი ბრალიც იყო. ალიემ თითქმის ერთი წლის წინ
დაიწყო გარამონის მოთაფვლა, პიემონტში იმ ალქიმიური დღე-
სასწაულის შემდეგ. გარამონმა სსგ ავტორების კატალოგის
შედგენა მიანდო, რათა ახალი შესაძლო მსხვერპლი ეშოვა
"შიშველი ისისის" სერიისთვის. უკვე ყველანაირი გადაწყვეტი-
ლების მიღებამდე მას ეთათბირებოდა და ცხადია, ამაში ხელ-
ფასსაც უხდიდა.
გუდრუნი, რომელსაც პერიოდულად საგანგებო მისიით ვაგ-
ზავნიდით ხოლმე დერეფნის ბოლოში, შუშიანი კარის იქით, "მა-
ნუციოს" მოჯადოებული სამეფოს დასაზვერად, შეშფოთებული
გვეუბნებოდა, რომ ალიე პრაქტიკულად ჩასახლებულიყო ქალ-
ბატონი გრაციას კაბინეტში: წერილებს ჰკარნახობდა ქალს, გა-

183 Ren é Alleau, Les sources occultes du nazisme, Paris, Grasset,


1969, p. 214
754
რამონის კაბინეტში შეჰყავდა ახალი სტუმრები, მოკლედ (ამ
დროს აღელვებული გუდრუნის მეტყველებიდან ის ცოტაოდენი
ხმოვანიც უგზოუკვლოდ ქრებოდა, რომლებსაც სხვა დროს აქა--
იქ მაინც ურთავდა ლაპარაკში), გამომცემლობის ბატონ--
პატრონივით იქცეოდა. დროზე უნდა დავფიქრებულიყავით, რა-
ტომ უკირკიტებდა ალიე საათობით "მანუციოს" კატალოგებს.
საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ "შიშველი ისისის" სერიის-
თვის ახალი სსგ ავტორები გამოევლენა. არადა, არ ჩერდებო-და:
განაგრძობდა წერას, იბარებდა ხალხს, ეკონტაქტებოდა...
ჩვენც, კაცმა რომ თქვას, ხელს ვუწყობდით მის სრულ ავტონო-
მიას.
ბელბოს ხელს აძლევდა ეს სიტუაცია. რაც მეტ დროს გაატა-
რებდა ალიე გუალდის ქუჩაზე, ნაკლებად იქნებოდა ჩვენთან,
სინჩერო რენატოს ქუჩაზე, ამდენად, ნაკლები საფრთხე იყო,
რომ ლორენცა პელეგრინის გამოჩენისას - რომლის დანახვა-ზეც
ბელბო აშკარად და გულის ამაჩუყებლად გაბრწყინდებოდა
ხოლმე და აღარც ცდილობდა ამის დამალვას - "სიმონე" ნების-
მიერ წამს, მოულოდნელად შემოგვჭროდა ოთახში.
ალიეს გაპარპაშება დიდად არც მე მანაღვლებდა, რადგან
"შიშველი ისისი" თითქმის აღარ მაინტერესებდა და მთლიანად
ჩემს "მაგიის ისტორიაზე" ვიყავი გადართული. ვფიქრობდი,
რომ შეშლილი ავტორებისგან რის სწავლაც შეიძლებოდა, უკვე
ნას-წავლი მქონდა და ძალიანაც გამიხარდებოდა, თუ ახლა
ალიე მიხედავდა მათ.
არც დიოტალევი ღელავდა ამ ამბავზე, თუ გავითვალისწი-
ნებთ, რომ მას სამყარო თითქოს სულ უფრო ნაკლებად აინტე-
რესებდა. მაშინ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, მაგრამ ახლა
მაგონდება, რამდენჯერ დავდგომივარ თავზე თავის კაბინეტში,

755
ხელნაწერზე დახრილს, თითქოს რაღაცას მისჩერებია სიცა-
რიელეში და კალამი საცაა, ხელიდან გაუვარდებაო... ჩაძინებუ-
ლიც არაერთხელ მგონებია, არადა, უბრალოდ გაშტერებული
იყო ხოლმე.
მაგრამ სხვა მიზეზის გამოც გვაძლევდა ხელს, ალიე იშ-
ვიათად შემოსულიყო ჩვენთან. ასეც იქცეოდა: წამით შემოიხე-
დავდა, რომელიღაც დაწუნებულ ხელნაწერს დაგვიბრუნებდა
და მაშინვე გაუჩინარდებოდა ხოლმე. გვიხაროდა, რადგან არ
გვინდოდა, ჩვენი ლაპარაკი მოესმინა. ვინმეს რომ ეკითხა, რა-
ტომ არ გინდათო, ვეტყოდით, გვრცხვენია, ჩვენი ბოდვა არ მო-
ისმინოსო, ან იმიტომ, რომ არ გვინდა, ვაწყენინოთო: ჩვენ ხომ
დავცინოდით იმ მეტაფიზიკას, რომლისაც მას მართლა სჯერო-
და. მაგრამ ეს ტყუილი იყო. იმიტომ არ გვინდოდა, რომ არ ვენ-
დობოდით, ნელ-ნელა ბუნებრივად გვიპყრობდა კონფიდენ-
ციალურობის მოთხოვნილება, იმ ადამიანს რომ ახასიათებს,
რომელიც ფიქრობს, საიდუმლოს ვფლობო. ჩვენდა უნებურად,
ალიეს დილეტანტების ჯგუფში ვუკარით თავი. ჩვენ კი, ნელ--
ნელა, სულ უფრო ნაკლებს ვიცინოდით საკუთარ თავზე და სე-
რიოზულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ფარდას ვხდიდით ჩვენსავე გამონა-
გონს. ერთხელ დიოტალევიმ გაიცინა, ახლა, როცა ნამდვილი
სენ-ჟერმენი გვყავს, გამოგონილი სენ-ჟერმენი რაღაში გვჭირ-
დებაო!
ალიე თითქოს არ იმჩნევდა ჩვენს გაუცხოვებას. თავაზიანად
მოგვესალმებოდა ხოლმე და გაუჩინარდებოდა. მისი თავა-
ზიანობა ქედმაღლობას უფრო ჰგავდა.
ერთხელ, ორშაბათ დილით, სამსახურში გვიან მივედი. ბელ-
ბომ მაშინვე რაღაცნაირი მოუთმენლობით მიხმო თავისთან,
დიოტალევისაც დაუძახა.

756
- დიდი სიახლეებია, - გვაუწყა. ის იყო, ლაპარაკი უნდა დაეწ-
ყო, რომ ლორენცა შემოვიდა. ბელბოს გაუხარდა მისი დანახვა,
მაგრამ თან ერთი სული ჰქონდა, ჩვენთვის თავისი აღმოჩენა
გაეზიარებინა. ამ დროს კაკუნი მოგვესმა და ალიემ შემოიხედა:
არ მინდა შეგაწუხოთ... გთხოვთ, დაბრძანდით. ასეთ საამო
შეკრებას ხელს ვერ შევუშლი. მხოლოდ ძვირფასი ლორენცას-
თვის მინდოდა მეთქვა, რომ იქით ვარ, ბატონ გარამონთან.
იმე-დია, უფლებას მომცემს, ალუბლის ლიქიორზე დავპატიჟო
სადი-ლამდე, ჩემს კაბინეტში.
მის კაბინეტში. ამან წყობიდან გამოიყვანა ბელბო. თავისებუ-
რად, ცხადია. დაიცადა, სანამ ალიე კარს გაიხურავდა და ჩაისი-
სინა: - Ma gavte la nata...
ლორენცამ, რომელმაც წეღან ალიეს შეთავაზებაზე კმაყო-
ფილმა შეიკუნტრუშა ადგილზე, ჰკითხა, ეგ რას ნიშნავსო.
ტურინულ დიალექტზე ნიშნავს "საცობი ამოიძრე", - უთხრა
ბელბომ. - გაბღენძილი ბაქია, რომელიც უსაზღვროდაა თავის
თავზე შეყვარებული და საკუთარი პატივმოყვარეობით გაბერი-
ლი, თუ სფინქტერში გარჭობილი საცობი არ გამოიძრო და თა-ვის
აეროსტატიკურ ღირსებას გამოსავალი არ მისცა, შეიძლება,
გასკდეს. ამიტომ სთავაზობ ასეთ ტიპს, ტრაკიდან საცობი გამო-
იძროს და ჩაიფუშოს. ჩაფუშვას, როგორც წესი, სტვენა ახლავს
ხოლმე თან და ის უბადრუკი ამ დროს ზომაშიც პატარავდება და
წარსული სიდიადის დაჩამიჩებულ აჩრდილად გადაიქცევა.
არ მეგონა, თუ ასეთი ვულგარული იყავი.
დღეიდან გეცოდინება.
ლორენცა გავიდა, ვითომ გაბრაზებული. ვიცოდი, რომ ბელ-
ბო ახლა უარესად იტანჯებოდა: ლორენცა რომ მართლა გაბრა-
ზებულიყო, ბელბო ცოტათი დამშვიდდებოდა, მაგრამ ეს დად-

757
გმული განაწყენება აფიქრებინებდა, რომ ლორენცას სიყვარუ-
ლის გამოვლინებებიც ასეთივე თეატრალური და ხელოვნური
იყო.
მგონი, ამიტომ თქვა გადაჭრით: - გავაგრძელოთ. - გეგმაზე
მუშაობას გულისხმობდა: სერიოზულად მივხედოთ საქმესო.
- რაღაც ვერ ვარ ხასიათზე, - უთხრა დიოტალევიმ. - აქ მტკი-
ვა... - მუცელზე დაიდო ხელი. - მგონი, გასტრიტი მაქვს.
- კარგი რა... - უთხრა ბელბომ. - გასტრიტი მე არ დამმარ-
თნია აქამდე და შენ რაღა დაგმართებდა? მინერალური წყალი?
შეიძლება, რა იცი, - გაიბუტა დიოტალევი. - "ფიუჯის"
წყალს ვსვამ ხოლმე, გუშინ კი "სან პელეგრინო" დავლიე.
ჰო, ფრთხილად უნდა იყო. ასე არ შეიძლება. წყლის შეც-
ვლამ შეიძლება შეიწიროს კაცი. მისმინე, უნდა გავაგრძელოთ,
ორი დღეა, ვითმენ, უნდა მოგიყვეთ... როგორც იქნა, მივხვდი,
რატომაა, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ოცდათექვსმეტ
უხი-ლავს რუკის საკითხი ვერ გაურკვევია. ჯონ დი ცდებოდა,
გეოგ-რაფია მთლიანად შესაცვლელია! ჩვენ ღრუ პლანეტაში
ვცხოვ-რობთ, დედამიწის ზედაპირი, ფაქტობრივად, გარს
გვარტყია. ჰიტლერი მიხვდა ამას!

758
99

"ნაციზმი იყო პერიოდი, როცა მაგიის სული მატერიალური


პროგრესის სადავეებს დაეპატრონა. ლენინი ამბობდა, კომუ-
ნიზმი არის სოციალიზმს პლუს ელექტრიფიკაციაო.
გარკვეული თვალსაზრისით ჰიტლერიზმი იყო მაიმუნისებრ
არსებებს პლუს ჯავშნოსანი დივიზია".184
ბელბომ მაინც მოახერხა ჰიტლერის ჩასმა გეგმაში.
- ყველაფერი დაწერილია, ქაღალდი მღერის. დამტკიცებუ-
ლია, რომ ნაციზმის ფუძემდებლები ტევტონურ ნეოტამ-
პლიერიზმთან იყვნენ დაკავშირებული.
აბა რა, უეჭველია!
კაზობონ, არაფერს არ ვიგონებ! ხანდახან მეც ვამბობ რაღა-
ცას, რაც მე არ გამომიგონია!
დამშვიდდი, როდის რა გამოვიგონეთ? ყოველთვის ობიექ-
ტურ მონაცემებს ვეყრდნობოდით. ყოველ შემთხვევაში, ისეთ
მონაცემებს, რომლებიც საქვეყნოდაა ცნობილი.
ჰოდა, ახლაც ასეა. 1912 წელს გამოჩნდა "გერმანენორდე-ნი",
რომელიც არიოსოფიას, ანუ არიული რასის აღმატებულო-ბის
ფილოსოფიას ქადაგებს. 1918 წელს ვინმე ბარონი ზებოტენ-
დორფი ახალ საიდუმლო საზოგადოებას აფუძნებს, "ტულე გე-
ზელშაფტს". კაცმა არ იცის, "მკაცრი ტამპლიერული წესის" მე-
რამდენე ვარიაციაა ეს, მაგრამ ნეოარიული სულისკვეთების,
მკვეთრად რასისტული და პანგერმანულია. სწორედ ეს ზებო-

Pauwels e Bergier, Le matin des magiciens, Paris, Gallimard,


1960, 2, vii
759
ტენდორფი ამბობს 1933-ში, მე დავთესე ის, რაც შემდეგ ჰიტ-
ლერმა გაზარდაო. პირველად "ტულე გეზელშაფტმა" გამოიყენა
სვასტიკის ფორმის ჯვარი. ვინ შევიდა მაშინვე "ტულეში"? რუ-
დოლფ ჰესი, ჰიტლერის სულიერი მოძღვარი! შემდეგ როზენ-
ბერგი! მერე კი თვითონ ჰიტლერი! ეს გაზეთებშიც გექნებათ წა-
კითხული, შპანდაუს ციხეში მყოფი ჰესი დღემდე მუშაობს
ეზო-ტერიკულ მეცნიერებებზე. ფონ ზებოტენდორფი 1924-ში
წერს წიგნს ალქიმიაზე და ამბობს, ატომის გახლეჩის პირველი
ცდები "დიადი საქმის" ჭეშმარიტებას ადასტურებსო. შემდეგ კი
რომანს წერს როზენკროიცერებზე! გარდა ამისა, რედაქტორობს
ასტრო-ლოგიურ ჟურნალს, სახელად "Astrologische
185
Rundschau". ტრევორ-როპერი წერდა, ნაცისტების მაღალი
იერარქია, პირ-ველ რიგში კი თვითონ ჰიტლერი, ჰოროსკოპში
ჩაუხედავად თითს არ გაანძრევდაო. 1943 წელს, როგორც ჩანს,
გრძნეულთა სერიოზულ ჯგუფთან გაიარეს კონსულტაცია,
რათა გაერკვიათ, სად იყო დატყვევებული მუსოლინი.
მოკლედ, ნაცისტების მთე-ლი მმართველი გუნდი მჭიდროდაა
დაკავშირებული ტევტონურ ნეოოკულტიზმთან.
ბელბოს თითქოს დავიწყებოდა ლორენცასთან მომხდარი
ინ-ციდენტი. მეც ვაქეზებდი, ვერსიების ჩამოყალიბებაში
ვეხმარე-ბოდი.
- ამ თვალსაზრისით შეგვიძლია, ჰიტლერის განსაკუთრებუ-
ლი უნარიც გავითვალისწინოთ. მას ხომ საოცრად ეხერხებოდა
ხალხის აყოლიება. ერთი ბაყაყივით კაცი იყო, წრიპინა ხმით,
გასაკვირია, რით აგიჟებდა მასებს? როგორც ჩანს, რაღაც ზებუ-

"ასტოლოგიური ალმანახი" (გერმ.)

760
ნებრივი უნარი ჰქონდა. სავარაუდოდ, ვიღაც დრუიდის აღზრდი-
ლი იყო და იცოდა, როგორ დაკავშირებოდა მიწისქვეშა დინე-ბებს.
ისიც ანტენა იყო, ბიოლოგიური მენჰირი და მიწის სიღრმი-დან
მიღებულ ენერგიას ნიურნბერგის სტადიონზე შეკრებილ
მომხრეებს გადასცემდა. როგორც ჩანს, გარკვეული ხნის მან-
ძილზე კარგადაც გამოსდიოდა, სანამ ბატარეები დაეცლებოდა.

761
100

"მთელ მსოფლიოს ვუცხადებ, რომ დედამიწა ღრუა და მისი


შიდა ზედაპირია დასახლებული; ის კონცენტრულად განლაგე-
ბული მყარი სფეროების გარკვეული რაოდენობისაგან შედგება,
რომლებიც ერთმანეთშია მოთავსებული და რომ დედამიწა პო-
ლუსებზეა გახსნილი, განედის დაახლოებით თორმეტი--
თექვსმეტი გრადუსის დონეზე".186
- ყოჩაღ, კაზობონ, ახალგაზრდა ხართ, მაგრამ შესაშური ინ-
ტუიცია გაქვთ. ჰიტლერის ნამდვილი და ერთადერთი
აკვიატება მიწისქვეშა დინებები იყო. ის ღრუ დედამიწის
თეორიას, ეგრეთ წოდებულ Hohlweltlehre-ს, იზიარებდა.
ხალხო, უნდა წავიდე, გასტრიტი მაქვს, - გამოგვიცხადა
უცებ დიოტალევიმ.
მოიცა, მთავარი ახლა იწყება. დედამიწა ღრუ და მრავალ-
შრიანია: ჩვენ გარე შრის შიდა ზედაპირზე ვცხოვრობთ. ის, რაც ცა
გვგონია, აირის მასაა, სადაც ალაგ-ალაგ შუქი ბრწყინავს. ეს ის
აირია, რომელიც სფეროს შიგნიდან ავსებს. ყველა ასტრო-
ნომიული საზომი გადასახედია. ცა უსასრულო კი არა, სასრუ-ლია.
მზე კი არსებობს, მაგრამ იმაზე დიდი არაა, ვიდრე ჩანს:
დედამიწის სფეროს შუაგულში არსებული ოცდაათი სანტიმეტ-

ჯ. კლევ სიმესი, ქვეითი ჯარის კაპიტანი, 10 აპრილი, 1818.


ციტატა აღებულია: Lyon Sprague de Camp, Lands Beyond,
New York, Rinehart, 1952, X

762
რის დიამეტრის ბურთულა. ჯერ კიდევ ბერძნები ფიქრობდნენ
ასე.
ეგ შენ გამოიგონე, ამწუთას, - დაღლილი ხმით უთხრა
დიოტალევიმ.
არაფერი არ გამომიგონია! ეს აზრი ჯერ კიდევ მეცხრამეტე
საუკუნის დასაწყისში გამოთქვა ამერიკაში ვინმე სიმესმა. მერე,
საუკუნის ბოლოს, ასევე ამერიკელმა ტიდმა აიტაცა ეს აზრი,
რომელიც ალქიმიურ ექსპერიმენტებსა და ესაია წინასწარმეტ-
ყველის ტექსტს ემყარებოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი
ამ თეორიას გერმანელი მკვლევარი ხვეწს, სახელი აღარ მახ-სოვს,
რომელმაც Hohlweltlehre - "ღრუ დედამიწის მოძრაობაც" კი
დააფუძნა. ჰიტლერმა და მისიანებმა მოიწონეს ღრუ დედამი-წის
თეორია, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის ზუსტად შეესაბამე-ბოდა
მათ პრინციპებს. ამბობენ, ომის დროს არაერთხელ აუცი-ლებიათ
მიზნისთვის ამ თეორიის მიხედვით ნასროლი ჭურვები, რადგან
სროლის ტრაექტორიას დედამიწის ამობურცული კი არა,
ჩაზნექილი ზედაპირის მიხედვით ითვლიდნენ. ჰიტლერი უკვე
დარწმუნებულია, რომ სამყაროს მეფე თვითონაა, ნაცისტე-ბის
გენერალური შტაბის წევრები კი "უცნობი მმართველები" არიან.
და სად ცხოვრობს სამყაროს მეფე? შიგნით და არა გა-რეთ! ამ
ვარაუდით ჰიტლერი მთელ კვლევებს თავდაყირა დააყენებინებს,
საბოლოო რუკის კონცეფციას და ქანქარის ინ-ტერპრეტირების
გზას აცვლევინებს! საჭიროა, ისევ შედგეს ექ-ვსი ჯგუფი და
ყველაფერი თავიდან გამოითვალოს. დაუკვირ-დით ჰიტლერის
დაპყრობის ლოგიკას... პირველი გდანსკია - ტევტონური ჯგუფის
კლასიკური ადგილებით იწყებს. შემდეგ პა-რიზს იპყრობს: ამით
ქანქარისა და ეიფელის კოშკის კონ-ტროლს ესწრაფვის,
სინარქიულ ჯგუფებს უკავშირდება და ვიშის

763
მთავრობაში დასვამს მათ. ამით პორტუგალიური ჯგუფის
ნეიტ-რალურობას, ანუ მოკავშირეობას, უზრუნველყოფს.
მეოთხე სა-მიზნე, რა თქმა უნდა, ინგლისია, მაგრამ ვიცით, რომ
ეს ადვილი არაა. ამასობაში აფრიკის ფრონტით პალესტინისკენ
მიიწევს, მაგრამ არც ეს გამოუვა. მაშინ პავლიკიანების
ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს ბაკლანეთისა და
რუსეთის სახით. როცა იმედი აქვს, რომ გეგმის ოთხი
მეექვსედი ხელში ჩაიგდო, ჰესს საიდუმლო მისიით ინგლისში
აგზავნის, რათა მოკავშირეობა შესთავაზოს ინგლისელებს,
მაგრამ ბეკონელები არ წამოეგები-ან ამაზე. მაშინ ჰიტლერი
დაფიქრდება: საიდუმლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი
მხოლოდ იმათ შეიძლება ჰქონდეთ ხელში, ვინც მუდამ მტერი
იყო: ებრაელებს. მათი ძებნა იერუსა-ლიმში აღარაა საჭირო, იქ
ცოტანიღა შემორჩნენ. იერუსალი-მელთა ჯგუფის გზავნილის
ფრაგმენტი პალესტინაში კი არა, რომელიღაც ჯგუფის ხელშია
სადღაც დიასპორაში. და აი, გენო-ციდის ახსნაც.
გთხოვ... - უთხრა დიოტალევიმ, - ახლა მართლა ზედმეტი
მოგვდის. თან საშინლად მტკივა კუჭი. წავედი.
მოიცა რა, როცა ტამპლიერები სარკინოზებს ფატრავდნენ,
ერთობოდი, რადგან ის ძველი ამბები იყო და ახლა შეგიპყრო
წვრილი ინტელექტუალის მორალიზმმა? ჩვენ ისტორიას
ხელახ-ლა ვწერთ და არაფერმა არ უნდა შეგვაშინოს.
საშუალება მივეცით, გაეგრძელებინა, შეუძლებელი იყო მის
მოზღვავებულ ენერგიასთან გამკლავება.
ის, რაც გასაოცარია ებრაელთა გენოციდში, პროცესების
მიმდინარეობა, მათი ხანგრძლივობაა. ტანსაცმლის არქივში შე-
ნახვა, პირადი ქონების დეტალური აღწერა... თუ მხოლოდ მათი
განადგურება იყო მიზანი, ეს პროცედურები რაციონალურად არ

764
გამოიყურება... მაგრამ ეს ყველაფერი აზრს იძენს, თუ ვიფიქ-
რებთ, რომ რაღაცას ეძებდნენ, გზავნილს, რომელსაც იმ მი-
ლიონობით ადამიანიდან ვიღაც ინახავდა - "ოცდათექვსმეტი
უხილავის" იერუსალიმელი წარმომადგენელი - ტანსაცმელში
ჩაკერებულს, კანზე ამოსვირინგებულს, პირში ჩამალულს...
მხოლოდ გეგმით აიხსნება ებრაელთა გენოციდის აუხსნელი
ბიუროკრატია! ჰიტლერი ებრაელთა სხეულებში ეძებს მინიშნე-
ბას, აზრს, რომელიც საშუალებას მისცემს, ქანქარის დახმარე-ბით
გათვალოს ზუსტი წერტილი, სადაც ღრუ დედამიწის თაღის ქვეშ
მიწისქვეშა დინებები იკვეთება და ამ წერტილში (დააკვირ-დით
სამყაროს შექმნის სრულყოფილებას!) იგივდება ციურ დი-
ნებებთან, რის წყალობითაც ღრუ დედამიწის თეორია ხორცს ას-
ხამს, ასე ვთქვათ, ათასწლოვან ჰერმეტიკულ მიგნებას: რაც ქვე-
ვითაა, იგივეა ზევით! მისტიკური პოლუსი დედამიწის გულს ემ-
თხვევა, ციურ მნათობთა საიდუმლო განლაგება აგარტის მიწის-
ქვეშეთის საიდუმლო ნახაზს ემთხვევა, აღარაა განსხვავება ზე-
ცასა და ჯოჯოხეთს შორის და გრაალი, lapis exillis იგივეა, რაც lapis
ex coelis - ციდან ჩამოსული ქვა, ანუ ისაა ფილოსოფიური ქვა,
დაბადებული, როგორც გარსი, ზღვარი, კიდე, ცათა ხთონუ-რი
საშო! და როცა ჰიტლერი ამ წერტილს მიაგნებს, ღრუ დედა-მიწის
ცენტრს, რომელიც ამავე დროს ზეცის იდეალური ცენტრი-ცაა, ის
გახდება სამყაროს მბრძანებელი, რომლის მეფედაც, რა-სობრივი
მიკუთვნების გამო, უკვე მიაჩნია თავი! აი, რატომაა, რომ ბოლო
წუთამდე, ბუნკერში ჩამალულსაც კი, იმედი აქვს, რომ შეძლებს
მისტიკური წერტილის განსაზღვრას.
- მორჩა, - წამოდგა დიოტალევი. - მართლა ცუდად ვარ. ძა-
ლიან მტკივა.

765
მართლა ცუდადაა, იდეოლოგიური პოლემიკა არაფერ
შუაშია, - გავხედე ბელბოს.
ბელბო თითქოს ახლა მიხვდა, რა ხდებოდა. წამოხტა და ხე-
ლი შეაშველა მეგობარს, რომელიც მაგიდას ეყრდნობოდა და
საცაა, გული წაუვიდოდა.
მაპატიე, ძალიან გავერთე... ჩემმა ნალაპარაკევმა ხომ არ
გაგხადა ცუდად? კარგი რა... ოცი წელია, ერთად ვმაიმუნობთ,
ადამიანო... ვაიმე, მგონი, მართლა ცუდად ხარ! ალბათ, მარ-
თლა გასტრიტი გაქვს... აი ნახავ, "მერანკოლს" დალევ თუ არა,
გაგივლის. სათბურაც მოგიხდება. კარგი, წამო, სახლში წაგიყ-
ვან, მაგრამ ექიმი უნდა გამოიძახო. ჯობია, გაესინჯო...
დიოტალევიმ გვითხრა, ჯერ არ ვკვდები, ჩემით წავალ სახ-
ლშიო. წამოწოლა მინდაო. დაგვპირდა, ექიმსაც გამოვიძახებო
და ბელბოს უთხრა, შენი მონაყოლი არაფერ შუაშია, მეორე
დღეა, ცუდად ვარო. ბელბოს თითქოს გულზე მოეშვა და
ტაქსის გასაჩერებლად გაჰყვა.
აფორიაქებული დაბრუნდა:
ისე, რომ ვიხსენებ... ეს ბიჭი რაღაც ცუდ ფერზეა ბოლო ხა-
ნებში. თვალები სულ ჩაუშავდა... თუმცა მე, წესით, კარგა ხნის
წინ უნდა მოვმკვდარიყავი ციროზით, არადა ცოცხალი ვარ, ეგ
კიდევ ასკეტი ბერივით ცხოვრობს და გასტრიტი რა ჯანდაბამ
დამართა? რამე უარესი არ იყოს... მგონი, წყლულია. ჭირს
წაუღია ეს გეგმა. გიჟებად გვაქცია...
დარწმუნებული ვარ, "მერანკოლის" ერთი აბი უშველის, -
ვუთხარი.
ჰო, მეც ასე მგონია. მაგრამ სათბურა მაინც არ აწყენს. იმე-
დია, თავს მიხედავს.

766
101

Qui operatur in Cabala... si errabit in opere aut non purificatus


accesserit, deuorabitur ab Azazale.
(Pico della Mirandola, Conclusiones Magicae)187
ნოემბრის ბოლო იყო. დიოტალევის მეორე დღეს ველოდე-
ბოდით სამსახურში, მაგრამ დაგვირეკა, საავადმყოფოში ვწვე-
ბიო. ექიმს უთქვამს, საშიში არაფერია, მარამ ჯობია, გამოვიკ-
ვლიოთო.
ბელბომ და მე მისი ავადმყოფობა გეგმას დავუკავშირეთ.
ალბათ, მეტისმეტი მოგვივიდა. კი ვამბობდით დროდადრო, მი-
სი ბრალია, თავს არ უფრთხილდებოდაო, მაგრამ გულის სიღ-
რმეში დანაშაულის გრძნობა არ გვასვენებდა. უკვე მეორედ აღ-
მოვჩნდი ბელბოს თანამზრახველის როლში: ერთხელ პოლიცი-
ას (დე ანჯელისს) დავუმალეთ სიმართლე, ახლა კი, პირიქით,
ზედმეტი ვიყბედეთ (ისევ ერთად). დარწმუნებულები
ვიყავით, რომ სისულელე იყო დანაშაულის გრძნობით გულის
გამოჭმა, მაგრამ ვერაფრით ვიშორებდით უხერხულობის
შეგრძნებას, ამიტომ თვეზე მეტი გავიდა ისე, რომ გეგმაზე
კრინტი აღარ დაგ-ვიძრავს.
ორი კვირის შემდეგ დიოტალევი ცოტა გამოკეთდა, ოფისში
შემოგვიარა და უდარდელად შეგვატყობინა, გარამონს ბიულე-
ტენი ვთხოვე, მკურნალობა დამინიშნესო. არ დაუზუსტებია, რა

"ვინც კაბალაში მუშაობს... თუ შეეშალა ან არ განიწმინდა,


აზაზელი ჩანთქავს".
(პიკო დელა მირანდოლა, "მაგიის დასკვნები")
767
მკურნალობა, მაგრამ გვითხრა, ყოველ მეორე თუ მესამე დღეს
საავადმყოფოში მომიწევს სიარული და ეს წამლები ცოტათი
და-მასუსტებსო. არ ვიცი, ამაზე მეტად რაღას უნდა
დაესუსტებინა: თმა და სახე ერთი ფერის ჰქონდა. "გეყოფათ,
მორჩით მაგ ამ-ბებს... ხომ ხედავთ, ჯანმრთელობას ვნებს.
ალბათ, როზენ-კროიცერთა შურისძიებაა".
ნუ გეშინია, - გაუღიმა ბელბომ, - როზენკროიცერებს დედას
ვუტირებთ, თავს დაგანებებენ. მხოლოდ ნიშნის მიცემა
გვინდა, - და თითები გაატკაცუნა.
დიოტალევის მკურნალობა ახალ წლამდე გაგრძელდა. მე
მაგიის ისტორიაში ვიყავი თავით ფეხებამდე გადავარდნილი.
"ე-საა ნამდვილი, სერიოზული მაგია-მეთქი, - ვფიქრობდი, -
ჩვენე-ბური კი არა...". გარამონი დღეში ერთხელ მაინც
შემოივლიდა ხოლმე დიოტალევის ამბის საკითხავად.
ბატონებო, გთხოვთ, თუ რამეა საჭირო, გამაგებინეთ. რა ვი-
ცი, იქნებ რამით შეგვიძლია, პირადად მე ან გამომცემლობას,
ჩვენი ძვირფასი მეგობრის დახმარება. დიოტალევი შვილივი-
თაა ჩემთვის, მეტსაც გეტყვით, ძმასავით. მადლობა ღმერთს,
ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც უნდა ვიწუწუნოთ,
შესანიშნავი სამედიცინო მომსახურება გვაქვს...
ალიემაც გამოიდო თავი. საავადმყოფოს სახელი გვკითხა და
მაშინვე მთავარ ექიმს დაურეკა, ჩემი უახლოესი მეგობარიაო
(სხვათა შორის, ის ექიმი ერთი ჩვენი სსგ ავტორის ძმა აღმოჩ-
ნდა, რომელთანაც ალიე ფრიად გაშინაურებულიყო). მოკლედ,
დიოტალევის ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ.
ლორენცა ძალიან განიცდიდა. თითქმის ყოველდღე მო-
დიოდა გამომცემლობაში ამბის საკითხავად. ბელბო, წესით,
ბედნიერი უნდა ყოფილიყო ამით, მაგრამ მაინც მოახერხა, რა-

768
ღაც საეჭვო დაენახა ამ ამბავში: ხშირ-ხშირი გამოჩენით ლო-
რენცა უფრო უსხლტებოდა ხელიდან, რადგან მის გამო არ მო-
დიოდა გამომცემლობაში.
შობამდე რამდენიმე დღით ადრე მათ საუბარს მოვკარი ყუ-
რი. ლორენცა ეუბნებოდა:
საოცარი თოვლია და მშვენიერი ოთახები აქვთ. შეგიძლია,
შენც ისრიალო თხილამურებით... კარგი?
ვიფიქრე, ახალ წელს ერთად გაატარებენ-მეთქი. მაგრამ არ-
დადეგების შემდეგ სამსახურში რომ დავბრუნდით და ლორენცა
პირველად მოვიდა გამომცემლობაში, ბელბომ უთხრა: "ახალ
წელს გილოცავ..." და ცივად აარიდა თავი კოცნას.

769
102

"აქედან წასულები ერთ ქვეყანას მივადექით, სახელად მი-


ლესტრეს... ამბობენ, რომ იქ ცხოვრობდა კაცი, რომელსაც მთის
მოხუცს ეძახდნენ... უმაღლესი მთების მწვერვალზე უზარ-
მაზარი სქელი კედელი აღმართულიყო, XXX მილის სიგრძეზე
გადაჭიმული და იქ შესაღწევად ორი იდუმალი კარი იყო მთაში
გაჭრილი".188
იანვრის ბოლო იქნებოდა, გუალდის ქუჩაზე მივდიოდი,
მან-ქანა იქ მყავდა გაჩერებული. სალონი შემხვდა, "მანუციოს"
შე-ნობიდან გამოდიოდა.
ჩემს მეგობარ ალიეს შევუარე... - მითხრა.
"მეგობარს"? როგორც პიემონტში გატარებული საღამოდან
მახსოვდა, ალიეს გულზე არ ეხატებოდა სალონი. რა უნდოდა
აქ? "მანუციოს" საქმეებში იყო გარეული თუ ალიე იყენებდა რა-
ღაცაში?
ამაზე დაფიქრება არც დამაცადა, წამოდით, რამე დავ-
ლიოთო, მითხრა. "პილადეში" აღმოვჩნდით. აქ არასდროს მე-
ნახა სალონი, თუმცა ძველი ნაცნობივით კი მიესალმა
პილადეს. დავსხედით თუ არა, მკითხა, "მაგიის ისტორია"
როგორ მიდისო? აჰა, ესეც სცოდნია... ვცადე, გამერკვია, ღრუ
დედამიწასა და ზე-ბოტენდორფზე თუ სმენოდა რამე.
გაეცინა:

ოდორიკო პორდენონელი , "რებუსის შესახებ", Impressus Esauri,


1513, თავი 21, გვ. 15

770
მოკლედ, გიჟები თავს არ მოგანატრებენ! ღრუ დედამიწის
ამბავი არ გამიგია, ფონ ზებოტენდორფი კი ვიცი, უცნაური
ტიპი იყო... კინაღამ გერმანელი ხალხის საწინააღმდეგო აზრები
ჩაუნერგა თავში ჰიმლერს და მის ამალას.
მაინც რა აზრები?
რაღაც აღმოსავლური ბოდვები. ის კაცი ებრალების შიშით
იყო შეპყრობილი და მათი სიძულვილის გამო არაბებსა და
თურქებს ემეგობრებოდა. იცით, რომ ჰიმლერს თავის საწერ მა-
გიდაზე, "მაინ კამპფის" გარდა, ყურანიც ედო? ზებოტენდორფი
ახალგაზრდობაში რაღაც თურქული სექტით იყო გატაცებული
და ისლამურ გნოსისს სწავლობდა. "ფიურერს" ამბობდა,
მაგრამ "მთის მოხუცს" გულისხმობდა. და როცა SS დააფუძნეს,
რაღაც "ასასინების" მსგავსი ორგანიზაცია ჰქონდათ გონებაში...
გიფიქ-რიათ ოდესმე, რატომ იყო თურქეთი გერმანიის
მოკავშირე პირ-ველ მსოფლიო ომში?
თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი?
მგონი, გითხარით, რომ საწყალი მამაჩემი "ოხრანკაში" მსა-
ხურობდა. ჰოდა, მახსოვს, იმ წლებში მეფის რუსეთის
პოლიცია "ასასინების" საკითხზეც მუშაობდა, მგონი,
პირველად რაჩკოვ-სკის გაუჩნდა ეს ეჭვი... მერე შეეშვნენ ამის
გამოძიებას, რადგან თუ ასასინების კვალს მიჰყვებოდნენ,
გამოვიდოდა, რომ ებრა-ლები არაფერ შუაში იყვნენ, არადა მათ
ებრაელები აინტერე-სებდათ: მაშინ ებრაელები
წარმოადგენდნენ საფრთხეს, რო-გორც ყოველთვის. ებრაელები
პალესტინაში დაბრუნდნენ და აიძულეს დანარჩენები,
გამოქვაბულებიდან გამოსულიყვნენ. მაგრამ ეს ამბავი ძალიან
ბუნდოვანია, ამაზე ლაპარაკი არ ღირს...

771
თითქოს უცებ ინანა, რომ ზედმეტი წამოსცდა. წამოდგა და
სასწრაფოდ გამომემშვიდობა. როცა სალონი ბარიდან გა-
დიოდა, თვალი გავაყოლე და მომეჩვენა, რომ ქუჩის კუთხეში
აღმოსავლურნაკვთებიან ტიპს შეხვდა. ჰო, მაშინ მეგონა, რომ
მომეჩვენა, ახლა კი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, დარ-
წმუნებული ვარ, არც მომლანდებია და არც დამსიზმრებია. ნამ-
დვილად ასე იყო.
სალონმა საკმარისი მითხრა საიმისოდ, რომ ჩემი წარმოსახ-
ვა აეფორიაქებინა. "მთის მოხუცისა" და ასასინების სახელი უც-
ხო ნამდვილად არ იყო ჩემთვის. სადიპლომო ნაშრომშიც ვახსე-
ნებდი მათ, ტამპლიერებს ხომ თავის დროზე მათთან
კავშირშიც სდებდნენ ბრალს. ეს როგორ გამოგვრჩა?
ხელახლა ავამუშავე ტვინიცა და ხელებიც: ერთიანად გადავ-
ქექე ძველი ბარათები, შთამბეჭდავი აზრი ყალიბდებოდა ჩემს
გონებაში.
დილას ბელბოს დავადექი სამსახურში.
ყველაფერი შეგეშალათ! ყველაფერი შეგვეშალა!
დამშვიდდით, კაზობონ. ვის? ღმერთო, ისევ გეგმა? - წამით
შეყოყმანდა. - იცით, რომ ცუდი ამბებია დიოტალევისგან? თვი-
თონ არაფერს მბობს, მაგრამ საავადმყოფოში დავრეკე... რად-გან
ნათესავი არ ვარ, დეტალებს არ მეუბნებიან. მაგრამ დიოტა-ლევის
ნათესავები არ ჰყავს, ვინ უნდა მიხედოს? არ მომწონს ექიმების
ასეთი საქციელი... რაღაც კეთილთვისებიანიაო, ამბო-ბენ, მაგრამ
მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ჯობია, ერთი თვით დაწვეს
საავადმყოფოშიო... შეიძლება, ქირურგიული ჩა-რევაც
დასჭირდესო.... მოკლედ, რაღაცას მალავენ და ეს ამბავი აღარ
მომწონს.

772
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. რაღაც წიგნი ავიღე და ნაჩქარევად
გადავფურცლე, ოთახში გადარეულივით შევარდნა რომ გამება-
თილებინა. მაგრამ ბელბომ ვერ მოითმინა. მოთამაშეს ჰგავდა,
რომელსაც ბანქოს შეკვრა დაანახვეს.
ჯანდაბას, ცხოვრება გრძელდება... მითხარით, რის თქმას
აპირებდით...
ყველაფერი შეგვეშალა. ან... თითქმის ყველაფერი. მოკ-ლედ
ასეა: ჰიტლერმა რაც გაუკეთა ებრაელებს, ვიცით, მაგრამ ამით
პრობლემა ვერ მოაგვარა. ნახევარი მსოფლიოს ოკულ-ტისტები
მრავალი საუკუნის მანძილზე ებრაულის სწავლას ცდი-ლობენ,
ყველგან კაბალას სჩრიან, მაგრამ ამისგან, დიდი-დიდი,
ჰოროსკოპი გამოჰყავთ... რატომ?
რა გითხრათ... იმიტომ, რომ იერუსალიმელების ტექსტის
ნაწილი ჯერ კიდევ სადღაცაა დამალული. არც პავლიკიანების
ნაწილი გამოჩენილა, რამდენადაც ვიცით...
ეს ალიეს პასუხია და არა ჩვენი. მე უკეთესი ახსნა მაქვს. ებ-
რაელები არაფერ შუაში არიან!
რას გულისხმობთ?
ებრაელებს გეგმასთან კავშირი არ აქვთ. შეუძლებელია,
ჰქონდეთ. მოდი, ვცადოთ, ტამპლიერთა ვითარება წარმოვიდ-
გინოთ ჯერ იერუსალიმში და მერე ევროპის სხვა ქალაქებში.
ფრანგი რაინდები გერმანელებს, პორტუგალიელებს, ესპანე-
ლებს, იტალიელებსა და ინგლისელებს შეხვდნენ. ყველა ერ-თად
ურთიერთობს ბიზანტიასთან, განსაკუთრებით კი თავიანთ
მეტოქესთან - თურქეთთან. თურქეთი მეტოქეა, მაგრამ მასთან
მოლაპარაკება შეიძლება, ეს უკვე ვნახეთ. მაშინ ასე იყო გადა-
ნაწილებული ძალები ბრძოლის ველზე, მოლაპარაკება თანას-
წორობის საფუძველზე ხდებოდა. ვინ იყვნენ იმ დროს ებრაელე-

773
ბი პალესტინაში? რელიგიური და რასობრივი უმცირესობა,
რომლის მიმართაც არაბები ტოლერანტობითა და პატივისცე-
მით იყვნენ განწყობილი. არაბები მათ მიმტევებლურად ეპყრო-
ბოდნენ, ქრისტიანები კი - საშინლად. ნუ დაგვავიწყდება, რომ
ჯვაროსნები პერიოდულად გეტოებს ძარცვავდნენ და ებ-
რაელებს ხოცავდნენ. განა წარმოსადგენია, რომ ცხვირაბზეკი-
ლი ტამპლიერები, რომლებსაც თავისი ტოლფასი არავინ ეგუ-
ლებოდათ, საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებდნენ ებ-
რაელებს? არავითარ შემთხვევაში. ტამპლიერთა ევროპულ სამ-
მართველოებში ებრაელებს ცუდი თვალით უყურებდნენ, რო-
გორც მევახშეებს, ხალხს, რომელიც უნდა გამოიყენო, მაგრამ
არასოდეს ენდო. რაინდებზე ვლაპარაკობთ, სულიერი რაინდო-
ბის გეგმას ვამუშავებთ და რანაირად წარმოვიდგინეთ, რომ
პროვენელი ტამპლიერები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს
ჩართავდნენ საქმეში? გამორიცხულია!
- კი მაგრამ, მთელი რენესანსული მაგია შეისწავლის კაბა-
ლას...
- რა თქმა უნდა, მაგ დროს უკვე მესამე შეხვედრაა მოახ-
ლოებული, გამოსავალს ეძებენ... ებრაული ენა წმინდა,
იდუმალ ენად გამოიყურება, კაბალისტებიც ძალ-ღონეს არ
იშურებენ, თუმცა მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ...
მსოფლიოში გა-ფანტული ოცდათექვსმეტი კი გადაწყვეტს,
რომ, რადგან ებ-რაული გაუგებარი ენაა, ის უეჭველად რაღაც
საიდუმლოს ფა-რავს. აქეთ პიკო დელა მირანდოლაც ამბობს,
"სახელებს, ნიშ-ნებს მაგიური მნიშვნელობა მხოლოდ ებრაულ
ენაზე აქვთო...". და რა? პიკო დელა მირანდოლა სულელი იყო!
გეთანხმებით.

774
თანაც, მირანდოლა იტალიელი იყო და გეგმასთან საერთო
არაფერი ჰქონდა. რა იცოდა მაგან? ძალიან ვწუხვარ აგრიპე-ბის,
როიხლინებისა და სხვა სულელების გამო, რომლებიც ამ მცდარ
გზას დაადგნენ... გესმით? დიოტალევიმ აგვაცდინა გზას, მას
ჰქონდა აჩემებული კაბალა და მისი გავლენით ჩავსვით ებ-
რაელები გეგმაში. დიოტალევი რომ ჩინური კულტურით ყოფი-
ლიყო გატაცებული, ჩინელებს ხომ არ გავრევდით გეგმაში?
ალბათ, გავრევდით.
არა მგონია. მაგრამ თავ-პირის გლეჯა არაა საჭირო. ჩვენც,
სხვებივით, შეცდომა დავუშვით. ეს შეცდომა ყველას
მოუვიდა, პოსტელისგან მოყოლებული... პროვენის შემდეგ
ორასი წლის თავზე დაასკვნეს, რომ მეექვსე ჯგუფი
იერუსალიმელები იყ-ვნენ... მაგრამ ტყუილია.
უკაცრავად, კაზობონ... ჩვენ არ ჩავასწორეთ არდენტის ინ-
ტერპრეტაცია, როცა ვთქვით, რომ გზავნილში ნახსენები "ქვა"
სტოუნჰენჯი კი არა, ომარის მეჩეთის ქვა იყოო?
დიახ, და შევცდით! ქვა სხვაც ბევრი არსებობს. ქვაზე და-
ფუძნებულ ადგილზე უნდა გვეფიქრა: მთაზე, ქვაზე, კლდეზე,
ქა-რაფზე... მეექვსე ჯგუფი ალამუთის ციხეში იცდიდა.

775
103

"და გამოჩნდა კაიროსი, რომელსაც ხელთ სამეფო კვერთხი


ეპყრა, და გადასცა იგი პირველქმნილ ღმერთს, მან კი ჩამოარ-
თვა და უთხრა: "შენი საიდუმლო სახელი 36 ასოსაგან იქნება
შემდგარი".189
გამჭრიახობით კი მოვიწონე თავი, მაგრამ ახლა უნდა დამემ-
ტკიცებინა საკუთარი მოსაზრება. მომდევნო დღეები ამ საკით-
ხზე მუშაობას დავუთმე და ვრცელი, დეტალური,
დოკუმენტირე-ბული დასაბუთება გამოვაცხვე. "პილადეში"
შევხვდი ბელბოს, რომ ჩემი ნამუშევარი მეჩვენებინა. ბელბოს
მზერა უფრო და უფ-რო დაბინდული მეჩვენებოდა, სიგარეტს
სიგარეტზე უკიდებდა, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ
ცარიელჭიქიან ხელს განზე გაიშ-ვერდა და პილადე შეკვეთასაც
არ ელოდებოდა, ისე უსხამდა სასმელს.
პირველი წყაროები ის იყო, რომლებშიც პირველად იყვნენ
ნახსენები ტამპლიერები - ჟერარ სტრასბურგელიდან ჟუანვი-
ლამდე. ტამპლიერები და "მთის მოხუცის" ასასინები ხან მშვი-
დობიანად ურთიერთობდნენ, ხან ერთმანეთს უპირისპირდე-
ბოდნენ, ხანაც საიდუმლოდ მოკავშირეობდნენ.
ეს ამბავი აშკარად უფრო ჩახლართული იყო, ვიდრე ერთი
შეხედვით ჩანდა და მუჰამედის სიკვდილიდან იღებდა სათავეს
რიგითი წესის მიმდევრებს - სუნიტებსა და წინასწარმეტყველის
სიძის, ფატიმას ქმრის - მემკვიდრეობაწართმეული ალის - მხარ-
დამჭერებს შორის სქიზმით. სწორედ ალის გულანთებულმა მიმ-

Ha san -i Sa bbā hi, Sargoẕa š t -i Sayyid -nă


776
დევრებმა, რომლებიც "შიას" აღიარებდნენ, დაუდეს
საფუძველი ისლამის ერეტიკულ ფრთას - შიიტებს. ეს იყო
ინიციაციური მოძ-ღვრება, რომელიც გამოცხადებას
წინასწარმეტყველის სიტყვე-ბის ტრადიციულ გააზრებაში კი
არ ხედავდა, არამედ თავად იმა-მის, ბატონის, მეთაურის,
გაცხადებული ღმერთის, სამყაროს მე-ფის სახეში.
რა დაემართა ისლამის ამ ერეტიკულ ფრთას, რომელშიც
ნელ-ნელა შეაღწიეს ხმელთაშუა ზღვის აუზის ეზოტერიკულმა
მოძღვრებებმა, მანიქეველებმა, გნოსტიკოსებმა, ნეოპლატონე-
ლებმა თუ სპარსელმა მისტიკოსებმა და ყველა სხვა მიმდინა-
რეობამ, რომელთა განვითარებასაც დასავლეთში მრავალი წე-
ლი ვადევნებდით თვალყურს? ეს უსასრულო ისტორია იყო,
გვი-ჭირდა მასში გარკვევა, მით უმეტეს, რომ არაბ ავტორებსა
და პერსონაჟებს უგრძესი სახელები ჰქონდათ და ყველაზე სე-
რიოზული ტექსტები დიაკრიტიკული ნიშნებით იყო ჩაწერილი.
დღის ბოლოს უკვე ვეღარ ვარჩევდით განსხვავებას Abū ‘ Abdi'l -
lā Muhammad b. ibn ‘ Alī ibnRazzām at T ā'ī al- Kūfī-ს, Abū
Muhammad `Ubaydu'l -lāh-ს, Abū Mu'ini'd -Dīn-სა და Nāsir ibn
Ḫosrow Marwāzī Qobādyānī-ს შორის (ვფიქრობ, არაბს ასევე
გაუჭირდებოდა არიტოტელეს, არისტოქსენეს, არისტარქეს,
არისტიდეს, ანაქსიმანდრეს, ანაქსიმენეს, ანაქსაგორას, ანაკ-
რეონტსა და ანაქარსისს შორის განსხვავების აღქმა).
მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო: შიიზმი ორ განშტოებად იყო-ფა,
ერთს ორმეათედოვანს უწოდებენ, რომელიც გარდაცვლი-ლი
იმამის დაბრუნებას ელის, მეორე კი ისმაილიტების შტოა,
რომელიც კაიროს ფატიმიდების სამეფოში ჩაისახა და უამრავი
თავგადასვლის შემდეგ სპარსეთში განმტკიცდა, როგორც რე-
ფორმირებული ისმაილიზმი, მომხიბლავი, მისტიკური და სასტი-

777
კი ადამიანის, ჰასან საბაჰის ხელით. იქვე დაფუძნდება
საბოლო-ოდ საბაჰი: კასპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით,
ალამუთის აუღე-ბელ ციხეში, არწივის ბუდეში დაიდებს ბინას.
იქ შემოიკრიბა საბაჰმა თავისი მიმდევრები, fidā ’ iyyūn, ანუ
ფედაინები, ყურმოჭრილი მსახურები, რომლებსაც თავისი და-
გეგმილი პოლიტიკური მკვლელობებისთვის იყენებდა, gihād
hafī-ის - საიდუმლო წმინდა ომის - იარაღად. ფედაინები
შემდეგ "ასასინების" სახელით გახდნენ ცნობილი, რომელიც
ახლა ფრი-ად უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ იმ ეპოქაში მათთვის
ბრწყინვა-ლე სახელი იყო: მებრძოლი ბერები, რომლებიც
ძალიან ჰგავ-დნენ რწმენისათვის თავგანწირულ ტამპლიერებს,
სულიერ რა-ინდებს.
ალამუთის ციხე თუ კლდე: იგივე ქვა. დაახლოებით ოთხასი
მეტრის სიმაღლის კლდის ქიმიდანაა ამოზრდილი და სიგანეში
ზოგან სულ რამდენიმე ნაბიჯია, ზოგან კი - ოცდაათამდე. აზერ-
ბაიჯანისკენ მიმავალი მოგზაურს ის ბუნებრივი, ქათქათა, მზით
გაჩახჩახებული კედელივით წარმოუდგებოდა თვალწინ, ალის-
ფერ დაისში მუქი ლურჯი იყო, ალიონზე - მოთეთრო და მზის
ამოსვლისას - სისხლისფერი. ხანდახან ციხე მთლიანად იმალე-
ბოდა ღრუბლებში, ხანაც მას შემზარავად სერავდა ელჭექი. შო-
რიდან ძლივს მოჩანდა ოთხფერდა, ხელოვნურად დაშენებული
კოშკები, რომლებიც ახლოდან სალი კლდის წვეტებს ჰგავდა,
ასობით მეტრის სიმაღლეზე აჭრილიყო ცაში ბასრი სოლებივით და
შემზარავად დაჰყურებდა თავზე ციხეს მიახლოებულ მოგზა-ურს.
ციხესთან ყველაზე ადვილად მისადგომი ფერდი ქვიანი და
დამრეცი იყო, რომელზეც დღემდე ვერ ადიან არქეოლოგები. მაშინ
კი რაღაც იდუმალი კიბე არსებობდა ციხეში შესაღწევად, ალბათ,
ნიჟარასავით დახვეული, კლდეშივე დატანებული, ქვის-

778
გან გამოჭრილი ვაშლის ნათალივით, რომლის დასაცავად მის
თავში ერთი მშვილდოსნის დაყენებაც კმაროდა. ეს იყო თავ-
ბრუდამხვევი, აუღებელი, არაამქვეყნიური ადგილი. ალამუთი,
ასასინთა კლდე. მხოლოდ არწივზე ამხედრებული თუ
მოხვდე-ბოდი იქ.
აქ მეფობდა საბაჰი, მის შემდეგ - ისინი, ვინც ისტორიას
"მთის მოხუცის" მიმდევართა სახელით შემორჩებოდა, პირველ
რიგში კი საბაჰის ეშმაკეული მემკვიდრე სინანი.
საბაჰმა აბსოლუტური მბრძანებლობის წესი შემოიღო თავი-
სიანებისთვისაც და მტრებისთვისაც. თავის მეტოქეებს უცხადებ-
და, რომ, თუ მის ნებას არ დაემორჩილებოდნენ, ამოხოცავდა და
ყველამ იცოდა, რომ ასასინებს ვერავინ გაექცეოდა. მაშინ, როცა
ჯვაროსნები იერუსალიმის ასაღებად იბრძოდნენ, ნიზამ ალ-
მულქი, სულთნის პირველი ვეზირი, ხანჯლით სასიკვდი-ლოდ
განგმირა დევრიშად გადაცმულმა დაქირავებულმა მკვლელმა,
როცა ის ჰარემში ნებივრობდა. სალოცავად მიმა-ვალ ათაბეგ ჰიმსს
კბილებამდე შეიარაღებული მცველები იცავ-დნენ, მაგრამ ისიც
გამოასალმეს სიცოცხლეს.
სინანმა ქრისტიანი მარკიზის, კორადო დი მონტეფელტროს
მოკვლა გადაწყვიტა და ორი კაცი გააწვრთნევინა საგანგებოდ:
ისინი ურჯულოთა რიგებში შეაგზავნეს, რათა მათი ქცევა და
ენა ესწავლათ. როცა მარკიზი ტიროს ეპისკოპოსმა მიიწვია
ნადიმ-ზე, ბერებად გადაცმული მკვლელები თავს დაესხნენ
მას და მძი-მედ დაჭრეს. ერთი მკვლელი მარკიზის მცველებმა
შეიპყრეს და იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს, მეორემ კი
ეკლესიას შეაფარა თავი, დაელოდა, სანამ დაჭრილ მარკიზს
შეიყვანდნენ იქ და საქმე დაასრულა.

