You are on page 1of 13

1.

პლატონის ‘პარმენიდეში’ გამოთქმულია მოსაზრება, რომ საგანი ან მთლიან


იდეას ეზიარება, ან იდეის ნაწილს. პარმენიდე ორივე ამ ტიპის ზიარების
შეუძლებლობას აჩვენებს. რა სირთულეზე/წინააღმდეგობაზე მიუთითებს
პარმენიდე იმის დაშვებისას, რომ 1) საგანი ეზიარება იდეის ნაწილს; 2) საგანი
ეზიარება მთლიან იდეას.
ჯერ დავუშვათ, რომ საგანი მთელს იდეას ეზიარება. ამ შემთხვევაში, იდეას
გაუჭირდება, გადანაწილდეს ყველა საგანში (თანაც, ყველაში მთლიანად იყოს) და
შეინარჩუნოს ერთობა და იგივეობა. პარმენიდეს მოჰყავს ზეწრის მაგალითი: თუ
ერთი დიდი ზეწარი (იდეის ანალოგად) გადააფარე მრავალ კაცს, რომლებიც ამ იდეას
იზიარებენ, მაშინ თითოეული კაცის თავზე მხოლოდ ზეწრის ნაწილი იქნება და არა
მთლიანი ზეწარი. "მაშასადამე, იდეებიც დაყოფადნი არიან". იდეების დაყოფადობას
თავისი პარადოქსები აქვს: ა) 'სიდიდის' იდეა რომ ავიღოთ: თუ რომელიმე საგანი
ეზიარება სიდიდის იდეის ნაწილს, ანუ ის ეზიარება სიდიდის იდეაზე უფრო მცირე
რამეს და მიუხედავად ამისა, მაინც დიდია. ბ) 'ტოლობის' იდეის რაღაც ნაწილს თუ
ეზიარება საგანი, თავად ტოლი ვეღარ იქნება [მიშას რომ უყვარს ხოლმე მაგალითად
მოყვანა: შარვალი თუ ყველგან მთელია და ერთ ადგილას გახეული, შარვალი
გახეულია]. გ) 'სიმცირის' იდეის ნაწილს თუ ეზიარა რაიმე, სიმცირის იდეა თავად
უფრო დიდია, ვიდრე სიმცირის იდეის ნაწილი. ეს საგანი სიმცირის იდეის უფრო
დიდ ნაწილს რომ ზიარებოდა, თავად უფრო მცირე უნდა გამოსულიყო წესით. დ)
ყველა 'დიდი' საგნის სიმრავლე რომ ავიღოთ და დავუმატოთ სიდიდის იდეა,
დაგვჭირდება კიდევ ერთი სიდიდის იდეა, რომ ეს ახალი სიმრავლე აღვწეროთ,
შემდეგ - კიდევ ერთი სიდიდის იდეა და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე.

2. პლატონის ‘პარმენიდეში’ პარმენიდე ეკითხება სოკრატეს, მისი აზრით


განცალკევებული, დამოუკიდებელი არსებობა გააჩნიათ თუ არა ერთი მხრივ
იდეებს, ხოლო მეორე მხრივ საგნებს. სოკრატე ამ შეკითხვაზე ერთგვაროვან
პასუხს არ აძლევს პარმენიდეს. რომელი [ტიპის] იდეები მიაჩნია სოკრატეს
დამოუკიდებლად არსებულად, რომელზე უჭირს ამის თქმა და რა სახის
იდეების არსებობას გამორიცხავს? დაწერეთ რაც შეიძლება კონკრეტულად.
სოკრატე პარმენიდეს უდასტურებს, რომ ის მართლაც ფიქრობს, რომ იდეები,
როგორებიცაა, მაგალითად, იდეა სამართლიანობისა, მშვენიერებისა ან სიკეთისა და
ასე შემდეგ, დამოუკიდებლად, განხოლოებულად არსებობენ. მაგრამ, უჭირს თქმა,
მაგალითად, ადამიანის იდეაზე. აი, ისეთ მარტივ რამეებზე, როგორებიცაა ტალახი,
ჭუჭყი და ა.შ., სოკრატე ცალსახად ამბობს, რომ არ ჰგონია, რომ ასეთ საგნებსაც აქვთ
იდეები. ის ფიქრობს, რომ ისინი სწორედ ისეთებია, როგორებადაც ჩვენ მათ
აღვიქვამთ. საკმაოდ საინტერესოა, რომ სოკრატე ადამიანის აღქმას უკავშირებს
საგნის იდეის არსებობა-არარსებობას. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში
სოკრატე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს ფილოსოფოსობას.
თითქოს, ბუნებრივია, რომ მას დაეწყო იდეებზე ფიქრი ისეთი საგნებით, რომლებსაც
ადამიანები განსხვავებულად ხედავენ. უფრო მარტივია, დაგაინტერესოს ისეთმა
საგანმა, რომლის სხვადასხვანაირი ახსნაც გესმის (მაგალითად, სამართლიანობას
სხვადასხვანაირად აღიქვამს და ხსნის სხვადასხვა ადამიანი, ეს "სახელმწიფოშიც"
ვნახეთ), ვიდრე ისეთმა, რომელიც, უმეტესობისთვის მაინც, ერთნაირი აღსაქმელია
(ტალახი სიბინძურეა ყველა თითქმის ყველა ადამიანისთვის და ამ საკითხის
ირგვლივ მსჯელობა და დავა იშვიათად თუ წამოიწყება ხოლმე). აი, ადამიანის
იდეაზე, როგორც ვთქვი, სოკრატეს უჭირს პასუხის გაცემა, რადგან ის სადღაც ამ ორს
შორისაა. ერთი შეხედვით, ცხადი რამეა ადამიანი, შეიძლება, რამენაირად მოძებნო
მისი ისეთი განმარტება, რომ ყველა სხვა დაგეთანხმოს, მაგრამ ვიღაცას სადმე
ყოველთვის ექნება გრძნობა, რომ ადამიანი რაიმით ან უფრო მეტია ამ ჩვენ მიერ
განმარტებულ არსებაზე, ან უფრო ნაკლები. ამიტომ, ვფიქრობ, ადამიანი ფიქრად
ღირს.

