You are on page 1of 10

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის


მიმართულება

IV კურსის სტუდენტის შალვა ამურველაშვილის საბაკალავრო ნაშრომი

,,ადამიანის თავისუფლების პრობლემა სარტრის ფილოსოფიაში“

ნაშრომი შესრულებულია ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის

მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი პროფესორი ვალერიან რამიშვილი

1
თბილისი 2020

2
ანოტაცია

3
შესავალი

რთულია დავასახელოთ სხვა ფილოსოფოსი, რომელიც XX საუკუნის შუა


ხანებში ისეთივე პოპულარული ყოფილიყოს, როგორიც ფრანგი ფილოსოფოსი,
ესეისტი, დრამატურგი და რომანისტი ჟან-პოლ სარტრი. ნათლად შეიძლება
ითქვას, რომ სარტრის ამ დიდი პოპულარობის მიზეზი გახლდათ თავისი
ფილოსოფიური მსოფლხედველობა და განსაკუთრებით მისი დამოკიდებულება
ადამიანის თავისუფლების ფენომენის მიმართ. სარტრის ფილოსოფიური
თხზულებანი, მისი ესეები, დრამები და რომანები, ერთი ძირითადი პრინციპის
დასაბუთებას და ჩვენებას ცდილობს: ადამიანი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას,
რადგან იგი თავისუფალი არსებაა. „პიროვნების სრული თავისუფლებისათვის
მებრძოლმა სარტრმა, თავისი პოზიცია მრავალ ლიტერატურულ და ფილოსოფიურ
ნაწარმოებში გამოხატა, რომლებიც ერთიან, საოცრად შთამბეჭდავ მთელს ქმნიან.
პიროვნების თავისუფლების გზაზე მას ყველაზე დიდ დაბრკოლებად ფაშიზმის
შემდეგ მარქსიზმი მიაჩნდა. 1948 წ. აქტიურად იბრძოდა კომუნისტების
წინააღმდეგ, მაგრამ მალე გააცნობიერა საზოგადოებაში მყოფი პიროვნების
თავისუფლებისათვის თავად საზოგადოების სტრუქტურის დიდი მნიშვნელობა და
თავისუფლების სოციალური საფუძვლების ძიებაში მარქსიზმს მიმართა“. (გ.
თევზაძე, 451) ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფია განუშორებლადაა ათქვეფილი
ექსისტენციალიზმთან. მთელი თავისი მოსაზრებები ადამიანის თავისუფლებასა
და პასუხისმგებლობაზე აშკარად მიეკუთვნება ექსისტენციალიზმს და
სარტრისთვის, ისევე როგორც, სხვა ექსისტენციალური ფილოსოფიის
წარმომადგენლებისათვის აზროვნების საწყისი ადამიანიდან მომდინარეობს.
სარტრისათვის ადამიანი, როგორც სუბიექტი ინდივიდუალური აზროვნების,
ქმედების, გრძნობისა და არსებობის ფილოსოფიურ ღერძს წარმოადგენს.

4
ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მიზნად
ისახავს ადამიანის თავისუფლების და ამ თავისუფლებით გამოწვეული
სიმარტოვის ახსნას. „ტრადიციული ფილოსოფია თვლიდა, შემოქმედ ღმერთში
გონება წინ უსწრებს ნებას. როცა ღმერთი ქმნიდა, მან იცოდა რას აკეთებდა, ანუ
ადამიანის ცნება წინასწარ არსებობდა ღმერთის გონებაში. ყოველი ადამიანი იყო
ადამიანის ზოგადი არსების გამოვლენა. ეს ნიშნავს: არსება წინ უსწრებს არსებობას.
მხოლოდ ღმერთშია არსება და არსებობა ერთდოული. სარტრმა ეს დებულება
შეატრიალა. მისი აზრით, ღმერთის არ არსებობისას, ადამიანი არის
განსაკუთრებული არსებული, რომელშიც არსებობა წინ უსწრებს არსებას. ეს
ექსისტენციალიზმის ძირითადი დებულებაა, ამაშია ადამიანის თავისუფლება. მას
აქვს საშუალება თვითონ აირჩიოს თუ ვინ უნდა იყოს“. (ვ. რამიშვილი, 293).
სარტრი თავის ლექციაში „ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ ამბობს: „ ადამიანი
დაწყევლილია თავისუფლებით...“ 1. სარტრისთვის საერთოდაც არ იყო
თავისუფლება ბედნიერება და არც ღმერთის არარსებობა ახარებდა მას. ამ
ნაშრომში ზუსტად იქნება განხილული სარტრის შეხედულება თავისუფლებაზე და
თუ რას ნიშნავდა იყო თავისუფალი მისთვის. ადამიანის თავისუფლება სარტრის
ფილოსოფიაში გამოიხატება იმით, რომ ჯერ ის არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს
საკუთარ თავს. სარტრის ფილოსოფიის მთავარი აზრი მოქმედებისაკენ სწრაფვაა,
ხოლო მოქმედებაში ადამიანი სრულიად თავისუფალია და ეს თავისუფლება
სარტრს ჩვენს ტრაგედიადაც მიაჩნია.

ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს, მის დაკრძალვაზე


50000 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა, რაც ადასტურებს მის პოპულარობას მეოცე
საუკუნის ასპარეზზე. ეს ხომ არც არის გასაკვირი, რადგან თემები, რომელსაც

1
Man is condemned to be free. Condemned, because he did not create himself, yet is nevertheless at liberty, and
from the moment that he is thrown into this world he is responsible for everything he does – Translated from
French to English by Philip Mairet (1948) - ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნა ფილიპ მაირეტმა,
https://wmpeople.wm.edu/asset/index/cvance/sartre (გვერდი 5).

5
სარტრი ეხებოდა ყველა ადამიანისთვის საინტერესო და სენსიტიურიცაა. ის
დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

ადამიანის ღმერთისგან გათავისუფლება სარტრის ექსისტენციალიზმში


აუცილებლად ცალკე გამოსაყაფია სარტრის, როგორც ექსისტენციალური
ფილოსოფიის წარმომადგენლის საკითხი. ადამიანის თავისუფლების პრობლემის
თემაც ხომ სარტრის ექსისტენციალური ბუნების შედეგია. სარტრის ექსისტენ-
ციალიზმი ნამდვილად ნათლად ჩანს თავისი ნააზრევის ყოველ ეტაპზე, ყველაზე
უფრო კი სარტრის დამოკიდებულება ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობასთან
გახლავთ საინტერესო. „ემანუელ მუნიე (1905-1950) ფრანგული პერსონალიზმის
მამამთავარი, თავის საინტერესო ნაშრომში „შესავალი ექსისტენციალიზმში“ (1947)
სარტრს ადარებდა დიდ გერმანელ რეფორმატორს მ. ლუთერს (1483-1546), რომელმაც
უარყო ეკლესია, რათა ღმერთის სიდიადე ადამიანის არარაობასთან მიმართებაში
ეჩვენებინა, სარტრმა კი უარყო ღმერთი, ისტორია თუ კაუზალობა, რათა
ინდივიდური არარას (ე. ი. ადამიანის) ყოვლისშემძლეობა დაემტკიცებინა“. (გ.
თევზაძე, 452) სარტრი აშკარად ათეიზმის პოზიციას იზიარებდა, მაგრამ თავისი
მიზეზებიც ჰქონდა. ის თავისი ათეიზმით ცდილობდა ადამიანის ყოვლად
აბსოლიტური თავისუფლების ფაქტი დაემტკიცებინა. სარტრი თავისი დროების კაცი
გახლდათ. ის და ასევე სხვა ექსისტენციალიზმის წარმომადგენელი მოაზროვნეები
ღიად საუბრობდნენ ადამიანის კრიზისზე. სარტრის ეპოქა არის პერიოდი, რომელშიც
ღმერთი გაუქმებულია. „სარტრმა აშკარად და ამაყად დაიკავა ათეიზმის მხარე. იგი
თვლიდა, რომ ღმერთის არსებობა საფუძველს აცლის პიროვნების თავისუფლებას“
(გ. თევზაძე, 452-453). სარტრის ეპოქაში ღმერთი მკვდარია, ადამიანი კი
მიტოვებულის ან შეიძლება ითქვას გადაგდებულობის მდგომარეობაშია. ეს
ტენდეცია ჯერ კიდევ ფრენსის ბეკონის და რენე დეკარტის ფილოსოფიური
ნააზრევებიდან ჰპოვებს სათავეს და საბოლოოდ ფრიდრიხ ნიცშესთან მზა სახეს

6
იღებს. შესაბამისად, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანი საკუთარი თავის
კანონმდებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვითონ ხდება ღმერთი.

