You are on page 1of 6

„კონვენციის მე‑3 მუხლი უფლების მქონე პირის კომპენსაციად განიხი-

ლავს ეროვნული კანონებითა და წესებით განსაზღვრული ხერხით გამოთვ-


ლილ ჩვეულებრივ ჯილდოს შესაბამისი ფულადი ეკვივალენტის დამატებით,
ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან ჯილდოს, რომელიც განსაზღვრულია
კოლექტიური შეთანხმებით. კონვენციის დებულებათა სწორი ანალიზისათ-
ვის საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარალელი გაავლოს
ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხის მოწესრიგებასთან.
შრომის კოდექსის 22‑ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს
შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემ-
დეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღ-
ნიშნული ვადის გასვლამდეც. ამ მხრივ, ეროვნული კანონმდებლობა აწესებს
კონვენციის მე‑2 მუხლით დადგენილ (1‑წლიანი უწყვეტი მუშაობა) უფლების
მოპოვების სტანდარტზე დაბალ სტანდარტს, ხოლო 24‑ე მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილია, რომ შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის
გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშე-
ვარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის
დრო. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის თანამდებობაზე განწესებისა და
მისი გამოწვევის თარიღების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოთ-
ხოვნა სრულად ექცევა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებ-
ლობით აღიარებული მოწესრიგების ზემოხსენებულ სტანდარტში“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანახმად, უდავოდ იქნა მიჩნე-
ული, რომ მოსარჩელეს მოპოვებული აქვს ფასიანი შვებულებით სარგებლო-
ბის უფლება. იგი დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა არასამეწარ-
მო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობიდან.
თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დირექტორს კუთვნილი შვებულებით
არ უსარგებლია. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასატორის
მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის დაუშვებლობა


დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის
შემთხვევაში75

საქმის ფაბულა: მოსარჩელე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ენერ­


გეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ერთ-ერთ დეპარ-
ტამენტში დირექტორის თანამდებობაზე. 2007 წლის 1 ოქტომბერს დასაქმე-
ბული პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა აღნიშნული

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №ას‑836‑1122‑09, 2010 წლის


75

26 მარტის განჩინება.

118
თანამდებობიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის ბრძანების საფუძველზე. დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასა-
მართლოს მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნუ-
ლი კომისიის მიმართ და მოითხოვა, მათ შორის გამოუყენებელი შვებულების
თანხის ანაზღაურება. დასაქმებულის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფი-
ლა არცერთი ინსტანციის სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „როდესაც დასაქ-


მებული ტოვებს სამსახურს თავისი ნებით, იგი აღნიშნული ნების გამოხატვით
წყვეტს დამსაქმებელთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობას და,
ამავე დროს, არ იყენებს (უარს აცხადებს) ანაზღაურებად შვებულებას,
ამდენად, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ
ვერ იქნება გამოყენებული საშვებულებო კომპენსაციის მიღების უფლე-
ბა.“ „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის
კონვენციის მე‑6 მუხლზე მსჯელობისას სასამართლომ განმარტა, რომ „გან-
სახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქ-
მებულს შეუძლია, მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო
კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერ-
თობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების
უფლება, რომელსაც იგი, სავარაუდოდ, გამოიყენებდა. ამ შემთხვევაში
არ არსებობს დასვენების ხანგრძლივი პერიოდით (შვებულების) გამო-
ყენების შესაძლებლობა (რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა
შრომითი ურთიერთობა), მაგრამ მას რჩება უფლება, მოითხოვოს ფუ-
ლადი კომპენსაცია. ამდენად, კონკრეტულ სადავო შემთხვევაზე ვერ გავრ-
ცელდება კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან შრომითი ურთიერთო-
ბა არ შეწყვეტილა დამსაქმებლის ინიციატივით.“

გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის დაუშვებლობა შრომითი


ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტის შემთხვევაში76

საქმის ფაბულა: დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებ-


ლის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის 2 თვის
ხელფასის ოდენობით გადახდისა და მოსარჩელის კუთვნილი გამოუყენებე-
ლი საშვებულებო დღეების ფულადი ანაზღაურების დაკისრება. დამსაქმებ-
ლის მტკიცებით, დასაქმებულის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამდენადაც
დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კო-

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე №ას‑557‑532‑2016,


76

2017 წლის 30 იანვარი.

