You are on page 1of 7

 ევთიფრონი და სოკრატე შეხვდებიან სამეფო ბჭესთან.

აღმოჩნდება
რომ ვიღაცამ, სახელად მელეტოსი, უჩივლა სოკრატეს. ბრალს
სდებს ახალგაზრდების გახრწნაში. სოკრატე თვლის, რომ
მელეტოსი სწორია რადგან ახალგაზრდებზე ზრუნავს (უკეთესი
უნდა რო იყოს ახალგაზრდა).
 მელეტოსი მებაღესავითაა, რომელიც ჯერ ნორჩ ნერგებს უვლის და
მერე დანარჩენს. ის ჯერ ახალგაზრდა თაობის გამხრწნელებს
ამოძირკვავს და მერე უფრო ხნიერებს და ამით კარგ სამსახურს
გაუწევს სახელმწიფოს.
 მელეტოსის ბრალდება: სოკრატე ახალ ღმერთებს ქმნის და
ძველების არ სწამს.
 ევთიფრონი სდევნის თავის მამას და ამიტომაა იქ მისული.
მკვლელობას სდებს ბრალად.
 სოკრატე ეუბნება, რომ ალბათ ნათესავი მოკლა და მაგიტო უჩივის,
უცხოს მოკვლის გამო არ უჩივლებდა და ამაზე ევთიფრონი ამბობს,
რომ სასაცილოა, როცა სოკრატე არჩევს უცხოა მოკლული თუ
ნათესავი და არა იმას, ჰქონდა თუ არა მამამისს იმ ადამიანის
მოკვლის უფლება. ევთიფრონის აზრით არ აქვს მნიშვნელობა ვინ
მოკლა მამამისმა, მთავარია ის, რომ მამამისი მკვლელია და ასეთი
ადამიანის გვერდზე ყოფნა არ უნდა. მსხვერპლი იყო მისი
მოიჯადრე.
 ამ მოიჯადრემ მოკლა მსახური და ამის გამო მამამისმა
(ევთიფრონის) ხელ-ფეხი შეუკრა და ხაროში ჩააგდო და ადამიანი
გაგზავნა მისნებთან, რათა გაეგო რა უნდა გაეკთებინა
მკვლელისთვის. სანამ ის გაგზავნილი კაცი უკან დაბრუნდებოდა
მანამდე მოკვდა მოიჯადრე. სიკვდილის მიზეზი არ იციან რა არის
სიცივეა თუ შიმშილი თუ რამე სხვა. მთელი სანათესაო
გაბრაზებულია ევთიფრონზე, რადგან მკვლელის მკვლელობაში
ადანაშაულებს მამამისს, რომელსაც მათი აზრით არავინ მოუკლავს.
თუმცა რომც მოეკლა მაინც არ უნდა გამოსარჩლებოდა იმიტომ, რომ
ის ადამიანი მკვლელი იყო. ამასთან შვილისგან მამის დევნა
სიბილწედ ითვლებოდა.
 ევთიფრონი თვლიდა, რომ უკუღმართად ესმოდათ რა მიაჩნდა
საწრწმუნეობას სიწმინდედ და რა სიბილწედ. ასევე თვლიდა რომ
იცოდა რა იყო სიბილწე.
 სოკრატე ეუბნება, რომ უნდა გახდეს ევთიფრონის მოწაფე. რადგან
მელეტოსს ეტყოდა, რომ თუ ევთიფორეს ცოდნას აღიარებდა, მაშინ
ისიც უნდა ეღიარებინა, რომ სოკრატეც სწორად მსჯელობდა,
რადგან ევთიფორესგან ისწავლა და აღარ უნდა ეჩივლა. თუ არა და
ეგრევე მოძღვრისთვის (ევთიფორე) უნდა ეჩივლა, იმიტომ, რომ
მაგის მოწაფეა და ხნიერი ხალხის გამხრწნელადაც ითვლება (იმიტო
რო სოკრატე გაწვრთნა და ხნიერია სოკრატე) და მამის
გამხრწნელიცაა, იმტიო, რო როგორც ვიცით მამამმისს უჩივის.