3. პლატონის ‘პარმენიდეში’ პარმენიდე ეუბნება სოკრატეს მოსაზრებას, თუ


რატომ მიიჩნევა თითოეული იდეა ერთად (მაგ. რატომ ითვლება, რომ
სიდიდის იდეა ერთია), შემდეგ კი მიუთითებს იმ პრობლემაზე, რაც ამ
მოსაზრების მიღებისას ჩნდება. დაწერეთ, პარმენიდეს აზრით, რატომ მიიჩნევა
იდეა ერთად და რა პრობლემა ჩნდება ამ აზრის მიღებისას.
სოკრატეს იდეა ერთად ეჩვენება, რადგან მსგავსი თვისებების საგნებს
აერთიანებს ერთ იდეაში. მაგალითად, მისი აღქმით დიდი საგნები
ერთინდებიან სიდიდის იდეაში, ანუ სიდიდე ერთია. მაგრამ პარმენიდეს
საწინააღმდეგო არგუმენტი შემდეგია: შეუძლებელია რამე იყოს სიდიდის
იდეა და არ ატარებდეს სიდიდის თვისებას, შესაბამისად ეს სიდიდის იდეაც
რაღაცას უნდა გაეხადა სიდიდედ და ამას მივყავართ კიდევ ერთ, მის მაღლა
მყოფ სიდიდის იდეამდე. მაგალითად: ვაშლი არის წითელი, იგი წითელი
გახადა სიწითლის იდეამ, მაგრამ სიწითლის იდეაც თვითონ უნდა ატარებდეს
სიწითლის იდეას, რომ რაღაც გახადოს წითელი, შესაბამისად მივდივართ
უსასრულო იდეებამდე. უსასრულო იდეები კიდე არ გვაწყობს, რადგან უნდა
იყოს დასაბამი, რაღაც ერთი.

4. პლატონის ‘პარმენიდეში’ პარმენიდე სოკრატეს აძლევს რჩევას, თუ როგორ


უნდა გაიწაფოს თავი ფილოსოფიაში, იმაში, რაც ბრბოს უსარგებლო ყბედობა
ჰგონია. პარმენიდეს აზრით, რა არის საჭირო ამ თვითწვრთნისთვის, რაიმეს
საფუძვლიანი განხილვისთვის (აღწერეთ მეთოდი დეტალურად)? თუ გვინდა
რაიმე საფუძვლიანად განვიხილოთ გვწირდება 4 ნაბიჯის გადადგმა.
თავდაპირველად უნდა დავუშვათ რომ განსახილვლეი ობიექტი ვთქვათ A
არსებობს, თუ ა არსებობს მაშინ რა მიმართება ექნება მას თავის თავთან , და
სხვა დანარჩენთან ანუ არა ა-სთან. ამის შემდეგ უნდა დავუშვათ რომ ა არ
არსებობს, და ასევე უნდა განვიხილოთ 2 ვარიანტი, რა მიმართება ექნება ა-ს
თავის თავთან და სხვა დანრჩენთან ანუ არა ა-სთან.

5. პლატონის ‘პარმენიდეში’ სოკრატე ამბობს, რომ იდეები ისე არიან ბუნებაში,


როგორც ერთგვარი ნიმუშნი, საგნები კი მათ ჰგვანან და მათსავე ხატებად
გვევლინებიან. ზიარების წყალობით იდეებსა და საგნებს შორის ისეთივე
თანაფარდობა მყარდება, როგორც ნიმუშსა და მის ასლს შორის. რა
პრობლემაზე მიუთითებს პარმენიდე, თუკი სოკრატეს ეს აზრი იქნება
გაზიარებული?თუ იდეა ნიმუშია, ხოლო საგანი მისი ასლი, გამოდის, რომ ასლი
ნიმუშის მსგავსია და პირუკუ - ნიმუში ასლის მსგავსია, ანუ იდეა საგნის მსგავსია და
საგანი იდეის მსგავსია. თუ ორი საგანი ერთმანეთის მსგავსია, ისინი ერთ რომელიმე
იდეას მაინც ეზიარებიან, ანუ რაღაც A საგანი და რაღაც Bსაგანი ერთმანეთის მსგავსია
და ისინი ეზიარებიან რაღაც ჩ იდეას. A Bს მსგავსიცაა და ჩსიც, ანუ A და ჩ კიდევ
რაღაც Dს ეზიარებიან, ხოლო A და Bკიდევ რაღაც Eს, რასაც მივყავართ
უსასრულობამდე.

