You are on page 1of 24

დანაზოგები,

ინვესტიციები და
ფინანსური სისტემა
ლექცია 4,
15.03.23
ფინანსური სისტემა
• წარმოიდგინეთ კოლეჯი დაამთავრეთ და გადაწყვიტეთ საკუთარი ფირმის დაარსება
• აუცილებლად დაგჭირდებათ ფართი, ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ბევრი ბიზნესის სწორად
ფუნქციონირებისთვის საჭირო აღჭურვილობა
• თუმცა ამ ყველაფერს ფული დასჭირდება, რომლის ან სესხება მოგიწევთ ან საკუთარი დანაზოგის გამოყენება
• სესხების შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტებს, ახლობლებს ან მეგობრებს უნდა მიმართოთ
ფინანსური სიტემა

• ფინანსური სისტემა შედგება იმ ეკონომიკური ინსტიტუტებისგან,


რომლებიც ხელს უწყობენ იმ ადამიანების დაკავშრებას რომლებსაც
ერთი მხრივ დაზოგვის მეორე მხრივ კი ინვესტირების სურვილი
გააჩნიათ
• როგორც წინა თავში ვნახეთ ეკონომიკის ზრდის ერთ ერთი საწინდარი
კაპიტალში ინვესტირებაა
• ადამიანთა ერთ ჯგუფს საკუთარი შემოსავლების სამომავლოდ
დაზოგვა უნდათ მეორე ჯგუფს კი სესხება უნდათ. ამ ორ ჯგუფს
ერთმანეთთან ფინანსური ბაზარი აკავშირებთ
ფინანსური ბაზარი

• ფინანსური ბაზრები ის
ინსტიტუტებია, რომელთა
მეშვეობითაც დაზოგვის
მსურველები თანხას აწოდებენ
სესხების მსურველებს
• ინვესტიციებთან
დაკავშირებით აღსანიშნავია
ობლიგაციებისა(Bond) და
აქციების(Share) ბაზარი
ობლიგაციების(Bond) ბაზარი

• ვთქვათ თქვენ მძლავრი კომპანიის მფლობელი ხართ და ახალი ქარხნის


ასაშენებლად ფული გჭირდებათ. ამისთვის საკმარისი თქვენივე რესურსი
არ გაგაჩნიათ
• თუმცა შეგიძლიათ თანხა ისესხოთ პირდაპირ საზოგადოებისგან. ამისთვის
გამოუშვებთ გარკვეული რაოდენობის ბონდებს ანუ ობლიგაციებს და
მსგავსად დააფინანსებთ ახალ ინვესტიციას
• ობლიგაცია ანუ ბონდი რეალურად ჰპირობაა, რომელიც მყიდველს
თავისი ფულის სანაცვლოდ მომავალში პირდება არამარტო
თავდაპირველად გადახდილი ფულის დაბრუნებას, არამედ სარგებელსაც
ობლიგაციები(Bonds)

• ობლიგაციები ხასიათდება ვადით- ესაა


დროის მონაკვეთი რომლის
განმავლობაშიც ის განაღდებადია
• ასევე ობლიგაციები ხასიათდებიან
საკრედიტო რისკით- ესაა იმის
ალბათობა, რომ მსესხებელი ვერ
გადაიხდის სარგებელს ან ძირითად
თანხას. ამას დეფოლტი ეწოდება
• ობლიგაციები ასევე ხასიათდებიან
გადასახადებთან დამოკიდებულებით-ეს
ის წესია რომლითაც საგადასახადო
კანონები ობლიგაციებიდან მიღებულ
სარგებელს ეპყრობიან
აქციათა ბაზარი

