You are on page 1of 7

შესავალი: მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება

აქამდე კურსის განმავლობაში, ჩვენ ვუშვებდით, რომ ინდუსტრიაში საკმარისი რაოდენობის


ფირმები იყვნენ, იმისთვის რომ რომელიმე მათგანს პროდუქციის გასაყიდ ფასზე გავლენა
მოეხდინა. შესაბამისად ფირმები იყვნენ ფასის მიმღებნი. მათ არ ჰქონდათ საბაზრო
ძალაუფლება რომ თავისთვის სასურველი ფასი დაეწესებინათ - ეს არის სრულყოფილი
კონკურენციის დაშვება. თუმცა, ზოგიერთ ინდუსტრიაში სულაც არაა ამდენი ფირმა და
ზოგიერთ ფირმას აქვს საბაზრო ძალაუფლება რომ ფასზე გავლენა მოახდინა. უკიდურეს
შემთხვევაში, თუ ინდუსტრიაში მხოლოდ ერთი ფირმაა, მას აქვს სრული საბაზრო
ძალაუფლება და განსაზღვრავს ფასს მთლიანად ინდუსტრიისთვის.

მონოპოლიასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ინდუსტრიაში პროდუქტს ყიდის ერთადერთი


ფირმა და მის გაყიდულ პროდუქციას ახლო შემცვლელი არ გააჩნია. მონოპოლიის მაგალითია
კომპანია, რომელიც ანაწილებს და ყიდის ელექტროენერგიას კონკრეტულ რეგიონში.
მონოპოლიის მაგალითია ასევე ფირმა, რომელსაც აქვს პატენტი ახლად გამოგონილ
პროდუქტზე, რაც სხვა ფირმებს უკრძალავს აღნიშნული პროდუქტის დუბლირებას და
გაყიდვას.

შემდეგ ლექციაზე ჩვენ აღვწერთ მოდელს იმის ასახსნელად თუ როგორ აწესებს ფასს და
განსაზღვრავს პროდუქციის რაოდენობას მონოპოლია. შემდეგ ჩვენ გამოვიკვლევთ ფირმის
საბაზრო ძალაუფლების შედეგებს, მათ შორის განვიხილავთ მონოპოლიური ფირმების ხელთ
არსებულ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა საფასო დისკრიმინაცია, რაც გულისხმობს
სხვადასხვა მომხმარებლებისთვის ერთი და იმავე პროდუქტზე განსხვავებული ფასის
დაწესებას.

ძირითადი კონცეფციები: მონოპოლია და საბაზრო


ძალაუფლება
ვიდეოს შემდეგ თქვენ უნდა გქონდეთ სამი კითხვა გონებაში:

 როგორ აწესებს მონოპოლისტი ფასს?

 როგორ განსაზღვრავს მონოპოლისტი რაოდენობას?

 რამდენია კეთილდღეობის დანაკარგი (ე.წ. მთიანი დანაკარგი) მონოპოლიის შემთხვევაში


სრულყოფილ კონკურენციასთან შედარებით?
როგორ აწესებს მონოპოლისტი ფასს?
მონოპოლისტის საფასო გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ბაზრის ხედვაზე, რომელიც
განსხვავდება სრულყოფილად კონკურენტული ფირმის ხედვისგან.

მარჯვენა გრაფიკი გვიჩვენებს სრულყოფილად კონკურენტული ფირმის აღქმას ბაზრის


შესახებ. რადგან ძალიან ბევრი ფირმაა, რომელიც შემცვლელ პროდუქტებს აწარმოებს, ერთი
ფირმის მიერ ფასის გაზრდის მცდელობა, დასრულდება იმით რომ არცერთი მომხმარებელი
არ შეიძენს ამ ფირმისგან. შესაბამისად, ყველა ფირმამ უნდა დააწესოს ერთნაირი ფასი, რაც
იწვევს ბრტყელ (ჰორიზონტალურ) მოთხოვნის მრუდს.

ამის საპირისპიროდ, მარცხენა გრაფიკი გვაჩვენებს მონოპოლისტის ბაზრის ხედვას. ვინაიდან,


მონოპოლისტი არის ერთადერთი, ვინც კონკრეტული საქონლის მიმწოდებელია, მას შეუძლია
დააწესოს ფასი, რომლის გადახდისთვისაც არიან მზად მომხმარებლები. მონოპოლისტი
იაზრებს, რომ თუ ის მაღალ ფასს დაგვიწესებს, მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება.
მონოპოლისტის პროდუქტზე მოთხოვნის მრუდი იგივეა, რაც საბაზრო მოთხოვნის მრუდი,
რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების ჯამია.
როგორ განსაზღვრავს მონოპოლისტი რაოდენობას?
ახლა ჩვენ ვიცით, რომ მონოპოლისტის დაწესებული ფასი უნდა მდებარეობდეს მოთხოვნის
მრუდზე, მაგრამ როგორ განსაზღვრავს მონოპოლისტი წარმოებული პროდუქციის
რაოდენობას? პასუხი არის მოგების მაქსიმიზაციისადმი სწრაფვაში. მონოპოლისტი
ყოველთვის აირჩევს რაოდენობას, რომელიც მოგებას მაქსიმალურს ხდის.

