You are on page 1of 6

თსუ ფაკულტეტი, კათედრა: ეკონომიკისა და ბიზნესის, ფინანსებისა და საბანკო

საქმის
საგნის დასახელება: საბანკო 1
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი
სტუდენტის სახელი და გვარი: მეგი მოისწრაფიშვილი
სტუდენტის პირადი № 42001038467
სტუდენტის ჯგუფის № 385
ლექტორის სახელი და გვარი: ლეილა ღუდუშაური
ელექტრონული ფოსტა: leila.ghudushauri@tsu.ge
გამოცდის თარიღი: 20/01/2022

ვარიანტი 1

საკითხები:
1. ცენტრალური ბანკების წარმოშობის წინაპირობები

ცენტრალური ბანკი დღეს ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს საფინანსო-


საკრედიტო სისტემის ძირითად ელემენტს წარმოადგენს და ფულად-საკრედიტო
პოლიტიკის გამტარებლის როლის გარდა, ეკონომიკის ერთიანი სახელმწიფო
რეგულირების საფუძველს წარმოადგენს.წარმოშობა გაცილებით ადრე დაიწყო ,თუმცა
მნიშვნელობა მხოლოდ 20 საუკუნეში მიიღო.უმეტესწილად ცენტრალური ბანკის
კაპიტალი სახელმწიფოს კუთვნილებაშია, თუმცა აქციონერებად შეიძლება იყვნენ
კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც. წარმოშობა საკმაოდ
ადრეული პერიოდიდან იწყება . ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში , ფულად-სავაჭრო
კაპიტალის არსებობის პერიოდში , გამოიყო ფულით მევახშეებისა და მოვაჭრეების
გამოყოფა,რომლებიც პირველ ბანკირებად შეიძლება ჩავთვალოთ,რომელბმაც დაიწყეს
თავიანთი საქმიანობის არეალის გაფართოება.გამორჩეული ბანკირები უმაღლესი
ეშელონების ფინანსურ მოთხოვნილებებსაც კი აკმაყოფილებდნენ,თუმცა ინ
დროისათვის არ ატარებდნენ ცენტრალური ბანკისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.ეს
გამოწვეული იყო იმით, რომ სახელმწიფო არ ერეოდა ქვეყნის ეკონომიკაში ან მისი
ჩარევის ხარისხი დაბალი იყო.კაპიტალისტურ-საბაზრო ურთიერთობების
განვითარებამ აუცილებელი გახადა ცნტრალური ბანკის წარმოშობა.განვითაარდა
დაკრედიტების მექანიზმნი რამაც გამოიწვია თამასუქების გაჩენა.თამასუქი
გულისხმობს მსესხებლის წერილობით უპირობო ვალდებულებას კრედიტორისთვის
გარკვეულ თანხის გადახდაზე კონკრეტული თარიღისათვის.ასევე გახდა საჭირო
სათამასუქო ოპერაციების პოპულარიზაციისა. თამასუქების აღრიცხვა ბანკები
შეისყიდიან თამასუქს მფლობელისგან მისი ვალის გასვლამდე გარკვეული პროცენტის
სანაცვლოდ.ნაღლი ფულის მიღემას ნებისმიერ დროს თამასუქები ლიკვიდური
გადახდის საშუალება გახადა.იმის გამო , რომ კომერციული თამასუქები კერძო სავალო
ვალდებულებას წარმოადგენდნენ მათი მიმოქცევა მხოლოდ ვიწრო წრეში ხდებოდა ანუ
მხოლოდ ნდობით აღჭურვილ ადამიანებს შორის.კომერციული თამასუქები ნელ-ნელა
ჩაანაცვლა საემისიო ბანკნოტებმა, რაც უმჯობესი იყო იმის გამო , რომ მათი მიმოქცევა
ვრცელ ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი .

2. ანგარიშის გახსნის წესი საქართველოს კომერციულ ბანკებში

ანგარიშის გახნასთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში იცვლებოდა ნორმატივება, ბოლო


ცვლილება კი შეტანილია 2011 წლის 7 აპრილს და მიღებულია დოკუმენტი
„საბანკოდაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების
შესახებ“.გამოყენებული ტერმინები და ცნებები:

საბანკო ანგარიში - ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის საშუალება


