You are on page 1of 34

თავი 4.

მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენება: ფასის


ქვედა ზღვარი, ფასის ზედა ზღვარი და ელასტიკურობა
2007 წლის იანვარში, 110-ე კონგრესის მოწვევის შემდეგ, საკანონმდებლო დღის წესრიგის
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მინიმალური ხელფასის $5.15-დან $7.25-მდე გაზრდა
იყო. მინიმალური ხელფასის გაზრდის მხარდამჭერთა აზრით ამის გაკეთება აუცილებელი
იყო, რადგან დაბალშემოსავლიან ადამიანებს დახმარება ესაჭიროებოდათ; ადამიანთა ნაწილს
ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა, მინიმალური ხელფასის ზრდის შემდეგ კი ამ ადამიანების
მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდებოდა. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგენი კი
ფიქრობდნენ, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა არათუ დაეხმარებოდა ადამიანებს, არამედ
შეიძლებოდა საპირისპირო შედეგიც კი მოეტანა; ამ კანონის მიღებით ის ადამიანები ვერ
ისარგებლებდნენ, ვის დასახმარებლადაც იყო გამიზნული აღნიშნული პოლიტიკა.
გააუმჯობესებდა თუ არა მინიმალური ხელფასის ზრდა ღარიბი ადამიანების მდგომარეობას?
შეეძლო თუ არა ამ კანონის მიღებას ადამიანებისათვის საპირისპირო, დამაზიანებელი
შედეგების მოტანა?

მინიმალური ხელფასის ზრდის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც


კონგრესის ყურადღება მიიპყრო, ნავთობის ბენზინის ფასის ზრდა გახლდათ. 2000 წლიდან
მოყოლებული ბენზინის ფასი სტაბილურად იზრდებოდა. 2005 წლის სექტემბერში კი,
ქარიშხლების კატრინასა და რიტას შემდგომ, 1 ბარელი ბენზინის ფასმა $60-ს მიაღწია.
ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდა წარსულშიც მომხდარა, მაგალითად 1990-იან, 1980-იან ან
თუნდაც ადრეულ 1970-იან წლებში. წინა ლექციაზე ჩვენ ავხსენით, რომ ფასის ზრდა შეიძლება
გამოწვეული იყოს მოთხოვნის ზრდით და/ან მიწოდების შემცირებით. მოთხოვნა-მიწოდების
მოდელი გვეუბნება, რომ მიწოდების ზრდა ფასს შეამცირებს. მაგრამ რამდენით? შეამცირებს
თუ არა ბენზინის სტანდარტების ზრდა მის ფასს? რამდენად შემცირდება ფასი, თუ აშშ-ში
ნავთობის მომპოვებელი კომპანიები წარმოებას 5%-ით გაზრდიან?

ამ თავში ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით მოთხოვნა-მიწოდების მოდელს. გავიგებთ თუ რა


არის ნავთობის ფასების ზრდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება და რა შედეგები მოჰყვება
მინიმალური ხელფასის ზრდას. ამ საკითხებში გარკვევა მნიშვნელოვანია ეკონომიკური
პოლიტიკის შესახებ გამართული დებატების არსის გასაგებად. პირველ რიგში განვიხილოთ
თუ როგორ შეგვიძლია მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენება მთავრობის მიერ ბაზარზე
არსებული ფასის შეზღუდვის შედეგების გასაანალიზებლად. მთავრობამ შეიძლება დააწესოს
ფასის ზედა ან ფასის ქვედა ზღვარი. ფასის ზედა ზღვარის დაწესება ბაზარზე მაქსიმალური
ფასის დადგენას გულისხმობს, ასეთ ქმედებას მთავრობა მაშინ მიმართავს როდესაც ფიქრობს,
რომ ბაზარზე არსებული წონასწორული ფასი ძალიან მაღალია. ფასის ქვედა ზღვარის
დაწესება ბაზარზე მინიმალური ფასის დადგენას გულისხმობს, ასეთ ქმედებას მთავრობა
მაშინ მიმართავს როდესაც ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული წონასწორული ფასი ძალიან
დაბალია. მოთხოვნა-მიწოდების მოდელის ღრმად შესწავლა საშუალებას მოგვცემს უკეთ
გავიგოთ, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს ფასი რესურსების ეფექტიან განაწილებაში.

1
ამ თავში ჩვენ ასევე გავეცნობით ელასტიკურობის ცნებას. ეკონომისტები ელასტიკურობას
იყენებენ მოთხოვნა-მიწოდების მოდელთან მუშაობისას. ელასტიკურობა ასახავს რამდენად
მგრძნობიარეა ერთი ეკონომიკური ცვლადი სხვა რომელიმე ცვლადის მიმართ. მოთხოვნა-
მიწოდების მოდელის შემთხვევაში ელასტიკურობა გვიჩვენებს თუ რამდენად მგრძნობიარეა
მოთხოვნის და/ან მიწოდების რაოდენობა ბაზარზე ფასის ცვლილების მიმართ.
ელასტიკურობის შესწავლის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავაანალიზოთ ნავთობზე
მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებების გავლენა მის ფასზე და მინიმალური ხელფასის
ზრდის გავლენა უმუშევრობაზე. ჩვენ ვისწავლით როგორ დავთვალოთ ელასტიკურობა და რა
ინტერპრეტაცია მივცეთ მას.

მთავრობის მიერ ფასის რეგულირება


წინა ლექციაზე მოთხოვნა-მიწოდების მოდელის დახმარებით ჩვენ გავაანალიზეთ თუ როგორ
განისაზღვრება საქონლის ფასი თავისუფალ ბაზარზე. რეალობაში ხშირია შემთხვევა,
როდესაც მთავრობა ცდილობს ბაზარზე არსებული ფასის რეგულირებას. ფასის რეგულირების
ძირითადი მიზეზია არსებული ფასის პირობებში მთავრობის წევრების და/ან ადამიანთა
სხვადასხვა ჯგუფების უკმაყოფილება, რომელთა გავლენითაც შემდგომ მთავრობა ცდილობს
ფასის კონტროლს და რომლებიც ფასის დარეგულირებით გარკვეული სარგებლის მიღებას
ელიან.

ფასის ზედა და ქვედა ზღვარი


მთავრობას ფასებზე ორი სახის კონტროლის: (1) ფასის ზედა ზღვრის (გულისხმობს
მაქსიმალური ფასის დადგენას, რომელზე მეტადაც ბაზარზე საქონლის გაყიდვა დაუშვებელი
იქნება) და (2) ფასის ქვედა ზღვრის (გულისხმობს მინიმალური ფასის დაწესებას რომელზე
ნაკლებადაც ბაზარზე საქონლის გაყიდვა დაუშვებელი იქნება) დაწესება შეუძლია. რატომ
შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ბაზრის ფუნქციონირებაში ჩარევა და ფასის რეგულირება?
რა შედეგები მოჰყვება მთავრობის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმას?

ფასის ზედა ზღვარის დაწესება ხდება მომხმარებელთა დაცვის მიზნით ისეთ შემთხვევებში,
როდესაც მთავრობას მიაჩნია და/ან მომხმარებლები ჩივიან რომ ბაზარზე არსებული
წონასწორული ფასი ძალიან მაღალია. მაგალითად, ადრეულ 1970-იან წლებში აშშ-ის
მთავრობამ ნედლი ნავთობის ფასზე (1 ბარელ ნედლ ნავთობზე) $5.25 დოლარის სიდიდის
ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ამ დროს კი 1 ბარელი ნედლი ნავთობის წინასწორული ფასი
ბაზარზე $10-ს აჭარბებდა. ზოგიერთ ქალაქში საცხოვრებლის გაქირავების ფასს ქალაქის მერია
აკონტროლებს; გამქირავებლებს ეკრძალებათ ფართის გაქირავება კანონით დადგენილ
მაქსიმალურ ფასზე მაღალ ფასად. ამ ბინებში მაცხოვრებელ ადამიანებს ბაზარზე არსებულ
წონასწორულ ფასთან შედარებით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ ბინის დაქირავებისთვის.

მთავრობის მიერ ფასის ქვედა ზღვრის დაწესება იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მთავრობა
ფიქრობს და/ან მიმწოდებლები ჩივიან, რომ ბაზარზე არსებული წონასწორული ფასი ძალიან
დაბალია. ფასის ქვედა ზღვრის დაწესების მიზანი მიმწოდებელთა დახმარებაა. მაგალითად,
აშშ-ის მთავრობამ აკრძალა აშშ-ში შაქრის გაყიდვა მის მიერ დაწესებულ ფასზე ნაკლებ ფასად.
შრომის ბაზარზე აშშ-ის მთავრობას დაწესებული აქვს მინიმალური ხელფასი, რაც

2
გულისხმობს, რომ ფირმებს დასაქმებულთათვის მინიმალურ ხელფასზე ნაკლების გადახდა
ეკრძალებათ.

ფასის ზედა ზღვარის გვერდითი ეფექტები


მიუხედავად იმისა, რომ ფასის ზედა ზღვარის დაწესების მიზანი მომხმარებელთა დაცვაა,
ხშირ შემთხვევებში ასეთ ქმედებას მავნე გვერდითი ეფექტები ახლავს თან; ეს გვერდითი
ეფექტები სწორედ იმ მომხმარებლებს აყენებს ზიანს, ვის დასაცავადაც იქნა დაწესებული
ფასის ზედა ზღვარი. როგორც 1-ელ ნახაზზეა ნაჩვენები, თუ მთავრობის მიერ დაწესებული
ფასის ზედა ზღვარი ბაზარზე არსებულ წონასწორულ ფასზე დაბალია, ბაზარზე წარმოიქმნება
დეფიციტი - მდგომარეობა, როდესაც მიმწოდებლებს არ სურთ საქონლის იმ რაოდენობით
მიწოდება, რა რაოდენობის მოთხოვნაც არსებობს ამ საქონელზე.

1-ელი ნახაზის ზედა გრაფიკზე ნაჩვენებია ფასის ზედა ზღვარის დაწესების შედეგები ზოგადი
შემთხვევისათვის; ამავე ნახაზის ქვედა გრაფიკზე განხილულია კონკრეტული მაგალითი:
საცხოვრებლის გაქირავებაზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების შედეგები.

ნახაზი 1.

ფასი

წონასწორული
ფასი

ფასის ზედა
ზღვარი,
მაქსიმალური
ფასი
დეფიციტი

რაოდენობა
მიწოდების მოთხოვნის
რაოდენობა რაოდენობა

ფასის ზედა ზღვარი (ზოგადი შემთხვევა)

3
ბინის ქირა

წონასწორული
ქირა

მაქსიმალური
ქირა

ბინის რაოდენობა

მიწოდებული მოთხოვნილი
ბინების ბინების
რაოდენობა რაოდენობა

საცხოვრებლის გაქირავებაზე ფასის ზედა ზღვარის დაწესება

დეფიციტთან გამკლავების გზები


იმის გამო, რომ ფასის ზრდა აკრძალულია, დეფიციტთან გამკლავება სხვა გზით უნდა მოხდეს.
დეფიციტთან გამკლავების მიზნით ზოგჯერ მთავრობა ახდენს სპეციალური კუპონების
გამოშვებას შეზღუდული რაოდენობით. საქონლის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს
და იმ რაოდენობით, ვისაც აღნიშნული კუპონი აქვს და რა რაოდენობის შეძენის უფლებასაც
ეს კუპონი აძლევს. კუპონებით მისაღები საქონლის საერთო რაოდენობა ფასის ზედა ზღვრის
პირობებში არსებული მიწოდების რაოდენობის ტოლია. ზუსტად ეს მოხდა II მსოფლიო ომის
პერიოდში; გარკვეული კატეგორიის საქონლის შესაძენად ადამიანებს მაღაზიაში შესაბამისი
კუპონი უნდა წარედგინათ. მათ, ვისაც აღნიშნული კუპონი არ ჰქონდათ, არ შეეძლოთ ამ
საქონლის ყიდვა. მთავრობას რომ ფასის ზედა ზღვარი არ დაეწესებინა, დეფიციტის გამო
ბაზარზე ფასი გაიზრდებოდა და ის ადამიანები, ვინც მაღალი ფასის პირობებში მზად
იქნებოდნენ ამ საქონლის შესაძენად, გადაიხდიდნენ მაღალ ფასს და კუპონების გარეშე
შეიძენდნენ მას.

