You are on page 1of 6

ეკონომიკის საფუძვლები

ვარიანტი 2

#2

ყოველ წელს ,1960 წლიდან 1982 წლამდე,აშშ-ის მეპ აღემატებოდა მშპ-ს. ყოველ წელს 1983
წლიდან 1998წლამდე მშპ აღემატებოდა მეპ-ს.

ა)რას ნიშნავს 1983 წლიდან დაფიქსირებული ცვლილება(როგორ გესმით,რა მოხდა)?

1983 წლამდე ამერიკა იმაზე მეტს აწარმოებდა სხვა ქვეყანაში ვიდრე თავის ტერიტორიებს
შიგნით,1983 წლის შემდეგ კი აშშ უკვე ქვეყნის შიგნით უფრო მეტს აწარმოებს ვიდრე
ფარგლებს გარეთ.

ბ) წარმოადგენს თუ არა 1983 წლიდან დაფიქსირებული ცვლილება შეშფოთების საგანს


(პრობლემას)?რატომ?

მოცემული ცვლილება არანაირად არ წამოადგენს შეშფოთების საგანს,რადგან მშპს ზრდა


როგორც წინა პასუხში ავღნიშნე,ნიშნავს საკუთარ ტერიტორიაზე უფრო მეტის წარმოებას
ვიდრე საზღვარგარეთ.ეს კარგია რადგან ქვეყანაში წარმოებული პროდუქტიდან მიღებული
შემოსავალი ისევ სახელწმიფოს ბიუჯეტში შევა.ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ეს ცვლილება
შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ ინვესტიციები ქვეყანაში გაიზარდა,შესაბამისად
შეიქმნა ისეთი პირობები რომ უკვე აქ დაიწყეს ინვესტიციების ჩადება და შესაბამისად მშპ-ც
გაიზარდა.

#3

ა)შესაძლობა თუ არა, კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს იმ ფირმებმა,რომლებიც (დარგის


ნებისმიერი კლასიფიკაციის მიხედვით) სხვადასხვა დარგებს მიეკუთვნებიან?რატომ?

შეიძლება გაუწიონ კონკურენცია.თუმცა გააჩნია რა კუთხით შევხედავთ საკითხს და როგორი


კლასიფიკაციის მიხედვით დავახარისხებთ მათ.მაგალითისთვის ავიღოთ მაკდონალდი და
კინოთეატრი. ორივე ერთმანეთისაგან განსხვავებული დარგია,მაგრამ შეგვიძლია
კონკურენტადაც კი განვიხილოთ. იმიტომ რომ, მაგალითისთვის მეგობრებთან ერთად
გვინდა გართობა.შეგვიძლია ერთი მხრივ მაკდონალდი ავირჩიოთ და იქ გავატაროთ დრო ან
უბრალოდ დავზოგოთ ფული და კინოთეატრში წავიდეთ. ისინი ყველა ვარიანტში
კონკურენტები გამოდიან.

ბ)ყოველთვის უწევენ თუ არა ერთმანეთს კონკურენციას ერთი დარგის ფირმები (დარგის


ნებისმიერი კლასიფიკაციის მიხედვით),თუ კარტელურ(ოლიგოპოლიურ)შეთანხმებაში არ
არიან და გეოგრაფიულად ერთი და იმავე არეალზე აწვდიან საქონელს/მომსახურებას?
რატომ?ზოგად პასუხთან ერთად მოიყვანეტ ერთი კონკრეტული მაგალითი
მოცემულ შმეთხვევაში როდესაც არ არიან კარტელარურ შეთანხმებაში,ისინი ცდილობენ
მოგების მაქსიმიზაციას,ანუ ორივე ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას.მაგალითისთის
ავიღოთ ხიდების მწარმოებელი ქარხნები,რომელიც ერთი მდებარეობს დავუშვათ Aშტატში
და აწარმოებს ხის ხიდებს,ხოლო მეორე ქარხანა მდებაორებს Bშტატში და ამზადებს მეტალის
ხიდებს.მართალია ორივე არის ერთ დარგში,ანუ აწარმოებენ ხიდებს მაგრამ მათ შეიძლება
სულაც არ გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია.მიზეზი კი ამ ხიდების ტრანსპორტირების
ხარჯები შეიძლება ჩაითვალოს.ჩვენთვის უფრო ჯობია ის ვიყიდოთ რომლეიც ახლოსაა და
შედარებით ძვირი ღირს,ვიდრე შორს რომელიცაა(შეიძლება მისი ფასი უფრო იაფი
იყოს),რადგან მას დაემატება ტრანსპორტის ხარჯებც და საბოლოოდ უფრო მეტის გადახადა
გვიწევს.