სარტრის ექსისტენციალიზმში აპრიორი გულისხმობს იმას, რომ ღმერთი არ


არსებობს. ის თავის ლექციაში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ ამბობს: „...თუ
ღმერთი არ არსებობს, ჩვენს წინაშე ვერანაირ ღირებულებას ან განჩინებას ვეღარ
ვპოულობთ, ჩვენს ქცევას ლეგიტიმაცია, რომ მიენიჭოს“ 2 ეს პასაჟი იმაზე
მიგვანიშნებს, რომ სარტრის აზრით ადამიანი თავის ყოველ გადაწყვეტილებაში
თავისუფალი და შესაბამისად პასუხისმგებელია. სარტრი თავის ფილოსოფიაში
ადამიანს უჭრის ყველა გზას საკუთარი არჩევანი დააბრალოს ადამიანის არსის მყარ
განსაზღვრებებს. სარტრის ფილოსოფიის განხილვისას ისმის ერთი მნიშვნელოვანი
კითხვა, რა გვრჩება ღმერთის გაუქმების შემდეგ? შეიძლება ითქვას, რომ არსებობის
წინასწარ განუსაზღვრელობით, ადამიანის მიღმა არსებული მსოფლმხედველობრივი
საყრდენები ირყევა და მის ადგილს უკვე იკავებს თავისუფლების რადიკალური
გააზრება. აქ ისევ გავმეორდები და მოვიყვან სარტრის ლექციიდან
„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ გამონათქვამს: „ადამიანი თავისუფლებისთვისაა
განწირული“, თავისუფლებას კი, თან ახლავს შიში, რომელიც პასუხისმგებლობიდან
მომდინარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ ძირითად შემთხვევაში სარტრის ექსისტენციალიზმი


მხოლოდ ადამიანის არსის კრიზისზე პასუხის გაცემაა. სარტრისთვის სინამდვილე
არ ვითარდება არც კანონზომიერად და არც რაციონალურად გაგებადია. პირიქით
სარტრისთვის სინამდვილე აბსურდულია და ამავე დროს იგი შეგუებულია ამ
აბსურდულობას, ის ასევე ეგუება ღმერთის არ არსებობის ფაქტს და ადამიანის
საყრდენ-ორიენტირს საკუთარი არსის თვითკონსტრუირებაში ხედავს. „რახან
ღმერთი არ არის და ადამიანის არსება არ არის განსაზღვრული ღმერთის მიერ, მაშინ

2
“...If god doesn’t exist, are we provided with any values or commands that could legitimize our behavior” –
Jean-Paul Sartre, from a public lecture “Existentialism is humanism” (1946), translated by Philip Mairet (1948).
ჟან-პოლ სარტრის 1946 წლის ლექციიდან „ექსისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, თარგმნა ინგლისურად
1948 წელს ფილიპ მაირეტმა. http://homepages.wmich.edu/~baldner/existentialism.pdf (გვერდი 5).

7
ადამიანი პასუხისმგებელია ყველაფერზე და უპირველესად საკუთარ თავზე.
ექსისტენციალიზმა ადამიანს დაუბრუნა მისი ყოფიერება და იგი მიიჩნია საკუთარი
ყოფიერების განმსაზღვრელად და დააკისრა პასუხისმგებლობა, არა მარტო საკუთარ
თავზე, არამედ სხვა ადამიანზეც. საკუთარი თავის არჩევისას ჩვენ ვირჩევთ ყველა
ადამიანს. საკუთარი თავის შექმნით, ჩვენ ვქმნით ადამიანის იდეას, რომლის
მიხედვით განვიხილავთ მეორე ადამიანს. მე ვირჩევ საკუთარ თავს თუ როგორი
ვიყო, ამით ფაქტიურად ვირჩევ ადამიანს როგორც ასეთის გაგებას“ (ვ. რამიშვილი,
294)

