You are on page 1of 5

სალექციო კურსი „შესავალი თანამდეროვე აზროვნებაში I“

მერი უოლსტონკრაფტი

ავტორი: ანრი თვალაბეიშვილი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ლექტორი: ნონო ნოზაძე, თათია კეკელია

ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი

2020 წელი
თემა: „ქალის უფლებების დაცვა“

როგორც ვიცით, ქალთა უფლებების დაცვა და ზოგადად ადამიანთა უფლებების


თანასწორობა დღეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. ამ თემის გარშემო მუდმივად
მიდის მსჯელობა. დღევანდელ მსოფლიოში ასეთუისე მაინც არის ქალის ძირითადი
უფლებები დაცული, მაგრამ არა იდიალურად (ამ თემაზე ჩემს აზრს მოგვიანებით
გამოვხატავ). ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო მერი უოლსტონკრაფტის
შეხედულებებსა და მოსაზრებებზე.

როგორც ტექსტიდან ვიგებთ, მერი არ გამოხატავს „პრეტენზიას“ ქალის ისეთი


უფლებების შესახებ როგორებიცაა: ხმის მიცემის უფლება, პოლიტიკური თანასწორობა
თუ სხვა. მისი ძირითადი მიზანია, დაამსხვრიოს იმდროინდელი სტერეოტიპული
შეხედულებები, ზოგადად ქალების, როგოც სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ.
მერი ცდილობს გვაჩვენოს, რომ ადამიანები მისი სქესის მიუხედავად თანასწორები
არიან გონების-ჭკუის გადმოსახედით და ერთადერთი განსხვავება მამაკაცებსა და
ქალებს შორის ფიზიკური სიძლიერეა. მერის მამაკიცისა და ქალის თანასწორობის
აუცილებლობის დასამტკიცბლად მოყავს ქვრივის მაგალითი.

ამ მაგალითის თანახმად. ფიზიკურად სუსტი, სხივს მორჩილებისა და სიამოვნებისთვის


მომართული ქალი ვერ შეძლებს იყოს ღირსეული დედა, მისი დაქვრივების
შემთხვევაში. ხოლო ის ქალი რომელიც თავიდანვე კონკურენტულ გარემოში
იზრდებოდა, სადაც ის სწავლობდა ახალს და არ იყო შებოჭილი სხვადასხვა დოგმებით,
უკეთესად შეძლებს შვილების ღირსეულ აღზდას. მერი ასევე პრობლემას ხედავს
აღზრდაში და ის ამჩნევს, რომ ქალების სტანდარტიზაცია 1 მათივე ბავშვობიდან იღებს
სათავეს.

მერი საკმაოდ აკრიტიკებდა ჟან ჟაკ რუსოს ნაშრომსაც, მათ განსხვავებული


შეხედულებები ჰქონდათ გარკვეულ საკითხებში, მაგრამ ასევე მერის კრიტიკიდან
იკვეთება მათი იდეების თანაკვეთაც. რუსოს აზრით, ქალი შეიქმა იმისთვის რომ
1
ქალების სტანდარტიზაცია- ქალებისთვის თავისუფალი არჩევნის წართმევა, და მათი
აღზდა ისე როგორც ამას რუსო ქადაგებდა.

2
შეისწავლოს ის მამაკაცი რომელთანაც ის ურთიერთობს და ყველაფერი გააკეთოს მისი
ბედნიერებისვის. გარდა ამისა რუსოს აზრით ქალებს არ შეუძლიათ რაიმე ახლის შექმნა
რაც კაცობრიობას გამოადგება , მათი მოვალეობა ძირითადად მამაკაცის მსახურებაში
გამოიხატება. რუსოს აზრით ქალის ფიზიკური სისუსტე განაპირობებს ყოველივე ამას.
რაც შეეხება მერის შეხედულებას ამ საკითხზე. ის გარკვეულ წილად ემხობა და
გარკვეულ წილად ურაყოფს რუსოს შეხედულებეს. მერი და რუსო თანხმდებიან, რომ
ქალი ფიზიკურად სუსტი არსებაა, მაგრამ რუსოსგან განსხვავებით მერი ყურადღებას
ამახვიელბს ამის მიზეზებზე და ამობობს : რომ გოგონებს სუსტებად მშობლები მანამ
აქცევენ სანამ ეს ბუნებრივად გამოვლინდება. მოყავას ეზოში თამაშის მაგალითი და
არგუმენტებით ასაბუთებს იმ საკითხს თუ რატომ თამაშობენ გოგონები თოჯინებით.
მერის თქმით თოჯინებით თამაში გამოიწვია დოგემებით შებოჭვამ და არა ბავშვის
სქესმა როგორც ამას რუსო ამბობდა.

