You are on page 1of 5

რიკარდოს მოდელი

o ორი ქვეყანა (ორი მწარმოებელი)


o ორი პროდუქტი
o ერთი რესურსი (შრომითი)
o ფასის მიმღების ბაზარი
o მუშახელი სრულიად მობილურია ინდუსტრიებს შორის
o სრულიად არამობილურია ქვეყნებს შორის
o ტრანსპორტირების დანახარჯი არ არის
o მასშტაბის მუდმივი უკუგებაა - დაშვება, რომ ყველა მუშახელი იდენტურია,
ყველა მუშახელს ერთნაირი პროდუქტიულობა აქვს. ამის უკან იგულისხმება
ალტერნატიული დანახარჯების მუდმივობა. /პროდუქტიულობა - დროის
ერთეულში შესრულებული სამუშაობს მოცულობა/

შეფარდებითი უპირატესობის თეორია - ანუ რიკარდოს ეკონომიკური მოდელი


ქვეყანა ფლობს შეფარდებით უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში,
თუ მოცემული საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯები გამოსახული
სხვა საქონლით ამ ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.
საბოლოოდ, ამის შედეგია, რომ შეფარდებითი უპირატესობის მქონე ქვეყანა იწყებს
ექსპორტს კონკრეტული საქონლისას.

ჰექშერ-ოლინის თეორია
საერთაშორისო ეკონომიკური თეორიაა, რომელიც გვეუბნება, რომ ქვეყანა დაიწყებს
იმ პროდუქტის ექსპორტს, რომლის საწარმოებლად იმ ფაქტორს იყენებს
ინტენსიურად, რომელიც ჭარბად აქვს და იმპორტზე შემოიტანს იმ პროდუქტს,
რომლის საწარმოებლად ინტენსიური ფაქტორის სიმწირეს განიცდის.

მაგალითად ავიღოთ ამერიკა და ჩინეთი, წარმოება ორ დარგში თვითმფრინავებსა და


ქსოვილებში, და ორი ფაქტორი - კაპიტალი და შრომა(მუშახელი).
თვუთმფრინავების წარმოება კაპიტალინტენსიურ დარგად მივიჩნიოთ, (მეტი
დანადგარები ჭირდება) ქსოვილების კი შრომაინტენსიურ (ბევრი მუშახელია
საჭირო) დარგად.
Kთ/Lთ. Kქ/Lქ. - ერთ მუშაზე მეტი კაპიტალი რომელ დარგშიც მოდის, ის არის
კაპიტალინტენსიური - აქ: თვითმფრინავების წარმოება
Lთ / Kთ. Lქ. / Kქ - ერთ კაპიტალზე მეტი მუშა სადაცმოდის ის დარგიიქნება
შრომაინტენსიური - აქ: ქსოვილების წარმოება.

აშშ-ში კაპიტალის სიჭარბეა, ჩინეთში შრომითი რესურსის, შესაბამისად, აშშ


დაიწყებს თვითმფრინავების წამროებას და მათ ექსპორტზე გატანას, ჩინეთი კი
ქსოვილებისას, სანავლოდ იმპორტზე ჩინეთი თვითმფრინავს შემოოიტანს, აშშ
ქსოვილს.
კაპიტალინტენსიური - ტერმინი გულისხმობს ისეთ ბიზნეს პროცესებს ან
ინდუსტრიებს, რომლებიც დიდი ინვესტიციებს საჭიროებენ კაპიტალში (მაგ,
დანადგარები) საქონლის ან მომსახურების წარმოების პროცესში. ანუ კაპიტალი
უფრო ჭარბად ჭირდება ვიდრე შორმითი რესურსები.
შრომაინტენსიური - ისეთი დარგი ან ინდუსტრია, რომელიც საქონის ან მომსახრების
წარმობაში საჭიროებს მეტ შრომით ძალას ვიდრე კაპიტალს.

