You are on page 1of 2

2) უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობისაგან

განთავისუფლება, მოგების მოთხოვნის უფლება და შეცდომით სხვისი ვალების


გასტუმრება;

განსახილველი საკითხებიდან პირველი, რომელიც ეხება პასუხისმგებლობისაგან


გათავისუფლებას უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში მოწესრიგებულია 984-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის
მიხედვით, ისეთ შემთხვევაში თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების
ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის
მომენტისათვის აღარ იარსებებს გამდიდრების ნიშნები. ანუ ამ შემთხვევაში მას
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან სასამართლოსათვის ანაზღაურების
მოთხოვნის გადაცემის დროისათვის გამდიდრებას ფაქტობრივად ადგილი აღარ
აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამდიდრების ფაქტის არსებობა დაედება საფუძვლად
ხელმყოფის პასუხისმგებლობას. ამასთან, გამდიდრების ფაქტს აქვს ამ შემთხვევაში
გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ მხედველობაში არ მიიღება ხელმყოფი პირის
მიერ მიღებული სიკეთის მიმართ გაწეული ის ხარჯები,რომლებმაც შეიძლება
გადაფაროს მიღებული გამდიდრების ოდენობა ან სულაც გადააჭარბოს მას. თუ
ხელმყოფმა იცოდა თავისი უფლებამოსილების ის ხარვეზი,მაშინ
პასუხისმგბელობისგან განთავისუფლება გამორიცხულია. იმავე მუხლის მე-2
ნაწილის მიხედვით, ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ
გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას. ასე, რომ
მხედველობაში არ მიიღება ხელმყოფი პირის მიერ მიღებული სიკეთის მიმართ
გაწეული ის ხარჯები, რომლებმაც შეიძლება გადაფაროს მიღებული გამდიდრების
ოდენობა ან სულაც გადააჭარბოს მას. ხოლო თუ ხელმყოფმა იცოდა თავისი
უფლებამოსილების ხარვეზი, მაშინ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
გამორიცხულია.

შემდეგი საკითხი ეხება უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოგების


მოთხოვნის უფლებას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
მოწესრიგებულია 985-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ ხელმყოფმა
სხვა პირის უფლებამოსილება განზრახ არ გაითვალისწინა, მაშინ ამ პირს შეუძლია
მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს. გამომდინარე
აქედან, ქონებრივი ინტერესების ხელმყოფი პირის პასუხისმგებლობა უფრო ფართო
სახეს ღებულობს მაშინ, როცა იგი განზრახ არ ითვალისწინებს სხვა პირის
უფლებამოსილებას. ხელმყოფის მიერ მიღებულ მოგებასა და უფლებამოსილი პირის
ქონებრივ დანაკლისს შორის სხვაობის დასადგენად საჭიროა, სათანადო ცნობების
წარდგენის საფუძველზე, ზუსტად განისაზღვროს იმ მოგების ოდენობა, რომელიც
ხელმყოფმა მიიღო სხვისი ქონების გამოყენებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის
მიხედვით ხეელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე,თუ რა მოგება
მიიღო მან სხვისი ქონების გამოყეენებით.

რაც შეეხება შეცდომით სხვისი ვალდებულების გასტუმრების საკითხს,სსკ-ის 986-ე


მუხლის თანახმად, პირს,რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს
ისტუმრებს,შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. სხვისი
ვალის გადახდა კონდუქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ
უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან
შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში ვალის არსებობა რეალურია. მოვიყვან
პრაქტიკულ მაგალითს აღნიშნული შემთხვევების საილუსტრაციოდ: მაგალითად,
პირი შეცდომით იხდის მეზობლის მანქანის მინის საფასურს, რადგან ჰგონია, რომ
იგი მისმა შვილმა ჩაამტვრია. ვალის გადამხდელი უფლებამოსილია მოითხოვოს
უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნება, კერძოდ მოთხოვნა უნდა წაუყენოს იმ
ბავშვის მშობელს, რომელმაც სინამდვილეში ჩატეხა მანქანის მინა. ზიანის
მიმყენებლის მშობელი ამ შემთხვევაში ითვლება უსაფუძვლოდ დამზოგავად და
ვალის გადამხდელისათვის შესაბამისი თანხის დაბრუნება მას უნდა დაეკისროს.
გარდა ამისა ვალის გადახდა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა იგი
ფაქტობრივად არ არსებობს. მაგალითად, მობილური ტელეფონით სარგებლობის
საფასური თავისი დის ანგარიშზე გადაიხადა პირმა. მოგვიანებით კი ტელეფონის
მფლობელს სხვა თანხებთან ერთად დის მიერ გადახდილი თანხაც გადაახდევინეს.
რადგანაც ტელეფონის მფლობელმა ამ შემთხვევაში გადაიხადა არარსებული ვალი,
ამის გამო იგი უფლებამოსილია მოითხოვოს უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის
უკან დაბრუნება.

You might also like