4
თუკი მთავრობა აწესებს ფასის ზედა ზღვარს და თან არ უშვებს შესაბამისი რაოდენობის
კუპონებს, შედეგად შესაძლოა მაღაზიების წინ საქონლის შეძენის მსურველთა გრძელი რიგები
მივიღოთ. წარსულში გეგმიური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პურის ფასის კონტროლის გამო
ხშირად ჰქონდა ადგილი „პურის რიგებს“. ფასის ზედა ზღვარის დაწესებისას ზოგ
შემთხვევაში „შავი ბაზარი“ ვითარდება. შავ ბაზარზე ადამიანები მთავრობისგან მალულად
ყიდიან და ყიდულობენ საქონელს იმ ფასად, რომელზეც თავად შეთანხმდებიან. გეგმიური
ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შავი ბაზარის არსებობა ჩვეულებრივი ფენომენი გახლდათ. შავი
ბაზარი დღესდღეობით დამახასიათებელია იმ დაბალ-განვითარებული ქვეყნებისათვის,
რომელთა მთავრობა ფასებზე კონტროლს აწესებს.

მეორეს მხრივ, ფასის ზედა ზღვარის დაწესების შემდეგ გაყიდული საქონლის რაოდენობა
მცირდება. შემცირებული შემოსავლის პირობებში, მიმწოდებელი საქონლის ხარისხის
შემცირების ხარჯზე ცდილობს ამავე საქონლის წარმოების დანახარჯის შემცირებას.

საცხოვრებლის გაქირავებაზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას ხშირად აკრიტიკებენ იმის


გამო, რომ გამქირავებლები აღარ არემონტებენ გასაქირავებელ ბინებს - არ ღებავენ კედლებს,
არ არემონტებენ ლიფტს და ა. შ. - იმის გამო, რომ ისინი გაქირავებიდან შემცირებულ
შემოსავალს იღებენ, დანახარჯებს ამცირებენ და დაბალი ხარისხის საქონელს აწვდიან ბაზარს.

ბინის ქირის კონტროლი: მდგომარეობის გაუარესება


მიუხედავად იმისა, რომ ფასის ზედა ზღვარის დაწესების მიზანი ადამიანთა დახმარებაა,
ზემოთ განხილული მაგალითები გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია ასეთ ქმედებას ამავე
ადამიანების მდგომარეობის გაუარესება. დეფიციტის აღმოსაფხვრელად კუპონის გამოშვების
შემთხვევაში თავს იჩენს მნიშვნელოვანი პრობლემა: ვინ უნდა მიიღოს აღნიშნული კუპონი და
ვინ არა? მაგალითად, ბენზინზე ფასის ზედა ზღვარის დაწესების შემთხვევაში მთავრობამ
მეტი რაოდენობით კუპონები უნდა მისცეს იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს?
ბენზინის რიგების წარმოქმნაც დიდი ვერაფერი გამოსავალია. ბენზინის რიგში მდგომ
ადამიანებს, რიგში დგომის ნაცვლად შეეძლოთ ამ დროში სხვა ბევრად სასარგებლო საქმე
გაეკეთებინათ. არალეგალური შავი ბაზრის წარმოშობა კი ადამიანებს კანონის დარღვევისკენ
უბიძგებს. კანონის ერთხელ დამრღვევმა შესაძლოა სხვა შემთხვევაში ქურდობა და გამოძალვა
უფრო იოლად ჩაიდინოს. ფასის შემცირება საქონლის ხარისხის შემცირების ხარჯზე ასევე
ცუდი გამოსავალია; ამ შემთხვევაში უბრალოდ მაღალხარისხიანი საქონლის წარმოება აღარ
მოხდება და შედეგად მომხმარებელიც და მწარმოებელიც დაზარალდებიან. გარდა ამისა,
მთავრობისათვის ფასის ზედა ზღვარის განსაზღვრა დამატებითი პრობლემაა. როგორც უკვე
ვთქვით, ფასის ზედა ზღვარის დაწესების მიზანი იმ ადამიანთა დახმარებაა, რომელთაც
მაღალი ფასის გადახდა არ შეუძლიათ; მაგრამ შესაძლოა ამ ადამიანებმა მთავრობის მიერ
დადგენილი ფასის გადახდაც ვერ შეძლონ. ამასთან, გადახდისუნარიანობის შემთხვევაშიც კი
გარანტია არ არსებობს რომ ფასის შეზღუდვის შემდეგ ეს ადამიანები შეძლებენ აღნიშნული
საქონლის შეძენას; ბინის გაქირავების ფასის შეზღუდვის შემდეგ შესაძლებელია
მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა იქირაონ ბინა დაბალ ფასად, ღარიბები კი კვლავ მის გარეშე
დარჩნენ.

5
ფასის ქვედა ზღვარის გვერდითი ეფექტები
ფასის ზედა ზღვარის მსგავსად, ფასის ქვედა ზღვარის დაწესების მიზანიც ადამიანთა
დახმარებაა; ოღონდ ამ შემთხვევაში მთავრობა იმ ფირმების დახმარებას ცდილობს,
რომლებსაც ბაზარზე დაბალ ფასად უხდებათ საქონლის გაყიდვა. ფასის ქვედა ზღვარის
დაწესებაც, ზედა ზღვარის დაწესების მსგავსად, უმეტეს შემთხვევებში იმ ადამიანებს აყენებს
ზიანს, რომელთა დასახმარებლადაც მოხდა მისი დაწესება. თუკი მთავრობის მიერ
დაწესებული ფასის ქვედა ზღვარი ბაზარზე არსებულ წონასწორულ ფასზე მაღალია, შედეგად
საქონლის სიჭარბეს (ჭარბ მიწოდებას) მივიღებთ. წონასწორულზე მაღალი ფასის ქვედა
ზღვარის პირობებში, გამყიდველები მოთხოვნის რაოდენობასთან შედარებით უფრო დიდი
რაოდენობით ახდენენ ბაზარზე საქონლის მიწოდებას. მე-2 ნახაზის ზედა გრაფიკზე
განხილულია მთავრობის მიერ ფასის ქვედა ზღვარის დაწესების შედეგები ზოგადი
შემთხვევისათვის, ხოლო ამავე ნახაზის ქვედა გრაფიკზე მოცემულია ფასის ქვედა ზღვარის
დაწესების შედეგები კონკრეტულ შრომის ბაზრის მაგალითზე.

სიჭარბესთან გამკლავების გზები


როგორ ხდება რეალობაში სიჭარბესთან გამკლავება? აგრარული პროდუქტების შემთხვევაში,
როგორც წესი მთავრობა ახდენს ფერმერებისგან ჭარბი საქონლის შეძენას და შემდეგ მის
დასაწყობებას. ასეთ ქმედებას ერთი მხრივ გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვა,
ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელთათვის ამ საქონლის გაძვირება (ე. ი. ორმაგი
არაეფექტიანობა) მოჰყვება, რის გამოც ეკონომისტები ეწინააღმდეგებიან აგრარულ
პროდუქტებზე ფასის ქვედა ზღვარის დაწესებას. ამის ნაცვლად, მთავრობა ზოგჯერ სთხოვს
ფერმერებს, რომ მათ მიწის ნაწილი დაუმუშავებელი დატოვონ და ამგვარად მიწოდება
შეამცირონ; თუმცა მთავრობის მხრიდან ასეთი მოთხოვნა ადამიანთა უმეტესობისათვის
როგორც წესი მიუღებელია ხოლმე.

როგორც მოგვიანებით ამ წიგნში ვნახავთ, მოთხოვნა-მიწოდების მოდელის გამოყენება


შესაძლებელია შრომის ბაზრის ანალიზისთვისაც. შრომის ბაზრის შემთხვევაში ფასი
წარმოადგენს შრომის ფასს, ანუ ხელფასს. რას გვეუბნება მოთხოვნა-მიწოდების მოდელი
მინიმალური ხელფასის დაწესების შედეგების შესახებ? შრომის ბაზარზე მინიმალური
ხელფასის დაწესებას უმუშევრობის გამოწვევა შეუძლია. თუკი მთავრობის მიერ დაწესებული
მინიმალური ხელფასი ბაზარზე არსებულ წონასწორულ ხელფასს აჭარბებს, მომუშავეთა
მიწოდების რაოდენობა გადააჭარბებს მათზე მოთხოვნის რაოდენობას. იმ შემთხვევაშიც კი,
თუ ზოგიერთი მუშა თანახმა იქნება მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ხელფასის პირობებში
იმუშაოს, დამსაქმებელს არ აქვს მინიმალურ ხელფასზე დაბალი ხელფასის გადახდის
უფლება.

მდგომარეობის გაუარესება
ზემოთ განხილული მაგალითები ცხადყოფს თუ როგორ შეუძლია მდგომარეობის გაუარესება
ფასის ქვედა ზღვარის დაწესებას. ის რესურსები, რომლებიც ბაზარზე არსებული ჭარბი
საქონლის შეძენისა და დასაწყობებისთვის დაიხარჯა, შეიძლებოდა ღარიბებისათვის
სახლების ასაშენებლად გამოყენებულიყო. ფერმერების მიერ გამოუყენებელი მიწის ფართი
შესაძლებელია საცხოვრებლის ასაშენებლად ან სულაც სკოლის ეზოდ გამოგვეყენებინა.

6
ნახაზი 2.

ფასი

სიჭარბე
მინიმალური
ფასი ანუ ფასის
ქვედა ზღვარი

წონასწორული
ფასი

მოთხოვნის მიწოდების რაოდენობა


რაოდენობა რაოდენობა

ხელფასი

მინიმალური
ხელფასი

წონასწორული
ხელფასი

მუშახელის სამუშაო ძალის რაოდენობა


მუშახელის რაოდენობა,
რომლის დაქირავებაც რაოდენობა,
სურთ ფირმებს ვისაც სურს
მუშაობა
მინიმალური ხელფასის დაწესება

7
მიუხედავად იმისა, რომ ფასის ქვედა ზღვარის დაწესების მიზანი ფერმერთა დახმარებაა, ამ
მდგომარეობით შესაძლოა ისეთმა მდიდარმა ფერმერებმა და მსხვილმა ბიზნესმენებმა
ისარგებლონ, რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ ასეთი დახმარება. ანალოგიურად,
მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში შესაძლოა მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა
მიიღონ გაზრდილი ხელფასი, ხოლო დაბალშემოსავლიანებმა არსებული სამუშაოც კი
დაკარგონ.

შეჯამება
 როდესაც მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული წონასწორული ფასი ძალიან
მაღალი, ან ძალიან დაბალია, იგი ცდილობს ამ ფასის რეგულირებას. თუ მთავრობა
ფიქრობს, რომ წონასწორული ფასი ძალიან მაღალია, იგი აწესებს ფასის ზედა ზღვარს.
ხოლო თუ მთავრობა ფიქრობს, რომ წონასწორული ფასი ძალიან დაბალია, იგი
აწესებს ფასის ქვედა ზღვარს.
 წონასწორულ ფასზე მაღალი ფასის ზედა ზღვარის დაწესება ბაზარზე იწვევს
დეფიციტს; რაც თავის მხრივ საფუძველს ქმნის შავი ბაზრის განვითარებისა და/ან
საქონლის ხარისხის გაუარესებისთვის. ფასის ზედა ზღვარის დაწესებით შესაძლოა იმ
ადამიანებმა ვერ ისარგებლონ, ვის დასახმარებლადაც განხორციელდა აღნიშნული
პოლიტიკა. მაგალითად, საცხოვრებლის გაქირავებაზე ფასის ზედა ზღვარის
დაწესებით შესაძლოა მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა ისარგებლონ,
დაბალშემოსავლიანი ადამიანები კი დეფიციტის გამო კვლავ ბინის გარეშე დარჩნენ.
 ფასის ქვედა ზღვარის დაწესება ბაზარზე სიჭარბეს იწვევს. ამ შემთხვევაში რესურსების
არაეფექტიანად ხარჯვა ხდება. ფასის ზედა ზღვარის დაწესების მსგავსად, ფასის ქვედა
ზღვარის დაწესებით შესაძლოა ვერ ისარგებლონ იმ ადამიანებმა, ვის
დასახმარებლადაც განხორციელდა აღნიშნული პოლიტიკა. მინიმალური ხელფასის
დაწესებით შესაძლოა გაზრდილი ხელფასი მიიღონ მაღალშემოსავლიანმა
ადამიანებმა, ხოლო დაბალშემოსავლიანებმა სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდების გამო
არსებული სამუშაოც კი დაკარგონ.

