You are on page 1of 3

ნორა აშორტია

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი თავის ნაწარმოებში გვიხსნის თუ რა არის განმანათლებლობა. რა


არის ის მიზეზები, რის გამოც ადამიანი უმწიფრობაში რჩება. ასევე საუბრობს გონებაზე,
თუ რატომ არის გონების საჯარო გამოყენება მნიშვნელოვანი და გამოჰყოფს რამდენიმე
სახის გონებას.
კანტის მიხედვით განმანათლებლობა არის როცა ადამიანი გამოდის
უმწიფრობიდან და რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობაში კი ადამიანი ზარმაცი და
ლაჩარია. განმანათლებლობის ლოზუნგია Sapere Aude! რაც ნიშნავს - გაბედე საკუთარი
განსჯის გამოყენება! სწორედ ამიტომ არიან ადამიანები უმწიფრობაში, რადგან ისინი არ
იყენებენ განსჯის უნარს. კანტი კი მოუწეოდებს მათ, რომ გამოიყენონ ეს უნარი. და თუ
გამოვიყენეთ ეს უნარი, უმწიფრობიდანაც გამოვალთ. განმანათლებლობაზე საუბრისას
კანტისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება. თავისუფლება თუ არ ექნება ადამიანს ის
უმწიფრობიდანაც ვერ გამოვა. ადამიანი არ უნდა იზღდებოდეს არცერთ საკითხში,
თუნდაც რელიგიაში და უნდა ჰქონდეს იმის თავისუფლება, რომ მიიღოს განათლება.
ასევე კანტი განმანათლებლობის მთავარ საკითხად რელიგიას მიიჩნევს. რადგან თუ
მმართველი ხალხს რელიგიის მხრივ თავისუფლებას მისცემს, ეს უკვე ნიშნავს, რომ
საზოგადეობა განმანათლებლობისკენ მიჰყავს. ანუ, უმწიფრობიდან გამოჰყავს, რადგან
თავისუფლებაა ამისთვის მნიშვნელოვანი, რაც უკვე აღვნიშნეთ. განმანათლებლობის
პროცესი კოლექტურია და არა ინდივიდუალური, რადგან ჯერ საზოგადობა უნდა
გამოვიდეს უმწიფრობიდან, რასაც სემდგომ მოჰყვება ინდივიდების გამოსვლა
უმწიფრობიდან.
უმწიფრობა ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი არ აზროვნებს და არ იყენებს
ღვთის მიერ მონიჭებულ გონებას და იმ აზრს ემორჩილება, რაც სხვების მიერა არის
შექმნილი, ანუ ეზარება რაიმეზე ფიქრი. სწორედ სიზარმაცეა უმწიფრობის ნიშანი. ამის
დასამტკიცებლად მას მოჰყავს მაგალითად პოლიტიკური და რელიგიური სფერო. სადაც
დისკუსიის დროს ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი განსაჯონ თუ რა არის ჭეშმარიტი.
ისინი მიყვებიან დადგენილ წესებს და საკუთარ აზრს რაიმე საკითხთან არ გამოთქვამენ.
კანტის აზრით ადამიანის უმწიფრობიდან გამოსვლა რთულია, რადგან ადამიანმა თავის
დროზე შეიყვარა ის მდგომარეობა, სადაც ის არ იყენებს თავის გონებას, რადგან მისთვის
არ მიუციათ გონების გამოყენების საშუალება. უპირველესი მიზეზი კი რატომ რჩება
ადამიანი უმწიფრობაში არის შიში და გაუბედაობა იმისა, რომ გამოიყენოს გონება.
„უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია.“ (კანტი 2017, 312) რას ნიშნავს ეს? ამ
დროს ადამიანს, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება უწევს. თუ ადამიანს აქვს წიგნი,
რომელის განსჯას შეუცვლის, ან ჰყავს მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას
გაუწევს და ა.შ. ადმიანს აღარ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, ფიქრი და აზროვნება.
თუ ის გადაიხდის ფულს ყოველივე ამისთვის. ყოველივე ეს კი შემდგომ იწვევს შიშს
იმისა, რომ ადამიანმა მომავალში გამოიყენოს გონება, რათა იაზროვნოს. საბოლოოდ
შეგვიძლია ჩამოთვალოთ ის ფაქტორები, რის გამოც ადამიანი არის უმწიფრობაში.
ესენია: შიში, სიზარმაცე, სიჩლუნგე, გაუმბედაობა, გაუნათლებლობა და კრიტიკული
აზროვნების უქონლობა.
კანტი უპირატესობას ანიჭებს გონებას. გონებაა ადამიანის ძირითადი
მამოძრავებელი წყარო, რითაც ის აზროვნებს და ხდება განმანათლებელი. კანტი
გამოჰყოფს ორი სახის გონების გამოყენებას. ესენია: გონების კერძო და გონების საჯარო
გამოყენება. ორივეში ადამიანის გონების გამოყენება იგულისხმება. კანტის მიხედვით
ადამიანმა თავისი გონება ყველა სფეროში უნდა გამოიყენოს. გონების კერძო და საჯარო
მოხმარება კანტის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. გონების კერძო მოხმარება
ნიშნავს იმას, როცა ადამიანი ყველა დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს
და კანონს არ არღვევს. ხოლო გონების საჯარო მოხმარებას, კანტი მიიჩნევს
შემდეგნაირად. როცა ადამიანი გონებას საჯაროდ მოიხმარს ის ხდება მეცნიერი. ანუ
ხალხს მიმართავს, როგორც მეცნიერი. ეს კი ნიშნავს, ადამიანი უნდა დაფიქრდეს,
არგუმენტირებულად იმსჯელოს და გააკეთოს ანალიზი და შემდგომ ხალხს გაუზიაროს
თავისი შეხედულებებლი, როგორც მეცნიერმა და არა ერთმა, კონკრეტულმა
პიროვნებამ.
კანტისთვის გონების საჯარო გამოყენება ბევრად უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე
კერძო. რატომ? როცა ადამიანი გონებას საჯაროდ იყენებს, ამ დროს მას შეუძლია
ადამიანებს შორის განმანათლებლობის მოტანა. „საკუთარი გონების საჯარო მოხმარება
ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას შეუძლია ადამიანებს შორის
განმანათლებლობა მოიტანოს.“ (კანტი 2017, 313) ასევე კანტი გვეუბნება, რომ გონების
საჯარო გამოყენება ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს. საჭიროა ადამიანი იყოს
გამბედავი და უშიშარი და თავისი გონება გამოიყენოს საჯაროდ, რათა გამოვიდეს
უმწიფრობიდან. უნდა გაბედოს საკუთარი განსჯის გამოყენება. თუ ყოველივე ამას ვერ
შეძლებს ის დარჩება უმწიფრობაში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. იმანუელ კანტი. „პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა.“ წიგნში


შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 309-318. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

You might also like