779
სუნიტური ხაზის არაბი ისტორიოგრაფები და შემდეგ ქრის-
ტიანი მემატიანეებიც, ოდორიკო პორდენონელით დაწყებული
მარკო პოლოთი დამთავრებული, იმით ხსნიან ასასინების ამ-
ბავს, რომ "მთის მოხუცი" საგანგებო მეთოდით აქცევდა საკუ-
თარ მიმდევრებს ყურმოჭრილ მონებად, შეუბრალებელ სულ-
თამხუთავებად. ბავშვობაში დაძინებულები აჰყავდა კლდის
წვერზე, ათასგვარი სიტკბოებით ათრობდა და ახვევდა თავ-
ბრუს, ღვინით, ქალებით, ყვავილთა სურნელით და ჰაშიშით
სა-მუდამოდ ათაყვანებდა (სექტის სახელიც აქედან მოდის) და
რო-ცა ისინი იმდენად ეჩვეოდნენ ამ ნეტარებას, რომ მათზე
უარის თქმა აღარ შეეძლოთ, მზაკვარი მეთაური არჩევანის
წინაშე აყე-ნებდათ: თუ მკვლელად იქცევი, სამუდამოდ
შეინარჩუნებ ამ სა-მოთხეს, ხოლო თუ ვერ შეძლებ,
ყოველდღიურობის უბადრუკო-ბაში ჩაინთქმებიო.
და ისინიც, ნარკოტიკებით გაბრუებულები და სამუდამოდ
და-მონებულები, უხმოდ ასრულებდნენ მის ნება-სურვილს,
თავს სწირავდნენ და სამუდამოდ შეჩვენებულ მკვლელებად
იქცეოდ-ნენ, მსხვერპლის სისხლში ხელგასვრილები, თავად
მსხვერ-პლნი.
როგორ ძრწოდნენ მათი შიშით ჯვაროსნები... შემზარავ მი-
თებსა და ზღაპრებს თხზავდნენ ამ სისხლისმსმელ მკვლელებზე
უდაბნოში გატარებულ უძილო ღამეებში, როცა სამუმი ავბედი-
თად სისინებდა უკაცრიელ დიუნებში! ტამპლიერები კი, მარტვი-
ლობის საკრალური ჟინით შეპყრობილი მხეცები, თავდავიწყე-ბით
ეთაყვანებოდნენ მათ და მზად იყვნენ, ხარკიც კი ეხადათ
ასასინებისთვის სიმბოლური მხარდაჭერის, ძმობისა და მეგობ-
რობის სანაცვლოდ... ბრძოლის ველზე მუცლებს უფატრავდნენ
ერთმანეთს, შემდეგ კი მეგობრულად ჭუკჭუკებდნენ, ელაქუცე-

780
ბოდნენ და საკუთარ მისტიკურ ხილვებს, მაგიურ შელოცვებს,
ალქიმიურ ცოდნას უზიარებდნენ...
ტამპლიერებმა ასასინებისგან გადაიღეს ოკულტური რი-
ტუალები, მაგრამ მეფე ფილიპის მსახურები და
ინკვიზიტორები მეტისმეტად ჩლუნგები და ლაჩრები იყვნენ
იმის მისახვედრად, რომ ჯვარზე დაფურთხება, ანუსზე კოცნა,
შავი კატა და ბაფომე-ტის თაყვანისცემა სხვისი რიტუალების
გამეორება იყო და ამ ყველაფერს ტამპლიერები ჰაშიშის
ზეგავლენით აღასრულებ-დნენ, რომლის მოხმარებაც
აღმოსავლეთში ესწავლათ ოდეს-ღაც.
მაშ, აშკარა იყო, რომ გეგმა იქ იღებდა სათავეს: ალამუთის
ბინადართაგან გაიგეს ტამპლიერებმა მიწისქვეშა დინებების შე-
სახებ, ალამუთის ხალხს შეხვდნენ პროვენში და მათთან ერთად
შეადგინეს "უხილავი ოცდათექვსმეტის" საიდუმლო გეგმა, ამი-
ტომ იმოგზაურა კრისტიან როზენკროიცმა ფესსა და აღმოსავ-
ლეთის სხვა ქალაქებში, ამიტომ მიმართა აღმოსავლეთს პოს-
ტელმაც, ამიტომ იყო, რომ აღმოსავლეთიდან, კერძოდ - ეგვიპ-
ტიდან, ფატიმიდ-ისმაილიტების ქვეყნიდან, შემოიტანეს რენე-
სანსის ეპოქის ჯადოქრებმა ჰერმესი, ღვთაება, რომლის სახელ-საც
ატარებდა "გეგმა", იგივე ჰერმეს-თოტი, ანუ თოტი. ამიტომ
იყენებდა ის მჩხიბავი კალიოსტროც თავის რიტუალებში ეგვიპ-
ტურ ფიგურებს. და იეზუიტებიც, რომლებიც არც ისე შტერები იყ-
ვნენ, როგორც გვეგონა, კირხერთან ერთად ამიტომ დაეშურნენ
იეროგლიფების, კოპტური ანბანისა და სხვა აღმოსავლურ დამ-
წერლობათა შესწავლას, რადგან ებრაული მხოლოდ ნიღაბი იყო,
იმ დროის მოდა და მეტი არაფერი.

781
104

"ეს ტექსტები ჩვეულებრივ მოკვდავთათვის არაა... გნოსტი-


კური აღქმა მხოლოდ ელიტისთვის განკუთვნილი გზაა... რად-
გან, თუ ბიბლიის სიტყვებს მოვიშველიებთ: ნუ დაუყრით ღო-
რებს მარგალიტს".190
ვინ უნდა ყოფილიყო ისეთი, ვინც შეძლებდა, ექვსი
საუკუნე ეცადა ქვაზე? რა თქმა უნდა, ალამუთი ბოლოს
მონღოლებმა აიღეს, მაგრამ ისმაილიტების სექტა მთელ
აღმოსავლეთში გა-დარჩა: მისი ერთი ნაწილი არაშიიტ
სუფისტებს შეერია, მეორე ნაწილი დრუზების შემაძრწუნებელ
სექტად ჩამოყალიბდა, მესა-მე ნაწილი კი ინდოელი ხაჯების,
აღა-ხანის მიმდევრების სახით შემორჩა აგარტთან ახლოს.
მაგრამ ჩემი აღმოჩენები ამით არ მთავრდებოდა. ფატიმიდე-
ბის დინასტიის დროს ძველ ეგვიპტელთა ჰერმეტიკული ცნებები,
ჰელიოპოლისის აკადემიის საშუალებით, კაიროში აღმოაჩინეს,
სადაც ე. წ. "მეცნიერების სახლი" იყო დაფუძნებული. მეცნიერე-
ბის სახლი! რამ შთააგონა ბეკონი, როცა "სოლომონის სახლზე"

ქამალ ჯუმბლატი, Le Jour-სთვის მიცემული ინტერვიუ,


31.03.1967
"Arcana publicata vilescunt: et gratiam prophanata amittunt.
Ergo: ne margaritas obijce porcis, seu asinus substerne rosas."
Johann Valentin Andreae, Die Chymische Hochzeit des Christian
Rosencreutz, Strassburg, Zetzner, 1616, თავფურცე-
ლი
782
ფიქრობდა? ან რა ჰქონდა გონებაში მას, ვისაც "კონსერვატო-
რიის" იდეა მოუვიდა?
ასეა, უეჭველად ასეა... - გაბრუებული მიკანტურებდა თავს
ბელბო. - კი მაგრამ, კაბალისტები?
ეგ მხოლოდ პარალელური ისტორიაა. იერუსალიმელი რა-
ბინები მიხვდნენ, რომ ტამპლიერებსა და ასასინებს შორის რა-
ღაც ხდებოდა. ესპანელმა რაბინებმაც, რომლებიც ვითომ ფუ-
ლის გასესხების მიზნით მოგზაურობენ ევროპაში, რაღაც იყნო-
სეს. ისინი საიდუმლოს არ არიან ნაზიარები და ეროვნული
სიამაყით შეპყრობილები, ცდილობენ, საკუთარი ძალებით ჩას-
წვდნენ საქმის ვითარებას. ეს როგორ, ჩვენ, ღვთის რჩეული
ხალხი, საიდუმლოთა საიდუმლოს მიღმა დაგვტოვეს? და აი,
აქ იწყება კაბალისტური ტრადიცია: დევნილთა, გარიყულთა
გმი-რული მცდელობა, გააცურონ მთავრები, სამყაროს
განმგებლე-ბი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან.
და ამ საქციელით ქრისტიანებს აფიქრებინებენ, რომ მარ-
თლა ყველაფერი იციან.
...და ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც წარმოუდგენელ შეცდო-
მას დაუშვებს: ერთმანეთში აურევს "ისმაელს" და "ისრაელს".
მაშ ბარუელი, "ოქმები", ჰოლოკოსტი... ერთი თანხმოვნის
გამო მოხდა?
ექვსი მილიონი ებრაელი გაჟლიტეს პიკო დელა მირანდო-
ლას შეცდომის გამო.
ან, შეიძლება, სხვა მიზეზიც იყო... რჩეულმა ხალხმა წიგნის
ინტერპრეტაცია აიღო საკუთარ თავზე და ამით ერთგვარი აკ-
ვიატებული იდეის გაავრცელებას შეუწყო ხელი. სხვებმა კი,
რადგან წიგნში ვერაფერს მიაკვლიეს, შური იძიეს. ხალხს ეში-

783
ნია მისი, ვინც აიძულებს, კანონს ჩახედოს თვალებში. მაგრამ
ასასინები უფრო ადრე რატომ არ გამოჩნდნენ?
კარგი რა, ბელბო! წარმოიდგინეთ, როგორ გაპარტახდა
იქაურობა ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ. თქვენი ზებოტენდორ-
ფი იმდენს კი მიხვდა, რომ თურქ დერვიშებში უნდა ეძებნა რა-
ღაც, მაგრამ ამ დროს ალამუთი აღარ არსებობს, დერვიშები კი,
ვინ იცის, სად არიან გადამალულები. იცდიან. და აი, მათი
ჟამიც დადგა: ისლამური ირედენტიზმის დროს წამოყოფენ
თავს. ჰიტ-ლერის გეგმაში ჩასმით ჩვენ შესანიშნავი ახსნა
მოვუძებნეთ მეორე მსოფლიო ომს და თუ მასში ალამუთის
ასასინებსაც ჩავ-სვამთ, ყველაფერს მოეძებნება ახსნა, რაც
ამდენი წელია, ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და სპარსეთის
ყურეში ტრიალებს. აი, აქ იკვეთება ადგილი "ტრესისთვისაც":
Templi Resurgentes Equites Synarchici - საზოგადოება, რომლის
მიზანია, ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა სარწმუნეობის
სულიერ რაინდებს შო-რის კავშირი აღადგინოს.
ან კონფლიქტები გააღვივოს, რომ ყველაფერი შეაჩეროს და
მღვრიე წყალში ითევზაოს. გასაგებია. მგონი, მსოფლიო ის-
ტორიის თავიდან დაწერის საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. ეს
ყვე-ლაფერი იმით ხომ არ დაგვირგვინდება, რომ ბოლოს
ქანქარა გაგვიმხელს, სამყაროს ცენტრი ალამუთშიაო?
ეგ გადაჭარბება იქნება. ამ ბოლო პუნქტს ღიად დავტოვებ-
დი.
როგორც ქანქარას.
თუ გნებავთ... ყველაფრის თქმა კი არ შეიძლება, რაც ადა-
მიანს თავში აზრად მოუვა.
ცხადია, მთავარია, ყველაფერი მკაცრად გადამოწმდეს.

784
მეამაყებოდა, რომ მშვენიერი ისტორია გამოვიგონე. თავს
ვგრძნობდი, როგორც ესთეტი, რომელიც სამყაროს სისხლსა და
ხორცს სილამაზის შესაქმნელად იყენებს. ბელბო უკვე ადეპტი
იყო. როგორც სხვები, იმიტომ კი არა, რომ "განათლდა", არა-მედ
იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი ვარიანტი არ ჰქონდა.

785
105

Claudicat ingenium, delirat lingua, labat mens.191


იმ დღეებში ბელბომ სცადა, გარკვეულიყო, რა ხდებოდა მის
თავს. მაგრამ მკაცრმა თვითანალიზმაც ვერ აარიდა ის ბორო-
ტება, რომელსაც უკვე მისჩვეოდა.
ვაითუ? doc
გეგმა გამოიგონო: გეგმა იმდენად ამართლებს შენს ქმედე-
ბებს, რომ თავად გეგმაზეც კი აღარ ხარ პასუხისმგებელი.
საკმა-რისია, ქვა ისროლო და ხელი დამალო. მარცხი
შეუძლებელი იქნებოდა, გეგმა მართლა რომ არსებულიყო.
სესილია შენი ვერ გახდა, რადგან არქონტებმა ინებეს, ანიბა-
ლე კანტალამესას და პიო ბოს მუსიკალური ნიჭი არ
ჰქონოდათ. "კანალეტოს" ბრძოლიდან კუდამოძუებული
გაიქეცი, რადგან დეკანებმა სხვა მსხვერპლშეწირვისთვის
გადაგინახეს. ნაიარე-ვი კაცის თილისმა შენსაზე ძლიერია.
გეგმა. დამნაშავე. მარადიული ნატვრა. An Deus sit.192 თუ
არსებობს, მისი ბრალია.
ის, რის მისამართიც დავკარგე, მიზანი კი არა, საწყისია. ის კი
არა, რასაც უნდა დავეუფლო, არამედ ის, რაც მე მფლობს. მაგ-

"სული კოჭლობს, ენა ირევა, გონება იბინდება" (ლუკრე-


ციუსი, "საგანთა ბუნების შესახებ")
Lucrezio, De rerum natura, iii, 453
"თუ ღმერთი არის" (ლათ.)

786
რამ საყოველთაო, სანახევრო სიხარული, სხვას რას ამბობს მი-
თი? ორმაგი რვამარცვლიანი ლექსი.
ვინ ეკუთვნის ის აზრი, ყველაზე მანუგეშებელი, რაც კი
ოდეს-მე დაწერილა? ვერაფერი მომაშორებს გონებიდან იმ
აზრს, რომ ეს სამყარო ბოროტი, შავბნელი ღმერთის ქმნილებაა,
რომლის ჩრდილის გაგრძელებაც ვარ. რწმენას აბსოლუტურ
ოპტიმიზ-მამდე მივყავართ.
მართალია, ვიმრუშე (ან არ მიმრუშია), მაგრამ ღმერთმა ბო-
როტების საკითხი ვერ მოაგვარა. მიდით, დაჩეჩქვეთ ადამიანის
ჩანასახი და შეაზავეთ თაფლითა და პილპილით. ღმერთს ასე
უნდა.
თუ რწმენა აუცილებელია, დაე ისეთი რელიგია იყოს, რომე-
ლიც დანაშაულის გრძნობით არ აგავსებს. ბუნდოვანი,
მალული სარწმუნოება, რომელიც არასოდეს დასრულდება.
რომანი და არა თეოლოგია.
ხუთი გზა ერთი მიზნისკენ. რა ამბავია. ლაბირინთი,
რომელ-საც ყველგან მიჰყავხარ და თან - არსად. მოხდენილად
რომ მოკვდე, ფუფუნებით უნდა იცხოვრო.
მხოლოდ ბოროტი დემიურგი გვაგრძნობინებს თავს კეთი-
ლად.
ვაითუ კოსმოსური გეგმა არ არსებობს?
რა დაცინვაა დევნილობაში ცხოვრება, როცა არავის გაუძე-
ვებიხარ. რა დაცინვაა, იმ ადგილიდან გაგაძევონ, რომელიც არ
არსებობს.
და ვაითუ მართლა არსებობს გეგმა, მაგრამ სამუდამოდ გის-
ხლტება ხელიდან?
სადაც რელიგია მოიკოჭლებს, ხელოვნება შველის საქმეს.
გეგმას მოიგონებ, იმ შეუცნობლის მეტაფორას. ადამიანთა შეთ-

787
ქმულებამაც შეიძლება შეავსოს სიცარიელე. "გული და ვნება"
არ გამომიქვეყნეს, რადგან ტამპლიერთა ხროვას არ ვეკუთვნი.
ისე ვიცხოვრო, ვითომ გეგმა არსებობს. ფილოსოფოსთა ქვა.
If you cannot beat them, join them.193 თუ გეგმა არსებობს,
მთავარია, მოერგო მას...
ლორენცა მცდის. თავმდაბლობა. იმდენი თავმდაბლობა რომ
მქონოდა, ანგელოზთათვის მომეხმო, თუნდაც ისე, რომ არ
მწამდეს მათი, და სწორი წრე შემომეხაზა, ალბათ,
დავმშვიდდე-ბოდი.
დაიჯერე, რომ საიდუმლო არსებობს და თავს ისე იგრძნობ,
როგორც შედგომილი. არაფერი არ დაგიჯდება.
შექმნა უზარმაზარი იმედი, რომელიც ვერასოდეს ამოიძირ-
კვება, რადგან ფესვი არ გააჩნია. თუ წინაპრები არ გყავს, მათ
ღალატს ვერასოდეს დაგაყვედრიან. რელიგია, რომელსაც შე-
გიძლია ისე უერთგულო, რომ ყოველ წამს ღალატობდე.
როგორც ანდრეემ: გასართობად შექმნა ისტორიის ყველაზე
დიდი გამოგონება და სანამ სხვები მასზე თავს იმტვრევენ, სი-
ცოცხლის ბოლომდე იფიცო, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია.
შექმნა ბუნდოვანკონტურებიანი ჭეშმარიტება და როგორც კი
ვინმე მის მკაფიოდ განსაზღვრას ეცდება, შეაჩვენო. მხოლოდ ის
გაამართლო, ვინც შენზე უფრო ბუნდოვანია. Jamais d'ennemis
droite.194
რომანების წერა რა საჭიროა? ისტორიის ხელახლა დაწერა
ჯობია. იმ ისტორიის, რომლადაც მერე თავად იქცევი.

"თუ ვერ ამარცხებ, მოერგე მათ" (ინგ.)

"მტერი მარჯვნივ არასდროსაა" (ფრ.)

788
დანიაში არ აჯობებდა, ბატონო უილიამ შ.? კანაფის ჯო იოჰან
ვალენტინ ანდრეე ლუკამათე ზონდის არქიპელაგზე დაეხეტება,
პატმოსსა და ავალონს შორის, თეთრი მთიდან მინდანაომდე,
ატლანტიდიდან თესალონიკამდე... ნიკეს კრებაზე ორიგენე სა-
თელსე ჯირკვლებს მოიჭრის და, სისხლში გასვრილთ, მზის ქა-
ლაქის მამებს უჩვენებს, ჰირამს, რომელიც ღრენით იმეორებს:
filioque filioque, კონსტანტინე კი თვალის ცარიელ ბუდეებში ასობს
მტაცებლის ბრჭყალებს რობერტ ფლადს, სიკვდილი, სიკ-ვდილი
ანტიოქიის გეტოს ურიებს, Dieu et mon droit, ფრიალებს
ტამპლიერთა დროშა ოფიტებისა და ბორბორიტების თავზე,
რომლებიც შხამიანად ბუტბუტებენ. იწივლოს საყვირმა, შემო-
ვიდნენ წმინდა ქალაქის კეთილი რაინდები შუბებზე წამოცმული
მავრის თავებით. რების, რების! მაგნიტური ქარიშხალი... რაჩ-
კოვსკი ჟაკ დე მოლეს დახრუკულ გვამთან ბურტყუნებს.
შენ ვერ მოგიპოვე, მაგრამ შემიძლია, ისტორიას მოვუღო
ბოლო.
თუ ყოფის არარსებობაა პრობლემა, თუ ყოფა ისაა, რაც მრა-
ვალნაირად გამოითქმის, მაშ, რაც მეტს ვილაპარაკებთ, მით მე-
ტი ყოფა იარსებებს.
მეცნიერების ნატვრაა, ყოფა, რაც შეიძლება, ნაკლები, კონ-
ცენტრირებული და განსაზღვრული იყოს. შეცდომაა.
თავიდანვე რომ გადაურჩე მარადიულობას, უნდა გინდოდეს,
რომ შემთხვე-ვითი ყოფა არსებობდეს. როგორც მთვრალი
მეზღვაურის მარ-ყუჟი, რომელსაც ვერავინ გახსნის.
გამოიგონო, გიჟივით გამოიგონო. ყურადღება არ მიაქციო
კავშირებს, ვეღარ მოახერხო შეჯამება. ემბლემების უსასრულო
ესტაფეტა, თამაში, გადაცემა. ერთი მიანიშნებს მეორეზე, მეორე
შემდეგზე. და ასე, შეუჩერებლად.
789
ანაგრამათა ჯაჭვების გროვად სამყაროს დაშლა. დაუჯერებ-
ლის დაჯერება. განა ეს არაა თორის ნამდვილი წაკითხვა? ჭეშ-
მარიტება ანაგრამის ანაგრამაა. Anagrams = ars magna.
ალბათ, ასე მოხდა იმ დღეებში. ბელბომ გადაწყვიტა, სე-
რიოზულად აღექვა შეპყრობილი ავტორების სამყარო, ზედმეტი
რწმენის გამო კი არა, პირიქით, ურწმუნობის გამო.
შეურაცხყოფილი იმით, რომ არაფრის შექმნა არ შეეძლო (და
მთელი ცხოვრება დათრგუნვილი სურვილებითა და დაუწე-რელი
სტრიქონებით ცხოვრობდა, პირველებს მეორეების მეტა-ფორად
იყენებდა და პირიქით... და ეს ყველაფერი იმ თავისი ვი-თომ
სილაჩრის გამო), ახლა ხვდებოდა, რომ გეგმის შექმნა სწორედ
რომ რაღაცის შექმნას ნიშნავდა. უყვარდებოდა თავისი გოლემი
და ეს ანუგეშებდა. სიცოცხლეს, საკუთარსაც და მთელი
კაცობრიობისასაც, აღიქვამდა, როგორც ხელოვნებას და მერე რა,
თუ ეს ნამდვილი ხელოვნება არ იყო. დაე ტყუილი ყოფილი-ყო! Le
monde est fait pour aboutir à un livre (faux).195 მაგრამ ახ-ლა
ცდილობდა, ამ ცრუ წიგნისთვის დაეჯერებინა, რადგან თვი-თონ
დაეწერა ის, და თუ შეთქმულება მართლა არსებობდა, ის აღარ
იქნებოდა ლაჩარი, დამარცხებული, უუნარო.
ამის შემდეგ კი ის მოხდა, რომ მან გეგმა (რომელიც, იცოდა,
არარეალური იყო) გამოიყენა, რათა დაემარცხებინა მეტოქე
(რომელიც, იცოდა, რეალური იყო). და როცა მიხვდა, რომ გეგ-მა
ბოლომდე ითრევდა, თითქოს მართლა არსებულიყო ან თით-
ქოს ის, ბელბო, იმავე მასალით ყოფილიყო გაკეთებული, რი-

"სამყარო შექმნილია წიგნამდე მისასვლელად (ცრუ წიგნამ-


დე)" (ფრ.)
790
თაც მისი გეგმა, პარიზში წავიდა თითქოს რაღაცასთან, ჭეშმა-
რიტებასთან შესახვედრად, შურის საძიებლად.
მუდმივი სინდისის ქენჯნით შეჭმული და გაწამებული,
მრავა-ლი წელი მხოლოდ საკუთარ აჩრდილებს ელაპარაკებოდა
და ახლა სხვა აჩრდილების დანახვა ანუგეშებდა, რომლებიც
ნელ-- ნელა ხორცს ისხამდნენ, სხვებსაც ენახვებოდნენ,
თუნდაც ეს სხვა მტერი ყოფილიყო. თვითონ ჩაუვარდა მგელს
ხახაში? რა თქმა უნდა, რადგან ის მგელი ფორმას იძენდა და
კანაფის ჯოზე ნამდვილი იყო, სესილიაზე და თავად ლორენცა
პელეგრინიზე ნამდვილიც.
ბელბო, არშემდგარი შეხვედრებით, ხელიდან გაშვებული
შე-საძლებლობებით დაავადებული, ახლა გრძნობდა, რომ მარ-
თლა უთქვამდნენ შეხვედრას და უწინდელივით ლაჩრულად
ვე-ღარ გაექცეოდა მას, რადგან კედელთან იყო მიყენებული.
შიში აიძულებდა, გაებედა. სიმართლის საწყისი შეექმნა
გამოგონე-ბით.

791
106

"სია #5: ექვსი მაისური, ექვსი საცვალი და ექვსი ცხვირსახო-


ცი - მუდამ საგონებელში აგდებდა მეცნიერებს. ძირითადად
მას-ში წინდების არარსებობის გამო".196
იმ დღეებში, ანუ დაახლოებით ერთი თვის წინ, ლიამ გადაწ-
ყვიტა, რომ ერთი თვე დასვენება არ მაწყენდა. ძალიან დაღლი-
ლი ხარო, მეუბნებოდა. ალბათ, გეგმამ ძალა გამომაცალა. თან,
როგორც ბებია-ბაბუები ამბობდნენ, ბავშვსაც სჭირდებოდა
ჰაერის გამოცვლა. მეგობრებმა მთაში აგარაკი დაგვითმეს.
მაშინვე არ წავსულვართ. მილანში რაღაც საქმეები მქონდა
მოსაგვარებელი. თან ლია ამბობდა, ყველაზე კარგად მაშინ ის-
ვენებ ადამიანი, როცა ჯერ კიდევ ქალაქში ხარ, მაგრამ იცი, რომ
მალე დასასვენებლად წახვალო.
იმ დღეებში ლიას პირველად მოვუყევი გეგმაზე. იქამდე
მთლიანად ბავშვით იყო დაკავებული: იცოდა, რომ ბელბოსა და
დიოტალევისთან ერთად რაღაც შარადას ვხსნიდით, მოზაიკას
ვაწყობდით, რაც უამრავ დროს გვართმევდა და რომ დღედაღა-
მე მასზე ვმუშაობდით, მაგრამ მეტი არაფერი მითქვამს
მისთვის: მსგავსებათა ფსიქოზზე ლექცია რომ ჩამიტარა, იმის
შემდეგ ლიასი ცოტა მრცხვენოდა.
იმ დღეს კი ავდექი და ყველაფერი მოვუყევი, უწვრილესი
დე-ტალების ჩათვლით. იცოდა, რომ დიოტალევი ავად იყო, მე
კი რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, თითქოს რაღაც

Woody Allen, Getting even, New York, Random House,


1966, "The Metterling List", p. 8
792
ისეთს ვაკეთებდი, რაც არ უნდა მექნა. ვცადე, ისე მომეყოლა
ყველაფერი, როგორც იყო: გამჭრიახობის, ფანტაზიის შეჯიბრი.
- მისმინე, ეგ ამბავი არ მომწონს, - მითხრა ლიამ, როცა მო-
ყოლა დავამთავრე.
რატომ, ლამაზი ამბავია! არა?
ჰო, სირენებიც ლამაზები იყვნენ. მისმინე. შენს ქვეცნობი-
ერზე რა იცი?
არაფერი, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა.
გასაგებია. ახლა მოდი, იმაზე დაფიქრდი, რომ ერთმა ვე-
ნელმა უსაქმურმა მეგობრების გასართობად გამოიგონა "იდი",
"ეგო", ოიდიპოსი, სიზმრები, რომლებიც არასოდეს ენახა და
არარსებული პატარა ჰანსები... რა მოჰყვა ამ ყველაფერს? აღ-
მოჩნდა, რომ მილიონობით ადამიანი სასწრაფოდ, დიდი ენთუ-
ზიაზმით დანევროზდა, ათასმა სხვამ კი მაშინვე ბოროტად
ისარ-გებლა მათი სისუსტით.
ლია, პარანოიკი ხარ!
მე თუ შენ?
კარგი, შეიძლება, პარანოიკები ვართ, მაგრამ გაიხსენე:
ყველაფერი ინგოლფის წერილით დაიწყო. რა არის ამაში გასაკ-
ვირი? ტამპლიერების წერილი გივარდება ხელში და გინდა, ბო-
ლომდე გაშიფრო. ჰო, შეიძლება, ზედმეტი მოგდის, გზავნილე-
ბის გამშფვრელებს დასცინი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ გზავნი-
ლი არსებობდა.
ჯერ ერთი, იმ გზავნილზე მხოლოდ ის იცი, რაც იმ ვიღაც არ-
დენტიმ გითხრა. რაც მომიყევი, იმის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, ეგ არდენტი ერთი უმაქნისი ყვერებისფხანია
ტიპია. თან... მანა-ხე რა ეგ გზავნილი...
ამაზე ადვილი რა იყო - უჯრაში მქონდა შენახული.
793
ლიამ ფურცელი აიღო, ყურადღებით დაათვალიერა წინიდა-
ნაც და უკნიდანაც, დაყნოსა კიდეც, თმაც კი გადაიწია შუბლი-
დან, რომ უფრო ახლოს მიეტანა ფურცელი თვალებთან,
დაშიფ-რულ ნაწილს ჩააკვირდა.
სულ ესაა?
არ კმარა?
კმარა კი არა, ზედმეტიცაა. ორი დღე მომეცი.
როცა ლია ორ დღეს ითხოვს, აპირებს, დამიმტკიცოს, რომ
სულელი ვარ. ხშირად ვსაყვედურობ ხოლმე ამას. ის კი მპასუ-
ხობს: "თუ სულელი მგონიხარ, ესე იგი მართლა მყვარებიხარ.
მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ სულელი ხარ. არ უნდა გი-
ხაროდეს?"
ორი დღე აღარ გვილაპარაკია ამ თემაზე. თანაც დღისით
სახლში არ იყო, გვიან ბრუნდებოდა, მაგიდას მიუჯდებოდა და
რაღაცას წერდა გამალებული, ფურცელს ფურცელზე ამატებდა.
როგორც იქნა, მთაში წავედით. ბავშვმა მთელი დღე მდელო-
ზე იკოტრიალა, საღამოსკენ ლიამ ვახშამი მოამზადა და მით-
ხრა, ჭამე, ისეთი გამხდარი ხარ, არ შეგეხედებაო. ვახშმის შემ-
დეგ კი მთხოვა, ორმაგი ვისკი დამესხა ბევრი ყინულით და
ცოტა სოდიანი წყლით. მერე სიგარეტს მოუკიდა და, როგორც
იცოდა ხოლმე, როცა რამე მნიშვნელოვნის თქმას აპირებდა, წინ
და-მისვა.
ახლა ვეცდები, დაგიმტკიცო, რომ ყველაზე მარტივი ახსნა
ყოველთვის ყველაზე სწორია. მაშ, იმ თქვენმა პოლკოვნიკმა
გითხრათ, რომ ინგოლფმა წერილი პროვენში იპოვა. ამაში ეჭვი
არ შემაქვს. კი, ბატონო, ჩავიდა მიწისქვეშეთში და მართლა
იპოვა ალმასებით მოოჭვილი ზარდახშა. ერთადერთი, რაც
პოლკოვნიკმა ამაზე იცოდა, ის იყო, რომ ინგოლფის დოკუმენ-

794
ტებში ჩანაწერი ყოფილა რაღაც ზარდახშის გაყიდვაზე. რატო-
მაც არა, ძველი ნივთი იყო, შეიძლება, კარგი თანხაც გადაუხა-
დეს, მაგრამ არავის უთქვამს, რომ მერე მთელი ცხოვრება იმ
ფულით ცხოვრობდა. ხომ შეიძლება, პატარა მემკვიდრეობა ერ-
გო მამისგან?
რატომ გგონია, რომ ზარდახშა ძვირფასი არ იქნებოდა?
იმიტომ, რომ ეს გზავნილი გასაკეთებელი საქმეების სიაა და
მეტი არაფერი. მიდი, წაიკითხე.
a la ... Saint Jean
36 p charrete de fein
6 ... entiers avec saiel p
... les blancs mantiax
r ... s ... chevaliers de Pruins pour la ... j . nc 6
foiz 6 en 6 places
chascune foiz 20 a .... 120 a ....
iceste est l'ordonation
al donjon li premiers
it li secunz foste iceus qui ... pans
it al refuge
it a Nostre Dame de l'altre part de l'iau it
a l'ostel des popelicans
it a la pierre
3 foiz 6 avant la feste ... la Grant Pute.
"წმინდა იოანეს (ღამ)ეს თივიანი ურმის
ამბიდან 36 (წლის) შ(ემდეგ)
6 (გზავნილი) ხელუხლებელი, ბეჭდით დალუქული
თეთრმოსასხამიანი (რაინდები)სთვის [ტამპლიერები]
პროვენელი რ(ელაფ)ს(ი) (ვაინ)სისთვის [ანუ ვენდეტა]

795
6-ჯერ 6 ადგილას
ყოველ 20 წ(ელიწადში) სულ 120 წ(ელი)
აი გეგმა:
პირველები წავიდნენ ციხესიმაგრეში
შემდეგ (ისევ 120 წლის შემდეგ) მეორეები წავლენ მათთან,
ვისაც პური ა(ქვს)
მერე ისევ თავშესაფარში
ისევ ჩვენს ქალბატონთან მდინარის
იქით ისევ პოპლიკიანების
ადგილსამყოფელში ისევ ქვასთან
3-ჯერ 6 [666] დიდი მეძავ(ის) დღესასწაულამდე".
მერე?
ღმერთო, ნუთუ აზრად არ მოგსვლიათ, პროვენის ტურის-
ტულ გზამკვლევში ან ისტორიის რომელიმე სახელმძღვანელო-
ში ჩაგეხედათ? მაშინვე ნახავდით, რომ ეს Grange aux Dimes,
სადაც გზავნილი იპოვეს, ის ადგილია, სადაც ვაჭრები იკრიბე-
ბოდნენ, პროვენი კი შამპანის მხარის ბაზრების ცენტრი იყო.
გრანჟის შენობა სენ-ჟანის ქუჩაზეა. პროვენში ათასნაირი სა-
ქონლით ვაჭრობდნენ, მაგრამ პირველ რიგში - ქსოვილებით.
ქსოვილის თითოეულ თოფს, გორგალს, მწარმოებლის ბეჭედი
ესვა, ერთგვარი გარანტიის ნიშანი. პროვენელი ვაჭრების კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი საქონელი ვარდები იყო. წითელი ვარდე-
ბი, რომლებიც ჯვაროსნებმა სირიიდან ჩამოიტანეს. ეს ვარდები
იმდენად ცნობილი იყო, რომ როცა ედმონ ლანკასტერი ბლანშ
’ არტუას შეირთავს ცოლად და შამპანის გრაფის ტიტულს
მოიპოვებს, პროვენის წითელ ვარდს განათავსებინებს თავის
საგვარეულო გერბზე. აი, საიდან მოდის "ვარდების ომი": იორ-
კებსაც ხომ ვარდი ჰქონდათ სიმბოლოდ, თეთრი ვარდი.

796
ეგ ვინ გითხრა?
პროვენის ტურიზმის სამსახურის ბროშურაში წავიკითხე,
რომელიც ფრანგული კულტურის ცენტრში მოვიძიე. მაგრამ ჯერ
მოიცადე... პროვენში არის ციხე, რომელსაც "დონჟონს" ეძახი-ან.
ასევე არის Porte aux Pains, ანუ, როგორც სიტყვა მიგვანიშ-ნებს,
პურის კარიბჭე. ასევე იყო Eglise du Refuge - "თავშესაფ-რის
ტაძარი", იგივე "თავშესაფარი"... ცხადია, უამრავი ეკლესია
იქნებოდა ღვთისმშობლის, ანუ "ჩვენი ქალბატონის", სახელო-
ბისაც. ასევე იყო და, ალბათ, ახლაც არის "პიერ რონდის" -
მრგვალი ქვის - ქუჩაც, რომელზეც მდებარეობდა ეგრეთ წოდე-
ბული pierre de cens - ქვა, რომელზეც გრაფის მსახურები
მეათედის გადასახადებს დებდნენ. ასევე არის Blancs Manteaux
"თეთრი მანტიების" ქუჩა და Grande Putte Muce, ანუ "დიდი
მე-ძავის ქუჩა". აბა გამოიცანი, რატომ ერქვა ასე? იმიტომ, რომ
ეს ქუჩა ბორდელებით იყო ცნობილი.
და პოპლიკანები?
პროვენში ადრე კათარები ყოფილან, რომლებიც მერე, რო-
გორც წესი და რიგი იყო, კოცონზე დაუწვავთ. დიდი
ინკვიზიტო-რი თვითონაც ყოფილი კათარი ყოფილა, სახელად
რობერ დე ბუგრი, რომელსაც ძველი ცოდვები მოუნანიებია.
მოკლედ, არა-ფერი უცნაური არაა იმაში, რომ პროვენში
ყოფილიყო ქუჩა ან რამე ადგილი, რომელიც კათარების სახელს
ატარებდა, მაშინაც კი, როცა კათარები იქ აღარ იყვნენ...
ჯერ კიდევ 1344-ში...
კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ ეს წერილი 1344 წელსაა დაწე-
რილი? შენმა პოლკოვნიკმა გადაწყვიტა ასე, რადგან "თივიანი
ურმის" შემდეგ 36 წელი გადათვალა. მაგრამ იცი, რას გეტყვი,
მაშინ ასო "პ"-ს თუ აპოსტროფით დაწერდი, "პოსტ"-ს ნიშავდა,

797
ანუ "შემდეგ", აპოსტროფის გარეშე კი "პ" "პრო"-ს აღნიშნავდა.
ასე რომ, ამ ტექსტის ავტორი, ჩემო კარგო, ერთი მშვიდობიანი
ვაჭარია, რომელსაც რაღაცეები ჩაუნიშნავს გრანჟის ბაზარში
გაჩარხულ საქმეებზე, ანუ სენ-ჟანის, გნებავს, წმინდა იოანეს,
ქუჩაზე და არა წმინდა იოანეს ღამეს. 36 კი ოცდათექვსმეტ
სოლდოს ნიშნავს, თუ დენიეს, მოკლედ, ფულის რა
ერთეულსაც იყენებდნენ მაშინ. ამდენი ღირდა, როგორც ჩანს,
ერთი (ან ყო-ველი) ურემი თივა.
და ას ოცი წელი?
წელი სად წერია? ინგოლფს უნახავს "120 a..." რა იცი, რომ ის
"ა" წელს ნიშნავს? ან ვინ თქვა, რომ მაინცდამაინც ეს ასოა? იმ
წლებში არსებული შემოკლებების ცხრილი დავათვალიერე და
ვნახე, რომ დენიეს, იმავე დინარის, აღმნიშვნელად უცნაურ
ნიშნებს იყენებდნენ: ერთი "დელტას" ჰგავს, მეორე კი - "თეტას":
წრესავითაა, რომელიც მარცხენა მხარეს გაწყვეტილია. ვაჭრის
ნაჩქარევად დაწერილი "დელტა" სულ ადვილად შეიძლება, ეგ-
ზალტირებულმა პოლკოვნიკმა დიდი ხნის შემდეგ "ა"-დ წაიკით-
ხოს, რადგან სადღაც უკვე სმენია 120 წლის შესახებ. თავად არ
ამბობ, როზენკროიცერების ნებისმიერ ისტორიაში შეეძლო
ამოეკითხა ესო?.. ის რაღაცას ეძებდა, რასაც მიამსგავსებდა post
120 annos patebo-ს, ეძებდა ამ ფრაზას: "ას ოცი წლის შემ-დეგ"!
ჰოდა, რას აკეთებს? ხედავს it-ს და ის iterum-ად ეჩვენება,
მიუხედავად იმისა, რომ iterum-ს ასე ამოკლებდნენ - itm, it კი
სინამდვილეში item-ს, ანუ "იმავეს" ნიშნავს და სიებში ძალიან
ხშირად იყენებდნენ გამეორებების აღსანიშნავად. როგორც ჩანს,
ჩვენი ვაჭარი ანგარიშობს, რამდენს იშოვის იმ შეკვეთები-დან,
რომლებიც ბაზარში მიიღო და ჩამონათვალს აკეთებს, ვის და სად
უნდა მიაწოდოს საქონელი: მაგალითად, პროვენის ვარ-

798
დების თაიგულები უნდა მიიტანოს რაღაც მისამართზე, ამას
ნიშ-ნავს r... s... chevaliers de Pruins. იქ კი, სადაც თქვენს
პოლკოვ-ნიკს vainjance მოელანდა (იმიტომ, რომ კადოშის
რაინდები ჰქონდა თავში ჩაჭედილი), უნდა წაეკითხა jonch é e.
ვარდებს ქუდების მოსართავად და ყვავილების ფარდაგების
გასაკეთებ-ლად იყენებდნენ დღესასწაულებზე. აი, როგორ
უნდა წაიკითხო ეს შენი პროვენის გზავნილი:
"წმინდა იოანეს ქუჩაზე
36 სოლდო თითო ურემ თივაში
ექვსი ახალი თოფი ბეჭდით
თეთრი მანტიების ქუჩაზე.
ჯვაროსნების ვარდები თაიგულებისთვის:
ექვსვარდიანი ექვსი თაიგული ჩამოთვლილ ექვს ადგილზე:
თითოში 20 დენიე, სულ გამოდის 120 დენიე.
აი მიმდევრობა:
პირველები ციხეზე
იგივე მეორეები პურის კარიბჭესთან
იგივე თავშესაფრის ეკლესიასთან
იგივე ჩვენი ქალბატონის ეკლესიაში, მდინარის
გადაღმა იგივე კათარების ძველ შენობასთან იგივე
მრგვალი ქვის ქუჩაზე.
და სამი ექვსიანი თაიგული დღესასწაულამდე, მეძავების
ქუ-ჩაზე"
- საწყალ მეძავებსაც ხომ ჰქონდათ უფლება, ვარდებიანი
ქუ-დებით შეხვედროდნენ დღესასწაულს?
ვაიმე... - ჩავილაპარაკე. - მგონი, მართალი ხარ...
მართალი ვარ, აბა რა. გეუბნები, ვაჭრის ჩანაწერია.

799
მოიცა... ეს შეიძლება ვაჭრის ჩანაწერია, მაგრამ პირველი
ნამდვილად დაშიფრული გზავნილია, ის, სადაც
"ოცდათექვსმე-ტი უხილავია" ნახსენები.
კარგი. ფრანგული ტექსტი ერთ საათში გავარკვიე, მაგრამ
მეორემ მართლა კარგა ხანს მაწვალა. ტრიტემიუსის სქემები
დამჭირდა. სად არ ვიყავი, ჯერ "ამბროზიანაში" ვეძებე, მერე
"ტრივულციანაში", ბიბლიოთეკარების ამბავი კარგად მოგეხსე-
ნება, სანამ უძველეს ხელნაწერთან მიგიშვებენ, ისე გიყურებენ,
თითქოს მის შეჭმას აპირებ. მაგრამ მაინც გავარკვიე. ჯერ ერთი
(ამას შენც უნდა მიმხვდარიყავი), "les 36 inuisibles separez en six
bandes" - ეს იგივე ფრანგულია, რომლითაც ეს ჩვენი ვაჭარი
წერს? თქვენც შენიშნეთ, რომ ეს გამოთქმა მეჩვიდმეტე საუკუ-
ნის პამფლეტში გამოყენებული გამოთქმაა, მაშინდელი, როცა
როზენკროიცერები პარიზში გამოჩნდნენ. მაგრამ შემდეგ ზუს-
ტად იმავე მსჯელობას მიჰყევით, რომელსაც თქვენი შეპყრობი-
ლი ავტორები: თუ გზავნილი ტრიტემიუსის მეთოდითაა
დაშიფ-რული, ეს ნიშნავს, რომ ტრიტემიუსმა მიბაძა
ტამპლიერებს. და რადგან ის ახსენებს ფრაზას, რომელიც
როზენკროიცერთა გა-მოჩენას უკავშირდება, ეს ნიშნავს, რომ
გეგმა, რომელიც რო-ზენკროიცერებს მიეწერება, იმთავითვე
ტამპლიერთა გეგმა იყო.
მოდი, სცადე და შეაბრუნე ეს მსჯელობა, როგორც ნების-მიერი,
საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი მოიქცეოდა. რადგან გზავნი-ლი
ტრიტემიუსის მეთოდითაა ჩაწერილი და რადგან მასში მეჩ-
ვიდმეტესაუკუნისეული, როზენკროიცერებთან დაკავშირებული
ფრაზაა ნახსენები, ესე იგი ის მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგაა
დაწერილი. თუ ასეა, რომელია ყველაზე მარტივი ვარაუდი? ინ-
გოლფმა გზავნილი პროვენში იპოვა და რადგან თვითონაც

800
პოლკოვნიკია და ჰერმეტიკულ საიდუმლოებებზეა შერყეული,
ოცდათექვსმეტს და ას ოცს დაინახავს თუ არა, მაშინვე როზენ-
კროიცერები მოსდის თავში. და რადგან კრიპტოგრაფიებზე
გიჟ-დება, კმაყოფილი და ბედნიერი, პროვენის წერილს ამ
გასაღებს მიუყენებს. სულ მარტივი ვარჯიშია: ტრიტემიუსის
კრიპტოსისტე-მის მიხედვით ჩაწერს თავის საყვარელ
როზენკროიცერულ ფრაზას.
- ჭკვიანური ახსნაა. მაგრამ იგივე ფასი აქვს, რაც პოლკოვნი-
კის ვარაუდს.
- დამაცადე. წარმოიდგინე, რომ რამდენიმე ვარაუდზე ფიქ-
რობ და ყველა მათგანი ერთმანეთს ამყარებს. ხომ უფრო დარ-
წმუნებული ხარ, რომ შენი ვარაუდი სწორია? ასე არაა? მე
ეჭვი-დან დავიწყე. ინგოლფის გამოყენებული სიტყვები ის
არაა, რა-საც ტრიტემიუსი ჰკარნახობს. ისეთივე, ასირიულ-
ბაბილონური კაბალისტური სტილისაა, მაგრამ არა იგივე.
არადა, თუ ინ-გოლფს იმ ასოებით დაწყებული სიტყვები
სჭირდებოდა, ტრიტე-მიუსთან იმდენს ნახავდა, რამდენიც
მოუნდებოდა. რატომ არ შეარჩია ისინი?
რატომ?
ალბათ, იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული ასოები სჭირდე-
ბოდა მეორე, მესამე, მეოთხე პოზიციებშიც. ალბათ, ჩვენი გამ-
ჭრიახი ინგოლფი მრავალნაირად დაშიფრული გზავნილის შედ-
გენას ცდილობდა. სურდა, ტრიტემიუსისთვისაც კი ეჯობნა. ტრი-
ტემიუსი ორმოც ძირითად კრიპტოსისტემას გვთავაზობს: ერთში
მხოლოდ ინიციალებია მნიშვნელოვანი, მეორეში - პირველი და
მესამე ასო, სხვაში - პირველი ასოდან დაწყებული ყველა მეორე
ასო და ასე შემდეგ... ცოტა მონდომებით კიდევ ას ასეთ სისტე-მას
მოიგონებს კაცი. ახლა რაც შეეხება ათ მცირე კრიპტოსის-

801
ტემას: პოლკოვნიკმა მხოლოდ პირველი წრე გაითვალისწინა,
რომელიც ყველაზე მარტივია. მაგრამ შემდეგები მეორე წრის
პრინციპით მუშაობს, აი მისი ასლი. წარმოიდგინე, რომ შიდა
წრე მოძრავია და ისე შეგიძლია, ატრიალო ის, რომ საწყისი A
გარე წრის ნებისმიერ ასოს დაემთხვეს. ასე მიიღებ სისტემას,
რომელშიც A შეიძლება X-ს აღნიშნავდეს და ასე შემდეგ. რომე-
ლიღაც სხვა სისტემაში A დაემთხვევა U-ს და ასე შემდეგ... თი-
თოეულ წრეზე ოცდაორი ასოთი ათი კი არა, ოცდაერთი კრიპ-
ტოსისტემა გამოგივა, მხოლოდ ოცდამეორე არ გჭირდება არა-
ფერში, ანუ ის, სადაც A ისევ A-ს ემთხვევა...
- ახლა არ მითხრა, რომ ყველა სიტყვის ყველა ასოსთვის ოც-
დაერთივე სისტემა მოსინჯე...
არა, ჭკუაც ვიხმარე და ცოტა გამიმართლა კიდეც. რადგან
ყველაზე მოკლე სიტყვები ექვსასოიანია, ცხადია, რომ მხოლოდ
პირველი ექვსია მნიშვნელოვანი და დანარჩენი სილამაზისთვი-
საა. რატომ ექვსი ასო? წარმოვიდგინე, რომ ინგოლფმა პირვე-
ლი დაშიფრა, მერე ერთი გამოტოვა და ისევ მესამე დაშიფრა,
მერე ორი გამოტოვა და მეექვსე დაშიფრა. თუ პირველი ასოს-
თვის პირველი წრე გამოიყენა, მესამისთვის მეორე წრე ვცადე
და ვნახე, რომ გამოდიოდა. მაშინ მესამე წრე მეექვსე ასოსთვის
ვცადე და ისევ გამოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ინგოლფს სხვა
ასოებიც გამოეყენებინა, მაგრამ ესეც საკმარისია. დანარჩენი
თუ გინდა, თავად სცადე.
კარგი, ნუ მაწვალებ. რა გამოგივიდა?
გზავნილს ჩახედე: ის ასოები, რომლებსაც მნიშვნელობა
აქვს, გავამუქე.
Kuabris Defrabax Rexulon Ukkazaal Ukzaab Urpaefel
Taculbain Habrak Hacoruim Maquafel Tebrain Hmcatuin
802
Rokasor Himesor Argaabil Kaquaan Docrabax Reisaz
Reisabrax Decaiquan Oiquaquil Zaitabor Qaxaop Dugraq
Xaelobran Disaeda Magisuan Raitak Huidal Uscolda Arabaom
Zipreus Mecrim Cosmae Duquifas Rocarbis
- პირველი გზავნილი ვიცით, რაცაა - ოცდათექვსმეტ
უხილავ-ზეა. ახლა უსმინე, რა გამოგივა, თუ მეორე წრის
მიხედვით შეც-ვლი მესამე ასოებს: "chambre des demoiselles,
l'aiguille creuse".
ეს ხომ ვიცი... ეგ...
En aval d'Etretat - La Chambre des Demosselles - Sous le
Fort du Fr é f oss é - Aiguille Creuse197 - არსენ ლიუპენის გაშიფ-
რული ფრაზაა, როცა "ღრუ კოშკის" საიდუმლო აღმოაჩინა. და
გახსოვს, ალბათ, ეტრეტა სწორედ "ღრუ კოშკის" სანაპიროზე
მდებარეობს, ბუნებრივი კოშკის, რომელშიც ცხოვრება შეიძლე-ბა.
ეს იულიუს კეისრის საიდუმლო იარაღი იყო, როცა გალიას
იპყრობდა, მოგვიანებით კი - საფრანგეთის მეფეების. ლიუპენის
ზებუნებრივი ძალის სათავე. და ხომ იცი, ლიუპენის მკვლევრები
როგორ გიჟდებიან ამ ამბავზე, ეტრატაში დადიან პილიგრიმე-ბად,
სხვა საიდუმლო გასასვლელებს ეძებენ, ლებლანის ყველა
სიტყვის ანაგრამაზე თავს იტეხენ... ინგოლფი არა მხოლოდ რო-
ზენკროიცერთა მკვლევარი იყო, ლიუპინოლოგიც გახლდათ...
ჰოდა, შიფრავდა და შიფრავდა.

"ეტრეტას მისადგომებთან - ქალწულთა ოთახია - ფრელოსეს


ციხესთან - ღრუ კოშკი" (ფრ.)

803
- ჩემს შეპყრობილ ავტორებს შეუძლიათ შეგეკამათონ, ტამ-
პლიერები იცნობდნენ ღრუ კოშკის საიდუმლოს და მაშასადამე,
გზავნილი მეთოთხმეტე საუკუნეში პროვენშია დაწერილიო...
რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა მესამე გზავნილს მივადექით.
მესამე წრე, გამოყენებული ექვს ასო-ნიშანზე. აი, რა გამოდის:
merde i'en ai marre de cette steganographie. ეს თანამედროვე
ფრანგულია, ტამპლიერები ასე არ ლაპარაკობდნენ. ასე ინ-
გოლფი ლაპარაკობდა, რომელსაც, როგორც ჩანს, ამოუვიდა
ყელში თავისი სისულელეების შიფრვა და ასევე დაშიფრული
სა-ხით, ჯანდაბის გზას გაუყენა საკუთარი ნაწვალები. მაგრამ
რად-გან არც ისე შტერი იყო, გთხოვ, შენიშნო, რომ სამივე
გზავნილი ოცდათექვსმეტი ასოსგან შედგება. ჩემო საწყალო
ბიჭო, ინ-გოლფი თქვენსავით ხალისობდა, იმ იდიოტმა
პოლკოვნიკმა კი სერიოზულად მიიღო ეს ყველაფერი.
მაშინ რატომ გაქრა ინგოლფი?
საიდან მოიტანე, რომ მოკლეს? იქნებ ყელში ამოუვიდა ოქ-
სერში ცხოვრება, სადაც მხოლოდ აფთიაქარს და თავის შინაბე-
რა ქალიშვილს შეჰყურებდა, რომელსაც დილიდან საღამომდე
ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა? იქნებ პარიზში გადავიდა, თავისი
ძველი წიგნებიდან რომელიმე გაყიდა და კარგა გვარიანი
ფული აიღო, ვინმე ლამაზი ქვრივიც შეირთო და ცხოვრების
თავიდან დაწყება გადაწყვიტა? რა, არ გაგიგია ასეთი ამბები:
კაცი სიგა-რეტის საყიდლად რომ გასულა და იმის მერე ცოლს
თვალით აღარ უნახავს?
პოლკოვნიკს რაღა დაემართა?
შენ არ მითხარი, ის პოლიციელიც არ იყო დარწმუნებული,
რომ მოკლესო? რა იცი, რა წარსული ჰქონდა, იქნებ დასდევდა
ვინმე, მიაგნეს და ესეც, თავი რომ გადაერჩინა, უკანმოუხედა-

804
ვად გაიქცა და კვალი აურია ყველას? იქნებ ახლა ეიფელის კოშ-
კის მიყიდვას ჰპირდება ვიღაც ამერიკელს და თავს დიუპონად
ასაღებს?
მეტისმეტი იყო. ასე, ყველა ფრონტზე ერთად ვერ
დავნებდე-ბოდი.
- კარგი, ვთქვათ, ყველაფერი ვაჭრის ჩანაწერით დაიწყო. მა-
შინ მართლა გენიოსები ვყოფილვართ! თავადაც ხომ ვიცოდით,
რომ ყველაფერი ჩვენი გამოგონილი იყო. ნამდვილი პოეზია
შეგვიქმნია!
ეგ თქვენი "გეგმა" პოეტური კი არა, გროტესკულია. არავის
მოუვა აზრად, წავიდეს და ტროა გადაწვას, რადგან ჰომეროსი
წაიკითხა. ჰომეროსმა ტროის ხანძარი ისეთ მოვლენად აქცია, რაც
არასოდეს მომხდარა და არც არასდროს მოხდება, არადა,
ყოველთვის იარსებებს, ბევრი თვალსაზრისით, რადგან მასში
ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი გამჭვირვალეა. შენი რო-
ზენკროიცერების მანიფესტები კი არც გასაგებია და არც გამ-
ჭვირვალე, აშლილი კუჭ-ნაწლავის გვრემაა, რომელიც საიდუმ-
ლოში გეშლებათ. ამიტომაც ცდილობდა ამდენი მათ გასე-
რიოზულებას და ყველა იმას ხედავდა მათში, რასაც თავად ეძებ-
და. ჰომეროსში არანაირი საიდუმლო არაა. თქვენი გეგმა კი
საიდუმლოებებითაა სავსე, რადგან წინააღმდეგობებითაა გადა-
ჭედილი. სწორედ ამიტომაა, რომ ათასობით დაკომპლექსებუ-ლი
ტიპი შეგხვდება, ვინც მზადაა, საკუთარი თავი დაინახოს მასში.
ნაგავში მოისროლეთ ეს ყველაფერი. ჰომეროსი არ ტყუოდა, არ
თვალთმაქცობდა. თქვენ კი თვალთმაქცობდით. თვალთმაქცობა
ძალიან საშიში საქმეა, რადგან ადვილად გიჯე-რებენ. ზემელვაისს
არ უჯერებდნენ, რომელიც ექიმებს ეუბნებო-და, სანამ მშობიარეს
მიეკარებით, ხელები დაიბანეთო. ძალიან

805
მარტივ რამეებს ამბობდა იმისთვის, რომ დაეჯერებინათ. ხალხი
იმას უჯერებს, ვინც თმის სწრაფად გასაზრდელ ლოსიონს ჰპირ-
დება. ინსტინქტურად გრძნობენ, რომ რაღაც არ გამოდის, რაღა-
ცეები არ ეთავსება ერთმანეთს, რომ ამ ამბავში რაღაც არაა
ლოგიკური და ბოლომდე პატიოსანი. მაგრამ ადამიანებს მუდამ
ასწავლიდნენ, რომ ღმერთი რთულია, კომპლექსური, მიუწვდო-
მელი, მაშასადამე, არათანმიმდევრულობა, ბუნდოვანება,
გაუგებრობა ადამიანებს ღმერთის ბუნებასთან ყველაზე ახლოს
ჰგონიათ. დაუჯერებელი ყველაზე მეტად ჰგავს სასწაულს. თქვენ
თმის სწრაფად გასაზრდელი ლოსიონი გამოიგონეთ. არ მომ-
წონს, ეს უწესო თამაშია.
ამ ამბავს ხელი არ შეუშლია, კარგად გაგვეტარებინა დრო
მთაში. ბევრს დავდიოდი, სერიოზული წიგნები წავიკითხე, ამდე-
ნი დრო ბავშვთან არასდროს გამიტარებია. მაგრამ ჩემსა და ლიას
შორის რაღაც მაინც დარჩა უთქმელი. ერთი მხრივ, კე-დელთან
მიმაყენა და წუხდა კიდეც, რომ ასე დამამცირა, მაგრამ მაინც არ
იყო დარწმუნებული, რომ ბოლომდე დამარწმუნა.
მართლაც, გეგმა გადასაგდებად მენანებოდა, ძალიან დიდი
დრო მქონდა მასთან ერთად გატარებული.
რამდენიმე დღის წინ ადრე ავდექი, რომ მილანში მიმავალი
ერთადერთი მატარებლისთვის მიმესწრო. მილანში ჩავიდოდი
თუ არა, ბელბო დამირეკავდა პარიზიდან და დაიწყებოდა ამბა-
ვი, რომელიც ახლაც არ დამთავრებულა.
ლია მართალი იყო. ამაზე ადრე უნდა გველაპარაკა. თუმცა
მაინც არ დავუჯერებდი. გეგმის შექმნა ჩემთვის იგივე "თიფერე-
თი" იყო, სეფიროთთა სხეულის გული, წესებისა და თავისუფლე-
ბის შერწყმა. დიოტალევი მეუბნებოდა ხოლმე, მოშე კორდოვე-რო
გვაფრთხილებდა, "ის, ვინც თორის ცოდნის გამო სიამაყით

806
აღივსება და ქედმაღლურად დაჰყურებს უვიცთ, მაშასადამე,
იაჰვეს მთელ ერს, "თიფერეთს" უბიძგებს, "მალქუთს" უყუროს
ქედმაღლურადო". მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები, რა არის
მალქუთი, ამქვეყნიური, მიწიერი სამეფო თავისი
დამაბრმავებე-ლი უბრალოებით. მიხვედრას, ალბათ, კიდევ
მოვასწრებ, მაგ-რამ, სიმართლეს, ალბათ, ვეღარ გადავურჩები.
ლია, არ ვიცი, კიდევ გნახავ თუ არა. თუ ვეღარ გნახე, ისეთი
დამამახსოვრდები, როგორიც იმ დილას: ნამძინარევი, საბანში
ჩათბუნული. გაკოცე, მაგრამ არ ვჩქარობდი ოთახიდან გას-
ვლას.

