You are on page 1of 1

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:


I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე
მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ-
ველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამბავი;
ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ
მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი
დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელ
დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგადი ანალიზი ან ახსნა.
შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკითხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული
პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ
იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს
საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება
და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის-ტორიული; სამეცნიერო;
ბიოგრაფიული; ფსიქოლოგიური; სოციოლოგიური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად
შედგენილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.
დეტალური გეგმა საშუალებას მოგცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი,
ლოგიკურად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძლება ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან
პირიქით – ამოიღოთ ან გადაადგილოთ მისი შემადგენელი ნაწილები.

You might also like