You are on page 1of 3

ვარიანტი 4

თემა: სახელმწიფო კრედიტი

სახელმწიფო კრედიტი წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობას სახელმწიფოს და


იურიდიულ/ფიზიკურ პირს შორის, სადაც სახელმწიფო გამოდის ფულადი
სახსრების მსესხებლის, გამსესხებლის ან გარანტის როლში.

სახელმწიფო კრედიტი ორგვარი ასპექტით შეიძლება იქნეს განხილული: აქტიური,


როდესაც სახელმწიფო არის გამსესხებელი და პასიური, როდესაც სახელმწიფო არის
მსესხებლის როლში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გაცემულ კრედიტს
სახელმწიფო კრედიტს უწოდებენ, ხოლო მიღებულს – სახელმწიფო ვალს.

სახელმწიფო კრედიტი ეფუქძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს: დაბრუნებითობა,


ვადიანობა, სარგებლიანობა და უზრუნველყოფითობა.

სახელმწიფო კრედიტს გააჩნია ორი ძირითად ფუნქცია: ფისკალური და


მარეგულირებელი. ფისკალური ფუნქციის საშუალებით ხდება ცენტრალიზებული
ფულადი ფორმების ფორმირება და გამოყენება. მარეგულირებელი ფუნქციის
მეშვეობით სახელმწიფოს მიერ ფულის მიმოქცევა რეგულირდება.

განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით, სახელმწიფო კრედიტი არსებობს შიდა


და გარე. შესაბამისად, შიდა სესხი გულისხმობს ქვეყნის შიდა ბაზარზე, ეროვნულ
ვალუტაში არსებობს, ხოლო გარე სესხი – უცხოურ ბაზარზე, უცხოურ ვალუტაში.

დეფინიციები :

1. ფინანსური ბაზრები - ფულად ურთიერთობათა სისტემა, რომელიც ფინანსურ


რესურსებზე მოთხოვნა–მიწოდების საფუძველზე დროებით თავისუფალი ფულადი
სახსრების გადანაწილების პროცესში ყალიბდება.

2. ფულის ბაზარი - ბაზარი, სადაც ფულზე მოთხოვნა და მიწოდება განისაზღვრება


საპროცენტო განაკვეთის დონით.

3. ფინანსური რესურსები - სახელმწიფოს, საწარმოებისა (ორგანიზაციებისა) და


საოჯახო მეურნეობების განკარგულებაში არსებული ფულადი რესურსების
ფონდების ერთობლიობა.

4. ფინანსური რეზერვები - ფინანსური რესურსების ხელუხლებელი ნაწილი,


რომლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში იმ
დანიშნულებით, რისთვისაც შექმნილია ის.

კითხვები:

1) რომელი უწყება იწყებს მუშაობას ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე და როდის?


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე.

2) რა და რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ბიუჯეტის დაფინანსება?


საბიუჯეტო დაფინანსება, ანუ ასიგნება ნიშნავს ფულადი სახსრების გაცემას
ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
ასიგნებები შეიძლება განხორციელდეს ორი ფორმით:
„ნეტო-ბიუჯეტი“ – ასიგნებები გამოიყოფა დანახარჯთა შეზღუდული
წრისათვის, რომელიც დამტკიცებულიბიუჯეტითაა გათვალისწინებული.
„ბრუტო-ბიუჯეტი“ – ასიგნებები გამოიყოფა იმ საწარმოებისა და
ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მთლიანად საბიუჯეტო დაფინანსებაზე
იმყოფებიან.
3) განმარტეთ საბიუჯეტო პროცესები და ჩამოთვალეთ მისი ეტაპები.
საბიუჯეტო პროცესი არის საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა,
რომელიც მოიცავს ბიუჯეტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას,
დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
ეტაპები: 1 მარტი - იწყება მუშაობა ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტებზე;
15 აპრილამდე - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ დოკუმენტს წარუდგენს
საქართველოს პრეზიდენტს;
1 მაისამდე - დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის
ეკონომიკური პროფილის კომიტეტს;
1 ივნისამდე - კომიტეტის დასკვნა იგზავნება საქართველოს პრეზიდენტთან.
დოკუმენტები დაუბრუნდება ფინანსთა სამინისტროს;
15 სექტემბრამდე - ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტს და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის უგზავნის პრეზიდენტს;
1 ოქტომბრამდე - პრეზიდენტი პროექტს დასამტკიცებლად უგზავნის
საქართველოს პარლამენტს;
31 დეკემბერი - გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ამ თარიღამდე.
4) დაახასიათეთ საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი დანიშნულება.
საბიუჯეტო ხარჯები არის ეკონომიკური ურთიერთობანი, რომლებიც
წარმოიშვება სახელმწიფოს ფულადი სახსრების ფონდის დარგობრივი,
მიზნობრივი და ტერიტორიული დანიშნულებით გადანაწილების და
გამოყენებისას.
5) ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების გზები.
გადასახადები, სესხები, არასაგადასახადო შემოსავლები, ფულის ემისია.
6) რაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი მოწყობა და მისი რომელი
ფორმები არსებობს?
ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობა და საბიუჯეტო სისტემის ორგანიზაცია
განისაზღვრება სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით. მისი ფორმებია:
ფედერაციული – მართვის სამი რგოლი (სახელმწიფო, ფედერალური და
ადგილობრივი ბიუჯეტი).
უნიტარული – მართვის ორი რგოლი (სახელმწიფო და ადგილობრივი
ბიუჯეტები).
7) დაახასიათეთ და განმარტეთ ტრანსფერის მნიშვნელობა.
ტრანსფერი არის ფინანსური დახმარება ზემდგომი რგოლიდან ქვემოთ,
მაგალითად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივ
ბიუჯეტში.
8) ახსენით განსხვავება პირად და რეალურ გადასახადებს შორის.
პირადი და რეალური გადასახადები პირდაპირი გადასახადის ფორმებია.
პირადი გადასახადით იბეგრება ფაქტიურად მიღებული შემოსავალი
(საშემოსავლო, მოგების შემოსავალი), ხოლო რეალური გადასახადით –
სავარაუდო საშუალო შემოსავალი (ქონების, მიწის გადასახადი).
9) იმსჯელეთ გადასახადების არსზე და ჩამოთვალეთ საერთო
სახელმწიფოებრივი გადასახადები.
გადასახადი არის საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა
და ადგილობრივი ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო, ფულადი შენატანი,
რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადასახადის აუცილებელი,
არაექვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო, მოგების, დღგ,
აქციზი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონის, ქონების გადაცემის,
სოციალური დაზღვევის და ა.შ
10) ჩამოთვალეთ ფინანსების ძირითადი ფუნქციები და განმარტეთ.
განმანაწილებელი ფუნქცია – ვლინდება ეროვნული შემოსავლის პირველადი
განაწილებისას, როდესაც წარმოებს ძირითადი შემოსავლების ფორმირება.
მოქმედების ობიექტად გამოდის მშპ-ს ღირებულება, ეროვნული შემოსავალი
და ეროვნული სიმდიდრე.
საკონტროლო ფუნქცია – ვლინდება მშპ-ს შესაბამის ფონდებში მოქცევისა და
შემდგომში მისი მიზნობრივი განაწილების კონტროლში. მოქმედების
ობიექტებია საბიუჯეტო სახსრების მოძრაობა და მთლიანად საბიუჯეტო
პროცესი (ბიუჯეტის შედგენა, განხილვა, შესრულება და ა.შ).

You might also like