You are on page 1of 1

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს და ორივე სქესის


თანაბრად გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში . ასევე
როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვის საჭიროა
მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა. გენდერული თანასწორობა დაცული უნდა იყოს
როგორც ოჯახში, ისე სამსახურში და სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ თავშეყრის
ადგილებში.

ნებისმიერ ცივილურ, ევროპულ ქვეყანაში, ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით


სარგებლობენ. ასეთ ქვეყნებში, სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ქალისა და მამაკაცის
ჩართულობა ერთმანეთს უტოლდება. ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, მუშაობენ
მთელი დღის განმავლობაში და ასევე პასუხისმგებელნი არიან საოჯახო საქმეზე . დროის
უქონლობის გამო ხშირად ვხვდებით ძიძის აყვანის პრაქტიკას. ქალების ასეთი ქცევა
მისაღებია მეუღლეთათვის და ხშირ შემთხვევაში ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ .

თუმცა სხვა პრაქტიკა გვაქვს საქართველოში. ჩვენი სტერეოტიპებად ქცეული ტრადიციები


ხშირ შემთხვევაში ხდებიან იმისი მიზეზები,რომ დღესდღეისობით მოსახლეობის დიდი
ნაწილისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია ქალბატონის მუშაობა საჯარო ან კერძო სექტორში .
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში ამ სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან
არამარტო კაცები, არამედ თვით ქალბატონებიც. ჩემთვის როგორც, ქართული
საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მისაღებია, რომ კაცმაც და ქალმაც დრო
რაციონალურად გამოიყენონ და თანაბრად ჩაერთონ როგორც სამსახურებრივ , ისე
საოჯახო საქმეში. რადგან გენდერი არის მხოლოდ ბიოლოგიური განსხვავება და იგი არ
ეხება ადამიანის უფლებებს არც ერთ ასპექტში.

არასახარბიელო სიტუაციაა ამ მხრივ ისლამურ ქვეყნებში . ამ ქვეყნებში გენდერი


პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ერთადერთი ვისაც გააჩნია ყველაფრის უფლება
მამაკაცია. ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი სარწმუნოებით .
როდესაც ქალი თხოვდება, ეს ყველაფერი მისი ნება-სურვილის გარეშე ხდება . მას არავინ
ეკითხება, უნდა თუ არა ოჯახის შექმნა ან საერთოდ მოსწონს თუ არა მომავალი საქმრო.
ამ მხრივ, საქართველო ისლამურ ქვეყნებზე მაღლა დგას. რადგან საქართველოში
მსჯელობენ თუ როგორ შეიძლება ქვეყნის მაშტაბით ამ პრობლემის მოგვარება , ხოლო
ისლამურ ქვეყნებში ეს საკითხი, ისე როგორც პრობლემა, არ განიხილება.

რომ შევაჯამოთ, ვიტყვი რომ გენდერული თანასწორობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-


ერთი მთავარი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა
მნიშვნელოვანია ამ ფრიად დიდი პრობლემის მოსაგვარებლად. განსაკუთრებით კი ,
ჩვენი, ახალგაზრდების დამოკიდებულება და აქტიურობა შეძლებს დაანახოს
საზოგადოებას მისი ნაკლი. ასევე, ვფიქრობ საჭიროა, რომ ჩვენ მამაკაცებმა
გავაცნობიეროთ ქალის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში .

You might also like