ევთიფრონი ამაზე პასუხობს, რომ სოკრატეს ადგილას უეჭველი
უპოვიდა სუსტ ადგილს და სასამართლოში უჩივლებდა და უფრო
სწრაფად ეგ საქმე გაირჩეოდა ვიდრე თავისი.
 სოკრატე: რა არის წმინდა და რა უკეთური? სიწმინდე ყოველთვის
ერთიდაიგივე არაა? უკეთურებაც ერთიდაიგივე არაა ყოველთვის?
 სოკრატე: რა არის წმინდა და რა - უკეთური?
 ევთიფრონი: წმინდა არის ის, რომ მკვლელობას ვინ ჩაიდენს
მნიშვნელობა არ აქვს, მაინც პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანმა ( არ
აქვს მნიშვნელობა მამაა თუ არა, ანუ წმინდაა ის რასაც თვითონ
აკეთებს). მაგალითად მოჰყავს ზევსი, რომელიც ღმერთთა შორის
საუკეთესოა და რომელმაც მამამისს ბორკილები დაადო
განუკითხავად თავისი შვილების ჭამის გამო. მამამისმა (ზევსის) კი
ბაბუამისი (ზევსის) დაასაჭურისა განუკითხაობის გამო. ზევსს
აღიარებენ, ხოლო ევთიფრონს რისხავენ და ამით საკუთარ თავს
ეწინააღმდეგებიან, რადგან ღმერთების საქციელს განსხვავებულად
აფასებენ ვიდრე ევთიფრონისას.
 სოკრატე ეუბნება, რომ სიწმინდის ნიმუში არ სჭირდება და
სიწმინდის განმარტებას ეკითხება. ასევე ევთიფრონის აზრით,
ღმერთები მტრობენ ერთმანეთს და ხანდახან ერთმანეთს ებრძვიან
კიდეც.
 ევთიფრონი: წმინდაა ის რაც ღმერთებს მოსწონთ, ხოლო უკეთური
- არ მოსწონთ.
 აქ სოკრატე იწყებს მსჯელობას.
 სოკრატე იმეორებს ევთიფრონის განმარტებას წმინდისა და
უკეთურისა. ევთიფრონი ეთანხმება რო ეგრეაო ეგ ხო უკვე
გითხარიო. და მერე სოკრატე ამატებს, რომ ევთიფრონმა ისიც თქვა,
რომ ღმერთები ერთმანეთს ებრძვიან ხოლმე.
 ს: რატომ მტრობენ ღმერთები? საგანთა სიდიდისა და სიპატარავის,
სიმძიმისა და სიმსუბუქის თაობაზე რომ ედავათ სოკრატეს და
ევთიფრონს თანხმდება ორივე, რომ მალევე მოგვარდებოდნენ, რადგან
გაზომავდნენ ყვეალფერს და საბოლოოდ მარტივად
შეთანხმდებოდნენ. მაშინ სხვამს სოკრატე შეკითხვას: რაარის ის რისი
საზომიც არ აქვთ და რის თაობაზე მათი დავაც შეიძლება მტრობაში
გადაიზარდოს? აქვე თავის თავს პასუხობს და ამბობს, რომ
სამართლიანობასა და უსამართლობას, სიმახინჯესა და მშვენიერებას,
სიკეთესა და სიბოროტეს არ აქვს ზუსტი საზომი და მათზე დავისას
შეიძლება ადამიანები ერთმანეთს გადაემტერნონ. შესაბამისად,
გამოდის, რომ სწორედ ამის გამო დაობენ ღმერთებიც. ამრიგად,
თითოეულ ღმერთს ის მიაჩნია მშვენიერებად რაც მოწონს, ხოლო რაც
მათ უპირისპირდება, სძულს. ერთი და იგივე რამ მათთვის
სამართლიანობაცაა და უსამართლობაც. ერთი და იგივე შეიძლება
სძულდეთ და უყვარდეთ კიდეც. შესაბამისად, ზოგიერთი რაღაც
ერთდროულად წმინდაცაა და უკეთურიც. აქედან გამომდინარე,
ევთიფრონს არ გაუცია სოკრატეს კითხვაზე პასუხი, ანუ არ უთქვამს რა
შეიძლება ღმერთრებისთვის იყოს წმინდა ან უწმინდური. ხოლო
შეიძლება ევთიფრონის საქციელი ბოროტებად ჩაეთვალათ.
