You are on page 1of 7

სამოქმედო გეგმა

გუნდი №4

2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა


დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ახალმა რეალობამ და დაავადების ფართოდ
გავრცელებამ, ვირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მოთხოვნა გაზარდა,
პარალელურად, იმატა მითებისა და დეზინფორმაციის ნაკადმაც. ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალ კორონავირუსს, მასობრივი ინფოდემია
უწოდა, სწორედ მასთან დაკავშირებული უამრავი დაუზუსტებელი
ინფორმაციის გავრცელების გამო.

ვირუსის ფართოდ გავრცელებისთანავე, მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ


ქსელში ვირუსის წარმოშობაზე არაერთი კონსპირაციული თეორია
გავრცელდა. Covid-19-ის გავრცელება ხან გველს დაუკავშირეს, ხან უსადენო
5G ინტერნეტ კავშირს, ზოგი წერს, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან
“გამოეპარათ”, ზოგი გამოცემა დღემდე ირწმუნება, რომ კორონავირუსი
ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, ზოგი კი, განსაკუთრებით,
კრემლისტური და ანტიდასავლური გზავნილების გამავრცელებელი
გამოცემები, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ვირუსის გავრცელებაში ამერიკის
ხელი ურევია.

"მედიაჩეკერმა" კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის


წარმოშობის შესახებ გავრცელებული მითები მოიკვლია. ქვემოთ რამდენიმე,
ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ გიამბობთ.

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია


კორონავირუსის შესახებ არის ის, რომ Covid-19 ლაბორატორიაში
ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. ამგვარ, კონსპირაციული
თეორიის გამავრცელებელ მედიასაშუალებებსა თუ ჯგუფებს, ეს აქცენტი
უმეტეს შემთხვევაში სათაურშივე აქვთ გამოტანილი, ზოგ შემთხვევაში
კითხვითი ფორმით, ზოგან კი ციტატად. შევხვდებით იმ ვერსიასაც, რომ
კორონავირუსი ჩინეთის ან ამერიკის ლაბორატორიებში შეიქმნა.

რამდენიმე პორტალზე გამოქვეყნდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ახალი


კორონავირუსის პირველწყარო გველია. მაგალითად Fortuna.ge-ზე
ვკითხულობთ, რომ: ”მსოფლიო ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით CNN
წერს, რომ ახალი ვირუსის გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყვნენ გველები,
ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა”.

თუმცა, უცნობია რას ეყდრნობა გამოცემა, ვინაიდან, ასეთი ინფორმაცია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუვრცელებია, ოფიციალურ
ვერსიებში არსადაა ნახსენები რომ ვირუსის პირველწყარო შესაძლებელია
გველი იყოს.

გამომდინარე აქედან, საზოგადოებაში სწორი ინფორმაციისა და ფაქტების


გავრცელების აშკარა პრობლემა დადგა. ეს პრობლემა კი იმდენად დიდია, რომ
ფატალურ შედეგებამდეც კი შეიძლება მიგვიყვნოს.

მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სწორი ინფორმაციის


მიწოდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ხალხს სახლში გამოკეტვა და
თვითიზოლაციური ღონისძიებების გატარება მოუხდა, რაც სახელმწიფო
რეგულაციებითაც კონტროლდება.

შესაბამისად, ამ უჩვეულო მგომარეობამ ნეგატიური როლი ითამაშა და,


ერთგვარად, დაზაფრა ხალხი, რამაც უამრავი პრობლემა გამოიწვია.

ვფიქრობთ, საუკეთესო გამოსავალს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი


ინფორმაციის ფაქტების გავრცელება წარმოადგენს.

რა არის ინფორმაცია? დეზინფორმაცია ?

დეზინფორმაცია არის განზრახ არასწორი, ცრუ ინფორმაცია , რომელიც


მომართულია საზოგადოებისკენ, მისი ნაწილის მანიპულირების მიზნით.
ინფორმაცია - არის მიღებული ცოდნა რაიმე განსაზღვრული ფაქტის ან
მოვლენის შესახებ, ასევე ინფორმაცია გულისხმობს ცნობების შეგროვება-
გადაცემას.