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ


მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ გვიჩვენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა
საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების მიმართ. ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობა ყოველთვის გამოითვლება კონკრეტული მოთხოვნის მრუდის ან მოთხოვნის
განრიგისათვის; მაგალითად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნის ან აშშ-ში
ველოსიპედებზე მოთხოვნისათვის. ჩვენ ვიცით, რომ მოთხოვნის მრუდი დაღმავალია,
რადგან სხვა თანაბარ პირობებში ფასის ზრდა მოთხოვნის რაოდენობის შემცირებას, ხოლო
ფასის შემცირება მოთხოვნის რაოდენობის ზრდას იწვევს. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის
მიმართ გვიჩვენებს თუ რა სიდიდით იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების
საპასუხოდ.

როდესაც ეკონომისტები ამბობენ, რომ კონტაქტურ ლინზებზე მოთხოვნის ელასტიკურობა


ფასის მიმართ ძალიან მაღალია, ისინი გულისხმობენ, რომ კონტაქტურ ლინზებზე ფასის
ცვლილებისას მოთხოვნის რაოდენობა მკვეთრად იცვლება. ხოლო თუ ეკონომისტები

8
ამბობენ, რომ პურზე მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ ძალიან დაბალია, ისინი
გულისხმობენ, რომ პურის ფასის ცვლილებისას მოთხოვნის რაოდენობა უმნიშვნელოდ
იცვლება.

ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა შეგვიძლია შემდეგი ფორმულით ჩავწეროთ:

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ


მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილება
=
ფასის პროცენტული ცვლილება
მაშასადამე, ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა განისაზღვრება როგორც მოთხოვნის
რაოდენობის პროცენტული ცვლილების ფარდობა ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
როგორც უკვე ვთქვით, ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა კონკრეტული მოთხოვნის
მრუდისთვის გამოითვლება. ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის გამოთვლისას
ვგულისხმობთ, რომ ყველა სხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
მოთხოვნაზე, უცვლელია.

მაგალითად დავუშვათ, რომ ბენზინზე მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 0.2-ის


ტოლია. ეს გულისხმობს, რომ ბენზინის ფასის 10%-ით გაზრდისას მოთხოვნის რაოდენობა
2%-ით (0.2 x 10%) შემცირდება. ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ დაახლოებით 1.5-ის ტოლია; ეს ნიშნავს, რომ თუ
ალკოჰოლური სასმელების ფასი გაიზრდება 10%-ით, მოთხოვნის რაოდენობა 15%-ით (1.5 x
10%) შემცირდება. როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიცვლება
მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილებისას.

ელასტიკურობის მნიშვნელობა
მე-3 ნახაზზე მოცემულია მსოფლიო ბაზრისთვის ბენზინზე მოთხოვნის ორი სხვადასხვა
მრუდი. ნახაზის ორივე გრაფიკის ვერტიკალურ ღერძზე გადაზომილია ერთი ბარელი
ბენზინის ფასი, ხოლო ჰორიზონტალურ ღერძზე - მოთხოვნის რაოდენობა. მოთხოვნის ორივე
მრუდისათვის A წერტილი საერთოა, თუმცა დანარჩენი წერტილები განსხვავებულია. ფასის
ერთი და იმავე სიდიდით ცვლილებისას თითოეულ მრუდზე მოთხოვნის რაოდენობა
სხვადასხვა სიდიდით იცვლება. მე-3 (ა) ნახაზზე მოცემული მრუდი ნაკლებად დახრილია; ე.
ი. ამ შემთხვევაში ბენზინზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების მიმართ ძალიან
მგრძნობიარეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მრუდისათვის მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიმართ მაღალია. ამ მრუდზე A-დან B წერტილში გადაადგილებისას ფასის $20
დოლარიდან $22 დოლარამდე ($2 დოლარით) ზრდას მოთხოვნის რაოდენობის 60 მლნ
ბარელიდან 48 მლნ ბარელამდე (12 მლნ ბარელით) შემცირება შეესაბამება. ეს იგივეა ვთქვათ,
რომ ფასის 10%-ით ზრდისას (2/20=0,1 ანუ 10%) მოთხოვნის რაოდენობა 20%-ით მცირდება
(12/60=0,2 ანუ 20%).

მე-3 (ბ) ნახაზზე მოცემული მოთხოვნის მრუდი შედარებით ციცაბოა, ამ შემთხვევაში კი


მოთხოვნის რაოდენობა ნაკლებად მგრძნობიარეა ფასის ცვლილების მიმართ; ე. ი. მოთხოვნის

9
ელასტიკურობა ფასის მიმართ დაბალია. მე-3 (ბ) ნახაზის A წერტილიდან C წერტილში
გადაადგილებისას ფასის $2 დოლარით ზრდას შედეგად ბენზინზე

ნახაზი 3.

(ა)

ბენზინის ფასი ($)

მოთხოვნის რაოდენობა
ძალიან მგრძნობიარეა
ფასის მიმართ

მოთხოვნის მრუდი ფასის მიმართ


მოთხოვნის მაღალი ელასტიკურობით
...
მოთხოვნის
ფასის 10%-ით რაოდენობას
ზრდა... ამცირებს
20%-ით

მოთხოვნის რაოდენობა (მლნ ბარელი)

(ბ)

ბენზინის ფასი ($)


მოთხოვნის რაოდენობა
ნაკლებად მგრძობიარეა
ფასის მიმართ

მოთხოვნის მრუდი ფასის მიმართ


მოთხოვნის დაბალი ელასტიკურობით

ფასის 10%-ით
ზრდა... ... მოთხოვნის
რაოდენობას
ამცირებს 5%-ით

მოთხოვნის რაოდენობა (მლნ ბარელი)


10
მოთხოვნის რაოდენობის 3 მლნ ბარელით შემცირება მოჰყვება. ეს იგივეა ვთქვათ, რომ ფასის
10%-ით ზრდისას მოთხოვნის რაოდენობა 5%-ით მცირდება. მე-3 ნახაზის (ა) და (ბ)
გრაფიკებზე მოცემული მოთხოვნის მრუდები ერთმანეთისგან ელასტიკურობის სიდიდით
განსხვავდებიან.

მიწოდების ცვლილებების გავლენა ბენზინის ფასზე


ახლა განვიხილოთ რა მოხდება თუ მსოფლიო ბაზარზე ბენზინის მიწოდება შემცირდება. მე-
4 ნახაზის (ა) და (ბ) გრაფიკებზე მოცემული გვაქვს ბენზინის მიწოდების მრუდი მე-3 ნახაზზე
განხილული ორი სხვადასხვა მოთხოვნის მრუდის შემთხვევისათვის. დასაწყისში მე-4
ნახაზზე ბაზარი წონასწორობაშია, ე. ი. მე-4 ნახაზის ორივე გრაფიკზე მოთხოვნის რაოდენობა
მიწოდების რაოდენობის ტოლია. ისევე როგორც მე-3 ნახაზის (ა) და (ბ) გრაფიკებზე, ამ
შემთხვევაშიც ბენზინის ფასი საწყის წონასწორობაში $20-ის, ხოლო მოთხოვნის რაოდენობა 60
მლნ ბარელის ტოლია. დავუშვათ, ქარიშხალ კატრინას გამო ნავთობის გადამუშავება
შეფერხდა, შედეგად ბენზინის მიწოდება შემცირდება და მიწოდების მრუდი მარცხნივ
გადაადგილდება. მე-4 ნახაზის (ა) და (ბ) გრაფიკებზე ნაჩვენებია მიწოდების მრუდის
აღნიშნული გადაადგილება.

როგორ შეიცვლება წონასწორული ფასი თითოეულ შემთხვევაში? მოთხოვნა-მიწოდების


მოდელის გამოყენებით გავაკეთოთ ბენზინის ფასის პროგნოზი აღნიშნული ცვლილების
შემდგომი პერიოდისათვის. ჩვენ ვიცით, რომ მიწოდების შემცირების შედეგად, სხვა თანაბარ
პირობებში წონასწორული ფასი იზრდება. როგორც მე-4 ნახაზის (ა) და (ბ) გრაფიკებზე
ხედავთ, ფასის ცვლილების სიდიდე დამოკიდებულია მოთხოვნის მრუდის დახრილობაზე.

ნახაზი 4.

(ა)

ბენზინის ფასი

ახალი მიწოდების ძველი მიწოდების


მრუდი მრუდი

მიწოდება მცირდება
14 მილიონი
ბარელით

ფასი მოთხოვნის მრუდი მოთხოვნის მაღალი


იზრდება
ელასტიკურობით
მცირედით

მოთხოვნის რაოდენობა (მლნ ბარელი)


11
ბარელი)მოთხოვნის რაოდენობა (მილიონი
ბარელი დღეში)
(ბ)

ბენზინის ფასი
ახალი მიწოდების ძველი მიწოდების
ავთობისფასი
ფასი
მნიშვნელოვნად მრუდი მრუდი
იზრდება
მიწოდება მცირდება
14 მილიონი
ბარელით

მოთხოვნის რაოდენობა (მლნ ბარელი)

მე-4 ნახაზის (ა) გრაფიკზე, იმის გამო, რომ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ
მაღალია, მიწოდების ცვლილების შედეგად ფასი მცირედით იცვლება. ამავე ნახაზის (ბ)
გრაფიკზე კი, იმის გამო, რომ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ შედარებით მცირეა,
მიწოდების ცვლილების შედეგად ფასი მნიშვნელოვნად იცვლება. იმისათვის რომ
განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიცვლება წონასწორული ფასი მიწოდების შემცირების შედეგად,
საჭიროა ვიცოდეთ მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდე.

მოთხოვნის ელასტიკურობის გამოყენება


მას შემდეგ რაც უკვე განვსაზღვრეთ ელასტიკურობის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა,
განვიხილოთ თუ როგორ ვითვლით მას. ფორმულის სახით ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობა შემდეგნაირად ჩაიწერება:
∆𝑄𝑑 ∆𝑃 ∆𝑄𝑑 /𝑄𝑑
𝑒𝑑 = ÷ =
𝑄𝑑 𝑃 ∆𝑃/𝑃

სადაც: 𝑒𝑑 აღნიშნავს მოთხოვნის ელასტიკურობას ფასის მიმართ, 𝑄𝑑 არის მოთხოვნის


რაოდენობა, ხოლო 𝑃 - ფასი; ∆ აღნიშნავს ცვლილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასის
მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების
ფასის პროცენტულ ცვლილებასთან ფარდობის ტოლია. პროცენტული ცვლილების
საპოვნელად საჭიროა ცვლილების სიდიდე (∆𝑄𝑑 , ∆𝑃 ) გავყოთ ცვლადის აბსოლუტურ
მნიშვნელობაზე (𝑄𝑑 , 𝑃).

12
რადგან ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა,
ელასტიკურობის სიდიდეც უარყოფითია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ∆𝑃/𝑃 არის
დადებითი, ∆𝑄𝑑 /𝑄𝑑 არის უარყოფითი და პირიქით. ხშირ შემთხვევაში ეკონომისტები
ელასტიკურობის კოეფიციენტს აბსოლუტური მნიშვნელობით გამოსახავენ. ასეთ
შემთხვევაში რადგან ყველამ ვიცით, რომ მოთხოვნის მრუდი დაღმავალია, თავისთავად
იგულისხმება რომ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ უარყოფითია.

ახლა განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. დავუშვათ, კვლევებით დადგენილია, რომ


როდესაც ავსტრალიური ღვინის ფასი მცირდება 8%-ით, მოთხოვნის რაოდენობა იზრდება
12%-ით. მაშასადამე, ავსტრალიურ ღვინოზე ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა
იქნება:

∆𝑄𝑑 /𝑄𝑑 12%


𝑒𝑑 = = = 1,5
∆𝑃/𝑃 8%

დავუშვათ, კინოს ბილეთის ფასი $50-დან $60 დოლარამდე იზრდება, რაც ბილეთებზე
მოთხოვნის რაოდენობას 2000-დან 1800 ერთეულამდე ამცირებს. ამ შემთხვევაში ფასის
მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა იქნება:
∆𝑄𝑑 /𝑄𝑑 200/2000 0,1
𝑒𝑑 = = = = 0,5
∆𝑃/𝑃 10/50 0,2

შესამჩნევია, რომ ავსტრალიურ ღვინოზე მოთხოვნა უფრო მგრძნობიარეა ფასის ცვლილების


მიმართ, ვიდრე კინოს ბილეთებზე მოთხოვნა.