 ე: ღმერთებს შორის უთანხმოება არ მოხდება უსამართლო მკვლელზე.
 ს: ეთანხმება ე-ს.
 ე: ამაზე დავა არ შეწყდება, რადგან ბრალდებულები უამრავ ტყუილს
ამბობენ თავის გასამართლებლად.
 ს: აღიარებენ დანაშაულს და მაგის მერე ამბობენ რო არ ეკუთვნით
სასჯელი? ე. უარს ეუბნება.
 ს: შესაბამისად ყველაფერს არ აკეთებენ. დამნაშავენი ვერ გაბედავენ
იმის თქმას, რომ დამნაშავენი არიან და არ იმსახურებენ მაინც სასჯელს.
ისინი მხოლოდ თავის უდანაშაულობას ამტკიცებენ. ე. ეთანხმება. ს:
შესაბამისად, იმაზე არ დაობენ, რომ დამნაშავენი არ უნდა დაისაჯნონ,
არამედ იმაზე, მართლა დამნაშავენი არიან თუ არა და როდის რა
დააშავეს. იმავე ითქმის ღმერთებზეც. ისინი იმაზე დაობენ რამდენადაა
ვინმე დამნაშავე და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ
დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
 ს: ღმერთები კერძო შემთხვევებზე დაობენ და არა ზოგადად. ანუ
კონკრეტულად რაიმე საქმეზე ერთი ნაწილი ამბობს რო სამართლიანია
და მეორე ამბობს რომ უსამართლოა.
 ს: რითი დამიმტკიცებ, რომ შენს საქციელს დადებითი შეფასება
მოჰყვება ღმერთებისგან? და იმას, რომ უსამართლოა მამამისი, რადგან
მკვლელი მოკლა.
 ამ მსჯელობისგან ათავისუფლებს სოკრატე ევთიფრონს და საკითხს
სხვანაირად სვამს: უკეთური = ღმერთებს რაც არ მოსწონთ. წმინდა=
რაც ღმერთებს მოსწონთ. ის რაც ზოგს უყვარს და ზოგს სძულს= არც
წმინდაა და არც უკეთური, ან ორივეა.
 ს: წმინდა იმიტომაა წმინდა, რომ ღმერთებს უყვართ, თუ, იმიტომ
უყვართ, რომ წმინდაა? და ამ კითხვას უკეთ უხსნის ევთიფრონს
დანახულის მაგალითზე. ანუ საგანს იმიტომ არ ხედავენ რომ ის
დანახულია, არამედ, იმიტომაა დანახული, რომ მას ხედავენ (და ესეთი
მააგლითები მოჰყავს).
 ს: იმიტომ კი არ უყვართ, რომ საყვარელია, იმიტომაა საყვარელი, რომ
უყვართ. შესაბამისად წმინდა ისაა, რაც ყველა ღმერთს უყვარს. და
რატომ უყვართ? იმიტომ რომ წმინდაა თუ სხვა რამის გამო?
 ე: იმიტომ, რომ წმინდაა.
 ს: წმინდა იმიტომ უყვართ, რომ წმინდაა და იმიტომ როდია წმინდა,
რომ უყვართ? ე ეთანხმება.
 ს: ის რაც საყვარელია ღმერთებისთვის მხოლოდ იმიტომ არაა
საყვარელი რო ღმერთებს უყვართ? ე ეთანხმება.
 ს: აქედან გამოდის, რომ ის რაც ღმერთებს უყვართ, არაა წმინდა და არც
წმინდაა ის, რაც ღმერთებს უყვართ. ე. დაიბნა. (ეს ბოლომდე არც მე
მესმის და უნდა ვკითხო მირაშვილს!)
