You are on page 1of 13

თავი 18.

განხსნილობა საქონლისა და ფინანსურ ბაზრებზე

ამოცანები, მიმოხილვა და სასწავლო სახელმძღვანელო

მოცემული თავისა და ქვემოთჩამოთვლილი მასალის დამუშავების შემდეგ თქვენ შეძლებთ

(1) ჩამოთვალოთ და ახსნათ განხსნილობის სამი განსხვავებული ცნება.


(2) განსაზღვროთ ნომინალური გაცვლითი კურსი და ახსნათ რა იგულისხმება ეროვნული ვალუტის
გაუფასურებასა და გაძვრებაში.
(3) განსაზღვროთ რეალური გაცვლითი კურსი და ახსნათ რეალური გაცვლითი კურსის
დეტერმინანტები.
(4) ახსნათ, რას ზომავს საგადასახადელო ბალანსი, მიმდინარე ანგარიში და კაპიტალის ანგარიში.
(5) გაიგოთ განსხვავება GDP-სა და GNP-ის შორის.
(6) ახსნათ, რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას ინდივიდების გადაწყვეტილებაზე ფლობდნენ
ადგილობრივ ობლიგაციებს უცხოურთან შედარებით.
(7) ახსნათ, რა იგულისხმება ღია საპროცენტო პარიტეტის დამოკიდებულებით.

1. გახსნილობის სამი განსხვავებული ცნება

(1) გახსნილობა საქონლის ბაზრებზე

მომხმარებლებმა და ფირმებმა შეიძლება არჩევანი გააკეთონ ადგილობრივ და უცხოურ საქონლებს


შორის. ამ არჩევანის შეზღუდვის მიზნით ქვეყნებს შეუძლიათ დააწესონ ტარიფები (გადასახადი
იმპორტულ საქონელზე) ან კვოტები (იმპორტირებული საქონლის რაოდენობის შეზღუდვები).

(2) გახსნილობა ფინანსურ ბაზრებზე

ფინანსურმა ინვესტორებმა შეიძლება აირჩიონ ადგილობრივ და უცხოურ აქტივებს შორის. მაშასადამე,


ინდივიდები ადარებენ ერთმანეთს აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციებზე მოსალოდნელ
უკუგებებს. ქვეყნებს შეუძლიათ დააწესონ კაპიტალის კონტროლი, რომელიც ზღუდავს ფინანსური
აქტივების ნაკადს ქვეყნებს შორის.

(3) გახსნილობა ფაქტორის ბაზრებზე

ეს წარმოგვიდგენს ფირმების შესაძლებლობებს აირჩიონ თავიანთი ლოკაცია და მუშაკების


შესაძლებლობას აირჩიონ ის, თუ სად იმუშაონ და წავიდნენ თუ არა ემიგრაციაში.

სასწავლო რჩევა

თქვენ უნდა გააცნიბოეროთ, რომ ბოლოდროინდელი განვითარება (ე.ი., თავისუფალი ვაჭრობის


შეთანხმებები) ქვეყნებს სულ უფრო ღიად აქცევს სამივე სახის ბაზარზე.

2. ნომინალური გაცვლითი კურსი ( )

 ნომინალური გაცვლითი კურსი ( ) ტოლია უცხოური ვალუტის ერთეულის რაოდენობა, რომელსაც


ყიდულობთ ადგილობრივი ფულის ერთი ერთეულით.
 ნომინალური გაცვლითი კურსი ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ვალუტის ფასს, გამოოხატულს
უცხოური ვალუტით.

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
1
სასწავლო რჩევა

 ნომინალური გაცვლითი კურსი არის ვალუტების შეფარდებითი ფასი.


 დავუშვათ, იყოს ფუნტის რაოდენობა, რომლის შეძენაც შესაძლებელია ერთი დოლარით (
ფუნტი ). დავუშვათ, . როგორ უნდა მოვახდინოთ ამის ინტერპრეტაცია?
 ერთ დოლარს შეუძლია „იყიდოს“ 1.8 ფუნტი.
 ეკვივალენტურად, ამისათვის საჭიროა 1.8 ფუნტი ერთი დოლარის საყიდლად.
 გაცვლითი კურსი, , ტოლია დოლარის ფასი ფუნტებში.

-ს ზრდა წარმოადგენს ადგილობრივი ვალუტის ნომინალურ გაძვირებას (ე.ი., ამ შემთხვევაში


დოლარის). დავუშვათ, იზრდება 1.8-დან 1.9-მდე.
 -ს აღნიშნული ზრდა მიუთითებს მაზე, რომ ერთი დოლარი ახლა ყიდულობს მეტ (ზუსტად რომ
ვთქვათ, 1.9) ფუნტს.
 -ს ზრდის კვალობაზე, დოლარი ახლა უფრო „ღირებულია“.
 -ს ზრდა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ახლა საჭიროა მეტი ფუნტი ერთი დოლარის საყიდლად.
 ფუნტის ღირებულება (გამოხატული დოლარებში) მცირდება -ს ზრდის კვალობაზე.

-ს შემცირება წარმოადგენს ნომინალურ გაუფასურებას და მას გააჩნია ზუსტად საპირისპირო


ეფექტები იმისა, რაც ეს-ესაა აღვწერეთ (ე.ი., დოლარი ნაკლები ღირს და ა.შ.).