807
ნეცახ

107

"მანდ შავი ძაღლი ნაწვერალში დარბის გარიგარ... რაღაც


ჯადო-მარყუჟებს ხლართავს,
ფეხებზე გვაქსოვს სამომავლოდ მაგიურ ბადეს...
წრეც შემოთავდა, მორჩა, უკვე აქა ბრძანდება".198
მხოლოდ ბელბოს დოკუმენტებიდან შემეძლო, მივმხვდარი-
ყავი, რა მოხდა ჩემ არყოფნაში და, განსაკუთრებით, ჩემ
დაბრუ-ნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მაგრამ მათგან
მხოლოდ ერთი იყო გასაგები, დალაგებული - ბოლო ფაილი,
რომელიც ბელ-ბომ, სავარაუდოდ, პარიზში წასვლამდე დაწერა,
რათა მე (ან ვინმე სხვას - შეიძლება, მომავალზეც ფიქრობდა...)
შემძლებო-და მისი წაკითხვა.
სხვა ტექსტები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, თავის-
თვის ჰქონდა დაწერილი, ადვილი გასაგები არ იყო.
მხოლოდ მე შემეძლო მათი გაშიფვრა ან მიახლოებითი აზ-
რის გამოტანა მაინც... მე, რომელსაც უკვე შემეღწია ბელბოსა
და "აბულაფიას" ურთიერთობის ინტიმურ სივრცეში.
ივნისი იწყებოდა. ბელბო საშინლად იყო აღგზნებული. ექიმე-
ბი შეგუებოდნენ აზრს, რომ დიოტალევის ერთადერთი ნათესა-
ვები ის და გუდრუნი იყვნენ და, როგორც იქნა, დუმილი დაერ-

"ფაუსტი", I, "ქალაქის ბჭესთან". (დავით წერედიანის თარგმა-


ნი)
808
ღვიათ. როცა სტამბის თანამშრომლები და კორექტორები ეკით-
ხებოდნენ დიოტალევის ჯანმრთელობაზე, გუდრუნი ტუჩებს
წინ გაიშვერდა ხოლმე და რაღაც გაუგებარ სიტყვას
წარმოთქვამდა, რომლის თითქმის ყველა ბგერას ყლაპავდა. ასე
ახსენებენ დაავადებას, რომლის ხსენებაც არ შეიძლება.
გუდრუნი ყოველდღე მიდიოდა დიოტალევის სანახავად.
ვფიქრობ, რომ საშინლად აწუხებდა იმ სიბრალულით აწ-
ყლიანებული თვალებით. დიოტალევიმ ყველაფერი იცოდა,
მაგ-რამ რცხვენოდა, არ უნდოდა, სხვებსაც სცოდნოდათ მისი
ამბა-ვი. ლაპარაკი უჭირდა. ბელბოს ასეთი ჩანაწერი აქვს
მასზე: "სა-ხეზე მარტო ყვრიმალები დარჩა". დიოტალევის
თმები სცვიოდა, თუმცა ეს, ალბათ, მკურნალობის ბრალი იყო.
ბელბოს უწერია: "ხელები დაუდნა. მარტო თითები შერჩა".
მგონი, იმ დღეებში მიენიშნებინა დიოტალევის ბელბოსთვის
იმაზე, რასაც უკანასკნელ შეხვედრაზე ეტყოდა. ბელბო ხვდებო-
და, რომ გეგმასთან სრული თვითიდენტიფიკაცია მავნებელი იყო
და შეიძლება, გეგმა თავად იყო ბოროტება. მაგრამ, ალბათ,
სწორედ მისი მაქსიმალური თვალსაჩინოებისთვის, მისთვის
წმინდად ფიქტიური მასშტაბის დასაბრუნებლად,
სკრუპულოზუ-რად, დეტალურად ჩაეწერა ის პოლკოვნიკის
მოგონებების სა-ხით. ჰყვებოდა, როგორც შედგომილი, რომელიც
თავის უკანას-კნელ საიდუმლოს უზიარებს ვიღაცას.
მგონი, მისთვის ეს ერთგვარი მკურნალობა იყო:
ლიტერატუ-რაში აბრუნებდა, თუნდაც უვარგის
ლიტერატურაში, იმას, რაც ცხოვრებას არ ეკუთვნოდა.
მაგრამ 10 ივნისს, როგორც ჩანს, რაღაც ისეთი მოხდა, რა-მაც
ბოლომდე შეძრა ბელბო. ჩანაწერები ბუნდოვანია, ვა-
რაუდებით თუ შევაკოწიწებ რამეს.

809
ლორენცას რივიერაში წაყვანა უთხოვია, მეგობარს უნდა გა-
ვუარო რაღაცის წამოსაღებადო. როგორც მივხვდი, რაღაც სა-
ბუთი იყო თუ სანოტარო აქტი, მოკლედ რაღაც სისულელე,
მშვენივრად შეიძლებოდა, ფოსტით გამოეგზავნინებინა.
ბელბო დასთანხმებია, როგორც ჩანს, ლორენცასთან ერთად
ზღვაზე წასვლის იდეით აღფრთოვანებული.
მოკლედ, წასულან. ზუსტად ვერ გავიგე, რა ადგილი იყო,
მგონი, სადღაც პორტოფინოსთან ახლოს. ბელბო საკუთარ გუ-
ნებას უფრო აღწერს, ვიდრე იქაურ პეიზაჟებს, შეგრძნებებზე
ჰყვება, ჩანს, რომ საშინლად დაძაბული და დათრგუნვილი
იყო. ლორენცას თავისი საქმე მოუთავებია, სანამ ბელბო
რომელი-ღაც ბარში ელოდებოდა და უთქვამს, მოდი, ზღვის
სანაპიროზე ვისადილოთ თევზის რესტორანშიო.
ამის შემდეგ ამბავი დაწყვეტილია, დიალოგები თუ მისი
ნაწი-ლები ბრჭყალების გარეშე უწერია, თითქოს ცხელ გულზე
წერდა და უამრავ რამეს ტოვებდა. სადამდეც სამანქანო გზა
მიდიოდა, მანქანით მისულან, მერე კი ნაპირამდე ბილიკით
უნდა გასუ-ლიყვნენ. რაღაც უკაცრიელი, ყვავილებით
მოფენილი ნაპირი აქვს ნახსენები. როგორც იქნა, მისულან
რესტორნამდე, დამ-სხდარან და ამ დროს გვერდითა მაგიდაზე
ბარათი დაუნახავთ, რომელზეც ეწერა, რომ მაგიდა დოქტორ
ალიესთვის იყო დაჯავ-შნილი.
რა დამთხვევააო, რაღაც ამდაგვარი უთქვამს ბელბოს. ჰო,
ცუდი დამთხვევააო, დაუმატებია ლორენცას, არ მინდა, ალიემ
იცოდეს, რომ აქ ვარ, შენთან ერთადო. რატომ, რა არის ამაში
ცუდიო? გაუკვირვებია ბელბოს, როდის აქეთ აქვს ალიეს შენზე
ეჭვიანობის უფლებაო? უფლება რა შუაშია, ზრდილობის ამბა-ვია,
დღეს სადილად დამპატიჟა, ვუთხარი, არ მცალია-მეთქი და

810
არ მინდა, ტყუილი გამომივიდესო. ტყუილი რატომ გამოგივა,
მართლა საქმე გქონდა, აბა აქ ერთად რატომ წამოვედით, რა
არის სასირცხვილოო? გაღიზიანებულა ბელბო. სასირცხვილო
არაფერია, მაგრამ თუ უფლებას მომცემ, ადამიანებთან ურთი-
ერთობის ჩემი წესები მაქვსო, მოუჭრია ლორენცას.
რესტორნიდან იმავე ბილიკით წამოსულან. შუა გზაში ლო-
რენცა გაჩერებულა, მათკენ მომავალი ხალხი დაუნახავს, ალი-ეს
მეგობრები არიან და არ მინდა, შემამჩნიონო. საშინლად და-
მამცირებელი სიტუაცია იყო: ლორენცა ზურგით შეტრიალებუ-ლა
და სახეზე გაზეთი აუფარებია, გეგონებოდა, სასწრაფოდ იქ, იმ
ზეთისხილის ხეებით მოფენილ მინდორზე თუ არ შეიტყობდა
მსოფლიოს ამბებს, დაიღუპებოდა. ბელბო მოშორებით დამდგა-
რა, ვითომ შემთხვევით იყო იქ და არც იცნობდა ქალს.
ალიეს მეგობრებს კი ჩაუვლიათ, მაგრამ ლორენცა განერ-
ვიულებულა, ახლა უეჭველად ალიეც შეგვხვდება, ალბათ,
უკან მოჰყვებაო! ამ ჩემს ფეხებს, შეგვხვდეს მერეო! -
გაცოფებულა ბელბო, ლორენცა კი განაწყენებულა, საერთოდ
არ გადარდებს ჩემი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნაო.
გამოსავალი ის იყო, რომ ბილიკიდან გადასულიყვნენ და
მაღალ ბალახში ეფორ-თხიალათ მანქანამდე.
გულამოვარდნილებს, ძლივს აუვლიათ ის ციცაბო ფერდობი,
ბელბოს ფეხსაცმელზე ლანჩაც ასძრობია, ლორენცა კი
ეუბნებოდა, ასე არ ჯობია, ცოტა ვარჯიშიც გამოგ-ვივიდაო?
თუმცა, თუ მოწევას არ მოუკელი, სულ ასე ქოშინით ივლიო.
მანქანამდე რომ მიუღწევიათ, ბელბოს უთქვამს, ჯობია, მი-
ლანში დავბრუნდეთო. არაო, უთხოვია ლორენცას, ალიე იქნებ
იგვიანებდეს და გზაზე არ შეგვხვდეს, შენს მანქანას მაშინვე იც-

811
ნობს, ნახე, რა კარგი ამინდია, ტრასაზე ნუ გავალთ, სოფლიდან
მოვჭრათ გზა და მერე სადმე იქ ვივახშმოთ, პავიას მხარეშიო.
რა პავიაო, გადარეულა ბელბო, რას ლაპარაკობ, რა სოფ-
ლები, რუკას მაინც დახედე, უშიოს მერე მთა-მთა მოგვიწევს
სიარული, აპენინის ქედის გადავლას ეხუმრები უღელტეხილე-
ბით და ჯერ ბობიომდე, მერე პიაჩენცამდეო ჩაღწევასო? ხომ არ
გაგიჟდი, ჰანიბალის სპილოებით ლაშქრობა ამასთან მონაგონი
იქნებაო!
სულ არ გიყვარს თავგადასავლებიო, გაბუტულა ლორენცა,
წარმოიდგინე, რამდენი არაჩვეულებრივი პატარა რესტორანია
იმ გორაკებზე. უშიოსთან მანუელინას ცნობილი რესტორანია,
"მიშლენის" თორმეტი ვარსკვლავი აქვს, თევზს ასე არსად არ
ამზადებენო.
"მანუელინა", ცხადია, სავსე დახვედრიათ. გარეთ კლიენტე-ბის
უზარმაზარი რიგი იდგა, რომლებიც მაგიდის გათავისუფლე-ბის
მოლოდინში ყავას სვამდნენ. ლორენცას უთქვამს, არა უშავს, აქ,
ზევით, კიდევ უკეთესი ადგილებიაო. სამის ნახევარზე, როგორც
იქნა, უპოვიათ სასადილო სადღაც მიყრუებულ სო-ფელში.
ბელბოს უთქვამს, ამ დასახლების რუკაზე დატანა, ალ-ბათ,
სამხედროებსაც კი შერცხვათო. მოკლედ, დაკონსერვებუ-ლი
ხორცით შეკაზმული ჩახარშული მაკარონი უჭამიათ. ბელბო
ცდილობდა, როგორმე დაეცდენინებინა ლორენცასთვის ამ ყვე-
ლაფრის მიზეზი, შეუძლებელია, შემთხვევით წამოგეყვანე ამსი-
შორეზე, სადაც ზუსტად ამ დროს ალიეც აპირებდა მოსვლასო.
ჩასციებია, მითხარი, ჩვენ ორში რომლის გაღიზიანებას გეგმავ-დი
ამითო. ლორენცა კი უმეორებდა, პარანოიკი ხარო.
უშიოს მერე რაღაც უღელტეხილზე გადავიდნენ. იქაურობა
ბურბონებისდროინდელი სიცილიის კვირა ნაშუადღევს ჰგავდა.

812
ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა და უცებ საიდანღაც უზარმა-
ზარი შავი ძაღლი გამოვარდნიათ, გაცოფებული ყეფდა, თით-ქოს
მანქანა არასოდეს ენახა. ბელბოს მსუბუქად გაუკრავს ბამ-პერი
ძაღლისთვის, თითქოს არაფერი, მაგრამ მანქანიდან რომ
გადმოსულან, დაუნახავთ, რომ საცოდავი ცხოველი სისხლით იყო
მოთხვრილი, მუცლიდან რაღაც უცნაური, მოვარდისფრო
გამოშვეროდა (ნაწლავი? შიგნეული?) და საცოდავად ღმუოდა.
სოფლის მოსახლეობა უცებ მოგროვილა და მანქანის ირგვლივ
ნამდვილი სახალხო კრება გამართულა. ბელბო კითხულობდა,
მითხარით, ვისი ძაღლია, რამეს გადავუხდიო, მაგრამ ძაღლი,
როგორც ჩანს, უპატრონო იყო. ის საცოდავი სულიერი იმ
ღვთისგან დავიწყებული სოფლის მოსახლეობის ათი პროცენტი
მაინც იქნებოდა, მაგრამ არავინ იცოდა, ვისი იყო. თუმცა ცნო-ბით
ყველა იცნობდა. ვიღაცას გამოუცხადებია, კარაბინერები უნდა
გამოვიძახოთ, რომ კაპიტანმა ტყვიით მოკლას ეს უბედუ-რიო.
მოკლედ, დიდი ამბები დატრიალებულა.
სანამ კარაბინერების კაპიტანს ეძებდნენ, ვიღაც ქალი მოსუ-
ლა და გამოუცხადებია, ცხოველების მოყვარული ვარ, ექვსი კა-
ტა მყავსო. ეგ რაღა შუაშიაო, ბელბოს უთქვამს, ეს ძაღლია, თან
კვდება და მე კიდევ მეჩქარებაო. ძაღლია თუ კატაა, ადამიანს
გული უნდა ჰქონდესო, განრისხებულა ქალი, არავითარი კარა-
ბინერები, წადით და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან ან
საავადმყოფოდან მოიყვანეთ ვინმე, იქნებ გადაარჩინონ ცხოვე-
ლიო!
მზე მთელი ძალით აჭერდა ბელბოს, ლორენცას, მანქანას,
ძაღლს და მათ გარშემო შემოკრებილ ხალხს და ჩასვლას არც
ფიქრობდა. ბელბოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მძინარე,
ნიფხვით გამოეგდო ვიღაცას გარეთ და გაღვიძებას ვერ ახერ-

813
ხებდა. ცხოველების მოყვარული ქალი ჯიუტობდა, კაპიტანს ვერ
პოულობდნენ, ძაღლი მძიმედ სუნთქავდა და დროდადრო საში-
ნელ ხმებს უშვებდა. ყმუისო, დაუსკვნია ბელბოს ფილოლო-
გიურად და ქალს დაუდასტურებია, იყმუვლებს, აბა რას იზამს,
სტკივა, საცოდავს, მაინც სად ჯანდაბაში იყურებოდით, წინ ვერ
გაიხედეთო? სოფლისთვის ეს ნამდვილი სახალხო თავყრილო-ბა
იყო და ბელბო, ლორენცა და ძაღლი იმ სევდიანი კვირადღის
მთავარ სანახაობად ქცეულიყვნენ. ამ დროს საიდანღაც პატარა
გოგო გამომძვრალა ნაყინის ტლეკით და ბელბოს მისდგომია,
ტელევიზიიდან არ ხართ, "მის ლიგურიის აპენინებს" რომ აწ-ყობს,
იმ პროგრამიდანო? ამაზე ბელბო გადარეულა, აქედან დაიკარგე,
თორემ ამ ძაღლზე უარესი გელისო! გოგონა აბღავ-ლებულა, ამ
დროს კი ექიმი მოსულა და უთქვამს, ეს ბავშვი ჩემი შვილიაო.
ბელბოს შეუღრენია, შენ ვინღა ხარო? მოკლედ, გა-
მოლაპარაკებიან ერთმანეთს, ბელბოს ბოდიშიც მოუხდია და ამ
ლაპარაკში ისიც გარკვეულა, რომ ექიმი მწერალიც იყო და მისი
"სოფლის ექიმის დღიურები" მილანის ერთ ცნობილ გამომცემ-
ლობას, "მანუციოს", დაუბეჭდავს. ბელბომ, როგორც ჩანს, თავი
ვერ შეიკავა, უთქვამს, "მანუციოს" მთავარი რედაქტორი, ბურჯი
და საყრდენი მე გახლავართო. ამაზე ექიმს თავი გაუგიჟებია,
ვახშამზე უნდა დარჩეთ ჩემთანო! ლორენცას გული გასკდომია და
ნეკნებში რამდენჯერმე იდაყვი უთავაზებია ბელბოსთვის:
"იმდენს იზამ, ბოლოს გაზეთებშიც გამოგვჭიმავენ, რა გრჯიდა,
ხმა ვერ გაიკმინდეო?"
მზე ისევ აჭერდა, არადა, ამასობაში სამრეკლოზე მწუხრის
ზარიც შემოუკრავთ. ტულეს კუნძულზე მგონია თავიო, აღმოხ-
დენია სასოწარკვეთილ ბელბოს, სადაც წელიწადში ექვსი თვე
დღედაღამე მზე აჭერს, თან სიგარეტიც გამითავდაო. ძაღლი ახ-

814
ლა მარტო იტანჯებოდა, ზედაც აღარავინ უყურებდა. ლორენცა
იმეორებდა, ვგრძნობ, ასთმის შეტევა მეწყებაო, ბელბო კი სა-
ბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ კოსმოსი დემიურგის
შეცდო-მით გაჩნდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოიფიქრა, ეთქვა,
მანქა-ნით წავალ და უახლოესი საავადმყოფოდან ვინმეს
მოვიყვანო. ცხოველების მოყვარულ ქალბატონს მოსწონებია ეს
აზრი, ოღონდ მალე დაბრუნდითო! ცხადია, ენდობოდა
გამომცემლო-ბაში მომუშავე კაცს, თანაც ისეთ
გამომცემლობაში, პოეზიას რომ გამოსცემს. მეც ძალიან მიყვარს
მარიო მორეტიო, დაუყო-ლებია.
ბელბოს მანქანა დაუძრავს და, რა თქმა უნდა, უახლოეს
საავადმყოფოსთან გაჩერება არც უფიქრია. გზაში ლორენცა
გამწარებული სწყევლიდა ყველა ცხოველს, რომლებიც ღმერ-
თმა ქვეყნად მოავლინა პირველიდან მეხუთე დღის ჩათვლით.
ბელბოც ეთანხმებოდა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მეექვსე
დღის ნამუშევარსაც უწუნებდა გამჩენს და მეშვიდე დღის
დასვე-ნებასაც: ეს ყველაზე დაწყევლილი კვირადღეა ჩემს
ცხოვრება-შიო!
აპენინის ქედს შეუყვნენ. რუკაზე ბევრად უფრო ადვილი ჩან-
და ეს გზა, მაგრამ უამრავი საათი დასჭირვებიათ და გვიან საღა-
მოს, ბობიოს გავლით, ძლივს ჩაუღწევიათ პიაჩენცამდე. ბელბო
დაღლილი იყო და იმედი ჰქონდა, ლორენცასთან ერთად მშვი-
დად ივახშმებდა მაინც. სადგურთან მდებარე სასტუმროში
ორადგილიანი ნომერი აუღია. როგორც კი ოთახში ასულან,
ლორენცას გამოუცხადებია, არ არსებობს, ამ ოთახში გავათიო
ღამეო! ბელბოს უთქვამს, კარგი, რამეს მოვძებნი, ოღონდ დამა-
ცადე, ბარში ჩავიდე, ერთი ჭიქა მარტინი დავლიოო. ბარში მხო-
ლოდ კონიაკი ჰქონიათ, ისიც იტალიური. ოთახში დაბრუნე-

815
ბულს ლორენცა აღარ დახვედრია. მისაღებში ჩასულა ამბის სა-
კითხავად და წერილი გადაუციათ: "საყვარელო, მშვენიერი მა-
ტარებელი ვნახე მილანისკენ. წავედი. ამ კვირაში გნახავ".
სადგურში გაქცეულა, მაგრამ ბაქანი ცარიელი დახვედრია.
როგორც ვესტერნში.
ბელბოს პიაჩენცაში გაუთევია ის ღამე. უნდოდა, რამე
დეტექ-ტივი მაინც ეშოვა, რომ ღამით წაეკითხა, მაგრამ
სადგურის გა-ზეთების ჯიხური დაკეტილი ყოფილა.
სასტუმროს ოთახში კი იტალიის ტურისტული კლუბის
ჟურნალის მეტი არაფერი იყო წა-საკითხი.
თითქოს განგებ, ბელბოს დასაცინად, ჟურნალში ვრცელი
რეპორტაჟი ყოფილა აპენინის ქედის სწორედ იმ უღელტეხი-
ლებზე, რომლებიც იმ საღამოს გაევლო. დიდი ხნის წინ ნანახი-
ვით ჩარჩენოდა მეხსიერებაში ის ადგილები და დამჭკნარი,
ხრიოკი, უნაყოფო, მზით გადამწვარი, მტვრიანი და ნაგვით
სავ-სე ახსოვდა. ამ ჟურნალის პრიალა ფურცლებზე კი
საოცნებო ადგილებს ჰგავდა თურმე, ფეხით რომ უნდა
მოგევლო და თი-თოეული ნაბიჯით დამტკბარიყავი: კანაფის
ჯოს სამოას კუნძუ-ლებს.
შეიძლება, კაცმა თავი დაიღუპოს მხოლოდ იმიტომ, რომ
მან-ქანით ძაღლს დაეჯახა? არადა, ასე მოხდა. ბელბომ იმ
ღამეს პიაჩენცაში გადაწყვიტა, ისევ გეგმაში
გადასახლებულიყო და აღარასოდეს განეცადა მარცხი: გეგმაში
ხომ თვითონ წყვეტდა, ვინ რას აკეთებდა, როგორ და როდის.
ალბათ, იმ საღამოს განიზრახა ალიეზე შურისძიებაც, თუმცა
კარგად არ იცოდა, რისთვის ან როგორ უნდა ეძია შური. გადაწ-
ყვიტა, ალიეც შეეყვანა გეგმაში ისე, რომ მას ამაზე არაფერი
სცოდნოდა. საერთოდ, ბელბოს ახასიათებდა ისეთი შურის-

816
ძიებების დაგეგმვა, რომელთა ერთადერთი მოწმე თვითონ უნ-
და ყოფილიყო. სირცხვილის გამო კი არა, იმიტომ, რომ სხვის
ნანახს არ ენდობოდა. გეგმაში ალიე გაქრებოდა, ჩაიკარგებო-
და, გაიფანტებოდა, როგორც კვამლი, როგორც სანთლის ალი,
არარსებული, როგორც პროვენის ტამპლიერები, როგორც რო-
ზენკროიცერები, როგორც თვითონ ბელბო.
არ უნდა იყოს ძნელიო, ფიქრობდა. ბეკონი და ნაპოლეონი
მოვაქციეთ საჩვენოდ, ალიეს როგორ ვერ მოვუგრეხ კისერსო.
"მასაც რუკის საძებნელად გავუშვებ. არდენტისა და მისი მოგო-
ნებისაგან მაშინ გავთავისუფლდი, როცა ის თავის გამონაგონზე
უკეთეს გამონაგონში ჩავსვი. ალიესაც იგივე ელის".
მგონი, მართლა სჯეროდა ამის. ასეთი ძალა აქვს გაც-
რუებულ იმედს, არახდენილ სურვილს. მისი ფაილი (სხვაგვა-
რად შეუძლებელიც იყო) ცხოვრების მიერ დამარცხებული ყვე-
ლა ადამიანის სავალდებულო ციტატით მთავრდებოდა: "Bin ich
ein Gott?"199

"ნუთუ ღმერთი ვარ?" ("ფაუსტი" I, "ღამე", დ. წერედიანის


თარგმანი)

817
108

"რა არის ის ფარული ძალა, რომლითაც პრესა ზემოქმედებს


ჩვენზე და რომელიც იმ მავნებლური დაჯგუფებების უკან
იმალე-ბა, რომლებიც გარს გვახვევია? ამ ყველაფერში
სხვადასხვა ძა-ლაა ჩარეული თუ მხოლოდ ერთი ძალა
არსებობს, ჯგუფი, რო-მელიც ყველა დანარჩენს მართავს,
ნამდვილ შედგომილთა ვიწ-რო წრე?"200
შეიძლება, დავიწყებოდა კიდეც თავისი განზრახვა. შეიძლე-
ბა, მხოლოდ მისი დაწერა ეკმარა. იქნებ კიდევ ერთხელ რომ
ენახა ლორენცა, იმ ამბიდან მალევე, ესეც ჰყოფნოდა. იქნებ
ისევ დაჰბრუნებოდა სურვილი და სურვილს ეიძულებინა, სი-
ცოცხლეს შერიგებოდა. მაგრამ ორშაბათს ნაშუადღევს ალიეს
გადაჰყრია სამსახურში. ეგზოტიკურსუნამონაპკურებ ალიეს
ღი-მილით გადაუცია რამდენიმე დაწუნებული ხელნაწერი, რი-
ვიერაზე გატარებული არაჩვეულებრივი უქმეების დროს წავი-
კითხეო. ამაზე ბელბოს ბოღმა ყელში მოაწვა და საბოლოოდ გა-
დაწყვიტა, გაებრიყვებინა ალიე, სასწაულმოქმედი ქვა დაენახ-
ვებინა მისთვის.
ადგა და იდუმალი გამომეტყველებით გადაკვრით უთხრა
ალიეს, ათი წელი იქნება, რაც უდიდეს საკრალურ საიდუმლოს
ვფლობო. "ხელნაწერი ვინმე პოლკოვნიკმა არდენტიმ გადმომ-
ცა, რომელიც ამბობდა, ტამპლიერების გეგმას ვიცნობო... პოლ-
კოვნიკი მალევე მოკლეს და მისი დოკუმენტები გაიტაცეს, მაგ-

Nesta Webster, Secret Societies and Subversive Move


ments, London, Boswell, 1924, p. 348
818
რამ საქმე ის არის, რომ "გარამონიდან" გასულმა, განგებ ყალბი
ტექსტი გააყოლა ხელს, გამონაგონი, მიამიტური მონაჩმახი, რა-თა
მტერს ჰგონებოდა, რომ თან ჰქონდა პროვენის გზავნილთან და
ინგოლფის უკანასკნელ ჩანაწერებთან დაკავშირებული ქა-
ღალდები, რადგან მისი მკვლელები სწორედ ამ დოკუმენტებს
ეძებდნენ... მაგრამ ნამდვილი დოკუმენტები ჩემთან დარჩა..."
რა საინტერესოაო, უთქვამს ალიეს, გთხოვთ, მომიყევითო...
ჰოდა, ბელბოსაც მოუყოლია. მთელი ჩვენი შეთხზული გეგმა
გა-დაუშლია ალიესთვის ისე, ვითომ იმ ხელნაწერში
ამოეკითხა. ისიც კი უთქვამს ჩურჩულით, ერთი პოლიციელი,
ვინმე დე ანჯე-ლისი, ძალიან ახლოს მივიდა ჭეშმარიტებასთან,
მაგრამ ჩემი ჰერმეტიკული დუმილი ვერ დაარღვიაო. "მე ხომ
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი საიდუმლო მებარა,
რომელიც, საბო-ლოოდ, რუკასთან მიდიოდა..."
აქ ხანგრძლივი პაუზა გაუკეთებია. ქვეტექსტებით დატვირ-
თული და მრავალმნიშვნელოვანი, როგორც ყველა ხანგრძლი-
ვი პაუზა. როცა ადამიანი მთავარი სათქმელის აღიარებამდე შე-
ყოვნდება, ამით ადასტურებს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე
თქვა, მართალია. იმისთვის კი, ვისაც საიდუმლო ტრადიციის
სწამს (ბელბოს ამის იმედი ჰქონდა), დუმილზე მეტყველი არა-
ფერია.
- რა საინტერესოა... რა საინტერესოა... - ამბობდა ალიე. ჟი-
ლეტიდან ჩაფიქრებული სახით სათუთუნეც ამოუღია, თითქოს
სხვა რამეზე ფიქრობდაო. - და... რუკა?
ბელბო ფიქრობდა: "ბებერო ვუაიერისტო, აღეგზნე, არა? მო-
გიხდება... მაგ შენი გაბღენძილი სენ-ჟერმენის ისტორიებით,
ერთი წვრილმანი აფერისტი ხარ და მეტი არაფერი, რომელიც
ბანქოს სამი ქაღალდით ატყუებს ხალხს და კოლოსეუმის ყიდ-

819
ვას ცდილობს თავისნაირი თაღლითისგან. ახლა რუკის სა-ძიებელ
გზას გაგიყენებ, იქნებ სამუდამოდ გიყოს პირი მიწის-ქვეშეთმა
და მის დინებებში ჩაიკარგო... მიდი და ახალე მერე თავი სამხრეთ
პოლუსზე მდებარე რომელიმე კელტურ ტაბიკს..."
იდუმალი გამომეტყველებით, ჩურჩულით გაუგრძელებია:
რა თქმა უნდა, ხელნაწერში რუკაც არის, ანუ იმ ადგილის
ზუსტი აღწერა და ისიც მითითებულია, სადაა ორიგინალი.
საოცარია... ვერც კი წარმოიდგენთ, რა ადვილი იყო ამ ამოცა-
ნის ამოხსნა. რუკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ყველას
შეეძლო მისი დანახვა, ათასობით ადამიანი შეჰყურებდა მას
ყო-ველდღე, საუკუნეთა მანძილზე. თან სისტემა იმდენად
ელემენ-ტარულია, რომ საკმარისია, სქემა დაიმახსოვრო და
სადაც უნდა იყო, ეს რუკა თვალწინ გადაგეშლება ისე, რომ
განძრევაც არ მოგიწევეს. ასეთი მარტივი და ასეთი
ამოუხსნელი... წარმოიდ-გინეთ (ისე ვამბობ, მაგალითისთვის,
რომ მიხვდეთ, რას ვგუ-ლისხმობ), რუკა ხეოფსის პირამიდაზე
რომ ყოფილიყო დახატუ-ლი, ყველას თვალწინ გადაშლილი...
საუკუნეთა მანძილზე ემ-ზირათ ადამიანებს პირამიდისთვის,
რაღაც მინიშნებებისა და გათვლების აღმოჩენაზე ეტეხათ თავი
და მისი ნამდვილი, დაუჯერებელი, ბრწყინვალე უბრალოება
ვერც კი დაენახათ. უმანკოების უბადლო შედევრი. პროვენელი
ტამპლიერები ნამ-დვილი ჯადოქრები იყვნენ.
ახლა მართლა დამაინტერესეთ. არ მიჩვენებთ რუკას?..
გეფიცებით, ყველაფერი გავანადგურე, საბუთებიც, ათივე
გვერდი, და რუკაც. ძალიან ვიყავი შეშინებული, ალბათ, გამი-
გებთ...
არ მითხრათ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი
გაანადგურეთ...
820
დიახ, გავანადგურე, მაგრამ როგორც გითხარით, ამოხსნა
საოცრად მარტივი იყო. რუკა აქაა, - შუბლზე დაიდო ხელი. თან
გულში ეცინებოდა, ბავშვობისდროინდელი ანეგდოტი გაახსენ-და
გერმანელზე, იტალიურს რომ სწავლობდა: "ქველაფერი ამა-ში
არის, ჩემს ტრაქში". - ათი წელია, თან დავატარებ ამ საიდუმ-ლოს,
ათი წელია, თან დამაქვს ის რუკა, - ისევ მიიდო ხელი შუბ-ლზე. -
როგორც აკვიატება და მაშინებს ძალა, რომელსაც შევი-ძენ, თუ
ოცდათექვსმეტი უხილავის მემკვიდრეობის მიღებას გა-
დავწყვეტ. ახლა ხომ ხვდებით, რატომ დავარწმუნე გარამონი,
"შიშველი ისისი" და "მაგიის ისტორია" დაებეჭდა? საჭირო ხალ-
ხისგან ველი გამოხმაურებას... - და მერე, ბოლომდე როლში შე-
სულმა, ალიეზე საბოლოო შთაბეჭდილება რომ მოეხდინა, ლა-მის
სიტყვასიტყვით გაუმეორა ის მგზნებარე სიტყვები, რომლებ-საც
არსენ ლიუპენი ეუბნებოდა ბოტრელეს "ღრუ კოშკის" ფი-ნალში:
"ხანდახან საკუთარი ძალა მახვევს თავბრუს. მთვრალი ვარ
ძალაუფლებითა და ყოვლისშემძლეობით".
კარგი რა, მეგობარო... - უთქვამს ალიეს. - მეტისმეტ მნიშ-
ვნელობას ხომ არ ანიჭებთ ერთი ეგზალტირებული ტიპის მო-
ნაჩმახს? დარწმუნებული ხართ, რომ ის ტექსტი ავთენტიკური
იყო? რატომ არ გინდათ, ჩემს გამოცდილებას ენდოთ ამ საკით-
ხებში? ნეტავ იცოდეთ, რამდენი ასეთი აღსარება მომისმენია
ცხოვრებაში და სხვა თუ არაფერი, ის დამსახურება მაინც
მიმიძ-ღვის, რომ მათი სიყალბე დამიმტკიცებია. საკმარისი
იქნება, ერ-თი დავხედო რუკას, რომ მივხვდე, სანდოა თუ არა.
მერწმუნეთ, შეიძლება მოკრძალებული, მაგრამ საკმაოდ კარგი
ცოდნა მაქვს ტრადიციული კარტოგრაფიის დარგში.
დოქტორო ალიე... - უთქვამს ბელბოს, - თქვენ ხომ თავად
იტყოდით, რომ შედგომილთა საიდუმლო იქამდეა ნამდვილი,
821
სანამ დაფარულია. გამხელილი, ის აღარანაირ ფასეულობას
აღარ წარმოადგენს. ამდენი წელი ვდუმდი, შემიძლია, კიდევ
გავჩუმდე.
ჰოდა, გაჩუმებულა. ალიეც სერიოზულად ასრულებდა
თავის როლს, იმის მიუხედავად, დაიჯერა თუ არა ბელბოს
მონაყოლი. მთელი ცხოვრება ამოუხსნელი ამოცანებით
გართობაში ჰქონ-და გატარებული და იცოდა, რომ ბელბო
კრინტს აღარ დაძრავ-და.
ამ დროს გუდრუნი შესულა ოთახში და მოუხსენებია, ბოლო-
ნიაშია პარასკევს თორმეტ საათზე შეხვედრა დანიშნულიო.
შეგიძლიათ, დილით წახვიდეთ სწრაფი მატარებლით.
რა არაჩვეულებრივი რამეა ეს სწრაფი მატარებელი, - უთ-
ქვამს ალიეს. - მაგრამ ამ სეზონზე სულ სავსეა, წინასწარ უნდა
დაჯავშნო ადგილი.
ბელბოს დაუმშვიდებია, ბოლო წუთსაც რომ ავიდე, მაინც
ვი-პოვი ადგილს, ბოლო-ბოლო, ვაგონ-რესტორანში დავჯდები
და თან ვისაუზმებ კიდეცო.
წარმატებას გისურვებთ, - უთქვამს ალიეს. - ბოლონია კარ-
გი ქალაქია. მაგრამ ივნისში იქ ძალიან ცხელა...
ორი-სამი საათი უნდა გავჩერდე. ეპიგრაფიკის წიგნის გამო
მივდივარ, რეპროდუქციებთან დაკავშირებით პრობლემები
გვაქვს, - მერე დაუმატებია: - ჯერ შვებულებაში არ გავდივარ.
შვებულებას ზაფხულის ბუნიობის დღეს ავიღებ... მიმიხვდით,
ალბათ. იმედი მაქვს, არ გამთქვამთ. ისე გაგიმხილეთ
გულისნა-დები, როგორც მეგობარს.
გარწმუნებთ, დუმილი თქვენზე უკეთ მეხერხება. გმად-
ლობთ ნდობისთვის... - უთქვამს ალიეს და ოთახიდან გასულა.

822
ბელბო ცოტა დაუმშვიდებია ამ საუბარს. მის ასტრალურ
წარ-მოსახვას ბოლომდე გაემარჯვა მთვარისქვეშეთის
სიყალბესა და უბადრუკობაზე.
მეორე დღეს ალიეს დაურეკავს ბელბოსთვის:
- მაპატიეთ, ჩემო მეგობარო... ერთი პატარა პრობლემა შე-
მექმნა. შეიძლება იცით, რომ ჩემი მოკრძალებული ბიზნესი მაქვს,
ანტიკური წიგნებით ვვაჭრობ. საღამოს პარიზიდან ათიოდე წიგნს
ველოდები, მეთვრამეტე საუკუნის გამოცემებია, საკმაოდ
ძვირფასი, რომლებიც ხვალამდე უნდა მივაწოდო ჩემს
პარტნიორს ფლორენციაში. პირადად უნდა წამეღო, მაგრამ რა-ღაც
სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ქალაქიდან ვერ გავალ. ერთი
გამოსავალი მოვიფიქრე. თქვენ ხომ ბოლონიაში მიდი-ხართ...
ხვალ სადგურზე მოვალ, მატარებლის გასვლამდე ათი წუთით
ადრე და პატარა ჩემოდანს გადმოგცემთ, ხელბარგის თაროზე
შემოდეთ, თქვენი სავარძლის თავზე და ბოლონიაში რომ
ჩახვალთ, იქ დატოვეთ. ერთადერთი, იქნებ ეცადოთ, ბო-ლო
ჩახვიდეთ ვაგონიდან, რომ ჩემოდანი ხელს არავინ გააყო-ლოს.
შემდეგი გაჩერება ფლორენციაა, ჩემი პარტნიორი ავა ვა-გონში და
ჩემოდანს აიღებს. ვიცი, გაწუხებთ, მაგრამ თუ დამეხ-მარებით,
სამუდამოდ თქვენი მადლიერი ვიქნები...
სიამოვნებით, - დასთანხმებია ბელბო. - მაგრამ როგორ
გაიგებს თქვენი პარტნიორი, სად დავტოვე ჩემოდანი?
თქვენზე წინდახედული ვარ, ამიტომ მერვე ვაგონის 45-ე
ადგილი დაგიჯავშნეთ. რომამდე ვიყიდე ჯავშანი, ასე რომ არც
ბოლონიაში დაჯდება იმ ადგილზე ვინმე და არც ფლორენციაში. ამ
სამსახურის საფასურად გარანტირებულ ადგილს გთავა-ზობთ,
ასე რომ ვაგონ-რესტორანში შეყუჟვა აღარ მოგიწევთ. ბი-ლეთის
ყიდვასაც ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავბედე, არ მინდო-

823
და, გეფიქრათ, რომ ასე გლეხურად გიხდიდით მადლობას დახ-
მარებისთვის.
"ნამდვილი ჯენტლმენია... - უფიქრია ბელბოს. - იმედია, სა-
მარკო ღვინოების ყუთს გამომიგზავნის საჩუქრად, რომ მისი
სადღეგრძელო დავლიო. გუშინ განადგურებას ვუპირებდი და
ახლა თავისი საქმეების გაჩარხვაში ვეხმარები. რას ვიზამ...
უარის თქმა არ გამოვა".
პარასკევ დილას ბელბო დროულად წასულა სადგურში, ბი-
ლეთი უყიდია და ალიეც დახვედრია მერვე ვაგონთან მომცრო,
მაგრამ საკმაოდ მძიმე ჩემოდნით.
ბელბოს ჩემოდანი სავარძლის თავზე შემოუდვია და
გაზეთე-ბით ხელში, სავარძელში მოკალათებულა.
იმ დღის მთავარი ახალი ამბავი ბერლინგუერის დასაფლავე-
ბა იყო. ცოტა ხანში ბელბოს ვიღაც წვერიანი კაცი მისჯდომია.
ბელბოს მოსჩვენებია, რომ სადღაც ჰყავდა ნანახი ის კაცი (უ-
ფიქრია, შეიძლება, პიემონტიდან, იმ საღამოდან მახსოვსო,
თუმცა დარწმუნებული არ იყო). მატარებელი რომ დაძრულა,
ვაგონში არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ ყოფილა.
ბელბო გაზეთს კითხულობდა, მაგრამ წვერიანი თანამგზავ-რი
ყველანაირად ცდილობდა, გარშემომყოფებს გამოლაპარა-კებოდა.
ჯერ სიცხეზე ჩამოუგდია სიტყვა, კონდიცირების სისტე-მა
გაუმართავიაო, დაუჩივლია, ივნისში ვერ გაიგებ ადამიანი,
საზაფხულოდ უნდა ჩაიცვა თუ საგაზაფხულოდო. მერე ბელბოს-
თვის უთქვამს, ამ სეზონზე თქვენნაირი, მსუბუქი პიჯაკი საუკე-
თესო გამოსავალიაო. უკითხავს, უკაცრავად, ინგლისური ხომ არ
არისო? ბელბოს თავი დაუქნევია, დიახ, ინგლისურია, "ბარ-ბერის"
ფირმისააო და კითხვა გაუგრძელებია.

824
მაგრამ მგზავრი არ ცხრებოდა: ინგლისურ პიჯაკებს არაფერი
სჯობია, მაგრამ თქვენი განსაკუთრებით ლამაზია, რადგან ის
მყვირალა ოქროსფერი ღილები არა აქვსო. თუ უფლებას მომ-
ცემთ, იმასაც გეტყვით, რომ მაგ ბორდოსფერ ჰალსტუხს ძალი-
ან კარგად ეხამებაო. ბელბომ მადლობა ჩაიბურტყუნა და გაზე-
თი გადაფურცლა. "ალბათ, ყველას უზრდელი ვგონივარ, მაგ-
რამ მატარებლით იმიტომ ვმგზავრობ, რომ ადამიანებს არ ვე-
კონტაქტო... ხალხი მატარებლის გარეთაც მყოფნის..." - ფიქ-
რობდა გაგულისებული.
კაცი არ ეშვებოდა:
- გატყობთ, ათასნაირ გაზეთს კითხულობთ... ალბათ, მოსა-
მართლე ან პოლიტიკოსი ბრძანდებით.
არაო, ბელბომ, გამომცემლობაში ვმუშაობ, არაბულ მეტაფი-
ზიკაზე ვბეჭდავთ წიგნებსო. ისე დააბრეხვა ეს, თანამოსაუბრის
შესაშინებლად. როგორც ჩანს, გაჭრა, რადგან კაცი დადუმდა.
მერე კონტროლიორს ჩამოუვლია. ბელბოსთვის უკითხავს,
ბილეთი ბოლონიამდე გაქვთ, რომამდე რატომ დაჯავშნეთ ად-
გილიო? ბელბომ, ბოლო მომენტში გადავიფიქრეო.
რა კარგია, - ისევ გამოცოცხლებულა წვერიანი. - ასე უცებ
რომ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას! ფულზე არც დარ-
დობს... მშურს თქვენი.
ბელბოს უხერხულად გაუღიმია და ფანჯარაში გაუხედავს.
"ე-სეც ასე. ახლა ყველა მფლანგველად მთვლის. ისე
მიყურებენ, თითქოს ბანკი გამეძარცვოს".
ბოლონიაში წამომდგარა და ჩასასვლელად მომზადებულა.
ჩემოდანი გრჩებათ, - შეუხსენებია მეზობელს.

825
არა, იცით... ერთი ადამიანი ამოვა ფლორენციაში და აიღებს.
თუ არ შეწუხდებით... შეგიძლიათ, ყურადღება მიაქცი-ოთ?
კი, ბატონო, არ იდარდოთ, - დაუმშვიდებია წვერიანს.
ბელბო საღამოს დაბრუნებულა მილანში. ხორცის კონსერვი
გაუხსნია, კრეკერების ყუთი მოუდგამს გვერდით და ტელევიზო-
რი ჩაურთავს. ცხადია, ბერლინგუერზე ლაპარაკობდნენ. ბო-ლოში
რამდენიმე წუთი დაუთმეს სხვა ამბებს.
დილის საათებში ბოლონია-ფლორენციის მონაკვეთზე,
სწრაფი მატარებლის მერვე ვაგონში, ერთ წვერიან მგზავრს ეჭ-
ვი გამოუთქვამს ვიღაც კაცთან დაკავშირებით, რომელიც ბო-
ლონიაში ჩასულა და ჩემოდანი ხელბარგის თაროზე დაუტოვე-
ბია, ფლორენციაში ამოვლენ და ჩაიტანენო. მაგრამ ტერორის-
ტებიც ხომ ასე იქცევიან? - ქოთქოთებდა თურმე მგზავრი. თა-
ნაც, რომამდე ჰქონდა ადგილი დაჯავშნილი, ბოლონიაში რა-
ტომ ჩავიდაო?
ვაგონის მგზავრები ფრიად შეშფოთებულან. წვერიანს უთ-
ქვამს, ამ დაძაბულობას ვერ გავუძლებ, მირჩევნია, შეცდომა
დავუშვა, ვიდრე მოვკვდეო და მატარებლის გამყოლი მოუყვა-
ნია. მატარებელი გაუჩერებიათ და გამნაღმველები გამოუძახი-
ათ. მატარებელი კარგა ხანს მდგარა სადღაც მთაში, შეშინებუ-
ლი მგზავრები ჩამოსულან და გარეთ გამწკრივებულან, გამნაღ-
მველებიც იგვიანებდნენ თურმე...
მოკლედ, ექსპერტებს ჩემოდანში საათისმექანიზმიანი ასა-
ფეთქებელი მოწყობილობა უნახავთ, რომელიც მატარებლის
ფლორენციაში ჩასვლის დროზე იყო დაყენებული. რამდენიმე
ათეულ ადამიანს მაინც შეიწირავდა.

826
პოლიციას წვერიანი მგზავრი ვეღარ უნახავს. შეიძლება, სხვა
ვაგონში გადაჯდა და ფლორენციაში ჩავიდა, ალბათ,
გაზეთებში გამოჭენება არ უნდოდა. ტელევიზიით
მოუწოდებდნენ, შეგვეხ-მიანეთო.
დანარჩენ მგზავრებს შესანიშნავად ახსოვდათ ჩემოდნის
პატრონი. საეჭვო ტიპი იყოო, ამტკიცებდნენ. ინგლისური
ლურ-ჯი პიჯაკი ეცვა, ოღონდ ოქროსფერი ღილების გარეშე და
ბორ-დოსფერი ჰალსტუხიც ეკეთაო. ჩუმი ტიპი ჩანდა, თითქოს
გარ-შემომყოფთა ყურადღების მიქცევა არ უნდოდა, მაგრამ
წამოს-ცდა, რომ გაზეთში თუ გამომცემლობაში მუშაობდა,
რომელსაც რაღაც კავშირი აქვს (აქ მოწმეთა ჩვენებები
განსხვავდებოდა ერთმანეთისგან) ფიზიკასთან, მეთანთან თუ
მეტემფსიქოზთან, მოკლედ, არაბებთანო.
პოლიციის განყოფილებებსა და კარაბინერებს განგაშის ზა-
რებისთვის შემოეკრათ. გამომძიებელთა კაბინეტებში სატელე-
ფონო ზარები არ წყდებოდა. ბოლონიაში ლიბიის ორი მოქალა-
ქე დაეკავებინათ. პოლიციის გრაფიკოსს ფოტორობოტიც შეექ-
მნა მგზავრთა აღწერილობის მიხედვით, რომელსაც ახლა ეკ-
რანზე აჩვენებდნენ. ნახატი ბელბოს არ ჰგავდა, მაგრამ ბელბო
კი წააგავდა იმ ნახატს.
ბელბოს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ის ჩემოდნიანი კაცი თვი-
თონ იყო, მაგრამ რა ბომბი, ჩემოდანში ალიეს წიგნები არ ეწ-
ყო?! სასწრაფოდ დაურეკავს ალიესთან, მაგრამ არავის უპასუ-
ხია.
უკვე გვიანი იყო, გარეთ გასვლა ვერ გაუბედავს და ძილის
წამალი დაულევია, რომ როგორმე დაეძინა. მეორე დილას კი-
დევ უცდია ალიესთან დარეკვა. უშედეგოდ. გაზეთების საყიდ-
ლად ჩასულა. კიდევ კარგი, პირველი გვერდები ისევ ბერლინ-

827
გუერის გასვენების ფოტოებით იყო სავსე, მისი ფოტორობოტი
სადღაც შუაში დაებეჭდათ. უცებ გაახსენდა, რომ ისევ ის
ლურჯი პიჯაკი ეცვა. კიდევ კარგი, ჰალსტუხი არ ეკეთა.
დაფიქრებულა, უცდია, კიდევ ერთხელ გაეხსენებინა მომ-
ხდარი. ამ დროს ტელეფონს დაურეკავს. უცხო ხმა იყო, უც-
ხოური, სავარაუდოდ, ბალკანური აქცენტით. უცნაური ზარი
იყო, თითქოს ეს ადამიანი გულწრფელად ლაპარაკობდა... საწ-
ყალო სინიორ ბელბო, უთქვამს, ეს რა უსიამოვნო ამბავში
გაებითო? ხელი არ უნდა მოჰკიდო სხვის ბარგს, თუ არ შეამოწ-
მებ, შიგ რა დევსო. კარგი დღე არ დაგადგებათ, თუ პოლიციამ
გაიგო, რომ 45-ე ადგილის მგზავრი თქვენ ხართო.
თუმცა ამ უსიამოვნებას ასცდებით, თუ ჩვენთან ითანამშრომ-
ლებთ, მაგალითად, გვეტყვით, სადაა ტამპლიერების რუკაო. ახ-
ლა მილანი საშიში ქალაქია, ყველამ იცის, რომ ტერორისტი
სწორედ მილანში ჩაჯდა მატარებელში, ამიტომ აჯობებს, ეს საქ-
მე სხვაგან, ნეიტრალურ ადგილზე გავაგრძელოთ, მაგალითად,
პარიზშიო. დე ლა მანტიკორის 3 ნომერში, სლოანის წიგნის მა-
ღაზიაში დავთქვათ შეხვედრა, ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ჯო-
ბია, ახლავე წახვიდეთ პარიზში, სანამ ვინმეს უცნიხართო.
"რიუ დე ლა მანტიკორი, #3. წიგნის მაღაზია სლოანი.
ოთხშა-ბათს, 20 ივნისს იქ ნაცნობი დაგელოდებათ, წვერიანი
ბატონი, რომელთანაც ასე გულთბილად ისაუბრეთ
მატარებელში. ის გეტყვით, სად შეხვდეთ დანაჩენებს. მერე,
ნელ-ნელა, ზაფხუ-ლის ბუნიობამდე ყველაფერს მოგვიყვებით
და უმტკივნეულოდ დავამთავრებთ ამ ამბავს. რიუ დე ლა
მანტიკორი, #3. ადვილი დასამახსოვრებელია".