 ამის განმარტებას იწყებს სოკრატე (და ამას კარგად დავწერ ცოტა
ვრცლად რო გასაგები იყოს, შეიძლება ზევით მოცემული
წინადადებები განმეორდეს): წმინდა იმიტომ უყვართ, რომ
თავისთავადაა წმინდა. საყვარელი იმიტომაა რაიმე, რომ ღმერთებს
უყვართ. აქედან გამომდინარე, ღმერთებისთვის წმინდა და საყვარელი
ერთიდაიგივე რამე არაა. ასე რომ იყოს გამოვიდოდა, რომ წმინდა
იმიტომ უყვართ რომ ის წინდაა და აქედან გამომდინარე ღმერთებს
საყვარელიც იმიტომ უყვართ რომ თავისთავადაა საყვარელი. მეორეს
მხრივ, რაიმე იმიტომაა საყვარელი, რომ ღმერთებს უყვართ აქედან
გამოვიდოდა, რომ წმინდა იმიტომაა წმინდა, რომ ღმერთებს უყვართ
(თუმცა წმინდა თავისთავადაა წმინდა). ამ ყველაფრის მიხედვით
საყვარელი და წმინდა განსხვავდება ერთმანეთისაგან:
ერთი(საყვარელი) მხოლოდ იმიტომაა საყვარელი რომ ღმერთებს
უყვართ, ხოლო მეორე (წმინდა) იმიტომ უყვართ, რომ თავისთავადაა
საყვარელი (წმინდა). აქედან გამომდინარე სოკრატე ამბობს, რომ
წმინდის თვისებაა ის, რომ ღმერთებს უყვართ და არა მისი
განსაზღვრება. ანუ მგონი როგორც მე მივხვდი ის წინადადება
გაყვითლებული, რომ მაქვს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ წმინდის
განმარტება არაა ღმერთების სიყვარული.
 ეხლა ერთად ეძებენ სიწმინდის განმარტებას. სოკრატე კითხულობს ის
რაც წმინდაა ამავდროულად სამართლიანის უნდა იყოს თუ არა და ე.
ამბობს, რომ უნდა იყოს.
 ახლა კითხულობს ს. ის, რაც სამართლიანია წმინდაც არის თუ არა?!
ანუ იქნებ ყოველივე წმინდა თუ სამართლიანია, პირიქით ასე არაა და
ზოგი სამართლიანი წმინდაა და ზოგი არა. ე. ვერ იგებს ამ კითხვას. და
სოკრატე ეუბნება, რომ ჩემზე პატარა ხარ მაგრამ ბევრად ბრძენიო
უბრალოდ გეზარება ფიქრიო და მოჰყავს პოეტის სიტყვები: “ალბათ,
იმიტომ არ ახსენებ ზევსს, ყოვლის შემქმნელს, რომ შიშს ყოველთვის
თან სდევს სირცხვილი.” და მე ამის საპირისპიროს ვამტკიცებო და
გადადიან ამ ლექსზე საუბარზე...
 სოკრატე ამბობს, რომ ბევრს ეშინია ავადმყოფობის, სიღარიბის და აშ,
მაგრამ არავის რცხვენია ამ შიშის. მისი აზრით, პირიქით უნდა იყოს
ლექსში: “სირცხვილს ყოველთვის თანა სდევს შიში”. რადგან არ
შეიძლება ადამიანს რამის რცხვენოდეს და ამავდროულად არ
ეშინოდეს სახელის გატეხვისა.
 ს: არ შეიძლება ითქვას, რომ იქ სადაც შიშია არის სირცხვილის. შიში
უფრო ფართო სნებაა, რადგან სირცხვილი შიშის ნაწილია (აქ
მაგალითად მოჰყავს კენტი, რომელიც მთელი რიცხვის ნაწილია. როცა
რიცხვს ამბობენ ეს იმას არ ნიშნავს რო ეს რიცხვი კენტია, მაშინ როცა
კენტი უსათუოდ გულისხმობს რო რიცხვია. ანუ ამ მაგალითებს
იმიტომ ვწერ რო გამოცდაში იყო შარშან რა მოჰყავს მაგალითად და
ეგეთი კითხვები).
