You are on page 1of 3

შესავალი: დანახარჯები და ფირმის განვითარება დროში

მოცემული თავის ,,ფირმების და ინდუსტრიების განვითარება დროში“ ძირითადი მიზანია


განვიხილით თუ როგორ პასუხობს ფირმა მომხმარებელთა გემოვნების ცვლილებებსა და
ტექნოლოგიურ განვითარებებს. მოცემული თავი შედგება ორი ქვეთავისგან. პირველ
ქვეთავში გაგაცნობთ დანახარჯების მრუდს, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური
ფირმის მოგებისა და ზარალის შესასწავლად. ვაჩვენებთ რამდენად მნიშვნელოვან როლს
თამაშობს დანახარჯები ფირმის საქმიანობაში. ფირმის დანახარჯების მრუდის შესწავლით,
ეკონომისტები აფასებენ ფირმის მომგებიანობას, განსაზღვრავენ შეწყვიტოს თუ გააგრძელოს
ფირმამ საქმიანობა.

ძირითადი ცნებები: დანახარჯების მრუდები


ეკონომისტები მომავალი დროის პერიოდს ორ კატეგორიად ყოფენ: მოკლევადიანი და
გრძელვადიანი პერიოდი. მოკლევადიანი პერიოდი წარმოადგენს დროის იმ მონაკვეთს,
რომელშიც ფირმებს არ შეუძლიათ წარმოების ყველა რესურსის ცვლილება; თუმცა შესაძლოა
მოახერხოს ზოგიერთი მათგანის ცვლილება, მაგალითად სამუშაო ძალის. გრძელვადიან
პერიოდი კი ის მინიმალური დროა, რომელშიც ფირმას შეუძლია ყველა რესურსის
ცვლილება, მათ შორის კაპიტალისაც.

მთლიანი დანახარჯი ფირმის მიერ საქონლის და მომსახურების წარმოებაზე გაწეული


დანახარჯების ჯამია. ფიქსირებული დანახარჯები არის მთლიანი დანახარჯების ის ნაწილი,
რომელიც არ იცვლება წარმოების მოცულობის ცვლილებისას მოკლევადიან პერიოდში.
მთლიანი დანახარჯების დარჩენილი ნაწილი (ფიქსირებული დანახარჯების გამოკლების
შემდგომ დარჩენილი ნაწილი) კი ცვალებადი დანახარჯებია, რომლებიც წარმოებული
პროდუქციის რაოდენობასთან ერთად იცვლება.

ეკონომისტები, ბუღალტრები და ინვესტორები ფირმის საქმიანობის შესაფასებლად ფართოდ


იყენებენ საშუალო მთლიანი დანახარჯის, საშუალო ცვალებადი დანახარჯის და ზღვრული
დანახარჯის ცნებებს. მათი გრაფიკული გამოსახულებები მოცემულია დიაგრამაზე. ჩვენ
ვაჩვენებთ, რომ ფირმის მოგება დამოკიდებულია პროდუქტის ფასსა და მოცემული ფასის
პირობებში წარმოებული პროდუქციის რაოდენობის შესაბამის საშუალო მთლიან
დანახარჯებზე.
რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ დანახარჯების მრუდების აგებისას:

 დარწმუნდით, რომ ზღვრული დანახარჯების მრუდი საშუალო მთლიანი


დანახარჯების მრუდსა და საშუალო ცვალებადი დანახარჯების მრუდს კვეთს მათი
მინიმუმის წერტილში.
 დარწმუნდით, რომ ვერტიკალური მანძილი საშუალო ცვალებადი დანახარჯების
მრუდსა და საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდს შორის მცირდება წარმოების
მოცულობის ზრდასთან ერთად.
 ზღვრული დანახარჯების მრუდის საწყისი მონაკვეთი (მარცხნიდან) დახაზეთ
დაღმავალი, შემდეგ კი აღმავალი. ეს საშუალებას მოგცემთ ასახოთ კლებადი
ზღვრული სარგებლიანობა წარმოების დაბალ დონეზე.
ძირითადი ცნებები: მოგება და ზარალი
დანახარჯების მრუდი მოსახერხებელი გზაა, იმისათვის რომ შევაფასოთ აქვს თუ არა ფირმას
მოგება ან ზარალი მოკლევადიან პერიოდში. თუ მოგების მაქსიმიზირებელ წერტილში ფასი
მეტია ვიდრე საშუალო მთლიანი დანახარჯები, მაშინ მოგება დადებითია. ნულოვანი
მოგების წერტილი არის წერტილი, სადაც ფასი ტოლია საშუალო მთლიანი დანახარჯების
მინიმუმის.

მოკლევადიან პერიოდში ფირმას შეუძლია წარმოების გაგრძელება უარყოფითი მოგების


პირობებშიც კი, თუ ფასი მეტია საშუალო ცვალებად დანახარჯებზე. როდესაც საბაზრო ფასი
ტოლია ფირმის საშუალო ცვალებადი დანახარჯებისა, ფირმა დახურვის პირასაა. ფირმა
უნდა დაიხუროს როდესაც ფასი ნაკლებია საშუალო ცვალებად დანახარჯებზე.

დასკვნა
მოცემული ქვეთავში განხილული მოდელის საშუალებით ვაჩვენეთ თუ როგორ იღებს ფირმა
გადაწყვეტილებას დახურვის ან წარმოების გაგრძელების შესახებ. ამ მოდელს გამოვიყენებთ
ასევე შემდგომში, რათა გავაანალიზოთ ფირმის საქმიანობა გრძელვადიან პერიოდში.

მოდელის ძირითად ნაწილს წარმოადგენს გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს ფირმის საშუალო


მთლიან დანახარჯებს, საშუალო ცვალებად დანახარჯებსა და ზღვრულ დანახარჯებს. ამ
გრაფიკის გამოყენებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ფირმის ნულოვანი მოგების წერტილი და
წერტილი, სადაც ფირმა უნდა დაიხუროს.

You might also like