6. პლატონის ‘პარმენიდეში’, მას შემდეგ რაც ძენონი დაასრულებს თავისი


თხზულების კითხვას, სოკრატე რამდენიმე კრიტიკულ შენიშვნას ამბობს.
მკაფიოდ და დეტალურად ჩამოაყალიბეთ: 1) რა არის ძენონის თხზულების
'პარმენიდეში' მოხმობილი თეზისი და რას მოიაზრებს ძენონი ამ თეზისის
საფუძვლად; 2) რაში და როგორ აკრიტიკებს სოკრატეს ძენონის ამ მსჯელობას?
7.2. სოკრატე აკრიტიკებს იმას, რომ ძენონის ნაშრომი ეხება არა იდეათა სამყაროს
(რაც, მისთვის ბევრად საინტერესო იქნებოდა), არამედ ჩვენს ხილულ სამყაროს,
სადაც, ისეთი რამეები, რაც ძენონს წინააღმდეგობად აქვს ხსენებული, სულაც არაა
გასაოცარი. სოკრატე ამბობს, რომ საგნები (ჩვენი სამყაროს ელემენტები) თვისებებს
იძენენ იმით, რომ ეზიარებიან იდეებს (იდეათა სამყაროს ელემენტებს). თუ რაიმე ორ
იდეას ერთდროულად ეზიარება, ერთდროულად შეუძლია მიიღოს ორი თვისება,
რაც გასაკვირი არაა. სხვა სიტყვებით, ძენონის მთავარი ამოსავალი წერტილი, ანუ ის,
რომ მსგავსი არამსგავსი ვერ გახდება და vice versa, გასაკვირი იქნებოდა არა 'აქ',
არამედ 'იქ', იდეათა სამყაროში. აქ წინააღმდეგობა სულაც არაა ის, რომ საგანი ორ
ურთიერთსაპირისპირო იდეას ეზიარებოდეს. 'იქაურ' სამყაროში კი, თითქოს,
ელემენტები თვითკმარები არიან და ერთმანეთში არ გადადიან (ჯანდაბას, ეს მე
დავამატე... მაგრამ, მხოლოდ იმის წარმოსაჩენად, თუ მე როგორ მესმის სოკრატეს
პროტესტის მიზეზი). ხოლო თუ ეს არ არის და ძენონი შეძლებდა ამის ჩვენებას
თავის მსჯელობაში, სოკრატეს განცვიფრება მერე გეკითხათ.
7. პლატონის ‘სახელმწიფოს’ თანახმად, სოკრატე თვლის, რომ სამართლიანი
ადამიანისთვის არაა ნიშნეული ვინმესთვის (მტერი იქნება ის თუ მოყვარე), 
ვნების/ზიანის მიყენება. როგორ ასაბუთებს სოკრატე ამ მოსაზრებას?
რაიმე თბილმა რომ გაათბოს რაიმე სხვა, რაც ცივია, ის (თბილი) ამას გაციებით ვერ
შეძლებს, ასევე სამართლიანი ადამიანი ვერ დაიმსგავსებს უსამართლო ადამიანს
უსამართლობით (ვნების მიყენებით) და სამართლიან ადამიანს არც შეუძლია
ვინმესთვის ვნების მიყენება. იმისათვის, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ, ამისათვის,
სულ მცირე, უსამართლობას უნდა ვიყო ზიარებული, რადგან ვინმესთვის ზიანის
მიყენება უსამართლობაა და ამის გარეშე ზიანს ვერ მივაყენებთ, სამართლიანი
ადამიანისთვის კი უცხოა უსამართლობა და მაშასადამე ზიანის მიყენებაც, რაც
უსამართლობის გამოხატულებაა, ამიტომ ერთი, რომ სამართლიანი ზიანს ვერ
მიაყენებს ვერავის და მეორე, რომ სამართლიანი ადამიანი ზიანის მიყენებით ვერ
დაიმსგავსებს (გამოასწორებს) უსამართლო ადამიანს.

8. პლატონის ‘სახელმწიფოში’ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება:


‘სამართლიანობა არის სიმართლე და იმის უკანვე დაბრუნება, რაც მიგიღია’. რა
მაგალითი მოაქვს სოკრატეე იმის საჩვენებლად, რომ ზოგ შემთხვევაში ისეთი
ქმედება, რომელსაც გულისხმობს ეს მოსაზრება, უსამართლობად ითვლება?
სოკრატე შემდეგს ამბობს: ვთქვათ ვინმსე იარაღი აჩუქა მისმა მეოგობარმა,
შემდეგ ეს კაცი ჭკუაზე შეცდა და იარაღის უკან დაბრუნება მოინდომა.
სოკრატესთვის აშკარაა რომ ნაჩუქარი იარაღის უკან დაბრუნებაც
უსამართლობა იქნება და იმ უბედურ დღეში ჩავარდნილი კაცისთვის მთელი
სიმართლის გამხელაც. მაშასადამე სამრთლიანობა არ განისაზღვრება
სიმართლის თქმით და იმის უკანვე დაბრუნებით რაც მიგიღია.

9. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ მოკვდავთათვის უფრო


ხელსაყრელია უსამართლობა, ვიდრე სამართლიანობა. წარმატებას აღწევს ის,
ვინც არაფრად აგდებს სამართლიანობას, ის კი, ვინც ვერ გაბედა
სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლა და თავად იწვნია უსამართლობა,
სიბრალულის ღირსია. უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ შიშის გამო
ჰგმობენ უსამართლობას. ძლიერი და თავისუფალი ადამიანისთვის კი უფრო
ნიშნეული უსამართლობაა. თრასიმაქეს საწინააღმდეგოდ, სოკრატეს არ სჯერა,
რომ უსამართლობა სამართლიანობაზე სასარგებლოა/ხელსაყრელია. რა
არგუმენტებს უპირისპირებს სოკრატე თრასიმაქეს ნააზრევს და რით
ცდილობს საკუთარი რწმენის (იმის, რომ უსამართლობა არაა
სამართლიანობაზე ხელსაყრელი) დასაბუთებას?