 ს. ისევ უბრუნდება სამართლიანობის და სიწმინდის საკითხს და
თავიდან ეკითხება: სამართლიანი ამავდროულად წმინდაც არის თუ
არა. თუ წმინდა ყოველთვის სამართლიანია, მაგრამ სამართლიანი
ყოველთვის არაა წმინდა, რადგან წმინდა არის სამართლიანობის
ნაწილი. აქედან გამომდინარე სოკრატეს უნდა გაიგოს სამართლიანის
რა ნაწილია სიწმინდე. და მოჰყავს ისევ რიცხვის მაგალითი და ამბობს,
რომ ვინმეს რომ ეკითხა რიცხვის რა ნაწილია ლუწიო, უპასუხებდა,
რომ ისეთი ნაწილია, რომელიც 2 უთანაბრო კი არა თანაბარ ნაწილად
იყოფა.
 სოკრატემ ევთიფრონისგან უნდა შეიტყოს სამართლიანის რა ნაწილია
წმინდა, რათა მელეტოსს ბრალდების საშუალება აღარ მისცეს და
უღმერთობა აღარ დააბრალოს (მელეტოსმა).
 ევთიფრონი: წმინდა სამართლიანის ის ნაწილია, რომელიც
ღვთისმსახურებას უკავშირდება. დანარჩენი ნაწილი სამართლისა
ადამიანთა ურთიერთობაში ვლინდება.
 ამაზე სოკრატე ეკითხება მსახურებას რას უწოდებს. ს. ვარაუდობს, რომ
ე.-ს არ მიაჩნია ღვთისმსახურება, მსახურება ყველა სხვა რამისმიმართ.
ანუ მაგალითად ყველას არ შეუძლია მოემსახურეს ცხენებს, მხოლოდ
მეჯინიბეს. მაშასადამე ცხენების მომსახურება მეჯინიბეს საქმეა (ამაზე
მოჰყავს კიდე მეძაღლის და ძაღლის, ჯოგისა და მეჯოგის
მაგალითები).
 ს: ღვთისნიერება და სიწმინდე ღვთისმსახურების საქმეა. მაგრამ ყველა
მსახურების მიზანია არგოს იმას, რასაც ემსახურება (მეჯინიბის
მიზანია არგოს ცხენს და აშ).
 ამ ყველაფრიდან გამომდინარე ს. ასკვნის, რომ სიწმინდე ღმერთების
სამსახურია და შესაბამისად სასარგებლო უნდა იყოს ღმერთებისთვის.
შესაბამისად როცა რაიმე წმინდა საქმეს აკეთებს ვინმე, ამით ღმერთს
უკეთესს ხდის. ამაში არ ეთანხმება ე. (ჩემი აზრი: ალბათ, იმიტომ, რომ
ღმერთი არის საუკეთესო და არ შეიძლება, რომ რამე მიუმატო და
ამითუკეთესი გახადო, არ ვიცი რამდენად კარგად ავხსენი).
 სოკრატე ეუბნება ევთიფრონს, რომ ამის გამოუთხრა, რომ
ღვთისმსახურებაში რას გულისხმობდა დაეზუსტებინა. და ევთიფრონი
თავიდან ხსნის ღვთისმსახურებას (რომელიც მიიჩნევა სიწმინდედ):
ისეთი მსახურება, როგორც მონები ემსახურებიან ბატონებს.
 ს: ესეიგი სიწმინდე სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი
ღვთისმსახურება. და მერე იწყებს სხვადასხვა პროფესიების ჩამოთვლას
და ეკითხება ევთიფრონს ესენი რას ისახავენ მიზნად და პასუხობს ე.-ც.
(ეკითხება: ექიმებზე-- ჯანმრთელობაა მიზანი, გემთმშენებლობის--
გემების მშენებლობა, ხუროთმოძღვრების --- სახლის მშენებლობა).
 ს: რა მიზანს ისახავს ღვთისმსახურება? რაში არგია ის ღმერთებს? ე:
ბევრ დიად საქმეებს ასრულებენო ეუბნება ს.-ს. და სოკრატეს მოჰყავს
მაგალითები ადამიანებისა და მათი მთავარი საქმისა:
მხედართმთავრები--ბრძოლაში გამარჯვება, მიწათმოქმედები -- სარჩო-
საბადებლის მოყვანა. ამ მაგალითებით ამტკიცებს, რომ აუცილებლად
არსებობს რაიმე მთავარი ერთი საქმე რითიც ყველა გამოირჩევა. და
ეკითხება ღმერთების დიადი საქმეებიდან რომელია მთავარიო.
