You are on page 1of 21

Power Point

Slides by
Vano Benidze ©
მიმოხილვა

• როგორც, რამდენჯერმე უკვე


ვახსენეთ, ამერიკას აქვს სავაჭრო
დეფიციტი. როგორ შეიძლება ამ
სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა?

• წინა თავში, გავეცანით რამდენიმე


მაკროეკონომიკურ ცვლადს (წმინდა
ექსპორტი, წმინდა კაპიტალის
გადინება, სავალუტო კურსები, ა.შ).

• ამ თავში გავეცნობით, თუ რა ძალები


განსაზრვრავს ამ ცვლადებს და
როგორაა ეს ცვლადები
ერთმანეთთან დაკავშირებული.
რას შევისწავლით ამ თავში?

ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკური თეორია:

1. სასესხო კაპიტალის და უცხოური ვალუტის ბაზარი

2. წონასწორობა ღია ეკონომიკაში

3. როგორ მოქმედებს პოლიტიკა/მოვლენა ღია ეკონომიკაზე


სასესხო კაპიტალის ბაზარი
სასესხო კაპიტალის ბაზარი - გავიხსენოთ

• 26-ე თავიდან გვახსოვს, რომ სასესხო


კაპიტალის ბაზარი აკავშირებს
დამზოგველებს ინვესტიციების
მსურველებთან (S=I). თუმცა 26 თავში
ვსაუბრობდით ჩაკეტილ ეკონომიკაზე.
• როდესაც ეკონომიკა იხსნება, S = I + NCO,
ანუ დანაზოგები როგორც ადგილობრივ
ინვესტიციებს ისე უცხოური კაპიტალის
შეძენას ხმარდება.
• სასესხო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა
იქნება (S), ხოლო მიწოდება კი (I+NCO).
როგორც მიწოდება, ისე მოთხოვნა
სარგებლის რეალურ განაკვეთზეა
დამიკიდებული - დამზოგველს
სარგებლის მაღალი განაკვეთი აწყობს,
მსესხებელს კი დაბალი.
სასესხი კაპიტალის ბაზარი

• უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის


განაკვეთი თვითრეგულირდება
მოთხოვნის და მიწოდების
გაწონასწორდებამდე.
• თუ სარგებლის განაკვეთი წონასწორულ
დონეზე ნაკლებია, მაშინ მიწოდების
რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობაზე
ნაკლები იქნება. ეს დეფიციტი,
სარგებლის რეალურ განაკვეთს
გაზრდისაკენ უბიძგებს.
• თუ სარგებლის განაკვეთი წონასწორულ
დონეზე მეტია, მაშინ მიწოდების
რაოდენობა მოთხოვნის რაოდენობაზე
მეტი იქნება. ეს სიჭრბე კი სარგებლის
რეალურ განაკვეთს შემცირებისაკენ
უბიძგებს.
უცხოური ვალუტის
გაცვლის ბაზარი
ვალუტის გაცვლის ბაზარი

• როგორც გვახსოვს, NCO=NX.


• მაშასადამე, უცხოური ვალუტის
გაცვლის ბაზარზე დოლარებზე
მოთხოვნა იქნება წმინდა ექსპორტი
(NX), ხოლო დოლარების მიწოდება კი
კაპიტალის წმინდა გადინება (NCO).
• მოთხოვნა დამოკიდებულია რეალურ
სავალუტო კურსზე. თუ კურსი
მცირდება დოლარზე მოთხოვნის
რაოდენობა იზრდება, თუ კურსი
იზრდება დოლარზე მოთხოვნის
რაოდენობა მცირდება.
• მიწოდება კი არაა დამოკიდებული
გაცვლის კურსზე. ის სარგებლის
რეალურ განაკვეთზეა დამოკიდებული.
თქვენი აზრით რატომ?
ვალუტის გაცვლის ბაზარი

• უნდა აღინიშნოს, რომ რეალური


სავალუტო კურსი თვითრეგულირდება
დოლარების მიწოდებისა და
მოთხოვნის გაწონასწორებამდე.
• თუ რეალური სავალუტო კურსი
წონასწორულზე დაბალია, მაშინ
დოლარების მიწოდების რაოდენობა
მოთხოვნის რაოდენობაზე ნაკლებია.
მიღებული დეფიციტი, დოლარის
ღირებულების ზრდას გამოიწვევს.
• თუ რეალური სავალუტო კურსი
წონასწორულზე მაღალია, დოლარების
მიწოდების რაოდენობა მოთხოვნის
რაოდენობაზე მეტი იქნება. მიღებული
სიჭრბე კი დოლარის ღირებულების
შემცირებას გამოიწვევს.
წონასწორობა ღია
ეკონომიკაში
რა ვისწავლეთ ამ თავში აქამდე?