ვინაიდან ყოველი ჩვენგანი იმყოფება სოციუმში , საჭიროა სწორად


განვსაზღვროთ თუ რომელ ინფორმაციას დავუჯეროთ და რომელს - არა ,
ამისათვის იქმნება მრავალი კამპანია, ცენტრალური არხები
(ტელეკომინიკაცია) და მრავალი სხვა საშუალება იმისათვის , რომ გავმიჯნოთ
ერთმანეთისგან მართალი და მცდარი ინფორმაცია.

ინტერნეტი თითქმის არაკონტროლირებადი სივრცეა, სადაც შეიძლება


დაიწეროს ნებისმიერი ინფორმაცია. ადამიანებს უჭირთ ცრუ და მართალი
ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა და ეს სრულიად ბუნებრივია.
ინტერნეტში იმდენად დიდი მოცულობის და რაოდენობის ინფორმაციაა (არა
მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებით), რომ ადამიანებს უჭირთ მათი
გაანალიზება. ისინი ეჭიდებიან ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ესმით ან ხედავენ.
სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტები არ არის სიმართლე.

ასევე სამწუხაროა, რომ ხშირად ადამიანები არასწორად იგებენ ინფორმაციის


კონტექსტს. შესაძლოა მედია მხოლოდ ვარაუდს ავრცელებდეს, ხალხი კი ამას
ფაქტად აღიქვამს. საჭიროა ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
ფაქტი არის ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა,
მოვლენა. ვარაუდი კი წარმოადგენს თვალსაზრისს არასანდო წყაროებზე
დაყრდნობით.

ასევე სამწუხაროა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შედეგად იკარგება


სამედიცინო სექტორის მიმართ ნდობა. ადამიანები ავრცელებენ ექიმებზე
დეზინფორმაციას, რის შედეგადაც ილახება მათი რეპუტაცია. სწორედ ეს
შედეგი მოჰყვება იმას, რომ ვარაუდებს ფაქტებად „აქცევენ“ და
ალტერნატიულად ხდება ხელისუფლების მიმართ, რისთვისაც საჭიროა მათი
როლის გაზრდა.
ამგვარად, თუ კი ჩვენი სამოქმედო გეგმა შესრულდება, თავიდან იქნება
აცილებული დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

მიზნები:

1. დეზინფორმაციისგან თავის არიდება სოციალურ ქსელებში


აღწერა:
დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს
გადაუჭრელ პრობლემას. ყველა სახელმწიფოსა და დროში ხელისუფალნი
ცდილობენ თავი დააღწიონ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და მრავალი
მექანიზმი შეიქმნა ამისთვის, თუმცა ტექნოლოგიების სამყაროდ აღიარებულ
21-ე საუკუნეში ინტერნეტის არსებობა და მისი ასეთი სიხშირით მოხმარება,
ფაქტობრივად, დაუძლეველს ხდის საკითხის გადაჭრას. ისეთ მძიმე
ვითარრბაში კი როგორიც პანდემიაა, გადამწყვეტი როლი სწორედ
მოსახლეობის ინფორმირებულობას ენიჭება. დაუზუსტებული, ყალბი
ინფორმაციის გავრცელება კი ხალხში წარმოშობს რეალობასთან შეუსაბამო
წარმოდგენებს, იწვევს პანიკას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ
არსებობდეს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც განზრახ ავრცელებენ მცდარ
ინფორმაციას, მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაუცველი ხდება, რამაც შესაძლოა
სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
უფრო ამძიმებს ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა არის
მათთვის უჩვეულო მდგომარეობაში, უწევთ სახლში ყოფნა, რაც მრავალი
უთანხმოებისა და დისკომფორტის გამომწვევია. თუ კი ისეთ მძიმე ვითარებას
დაემატება სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ამან
შესაძლოა პანიკამდე მიგვიყვანოს, რასაც როგორც ეკონომიკური რეგრესი, ისე
უშუალოდ დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შესაძლოა მოჰყვეს. ამასთან
გასათვალისწინებელია, რომ სოც. ქსელები ყველაზე დაუცველ სივრცეს
წარმოადგენს სადაც ყველა მსურველს შეუძლია ინფორმაციის გავრცელება და
თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერნეტის მოხმარების დონეს
გავითვალისწინებთ საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