#4

ა)აგრარული უნივერსიტეტი ფასის მაძიებელია,თუ ფასის მიმღები?რატომ?

აგრარული უნივერსიტეტი არის ფასის მაძიებელი რადგან იგი წარმოადგენს მსხვილ


ბიზნესს,რომელსაც შეუძლია ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით დააწესოს
საკუთარი ფასები.

ბ)აგრარული უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ სწავლის საფასურზე აქვს თუ არა გავლენა


სახელმწიფო რეგულაციებს(ვგულისხმობ,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საფასურის ზედა
ჭერად 2250 ლარის დადგენას)?რატომ?

სახელმწიფო აძლევს ალტერნატივას მომხმარებელს მიიღოს მომსახურება 2250


ლარში.შესაბამისად აგრარულმა უნდა უზრუნვეყლოს ხარისხის და ფასის თანაფარდობის
კონტროლი რათა მომხმარებელს უღირდეს საჯაროზე მეტის გადახდა.

გ)როგორ ასახება უმაღლესი განათლების ხარისხზე სწავლის საფასურზე დაწესებული


რეგულაციები?რატომ?

#5

ა)დანახარჯების შესახებ ინფორმაციის გარდა,რა უნდა იცოდეს გამყიდველმა,რათა


გამოთვალოს ის მოგება,რასაც მას ესა თუ ის კონკრეტული ფასი მოუტანს?

ვფიქრობ დანახარჯების გარდა გამყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია


გასაყიდი პროდუქტის მოთხოვნაზე, თუ რამდენად არის ხალხი დაინტერესებული
შეთავაზებული პროდუქტით და რა არის იმის შანსი რომ ეს კონკრეტული პროდუქტი
აუცილებლად გაიყიდება. ასევე საჭიროა იმის ცოდნა ტუ რამდენის გადახდის უნარი აქვს
მყიდველს და როგორია მისი ალტერნატივა.

ბ)უნდა გაზარდოს თუ არა ფასი კომპანიამ,თუ პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული


შემოსავალი სასურველზე ნაკლები იქნება?რატომ?
თუ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სასურველზე ნაკლები იქნება, ფასის გაზრდით
კიდევ უფრო ზარალში წავა გამყიდველი. რადგან ცხადია რომ მოცემულ ფასში არ იყიდება
პროდუქტი და ნაკლებ სავარაუდოა რომ უფრო მაღალ ფასად გაიყიდოს. ამიტომ ვფიქრობ
რომ გამყიდველმა პროდუქტზე ფასი უნდა დაწიოს რათა უფრო ბევრმა მომხარებელმა
იყიდოს მოცემული პროდუქტი. თუმცა ეკონომიკაში არსებობს შემთხვევებიც როცა ფასის
გაზრდამ მომხმარებლის ინტერესი გაზარდა და ერთგვარ ბრენდად აქცია,რაც რა ტქმა უნდა,
დადებითად აისახა. (ეს ყოველივე ხშირად ალკოჰოლურ სასმელებზე ხდება)

გ)უნდა შეამციროს თუ არა ფასი კომპანიამ,თუ შემოსავალი მოსალოდნელზე მეტია?რატომ?

არ უნდა შეამციროს რადგან თუ შემოსავალი მოსალოდნელზე მეტი იყო ეს იმას ნიშნავს,რომ


მოთხოვნა დიდი იყო,პროდუქტი კარგად გაიყიდა და სწორედ ამიტომ მიწოდებაც უნდა
გაიზარდოს და შესაბამისად ფასიც უნდა მოემატოს.

ვარიანტი 1

#1

Wall Street Journal-ში მოყვანილ სტატიაში,რომელიც დაბინძურების შემზღუდველი


სტანდარტების მიმართ ბიზნესმენთა დამოკიდებულებას შეეხებოდა,კომპანიათა
ხელმძღვანელებმა განაცხადეს,რომ კარგად შეეგუენ არსებულ სტანდარტებს და ვერ ხედავენ
მათი გაუქმების აუცილებლობას.

ა)რატომ არ უნდა აწყობდეს კანონის შემსუბუქება კომპანიას,რომელსაც კანონი


ავალდებულებს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას?

