You are on page 1of 29

არგუმენტირებული ესე

გონებრივი იერიში
განმარტება

! ესე აბზაცთა გარკვეული ჯგუფია, რომელშიც


ჩამოყალიბებულია ერთი ძირითადი იდეა.
აბზაცისაგან განსხვავებით, ესეს უფრო ფორმალური
სტრუქტურა აქვს.
არგუმენტირებული ესეს მიზანი
არგუმენტირებული ესეს მიზანია რაიმე აზრის
სისწორეში მკითხველის დარწმუნება. არგუმენტების
მოტანის საჭიროება მაშინ ჩნდება, როდესაც
ადამიანები არ ეთანხმებიან ერთმანეთს რაიმე
საკითხთან დაკავშირებით. ერთი მხარე მოსაზრებას
გამოთქვამს და ამ მოსაზრების მხარდაჭერის
მიზეზებს გვთავაზობს. მეორე მხარე საწინააღმდეგო
შეხედულებას გვაწოდებს და ასევე გვთავაზობს მის
დასაბუთებას.
ესეს ძირითადი სტრუქტურული ელემენტები
►შესავალი
►განმავითარებელი აბზაცი/ ძირითადი
ნაწილი
►დასკვნა
! ის, თუ რამდენი აბზაცი იქნება ესეში, მთლიანად
დამოკიდებულია თემის სირთულეზე. ზოგიერთ ესეს
ორი ან სამი აბზაცი აქვს, ზოგს კი – 20 და 30 აბზაცი.
შესავალი
შესავალი აბზაცი წარადგენს თემას. ესაა პირველი,
რასაც მკითხველი ეცნობა. აქედან გამომდინარე,
ცხადია, რომ ამ აბზაცმა უნდა მიაწოდოს მკითხველს
ინფორმაცია განსახილველი თემის შესახებ.

შესავალი განსახილველ თემასა და ესეს ძირითად


იდეას – საკვანძო დებულებას გადმოგვცემს.
შესავალი აბზაცის მახასიათებლები
ზოგადად, შესავალი უნდა მოიცავდეს საკვანძო
დებულებას.

ხანდახან საკვანძო დებულება შეიძლება ნაწერში უფრო


მოგვიანებით გამოჩნდეს, ხანდახან _ დასასრულშიც.
ზოგიერთ შემთხვევაში დებულება პირდაპირ არც არის
მოცემული და იგულისხმება. სასურველია, რომ საკვანძო
დებულება შესავალშივე ნათლად იყოს გადმოცემული.
შესავალი აბზაცის
მახასიათებლები

საკვანძო დებულება მთელი ესეს მთავარი დებულებაა.


არ არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც საკვანძო
დებულება რაიმე განსაკუთრებულ ადგილზე უნდა იყოს
განთავსებული, თუმცა, ჩვეულებრივ, ის შესავალ აბზაცშია
ხოლმე მოცემული, რადგან დებულება უნდა აიხსნას და
განიმარტოს განმავითარებელ აბზაცში.
შესავალი აბზაცის მახასიათებლები
იდეალურ შემთხვევაში შესავალი აბზაცი იმდენად საინტერესო
უნდა იყოს, რომ ნაშრომის წასაკითხად იწვევდეს მკითხველს.
რამდენადაც შესავალ აბზაცს თემის გაცნობის ფუნქცია აქვს, ის
გამომწვევი უნდა იყოს.

თქვენ არა მხოლოდ უნდა გააცნოთ მკითხველს თემა, სანამ


გადმოსცემთ თქვენს შეხედულებასა და მოსაზრებას, არამედ უნდა
მოხიბლოთ კიდეც იგი, რომ პირველი წინადადების შემდეგ მან
გააგრძელოს კითხვა.
საკვანძო დებულება
ესეს, ისევე, როგორც აბზაცს, ერთი მთავარი წამყვანი აზრი აქვს.
საკვანძო დებულება – ეს არის წინადადება, რომელიც მოიცავს ესეს
ძირითად იდეას. აბზაცის მთავარი წინადადების მსგავსად, საკვანძო
დებულება მოიცავს გამონათქვამს, რომელშიც გადმოცემულია
დამოკიდებულება, მოსაზრება ან იდეა თემის შესახებ, მაგრამ,
მთავარი წინადადებისგან განსხვავებით, საკვანძო დებულება უფრო
ფართოა და მასში მთელი ესესათვის არის გადმოცემული წამყვანი
აზრი. ფაქტობრივად, თითოეულ განმავითარებელ აბზაცს წამყვანი
აზრი უნდა ჰქონდეს, რომელიც ეხმაურება ან უკავშირდება ძირითად
იდეას – საკვანძო დებულებას.