Profit (მოგება) = Total Revenue (მთიანი შემოსავალი) - Total Cost (მთლიანი დანახარჯი) =

Quantity (რაოდენობა) x (Price (ფასი) - Average Total Cost (საშუალო მთლიანი დანახარჯი) )

რაოდენობა, რომელიც მოგების მაქსიმიზაციას ახდენს, ასევე შეიძლება განისაზღვროს


შემდეგი პირობის გამოყენებით:

Marginal Revenue (ზღვრული შემოსავალი) = Marginal Cost (ზღვრული დანახარჯი)

ზღვრული შემოსავალი არის დამატებითი შემოსავალი, მიღებული, დამატებითი ერთეულის


გაყიდვით, ხოლო ზღვრული დანახარჯი არის დამატებითი ხარჯი, მიღებული, დამატებითი
ერთეულის გაყიდვით. თუ ზღვრული შემოსავალი მეტია ვიდრე ზღვრული დანახარჯი, მაშინ
მონოპოლისტისთვის აზრი აქვს, რომ გაზარდოს წარმოება, რადგან მას აქვს წმინდა სარგებელი
დამატებითი ერთეული წარმოებით. ამ შემთხვევაში, მისი ოპტიმალური რაოდენობა მეტია
ვიდრე ამჟამად წარმოების მოცულობა. შედარებისთვის, თუ ზღვრული შემოსავალი ნაკლებია
ვიდრე ზღვრული დანახარჯი, მაშინ ის განიცდის წმინდა დანაკარგებს დამატებითი
ერთეულისთვის და მან უნდა აწარმოოს ნაკლები. მხოლოდ მაშინ, როცა ზღვრული
შემოსავალი უტოლდება ზღვრულ დანახარჯებს, მონოპოლისტი აკეთებს ოპტიმიზაციას
(მოგების მაქსიმიზაციას).
მარცხენა გრაფიკი გვიჩვენებს მთლიანი შემოსავლების და დანახარჯების მრუდებს და მათ
შორის სხვაობას, რომელიც არის მოგება. მარჯვენა გრაფიკი ასახავს მოგებას, როგორც
რაოდენობის ფუნქციას. როცა მთლიანი შემოსავლების მრუდი არის ციცაბო, ზღვრული
შემოსავლები არის მაღალი. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა რაოდენობა არის უფრო ნაკლები ვიდრე
ოპტიმალური რაოდენობა 6, მაშინ მთლიანი შემოსავლების მრუდი არის ბევრად უფრო
ციცაბო ვიდრე მთლიანი დანახარჯების მრუდი, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვრული შემოსავალი
არის ზღვრულ დანახარჯებზე მეტი. ფირმას შეუძლია გაზარდოს მოგება მეტის წარმოებით.
ამის საპირისპიროდ, როცა რაოდენობა არის ოპტიმალურ რაოდენობაზე (6) მეტი, მთლიანი
დანახარჯების მრუდი არის უფრო ციცაბო, ვიდრე მთლიანი შემოსავლების მრუდი, რაც იმას
ნიშნავს რომ ზღვრული დანახარჯები მეტია ზღვრულ შემოსავლებზე. ფირმამ უნდა აწარმოოს
ნაკლები მოგების გასაზრდელად. როცა მთლიანი შემოსავლების მრუდის დახრილობა
უტოლდება მთლიანი დანახარჯების მრუდის დახრილობას, ზღვრული შემოსავალი უდრის
ზღვრულ დანახარჯებს და ფირმა ახდენს მოგების მაქსიმიზაციას.

ჩვენ შეგვიძლია ფირმის საფასო და წარმოების მოცულობის გადაწყვეტილებები ავსახოთ


გრაფიკზე.

მწვანე ხაზი გვიჩვენებს საბაზრო მოთხოვნას მონოპოლიის შემთხვევაში. ყვითელი ხაზი არის
ზღვრული შემოსავლის მრუდი, ხოლო შავი ზღვრული დანახარჯების. ფირმა აწარმოებს იმ
რაოდენობას, როცა ზღვრული დანახარჯები უდრის ზღრულ შემოსავალს. ფასი, რომელსაც
ფირმა აწესებს შეესაბამება მოთხოვნის ოპტიმალური რაოდენობის ფასს. საშუალო მთლიანი
დანახარჯების წითელი მრუდი კვეთს ზღვრული დანახარჯების მრუდს მაშინ, როცა საშუალო
მთლიანი დანახარჯები მინიმალურია. მოგება არის რაოდენობის ნამრავლი ფასისა და
საშუალო მთლიანი დანახარჯების სხვაობაზე.