სასწავლო რჩევა

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ -ს ზრდა არის დოლარი გაძვირება, მაშინ, როცა -ს შემცირება დოლარი
გაუფასურებაა. ამის გასაგებად, გავიხსენოთ -ს დეფინიცია, ფუნტი .
 როცა იზრდება, მეტი ფუნტია საჭირო ადგილობრივი ვალუტის (ამ შემთხვევაში, დოლარის)
ერთი ერთეულის საყიდლად. დოლარის ღირებულება იზრდება და დოლარი ძვირდება.
 როცა მცირდება, ნაკლები ფუნტია საჭირო ადგილობრივი ვალუტის (ამ შემთხვევაში,
დოლარის) ერთი ერთეულის საყიდლად. დოლარის ღირებულება მცირდება და დოლარი უფასურდება.
 მთავარი გაფრთხილება/რჩევა. ბლანშარის წინა გამოცემა განსაზღვრავდა გაცვლით კურსს,
როგორც ფუნტის ფასს, გამოხატულს დოლარებში (ე.ი., -ს ანალოგიურად, როგორც ზემოთაა
განსაზღვრული). თუ თქვენ ნახავთ წინა ნიმუშებს, სავარჯიშოებს, .... და ა.შ., რომლებიც ეფუძნება
სახელმძღვანელოს წინა გამოცემებს, გახსოვდეს ამის შესახებ!

3. რეალური გაცვლითი კურსი ( )

(1) შესავალი

რეალური გაცვლითი კურსი ( ) არის ადგილობრივი საქონლის ფასი, გამოხატული უცხოური საქონლით.
მაშასადამე, რეალური გაცვლითი კურსი ტოლია აშშ-ის საოქნლის ფასები, გამოხატული ფუნქტებში,
შეფარდებული გაერთიანებული სამეფოს საქონლის ფასებთან, გამოხატული ფუნტებში: ,
სადაც
 არის გაერთიანებული სამეფოს საქონლის ფასი, გამოხატული ფუნტებში.
 თუ ჩვენ გავამრავლებთ -ს -ზე, მივიღებთ აშშ-ის საქონლის ფასს, გამოხატულს ფუნტებში.
 არის აშშ-ის საქონლის ფასი, გამოხატული დოლარში.
 -ს შეფარდება -სთან წარმოადგენს აშშ-ის საქონლის ფასს, გამოხატულს უცხოური
საქონლით.

(2) რეალური გაუფასურება

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
2
 -ის შემცირება მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის საქონლის ფასი, გამოხატული ფუნტებში,
შეფარდებით გაერთიანებული სამეფოს საქონლის ფასსთან, გამოხატულს ფუნტებში,
შემცირებულია.
 ეს მიუთითებს იმაზე, რომ უცხოური საქონელი უფრო ძვირი ხდება, ვიდრე ადგილობრივი
საქონელი.
 -ის შემცირებას ეწოდება რეალური გაუფასურება.

(3) რეალური გაძვირება

 -ის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის საქონლის ფასი, გამოხატული ფუნტებში, შეფარდებით
გაერთიანებული სამეფოს საქონლის ფასსთან, გამოხატულს ფუნტებში, გაზრდილია.
 ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი საქონელი ხდება უფრო ძვირი ხდება, ვიდრე უცხოური
საქონელი.
 -ის ზრდას ეწოდება რეალური გაძვირება.

სასწავლო რჩევა

 თქვენ უნდა გესმოდეთ, რა გავლენას ახდენს -ს, -სა და -ს ცვლილებები -ზე.


 -ს ზრდა (ნომინალური გაძვირება) განაპირობებს -ის ზრდას და რეალურ გაძვირებას.
 -ს ზრდა განაპირობებს -ის შემცირებას და რეალურ გაუფასურებას.
 -ს ზრდა განაპირობებს -ის ზრდას და რეალურ გაძვირებას.
 თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ -ის (და არა -ს) ცვლილებები ასახავს უცხოური და ადგილობრივი
საქონლის ფასების შეფარდებით ცვლილებებს. რატომ? ნომინალური გაუფასურების ზემოქმედება
-ზე შეიძლება სრულად იქნეს კომპენსირებული -ს და/ან -ს ცვლილებით, როთაც უცვლელი
რჩება.
 თუ -ს და -ს ტენდენცია აქვს ერთად იცვლებოდნენ, -ს ცვლილებები განაპირობებს -ის მსგავს
ცვლილებებს.

(4) რეალური გაცვლითი კურსის სხვა მაჩვენებლები

თქვენ უნდა გესმოდეთ აგრეთვე განსხვავებები ორმხრივ და მრავალმხრივ რეალურ გაცვლით კურსებს
შორის.
 ორმხრივი რეალური გაცვლითი კურსი ზომავს რეალურ გაცვლით კურსს ორ ქვეყანას შორის.
 რეალურ მრავალხმრივი აშშ გაცვლითი კურსი (ან ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი)
ზომავს აშშ-ის საქონლის საშუალო ფასს მის დავაჭრო პარტნიორების იმავე მაჩვენებელთან
შედარებით. ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი არის ორმხრივი რეალური გაცვლითი კურსების
შეწონილი საშუალო. წონა, რომელიც გამოიყენება, ემყარება თითოეული სავაჭრო პარტნიორის
იმპორტის ან ექსპორტის წილებს.