რაც შეეხება მერისა და რუსოს ძირითად „დავის საკითხს“. ეს არის რუსოს შეხედულება:
თითქოს ქალი შექმნილია მამაკაცისთვის სიამოვნების მისანიჭებლად და მათი გონება
მხოლოდ ოჯახზე ფიქრით, საკუთარი თავის მოვლითა და ქმრის სიამოვნებით
შემოიფარგლება. რასაც მერი სასტიკად უარყობს, მისი თქმით კარგი ქალი უნდა
ზრუნავდეს ოჯახზე, მაგრამ ამასთანავე უნდა იყოს ძლიერი და რაც მთავარია ჭკვიანი.
მერის აზრით სხეულის სისუსტე არავითარ კავშირში არ არის გონების სისუსტესთან, და
შეიძლება ფიზიკურად სუსტი ადამიანი გონებრივად ძლიერიც იყოს (მერი ამბობს, რომ
გოგონების სახში ჯდომა და მათთვის გარეთ თამაშის აკრძალვა, აფერხებს მათ
გონებრივ განვითარებას). ხოლო რუსოს შეხედულების გასაქარწყლებლად მოყავს
ქვრივის მაგალითი და ამით ის აბობს, რომ სუსტი ქალი ვერ იქნება კარგი დედა და ვერ
შეძლებს შვილების ღირსეულად აღზდას (რაც რუსოს გადმოსახედით ერთ-ერთი ქალის
მთავარი ფუნქციაა).

დღეისთვსი ეს ტექსტი საკამოდ ჩვეულებრივად მოგვეჩვენება, მასში წერია დღეისთვის


ჩვეულებრივი და უმრავლესობისთვის მისაღები იდეები. მაგრამ ჩემი აზრით, ზუსტად
ამ ტექსმა მოახდინა იმ დროს ის ცვლილებები, რამაც დღევანდელ რეალობამდე

3
მოგვიყვანა. ჩვენთვსი არსებული უფერული ყოველდღიურობა კი იმ ეპოქაში
გადატრიალებას უდრიდა. უნდა აღვნიშნოთ რომ ტექსტში საუბარია გონებრივ
თანასწორობაზე, და არა რაიმე სხვა პრივილეგიაზე. ჩემის აზრით მერის შეეძლო
ემსჯელა ამ თემებზზეც, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ამდენი და ასეთი რადიკალური
აზრის გამოხატვა, მის რეპუტაციას შეცვლიდა და საბოლოოდ კი მის ყველა ნაშრომს
არასერიოზულად აღიქვამდნენ ( მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელი
ხალხის ინტელექტს). მაიტომაც მან ძირითადი აქცენტი გააკეთა გონების
თანასწორობაზე რაც თავისთავად ყველა სხვა პრივილეგიის წინაპირობა იყო (თუ კაცი
და ქალი თანასწორია გონებრივად რატომ არ შეილება ქალი იყოს მინისტრი) ზუსტად
მერის ეს ნაშრომი შეგვიძლია ჩავთვალოთ ნამდვილი ფემინიზმის აკვნად სწორედ
აქედან დაიწყო ყველაფერი.

რაც შეეხება დღევანდელობასა ამ ტექსტის თანაკვეთად. ჩემი აზრით დღეს მერის


შეხედულებები საკმაოდ მისაღებია განვითარებული ხალხისთვის, ხშირად შევხვდებით
ქალებს მაღალ თანამდებობებზე, სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოზე, მაგრამ ჩემი
აზრით ქალები მარტო იმიტომ კი არ უნდა შედიოდნენ პარლამენტში რომ ისინი ქალები
არიან. არამედ მათ უნდა გააჩნდეთ საკმარისი ცოდანა და გამოცდილება (ამ კონკრეტულ
შემთხვევაში მაიც). მე მიუღებლად ვთვლი კანონპროექტში იმის შეტანას, რომ
პარალმენტის X-პროცენტი უნდა შედგებოდეს ქალებისგან, ეს ჩემთვის წამოადგენს
ქალთა უფლებების უნიჭო ილუსტრირებას და პირადად ჩემთვის აქ ირღვევა იმ
ადამიანთა (მამაკაცთა) უფლებები რომლებიც ამ ქალებზე უფრო იმსახურებდნენ
პარლამეტში ჯდომას.

ამიტომ ერთადერთი გამოსავალაი ადამიანები აღვიქვათ და შევაფასოთ მათი გონებით


და არა სქესის ნიადაგზე.

4
ბიბლიოგრაფია

1. მერი უოლსტოკრაფტი . 2019. „ქალის უფლებების დაცვა.“ შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა. თბილისი.

You might also like