You are on page 1of 3

ანი გრძელიშვილი, 47 ჯგუფი.

1..

პავლე - ცნობილი როგორც ქრისტეს მე-13 მოციქული, იესო ქრისტეს რწმენის


მატარებელი და გამავრცელებელი. ის იყო ადამიანი, ვინც ყველაზე მკაფიოდ გაიაზრა
იესოს უნივერსალიზმი, მისი ქადაგების მისიის უნივერსალობა. პავლეს მთავარი
მიზანი იყო დაენახებინა, რომ ქრისტე არის უნივერსალური მესია, ღმერთის
განუყოფელი „რეალია“, ფუნდამენტური, მარადიული, უსასრულო,
ღვთიური...ხალხს უკითხავდა ეპისტოლეებს, რომელიც არცთუ ისე ადვილი
გასაგებია,ერთ-ერთ ეპისტოლეში საუბრობს იმაზე ,რომ ღმერთმა ადამიანებს მიანიჭა
თავისუფალი ნება,ის ყველას თანაბრად წყალობს. სხვისი განმკითხველი,თავად
განიკითხება უფლის მიერ. ძალიან საყურადღებოა სიტყვები: „ღმერთი არ არის
მიკერძოება“.პავლე მოციქულის მიხედვით, რწმენა ითვალისწინებს როგორც
თავისუფალ არჩევანს, ისე პიროვნულ ინიციატივას და ქრისტიანობა მისთვის
წარმოადგენდა, როგორც გარეგანს ისე შინაგან პრინციპს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
იგი სიყვარულს საკმაოდ მნიშვნელოვან ცნებად მიიჩნევდა და მიაჩნდა, რომ
სიყვარულის გარეშე ადამიანი არარაობაა, რომელშიც უფალი არასდროს იქნება და
შესაბამისად მის გარეშე ვერც სიკეთესა და ბოროტებას განარჩევს..
ქრისტიანობა ტოლერაანტული რელიგიაა,ის შორსაა ძალადობისგან,იგი
სიყვარულს ემყარება,ვინაიდან უფალი თავად ასოცირდება სიკეთესა და
სიყვარულთან. ქრისტიანობის არსის გასაგებად მის სიღრმეებში შეჭრა მოგვიწევს,ეს
რელიგია არარის ზედაპირული და არ გააჩნია ერთი კონკრეტული ახსნა.. ის არ
ეკუთვნის ერთ რომელიმე ერს,ის საყოველთაოა,ამიტომ უწოდებს პავლე მას
კოსმოპოლიტურს.მისი უნივერსალიზმი თავისთავად გულისხმობს
თანასწორობასაც.უნივერსალიზმის და თანასწორობის საფუძველი ბუნებითი
რჯულია,რომელიც ერთია მთელი კაცობრიობისთვის.სწორედ ესაა,რაც ეხმარება
ადამიანს კარგისა და ცუდის გარჩევაში. პავლე აქამდე არსებულ წესებსა და კანონებს
მიუღებლად არ მიიჩნევს,მაგრამ იგი თამამად გადმოგვცემს აზრებს და ცდილობს
განსხვავებული შეხედულების წარმოჩენას.უნივერსალიზმია, როდესაც პავლე
მოციქული წინადაცვეთილობას ფორმალობად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას
არანაირი კავშირი არ აქვს რწმენასთან, რადგან მას უნახავს წინადაუცვეთელი
ადამიანები, რომლებიც უფრო მორწმუნენი, ღვთის მოშიშნი იყვნენ ვიდრე
წინადაცვეთილნი. აბრაამი ბუნებით წინადაუცვეთელი იყო, თავისი რწმენით კი
ბევრად უფრო მაღლა იდგა ვიდრე წინადაცვეთილნი, სწორედ ამიტომ ღმერთმა მას
რწმენა ჩაუთვალა სიმართლედ და იგი ერის მამად აქცია. ასი წლის ასაკში
წინადაუცვეთელ, რწმენით აღსავსე აბრაამს უფალმა მემკვიდრე აჩუქა, ეს მან
დაიმსახურა, რადგან ერთი წამითაც არ შეუტანია ეჭვი ქრისტეში. პავლეს
უნივერსალიზმი არაერთ მონაკვეთში გამოიხატება. „რჯული მეფობს ადამიანზე,
ვიდრე ის ცოცხალია?“ .. ამ მოსაზრების ახსნისას იგი ამბობს, რომ თუ კი ქალი ქმრის
გარდაცვალების შემდეგ გახდება სხვა მამაკაცის ეს ცოდვად და მრუშობად არ
ჩაეთვლება, ხოლო თუ იგი ქმრის სიცოცხლეშივე მიუძღვნის საკუთარ თავს სხვას
მაშინ, მრუში ეწოდება. უნივერსალიზმია ის, რომ იგი რწმენით აღსავსე სამყაროში
მოგზაურობს, რომელშიც ყოფნა და ამ ყველაფრის უპირატესობების დანახვა
მხოლოდ გონებით არის შესაძლებელი.

2..

