You are on page 1of 2

5.

„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი;

ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

სათაური: მიჯნურობის ჭეშმარიტი არსი.

ასე იმიტომ ვუწოდე, რომ ავტორი ამ სტროფით მკაფიო ხაზს გვივლებს მრუშობასა და
მიჯნურობას შორის და მის რეალურ მნიშვნელობას გვაცნობს.

6.მიჯნური უნდა იყოს ერთგული და არა მოღალატე, მრუში. მას თავის სატრფოსთან
განშორება უნდა ტანჯავდეს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორია თავისი რჩეული ,
თუნდაც მკაცრი და უკარება იყოს, მაინც იმ ერთს უნდა დასჯერდეს. ავტორს სძულს
გრძნობას მოკლებული, ხორციელ ლტოლვაზე დამყარებული ურთიერთობა, და
შესაბამისად მიჯნურებიც ღვთაებრივი გრძნობით უნდა იყვნენ დაკავშირებულნი
ერთურთთან.

7.ავტორი გვეუბნება, რომ თავს მიჯნური არ უნდა უწოდოს ისეთმა ადამიანმა,


რომელსაც მარტივად შეუძლია სატრფოს გაცვლა სხვაზე და მასთან განშორება არ
ესიკვდილება. მსგავსი ქმედება ფუჭ თამაშს, ყმაწვილურ გართობას გავს. როგორ
შეიძლება მიჯნური „მოთამაშე“ იყოს. პირიქით, მას საყვარელი ადამიანისთვის
ცხოვრების დათმობაც კი უნდა შეეძლოს.

8.ნამდვილ მიჯნურს უნდა შეეძლოს, რომ თავისი გრძნობები არ დაიტყოს და გასაჭირიც


დამალოს. სხვა ადამიანებს თავს არ უნდა ახვევდეს თავის ურთიერთობას და
განრიდებულად იხსენებდეს სატრფოს. ჭეშმარიტი მიჯნურის სურვილი განმარტოება და
საყვარელ ადამიანზე ფიქრი უნდა იყოს. ის სიყვარულის ალით უნდა იწვოდეს და
შორიდან იდაგებოდეს, გონებას კარგავდეს. რაც მთავარია , სატრფოს მიმართ რიდითა
და პატივისცემით უნდა იყოს განმსჭვალული.

9.“ხვაშიადი“ ნიშნავს გულის ნადებს და ავტორი ამით ამბობს, რომ მიჯნური თავის
დარდს სხვებს არ უნდა უზიარებდეს.

10. რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ შექმნილია ორი დიდი კულტურული არეალის,


ისლამური აღმოსავლეთი და ქრისტიანული დასავლეთის მიჯნაზე. აქედან
გამომდინარე რომანი ორივე კულტურის გავლენას განიცდის და მეტიც, მათ იდეალურ
ტანდემს წარმოადგენს. „ვეფხისტყაოსანში“ დახატული იდეალიზებული სიყვარული
უკავშირდება შუასაუკუნეების ევროპული ცხვორების სტილსაც. მიჯნურობის
კრიტერიუმებში სწორედ, რომ ევროპულ მოტივებს ვაწყდებით.კონკრეტულად დუმილი ,
სატრფოს თაყვანისცემა, მიმტევებლობა, სიამაყის გრძნობის ჩახშობა, სატრფოსადმი
ვასალური დამოკიდებულება.ამ ყოველივეს ვაწყდებით სარაინდო
თქმულებებშიც.ევროპის ფეოდალური წეს-წყობილების დამსახურება იყო სწორედ
ის,რომ მიჯნურები ერთმანეთთან მიმართებით ერთგვარ ვასალურ დამოკიდებულებას
განიცდიდნენ. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული საწინდარია რაინდთა გმირული
ქმედებისა, რასაც შემდეგ პასაჟებში წავაწყდებით (ქაჯეთის ციხე და მასთან
დაკავშირებული მოვლენები).ამ ყველა მიზეზიდან გამომდინარე ვთვლი, რომ
დასავლური კულტურის მახასიათებლები ბევრად მეტი რაოდენობით გვხვდება .

თუნდაც ის, რომ პერსონაჟები სახეს იხოკავენ, ან მამაკაცებიც კი მოთქვამენ და


ცრემლებს ყრიან და ყველა სხვა გაზვიადებული ემოცია ადასტურებს იმას, რომ ამ
ნაწარმოებში აღმოსავლურიც ბევრია, ვინაიდან მოთქმა და გოდება, განწირული
სიყვარული და შორით ტრფობა არაერთ აღმოსავლურ ნაწარმოებში გვხვდება .

You might also like