You are on page 1of 4

რა არის Fake News?

(mariami)

Fake News არის ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც


წარმოდგენილია, როგორც ახალი ამბავი. ეს ხშირად მიზნად ისახავს, ზიანი
მიაყენებას, კონკრეტულ პიროვნებაზე ან მის რეპუტაციაზე. დღეს ჩვენი ნებითა თუ
უნებლიედ, გვიწევს ვიცხოვროთ საინფორმაციო სამყაროში, სადაც ინფორმაციის
იმდენი წყარო და ინტერპრეტაციაა, ძნელია გაარჩიო, რომელია ნამდვილი და
რომელი ყალბი. მეტი წილი ინფორმაციის ნაკადისა, სწორედ სოციალურ ქსელებზე
მოდის. Fake news შეუძლია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ასევე შეუძლია
პოლიტიკური დღის წესრიგი დააყენოს, შეცვალოს და მოსახლეობაში საყოველთაო
დაბნეულობა გამოიწვიოს. ხშირად, გამოგონილი, „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება
შესაძლოა კომერციულად მომგებიანი იყოს, ზოგიერთი ონლაინ გამოცემისთვის,
რომლებიც ამ გზით, გარკვეული რაოდენობის მკითხველის მოზიდვას ახერხებენ.

როგორ აღმოვაჩინოთ „ფეიკ ნიუსები“? (mariami)

1. აუცილებელია დაკვირვება ! ინფორმაციის გაცნობისას, წყაროს გადამოწმებაა


საჭირო. ვებ- გვერდის რეალურობა, სანდოობა. ავტორის შესახებ გაიგეთ მეტი
ინფორმაცია.
2. მხოლოდ სათაურით არასდროს დაიჯეროთ მთლიანი სტატიის შინაარსი.
სათაური ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად სკანდალურია.
3. მოიხმეთ ალტერნატიული წყაროები - გადაამოწმეთ ამა თუ იმ ინფორმაციას
ავრცელებს თუ არა სხვა რომელიმე ალტერნატიული და დადებითი რეპუტაციის
მქონე საინფორმაციო საშუალება. ნახეთ, თავად ამ სტატიაში არის თუ არა
გამოყენებული სანდო წყარო.
4. ხშირ შემთხვევაში „ ფეიქ ნიუსში“ დამახინჯებულია ფაქტები, მოვლენები,
თარიღები რომლის გადამოწმებაც ძალიან მარტივია სხვა ალტერნატიულ
საინფორმაციო გვერდზე. ხშირ შემთხვევაში ძველი ინფორმაციის „გაახლება“
ერთ-ერთი „ფეიქ ნიუსის“ სტილია, რომელსაც არ უნდა ენდოთ!
5. ყველა ადამიანს გვაქვს სიმპატია თუ ანტიპატია კონკრეტული პიროვნებების
და მოვლენის მიმართ. ინფორმაციის წაკითხვისას კარგად განსაჯეთ საკუთარი
თავი მიკერძოებული არ იყოთ!
6. სატირულ-იუმორისტული საინფორმაციო საიტები ხშირია ინტერნეტ
სივრცეში და ხშირად მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ ხუმრობაა
ან პაროდია. გადაამოწმეთ ინფორმაცია სერიოზულ გამოცემებში.

კომპანია Facebook (mariami)


2004 წელს ბოსტონში დაარსებული ამერიკული კომპანიის ფუძემდებელი და
ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგია. 33 წლის მილიარდერის ქონება დღეს 64
მილიარდამდე ამერიკულ დოლარს შეადგენს. მისი იმპერია კი 2 მილიარდ 200
ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ფეისბუქს” 25 ათასზე მეტი ადამიანი ყავს
დასაქმებული.
Fake Accounts (tako)
მიგრანტები, რელიგიური ჯგუფები, ლგბტ თემი, ნაციონალიზმი - ასეთია იმ
საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაზეც ყველაზე ხშირად ვრცელდება ყალბი
ამბები. ბოლო პერიოდში რაც სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი მთავარი
წყარო ინფორმაციის გავრცელების და გაგების რა თქმა უნდა, მომრავლდა „ფეიქ
ნიუსები“ „ფეიქ ექაუნთები“ ეგრეთ წოდებული „ბოტები“.
2019 წელს, ფეისბუქმა, 2,2 მილიარდი ყალბი პროფილი წაშალა - ეს წლის
პირველი კვარტლის რეკორდული მონაცემებია. კომპანიამ მკაცრი პოლიტიკა
2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში
Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია,
ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. კომპანიის დამფუძნებელმა მარკ
ცუკერბერგმა განაცხადა, რომ უამრავი ექაუნთის წაშლის მიუხედავად, ეს
პროცესი გაგრძელდება, რადგან ყალბი პროფილები დეზინფორმაციას
ავრცელებენ.