პირი-როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი
რეზიდენტი - რეზიდენტი ფიზიკური პირი და რეზიდენტი იურიდიული პირი
არარეზიდენტი -პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო
კოდექსის მიხედვით
ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში _ ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი
სახსრები კონკრეტულ ვალუტაში
მულტისავალუტო საბანკო ანგარიში _ ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი
სახსრები რამდენიმე ვალუტაში და წარმოადგენს ერთ ანგარიშს
მეწარმე ფიზიკური პირი _ ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო
საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით
არამეწარმე ფიზიკური პირი _ ფიზიკური პირი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელი
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი
შიდასაბანკო ანგარიში _ ანგარიში, რომელიც არ არის კლიენტის საბანკო ანგარიში
სადეპოზიტო ანგარიში _ ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის მოთხოვნამდე ან
გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები.
დეპოზიტი _ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები,რომელზეც
საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი.
ვადიანი დეპოზიტი _ სადეპოზიტო ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული
ვადით განთავსებული ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და
რომელთა გატანა შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
მოთხოვნამდე დეპოზიტი _ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული
ფულადი სახსრები, რომლებსაც ბანკი არიცხავს პროცენტს და მასზე თანხის განთავსება
და გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ბანკის წინასწარი შეტყობინების გარეშე;
მიმდინარე ანგარიში _ საბანკო ანგარიში, რომელზეც აღირიცხება პირის ფულადი
სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა
მიზნით.
საკორესპონდენტო ანგარიში _ ანგარიში, რომელსაც ერთი ბანკი ხსნის მეორეში და
რომელიც გამოიყენება ბანკებს შორის ანგარიშსწორებისათვის
საკასო მომსახურების ანგარიში _ ბანკის, ბანკის ფილიალის, განყოფილების ანგარიში
ეროვნულ ბანკში და/ან სხვა კომერციულ ბანკში , რომელიც გამოიყენება მხოლოდ ნაღდი
ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციების, სათავო ბანკის საკორესპონდენტო
ანგარიშიდან ჩარიცხვის ოპერაციების, ასევე ამ ანგარიშზე არსებული
თანხების სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნებისათვის
ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში _ ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შუამავალი პირის ან ნოტარიუსის ანგარიში, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობის და
ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის
(კლიენტების) ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ
მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად
ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში _ ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შუამავალი პირის ან ნოტარიუსის ანგარიში, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობის და
ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის
ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული
ფულადი სახსრების აღსარიცხავად.
ქართული კანონმდებლობით არსებობს კლიენტის შემდეგი საბანკო ანგარიშების ტიპები:
1. მიმდინარე ანგარიში; 2. სადეპოზიტო ანგარიში; 3. საკორესპონდენტო ანგარიში; 4.
საკასო მომსახურების ანგარიში; 5. ნომინალური მფლობელობის ანგარიში. მათგან
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირები ხსნიან მიმდინარე ანგარიშებსა და
სადეპოზიტო ანგარიშებს, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ვადიანი დეპოზიტისა და
მოთხოვნამდე დეპოზიტისაგან . ხოლო რაც შეეხება მესამე და მეოთხე ტიპის ანგარიშებს -
ეხსნებათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს.

