You are on page 1of 6

ჟან-პოლ სარტრი

სესილი კოზუა

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები: თეა კახაძე

ემზარ ჯგერენაია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ჟან-პოლ სარტრი - ერთადერთი ადამინი ნობელის პრემიის ისტორიაში,
რომელმაც ნებაყოფლობით უარყო პრემია, 1964 წელს, ლიტერატურის დარგში; XX
საუკუნის გამორჩეული წარმომადგენელი ევროპულ ფილოსოფიასა და
ლიტერატურაში, რომელმაც თავის თანამედროვეთა აზროვნებაზე დიდი გავლენა
მოახდინა, და ამასთანავე, საფუძველი ჩაუყარა ათეისტურ ეგზისტენციალიზმს,
როგორც ფილოსოფიურ-ლიტერატურულ მიმდინარეობას.

თეისტური (ქრისტიანული) ეგზისტენციალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც


„არსის“ ცნებას პირველ ადგილზე აყენებს, ათეისტური ეგზისტენციალიზმის
ქვაკუთხური კონცეფციაა „არსებობა წინ უსწრებს არსს“ (სარტრი. 317). როგორც ამ
მიმდინარეობის წარმომადგენელი, სარტრიც ამავე მოსაზრებას გვიჟღერებს თავის
ნაწარმოებში - „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ - და განგვიმარტავს
ზემოხსენებული ფრაზის ეგზისტენციალისტურ გაგებას, რაც მდგომარეობს იმაში,
რომ „არსი“ არ არის ადამიანში ღვთის მიერ მზად ჩადებული, არამედ იგი უნდა
იქნეს მოპოვებული თავად ინდივიდის მხრიდან, მისი უკვე არსებობის პერიოდში.
ესე იგი, ის ჯერ არსებობს, აღმოაჩენს საკუთარ თავს სამყაროში და მხოლოდ ამ
ყოველივეს შემდეგ განსაზღვრავს საკუთარ თავს. ამიტომ საწყისში ადამინი
სრულიად არაფერია, მანამ სანამ საკუთარ თავს თვითონ არ შექმნის. ამასთანავე,
არა მხოლოდ ის არის ღირებული, თუ როგორ ესმის საკუთარი თავი ადამინის
არამედ ისიც, თუ როგორი სურს რომ იყოს; რასაც ჩვეულებისამებრ ვგულისხმობთ
სურვილში, ჩვენს მიერ მიღებული ცნობიერი გადაწყვეტილებაა, აქედან
გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ის არის, რა არჩევანსაც გააკეთებს
საკუთარი თავის შესაქმნელად. და თუ მივიჩნევთ, რომ არსი მხოლოდ არსებობის
შემდეგ იქმნება, ადამინი თავისთავადაა პასუხიმგებელი იმაზე, თუ რა არსი
მიანიჭა საკუთრ თავს, ანუ რა არჩევანი გააკეთა. აქ კი, ეგზისტენციალიზმის
მოძღვრება ამ პასუხისმგებლობას აზოგადებს და თვლის, რომ, როდესაც არჩევანს
ვაკეთებთ მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, რადგან,
თუკი თითოეული ჩვენგანი ხატად იქმნის არსებას, ამით იგი ერთგვარ განაცხადსაც
აკეთებს, რომ ამ ხატის ღირებულება გარშემომყოფთათვისაც ქმედითია. მაშასადამე
მაშინ, როცა ვცდილობთ მივუახლოვდეთ ამ ხატს ყოველი ჩემი ნაბიჯით,
თითოეული მათგანი გვაკისრებს პასუხისმგებლობას ყველა სხვა ადამინისადმიც,
ანუ თუკი მე გადავწვეტ გავწევრიანდე რომელიმე პარტიაში, ამით მხოლოდ პირად
არჩევანს არ ვაკეთებ და ჩემი ეს ნაბიჯი მოწოდებაა სხვებისთვისაც. (სარტრი 315-
318)