იმიტომ არ აწყობს კომპანიას კანონის შემსუბუქება,რომ შესაძლოა მოცემული კომპანია


თვითონ უკეთ გაუმკლავდეს ამ კანონებს ვიდრე მისი კონკურენტი კომპანია. თუ
კონკურენტზე უფრო კარგად მოახერხებს ამ პრობლემასთან გამკლავებას,ბიზნესიც უკეტ
წქარიმართება და შესაბამისად კონკურენტიც აღარ ეყოლება.

ბ)რატომაა მნიშვნელოვანი,რომ ჰაერის დაბინძურების შემზღუდავი სტანდარტები ხშირად


არ იცვლებოდეს?

კომპანიებს უწევთ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გარკვეული ხარჯების გაღება. ასევე


პერსონალის გადამზადება და ტექნიკის შეძენა/გამოცვლა, რაც კვლავ ხარჯებს უკავშირდება.
ხშირი ცვლილება კი პროტესტს და გაურკვევლობას გამოიწვევს.

#4

ადამ სმიტი ნაშრომში „ხალხთა სიმდიდრე“ წერდა: „მონოპოლიების ფასი ყველაზე მაღალია
იმ ფასებიდან,რომლის გადახდისთვისაც მყიდველები სავარაუდოდ მზად არიან“.
მართალია,თუ ცდებოდა ადამ სმიტი?რატომ?
მონოპოლისტებს შეუძლიათ დაწესონ ნებისმიერი ფასი და მაგალითისთვის 1 ბოთლი წყალი
გაყიდონ 1მლნ დოლარად,რადგან იციან რომ წყალი ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც
იყიდიან.სინამდვილეში ეს არასწორი შეფასებაა რადგან კითხვაში გვეუბნებიან,რომ
„მყიდველები სავარაუდოდ მზად არიან“,ანუ ფასი ყველასთვის შეძლებისდაგვარად
ხელმისაწვდომი იყოს. შეიძლება ერთი იყიდის 1ლმნ დოლარად წყალს მაგრამ მეორე ვერა.
ასევე მონოპოლისტს არ აწყობს ერთი ბოთლის გაყიდვა,იგი მუშაობს დიდი მაშტაბის
გაყიდვებზე,ანუ მას ურჩევნია 100ბოთლი გაყიდოს თითო მაგალითად 5დოლარად ან უფორ
ნაკლებად და ასე გამოიმუშაოს,ვიდრე მხოლოდ ერთი ბოთლის გაყოდვით.

#6

უარყოფითი გარეგანი ეფექტების შესამცირებლად რატომ ჯობია საბაზრო კანონებზე


დამყარებული სამთავრობო პოლიტიკა მკაცრი კონტროლის სამთავრობო პოლიტიკას.

იმიტომ ჯობია საბაზრო კანონებზე დამყარებული სამთავრობო პოლიტიკა,რომ მისი


უპირატესობა გადასახადები და ლიცენციებია. უფრო ნაკლები ხარჯით მიიღწევა
მაგალითად დაბინძურების სასურველი დონე. საბაზრო კანონი ასევე აძლეევს მწარმოებელს
სტიმულს განსაზღვრულ დონეზე მეტად შეამცირონ დაბინძურების დონე. ასევე აჩენს
სტიმულს ტექნოლოგიურ განვითარებას.

#7

ბაზარზე მონოპოლიური სიტუაციის დროს,მონოპოლისტის პროდუქციაზე ფასები შესაძლოა


იყოს საკმაოდ დაბალი(იმ ფასებთან შედარებით რაც მონოპოლიის დამყარებამდე იყო) ან
პირიქით,საკმაოდ მაღალი (იმ ფასებთან შედარებით,რაც მონოპოლიის დამყარებამდე იყო)

ა)რა შემთხვევაშია მონოპოლისტის ფასები დაბალი? აღწერეთ გარემოებები/სიტუაციები

დაბალი ფასი იქნება იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია რასაც ყიდის არის არსებითი


მნიშვნელობის და ვერ გაყიდის უბრალოდ ძვირად.მაგალითად ასეთი შეიძლება ჩაითვალოს
წყალი,პური რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და,ფაქტობრივად,არსებით
მნიშვნელობას ატარებს. ასევე კიდევ ერთი გარემოების დროს შეიძლება იყოს დაბალი
ფასები,როდესაც არის ბუნებრივი მონოპოლისტები,მაგალითად,კომპანიები რომლებიც
აწვდიან გაზს,წყალს ან დენს.მათი ხარჯები მინიმუმამდე დადის თუკი ძალიან დიდი
რაოდენობის მომხარებელს აწვდიან პროდუქციას,და ამიტომ ფასები უფრო დაბალია.

