You are on page 1of 3

თამთა ჭელიძე

ტოტალიტარიზმის საწყისები

მოძრაობას, რომელსაც სურს ფეხი მოიკიდოს და გავრცელდეს სჭირდება


პიარი, უხეშად რომ ვთქვათ პროპაგანდა. თუმცა როდესაც საქმე
ტოტალიტარიზმს ეხება პროპაგანდასთან ერთად ტერორსაც აქვს
ადგილი.ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომლითაც მარტივად იმართება
ბრბო მთავარი და შეუცვლელი მიზანია. პროპაგანდის და დოქტრინაციის კავშირი
თითქოსდა უწყვეტია ამიტომაც ტოტალიტარული მართვის სპეციფიქა ორივეს
ითვალისწინებს. მმართველი ძალა ხალხში ნერგავს შიშს და ქმნის ილუზიას
თავისუფლებისა, რაც უკან გზას აღარ ტოვებს. რაც შეეხება ტერორს, აქ უკვე
ფსიქოლოგიური გავლენა აღარ არის საკმარისი, აქ საქმე ეხება შეშინებული და
დათრგუნული ხალხის მართვას.

ავტორი საუბრობს ნაცისტების ეფექტურ პროპაგანდაზე, რომელიც ებრაელების


შეთქმულებას გულისხმობს. ხალხში იქმნებოდა შიში იმისა, რომ ებრაელები მათ
წინააღმდეგ განეწყვნენ და დიდ მტრულ ძალას წარმოადგენდგენ. ანტისემიტური
შეთხზული ამბები არ იყო უცხო საზოგადოებისთვის, თუმცა ნაცისტურმა
მმართველმა ძალამ უფრო გააღრმავა და დანერგა სიძულვილი ებრაელი ნაციისადმი.
ნაცისტური ,, სამყაროს“ მცხოვრებლებს გაუჩნდათ პანიკური შიში რაიმე ებრაულთან
კავშირისა : ,, ვერავინ იქნებოდა [ პარტიის] წევრი, ვისი ,, საგვარეულო ხეც“ არ იყო
წესრიგში, და რაც უფრო მაღალი იყო თანამდებობა ნაცისტურ იერარქიაში, მით
უფრო შორეულ ფესვებამდე უნდა გამოკვლეულიყო საგვარეულო ხე.“ ( არენდტი
2018, 373 ).

მეცნიერული წინასწარმეტყველებების და მტკიცებულებების გათვალისწინება.


არენდტი მსგავს დოკუმენტებს მნიშვნელოვნად და საყურადღებოდ თვლის.
ტოტალიტარული მმართველობის სფეციფიკა, როგორც აღვნიშნე დამორჩილებისკენ
და ხალხის ფარისევლური გზით დარწმუბეაზეა დამყარებული, ასე რომ მის
გავრცელებას და პროპაგანდას მეტად სჭირდება წინასწარმეტყველებების და
დადგენილებების შესწავლა. ყველა მმართველობის სახე მოიცავს ისტორიას,
რომელიც ინახება და მომავალ მიმდევრებს შანსი ეძლევათ გამოიყენონს არსებული
ცოდნა თავისდა სასიკეთოდ. მეცნიერული დებულებების, მტკიცებულებების და
დაუწერელი კანონების სიზუსტის შემოწმების გზა მხოლოდ მათი გამოყენებაა.
მოაზროვნეები და მათი ნაშრომები ყოველთვის აქტუალურია მმართველ სისტემაში.
ამიტომ შეგვიძლია მმართველობითი კურსის არჩევა სწორედ წაკითხულის
მოპოვებულის და გააზრებულის გავლენით არის განპირობებული.

გაიდეალება, ყველაზე უგუნური რამ რაც საზოგადოებას შეიძლება დაემართოს.


ტოტალიტარიზმის ლიდერთა შეუმცდარი რეპუტაციაც პროპაგანდას მოითხოვს.
პირველი პირი ყოველთვის ცენტრს წარმოადგენს, ასე რომ მისი სიმყარე სრულიად
მოძრაობის წარმატებას განაპირობებს. ხალხში იმ იდეოლოგიის გავრცელება, რომ
ლიდერი შეუცდომელია გარკვეულწილად ადვილიცაა და რთულიც, გააჩნია
საზოგადოებრივ ფენას. ბრბოსა და ელიტაში დემაგოგიური აქსიომების გავრცელება
საკმაოდ ადვილია, რადგან მათ სჯერათ იმის რასაც სხვა კარნახობს, თუმცა არის
ჭკვიანი ხალხიც, რომელთანაც მსგავსი იდეოლოგიის გავრცელებას აზრი არ აქვს,
მაგრამ სამწუხაროდ ასეთი საზოგადოება უმცირესობას წარმოადგენს. როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ პროპაგანდა და ტერორი ტოტალიტარიზმის განუყოფელი
კამპანიაა. ლიდერი კი მტავარი ფიგურაა, რომელიც მართავს ყველა მოცემული
ქმედებების დეტალებს. პირველი პირი ხლართავს ინტრიგებს, ამავდროულად იცავს
ბალანსს, ინარჩუნებს სიმშვიდეს ხალხში, რათა არ იყოს პროტესტი და რაც მთავარია
ნერგავს შიშს.

აქტუალობა, რომელსაც ტოტალიტარიზმი არ კარგავს, მის მოთხოვნადობაში


გამოიხატება. ზალაუფლების წყურვილი და ზემოქმედების სიყვარული ყოველი
ეპოქის პოლიტიკოსებში არსებობდა და იარსებებს. პოლიტიკა უსუფთაო საქმეა, მადა
კი ჭამაში მოდის და ხშირად უკონტროლო ხდება სურვილები და მოთხოვნები,
ამიტომ ტოტალიტარიზმის საშიშროება მუდამ იარსებებს და საფრთხეს შეუქმნის
კაცობრიობას.
ბიბლიოგრაფია
არენდტი, ჰანა. 2018. ტოტალიტარიზმის საწყისები. წიგნში : შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში. 373. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

გამომცემლობა.

You might also like