აქენ გამომდინარე, „სუბიექტივიზმი“ ეგზისტენციალიზმში არ არის მხოლოდ


საკუთარი თავის არჩევის აქტი, არამედ ეს ნიშნავს, როგორც ამას სარტრი
გვეუბნება, - „ადამიანის შეუძლებლობას, გადააბიჯოს ადამიანურ
სუბიექტურობას“ (სარტრი. 319). ამით შესაძლებლობა გვექმნება ავხსნათ ისეთი
რამ, როგორიცაა შედეგად გაჩენილი პასუხისმგებლობისადმი შიში. ეს ნიშნავს, რომ
ადამიანს მიუხედავად იმისა გამოხატავს თუ არა ამას, ეშინია, რომ ვერსად გაურბის
თავის მოქმედებაზე არსებული პასუხისმგებლობის ღრმა განცდას. თუკი საკუთარ
თავს არ გავაანალიზებინებთ, არჩევანის წინ, იმას, თუ რა მოხდება „ყველა ასე რომ
იქცეოდეს?“ და ამ შეკითხვას თავს ავარიდებთ ან უბრალოდ ვუპასუხებთ, რომ
ყველა ასე არ იქცევა, ამით უბრალოდ შევნიღბავთ შიშს. ამ სახის შიშის
განსამარტად სარტრს მოჰყავს დანიელი ფილოსოფოსის, კირკეგორის,
ინტერპრეტაცია, ცნობილი როგორც - აბრაამის შიში. აბრაამს ეცხადება ანგელოზი,
რომელიც მას ღვთის ნებას აუწყებს, შესწიროს საკუთარი ვაჟი. აქ წარმოიქმნება
უამრავი ეჭვი, არის კი ეს რეალურად ანგელოზის ხმა, თუ იგი ჯოჯოხეთიდან
მოდის, ან იქნებ ეს მოლანდებაა და სხვა არაფერი. აბრაამმა თავადაც არ იცის სად
არის ჭეშმარიტება და სწორედ აქ ეუფლება მას სწორი არჩევანის გაკეთების შიში.
სარტრი ამბობს, რომ მხოლოდ მან უნდა გააკეთოს არჩევანი. აქ ჩანს, თუ რამდენად
დიდია შიში გადაწყვეტილებებისა და რამდენად მარტოა იგი ამ არჩევანში.
(სარტრი 319-320)

ავტორი გვეუბნება, რომ ყოველთვის ჩვენ ვწყვეტთ, ხმა, რომელიც მოგვმართავს


ანგელოზისაა თუ არა. სწორედ ამიტომ სარტრის თქმით, ადამინი უმოწყალოდაა
გადაგდებული ამ სამყაროში და იგი სამუდამოდ „დაწყევლილია, იყოს
თავისუფალი.“ (სარტრი. 322). ამის ნათელი მაგალითია ამბავი სარტრის
მოსწავლისა, რომელმაც ომში ძმა დაკარგა და სურდა თავადაც წასულიყო
საბრძოლველად, თუმცა ამისთვის დედის დატოვება მოუწევდა, რაც ქალს სრულ
სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა. აქ იგი დილემის წინაშე აღმოჩნდა ორ
ღირებულებას შორის, სადაც ვერანაირი აპრიორი ვერ გახდებოდა შველა, მათ
შორის ვერც რელიგია, სადაც „გიყვარდეს მოყვასი შენი“ იმდენად ბუნდოვანი
ღირებულება ხდება, ისღა გვრჩება, რომ მხოლოდ ინსტინქტებს ვენდოთ და
ვერაფერს სხვას. რჩევის სახით სარტრი მოსწავლეს ეუბნება: „თქვენ თავისუფალი
ხართ, აირჩიეთ ანუ გამოიგონეთ.“ (სარტრი. 325) ამ შემთვევაში ვერც რაიმე სახის
ნიშანი გამოგვადგება საორიენტაციოდ, ვინაიდან გაშიფრვა ამ ნიშნებისა ისევ ჩვენს
აღქმასა და საბოლოო არჩევანს ექვემდებარება. სწორედ ისე როგორც ეს ერთი
იეზუიტის შემთხვევაში ყოფილა. მან ბევრი პრობლემა გადაიტანა, როგორიც იყო
მამის სიკვდილი ბავშვობაში, სიღარიბეში მარტო დარჩენა, სასიყვარულო მარცხი,
სამხედრო კარიერაში მარცხი და ყოველივე ეს 22 წლის ასაკში. მარცხთა ეს წყება
აშკარა ნიშანი იყო ყმაწვილის ცხოვრებაში, თუმცა რისი, ეს მხოლოდ თვითონ უნდა
ამოეცნო. საბოლოოდ კი დაასკვნა, რომ არ იყო საერო ცხოვრებისთვის შექმნილი და
თავი სასულიერი ცხოვრებას მიუძღვნა. მარტივად მოსალოდნელი იყო ნებისმიერი
სახით აღექვა ეს ნიშანი ან უბრალოდ სასოწარკვეთისთვის მიეცა თავი. თუმცა მან
საკუთარი დასკვნა გააკეთა და თვითონ აირჩია როგორ მიეღო ნიშანი. (სარტრი 321-
326)