 სოკრატე სამართლიანობას უწოდებს სიქველეს, უსამართლობას კი


ბიწიერებას, თუმცა თრასიმაქესთვის სამარტლიანობა უფრო
კეთილშობილური მიამიტობაა, ხოლო უსამართლობა -
კეთილგონიერება. მაშასადამე უსამართლობა სიქველე და სიკეთეა,
სამართლიანობა კი პირიქით. სამართლიანს სურს უპირატესობა
მხოლოდ უსამართლოსთან და არა სამართლიანთანსავე, ხოლო
უსამართლოს სამართლიანთანაც და უსამართლოსთანაც. უსამართლო
კაცი მშვენიერებას ჰგავს თრასიმაქეს აზრით, მაგრამ სოკრატეს ის
იქამდე მიჰყავს, რომ აღიარებს: რაღაცის მცოდნე ბრძენია, შესაბამისად
ღირსეული კაცია. ღირსეული თუა იგი ეცდება აღემატებოდეს მხოლოდ
იმას, ვინც მას არა ჰგავს, ხოლო უღირსი, ესე იგი არაფრის მცოდნე,
ეცდება აღემატებოდეს იმას, ვინც მასაც ჰგავს და ვინც მას არ ჰგავს. ამ
ლოგიკით, უსამართლო კაცი გამოდის უღირსი და არაფრის მცოდნე,
ხოლო სამართლიანი ღირსეული და ბრძენი.
 წინა მსჯელობიდან გამოდის, რომ სამართლიანობა უფრო დიდი
სიბრძნეა და ქმედითია, ხოლო უსამართლობებს ერთობრივი
მოქმედების უნარი არ შესწევთ. შესაბამისად, ადამიანთა
ურთიერთობებში შეუძლებელია ერთი მაინც იყოს უსამართლო და
საერთო მიზანი მიღწერულ იქნას. უსამართლო მოქმედების დროსაც კი,
როგორიცაა მაგალითად სხვა ქვეყნის დაპყრობა და ა.შ, მიზანი
მიღწერული ვერ იქნება, თუ რაზმის მეომრები ერთმანეთთან
მიმართებაში უსამართლოდ მოიქცევიან. გამოდის, ადამიანთა
თანაცხოვრება და თანამშრომლობა ვერ შედგებოდა ისინი რომ
სრულად უსამართლოები ყოფილიყვნენ.
 გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ნაკლი უსამართლობაა, ხოლო
ღირსება - სამართლიანობა, დავასკვნით, რომ სამართლიანი ადამიანი
უბედური არაა, პირიქით. სოკრატე ამბობს, რომ ყველაფერს აქვს თავისი
დანიშნულება და შესაბამისად ღირსება, რომ ამ დანიშნულებას
პირნათლად ასრულებს. სულის დანიშნულება არის მზრუნველობა,
მმართველობა, რჩევა, თათბირი და ის თუ ამას ღირსეულად ასრულებს,
სამართლიანი სულის მატარებელი იქნება ბედნიერი, ხოლო
უსამართლო კი - უბედური.
 ამ ყოველივედან გამოდის, რომ სამართლიანობა სულაც არ ყოფილა
უფრო სასარგებლო, ვიდრე უსამართლობა.
10. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ სამართლიანობა ისაა, რაც
ხელსაყრელია (და არაა საზიანო) ძლიერთათვის. როგორ აკრიტიკებს სოკრატე
თრასიმაქეს ამ მოსაზრებას? დავუშვათ, რომ სახელმწიფოს მმართველი
ძიერია. ის შეიძლება შეცდეს და მიიღოს ისეთი კანონი, რაც საზიანო იქნება
მისთვის. ქვეშევრდომები ამ კანონს აღასრულებენ, რაც სამართლიანია, მაგრამ
გამოდის, რომ ის, რაც სამართლიანია, საზიანოა მმართველისთვის, ანუ
ძლიერისთვის.

11. პლატონის ‘სახელმწიფოში’ პოლემარქე პოეტ სიმონიდეს ნააზრევის


მოშველიებით სამართლიანობად მიიჩნევს იმას, რომ ყველას თავისი
კუთვნილი მიეგოს. მეგობრის, მოყვრის მიმართ კეთილი უნდა იყო, მტრის
მიმართ კუთვნილის მიგება კი მისთვის (მტრისთვის) ბოროტების მიგებაა.
სოკრატე ამ მოსაზრებას რამდენიმე ასპექტით აკრიტიკებს. ჩამოაყალიბეთ
ერთი არგუმენტი მაინც, რომელიც მოაქვს სოკრატეს პოლემარქეს მოსაზრების
საპირისპიროდ. სოკრატეს ერთ-ერთი არგუმენტად მოჰყავს ის, რომ
მეგობრებად ითვლებიან ისინი, ვინც ღირსეულნი არიან, ხოლო მტრებად -
უღირსნი. თუმცა, ადამიანები ძალიან ხშირად ცდებიან ამ მხრივ, არაერთ
უღირსს მიიჩნევენ ღირსეულად და პირიქით. პოლეარქეს ნააზრევს თუ
გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სამართლიანია უღირსი ხალხის მიმართ
კეთილები უნდა ვიყოთ, ღირსეულების მიმართ კი პირიქით. ხოლო
ღირსეული ადამიანები ხომ სამართლიანები არიან და არ სჩადიან
უსამართლობას. აქედან გამოდის, რომ სამართლიანობა არის ბოროტების
გაკეთება იმათთვის ვინც არ სჩადის უსამართლობას.

12. პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ეკითხება მოხუც კეფალეს, ძნელია თუ


არა მისთვის სიბერე. რას პასუხობს კეფალე და სიბერის რა
დადებით/უარყოფით მხარეებს ასახელებს? სიბერეს სრული სიმშვიდე და
ყოველგვარი ვნებათაღელვისგან განთავისუფლება მოსდევს, ვნებათა დაცხრომა კი
სწორედ იმნაირ შეგრძნებას იწვევს როგორიც ჰქონდა სოფოკლეს, ესეგი , ურიცხვი
მძვინვარე მბრძანებლისგან თავის დაღწევის გრძნობას. წესიერი და თავდაჭერილი
კაცისთვის სიბერე არც ისე ძნელი ასატანია, უწესოს და აღვირახსინლს კი სიბერის
გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისაც.
სიღრიბეში თვით თვინიერ კაცსაც კი უბედურებად მიაჩნია სიბერე, ხოლო უკეთურს
სიმდიდრეც ვერ შეუმსუბუქებს სიბერის ტვირთს. ( სერიფოსელი რომ ვიყო მართლაც
ვერ მოვიხვეჭდი სახელს, მაგრამ შენ ვერასდროს გახდებოდი სახელოვანი, ათენელიც
რომ ყოფილიყავი . თემისტოკლე )
კეფალეს რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო უქრება ყოველგვარი ხორციელი განცხრომის სურვილი
და მით უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს გულითადი საუბარი. ამიტომაც სთხოვს სოკრატეს, ნურც
ახალგაზრდა მეგობრებთან ურთიერთობაზე აიღებს ხელს და ნურც ძველ მეგობრებს დაივიწყებს.

13. პლატონის ‘სახელმწიფოში’, იმისათვის, რომ სოკრატესაგან მოისმინოს


სამართლიანობის დაცვა და დარწმუნდეს მის (სამართლიანობის)
უპირატესობაში უსამართლობასთან შედარებით, გლავკონი ამ უკანასკნელს
(უსამართლობას) ასხამს ხოტბას და ჩამოთვლის მის ‘უპირატესობებს’ (მაგ.
‘უჩინმაჩინის ბეჭედი’ რომ მივცეთ სამართლიან ადამიანსაც და
უსამართლოსაც, ისინი ერთნაირად იმოქმედებენ; ან: ვინც უსამართლო
ქცევით, შესაბამისად, უფრო ადვილად, სძლევს დანარჩენებს და
გამდიდრდება, მეგობრებისთვისაც და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი
იქნება, ვიდრე სამართლიანი კაცი). რა მაგალითებს/არგუმენტებს
უპირისპირებს სოკრატე გლავკონის ნათქვამს?

 გლავკონისა და შემდეგ მისი ძმის, ადიმანტეს ნათქვამის მოსმენის შემდეგ


სოკრატე მათ გამჭრიახობას ჯერ ხოტბას ასხამს, შემდეგ კი, მათივე
თხოვნით, სამართლიანობის დაცვას იწყებს. თავდაპირველად იგი ერთ
იდეას უზიარებს თანამოსაუბრეებს. სოკრატეს აზრით, სამართლიანობისა
თუ უსამართლობის განხილვა სერიოზული საქმეა, რომელიც
გამჭირიახობას მოითხოვს. სოკრატეს ბეცი კაცის მაგალითი მოჰყავს,
რომელიც შორიდან უმზერს წვირილი ასოებით აჭრელებულ ფურცელს და
მისი წაკითხვის მცდელობაში ახსენდება ზუსტად იგივე ოღონდ ახლოს და
უფრო მსხვილი ასოებით დაწერილი დიდი ფურცელი. სოკრატეს თქმით,
ამის შემდეგ, ბეცი მსხვილი ასოებით წაკითხვის შემდეგ უფრო ადვილად
შეძლებს წვრილასოებიანი ფურცლის წაკითხვას და ამრიგად
დარწმუნდება, რომ ორივე ფურცელი ერთსა და იმავე შინაარსის
მატარებელია. სწორედ ამ ანალოგიით, სოკრატე ამბობს, რომ
სამართლიანობა კაცსაც ახასიათებს და სახელმწიფოსაც, ვინაიდან
სახელმწიფო კაცზე უფრო დიდია, მაშინ ბეცი კაცის მაგალითივით,
უმჯობესია დიდთან მსგავსებით შეიცნონ მცირე. ამიტომაც, სოკრატე
განიხილავს სამართლიანობისა და უსამართლობის ჩანასახს სახელმწიფოს
დასაბამში. ამრიგად, სოკრატე საუბარში აშენებს სრულყოფილად
სამართლიან სახელმწიფოს. მას შემოჰყავს სპეციალიზაციის პრინციპი,
რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რომელშიც
ყველაზე უკეთაა დახელოვნებული და სხვა საქმეში არ ერევა. მაგ. ვაჭარმა
მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობას უნდა მიჰყოს ხელი, ფერმერმა მიწის
დამუშავებასა თუ ცხოველების მოვლას და ა.შ. ამ გზით, სოკრტეს აზრით,
ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდება. გლავკონისათვის საპირისპიროს
დამტკიცებას სოკრატე ,,სახელმწიფოს“ მთელ დარჩენილ ნაწილს უთმობს,
როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფოს აშენებით და მასში როლების
გადანაწილებით. საბოლოოდ კი ასკვნის, რომ უსამართლო კაცი
ვერასდროს იღებს იმას, რაც უნდა და რომ იგი არა ყველაზე ბედნიერი,
არამედ ყველაზე უბედურია. ამ აზრს სოკრატე იმით ამყარებს, რომ
უსამართლო კაცს მხოლოდ დაუფლების სურვილი აქვს, თავის გულში კი
იცის, რომ ყველაფერი სიცრუე და წარმავალია; ამიტომაცაა რომ მეტის
ხელში ჩაგდების დროს, უფრო მეტისაკენ ილტვის. ეს ყველაფერი ძალიან
ემგვანება ილუზიურ მაგიდაზე გაწყობილ არარსებულ საჭმელს, როდესაც
ყოველი ლუკმა უფრო განდომებს ნამდვილ საკვებს.

