You are on page 1of 5

სალექციო კურსი „შესავალი თანამდეროვე აზროვნებაში 2“

მარკ ბლოკი

ავტორი: ანრი თვალაბეიშვილი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი

ლექტორი: თამარ ცხადაძე, გიორგი გლურჯიძე

ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი

2021 წელი
თემა: „ისტორიის აპოლოგია“

ჩვენი კურსის შემდეგი მოაზროვნე არის მარკ ბლოკი, რომელიც განიხილავს ისტორიის
როლსა და ზოგადად ისტორიას თავის ნაშრომში, „ისტორიის აპოლოგია“ . მისი ხედვები
ისტორიის გააზრებასა და მნიშვნელობის შესახებ, ძალზედ დახვეწილი და საკმაოდ
შინაარსიანია. ისტორია დღევანდელი (თუმდაც საქართველოში) და იმდროინდელი
გაგებით, როცა ბლოკი მოღვაწეობდა, ფართო მასებისთვის უბრალოდ ფაქტების
ერთობლიობას წარმოადგენდა. ბევრ ადამიანს არ მოსწონს ისტორია, რადგან ის
ზედაპირულ მეცნიერებად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ, ბლოკი თავის ნაშრომში
საუბრობს ისტორიის მნიშვენლობაზე და ცდილობს დაგვანახოს, რას წარმოადგენს
ისტორია, არის თუ არა ის სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც გააჩნია საკუთარი
სამეცნიერო ენა და მეთოდოლოგია საკითხების შესავლა გააზრებისთვის.

ისტორიის უკანსვლა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საბუნებისმეტყველო


მეცნიერებების პოპულარიზაციის ფონზე. ეს უკანასკნელი კი მიმზიდველი გახდა მათი
პრაქტიკული სარგებლობის გამო. სწორედ ამ ზედაპირულობას აკრიტიკებს ბლოკი და
ცდილობს დაგვანახოს ისტორიის სიღრმეები. სწორედ ამიტომ ის საუბრობს „ტოტალურ
ისტორიაზე“ . მისი თქმით ისტორია არ არის გლობალური და ყოვლისმომცველი,
არამედ ისტორია არის ერთი მცირე დროის მონაკვეთში მომხდარ ფაქტთა სწორი
ანალიზი, რომელიც ადამიანებმა სხვადასხვა კუთხიდან უნდა გაიაზრონ (სოციალური,
პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული) „მეცნიერება რეალობას იმიტომ
აქუცმაცებს, რომ ჯვარედინი ცეცხლის მოციმციმე შუქზე უკეთესად დაინახოს და
დააკვირდეს მას“.1

ისტორიის ძირითად საკვლევ ობიექტს წარმოადგენენ ადამიანები, რომელებიც ყველა


დროსა და სოციუმში სხვადასხვა გვარად იქცევიან, მაგრამ არსებობს რაღაც ძაფი,
რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნებისმიერ სოციუმსა და ეპოქაში მცხოვრებ
ადამიანებს. სწორედ ამ კავშირის დადგენას, გაანალიზებსა და გამოკვლევას უნდა
ემსახურებოდეს ისტორია.

1
„შესავალი თანამედროვე აზრონებაში 2“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა , 2018,
მარკ ბლოკი.
2
ბლოკი აკრიტიკებდა „თხრობით ისტორიას“ და იმ ადამიანებს, რომლებიც შესწავლის
ღირსად მხოლოდ ომებს, პოლიტიკასა და დეიპლომატიურ უღთიერთობებს
მიიჩნევდნენ. ბლოკი ცდილობდა, რომ „ზემოდან დანახული“ ისტორია შეეცვალა
„ქვემოდან დანახული“ ისტორიით.

ბლოკის ხედვებით ისტორიკოსმა უბრალოდ ფაქტების ერთობლიობა არ უნდა


გადმოსცეს, მისი თქმით კარგი ისტორიკოსი პირველ რიგში უნდა იყოს მიუკერძოებელი
და მან უნდა მოახერხოს სხვადასხვა ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება თუ ანალიზი.