სარტის მოსწავლის მაგალითი საკმარისად ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ


ვერანაირი აპრიორი ვერ მიგვახვედრებს, რა უნდა გავაკეთოთ. აქედან
გამომდინარე უსამართლო იქნება თუ ამ ყმაწვილის რომელიმე არჩევანს ახირებას
ვუწოდებთ. სარტრის სვამს შეკითხვას, არსებობს თუ არა მხატვარი,
რომლისთვისაც ვინმეს წინასწარ განესაზღვროს როგორი უნდა იყოს მისი
მომავალი ტილო? რა თქმა უნდა - არა. ხელოვნება და მორალიც იმ ნიშნით
ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ ორივე მათგანში საქმე გვაქვს ახლის შექმნასთან,
გამოგონებასთან (როგორც ამას თავად ავტორი ურჩევს მოსწავლეს).
ეგზისტენციალიზმი ამბობს, რომ ადამინი იძულებულია საკუთარი კანონი
გამოიგონოს, საკუთარი მორალი აირჩიოს, რამეთუ ამ არჩევანის გაკეთებას მას
გარემოებათა წნეხი აიძულებს. ამ მოძღვრების მიმდევრები, ასევე გვეუბნებიან, რომ
„ადამიანს ჩვენ მხოლოდ იმასთან მიმართებაში განვსაზღვრავთ, რაზეც
პასუხისმგებლობას იღებს“ (სარტრი, 2018, 333). ერთადერთი რამ, რაც
ეგზისტენციალისტთათვის მორალის შექმნისას უმნიშვნელოვანესია, არის ამ
გამოგონების თავისუფლების სახელით შექმნა, სარტრს კი ამის ნათელსაყოფად
შეყვარებული ქალების (ლიტერატურული პერსონაჟების) მაგალითი მოჰყავს,
რომლებიც თითქმის ერთი და იმავე სიტუაციაში სხვადასხვა მორალს მიმართავენ
და ისე აკეთებენ არჩევანს, თუმცა სარტრი ამბობს, რომ ორივე თანაბრადაა
ღირებული, რამეთუ ორივე მათგანი მიზნად თავისუფლებას ისახავდა. (სარტრი
332-335)

იეზიუიტისა და მოსწავლის მაგალითით ავტორი ქრისტიანულ და სხვა


მოძღვრებებზე მაღლა ეგზისტენციალისტურ მორალს აყენებს. რამეთუ იგი ყოველ
ჯერზე კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება და აქ არ არსებობს „რეცეპტები“,
რომლებიც ყველა შემთხვევაში უნივერსალურები იქნებოდენ. იმისათვის, რომ
საკუთარი არგუმენტი უკიდურესობამდე მიიყვანოს სარტრი თავად გვეუბნება
შემდეგს: შეიძლება საზოგადოებას დღეს ადამიანთა ემანსიპაცია სურდეს, თუმცა
ხვალ მან შეიძლება გადაწყვიტოს, ფაშიზმს დაუჭიროს მხარი, სწორედ ეს გახადოს
ზნეობრივ ჭეშმარიტებად, ისევ და ისევ, საკუთარი გადაწყვეტილების
საფუძველზე, ხოლო ვერანაირი გარეგანი მექანიზმი ვერ მოახერხებს გააბათილოს
ეს გადაწყვეტილება. მაგრამ აქვე დასძენს, რომ ეგზისტენციალისტურ მორალშიც
არსებობს ის, რითიც შესაძლებელია ჭეშმარიტი არჩევანის მცდარისგან გაჩცევა და
ეს თავისუფლებაში მდგომარეობს, რომ ადამიანს არჩევანის გაკეთებისას არა
მხოლოდ თავისი, არამედ სხვების თავისუფლებაც უნდა უნდოდეს. ანუ, ამ დროს
ავტორი ყველანაირად უარყოფს, მივეცეთ კვიეტიზმს. მაშასადამე, მე როგორც
ინდივიდმა, არ უნდა ვიქონიო არანაირი ილუზია, თუმცა უნდა ვიღონო
ყველაფერი, რაც ხელთ მეწიფება. (სარტრი 326-327)
გამოყენებული ლიტერატურა:

ნახუცრიშვილი, ლუკა. 2018. „შესავალი“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 309-314. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სარტრი, ჟან-პოლ. 2018. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. წიგნში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 2, 315-340. მთარგმნ. ლუკა ნახუცრიშვილი. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like