You are on page 1of 9

გვანცა ჭიღლაძე

ჟან-პოლ სარტრი- "არსებობა წინ უსწრებს არსს"

ჟან-პოლ სარტრი იყო ფრანგი ფილოსოფოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი


შეიტანა ეგზისტენციალური იდეების გავრცელებაში. მისი შემოქმედების მთავარი
დასაყრდენი ადამიანის როლის განსაზღვრაა საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თავის
შესაქმნელად. იგი თვლიდა, რომ არსებობა წინ უსწრებდა არსს და ადამიანს საკუთარი
თავის საპოვნელად ფაქტობრიობის ტრანსცენდირება უხდებოდა, ამ პროცესში კი
აყალიბებდა სუბიექტივიზმს, აკეთებდა არჩევანს, პასუხიმსგებლობას იღებდა და
მორალს სიტუაციის მიხედვით თვითონ ქმნიდა.

სარტრი უპირისპირდება ქრისტიანულ მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც არსი წინ


უსწრებდა არსებობას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ გამორიცხავდა ღმერთის არსებობას.
სარტრისთვის მთვარი იყო ადამიანის ცხოვრებაში განსაზღვრულიყო არსებობა და
თვით ადამიანის არსი. ამისთვის, მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ სარტრი რას
გულისხმობს თითოეულში. არსებობა მისთვის ფიზიკურობაა, ის მდგომარეობაა, როცა
ვერ საზღვრავ ვერც შენს დანიშნულებას და ვერც ცხოვრებას. არსი კი საკუთარი თავის
პოვნაა, სამყაროში აღმოცენება და საკუთარი თავის შექმნაა. სწორედ ამიტომ ამტკიცებს
სარტრი, რომ ,,ადამიანი ჯერ არსებობს, თავის თავს პოულობს, აღმოცენდება სამყაროში,
და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს საკუთარ თავს’’ (სარტრი 2018,318)

აღსანიშნავია, რომ სარტრი სხვადასხვა შემთხვევას განიხილავს. ქაღალდის საჭრელის


მაგალითზე ის ასკვნის, რომ ჯერ მისი არსი უნდა შეიქმნას, რათა მეწარმემ იგი შექმნას,
მისთვის ტექნიკური ხედვა ჯერ არსს, შემდეგ კი არსებობას ადასტურებს, თუმცა
ადამიანის ფიზიკურ სხეულად წარმოდგენა მისთვის მიუღებელია, რამეთუ ადამიანს
შეუძლია, შეცვალოს საკუთარი თავი, შეასრულოს ის ფუნქცია, რაც სურს და საკუთარი
თავი მომავალში დაისახოს რაღაც სხვად.

სარტრი ეგზისტენციალიზმს განსაზღვრავს, როგორც ფილოსოფიას, რომელიც არ


აღიარებს ადამიანის არსის წინასწარ განსაზღვრულობას, არც უცილობელ ზნეობრივ თუ
მორალურ საყრდენს. მისთვის ეგზისტენციალიზმი გულისხმობს მხოლოდ ადამიანურ
ფაქტორს, საკუთარი თავის თვითონვე განსაზღვრას, არჩევანის გაკეთებას და სრული
,,გადაგდებულობის’’ ხარჯზე ,,დაწყევლილ თავისუფლებას’’, თავისუფლებას, რომელიც
საკუთარი თავის ყოველწამიერ გამოგონებაში გამოიხატება. ,,ადამიანი სრულიად
უსაყრდენოდ და უსაშველოდ დაწყევლილია ყოველწამიერად ხელახლა გამოიგონოს
ადამიანი’’. ( სარტრი 2018,322)

ეგზისტენციალიზმი თავისი არსით მთლიანად უკავშირდება სუბიექტივიზმს,


რამეთუ თვით სუბიექტივიზმი გულისხმობს ადამიანის უნარს, საკუთარი თავი აქციოს
იმად, რაც სურს, თვითონ განსაზღვროს საკუთარი არსი, არსებობიდან გადააბიჯოს
არსში. სარტრისთვის სიტყვა ,,სუბიექტივიზმს’’ ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი ესაა,
როგორც უკვე აღვნიშნე, საკუთარი თავის არჩევა, მეორე კი, რომელიც შეიძლება
ეგზისტენციალიზმის მთავარ დასაყრდენად განვიხილოთ, არის მდგომარეობა, როცა
ადამიანს არ შეუძლია თავის სუბიექტურობას გადააბიჯოს. ეს შეიძლება დავუკავშიროთ
იმას, რომ ადამიანი თავისი ნების გარეშე გაჩნდა სამყაროში, იგი დიწყევლა რა
თავისუფლებით, მაშინვე დაექვემდებარა ზოგად პრინციპს, საკუთარი თავი თვითონვე
შეექმნა, რამეთუ სხვა არაფერი შეაძლებინებდა მას, ქცეულიყო ისეთად, როგორადაც
სურდა.