კეთილდღეოიბის დანაკარგი მონოპოლიის შემთხვევაში


სრულყოფილი კონკურენციის ბაზართან შედარებით

ყურადღება მიაქციეთ რომ მონოპოლისტს შეუძლია დააწესოს ფასი, რომელიც აღემატება ფასს,
რომელიც გვაქვს მიწოდების (მოცემულია ზღვრული დანახარჯების მრუდის სახით) და
მოთხოვნის ტოლობის შემთხვევაში. ასეთი მდგომარეობა ამცირებს საერთო კეთილდღეობას
და იწვევს დანაკარგებს. შემდეგი დიაგრამა გვეხმარება რაოდენობრივად დავთვალოთ
მთლიანი დანაკარგი ეკონომიკაში:
ძირითადი კონცეფციები: საფასო დისკრიმინაცია
საფასო დისკრიმინაცია არის სიტუაცია, როდესაც მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები
სხვადასხვა ფასს იხდიან ერთი და იგივე საქონლისთვის.

საფასო დისკრიმინაციის მაგალითებია:

 დაბალი ფასები ავიაკომპანიის ბილეთებზე შაბათი ღამის ფრენებისას

 ფასდაკლებები ზრდასრული მოქალაქეებისთვის კინოთეატრებში

საფასო დისკრიმინაციის მთავარი მიზეზია ის, რომ სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებს


სხვადასხვა მოთხოვნის ელასტიკურობა აქვთ. განვიხილოთ შემდეგი გრაფიკი:

მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ მათალი საფასო ელასტიკურობა (ბიუჯეტური


მოგზაურები), უწევთ უფრო ნაკლების გადახდა, რადგან თუ ავიახაზები გაზრდიან ფასებს,
დამსვენებელი მოგზაურები მოძებნიან ტრანსპორტირების სხვა საშუალებებს.
მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ დაბალი საფასო ელასტიკურობა, ავიახაზები
გადაახდევინებს მეტს, რადგან ისინი მაინც გადაიხდიან ბილეთში თუნდაც ოდნავ უფრო
მაღალ ფასს. უფრო ფორმალური განმარტება იმისა, რომ მაღალი საფასო ელასტიკურობის
მომხმარებლები უფრო ნაკლებს იხდიან მოცემულია შემდეგ ფორმულით.

price-cost margin = (price-marginal cost)/price = 1/price elasticity of demand


ფასი − ზღვრული დანახარჯი 1
საფასო მარჟა = =
ფასი მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა

ფორმულა ამბობს, რომ ფასნამატი ზღვრულ დანახარჯთან შედარებით არის


უკუპროპორციული საფასო ელასტიკურობისადმი. შესაბამისად, მომხმარებლები, მაღალი
საფასო ელასტიკურობით, იხდიან დაბალ ფასებს. მნიშვნელოვანი დაშვება საფასო
დისკრიმინაციის მიღმა ისაა, რომ ფირმას უნდა შეეძლოს იდენტიფიცირება და გარჩევა
განსხვავებული საფასო ელასტიკურობის მომხმარებლების. მაგალითად, ავიახაზები შაბათი
ღამის ფრენას შესთავაზებს ფასდაკლებით თუ ეცოდინება რომ მოგზაურები, რომლებიც არ
არიან დროში შეზღუდულები იყიდიან მას, ხოლო ბიზნეს მგზავრებისთვის შაბათს ღამით
ფრენა ნაკლებად მიმზიდველია.

დასკვნა: მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება


მონოპოლისტებს აქვთ უნარი, რომ დააწესონ უფრო მაღალი ფასი, ვიდრე სრულყოფილი
კონკურენციის ფასია, რომელიც ზღვრულ დანახარჯებს უტოლდება. კონკურენტულ ფასზე
მაღალი ფასის დაწესებით, მონოპოლისტი ამცირებს სამომხმარებლო დანაზოგს და აჩენს
საერთო დანაკარგებს. რაოდენობა, რომლითაც მონოპოლისტის ფასი აღემატება
კონკურენტულ ფასს უკუპროპორცილია საფასო ელასტიკურობის. საფასო ელასტიკურობა
გამომდინარეობს იქიდან, რომ მონოპოლისტს შეუძლია დაუწესოს განსხვავებული ფასები
სხვადასხვა საფასო ელასტიურობის მქონე მომხმარებლებლებს.

You might also like