828
109

"სენ-ჟერმენი... ძალიან დახვეწილი და ხუმარა კაცი... ამბობ-


და, ყველანაირ საიდუმლოს ვფლობო... ხშირად ხმარობდა ჯა-
დოსნურ სარკეს, რომელიც სამუდამოდ დაუკავშირდა მის სა-
ხელს... იმ სარკის დახმარებით კატოპტრიკული წესით
იძახებდა ადამიანთა აჩრდილებს, რომლებსაც ყველა სცნობდა,
ასე რომ იმქვეყნიურ სამყაროსთან მისი კავშირი
201
დადასტურებული ამბა-ვი იყო".
ბელბოს თავზარი დაეცა. ყველაფერი ნათელი იყო: ალიემ
მისი მონაყოლი დაიჯერა და ახლა რუკას ეძებდა. ამიტომ
მოუწ-ყო ეს ხაფანგი და გამოჭერილი ჰყავდა. ან პარიზში უნდა
წასუ-ლიყო და ეთქვა, რაც იცოდა (მაგრამ მარტო თვითონ
იცოდა, რომ არაფერიც არ იცოდა, მე ისე წავედი მთაში,
მისამართიც არ დამიტოვებია, დიოტალევი კი კვდებოდა), ან
სულ მალე მთელი იტალიის პოლიცია დააცხრებოდა თავს.
ნუთუ შესაძლებელი იყო, ალიე ასეთ ბინძურ საქმეში გა-
რეულიყო? რას იგებდა ამით? ის შეშლილი ბებერი ღირსი იყო,
ქეჩოთი მიეთრია პოლიციაში, მხოლოდ ასე თუ გამოვიდოდა ამ
მდგომარეობიდან.
ტაქსი გამოიძახა და ალიეს სახლს მიაშურა. ფანჯრები ჩარა-
ზული დახვდა, სადარბაზო კარზე კი სააგენტოს წარწერა გამო-
ეკრა: "ქირავდება". "რა ხდება, გაგიჟდა? - იფიქრა ბელბომ. -
რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა... აქ არ დავურე-

Le Coulteux de Canteleu, Les sectes et les soci é t é s secr è


tes, Paris, Didier, 1863, pp. 170-171
829
კე იმ დღეს?.." გვერდითა კარზე დარეკა ზარი. "...აჰ, ის კაცი?
მგონი, გუშინ დაცალა ბინა. არ ვიცი, სად გადავიდა. არც ვიც-
ნობდი, ისეთი ჩაკეტილი ადამიანი იყო. თან სულ მოგზაურობ-
და..."
სააგენტოში თუ გაარკვევდა რამეს. მაგრამ სააგენტოში ალი-
ეს სახელიც კი არ გაეგონათ.
სახლი რაღაც ფრანგული ფირმის სახელით ყოფილა ნაქირა-
ვები. ქირა ბანკის საშუალებით ირიცხებოდა, პუნქტუალურად.
კონტრაქტი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, 24 საათით ად-
რე გაუუქმებიათ და ამის გამო საგარანტიო თანხაც დაუკარ-
გავთ. კავშირი, ისიც მხოლოდ წერილობითი, ვინმე ბატონ რა-
გოცკისთან გვქონდა, მეტი არაფერი ვიცითო, უთხრეს.
შეუძლებელია! რაკოსკი იყო თუ რაგოცკი, ის იყო, პოლკოვ-
ნიკის იდუმალი სტუმარი, დე ანჯელისისა და "ინტერპოლის"
მი-ერ ძებნილი! აი, ვინ ქირაობდა ამ ბინას!
ჩვენს ამბავში არდენტის რაკოსკი "ოხრანკის" რაჩკოვსკის
რეინკარნაცია იყო, რაჩკოვსკი კი - სენ-ჟერმენის. ალიესთან რა
კავშირი ჰქონდა?
ბელბო გამომცემლობაში გაქცეულა, ქურდივით შეპარულა
თავის ოთახში და ჩაკეტილა, რომ დამშვიდებულიყო და
აზრები დაელაგებინა.
გასაგიჟებელი ამბავი იყო. ბელბო ფიქრობდა, რომ ჭკუიდან
შეიშალა. თან ხმის გამცემიც არავინ ჰყავდა. ოთახში ჩაკეტილი,
ცივ ოფლს იმშრალებდა შუბლზე და უაზროდ, მექანიკურად
ფურცლავდა მაგიდაზე წინა დღით დაწყობილ ხელნაწერებს.
უცებ ალიეს გვარისთვის მოუკრავს თვალი, სათაურისთვის
დაუხედავს: ვიღაც მორიგი შეშლილის წიგნი იყო, "სიმართლე
გრაფი სენ-ჟერმენის შესახებ". იმ გვერდს დაბრუნებია, სადაც

830
ალიე იყო ნახსენები: "შაკორნიაკის ბიოგრაფიის თანახმად, კლოდ-
ლუი დე სენ-ჟერმენი წლების მანძილზე მესიე დე სიურ-მონად,
გრაფ სოლტიკოვად, მისტერ უელდონად, მარკიზ დე ბელმარად,
თავად რაკოშკიდ და კიდევ ათას ვინმედ ასაღებდა თავს, მაგრამ
მისი ნამდვილი გვარი გრაფი სენ-მარტენი, მარკი-ზი დი ალიე იყო,
სახელი, რომელიც მისი წინაპრების პიემონტუ-რი მამულების
დასახელებიდან მოდის..."
მთლად გადასარევი! მოკლედ, ბელბოს შესაშურად ჰქონდა
საქმე: იძებნებოდა, როგორც ტერორისტი, გეგმა მართლა არსე-
ბობდა და ალიეც უგზოუკვლოდ გამქრალიყო. თანაც ეს ჩვენი
ალიე ერთი შეშლილი მითომანი კი არა, ნამდვილი, უკვდავი
გრაფი სენ-ჟერმენი ყოფილა და არც არასდროს მალავდა ამას!
ტყუილების მთელ იმ მორევში ერთადერთი სიმართლე მისი სა-
ხელი იყო. უფრო სწორად, არა, არც მისი სახელი იყო ნამდვი-
ლი: ალიე ხომ ალიე არ ყოფილა! უფრო სწორად, მნიშვნელო-
ბაც აღარ ჰქონდა, ვინ იყო სინამდვილეში, რადგან რეალურად
ისე იქცეოდა, თანაც უკვე მრავალი წლის განმავლობაში, რო-
გორც იმ ამბის პერსონაჟი, რომელიც ჩვენ უნდა გამოგვეგონა
(მოგვიანებით!).
ასე იყო თუ ისე, ბელბოს არჩევანი აღარ ჰქონდა. ალიეს გაქ-
რობის შემდეგ როგორ დაუმტკიცებდა პოლიციას, რომ ჩემოდა-ნი
მან გაატანა? რომც დაეჯერებინათ მისთვის, გამოდიოდა, რომ
ჩემოდანი კრიმინალმა გადასცა, რომელიც პოლკოვნიკ არდენტის
მკვლელობისთვის იძებნებოდა. დამნაშავემ, რომელ-საც ბელბო
ლამის ორი წელი იყო, კონსულტანტის ხელფასს უხ-დიდა.
მშვენიერი ალიბი ჰქონდა, ვერაფერს იტყვი.
მაგრამ თავადაც რომ გაერკვია ეს ამბავი - რომელიც მძაფ-
რსიუჟეტიან რომანს წააგავდა - და პოლიციაც დაეჯერებინა ამა-

831
ში, ისეთი რამ უნდა ექნა, რაც ყოველგვარი ფანტაზიის ზღვარს
სცილდებოდა: ერწმუნა, რომ ჩვენი გამოგონილი გეგმა სიტყვა-
სიტყვით ემთხვეოდა (ფინალში რუკის გამალებული ძებნის ჩათ-
ვლით) ნამდვილ გეგმას, რომელშიც ალიე, რაკოსკი, რაჩკოვ-სკი,
რაგოცკი, წვერიანი ვაჟბატონი, "ტრესი" - ყველანი, პროვე-ნის
ტამპლიერების ჩათვლით, იმთავითვე არსებობდნენ. უნდა
ეღიარებინა, რომ პოლკოვნიკი მართალი იყო. მაგრამ მართა-ლი
იყო იმაში, რომ შეეშალა, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენი გეგმა
მისი გეგმისაგან განსხვავდებოდა და თუ მისი გეგმა იყო
ნამდვილი, ჩვენი გამოდიოდა მცდარი და პირიქით. და თუ ჩვენი
გეგმა იყო მართალი, რაში სჭირდებოდა რაკოსკის პოლკოვნი-კის
მცდარი გეგმის მოპარვა ათი წლის წინ?
"აბულაფიაში" ბელბოს ჩანაწერების კითხვისას ლამის კედ-
ლისთვის მეხალა თავი. სხვა თუ არაფერი, იმაში მაინც ხომ დავ-
რწმუნდებოდი, რომ კედელი ნამდვილი იყო, არსებობდა. წარ-
მომედგინა, როგორ უნდა ეგრძნო ბელბოს თავი... იმ დღეს ან
იმის წინა დღეებში. მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მქონდა.
ვინმეს რომ გამოლაპარაკებოდა, საწყალს ლორენცასთვის
დაურეკავს... სახლში არ დახვედრია. მზად იყო, დაეფიცებინა,
რომ ვეღარასოდეს ნახავდა. ლორენცა, გარკვეულწილად, ალი-
ეს გამოგონება იყო, ალიე - ბელბოს გამოგონება, მაგრამ ის აღარ
იცოდა ბელბომ, თვითონ ვისი გამოგონილი იყო. ისევ გა-ზეთი
გადაუშლია. ერთადერთი რამ იყო აშკარა: პოლიციის ფო-
ტორობოტზე გამოსახული კაცი თვითონ იყო. ამაში იმ დილით
კიდევ ერთმა სატელეფონო ზარმა დაარწმუნა. ამჯერად
ოფისში დაურეკეს. იგივე ბალკანური აქცენტი, იგივე მუქარა.
პარიზში იბარებდნენ შეხვედრაზე.
ვინ ხართ, საიდან ხართ? - უღრიალია ბელბოს ყურმილში.
832
"ტრესიდან." "ტრესზე", მგონი, ჩვენზე მეტი იცით.
მაშინ გადაუწყვეტია, დე ანჯელისისთვის დაერეკა. პოლი-
ციაში არ უნდოდათ, მასთან დაეკავშირებინათ, აქ აღარ
მუშაობ-სო, უთქვამთ, მაგრამ ბელბო გაჯიუტებულა და
ბოლოს, რო-გორც იქნა, გადაურთავთ ზარი.
ოჰ, ეს ვისი ხმა მესმის, დოქტორო ბელბო! - დე ანჯელისის
ხალისიანი ტონი ბელბოს სარკასტულად მოსჩვენებია. - იცით,
რომ სრულიად შემთხვევით დაგხვდით აქ? ჩემოდანს ვალაგებ-
დი.
ჩემოდანს? - ბელბოს ავად ენიშნა ეს სიტყვა.
სარდინიაზე გადამიყვანეს. მგონი, მშვიდი ადგილი უნდა
იყოს...
დოქტორო დე ანჯელის, იმ ამბავთან დაკავშირებით...
ამბავთან? რომელ ამბავთან?
აი, პოლკოვნიკის... და კიდევ იმ, მეორე ამბავთან დაკავში-
რებით. ერთხელ თქვენ ჰკითხეთ კაზობონს, "ტრესზე" ხომ არა-
ფერი გსმენიათო. მე მსმენია. რაღაც მინდა, გითხრათ. ძალიან
მნიშვნელოვანია.
ნუღარაფერს მეტყვით. ეგ ჩემი საქმე აღარაა. თანაც, არ
გეჩვენებათ, რომ ცოტა გვიანია?
ვაღიარებ, მაშინ... მრავალი წლის წინ... რაღაც დაგიმა-ლეთ.
მაგრამ ახლა მინდა, ყველაფერი გითხრათ.
არა, დოქტორო ბელბო, საჭირო აღარაა. ჯერ ერთი, გაფ-
რთხილებთ, რომ ვიღაც უსმენს ჩვენს ლაპარაკს და მინდა,
იცოდნენ, რომ არაფერი აღარ მაინტერესებს და არც არაფერი ვიცი.
ორი შვილი მყავს, ბელბო. პატარები არიან. მიმახვედრეს, რომ
შეიძლება ბავშვებს რამე დაუშავდეთ. არ ხუმრობენ, ეს უკ-ვე
დამიმტკიცეს: გუშინ ჩემმა ცოლმა მანქანა დაქოქა და საბარ-

833
გულში რაღაც აუფეთქდა. მცირე აფეთქება იყო, ერთ კაცს თუ
შეიწირავდა, მაგრამ ამით მიმახვედრეს, რომ, თუ მოისურვეს,
მომწვდებიან. მაშინვე გამოვცხადდი პოლიციის უფროსთან, შე-
ვახსენე, რომ ყოველთვის კარგად ვასრულებდი საკუთარ მოვა-
ლეობას, ზედმეტსაც ვმუშაობდი, მაგრამ გმირი ნამდვილად არ
ვარ. საკუთარ სიცოცხლეს გავიღებ საქმისთვის, მაგრამ ჩემი ცოლ-
შვილისას - არა. სხვაგან გადაყვანა მოვითხოვე. მერე ყვე-ლას
ჩამოვუარე და სათითაოდ ვუთხარი, რომ ლაჩარი ვარ, რომ შიშით
ჩავისვარე. ახლა თქვენც გეუბნებით, რომ გვისმე-ნენ. კარიერა
დავიღუპე, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, მესმის, რომ
ღირსებააყრილი კაცი ვარ, მაგრამ იქნებ საყვარე-ლი ადამიანები
მაინც გადავარჩინო. სარდინია ლამაზი მხარეა, ასე ამბობენ...
ფულის დაზოგვაც აღარ დამჭირდება, რომ ზაფხუ-ლობით
ბავშვები ზღვაზე დავასვენო. კარგად იყავით.
მოიცადეთ, გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია... საფრთხე
მემუქრება...
საფრთხე გემუქრებათ? ძალიან კარგი. როცა მე გთხოვეთ
დახმარება, უარით გამისტუმრეთ. არც თქვენ დამეხმარეთ და
არც ის თქვენი მეგობარი კაზობონი. ახლა, თქვენ რომ დაგჭრი-
დათ, მე უნდა დაგეხმაროთ? მეც საფრთხე მემუქრება.
დაგაგვი-ანდათ. პოლიცია საკუთარი მოქალაქეების
სამსახურშია, რო-გორც ფილმებში ამბობენ ხოლმე. ხომ ასეა?
ჰოდა, მიმართეთ პოლიციას. ჩემს შემცვლელს.
ბელბომ ყურმილი დაკიდა. ერთადერთი პოლიციელი, რომე-
ლიც მის მონაყოლს დაიჯერებდა, თავიდან მოეშორებინათ.
გარამონი გაახსენდა. მისი სანაცნობო წრიდან: პრეფექტები-
დან, პოლიციის უფროსებიდან, მაღალჩინოსანი მოხელეებიდან

834
- იქნებ ვინმე დახმარებოდა. კისრისტეხით გაქცეულა გარამონ-
თან.
გარამონს ყურადღებით მოუსმენია მისი მონაყოლი, დრო-
დადრო აწყვეტინებდა შეძახილებით: "უი, რას ამბობთ!", "ეს რა
მესმის", "მგონია, რომანს ვკითხულობ, უფრო მეტიც, წმინდა
წყლის გამონაგონს!", მერე ხელები მუჭად შეუკრავს და თანაგ-
რძნობით შეუხედავს ბელბოსთვის:
- ჩემო ბიჭო... უფლება მომეცით, ასე დაგიძახოთ, მამად გე-
კუთვნით... თუმცა არა, მამა, ალბათ, მეტისმეტია, ჯერ კიდევ
ახალგაზრდა ვარ... მოდი, უფროსი ძმა ვთქვათ, თუ თანახმა
ხართ. ჰოდა... გულით გელაპარაკებით. მრავალი წელია, ვიც-
ნობთ ერთმანეთს. მეჩვენება, რომ მეტისმეტად აღგზნებული
ხართ, გადაღლილი, ძალაგამოცლილი, ნერვებიც აღარ გივარ-
გათ. არ იფიქროთ, არ ვაფასებდე თქვენს თავდადებას, ვიცი,
რომ სულს და ხორცს არ იშურებთ გამომცემლობისთვის და
ვცდილობ, ეს მატერიალურად აგინაზღაუროთ კიდეც, ფული
არავის ვნებს, კარგად ვიცით... მაგრამ თქვენ ადგილზე ახლა
შვებულებას ავიღებდი. არ მინდა, მეტისმეტად დრამატულად
აღვიქვა ვითარება, თუმცა პირდაპირ გეტყვით: "გარამონის-
თვის" ძალიან არასასურველი იქნება, მისი ერთ-ერთი თანამ-
შრომელი, მეტიც, საუკეთესო თანამშრომელი, რამე უსიამოვნე-
ბაში რომ გაეხვეს. მეუბნებით, პარიზში მიბარებენო. არ მინდა,
დეტალებს ჩავუღრმავდე. მჯერა თქვენი და მორჩა. მერე რა?
წაბრძანდით პარიზში. არ ჯობია, ახლავე გაარკვიოთ ყველაფე-
რი? ამბობთ, რომ, ასე ვთქვათ, კონფლიქტი მოგსვლიათ ისეთ
დახვეწილ ჯენტლმენთან, როგორიც დოქტორი ალიეა... არ მინ-
და, ვიცოდე, რა მოხდა თქვენ შორის, არც ამ სახელების ამბავს
მინდა ჩავუღრმავდე... თუ ალიე ვიღაცის პირით გითვლით, პა-

835
რიზში ჩამოდით და ყველაფერი გავარკვიოთო, ჩაბრძანდით პა-
რიზში, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ადამიანურ ურთიერთობებში
გამჭვირვალობაა საჭირო. წადით პარიზში და რაც გაწუხებთ,
ბოლომდე გაარკვიეთ. თქვით, რაც გულში გაქვთ... რა ამბავია
ამდენი საიდუმლოება! დოქტორი ალიე, თუ სწორად მივხვდი,
განაწყენებულია, რადგან არ ეუბნებით, სადაა რუკა, სქემა,
გზავნილი თუ რა ვიცი, რა... რაღაც, რაც თქვენ გაქვთ და იქნებ არც
გჭირდებათ... ჩვენს კეთილ ალიეს კი, ვინ იცის, რა მნიშვნე-
ლოვანი კვლევისთვის სჭირდება ის რუკა. ჩვენ ხომ კულტურას
ვემსახურებით... თუ ვცდები? მიეცით, რასაც გთხოვთ, რუკა, ატ-
ლასი, ტოპოგრაფიული ნახაზი თუ რაცაა... არც მინდა, ვიცოდე, რა
არის. თუ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ექნება საამისო
მიზეზი... და ეჭვი არ მეპარება, სერიოზული მიზეზიც ექნება, ჯენ-
ტლმენი ყოველთვის ჯენტლმენია. წადით პარიზში, ერთი კარ-
გად ჩამოართვით ხელი ერთმანეთს და ყველაფერი დამთავ-
რდება. კარგი? და ასე ნუ ინერვიულებთ. მუდამ თქვენთან მიგუ-
ლეთ, - მერე მდივანს ჩასძახა ყურმილში: - სინიორა გრაცია!.. -
გასულია, ალბათ... როცა მჭირდება, არასდროს არაა ადგილზე. ეჰ,
თქვენ თქვენს გასაჭირს ჩივით, ძვირფასო ბელბო, მაგრამ ჩემიც
რომ იცოდეთ... ნახვამდის. თუ სინიორა გრაციას დაინა-ხავთ,
უთხარით, შემოვიდეს. და... დაისვენეთ, გთხოვთ.
ბელბო გავიდა. მისაღები ცარიელი იყო. უცებ დაუნახავს,
რომ სამდივნოს ტელეფონზე გარამონის წითელი ნათურა აციმ-
ციმებულა. ალბათ, ვიღაცას ურეკავდა. ბელბოს, როგორც ჩანს,
ცნობისმოყვარეობამ სძლია (მგონი, სიცოცხლეში პირველად
სჩადიოდა ასეთ უწესობას), ყურმილი აუღია და საუბარი მოუს-
მენია:

836
ნუ ღელავთ... მგონი, დავარწმუნე... ჩამოვა პარიზში... ჩემი
ვალი მოვიხადე. ტყუილად ხომ არ ვართ ერთი სულიერი კავა-
ლერიის წევრები...
მაშ, გარამონიც საიდუმლოს ნაწილი იყო... კი მაგრამ, რა
საიდუმლოსი? იმის, რომლისთვის ფარდის ახდაც ახლა მხო-
ლოდ მას, ბელბოს შეეძლო და რომელიც არ არსებობდა.
მოსაღამოვებულიყო. "პილადეს" მიაშურა, რომ ვინმეს გამო-
ლაპარაკებოდა. ბევრი დალია. მეორე დილით ერთადერთ მე-
გობარს მიაკითხა, ვინც ამქვეყნად დარჩენოდა: დიოტალევის,
რომ შველა ეთხოვა, მომაკვდავისთვის.
მათი უკანასკნელი საუბარი ციებცხელებიანის
ბოდვასავითაა ჩაწერილი "აბულაფიაზე". ვერ გაიგებ, რას
ამბობდა ბელბო და რას - დიოტალევი, რადგან ყველაფერი იმ
ადამიანის სიტყვებს ჰგავს, რომელიც სიმართლეს ამბობს,
რადგან იცის, რომ თავის მოტყუების დრო აღარაა.

837
110

"და ისე მოხდა, რომ რაბი ისმაილ ბენ ელიშა და მისი მოწა-
ფეები "იეცირას" შეისწავლიდნენ, და შეეშალათ სვლა, უკუღმა
წავიდნენ და ჩაინთქნენ მიწის სიღრმეში, ქვესკნელის
გულამდე, ასოების ძალით".202
ალბინოსივით თეთრი დახვედრია დიოტალევი. აღარც
თავზე შერჩენოდა თმა, აღარც წარბი ჰქონდა, აღარც წამწამი.
ბილი-არდის ბურთს დამსგავსებოდა.
შეიძლება, რაღაცას მოგიყვე? მაპატიე...
გისმენ... მე აღარაფერი მაქვს მოსაყოლი. მხოლოდ ხვედრი
დამრჩა. ჩემი გარდაუვალი ხვედრი.
ვიცი, რომ რაღაც ახალ მეთოდს მიაგნეს. ეს დაავადება
ახალგაზრდებს სწრაფად უღებს ბოლოს, მაგრამ ორმოცდაათი
წლის ასაკში ნელა მიდის, ასე რომ რამე გამოსავალი მოიძებნე-
ბა...
შენ შენს თავს მიხედე, მე ჯერ არ გავმხდარვარ ორმოც-
დაათის. ახალგაზრდა ვარ და პრივილეგია მაქვს, შენზე
სწრაფა-დაც მოვკვდე. ვერ ხედავ, ძლივს რომ ვლაპარაკობ?
მიდი, მი-დი... მომიყევი, რა გაქვს მოსაყოლი... დავისვენებ
მაინც, სანამ შენ ილაპარაკებ.
ბელბოს მორიდებია შეწინააღმდეგება. დამჯდარა და ყველა-
ფერი მოუყოლია.
დიოტალევი უსმენდა, სუნთქვაგახშირებული, როგორც ფან-
ტასტიკურ ფილმში დედამიწაზე ჩამოვარდნილი უცხოპლანეტე-

ფსევდო საადია, "სეფირ იეცირას" კომენტარები.


838
ლი. მერე ჩუმად თვითონაც ალაპარაკებულა. გარეგნულადაც
უცხოპლანეტელს ჰგავდა, გამჭვირვალე კანქვეშ თეთრი ხორცი
მოუჩანდა, მუცელზე წამოწეული პიჟამის ქვეშ კი უფერული
და ღინღლიანი კანი თითქოს პირდაპირ ლორწოვან ნაწლავებსა
და შიგნეულობაზე გადაკვროდა, რომლის ასე გამომზეურება,
საქვეყნოდ ჩვენება მხოლოდ რენტგენის სხივებს ან მომაკვდი-
ნებელ სენს თუ შეუძლია.
- იაკოპო, აქ ვწევარ და ვერ ვხედავ, გარეთ რა ხდება. რაც ვი-
ცი და რასაც მიყვები, იმის მიხედვით ეგ ყველაფერი, შეიძლება,
მხოლოდ შენშიც ხდებოდეს და გარეთაც. სულერთია, შენ
გაგიჟ-დი თუ სამყარო გაგიჟდა შენ გარშემო. ყველა
შემთხვევაში, ვი-ღაცამ იმაზე მეტად აურ-დაურია და
გადაალაგ-გადმოალაგა წიგნის სიტყვები, ვიდრე საჭირო იყო.
რას გულისხმობ?
ჩვენ სიტყვის წინაშე შევცოდეთ, იმ სიტყვის, რომელმაც
შექმნა და რომელიც დღემდე ინარჩუნებს სამყაროს. შენც, ჩემ-
სავით, ამის გამო დაისაჯე. არანაირი განსხვავება არაა ჩვენ შო-
რის.
ამ დროს ექთანი შემოსულა, რაღაც წაუსვია ავადმყოფის-
თვის გამშრალ ტუჩებზე და ბელბოსთვის უთხოვია, ძალიან ნუ
გადაღლითო, მაგრამ დიოტალევი შეწინააღმდეგებია:
თავი დამანებეთ... სიმართლე უნდა ვუთხრა. თქვენ იცით
სიმართლე?..
მე? მე რა უნდა ვიცოდე, ბატონო...
ჰოდა, მაშინ მომშორდით. ჩემს მეგობარს მნიშვნელოვანი
რაღაც უნდა ვუთხრა. იაკოპო, მისმინე. როგორც ადამიანის სხე-
ულს აქვს კიდურები, სახსრები, ორგანოები, ასე აქვს თორასაც.

839
გესმის? და პირიქითაც: როგორც თორას აქვს კიდურები, სახ-
სრები, ორგანოები, ასევე აქვს ადამიანის სხეულსაც. გაიგე?
გავიგე.
რაბი მეირი, როცა რაბი აკიბას მოსწავლე იყო, აჯასპს ურევ-
და მელანში და მასწავლებელი არაფერს ეუბნებოდა. მაგრამ
როცა რაბი მეირს უკითხავს რაბი ისმაილისთვის, სწორად ვიქ-
ცეოდი თუ არაო, მას უთქვამს: შვილო, გაფრთხილდი, რადგან
ეს ღვთიური საქმეა და ერთი ასოც რომ გამოგრჩეს ან ერთით
მეტი მოგივიდეს, მთელ სამყაროს წაახდენო... ჩვენ თორის ხე-
ლახლა დაწერა ვცადეთ, მაგრამ არც გვიფიქრია იმაზე, ასოს
მოვაკლებდით თუ ზედმეტს დავწერდით...
ჩვენ ხომ ვხუმრობდით...
თორასთან არ ხუმრობენ.
ჰო, მაგრამ ჩვენ ისტორიას ვეხუმრებოდით... სხვების ნაწე-
რებს დავცინოდით...
განა შესაძლებელია, ნაწერი, რომელშიც სამყაროს შექმნა-
ზეა ლაპარაკი, წიგნი არ იყოს? წყალი მომაწოდე... არა, ჭიქით
არა, ცხვირსახოცი დამისველე. გმადლობ... ახლა მისმინე. წიგ-
ნის ასოების გადაადგილება სამყაროს არევ-დარევას ნიშნავს
და ამას ვერ გადაურჩები. მნიშვნელობა არ აქვს, რა წიგნი იქნე-
ბა, თუნდაც ანაბანა იყოს. იმ შენი დოქტორი ვაგნერისნაირი
ტი-პები არ ამბობენ, ადამიანს, რომელიც სიტყვებით თამაშობს,
ანაგრამებს ქმნის და ლექსიკას თავდაყირა აყენებს, ბოროტე-
ბით აქვს სული სავსე და საკუთარი მამა სძულსო?
მთლად ასეც არაა. ეგენი ფსიქოანალიტიკოსები არიან, ფუ-
ლის გამო ამბობენ ამას. შენი რაბინები კი არ არიან.
არიან. ყველა რაბინია. ყველა ერთსა და იმავეზე ლაპარა-
კობს. რა გგონია, რაბინები, თორას რომ ახსენებდნენ, რამე
840
გრაგნილს გულისხმობდნენ? ჩვენზე ლაპარაკობდნენ, რომლე-ბიც
საკუთარი სხეულის გარდაქმნას ვცდილობთ ენის საშუალე-ბით.
ახლა მისმინე... იმისთვის, რომ წიგნის ასოები შეცვალო, დიდი
სიყვარულია საჭირო. ჩვენ კი უსიყვარულოდ ვმოქმედებ-დით.
ყოველ წიგნში ღმერთის სახელია ჩაქსოვილი, ჩვენ კი ანაგრამებად
ვაქციეთ ისტორიის ყველა წიგნი ისე, რომ არც კი გვილოცია...
მოიცა... მათქმევინე. ის, ვინც თორაზე მუშაობს, სამყაროსაც
ამოძრავებს და საკუთარ სხეულსაც, როცა კითხუ-ლობს ან იწერს,
რადგან არ არსებობს სხეულის ნაწილი, რომ-ლის შესატყვისიც არ
აქვს სამყაროს... შეგიძლია, კიდევ დამის-ველო ცხვირსახოცი?
გმადლობ... წიგნის ხელყოფით სამყაროს ხელყოფ, სამყაროს
ხელყოფით კი - სხეულს. ჩვენ ამას ვერ მივ-ხვდით. თორა
გამოუშვებს სიტყვას თავისი საგანძურიდან, სიტ-ყვა წამით
გაიელვებს და მიიმალება. იმ ერთ წამში კი იმას ენახ-ვება, ვისაც
უყვარს ის. ლამაზი ქალი წარმოიდგინე, სასახლის რომელიღაც
საიდუმლო ოთახში გამოკეტილი, რომელსაც ერ-თადერთი
იდუმალი საყვარელი ჰყავს. თუ უცხო მოისურვებს ბინძური
ხელებით მის შეხებას, მის დაუფლებას, ქალი ჯანყდება. კარგად
იცნობს თავის საყვარელს, წამით გახსნის სარკმელს, დაენახვება
და მაშინვე იმალება. ასეა თორის სიტყვაც: იმას ეჩ-ვენება, ვისაც
უყვარს იგი. ჩვენ კი სიყვარულის გარეშე, მხო-ლოდ დასაცინად
გვინდოდა, გველაპარაკა წიგნებზე...
ბელბომ ისევ დაუსველა ცხვირსახოცი.
მერე?
მერე ის, რომ ისეთი რამ გავაკეთეთ, რის უფლებაც არ
გვქონდა, რისთვისაც მზად არ ვიყავით. წიგნის სიტყვების შეც-
ვლით გოლემის შექმნა ვისურვეთ.
არ მესმის...
841
- ვეღარც გაიგებ, შენივე ქმნილების ტყვე ხარ. თუმცა შენი
ამ-ბავი ჯერ კიდევ შენ გარეთ ხდება. არ ვიცი, როგორ, მაგრამ
შე-გიძლია, თავი დააღწიო მას. ჩემი საქმე სხვანაირადაა. მე
საკუ-თარ სხეულში განვიცდი იმას, რაც ჩვენ თამაშ-თამაშით
გეგმაში გავაკეთეთ.
სისულელეებს ნუ ამბობ, უჯრედების ამბავია...
და რა არის უჯრედები? თვეების მანძილზე მორწმუნე რაბი-
ნებივით ვიმეორებდით, ჩვენივე ბაგეებით, წიგნის ასო-ნიშანთა
სხვადასხვა კომბინაციას... GCC, CGC, GCG, CGG. ჰოდა, იმას,
რასაც ჩვენი ბაგეები წარმოთქვამდნენ, ჩვენი უჯრედები ითვი-
სებდნენ. რა გააკეთეს ჩემმა უჯრედებმა? სხვანაირი, საკუთარი
გეგმა მოიფიქრეს და ახლა თავის ჭკუაზე მოძრაობენ. ჩემი უჯ-
რედები სხვების ამბისაგან განსხვავებულ ამბავს იგონებენ, სა-
კუთარს. ჩემმა უჯრედებმა კარგად ისწავლეს მკრეხელობა, წიგ-
ნის ანაგრამირება, მსოფლიოს ყველა წიგნის უკუღმა კითხვა. ჩემს
სხეულსაც ასე ექცევიან. ტრიალებენ, უკან ბრუნდებიან, იც-
ვლებიან, უცნაურდებიან, ისეთ ახალ უჯრედებს ბადებენ, ჯერ
რომ არავის უნახავს, უაზრო, უკუღმართ, არასწორ უჯრედებს.
აუცილებელია, არსებობდეს ერთი სწორი და ბევრი არასწორი
მნიშვნელობა, თორემ სიკვდილი გარდაუვალია. მაგრამ ჩემი
უჯრედები უბრალოდ თამაშობენ, წესის, რწმენის გარეშე, ბრმად.
იაკოპო, რაც ავად ვარ, სანამ ჯერ კიდევ შემეძლო კით-ხვა,
უამრავი ლექსიკონი წავიკითხე. სიტყვების ისტორიებს
ვსწავლობდი, რომ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა ჩემს სხეულ-ში.
ჩვენ, რაბინები, ასე ვაკეთებთ. ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ
რიტორიკული ტერმინი "მეტათეზისი" ონკოლოგიურ ტერ-მინს
"მეტასტაზს" ჰგავს? რა არის მეტათეზისი? რა და, "დოლის"
ნაცვლად "ლოდი" რომ თქვა, "ვაცის" ნაცვლად - "ცივა" ან "ბაყა-

842
ყის" ნაცვლად - "ყაბაყი". ესაა "თემურა". ლექსიკონში წერია, რომ
"მეტათეზისი" გადაადგილებას, შეცვლას ნიშნავს. მეტასტა-ზიც
იგივეა - გადაადგილება და შეცვლა. ლექსიკონები სულე-ლები
არიან. ამ სიტყვების ფუძე ერთია, ანუ ზმნა მეტატითემი
(metatithemi) ან მეთისტემი (methistemi). მაგრამ მეტატითემი
შუაში ჩასმას, გადასმას, გადაყვანას, რაღაცის ადგილზე სხვა
რაღაცის ჩასმას ნიშნავს, წესის, აზრის შეცვლას. მეთისტემიც
იგივეა, გადაადგილება, შეცვლა, ტრანსპოზიცია, ზოგადი აზრის
შეცვლა, აზრიდან გამოსვლა. ჩვენ, და ნებისმიერი სხვა, ვინც
ასოების მიღმა საიდუმლო აზრს ეძებს, აზრიდან გამოვედით. ეს
გააკეთეს ჩემმა უჯრედებმაც, ბეჯითად, მონდომებით. აი, ამიტომ
ვკვდები, იაკოპო, შენც ხომ იცი.
ასე იმიტომ ლაპარაკობ, რომ ცუდად ხარ...
ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, როგორც იქნა, გავუგე ჩემს
სხეულს. ყოველდღე ვაკვირდები, რა ხდება მასში, ყველაფერს
ვხვდები, მაგრამ ჩარევა არ შემიძლია, უჯრედები აღარ მემორ-
ჩილებიან. იმიტომ ვკვდები, რომ დავარწმუნე ჩემი უჯრედები,
წესი არ არსებობს და ნებისმიერი ტექსტიდან ის შეგიძლია გა-
მოიყვანო, რაც გინდა-მეთქი. მთელი ცხოვრება ამაში ვარწმუ-
ნებდი საკუთარ თავს, საკუთარ ტვინს, ჰოდა, ამ ჩემმა ტვინმა
გა-დასცა ჩემს უჯრედებს ეს გზავნილი. რატომ მეგონა, რომ
ჩემი უჯრედები ჩემს ტვინზე ფრთხილი იქნებოდნენ?
სხვანაირად მო-იქცეოდნენ? იმიტომ ვკვდები, რომ ჩვენი
ფანტაზია ყოველგვარ ზღვარს გასცდა.
მისმინე... რაც შენ დაგემართა, ჩვენს გეგმასთან არაფერ
შუაშია...
ჰო? კარგი, შენ რატომ გემართება ის, რაც გემართება? მთე-
ლი სამყარო ჩემი უჯრედებივით იქცევა.
843
ღონემიხდილი მიესვენა ბალიშს, მერე კი ექიმი შემოვიდა
და ჩუმად მითხრა, არ შეიძლება, ასე გაანერვიულოთ
მომაკვდავი ადამიანიო, წერს ბელბო.
დამორჩილებია ექიმს და ოთახიდან გასულა. ბოლოჯერ ხე-
დავდა დიოტალევის.
"კარგი, დავუშვათ, პოლიცია იმავე მიზეზების გამო მეძებს,
რატომაც დიოტალევის კიბო დაემართა... საწყალი დიოტალე-
ვი... კვდება... მაგრამ მე, მე რა მჭირს, მე ხომ არ მაქვს კიბო?
რას ვაკეთებ? პარიზში მივდივარ, რომ მივხვდე, როგორ ხდება
ნეოპლაზია?"
მაშინვე არ დანებებია ამ აზრს. ოთხი დღე სახლში
გამოკეტი-ლა და თავიდან ბოლომდე გადაუკითხავს თავისი
ნაწერები კომ-პიუტერში, გადაუჩხრეკია ყველაფერი, რომ
სადმე რამე ახსნა ეპოვა. და მერე დაუწერია თავისი ბოლო
ჩანაწერი, ანდერძი-ვით, საკუთარი თავისთვის, ჩემთვის,
ნებისმიერისთვის, ვინც მის წაკითხვას მოისურვებდა.
სამშაბათს კი პარიზში წასულა.
მგონი, ბელბო პარიზში მათთვის იმის სათქმელად წავიდა,
რომ არანაირი საიდუმლო არ არსებობდა; რომ ნამდვილი
საიდუმლო ისაა, რომ უჯრედებს დააცადო, საკუთარი, ინსტინ-
ქტური სიბრძნით იმოძრაონ, თორემ ზედაპირის ჩიჩქნითა და
მასში საიდუმლოებების ქექვით სამყაროს კიბო გამოჭამს. ალ-
ბათ, იმის თქმას აპირებდა, რომ ყველაზე ბინძური და ყველაზე
რეგვენი თვითონ იყო, რომელმაც ყველაფერი გამოიგონა, რად-
გან არაფერი იცოდა; ახლა კი ხვდებოდა, რა ძვირი დაუჯდა ეს
და ეშინოდა, მაგრამ უკვე დიდი ხნის წინ შეგუებოდა აზრს,
რომ ლაჩარი იყო; დე ანჯელისსაც ხომ ეთქვა იმ დღეს, რომ
გმირები ძალიან ცოტანი არიან ამქვეყნად.

844
პარიზში, როგორც ჩანს, მათთან შეხვედრისთანავე მიხვდა,
რომ არ უჯერებდნენ. ძალიან მარტივ რამეს ამბობდა. ისინი რა-
ღაც დიადის გამხელას ელოდნენ და თუ თავისას ვერ მიაღწევ-
დნენ, მოკლავდნენ. მაგრამ ბელბოს გასამხელი არაფერი ჰქონ-
და და ბოლო შიშს - სიკვდილის შიშს - შეეპყრო. ამიტომ სცადა
მათთვის კვალის არევა და მე დამირეკა. მაგრამ მაინც იპოვეს.

845
111

C'est une le ç on par la suite. Quand votre ennemi se reproduira,


car il n'est pas à son dernier masque, cong é diez -le brusquement,
et surtout n'allez pas le chercher dans les grottes.203

ბელბოს ჩანაწერების კითხვა დავამთავრე. მის ბინაში


ვიჯექი და ვფქირობდი, მე რაღა გავაკეთო-მეთქი? გარამონთან
წას-ვლას აზრი არ ჰქონდა, დე ანჯელისი ქალაქში აღარ იყო,
დიოტალევის ყველაფერი ეთქვა, რაც იცოდა. ლია შორს იყო და
ტელეფონიც არ ჰქონდა. "შაბათია, 23 ივნისი, დილის ექვსი
საათი. თუ რამე უნდა მოხდეს, ამაღამ მოხდება "კონსერვატო-
რიაში".
სასწრაფოდ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. პერისკოპში და-
მალული, ვფიქრობდი, არ ჯობდა, არაფერი შეგემჩნია-მეთქი?
"გიჟის ნაწერებს კითხულობდი, რომელიც თავისნაირ გიჟებთან
საუბრებს აღწერდა, ბოლოს კი დეპრესირებულ, აგზნებულ, თა-
ნაც მომაკვდავ, ლამის აგონიაში მყოფ ადამიანთან ლაპარაკიც
ჩაუწერია. იმაშიც კი არ იყავი დარწმუნებული, მართლა პარიზი-
დან დაგირეკა თუ არა ბელბომ... იქნებ სადღაც აქვე იყო, მი-

"ეს სამომავლო გაკვეთილია. როცა თქვენი მტერი ისევ გა-


მოჩნდება, იცოდეთ, რომ მორიგი ნიღაბი უკეთია, ამიტომ
მოურიდებლად ჩამოგლიჯეთ იგი და, რაც მთავარია, გამოქვა-
ბულებში ნუ დაუწყებთ ძებნას" (ფრ.)
ჟაკ კაზოტი, "შეყვარებული ეშმაკი", 1772 წ. ეს გვერდი შემ-
დეგ გამოცემებში ამოღებული.
846
ლანში, ან სულაც ქვევით, ქუჩის კუთხეში მდგარი ჯიხურიდან
გი-რეკავდა? რატომ უნდა გემტვრია თავი გამოგონილ ამბავზე,
რომელიც შენ არც კი გეხებოდა?"
მაგრამ ამას მერე, პერისკოპში მჯდარი ვფიქრობდი, სიბნე-
ლეში გასუსული, ფეხებდაბუჟებული და ბუნებრივზე
ბუნებრივი შიშით შეპყრობილი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს
აიტანს ღა-მით, ცარიელ მუზეუმში. იმ დილას კი შიში არ
მახსოვდა, მხო-ლოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა. და,
ალბათ, ვალდე-ბულების, მეგობრობის გრძნობა.
გადავწყვიტე, რომ პარიზში უნდა წავსულიყავი. წესიერად
ვერ ვხვდებოდი, რისთვის, მაგრამ ბელბოს ვერ მივატოვებდი.
ალბათ, ამას ელოდა ჩემგან და მეტს არაფერს, ელოდა, რომ
ღამით თუგების გამოქვაბულში შემეღწია და იმწამს, როცა
სუიოდჰანა გულში ხანჯლის გაყრას დაუპირებდა, ტაძრის
თაღე-ბიდან გამოვვარდნილიყავი და ჩემი თოფიანი სიფაების
დახმა-რებით გადამერჩინა.
კიდევ კარგი, ცოტა ფული მედო ჯიბეში. პარიზში ჩავედი
თუ არა, ტაქსი გავაჩერე და მანტიკორის ქუჩაზე მივაყვანინე
თავი. ტაქსისტმა დიდხანს იბუზღუნა, ვერ პოულობდა ქუჩას,
იმ რუკა-ზეც არ იყო, მხოლოდ ტაქსისტებს რომ აქვთ ხოლმე.
მატარებ-ლის დერეფნის სიგანე ქუჩა აღმოჩნდა, ძველი
ბიევრის მხარეს, სენ-ჟულიენ-ლე-პოვრის უკან. ტაქსი ვერც
შეეტეოდა, კუთხეში ჩამომსვა.
შეფიქრიანებული გავუყევი გზას. არც ერთი სახლის კარი არ
გამოდიოდა ამ მხარეს. ცოტა ხანში ქუჩის ოდნავ გაფარ-თოებულ
ნაწილში წიგნის მაღაზიის შესასვლელი დავინახე. ნო-მერიც იყო
მიკრული: 3. თუმცა არც 1 დამინახავს სადმე, არც 2 და არც
რომელიმე სხვა. მაღაზიას ერთადერთი ფანჯარა ჰქონ-

847
და, უფრო სწორად, ვიტრინიანი კარი, რომელშიც სულ რამდე-
ნიმე ათეული წიგნი მოჩანდა, მაგრამ გასაგები იყო, რა ტიპის
ლიტერატურას ყიდდნენ აქ. ვიტრინის ქვედა ნაწილში
თაროებ-ზე აღმოსავლური საკმევლის ჩხირების დამტვერილი
შეკვრები, აზიური და სამხრეთამერიკული პატარა ამულეტები,
ათასნაირი, სხვადასხვა სტილისა და წარმომავლობის ტაროს
შეკვრები ეწ-ყო.
მაღაზია გამოჭედილი იყო. წიგნები იყო დახვავებული იატაკ-
ზეც და კედლებზე დამაგრებულ თაროებზეც, სიღრმეში კი პატა-
რა მაგიდა მოჩანდა, რომელსაც მაღაზიის მფლობელი მისჯდო-
მოდა. თავის წიგნებზე უფრო მხცოვანი ჩანდა და თითქოს ისიც
ავეჯის ნაწილს შეადგენდა. რაღაც ვეებერთელა, საბუღალტრო
წიგნივით ჟურნალს ჩასჩერებოდა და თითქოს კლიენტები საერ-
თოდ არ აინტერესებდა. ჩემ გარდა მაღაზიაში სულ ორი ადა-მიანი
იყო, დამტვერილ, უყდო წიგნებში იქექებოდნენ, აშკარად
ეტყობოდათ, რომ არაფრის ყიდვას არ აპირებდნენ. წიგნები ისე
იყო შეხორხლილი თაროებზე, იფიქრებდი, საცაა, ყველაფერი
გადმოიქცევაო. ერთადერთი სივრცე კედელზე, რომელიც თა-
როებით არ იყო დაფარული, დიდ პლაკატს ეჭირა. მჭახე ფერე-ბი,
ტონდოს ფორმის პორტრეტები... ჯადოქარ ჰუდინის პლა-კატს
ჰგავდა. წარწერა იუწყებოდა: "უცნაურობათა პატარა ცირ-კი.
მადამ ოლკოტი და მისი კავშირები უხილავთან". მამაკაცუ-რი,
მუქკანიანი სახე, კეფაზე დაგრაგნილი შავი თმა... მომეჩვე-ნა, რომ
სადღაც უკვე მენახა ეს სახე.
"მყვირალა დერვიშები და მათი საკრალური ცეკვა. "პატარა
ურჩხულები, ანუ ფორტუნიო ლიჩეტის შთამომავლები". სასაცი-
ლო, ამაზრზენი ურჩხულების თავყრილობა. "ალექსი და დენისი,

848
ავალონის გიგანტები. თეო, ლეო და გეო ფოქსები, ჰექტოპლაზ-
მის მინიატურისტები..."
სლოანის წიგნის მაღაზიაში მართლა ყველაფერი იყო, აკვნი-
დან საფლავამდე, ყველა ასაკის ადამიანისთვის, საღამოობით
ბავშვების წაყვანაც შეგეძლო იქ გასართობად, სანამ ფილთაქ-
ვაში ჩასრესდი პილპილთან და თაფლთან ერთად. ამ დროს ტე-
ლეფონის ხმა გავიგე. დავინახე, როგორ გადადო წიგნებით მო-
ვაჭრემ ჟურნალი და ფურცლების გროვაში ყურმილი მოძებნა.
"დიახ, ბატონო, ასეა..." რამდენიმე წუთს ჩუმად უსმენდა, ჯერ
თავს იქნევდა, მერე ყოყმანი დაეტყო, თითქოს უნდოდა, ჩვენც
დაგვენახა, გაგვეგო, რომ რაღაც ისეთს სთხოვდნენ, რაზეც პა-
სუხისმგებლობის აღება არ სურდა. ისეთი შეშფოთებული სახე
მიიღო, როგორსაც პარიზელი ვაჭრები მიიღებენ ხოლმე, როცა
ისეთ რამეს სთხოვ, რაც არ აქვთ მაღაზიაში, ან სასტუმროს თა-
ნამშრომელი, რომელიც გეუბნება, რომ თავისუფალი ოთახი არ
არის. "ოჰ, არა, ბატონო, არა... ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ წიგ-ნებს
ვყიდით, ხომ იცით, შეგვიძლია, კატალოგები გირჩიოთ, მაგრამ
ეს... ეს ძალიან პირადული საკითხებია და ჩვენ... იცით, მაშინ
კიურეს შეგიძლიათ მიმართოთ ან, გნებავთ, ეგზორცის-ტებს.
კი, კი, ვიცი, არიან ჩვენი ძმები, ვინც ამას აკეთებს... მაგ-რამ
ჩვენ არა... არა, სიმართლე გითხრათ, აღწერა არ კმარა, და
მაინც... ვწუხვარ, ბატონო. როგორ? დიახ... თუ გნებავთ.
ძალიან ცნობილი ადგილია, მაგრამ აზრს ნუ მკითხავთ. ხომ
იცით, ასეთ შემთხვევებში მთავარი ნდობაა. თქვენს
სამსახურში მიგულეთ, ბატონო".
ამასობაში ის ორი ადამიანიც გავიდა მაღაზიიდან და მარტო
დავრჩი. უხერხულად ვიგრძენი თავი, მოხუცის ყურადღების მი-
საქცევად ჩავახველე. გამომხედა, ვუთხარი, ნაცნობს ვეძებ, უფ-

849
რო სწორად, მეგობარს, ვიცი, თქვენი ხშირი სტუმარია-მეთქი.
ისეთი სახე მიიღო, თითქოს წეღან ტელეფონზე მე დამერეკოს.
გავაგრძელე, თქვენ, ალბათ, ალიეს გვარით არ გეცნობებათ,
შეიძლება, რაკოსკიდ ან სოლტიკოვად იცნობდეთ-მეთქი... ისევ
შემომხედა და თვალები მოჭუტა, თუმცა გამომეტყველება არ
შესცვლია: ეტყობა, ძალიან საინტერესო მეგობრები გყავთ, არ
გამიგია, ამდენი გვარი ერთ კაცს ჰქონდესო. კარგი, არა უშავს,
ისე გკითხეთ-მეთქი. მოიცადეთო, მითხრა, საცაა, ჩემი პარ-
ტნიორიც მოვა და იქნებ ის იცნობდეს თქვენს მეგობარს, დაბ-
რძანდით, მანდ სადღაც სკამი უნდა იყოსო. მერე დააყოლა, ერ-
თი წამით, აბა დავრეკავ და გავიგებ, თუ მოდისო. ყურმილი
აიღო, რაღაც ნომერი აკრიფა და ადუდუნდა.
"კაზობონ, - გავიფიქრე, - ბელბოზე სულელი ხარ. რას ელი
ახლა აქ? მოვიდნენ და თქვან, უი, რა დამთხვევაა, იაკოპო ბელ-
ბოს მეგობარიც გამოცხადებულა, მობრძანდით, თქვენც შემოგ-
ვიერთდითო?.."
წამოვდექი, მაღაზიის პატრონს დავემშვიდობე და
გამოვედი. ერთ წუთში გამოვიარე მანტიკორის ქუჩა,
რამდენიმე ვიწრო ქუ-ჩაზეც შევუხვ-შემოვუხვიე და სენის
ნაპირზე აღმოვჩნდი. "რა იდიოტი ხარ, - ვფიქრობდი, - მაინც რა
გეგონა? მიხვიდოდი იქ, ალიე დაგვხვდებოდა, საყელოში
სწვდებოდი, შეაჯანჯღარებდი და ისიც ბოდიშს მოიხდიდა,
რაღაც გაუგებრობა მოხდა, აგერ საღ-სალამათს გიბრუნებთ
თქვენს მეგობარსო? ახლა იციან, რომ შენც აქ ხარ".
შუადღე გადასული იყო. საღამოს რაღაც უნდა მომხდარიყო
"კონსერვატორიაში". რა უნდა მექნა? სენ-ჟაკის ქუჩას გავყევი
და თან დროდადრო უკან-უკან ვიხედებოდი. უცებ მომეჩვენა,
რომ ვიღაც არაბი მომყვებოდა. საიდან მოვიტანე, რომ არაბი

850
იყო? არაბების სპეციფიკა ხომ სწორედ ისაა, რომ სულაც არ
ჰგვანან არაბებს, ყოველ შემთხვევაში, პარიზში. სტოკჰოლმში
რომ ვყოფილიყავი, სხვა საქმე იქნებოდა.
რაღაც სასტუმროს ჩავუარე, შევედი და ვიკითხე, ოთახი თუ
გაქვთ-მეთქი. როცა გასაღებით ხელში კიბეზე ავდიოდი, ხის
მოაჯირის რიკულებს შორის დავინახე, როგორ შემოვიდა ის "ა-
რაბი". დერეფანში სხვებსაც მოვკარი თვალი, რომლებიც ასევე
შეიძლებოდა არაბები ყოფილყვნენ. ამ უბანში მხოლოდ ეს პა-
ტარა სასტუმროები იყო არაბებისთვის. ნეტა რას ველოდი?
ნომერში შევედი. ოთახს არა უშავდა. ტელეფონიც კი იდგა.
სამწუხაროდ, არ ვიცოდი, ვისთვის დამერეკა.
წამოვწექი თუ არა, ჩამეძინა. სამ საათზე გამეღვიძა, პირი და-
ვიბანე და "კონსერვატორიას" მივაშურე. სხვა რა დამრჩენოდა.
უნდა შევსულიყავი მუზეუმში, დაკეტვამდე დავრჩენილიყავი,
მე-რე სადმე დავმალულიყავი და შუაღამეს დავლოდებოდი.
ასეც მოვიქეცი. შუაღამემდე რამდენიმე საათი რჩებოდა. პე-
რისკოპში შეკუჭული, გულის ფანცქალით ველოდი რაღაცას.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, "ნეცახი" წინააღმდეგობის,
გამძლეობის, მუდმივი მოთმინების სეფიროთია. მართლაც, გა-
მოცდა გველოდა. მაგრამ, ზოგი მკვლევრის აზრით, "ნეცახი" გა-
მარჯვებას ნიშნავს. ვის გამარჯვებას? ალბათ, დამარცხებულე-ბის
მთელ იმ ისტორიაში, ბელბოს მიერ გაცურებული შეპყრო-
ბილების, შეპყრობილთა მიერ გაცურებული ბელბოს, საკუთარი
უჯრედების მიერ მოტყუებული დიოტალევის ეპოპეაში, ჯერჯე-
რობით ერთადერთი გამარჯვებული მე ვიყავი. პერისკოპში ჩა-
საფრებულმა, ვიცოდი, რომ ისინი არსებობდნენ, მათ კი ჩემ შე-
სახებ არ იცოდნენ. ჩემი გეგმის პირველი ნაწილი ისე მიდიოდა,
როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

851
და მეორე ნაწილი? ისიც ჩემი გეგმის მიხედვით
განვითარდე-ბოდა თუ იმ გეგმას მიჰყვებოდა, რომელიც მე
აღარ მეკუთვნო-და?

852
ჰოდ

112

"ჩვენი ცერემონიებისა და რიტუალებისთვის მშვენიერი


გრძელი გვირაბები გვაქვს ვარდიანი ჯვრის ტაძარში. ერთში
უიშვიათეს, გასაოცარ გამოგონებათა ნიმუშებსა და მოდელებს
განვათავსებთ, ხოლო მეორეში - მთავარ გამომგონებელთა
ქანდაკებებს".204
კარგა ხანს ვიჯექი პერისკოპში. ათი საათი იქნებოდა, შეიძ-
ლება, თერთმეტის ნახევარიც. მალე რაღაც მოხდებოდა ქანქა-
რის წინ, ნავში. სამალავიდან უნდა გამოვსულიყავი და ისეთი
ადგილი მომეძებნა, საიდანაც მოვლენებს დავაკვირდებოდი და
თან შეუმჩნეველი დავრჩებოდი. ბევრი დრო აღარ იყო, ისინი
თუ დამასწრებდნენ შემოსვლას (საიდან?), შემამჩნევდნენ.
ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი, ფეხი გამეშალა... ამა-ზე
ვოცნებობდი ბოლო რამდენიმე საათი, მაგრამ ახლა, როცა დრო
მოვიდა, თითქოს პარალიზებული ვიყავი. მაძრწუნებდა იმაზე
ფიქრი, რომ ბნელში უნდა გამევლო ის დარბაზები, უხ-მაუროდ,
ფარნის დახმარებით, რომელსაც დროდადრო თუ ავანთებდი.
ფანჯრებიდან ღამის მკრთალი სინათლე აღწევდა და ვიტრინებში
ირეკლებოდა. იმის იმედზე ნამდვილად ვერ ვიქ-ნებოდი, რომ
მთვარის შუქი ღამით მუზეუმს გააკაშკაშებდა. დი-

John Heydon, The English Physitians Guide: Or A Holy


Guide, London, Ferris, 1662, The Preface.
853
დი სიფრთხილე მმართებდა, რომ აქ გამეფებული დუმილი არ
დამერღვია, საკმარისი იყო, რამეს დავჯახებოდი, რომ შუშისა
და რკინის ხმას გაეყრუებინა იქაურობა. წამით ვანთებდი ხოლ-
მე ფარანს. "ქრეიზი ჰორსში" მეგონა თავი, მაგრამ ვაი, რომ წა-
მიერად გაელვებული შუქი ადამიანის სხეულის ლამაზ სიშიშ-
ვლეს კი არ ანათებდა, არამედ რკინის ცივ, შემაძრწუნებელ სი-
ტიტვლეს მიჩვენებდა: ჭანჭიკების, ხრახნების, ხარიხების.
უცებ რომ ცოცხალ არსებას მოხვედროდა ჩემი ფარნის
შუქი? მათ გამოგზავნილს, ვიღაცას, ვინც ფეხდაფეხ
მომყვებოდა? ვინ დაიყვირებდა პირველი, მე თუ ის? სმენას
ვძაბავდი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? უხმაუროდ მივდიოდი. თუ
ვინმე მომდევდა, ალ-ბათ, ისიც ასე მოძრაობდა.
დაკეტვამდე დღის სინათლეზე საგულდაგულოდ
შევისწავლე დარბაზების მიმდევრობა, დარწმუნებული ვიყავი,
რომ სიბნე-ლეშიც გავიგნებდი გზას და მთავარ კიბეს
ვიპოვიდი. მაგრამ მა-ლე მივხვდი, რომ ხელის ცეცებით
სიარულში ორიენტაცია დავ-კარგე.
ვინ იცის, იქნებ რომელიმე დარბაზი უკვე ორჯერაც გა-
ვიარე... იქნებ ვერც გამეღწია აქედან, ან იქნებ სწორედ ეს იყო
რიტუალი, მკვდარ მანქანებსა და დანადგარებს შორის ხე-
ტიალი?
ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა ქვევით, ქანქარასთან ჩასვლა.
მინდოდა, დამეგვიანა შეხვედრაზე.
პერისკოპში მჯდარი დიდხანს სასტიკად ვებრძოდი თავს.
დაწვრილებით გავჩხრიკე ბოლო წლებში დაშვებული შეცდომა.
ვცდილობდი, გავრკვეულიყავი, რატომ ვიყავი ახლა აქ, ყოველ-
გვარი გონივრული მიზეზის გარეშე, რატომ ვეძებდი ბელბოს,
რომელიც კიდევ უფრო აბსურდული მიზეზების გამო მოხვედრი-

854
ლიყო ამ ადგილას. მაგრამ როგორც კი პერისკოპიდან ფეხი გა-
მოვდგი, ყველაფერი შეიცვალა. სიბნელეში წინ მივიწევდი და
სხვისი გონებით ვფიქრობდი: ბელბოდ ვიქეცი. ბელბოსავით
ვფიქრობდი, რომელიც გაბრწყინებისკენ თავისი ხანგრძლივი
გზის ფინიშამდე მისულიყო. ახლა უკვე მეც ვიცოდი, რომ ქვეყ-
ნად ყველაფერი, თუნდაც ყველაზე უსახური საგანი, უნდა
წავი-კითხოთ, როგორც რაღაც სხვის ნიშანი, იეროგლიფი და
რომ არ არსებობს არაფერი იმაზე რეალური, ნამდვილი, ვიდრე
გეგმა. დიახ, დიდი დრო არ დამჭირვებია ამის მისახვედრად,
წამიერი გაელვება, წამიერი გამონათება მეყო. ადვილად
ვერავინ მო-მატყუებდა.
...ფრომანის ძრავა: რომბის ფორმის საყრდენზე დამაგრებუ-
ლი ვერტიკალური სტრუქტურა. ანატომიური ცვილის სხეული,
სავსე ხელოვნური ნეკნებით, ბორბლებით, კოჭებით, ბატა-
რეებით, ჩამრთველებით და ათასი სხვა რამით - არ ვიცი, კიდევ
რას ეძახიან ამ ნაწილებს სკოლის სახელმძღვანელოებში. და ამ
ყველაფერს კბილანებიან ბორბალზე შემოჭერილი გადამცემი
ღვედი ატრიალებდა... რას ემსახურებოდა ეს ხელსაწყო?
პასუხი აშკარა იყო: ტელურულ დინებებს ზომავდა.
აკუმულატორები. რის აკუმულირებისთვის იყო ისინი შექმნი-
ლი? რას აგროვებდა? სხვა რა შეიძლებოდა, წარმომედგინა, თუ
არა ოცდათექვსმეტი უხილავი, ჯიუტი მდივანი (საიდუმლოს
მცველნი), რომლებიც დაუღალავად აკაკუნებდნენ ღამღამობით
თავიანთ საწერ კლავესინებზე, რათა გამოეცათ ბგერა, ნაპერ-
წკალი, ექო და სათქმელი, გზავნილი გადაეცათ ზღვის ერთი ნა-
პირიდან მეორემდე, უფსკრულიდან ზედაპირამდე, მაჩუ--
პიქჩუდან ავალონამდე, ტიკ-ტიკ-ტიკ-ალო-ალო-ალო, პამერსი-ელ,
პამერსიელ, რაღაც ბგერა დავიჭირე, დინება მუ 36, ის, რო-

855
მელსაც ბრაჰმანები ეთაყვანებოდნენ, როგორც ღმერთის უხმო
სუნთქვას, ახლა შევაერთებ, მორჩა, მიკრო-მაკროკოსმოსური
წრედი შეკრულია, დედამიწის ქერქის ქვეშ მანდრაგორის ფეს-
ვები ზანზარებს, გრგვინავს მსოფლიო კეთილგანწყობის გალო-
ბა. კავშირის დასასრული.
ღმერთო ჩემო, არმიები სისხლს ღვრიდნენ მთელ ევროპაში
გაშლილ ბრძოლის ველებზე, პაპები იწყევლებოდნენ და ანათე-
მას გადასცემდნენ, ჰემოფილიით დაავადებული, ინცესტში გას-
ვრილი იმპერატორები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ჩურჩულებ-
დნენ სამეფო ოჯახების კუთვნილ ტყეებში ჩადგმულ მონადირის
ქოხებში, რათა დიდებულად შეენიღბათ იმათი საქმე, ვინც სო-
ლომონის სახლში სამყაროს ცენტრის ჩურჩულს აყურადებდა.
ისინი აქ იყვნენ, ისინი ამოძრავებდნენ ამ ფსევდოთერმულ
ჰეგზატეტრაგრამატიკულ ელექტროკაპილატორებს - ასე არ
უწოდებდა მათ გარამონი? დროდადრო რომელიღაც მათგანი
ვაქცინას გამოიგონებდა ან ნათურას, რათა "ლითონთა არაჩ-
ვეულებრივი თავგადასავალი" გაემართლებინა, მაგრამ ამოცა-
ნა, მიზანი სულ სხვა იყო... და აი, ყველანი ერთად, შუაღამისას
შეკრებილნი, ამუშავებდნენ დიუკრეტეს ამ სტატიკურ
მანქანას, პატრონტაშის მსგავს გამჭვირვალე ბორბალს. მის
უკან ორი მორკალული ჯოხი სრიალა გორგოლაჭებს იჭერს,
რომლებიც, ალბათ, ადრე ერთმანეთს ეხებოდნენ და
ნაპერწკალს წარმოქ-მნიდნენ, ასე ფიქრობდა ფრანკენშტაინი
თავისი გოლემის გა-ცოცხლებას... მაგრამ არა, მთავარი სიგნალი
სხვა იყო: იფიქრე, იფიქრე, თხარე, ჩხრიკე, ბებერო თხუნელავ...
...საკერავი მანქანა (იმას კი არ ჰგავდა, მკერდის გასადიდე-
ბელ აბებთან ერთად რომაა ხოლმე გამოჭიმული რეკლამაზე,
და არწივთან ერთად, რომელსაც ბრჭყალებში რობურ დამ-

856
პყრობელი უჭირავს. ეს ხომ იგივე რობურ კონკისტადორია, ისევ
რ. კ.!)... თუ ჩართავ, ბორბალი ტრიალს იწყებს, ბორბალი რგოლია,
რგოლი კი - ბეჭედი... რას აკეთებს ის, ვინც ბეჭედს უს-მენს?
წარწერა იუწყებოდა: "დედამიწის ველის მიერ აღძრული
ნაკადები". უსირცხვილოები. ეს ხომ ბავშვებსაც შეუძლიათ
წაიკითხონ, სკოლებიდან რომ მოჰყავთ ხოლმე მუზეუმში ექ-
სკურსიაზე! კაცობრიობას მაინც სჯეროდა, რომ სხვა მიმართუ-
ლებით მიდიოდა, ყველაფრის ცდა შეიძლებოდა, უზენაესი ექ-
სპერიმენტის ჩატარება, მექანიკის სახელით. სამყაროს განმგებ-
ლები საუკუნეთა მანძილზე გვატყუებდნენ. თავით ფეხამდე ჩაფ-
ლულები, გახვეულები ვიყავით შეთქმულებაში და ლოკომოტი-
ვის სადიდებელ პოემებს ვთხზავდით.
წინ და უკან დავდიოდი, ბავშვად, მექანიკური ქალაქის ქუჩებ-
ში ჩაკარგულ მოგზაურად წარმოვიდგენდი თავს, ლითონის ცა-
თამბჯენებით გაოგნებულ მიკროსკოპულ არსებად. ცილინდრე-
ბი, რადიატორები, ერთიმეორეზე დახვავებული ლეიდენის ქი-
ლები, პაწაწინა, ოცსანტიმეტრიანი კარუსელი, ourniquet é lectrique
à attraction et repulsion.205 სიმპათიის ნაკადების გა-
მომწვევი თილისმა. Colonnade é tincelante form é e de neuf
tubes, é lectroa í mant,206 გილიოტინა (საბეჭდ დაზგას ჰგავდა,
ცენტრში ჯაჭვებზე ჩამოკიდებული კაუჭებით), რომელშიც ხელის
ან თავის ჩაყოფა შეიძლება გასაჭყლეტად. შუშის ზარი, რომელ-

მიზიდულობისა და განზიდულობის ელექტრული ტურნიკეტი


(ფრ.)

