You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

მუხლი 861. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა

საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა


აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ
შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული
თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

I. ნორმის მიზანი
861-ე მუხლი ადგენს კლიენტის ნების გამოვლენის პრიმატს მის მფლობელობაში 1
არსებულ საბანკო ანგარიშიდან თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით.
კანონმდებელი კომენტირებულ ნორმაში იყენებს ტერმინ „ჩამოწერას“, რომელსაც
უფრო საბუღალტრო დატვირთვა გააჩნია და ის ზოგიერთ შემთხვევაში გაუგებრობის
წყარო შეიძლება იყოს. ვგონებ უპრიანი იქნება ამ ნორმის კომენტარის მიზნებისთვის
შევჯერდეთ „ჩამოწერის“ იურიდიულად უფრო მოსახერხებელ სინონიმზე, მაგალითად
„განკარგვაზე.“ ამრიგად, ნორმის მიზანია, რომ საბანკო ანგარიშიდან ფულადი
სახსრების ნებისმიერი მოძრაობა კანონმდებლობით გათვალისწინებული
გამონაკლისების გარდა, მხოლოდ კლიენტის თანხმობით ხორციელდებოდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი საკრედიტო დაწესებულების
მატერიალურ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს და ბანკისგან პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენას მოითხოვს.

II. ნორმის შინაარსი


საბანკო ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ფუძემდებლურ 2
საერთაშორისო პრინციპს ანგარიშზე რიცხული სახსრების ხელშეუხებლობა
წარმოადგენს.1 ამ მოსაზრებას განამტკიცებს სასამართლო პრაქტიკაც - საქართველოს
უზენაესი სასამართლოს განმარტებით2 „საანგარიშსწორებო-სამართლებრივ
ურთიერთობებში კლიენტის ანგარიშზე რიცხული თანხების ხელშეუხებლობა ამ
ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპია და თანხის ანგარიშიდან
ჩამოწერა მხოლოდ მხარეთა შორის დადებული სპეციალური ხელშეკრულების
საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება
განხორციელდეს.“ მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს თუ არა სახეზე კლიენტის ნება

1 ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე, შენგელია, ხეცურიანი (რედ.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, თბილისი, 2001, 861-ე მუხლი, გვ. 185.
2
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006
წლის 24 ოქტომბრის # ას-202-621-06 გადაწყვეტილება, <http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>,
[01.09.2019].
1
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

შესაბამისი ფორმით გამოხატული, როდესაც მისი ანგარიშიდან ფულადი რესურსები


განიკარგება? ამ არცთუ მარტივ კითხვაზე პასუხებს ქართული კანონმდებლობის
სხვადასხვა ნაწილში ვაწყდებით და მივდივართ დასკვნამდე, რომ ანგარიშზე რიცხული
სახსრების ხელშეუხებლობა გარკვეული გამონაკლისების არსებობასაც გულისხმობს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კლიენტის
ანგარიშიდან მისი ნების გარეშე სახსრების განკარგვის უნივერსალურ ინსტრუმენტს
წარმოადგენს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ანგარიშზე არსებული თანხები კლიენტის
აქტივად მიიჩნევა და, როგორც წესი, მის საწინააღმდეგოდ გამოტანილი სასამართლო
გადაწყვეტილება კრედიტორის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისი საბანკო
ანგარიშის მეშვეობითაც იძლევა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ვერავინ დაელოდება
კლიენტის ნების გამოვლენას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წ. 22
იანვრის ბრძანება №8/04 „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების
შესახებ“ აკონკრეტებს იმ პირთა სიას, ვინც უფლებამოსილია უაქცეპტო წესით ანუ
გადამხდელის ანგარიშიდან მისი (გადამხდელის) თანხმობის გარეშე, საინკასო
დავალების საფუძველზე მოახდინოს სახსრების განკარგვა. ესენი არიან:

1) საქართველოს ეროვნულ ბანკი;


2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;
3) კერძო აღმასრულებელი;
4) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
5) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.3