ტესტები:
1. კომერციული ბანკის აქტივებში აღირიცხება:
ა) საკუთარი სავალო ფასიანი ქაღალდები;
ბ) ინვესტიციები შვილობილ და სხვა საწარმოებში;
გ) სახელმწიფო ინსტიტუტების ფულადი სახსრები;
დ) ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები.
2. საქართველოში მოქმედი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო
დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ თანახმად სესხების კლასიფიკაციით 5
კატეგორიიდან ერთ-ერთია:
ა) საყურადღებო სესხი;
ბ) სუბორდინირებული სესხი;
გ) უყურადღებო სესხი;
დ) საბლანკო სესხი.
3. საქართველოში მოქმედი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო
დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ თანახმად, თითოეულ კომერციულ
ბანკს მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული ,,სტანდარტულად“ კლასიფიცირებული
სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის:
ა) 0,2 %-ის ოდენობით;
ბ) 1,2 %-ის ოდენობით;
გ) 2 %-ის ოდენობით;
დ) 4 %-ის ოდენობით.
4. ბანკის ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე მოქმედი "მაკროეკონომიკური ფაქტორი" არის:
ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ბანკთაშორისი ბაზრის განვითარება;
ბ) ამ ბანკის იმიჯი;
გ) ვითარება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე;
დ) ამ ბანკის აქტივების სტრუქტურა და ხარისხი.
5. ბანკის იმიჯი არის ბანკის ლიკვიდობასა და გადახდისუნარიანობაზე მოქმედი
ა) შიდა საბანკო ფაქტორი;
ბ) ქვეყნის შიდა ფაქტორი;
გ) მაკროეკონომიკური ფაქტორი;
დ) არცერთი ზემოაღნიშნული.
6. რა შეგვიძლია ვთქვათ ცენტრალური ბანკის მხრიდან საბანკო სისტემის ლიკვიდობის
ხელშეწყობაზე:
ა) ცენტრალურ ბანკებს, როგორც წესი საბანკო სისტემის ლიკვდობის ხელშეწყობის ვალდებულება არ
აქვთ;
ბ) ეს არის ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა;
გ) ცენტრალურ ბანკებს ეკრძალებათ რაიმე გავლენა მოახდინონ საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე;
დ) არცერთი ზემოაღნიშნული.
7. ჩამოთვლილიდან რომელი აქტივი ხასიათდება უფრო მაღალი ლიკვიდობის ხარისხით:
ა) ინვესტიციები;
ბ) მოკლევადიანი კრედიტები;
გ) გრძელვადიანი კრედიტები;
დ) ფიქსირებული აქტივები.
8. ცნობილი ბალანსის ფორმულის მიხედვით, რომელია სწორი:
ა) აქტივები = ვალდებულები + კაპიტალი;
ბ) პასივები = აქტივები + კაპიტალი;
გ) პასივები = აქტივები + ვალდებულებები;
დ) კაპიტალი = აქტივები + ვალდებულებები.
9. „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და
მისი გამოყენების ინსტრუქციის“ მიხედვით თუ კლასის ორნიშნა თანრიგის პირველი ციფრია 1-2,
ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს:
ა) ხარჯებთან;
ბ) აქტივებთან;
გ) შემოსავლებთან;
დ) კაპიტალთან.
10. პროცენტულ შემოსავლებს მიეკუთვნება:
ა) შემოსავლები ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან;
ბ) შემოსავლები საკომისიო მომსახურებიდან;
გ) შემოსავლები დილინგური ოპერაციებიდან;
დ) შემოსავლები ანგარიშების გახსნიდან და წარმოებიდან (გადარიცხვებიდან).
11. პროცენტულ ხარჯებს მიეკუთვნება:
ა) ფასიანი ქაღალდების რეზერვების ხარჯები;
ბ) აპარატის შენახვის ხარჯები;
გ) ხარჯები, გაწეული ლორო ანგარიშების მიხედვით;
დ) საექსპლოატაციო ხარჯები.
12. ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები მიეკუთვნება:
ა) პროცენტულ ხარჯებს;
ბ) არაპროცენტულ ხარჯებს;
გ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ხარჯებს;
დ) არცერთ ზემოაღნიშნულს.
13. „კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის წესის“ მიხედვით ისეთი
ეკონომიკური მაჩვენებელი როგორიცაა: მთლიანი საპროცენტო შემოსავლები / საშუალო წლიურ
აქტივებთან, ახასიათებს კომერციული ბანკის:
ა) კაპიტალის საკმარისობას;
ბ) გადახდისუნარიანობას;
გ) მომგებიანობას (რენტაბელობას);
დ) ლიკვიდობას.
14. კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს სხვაობას ორ ფასს შორის, რესურსის მოზიდვის საშუალო
ფასსა და ამ რესურსის განთავსების ფასს შორის, არის:
ა) CIR (Cost/Income Ratio);
ბ) აქტივების უკუგება (ROA);
გ) კაპიტალის უკუგება (ROE);
დ) საპროცენტო მარჟა (სპრედი).
15. უნაღდო ანგარიშსწორებების ფულადი სახსრების ნაღდ ბრუნვასთან შედარებით არსებული
უპირატესობაა:
ა) ფულის ბრუნვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ცენტრალური ბანკისათვის;
ბ) ფულის ბრუნვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება ეკონომიკური სუბიექტებისათვის;
გ) ანგარიშსწორების შედარებით შენელება პროცესის ყველა მონაწილისათვის;
დ) სახელმწიფოს მხრიდან ფულადი ნაკადების შეფასების, დაგეგმვისა და რეგულირების ცოტაოდენი
გართულება.
16. ანგარიშსწორების სისტემა, რომლის დროსაც ხდება მონაწილე ბანკების ვალდებულებათა
ურთიერთჩათვლა, არის
ა) სვიფტის (SWIFT) სისტემა;
ბ) სისტემა „ბანკი–კლიენტი“;
გ) „ნეტ“-ანგარიშსწორების სისტემა (კლირინგი);
დ) არცერთი ზემოაღნიშნული.
17. ნოსტრო ანგარიში, ეს არის:
ა) ანგარიშის განმკარგველი ბანკის (ბანკი A), ანუ ბანკი-რესპონდენტის, მიმდინარე ანგარიში ბანკ-
კორესპონდენტში (ბანკი B);
ბ) ბანკ რესპონდენტში (ბანკი A) ბანკ-კორესპონდენტის მიერ (ბანკი B) გახსნილი მიმდინარე ანგარიში;
გ) ბანკ რესპონდენტში (ბანკი A) ბანკ-კორესპონდენტის მიერ (ბანკი B) გახსნილი საბარათე ანგარიში;
დ) არცერთი ზემოაღნიშნული.
18. ლორო ანგარიში აისახება ბანკის:
ა) კაპიტალში;
ბ) აქტივებში;
გ) პასივებში;
დ) არცერთ ზემოაღნიშნულში.
19. ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული
განკარგულებას მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახსნილ
ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ, ეწოდება:
ა) საინკასო დავალება;
ბ) საგადახდო დავალება;
გ) დოკუმენტალური ინკასო;
დ) დოკუმენტალური აკრედიტივი.
20. საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის მიერ
ბანკისათვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი
თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე წარმოადგენს:
ა) საგადახდო დავალებას;
ბ) საგადამხდელო დავალებას;
გ) საინკასო დავალებას;
დ) აკრედიტივს.

You might also like