4. საგადასახადელო ბალანსი, მიმდინარე ანგარიში და კაპიტალის ანგარიში

(1) საგადასახდელო ბალანსი

საგადასახდელო ბალანსი ზომავს ქვეყნის ტრანსაქციებს დანარჩენ სამყაროსთან.

(2) მიმდინარე ანგარიში

ტრანსაქციებს „ხაზს ზემოთ“ საგადასახდელო ბალანსში ეწოდება მიმდინარე ანგარიშის ტრანსაქციები.


ეს ტრანსაქციები მოიცავს:
 სავაჭრო ბალანსს (ექსპორტს მინუს იმპორტი)
 წმინდა საინვესტიციო შემოსავალი

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
3
 მიღებული წმინდა ტრანსფერტები

ამ კომპონენტების ჯამი წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშს.


 მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გულისხმობს, რომ აშშ-ს ჭირდება სესხის აღება დანარჩენი
მსოფლიოსგან.
 მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი გულისხმობს საწინააღმდეგოს.

(3) კაპიტალის ანგარიში

ტრანსაქციებს „ხაზს ქვემოთ“ ეწოდება კაპიტალის ანგარიშის ტრანსაქციები. აღნიშნული


ტრანსაქციები მოიცავს:
 აშშ-ის აქტივების უცხოელების მიერ მფლობელობის წმინდა ზრდას (კაპიტალის წმინდა ნაკადებს
აშშ-ში)
 აშშ-ის აქტივების უცხოელების მიერ მფლობელობის წმინდა ზრდა ტოლია [უცხოელთა
მფლობელობაში არსებული აშშ-ის აქტივების ზრდას] გამოკლებული [აშშ-ის მფლობელობაში
არსებული უცხოური აქტივების ზრდა]
 სტატისტიკური ცდომილება

სასწავლო რჩევა

 როდესაც აშშ-ის აქტივების უცხოელების მიერ ფლობის ზრდა აჭარბებს აშშ-ის აშშ-ის
მფლობელობაში არსებული უცხოური აქტივების ზრდას, კაპიტალის ანგარიშის პროფიციტს აქვს
ადგილი.
 კაპიტალის ანგარიშის აღნიშნული პროფიციტი ასახავს:
 აშშ-ის უცხოური დავალიანების წმინდა ზრდას
 კაპიტალის წმინდა ნაკადებს აშშ-ში
 სესხის აღებას, რომელიც საჭიროა კაპიტალის ანგარიშის დეფიციტის დასაფინანსებლად

5. განსხვავება GDP-სა და GNP-ის შორის

GDP არის ადგილობრივად (ქვეყნის შიგნით) შექმნილი დამატებული ღირებულება.


GNP არის ადგილობრივების საკუთრებაში არსებული ფაქტორებით წარმოებული დამატებული
ღირებულება.
GNP=GDP პლუს დანარჩენი მსოფლიოდან ქმინდა ფაქტორული გადახდები.

საწავლო რჩევა

 ქვეყნების უმრავლესობისათვის, GNP-სა და GDP-ის შორის განსხვავება მცირეა.


 თუმცა, ზოგიერთი ქვეყნისათვის, როგორიცაა კუვეიტი, განსხვავება შეიძლება მნიშვნელოვანი
იყოს.

6. ადგილობრივი თუ უცხოური ფინანსური აქტივების ფლობაზე გადაწყვეტილება

ფინანსური ბაზრებს განხსნილობა მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდებს გააჩნიათ ადგილობრივი ან


უცხოური ობლიგაციების არჩევანი.

(1) აშშ-ის ერთწლიანი ობლიგაციების ფლობიდან უკუგება

ყოველი დოლარი, რომელსაც აბანდებთ აშშ-ის ობლიგაციაში, თქვენ ღებულობთ დოლარს


წელიწადში.

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
4
(2) გაერთიანებული სამეფოს ერთწლიანი ობლიგაციების ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება

ყოველი დოლარი, რომელსაც აბანდებთ გაერთიანებული სამეფოს ერთწლიან ობლიგაციაში, თქვენი


მოლოდინით გპირდებათ დოლარის მიღებას ერთ წელიწადში. არსებობს რამდენიმე
ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ამის ილუსტრაციისათვის.
 გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის საყიდლად, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იყიდოთ
ფუნტები.
 ყოველი დოლარი ყიდულობს ფუნტს.
 მაგალითად, თუ , ერთი დოლარი იძენს (ანუ ყიდულობს) 1.5 ფუნტს.
 თქვენ ღებულობთ ფუნტს და ყიდულობთ გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციებს.
 ერთ წელიწადში, თქვენ გექნებათ ფუნტი.
 ვთქვათ, იყოს ნომინალური გაცვლითი კურსი, რომელსაც თქვენი მოლოდინით ადგილი
ექნება ერთ წელიწადში. იმისათვის, რომ მოახდინოთ ფუნტის კვლავ დოლარებში
კონვერტაცია, უბრალოდ გაყავით -ზე.

(3) საპროცენტო პარიტეტის დამოკიდებულება

როდესაც ჩვენ ვუშვებთ, რომ ფინანსურ ინვესტორებს სურთ მხოლოდ უკუგების მაღალი ნორმის მქონე
აქტივების ფლობა, შემდეგი არბიტრაჟული დამოკიდებულება უნდა შენარჩუნდეს:

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწოდება ღია საპროცენტო პარიტეტი ან საპროცენტო პარიტეტის


პირობა.