ელასტიკურობის სიდიდე დამოკიდებული არ არის ზომის ერთეულზე


მოთხოვნის ელასტიკურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მისი სიდიდე
დამოკიდებული არ არის ფასის და/ან მოთხოვნის რაოდენობის ზომის ერთეულზე. ამის
მიზეზია ის, რომ ელასტიკურობის დათვლისას ვიყენებთ მოთხოვნის რაოდენობისა და ფასის
პროცენტულ ცვლილებებს. შესაბამისად, სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნის
ელასტიკურობების ერთმანეთთან შედარება შესაძლებელია; შესაძლებელია მაგალითად
ერთმანეთს შევადაროთ ბრინჯსა და სტეიკზე მოთხოვნის ელასტიკურობები. მაგალითად,
დავუშვათ, რომ ბრინჯის ფასის 50-დან 60 ცენტამდე ზრდა მოთხოვნის რაოდენობას 20-დან
19 ტონამდე ამცირებს; ე. ი. ფასის 10 ცენტით ზრდა მოთხოვნის რაოდენობას 1 ტონით
ამცირებს. ასევე დავუშვათ, რომ სტეიკის ფასის $5-დან $6 დოლარამდე ($1 დოლარით) ზრდა
მოთხოვნის რაოდენობას 20-დან 19 ტონამდე ამცირებს.

ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ ფასის მიმართ მოთხოვნის მგრძნობელობა სტეიკისა და


ბრინჯისთვის განსხვავებულია. მოთხოვნის რაოდენობის 1 ტონით გასაზღდელად საჭიროა
ბრინჯის ფასი 10 ცენტით, ხოლო სტეიკის ფასი $1 დოლარით შემცირდეს. თუმცა, მოთხოვნის
ელასტიკურობა ორივე საქონლისთვის ერთნაირია. ორივე საქონლის შემთხვევაში ფასი 20%-
ით ($1/$5=0.2; $0.1/$0.5=0.2 ანუ 20%), ხოლო რაოდენობა 5%-ით (1/20=0.05 ანუ 5%) იცვლება.
შესაბამისად, ორივე საქონლისთვის ელასტიკურობა 5/20=1/4-ის ტოლია.

13
ფასის და მოთხოვნის რაოდენობის ზომის ერთეულების მიუხედავად, პროცენტული
ცვლილებების გამოყენებით დათვლა შესაძლებლობას გვაძლევს სხვადასხვა საქონლისათვის
მიღებული ელასტიკურობის მნიშვნელობები ერთმანეთს შევადაროთ.

ელასტიკურობა და მოთხოვნის მრუდის დახრის კუთხე


მე-3 ნახაზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რაც მეტად დახრილია მოთხოვნის მრუდი, ფასის
მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა მით უფრო დაბალია და პირიქით, რაც უფრო
ჰორიზონტალურია მოთხოვნის მრუდი ელასტიკურობა მით უფრო მაღალია. თუმცა, აქ
სიფრთხილეა საჭირო. არასწორი იქნება ვთქვათ, რომ უფრო ციცაბო მოთხოვნის მრუდის
შემთხვევაში ელასტიკურობა ნაკლებია. საკითხში უკეთ გასარკვევად მოდით გავარკვიოთ
მრუდის დახრის კუთხესა და ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობას შორის მსგავსება-
განსხვავებანი. შეგახსენებთ, რომ მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში დახრის კუთხე
წარმოადგენს ფასის ცვლილების შეფარდებას მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებასთან.
დახრის კუთხის სიდიდე დამოკიდებულია ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის ზომის
ერთეულებზე, მაშინ როდესაც ელასტიკურობა ზომის ერთეულზე არ არის დამოკიდებული.

განვიხილოთ მე-5 ნახაზზე მოცემული მოთხოვნის მრუდები ბრინჯისა და სტეიკისათვის. ამ


ორი მოთხოვნის მრუდის დახრის კუთხე ერთმანეთისაგან განსხვავდება. ბრინჯის ფასის 10
ცენტით ზრდის შედეგად ბრინჯზე მოთხოვნის რაოდენობა 1 ტონით მცირდება. მეორე მხრივ,
სტეიკზე ფასის $1 დოლარით ზრდა იწვევს სტეიკზე მოთხოვნის რაოდენობის 1 ტონით
შემცირებას. მაშასადამე სტეიკზე მოთხოვნის მრუდის დახრის კუთხე (-100)_ის [$1=100
ცენტი], ხოლო ბრინჯზე მოთხოვნის მრუდის დახრის კუთხე (-10)_ის ტოლია. თუმცა
ამავდროულად ორივე მრუდისათვის ელასტიკურობა ერთიდაიგივეა; როდესაც A-დან B
წერტილში გადავაადგილდებით ორივე შემთხვევაში ფასი 20%-ით, ხოლო მოთხოვნის
რაოდენობა 5%-ით იცვლება.

14
ნახაზი 5.

ბრინჯის ფასი ($)

როდესაც ფასი იზრდება 10 ცენტით, მოთხოვნის


რაოდენობა მცირდება 1 ტონით; დახრის კუთხე
არის -10 ცენტი ერთ ტონაზე.

მოთხოვნის რაოდენობა (ტონა)რაოდენობა


(ტონა)

სტეიკის ფასი ($) მოთხოვნის რაოდენობა (ტონა)

ოდმოთხოვნის რაოდენობა (ტონა)

მოთხოვნის რაოდენობა (ტონა)


როდესაც
ენობა ფასი იზრდება 100 ცენტით (1$),
(ტონა)
მოთხოვნის რაოდენობა მცირდება 1 ტონით;
დახრის კუთხე არის -100 ცენტი (-1$) ერთ ტონაზე.

მოთხოვნის რაოდენობა (ტონა)რაოდენობა


(ტონა)
ელასტიკურობის გამოთვლა შუა წერტილის მეთოდით
მოთხოვნის რაოდენობა
ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის გამოსათვლელად (ტონა)
მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილება უნდა შევაფარდოთ ფასის პროცენტულრაოდენობა
ოდმოთხოვნის ცვლილებასთან.
(ტონა)თავის

15 მოთხოვნის რაოდენობა (ტონა)

ენობა (ტონა)
მხრივ, ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილებების საპოვნელად ფასის
ცვლილება (∆𝑃) უნდა გავყოთ ფასის მნიშვნელობაზე (𝑃) და მოთხოვნის რაოდენობის
ცვლილება (∆𝑄𝑑 ) უნდა გავყოთ მოთხოვნის რაოდენობის მნიშვნელობაზე (𝑄𝑑 ). თუმცა, ფასისა
და მოთხოვნის რაოდენობის საწყისი მნიშვნელობები უნდა გამოვიყენოთ პროცენტული
ცვლილებების საპოვნელად თუ საბოლოო მნიშვნელობები?

ასეთ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებულია ე. წ. შუა წერტილის მეთოდის გამოყენება. ეს


მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ფასისა და რაოდენობის პროცენტული ცვლილების
დათვლისას ამ ცვლადების არც საწყის და არც საბოლოო მნიშვნელობებს არ ვიყენებთ, არამედ
ვითვლით საწყისი და საბოლოო ფასის და საწყისი და საბოლოო მოთხოვნის რაოდენობის
საშუალო მაჩვენებელს და ამ საშუალოს მიმართ ვითვლით მათ ცვლილებას.

შუა წერტილის მეთოდით ელასტიკურობის გამოსათვლელი ფორმულა შეიძლება ჩავწეროთ


შემდეგნაირად:

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ


მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება
=
საწყისი და საბოლო მოთხოვნის რაოდენობის საშუალო მნიშვნელობა
ფასის ცვლილება
÷
საწყისი და საბოლოო ფასის საშუალო მნიშვნელობა

განვიხილოთ მაგალითი. ბენზინის ფასის $20-დან $22-მდე ზრდის შედეგად მოთხოვნის


რაოდენობა 60 მლნ ბარელიდან 48 მლნ ბარელამდე შემცირდა. შუა წერტილის მეთოდით
მოთხოვნის ელასტიკურობას ფასის მიმართ ვითვლით შემდეგნაირად:
12 2
[ ]÷[ ] = 0,2222 ÷ 0,0952 = 2,33
(60 + 48)/2 (20 + 22)/2

ამგვარად, შუა წერტილის მეთოდით დათვლისას, ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის


მნიშვნელობა 2,33_ის ტოლია. საწყისი ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის გამოყენებით
დათვლისას კი ელასტიკურობის მნიშვნელობა 2-ის ტოლია.
12 2
[ ] ÷ [ ] = 0,2 ÷ 0,1 = 2
60 20
ელასტიკურობის გამოსათვლელად თუ გამოვიყენებთ საბოლოო ფასსა და საბოლოო
მოთხოვნის რაოდენობას მივიღებთ:

12 2
[ ] ÷ [ ] = 0,25 ÷ 0,0909 = 2,75
48 22
შუა წერტილის მეთოდით დათვლილი ელასტიკურობის მნიშვნელობა ყოველთვის ბოლო
ორი მეთოდით დათვლილ კოეფიციენტებს შორის იქნება.

16
ელასტიკურობის შესახებ
სხვადასხვა ფორმის მოთხოვნის მრუდის კლასიფიკაციას ეკონომისტები მოთხოვნის
ელასტიკურობის მეშვეობით ახდენენ. განვიხილოთ აღნიშნული კლასიფიკაცია უფრო
დეტალურად:

ელასტიკური და არაელასტიკური მოთხოვნა


ვამბობთ, რომ საქონელზე მოთხოვნა არის ელასტიკური თუ ამ საქონელზე ფასის მიმართ
მოთხოვნის ელასტიკურობა არის 1-ზე მეტი. მაგალითად, საზღვარგარეთ მოგზაურობის ფასის
1%-ით ზრდას შედეგად მოთხოვნის რაოდენობის 1%-ზე მეტად შემცირება მოჰყვება; რადგან
ამ შემთხვევაში ადამიანები ადგილობრივ კურორტებზე დასვენებას ამჯობინებენ. მაშასადამე
საზღვარგარეთ მოგზაურობაზე მოთხოვნა ფასის მიმართ ელასტიკურია.

ვამბობთ, რომ საქონელზე მოთხოვნა არის არაელასტიკური თუ ამ საქონელზე ფასის მიმართ


მოთხოვნის ელასტიკურობა არის 1-ზე ნაკლები. მაგალითად, კვერცხის ფასის 1%-ით ზრდას
შედეგად მოჰყვება მოთხოვნის რაოდენობის 1%-ზე ნაკლებად შემცირება; რადგან კვერცხის
ჩამნაცვლებლის მოძებნა რთულია. მაშასადამე, კვერცხზე მოთხოვნა ფასის მიმართ
არაელასტიკურია.

სრულიად ელასტიკური და სრულიად არაელასტიკური მოთხოვნა


სრულიად არაელასტიკურ მოთხოვნას ვერტიკალური მოთხოვნის მრუდი შეესაბამება. მე-6
ნახაზზე მოცემულია სრულიად არაელასტიკური მოთხოვნის მრუდის გრაფიკი. ამ
შემთხვევაში ელასტიკურობა 0-ის ტოლია, რადგან ფასის ცვლილების საპასუხოდ მოთხოვნის
რაოდენობა არ იცვლება. რეალური ცხოვრებიდან სრულიად არაელასტიკური მოთხოვნის
მაგალითია ინსულინზე მოთხოვნა. ინსულინის მომხმარებლები მის შესაძენად ნებისმიერი
ფასის გადახდისთვის არიან მზად, რადგან ინსულინს შემცვლელები არ გააჩნია.

ფასი
სრულიად
არაელასტიკური
მოთხოვნა

სრულიად ელასტიკური
მოთხოვნა

მოთხოვნის რაოდენობა

სრულიად ელასტიკური მოთხოვნის მრუდი ჰორიზონტალურია. მე-6 ნახაზზე ასევე


ნაჩვენებია სრულიად ელასტიკური მოთხოვნის მრუდის გრაფიკი. ამ შემთხვევაში

17
ელასტიკურობა უსასრულოდ დიდია. უსასრულოდ დიდი ელასტიკურობის რეალობაში
წარმოდგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამის ნაცვლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძალიან
დახრილი „თითქმის ჰორიზონტალური“ მოთხოვნის მრუდი ისეთი საქონლისათვის,
რომელსაც ძალიან ბევრი ჩამნაცვლებლები გააჩნია.