ახალი ინვესტიციისთვის თანხების


მოძიების კიდევ ერთი გზაა აქციების
გამოშვება
რაც სხვა არაფერია თუ კომპანიის
გარკვეული წილის მიყიდვა
აქციათა ბაზარი
• აქციებით და ობლიგაციებით ინვესტიციის დაფინანსება განსხვავდება ერთმანეთისგან
• აქციის მფლობელი კომპანიის თანამფლობლად ითვლება, ხოლო კომპანია
ობლიგაციის მფლობელის წინაშე მხოლოდ თანხის გარკვეული ნაწილითაა
ვალდებულია
• კომპანიის აქციების გამოშვების შემდეგ აქციების გადაყიდვა ხდეა, ანუ მფლობელის
რამდენჯერმე შეცვლა. მსგავსი ტრანზაქციები მიმდინარეობს საფონდო ბირჟებზე
ფინანსური
შუამავლები
• ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომლის
საშუალებითაც დაზოგვის მსურველები
უკავშირდებიან სესხების მსურველებს.
ტერმინი შუამავალი პირდაპირ მიუთითებს
თუ რას აკეთებენ მსგავსი ინსტიტუტები,
ისინი ორ მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან
• ფინანსური შუამავლების ერთ-ერთი
მაგალითია ბანკები
• მაგალითად თუ პატარა პიცერია გაქვთ
ახალი ინვესტიციაში ფულის
შესაგროვებლად ობლიგაციები ან აქციების
გამოშვებას აზრი არ აქვს, რადგან თქვენი
პიცერია ახლა იდგამს ფეხს და შესაბამისად
ბაზარზე არაა ცნობილი და ობლიგაციებს ან
აქციებს არავინ იყიდის თქვენგან.
რამდენიმე მნიშვნელოვანი იგივეობა

• გავიხსენოთ ქვეყნის მთლიანი შემოსავალი ანუ მშპ ; Y=C+G+I+NX


• ჩვენი ანალიზისთვის დავუშვათ, რომ გვაქვს ჩაკეტილი ეკონომიკა, შედეგად გვაქვს, რომ NX = 0
და დანარჩენი ტოლობა შემდეგი სახისაა Y=C+G+I
• გადავიტანოთ მოხმარება და სახელმწიფო ხარჯები ტოლობის მარცხენა მხარეს მივიღებთ, რომ
Y-C-G = I
• ჩვენს მთლიან შემოსავალს თუ გამოვაკლებთ იმას რასაც მოხმარებაში ვხარჯავთ და რასაც
სახელმწიფო ხარჯავს დაგვრჩება ჩვენი დანაზოგები (S), ანუ ქვეყანაში S = Y-C-G = I
• გამოდის, რომ ჩაკეტილ ეკონომიკაში ინვესტიციები შესაძლებელია მხოლოდ დანაზოგების
( S) არსებობის შემთხვევაში
• S = Y-C-G გადავწეროთ შემდეგი სახით >>> S = Y-C-T+T-G >>> S=(Y-C-T) + (T-G)
• Y-C-T არის კერძო ანუ ხალხის დანაზოგი, T-G არის სახელმწიფო ანუ საზოგადოებრივი დანაზოგი
• ახლა ავაგოთ ფინანსური ბაზრების მოდელი
სასესხო • ვთქვათ ისინი, ვისაც ფულის დაზოგვა სურთ სასესხო
კაპიტალის კაპიტალის ბაზარზე მიდიან და დეპოზიტზე შეაქვთ
თავიანთი დანაზოგი
ბაზარი • მათ ვისაც ფულის სესხება აღება სურთ ამ ბაზარზე სესხის
ასაღებად მიდის
სასესხო კაპიტალის ბაზარი

• დავუშვათ, რომ სასესხო კაპიტალის ბაზარსაც მართავს მოთხოვნა და მიწოდება.


• ამ ბაზარზე არსებობს სარგებლის ერთი განაკვეთი, რომელიც ერთდროულად
დანაზოგის სარგებლის განკვეთიცაა და სესხის აღების პროცენტიც
• მიწოდება - ამ ბაზარზე იმ ადამიანებისგან მომდინარეობს, რომელთაც დამატებითი
შემოსავალი აქვთ და სურთ დაზოგვა და მიდიან ამ ბაზარზე დეპოზიტის ანუ ანაბრის
გასაკეთებლად.
• მოთხოვნა - მომდინარეობს იმ საოჯახო მეურნეობებიდან და ფირმებიდან,
რომელთაც თანხა სჭირდებათ ინვესტიციისთვის
• ასევე დავუშვათ სასესხო კაპიტალის მიწოდების წყარო დანაზოგებია, ხოლო
სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის წყარო ინვესტიციებია
სასესხო კაპიტალის ბაზარი