14. რა მაგალითი მოაქვს პლატონის ‘პარმენიდეში’ სოკრატეს იმის საჩვენებლად,


რომ იდეა შეიძლება ერთობასაც ინარჩუნებდეს და, იმავდროულად,
ყველაფერში იყოს? ახსენით, როგორ უჩვენებს ეს მაგალითი იმას, რომ იდეა
შეიძლება ყველაფერში იყოს და თან საკუთარ თავს არ განეშოროს (ერთობას
ინარჩუნებდეს). ასევე, დაწერეთ, რა კონტრმაგალითი მოაქვს პარმენიდეს?
სოკრატე მყარად ეწინააღმდეგება პარმენიდეს და ამბობს, რომ იდდეა
შეიძლება ერთობასაც ინარჩუნებდეს და იმავდროულად ყველაფერში იყოს,
მაინც განუყოფელი დარჩეს. ამის მაგალითი მისი აზრით, არის დღე, რომელიც
ამ კონკრეტულ მომენტში აქაც არის და სადღაც სხვაგანაც, ერთნაირად
ვრცელდება განურჩევლად ყველგან.
პარმენიდე ამ მაგალითს ტილოს მაგალითს უპირისპირებს. დღე ჰგავს ტილოს,
რომელიც გადაფარებულია მრავალი კაცის თავზე, თუმცა თითოეული კაცის
თავზე მხოლოდ ტილოს ნაწილია და არა მთლიანად ტილო. შესაბამისად
რაღაც დღე მხოლოდ ნაწილობრივადაა მოცემული აქ და სხვაგვანაც
ნაწილობრივად.

15. რა მიზეზს ასახელებს სოკრატე იმის ასახსნელად, რომ ის მხოლოდ კერძო


საუბრებითაა დაკავებული და თავს აიდებს საჯარო გამოსვლებს, საზოგადო
მოღვაწეობას?
საჯარო გამოსვლას ის თავს არიდებს იმიტომ, რომ დიალოგი უფრო ეფექტიანია
მაშინ, რაც უფრო ცოტა ხალხია. რაც შეეხება საჯარო მოღვაწეობას, სოკრატე ამისთანა
მოღვაწეობასაც განუდგება. ამისთვის ის მოიშველიებს მაგალითს. იყო დრო როცა მას
და კიდევ რამდენიმეს დაავალეს უდანაშაულო ადამიანის ჩამოყვანა და სიკვდილით
დასჯა, მაგრამ იმისთვის, რომ სოკრატე არასამართლიანად არ მოქცეულიყო არა
კანონის ფარგლებში, არამედ საკუთარი მორალიდან გამომდინარე, განუდგა
ბრძანებას და არ წავიდა აღნიშნული ადამიანის ჩამოსაყვანად. საჯარო სამსახურში
ყოფნისას შეიძლება ისეთი რამის შესრულება მოგიწიოს/დაგავალონ, რაც არაა
სამართლიანი და მისი შესრულებით ჩავიდენთ უსამართლობას, ამიტომ სოკრატეს არ
მოსწონს საჯარო მოღვაწეობა.

16. რის გამო აკრიტიკებს პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ჰომეროსს,


ჰესიოდესა და სხვა პოეტებს? ისინი უგვანი სიტყვით უარყოფითად
წარმოგვიჩენენ ღმერთებს თუ გმირებს. ეს იგივეა მხატვარმა თავისი ნახატი
ვერაფრით ვერ მიამსგავსოს იმას რისი დახატვაც უნდა. ამ თემას მაშინ
მიადგნენ როცა ახლაი სახელმწიფოს შექმნის იდეაზე საუბრობენ, და
მსჯელობენ როგორი ისტორიები შეიძება მოუყვე ბავშვს. სოკრატეს აზრით
მართალიც რომ იყოს მათი უგვანი სიტყვები , გამოუცდელ ბავშვებს მაინც არ
უნდა მოუყვე ისინი. ყველა თქმულება რომესაც ბავშვი ისმენს ხელს უნდა
უწყობდეს მასში სიქველის აღზრდას, ჰომეროსის, ჰესიოდეს და სხვათა
თქმულებები კი ალეგორიაც რომ იყოს ბალღმა როგორ გაარჩიოს სადაა
ალეგორია და სად არა. ამიტომაც აკრიტიკებს სოკრატე მათ. ( მათ
მონათხრობშია როგორ მოისროლა ოლიმპოდან ზევსმა ჰეპესტოსი, რომელსაც
სურდა გამოსარჩლებოდა დედას რათა მეუღლის მუშტებისგან დაეცვა, და
ასევე როგორ ებრძვიან ღმერთები ერტანთს და სხვა,,,, ) .