სარტრი თვლის, რომ ეგზისტენციალიზმში მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობები,


რომელიც ადამიანს აკისრია. მისთვის სამყაროში უპატრონოდ, უნებართვოდ გაჩენა არა
მარტო თვით ადამიანის პასუხისმგებლობას წევს წინ საკუთარი თავის წინაშე, არამედ
მთელი კაცობრიობის, რადგანაც ახლა ადამიანი თავისი ქმედებებით შეიძლება
საზოგადო პასუხისმგებლობის საქმესაც აკეთებდეს, თავისი ქმედებით უბიძგებდეს
ხალხს კარგი ან ცუდი საქმეებისკენ. რაც შეეხება არჩევანს, სარტრი აღნიშნავს, რომ
ადამიანები თავისუფლების პირობებში არჩევანში შეზღუდულნი არ არიან, რამეთუ არ
არსებობს ზოგადი, დადგენილი მორალი, რომელსაც მისი არჩევანი აცდება, არამედ
მორალს საკუთარი არჩევანით ქმნის, კონკრეტულ სიტუაციაში თავად იგონებს, თუ რა
საზრისი ექნებად სხვადასხვა ნიშნებს. ,,არჩევანი მხოლოდ ერთი მიმართულებით არის
შესაძლებელი, მაგრამ რაც მართლაც შეუძლებელია, არჩევანის არგაკეთებაა. მე
ყოველთვის შემიძლია ავირჩიო, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ თუ არ ავირჩევ, ესეც
არჩევანია’’. (სარტრი 2018,331)

სარტრი, მართლაც, გამორჩეული ფიგურაა ფილოსოფიაში. მიუხედავად იმისა, რომ


მის ნააზრევს ეწინააღმდეგება რელიგია, მის მიმართ ბერვი ბრალდება და გაკიცხვაა, იგი
მაინც დამაჯერებლად იცავს ეგზისტენციალიზმის იდეებს და ადამიანის ცხოვრების
ახალ სახესაც გვანახებს.

მარიანა მხითარიანი
ფრანგული ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ - ჟან-პოლ სარტრი,

რომელიც ეგზისტენციალიზმის მიმდევარი იყო. ამ მიმდინარეობას ბევრი კრიტიკოსი

ჰყავდა, მაგრამ სარტრიმ სცადა ამ საყვედურებისგან იგი დაეცვა. ამისათვის მან დაწერა

ტექსტი - „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, სადაც განხილულია ეგზისტენციალიზმის

ისეთი სახე, რომელიც თავისებურად ხსნის ადამიანის არსებობასა და არსს.

სწორედ ეგზისტენციალიზმის ამ სახით გაუწია პირველი წინააღმდეგობა სარტრიმ

კრიტიკოსებს. კერძოდ, იგი დაუპირისპირდა ქრისტიანულ რელიგიურ მოძღვრებას,

რომ არსი წინ უსწრებდა ადამიანის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ

ეგზისტენციალები ორ კატეგორიად იყოფოდნენ, მათ აერთიანებდათ ერთი

შეხედულება - „არსებობა წინ უსწრებს არსს“.(სარტრი 2018, 318) მაინც რა იგულისხმება

ამ ცნებაში? ადამიანის შექმნა და არსებობა არანაირად არ არის განპირობებული

წინასწარი ჩანაფიქრით. ადამიანი არავის არ წარმოუდგენია საკუთარ განსჯაში და

შემდეგ ამაზე დაყრდნობით არ შეუქმნია ეს ცოცხალი არსება. ადამიანი არის სუბიექტი,

რომელიც თვითონ აღმოცენდა ამ სამყაროში, იარსება, განვითარდა და შემდგომ შეძლო

საკუთარი თავის პოვნა ანუ შეძლო საკუთარი არსებობის არსის შეცნობა. ინდივიდი

მხოლოდ გზადაგზა, თვითგანსაზღვრით ინამდვილებს საკუთარ არსს. არსი

არავისთვის არ იყო ცნობილი არსებობამდე, იგი გასაგები და ახსნადი ხდება ცხოვრების

ყოველდღიურობაში.

