You are on page 1of 5

ეკონომიკის 10 პრინციპი

 ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან


 ნივთის დანახარჯი არის ის,რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის
 რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს
იყენებს
 ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ
 ვაჭრობას შეუძლია ყველას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
 ბაზრები ,ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა
 მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
 ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების უნარზე
 ფასები იზრდება,როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
 მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის ალტერნატივის წინაშე

1. ალტერნატიული დანახარჯი-ის რაც უნდა დავთმოთ რაიმეს მისაღებად


2. ზღვრული ცვლილებები- მოდელში გამოყენებული პარამეტრების მცირე
ცვლილებები
3. რაციონალური ადამიანი- ადამიანი,რომელიც სისტემატურად და
მიზნობრივად მოქმედებს იმისთვის,რომ საკუთარი შესაძლებლობების
პირობებში მიზანს მიაღწიოს
4. სტიმული-ის,რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს
5. საბაზრო ეკონომიკა- ეკონომიკური სისტემა,რომელიც ანაწილებს რესურსებს
მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული
გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე ამ
ფირმებისა და საოჯახო მეურნეობებს ურთიერთქმედების დროს
6. უხილავი ხელი მხოლოდ მაშინ მოქმედებს , თუკი მთავრობა საბაზრო
ეკონომიკის კანონების განხორციელებას და ინსტიტუტების შენარჩუნებას
შეუწყობს ხელს.
7. საკუტრების უფლება-ინდივიდის შესაძლებლობა,იქონიოს და გააკონტროლოს
შეზღუდული რესურსები
8. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს პროდუქტის იმ
მოცულობას რომლის წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას
9. აბსოლუტური უპირატესობა-ერთი მწარმოებლის უნარი,საქონელი აწარმოოს
საწარმოო ფაქტორების უფრო ნაკლები დანახარჯებით ვიდრე მეორემ
10. შედარებითი უპირატესობა- ერთი მწარმოებლის უნარი,საქონელი აწარმოოს
უფრო ნაკლები ალტერნატიული დანახარჯებით ვიდრე მეორემ
11. სპეციალიზაციისა და ვაჭრობიდან მიღებული ამონაგები ეფუძნება არა
აბსოლუტურ არამედ შედარებით უპირატესობას
12. იმპორტი-ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული
საქონელი და მომსახურება
13. ექსპორტი- ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და
მომსახურება
14. ბაზარი-კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მყიდველთა და
გამყიდველთა ჯგუფი
15. მოთხოვნის რაოდენობა-საქონლის რაოდენობა,რომლის შეძენის სურვილი და
შესაძლებლობაც აქვს მყიდველს
16. მოთხოვნის კანონი-დებულება,რომლის თანახმად,სხვა თანაბარ პირობებში
საქონელზე მოთხოვნა მცირდება ამ საქონელზე ფასის ზრდასთან ერთად
17. მოთხოვნის განრიგი- ცხრილი რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებს
საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
18. მოთხოვნის მრუდი-საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის
დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი
19. მოთხოვნის მრუდის გადაადგილება ზემოქმედებს: შემოსავალი,
ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები, გემოვნება, მოლოდინი,
მყიდველთა რაოდენობა
20. ნორმალური საქონელი- საქონელი რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში
შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება
21. მდარე საქონელი- საქონელი რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა
მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად
22. შემცვლელები-ორი საქონელი,რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის ზრდას
23. შემავსებლები-ორი საქონელი რომელთაგანაც ერთზე ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის შემცირებას
24. მიწოდების რაოდენობა-საქონლის რაოდენობა,რომლის გაყიდვის სურვილი
და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს
25. მიწოდების კანონი- დებულება იმის შესახებ,რომ სხვა თანაბარ პირობებში
საქონლის ფასის ზრდა იწვევს ამ საქონლის მიწოდების რაოდენობის ზრდას
26. მიწოდების განრიგი- ცხრილი რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის
ფასსა და მიწოდების რაოდეონობას შორის
27. მიწოდების მრუდი-გრაფიკი რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის
ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის
28. მიწოდების მრუდის გადაადგილებას იწვევს შემდეგი
ფაქტორები:ინგრედიენტის ფასები,ტექნოლოგია,მოლოდინი,გამყიდველთა
რაოდენობა
29. მოთხოვნისა და მიწოდების კანონი-დებულება რომლის თანახმადაც
საქონლის ფასი მასზე მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობას აბალანსებს
30. ლასტიკურობა-მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე დეტერმინანტზე
რეაგირების საზომი
31. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით ასახავს სიდიდეს,რომლითაც
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილებების შედეგად
32. მოთხოვნა ელასტიკურია,თუ მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად
იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
33. საქონელზე მოთხოვნა არაელასტიკურია,თუ მოთხოვნის რაოდენობა
უმნიშვნელოდ იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
34. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით არის სიდიდე ,რომელიც
გვიჩვენებს ,თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება მოთხოვნის
ცვლილებაზე .გამოითვლება მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული
ცვლილების შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან
35. ახლო შემცვლელები და ფუფუნების საგნები მეტი ელასტიკურობით
გამოირჩევა,ხოლო პირველადი მოთხოვნილების საგნები არაელასტიკურია
36. საქონელს მით უფრო ელასტიკური მოთხოვნა ახასიათებს ,რაც მეტია დროის
პერიოდი
37. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით =მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/ფასის პროცენტულ ცვლილებასთან
38. შუაწერტილის მეთოდი- (Q2-Q1)/ ((Q2+Q1):2)
39. (Q2-Q1) : ((Q2+Q1):2) / (P2-P1) : ((P2+P1):2) -მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის
მიხედვით
40. მოთხოვნა ელასტიკურია,როცა ელასტიკურობა 1-ზე მეტია.ანუ როდესაც
მოთხოვნა უფრო იცვლება ვიდრე ფასი
41. არაელასტიკურია,როცა ელასტიკურობა 1-ზე ნაკლებია.ანუ მოთხოვნა
ნაკლებად იცვლება ვიდრე ფასი
42. თუ ელასტიკურობა ზუსტად 1-ის ტოლია ანუ ერთნაირად იცვლება ფასიც და
მოთხოვნაც მაშინ ერთეულოვან ელასტიკურობასთან გვაქვს საქმე
43. მთლიანი შემოსავალი-თანხა რომელიც გადახდილია საქონლის
მყიდველების,ხოლო მიღებულია საქონლის გამყიდველების მიერ და
გამოითვლება ,როგორც საქონლის ფასისა და გაყიდული საქონლის
რაოდენობის ნამრავლი PxQ
44. როდესაც მოთხოვნა არაელასტიკურია,ფასი და მთლიანი შემოსავალი ერთი
და იმავე მიმართულებით იცვლება
45. როდესაც მოთხოვნა ელასტიკურია,ფასი და მთლიანი შემოსავალი სხვადასხვა
მიმართულებით იცვლება
46. ერთეულოვანი ელასტიკურობის შემთხვევაში ფასის ცვლილება არ ახდენს
გავლენას მთლიან შემოსავალზე
47. დახრილობა ორი ცვლადის ცვლილებათა ფარდობაა ელასტიკურობა კი ორი
ცვლადის პროცენტულ ცვლილებათა ფარდობაა
48. მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით განისაზღვრავს როგორ
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა მომხმარებლის შემოსავლების ცვლილებისას
49. მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით =მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/შემოსავლის პროცენტულ ი ცვლილება
50. მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასების მიხედვით განსაზღვრავს ,თუ
რა გავლენას ახდენს ერთი საქონლის მოთხოვნის რაოდენობაზე სხვა
საქონლის ფასების ცვლილება
51. ჯვარედინი ფასების ელასტიკურობა =პირველი საქონლის მოთხოვნის
რაოდენობის პროცენტული ცვლილება/მეორე საქონლის ფასის პროცენტული
ცვლილება
52. მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით გვიჩვენებს რამდენად იცვლება
მიწოდების რაოდენობა ფასის ცვლილებების შედეგად
53. საქონლის მიწოდება ელასტიკურია თუ მიწოდების რაოდენობა
მნიშვნელოვნად იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
54. მიწოდება არაელასტიკურია თუ მიწოდების რაოდენობა უმნიშვნელოდ
იცვლება ფასის ცვლილების შედეგად
55. მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით-სიდიდე,რომელიც გვიჩვენებს
,თუ რა გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება მიწოდების ცვლილებაზე
56. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით =მიწოდების რაოდენობის
პროცენტული ცვლილება/ფასის პროცენტული ცვლილება
57. წონასწორობა- სიტუაცია როდესაც მიწოდება და მოთხოვნა
გაწონასწორებულია
58. წონასწორული ფასი-ფასი რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და მოთხოვნას
59. წონასწორული რაოდენობა-საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა
წონასწორობის დროს
60. ჭარბი მიწოდება-როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია
61. ჭარბი მოთხოვნა-როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია
62. როდესაც მთავრობა ფასის ზედა ზღვარს აწესებს ,რომელიც კონკურენტულ
ბაზარს ზღუდავს , ჩნდება საქონლის დეფიციტი.
63. როდესაც წონასწორული ფასი, ქვედა ზღვარზე ნაკლებია, ფასის ქვედა ზღვარი
შემზღუდველია. მიწოდებისა და მოთხოვნის ძალებს ფასი წონასწორული
ფასისკენ მიჰყავთ, მაგრამ როდესაც საბაზრო ფასი ქვედა ზღვარს მიაღწევს ,
ფასის შემცირება წყდება. საბაზრო ფასი ფასის ქვედა ზღვრის ტოლია. ფასის ამ
ზღვრის დროს მიწოდებული პროდუქტის რაოდენობა მოთხოვნის
რაოდენობაზე მეტია. ბაზრის შემზღუდველი ფასის ქვედა ზღვარი სიჭარბეს
იწვევს.
64. ფასი, ამტკიცებენ ეკონომისტები, მილიონობით საწარმოო და სამომხმარებლო
გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც განპირობებულია მიწოდებისა და
მოთხოვნის მრუდებით.
65. გადასახადები საბაზრო სტიმულებს ამცირებს/როდესაც საქონელი იბეგრება,
გაყიდული საქონლის რაოდენობა ნაკლებია ახალ წონასწორობაში
66. გადასახადის სიმძიმე უფრო მეტად ბაზრის იმ მხარეს აწვება, რომლის
ელასტიკურობაც ნაკლებია.

You might also like