• სასესხო კაპიტალის ბაზარზე მნიშვნელოვანია სარგებლის განაკვეთიც


• სარგებლის განაკვეთი - გამოხატავს ფასს სესხის ამღების მიერ კრედიტის
სარგებლობისთვის, მეორეს მხრივ, კი გამსესხებლის შემოსავალს დანაზოგის
გაკეთებისთვის
• სარგებლის განაკვეთის ზრდა, აძვირებს სესხის აღებას, შესაბამისად ნაკლები
იღებს სესხს, ანუ სესხის მოთხოვნა მცირდება, მეორეს მხრივ განაკვეთის ზრდა მეტ
შემოსავალს პირდება ადამიანებს, ვინც თანხას ზოგავს, შესაბამისად დეპოზიტების
მიწოდების რაოდენობა იზრდება
• სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის მრუდი დაღმავალია
ხოლო მიწოდების აღმავალი.
სასესხო კაპიტალის ბაზრის
წონასწორობა
• ნახაზზე მოცემულია სარგებლის განაკვეთი, რომლის
დროსაც სასესხო კაპიტალის მიწოდება და მოთხოვნა
სარგებლი წონასწორობაშია

განაკვეთი
მიწოდება • ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების გათანაბრებით
ვიღებთ სარგებლის განაკვეთს, თუმცა ეს განაკვეთი
ნომინალურია
5% • გაიხსენეთ! რა კავშირია რეალურს და ნომინალურ
განაკვეთებს შორის?
• სასესხო კაპიტალის მიწოდება და მოთხოვნა
მოთხოვნა დამოკიდებულია სარგებლის რეალურ და არა
ნომინალურ განაკვეთზე
1200 სასესხო კაპიტალი
(მილიარდი
• ამ ნახაზზეც 5% არის სარგებლის რეალური განაკვეთი
დოლარი) და არა ნომინალური
პოლიტიკა 1: გადასახადები
და დანაზოგები

• რადგანაც ეკონომიკის 10 პრინციპიდან ვიცით, რომ ადამიანები სტიმულებზე


რეაგირებენ, დაზოგვისკენ მიდრეკილების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს
შეუძლია საგადასახადო პოლიტიკა გამოიყენოს
• მაგალითად თუ დეპოზიტებიდან ან ობლიგაციების შეძენიდან მიღებული სარგებელი
იბეგრება და მაშინ მოსახლეობას ნაკლები სურვილი ექნება, რომ დაზოგოს
• შესაბამისად სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც გადასახადებს დაარეგულირებს
მსგავსად მიღებული სარგებლიდან დაეხმარება დაზოგვისკენ მიდრეკილებას
პოლიტიკა 1: გადასახადები და
დანაზოგები გრაფიკული ანალიზი

სარგებლი
• გადასახადების ცვლილება, საოჯახო მეურნეობებს დაზოგვის

განაკვეთი მიწოდება მეტ სტიმულს მისცემს, რადგან ნაკლები თანხა დაებეგრებათ
• შესაბამისად, მეტს დაზოგავენ, ანუ კაპიტალის მიწოდება
გაიზრდება
1
5% • გრაფიკულად ეს ცვლილება წარმოდგენილია ცისფერი
2 მრუდის გადაადგილებით, იასამნისფერი ისრის
4%
მიმართულებით
• წონასწორობა გადაინაცვლებს წერტილი 1-დან წერტილ 2-
მოთხოვნა
ში
1200 1600 • შედეგად, წონასწორული საპროცენტო განაკვეთი
სასესხო კაპიტალი
(მილიარდი შემცირდება 5%-დან 4%-მდე, ხოლო წონასწორული
დოლარი) რაოდენობა გაიზრდება 1200-დან 1600-მდე
პოლიტიკა 2: გადასახადები და
ინვესტიციები
• დავუშვათ დამტკიცდა კანონი რომელიც ამცირებს
გადასახადებს იმ ფირმებისთვის, რომლებიც ახალ ქარხნებს
სარგებლი
ააშენებენ. ს
განაკვეთი მიწოდება
• ეს კანონი ინვესტირების სტიმულებზე ახდენს გავლენას,
შესაბამისად ფირმებს, რომლების გადაწყვეტენ მეტი ქარხნის 2
აშენებას დასჭირდება დაფინანსება თავიანთი სამომავლო 6%

