You are on page 1of 5

სტუდენტი: ლუკა ხვინგია

კაზუსი #1

ამოხსნა:

შესაძლებელია, რომ X-ს ჰქონდეს სს „ბანკის მიმართ“ მიყენებული ზიანის- 100


ლარისა და ჩამოჭრილი (ჩამოწერილი) თანხის- 30 ლარის მოთხოვნის უფლება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის საფუძველზე.

იმისათვის რომ სს ,,ბანკისაგან’’ X-ს ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების და ნებართვის


გარეშე ჩამოწერილი თანხის მოთხოვნის უფლება ამისათვის საჭიროა, რომ
წარმოშობილი იყოს მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობისთვის აუცილებელია, რომ


გამოვლენილი იყოს სსკ-ის 861 მუხლით გათვალისწინებული პირობები. როგორც
ვიცით მოცემული ნორმა განსაზღვრავს ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერის
წესს რომლის საშალუებითაც შესაძლებელია რომ საბანკო ანგარიშებიდან ფულადი
სახსრების ნებისმიერი მოძრაობა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების
გარდა, განხორციელდეს მხოლოდ კლიენტის თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში
სამოქალაქო კოდექსი საკრედიტო დაწესებულების მატერიალურ პასუხისმგებლობას
განსაზღვრავს და მოითხოვს, რომ ბანკმა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

მოცემული კაზუსის ფაბულიდან ჩანს, რომ ბანკსა და X-ს შორის არსებობდა 859-ე
მუხლით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ხელშეკრულება. ამ მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად ,,ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო
დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან
აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული
თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.’’ შესაბამისად გამოდის რომ მოცემული მუხლით
შეგვიძლია განვსაზღვროთ კომერციული ბანკის ძირითადი მიზნები 1- აწარმოოს
კლიენტის ანგარიშიდან სხვა საბანკო ანგარიშზე ფულის გადარიცხვა სხვა
გადახდებისათვის მისივე დავალებით და 2-სხვა პირის მიერ კლიენტის საბანკო
ანგარიშზე გადმორიცხული თანხა ჩარიცხოს კლიენტის ანგარიშზე.

მოცემულ შემთხვევაში ბანკსა და X-ს შორის არსებობს სსკ-ის 859-ე მუხლით


გათვალისწინებული ანგარიშსწორების ხელშეკრულება, და შესაბამისად როგორც X-
ს, ისე ბანკს წარმოეშვებათ ერთმანეთის მიმართ უფლება-მოვალეობები.

მოცემული კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, რომ ბანკის მოსალოდნელი ქმედებები


კლიენტისთვის არ იყო ცნობილი. უნდა დავადგინოთ, ამ შემთხვევაში რამდენად
არსებობდა 861-ე მუხლით გათვალისწინებული კლიენტის ნებართვა ან მითითება
ფულადი სახსრების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ნებართვა გულისხმობს საბანკო
ანგარიშის მფლობელის ნების გამოვლენას. კლიენტი საკრედიტო დაწესებულებას
ანიჭებს კონკრეტული სახსრების განკარგვის უფლებამოსილებას, შესაბამისად,
საჭირო აღარ არის ნებსრთვის აღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგანაც
მხარეებს შორის არსებობს სპეციალური ხელშეკრულება და ბანკს აქვს უფლება,
განკარგოს კლიენტის ფულადი სახსრები უაქცეპტო წესით. მოცემულ შემთხვევაში არ
არის განსაზღვრული, რომ არსებობდა კლიენტის ნებართვა ან თუნდაც მითითება.
გარდა ამისა, X -ს არ ჰქონდა ინფორმაცია საბანკო დაწესებულების მიერ
განხორციელებული აღნიშნული ქმედების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნე, 861-ე
მუხლი არ განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არ არის აუცილებელი
კლიენტის ნების არსებობა.

მნიშვნელოვანია ამოხსნისას ვიხელმძღვანელოთ საქართველოს ეროვნული ბანკის


პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის ბრძანება №8/04 გადახდის ოპერაციის
შესრულების წესის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ბრძანების მესამე თავი
განსაზღვრავს საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციის შესრულების
წესს, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა
წრე, რომელთაც აქვს უფლება, უაქცეპტო წესით საინკასო დავალების საფუძველზე
განკარგონ ფულადი სახსრები. მოცემული კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, რომ
ფულადი სახსრები უაქცეპტო წესით განკარგა საბანკო დაწესებულებამ, ეს
უკანაკსნელი კი არ შედის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მე-15
მუხლით განსაზღვრულ სუბიექტებში.

კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, რომ X-სა და ბანკს შორის დაიდო სსკ-ის 867-ე
მუხლით გათვალისწინებული საკრედიტო ხელშეკრულება. 867-ე მუხლის თანახმად,
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს
მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს
ის გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ დარღვეულია საკრედიტო
ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არსებული რაიმე პირობა, ამიტომაც უნდა
მივიჩნიოთ, რომ მხარეებს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო
ნამდვილობის ყველა პირობის არსებობით, შესაბამისად მხარეებს წარმოეშვათ
როგორც უფლებები, ისე მოვალეობები.

საბანკო სამართალში, ისევე როგორც სამოქალაქო სამართლის სხვა დარგებში,


მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლებისა და ნების ავტონომიის პრინციპები.
აღნიშნული პრინციპები სახელშეკრულბო ურთიერთობის სუბიექტებს აძლევს
უფლებას, საკუთარი ინტერესის შესაბამისად დადოს ხელშეკრულება და თავად
განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. ამ პრინციპის გათვალისწინებით
პრაქტიკაში დასაშვებია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდეს
დათქმას კლიენტის ანგარიშების უაქცეპტოდ განკარგვასთან დაკავშირებით. კაზუსის
ფაბულიდან არ იკვეთება, რომ მხარეებს შორის დადებული საბანკო კრედიტის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ამგვარი განკარგვის უფლება,
შესაბამისად უნდა ჩავთვალოთ, რომ აღნიშნული დათქმა არ არსებობდა.

861-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო დაწესებულება ფულადი


სახსრებს ჩამოწერს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების გარეშე, მას
წარმოეშობა ვალდებულება, არასწორად გადარიცხული თანხა და კლიენტისთვის
მიყენებული ზიანი კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. ამ მუხლის
შინაარსით გათვალისწინებით, სს.. ბანკს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ კლიენტის
ანგარიშზე დაებრუნებინა ჯამში ჩამოწერილი 30 ლარი. მოცემული გვაქვს ასევე
ასანაზღაურებელი ზიანიც, რომელიც გამოხატულია 100 ლარში. როგორც კაზუსის
ფაბულიდან იკვეთება, X-მა ვერ შეძლო კომუნალური გადახდის განხორციელება,
რის გამოც 3 დღის განმავლობაში დარჩა შესაბამისი კომუნალური მომსახურების
გარეშე და ასევე მოუწია ამ კომუნალური მომსახურების აღდგენისთვის დამატებითი
საფასურის, 100 ლარის გადახდა. ამასთან აღსანიშნავია სსკ-ის 408-ე მუხლის
პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც იმ პირმა, რომელიც ვალდებულია
აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ
არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამ შემთხვევაში ბანკს
რო არ ჩამოეწერა კლიენტის ანგარიშიდან თანხა, არ დადგებოდა აღნიშნული ზიანი,
ამიტომაც ის ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებედა, რომ
არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ზემოაღნიშნული გარემოების გარდა აღსანიშნავია, რომ კლიენტის სასესხო დავალიანება


წარმოიშვა 2015 წლის პირველ თებერვალს, ხოლო ბანკის მხრიდან თანხის ჩამოწერა მოხდა
2018 წლის 25 ოქტომბერს. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების
ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული
სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია.

შესაძლებელია, კაზუსში მოცემული მოთხოვნა იყოს შეწყვეტილი. საქართველოს


სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარით განსაზღვრულია ვალდებულების შეწყვეტის
საფუძვლები, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებითა და სხვ.
კაზუსის ფაბულიდან არ იკვეტება ვალდებულების შეწყვეტის საფუძვეი, შესაბამისად უნდა
დავასკვნათ, რომ X-ის მოთხოვნა სს.. ბანკის მიმართ არ არის შეწყვეტილი.

შემდეგ უნდა დავადგინოთ, რამდენად არსებობს ის გარემოებები, რომლებიც ხელს


შეუშლიდნენ კლიენტის მხრიდან მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობას. ამ
შემთხვევაში მოთხოვნის განხორციელება შეიძლება შეეფერხებინა კანონით დადგენილ
საგამონაკლისო შემთხვევებს ან იმ ხელშეკრულების არსებობას, რომელიც ბანკს მიანიჭებდა
დამატებით უფლებამოსილებას ფულადი სახსრების უაქცეპტო განკარგვასთან
დაკავშირებით. ასევე უნდა გამოირიცხოს კლიენტის მხრიდან აქცეპტის არსებობაც. კაზუსის
ფაბულიდან იკვეთება, რომ X-მა მიმართა სს ,,ბანკის’’-ს სერვის ცენტრს მას შემდეგ, რაც
ჩამოეჭრა თანხა. ეს ფაქტი კი თავის მხრივ გამორიცხავს აქცეპტის არსებობის
შესაძლებლობას. ამიტომაც შევიძლია დავასკვნათ, რომ არ არსებობს გარემოებები,
რომლებიც ხელს შეუშლიდა მოთხოვნის განხორციელებას.