1-ელ ცხრილში შეჯამებულია ელასტიკურობის შესახებ ჩვენს მიერ ზემოთ განხილული


ტერმინები.

ცხრილი1.

ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია


ტერმინი ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის
მნიშვნელობა
სრულიად არაელასტიკური 0 (ვერტიკალური მოთხოვნის მრუდი)
არაელასტიკური 1-ზე ნაკლები
ელასტიკური 1-ზე მეტი
სრულიად ელასტიკური უსასრულობა (ჰორიზონტალური
მოთხოვნის მრუდი)

შემოსავალი და ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა


როდესაც ადამიანები $20 დოლარის ტოლი ფასის პირობებში 60 მილიონ ბარელ ბენზინს
ყიდულობენ, მათ ჯამში $1200 მილიონი ($20*60=1200) დოლარი უნდა გადაიხადონ. ამ
სიდიდის შემოსავალს მიიღებენ ნავთობის მწარმოებელი ფირმები. ფირმის მიერ მიღებული
შემოსავალი ფასის (P) და გაყიდული რაოდენობის (Q) ნამრავლის როლია (𝑃 ∗ 𝑄). ფასის
ცვლილება გავლენას ახდენს შემოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს ცხადი და
მარტივია, მნიშვნელოვანია ზუსტად გესმოდეთ თუ როგორ ახდენს ფასის ცვლილება
გავლენას ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალზე. ფასის ცვლილება ორი საპირისპირო
მიმართულებით მოქმედებს; როდესაც საქონლის ფასი იზრდება ადამიანები მეტ თანხას
იხდიან ყოველ შეძენილ ერთეულში, რაც ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალს ზრდის; თუმცა
მეორე მხრივ მაღალი ფასის პირობებში ადამიანები ნაკლები რაოდენობის საქონელს
ყიდულობენ, ეს კი ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალს ამცირებს. მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიმართ განსაზღვრავს ამ ეფექტებიდან რომელი ჭარბობს; იგი გვიჩვენებს რამდენად
იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების საპასუხოდ.

მე-7 ნახაზზე გრაფიკულადაა მოცემული ფასის ცვლილების გავლენა შემოსავალზე. ნახაზის


ზედა გრაფიკზე განხილულ მაგალითში ფასის ცვლილებისას ფირმის მიერ მიღებული
შემოსავალი $1,2 მილიარდი დოლარიდან ($20 ∗ 60მლნ = $1.2მლრდ)$1.056 მილიარდ
დოლარამდე მცირდება ($22 ∗ 48მლნ = $1.056მლრდ). მაშასადამე ფასის ზრდის მიუხედავად
ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი $144 მილიონი დოლარით შემცირდა. მოდით ეს შედეგი
შევადაროთ ამავე ნახაზის ქვედა გრაფიკზე განხილულ მაგალითს. ამ შემთხვევაში ფირმის
მიერ მიღებული შემოსავალი $1,2 მილიარდი დოლარიდან $1,254 მილიარდ დოლარამდე
($22 ∗ 57მლნ = $1.254მლრდ), $54 მილიონი დოლარით იზრდება. მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ 7 ნახაზის ზედა გრაფიკზე განხილულ მაგალითში 2-ის ტოლი,

18
ხოლო ამავე ნახაზის ქვედა გრაფიკზე განხილულ მაგალითში 0.5-ის ტოლია (შეგიძლიათ
შეამოწმოთ ნამდვილად ასეა თუ არა). ამ მაგალითიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ფასის ზრდას
შედეგად ფირმის მიერ მიღებული შემოსავლის შემცირება მოჰყვება მაშინ, როდესაც
მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე მეტია; ამის საპირისპიროდ ფასის ზრდას
შედეგად ფირმის მიერ მიღებული შემოსავლის ზრდა მოჰყვება მაშინ, როდესაც მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე ნაკლებია.

საინტერესოა, ყოველთვის ასე ხდება ეს? ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალსა და ფასის
მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობას შორის კავშირი შეგვიძლია განვიხილოთ მარტივი,
წრფივი მოთხოვნის მრუდის შემთხვევისათვის, რომელიც მე-8 ნახაზზეა მოცემული. წრფივი
მოთხოვნის მრუდის დახრილობა მუდმივია მრუდის ყოველ წერტილში - ფასის $1 დოლარით
ცვლილება მოთხოვნის რაოდენობას ყოველთვის 2 ერთეულით ცვლის.

თუ თქვენ მრუდის ყოველი წერტილისათვის დაითვლით მოთხოვნის ელასტიკურობას ფასის


მიმართ აღმოაჩენთ, რომ $5 დოლარის ტოლი ფასისა და 10 ერთეული მოთხოვნის
რაოდენობის შესაბამის წერტილში ელასტიკურობა 1-ის ტოლია. ამ წერტილში ფასის $1
დოლარით ცვლილება (რაც ფასის 20%-ით ცვლილებას გულისხმობს) მოთხოვნის
რაოდენობას 2 ერთეულით ცვლის (მოთხოვნის რაოდენობა 20%-ით იცვლება). ამ წერტილის
მარცხნივ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე მეტია. მაგალითად, $6 დოლარის
ტოლი ფასისა და 8 ერთეული მოთხოვნის რაოდენობის შემთხვევაში ფასის $1 დოლარით
ცვლილება კვლავ 2 ერთეულით ცვლის მოთხოვნას; თუმცა ამ შემთხვევაში ფასი
$1
პროცენტულად ნაკლები სიდიდით იცვლება ( ∗ 100 = 16.66% < 20%), ხოლო მოთხოვნის
$6
2
რაოდენობა პირიქით, პროცენტულად უფრო მეტად იცვლება ( ∗ 100 = 25% > 20%).
8
მაშასადამე ამ შემთხვევაში მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე მეტია. ამ
წერტილის მარჯვნივ პირიქით, ელასტიკურობა 1-ზე ნაკლებია. როდესაც ფასი $4 დოლარის,
ხოლო მოთხოვნის რაოდენობა 12 ერთეულის ტოლია, ფასის $1 დოლარით ცვლილება
მოთხოვნის რაოდენობას კვლავ 2 ერთეულით შეცვლის თუმცა ფასის პროცენტული
$1
ცვლილება ამ შემთხვევაში მაღალია ( ∗ 100 = 25% > 20%), ხოლო მოთხოვნის რაოდენობის
$4
$2
პროცენტული ცვლილება პირიქით, დაბალია ( ∗ 100 = 16.67% < 20%). მაშასადამე,
$12
მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე ნაკლებია.

19
ნახაზი 7. ნავთობზე ფასის ზრდის გავლენა ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალზე.

მე-7 ნახაზზე და მე-3 ნახაზზე მოცემული გრაფიკები ერთიდაიგივეა. მათ შორის მხოლოდ
მასშტაბშია განსხვავება იმ მიზეზით, რომ ფასის ცვლილების გავლენა ფირმის მიერ მიღებულ
შემოსავალზე ნათლად ვაჩვენოთ. ფასის ცვლილება შემოსავალს ერთდროულად ორი
საპირისპირო მიმართულებით ცვლის ისე, როგორც ეს გრაფიკებზეა ნაჩვენები
გაფერადებული მართკუთხედებით. ფასის ზრდა ერთი მხრივ შემოსავალს ზრდის
(ნაცრისფერი მართკუთხედი). მაგრამ ფასის ზრდის გამო მოთხოვნის რაოდენობა მცირდება,
რაც შემოსავალს ამცირებს (ვარდისფერი მართკუთხედი). ზედა გრაფიკზე განხილულ
მაგალითში ელასტიკურობა 1-ზე მეტია: ფასის ზრდის წმინდა ეფექტი შემოსავლის
შემცირებაა. ქვედა გრაფიკზე განხილულ მაგალითში კი პირიქით, ელასტიკურობა 1-ზე
ნაკლებია: ფასის ზრდის წმინდა ეფექტი შემოსავლის ზრდაა.

20
ნახაზი 8. ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი და მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ
წრფივი მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში.

ზედა გრაფიკზე, ელასტიკურობა მრუდის მარჯვენა ნაწილში 1-ზე ნაკლები, ხოლო მარცხენა
ნაწილში 1-ზე მეტია. ფასის ზრდას შედეგად ფირმის მიერ მიღებული შემოსავლის შემცირება
მოჰყვება იმ შემთხვევაში, როდესაც ელასტიკურობა 1-ზე მეტია; ისე, როგორც ეს ნაჩვენებია
ქვედა გრაფიკზე.

ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის ნამრავლით თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაითვალოთ


მრუდის ყოველი წერტილის შესაბამისი შემოსავლის სიდიდე ფირმისათვის. 8 ნახაზის ქვედა
გრაფიკი გვიჩვენებს ფირმის მიერ მიღებული შემოსავლის მოთხოვნის რაოდენობაზე
დამოკიდებულებას. როდესაც ფასი $10 დოლარის, ხოლო მოთხოვნის რაოდენობა 0-ის
ტოლია, ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი 0-ის ტოლია. მოთხოვნის რაოდენობის

21
ზრდასთან ერთად ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი საწყის ეტაპზე იზრდება, ხოლო
გარკვეული ზღვარის მიღწევის შემდეგ შემცირებას იწყებს. საბოლოოდ, როდესაც მოთხოვნის
რაოდენობა 20 ერთეულს, ხოლო ფასი $0 დოლარს უტოლდება, ფირმის მიერ მიღებული
შემოსავალი 0-მდე მცირდება. საინტერესოა, რომ მოთხოვნის მრუდის იმ მონაკვეთზე, სადაც
ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე მაღალია ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი
მოთხოვნის რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება. ანალოგიურად მრუდის იმ
მონაკვეთზე, სადაც მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ 1-ზე ნაკლებია, ფირმის მიერ
მიღებული შემოსავალი მოთხოვნის რაოდენობის ზრდასთან ერთად მცირდება. 2 ცხრილი
შეჯამებას უკეთებს ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალსა და ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობას შორის დამოკიდებულებას. ფასის ზრდა იწვევს შემოსავლის ზრდას,
როდესაც ელასტიკურობა 1-ზე ნაკლებია და პირიქით, ფასის ზრდას შედეგად მოჰყვება
შემოსავლის შემცირება, როდესაც ელასტიკურობა 1-ზე მეტია.

ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობასა და ფირმის მიერ მიღებულ შემოსავალს შორის


არსებული დამოკიდებულების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ფასის ზრდის ან შემცირების
შედეგების შესაფასებლად ფირმამ უნდა იცოდეს მის საქონელზე ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის სიდიდე. მაგალითად, 2003 წელს შემოსავლების ზრდის მიზნით
ავიაკომპანია United Airlines-მა ბიზნეს კლასის ბილეთებზე 40%-იანი ფასდაკლება დააანონსა.
როგორ ფიქრობთ, ფასის შემცირების გამო მეტი რაოდენობით ბიზნესმენი იყიდიდა ბიზნეს
კლასის ბილეთს? თუ ასე მოხდებოდა, გაიზრდებოდა თუ შემცირდებოდა United Airlines-ის
შემოსავლები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნეს კლასის ბილეთებზე მოთხოვნის
ელასტიკურობის სიდიდეზე. უკაბელო მობილური ტელეფონების განვითარებამ საკაბელო
ტელეფონებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. მოთხოვნის აღნიშნული შემცირების
შემდეგ, 2001 წელს SBC Communications Inc.-მა საკაბელო ტელეფონით მომსახურების ფასები
გაზარდა. როგორ ფიქრობთ, საკაბელო ტელეფონის მომსახურებაზე ფასის ზრდა როგორ
შეცვლიდა SBC Communications Inc.-ის შემოსავლებს? პასუხი ამ შემთხვევაშიც
დამოკიდებულია ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდეზე.

ცხრილი 2. შემოსავლები და ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა.

