You are on page 1of 5

თამარ თოფურია

ლორენცის ნაშრომის მიხედვით, განმარტეთ შემდეგი საკითხები:


1. იმსჯელეთ, რა საფრთხის შემცველია კაცობრიობისათვის ჭარბი მოსახლეობა? მოიყვანეთ
მაგალითები
2. იმსჯელეთ, იმ მთავარი არგუმენტის შესახებ, რომელიც მომაკვდინებელი საფრთხის შემცველია
საკუთარ თავთან შეჯიბრის დროს
3. იმსჯელეთ, რატომ თვლის ტრადიციებისაგან მოწყვეტას, მომაკვდინელ საფრთხედ?
4. იმსჯელეთ, რა არის ინდოქტრინაცია, ვინ იყენებს მას და რატომ?

კონრად ლორენცი მე-20 საუკუნის გამოჩენილი ავსტრიელი მეცნიერი,


ბუნებისმეტყველი და ეთოლოგიის ფუძემდებელი იყო. მას მიაჩნდა რომ
ცხოველებზე დაკვირვებით ადამიანების ქცევის შესწავლა შესაძლებელი იყო,
ვინაიდან ადამიანებიც ბუნების კანონს ემორჩილებიან. მისი ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი ნაშრომია: „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“,
რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასში განხილულია ყველა ის პრობლემა,
რომელიც კაცობრიობას მისი კულტურის განადგურებით ემუქრება. წინამდებარე
ნაშრომში კი მიმოხილული იქნება რამდენიმე ასეთი „ცოდვა“.

თავდაპივრელი ცოდვა რომელსაც განვიხილავთ არის ჭარბი მოსახლეობა.


მოსახლეობა მართლაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რაც უამრავ
პრობლემას იწვევს. ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ისე გამრავლდა,
ყველაზე დიდი ქალაქებიც კი გადაიჭედა, რაც თავის მხრივ უამრავ კონფლიქტს
წარმოშობს. თუმცა ეს გამოხატული იქნება არა საცხოვრებელი არეალის დეფიციტით,
არამედ სოციალური კონტაქტების სიჭარბით. ჭარბი მოსახელობა საფრთხეს უქმნის
ადამიანურ ურთიერთობებს და აღვივებას აგრეისას, კონკურენციას და ა. შ.
ადამიანები მჭიდრო მოსახლეობის გამო გახდნენ ინდეფერენტულები გარემოს
მიმართ. მოსახლეობის სიჭარბე იწვევს ურთიერთობების გაციებას და ანადგურებს
წრფელ და თბილ ურთიერთობებს. ავტორის აზრით კი ამის მიზეზი ის არის, რომ
ადამიანებს არ შეუძლიათ უყვარდეთ ბევრი ინდივიდი. „ვისაც სურვილი აქვს,
წრფელი და თბილი გრძნობა შეინარჩუნოს თანამოძმეთა მიმართ, მეგობრების ვიწრო
წრით უნდა შემოიზღუდოს თავი, რადგან ჩვენ ბუნებით არა ვართ ისე შექმნილი, რომ
ყველა ადამიანის სიყვარული შევძლოთ [...]“ (ლორენცი 2018, 255). დიდი ქალაქების
საზრუნავია ემოციების მართვა და კონტროლი, აქ მცხოვრებმა ხალხმა კი არ იციან
თუ რაოდენ სჭირდებათ უპირობო სიყვარული ან თუნდაც ადამიანური
ურთიერთობები. ავტორი ხალხს მოუწოდებს, რომ ესტუმრონ ისეთ ადგილებს სადაც
მოსახლეობა თხლად იქნება დასახლებული, რათა დარწმუნდნენ მათ
სტუმართმოყვარეობაში. რადგან იგი თვლის, რომ დიდი განსხვავებაა ქალაქსა და
სოფელში არსებულ ურთიერთობებს შორის. ქალაქებში ხალხს ყოველდღიურად
უწევს სოციუმთან ურთიერთობა, რაც ძალიან დამღლელია, განსხვავებით
სოფლებისა, რადგან იქ არ არიან ასე მჭიდროდ დასახლებული, არ აქვთ
ყოველდღიური დამქანცველი ურთიერთობები, შესაბამისად შენარჩუნებული აქვთ
სათნო და თბილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. აქვე ავტორი გვთავაზობს
პირად მაგალითს, როდესაც მასთან ჩამოვიდა ორი განმარტოვებით მცხოვრები
ამერიკელი ცოლ-ქმარი. საღამოს კარზე ზარმა დარეკა. მისმა შეწუხებულმა რეპლიკამ
კი თუ ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას, სტუმრებში გაკვირვება გამოიწვია,
რადგან მათ არ ეგონათ მოულოდნელ ზარს სიხარულის გარდა სხვა გრძნობის
გამოწვევაც თუ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერთან ერთად ჭარბი მოსახლეობა ზრდის