ეს ყოველდღიურობაც ადამიანის მიერ წინასწარ არ იყო არჩეული. იგი შემთხვევით

„ჩავარდა“ ასეთ გარემოში და იგი ყოველთვის თვითონ განსაზღვრავს თავის

განსაზღვრულობას. იგი თავისუფალ დამოკიდებულებაშია ამ გარემოსთან. ეს

განსაზღვრულობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითად მოქმედებს ადამიანზე,

ვინაიდან ამ მოცემულობაზე დაყრდნობით ადამიანი ეტაპობრივად ისწრაფვის


საკუთარი არსებობის არსის შეცნობისაკენ. შემთხვევითობის პრინციპით „ჩავარდნილი“

ასეთ განსაზღვრულობაში, ადამიანს მაინც ძალუძს გახდეს ის, ვინც მას სწადია რომ

იყოს. მას ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება, იგი თავისუფალია არჩევანის მიღებაში.

ამ თავისუფლებას სარტრი წყევლად მიიჩნევს - „ადამიანი დაწყევლილია იყოს

თავისუფალი“.(სარტრი 2018, 318) სარტრის აზრით, ყველა ადამიანი თავისუფალია,

რადგან ვერავინ შეძლებს ამოშალოს თავისუფლების გრძნობა პიროვნების

ცნობიერებისგან. სარტრისეული თავისუფლება და არჩევანი მთელი კაცობრიობის

ამოსავალი წერტილია. ადამიანი განწირულია არჩევანი გააკეთოს მაშინაც, როდესაც მას

არ უნდა ან არ შეუძლია. სარტრისთვის არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია, რაც

ადამიანის ინდივიდუალობის ძირითადი ნიშანია. თავის ნაწარმოებში

„ეგზისტენციალიზმი - ჰუმანიზმია“ სარტრი ახალგაზრდა ყმაწვილის მაგალითს

გვიჩვენებს, რათა უკეთ წარმოაჩინოს, თუ რატომ არის თავისუფლება წყევლად

მიჩნეული. ახალგაზრდა ორი არჩევანის წინაშე დგას: წავიდეს საომრად და დაიცვას

თავისი სამშობლო თუ დარჩეს და მოუაროს შეუძლოდ მყოფ ერთადერთ დედას.

სარტრი აქ ხაზს უსვამს, რომ არც ერთი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი ვერ გასცემს

სწორ პასუხს. იგივე ქრისტიანობა მოგვიწოდებს „გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი“ - მაგრამ

ვინ არის ამ შემთხვევაში ეს მოყვასი - მასთან ერთად მეომარი ბიჭები თუ ავადმყოფი

დედა? რა თქმა უნდა ყმაწვილს შეუძლია რჩევა სთხოვოს ვინმეს, მაგრამ ფაქტი ის არის,

რომ ბოლოს იგი მაინც თვითონვე გააკეთებს არჩევანს და ისიც კი არ იცის რა შედეგს

მოიტანს მის მიერ გაკეთებული არჩევანი. სარტრისთვის ადამიანი არის ისეთი, როგორც

იგი იქცევა - ყურადღება გამახვილებულია მის თავისუფალ ქმედებებზე. ადამიანები,

რომლებიც თავიანთ მდგომარეობას აბრალებენ გარშემო არსებულ გარემოებებს,

შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცდარნი არიან. აი ამიტომ არის ასეთი თავისუფლება

წყევლად მიჩნეული. ადამიანი განსხვავდება ყველა სხვა ქმნილებისგან ზუსტად იმით,


რომ მას შეუძლია აირჩიოს საკუთარი თავი, იყოს ის ვინც არის და იყოს

პასუხისმგებელი (უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე) თავისი არჩევანის მიმართ.

ადამიანი თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში, თავისუფლებას კი, თან ახლავს შიში,

რომელიც პასუხისმგებლობიდან მომდინარეობს, ადამიანი ხომ სრულიად

პასუხისმგებელია თავის არჩევანზე. ადამიანის პასუხისმგებლობა მისი თავისუფლების

მეორე მხარეა. რასაკვირველია, მას ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი თავის

წინაშე კი არა, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე აკისრია. „ეგზისტენციალიზმის

პირველი ღონისძიება იმაში მდგომარეობს, რომ იმის ბატონ-პატრონად აქციოს

თითოეული ადამიანი, რაც ის არის და მას დააკისროს საკუთარ არსებობაზე მთელი

პასუხისმგებლობა.“(სარტრი 2018, 318) „პასუხისმგებლობის“ უფრო ფართო

მნიშვნელობა დაკავშირებულია ადამიანის თავისუფალ ნებასთან, გააკეთოს არჩევანი,

გაიაზროს თავისი შეცდომები და და პასუხი აგოს საკუთარი ქმედებების შედეგებზე.

