You are on page 1of 3

საგანი - მაკროეკონომიკის შესავალი

თემა- დანაზოგები, ინვესტიციები და ფინანსური სისტემა

VI კვირა
შეფასება - მაქს. 3 ქულა

დავალების აღწერა: 2 თეორიული საკითხი და 2 ამოცანა

თეორიული საკითხი 1 (მაქს. შეფასება 1 ქულა)

თუ მთავრობამ შეცვალა კანონმდებლობა, რათა წაახალისოს დაზოგვა, სასესხო კაპიტალის


ბაზარზე რომელი მრუდი გადაადგილდება? რომელი მიმართულებით გადაადგილდება?
როგორ შეიცვლება სარგებლის განაკვეთი, დანაზოგები და ინვესტიციები? ყველა კითხვა
ახსენით და აღწერეთ გრაფიკზე.
1. მთავრობის ეს გადაწყვეტილება სასესხო კაპიტალის მოცულობას გაზრდის და
მიწოდების S1 მრუდს გადაადგილებს მარჯვნივ რადგან საოჯახო მეურნეობები
გაზრდიან საკუთარ დანაზოგებს შემოსავლების უფრო მცირე ნაწილის მოხმარების გზით
დამატებით დანაზოგს კი საოჯახო მეურნეობები საბანკო დეპოზიტებს გაზრდიან ან მეტ
ობლიგაციას შეიძენენ. სასესხო კაპიტალის ზრდა გამოიწვევს სარგებლის გნაკვეთის
შემცირებას. ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება ვინაიდან სესხების ღირებულება
მცირდება საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს საკმარისი მოტივები უჩნდებათ უფრო
მეტი ინვესტიციების დაფინანსებითვის.

სარგებლის
განაკვეთი

მიწოდება S1 S2

მოთხოვნა

სასესხო კაპიტალი

თეორიული საკითხი 1 (მაქს. შეფასება 1 ქულა)

რა არის ფინანსური სისტემა? რით განსხვავდება ფინანსური ბაზრები ფინანსური


შუამავლებისაგან? რა არის სასესხო კაპიტალის ბაზარი და რა განსაზღვრავს სასესხო
კაპიტალის სარგებლის განაკვეთს? რა გავლენას ახდენს ბიუჯეტის დეფიციტი სარგებლის
განაკვეთზე, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ზრდაზე?
ფინანსური სისტემა აერთიანებს ყველა იმ ინსტიტუს რომლებიც ხელს უწყობენ იმ ადამიანების
დაკავშირებას რომელთაც ერთი მხრივ დაზოგვის მეორე მხრივ კი ინვესტირების და სურვილი
და შესაძლებლობა აქვთ.

ფინანსურ ბაზრებზე დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფინანსური


სახსრები მსურველებს მაგალითად აქციების და ობლიგაციების სახით ხოლო ფინანსური
შუამავლების შემთხვევაში ფინანსების მიწოდება ხდება ირიბი გზით ბანკების ან
ურთიერთფონდების საშუალებით.

სასესხო კაპიტალის ბაზარი არის ისეთი ბაზარი სადაც ისინი ვისაც დაზოგვა სურს, ფინანსური
რესურსების მიმწოდებლები არიან, ხოლო ისინი ვისასც სესხება სურთ ამ რესურსების
მომხმარებლები. სასესხო კაპიტალის სარგებელს განსაზღვრავს ბაზარზე მიწოდება და
მოთხოვნა ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკა, მაგალითად
გადასახადები.

ბიუჯეტის დეფიციტის შედეგად მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარცხნივ და შედეგად


სარგებლის განაკვეთი გაიზრდება. ინვესტიციები შემცირდება რადგან როდესაც მთავრობა
საკუთარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ფულს სესხულობს, ამცირებს სასესხო
კაპიტალის მიწოდებას, რომელიც საჭიროა საოჯახო მეურნეობებისა და ფირმების მიერ ახალი
ინვესტიციების დასაფინანსებლად. ინვესტიცებს დიდი მნიშვნელბა აქვს ეკონომიკის
ზრდისთვის ხოლო მისი შემცირებაც ეკონომიკის ზრდის შენელებას გამოიწვევს.

ამოცანა 1 (მაქს. შეფასება 0.5 ქულა)

განსაზღვრეთ თითოეული ქმედება დაზოგვას გვიჩვენებს თუ ინვესტირებას?


ა) ანი თავისი შემოსავლიდან 300 ლარს საბანკო დეპოზიტზე დებს -დანაზოგი-----------------
ბ) ირაკლი ბანკიდან სესხულობს 70 000 ლარს და ახალ ბინას ყიდულობს
---ინვესტიცია-----------
გ) სილამაზის სალონის მფლობელმა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დანადგარები
დაამონტაჟა --ინვესტიცია---
დ) ლიზი საკუთარი დანაზოგიდან აქციებს ყიდულობს ----დანაზოგი-------

ამოცანა 2 (მაქს. შეფასება 0.5 ქულა)

დავუშვათ მშპ $ 8 ტრილიონია, გადასახადები $ 1,5 ტრილიონი, კერძო დანაზოგები - $ 0,5


ტრილიონი, საზოგადოებრივი დანაზოგი - $ 0,2 ტრილიონი. ამ მონაცემებით გაიანგარიშეთ
მოხმარება, სახელმწიფო შესყიდვები, ეროვნული დანაზოგი და ინვესტიციები დახურული
ეკონომიკისათვის.

Y=8$; T=1,5$; (Y-T-C)=0,5$ (T-G)=0,2$

C=?, G=?, S=?, I=?


S=(Y-T-C)+(T-G)

S=0,5+0,2=0,7

I=S=0,7 Y=C+I+G

(T-G)=0,2 C=Y-I-G

G=1,5-0,2=1,3 C=8-0,7-1,3=6

მოხმარება=6, სახელმწიფო შესყიდვები=1,3, ეროვნული დანაზოგი=0,7,

ინვესტიციები=0,7

You might also like