You are on page 1of 5

სალექციო კურსი „შესავალი თანამდეროვე აზროვნებაში I“

ჯონ სტიუარტ მილი

ავტორი: ანრი თვალაბეიშვილი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი

ლექტორი: ნონო ნოზაძე, თათია კეკელია

ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი

2020 წელი
თემა: „თავისუფლების შესახებ“

ჩვენი კურსის ფარგლებში ვეცნობით ახალ ავტორს, ჯონ სტიუარტ მილს, რომლის
ნაშრომები საკმაოდ საინტერესო და ფუნდამენტურია. შეიძლება ითქვას რომ მისი
ნაშრომები ყველა განვითარებული ქვეყნის ანარეკლია. აღსანიშნავია, რომ მილი
ანვითარებს უტილიტარისტური ეთიკის პრონციპებს. ის მხარს უჭერს ბენთემის
„უდიდესი ბედნიერების პრინციპს“ ,მაგრამ ასევე მასში შექვს გარკვეული შესწორებები.
მოკლედ რომ ვთქვათ, მილი უფრო ავრცობს ზოგიერთ საკითს. მაგალითად,
ბენთენისეული გაგებით, ბედნიერება განისაზღვრება სიამოვნებისა და ტკივილის
გამოყენებით. ხოლო მილი სიამოვნების მცნებას უფრო უღრმავდება, ის ამბობს რომ
ადამიანისა და ცხოეველების ბედნიერება განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან
განსხვავდება სიამოვნების მიღების გზებიც. და რადგან ყველა ადამიანი სიამოვნების
წყარო განსხვავებულია მაშასადამე მათი ბედნიერების ხარისხიც განსხვავებული იქნება.
ბენთენი თავის იდეაში ვერ ითვალისწინებს რომ ყველა ადამიანი განსხვავებული
ინდივიდია და ყველას განსხვავებული შეხედულებები გააჩნია.

მილის ეს ტექსტი გვანახებს თავისუფლების რეალურ სახეს და თუ როგორია ის


სინამდვილეში. მილის თქმით(ორი წერტილი) არსებობს 3 ძირითადი საკითხი(მძიმწე)
რომლის შეზღუდვაც ინდივიდითვის არ შეიძლება. ესენია: 1) სინდისის, აზრისა და
შეხედულების 2) ქმედების, საკუთარი ცხოვრების წესის არჩევა, გემოვნება 3) სხვა
პირებთან დაკავშირების (ორვე მხარის თანხმობით) ან გაერთიანების უფლება თუ ეს
გაერთიანება არ ავნებს სხვებს.

სანამ უშუალოდ განვიხილავდეთ ამ სამივე საკითხს ყურადღება გავამახვილოთ


შემდეგზე. რა არის თავისუფლება? ლოკისა და სმითის შეხედულებები თავისუფლებაზე
უკვე ვიცით, მათგან განსხვავებით მილი თავისუფლებას განიხილავს არა ინდივიდის
არამედ უმრავლესობის გადაწყვეტილებების მიმართ. ის ამბობს რომ თუ უმრავლესობა
მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ავტოამტურად უმცირესობის თავისუფლება
იზღუდება რასაც მილი „უმრავლესობის ტირანიას“ უწოდებს. მილი მხოლოდ ემხრობა
დემოკრატიული მართვის პრინიპებს და მოყავს რამდენიმე ანტიკური მაგალითიც,
მაგრამ ის უშვებს მხოლოდ ერთ შემთხვევას, როცა დასაშვებია ცალკეული ადამინის თუ
ადამიანთა ჯგუფის ზოგიერთი ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა. ესენია 1) როცა
ადამიანი უწიფარია, მეურვეს აქვს უფლება შეზღუდოს ბავშვის ზოგიერთი უფლება და
2) როცა საერთო ჯამში ერი არის უწიფარი მმართველს შეუძლია შეზღუდოს
მოქალაქეთა ზოგიერთი უფლება, მხოლოდ იმ მიზნით რომ სამომავლოდ გააუმჯებესოს
მათი ყოფა.

დღესდღეისობით ევროპისა და სხვა კონტინეტზე არსებული ქვენყნების უმრავლესობა


დემოკრატიულია, და ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ ეზღუდება (ცალკეული ადამიანის)
თავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ამ ქვეყნებში დღესაც არის
„უმრავლესობის ტირანია“.

