You are on page 1of 4

ქართული პოეტური გვირგვინი და დღემდე დაუძლეველი მწვერვალია შოთა

რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მოგვითხრობს ამბავს რაინდთა


ცხოვრებიდან. რუსთაველი პოემაში ჰარმონიულ, იდეალურ, სულიერად და გარეგნულად
სრულყოფილ პიროვნებებს ძერწავს. სწორედ ამგვარია სამი მნათობი - ტარიელი,
ავთანდილი და ფრიდონი. „ვეფხისტყაოსანში“ მრავალ საჭირბოროტო და
ცხოვრებისეულ საკითხს ვხვდებით, როგორებიცაა: ბატონყმობა, პატრიოტიზმი ,
მიჯნურობა, ჰუმანიზმი და კიდევ უამრავი სხვა.

ნაწარმოებში ვხვდებით როსტევან მეფისა და მისი სპასპეტის, ავთანდილის ,


ურთიერთობას. როსტევანს იმხელა სიყვარული აკავშირებს ავთანდილის მიმართ , რომ
როგორც შვილს, ისე აღიქვამს. მაშინ, როდესაც ნადიმზე როსტევან მეფე დაღრეჯით იჯდა ,
მხოლოდ ავთანდილმა გაბედა მეფისთვის მოწყენის მიზეზი ეკითხა. ეს კი მათ ახლო
კავშირზე მიანიშნებს. ასევე, როსტევანს ძლიერ გაუხარდა თავისი მოყმის გამარჯვება , რის
გამოც სახიდან სევდის ღრუბელი გადაეყარა და გამხიარულდა.

„მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,

უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,

სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა“.

ბატონისა და ყმის შესანიშნავი მაგალითია ასევე ავთანდილის მიერ აღზრდილი


შერმადინი. როდესაც ავთანდილი გაიპარა, თავისი ტიტული და მოვალეობა მას
გადააბარა. ავთანდილი დარწმუნებული იყო შერმადინის პიროვნებაში და , რაც
მთავარია, მისი ნდობა ჰქონდა. ეს კი პატრონსა და ხელქვეითს შორის უმთავრესია .

აუცილებელია აღვნიშნოთ ასმათის დამოკიდებულება ტარიელსა და ნესტანთან და


პირიქით. ასმათში თავმოყრილია ყველანაირი კარგი თვისება: მას უყვარს თავისი
პატრონი და ენდობა მას, არის საოცრად ერთგული და თავდადებული ქალი . მაშინ,
როდესაც ტარიელმა წასვლა შესთავაზა და თავისუფლება უბოძა , მან ცივი უარი
განუცხადა და სიცოცხლის ბოლომდე მის ნაკვალევზე სიარულს დაჰპირდა . ეს
ყველაფერი კი სრულიად უანგაროდ ჩაიდინა.

ასმათი შეუდარებელია ნესტანთან მიმართებაშიც. იგი ყველანაირად ეხმარებოდა მას


მიჯნურთან შესახვედრად, მისი დაკარგვის შემდეგ კი იოტისოდენა იმედსაც კი არ
კარგავდა და სჯეროდა, რომ თავისი ქალბატონი ბედნიერებას ეწეოდა .

ამ ურთიერთობებისგან განსხვავებულია მელიქ სურხავისა და თავისი ქვეშევრდომების


დამოკიდებულება. მეფეს მათთან ბატონყმური ზღუდე არ აქვს აღმართული და
მსახურებთან ძალიან ფემილიალური ურთიერთობა აქვს, რაც მისაღები არ არის.
„ვეფხისტყაოსანში“ ასევე გაშლილია პატრიოტიზმის თემა. პატრიოტული გრძნობა ძლიერ
არის გაღვივებული როსტევანში, არაბთა მეფეში. როდესაც იგი მიხვდა , რომ თავისი
ვარდი დაჭკნა, გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისათვის აჯობებდა თავისივე
სიცოცხლეში ერთადერთი ასული გაემეფებინა.

ასევე დიდი პატრიოტია არაბი სპასპეტი, სამ მნათობს შორის ერთ -ერთი , ავთანდილი .
მაშინ, როდესაც თინათინმა იგი უცხო მოყმის მოსაძებნად გაგზავნა, ავთნდილმა
დატოვებულ ანდერძში პრიორიტეტად სამშობლოს ინტერესები მოიხსენია და არა
საკუთარი.

პატრიოტული გრძნობა ღვივის ტარიელშიც. იგი ვერ დაჰყაბულდა იმას, რომ ფარსადანი
აპირებდა ინდოეთი ხვარაზმელი სასიძოსათვის გადაელოცა. ამის გამო მან
უდანაშაულოს სისხლიც კი დაღვარა. დასაფასებელია ტარიელის პატრიოტიზმი , თუმცა ამ
გრძნობის ასეთი ვულგარული გზით გამოვლენა მიუღებელია.

პატრიოტიზმის მხრივ გამორჩეულია ნესტანიც. მისი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული


იკვეთება მაშინ, როდესაც კოშკში თავისუფლებაწართმეული, მაინც თავის სამშობლოზე
ფიქრობს და ტარიელს თავისი თავის დახსნის ნაცვლად ფარსადანისთვის დახმარების
ხელის გაწვდენას სთავაზობს.

ინდოეთის მეფის, სარიდანის, ქვეყნის სიყვარული იმ ეპიზოდში ჩანს, როდესაც მან


გადაწყვიტა, რომ ინდოეთის საკეთილდღეოდ სამშობლოს ერთი მეშვიდედი , რომელიც
თავისი საკუთრება გახლდათ, ფარსადანისათვის გადაეცა, რათა ინდოეთი
გამთლიანებულიყო. ამის გაკეთება კი ბევრს არ ძალუძს.