119
დექსის 37‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − შრო-
მითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემულ
საქმესთან დაკავშირებით სადავო იყო არა მოსარჩელის გათავისუფლების
საფუძვლის კანონიერების შემოწმება, არამედ − მისთვის შრომის ანაზღა-
ურების ოდენობის კომპენსაციისა და გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების
ანაზღაურების საკითხი.
მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა როგორც პირველი ინსტანციის სა-
სამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოს
მითითებით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი იყო საქართველოს
შრომის კოდექსის 37‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექ-
ტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვე-
ტას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დამსაქმებელმა შეიტანა
საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების
გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება-
ზე უარის თქმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგენილად იქნა ცნობი-


ლი, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელ-
შეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, რაც გათვალისწინებულია საქარ-
თველოს შრომის კოდექსის 37‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული საფუძვლით გათავი-
სუფლებისას კი, საქართველოს შრომის კოდექსის 38‑ე მუხლით არ არის
გათვალისწინებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით
დასაქმებულის გაფრთხილებისა და კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.“
საშვებულებო დღეების ანაზღაურების დაკისრების კანონიერების შესახებ
მსჯელობისას საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სააპელაციო
სასამართლომ გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების ვალ-
დებულება დაუკავშირა [დასაქმებულის] თანამდებობიდან განთავისუფლების
საფუძვლის კვალიფიცირებას საქართველოს შრომის კოდექსის 37‑ე მუხლის
პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძვლად. აღნიშნუ-
ლი ქვეპუნქტით განთავისუფლებისას საქართველოს შრომის კოდექსის
21‑ე მუხლის მე‑4 ნაწილით გათვალისწინებულია დამსაქმებლის ვალ-
დებულება, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამ შემთხ-
ვევაში საკასაციო სასამართლომ [დასაქმებულის] განთავისუფლება მიიჩნია
საქართველოს შრომის კოდექსის 37‑ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვე-
პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვე-
ტად. აღნიშნული საფუძვლით განთავისუფლებისას კი, საქართველოს

120
შრომის კოდექსის 21‑ე მუხლის მე‑4 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმე-
ბელი არ არის ვალდებული, აუნაზღაუროს დასაქმებულს გამოუყენებე-
ლი შვებულება.“ ზემოაღნიშნული წესიდან საქართველოს შრომის კოდექსის
25‑ე მუხლით გათვალისწინებულია გამონაკლისი, კერძოდ, დასაქმებულის
თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, თუ
დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ
შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე.
ამასთან, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2
წლის განმავლობაში.“
„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კანონის 21‑ე
მუხლის პირველი ნაწილი „ანიჭებს დასაქმებულს უფლებას, ისარგებლოს
ანაზღაურებადი შვებულებით. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის
აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს“
(იხ. სუსგ №ას‑836‑1122‑09). საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს
არ მიუთითებია, რომ მან გამოავლინა ნება და დამსაქმებელს მიმართა
კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების მოთხოვნით 2013
ან 2014 წელს. მას ასევე არ მიუთითებია, რომ მისი კუთვნილი შვებულების
გადატანა მოხდა 2013 ან 2014 წელს შრომის კოდექსის 25‑ე მუხლის შესაბა-
მისად. აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ
კასატორის პრეტენზია გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურების
დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით გასაზიარებელია.“
„საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმაზე, რომ საკით-
ხის ამგვარი გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია როგორც „ყოველწლიური
ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №52‑ე
კონვენციასთან, ასევე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას-
თან. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის №52‑ე კონვენციის მე‑3 მუხლის თანახმად, ყოველი პირი, რო-
მელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე‑2 მუხლის თანახმად,
შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ა) ან თავის ჩვე-
ულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან
წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივა-
ლენტის დანამატით; ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრ-
ჯელოს. ხოლო კონვენციის მე‑6 მუხლის მიხედვით, კუთვნილი შვებულებით
სარგებლობამდე დამქირავებლის მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის
თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე‑3 მუხ-
ლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.“
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქ-
ტიკაა, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის

121
უფლება ვრცელდება მხოლოდ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაზე (იხ. სუსგ №ას‑769‑719‑2010).
იგივე მიდგომა აქვს ჩამოყალიბებული უზენაეს სასამართლოს ხელშეკ-
რულების ვადის გასვლის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვე-
ტის შემთხვევასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას‑1126‑1057‑2012).“

გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის ურთიერთმიმართება


განაცდურის ანაზღაურებასთან77

საქმის ფაბულა: დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 2014 წლის 5


მარტს დაიდო შრომითი ხელშეკრულება კლინიკაში ბავშვთა ექიმ-სტომა-
ტოლოგის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ
წელს. 2014 წლის მაისი‑ივნისის თვეში დასაქმებულმა რამდენიმეჯერ წერი-
ლობით მოითხოვა შვებულებით სარგებლობა. დასაქმებული სამსახურიდან
გათავისუფლდა 2014 წლის 29 ივნისიდან. დამსაქმებლის ბრძანების თა-
ნახმად, გათავისუფლების საფუძველი იყო შრომის კოდექსის 37‑ე მუხლის
„ა“ ქვეპუნქტი.78
დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გათავისუფ-
ლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის კომპენსაციის,
არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების, დაკისრება, დაკავებულ თანამ-
დებობაზე (ბავშვთა ექიმი‑სტომატოლოგი) აღდგენა, შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტიდან (2014 წლის 29 ივნისიდან) 2015 წლის 4 მარტამდე იძულები-
თი განაცდურის, 2116 ლარისა, და გამოუყენებელი შვებულების თანხის, 260
ლარის, ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპ-
რილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნო-
ბილი დამსაქმებლის ბრძანება თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფ-
ლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა ბავშვთა სტომატოლოგის თანამდე-
ბობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია: 2
თვის შრომის, 2014 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე იძულებითი
განაცდურის, 2116 ლარისა, და გამოუყენებელი შვებულების, 260 ლარის,
ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა
დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარ-

77
 საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე №ას‑578‑532‑2016,
2016 წლის 28 ოქტომბერი.
78
 ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლე-
ბიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

122
ჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოს სამო-
ქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, სა-
აპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწ-
ყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად
იქნა ცნობილი დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
დამსაქმებლის 2014 წლის 26 ივნისის ბრძანება და მოპასუხეს დასაქმებულის
სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე
იძულებითი განაცდურის, 1 753 ლარის, ასევე, გამოუყენებელი შვებულების,
214 ლარის, თანხის ანაზღაურება. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდ-
გენასა და კომპენსაციაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა
აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და იძულებითი განაცდუ-
რის 1539 ლარამდე შემცირება.79 საკასაციო სასამართლომ, გადაწყვეტილე-
ბის თანახმად, განაცხადა: „საკასაციო საჩივრის შინაარსობრივი კვლევით
დასტურდება, რომ დავის მატერიალურ‑სამართლებრივი შედეგის მიმართ
კასატორი პრეტენზიას გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრებისა და
არა იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გამოთქვამს.“
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო გამოუყენებე-
ლი შვებულების კომპენსაციის დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა ქვემ-
დგომი სასამართლოს მიერ დადგენილ დავის სწორად გადაწყვეტისათვის
მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
‑ მოსარჩელესთან 2014 წლის 5 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრუ-
ლების მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ წელს. დასაქმებული სამსახუ-
რიდან გათავისუფლდა 2014 წლის 29 ივნისიდან.
‑ გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო უკანონო, რაც მისი ბათილობის
წინაპირობად იქნა მიჩნეული ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან.80
‑ დასაქმებულის იძულებითი მოცდენის პერიოდი გაგრძელდა 2014 წლის
29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე.
‑ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 214 ლარს, მხა-
რეთა განმარტებით კი, იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი
შემოსავალი განაცდური (2014 წლის 29 ივნისი – 2015 წლის 4 მარტი)
შეადგენდა 1 753 ლარს;

79
 საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი მოთხოვნა ეხებოდა დამსაქმებლისათვის დაკისრებუ-
ლი დასაქმებულის მიერ გადახდილი ბაჟის შემცირების საკითხს.
80
 ბრძანების ბათილობა დამსაქმებელს სააპელაციო სასამართლოში სადავოდ აღარ გაუხ-
დია და ამ ნაწილში მან შეამცირა სააპელაციო მოთხოვნა, თუმცა სამუშაოზე დასაქმებულის
აღდგენას გამორიცხავდა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროისათვის გასული იყო
შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

123

You might also like