3 კლიენტის ანგარიშიდან თანხების განკარგვასთან დაკავშირებით ცალკე ყურადღებას


იმსახურებს კომენტირებულ მუხლში მოყვანილი ტერმინები: „ნებართვა“ და
„მითითება.“ „ნებართვა“ თავისი შინაარსით უფრო ფართო მნიშვნელობის მატარებელია
და მიგვითითებს ანგარიშის მფლობელის მხრიდან ნების უფრო ზოგად გამოვლენაზე.
მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს ბანკთან გაფორმებული აქვს სპეციალური
ხელშეკრულება, რომლითაც ის უფლებამოსილებას ანიჭებს საკრედიტო
დაწესებულებას მისი ანგარიშიდან თანხები კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ
განკარგოს, ეს სწორედ კლიენტის ნებართვასთან უნდა გავაიგივოთ, რომლის ძალითაც
ყოველ კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით მისი ცალკე თანხმობა საჭირო აღარ
არის. ზემოხსენებულის საილუსტრაციოდ გამოდგება ავტომატური კომუნალური
გადარიცხვების სერვისი, რომელსაც არაერთი კომერციული ბანკის სთავაზობს თავის
კლიენტებს. ავტომატური კომუნალური გადარიცხვების სერვისით მოსარგებლე

3 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წ. 22 იანვრის ბრძანება №8/04 „გადახდის


ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ,“
2
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

ანაგარიშის მფლობელი სპეციალური შეთანხმებით (რომელიც ხშირად ელექტრონულ


რეჟიმში ფორმდება) უფლებამოსილებას ანიჭებს საკრედიტო დაწესებულებას,
კონკრეტული კრედიტორისგან მიღებული მოთხოვნა ავტომატურად, კლიენტის
მხრიდან ცალკე მითითების გარეშე დააკმაყოფილოს. ასეთ შემთხვევაში არსებითია,
რომ კრედიტორის ვინაობა, ისევე როგორც ანგარიშიდან თანხის განკარგვის პირობები
მაქსიმალურად დაკონკრეტებული იყოს და რომელიმე პირობის
დაუკმაყოფილებლობისას ბანკს უფლება აქვს არ განახორციელოს გადახდა ან
მიმართოს კლიენტს კონკრეტული მითითების მისაღებად. ნებისმიერ შემთხვევაში,
„ნებართვაც“ და „მითითებაც“ კლიენტის ნების გამოვლენად უნდა მივიჩნიოთ.

861-ე მუხლის შინაარსმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ელექტრონული 4


კომუნიკაციების მასობრივი გამოყენების და მათთან დაკავშირებული დანაშაულების
ზრდის პირობებში. მთელს მსოფლიოში საბანკო მომსახურების ერთ-ერთ მთავარ
რისკად იქცა კომპიუტერული დანაშაული, რომლის მეშვეობითაც ათასობით საბანკო
ანგარიშიდან კლიენტების ნების საწინააღმდეგოდ ხდება მათი კუთვნილი სახსრების
განკარგვა, უმთავრესად მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფორმით. ბუნებრივია,
მსგავსი დანაშაულები ქართულ კომერციულ ბანკებში არსებულ თანხებსაც შეეხო და
აუცილებელი გახდა 861-ე მუხლის კონტექსტის ინტერპრეტაცია საბანკო ანაგარიშზე
არაავტორიზებული წვდომის პერსპექტივიდან. აქვს თუ არა ბანკს ვალდებულება
ამგვარი არაავტორიზებული წვდომის შედეგად კლიენტისთვის მიყენებული ზიანი
აანაზღაუროს და თანხა კვლავ შეიტანოს მფლობელის აქტივში? რამდენად
მართებულია ბანკის ასეთი ვალდებულება იმ პირობებში, როცა საკრედიტო
დაწესებულება შეძლებისდაგვარად ზრუნავს ანგარიშების უსაფრთხოებაზე, დაცული
აქვს ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, მაგრამ დამნაშავეები მაინც
ახერხებენ მასთან არსებული ანგარიშებიდან სახსრების მართლსაწინაარმდეგო
განკარგვას? არის თუ არა ამ შემთხვევაში სახეზე კომერციული ბანკის ბრალეულობა,
თუ მისი მხრიდან განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ტრადიციული ნიშნები არ
იკვეთება? ამ თემასთან დაკავშირებით საკვანძო გადაწყვეტილება გამოიტანა თბილისის
სააპელაციო სასამართლომ,4 რომელმაც განმარტა შემდეგი: „აღსანიშნავია, რომ მსგავსი
ტიპის მომსახურებას ბანკი სთავაზობს კლიენტს და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა
იყოს დაცული კლიენტის ინტერესი – მისი ნებართვის გარეშე ქონების განკარგვასთან
დაკავშირებით. ყოველგვარი რისკი, რაც ახლავს ამ ტიპის მომსახურებას უნდა
იტვირთოს ბანკმა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსში სპეციალურად ყურადღება
გამახვილებულია საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებაზე ანგარიშიდან
ფულადი სახსრების ჩამოწერა მოხდეს მისი მფლობელის ნების საფუძველზე.