სასწავლო რჩევა

 ორი ფაქტორი გულისხმობს, რომ ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ინდივიდები ფლობენ მხოლოდ
აქტივებს უმაღლესი უკუგებით, ძალიან მკაცრია:
(1) ტრანსაქციული დანახარჯების არსებობა პუნტების ყიდვა-გაყიდვებზე და გაერთიანებული
სამეფოს ობლიგაციების ყიდვაზე, იგნორირებულია და
(2) გაურკვევლობა (რისკი) მომავალი ნომინალური საპროცენტო განაკვეთებზე იგნორირებულია.

 ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ადგილობრივი ფულის უცხოურ ფულთან შედარებით ფლობის მიმართ
გადაწყვეტილების იგნორირება. რატომ? ინდივიდები ფლობენ ფულს, რათა აწარმოონ ტრანსაქციები.
ინდივიდებისათვის აშშ-ში, ტრანსაქციები ძირითადად დოლარებშია. არსებობს მცირე მიზეზი იმისა,
რომ ფლობდნენ უცხოურ ვალუტას, ვინაიდან მისი გამოყენება შეუძლებელია ადგილობრივი საქონლის
საყიდლად. ამასთან, უცხოური ობლიგაციები უფრო სასურველია (უცხოურ ვალუტასთან შედარებით),
რადგანაც მასზე ხდება პროცენტების გადახდა.

7. საპროცენტო პარიტეტის დამოკიდებულების დაწვრილებით განხილვა

არბიტრაჟის დამოკიდებულების აპროქსიმაცია არის:

ეს მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი ობლიგაციების ფლობისა უცხოურის


ნაცვლად, დამოკიდებულია არა მარტო საპროცენტო განაკვეთების შედარებაზე, არამედ ასევე იმის
შეფასებაზე, თუ რა მოუვა გაცვლით კურსს დროთა განმავლობაში.

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
5
 როდესაც ყიდულობთ გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციას, თქვენ ღებულობთ საპროცენტო
შემოსავალს ( ) და, თუ მოსალოდნელია დოლარის გაძვირება, თქვენ მიიღებთ ფუნტებს ერთ
წელიწადში, რომელიც იქნება ნაკლები, გამოხატული დოლარებში.
 წევრი წარმოადგენს ამ გაცვლით სარგებელს ან დანაკარგს მოსალოდნელი
გაუფასურებიდან ან დოლარის გაძვირებიდან გამომდინარე.
 მაშასადამე, გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციების ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება ტოლია
უცხოურ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული დოლარის მოსალოდნელი გაძვირება (ე.ი.,

 თუ წევრი დადებითია, ინდივიდები ელოდებიან დოლარის გაძვირებას და ფუნტის


გაუფასურებას. ადგილი ექნება გაცვლითი კურსით გამოწვეულ დანაკარგს ფუნტში დენომინირებული
ობლიგაციების ფლობიდან.
 თუ წევრი უარყოფითია, ინდივიდები ელოდებიან დოლარის გაუფასურებას და ფუნტის
გაძვირებას. ადგილი ექნება გაცვლითი კურსით გამოწვეულ მოგებას ფუნტში დენომინირებული
ობლიგაციების ფლობიდან.

სასწავლო რჩევა

 იყიდით თუ არა ყოველთვის აშშ-ის ობლიგაციებს, როცა ? არ არის აუცილებელი. თუ დოლარის


გაუფასურების მოსალოდნელი ტემპი აჭარბებს საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას,
გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციების ფლობიდან უკუგება იქნებ აუფრო დიდი.
 იყიდით თუ არა ყოველთვის გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციებს, როცა ? არ არის
აუცილებელი. თუ დოლარის გაძვირების მოსალოდნელი ტემპი უფრო დიდია, ვიდრე საპროცენტო
განაკვეთებს შორის განსხვავებას, აშშ-ის ობლიგაციაზე უკუგების მოსალოდნელი ნორმა უფრო დიდი
იქნება.

თვითტესტირების კითხვები

1. რომელია გახსნილობის სამი ცნება (შესავალი)?


2. მოკლედ იმსჯელეთ, რას წარმოადგენს ტარიფები, კვოტები და კაპიტალის კონტროლი (1).
3. ახსენით, როგორ შეიძლება ექსპორტი აჭარბებდეს GDP-ის (1).
4. განსაზღვრეთ ნომინალური გაცვლითი კურსი, (1).
5. რა გავლენა ექნება -ს ზრდას დოლარის ღირებულებაზე (1)?
6. როდესაც დოლარი უფასურდება, რა მოსდის -ს (1)?
7. განსაზღვრეთ რეალური გაცვლითი კურსი (1).
8. რა მოსდის აშშ-ის საქონლის ფასს, გამოხატული გაერთიანებული სამეფოს საქონლით, როცა
რეალური გაცვლითი კურსი იზრდება (1)?
9. შეესაბამება თუ არა -ის ზრდა ადგილობრივი ვალუტის რეალურ გაძვირებას ან რეალურ
გაუფასურებას (1)?
10. რას ზომავს საგადასახდელო ბალანსი (2)?
11. როგორაა აგებული აშშ-ის რეალური მრავალმხრივი გაცვლითი კურსი (2)?
12. რა სახის განსხვავებული ტიპის ტრანსაქციებია ჩართული მიმდინარე ანგარიშში (2)?
13. რა სახის განსხვავებული ტიპის ტრანსაქციებია ჩართული კაპიტალის ანგარიშში (2)?
14. დავუშვათ, მიმდინარე ნომინალური გაცვლითი კურსი დოლარსა და ფუნტს შორის არის .
რამდენი ფუნტის შეძენა შეგიძლიათ ერთი დოლარით (2)?
15. რას წარმოადგენს გამოსახულება (2)?
16. დავუშვათ, თქვენ გაქვთ ერთი დოლარი გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციებში დასაბანდებლად.
რომელია გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს დოლარებში გაზომილი გაერთიანებული
სამეფოს ობლიგაციებზე მოსალოდნელი უკუგებას (2)?
17. რას წარმოადგენს გამოსახულება (2)?