ბ)რა შემთხვევაშია მონოპოლისტის ფასები მაღალი?აღწერეთ გარემოებები/სიტუაციები

მაღალი ფასი შეიძლება იყოს მაშინ როდესაც არ არის არსებითად მნიშვნელოვანი ეს


პროდუქტი,ან ამ კონკრეტულ პროდიქტს ჰქონდეს ისეთი მახასიტებელი რაშიც ხალხი
მაღალ ფასს გადაიხდის.მაგალითად ავიღოთ როიალების მწარმოებელი ორი კომპანია,თუმცა
აქედან ერთი მეორეზე უფრო პრესტიჟულია,რაც იმას ნიშნავს რომ ამ „პრესტიჟში“ხალხი
უფო მეტს გადაიხდის ვიდრე ნაკლებად პრესტიჟულში.შესაძლებელია მაღალი ფასი იყოს იმ
შემტხვევაში როდესაც ბაზარზე მსგავსი პროდუქცია არავის აქვს და სხვა კონკურენტიც არ
ყავს შესაბამისად.ანუ მომხმარებელი იძულებულია მასთან შეიძინოს ეს პროდუქცია რადგან
ასე ვთქვათ სხვა გზა არ აქვს დ იხდის იმ ფასს რასაც მწარმოებელი შესტავაზებს(თუნდაც
ყვეალზე მაღალი ფასი იყოს ეს)

#8

„სპეციალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნის შიგნით სიკეთეა,მაგრამ საერთაშორისო


თავისუფალი ვაჭრობა დიდი ბოროტების სათავეა.იაფი იმპორტი საქონელი არ ზრდის ჩვენს
საწარმოო შესაძლებლობებს და ჩვენს ეკონომიკას.მეტიც, ეს საქონელი ხელს უწყობს
სამუშაოა დგილების შემცირებას“-ჭეშმარიტია თუ მცდარია?რატომ?

შესაძლებელა სახელმწიფო ფიქრობდეს რომ იაფი იმპორტული საქონელის შემოტანა უფრო


წაადგება ეკონომიკას და ქვეყნის სიძლიერეს თუმცა ეს ასე არ არის. რატო უდა შემოვიტანოთ
ის საქონელი სხვა ქვეყნებიდან,რომლის წარმოებაც ჩვენვე შეგვიძლია. თუ ვაწარმოებთ იმ
საქონელს,რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად მისი წარმოება გამოგვდის,ამ
საქონლიდან მიღებული შემოსავლები ჩვენივე ქვეყნის ბიუჯეტში შევა.ამასთანავე საქონლის
წარმოებას დიდი ცოცხალი რესურსი სჭირდება,რაც იმაზე მეტყველებს რომ გაიზრდება
დასაქმებულთა რაოდენობა და ეკონომიკაც უფრო გაძლიერდება.

#9

შესაძლოა პროდუქციაზე მოთხოვნა მაშინაც კი გაიზარდოს,როცა ამ პროდუქციის ფასი


იზრდება.რატომ არ ეწინააღმდეგება ეს მოთხოვნის კანონს?(მოთხოვნის კანონის
თანახმად,ფასის ზრდის შემთხვევაში,მოთხოვნა იკლებს)

მაგალითად იმ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნა იმ პროდუქციაზე,რომლის


ფასიც იზრდება,რომ მომხარებელმა იფიქროს რომ თუ მაღალი ფასია,შესაამისად ხარისხის
მაღალია.ესაა მომხარებლის ფსიქოლოგია,როდესაც იგი ხარისხს ფასის მიხედვით
განსაზღვრავს.ძირითადად ეს ხდება ბრედნული პროდუქციის შემთხვევაში,მაგალითად
სასმელების შემთხვევაში.

ფორმულები
 არასამუშაო ძალა=არაინსტიტუციური-სამუშაო ძალა
 დასაქმება=სამუშაო ძალა-უმუშევრები
 უმუშევრობის დონე=უმუშევრები/სამუშაო ძალა *100%
 დასაქმების დონე=დასაქმებული/არაინსტიტუციური
 E=%Q(რაოდენობის პროცენტული ცვლილება)/%P(ფასის
პროცენტული ცვლილება)

(ახალი-ძველი/ძველი *100%)

You might also like