You are on page 1of 8

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა
 სქესობრივი თანასწორობა ან სქესთა თანასწორობა,
წარმოადგენს სქესის მიუხედავად რესურსებისა და
შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას, მათ შორის ეკონომიკურ
ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
განსხვავებული ქცევის, მისწრაფებების და საჭიროებების
თანაბრად დაფასებას.
 გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და
მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და
ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის
სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად
მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული განვითარების
პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ
საზოგადოებრივი სიკეთეებით,
შესაძლებლობებითა და რესურსებით.
 ისევე როგორც ადამიანის
უფლებებისათვის,
გენდერული
თანასწორობისათვისაც
საჭიროა მუდმივი ბრძოლა,
დაცვა და მხარდაჭერა.
 ყოველი ადამიანი თავისუფალია
საკუთარი უნარების განვითარებაში და
არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ
მოქმედებს გენდერული როლების მიერ
წამოყენებული შეზღუდვები; ქალთა და
მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და
სურვილები სრულიად თანასწორად
განიხილება.
 თანასწორობა კანონის წინაშე- შესაძლებლობათა თანასწორობა,
რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა და წარმოების სხვა
რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე,
თანასწორობას შრომოს ანაზრაურებაში და ინტერესების
გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების თანასწორობას.
 მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს ქალისა და მამაკაცის
თანასწორობას. დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით.
თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას სათანადო პირობები, რათა
უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა,
რომელიც ადამიანის უფლებათა განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს,
გულისხმობს სქესთა თანასწორობას, ქალისა და მამაკაცის უფლებას
თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური,
კულტურული განვითარების პროცესებში და თანასწორად სარგებლობდნენ
საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like