სტოლპერ-სამუელსონის თეორემა
ჰექშერ-ოლინის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი თეორემაა. ამ თეორემაში ნათქვამია,
რომ სპეციფიკური დაშვებების პირობებში. (მასშტაბის მუდმივი უკუგება,
სრულყოფილი კონკურენცია, ფაქტორების რაოდენობის თანაბრობა პროდუქციის
რაოდენობასთან...) საქონლის ფარდობითი ფასის ზრდა, გამოიწვევს ფასის ზრდას იმ
ფაქტორზე, რომელიც უფრო ინტენსიურად გამოიყენება წარმოებაში. ანუ
კაპიტალინტენსიურ დარგში პროდუქტის ფასისი ზრდა გამოიწვევს კაპიტალის მისი
ფასის ზრდასაც. ანუ საექსპორტო პროდუქცია რსაც საჭიროებს ინტენსიურად, იმის
მფლობელები იხეირებენ.

მაგალითად:
ავიღოთ ეკონომიკა, რომელშიც იწარმოება მხოლოდ ორი პროდუქტი ხორბალი და
ქსოვილები, და საწარმოები რესურსები არის კაპიტალი (აქ მიწის რესურსი) და
მუშახელი. ხორბლის წარმოება კაპიტალინტენსიური დარგია, ქოსვილების წარმოება
შრომაინტენსიური.

ქსოვილის ფასი იქნება

(1) P(C)=ar+bw. P(C) -არის ქსოვილის ფასი, r -რენტამიწის მფლობელებისთვის


გადახდილი, w - ხელფასები, ხოლო a და b მიწის და შრომის
რაოდენობას აღნიშნავს.
ხორბლის ფასი იქნება

(2) P(W)=cr+dw იგივე აღნიშვნებით


ვთქვათ, ქსოვილის ფასი იზრდება, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ
გაიზრდება რომელიმე რესურსის ფასი, რადგან მათი რაოდენობები (ფარდობითად
მაინც) იგივე რჩება (ანუ a და b არ იცვლება). ფასი გაიზრდება შრომაზე - რადგან ეს
შრომაინტენსიური დარგია. /ტოლობა რომ სწორი გამოვიდეს, მაგიტომ ხდება ეს
გაზრდები/

რადგან ხელფასი იზრდება რენტის ფასი უნდა დაეცეს (მე-2 ტოლობაც რომ სწორი
გამოვიდეს). ეს კი თავის მხრივ კიდევ მოახდენს გავლენას 1-ლ ტოლობაზე.
იმისათვის, რომ ტოლობები ისევ გასწორდეს““, ხელფასის ზრდა უნდა იყოს რენტის
კლების პროპოციულზე მეტი ქსოვილის ფასის ზრდა რომ მივიღოთ.

ამრიგად, ქსოვილის ფასისი ზრდის შემთხვევაში, გამოდის, რომ იმ ფაქტორის ფასი


უფრო მეტად გაიზარდა, რომელიც ინტენსიურად გამოიყენება ქსოვილის
წარმოებაში, ანუ ხელფასები უფრო მეტად გაიზარდა. შესაბამისად, მეტი ხეირი
მუშახელმა ნახა ვიდრე კაპიტალის მფლობელებმა. ხორბლის ფასი რომ
გაზრდილიყო პირიქით იქნებოდა, რადგან ხორბლის წარმოება კაპიტალინტენსიური
დარგია და შესაბამისად, მიწის მფლობელები მიიღებდნენ მეტ შემოსავალს, თუმცა
ხელფასი შემცირდებოდა.