არგუმენტირებული საკვანძო დებულება ანუ თეზისი სხვა


ტიპის დებულებებისგან ძირითადად იმით განსხვავდება,
რომ მასში გადმოცემულია პოზიცია, რომელიც შემდეგ
უნდა დასაბუთდეს.
საკვანძო დებულება
საკვანძო დებულება გადმოცემული უნდა იყოს სრული წინადადების
სახით, უნდა გამოხატავდეს დასრულებულ აზრს და არ უნდა იყოს
დასმული კითხვის სახით; ანუ საკვანძო დებულება უნდა იყოს
დასრულებული აზრი, რომელიც, როგორც წესი, გადმოცემულია
რთული წინადადებით.
► მცდარი საკვანძო დებულება:
სიბნელის შიში. (მე მეშინია სიბნელის ან ჩემი სიბნელის შიში)
► სწორი საკვანძო დებულება:
სიბნელის შიში ჩემს ცხოვრებას აუტანელს ხდის.
საკვანძო დებულება

საკვანძო დებულებაში გადმოცემულია აზრი, დამოკიდებულება ან


იდეა და არა უბრალოდ თემა, რომელიც ესეში იქნება
ჩამოყალიბებული და განვითარებული
მცდარი საკვანძო დებულება:
განვიხილავთ რადიაციის გავლენას
სწორი საკვანძო დებულება:
ხშირად რადიაციის შედეგები სრულიად პროგნოზირებადია
საკვანძო დებულება
საკვანძო დებულება უნდა გამოხატავდეს აზრს, შეხედულებას და
არა ფაქტს, რომლის ჭეშმარიტებაშიც ძნელად თუ შეიძლება ეჭვი
შეეპაროს ვინმეს, რამდენადაც საკვანძო დებულებით
გადმოცემულია დამოკიდებულება ანდა იდეა თემის შესახებ.
საკვანძო დებულება, რომელსაც შეიძლება ვინმე არ დაეთანხმოს,
უნდა აიხსნას და დასაბუთდეს.
მცდარი საკვანძო დებულება:
კოლეჯში ჩაბარებას ბევრი ნაკლი და ბევრი დადებითი მხარე
აქვს (არ არის საკამათო თემა).
სწორი საკვანძო დებულება:
კოლეჯში ჩაბარება აშკარად სჯობს არჩაბარებას.
საკვანძო დებულება
საკვანძო დებულება უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ერთ იდეას
ერთ თემასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში,
ნაშრომი დაკარგავს ერთიანობას.
მცდარი საკვანძო დებულება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება შეიძლება
გასართობი რამ იყოს და მე აღმოვაჩინე, რომ დიდი ქალაქის
გარეუბანი უფრო კარგი საცხოვრებელი ადგილია, ვიდრე _
კოლეჯი.
სწორი საკვანძო დებულება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გასართობი
(მხიარული) რამაა.
განმავითარებელი აბზაცი

აყალიბებს ცენტრალური იდეის და თემის სხვადასხვა


ასპექტს. ის შეიძლება განიხილავდეს მიზეზებს,
შედეგებს, მაგალითებს, პროცესებს, კლასიფიკაციას
ანდა შედარებებს.

განმავითარებელი აბზაცის ფუნქცია საკვანძო


დებულების ახსნა, ილუსტრირება, განხილვა და
დასაბუთებაა.
ძირითადი ნაწილი
არგუმენტების წარდგენა