ნიკოლო მაკიაველი აღორძინების ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი


ფილოსოფოსი გახლდათ. ცნობადობას თან სდევდა მისი ნაშრომების კრიტიკა,
მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი ტექსტები კარგად იცოდნენ გამოჩენილმა
მმართველებმა..
მაკიაველთან წარმატების განსაზღვრის ინდიკატორი მეტად
სპეციფიურია.სიქველე თუ სვებედნიერება? აქ მას თავისი მოსაზრებების
სადემონტრაციოდ მოჰყავს მოსეს,კიროსის,რომულუსისა და თეზევსის
მაგალითები.მოსეს წარმატება ცალსახად განსაზღვრული იყო სიქველით,მაგრამ მას
გარე ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. მოსემ ეგვიპტელთა ტყვეობით შევიწროებული
ისრაელი იხილა,ხალხი გაანთავისუფლა და გაიყოლა თან. აქ მაკიაველი
აღნიშნავს,რომ გარე ფაქტორმა მოსეს ძლიერება განსაზღვრა და რომ არა
კონკრეტული მდგომარეობა,მას გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა..ანუ, როგორც
ავღნიშნე, გარე ფაქტორები ერთ-ერთი ხელშემწყობია წარმატების. რომულოიგი არ
ეთანხმება აზრს, რომ ბედისწერა და განგება წარმართავს კაცის ცხოვრებას, ვინაიდან
და რადგანაც ეს ეწინააღმდეგება თავისუფალ ნებას. ბედისწერა მხოლოდ ჩვენი
მოქმედებების ნახევარს განაპირობებს, მეორე ნახევარი კი ჩვენზეა დამოკიდებული.
იგი ფიქრობს, რომ მთავარი, რომელიც მიენდო ბედისწერას განწირულია
დასაღუპავად, ამიტომ მაკიაველის აზრით, უმჯობესია რომ მთავარი იყოს თამამი,
ვიდრე ფრთხილი და წინდახედული.სი რომ ძლიერი მმართველი
გამხდარიყო,აუცილებელი იყო მისთვის ალბაში ადგილი არ დარჩენილიყო და იგი
ბედის ანაბარა დაეტოვებინათ.ეს ასეც მოხდა და სწორედ ასე მიაღწია წარმატებას მან.
წარმატების ფორმულად მხოლოდ სიქველეს ვერ მივიჩნევთ და მაკიაველი
აღნიშნავს,რომ ფორტუნა დიდ როლს თამაშობს,ანუ შეიძლება ვთვათ სიტყვები -
საჭირო დროს,საჭირო ადგილას... რაც შეეხება პოლიტიკოსს,ნიკოლო მაკიაველი
მიიჩნევს,რომ მთავარმა უნდა მიაღწიოს ე.წ. „ოქროს შუალედს“. მას არა მხოლოდ
კარგი თვისებები,არამედ ცუდიც უნდა გააჩნდეს,რადგან ყოველი კარგი მარტივად
„გაცუდდება“. თვლის რომ ბედისწერაზე დამოკიდებულია ჩვენი მოქმედებების
ერთი ნახევარი, მეორე ნახევარი კი, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც ჩვენს
ხელშია. ის ბედისწერას აბობოქრებულ მდინარეს ადარებს, რომლისთვისაც
წინააღმდეგობის გაწევა არავის შეუძლია, მაგრამ მყუდროების ჟამს ადამიანებიი
მაინც ახერხებენ , რომ მის წინააღმდეგ რამე იღონონ. ფილოსოფოსის თქმით,
ადამიანი, რომელიც მხოლოდ ბედისწერაზეა მინდობილილი აუცილებლად
დაიღუპება, როდესაც ბედი სხვა მხარეს იბრუნებს პირს. მმართველებმა, რომლებაც
ბედის საშუალებით მოიპოვეს ძალაუფლება, დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ მას.
ადამიანები სხვადასხვაგვარი გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. მათი გზები
გამართლებულია თუ კონკრეტულ დროსა და სიტუაციას ესადაგება. აღსანიშნავია,
რომ ეს არ არის ადვილი საქმე. მათთვის ძალიან რთულია ერთხელ და სამუდამოდ
არჩეული გზიდან გადახვევა. თუ მათი ქმედებები და ბედისწერა ერთმანეთთან
შესაბამისობაში არიან, მაშინ ისინი ბედნიერები არიან, ხოლო წინააღმდეგ
შემთხვევაში ბედნიერება უბედურებით იცვლება. ამიტომ, როგორც ზევით აღვნიშნე,
აუცილებელია არჩეული გზების დროსთან შესაბამება. მაკიაველის აზრით, მიზანი
ამართლებს საშუალებას და მთავარისთვის ნებისმიერი გზა გამართლებულია თუ ეს
გზა მას წარმატებას მოუტანს. ბატონს შეუძლია ითვალთმაქცოს, ბოროტების გზაზე
დადგეს, განზრახ გააღვივოს მტრობა, რათა მისი ძლევის შედეგად ხალხის თვალში
მეტად ამაღლდეს. იგი არ ეთანხმება აზრს, რომ ბედისწერა და განგება წარმართავს
კაცის ცხოვრებას, ვინაიდან და რადგანაც ეს ეწინააღმდეგება თავისუფალ ნებას.
ბედისწერა მხოლოდ ჩვენი მოქმედებების ნახევარს განაპირობებს, მეორე ნახევარი კი
ჩვენზეა დამოკიდებული. იგი ფიქრობს, რომ მთავარი, რომელიც მიენდო ბედისწერას
განწირულია დასაღუპავად, ამიტომ მაკიაველის აზრით, უმჯობესია რომ მთავარი
იყოს თამამი, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული.

You might also like