ცხრა მილაკისაგან შემდგარი ბრწყინვალე კოლონადა,


ელექტრომაგნიტური (ფრ.)

857
საც ორცილინდრიანი პნევმატიკური დგუში ამოძრავებს; გამო-
სახდელი ქვაბი, მის ქვეშ - თასი, მარჯვნივ - სპილენძის სფერო.
სენ-ჟერმენი, ალბათ, აქ ამზადებდა ნაყენებს ჰესენის
ლანდგრა-ფისთვის.
ჩიბუხების სადგამი უამრავი პატარა, მოდილიანის ქალები-
ვით კისერწაგრძელებული ქვიშის საათით, რომლებშიც გაურ-
კვეველი მასალა ეყარა. ქვიშის საათები ორ მწკრივად ეწყო, თი-
თო მწკრივში - ათ-ათი და თითოეულს ზედა ნაწილი ბევრად
უფ-რო განიერი ჰქონდა, ვიდრე ქვედა. სხვადასხვა სიმაღლის
პაწა-წინა აეროსტატებს ჰგავდნენ, რომლებიც ჰაერში
აიჭრებოდნენ, კალათზე გამობმული სიმძიმე რომ არ
აკავებდეთ დედამიწაზე. რებისის გასაკეთებელი ხელსაწყო -
ასე საქვეყნოდ გამოფენი-ლი!
შუშის განყოფილება. მივხვდი, სადაც ვიყავი. მწვანე შუშის
ქილები და ფიალები იყო გარშემო ჩამწკრივებული, თითქოს სა-
დისტი მასპინძელი შხამების კონცენტრატებს მთავაზობდა დასა-
ლევად. ბოთლების გასაკეთებელი რკინის დანადგარები, რომ-
ლებიც სახელურით იღებოდა და იკეტებოდა. რა მოხდებოდა,
ადამიანს რომ ჩაეყო მასში ხელი? გაიჩხაკუნებდა, როგორც ის
ვეებერთელა, კაუჭა მაკრატლები და მაშები, რომლებსაც ადა-
მიანის სფინქტერში, ყურებში, საშოში შესაყოფად იყენებდნენ,
რათა მფეთქავი ჩანასახი გამოეთრიათ იქიდან და ფილთაქვაში
ჩაესრისათ თაფლსა და პილპილთან ერთად, ასტარტეს წყურვი-
ლის მოსაკლავად... დარბაზს, რომელშიც ახლა ვიყავი, უზარმა-
ზარი ფანჯრები ჰქონდა და მთვარის შუქზე ვხედავდი ღილაკებს,
რომლებზეც ერთი ხელის დაჭერა იყო საკმარისი, რომ სპირა-
ლური ბურღები ამოძრავებულიყო და მსხვერპლის თვალების-კენ
დაძრულიყო ავბედითად. ჭა და ქანქარა. ეს ლამის კარიკა-

858
ტურა იყო, გოლდბერგის უსარგებლო დანადგარი, საწამებელი
პრესი, რომელზეც ბოროტი ხისფეხა პიტი მიკი-მაუსს მიაბამს,
სამკბილანიანი გარე მექანიზმი, რენესანსის ეპოქის მექანიკის
ტრიუმფი. "ბრანკა", "რამელი", "ძონკა" - ვიცნობდი კბილანა მე-
ქანიზმის ამ ნაირსახეობებს, მათი ილუსტრაციები "ლითონთა
გასაოცარი თავგადასავლისთვის" მქონდა შერჩეული, მაგრამ
ისინი აქ მოგვიანებით მოათავსეს, ასი წლის შემდეგ, გასულ
საუკუნეში და მას მერე აქ იცდიდნენ, სამყაროს დაპყრობის
დროიდან ბუნტისთავების დასასჯელად გამზადებულნი. ტამ-
პლიერებს ასასინებისგან ესწავლათ, როგორ გაეჩუმებინათ ნო-
ფო დეი, ტაძრის გამყიდველი, როცა შეიპყრობდნენ. ფონ ზებო-
ტენდორფის სვასტიკასავით დატრიალდებოდა და მზისკენ
მიიმართებოდა სამყაროს განმგებელთა მტრების აცახცახებუ-
ლი კიდურები. ყველაფერი მზად იყო, ნიშანს ელოდნენ, ყველა-
ფერი ყველას თვალწინ მოხდებოდა, გეგმა საჯარო იყო, მაგრამ
მას ვერავინ ამოიცნობდა, ღრჭიალა ყბები თავიანთი გამარჯვე-
ბის ჰიმნს იგალობებდნენ, დიად ორგიას შეერთვებოდნენ ლი-
თონის კბილები, ღრჭიალითა და ჭახანით ჩასხდებოდნენ ერ-
თმანეთში და ისეთ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს მსოფლიოს
ყველა კბილი ერთად ჩამოცვენილიყო.
ბოლოს "ცეცხლოვანი ნაპერწკლების გადამცემთან" აღმოვ-
ჩნდი, რომელიც საგანგებოდ ეიფელის კოშკისთვის დაეპროექ-
ტებინათ, რათა კონკრეტულ, შეთანხმებულ დროს საფრანგეთს,
ტუნისსა და რუსეთს შორის სიგნალების გადაცემა ყოფილიყო
შესაძლებელი (პროვენელ ტამპლიერებს, პავლიკიანებსა და
ფესელ ასასინებს შორის! მერე რა, რომ ფესი ტუნისში არაა, ასა-
სინები კი სპარსეთში იყვნენ, რას ვიზამთ, წვრილმანებს ხომ ვერ
გამოვეკიდებით). უკვე ნანახი მქონდა ის ვეებერთელა და-

859
ნადგარიც: ჩემზე მაღალი იყო, დახვრეტილი ფერდებითა და
შიგ შემავალი საჰაერო მილაკებით. ვინ იყო, რომ მარწმუნებდა,
რა-დიომოწყობილობააო? ჰო, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რაც იყო,
ნა-შუადღევს არ ჩავუარე გვერდით? ბობური!
ჩვენ თვალწინ... რა თქმა უნდა! სხვა რისთვის იყო საჭირო ის
ვეებერთელა ყუთი ლუტეციის ცენტრში (ლუტეცია, მიწისქვეშა
ტალახის ოკეანის ამოსავალი), იქ, სადაც ოდესღაც პარიზის გუ-ლი
იყო, ჰაერის ნაკადებით მოგუგუნე იმ ხორთუმებით, მილები-სა
და გაყვანილობების ხლართით, იმ დიონისეს ყურით, რომე-ლიც
გარე სამყაროს უსმენს და ხარბად შთანთქავს ბგერებს,
გზავნილებს, სიგნალებს, დედამიწის ცენტრს გადასცემს მათ და
შემდეგ უკანვე ამოანთხევს, ჯოჯოხეთური ინფორმაციის სახით
ამოაღებინებს? "კონსერვატორია" - იგივე ლაბორატორია, კოშ-კი -
იგივე ზონდი, ანტენა, ბობური კი - მიმღებ-გადამცემი მსოფ-ლიო
დანადგარი. ვინმეს სჯერა, რომ ეს ვეებერთელა საწოვარა იმ
ბანჯგვლიანი და დაუბანელი სტუდენტების ხათრით დადგეს აქ,
რომლებიც ახალგამოსულ კომპაქტდისკებს უსმენენ იაპო-ნური
ყურსასმენებით? ჩვენ თვალწინ... ბობური - აგარტის მი-წისქვეშა
სამეფოს ხუფი, აღორძინებულ სინარქიულ თანასწო-რობათა
მონუმენტი. სხვები, ორი, სამი, ოთხი მილიარდი სხვა, ამას ვერ
ხვდებოდა ან ცდილობდა, არაფრით არ მიმხვდარიყო, სულელები,
სხეულის მონები. გონების მსახურნი კი ექვსი საუკუ-ნე
მიდიოდნენ დასახული მიზნისკენ.
როგორც იქნა, მივაგენი დიდ კიბეს. ფრთხილად ჩავიარე სა-
ფეხურები. შუაღამე მოახლოებული იყო. სათვალთვალო ადგი-
ლი უნდა მომეძებნა და დავმალულიყავი, სანამ ისინი მოვი-
დოდნენ.

860
თერთმეტი საათი იქნებოდა. ლავუაზიეს დარბაზი ისე გადავ-
ჭერი, რომ ფარანი არ ამინთია, იქაურობა კარგად მახსოვდა,
ნაშუადღევს ყურადღებით დავათვალიერე მუზეუმის ეს ნაწილი.
რკინიგზის ვაგონების დერეფანიც გავიარე და მივხვდი, რომ
ტაძრის ნავში ვიღაც იყო: აქა-იქ მბჟუტავი სინათლე მოძრაობდა
და ნაბიჯებისა და გადაადგილებული ავეჯის ხმაც ისმოდა.
ფარანი ჩავაქრე. მოვასწრებდი დარაჯის ჯიხურამდე მის-
ვლას? მატარებლების ვიტრინებზე აკრული, უხმოდ
მივიწევდი წინ. ტრანსეპტამდე, გრამის ქანდაკებამდე მივედი.
ქანდაკება კუბის ფორმის ხის სადგამზე იდგა ("გამოსვლათა"
წიგნის კუბის ფორმის ქვა!) და თითქოს ქოროს შემოსასვლელს
აკვირდებო-და. მახსოვდა, რომ თავისუფლების ქანდაკება
სადღაც იქვე, გრამის ზურგს უკან იყო.
ქანდაკების სადგამის წინა კედელი ბოლომდე იყო გადმო-
წეული და ხიდივით გადებული რაღაც გვირაბის თუ დერეფნის
შესასვლელამდე. გვირაბიდან ადამიანი გამოვიდა, ხელში ფე-
რადშუშიანი გაზის სანათური ეჭირა და მოწითალო ალი სცემდა
სახეზე. შეშინებული შევიყუჟე კუთხეში, გადავრჩი, არ დავუნახი-
ვარ. ამ დროს ქოროდან ვიღაც გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით
მიუახლოვდა სანათურიანს: "ჩქარა... ერთ საათში მოვლენ".
როგორც ჩანს, ესენი წინასწარ მოსულიყვნენ და რაღაცას ამ-
ზადებდნენ რიტუალისთვის. თუ ბევრნი არ იყვნენ, კიდევ მოვა-
ხერხებდი, შეუმჩნევლად მიმეღწია თავისუფლების ქანდაკებამ-
დე, სანამ ისინი მოვიდოდნენ (კაცმა არ იცის, საიდან ან რამდე-
ნი). კარგა ხანს ვიყავი გასუსული, კედელს აკრული და ეკლე-
სიაში სანათურების მოძრაობას ვაკვირდებოდი, რომ მივმხვდა-
რიყავი, რამდენად ახლოს მოდიოდნენ ჩემთან და თავისუფლე-
ბის ქანდაკებასთან. მჭირდებოდა, რომ ქანდაკება მაქსიმალუ-

861
რად ბნელში დარჩენილიყო. ბოლოს გავბედე, გრამის ძეგლს
მარცხენა მხრიდან შემოვუარე, სუნთქვას ვიკავებდი, ისედაც
არარსებულ მუცელს კიდევ უფრო შიგნით ვიწევდი. კიდევ
კარ-გი, ჩონჩხივით გამხდარი ვიყავი. ლია... სწრაფად
შევსრიალდი ჯიხურში და, რომ არავის შევემჩნიე, ძირს
დავემხე, ჩანასახის პოზაში მოკუნტული. გული საშინლად
მიბაგუნებდა და შიშისგან კბილს კბილზე მაცემინებდა. ასე
ვერ დავრჩებოდი. უნდა წამოვ-მდგარიყავი და რაც შეიძლება,
რიტმულად მესუნთქა ცხვირით, ნელა და ღრმად. გამიგია, რომ
ასე საკუთარი ნებით შეგიძლია დაკარგო გონება (მაგალითად,
თუ გაწამებენ და ცდილობ, ტკი-ვილს გადაურჩე). ვიგრძენი,
როგორ ნელ-ნელა ჩამიხუტა მიწის-ქვეშეთმა.

862
113

"ჩვენი საქმე საიდუმლოში შენახული საიდუმლოა. რაღაც


ისეთის საიდუმლო, რომელიც მარად დაფარული რჩება,
საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ სხვა საიდუმლო თუ ახსნის,
ესაა საიდუმლო საიდუმლოზე, რომელიც საიდუმლოთი
საზრო-ობს".207
გონს რომ მოვეგე, რაღაც ხმები მესმოდა და თვალებში ძლიერი
შუქი მცემდა. ფეხები დაბუჟებული მქონდა. ვცადე, უხ-მაუროდ
წამოვმდგარიყავი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეკლებზე ვაბიჯებდი
ფეხს. ფეხის წვერებზე დავდექი, რომ ჩუმად მემოძრა-ვა.
ტკივილმა ნელ-ნელა იკლო. მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ
ჯიხური საკმაოდ სიბნელეში იდგა და შემეძლო, მშვიდად
მეთვალთვალა იმისთვის, რაც გარეთ ხდებოდა.
ტაძრის ნავი გაჩახჩახებული იყო. ათობით, ასობით სანათუ-
რი ენთო და ყოველწამს ემატებოდა: ნავი თვალსა და ხელს შუა
ივსებოდა ხალხით. ყველას სანათური ეჭირა ხელში. გვირაბი-
დან გამოდიოდნენ, ჩემგან მარცხნივ, ჩამწკრივებულები
მიიწევ-დნენ ქოროსკენ და ნავში დგებოდნენ. "ღმერთო ჩემო..."
- გავი-ფიქრე, უოლტ დისნეის დახატული "ღამე
მოტიტვლებულ მთაზე" მედგა თვალწინ...
ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, მაგრამ იმდენი იყვნენ, რომ შე-
ნობა გუგუნებდა. ოპერაში მასობრივი სცენების მონაწილეთა
გუგუნი გამახსენდა. ჩემ მარცხნივ ნახევარწრეზე ძირს დაწყობი-
ლი სანათურები ქოროს აღმოსავლეთ რკალს ასრულებდა და

ჯაფარ ალ-საიდი, "მეექვსე იმამი"


863
თითქმის პასკალის ქანდაკებამდე აღწევდა. ბოლოში მაყალი-
ვით მოწყობილ სამსხვერპლოზე ცეცხლი ენთო და ვიღაც ზედ
რაღაც ბალახბულახსა და სურნელოვან ნელსაცხებლებს აყრი-
და. კვამლი ჯიხურამდეც აღწევდა და ყელს მიშრობდა,
აშკარად აღმგზნები თუ გამაბრუებელი ზემოქმედება ჰქონდა.
ქოროს ცენტრში რაღაც ვიწრო ჩრდილი დავინახე სანათურე-
ბის შუქზე. სწრაფად, მონოტონურად მოძრაობდა.
ქანქარა! ქანქარა თავის ჩვეულ ადგილზე კი არ ეკიდა,
გუმბა-თის თაღში, არამედ ქოროს ცენტრში დაეკიდათ, თანაც
უფრო დიდი ზომის. თოკიც უფრო მსხვილი იყო და სფეროც -
უფრო დი-დი. თოკი კანაფს თუ დაგრეხილ მავთულს ჰგავდა.
ქანქარა მარ-თლა უზარმაზარი იყო, ალბათ, ისეთი, როგორიც
უნდა ყოფი-ლიყო თავის დროზე პანთეონში მოწყობილი
ქანქარა, ტელეს-კოპში დანახულ მთვარესავით ვეებერთელა.
ტამპლიერების პირველ ექსპერიმენტს იმეორებდნენ,
ფუკომ-დე ნახევარი ათასწლეულით ადრეულს. თავისუფლად
რომ ეს-რიალა, ქორო დაეცალათ და მის წინ ერთგვარი
ამფითეატრი შემოესაზღვრათ იატაკზე დაწყობილი იმ
სანათურებით: სახელ-დახელოდ მოწყობილი ანტისტროფი.
ვიფიქრე, როგორ ინარჩუნებს ქანქარა მოძრაობის მუდმივო-
ბას, აქ ხომ მაგნიტი არ აქვს ქვეშ დამაგრებული-მეთქი. მერე
მივხვდი: ადამიანი დავინახე, რომელიც კატასავით უხმაუროდ
დარბოდა წრის გარშემო, სფეროს ხვდებოდა და თითით ოდნავ
ბიძგს აძლევდა, მოჭრილად, ზუსტად, ერთნაირად.
ფრაკი ეცვა, მანდრეიკივით. როცა მისი ამხანაგები გამოჩ-
ნდნენ, მივხვდი, რომ "მადამ ოლკოტის პატარა ცირკის" ილუ-
ზიონისტი იყო, პროფესიონალი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა
ძალით ებიძგა ქანქარისთვის და წამის მეასედების სიზუსტით

864
გრძნობდა დროს. იმ პრიალა ფეხსაცმლის თხელი ლანჩებით,
ალბათ, მიწისქვეშა დინებებსაც გრძნობდა და სფეროსა და დე-
დამიწის ლოგიკის მიხედვით, მათი კარნახით ამოძრავებდა ხე-
ლებს, სფეროც თავისი სიმეტრიული, მონოტონური რხევით
იდეალურად პასუხობდა.
მისი ამხანაგები... ახლა მათაც გარკვევით ვხედავდი. ნავში
ჩამწკრივებულ ავტომანქანებს, დრეზინებსა და მოტოციკლებს
შორის მოძრაობდნენ, ჩრდილებივით დასრიალებდნენ სიბნე-
ლეში: ზოგს მაგიდა მოჰქონდა და ზედ წითელ ქსოვილს აფა-
რებდა, ზოგიც სანათურებს ამატებდა. პატარები, დაგრეხილები,
რაქიტიან ბავშვებს ჰგავდნენ შორიდან. ერთ-ერთს, რომელმაც
ახლოს ჩამიარა, მონღოლივით მოჭუტული თვალები და მელო-ტი
კეფა დავუნახე. მადამ ოლკოტის პატარა ურჩხულები! სლოანის
მაღაზიაში პლაკატზე მყავდა ისინი ნანახი.
ცირკის დასი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
მსახიობები, მეხანძრეები, ქორეოგრაფები. ალექსსა და დენის-
საც მოვკარი თვალი, ავალონის ქერა გიგანტებს, რკინებიანი,
შავი ტყავის ქამრებით. კედელს მიჰყუდებოდნენ, მოლოდინში
ხელები გულზე დაეკრიფათ.
შეკითხვებისა და თავის მტვრევის დრო აღარ იყო. ვიღაც შე-
მოვიდა, საზეიმოდ ასწია ხელი და შეკრებილებს დუმილისკენ
მოუწოდა. ბრამანტი იყო, ტანსაცმლით ვიცანი: ისევ ის წითელი
ტუნიკა ეცვა, რომელიც პიემონტში მქონდა ნანახი, თეთრი კუნ-
კული დაეხურა და მიტრა დაედგა. აგიზგიზებულ სამსხვერპლოს
მიუახლოვდა და რაღაც ჩააგდო ცეცხლში. უზარმაზარი ალი
ავარდა, რომელიც შემდეგ სქელ თეთრ კვამლად გადაიქცა და
მძაფრი სურნელი გამოაფრქვია დარბაზში. რიო გამახსენდა.
ალქიმიური დღესასწაული. იგივე ხდება, მე კი აგოგო არ მაქვს.

865
სახეზე ცხვირსახოცი ავიფარე, მაგრამ ბრამანტი უკვე ორად
მეჩვენებოდა, ქანქარა კი ათასი მიმართულებით ბზრიალებდა,
კარუსელივით.
ბრამანტი ადუდუნდა, თითქოს ლოცულობდა: "Alef bet
gimel dalet he waw zain het tet jod kaf lamed mem nun samek ajin
pe sade qof resh shin tau!"
ბრბო ერთხმად აჰყვა: "Parmesiel, Padiel, Camuel, Aseliel,
Barmiel, Gediel, Asyriel, Maseriel, Dorchtiel, Usiel, Cabariel,
Raysiel, Sym í el, Armadiel..."
ბრამანტიმ რაღაც ანიშნა და შეკრებილებს ერთი ადამიანი
გამოეყო, მიუახლოვდა და მუხლებზე დაემხო მის წინაშე. რი-
კარდო იყო, ნაიარევი კაცი, მხატვარი.
ვინ ხარ?
ადეპტი გახლავარ, მაგრამ ჯერ არ ვარ ნაზიარები "ტრესის"
უმაღლეს საიდუმლოებებს. მდუმარედ ვემზადებოდი ბაფომეტის
საიდუმლოს მსგავს მედიტაციაში და ვაცნობიერებდი, რომ დიადი
საქმე ექვსი ხელუხლებელი ბეჭდის ირგვლივ მოძრაობს და
მხოლოდ ბოლოს გავიგებთ მეშვიდის საიდუმლოს.
როგორ მიგიღეს?
ქანქარის პერპენდიკულარის გავლით.
ვინ მიგიღო?
საიდუმლო ლეგატმა.
შეძლებდი მის ამოცნობას?
ვერა... ნიღაბი ეკეთა. მხოლოდ ჩემ ზემდგომ რაინდს ვიც-
ნობ და ისიც, თავის მხრივ, მხოლოდ თავის ზედა საფეხურზე
მდგომს იცნობს. ასეა საჭირო.
Quid facit Sator Arepo?
Tenet Opera Rotas.
866
Quid facit Satan Adama?
Tabat Amata Natas. Mandabas Data Amata, Nata Sata.
ქალი მოიყვანე?
დიახ, აქაა. ჩავაბარე, როგორც მიბრძანეს. მზადაა.
წადი და მოემზადე.
ორივე დამტვრეული ფრანგულით ლაპარაკობდა. მერე ბრა-
მანტიმ საზეიმოდ გამოაცხადა:
- ძმებო, აქ "ერთიანი ორდენის", "უცნობი ორდენის", სახე-
ლით ვართ შეკრებილი, რომლის წევრებიც მუდამ იყავით, მაგ-
რამ ეს მხოლოდ გუშინ შეიტყვეთ! დავიფიცოთ. წყეულიმც იყ-
ვნენ საიდუმლოს შემბილწველნი, წყეულიმც იყვნენ
სიწმინდის შემბღალველნი, წყეულიმც იყვნენ ისინი, ვინც
სანახაობად აქ-ცია რიტუალი და საიდუმლოება!
წყეულიმც იყვნენ!
ანათემა უხილავ კოლეგიას, ჰირამისა და ქვრივის ნაბუშ-
რებს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცრუ მაგისტრებს,
ძველ, მიღებულ და გასწორებულ წესს, მისრაიმსა და მემფისს,
ფილა-ტეტებსა და ცხრა დას, მკაცრ წესსა და აღმოსავლეთის
ტაძრის ორდენს, ბავარიისა და ავინიონის ილუმინატებს,
კადოშის კა-ვალრებს, კოჰენის რჩეულთ, სრულყოფილ ძმობას,
შავი არწვი-სა და წმინდა ქალაქის რაინდებს, ინგლისის
როზენკროიცე-რებს, ვარდისა და ოქროს ჯვრის კაბალისტებს,
ოქროს აისს, ტაძრისა და გრაალის კათოლიკურ ვარდსა და
ჯვარს, ცისკრის ვარსკვლავს, არგენტინისა და ტელემის
მნათობს, ვრილსა და ტულეს, "დიდი თეთრი საძმოს" სახელის
ყველა ძველ და იდუ-მალ უზურპატორს, ტაძრის მცველებს,
სიონისა თუ გალიის ყვე-ლა პრიორატსა და კოლეგიას!
ანათემა!
867
- ყველამ, ვინც გულუბრყვილობით, სხვისი ბრძანებით, პრო-
ზელიტიზმით, ანგარიშითა თუ კადნიერებით შეუდგა ლოჟას, კო-
ლეგიას, პრიორატს, კაპიტელს, ორდენს, ვინც უკანონოდ იბრა-
ლებს სამყაროს განმგებელთა და უცნობ მმართველთა მორჩი-
ლებას, დაე ამ ღამით უარყოს საკუთარი ნამოქმედარი და ით-
ხოვოს, შეუერთდეს ერთადერთი ჭეშმარიტი ერთობის სხეულს,
"ტრესს" - "Templi Resurgentes Equites Synarchici", ტამპლიერ-თა
აღორძინების სინარქიულ კავალერთა სამარსება და ტრინო-
სოფიურ, მისტიკურ და საიდუმლო ორდენს!
Sub umbra alarum tuarum!
შემოვიდნენ იერარქიის ბოლო, საიდუმლო ხარისხის 36
მფლობელნი!
ბრამანტი თითო-თითოდ იძახებდა რჩეულთ და ისინიც
შემო-დიოდნენ, ლიტურგიულ სამოსელში გამოწყობილნი,
მკერდზე ოქროს საწმისის გამოსახულებით.
ბაფომეტის რაინდი, ექვსი ხელუხლებელი ბეჭდის კავალე-
რი, მეშვიდე ბეჭდის რაინდი, ტეტრაგრამატონის კავალერი,
ფლორიანისა და დეის სამართლის რაინდი, ატანორის კავალე-
რი... ბაბილონის გოდლის სათაყვანო ნაომეტრა, დიდი პირამი-
დის სათაყვანო ნაომეტრა, კათედრალების სათაყვანო ნაომეტ-
რა, სოლომონის ტაძრის სათაყვანო ნაომეტრა, პალატინის ბა-
ღების სათაყვანო ნაომეტრა, ჰელიოპოლისის ტაძრის სათაყვა-
ნო ნაომეტრა...
ბრამანტი საზეიმოდ, დიდი პატივით წარმოთქვამდა სახე-
ლებს და დასახელებულები სწრაფად, ერთიმეორის მიყოლებით
შემოდიოდნენ, ვერ ვარკვევდი, რომელი რომელი იყო, მაგრამ
პირველ თორმეტს შორის აშკარად ვიცანი დე გუბერნატისი,
სლოანის წიგნის მაღაზიის ბებერი პატრონი, პროფესორი კამეს-

868
ტრესი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პიემონტში
მყავდა ნანახი. ბატონი გარამონი "ტეტრაგრამატონის კავალე-
რი" იყო, თუ არ ვცდები: თავშეკავებული, მედიდური, თავის
ახალ როლში შესული, აკანკალებული თითებით ეფერებოდა
მკერდზე ოქროს საწმისს. ბრამანტი კი განაგრძობდა:
- კარნაკის მისტიკური ლეგატი, ბავარიის მისტიკური ლეგა-
ტი, ბარბელოგნოსტიკოსთა მისტიკური ლეგატი, კამელოტის
მისტიკური ლეგატი, მონსეგიურის მისტიკური ლეგატი,
ფარული იმამის მისტიკური ლეგატი... ტომარის უზენაესი
პატრიარქი, კილვინინგის უზენაესი პატრიარქი, სენ-მარტენ-
დე-შამის უზე-ნაესი პატრიარქი, მარიენბადის უზენაესი
პატრიარქი, უხილავი ოხრანკის უზენაესი პატრიარქი,
ალამუთის მთის უზენაესი პატ-რიარქი...
ცხადია, "უხილავი ოხრანკის უზენაესი პატრიარქი" სალონი
იყო. სახეზე ისევ მკვდრისფერი ედო, მაგრამ ის თავისი ფარ-
თხუნა ტანსაცმელი აღარ ეცვა, ალისფერ, ოქროსფერფოჩებიან
ტუნიკაში გამოპრანჭულიყო. მას პიერი მოჰყვებოდა,
"ლუციფე-რის ეკლესიის ფსიქოპომპი", რომელსაც მკერდზე
ოქროს საწ-მისის ნაცვლად ოქროსფერქარქაშიანი ხანჯალი
ეკიდა. ბრამან-ტი განაგრძობდა:
- ქიმიური ქორწილის დიდი იეროგამი, დიდი როდოსტავრო-
სელი ფსიქოპომპი, საიდუმლოთა შორის უსაიდუმლოესის
დიდი რეფენდარიუსი, იეროგლიფური მონადის დიდი
სტეგანოგრაფი, ასტრალური კოსმოსის დიდი კონექტორი,
როზენკროიცის საფ-ლავის დიადი მცველი... დინებათა
უჩინარი არქონტი, ღრუ დე-დამიწის უჩინარი არქონტი,
მისტიკური პოლუსის უჩინარი არ-ქონტი, ლაბირინთების
უჩინარი არქონტი, ქანქარათა ქანქარის უჩინარი არქონტი...

869
ბრამანტი შეჩერდა და მომეჩვენა, რომ უკანასკნელი რაღაც
უგემურად წარმოთქვა:
- და უჩინარ არქონტთაგან ყველაზე უჩინარი, მსახურთა
მსა-ხური, ოიდიპოს ეგვიპტელის უმდაბლესი მდივანი,
სამყაროს განმგებელთა მოკრძალებული შიკრიკი და აგარტის
ბჭეთა მცველი, ქანქარის უკანასკნელი მსახური, კლოდ-ლუი,
გრაფი სენ-ჟერმენი, სიურმონის თავადი, უელდონის მარკიზი,
მონფე-რატოს, აიმარისა და ბელმარის მარკიზი, გრაფი
სოლტიკოვი, რაინდი შენინგი, ცაროგის გრაფი!
სანამ სხვები ნელ-ნელა ეწყობოდნენ ქოროში პირით ქანქა-
რისა და ნავში შეყრილი მორწმუნეებისკენ, ალიე გამოჩდა.
პრიალა ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ფერმკრთალ სახეზე შფოთვა
ეტყობოდა და ხელჩაკიდებული მოჰყავდა ნარკოტიკით
გათიშუ-ლი და გაფითრებული ლორენცა პელეგრინი, თითქოს
სულს მიაცილებდა ჰადესის ბილიკზე. ქალს ნახევრად
გამჭვირვალე ტუნიკა ეცვა და გაშლილი თმა მხრებზე ეყარა.
პროფილიდან დავინახე, უმანკო და ფერმკრთალი, როგორც
პრერაფაელიტე-ბის ტილოებიდან გადმოსული მეძავი ქალი.
ვიგრძენი, როგორ ამიმღვრია გულ-მუცელი ლტოლვამ.
ალიემ პასკალის ქანდაკებასთან, სამსხვერპლოსთან მიიყვა-
ნა ლორენცა, გათიშულ სახეზე ნაზად მოეფერა და ავალონის
გიგანტებს რაღაც ანიშნა. მათ ქალი ასწიეს და ასე, დაწვენილი,
ჰაერში დაიჭირეს. ალიე ნავში შეკრებილთა წინ წითელგადასა-
ფარებლიან მაგიდას მიუჯდა. დავინახე, როგორ ამოიღო ჟილე-
ტიდან თავისი სათუთუნე და ნაზად მოეფერა.
ძმებო, რაინდებო, აქ იმ მიზეზის გამო ხართ, რომელიც ამ
დღეებში იდუმალმა ლეგატებმა შეგატყობინეს. ახლა უკვე ყვე-
ლამ იცით, რატომ შევიკრიბეთ. 1945 წლის 23 ივნისს უნდა შევ-

870
კრებილიყავით და მაშინ ბევრი აქ მყოფი, შეიძლება, დაბადებუ-
ლიც არ იყო. ხვდებით, ალბათ, ვგულისხმობ, რომ მაშინ ის არ
იყავით, ვინც ახლა ხართ. აქ იმიტომ ვართ, რომ ექვსასწლიანი
მტკივნეული ძებნის შემდეგ მივაგენით იმას, ვინც საიდუმლო
იცის. როგორ გაიგო, თანაც ჩვენზე მეტი, ეს შემაშფოთებელი
საიდუმლოა. მაგრამ ახლა ჩვენ შორისაა... - შეუძლებელიც იყო, აქ
არ ყოფილიყავი, არა, მეგობარო? შენ, რომელსაც ერთხელ უკვე
გძლია ცნობისმოყვარეობამ... - გარწმუნებთ-მეთქი, რომ ჩვენ
შორისაა ის, ვისაც შეუძლია, ეს გაგვიმხილოს. არდენტი!
პოლკოვნიკმა არდენტიმ - ნამდვილად ის იყო, ყორნისფერი,
ალაგ-ალაგ შეჭაღარავებული თმით - ხალხში გზა გაიკვლია და
სამსჯავროს წინაშე წარდგა. მასა და ალიეს შორის ქანქარა მოძ-
რაობდა.
რამდენი ხანია, არ შევხვედრივართ, მეგობარო... - გაუღიმა
ალიემ. - ვიცოდი, რომ, როცა ამ ინფორმაციას გავავრცელებდი,
ვერ მოითმენდი და გამოჩნდებოდი. შენ იცი, რაც თქვა ტყვემ...
ამბობს, რომ ყველაფერი შენგან გაიგო. მაშასადამე, იცოდი და
დუმდი.
გრაფო... - უთხრა არდენტიმ. - სამწუხაროდ, ტუსაღი ტყუის.
ჩემთვის დამამცირებელია ამის თქმა, მაგრამ ღირსება უმთავ-
რესია. ამბავი, რომელიც მე გავანდე, ის არაა, რაც ახლა შევიტ-ყვე
მისტიკური ლეგატებისგან. გზავნილის ინტერპრეტაცია
სხვანაირია. დიახ, მართალია, ვცდილობდი გზავნილის გაშიფ-
ვრას, ეს არც დამიმალავს მაშინ მილანში... მაგრამ ვერ შევძე-ლი,
ისე წამეკითხა ის, როგორც ტყვემ წაიკითხა, ამიტომაც ვე-ძებდი
შველას. და, უნდა ვთქვა, რომ მაშინ არავინ ცდილა ჩემს
დახმარებას, მხოლოდ უნდობლობა, მუქარა და ლანძღვა მარ-
გუნეს... - შეიძლება, კიდევ უნდოდა რამის თქმა, მაგრამ ალიეს

871
რომ უყურებდა, ქანქარასაც ხედავდა, რომელიც მათ შორის იყო
და ჩანდა, რომ ქანქარა მასზე მომნუსხველად მოქმედებდა. მო-
ჯადოებულივით დაეცა მუხლებზე და ამოილუღლუღა:
პატიებას ვითხოვ იმისთვის, რომ არ ვიცი.
ნაპატიები ხარ, რადგან იცი, რომ არ იცი, - უთხრა ალიემ. -
წადი. ტყვემ ბევრი ისეთი რამ იცის, რაც არც ერთმა ჩვენგანმა
არ იცოდა. ისიც კი იცის, ვინ ვართ! მეტიც, ჩვენც მისგან
გავიგეთ ეს! უნდა ვიჩქაროთ, მალე გათენდება. სანამ თქვენ აქ
იქნებით და ილოცებთ, კიდევ ერთხელ განვმარტოვდები
მასთან, რომ აღიარება გამოვგლიჯო.
არა, ბატონო გრაფო! - ნახევარწრეს გამოეყო პიერი, თვა-
ლებანთებული. - ორი დღე გქონდათ მასთან სალაპარაკოდ, უჩ-
ვენოდ... და რა? არაფერი უნახავს, არაფერი გაუგია, არაფერი
უთქვამს. რაღა უნდა ჰკითხოთ ამაღამ? არა! აქ ჰკითხეთ, ყვე-
ლას თვალწინ!
დამშვიდდით, ძვირფასო პიერ. დღეს აქ ქალი მოვაყვანინე,
რომელიც სოფიას იდეალური რეინკარნაცია მგონია, მისტიკუ-
რი კავშირი შეცდომის სამყაროსა და უმაღლეს ოგდოადს შო-
რის. არ მკითხოთ, როგორ და რატომ, მაგრამ მისი საშუალებით
ტყვე ხმას ამოიღებს. უთხარი მათ, ვინ ხარ, სოფია!
ლორენცამ, გაბრუებულმა, ძლივს ამოთქვა:
მე ვარ... მეძავი და წმინდანი...
აჰა, გასაგებია... - გაეცინა პიერს. - ამაღამ ყველა შედგომი-
ლი აქ გვყავს შეკრებილი, ჩვენ კი მეძავებს მივმართავთ, არა?
არავითარ შემთხვევაში! ტყვე მოიყვანეთ! ახლავე, აქ, ქანქა-
რასთან!

872
ბავშვებივით ნუ მოიქცევით... - უთხრა ალიემ. - ერთი საათი
მომეცით. რატომ გგონიათ, რომ აქ, ქანქარის წინაშე, ამოიღებს
ხმას?
მისი სიკვდილი ილაპარაკებს! ადამიანური მსხვერპლი! -
დაიღრიალა პიერმა და ნავში შეკრებილებს მიუბრუნდა. ბრბო
გუგუნებდა: - ადამიანური მსხვერპლი!
წინ სალონი გამოვიდა:
გრაფო, ბავშვობა არაფერ შუაშია, ჩვენი ძმა მართალია.
პოლიციელები კი არ ვართ.
თქვენ მაინც არ ამბობდეთ ამას... - ჩაილაპარაკა ალიემ.
პოლიციელები არ ვართ და გამოძიების ტრადიციული წესე-
ბით მოქმედება სწორად არ მიგვაჩნია. თუმცა არც ის ვიცი,
მსხვერპლის შეწირვა მოქმედებს თუ არა მიწისქვეშეთის ძალებ-
ზე. მათ რომ ნდომებოდათ, რამე ენიშნებინათ ჩვენთვის, დიდი
ხნის წინ გააკეთებდნენ ამას. ტუსაღის გარდა, ვიღაც სხვამაც
იცოდა, თუ ის სხვა უკვე მკვდარი არაა... ახლა შეგვიძლია, ტყვეს
პირისპირ წავუყენოთ ისინი, ვინც იცოდა და... - გაიღიმა და ალიეს
ჩააკვირდა მოჭუტული თვალებით, - უფრო მეტიც, ჩვენიანებსაც
დავუპირისპიროთ ისინი... ზოგიერთ ჩვენგანს...
რის თქმა გინდათ, სალონ? - ალიეს ხმაში ბზარი შეეპარა.
თუ ბატონი გრაფი ნებას მომცემს, მე აგიხსნით, - თქვა მა-
დამ ოლკოტმა. ნამდვილად ის იყო, პლაკატიდან მახსოვდა. ზე-
თისხილისფერი გაპოხილი კაბა ეცვა, კეფაზე დაგრაგნილი
თმაც გაზეთილი ჰქონდა და კაცის ხრინწიანი ხმით ლაპარაკობ-
და. სლოანის წიგნის მაღაზიაში მეცნო მისი სახე და ახლა გამახ-
სენდა: დრუიდი ქალი იყო, იმ ღამით დიდი ამბით რომ
შეგვეგე-ბა. - ალექს, დენის, შემოიყვანეთ ტყვე.

873
ტაძრის ნავი ექოს აძლევდა და კიდევ უფრო აძლიერებდა
მის მბრძანებლურ ხმას. გიგანტები დაემორჩილნენ ქალის
ბრძანე-ბას და ლორენცა პატარა ურჩხულებს გადაულოცეს.
ალიე სა-ვარძლის სახელურებს მოებღაუჭა დაძაბული, მაგრამ
შეწინააღ-მდეგება ვერ გაბედა. მადამ ოლკოტმა რაღაც ანიშნა
თავის ურ-ჩხულებს, რომლებმაც პასკალის ქანდაკებასა და
ობეისანის შო-რის შორის სამი სავარძელი ჩადგეს და სამი
მედიუმი დასვეს ზედ. სამივეს მუქი კანი ჰქონდა, მომცრო
ტანისანი იყვნენ, დი-დი, მშფოთვარე, თეთრი თვალებით.
ტყუპი ფოქსები... თქვენ კარგად იცნობთ მათ, გრაფო. თეო,
ლეო და გეო, დასხედით და მოემზადეთ.
ავალონის გიგანტები გამოჩნდნენ. იაკოპო ბელბო მოჰყავ-
დათ, რომელიც მხრებამდე ძლივს სწვდებოდათ. ჩემს საცოდავ
მეგობარს მიწისფერი ედო რამდენიმე დღის გაუპარსავ სახეზე.
ხელები ზურგს უკან ჰქონდა გაკოჭილი, პერანგი კი - გულზე
გა-დაღეღილი. ნავში სქელი კვამლი იდგა, ბელბომ თვალები
აახამხამა. არ გაჰკვირვებია იქ შეყრილი იეროფანტების დანახ-
ვა: როგორც ჩანს, იმ დღეებში ბევრი რამ ენახა და ახლა უკვე
ყველაფერს ელოდა.
თუმცა გადაადგილებული ქანქარის დანახვამ თითქოს
გააოცა. გიგანტებმა ალიეს ტახტისკენ წაათრიეს ბელბო. ქანქა-
რას აქედან ვეღარ ხედავდა, მაგრამ ზურგს უკნიდან მისი
მსუბუ-ქი სრიალის ხმა ესმოდა.
ამ დროს ლორენცა დაინახა. საშინლად აღელდა, დაუძახა,
შეკრული ხელების გახსნაც სცადა. ლორენცა უხმოდ მისჩერე-
ბოდა და თითქოს ვერ სცნობდა.
ბელბო ალიეს მოუბრუნდა, ალბათ, აპირებდა, ეკითხა, რა
გაუკეთეთო, მაგრამ არ დასცალდა. ტაძრის ნავის სიღრმიდან,
874
წიგნების თაროების მხრიდან, დოლების გუგუნი მოისმა, რო-
მელსაც მალე ფლეიტების ხმა შეერია. ამ დროს დარბაზში გან-
თავსებული რამდენიმე დანადგარის კარი გაიღო და ოთხი
არსე-ბა გამოვიდა, რომლებიც სლოანის მაღაზიის "მცირე
ცირკის" პლაკატიდან მახსოვდა.
მყვირალა დერვიშები იყვნენ. ფეტრის უფარფლო, ფესკის
ფორმის ქუდებითა და განიერი, კისერთან შეკრული შავი
მოსას-ხამებით. ისე გამოვიდნენ დანადგარებიდან, როგორც
მიცვალე-ბულები - სარკოფაგებიდან და მაგიური რკალის
კიდესთან ჩა-ცუცქდნენ. სიღრმიდან ფლეიტების ნაზი ჰანგები
ისმოდა და დერვიშებიც ნაზად ურტყამდნენ ხელებს იატაკს და
თავს აკანტუ-რებდნენ.
ამ დროს ბრეგეს აეროპლანის კაბინიდან მეხუთე დერვიშმა
გამოყო თავი, თითქოს მოლა გადმოდგა მეჩეთიდანო, და რა-
ღაც გაუგებარ ენაზე დაიწყო ლოცვა. გამკივანი ხმით კვნესოდა
და მოთქვამდა, დოლების ბრაგუნიც ძლიერდებოდა.
მადამ ოლკოტი ფოქსებისკენ გადახრილიყო და ჩურჩულით
თითქოს ამხნევებდა მათ. ტყუპები მოშვებულები ეყარნენ სა-
ვარძლებზე, სახელურებს ჩაბღაუჭებულები, თვალდახუჭულები,
ქოშინით სუნთქავდნენ და სახის კუნთები უცახცახებდათ.
მადამ ოლკოტი შეკრებილებს მიუბრუნდა:
ახლა ჩემი ძმები მოიყვანენ სამ ადამიანს, რომლებმაც
იცოდნენ, - წამით შეჩერდა და გამოაცხადა: - ედვარდ კელი,
ჰენრიხ კუნრატი და... - ისევ შეჩერდა: - და გრაფი სენ-ჟერმენი.
პირველად ვნახე ალიე წონასწორობიდან გამოსული. სავარ-
ძლიდან წამოხტა (ეს არ უნდა ექნა) და ქალისკენ გაექანა
ღრიალით, გზაში კინაღამ ქანქარას შეასკდა:

875
- გველგესლავ, მატყუარავ, გადასარევად იცი, რომ ეს შეუძ-
ლებელია! - მერე ნავში შეგროვილი ხალხისკენ მიტრიალდა: -
გვატყუებენ, გატყუებენ! შეაჩერეთ!
მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა. პიერმა ტახტს მიაშუ-
რა, ზედ მოკალათდა და განაცხადა:
განაგრძეთ, მადამ.
ალიემ სცადა, სიმშვიდე დაებრუნებინა, განზე გადგა და
ხალხს შეერია.
მიდით... - ჩაილაპარაკა... - სცადეთ.
მადამ ოლკოტმა ისე დაიქნია ხელი, თითქოს დოღის დაწყე-ბის
სიგნალი მისცაო. ხმაური გაძლიერდა და მუსიკის ხმა მალე
დისონანსურ, ყურთასმენის წამღებ კაკოფონიაში გადაიზარდა,
დოლები ურიტმოდ ბრახუნებდნენ, დერვიშები, რომლებიც აქამ-
დე, ჩაცუცქულები, ნელა ირხეოდნენ, ფეხზე წამოდგნენ, მოსას-
ხამები მხრებიდან გადაიყარეს და ხელები აღმართეს, თითქოს
გაფრენას აპირებენო. წამით გაშეშდნენ და მერე თავბრუდამ-
ხვევი სისწრაფით დაიწყეს ტრიალი მარცხენა ფეხზე დაყრდნო-
ბილებმა. სახე ზევით აეპყროთ და დაძაბულები, გათიშულები
ბზრიალებდნენ. ნაკეცებიანი სამოსი ზარივით ეშლებოდათ, ქა-
რის მოწყვეტილ, ჰაერში აფრიალებულ ყვავილებს ჰგავდნენ.
ამასობაში მედიუმებს სხეული გაუხევდათ, სახე დაეძაბათ,
დაემანჭათ, თითქოს კუჭში გასვლას ცდილობენ და ვერ
ახერხე-ბენო, ხრინწიანად სუნთქავდნენ. სამსხვერპლოზე
ცეცხლი მი-ნელდა. მადამ ოლკოტის ხელქვეითებმა იატაკზე
დადგმული სა-ნათურებიც ჩააქრეს. მხოლოდ ნავში შეკრებილი
ხალხის სანა-თურები ანათებდა ტაძარს.

876
ამ დროს სასწაული მოხდა. თეო ფოქსს ტუჩებზე ნელა
მოად-გა მოთეთრო ქაფი, რომელიც თანდათან სქელდებოდა.
ცოტა ხანში ასეთივე ქაფი გადმოუვიდათ პირიდან მის ძმებსაც.
მიდით, ბიჭებო, - გააფთრებული სისინებდა მადამ ოლკოტი.
მიდით, ასე, ასე...
დერვიშები მჭახე, ისტერიული, გამკივანი ხმით მღეროდნენ,
თავს ხან წინ გადააგდებდნენ, ხან უკან, დროდადრო კონვულ-
სიური შეკივლებები და ხრინწიანი ხავილი ამოსდიოდათ.
მედიუმებს გაზიანმა, შუშხუნა ოფლმა დაასხა, ნელ-ნელა
შე-დედდა და ლავის, კვერცხის ცილის მსგავს მასად იქცა,
რომე-ლიც მათ სხეულებზე ადი-ჩადიოდა, დაცოცავდა,
მკერდზე, ფე-ხებზე დასრიალებდა, გველივით იკლაკნებოდა.
ვერ ვხვდებო-დი, ეს მასა კანის ფორებიდან გადმოსდიოდათ,
პირიდან, ყურე-ბიდან თუ თვალებიდან. ხალხი წინ მოაწყდა,
მედიუმებსა და დერვიშებთან მიახლოებას ცდილობდნენ.
საბოლოოდ გამიარა შიშმა: სამალავიდან გამოვედი და კიდევ
უფრო მივუახლოვდი იმ ორთქლისა და კვამლის მასას,
თაღებქვეშ რომ წარმოქმნი-ლიყო.
მედიუმებს გაურკვეველი მოხაზულობის მოციმციმე ღრუბე-
ლი, ნისლის გროვა შემორტყმოდათ გარშემო: მათ სხეულზე
გადმოდენილი ის ბლანტი სითხე იყო, რომელიც ორქლდებოდა
და გაურკვეველ ნივთიერებად გროვდებოდა ჰაერში. უცებ ეს
ლავასავით მასა წაგრძელდა, წვეტიანი, დაკლაკნილი
კუდივით წამოიმართა, გრძელნისკარტიან ცხოველს
დაემსგავსა, რომე-ლიც ავბედითად ირწეოდა და თითქოს
ვიღაცას უპირებდა თავ-დასხმას და ნისკარტის ჩასობას. მერე
ეს წაწვეტებული ნისკარ-ტი ორად გაიყო და საცეცებივით,
ლოკოკინას რქებივით ბო-ლოები წარმოიქმნა...

877
დერვიშები თვალდახუჭული ცეკვავდნენ, პირი მათაც ქაფით
ჰქონდათ სავსე და ერთ ადგილზე ტრიალს განაგრძობდნენ. ნელ-
ნელა ადგილიდან დაიძრნენ და ისე, რომ ბზრიალი არ შე-
უწყვეტიათ, ქანქარის ირგვლივ, წრეზე მოძრაობა დაიწყეს. ისე
ახერხებდნენ ტრიალს, რომ ქანქარის მოძრაობისთვის ხელი არ
შეეშალათ. ქუდები გადაიძრეს და გრძელი კუპრისფერი თმა ჩა-
მოეშალათ თეთრ სამოსზე, თითქოს, საცაა, თავებიც მოსძვრე-ბათ
კისრიდან და სადღაც გაფრინდებაო. ყმუოდნენ, როგორც იმ ღამეს
რიოში: - ჰოუუუუ... ჰოუუუუუუუ...
ჰაერში რაღაც თეთრი ფორმები გამოისახა: ერთი ადამიანის
სხეულს დაემსგავსა, მეორე - ფალოსს, ამპულას, ალამბიკს
ჰგავდა, მესამე კი აშკარად ფრინველის ფორმას იღებდა: თვა-
ლებდაჭყეტილ, ყურებდაცქვეტილ ბუს წააგავდა, ბუნების ბებ-
რუხუნა მასწავლებლის კაუჭა ცხვირით.
მადამ ოლკოტი პირველს მიუახლოვდა:
კელი, შენ ხარ?
ფორმამ რაღაც ხმა გამოსცა, რომელიც თეო ფოქსის ხმას
ნამდვილად არ ჰგავდა: შორეული, სისინა ხმა იყო, გაჭირვებით
გამოთქვამდა ბგერებს:
Now... I do reveale, a... a mighty Secret if you marke it well...

ჰო, ჰო... - არ ეშვებოდა ოლკოტი.


