You are on page 1of 3

სხეულის თავგადასავალი: ევროპული და ქართული ვერსიები

შუალედური გამოკითხვა (30 ქულა)

ტერმინები (10 ქულა)

1. კლასობრივ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციას (მონათმფლობელურსა და


კაპიტალისტურ წყობილებას შორის), დაფუძნებულს მიწაზე მოუმუშავე ყმა-
გლეხთა ექსპლოატაციის სისტემაზე, ეწოდება
ა. ანტიკურობა ბ. ფეოდალიზმი გ. კოლექტივიზაცია
2. აღორძინების ხანის იდეურ მოძრაობას, მიმართულს ადამიანის პიროვნების
გათავისუფლებისაკენ, ეწოდება
ა. ჰუმანიზმი ბ. განმანათლებლობა გ. ანთროპოლოგია
3. XIV საუკ. იტალიაში კულტურული და იდეოლოგიური განვითარების
პერიოდს, რომელსაც ახასიათებდა ადამიანითა და ანტიკური კულტურით
დაინტერესება, იმავე, აღორძინების ხანას ეწოდება
ა. მოდერნიზმი ბ. რენესანსი გ. ანთროპოცენტრიზმი
4. პეტრარკა ,,შუა საუკუნეებს“ მოიხსენიებდა ამ სიტყვათშეთანხმებით - saeculum
obscurum. იგულისხმება
ა. ნისლიანი დრო ბ. ბნელი საუკუნეები გ. სისხლიანი ხანა
5. რენესანსის ხანაში, შუა საუკუნეების მკვიდრთაგან ანუ ,,მოძველებულთაგან“
განსხვავებით, გაჩნდნენ ,,თანამედროვენი“, ,,ახლები“, რომელთაც ამ
ლათინური ტერმინით მოიხსენებდნენ:
ა. მოდერნისტები ბ. ორატორები გ. ნოვატორები
6. ფრანგი ენათმეცნიერის, ჟორჟ დიუმეზილის, სამფუნქციური სქემის თანახმად,
რომელიც მე-9 ს.-ის ინგლისში ჩაისახა, მე-11-ში კი საყოველთაოდ
გავრცელდა, შუასაუკუნეობრივ ევროპულ საზოგადოებას, ძირითადად,
შეადგენდნენ:
ა. მეომარნი, მქადაგებელნი, მიწის მუშანი ბ. ვაჭრები, ხელოსნები, გლეხები გ.
იურისტები, ექიმები, მასწავლებლები
7. ძველ რომში საზოგადოებრივ აბანოებს ერქვა
ა. თერმები ბ. საუნები გ. ჯაკუზები
8. ორი ან რამდენიმე პირის ერთმანეთთან საუბარს ეწოდება
ა. მონოლოგი ბ. დილოგია გ. დიალოგი
9. ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ
ურთიერთსაპირისპირო საწყისს, ვთქვათ, მატერიალურსა და იდეალურს,
ეწოდება
ა. დუალიზმი ბ. ანტაგონიზმი გ. ალტერნატივა
10. ძველქართული ,,წუალ“ ფუძე - ,,გაყოფა-გამოცალკევებაზე“ მიანიშნებს.
აქედანაა ,,მწვალებლობა“ ანუ გაბატონებულ რელიგიურ დოგმათა
საწინააღმდეგო მოძღვრება. დაასახელეთ მისი ბერძნულ-ლათინური
ეკვივალენტი.
ა. სექტა ბ. არეოპაგი გ. ერესი

ფაქტები და მოვლენები (10 ქულა)