Deepfake (tako)
Deepfake ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიპერრეალისტური ვიდეო ან
აუდიო ჩანაწერია, რომელშიც ჩანს, რომ კონკრეტული ადამიანი ამბობს ან აკეთებს
იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია. ტერმინი ორ სიტყვას აერთიანებს
- deep learning (სიღრმისეული შესწავლა) - რაც ხელოვნური ინტელექტის ერთერთ
ალგორითმს წარმოადგენს და Fake - ყალბს. ტერმინი თავდაპირველად 2017 წელს
გაჩნდა, როდესაც Reddit-ის მომხმარებლმა სახელით Deepfake, ხელოვნური
ინტელექტის deep learning ალგორითმით ცნობილი ადამიანების სახეები
პორნოგრაფიულ ვიდეოებში დაამუშავა. 2020 წელს, Facebook-ის ინფორმაციით,
საკუთარი პლატფორმიდან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვიდეოებს -
Deepfake-ებს წაშლის.

კამპანია (Tako)

ჩვენ, როგორც კომპანია ფეისბუქი ვგეგმავთ კამპანიას, რომელიც ჩატარდება 2020


წლის 20 სექტემბერს. ცნობილია, რომ სექტემბრის თვე არის SELF-CARE
AWARENESS MONTH, რომელიც მოიაზრებს საკუთარ თავსა და მენტალურ
ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ფეიქ ნიუსებით და დეზინფორმაციის ყოველდღიური
მიღებით ჩვენ არ ვუფრთხილდებით საკუთარ თავებს არამედ ვნებთ ამდენი
ნეგატივის მიღებით, შესაბამისად ჩვენი კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა
იქნება საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებზე ზრუნვა. ბედნიერი ადამიანი არ
ცდილობს სხვების შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას.
when you're happy and you spread it იქნება ჩვენი სლოგანი.

გადაჭრის გზა

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი მუშაობს ფეიქ პროფილებისა და ფეიქ


ჯგუფების აღმოფხვრაზე, ჩვენი კამპანიით გვინდა ეს ყოველივე გავხადოთ
სავალდებულო და რუტინული, რათა მასშტაბურად გავზარდოთ საზოგადოებაში
გადამოწმებისა და დაზუსტების კულტურა. პრობლემაზე, რომელზეც დღეს ჩვენ
ვსაუბრობთ სხვადასხვა ძლიერი კომპანიები და ორგანიზაციები მთელი
რესურსით ცდილობენ გადაჭრან, მოაგვარონ ან თუნდაც შეამცირონ. ჩვენთვის ამ
პრობლემის შემსუბუქება ფეისბუქზე ფილტრაციის ღილაკის ჩართვაა. ეს ფუნქცია
გაფილტრავს ყველა იმ ნიუსს, სტატუსს, ვიდეოს, რომელიც არის დამახინჯებული
და გადაუმოწმებელი. მომხარებელი მისი წაკითხვის დროს მიიღებს
შეტყობინებას, რომ ეს არის „ფეიქი“, თუმცა ის თავად გადაწყვეტს წაიკითხოს თუ
არა მაინც. არჩევანის საშუალება არის ჩვენი უფლება, რომელსაც ყველა ადამიანი
თავისი ხედვით გამოიყენებს.

ვიდეო რგოლი

ვიდეო რგოლის შინაარსი: საზოგადოების წევრები (მამაკაცი - 35 წლის,


ქალბატონი - 50 წლის) აზიარებენ გაურკვეველ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას,
რომელთაც გარე აურა იქნება შავი ფერის, (ყველა ადამიანს აქვს თავისი აურა და ამ
აურებს შესაბამისი ფერები, ნეგატიური შავი ფერის იქნება, ხოლო პოზიტიური
ყვითელი ფერის, რადგან ყვითელი ფერი ასოცირდება მეგობრულობასთან)
ნიუსების გამოქვეყნების შემდეგ სხვა პიროვნება ეცნობა „ფეიქ ნიუსს“, რომლის
ყვითელი ფერის აურა შავდება. ამით გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ
როგორი სწრაფი და გადამდებია დეზინფორმაცია, რომელიც იწვევს ნეგატივს.

ვიდეო რგოილის დასასრულს ერთ-ერთი ქალბატონი შედის ფეიქსბუქ


„სეთინგებში“ ჩართავს ფეიქ ნიუსების გაფილტვრის ფუნქციას და ამით დაძლევს
საკუთარ თავში არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

სწორედ ასე გავრცელდება პოზიტივი საზოგადოებაში და მეტი კარგი აურის მქონე


ადამიანით დასრულდება ვიდეო რგოლი.

გავრცელების არხები

სოციალური მედია პლატფორმები, ფეისბუქი და ინსტაგრამი, ასევე ბანერები და


ბილბორდები, გაჩერებებზე, მეტროში, რადგან ჩვენი სამიზნე აუდიტორიიიდან
გამომდინარე, შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს სოციალური მედია საშუალებები (35-
55 წლამდე), იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კამპანია ებრძვის ფეიქ ნიუსების
გავრცელებას მედიასა და უშუალოდ ინტერნეტ სივრცეში, გაეშვება ვიდეო
რგოლი, სადაც მთავარი საკომუნიკაციო ენა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული,
რჩევის სახით იქნება. ჩვენ არავის ვაძალებთ, არამედ ვურჩევთ, რომ არ გახდნენ
„ფეიქ ნიუსების“ მსხვერპლი და სხვაც არ დააზარალონ ამით.

You might also like