ხმა კი პასუხობდა:
This very place is call'd by many names... Earth... Earth is the
lowest element of All... When thrice yee bave turned this Wheele
about... thus my greate Secret I have revealed...
თეო ფოქსმა რაღაც უცნაური მოძრაობა გააკეთა ხელით,
თითქოს შეწყალებას ითხოვსო.
878
ერთი წამით დამშვიდდი, შეინარჩუნე ის... - დაუყვავასავით
მადამ ოლკოტმა და ახლა ჭოტს მიუბრუნდა:
გიცანი, კუნრატ, რის თქმა გინდა?
ჭოტი ალუღლუღდა:
Hallelu... I à ah... Hallelu... Ia à h... Was.
Was?
Was helfen Fackeln Licht... oder Briln... so die Leut... nicht
sehen... wollen...
გვინდა, გვითხრა, რაც იცი...
Symbolon k ó smou... t â à ntra... ka ì t â n enkosmi ô n... dun
me ô n er í thento... oi theol ò goi...
ლეო ფოქსიც არაქათგამოცლილი ჩანდა, ჭოტს ხმა ჩაუწყდა.
ლეომ თავი დახარა, ძლივს იჭერდა მისგან ამოზრდილ არსებას.
მადამ ოლკოტი არ ცხრებოდა, აქეზებდა, ცოტაც გაუძელიო. ახ-
ლა მესამეს მიუბრუნდა, რომელსაც ამასობაში რაღაც ანთრო-
პომორფული ფორმა მიეღო.
სენ-ჟერმენ, სენ-ჟერმენ, შენ ხარ? რა იცი?
არსება ხმადაბლა აღიღინდა. ხმაურში ძნელი იყო მელოდიის
გარჩევა. მადამ ოლკოტმა მუსიკოსებს უბრძანა, გაჩუმებულიყ-
ვნენ, დერვიშებიც დადუმდნენ, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად
გა-ნაგრძობდნენ ბზრიალს.
მესამე არსება მღეროდა:
Gentle love this hour befriends me...
შენ ხარ, გცნობ, - გამომწვევად უთხრა მადამ ოლკოტმა. -
ილაპარაკე, გვითხარი, სად, რა...
არსებამ დაიწყო:
Il é tait nuit... La t é te couverte du voile de lin.... j'arrive.. je
trouve un autel de fer, j'y place le rameau myst é rieux... Oh, je
879
crus descendre dans un abime... des galeries compos é es de
quartiers de pietre noire... mon voyage souterrain..."
- ტყუილია, ტყული! - აღრიალდა ალიე. - ძმებო, ყველანი იც-
ნობთ ამ ტექსტს, "Tr è s Sainte Trinosophie", ჩემი დაწერილია,
ყველას შეუძლია მისი წაკითხვა სამოც ფრანკად! - გეო ფოქსის-
კენ გაქანდა და მკლავში სწვდა.
შეჩერდი, მატყუარავ! - უკივლა მადამ ოლკოტმა. - ასე ხომ
მოკლავ!
ძალიანაც კარგი! - იბღავლა ალიემ, მედიუმს ხელი ჰკრა და
სკამიდან გადმოაყირავა. გეო ფოქსმა თავის შეკავება სცადა და
თავისსავე სეკრეციას მოებღაუჭა, რომელიც გადმოიქცა, მიწაზე
ჩამოიღვარა და გაიფანტა. გეო თავისსავე ამოღებინებულ
ლორწოვან გუბეში გაგორდა და უსულოდ გახევდა.
შეჩერდი, შეშლილო! - კიოდა მადამ ოლკოტი. გიჟივით
დაეტაკა ალიეს. შემდეგ კი სასოწარკვეთილი, დარჩენილ ორ
ძმას მიუბრუნდა: - ცოტაც გაუძელით, ჩემო პატარებო, ჯერ კი-
დევ გვაქვს სალაპარაკო. კუნრატ, კუნრატ, უთხარი, რომ ნამ-
დვილები ხართ!
ლეო ფოქსი თავის გადასარჩენად ცდილობდა, უკანვე შეეს-
რუტა, გადაეყლაპა თავისივე ამონთხეული ჭოტი. მადამ ოლკო-
ტი ზურგს უკან დაუდგა, საფეთქლებს უზელდა, ცდილობდა,
დაემორჩილებინა. ჭოტი თითქოს მიხვდა, რომ რაღაც ცუდს უპი-
რებდნენ და თავისსავე შემქმნელს აუყვირდა: - Phy, Phy Diabolo! -
სისინებდა და ცდილობდა, თვალები ამოეკორტნა იმისთვის,
ვისგანაც ამოზრდილიყო. ლეო ფოქსმა ერთი ამოიხ-როტინა,
თითქოს საძილე არტერია გადაუჭრესო და მუხლებზე დაემხო.
ჭოტმა ფორმა დაკარგა, გულისამრევი ლორწოს გუბედ
ჩამოიღვარა (phiii, phiii - განაგრძობდა სისინს) და შიგვე ჩაახ-

880
რჩო მედიუმიც, მოკრუნჩხული და გაქვავებული. ოლკოტი
გაცო-ფებული მივარდა თეოს, რომელიც მედგრად ცდილობდა,
გამ-კლავებოდა თავისსავე ნაშობ არსებას.
ხმა ამოიღე, კელი, გესმის ჩემი? - კიოდა ოკლოტი, მაგრამ
კელი ხმას აღარ იღებდა. ცდილობდა, როგორმე მოსწყვეტოდა
მედიუმის სხეულს, რომელიც ისე ბღაოდა, თითქოს ნაწლავებს
აგლეჯდნენ და თავგანწირული ებღაუჭებოდა საკუთარ
ემანაცი-ას, ცდილობდა, უკანვე ჩაებრუნებინა იგი, მაგრამ
ხელს ვერა-ფერს ავლებდა, სიცარიელეში ეპოტინებოდა
რაღაცას გამწარე-ბული.
კელი, რამ დაგაყრუა, არც იფიქრო, ისევ გაგვაცურო, გეს-მის?! -
გაჰკიოდა მადამ ოლკოტი, მაგრამ კელი, რომელიც მე-დიუმს ვერ
მოსწყვეტოდა, ახლა მის დახრჩობას ლამობდა. სა-ღეჭ
რეზინასავით იწელებოდა და კისერზე ეხვეოდა ფოქსს, რო-მელიც
ამაოდ ცდილობდა მის შემოგლეჯას. ბოლოს თეოც დაემ-ხო
მუხლებზე საშინელი ხველებით, თავისსავე ნაშობ მახრჩობე-ლა
პარაზიტთან შეზრდილი, მერე კი მიწაზე გაგორდა და ისე
აფართხალდა, თითქოს ცეცხლის ალი ჰქონოდა მოდებული
ტანზე. ის წებოვანი მასა, რომელიც ცოტა ხნის წინ კელი იყო,
სუდარასავით დაეხვია ტანზე, რომელიც თავადაც დარბილდა,
გათხევადდა და სული დალია. მისგან ამოზრდილი მასა კი იატაკს
დაენარცხა, გამოშიგნულივით, როგორც სალონის გაკე-თებული
ბალზამირებული ბავშვის ფიტული. ამ დროს ოთხივე დერვიში
ერთად გაჩერდა, ხელები აასავსავეს დამხრჩვალები-ვით, თითქოს
უძირო მორევი ისრუტავდათ და უმწეო ლეკვები-ვით დაეყარნენ
ძირს, ხელებში თავჩარგულები.
ალიე ისევ ქოროში დაბრუნდა, შუბლიდან ოფლს იწმენდდა იმ
ცხვირსახოცით, ჟილეტის ჯიბეს რომ უმშვენებდა ხოლმე. ორ-

881
ჯერ ღრმად ჩაისუნთქა და თეთრი აბი ჩაიდო პირში. მერე
სიჩუ-მისკენ მოუწოდა შეკრებილებს.
ძმებო, რაინდებო. კარგად ნახეთ, რა საცოდაობის ყურებაც
გვაიძულა ამ ქალმა. გონს მოვეგოთ და ჩემს გეგმას დავუბრუნ-
დეთ. ერთი საათი მომეცით, რომ ცალკე დაველაპარაკო ტყვეს.
მადამ ოლკოტი უკვე თამაშგარე იყო: თავის უსულო მე-
დიუმებზე დამხობილიყო, თითქმის ადამიანური ტკივილითა და
დარდით შეპყრობილი. მაგრამ ახლა პიერი წამოხტა, რომელიც
აქამდე ტახტზე მოკალათებული ადევნებდა თვალს სანახაობას:
არა! ერთადერთი გზა არსებობს, ადამიანური მსხვერპლი!
ტყვე ჩემია!
მისი ენერგიით მონუსხულები, ავალონის გიგანტები
ბელბოს დაეტაკნენ, რომელიც გაოგნებული შეჰურებდა ამ
სცენას და პი-ერთან მიათრიეს. პიერმა წამში, ჟონგლიორის
მოხერხებულო-ბით, მაგიდაზე შემოდგა ტახტი და მაგიდა,
ტახტიანად, ქოროს ცენტრისკენ გააჩოჩა. მერე ქანქარას თოკს
ჩაავლო ხელი და სფერო გააჩერა. ეს ყველაფერი თვალის
დახამხამებაში მოხდა, თითქოს წინასწარ იყო როლები
დანაწილებული. გიგანტები მა-გიდაზე ავიდნენ, ბელბოც
აიყვანეს, ტახტზე დააყენეს და ერთმა მათგანმა ბელბოს
ქანქარის თოკი ორჯერ შემოახვია კისერზე. მეორეს ამ დროს
სფერო ეჭირა ხელში, რომელიც ნელა ჩამოდო მაგიდის კიდეზე.
ბრამანტი გიჟივით გაქანდა სახრჩობელისკენ. ალისფერი
ტუნიკა მედიდურად უფრიალებდა. ბელბოს მიადგა და
ადუდუნ-და:
Exorcizo te igitur per Pentagrammaton, et in nomine
Tetragrammaton, per Alfa et Omega qui sunt in spiritu Azoth.
Saddai, Adonai, Jotchavah, Eieazereie! Michael, Gabr í el,

882
Raphael, Anael. Fluat Udor per spiritum Eloim! Maneat Terra per
Adam IotCavah! Per Samael Zebaoth et in nomine Eloim Gibor, veni
Adramelech! Vade retro Lilith!
კისერზე თოკშემოხვეული ბელბო გაუნძრევლად იდგა ტახ-
ტზე. გიგანტებს მისი დაჭერა აღარ სჭირდებოდათ. ერთი რომ
განძრეულიყო, ფეხი დაუცდებოდა და თოკი ყელში წაუჭერდა.
- იდიოტებო! - ღრიალებდა ალიე. - როგორ აპირებთ, ქანქა-რა
თავის ღერძზე დააბრუნოთ? - ქანქარის გადარჩენა აღელვებ-
და.
ბრამანტის გაეღიმა:
- მაგაზე ნუ დარდობთ, გრაფო. ეს საღებავების შერევის ხე-
ლობა არ გეგონოთ. ეს ქანქარაა, ისეთი, როგორიც მათ ჩაიფიქ-
რეს. მან თავად იცის, საით წავიდეს. თანაც... იმისთვის, რომ
რა-მე ძალას მოქმედება აიძულო, ადამიანურ მსხვერპლზე
ეფექტუ-რი არაფერია.
აქამდე ბელბო კანკალებდა. ახლა კი დავინახე, როგორ მო-
ეშვა, ვერ ვიტყვი, დამშვიდდა-მეთქი, მაგრამ აშკარად ცნობის-
მოყვარეობით მოათვალიერა შეკრებილები. მგონი, იმწამს, იმ
აჯაჯღანებული მეტოქეების, მედიუმების დაკრუნჩხული და
უსუ-ლო სხეულების, მიწაზე გაგორებული მგმინავი
დერვიშებისა და შედგომილთა აქეთ-იქით მიყრილ-მოყრილი
ნივთებისა და შე-სამოსელის ყურებით თავისი ყველაზე
ნამდვილი, ჭეშმარიტი თვისება დაჰბრუნებოდა: სიცილის
უნარი, სასაცილოს აღქმის შეგრძნება.
დარწმუნებული ვარ, იმწამს გადაწყვიტა, არაფრით არ ეჩვე-
ნებინა შიში მტრისთვის. შეიძლება, იმანაც იმოქმედა, რომ ზევი-
დან დაჰყურებდა შეშლილების იმ ხროვას, შეიძლება, "გრან--
გინიოლის" სცენაზე ეგონა თავი და იმ პატარა ურჩხულებმა ანი-

883
ბალე კანტალამესა და პიო ბო მოაგონეს, მაყურებლები კი ერ-
თმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამდნენ და ხითხითებდნენ.
შეშფოთებულმა გახედა ლორენცას, რომელიც ისევ გიგან-
ტებს ეჭირათ და ციებიანივით ცახცახებდა. ქალი გონს
მოსული-ყო და ტიროდა.
არ ვიცი, რა იფიქრა ბელბომ, გადაწყვიტა, ლორენცასთვის
ეჩვენებინა, რომ არ ეშინოდა, თუ ეს ერთადერთი გზა იყო,
შური ეძია დამცირებისთვის და თავად დაეცინა იმ ბრბოსთვის,
საკუ-თარი უპირატესობა ეჩვენებინა. არ ვიცი, რას ფიქრობდა,
მაგ-რამ გაჯგიმული, თავაწეული იდგა, გულზე გაღეღილი
პერანგით, ზურგს უკან გაკოჭილი ხელებით, ამაყად, თითქოს
სიცოცხლეში არ სცოდნოდა, რა იყო შიში.
ალიე თითქოს დამშვიდებულიყო ბელბოს სიმშვიდით,
ქანქა-რის მოძრაობის შეწყვეტასაც შეგუებოდა და საიდუმლოს
გაგება სწყუროდა, ახლა, როცა ასე ახლოს იყო
მრავალსაუკუნოვანი ლოდინის დასასრულთან. მტკიცედ
გადაეწყვიტა, თავის მიმდე-ვართა პატივისცემა დაებრუნებინა,
ამიტომ ისევ ბელბოს მიუბ-რუნდა:
კარგი, ბელბო, გადაწყვიტეთ... თავად ხედავთ, მარტივად
რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში ხართ. შეწყვიტეთ ეს
კომე-დია.
ბელბომ ხმა არ გასცა. სადღაც იყურებოდა, თითქოს არ სურ-
და, მოესმინა საუბარი, რომელსაც შემთხვევით შეესწრო.
ალიე არ ეშვებოდა. უყვავებდა, ლამის ენას უჩლექდა
ბავშვი-ვით:
მესმის თქვენი ბრაზი და თქვენი თავშეკავებაც. მესმის, რომ
საშინლად არ გინდათ, ასეთი ინტიმური საიდუმლო გასცეთ, მით
უმეტეს, ასეთ ბნელ და უვიც ხროვას გაანდოთ, რომელმაც წე-

884
ღან ასეთი უმსგავსო სანახაობა შემოგთავაზათ. მესმის თქვე-
ნი... ამიტომ შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლო მხოლოდ მე
გამან-დოთ. ახლა ვუბრძანებ, მანდედან ჩამოგიყვანონ და ერთ,
ერთა-დერთ სიტყვას ჩამჩურჩულებთ ყურში.
ბელბომ ჩამოხედა:
მართლა?
მაშინ ალიემ ტონი შეიცვალა. პირველად ვხედავდი მბრძა-
ნებლურს, თავხედს, ქედმაღალს. ისე ლაპარაკობდა, თითქოს
იმ თავისი მეგობრების ეგვიპტური სამოსი სცმოდა. ვიგრძენი,
რომ მისი ტონი ყალბი იყო, თითქოს იმათ აჯავრებდა, ვისაც
იქამდე ყველაზე ზიზღიანი თანაგრძნობის ღირსადაც არ თვლი-
და. მაგრამ ამავე დროს თითქოს არაჩვეულებრივად მორგებო-
და ამ ახალ როლს. აშკარად განგებ ცდილობდა - შეუძლებე-
ლია, ეს ინსტინქტურად გამოსვლოდა - რაღაც მელოდრამაში
ჩაეთრია ბელბო. თუ მსახიობობდა, კარგად გამოუვიდა,
რადგან ბელბომ ვერ იგრძნო სიყალბე და ისე მოუსმინა,
თითქოს მისგან სხვა რამის გაგებას არც ელოდა.
ახლა შენ ილაპარაკე, - უთხრა ალიემ. - თუ ხმას ამოიღებ და
სიმართლეს იტყვი, არ დარჩები ამ დიდი თამაშის მიღმა, გა-
მარჯვების მონაწილე გახდები. მაგრამ თუ გაჩუმდები, შენი
საქ-მე წასულია. შენც, მეც და ყველა ჩვენგანი ჰოდში ვართ,
ბრწყინ-ვალების, ძალაუფლებისა და დიდების სეფიროთში,
ჰოდი განა-გებს რიტუალების მაგიას, ჰოდი არის წამი,
რომელშიც მარა-დიულობა იხსნება. მრავალი საუკუნე
ვოცნებობდი ამ წამზე. თუ სიმართლეს იტყვი, იმათ რიგებში
ჩაეწერები, ვინც მხოლოდ შე-ნი აღიარების შემდეგ შეძლებს,
თავს სამყაროს განმგებელი უწოდოს. დიახ, ამოიღებ ხმას,
რადგან მე გიბრძანებ ასე, efficiunt quod figurant!

885
ამ მგზნებარე გამოსვლაზე ბელბომ უდარდელად უპასუხა:
მიდი რა, საცობი გამოიძრე ტრაკიდან.
ალიე, რომელიც უარს კი ელოდა, მაგრამ შეურაცხყოფას არა,
გაფითრდა.
რაო, რა თქვა? - ისტერიულად იკივლა პიერმა.
არაფერი, - უთხრა ალიემ და ხელები გაშალა დანებების
ნიშნად. მერე ბრამანტის მიუბრუნდა: - თქვენთვის დამითმია.
პიერი შეშლილივით აყვირდა:
ადამიანური მსხვერპლი, ადამიანური მსხვერპლი!
დიახ! დაე მოკვდეს, მაინც მივაგნებთ პასუხს! - კიოდა
მადამ ოლკოტიც, რომელიც გამოცოცხლებულიყო და
ბელბოსკენ იწევდა.
ამ დროს ლორენცა გიგანტებს დაუსხლტა, ბელბოსთან მი-
ვარდა და მუხლებზე დაემხო. სასოწარკვეთილი ტიროდა, ყვი-
როდა და იმ შეშლილების შეჩერებას ცდილობდა:
რა ხდება, გაგიჟდით? ასე როგორ შეიძლება?
ალიე, რომელსაც უკვე ზურგი შეექცია იქაურობისთვის,
მოტ-რიალდა და ლორენცას მიაშურა, რომ წამოეყენებინა.
მერე ყველაფერი წამებში მოხდა. მადამ ოლკოტმა კეფაზე
შემოგრაგნილი თმა ჩამოიშალა. ყორნისფერი ღვედები მედუ-
ზას საცეცებივით შემოეჭდო მხრებზე. ქალი კლანჭებით
დაეტაკა ალიეს და სახე ჩამოკაწრა, მერე კი მთელი ძალით ჰკრა
ხელი. ალიემ უკან დახევა სცადა, რომ ქალის ბრჭყალები
აერიდებინა, მაგრამ ცალი ფეხი ცეცხლში ჩადგა, დერვიშივით
დაბზრიალდა, რაღაც დანადგარს მიარტყა თავი მთელი ძალით
და გასის-ხლიანებული სახით დაენარცხა ძირს.
პიერი ლორენცასკენ გადახტა და ჰაერშივე იშიშვლა მკერ-დზე
ჩამოკიდებული ხანჯალი. მე ზურგიდან ვუყურებდი ამ სცე-

886
ნას და უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ დავინახე, როგორ
მოცელილივით დავარდა სანთელივით გაფითრებული ლორენ-
ცა ბელბოს ფეხებთან. პიერმა სისხლიანი ხანჯალი ზეაღმართა
და დაიღრიალა:
- როგორც იქნა, ადამიანური მსხვერპლი! - მერე ბრბოს მო-
უბრუნდა და დაიღმუვლა: - I'a Cthulhu! I'a S'ha t'n!
ტაძრის ნავში შეკრებილი მასა ატორტმანდა და იხუვლა.
ხალხი ერთმანეთს აწვებოდა, წაქცეულებს ფეხს აბიჯებდნენ
და ჭყლეტდნენ, ლამის კუნიოს ავტომობილის ვეებერთელა
მოდე-ლიც კი გაჭყლიტეს და გააბრტყელეს. ამ აყალმაყალში
გარამო-ნის ხმა მომესმა (შეუძლებელია, ამდენად
გროტესკული დეტა-ლი მომჩვენებოდა):
- ბატონებო, გთხოვთ, სულ მცირე თავაზიანობა გამოვიჩი-
ნოთ...
ბრამანტის, აღგზნებულს, ლორენცას უსულო სხეულის წინ
მოეყარა მუხლი და გოდებდა:
ასარ, ასარ! ვინ მიჭერს ყელში? ვინ მიმალურსმა მიწაზე?
ვინ განგმირა ჩემი გული? ღირსი არა ვარ, მაატის სახლის
ზღურბლს გადავაბიჯო!
ალბათ, მსხვერპლი აღარავის უნდოდა და ლორენცაც იკმა-
რებდა, მაგრამ შეკრებილები უკვე მაგიური წრის საზღვარს უახ-
ლოვდებოდნენ; ქანქარა გაჩერებული იყო, სფერო მაგიდაზე იდო.
ამ დროს ბრბომ ვიღაცას - დავიფიცებ, რომ არდენტი იყო -
მაგიდისკენ უბიძგა. კაცი წაიქცა და მაგიდა გადააყირავა. ბელ-ბოს
საყრდენი გამოეცალა, აყირავდა და ქანქარაც ამოძრავდა. საოცარი
სისწრაფით გაქანდა და თოკზე ჩამოკიდებული მსხვერპლიც თან
წაიყოლა. თოკი სფეროს სიმძიმით დაიჭიმა და საშინელი ძალით
შემოეჭირა კისერზე ჩემს საწყალ მეგობარს,

887
რომელიც, ქანქარის თოკზე ჩამოკიდებული, ჯერ ქოროს აღმო-
სავლეთ ბოლოსკენ გაქანდა, ახლა კი ჩემკენ მოექანებოდა, უკ-
ვე უსულო (იმედი მქონდა).
ბრბო ისევ გაიშალა, რომ სასწაულისთვის ხელი არ შეეშალა და
სანახაობისთვის უკეთ ეყურებინა. კაცი, რომელიც წეღან ქან-
ქარის გარშემო დარბოდა და სფეროს უბიძგებდა, ისევ ჩართუ-
ლიყო საქმეში: ქანქარის გაცოცხლებით მონუსხული, წრეზე
დარბოდა და ახლა ჩამომხრჩვალის სხეულს აძლევდა ბიძგს, რომ
ქანქარა არ გაჩერებულიყო. რხევის ღერძი დიაგონალზე
განთავსდა ჩემი მზერიდან ერთ-ერთი ფანჯრის მიმართულებით
(ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის ფანჯარა იყო, რომლის გადაფხე-
კილი ვიტრაჟიდან ცისკრის პირველი სხივი შემოვიდოდა დარ-
ბაზში), ისე, რომ ქანქარასთან ერთად მოქანავე იაკოპოს ვერ
ვხედავდი, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდა, მისი სხეული
სწორედ ასეთ გამოსახულებას ხაზავდა სივრცეში...
ბელბოს თავი ისე მოჩანდა, თითქოს ქანქარის თოკზე, სად-ღაც
შუაში, მეორე სფერო ყოფილიყო მიბმული და როცა თოკის
ბოლოში გამობმული ლითონის სფერო მარჯვნივ მიდიოდა,
ბელბოს თავი - მეორე სფერო - მარცხნივ იხრებოდა, უკანა გზა-ზე
კი - პირიქით. კარგა ხნის მანძილზე ეს ორი სფერო ურთიერ-
თსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა და ჰაერში წრფივი
კი არა, სამკუთხა ფიგურა გამოისახებოდა. ბელბოს თა-ვი
დაჭიმულ თოკს მიჰყვებოდა, მისი ტანი კი - სანამ საბოლოოდ
გაშეშდებოდა, ხის თოჯინასავით - სულ სხვა ტრაექტორიებს ხა-
ზავდა ჰაერში, თავის, თოკისა და ჩამოკიდებული ლითონის
სფეროსაგან სრულიად დამოუკიდებელსა დ განსხვავებულს: ხე-
ლები ერთ მხარეს გაეშვირა, ფეხები - მეორე მხარეს. ამის შემ-
ხედვარემ ვიფიქრე, მარეს ფოტოთოფით რომ გადაეღოთ ეს

888
სცენა და ფირზე აღებეჭდათ თითოეული მოძრაობა და მათი მიმ-
დევრობა სივრცეში, რომ დაეფიქსირებინათ ორი კიდურა წერ-
ტილი, სადამდეც ბელბოს თავი მიდიოდა, ორი კიდურა წერტი-
ლი, სადამდეც ლითონის სფერო აღწევდა, ძაფების იდეალური
გადაკვეთის წერტილები (ძაფებისა, რომლებიც ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი იყო, ერთი - თაღიდან ბელბოს თავამდე და
მეორე - ბელბოს თავიდან - ლითონის სფერომდე, თითოეული -
ზედ გამობმული თავისი სფეროთი) და ტანისა და ფეხების რხე-
ვის სიბრტყის შუა წერტილები, ქანქარაზე ჩამომხრჩვალი ბელ-ბო
სეფიროთების ხეს დახაზავდა სიცარიელეში, თავისი აღსას-
რულის წამს საკუთარ თავში შეაჯამებდა ყველა სამყაროს არსე-
ბობას და იმ ქანაობით აღბეჭდავდა ღონემიხდილი ქროლვისა და
ქვეყნად ღვთიურობის გამოშხეფების ათივე ეტაპს.
და სანამ ის მაკაბრული საქანელა რწევას განაგრძობდა, ძა-
ლების რაღაც შემზარავი თავმოყრითა და ენერგიათა უცნაური
გადაადგილებით ბელბოს სხეული ერთ ადგილზე გაშეშდა და
ახლა მხოლოდ ქვედა, ლითონის სფერო ქანაობდა ბელბოს კის-
რიდან ჩამოშვებულ თოკზე. თოკის დანარჩენი ნაწილი - ანუ ის,
რაც ბელბოს სხეულს ქოროს თაღთან აკავშირებდა, უძრავად
იდგა. ასე რომ, ბელბო, სამყაროს შეცდომებისა და ამაოებათა-გან
გათავისუფლებული, თავად ქცეულიყო ათვლის წერტილად, მყარ
ღერძად, რომელსაც სამყაროს თაღი ეყრდნობოდა. მის ქვეშ კი
ქანქარა მოძრაობას განაგრძობდა, ქანაობდა თოკზე გა-მობმული
სფერო, ერთი კიდიდან მეორემდე, გაუჩერებლად, დე-დამიწა კი
ბრუნავდა და ნელ-ნელა სხვადასხვა კონტინენტს უშ-ვერდა
ქანქარას, ასე რომ სფერო ვერ აჩვენებდა, ვერც ახლა და ვერც
ვერასოდეს, სად იყო სამყაროს ჭიპი.

889
შეპყრობილთა ჯგრო რამდენიმე წამს გაოგნებული მისჩერე-
ბოდა სასწაულს. და როცა ხელახლა აგუგუნდა, ვიფიქრე, რომ
ეს ამბავი მართლა დამთავრდა. თუ ჰოდი დიდების
სეფიროთია, ბელბომ მიიღო თავისი წილი დიდება. ერთი
გაბედული მოქმე-დებით სამუდამოდ შეერწყა მარადიულობას.

890
114

"იდეალური ქანქარა შედგება L სიგრძის უჭიმვადი, უწონო


ძაფისაგან, რომელზეც გარკვეული მასის მქონე ტვირთი კიდია.
ეს მასა თავისი სიმძიმის ცენტრითაა ძაფზე მიმაგრებული.
სფე-როს სიმძიმის ცენტრი მისივე ცენტრია, ხოლო ადამიანის
სხეულის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს მისი მთლიანი სიმაღ-
ლის სამოცდახუთ მეასედზე (იზომება ქვევიდან). მაშასადამე,
თუ ჩამომხრჩვალი სიმაღლეში 1,70 მ-ია, მისი სიმძიმის ცენტრი
ქვემოდან 1,10 მ სიმაღლეზე იქნება და ეს სიგრძე L სიგრძეში
შედის. ამგვარად, თუ თავის სიგრძე, კისრამდე, 30 სანტიმეტ-
რია, ამ ადამიანის სხეულის სიმძიმის ცენტრი იქნება 1,70 - 1,10
0,60 მ თავიდან და 0,60 - 0,30 = 0,30 მ კისრიდან. ქანქარის
მცირე რხევების პერიოდი, რომელიც ჰიუგენსმა განსაზღვრა,
მოცემულია შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: T არაა დამოკიდებული ჩამომხრჩვალის წონაზე
(ღვთის წინაშე ყველა თანასწორია).
ორმაგი ქანქარა, ერთ ძაფზე გამობმული ორი მასა... თუ A-ზე
(ზედა მასაზე) ზემოქმედებ, ის რხევას იწყებს, მაგრამ რაღაც
დროის შემდეგ ჩერდება და B განაგრძობს რხევას. თუ ერთმა-
ნეთთან შეერთებულ ორ ქანქარას მასა და სიგრძე განსხვავებუ-
ლი აქვს, ენერგია ერთიდან მეორეს გადაეცემა, მაგრამ ამ ენერ-
გიის ცვლილების პერიოდი სხვადასხვაა... ენერგიის ასეთი
ცვლილება შეინიშნება მაშინაც, როცა იმის ნაცვლად, რომ A
გააქანო და მან თავისუფლად დაიწყოს რხევა, განაგრძობ მასზე
ზემოქმედებას თანაბარი პერიოდულობითა და ერთი და იმავე
ძალით. მაშასადამე, თუ ჩამომხრჩვალის სხეულს ქარი დაუბე-
891
რავს (ერთი და იმავე პერიოდულობით), ცოტა ხანში ჩამომ-
ხრჩვალი მოძრაობას შეწყვეტს და ფუკოს ქანქარა ისე განაგ-
რძობს რხევას, თითქოს ჩამომხრჩვალზე იყოს დამაგრებუ-
ლი.208
იქ აღარაფერი მესაქმებოდა. არეულობით ვისარგებლე და
გრამის ქანდაკებისკენ გადავინაცვლე. მისი სადგამის კედელი
ჯერ ისევ გადმოხსნილი იყო. დერეფანში შევედი, კიბეს ჩავუყევი
და პატარა ბაქანზე აღმოვჩნდი, რომელსაც ნათურა ანათებდა.
ქვის დახვეული კიბე მკრთალად განათებულ, მაღალთაღებიან
დერეფანში ჩადიოდა. თავიდან ვერ გავერკვიე, სად ვიყავი ან
წყლის ჩხრიალის ხმა საიდან მოდიოდა. სიბნელეს თვალი რომ
შევაჩვიე, მივხვდი, საკანალიზაციო გვირაბში ვიყავი, გვირაბს
საფეხმავლო ბილიკი მიუყვებოდა, რომელსაც მთელ სიგრძეზე
რკინის მოაჯირი გასდევდა, რომ გამვლელი მოსჭიდებოდა და
წყალში არ ჩავარდნილიყო. აი, გულისამრევი სუნისგან კი ვერა-
ფერი დაგიცავდა. ქიმიური და ორგანული სიმყრალის ნაზავი
გულ-მუცელს მიტრიალებდა, მაგრამ ვიფიქრე, რაღაც მაინც არის
ნამდვილი მთელ ამ ამბავში - პარიზის კანალიზაცია-მეთქი და
თითქოს შვებაც კი ვიგრძენი. მაინც სად ვიყავი? კოლბერის,
ფანტომასის, დე კოსის ლაბირინთებში?
მთავარ გვირაბს მივყვებოდი, ბნელ, ვიწრო შესახვევებს თავს
ვარიდებდი და იმედი მქონდა, რომ რამე მიმანიშნებდა, სად უნდა
დამესრულებინა ჩემი მიწისქვეშა მოგზაურობა და მი-წის
ზედაპირზე ამოვსულიყავი. მინდოდა, მაქსიმალურად გავ-
შორებოდი "კონსერვატორიას": იმ წყვდიადის სამფლობელოს-

მარიო სალვადორის პირადი წერილიდან, კოლუმბიის უნი-


ვერსიტეტი, 1984.
892
თან შედარებით პარიზის აქოთებული კანალიზაცია შვება,
თავი-სუფლება, სუფთა ჰაერი, სინათლე იყო.
ერთადერთი რამ მედგა თვალწინ: ბელბოს მკვდარი
სხეულით ქოროში გამოსახული იეროგლიფი. იმ ნახაზის თავსა
და ბოლოს ვერ ვიგებდი, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა, რას
გამოხატავდა. ახლა კი ვიცი, რომ ეს ფიზიკის კანონი იყო, მაგ-
რამ ამ ცოდნის მიზეზი კიდევ უფრო სიმბოლურს ხდის ამ მოვ-
ლენას. აქ, იაკოპოს სოფლის სახლში, სხვა უამრავ ჩანაწერთან
ერთად, ვიღაცის წერილიც ვიპოვე, რომელშიც ავტორი ქანქა-
რის მუშაობის პრინციპს აღუწერს ბელბოს (როგორც ჩანს, ბელ-
ბოს უკითხავს ეს), კერძოდ კი, უხსნის, რა მოხდება, ძაფს სად-
ღაც შუაში მეორე სიმძიმეც რომ გამოაბან. გამოდის, რომ ბელ-
ბო, კარგა ხანია, ქანქარაზე ფიქრობდა და სინის მთადაც წარ-
მოიდგენდა მას და გოლგოთადაც. ის რაღაც ახალი გეგმის
მსხვერპლი კი არ გამხდარა, არამედ დიდი ხანია, წარმოსახვით
ამზადებდა საკუთარ სიკვდილს და არ იცოდა (რადგან ეგონა,
რომ შექმნის უფლება და უნარი არ ჰქონდა), რომ მისი აკვიატე-
ბული ფიქრები რეალურ მოვლენებს გეგმავდა. ან იქნებ არა?..
იქნებ ასე იმიტომ ისურვა სიკვდილი, რომ საკუთარი თავისა
და სხვებისთვის დაემტკიცებინა: გენიოსობა არაა საჭირო, ადა-
მიანის ფანტაზია ყოველთვის თავისთავად შემოქმედია.
ამ დამარცხებით, რაღაც თვალსაზრისით, გაიმარჯვა. ან იქ-
ნებ ყველაფერი დაკარგა? ასეთი გამარჯვება ვინმეს სჭირდება?
ყველაფერი იმან დაკარგა, ვინც ვერ მიხვდა, რომ გამარჯვება
სულ სხვა რამ იყო. მაგრამ მაშინ, შაბათ საღამოს, ეს ჯერ არ ვი-
ცოდი. მერე მივხვდი ამას.
გვირაბს მივუყვებდი, პოსტელივით amens და, ალბათ, მასა-
ვით წყვდიადში ჩაკარგული, რომ უცებ ნიშანი მომეცა. მბჟუტავი

893
ნათურის სინათლეზე გვირაბის კედელში კიბეს მოვკარი თვა-
ლი. სახანძრო კიბეს ჰგავდა, რომლის თავზეც ხის მრგვალი ხუ-
ფი მოჩანდა. კიბეს ავყევი, ხუფს მივაწექი, ავხადე და ცარიელი
ბოთლებით სავსე სარდაფში აღმოვჩნდი. სარდაფიდან რაღაც
დერეფანში გავედი და ორი კარი დავინახე: ერთზე ქალის
ფიგუ-რა ეხატა, მეორეზე - კაცის. ტუალეტი! ცოცხლების
სამყაროში ვიყავი.
გავჩერდი. გული საშინლად მიბაგუნებდა. ახლაღა გამახსენ-
და ლორენცა. ავტირდი და ვიგრძენი, როგორ მშორდებოდა,
როგორ ქრებოდა, ჩემს სისხლძარღვებში მიედინებოდა და სად-
ღაც იღვრებოდა, სამუდამოდ უჩინარდებოდა, თითქოს არც არა-
სოდეს ეარსება. იმ მკვდრების საუფლოში ლორენცა ყველაზე
უფრო მკვდარი იყო.
დერეფნის ბოლოში ისევ კიბე დამხვდა, მის ბოლოს კი - კა-რი.
რაღაც გაკვამლულ, აქოთებულ ოთახში აღმოვჩნდი. ტავერ-ნა?
ბისტრო? აღმოსავლური ბარი? ფერადკანიანი მიმტანები და
ჭუჭყიანი კლიენტები, ქონიანი მწვადები და ლუდის ვეებერთე-
ლა კათხები. ისე წავედი კარისკენ, თითქოს მეც ერთ-ერთი მათ-
განი ვყოფილიყავი და ხუთი წუთის წინ ჩავსულიყავი ტუალეტში
მოსაფსმელად. თითქმის არავის შევუნიშნივარ, სალაროსთან
მდგარი ტიპის გარდა, რომელმაც, სიბნელიდან ამოვედი თუ არა,
შემომხედა და თვალი გამომაყოლა: თითქოს მანიშნა, კარ-გი,
გაიარე, ვითომ არაფერი დამინახავსო.

894
115

"თვალს რომ იმ დემონების დანახვა შეეძლოს, რომლებითაც


სავსეა სამყარო, ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა".209
ბარიდან გამოვედი და პორტ სენ-მარტენის გაჩახჩახებულ
უბანში აღმოვჩნდი. აღმოსავლური ბარ-რესტორნებით იყო სავ-
სე იქაურობა და ზოგან ჯერ კიდევ ენთო შუქი. ქუჩაში
კუსკუსისა და ფალაფელის სუნი იდგა და უამრავი ხალხი
ირეოდა. დამ-შეული ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად მიდი-
მოდიოდნენ, ბევრს საძილე ტომარა მოეკიდებინა ზურგზე.
რამეს დავლევ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ბარში ვერ შევაღწიე,
იმდენი ხალხი იყო. ერთ ბიჭს ვკითხე, რა ხდება-მეთქი.
გამოსვლააო, მითხრა, ხვალ დი-დი დემონსტრაცია იგეგმება
სავარის კანონის წინააღმდეგო. ავ-ტობუსებით მოდიოდნენ.
ვიღაც თურქი-დრუზი, გადაცმული ისმაილიტი,
დამტვრეული ფრანგულით სადღაც მეპატიჟებოდა. არამც და
არამც! შორს ალამუთისგან! მე რა ვიცი, ვინ ვის ემსახურება?
ვერავის ვენდო-ბი.
გზაჯვარედინი გადავჭერი. მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების
ხმა მესმოდა. დიდ ქალაქს ეს უპირატესობა აქვს: სადაც არ
უნდა იყო, რამდენიმე ნაბიჯი გჭირდება, რომ განმარტოვდე.
რამდენიმე კვარტალი გავიარე და უცებ მარცხნივ "კონსერ-
ვატორია" დავინახე. მკრთალად მოჩანდა ღამეში მისი კონტუ-რი.
აქედან უჩვეულო არაფერი ეტყობოდა, მშფოთვარე დღის შემდეგ
დამსახურებულად მოსვენებულ, გაყუჩებულ მუზეუმს

Talmud, Berakhoth, 6
895
ჰგავდა. სამხრეთისკენ, სენისკენ გავუყევი. რაღაც გეგმა მიტ-
რიალებდა გონებაში, თუმცა ბუნდოვანი. ვინმესთვის
მინდოდა მეკითხა, რა მოხდა.
ნუთუ ბელბო მოკვდა? მოწმენდილ ცას ავხედე. მოპირდაპი-რე
მხრიდან სტუდენტების ჯგუფი მოდიოდა. უხმოდ მოდიოდნენ,
თითქოს genius loci-ს ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ. მარ-ცხნივ
სენ-ნიკოლა-დე-შამის სილუეტს ვხედავდი.
სენ-მარტენს გავუყევი, დათვების ქუჩა გადავჭერი, განიერი,
ბულვარის მსგავსი, წამით შემეშინდა, გზა არ ამერიოს-მეთქი,
თუმცა გზა როგორ უნდა აგერიოს, როცა არც კი იცი, საით მიდი-
ხარ? მარჯვნივ, კუთხეში "როზენკროიცერების გამომცემლობა"
დავინახე. მაღაზია ჩაბნელებული იყო, მაგრამ ნაწილობრივ
ლამპიონების შუქისა და ნაწილობრივ ფარნის დახმარებით ვიტ-
რინა დავათვალიერე. წიგნები და ნივთები იყო გამოფენილი:
"ებრაელთა ისტორია", "გრაფი სენ-ჟერმენი", "ალქიმია", "იდუ-
მალი სამყარო", "monde cach é ", "როზენკროიცერთა საიდუმ-ლო
სახლები", "კათედრალების აღმშენებელთა გზავნილი", "კა-
თარები", "ახალი ატლანტიდა", "ეგვიპტური მედიცინა", "კარნა-კის
ტაძარი", "ბჰაგავად-გიტა", "რეინკარნაცია", როზენკროიცე-რული
ჯვრები და შანდლები, ისისისა და ოსირისის ბიუსტები,
საკმევლები ათასნაირ კოლოფსა და შეფუთვაში, ტაროს კარტი.
ხანჯალი, მრგვალტარიანი ქაღალდის საჭრელი კალის დანა,
როზენკროიცერების გერბით... რა ხდება? ყველამ პირი შეკრა ჩემ
წინააღმდეგ? ყველამ ერთად გადაწყვიტა ჩემი დაცინვა?
გამოვტრიალდი და ბობურის ფასადის წინ აღმოვჩნდი. დღი-
სით აქ იმდენი ხალხი ირევა, სახალხო ზეიმი გეგონება, ახლა კი
მოედანი თითქმის ცარიელია, აქა-იქ რამდენიმე გამვლელი მო-
ჩანს, ლუდხანებიდან მკრთალი შუქი იღვრება. ყველაფერი მარ-

896
თალია: ეს ვეებერთელა მილები დედამიწის წიაღიდან ისრუტავს
ენერგიას. ალბათ, ხალხის მთელი ის მასა, რომელიც დღისით ამ
მოედანზე ჟივჟივებს, ამ ჰერმეტიკული მანქანის, ცოცხალი
ხორცით მკვებავი მონსტრის ამოძრავებას ემსახურება.
სენ-მერის ეკლესია. პირდაპირ - "ლა ვუივრი", წიგნის მაღა-
ზია, ცხადია, ოკულტური. არა, ისტერიკის დრო არ არის. ლომ-
ბარდიელების ქუჩისკენ ვუხვევ, ვცდილობ, გვერდი ავუარო
სკანდინავიელ გოგოებს, რომლებიც ჟივილ-ხივილით გა-
მოიშალნენ რომელიღაც ტავერნიდან. რა გახორხოცებთ, არ
იცით, რომ ლორენცა მოკვდა?
მოკვდა? იქნებ მე მოვკვდი? ლომბარდიელების ქუჩას ფლა-
მელის ქუჩა კვეთს, მის ბოლოში თეთრი კოშკი მოჩანს: სენ--
ჟაკი. გზაჯვარედინზე წიგნის მაღაზიაა, "არკან 22", ტაროს კარ-
ტის შეკვრებითა და ქანქარებით სავსე. ნიკოლას ფლამელი,
ალქიმიკოსი! ალქიმიური წიგნის მაღაზია და სენ-ჟაკის კოშკის
ძირში - ვეებერთელა, თეთრი ლომები. ეს ყოვლად უსარგებლო,
გვიანი გოტიკური პერიოდის კოშკი სენის ნაპირზე. ამ
სახელით ერთი ეზოტერიკული ჟურნალიც კი გამოდიოდა.
კოშკი, სადაც პასკალმა ექსპერიმენტი ჩაატარა ჰაერის წონის
გასაზომად და მასში, მგონი, ახლაც 52 მეტრის სიმაღლეზე
კლიმატის კვლევის სადგურია. ალბათ, იქ დაიწყო ყველაფერი,
სანამ ეიფელის კოშკს ააშენებდნენ. არსებობს რაღაც
განსაკუთრებული მნიშ-ვნელობის მქონე ადგილები. მაგრამ
ადამიანები ვერაფერს ამ-ჩნევენ.
სენ-მერის მხარეს ვბრუნდები. გოგოების სიცილი ისმის. ხალხის
დანახვა არ მინდა, ეკლესიას უკნიდან, სენ-მერის მო-ნასტრის ქუჩის
მხრიდან ვუვლი. ტრანსეპტიანი, დაუმუშავებელი ხისგან
დამზადებული უძველესი კარი აქვს ტაძარს. მარცხნივ,

897
მოედანზე, ბობურის უკანა მხარე გამოდის, ნეონის განათებით
გაჩახჩახებული. მოედანზე აუზი თუ ხელოვნური ტბაა, რომელ-
შიც ტენგლის დანადგარები და სხვა ჭრელაჭრულა საგნები ტივ-
ტივებს, ცალ-ცალკე ფეხადგმული და წყალში შებოდიალებული
კბილანებიანი ბორბლების ნაწილები. სიღრმეში კი "დალმინეს"
ფირმის ფოლადის მილების ხარაჩოებსა და ბობურის ვეებერთე-
ლა, დაფჩენილ პირებს ვხედავ. ხავსით გამოჭმულ კედელთან
მიგდებული, მთვარის კრატერში ჩაჩეხილი "ტიტანიკი". გზავნი-
ლებს, რომელთა გადაცემაც ტაძრებმა ვერ შეძლეს, ოკეანის
ხომალდები ეჩურჩულებიან შავ ქალწულებს, თავიანთი ვეებერ-
თელა, დაფჩენილი პირებით. მათი აღმოჩენა მხოლოდ მას ძა-
ლუძს, ვისაც სენ-მერის გარშემო მოგზაურობა შეუძლია. მაშ,
უნდა განვაგრძო, სწორ კვალს ვადგავარ, მათ ზრახვებს ფარდა
უნდა ავხადო და „ სინათლის ქალაქის" გულში ჩამალული ბნე-
ლეთის გეგმა გამოვააშკარაო.
მსაჯულ კონსულთა ქუჩაზე შევუხვევ და ისევ სენ-მერის
ფასა-დის წინ გამოვდივარ. გუმანი მკარნახობს, ფარანი
ავანთო და ტაძრის კარს მივანათო. გაფურჩქნილი გოტიკა,
თაღების ჩახუ-ჭუჭებული რკალები.
არც ვიცი, რას ვეძებ. და უცებ, სრულიად მოულოდნელად,
ტაძრის კარის მთავარი თაღის თავზე მას ვხედავ.
ბაფომეტი! ნახევართაღების შეერთების ადგილს ვაკვირდე-
ბი. ერთი რკალის თავზე ქვის სხივების შარავანდედით
შემკობი-ლი სულიწმინდის მტრედია გამოსახული, მეორეზე კი
- მგალო-ბელი ანგელოზებით გარშემორტყმული - ის ზის,
ბაფომეტი, შემ-ზარავი ფრთებით. ეკლესიის ფასადზე ასე
უტიფრად გამოჭიმუ-ლი.

898
რატომ აქ? იმიტომ, რომ ტაძართან ახლოს ვართ! კი მაგრამ,
ტაძარი სადღაა, ან ის, რაც მისგან დარჩა?
უკან ვბრუნდები, ჩრდილო-დასავლეთიდან ვუვლი ეკლესი-ას.
მონმორანსის ქუჩის კუთხეში ვარ, 51 ნომერთან, ნიკოლას
ფლამელის სახლთან. ბაფომეტსა და ტაძარს შორის. გაიძვერა
კუდიანი. კარგად იცოდა, ვისთანაც მოუწევდა საქმის დაჭერა.
გაურკვეველი ეპოქის სახლის წინ ძუნძგლიანი ტრაქტირია: "ნი-
კოლას ფლამელის ტავერნა". ძველი შენობაა, ტურისტების ხათ-
რით რესტავრირებული, წვრილმანი, მდაბიო ეშმაკეული ჰილი-
კოსებისთვის. მის გვერდით ამერიკული ბარია, Apple-ის რეკ-
ლამით დამშვენებული: "ძრწოდეთ, ხოჭოებო!" Soft-Hermes.
ტამპლის ქუჩით ბრეტანის ქუჩის კუთხემდე მივდივარ.
ტამ-პლის მოედნის სასაფლაოსავით შავბნელი ბაღი,
მსხვერპლად შეწირულ რაინდთა ნეკროპოლისი.
გზაჯვარედინს გავცდები და ბარბეტის ქუჩის კუთხის
შემდეგ ელექტრობის უცნაურ მაღაზიებს ვხედავ. ათასნაირი
ნათურაა გამოფენილი, ზოგს სუროს ფოთლების ფორმა აქვს,
ზოგს - იხ-ვის. აშკარად თვალის ასახვევადაა მოდერნული ეს
ყველაფერი. ასე ადვილად ვერ გამაცურებენ.
ფრან-ბურჟუას ქუჩა: მარეში ვარ, ვიცნობ ამ უბანს, მალე კო-
შერის ძველი საყასბოები გამოჩნდება. რა კავშირში არიან ებ-
რაელები ტამპლიერებთან ახლა, როცა დავადგინეთ, რომ მათ
ნაცვლად გეგმაში ალამუთის ასასინები იყვნენ? რა მინდა აქ?
პასუხს ვეძებ? არა, ალბათ, მხოლოდ ის მინდა, "კონსერვატო-
რიას" მოვშორდე. ან გზაარეული, დაბნეული დავეძებ რაღაც
ად-გილს, ვიცი, რომ შეუძლებელია, აქ იყოს, მაგრამ ვცდილობ,
გა-ვიხსენო, სადაა... ბელბოსავით, სიზმარში დავიწყებული
მისა-მართის გახსენებას რომ ცდილობდა.

899
რაღაც უხამსი იერის ადამიანები მეფეთებიან. ხარხარებენ,
მთელი ტროტუარი უკავიათ, იძულებული ვარ, განზე გავდგე,
გზა დავუთმო. ეჭვი მიპყრობს, ვაითუ "მთის მოხუცის"
გამოგზავ-ნილები არიან და მე მეძებენ? მაგრამ არა, მალე
უჩინარდებიან ღამეში, თუმცა მესმის, რომ რაღაც გაუგებარ
ენაზე ლაპარაკო-ბენ, შიიტურად სისინა, თალმუდურ,
კოპტურ, უდაბნოს გველე-ბის ენაზე.
ვხედავ, გრძელლაბადიანი ანდროგინები მიახლოვდებიან.
როზენკროიცერთა მოსასხამები! გადამისწრებენ, სევინის ქუჩა-
ზე შეუხვევენ. გვიანი ღამეა. "კონსერვატორიიდან" იმიტომ გა-
მოვიქეცი, რომ ჩვეულებრივ ქალაქს დავბრუნებოდი, ახლა კი
ვხვდები, რომ ჩვეულებრივი ქალაქიც შედგომილთათვის
ნაგები საიდუმლო კატაკომბაა.
საიდანღაც ლოთი გამობარბაცდა. მგონი, თავს მაჩვენებს,
ვითომ მთვრალია. არასოდეს არავის ენდო! რაღაც ბარს ვხე-
დავ, ჯერ კიდევ ღიაა, გრძელწინსაფრიანი მიმტანები სკამებს
მა-გიდებზე აწყობენ. იქნებ მოვასწრო შესვლა, რამე დავლიო.
ლუდს მისხამენ. "მოგწყურდა, არა?" - მეკითხება ერთი.
აშკარად არაა უბრალო, თავაზიანი შეკითხვა. ეჭვით მეკითხება,
გამომ-ცდელად. მომწყურდებოდა, აბა რა, საღამოს ხუთი
საათიდან არაფერი დამილევია... თუმცა აუცილებელი არაა,
ღამე ქანქა-რის ქვეშ გქონდეს გატარებული, რომ გწყუროდეს.
იდიოტები. ვიხდი და გამოვდივარ, სანამ ჩემი ნაკვთები
კარგად დაუმახ-სოვრებიათ.
აი, უკვე ვოჟების მოედნის კუთხეში ვარ. პორტიკებს მივუყვე-
ბი. რომელ ძველ ფილმშია, შეშლილი მკვლელის, მატიასის, ეული
ნაბიჯების ხმა რომ ისმის ვოჟების მოედანზე? ვჩერდები. ვიღაც
მომყვება უკან? არა, რა თქმა უნდა, ისინიც შეჩერდნენ.

900
ვიტრინები აკლია აქაურობას, თორემ ეს მოედანიც "კონსერვა-
ტორიის" დარბაზებს დაემსგავსებოდა.
მეთექვსმეტე საუკუნის დაბალი პორტიკები, სრულრკალიანი
თაღები, ვიტრინებში ანტიკვარული ლითოგრაფიები, ნივთები,
ავეჯი. ვოჟების დაბალი მოედანი, ძველი, გაქექილი ჭიშკრებითა
და კეთროვანი სადარბაზოებით. ასობით წელია, აქაურობის ბი-
ნადარნი ადგილიდან არ დაძრულან. ყვითელმოსასხამიანები.
მეფიტულეებით დასახლებული მოედანი. აქაურები მხოლოდ
ღამით გამოდიან გარეთ, კარგად იციან, სადაცაა საკანალიზა-ციო
ჭა, მიწისქვეშეთის ხუფი, საიდან შეიძლება ბნელეთის სამე-ფოში
შეღწევა. ყველას თვალწინ.
ვაკვირდები. აშკარაა, ამ ადგილზე ადრე თაღი უნდა ყოფი-
ლიყო. ეს უეჭველად ძველი ოკულტური წიგნის მაღაზიის
ადგი-ლია. ახლა მაღაზია აღარ ჩანს. მთელი კვარტალი
გამოშიგნეს, ერთ ღამეში დაცალეს აქაურობა და მისი
ბინადრები სადღაც გა-დაასახლეს. ალიეც ასე გაქრა, თვალსა და
ხელს შუა. მაგრამ ახ-ლა იციან, რომ ვიღაცამ იცის. ისევ
მიწისქვეშეთს შეაფარებენ თავს.
ბირაგის ქუჩის კუთხეში ვარ. პორტიკების უსასრულო, უსი-
ცოცხლო, სულამოცლილ რიგს გავყურებ. მირჩევნია, ბნელო-
დეს, მაგრამ ლამპიონებიდან ყვითელი შუქი იღვრება. მთელი
ძალითაც რომ ვიღრიალო, არავინ მომაქცევს ყურადღებას.
ადამიანები, შეშინებულები, იმ ჩარაზულ, ჩაბნელებულ დარა-
ბებს მიღმა გასუსულან, ყვითელ მოსასხამებში გახვეული
მეფი-ტულეები კი ბოროტად ხითხითებენ.
თუ არა... პორტიკებსა და სკვერს შორის მანქანებია დაყენე-
ბული და აქა-იქ ლანდებიც მოძრაობენ. მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
ჩემ წინ უზარმაზარი გერმანული ნაგაზი გადაჭრის გზას.

901
ვეებერთელა შავი ძაღლი, მარტო, ღამით. სადაა ფაუსტი?
თავის ერთგულ ვაგნერს დაავალა ძაღლის გარეთ გაყვანა
მოსაფსმე-ლად?
ვაგნერი. აი, რა მიტრიალებდა თავში და ვერც კი ვხვდებოდი!
დოქტორი ვაგნერი მჭირდება. ის მეტყვის, შევიშალე თუ არა,
მეტყვის, ვინ არიან ჩემს გონებაში ახეტიალებული ეს აჩრდილე-
ბი. მეტყვის, რომ ყველაფერი ტყუილია, რომ ბელბო ცოცხალია,
რომ "ტრესი" არ არსებობს. რა შვება იქნება, ავად რომ ვიყო!
გავრბივარ. უკნიდან მანქანის ხმა მესმის. მე მომყვება თუ
ადგილს ეძებს გასაჩერებლად? ნაგვის ტომრები მედება ფეხებ-
ში, ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ წავიქცე. მანქანა ადგილს
პოულობს, ჩერდება. ესე იგი, მე არ მომყვებოდა. სენტ-
ანტუანის ქუჩაზე ვარ. ტაქსის ვნატრობ. გაფიქრება და
გამოჩენა ერთია. თითქოს გონებით გამომეხმოს საიდანღაც.
ელიზე რეკლიუს ავენიუ, ნომერი შვიდი, - ვეუბნები
მძღოლს.

902
116

"Je voudrais ê tre la tour, pendre à la Tour Eiffel."


(Blaise Cendrars)210
არ ვიცოდი, სად ვიყავი და ვერც ვბედავდი, ტაქსისტისთვის
მეკითხა: კაცი რომ ამ დროს ტაქსის გააჩერებს, წესით, სახლში
უნდა მიდიოდეს. თუ ასე არაა, მინიმუმ, მკვლელია. მძღოლი
ბუზღუნებდა, ცენტრი სავსეა ამ დაწყევლილი სტუდენტებით,
ყველგან მიკროავტობუსები აყენია, რა საძაგლობაა, ჩემი ნება
რომ იყოს, ყველას კედელთან მივაყენებდიო! ჯობია, შორიდან
მოვუაროთო. ნახევარი ქალაქი მომატარა და რაღაც მიყრუებუ-
ლი ქუჩის შვიდ ნომერთან ჩამომსვა.
არანაირი დოქტორი ვაგნერი აქ არ ცხოვრობდა. ჩვიდმეტი
ნომერი ხომ არ იყო? ან ოცდაშვიდი? ორი-სამი ამაო მცდელო-
ბის შემდეგ გონება მოვიკრიბე: რომც მეპოვა სახლი, რას ვიზამ-
დი, დოქტორ ვაგნერს ლოგინიდან წამოვაგდებდი შუაღამისას
ჩემი ამბის მოსასმენად? აქ ხომ იმავე მიზეზმა მომიყვანა, რის
გამოც პორტ სენ-მარტენში და ვოჟების მოედანზე ვიხეტიალე
მთელი ღამე. ისევ გავრბოდი. ახლა იმ ადგილიდან გავრბოდი,
რომელსაც "კონსერვატორიიდან" გაქცეულმა მივაშურე. ფსი-
ქოანალიტიკოსი კი არა, გიჟის ხალათი მჭირდებოდა. ან ძილის
წამალი. ან ლია. ლია თავზე ხელს მომხვევდა, ძუძუსა და
იღლი-ას შორის მოიქცევდა ჩემს თავს, მომიჭერდა და
ჩამჩურჩულებ-და, დამშვიდდიო.