მაგნიფიკაციის ეფექტი - იდეა, რომლის მიხედვითაც, პროდუქტზე ფასების აწევას ან


დაწევას აქვს დიდი ეფექტი ამავე მიმართულებით, იმ რესურსებზე, რომლებიც
ინტერნსიურად მოიხმარება პროდუქციის საწარმოებლად.
მაგალითად: თუ პურს ვაწარმოებთ, და გაიზარდა მისი ფასი, მოსალოდნელია, რომ
რომ გაიზრდება შრომითი ანაზღაურება, რადგან პურის წარმოება
შრომაინტერნსიური დარგია. ან დავუშვათ, თვითმფრინავების ფასი იზრდეა 20%-
ით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ კაპიტალის ანაზღაურება გაიზრდება 20%-ზე
მეტით, ხოლო ხელფასები (შრომის ანაზღაურება) შემცირდება 20%-ზე მეტად.

პროდუქტის ციკლი - ვერნონის თეორია


პროდუქტის საწარმოო ციკლის თეორია, რომელიც პრაქტიკულად ხსნის, თუ
რატომაა საერთაშორისო ვაჭრობა დღეს ისეთი როგორიც არის. 
აქცენტი კეთდება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი სხვადასხვა ფაზაზე. პირველ
ეტაპზე სურთ ექსკლუზიურად შიდა (ამ ქვეყნის ადგილობრივი მომხმარებლების)
ბაზარზე გული მოიგონ, ამიტომ აქტიურად გამოიყენება მარკეტინგული
მექანიზმები, რასაც მოსდევს დიდი მოგება და ამას ნაღების მოხდის პოლიტიკას
ეძახიან ხოლმე. დროთა განმავლობაში, როცა ინტერესი შიდა ბაზარზე იკლებს,
კომპანიები ცდილობენ, რომ პროდუქტს მისცენ სტანდარტული სახე და
დანახარჯები შეამცირონ, მცირდება ფასიც, და გათვლა უკვე კეთდება გარე ბაზარზე
და იქ იყიდება პროდუქცია, თუმცა თანდათან წარმოებაც გადადის. საბოლოოდ
წარმოება მთლიანად გადადის იმ ტერიტორიებზე, სადაც იაფი ჯდება პროდუქტის
დამზადება.
ანუ გრაფიკულად, თავდაპირველად მომხმარებლის მხრიდან ზომიერი ზრდა და
მწარმოებლის სწრაფი ზრდა, მეორე ფაზა აჩვენებს წარმოების დამუხრუჭებას, მესამე
კი იმას, რომ წარმოება მთლიანად გადადის გარე ბაზარზე.
პირველ ეტაზე --- წარმოების მასშტაბი > მომხმარებლის მასშტაბი
მეორე ეტაპზე --- წარმოების მასშტაბის მეტობა რჩება, მაგრამ პიკის შემდეგ იგი
იწყებს კლებას (ქვეყნის შიგნით) და იწყება მაგალითად ქარხნების გადასვლა სხვა
ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც უფრო იაფი ჯდება წარმოება.
მესამე ეტაპი - მესამე ეტაპზე მომხმარებელიც იზრდება,წარმოება სრულად შეიძლება
გადავიდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა მომხმარებლის ზრდა გარე ბაზრით
უფროა განპირობებული.

Intrafirm Trade ეს და OLI არ გვჭირდებაო მგონი


international trade between a parent company and a foreign-owned affiliate

საერთაშორისო ვაჭრობის ფორმა, რომლის დროსაც ფირმა ვაჭრობს თავისი


მფლობელის, მაგრამ სხვა ქვეყანაში მდებარე ფირმასთან.
მაგალითად, ამერიკა იღებს ოქროს განაში მდებარე საბადოსგან, რომლის
მფლობელი ამერიკული კომპანიავეა, და ამ ოქროსგან ეს კომპანია უკვე ამერიკაში
ამზადებს პროდუქტს, თუმცა მაინც გამოდის, რომ განასგან ყიდულობს ოქროს აშშ.

