You are on page 1of 3

ხელოვნების ფილოსოფია: მარტინ ჰაიდეგერი

მარიამ ცობეხია

საშინაო ნაშრომი

მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი: საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპა

კურსის ხელმძღვანელი: მირიან ებანოიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი 2020
ჰაიდეგერი თავის ნაშრომში დასაბამი ხელოვნების ქმნილებისაში ასხვავებს
ერთმანეთისგან ღვთაებრივ და ადამიანურ შემოქმედებას.
ღვთაებრივი შემოქმედება გულისხმობს არაფრისგან, არარადან შექმნას. რასაც არ
სჭირდება წინაპირობა ან რაიმე გეგმა ან მიზეზი. მაგალიდათ, ხელოვანს რაიმე ნივთის
შესაქმნელად სჭირდება კონკრეტული მასალა ან მასალები, შესაბამისად, დამზადებული
ნივთი არ იქნება ღვთიური, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნივთის დასამზადებლადაა
საჭირო ხელები. ღვთაებრივ შემოქმედებას სულაც არ სჭირდება ხელები, იგი
ხელთუქმნელია. ნებისმიერ ხელოვანს რაიმეს შექმნის წინ სჭირდება რაღაც
კონკრეტული. ღვთაებრივ შემოქმედებას კი არა. ადამიანი რაღაცისაგან ქმნის რაღაცას.
მაშინ როცა ღვთიურ შემოქმედებას წინაპირობა არ გააჩნია. ანუ ნივთს წინ უსწრებს უკვე
შექმნილი სამყარო. ესე იგი ის კი არ იქმნება, არამედ მზადდება. ამიტომაც განსხვავდება
ქმნილება და ნივთი.
ვინაიდან ვიცით რომ შუა საუკუნეები არის თეოცენტრული. შემოქმედება
დაკავშირებულია კრეატორთან, ანუ რაც იქმნება ადამიანის მიერ მხოლოდ „ღვთაებრივი
ჩარევისა და მონაწილეობის გზით იქმნება“. ადამიანი არის მხოლოდ „კალამი უფლის
ხელში“. ადამიანის მიერ შექმნილი, ავტორის გაგება არ არსებობს, ამიტომ რაც იქმნება,
იქმნება ადამიანის მიერ თუმცა ღმერთის კარნახით. შუა საუკუნეებში ავტორის ცნება
თუ არ არსებობდა, მის მოვალეობას სკრიპტორი ასრულებდა. გადაწერის მოვალეობას.
გადამწერის გარდა უბრალოდ წერაც იგულისხმება. მიქელანჯელოს მაგალითი რომ
მოვიყვანოთ, იგი ამბობს რომ კი არ ქმნის რაიმეს მასალისაგან არამედ უბრალოდ
ათავისუფლებს მარმარილოს ზედმეტი ნაწილებისაგან. ანუ მისი შემოქმედება არის
ღვთაებრივის შექმნის დემონსტრაცია.
როგორც უკვე ვახსენე, ნივთი განსხვავდება ქმნილებისაგან ჰაიდეგერთან. იგი სხვამს
კითხვას თუ რა არის ხელოვნება და რა არის ქმნილება. ხელოვნება არის ნივთი ისევე
როგორც სხვა ნივთური ადამიანის მიერ შქმნილი. ჰაიდეგერი წერს, რომ თუ ნივთებს
განვასხვავებთ ხელშეუხებლობის მიხედვით აღმოვაჩენთ რომ სურათი ისევე კიდია
კედელზე როგორც თოფი ან ქუდი, ბეთჰოვენის კვარტეტი ისევე ალაგია
გამომცემლობათა სათავსოებში, როგორც კარტოფილი - სარდაფში. ანუ ხელოვნება არის
ის რასაც ხელოვანი თავისი ხელებით აკეთებს. ხელსაწყოც კი ავლენს ნათესაობას
ხელოვნების ქმნილებასთან, რადგან ისიც ადამიანის მიერაა გაკეთებული. რაც შეეხება
ქმნილებას მას წინმსწრები არაფერი არ აქვს, ის არის მატერიის გარეშე, რაღაც ნივთის
გარეშე, ნივთური არ არის. ამიტომ განსხვავდება ერთმანეთისაგან ნივთი და ქმნილება,
ქმნილება მომდინარეობს მარადიულისაგან. ნივთი არის დამზადებული, გაკეთებული,
ის შესრულებულია დროში. ნივთი ნიშნავს რაღაც მასალის გამოყენებას და რაღაც
ფორმის მიცემას. ქმნილებას მასალა არ სჭირდება. ჰაიდეგერი წერს: „ნივთი არის ქვა
გზაზე და გოროხი ნახნავში, ნივთი არის ქოთანი და ჭა გზის პირას. მაგრამ რა უნდა
ითქვას იმ რძეზე რომელიც ქოთანში ასხია და იმ წყალზე ჭაში რომ დგას?! ესენიც
ნივთები არიან თუ ცის ღრუბელს და ველის ღიჭას, ფოთოლს შემოდგომის ქარში და
ქორს ტყის ზეგარდმო სამართლიანად ჰქვიათ ნივთები, ყოველივე ამის დასტურ ნივთი
1
უნდა ეწოდოს, თუკი ისიც ნივთად ითქმის, რაც ახლახან ჩამოთვლილივით თავის თავს
თვით არ გვიჩვენებს, ე.ი არ ვლინდება...“
ქმნილებაში არის ჭეშმარიტების მსგავსება, ისიც შექმნილია არარადან. ჰაიდეგერი
ამბობს რომ ქმნილება რომელიც მასალისგან წარმოიშვება, მასზე ამბობენ რომ მასალაა
გამოყენებული, ანუ ხაზს უსვამენ. და აქ იგი ასახელებს მასალებსაც (ქვა, მერქანი,
ბრინჯაო, ფერი, ტონი და სხვ.) ეს ქმილება ესწრაფვის სწორედ მოთაყვანეს, მაგრამ
იმასაც ამატებს რომ ეს ქმნილება სამყაროს აღმართავს. და მხოლოდ ქმნილებას ძალუძს
სამყაროს აღმართვა. როდესაც ქმნილება იქმნება მასალა ამ ქმნილების ყოფიერებაში
ექცევა, ანუ მომავალი ქმნილების სამსახურში აყენებს მასალას. ჰაიდეგერი
განსაზღვრავს მოხმარების და გამოსადეგობის მიხედვით ნივთს, მას ნაჯახის მაგალითი
მოყავს: რომ ნაჯახის გაკეთების დროს გამოიყენება ქვა რომელიც მოხმარების დროს
ქრება. თუმცა ტაძარი რომელიც აღიქმება ქმნილებად და რომლის შექმნის დროს
გამოიყენება ქვა. ეს უკანასკნელი მასალა კი არ ქრება, როგორც მოხდა ნაჯახის შექმნის
დროს, არამედ ტაძარშივე გამოვლინდება და სულაც არ ქმუქრება გაქრობა. სწორედ
ამიტომ ჰაიდეგერს ხელოვნება მიაჩნია ჭეშმარიტ ქმნილებად.

You might also like