ინვესტიციისთვის 1
5%
• ამ პოლიტიკის წყალობით ფირმებს დასჭირდებათ მეტი ფული
ინვესტიციისთვის, შესაბამისად გაზრდიან მოთხოვნას სასესხო
კაპიტალის ბაზარზე.
• საბოლოოდ წონასწორობა გადავა წერტილიდან 1 >> წერტილ მოთხოვნა
2-ში, წონასწორული სარგებლის განაკვეთი გაიზრდება 5% დან
1200 1 400
6%-მდე. ხოლო წონასწორული რაოდენობა 1200 დან 1400- სასესხო კაპიტალი
მდე. (მილიარდი
დოლარი)
• მოთხოვნის მხარეს კი გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი
სტიმულს აძლევს შინამეურნეობებს რომ მეტი დაზოგონ და
პოლიტიკა 3 სახელმწიფო ბიუჯეტის
დეფიციტი

• როდესაც სახელმწიფო იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე გადასახადებიდან


იღებს, იქმნება ბიუჯეტის დეფიციტი
• დაგროვილი ბიუჯეტების ჯამს სახელმწიფო ვალი ეწოდება. თუ
ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლის ტოლია, მაშინ გვაქვს დაბალანსებული
ბიუჯეტი.
• წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა თავდაპირველად
გვქონდა დაბალანსებული ბიუჯეტი და შემდეგ კი
განიცდის დეფიციტს
• ეფექტი განვიხილოთ ჩვენი სასესხო კაპიტალის
ბაზრის ანალიზით
პოლიტიკა 3 სახელმწიფო ბიუჯეტის
დეფიციტი გრაფიკული ანალიზი
სარგებლი
ს მიწოდება • დეფიციტის გაზრდა გულისხმობს იმას რომ
განაკვეთი სახელმწიფო ხარჯავს მეტს ვიდრე მისი შემოსავალია
2 • ეს ნიშნავს იმას რომ ეროვნული დანაზოგი,
1 რომელიც კერძო და საზოგადოებრივი დანაზოგისგან
შეგდება მცირდება.
• სასესხო კაპიტალის მიწოდება მცირდება,
წონასწორული სარგებლის განაკვეთი იზრდება,
ხოლო წონასწორული კაპიტალის რაოდენობა
მოთხოვნა მცირდება
• ესე იგი, როდესაც მთავრობა ფულს სესხულობს
სასესხო კაპიტალი საკუთარი დეფიციტის დასაფინანსებლად, ამით
(მილიარდი
გამოდევნის კერძო მსესხებლებს, რომლებიც
დოლარი)
საკუთარი ინვესტიციების დაფინანსებას
ცდილობდნენ
• აქციათა ფასების შემცირება
განიხილება როგორც რეალური
მშპ-ს სამომავლო შემცირების
სავარჯიშო 1 წინამორბედი. თვლით თუ არა,
რომ ეს მართლაც ასეა?
• მრავალი მშრომელი ყიდულობს იმ
ფირმის აქციათა დიდ რაოდენობას,
რომელშიც თვითონ მუშაობს. თქვენი
სავარჯიშო 2 აზრით რატომ უწყობენ ფირმები ხელს
ასეთ ქცევას? რატომ არ უნდა უნდოდეს
მშრომელს იმ კომპანიის აქციების შეძენა
რომელშიც მუშაობს?
სავარჯიშო 3
სავარჯიშო 4
სავარჯიშო 5

You might also like