რაც შეეხება აზრისა და შეხედულების თავისუფლებას, მილი ამ საკითხს დელიკატურად


უდგება. მისთვის მიუღებელია ამ ორი ასპექტის აკრძალვა. მისი მსჯელობის
გასამყარებლად მილს მოყავს სამი მაგალითი. 1) შეხედულება რომელსაც დევნიან
ჭეშმარიტია. 2)შეხედულების ნაწილი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ნაწილი კი მცდარი. 3)
შეხედულება რომელსაც დევნიან იყოს მცდარი. მილი ამბობს, რომ რამდენადაც
დარწუნებული არ უნდა ვიყოთ ჩვენ შეხედულებაში ის შესაძლოა მცარი აღმოჩნდეს. და
პირიქით თუ ვდევნით სხვის არასწორ შეხედულებას ისიც შეიძლება აღმოჩნდეს
ჭეშმარიტი. ამიტომაც მილის აზრით, სხვისი აზრის დევნა არასწორია. და მისი თქმით
ამ შეხედულების გაზიარება „ეს არის იმის აღიარება, რომ არავინაა უცდომელი, რომ
ჩვენი შეხედულებების ჩვენთვისვე სარწმუნობის რაგინდ მაღალი ხარისხი ვერასდროს
იქნება ამ შეხედულების ჭეშმარიტების გარანტია.“

გარდა ამისა, მილი ამბოს რომ კარგია სხვისი კრიტიკული აზრის მოსმენა ჩვენს
შეხედულებებზე, და თუ ჩვენ მოვახერხებთ და ჩვენს წინააღმდეგ გაჟღერებულ ყველა
არგუმენტს გავაბათილებთ, ჩვენვე უფრო კარგად დავინახავთ ჩვენივე შეხედულების
ჭეშმარიტებასა ან სიმცდარეს. ის ამბობს, რომ დაუშვებელია რაც არ უნდა ჭეშმარიტი
მოძღვების წინააღმდეგ არ წასვალა. „ჭეშმარიტება რომლის მიმართა ეჭვის გამოთქმაც
აკრძალულია, იქცევა მკვდარ დოგმად.“
ეს ყველაფერი რაც შეეხება თავისუფალი აზრისა და შეხედულებბეის გამოთქმას
საკმაოდ დამაჯერებელი და სწორიცაა. ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ საკუთარი
აზრის დაფიქსირების გამო, და ეს ბევრ ქვეყანაში ფუნდამენტური კანონია. მილის
აზრით ყველა ადამიანის ინდივიდუალიზმი და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია,
რაც სიმართლეს შეესაბამება (გარდა იმ შემთხვევისა როცა ინდივიდი მისი
შეხედულების გამო მზადაა ზიანი მიაყენოს სხვა). ამ ყველაფრიდან გამომდინარე
მიჩნდება ერთი კითხვა. აქვს თუ არა სახელმწიფოს (ძალას რომლის პირდაპირი
ვალდებულებაა დაიცვას მისი მოქალაქეები) უფლება, რომ საიდუმლოდ მოუსმინოს
თავის მოქალაქეებს? მილის განსზღვრებით ჩუმი მიყურადება შეიძლება ჩავთვალოთ
პირადი ცხოვრებისა და ინდივიდუალიზმის დარღვევად, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ
ტოტალური მოსმენებით ახერხებს საკუთარი მოქალაქეების დაცვას რაიმე საფრთხისგან
და ის არ ინახავს ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეების პირად ინმფორმაციას, რაც
შემდგომში შეიძლება მათ საწინააღმდეგოდვე იქნას გამოიყენებული. რამდენად
დასაშვებია ამ შემთხევაში ადამიანის ინდივიდუალიზმის და პირადი ცხოვრების
ხელშეხება?

და საბოლოოდ რაც შეეება მილის ამ ნაშრომს. ჩემთვის ეს ნაშრომი არის გარკად


დასაბუთებული მსჯელობა ადამინის გამოხატვისა და თავისუფლების უფლებების
შესახებ. ის პირდაპირ თანხვედრაშია თანამედროვე ლიბერალურ სტანდარტებთან და
მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიბერალური სტანდარტები შექმნილია ამ
ნაშრომის სწორად გააზრების შედეგად. მასში სწორადაა განმარტებული და
გააზრებული ადამიანის როგორც ინდივიდის ყველა ძირითადი უფლება. და
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტექსტი უდევს საფუძვლად ადამიანის
ძირითადი უფლებების განმარტებებს სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში (აშშ, გერმანია,
საფრანგეთი და სხვა).
ბიბლიოგრაფია

1. ჯონ სტიუარტ მილი . 2019. „თავისუფლების შესახებ.“ შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.

You might also like