1. ზეციური სასუფევლის მარკერთა გამორჩევა შეიძლება სახარებისეული
,,გამოცხადების“ ანუ ,,აპოკალიფსის“ ტექსტში: ბროლივით კამკამა
სიცოცხლის მდინარე, მთელი წელიწადის განმავლობაში მწიფე ნაყოფის
მომცემი და ფოთლებით ადამიანთა მკურნალი სიცოცხლის ხე, ღამის
არარსებობა, და სხვ. ამ ტექსტის ავტორად ითვლება
ა. მათე ბ. მარკოზი გ. იოანე
2. რომელ კონკრეტულ ადგილს წარმოიდგენდნენ იუდეველები
ჯოჯოხეთის, როგორც ცეცხლის, სიცხისა და სიმყრალის, მეტაფორის
გაგონებისას?
ა. სინაის მთას ბ. ენომის ველს გ. აღთქმულ მიწას
3. აღდგომის დოგმატის ადეპტებს სწამდათ: ქალები და მამაკაცები საიქიოში
კვლავ შეიმოსებიან ხორცითო. რა პერსპექტივას გულისხმობდა ეს, ვთქვათ,
ცოდვილთა სულებისათვის?
ა. ჯოჯოხეთში მარადიულ ხორციელ ტანჯვას ბ. სამოთხეში მარადიულ
გრძნობისმიერ ნეტარებას გ. სალხინებელში ჯოჯოხეთისა და სამოთხის
დროებით ჭვრეტას
4. სასულიერო პირები და, მათი წაბაძვით, საერონიც, გაიძახოდნენ, ხორცის
დათრგუნვის, ავხორცობისა და გემოთმოყვარეობის გაკიცხვის
საფუძველიც ბიბლიაშიაო. რომელ ბიბლიურ პერსონაჟებს მიიჩნევდნენ ამ
ცოდვათა ,,ფუძემდებლებად?“
ა. აბელსა და კაენს ბ. აბრაამსა და სარას გ. ადამსა და ევას
5. სხეულის არსებობას ,,შეგუებულმა“ ღვთისმეტყველებმა სხეულის
საუკეთესო მდგომარეობად, როცა სული ქვევიდან - ზევით, მიწიდან
ღვთისკენ მიისწრაფის, გამოაცხადეს
ა. დაჩოქება ბ. ფეხზე დგომა გ. წამოწოლა
6. ორი ურთიერთგანსხვავებული სქესის ერთმანეთისაკენ ლტოლვა ანუ
სექსუალური ნდომა-სურვილი იმით მართლდებოდა, რომ ეს აღადგენდა
ა. დაკარგულ სამოთხეს ბ. დაკარგულ სრულყოფილებას გ. დაკარქულ
ქალწულობას
7. დიდმარხვის დაწყებამდე სამ დღეს, როცა დადგენილი წესები თავდაყირა
დგებოდა და მანამდე აკრძალული ნებადართულად ცხადდებოდა, ერქვა
ა. სულელთა დღესასწაული ბ. ორგია გ. კარნავალი
8. შუასაუკუნეობრივ ევროპაში სხეულის მიერ გამოყოფილი ორი
ცხოველმყოფელი სითხე ტაბუს დაექვემდებარა. იგულისხმება:
ა. სისხლი და თესლი ბ. ოფლი და ცრემლი გ. ჩირქი და ნაღველი
9. ამან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა ერთმანეთს
შუასაუკუნეობრივი სოციუმის ორი ძირითადი ფენა:
ა. მეომრები და მიწის მუშანი ბ. მეომრები და სასულიერო პირები გ.
ვაჭრები და ხელოსნები
10. სისხლის ტაბუ შეჭრილიყო ე.წ. ,,სუსტი სქესის“ ისედაც
მეორეხარისხოვნად მიჩნეულ წარმომადგენელთა ცხოვრებაშიც, რაც მათ
სტატუსს კიდევ უფრო აკნინებდა. იგულისხმება
ა. ,,დედათა წესი“ და შვილოსნობა ბ. ავადმყოფობა და ლოცვა გ. შრომა და
ოჯახის მოვლა

ინტერპრეტაცია (10 ქულა)


1. კათოლიკურ ევროპაში მე-11 საუკუნიდან აიკრძალა სიმონია და
კონკუბინატი, ოდნავ გვიან კი დაწესდა ცელიბატი და მონოგამია.
ა. რას აღნიშნავს ტერმინი ,,სიმონია“?
ბ. გადმოეცით ის სახარებისეული ნარატივი, რომელიც სიმონიის
საფუძვლად იქცა.
გ. რას აღნიშნავს ტერმინი ,,კონკუბინატი?“
დ. კონკუბინატი ქრისტიანობამდელი ფენომენია - დაადასტურეთ ეს
დებულება.
ე. რატომ ჰქვია ,,ლატერანისა“ კათოლიკურ სამყაროში მოწვეულ
საეკლესიო კრებებს?
ვ. როგორ ითარგმნება ქართულად ლათინური Caelebs?
ზ. რას აღნიშნავს ტერმინი ,,ცელიბატი?“
თ. როგორ წყდება ცელიბატის პრობლემა მართლმადიდებლურ
სამყაროში?
ი. რას აღნიშნავს ტერმინი ,,მონოგამიური?“
კ. რას აღნიშნავს ტერმინი ,,პატრიარქალური?“

You might also like