"მინ და, კოშ კი ვყო ფი ლი ყა ვი, ეი ფე ლის კოშ კი ვით


და კი დე ბუ ლი..." (ბლეზ სანდრარი)
903
დოქტორ ვაგნერს ვეძებდი თუ ელიზე რეკლიუს ავენიუს?
საიდან ამოტივტივდა ახლა ეს სახელი? გეგმაზე მუშაობისას
გა-დავაწყდი მას, რომელიღაც ძველ წიგნში, რომლის ავტორიც
რაღაცას ბოდავდა გეოგრაფიაზე, დედამიწაზე, ნიადაგსა და ქა-
ნებზე, ვულკანებზე. აკადემიური კვლევის პრეტენზია ჰქონდა,
სინამდვილეში კი მიწისქვეშეთში იქექებოდა. ერთ-ერთი
მათგა-ნი. მთელი არსებით გავურბოდი მათ და სულ სადღაც
მეჩეხე-ბოდნენ. ნელ-ნელა, რამდენიმე საუკუნის
განმავლობაში, მთელ პარიზს მოსდებოდნენ. მთელ სამყაროს.
სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავი. სადღა მეშოვა ტაქსი?
ვხვდებოდი, რომ სადღაც გარეუბანში ვიყავი. იქით გავიხედე,
საითაც უფრო განათებული ჩანდა ცა. საით იქნებოდა სენა?
ქუჩის კუთხემდე მივედი და დავინახე.
მარცხნივ. უნდა მივმხვდარიყავი, რომ იქ იქნებოდა, სადღაც
ახლოს ჩასაფრებული: ამ ქალაქში ხომ ყველა ქუჩისა და მოედ-
ნის სახელში რაღაც გზავნილია ჩადებული, ყველაფერი მთა-
ვარზე მიგვანიშნებს. გვიან მივხვდი ამას.
იქ იყო, ბინძური მინერალური ობობა, მათი ძალის სიმბოლო
და იარაღი: მინდოდა, გავქცეულიყავი, მაგრამ მიზიდავდა, თა-
ვის ქსელში მითრევდა... ნელა არხევდა თავს ზევიდან ქვევით,
ქვევიდან ზევით. გარედან უკვე ვეღარც ვხედავდი, მის შიგნით
ვიყავი გამომწყვდეული, დასერილი, გაკოჭილი მისი ქსელის
ბასრი ძაფებით, თითქოს საოცარი სისწრაფით ეშვებოდა ჩემს
თავზე რკინის ფარდები და ერთი რომ შერხეულიყო, წამში გამ-
ჭყლეტდა იმ შემაძრწუნებელ მარწუხებში.
კოშკი. ქალაქის ერთადერთ ადგილზე ვიყავი, საიდანაც მას ვერ
დაინახავ: ვერც შორიდან, ვერც გვერდიდან, სახურავების
ზღვიდან ამოშვერილს, დიუფის ნახატივით მსუბუქსა და უდარ-

904
დელს. ვერ ვხედავდი, რადგან მასში ვიყავი, თავს წამომდგომო-
და, თითქოს ჩემ თავზე დაფრინავდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ
ვგრძნობდი, სად იყო მისი წვერი. თავიდან ფუძის გარშემო ვუვ-
ლიდი შეშლილივით, შემდეგ კი შიგნით აღმოვჩნდი, ვტრიალებ-
დი მის ფეხებს შორის გამომწყვდეული, ავცქეროდი მის მუხ-
ლებს, მუცელს, ბოქვენს, მის თავბრუდამხვევ, უსასრულო ნაწ-
ლავებს, რომლებიც ამ პოლიტექნიკური ჟირაფის უსასრულო-
ბამდე წაგრძელებულ ყელში დატანებულ საყლაპავს ერწყმოდა.
ყველა მხარეს შეხსნილი და დამაქმანებული, შუქს მაინც არ
ატარებდა და მასში გამომწყვდეული, ათასნაირი გამოქვაბულის
თაღებს ვხედავდი, რომლებიც წყვდიადიდან იკვეთებოდნენ,
სრაფად დამენახვებოდნენ და წამშივე, ნაბიჯს გადავდგამდი თუ
არა, ფორმას იცვლიდნენ, ხან ვიწროვდებოდნენ, ხანაც ფარ-
თოვდებოდნენ, თითქოს ვიღაც კამერით ადიდებდა და აპატარა-
ვებდა მათ.
მარჯვნივ, ჩრდილო-დასავლეთით, ჰორიზონტთან ახლოს,
ნამგალა მთვარე მოჩანდა. კოშკის ღიობები ჩარჩოსავით შე-
მორტყმოდა გარს და მთვარე ოპტიკურ ილუზიასავით,
დახრილ ეკრანზე არეკლილივით მოჩანდა. მაგრამ ოდნავ
გავინძრეოდი თუ არა, ეკრანები ფორმატს იცვლიდა, მთვარე
იმალებოდა, ლი-თონის რომელიღაც ნეკნში აიხლართებოდა და
რკინის ცხოვე-ლი წამში აქუცმაცებდა, ხრავდა, ნთქავდა,
ინელებდა მას და რა-ღაც სხვა განზომილებაში აქრობდა.
ტესერაქტი. ოთხგანზომილებიანი კუბი. ერთმანეთში გადაჭ-
დობილ თაღებს შორის რაღაც მოძრავი შუქი ციმციმებდა, უფრო
სწორად, ორი შუქი ერთად, წითელი და თეთრი, თვითმფრინავი
უნდა ყოფილიყო, ალბათ, რუასიში ან ორლიში დასაჯდომად ემ-
ზადებოდა. მაგრამ წამიც და - არ ვიცი, მე გავინძერი, თვით-

905
მფრინავი თუ კოშკი - შუქი სადღაც გაქრა, რაღაცას მიეფარა, ვე-
ლოდი, რომ გვერდითა ღიობში გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ.
კოშკს ასობით მოძრავი სარკმელი ჰქონდა და თითოეული მათ-
განი დროისა და სივრცის სხვადასხვა სეგმენტს გაჰყურებდა. მი-
სი ნეკნები ევკლიდურ ღუნვას კი არ გამოსახავდნენ, არამედ
კოსმოსის ქსოვილს ანაწევრებდნენ, კატასტროფებს იწვევდნენ
და პარალელური სამყაროების გვერდებს ფურცლავდნენ.
ვინ თქვა, ამ კოშკის წვეტით პარიზი "სამყაროს ჭერზე კი-
დიაო?" სინამდვილეში პირიქითაა: მის წვერზეა სამყარო
გამობ-მული. აშკარაა, რომ სწორედ ისაა ქანქარის წვერი.
რას აღარ ეძახდნენ... უკანალის სანთელი, ღრუ ობელისკი,
მავთულების ზეიმი, ხიდის ბურჯების აპოთეოზი, რომელიღაც
წარმართული კულტის საჰაერო საკურთხეველი, ქართა ვარდის
გულში გამომწყვდეული ფუტკარი, ნანგრევებივით ნაღვლიანი,
ღამისფერი, მახინჯი კოლოსი, ამაო ძალთა უფორმო სიმბოლო,
აბსურდის სასწაული, უაზრო პირამიდა, გიტარა, სამელნე, ტე-
ლესკოპი, მინისტრის ლაყბობასავით ფუჭი, ანტიკური ღვთაება,
თანამედროვე ურჩხული... რა აღარ უწოდებიათ მისთვის. სამყა-
როს განმგებელთა მეექვსე გრძნობა რომ დამყოლოდა, ახლა, მისი
ხმოვანი სიმების კონაში მომწყვდეული, რომლებზეც სამუ-
დამოდ შემხმარიყო რკინის პოლიპები, მეც მოვისმენდი სფერო-
თა იმ ჩუმ, ხრინწიან მუსიკას, გავიგებდი, როგორ ისრუტავდა
მიწის გულიდან ტალღებს და სამყაროს ყველა მენჰირს გადას-
ცემდა. ჩაკირული სახსრების რიზომა, ძვლოვანი ართროზი,
პროთეზის პროთეზი... აქედან რომ ვინმემ უფსკრულში ჩაგდება
დამიპიროს, ზევით, კოშკის წვერში მოუწევს ჩემი ატყორცნა. ეჭ-
ვი არ მეპარებოდა, რომ მიწის გულიდან გამოსული ანტიპოდე-
ბის ანტიგრავიტაციულ მორევში ვიყავი.

906
არაფერიც არ გამოგვიგონია, კოშკი გეგმის თვალსაჩინო
დასტური იყო. მალე მიხვდებოდა, რომ ჯაშუში ვიყავი, მტერი,
მტვრის ნაწილაკი, იმ მექანიზმში შეღწეული, რომლის ხატსა
და მამოძრავებელ ძალასაც თავად წარმოადგენდა. საცაა,
გამოაგ-რძელებდა ლითონის მაქმანის კიდურს, შეუმჩნევლად
შემომახ-ვევდა, ჩამყლაპავდა და სამუდამოდ გავქრებოდი მისი
არაფრის რომელიღაც ნაკეცში, სხვაგან გადავინაცვლებდი.
კიდევ ცოტა ხანს რომ დავრჩე მის ქვეშ, მისი ვეება კლანჭები
მოიხრება, ეშვებივით მოირკალება, შემომეგრაგნება, შემისრუ-
ტავს და მატყუარა ურჩხული უდარდელად დაიბრუნებს თავის
ჩვეულ, ავბედითი ფანქრის სათლელის ფორმას.
ისევ გამოჩნდა თვითმფრინავი. არსაიდან არ მოდიოდა: მის-
გან იყო ნაშობი, ამ უხორცო ჩონჩხის მასტოდონტის მალებიდან
გამოსული და ბოლო არ უჩანდა, როგორც გეგმას, რომელშიც
ჩაისახა. რომ შემძლებოდა, კიდევ გავჩერებულიყავი იქ ისე,
რომ არ ჩავეყლაპე, დავაკვირდებოდი მის მოძრაობას, მის ნელ
რევოლუციებს, მის დაშლასა და ხელახლა აწყობას დინებათა
ცივ მობერვაზე. სამყაროს განმგებლები, ალბათ, გეომანტიული
ნახაზივით კითხულობდნენ მას, მის უხილავ
მეტამორფოზებში ამოიკითხავდნენ საიდუმლო
შეტყობინებებსა და დავალებებს. კოშკი თავს დამტრიალებდა
და თითქოს წვერით რაღაც მისტი-კურ პოლუსში იხრახნებოდა.
ან იქნებ თვითონ უძრავად იდგა, მაგნიტური ღერძივით და ცის
კაბადონი ტრიალებდა მის გარშე-მო? თუმცა ჩემთვის
სულერთი იყო, მაინც ერთნაირად დამეხ-ვეოდა თავბრუ.
როგორ ნიღბავს კოშკი საკუთარ თავს? შორიდან ასეთი ლა-
მაზი ჩანს, ქალაქის თავზე კოხტად ამოწვერილი, მაგრამ საკმა-
რისია, მიუახლოვდე და მის საიდუმლოში სცადო შეღწევა, რომ

907
გაშთობს, ძვლებს გიყინავს, გიქვავებს, თვალნათლივ წარმოგი-
ჩენს და გაგრძნობინებს იმ შიშსა და ძრწოლას, რომლითაცაა
ნაკეთი. ახლა ვიცი, რომ ბელბო მართლა მკვდარია და გეგმაც
არსებობს, რადგან კოშკი ნამდვილია. თუ ვერ გავიქეცი, თუ კი-
დევ ერთხელ ვერ შევძელი გაქცევა, ვეღარავის მოვუყვები ამას.
განგაშის ზარს უნდა შემოვკრა.
რაღაც ხმაური მაბრუნებს რეალობაში. საიდანღაც ტაქსი
მოქრის მთელი სისწრაფით. ვცდილობ, ერთი ნახტომით
დავუს-ხლტე მოჯადოებულ წრეს და ხელების ქნევით, ლამის
ბორ-ბლებში ვუვარდები მანქანას. ტაქსისტი ძლივს ასწრებს
დამუხ-რუჭებას, მგონი, არც აპირებდა გაჩერებას. ვჯდები.
ღამით მეც მაშინებს კოშკი, ყოველთვის ვცდილობ, ამ
ადგილზე სწრაფად გავიაროო, გამომხედავს მძღოლი.
რატომ?
იმიტომ, რომ... არ ვიცი... უბრალოდ მაშინებს.
მალე მივედით სასტუმროსთან. დიდხანს ვრეკე ზარი, ძლივს
გავაღვიძე კარისკაცი. "უნდა დაიძინო, - ვუმეორებდი საკუთარ
თავს. - დანარჩენს ხვალ მიხედავ...". ძილის აბები გადავყლაპე.
იმდენი, რომ შეიძლებოდა, ვეღარც გამეღვიძა. წამში გავითიშე.

908
117

"გადავსებულა ბრიყვთა დარბაზები, თვალუწვდენელი,


ჟივჟივებენ მათში კაცნი, ათასი ჯურის,
თუმც კი მრავლობენ მდიდარნი და ძლიერნი სოფლის".211
ნაშუადღევის ორ საათზე, გაბრუებულს გამეღვიძა.
კატალეფ-სიიდან გამოსულივით ვგრძნობდი თავს. ყველაფერი
კარგად მახსოვდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ, რაც
მახსოვ-და, მართლა მოხდა. პირველი აზრი ის იყო, სასწრაფოდ
ქვევით ჩავსულიყავი და გაზეთები მეყიდა, მაგრამ მერე
გადავიფიქრე: ჟურნალისტების ურდოც რომ შესეოდა
"კონსერვატორიას" წუ-ხანდლის შემდეგ, დილის გაზეთებში ეს
ამბავი მაინც ვერ მოხ-ვდებოდა.
თანაც იმ დღეს პარიზს სულ სხვა თავსატეხი ჰქონდა. ყავის
დასალევად ჩავედი თუ არა, პორტიემ მახარა, ქალაქი აფო-
რიაქებულია, მეტროს სადგურები დაკეტეს და ბევრ უბანში
პო-ლიციაა გამაგრებულიო. ძალიან ბევრი სტუდენტია
თავმოყრი-ლი და უკვე ზედმეტი მოსდითო, დაამატა.
სატელეფონო ცნობარში დოქტორ ვაგნერის ნომერი მოვძებ-ნე.
კვირა დღე იყო, არავინ მპასუხობდა. ყველა შემთხვევაში უნ-და
დავბრუნებულიყავი "კონსერვატორიაში" და იქაურობა და-
მეთვალიერებინა. მახსოვდა, რომ მუზეუმი კვირასაც ღია იყო.
ლათინური უბანი მღელვარებას მოეცვა. ახალგაზრდები ჯგუ-
ფებად, ყვირილითა და დროშების ფრიალით დადიოდნენ. ილ--
დე-ლა-სიტეზე პოლიციის რაზმი დავინახე. შორიდან სროლის

Sebastian Brant, Das Narrenschiff, 46


909
ხმაც ისმოდა. ალბათ, ასე იყო სამოცდარვაშიც. სენტ-შაპელის
მხარეს აშკარად შეტაკება მომხდარიყო, რადგან ცრემლსადენი
გაზის სუნი მეცა. საიდანღაც ავტომატის კაკანიც მოისმა, ვერ
ვხვდებოდი, სტუდენტები ისროდნენ თუ პოლიციელები, ხალხი
აქეთ-იქით დარბოდა, სამალავს ეძებდა. სადღაც ეზოში შევცვივ-
დით, წინ პოლიციის კორდონი იდგა, ქუჩაში შეტაკებები დაიწ-ყო.
ღმერთო, რა სირცხვილია... ხანში შესულ ბურჟუებთან ერ-თად
დამალული ველოდებოდი რევოლუციის დასრულებას.
სამალავიდან გამოვედი, შედარებით მშვიდი, პატარა ქუჩე-
ბით შემოვუარე ძველი პარიზის გულს და სენ-მარტენზე
გავედი. "კონსერვატორია" ღია დამხვდა. თეთრი ეზო, ფასადზე
წარწერა: "ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორია,
დაფუძნებული კონვენტის გადაწყვეტილებით III... წლის
ვანდემიერის 19 რიც-ხვში სენ-მარტენ-დე-შამის მეთერთმეტე
საუკუნის პრიორატში". უჩვეულო არაფერი შემინიშნავს.
შესასვლელში ტურისტები ირეოდნენ, როგორც ყოველთვის.
სტუდენტურ ამბოხს თითქოს ვერც ამჩნევდნენ.
კვირას შესვლა უფასო იყო. ყველაფერი ისე დამხვდა, რო-გორც
გუშინ: მეთვალყურეები და დამთვალიერებლები მშვიდად მიდი-
მოდიოდნენ, ქანქარა თავის ჩვეულ ადგილას ეკიდა...
ვცდილობდი, წუხანდლის რამე კვალი მეპოვა (თუ არსებობდა
წუხანდელი), მაგრამ ვიღაცას საგულდაგულოდ დაელაგებინა
იქაურობა.
აღარ მახსოვს, საღამოს რას ვაკეთებდი, რა ვნახე. მახსოვს,
რომ დროდადრო არეულ ქუჩებს თავს ვარიდებდი. მილანში
დავრეკე. ისე, თითქმის უნებურად ავკრიფე ჯერ ბელბოს ნომე-
რი, მერე ლორენცასი, მერე კი - "გარამონის". ცხადია, გამომ-
ცემლობა დაკეტილი იყო. თუ ეს ღამე დღევანდელ დღეს ეკუთ-

910
ვნის, გამოდის, რომ ყველაფერი გუშინ მოხდა. არადა, იმ ღამის
შემდეგ თითქოს საუკუნე გასულიყო.
საღამოს ვიგრძენი, რომ მშიოდა. დამშვიდება, სხვა რამეზე
ფიქრი მჭირდებოდა. ფორუმ-დეზ-ალთან რომელიღაც რესტო-
რანში შევედი, წარწერა ცოცხალი თევზით იზიდავდა კლიენ-
ტებს. აკვარიუმის პირდაპირ დამსვეს. იქაურობა იმდენად უც-
ნაური იყო, რომ ისევ აბსოლუტური ეჭვის სამყაროში დამაბრუ-
ნა. შემთხვევით არაფერი ხდება. ის თევზი რწმენაშერყეულ ას-
თმიან ისიქასტს ჰგავს, რომელიც ღმერთს ადანაშაულებს
იმაში, რომ სამყაროს მეტი აზრი არ შესძინა. საბაოთ... საბაოთ,
რო-გორ ხარ ასეთი მზაკვარი, რომ დამაჯერო, რომ არ არსებობ?
ხორცი განგრენასავით ედება სამყაროს... მეორე თევზი მინის
ჰგავს, გრძელი წამწამებითა და კოხტა ტუჩებით. მინი მიკი--
მაუსის საცოლეა. სალათ "ფოლს" ვიღებ ჰედოკით. თევზის ფი-
ლე ბავშვის ხორცივით ნაზია. თაფლითა და პილპილით შეკაზ-
მული ჩვილის ხორცი. პავლიკიანები აქ არიან. ერთი თევზი
ბრე-გეს თვითმფრინავივით დასრიალებს მარჯნის რიფებში:
ლეპი-დოქტერის ქერცლიანი, ვეებერთელა ფრთებივით არხევს
ფარ-ფლებს, თავს დავდებ, თავისი ჰომუნკულუსის ნაყოფი
შენიშნა გახვრეტილი ატანორის ფსკერზე, რომელიც ფლამელის
სახლის წინ, ნაგვის გროვაში გდია. შავი ტამპლიერი თევზიც
აქვეა, ნო-ფო დეის დაეძებს, ასთმიან ისიქასტს ეჯახება,
რომელიც გათი-შული, დაღვრემილი მიცურავს გამოუთქმელის
მიმართულებით. ვტრიალდები, რომ აკვარიუმს არ ვუყურო.
გზის მეორე მხარეს რომელიღაც რესტორნის აბრას ვხედავ:
CHEZ R... როზენ-კროიცი? როიხლინი?
რაჩკოვსკირაგოძიძაროგი? წარწერები, ნიშნები...

911
ვნახოთ. ეშმაკის განრისხების ერთადერთი გზაა, აჩვენო,
რომ მისი არ გჯერა. პარიზში წუხანდელ ხეტიალსა და კოშკის
ხილვებზე ბევრი ფიქრი არ ღირს. რა გასაკვირია, რომ "კონსერ-
ვატორიაში" იმ ღამით ნანახის შემდეგ ქალაქი კოშმარად აღმექ-
ვა... კი მაგრამ... რა ვნახე "კონსერვატორიაში"?
აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ექიმ ვაგნერს. არ ვიცი,
რატომ ავიჩემე, რომ ეს მიშველიდა. ალბათ, სიტყვით
განკურნე-ბის იმედი მქონდა.
როგორ გავიდა დრო დილამდე? მგონი, კინოში შევედი, ორ-
სონ უელსის "შანხაელი ქალბატონი" ვნახე. სარკეების სცენას
ვეღარ გავუძელი და გამოვედი. ან იქნებ არც არსად ვყოფილ-
ვარ და ყველაფერი წარმოვიდგინე?
ამ დილით ცხრა საათზე დავურეკე ექიმ ვაგნერს. გარამონის
ხსენებამ გადამარჩინა მდივნის შეკითხვებს. ექიმს თითქოს ვახ-
სოვდი. არ ეცალა, მაგრამ არ მოვეშვი, სასწრაფოა-მეთქი. მაშინ
ახლავე მოდითო, მითხრა, ათის ნახევარზე, სანამ სხვა პაციენ-
ტები მოვლენო. თავაზიანი, კეთილგანწყობილი მეჩვენა.
შეიძლება, დოქტორ ვაგნერთან სტუმრობაც დამესიზმრა.
მდივანმა ვინაობა მკითხა, ჩაიწერა, ვიზიტის საფასური
გადამახ-დევინა. კიდევ კარგი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი
ნაყიდი მქონდა.
პატარა კაბინეტში დივანი არ იდგა. ფანჯრები სენაზე გა-
დიოდა და მარცხნივ ეიფელის კოშკის ჩრდილი მოჩანდა.
ექიმმა პროფესიული მზრუნველობით მიმიღო, არ
გამკვირვებია, მე ხომ მისი გამომცემელი კი არა, კლიენტი
ვიყავი. ხელით მანიშ-ნა, მაგიდასთან დავმჯდარიყავი. მეორე
მხრიდან თავად მიუჯდა, სამინისტროს მოხელესავით.
რამ შეგაწუხათ?
912
ტრიალა სავარძელზე დაბზრიალდა და ზურგი მომაქცია.
თავდახრილი იყო და მომეჩვენა, რომ ხელები მუცელზე
ჰქონდა გადაჯვარედინებული. ლაპარაკის გარდა აღარაფერი
მრჩებო-და.
დავიწყე. ყველაფერი გადმოვულაგე, თავიდან ბოლომდე, ის,
რასაც ორი წლის წინ ვფიქრობდი, ჩემი შარშანდელი დასკვნე-ბიცა
და ბელბოსა და დიოტალევის ნააზრევიც. განსაკუთრებით
დაწვრილებით კი წმინდა იოანეს ღამეს მომხდარს მოვუყევი.
ვაგნერს არ გაუწყვეტინებია. არ განძრეულა, თავიც კი არ
დაუქნევია დასტურის ან უთანხმოების ნიშნად. იფიქრებდი,
ჩაეძინაო, მაგრამ ეს, ალბათ, მისი ტაქტიკა იყო. მე კი ვლაპარა-
კობდი. ლაპარაკის თერაპია.
ბოლოს გავჩერდი. გავისუსე მისი სიტყვების მოლოდინში,
რომლებსაც უნდა გადავერჩინე.
ვაგნერი ნელა წამოდგა. ჩემთვის არც შემოუხედავს,
მაგიდას შემოუარა და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ
იყურებოდა ჩაფიქ-რებული, ხელები ზურგზე ეწყო.
ათი, თხუთმეტი წუთი ხმა არ ამოუღია.
მერე, ისევ ზურგშექცეულმა, დაბალი, მშვიდი ხმით
დამაიმე-და:
- Monsieur, vous é tes fou.212
არც ერთი არ გავნძრეულვართ. ათიოდე წუთი კიდევ
ვიცადე და მივხვდი, რომ ხმას აღარ ამოიღებდა: სეანსი
დამთავრებული იყო.

ბატონო, თქვენ შეშლილი ხართ (ფრ.)

913
ისე გამოვედი, არც დავმშვიდობებივარ. მდივანმა თავა-
ზიანად გამიღიმა. ელიზე რეკლიუს ავენიუზე გამოვედი.
თერთმეტი საათი იყო. სასტუმროში გავიქეცი, ჩემი ნივთები
ავკრიფე და აეროპორტს მივაშურე იმ იმედით, რომ რეისს მი-
ვუსწრებდი. ორი საათი მომიწია ლოდინი. "გარამონში" დავრე-
კე, მიმღების ხარჯით დაკავშირება ვთხოვე ოპერატორს, ფული
აღარ მქონდა. გუდრუნმა მიპასუხა. თითქოს კიდევ უფრო დაბ-
ლუებულიყო, სამჯერ ჩავყვირე ტელეფონში, რომ გამომცემლო-
ბის ხარჯით ზარის მიღებაზე დამთანხმებოდა.
ტიროდა. შაბათს, შუაღამისას, დიოტალევი მოკვდაო, სლუ-
კუნით მითხრა.
- არავინ, არავინ არ იყო მისი მეგობრებიდან ამ დილით და-
საფლავებაზე, ბატონი გარამონიც კი არ მოსულა, საზღვარგა-რეთ
ყოფილა მივლინებაში! მე, გრაცია, ლუჩიანო და ერთი შაოსანი,
წვერიანი, ხუჭუჭაბაკენბარდებიანი კაცი ვიყავით, გა-ნიერი ქუდი
ეხურა, მესაფლავეს ჰგავდა, ვინ იცის, საიდან ჩამო-ვიდა. თქვენ
სადღა ხართ, კაზობონ? ბელბო სადაა? რა ხდება?
რაღაც ჩავიბურტყუნე და ყურმილი დავკიდე. ჩემს გვარს აც-
ხადებდნენ. თვითმფრინავს მივაშურე.

914
იესოდ

118

"კონსპირაციის სოციალური თეორია... შედეგია ღმერთის


რწმენის შესუსტებისა და ამით გაჩენილი კითხვისა: "ვინაა მის
ადგილზე?"213
მგზავრობამ კარგად იმოქმედა ჩემზე. არა მხოლოდ პარიზსა
და მიწისქვეშეთს დავშორდი, არამედ - მიწასაც, დედამიწის
ქერქს. მესიამოვნა ცისა და თოვლით გადათეთრებული მთების
დანახვა, ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე მარტო დარჩენა, სიმ-
თვრალის ის მსუბუქი შეგრძნება, ფრენისას რომ გეუფლება,
წნევის ცვლილება, როცა თვითმფრინავი ტურბულენტურ
ზონა-ში ხვდება. იქ, ზევით, თითქოს ხმელეთს დავუბრუნდი,
მყარად დავდგი ფეხი მიწაზე. გადავწყვიტე, გონება მომეკრიბა
და მომ-ხდარი მშვიდად გამეანალიზებინა. რამდენიმე
ძირითადი პუნ-ქტი ჩამოვწერე ბლოკნოტში და
თვალდახუჭული მივყევი აზ-რებს.
ვეცადე, ჯერ აბსოლუტურად ცხადი ფაქტები ჩამომეთვალა.
დიოტალევი ნამდვილად მკვდარია. გუდრუნმა მითხრა. გუდ-
რუნი არასოდეს ყოფილა ჩვენი თამაშის ნაწილი, ვერც ვერა-
ფერს გაუგებდა ამ ამბავს, ასე რომ ის ერთადერთია, ვინც სი-
მართლეს ამბობს. ისიც უეჭველია, რომ გარამონი მილანში არ

Karl Pop per, Conjectures and refutations, Lon don, Rout


led ge. 1969, I, 4
915
არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს, მაგ-
რამ ის, რომ ამ დღეებში მილანში არ იყო, მაფიქრებინებს, რომ
პარიზშია, ანუ იქ, სადაც ვნახე.
ცხადია, რომ არც ბელბოა მილანში.
დავუშვათ, ის, რაც შაბათ საღამოს სენ-მარტენ-დე-შამში ვნა-
ხე, მართლა მოხდა. შეიძლება, მთლად ისე არ ყოფილა ყველა-
ფერი, როგორც მუსიკითა და საკმევლით გაბრუებული ვხედავ-
დი, მაგრამ რაღაც მოხდა. ამპარო გამახსენდა. სახლში რომ
დავბრუნდით, სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ მართლა
პომბა ჟირა შეუსახლდა სხეულში, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ იმ საღამოს უმბანდას კარავში იყო და სჯეროდა - ყოველ
შემთხვევაში, ისე იქცეოდა, თითქოს სჯეროდა - რომ პომბა
ჟირა შეუსახლდა.
საბოლოოდ, გამოდიოდა, რომ ლია მართალი იყო. მისი ინ-
ტერპრეტაცია აბსოლუტურად დამაჯერებლად მეჩვენებოდა,
პროვენის გზავნილი გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალი
იყო. არასოდეს შეკრებილან ტამპლიერები გრანჟ-ო-დიმში. არც
გეგმა არსებობდა და არც არავითარი გზავნილი.
ის ჩამონათვალი ჩვენთვის რებუსი იყო, რომელშიც ჯერ კი-
დევ დარჩენილიყო ცარიელი უჯრები. თუმცა რებუსთან
შედარე-ბა, ალბათ, არაზუსტია: რებუსში სიტყვები ერთ
საერთო ასოზე იკვეთება. ჩვენს თამაშში სიტყვები კი არა,
იდეები და ფაქტები იკვეთებოდა და მაშასადამე, მისი წესებიც
განსხვავებული იყო. ძირითადად სამი წესი არსებობდა.
პირველი: იდეები ერთმანეთს ანალოგიით უკავშირდება. შე-
უძლებელია, თავიდანვე დაადგინო, ანალოგია კარგია თუ უვარ-
გისი, რადგან რაღაც თვალსაზრისით ნებისმიერი რამ ნებისმი-ერ
სხვა რამეს ჰგავს. მაგალითად: კარტოფილი იკვეთება ვაშ-

916
ლთან, რადგან ორივე მცენარეულია და თან - მომრგვალო
ფორმის. ვაშლს გველთან ბიბლიური მნიშვნელობა აკავშირებს.
გველს კრენდელთან - ფორმის მსგავსება, კრენდელი სამაშვე-ლო
რგოლს ჰგავს, ის კი საბანაო კოსტიუმს გვაგონებს, ბანაობა -
ნაოსნობას, ნაოსნობა - რუკას, სანაოსნო რუკა - ქაღალდს, ქა-
ღალდი - ტუალეტის ქაღალდს, ტუალეტის ქაღალდი - ჰიგიენას,
ჰიგიენა - სპირტს, სპირტი - ალკოჰოლს, ალკოჰოლი - ნარკო-ტიკს,
ნარკოტიკი - შპრიცს, შპრიცი - ნაჩხვლეტს, ნაჩხვლეტი - ხვრელს,
ხვრელი - ნიადაგს, მიწას, მიწა კი - კარტოფილს.
მშვენიერია. მეორე წესის თანახმად, თუ ბოლოს ყველაფერი
ერთმანეთში ჯდება, თამაში სწორად მიდის. კარტოფილიდან
კარტოფილამდე ყველაფერი კარგად ეწყობა, მაშასადამე, ეს
გზა სწორია.
მესამე წესი: კავშირები, ასოციაციები ახალი და უცხო არ უნ-და
იყოს. ანუ კავშირი უნდა არსებობდეს, უკვე კრისტალიზებუ-ლი
უნდა იყოს ადამიანთა ცნობიერებაში (რაც უფრო მყარი და
ძველია, მით უკეთესია, მაგრამ მთავარია, ვინმეს სადმე ერ-თხელ
მაინც ჰქონდეს გავლებული იგივე პარალელი). ეს ერთა-დერთი
გზაა იმისთვის, რომ კავშირი, საერთო ნიშნით კვეთა და-
მაჯერებლად გამოიყურებოდეს. ეს კავშირები სრულიად აშკარა
და ყველასათვის გასაგები უნდა იყოს.
ბატონი გარამონის იდეაც ხომ სწორედ ეს იყო: შეპყრობილი
ავტორები რამე ახალს კი არ უნდა ამბობდნენ, არამედ უკვე
ბევ-რჯერ ნათქვამს იმეორებდნენ. ასე რომ არ იყოს, რაღა ძალა
და ფასი ექნებოდა მაშინ "ტრადიციას"?
ჩვენც ასე მოვიქეცით: არაფერი გამოგვიგონია, გარდა ფაქ-
ტების მიმდევრობისა. არდენტიც იმავეს აკეთებდა, არც მას გა-
მოუგონია რამე ახალი, უბრალოდ, მან ამბის ნაწილები ცოტა

917
სასაცილოდ დაალაგა და თანაც, არდენტი ხომ ჩვენსავით გა-
ნათლებული არ ყოფილა. მას აკლდა კიდეც ფაქტები, მთელი
იმ ჯაჭვის ზოგიერთი რგოლი...
მათ კი ეს ნაწილები ჰქონდათ, მაგრამ კროსვორდის სქემა,
ჩარჩო არ გააჩნდათ. თანაც, ვიმეორებ, ჩვენ უფრო მაგრები აღ-
მოვჩნდით.
ლიას საყვედური გამახსენდა, ეს თქვენი "თამაში"
მავნებლუ-რიაო: "ხალხს ისედაც გეგმა ელანდება ყველგან და
ყველაფერ-ში, საკმარისია, გეგმა უხსენო და დამშეული
მგლების ხროვასა-ვით წაესევიან. შენ იგონებ, ერთობი, ისინი
კი იჯერებენ. წარმო-სახვა ისედაც საჭიროზე მეტი აქვთ
ადამიანებს, არ შეიძლება მი-სი ამდენად პროვოცირება".
მართლა ასე ხდება. ახალგაზრდა ჰეროსტრატეს ნერვები ეშ-
ლება, რადგან არ იცის, როგორ გაითქვას სახელი. მერე რაღაც
ფილმს ნახავს, სადაც სუსტი ნერვების ბიჭი "ქანთრის" ცნობილ
მომღერალ ქალს მოკლავს და ერთი დღით დაიპყრობს ახალ
ამბებს. მორჩა, ფორმულა ნაპოვნია! ჩვენი ბიჭი ადგება და ჯონ
ლენონს ესვრის.
ისევე, როგორც სსგ ავტორი. როგორ უნდა გახდე ცნობილი
პოეტი, როგორ უნდა დაიმკვიდრო ადგილი ენციკლოპედიებში?
გარამონს პასუხი მზად აქვს: ძალიან მარტივად. გადაიხადე. სსგ-ს
ასეთი რამ აზრად არ მოუვიდოდა, მაგრამ როცა გაიგებს, რომ
არსებობს გზა, სახელად "მანუციო", მაშინვე ხედავს მასში
საკუთარ თავს. დარწმუნებულია, რომ "მანუციოს" ელოდა მთე-
ლი ცხოვრება, უბრალოდ, არ იცოდა მისი არსებობა.
არარსებული გეგმა გამოვიგონეთ და მათ არა მხოლოდ
დაიჯერეს ის, არამედ დარწმუნდნენ, რომ კარგა ხანია, თვითონ
იყვნენ ამ გეგმის ნაწილი, მასში დაინახეს, ამოიცნეს თვიანთი

918
არეულ-დარეული და ბუნდოვანი გეგმების ფრაგმენტები.
ჩვენი გეგმის ეტაპებად დაინახეს ისინი, გეგმისა, რომელიც
ანალოგი-ის, გარეგნული იერის, ეჭვის შეუვალი ლოგიკით იყო
დასახსრუ-ლი და ჩამოყალიბებული.
თუ რაღაცას გამოიგონებ, რასაც სხვები რეალობად აქცევენ,
გამოდის, რომ ის მართლა არსებობს. უკვე არსებობს.
ამ წამიდან მოყოლებული, შეპყრობილთა ურდოები გააფ-
თრებული შეუდგებიან სამყაროს ჩხრეკას რუკის ძებნაში.
რუკა შევაშველეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, სა-
კუთარ ფრუსტრაციას გამკლავებოდნენ. რომელ
ფრუსტრაციას? ეს ბელბოს ბოლო ფაილმა მიკარნახა: კრახი
შეუძლებელი იყო, თუ გეგმა მართლა იარსებებდა. მარცხი
შეიძლებოდა გეწვნია, მაგრამ ის შენი ბრალი არ იქნებოდა,
კოსმოსური შეთქმულების წინაშე ქედის მოხრა სირცხვილი
არაა. ასეთ დროს ლაჩარი კი არა, მსხვერპლი ხარ, წამებული.
ხომ არ წუწუნებ იმის გამო, რომ ოდესღაც უნდა მოკვდე, არც
იმაზე, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება რომელიღაც მიკროორ-
განიზმის მსხვერპლი გახდე; არც ისაა შენი ბრალი, რომ ბრჭყა-
ლებიანი ტერფები არ გაბია, ნადავლს რომ ჩაებღაუჭო და არც ის,
რომ ევოლუციის პროცესში კუდი გაგიქრა. ვერც დაცვენილ
კბილებს ამოიყვან ხელმეორედ და ვეღარც თმას გამელოტე-ბულ
თავზე; ვერც მკვდარ ნეირონებს გააცოცხლებ და ვეღარც ბებერ,
ჩაკირულ სისხლძარღვებს მოუხერხებ რამეს. მაგრამ ეს
ყველაფერი შენი კი არა, შურიან ანგელოზთა ბრალია.
ყოველდღიური ცხოვრებაც ასეა. თუნდაც ბირჟების კრახი
გა-ვიხსენოთ: ადამიანები ერთდროულად რაღაც მცდარ მოძ-
რაობებს გააკეთებენ და ეს მოძრაობები, ერთად, პანიკას შექ-
მნის. მერე ვიღაც, სხვებზე სუსტი ნერვების პატრონი, ჩხრეკას

919
დაიწყებს, კი მაგრამ, ვინ დაგეგმა ეს შეთქმულება, ვის აძლევდა
ხელს ეს ყველაფერიო? და ღმერთმა დაიფაროს, დროულად არ
გამოიძებნოს მტერი, შეთქმულების მომწყობი. დამნაშავედ იგ-
რძნობ თავს. უფრო სწორად, რადგან არც შენ გასვენებს დანა-
შაულის გრძნობა, თავს ირწმუნებ, რომ შეთქმულება არსებობს,
თანაც არაერთი. და მერე მათთან გასამკლავებლად, მათ ჩასახ-
შობად საკუთარი შეთქმულების მოწყობა გჭირდება.
და რაც უფრო მეტად ცდილობ, სხვების მიერ მოწყობილი
შეთქმულებები წარმოიდგინო საკუთარი დაბნეულობის გასა-
მართლებლად, მით უფრო მოგწონს, გიყვარდება შეთქმულებე-ბი
და საკუთარსაც მათ საზომს არგებ. ზუსტად ეს მოხდა, როცა
იეზუიტები, ბეკონის მიმდევრები, პავლიკიანები და ნეოტამ-
პლიერები - ყველანი ერთიმეორეს აშვერდნენ თითს და რაღაც
საიდუმლო გეგმის გამოგონებაში ადანაშაულებდნენ ერთმა-
ნეთს. დიოტალევის სიტყვები მახსოვს: "რა თქმა უნდა, სხვებს
მიაწერ იმას, რასაც თავად აკეთებ და რადგან თავად აკეთებ სა-
ძაგლობას, სხვებიც მაშინვე საძაგლები ხდებიან. მაგრამ, რო-გორც
წესი, სხვებსაც ერთი სული აქვთ, ზუსტად ის საძაგლობა
გაიმეორონ, რასაც შენ აკეთებ, ამიტომ გეხმარებიან და გაჯერე-
ბენ, რომ რასაც მათ მიაწერ, სინამდვილეში სწორედ ისაა, რა-საც
მუდამ ნატრობდნენ. ღმერთი აბრმავებს მათ, ვისი დაღუპვაც
უნდა, უბრალოდ, ცოტა ხელი უნდა წააშველო ღმერთს".
შეთქმულება საიდუმლოს გარეშე წარმოუდგენელია.
საიდუმლო აუცილებელია, რადგან მისი ამოხსნა შვებას გვგვრის
და ფრუსტრაციას გვიხსნის, რადგან ან თავად საიდუმ-ლო
გადაგვარჩენს, ან საიდუმლოს ცოდნა გაიგივდება გადარ-
ჩენასთან. მაგრამ არსებობს კი ასეთი ბრწყინვალე საიდუმლო?

920
რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ მას ვერასოდეს გაიგებ. თუ
საიდუმლო გაცხადდა, იმედგაცრუება გარდაუვალია. ალიე არ
ჰყვებოდა საიდუმლოს წყურვილით შეპყრობილ ანტონინების
ეპოქაზე? არადა, დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც
ქვეყანას მოევლინა ადამიანი, რომელმაც ღვთის შვილად, გან-
კაცებულ ღმერთად გამოაცხადა თავი და კაცობრიობის ცოდვე-ბი
იკისრა. განა პატარა საიდუმლოა? თანაც ყველას ხსნას ჰპირ-
დებოდა და ამისთვის მხოლოდ მოყვასის სიყვარულს სთხოვდა.
ხელწამოსაკრავი ფაქტია? კაცი იმასაც ამბობდა, რომ საჭირო
დროს ნათქვამი საჭირო სიტყვა პურის ნატეხსა და ჭიქა ღვინოს
ღმერთის სისხლად და ხორცად აქცევს და მორწმუნეს დააპუ-
რებსო. პატარა ამბავია? ეკლესიის მამებს მოუწოდებდა, ჯერ
თავად ერწმუნათ და მერე მორწმუნეთათვის ემცნოთ, რომ
ღმერთი ერთი და სამსახოვანია, რომ სულიწმინდა მამისაგან და
ძისგან გამოდის, მაგრამ ძე არ გამოდის მამისაგან და სულიწ-
მინდისგან. ეს რა, სახუმარო ამბავია? ჰილიკოსების გასართობი
ფორმულაა? არადა იმათ, ვისაც ხსნამდე ერთი ნაბიჯი აშორებ-და
და ხელის ერთი გაწვდენა სჭირდებოდა, ყურიც არ შეუბერ-ტყავთ.
ეს იმიტომ, რომ თვალში ეპატარავათ გამოცხადების საიდუმლო,
უი, სულ ეს იყო? ეს რა არისო! და ისტერიულად დაეხეტებოდნენ
ხმელთაშუა ზღვის არეალში რაღაც სხვა, და-კარგული, უფრო
იდუმალი სიბრძნის საძებნელად. გაიძახოდ-ნენ, მთელი ეს
დოგმები, ოცდაათ ვერცხლზე მეტი რომ არ ღირს, იმ, ნამდვილი
სიბრძნის მხოლოდ გარეგნული საფარი და საბურველია, სულით
ღატაკთა იგავი, იაფფასიანი იეროგლიფი, პნევმატიკოსთა თვალის
ჩაპაჭუნებაო. სამების საიდუმლო? უჰ, მეტისმეტად მარტივია!
თუ კარგად ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ მის მიღმა სხვა რამ
იმალება.

921
ვიღაცას (აღარ მახსოვს, შეიძლება, რუბინშტეინს) კითხვაზე,
ღმერთის თუ გწამთო, უპასუხია: "ოჰ, არა... მე... რაღაც ბევრად
უფრო დიდის მწამს...", ვიღაც სხვას კი (ჩესტერტონს?)
უთქვამს, ადამიანებს, მას შემდეგ, რაც ღმერთის აღარ სწამთ,
განა არაფ-რის აღარ სწამთ, პირიქით, ახლა ყველაფრის სწამთო.
"ყველაფერი" უფრო დიდ საიდუმლოს როდი ნიშნავს.
"უფრო დიდი საიდუმლო" არ არსებობს, რადგან ნებისმიერი
საიდუმ-ლო, გამჟღავნდება თუ არა, პატარავდება. არსებობს
მხოლოდ ცარიელი საიდუმლო. საიდუმლო, რომელიც ერთიდან
მეორეზე გადადის. ჯადვარის საიდუმლო ისაა, რომ ის
სათესლე ჯირ-კვლებზე მოქმედებს, სათესლე ჯირკვლები კი
რომელიღაც ზო-დიაქოს ნიშანზე მიანიშნებს, ზოდიაქოს
ნიშნები - ანგელოზთა იერარქიაზე, ანგელოზთა იერარქია -
მუსიკალურ გამაზე, გამა - ხასიათებს შორის კავშირზე და ასე
შემდეგ. ინიციაცია იმას ნიშ-ნავს, გაუჩერებლად სწავლობდე,
არ ისვენებდე, ხახვივით ფცქვნიდე სამყაროს, თუ უსასრულო
ხახვს წარმოვიდგენთ, რო-მელსაც ყველგან ცენტრი აქვს და
გარშემოწერილობა არ გააჩ-ნია, მებიუსის ლენტივით.
ნამდვილი შედგომილი ისაა, ვინც იცის, რომ ყველაზე დიდი
ძალა ცარიელ საიდუმლოს აქვს: არარსებულ შიგთავსს ვერც
მტერი მოგტაცებს და ვერც შენიანი დაგტყუებს.
ახლა უფრო ლოგიკურად, თანმიმდევრულად მეჩვენებოდა
ქანქარის წინ გამართული ღამის რიტუალი. ბელბომ თქვა,
საიდუმლო ვიციო და ამით მოიპოვა მათზე ძალაუფლება. მათი
უდიდესი სურვილი, თვით ალიესნაირი წინდახედული კაცისაც
კი, მისთვის საიდუმლოს დატყუება იყო. ამიტომ დაჰკრეს დაფ-
დაფებს და ყველა ერთად მოიხმეს იმ ღამეს. რაც უფრო ჯიუტობ-
და ბელბო, რაც უფრო მალავდა საიდუმლოს, მით უფრო მეტად

922
რწმუნდებოდნენ ისინი, რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვანი
იცოდა. რაც უფრო მეტად იფიცებოდა, არაფერი ვიციო, მით უფ-
რო რწმუნდებოდნენ ისინი, რომ იცოდა, თანაც - ნამდვილი,
დიადი საიდუმლო! აბა, ტყუილი რომ ყოფილიყო, ხომ არ გაჯი-
უტდებოდა ასე? ხომ მაშინვე იტყოდა ყველაფერს?
საუკუნეობით ამ საიდუმლოს ძებნამ შეაკავშირა ისინი ასე
მჭიდროდ, შეჩვენებების, წყველა-კრულვის, საშინაო ბრძოლე-
ბისა და კინკლაობების მიუხედავად. უკვე სულ ახლოს იყვნენ
მიზანთან, საცაა, ყველაფერს გაიგებდნენ და ახლა ორი რამ
სცემდათ თავზარს: ეშინოდათ, საიდუმლოს იმედი არ გაეც-
რუებინა მათთვის, მაგრამ მეორე და მთავარი ის იყო, რომ გუ-
ლი უსკდებოდათ, ახლა, როცა ბევრი ადამიანი გაიგებდა
საიდუმლოს, არავითარი საიდუმლო აღარ შერჩებოდათ. ეს ხომ
მათ აღსასრულს ნიშნავდა.
ამ დროს მიხვდა ალიე, ბელბოს ხმა რომ ამოეღო, ყველა
ყველაფერს გაიგებდა და ის, ალიე, წამში დაკარგავდა თავისი
ბუნდოვანების შარავანდედს, მთელ თავის ქარიზმასა და ძალა-
უფლებას. ხოლო თუ ბელბო მხოლოდ მას გაანდობდა საიდუმ-
ლოს, ალიე კვლავაც უკვდავი სენ-ჟერმენის როლში დარჩებო-და.
საიდუმლოს გამჟღავნება და ალიეს მარადიულობის განად-
გურება ერთი იქნებოდა. ამიტომ ცდილობდა ალიე, ეიძულებინა
ბელბო, ყურში ეთქვა მისთვის სათქმელი და როცა მიხვდა, ეს
შეუძლებელი იყო, პროვოკაციას მიმართა, რომ ბელბო არ და-
ნებებულიყო და, რაც მთავარია, ეჩვენებინა სხვებისთვის, რომ
ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. კარგად იცნობდა ბელბოს ბებერი
გრაფი, იცოდა, რომ იმ მხარეში, სადაც ბელბო იყო გაზრდილი,
ადამიანებს სიჯიუტე და იუმორი შიშსაც კი ამარცხებინებს. ამი-
ტომ აიძულა, გამოწვევა მიეღო და საიდუმლო არ გაემხილა.

923
დანარჩენებსაც ზუსტად იმავესი ეშინოდათ, ამიტომ გადაწ-
ყვიტეს ბელბოს მოკვლა. რუკას კარგავდნენ, მაგრამ სამა-გიეროდ
საუკუნეები ექნებოდათ მის საძებნელად: ბელბოს მოკ-ვლით
თავიანთ გადაბერებულ, მოფახფახებულ, დუჟმორეულ სურვილს
სიცოცხლეს, სიქორფეს დაუბრუნებდნენ.
ამპაროს მონაყოლი გამახსენდა. ჯერ კიდევ იტალიაში ჩა-
მოსვლამდე რამდენიმე თვე ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ისეთ
უბანში, სადაც ცივილიზებული ადამიანი მხოლოდ მაშინ ხვდე-
ბოდა, თუ მკვლელობებსა და პოლიციის სპეცრაზმზე ფილმის
გადაღებას მოისურვებდა. ღამის ორ საათზე მარტო ვბრუნდებო-
დი სახლშიო. კი მაგრამ, სექსუალური მანიაკების არ გეშინოდა-
მეთქი? მაშინ მომიყვა თავისი მეთოდის შესახებ: როგორც კი სა-
ეჭვო ტიპი მომიახლოვდებოდა, ვეცემოდი, ხელკავს გამოვდებ-დი
და ჩავჩურჩულებდი, "წამო ერთი, ლოგინში ჩაგიგორო!", ისიც
გარბოდა, დაბნეული და შეშინებულიო.
მანიაკს მართლა სექსი კი არ უნდა, ის უნდა, რომ სექსი უნ-
დოდეს, ვინმეს მოჰპაროს, წაგლიჯოს ის, ძალით, უკითხავად.
მზამზარეულს თუ დაგიდებენ წინ და გეტყვიან, აჰა, როდოს,
მი-დი, მიახტიო, გაიქცევი, აბა რა. თუ დათანხმდი, რაღა
მანიაკი ხარ?
ჩვენ კი მათ სურვილებს შევუღიტინეთ, ისეთი საიდუმლო
შევ-თავაზეთ, რომ მასზე ცარიელს მართლა ვერ წარმოიდგენდა
ადამიანი. არა მარტო თავადაც არ ვიცოდით, რა იყო ეს ჩვენი
საიდუმლო, არამედ ისიც ვიცოდით, რომ არ არსებობდა.
თვითმფრინავი მონბლანის თავზე მიფრინავდა. მგზავრები
სალონის ერთ მხარეს მიაწყდნენ, რომ არ გამორჩენოდათ, მი-
წისქვეშა ნაკადების შეჯახების შედეგად ამოზრდილი ეს მახინჯი
მუწუკი. ვფიქრობდი, თუ რასაც ვფიქრობ, მართალია, მაშინ,

924
ალბათ, არც მიწისქვეშა ნაკადები არსებობს, როგორც პროვე-
ნის გზავნილი-მეთქი. მაგრამ გეგმის გაშიფვრის ისტორია, იმ
სახით, რა სახითაც ჩვენ მოვიფიქრეთ, სხვა არაფერი იყო, თუ
არა თავად სამყაროს ისტორია.
ბელბოს ბოლო ფაილი მახსენდებოდა. კი მაგრამ, თუ ცხოვ-
რების არსი იმდენად ცარიელი და სუსტია, რომ მხოლოდ მისი
საიდუმლოს მძებნელთა ილუზიას ეყრდნობა, მაშინ ამპარო
მართალი ყოფილა, არ არსებულა არავითარი გათავისუფლება,
ყველანი მონები ვყოფილვართ, რომლებსაც პატრონის გარეშე
არსებობა არ შეუძლიათ, მონობის ღირსი ვყოფილვართ...
შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან ლიამ მასწავლა, რომ
სხვა რამეც არსებობს და ამის დასტურიც მაქვს, ჯულიო ჰქვია
და ახლა სადღაც მთის პატარა სოფელში თამაშობს, ალბათ
თხას ექაჩება კუდზე.
შეუძლებელია, რადგან ბელბომ ორჯერ თქვა უარი. პირველი
უარი "აბულაფიას" უთხრა და ყველას, ვინც მის
საიდუმლოში შეღწევას ეცდებოდა. "გაქვს პაროლი?" - ეს იყო
შეკითხვა და პასუხი, ცოდნის გასაღები, იყო: "არა". სიმართლე
მაინც არსებობს და იმაში მდგომარეობს, რომ ჯადოსნური სიტ-
ყვა არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ ჩვენც კი არ ვიცით ის.
ვინც ამის აღიარებას მოახერხებს, მხოლოდ ის შეძლებს, რაღა-
ცას მიხვდეს, იმდენი მაინც გაიგოს, რამდენიც მე გავიგე.
მეორედ შაბათ საღამოს თქვა უარი, როცა თავის გადარჩენა-ზე
არ დათანხმდა. ათასნაირი რუკის გამოგონება შეეძლო, ბო-ლოს
და ბოლოს, ჩემი ნაჩვენები რუკებიდან დაუსახელებდა ერთ-
ერთს. იმ ადგილშეცვლილი ქანქარის ქვეშ შეყრილი გიჟე-ბის
ხროვა მაინც ვერასოდეს გაიგებდა, სად იყო "სამყაროს ჭი-პი" და
რომც მიეგნო რაღაცისთვის, ათწლეულები დასჭირდებო-

925
და იმის მისახვედრად, რომ მოატყუეს. მაგრამ არა, ბელბომ და-
ნებებას სიკვდილი ამჯობინა.
ძალისთვის კი არა, სიგიჟის, უაზრობისთვის არ ისურვა ქე-
დის მოდრეკა. ეს ნიშნავს, რომ იცოდა, რაც უნდა სუსტი იყოს
ადამიანის არსება, რაც უნდა უსასრულოდ და უმიზნოდ ვცდი-
ლობდეთ, რამე გავუგოთ ამ სამყაროს, არის რაღაც, რაც ყვე-
ლაფერ დანარჩენზე მნიშვნელოვანია, რასაც სხვა ყველაფერზე
მეტად აქვს აზრი.
რა იგრძნო ბელბომ (იქნებ მხოლოდ იმწამს) ისეთი, რამაც ძალა
მისცა, საკუთარი ბოლო, სასოწარკვეთილი ნაწერის წინა-აღმდეგ
მოქცეულიყო, არ დამორჩილებოდა იმას, ვინც რაღაც გეგმას
ჰპირდებოდა? რას მიხვდა - ბოლოს და ბოლოს - ისეთს, რამაც
აიძულა, სიცოცხლე გაეღო? თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ
მიმხვდარიყო იმას, რაც იცოდა, მაგრამ ამწუთამდე ვერ გა-
ეცნობიერებინა; თითქოს მისი ამ ერთადერთი, ნამდვილი, აბ-
სოლუტური საიდუმლოს წინაშე ყველაფერი, რაც "კონსერვატო-
რიაში" ხდებოდა, უსაშველოდ სულელური იყო და მაშასადამე,
სიცოცხლის შენარჩუნებაც სისულელე იქნებოდა.
რაღაც მაკლდა. ერთი რგოლი აკლდა ჯაჭვს. მეჩვენებოდა,
რომ ყველაფერი ვიცოდი ბელბოს სიცოცხლეზეც და სიკვდილ-
ზეც, ყველა მის მოძრაობას ვიცნობდი, გარდა ერთისა.
აეროპორტში, როცა პასპორტს ვეძებდი, ამ სახლის გასაღები
ვიპოვე პიჯაკში. ბელბოს ბინის გასაღებთან ერთად აცმული,
ხუთშაბათიდან მედო ჯიბეში. ის დღე გამახსენდა, როცა ბელბომ
ძველი კარადა მიჩვენა, სადაც თავისი ნაშრომების სრულ კრე-
ბულს ინახავდა (ასე უწოდა მაშინ), juvenilia-ს, სიყმაწვილის ნა-
წერებს. ვიფიქრე, რომ ბელბოს ნაწერებში რაღაც ისეთი უნდა

926
ყოფილიყო, რაც "აბულაფიაში" ვერაფრით მოხვდებოდა. და ის
რაღაც აქ, ***-ში იყო დამარხული.
არავითარი გონივრული საფუძველი არ ჰქონდა ჩემს ვარა-
უდს. მშვენიერი მიზეზია, სწორ ვარაუდად მივიჩნიო-მეთქი,
ვი-ფიქრე.
მანქანის გამოსაყვანად გავიქეცი სახლში და პირდაპირ აქ
ამოვედი.
კანეპას ოჯახის მოხუცი ნათესავი ქალიც კი არ დამხვდა სახ-
ლში. ალბათ, ამასობაში ისიც მოკვდა. სახლში არავინაა. ყველა
ოთახი შემოვიარე, ნესტის სუნი დგას. თავიდან ვიფიქრე,
სათბუ-რა ჩამედო ერთ-ერთ ლოგინში, მაგრამ რა საჭიროა
ივნისში სა-წოლის გათბობა, ფანჯარას გააღებ თუ არა, საღამოს
თბილი ჰაერით ივსება ოთახი.
მზე ჩავიდა. მთვარე არ ჩანდა. როგორც პარიზში შაბათ საღა-
მოს. გვიან ამოიწვერა, მის ნაკუწს ვხედავ, უფრო პაწაწინას,
ვიდრე პარიზში, ნელა შორდება დაბალ გორაკებს და საცაა,
"ბრიკოსა" და მის მოპირდაპირე მოყვითალო, ალბათ, უკვე გა-
თიბულ ქედს შორის ამოგორდება.
საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, აქ რომ მოვედი. ჯერ კიდევ
დღის შუქი იყო. საჭმელი არაფერი მქონდა. ყველა ოთახი და-
ვიარე და ბოლოს სამზარეულოშიც შევიხედე: ჭერის კოჭზე ძეხ-ვი
ეკიდა. ძეხვითა და ცივი წყლით ვივახშმე, ალბათ, ასე, ათ სა-
ათზე. ძია კარლოს სამუშაო ოთახში ვზივარ. მომწყურდა. გრა-
ფინით ამოვიტანე წყალი და გვერდით მოვიდგი. ყოველ ათ წუთ-
ში ვიყუდებ გრაფინს, ხარბად ვსვამ, მერე ისევ ჩავდივარ, ვავსებ
და ისევ თავიდან ვიწყებ. ალბათ, ღამის სამი საათი იქნება, მაგ-
რამ შუქი ჩამქრალი მაქვს და საათის ისრებს გაჭირვებით ვარ-ჩევ.
ფანჯრიდან ვიყურები და ვფიქრობ. გორაკების ფერდობები

927
ციმციმებს. ვერ ვხვდები, ციცინათელებია თუ ვარსკვლავები
ცვივა. დროდადრო შორიდან, ხეობიდან ან მთებზე შეფენილი
სოფლებიდან, მანქანის ხმა აღწევს. ბელბოს პატარაობაში ეს
ხედი, ალბათ, სხვანაირი იყო. მანქანები არ დადიოდა და არც ეს
გზები არსებობდა. კომენდანტის საათი მეფობდა წყვდიადში.
კარადა გამოვაღე. თაროები ქაღალდებითაა სავსე. დაწყები-
თი სკოლის რვეულები, სიყმაწვილეში დაწერილი ლექსებითა
და მოთხრობებით სავსე ბლოკნოტები.
ბავშვობაში ყველა წერს ლექსებს, მაგრამ ნამდვილი პოეტე-ბი
მერე ანადგურებენ მათ, უხეირო პოეტები კი - აქვეყნებენ. ბელბო
მეტისმეტად საღად მოაზროვნე ადამიანი იყო საიმისოდ, რომ ეს
ლექსები შეენახა და მეტისმეტად სუსტი, რომ გაენადგუ-რებინა.
ამიტომ ძია კარლოს კარადაში დამარხა ისინი.
რამდენიმე საათს გაუჩერებლად ვკითხულობდი. კარგა ხა-
ნია, მოვრჩი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ. ბოლო ნაწერზე ვფიქ-
რობ, რომელსაც კარადაში გადავაწყდი, როცა მეგონა, რომ უკ-
ვე ყველაფერი წავიკითხე და ფარ-ხმლის დაყრას ვაპირებდი.
არ ვიცი, როდინდელია ეს ნაწერი. ბევრი ფურცელია
არეული, სხვადასხვა ხელწერა ენაცვლება ერთმანეთს, უფრო
სწორად, აშკარად ერთი ხელწერაა, მაგრამ სხვადასხვა პე-
რიოდის. თითქოს ძალიან ადრე, თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი
წლი-სას დაუწყია წერა, მერე მიუტოვებია და ასე ოცისას
გაუგრძელე-ბია. მერე ისევ მიბრუნებია, ოცდაათი წლის ასაკში
ან უფრო გვი-ან, სანამ საბოლოოდ არ უთქვამს წერაზე უარი
(თუ "აბულა-ფიაში" წერას არ ჩავთვლით). აშკარაა, რომ ამ
ნაწერთან მიბ-რუნება და ელექტრონულ ფაილად ქცევით მისი
დაკნინება ვე-ღარ გაბედა.

