You are on page 1of 1

სპარსული ზღაპრები

წყარო: წიგნი – მსოფლიო ხალხთა ზღაპრები, „სპარსული ზღაპრები“


გადმობეჭდა დავით ღონღაძემ

დამწუხრებული მამლაყინწა
25

ერთი დედალ-მამალი ტყეში დასეირნობდა. ტურამ დედალი მოიტაცა და მამალი მარტო დარჩა.
მამალმა დარდისაგან ბუმბული დაიგლიჯა და დაღონებული ერთ ადგილას ჩამოჯდა. ყვავმა დაინახა და
ჰკითხა:
– დაღონებული რატომა ხარო?
– იმიტომ, რომ დედალი ტურამ შემიჭამაო.
ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა. ჩინარის ხემ დაინახა და ჰკითხა:
– ყვავო ბუმბული რატომ დაიგლიჯეო?
– დედალი ტურამ შეჭამა, მამალი დამწუხრებულია და ყვავმაც ბუმბული დაიგლიჯაო.
ხესაც ფოთლები გაუყვითლდა. მოვიდა ერთი თხა და ხესა ჰკითხა:
– ფოთლები რატომ გაგყვითლებიაო?
– ტურამ დედალი შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა და ხესაც ფოთლები
გამიყვითლდაო, – უთხრა ხემ.
თხა რხით დაეჯახა და რქა მოიტეხა. მივიდა მებაღე და თხას ჰკითხა:
– რატომ ხარ რქამოტეხილიო?
– დედალი ტურამ შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა, ხესაც ფოთლები
გაუყვითლდა და თხამაც რქა მოვიტეხეო.
მებაღემ ბარი მიწაში ჩაარჭო. მოვიდა გოგო და ჰკითხა:
– ბარი მიწაში რატომ ჩაგირჭვიაო?
მამამ უპასუხა:
– დედალი ტურამ შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა, ხეს ფოთოლი
გაუყვითლდა, თხამ რქა მოიტეხა და მამაშენმაც ბარი მიწაში ჩავარჭეო.
გოგომ თავზე ერთი ჯამი მაწონი გადაისხა.
მოვიდა დედა და შეეკითხა:
– გოგო, თავზე მაწონი რატომ გადაგისხამსო?
– ტურამ დედალი შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა, ხეს ფოთოლი
გაუყვითლდა, თხამ რქა მოიტეხა, მამამ ბარიმიწაში ჩაარჭო და გოგომაც მაწონი თავზე გადავისხიო.
დედამ თმა მოიჭრა. ბიჭი სკოლიდან დაბრუნდა და ჰკითხა:
– დედავ, თმამოჭრილი რატომ ხარო?
– ტურამ დედალი შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა, ხეს ფოთოლი
გაუყვითლდა, თხამ რქა მოიტეხა, მამამ ბარი მიწაში ჩაარჭო, გოგომ მაწონი თავზე გადაისხა და დედამაც თმა
მოვიჭერიო.
ბიჭმა კალამი მიწაზე დააგდო და დაამტვრია. სკოლაში რომ მივიდა, მასწავლებელმა ჰკითხა:
– კალამი რატომ გატეხეო?
– ტურამ დედალი შეჭამა, მამალი დამწუხრებულია, ყვავმა ბუმბული დაიგლიჯა, ხეს ფოთოლი
გაუყვითლდა, თხამ რქა მოიტეხა, მამამ ბარი მიწაში ჩაარჭო, გოგომ მაწონი თავზე გადაისხა, დედამ თმა
შეიჭრა, ბიჭმაც კალამი დავამტვრიეო.
მასწავლებელმა უთხრა:
– რაც მოხდა მოხდა, დედლის გულისათვის კალმის დამტვრევა რა საჭირო იყოო.

You might also like