სარტრის ექსისტენციალიზმი არ არის სიკვდილსა და არარაობის წინაშე


ბრძოლის ფილოსოფია. ეს უფრო ქმნადობის, მოქმედებისა და თავისუფლების
ფილოსოფიაა. სარტრის აზრით ხომ არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია და ეს
ყველაფერი ადამიანის თვითობას აკონსტრუირებს. სარტრისთვის ადამიანი არ არის
მხოლოდ ის ვინც აქტუალურად, თავის ვლენაში მოგვეცემა, არამედ ის არის ისეთიც,
ვინც მას სურს, რომ იყოს. სარტრისთვის ადამიანი თავისუფალი არსებაა ღმერთის
გარეშე, ყოველგვარ დეტერმინიზმს მიღმა მყოფი და მხოლოდ გზადაგზა,
თვითდადგენით ინამდვილებს საკუთარ არსს. „სარტრი მიიჩნევს, რომ
ექსისტენციალიზმი არ არის ისეთი მორალი, რომელიც მიიჩნევს, რომ ღმერთი არის
ძვირად ღირებული და უსარგებლო ჰიპოთეზა და უნდა ვუკუაგდოთ ეს იდეა.
ექსისტენციალიზმი შეშფოთებულია ღმერთის არ არსებობით, რადგან მასთან ერთად

გაქრა ყოველგვარი შესაძლებლობა  ნახო რაიმე ღირებული გონით სამყაროში. თუ არ


არის ღმერთი, არ არის ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი, მაშინ ადამიანი
თავისუფალია. მეტიც ადამიანი არის თავისუფლება და მისჯილი აქვს იყოს
თავისუფალი. ადამიანის თავისუფლება არ არის მისი არჩევანი, არამედ იგი მას
მიესაჯა. ადამიანს მისჯილი აქვს გამოიგონოს ადამიანი. სამყაროში გადაგდებულობა
ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ ვირჩევთ საკუთარ ყოფიერებას“ (ვ. რამიშვილი, 295).

8
სარტრი ათავისუფლებს ადამიანს ღმერთისგან, მაგრამ ეს გათავისუფლება
არაა დადებითი ხასიათის მატარებელი და პირიქით, ღმერთის გარეშე დარჩენილი
ადამიანი უბედურია პასუხიმგებლობით, რომელიც თავისი თავისუფლების ფასად
მიიღო.

თავისუფლება და „თავის-თავად-ყოფნა“
იმისათვის, რომ ნათელი გახდეს სარტრის თავისუფლების სრული ცნება,
აუცილებელია ვისაუბროთ მის დამოკიდებულებაზე ცნობიერისა და ქვეცნობიერის
მიმართ. პირველ რიგში იმისთვის, რომ სრულიად გავიგოთ ფუნდამენტური
სტრუქტურა და ცნობიერების მოქმედება, აუცილებელია იმის გაგება თუ რას
გულისხმობს სარტრი იმ ყველაფერში, რაც არ არის ცნობიერება. ეს საკითხი
შეიძლება დაყენებული იქნას შემდეგნაირი კითხვის ფორმით: რა არის იმ ყველაფრის
ბუნება, რაც ცნობიერების საპირისპიროდაა მოქცეული?
„ჟან-პოლ სარტრის მიხედვით, ადამიანური რეალობის სამყაროში ყოფნა ეს
არის ყოფნა სიტუაციაში. ეს არის შეხვედრა ცოცხალი ინდივიდუალური
ცნობიერებისა ნებისმიერ ფაქტობრივ მოცემულობასთან. ყოფიერება თავისთავად
(etre en soi) არის ყველაფერი ის, რის ფონზეც ადამიანი აღმოაჩენს თავის თავს
სამყაროში. ამ სამყაროში აპროექტებს იგი თავის თავს თავისი შესაძლებლობებისაკენ
და ამგვარი დაგეგმვით ერთ სიტუაციაში შეკრებს თავის თავს და ფაქტობრივ
მოცემულობას“ (მ. ლაშხია, 1). სარტრი თავის „ყოფნა და არარაობა“-ში გვეუბნება,

9
რომ ყოფნა თავის-თავად უბრალოდ მარტივად არსებობს: „ის არის ყოველგვარი
მიზეზის, გამომწვევისა და საჭიროების გარეშე“ 3

3
„It is without reason, without cause and without necessity”- Jean-Paul Sartre “Being and Nothingness” page
619, translated from French to English by Hazel Estella Barnes, Publisher Simon and Schuster, 1992.
ჟან-პოლ სარტრი „ყოფიერება და არარა“ გვერდი 619. ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნა ჰეიზელ
ესტელა ბარზნმა, გამომცემლობა Simon and Schuster, 1992.

http://www.ahandfulofleaves.org/documents/BeingAndNothingness_Sartre.pdf

10

You might also like