Off-shouring - კომპანიის საქმიანობის ნაწილობრივი ან მთლიანი გადატანა სხვა


ქვეყნის ტერიტორიაზე
Outscourcing - ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიისთვის კონკრეტული საქმის
გადაცემა, როგორც თავის ქვეყანაში, ისე სხვა ქვეყანაში. (მაგალითად სხვა ფირმას
სთხოვს ღილების წარმოებას და თვითონ რა ვიცი, პერანგებს კერავს).

Supply – push factor - ეს არის ის მიზეზები, რომელიც გვაიძულებს, რომ საკუთარი


ქვეყანა დავტოვოთ (უმუშევრობა, ომი, ბუნებრივი უბედურებები).
Demand – pull factors - მიზეზები, რომლებიც გვიზიდავს სხვა ქვეყნისკენ, მაგ, დას.
ევროპისკენ (სამსახური, ხელფასი, კაი ცხოვრება და მსგავსნი). ეს ორივე არის
მიგრაციის მიზეზი. დიდი რაოდენობით მიგრაციას მოსდევს ტვინების გადინება,
ფინანსების თან წაღება, ბიზნების გატანა და ა.შ.
Social networks - სოციალური ფაქტორით, ანუ ნაცნობი ხალხით და გარემოთი რო
ირჩევენ წასასვლელ ადგილს.
foreign affiliate - შვილობილი უცხოური კომპანია რა.
Derived demand - ირიბი მოთხოვნა ისეთ რესურსზე, რომელთა საშუალებითან
იწარმოება პროდუქტი: პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას
რესურსზეც.

მასშტაბის ეკონომია
ბევრის წარმოებისას კომპანია საშუალოდ (ერთ ერთეულზე) უფრო ნაკლები
დანახარჯით მუშაობს. არსებობს შიდა და გარე მასშტაბის ეკონომია.
შიდა ეკონომიას შეიძლება განაპირობებდეს ბევრი მუშიც ყოლა, რაც იწვევს
სპეციალიზაციას მუშახელში, საქმე უფრო სწრაფად კეთდება და შესაბამისად ერთ
ერთეულის გაკეთებას ნაკლები დანახარჯი ახლავს თან. ბევრის წარმოებას ბერვი
რესუსრსიც ჭირდება, ბევრის ყიდვისას კი ცალი უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ცოტას
ყიდვისას თითო. ამიტომ ამ მხრივაც მცირდება საშუალო დანახარჯი.

გარე მასშტაბის ეკონომია - რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს


.benefit from knowledge spilovers - დარგში რომ თავს იყრის ბევრი ცნობილი კომპანია,
დაა ადგილობრივი კომპანია რო დიდად არ გამოირჩევა და დარგში რჩება, უძლებს
კონკურენციას. შპიონაჟის გარეშეც ისედაც ჩანს ამათი კარგი ტექნოლოგია დაა ა.შ,
ვიყიდი ამათ ტექნოლოგიას დავშლი, ვნახავ ჰოდა შემიძლია მივბაძო და
განვვითარდე, ეწოდება კიდე პოზიტიურუ ექსტერნალი (დადებითი გარეგანი
ეფექტი). 2. Deep labor market - როცა დამქირავებლისთვის დიდი არჩევანია შრომის
ბაზარზე, რაღაც კონკრეტული უნარების მქონე ადაამიანების მიმართ. 3. Dense
network of input suppliers - როცა რაღაც მნიშვნელოვან რესურსზე კონკრეტულ
არეალში არის წვდომა, მაშინ ვამბობთ, რომ External economy of scale-თვის ნოყიერი
ნიადაგია და კომპანიამ შეიძლება თავისი ტერიტორიებიდან გადაბარგება ამჯობინოს
სადაც რესურსებია მაგ ტერიტორიაზე.
მოკლედ : წარმოების ზრდის შედეგად საშუალო დანახარჯის შემცირება. თუ
გმოწვეულია კომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესებით -შიდა, თუ გარემოს
ცვლილებით მაშინ გარე მასშტაბის ეკონომიაა.

You might also like