2. სწორი ინფორმაციის გავრცელება ( ფაქტისა და ვარაუდის გამიჯვნა)


აღწერა:
დღეს მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ვარაუდის საფუძველზე და
ადამიანები ამას აღიქვამენ როგორც ფაქტს. ეს იწვევს ხალხში ცრუ
ინფორმაციის გავრცელებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს პანიკა. თუ კი ჩვენ
შევასრულებთ ამ მიზნის მისაღწევად ჩამოთვლილ ღონისძიებებს, ადამიანები
შეძლებენ ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისგან გამიჯვნას და სწორ
კონტექსტში გაანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას. ასე ჩვენ თავს ავარიდებთ
დეზინფორმაციას და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას COVID-19-თან
დაკავშირებით.

3. სამედიცინო სექტორის მიმართ ნდობის გაზრდა


აღწერა:
დღესდღეობით სამედიცინო სექტორის მიმართ ნდობა შემცირებულია. ეს
პრობლემაა, რადგან თუ კი არ ვენდობით ამ გლობალური პრობლემის დროს
მთავარი როლის მქონე პირებს, მაშინ რთული იქნება პანდემიის დამარცხება.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი გზების საშუალებით შესაძლებელია ამ მიზნის
მიღწევა, კერძოდ, სამედიცინო სექტორის მიმართ ნდობის გაზრდა.

4. ინფორმაციის გავრცელების მასშტაბის და ხარისხის გაზრდა


აღწერა:
იმისათვის, რომ კოვიდ 19-ს ვებრძოლოთ და მისგან თავი დავიცვათ, უდავოა,
რომ მაქსიმალურად უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ ვირუსისა
და მისი თანდმევი შედეგებისა და ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ჯერ
კიდევ არსებობს ტერიტორიები, სადაც ჭირს მედია საშუალებებთან და
ზოგადად ინტერნეტთან წვდომა. ზოგიერთ მათგანში ტელეფონიც ძნელად ან
საერთოდ არ იჭერს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მასშტაბების გაზრდა,
რათ ა მაქსიმალურად ვებრძოლო ამ ვერაგ ვირუსს

5. წამოვიწყოთ სოციალურ ქსელებში სიცრუის საწინააღმდეგო კამპანია


(სიცრუის და სიმართლის)
აღწერა:
საჭიროა სოციალურ ქსელებში სიცრუის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყება ,
ვინაიდან თავს ავარიდებთ დეზინფორმაციისგან. შევქმნით სათანადო საიტს,
სადაც მხოლოდ და მხოლოდ სანდო წყაროებიდან მივიღებთ ინფორმაციას.
ასევე შესაძლებელია გარკვეული პირების ჩართვა სოციალურ ჯგუფში,
რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი სოციალურ ცხოვრებაში, იქნებიან
ინფორმირებულნი ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, რაც, რა თქმა უნდა,
დადებითად აისახება ინფორმაციის მიწოდების დროს, ვინაიდან სწორედ ასეთ
პირებს ექნებათ ჭეშმარიტი ინფორმაცია, ჩვენს შემთხვევაში, საგანგებო
მდგომარეობასთან დაკავშირებეთ. აქედან გამომდინარე ასეთი საიტების და
გარკვეული ჯგუფების შექმნის აუცილებლობას ვხედავთ.

6. ხელისუფლების როლის გაზრდა ინფორმაციის გავრცელების მხრივ


აღწერა:
დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლება უმაღლესი ლეგიტიმაციით
გამოირჩევა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ისინი მოსახლეობის
ნდობით სარგებლობენ. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიისა და
საგანგებო მდგომარეობის მართვის საკითხი და მასთან დაკავშირებული
ყველა რეგულაცია თუ ღონისძიება სწორედ ხელისუფლების
პასუხიამგებლობის საკითხია, ცალსახად, ცხადია, რომ სწორედ ამ სფეროში
(რეგულაციების შექმნა) ყველაზე სანდო ინფორმაციის წყარო სწორედ
მთავრობაა. გარდა ამისა, გადამწყვეტი როლი პანდემიასთან ბრძოლისას
მთავრობას ეკისრება და მათ მოვალეობებში შედის მოქალაქეებზე ზრუნვა,
მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, გადაადგილებისა თუ სხვა
კონსტიტუციური უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან, მთავრობას
ეკისრება ვალდებულება მოსახლეობას პერნამენტულად მიაწოდოს ზუსტი
ინფორმაცია მიღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.