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
6
18. დავუშვათ, ერთწლიანი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში არის 6% და 4% გერმანიაში.
შემდგომ დავუშვათ, რომ არბიტრაჟული დამოკიდებულება ნარჩუნდება. ამ ინფორმაციის
გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა დოლარის გაძვირება ან გაუფასურება დამდეგი წლის
განმავლობაში? რამდენად (2)?

პრობლემების განხილვა

1. დავუშვათ ფუნტი/დოლარის გაცვლითი კურსი ორშაბათს 1.5-ია, ხოლო მომდევნო პარასკევს - 1.6.
ა. მოკლედ იმსჯელეთ, რა მოუვიდა ადგილობრივი ვალუტის ფასს, გამოხატულს უცხოური
ვალუტით?
ბ. რამდენი ფუნტის ყიდვა შეუძლია 1 დოლარს ორშაბათს? რამდენი ფუნტის ყიდვა შეუძლია 1
დოლარს პარასკევს?
გ. გაიზარდა თუ შემცირდა დოლარის ღირებულება კვირის განმავლობაში? მოკლედ ახსენით.
დ. გაძვირდა თუ გაუფასურდა დოლარი კვირის განმავლობაში?
ე. რა მოუვიდა -ს კვირის განმავლობაში?

2. დავუშვათ, ნომინალური გაცვლითი კურსი, (როგორც განსაზღვრულია ამ თავში) მცირდება.


ა. რას გულისხმობს -ს შემცირება უცხოური ვალუტის ფასის შესახებ, გამოხატულს დოლარებში?
ბ. დოლარის ღირებულება გაიზარდა თუ შემცირდა?
გ. გაძვირდა თუ გაუფასურდა დოლარი?

3. დავუშვათ, დოლარი/ფუნტის ნომინალური გაცვლითი კურსი ერთ კვირას იყო 1.5.


ა. თუ დოლარი გაუფასურდა 10%-ით ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენია დოლარი/ფუნტის
მიმდინარე გაცვლითი კურსი?
ბ. თუ დოლარი გაუფასურდა 20%-ით ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენია დოლარი/ფუნტის
მიმდინარე გაცვლითი კურსი?
გ. თუ დოლარი გაძვირდა 10%-ით ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენია დოლარი/ფუნტის
მიმდინარე გაცვლითი კურსი?
დ. თუ დოლარი გაძვირდა 20%-ით ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენია დოლარი/ფუნტის
მიმდინარე გაცვლითი კურსი?

4. დავუშვათ, ადგილობრივი (აშშ-ის) ბოთლი ღვინო ღირს 10$, ხოლო გაერთიანებული სამეფოს
ბოთლი ღვინო - 30 ფუნტი,.
ა. ყოველი მომდევნო დოლარი/ფუნტის გაცვლითი კურსებისათვის, გამოთვალეთ აშშ-ის ერთი
ბოთლი ღვინის ფუნტებში გამოხატული ფასის შეფარდება გაერთიანებული სამეფოს ერთი ბოთლი
ღვინის ფუნტებში გამოხატულ ფასთან: 1.2, 1.4 და 1.6.
ბ. თქვენს ანალიზზე დაყრდნობით, რა მოსდის აშშ-ის საქონლის (ბოთლი ღვინის) ფასს,
გამოხატულს გაერთიანებული სამეფოს საქონლით (ბოთლი ღვინით), როცა იზრდება?
გ. თქვენს ანალიზზე დაყრდნობით, რა მოსდის აშშ-ის საქონლის (ბოთლი ღვინის) ფასს,
გამოხატულს გაერთიანებული სამეფოს საქონლით (ბოთლი ღვინით), როცა მცირდება?

5. დავუშვათ, იყოს GDP დეფლატორი აშშ-ში და - GDP დეფლატორი გაერთიანებულ სამეფოში.


დავუშვათ, , ხოლო
ა. გამოთვალეთ რეალური გაცვლითი კურსი ყოველი შემდეგი დოლარი/ფუნტის ნომინალური
გაცვლითი კურსებისათვის: 1.2, 1.4 და 1.6.
ბ. რა მოსდის რეალურ გაცვლით კურსს, როცა იზრდება?
გ. რა მოსდის აშშ-ის საქონლის ფასს, გამოხატულს გაერთიანებული სამეფოს საქონლით, როცა
იზრდება? მოკლედ ახსენით.
დ. -ს ზრდა გამოიწვევს თუ არა დოლარის რეალურ გაძვირებას ან გაუფასურებას?