• ვისწავლეთ, რომ სასესხო კაპიტალის ბაზარზე მიწოდების წყარო ეროვნული დანაზოგია,


ხოლო მოთხოვნისა კი სამამულო ინვესტიციები და კაპიტალის წმინდა გადინება.
მიწოდებასაც და მოთხოვნასაც, არეგულირებს სარგებლის რეალური განაკვეთი.
• ასევე ვისწავლეთ, რომ უცხოური ვალუტის ბაზარზე მიწოდებას კაპიტალის წმინდა
გადინება წარმოშობს, ხოლო მოთხოვნას კი წმინდა ექსპორტი. მიწოდებას და მოთხოვნას
რეალური სავალუტო კურსი აწონასწორებს.
• შევამჩნევთ, რომ კაპიტალის წმინდა გადინება ის ცვლადია, რომელიც ამ ორ ბაზარს
“სასესხო კაპიტალის ბაზარს” და “უცხოური ვალუტის ბაზარს” აკავშირებს ერთმანეთთან.

• როგორ კავშირდება ეს 2 ბაზარი ერთმანეთთან?


1. იმას ვისაც უცხოური აქტივის ყიდვა სურს, ამ შესყიდვის დასაფინანსებლად ფულის სესხება
უწევს სასესხო კაპიტალის ბაზარზე (ამ შემთხვევაში NCO მოთხვნის ნაწილია დოლარზე)
2. მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებულმა აქტივის ყიდვის მსურველმა ფული მოიძია, მან ის
უნდა გადაცვალოს სხვა ქვეყნის ვალუტაში, რათა უცხოური აქტივი იყიდოს.
3. შესაბამისად, ის დოლარს მიაწვდის უცხოური ვალურის ბაზარს და დოლარის სანაცვლოდ
შეისყიდის უცხო ქვეყნის ვალუტას. (ამ შემთხვევაში NCO მიწოდებაა დოლარის)
წონასწორობა ღია ეკონომიკაში

1. ინვესტიციის მსურველმა
ისესხა ფული (დოლარი)
1 2 2. თუ რამდენს ისესხებს ის
დამოკიდებულია იმ
წონასწორობაზე რომელიც
სასესხო კაპირალის
ბაზარზე გვექნება.
3. იმის შემდეგ კი რაც სესხის
რაოდენობა
განისაზღვრება, ეს
რაოდენობა უნდა
3 გადაიცვალოს უცხოურ
ვალუტაში უცხოური
აქტივის საყიდლად.
შესაბამისად იგი დოლარის
მიწოდება ხდება ვალუტის
ბაზარზე.
როგორ მოქმედებს ესა თუ
ის მოვლენა ან პოლიტიკა
ღია ეკონომიკაზე?
ნახაზების გ) ნაწილში გრაფიკის Y ღერძზე უნდა
ეწეროს “რეალური სავალუტო კურსი” და არა
“სარგებლის რეალური განაკვეთი”

შეცდომებია -> გვ. 689 ნახაზი 5, გვ. 692 ნახაზი 6, გვ. 694
ნახაზი 7.

უნდა ეწეროს
“რეალური
სავალუტო
კურსი”
სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი

• S = (Y-T-C) + (T-G), სადაც (Y-T-C) კერძო


დანაზოგი, (T-G) კი საზოგადოებრივი
დანაზოგი
• T>G მაშინ ბიუჯეტის გარდამეტია, თუ
T<G მაშინ ბიუჯეტის დეფიციტია
• ზემოთხსენებულიდან გამომდინარე
დეფიციტი ამცირებს ეროვნულ დანაზოგს
• მთავრობის მიერ სესხის აღების შედეგად
ინვესტიციების შემცირებას ეწოდება
“გამოდევნა”.
• ბიუჯეტის დეფიციტის გამო სარგებლის
განაკვეთი იზრდება, ხოლო ინვესტიციები
მცირდება
• ბიუჯეტის გარდამეტის გამო სარგებლის
განაკვეთი მცირდება, ხოლო ინვესტიციები
იზრდება
ბიუჯეტის დეფიციტიც მოხმედება სასესხო კაპ. და ვალუტის
ბაზარზე
1. ბიუჯეტის დეფიციტის შედეგად მცირდება
დანაზოგი. სასესხო კაპიტალის ბაზარზე
მიწოდება (დანაზოგი) გადაინაცვლებს
მარცხნივ.
2. შედეგად, გაიზრდება სარგებლის რეალური
განაკვეთი. სარგებლის რეალური
განაკვეთის გაზრდა NCO-ს შემცირებას
იწვევს, რადგან მეტ ამერიკელს და
უცხოელსაც უნდა ამერიკული აქტივის
ყიდვა.
3. შედეგად, უცხოური ვალუტის ბაზარზე
დოლარის მიწოდება შემცირდება და
დოლარის ღირებულება უცხოურ
ვალუტასთან გაიზრდება.
4. შედეგად, ამერიკელებიც და უცხოელებიც
იყიდიან უფრო ცოტა ამერიკულ
პროდუქტს, ექსპორტი შემცირდება,
ტარიფების გავლენა სავალუტო ბაზარზე