მიზნების მისაღწევად საჭირო აქტივობების ნუსხა:

1. > ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს სოციალური ქსელების სშუალებით


იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამიჯნონ ცრუ ინფორმაცია
სიმართლისგან

2. > ლიცენზიების გაცემა ტელევიზიისთვის (კოვიდთან გავრცელებისთვის)

3. > ექიმების მომართვა


> უსაფრთხოების ნორმების გავრცელება ექიმების მხრიდან

4. > რეგიონებში წერილების სახით ინფორმაციის მიწოდება


> ოფიციალური განცხადებები გავაკრათ
> ყოველ 3 დღეში ერთხელ საინფორმაციო ზრების განხორციელება
> რადიო
> უსაფრთხოების ზომების დაცვით სოფლებში მეგაფონით ინფორმაციის
გავრცელება
> ტელევიზის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება
5. > შევქმნათ საიტი
> შევქმნათ ჯგუფი სოციალურ ქსელებში
> სანქციები ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის

6. > ხელისუფლების მიერ პრეს-კონფერენციების ჩატარება

პასუხისმგებელი პირები:

➢ ჩვენი გუნდი
➢ დატრენინგებული სპეციალისტები, რომლებიც მიაწოდებენ ამ
ინფორმაციას (ექიმები, მეცნიერები...)
➢ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები (პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის
მინისტრი, პრეზიდენტი...)
➢ საიტის დამფუძნებელი
➢ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელების პასუხისმგებელი
პირები
➢ ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელი
➢ საქართველოს ფოსტა
➢ პირები რომლებიც გააკრავენ განცხადებებს
➢ პირები, რომლებიც განახორციელებენ ზარებს
➢ რადიოწამყვანები, რომლებიც ინფორმირებულნი იქნებიან
➢ პირები, რომლებიც ტრენინგებს ჩაატარებენ და გაავრცელებენ ამ
ინფორმაციას
➢ პირები, რომლებიც ინფორმაციას მეგაფონებით გაავრცელებენ

ვადები:

ინფორმაციის გავრცელება განხორციელდება მანამ სანამ დღის წესრიგში


იქნება COVID-19-ის პრობლემა.

საიტისა და სოციალური ჯგუფების შექმნა უნდა განხორციელდეს პროექტის


დაწყებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

საინფორმაციო პლაკატებისა და პოსტერების გაკვრა განხორციელდეს


პროექტის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

ტრენინგებისთვის განსაზღვრული ვადაა 7-10 დღე. ტრენინგები ჩაუტარდება


სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს.

აქტივობების შესრულებისთვის საჭირო რესურსები:

➢ ბიუჯეტი
➢ საკანცელარიო ნივთები (ტრენინგებისთვის)
➢ სათანადო სივრცე, სადაც შევძლებთ დატრენინგებას
➢ მოხელეები (დაინტერესებული პირები)
➢ მეგაფონები
➢ ტექნიკა (მიკროფონი, დინამიკები, კამერები)
➢ მანქანები
➢ სატელევიზიო სივრცე

მონიტორინგი (წარმატების კრიტერიუმები):

➢ ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღარ იყოს


➢ ხალხმა შეძლოს გამიჯნოს ცრუ ინფორმაცია სიმართლისგან
➢ მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
➢ ფოსტის მხრიდან ყოველკვირეული მოხსენება
➢ ინფორმაციის მასობრივი საშუალებების შემოწმება
➢ სატელეფონო ზარებით მოსახლეობის ინფორმაციულობის
პერმანენტული შემოწმება

You might also like