ელასტიკურობა ფასის ზრდის გავლენა ფასის შემცირების გავლენა


ფირმის მიერ მიღებულ ფირმის მიერ მიღებულ
შემოსავალზე შემოსავალზე
1-ზე ნაკლები (<1) შემოსავალი იზრდება შემოსავალი მცირდება
1-ის ტოლი (=1) შემოსავალი არ იცვლება შემოსავალი არ იცვლება
1-ზე მეტი (>1) შემოსავალი მცირდება შემოსავალი იზრდება

თუკი ბიზნეს კლასის ბილეთებზე მოთხოვნა ფასის მიმართ ელასტიკურია, ფასის შემცირებას
შედეგად United Airlines-ის შემოსავლების ზრდა მოჰყვებოდა. ანალოგიურად, თუკი საკაბელო
ტელეფონის მომსახურებაზე მოთხოვნა ფასის მიმართ არაელასტიკურია, მაშინ საკაბელო
ტელეფონის მომსახურების ფასის ზრდას შედეგად SBC Communications Inc.-ის შემოსავლების
ზრდა მოჰყვებოდა. როგორ შეიძლებოდა United Airlines-ს ან SBC Communications Inc.-ს

22
თავიანთ საქონელზე მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდე სცოდნოდათ? ამ თავის მომდევნო
ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ელასტიკურობის განმსაზღვრელ ფაქტორებს. ამ ნაწილის
წაკითხვის შემდეგ თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის გაანალიზება თუ რომელი ფირმისთვის
იქნება მოთხოვნა ფასის მიმართ ელასტიკური და რომლისთვის არაელასტიკური.

რა განსაზღვრავს ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდეს?


მე-3 ცხრილში მოცემულია ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის მნიშვნელობები
რამდენიმე საქონლისათვის. მაგალითად, სამკაულებისათვის ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობა 2.6-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ სამკაულებზე ფასის 1%-ით ზრდა მოთხოვნის
რაოდენობას 2.6%-ით შეამცირებს. სხვა საქონლებთან შედარებით სამკაულებზე მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ მაღალია. მეორეს მხრივ კვერცხზე მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიმართ ძალიან მცირეა. კვერცხის ფასის 1%-ით ზრდა მოთხოვნის რაოდენობას
მხოლოდ 0.1%-ით ამცირებს.

ცხრილი 3. ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის შეფასებული მნიშვნელობები.

საქონელი/მომსახურება მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ


სამკაულები 2,6
კვერცხი 0,1
უცხოეთში მოგზაურობა 1,2
სიგარეტი (18-24 წლის ასაკის 0,6
მომხმარებლებისთვის)
სიგარეტი (25-39 წლის ასაკის 0,4
მომხმარებლებისთვის)
სიგარეტი (40 წლის და უფროსი ასაკის 0,1
მომხმარებლებისთვის)
ბენზინი (მოკლევადიან პერიოდში) 0,2
ბენზინი (გრძელვადიან პერიოდში) 0,7

რატომ განსხვავდება სხვადასხვა საქონლისათვის ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის


მნიშვნელობები?

 ჩანაცვლების შესაძლებლობები. ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის


განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია ჩამნაცვლებლების ხელმისაწვდომობა. ფასის
ზრდისას ადამიანებს შეუძლიათ საქონლის ჩანაცვლება? თუკი ჩანაცვლება იოლია,
მაშინ ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობაც მაღალი იქნება. უცხოეთში
დასვენებას კარგი ჩამნაცვლებელი აქვს: ადგილობრივ კურორტზე დასვენება.
მეორე მხრივ კვერცხზე მოთხოვნის დაბალი ელასტიკურობა ფასის მიმართ
გამოწვეულია კვერცხის ჩამნაცვლებლების არარსებობით. კვერცხის მოყვარულებმა
იციან, რომ იგი ერთადერთია; სინთეტიკური კვერცხი ბუნებრივის კარგი
ჩამნაცვლებელი არაა. ამიტომაც კვერცხზე მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ
დაბალია. ადამიანები იყიდიან კვერცხს იმ შემთხვევაშიც, თუ ფასი დიდად
გაიზრდება.

23
ჩანაცვლების შესაძლებლობა ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, პირველადი
მოთხოვნილების საქონელს ეხება საქმე თუ ფუფუნების საგანს. საკვების შესანახად
მაცივრის კარგი ჩამნაცვლებელი არ არსებობს. თუმცა ლამაზი ვიზუალის და
სამზარეულოს გემოვნებაზე მორგებული მაცივარი შეიძლება ფუფუნების საგნად
ჩაითვალოს; განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე მაცივარზე მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ შესაბამისად მაღალი იქნება.
 ძვირადღირებული და იაფფასიანი საგნები. თუკი საქონლის შესაძენად ადამიანებს
შემოსავლის დიდი ნაწილის დახარჯვა უხდებათ, ამ საქონელზე მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ მაღალი იქნება. მაგალითად, თუ საზღვარგარეთ
გამგზავრების ფასი გაორმაგდება, ბევრი ადამიანი უბრალოდ ვეღარ შეძლებს
საზღვარგარეთ გამგზავრებას. მეორე მხრივ, თუკი საქონლის შესაძენად ადამიანებს
თავიანთი შემოსავლის მცირე ნაწილი ეხარჯებათ, ამ საქონელზე მოთხოვნის
ელასტიკურობა ფასის მიმართ დაბალი იქნება. მაგალითად, თუკი კვერცხის ფასი
გაორმაგდება, ადამიანთა უმეტესობა კვლავ შეძლებს იმავე რაოდენობის კვერცხის
შეძენას, რამდენსაც ფასის გაზრდამდე ყიდულობდა.
 ფასის დროებითი და პერმანენტული ცვლილებები. თუ ცნობილია რომ საქონელზე
ფასის ცვლილება დროებითია, ადამიანები ამ საქონელს წინასწარ, ფასის
ცვლილებამდე ან მოგვიანებით, ცვლილების შემდეგ შეიძენენ. შესაბამისად ფასის
მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა მაღალი იქნება. მაგალითად, თუ საკერავი
მანქანების მაღაზია 1 დღიან ფასდაკლებას გამოაცხადებს, მაშინ იმ ადამიანთა დიდი
ნაწილი, ვინც საკერავი მანქანის ყიდვას აპირებდა სწორედ ფასდაკლების დღეს შეიძენს
აღნიშნულ ნივთს.
მეორე მხრივ, თუკი საკერავი მანქანის ფასის შემცირება პერმანენტულია (მუდმივია),
ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა დაბალი იქნება. ადამიანები, რომლებმაც
იციან, რომ ფასი მომავალშიც შემცირებული დარჩება, არ იჩქარებენ საქონლის შეძენას.
 განსხვავებები გემოვნებაში. საქონლის ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა
შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისათვის. მაგალითად,
სიგარეტის ახალგაზრდა მწეველები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დამოკიდებულნი
სიგარეტზე, მეტად მგრძნობიარენი არიან სიგარეტის ფასის ცვლილების მიმართ,
ვიდრე ასაკიანი მწეველები. 3 ცხრილიდან ვხედავთ, რომ 18-24 წლის ასაკის
ახალგაზრდა მწეველებისათვის სიგარეტზე მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ
გაცილებით მაღალია, ვიდრე 40 წელს გადაცილებული მწეველებისათვის.
 მოკლევადიანი და გრძელვადიანი ელასტიკურობა. ხშირ შემთხვევაში ფასის მიმართ
მოთხოვნის ელასტიკურობა დაბალია ფასის ცვლილების მომენტში, თუმცა იზრდება
დროთა განმავლობაში. სწორედ ამის გამო ეკონომისტები განასხვავებენ მოკლევადიან
და გრძელვადიან ელასტიკურობას. მოკლევადიანი პერიოდი არის დროის პერიოდი,
რომელშიც ადამიანები ვერ ასწრებენ ბაზარზე მომხდარ ცვლილებებთან შეგუებას
და/ან ისევ ძველი ჩვევების მიხედვით მოქმედებენ. გრძელვადიანი პერიოდი კი არის
დროის პერიოდი, რომელიც ადამიანებს ცვლილებებთან შესაგუებლად და/ან ძველი
ჩვევების შესაცვლელად ესაჭიროებათ.

24
ფასის ცვლილების შემდეგ ახალ სიტუაციაზე მორგებას დრო სჭირდება. მაგალითად,
საწვავის ფასების ზრდას მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა მოთხოვნის რაოდენობის
შემცირება მოჰყვეს; მიუხედავად იმისა, რომ ეს მოუხერხებელი იქნება, მოკლევადიან
პერიოდში ადამიანებმა შესაძლოა ნაკლები იარონ მანქანით და უფრო ხშირად
გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკონომიურად ხარჯონ ბუნებრივი აირი
სახლის გასათბობად და ა. შ. გრძელვადიან პერიოდში კი როდესაც ადამიანები ახალი
მანქანის შეძენის ან გათბობის ახალი სისტემის დაყენების საკითხს გადაწყვეტენ მათ
შესაძლოა ენერგოეფექტური და/ან ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანა და
გათბობის სისტემა შეიძინონ. შესაბამისად ფასის ზრდის გამო საწვავზე მოთხოვნის
რაოდენობა გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტი სიდიდით შემცირდება (ნახაზი 3).
ისეთი ჩვევები, რომლებზე უარის თქმაც რთულია ასევე ახდენენ გავლენას
მოკლევადიან და გრძელვადიან ელასტიკურობებს შორის განსხვავებაზე. სიგარეტზე
ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ შესაძლოა მოთხოვნის რაოდენობა უმნიშვნელოდ
შეამციროს, რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ სწრაფად დაანებონ თავი მოწევას. თუმცა
დროთა განმავლობაში მაღალმა ფასმა შესაძლოა ზოგიერთ მწეველს მოწევისთვის
თავის დანებება გადააწყვეტინოს და ამასთან, დამწყებ მწეველებს ნაკლები სტიმული
შეუქმნას სიგარეტის მოსაწევად. ამგვარად სიგარეტზე მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიმართ გრძელვადიან პერიოდში უფრო მაღალია მოკლევადიან პერიოდთან
შედარებით.
თქვენი ცოდნის შესამოწმებლად ელასტიკურობის განმსაზღვრელი ფაქტორების
შესახებ, მოდით განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. 2004 წლის ზაფხულში
კინოინდუსტრიის შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით
იყო გაზრდილი. შემოსავლების ზრდის პარალელურად აღმოჩნდა, რომ გაყიდული
ბილეთების რაოდენობა 1%-ით შემცირდა. როგორ არის შესაძლებელი ბილეთების
გაყიდვების შემცირების პირობებში შემოსავლების ზრდა? ბილეთების ფასი უნდა
გაზრდილიყო. ამასთან, კინოს ბილეთებზე მოთხოვნა ფასის მიმართ არაელასტიკური
უნდა იყოს ისე, რომ ფასის ზრდის ეფექტმა გადაფაროს მოთხოვნის რაოდენობის
შემცირების ეფექტი. ლოგიკურია ასეთი რამ კინოინდუსტრიისთვის? მიზანშეწონილია
ჩავთვალოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ახალი ფილმის გამოსვლას მოუთმენლად
ელოდება და მას აუცილებლად კინოთეატრში ნახულობს; ამასთან, კინოთეატრის
ბილეთის შესაძენად დახარჯული თანხა ადამიანების შემოსავლებში დიდ წილს არ
იკავებს. მაშასადამე, კინოს ბილეთებზე მოთხოვნა ფასის მიმართ არაელასტიკურია.
General Motors Corporation-მა 2002 წელს განაცხადა, რომ მისი შემოსავლები წინა
წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში General Motors-მა კლიენტებს
მანქანებზე ფასდაკლება შესთავაზა. როგორაა შესაძლებელი ფასის შემცირების
პარალელურად შემოსავლების ზრდა? ამ შემთხვევაში მოთხოვნა ფასის მიმართ
ელასტიკური უნდა იყოს, რათა ფასის შემცირების საპასუხოს მოთხოვნის რაოდენობა
შესაბამისი სიდიდით გაიზარდოს და ფასის შემცირებით გამოწვეული შემოსავლის
შემცირების ეფექტი გადაფაროს. ლოგიკურია ასეთი რამ General Motors-ისთვის?
მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ General Motors-ის მანქანებს ბევრი ჩამნაცვლებელი
ჰყავს და ამასთან მანქანის ყიდვისთვის გადახდილი თანხა ადამიანების შემოსავლებში

25
დიდ წილს იკავებს. ამის გამო General Motors-ის მანქანებზე მოთხოვნა ფასის მიმართ
ელასტიკურია.

მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლისა და ჯვარედინი ფასების მიმართ


შეგახსენებთ, რომ ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
მოძრაობას ეხება. წინა ლექციაზე ჩვენ განვიხილეთ მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობასა
და მრუდი გადაადგილებას შორის განსხვავება. მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება იმ
შემთხვევაში, როდესაც ფასის გარდა ნებისმიერი სხვა ფაქტორის ცვლილება - მაგალითად
მომხმარებელთა შემოსავლის ცვლილება - გავლენას ახდენს მოთხოვნაზე.

ელასტიკურობის დათვლა შესაძლებელია მომხმარებელთა შემოსავლის ცვლილების


საპასუხოდ მოთხოვნის ცვლილებისთვისაც. თუმცა ელასტიკურობის ეს მაჩვენებელი
განსხვავდება ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობისგან. მოთხოვნის ელასტიკურობა
შემოსავლის მიმართ გვიჩვენებს რამდენი პროცენტით იცვლება მოთხოვნის რაოდენობა
მომხმარებელთა შემოსავლის 1%-ით ცვლილებისას. აღნიშნული შეგვიძლია ფორმულის
სახით შემდეგნაირად ჩავწეროთ:

მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ


მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილება
=
შემოსავლის პროცენტული ცვლილება
მაგალითად, თუ მომხმარებელთა შემოსავალი იზრდება 10%-ით და ამავდროულად
სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის რაოდენობა ყოველი მოცემული ფასის პირობებში
იზრდება 15%-ით, მაშინ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის ელასტიკურობა
შემოსავლის მიმართ 1.5-ის ტოლია. მე-4 ცხრილში მოცემულია სხვადასხვა საქონლისათვის
შემოსავლის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის შეფასებული მნიშვნელობები.

ცხრილი 4. შემოსავლის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის შეფასებული მნიშვნელობები.

საქონელი/მომსახურება მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის


მიმართ
საკვები 0,58
ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0,88
ტრანსპორტი 1,18
სამედიცინო მომსახურება 1,35
დასვენება 1,42

როგორც წინა ლექციაზე ვთქვით, მომხმარებელთა შემოსავლის ზრდა საქონლის


უმეტესობაზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. თუკი თქვენი შემოსავალი იზრდება, სავარაუდოდ
კინოს ბილეთებზე თქვენი მოთხოვნა ყოველი მოცემული ფასის პირობებში გაიზრდება.
გაიხსენეთ, რომ ნორმალური საქონელი ეწოდება საქონელს, რომელზე მოთხოვნაც
შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება. თუმცა ზოგიერთი საქონლის შემთხვევაში
შემოსავლის ზრდას შედეგად მოთხოვნის შემცირება მოჰყვება; ასეთ საქონელს მდარე

26
საქონელს ვეძახით. მდარე საქონლისთვის მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ
უარყოფითია.

ელასტიკურობის კიდევ ერთი სახე, რომელიც შემოსავლის მიმართ მოთხოვნის


ელასტიკურობის მსგავსად მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას ეხება, ეს არის მოთხოვნის
ელასტიკურობა ჯვარედინი ფასის მიმართ. მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასების
მიმართ განისაზღვრება როგორც მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილების
შეფარდება სხვა საქონლის (დაკავშირებული საქონლის) ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
მაგალითად, სკეიტბორდის ფასის ზრდას შედეგად ყოველი მოცემული ფასის პირობებში
ველოსიპედებზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვება, რადგან მომხმარებელთა ნაწილი სკეიტბორდის
ნაცვლად ველოსიპედს შეიძენს. ამ მაგალითში სკეიტბორდი და ველოსიპედი
ჩამნაცვლებლები არიან. ჩამნაცვლებლებისთვის მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი
ფასის მიმართ დადებითია. მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასის მიმართ შეიძლება
საპირისპირო ნიშნითაც არსებობდეს. მაგალითად, ველოსიპედის ჩაფხუტის ფასის ზრდას
შესაძლოა შედეგად ველოსიპედებზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვეს. ველოსიპედი და
ველოსიპედის ჩაფხუტი შემავსებელი საქონელია. შემავსებლებისათვის მოთხოვნის
ელასტიკურობა ჯვარედინი ფასის მიმართ უარყოფითია.

შეჯამება
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ გვიჩვენებს საქონლის ფასის 1%-ით
ცვლილებისას მოთხოვნის რაოდენობის პროცენტულ ცვლილებას. ელასტიკურობის
გამოყენებით შესაძლებელია განვსაზღვროთ თუ რა სიდიდით შეიცვლება საქონლის
ფასი ფირმის მიერ ამ საქონლის მიწოდების ცვლილებისას. ასევე შეგვიძლია
განვსაზღვროთ თუ რა სიდიდით შეიცვლება ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი
საქონელზე ფასის ცვლილებისას.
 ზომის ერთეულები ელასტიკურობის სიდიდეზე გავლენას არ ახდენს, რადგან
ელასტიკურობა მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული ცვლილებისა და ფასის
პროცენტული ცვლილების ფარდობას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, ელასტიკურობა
ზომავს თუ რამდენი პროცენტით შეიცვლება მოთხოვნის რაოდენობა, ფასის 1%-ით
ცვლილებისას.
 ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში მოთხოვნის ელასტიკურობა
ფასის მიმართ უსასრულო, ხოლო ვერტიკალური მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში -
ნულის ტოლია. პროდუქტების უმეტესობისთვის ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის სიდიდე ამ ორ უკიდურესობას შორისაა. როდესაც ფასის მიმართ
მოთხოვნის ელასტიკურობა 1-ზე მეტია, ვამბობთ რომ მოთხოვნა ელასტიკურია, ხოლო
როდესაც 1-ზე ნაკლებია ვამბობთ, რომ მოთხოვნა არაელასტიკურია.
 დაღმავალი მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის სიდიდე და მრუდის დახრილობა ერთიდაიგივე არაა. წრფივი
დაღმავალი მოთხოვნის მრუდის თითოეულ წერტილში ელასტიკურობა სხვადასხვაა.
 ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის სიდიდე დამოკიდებულია
ჩამნაცვლებლების ხელმისაწვდომობაზე, საქონლის შესაძენად გაწეული დანახარჯის

27
წილზე მომხმარებლის შემოსავალში და ფასის ცვლილების ხანგრძლივობაზე
(დროებით იცვლება ფასი თუ პერმანენტულად).
 მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ ეხება მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
მოძრაობას, მაშინ როდესაც მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ ეხება
შემოსავლის ცვლილების შედეგად მოთხოვნის მრუდის გადაადგილებებს. უმეტეს
შემთხვევებში მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ დადებითია, რადგან
საქონლის უმრავლესობა ნორმალური საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება.
 მოთხოვნის ელასტიკურობა ჯვარედინი ფასის მიმართ ასევე მოთხოვნის მრუდის
გადაადგილებებს ეხება; ოღონდ ამ შემთხვევაში დაკავშირებული საქონლის ფასის
ცვლილების შედეგად გამოწვეულ მოთხოვნის მრუდის გადაადგილებებს.

მიწოდების ელასტიკურობა
იმის ცოდნა, თუ რამდენად მგრძნობიარეა მიწოდების რაოდენობა ფასის ცვლილების მიმართ
არანაკლებ მნიშვნელოვანია. მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ გვიჩვენებს თუ
რამდენად მგრძნობიარეა მიწოდების რაოდენობა ფასის ცვლილების მიმართ. „ფასის მიმართ
მიწოდების ელასტიკურობას“ ზოგჯერ უბრალოდ „მიწოდების ელასტიკურობას“ ეძახიან.
შეგახსენებთ, რომ მიწოდება აღწერს ბაზარზე საქონლის მწარმოებელი ფირმების ქცევას.
მიწოდების მაღალი ელასტიკურობა ფასის მიმართ გულისხმობს, რომ ფასის ზრდისას
ფირმები საქონლის მიწოდებას უფრო დიდი რაოდენობით ზრდიან. ამის საპირისპიროდ
მიწოდების დაბალი ელასტიკურობა ფასის მიმართ გულისხმობს, რომ ფასის ზრდისას
ფირმები მიწოდების რაოდენობას მცირედით ზრდიან.

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ განისაზღვრება, როგორც მიწოდების რაოდენობის


პროცენტული ცვლილების ფარდობა ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. არნიშნული
ფორმულის სახით შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ:

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ


მიწოდების რაოდენობის პროცენტული ცვლილება
=
ფასის პროცენტული ცვლილება
მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ ეხება ერთი კონკრეტული საქონლის მიწოდების
მრუდს, მაგალითად ბენზინის ან ვიდეოთამაშების მიწოდების მრუდს. ფასის მიმართ
მიწოდების ელასტიკურობის დათვლისას ვაკეთებთ დაშვებას, რომ ფასის გარდა ყველა სხვა
ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდებაზე, უცვლელია. თუკი ვიდეოთამაშების
მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ 0.5-ის ტოლია ეს ნიშნავს, რომ ვიდეოთამაშებზე
ფასის 10%-ით ზრდა მიწოდების რაოდენობის 5%-ით (0.5*10%=5%) გაზრდას გამოიწვევს.

მიწოდების ელასტიკურობის გამოყენება


ყველა მახასიათებელი, რომელიც გააჩნია ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობას, ასევე
გააჩნია ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობასაც. მიწოდების ელასტიკურობა ფასის
მიმართ აღვნიშნოთ 𝑒𝑠 სიმბოლოთი. შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ:
∆𝑄𝑠 ∆𝑃 ∆𝑄𝑠 /𝑄𝑠
𝑒𝑠 = ÷ =
𝑄𝑠 𝑃 ∆𝑃/𝑃

28
სადაც: 𝑄𝑠 მიწოდების რაოდენობა, ხოლო 𝑃 ფასია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიწოდების
ელასტიკურობა ფასის მიმართ წარმოადგენს მიწოდების რაოდენობის პროცენტული
ცვლილების შეფარდებას ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. ყურადღება მიქციეთ ამ
ფორმულისა და ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის ფორმულის მსგავსებას.
ფორმულებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთ შემთხვევაში მიწოდების
რაოდენობას (𝑄𝑠 ) ვიყენებთ, ხოლო მეორე შემთხვევაში მოთხოვნის რაოდენობას (𝑄𝑑 ).
მაშასადამე, ყველაფერი რაც ვისაუბრეთ ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის შესახებ,
სამართლიანია მიწოდების ელასტიკურობისთვისაც. ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის მსგავსად, მიწოდების ელასტიკურობაც არაა დამოკიდებული ზომის
ერთეულებზე. მიწოდების ელასტიკურობა და მიწოდების მრუდის დახრილობა
ერთიდაიგივე არაა.

იმის გამო, რომ მიწოდების ელასტიკურობა თავისი არსით მოთხოვნის ელასტიკურობის


ანალოგიურია, ჩვენ ამ მაჩვენებელზე ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ. პირველ რიგში
განვიხილოთ ექსტრემალური შემთხვევები: სრულიად ელასტიკური და სრულიად
არაელასტიკური მიწოდება და ამის შემდეგ მაგალითის გამოყენებით განვიხილოთ ფასის
მიმართ მიწოდების ელასტიკურობის ცოდნის მნიშვნელობაზე.

სრულიად ელასტიკური და სრულიად არაელასტიკური მიწოდება.


მოთხოვნის მსგავსად შესაძლებელია, რომ მიწოდებაც სრულიად ელასტიკური ან სრულიად
არაელასტიკური იყოს ისე, როგორც ეს ნაჩვენებია მე-9 ნახაზზე. ვერტიკალური მიწოდების
მრუდი ასახავს სრულიად არაელასტიკურ მიწოდებას; ამ შემთხვევაში ელასტიკურობა 0-ის
ტოლია. ასეთი მიწოდების მრუდი რეალობაში არც ისე იშვიათია. მაგალითად, მხოლოდ ერთი
მონა ლიზა არსებობს. ფასის ზრდას შედეგად არ მოჰყვება მონა ლიზას მიწოდების
რაოდენობის გაზრდა. თუმცა, ბაზარზე არსებულ საქონელთა უმეტესობისათვის მიწოდების
მრუდი ვერტიკალური არაა. ყავის ფასის ზრდა სტიმულს აძლევს ყავის მწარმოებლებს, რომ
გამოიყენონ მეტი რაოდენობის სასუქი, დაიქირაონ მეტი მუშახელი და გააშენონ ყავის ახალი
პლანტაციები. მაშასადამე, ფასის ზრდასთან ერთად მიწოდების რაოდენობაც იზრდება.