4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის #


2ბ/3580-13 განჩინება,http://library.court.ge/judgements/83852014-08-07.pdf [1.9.2019].
3
ლევან გოთუა
ბოლო დამუშავება: 30 იანვარი, 2020

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან ფულადი


სახსრები განიკარგა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულით შეილახა
მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 861-
ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია საბანკო დაწესებულების ვალდებულება
კლიენტისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.“ საბანკო დაწსებულების მიერ
საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს ეს
გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციამ განუხილველად დატოვა, რითიც
პრაქტიკულად გაიზიარა სააპალაციო სასამართლოს განხილული პოზიცია.5 იმავე
შედეგს ჰქონდა ადგილი სხვა მსგავს პრეცედენდენტებთან დაკავშირებითაც, სადაც
სადავო იყო ბანკის ბრალეულობა კლიენტის პლასტიკური ბარათის
არაავტორიზებული განკარგვის შედეგად მიყენებულ ზიანთან მიმართებით. 6 7

5 კომენტირებულ მუხლთან დაკავშირებით ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს


საერთაშორისო გამოცდილების ანალიზიც. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოქმედი
რედაქციის 676a მუხლი და 676b მუხლის I და II ნაწილები მიიჩნევა 861-ე მუხლის
ანალოგად.8 მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით გერმანიის სამოქალაქო კოდექსის
საბანკო ანაგარიშსწორებასთან დაკავშირებულ დებულებათა ფორმულირება და
შინაარსი შესაბამისი ქართული ნორმებისგან არსებითად განსხვავდება, ისინი რიგ
ნიშანდობლივ და ჩვენთვის გასათვალისწინებელ სამართლებრივ მატერიასაც შეიცავენ.
მაგალითად, 676b მუხლის შესაბამისად, ბანკის კლიენტს ეკისრება ვალდებულება
დაუყოვნებლივ მოახდინოს თავისი ბანკის ინფორმირება ხარვეზიანი
საანგარიშსწორებო ოპერაციის შემთხვევაში.9 ვგონებ მსგავსი შინაარსის დებულების
დანერგვა ქართული სამართლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და 861-ე მუხლის
შინაარსს უფლება-მოვალეობათა გადანაწილებათა თვალსაზრისით აუცილებელ
ბალანსს შესძენდა.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის # ას-1226-
1171-2013 გადაწყვეტილება, <http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>, [01.09.2019] .
6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მაისის ოქტომბრის #

ას-74-72-2014 გადაწყვეტილება, <http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>, [01.09.2019].


7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის # ას-467-

437-2010 გადაწყვეტილება, <http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>, [01.09.2019].


8
შეად. კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, მე-13 გამოცემა, თბილისი,
2014, 880.
9 იქვე, 527.

4
ლევან გოთუა

You might also like