ბლოკი ამბობს: „ვისაც ვერ უპოვია ძალა, რომ დაიცვას ტვინი აწმყოს ვირუსისაგან, მაშინ
მას დიდი საფრთხე ემუქრება, რომ ამ ტოქსინებს „ილიადასა“ და „რამაიანის“
კომენტარებშიც კი შეაღწევინოს“2. ანუ ისტორიკოსი წარსულის რეკონსტრუქციის დროს
უნდა მსჯელობდეს იმდროინდელი კანონებითა თუ აზროვნებით, და არ გარიოს მასში
თანამედროობა, რათა არ დამახინჯდეს რეალობა.

ბლოკის თქმით მიუღებელია ისტორიის პერიოდიზაცია: „ბლოკი, ასევე აკრიტიკებს


ისტორიის პერიოდისზაციის ხელოვნურ და უსაფუძვლო სქემებს. არ შეიძლება
ერთფეროვან, ხანგძლოვ, ბნელ და უნაყოფო ეპოქად წარმოვაჩინოთ შუა საუკუნეებად
წოდებული დროის უზარმაზარი მონაკვეთი. ეს ეპოქა სინამდვილეში გამოირჩევა თავის
მიღწევებით ხელოვნებაში, ტექნიკაში, რელიგიურ აზროვნებაში და ა.შ. მისი აზრით,
არა თარიღები,დღეები, წლები და საუკუნეები, არამედ ამა თუ იმ მოვლენის თუ
ფენომენის ტიპოლოგიური მახასიათებელი უნდა იყოს ქრონოლოგიის საფუძველი.
სოციალური, ოკონომიკური თუ რელიგიური ტრანსფორმაციების დროში ლოკალიზება
თვითონ ამ მოვლენების ბუნებას უნდა შევუსაბამოთ და არა ქრონოლოგიას“3.

ბოლოს კი მინდა ჩემი აზრიც დავაფიქსირო ისტორიასთან მიმართებით. ჩემი


გადმოსახედით ისტორია არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა

2
„შესავალი თანამედროვე აზრონებაში 2“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა , 2018,
მარკ ბლოკი.
3
„შესავალი თანამედროვე აზრონებაში 2“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა , 2018,
გვ-160
3
დარგების უფრო სწრაფად განვითარებაში. ისტორიული მოვლენების აღწერით
ადამიანთა რასამ ბევრი რამ აირიდა თავიდან. ჩემთვის მიუღებელია ფრაზა
„ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერის
უსწავლია“4 რაგდან ბევრმა ჩვენგანმა წარსულში სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე
ისწავლა და განვითარდა „ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე.
ბრძენი კი სხვის შეცდომებზე“.

დღეს კი იმის მიუხედავად, რომ ადამიანები წინა წლებთან თუ საუკუნეებთან


შედარებით განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე ვართ, მიმაჩნია რომ მარკ
ბლოკის ფილოსოფიასა და ნააზრევს, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებს ფართო
მასები. მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთვათ, რომ ფართო მასების გონება საკმაოდ
ჩაკეტილია საკუთარი კეთილდღეობის გამო, და ისინი არა მხოლოდ ბლოკს არამედ
ჩვენს კურსში არსებულ სხვა ავტორების ფილოსოფიასაც ვერ იაზრებენ. ბოლოს კი
ყველაზე მარტივი და ლაკონური ენით, რომ ვთქვათ და გადმოვცეთ წარსულ ისტორიის
მნისნელობა გვეხმარება შემდეგი შეგონება: „აწმყო შობილი წარსულისაგან არის
მშობელი მომავალისა“.5

ბიბლიოგრაფია

4
ბერნანდ შოუ
5
ილია ჭავჭავაძე- (გოტფრიდ ლაიბნიცი)
4
1. მარკ ბლოკი . 2018. „ისტორიის აპოლოგია.“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.

You might also like