 ე. ერიდებასავით ამ პასუხს და ეუბნება, რომ მოკლედ გეტყვიო და
ეუბნება: სიტყვით თუ საქმით, ლოცვით თუ მსხვერპლშეწირვით
ღმერთების სიამოვნება არის სიწმინდე, საკუთარი სახლისა თუ
სახელმწიფოს ხსნა. და ამ ყველაფერს რაც უპირისპირდება არის
უკეთურება.
 სოკრატე მაინც არ ეშვება და ეკითხება რა მიაჩნია სიწმინდედ:
მსხვერპლშეწირვა და ლოცვა-ვედრება ხომ არაო? და ე.-მ კიო.
 სოკრატე მსხვერპლშეწირვას ხსნის, როგორც ღმერთებისთვის რაღაცის
ძღვნას, ლოცვა-ვედრებას-- თხოვნად. შესაბამისად ღვთისმსახურება
გამოდის რაღაცის მიცემა ან თხოვნა ღმერთებისათვის. აქედან
გამომდინარე, ღმერთებს ის უნდა მისცე რაც სჭირდებათ, რადგან
არასაჭირო რაიმეს მიცემას ფასი არ აქვს. გამოდის, რომ სიწმინდე
ღმერთებსა და ადამიანებს შორის აღებ-მიცემობაა.
 ს: რაში სჭირდებათ ღმერთებს ძღვენი? ე. ეუბნება, რომ ღმერთებს არ
არგიათ ეს ძღვენი არაფერში. ეს ძღვენი არის მოწიწებისა და
პატივისცემის გამოხატულება, სურვილი იმისა, რომ ასიამოვნო
ღმერთი რაიმეთი. სოკრატე აქედან ასკვნის, რომ წმინდა ისაა რაც
სასიამოვნოა ღმერთებისთვის და არა ის რაც სასარგებლო ან
საყვარელია მათთვის. ევთიფრონი კი ეუბნება, რომ ის რაც ყველაზე
მეტად სიამოვნებთ, ყველაზე საყვარელიცაა მათთვის. შესაბამისად ს.
ამბობს, რომ წმინდაა ის, რაც საყვარეია ღმერთებისთვის. ამაზე
სოკრატე ახსნებს წინა დასკვნას, რომლის მიხედვითაც წმინდა და
საყვარელი სხვადასხვა რამეა. ხოდა დაასკვნიან, რომ რომელიღაც
მოსაზრება მცდარია და თავიდან უნდა განიხილოს ს.-მ :)
 ს: თუ არ იცი რაარის წმინდა და რა უკეთური ასე ხელაღებით
დასდებდი ბრალს მაამშენს მკვლელობაში? და სმაართალში მისცემდი
მოხუც მამას ვიღაც უცხოს გულისთვის? ან ღმერთების რისხვა
შეგაშინებდა, თუ არ იქნებოდი დარწმუნებული შენი გადასხვეყილების
სისწორეში, ან თავი რო არ შეგერცხვინა ადამიანების აზრს გაუწევდი
ანგარიშს (ანუ არ უჩივლებდა მამას). ამიტომ ეჭვი არ მეპარებაო რო
ყველაფერი ამომწურავად იციო.
 ამაზე ევთიფრონი ამბობს რო სხვა დროს ვილაპარაკოთ მეჩქარებაო და
მიდის  სოკრატე კი ამბობს რომ მისი იმედი ჰქონდა, რომ
დაეხმარებოდა მელეტოსისგან თავის დაღწევაში.
მთელს ტექსტში სოკრატე აგდებით და ცინიკურად ელააპრაკება
ევთიფრონს. და სულ ამახვილებს იმაზე ყურადღებას, რომ თითქოს მას
უნდა, რომ რამე ისწავლოს ევთიფრონისგან და სულ ეუბნება, რომ
ყველაზე ბრძენია და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, სატირულია სოკრატეს ეს
ქცევა და უბრალოდ შეფარვით დასცინის ევთიფრონს, რომელსაც
ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, როცა ეს ასე არაა. და ზოგადად რაებიც
ვიცი სოკრატეს დიალოგებიდან ყველას ეგრე ესაუბრება.

You might also like