928
ვკითხულობ და თითქოს ნაცნობ ამბავს ვიხსენებ. 1943-
1945 წლებში ***-ში მომხდარ ამბებს: ძია კარლოს,
პარტიზანებს, ეკ-ლესიის ორატორიუმს, სესილიას, საყვირს. ამ
ამბის პროლოგს ვიცნობ, ეს მოგონებები არ ასვენებდა ბელბოს
სინაზის, სიმ-თვრალის, სევდის, ტკივილის წუთებში.
მეხსიერების ლიტერა-ტურა: თვითონაც იცოდა, რომ ეს იყო
ლაჩრების საბოლოო თავ-შესაფარი.
მაგრამ მე ხომ ლიტერატურის კრიტიკოსი კი არა, სემ
სპეიდი ვარ, რომელმაც, როგორც იქნა, კვალი აიღო.
ასე მივაგენი მთავარ ტექსტს. ალბათ, ***-ში მომხდარი ამბის
ბოლო თავია. ამის შემდეგ შეუძლებელია, კიდევ მომხდარიყო
რამე.

929
119

"საყვირის გვირგვინს ცეცხლი მოედო და დავინახე, როგორ


გაიპო გუმბათის თაღი, საყვირის მილის გავლით ისარივით ჩა-
მოიტყორცნა ცეცხლის თვალისმომჭრელი ნაკადი და შთაებერა
უსიცოცხლო სხეულებს. ამის შემდეგ ნაპრალი დაიხურა და
საყ-ვირიც გაუჩინარდა".214
ტექსტში ბევრი ცარიელი ადგილია, ზოგან სიტყვები
მეორდე-ბა, ზოგან გადაშლილია, ზოგან კი - გათხაპნილი.
პარიზიდან ახალი დაბრუნებული, ამ ნაწერს თითქოს კი არ
ვკითხულობ, არამედ ვგრძნობ, განვიცდი.
1945 წლის აპრილის ბოლო უნდა იყოს. გერმანული არმია
გატეხილია, ფაშისტები უკან იხევენ. ***-ს უკვე პარტიზანები
აკონტროლებენ.
ბოლო შეტაკების შემდეგ, რომლის ამბავსაც იაკოპო სწო-
რედ ამ სახლში მოგვიყვა თითქმის ორი წლის წინ, პარტიზანთა
ბრიგადები ***-ში იკრიბებოდნენ, რათა ქალაქზე მიეტანათ
იერიში. "რადიო ლონდონის" სიგნალს ელოდნენ, რომ დაძრუ-
ლიყვნენ, როცა მილანიც მზად იქნებოდა აჯანყებისთვის.
გარიბალდის დაჯგუფებებიც მოგროვილიყვნენ. მათ მეთა-
ურს რასი ერქვა, ვეებერთელა შავწვერა კაცი იყო, სოფელში
დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. სხვადასხვანაირი
ფორმა ეცვათ, მაგრამ ყელზე ყველას წითელი ყელსახვევი ეკე-

214 Johann Valentin Andreae, Die Chymische Hochzeit des


Christian Rosencreutz, Strassburg, Zetzner, 1616, 6, pp. 125-- 126

930
თა და მკერდსაც წითელი ვარსკვლავი უმშვენებდათ. ვისაც რა
იარაღი ეშოვა, ის აესხა: ზოგს ძველი მუშკეტი ეკიდა, ზოგს კი -
მტრისთვის წართმეული ავტომატი. ძალიან განსხვავდებოდნენ
ბადოლიელების ცისფერყელსახვევიანთა ბრიგადებისგან, რომ-
ლებსაც ინგლისელების ფორმის მსგავსი ხაკისფერი ტანსაცმე-ლი
ეცვათ და "სტენის" ახალთახალი ავტომატები ეჭირათ. ბა-
დოლიელებს მოკავშირეები ეხმარებოდნენ, ღამღამობით პარა-
შუტებით უყრიდნენ საჭირო აღჭურვილობასა და იარაღს. ბოლო
ორი წლის განმავლობაში თერთმეტი საათის შემდეგ რეგულა-
რულად გადაიფრენდა ხოლმე ინგლისური სადაზვერვო თვით-
მფრინავი, იდუმალი "პიპეტო", თუმცა გაუგებარი იყო, რას ზვე-
რავდა იმ წყვდიადში: ათეულობით კილომეტრზე ერთი ნათურაც
არ ჭიატობდა მინდვრებსა და გორაკებზეო, წერს ბელბო.
გარიბალდელებსა და ბადოლიელებს დაძაბული ურთიერ-
თობა ჰქონიათ. გარიბალდელები ჰყვებოდნენ, ფაშისტებთან შე-
ტაკებისას ბადოლიელები ხიშტმომარჯვებული გარბოდნენ შე-
ტევაზე და ყვიროდნენ, სავოიას გაუმარჯოსო! ამაზე ბადო-
ლიელები თავს იმართლებდნენ თურმე, ბრძოლის ველზე ჯა-
რისკაცი იმას დაიძახებს, რასაც მიჩვეულია, ეს სულაც არ ნიშ-ნავს,
რომ მონარქიის მომხრეები ვართ, გადასარევად ვიცით, რამდენი
აქვს მეფეს მიქარულიო. გარიბალდელები კი ქირქი-ლებდნენ,
კარგი, შეიძლება, "სავოია" უნებურად წამოგცდეს ბრძოლის
ველზე, მაგრამ ქალაქში მტერთან შეტაკებისას, ქუჩის კუთხეს
რომ ეფარები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევ წინ, "სავოიას გაუმარჯოს"
შემთხვევით რანაირად უნდა წამოგცდესო? მოკ-ლედ, აშკარაა,
რომ ბადოლიელები ინგლისელებს მიეყიდნენო.
თუმცა თანაცხოვრების ერთგვარ წესებზე ყოფილან შეთან-
ხმებული. ერთი კაცის ბრძანებას ელოდებოდნენ იმისთვის, რომ

931
ქალაქზე მიეტანათ იერიში და ეს კაცი ტერცი ყოფილა, რომე-
ლიც ყველაზე კარგად აღჭურვილ ბრიგადას მეთაურობდა. ასა-
კითაც ყველაზე უფროსი იყო, პირველი მსოფლიო ომი ჰქონია
გამოვლილი, გმირის სახელი გაეთქვა და მოკავშირეთა ხელ-
მძღვანელების ნდობითაც სარგებლობდა თურმე.
მომდევნო დღეებში, ალბათ, მილანის აჯანყებამდე რამდენი-
მე დღით ადრე, პარტიზანები ქალაქის გასათავისუფლებლად
წასულან. კარგი ამბები მოდიოდა, ამბობდნენ, ოპერაციამ წარ-
მატებით ჩაიარა და ბრიგადები გამარჯვებული ბრუნდებიან ***--
შიო. თუმცა ხმა დარხეულა, დაღუპულებიც არიან, რასი ბრძო-ლის
ველზე დაეცა, ტერცი კი დაჭრილიაო.
ერთ საღამოს ავტომანქანების რახრახი მოისმა თურმე, რო-
მელსაც გამარჯვებულთა სიმღერაც მოჰყვა და ხალხმა მოედანს
მიაშურა. მთავარი გზიდან პირველი სამხედრო კონტინგენტი
მოდიოდა, მუშტებშემართული იდგნენ ძარებზე, იარაღს იქნევ-
დნენ და დროშებს აფრიალებდნენ. ხალხი ყვავილებს ესროდა
პარტიზანებს.
უცებ ვიღაცამ დაიყვირა, რასი, რასიო! მართლაც რასი იყო,
ვეებერთელა "დოჯის" ძარაზე შემომჯდარი, ოფლიანი და წვერ-
გაბურძგნილი. გაღეღილს, ბანჯგვლიანი მკერდი უჩანდა და
სი-ცილით ესალმებოდა ხალხსო.
რამპინიც ჩამოსულა "დოჯიდან", ელამი ბიჭი, რომელიც ორ-
კესტრში უკრავდა. ცოტათი უფროსი იყო სხვებზე, სამი თვით ად-
რე გაუჩინარებულიყო და ამბობდნენ, პარტიზანებს შეუერ-თდაო.
წითელი ყელსახვევით, ხაკისფერი სერთუკითა და ლურ-ჯი
შარვლით იწონებდა თავსო. ეს დონ ტიკოს ორკესტრის ფორ-მა
ყოფილა, მაგრამ რამპინის ზედ სამხედრო ფორმის ქამარი
შემოერტყა, ბუდიანი პისტოლეტით. ისევ ის სქელშუშიანი სათ-

932
ვალე ეკეთა, რომლის გამოც საშინლად დასცინოდნენ მეგობ-
რები, ახლა კი ისე დაჰყურებდა გარს შემოხვეულ გოგოებს,
თითქოს ფლეშ გორდონი ყოფილიყო. იაკოპოს უფიქრია, ნეტავ
სესილიაც ხომ არ არის ამ ხალხშიო.
ნახევარ საათში მოედანი პარტიზანებით გავსებულა და
ხალ-ხი ტერცის უხმობდა, სიტყვით გამოსვლას სთხოვდა.
ცოტა ხანში მართლაც გამოსულა ტერცი მერიის შენობის
აივანზე. ფერმკრთალი, ყავარჯენს ეყრდნობოდა, ხელის
აწევით სიჩუმისკენ მოუწოდებია შეკრებილთათვის. იაკოპო
პომპეზურ გამოსვლას ელოდა თურმე, რადგან მისი (და მთელი
მისი თაობის) ბავშვობა დუჩეს დიადი ისტორიული
გამოსვლებით იყო დაღდასმული. სკოლაში ამ გამოსვლებიდან
ღირსშესანიშ-ნავ მონაკვეთებს აზეპირებინებდნენ კიდეც, ანუ
ყველაფერს: დუჩეს ყველა ფრაზა ხომ მნიშვნელოვანი იყო.
როგორც კი ხალხი დაწყნარებულა, ტერცის ლაპარაკი დაუწ-
ყია. ძლივს აღწევდა თურმე აივნიდან მისი ხრინწიანი ხმა:
მოქალაქეებო, მეგობრებო. ამდენი უმძიმესი მსხვერპლის
შემდეგ... აი, დღევანდელი დღეც დადგა. დიდება თავისუფლე-
ბისთვის დაცემულ გმირებს.
ეს თქვა და კარში გაუჩინარდა.
ბრბო აღრიალდა, პარტიზანები თოფებსა და მუშკეტებს იქ-
ნევდნენ, ჰაერში ცლიდნენ ოთხმოცდათერთმეტკალიბრიანი
ავ-ტომატის ჯერებს, წვიმასავით მოდიოდა ციდან ცარიელი
ვაზნები და ბავშვები უფროსების ფეხებში დაძვრებოდნენ,
კოლექციის შესავსებად ვაზნებს აგროვებდნენო, წერს ბელბო.
ის ომი იქნებ ერთ თვეში დამთავრებულიყო და სადღა ეშოვათ
მერე ვაზნე-ბიო?

933
ხალხი კი მართლა დაღუპულა იმ შეტაკებაში. ისე მომხდარა,
რომ სან-დავიდედან, მთის ერთი პაწაწინა სოფლიდან, ორი ბიჭი
მოეკლათ და მათ ოჯახებს სურდათ, გმირები ერთად დაემარხათ
მშობლიური სოფლის პატარა სასაფლაოზე.
პარტიზანთა შტაბს გადაუწყვეტია, საზეიმო ცერემონია მოეწ-
ყო დასაფლავების დღეს: საგანგებოდ მოკაზმული კატაფალკები
შეიარაღებულ მებრძოლებს, ქალაქის ორკესტრსა და მოძ-ღვარს
უნდა გაეცილებინათ ბოლო გზაზე. ორატორიუმის ორ-
კესტრისთვისაც უთხოვიათ ცერემონიაში მონაწილეობა.
დონ ტიკო მაშინვე დათანხმებია. პირველ რიგში, იმიტომ,
რომ ფაშისტები არასდროს ჰყვარებია და მერე იმიტომ (ეს მოგ-
ვიანებით გაამხილეს ორკესტრის წევრებმა), რომ ბიჭებისთვის
ბოლო ხანებში ჩუმად ორი სამგლოვიარო მარში უსწავლებია და
ოდესმე ხომ უნდა შეესრულებინათ ისინი? ბოროტი ენები
იმასაც ამბობდნენ თურმე სოფელში, კიდევ იმიტომ
დასთანხმდა პარტიზანებს, რომ ხალხს დაავიწყოს, ფაშისტურ
მარშს რომ აკ-ვრევინებდა თავის მუსიკოსებსო.
იმ ფაშისტურ მარშს "სიყმაწვილე" რქმევია. თანასოფლელე-
ბი ერთ ძველ ამბავს უხსენებდნენ თურმე დონ ტიკოს:
პარტიზანების გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე ორატო-
რიუმის ორკესტრს რომელიღაც წმინდანის დღესასწაულზე და-
უკრავს და უკან რომ ბრუნდებოდნენ, გზაზე "შავი ბრიგადები"
დახვედრიათ. მამაო, "სიყმაწვილე" დაუკარითო, უბრძანებია კა-
პიტანს და ავტომატის კონდახზე აუთამაშებია თითები. რა ექ-
ნათ. სული ტკბილია. ვცადოთო, უთქვამს დონ ტიკოს ბიჭების-
თვის, სადირიჟორო ჯოხი მოუმარჯვებია რიტმის საჩვენებლად
და გამაყრუებელ კაკოფონიას შეუზანზარებია მთელი დაბა. ორ-
კესტრი რაღაც გაუგებრობას აბრახუნებდა, შეშლილი თუ ამო-

934
იცნობდა მასში "სიყმაწვილეს". მოკლედ, საშინელი სირცხვილი
უჭამიათ. მთავარი სირცხვილი ის იყო, იმათ ბრძანებას რომ და-
ვემორჩილეთო, მერე ამბობდა დონ ტიკო, მაგრამ შესრულებაც
სამარცხვინო იყოო. მღვდელმა კაცმა, თანაც ანტიფაშისტმა, თა-
ვი რომ მოვიჭერი, ჯანდაბას, მაგრამ ხელოვნებას ასე არ ექცე-
ვიანო!
იაკოპოს იმ დღეს ყელის ანთება ჰქონია და ლოგინში იწვა.
სამაგიეროდ, ანიბალე კანტალამესა და პიო ბო იქ იყვნენ და ეჭ-
ვი არაა, მათმა შესრულებამ ლომის წილი შეასრულა ნაციზმ--
ფაშიზმის დამხობაში. მაგრამ ბელბოს, როგორც ჩანს, სულ სხვა
რამ ადარდებდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა ეს ეპიზოდი
დაუწერია: კიდევ ერთი შანსი გაუშვია ხელიდან - შანსი, გაეგო,
შეძლებდა თუ არა მაშინ უარის თქმას. ალბათ, ამიტომაც მოკ-
ვდა ქანქარაზე ჩამომხრჩვალი.
მოკლედ, კვირა დილით დაუგეგმავთ დაღუპულთა დასაფლა-
ვება. ტაძრის წინ მთელ დაბას მოეყარა თავი. ტერცი თავისი
მებრძოლებით, ძია კარლო და სხვა ცნობილი საჯარო მოხე-ლეები,
მსოფლიო ომისდროინდელ მედლებასხმული - ყველანი იქ
ყოფილან: მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო ფაშისტი და ვინ -
არა, ახლა გმირებისთვის უნდა მიეგოთ პატივი. ეკლესიის წარ-
მომადგენლებიც გამწკრივებულიყვნენ, ქალაქის ორკესტრის
მუსიკოსებს შავი ტანსაცმელი ეცვათ, კატაფალკებში შებმული
ცხენები კრემისფერი, შავი და ვერცხლისფერი ქსოვილით
მოეკაზმათ, მეეტლე კი ნაპოლეონის მარშალივით გამოპრანჭუ-
ლიყო: სამკუთხა ქუდი ეხურა, გრძელი ლაბადა ეცვა და მოკლე
მოსასახამიც მოეგდო ბეჭებზე. ტანსაცმლის ფერი ცხენების აღ-
კაზმულობისთვის შეეხამებინა. ორატორიუმის ორკესტრის ბი-
ჭებს კეპიანი ქუდები ეხურათ, ხაკისფერი სერთუკები და ლურჯი

935
შარვლები ეცვათ და გაპრიალებული ლითონისა და ხის ჩასაბე-
რი საკრავები და ლაპლაპა თეფშები და დაფდაფები
მოემარჯვე-ბინათ.
***-სა და სან-დავიდეს შორის ხუთი-ექვსი კილომეტრი ყოფი-
ლა, აღმართში ადიოდა მიხვეულ-მოხვეული გზა. პენსიონერები
კვირაობით ნელა დაადგებოდნენ თურმე ამ გზას: დროდადრო
ბურთს აგორავებდნენ, თან ღვინოს წრუპავდნენ და ასე სვენებ--
სვენებით ადიოდნენ მთის წვერზე წამომართულ ეკლესიამდე.
რამდენიმე კილომეტრი, თუნდაც აღმართში, არაფერია, თუ
თამაშ-თამაშით მიდიხარ, ალბათ, არც იარაღასხმულ პარტიზა-
ნებს ეძნელებოდათ ეს გზა, ადიოდნენ და თან გაზაფხულის გემ-
რიელი ჰაერით ძღებოდნენ. მაგრამ ის აღმართი ორკესტრის
ლოყებდაბერილი ბიჭუნებისთვის, რომლებსაც ოფლი ღვარად
სდიოდათ და სუნთქვა არ ჰყოფნიდათ, საშინელება ყოფილა. ქა-
ლაქის ორკესტრს არ გასჭირვებია: მისი მუსიკოსები მთელ
ცხოვრებას დაკვრაში ატარებდნენ და მისჩვეოდნენ ასეთ რამე-
ებს, მაგრამ ორატორიუმის ბიჭებისთვის ეს უმძიმესი გამოცდა
უნდა ყოფილიყო. გმირულად გავუძელითო, წერს ბელბო, დონ
ტიკო თავის სადირიჟორო ჯოხს ჰაერში იქნევდა, კლარნეტები
ქანცგალეულები წიკვინებდნენ, საქსოფონები დამხრჩვალები-
ვით ხაოდნენ, საყვირები კი აგონიაში მყოფებივით კიოდნენ და
ხროტინებდნენ დროდადროო. როგორც იყო, მიუღწევიათ სოფ-
ლამდე და იმ გორაკის კალთამდეც, სადაც სასაფალო იყო. ანი-
ბალე კანტალამესა და პიო ბო, კარგა ხანია, თავს იკატუნებ-დნენ,
ვითომ უკრავდნენ, იაკოპოს კი ბოლომდე, მეცხვარე ძაღ-ლის
ერთგულებით შეუსრულებია თავისი როლი, დონ ტიკოს მა-
კურთხებელი, მადლიერი მზერის თანხლებით. ტოლი არ დაუდ-
ვიათ მერიის ორკესტრისთვის, თავი არ შეურცხვენიათ ბიჭებს,

936
ეს ტერცისა და სხვა ბრიგადების მეთაურებსაც აღუნიშნავთ მე-
რე: მაგარი ბიჭები ხართ, ძალიან იყოჩაღეთო!
პარტიზანთა ერთ-ერთ მეთაურს, ცისფერი ყელსახვევითა
და ორი მსოფლიო ომის მონაწილის ცისარტყელასებრი
ლენტებით შემკულს, დონ ტიკოსთვის უთქვამს: მამაო,
დაასვენეთ ბავშვე-ბი, აღარ შეუძლიათ, მოგვიანებით ამოდით
სასაფლაოზე და უკან ყველას მანქანით ჩაგიყვანთო.
პროცესიის წევრები იქვე სოფლის სასაუზმეში შესულან და-
სასვენებლად. ქალაქის ორკესტრის მუსიკოსები, რომლებსაც
იმდენ დასაფლავებაზე ჰქონდათ დაკრული, რომ კანი გასქელე-
ბოდათ და ყოველგვარი რიდი დაეკარგათ, მაგიდებს დაძგერე-
ბიან და ღორის ჩაშუშული გულ-ღვიძლი და ღვინო შეუკვეთიათ.
კარგ ხანს გაგრძელებულა ღრეობა. დონ ტიკოს ბიჭები კი, სასა-
უზმის დახლთან შექუჩებულები, ყინულიან, საეჭვოდ მჭახე მწვა-
ნე ფერის პიტნის ნაყენს წრუპავდნენ თურმე. ყინული სწრაფად
ეშვებოდა ყელში და ბელბოს შუბლში მწვავე ტკივილი ურტყამ-
და, როგორც ჰაიმორიტის დროს.
მერე ყველანი ზევით, სასაფლაოსკენ, დაძრულან, სადაც
მან-ქანა ელოდათ. ხმაურით მივდიოდით, დაფანტულები,
მოშვებუ-ლები, ერთმანეთს ვურტყამდით ინსტრუმენტებს და
ვერთობო-დითო, წერს ბელბო. სასაფლაოს ჭიშკართან რომ
მისულან, პარტიზანთა მეთაური გამოსულა და დონ
ტიკოსთვის უთქვამს, მამაო, დახურვის ცერემონიისთვის ერთი
საყვირი გვჭირდება, რიტუალური მარში უნდა შეგვისრულოს,
სულ ხუთი წუთის ამბა-ვიაო.
- საყვირი... - საქმიანად ჩაულაპარაკია დონ ტიკოს. მესაყვი-
რეს თურმე ლამის ოფლიც მწვანე გადმოსდიოდა და სადილის
გარდა აღარაფერზე ფიქრობდა. ან რა გაეგებოდა გაუთლელ

937
გლეხუჭას ესთეტიკური თრთოლვისა და იდეოლოგიური
სოლი-დარობის. ჰოდა, აწუწუნებულა, გვიანიაო, სახლში
მინდა დაბ-რუნებაო, ნერწყვი გამიშრაო. რა აღარ
მოუმიზეზებია, ოღონდ უარი ეთქვა დაკვრაზე. დონ ტიკო
საშინელ უხერხულობაში ჩა-ვარდნილა მეთაურის წინაშე,
სირცხვილით აღარ იცოდა თურმე, სად წასულიყო.
ამ დროს იაკოპო, რომელსაც შუადღის კაშკაშა შუქში სესი-
ლიას სახე მოლანდებია, წინ გამომდგარა:
თუ საყვირს მათხოვებს, მე დავუკრავ.
დონ ტიკოს მადლიერებით გაბრწყინებია თვალები, უდღეურ
მესაყვირესაც შვებით ამოუსუნთქავს და საკრავები გაუცვლიათ,
როგორც გუშაგები ცვლიან ხოლმე პოსტზე იარაღს.
იაკოპო სასაფლაოზე ასულა. წინ ადის-აბებაში მოპოვებული
გამარჯვებისთვის მიღებული ორდენებით შემკული ფსიქოპომ-
პოსი მიუძღოდა. ყველაფერი თეთრად ქათქათებდა: მზით
გახუ-რებული გალავანიც, საფლავებიც, აყვავებული ხეებიცა
და მღვდლის შესამოსელიც. მხოლოდ საფლავის ქვებზე
მიკრული გარდაცვლილთა ფოტოები და ორი ახალგაჭრილი
სამარის ირ-გვლივ შეკრებილი ხალხი მოჩანდა ყავისფრად.
ბიჭუნი, - უთქვამს მეთაურს, - შენ აქ დადექი, ჩემ გვერდით
და როცა ნიშანს მოგცემ, "სწორდიზე" დგომის ნოტა აიღე, კარ-
გი? მერე ისევ განიშნებ და "თავისუფლად" უნდა დაუკრა. ხომ
ადვილია?
ამაზე ადვილი რა უნდა ყოფილიყო. მაგრამ საქმე ის იყო,
რომ იაკოპოს სიცოცხლეში არ დაეკრა თურმე არც "სწორდი",
არც "სმენა" და არც "თავისუფლად".

938
საყვირი მარჯვენა ხელში ეჭირა, ნეკნებზე მიბჯენილი, ქვევით
დახრილი, კარაბინი რომ უჭირავთ ხოლმე მეომრებს, ისე და იც-
დიდა, თავაღერილი, მუცელდაჭიმული, ამაყად გაჯგიმული.
ტერცი გამოსამშვიდობებელ სიტყვას ამბობდა, მშრალად,
მოკლე-მოკლე წინადადებებით ლაპარაკობდა თურმე. იაკოპო
ფიქრობდა, საყვირზე დასაკრავად თავის ზევით აწევა, ზეცის-
თვის ახედვა დამჭირდება და მზე დამაბრმავებსო. მაგრამ მერე
თავი უნუგეშებია, ასეთი სიკვდილი მესაყვირის ხვედრია და
რადგან ადამიანი ერთადერთხელ კვდება, ჯობს, ღირსეულად
მოვკვდეო.
უცებ მეთაურმა ჩასჩურჩულა თურმე: "მიდი, დროა" და
ღრმად ჩაისუნთქა ბრძანების გასაცემად, მაგრამ იაკოპომ არ
იცოდა, რა ნოტის აღება სჭირდებოდა "სწორდის".
სასურველი მელოდიური სტრუქტურა, როგორც ჩანს, ბევ-
რად უფრო კომპლექსური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ის, რაც
ბელბოს გამოსვლია, მაგრამ იმ წამს "დო-მი-სოლ-დოს" მეტი
არაფრის დაკვრა არ შეეძლო და მეომრების გაუხეშებული ყუ-
რებისთვის, ალბათ, ესეც საკმარისი იყო. სანამ ფინალურ "დოს"
აიღებდა, ერთი ღრმად ჩაუსუნთქავს და ისე ჩაუბერია, რომ
ბგე-რას - ასე უწერია ბელბოს - მზემდე მიეღწია.
პარტიზანები მკვდრებივით გაქვავებულიყვნენ "სწორდიზე".
მხოლოდ მეკუბოვეები არღვევდნენ სიჩუმეს: ბრაგუნით ჩაუშ-
ვიათ კუბოები საფლავებში და ცოტა ხანში თოკებმაც გაის-
რიალა თურმე: სუსტი შრიალი ყოფილა, როგორც სინათლის
ანარეკლის ციმციმი სფეროს ზედაპირზე, როცა შუქის მკრთალი
ლიცლიცი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ სფეროს შიგნით
არაფერი იცვლება, არაფერი გადაადგილდება.

939
ამას "მარჯვნისააკენ!" და პარტიზანთა მწკრივის მოჭრილი,
ერთდროული მოძრაობა მოჰყოლია. მღვდელს ლოცვები
წაუბურტყუნებია, მეთაურები საფლავებთან მისულან და თითო
მუჭა მიწა მიუყრიათ კუბოებისთვის. მეთაურს რაღაც ბრძანება
გაუცია და ცისკენ მიმართული ავტომატები აკაკანებულა. გადა-
რეულებივით აფრთხიალებულან ჩიტები აყვავებული ხეებიდან.
მაგრამ ეს მოძრაობები თითქოს ერთიმეორის შემდეგ კი არა,
ერთდროულად ხდებოდა და იმ წამს სხვადასხვა მხრიდან, სხვა-
დასხვა კუთხიდან ვუყურებდიო, წერს ბელბო.
იაკოპო უძრავად მდგარა, არც იმ ცარიელი ვაზნების
წვიმაზე შერხეულა და არც საყვირი მოუშორებია პირიდან.
"სწორდიზე" გაჯგიმულს, თითები კვლავ კლავიშებზე ედო და
საკრავი სხეულის დიაგონალურად, ზევით აეშვირა. ის ნოტი
ჯერ კიდევ არ დაესრულებინა.
ის უგრძესი, უსასრულო ფინალური ნოტი არ შეწყვეტილა.
გარშემომყოფები ვეღარც აღიქვამდნენ ბგერას, რომელიც ჯერ
კიდევ იღვრებოდა საყვირის გაფართოებული პირიდან მსუბუქ
მობერვად, ჰაერის ნაკადად, რომელსაც ბელბო გამოსცემდა
ოდნავ შეხსნილ ბაგეებს შორის წინ წამოწეული ენით. საყვირი
თითქოს თავისით გაშვერილიყო ჰაერში, მხოლოდ ბელბოს და-
ძაბულ მკლავებს ეყრდნობოდა და მის სახეს არც კი ებჯინებო-
და.
იაკოპო ცდილობდა, უწყვეტად შეენარჩუნებინა ნოტის ის
ილუზია, რადგან გრძნობდა, ძაფი ეჭირა, რომელზეც მზე იყო
გამობმული. მნათობი თითქოს ერთ ადგილზე გაშეშებულიყო,
შუბის ტარზე შემდგარიყო და უსასრულოდ აპირებდა ასე დგო-
მას. ყველაფერი იაკოპოზე იყო დამოკიდებული: საკმარისი იყო,
კონტაქტი გაეწყვიტა, ხელი გაეშვა ძაფისთვის, რომ მზე ისკუ-

940
პებდა, ბურთივით გადახტებოდა სადღაც და თან გაიყოლებდა
იმ დღესაც, იმ დღის მოვლენასაც და მოქმედებასაც, რომელსაც
არც ფაზები ჰქონდა, არც მიმდევრობა, არც თავი და არც ბოლო,
რომელიც იმიტომ გრძელდებოდა ასე, უსასრულოდ, უძრავად,
რომ თავად სურდა ასე.
ის ნოტი რომ გაეწყვიტა და ახალი ჩაებერა, ფხრეწის ხმა გახ-
ლეჩდა ჰაერს, ავტომატის იმ საშინელ ჯერებზე გამაყრუებელი
და საათები ხელახლა ატეხდნენ ტაქიკარდიულ წიკწიკს.
იაკოპო ნატრობდა, მის გვერდით მდგომ მეთაურს
"თავისუფ-ლად" დგომის ბრძანება არ მიეცა. რომც გასცეს, არ
დავემორჩი-ლებიო, ფიქრობდა, ასე უნდოდა დარჩენა
სამუდამოდ, ბოლომ-დე გაძლება, სანამ სუნთქვა ეყოფოდა.
ალბათ, მყვინთავივით იყო გაბრუებული, რომელიც ცდი-
ლობს, მეტხანს გაჩერდეს წყალში, შეინარჩუნოს ინერცია, რო-
მელიც ფსკერისკენ ექაჩება. ჩანს, რომ ბელბო საშინლად წვა-
ლობდა, როცა ამ შეგრძნებებს აღწერდა: რვეულში უამრავი
ფრაზაა გაწყვეტილი, სიტყვებს შორის ბევრგანაა სამი წერტი-
ლი, ზოგან აზრი დაუმთავრებელი და გაუგებარია. ერთი რამ
სრულიად აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ წერია: იმ-
წამს, როცა სასოწარკვეთილი ცდილობდა იმ უსასრულო
ბგერის უწყვეტად შენარჩუნებას, ბელბო სესილიას დაეუფლა.
მაგრამ იაკოპო ბელბო ვერაფრით მიხვდებოდა, ვერც მაშინ
და ვერც მერე, როცა ეს ჩანაწერი დაუტოვებია რვეულში, რომ
იმწამს, პირველად და უკანასკნელად, თავის ქიმიურ ქორწილს
ზეიმობდა სესილიასთან, ლორენცასთან, სოფიასთან, მიწასა და
ზეცასთან. ალბათ, მოკვდავთაგან ერთადერთმა აღასრულა
დიადი საქმე.

941
მაშინ ჯერ არავის ეთქვა მისთვის, რომ გრაალი თასია, მაგ-
რამ შუბიცაა და თასივით ზეაღმართული საყვირი ერ-
თდროულად იარაღიც იყო და საშუალებაც უტკბილესი
ძალაუფ-ლებისა, რომელიც ისარივით მიისწრაფოდა ზეცისკენ
და დედა-მიწას მისტიკურ პოლუსთან აკავშირებდა,
ერთადერთ მყარ წერტილთან, რომელიც ოდესმე ჰქონია
სამყაროს: იმასთან, რომელსაც თავად ქმნიდა, მხოლოდ წამით,
საყვირში ჩაბერ-ვით.
დიოტალევის ჯერ არ ეთქვა მისთვის, რომ იესოდიდან, სა-
ძირკვლის სეფიროთიდან, რომელიც ზედა თაღთან კავშირის
სიმბოლოა, სამიზნისკენ - მალქუთისკენ - ისრის სროლა შეიძ-
ლება. იესოდი ისრის წვერიდან ჩამოვარდნილი წვეთია, რომე-
ლიც დასაბამს აძლევს ხესა და ნაყოფს, ისაა anima mundi (სამ-
ყაროს სული (ლათ.)), რადგან ისაა დრო, რომელშიც გამანაყო-
ფიერებელი მამაკაცური საწყისი ერთმანეთთან აკავშირებს არ-
სის ყოველ გამოვლინებას.
ამ "ვენერას სარტყლის" გახსნა თუ იცი, ესე იგი დემიურგის
შეცდომა შეგიძლია გამოასწორო.
როგორ შეიძლება, მთელი სიცოცხლე საკუთარი, ერთადერ-
თი შანსის ძებნაში გაატარო და ვერ შენიშნო, რომ შენი ცხოვრე-
ბის გადამწყვეტი წამი, ის, რომელიც ადამიანის დაბადებასაც
ამართლებს და სიკვდილსაც, უკვე გასულია? აღარასოდეს დაბ-
რუნდება, მაგრამ აღსრულდა შეუქცევადი, სავსე, ბრწყინვალე,
უხვი, როგორც ყოველი გამოცხადება.
იმ დღეს იაკოპო ბელბომ თვალებში ჩახედა იმ ერთადერთ
სიმართლეს, რომელიც ოდესმე გაემხილა, რადგან სიმართლე,
რომელსაც ხვდებოდა, ის იყო, რომ ჭეშმარიტება წამიერია (შემ-

942
დეგ მისგან მხოლოდ კომენტარი, შენიშვნა რჩება). ამიტომ
ცდი-ლობდა, დროის სულსწრაფობა დაემორჩილებინა.
მაგრამ იმ დღეს სასაფლაოზე ამას ვერ ხვდებოდა. ვერც ამ
მოგონებების წერისას და ვერც მაშინ, როცა წერა შეწყვიტა.
მე კი ამ საღამოს მივხვდი: მკითხველმა რომ ნაწერში ჭეშმა-
რიტება დაინახოს, ავტორი უნდა მოკვდეს.
ქანქარის აკვიატება, რომელიც იაკოპო ბელბოს მთელი
ცხოვრება არ ასვენებდა - სიზმარში დაკარგული მისამართივით
ამ წამის გამოძახილი იყო, გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილი
და შემდეგ მივიწყებული წამის ანარეკლი, წამისა, რომელშიც
ბელბო მართლა შეეხო სამყაროს გუმბათს. ეს წამი, როცა ბელ-
ბომ დროც გააჩერა და სივრცეც და თავისი ზენონის ისარი გაის-
როლა, არც ნიშანი იყო, არც მინიშნება, არც ხატი, არც კვალი და
არც გამოცანა; ის იყო, რაც იყო და სხვას არაფერს ნიშნავდა: ეს
იყო წამი, რომლის გადადებაც შეუძლებელია, როცა ყველა-
ნაირი ანგარიში გასწორებულია.
იაკოპო ბელბომ ვერ გააცნობიერა, რომ უკვე მისცემოდა თა-
ვისი ცხოვრების მთავარი შესაძლებლობა, რომელიც სამუდა-
მოდ უნდა ეკმარა. ბელბო ამას ვერ მიხვდა და სულ სხვა რამის
ძებნაში გაატარა ცხოვრება, სანამ ამ ფუჭმა ძიებამ თავბედი არ
აწყევლინა. ან იქნებ გრძნობდა ამას და ამიტომ არ ავიწყდებო-
და საყვირის ამბავი? თვითონ კი მიაჩნდა, რომ შესაძლებლობა
არ მისცემია, მაგრამ ახლა ვიგებ, რომ ასე არ ყოფილა.
ვფიქრობ, იმედი მაქვს, სანამ ქანქარის თოკზე დალევდა
სულს, მაშინ მაინც მიხვდა ბელბო ამას და საბოლოოდ დამ-
შვიდდა.
ბოლოს მაინც გაისმა: "თავისუფლად!". ბელბოს სხვა გზა არ
ჰქონდა, უნდა დანებებოდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ძაფი გაწ-
943
ყვიტა და ერთი ნოტი აიღო ბოლოს, მაღალი, მაგრამ ნაზი, რო-
მელიც ნელა ჩაილია, თითქოს სამყაროს იმ სევდას აჩვევდა,
რომელიც მასში დაისადგურებდა.
მეთაურს შეუქია:
ყოჩაღ, ყმაწვილო. თავისუფალი ხარ. მშვენიერი საყვირი
გაქვს.
მღვდელი არსად ჩანდა. პარტიზანები უკანა ჭიშკრისკენ წასუ-
ლან, სადაც მანქანები ელოდებოდათ. მესაფლავეებს სასწრა-ფოდ
ამოუვსიათ საფლავები და სადღაც გაუჩინარებულან. იაკოპო
ყველაზე ბოლო გამოსულა სასაფლაოდან, არაფრით არ ეთმობოდა
ბედნიერების ეს ადგილი.
ორატორიუმის ფურგუნი აღარ დახვედრია მოედანზე. იაკო-
პო გაოცებულა: დონ ტიკო ასე არაფრით არ მიატოვებდა. მრა-
ვალი წლის შემდეგაც იმით ხსნიდა ამ ამბავს, ალბათ, რაღაც
გაუგებრობა მოხდა და დონ ტიკოს ვიღაცამ უთხრა, ბელბოს
პარტიზანები ჩამოიყვანენ მანქანითო. მაგრამ იმწამს მოსჩვენე-
ბია - და არცთუ ტყუილად - რომ იმ "სწორდიდან"
"თავისუფლად-მდე" საუკუნეები გასულიყო; უფიქრია, რომ
ორკესტრის ბიჭები ალბათ გაჭაღარავებამდე, სიკვდილამდე
ელოდნენ, სანამ მათი სხეულები მტვრად არ იქცა და იმ
მსუბუქ ნისლს არ შეერია, მო-ცისფრო საბურველში რომ
ხვევდა მის თვალწინ დატალღულ გორაკებს.
იაკოპო მარტო იდგა ცარიელი სასაფლაოს ჭიშკართან, საყ-
ვირით ხელში, წინ ზურმუხტისფერი მთების ნაზი კონტურები
ფერმკრთალდებოდა და უსასრულობაში იკარგებოდა. თავზე კი
გათავისუფლებული, ჯაჭვიდან აწყვეტილი მზე დასდგომოდა და
ისე დაუნდობლად აჭერდა, თითქოს შურს იძიებდა მასზე.
ბელბოს ტირილის მეტი ვეღარაფერი მოუფიქრებია.
944
უცებ საიდანღაც კატაფალკი გამორახრახებულა იმპერატო-
რის გენერალივით მორთულ-მოკაზმული ავტომედონტით.
ცხე-ნებს ბარბაროსთა ნიღბების მსგავსი საბურველი ეკეთათ
და მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. გრძელი მოსასხამების გამო
ცხენებიც კუბოებს ჰგავდნენ თურმე და დახვეულ ძელებზე შე-
მოდგმულ, ასირიულ-ბერძნულ-ეგვიპტური სტილის თეთრ,
მო-ოქროვილ ბალდახინს მოარწევდნენ. მოსასხამიან მეეტლეს
მარტოსული მესაყვირის წინ გაუჩერებია ეტლი.
სახლში წამიყვან? - უკითხავს იაკოპოს.
კეთილი კაცი ყოფილა მეეტლე. იაკოპო კოფოზე აცოცებულა
და გვერდით მისჯდომია. ასე, მკვდრების ურიკას წაუჩაქჩაქებია
ცოცხლებისაკენ მიმავალ გზაზე. არასამსახურებრივ მდგომა-
რეობაში მყოფი ქარონი უხმოდ მიერეკებოდა თურმე ცხენებს,
ეტლი ქვებზე ჯაყჯაყებდა, იაკოპო კი გაჯგიმული იჯდა კოფოზე,
საყვირი ამაყად ამოედო იღლიაში, კეპი მზეზე ულაპლაპებდა და
ტკბებოდა თავისი ახალი, მოულოდნელი როლით, რომელზეც
ვერასოდეს იოცნებებდა.
გორაკები ასე ჩამოუვლიათ. მოსახვევებში შაბიამნისფრად
ლივლივებდა ვენახები და მზე დამაბრმავებლად ჩახჩახებდა.
ბელბოს უსასრულოდ მოსჩვენებია ***-მდე გზა. დაბა უკაც-
რიელი დახვედრიათ, როგორც ნებისმიერი პაწაწინა, პროვინ-
ციული დასახლება კვირა ნაშუადღევს. პორტიკებიან მოედანზე
კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ერთადერთი სულიერი დაუნახავთ
მოედნის კუთხეში - ბელბოს კლასელი ბიჭი. კატაფალკის
კოფო-ზე გამოჭიმული იაკოპო რომ დაუნახავს, ხელში
საყვირითა და უსასრულობაში გაშეშებული მზერით,
მოწიწებით დაუკრავს თა-ვი.

945
სახლში დაბრუნებულს არც საჭმელი უჭამია და არც არაფერი
მოუყოლია თავისიანებისთვის. აივნის კუთხეში მიყუჟულა და
საყვირზე დაუწყია დაკვრა. ფრთხილად უბერავდა თურმე, თით-
ქოს ირგვლივ გამეფებული სიჩუმის დაფრთხობას ერიდებოდა.
მამამისი აივანზე ასულა და თბილად, იმ ადამიანის სიმშვი-
დით, რომელმაც კარგად იცის ცხოვრების კანონები, უთქვამს:
- თუ ყველაფერი კარგად იქნება, ერთ თვეში სახლში დავ-
ბრუნდებით. ქალაქში საყვირზე ვერ დაუკრავ, სახლის
პატრონი არ დაგვანებებს. ამიტომ ჯობია, ნელ-ნელა შეეგუო
ამას და საყ-ვირი დაივიწყო. თუ მუსიკა გიტაცებს,
ფორტეპიანოზე მიგიყ-ვანთ. - იაკოპოს აწყლიანებული
თვალები რომ დაუნახავს, გას-ცინებია: - კარგი რა, სულელო...
ვერ ხვდები, რომ ეს საშინელე-ბა დამთავრდა?
მეორე დღეს ბელბოს დონ ტიკოსთვის წაუღია საყვირი. ორი
კვირის შემდეგ კი მისი ოჯახი ***-იდან ქალაქში გადასულა და
მომავალს დაბრუნებია.

946
მალქუთ

120

"მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაგდებს სასოწარკვეთაში, ისაა,


რომ ვხედავ ზოგიერთ სულელ და უაზრო კერპთაყვანისმცე-
მელს, რომლებიც... დახვეწილ ეგვიპტურ კულტს ჰბაძავენ;
ღვთაებას, რომლის შესახებაც არაფერი იციან, მკვდარი, უსუ-
ლო საგნების ექსკრემენტებში ეძებენ. ამით ისინი არა მხოლოდ
ღვთაებებს დასცინიან, არამედ ჩვენც... და, რაც ყველაზე უარე-
სია, ხარობენ ამით, რადგან ხედავენ, რომ მათ გიჟურ რი-
ტუალებს ამდენ ყურადღებას აქცევენ... - ნუ დაგამწუხრებს ეს,
მომო, - თქვა ისისმა, - რადგან ბედისწერამ ინება ბნელისა და
ნათლის მონაცვლეობა. - ჰო, მაგრამ ცუდი ისაა, - უპასუხა მო-
მომ, - ისინი დარწმუნებული არიან, რომ სინათლე მათ მხარე-
საა.215
ახლა უკვე შემიძლია, დავმშვიდდე, რადგან მივხვდი. რომე-
ლიღაც მათგანი არ ამბობდა, ხსნა მხოლოდ სრულ მიხვედრას,
სრულ გაცნობიერებას მოაქვსო?
ჰოდა, მივხვდი და უნდა დავმშვიდდე. ვინ თქვა, მშვიდობა
წესრიგის ჭვრეტით მიიღწევაო? გაცნობიერებული, შეთვისებუ-
ლი, დაწმენდილი წესრიგის ჭვრეტით, რომელსაც სიხარული,
გამარჯვება, მოსვენება ახლავს? ყველაფერი გამჭვირვალე და
ნათელია, თვალი აკვირდება მთლიანსა და მის ცალკეულ ნაწი-

ჯორდანო ბრუნო, "მოზეიმე მხეცის განდევნა", 3


947
ლებს, მკაფიოდ ხედავს, რა აკავშირებს ნაწილებს, ხედავს
ბირთვს ლიმფის ნაკადში, ჩაბერვაში, ყოველი კითხვის ფესვსა
და საფუძველში.
გათანგული უნდა ვიყო სიმშვიდით. ძია კარლოს ფანჯრიდან
ვუცქერ გორაკებზე ამოწვერილი მთვარის კონტურს. "ბრიკოს"
კუზი და მის იქით მორკალული მთების ჩრდილები დედამიწის
წიაღის ზანტ, ძილმორეულ მოძრაობებზე ჰყვებიან, მიწისა, რო-
მელიც ზმორებითა და მთქნარებით ქმნიდა, შლიდა და მერე ისევ
ხელახლა აწყობდა, შრეებად ალაგებდა ქანებს ვულკანე-ბის
მოქუფრულ ელვარებაში. არავითარი მიწისქვეშა ნაკადების
ფარული მართვა. დედამიწა ძილ-ღვიძილში იფცქვნებოდა და ერთ
ფენას მეორით ანაცვლებდა. ამონიტების ძველ საძოვრებ-ზე ახლა
ალმასის საბადოებია და სადაც ადრე ალმასები ელვა-რებდა, იქ
ახლა ვენახებია. ესაა შვავისა და ზვავის ლოგიკა. ერთ კენჭსაც
რომ უცვალო ადგილი, დაიძვრება, დაგორდება და მაშინვე
მიჰყვება მეორე ქვაც, მერე მესამე და ასე (ჰოი, horror vacui!).
ზედაპირები. ზედაპირის ზედაპირი ზედაპირზე. დედამი-წის
სიბრძნე. ლიას სიბრძნე. უფსკრული სიბრტყის შესრუტვაა.
რატომ უნდა ეთაყვანო შესრუტვას?
ყველაფერს მივხვდი, მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები... რა-
ტომ? რატომ უნდა გიყვარდეს ბედისწერა, თუ ისიც ისეთივე
მკვლელია, როგორიც განგება ან არქონტთა შეთქმულება? ალ-
ბათ, ჯერ კიდევ ვერ მივხვდი ყველაფერს. ერთი მონაკვეთი,
ერ-თი ინტერვალი დამაკლდა.
სადღაც წავიკითხე, რომ ბოლო წამს, როცა სიცოცხლე, ზედა-
პირის ზედაპირი, გამოცდილებით დაიფარება, ყველაფერი ნა-
თელი და კამკამა ხდება, საიდუმლოც, ძალაცა და დიდებაც,
ისიც, რატომ დაიბადე და რატომ კვდები, რომ შეიძლებოდა,

948
ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ბრძენდები, მაგრამ ბოლო
წამის მთავარი სიბრძნე ისაა, რომ ხვდები: მეტისმეტად გვიან
მიხვდი ამ ყველაფერს. მაშინ ხვდები ყველაფერს, როცა მისახ-
ვედრი აღარაფერია.
ახლა ვიცი, რა არის სამეფოს - უბადრუკი, სასოწარკვეთილი,
ნაკუწებად ქცეული მალქუთის - წესი, სამეფოსი, რომელსაც თა-
ვი შეაფარა სიბრძნემ, როცა ხელის ცეცებით ეძებდა დაკარგულ
გონების სიფხიზლეს. მალქუთის სიმართლე, ერთადერთი ჭეშ-
მარიტება, რომელიც სეფიროთების ღამეში ანათებს, ისაა, რომ
მალქუთში სიბრძნე შიშვლდება და გაამხელს, რომ მთელი მისი
საიდუმლო ის არის, რომ საიდუმლო არ არსებობს (და თუ არსე-
ბობს, მხოლოდ წამით, ისიც უკანასკნელ წამს). შენ შემდეგ კი
სხვები დაიწყებენ ყველაფერს თავიდან.
და სხვებთან ერთად შეპყრობილებიც შეუდგებიან უფსკრუ-
ლების ჩხრეკას საიდუმლოს ძიებაში, რომელიც სხვა არაფერია,
თუ არა მათი შეშლილობა.
"ბრიკოს" კალთებზე ვენახებია ჩამწკრივებული. კარგად ვიც-
ნობ ამ ადგილებს, უამრავი მინახავს ასეთი. ვერავითარი რიც-ხვთა
თეორია ვერასოდეს დაადგენს, დაღმართშია ეს ვენახები
გაშენებული თუ აღმართში. ბავშვობიდან ქუსლებგაქვავებული,
ფეხშიშველა დატანტალებ ზვარში და ალაგ-ალაგ, ვენახის რი-გებს
შორის, ყვითელი ატმის ხეები გეფეთება. ცერა თითს დააჭერ თუ
არა, ნაყოფი შუაზე იხლიჩება და კურკა ლამის თავი-სით
ამოხტება, ისეთი კრიალა, გეგონება, გარეცხესო, დიდი-- დიდი,
მსუქანი თეთრი მატლი ჰქონდეს მიკრული. ჩაკბეჩ, ხა-ვერდოვან
კანს თითქმის ვერ გრძნობ, მხოლოდ მსუბუქი ჟრუან-ტელი
დაგივლის ენიდან ბოქვენამდე. ამ გორაკებზე ოდესღაც
დინოზავრები ბალახობდნენ, მერე მათი ზედაპირი სხვა ფენით,

949
ახალი ზედაპირით გადაიფარა. იმ ატამს რომ ჩავკბეჩდი, სამყა-
როს, სამეფოს ხმა ჩამესმოდა, მას ვერწყმოდი მთელი არსებით,
როგორც ბელბო, როცა საყვირზე უკრავდა. სხვა ყველაფერი
გონების, მიხვედრილობის ამბავია. გამოიგონე, გამოიგონე
გეგმა, კაზობონ. ყველა ასე იქცევა. ადამიანებმა რამით ხომ უნ-
და ახსნან ატმები და დინოზავრები.
ყველაფერს მივხვდი. იმას, რომ მისახვედრი არაფერია. ამან
უნდა მომანიჭოს სიმშვიდე, ეს უნდა იყოს ჩემი გამარჯვება.
მაგ-რამ ახლა, როცა ყველაფერი ვიცი, ისინი მეძებენ, ფიქრობენ,
რომ მე ვმალავ ჭეშმარიტებას, რომელსაც ასე დახარბებიან.
თუმცა მიხვედრა არ კმარა, თუ შენ გარშემო სხვებიც არ
აღიარებენ ამას და არ ეშვებიან ჩხრეკას, ჩიჩქნას. მეძებენ. ალ-
ბათ, უკვე მიაგნეს ჩემს კვალს, იციან, რომ აქ ვარ, რუკის
ხელში ჩაგდებას ლამობენ და რამდენიც უნდა ვუმეორო,
არავითარი რუკა არ არსებობს-მეთქი, მაინც თავისას ეცდებიან.
მართალი იყო ბელბო: დაიკარგე აქედან, შე იდიოტო, გინდა,
მომკლა? კარგი ერთი! მომკალი, თუ გინდა, მაინც არ გეტყვი,
რომ რუკა არ არსებობს, ყველა თავისით უნდა მიხვდეს თავის
წილ მისახ-ვედრს...
მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ ვნახავ ლიას და
ბავშვს, მას, ჯულიოს, ჩემს ფილოსოფიურ ქვას. თუმცა ქვას
და-მოუკიდებლადაც შეუძლია არსებობა. იქნებ სწორედ ახლა
უდ-გას ცხოვრების მთავარი წამი: ვინ იცის, რაღაც იპოვა
ეზოში: ბურთი, ჭიანჭველა ან გამხმარი ბალახის ღერი და მასში
დაინა-ხა უსასრულობა, უსასრულობაში კი - სამოთხე. ისიც
ძალიან გვიან მიხვდება ყველაფერს. კარგია. ასეა საჭირო. დაე
ასე მარ-ტომ გალიოს თავისი დღეები.

950
ჯანდაბა. არადა, რა მტკივნეულია. არა უშავს, მოვკვდები
თუ არა, დამავიწყდება.
გვიანი ღამეა. პარიზიდან ამ დილით წამოვედი. ბევრგან
დავ-ტოვე კვალი. იციან, ვინ ვარ. მალე მომაგნებენ. ამიტომ
მინდა, მოვასწრო და სიტყვასიტყვით ჩავწერო ყველაფერი, რაც
დილი-დან მოყოლებული ამ წუთამდე აზრად მომივიდა. მათ
რომ ხელ-ში ჩაუვარდეთ ეს ფურცლები, აუცილებლად რაღაც
ახალ შავ-ბნელ თეორიას გამოაცხობენ და ჩემს ნაწერში
ჩადებული იდუ-მალი გზავნილის ძებნას შეუდგებიან.
იტყვიან, შეუძლებელია, იმის თქმა ნდომოდა, რომ
გვაპამპულებდაო. ან იქნებ თვითო-ნაც არაფერი იცოდა და
მისი საშუალებით ვიღაც რაღაცაზე მიგ-ვანიშნებდაო.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა დავწერე. ყოველთვის
რაღაც სხვა აზრს მოძებნიან ჩემს სიტყვებში. ჩემს დუმილშიც.
ასეთები არიან. ბრმები გამოცხადების წინაშე. მალქუთი
მალქუ-თია. მორჩა.
მიდი და ელაპარაკე ურწმუნოებს.
ჯობია, აქ ვიჯდე, ველოდო და გორაკს ვუყურო.
ისეთი ლამაზია.

951

You might also like