You are on page 1of 1

„შუშანიკის წამება“ ქართული მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ძეგლადაა

აღიარებული.

იაკობ ხუცესი ნაწარმოებში V საუკუნის მეორე ნახევრის ქართლს ასახავს. იგი თხზულებაში
ასახული ამბის, ყველა ფაქტისა და მოვლენის მომსწრე, თვითმხილველი და მონაწილეა.
იაკობი აღწერს იმ პერიოდს, როდესაც ირანი საქართველოს დასამორჩილებლად
მიზანმიმართულად ცდილობდა მაზდეანობის დანერგვასა და ქრისტიანობის
აღმოფხვრას.

იაკობი ნაწარმოების რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება . სწორედ აქედან ვიგებთ მის სახელს .
როდესაც იგი შუშანიკთან იმყოფებოდა, პიტიახშის გამოგზავნილმა ყმამ ასე იკითხა :
„იაკობ მანდ არსა?“

იაკობ ხუცესს სურდა, რომ დედოფალს მოეთხრო მისთის თითოეული დეტალი ამბისა ,
რათა შემდგომში მას ეს ყველაფერი ფურცელზე გადმოეტანა . იაკობი როცა პურობის
შმდეგ დილეგში მყოფ შუშანიკს ეწვია, მცირედი საკვების მიღება და იარების განკურნება
შესთავაზა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი სხვებისგან იმით გამოირჩევა , რომ იფარავდა
და ზრუნავდა დედოფალზე.

იაკობი ასევე მაშინ ჩანს დედოფალთან ერთად, როცა მეზობელი სოფლიდან ჩქარა
გაეშურა დაბა ცურტავში, რათა შუშანიკის გვერდით ყოფილიყო. ის კეთილგანწყობილია
იაკობის მიმართ და ენდობა კიდეც მას, რადგან მას თავისი მრავალი საიდუმლო
გაუმხილა და მოუყვა თითოეული დეტალი თავისი ცხოვრებისა.

იაკობი მოწიწებით, სიყვარულით მოიხსენიებს შუშანიკს, კეთილგანწყობილია ჯოჯიკისა


და მისი ცოლის მიმართ და წინააღმდეგია ვარსქენისა.

იაკობს ამ ნაწარმოებით სურდა დაენახებინა მთელი ერისათვის შუშანიკის სამაგალითო


ცხოვრება და აღსასრული, რათა ამ ყვლაფერს მათზე გავლენა მოეხდინა.

You might also like