სარტრი ცდილობს პიროვნების ინდივიდუალური არჩევანი საყოველთაო

მნიშვნელობით განიხილოს. ჩვენ ყოველთვის ვქმნით იმ ადამიანის ხატებას, რომლის

ნახვაც გვინდა მომავალში, სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი არჩევანი ან

ქმედება აუცილებლად სწორი იქნება. ამით ჩვენ უნებლიედ მოვუწოდებთ მთელ

კაცობრიობას მოიქცეს ისე, როგორც ჩვენ. ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ

განსხვავებული, ვიდრე ახლა. ხელახლა გვიწევს საკუთარი თავისა და ღირებულებების

წარმოქმნა, მაგრამ ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელია იმაზე, რაც ის არის. ეს

თვისება, რომელიც ეგზისტენციალიზმის გარდაუვალი ასპექტია, აიძულებს ადამიანს

გაიაზროს, რომ მათი თავისუფალი ქმედებები ხელმძღვანელობენ სხვებით.

სარტრიმ ნამდვილად დიდი კვალი დატოვა ფილოსოფიის სამყაროში. მიუხედავავ

იმისა, რომ მის მიერ არჩეული მიმდევრობა ბევრი კრიტიკისა და უარყოფის მსხვერპლი

გახდა, მან მაინც შეძლო დაეცვა ეგზისტენციალიზმის მთავარი ცნებები და დაგვანახა,


თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ყოფის ჭეშმარიტი არსი.

თამარ გვარმიანი

ჟან-პოლ სარტრის მოღვაწეობისას ეგზისტენციიალიზმის არსთან დაკავშირებით

უამრავი განსხვავებული აზრი არსებობდა. ამ განსხვავებულ აზრებს ცდილობს

დაუპირისპირდეს სარტრი თავისი ნაშრომით „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. იმას,

რომ, ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია, უამრავი ადამიანი თუ საზოგადოების ნაწილი

უარყოფდა. ძირითად შემთხვევაში, სხვები ეგზისტენციალისმის არსში მხოლოდ

ადამიანის ცხოვრების უარყოფით მხარეს ხედავდნენ. სარტრისთვის,

ეგზისტენციალიზმის მიხედვით, ამოსავალი წერტილი სუბიექტურობა უნდა იყოს, რაც

ნიშნავს შემდეგს: ადამიანზე არ არის დამოკიდებული ის საწყისი გარემო, სადაც

იბადება, იზრდება, მას არ აურჩევია მისი ფიზიკურობა და ზოგადად, ის სამყარო, სადაც

მოუწევს, იცხოვროს, თუმცა იმ ყველაფერზე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაც მისი

არჩევანი არ ყოფილა. სარტრის აზრით, ადამიანი არასდროს არ არის ისეთი, როგორიც

უნდა, რომ იყოს, რადგან იგი იძულებულია შეეგუოს და შეეთავსოს იმ გარემოებას,

სადაც აღმოჩნდა. სარტრი ეგზისტენციალების ორ სახეს გამოყოფს: ქრისტიანულს და

ათეისტურს. იგი ახსენებს იდეას, რომ „არსი წინ უსწრებს არსებობას“ (სარტრი 2018, 317).

ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის შემთხვევაში, იმისთვის, ვისაც ღმერთის

არსებობის სწამს, ადამიანის არსს ქმნის თვითონ ღმერთი წინასწარ განსაზღვრული


ჩანაფიქრებით. ათეისტური ეგზისტენციალიზმის მიხედვით, რომელიც, სარტრის

აზრით, უფრო თანმიმდევრულია, ადამიანი არაფერია მანამდე, სანამ ის თავის თავს არ

შეიცნობს. ამრიგად, ადამიანი ჯერ უბრალოდ არსებობს და მოგვიანებით ქმნის თავის

თავს. შესაბამისად, „არ არსებობს ადამიანის ბუნება, ვინაიდან არ არსებობს ღმერთი,

რომელსაც მისი გაგება ექნებოდა“ (სარტრი 2018, 318).