ვფიქრობ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მიჯნურობის გარეშე დაკარგავდა თავის ხიბლსა და


პეწს, რადგან მიჯნურობის საუკეთესო მაგალითები გვხვდება რუსთაველის პოემაში .
პროლოგშივე პოეტი სიყვარულს უზენაესს უწოდებს და მას ახასიათებს, როგორც ძნელად
გამოსათქმელს.

„ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა“.

მიჯნურობისსაუკეთესო მაგალითია ტარიელისა და ნესტანის სიყვარული . მათი გრძნობა


შეუდარებელია, უზენაესი, არამიწიერი და ამაღლებული. შეყვარებულები მზად არიან
ერთმანეთისათვის ყველაფერი დათმონ, მათ შორის სიცოცხლეც.

მათი სიყვარული გულში მხოლოდ ერთი ნახვით აგიზგიზდა, შემდგომში კი ეს გრძნობა


ოდნავადაც არ განელებიათ.

ტარიელმა თავისი სატრფოს გამო ყველაზე დიდი ცოდვა იტვირთა - უდანაშაულო კაცის
მკვლელობა.
სიყვარულის დიდი გამოვლინება იყო მაშინაც, როცა ჭაბუკმა სატრფოს დაკარგვის ამბავი
შეიტყო. იგი არ დაჰყაბულდა ამ ამბავს, არ შეეგუა და მის მოსაძებნა ველად გაიჭრა , უკან
კი დიდება, ტიტული და გამზრდელი მოიტოვა. ტარიელი არ შეუშინდა მარტოობასა და
მომთაბარე ცხოვრებას. რომ არა ასმათი, მას ამქვეყნად მესაიდუმლე და დარდის
შემნახველი არავინ ეყოლებოდა.

ნესტანსაც ძლიერ უყვარდა ტარიელი. ის სატრფოსთან მიწერილ წერილში ტარიელს


შეემუდარა, რომ არ შებმოდა უხორცო ქაჯებს, რადგან ის მის სიკვდილს ვერასგზით
აიტანდა.

„ნუთუ ესენი გეგონნენ, სხვათა მებრძოლთა წესითა!

ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა,

შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;

მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.“

„ვეფხისტყაოსანში“ მეორე გამორჩეული წყვილია ავთანდილისა და თინათინის. მათი


სიყვარულიც უეჭველად ჭეშმარიტია. მაშინ, როდესაც თინათინმა ავთანდილი თავისთან
იხმო და უცხო მოყმის მოძებნა სთხოვა, მან მას ეს უბრძანა, როგორც მოყმეს, შემდეგ კი -
მიჯნურს. აქედან ჩანს თინათინის თავშეკავებულობა, რაც სიყვარულში დასაფასებელია .

ავთანდილის სიყვარული წლების განმავლობაშ არ განელებულა. ველად გაჭრილსაც კი


მთვარისა და პლანეტების ნაცვლად მუდამ თინათინის სახე და ხატება ელანდებოდა .

ამ იდეალური გრძნობისაგან სრულიად განსხვავებულია სიძვა,რომლის


წარმომადგენელიც ფატმანია. პოეტი პროლოგშივე ადარებს ერთმანეთს სიყვარულსა და
სიძვას და ამბობს:

„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი,

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი,

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნურვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი“.

ფატმანი ვერ სჯერდება ერთ პიროვნებას და მუდამ ახლის ძიებაშია. ჭაშნაგირი , რომელიც
უყვარდა, ავთანდილს დაუფიქრებლად მოაკვლევინა, რადგან მისგან საშიშროება
ელოდა. ფატმანი თავისი უღირსი საქციელის გასამართლებლად საკუთარი ქმრის
ფიზიკურობას იყენებს.
ზემოთ ჩამოთვლილი თემების გარდა, პოემაში ვაწყდებით ჰუმანურობასაც . როსტევანის
ჰუმანურობა პოემის დასაწყისშივე იკვეთება. მაშინ, როდესაც თავისი შვილი გაამეფა ,
ურჩია, რომ ყველას თანასწორად მოპყრობოდა და არც განძი დანანებოდა გასაცემად .

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების,

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების ვინ ების,

უხვად გასცემდი! - ზღვათაცა შედის და გაედინების“.

ავთანდილიც ჰუმანური ადამიანია. როდესაც იგი უცხო მოყმის საძებნელად იყო გაჭრილი ,
სამი ძმა შემოხვდა, ტარიელისაგან დაჭრილ-დაზარალებულები, ავთანდილმა კი მათ და
მათ მსახურებს თავისი ნანადირევი და თავშესაფარი მისცა სრულიადა უანგაროდ .

ამის მიუხედავად, ტარიელის მსგავსად ავთანდილმაც გამოასალმა ადამიანი სიცოცხლეს ,


რათა ნესტანის ადგილსამყოფელი გაეგო.

ნესტანი ნაკლებად ჰუმანური ადამიანია. მან უბიძგა ტარიელს მკვლელობისაკენ. ეს კი


საქმის მოგვარების უკანასკნელი და საშინელი გზა იყო.

ტარიელის ეს თვისება მაშინ იკვეთება, როდესაც ხატაეთში შესულმა ბრძანა , რომ


ჩვეულებრივი მაცხოვრებლებისათვის ხელი არ ეხლოთ.

ჰუმანურია ფარსადანიც. მას თავისუფლად შეეძლო მოეკლა რამაზ მეფე


დაუმორჩილებლობისათვის, თუმცა, ამის მიუხედავად, მეფურად დაუხვდა და შემდეგ
გაათავისუფლა.

ამრიგად, „ვეფხისტყაოსანში“ მრავალ საჭირბოროტო საკითხს ვხვდებით, რომელიც


გვანახებს, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი.

You might also like