17. რის გამო უჩივლეს სასამართლოში სოკრატეს? დაასახელეთ მისთვის


წაყენებული ბრალდებები და, ასევე, ჩამოაყალიბეთ როგორ იცავს თავს
სოკრატე თითოეული ბრალდებისგან.
,,სოკრატე ფეხქვეშ თელავს კანონს, ვინაიდან რყვნის და აფუჭებს
ახლაგაზრდობას, არ სცნობს ღმერთებს, რომელსაც თაყვანს სცემს ქალაქი,
არამედ აღიარებს რომელიღაც ახალ ღვთაებებს.’’ სოკრატეს პასუხი
გარყვნილებასთან დაკავშრებით შემდეგია: მელეტოსის აზრით მხოლოდ
სოკრატე რყვნის ახალგაზრდობას, ხოლო დანარჩენები სრულყოფენ. ამ დროს
კი მოჰყავს ცხენის მაგალითი, ყველა სრულყოფს და მხოლოდ ერთი კაცი
აფუჭებს მათ გაწრთვლილობას თუ პირიქით? . ამიტომაც შეუძლებელია
მხოლოდ ის რყვნიდეს და სხვები სრულყოფდნენ, რადგა ასეთი რამ პირიქით
ხდება. ერთს შეუძლია ხოლმე სრულყოფა.
ცხოვრება ყველას კეთილისმყოფელთ შორის ურჩევნია და ნუთუ მე
შეგნებულად მსურს მათი ჰარყვნა და სხვაგვარ გარემოში ცხოვრება. მე
საერთოდ არ ვყრვნი და თუ ვყვრნი შეუგნებლად.
რაც შეეხება ღმერთებს არ მოიძებნება კაცი რომელიც აღიარებს დემონიურობას
თვით დემონებს კი არა. დემონებს კი ღმერთების ნაშიერებად ვთვლით.
ამიტომ შეუძლებელია არ ვაღიარებდე ღმერთებს.
ასეთი ბრალდებაც წაუყენა ანიტოსმა სოკრატეს : არის ვინმე სოკრატე , რაც
იკვლევს ყველაფერს, რაც მიწის ზემოთაა და რაც მიწის ქვეშაა. მელეტოსი
უმატებს რომ სოკრატე მკრეხელობს, თავხედურად ცდილობს ქვესკნელისა და
ზესკნელის საიდუმლოს. სოკრატე კი აქ საქმის ვითარებას უმარტავს. როცა
დელფოსელმა ღმერთმა იკითხა ვინ არის ამ ქვეყნად სოკრატეზე უფრო
ბრძენიო პითიამ უპასუხა რომ არავინო. სოკრატე დაფიქრდა რისი თქმა
სურდა ამით ღმერთს, და დადიოდა და ეძებდა ნამდვილ ბრძენს ამიტომაც
ცდიდა ხალხს.

18. სოკრატეს აზრით, რატომ (რა მიზეზ(ებ)ის გამო) არ უნდა გვეშინოდეს


სიკვდილის? ჩამოაყალიბეთ არგუმენტაცია დეტალურად (პლატონის
'სოკრატეს აპოლოგიის' მიხედვით) სოკრატეს აზრით ბევრი რამ გვიმტკიცებს
რომ სიკვდილი სიკეთეა. მართლაც და ორში ერთია. ან არარაობად ქცევაა, ისე
რომ მკვდარი ვეღარაფერს გრძნობ, ან ძველი გადმოცემების მიხედვით
გარდაცვალება, სულის ფერისცვალება, და აქედან სხვა ქვეყნად გადასახლება.
თუკი ვერაფერს გრძნობ რაღა სიკვდილი და რაღა ტკბილი ძილი როცა
მტანჯველი სიზმრები არ გიმღვრევენ სულს. ვინმე რომ დაგვეყენებენი ისეთი
არჩევანის წინაშე : რომ გაეხსნებინა ღამე როცა უშფოთველად ეძინა და
შეედარებინა ყველა სხვა დღე-ღამისთვის , ყველა დანამდვილებით
გადაწყვეტდა არა მარტო ბეჩავი მდაბიო არამედ დიდებული მეფეც რომ
მთელი მისი სიცოცხლე სხვა არა რა ყოფილა არა თუ გამუდმებული ტანჯვა-
ვაება იმ ორიოდე ნეტარ ღამესთან შედარებით. და თუ სიკვდილი ესაა , ალბათ
არ ვცდები როცა უფლის წყალობას ვუწოდებ. ვინაიდან მარადისობა სწორედ
ერთ ასეთ ღამედ წარმოგვიდგება. ამბობს სოკრატე. და მეორეს მხრივ თუ
სიკვიდილი სხვა ქვეყნად გადასახლებაა და გადმოცემის მიხედვით იქ თავს
იყრიან მიცვალებულნი, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი რომ ჰადესს ჩასულნი
საბოლოოდ თავისუფლდები ამ თვითმარქვია მოსამართლეებისგან, რათა იქ
ჭეშმარიტ მსაჯულთა წინაშე წარსდგე.
ეგეც არ იყოს რა დიდი პატივია ისეთ ადამიანებთან ერთად ყოფნა როგორიცაა
ჰომეროსი, ჰესიოდე... სოკრატე მზად არის ათასჯერ მოკვდეს თუკი ეს
მართალია. სოკრატესთვის საინტერესო იქნბოდა იქ ესაუბრა მისი ხვედრის
გამზიარებელ ხალხთან, რომლებიც უსამართლო სამჯავროს მსხვერპლი
შეიქმნენ. და რაც მთავარია სოკრატესთვის მისებურად გაეტარებინა დრო ანუ
გამოეცადა ისინი, გაერკვია ვინნაა ჭეშმარიტად ბრძენი და ვის სიბრძნისა არა
სცხია რა.

19. განმარტეთ, სოკრატეს აზრით, რის გამო იყო ის სხვა ადამიანებზე უფრო
ბრძენი? არც სხვებმა იციან არაფერი და არც სოკრატემ. მაგრამ, სოკრატემ ის
მაინც იცის, რომ არაფერი იცის და სხვები არ აღიარებენ. დედამიწის ზურგზე
არ მოიძებნება არცერთი ბრძენი. ბრძენი მხოლოდ ღმერთია. ჩემი სახელი
ღმერთს სანიმუშოდ სჭირდება თითქოს სურს გვითხრას ,, თქვენს შორის
კაცნო, ყველაზე ბრძენია ის ვინც სოკრატეს მსგავსად იცის რომ მისი სიბრძნე
ჭეშმარიტად უბადრუკია.