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
7
6. გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ.

1996 1.5 1.5 1.2


1997 1.6 1.65 1.25

შენიშვნა: არის ფუნტი/დოლარი ნომინალური გაცვლითი კურსი.

ა. გამოთვალეთ რეალური გაცვლითი კურსი 1996 და 1997 წლებში.


ბ. რამდენი იყო პროცენტული ცვლილება რეალური გაცვლითი კურსის 1996 და 1997 წლებს შორის
პერიოდში? წარმოადგენს თუ არა რეალური გაცვლითი კურის აღნიშნული ცვლილება რეალურ
გაძვირებას ან გაუფასურებას?
გ. გამოთვალეთ ნომინალური გაცვლითი კურსის პროცენტული ცვლილება ორ წელს შორის პერიოდში.
წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ცვლილება დოლარის ნომინალურ გაძვირებას ან გაუფასურებას?
დ. გამოთვალეთ -ს და -ის პროცენტული ცვლილება.
ე. იყო თუ არა ნომინალური გაძვირება (ან გაუფასურება) უფრო დიდი, ნაკლები ან ტოლი რეალური
გაძვირების (ან გაუფასურების)? ახსენით.

7. დავუშვათ, და ორივე იზრდება. ახლა დავუშვათ, რომ დოლარი განიცდის 5%-იან ნომინალურ
გაუფასურებას.
ა. რომელი ქვეყანა განიცდის ინფლაციის უფრო მაღალ ტემპს, თუ ადგილობრივი ვალუტა
განიცდის რეალურ გაძვირებას? მოკლედ ახსენით.
ბ. რომელი ქვეყანა განიცდის ინფლაციის უფრო მაღალ ტემპს, თუ ადგილობრივი ვალუტა
განიცდის რეალურ გაუფასურებას?
გ. შეადარეთ -სა და -ს ცვლილებები, თუ რეალური გაცვლითი კურსი არ იცვლება.

8. გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია და განტოლება (18.4) მოცემულ თავში, რათა უპასუხოდ


აღნიშნულ შეკითხვას: და .
ა. ზემოთმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენი უნდა იყოს ადგილობრივი საპროცენტო
განაკვეთი იმისათვის, რომ არბიტრაჟის დამოკიდებულება შენარჩუნდეს?
ბ. არის თუ არა ? თუ არ უდროს -ს, რომელ ობლიგაციას აქვს ყველაზე მაღალი
მოსალოდნელი უკუგება (რომელიც გაზომილია დოლარებში)? ახსენით.

9. გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია და განტოლება (18.4), რათა უპასუხოდ ამ შეკითხვას: ,


ხოლო .
ა. დავუშვათ, . ელოდებიან თუ არა ინდივიდები დოლარის გაძვირებას ან
გაუფასურებას? გამოთვალეთ გაძვირების ან გაუფასურების მოსალოდნელი ტემპი. თვქნეს
ანალიზზე დაყრდნობით, რამდენი უნდა იყოს ადგილობრივი საპროცენტო განაკვეთი, რათა
დაკმაყოფილდეს არბიტრაჟული დამოკიდებულება?
ბ. ახლა, დავუშვათ . ელოდებიან თუ არა ინდივიდები დოლარის გაძვირებას ან
გაუფასურებას? გამოთვალეთ გაძვირების ან გაუფასურების მოსალოდნელი ტემპი. თქვენს
ანალიზზე დაყრდნობით, რამდენი უნდა იყოს ადგილობრვი საპროცენტო განაკვეთი, რათა
დაკმაყოფილდეს არბიტრაჟული დამოკიდებულება?
გ. ახლა დავუშვათ . ელოდებიან თუ არა ინდივიდები დოლარის გაძვირებას ან
გაუფასურებას? გამოთვალეთ გაძვირების ან გაუფასურების მოსალოდნელი ტემპი. თქვენს
ანალიზზე დაყრდნობით, რამდენი უნდა იყოს ადგილობრვი საპროცენტო განაკვეთი, რათა
დაკმაყოფილდეს არბიტრაჟული დამოკიდებულება?

10. დავუშვათ, მოლოდინის თანახმად დოლარი გაუფასურდება მომდევნო წლის განმავლობაში.


მიუთითებს თუ არა არბიტრაჟული დამოკიდებულება, რომ აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი უფრო
დიდია, ნაკლები ან ტოლი უცხოური საპროცენტო განაკვეთის? მოკლედ ახსენით.

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
8
11. დავუშვათ, მოლოდინის თანახმად დოლარი გაუფასურდება მომვდევნო წლის განმავლობაში.
მიუთითებს თუ არა არბიტრაჟული დამოკიდებულება, როომ აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი უფრო
დიდია, ნაკლები ან ტოლი უცხოური საპროცენტო განაკვეთის? მოკლედ ახსენით.

12. ყოველი მომდევნო შემთხვევისათვის, განსაზღვრეთ ინდივიდმა აშშ-ის ობლიგაცია უნდა იყიდოს
თუ უცხოური.