კონკურენციას ადამიანებს შორის. ლორენცი აღნიშნავს, რომ „ადამიანი
ადამიანისთვის მგელია“ (ლორენცი 2018, 246). თანამედროვეობაში ადამიანებს
მუდმივად უწევთ ახალ-ახალი გამოწვევების მიღება და მათი გადალახვა. ცხოვრება
სავსეა კონკურენციითა და შეჯიბრით, ამ დროს კი ისინი ნებისმიერ ხერხს
მიმართავენ რათა იყვნენ პირველები. ადამიანები არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ
თავსაც ეჯიბრებიან. ისინი ცდილობენ ყოველდღიურად განვითარდნენ და დახვეწონ
თავიანთი უნარები. თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს შიში, რადგან „იგი დევნილია
და მისი მდევარი მხოლოდ შიშია“ (ლორენცი 2018, 264). შიში, რომ ვინმეს არ
ჩამორჩეს და სხვამ არ აჯობოს. თუმცა ყველაზე მეტად ადამიანს საკუთარ თავთან და
ფიქრებთან მარტო დარჩენის ეშინია. თანამედროვე ადამიანები ყველანაირად
ცდილობენ საკუთარი ფიქრებისა და შინაგანი ხმის ჩახშობას, ამიტომაც ისინი
მუდმივად მიიჩქარიან ხმაურისკენ. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს
არ სურთ შეიცნონ საკუთარი თავი, რადგან თუ ისინი ამას იზამენ, შეიძლება არ
მოეწონოთ ის პიროვნება, რომელიც მათში ცოცხლობს. ამასთანავე, მათ მოუწევთ
იაზროვნონ, გააანალიზონ წარსული და იფიქრონ აწმყოსა და მომავალზე. ამის
თავიდან ასაცილებლად კი ხალხი თავიანთ ძვირფას დროს ახარჯავს შეჯიბრს
თანამოძმეებთან რათა გაექცნენ საკუთარ ფიქრებს, იმის მაგივრად რომ ეს დრო
აზროვნებისთვის გამოიყენონ.

ლორენცი თვლის, რომ ადამიანების ტრადიციებისგან დაშორება ერთ-ერთი მძიმე


ცოდვაა. იგი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ახალი თაობა უპირისპირდება
წინამორბედს და უგულვებელყოფს ყველა იმ ტრადიციას, რომელიც მათ გააჩნდათ.
ამ დროს ახალი თაობა აღარ აღიქვამს თავს კულტურულად მის წინამორბედ
თაობასთან და სულ სხვა კუთხით განიხილავს. ამიტომაც ისინი ცდილობენ
რადიკაულარ დაუპირისპირდნენ მშობელთა თაობის კულტურას, წეს-ჩვეულებებს,
ტრადიციებს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ისინი უგუვებელყოფენ იმ ცოდნასა და
გამოცდილებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და რომელმაც
საფუძველი დაუდოს კულტურულ განვითარებას. არსებობს ისეთი ტრადიციებიც
რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ვერ გამოიყენებ და მართლაც მოძველებულია.
ამიტომაც საჭიროა ამგვარი ტრადიციების გამოხშირვა და მხოლოდ იმ
ღირებულებები დატოვება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება ახალი
სასარგებლო ინფორმაციის დამატება, გათანამედროვეობა და განვითარება. თუმცა
ახალგაზრდა თაობა თვლის რომ სრულიად არაფრისგან შესაძლებელია ახალი,
განსხვავებული კულტურის ჩამოყალიბება, რაც არარეალური და უტოპიურია. ამან
არა თუ ახლის ჩამოყალიბება, არამედ შესაძლებელია არსებულის დაკარგვაც
გამოიწვიოს. შესაბამისად ეს აგრესია ტრადიციების მიმართ, აფერხებს მის
განვითარებას. მეორეს მხრივ კი ახალგაზრდების ეს ემოციურობა და ჭარბი აგრესია
მათ აკარგვინებს განსჯის უნარს, ამიტომაც ძნელია მათ დააჯერო, რომ ის ცოდნა და
ტრადიციები, რაც საუკუნების განმავლობაში ყალიბდებოდა და იხვეწებოდა,
მისაღები და პატივსაცემია და ამასთანავე ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა
კულტურის განადგურება გამოიწვიოს. „ [...] კულტურა შეიძლება ისევე ჩაქრეს,
როგორც სანთელი.“ (ლორენცი 2018, 294)

ბოლო ცოდვა, რომელიც უნდა განვიხილოთ არის ინდოქტრინაცია. იგი


ჰიპოთეზების ერთობლიობაა, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებული არაა.
დაუმტკიცებელი ჰიპოთეზები გარდაიქმნება დოქტრინებად, შემდეგ კი
ინდოქტრინაციად. იგი მიმართულია საზოგადოების მართვისკენ, რა დროსაც ხდება
ადამიანების ქცევის, მისწრაფებების, სურვილების მართვა და წინასწარ განსზაღვრა.
ინდოქტრინაცია ინდივიდუალურობის წინააღმდეგ არის მიმართული და
გულისხმობს ერთი გამეფებული აზრისა თუ იდეის გარშემო ერთიანობას, რაც
ამარტივებს საზოგადოების მართვას. ავტორი ყველაზე ეფექტურ მეთოდად მოდასა
და მასმედია მიიჩნევს. ის ადამიანები, რომლებსაც ამ დოქტრინებს შთააგონებენ,
უარს ამბობენ აზროვნებაზე და ჭეშმარიტად მხოლოდ ამ დოქტრინებს მიიჩნევენ.
ინდოქტრინაცია საკმაოდ სახიფათო იარაღია დესპოტი მმართველის ხელში,
ვინაიდან ასეთ დროს არავინ იქნება ვინც მას შეეწინააღმდეგება, რადგან
ინდოქტრინაციისას არ არსებობს ინდივიდი და შესაბამისად მისი ინდივიდუალური
შეხედულებები თუ მოსაზრებები, ამიტომაც შეეძლება აკეთოს ის, რაც მოესურვება.
ლორენცი, კონრად. 2018. ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი
ცოდვა, წიგნში: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2. 242-308. მთარგმნ: ლ.
ნაროუშვილი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like