სრულიად ელასტიკურ მიწოდებას ჰორიზონტალური მიწოდების მრუდი შეესაბამება.


ჰორიზონტალური მიწოდების მრუდის ინტუიციის გაგება უფრო იოლია „თითქმის
ჰორიზონტალური“ მიწოდების მრუდის განხილვით, რომელსაც ფასის მიმართ ძალიან
მაღალი ელასტიკურობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში ფასის მცირე სიდიდით ზრდას შედეგად
მოთხოვნის რაოდენობის უზარმაზარი ზრდა მოჰყვება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობა.


მოდით განვიხილოთ ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობის ცოდნის მნიშვნელობა. მე-
10 ნახაზზე მოცემულია ორი განსხვავებული მიწოდების მრუდი ყავის ბაზრისთვის.
ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია მსოფლიო ბაზარზე ყავის მიწოდების რაოდენობა
(მილიარდ ფუნტებში); ვერტიკალურ ღერძზე კი გადაზომილია 1 ფუნტი ყავის ფასი
(დოლარებში). ნახაზის ზედა გრაფიკზე მოცემული მრუდისათვის ყავის მიწოდების
რაოდენობა ძალიან მგრძნობიარეა ფასის მიმართ; ე. ი. ყავის მიწოდების ელასტიკურობა ფასის

29
მიმართ მაღალია. ამავე ნახაზის ქვედა გრაფიკზე მოცემული მიწოდების მრუდისათვის, ფასის
მიმართ მიწოდების ელასტიკურობა გაცილებით მცირეა.

ნახაზი 9. სრულიად ელასტიკური და სრულიად არაელასტიკური მიწოდების მრუდები.

მიწოდების მრუდი ვერტიკალურია და ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობა 0-ის ტოლია


მაშინ, როდესაც ფასის ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს მიწოდების რაოდენობაზე; ამ
შემთხვევაში ვამბობთ, რომ მიწოდება სრულიად არაელასტიკურია. როდესაც ფასის მცირე
ცვლილებას შედეგად მიწოდების რაოდენობის უზარმაზარი ცვლილება მოჰყვება, მიწოდების
მრუდი ჰორიზონტალურია; ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ მიწოდება სრულიად
ელასტიკურია.

30
ნახაზი 10. ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობის სხვადასხვა მნიშვნელობები.

ზედა გრაფიკზე მიწოდების რაოდენობა გაცილებით უფრო მგრძნობიარეა ფასის ცვლილებიც


მიმართ, ვიდრე ქვედა გრაფიკზე. ქვედა გრაფიკის A და C წერტილებთან შედარებით
მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ უფრო მაღალია.

მიწოდების ელასტიკურობის ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება, რომ ვიპოვოთ მოთხოვნის ცვილებით


გამოწვეული ფასის ცვლილების სიდიდე. მე-11 ნახაზზე განხილულ მაგალითში ყავაზე
მოთხოვნა მცირდება. თუკი მიწოდების ელასტიკურობა მაღალია, როგორც ეს ზედა გრაფიკზე
განხილულ მაგალითშია მოცემული, ფასი შედარებით ნაკლებად იცვლება. ქვედა გრაფიკზე
განხილულ მაგალითში კი პირიქით, იმის გამო რომ მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ
დაბალია, მოთხოვნის ცვლილების შედეგად ფასი დიდად იცვლება. მიწოდების მაღალი
ელასტიკურობის პირობებში ფასის მცირე ცვლილებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ
ფირმებმა მიწოდების რაოდენობა მკვეთრად შეცვალონ.

31
ნახაზი 11. ფასის მიმართ მიწოდების ელასტიკურობის მნიშვნელობა

მოთხოვნის ცვლილებისას ბაზარზე ფასიც იცვლება. თუკი მიწოდების ელასტიკურობა ფასის


მიმართ მაღალია, ფასი მცირედით შეიცვლება. ამის საპირისპიროდ, თუკი მიწოდების
ელასტიკურობა ფასის მიმართ დაბალია, მოთხოვნის ცვლილება ფასს დიდად შეცვლის.

შეჯამება
 მიწოდების ელასტიკურობა გვიჩვენებს მიწოდების რაოდენობის მგრძნობელობას
ფასის ცვლილების მიმართ. იგი განისაზღვრება როგორც მიწოდების რაოდენობის
პროცენტული ცვლილების ფარდობა ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
 ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობის ყველა მახასიათებელი ასევე
სამართლიანია მიწოდების ელასტიკურობისთვისაც. მიწოდების ელასტიკურობის
მნიშვნელობა დამოკიდებული არაა ფასის ან რაოდენობის ზომის ერთეულებზე.

32
 მიწოდების ელასტიკურობის დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რამდენით
შეიცვლება ბაზარზე არსებული ფასი მოთხოვნის ცვლილების შედეგად.

შეჯამება
ამ თავში ჩვენ ორი მიმართულებით გავაფართოეთ მოთხოვნა-მიწოდების მოდელის შესახებ
ჩვენი ცოდნა. პირველად ჩვენ განვიხილეთ თუ რა ხდება, როდესაც მთავრობა ბაზრის
ფუნქციონირებაში ერევა და ფასის ზედა ზღვარს ან ფასის ქვედა ზღვარს აწესებს. მოთხოვნა-
მიწოდების მოდელის გამოყენებით ფასის ზედა და ქვედა ზღვარის დაწესების შედეგების
გაანალიზება საშუალებას მოგვცემს უკეთ გავერკვეთ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ
გამართულ დებატებში; მაგალითად მინიმალური ხელფასების დაწესების/ზრდის შესახებ
გამართულ დებატებში.

ამის შემდეგ ჩვენ განვიხილეთ თუ რა სიდიდით იცვლება საქონლის წონასწორული ფასი და


რაოდენობა მოთხოვნის და/ან მიწოდების ცვლილებისას. ფასის მიმართ მოთხოვნის
ელასტიკურობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ იცვლება მოთხოვნის
რაოდენობა ბაზარზე ფასის ცვლილებისას ე. ი. ბაზარზე მიწოდების ცვლილებისას. ჩვენ ასევე
შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ თუ როგორ შეიცვლება ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი
საქონლის ფასის ცვლილების შემთხვევაში. მიწოდების ელასტიკურობის მეშვეობით ჩვენ
ვგებულობთ თუ როგორ იცვლება ბაზარზე საქონლის მიწოდების რაოდენობა ფასის
ცვლილებისას, ე. ი. მოთხოვნის ცვლილებისას. ჩვენ ასევე განვიხილეთ მოთხოვნის
ელასტიკურობა შემოსავლისა და ჯვარედინი ფასების მიმართ. შემოსავლის მიმართ
მოთხოვნის ელასტიკურობა გვიჩვენებს თუ როგორ იცვლება საქონელზე მოთხოვნის
რაოდენობა მომხმარებელთა შემოსავლის ცვლილებისას. ჯვარედინი ფასების მიმართ
მოთხოვნის ელასტიკურობა კი გვიჩვენებს როგორ იცვლება საქონელზე მოთხოვნის
რაოდენობა საქონლის ჩამნაცვლებელზე ან მის შემავსებელზე ფასის ცვლილებისას.

საკვანძო საკითხები
1. როდესაც მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული ფასი ძალიან მაღალი ან
პირიქით ძალიან დაბალია, იგი ახდენს ბაზრის ფუნქციონირებაში ჩარევას. როდესაც
მომხმარებელთა დასაცავად მთავრობა ბაზარზე საქონლის მაქსიმალურ ფასს აწესებს
ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ მთავრობა ფასის ზედა ზღვარს აწესებს. როდესაც
მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული ფასი ძალიან დაბალია და
მიმწოდებელთა დასაცავად ბაზარზე საქონლის მინიმალურ ფასს აწესებს, ვამბობთ
რომ მთავრობა ფასის ქვედა ზღვარს აწესებს.
2. ფასის ზედა ზღვარის დაწესება შედეგად ბაზარზე დეფიციტს იწვევე: მიწოდების
რაოდენობა ნაკლებია მოთხოვნის რაოდენობაზე. დეფიციტს საბოლოოდ შავი ბაზრის
წარმოშობამდე ან საქონლის სპეციალური კუპონების მეშვეობით დანაწილებამდე
მივყავართ. ფასის ქვედა ზღვრის დაწესება შედეგად ბაზარზე სიჭარბეს იწვევს:
მიწოდების რაოდენობა აჭარბებს მოთხოვნის რაოდენობას. სიჭარბეს საბოლოოდ
რესურსების არაპროდუქტიულ ხარჯვამდე მივყავართ.
3. ფასის ზედა ზღვარის კლასიკური მაგალითია ბინის გაქირავების ფასის კონტროლი,
ხოლო ფასის ქვედა ზღვარის კლასიკური მაგალითი - მინიმალური ხელფასების

33
დაწესება. მოთხოვნა-მიწოდების მოდელი გვეხმარება გავერკვეთ ასეთ ეკონომიკურ
პოლიტიკასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ საკითხებში. შემდეგ ლექციებზე ჩვენ
კიდევ უფრო გავაფართოებთ ჩვენს ცოდნას მოთხოვნა-მიწოდების მოდელთან
დაკავშირებით და უფრო დეტალურად შევისწავლით მინიმალური ხელფასის შესახებ
კანონის შემოღების შედეგებს.
4. ელასტიკურობა გვიჩვენებს ერთი ეკონომიკური ცვლადის მგრძნობელობას მეორე
ცვლადის მიმართ. მაგალითად, მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ გვიჩვენებს
თუ რა სიდიდით იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილებისას.
5. ელასტიკურობის მნიშვნელობა დამოკიდებული არაა ზომის ერთეულებზე.
მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ წარმოადგენს მოთხოვნის რაოდენობის
პროცენტული ცვლილების ფარდობას ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
6. როდესაც ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა 1-ზე მაღალია ვამბობთ, რომ
მოთხოვნა ელასტიკურია. როდესაც ფასის მიმართ მოთხოვნის ელასტიკურობა 1-ზე
დაბალია ვამბობთ, რომ მოთხოვნა არაელასტიკურია.
7. როდესაც ელასტიკურობა 1-ზე მაღალია ფასის 1%-ით ცვლილებას შედეგად მოჰყვება
მოთხოვნის რაოდენობის 1%-ზე მეტად შემცირება; ასეთ შემთხვევაში ფასის ზრდისას
ფირმის მიერ მიღებული შემოსავალი მცირდება. როდესაც ელასტიკურობა 1-ზე
დაბალია ფასის 1%-ით ცვლილებას შედეგად მოჰყვება მოთხოვნის რაოდენობის 1%-ზე
ნაკლებად შემცირება; ასეთ შემთხვევაში ფასის ზრდისას ფირმის მიერ მიღებული
შემოსავალი იზრდება.
8. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ დამოკიდებულია ჩანაცვლების
შესაძლებლობებზე, საქონლის შესაძენად გასაწევი დანახარჯის წილზე მომხმარებლის
შემოსავალში და ფასის ცვლილების ხანგრძლივობაზე (დროებითია თუ
პერმანენტული).
9. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიმართ ეხება მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
მოძრაობას, მაშინ როდესაც მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლისა და ჯვარედინი
ფასების მიმართ ეხება მოთხოვნის მრუდის გადაადგილებებს. პროდუქტების
უმეტესობა ნორმალური საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება და მათთვის მოთხოვნის
ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ დადებითია. მდარე საქონლისათვის მოთხოვნის
ელასტიკურობა შემოსავლის მიმართ უარყოფითია.
10. მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიმართ განისაზღვრება მიწოდების რაოდენობის
პროცენტული ცვლილების ფარდობით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან. თუკი
მიწოდების ელასტიკურობა მაღალია, ფასის ცვლილებისას მიწოდების რაოდენობა
დიდად შეიცვლება. ამის საპირისპიროდ, თუკი მიწოდების ელასტიკურობა დაბალია,
ფასის ცვლილება მცირე გავლენას მოახდენს მიწოდების რაოდენობაზე.

34

You might also like