20. გადმოეცით პლატონის ‘სახელმწიფოში’ მოთხრობილი ‘გამოქვაბულის იგავი’


და ახსენით, როგორ მიეყენება ეს იგავი სინამდვილეს.

 პლატონის ,,სახელმწიფოს“ VII წიგნი იწყება იგავით, რომელსაც


სოკრატე ყვება: წარმოიდგინე, რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც
ჩაკეტილნი არიან მიწისქვეშა გამოქვაბულში, რომელშიც შუქი შედის
დიდი შესასვლელიდან. ეს ადამიანები ბავშვობიდანვე არიან
ბორკილებსა და ჯაჭვებში ჩაჭედილები და უძრავებს მხოლოდ
პირდაპირ ყურება შეუძლიათ. ამ დროს ადამიანების ზურგს უკან,
ზევით და შორს ანთია ცეცხლი; ხოლო ცეცხლსა და ტყვეებს შორი
გადის გზა, რომელზედაც თითქოს პატარა კედელია აგებული, როგორც
ფოკუსების ოსტატებთან. ადამიანების წინ ჩნდება კედელი, რომლის
ზემოდანაც საოცრებებს აჩვენებენ…ამ კედელთან ადამიანებს მიაქვთ
ყველანაირი ნივთები, ქანდაკებები და სხვა ცხოველები, ქვის ან ხის და
ყველანაირი ნაკეთობა ისე, რომ თავს ზემოთ უჭირავთ და ამ ნივთების
ნაწილი ხმას იღებს და ნაწილი მდუმარეა საჭიროებისდა მიხედვით.

შემდეგ სოკრატე ჰყვება, თუ რა მოუვა იმას, ვისაც გაათავისუფლებენ


და აიძულებენ შეხედოს, რა ხდება გამოქვაბულში და ზემოდან
ჩამომავალ სინათლეს. მას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება და
შეეცდება დაამტკიცოს, რომ რასაც ადრე ხედავდა, ის უფრო
ჭეშმარიტია, ვიდრე ის საგნები და მდგომარეობა, რომელთაც ახლა
ხედავს და თუ მას აიძულებენ აფოფხდეს ზევით და მიწის ზედაპირზე
გამოვიდეს, მისთვის ძალიან ძნელი იქნება უყუროს საგნებს და მზეს.
მან ჯერ ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოს თვალი (ჩრდილების, ღამის
საშუალებით), ხოლო   შემდეგ შეხედოს მზეს და გაიგოს, რომ
სინამდვილეში მზე არის წელიწადის დროთა მონაცვლეობის და
ყველაფერის არსებობის საფუძველი, მიზეზი.

ყოველივე ამის დამნახველი, რა თქმა უნდა, განთავისუფლდება და


თავს ბედნიერად ჩათვლის, ხოლო თავის თანამოპატიმრეებს კი -
უბედურებად. მას დიდი სირთულეები ელის მათთან ურთიერთობაში,
თუკი ის დაბრუნდება.

დასკვნა: ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ, გამოქვაბულის მსგავსია და


ცეხლის ალი მასში _ მიმსგავსებულია მზესთან. გარეთ გამოსვლა და
საგნების ყურება არის გონებით საწვდომ, რეფლექსიის სამყაროში
ასვლა, ხოლო მზე ანუ სიკეთის იდეა _ უკანასკნელი საფეხური, რისი
წვდომაც შეიძლება. ამ იდეას უნდა უყურებდეს ყველა, ვისაც კი უნდა
მოქმედება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

21. პლატონის ‘ფედონის’ მიხედვით ჩამოაყალიბეთ პლატონისეული ანამნესისის,


იგივე ‘ცოდნა-მოგონების კონცეფცია’ (იგულისხმება ხედვა, რომლის
მიხედვითაც ცოდნა გახსენებაა).
სწავლა მოგონებაა მხოლოდ და სხვა არაფერი და თუ ეს ასეა , ჩვენ შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ის, რასაც ახლა ვიგონებთ ოდესღაც უნდა გვცოდნოდა უკვე.
ეს კი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს სულს სადმე, რომ არ ეარსება( ეს მოწმობს,
რომ სული უკვდავია). თუ კაცი, რომელიც ხედავს, ისმენს ან სხვაგვარად
აღიქვამს რამეს, არა

მარტო მას შეიცნობს რასაც აღიქვამს, არამედ დაფიქრდება მეორე რამეზეც, რისი
ცოდნაც მისთვის სულ სხვაა ვიდრე პირველის. შესაძლებელია რაიმე
გამოსახულებამ თვითონ ეს გამოსახულებაც და ამავდროულად სხვა რამეც
გაგვახსენოს.
სოკრატეს თქმით, რას ანიშნებდა მას იდუმალი ხმა/დემონი?

სოკრატეს სიყრმიდნავე ეჩირჩულება რაღაც იდუმალი ხმა, რომელიც ყოველთვის


უშლის იმის კეთებას რისი გაკეთებაც სურს,და წაქეზებით არასდროს აქეზებს.
სწორედ ეს ხმა უკრძალვადა სახელმწიფო მოღვაწეობას. ( ვისაც სურს ცოტა ხანს
მაინც გაუძლოს მტრებს ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს,)

You might also like