მხოლოდ არგუმენტების წარდგენა არ არის საკმარისი იმისავის,


რათა თეზისი დასაბუთებულად ჩაითვალოს. აუცილებელია, რომ
არგუმენტებს შესაბამისი მხარდაჭერა ახლდეს, რადგან სწორედ
ძლიერი მხარდაჭერა განაპირობებს არგუმენტის
დამაჯერებლობას; დამაჯერებელი არგუმენტი კი, თავის მხრივ,
განაპირობებს ავტორის პოზიციის სიძლიერეს. მხარდაჭერა
შესაძლოა სხვადასხვა სახის იყოს: ყოველდღიური ფაქტები,
სტატისტიკური მონაცემები, ცნობილ ადამიანთა ციტირება,
ექსპერტთა შეფასებები, პირადი გამოცდილება და ა.შ.
მაგ. ლიტერატურის სფეროში, ცნობილ მწერალთა ციტირება უფრო
გამოგადგება მხარდაჭერად, სოციალურ მეცნიერებათა სფეროში
კი, სტატისტიკური მონაცემები და ექსპერტთა შეფასებები.
განმავითარებელი აბზაცის
მახასიათებლები
თითოეული განმავითარებელი აბზაცი უნდა
განიხილავდეს მთავარი თემის მხოლოდ ერთ
ასპექტს, მაგალითად, თუ თქვენ წერთ ნაშრომს
სიგარეტის მოწევის გავლენის შესახებ ადამიანის
ჯანმრთელობაზე, მაშინ თითოეულ
განმავითარებელ აბზაცს უნდა ჰქონდეს თემა
“სიგარეტის გავლენა”.
განმავითარებელი აბზაცის
მახასიათებლები
განმავითარებელი აბზაცის წამყვანი აზრი უნდა
ეხმაურებოდეს საკვანძო დებულების ძირითად
იდეას. თუ საკვანძო დებულება ისაა, რომ “მოწევა
დამანგრეველი ჩვევაა”, მაშინ თითოეული აბზაცი ამ
გავლენის დამანგრეველ შედეგებს უნდა
შეეხებოდეს.
განმავითარებელი აბზაცის
მახასიათებლები
განმავითარებელი აბზაცი თანმიმდევრული, ლოგიკური
უნდა იყოს, სხარტად, მოქნილად უნდა იკითხებოდეს და
მთლიანობით უნდა ხასიათდებოდეს.
ასევე, აბზაცებიც ლოგიკურად უნდა იყოს ერთმანეთთან
დაკავშირებული, ისევე, როგორც მასში შემავალი
ცალკეული წინადადებები. წინადადებების ერთმანეთთან
დაკავშირების პრინციპები ძალაშია აბზაცების
ერთმანეთთან დაკავშირების შემთხვევაშიც.
საკვანძო დბულების თემებად
დაყოფა
► თითოეული განმავითარებელი აბზაცი განიხილავს საკვანძო
დებულებაში მოცემული მთავარი თემის ერთ ასპექტს.
► დებულების შერჩევის შემდეგ ის ლოგიკურად თითოეული
აბზაცისთვის თემებად უნდა დაიყოს. ეს თემები, არსებითად,
თქვენი დებულების დასაბუთებაა.
► ერთ-ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება
საკვანძო დებულების თემებად დაყოფა, დებულების
კითხვად გადაქცევაა. კითხვაზე პასუხები შეიძლება
განმავითარებელი აბზაცის თემად იქცეს.
საკვანძო დბულების თემებად
დაყოფის მაგალითი
საკვანძო დებულება:
სოფელი საუკეთესო საცხოვრებელი გარემოა ჩემთვის
კითხვა:
რა აქცევს სოფელს საუკეთესო გარემოდ?
პასუხი:
• ადამიანთა ახლო ურთიერთობები
• ნაკლებად დაბინძურებული გარემო
• უსაფრთხო ცხოვრება
მიზეზების ახსნისა და დასაბუთების
ხერხები
ფაქტები უნდა მოიცავდეს მონაცემებს, რომლებიც
ობიექტურად დადასტურებული და საზოგადოდ
მიღებულია. მაგალითად, როგორიცაა ისტორიული
ფაქტები, მეცნიერული კვლევის შედეგები და
სტატისტიკური მონაცემები. ფაქტების
მოსაპოვებლად შეიძლება გარკვეული თეორიული
ძიების ჩატარებაც დაგჭირდეთ.
მიზეზების ახსნისა და დასაბუთების
ხერხები
დასაბუთება კონკრეტული მაგალითების
გამოყენებითაც შესაძლებელია. თუ მაგალითი
პიროვნული გამოცდილებიდან მოგაქვთ,
გადაამოწმეთ, რომ ამ მაგალითის განზოგადება
ნამდვილად შესაძლებელია შედარებით დიდ
ჯგუფზე.
მიზეზების ახსნისა და დასაბუთების
ხერხები
დასაბუთებისთვის ექსპერტთა მოსაზრების მოტანაც
შეიძლება. ექსპერტი არის ადამიანი, რომელსაც
განსაკუთრებული ცოდნა აქვს მოცემულ საკითხზე მისი
პროფესიის, გამოცდილებისა და საკითხის თაობაზე
ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმირებულობის გამო.
ექსპერტის აზრის დასამოწმებლად აუცილებელია ციტირების
წესების ცოდნა (Fowler H.R; Aaron J. E. & Anderson D., 2000).
საწინააღმდეგო მოსაზრების
აღიარება და გაბათილება
საწინააღმდეგო არგუმენტის (ანუ კონტრარგუმენტის)
გაბათილება მოსაზრების სიმცდარის დასაბუთებას
ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ოპონენტის
არგუმენტების მხედველობაში მიღება და იმის ჩვენება,
რომ თქვენი არგუმენტები უფრო სანდო, უკეთესი და
ღირებულია. თუ ოპონენტს ღირებული არგუმენტი აქვს,
თქვენ უნდა აღიაროთ მისი ღირებულება, დაეთანხმოთ,
რომ ის ნამდვილად ვალიდურია და განაგრძოთ თქვენი
შეხედულების განხილვა (Fowler H.R; Aaron J. E. & Anderson
D., 2000).
საწინააღმდეგო შეხედულება