• უკვე კარგად ვიცით, რომ ტარიფი იმპორტულ


საქონელზე დაწესებული გადასახადია.
• ტარიფის მომხრეები, ამბობენ რომ ის კარგია
ეკონომიკისთვის და ამით შეიძლება ამერიკის
სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა.
• თუმცა, მომდევნო სლაიდებზე
დავრწმუნდებით, რომ სავაჭრო პოლიტიკის
შედეგები უფრო მიკროეკონომიკულია ვიდრე
მაკროეკონომიკული და მას არ შეუძლია
სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა. ტარიფის
მომხრეები, სხვადასხვა დარგების და
ინდუსტრიების დაცვას უფრო ცდილობენ
ვიდრე ქვეყნის მაკროეკონომიულ
კეთილდღობაზე ზრუნვას.
• როგორც, ვიცით თვისუფალი და შეუზყუდავი
ვაჭრობაა ეკონომიკური კეთილდღობის
მაქსიმიზაციის გზა და არა შეზრუდვები.
სავაჭრო პოლიტიკა - ტარიფები

• რა მოხდება თუ აშშ-ს მთვრობა დააწესებს


ტარიფს იაპონიიდან იმპორტ. მანქანებზე?
1. რათქმაუნდა პირველად ეფექტი იქნება
იმპორტის რაოდენობის შემცირება.
შესაბამისად, გაიზრდება წმინდა ექსპორტი.
2. შედეგად, უხცოური ვალუტის ბაზარზე
წმინდა ექსპორტი (მოთხოვნა) გადაინაცვლებს
მარჯვნივ.
3. შედეგად, გაიზრდება რეალური სავალუტო
კურსი, მაგრამ როგორც ვხედავთ წმინდა
კაპიტალის გადინება არ იცვლება და არ
იცვლება არც წმინდა ექსპორტი. რატომ?
4. რადგან, რეალური სავალუტო კურსის ზრდა
იმპორტს ხელს უწყობს, ხოლო ექსპორტს
უშლის. შესაბამისად, საბოლოო ეფექტი იქნება
ის, რომ ექსპორტიც და იმპორტიც შემცირდება,
ხოლო მათ შორის სხვაობა კი იგივე დარჩება.
პოლიტიკური არასტაბილურობა და კაპიტალის გაფრენა

• ქვეყანაში არსებულ აქტივებზე მოთხოვნის


მკვეთ და უეცარ შემცირებას “კაპიტალის
გაფრენა” ეწოდება.
• კაპიტალის გაფრენაზე შეიძლება გავლენა
იყონიოს არასტაბილურმა პოლიტიკურმა
გარემ, რევოლუციებმა, ა.შ.
• ასეთი მოვლენა, მექსიკაში მოხდა 1994 წელს,
როდესაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ
გამოიწვია პოლიტიკური ლიდერის
მკვლელობა.
• შედეგად, ხალხი პანიკას მიეცა და გადაწყვიტა,
რომ საქუთარი აქტივები მექსიკიდან გამოეტანა
და ამერიკაში ან სხვა “უსაფრთხო სამოთხეში”
განეთავსებინა.
• რა შედეგი მოყვებოდა ამას მექსიკისთვის?
ანალიზი გავეკეთოთ ღია ეკონომიკის
წონასწორული მოდელით
კაპიტალის გაფრების მაგალითი მექსიკისთვის

• პირველ რიგში, ზემოთხსენებული მოვლენა,


გადაადგილებს კაპიტალის წმინდა გადინების
მრუდს, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს
სასესხო კაპიტალის ბაზარზეც და უცხოური
ვალუტის ბაზარზეც.
• შედეგად, კაპიტალის წმინდა გადინების
მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება NCO1-დან
NCO2-ში
• ამას მოყვება მექსიკაში სარგებლის განაკვეთის
გაზრდა, ხოლო სავალუტო ბაზარზე კი
მექსიკური პესოს გაუფასურება.
• ვალუტის დასუსტება ექსპორტს აიაფებს და
იმპორტს ზრდის, რაც სავაჭრო ბალანსს
გარდამეტისაკენ უბიძგებს. რეალური
სარგებლის განაკვეთის გაზრდა კი
ინვესტიციებს შეამცირებს (კაპიტალის
გადინება ქვეყნიდან). აშშ-ში კი სიტუაცია
გმადლობთ ყურადღებისთვის!

Power Point
Slides by
Vano Benidze ©

You might also like