ა. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 3%-ია


ბ. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 1%-ია
გ. დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 2%-ია
დ. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 3%-ია
ე. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 1%-ია
ვ. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 2%-ია
ზ. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 3%-ია
თ. , დოლარის მოსალოდნელი გაძვირება 1%-ია
ი. , დოლარის მოსალოდნელი გაძვირება 2%-ია
კ. , დოლარის მოსალოდნელი გაუფასურება 0%-ია

კითხვები პასუხების რამდენიმე ვარიანტით

1. ნომინალური გაცვლითი კურსი არის:

ა. უცხოური ვალუტის ერთეულის რაოდენობა, რომლის ყიდვა შეგიძლიათ ადგილობრივი ვალუტის


ერთი ერთეულით
ბ. ადგილობრივი ვალუტის ფასი, გამოხატული უცხოური ვალუტით
გ. ადგილობრივი ვალუტის ერთეულის რაოდენობა, რომელიც შეგიძლია მიიღოთ უცხური ვალუტის
ერთი ერთეულით.
დ. ა) და ბ)
ე. ბ) და გ)

2. რეალური გაცვლითი კურსი არის:

ა.
ბ. უცხოური საქონლის ფასი, გამოხატული ადგილობრივი საქონლით
გ. ადგილობრივი საქონლის ფასი, გამოხატული უცხოური საქონლით
დ. ა) და გ)

3. -ს ზრდა წარმოადგენს:

ა. რეალურ გაძვირებას
ბ. რეალურ გაუფასურებას
გ. ნომინალურ გაძვირებას
დ. ნომინალურ გაუფასურებას

4. როდესაც დოლარის ღირებულება (გამოხატული ფუნტებში) იზრდება, ჩვენ ვიცით, რომ:

ა. იზრდება
ბ. მცირდება
გ. დოლარი გაუფასურდა

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
9
დ. არცერთი ზემოთჩამოთვლილი

5. დოლარის გაუფასურება მიუთითებს იმაზე, რომ:

ა. შემცირდა
ბ. საჭიროა მეტი ადგილობრივი ვალუტა, რათა შევიძინოთ უცხოური ვალუტის ერთი ერთეული
გ. გაიზარდა
დ. ა) და ბ)

6. როცა დოლარი ძვირდება, ჩვენ ვიცით, რომ:

ა. უცხოური ვალუტის ფასი დოლარებში შემცირდა


ბ. უცხოური ვალუტის ფასი დოლარებში გაიზარდა
გ. შემცირდა
დ. არცერთი ზემოთჩამოთვლილი

7. შემდეგი გამოსახულებებიდან რომელი წარმოადგენს რეალურ გაცვლით კურსს?

ა.
ბ.
გ.
დ.

8. რეალური გაცვლითი კურსის შემცირება მიუთითებს იმაზე, რომ:

ა. უცხოური საქონელი ახლა შედარებით უფრო ძვირია უცხოურ საქონელთან შედარებით


ბ. ადგილობრივი საქონელი ახლა შედარებით უფრო ძვირია უცხოურ საქონელთან შედარებით
გ. მოხდა ადგილობრივი ვალუტის რეალური გაუფასურება
დ. ა) და გ)

9. რეალური გაცვლითი კურსის ზრდა მიუთითებს:

ა. უცხოური საქონელი ახლა შედარებით უფრო ძვირია უცხოურ საქონელთან შედარებით


ბ. ადგილობრივი საქონელი ახლა შედარებით უფრო ძვირია უცხოურ საქონელთან შედარებით
გ. მოხდა ადგილობრივი ვალუტის რეალური გაუფასურება
დ. მოხდა ადგილობრივი ვალუტის რეალური გაძვირება
ე. ბ) და დ)

10. შემდეგ მოვლენებიდან რომელი იწვევს ადგილობრივი ვალუტის რეალურ გაუფასურებას?

ა. -ს შემცირება
ბ. -ს ზრდა
გ. -ს შემცირება
დ. -ს ზრდა

11. შემდეგ მოვლენებიდან რომელი იწვევს ადგილობრივი ვალუტის რეალურ გაძვირებას?

ა. -ს შემცირება
ბ. -ს შემცირება
გ. -ს შემცირება
დ. ყველა ზემოთჩამოთვლილი

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
10
ე. არცერთი ზემოთჩამოთვლილი

12. ქვემოთჩამოთვლილი ტრანსაქციებიდან რომელია ჩართული მიმდინარე ანგარიშში?

ა. სტატისტიკური ცდომილება
ბ. წმინდა საინვესტიციო შემოსავალი
გ. აშშ-ის აქტივების უცხოელთა მფლობელობაში ზრდა
დ. აშშ-ის მფლობელობაში არსებული უცხოური აქტივების ზრდა

13. ქვემოთჩამოთვლილი ტრანსაქციებიდან რომელია ჩართული კაპიტალის ანგარიშში?

