You are on page 1of 1

ესე

ესე ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს თავისუფალი ფორმის ნარკვევს, რომელშიც


განხილულია სხვადასხვა პრობლემები. დღეს ესე არის თავისუფალი ფორმის
თხზულება და მას აქვს თავისი ფორმა და სტრუქტურა.ესე შედგება სამი ნაწილისგან:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. არსებობს სხვადასხვა ტიპის ესე:
ისტორიული, ფილოსოფიური,სამეცნიერო, ბიოგრაფიული, კრიტიკული და სხვა. ესე
გამოთქვამს ავტორის მოსაზრებას კონკრეტულ შემთხვევაში და უნდა იყოს
საინტერესო და სწორად არჩეული. დასაწყისი უნდა იყოს მკითხველისთვის ძალიან
მიმზიდველი. მაგალითად შგვიძლია დავიწყოთ პირადი მოგონებებით,
შთაბეჭდილებებით და ა.შ. ყოველთვის საჭიროა, რომ გამოვიყენოთ ციტატა ან
მოსაზრებები. ძირითადი ნაწილში საჭიროა არგუმენტები მინი დისერტაციისთვის
და აქ მოცემულია ავტორის მთავარი სათქმელი. შეიძლება ვთქვა, რომ ეს ნაწილი
არის ესეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი. დასკვნითი ნაწილში
აუცილებელია სათქმელის ლოგიკური შეჯამება.ბოლო ფრაზები, დასკვნის სახით
ყოველთვის უნდა აძლიერებდეს ესეს მთავარ აზრს.ესეს დაწერის დროს
აუცილებელია გავითვალისწინოთ აუდიტორიის ასაკი, მოლოდინი და ინტერესი.
აუცილებელია ესესთვის ასევე სწორი სათაურის არჩევა, რადგან სათაურის მიზანია
ძირითადი იდეაზე აქცენტის გაკეთება. სათაური უნდა იყოს მაკლე, ნათელი და
გასაგები.

You might also like