You are on page 1of 2

ფასების დონე და ფულის ღირებულება

ვთქვათ,აკვირდებით როგორ იზრდება ნაყინის ფასი დროის გარკვეულ მონაკვეთში ხუთი


ცენტიდან ერთ დოლარამდე. რა დასკვნა უნდა გამოიტანოთ იმ ფაქტიდან რომ
ადამიანები მზად არიან, ნაყინში ასეთი დიდი ფასი მისცენ? იქნებ ისინი ნაყინის გემოთი
ყკბებიან? მაგრამ ეს ასე არ არის.უფრო ის უნდა ვივარაუდოთ რომ ნაყინის გემოთი
ადამიანების ტკბობა არ შეცვლილა,მაგრამ იმ ფულის ღირებულება შემცირდა რომლითც
ამ ნაყინს ვყიდულობთ.მართლაც პირევლი აზრი რაც ინფლაციაზე მსჯელობისას
შეიძლება გაგვიჩნდეს ისაა, რომ ინფლაცია უფრო ფულის ღირებულებასთანაა
დაკავშირებული, ვიდრე საქონლის ღირებულებასთნ.

როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ფასების დონის სხვა მაჩვენებლები


იზრდება,კომენტატორები ხშირად განიხილავენ ცალკეულ ფასებს, რომლებიც ამ
ინდექსებს შეადგენს: „უკანასკნელ თვეში სფი 3 პროცენტით გაიზარდა ,რაც ყავის ფასის 20
% ზრდისა და მაზუთის ფასის 30% ზრდის შედეგია“.მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა
გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ , ის ერთ
ძირითად მომენტს არ ითვალისწინებს:ინფლაცია მთელ ეკონომიკაში მიმდინარე
მოვლენაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკაში არსებული გაცვლის
საშუალების ღირებულებას შეეხება.

ფასების დონის ზრდა ფულის ღირებულების შემცირებას ნიშნავს,ვინაიდან თქვენი


საფულის თითოეული დოლარი ამჯერად ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა
შეუძლია.ამის უკეთ აღსაქმელად მათემატიკურად გამოვსახოთ : ვთქვათ P-ფასების
დონეა,რომელიც გამოხატულია სამომხმარებლო ფასების ინდექსით ან მშპ
დეფლატორით.ამ შემთხვევაში პ დოლარების იმ რაოდენობას გვაძლევს , რომელიც
საქონლისა და მომსახურების კალათის საყიდლადაა საჭირო.ახლა ამ მოსაზრების
საპირისპირო მხრიდან შევხედოთ:საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობ , რომლის
ტიდვაც $1-ით შეიძლება 1/პ-ს უდრის.ამგვარად როდესაც ფასების საერთო დონე იზრდება
ფულის ღირებულება მცირდება

ფულის მიწოდება, ფულზე მოთხოვნა და მონეტარული წონასწორობა:

რა განსაზღვრავს ფულის ღირებულებას? მიწოდება და მოთხოვნა.ფულის მიწოდება და


მოთხოვნა განსაზღვრავს ფული ღირებულებას. ფულის მოთხოვნაზე მრავალი ცვლადი
მოქმედებს მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკაში არსებული ფასების საშუალო
დონე.ადამიანები ფულს იმიტო იყენებენ რომ ის გაცვლის საშუალებაა რათა შეისყიდოს
საქონელი და მომსახურება.ის თუ ფულის რა რაოდენობას არჩევენ ამ მიზნისთვის
საქონლისა და მომსახურების ფასზეა დამოკიდებული.რაც უფრო მეტია ფასი მით მეტი
ფულია საჭირო გარიგებისთვის და მით მეტი ფულის შენახვას ამჯობინებს
ადამიანები.ესეიგი ფასების დონის ზრდა ფულზე მოთხოვნის რაოდენობის ზრდას იწვევს .

რა აწონასწორებს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფულის მიწოდებას და


ფულზე ადამიანების მოთხოვნას?გრძელვადიან პერიოდში ფასების საერთო დონე
მანამდე თვითრეგულირდება, სანამ ფულზე მოთხოვნა ფულის მიწოდებას არ
გაუტოლდება. თუ ფასების დონეწონასწორულ დონეზე მეტია,ადამიანებს ურჩევნიათ იმაზე
მეტი ფული ქონეთ,რასაც ფედერაკური სარეზერვო სიისტემა ქმნის,ამიტომ ფასების დონე
უნდა შემცირდეს,რათა მიწოდება და მოთხოვნა გააწონასწოროს ,თუ ფასების დონე
წონასწორულზე ნაკლებია, ადამიანებს ურჩევნიათ იმაზე ნაკლეი ფული ჰქონდეთ ,რასაც
ფედერალური სისტემა ქმნის.ამიტომ ფასების დონე უნდა გაიზარდოს,რათა მიწოდება და
მოთხოვნა გააწონასწოროს.ფასების ფონასწორულ დონეზე ფულის ის რაოდენობა
რომლის ფლობაც ადამიანებს სურთ ზუსტად იმ რაოდენობის ტოლია,რომელსაც
ფედერალური სარეზერვო სისტემა მიაწოდებს.

You might also like