You are on page 1of 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შპს „გამა“-სთან სახელმწიფო

შესყიდვების შესახებ წესების გათვალისწინებით დადო ხელშეკრულება.


ხელშეკრულების თანახმად შპს „გამა“-მ იკისრა ვალდებულება, შესაბამისი
საფასურის გადახდის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ,
შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაეყვანა სამინისტროს
თანამშრომლები.

1. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბათილად იქნება ცნობილი აღმჭურველი


აქტი, რომლის მიმართაც პირს აქვს კანონიერი ნდობა?
2. როდიდან შეიძლება აქტი იყოს ბათილი?

ამოხსნა:

1.. ადმინისტრაციული აქტების ბათილად და ძალადაკარგულად გამოცხადება


საკმაოდ რთული საკითხია მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე. განსხვავებული
მიდგომები ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების სახეებისა და შედეგების
მიხედვით. კაზუსიდან გამომდინარე ჩვენი ინტერესის სფეროში შედის აღმჭურველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აქტის გაუქმების დროს ძალიან დიდი
როლს თამაშობს კანონიერი ნდობის პრინციპი. აღმჭურველი ინდივიდუალური
ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გაუქმების დროს შესაძლებელია, მან ამ
აქტის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, წინააღმდეგობა
გაუწიოს მის გაუქმებას. კანონიერი ნდობის პრინციპი ფაქტობრივად გარანტიაა
ადმინისტრაციულ ორგანოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების
უფლებათა და ინტერესთა დაცვისათვის. ადმინისტრაციული კოდექსი პირდაპირ
უთითებს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის ბათილად
ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს აქვს კანონიერი ნდობა სამართლებრივი აქტის
მიმართ. თუმცაღა გამონაკლისის სახით გვხვდება ის შემთხვევები, როდესაც
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან
სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ კაზუსში სახეზე გვაქვს
ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
იურიდიულ პირს - შპს „გამა“ შორის დადებული ხელშეკრულება. კაზუსის
ფაბულიდან ირკვევა, რომ არ იკვეთება პროცედურულ დარღვევებთან
დაკავშირებული პრობლემები, რადგან ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ წესების სრული დაცვით. ხელშეკრულების საგანს
წარმოადგენდა გარკვეული მომსახურების გაწევა შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ,
კერძოდ კი სამინისტროს თანამშრომლების გადაყვანა. ეს უკანასკნელი არ
ეწინააღმდეგება არც სახელმწიფო, არც საზოგადოებრივ და არც სხვა პირის კანონიერ
ინტერესებსა და უფლებებს. რაც შეეხება კანონიერი ნდობის საკითხს, იგი არსებობს
იმ შემთხვევაში თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა ისეთი მოქმედება,
რომელსაც აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა და უკანონო ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგა ზიანი. ამასთან
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ კი დაინტერესებულ პირს საფუძვლად უდევს
უკანონო ქმედება, მაშინ კანონიერი ნდობა სახეზე არ გვაქვს. კაზუსის ფაბულიდან
გამომდინარე კი არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ შპს „გამა“-ს მხრიდან
კანონიერი ნდობასთან საქმე არ გვქონდეს.

ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა ცნოს


ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სასამართლომ. გარდა ბათილად ცნობისა ის
განსაზღვრავს აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
გასათვალისწინებელია როდიდან შესაძლოა იქცეს აქტი ბათილად. პირის
სამართლებრივი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით,
შესაძლებელია, განისაზღვროს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის
მოქმედების შეწყვეტა სამ შემთხვევაში: მისი ძალაში შესვლის დღიდან; მისი
ბათილად ცნობის დღიდან და მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

You might also like