ძალიან მნიშვნელოვანია იმ არგუმენტის გათვალისწინება,


რომელსაც საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანი
ეყრდნობა. თქვენი აზრით, რა მიზეზების გამო შეიძლება
ინარჩუნებდეს იგი ამ პოზიციას? შეეცადეთ, გადმოსცეთ და
გამოყოთ ის მნიშვნელოვანი მიზეზები, რომელთა გამოც
თქვენი ოპონენტი შეიძლება არ დაგეთანხმოთ. თუ თქვენ
არ გაითვალისწინებთ ამ მიზეზებს და მხოლოდ საკუთარ
არგუმენტებს მიიღებთ მხედველობაში, მკითხველის
დარწმუნების ნაკლები შანსი გაქვთ.
დასკვნა
მოიცავს აზრებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ესეში.
ესაა დასკვნითი, საბოლოო სიტყვა.

დასკვნითი აბზაცის ფუნქცია დისკუსიის დამთავრება,


განვითარების ლოგიკური დასასრულია. თუ
განმავითარებელი აბზაცი ავითარებს, გაშლის
საკვანძო დებულებას, ბუნებრივია, რომ მას დასკვნა
მოსდევდეს.
დასკვნის დაწერის სტანდარტული
წესები:
► დასკვნაში უკვე განხილული ქვეთემების (ან თემის სხვადასხვა
ასპექტის) ხელახალი გაცხადება უნდა ხდებოდეს. ეს მიმოხილვა
უფრო მოკლე უნდა იყოს, რამდენადაც ეს საკითხები ვრცლად უნდა
იყოს განხილული განმავითარებელ აბზაცში.
► დასკვნაში შეიძლება საკვანძო დებულების ხელახალი გაცხადებაც,
მაგრამ, ტავტოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, ეს შეიძლება სხვა
სიტყვებით მოხდეს. საკვანძო დებულების გამეორება მისი
მნიშვნელობის დასაბუთებაა.
► დასკვნაში არ უნდა ხდებოდეს ახალი თემის ანდა თემის ახალი
ასპექტის გაჩენა, რომელიც არ იყო ნახსენები განმავითარებელ
აბზაცებში.
დასკვნა
დასკვნა სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს:
► ავტორის არგუმენტების შეჯამება თითო წინადადებით;
► თეზისის გამეორება სხვა სიტყვებით, რომ ავტორმა კიდევ
ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, მაგრამ მკითხველისთვის
მოსაბეზრებლად არ ჟღერდეს;
► პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში, რაც მკითხველს
საფიქრალს დაუტოვებს, ვთქვათ, თუ როგორ გამოიყენოს
მოცემული ესე რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
გადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like