ა. სავაჭრო ბალანსი
ბ. წმინდა საინვესტიციო შემოსავალი
გ. უცხოელთა მფლობელობაში არსებული აშშ-ის აქტივების ზრდა
დ. ყველა ზემოთჩამოთვლილი
ე. მხოლოდ ბ) და გ)

14. დავუშვათ, ქვეყანას აქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ
ვიცით:

ა. აღნიშნული ქვეყნის ექპორტი აჭარბებს მის იმპორტს


ბ. აღნიშნული ქვეყანა სესხს თავაზობს დანარჩენ მსოფლიოს
გ. არსებობს კაპიტალის ანგარიშის დეფიციტი
დ. არსებობს კაპიტალის ანგარიშის პროფიციტი

15. GDP-სა და GNP-ის დეფიცინიაზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, რომ:

ა. GNP=GDP+წმინდა ფაქტორული გადახდები დანარჩენი მსოფლიოდან


ბ. GDP=GNP+წმინდა ფაქტორული გადახდები დანარჩენი მსოფლიოდან
გ. GNP=GDP+საგადასახდელო ბალანსი
დ. GNP=GDP+წმინდა საინვესტიციო შემოსავალი
ე. GNP=GDP+კაპიტალის წმიინდა ნაკადები დანარჩენი მსოფლიოდან

16. შემდეგი გამოსახულებებიდან რომელი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის


ფლობიდან მოსალოდნელ უკუგებას (დოლარებში):

ა.
ბ.
გ.
დ.

17. დავუშვათ, საპროცენტო პარიტეტის პირობა ნარჩუნდება. თუ და , ჩვენ ვიცით, რომ:

ა. ინდივიდებს ხელთ ექნებათ მხოლოდ ადგილობრივი ობლიგაციები


ბ. ინდივიდებს ხელთ ექნებათ მხოლოდ უცხოური ობლიგაციები
გ. მოლოდინის თანახმად, დოლარი გაძვირდება 2%-ით
დ. მოლოდინის თანახმად, დოლარი გაუფასურდება 2%-ით

18. დავუშვათ, საპროცენტო პარიტეტის პირობა ნარჩუნდება. თუ და , ჩვენ ვიცით, რომ:

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
11
ა. აშშ-ის ობლიგაციებზე მოსალოდნელი უკუგება უფრო დიდია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს
ობლიგაციაზე მოსალოდნელი უკუგება
ბ. აშშ-ის ობლიგაციაზე მოსალოდნელი უკუგება უფრო ნაკლებია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს
ობლიგაციებზე მოსალოდნელი უკუგება
გ. მოსალოდნელია, რომ დოლარი გაძვირდება 2%-ით
დ. მოსალოდნელია, რომ დოლარი გაუფასურდება 2%-ით

19. დავუშვათ, საპროცენტო პარიტეტის პირობა შენარჩუნებულია და ინდივიდები ელოდებიან დოლარის


გაძვირებას 4%-ით მომდევნო წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით,
რომ:

ა.
ბ.
გ.
დ. ინდივიდებს ექნებათ მხოლოდ აშშ-ის ობლიგაციები

20. დავუშვათ, საპროცენტო პარიტეტის პირობა შენარჩუნებულია. დავუშვათ, -ს და


მოსალოდნელია, რომ დოლარი გაუფასურდება 2%-ით მომდევნო წლის განმავლობაში. ყოველი
დოლარისათვის, რომელსაც ინდივიდი დააბანდებს უცხოურ ობლიგაციაში, რამდენი დოლარის
მიღებას შეიძლება მოელოდოს ერთ წელიწადში?

ა. 1.02
ბ. 1.08
გ. 1.10
დ. 1.12

21. დავუშვათ, საპროცენტო პარიტეტის პირობა შენარჩუნებულია. დავუშვათ, -ს და


მოსალოდნელია, რომ დოლარი გაძვირდება 3%-ით მომდევნო წლის განმავლობაში. ყოველი
დოლარისათვის, რომელსაც ინდივიდი დააბანდებს უცხოურ ობლიგაციაში, რამდენი დოლარის
მიღებას შეიძლება მოელოდოს ერთ წელიწადში?

ა. 1.03
ბ. 1.07
გ. 1.10
დ. 1.13

22. დავუშვათ, , და მოსალოდნელია, რომ დოლარი გაუფასურდება 3%-ით მომდევნო


წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით, რომ:

ა. ინდივიდები უპირატესობას მიანიჭებენ აშშ-ის ობლიგაციების ფლობას


ბ. ინდივიდები უპირატესობას მიანიჭებენ გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციების ფლობას
გ. გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება (რომელიც გაზომილია
დოლარებში) ტოლი იქნება 5%-ის
დ. გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება (რომელიც გაზომილია
დოლარებში) ტოლი იქნება 11%-ის
ე. ა) და გ)
ვ. ბ) და დ)

23. დავუშვათ, , და მოსალოდნელია, რომ დოლარი გაძვირდება 3%-ით მომდევნო წლის


განმავლობაში. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვიცით, რომ:

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
12
ა. ინდივიდები უპირატესობას მიანიჭებენ აშშ-ის ობლიგაციების ფლობას
ბ. ინდივიდები უპირატესობას მიანიჭებენ გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციების ფლობას
გ. გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება (რომელიც გაზომილია
დოლარებში) ტოლი იქნება 5%-ის
დ. გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციის ფლობიდან მოსალოდნელი უკუგება (რომელიც გაზომილია
დოლარებში) ტოლი იქნება 11%-ის
ე. ა) და გ)
ვ. ბ) და დ)

Study Guide for Macroeconomics 5th Edition by David Findlay, Olivier Blanchard
თარგმანი შესრულებულია თსუ მაკროეკონომიკის კათედრაზე ნ. ხადურის, ნ. კაკულიას და მ. ჩიქობავას მიერ
13

You might also like