სარტრის აზრით, ადამიანი განსაზღვრულია იმ გარემოთი, სადაც გაჩნდა, თუმცა მას

ყოველთვის შეუძლია თავადვე შექმნას თავისი თავი, რადგან ამისთვის ყოველთვის აქვს

თავისუფლება. ადამიანი ჯერ იბადება, არსებობას განაგრძობს და მხოლოდ ამის შემდეგ

პოულობს მის თავს - განსაზღვრებას, მისი არსებობის მიზანს. ადამიანმა უბრალოდ

არსებობის შემდეგ უნდა განსაზღვროს მისი არსი, რომელსაც გაჰყვება მთელი ცხოვრება

და რომლითაც გადალახავს იმ უაზრო არსებობას, როცა მას ჯერ არ შეუქმნია საკუთარი

თავი. რაც არ უნდა გაუსაძლის პირობებში უწევდეს ცხოვრება, მას შეუძლია ამ

პირობებშიც კი აქციოს საკუთარი თავი რაღაცად. „ადამიანს აქვს უნარი, საკუთარი

ფაქტობრიობა გარდაქმნას სიტუაციად, რომელშიც ის თავისუფლად იმოქმედებს“

(სარტრი 2018, 312), რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ

დამდგარა რაღაც არჩევანის წინაშე და არ გადაუწყვიტავს ის, ხოლო ამ

გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება.

სარტრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მართლაც, არსებობა წინ უსწრებს არსს,

ადამიანის თითოეულ ქმედებასა, მდგომარეობასა და მის ვინაობაზე თვით ადამიანია

პასუხისმგებელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე არ

არის პასუხისმგებელი, არამედ ყველა ადამიანზე, მთელს კაცობრიობაზე. ამ კონტექსტში

სარტრი სუბიექტივიზმის ორ მნიშვნელობას გამოყოფს: პირველი - ეს არის ადამიანის

მიერ საკუთარი თავის შეცნობა, შექმნა, ხოლო მეორე - ეს გულისხმობს, რომ

ადამიანისთვის შეუძლებელია გადალახოს ადამიანის სუბიექტურობა. ეს უკანასკნელი


გულისხმობს, რომ ადამიანები თვითონვე ირჩევენ საკუთარ ცხოვრებასა და არსს და

საკუთარი თავის არჩევა ყველა ადამიანის არჩევას გულისხმობს. ამასთანავე, როდესაც

ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მხრიდან მოიაზრება ის, რომ ამ გადაწყვეტილებაში

ყველას ვრთავთ, ყველას, რადგან საკუთარი თავის არჩევისას ჩვენ ზოგადად, ადამიანის

კონკრეტულ სახეს ვირჩევთ, როგორიც გვინდა, რომ იყონ ისინი. მაგალითად, თუ

ადამიანმა გადაწყვიტა მოიყვანოს ცოლი და ჰყავდეს შვილი, ის საჯაროდ თუ არა,

შეფარულად, ნაგულისხმევად მოუწოდებს კაცობრიობას, რომ მათაც იგივე გააკეთონ,

შესაბამისად, ადამიანი საკუთარი თავის არჩევით ირჩევს ადამიანს.

ფრაზა, რომელიც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ატარებს მთელს ტექსტში - „ადამიანი

დაწყევლილია, იყოს თავისუფალი“ (სარტრი 2018, 322) გულისხმობს შემდეგს -

ვინაიდან, ადამიანს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა მისი არსებობისა,

საქციელებისა, გადაწყვეტილებებისა და ა.შ. ის მარტო რჩება სამყაროში. სამყაროში

მაინც უნდა არსებობდეს რაღაც ღირებულებები, რასაც დავეყრდნობით და რის

მეშვეობითაც თავის გამართლებას შევძლებთ, სხვა შემთხვევაში, სრულიად მარტონი

ვრჩებით. როგორც დოსტოევსკიმ თქვა, „თუ ღმერთი არ იარსებებს, ყველაფერი

დაშვებული იქნება“ (სარტრი 2018, 322), ამრიგად, ადამიანი განწირულია თავისი

თავისუფლებით, რადგან იგი მისი ნებით არ შექმნილა და „ჩავარდნილია“ სამყაროში,

სადაც ყველა თავის ქმედებაზე თვითონაა პასუხისმგებელი. ის ვერ გაექცევა არჩევანის

გაკეთებას, შესაბამისად, ის არ არის თავისუფალი იმისგან, რომ ყოველი არჩევანის

გაკეთებას თავისი პასუხისმგებლობა მოსდევს, სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ

ადამიანი დაწყევლილია.

რომ შევაჯამოთ, სარტრის აღნიშნული ტექსტის ძირითადი სათქმელი ის არის, რომ

ადამიანი თვითონვე ქმნის საკუთარ თავს, რომელსაც ვეთანხმები. ადამიანი იბადება და

ამ დროს ის არაფერს წარმოადგენს, ის უბრალოდ არსებობს, თუმცა, შემდეგ, ის ნელ


ნელა ყალიბდება და ირჩევს იმ გზას, იმ არსს, რომლის მიხედვითაც იმკვიდრებს

ადგილს საზოგადოებაში.

You might also like