დასკვნა: X-ს აქვს სს.. ბანკისაგან მიყენებული ზიანის- 100 ლარისა და ჩამოჭრილი
(ჩამოწერილი) თანხის- 30 ლარის მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
861-ე მუხლის საფუძველზე.

კაზუსი #2

ამოხსნა:

შესაძლებელია, რომ ბანკს ჰქონდეს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება


საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით,
ხელშეკრულების ძირი თანხის მოთხოვნის უფლება 867-ე მუხლის მიხედვით,
პროცენტის მოთხოვნის უფლება 625-ე, პირგასამტეხლოს- 417-ე და მიუღებელი
შემოსავლის მოთხოვნის უფლება კი 411-ე მუხლის მიხედვით.

მოცემული კაზუსის ფაბულიდან ჩანს, რომ ბაკსა და X-ს შორის დაიდო საკრედიტო
ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ გასცა კრედიტი წლიური 35%
სარგებლით.

სსკ-ის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკ კრედიტის გამცემი აძლევვს ან მოვალეა


მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მოცემულ შემთხვევაში
ბანკსა და X-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების
შესაბამისად ბანკს, როგორც გამსესხებელს თანხის გაცემის ვალდებულება წარმოეშვა,
ხოლო მსესხებელს სარგებლიანი კრედიტის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა.

873-ე მუხლის შესაბამისად ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს ურთიერთობა,


თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის
ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეეტა ძალაში შედის მას
შემდეგ, რაც ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც კი არ მოხდება
გადახდა.’’ კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ჩანს, რომ მოპასუხეებმა
ვალდებულება დაარღვიეს და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება
არ დაუფარავთ. შესაბამისად, ამ მუხლის დისპოციზიის მიხედვით , ბანკს ჰქონდა
უფლება, შეეწყვიტა ხელშეკრულება.

,,მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა მისი დადებიდან 5 თვეში და მოითხოვა


მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 10118,55 ლარის დაკისრება, საიდანაც 5200
ლარი ძირითადი თანხაა, 206,96 ლარი – პირგასამტეხლო, ხოლო 4711,59 ლარი -
საპროცენტო სარგებელი.’’ მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვდა
მოწინააღმდეგე მხარისათვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მიიღებდა,
ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დადგენილია, რომ ,,პირგასამტეხლო არის
მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა
გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად
შესრულებისათვის.’’ როგორც კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, მოპასუხეებმა
ვალდებულება დაარღვიეს და დავალიანება არ დაფარეს, შესაბამისად ბანკს აქვს
უფლება, მოითხოვოს პირგასამტეხლო. 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა
ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის,
არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლადთვლება შემოსავალი, რომელიც
არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ
შესრულებულიყო. გარდა ამისა, 412ე მუხლი ადგენს, რომ ანაზღაურებას
ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო
სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ
შემთხვევაში თუკი X-ს ვალდებულებას შეასრულებდა მაშინ, ბანკი სარგებელს
მიიღებდა,კონკრეტულად კი მიღებულ თანხას გასცემდა სარგებლიანი სესხის სახით.
შესაბამისად გამოდის რომ ბანკს აქვს უფლება, მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი.

სსკ-ის 868-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს
ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო
განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის
ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კაზუსის
ფაბულიდან ვადგენთ, რომ ბანკმა კრედიტი გასცა წლიური 35%-იანი სარგებლით,
ამიტომაც მას ჰქონდა უფლება რომ მოეთხოვა სარპოცენტო სარგებელი 4711,59
ლარის ოდენობით.

საბოლოოდ შეგვძლია დავასკვნათ რომ ბანკს აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის


უფლება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 873-ე მუხლის
საფუძველზე, ხელშეკრულების ძირი თანხის მოთხოვნის უფლება 867-ე მუხლის
საფუძველზე, -ე, პირგასამტეხლოს- 417-ე და პროცენტის, როგორც მიუღებელი
შემოსავლის მოთხოვნის უფლება 411-ე და 625-ე მუხლის საფუძველზე.( თუმცა
ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ რომ მთელი 50თვის განმავლობაში მისაღები
საპროცენტო სარგებელი არ უნდა ანაზღაურდეს და ის ფაქტი უნდა იქნას
გათვალისწინებული რომ 5 თვეში შეწყდა ხელშეკრულება რაც მიუღებული
სარგებლის დაანგარიშებისას გამოიწვევს განსხვავებულ შედეგს)

You might also like